You are on page 1of 65

ინფორმაციული ტექნოლოგიები

ნაწილი 1

1
სარჩევი
რა არის ინფორმაციული ტექნოლოგიები ...................................................................................... 3
პერსონალური კომპიუტერი ............................................................................................................. 3
ინტერნეტი............................................................................................................................................ 4
ოპერაციული სისტემები .................................................................................................................... 5
Cloud Computing და Virtualization ........................................................................................................ 8
ლეგალური და არალეგალური პროგრამული უზრუნველყოფები ......................................... 10

2
რა არის ინფორმაციული ტექნოლოგიები

ინფორმაციული ტექნოლოგიები(IT) წარმოადგენს კომპიუტერული, ტელესაკომუნიკაციო


და მიკროელექტრონული მოწყობილობების გამოყენებას ბიზნესთან, თუ სხვა
ღონისძიებასთან და მოვლენასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მონაცემების
შესანახად, მისაღებად, შესასწავლად, გადასაცემად და სამანიპულაციოდ. ინფორმაციული
ტექნლოგიებიები(IT) არის ინფორმაციული და კომუნიკაციური
ტექნოლოგიების(Information and Communications Technology – ICT) შემადგენელი ნაწილი.

ეს ტერმინი გაიგივებულია კომპიუტერულ და სერვერულს ტექნოლოგიებთან, თუმცა ის


თავის თავში ასევე მოიცავს სატელევიზიო და სატელეფონო ტექნოლოგიებს. დღეს უკვე
ინდუსტრიული ობიექტების უდიდესი ნაწილი დამოკიდებულია ინფორმაციულ
ტექნოლოგიებზე, როგორცაა კომპიუტერული მოწყობილობები, პროგრამული
უზრუნველყოფა, ელექტროობა, ნახევარგამტარები, ინტერნეტი, სატელეკომუნიკაციო
მოწყობილობები და ელექტრონული კომერცია.

ადამიანები ინფორმაციას ინახავდნენ, იღებდნენ და მანიპულირებდნენ ჯერ კიდევ ძვ. წ.


3000 წელს, როდესაც შუმერებმა მესოპოტამიაში შექმნეს დამწერლობა, თუმცა ტერმინი
ინფორმაციული ტექნოლოგიები დაიბადა 1958 წელს Harvard Business Review-ში
გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც ავტორები ჰაროლ ლევიტი(Harold Leavitt) და ტომას
ვისლერი(Thomas Whisler) აკეთებენ კომენტარს იმის შესახებ რომ ახალ ტექნოლოგიებს
ჯერ-ჯერობით არ გააჩნდათ საკუთარი სახელი და საჭირო იყო მისთვის დაერქმიათ
ინფორმაციული ტექნოლოგიები. მათი განსაზღვრება იყოფა სამ კატეგორიად:

1. ტექნიკა დიდი რაოდენობის ინფორმაციის პროცესისთვის


2. გადაწყვეტილების მიღებისთვის, მათემატიკური და სტატისტიკური მეთოდების
გამოყენება
3. მაღალი რანგის აზროვნების მოდელირება კომპიუტერული პროგრამებით.

პერსონალური კომპიუტერი
დღეს უკვე რთულია წარმოვიდგინოთ ადამიანის ცხოვრება კომპიუტერის გარეშე. ის
გვხვდება ყველგან: აეროპორტებში, საწარმოებში, სკოლებში, საავადმყოფოებში და ა.შ.
ადამიანის სხვა გამოგონებებთან შედარებით კომპიუტერს, კერძოდ კი პერსონალურ
კომპიუტერს არც თუ ისე დიდი, მაგრამ საინტერესო ისტორია აქვს. თანამედროვე
არქიტექტურაზე დაფუძნებული პირველი გამოთვლითი მანქანა შეიქმნა მე-20 საუკუნის
40-იან წლებში, თუმცა პირველი პერსონალური კომპიუტერი შეიქმნა 1975 წელს.

პერსონალური კომპიუტერების ისტორია არ იწყება IBM-ით და Microsoft-ით, მიუხედავად


იმისა რომ Microsoft თავიდანვე ჩართული იყო პერსონალური კომპიუტერების
შექმნა/განვითარების მარათონში.

პირველი პერსონალური კომპიუტერი Altair 8800, რომელიც იყენებდა Intel 8080


პროცესორს, შეიქმნა ნიუ-მექსიკოს შტატში, ქალაქ ალბუკერკეში ჰენრი ედვარდ
რობერტსის მიერ (Henry Edward Roberts) კომპანიაში MITS (Micro Instrumentation and
Telemetry Systems). მოგვიანებით მისთვის ბილ გეითსმა(Bill Gates) და პოლ ალენმა(Paul

3
Allen) შექმნეს BASIC კომპილერი და დააარსეს კომპანია Microsoft. თუმცა ხსენებული
მანქანის პერსონალურ კომპიუტერად ჩათვლა საკამათო თემაა.

1976 წელს ორმა სტივმა(Steve Jobs და Steve Wozniak) შექმნეს Apple I კომპიუტერი. ეს ის
წელია როდესაც შეიქმნა ტექსტური რედაქტორი Electric Pencil და თამაში Adventure Game.
ასევე ამავე წელს წარმოდგენილ იქნა 5.25 დიუმიანი Floppy დისკი, რომელიც იყო
პერსონალური კომპიუტერის განვითარებისთვის რევოლუციური გამოგონება.

1980 წელს გამოვიდა პერსონალური კომპიუტერი Apple III, რომელსაც სულ რაღაც 192KB
ოპერატიული მეხსიერება და 5MB მყარი დისკი ჰქონდა.

1981 წელს ადამ ოსბრონმა(Adam Osborne) წარმოადგინა პირველი პორტატული


კომპიუტერი, რომელსაც სულ 5 დიუმიანი ეკრანი ჰქონდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა პერსონალური კომპიუტერის განვითარების გზაზე


გახდა 1981 წელს გამოშვებული IBM PC ოპერაციული სისტემით MS-DOS.

ინტერნეტი

თანამედროვე ერაში პერსონალური კომპიუტერის შესაძლებლობები ბევრად სცდება


პერსონალურობის საზღვრებს. თუმცა სერვისის გარეშე, რომელსაც ჰქვია ინტერნეტი
პერსონალური კომპიუტერის მოხმარების დრო კატასტროფულად მცირდება. დღეს უკვე
არცერთი ბიზნეს პროცესი არ მიმდინარეობს ინტერნეტის გარეშე. ეს უბრალოდ
შეუძლებელია.

ინტერნეტის ისტორია იწყება 50-იან და 60-იან წლებში კომპიუტერული მანქანების შექმნის


პერიოდში.

ერთ-ერთი პირველი ვინც გლობალურ კომპუტერულ ქსელზე ალაპარაკდა იყო ჯოზეფ


ლიკლაიდერი(Joseph Carl Robnett Licklider). ის 1960 წლის იანვრის სტატიაში „ადამიანის
სიმბიოზი - კომპიუტერი“ წერდა რომ „...ისეთი კომპიუტერების ქსელი, რომლებიც
ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან ფართოზოლიანი ხაზით და მონაცემთა შენახვის და
ინფორმაციის ძებნის და სხვა სიმბიოზური ფუნქციების სფეროშო მოსალოდნელ
პროგრესთან ერთად ასრულებენ დღევანდელი ბიბლიოთეკების ფუნქციებს...“

ამერიკის მოწინავე თავდაცვითი სამეცნიერო პროექტების სააგენტოს(DARPA - Defense


Advanced Research Projects Agency) ინფორმაციული პროცესების ოფისის ახლად
დანიშნულმა უფროსმა რობერტ ტეილორმა(Robert Taylor) განიზრახა ლიკლაიდერის
ქსელური სისტემების იდეის განხორციელება.

პირველი ARPANET კომუნიკაცია დამყარდა 1969 წლის 29 ოქტომბერს 22:30 საათზე


კალიფორნიის, ლოს ანჯელესის უნივერსიტეტსა და სტენფორდის კვლევით ინსტიტუტს
შორის.

ჩვენ დავამყარეთ სატელეფონო კავშირი ჩვენსა და SRI-ს ბიჭებს შორის...

კლეინროკმა ინტერვიუში განაცხადა:

ჩვენ ავკრიფეთ ასო L და ვიკითხეთ ტელეფონში

4
ხედავთ L-ს?

დიახ ჩვენ ვხედავთ L-ს - იყო პასუხი

ჩვენ ავკრიფეთ ასო O და ვიკითხეთ - ხედავთ O-ს?

დიახ ვხედავთ O-ს...

ბოლოს ჩვენ ავკრიფეთ G და სისტემა დაეცა.

ეს იყო რევოლუციის დასაწყისი.

დეკემბერში ამ ქსელში უკვე ჩაერთო იუტას და სანტა ბარბარას უნივერსიტეტები. 1981


წელს ქსელში ჩართული წერტილების რაოდენობამ შეადგინა 213. ARPANET
თავდაპირველად იყენებდა Network Control Program (NCP, ზოგჯერ მას ეძახდნენ Network
Control Protocol). 1983 წელს NCP ჩაანაცვლა ბევრად მოქნილმა და ძლევამოსილმა
პროტოკოლებმა - TCP/IP.

ეს იყო მოდერნიზებული ინტერნეტის დასაწყისი.

მნიშვნელოვანი მოვლენები:

• 1972: შეიქმნა პირველი ელ. ფოსტის პროგრამა


• 1974: პირველი LAN (ლოკალური ქსელური არეა) ერთამენთთან აკავშირებს
სხვადასხვა კვლევით ლოკაციებს
• 1981: ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა შეადგინა 213
• 1983: შეიქმნა TCP/IP პროტოკოლები
• 1989: ტიმოთი ბერნერს-ლი(Tim Berners-Lee) ატომური კვლევების ევროპულ
ორგანიზაციაში - CERN შეიქმნა ჰიპერტექსტის პროტოკოლი(HTTP)
• 1992: ილინოისის უნივერსტიტეტთან არსებული NCSA(National Center for
Supercomputing Applications) ქმნის პირველ პოპულარულ ბროუზერს - Mosaic
• 1992: CERN-ის მიერ დაარსდა მსოფლიო ობობის ქსელის(WWW – World Wide Web)
• 1994: Pizza Hut მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ შეკვეთებს
• 1995: პერსონალურმა კომპიუტერებმა უკან ჩამოიტოვეს ტელევიზორები
• 1995: ინტერნეტს მსოფლიოში ყავს 30.6 მილიონი მომხმარებელი
• 2002: ინტერნეტს მსოფლიოში ყავს 605.2 მილიონი მომხმარებელი
• 2009: ინტერნეტს მსოფლიოში ყავს 1.7 მილიარდი მომხმარებელი

ოპერაციული სისტემები

ოპერაციული სისტემა(Operating System – OS) ეს არის სისტემური პროგრამული


უზრუნველყოფა რომელიც მართავს კომპიუტერულ და პროგრამულ რესურსებს და
კომპიუტერული პროგრამებისთვის წარმოადგენს საერთო სერვისს. ყველა კომპიუტერულ
პროგრამას, გარდა ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფისა(Firmware)
ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება ოპერაციული სისტემა.

5
მსოფლიო ბზარზე დომინანტი ოპერაციული სისტემა არის Microsoft Windows(83.3%),
მეორე ადგილზეა Mac OS(11.2%) და მესამე ადგილზეა Linux(1.55%). ასევე მობილურ
ტელეფონების დომინანტი ოპერაციული სისტემაა Google Android, რომელსაც უჭირავს
ბაზრის 87.5% და ის ყოველწლიურად იზრდება დაახლოებით 10%-ით, ხოლო მეორე
ადგილზე Apple IOS 12.1%-ით და მისი წილი ბაზარზე ყოველწლიურად ეცემა
დაახლოებით 5%-ით.

მიუხედავად ბაზარზე არსებული მცირე წილისა, სერვერულ ინფრასტრუქტურებში


დომინირებს ოპერაციული სისტემა Linux.

არსებობს ოპერაციული სისტემების სხვადასხვა ტიპები. ესენია:

• Single- და multi-tasking(ერთ ამოცანიანი და მრავალ ამოცანიანი) ოპერაციული


სისტემები. Single-tasking OS, ეს არის ოპერაციული სისტემა, რომელსაც შეუძლია
მხოლოდ ერთი პროგრამის გაშვება, მაშინ როცა Multi-tasking ოპერაციულ
სისტემებს ერთდროულად შეუძლიათ რამოდენიმე პროგრამული
უზრუნველყოფის გაშვება.
• Single- და multi-user ოპერაციული სისტემები. Single-user ოპერაციულ სისტემას არ
გააჩნია შესაძლებლობა გამოყოს სხვადასხვა მოხმარებლები, თუმცა შეუძლია
ერთდროულად ამუშაოს რამოდენიმე პროგრამული უზრუნველყოფა. Multi-user
ოპერაციულ სისტემას multi-tasking ფუნქციის გარდა აქვს შესაძლებლობა
განაცალკევოს მოხმარებლები და გამოყოს მათთვის საჭირო კომპიუტერული თუ
პროგრამული რესურსი.
• Distributed(განაწილებული) ოპერაციული სისტემა მართავს ცალკე მდგომი
კომპიუტერების ჯგუფს და უზრუნველყოფს მათ, როგორც ერთ კომპიუტერად
წარმოდგენას.
• Templated ოპერაციული სისტემები გამოიყენება ვირტუალიზაციასა და
ღრუბლოვან სისტემებში.
• Embedded - ჩაშენებული ოპერაციული სისტემა გამოიყენება ისეთი
მოწყობილობებისთვის, როგორიცაა მაგალითად პლანშეტური კომპიუტერი.
• Real-time ოპერაციული სისტემა არის გარანტიის მომცემი იმაზე რომ მონაცემების
და მოვლენების პროცესინგი მოხდება დროის სპეციფიკურ მომენტში.
• Library ოპერაციული სისტემები ძირითადად გამოიყენება ქსელური და სხვა
მოწყობილობების სამართავად.

კამათი იმის შესახებ თუ რომელი ჯობია - Windows თუ Linux, უკვე ათწლეულებია არ


ცხრება. და მართლაც ეს სისტემები ძალიან კარგი სისტემებია. თითოეულ მათგანს გააჩნია,
როგორც მინუსები ასევე პლიუსები. ნებისმიერ შემთხვევაში მათ შორის გაკეთებული
არჩევანი იქნება სუბიექტური.

დავიწყოთ იმ სისტემის პლიუსების ჩამოთვლა, რომელიც არც თუ ისე ჩვეულებრივია


მომხმარებლისთვის, ასევე ეს ის სისტემაა, რომლის დაყენების შემდგომ იბადება უამრავი
კითხვა. რა თქმა უნდა საუბარია Linux დისტრიბუტივებზე.

- უფასო დისტრიბუტივები - ამ ოპერაციული სისტემის ძირითადი უპირატესობა


არის უფასო დისტრიბუტების არსებობა, ისეთების როგორიცაა - Ubuntu, Mandriva,
Fedora და ა.შ. ყველა ეს დისტრიბუტივი გარეგნულად ძალიან გავს ერთმანეთს და

6
გააჩნიათ ერთი და იგივე „ფილოსოფია“. ეს გადაწყვეტილება საუკეთესოა იმ
პირებისთვის ვინც გადაწყვიტა მის ორგანიზაციაში კომპიუტერებში იყოს მხოლოდ
ლეგალური ოპერაციული სისტემები და ამაში ფულის დახარჯვა არ სურს.
- უფასო პროგრამული უზრუნველყოფა - თუ ერთ კომპიუტერზე საჭიროა ერთი
ოპერაციული სისტემა, მაშინ მასზე საჭიროა ათეულობით პროგრამული
უზრუნველყოფის ინსტალაცია(ტექსტური რედაქტორები, ანტივირუსები,
გრაფიკული რედაქტორები, არქივატორები და ა.შ.). მაგალითად ხშირად კომპანია
Adobe-ის პროდუქტები ბევრად ძვირია ვიდრე ოპერაციული სისტემები.
- სისტემის მოქნილობა და ღია კოდი - Linux-ის დისტრიბუტივებს პირველ რიგში
იყენებენ პროგრამისტები, რადგან მათი დახმარებით პრაქტიკულად ნებისმიერი
კომპიუტერის სერვერად გადაკეთებაა შესაძლებელი. მათ პირდაპირი წვდომა აქვთ
პროგრამების და სისტემის კოდთან.
- თანამედროვე დიზაინი - დეველოპერების ღია საზოგადოების დამსახურებით
Linux-ის დისტრიბუტივებში შესაძლებელია შეხვდეთ ოპერაციული სისტემების
უამრავ თანამედროვე ტენდენციებს: ფანჯრების გაფორმება, ამოცანების პანელის
ორიგინალური დიზაინი, გვერდითი პანელები და სხვა.
- სისწრაფე და სტაბილურიბა - Linux დისტრიბუტივები საკმაოდ სწრაფად მუშაობენ
სუსტ მანქანებზეც კი. თუმცა ბოლო სამი წელია ეს საკამათო თემა გახდა, რადგან
Ubuntu დისტრიბუტივი ბოლო დროს შესამჩნევად შენელდა. Elementary OS
დისტრიბუტივი არის Linux-ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და სტაბილური
დისტრიბუტივი. ასევე კარგი არჩევანია Mint დისტრიბუტივი.

განვიხილოთ იმ ოპერაციული სისტემის პლიუსები, რომლის შესახებ იცის ყველამ და


რომლის მოხმარებაც შეუძლია ნებისმიერ დამწყებს. რა თქმა უნდა საუბარია ოპერაციულ
სისტემაზე - Windows.

- პოპულარობა - ინტერნეტში არის უამრავი ინფორმაცია ამ ოპერაციული სისტემის


შესახებ. ამ შეუზღუდავი ინფორმაციის დახმარებით ნებისმიერი პრობლემის
თრაბლშუთინგი შეუძლია ნებისმიერ მომხმარებლს. მის პოპულარობას ამტკიცებს
მისი წილი ოპერაციული სისტემების ბაზარზე - 83.3%.
- თავსებადი თამაშები - ალბათ ამ ოპერაციული სისტემის პოპულარობა
განპირობებულია იმით რომ მისი 80% მომხმარებელი იყენებს მას იმიტომ რომ
თამაშების 95-97% გამოდის Windows პლათფორმაზე.
- მოხმარების სიმარტივე - საიდანაც არ უნდა მივუდგეთ მომხმარებელთა
უმრავლესობისთვის ეს ოპერაციული სისტემა ყველაზე მოსახერხებელი და
მარტივია ოპერაციულ სისტემებში.
- პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა - Windows ოპერაციული სისტემის
კიდევ ერთი პლიუსი არის ის რომ, ამ პლათფორმაზე გამოშვებულ პროგრამულ
უზრუნველყოფებს გააჩნია მაღალი ხარისხის მხარდაჭერა. ასევე ეს პროგრამული
უზრუნველყოფები ხშირად ახლდება ან ოპერაციული სისტემის განახლების გამო,
ან შეცდომების გამოსწორების გამო, რაც ყველა შემთხვევაში დიდი პლიუსია.
- თავსებადობა ყველა მოწყობილობასთან - ყველა მოწყობილობას Windows
ოპერაციული სისტემისთვის გააჩნია დრაივერები ან დამატებითი პროგრამები
მათი სრულყოფილი მუშაობისთვის, რაც Linux სისტემაზე იშვიათია.

7
- პროგრესული განვითარება - თუ ადრე ოპერაციული სისტემის ყიდვა საკმაოდ დიდ
პრობლემას წარმაოდგენდა(მაღაზიებში არ იყიდებოდა, ინტერნეტი არც ისე
განვითარებული იყო), დღეს უკვე ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა. რაც
მთავარია დღეს უკვე ფასები არც თუ ისე მაღალია.
- სრულფასოვანი საოფისე პროგრამები - მაშინ როდესაც საუბარია Microsoft Office
პროდუქტებზე მასთან სხვა პროდუქტების ახლოს დაყენებაზე ლაპარაკიც კი
ზედმეტია.

Cloud Computing და Virtualization

What the hell is cloud computing? © Larry from Oracle

ჯერ დავბრუნდეთ წარსულში, კომპიუტერული ტექნიკის დინოზავრებთან 90-იან წლებში,


როდესაც განვითარება დაიწყო მასიურმა ჰოსტინგმა. საუბარია ვებ გვერდებისა და
საიტების ინტერნეტში განთავსების სერვისზე.

ყველაფერი დაიწყო ასე: ელექტრონულ გამოთვლით მანქანებს დგავდნენ ბნელ ოთახებში,


ხსნიდნენ ათასობით ანგარიშს, რომლებზეც კეთილი ინტერნეტ მოხელეები აწყობდნენ
დოტკომის(.com) ბუმს. ჰოსტინგების უმრავლესობა დღესაც ამ მეთოდით ცხოვრობს.

შემდგომ, როდესაც კომპიუტერები გაიაფდა და ინტერნეტ პროექტები დამძიმდა, ბევრმა


დაიწყო გამოყოფილი სერვერის გამოყენება და მათზე სერვისების განთავსება.

გარკვეული დროის შემდგომ წარმოიშვა იდეა - ვებ გვერდების წერის გარდა სხვადასხვა
ბიზნეს სერვისების(ERP, CRM და Accounting) პროგრამირება ისე რომ მათზე მუშაობა
შესაძლებელი გახდეს ვებ ბროუზერით. იდეა მდგომარეობდა ამ სერვისების
მომხმარებლებზე გაქირავებაში, რაც გამოიწვევდა საკუთარი სერვერების უსარგებლობას
და ორგანიზაციისთვის საჭირო გახდებოდა მხოლოდ ინტერნეტის ქონა.

ამ იდეას ერქვა Application Service Provider (ASP).

მაგრამ ეს იდეა ჩავარდა, რადგან მაშინ ინტერნეტი იყო ძალიან ნელი და მსგავსი
სერვისების გამოყენებისთვის ბროუზერებს არ გააჩნდათ სტანდარტი და ამასთან მაშინ არ
არსებობდა AJAX, ხოლო Silverlight და Flex ლაპარაკიც ზედმეტი იყო. სულაც მაშინ
ინტერნეტს საერთოდ სხვა დატვირთვა ჰქონდა და ნდობის დონეც საკმაოდ დაბალი იყო.

ამ იდეის მთავარი მინუსი იმაში მდგომარეობდა რომ ყოველი მოხმარებლისთვის საჭირო


გახდა მისთვის მისაღები სერვერული მწყობილობის გამოყოფა და პროგრამული კოდის
მათზე მორგება. ასევე რთული იყო ამ სერვერების უწყვეტ რეჟიმში მუშაობის
უზრუნველყოფა. ეს კი იმდენად ძვირი ჯდებოდა რომ არც გამყიდველი გამოჩნდა და არც
მყიდველი.

ის-ის იყო ეს კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი იდეა იდეების საუკუნო სანაგვეზე


აღმოჩნდებოდა რომ უცბათ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დაიბადა იდეა
რომელსაც ერქვა - ვირტუალიზაცია. ტერმინი ვირტუალიზაცია ბევრ რამეს ნიშნავს, თუმცა
აქ საუბარია იმ ვირტუალიზაციაზე როდესაც მანქანაზე ყენდება ერთი პატარა და მსუბუქი

8
ოპერაციული სისტემა სახელად ჰიპერვიზორი, რომლის მთავარი საქმიანობაა სხვადასხვა
ოპერაციული სისტემების(WINDOWS, LINUX …) ერთმანეთისგან იზოლირება.

ვირტუალიზაცია - ის იძლევა ერთ ფიზიკურ სერვერზე მისი რესურსებიდან გამომდინარე


რამოდენიმე ვირტუალური სერვერის დაყენების საშუალებას. ეს სერვერები
აბსოლიტურად იზოლირებულნი არიან ერთამნეთისგან და მუშაობენ დამოუკიდებლად.

ვირტუალიზაციამდე მომხმარებელი იდგა იმ ფაქტის წინაშე რომ სერვერების


უმრავლესობა თავისი არსებობის მანძილზე იყენებდა საკუთარი რესურსის მაქსიმუმ 8-
10%. ვირტუალიზაციის შემთხვევაში შესაძლებელი გახდა ამ რესურსის სრულად
ათვისებისა.

ამ დროს უკვე წარმოიშვა ახალი პრობლემა. თუ მანამდე რთული იყო სერვერის უწყვეტად
მუშაობის უზრუნველყოფა, რომელზეც გაშვებული იყო ერთი ოპერაციული სისტემა,
ახლა უკვე ამ სერვერზე მუშაობდა 10-15 ოპერაციული სისტემა და სერვერის მწყობრიდან
გამოსვლის შემთხვევაში დანაკარგი 10-15-ჯერ მძიმე ასატანი იქნებოდა.

ეს პრობლემა ადვილად გადაჭრეს ე.წ. high availability გამოგონებით. ეს არის მექანიზმი


რომელიც აერთიანებს 2 ან მეტ სერვერს ერთ კლასტერში და ერთ-ერთი ფიზიკური
სერვერის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მასზე არსებული ვირტუალური სერვერი
წამებში აღმოჩნდებიან მეორე ფიზიკურ სერვერზე. ამ მექანიზმის გარდა კიდევ არსებობს
რესურსების განაწილების მექანიზმი ე.წ. DRS (Distributed Resource Scheduler).

ეს უკვე ის პერიოდია როცა ბიჭებმა amazon.com-დან არ იციან რაში დახარჯონ ფული,


რომელიც ბლომად იშოვეს ბესთსელერის “როგორ გავხდე მილიონერი იპოთეკის
დახმარებით” გაყიდვით, მაგრამ ფაქტია რომ ფულის დახარჯვა უნდათ. და აი უცბათ
ბიჭებმა ამაზონიდან მდინარე მისისიპზე არსებულ ჰიდრო ელექტრო სადგურთან ახლოს
აღმართეს სამი ანგარი და ეს სამივე ანგარი გამოავსეს სერვერული მოწყობილობებით,
საუბარია ასი ათასობით სერვერზე.

და ასე ე.წ. Hardware as a Services(HaaS) პიონერები გახდნენ ბიჭები ამაზონიდან. იდეა იყო
უმარტივესი, მონაცემთა ცენტრში(Datacenter) განთავსებულია N ფიზიკური სერვერი,
რომელზეც მუშაობს M ვირტუალური სერვერი და ამასთან თითქმის ყოველთვის N < M და
საკმაოდ იშვიათად N ≤ M.

ამაზონის ოპერაციული სისტემების ნაწილი კვლავ მუშაობდა ამერიკული სუპერ


ბესთსელერის „როგორ დავივიწყო იპოთეკა და დავიწყო ახალი ცხოვრება“ წიგნის
გაყიდვით ფულის შოვნაზე, ხოლო დანარჩენი ქირავდებოდა მსურველებზე როგორც
გამოყოფილი ვირტუალური სერვერი.

მათ დაიწყეს ამ სერვერების საათობრივი გაქირავება. მაგალითად კომპიუტერული


გრაფიკის სპეციალისტს სურდა ნამუშევრის სწრაფი რენდერი. მას შეეძლო ამ
ვირტუალური სერვერების საათობრივად ქირაობა, სარენდერო პროგრამული
მოწყობილობის ისნტალაცია, ნამუშევრის დარენდერება და ბედნიერად ყოფნა.

9
ლეგალური და არალეგალური პროგრამული
უზრუნველყოფები

რატომ უნდა გამოვიყენოთ ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფები?

ეს საკითხი ყოველთვის აქტუალურია. ბევრი საწარმოს მმართველების აზრით უკეთესი


იქნება თუ ისინი ეკონომიას გააკეთებენ პროგრამულ უზრუნველყოფაზე და გამოიყენებენ
მეკობრულ ვერსიებს. თუმცა ამის გამო ხშირია კონტრაქტების დაკარგვის ფაქტები.

ეკონომიის გაკეთება დღეს, მომავალში ყოველთვის გამოიწვევს რაიმე უფრო


მნიშვნელოვნის დაკარგვას.

არალიცენზირებულ პროგრამებს გააჩნია როგორც პლიუსები, ისე მინუსები:

არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის ერთადერთი პლიუსი არის ის რომ


ის უფასოა - თუმცა ეს ყველამ იცის რომ უფასო ყველი სათაგურშია.

ჩამოვთვალოთ არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის მინუსები:

- არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის საინსტალაციო დისკი ან


არქივირებული ფაილი შესაძლოა გამოდგეს უხარისხო და მისი ინსტალაცია
შეუძლებელი გახდეს.
- ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გასატეხად ჰაკერებს
პროგრამულ კოდში შეაქვთ ცვლილებები. არავინ იმუშავებს მსოფლიოში იმისთვის
რომ ვინმემ უფასოდ მიიღოს ძვირადღირებული პროგრამული უზრუნველყოფა.
შესაბამისად არსებობს რეალური საფრთხე იმისა რომ პროგრამული
უზრუნველყოფის კოდში ჰაკერებმა ჩასვან მათთვის სასურველი კოდი
ინფორმაციის მოსაპარად, ჩააკერონ ვირუსები და სხვადასხვა ზიანის მომტანი
კოდები. ასევე შესაძლებელია მომხმარებლის კომპიუტერი გამოყენებულ იქნას
როგორც Bot ქსელის ნაწილი და დაუკითხავად მიიღოს მონაწილეობა
DDOS(Distributed Denial-of-Service Attack) შეტევებში.
- კოდში შეტანილმა ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს პროგრამული
უზრუნველყოფის არასტაბილურობა რაც ხელს უშლის ბიზნეს პროცესს.
- არალიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას არ მოყვება მხარდაჭერის
სერვისი, რომელიც აუცილებელია რთული და კომპლექსური პროგრამული
უზრუნველყოფის გამართვასა და სრულფასოვნად მუშაობისთვის.
- ხშირ შემთხვევაში არალიცენზირებული პროგრამული უზურნველყოფის
განახლება შეუძლებელია.
- არსებობს მექანიზმები და სრული უფლება იმისა რომ პროგრამული
უზრუნველყოფის მწარმოებლის წარმომადგენელი აუდიტით შემოვიდეს
ორგანიზაციაში და მოგთხოვოთ პროგრამული უზრუნველყოფის გალიცენზირება,
ამოშლა, ან თუნდაც დაგაკისროთ სოლიდური ჯარიმა.

10
ინფორმაციული ტექნოლოგიები

ნაწილი 2
სარჩევი
კომპიუტერული ქსელი 4

კაბელები და დაერთების ტიპები 4

საკომუტაციო პანელები 5

ქსელის გამანაწილებელი - Network switch 5

მარშრუტიზატორი - Router 5

ბრანდმაუერი - Firewall 5

საკომუნიკაციო კარადა 6

Virtual private network(VPN) - ვირტუალური პერსონალური ქსელი 6

Proxy სერვერი 6

Clearnet და DarkNet/Dark Web 6

Deep Web 7

ვებ საძიებო სისტემები 8


კომპიუტერული ქსელი

კომპიუტერული ქსელი, იგივე გამოთვლითი ქსელი ეს არის სისტემა, რომელიც


უზრუნველყოფს გამოთვლით მოწყობილობებს(კომპიუტერები, სერვერები,
მარშრუტიზატორები და ა.შ.) შორის მონაცემთა გაცვლას. კომპიუტერულ ქსელში
კომპიუტერული მოწყობილებები ერთმანეთში ცვლიან მონაცემებს მონაცემთა გადაცემის
არხით(DATA LINK). ორ მოწყობილობას შორის კავშირი მყარდება კაბელური ან უკაბელო
ქსელით.

შესაძლებელია ქსელის კლასიფიკაცია ტერიტორიული ადგილმდებარეობის მიხედვით:

● BAN(Body Area Network) - იმპლემენტირებადი კომპიუტერული მოწყობილებების


ქსელი.
● PAN(Personal Area Netwok) - სხვადასხვა მოწყობილებებისთვის განკუთვნილი
პერსონალური ქსელი, რომელიც ეკუთვნის ერთ ადამიანს.
● LAN(Local Area Netwok) - ლოკალური ქსელი შიდა ინფრასტრუქტურაში ინტერნეტ
სერვისის მომწოდებელთან გასვლამდე.
● CAN(Campus Area Netwok) - საუნვერსიტეტო კამპუსის შიდა ტერიტორიის ქსელი,
რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კორპუსებში არსებულ ლოკალურ ქსელებს.
● MAN(Metropolitan Area Network) - ქალაქისა და საქალაქთაშორისო ლოკალური ქსელი.
● WAN(Wide Area Network) - დიდი გეოგრაფიული მასშტაბების მქონე გლობალური
ქსელი.

კაბელები და დაერთების ტიპები

ქსელის კაბელი ეს არის ქსელში არსებული კომპიუტერების, სვიჩების, როუტერების,


პრინტერების და სხვადასხვა ქსელური მოწყობილებების ერთამენთთან დასაკავშირებელი
საშუალება. დღეს ქსელური მოწყობილებების დასაერთებლად ძირითადად გამოიყენება
ხვეული წყვილების(მიღებული ტერმინით Ethernet) და ოპტიკური კაბელები.

Ethernet კაბელები წარმოადგენენ წყვილ-წყვილად დახვეულ კაბელებს. ამ ტიპით დახვეული


კაბელების მთავარი მიზანია სხვა წყვილისა და სხვა კაბელების ელექტრომაგნიტური
ზემოქმედებისგან დაცვა, რაც ქსელში ქმნის ხარვეზებს.

Ethernet crossover კაბელები გამოიყენება(გამოიყენებოდა) ორი კომპიუტერული


მოწყობილობის ერთმანეთთან დასაკავშირებლად ქსელის გამანაწილებლების,
მარშრუტიზატორებისა და ჰაბების გარეშე. თუმცა ახალი თაობის ქსელის ბარათები აღარ
ითხოვენ ამ პიტის კაბელებით დაერთებას.

ოპტიკური კაბელი წარმოადგენს რამდენიმე შრიანი დამცავი მატერიის ცენტრში


მოთავსებულ ოპტიკურ ბოჭკოს. ოპტიკური კაბელები ბევრად ძვირია ვიდრე სპილენძის
Ethernet კაბელები, თუმცა მათ შეუძლიათ პაკეტების ბევრად სწრაფად და დიდ მანძილზე
გატარება.

არსებობს ოპტიკური კაბელების ორი ძირითადი ტიპი - მულტი-რეჟიმიანი ოპტიკური კაბელი


მოკლე დისტანციებზე სამუშაოდ და ცალ-რეჟიმიანი ოპტიკური კაბელი გრძელ
დისტანციებზე სამუშაოდ.

საკომუტაციო პანელები

საკომუტაციო პანელი არის ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ერთ-


ერთი ძირითადი ნაწილი. მასზე ხაზობრივად განლაგებულია ქსელური კაბელების ერთი
ერთი დაბოლოება.

ქსელის გამანაწილებელი - Network switch

ქსელის გამანაწილებელი(Switch) ეს არის კომპიუტერული ქსელის მოწყობილობა რომელიც


უზრუნველყოფს კომპიუტერულ მოწყობილობებს შორის კავშირსა და ქსელის განაწილებას.

ნაკლებად განვითარებული ქსელის ჰაბისგან განსხვავებით, ქსელის გამანაწილებელი


მონაცემებს გადასცემს ერთ ან რამდენიმე მოწყობილობას მათი მოთხოვნისამებრ. ჰაბის
შემთხვევაში ეს მონაცემები კოპირდება ყველა პორტზე.

მარშრუტიზატორი - Router

მარშრუტიზატორი არის ქსელური მოწყობილობა რომელიც კომპიუტერულ ქსელებში


მონაცემთა პაკეტების გადაგზავნას უზრუნველყოფს. მონაცემთა პაკეტები ინტერნეტში
ერთი მარშრუტიზატორიდან იგზავნებიან მეორე მარშრუტიზატორზე.

მარშრუტიზატორი დაკავშირებულია ორი ან მეტი მონცამეთა გადაცემის არხით სხვადასხვა


ქსელში. როდესაც მონაცემთა პაკეტი შემოდის ერთ-ერთ არხზე მარშრუტიზატორი
კითხულობს პაკეტში არსებულ მისამართების ინფორმაციას და განსაზღვრავს ამ პაკეტის
საბოლოო დანიშნულების პუნქტს. შემდგომ მასში არსებული მარშრუტიზაციის ცხრილში ან
პოლიტიკაში არსებული ინფორმაციის წაკითხვით მიღებულ პაკეტს აგზავნის(ან არ აგზავნის)
დანიშნულების პუნქტში.

ბრანდმაუერი - Firewall

ბრანდმაუერი(Firewall) არის აპარატურული ან პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც


ახორციელებს, მასში შემავალი პაკეტებისა და ტრაფიკის კონტროლს და ფილტრაციას. მის
ძირითად დავალებას წარმოადგენს, ლოკალური ქსელის ან ცალკეული კვანძების დაცვა
არასანქცირებული წვდომისგან. რომელიც კრძალავს არავტორიზირებულ წვდომას და ნებას
რთავს მხოლოდ ავტორიზირებულ კავშირს, როგორც ქსელის შიგნიდან გამავალ პაკეტებზე,
ასევე ქსელში შემავალ პაკეტებზე.

საკომუნიკაციო კარადა

საკომუნიკაციო კარადა ეს არის კონსტრუქცია, ელექტრო, ქსელური და სერვერული


მოწყობილობების კომპაქტურად განთავსებისთვის.

საკომუნიკაციო კარადის ტევადობა იზომება ე.წ. იუნიტებით. ასევე ე.წ. rack mountable
სერვერული, ელექტრონული ქსელური მოწყობილობების ზომები აღინიშნება იუნიტებით.

Virtual private network(VPN) - ვირტუალური პერსონალური


ქსელი
virtual private network (VPN) - ეს არის პერსონალური დახურული ქსელი სადაც
მომხმარებლებს ინტერნეტის საშუალებით შეუძლიათ დაამყარონ კონტაქტი ერთმანეთში იმ
გარანტიით რომ მათ კავშირში ვერ ჩაერთვება მესამე პირი.

ეს ქსელი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ დაუკავშირდეს კორპორაციის


შიდა intranet პორტალს მაშინაც კი როდესაც ის არ იმყოფება ოფისში.

ამ კავშირს ხშირად იყენებენ იმ დროს როდესაც ერთ დახურულ ცენტრალურ სერვისს იყენებს
ერთი ან რამდენიმე გეოგრაფიულად მოშორებული მომხმარებელი.

Proxy სერვერი
Proxy სერვერი არის შუამავალი სერვერი კლიენტსა და მის მიერ სხვა სერვერზე მოთხოვნილ
რესურსებს შორის. კლიენტი უკავშირდება პროქსი სერვერს და იყენებს მას როგორც სერვის,
ანუ საჭირო რესურსების სერვერზე, რესურსის მოთხოვნა იგზავნება არა კლიენტის მიერ,
არამედ პროქსი სერვერის მიერ.

ამ სერვის ხშირად იყენებენ დახურულ სისტემებში, რათა შეძლონ დაბლოკილ რესურსებზე


წვდომა. ასევე იყენებენ ანონიმურობისთვის.

Clearnet და DarkNet/Dark Web


Clearnet - ამ ტერმინით მოიხსენიებენ ძირითად არადაკრიპტულ, non-darknet და non-tor
ინტერნეტ სივრცეს. ამ ტიპის ვებ სივრცეს ახასიათებს ანონიმურობის დაბალი დონე, სადაც
თითქმის ყველა ვებ გვერდი აფიქსირებს ვიზიტორის IP მისამართს.

Darknet არის ვებ სივრცე, რომელთან წვდომა შესაძლებელია მხოლოდ სპეციფიკური


პროგრამული უზრუნველყოფით, კონფიგურაციით ან ავტორიზაციით, რომლებიც
ძირითადად იყენებენ არატრადიციულ საკომუნიკაციო პროტოკოლებსა და პორტებს.
არსებობს დარქნეტის ორი ტიპი - friend-to-friend(ძირითადად გამოიყენება ფაილების
გაზიარებისთვის) და privacy(მაგ.: ToR).
2015 წლიდან ტერმინს Darknet ხშირად მოიხსენიებენ როგორც Dark Web ტერმინის
შემცვლელად, რადგან ToR Darknet-ში საგრძნობლად გაიზარდა დამალული სერვისების
რაოდენობა. ამ ტერმინების ნაცვლად ხშირად არასწორად ხმარობენ ტერმინს Deep Web
რადგან ადრე ToR პლატფორმა საძიებო სისტემებისთვის იყო არაინდექსირებადი.

ტერმინი Darknet შეიქმნა 1970 წელს და ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ იმ ქსელს რომელიც


იზოლირებული იყო ARPANET-ისგან. შემდგომ მას დაერქვა ინტერნეტი. Darknet-ს
ARPANET-ისგან შეეძლო მიეღო მონაცემები, მაგრამ ამ ქსელში არ ფიქსირდებოდი მისი
მისამართი და არ პასუხობდა არანაირ მოთხოვნას.

Darknet ძირითადად გამოიყენება:

● კომპიუტერული დანაშაულებისთვის(ჰაკინგი, ფაილების მოპარვა და ა.შ.)


● დისიდენტების დასაცავად პოლიტიკური რეპრესიებისგან
● ფაილების გაზიარებისთვის(ვარეზი, ტორენტი, პერსონალური ფაილები,
პორნოგრაფია, კონფიდენციალური ფაილები, არალეგალური პროგრამული
უზრუნველყოფები და სხვა)
● მიზანმიმართული მეთველყურობისგან თავის დასაცავად
● აკრძალული საქონლით ვაჭრობისთვის
● გაჟონილი ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად და ადამიანების სამხილებლად
● Google და სხვა სტანდარტული საძიებო სისტემების მიერ დაბლოკილი რესურსების
საძიებლად

Darknet სივრცეში წვდომისათვის აუცილებელია სპეციალური პროგრამული


უზრუნველყოფა(ბროუზერი) სახელად Tor (The onion router). თუმცა ხსენებულის გარდა
არსებობს სხვა საშუალებები. ზოგიერთი დღეისათვის აქტიური საშუალებებია:

● Decentralized network 42 - გამოიყენება არა ანონიმურობისთვის, არამედ კვლევითი


მიზნებისთვის
● Freenet - ეს არის პოპულარული F2F ქსელი.
● OneSwarm – F2F და ფაილების გაზიარებისთვის
● RetroShare
● Riffle
● Syndie

Deep Web
Deep Web, იგივე Invisible Web, ან Hidden Web არის მსოფლიო ობობას ქსელის შემადგენელი
ნაწილი, თუმცა მისი შემადგენელი რესურსები არ ინდექსირდება საძიებო სისტემების მიერ.

Deep Web-ში განთავსებულია ვებ გვერდები რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი სხვა


ჰიპერტექსტურ ბმულებთან. მაგალითად, ჩიხური ვებ გვერდები, რომლებიც სკრიპტების
მეშვეობით დინამიურად ქმნიან სხვადასხვა ბმულებს მოთხოვნისამებრ. ასევე Deep Web-ში
განთავსებულია ვებ გვერდები რომლებზეც წვდომა შესაძლებელია მხოლოდ
აუტენტიფიკაციის გავლის შემდგომ.

საძიებო სისტემები იყენებენ სპეციალურ საძიებო მცოცავებს(რობოტებს), იგივე web crawler-


ებს, რომლებიც შედიან ვებ გვერდებზე გადადიან მასზე არსებულ ბმულებზე და ახდენენ მათ
ინდექსირებას და მათ მონაცემთა ბაზებში რეგისტრაციას. საძიებო რობოტი მოძებნის სხვა ვებ
გვერდის ბმულს არსებულ ვებ გვერდზე და გადავა იმ გვერდზე ინდექსაციისთვის, შემდეგ
სხვა გვერდზე და ეს ციკლი მეორდება უსასრულოდ. ის ვებ გვერდები რომლებსაც არ
გააჩნიათ სხვა ვებ გვერდების ბმულები და ასევე არ გააჩნიათ საძიებო სისტემებისთვის
საიდენტიფიკაციო ე.წ. ტეგები ხშირად საძიებო სისტემებისთვის ხდებიან შეუმჩნეველი. ამ
შემთხვევაში პირდაპირი ბმულის ცოდნის გარეშე მომხმარებელს არ აქვს წვდომა ვებ
გვერდზე. სწორედ ასეთი ვებ გვერდები ქმნიან Deep Web-ს.

Deep Web ზუსტი ზომა და მასშტაბი უცნობია. არსებობს მეტ-ნაკლებად საიმედო


ინფორმაციები ასეთი ვებ გვერდების რაოდენობის შესახებ, თუმცა ეს რიცხვები ხშირად
ბევრად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ვებ საძიებო სისტემები


ვებ საძიებო სისტემები არის პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებიც შექმნილია
მსოფლიო ობობას ქსელში საჭირო რესურსების მოძიებისთვის.

საძიებო სისტემის დახმარებით ინფორმაციის მიღებისთვის მომხმარებელი ახდენს ძიების


მოთხოვნის ფორმულირებას. მნიშვნელოვანია საჭირო ინფორმაციის სწორად მოძიება. ანუ
მთავარია საძიებო სისტემაში მითითებული ინფორმაცია იყოს სწორი. სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, თუ ვიცით რას ვეძებთ მივიღებთ ზუსტად იმას რასაც ვეძებთ.

დღეს საძიებო სისტემებით ინფორმაციის მიღება ინფორმაციის რაოდენობიდან გამომდინარე


პრობლემა აღარ არის, თუმცა ძებნის შედეგი დამოკიდებულია ძებნის სტილზე.

დღეს მსოფლიოში ყველაზე შედეგიანი საძიებო სისტემა არის - google. ეს სისტემა


გვთავაზობს ძებნის სტილის მრავალ სახეობას სასურველი შედეგის მისაღებად.

1. ზუსტი ფრაზის მოსაძებნად საძიებო ველში გამოიყენეთ ბრჭყალები - „“


2. ბრჭყალების შიგნით არსებულ სიტყვებს შორის გამოიყენეთ ვარსკვლავი(*) უცნობი და
ცვალებადი სიტყვების საძიებლად
3. გამოიყენეთ მინუს სიმბოლო(-) რათა ძებნის რეზულტატებიდან გამოირიცხოს
კონკრეტული სიტყვა
4. ვებ გვერდებზე ეძებეთ საკვანძო სიტყვები site:ვებ გვერდის მისამართის მითითებით
5. შესაძლებელია კალკულატორის გამოძახება
6. შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტის შედარება - vs
7. შესაძლებელია ძებნის შედეგის ფილტრაცია დამატებითი ხელსაწყოებით, ასევე
ქვეყნებისა და დროის მიხედვით
8. გამოიყენეთ DEFINE: იმისათვის რომ გაიგოთ სიტყვისა და სლენგის მნიშვნელობა
9. შესაძლებელია ფოტოების ძიება ფოტოებით
ინფორმაციული ტექნოლოგიები

ნაწილი 3
სარჩევი
რა არის კიბერ შეტევა ......................................................................................................................... 3
თანამედროვე მსოფლიოს კიბერ საშიშროებანი ............................................................................ 3
ჰაკერები ................................................................................................................................................ 4
შავქუდიანი ჰაკერები ......................................................................................................................... 4
თეთრქუდიანი ჰაკერები .................................................................................................................... 4
რუხქუდიანი ჰაკერები ....................................................................................................................... 5
სოციალური ინჟინერია ...................................................................................................................... 5
რა არის კიბერ შეტევა

Practical Law Company მიერ გამოცემული დადგენილების თანახმად კიბერ შეტევის


განმარტება ხდება შემდეგ სახით:

კიბერშეტევა არის შეტევის წამოწყება კომპიუტერიდან ვებ გვერდის, კომპიუტერული


სისტემის ან პერსონალური კომპიუტერის წინააღმდეგ მაკომპრომეტირებელი, ან
კონფიდენციალური ინფორმაციის მოსაპოვებლად.

არსებობს კიბერ შეტევის მრავალი ტიპი, მათ შორისაა შიდა დახურულ სისტემაში
შესაღწევად სოციალურ ქსელში მავნე პროგრამების ჩანერგვა და ფიშინგი. შეტევის უფრო
რთული და განვითარებული ფორმებია:

• DDoS შეტევები
• Brute Force შეტევები
• ჰაკინგი
• კომპიუტერული სისტემის ან ვებგვერდის „დატყვევება“ გამოსასყიდისთვის
• მონაცემთა მოპოვება, ან მოპოვების მცდელობა დახურულ კომპიუტერულ
სისტემაში
• ვებ გვერდის დაჰაკვა
• ვირუსის ან მავნე პროგრამის ინსტალაცია
• კომპიუტერის არაავტორიზირებული მოხმარება მონაცემთა მოსაპოვებლად
• კომპანიის თანამშრომლების მიერ ამავე კომპანიის კომპიუტერების და
აპლიკაციების გამოყენება იმ მეთოდით, რომელიც ვნებს სხვა კომპანიას.

თანამედროვე მსოფლიოს კიბერ საშიშროებანი


თანამედროვე მსოფლიოში კიბერ საფრთხეები ძალიან სწრაფად იზრდება და
მრავალფეროვნდება, რაც თავისთავად აქტუალურს ხდის ინფორმაციული
უსაფრთხოებისთვის ბრძოლას. კერძოდ, თუ საქმე ეხება მცირე და საშუალო ზომის
ბიზნესს, სადაც ხშირია არაკვალიფიცირებული თანამშრომლები, ზუსტად აქ იწყობა IT
ინფრასტრუქტურა ბიუჯეტის ნარჩენებით და ცოტამ თუ იცის საერთოდ რა და როგორ
უნდა გაკეთდეს.

ტიპიურია შემთხვევები, როდესაც მთელ IT ინფრასტრუქტურას მეთვალყურეობს


გამოუცდელი კადრი და საკმაოდ იშვიათად ტარდება აუდიტი რომელიც არც თუ ისე
სანდოა, რადგან ისევ თანხების დაზოგვის მიზნით მოწვეულ იქნა ნაკლებ კვალიფიციური
სპეციალისტი.

თავდაცვა თავისთავად კარგია, მაგრამ ის ყოველთვის აუცილებელი არაა. ზოგიერთ


შემთხვევაში საკმარისია ჩვეულებრივი ანტივირუსის ინსტალაცია, ხოლო ზოგიერთ
შემთხვევაში ოპერაციული სისტემის Windows-ის გამოყენება არ შეიძლება. მოკლედ რომ
ვთქვათ ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე დახარჯული თანხები უნდა შეესაბამებოდეს იმ
დანაკარგებს, რომელიც კომპანიამ შეიძლება მიიღოს კიბერ შეტევის შემთხვევაში.
დღეს-დღეობით კიბერ საფრთხეები იყოფა ორ ნაწილად, შიდა და გარე კიბერ
საფრთხეებად. გარე კიბერ საფრთხის მიზეზები და წყაროები იმყოფებიან კომპანიის გარეთ
გლობალურ ქსელში. შიდა კიბერ საფრთხეები პირდაპირ დაკავშირებულნი არიან
კომპანიის პერსონალთან, პროგრამულ უზრუნველყოფასა და მოწყობილობებთან.

ჰაკერები

ჰაკერს მრავალი მნიშვნელობა აქვს გამოთვლით მანქანებსა და პროგრამირებაში.

• თავდაპირველად ჰაკერებს ეძახდნენ პროგრამისტებს, რომლებიც პროგრამული


უზრუნველყოფის კოდში არსებულ შეცდომებს ასწორებდნენ სწრაფად და
ელეგანტურად.
• მოგვიანებით ჰაკერი დაერქვა კომპიუტერული სისტემის გამტეხავს, პროგრამისტს,
რომელიც მიზანმიმართულად უქცევდა გვერდს თავდაცვის სისტემებს და ახდენდა
კომპიუტერულ სისტემაში შეღწევას.

ჰაკერთა სფეროში მიღებულია ჰაკერების დროის დაფასება. ისინი უზიარებენ ერთმანეთს


საკუთარ გამოცდილებას, იდეებს და ქმნიან ღია კოდის მქონე პროგრამებს, ეს მათი
მოვალეობაც კი არის. ჰაკერები იყოფიან სამ ჯგუფად — შავ, თეთრ და რუხ ქუდიან
ჰაკერებად.

შავქუდიანი ჰაკერები

შავქუდიანი ჰაკერები სისტემაში შეღწევას ახდენენ საკუთარი თავის გამორჩენის მიზნით.


ზუსტად შავქუდიანი ჰაკერების დამსახურებაა ის რომ ჰაკერები დღეს ითვლებიან კიბერ
დამნაშავეებად.

შავქუდიანი ჰაკერები, რომლებიც ინფორმაციას იპარავენ პერსონალური ან სახელმწიფო


კომპიუტერებიდან, ყიდიან მათ შავ ბაზარზე დარქვებში.

თეთრქუდიანი ჰაკერები

თეთრქუდიანი ჰაკერები არიან შავქუდიანი ჰაკერების მოწინააღმდეგეები. მათ ხშირად


მოიხსენიებენ როგორც ეთიკურ ჰაკერებს. ისინი საკუთარ შესაძლებლობებს იყენებენ
კარგი, ეთიკური და ლეგალური საქმიანობისთვის. მაგ.: სისტემის დაცვისთვის
შავქუდიანი ჰაკერებისგან.

ხშირად თეთრქუდიან ჰაკერებს ქირაობენ ორგანიზაციის ქსელის უსაფრთხოების


მდგრადობის შესამოწმებლად. ორგანიზაცია თეთრქუდიან ჰაკერს აძლევს უფლებას რომ
მან მოახდინოს სისტემაზე შეტევა. ასეთ შემთხვევაში არსებობს ორი ტიპის ჰაკინგი.
პირველ შემთხვევაში ჰაკერმა იცის რა სისტემაა განთავსებული ორგანიზაციის IT
ინფრასტრუქტურაში, იცის მისი წყობა და ქსელის ტოპოლოგია, ხოლო მეორე შემთხვევაში
მას არ აქვს არავითარი ინფორმაცია.

განსხვავებით შავქუდიანი ჰაკერისაგან თეთრქუდიანი ჰაკერი ქსელში არსებული


სისუსტეების შესახებ ინფორმაციას გადასცემს ორგანიზაციას და ის ამით არ ვაჭრობს
დარქვებში.

რუხქუდიანი ჰაკერები

ყოველთვის თეთრსა და შავს შორის ჩნდება რუხი არე. რუხქუდიანი ჰაკერები არიან შავსა
და თეთრქუდიან ჰაკერებს შორის. ისინი ინფორმაციას მოიპოვებენ მხოლოდ საკუთარი
სარგებლობისთვის ან ვანდალიზმის მიზნით. ისინი სახელის მოხვეჭის მიზნით
სიამოვებით დაჰაკავებ ვებ გვერდებს და კომპიუტერულს სისტემებს.

სოციალური ინჟინერია

სოციალური ინჟინერია - ადამიანის ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე დაფუძნებული,


საჭირო ინფორმაციის მოპოვების მეთოდი. სოციალური ინჟინერიის ძირითადი არსი
მდოგმარეობს კონფიდენციალური ინფორმაციის, პაროლების, საბანკო და სხვა დაცულ
სისტემებში არსებული მონაცემების მოპოვებაში. მიუხედავად იმისა რომ ტერმინი
სოციალური ინჟინერია არც თუ ისე დიდი ხანია შემოვიდა ხმარებაში, ეს მეთოდი საკმაოდ
დიდი ხანია გამოიყენება სხვადასხვა დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების
მიერ. სპეცსამსახურები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კონფიდენციალური
ინფორმაციის მოპოვებაში ხშირად მიმართავენ ამ მეთოდს.

იმისათვის რომ თავი ავარიდოთ სოციალური ინჟინერიის საფრთხეებს, საჭიროა გავიგოთ


როგორ მუშაობს ის. განვიხილოთ სოციალური ინჟინერიის მეთოდები და მათგან დაცვის
საშუალებები.

პრეტექსტინგი - ეს არის მანამდე შედგენილი სცენარის მიხედვით ქმედებების


ერთობლიობა, რის შედეგადაც მსხვერპლმა შესაძლოა გასცეს კონფიდენციალური
ინფორმაცია ან მოახდინოს გარკვეული ქმედება. ყველაზე ხშირად ამ მეთოდის ქმედებაში
მოსაყვანად გამოიყენება ხმოვანი სისტემები, როგორიცაა სკაიპი, ტელეფონი და ა.შ.

ამ მეთოდის გამოყენებისათვის ბოროტმოქმედი ვალდებულია გააჩნდეს სხვადასხვა მცირე


ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. მაგალითად, თანამშრომლის სახელი, თანამდებობა,
პროექტების სახელები, დაბადების დღეები და ა.შ. ბოროტმოქმედი ამ ინფორმაციით
მანიპულირებს მანამ სანამ ის მსხვერპლისთვის გახდება სანდომიანი პირი და ამის
შემდგომ ის მარტივად იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას.

ფიშინგი - ინტერნეტ თაღლითობის ტექნიკა, რომელიც მიმართულია სხვადასხვა


სისტემებში ავტორიზებული მომხმარებლების მონაცემების მოპოვებაზე. ფიშინგის
ძირითადი ქმედებაა ყალბი წერილების გაგზავნა ელ. ფოსტაზე, რომელიც გამოიყურება
როგორც ოფიციალური წერილი ბანკისგან ან სხვა საგადასახადო სისტემისგან. წერილი
შეიცავს ფორმას პერსონალური მონაცემების შესაყვანად ან ბმულს ვებ გვერდზე
გადასასვლელად სადაც განთავსებულია იგივე მონაცემების შესავსები ფორმა. ამ
მეთოდით მოტყუებული მსხვერპლი დგება სხვადასხხვა პრობლემების წინაშე: ანგარიშის
დაბლოკვა, ფულის დაკარგვა, სისტემის გაუმართაობა და სხვა.

ტროას ცხენი - ეს მეთოდი დამყარებულია მომხმარებლის ცნობისმოყვარეობაზე, შიშსა თუ


სხვა ემოციებზე. ბოროტმოქმედი მსხვერპლს უგზავნის წერილს ელ. ფოსტაზე სადაც
მიბმულია ანტივირუსის განახლება, ფულადი მოგების განაღდების გასაღები ან
კომპრომატი თანამშრომელზე. სინამდვილეში მიბმული ფაილი შეიცავს ზიანის მომტან
პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც მას შემდეგ როცა გაეშვება კომპიუტერში
ბოროტმოქმედისთვის აგროვებს ან ცვლის ინფორმაციას.

Quid pro quo(წყალობა წყალობისთვის) - ამ მეთოდით ბოროტმოქმედი მსხვერპლს


უკავშირდება ელ. ფოსტით ან კორპორატიული ტელეფონით. ბოროტმოქმედი მსხვერპლს
თავს წარუდგენს ტექნიკური დახმარების პირად და მოახსენებს მას სამუშო ადგილზე
ტექნიკური გაუმართაობის შესახებ. შემდგომ ის საუბრობს ტექნიკური გაუმართაობის
გასწორების აუცილებლობაზე. ამ პრობლემის გადაჭრის პროცესში ბოროტმოქმედი
აიძულებს მსხვერპლს გაატაროს ისეთი ქმედებები რომელიც ბოროტმოქმედს
კომპიუტერში მავნე პროგრამის დატოვების საშუალებას მისცემს.

ანკესი - ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში ბოროტმოქმედი ტროასცხენის შემცველ


პროგრამულ უზრუნველყოფას წერს ფიზიკურ მოწყობილობაზე - ფლეშ ბარათზე, დისკზე
და ა.შ. ბოროტმოქმედი ამ მოწყობილობას განათავსებს საზოგადოებრივი თავშეყრის
ადგილებში კომპანიის ან უწყების მიმდებარე ტერიტორიაზე. იმისათვის რომ მსხვერპლს
გაუჩნდეს სურვილი ამ მოწყობილობის ხელში აღებისა და კომპანიის კომპიუტერზე
მიერთებისთვის ბოროტმოქმედს მასზე დააქვს კომპანიის ლოგოტიპი ან წარწერა.
მაგალითად, მონაცემების გაყიდვების შესახებ, საგადასახადო ანგარიში და ა.შ.

უკუსოციალური ინჟინერია - ამ ტიპის შეტევა მიმართულია ისეთი სიტუაციის


შექმნისაკენ, როდესაც მსხვერპლს აღარ რჩება სხვა გზა და დახმარებისთვის მიმართავს
ბოროტმოქმედს. მაგალითად ბოროტმოქმედი ცოტა ხნით ადრე ტელეფონზე ტექსტური
შეტყობინებით აგზავნის ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფის ტელეფონის ნომერს, ხოლო
გარკვეული დროის შემდგომ მსხვერპლის კომპიუტერზე ხელოვნურად ქმნის
პრობლემებს. რჩება დიდი შანსი იმისა რომ მსხვერპლი ტექნიკური დახმარების ჯგუფს(ამ
შემთხვევაში ბოროტმოქმედს) დაუკავშირდება მანამდე მიღებულ ტექსტურ
შეტყობინებაში არსებულ ტელეფონის ნომერზე და სთხოვს მას დახმარებას. დახმარების
პერიოდში ბოროტმოქმედი მოიპოვებს მისთვის სასურველ ინფორმაციას.

სოციალური ინჟინერიისგან თავიდაცვის ძირითადი საშუალებაა თანამშრომლების


ცნობიერების ამაღლება. ყველა თანამშრომელი გაფრთხილებული უნდა იყოს
ინფორმაციის და კომპანიის კონფიდენციალური მონაცემების დაკარგვის საშიშროების
შესახებ. ასევე გატარებული უნდა იქნას მონაცემთა დაკარგვისგან თავის არიდების
ოპერაციები. ამას გარდა ყველა თანამშრომელს განურჩევლად დეპარტამენტისა და
თანამდებობისა უნდა გადაეცეს ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ რა და როგორ თემებზე
უნდა ისაუბრონ სხვა ადამიანებთან და რა ინფორმაციის გაცემა შეიძლება ტექნიკური
მხარდაჭერის პირზე.

დაცული უნდა იყოს შემდეგი წესები:

✓ მომხმარებლის მონაცემები ეს არის კომპანიის საკუთრება


o ყველა თანამშრომელს სამსახურში მიღების დროს უნდა გადაეცეს
დოკუმენტი იმის შესახებ რომ, კომპანიის მიერ გაცემული მომხმარებლის
სახელი და პაროლი არის კომპანიის საკუთრება და მათი გამოყენება პირადი
მიზნებისთვის აკრძალულია. ასევე ხშირია შემთხვევა როდესაც
თანამშრომელი შვებულებაში გასვლისას მის კოლეგას გადასცემს ელ.
ფოსტაზე აუტენტიფიკაციის მონაცემებს, რათა მან მის მაგივრად
შეასრულოს გარკვეული სამუშაო ან თვალი ადევნოს შემოსულ წერილებს
მისი შვებულების პერიოდში. მსგავსი ფაქტი დაუშებელია.
✓ აუცილებელია განვითარებადი და რეგულარული ტრენინგების ჩატარება
ინფორმაციულ უსაფრთხოებაში კომპანიის თანამშრომელებისთვის.
o მსგავსი ტრენინგების ჩატარების შემდგომ თანამშრომელს უკვე გააჩნია
ინფორმაცია სოციალური ინჟინერიის შესახებ და ის ამ ცოდნას გამოიყენებს
მისგან თავის არიდებისთვის.
✓ აუცილებელია კომპანიაში ინფორმაციული უსფართხოების პოლიტიკის
შემუშავება. ასევე ინსტრუციების გაცემა თუ როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი
სხვადასხვა სიტუაციაში.
o მაგალითად ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკაში გაწერილი უნდა
იყოს ის რომ არ შეიძლება ფაილების გადაგზავნა სხვადასხვა სოციალური
ქსელით. ასევე კომპანიის გარე ლოკაციებზე კომპანიის ფლეშ მეხსიერების
გამოყენება და ა.შ. ასევე ინსტრუქციებში მითითებული უნდა იყოს თუ
როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი იმ შემთხვევაში თუ მას მესამე პირმა
მოსთხოვა კონფიდენციალური ინფორმაცია.
✓ მომხმარებელთა კომპიუტერებზე ყოველთვის უნდა იყოს ინსტალირებული და
განახლერბული ანტივირუსული პროგრამა
o გარდა ანტივირუსებისა კომპანიის კომპიუტერებზე უნდა გაეშვას
ბრანდაუმერები.
✓ კორპორატიულ ქსელში მოწყობილი უნდა იყოს შემოტევების დაფიქსირებისა და
თავდაცვის სისტემები
o საუბარია DLP სისტემებზე, ახალი თაობის ბრანდმაუერებზე, ქსელის სწორ
ტოპოლოგიაზე, ღია პორტებზე და უამრავი სხვა.
✓ აუცილებელია მოხმარებლების უფლებების მაქსიმალურად შეზღუდვა
o დახურული უნდა იყოს ყველა ის ვებ გვერდი რომელზე ვიზიტიც არ არის
სამუშაო პროცესის ნაწილი. შეზღუდული უნდა იყოს პროგრამული
უზრუნველყოფების დაინსტალირება, ფლეშ მეხსიერებების გამოყენება და
ა.შ.
ინფორმაციული ტექნოლოგიები

ნაწილი 4
სარჩევი
პროგრამირება ...................................................................................................................................... 3
პროგრამირების ენები ........................................................................................................................ 3
ქვედა და ზედა დონის პროგრამირების ენები ............................................................................... 3
პროგრამისტი ....................................................................................................................................... 4
ბლოკსქემები ........................................................................................................................................ 6
ვებ პროგრამირება ............................................................................................................................... 7
ვებ პროგრამისტების კლასიფიკაცია ............................................................................................... 7
ტესტირება და ტესტერები................................................................................................................. 8
პროგრამირება

კომპიუტერული პროგრამირება, იგივე პროგრამირება არის გამოთვლითი ამოცანებისა და


პროცესების ორიგინალი ფორმულირების, კომპიუტერული პროგრამების მიერ
შესრულების ორგანიზება. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ პროგრამირება არის
კომპიუტერული პროგრამების შექმნის პროცესი.

უფრო დაწვრილებით პროგრამული უზრუნველყოფის მუშა მდგომარეობაში მოსაყვანად


პროგრამირება მოიცავს სხვადასხვა ქმედებების სპექტრს. ამ ინჟინერულ-ტექნიკურ
დისციპლინას ეწოდება - პროგრამული ინჟინერია. პროგრამული ინჟინერია მოიცავს
ამოცანების დასმას, პროგრამების პროექტირებას, ალგორითმების დასახვას, მონაცემთა
სტრუქტურის შემუშავებას, პროგრამის ტექსტების წერას, ტესტირებას, დოკუმენტირებას,
კონფიგურირებას, დამუშავებას და უზრუნველყოფას.

პროგრამირება დაფუძნებულია პროგრამირების ენების გამოყენებაზე, რომლებზე იწერება


კომპიუტერისთვის გასაგები ინსტრუქციებით.

პროგრამირების ენები

პროგრამირების ენა - გამოიყენება პროგრამული უზრუნველყოფების


პროგრამირებისთვის. პროგრამირების ენას გააჩნია ლექსიკური, სემანთიკური და
სინტაქსური წესები. ენებს ძირითადად აქვთ თავისი ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში
შესაძლებელია იყოს სტრუქტურები, მონაცემთა სხვადასხვა ტიპები, ფუნქციები...ენების
უმრავლებას აქვს ტექსტური სინტაქსი. იგი პროგრამირების ენის ელემენტების სწორად
ჩაწერას განსაზღვრავს.

პროგრამირების ენა წარმოადგენს პროგრამას, რომელიც ქმნის სხვა პროგრამებს. შეიძლება


ერთ პროგრამირების ენას შეესაბამებოდეს ერთი პროგრამა, ან რამდენიმე პროგრამირების
ენა გაერთიანებული იყოს.

პირველი პროგრამირებადი მანქანის შექმნიდან დღემდე შეიქმნა რვა ათასზე მეტი


პროგრამირების ენა. ყოველწლიურად მათი რიცხვი იზრდება. ზოგი ენა პოპულარობით
სარგებლობს, ზოგსაც მხოლოდ ავტორები იყენებენ. პროფესიონალური პროგრამების
შესაქმნელად შესაძლებელია რამდენიმე პროგრამირების ენის ერთდროული გამოყენებაც
კი.

პროგრამირების ენები განსხვავდება სალაპარაკო ენებისგან. პროგრამირების ენების


უმრავლესობა იყენებენ სპეციალურ კონსტრუქციებს სტრუქტურული მონაცემებისა და
გამოთვლითი ოპერაციების მანიპულაციებისთვის.

ქვედა და ზედა დონის პროგრამირების ენები

ფორმალურად პროგრამირების ენებს არ გააჩნიათ დონეების კრიტერიუმები. პირობითად


ეს ტერმინი განსაზღვრავს ენის სემანტიკისა და მანქანური კოდის განსხვავების დონეს.
ქვედა დონის პროგრამირების ენებს მიეკუთვნება მანქანური პროგრამირების ენები.
მანქანური პროგრამირების ენა არის კონკრეტული გამოთვლითი მანქანის ბრძანებების
სისტემა(ოპერაციის კოდების კრებული), რომლებიც გამოიყენება პროცესორებისა და
სხვადასხვა ნაწილების სამართავად. ასეთი პროგრამირების ერთ-ერთი ენა არის
ასემბლერი.

BB 11 01 B9 0D 00 B4 0E 8A 07 43 CD 10 E2 F9 CD 20 48 65 6C 6C 6F 2C 20 57 6F 72 6C
64 21

ასე გამოიყურება Hello, world! პროგრამის თექვსმეტობითი გამოთვლითი სისტემის კოდი


x86 ცენტრალური პროცესორისთვის.

70-იან წლებში პროგრამული უზრუნველყოფები იმდენად გართულდა რომ ამ მეთოდით


მათი პროგრამირება თითქმის შეუძლებელი გახდა. ამ პრობლემის გადასაჭრელად
ინფორმაციულ ტექნოლოგიებში შემოვიდა ზედა დონის პროგრამირების ენები. ზედა
დონის პროგრამირების ენები ამარტივებს პროგრამული უზრუნველყოფის
პროგრამირებას. ზედა დონის პროგრამირების ენების მაგალითებია: C++, C#, Delphi,
Fortran, Java, JavaScript, Pascal, PHP და ა.შ.

პროგრამისტი

პროგრამისტი, დეველოპერი, კოდერი, პროგრამული ინჟინერი - კომპიუტერული


პროგრამების წერის სპეციალისტი.

არსებობენ სხვადასხვა ტიპისა და ხასიათის პროგრამისტები. შვედმა დეველოპერმა და


პროგრამული უზრუნველყოფების მწარმოებლმა დევიდ ელბემ აღწერა იმ
პროგრამისტების ტიპები, რომელთანაც მას 10 წლის განმავლობაში მუშაობა მოუწია.

1. აგენტი 007

სწრაფად იგებ პრობლემის არსს და აგვარებს მას. დიდად არ ნერვიულობს კოდის


ხარისხზე. დროდადრო ის წერს მართლაც მაღალი ხარისხის კოდს. ასეთი პროგრამისტის
დაკარგვა წარმოშობს თითქმის გამოუსწორებელ პრობლემებს.

2. ბატონი 90%

პრობლემას აგვარებს თითქმის ბოლოდმე, თუმცა ყოველთვის ეპარება ის რაც მთელ კოდს
ხდის გამოუყენებლად ან არასტაბილურად. მას უფრო აინტერესებს კოდი და არა საბოლოო
შედეგი.

3. კოდის ხელმეორედ დაწერის მოყვარული

კოდის არც-ერთ ფრაგმენტს არ ტოვებს რედაქტირების გარეშე, თუ თვლის რომ ამ კოდის


რეფაქტორიზაცია არის შესაძლებელი. დიდ დროს კარგავს არც თუ ისე მნიშვნელოვანი
კოდის რეფაქტორიზაციაზე ვიდრე მთლიანად პრობლემის მოგვარებაზე. მის მიერ
შექმნილ კოდს ყოველთვის საუკეთესო ტესტირების შედეგი აქვს მაგრამ ყოველთვის
იმყოფება დამუშავების რეჟიმში.

4. პერფექციონისტი

ძალიან გავს კოდის ხელმეორედ დაწერის მოყვარულს, თუმცა მისგან განსხვავებით ის


სცდილობს საკუთარი კოდის იდეალურად წერას. შესაძლოა დღეები დასჭირდეს იმ
პრობლემის მოგვარებაში, რაშიც აგენტი 007 გამოიყენებს რამდენიმე წუთს, მაგრამ მზა
ამასთან მზა კოდი იქნება იდეალური.

მას არ უყვარს სხვის მიერ დაწერილი კოდი. პერფექციონისტი პროგრამისტი არ აფასებს


პროექტისთვის გამოყოფილ დრო რადგან ის თვლის რომ სრულყოფილებას არ გააჩნია
დროის ჩარჩოები.

5. კოდერი - ქოფიფასტერი

დიდი ხანია ამ სფეროში მუშაობს თუმცა აზრზე არ არის რას აკეთებს. ყოველდღე
მადლობას უხდის ზებუნებრივ ძალებს სარეზერვო ასლებისთვის და კოდი ვერსიების
მართვის სისტემას, რადგან მაშინ როდესაც ის რამეს აკეთებს არის დიდი საშიშროება რომ
რაღაცას გააფუჭებს.

უყვარს მუშაობა უშუალოდ პროცესში. რადგან მისი ლოკალური კოდი არასდროს მუშაობს.
ნახევარ დღეს ატარებს Stack Overflow საიტზე.

6. ექსპერიმენტატორი

მუდმივად ცდის ახალ რედაქტორებს, ფრეიმვორკებს, გამშვებ საშუალებებს,


პროგრამირების ენებს და კლავიატურებს. ის იწვის იმის სურვილით რომ რაიმე
„ბრჭყვიალა ნივთი“ ჩააკეროს პროექტში. კარგად მუშაობს კოდის ხელმეორედ დაწერის
მოყვარულთან.

7. სპაგეტი-კოდერი

ყოვეთვის ჭრის კუთხეებს რომ დაიცვას პროექტის ვადები. ის ყველაზე პროდუქტიული


კოდერია რადგან ის მუდმივად ახდენს ახალი კომპონენტების რეალიზაციას. ასეთი
პროგრამისტის მუშაობის შემდგომ რჩება არადოკუმენტირებული და არატესტირებული
კოდი, რასშიც თვითონ ავტორიც კი ვერაფერს იგებს.

8. ფსევდოკოდერი

მენეჯერი, რომელიც წერს ყველასთვის გასაგებად:


if
price of beer is less than 10
then
do order drink
else
exit foobar
ბლოკსქემები

ბლოკსქემები გამოიყენება პროგრამული უზრუნველყოფის ძირითადი ფუნქციების ისრებით დაკავშირებული ბლოკებში გამოსახვისთვის.

ბლოკსქემები გამოიყენება პროგრამული უზრუნველყოფის ზედაპირული ალგორითმების გამოსახვისთვის, რაც მომავალში პროგრამული
უზრუნველყოფის პროგრამირებას აადვილებს.

დაწყება

დასრულება მოხდა ბარათის წაკითხვა დასრულება

მოხდა ბარათი იდენტიფიკაცია დიახ არა

არა დიახ გახსენი კარი


ვებ პროგრამირება

ვებ პროგრამირება არის პროგრამირების განხრა, რომელიც ორიენტირებულია მსოფლიო


ობობას ქსელში ვებ სერვისების შექმნაზე.

ვებ პროგრამირების ენები ესაა ენები რომლებიც ძირითადად განსაზღვრულია ვებ


ტექნოლოგიებთან მუშაობისთვის. ვებ პროგრამირების ენები შესაძლებელია გაიყოს ორ
ჯგუფად: სერვერული და კლიენტური.

დასახელებიდან გამომდინარე, კლიენტურ ვებ პროგრამირების ენაზე შექმნილი


პროგრამები მუშავდება კლიენტის მხარეს ბროუზერის მიერ.

როდესაც მომხმარებელი ახდენს მოთხოვნას რაიმე გვერდის გახსნისთვის, ის ჯერ


მუშავდება სერვერის მხარეს და მხოლოდ ამის შემდგომ ბრუნდება ის კლიენტურ
პროგრამაში ფაილის სახით. ამ ფაილების გაფართოება შესაძლებელია იყოს: TML, PHP,
ASP, ASPX, Perl, SSI, XML, DHTML, XHTML.

სერვერული მხარის პროგრამირების ენებს მიეკუთვნებიან: PHP, Perl, Python, Ruby,


ASP.NET, Java, Groovy.

ვებ პროგრამისტების კლასიფიკაცია

არსებობს ვებ დეველოპერების სამი ტიპი: წინა მხარის ვებ დეველოპერი(Front-End), უკანა
მხარის ვებ დეველოპერი(Back-End) და სრული სტეკის ვებ დეველოპერები(Full Stack).

ვებ გვერდის წინა მხარე ეს არის პროექტის ის ნაწილი რომელსაც ხედავს მომხმარებელი -
ფერები, მენიუები, ბმულები და ა.შ. ვებ გვერდის წინა მხარის პროგრამირების(მარკირების)
ენების HTML, CSS და ა.შ.

წინა მხარის დეველოპერი პასუხისმგებელია იმ სახლის ინტერიერზე, რომელიც ააშენა


უკანა მხარის დეველოპერმა.

ვებ გვერდების დიზაინერები ითვლებიან მაღალი კლასის დიზინერებად თუ მათ აქვთ


მუშაობის გამოცდილება ვებ გვერდის წინა მხარის პროგრამირებასთან.

ვებ გვერდის უკანა მხარე შედგება სერვერებისგან, აპლიკაციებისგან და მონაცემთა


ბაზებისგან. უკანა მხარის დეველოპერი ქმნის და ამუშავებს ტექნოლოგიებს, რომლებიც
უზრუნველყოფს იმ კომპონენტების გამოყენებას, რომლებიც ერთად უზრუნველყოფენ იმ
შესაძლებლობებს, რომლებსაც მომხმარებელს სთავაზობ ვებ სერვისი.

უკანა მხარის პროგრამირების ენებია: PHP, Ruby, Python, Java, და .Net. ასევე მონაცემთა
ბაზების პროგრამირების ენები და ხელსაწყოებია MySQL, Oracle, და SQL.

სრული სტეკის ვებ დეველოპერები არიან უნივერსალური ვებ დეველოპერები. სრული


სტეკის დეველოპერების პოპულარიზაცია მოხდა 2010 წელს Facebook’s engineering
დეპარტამენტის მიერ. იდეა მდგომარეობს იმაში რომ სრული სტეკის ვებ დეველოპერს
შეუძლია იმუშავოს ორივე წინა და უკანა მხარის დეველოპერებთან.
ტესტირება და ტესტერები

პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება არის პროგრამული პროდუქტის შემოწმების


იგივე გამოკვლევის პროცესი, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ თუ
რამდენად აკმაყოფილებს პროგრამული პროდუქტი დამკვეთის მოთხოვნებს

ხშირ შემთხვევაში ხდება დამკვეთის მოთხოვნების (ამოცანის) იგნორირება და პირდაპირ


ტესტირების პროცესის დაწყება. ასეთ შემთხვევაში ტესტერი შევამჩნევს მხოლოდ
თვალსაჩინო ხარვეზებს (დიზაინის / ფუნქიონალის უხეშ ხარვეზებს, Error Pages) და ვერ
დაწერს Bug-რეპორტს დამკვეთისთვის მნიშნელოვან ფუნქციონალზე.

ტესტირების პროცესი იწყება ამოცანის (დამკვეთის მოთხოვნების) ტესტირებით.


(Documentation Testing) და ამ დროს ვამოწმებთ თუ რამდენად სრულყოფილად არის
აღწერილი დამკვეთის მოთხოვნები.

ტესტირება ასევე გრძელდება შემდეგ ეტაპებზე:

• პროგრამირების ეტაპზე - Component Testing / Integration Testing / Regression Testing


• პროგრამირების დასრულების შემდეგ - System Testing
• ტესტირება დამკვეთთან ერთად
• ტესტირება Live სერვერზე

Bug არის იგივე ხარვეზი, დეფექტი, შეცდომა და მას ვაწყდებით მაშინ როდესაც
პროგრამული პროდუქტის ფუნქციონალი საერთოდ არ მუშაობს, ან სხვაგვარად მუშაობს.

სიტყვა Bug (ხოჭო) კომპიუტერულ მეცნიერებაში გახდა ძალზე პოპულარული 1947 წლის 9
სექტემბერს. ამ დროს ჰარვარდის მეცნიერები მუშაობდნენ «Mark - II» ელექტრონულ
გამომთვლელ მანქანაზე. გამომთვლელმა მანქანამ უეცრად დაიწყო არასწორი
გამოთვლების შესრულება და ჰარვარდის მეცნიერებს მოუწიათ დანადგარის დაშლა.
შედეგად სქემაზე აღმოაჩინეს რეალური მწერი (Bug). ხარვეზი იქნა დაფიქსირებული
დოკუმენტში და იგი დღესაც ინახება მუზეიუმში (National Museum of American History –
Smithsonian). სწორედ ამ სახალისო ინციდენტის წყალობით 9 სექტემბერი არის ტესტერების
დღე.
ინფორმაციული ტექნოლოგიები

ნაწილი 5
სარჩევი
რა არის ITIL? ...................................................................................................................................... 3
ინფორმაციული ტექნოლოგიები და სერვისები ....................................................................... 3
ITIL და მიღბული პრაქტიკა სერვისის მენეჯმენტში.................................................................. 5
სერვისის სტრატეგია ...................................................................................................................... 6
სერვისის დიზაინი .......................................................................................................................... 6
სერვისზე გადასვლა........................................................................................................................ 7
სერვისის ოპერაციები ..................................................................................................................... 7
სერვისის განვითარების უწყვეტობა............................................................................................ 7
სერვისები, კლიენტები და დაინტერესებული მხარეები ........................................................ 7
SLA – Service-Level Agreement........................................................................................................... 8
სერვისის ტიპების იდენტიფიკაცია ............................................................................................. 9
შიდა და გარე კლიენტები .............................................................................................................. 9
მიზანი ............................................................................................................................................. 13
გაფრთხილება ................................................................................................................................ 13
რა არის ITIL?
ITIL – Information Technology Infrastructure Library(ინფორმაციული ტექნოლოგიების
ინფრასტრუქტურის ბიბლიოთეკა) არის მიღებული პრაქტიკები ინფორმაციული
ტექნოლოგიების სერვისის მენეჯმენტისთვის, რომელიც ფოკუსირდება ბიზნესის
მოთხოვნებთან IT სერვისის მორგებაზე. ITIL პუბლიკაციის ბოლო მესამე ვერსიაში
გამოყოფილია ხუთი ძირითადი ტომი, სადაც თითოეული მათგანი მოიცავს სხვადასხვა IT
სერვისის მენეჯმენტის „ცხოვრების ციკლის“ სტადიებს. მიუხედავად იმისა რომ ITIL
ნერგავს ISO/IEC 20000 საერთაშორისო სტანდარტს IT სერვისის მენეჯმენტში,
განსხვავებები მაინც არსებობს ISO/IEC 20000 სტანდარტსა და ITIL ფრეიმვორკებს შორის.
ISO/IEC 20000 არის პირველი საერთაშორისო სტანდარტი IT სერვისის მენეჯმენტში.

ITIL განსაზღვრავს პროცესებს, პროცედურებს, ამოცანებს და ჩექლისტებს, რომლებსაც არ


ითვალისწინებს ორგანიზაციის სპეციფიკაციები, თუმცა შესაძლებელია მათი ამავე
ორგანიზაციის მიერ გამოყენება ორგანიზაციის სტრატეგიისთვის, ფასეულობების
შექმნისთვის და კომპეტენტურობის მინიმალური დონის შენარჩუნებისთვის. ITIL
ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს შექმნან საძირკველი, საიდანაც ისინი შეძლებენ
დაგეგმონ, დანერგონ და განსაზღვრონ სამომავლო გეგმები. ITIL გამოიყენება
შესაბამისობის დემონსტრაციისა და განვითარების დაგეგმვისთვის.

ინფორმაციული ტექნოლოგიები და სერვისები

ITIL განსაზღვრებით ინფორმაციული ტექნოლოგიები(IT) ძირითადად გამოიყენება


ცხრილში მოყვანილი კონტექსტის მოსახსენიებელ ტერმინად. ერთი შეხედვით IT
სისტემები, აპლიკაციები და ინფრასტრუქტურა არიან უფრო დიდი პროდუქტის
კომპონენტები ან კვანძები. ისინი გააქტიურებულნი ან ჩაკერებულნი არიან
პროცესებში და სერვისებში. მეორეს მხრივ IT არის ორგანიზაცია მისი საკუთარი
შესაძლებლობებითა და რესურსებით. შესაძლოა არსებობდეს სხვადასხვა ტიპის IT
სერვისების მქონე ორგანიზაციები, როგორიცაა ბიზნეს ფუნქციები, მომსახურების
საერთო ერთეულები და მაღალი დონის ძირითადი ერთეულები. მესამე, IT არის
ბიზნესის მიერ უტილიზირებული სერვისის კატეგორია. ეს სერვისები არის შიდა
IT ორგანიზაციებისა და გარე სერვისის მომწოდებელი კომპანიების მიერ
შეფუთული IT აპლიკაციები და ინფრასტრუქტურა. IT ხარჯები განიხილება,
როგორც ბიზნეს ხარჯები. მეოთხე, IT არის ბიზნეს აქტივების კატეგორია,
რომელიც უზრუნველყოფს მათი მფლობელებისთვის მოგების მოტანას. IT
ხარჯები განიხილება, როგორც ინვესტიციები.

ხედვა ვიზუალიზაცია გამონათქვამი


IT/კომპონენტი სისტემების და ჩვენი საგადასახადო სისტემა არის
პროცესების IT მხარდაჭერილი.
კომპონენტები ჩვენ ვიყენებთ IT-ს, რათა ძირითად
ადგილებში თვით-სერვისის
ტერმინალების განთავსებით,
განვავითაროთ ურთიერთობები
ჩვენს კლიენტებთან.
IT არის ჩვენი ბიზნესის
შემადგენელ ყველა ნაწილში.
IT/ორგანიზაცია კორპორაციული ან ჩვენი IT იმართება მთავარი
კომერციული სერვისის ინფორმაციული ტექნოლოგიების
მწარმოებლის შიდა ოფიცრის მიერ(CIO), რომელსაც
ერთეული ან ფუნქცია ასევე ფართო გამოცდილება აქვს
სატრანსპორტო ბიზნესში.
ჩვენი ცენტრალიზებული IT
ერგება ჩვენს ბიზნეს მოდელს
რომელიც ყველაზე მეტად
მოითხოვს სტაბილურობას და
ბიზნეს ოპერაციებისთვის
კონტრაქტების პორტფელს.
IT-ს არ ესმის ჩვენი ბიზნესის ენა
IT/სერვისი ბიზნეს ერთეულების გუშინდლის მერე არ მაქვს წვდომა
მიერ უტილიზირებული ინტერნეტზე. როდისთვის
საერთო სერვისის ტიპი ველოდებით სერვისის აღდგენას?
ჩვენი მოშორებული წვდომის
სერვისი კარგად დაცულია, თუმცა
ამიტომ მისი კონფიგურირება და
გამოყენება რთულია.
ჩვენ გადავწყვიტეთ რომ არ
შეგვექმნა საკუთარი
კორპორაციული აპლიკაციები.
ჩვენთვის უფრო მისაღებია
Outsourse კომპანიებთან მუშაობა.
IT/აქტივები სარგებლის საიმედო IT არის ჩვენი ბიზნეს პროცესის
ნაკადის ბირთვი. ჩვენ ვიყენებთ მას ჩვენი
უზრუნველმყოფელი კლიენტებისთვის ფასეულობების
შესაძლებლოები და შექმნის მიზნით. ის არის
რესურსები წარმოების პროცესის ბირთვის
ერთ-ერთი ნაწილი.
ჩვენი IT ინვესტიციები არიან
როგორც გაყიდული საქონლის
ფასი(Cost of Goods Sold - COGS). ეს
არის პირდაპირი ხარჯი და არა
ზედნადები.
IT არის ჩვენი ბიზნესი
ორგანიზაციები ოპერირებენ დინამიურ გარემოში, რაც მოითხოვს მუდმივ
სწავლასა და ადაპტაციას. კომპრომისების მართვისას პროდუქტიულობის
გაზრდის საჭიროება დგება. მსგავსი მოთხოვნების დროს, კლიენტები ცდილობენ
სერვისის მომწოდებლებისგან მიიღონ რაიმე უპირატესობა. ისინი მიმართავენ
ძებნის ისეთ სტრატეგიას, რომელიც პირდაპირ სცემს პასუხს მათ საკუთარ ბიზნეს
ინტერესებს. მრავალ ქვეყანაში, სამთავრობო და არა-მომგებიანი ორგანიზაციები
ოპერაციული ეფექტურობისათვის იხრებიან სერვისისკენ, რომელსაც ქვია -
აუთსორსინგი. ეს დამატებითი მოთხოვნებია სერვისის მიმწოდებლისთვის და ის
ვალდებულია გააჩნდეს ალტერნატიული უპირატესობები კლიენტების
მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
მოთხოვნების გასამკლავლებლად IT ორგანიზაციები ცდილობენ ბზარების
ამოვსებას და კლიენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ამ ბზარების ამოსავსებად
ყველაზე კარგი საშუალებაა ფართო ინდუსტრიაში გამოყენებადი მიღებული
პრაქტიკით მუშაობა. არსებობს მიღებული პრაქტიკების სხვადასხვა წყაროები და
მათ შორისაა ფრეიმვორკები, სტანდარტები და ორგანიზაციებისა და
ინდივიდუალური პირების კარგად ცნობა.
აწ უკვე შექმნილი და დადგენილი ფრეიმვორკები და სტანდარტები ყოველთვის
ჯობია ველოსიპედის გამოგონებას. საყოველთაოდ მიღებული ფრეიმვორკები და
სტანდარტები, როგორებიცაა ITIL, COBIT, CMMI, eSCM-SP, PRINCE2, ISO 9000, ISO/IEC
20000 და ISO/IEC 27001, M_o_R, PMBOK, eTOM და Six Sigma ფასდებიან სხვადასხვა
გარემოებსა და სიტუაციებში და არა ერთი კონკრეტული ორგანიზაციის
გამოცდილების ჩარჩოებში.
ITIL და მიღბული პრაქტიკა სერვისის მენეჯმენტში
ITIL არის სერვისის მენეჯმენტში მიღებული პრაქტიკის ფრეიმვორკ რესურსი. ITIL
გამოიყენება მსოფლიო ორგანიზაციების მიერ რათა მათ შეძლონ სერვისის
მენეჯმენტის გაუმჯობესება და განვითარება. ISO/IEC 20000 წარმოადგენს
ფორმალურ და უნივერსალურ სტანდარტს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც
სურთ ჰქონდეს საკუთარი სერვისის მენეჯმენტის შესაძლებლობების აუდიტი და
სერტიფიკატები. ორგანიზაციის ISO/IEC20000 სტანდარტით სერტიფიცირებისთვის
ITIL წარმოდგენილი აქვს რიგი ქმედებები და შესასრულებელი დავალებები.
ITIL ბიბლიოთეკა შეიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ITIL ბირთვი: მიღებული პრაქტიკის რეკომენდაციები და რჩევები
ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, რომელსაც გააჩნია სერვისები
ბიზნესში.
ITIL დამატებითი რეკომენდაციები: პუბლიკაციების დამატებითი კრებული
რეკომენდაციებით სპეციფიკური ინდუსტრიული სექტორებისთვის,
ორგანიზაციების ტიპებისთვის, ოპერაციული მოდელებისთვის და
ტექნოლოგიური არქიტექტურებისთვის.
ITIL ბირთვი მოიცავს ხუთ პუბლიკაციას. თითოეული პუბლიკაცია შეიცავს
რეკომენდაციებს იმისათვის რომ ორგანიზაცია გახდეს ISO/IEC 20000
სერტიფიცირებული. ეს პუბლიკაციებია:
Service Strategy - სერვისის სტრატეგია
Service Design - სერვისის დიზაინი
Service Transition - სერვისზე გადასვლა
Service Operation - სერვისის ოპერაციები
Continual Service Improvement - სერვისის განვითარების უწყვეტობა
თითოეული პუბლიკაცია მიმართულია სერვისის მწარმოებლის
პროდუქტიულობის გაზრდაზე. ბირთვის სტრუქტურა წარმოადგენს ცხოვრების
ციკლის ფორმას. ის არის განმეორებადი და მრავალგანზომილებიანი. ბირთვი
გარანტიაა, სერვისის მენეჯმენტის შესაძლებლობების, განგრძობადი პრინციპებით,
მეთოდებითა და ინსტრუმენტებით, სტრუქტურიზაციის, სტაბილურობის და
სიძლიერისა. ეს განაპირობებს ინვესტიციის დაცვას და წარმოადგენს საჭირო და
აუცილებელ ბაზურ რესურსებს განათლებისა და განვითარებისთვის.
ITIL ადაპტირებადია ნებისმიერი ტიპის ბიზნეს გარემოსთან და ორგანიზაციულ
სტრატეგიასთან.
სერვისის სტრატეგია
სერვისის სტატეგია იძლევა, სერვისის მენეჯმენტის დიზაინის შექმნის,
შემუშავებისა და დანერგვის საშუალებას არა მარტო ორგანიზაციული
შესაძლებლობების ჭრილში, ასევე სტრატეგიული აქტივებისთვის.
წარმოდგენილია რეკომენდაციები სერვისის მენეჯმენტის პრინციპებზე, რომელიც
ითვალისწინებს ITIL ცხოვრების ციკლის პრინციპებისა და პროცესების, სერვისის
მენეჯმენტის პოლიტიკის შემუშავებისთვის. სერვისის სტრატეგიის თემები
მოიცავს ბაზრის განვითარებას, სერვისის აქტივებს, სერვისის კატალოგს და
სერვისის ცხოვრების ციკლში სტრატეგიის დანერგვას.
ორგანიზაციები ამ მითითებებს იყენებენ მიზნების განსაზღვრისთვის და
კლიენტების მომსახურების განვითარების მოლოდინებისთვის და ბაზრის
წილისთვის, ასევე შესაძლებლობების აღმოჩენის, მიღებისა და განსაზღვრისთვის.
ITIL ეს ნაწილი დაფიქრების საშუალებას იძლევა იმის შესახებ თუ რატომ უნდა
გაკეთდეს ეს და როგორ უნდა გაკეთდეს.
სერვისის დიზაინი
სერვისის დიზაინი წამოადგენს რეკომენდაციებს სერვისისა და სერვისის
მენეჯმენტის პროცესის დიზაინისა და შემუშავების შესახებ. ის მოიცავს
სტატეგიული დავალებების სერვისის პორტფოლიოებისა და სერვისის აქტივებში
კონვერტაციის დიზაინის პრინციპებსა და მეთოდებს. სერვისის დიზაინი
უსაზღვრო და ცვალებადია ახალი სერვისებისთვის. ის ასევე მოიცავს
ცვლილებებისა და განვითარების ნაბიჯებს კლიენტებისთვის ფასეულობების
გაზრდის ან მხარდაჭერისთვის, სერვისის ცხოვრების ციკლის, სერვისის
განგრძობადობის, სერვისის დონეების მიღწევისა და სტანდარტიზაცია/რეგულაციის
მეშვეობით.
სერვისის დიზაინი რეკომენდაციას უწევს ორგანიზაციებს, თუ როგორ უნდა
შეიმუშავონ სერვისის მენეჯმენტის შესაძლებლოებების დიზაინი.
სერვისზე გადასვლა
სერვისზე გადასვლა მოიცავს რეკომენდაციებს შესაძლებლობების შემუშავებისა და
განვითარების შესახებ, ოპერაციებში ახალ და შეცვლილ სერვისებზე
გასდასვლისთვის. რეკომენდაციებში წარმოდგენილია თუ როგორ მოქმედებს
სერვისის დიზაინში ჩაშენებული სერვისის სტრატეგიის მოთხოვნები სერვისის
ოპერაციებზე როდესაც მიმდინარეობს წარუმატებლობის და რღვევის რისკების
მონიტორინგი.
სერვისის ოპერაციები
სერვისის ოპერაციების ნაწილი მოიცავს სერვისის მენეჯმენტის მართვის
პრაქტიკებს. ის მოიცავს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული
ეფექტურობა და მაღალი დონის რეზულტატი სერვისის მიწოდებასა და
მხარდაჭერაში. სტრატეგიული მიზნები საბოლოო ჯამში რეალიზირდება
პირდაპირ სერვისის მენეჯმენტში, რაც მას ხდის კრიტიკულ შესაძლებლობად.
რეკომენდაციები შექმნილია სერვისის ოპერაციებში სტაბილურობის მისაღწევად,
რაც მოიცავს დიზაინის ცვლილებას, მასშტაბირებას, მოქმედების არეალის და
სერვისის დონეების ცვლილებას. ორგანიზაციებისთვის წარმოდგენილია
პროცესების დეტალური ინსტრუქციები, მეთოდები და ინსტრუმენტები ორ
ძირითად კოტროლისს პერსპექტივაში: რეაქტიური და პროაქტიური.
მენეჯერებისთვის წარმოდგენილია ცნობარი იმის შესახებ თუ როგორ გამოიტანონ
სწორი დასკვნები სერვისის ხელმისაწვდომობაში, კონტროლის მოთხოვნაში,
უტილიზაციის მოცულობის ოპტიმიზაციაში, ოპერაციების ჩანიშვნასა და
პრობლემების მოგვარებაში. რეკომენდაციები ასევე მოიცავს მხარდაჭერის
ოპერაციებს ახალი მოდელებით და არქიტექტურით, როგორიცაა საყოველთაო
სერვისები, კომუნალური გამოთვლები, ვებ სერვისები და მობილური კომერცია.
სერვისის განვითარების უწყვეტობა
სერვისის განვითარების უწყვეტობა წარმოადგენს რეკომენდაციებს
მომხმარებლებისთვის ფასეულობების შექმნასა და განვითარებაში სერვისის
დიზაინით, დანერგვით და ოპერაციებით. ის აერთიანებს მენეჯმენტის ხარისხის,
მენეჯმენტის ცვალებადობის და სერვისის შესაძლებლობების პრინციპებს,
პრაქტიკებს და მეთოდებს. ორგანიზაციები სწავლობენ სერვისის ხარისხში,
პროდუქტიულობასა და ბიზნეს განგრძობადობაში, დამატებითი და
მასშტაბირებადი განვითარებების რეალიზაციას. რეკომენდაციები შექმნილია
გაუმჯობესებისა და რეზულტატების სერვისის სტრატეგიასთან, დიზაინთან და
სერვისზე გადასვლასთან დასაკავშირებლად.
სერვისები, კლიენტები და დაინტერესებული მხარეები
სერვისის ცხოვრების ციკლის გასაგებად, საჭიროა სერვისის კონცეფციის გაგება.
ფრეიმვორკი სერვისს განსაზღვრავს შემდეგი სახით:
სერვისები - ეს არის საშუალება კლიენტებისთვის რაიმე ფასეულის
შექმნისა, კლინეტების სურვილისამებრ საბოლოო შედეგის მიღწევის
გამარტივებით, კონკრეტული დანახარჯებისა და რისკების გარეშე.

სერვისები უზრუნველყოფენ, ამოცანების ეფექტურობის გაზრდით და


ტექნოლოგიური, ფინანსური და რეგულაციური შეზღუდვების გვერდის ავლით,
სასურველი შედეგების მიღწევას. შეზღუდვების შემცირებით და
პროდუქტიულობის გაზრდით, სასურველი შედეგს მიღწევა გარანტირებულია.
ასევე საჭიროა ყურადღების მიქცევა, სერვისი ზრდის ბიზნესისთვის საჭირო
ამოცანების შესრულების ალბათობას, თუ ის თვითონ ასრულებს ამოცანას.
ეს არის სერვისის ფარტო სპექტრის მიერ განმეორებადი მოდელი. სერვისის გაწევის
მოდელის გაგება სირთულეების, ღირებულების, მოქნილობისა და
მრავაფეროვნების თავლსაზრისით მისი გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.
ITIL ტერმინს შედეგი( outcome) განსაზღვრავს შემდეგნაირად:
შედეგი არის აქტივობის შესრულება, IT-სერვისის მიწოდების ან/და
რაიმე პროცესის შემდგომ. ეს ტერმინი გამოიყენება სბოლოო, ან
ფრანგმენტული რეზულტატების აღსანიშნავად.
ITIL IT-სერვისს განსაზღვრავს შემდეგნაირად:
IT სერვისის მწარმოებლის მიერ გაწეულ სერვისს ეწოდება IT-
სერვისი. IT სერვისი არის ინფორმაციული ტექნოლოგიების,
ხალხისა და პროცესების გაერთიანებით შექმნილი სერვისი.
კლიენტზე ორიენტირებული IT სერვისი პირდაპირ
უზრუნველყოფს ერთი ან მეტი კლიენტის ბიზნეს პროცესების
მხარდაჭერას და მისი სერვისის სამიზნე დონე უნდა განისაზღვროს
სერვისის დონის შეთანხმებაში(SLA). სხვა IT სერვისები, წოდებული
როგორც მხარდაჭერის სერვისები, პირდაპირ არ გამოიყენება
ბიზნესის მიერ, მაგრამ სერვისის მწარმოებლის მოთხოვნაა მისი
კლიენტზე ორიენტირებულ სერვისებში ჩასმა.
კლიენტებს არ სურთს ჰქონდეთ ინფორმაცია ან რაიმე შემხებლობა სხვადასხვა
ხარჯებთან და რისკებთან, თუმცა სერვისის მწარმოებელი ვალდებულია
აკონტროლოს ხარჯები და რისკები. მომსახურების ხარჯები აისახება ფინანსურ
მაჩვენებლებში, როგორიცაა Return On Investment (ROI) და Total Cost Of Ownership (TCO).
კლიენტებისთვის ცნობილია მხოლოდ სერვისის საერთო საფასური.
SLA – Service-Level Agreement
SLA – Service-Level Agreement(სერვისის დონის შეთანხმება) ITIL მეთოდოლოგიის ტერმინი,
რომელიც განსაზღვრავს ფორმალურ მოლაპარაკებას სერვისის შემკვეთსა და მის
მომწოდებელთან, სადაც განსაზღვრულია სერვისის პირობები, უფლებები და მხარეთა
ვალდებულებები და რაც მთავარია აქ განსაზღვრულია მოწოდებული სერვისის ხარისხის
დონეები.

SLA გამოიყენება ორგანიზაციის შიგნით ქვედანაყოფების ურთიერთქმედების


რეგულაციებისთვის. ასევე ის არის ძირითადი ინსტრუმენტის აუთსორს კომპანიის მიერ
მოწოდებული სერვისის ხარისხის უწყვეტი შეფასებისა და მართვისთვის. როგორც წესი
SLA გამოიყენება IT და სატელეკომუნიკაციო სერვისებში.

სერვისის ტიპების იდენტიფიკაცია


შესაძლებელია სერვისების დაჯგუფება კლიენტებისთვის გაწეული მომსახურების
ღირებულებების მიხედვით:
ძირითადი სერვისები - ეს არის სერვისები, რომლებიც უზრუნველყოფენს ერთი ან
რამდენიმე კლიენტის მიერ მოთოხვნილ ბაზურ შედეგს. ეს არის იმ სერვისების
კრებული, რომლის შეძენაც უღირს კლიენტს. ამ სერვისებში გაერთიანებული
ბიზნესისთვის საჭირო კრიტიკული ფუქნციები, მაგალითად, ელ-ფოსტა.
დანერგვის სერვისი - ეს არის სერვისები, რომლებიც საჭიროა იმის გასამყარებლად,
რომ ძირითადი სერვისი გაწეულ იქნება წარმატებით. ეს სერვისი კლიენტისთვის
მომენტალურად ხილული შესაძლოა ვერ იყოს და საერთოდაც მისი სერვისად
აღქმა რთული იყოს. მაგრამ მათ გარეშე ძირითადი სერვისების წარმოება
შეუძლებელია. მაგალითად ელ-ფოსტის ძირითადი სერვისის შეძენისას,
დანერგვის სერვისი უზრუნველყოფს სერვერულ და ქსელურ ინფრასტრუქტურას.
გაუმჯობესების სერვისი - ეს არის დამატებითი სერვისები, რომლებიც
აუმჯობესებენ ძირითად სერვისებს. ეს სერვისები არის ძირითადი სერვისების
ექსტრა ფაქტორები, რის შედეგადაც ძირითადი სერვისი კლიენტისთვის ხდება
უფრო მიმზიდველი. მაგალითად, ელ-ფოსტაზე ტელეფონით ან ვებ-სერვისით
წვდომა. ეს სერვისი ძირითადი სერვისისთვის გადამწყვეტი არაა, თუმცა ამ
სერვისით კლიენტისთვის იქმნება უფრო მეტი ფასეულობა.

შიდა და გარე კლიენტები


არსებობს კლიენტების ორი ტიპი. ITIL განახვავებს მათ, როგორც შიდა და გარე
კლიენტებს, რადგან იმ კლიენტებს შორის, რომლებიც მუშაობენ ერთი და იგივე
ორგანიზაციებში და სხვადასხვა ოპრგრანიზაციებში არსებობს განსხვავება.
შიდა კლიენტები - ეს ის ხალხია ვინ თვითონ სერვისის მწარმოებლის
ორგანიზაციაში მუშაობს. მაგალითად, სერვისის მწარმოებელი ორგანიზაციის HR
დეპარტამენტი არის ამავე ორგანიზაციის IT დეპარტამენტის შიდა კლიენტი,
რადგან ის იყენებს IT სერვისს.
გარე კლიენტები - ეს ის ხალხია რომელიც არ არის დასაქმებული სერვისის
მწარმოებელ ორგანიზაციაში. ისინი მუშაობენ იმ ორგანიზაციაში რომელიც
სერვისის მწარმოებელ ორგანიზაციას უკვეთავს სერვისს.
შიდა სერვისები ხორციელდება ერთი ორგანიზაციის დეპარტამენტებს ან ბიზნეს
ერთეულებს შორის. ხოლო გარე სერვისები ხორციელდება გარე კლიენტებზე.

არსებობს მიზეზები, თუ რატომ განსხვავდება ეს ორი სერვისი ერთამნეთისგან.


გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ სერვისის განმარტებაში საუბარი მიდის
კლიენტის სურვილისამებრ საბოლოო შედეგის მიღწევაზე. ამიტომ განსხვავდება
სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს შიდა პროცესების გამართულად მუშაობას და
სერვისი, რომელიც ორიენტირებულია ბიზნესში სასურველი შედეგის მიღწევაზე.
ხშირია საჭიროება შიდა სერვისის გარე სერვისთან დაკავშირებისა, მანამ სანამ
საბოლოოდ განისაზღვრება და შეფასდება მისი წვლილი ბიზნესში მიღწეულ
შედეგში. ამას გავლენა აქვს სერვისის დაფინანსებასა და მენეჯმენტზე.
სერვისის ტიპები განმარტება აღწერა
მხარდაჭერის სერვისს ხანდახან სერვისი არ გამოიყენება მხარდაჭერის სერვისები
მოიხსენიებენ როგორც პირდაპირ ბიზნესის მიერ, განსაზღვრეულია
ინფრასტრუქტურის სერვისს. მაგრამ მოთხოვნილია IT იმისათვის რომ, IT
თუმცა ეს სერვისი უფრო სერვისის მწარმოებელი ჯგუფებს მიეცეთ IT
ფართოა ვიდრე უბრალოდ
კომპანიის მიერ სხვა IT კომპონენტებს შორის
ინფრასტრუქტურა.
სერვისებისთვის - დამოუკიდებლობის
მაგალითად, მომხმარებელთა განსაზღვრის საშუალება.
რეგისტრაციის სერვისისთვის, ისი ასევე გასაზღვრავენ
ქსელური და საკომუნიკაციო თუ როგორ უნდა იქნას ეს
სერვისებითვბის. კომპონენტები
გამოყენებული რათა
განხორციელდეს
კლიენტზე
ორიენტირებული შიდა და
გარე სერვისი.

მხარდაჭერის სერვისები
ნერგავენ IT პროცესებს და
სერვისებს, მაგრამ
კლიენტებისთვის ისინი
უხილავნი არიან.

ზოგიერთი IT ჯგუფი
მხარდაჭერის სერვისის
მიმღებებს მოიხსენიებენ
როგორც „კლიენტებს“.
მიუხედავაად რომ ეს ხელს
უწყობს მომსახურების
ხარისხის გაუმჯობესებას,
ეს არის ასევე შეცდომაში
შეყვანის მიზეზი.

მხარდაჭერის სერვისები
არსებობენ მხოლოდ
იმისთვის რომ ისინი
გაერთიანდნენ სხვა
მხარდაჭერის სერვისებთან
რომ აწარმოონ კლიენტზე
ორიენტირებული სერვისი.
თუ ეს ასე არ ხდება მაშინ
მათი ფასეულობა იკლებს
და საერთოდ მათი
არსებობის აუცილებლობაც
გადასახედი ხდება.

მხარდაჭერის
სერვისისთვის არ უნდა
არსებობდეს SLA, რადგან
ისინი ერთი და იგივე
დეპარტამენტებში არიან
შიდა სერვისები. ამის
ნაცვლად, მხარდაჭერის
სერვისის გაუმჯობესების
მიზნით გამოყენებულ
უნდა იქნას ოპერაციული
დონის შეთანხმება.

ზოგიერთ შემთხვევაში
მხარდაჭერის სერვისები
მოზიდულია სხვა გარე
ორგანიზაციებიდან. ამ
შემთხვევაშიც მათი
მენეჯმენტი ხორციელდება
როგორ სხვა მხარდაჭერის
სერვისის მენეჯმენტი,
მაგრამ ოპერაციული
დონის შეთანხმების
მაგივრად გამოიყენება
კონტრაქტები.
შიდა კლიენტზე IT სერვისი რომელიც შიდა კლიენტზე
ორიენტირებული სერვისი პირდაპირ უზრუნველყოფს ორიენტირებული სერვისი
სხვა ბიზნეს ერთეულის მიერ განსაზღვრულია და
მართულ ბიზნეს პროცესის იდენტიფიცირებულია
მხარდაჭერას - მაგალითად, ბიზნესის მიერ. თუ
გაყიდვების ანგარიშის ბიზნესს არ შეუძლია მისი
სერვისი, ERP მენეჯმენტი და აღქმა როგორც სერვისის,
ა.შ. მაშინ ეს სავარაუდოდ არის
მხარდაჭერის სერვისი.
შიდა კლიენტზე
ორიენტირებული სერვისი
დამყარებულია უკვე
ინტეგრირებულ
მხარდაჭერის სერვისებზე,
მიუხერდავად ამისა ისინი
ხშირად უხილავი ან
გაუგებარია
კლიენტისთვის და
მომხმარებლისთვის.

შიდა კლიენტზე
ორიენტირებული სერვისი
პირდაპირ იმართება SLA-ს
მიხედვით.
გარე კლიენტზე IT სერვისი რომელიც გარე კლიენტზე
ორიენტირებული სერვისი პირდაპირ წარმოებს IT ორიენტტირებული
ჯგუფის მიერ გარე სერვისი განკუთვნილია
კლიენტებზე - მაგალითად, გარე კლიენტებისთვის და
ინტერნეტ წვდომა ის თანხვედრაშია
აეროპორტებში. ორგანიზაციის ბიზნეს
სტრატეგიის
მოთხოვნებთან.

გარე კლიენტზე
ორიენტირებული IT
სერვისი თავის თავადაც
წარმოადგენს ბიზნეს
სერვისს, მას შემდეგ რაც ის
გარე კლიენტების მიერ
ორგანნიზაციებში
გამოყენებულ იქნება
ბიზნესის წამყვან
სერვისად.

ორგანიზაციის
სტრატეგიიდან
გამომდინარე, სერვისის
განხორციელება ხდება
უფასოდ(ბევრი
სახელმწიფო ორგანო
მოსახლეობისთვის
სერვისს ახორციელებს
ოფასოდ), ან სერვისის
საფასურის გადახდა უწევს
პირდაპირ პიროვნებას ან
ორგანზიაციას. სხვა
შემთხვევაში სერვისი
შესაძლოა განხორციელდეს
უფასოდ კლიენტისთვის
და იგივე სერვისი
შესაძლოა ფასიანი იყოს
მესამე პირისთვის,
როგორიცაა რეკლამის
შემკვეტი ან სპონსორი. ამ
სერვისების მენეჯმენტი
ხორციელდება
კონტრაქტით.

მიზანი
წარმატებული გრძელვადიანი ზრდისა და ოპერერირებისთვის, სერვისის
მწარმოებლებს უნდა გააჩნდეთ შესაძლებლობა იფიქრონ და იმოქმედონ
სტატეგიულად. სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესრულება მოითხოვს
სტრატეგიული აქტივების გამოყენებას. რეკომენდაციები იძლევა სერვისის
მენეჯმენტის სტრატეგიულ აქტივებში გარდაქმნის საშუალებას.
გაფრთხილება
ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ბევრი სიტუაცია და პრობლემა არ ექვემდებარება
გაუმჯობესებას და ხშირ შემთხვევაში ისინი არაპროგნოზირებადები არიან. სერვისის
გრძელვადიანი წარმოდგენა ან პროცესი შესაძლოა რადიკალურად განსხვავებული იყოს
მოკლევადიანი წარმოდგენისაგან. ზოგიერთი გადაწყვეტილება ან ართულეებს სიტუაციას
ან აუარესებს.
ორგანიზაციები აწყდებიან სირთულეებს პროგრამების განვითარების პროცესის
წარმატებული საწყისების დროს. უარეს შემთხვევაში, მიუხედავად
დემონსტრირებული ბენეფიტებისა, პროგრამების გაუმჯობესების ბევრი პროცესი
წარუმატებლად სრულდება. ზოგიერთ შემთხვევაში ხდება გაუგებრობა და
პროგრამის წარმატებულობა აუარესებს ბიზნეს პროცესს და ამცირებს მორალს. ამ
ფენომენს ეწოდება გაუმჯობესების პარადოქსი - Improvement Paradox.
ფრაზა „ხალხი, პროცესი და ტექნოლოგია“ სასარგებლო სასწავლო ინსტრუმენტია.
თუმცა სიტუაციის უფრო ღრმა შესწავლა გამოავლენს ისეთ სირთულეებს,
როგორიცაა კომპენსირებადი უკუკავშირის ეფექტის შეზღუდვა, დროში
შეფერხება, დამოკიდებულება. ქვემოთ მოყვანილია რეალური სიტუაციები:
პროგრამის განვითარების პროცესი ამცირებს დროს, როდესაც
თანაშრომელი ჩართულია მისი მოვალეობების შესრულებაში, რაც იწვევს
სერვისის ხარისხის კლებას - უფრო სწორად იწვევს პროგრამის დასახული
მიზნის საწინააღმდეგო შედეგს. მას შემდეგ რაც ხარისხი ეცემა, იზრდება
სამუშაოს სირთულე და ზეწოლა თანამშრომელზე. ასეთი თანამშრომელი
შემდგომ პერიოდში წყვიტავს გაუმჯობესებაზე მუშაობას.
ფინანსების შემცირება მოქმედებს მომსახურების ხარისხზე, რაც
თავისთავად ამცირებს მასზე მოთხოვნას. მოთხოვნის შემცირება მოითხოვს
ფინანსების კიდევ უფრო შემცირებას.
მომსახურებაზე მოთხოვნის გაზრდას მოყვება პერსონალზე მოთხოვნის
გაზრდა. თანაფარდობა გამოცდილ და ახალ პერსონალს შორის მცირდება.
ახალბედებისთვის მცირდება აღმზრდელობითი და ქოუჩინგის მიღების
შესაძლებლობები. სერვისის ხარისხი ზარალდება. მომსახურების მოთხოვნა
ნელდება. უმჯობესდება მორალური მდგომარეობა და პროდუქტიულობა,
ხოლო მის შემდგომ ხდება პერსონალის დათხოვნა.
განგრძობად განვითარებაში ცვლილებების შეტანის პარალელურად, ორგანიზაცია
უნდა მოემზადოს ორგანიზაციის გარემოში შიდა პროცესებში, ცვლილებებით
გამოწვეულ სიტუაციაზე სწრაფი გადასვლისთვის და გარდაქმნისთვის.
ცვლილებები შესაძლოა განხორციელდეს გაერთიანებით, გარდაქმნით,
კანონმდებლობით, გვერდითი მოვლენებით, მომწოდებლის გადაწყვეტილებით,
კონკურენტების ქმედებებით, ტექნოლოგიური ინოვაციებით და მომხმარებლებს
მოთხოვნით. სერვისის მენეჯმენტი ეფექტურობას უნდა პასუხობდეს
ეფექტურობით.
ინფორმაციული ტექნოლოგიები

ნაწილი 6
სარჩევი
Microsoft - სერვერული ინფრასტრუქტურა და სერვისები .......................................................... 3
IP - ინტერნეტ პროტოკოლი ............................................................................................................... 3
MAC მისამართი .................................................................................................................................... 3
Domain Name System ............................................................................................................................. 4
Dynamic Host Configuration Protocol .................................................................................................... 4
Directory service ..................................................................................................................................... 4
Windows domain .................................................................................................................................... 5
დომენური სახელი .............................................................................................................................. 5
Microsoft Active Directory ...................................................................................................................... 6
Active Directory Users and Computers ................................................................................................... 6
SSL სერთიფიკატი ................................................................................................................................ 7
Active Directory Certificate Services ....................................................................................................... 8
Skype for Business .................................................................................................................................. 8
Voice over IP ........................................................................................................................................... 8
Microsoft Exchange Server ..................................................................................................................... 8
Microsoft Sharepoint .............................................................................................................................. 9
Microsoft - სერვერული ინფრასტრუქტურა და სერვისები

Microsoft ორგანიზაციაში შედიან სხვადასხვა ტიპის ტექნიკური არქიტექტორები,


ინჟინრები, კონსულტანტები და მხარდაჭერის სპეციალისტები. ისინი უზრუნველყოფენ
კომპანია მაიკროსოფტის მთავარი მისიის შესრულებას, პლანეტაზე არსებული ბიზნესის
შესაძლებლობების განვითარებას. ისინი ცდილობენ იყვნენ პირველები მობილურ და
ღრუბლოვან სერვისებში.

მაიკროსოფტი მოწინავე კომპანიაა, რომელიც აწარმოებს და ქმნის კორპორაციებისთვის


აუცილებელ სერვერულ პროდუქტებს.

IP - ინტერნეტ პროტოკოლი
Internet Protocol (IP) არის მეთოდი/პროტოკოლი, რომლის მეშვეობითაც ინტერნეტში, ან
შიდა ქსელში მონაცემები იგზავნება ერთი ქსელური მოწყობილობიდან მეორეზე. ყველა
ქსელურ მოწყობილობას, რომელიც ჩართულია შიდა ქსელში, თუ ინტერნეტში გააჩნია
მინიმუმ ერთი IP მისამართი, რაც მის ქსელში იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა.

IP-მისამართი წარმოადგენს 32-ბიტურ (IPv4 ვერსიით) ან 128-ბიტურ (IPv6 ვერსიით) რიცხვს.


IP-მისამართის ჩაწერის მოხერხებულ ფორმას წარმოადგენს ოთხი ათობითი რიცხვი (0-დან
255-მდე), დაყოფილი წერტილებით.

IPv4 მისამართს ათობით ფორმაში აქვს შემდეგი სახე: 192.168.1.100, 10.10.10.82, 172.16.1.85,
128.10.2.30 და ასე შემდეგ. მისი სახე ორობით სისტემაში არის შემდეგნაირი: 10000000
00001010 00000010 00011110.

IPv6 მისამართს თექვსმეტობით ფორმაში აქვს შემდეგი სახე:


3ffe:1900:4545:3:200:f8ff:fe21:67cf

მონაცემების გაგზავნის დროს ისინი იშლებიან პატარა ნაწილებად, რომელიც ასევე შეიცავს
როგორც გამგზავნის, ასევე მიმღების IP მისამართებს. ყველა ეს პაკეტი იგზავნება Gateway
ქსელური მიწყობილობის გავლით. Gateway კითხულობს მიმღების IP მისამართს და
აგზავნის პაკეტებს მიმღების Gateway მოწყობილობაზე, რომელიც თავისთავად
კითხულობს მიმღბის IP მისამართს და აგზავნის მიღბულ პაკეტებს ადრესატთან.

MAC მისამართი
Media Access Control Address (MAC Address) ქსელური მოწყობილობების უნიკალური
იდენტიფიკატორი ქსელის სეგმენტების მონაცემთა არხის დონეზე ერთმანეთთან
კომუნიკაციისთვის. როგორც წესი MAC მისამართის მონაცემები ქსელურ მოწყობილობაზე
არსებულ ე.წ. Read Only მახსოვრობაში იწერება მწარმოებლის მიერ.

MAC მისამართს აქვს შემდეგი სახე: 9C:5C:8E:BE:19:B0


Domain Name System

Domain Name System (DNS) - დომენური სახელების სისტემა არის დეცენტრალიზებული


იერარქიული სახელობითი სისტემა კომპიუტერებისთვის, სერვისებისთვის და სხვა
რესურსებისთვის, რომლებსაც აქვთ წვდომა ინტერნეტში ან შიდა ქსელში.

DNS ასოცირებას უკეთებს სხვადასხვა ინფორმაციას ორგანიზაციის ყველა წევრისთვის


მინიჭებულს დომენურ სახელებთან. ყველაზე მთავარი რასაც ეს სისტემა აკეთებს არის IP
მისამართებზე მარტივად დასამახსოვრებელი სახელების მინიჭება. ეს სახელები საჭიროა
კომპიუტერული სერვისებისა და მოწყობილობების აღმოჩენისა და იდენტიფიკაციისთვის.

ჩანაწერების ძირითადი ტიპები, რომლებიც გამოყენება დომენური სახელების სისტემაში


არის: Start of Authority (SOA), IP addresses (A და AAAA), SMTP mail exchangers (MX), name
servers (NS), pointers for reverse DNS lookups (PTR), და domain name aliases (CNAME).

A ჩანაწერი - მისამართის ჩანაწერი ჰოსტის სახელს აკავშირებს IPv4 მისამართთან.


მაგალითად ვებ გვერდის მისამართი www.pra.ge დააბრუნებს IP ისამართს
185.163.200.24
AAAA ჩანაწერი - მისამართის ჩანაწერი ჰოსტის სახელს აკავშირებს IPv6
მისამართთან.
CNAME ჩანაწერი - სახელების კანონიკური ჩანაწერი გამოიყენება სხვა მისამართზე
გადამისამართებისთვის.
MX ჩანაწერი - საფოსტო ჩანაწერი რომელიც მიუთითებ მიმდინარე დომენისთვის
ფოსტის გაცვლის სერვერს(ებს).
NS ჩანაწერი - სერვერული სახელის ჩანაწერი მიმდინარე დომენს მიუთითებს DNS
სერვერის მისამართს.
SRV ჩანაწერი - მიუთითებს სერვისების სერვერებს

Dynamic Host Configuration Protocol

DHCP არის ქსელის პროტოკოლი რომელიც ქსელში არსებულ კომპიუტერებზე


ავტომატურად არიგებს დიაპაზონში მითითებულ IP მისამართებს.

DHCP გასცემს IP მისამართს მაშინ როცა:

მომხმარებელი ჩართავს კომპიუტერს


კლიენტ კომპიუტერი გააგზავნის მოთხოვნას ქსელში წვდომაზე

Directory service
კომპიუტინგში, Directory Service, Name Service(დირექტორიების სერვისი, კატალოგების
სერვისი) ქსელური რესურსების სახელებს შეუსაბამებს შესაბამის ქსელურ მისამართებს. ეს
არის ქსელური რესურსების(საქაღალდეები, ფაილები, პრინტერები, მომხმარებლები,
ჯგუფები, მოწყობილობები, ტელეფონები და სხვა ობიექტები) საერთო ინფორმაციული
ინფრასტრუქტურა ძებნისთვის, მართვისთვის, ადმინისტრირებისა და ორგანიზებისთვის.
კატალოგების სერვისი კრიტიკული კომპონენტია ქსელური ოპერაციული
სისტემებისთვის.

Windows domain
ვინდოუს დომენური სისტემა არის კომპიუტერული ქსელის ერთ-ერთი ფორმა სადაც
ყველა მომხმარებლის ანგარიში, კომპიუტერები, პრინტერები და სხვადასხვა თავდაცვითი
ხელსაწყოები რეგისტრირებულნი არიან ცენტრალურ მონაცემთა ბაზებში ერთ სერვერზე
ან კლასტერულ სისტემაში და მათ ეწოდებათ დომენ კონტროლერები. კომპიუტერებსა და
სხვადასხვა მოწყობილობებზე აუტენტიფიკაცია ხორციელდება დომენ კონტროლერების
მეშვეობით.

დომენური სახელი

დომენური სახელი (Domain name) მიუთითებს კონკრეტულ სერვერზე ან საიტზე,


რომელშიც მოთავსებულია საძიებო დოკუმენტი. ის შედგება ორი ნაწილისაგან,
რომლის პირველი ნაწილი არის სერვერის სახელი, ხოლო ბოლო ნაწილი
ჩვეულებრივად არის დომენის სახელი. ზოგიერთ URL-ს დომენის სახელის
შემდეგ მიეწერება სერვერის პორტი, მაგრამ ამას ადგილი აქვს არასტანდარტული
პორტის შემთხვევაში. არსებობს 6 სამი სიმბოლოსაგან შემდგარი ძირითადი
დომენის სახელი, რომელიც აღწერს შეერთებული შტატების დომენური
სახელების სისტემას:

• edu (education) — განათლების სისტემის;


• mil (military)— სამხედრო სისტემის;
• org (organization)— არაკომერციული ორგანიზაციების;
• gov (government) — სამთავრობო;
• com (commercial)— კომერციული ორგანიზაციების
• net (network)— ქსელური რესურსების.

მათ დაემატა კიდევ ექვსი, ხუთი, ოთხი ან სამი სიმბოლოსაგან შემდგარი დომენის
სახელი:

• arts — კულტურა და გართობა;


• firm — ბიზნესი;
• store — ვაჭრობა;
• web — ვებ-საქმიანობა;
• rec — დასვენება;
• info — საინფორმაციო სამსახურები.

გარდა ამისა, არსებობს ასამდე ორი სიმბოლოსაგან შედგენილი დომენის სახელი,


რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყანას, რეგიონს ან კონტინენტს, მაგ.:

• uk — დიდი ბრიტანეთი;
• ca — კანადა;
• ru — რუსეთი;
• ua — უკრაინა;
• ge — საქართველო, და ა.შ.

Microsoft Active Directory


Active Directory (AD) არის კომპანია Microsoft-ის მიერ შექმნილი ვინდოუს დომენური
სისტემის კატალოგების სერვისი.

სერვერს ან კლასტერს, რომელზეც გაშვებულია Active Directory Domain Services (AD DS)
ეწოდება დომენ კონტროლერი. ის ყველა მომხმარებელს და კომპიუტერს
აუტენტიფიკაციასა და ავტორიზაციას უკეთებს ვინდოუს დომენური ტიპის ქსელში. მას
შეუძლია ამ ქსელში არსებული ყველა კომპიუტერზე გაავრცელოს თავდაცვითი
პოლიტიკები და დააინსტალიროს ან განაახლოს პროგრამული უზრუნველყოფები.
მაგალითად როდესაც მომხმარებელი გადის ავტორიზაციას კომპიუტერზე რომელიც არის
ვინოუს დომენური სისტემის წევრი, AD ამოწმებს მითითებულ პაროლს და განსაზღვრავს
მომხმარებელს აქვს ადმინისტრატორის უფლებები თუ არა.

Active Directory არის Microsoft-ის პროდუქტებისთვის Exchange, Skype, Sharepoint და ა.შ.


მომხმარებელთა რეგისტრაციის ცენტრალური სერვისი.

Active Directory Users and Computers

Active Directory Users and Computers არის Microsoft Management Console(MMC)


აღჭურვილობა რომელიც გამოიყენება დირექტორიაში(კატალოგში) ინფორმაციისა
ადმინისტრირებისა და გამოქვეყნებისთვის:

მომხმარებლების მენეჯმენტი
ჯგუფების მენეჯმენტი
კომპიუტერების მენეჯმენტი
დომენების მენეჯმენტი
ორგანიზაციული ერთეულების მენეჯმენტი
...

AD მომხმარებლების მენეჯმენტი გამოიყენება ახალი მომხმარებლების


რეგისტრაციისთვის, ან არსებული მომხმარებლების რედაქტირებისთვის. რეგისტრაციის
ფორმა შეიცავს სხვადასხვა ველებს:

სახელი/გვარი/სრული სახელი
ზედმეტსახელი/სისტემაში შესასვლელი სახელი
ტელეფონის ნომ,ერი
ვებ გვერდი
ელ. ფოსტის მისამართი
საცხოვრებელი მისამართი
პაროლის ცვლილების პოლიტიკა
სკრიპტების მიმაგრების ველი
სატელეფონო ნომრების ველი
ორგანიზაცია
თანამდებობა
ზემდგომი და დაქვემდებარებული პირები
ფოტო სურათი
...
...
...

AD ჯგუფების მენეჯმენტი გამოიყენება ახალი ჯგუფების შესაქმნელად და არსებული


ჯგუფების რედაქტირებისთვის. ჯგუფებში შესაძლებელია რეგისტრირებული
მომხმარებლების გაერთიანი, მათზე საერთო პოლიტიკის გავრცელება, მომხმარებლის
უფლებების მინიჭება, ელ. ფოსტის გაგზავნა......

მას შემდეგ რაც კომპიუტერის დარეგისტრირდება კატალოგების სერვისში, მისი


კომპიუტერის სახელი ავტომატურად ემატება კომპიუტერების მენეჯმენტის
განყოფილებაში. აქ მოტანილია ინფორმაცია ოპერაციული სისტემის შესახებ,
კომპიუტერის სახელის შესახებ და ა.შ.

SSL სერთიფიკატი
SSL(Secure Sockets Layer) სერტიფიკატი არის მცირე ფაილური მონაცემების კრებული,
რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ ორგანიზაციის ციფრულ მონაცემებსა და
კრიპტოგრაფულ გასაღებს. როდესაც ეს სერტიფიკატი ინსტალირებულია ვებ სერვერზე, ის
ააქტიურებს padlock და https პროტოკოლს და უზრუნველყოფს ბრაუზერის ვებ სერვერთან
დაცულ კავშირს. ძირითადად SSL სერტიფიკატები გამოიყენება საკრედიტო ბარათბით
განხორციელებული ტრანზაქციების, მონაცემთა გაცვლის და ავტორიზაციის ფორმების
დაცვისთვის.

SSL სერტიფიკატი ერთმანეთთან აკავშირებს:

• დომენის სახელს, სერვერის სახელს და ჰოსტის სახელს


• ორგანიზაციის იდენტიფიკატორს და ლოკაციას

როგორ მუშაობს SSL სერტიფიკატი?

SSL სერტიფიკატების იყენებენ ე.წ. საყოველთაო კრიპტოგრაფულ გასაღებებს.


კრიპტოგრაფიის ეს ტიპი იყენებს 2 გასაღებს, რომელიც შეიცავს გრძელ რიცხვებისა და
ასოების ჩანაწერებს. ერთ გასაღებს ქვია პრივატულიი გასაღები, ხოლო მეორეს ქვია
საყოველთაო გასაღები. საყოველთაო გასაღებს ფლობს ვებ სერვერი და ის ხელმისაწვდომია
საყოველთაო დომენურ სისტემაში. საყოველთაო გასაღები გამოიყენება მონაცემების
შიფრაციისთვის.

თუ ერთი პირი უგზავნის მონაცემებს მეორე პირს, მაშინ პირველი პირი მის მონაცემებს
დაშიფრავს მეორე პირის საყოველთაო გასაღებით. მისი გაშიფრვა შესაძლებელია მხოლოდ
მეორე პირის პრივატული გასაღებით.
Active Directory Certificate Services
Active Directory Certificate Services (AD CS) წარმოადგენს, პროგრამული უზრუნველყოფების
უსაფრთხოების სისტემის მიერ გამოყენებადი, სერტიფიკატების საყოველთაო გასაღებების
შექმნისა და მართვის კონფიგურირებად სერვისს.

Skype for Business


Skype for Business (იგივე Microsoft Office Communicator და Microsoft Lync) არის შიდა
ორგანიზაციული საკომუნიკაციო სისტემა.

Skype for Business არის კორპორაციული გადაწყვეტილება და განსხვავების Skype-სგან ის


ორიენტირებულია ბიზნესის ინტერესების დაცვაზე.

Skype for Business მთავარი ფუნქციონალი:

• კომუნიკაცია
• VoIP
• ვიდეო კონფერენცია
• მასში სინქრონირდება Active Directory-ში რეგისტრირებული მომხმარებლები და
მონაცემები
• Microsoft Office გვიჩვენებს თუ რამდენი ადამიანი მუშაობს ერთი და იგივე
დოკუმენტზე
• კლიენტებს შორის ყოველა კომუნიკაცია ხდება Microsoft Lync Server გავლით, რაც
მას უფრო დაცულს ხდის.
• სიგნალისა და მედია ტრაფიკის მაღალი დონის დაცვა კრიპტაციის მეშვეობით.
• ფაილების გზაიარება
• სამუშაო მაგიდის გაზიარება

Voice over IP
VoIP არის მეთოდოლოგია და ტექნოლოგიების ჯგუფი შიდა ქსელსა და ინტერნეტში
ხმოვანი კომუნიკაციისა და მულტიმედიური სესიების წარმოებისთვის. ტერმინი Internet
telephony განსაზღვრავს ინტერნეტში გატანილ კომუნიკაციის სერვისებს, როგორიცაა
ფაქსი, ხმა, sms და ა.შ. მსგავსი ტიპის ტექნოლოგია უფრო საიმედო და იაფია ვიდრე PSTN -
public switched telephone network.

Microsoft Exchange Server


Microsoft Exchange Server არის საფოსტო და კალენდარული სერვერი. თავდაპირველად
Exchange იყო კომპანია Microsoft-ის შიდა საფოსტო სერვერი.

Exchange სერვერი გამოიყება Microsoft Outlook პროდუქტთან ერთად, რათა ხელმისაწვდომი


გახდეს Outlook-ის ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობები. ისეთები, როგორიცაა
საერთო კალენდარი და საკონტაქტო ბაზა.
Microsoft Sharepoint
არსებობს Windows SharePoint Services (WSS), Microsoft Office SharePoint Server (MOSS) და
Microsoft Search Server. თითოეულ მათგან შეაქვს საკუთარი წვლილი სერვისის შექმნაში და
ისინი დამოკიდებულნი არიან ერთმანეთზე.

ინტერნეტში Sharepoint-ის განმარტების ძებნისას არსებობს უამრავი პასუხი. ზგიერთი


მათგანია:

• Microsoft Sharepoint არის ბრაუზერზე ბაზირებული თანამშრომლობის


(Collaboration) და დოკუმენტების მენეჯმენტის პლატფორმა - ვიკიპედიიდან
• Microsoft Sharepoint არის ქონთენთის მართვის სისტემა. ის ჯგუფებს აძლევს
საშუალებას შექმნან ცენტრალიზებული და პაროლით დაცული არე დოკუმენტების
გაზიარებისთვის. შესაძლებელია დოკუმენტების მოგროვება, გადმოწერა და
რედაქტირება და შემდგომ კვლავ გაზიარება - SAIT Polytechnic Teaching – Glossary
• Microsoft Sharepoint არის ვებზე ბაზირებული ინტრანეტი რომელსაც შეუძლია
ორგანიზაციის პროდუქტიულობის გაზრდა მართვის ოპტიმიზაციისა და
მონაცემებზე წვდომის ხარჯზე - Creative SharePoint
• Microsoft Sharepoint არის კორპორაციული დონის ინფორმაციული პორტალი სადაც
კონფიგურირების შემდგომ შესაძლებელია გაეშვას ინტრანეტი, ექსტრანეტი ან
ინტერნეტ საიტი - SharePoint HQ
• Microsoft Sharepoint არის გაზიარების/ბლოგიგნგი/ვიკი ტიპის სერვერი რომელიც
ძირითადად უზრუნველყოფს Microsoft Office სერვერულ მხარეს - Jack Schofield,
Technical Writer Guardian newspaper, UK.

მაშ ასე, რა არის Microsoft Sharepoint?

Windows SharePoint Services წარმოადგენენ ბაზურ ფუნქციონალს, რომელსაც Gartner


უწოდებს ქონთენტის ბაზურ სერვისებს. ის მომხმარებელს დოკუმენტებზე აძლევს
Versioning და Check-in/Checkout ფუნქციებს. WSS შესაძლოა გაფართოვდეს დამატებითი
საერთო ფუნქციების მქონე აპლიკაციების გააქტიურებით. ისეთების, როგორიცაა ელ.
ფოსტაზე შეტყობინებების გაგზავნა, საერთო კალენდარი და ა.შ.

Microsoft Office SharePoint Server (MOSS) განთავსებული WSS-ის თავზე და უზრუნველყოფს


დამატებით ფუნქციონალს, როგორც WSS-ის ბაზური დონისთვის, ასევე
მომხმარებლითვის. მონაცემები იახება SQL მონაცემთა ბაზებში. დამატებითი ვებ
ფუნქციების(Webparts) გამოყენებით, მონაცემთა ბაზებში არსებული მონაცემების
სხვადასხვა ბიზნეს სცენარების განსახორციელებლად, მომხმარებლისთვის წარდგენა
ხდება მოდულების ფართო სპექტრით. მასში პროგრამები Collaboration, Document
management, Records Management, Workflow, Personalization, Blogs, Wikis და ა.შ.

Microsoft Search Server კორპორაციული დონის ძებნის მექანიზმი, რომელსაც გააჩნია


მოწინავე ინდექსაციისა და ძებნის შესაძლებლობები და ის ინტეგრირდება MOSS ვებზე
ბაზირებულ ინტერფეისში.

თვითონ Microsoft მის პროდუქტს SharePoint-ს მოიხსენიებს, როგორც Collaboration, Portal,


Search, Enterprise Content Management (ECM) , Business process management (BPM) და Business
intelligence (BI)...
ინფორმაციული ტექნოლოგიები

ნაწილი 7
სარჩევი
რა არის ბიტკოინი ............................................................................................................................... 3
ვინ შექმნა ბიტკოინი ........................................................................................................................... 3
ვინ აკონტროლებს ბიტკოინის ქსელს? ........................................................................................... 3
როგორ მუშაობს ბიტკოინი? .............................................................................................................. 3
ბიტკოინის მოპოვების მეთოდები ................................................................................................... 4
ბიტკოინების უპირატესობები .......................................................................................................... 4
ბიტკოინების მინუსები ...................................................................................................................... 4
რა არის ბიტკოინი

ბიტკოინი არის ურთიერთ თანამშრომლობის ქსელი, რომელიც ახალი საგადასახადო


სისტემისა და მთლიანად ციფრული ვალუტის გამოყენების საშუალებას იძლევა. ეს არის
პირველი დეცენტრალიზებული P2P საგადასახადო ქსელი, რომელიც მხარდაჭერილია
მომხმარებლების მიერ, შუამავლისა და ცენტრალიზებული ავტორიზაციის გარეშე.

ვინ შექმნა ბიტკოინი


ბიტკოინი არის ე.წ. „კრიპტოვალუტის“ პირველი კონცეფციის რეალიზაცია, რომელიც
პირველად ვეი დაემ აღწერა 1998 წელს. იდეა ითვალისწინებდა ვალუტის ახალ ფორმას,
რომელიც მისი შექმნისა და ტრანზაქციისთვის იყენებდა კრიპტოგრაფიას და არა
ცენტრალურ ორგანოს. ბიტკოინების პირველი სპეციფიკაცია და კონცეფცია გამოქვეყნდა
2009 წელს სატოში ნაკამოტოს მიერ. სატოშიმ მალევე დატოვა ბიტკოინის პროექტი 2010
წლის ბოლოს და ბევრი რამ მის შესახებს ანონიმურად დატოვა. მას შემდეგ დღემდე
ბიტკოინის კომუნა გეომეტრიული პროგრასიით იზრდება და ვითარდება.

სატოშის ბიტკოინის პროტოკოლი და პროგრამული უზრუნველყოფა გამოქვეყნებულია


როგორც ღია კოდი და მისი გამოყენება და მოდიფიკაციის გაკეთება შეუძლია მსოფლიოში
არსებულ ნებისმიერ დეველოპერს. როგორც დღევანდელი დეველოპერებისთვის, ასევე
სატოშისთვის ბიტკოინის კოდში თავიდანვე იყო ჩადებული შეზღუდვები და ის ვერ
აკონტროლებდა ამ ვალუტას.

ვინ აკონტროლებს ბიტკოინის ქსელს?

არავინ არ ფლობს ბიტკოინის ქსელს, ისევე როგორც არავინ ფლობს ელ. ფოსტის
ტექნოლოგიას. ბოიტკონი კონტროლდება მთელ მსოფლიოში არსებული ბიტკოინის
მფლობელების მიერ. მიუხედავად იმისა რომ დეველოპერები გამუდმებით აახლებენ
ბიტკოინის პროგრამულ უზრუნველყოფას მათ ცვლილება ვერ შეაქვთ ბიტკოინის
პროტოკოლში რადგან ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს და გამოიყენოს
პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერი ტიპი და ვერსია. ბიტკოინს შეუძლია
გამართულად იმუშაოს მხოლოდ ყველა მისი მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში.

როგორ მუშაობს ბიტკოინი?


ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ბიტკოინი არის ჩვეულებრივი მობილური აპლიკაცია
ან კომპიუტერული პროგრამა რომელიც მას უზრუნველყოფს საფულით და ბიტკოინის
მიღება და გაგზავნის საშუალებას აძლევს.

სცენის უკან, ბიტკოინის ქსელი დაყოფილია საჯარო დავთრებად რომელსაც ეწოდება


"block chain". დავთარი შეიცავს ყველა იმ ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციას, რომელიც
ოდესმე შესრულებულა. ეს მომხმარებლის კომპიუტერს ნებისმიერი ტრანზაქციის
ვალიდაციის საშუალებას აძლევს. ყოველი ტრანზაქციის ავთენტურობა დაცულია
ციფრული ხელმოწერით რომელიც ასევე შეიცავს გამგზავნის მისამართს. გარდა ამისა
ნებისმიერს შეუძლია ტრანზაქციის განხორციელება და ეს დამოკიდებულია
კომპიუტერულ რესურსზე. რაც უფრო ძლიერია კომპიუტერის გრაფიკული პროცესორი
მით უფრო მეტია ტრანზაქციის შესრულებისთვის მიღებული ჯილდო. ამ პროცესს
ეწოდება „Mining“.

ბიტკოინის მოპოვების მეთოდები

საქონლის ან სერვისის შეძენით


Bitcoin Exchange-ში შეძენით
ბიტკოინის ყიდვა გაყიდვით
Mining მეთოდით

ბიტკოინების უპირატესობები
გადახდის თავისუფლება - შესაძლებელია ბიტკოინების გაგზავნა და მიღება
მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნებისმიერ დროს. არ არსებობს უქმე დღეები,
საზღვრები და ბიუროკრატია. ბიტკოინი მის მფლობელებს თავიანთი ფულის
სრული კონტროლის უფლებას აძლევს.
გადასახადის არჩევის თავისუფლება - ბიტკოინის მიღებისთვის არ არსებობს რაიმე
გადასახადი, ხოლო ტრანზაქციის დრო შესაძლებელია სხვადასხვა გადასახადების
მომთხოვნი ელექტრონული საფულეების არჩევა. რაც უფრო მაღალია გადასახადი
მით უფრო სწრაფია ტრანზაქციის დასტური. გადასახადი ფიქსირებულია
ნებისმიერი რაოდენობის ტრანზაქციისთვის.
დაბალი რისკები ვაჭრობისას - ბიტკოინ ტრანზაქციები დაცულია, შეუქცევადი და
არ შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას. ეს მოვაჭრეებს საშუალებას აძლევს თავი
აარიდონ გადასახადებს.
დაცულობა და კონტროლი - ბიტკოინის მომხმარებლებს გააჩნიათ მათი
ტრანზაქციების სრული კონტროლის მექანიზმები. ტრანზაქციის
განმახორციელებლის იდენტიფიკაცია შეუძლებელია. მომხმარებლებს შეუძლიათ
მათი ბიტკოინების დაცვა სარეზერვო ასლების გაკეთებითა და კრიპტაციით.
გამჭირვალობა და ნეიტრალიტეტი - ყველა ინფორმაცია ბიტკოინის ფულადი მასის
შესახებ ადვილად ხელმისაწვდომია ბლოკჩეინში. კრიპტოგრაფული დაცვის გამო
არავის შეუძლია შეიტანოს ცვლილება ბიტკოინის პროტოკოლში.

ბიტკოინების მინუსები

მიღების ხარისხი - ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ არ იღებს და ცნობს ბიტკოინს.


ყოველდღიურად ბევრი ახალ ახალი ბიზნესი იწყებს ბიტკოინების მოხმარებას
მათი უპირატესობების გამო, მაგრამ მათი რიცხვი ჯერ კიდევ მცირეა.
არასტაბილურობა - ბიტკოინების მიმოქცევაში ჩართული ბიზნესის რაოდენობა
ჯერ კიდევ მცირეა, ამიტომ მცირე ღონისძიებები, ვაჭრობა და ბიზნეს აქტივობა
იწვევს ვალუტის ღირებულების ცვალებადობას.
მუდმივი დამუშავების რეჟიმი - ბიტკოინის პროგრამული უზრუნველყოფა ჯერ
კიდევ ბეტა ვერსიაა. ჯერ კიდევ იქმნება ახალი ინსტრუმენტები, შესაზლებლობები
და სერვისები იმისათვის რომ ბიტკოინი იყოს უფრო დაცული და ხელმისაწვდომი.
ბევრი ბიტკოინის მწარმოებელი ბიზნესი არის ახალი და ვერ იძლევა მყარ
გარატიებს.
ინფორმაციული ტექნოლოგიები

ნაწილი 8
სარჩევი
რა არის კოპიუტერული გრაფიკა? ................................................................................................... 3
გამოყენების ძირითადი სფეროები .................................................................................................. 3
ორგანზომილებიანი გრაფიკა ........................................................................................................... 4
სამგანზომილებიანი გრაფიკა ........................................................................................................... 4
რა არის კოპიუტერული გრაფიკა?

კომპიუტერული გრაფია, იგივე მანქანური გრაფიკა არის საქმიანობის სფერო, სადაც


როგორც გამოსახულებების შექმნისა და რედაქტირებისთვის, ასევე მომდევნო
დამუშავებისა და შენახვისთვის რეალური სამყაროდან მიღებული ვიზუალური
ინფორმაციის დიგიტალიზაციისთვის, გამოიყენება კომპიუტერებში არსებული
პროგრამულ უზურნველყოფები, როგორც ინსტრუმენტები.

თავიდან გამომთვლელ მანქანებს არ გააჩნდათ გრაფიკასთან სამუშაოდ გამოყოფილი


საშუალებები, ისინი გამოიყენებოდნენ გამოსახულების მიღება და დამუშვებისთვის.
ნათურების მატრიცით, პირველი ელექტრონული მანქანების მახსოვრობის
რედაქტირებით, შესაძლებელი ხდებოდა თარგების შექმნა.

1950 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო თავდაცვის სისტემაში SAGE


ჩამონტაჟებულ სამხედრო კომპიუტერზე სახელად Whirlwind-I, ინფორმაციის ვიზუალური
და გრაფიკული გამოსახვისთვის პირველად იქნა გამოყენებული მონიტორები.

1957 წელს რასელ კირშმა შექმნა პირველი სკანერი კომპიუტერისთვის და მიიღო ციფრული
გამოსახულება - ახლად დაბადებული შვილისა.

1961 წელს MIT პროგრამისტმა სტუდენტმა სტივ რასელმა დაიწყო პირველი გრაფიკული
კომპიუტერული თამაშის «Spacewar!» შექმნა. თამაში შეიქმნა PDP-1 კომპიუტერისათვის.

1963 წელს ამერიკელმა მეცნიერმა აივენ საზერლენდმა შექმნა პირველი პროგრამულ-


აპარატურული კომპლექტი Sketchpad, რომელიც ციფრული სტიკით წერტილებისა და
ხაზების დახატვის საშუალებას იძლეოდა. იდეაში ეს იყო კომპიუტერზე შექმნილი
პირველი ვექტორული რედაქტორი.

1964 წელს ედვარდ ზეიჯეკმა შექმნა პირველი კომპიუტერული ანიმაცია - დედამიწის


გარშემო მოძრავი თანამგზავრი.

გამოყენების ძირითადი სფეროები


მეცნიერული გრაფიკა - თავიდან კომპიუტერები გამოიყენებოდა მხოლოდ მეცნიერული
და მწარმოებლური საქმიანობისთვის. მოსალოდნელი შედეგების უკეთ აღსაქმელად ხდება
პროცესების კომპიუტერული მოდელინგი. მაგალითად ქმნიდნენ გრაფიკებს, დიაგრამებს,
ნახაზებს და ა.შ. თანამედროვე მეცნიერული კომპიუტერული გრაფიკა იძლევა
გამოთვლითი ექპერიმენტების ჩატარების საშუალებას.

საქმიანი გრაფიკა - კომპიუტერული გრაფიკის დარგი სადაც იქმნება სხვადასხვა


დაწესებულების მუშაობის კომპიუტერული მოდელები. ბაზური მაჩვენებლები,
საბუღალტრო დოკუმენტაცია, სტატისტიკური რეფერატები - ამ ობიექტებისთვის საქმიანი
გრაფიკის მეშვეობით იქმნება ილუსტრირებული მატერიალები. საქმიანი გრაფიკის
პროგრამული უზრუნველყოფა ჩაშენებულია ელექტრონულ ცხრილებში.

გრაფიკული დიზაინი - გამოიყენებენ ინჟინერ-მშენებლები, არქიტექტორები, ახალი


ტექნიკის გამომგონებლები და ა.შ. კომპიუტერული გრაფიკის ეს ტიპი არის სისტემური
ავტომატიზაციის პროექტირების შემადგენელი ნაწილი. გრაფიკული დიზაინით
შესაძლებელია როგორც ორ განზომილებიანი გამოსახულების მიღება ასევე სამ
განზომილებიანის.

გრაფიკული ილუსტრაცია - ეს არის კომპიუტერის ეკრანზე ხატვის ან ხაზვის მეთოდი.


გრაფიკული ილუსტრაციის პროგრამულ უზრუნველყოფებს ეწოდებათ გრაფიკული
რედაქტორები.

მხატვრული და სარეკლამო გრაფიკა - ამ სფეროს პოპულარობა ტელევიზიის დამსახურებაა.


ამ მეთოდით იქმნება სარეკლამო რგოლები, ანიმაციური ფილმები, კომპიუტერული
თამაშები, ვიდეო გაკვეთილები, ვიდეო პრეზენტაციები და ა.შ. ამ მიზნების მისაღწევად
გრაფიკული პაკეტები მოითხოვენ დიდ კომპიუტერულ რესურსს. ამ გრაფიკული
პაკეტების განმასხვავებელი თავისებურებები არის ფოტორეალისტური გამოსახულების
და „მოძრავი ნახატების“ შექმნა.

კომპიუტერული ანიმაცია - ეს არის დისპლეიზე გამოსახული მოძრავი გამოსახულებების


შექმნის საშუალება. მხატვარი ქმნის ობიექტის მოძრაობის საწყისს და დასასრულს. ყველა
შუალედურ მოძრაობას მათემატიკური გამოთვლებით ქმნის კომპიუტერი.

მულტიმედია - ეს არის ეკრანზე გამოსული მაღალი გარჩევადობის მქონე ხმოვანი


გამოსახულებების ერთობლიობა.

ორგანზომილებიანი გრაფიკა
ორგანზომილებიანი გრაფიკის კლასიფიკაცია ხდება გრაფიკული ინფორმაციის
წარმოდგენის ტიპით. კომპიუტერული გრაფიკა იყოფა ორ ნაწილად - ვექტორული და
რასტული, თუმცა არსებობს გამოსახულების მიღების ფრაქტალური ტიპი.

ვექტორული გრაფიკა წარმოადგენს გეომეტრიული პრიმიტივებით შექმნილ


გამოსახულებას. ეს პრიმიტივებია წერილები, მონაკვეთები, წრეები, ოთხკუთხედები,
მრუდეები და ა.შ. ობიექტებს ანიჭებენ სხვადასხვა ატრიბუტებს, მაგალითად ხაზის სისქე,
შიგთავსის ფერი და ა.შ. გამოსახულება ინახება როგორც კოორდინატების, ვექტორების და
სხვა ციფრული მაჩვენებლების კრებული. ვექტორული გამოსახულების მასშტაბირება
შესაძლებელია ნებისმიერ ზომაზწ მისი ხარისხის დაკარგვის გარეშე.

რასტული გრაფიკა ყოველთვის ოპერირებს პიქსელების ორგანზომილებიანი მასივით.


თითოეულ პიქსელს გააჩნია ფერი, გამჭვირვალობა და სიკაშკაშე. რასტული გრაფიკის
ხარისხი ფუჭდება მისი მასშტაბირების შემთხვევაში.

სამგანზომილებიანი გრაფიკა
სამგანზომილებიანი გრაფიკა ოპერირებს ობიექტებზე სამგანზომილებიან არეშე.
სინამდვილეში რეზულტატი წარმოადგენს ბრტყელ გამოსახულებას, პროექციას.
სამგანზომილებიანი გრაფიკა ფართოდ გამოიყენება კინოსა და კომპიუტერულ თამაშებში.

არსებობს ორი ტიპის სამგანზომილებიანი გრაფიკა - პოლიგონური და ვოქსელური.


ვოქსელური სამგანზომილებიანი გრაფიკა არის რასტული გრაფიკის ანალოგური. ობიექტი
შედგება სამგანზომილებიანი ფიგურებისგან, მათ შორის ყველაზე ხშირად კუბებისგან.
პოლიგონურ კომპიუტერულ გრაფიკაში ყველა ობიექტი წარმოადგენს სიბრტყეების
ერთობლიობას. პოლიგონებად როგორც წესი იყენებენ სამკუთხედებს(Mesh) და
ოთხკუთხედებს(Poly).

You might also like