You are on page 1of 2

1.

საკუთრების უფლების თავისებურებები ძველ რომში, კერძო საკუთრების უფლების


სუბიექტები.
2. კერძო საკუთრების სახეები ძველ რომში(პრეტორული, პროვინციული,
პერეგრინების
საკუთრება)

1.რომაელმა იურისტებმა ბევრი რამ გააკეთეს საკუთრების უფლების დამუშავების


საკითხში, მაგრამ მათ ვერ შეძლეს საკუთრების უფლების ზუსტი განსაზღვრა . ისინი
ასახელებდნენ მესაკუთრის ცალკეულ უფლებამოსილებებს. მათი აზრით მესაკუთრეს
ეკუთვნოდა ნივთით სარგებლობის უფლება, ნივთიდან სასარგებლო შემოსავლის
მიღების უფლება, განკარგვის უფლება, ნივთის ფლობის უფლება. რომაელი იურიტები
საკუთრების უფლებას რომ განიხილავდნენ, საკუთრების უფლების სხვადასხვა
ელემენტის მიუხედავად დაასკვნეს რომ მესაკუთრეს შეეძლო თავის ნივთს ისე
მოპყრობოდა როგორც მოისურვებდა, რაც კანონით არ იყო აკრძალული, ანუ საკუთრების
უფლება არ იყო განუსაზღვრელი უფლება და ის უნდა განხორციელებულიყო კანონის
ფარგლებში.

განასხვავებდნენ მფლობელობის სხვადასხვა სახეებსაც მაგალითად კანონიერი და


არაკანონიერი მფლობელობა. კანონიერი მფლობელია ის მფლობელი, ვისაც გააჩნია
ნივთზე მფლობელობის უფლება ასეთია მესაკუთრე. ხოლო მფლობელი რომელიც
ფლობს ნივთს ფაქტობრივად მაგრამ არ გააჩნია ნივთზე მფლობელობის უფლება არის
არაკანონიერი მფლობელი. ასევე მესაკუთრე შეიძლება იყოს კეთილსინდისიერი და
არაკეთილსინდისიერი. არაკეთილსინდისიერია პირი რომელმაც იცის რომ ნივთი მისი
არ არის, მაგრამ ექცევა მას ისე როგორც საკუთარს მაგალითდ ქურდი. ხოლო
კეთილსინდისიერია ის არაკანონიერი მფლობელი ვინც არ იცის და არც შეიძლება
იცოდეს, რომ არა აქვს ნივთზე მფლობელობის უფლება, მაგალითად როცა პირმა შეიძინა
ნივთი ამ ნივთის არამესაკუთრისაგან, მაგრამ მან არ იცოდა რომ ეს ნივთი მისი არ იყო.
ძველ რომში საკუთრების სუბიექტებად ითვლებოდნენ ძირძველი რომაელები ვისაც ამის
უფლებაუნარიანობა გააჩნდა მათ საკუთრებას კი ,,დომინიუმ კვირიტიუმ“ ეწოდებოდა , ეს
კვირიტული საკუთრება კი რომელიც იყო ყოველი მოძრავი ნივთი, ხოლო მიწებიდან
მხოლოდ იტალიის მიწები არ გააჩნდათ არარომაელებს ანუ პერეგრინებს, მაგრამ უკვე
დომინატის პერიოდში ისპობა სხვადასხვა სახის საკუთრება და ყალიბდება
უნიფიცირებული საკუთრება რომელიც იძახდა რომ საკუთრება ეკუთვნის არა მარტო
ძირძველ რომაელებს არამედ რომის ტერიტორიაზე მოსულ ყველა ხალხს ვისაც ამის
უფლებაუნარიანობა აქვს. სუბიექტი ასევე შეიძლებოდა იურიდიული პირიც ყოფილიყო ,
მიუხედავად იმისა რომ რომაული სამართალია არ იცნობს იურიდიული პირის ცნებას ,
არსებობდა პირთა ჯგუფები, კორპორაციები, რომლებსაც გააჩნათ ქონება და ამ პირებს
როგორც ერთმანეთთან ისე ამ ქონებასთან ჰქონდათ უფლებები და მოვალეობები .

2. პრეტორული საკუთრება იყო საკუთრების სახე, რომელიც პრეტორის ბრძანებით იცავდა


საკუთრების შემძენს სხვისი ხელყოფისაგან სარჩელის წაყენებითა თუ გაფრთხილების
გზით. პრეტორის მიერ გამოცემული ბრძანებებით ქონების შემძენის მდგომარეობა
უთანაბრდებოდა მესაკუთრეს, მაგრამ შემძენი მესაკუთრე არ ხდებოდა , მესაკუთრედ არ
ითვლებოდა. პრეტორი ვერ ცვლიდა ძველ სამართალს, ამისთვის სახალხო კრების
დადგენილება იყო საჭირო. მაგალითად, პრეტორი მიუთითებდა , რომ ნივთი უნდა
შესულიყო ნივთების შემძენის ქონების შემადგენლობაში. შემძენზე საუბრისას
იგულისხმება მანციპირებული ნივთების შემძენი, რომელმაც შეძენისას გვერდი აუარა
ფორმალობებით დამძიმებულ რიტუალურ წესს და რომელიც ძველი ცივიულური
სამართლით ამ ნივთების შეძენისთვის აუცილებელი იყო. თუმცა ასეთი სახის საქმიან
ურთიერთობას ხშირად არ მიმართავდნენ, რადგან ცივილური სამართლით ასეთი შემძენი
მესაკუთრედ არ ითვლებოდა. ნივთი რჩებოდა გამყიდველის საკუთრებაში , თუმცა იგი
გადაცემულიც იყო და მისი საფასურიც მიღებული. გამყიდველს ამ ნივთის უკან
გამოთხოვაც შეეძლო. ასეთი შესაძლებლობა საქმიან ურთიერთობებს მყიფეს ხდიდა .
ამიტომაც განვითარებული სამეურნეო ცხოვრება ვერ ეგუებოდა მანციპაციის რთულ
ფორმებს. ვითარება შეიცვალა პრეტორული დაცვის განხორციელებით , თუ ნივთის
გამსხვისებელი არ იუხერხულებდა და ცივილური სამართლის საფუძველზე ნივთს უკან
მოითხოვდა, პრეტორი იცავდა შემძენს. პრეტორი სარჩელში წერდა რომ ნივთი
დაუბრუნდეს მოსარჩელეს თუ მას არ ჰქონდა იგი გაყიდული და გადაცემული
მოპასუხისათვის. ამით ის მოსარჩელის(გამყიდველის) არაკეთილსინდისიერებაზე
მიანიშნებდა.

პროვინციული საკუთრება ეს იყო რომაელთა მიერ დაპყრობილი მიწები , რომლებიც


რომის სახელმწიფოს საკუთრებად იყო მიჩნეული. ამ მიწებიდან სარგებელს რომაელები
სხვადასხვა გზით ღებულობდნენ და განიხილებოდნენ როგორც ისეთი პირნი ,
რომლებსაც მარტოოდენ მფლობელობა ჰქონდათ, მაგრამ არსებოთად მათი უფლება
საკუთრების უფლებას უდრიდა.

პერეგრინების საკუთრება. პერეგრინებს არ ჰქონდათ ძირძველი რომაელების თანაბარი


საკუთრება, მაგრამ კომერციის განვითარების შემდეგ აუცილებელი გახდა მათი
საკუთრების ცალკე სახედ აღიარება და დაცვა.

რომში არსებობდა საკუთრების სხვადასხვა სახე, მაგრამ ეს სახეები შემდგომ ისპობა და


ყალიბდება ერთიანი, უნიფიცირებული საკუთრება, რომელიც აღიარებს, რომ საკუთრება
ეკუთვნის არა მარტო ძირძველ რომაელებს, არამედ რომის ტერიტორიაზე მოსულ ყველა
ხალხს, ყველას ვისაც კი ამის უფლებაუნარიანობა აქვს.

You might also like