You are on page 1of 4

კონსპექტი – საკუთრების შეძენა (განძზე, პირობადებულ ნივთზე, ნაპოვარზე,

გადამუშავებულ ნივთზე, უპატრონო ნივთზე, მოძრავ ნივთზე შერწყმა-შეერთების შედეგად)

ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის ერთიანობას საკუთრება ეწოდება. განძზე,


პირობადებულ ნივთზე, ნაპოვარზე, გადამუშავებულ ნივთზე, უპატრონო ნივთზე, შერწყმა-
შეერთების შედეგად წარმოქმნილ მოძრავ ნივთზე საკუთრება განსხვავებულად წარმოიშობა.

განძი სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ისეთი ქონებაა, რომელიც ისე დიდხანს იყო მიწაში
დაფლული, რომ შეუძლებელია მისი მესაკუთრის დადგენა. ამრიგად, განძის თავისებურება
ისაა, რომ იგი დიდი ხნის მანძილზე უცნობია ადამიანთათვის და მათი სარგებლობიდანაც
გამოსულია. ამ დროს შეფასება მესაკუთრის დადგენასთან მიმართებაში უნდა მოხდეს.
შეიძლება ერთ დროს ჰყავდა მესაკუთრე, მაგრამ ამ მომენტში შეუძლებელია გაირკვეს მისი
ვინაობა, არ არსებობენ პირები, რომელთაც შეუძლიათ დაამტკიცონ თავიანთი უფლება მის
მიმართ. კოდექსის მიხედვით განძი მიწაში უნდა იქნეს ჩაფლული, მაგრამ იგივე განძი იქნება
ნივთი თუ იგი, მაგალითად კედელში, იქნება ჩატანებული. ტრადიციულად განძს
წარმოადგენს ძვირადღირებული, როგორებიცაა: ოქროს, ვერცხლისა თუ ბრილიანტების
ნივთები. თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განძზე
საკუთრების უფლების პრეტენზია აქვს მხოლოდ მის აღმომჩენს. თუ კერძო პირის ხელში
აღმოჩნდება განსაკუთრებული ღირებულების ნივთი, ასეთ შემთხვევაში მის პატრონს
შეიძლება დაეკისროს ნივთის მოვლის ვალდებულება. არაა აუცილებელი განძის პოვნა
შემთხვევით მოხდეს, პირი შეიძლება სპეციალურად ეძებდეს განძს, აქ მთავარია, რომ განძის
ძებნა სამსახურებრივად არ ევალებოდეს. თუ ასე იქნება, მასზე ვერ მოიპოვებს საკუთრების
უფლებას. განძი იმის საკუთრებაა, ვის მიწაშიც იგი იქნა ნაპოვნი, მაგრამ თუ მპოვნელი არაა
მესაკუთრე, მაშინ ნახევარი მპოვნელისაა და ნახევარი მიწის მესაკუთრის.

ნივთზე საკუთრების უფლება შეიძლება წარმოიშვას გარკვეული პირობით. მაგალითად,


შეიძლება მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლება არ წარმოიშვას გადაცემის მომენტიდან, თუ
მხარეები დათქვამენ, რომ შემძენზე საკუთრება გადავა საფასურის სრულად გადახდის
შემდეგ, თუმცა ნივთი უკვე გადაცემულია შემძენის მფლობელობაში. ეს შეთანხმება ორივე
მხარის ინტერესებშია. თუ დარღვეული იქნება პირობა, მხარეს შეუძლია უარი თქვას
ხელშეკრულებაზე და მოხდება ორმხრივი რესტიტუცია. თუ ნივთი უკვე მოხმარებული
იქნება, მაშინ ვალდებულების შესრულების მოვალეობა დარჩება ძალაში. გამყიდველის
დაკმაყოფილება შეიძლება არა მარტო საფასურის გადახდით, არამედ ნებისმიერი სხვა გზით.
ვთქვათ, გამსხვისებელი საფასურის სანაცვლოდ მიიღებს სხვა შესრულებას. ასევე დაცული
უნდა იყოს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები.

ნაპოვარი დაკარგული, მფლობელობის გარეშე დარჩენილი და ამდენად მისი პატრონის


ძალაუფლებას მოკლებულის ჩვეულებრივი ნივთია. განსხვავება ნაპოვარსა და უპატრონო
ქონებას შორის ისაა, რომ ნაპოვარს ჰყავს მესაკუთრე უპატრონო ქონებაზე კი მესაკუთრეს
უარი აქვს ნათქვამი. დაკარგულად არ შეიძლება ჩაითვალოს დამალული ნივთები, არც ის
ნივთები, რომლებიც მისი მეპატრონის ხელშია. ნივთის პოვნა წარმოადგენს ფაქტს და არა
გარიგებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნივთის პოვნა შეგნებული განზრახი მოქმედების
შედეგია. ნივთის მპოვნელია ის, ვინც დაკარგულ ნივთს ნახავს, შეინახავს და ამ სახით
დაეუფლება მას. თავისთავად ნივთის შემჩნევა არავითარ სამართლებრივ შედეგს არ
უკავშირდება. პირი მპოვნელად რომ ჩაითვალოს აუცილებელია, რომ ის ნივთს დაეუფლოს
და შეინახოს იგი. ნივთის პოვნასთან დაკავშირებით წარმოიშობა კანონისმიერი
ვალდებულებით ურთიერთობა, რომლის მხარეებია მპოვნელი და უფლებამოსილი პირი.
სამოქალაქო კოდექსი დეტალურად მოსახავს მპოვნელის ვალდებულებას ნივთის პოვნასთან
დაკავშირებით. ამ შემთხვევაში გამოიყენება სხვისი საქმეების დავალების გარეშე
შესრულების ნორმები. მპოვნელი იპოვის თუ არა ნივთს, დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს
უფლებამოსილ პირს. ამ შემთხვევაში მპოვნელს არ ევალება იძიოს უფლებამოსილების
საფუძვლები, თუმცა ბრუნვის ტრადიციებიდან გამომდინარე გარკვეული სიფრთხილე უნდა
გამოიჩინოს. მპოვნელის მიერ ნივთის პატრონის დაუდგენლობის შემთხვევაში მან ნივთი
უნდა ჩააბაროს პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს. ეს დანაწესი არ გამორიცხავს, რომ
ნივთს შეიძლება ინახავდეს მპოვნელი. ნივთის ერთი წლის განმავლობაში შენახვის შემდეგ,
დგება საკითხი მპოვნელის საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ მოცემულ ნივთზე.
ნაპოვარი მპოვნელის ხელში გადადის როგორც უფლებრივად უნაკლო ნივთი და
შესაბამისად, უქმდება მასზე სხვა უფლებები. თუ მპოვნელისთვის ამ ხნის მანძილზე
ცნობილი გახდება მესაკუთრე ან თვით მესაკუთრე პოლიციაში განაცხადეს თავისი უფლების
შესახებ საკუთრების უფლება არ წარმოიშვება. ამ ხნის თუ სახეზეა ცხოველები,
მალფუჭებადი ნივთები ან ისეთი ნივთები, რომელთა შენახვაც დიდ ხარჯებთანაა
დაკავშირებული, ხდება მათი გასხვისება, პატრონს კი მიღებული თანხა გადაეცემა, თუ
ნივთის მესაკუთრე არ გამოჩნდა, მაშინ ეს თანხა მპოვნელს გადაეცემა, ხოლო თუ ნივთის
მპოვნელი უარს იტყვის ნივთზე საკუთრების უფლებაზე მაშინ კომპეტენტურ ორგანოს
შეუძლია გაყიდოს იგი აუქციონზე მიღებული თანხა კი თვითონ დაიტოვოს. ნივთის
მპოვნელის მხრიდან განძრახ ან უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად თუ მიადგა ნივთს
ზიანი. იგი ამაზე პასუხისმგებელია. მპოვნელს აქვს უფლება მოითხოვოს ე.წ. საპოვნელი,
რომელიც ნივთის ღირებულების ხუთ პროცენტს შეადგენს. ასავე მას აქვს იმ ხარჯების
ანაზღაურების მოთხოვნა, რომელიც აუცილებლად იქნება მიჩნეული. მპოვნელს წარმოეშობა
ვალდებულება ნივთის შემთხვევაში მიუხედავად იმისა, თუ რა ღირებულებისაა იგი.

გადამუშავების შედეგად წარმოშობილ ნივთზე საკუთრების შეძენა რომის სამართლიდან


მომდინარეობს და იგი სპეციფიკაციის (specifikazion) სახელწოდებითაა ცნობილი. ქართული
სამართალი აღიარებს გადამუშავებულ ნივთზე თანამესაკუთრეობას. აქ ჩვენ ისეთი ვითარება
გვაქვს, როცა ადამიანის ხელით ერთი ან რამდენიმე მასალის გადამუშავების შედეგად
მზადდება სრულიად ახალი ნივთი. მასალის პატრონიცა და მწარმოებელიც ნივთის
მესაკუთრეები ხდებიან, იმის მიუხედავად რა ღირებულებისა იყო მასალა და რა შრომა
დაიხარჯა მის გადამუშავება-გადაკეთებაზე. მთავარია, რომ სახეზეა ახალი ნივთი. მასალის
და მწარმოებლის შრომის ღირებულება გავლენას ახდენს თანამესაკუთრეობაში მხოლოდ
მათი წილის განსაზღვრაზე. რადგანაც სპეციფიკაციოთი იქმნება ახალი საკუთრება, ამ
ნივთზე ქარწყლდება ყველა სხვა უფლება რითიც იგი იყო დატვირთული. ნივთის
გადამუშავება-გადაკეთება ადამიანური მოქმედებაა და არა სამართლებრივი გარიგება.
ქურდიც კი მოიპოვებს უფლებას მის მიერ მოპარული ნივთის შედეგად დამზადებულ
ნივთზე.
ფასიანი ქაღალდების მეშვეობით საკუთრების შეძენისას საკუთრების შეძენა არსებითად
ისევე ხორციელდება, როგორც მოძრავი ნივთის შემთხვევაში. ფასიანი ქაღალდის გადაცემის
ფაქტი ტოლფასაი ნივთის გადაცემის ფაქტის. ფასიანი ქაღალდების გზით საკუთრების
გადაცემის წესი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რა ფასიან ქაღალდთან გვაქვს საქმე.
საწარმომადგენლო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში საკუთრება იმ პირის ხელშია ვის
ხელშიც აღმოჩნდება ფასიანი ქაღალდი. საორდენო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში კი
დოკუმენტის გადაცემასთან ერთად დოკუმენტში მოცემული უფლება შეიძლება
გადაცემული იქნეს ინდოსამენტით. ინდოსამენტი არ საჭიროებს ინდოსატარის აღნიშნვას და
შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ხელმოწერებისგან.

უპატრონო ქონება ხდება მისი, ვინც დაეუფლება მას. უპატრონო ქონებას წარმოადგენს
მხოლოდ მოძრავი ნივთი. იგი უპატრონოდ ჩაითვლება თუკი უწინდელი მესაკუთრე უარს
ამბობს მის საკუთრებაზე, რაც ნივთის მფლობელობის მიტოვებაში ვლიდნება. ამრიგად, თუ
სახეზეა ნების გამოვლენა და მფლობელობის შეწყვეტა, ნივთი უპატრონოდ ჩაითვლება. პირი
ნივთის დაუფლებით ავტომატურად არ ხდება მისი მესაკუთრე. საჭიროა გაირკვეს
ნადვილად უპატრონოა ქონება თუ არა. დაინტერესებულ პირს სასამართლოში შეაქვს
განცხადება, რომელშიც უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებს მესაკუთრის
მიერ ქონების მიტოვებას. ნივთის უპატრონოდ ცნობის გარანტიაა ისიც, რომ უფლების მქონე
პირებს შეუძლიათ სასამართლოს მიერ ადგილობრივ გაზეთში ცნობის გამოქვეყნებიდან 3
თვის მანძილზე განაცხადონ თავიანთი პრეტენზიები, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო
სათანადო მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ ნივთს უპატრონოდ სცნობს და გადასცემს
საკუთრებაში იმ პირს, რომელიც მას დაეუფლა. საკუთრება არ წარმოიშობა თუ პირი
დაეუფლა ისეთ ნივთებს, რომელთა მითვისებაც აკრძალულია ანდა ამით ირღვევა იმ
პირების უფლებები, რომელთაც მისი მითვისების უფლება ჰქონდათ. უპატრონოდ ითვლება
ასევე ქონება, რომელსაც მესაკუთრე არ ჰყავს, მაგალითად გარეული ცხოველები ბუნებრივი
თავისუფლების პირობებში. უპატრონო ქონების რეჟიმი არ ვრცელდება უძრავ ნივთებზე,
რადგანაც მათზე საკუთრების წარმოშობა თუ საკუთრებაზე უარის თქმა საჯარო რეესტრში
ფიქსირდება

ნივთების შეერთება-შერწყმის შედეგად ეს ნივთები არ კარგავენ თავის ფიზიკურ სახეს,


სამართლებრივ რეჟიმს კი იცვლიან. ამ რეჟიმის ცვალებადობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა
სახის ურთიერთობა დამყარდება შეერთებულ ნივთებს შორის. ნივთის შეერთება
სამართლებრივი გარიგება კი არაა, არამედ კანონისმიერი გზაა საკუთრების წარმოშობისა.
როდესაც მოძრავი ნივთი შეერთების შედეგად ხდება უძრავი ნივთის არსებითი
შემადგენელი ნაწილი, მოძრავი ნივთიც იმის საკუთრება ხდება, ვისიცაა უძრავი ნივთი.
გახდება თუ არა მოძრავი ნივთი უძრავის არსებითი შემადგენელი ნაწილი, ეს უნდა
გადაწყდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევისას. შეერთებისას უნდა განვასხვავოთ მოძრავი
ნივთების შერწყმა. მიღებული ნივთი იქნება თავდაპირველი ნივთების მესაკუთრეთა საერთო
საკუთრება, რომელშიც მათი წილი ამ ნივთების შეერთების დროს არსებული ღირებულებით
განისაზღვრება. როცა ადგილი აქვს მოძრავი ნივთების ისეთ დაკავშირებას, როცა ისინი
იქცევიან ერთიანი მოძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილად, უძრავი ნივთის
ვითარების ანალოგიურად წყდება ეს შემთხვევაც (193 მ.). თუ ერთ-ერთი ნივთი მთავარი
ნივთის სტატუსს იძენს, ხოლო მეორე-საკუთვნეველის, მთავარი ნივთის მესაკთრე მოიპოვებს
საკუთრების უფლებას საკუთვნეველზეც.

You might also like