You are on page 1of 9

სასამართლო ხელისუფლება

სასამართლო ხელისუფლება წარმოადგენს სახელმწიფო


ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოს. ქვეყნის დემოკრატიულობის
ხარისხი, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ხელისუფლების
დამოუკიდებლობითა და მიუკერძოებლობით განისაზღვრება. მისი
მეშვეობით ცდილობენ მოქალაქეები სხვა ხელისუფლების ორგანოთა
მიერ დარღვეული უფლებების აღდგენას. განახვავებით საკანონმდებლო
და არმასრულებელი ხელისუფლებისგან, რომლებიც ფუნქციონირებენ
უმაღლესი ორგანოების სახით, სასამართლო ხელისუფლება, როგორც
ერთიანი სისტემა, წარმოფგენილია სხვადასხვა სახის და დონის
სასამართლო ორგანოების მიერ, რომლებიც დამოუკიდებლად იღებენ
გადაწყვეტილებებს ქვეყნის სახელით.

სასამართლო ხელიაუფლების განხორციელების


ფორმები

საზღვარგარეთის ქვეყნებში სასამართლო ხელისუფლება


ძირითადად ხორციელდება მართლმსაჯულების ორგანოების
მეშვეობით. ხშირად საკონსტიტუციო კონტროლი მოიაზრება
სასამართლო ხელისუფლებაში, თუმცა ზოგჯერ იგი გამოტანილია
სასამართლო ხელისუფლების გარეთ.

არის შემთხვევები, როდესაც მართლმსაჯულებისა და საკონსტიტუციო


კონტროლის ორგანოთა ერთმანეთისგან გამიჯვნა ტერმინოლოგიურად
შეუძლებელია და კონსტიტუციაშიც არ არის ამის შესახებ პირდაპირი
მითითება, ამიტომ იმის დასადგენად, მოიაზრებს თუ არა კონსტიტუცია
საკონსტიტუციო კონტროლს სასამართლო ხელისუფლების
განხორციელებაში , კონსტიტუციის სტრუქტურა უნდა მოვიშველიოთ
და დავადგინოთ, სტრუქტურულად კონსტიტუციაში რა ადგილას არის
განხილული საკონსტიტუციო კონტროლის საკითხი.

სასამართლო ორგანოთა სისტემა

სასამართლო ორგანოებს ძირითადად წარმოადგენენ უზენაესი და


ქვემდგომი სასამართლოები. სასამართლო ორგანოთა სისტემის
ერთიანობის თვალსაზრისით, მისი ორი სახე არსებობს: ანგლო-საქსური
სამართლის სისტემის მქონე ქვეყნებში ძირითადად პირველი სისტემა
გამოიყენება, როდესაც საერთო იურისდიქციის სასამართლოების სახით
წარმოდგენილ სასამართლო სისტემის სათავეში დგას უზენაესი
სასამართლო და წარმოადგენს ბოლო სასამართლო ინსტანციას,
მაგალითად, აშშ-ში.

უმეტეს ქვეყნებში ეს სახე გამოიყენება და მეორე, ე.წ.


პოლისისტემური, რომელიც უმეტესად კონტინენტური ევროპის
ქვეყნებში გვხვდება; ამ შემთხვევაში, ქვეყანაში ერთმანეთის გვერდით
იქმნება საერთო და სპეციალური იურისდიქციის მქონე სასამართლოთა
სისტემა თავისი უმაღლესი სასამართლოებით, მაგალითად, გერმანიაში,
სადაც საერთო , ადმინისტრაციული , საფინანსო, შრომის და სოციალური
იუსტიციის სფეროებში მართლმსაჯულების განსახორციელებლად
ფედერაცია უმაღლესი სასამართლო პალატების სახით ქმნის
ფედერალურ სასამართლო პალატას, ფედერალურ ადმინისტრაციულ
სასამართლოს, ფედერალურ საფინანსო პალატას, ფედერალურ შრომის
სასამართლოს და ფედერალურ სოციალურ საკითხთა სასამართლოს.

უნიტარულ სახელმწიფოებში სასამართლო სისტემა ერთიანია, თუმცა


მისგან განსხვავებით იგი თავისებურებით ხასიათდება ფედერაციულ
სახელმწიფოებში. გამომდინარე იქიდან, რომ ფედერაციულ სუბიექტებს
გააჩნიათ საკუთარი სასამართლო სისტემები, ქვეყანაში გვხვდება
ფედერალური და ფედერაციის სუბიექტთა, მაგალითად, შტატების
სასამართლო სისტემები, თუმცა, საბოლოო ინსტანციას ქვეყნის
ფედერაციული სასამართლოები წარმოადგენს.

ადმინისტრაციული სასამართლოები

დამოუკიდებელი ადმინისტრაციული იუსტიცია სპეციალური


სასამართლოების საქმიანობის ყველაზე უფრო გავრცელებული
მიმართულებაა. საზღვარგარეთის ქვეყნებში ეს სფერო უფრო და უფრო
ვითარდება, მათ შორის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებშიც. ზოგიერთ
შემთხვევაში არსებობს მხოლოდ ქვედა დონის ადმინისტრაციული
სასამართლოები, ხოლო მათ ზედა ინსტანციას უზენაესი ან უმაღლესი
სასამართლო წარმოდგენს, რომელიც საბოლოო ინსტანციის
სასამართლოა სხვა საქმის საქმეებზეც. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სწორედ
ასეთი სისტემაა დამკვიდრებული, მაგალითად, ესტონეთში, რუსეთში.

მეორე მოდელის მიხედვით, რომელიც უფრო მეტად არის


გავრცელებული , არსებობს ადმინისტრაციულ სასამართლოთა მთელი
სისტემა, რომლის სათავეში დგას უმაღლესი ინსტანციის
ადმინისტრაციული სასამართლო. მაგალითად, ფინეთში, შვედეთსა და
ჩეხეთში მას ეწოდება უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლო,
პოლონეთსა და პორტუგალიაში - უმაღლესი ადმინისტრაციული
სასამართლო.

ადმინისტრაციული სასამართლოების უფლებამოსილება


ძირითადად შემოიფარგლება ადმინისტრაციული დავების
გადაწყვეტით, კერძოდ, ფიზიკურ-იურიდიულ პირთა და სახელმწიფო
ორგანოებსა და მათ თანამდებობის პირებს შორის. ადმინისტრაციული
სასამართლოები იხილავენ ამ ორგანოებისა და თანამდებობის პირების
აქტების კანონიერებას.

საგანგებო სასამართლოები

საგანგებო სასამართლოებისა და ტრიბუნალების შექმნა


დემოკრატიულ ქვეყნებში აკრძალულია. გერმანიის, ესპანეთის, დანიის,
ლუქსემბურგის, ესტონეთის, რუმინეთის, უკრაინის, ბელგიის,
მაკედონიის და სხვა მრავალი ქვეყნის კონსტიტუციაში პირდაპირ,
ყოველგვარი გამონაკლისის მიუხედავად, მითითებულია, რომ
დაუშვებელია საგანგებო სასამართლოების შექმნა.

სამხედრო სასამართლოები

სამხედრო სასამართლოების არსებობის პერიოდულობასთან


დაკავშირებით ორი მოდელი გვხვდება.

ერთის მიხედვით, სამხედრო სასამართლოები მუდმივად


მოქმედებს ჩვეულებრივი იურისდიქციის სასამართლოთა გვერდით,
კონსტიტუციების მიხედვით სამხედრო სასამართლოები მუდმივად
მოქმედებენ თურქეთში, ბრაზილიაში, ბულგარეთში, პოლონეთში.

მეორე მოდელის მიხედვით კი სამხედრო


სასამართლო/ტრიბუნალი , რომელიც იხილავს სამხედრო ხასიათის
საქმეებს, შეიძლება შეიქმნას მხოლოდ დროებით და განსაკუთრებულ
პირობებში, მაგალითად, ლატვიაში - ომისა და საგანგებო მდგომარეობის,
ავსტრიასა და პორტუგალიაში - საომარი მდგომარეობის დროს.

უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება და ფორმირების


წესი

უზენაესი სასამართლო წარმოადგენს უმაღლეს და საბოლოო


ინსტანციას საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ
გადაწყვეტილებებზე, ასევე განიხილავს ზოგიერთ საქმეს პირველი
ინსტანციით. ზოგჯერ მას, ასევე გააჩნია საკონსტიტუციო იურისდიქცია,
თუ ქვეყანაში არ არსებობს საკონსტიტუციო კონტროლის
დამოუკიდებელი ორგანო, და პირიქით, თუ საქმე ეხება ადამიანის
უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას, ზოგიერთ ქვეყანაში
უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც
გადაისინჯება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.

უზენაესი სასამართლო სასამართლო სისტემის ზედა რგოლს


წარმოადგენს. მისი თავმჰდომარისა და წევრების არჩევის წესი
განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნებში და მის ფორმირებაში
მონაწილეობენ ხელისუფლების სხვადასხვა უმაღლესი ორგანოები.

ხშირად, უზენაესი სასამართლოს წევრთა არჩევის წესი და


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც განსხვავებულია საერთო
სასამართლოების ქვემდგომი მოსამართლეებისგან, რაც უზენაესი
სასამართლოს მაღალი სტატუსიდან და მნიშვნელოვანი როლიდან
გამომდინარეობს.

სპეციალური სასამართლო ორგანოები


სპეციალური სასამართლო ორგანოები იქმნება ზოგიერთ მაღალი
თანამდებობის პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის
დაკისრების ან მათ ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის შესახებ
დასკვნის მომზადების მიზნით. ისინი სხვადასხვანაირად იწოდება,
თუმცა მათი კომპეტენცია სასამართლო უფლებამოსილების
განხორციელებაში გამოიხატება. ამ სახის ორგანოები ძირითადად
გვხვდება ე.წ. ძველი დემოკრატიის ქვეყნებში და მათი არსებობა ე.წ.
ახალი დემოკრატიის - აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა
ქვეყნებისთვის ნაკლებად არის დამახასიათებელი, ვინაიდან ამ ქვეყნებში
მათი უფლებამოსილება უზენაეს ან საკონსტიტუციო სასამართლოებს
აქვთ დაკისრებული.

მოსამართლის თანამდებობაზე განწესების ვადა

მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების 3 მოდელი არსებობს:

1. მათი განწესება განსაზღვრული ვადით


2. უვადოდ
3. შერეული მოდელი, სადაც გამოიყენება პირველი ორი მოდელის
ელემენტები

პირველი მოდელის მიხედვით მოსამართლე თანამდებობაზე


განწესდება განსაზღვრული ვადით. ეს სისტემა დამახასიათებელი იყო
სოციალისტური ტიპის ქვეყნებისთვის, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო
კონტროლირებული სასამართლო სისტემა და მოსამართლეთა არჩევის
ვადა ძირითადად საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ვადას
ემთხვევა. დღეს ეს წესი იშვიათად არის შემორჩენილი, მაგალითად,
ტაჯიკეთში, სადაც მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადა 10 წელს
შეადგენს.

მეორე მოდელი ( უვადოდ განწესება) წარმოდგენს მსოფლიოს


დემოკრატიულ ქვეყნებში აპრობირებულ მოდელს; სწორედ ამ მოდელის
დანერგვის ტენდენცია შეინიშნება მსოფლიოში სტატისტიკურადაც ,
ვინაიდან მოსამართლის დამოუკიდებლობა ამ მოდელით ყველაზე
მეტად არის გარანტირებული, მისი დანიშვნა არ ემთხვევა პოლიტიკურ
არჩევნებს, არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი პოლიტიკური
ძალა მოვა ხელისუფლებაში და მოსამართლის უპირველეს გარანტიას
მისი მიუკერძოებლობა, პროფესიონალიზმი და სამოსამართლო
უფლებამოსილების ღირსეულად განხორციელება წარმოადგენს. ეს
მოდელი შეიძლება დავყოთ ორ სახედ: 1.) როდესაც მოსამართლე
თანამდებობაზე ინიშნება უბადოდ ანუ სიცოცხლის ბოლომდე და 2.)
როდესაც იგი განწესდება უვადოდ ანუ საპენსიო ან კანონით
განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე.

მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესებაზე უფლებამოსილი


ორგანოები

მოსამართლეების დანიშვნის უფლებამოსილების მქონე


ორგანოების თვალსაზრისით რამდენიმე მოდელი არსებობს. მათ შორის
ყველაზე გავრცელებულია მათი დანიშვნა ქვეყნის პრეზიდენტის მიერ.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის რეალური მონაწილეობის
ხარისხი უფრო დაბალია, რაც უფრო დემოკრატიულია ქვეყანა და იგი
მხოლოდ დანიშვნის აქტს აწერს ხელს, მოსამართლეთა კანდიდატურების
შერჩევა და წარდგენა კი შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს
პრეროგატივას წარმოადგენს. ასეთი წესია ფინეთში. რუმინეთში,
უკრაინაში, ისრაელში.

მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების კიდევ ერთი წესია მათი


არჩევა ქვეყნის პარლამენტის მიერ. ეს წესი საკმაოდ დემოკრატიულად
მიიჩნევა, თუმცა იშვიათად გამოიყენება და გვხვდება ასეთ ქვეყნებში,
როგორიცაა ლატვია, სერბეთი და სლოვენია.

აგრეთვე ცნობილია დანიშვნის შერეული წესები, რაც გულისხმობს მათ


დანიშვნაში რამდენიმე ხელისუფლების შტოს მონაწილეობას, აი
მაგალითად, აშშ-ში ისინი ინიშნებიან პრეზიდენტის მიერ სენატის -
პარლამენტის ზედა პალატის თანხმობით.

იუსტიციის უმაღლესი ორგანო

სტატუსი
ამ სახის ორგანოთა ძირითად ფუნქციას წარმოადგენს
მოსამართლეთა წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა, ასევე
მონაწილეობა მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევაში და მათ
მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენებაში.

სახელწოდება

ეს ორგანო სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიება, სადაც


ყველაზე ხშირად გამოიყენება ტერმინები “ მართლმსაჯულება” ,
“იუსტიცია” , “ სასამართლო/მაგისტრატურა”. საფრანგეთში, მოლდოვასა
და რუმინეთში მას ეწოდება მაგისტრატურის უმაღლესი საბჭო.

ფორმირების წესი

იუსტიციის უმაღლესი ორგანოს ფორმირებაში მონაწილეობს


ხელისუფლების ყველა შტო - პოლიტიკური შტოებიც და სასამართლოს
წარმომადგენლობავ, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი
მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და ობიექტურობა. იგი შედგება ორი
კატეგორიია წევრებისგან: თანამდებობითი და არჩევითი/დანიშვნითი
წევრებისგან.

თანამდებობითი წევრები, მაგალითად, უზენაესი სასამართლოს


თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი და სხვები საბჭოს წევრებად
ითვლებიან, სანამ იკავებენ შესაბამის თანამდებობებს, ხოლო

არჩევითი/დანიშვნითი წევრები განამდებობაზე განწესდებიან


განსაზღვრული ვადით, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოთა
მონაწილეობით. ეს ორგანო ფორმირდება კომპეტენტური პირებით,
რომელთაც იურიდიულ სფეროში გააჩნიათ დიდი სამეცნიერო ან
პრაქტიკული გამოცდილება.

ხელმძღვანელობა

იუსტიციის უმაღლესი ორგანოს ხელმძღვანელობის ორი ფორმა


გვხვდება: ერთი, როდესაც მას ხელმძღვანელობს ქვეყნის ერთ-ერთი
მაღალი თანამდებობის პირი, და მეორე, როდესაც თვით ეს ორგანო
ირჩევს თავის წევრთაგან თავმჯდომარეს.
უფლებამოსილება

იუსტიციის უმაღლესი ორგანოს უფლებამოსილება


გამომდინარეობს ზოგადი სტატუსიდან. მისი დანიშნულება და
უფლებამოსილების ძირითადი ნაწილი თანამედროვე სტრუქტურის
მქონე კონსტიტუციების რეგულირების სფეროს წარმოადგენს.

მოსამართლის იმუნიტეტი

მოსამართლეების საქმიანობის ერთ-ერთ გარანტიას, თუმცა არა


აუცილებელს, მათი ხელშეუხებლობა წარმოდგენს, რაც გულისხმობს
მოსამართლეთა დაცვას მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის
საპროცესო მოქმედებების განხორციელებისგან. ზოგიერთ ქვეყანაში
იმუნიტეტი უფრო ძლიერია და არ იზღუდება დანაშაულის ადგილზე
წასწრებით.

მაგალითად, ისტაელში არ შეიძლება დაიწყოს მოსამართლის


მიმართ სისხლის სამართლის საგამოძიებო პროცესი და არანაირი
ინფორმაცია არ შეიძლება შეგროვდეს მის წინააღმდეგ გენერალური
ატორნეის თანხმობის გარეშე.

მოსამართლეები სარგებლობენ, ასევე ინდემნიყეტით, რაც იმას


გულისხმობს, რომ მოსამართლე პასუხს არ აგებს გამოთქმული
მოსაზრების გამო.

მოსამართლის შეუთავსებლობა

მოსამართლეთა მიერ სხვა საქმიანობის განხორციელება მკაცრად


არის განსაზღვრული, რათა მოსამართლე ყველა სხვა შესაძლო
ზემოქმედებისგან დაცული იყოს და არ გაუჩნდეს სხვა ინტერესი
სამოსამართლო საქმიანობის განხორციელების დროს.

მოსამართლეებს ეკრძალებათ სახელმწიფო, ტერიტორიულ ან


თვითმმართველობის ორგანოებში რაიმე თანამდებობის დაკავება,
პოლიტიკური, სამეწარმეო ან სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის
განხორციელება. გამონაკლისები გვხვდება მხოლოდ სამეცნიერო ან
პედაგოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება

მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლება და გადაყვანის


პროცედურა და შემთხვევები მკაცრად არის შეზღუდული. მათი
თანამდებობიდან გაგავისუფლების საფუძველი ძირითადად შეიძლება
იყოს დანაშაულის ან მოსამართლის სტატუსთან შეუფერებელი ქმედების
ჩადენა, გარკვეული ასაკის მიღწევა, გარდაცვალება, ქმედუნარიანობის
დაკარგვა.

ისრაელში მოსამართლის უფლებამოსილება გრძელდება: 1.) პენსიაზე


გასვლამდე

2.) თანამდებობიდან გადადგომამდე

3.) მოსამართლისათვის ისეთი თანამდებობის დაკავების ან


თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში. რომლის დაკავება აკრძალულია
ქნესეთის წევრიბის კანდიდატობისას;

და ა.შ.

მოსამართლის გადაყვანა

საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობა ითვალისწინებს


მოსამართლეთა სხვა სასამართლოში გადაყვანის პრაქტიკასაც და ეს
კონსტიტუციის დონეზე არის დაფიქსირებული.

ძირითადად აუცილებელია, რომ გადაყვანა განხორციელდეს შესაბამისი


მოსამართლის თანხმობით. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ეს თანხმობაც
არ არის აუცილებელი პირობა.

You might also like