You are on page 1of 47

ლექცია 3

ლექციის თემა
• ინფორმაციის გადაცემის გარემო;
• ლოგიკური მისამართი
ინფორმაციის გადაცემის გარემო

ინფორმაციის გადაცემის გარემო ესაა კომპიუტერების ერთმანეთთან დაკავშირების


საშუალება, რომლითაც ხდება ინფორმაციის გაცლა. ფიზიკური დონე მართავს
ინფორმაციის გადაცემას გარემოში.
კომპიუტერულ ქსელებში გადაცემის გარემოდ გამოყენებულია კაბელები და
უგამტარო კავშირები. არსებობს კაბელების სამი ძირითადი ტიპი:
 კოაქსიალური,
 ხვეული წყვილი
 და ოპტიკურბოჭკოვანი
ქსელური კაბელები

ხვეულა წყვილებს იმიტომ უწოდებენ, რომ შედგება სადენთა 4 წყვილისაგან, რომელთაგან თითოეული
ერთმანეთზეა დახვეული. ეს შემთხვევით არ არის ასე, ცნობილია, რომ სადენთა ერთმანეთზე გადახვევა
ხელს უშლის ელექტრო-მაგნიტური ველის შექმნას, ე.ი. კაბელში მონაცემთა დამახინჯებას. თითოეული
წყვილი განსხვავდება თავისი ფერით. ერთმანეთზე დახვეულია ლურჯი და თეთრი-ლურჯი ზოლით,
მწვანე და თეთრი-მწვანე ზოლით, ნარინჯისფერი და თეთრი-ნარინჯისფერი ზოლით, ყავისფერი და
თეთრი-ყავისფერი ზოლით. ფერთა ეს განლაგება ყველა კაბელში ერთნაირია და ამას თავისი მიზეზი აქვს
ხვეულა წყვილი
შედგება სადენთა 4 წყვილისაგან, რომელთაგან თითოეული ერთმანეთზეა დახვეული .
რომ სადენთა ერთმანეთზე გადახვევა ხელს უშლის ელექტრო-მაგნიტური ველის შექმნას ,
ე.ი. კაბელში მონაცემთა დამახინჯებას. თითოეული წყვილი განსხვავდება თავისი ფერით .
ერთმანეთზე დახვეულია ლურჯი და თეთრი-ლურჯი ზოლით, მწვანე და თეთრი-მწვანე
ზოლით, ნარინჯისფერი და თეთრი-ნარინჯისფერი ზოლით, ყავისფერი და თეთრი-
ყავისფერი ზოლით. ფერთა ეს განლაგება ყველა კაბელში ერთნაირია. ხვეულა წყვილის
მისაერთებლად კომპიუტერთან გამოიყენება კონექტორი RG-45.
სადენები გრეხილი წყვილის საფუძველზე

სპილენძის ღერო

იზოლაცია

გარსი

ფოლგის ეკრანი

პოლიეთილენის პლიონკა

დამიწების გამტარი
კონექტორი RG-45 -ში ფერების განაწილებას აქვს დიდი მნიშვნელობა. ფერების
განაწილების მიხედვით არსებობს ორი სტანდარტი A და B.
.
სტანდარტულ შემთხვევაში კაბელში ორივე ბოლოს უნდა იყოს ერთნაირი ფერების
მიმდევრობით განლაგებული ესაა პირდაპირი (Straight-Through . პირდაპირი
შეერთებისას (Straight-Through) კაბელები როგორც წესი გამოიყენება ჰოსტის
უშუალოდ დასაკავშირებლად კონცენტრატორთან (Hub), კომუტატორთან (Switch) .
იმ შემთხვევაში თუ ერთმანეთს უკავშირდება მსგავსი მოწყობილობები (როუტერი
როუტერთან; სვიჩი სვიჩთან) ან ორი კომპიუტერის პირდაპირ შესაერთებლად,
მარტივი ქსელის შექმნისთვის კაბელის ერთი ბოლოზე ფერთა მიმდევრობა უნდა იყოს A
სტანდარტის მიხედვით , მეორეზე - B სტანდარტის მიხედვით ეს არის ჯვარედინი
(Crossover) შეერთება.
კაბელების ტიპები
არსებობს ხვეულა წყვილის ორი ტიპი: ეკრანირებული(FTP), როდესაც სპილენძის
გამტარები ერთმანეთისგან იზოლაციით (ეკრანით) არიან გამოყოფილი და
არაეკრანირებული (UTP), როდესაც ეკრანი არ არსებობს.
კაბელები იყოფა კატეგორიების მიხედვით

CAT 1 კაბელი

პირველი კაბტეგირიის კაბელი შედგება ორი ხვეული წყვილისგან და მას


გამოიყენებენ ხმოვანი სიგნალების გადასაცემად(ტელეფონიაში)
ამ კაბელის გამტარუნარიანობა მაქსიუმ წარმოადგენს 1 მეგაბიტს წამში
CAT 2 კაბელი

მეორე კატეგორიის კაბელიც ძირიტად შემტხვევებში გამოიყენება სატელეფონო ქსელებში და ის


შედგება ორი ხვეული წყვილისგან, ის ბოლოვდება RJ11 კონექტორით და მისი მაქსიმალური
გამტარუნარიანობა წარმოადგენს 4 მეგაბიტს წამში
CAT 3 კაბელი

მესამე კატეგორიის კაბელი შეიცავს სამ ხვეულ წყვილს და ბოლოვდება RJ12


კონექტორით, და მისი მაქსიმალური სიჩქარე წარმოადგენს 16 მეგაბიტს წამში, მისი
სამუშაო სიგრძე არის 100 მეტრი.
CAT 4 კაბელი

მეოთხე კატეგორიის კაბელი წარმოადგენს კაბელს რომელიც შეიცავს ოთხ ვეულ


წყვილს ის შეიქმნა 1993 წელს და გახდა სდანდარტი ყველა დანარჩენი ეზერნეტ
კაბელებისთვის ის წარმოადგენს პირველ კაბელს რომელიც დაბოლოვდა RJ45 ი
კონექტორით. მისი გამტარუნარიანობა წარმოადგენს 16 მეგაბიტს წამში.
CAT 5 კაბელი

მეხუთე კატეგორიის კაბელი წარმოადგენს კაბელს რომელიც შედგება მეოთხე


კატეგორიის მზგავსად ოთხი ხვეული წყვილისგან და ბოლოვდება RJ45
კონექტორით, ის არის პირველი კაბელი რომელის გამტარუნარიანობა
წარმოადგენს 100 მეგაბიტს წამში.
CAT 5e კაბელი

მეხუთე კატეკორის ე ტიპის კაბელი იდენტურია სტანდარტული მეხუთე

კატეგორიის, იმ განსხვავებით რომ ის შუაში შეიცავს პლასმასის გამყოფ ზოლს,

მისი მაქსიმალური გამტარუნარიანობა წარმოადგენს 1 გიგაბიტს წამში


CAT 6 კაბელი

მექვსე კატეგორიის კაბელს მეხუთე E კატეგორიის მზგავსათ გააჩნიათ გამყოფი


პლასმასის ზოლი რისი საშუალებითაც მისი ყოველი წყვილი გამოყოფილია
ერთმანეთისგან, თუმცა მეხუთე ე კატეგორიის განგანსხვავებით მისი წვერების
სისქე ოდნავ მსხვილია, ის ბოლოვდება ეასევე Rj45 კონექტორით და მისი
მაქსიმალური გამტარუნარიანობა არის 10 გიგაბიტი წამში
CAT 7 კაბელი

მეშვიდე კატეგორიის კაბელის ყველა წყვილი გამოყოფილია ერთმანეთისგან


ეკრანის მეშვეობით რაც უზრუნველყობს უფრო მაღალი დონის დაცვას და მაღალ
გამტარუნარიანობას 100 გიგაბიტს წამში
კოაქსიალური კაბელი
კოაქსიალური კაბელი ყველაზე მეტად იყო გავრცელებული მისი
სიიაფის, სიმსუბუქის და გამოყენებისთვის მოხერხებულობის გამო,
ასევე მისი დაყენების სიმარტივის გამო.
მარტივი კოაქსიალური კაბელი შედგება:
 სპილენძის გამტარისაგან,
 იზოლაციისაგან, რომელიც ირგვლივ აქვს გამტარს,
 მეტალური წნულისაგან (ეკრანისაგან)
 და გარეთა გარსისაგან.
ზოგჯერ მეტალური წნულის გარდა აქვს ფოლგის ფენა. მაშინ მას ქვია
კაბელი ორმაგი ეკრანიზაციით. ძლიერი შეფერხებების დროს
შეიძლება გამოყენებული იქნას კაბელი ოთხმაგი ეკრანიზაციით. იგი
შედგება ფოლგის ორი ფენისაგან და მეტალური წნულის ორი
ფენისაგან
ელექტრული სიგნალები გადაიცემა გამტარში. გამტარი მზადდება სპილენძისაგან.
გამტარი გარშემორტყმულია დიალექტრიკული ფენით, რომელიც მას მეტალური
წნულისაგან გამოყოფს. “წნული” მიწის როლს ასრულებს და იგი იცავს გამტარს
ელექტრული სიგნალისაგან და გადამკვეთი შეფერხებებისაგან.
გადამკვეთი შეფერხებები ესაა ელექტრული დაზიანება, რომელსაც იწვევს მეზობელ
გამტარებში სიგნალები. გამტარი და მეტალის წნული ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს,
რადგან წარმოიქმნება მოკლე ჩართვა და მონაცემები დამახინჯდება

კოაქსიალური კაბელი შეფერხებების მიმართ


უფრო მდგრადია ვიდრე ხვეულა წყვილი. მასში
სიგნალების მილევა უფრო მცირეა. სიგნალის
მილევა – ეს არის სიგნალების შესუსტება მისი
კაბელში გავლისას.
ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი

ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში მონაცემთა გადაცემა ხდება მოდულირებული სინათლის

იმპულსების სახით. იგი მონაცემთა გადაცემის შედარებით დაცული ხერხია. ასეთი ტიპის

ხაზები გამოიყენება დიდი მოცულობის მონაცემების გადასაცემად დიდი სისწრაფით (10

გიგაბიტი/წამამდე). მათში სიგნალების მილევა და დამახინჯება თითქმის არ ხდება.

ოპტიკური ბოჭკო წვრილი შუშის ცილინდრია (5-60 მიკრონი), რომელსაც ქვია შუშის ფენით

დაფარული სასიგნალო გამტარი. დღესდღეობით კომპიუტერულ ქსელებში გამოიყენება

ხვეულა წყვილი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი,


ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ინფორმაციის გადაცემის დროს მასზე არ მოქმედებს
ელექტრული შეფერხებები, არ ხდება სიგნალის დამახინჯება და მილევა, ამიტომ
გადაცემა ხდება ძალიან დიდი, წამში ასობით მეგაბიტი, სიჩქარით, რომლის თეორიული
ზღვარი 200000 მგბტ/წმის ტოლია.

ძირითადად ყოველი ოპტიკური ბოჭკო სიგნალს გადაცემს ერთი მიმართულებით, ამიტომ


ყოველი კაბელი შედგება ორი ოპტიკური ბოჭკოსგან, რომლებსაც აქვთ დამოუკიდებელი
კონექტორები; ერთი მათგანი გამოიყენება გადასაცემად, მეორე – მიმღებად.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი არის ორი ტიპის:
ერთმოუდიანი (Singlemode) და მრავალმოუდიანი (Multimode).
• Multimode - ამ ტიპის კაბელს სქელი „გული“ აქვს, შესაბამისად მისი დამზადება უფრო
ადვილია. სინათლის წყაროდ შესაძლებელია გამოვიყენოთ უფრო მარტივი წყარო
(შუქდიოდი). ის კარგად მუშაობს რამდენიმე კილომეტრზე.
• Singlemode - მას გააჩნია ძალიან თხელი „გული“ აქვს და შესაბამისად მისი დამზადებაც უფრო
ძვირია. ის სინათლის წყაროდ იყენებს ლაზერს და თავისუფლად შეუძლია გადასცეს
ინფორმაცია ათეულობით კილომეტრზე
მრავავალმოუდიანი ოპტიკური კაბელი ატარებს სხივის რამოდენიმე კონას, რაც
მნიშვნელოვან შეფერხებას იწვევს დიდ მანძილზე სიგნალის გადაცემისას. ამიტომ
როგორც წესი ის გამოიყენება 2კმ მანძილის ფარგლებში.

ერთმოუდიანი ოპტიკური კაბელი ატარებს სხივის მხოლოდ ერთ კონას, ამიტომ სხივი
ფაქტიურად დაბრკოლების გარეშე მოძრაობს გამტარში. ასეთი ტიპის კაბელების
გამოყენება შესაძლებელია დიდ მანძილზე. როგორც წესი ის გამოიყენება 100კმ მანძილის
ფარგლებში.
უსადენო ქსელები და ტექნოლოგიები

უგამტარო შეერთებები გამოიყენება მონაცემთა გადასაცემად


• ლოკალურ გამოთვლით ქსელებში,
• გაფართოებულ ლოკალურ გამოთვლით ქსელებში და
• მობილურ ქსელებში.
ტიპიური უგამტარო ქსელი მუშაობს ისე როგორც კაბელური ქსელი. უგამტარო
ადაპტერის პლატა ყენდება ყოველ კომპიუტერზე და მომხმარებლები მუშაობენ ისე
თითქოს კომპიუტერები შეერთებულნი არიან კაბელის საშუალებით
უსადენო ლოკალურ ქსელებში გამოყენებულია მონაცემთა გადაცემის ოთხი პრინციპი:
 ინფრაწითელი გამოსხივება;
 ლაზერი;
 ƒრადიო გადაცემა ვიწრო ზოლში;
 რადიო გადაცემა ფართო ზოლში

ინფრაწითელი და ლაზერული გადაცემები მოითხოვენ ობიექტის პირდაპირ ხედვას. გადამცემი


და მიმღები უნდა ,,ხედავდნენ~ ერთმანეთს.
უსადენო მობილურ ქსელებში გადაცემის გარემოდ გამოყენებულია სატელეფონი სისტემები,
რომლებშიც ჩართულია პაკეტური რადიოგადაცემა, ფიჭური ქსელი და თანამგზავრის სადგურები.

უსადენო ქსელი იყენებს ინფრაწითელ გამოსხივებას, ლაზერს, ვიწრო დიაპაზონის ან ფართო


სპექტრის რადიო გადაცემებს
ლოგიკური მისამართი

ყოველ კომპიუტერს, გარდა ფიზიკური მისამამართის (MAС) სჭირდება ლოგიკური IP


მისამართი, რომელიც არის ინტერნეტის ნაწილი.

მაგალითად, IP მისამართია

128.10.2.30 – ტრადიციული ათობითი ფორმა

მისი შესაბამისი ორობითი ფორმაა 10000000 00001010 00000010 00011110 –.


მისამართი შედგება ორი ლოგიკური ნაწილისგან – ქსელის ნომრისა და ქსელში კვანძის
ნომრისგან.

.
IP მისამართი
ორობით რიცხვთა სისტემაა, ნულების და ერთიანების კომბინაცია და მთლიანობაში
არის 32 ბიტი. ასეთი სახით გამოსახული IP მისამართის წაკითხვა და დამახსოვრება, საკმაოდ
რთულია და გასამარტივებლად, დაყოფილია ოთხ ნაწილად, ანუ 4 ბაიტად, თითოეული
შეიცავს 8 ბიტს და ამიტომაც ეწოდებათ ოქტეტი (ბერძ. ოქტეტი – რვა). თუმცა, ვერც ოქტეტები
ვერ გვიშველიდა, ორობითიდან ათობითში გადაყვანა რომ არ ხდებოდეს ამ მისამართების

მაგ: IP მისამართი 192.168.1.5 ორობითში ასე გამოიყურება –


11000000.10101000.00000001.00000101
• იმისათვის, რომ გავარჩიოთ, რა ნაწილია ქსელური და რა ჰოსტების, არსებობს
ქსელის ნიღაბი, ანუ საბნეტ მასკა.

• ქსელის ნიღაბიც ასევე 32 ბიტიანია და დაყოფილია 4 ოქტეტად. იმისდა მიხედვით,


ოქტეტების რა რაოდენობაა გამოყოფილი ქსელისათვის, ქსელი იყოფა კლასებად .
ერთიანები ქსელის ნიღაბში განსაზღვრავენ ქსელის ნაწილს, 0-ები კი ჰოსტის
ნაწილს.
11111111.11111111.11111111.00000000
არსებობს IP-მისამართების მინიჭების ორი ხერხი:

• სტატიკური IP-დამისამართება. ამ შემთხვევაში ქსელის ყოველი კომპიუტერისათვის


IP-მისამართის, ქვექსელის ნიღბისა და TCP/IP პროტოკოლის სხვა პარამეტრების
შეყვანა ხდება ხელით.
•დინამიკური IP-დამისამართება. ქსელში ჩართვისას კომპიუტერი ავტომატურად
იღებს TCP/IP პარამეტრებს. ამისათვის ქსელის ერთ-ერთმა კომპიუტერმა უნდა
შეასრულოს DHCP-სერვერი ფუნქცია, ე.ი. „დაურიგოს“ IP-მისამართები ყველა
ხელახლა მიერთებულ კომპიუტერს
IP-მისამართებისა და Subnet მასკების (ნიღაბის)
ურთიერთკავშირი
როგორც აღვნიშნეთ, IP-მისამართი შედგება ორი ნაწილისაგან: ქსელური და ჰოსტის ნაწილისაგან,
მათი ერთმანეთისაგან გარჩევა კი ეკისრება სუბნეტ მასკებს. IP-ჰოსტის დაკონფიგურებისას IP-
მისამართთან ერთად მოიცემა სუბნეტ მასკაც, რომელიც ასევე 32-ბიტიანია, როგორც IP-მისამართი.
სუბნეტ მასკა განასხვავებს IP-მისამართში თუ რომელია ქსელის ნაწილი და რომელი ჰოსტის.

ის ასევე 32-ბიტიანია, როგორც IP-მისამართი. სუბნეტ მასკა განასხვავებს IP-მისამართში თუ რომელია


ქსელის ნაწილი და რომელი ჰოსტის.
Subnet მასკისა და IP-მისამრთის შედარება ხდება მარცხნიდან მარჯვნივ თითოეული
ბიტობით. ერთიანები Subnet მასკაში განსაზღვრავენ ქსელის ნაწილს, 0-ები კი ჰოსტის
ნაწილს. როცა ჰოსტი აგზავნის პაკეტს, ის ადარებს Subnet მასკას თავის IP-მისამართთან
და მიმღების IP-მისამართთან. თუ ქსელური ბიტები, როგორც გადამცემის ასევე მიმღების
შეესაბამება ერთმანეთს მაშინ ორივე იმყოფება ერთ ქსელში და პაკეტი გადაეცემა
ადრესატს ლოკალურად. თუ არ შეესაბამებიან, მაშინ გადამცემი ჰოსტი ამ პაკეტს
გადაუგზავნის როუტერის ინტერფეისს სხვა ქსელში გადასაგზავნად .
IP-მისამართების კლასები

IP მისამართები იყოფა კლასებად:

დიდი, საშუალო და მცირე ქსელებისთვის.

 A კლასის მისამართები ენიჭებიან დიდ ქსელებს,

 B კლასის მისამართები საშუალო ზომის ქსელებს,

 C კლასის მისამართები მცირე ზომის ქსელებს.

 D კლასს და აღნიშნავს განსაკუთრებულ კგუფებს ჯგუფურ მისამრთს – multicast. თუ პაკეტში


დანიშნულების მისამართად მითითებულია D კლასის მისამართი, მაშინ ასეთი პაკეტი უნდა
მიიღოს ყველა კვანძმა, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მოცემული მისამართი.

 E კლასი ამ კლასის მისამრთები დარეზერვებულია მომავალში გამოსაყენებლად


ყოველი 32 ბიტიანი IP მისამართი იყოფა ქსელის და ჰოსტის ნაწილად,
პირველი ბიტი ან ბიტების ჯგუფი განსაზღვრავს მისამართების კლასს.
არსებობს სულ 5 კლასი.
A კლასი

A კლასი გამოიყენება დიდი ქსელების დასამისამართებლად, ერთი A კლასის ქსელი


დაახლოებით შეიცავს 16 მილიონი ჰოსტის მისამართს.

ამ კლასში ქსელის მისამართი არის პირველი ოქტეტი, დანარჩენი 3 ოქტეტი არის ამ


ქსელში ჰოსტის მისამართი. აქედან გამომდინარე ყველაზე მცირე რაოდენობით არის A
კლასის ქსელები, მაგრამ თითოეულში ჰოსტების მისამართების დიდი რაოდენობაა.

A კლასის ქსელისათვის ქსელის დასანომრად იყენებენ პირველ ოქტეტს, ანუ 8 ბიტს და


შესაბამისად, მისი ნიღაბია 255.0.0.0 ორობითში კი ასეთი სახე აქვს:
11111111.00000000.00000000.00000000
A კლასი
პირველი ბიტი A კლასის მისამართში ყოველთვის არის 0. ყველაზე
დაბალი რიცხვი რომელიც პირველი ბიტის 0 ის არსებობის შემთხვევაში
არის 00000000. ათობითში 0.
უდიდესი რიცხვი კი 01111111, ათობითში 127.
რიცხვები 0 და 127 არის რეზერვირებული და არ გამოიყენება ქსელის
მისამართად. დანარჩენი მისამართები კი 1 დან 126 წარმოადგენს A
კლასის ქსელის მისამართებს.127.0.0.0

Class A addressing can have 126 networks (27-2) and 16777214 hosts (224-2).
Class A Network Host

1 2 3 4
Class b Network Host

1 2 3 4
Class c Network Host

1 2 3 4
Class D Host
მეხუთე კლასი E გამოიყენება ექსპერიმენტული მიზნებისთვის.
B კლასის მისამართები
B კლასის მისამართები კი შეიქმნა საშუალო ზომის ქსელების
დასამისამართებლად. B კლასის მისამართი იყენებს პირველ ორ ოქტეტს
ქსელის დასამისამართებლად, ხოლო დანარჩენ ორ ოქტეტს ჰოსტების
დასამისამართებლად.
პირველი ორი ბიტი B კლასის მისამართში არის 10. დანარჩენი 6 ბიტი
ივსება 0 და 1 –ით. ყველაზე დაბალი რიცხვი წარმოდგენილია 10000000.
ათობითში არის 128. უდიდესი რიცხვი კი 10111111, ათობითში არის 191.
B კლასის ქსელის მისამართების პირველი ოქტეტი მოქცეულია
დიაპაზონში 128- 191.
B კლასის ქსელში იყენებენ პირველ ორ ოქტეტს, 16 ბიტს და შესაბამისად
ნიღაბი იქნება:

255.255.0.0

ორობითში:

11111111.11111111.00000000.00000000
C კლასის მისამართები

C კლასის მისამართები არის ყველაზე გამოყენაბდი. ის უზრუნველყოფს მცირე

ქსელების დამისამართებას, მაქსიმუმ 254 ჰოსტი.

C კლასის მისამართები იწყება 110. ყველაზე დაბალი რიცხვი წარმოდგენილია


11000000. ათობითში არის 192. უდიდესი რიცხვი კი 11011111, ათობითში არის 223. B
კლასის ქსელის მისამართების პირველი ოქტეტი მოქცეულია დიაპაზონში 192- 223.
C კლასის ქსელში კი პირველ სამ ოქტეტს იყენებენ ქსელისათვის და ამიტმაც ნიღაბი
გვაქვს

255.255.255.0 და

ორობითში 11111111.11111111.11111111.00000000
D კლასის მისამართები

D კლასის მისამართები გამოიყენება მულტი მაუწყებლობისთვის ანუ


ერთდროული შეტყობინების დასაგზავნად. პირველი ოთხი ბიტი იწყება 1110,
უმცირესი რიცხვი არის 11100000 ხოლო უდიდესი 11101111. ანუ 224 და 239.

აღნიშნავს განსაკუტრებულ, ჯგუფურ მისამრთს – multicast. თუ პაკეტში დანიშნულების მისამართად


მითითებულია D კლასის მისამართი, მაშინ ასეთი პაკეტი უნდა მიიღოს ყველა კვანძმა, რომლებსაც
მინიჭებული აქვთ მოცემული მისამართი.
ცხრილში მოცემულია ქსელების ნომრები დიაპაზონი და კვანძების მაქსიმალური რიცხვი,
რომლებიც შეესაბამება ქსელების ყოველ კლასს
127.0.0.0 ქსელი არის რეზერვირებული loopback ტესტირებისთვის.

127.0.0.0 არის თქვენი მანქანის ლოკალური მისამართი, რომელიც


გამოიყენება ტესტირებისათვის.
Private Networks

There are 3 IP network addresses reserved for private networks.

10.0.0.0 to 10.255.255.255
172.16.0.0 to 172.31.255.255
192.168.0.0 to 192.168.255.255
• თუ DHCP სერვერი არ არის ხელმისაწვდომი (არ არის ან არ
მუშაობს), მაშინ Windows ოპერაციული სისტემის
კომპიუტერები თავად ინიშნავენ IP-მისამართს. ამ დროს
გამოიყენება

• 169.254.0.0 - 169.254.255.255.

You might also like