You are on page 1of 12

სტუდენტი: ლუკა ხვინგია

სამუშაო ჯგუფი: ბესიკ მეურმიშვილი

ორშაბათი 17:00

1. ჩხრეკის განსხვავება მომიჯნავე საგამოძიებო მოქმედებების და ადმინისტრაციულ-


საპოლიციო ღონისძიებებისაგან

უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთისაგან გავმიჯნავ საპროცესო იძულების


ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს. ცხადია, რომ საპროცესო იძულების
ღონისძიება უფრო ფართო ცნებაა, იგი ხორციელდება მთელი სამართალწარმოების
მანძილზე, საგამოძიებო მოქმედებები კი მხოლოდ გამოძიების სტადიაზე
ხორციელდება, მისი მიზანია მტკიცებულებების მოძიება, ხოლო ჩატარების
უფლებამოსილება გააჩნიათ მხარეებს.

ჩხრეკის დროს ხორციელდება მტკიცებულებების მოპოვება და შესაბამისად


ფიქსაცია, მისი მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მტკიცებულებების
მოსაპოვებლად საჭიროა მათი დაძებნა. ჩხრეკის შედეგად ხდება დანაშაულის
იარაღის, დანაშაულის საგნის და სხვა საქმესთან დაკავშირებული მასალის ამოღება,
თუმცა ამ დროს ამოღებული შეიძლება იყოს არა მარტო ის საგნები, რომლებიც
მითითებულია განჩინებაში ან დადგენილებაში, არამედ ის საგნებიც, რომლებიც არაა
ამ საქმესთან დაკავშირებული, მაგრამ აშკარად მიუთითებს სხვა დანაშაულის
ჩადენაზე, მაგალითად, ბრუნვიდან ამოღებული ნივთები: ნარკოტიკი, იარაღი, ასევე
გვამი შეიძლება მიუთითებდეს სხვა დანაშაულის ჩადენაზე და სხვ., ასევე
სავალდებულო წესით ამოღებულ უნდა იყოს ისეთი საგნებიც, რომლებიც უშუალოდ
არაა დაკავშირებული ამ დანაშაულთან, თუმცა შესაძლოა მტკიცებულებითი
მნიშვნელობა ჰქონდეს საქმისათვის, ყოველივე ეს კი გამომდინარეობს ღია სივრცის
დოქტრინიდან. ჩხრეკის დროს მის ჩამტარებელ პირს უფლებამოსილება აქვს
გაჩხრიკოს სათავსები, საცავები, სარდაფები და სხვ. არსებობს ჩხრეკის სხვადასხვა
სახეები: საცხოვრებელი ადგილის, ტრანსპორტის, სამსახურებრივი ადგილის,
დაცული ადგილმდებარეობის, პირადი ჩხრეკა.

რაც შეეხება ამოღებას, იგი დაკავშირებულია მტკიცებულებების მოძიებასთან და


ფიქსაციასთან, თუმცა ამ დროს საჭირო არაა ამოსაღები ნივთების დაძებნა, მეტიც,
პირმა ზუსტად ან მიახლოებით იცის მისი ადგილმდებარეობა, ასევე იცის, რომელი
ნივთი უნდა ამოიღოს მისი ინდივიდუალური ნიშნების გათვალისწინებით.
მაგალითად, როდესაც საუბარია გარდაცვლილი პირის ტანსაცმლის ამოღებაზე,
ამოღებისას პირმა იცის შარვალი უნდა ამოიღოს თუ ფეხსაცმელი პირობითად,
მაგრამ თუ ზოგადად, ტანსაცმლის ამოღებას აპირებს ისე, რომ დაზუსტებული არ
არის კონკრეტულად, მაშინ ტარდება ჩხრეკა. რაც შეეხება დოკუმენტების ამოღებას,
ამ დროს არაა აუცილებელი პირმა ზუსტად იცოდეს, რომელ ფაილში ინახება იგი,
მთავარია იცოდეს რა სახის დოკუმენტია, რომელი წლის და რას ეხება.

შეჯამების სახით მოკლედ შევადარებ ჩხრეკა-ამოღებას: ორივე საგამოძიებო


მოქმედებაა, ორივეს დროს დასაშვებია იძულების ღონისძიების გამოყენება, თუმცა
ამოღებისას შეიძლება იძულების ღონისძიების გამოყენება არ გახდეს საჭირო, ორივე
შეიძლება იყოს შედეგიანი ან უშედეგო, შედეგიანი ჩხრეკა ყოველთვის ამოღებით
სრულდება, ამასთან, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისას, ისინი არ უნდა
ჩატარდეს ღამით(22:00-06). განსხვავება კი ისაა, რომ ჩხრეკისას აუცილებელია
დაძებნა, ამოღებისას - არა, ამასთან ჩხრეკა ყოველთვის იძულების ხასიათს ატარებს.
არაა გამორიცხული, რომ ჩხრეკა გადაიზარდოს ამოღებაში და პირიქით.

ჩხრეკა ამოღების საფუძვლები:

1. განჩინების საფუძველზე - ამ დროს მხარე მიმართავს სასამართლოს შესაბამისად


დასაბუთებული შუამდგომლობით. შუამდგომლობა უნდა აკმაყოფილებდეს
ფორმალურ კრიტერიუმებს(წარდგენილი იყოს უფლებამოსილი პირის მიერ),
ამასთან მას უნდა ჰქონდეს ფაქტობრივი დასაბუთება იმ კუთხით, ჩხრეკა ტარდება
თუ ამოღება, რადგან ჩხრეკისას უნდა დაასაბუთოს თუ რატომაა საჭირო ნივთის
დაძებნა, ხოლო ამოღებისას კონკრეტული ნივთის კონკრეტულ
ადგილმდებარეობაზე მიუთითოს და აღწეროს ნივთის ინდივიდუალური ნიშნები.
ამასთან მხარის მიერ წარდგენილი დასაბუთება სანდო წყაროს უნდა ემყარებოდეს,
პირობითად, თუ მიუთითებს, რომ პირმა დამალა ნაძარცვი ქონება ამა და ამ
კორპუსის ბინაში და ეს დააფიქსრია ქუჩის ვიდეოფირმა, უნდა მიაწოდოს
ინფორმაცია ამ ვიდეოფირის შესახებ, რადგან კონკრეტული მოქმედება
მოტივირებული განჩინების საფუძველზე იქნას საბოლოოდ ჩატარებული.
აუცილებელია განჩინების დეტალიზაცია იმ კუთხით, რომ ზუსტი
ადგილმდებარეობა მიეთითოს და ამოსაღები საგნის კატეგორია. მაგალითად, თუ
მიეთითება, რომ ჩხრეკა უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე მდებარე ყვითელ
შენობაში, ეს არაა საკმაირსი. ხშირია შემთხვევა, როდესაც ჩხრეკა ტარდება საოფისე
ნაწილში, რომელიც პრაქტიკულად არაფრით გამოიყოფა საცხოვრებელი
ნაწილისაგან, ამ დროს მხარემ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომაა საჭირო
საცხოვრებელი ნაწილის ჩხრეკაც. ამასთან, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს
ადვოკატთა ოფისის ჩხრეკის დროს, რამდენად საჭიროა იმ დოკუმენტების ამოღება,
რომელიც მის პროფესიულ საიდუმლოებას უკავშირდება, მიუხედავად იმისა,
განჩინების შედეგნა გადაუდებელობასთან არის დაკავშირებული თუ არა,
მოსამართლემ ამის შესახებ ყოველთვის უნდა მიუთითოს. რაც შეეხება ამოსაღები
ნივთების მითითების საკითხს, მაგალითად, მითითება იმაზე, რომ ნაძარცვი ქონება
უნდა იქნას ამოღებული არაა საკმარისი, მაგრამ საკმარისია მითითება იმაზე, რომ
ნარკოტიკული საშუალებების ამოღება უნდა მოხდეს. განჩინების მოქმედების ვადაა
30 დღე. 30-ე დღეს მაინც უნდა დაიწყოს ამგვარი მოქმედების განხორციელება,
თუნდაც 31-ე დღეზე გადავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, განჩინება დაკარგავს
ძალას. განჩინება შეიძლება გამოვიდეს სამომავლოდ ჩასატარებელ ჩხრეკაზე, როცა
მხარე დასაბუთებული ვარუდის სტანდარტით ადასტურებს, რომ მომავალში
კონკრეტულ ტერიტორიაზე მიტანილი იქნება დანაშაულებრივი ქონება.

ამასთან, დაცვის მხარეს არ შეუძლია გადაუდებელი აუცილებლობისას საგამოძიებო


მოქმედების ჩატარება, ამიტომ ყოველთვის საჭიროებს სასამართლოს განჩინებას. მას
შემდეგ, რაც მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, წინასწარ შეეტყობინება რომელი
გამომძიებელი ჩაატრებს ჩხრეკას, გასათვალისწინებელია, რომ საქმის მწარმოებელი
გამოძიებებლი არ უნდა იყოს. დაცვის მხარის დაუსწრებლობა ამ საგამოძიებო
მოქმედების წარმოებისას, არ აფერხებს მის ჩატარებას. დაცვის მხარის
შუამდგომლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ხარჯები ანაზღაურდება
თავად დაცვის მხარის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი დაამტკიცებს, რომ მას
არ აქვს ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობა.

2. გადაუდებელი აუცილებლობისას - ასევე შესაძლებელია ჩხრეკა-ამოღების


ჩატარება გადაუდებელი აუცილებლობისას, გამომძიებლის დადგენილების
საფუძველზე. გადაუდებელი აუცილებლობა სახეზე გვაქვს, როცა 1) ადამიანის
სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება 2) დაყოვნება გამოიწვევს
მტკიცებულებების განადგურებას 3) დაყოვნება შეუძლებელს გახდის
მტკიცებულებების მოპოვებას. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც შესაძლოა ვერ
მოესწროს გამომძიებლის დადგენილების გამოტანა, რადგან დაკავების დროს
საჭიროა პირის განიარაღება(პირადი ჩხრეკა) ან როდესაც ცხელ-კვალზე დადევნება
ხდება. გამოძიების დაწყებიდან 24 საათში პროკურორი მიმართავს სასამართლოს
ჩატარებული მოქმედების კანონიერების შემოწმების მიზნით შუამდგომლობით.
შუამდგომლობა შეიძლება განხილული იყოს ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე,
ზეპირი მოსმენისას შეიძლება დაბარებული იყვნენ პირები, რომლებთანაც ჩატარადა
ჩხრეკა, ასევე პირი, ვინც ჩაატარა. სასამართლო შუამდგომლობის მიღებიდან 24
საათში ცნობს ჩხრეკას კანონიერად ან უკანონოდ და გამოიტანს განჩინებას, რომელიც
საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. გადაუდებელი
აუცილებლობისას მნიშვნელოვანია მოქმედების ფარგლების ზუსტი განსაზღვრა,
მაგალითად, როდესაც ხდება პირის ძებნა და ამ მიზნით ტარდება ჩხრეკა,
გამომძიებელს არ აქვს უფლება შეამოწმოს ჩემოდნები ან კარადები, მიუხედავად
იმისა, რომ შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდეს იქ. ხოლო მას შემდეგ,
რაც გაივლის გადაუდებელი აუცილებლობის მდგომარეობა, დაუყონებლივ უნდა
შეწყდეს ეს მოქმედება.
3. ჩხრეკა/ამოღევა პირის თანხმობის საფუძველზე

თანხმობა ჩხრეკა/ამოღებაზე განსხვავდება საგნის ნებაყოფლობითი გადაცემისაგან,


რადგან პირი შეიძლება ნებაყოფლობით გადასცემდეს, მაგრამ უარს ამბობდეს
ჩხრეკის ჩატარებაზე. ისეთ შემთხვევასთან მიმართებით, როცა დაზარალებული
თანახმაა ჩხრეკის ჩატარებაზე და ბრალდებული არა. მაგალითად, აშშ-ში მიაჩნიათ,
რომ ეს ბრალდებულის ინტერესებს ხელყოფს. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ
ოჯახური ძალადობის შემთხვევას, მაშინ, როცა დაზარალებული შეიძლება იყოს
ბინის მესაკუთრე და ყოველივე ბრალდებულის ინტერესზე იყოს დამოკიდებული,
ცხადია, ამით განუზომლად დავაზარალებთ დაზარალებულის ინტერესებს. ამასთან,
თანხმობის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკა-ამოღების კანონიერების შემოწმების
სავალდებულოობა არ მოითხოვება, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ბრალდების
მხარემ მიმართოს მოსამართლეს კანონიერების შესამოწმებლად, რადგან შეიძლება
ისეთ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რომ საბოლოოდ გავლენა მოახდინოს
მტკიცებულებათა დასაშვებობაზე. თანხმობა საგამოძიებო ორგანოებს საშუალებას
აძლევს ისეთ შემთხვევაშიც ჩაატაროს ჩხრეკა, როცა ობიექტურად თანხმობის გარეშე
ვერ ექნებოდა ჩხრეკის ჩასატარებლად საკმარისი საფუძველი.

2.გირაოს სახეები

მნიშვნელოვანია თავდაპირველად განვმარტოთ რა არის გირაო. გირაო არის ერთ-


ერთი ძირითადი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს ბრალდებულის
ქცევას მისივე ქონებით. გასათვალიწინებელია, რომ გირაო არ გამოიყენება
დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. გირაოსთან ერთად
შესაძლოა გამოყენებული იყოს ისეთი იძულების ღონისძიებები, როგორებიცაა
სამედიცინო დაწესებულებაში ფსიქოლოგიური მკურნალობის კურსების გავლა,
დაზარალებულთან ნებისმიერი სახის კონტაქტის აკრძალვა და სხვ. გირაოს სახით
შესაძლოა გამოყენებული იყოს უძრავი ქონება, ფულადი თანხები, მაგრამ გირაო
დაუშვებელია მოძრავ ნივთებზე. გირაოს გამოყენება უძრავი ქონების მიმართ იწვევს
ამ ქონების დაყადაღებას, ხოლო ფულადი თანხების შემთხვევაში იგი შეტანილი
უნდა იყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სადეპოზიტო ანგარიშზე. უძრავი
ქონების გირაოშო ჩადებისას, ყადაღა ედება არა მთელ ქონებას, არამედ ქონების
მხოლოდ იმ ნაწილს, რაც საკმარისია გირაოს სახით განსაზღვრული თანხის
უზრუნველსაყოფად. უძრავი ქონების გირაოში ჩადებასთან მიმართებით შეიძლება
არსებობდეს ორი წესი: ერთი, რომ ბრალდების მხარემ დააყენოს შუამდგომლობა და
პირდაპირ მოითხოვოს უძრავი ქონების გირაოს სახით გამოყენება და მეორე, მას
შემდეგ, რაც გირაოს შეფარდების შესახებ შუამდგომლობა დაკმაყოფილდება, მხარემ
დააყენოს შუამდგომლობა და მოითხოვოს ფულადი თანხების ნაცვლად გირაოს
სახით უძრავი ქონების გამოყენება.

განასხვავებენ გირაოს რამდენიმე სახეზე, ესაა: საპატიმრო გირაო და არასაპატიმრო


გირაო. იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
დაკავებით, გამოიყენება საპატიმრო გირაო, ხოლო თუ პირის მიმართ დევნა არ
დაწყებულია დაკავებით, ანუ დევნა დაიწყო ბრალის წაყენებით, გამოიყენება
არასაპატიმრო გირაო. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოყენებულია საპატიმრო გირაო,
გირაოს შეტანის ვადა განისაზღვრება გირაოს თანხის სრულად ან არანაკლებ 50%ის
შეტანამდე, ხოლო თუ არასაპატიმრო გირაო გამოიყენება, ამ შემთხვევაში,
განისაზღვრება ვადა, რა ვადაშიც უნდა შეიტანონ თანხა. დაკავების ფაქტის არსებობა
მიუთითებს იმაზე რომ საპატიმრო გიაროს გამოყენება არის აუცილებელი. რაც
შეეხება გირაოს შეტანის ვადას, ასე ცალსახად არ არის განსაზღვრული
კანონმდებლობით. სასამართლომ გირაოს შეტანის ვადა უნდა განსაზღვროს
როგორც არსაპატიმრო, ისე საპატიმრო გირაოს შემთხვევაში. არასაპატიმრო გირაოს
შემთხვევაში, მოსამართლე ხშირ შემთხვევაში შემდეგნაირად განსაზღვრვას ვადას:
გირაოს არანაკლებ 50% შემოტანამდე, ბრალდებული დარჩეს პატიმრობაში.
იმავდროულად, სასამართლომ უნდა განსაზღვროს სადეპოზიტო გირაოს სრულად ან
ნაწილობრივ შეტანის ვადაც, რათა ბრალდების მხარემ შეძლოს მონიტორინგი
ბრალდებულის მიერ თანხის შეტანით გირაოს პირობების შესრულებაზე, ხოლო თუ
გამოყენებულია არასაპატიმრო გირაო, ვადა არის უფრო მცირე(შეიძლება ეს იყოს 10
ან 15 დღე), აღნიშნული დამოკიდებულია გირაოს ოდენობაზე, ჩადენილ
დანაშაულზე, ბრალდებულის პიროვნებაზე. ზოგადად, ვადას უთითებს
შუამდგომლობის დამყენებელი მხარე, მაგრამ მისი საბოლოოდ გადაწყვეტის
უფლებამოსლება მაინც სასამართლოს აქვს.

აქვე შეგვიძლია დავამატოთ ისიც რომ გირაოს შეცვლა შეიძლება მოხდეს სხვა
აღკვეთის ღონისძიებით. ანუ მოხდეს გამოყენებული გირაოს გამკაცრება ან
შემსუბუქება. გამკაცრების აუცილებელი წინაპირობებია:

- გირაოდ განსაზღვრული ვადის დადგენილ დროში არ შეტანა;


- გირაოს პირობების დარღვევა, კერძოდ, თუ ბრალდებული მიიმალა, არ
გამოცხადდა სასამართლოში, ჩაიდინა ახალი დანაშაული.
- ნებისმიერი სახით კანონმდებლობის დარღვევა(ეს შეიძლება გამოიხატოს
სამოქალაქო-სამართლებრივი ზიანის მიყენებაზე, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევაში და სხვ.).
3.

I-საკითხი- ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანა

კანონი: სსსკ-ის 169 მუხლის მეორე ნაწილი ,, ბრალის წაყენებისათვის საკმარისი


საფუძვლის არსებობისას პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს

დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. დადგენილების გამოტანის შემდეგ


პროკურორი განსაზღვრავს

ბრალის წაყენების დროსა და ადგილს. ბრალი წაყენებულ უნდა იქნეს


დადგენილების გამოტანიდან არა

უგვიანეს 24 საათისა.’’ და ამავე კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილი ,, პირის


ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა’’.

ანალიზი: მოცემულ კაზუსში ბრალდების შესახებ დადგენილება გამოტანილია


გამომძიებლის მიერ, რაც ეწინააღმდეგება სსსკ-169 მუხლის მეორე ნაწილს რომლის
მიხედვითაც ამგვარი დადგენილების გამოტანაზე უფლებამოსილი პირი
პროკურირია, აქვე მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ რომ ბრალდების შესახებ
დადგენილების გამოტანით იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა რაც მხოლოდ
პროკურორის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს(პროკურორის
საჭიროებისამებრ იყენებს სრულ ტესტს და შემდეგ დამოუკიდებლად იღებს
გადაწყვეტილებას დაიწყოს თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნა). მოცემულ
შემთვევაში კი ეს დარღვეულია რადგან მოხდა ისე რომ გამომძილებელმა გადაამეტა
თავის უფლებამოსილებებს და ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანით
დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა.

აქვე იკვეთება კიდევ ერთი დარღვევა ბრალდების შესახებ დადგენილების


გამოტანიდან ბრალის წაყენება უნდა მომხდარიყო 24 საათში, მოცემული კაზუსის
ფაბულაში კი აღნიშნული არის რომ ბრალის წაყენება დადგენილების გამოტანიდან
მოხდა 48 საათში.

დასკვნა: გამომძიებლის დადგენილება არის უკანონო, ბრალის წაყენებაც არის


უკანონო.

II-საკითხი -პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებთ


კანონი: სსსკ-ის 196 მუხლის პირველი ნაწილი ,, დაკავებიდან არა უგვიანეს 48
საათისა პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს
წარუდგენს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.’’

ანალიზი: შეგვიძლია დავუშვათ რომ პროკურორმა ეს შუამდგომლობა დროულად


დააყენა რადგან კაზუსში საწინააღმდეგო გარემობა არ დგინდა, ასევე ეს
შუამდგომლობა წარდგენილი იყო იმ მიზნითაც, რომ დანიშნულიყო
წინასასამართლო სხდომა, მაგისტრატი მოსამართლე კი ბრალდებულის პიროვნული
მახასიათბელიდან, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის და დანაშაულის ხასიათის
მიხედვით შეაფასებს აღკვეთი ღონისძიების შესახებ შუამდგომლობას.

დასკვნა: პროკურორის შუამდგომლობა არის კანონიერი

III- საკითხი: გიგლა აგულაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების


მოსამართლის მიერ

კანონი:სსსკ-ის 198 მუხლის პირველი ნაწილი ,, აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ


მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში

გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა,


უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის

აღსრულება.’’ ამავე მუხლის მეორე ნაწილი ,, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების


საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული

მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის


მნიშვნელოვან ინფორმაციას ან

ჩაიდენს ახალ დანაშაულს.’’ 202 მუხლი ,, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო


ქცევის შესახებ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ

დანაშაულის საქმეზე, რომელიც სასჯელის სახით არ ითვალისწინებს


თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი

ვადით’’

ანალიზი: პროკურორმა ბრალდებული პირის მიმართ აღკვეთ ღონისძიებად შეარჩია


შეთანხმება გაუსვლელობის და სათანადო ქცევის შესახებ და ასევე გირაოს გადახდა
2000 ლარის ოდენობით. ამ შემთვევაში პროკურორს უნდა ეხელმძღვანელა აღკვეთი
ღონისძიები გამოყენენებისათვსი კანონით დადგენილი მიზნებითა და საფუძელით.
დაზარებულისათის მიყენებული ზიანი წარმოადგენდა 5000 ლარს და
ამავდროულად ამ პირების მიერ ჩადენილი დანაშაული არ ყოფილა პირველი.
რადგანაც ეს დანაშაული არ ყოფილა პირველი ეს იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა
რომ ამ პირმა კიდევ შესაძლოა გაიმეორეს აღნიშნული დანაშაული, და თუ კაზუსის
ფაბულაში ასახული გარემოება რომ ამ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაული არ იყო
პირველი წარმოადგენს ფაქტს და ამისათვის არსებობს მტკიცებულება ამით
შეგვიძლია დავასაბუთოთ ეს ვარაუდი. შესაბამისად მოცემულ შემთვევაში გვექნება
დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ რომ პირმა შესაძლოა კიდევ ერთხელ
გაიმეორეს მსგავსი დანაშაული ან ჩაიდინოს საერთოდ ახალი დანაშაული. და თუ
გავითვალისწინებთ ამ გარემოებას მაშინ შეგვიძლია ვისმჯელოთ იმაზე თუ
რამდენად შეუძლია გირაოს დაწესებას და გაუსველობისა და სათანადო ქცევის
შესახებ შეთანხმების უზრუნველყოფას ახალი დანაშაულის პრევენცია. ჩემი აზრით
ამ შემთხვევაში უფრო მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენება არის საჭირო,
რადგან წინააღმდეგ შემთვევაში ნორმის მიზანი რომ აღკვეთი ღონისძიებით მოხდეს
ახალი დანაშაულის პრევენცია ვერ იქნება უზრუნველყოფილი. ასევე ის ფაქტი რომ
შეთანხემება დაიდო გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ არის უკანონო
რადგან მოცემული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-7
წლამდე, ასეთ დროს კი სსსკ-ის 202 მუხლი პირდაპირ გამორიცხავს ამგვარი აღკვეთ
ღონისძიების გამოყენებას. აქვე აღსანიშნავია ისიც რომ გირაოს თანხა წარმოადგენს
2000 ლარს რასაც აღემატება მიყენებული ზიანი, მართალია გირაოს მიზანი არ არის
ზიანის ანაზღაურება თუმცა დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით უნდა
მომხდარიყო გირაოს თანხის განსაზღვრა.

დასკვნა: მოსამართლის გადაწყვეტილება არის უკანონო

IV საკითხი- ნინო ჯაგუნავას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება

კანონი:სსკ-ის203 მუხლი მესამე ნაწილი ,, პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია


მხოლოდ თავდების შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე

ბრალდებულის თანხმობით.’’

ანალიზი: მოცემულ გარემობასთან დაკავშირებით არ ჩანს არც პეტრეს ანუ


ბრალდებულის თანხმობა და არც ნინოს როგორც თავდების შუამავლობა ან
თანხმობა. თუმცა ფაბულაში არ არის საწინააღმდეგო ფაქტები და როგორც ჩანს
მოსამართლემ ნინოს განუმარტა ბრლადების არსი სასჯელი და ის პასუხისმგებლობა
რომელიც მას დაეკისრება იმ შემთხვევაში თუ ბრალდებული ჩაიდენს ისეთი
მოქმედებას რომლის თავიდან აცილებასაც ისახავდა მიზნად აღკვეთს ღონისძიება.

დასკვნა: სასამართლოს გადაწყვეტილება არის კანონიერი.

V საკითხი- ვარლამ ბართლომაძის მიმართ გამოსაყენებელი აღკვეთის ღონისძიება


კანონი: სსსკ-ის 204 მუხლის პირველი ნაწილი ,, ბრალდებული, რომელიც არის
სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული) ან სამხედრო

სარეზერვო სამსახურის მოსამსახურე, სასამართლოს განჩინებით შეიძლება გადაეცეს


სამხედრო ნაწილის,

შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობის მეთვალყურეობაში.’’

ანალიზი: ვარლამ ბართლომაძე არის წოდებით კაპიტანი შესაბიმას ის წარმოადგენს


სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეს, მოსამართლის განჩინება ამ
საკითხთან დაკავშირებით სავალდებულოდ შესასრულებელი იქნება სამხედრო
დაწესებულების სარდლობისთვის( ეს განასხვავებს მას პირადი თავდებობისაგან).
თავის მხრივ შეგვიძლია ვთქვათ ისიც რომ სამხედრო დაწესებულების ნაწილს დიდი
ალბათობით აქვს განმარტებული ბრალდების არსი(რადგან საპირისპირო გარემობა
არ დგინდება კაზუსის ფაბულაში).

დასკნა: სასამართლოს გადაწყვეტილება არის კანონიერი.

VI საკითხი-დამატებითი აღკვეთის ღონისძიება რომელიც გამოყენებული იქნა


სამივე ბრალდებულის წინააღმდეგ

კანონი:სსსკ-ის 151 მუხლის პირველი ნაწილი ,, სისხლის სამართლის საპროცესო


იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად
სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს
ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის
ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ
არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება
დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.’’

ანალიზი:ყადაღა ძირითადი აღკვეთის ღონისძიების სახეს არ წარმოადგენს


ამიტომაც შესაძლებელია მისი გამოყენება აღკვეთის ძირითად ღონისძიებებთან
ერთად. ყადაღის გამოყენების საფუძველს ადგენს სსსკ-ის 151მუხლი.
მნიშნველოვანია ავღნიშნოთ ისიც რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის
წარმოდგენილი ისეთი ქონება რომელზედაც იკრძალება ყადაღის დადება(სსსკ-ის
153მუხლი). მოცემულ კაზუსში ყადაღის გამოყენების საფუძველი გიგლა აგულაძის
შემთვევაში წარმოადგენდა გირაოს გადახდის უზრუნველყოფის საშუალებას ხოლო
რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს არ არსებობდა ყადაღის გამოყენების
საფუძველი მათთან მიმართებაში. ასევე აღსანიშნავია ისიც რომ ყადაღის
გამოყოენების მიზანს ზიანის ანაზღაურება არ წარმოადგენს და ამ საფუძვლით
სასამართლო ვერ გამოუყენბს მოცემულ აღკვეთის ღონისძიებას.

დასკნა სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა.


4.კაზუსი

საკითხი: სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება

ნორმა : სსსკ-ის 16 მუხლი ,, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და


შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას

პროკურორი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, რა დროსაც


ხელმძღვანელობს საჯარო

ინტერესებით’’ სსსკ-ის 168 მუხლის პირველი ნაწილი ,, სისხლისსამართლებრივი


დევნის დაწყებაზე უარის თქმის

შესახებ დადგენილების გამოტანამდე პროკურორი ვალდებულია კონსულტაცია


გაიაროს დაზარალებულთან

და შეადგინოს ოქმი’’.

ანალიზი: სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყბად გამოიყენება სრული ტესტი


რომელიც თავის მხრივ შედგება 2 კომპონენტისაგან მტკიცებულებითი ტესტი და
საჯარო ინტერესის ტესტი. მტკიცებულებითი ტესტი მოიცავს საქმეში არსებულ
მტკიცებულებებს რომლიც ქმნის საფუძველს მსჯავრდების რეალური
პერსპექტივისათვის. ამ ნაწილში შეგვიძლია დავიწყოთ იმით რომ გია არის
პოტენციური ბრალდებული (ანუ შესაძლებელია ბრალდებულად იქცეს იმ
შემთხვევაში თუ დავიწყებთ მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნა). სისხლის
სამართლებრივი დევნის არ დაწყების მატერიაულურ საფუძველს ქმნის სსსკ-ის
მუხლი რომლის მეორე ნაწილის ა) ქვეპუნქტიც გამორიცხავს
სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებას იმ შემთხვევაში თუ პირს არ მიუღწევია
სისხლსის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ასაკითვის. გია არის 14
წლის, ეს ასაკი კი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით შესაძლებლობას იძლევა
პირისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. თუმცა
მნიშვნელოვანია ავღნიშნო ისიც რომ გია არის არასრულწლოვანი. კაზუსის
ფაბულიდან ჩანს რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულები იმისათის რომ
დავასაბუთოთ გიას ბრალდება, რადგან ერთერთ ბიჭს ცხვირი გაუტეხა, ერთს ხელი
მოატეხა ანუ ეს ყველაფერი რეალურად იძლევა იმის შესაძლებლობას რომ მის
მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნ თუმცა მნიშვნელოვანია
გამოვიყენოთ ასევე საჯარო ინტერესის ტესტი. ზოგად საჯარო ინტერესის ტესტი
მოიცავს საზოგადოების ინტერესს და ასევე ბრალდებულის პიროვნებასაც.
კონკრეტული განმარტება მისი არ არსებობს თუმცა როდეს პროკური სარგებლობს
მისი დისკრეციული უფლებამოსილებით მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს
ბრალდებულის პიროვნება, რესოციალიზაციის მნიშვნელობა და სისლის
სამართლებრივ დევნაზე დასახარჯი რესურსიც. ამიტომაც მხედველობაში უნდა
მივიღოთ ის ფაქტი რომ გიას დადებითად ახასიათებენ, გიამ ასევე ბოდიში მოიხადა
ამ შემხვევის შემდეგ რაც იმაზე მიანიშნებს რომ ის ნანობს დანაშაულს, და ასევე უნდა
გავითვალისწინოთ დანაშაულის ჩადენის მიზეზი. გიამ ეს ყველაფერი იმიტომ
გააკეთა რომ მას მუდმივად დასცინოდნენ რაც ზღუდავს მის ღირსებასა და პატივს.
როგორც უკვე ავღნიშნეთ ასეთ დროს პროკურს აქვე დისკრეციული
უფლებამოსილება მინიჭებული სსსკ-ის 16 მუხლით და ამიტომ საჯარო ინტერესის
გათვალისწინებით შეეძლო უარი ეთქვა სისხლის სამართლებრივი დევნის
დაწყებაზე. ამის მიზეზი არის ის რომ გია არის არასრულწოვანი ჩადენილია
დანაშაული რომელიც თავისი სიმძიმის მიხედვით იძლევა შესაძლებლობა რომ
პროკურორმა გამოიყენოს მედიაციის ან განრიდების ინსტიტუტი. რადგანაც ეს
ადამიანი არის არასრულწოვანი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მის
რესოციალიზაციას. გიას მუდმივად დასცინოდნენ და ამისაგან თავის დასაცავად
დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა, რასაც თავადაც ნანობს რადგან ბოდიში მოიხადა,
გია ამავდროულად ხასიათდება დადებითად, ამიტომ პროკური ყველანაირად უნდა
ეცადოს იმას რომ ბავშვს არ გაუჩნდეს უსამართლობის განცდა(ესეც წარმოადგენს
საჯარო ინტერესს რადგან საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სამართლიანი
სასამართლოს რწმენა). გარდა ამისა როდესაც პროკური სარგებლობს დისკრეციული
უფლებამოსილებით და უარს ამბობს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე,
ამ დროს ის ვალდებულია რომ კონსულტაცია გაიაროს დაზარებულ მხარესთან.
მოცემულ შემთხვევაში კი ჩანს რომ დაზარალებულ მხარეს სურს სისხლის
სამართლებრივი დევნის დაწყება, შესაბმაისად როდესაც პროკური კონსულტაციას
გაივლის დაზარალებულთან ყველანაირად უნდა ეცადოს რომ მაგალითად
განრიდების ან მედიაციის ინსტიტუტის გამოყენების დროს დააწესოს ისეთი
პირობები რომლებიც დაემხარება დაზარალებულს მისი ინტერესების
დაკმაყოფილებაშიც. შესაბამისად საჯარო ტესტიდან გამომდინარე პროკურმა არ
უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა გიას რესოციალიზაციის მიზნიდან
გამომდინარე .

დასკვნა: სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს.

You might also like