You are on page 1of 2

მარიამ ბოლქვაძე

107950m

1. ქონება სამოქალაქო კოდექსის მიხედვით


ქონება სამოქალაქო კოდექსის მიხედვით , არის ყველა ნივთი და
არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და
განკარგვა შეუძლიათ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა
შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს არ არის აკრძალული კანონით ან
არ ეწინააღმდეგება ზნეორივ ნორმებს.
იურიდიულ ლიტერატურაში ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი
სიკეთის ერთმანეთისაგან გამიჯვნა არ არის განსაზღვრული. მათი გამიჯვნა
ძირითადად ნივთის ფიზიკური მდგომარეობით ხდება. ნივთი არის
მატერიალური და სხეულებრივი საგანი, ხოლო არამატერიალური საგანი არის
უსხეულო და შეუძლებელია მისი სივრცობრივი შემოსაზღვრა.
სამოქალაქო კოდექსში ქონების ცნება მოიცავს არა მხოლოდ ნივთებსა და
არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს, არამედ მათთან დაკავშირებული უფლება
მოვალეობების შეძენას, ფლობას, სარგებლობას და განკარგვას, რაც
შესაბამისად ქონების მფლობელს ანიჭებს გარკვეულ მატერიალურ სარგებელს.
შესაბამისად, ქონების ცნებას საფუძვლად უდევს მატერიალური სარგებლობა,
მაშასადამე, მას აქვს განსაზღვრული საბაზრო ფასი და მისი დაზიანების
შემთხვევაში უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურებით
ხდება მიღებული მატერიალური ზარალით, რომელიც წარმოიშვა პირის
კუთვნილ სამართლებრივ სიკეთეზე.
ქონების ცნება არ მოიცავს იმ შემოსავალს, რომელიც პირმა აკრძალული
საქმიანობის, მაგალითად, პროსტიტუციის შედეგად მიიღო
ყოველივე აქედან გამომდინარე სამოქალაქო კოდექსის გაგებით, ქონება
არის ფიზიკური ან იურუდიული პირის ფულადი ღირებულების მქონე
მოძრავი ან უძრავი ნივთი, ასევე მოთხოვნა და უფლება, რომელთა ფლობა და
განკარგვა არ არის კანონით აკრძალული ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ
ნორმებს.
2. მითითებული კაზუსიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ განხორციელდა
მოძრავი და უძრავი ნივთების გადაცემა ახალ მესაკუთრეზე.
ბადრი დროებით ტოვებს ალექსანდრესთან შეძენილ მანქანას,
ალექსანდრე კი გადაცემამდე მანქანიდან იღებს მაგნიტაფონს. ხანძრის
შედეგად განადგურდა მანქანა. ალექსანდრეს ეკისრება ზიანის ანაზღაურების
ვალდებულება, იქედან გამომდინარე, რომ მანქანა გადაცემამდე იმყოფებოდა
მასთან, ხოლო ამოღებული მაგნიტაფონი არის მთავარი ნივთის
საკუთვნებელი აქედან გამომდინარე იგი ვალდებულია გადასცეს
მაგნიტაფონი ბადრის რადგან საკუთვნებელი მთავარ ნივთთან ერთად
გადადის საკუთრებაში, რაზეც მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 151-ე მუხლის პირველი პუნქტი.
კაზუსიდან გამომდინარე ნათელია ის ფაქტი, რომ ალექსანდრემ პიანინო
გიორგისაგან შეიძინა, გიორგიმ კი იგი აუქციონზე შეიძინა. დავითი ითხოვს
პიანინოს უკან დაბრუნებას. საქართველო სამოქალაქო კოდექსის 187-ე
მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება
ნივთის მესაკუთრე, თუ ეს ნივტი მესაკუთრემ დაკარგა, მას მოჰპარეს, ან მისი
ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა შემძენმა
ის უსასყიდლოდ მიიღო. ეს შეზღუდვები არ მოქმედებს ფულის, დასიანი
ქაღალდებისა და აუქციონზე გასხვისებული ნივთების მიმართ. აქედან
გამომდინარე დავითის მოთხოვნა პიანინოს დაბრუნების თაობაზე ვერ
დაკმაყოფილდება რადგან ალექსანდრემ ის შეიძინა აუქციონზე და იგი ააარის
კეთილსინდისიერი შემძენი, ხოლო გიორგის დავითის მიმართ დაეკისრება
ზიაის ანაზღაურების ვალდებულება ფულადი სახით.
3. კაზუსიდან გამომდინარე დაიდო გაცვლის ხელშეკრულება, რომლის დროსა
მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების უფლების ურთიერტგადაცემა. ამ
დროს ორივე მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდველად, რასაც ცვლის და იმის
მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს. გაცვლის ხელშეკრულების მიმართ
გამოიყენება ნასყიდობის შესაბამისი წესები. ნასყიდობის ხელშეკრულების
დროს ხელშეკრულების ორივე მხარეს შეუძლია უარი თქვას თავისი
ვალდებულების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ
აღმოჩნდება, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მეორე მხარე
თავის მოვალეობას ვერ შეასრულებს.
იქედან გამომდინარე, რომ კონსტანტინემ დროებით სარგებლობაში
გადასცა ადგილობრივ მუზეუმს ჩინური ქოთანი ის გატყდა, შესაბამისად
გიორგის აქვს საფუძველი იმის, რომ უარი თქვას გაცვლის ხელშეკრულებაზე
რადგან იგი ვერ მიიღებს თავის ქოთანს და შესაბამისად გამოითხოვს თავის
ნივთს.

You might also like