You are on page 1of 4

კერძო საჩივრით საჩივრდება:

1. გადაცილებული საპროცესო ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ


სასამართლოს განჩინება.

2. უფლებამონაცვლით შეცვლის ან ასეთ შეცვლაზე უარის თქმის შესახებ


სასამართლოს განჩინება

3. სასამართლოს განჩინება იმ პირის წარმომადგენლად დაშვებაზე უარის


თქმის შესახებ, რომელიც არ არის ადვოკატი.

4. მტკიცებულებათა უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ განჩინება .


შენიშვნა:
მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების
გასაჩივრება არ დაიშვება.

5. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება.

6. დასუწრებელი გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ შეტანილი საჩივრის


მიღების დაუშვებლად ცნობის თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული
განჩინება.

7. გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინება.

8. გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინება.

9. გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინება.

10. გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინება.

11. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სასამართლოს განჩინება.

12. გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების შესახებ,


აგრეთვე გადაწყვეტილების აღსრულების საშუალების ან წესის შეცვლის
შესახებ სასამართლოს განჩინება.
13. გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ
სასამართლოს განჩინება.

14. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს


განჩინება.

15. სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

16. სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთხვევაში საქმის


წარმოება მთავრდება სასამართლო განჩინებით, რომელზედაც შეიძლება
კერძო საჩივრის შეტანა.

17. საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლო განჩინება.

18. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების მიღებაზე უარის


თქმის თაობაზე განჩინება.

19. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე


სასამართლო განჩინება.

20. მუხლი 356:

განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გამოტანილი


გადაწყვეტილებით სასამართლო, თუ ამას მოითხოვენ მხარეები თავიანთი
განცხადებით, გადაწყვეტს:

ა) ქორწინებაში დაბადებულ ბავშვზე მშობელთა საერთო ზრუნვის საკითხს;

ბ) ერთ-ერთი მშობლის ქორწინებაში დაბადებულ ბავშვთან ურთიერთობის


მოწესრიგების საკითხს;

განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობისა და მათი შედეგების


შესახებ სასამართლოს გამოაქვს ერთიანი გადაწყვეტილება. თუ
სასამართლო ცალკე გამოყოფს ქორწინების საქმეებიდან გამომდინარე
სხვა საქმეებს, მაშინ მას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა” და „ბ”
ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებზე გამოაქვს განჩინება. ასეთი
განჩინების მიმართ დასაშვებია კერძო საჩივრის შეტანა.
21. სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო
განჩინება კერძო საჩივრით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო
სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
მოსარჩელისათვის მისი გაცნობიდან 3 დღის ვადაში.

22. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 3 დღის


ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ
გადაწყვეტილებას:

ა) გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების


შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა

23. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადების წარმოებაში


მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება.

24. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსის 363(21) მუხლის საფუძველზე


გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება ამავე კოდექსით დადგენილი
წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში.

2. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 5 დღის


ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ
გადაწყვეტილებას:

ა) გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების


შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა; 363 24 პრიმა

25. სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო


სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი .
თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი
დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის
განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის
დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს
გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად
დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

26. სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა


განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების
დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით
განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება
გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
27. თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება
უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელიც საჩივრდება
კერძო საჩივრით.

28. თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა


საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო
გააუქმებს თავისი განჩინებით, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო
საჩივრით.

430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს


კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას ,
ძალადაკარგულად იქნა ცნობილი)

29. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 177-


ე მუხლის მე-3 ნაწილში ან/და 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი
ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს
მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი)
მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არის წარდგენილი
სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც
მოპასუხეა, ან/და სარჩელს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის
დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და წარმომადგენლის
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლო
გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას
მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში
მითითებულ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის
წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო
გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა
და მოსარჩელისათვის მისი დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება
კერძო საჩივრის შეტანა. ასეთი განჩინების გამოტანის შემთხვევაში
სახელმწიფო ბაჟი მთლიანად უნდა დაბრუნდეს.

You might also like