You are on page 1of 2

ხელოვნური ინტელექტის იდეა და პირველი ნაბიჯები

მეცხრამეტე საუკუნიდან, მოაზროვნე მანქანების და


ხელოვნური ადამიანების იდეა ლიტერატურაში ჩნდება. იწერება "ფრანკენშტეინი",
მას მალე კარელ ჩაპეკის რომანი მოჰყვება — "როსუმის უნივერსალური რობოტები"
და სწორედ ასე და აქედან ჩნდება სიტყვა "რობოტი".

ხელოვნური ინტელექტის გაჩენამდე, მასზე ფილოსოფოსებიც


ფიქრობდნენ. ფილოსოფიისთვის ხელოვნური ინტელექტის ამოსავალი ეფუძნებოდა
ვარაუდს, რომ ადამიანის ფიქრის მექანიზირება შესაძლებელია. ამაზე ფიქრობდა
არისტოტელე და ბევრი შემდგომი მოაზროვნე. მაგალითად, ლაიბნიცი იმასაც
ამბობდა, რომ ადამიანის აზროვნება შეიძლება დაექვემდებაროს მექანიკურ
კალკულაციას.ამის პარალელურად, ნევროლოგიაში კვლევებმა აჩვენეს, რომ ტვინი
შედგება ნეირონების ელექტრონული ქსელისგან. თავის მხრივ, ალან ტიურინგმა
წამოწია საკითხი, რომ ნებისმიერი გამოთვლა შეიძლება მოხდეს ციფრულად. ამ
იდეების გაერთიანებით, მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ ტექნოლოგიების
გამოყენებით, შესაძლებელია ინტელექტი ხელოვნურად წარმოიქმნას.

ალან ტიურინგმა ტესტიც გამოაქვეყნა, რომელიც არა


ხელოვნურ ინტელექტს, არამედ ადამიანს უტარდება. ტესტის დროს ადამიანი
ეკონტაქტება კომპიუტერს და ადამიანს, ისე რომ მათ ვერ ხედავს. თუ ტესტის
მონაწილე ვეღარ გაარჩევს ადამიანი პასუხობს თუ კომპიუტერი, შეგვიძლია
ჩავთვალოთ, რომ კომპიუტერმა გამოცდა ჩააბარა.ნელ-ნელა კომპიუტერები ისე
განვითარდნენ, რომ ადამიანებს სხვადასხვა ინტელექტუალური დავალებების
შესრულებაში აჯობეს. 1997 წელს კომპიუტერმა “Deep Blue” ჭადრაკის მოქმედი
მსოფლიო ჩემპიონი — გარი კასპაროვი დაამარცხა.

გაასწორეთ ტექსტი შემდეგი ინსტრუქციით:

• ფონტის ზომა 12;

• გვერდის მინდვრები:top,bottom-2სმ;left-1სმ;right-2სმ;

• აბზაცის პირველი ხაზები შეწეული 1,7 სმ-ით;

• ხაზებს შორის დაშორება 1,5;

• გვერდს გაუკეთეთ ჩარჩო თქვენი გემოვნებით;


• გვერდს გაუკეთეთ ფერადი ფონი;
• თქვენი გემოვნებით.
• გაუკეთეთ დოკუმენტს ყდა(cover page) და შიყვანეთ ველებში სასურველი
მონაცემები.

You might also like