You are on page 1of 46

ლექცია 2

ლექციის თემა
• კომპიუტერული ქსელების კლასიფიკაცია
• ლოკალური ქსელის არქიტექტურა
• ქსელების ტოპოლოგია
კომპიუტერული ქსელების
Компьютерные системы и сети
კლასიფიკაცია
ქსელების კლასიფიკაცია:

- მაშტაბით: ლოკალური -გლობალური


- არქიტექტურით: Ethernet, Arcnet, SDH, ATM,...
- ტოპოლოგიით (ფიზიკური, ლოგიკური) : სრულკავშირებიანი, სალტე,
ვარსკვლავი, წრე, შერეული
- გადამცემი არხის მიხედვით: კაბელური-უკაბელო, კოაქსიალური კაბელი,
შეგრეხილი წყვილი, ოპიკურ ბოჭკოვანი, რადიოკავშირი (რადიო სარელეო,
ფიჭური, სატელიტური, WiFi, Bluetooth), ინფრაწითელი, ოპტიკურ-საჰაერო,
საკაბელო TV,
-სერვერის ტიპის მიხსდვით (NW, Windows, Unix),
- მომსახურების ტიპის მიხედვით (ერთრანგიანი ქსელები, «ღრუბლოვანი», grid-
ქსელები, …),
-…
კომპიუტერული ქსელების კლასიფიკაცია
მასშტაბის მიხედვით

LAN - Local Area Network - ლოკალური ქსელი, კომპიუტერები ახლო


მანძილზეა განთავსებული, როგორც წესი ერთი შენობის ფარგლებში.

MAN - Metropolitan Area Network - რაიონული ქსელი,


კომპიუტერები განთავსებულია რაიონის ი ან
პატარა ქალაქის ფარგლებში

WAN - Wide Area Network - გლობალური ქსელი, მოიცავს


ქვეყანას კონტიგენტს.

HAN - Home Area Network - საოჯახო (სახლის) ქსელი.


ლოკალურ ქსელში (LAN) კომპიუტერების და პერიფერიული მოწყობილობების

რაოდენობა შეზღუდულია. ისინი განლაგებულნი არიან შემოსაზღვრულ არეზე.


.
თუმცა ცალკეულ შემთხვევაში ლოკალურ ქსელს
შეიძლება უფრო დიდი, ფართო მაშტაბები ჰქონდეს.
რეგიონალური ქსელი (MAN – Metropolitanl Area Network)- ქსელი, რომელიც აერთიანებს
ბევრ ლოკალურ ქსელს ერთი რაიონის, ქალაქის ან რეგიონის ფარგლებში.
გლობალური ქსელი (WAN – Wide Area Network)- ქსელი, რომელიც აერთიანებს
სხვადასხვა ქალაქების, რეგიონების და სახელმწიფოების კომპიუტერებს.
გლობალური ქსელის მაგალითია ინტერნეტი (Internet).
Internet-ი თავის თავში მოიცავს მილიონობით ურთიერთდაკავშირებულ ლოკალურ
ქსელს.
ლოკალურ ქსელებს შორის კავშირის რეალიზაციას ახდენენ ტელეკომუნიკაციური
მომსახურების მომწოდებლები.
 გლობალური ქსელში კომპიუტერების რაოდენობა რამდენიმე ათასამდე
შეიძლება იცვლებოდეს. ისინი სხვადასხვა ქალაქებსა და სახელმწიფოებშიც კი
შეიძლება იყვნენ განლაგებული .

 გლობალური ქსელი აერთიანებს რამოდენიმე ლოკალურ ქსელს ერთმანეთთან


გეოგრაფიულად დაშორებულ ადგილებში. ყველაზე გავრცელებული ფართო არის
ქსელია ინტერნეტი. ფართო არის ქსელები ძირითადად აგებულნი არიან
სატელეფონო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზების გამოყენებით.
დღეისათვის კომპიუტერული ქსელების ყველაზე დიდი გაერთიანებაა ინტერნეტი .
გლობალური, რეგიონალური და ლოკალური ქსელების გაერთიანება იძლევა
მრავალდონიანი იერარქიების შექმნის საშუალებას, რომლებიც თავის მხრივ იძლევა
მონაცემთა უზარმაზარი მასივების დამუშავებისა და ინფორმაციული რესურსებისადმი
პრაქტიკულად შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის მძლავრ საშუალებებს

Wide Area Network


ლოკალური ქსელები შეიძლება შედიოდეს რეგიონულ ქსელებში კომპონენტების
სახით;
რეგიონალური ქსელები - გაერთიანდნენ გლობალური ქსელის შემადგენლობაში;
გლობალურმა ქსელებმა შეიძლება შექმნან უფრო მსხვილი სტრუქტურები
ლოკალური და გლობალური ქსელების გაერთიანების მაგალითია ვირტუალური კერძო
ქსელი (Virtual Private Network, VPN). ასე ეწოდება ორგანიზაციის ქსელს, რომელიც
მიიღება ორი ან რამოდენიმე ტერიტორიულად განცალკევებული ლოკალური
ქსელის გაერთიანებით საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გლობალური ქსელების
არხების დახმარებით, მაგალითად, ინტერნეტით
განსხვავება ლოკალურ და გლობალურ ქსელებს შორის

კავშირის ხაზების სიგრძე და ხარისხი.

ლოკალური ქსელი შეიძლება აგებული იქნას პატარა მანძილზე, რაც


საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ხარისხიანი კავშირის ხაზები როგორიცაა
კოაქსიალური კაბელი(აღარ გამოიყენება),ხვეული წყვილი,
ოპტიკურბოჭკოვანი, რომლებიც მიუღებელია (ეკონომიური თვალსაზრისით )
დიდი მაძილებისათვის, რაც ახასიათებს გლობალურ ქსელებს .
 მონაცემთა გადაცემის მეთოდები.

ფიზიკური არხების დაბალი საიმედოობის გამო გლობალურ ქსელებს

ესაჭიროება მონაცემთა გადაცემის უფრო რთული მეთოდები, ვიდრე

ლოკალურ ქსელებს. გლობალურ ქსელებში ფართოდ გამოიყენება

მოდულაცია, ასინქრონული მეთოდები, ხარვეზიანი კადრების

განმეორებით გადაცემა, საკონტროლო ჯამის გათვლის რთული მეთოდები.

ლოკალურ ქსელებში კი ხარისხიანი კავშირის ხაზების გამოყენება

მონაცემთა გადაცემის გამარტივების საშუალებას იძლევა, რაც

განპირობებულია არამოდულირებული სიგნალების და პაკეტის მიღების

დადასტურებაზე უარის თქმის ხარჯზე.


მომსახურების მრავალფეროვნება

ლოკალური ქსელები გვთავაზობენ მრავალფეროვან მომსახურებას –


ფაილური და ფაქსიმილური გადაცემის მომსახურება, მონაცემთა ბაზების
მომსახურება ელ-ფოსტით და ა.შ.

გლობალური ქსელები ძირითადად გვთავაზობენ საფოსტო მომსახურებას და


იშვიათად შეზღუდული საშუალებების ფაილურ მომსახურებას.
 მოთხოვნების შესრულების ოპერატიულობა

ლოკალურ ქსელში პაკეტის გადაცემის დრო შეადგენს რამდენიმე მილიწამს,


მაშინ როცა გლობალურ ქსელებში პაკეტის გადაცემას შეიძლება რამდენიმე წამი
გაგრძელდეს. გლობალურ ქსელებში მონაცემთა გადაცემის დაბალი სისწრაფე
ართულებს ონ-ლაინ მომსახურების რეჟიმის რეალიზაციას.
 პაკეტების კომუტაციის მეთოდების გამოყენება
პაკეტების კომუტაცია – packet switching გადაცემის ფორმა, სადაც შეიძლება ცალკეულ
პაკეტებად დაყოფილი მონაცემების სხვადასხვა მარშრუტებით გადაგზავნა საწყისი პუნქტიდან
დანიშნულების პუნქტში. კონკრეტულ მარშრუტს გადამცემი და მიმღები კომპიუტერები ირჩევენ,
ისეთი ფაქტორებიდან გამომდინარე, როგორიცაა შეერთების შესაძლებლობა და ტრაფიკის
მოცულობა.
ლოკალურ ქსელებში მნიშვნელოვან თავისებურებად მიჩნეულია დატვირთვის
არათანაბარი განაწილება. პიკური დატვირთვის შეფარდებამ საშუალოსთან შეიძლება
შეადგინოს 100:1. ასეთ ტრაფიკს უწოდებენ პულსაციურს. ტრაფიკის ამ თავისებურების გამო
კვანძების შეერთებისათვის გამოიყენება პაკეტების კომუტაციის მეთოდი, რომელიც უფრო
ეფექტურია პულსაციური ტრაფიკისთვის ვიდრე გლობალურ ქსელში არხების კომუტაციის
მეთოდი.
პაკეტების კომუტაციის მეთოდი მდგომარეობს იმაში,რომ ქსელი დროის ერთეულში მეტ
მონაცემს გადასცემს თავის აბონენტებს.
 . მაშტაბურობა

• ლოკალურ ქსელებს გააჩნიათ ცუდი მაშტაბურობა საბაზო ტოპოლოგიის გამო.


ტოპოლოგია განსაზღვრავს შეერთების წესებს და ხაზების სიგრძეს.

• ლოკალურ ქსელში კვანძების რაოდენობის ან კავშირის ხაზების სიგრძისთვის


განკუთვნილი ზღვრის მიღწევისას, მკვეთრად უარესდება ქსელის მახასიათებლები.
გლობალური ქსელი კი კარგად ექვემდებარება მაშტაბებს, რადგან ისინი შექმნილნი რიან
ნებისმიერ ტოპოლოგიასთან სამუშაოდ.
ქსელების კლასიფიკაცია არქიტექტურის
მიხედვით
ქსელის არქიტექტურა განსაზღვრავს აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის
ინსტრუმენტების ერთობლიობას, ალგორითმებსა და ტექნოლოგიებს ფიზიკური და არხის
დონის ორგანიზებისათვის, რაც შესაძლებელს ხდის ქსელის კვანძებს შორის ფრეიმების
გადაცემის ორგანიზებას.
• Ethernet (Fast Ethernet, Gigabit Ethernet),
• ArcNet,
• TokenRing,
• FrameRelay,
• FDDI,
• ATM,
• SDH (SONET),
• არქიტექტურა „წერტილი-წერტილი“(xDSL, V.90, და
სხვა)
მონაცემების გადაცემის ტიპის მიხედვით
ქსელები იყოფა კაბელურ და უკაბელო (სადენიან და უსადენო) ქსელებად
ქსელური მოწყობილობები ურთიერთდაკავშირებულნი არიან სხვადასხვა
ტიპის კავშირის საშუალებებით:
− სპილენძის კაბელებით - მოწყობილობებს შორის მონაცემთა გადასაცემათ
იყენებს ელექტრული დენის სიგნალს.
− ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით - იყენებს შუშას და პლასტმასის სადენს,
ე.წ. ბოჭკოვანს, რათა გადასცეს სინათლის სხივის იმპულსების მეშვეობით
ინფორმაცია.
− უკაბელო კავშირი - იყენებს რადიო სიგნალებს, ინფრაწითელ
ტექნოლოგიას (ლაზერებს), ან სატელიტურ კავშირებს
ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის მიხედვით ქსელები შეიძლება დავყოთ
დაბალი, საშუალო, და მაღალი სიჩქარის ქსელებად:
ქსელები მათში გამოყენებული მოწყობილობების მიხედვით
არსებობენ: ერთრანგიანი ქსელები, სერვერის ბაზაზე და
კომბინირებული ქსელები.
მათ შორის პრინციპიალური განსხვავება არსებობს
რადგან მათ სხვადასხვა შესაძლებლობები გააჩნიათ.

ერთრანგიანი ქსელი

ქსელი სერვერის ბაზაზე


ქსელის დაპროექტებისას არჩეული უნდა იყოს ქსელის ტიპი .
ქსელის ტიპის არჩევას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს
მაგალითად, საწარმოს ზომა, ქსელური მომხმარებლის მოთხოვნა ,
დაცვის ხარისხი, ტრაფიკის მოცულობა, დაფინანსება და ა.შ.

ერთრანგიან ქსელში ჩართული ყველა კომპიუტერი თანაბარი


უფლებით სარგებლობს ისინი ფუნქციონირებენ როგორც კლიენტი
და როგორც სერვერი. მომხმარებელი თვითონ წყვეტს, თავის
კომპიუტერის რომელი მონაცემი იყოს ქსელში მისაწვდომი.
სერვერი - სპეციალურად გამოყოფილი მაღალმწარმოებლური კომპიუტერი (ის
აღჭურვილია უფრო მძლავრი პროცესორით, მეტი ოპერარიული მეხსიერებით, დიდი
მოცულობის მყარი დისკით), აღჭურვილი შესაბამისი სერვერული პროგრამული
უზრუნველყოფით, რომელიც ცენტრალიზებულად მართავს ქსელის მუშაობას და/ან
აწვდის ქსელის სხვა კომპიუტერებს თავის რესურსებს, ის “პასუხს აგებს” ქსელის
მუშაობაზე

ერთრანგიანი ქსელები ფუნქციონირების თვალსაზრისით ძალიან მარტივნი არიან


ამიტომ მათ გააჩნიათ შედარებით დაბალი ღირებულება ქსელები სერვერთან
შედარებით. ქსელები სერვერის შემთხვევაში ქსელში ჩართულია გამოყოფილი
სერვერი.
კლიენტური კომპიუტერი (კლიენტი, მუშა სადგური) - ქსელის რიგითი მომხმარებლის
კომპიუტერი, რომელიც ღებულობს დაშვებას სერვერის (სერვერების) რესურსებისადმი.
•ერთგანრიგიან ქსელებს უწოდებენ აგრეთვე მუშა ჯგუფებს
(workgroup) ანუ მომხმარებელთა არა დიდი კოლექტივს.
ერთრანგიან ქსელებში კომპიუტერების რაოდენობა შეზღუდულია,
ასეთი ქსელები აერთიანებენ ათამდე კომპიუტერს.

•ღირებულების მიხედვითაც ისინი სხვა ქსელებზე იაფია, რადგან


არ მოეთხოვებათ მძლავრი ცენტრალური სერვერის და რთული
ქსელებისთვის საჭირო სხვა კომპონენტების არსებობა. მაგრამ
სასურველია, რომ მომხმარებელთა კომპიუტერები იყოს უფრო
მძლავრი, შესაბამისად კი ძვირადღირებული.
•ერთრანგიან ქსელში, ქსელში სერვერთან შედარებით, მოთხოვნილება

წარმადობაზე და ქსელური პროგრამული უზრუნველყოფის დაცვაზე დაბალია . სერვერები

ყოველთვის ფუნქციონირებენ, როგორც მხოლოდ სერვერები და არა როგორც კლიენტები

ან სამუშაო სადგურები

•ერთრანგიან ქსელებში კომპიუტერებზე დამატებითი პროგრამული

უზრუნველყოფის დაყენება არ არის საჭირო. საკმარისია დაყენებული იქნას ოპერაციული

სისტემები Windows 98, NT ან XP,7,8,10 და ა.შ, რომლებშიც ჩაშენებულია ერთრანგიანი

ქსელის ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ერთრანგიან ქსელში ყოველი კომპიუტერი

ფუნქციონირებს, როგორც კლიენტი და როგორც სერვერი, ამიტომ საჭიროა ყოველი

მომხმარებელს ჰქონდეს ცოდნის საკმარის დონეს, რომ მან იმუშაოს, როგორც

მომხმარებელმა და როგორც ადმინისტრატორმა.


თუ კომპიუტერული ქსელის აგების დროს მომხმარებელთა რიცხვი დიდია, მაშინ

მიზანშეწონილია დავაპროექტოთ ქსელი სერვერის ბაზაზე. დღეისათვის

კომპიუტერული ქსელების უმრავლესობაში გამოიყენება გამოყოფილ სერვერი.

გამოყოფილი სერვერი ეწოდება კომპიუტერს, რომელიც ფუნქციონირებს

მხოლოდ, როგორც სერვერი, მისი დანიშნულებაა ქსელის ფაილების და

კატალოგების დაცვა.

ქსელის ზომების და ტრაფიკის მოცულობის გაზრდასთან ერთად საჭიროა

სერვერების რიცხვის გაზრდა. ქსელის ამოცანების განაწილება სხვადასხვა

სერვერებს შორის წარმოადგენს ქსელის ფუნქციონირების ეფექტურობის

ამაღლების გარანტიას. ამიტომ, დიდი ზომის ქსელებში, სადაც კომპიუტერების

რაოდენობა ასეულობით და ათასეულობით გამოისახება, გამოიყენება

სპეციალიზებული სერვერები.
სერვერის მიერ შესრულებული ამოცანების კლასი მრავალფეროვანია და

რთული, ამიტომ თანამედროვე ქსელებში შეიძლება რამდენიმე სერვერი იყოს

გამოყენებული. თვითეული ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს და მათ

სპეციალიზირებულ სერვერებს უწოდებენ. ქსელში შეიძლება არსებობდეს ფაილების

დაბეჭვდის სერვერი, დანართების სერვერი, საფოსტო სერვერი, საკომუნიკაციო

სერვერი და ა.შ.

სერვერი და ოპერაციული სისტემა მუშაობს როგორც ერთიანი მთლიანი,

ოპერაციული სისტემის გარეშე ყველაზე მძლავრი სერვერიც კი ჯართია. სწორედ

ოპერაციული სისტემა იძლევა საშუალებას რეალიზაცია გაუკეთდეს სერვერის

აპარატურულ რესურსებს.

ქსელები სერვერის ბაზაზე არჩევის ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტია მონაცემთა

დაცვის საიმედობა. ასეთ ქსელებში დაცვის საკითხებით დაკავებულია

ადმინისტრატორი, რომელიც აფორმირებს დაცვის ერთიან პოლიტიკას და

განსაზღვრავს მას ქსელის ყოველი მომხმარებლისთვის


კომბინირებულ ქსელებში გათვალისწინებულია ერთრანგიანი ქსელების
და ქსელები სერვერის ბაზაზე საუკეთესო თვისებები. ესაა ქსელების
ყველაზე გავრცელებული ტიპი.
კომბინირებული ქსელების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მასში
ერთდროულად შეიძლება ფუნქციონირებდეს ორივე ტიპის ოპერაციული
სისტემა: სერვერის ბაზაზე ქსელში, მაგალითად Windows Server -ი, ხოლო
კომპიუტერ - კლიენტებზე მაგალითად, Windows 98,2000,XP და ზევით.
კომპიუტერულ სისტემების მედია საშუალებებში გამოიყენება მონაცემების როგორც
პოტენციალური, ასევე იმპულსური კოდირება.
ასევე გამოიყენება სპეციფიური მეთოდი ინფორმაციის წარმოსადგენად, როგორიცაა
მოდულაცია, რომელიც არასოდეს გამოიყენება კომპიუტერის შიგნით.
მოდულაციის დროს დისკრეტული ინფორმაცია წარმოდგება სინუსოიდური სიგნალების
სახით და იმ სიხშირით რომელსაც ყველაზე უკეთ გადასცემს არსებული ხაზი.
განსხვავებული ტიპის მედიებს აქვთ განსხვავებული მახასიათებლები და გამოყენება .
ყველა ქსელურ მედიას არ აქვს ერთნაირი ნიშანთვისებები და ისინი გამოიყენება
განსხვავებული მიზნებით.
კრიტერიუმი რის მიხედვითაც ხდება მედიის შერჩევა არის შედეგი:
 დისტანცია, სადაც სიგნალის გადაცემა შესაძლებელია წარმატებით;
 გარემო, სადაც მედია იქნება გამოყენებული;
 მონაცემების რაოდენობა და სიჩქარე, რომელიც უნდა გადაიცეს.
გზა, რომელსაც გადის ინფორმაცია გამგზავნიდან მიმღებამდე, შესაძლებელია იყოს
მარტივი, მაგალითად როგორიც არის ორი კომპიუტერის გაერთიანება ერთი
კაბელით,
ან რთული, როგორიცაა ქსელი რომელიც მოიცავს მთელ დედამიწას.
ქსელის ეს ინფრასტრუქტურა არის პლატფორმა რომელიც უზრუნველყოფს
გარანტირებულ და საიმედო კავშირს, რომელშიც ხდება კომუნიკაცია
მოწყობილობები და მედია არის ქსელის ფიზიკური ელემენტები ან
აპარატურული საშუალებები. აპარატურული საშუალებები ძირითადად არის
ქსელური პლატფორმის ხილვადი კომპონენტები. ასეთებია laptop, PC, switch ან კაბელი,
რომელიც აერთებს მოწყობილობებს. ხანდახან ზოგიერთი კომპონენტი
შესაძლებელია იყოს უხილავი.
უკაბელო ინტერნეტის დროს ინფორმაცია გადაეცემა ატმოსფეროს საშუალებით და
იყენებს არახილვად რადიოსიხშირეს ან ინფრაწითელ ტალღებს.
მომსახურება და სერვისები

მომსახურება და პროცესები არის საკომუნიკაციო პროგრამები ანუ პროგრამული უზრუნველყოფა,


რომლებიც ეშვება ქსელურ მოწყობილობებზე.
ქსელური მომსახურება უზრუნველყოფს მოთხოვნაზე ინფორმაციის მიღებას. იგი მოიცავს ბევრ საერთო
გამოყენებით მომსახურებას, რომელსაც ადამიანები ყოველდღე იყენებენ.
მაგ. ელექტრონული ფოსტა, web გვერდები და სხვა.
პროცესები უზრუნველყოფენ ქსელური მოწყობილობების ფუნქციონირებას, რომლებიც აგზავნიან
ინფორმაციას ქსელში. პროცესები ნაკლებად შესამჩნევია ჩვენთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია ქსელის
მუშაობისთვის
პროტოკოლები
ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს ქსელში ინფორმაციის გადაცემისას წარმოადგენს
წესები ანუ პროტოკოლები.
ეს წესები არის სტანდარტული და ისინი განსაზღვრავენ თუ როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის
გადაცემა ქსელში.
ქსელში მუშაობა ესაა მონაცემთა გადაცემა ერთი კომპიუტერიდან მეორეზე.
ქსელში მონაცემთა გადაცემა მოიცავს რამდენიმე საკითხს:

• მონაცემთა გამოცნობა,
• მონაცემთა დაყოფა მმართველ ბლოკებად, თვითოეული ბლოკისთვის ინფორმაციის
დამატება, რათა მიუთითოთ მონაცემთა მდებარეობა და მივუთითოთ მიმღები,
• დავუმატოთ სინქრონიზაციის და შეცდომების შესწორების შესახებ ინფორმაცია,
მოვათავსოთ მონაცემები ქსელში და გავგზავნოთ ისინი მითითებულ მისამართზე.
• ამ ოპერაციების შესრულება ხდება პროტოკოლებით. არ არის იმის აუცილებელობა, რომ
ქსელში გამოყენებული პროტოკოლები იყოს სტანდარტული, მაგრამ ქსელების
ექსპლოატაციის დროს პრაქტიკაში მიღებულია, რომ ისინი იყვნენ სტანდარტულნი.
• ეს შეიძლება იყოს საფირმო, ნაციონალური ან საერთაშორისო სტანდარტი
პროტოკოლი აკონტროლებს მონაცემების მიმოცვლის ყველა ასპექტს,
რომელიც მოიცავს შემდეგს:
 როგორ არის ფიზიკური ქსელი აგებული;
 როგორ არიან კომპიუტერები დაკავშირებული ქსელთან;
 როგორ არის მონაცემები წარმოდგენილი გადაცემისას;
 როგორ იგზავნება მონაცემები;
 როგორ აღმოიფხვრას შეცდომები.

ქსელის წესები არის შექმნილი და დამტკიცებული სხვადასხვა ორგანიზაციიების მიერ. ამ


ჯგუში შედიან : Institute of Electrical and Electronic Engineers (IEEE), American National Standards Institute
(ANSI), Telecommunications Industry Association (TIA), Electronic Industries Alliance (EIA) და International
Telecommunications Union (ITU), Comité Consultatif International Téléphonique et Télégraphique (CCITT).
ლოკალური ქსელის არქიტექტურა
ქსელების ტოპოლოგია

ქსელის ტოპოლოგია განსაზღვრავს კომპიუტერების კაბელით შეერთებას ფიზიკური


განლაგების მიხედვით.
ის შეიძლება იყოს ფიზიკურიც და ლოგიკურიც.
ფიზიკური ტოპოლოგია გვატყობინებს, თუ როგორ არის განლაგებული კაბელი,
ლოგიკური თუ როგორ „მოგზაურობენ“ მონაცემები ქსელში.
ტოპოლოგიის სახეობის არჩევა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქსელის დაპროექტებისას .
თითოეული მათგანი განსხვავადება ფასით, დანერგვის სირთულით, მგრძნობელობით
ხარვეზებისადმი (მაგ., კაბელის გაწყვეტა) და სირთულით ხელახლა კონფიგურირებისას (მაგ.,
ახალი მანქანის დამატება ქსელში).
ფიზიკური ტოპოლოგია

არსებობს ფიზიკური ტოპოლოგიების ექვსი მთავარი სახეობა:

BUS (სალტური ტოპოლოგია)


სალტე არის უმარტივესი ფიზიკური ტოპოლოგია. ის შედგება
მხოლოდ ერთი კაბელისაგან, რომელიც უერთდება ყველა
კომპიუტერს. ქსელის ყველა კომპიუტერი ინაწილებს ერთსა და იმავე
მონაცემებს და სამისამართო გზას. ყველა მონაცემი გადის
ცენტრალურ მაგისტრალზე და თითოეული კომპიუტერი ამოწმებს,
არის თუ არა ეს მონაცემი განკუთვნილი მისთვის. თუ არის, მაშინ
ქსელური ადაპტერი გადმოიტანს თავის ჩაშენებულ მეხსიერებაში.
კაბელური სისტემები, რომლებიც გამოიყენებიან ამ ტოპოლოგიაში,
ადვილად დასაინსტალირებელნი არიან გააბამთ კაბელს პირველი
კომპიუტერიდან ბოლომდე, ხოლო დანარჩენები მათ შორის სადმე
ჩაირთვებიან. იმის გამო, რომ ადვილი დასამონტაჟებელია და კაბლის
ფასიც დაბალია, ეს ტოპოლოგია ყველაზე იაფია. მართალია,
სალტური ტოპოლოგია სხვებთან შედარებით ნაკლებ კაბელს
საჭიროებს, მაგრამ ახალი სამუშაო მანქანის დამატების დროს ამ
კაბელის სრულად გადამისამართება ხდება, ამიტომაც შესაძლოა
ორჯერ მეტიც კი დაიხარჯოს. ასევე რომელიმე კაბელის გაწყვეტის
შემთხვევაში მთელი ქსელი ზიანდება და წყვეტს მუშაობას.
შესაბამისად, ასეთი ქსელის მომსახურება ძვირი ჯდებ
წრიული ტოპოლოგია (RING)

ფიზიკური წრიული ტოპოლოგია უნიკალური


ტოპოლოგიაა, თითოეული კომპიუტერი უკავშირდება
ორ სხვა კომპიუტერს და თითოეული, რომელიც იღებს
მონაწილეობას ამ წრეში, იღებს მონაცემებს,
კითხულობს მათ და შემდეგ აგზავნის თავის
მეზობელთან მეორე ქსელური კაბელით.
ამ ტოპოლოგიაში რთულია ახალი კომპიუტერის
დამატება, აქ ერთი კომპიუტერის გათიშვას მთელი
ქსელის გათიშვა მოყვება.
ფიზიკური წრიული ტოპოლოგია დღეს იშვიათობაა.
ამის უმთავრესი მიზეზი არის ძვირი მისი აპარატურული
უზრუნველყოფა, თან ის მგრძნობიარეა
ხარვეზებისადმი
ვარსკვლავური ტოპოლოგია (STAR)

ვარსკვლავური ფიზიკური ტოპოლოგია აკავშირებს


თითოეულ ქსელურ მოწყობილობას ცენტრალურ
მოწყობილობასთან, ეს შეიძლება იყოს Hub, Switch,
Router. ახალი სამუშაო მანქანების დამატება მასში
ძალიან ადვილია, ხოლო თუ რომელიმე სამუშაო
მანქანა გამოვა მწყობრიდან, არც ეს შეუშლის ხელს სხვა
მანქანების მუშაობას, თუმცა როგორც, ალბათ, მიხვდით,
თუ ცენტრალური მოწყობილობა დაზიანდა, მთელი
ქსელი შეწყვეტს მუშაობას.
ვარსკვლავური ტოპოლოგია ადვილი
დასამონტაჟებელია. კაბელები იჭიმება ჰაბიდან ყველა
კომპიუტერამდე,
ჰაბი კი მონტაჟდება ოფისის ცენტრალურ წერტილში.
ამ ტოპოლოგიის დამონტაჟება სალტურ
ტოპოლოგიასთან შედარებით უფრო ძვირი ჯდება,
რადგანაც კაბელიც მეტია საჭირო და ჰაბიც შესაძენია,
სანაცვლოდ ერთ-ერთი კაბელის გაფუჭებისას მთელი
ქსელი აგრძელებს მუშაობას და ახალი სამუშაო
მანქანები ადვილი დასამონტაჟებელი
extended star (გავრცობილი ვარსკვლავური
ტოპოლოგია)
გავრცობილი ვარსკვლავური, იგივე იერარქიული
ტოპოლოგია არის ვარსკვლავური ქსელი დამატებითი
ქსელური მოწყობილობებით, რომელიც
დაკავშირებულია ცენტრალურ ქსელურ
მოწყობილობასთან.
ჩვეულებრივ ქსელის კაბელი უკავშირდება ერთ სვიჩს
და შემდეგ რამდენიმე სხვა სვიჩი უკავშირდება
პირველ სვიჩს.
დიდი ქსელები ისეთები როგორიცაა კორპორაციები
და უნივერსიტეტები იყენებენ იერარქიულ ანუ
გავრცოვილ ვარსკვლავურ ტოპოლოგიას.
ბადისებრი ტოპოლოგია (MESH)

ეს ტოპოლოგია ყველაზე მარტივია მონაცემთა


გადაცემის თვალსაზრისით, მაგრამ დიზაინი ყველაზე
რთული აქვს ყველა მოწყობილობა ერთმანეთთან
არის დაკავშირებული.
ეს ტოპოლოგია იშვიათად გვხდება ლოკალურ
ქსელებში, ამის მთავარი მიზეზი არის კაბელების
გაყვანის სირთულე.
თუ კი გვაქვს X მოწყობილობა ქსელში, მაშინ გვექნება
(X*(X-1))/2 კაბელი. მაგ., თუ გვექნება 5 მოწყობილობა
ქსელში, დაგვჭირდება 5 * (5-1) / 2 = 10 კაბელი. თუ
დავამატებთ ერთ მოწყობილობას კიდევ 15 კაბელი
გახდება საჭირო. წარმოიდგინეთ, 50
მოწყობილობისთვის ბადისებრ ტოპოლოგიაში
დაგჭირდებათ 1225 კაბელი.

დიზაინიდან გამომდინარე, ფიზიკური ბადისებრი ტოპოლოგია ძალიან ძვირია დასამონტაჟებლადაც და


შემდგომი მომსახურებისთვისაც, თუმცა დეფექტებს ადვილად იტანს აქ ყოველთვის არის საშუალება, რომ
მონაცემი მივიდეს დანიშნულების ადგილამდე, მას შეუძლია პირდაპირის ნაცვლად ირიბი გზით მიაღწიოს
მიზანს. ამის გამო ის ხშირად გვხდება გლობალურ ქსელებში (WANs). იმისთვის, რომ გადასაცემმა
მონაცემმა რამდენიმე მარშუტიდან ოპტიმალური აირჩიოს, იყენებენ მარშუტიზატორს (Router). თუმცა
ბადისებრი ტოპოლოგია ხდება არაეფექტური ხუთზე მეტი მოწყობილობის დაკავშირების შემთხვევაში.
ჰიბრიდული ტოპოლოგია (Hybrid)

ჰიბრიდული ტოპოლოგია მოიცავს ერთმანეთში შერეულ სხვადასხვა ტოპოლოგიებს.


მაგალითად ვარსკვლავურ-სალტური, ვარსკვლავურ-წრიული და ა.შ.
ამის ჩვენება სურათით შეუძლებელია, რადგანაც ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს. დღესდღეობით,
ფაქტიურად, ყველა ქსელი შერეულია და სხვადასხვაგვარი. ჰიბრიდული ტოპოლოგია შეიძლება სხვა
დანარჩენ ტოპოლოგიებზე ძვირიანი იყოს, მაგრამ მას ყოველი მათგანიდან საუკეთესო თვისებები აქვს
აღებული
ლოგიკური ტოპოლოგიები
ლოგიკური ტოპოლოგიების ორი ძირითადი ტიპი არსებობს,
ფართომაუწყებლობითი (broadcast) და ტოკენ რინგი.
ფართომაუწყებლობით ტოპოლოგიაში, თითოეული ჰოსტი ამისამართებს
მონაცემებს ან ერთი კონკრეტული ჰოსტისადმი, ან ქსელით დაკავშირებული ყველა
ჰოსტისადმი. არ არსებობს რიგითობა, რომელიც უნდა დაიცვან ჰოსტებმა ქსელში
მონაცემთა გადაცემა „დასწრებაზეა“, რომელიც პირველი მოინდომებს, ის გადასცემს
პირველი.
ტოკენ რინგი აკონტროლებს ქსელში დაშვებას ელექტრო სიგნალით. სიგნალი
რიგრიგობით გადაეცემა ყველა ჰოსტს ქსელში და როდესაც ჰოსტი მიიღებს ამ
სიგნალს, ეძლევა უფლება, თვითონ გააგზავნოს მონაცემები ქსელში, მაგრამ თუ მას
არა აქვს ქსელში გადასაცემი მონაცემები, ის სიგნალს გადასცემს მომდევნო ჰოსტს
და პროცესი მეორდება

You might also like