You are on page 1of 33

პრაქტიკული 2

ადამიანურ-კომპიუტერული ინტერაქციების ისტორია.


ადამიანურ-კომპიუტერული ინტერაქციების ორგანიზების მომიჯნავე სფეროები

ია გიაშვილი
საკითხები

 ადამიანურ-კომპიუტერული ინტერაქციების ისტორია.


 ადამიანურ-კომპიუტერული ინტერაქციების ორგანიზების
მომიჯნავე სფეროები: ინჟინერია, საინჟინრო და
გამოყენებითი ფსიქოლოგია, ერგონომიკა, ორგანიზების
თეორია, კოგნიტივისტიკა და სხვა.
 HCI
1.2.ადამიანურ-კომპიუტერული ინტერაქციების ისტორია

ადამიანურ-კომპიუტერულმა ინტერაქციამ მიიღო განვითარება განსხვავებული


მიმართულებების სამეცნიერო ვექტორების კონტექსტში :
 კომპიუტერული გრაფიკა,
 საინჟინრო ფსიქოლოგია,
 ერგონომიკა,
 ორგანიზაციული თეორია,
 შემეცნებითი მეცნიერებები (კოგნივისტიკა),
 ინფორმატიკა,
 კომპიუტერული მეცნიერებები და მრავალი სხვა .

 HCI
1.2.ადამიანურ-კომპიუტერული ინტერაქციების ისტორია

ადამიანურ-კომპიუტერული ურთიერთქმედების ერგონომიული ფაზის


დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს
 აივან საზერლენდის (Sutherland, 1963) დისერტაცია, რომელმაც განსაზღვრა
კომპიუტერული გრაფიკის განვითარება, როგორც მეცნიერების
განვითარება. ამ დროს, კომპიუტერულ გრაფიკას სჭირდებოდა
ერგონომიული პროექტები, რათა ეფექტურად ემართა CAD/CAM სისტემების
კომპლექსი რთული მოდელებისათვის.
 ამ სფეროში კვლევა გაგრძელდა სხვადასხვა მიმართულების
ნამუშუევრებში:
- ადამიანურ-მანქანური სიმბიოზი (Licklider, 1960),
- ადამიანის ინტელექტის გაძლიერება (ენგელბარტი, 1963) და
- ადამიანური სწავლებისათვის განკუთვნილი მოწყობილობები (ქეი,
გოლდბერგი, 1977).
 სამეცნიერო კვლევის შედეგად განვითარდა ისეთი ინსტრუმენტები,
რომელთა გარეშეც ძნელი წარმოსადგენია კომპიუტერთან მუშაობა: მაუსი,
ბიტმაპიანი გამოსახულება, ფანჯარა, დესკტოპის მეტაფორა, წერტილისა
და დაწკაპუნების რედაქტორები.
1.2.ადამიანურ-კომპიუტერული ინტერაქციების ისტორია

• ანალოგიურად, ადამიანის მიერ წარმოებულ კომპიუტერულ ოპერაციებში


არსებული პრობლემები იყო საინჟინრო ფსიქოლოგიის კლასიკური მიზნების
ბუნებრივი გაგრძელება. იმის გამოკლებით, რომ ახალ პრობლემებს ჰქონდა
მნიშვნელოვანი შემეცნებითი, კომუნიკაციური და ინტერაქციული ხასიათი,
რომელიც ადრე არ იყო განხილული საინჟინრო ფსიქოლოგიაში, და ეს
ყველაფერი ხელს უწყობდა საინჟინრო ფსიქოლოგიის წინსვლას ასეთი
მიმართულებით.
• ერგონომიული კვლევა ხაზს უსვავდა კავშირს სამუშაო პირობებსა და
მოვლენებს შორის, რომლებიც იწვევდნენ დაძაბულობას (სტრესს), ისეთებს,
როგორიცაა:
 რუტინული მუშაობა,
 მჯდომარე პოზიცია,
 დისპლეების ვიზუალური გამოსახულებების აღქმა და მრავალი სხვა, რომლებიც
ადრე არ განიხილებოდა როგორც ურთიერთდაკავშირებული.
• საბოლოო ჯამში, შეკითხვას: "კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება
როგორ ჯდება წარმოების ტექნოლოგიის დიზაინში?" მოჰყვა კომპიუტერთან
ურთიერთქმედების გადასვლა შრომის ორგანიზების ეფექტიან დონეზე და
ასევე მოიცვა სოციალური მართვის საკითხები.
1.3. ადამიანურ-კომპიუტერული ინტერაქციების მიმართულების
ფორმირებაში მონაწილე და მომიჯნავე მეცნიერებები

• კომპიუტერული გრაფიკა (ასევე სამანქანო გრაფიკა) წარმოადგენს


საქმიანობის სფეროს, სადაც კომპიუტერები და სპეციალური
პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება როგორც
- ინსტრუმენტი გამოსახულებების შექმნისათვის (სინთეზისთვის)
და რედაქტირებისათვის და ასევე
- რეალური სამყაროდან მიღებული ვიზუალური ინფორმაციის
ციფრული სახით წარმოდგენისათვის, მისი შემდგომი
დამუშავებისათვის და დამახსოვრებისათვის.
გრაფიკული პლანშეტი
კომპიუტერული გრაფიკის თანამედროვე პროგრამის ინტერფეისი
კომპიუტერული გრაფიკა ავტომობილების რეკლამაში
კომპიუტერული გრაფიკა თანამედროვე კომპიუტერულ თამაშებში
კადრები ფილმიდან, კომპიუტერული გრაფიკის დამუშავებით და მის
გარეშე
კომპიუტერული გრაფიკა თანამედროვე მულტფილმში
კომპიუტერული გრაფიკა ფოტოხელოვნებში
ციფრული ფერწერა
პორტრეტი, შექმნილი კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით
1.3. ადამიანურ-კომპიუტერული ინტერაქციების მიმართულების
ფორმირებაში მონაწილე და მომიჯნავე მეცნიერებები

• საინჟინრო საქმე - ტექნიკური საქმიანობის სფეროა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ სპეციალიზირებულ სფეროსა
და დისციპლინას, რომელიც მიმართულია პრაქტიკულ გამოყენებაზე და სამეცნიერო, ეკონომიკური , სოციალური
და პრაქტიკული ცოდნის გამოყენებაზე ბუნებრივი რესურსების გამოსაყენებლად ადამიანის სასარგებლოდ .
საინჟინრო საქმიანობის ამოცანებია: გამოგონება, განვითარება, დამუშავება, შექმნა, განხორციელება,
შეკეთება, მოვლა-შენახვა-მომსახურება და/ან ტექნიკის, მასალების ან პროცესების გაუმჯობესება .
• საინჟინრო საქმე მჭიდროდაა დაკავშირებული მეცნიერებთან, ეყრდნობა რა ფუნდამენტალური მეცნიერების
პოსტულატებსა და გამოყენებითი კვლევის შედეგებს. ამ თვალსაზრისით, ეს არის სამეცნიერო-ტექნიკური
საქმიანობის დარგი.
• საინჟინრო ფსიქოლოგია –ფსიქოლოგიის დარგია, რომელიც იკვლევს ადამიანსა და მანქანას, ასევეე
ავტომატიზაციის ტექნიკურ საშუალებებს შორის, ინფორმაციულული ურთიერთქმედების პროცესებსა და
საშუალებებს. მისი უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია ოპერატიული ინფორმაციის აღქმა და გადამუშავება
გადაწყვეტილების მიღების პროცესში, შეზღუდულ დროის და არასწორი ქმედებების ფასის ზრდის
პირობებში. საინჟინრო ფსიქოლოგიის სამეცნიერო და პრაქტიკული საფუძვლები მე -20 საუკუნის პირველ
ნახევარში განვითარდა შრომის ფსიქოლოგიისა და ფსიქოტენიკის მიმართულებით . მაგრამ 1940-იანი წლების
ბოლოს და განსაკუთრებით 1950-იანი წლების დასაწყისში, მეორე მსოფლიო ომის შედეგად სამეცნიერო-
ტექნიკური პროგრესის ინტენსიფიცირებამ გამოიწვია შრომის ტექნიკური საშუალებების სირთულის და
ავტომატიზაციის ისეთი დონე, რომ ადამიანი, როგორც შრომის სუბიექტი, აღმოჩნდა ფუნქციონირების ფრიად
რთულ პირობებში. პრაქტიკაში ამან გამოიწვია ავარიები და კატასტროფები, ხოლო მეცნიერებაში -
წარმოშვა პრობლემა „ადამიანი და ტექნიკა“ და საინჟინრო ფსიქოლოგიის შექმნა.
• გამოყენებითი ფსიქოლოგია - არის ზოგადი ტერმინი, რომელიც გამოიყენება
ფსიქოლოგიის ყველა მიმართულების ასახვისათვის, რომლებიც ისწრაფიან გამოიყენონ
ფსიქოლოგიის პრინციპები, აღმოჩენები და თეორიები პრაქტიკაში ,
მომიჯნავე/დაკავშირებულ სფეროებში, როგორიცაა განათლება (პედაგოგიკა),
მრეწველობა (ერგონომიკა), მარკეტინგი, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, მუსიკა
(მუსიკალური ფსიქოლოგია), სპორტი (სპორტის ფსიქოლოგია), კადრების სამსახური
(ფსიქოდიაგნოსტიკა), სამხედრო საქმე (სამხედრო ფსიქოლოგია) და სხვა. ან / და
აღმოაჩინოს საბაზისო პრინციპები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ გზით .
ტერმინი "პრაქტიკული ფსიქოლოგია" არ არის სინონიმი ტერმინი "გამოყენებითი
ფსიქოლოგიის". პრაქტიკული ფსიქოლოგია - დაკავებულია ფსიქოლოგიის პრაქტიკით .
• ერგონომიკა (ძველი ბერძნული ἔργον - სამუშაო + νόμος - კანონი) - ტრადიციული გაგებით -
მეცნიერებაა დაკავებული შრომითი ვალდებულებების, სამუშაო ადგილების , საგნებისა და
შრომის ობიექტების, ასევე კომპიუტერული პროგრამების მორგებით მუშაკების ყველაზე
უსაფრთხო და ეფექტური შრომისათვის, გამომდინარე ადამიანის ორგანიზმის ფსიქიკური
და ფიზიკური თავისებურებებიდან.
• ერგონომიკის უფრო ფართო განსაზღვრება, მიღებული ერგონომიკის საერთაშორისო
ასოციაციის (IEA) მიერ 2010 წელს, ასეთია: ეს არის სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც
შეისწავლის ადამიანისა და სისტემის სხვა ელემენტების ურტიერთქმედებას , და
ასევესაქმიანობის სფეროა, რომელიც დაკავებულია ამ მეცნიერების თეორიის ,
პრინციპების, მონაცემების და მეთოდების გამოყენებით ადამიანის კეთილდღეობის და
სისტემის საერთო მწარმოებლურობის ოპტიმიზაციის უზრუნველსაყოფად .
ხელები
მონიტორი
• ორგანიზაციის თეორია - არის სოციოლოგიური შესწავლა ფორმალური საზოგადოებრივი
ორგანიზაციების, როგორიცაა ბიზნესი და ბიუროკრატია, და მათი ურთიერთკავშირის
გარემოსთან, სადაც ისინი მუშაობენ. ის ავსებს ორგანიზაციული ქცევის და პერსონალის
მართვის კვლევებს.
• კოგნიტივისტიკა, შემეცნებითი მეცნიერებები (კოგნიტური მეცნიერება ) (ლათინური cognitio  -
"შემეცნებითი") - ინტერდისციპლინარული სამეცნიერო მიმართულებაა, რომელიც აერთიანებს შემეცნების
თეორიას, კოგნიტიურ ფსიქოლოგიას, ნეიროფიზიოლოგიას, შემეცნებით (კოგნიტიურ) ლონგვისტიკას
(ენათმეცნიერებას), არავერბალურ კომუნიკაციას და ხელოვნური ინტელექტის თეორიას .
• კონგნიტიურ (შემეცნებით) მეცნიერებაში გამოყენებულია კოგნიტური სისტემების მოდელირების ორი
სტანდარტული გამოთვლითი მიდგომა: სიმბოლიზმი (კლასიკური მიდგომა) და კონექციონიზმი (უფრო
გვიანი მიდგომა). სიმბოლიციზმი ეფუძნება იმ ვარაუდს, რომ ადამიანის აზროვნება მსგავსია კომპიუტერის
აზროვნებისა, რომლის ცენტრარული პროცესორი თანმიმდევრულად ამუშავებს სომბოლური
ინფორმაციის ერთეულებს. კონნექციონიზმი ეფუძნება იმ ვარაუდს, რომ ადამიანის აზროვნება არ
შეიძლება ემსგავსებოდეს ცენტრალურ ციფრულ ციფრულ პროცესორს ნეირობიოლოგიური მონაცემების
შეუთავსებლობის გამო. მაგრამ შეიძლება იმიტირებული იყოს ხელოვნური ნევროლოგიური ქსელების
გამოყენებით, რომელიც შედგება "ფორმალური " ნეირონებისგან, რომელიც ასრულებს მონაცემების
პარალელურ დამუშავებას.
• კლასიკური კოგნიტიური (შემეცნებითი) მეცნიერება იგნორირებას უკეთებდა ტვინისა და ცნობიერების
კავშირის პრობლემას, ასევე ნეირობიოლოგიასთან ფსიქოლოგიის კავშირის პრობლემას . ეს იყო მისი
კრიტიკის მიზეზი. მე -20 საუკუნის 80-იან წლებში ფსიქოლოგებმა და ნეირომეცნიერებმა დაიწყეს უფრო
მჭიდროდ ურთიერთქმედებები, რამაც გამოიწვია ახალი მეცნიერების აღმოცენა - კოგნიტიური
(შემეცნებითი) ნეირობიოლოგიისა, რომელიც იყენებს ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდებს, რომლებიც
საშუალებას იძლევა ემპირიულად დაუკავშირდეს ერთმანეთს მენტალური ფენომენები ტვინის
ფიზიოლოგიას. თუ კლასიკური კოგნიტიური (შემეცნებითი) მეცნიერება ვერ გაითვალისწინებდა
ცნობიერებას, თანამედროვე კოგნიტიურ (შემეცნებით) ნეირობიოლოგიაში ცნობიერება არის შესწავლის
საგანი.
• ძირითადი ტექნიკური მიღწევა, რომელმაც შესაძლებელი გახადა კოგნივისტიკა , ეს არის ტვინის
სკანირების ახალი მეთოდები. ტომოგრაფიამ და სხვა მეთოდებმა პირველად მოგვცა ტვინის მუშაობის
შესახებ პირდაპირი მონაცემების მიღების საშუალება . ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უფრო
მძლავრმა კომპიუტერებმა.
• მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პროგრესი კოგნივისტიკაში (შემეცნებით მეცნიერებებში ) მოგვცემს
"გონიერების საიდუმლოების ამოცნობის" საშუალებას და აგვიხსნის პროცესებს ადამიანის ტვინში ,
რომლებიც პასუხისმგებელია უმაღლეს ნერვიულ საქმიანობაზე . ეს მოგვცემს საშალებას აიგოს ძლიერი
ხელოვნური ინტელექტის სისტემები, რომლებსაც ექნებათ დამოუკიდებელი სწავლის, შემოქმედების,
ადამიანთან თავისუფალი კომუნიკაციის უნარი .
• კოგნივისტიკაში (შემეცნებით მეცნიერებაში), ერთობლივად გამოიყენება კომპიუტერული მოდელები ,
აღებული ხელოვნური ინტელექტის თეორიიდან, და ექსპერიმენტული მეთოდები, აღებული
კოგნიტივისტიკა - სამეცნიერო დისციპლინების კომპლექსი, რომლებიც
სწავლობენ შემეცნებითი საქმიანობისა და მეტყველების პროცესებს
კოგნიტივისტიკა

სამეცნიერო მიმართულებები, რომლებმაც ხელი შეუწყო კოგნიტური


მეცნიერების ჩასახვას
ინფორმატიკა (ინგლისურად - კომპიუტერული მეცნიერებები) - კომპიუტერული
ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციის შეგროვების, შენახვის, გადამუშავების,
გადაცემის, ანალიზისა და შეფასების მეთოდებისა და პროცესების შესახებ მეცნიერება,
რომლებიც უზრუნველყოფენ მის გამოყენების შესაძლებლობას გადაწყვეტილების მიღების
პროცესში.
ინფორმატიკა მოიცავს დისციპლინებს, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციის
დამუშავებასთან კომპიუტერებში და კომპიუტერულ ქსელებში, როგორც აბსტრაქტულს
მსგავსად ალგორითმების ანალიზისა, ასევე კონკრეტულს, მაგალითად პროგრამირების
ენებისა და მონაცემთა გადაცემის პროტოკოლების დამუშავება.

ინფორმატიკაში კვლევის თემები არის შემდეგი:


 რა არის შესაძლებელი და რა ვერ იქნება რეალიზებული პროგრამებსა და მონაცემთა
ბაზებში (გამოთვლების თეორია და ხელოვნური ინტელექტი),
 როგორ შეიძლება გადაიჭრას კონკრეტული გამოთვლითი და ინფორმაციული ამოცანები
მაქსიმალური ეფექტურობით (გამოთვლების სირთულის თეორია),
 რა ფორმით უნდა იყოს შენახული და აღდგენილი სპეციფიური ტიპის ინფორმაცია
(სტრუქტურები და მონაცემთა ბაზები),
 როგორ უნდა მოხდეს პროგრამების და ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთქმედება
(სამომხმარებლო ინტერფეისი და პროგრამირების ენები და ცოდნის წარმოდგენა) და ა.შ.
განსხვავება მონათესავე სფეროებში

ადამიანურ-კომპიუტერულ ურთიერთქმედება განსხვავდება ადამიანური ფაქტორისაგან


(რომელიც გამოიყენება ერგონომიკასა და იუზაბილიტიში) იმ თვალსაზრისით , რომ
- ადამიანურ-კომპიუტერულ ურთიერთობებში ყურადღება გამახვილებულია უფრო
მომხმარებლებზე, რომლებიც უპირატესად მუშაობენ კომპიუტერებთან, და არა ტექნიკის
სხვა სახეობებთან და არტეფაქტებთან.
- ასევე ადამიანურ-კომპიუტერული ურთიერთქმედება აქცენტირებას აკეთებს
პროგრამული უზრუნველყოფის და აპარატურული უზრუნველუყოფის შემუშავებაზე,
რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანურ-კომპიუტერულ ურთიერთქმედებებს .
⇒ ადამიანური ფაქტორი უფრო ფართო ცნებაა და ადამიანურ-კომპიუტერული
ურთიერთქმედება შეიძლება იყოს დახასიათებული როგორც ადამიანური ფაქტორი , თუმცა
ზოგიერთი ექსპერტი ცდილობს ამ სფეროების განცალკევებას .
- ასევე შეიძლება ითქვას, რომ ადამიანურ-კომპიუტერული ურთიერთქმედება განსხვავდება
ადამიანური ფაქტორისაგან იმით, რომ ნაკლებ აქცენტირებას უკეთებს ამოცანებსა და
პროცედურებს და კიდევ უფრო ნაკლებ აქცენტირებას უკეთებს ფიზიკურ დატვირთვას,
რომელიც გამომდინარეობს ინტერფეისის მოწყობილობის დიზაინის ფორმიდან
(როგორიც არის კლავიატურა და მაუსი).

You might also like