You are on page 1of 37

როგორ იქმნება

კომპიუტერული ქსელები

კომპიუტერული ქსელის ცნება,


მიზნები და ამოცანები
მოკლე ისტორიული ექსკურსი
ქსელის
კონცეფცია
ყველაზე მარტივი ქსელი (Network) შედგება მინიმუმ ორი
კომპიუტერისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია
კავშირის არხით, ის მათ აძლევს საშუალებას გამოიყენონ საერთო
მონაცემები. ყველა ქსელი (მიუხედავად სირთულისა) ეფუძნება
კავშირის არხით დაკავშირების მარტივ პრინციპს.

კომპიუტერების კავშირით არხის შეერთების იდეა არ


წარმოადგენს განსაკუთრებულს, თუმცა თავის დროზე ის
წარმოადგენდა მნიშვნელოვან მიღწევას კომუნიკაციის სფეროში.
კომპიუტერული ქსელის
ცნება
თუ კი მომხმარებელმა დააკავშირა თავისი კომპიუტერი
სხვა კომპიუტერთან, მას შეუძლია იმუშაოს მის
მონაცემებთან, პროგრამებთან, გამოიყენოს აპარატული
რესურსიც. საერთო საინფორმაციო კავშირის არხთან , ან
საკომუნიკაციო მოწყობილობებით ერთმანეთთან
დაკავშირებულ კომპიუტერების ჯგუფს ეწოდება ქსელი ,
ხოლო შეერთების კონცეფცია და კომპიუტერების
საერთო რესურსები ატარებს ქსელური რესურსების
ურთიერთქმედების სახელს.
ქსელში გაერთიანებულ
კომპიუტერებს შეუძლიათ
გამოიყენონ
 მონაცემები;
 აპლიკაციები;
 ხმოვანი შეტყობინებები;
 პრინტერები;
 ფაქსაპარატები;
 მოდემი და სხვა მოწყობილობები.

ეს სია მუდმივად იზრდება და სრული ხდება, რადგანაც


ჩნდება ახალი მოწყობილობები და საერთო
რესურსების გამოყენების ახალი საშუალებები.
ლოკალური გამოთვლითი ქსელი
1980-იანი წლების დასაწყისში ყველაზე პოპულალური ქსელი
მოიცავდა არაუმეტეს 30 კომპიუტერს, ხოლო სიგრძე კავშირის
არხისა არ აღემატებოდა 185 მ - ს (600 ფუნტი). ასეთი ქსელი
შეიძლება განლაგებული ყოფილიყო ერთი სართულის
ფარგლებში ან, პატარა ორგანიზაციაში.
ამ სახის ქსელებს ლოკალური გამოთვლითი ქსელები (LAN) ეწოდებათ.
კომპიუტერული ქსელების გაფართოება
დღეისათვის შესაძლებელია დავაკავშიროთ მომხმარებლები
სხვადასხვა ქალაქებიდან და სახელმწიფოებიდან.
გეოგრაფიული საზღვრები ფართოვდება და ლოკალური
გამოთვლითი ქსელები გადაიზარდა გლობალურ გამოთვლით
ქსელებში (WAN), სადაც კომპიუტერების რაოდენობა შეიძლება
იყოს ათიდან რამდენიმე ათასამდე.
კომპიუტერული ქსელების დანიშნულება

კომპიუტერული ქსელების ძირითადი დანიშნულებაა


რესურსების ერთობლივად გამოყენება და დროის რეალურ
რეჟიმში მუდმივი კავშირი, როგორც საწარმოს შიგნით,
ასევე მის ზღვარებს გარეთ.

რესურსები (Resources)- ესაა მონაცემები, დანართები და


პერიფერიული მოწყობილობები, ისეთი, როგორიცაა გარე
ასლგადამღები, საბეჭდი მოწყობილობა (პრინტერი),
მოდემი ან სკანერი. დროის რეალურ რეჟიმში კავშირი
გულისხმობს შეტყობინებების გაცვლის დროს.
მონაცემები
კომპიუტერული ქსელების გამოჩენამდე ადამიანები
გადაცემდნენ, ცვლიდნენ ინფორმაციას მაგალითად ასე:
 გადაცემდნენ ინფორმაციას თხრობით (ზეპირი თხრობა);
 აკეთებდნენ ჩანაწერებს ან, წერილებს (წერილობითი
თხრობა);
 წერდნენ ინფორმაციას ოპტიკურ ან მაგნიტუს
დამაგროვებლებზე, მიიტანდნენ მათ სხვა კომპიუტერზე
და ახდენდნენ მონაცემების კოპირებას.

კომპიუტერული ქსელები ამარტივებს ინფორმაციის გაცვლას


მომხმარებლებს შორის, უზრუნველყოფენ მომხმარებლების
სწრაფ წვდომას ნებისმიერი ტიპის მონაცემებზე.
ქსელის ტიპის შერჩევის
პარამეტრები
 წარმოების მოცულობა;
 უსაფრთხოების დაცვის დონე;
 ბიზნესის სახე;
 ადმინისტრაციული წვდომის დასაშვებობა;
 ქსელური ტრაფიკის მოცულობა;
 ქსელური მომხმარებლების მოთხოვნები;
 ფინანსური შესაძლებლობები.
ქსელების ორი ტიპი
 ერთდონიანი - (Peer - To - Peer); - დეცენტრალიზებული
 სერვერის საფუძველზე (Server Based). - ცენტრალიზებული
მიმოხილვა
ყველა ქსელს აქვს  გარკვეული საერთო კომპონენტები, ფუნქციები და
მახასიათებლები. მათ რიცხვს მიეკუთვნება:
 სერვერები (SERVERS) - კომპიუტერები, რომლებიც თავის
რესურსებს წარმოუდგენენ ქსელურ მომხმარებლებს.
 კლიენტები (CLIENTS) - კომპიუტერები, რომლებიც
ახორციელებენ წვდომას სერვერის მიერ წარმოდგენილ ქსელურ
რესურსებზე.
 გადაცემის გარემო - კომპიუტერების შეერთების საშუალება.
 ერთობლივად გამოყენებადი მონაცემები - ქსელისათვის
სერვერის მიერ წარმოდგენილი ფაილები.
 ერთობლივად გამოყენებადი პერიფერიული მოწყობილობები,
მაგალითად: პრინტერები, CD-ROM ბიბლიოთეკები და ა. შ. -
სერვერით წარმოდგენილი რესურსები.
 რესურსები - ქსელში გამოსაყენებელი ფაილები, ტერმინალები,
აპლიკაციები და სხვა ელემენტები.
ერთდონიანი ქსელები
ერთდონიან ქსელში ყველა კომპიუტერი თანაბარუფლებიანია. არ
არის იერარქია კომპიუტერებს შორის და არ არის გამოყოფილი
(Dedicated) სერვერი. ჩვეულებრივ ყოველი კომპიუტერი
ფუნქციონირებს, როგორც კლიენტი და არა როგორც სერვერი;
სხვაგვარად ამბობენ, რომ არ არის ქსელზე პასუხისმგებელი
კომპიუტერი, მომხმარებლები თვითონ განსაზღვრავენ თავიანთ
კომპიუტერზე, რომელი მონაცემები გახადონ ქსელში წვდომადი.
ზომები
ერთდონიანი ქსელები უმთავრესად აერთიანებენ არა უმეტეს 30
კომპიუტერს. აქედან წარმოდგება მათი დასახელებაც - სამუშაო
ჯგუფები (Workgroup), ე. ი. მომხმარებელთა არცთუ დიდი
კოლექტივი.

ისეთი ოპერაციული სისტემები როგორიცაა Microsoft Windows NT


Workstation, Microsoft Windows For Workgroups და Microsoft
Windows XP/7/8/10, მათ აქვთ „ჩაშენებული" ერთდონიანი ქსელის
მოთხოვნებისადმი საჭირო პროგრამული მხარდაჭერა. იმისათვის
რომ უზრუნველვყოთ ერთდონიანი ქსელის ორგანიზება
დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფა არ არის საჭირო.
ღირებულება
ერთდონიანი ქსელები გაცილებით მარტივია, რამდენადაც
ყოველი კომპიუტერი წარმოადგენს ერთდროულად კლიენტს
და სერვერს, არ არის აუცილებლობა დავაყენოთ მძლავრი
ცენტრალური სერვერი ან, რთული ქსელებისათვის
აუცილებელი სხვა კომპონენტები. ამით აიხსნება ერთდონიანი
ქსელის დაბალი ღირებულება სერვერულ ქსელთან
შედარებით.
ოპერაციული
სისტემები
ქსელური პროგრამული უზრუნველყოფის მიმართ
მოთხოვნები გამტარუნარიანობაზე და დაცვაზე
ერთდონიან ქსელში, როგორც წესი დაბალ
დონეზეა ორგანიზებული, ვიდრე იგივე
მოთხოვნები ქსელური პროგრამული
უზრუნველყოფისადმი გამოყოფილ სერვერზე.
რეალიზაცია

ერთდონიანი ქსელები ხასიათდება რიგი სტანდარტული


მახასიათებლებით:
 კომპიუტერები განლაგებულია მომხმარებელთა სამუშაო
მაგიდებზე;
 მომხმარებლები თავად გამოდიან ადმინისტრატორის
როლში და თავადვე უზრუნველყოფენ ინფორმაციის დაცვა
ს;
 კომპიუტერების შეერთებისათვის გამოიყენება არცთუ
რთული საკაბელო სისტემა .
გამოყენების
მიზანშეწონილობა
 - მომხმარებელთა რაოდენობა არ აღემატება 30
ადამიანს;
 - მომხმარებლები განლაგებულნი არიან
კომპაქტურად;
 - მონაცემების დაცვას არ აქვს კრიტიკული
მნიშვნელობა;
 - ახლო მომავალში არ არის მოსალოდნელი
ფირმის გაფართოება, კერძოდ არ იქნება საჭირო
ქსელის გაფართოება.
ადმინისტრირება
ქსელის ადმინისტრირება (Adminisrtation)
აუცილებელია მთელი რიგი ამოცანების
გადასაწყვეტად, მათ რიცხვს მიეკუთვნება:

 რესურსებზე წვდომის წესების მართვა;


მომხმარებელთა პრივილეგიებისა და მონაცემთა
დაცვის ორგანიზება;
 რესურსებთან წვდომის ორგანიზება;
 დანართებისა და მონაცემების თავსებადობა;
 პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება და
მოდიფიკაცია;
გამოყოფილი რესურსები

ყველა მომხმარებელს შეუძლია გამოაცხადოს


ლოკალური რესურსები ქსელურ რესურსებად ანუ,
გახადოს სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი. ერთობლივად
გამოყენებად რესურსებს მიეკუთვნება კატალოგები,
პრინტერები, ფაქს - მოდემები და ა. შ.
მოთხოვნები
აპარატული მხარდაჭერა
ერთდონიან ქსელში ყოველ კომპიუტერს ესაჭიროება:

 საკუთარი გამოთვლითი რესურსების დიდი ნაწილი


წარმოუდგინოს ლოკალურ მომხმარებელს.
 დარჩენილი გამოთვლითი სიმძლავრე წარმოუდგინოს
ქსელურ მომხმარებლებს საკუთარ რესურსებზე წვდომის
მხარდაჭერისათვის .
 სერვერული ქსელები (ერთდონიანთან შედარებით)
საჭიროებს მეტად მძლავრ სერვერებს, რადგანაც მათ
უნდა დაამუშაონ ყველა ქსელური კლიენტის მოთხოვნები.
დაცვა
დავიცვათ ქსელი ნიშნავს დავაყენოთ პაროლი ქსელური
რესურსის გამოყენებაზე, მაგ. კატალოგზე. დაცვის
ცენტრალიზებული მართვა ერთდონიან ქსელში ძალიან
ძნელია, რადგანაც ყოველი მომხმარებელი თავად ახდენს
დაცვის რეალიზაციას. „საერთო“ რესურსები შეიძლება იყოს
ყველა კომპიუტერზე და არა მხოლოდ ცენტრალურ სერვერზე.
ასეთი სიტუაცია სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს მთელი
ქსელისათვის, გარდა ამისა ზოგიერთ მომხმარებელს შეუძლია
საერთოდ არ დააყენოს დაცვა. თუ ინფორმაციის
კონფიდენციალობის დაცვას აქვს თქვენთვის პრინციპული
მნიშვნელობა, რეკომენდირებულია აირჩიოთ ქსელი სერვერის
საფუძველზე.
სერვერული ქსელები
ერთდონიან ქსელში სადაც კომპიუტერები გამოდიან
კლიენტისა და სერვერის როლში, თუ ჩავრთავთ 10
კომპიუტერზე მეტს, ის ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ
მოთხოვნებს. ამიტომაც უმრავლესობა ქსელებში იყენებენ
სხვა კონფიგურაციას - ისინი მუშაობენ გამოყოფილი
სერვერის საფუძველზე. გამოყოფილი ეწოდება ისეთ
სერვერს, რომელიც ფუნქციონირებს, როგორც მხოლოდ
სერვერი და არ გამოიყენება კლიენტის ან, სამუშაო სადგურის
როლში. ის ოპტიმიზირებულია ქსელის კლიენტების
შეკითხვების სწრაფ დამუშავებაზე და ფაილების და
კატალოგების გაძლიერებულ დაცვაზე
სერვერული ქსელები

ქსელის ზომებისა და ქსელური ტრაფიკის გაზრდისას


აუცილებელია გავზარდოთ სერვერების რიცხვი. ამოცანის
დანაწილება რამდენიმე სერვერის გარემოში იძლევა
გარანტიას, რომ ყოველი ამოცანა იქნება შესრულებული
მეტად ეფექტურად.
სპეციალიზირებული
სერვერები
მთელი რიგი ამოცანები, რომლებიც უნდა შეასრულოს
სერვერებმა სხვადასხვაგვარია და რთული. სერვერები რომ
პასუხობდნენ მომხმარებელთა თანამედროვე მოთხოვნებს, დიდ
ქსელებში მათ აკეთებენ როგორც სპეციალიზირებულს
(Specialized).
ფაილებისა და ბეჭდვის
სერვერი
ფაილებისა და ბეჭდვის სერვერები მართავენ
მომხმარებლის წვდომას შესაბამისად ფაილებეზე და
პრინტერებზე. რომ ვიმუშაოთ ტექსტურ პროცესორთან,
პირველ რიგში ის უნდა ჩატვირთოთ თქვენს კომპიუტერში.
ტექსტური პროცესორის დოკუმენტი, რომელიც სერვერზეა
შენახული იტვირთება თქვენი კომპიუტერის მეხსიერებაში
და ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ ამ
დოკუმენტთან თქვენს კომპიუტერზე. სხვა სიტყვებით,
ფაილების სერვერი განკუთვნილია მონაცემების
შესანახად.
დანართ სერვერები
Data Center 
დანართ სერვერებზე სრულდება კლიენტ - სერვერული
დანართების გამოყენებითი ნაწილი, აგრეთვე აქვეა
კლიენტისათვის ხელმისაწვდომი მონაცემები. დანართ სერვერები
ინახავენ დიდი მოცულობის ინფორმაციას სტრუქტურული
სახით. ამ ტიპის სერვერებზე სწრაფად ხდება ძებნა და მოთხოვნის
(შეკვეთის) შესრულება, რადგანაც სერვერი წარმოადგენს
კომპიუტერ - კლიენტთან შედარებით მძლავრ კომპიუტერს. ისინი
მუშაობის პრინციპით განსხვავდებიან ფაილებისა და ბეჭდვის
სერვერებისაგან. ფაილ სერვერებიდან ფაილები ან მონაცემები
მთლიანად გადაიწერებიან მომთხოვნ კლიენტ კომპიუტერში,
ხოლო დანართ სერვერიდან კლიენტ კომპიუტერს გადაეგზავნება
მხოლოდ მოთხოვნის შედეგები.
დანართ სერვერები
Data Center 

დანართ - კლიენტი საჭიროების შემთხვევაში დანართ სერვერზე


შენახულ მონაცემებზეც მიიღებს წვდომას. უნდა აღინიშნოს რომ,
მთლიანი ბაზის ნაცვლად თქვენს კომპიუტერზე სერვერიდან
ჩაიტვირთება მხოლოდ მოთხოვნის (შეკითხვის) შედეგები.
მაგალითად ნაცვლად თანამშრომლების მთელი ჩამონათვალისა,
თქვენ შეიძლება მიიღოთ მხოლოდ მათი სია ვინც დაიბადა
დეკემბერში.
საფოსტო (mail) სერვერები

საფოსტო სერვერები მართავენ ელექტრონული ფოსტის


შეტყობინებების გადაცემას ქსელის მომხმარებლებს შორის.

ფაქს სერვერები
ფაქს სერვერები მართავენ ერთ ან რამდენიმე ფაქს -
მოდემიდან შემოსულ და გამავალ ფაქსიმალურ შეტყობინებებს.

საკომუნიკაციო
სერვერები
საკომუნიკაციო (კავშირის) სერვერები მართავენ, მოდემით ან
ტელეფონის ხაზით გამავალ მონაცემთა ნაკადებს და საფოსტო
შეტყობინებებს, როგორც თავის ქსელებს შორის, ასევე სხვა
ქსელებში, ან შორეულ მომხმარებლებს შორის.
კატალოგების მომსახურების
სერვერები
კატალოგი (Directory) მომხმარებლებს აძლევს საშუალებას
იპოვონ, შეინახონ და დაიცვან ინფორმაცია ქსელში. იგი
აერთიანებს კომპიუტერებს ლოგიკურ ჯგუფებში -
დომენებში (Domains), დაცვის სისტემა უზრუნველყოფს
სხვა და სხვა მომხმარებლებს ჰქონდეთ ქსელურ
რესურსებთან წვდომის ერთმანეთისაგან განსხვავებული
უფლებები, კერძოდ ის უფლებები რომელიც მინიჭებული
აქვთ ადმინისტრატორის მიერ.
პროგრამული უზრუნველყოფის
მნიშვნელობა

სერვერი და ქსელური ოპერაციული სისტემა მუშაობს როგორც


ერთი მთლიანი სისტემა. ოპერაციული სისტემის გარეშე
ყველაზე მძლავრი სერვერიც კი წარმოადგენს ჯართს. კერძოდ,
ოპერაციული სისტემა გვაძლევს საშუალებას მოვახდინოთ
სერვერის ყველა აპარატურული შესაძლებლობის რეალიზაცია.
ამა თუ იმ ოპერაციული სისტემის შემქმნელები
ორიენტირებულნი არიან მოწინავე სერვერული
ტექნოლოგიების გამოყენებაზე
რესურსების
განაწილება
სერვერი ისე უნდა იყოს პროექტირებული, რომ
უზრუნველყოს მაღალი გამტარიანობა და მონაცემთა დაცვა
ქსელურ რესურსად გამოცხადებულ ფაილებთან,
პრინტერებთან და სხვა მოწყობილობებთან წვდომისას.
უსაფრთხოება და დაცვა

ძირითადი არგუმენტი სერვერული ქსელის არჩევისას


არის მონაცემთა საიმედო დაცვა. ასეთ ქსელებში
უსაფრთხოების პრობლემებს აგვარებს ერთი
ადმინისტრატორი. ის ახდენს ერთიანი უსაფრთხოების
პოლიტიკის (Security Policy) ფორმირებას და იყენებს მას
ყოველი ქსელური მომხმარებელი.
მონაცემების სარეზერვო
კოპირება

სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფორმაცია


განთავსებულია ცენტრალიზებულად ე. ი. თავმოყრილია
ერთ ან რამდენიმე სერვერზე და არაა ძნელი
მოვახდინოთ მისი სარეზერვო კოპირება (Backup)
რეგურალურად.
მომხმარებალთა რაოდენობა

სერვერული ქსელები საშუალებას იძლევა


ემსახურებოდეს ათასობით მომხმარებელს.
ასეთი ზომის ქსელების მართვა ერთდონიანი
ქსელით შეუძლებელია.
კომბინირებული ქსელი
ერთდონიანი და სერვერული ქსელების შეერთებით მიიღება
ქსელები, რომლებიც ცნობილია კომბინირებული ტიპის
ქსელების სახელწოდებით. ბევრი ადმინისტრატორი თვლის,
რომ კომბინირებული ქსელები უფრო მეტად აკმაყოფილებენ
მომხმარებელთა დღევანდელ მოთხოვნებს ვიდრე,
თითოეული ცალ-ცალკე.

You might also like