You are on page 1of 37

ქსი. ლექტორი-დავითაშვილი.

ონიანი

1. დიდი სჯულისკანონი და მცირე სჯულისკანონი


მცირე სჯულისკანონი ოთხი ნაწილისგან შედგება:
1.მეექვსე მსოფლიო კრების კანონი
2.კანონი შეცოდებულთანი იოანე მმარხველისა
3.კანონი დღითი-დღეთა ცდომათანი
4.ძეგლის წერა სარწმუნოებისაი

პირველი ნაწილი ანუ „წესი და განგებაი და რჯულის კანონი მეექუსისა


კრებისაი“ ცალკე შრომად ითვლებოდა.ის ცალკე გამოსცა
ალ.ხახანაშვილმა.
მეორე ნაწილია:“კანონი შეცოდებულთანი“, აღწერილი,ანუ განწესებული
იოანე მმარხველის მიერ.
მესამე ნაწილს მეორის ნაწილად თვლიდნენ.
მეოთხე ნაწილი მიაჩნდათ VII საეკლესიო კრების კანონებად.
ეს ოთხი ნაწილი წარმოადგენს კრებულს,რომელიც ბერძნულიდან თარგმნა
ექვთიმე მთაწმინდელმა.
მთარგმნელმა ძეგლი თავისებურად დაალაგა და თავისუფალი თარგმანი
გაუკეთა. ქართული ტექსტი ბერძნულისგან შედარებით კანონის ახსნა -
განმარტებებს მოიცავს.

ექვთიმეს კრებული სხვადასხვა წყაროებიდან ამოუკრებია,ამდენად მას არ


აქვს ერთიანი საკანონმდებლო აქტის მნიშვნელობა. ექვთიმე ტექსტს ბრმად
არ მისდევს,ამოკლებს ან ავრცელებს, უმეტებს ქართული სინამდვილის
შესაბამისად.
ძეგლში საუბარია სისხლის სამართალზე,სხვადასხვა სახის დანაშაულზე,
სასჯელზე,ბრალის დადების შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ
გარემოებებზე. ექვთიმე მთაწმინდელი ამაზე თავის ახსნა-განმარტებებს
იძლევა.
რატომ თარგმნა ამ კაცმა ქართულად???
ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ქვეყანაში მსოფლიო კრებების
დადგენილებებს მოქმედი კანონის ძალა ქონდა,ამიტომაც ბერძნულიდან
ითარგმნებოდა სხვადასხვა ენაზე.
ექვთიმემ თარგმნა,რადგან საქართველოში მას გასცნობოდნენ,თან
ქართული სინამდვილის შესაბამის განმარტებასაც იძლევა. (არ გვაქვს
ცნობები,როგორ გამოიყენებოდა საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში)
ბარემ,როდის თარგმნა?
ეს შრომა ექვთიმეს შეუსრულებია მამის სიკვდილის შემდეგ.(მისი მამა იოანე
გარდაიცვალა 1005 წელს.) ექვთიმე გარდაიცვალა 1028 წელს. ანუ 1005-1028
წლებში.

დიდი სჯულისკანონი (XI-XII)იყოფა 4 ჯგუფად:


1. „მოციქულთა“- 85 საეკლესიო კანონისგან შედგება და ითვლება
საეკლესიო კანონმდებლობის პირველ წერილობით ძეგლად.
2. მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონები.
3. ადგილობრივი საეკლესიო კანონები
4. ავტორიტეტულ საეკლესიო მოღვაწეთა ეპისტოლარული
კანონმდებლობა.
(ეპისტოლური ლიტერატურა-მწერლების მეცნიერებისა და ცნობილ
საზოგადო მოღვაწეების წერილები).
ძეგლი არსენ იყალთოელის მიერ არის ნათარგმნი. ნომოკანონი
ბერძნულად ნიშნავს კანონს და წესს. ნომოკანონები ეწოდება
მართლამდიდებლური საეკლესიო სამართლის კრებულებს,რომლებიც
შეიცავენ ეკლესიის შინაგანაწესს, ყოფა-ცხოვრებისა და საოჯახო
სამართლის ნორმების დებულებებს. ნომოკანონი საეკლესიო შინაარსის
კოდექსია,რომელსაც ქართულად სჯულისკანონი ჰქვია.
კანონიკურ კოდექსში წყაროების კოდიფიკაცია თანდათანობით
მიმდინარეობდა III-IX საუკუნეებში. მისი შინაარსი ეპოქის საჭიროების
მიხედვით იცვლებოდა.
ნომოკანონს ქრისტიანულ სახელმწიფოში მოქმედი სამართლის
მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც ვთქვით, ძეგლი არსენ იყალთოელმა
თარგმნა XI სკ-ის მიწურულს და XII სკ-ის პირველ წლებშიიიი.
დავის მიუხედავად დამტკიცდა,რომ ძეგლი პირველმა არსენ იყალთოელმა
თარგმნა.
მცირე და დიდი სჯულისკანონის გამოცემა მნიშვნელოვანი მოვლენაა
ქართული სამართლის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით. ირკვევა,რომ
ბრალის შესახებ ორივე ძეგლი ერთნაირ პასუხებს გვაძლევს. დიდი
სჯულისკანონი კი განსაკუთრებულად მდიდარია სამართლებრივი
შინაარსის ტერმინებით.

2. რუის-ურბნისის ძეგლისწერა ⊙﹏⊙


ქართულის სამართლის ისტორიის შესასწავლად დიდი მნიშვნელობა აქვს
საეკლესიო დადგენილებებს,რომლებსაც კანონის ძალა ჰქონდა. ასეთია
რუის-ურბნისის 1103 წლის საეკლესიო კრების ძეგლისწერა.
რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მიზანი იყო, განეხილა „საეკლესიოთა
და სამღვდელოებათა“ საქმეები და არა სარწმუნოებრივი დოგმატური
საკითხები.
ძეგლისწერა ებრძვის „სასულიერო წოდების უმაღლესს
წარმომადგენლებს“ და ცდილობს აღმოფხვრას შემედი პრობლემები-
მექრთამეობა,ანგარება,ოჯახში სხვადასხვა სახის უწესრიგობა...
ნ.ურბნელის მიხედვით,სამეფოს გაძლიერება დავით აღმაშენებელს
გამიზნული ჰქონდა მსხვილი ფეოდალების დასუსტების გზით.

ივანე ჯავახიშვილი ძეგლისწერას ყოფს 4 ნაწილად.


1.შესავალი
2.დადგენილებანი
3.დავითის შესხმა
4.გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა მრავალჟამიერი და საუკუნო ხსენება

კ.კეკელიძის აზრით, ძეგლი სამი ნაწილისგან შედგება:


1.შესავალი
2.კანონები ე.ი. დადგენილებები
3.სინოდიკონი
როგორც ჩანს,საეკლესიო კრებას დაუდგენია,რომ დავითს საგანგებო
შესხმა მიართვეს და ეს საქმე არსენისათვის დაუვალებია(არსენ
იყალთოელი).ის ნაწილი სადაც დავითის შესხმაა,არ განსხვავდება
მომდევნო ნაწილებისგან,ამიტომ შეიძლება ძეგლის სამ ნაწილად დაყოფა
უფრო მისაღები იყოს.
შესავალში მოთხრობილია ადამიანის წარმოშობის ისტორია,ღმერთის მიერ
ადამიანის გაჩენა,ადამიანის ცხოვრება სამოთხეში,ანუ ბიბლიის სიუჟეტები.
ამას მოსდევს მოსეს სჯული,ქრისტეს დაბადება,როგორ ეწამა
ადამიანისთვის,აღდგომა და ამაღლება. ძეგლის შესავალში საუბარია
მსოფლიო საეკლესიო კრებების და კანონების შესახებ.
ძეგლისწერის მიხედვით,თავისუფლება ეხება სახელმწიფოსაც,თუ
სახელმწიფო სუვერენულია და სხვაზე დამოკიდებული არ არის. ასევე მასში
შევხვდებით სამართლის ფილოსოფიის საკითხებსაც.
მაგალითად,ძეგლისწერის მიხედვით,არსებობს ბუნებითი სამართალი, ე.ი.
თანდაყოლილი.იგი უპირისპირდება პოზიტიურ სამართალს. ბუნებითი
სამართალი ცნობილი იყო საბერძნეთში,რომში.ფეოდალიზმის პერიოდში
კი ბუნებით სამართალს სარწმუნოებრივი ხასიათი მიეცა და ღვთაებრივ
სამართალსაც უწოდებდნენ.

საეკლესიო კრების მიერ მიღებული კანონები ეხება ეკლესიის


მსახურებს,მათ დანაშაულს,რომელიც შეიძლება ჩაიდინოს ეკლესიის
მსახურმაც და ერისკაცმაც.
(☞ ಠ_ಠ)☞ (ეს მუხლები არაა საზეპიროდ,უნდა დავწეროთ ზოგადად რას
ეხებოდა)
1. ძეგლისწერა თანამდებობიდან გადაყენებულად თვლის იმას,ვისაც
„სულისთვის ხორცი არ დაუთრგუნავს“
2. ეპისკოპოსი უნდა იყოს არანაკლებ 35 წლის, მღვდელი-30, დიაკონი-25,
„წიგნის მკითხველი“-მედავითნე-8. ხელდასმა უნდა ხდებოდეს ჯერ
უმცროს თანამდებობაზე შემდეგ თანდათან უფროსზე.
3. ხელდასმა,ეკლესიის კურთხევა უნდა ჩატარდეს გიორგი მთაწმინდელის
განწესების მიხედვით
4. ძეგლისწერა კრძალავს თანამდებობის დაკავებას ქრთამით
5. საეკლესიო ჭურჭელი მხოლოდ თავისი დანიშნულებისამებრ უნდა
იხმარებოდეს
6. ქორწინება,მონათვლა,მონაზვნად განწესება სპეციალურად
განსაზღვრული წესით უნდა მომხდარიყო.
7. დაქორწინებისთვის ქალი უნდა ყოფილიყო 12 წლის.
8. კათალიკოსი და ეპისკოპოსი უნდა იყოს გათვითცნობიერებული
საქრისტიანულ წესებში
9. უნდა განისაზღვროს მოძღვართა რიცხვი ეკლესიაში.
10. აკრძალულია ეკლესიაში ვაჭრობა
11. ძეგლისწერაში აღწერილია,თუ ვის მიერ და როგორ უნდა
სრულდებოდეს ცოცხალთა და მიცვალებულთა ლოცვა და წირვა
12. ძეგლისწერის მიხედვით,სომეხნი სარწმონოებით მწვალებლები
არიან,თუ სომეხი აღიარებს მართლმადიდებლობას,ქართულმა
ეკლესიამ ისე უნდა მიიღოს როგორც იღებს წარმართს.
13. ძეგლისწერა კრძალავს წარმართისა და მართლმადიდებელის
ქორწინებას.
14. კრძალავს ე.წ წარმომადგენლობით ქორწინებას
15. ეხება ისეთ დანაშაულს,როგორიცაა სოდომური დანაშაული.
რუის ურბნისის კრება მოწვეულ იქნა 1103 წელს ქართლში. ორი
საეპისკოპოსოს მახლობლად. კრების თავმჯდომარე იყო კათალიკოსი
იოანე. მონაწილეობა მიუიღიათ მაშინდელ მწიგნობართუხუცესს გიორგი
მონაზონსა და არსენ მონაზონს,ანუ იყალთოელს.
ძეგლისწერა ორჯერ არის გამოცემული.

3.კათალიკოსთ ა სამართალი(1543-1549)

ძეგლი შედგენილია ქართლის კათალიკოსის მალაქიასა და აფხაზეთის


კათალიკოსის ევდემონის მიერ. ამასთან კათალიკოსებთან ერთად
შეკრებილნი ყოფილან აფხაზეთის კათალიკოსებიც. ძეგლის შესავალში
აღნიშნულია მისი შედგენის მიზეზი:
დასავლეთ საქართველოში შექმნილი გასაკუთრებული
მდგომარეობა,რომლის გამოც უცვნიათ საგანგებო ზომების მიღება.
(კაცის კვლა,კაცის სყიდვა,ეკლესიის კრეხვა და უხვედრობა).
ამ პერიოდში საქართველო პოლიტიკურად დანაწილებულია,მაგრამ ამ
კრებას ქართლის კათალიკოსიც დასწრებია(მალაქია).ის
მიზეზები,რომლებმაც განაპირობა დასავლეთ საქართველოში ეკლესიის
მესვეურთა შეკრება, აღმოსავლეთ საქართველოშიც არსებობდა.
ივანე ჯავახიშვილის აზრით,კათალიკოსთა სამართლის მოქმედების
არეალი დას.საქართველო იყო,მაგრამ ვინაიდან გურია არ
მონაწილეობდა ამ ძეგლის შედგენაში,ეს კანონები იქ არ მოქმედებდა.
„კათალიკოზთა სამართლის“ შედგენის პერიოდი ძალიან მძიმეა.
დასევლეთ საქართველოს ოსმალეთი ყოველიმხრიდან
უტევდა.საქართველოს უკიდურესს ჩრდილო-დასავლეთის საზღვარზე
ოსმალეთმა თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია ტომები.ამ მხრიდან დაიწყო
დას.საქართველოში ლაშქრობა. ამის გარდა ,ოსმალეთი საქართველოს
ტრაპიზონის მხრიდანაც შემოესია.
მე-16 საუკუნიდან ოსმალეთმა ჭანეთი (ლაზეთი) მიიტაცა და და
სად.საქართველოს გურიის მხრიდანაც მოადგა.
ოსმალთა აგრესია დასავლეთ საქართველოს წალეკვით ემუქრებოდა.
ასეთ დროს ქვეყნის შიგნით გამწვავდა კლასთა ბრძოლა,გახშირდა
მეკობრეობა,მკვლელობა,განსაკუთრებით საშიში გახდა ტყვეების
საზღვარგარეთ გაყიდვა.

ასეთ ვითარებაში მოიწვიეს საეკლესიო კრება,რომელმაც შეიმუშავა


„კათალიკოზთა სამართალი“.ის ეხება საეკლესიო და საერო საკითხებს .
კათალიკოზთა სამართლის მიხედვით,
(არც ეს მუხლებია საზეპირო,მხოლოდ შინაარსით რას ეხებოდა)
1-დამნაშავედ ითვლება ის,ვინც ტყვედ გაყიდის კაცს საზღვარგარეთ.
ძეგლით კაცის გაყიდვა ყველას ეკრძალება,დიდი იქნება თუ მცირე-
თავადი,აზნაური თუ გლეხი.
2-ეკლესიისა და ხატის გაძარცვა მკრეხელობაა და დამნაშავე უნდა
ჩამოახრჩონ.
3-ეკლესიიდან,როცა ღიაა და ყველას შეუძლია შესვლა,იქიდან რამეს
გამოტანა ისჯება. დამნაშავეს უნდა მიესაჯოს საქონლის ანაზღაურება და
დაშავება,ანუ გახეიბრება.რომელიმე ასოს მოკვეთა.
4-ძმისა და მამის მკვლელს უნდა მიესაჯოს ხელის მოკვეთა და
გაძევება.ხელის მოკვეთა ტალიონის პრინციპის
გამოძახილია,რამდენადაც მკვლელობა ხელის საშუალებით ხდება.
5-თუ ვინმე მოკლავს დანაშაულის გარეშე პირს,ან მგზავრს, ან მცველს-
დაისჯება.(არ წერია სასჯელის სახე)
6- ქურდი უნდა დაისაჯოს ძველი „წესის“ მიხედით,მაგრამ ამ წესის
შინაარსი ახსნილი არ არის.
მე-7-16 მუხლამდე, ე.ი. ცხრა მუხლი, ეკლესიის მსახურთა მოვალეობას,
ამ მოვალეობის შესრულებასა და სხვა საკითხებს ეხება.
17-კათალიკოსისა და ეპისკოპოსის გინებისთვის დამნაშავე უნდა
დაისაჯოს დიდი სჯულისკანონის მიხედვით.
18.თუ ეპისკოპოსმა უღირსი მღვდელი ან დიაკონი აკურთა უნდა
შეჩვენდეს როგორც სვიმონ მოგვი
19-განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია ტყვის გაყიდვაა და ეკლესიის
გაძარცვა. ამიტომ სასამართლო კმაცრი უნდა იყოს მათ მიმართ.ძეგლი
წყევლა-კრულვით ემუქრება მას,ვინც ამ საქმეს მართებულად არ
გამოიკვლევს.
20-შეჩვენებული იქნება ის,ვინც ეკლესიასა და მონასტერს ქონებას
წაართმევს.
21-ეს მუხლი ლოცვა-კურთხევას უგზავნის იმას,ვინც შეასრულებს
„კათალიკოზთა სამართლის“ მუხლებს.
22-თავადი,აზნაური ან გლეხი,რომელიც რძალს შეირთავს,შეჩვენებული
იქნება. კაციცა და დედაკაციც გაღმა-გამოღმა დაიკირონ და მკირავნი
იქნებაინ დალოცვილნი.
23-ცოლის გაგდების შესახებ-იქნება შეჩვენებული და სიკვდილით
დასჯილი.

4.ოპიზის სიგელი და გიორგი მესამის 1170 წლის


სიგელი
ოპიზართა სიგელი ქართული სამართლის ისტორიის
უმნიშვნელოვანესი წყაროა.სიგელი თავისი შინაარსით სასამართლ
გადაწყვეტილებაა,რომელიც ეხებება ორი მონასტრის- ოპიზისა და
მიჯნაძორის დავას მამულების შესახებ. რადგან დავა ეხება ამ ორ დიდ
მონასტერს,საქმე განიხილება მეფის თავმჯდომარეობით.
ძეგლში წარმოჩენილია სასამართლო პროცესში მხარეების უფლება-
მოვალეობები,მტკიცების საშუალებანი და სხვა. მოცემულია მეფის
დომენის სამართლებრივი რეჟიმის დახასიათება. ასევე დამოწმებულია
სამართლის სპეციალისტების მონაწილეობა სასამართლო პროცესში.
ეს ძეგლი აღმოაჩინა დ.ფურცელაძემ,რომელმაც გამოსცა რუსული
თარგმანი.უფრო ზუსტად თარგმნა დ.ბაქრაძემ. სათანადო
კომენტარებით სიგელი გამოსცა ექ.თაყაიშვილმა.

გიორგი III-ის 1170 წლის სიგელი


ძეგლი თავისი შინაარსით გიორგი მესამის მიერ ნაბოძები სიგელია
შიომღვიმის მონასტრისადმი.ამ სიგელით მეფე უმტკიცებს მონასტერს იმ
მამულებს,ნრომლებიც წინა მეფეების მიერ მონასტრისათვის იყო
შეწირული. თავის მხრივს, მეფე მონასტერს უბოძებს მფლობელობის
იურიდიულ რეჟიმს.
ცნობილია,რომ გიორგი მესამე ცდილობდა ხელიფულების
გაძლიერებასა და მსხვილი ფეოდალების ალაგმვას,მაგრამ მსხვილი
ფეოდალები იმდენად ძლიერი იყვნენ,რომ მეფე იძულებული იყო
ხშირად წასულიყო დათმობაზე და მამულები ებოძებინა მათთვის.
შიომღვიმის მონასტერი ერთ-ერთი მსხვილი საფეოდალო იყო და მის
მეფის მხარზე ყოფნას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
გიორგი მესამე მონასტერს უბოძებს ფართო შინაარსის იმუნიტეტს .
ძეგლში გარკვეულია მონასტრის საკუთრების წარმოშობის საფუძვლები:
1-ნასყიდობა.
2-შეწირულობა
3.ბოძება
გიორგი მესამე ათავისუფლებს მონსტერს თითქმის ყოველგვარი
გამოსაღებისგან.
ძეგლში საყურადღებოა ის ადგილი,რომლიც საპარავთმძებნელო
დაწესებულებას ეხება. ვიგებთ,რომ გიორგი მესამის დროს იყო ასეთი
დაწესებულება,რომელიც მიზნად ისახავდა მეკობრეებისა და ქურდების
დევნასა და მათ გასამართლებას. საპარავთმძებნელო საქმიანობა
მიმართული იყო საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი
დანაშაულებისადმი.
შემდეგში მპარავთმძებნელი შეცვალა მეკობრეთმძებნელმა (სვიმონ
მეფის 1590 წლის სიგელი), ხოლო „დასტურლამანით“
მეკობართმძებნელის მაგივრად გვევლინება ხევისთავი.

(☞゚ヮ゚)☞ 5.ხელმწიფის კარის გარიგება და


დარბაზი
ხელმწიფის კარის გარიგება ფაქტობრივად სამეფო კარის
წესდებულებაა.იგი უნიკალური,იშვიათი ხასიათის ძეგლია,რომელსაც
ზოგჯერ გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს სახელმწიფოს
კონსტიტუციასაც უწოდებენ.
ძეგლის მიხედვით სახელმწიფოს განაგებს მეფე,რომელიც აღჭურვილია
ფართო უფლებებით.
მეფე ხელმძღვანელობს ისეთ სახელმწიფო ორგანოებს,როგორიცაა
დარბაზი.დარბაზი-ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო(პარლამენტი )
დარბაზი მოიწვევა ორი წესით- „მცირე წესი“ და „დიდი წესი“
დარბაზობა „მცირე წესით“-პარლამენტის საქმიანი,საიდუმლო სხდომა
იყო,მას მხოლოდ დარბაზის წევრები ესწრებოდნენ.
დარბაზომა „დიდი წესით“-დარბაზის ღია სხდომა იყო და მას წევრების
გარდა სხვებიც ესწრებოდნენ. ეს სხდომა ტარდებოდა მეფედ
კურთხევის, გამარჯვებული ლაშქრის დაბრუნებისა და დღესასწაულების
დროს.
დარბაზის სხდომას მეფე წარმართავდა. მასში შედიოდნენ მეფესთან
დაახლოებული პირები,უმაღლესი რანგის საერო და სასულიერო
პირები.
„ხელმწიფის კარის გარიგებაში“ მოცემულია ცნობები სავაზიროს ანუ
მმართველობის უმაღლესი ორგანოს შესახებ. სავაზირო მეფის
დასაყრდენი ორგანო იყო და ხელს უწყობდა მეფის ხელისუფლების
გაძლიერებას,მმართველობის ცენტრალიზაციას. როცა ვაზირობას მეფე
ესწრებოდა,იგი ხელმძღვანელობდა. ჩვეულებრივად კი მას
ხელმძღვანელობდა ვაზირთუპირველესი- მწიგნობართუხუცესი-
ჭყონდიდელი.
სავაზიროში ვაზირები ასეთი თანმიმდევრობით და პატივით იყვნენ
წარდგენილი:
1.მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი-ვაზირთუპირველესი
2.ათაბაგი-მეფის შვილის აღმზრდელი-მსხვილი ფეოდალი
3.ამირსპასალარი-სამხედრო საქმის მეთაური,სამხედრო მინისტრი
4.მანდატურთუხუცესი-ვაზირობისა და დარბაზის დროს წესრიგისა და
ცერემონიების წესის დამცველი.
5.მეჭურჭლეთუხუცესი-ფინანსთა მინისტრი
6.მსახურთუხუცესი-სამეფო კარზე სამეურნეო უწყების ხელმძღვანელი
სავაზირო სხდომას ესწრებოდნენ სხვებიც-ამილახვარი,ამირეჯიბი.
ასევე ამ ძეგლში წარმოდგენილია უმაღლესი სასამართლო
დაწესებულება „სააჯო კარი“. აქ საუბარია ასევე ადგილობრივ
მმართველობაზე. იგი შედგენილი უნდა იყოს მე-14 საუკუნეში და ძეგლი
შემთხვევით იპოვა ექვთიმე თაყაიშვილმა.
6.დასტურლამანი. დასტურლამანის შედგენის დრო
და შედგენილობა
„დასტურლამანი“ ქართული სახელმწიფო სამართლის ძეგლია.იგი მეფე
ვახტანგ VI-მ შეადგინა 1707-1709 წლებში. ტერმინი „დასტურალ-
ამალ“მოქმედების წესს,დასტურს ნიშნავს.
ძეგლი შედგება ორი ნაწილისგან:სადედოფლო და სამეფო
დასტურლამანისგან. სამეფო „დასტურლამანი“ საკმაოდ სრული
საკანონმდებლო ძეგლია,რომელიც 222 მუხლისგან შედგება,ხოლო
სადედოფლო 22 მუხლს მოიცავს.
ძეგლში აღწერილია სასახლეში მეფის მოქმედების,მისი მომსახურებისა
და დასვენებისათვის მოხელეთა საქმიანობის წესები. ასევე აღწერილია
სასახლეში მიღებისა და ნადიმობის წესები.
სასახლის მთავარი განმკარგულებელი იყო სახლთუხუცესი,თავისი
მოხელეებით. ძეგლში დახასიათებულნი არიან ცენტრალური და
ადგილობრივი მოხელეები-
სამეურნეო,საპოლიციო,სასამართლო,სამონადირეო,სამეჯიბნო,მეფის
დაცვის და სხვა.
„დასტურლამანში მოცემულია მოხელეთა უფლებამოსილებები.დიდი
ადგილი ეხება საგადასახადო სისტების საკითხსაც.

ეს ძეგლი შედგენილია ვახტანგ ბატონიშვილის მიერ,როცა ქართლს


განაგებდა ბიძის, გიორგი მე-11-ის მაგიერ. გიორგი მე-11 ამ დროს
სპარსეთში იყო. იგი შეურიგდა ირანს, იქ მიიღო თანამდებობა,ხოლო
ქართლში ძმისშვილი,მომავალი მეფე ვახტანგ მე-6 განაწესა
გამგებლად-ჯანიშინად 1703 წელს. რადგან ძეგლის შესავალში გიორგი
მე-11 არის მოხსენიებული როგორც ირანის მთავარსარდალი,ამიტომ
ძეგლი შედგენილია მის სიკვდილამდე,1709 წლამდე.
ი.ლორთქიფანიძის მოსაზრებით,მეფეს ეკუთვნოდა თრიალეთში
სოფლები:უზნარიანი,კარუკუღმართი და კარწახი. „დასტურლამანის“
მიხედვით თრიალეთის სახასო სოფელბში მოხსენიებულია კარწახი.
კარუკუღმართი და უზნარიანი 1707 წელს შეუწირავს ვახტანგს
ნათლისმცემლის მონასტრისთვის.აქედან უნდა დავასკვნათ,რომ ეს
ძეგლი შექმნილია არაუადრეს 1707 წელს და არაუგვიანეს 1709.
„სადედოფლო დასტურლამანი“ შედგენილია გიორგი მე-11ის
მიერ,მარიამ დედოფლის(გიორგი მეფის დედინაცვლის)
გარდაცვალების ახლო ხანებში. ე.ი. 1683-84 წლებში.არა უგვიანეს 1688
წლისა,რადგან შემდეგ უკვე გიორგის ნაცვლად ერეკლე 1 არის
ქართლის მეფე.
ვახტანგ VI-ის ეს ძეგლი ერთგვარი კრებულია,რომელიც შედგება
სხვადასხვა დროის საკანონმდებლო აქტებისგან. მასში შევიდა გიორგი
XIის მიერ შედგენილი „დასტურლამანი“, ამსთანავე ძეგლში ვხვდებით
ვახტანგ მე-6ის მამის ლევან მეფის მიერ შედგენილ მდივანბეგობის
გარიგებასა და ბოქალთუხუცესის სარგოს.
ამავე დროს მურდრის დებულება გამოცემული იყო როსტომ მეფის მიერ
1638 წელს. 1703-1724 წლებში შედგენილი ყოფილა აგრეთვე მურდრის
განაწესი. ეს დებულებანი ცოტაოდენი ცვლილებებით შევიდა
„დასტურლამანში“.

7.გიორგი ბრწყინვალეს ძეგლის დადება

გიორგი V (1318-1346) დიმიტრი თავდადებულის შვილი,ენერგიული და


გამჭრიახი მეფე იყო. გიორგი საგარეო და საშინაო საქმეებში კარგად
ერკვეოდა. მან შეძლო მონღოლების ყოვლისშემძლე ვეზირის-ჩობანის
დაახლოებული პირი გამხდარიყო. როდესაც მიიღო მონღოლთა
მხარდაჭერა, მან მტკიცედ მოჰკიდა ხელი ქვეყნის გაერთიანებას .
მოიწვია ურჩი მთავრები კახეთში ცივის მთაზე და ამოაწყვეტინა ისინი.
მან შემოიერთა დასავლეთ საქართველო 1329 წელს,როდესაც
დასავლეთის მეფე მიქელი გარდაიცვალა.გიორგიმ მისი შვილი ბაგრატი
თბილისში წამოიყვანა და ამით ორმეფობა მოსპო. 1334 წელს კი
მესხეთის მთავარი გიორგი მე-5ის ბიძა გარდაიცვალა და მესხეთიც
საქართველოს შემოუერთა.
ამის შემდგომ გიორგიმ ყურადღება მთიულეთზე გადაიტანა.იქ ადგილი
ჰქონდა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებს,გახშირებული იყო
მკვლელობა და სხვა დანაშაულები. გიორგიმ შემოიარა მთიულეთი,
ჩამოიყვნა იქიდან წარმომადგენლები თბილისში,მოიწვია დარბაზი და
მთიულებისთვის შეადგინა სამართლის წიგნი-„ძეგლის დადება“.(1334-
1335)
ძეგლი შედგება შესავალისა და 45 მუხლისგან.მასში ჩამოთვლილია
შემდეგი დანასაულები: (არც ეს მუხლებია საზეპირო,შინაარსი რასაც
ეხება ძეგლი)
1.მკვლელობა ერისთავის(1), გამგებლის(2-5), ხევისბერი,მისი ნათესავის
ან განაყოფის(6-10), ჰეროვანის,ციხისთავის,დედ-მამათა და ძმის(11-15-
17)
2.სამხედრო ვალდებულებისთვის თავის არიდება (19-20)
3.ცოლის გაშვება და მოტაცება (21-25,29)
4.ციხის დაქცევა(26)
5.თავდასხმა(28)
6.უარზანგობა(უპატიობა).(30)
7.დაჭრა და ასოთ მიღება(31-39)
8.ასაბიას მოკვლა ან დაჭრა (40)
9.ამიერთ და იმიერთ(ხევის) ერთმანეთთან სამტროდ მიდგომა (42)
10.მეკობრეობა (43-44)
11.ვალი და პროცენტი(45)
12.გაყრა(18)
13.ბეითალმანი ქონება(27)
14.მოხუცი მამისა და შვილების ურთიერთობა(16)
ბეითალმანი-უმემკვიდროდ დარჩნილი კაცის ქონება.
ამ ძეგლში ვხვებით სისხლის სამართალს,სამოქალაქო სამართალს.
„ძეგლის დადების“ ძირითადი წყარო ადათობრივი სამართალია“
მისი მიხედვით შეზღუდულია შურისძიება,მაგრამ სავსებით აკრძალული
არ არის.
ვისაც ცოლი მოსტაცეს,მას უფლება აქვს 1 წლის განმავლობაში
მომტაცებელს თვიტნებურად უპასუხოს დაწვით.
თუ ვინმემ სამჯერ გამოიძახა სასამართლოში მოპასუხე და ის არ
გამოცხადდა,მოსარჩელეს უფლება აქვს თავს დაესხას.
თუ მპარავმა არ დაუბრუნა დამკარგავს ქონება ხევისბერთან საჩივრის
შემდეგ, დამკარგავს უფება აქვს ძალა იხმაროს და მას
„თავდასმხმელი“არ ერქმევა.
ძეგლის მიხედვით კვალიფიციურ მკვლელობად ითვლება დედის,მამის,
ძმის მკვლელობა. თანამონაწილე პირი პასუხს არ აგებს კვალიფიციური
მკველობისთვის, იგი პასუხს აგებს ჩვეულებრივი მკვლელობისთის.

8.ბექა-აღმუღას სამართლის წიგნი


„აღბუღას სამართლის წიგნი“ ქართული სამართლის ისტორიის
შესასწავლად ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია.(ესეც ⊙_◎). მისი სირთულე
იმაში მდგომარეობს,რომ ის არ ეკუთვნის ქ კანონმდებელს.
შესავალი თვითონ აღბუღასია,
პირველი 65 მუხლი-ბექასი.
65-98მდე-აღბუღასი
100-103(შეიძლება მეტიც)-ბაგრატ კურაპალატის
დ.ჩუბინაშვილის გადმოცემით ძეგლი 175 მუხლისგან შედგება და მას
აღბუღას სამართლის წიგნი ჰქვია.
ვახტანგის სამართლის კრებულში ეს ძეგლი შედგება 176 მუხლისგან და
ჰქვია „ბექა-აღმუღას სამართალი“.
1672 წლის ხელნაწერით,რომელიც უძველესია 98 მუხლით მთავრდება და
ჰქვია- „წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოველთავე“.
სამართლის წიგნის შესავალში აღბუღა წერს,რომ შეკრიბა საბჭო და
პაპამისის მანდატურთუხუცესი ბექას სამართლის წიგნი,ანუ „განაჩენი “
დაიდო წინ და უკლებლივ გადმოწერა და დააამტკიცა სამოქმედოთ.
ამასთანავე ზედ დავურთეთ ჩვენი სამართალიო. „ზედ დართვაში“ შეიძლება
იგულისხმებოდეს,რომ ბექას სამართლის წიგნს აღბუღამ რომელიმე მუხლი
დაუმატა.
შეიტანა თუ არა რაიმე ცვლილება აღბუღამ ბექას სამართლის წიგნში არ
ვიცით,არც ის ვიცით მთლიანად მოიტანა თუ არა, უცვლელია ის თუ
რედაქტირებული.ამის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება.
მიუხედავად იმისა,რომ აღბუღას განცხადებით,მას არაფერი შეუცვლია
ბექას კანონებში,ვნახეთ,რომ ფულის ერთეული სწორედ მან შეცვალა და მან
გაუკეთა ბექას სამართალს შესავალი.
აღბუღამ და მისმა საბჭომ შეკრიბა და ერთიანობაში მოიყვანა,გამართა
სამართლის წიგნი. ბექას სამართალს საკანონმდებლო ძალაც სწორედ
აღბუღამ მისცა.
აღბუღას მიერ სამართლის წიგნის შედგენის თარიღი უნდა ყოფილიყო 1381-
1386. აღბუღას სამართალი,რომელშიც შედის ბექას სამართალიც,
ადგილობრივი დანიშნულებისაა. იგი მხოლოდ სამცხე-საათაბაგოსთვის
არის შედგენილი. ამ სამართლის წიგნით უმაღლესი ხელისუფალია არა
მეფე,არამედ ათაბაგი. ხოლო ეკლესიის უმაღლესი იერარქია არა
კათალიკოსი,არამედ მაწყვერელი(აწყურის ეპისკოპოსი)
ამ სამართლის წიგნში შევხვდებით ნორმებს სისხლის
სამართლიდან(მკვლელობა,დაჭრა,მეკობრეობა და მათი საზღაური),
სამოქალაქო სამართლიდან (საკუთრების უფლება,ნასყიდობა, გირავნობა,
სესხება...)სამოსამართლო სამართლის საკითხებს(ბჭე,შუაკაცი, მტკიცების
საშუალებანი...) ეს არის ფეოდალური საზოგადოების ძეგლი და იცავს
გაბატონებული
ფეოდალების ინტერესებს.

9.ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნი


ბაგრატ კურაპლატის სამართლის წიგნის ნაწყვეტი აღბუღას სამართლის
წიგნში 98 მუხლის შემდეგაა მოთავსებული. როგორც ვიგებთ მეფეთ-მეფე
ბაგრატ კურაპალატი იწვევს ეპისკოპოსებს,დიდებულებს, აზნაურებს ,
„ჭკვიან კაცებს“ და ადგენს როგორი უნდა იყოს ბჭე, მოსამართლე: იგი უნდა
იყოს ღვთის მოშიში,მიუდგომელი,უქრთამო. ასეთი მოსამართლე მე-100
მუხლის მიხედვით შეიძლება იყოს მოძღვარი-ანუ სწავლული,მეფესთან
დაახლოებული პირი ან დიდი ვაჭარი,ან სოფლის მამასახლისი.
საინტერესოა,რომელ ბაგრატ კურაპალატზეა საუბარი?
ბაგრატ აშოტის ძე- სამცხე-საათაბაგოს მეფე, ბაგრატ II, ბაგრატ III ბაგრატ IV
თუ ბაგრატ V ???
1. ბაგრატ კურაპალატის წიგნის შესავალში,რომელიც აღბუღას
სამართლის წიგნშია, საუბარია ბაგრატ კურაპალატზე,როგორც
„აღმაშენებელზე“, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც დახასიათებილია
ბაგრატ I,როგორც ეკლესიათა მაშენებელი. „გრიგოლ ხანძთელიც
ცხოვრებით“ ვიგებთ,რომ სამცხე-საათაბაგოში განსაკუთრებული
უპირატესობა აქვს სამღვდელოებას, აღბუღას სამართლის წიგნშიც
ეპისკოპოსს „მეორე მეფეს“ უწოდებენ.
მაგრამ ჯავახიშვილი უარყოფს მოსაზრებას,რომ გიორგი პირველი იყოს
ავტორი,რადგან მას არ ჰქოდა „მეფედ მეფის“ წოდება.
2. ასევე გამორიცხა ბაგრატ მე-5,რომელიც მე-14 საუკუნეში იყო,რადგან მას
არ ჰქონდა კურაპალატის ტიტული.
3. ბაგრატ მე-4-ის შესახებ წერს,რომ მის პერიოდში არ იყო ქვეყანასი
სიწყნარე, როდესაც გიორგი მთაწმინდელი ჩამოდის საქართველოში,
ბაგრატ მეფის წინააღმდეგ „აღლესა მახვილი მხილებისა“. გიორგი
მთაწმინდელს არ მოსწონდა „სამეუფეო სამართალი“. ჯავახიშვილის
აზრით, სამართალი განსაკუთრებით შელახული იყო იმ პერიოდში და
საფიქრალია,რომ ასეთი მეფე თავს არ შეიწუხებდა სამართლის წიგნის
დაწერისთვის.
4. რაც შეეხება ბაგრატ მე-3 ის მოხსენიებულია დიდი პატივისცემით,
რადგან ყოფილა ეკლესიათა მაშენებელი,გლახაკთა გამკითხავი და
„სამართლის მართლად მოქმედი“.
„ძეგლის დადება“,„კათალიკოზთა სამართალი“,“აღბუღას სამართალი“
შეიქმნა,რადგან ქვეყანაში იყო არეულობა,უწესობა და ცოდვა. როგორც
ვიცით, ბაგრატ მესამის დროს ქვეყანაში იყო სიწყნარე, ხოლო ბაგრატ
მეოთხის დროს ქვეყანას უფრო სჭირდებოდა სამართლის დადგენა,ამ
მოსაზრებით ავტორად შეიძლება დავასახელოთ ბაგრატ მე-4.
10. ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნი
ვახტანგის სამართლის წიგნთა კრებულის მთავარი და ძირითადი
ნაწილი ვახტანგის სამართლის წიგნია, რომლის სათაურია „სამართალი
ბატონიშვილის ვახტანგისა“. ვახტანგის შექმნილი სამართლის წიგნი
შედგენილია მისი ჯანიშინობის დროს,როდესაც გიორგი მე-11ის მაგიერ
ქართლს გამგებლობდა.
მისი ძირითადი წყარო ქართული ჩვეულებითი სამართალია. ვახტანგის
სამართლის წიგნისთვის წყაროდ გამოყენებულია:ძეგლის დადება,
აღბუღას სამართალი, კათალიკოსის სამართალი, ბერძნული,
ებრაული,სომხური სამართალი,თუმცა ეს არ ნიშნავს,რომ წყაროდან
გადმოიღო სიტყვა-სიტყვით რომელიმე მუხლი.
ვახტანგის სამართლის წიგნი ერთიანი სისტემით არ არის
დაწერილი.204-ე მუხლის შემდეგ მოდის ბოლოსიტყვაობა და მოჰყვება
205-ე მუხლი. მაშასადამე პირველი ვარიანტი ამ წიგნისა 204-ე მუხლით
მთავრდება და დანარჩენი შემდეგ არის მიმატებული.
შესავალში ვახტანგი მოგვითხრობს,რომ მას სამართალის წიგნი
შეადგინა კათალიკოსის,მთავარეპისკოპოსის,მიტროპოლიტ-
წინამძღვრისა და დიდებულთა მონაწილეობით.
კანონმდებელი მიუთითებს,რომ მოსამართლეებმა ნახონ ვახტანგის
სამართლის წიგნთა კრებულის წიგნები, მერე საკუთრივ ვახტანგის წიგნი
და რომელიც მოსამართლეს სურს,იმით იმოქმედოს.
ვახტანგი წერს,რომ თუ მოსამართლე ვერ გამოიყენებს ვახტანგის
კრებულის ნორმებს,დაუმატოს თავისი შედგენილი,მაგრამ ისე რომ
ვახტანგის შეუცვლელი დატოვოს.
ვახტანგის წიგნს სხვებთან შედარებით უპირატესობა ჰქონდა.
რაში გამოიხატებოდა ეს უპირატესობა???
თუ გასახილველი კაზუსის შესახებ პასუხი იქნებოდა ვახტანგის წიგნში,
უნდა ეხელმძღვანელათ იქიდან მხოლოდ.სხვაგვარად უპირატესობა
არაფრით არ გამოიხატებოდა.
ქართლისთვის ეს კანონები სავალდებულო ხასიათს ატარებდა,ამისთვის
თავდები ის იყო,რომ კანონმდებელი ქართლის მეფე იყო,მაგრამ ეს
იურისდიქცია არ ვრცელდებოდა იმერეთსა და გურიაზე.
11. ებრაული სმართალი
ვახტანგ მეექვსის საკოდიფიკაციო კომისიამ სამართლის დიდი კრებული
შეადგინა,რომელშიც უცხოური სამართლის ძეგლებიც შეიტანა. ესენია-
ებრაული სამართალი ანუ მოსეს სამართალი, ბერძნული სამართალი და
სომხური სამართალი. ეს წიგნები მოსამართლის მიერ გამოიყენებოდა
როგორც დამხმარე,საკონსულტაციო მასალა. ძირითადად კი
გასამართლება ხდებოდა ბატონიშვილის ვახტანგის სამართლით.
მოსეს ებრაული სამართლის ქართული ვერსია:
მოსეს სამართალი სწავლულ კაცთა კომისიას ბიბლიიდან გადმოუღია.
იგი არის ძველი აღთქმის მეხუთე წიგნი ანუ მეორე სჯული. ბიბლიაში
შეტანილი მეორე სჯული 34 თავისგან შედგება და კანონიკურ-ეთიკურ
ნორმებს წარმოადგენს,რომელიც თითქოს ღმერთმა გამოუგზავნა
ებრაელ ხალხს მოსეს ხელით და ეწოდა მოსეს სამართალი.
სწავლულ კაცთა კომისიას მექანიკურად არ გადმოუღია მეორე სჯული,
მას ამოუკრებია ისეთი ნორმები,რომელიც საქართველოსთვის იყო
გამოსადეგი. მეცნიერთა თქმით, ებრაული კანონები ჩვენი ეროვნული
სამართლის ერთ-ერთი უძველესი წყარო იყო. ქართული სამართალი 2
ათასი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა „მეორე რჯულში“
ჩამოყალიბებული ათი მცნებით, რაც შემდეგ სახარებაშიც დაკანონდა-
ი.დოლიძე.

ბიბლიის მეორე რჯული 34 თავისგან შედგება,თითოეული თავი 10


მუხლისგან,მაგრამ მოსეს სამართლის ქართული ვერსია 52 მუხლს
შეიცავს. ვახტანგ მეექვსემ შეუსაბამა ქართულ სამართალს და დაამუშავა
ის.
მოსეს სამართლის ქართულ ვერსიაში ბევრი მუხლი ეძღვნება
სარწმუნოებისა და რელიგიური რიტუალების დაცვას. რამდენიმე მუხლში
საუბარია მკვლელობაზე, თუ როგორ უნდა დაისაჯოს განზრახვით ან
გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობები. რამდენიმე მუხლი
ეძღვნება ქორწინებისა და განქორწინების საკითხებს,ქმრიან
დედაკაცთან მრუშობის საკითხს,დაუპატიურებას და ა.შ.
მე-4 მუხლში საუბარია ეფლისთვის შესაწირავის შესახებ,ყოველწლიური
შემოსავლის მეათედი უფლისთვის უნდა შეეწირათ.
მე-5 მუხლში ღარიბი მოძმის დახმარებას ეხება.
მე-7 მუხლი მართლმსაჯულებას ეხება.
ანუ მოსეს სამართალი არეგულირებდა
რელიგიურ,სამოქალაქო,საოჯახო, პროცესუალურ ურთიერთობებს.

12.ბერძნული სამართალი
პროფესორმა დ.ჩუბინაშვილმა პირველმა მიუთითა,რომ „ბერძნული
სამართლის წიგნის“ ქართული ვერსიის წყაროები წარმოადგენს
კონსტანტინე არმენოპოლოს 6 წიგნი და ვლასტარის კრებული, ე.ი. მათე
ვლასტარის სინტაგმა.
ბერძნული კანონების ეს რედაქცია შედგენილი არ არის საქართველოში,
ის შექმნეს საბერძნეთში,რასაც ამტკიცებს ამ კანონთა შინაარსის
ბერძნული ანბანით დალაგება.
კონსტანტინე არმენოპულოსი მე-14 საუკუნის ბიზანტიური
იურისპრუდენციის გამოჩენილი მოღვაწე იყო. იგი ცნობილია თავისი
იურიდიული სახელმძღვანელოებით და კანონიკური კრებულით. მისი
შრომა 6 წიგნისგან შედგება:
1-(18 ტიტული)-ლაპარაკია კანონის,სასამართლო წყობილების,
რესტიტუციებისა და თავისუფალი მდგომარეობის შესახებ.
2-(11 ტიტული)-განხილულია მფლობელობისა და საზღვაო სამართლის
საკითხები
3-(11 ტიტული)-შვილად აყვანის,გასხვისების,სესხის,მონაბარისა და
ამხანაგობის შესახებ
4-ნიშნობა და ქორწინება
5-(12 ტიტული)-აწესრიგებს ანდერძსა და მეურვეობის საკითხებს
6-(15 ტიტული)-ეხება ზარალის ანაზღაურებასა და ყოველგვარ
გადასახადებს.
ბერძნული სამართლის ქართული ვერსიის მეორე წყაროა:
ვლასტარის სინტაგმა:
მათე ვლასტარი იყო ბერ-მონაზონი,რომელიც ცხოვრობდა მე-14
საუკუნის 1 ნახევარში. მისი ძირითადი ნაშრომია ალფაბეტური სინტაგმა.
(1335). ნაშრომი ბერძნული ანბანის მიხედვით 24 განყოფილებას შეიცავს.
თითოეული იყოფა თავებად.ვლასტარის კრებული მოქმედი საეკლესიო
და საერო სამართლის ერთობლივი ძეგლია,რომლის 303 თავს
ვლასტარმა დაუმატა ცალკეული კანონიკური წერილები.
1964 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელწერათა
ინსტიტუტის ბერძნული ხელწერათა ფონდში თ.ბრეგვაძემ აღმოაჩინა
ბერძნული სამართლის ქართული ვერსიის დედანი ბერძნულ
ენაზე,რომლის ანალიზით მიაკვლია,რომ იგი მართლაც მათე
ვლასტარის სინტაგმისა და კონსტანტინე ამენოპულოს „ექვსწიგნეულის “
ბაზაზეა შექმნილი. ხელნაწერი გადაუწერიათ 1670 წელს. საქართველოში
ბერძნულ სამართალს უწოდებენ „იუსტინიანეს მეფის“ სამართალს.

13.სომხური სამართალი
სომხური სამართლის ქართული ვერსია ორი ნაწილისგან შედგება:
1.სირიულ-რომაული სამართლის ქართული ვერსია
2.მხითარ გოშის სამართლის წიგნის ქართული ვერსია
ეს ნაწილები სრულიად დამოუკიდებელია ერთმანეთისგან.
1 ნაწილი მე-5 საუკუნის ბოლოს ბასილი კეისრის მეფობაში
აღმოსავლეთში შედგენილი რომაული კანონის სომხურ რედაქციას
წარმოადგენს. ამ ძეგლს სამი ტექსტი აქვს: სირიული,არაბული,სომხური.
სამართლის წიგნის სომხური ტექსტი მხითარ გოშის სამართლის წიგნთან
ერთად ჩამოუტანიათ თბილისში ვახტანგ ბატონიშვილის დავალებით.
სომხეთში ორივე გაერთიანებული ყოფილა ერთ წიგნად და არ იყო
მითითებული სათაურები,მაგრამ საკოდიფიკაციო კომისიამ კარგად
იცოდა, რომ კრებული 2 ძეგლისგან შედგება.
არსებობს აზრი,რომ „ბერძნულ-რომაული“ანუ ე.წ. „სირიულ-რომაული“
სამართალი სომხეთში და საქართველოში ძველი დროიდან
მოქმედებდა.
რაც შეეხება მხითარ გოშის სამართალს იგი მე-12 საუკუნეში დაიწერა
სომხურად.
მხითარ გოში დაიბადა განჯაში, იყო გრიგორიანული სარწმუნოების
წარმომადგენელი მონაზონი.იგი სწავლის გასაგრზელებლად გაემგზვრა
კილიკიაში.უკან დაბრუნების მერე განჯაში აარსებს მონასტერს. წერა
დაიწყო,როცა გარდაიცვალა საქართველოს დიდი მეფე გიორგი მე-3,
ანუ 1184 წელს.
მხითარ გოშის წიგნი იყოფა:
1.საეკლესიო კანონები 2.საერო კანონები (შედგებოდა კაზუსებისგან)
წიგნი შეიცავს ბუნებით კანონებს,ქრისტიანულ კანონებს, გამოიყენა
მაჰმადიანური რჯულის კანონი-ისინი,რომელიც მაჰმადიანებს მოსეს
სამართლიდან აქვთ გადმოღებული.
წიგნის ერთ-ერთ წყაროდ სახელდება ბიბლია,მსოფლიო საეკლესიო
დადგენილებები, ჩვეულებითი სამართალი.
130 მუხლიდან 56 სწორედ ჩვეულებითი სამართლიდანაა.
სამართლის წიგნის ერთ-ერთი წყაროა სასამართლოს პრაქტიკა.
იგი საფუძვლად დაედო 1264 წელს კილიკიის სომხეთში შედგენილ
სუმბატ სპარასპეტის სამართლის წიგნს.

14.საქართველოს მეფე და მისი უფლებამოსილება


გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში
ერთიანი ფეოდალური ქართული სახელმწიფო შეიქმნა XI საუკუნის
დასაწყისში. გაერთიანებასთან ერთად იქმნება ახალი სახელმწიფო
ორგანოები. სახელმწიფო წყობილების სისტემაში მოყვანა
განსაკუთრებით მიმდინარეობდა დავით აღმაშენებლის დროს. ამის
დამადასტურებელია საქართველოს კონსტიტუციური ხასიათის ძეგლი :
„ხელმწიფის კარის გარიგება“
გაერთიანებული ფეოდალური სახელმწიფო მმართველობის ფორმის
მხრივ მონარქიულია. წყობილების მხრივ რთული
სახელმწიფოა,რომელშიც
სხვადასხვა ტერიტორიები და სხვადასხვა ეთნოსის ხალხი ცხოვრობს.

სახელმწიფოს განაგებს მეფე-მონარქი


საკანონმდებლო ორგანო-დარბაზი
აღმასრულებელი ორგანო-სავაზირო

სახელმწიფო მმართველობაში ყურადღებას იპყრობს- საქვეყნოდ


გამრიგე მოხელე,ანუ ტერიტორიის მმართველი,რომელიც ქვეყნის
სამეფო ხელისუფლების ნება-სურვილს ახორციელებს.
საქართველო იყოფოდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად.
საერისთავო იყოფოდა ხევებად, ხევები-თემებად, თემები-უფრო პატარა
ერთეულებად-ციხეებად.
საქართველოს მეფე და მისი უფლებამოსილებები
მეფის უფლებამოსილება ივ.ჯავახიშვილის აზრით გამოიხატება
გამოთქმაში:
„მეფის მართებანი და განსაგებელნი“
მართება ანუ მეფის მოვალეობა
განსაგებელნი ანუ უფლება,რაც უნდა განეგო მას.
აღმაშენებლის ისტორიკოსის თქმით, მეფის უფლება-მოვალეობები
ძალზე ფართოა,იგი უფსკრულს ჰგავს და რომელი უგნური
იქნებოდა,რომ ამ უფსკურლის ძირი ეპოვა.
მეფის უფლებამოსილებაში შედიოდა:
საგამგეო, სამხედრო,საერთაშორისო,საფინანსო, მართლმსაჯულებისა
და საკანონმდებლო ფუნქციები.
მეფე ითვლებოდა ქვეყნის მფლობელად და მას ეკუთვნოდა
სახელმწიფოს როგორც ტერიტორიის,ისე მისი მოსახლეობის მართვა. ეს
იმას არ ნიშნავდა, რომ ის იყო მიწა-წყლის მესაკუთრე,ის იყო ქვეყნის
პოლიტიკური მფლობელი.
საქართველოს მეფეს პირადად ემსახურებოდნენ დარბაზის ერის
მოხელენი ანუ „ხელშინაურნი“ და „საკუთარნი“.

მეფეს ჰქონდა საკანონმდებლო ფუნქცია,მაგრამ დარბაზთან


თანამშრომლობით.
მის უფლებამოსილებაში შედიოდა მართლმსაჯულება, მაგრამ იგი ვერ
მოცდებოდა წვრილმანი საქმეებისთვის,ის განიხილავდა მნიშვნელოვან
საკითხებს დარბაზის ან სპეციალისტთა თანადგომით.განაჩენი
გამოდიოდა
მეფის სახელით.
მან შემოიღო სპეციალური სასამართლო-სააჯო კარი-უმაღლესი
სასამართლო.
მეფის ერთ-ერთი ფუნქცია იყო სამხედრო ფუნქცია-სახელმწიფო ჯარის
პატრონია იგი, წინამძღოლი. ფეოდალურ საქართველოში არსებობდა
სპეც. სამხედრო უწყება,რომელსაც ხელმძღვანელობდა
ამირსპასალარი.
მეფის კომპეტენციაში შედიოდა საფინანსო საქმის განხორციელება-
მასზე იყო სახემლმწიფო გადასახადები,ბეგარისგან გათავისუფლება .
მეფეს შეეძლო გამოეცა წყალობის სიგელი- მამულის საბოძებლად,
გადასახადებისგან გასათავისუფლებად(ის იმოქმედებდა სანამ მეფე იყო
ცოცხალი).
საგამგეო ფუნქციიდან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს შინაური
საქმეების გაძღოლა-მოწესრიგების ფუნქცია, ქვეყნის საზღვრების
დაცვა...
საეკლესიო ფუნქცია
საშინაო ფუნქციაში შედიოდა ქვეყნის შიგნით მშვიდობიანობისა და
წესრიგის დაცვა.
მეფეს შეეძლო თანამდებობებზე დანიშვნა,გადაყენება. ის
თანამდებობებზე დანიშვნისას სპეციალურ ნიშანს აძლევდა:
1.ამირსპასალარს-ოქროს ლომისთავიან არგანსა და ხმალს.
2.მანდატურთუხუცესს-ოქროს არგანს
3.მოლარეთუხუცესს-თვლიან ბეჭედს.
მისი ფუნციიდან მნიშვნელოვანი იყო საგარეო ფუნქცია- ქვეყნებთან
მოლაპარაკებების გამართვა,მოციქულებისა და ძღვენის გაგზავნა .
საინტერესოა ტახტის მემკვიდრეობის საკითხი
მომავალი მეფისთვის საჭირო იყო- კარგი აღზრდა, ფართო განათლება,
საომარი თვისებები.
პოლიტიკური სრულწლოვნობა-16 წელი,
სამხედრო სრულწლოვნება-21
სქესობრივი საქორწინო სრულწლოვნება-ქალი-12, კაცი-16
სამეფო ხელისუფლების ნიშნები:
1.გვირგვინი
2.პორფირი (მეფის ზედა მოსაცმელი)
3.სკიპტრა
4.მახვილი(მართლმსაჯულების) და ხმალი(სამხედრო)
5.დროშა „დროშა სეფე“. დიდი დროშა,პატარა დროშა.
6.სახელმწიფო ბეჭედი (+დარბაზობის აღწერა)მცირე და
დიდი.
სიტყვები კანონის გასარჩევად:
შეჩვენება-წყევლა
განხდილი-გაძევებული
განკითხვა-გამოძიება
სახლი-ოჯახი
სვინაობა-ნათლულებს შორის ქორწინება
ლაყოჩი-ცაცია
ასაბია-თანამზრახველი
გერში-გადასახადი ჭრილობის მიყენებისთვის
დაწინდვა-დაგირავება
მუქაფა-სანაცლოდ
სისხლი-ქონებრივი საზღაური
მამულის სასეფეოდ დადვა-მეფის მფლობელობაში გადასვლა
პირი-სახე
განპატიჟება-დასჯა
გვარი-წოდება
ანუ-ან
სადაღე-იარა
დასტაქარი-ექიმი
დაკოდილობა-დაჭრა
ასო-სხეულის ნაწილი
უარზანგობა-მცირედი/მსუბუქი ჭრილობისთვის გადასახადი,სისხლის
მეორმოცედი
რაზომცა მოკლან-რამდენიც არუნდა მოკლას ან რამდენიმე
სასაქონლო-უსულო მოძრავი ქონება
დაუწინდნეს-დაგირავება
(მე-6 სემინარი) სავაზირო
სავაზირო სახელმწიფოს უმაღლესი ორგანო იყო,რომელშიც შედიოდნენ
ვაზირები ანუ მინისტრები. ტერმინი ვაზირი არაბულ-სპარსული
წარმოშობისაა. არაბულად „ვაზირუნ“ თანაშემწეს ნიშნავს. არაბებს ვაზირობა
სპარსელებისგან ჰქონიათ შეთვისებული. ტერმინი „ვაზირი“ გიორგი მესამისა
და თამარ მეფის მემატიენს გარდა არავის აქვს ნახსენები.
ამ ტერმინის დამკვიდრებამდე საქართველოში ცალკეულ უწყებებს
ხელმძღვანელობდნენ უხუცესები. მაგალითად,მეაბჯრეთუხუცესი,
მეღვინეთუხუცესი,მონადირთუხუცესი,მწიგნობართუხუცესი... შემდეგ ამ
პირების გამიჯვნისათვის შემოდის ტერმინი „ვაზირი“, რომელიც ერთ-
ერთი უწყების ხელმძღვანელი იყო. თუ აღმოსავლეთის ქვეყანაში ერთი
ვაზირი იყო, თამარ მეფის ისტორიკოსი მათ მრავლობით რიცხვში
მოიხსენიებს.
„ვაზირი“ მინისტრის ზოგად სახელად იქცა.სავაზირო კი მინისტრთა
საბჭო იყო. სავაზირო 6 ვაზირისგან შედგება:
1.მწიგნობართუხუცესი(პირველი ვაზირი,ვაზირთა შორის უპირველესი)
შედეგ მოდის ორი ჯგუფი „სამთა ვაზირთა“ და „ორთა ვაზირთა“:
2.ათაბაგი
3.ამირსპასალარი
4.მანდატურთუხუცესი
და „ორთა ვაზირთა“- მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი.
მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი
დავით აღმაშენებლამდე მწიგნობართუხუცესის თანამდებობა და
ჭყონდიდის ეპისკოპოსობა ცალ-ცალკე არსებობდა.
მწიგნობართუხუცესი ერისკაცი იყო. ამ ორი თანამდებობის შეერთება
სწორედ აღმაშენებლის დროს მომხდარა. მან თავისი ერთგული კაცი,
მწიგნობართუხუცესი, ჩაუყენა ეკლესიას სათავეში.
მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი ვაზირთა შორის უპირველესია.
მწიგნობარი მდივანს, მწერალს ნიშნავს.ეს თანამდებობდა
მმართველობის ყველა დარგში არსებობდა. ივ.სურგულაძის მითითებით.
მწიგნობარი ადგენდა საქმიან ქაღალდებს, ხელმძღვანელობდა
დაწესებულებების საანგარიშო განყოფილებას... სამეფო კარზე 26
მწიგნობრის თანამდებობა არსებობდა, მაგრამ გამოირჩეოდა საწოლისა
და ზარდახანის მწიგნობარი. საწოლის მწიგნობარი მეფესთან
დაახლოებული პირია.

მწიგნობართუხუცესის გარეშე არ წყდებოდა არც ერთი საქმე,რა თქმა


უნდა,მეფესთან შეთანხმებულად ხდებოდა ყველაფერი. იგი მეფესთან
ერთად წყვეტდა ომთან დაკავშირებულ საკითხებს.იგი მოიხსენიება
როგორ მეფის მამა. იგი სახელმწიფოში მეფის შემდეგ პირველი
კაცია,მაგრამ სპეციალურად რომელიმე დარგი არ ეხება
სამართავად.იგი მმართველობის ყველა დარგზე ახორციელებდა
ზედამხედველობას. ივ.სურგულაძე მას სახელმწიფო კანცლერს,
სავაზირო მეთაურს ანუ პრემიერ-მინისტრს უწოდებს.მას,რადგან
საეკლესიო მოხელე იყო, არ ყავდა მემკვიდრეები და არ იყო
დაინტერესებული ქონებითა თუ მიწისმფლობელობით.
მას როგორც საეკლესიო მოხელეს სასულიერო საქმეები
ექვემდებარებოდა. დავითმა ამ თანამდებობის გაერთიანებით ეკლესია
დაიმორჩილა,რადგან ეგრის-აფხაზეთის მეფეები ცდილობდნენ
ბერძნული ეკლესიისთვის საყრდენი გაემოეცალათ და აარსებდნენ
ახალ-ახალ საეპისკოპოსოებს. ერთ-ერთი იყო ჭყონდიდი.
ათაბაგი
ათაბაგი სამთა ვაზირთა ჯგუფში შედის ამირსპასალარსა და
მანდატურთუხუცესთან ერთად.იგი მწიგნობართუხუცესის შემდეგ
მოიხსენება და პატივით უთანაბრდება ამირსპასალარსა და
მანდატურთუხუცესს.
ათაბაგობა ქართული სამოხელეო თანამდებობა არ ყოფილა 1212
წლამდე. იგი აღმოსავლური თანამდებობაა და ის უფლისწულის
აღმზრდელის ფუნქციას ასრულებდა.
ივ.ჯავახიშვილის აზრით, ეს თანამდებობა ივანე მხარგრძელის პირადი
პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად იქნა დაწესებული.კერძოდ,
თამარ მეფემ ზაქარია ამირსპასალარის გარდაცვალების შემდეგ ეს
თანამდებობა მის ძმას ივანეს შესთავაზა. მან ან ინდომა გარდაცვლილი
ძმის თანამდებობის დაკავება და თამარს ათაბაგობა სთხოვა.მეფემ
დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. ივ.სურგულაძის მითითებით ათაბაგს
სურდა მწიგნობართუხუცესზე მაღლა მდგარიყო, აღმოსავლეთ
სახელმწიფოში ეს პირი მეფესთან ყველზე დაახლოებული იყო.
ივანე მხარგრძელი მსახურთუხუცესი იყო, ე.ი. სასახლის ხელშინაური
მოხელე. ლაშა-გიორგი მისი მოხელეობის დროს დაიბადა, ასე რომ მას
მართლაც მოუწევდა ამ ფუნქციის შესრულება.

ამირსპასალარი
ამირსპასალარი სამხედრო უწყების ხელმძღვანელია.
დღევანდელი ტერმინოლოგიით- სამხედრო მინისტრი.
ეს სიტყვა არაბული წარმოშობისაა და ჯარის წინამძღოლს ნიშნავს.
ეს თანამდებობა პირველად თამარის ისტორიკოსის თხზულებებში
იხსენიება.
ცნობილი,რომ საქართველოს მეფე ომის დროს უშუალოდ
ხელმძღვანელობდა ჯარს,თუ ის ის მონაწილეობას არ იღებდა ომში,
ჯარის მთავარსარდლად გვევლინებოდა ამირსპასალარი. მას
ემორჩილებოდა მთელი ჯარი. მას ევალებოდა ლაშქრობის გეგმის
შედგენა.
ამირსპასალარის ქვემდებარე ჯარი:
1.სამეფო სპა
2.ყივჩაღთა ჯარი
3.კავკასიის მთლიელთა და სხვა ყმადნაფიც ქვეყნებიდან „სამსახურში“
გამოყვანილი ჯარი.
4.მონა-სპა (მეფის პირადი ჯარი. აღმაშენებლის დროს-5000)
ამირსპასალარს ექვემდებარებოდნენ მოხელეები:
1.ამირახორი-ამირსპასალარის მოხელე იყო. იგი სათათბირო ხმის
უფლებით ხელმძღვანელობდა დარბაზობის დროს. მის ფუნქციას
შეადგენდა ცხენოსანი ლაშქრის ხელმძღვანელობდა. ორთა ვაზირთა
პირებს უტოლდებოდა,მაგრამ არ იყო სავაზიროს სრულუფლებიანი წევრი.
2.მეაბჯრეთუხუცესისა და ზარდახანის უფროსის ხელში იყო სამეფო
აბჯარ-იარაღის საწყობი. ისინი ამილახორის ხელქვეითნი იყვნენ.
3.აჩუხჩი-სამხედრო უწყების მსხვილი მოხელე და მეფის დაცვის უფროსი
უნდა ყოფილიყო.
4.ამირჩქარი-ამის შესახებ ზუსტი ცნობები არ გვაქვს.
5.მერემეთუხუცესი-ჩაბარებული ჰქონია საგანგებო დაწესებულება-სარემო.
ამირსპასალარის გარეშე მეფე ვერ გასცემდა მიწას,ვერც დასახლებულსა
და ვერც დაუსახლებელს. ივ.სურგულძის აზრით,ეს უფლებამოსილება მას
თამარის დროს უნდა მინიჭებოდა. ამირსპასალარი სამთა ვაზირთა ჯგუფში
შედის და ათბაგის შემდეგ დგას.
მანდატურთუხუცესი
მანდატურთუხუცესი პირველად გიორგი მე-3 ის დროს გამოჩნდა. მაგრამ
ეს სახელი უფრო ადრე მე-11 საუკუნეში უნდა არსებულიყო.
ლათინურად „მანდატ“-დავალებას ნიშნავს
„მანდატორ“-ბერძნულ-ლათინური სიტყვაა და ნიშნავს დავალების
შემსრულებელს.
ტერმინი „უხუცესი“-ნიშნავდა კეისრის სეფე ლაშქრისა და მონა-სპის
უფროსს.
ის ვაზირია და შედის საპატიო ვაზირთა სამეულში. ისინი გვევლინებიან
მეფის მცველების როლში,სავაზიროს სხდომის დროს ისინი წესრიგს
იცავდნენ. ზოგჯერ მეთვალყურეობდნენ მეფის ვენახების სამუშაოებს.
ისინი არ მონაწილეობენ ომსა და ლაშქრობაში და რჩებიან სამეფო კარზე
წესრიგის შესანარჩუნებლად. ისინი საპატიო კაცის გამყოლებად
გვევლინებიან შორეულ მგზავრობაში. დარბაზობის დროს მთავარი
განმკარგულებელი ყოფილა ის.
მანდატურები სამოხელეო ნიშანს ატარებდნენ- არგანს.
მანდატურთუხუცესი კი-ოქროს არგანს. (300 სახელო ყოფილა
საქართველოში)
მანდატურთუხუცესს ჰყავს მოადგილე-ამირეჯიბი- საპატიო თანამდებობა.
მათ შეეძლოთ ნებისმიერ დროს მეფის ნახვა. აქტიურად მონაწილეობდნენ
დარბაზის დროს. მას ემორჩილებიან მოხელეები-ეჯიბები, გამგეთუხუცესი,
მესტუმრე.
ეჯიბი-არაბული სიტყვაა და ნიშნავს მეკარეს,კარისკაცს.
მესტუმრე-უძველესი თანამდებობა საქართველოში, ევალებოდა
მოციქულთა დახვედრა,მეძღვნეთა დასაჩუქრება-დაპურება.
მერიგე-ვაზირობას ვერ დაესწრებოდა,იგი სიგელების მიცემისას გარკვეულ
მოვალეობას ასრულებდა.
გამგეთუხუცესი-ღირსებით ამირეჯიბსა და ამილახორზე დაბლა დგას, ვერ
ესწრებოდა ვეზირობას. სავაზიროში მაშინ შევიდოდა,თუ ოხმობდნენ.
მასაც ჰყავდა ქვეშევრდომები-საგანმგეოს უფროსი, მეჯამეთუხუცესი,
სარემოს ნაცვალი.

მეჭურჭლეთუხუცესი
„ხელმწიფის კარის გარიგებით“ ის ძველი ვაზირია. იგი საპატიო
ვაზირიცაა.იგი შედის „ორთა“ ჯგუფში. ის ყოფილა „საჭურჭლეს“ უზენაესი
გამგე.მას ჰყავდა მოადგილე- „ნაცვალი“ მეჭურჭლეთუხუცესისა.-„ნაცვალი
საჭურჭლისა“. „საჭურჭლე“ ჭურჭლის საწყობს ნიშნავდა. ამ სიტყვას
განძისა და სიმდიდრის მნიშვნელობა მიენიჭა.
ფეოდალურ საქართველოში „საჭურჭლე“ ხაზინას ერქვა.
საჭურჭლისგან განსხვავდებოდა სალარო. სალაროში ინახებოდა
არაყოველღიურად სახმარი ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი. სალარო
ექვემდებარებოდა მსახურთუხუცესს.

საჭურჭლეში მსახურებოდნენ მოხელეები- საჭურჭლის ნაცვალი, მუშრიბი,


საჭურჭლის მუქიფი, მეჭურჭლენი.
მუშრიბი-არაბული სიტყვაა და ნიშნავს ზედამხედველს. მას ყველაფერი
უნდა სცოდნოდა სასახლის ქონების შესახებ.მას ბაჟისა და სავაჭრო
გადასახადების ფუნქცია ჰქონდა.
საჭურჭლის მუქიფი-იგივე მეძღვნე ანუ ძღვენთა გამგე.
მეჭურჭლეთუხუცესს ასევე ექვემდებარებოდა ძველი ქალაქები,ვაჭარნი,
ქალაქის ამირანი,ბაჟი,სავაჭრო გადასახადები. მასვე ეკითხებოდა აღებ-
მიცემობის საკითხები. ის შეიძლება მსხვილი მემამულეც
ყოფილიყო,მაგალითად, ერისთავთერისთავი.
მსახურთუხუცესი
ის გიორგი მე-3 ის დროიდან გვხვდება,მაგეამ უფრო ძველი სახელო უნდა
ყოფილიყო. ის ვაზირი არ იყო,მაგრამ რუსუდან მეფეს გაუხდია ვაზირად
და სავაზირო საბჭოს წევრად. ის „ორთა ვაზირთა“ ჯგუფში შედიოდა.
მას ექვემდებარებოდა: „სალარო საწოლი“, „მესაწოლეთუხუცესი“,
„მოლარეთუხუცესი“, „ციცხვთუხუცესი“, მეხილეთუხუცესი. მას ებარა
მეფის პირადი მეურნეობა.
სალარო- დაწესებულება,სადაც ინახებოდა საგანძური. არაყოველდღიურად
სახმარი საჭურჭლე. არსებობდა ორი სახის სალარო-მოძრავი/უძრავი.
სალაროს სათავეში იდგა მოლარეთუხუცესი,ვისაც ექვემდებარებოდა
ყველა სალარო. მას ჰქონდა ბეჭედი-მისი ნიშანი. ბეჭედი „თვალადი“ -
თვლიანი იყო,რომელსაც დასვამდა საბუთზე.
ფარეშთუხუცესის გამგებლობაში შედიოდა საფარეშო და ფარეშნი.
საფარეშონი-შინაური მეურნეობისთვის განკუთვნილი დაწესებულება და
საწყობი იყო. მაგ-სანთლისა და შანდელბისთვის-ცალკე საფარეშო იყო.
არსებობდა საკმერვალო საფარეშო, სამრეცხაო საფარეშო...
მეხილეთუხუცესი-ექვემდებარებოდა სახილე და მეხილეები.
ციცხვთუხუცესი-ფარეშთუხუცესის ქვემდებარე მოხელე იყო თუ არა,
ცნობილი არაა. მის ქვემდებარე მოხელეებს ეწოდებოდა ციცხვნი. ციცხვნი
განაგებდნენ სასახლის საჭურჭლეს, შინ სახმარ სხვადასხვა ჭურჭელს,
აბანოს გათბობას,სახლის დაგვას, შეშის დაჩეხვას,ცეცხლის დანთებას,
წყლის ზიდვას..ეხმარებოდნენ დილით ფეხზე ამდგარ-საწოლიდან
გამოსულ მეფეს.

1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი


ხელშეკრულება შედგებოდა 13 ძირითადი და 4 სეპარატიული მუხლისგან
ანუ არტიკულისგან. ტრაქტატს თან ერთვოდა ფიცის ტექსტი,რომელიც
ერეკლეს უნდა დაედო ერთგულების დასადასტურებლად. ასევე ერთვოდა
დამატებითი არტიკულის ტექსტი,რომელიც შეეხებოდა ქართლ-კახეთის
მეფედ კურთხევის წესს.ტრაქტატი -„მეგობრობის პირობა“ ძალაში
შედიოდა სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის შემდეგ.
ხელშეკრულება იწყებოდა პრეამბულით-აღნიშნული იყო,რომ რუსეთი
იყო დამხმარე და დამცველი ერთმორწმუნე იმპერია.რუსეთი მიზნად
ისახავდა გათავისუფლბულიყო საქართველო..ერეკლე რუსეთს სთხოვდა
მეფის მფარველობაში შესვლას და სცნობდა რუსეთის ხელმწიფის
უზენაესობას..
რუსეთის მხრიდან-გრიგოლ და პავლე პოტიომსკინი
საქართველო-ივანე მუხრანბატონი და გარსევან ჭავჭავაძე

ტრაქტატის პირველი მუხლი(არტიკული)-ქართ-კახეთის მეფე დღეიდან


უარს ამბობდა სხვა ქვეყნებთან დამოკიდებულებაზე.რუსეთზე უმაღლესი
სხვა არაფერი უნდა ყოფილიყო.ერეკლე დებდა ერთგულების პირობას.
მე-2 მუხლი- რუსეთის იმპერატორი პირობას დებდა,რომ არ მოაკლებდა
საქართევლოს მფარველობას.
მე-3 მუხლი- ტახტზე ასვლა უნდა ეცნობინებინათ საიმპერატორო
კარისთვის.ეთხოვა მეფეს მათგან ნიშნები და მეფედ დამტკიცება.
სამეფო ნიშნები-სიგელი,დროშა,ხმალი,კვერთხი,მანტია. ამის შემდეგ
მას ფიცი უნდა დაედო მეფის რეზიდენტისთვის.
მე-4 მუხლი-ქართლ-კახეთის მეფე იზღუდებოდა საგარეო ურთიერთობის
დარგში.
მე-5 მუხლი-რუსეთის სამეფო კართან ურთიერთობის მოსაგვარებლად
ერეკლე მეფეს უნდა ყოლოდა რეზიდენტი,რუსეთსაც ეყოლებოდა
რეზიდენტი ქართლ-კახეთში.
მე-6 მუხლი- რუსეთი პირდებოდა: ა)ქართველი მტერი მისი მტერი
იქნებოდა.
ბ)ერეკლე და შთამომავლები შეინარჩუნებდნენ ტახტს
გ)არ ჩაერეოდნენ ქართკ-კახეთის საშინაო საქმეებში.
მე-7 მუხლი-ერეკლე მეორე ვალდებულებას კისრულობდა: დახმარებოდა
რუსეთს ჯარით,აესრულებინა მოხელეების დავალებები, დაეცვა
საქართველოში მყოფი რუსი მოხელეები.ქართველების თანამდებობაზე
დანიშვნისას მხედველობაში მიეღო მათი დამსახურება რუსეთის წინაშე.
მე-8-მე-9- ქართლ-კახეთის კათალიკოსი რუსეთის სინოდის წევრი
ხდებოდა. თავდაზნაურებს რუსეთის თავადაზნაურების თანაბარი
პრივილეგია ექნებოდათ.(ქართველითავადაზნაურების სია უნდა
წარდეგინათ იმპერატორის კარზე)
მე-10 მუხლი-ქართველ თავადაზნაურებს უფლება ეძლეოდათ
გადასახლებულიყვნენ რუსეთში. ტყვეების გადმოსახლებისთვის საჭირო
იყო გამოსასყიდის გადახდა.
მე-11-ვაჭრობის თავისუფლებას არეგულირებდა. ქართველ ვაჭრებს
ეძლეოდათ შეღავათი რუსი ვაჭრების თანაბრად. იგივე რუსების მიმართ
საქართველოში.
მე-12- მუხლის მიხედვით ხელშეკრულება იდებოდა „საუკუნოდ“, შეცვლა
მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით.
მე-13-განსზღვრული იყო რატიფიკაციისა და ძალაშ შესვლის წესები.
ხელშეკრულება ძალაში შედიოდა ხელის მოწერიდან 6 თვეში.
ხელმოწერა- 1783 წლის 24 ივლისი, დაბა გეორგიევსკი.
პავლე პოტიომკინი---ივანე მუხრანბატონი
„სეპარატიული მუხლები“ იყო ტრაქტატში, რომლებშიაც აისახა მხარეთა
სამხედრო-პოლიტიკური მიზნები.
პირველი სეპარატიული-რუსეთის იმპერატორი მეგობრულად ურჩევდა,
რომ კეთილი განწყობილება და მეგობრობა ჰქონოდა იმერეთის
ბრწყინვალე მეფესთან სოლომონთან, დავის დროს არბიტრად რუსეთის
იმპერატორი გამოსულიყო.
მეორე-იმპერატორი პასუხისმგებლობას იღებდა,რომ ქართლ-კახეთში
ეყოლებოდა ფეხოსანი ორი სრული ბატალიონი ოთხი ზარბაზნით.
მესამე-ომის დროს კავკასიის ხაზის უფროსი ერეკლე მეორე უნდა
შესთანხმებოდა. თუ ქართულ ჯარს გამოიყენებდა, ხარჯები რუსეთის
იმპერატორს უნდა გაეღო.
მეოთხე-ომის დროს რუსეთი დაიცავდა ქართლ-კახეთს იარაღით. ზავის
დროს ეცდებოდა ძველი მიწების დაბრუნებას.
ამ სეპარატიულ მუხლებს სავალდებულო ძალა ჰქონდათ.
(დანარჩენის დაწერა მეზარება)

7 სემინარი
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება,
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი
გარემოებები
ძველ ქართულ სამართალში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლება დაკავშირებული იყო ბრალთან- განზრახვასა თუ
განუზრახველობასთან. ე.ი. მხედველობაში მიიღებოდა დანაშაულის ჩადენის ნება
და ნების ხარისხის მიხედვით დამნაშავეს ან უმსუბუქდებოდა სასჯელი ან
თავისუფლდებოდა.
დამნაშავე შეიძლებოდა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულიყო, თუ
გონებრივად სრულიად სუსტი, უძლური- ჭკუასუსტი და შეურაცხადი იყო.
ექვთიმე მთაწმინდელი იოანე მმარხველის შეცოდებელთა კანონის
განმარტებისას არ იზიარებს მოსაზრებას,რომ 30 წლამდე პირის დანაშაული
საერთოდ არ დაისაჯოს. მისი აზრით, ყოველგვარი პატიება კი არა, მსუბუქად
დასჯა უნდა იქნეს გამოყენებული.
ივ. ჯავახიშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია ქართულ სამართალში 30 წლამდე
ასაკისთვის პასუხისმგებლობა არ ყოფილიყო დაკისრებული. მისი აზრით, ალბათ
პასუხისმგებლობა დაწესებული იყო 10 წლის ასაკიდან, როგორც ეს ვახტანგ მე-6ის
სამართლის წიგნშია მოცემული, ან 15-16, როცა დგებოდა სქესობრივი
მომწიფებულობა. ან უკიდურეს შემთხვევაში 21-22- სამხედრო და სამოქალაქო
საქმეებისთვის სრულასაკოვანი როცა ხდებოდა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან სრულიად გასათავისუფლებელ
გარემოებად ითვლებოდა გამოუვალი მდგომარეობა ანუ იძულება. ასეთ მიზეზებს
უწოდებდნენ „ჯეროვან მიზეზს“, „საჭირო მიზეზს“.
ბრალეულობის დამამძიმებელი გარემოებები:
1.მეორედ ჩადენილი დანაშაული
2.პირი ცოდვისმოყვარე იყო ან უკრძალველობასა და თავხედ კადნიერებას
ამჟღავნებდა.
3.მახლობელი ნათესავისადმი ჩადენილი დანაშაული, მკვლელობა, სისხლის
აღრევა
4.თანამდებობის პირთა განუკრძალველობა(მოურიდებლობა)
5.დანაშაულის ჩადენა „საშინელ ადგილას“ ანუ „საპატიჟო ადგილებზე“ (სალარო,
ეკლესია..) ასეტ ადგილას დანაშაულის ჩადენა, ბექასა და აღბუღას სამართლით,
ისჯებოდა ორივე თვალის ამოთხრით და ხელ-ფეხის მოჭრით. დამამძიმებელ
გარემოებად ითვლებოდა საკრძალავ ადგილთა შეხება და დაშავება, რასაც
შეიძლებოდა ადამიანის დაზიანება ან სიკვდილი გამოეწვია.
ალ. ვაჩეიშვილი იკვლევს პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებებს
ვახტანგ მე-6-ის სამართლის წიგნის მიხედვით---
პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებებია---
1.ომის დროს მტრის მოკვლა
2.თუ მკვლელობა ჩადენილია დაზარალებულის შეუცნობლად, განზრახვის
გარეშე.
3.თუ დამხვდური მოკლავს თავდამსხმელს, მომხვდურს. (აუცილებელი
მოგერიება) არ ვრცელდება ყმასა და ბატონზე.
4.ყმა რომ არ იყოს მისი და ერთმა კაცმა მოსაკლავად შეუტიოს და უმცროსი
გაერიდოს და უფროსმა ხმალი შემოკრას, მეორედაც შემოსაკრავად მოინდომოს და
ახლა იმ უმცროსმა დაასწროს, მოკლას და დაჭრას- მისის სისხლი არ ითხოვების.
5. სწორმა სწორს შეუტია და ხმას ხელი გამოკრა, მეორემ შემტევებელს უწინ
შემოჰკრა და დასჭრა, გინდაც მოკლას, დამნაშავე არ იქნება.
6. თუ ან ცოლზე ან შვილზე კაცი იყოს თუ ქალი სხვა კაცი დაახელოს და მოკლას.
7.თუ მოახლეზე დაახელოს ან მოკლას, მაგრამ ამას ცოტა რამ კი გაუჩნდების
სამარხივით
8.ყმას აქვს უფლება მოკლას თავისი ბატონი, თუ მან შელახა მისი ოჯახის
ცოლქმრული სიწმინდე- ვახტანგის სამართლის წიგნის მიხედვით
9. ქმარს უფლება აქვს მოკლას მოღალატე ცოლი.
10.ვახტანგის სამართლის წიგნის მხედვით- გამოირიცხება პასუხისმგებლობა
ქურდის მკვლელობისთვის.

თანამონაწილეობა
ქართული სამართალი იცნობს ისეთ დანაშაულებრივ ქმედებებს, სადაც
მონაწილეობდა რამდენიმე პირი.
როდესაც მონაწილეობდა რამდენიმე პირი და ყველას ერთნაირი ბრალი ჰქონდათ,
ქართული სამართალი ამას უწოდებს „ორკერძოვე დანასაულს“- მათ თანაბარი
პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
#პირს, ვისაც გულში ჰქონდა ჩადებული ბოროტი აზრი და სხვისი დახმარებით
ცდილობდა მის განხორციელებას, ასეთ ადამიანს ეწოდებოდა განმზრახი.
#ბოროტმოქმედთა მოლაპარაკება-შეთანხმებას შეზრახება ეწოდებოდა.
#შეზრახების თითოეულს მონაწილეს „თანამზრახველი“ ან „თანაგანზრახი“
ეწოდებოდა.
#თუ პირი გვიან შეუერთდებოდა მონაწილეებს ეწოდებოდა- „განზრახვის
თანამოწმე“.
#ხოლო თუ პირი თვითონაც მიიღებდა მონაწილეობას დანაშაულის ჩადენაში, მას
ეწოდებოდა „მიმდგომი ან თანაშემდგომი“.
#დანაშაულში ყოველგვარ მონაწილეობას „თანადგომა“ ერქვა.- ასევე- „ასაბია“
„ასაბიობა“
#ბოროტმოქმედების განხორციელების მონაწილეს „მეშუელი“ ეწოდებოდა.
ასაბია და მეშველი თითქმის ერთიდაიგივეა.
თანადგომისა და დახმარების ტერმინები არსებობდა:
1.თანაშემწე- თანამოქმედს ნიშნავდა, დამნაშავესთან ერთად მოქმედებდა.
2.ძალისმცემელი- არ იყო უშაულო მონაწილე, რაღაც საშუალებებს აძლევდა.
3.შინათგამცემელი-ბოროტმოქმედს ეხმარებოდა შინაური საიდუმლოს გაცემით.
დანაშაულის სუბიექტი ძველ ქართულ სამართალში
დანაშაულის სუბიექტის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო ჩამდენის
სათანადო ასაკი.
ძველ ქართულ სამართალში ზუსტად არ ჩანს, რომელი წლიდან დგებოდა
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
ივ. ჯავახიშვილის აზრით, იოვანე მმარხველის მიერ დანაშაულის ჩადენაში
30 წლის ასაკიდან პასუხისმგებლობის დაწესება ქართულ სამართალს არ
უნდა გაეზიარებინა და ექვთიმე მთაწმინდელი ამ ასაკამდე უბრალოდ
მსუბუქად დასჯას ემხრობა.
#ვახტანგ მე-6-ის წიგნის 187-ე მუხლში მოცემულია 10 წლის ასაკიდან
პასუხისმგებლობის საკითხი.
დანაშაულის სუბიექტის მეორე მოთხოვნა იყო შერაცხადობა.
შეურაცხადი პირი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებოდა.(როდესაც
პირს არ ესმის თავისი მოქმედების საშიშროება და შედეგები).
თუმცა შერაცხადობის მოთხოვნას ვერ ვპოულობთ ვახტანგის სამართლის
წიგნში. თუმცა საეკლესიო სამართალი მას განსაზღვრავდა. რთული
დასაჯერებელია, რომ ვახტანგის პერიოდში შერაცხადობის მოთხოვნა არ
ყოფილიყო.
ითვლებოდა თუ არა მთვრალი პიროვნება სისხლის სამართლის
სუბიექტად?

ამ საკითხს ეხება ვახტანგ მე-6-ის სამართლის


წიგნის 93-ე მუხლი. მუხლს ახლავს ახსნა: თუ კაცმა იცის, რომ ღვინოში
აჩქარებულია, რატომ სვამს იმდენს, რომ დანაშაული ჩაიდინოს?
კანონმდებლის აზრით, მას თავი უნდა შეეკავებინა და არ უნდა მიეღო
ღვინო. სიმთვრალე არ ჩაითვლება პასუხისმგებლობის გამომრიცხავ
გარემოებად. მთვრალი ადამიანი დანაშაულის სუბიექტია, იგი შერაცხადია.
იცნობს თუ არა ქართული სამართალი სისხლის სამართლის სუბიექტად
იურიდიულ პირებს?
იურიდიული პრაქტიკა სამართლის სუბიექტად მიიჩნევდა როგორც
ფიზიკურ პირებს, ისე გაერთიანებებს, ქალაქებს, თემებს, კორპორაციებს-
ანუ იურიდიულ პირებს.
ვახტანგის წიგნში მოცემულია სისხლის სამართლის კოლექტიური
პასუხისმგებლობის მაჩვენებელი მაგალითები. მაგალითად, ოჯახის
წევრთა პასუხისმგებლობა ოჯახის უფროსის მიერ ჩადენილი
დანაშაულისთვის.
ვახტანგის სამართლის წიგნის 39-ე მუხლში მოცემულია დამნაშავის
გადასახდელი თანხის დაკისრება ოჯახისთვის. კერძოდ, დამნაშავე
სისხლის ფასის გადაუხდელობის შემთხვევაში (ფულის არ ქონის გამო)
ცოლ-შვილით უნდა გადაეცეს მეორე მხარეს.
ვახტანგის 75-ე მუხლის მიხედვით მკვლელი (გლეხი) თავისი ცოლ-
შვილით გადაეცემა დაზარალებულს. აქაც დანაშაულის სუბიექტად მთელი
ოჯახი გამოდის.
დანაშაულის სუბიექტური მხარე ქართულ სამართალში
დანაშაულის სუბიექტური მხარე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის
ერთ-ერთი აუცილებელი საფუძველია. ბრალეულობის განსაზღვრა
აუცილებელია პასუხისმგებლობის დასაწესებლად.
სისხლის სამართლის ისტორია ორ დიდ პერიოდს მოიცავს ბრალის ცნების
განვითარების თვალსაზრისით.
პირველი, როდესაც საზოგადოებას არ აინტერესებდა მოქმედების შინაგანი
განწყობილება, დამნაშავის სულიერი დამოკიდებულება, ფსიქიკური
განწყობა.. საზოგადოებას აინტერესებდა მხოლოდ მოქმედების გარეგანი
სახე. ამ პერიოდს ეწოდება - ობიექტური შერაცხვის პერიოდი.
მეორე, სუბიექტური შერაცხვის პრინციპი. პასუხისმგებლობის საკითხი არ
წყდება მხოლოდ დამდგარი შედეგის მიხედვით, მნიშვნელოვანია
პიროვნების, მისი შინაგანი, სულიერი მდგომარეობის გარკვევა. შეგნებული
ჰქონდა თუ არა დამნაშავეს თავისი ქმედების მნიშვნელობა.
სუბიექტური შერაცხვის პრინციპის დამკვიდრებას დრო დასჭირდა.
პირველად შემოღებულ იქნა განზრახვის ცნება, შემდეგ
გაუფრთხილებლობა თუ თვითიმედოვნება.

ძველი ქართული სამართალი იცნობდა ბრალის ორივე ფორმას:


განზრახვასა და გაუფრთხილებლობას.
ეს დასტურდება ექვთიმე მთაწმინდელის ნათარგმნი თხზულებებით.
ე. მთაწმინდელის აზრით, განზრახი მოქმედება არის თავისი ნებით
ჩადენილი მოქმედება. ბრალის მეორე ფორმაა „არა თავისი ნებით“
ჩადენილი ქმედება, ანუ უნებლიე მოქმედება.
ამრიგააააააააააად, ქართულმა სამართალმა იცის ბრალის ორი ფორმა:
1. განზრახვა
2. გაუფრთხილებლობა
(ექვთიმეს მაგალითები- ავაზაკზე, საწამლავით კაცის მკვლელზე, ქალის
მიერ კაცისთვის სიყვარულის წამლის მიცემაზე, ჩანასახის მოკვლაზე...
განზრახვასთან მიახლოებული ქმედებები, უნებლიე ქმედებები...
მწვრთნელს შემოაკვდა სწავლაში ბავშვი- ენებლიე... :/// )
უნებლიე ქმედება ორგვარია- სავსებით უნებლიე- შემთხვევა- casus
მეორე- გაუფრთხილებლობა.
ექვთიმე მთაწმინდელის მოძღვრების მიხედვით, ადრეფეოდალურ
საქართველოში ბრალის შემდეგი ფორმებია ცნობილი:
1.ნებისმიერი ანუ განზრახი ბრალი
2.უნებლიე-უნებური
ნებისმიერი იყოფა :
ა)სავსებით გამოკვეთილი განზრახვა.
ბ)განზრახვასთან მიახლოებული მოქმედება
უნებლიე ბრალი :
ა) უნებური ქმედება, რომელიც არ იწვევს პასუხისმგებლობას
ბ)უნებური ქმედება, რომელიც გაუფრთხილებლობას შეესაბამება და
მისთვის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.
ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ ექვთიმე მთაწმინდელის „მცირე
სჯულისკანონში“ ჩანს, რომ უკვე 11 საუკუნის დამდეგისთვის
ქართული სამართლის ზოგადი მოძღვრება ნებსითსა და უნებლიე
მკვლელობას ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნავდა. „ძეგლის
დადებაში“ კი მიჩნეულია, რომ მკვლელობა დანაშაულებრივ
მოქმედებად არის უკვე მიჩნეული იმ შემთხვევაშიც, თუნდაც ასეთი
საქმე ვინმეს უნებლიედ დაემართოს. ამრიგად, იქ ფათერაკისთვისაც კი
სასჯელია დაწესებული.
ბექა მანდატურთუხუცესის დროს შედგენილ საკანონმდებლო ძეგლში
მოკლული დიდებული ოჯახის წევრთა მხრივ დადებული მკვლელის
წინააღმდეგ თვითნებური მტრობა, ქონების გადაწვაც კი დანაშაული არ
იყო.
გიორგი ბრწყინვალეს „ძგელისდადების“ მე-3 მუხლის მიხედვით, თუ
კაცი გაუფრთხილებლობით (ფათერაკით) მოკლავს გამგებელს, იგი
უნდა დაისაჯოს . ანუ ფათერაკით ჩადენილი მკვლელობა ისჯება.
ვახტანგ მე-6ის სამართლის წიგნი სხვადასხვა დანაშაულს ორ ჯგუფად
ჰყოფს:
1)განზრახი დანაშაულები
2)განზრახვის გარეშე ჩადენილი დანაშაულები
კანონმდებელი განზრახვის გამოსახატავად იყენებს ტერმინებს:
ნდობით, უნდობით, განზრახ და უცნობლად, იმედეულად.
კანონი განასხვავებს განზრახვასა და ფათერაკს.
სამართლის წიგნის 42-ე მუხლის მეორე ნაწილი მიუთითებს
პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებაზე, კერძოდ, თუ ომში
თავისი არმიის წევრი შემოაკვდა განზრახვის გარეშე, ბრალდებულმა ან
თავი უნდა იმართლოს, დაუმტკიცოს, რომ ის მართალია, თუ ვერ
დაუმტკიცა- საზღაური უნდა გადაიხადოს.

ვახტანგის სამართლის წიგნი განასხვავებს განზრახვასა და ფათერაკს.


ფათერაკი გულისხმობდა შემთხვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა არ
ინიშნებოდა. თუმცა ხშირად უფრო ფართო შინაარისაა და აერთიანებდა
ყველა სახის გაუფრთხილებლობას. ეს კარგად ჩანს ვახტანგის
სამართლის წიგნის 92-ე მუხლში.
ფათერაკით ჩადენილ დანაშაულს რამდენიმე მუხლი ეძღვნება- 183, 187,
188, 192, 193, 194, 252.

You might also like