You are on page 1of 10

ადმინისტრაციული კოდექსი

1. ადმ. ორგანოდ ითვლება თუ არა კერძო პირი და რა შემთხვევაში (საჯარო მმართველობას


ახორციელებდა). ადმინისტრაციული: ა) ადმინისტრაციული ორგანო – ყველა
სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო
სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური
გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს;
2. ადმინისტრაციული ხელშეკრულება რის საფუძველზეც გამოიცა ის აქტი გაუქმდა,
ხელშეკრულებას რა დაემართება? ადმინისტრაციული: ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო
ხელშეკრულება.
3. ადმნისტრაციულმა ორგანომ მიმართა სასამართლოს რაღაც საკითხზე და ეს საკითხი მის
განსჯადობას მიუკუთვნებოდა, შესაბამისად ვერ მიმართავდა. ანუ თუ ადმნ ორგანოს
განსჯადია თავად უნდა გადაწყვიტოს.
4. დაინტერესებულმა მხარემ მიმართა ადმნ ორგანოს წარმოებაში მონაწილე ყველა პირზე
ინფორმაცია მიეწოდებინა. აქ უნდა დაგვეწერა, რომ მომზადების პროცესში ჩართული
პირები სარგებლობენ აღმსარულებელი პრივილეგიით, გარდა პოლიტიკური
თანამდებობის პირებისა. ადმინისტრაციული კოდექსი: თანამდებობის პირის მიერ
გადაწყვეტილებათა მომზადების პროცესში მონაწილე სხვა საჯარო მოსამსახურეთა
(გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა) ვინაობა დაცულია
გამხელისაგან აღმასრულებელი პრივილეგიით.
5. პირმა მიმართა ადმნ ორგანოს და მოითხოვა ინფორმაცია, აღმოჩდა, რო ეს ინფორმაცია
წარმოადგენ ერთმანეთთან დაუკავშირებელ ბევრ მონაცემს. ადმინისტრაციული
კოდექსი: საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის,
ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა
უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ა)
სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა
საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; ბ) მნიშვნელოვანი
მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და
დამუშავებას; გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ
ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.
6. პირმა არასწორად მიმართა, ადმნ ორგანოს. ადმინისტრაციული კოდექი: 1. თუ
განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული
ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5
დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ
ადმინისტრაციულ ორგანოს. 3. განცხადებისა და მასზე დართული საბუთების
უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნის შესახებ, შესაბამისი
დასაბუთებით, 2 დღის განმავლობაში, წერილობით ეცნობება განმცხადებელს. 4. თუ
განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია
უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო
განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5
დღის განმავლობაში. 5. განცხადების წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი
ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ პირმა კანონით დადგენილ ვადაში
განცხადება წარადგინა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.
7. ადმნ ორგანოდან ინფორმაციის გამოთხოვაზე უარი რომ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს
ეგ დაიმახსოვრე. ადმინისტრაციული კოდექი: 1. საჯარო დაწესებულების უარი საჯარო
ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.
8. ადმნ ორგანოს ხელმძღვანელმა რაღაც საკითხზე დაიწყო საჯარო ადმნ წარმოება, რადგან
ეს საკითხი პირთა ფართო წრეს ეხებოდა და შეეძლო თუ არა. ადმინისტრაციული
კოდექი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ თავით [საჯარო
ადმინსიტრაციული წარმოება] დადგენილი წესის შესაბამისად გამოიცემა მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით. 3. ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს
გადაწყვეტილებით, ამ თავით დადგენილი წესით, შეიძლება გამოიცეს იმ შემთხვევაშიც,
თუ იგი ეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაციული ორგანოს
პასუხისმგებელი პირი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის)
თანხმობით. თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული
ორგანო, გადაწყვეტილებას საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
იღებს თავად ამ ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებელი თანამდებობის პირი.
9. კანონიერ ნდობა. ადმინისტრაციული კოდექსი: დაინტერესებული მხარის კანონიერი
ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი.
კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის
უკანონო ქმედება.
10. რას ეწოდება ადმინისტრაცუული ორგანოს დაპირება? ადმინისტრაციული: 1.
ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს
წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება
განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის
საფუძველი. 2. ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ კანონიერი ნდობა არ
შეიძლება არსებობდეს, თუ: ა) მას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს
კანონსაწინააღმდეგო დაპირება; ბ) შესაბამისი ნორმატიული აქტის შეცვლის გამო პირი
ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს; გ) მას საფუძვლად უდევს
დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება. 3. ადმინისტრაციული ორგანო
უფლებამოსილია გასცეს დაპირება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის
თაობაზე მხოლოდ დაინტერესებული მხარეების მიერ საკუთარი მოსაზრებების
წარდგენისა და იმ ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის შემდეგ,
რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელია დაპირებული
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.
11. აქტის გამოცემით სხვას ადგებოდა ზიანი და ვალდებული იყო თუ არა ადმ. ორგანო
აენაზღაურებინა ზიანი თუ გაეცა კომპენსაცია, მგონი გზის გაყვანის ფაქტზე იყო
საუბარი და დაზარალებულს მიწა ჩამოართვესო. პასუხებში იყო ერთგან საუბარი
მართლზომიერ აქტზე და ერთგან კანონიერ აქტზე, რომ ასეთ შემთხვევებში არ არის ადმ.
ორგანო ვალდებული ზიანის ანაზღაურებაზე, რაც არასწორია, ნებისმეირ შემთხვევაში
უნდა აანაზღაუროს; ადმინისტრაციული: 1. თუ საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტით თანასწორობის პრინციპის საწინააღმდეგოდ არსებითი ზიანი
ადგება მხოლოდ რომელიმე კერძო პირს ან პირთა ჯგუფს, სახელმწიფო ან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს ამ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიყენებული ზიანი. 2. ზიანის ანაზღაურების
მოცულობა განისაზღვრება საჯარო და კერძო პირის ინტერესების შეფასების
საფუძველზე.
12. ზეპირად გამოცემული ინდ. აქტი მხარის მოთხოვნით 3 დღისა ვადაში წერილობით რომ
უნდა გამოვიდეს; ადმინისტრაციული: 1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად. 2. დაინტერესებული მხარის
მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე
კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ზეპირი ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს
წერილობით.
13. ნორმატიული აქტის გასაჩივრება იწვევს თუ არა ავტომატურად მისი მოქმედების
შეჩერაბას (როგორც მახსოვს არა, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და
მხარის მოთხოვნაც საჭიროა); ადმინისტრაციული: 1. თუ კანონით ან მის საფუძველზე
გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, გასაჩივრებული
აქტის მოქმედება შეჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან.
ამის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
მოქმედება არ შეჩერდება, თუ: ა) გამოიწვევს სახელმწიფო ან ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების ხარჯების გაზრდას; ბ) წარმოადგენს პოლიციის
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც მიღებულია საზოგადოებრივი
წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით; გ) გამოცემულია საგანგებო ან საომარ
მდგომარეობაში შესაბამისი კანონის საფუძველზე; დ) აღსრულების გადადება
გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის
საზოგადოებრივ წესრიგს ან უშიშროებას. 3. გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-2 ნაწილის
საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების გაგრძელების
შესახებ იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ან მისი ზემდგომი
ადმინისტრაციული ორგანო.
14. ხიდის მშენებლობის ნებართვა გასცა ადმ. ორგანომ და შემდეგ აღმოჩნდა გამოკვლევით,
რომ არ შეიძლებოდა ამ მდინარეზე მშენებლობის განხორციელება, რადგან ნიადაგი არ
იყო შესაბამისი და ჩამონგრევის საფრთხე არსებობდა, რის საფუძველზედაც ზედმგომმა
ორგანომ გამოსცა ნორმატიული აქტი და აკრძალა მშენებლობა ამ მონაკვეთში (და თუ
სწორად მახსოვს მიუთითა გაცემული ნებართვების შედეგები). რის საფუძველზე უნდა
გამოცხადებულიყო გაცემული ნებართვა ძალადაკარგულად ახალ აღმოჩენილი
გარემოებების თუ ნორმატიული აქტის. (კითხვის ფორმულირება ზუსტად არ მახსოვს და
მუხლს გადახედეთ სჯობს); ადმინისტრაციული: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. 2. ადმინისტრაციული
ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად
გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ
შემთხვევისა, თუ: ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე
გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; ბ) კანონმდებლობის
შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში;
გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად
შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად
გამოცხადების საფუძველი; დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც
ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ
შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს;
ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე
შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ
ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი
მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.
15. ინდ. აქტი რომლის საფუძველზეც ჩატარდა ტენდერი და დაიდო ხელშეკრულება შემდეგ
ბათილად იქნა ცნობილი. ხელშეკრულების ბედი როგორაა, ინარჩუნებს მოქმედებას?
ადმინისტრაციული: 6. თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი,
რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან
კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით
გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო და
საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი
ზიანი.
16. საჯარო დაწესებულებამ მიიღო გადაწყვეტილება გაესაიდუმლოებინა ინფორმაცია
წყლის ხარისხის დაბინძურების შესახებ (არ აქვს უფლება გარემოსა და
ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაასაიდუმლოს); ადმინისტრაციული:
ყველას აქვს უფლება იცოდეს: ა) ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ
საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ბ)
საჯარო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები; გ)
საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა ფუნქციების
განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილებათა მიღების წესი; დ) საჯარო
დაწესებულების იმ სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და
სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო
ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის
ინფორმაციის მიწოდება; ე) კოლეგიურ საჯარო დაწესებულებაში გადაწყვეტილების
მისაღებად გამართული ღია კენჭისყრის შედეგები; ვ) არჩევით თანამდებობაზე პირის
არჩევასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია; ზ) საჯარო დაწესებულების
საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები, აგრეთვე
სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომელშიც საჯარო დაწესებულება მხარეს
წარმოადგენს; თ) საჯარო დაწესებულების გამგებლობაში არსებული საჯარო მონაცემთა
ბაზის სახელწოდება და ადგილსამყოფელი, აგრეთვე საჯარო მონაცემთა ბაზისათვის
პასუხისმგებელი პირის ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი; ი) საჯარო
დაწესებულების მიერ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების
მიზნები, გამოყენების სფეროები და სამართლებრივი საფუძველი; კ) საჯარო მონაცემთა
ბაზაში მისი პერსონალური მონაცემების არსებობა ან არარსებობა, აგრეთვე მათი
გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაც მოხდება პირის
იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანა მოთხოვნა თავის შესახებ
მონაცემების გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე; ლ) იმ პირთა კატეგორია,
რომელთაც კანონით უფლება აქვთ გაეცნონ საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ
პერსონალურ მონაცემებს; მ) საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემთა
შემადგენლობა, წყაროები და იმ პირთა კატეგორია, რომელთა შესახებ გროვდება,
მუშავდება და ინახება ინფორმაცია; ნ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული
სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს
პერსონალურ მონაცემებს.
17. პირმა გაასაჩივრა ინდ. აქტი და მოითხოვა ბათილობა ზემდგომ ადმ. ორგანოში, თუმცა
მათ განუხილველად დატოვეს იმ მოტივით, რომ დადგენილ პრაქტიკას
ეწინააღმდეგებოდა საქმე (ადმ. ორგანოს მიერ განუხილველად დატოვება ამ საფუძვლით
არაკანონიერია); ადმინისტრაციული: 1. ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს
ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ: ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან
განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის
მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ბ) სასამართლო
წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; გ)
არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე
საკითხზე; დ) ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს
ადმინისტრაციული წარმოება იმავე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით; ვ)
ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; ზ) გასულია
ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. 2.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებასა ან
განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს
ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი
მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული ორგანო
ადმინისტრაციული საჩივრის მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის
ვადაში.
18. ექსპერტმა შალამბერიძემ ფორმალური წარმოებისას უარი განაცხადა ექსპერტიზის
დასკვნის ჩატარებაზე მოუცლელობის გამო (უკანონოა ეს უარი);
19. პირმა მოითხოვა ადმ. წარმოებისას შიდა წარმოებასთან დაკავშირებული შიდა
დოკუმენტაცია (შეუძლია ასეთი მასალები არ გასცეს ადმ. ორგანოს); ადმინისტრაციული:
1. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს
გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, გარდა იმ მასალებისა, რომლებიც
წარმოადგენს უშუალოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
მომზადებასთან დაკავშირებულ, შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაციას.
20. ფორმალური ადმ. წარმოება დაიწყო და გადაწყვეტილების დაჩქარებულად მისაღებად
თანამდებობის პირმა გადაწყვიტა მისი ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარება, რასაც მხარე
არ ეთანხმებოდა (არ შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარება); ადმინისტრაციული:
1. ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის
გამართვის საფუძველზე. 1. ადმინსტრაციული ორგანო უფლებამოსილია განიხილოს და
გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საჩივარი ზეპირი მოსმენის გაუმართავად, თუ: ა)
არსებობს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი; ბ)
ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ყველა დაინტერესებული მხარე თანახმაა
საქმის განხილვაზე ზეპირი მოსმენის გაუმართავად.
21. საჯარო დაწესებულებამ მასალების სიმრავლისა და მოკვლევის გამო განმცხადებელს
შეატყობინა, რომ 20 დღეში გასცემდა საჯარო ინფორმაციას. (მაქს.10 დღის ვადაა
დადგენილი კოდექსით); ადმინისტრაციული: 1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია
გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო
ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის
მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი
სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის
მოძიებასა და დამუშავებას; ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან
დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას; გ) სხვა
დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო
დაწესებულებასთან კონსულტაციას.
22. საჯარო ინფორმაციის გაცნობაზე იყო როდესაც დედნის დაზიანების საფრთხე
არსებობდა (აქ 2 მსგავსი პასუხი იყო, ერთგან ეწერა რომ შეუძლია უარი უთხრას ასეთ
შემთხვევაში ან გააცნოს საჯარო დაწესებულებაში მეთვალყურეობის ქვეშ ან გადასცეს
დამოწმებული ასლები. უარის თქმის უფლება არ აქვს); ადმინისტრაციული: 1. ყველას
აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის
მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი
სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს
დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს
ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით
დამოწმებული ასლი.
23. მასალის სიმრავლის გამო უარი უთხრა საჯარო დაწესებულებამ ინფორმაციის გაცემაზე.
(არ აქვს უფლება, ასლის გაკეთების ხარჯები შეუძლია მოსთხოვოს ამ შემთხვევაში
განცხადებელს); ადმინისტრაციული: საჯარო დაწესებულება ვალდებულია
უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია
დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის
გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა.
24. ადმინისტრაციული: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად
ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის
უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის
უარის თქმის შესახებ - ამ საკითხზე იყო კითხვა, ტერმინთა განმარტებას მიაქციეთ
ყურადღება.
25. აღმასრულებელი პრივილეგია. ადმინისტრაციული: აღმასრულებელი პრივილეგია –
საჯარო დაწესებულებებისა და საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება ამ თავით
გათვალისწინებული მოვალეობებისაგან;
26. ადმინისტრაციული ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა სად წყდება?
ადმინისტრაციული სამართალწარმოებით.
27. ადმინისტრაციული: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სარეზოლუციო
უფლებამოსილებების განხორციელების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში სასამართლომ საქართველოს
ეროვნულ ბანკს შეიძლება დააკისროს მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანის
ანაზღაურება. აღნიშნული აქტის ბათილად ცნობამდე არსებული მდგომარეობის
აღდგენა დაუშვებელია, თუ ამ მდგომარეობის აღდგენამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას
ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას.
28. ფორმალური წარმოების დროს ექპერტის მიერ დასკვნის გაცემის სავალდებულოობაზე
გამეორდა. ადმინისტრაციული: 1. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დროს
მოწმე ვალდებულია მისცეს ჩვენება, ხოლო ექსპერტი – დასკვნა.
29. აქტის გამოცემის საერთო ვადა 3 თვეს რომ არ უნდა აღემატებოდეს. ქეისში 2 თვემდე
გაზარდა ორგანომ და კანონიერი თუ არისო. ადმინისტრაციული: 1. თუ კანონით ან მის
საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრა-ციული
ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის
ვადაში. 2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს,
უნდა გამოიცეს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. 3. თუ საქმისათვის
არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად
კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს
ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის
განსაზღვრის შესახებ. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა
არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

ადმინისტრაციული პროცესი

1. მერიამ აუკრძალა ერთ-ერთ გაერთიანებას მანიფესტაცია, ამათ მიმართეს სასამართლოს


და უთხრეს აღიარებითი სარჩელი გამოეცი, რომ მანიფესტაციის უფლება გვაქვსო, რათა
შემდგომშიც იგივე არ ექნა მერიას. შეკრების ჩატარება განიზრახა ერთმა ორგანიზაციამ.
მაგრამ მერიამ ინდ. აქტით აუკრძალა, შემდეგ სასამართლოში გაასაჩივრეს მოითხოვა
ბათილად ცნობა, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებამდე ცნო ბათილად თავად
მერიამ. მოსარჩელემ ხელახლა მიმართა სასამართლოს აღიარებითი სარჩელით, იმ
მოტივით, რომ მერიას შემდგომში ისევ აეკრძალა. (ნუ აქ ერთი პასუხი იყო, რომ
ქმედების განხორციელება უნდა მოეთხოვაო, ანუ მომავალში ქმედებისგან თავის
შეკავება, მაგრამ, ალბათ უფლების არსებობის დადგენის ფაქტის მიზნით, აღიარებითი
სარჩელით მიმართვაა სწორი ამ შემთხვევაში);
ადმინისტრაციულის საპროცესი: 1. აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის
არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის
დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
2. ადმნ პროცესიდან ვინ არ იხდის ბაჟს. ადმინისტრაციულის საპროცესი: 1. სახელმწიფო
ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით
აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. 11 .
სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII9 თავით გათვალისწინებულ
3
საქმეებზე. თავი VII . ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ
ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა
დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით. თავი VII 9. ადმინისტრაციული
სამართალწარმოება არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნასთან დაკავშირებულ
საქმეებზე
3. ადმინისტრაციულის საპროცესი: თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი,
ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამაზე იყო კითხვა ანუ ყოველთვის რომ სამოქალაქო
არ გაომიყენება მაგას დააკვირდით.
4. ადმინის ორგანო თუ არ უთითებს გასაჩივრებას სრულად 1 წელში რომ საჩივრდება.
ადმინისტრაციულის პროცესი: 1. გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების
შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა,
გასაჩივრების ვადა და წესი. 2. თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან
ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით,
მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის
განმავლობაში.
5. უქმე და დასვენების დღეები რომ არ იყვლება. ადმინისტრაციულის პროცესი: ამ
კოდექსში მითითებული ვადების ათვლისას საქართველოს შრომის კანონმდებლობით
დადგენილი უქმე და დასვენების დღეები არ ჩაითვლება.
6. კომერციულ საიდუმლოების გაცემაზე უარი გაასაჩივრა პირმა და სასამართლომ
დახურულ სხდომაზე მხარეთა დასწრების გარეშე განიხლია საჩივარი (კანონიერია);
ადმინისტრაციულის პროცესი: 1. სასამართლო (მოსამართლე) გასაიდუმლოებული
საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების კანონიერების შემოწმების მიზნით საქმეს
იხილავს დახურულ სხდომაზე მხარეთა დასწრების გარეშე. 2. ამ მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია მხარეებს არ წარედგინება. 3. ამ მუხლით
გათვალისწინებული საქმის თაობაზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში არ მიეთითება ის
მონაცემი, რომელიც გამოიწვევს გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამჟღავნებას.
7. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია ადმ. პროცესში და როგორ უნდა
მოიქცეს სასამართლო. ეს კითხა იყო; ადმინისტრაციულის პროცესი: მუხლი 261.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა 1. ადმინისტრაციულ
სამართალწარმოებაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
XXVI თავის დებულებები. 2. (ამოღებულია). 3. სასამართლო (მოსამართლე)
უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის
დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების
საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ორივე მხარის არასაპატიო
მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი
განუხილველად დატოვოს.
8. ადმ. ხელშეკრულების დადება, შეცვლა, შეწყვეტასთან დაკავშირებული დავების
განსჯადობაზე იყო კითხვა; ადმინისტრაციულის პროცესი: 1. სასამართლოში
ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული
ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს
ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად
აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
9. მოსამართლემ თავად მოიძია ადმ. პროცესზე მტკიცებულებები და გარემოებები, რაც
მოპასუხე ორგანომ არაკანონიერად მიიჩნია (ადმ. პროცესში სასამართლოს აქვს უფლება
თავად მოიძიოს მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები); ადმინისტრაციულის
პროცესი: ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით,
ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება
დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
10. სოციალურ საკითხებზე მხარეები რომ გათავისუფლებულნი არიან ბაჟისაგან
სასამართლოში ამაზე იყო კითხვა; ადმინისტრაციულის პროცესი: სახელმწიფო ბაჟი არ
გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ
სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
11. სასამართლომ აქტი არ ცნო ბათილად, თუმცა დაადგინა რომ გარემოებათა სათანადო
შესწავლის გარეშე იყო გამოცემული, ამ დროს ვის დაეკისრება ბაჟი (მოპასუხე ორგანოს);
ადმინისტრაციულის პროცესი:
12. გასაჩივრებული იყო აქტი და მოსარჩელე ითხოვდა ბათილად ცნობას, მაგრამ ეროვნული
ბანკის ცნობით ბათილად ცნობა გამოიწვევდა ფინანსური სექტორის სტაბიულურობას,
ამიტომ სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადა აქტი და კანონიერია თუ არა;
სამოქალაქოს პროცესი: 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ
კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის
გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას
სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
13. ადმინისტრაციულის პროცესი: თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის
გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის
სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
14. ადმინისტრაციულში, მოსამათლემ საკუთარი ინიციატივით შეაგროვა მოსარჩელის
სასარგებლო მტკიცებულებები და ორგანოს გადაუზავნა. ორგანომ მიუთითა
შეჯიბრებითობაზე და სთხოვა, არ გამოეყენებინა ეს მტკიცებულებები. მოსამათლემ
მაინც გაითვალისწინა. კანონიერია თუ არა მისი ქცევაო. არ ვიცი თვითონ შეუძლია თუ
არა შეგროვება, მაგრამ: ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-
მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს
გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
15. შემაკავებელი ორდერის გასაჩივრებაზე იყო, პირველი ინსტანციის სასამართლოში რომ
საჩივრდება. პასუხებში დააკვირდით, ერთგან ეწერა სარჩელი, მეორე ადგილას -
საჩივარი. სასარჩელო წარმოებაა. ადმინისტრაციულის პროცესი: 2. შემაკავებელი
ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო
მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ
ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
16. ადმ. პროცესის 29.1 იყო ცოტა დამაბნევლად. სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ
აქტის მოქმედება შეჩერებულიყო. კითხვა იყო თუ ჰქონდა უფლებაო. პასუხებში
დააკვირდით: ერთ ადგილას ეწერა „დიახ, რადგან სარჩელის რეგისტრაცია აჩერებსო“,
მეორეგან - „სარჩელის წარმოებაში მიღებაო“. ნორმაში „სასამართლოში მიღება“ წერია.
სჯობს რეგისტრაცია მონიშნოთ, რადგან ნორმატიული შინაარსი ამას გულისხმობს.
ადმინისტრაციულის პროცესი: 1. სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს
გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
მოქმედებას.
17. ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობა სარჩელის
აღძვრისას რომ შეიტანება. ადმინისტრაციულის პროცესი: 1. თუ კანონით სხვა რამ არ
არის დადგენილი, სასამართლოს შეუძლია სარჩელის აღძვრისას მხარის
შუამდგომლობით შეაჩეროს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
მოქმედება, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ამ აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ
მისი გადაუდებელი აღსრულებით პირს მიადგება არსებითი ზიანი ან შეუძლებელი
გახდება პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვა.
18. დროებითი განჩინება სარჩელის შეტანამდეც რომ შეიძლება. ადმინისტრაციულის
პროცესი: 1. განცხადების საფუძველზე სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე შეუძლია
დავის საგანთან დაკავშირებით მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს
საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის
უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს
დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი
ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს
ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია
მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო.
19. ადმინისტრაციულის პროცესი: საკასაციო სასამართლოში ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-
2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირები შეიძლება ჩაებან მათივე თანხმობით, თუ
ისინი სადავოდ არ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ
გარემოებებს და წარადგენენ მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს.
20. აღიარებით სარჩელზე იყო ადმინისტრაციულიდან. ადმინისტრაციულის პროცესი: 1.
აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან
სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ
მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. 2. აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება
აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22_24-ე მუხლების
საფუძველზე.
21. მხარემ ითხოვა საქმე გამარტივებული წესით განიხილე, მარტივი დავააო, მეორე მხარე
წინააღმდეგი იყო. კითხვა შეეხებოდა შეიძლებოდა თუარა ადმინისტრაციულში
გამარტივებული წარმოება. ადმინისტრაციულის პროცესი: სასამართლო
უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ადმინისტრაციული
საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს მხარეთა დაუსწრებლად.

You might also like