You are on page 1of 2

1.

ნიშნობის მნიშვნელობა ძველი ქართული საჯახო სამართლის მიხედვით

2. განქორწინება ძველ ქართულ სამართალში

ქორწინება კარდინალური ინსტიტუტია, რომლითაც ყველა ისტორიკოსი,


სოციოლოგი და სხვა პროფესიის ადამიანებიც იყვნენ დაინტერესებულნი, რადგან
ქორწინება საზოგადოების განვითარების გზას გვიჩვენებს. ქორწინების უძველესი
ფორმა იყო მოტაცებით ქორწინება, რომელიც დროთა განმავლობაში ნიშნობითმა
ქორწილმა ჩაანაცვლა. ნიშნობით ქორწილი სათავეს იღებს შორეულ წარსულში
მონოგამიური ოჯახის დამკვიდრებიდან. ნიშნობას წინ უსწრებდა სხვადასხვა
რიტუალები როგორებიც იყო მაგ: ,,გაჩხრეკა“ ,,შეზრახვა“ ,,მაჭანკლობა“ ,,
,,შუაკაცობა“ ეს რიტუალები ტარდებოდა საცოლის მოსაძებნად და
ასარჩევად,რაშიც მშბლების და ნათესავების როლიც არანაკლები იყო. საცოლის
არჩევა ხდებოდა მისი ვიზუალის, გენეოლოგიის და ოჯახის საქმიანი მხარის
განსზაღვრის შემდეგ. თავად ქალ-ვაჟის ძალიან პასიურია და მშობლები
წყვეტდნენ ქორწინებასთან დაკავშირებულ ყველა საქმეს. ასე რომ ვთქვათ, ქალ-
ვაჟს არაფერს ეკითხებოდნენ. საცოლის არჩევის შემდეგ ვაჟის ოჯახი შუაკაცს
აგზავნიდა ქალის ოჯახში და მათ თავიანთ დაინტერესებას აცნობდა. თავიდან
მაჭანკლობა უსასყიდლო საქმე იყო, მაგრამ შემდეგ მათ მომხვეჭელობას კანონიც
კი ებრძოდა, ზოგადად ამ ყოველივეზე ცნობებს არაპირდაპირი წყაროებიდან
ვიღებთ. საცოლის მოძებნა არ წარმოადგენდა სამართლებრივ ქმედებას.
საცოლის არჩევის შემდეგ უკვე ხდებოდა ნიშნობა, ჯავახიშვილი ამას
,,დაწინდვასაც“ უწუდებდა. ნიშნობა რეგულირდებოდა როგორც საერო ისე
რელიგიური კანონმდებლობით. ნიშნობა სამართლებრივი გარიგების
ხელშეკრულების სახეს ატარებდა, რომლის დარღვევაც იურიდიულ
პასუხიმგებლობას იწვევდა. ჩვენ გარდა ამ ყოველივესი საქართველოში ვხვდებით
,,აკვანში დანიშვნასაც“ როცა ორი ოჯახის მშობლები წინასწარ ჯერ კიდევ ბავშვის
ჩვილობისას თანხმდებოდნენ, რომ მათი შვილები მომავალში იქორწინებდნენ.
ნიშნობის დროს მხარეები უფლება-მოვალეობებს იძენდნენ. აუცილებელი იყო
ერთმანეთისთვის ,,ნიშანი“ ანუ წინდი მიეტანათ. ვაჟის მშბლები წინასწარ
ყიდუობდნენ სხვადასხვა სამკაულებს და სამკაულებთან ერთად შეიძლება
სურსათ-სანოვაგეც კი მიეტანად. თავის მხრივ ქალის ოჯახიც ასაჩუქრებდა ვაჟს ,
ამას ზოგჯერ ,,ფაჩუჩუს შებმასაც“ უწუდებდნენ. ნიშნობის დარღვევა კი
პასუხისმგებლობას აკისრებდა მხარეს, რომელმაც ის დაარღვია. ნიშნობის
რეგულირება ძირითადად ვახტანგის სამართლის წიგნოთ ხდებოდა, მაგრამ იყო
სხვა მარეგულირებელი კანონებიც მაგ: ბერძნული სამართლის ქართული ვერსია
და სხვა.

განქორწინება
ზოგადად რომ ვთქვათ სახელმწიფოც და ეკლესიაც ამას ებრძოდა, ეკლესიისთვის
ეს ანომალია იყო, მაგრამ ,რა თქმა უნდა, ზოგჯერ ოჯახის შენარჩუნება
შეუძლებელი ხდებოდა. ქრისტიანული რელიგიის თანახმად მეუღლის სიკვდილის
შემთხვევაშიც კი არ წყდება ქორწინება. თუმცა ძველ ქართულ საოჯახო
სამართალში განქორწინებას მაინც ვხვდებით და ამის სხვადასხვა მიზეზი
არსებობდა. შორეულ წარსულში კაცს ქალის უბრალოდ მოშორება (გამოგდება)
შეეძლო, მაგრამ მსგავსი რამ შემდეგ აღარ გვხვდება. 1. მიზეზად შეგვიძლია
ქრისტიანობის შეცვლა დავასახელოთ,რომელიმე მეუღლის მხრიდან,რის
შედეგადაც განქორწინების საკითხი დგებოდა ამის მაგალითს ვიღებთ ,,შუშანიკის
წამებიდან“ 2. მეორე მიზეზად შეგვიძლია მრუშუბა დავასახელოთ(ეს სხვადასხვა
ნაირად ვრცელდებოდა ქალზე და კაცზე) მაგ თუ კაცი უქმრო ქალთან მრუშობდა ეს
არ ხდებოდა განქორწინების საბაბი და ეს დაიშებოდა. რაც შეეხება ქალს, კაცს
მისი გამოჭერისას მისი მოკვლის სრული უფლებაც კი ჰქონდა ან ვირზე შესმის და
მშბლებთან გაგზავნის. 3. ცოლის ავადმყოფობა: თუ ცოლი ქორწინებამდე
დასნეულდა მასთან განქორწინება უმარტივესი იყო,მაგრამ თუ ქორწინების
პერიოდში მოხდა ეს, კაცს უნდა დაემტკიცებინდა,რომ ეს თავიდან მოშორების და
სიძულვილის გამო არ ხდებოდა და ასევე ნახევარ სისხლის ფასს უხდიდა ქალის
ოჯახს. 4. ასევე იყო ქორწინებამდე ქორწინება, მაგრამ თუ ქმარმა ქორწინებამდე
იცოდა ამის შესახებ ან თუ თავად არის ბავშვის მამა განქორწინება არ
მოხდებოდა. 5. შეიძლებოდა ყოფილიყო სოდომური ცოდვები (მამათმავლობა,
ცხოველთამვლობა) 6. მონაზვნად აღკვეცა. 7. მოკვლის მცდელობა.
8.სახელმწიფო ღალატი და ასევე 9. უშვილობა ქალის შემთხვევაში და იმპოტენცია
კაცის შემთხვევაში.
უნდა აღინიშნოს,რომ ვახტანს მე_6 ის სამართალში განქორწინების
მიზეზები ბევრად უფრო შემცირებული იყო. ცოლის ტანჯვა და მისი შეურაწყოფაც
კი არ ხდებოდა განქორწინების მიზეზი ან უშვილობა. ძირითადი მიზეზი იყო
მრუშობა. ასევე შეიძლება განქორწინება მომხდარიყო თუ მოხდებოდა ქალის
გატაცება.

You might also like