You are on page 1of 5

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სტუდენტი: გოჰარ ბაგდასარიანი

ფილოსოფიიის შესავალი

რეფერატი

ხელმძღვანელი: ირაკლი ბათიაშვილი

”ღმერთის დასაბუთების ონტოლოგიური


პირველმიზეზის და ჩანაფიქრის არგუმენტი“
პირველ რიგში გავარკვიოთ თუ რას ნიშნავს სიტყვა „ონტოლოგია“.
ფილოსოფიურ ენციკლოპედიაში პირველად 1712 წელს ქრისტიან
ვოლფის მიერ შეტანილ იქნა ფორმულა: „პირველი ფილოსოფია ანუ
ონტოლოგია“. ონტოლოგია სწავლობს საკითხთა საკითხს - ანუ
ყოფიერებას. მაშასადამე იგი არის მოძღვრება ყოფიერებაზე.
არისტოტელე თავის „მეტაფიზიკაში“ წერდა: „არის ასეთი მეცნიერება,
რომელიც განიხილავს არსებულს, როგორც ასეთს და იმას, რაც მას
თავისთავად აქვს. იგი არ არის არცერთი კერძო მეცნიერების
იგივეობრივი, არცერთი სხვა მეცნიერება არ იკვლევს არსებულის,
როგორც ასეთის ზოგად ბუნებას“.
სიტყვა „ონტოლოგიას“ იშვიათად ხმარობენ. უფრო გავრცელებულია
სამი მეტაფიზიკური სიტყვა, სამყარო ღმერთი და ადამიანი. ეს სიტყვები
ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთისაგან განუყრელია.
არსებობს თუ არა ღმერთი? შეიძლება თუ არა ღმერთის არსებობის
დასაბუთება? ეს არის ადამიანის გონების მთავარი ამოცანა მოიძიოს
მტკიცებულებები და არგუმენტები ღმერთის არსებობის
დასაბუთებისთვის. ფილსოსფიის ისტორიაში მრავალი არგუმენტი და
კონტრარგუმენტი იქნა შემუშავებული ამ საკითხთან დაკავშირებით.
მაგალითად ესენია: პირველმიზეზის, ონტოლოგიური,
მიზანშეწონილების და მორალური არგუმენტები. მაშასადამე ვიმსჯელებ
ღმერთის დასაბუთების ონტოლოგიური პირველმიზეზის და
ჩანაფიქრის არგუმენტებზე.
ფილოსოფოსები საუკუნეების განმავლობაში კამათობდნენ შეიძლება
თუ არა ღმერთის არსებობის დასაბთება? თუ საკმარისია მისი აღიარება
მხოლოდ და მხოლოდ რწმენით? მრავალსაუკუნოვანი კამათის შედეგად
ჩამოყალიბდა საკითხის გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი. ესენია:
თეიზმი, ათეიზმი, აგნოსტიციზმი, დეიზმი და პანთეიზმი.
სხვადასხვა ფილოსოფოსების და რელიგიური მოაზროვნეების მიერ
შემუშავებულ იქნა უამრავი დებულება და არგუმენტი. მაგალითად
მესამე საუკუნის რელიგიურმა მოაზროვნემ ტერტულიანემ გამოთქვა
დებულება: „მწამს რადგან აბსურდია“. აღსანიშნავია, რომ ამ დებულებას
ბევრი ფილოსოფოსი იზიარებს. მათი აზრით რწმენა და ცოდნა
შეუთავსებელია ერთმანეთთან. მე-13 საუკუნის მოაზროვნე თომა
აქვინელი კი ფიქრობდა, რომ მხოლოდ რწმენა არა თუ არ არის
საკმარისი, არამედ დაუშვებელია მხოლოდ რწმენის ამარად ყოფნა. არა
მარტო რწმენით, არამედ გონების მეშვეობითაც უნდა შევიცნოთ ღმერთი,
რაც ითხოვს დებულების დასაბუთებას შესაბამისი არგუმენტებითა და
მტკიცებულებებით.
ღმერთის დასაბუთების ონტოლოგიური არგუმენტი ჩამოყალიბდა მე-9
საუკუნეში, კენტერბერიის არქიეპისკოპოსის ანსელმის მიერ. ანსელმი
იყო სქოლისტიკური ანუ სასკოლო ფილოსოფიის წარმომადგენელი.
მოკლედ რომ გადმოვცეთ ანსელმის მიერ ჩამოყალიბებული არგუმენტის
არსი: ღმერთი არის უზენაესი ყოვლადსრულყოფილი არსება. მისი
აბსოლუტური სრულყოფილება უკვე გულისხმობს მის არსებობას. ანუ
თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ იგი არ არის სრულყოფილი. ამრიგად,
ღმერთის როგორც სრულყოფილი არსების ცნებიდან აუცილებლობით
გამომდინარეობს მისი არსებობა. ანსელმის აზრით ეს იყო ლოგიკურად
ჭეშმარიტი დებულება, რომლის უარყოფა არ შეიძლებ.
„თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი“: რატომ არის
უგუნურება დებულება: „ღმერთი არ არის“? სწორედ ასე იწყებს ანსელმი
თავისი არგუმენტის აგებას. ანსელმი აუცილებლობის იდეას აკავშირებს
ღმერთის იდეასთან. აუცილებლობა უპირატესია, ვიდრე
შემთხვევითობა. ღმერთი არ შეიძლება იყოს შემთხვევითი, რადგან მაშინ
მასზე სრულყოფილი, აუცილებელი არსებობა უნდა მოგვეაზრებინა. ეს
კი შეუძლებელია. ანსელმის მიერ შემუშავებული ონტოლოგიური
არგუმენტი ბევრჯერ გააკრიტიკეს, მაგრამ მან წამოაყენა მორიგი
არგუმენტი, მისი დებულების მიმართ წამოყენებული
კონტრარგუმენტების გასაბათილებლად.
ღმერთის დასაბუთების პირველმიზეზის არგუმენტის ავტორებად
მიიჩნევენ არისტოტელეს და თომა აქვინელს.
ყველაფერს რაც არსებობს, აქვს თავისი მიზეზი, შემდეგ იმასაც აქვს
მიზეზი და ასე მიზეზთა ჯაჭვი ან უნდა იყოს უსასრულო, ან მასში უნდა
იყოს უკაასკნელი რგოლი, რომელსაც აღარ დასჭირდება მიზეზი, რადგან
თვითონ იქნება თავისი თავის მიზეზი-ასეთი პირველმიზეზი არის
ღმერთი. ზუსტად ეს არის პირველმიზეზის არგუმენტის მთავარი
შინაარსი. თომა აქვინელმა ღმერთის არსებობის დასასაბუთებლად 5
არგუმენტი ჩამოაყალიბა. პირველი: მოძრაობის მიხედვით უნდა
დავასკვნათ, რომ არსებობს მისი პირველმიზეზი; მეორე: საგანთა
თვითმყოფობა, მათი მიზეზის თვითმყოფობას მოწმობს; მესამე: საგანთა
შემთხვევითობა აუცილებელ არსებას გულისხმობს; მეოთხე: საგანთა
მეტ-ნაკლები საყოველთაობა იმის მაუწყებელია, რომ არსებობს
ყოვლადსრულყოფილი არსი; და მეხუთე: ბუნებისა და ბუნებრივი
საგნების მიზანშეწონილება უზენაესი მიზანშეწონილების-უზენაესი
გონივრული და ნებელობითი არსების მტკიცებულებაა.

ღმერთის დასაბუთების ჩანაფიქრის არგუმენტის არსი შემდეგში


მდგომარეობს: სამყაროში ყველაფერი ისეთი წესრიგითა და ჰარმონიით
არის მოწყობილი და ორგანიზებული, რომ იგი ჰგავს ხელოვნების
გენიალურ ნაწარმოებს, ან დიდოსტატის მიერ შექმნილ მექანიზმს.
ამრიგად სამყაროში არაფერი არ არის შემთხვევითი, ყველაფერი
ექვემდებარება რაღაც გეგმას, პროექტს ან ჩანაფიქრს. სამყარო ვერ
წარმოიშობოდა შემთხვევით, წინასწარ გააზრებული ჩანაფიქრის გარეშე.

ამრიგად აშკარაა, რომ ღმერთის დასასაბუთებლად ყოველთვის


იქნება უამრავი არგუმენტი. ეს არის საკითხი რომელიც მიუხედავად
ამდენი ჩამოყალიბებული არგუმენტებისა, მაინც რჩება
არადასტურებულად. შეიძლება თუ არა ღმერთის არსებობის
დასაბუთება? თუ საკმარისია მისი აღიარება მხოლოდ და მხოლოდ
რწმენით?
გამოყენებული ლიტერატურა:
• ფილოსოფიის შესავალი, მეოთხე შესწორებული და
გადამუშავებული გამოცემა, ირაკლი ბრაჭული, ვალერია რამიშვილი
(ნაწილი II, თავი II.) გამომცემლობა „მერივიანი“ თბილისი 2015

You might also like