You are on page 1of 5

ინტერნეტი და

საძიებო    
სისტემები
ქ.რუსთავის # 4
საჯარო სკოლის 
დაწყებითი კლასის პედაგოგი
     მარიკა ხვინგია
◦ ინტერნეტის შექმნის მიზეზები
◦ მას შემდეგ რაც 1957 წელს რუსეთმა კოსმოსში პირველი ხელოვნური თანამზავრი გაუშვა ,
ამერიკის მთავრობა სერიოზულად დაფიქრდა საკუთარ უსაფრთხოებაზე.  ქვეყნის
თავდაცვის უწყება მივიდა იმ დასკვნამდე , რომ საჭირო იყო შეექმნათ ახალი
დეცენტრალიზირებული საკომუნიკაციო სისტემა. ისინი თვლიდნენ, რომ  საჭირო იყო
ინფორმაციის გადაცემის საიმედო სისტემა, რომლის გათიშვაც შეუძლებელი იქნებოდა მისი
ერთ-ერთი სეგმენტის მწყობრიდან გამოყვანის შემთხვევაშიც კი.

◦  პირველი ინტერნეტ კავშირი


◦ 1969 წლის 29 ოქტომბერს ARPANET-ში ჩართულ ორ ობიექტს შორის პირველი კავშირი
შედგა. ისინი ერთმანეთისგან 640 კილომეტრით იყვენენ დაშორებულნი. ერთი
კალიფორნიის უნივერსიტეტში, ქალაქ ლოს-ანჯელესში , მეორე კი სტენფორდის კვლევათა
ინსტიტუტში მდებარეობდა. ჩარლი კლაინი ცდილობდა სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტის
კომპიუტერს დაკავშირებოდა და მისთვის მონაცემები გადაეგზავნა. მონაცემთა გადაცემის
პროცესს სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტში ბილ დუვალი აკვირდებოდა. ამ ისტორიული
ექსპერიმენტის შედეგებს იგი კოლეგას ტელეფონის საშუალებით ამცნობდა. პირველი
სეანსის მიმდინარეობისას მხოლოდ სამი სიმბოლო გადაიგზავნა, რის შემდეგაც ქსელმა
შეწყვიტა ფუნქციონირება. ზუსტად ეს თარიღი შეიძლება ჩაითვალოს ინტერნეტის დაბადების
დღედ.
ვებ გვერდის შემქმნელი
•მარკ ელიოტ ცუკერბერგი (ინგლ. Mark Zuckerberg; დ. 14 მაისი, 1984) —
სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელი და ბიზნესმენი, რომელიც ფორბსის
2017 წლის სექტემბრის მონაცემებით 71.5 მილიარდის მფლობელია [5]. ცუკერბერგმა
Facebook შექმნა თანაკურსელებთან, დასტინ მოსკოვიჩთან, ედუარდ სევერინთან და
კრის ჰაგისთან ერთად ჰარვარდში სწავლის პერიოდში.
ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ცუკერბერგი დაიბადა უაით ფლეინსში ნიუ-იორკის შტატში ებრაელების ოჯახში 1984
წელს. მან პროგრამირება დაიწყო, როდესაც ის საშუალო სკოლის მოსწავლე იყო.
თავდაპირველად მას იტაცებდა კომპიუტერული პროგრამების განვითარება. მეცხრე
კლასელმა იმ დროისათვის პოპულარული სამაგიდო თამაშის „რისკის“
კომპიუტერული ვარიანტი შექმნა. აგრეთვე სკოლის ასაკში დაწერა პროგრამა MP3-
player Winamp, რომელსაც მომხმარებლის მუსიკალური გემოვნების გაანალიზება
შეეძლო. როდესაც ეს პროგრამა ინტერნეტში გამოჩნდა, Microsoft მზად იყო მის
სანაცვლოდ 2 მილიონი დოლარი გადაეხადა და ახალგაზრდა ცუკერბერგი თავიანთ
კომპანიაში მიეწვიათ, მაგრამ მარკმა უარი განაცხადა და ჰარვარდის უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა.
საძიებო საიტების ფუნქციები და პრინციპები
      საძიებო სისტემა (ინგლ. Search engine) არის ვებ საიტი, რომლის დანიშნულებაცაა ინტერნეტში
ინფორმაციის მოძიება. ძიება უმეტეს შემთხვევაში ხორციელდება მსოფლიოს ფართო ქსელში.
მოძიებული ინფორმაცია ტიპების მიხედვით შეიძლება დაიყოს ვებ გვერდებად, სურათებად,
ვიდეოებად და ა.შ. ერზე-ზე ეძებენ ფაილებს. ვებ საიტების კატელოგებისგან განსხვავებით, რომელიც
მთლიანად ადამიანის მიერ იმართება, საძიებო სისტემა მუშაობს ადამიანის მიერ სპეციალურად
შექმნილი ალგორითმებით.
      ისტორია
პირველი საძიებო სისტემა იყო «Wandex». დღეისათვის იგი აღარ არსებობს. იგი შექმნა მეთიუ გრეიმ
(ინგლ. Matthew Gray), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან, 1993 წელს. ამ წელსვე შეიქმნა
საძიებო სისტემა «Aliweb», რომელიც დღემდე მუშაობს. თუმცა პირველი საძიებო სისტემა, რომელიც
მთლიანად "კითხულობდა" საიტზე განთავსებულ ტექსტს, იყო «WebCrawler», რომელიც 1994 წელს
გაეშვა. 1994 წელს გაეშვა საძიებო სისტემა Lycos-იც, რომელიც კარნეგი მელონის უნივერსიტეტში
შეიქმნა. 
მალე სხვა საძიებო სისტემებიც გამოჩნდნენ. ესენი იყვნენ Magellan, Excite, Infoseek, Inktomi,
Northern Light, და AltaVista.ასევე საკმაოდ პოპულარული იყო Yahoo!-ც.
1998 წელს შეიქმნა გუგლი, რომელიც დღეისათვის ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა.  გუგლი
ასევე გამოირჩევა თავისი სადა და მარტივი დიზაინით. 
2000 წელს Yahoo!-მ წარმოადგინა ძიების სერვისი, რომელიც Inktomi საძიებო სისტემის ბაზას იყენებდა.
Yahoo!-მ შეიძინა Inktomi და Overture (რომელიც ფლობდა AlltheWeb-ს და AltaVista-ს) 2003 წელს. 2004
წლამდე Yahoo! Google-ის ბაზას იყენებდა, 2004 წელს კი მან თავისი საძიებო სისტემა შექმნა. 

You might also like