You are on page 1of 4

ღმერთის არსებობა და მისი არგუმენტები

გიორგი უშერიძე

რეფერატი

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

საგანი - მსოფლმხედველობრივი პარადიგმები

სემინორი - მამია სურმავა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

30 დეკემბერი, 2022 წელი


შესავალი

ღმერთის არსებობა უაღრესად საკამათო თემაა, რაზეც არაერთხელ უფიქრიათ


კაცობრიობის ისტორიის მანძილზე. შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი, როგორც
კონცეფტი, შეიქმნა იმ მიზეზით, რომ ადამიანამ მოკვდავობა და თავისი განაჩენი,
სიკვდილი გაიაზრა, ამის გამო მან თავისივე კომფორტისთვის შექმნა ღმერთ,
როგორც მექანიზმი რომელიც მას აძლევს სიკვდილის შემდგ არსებობის იმედს.
მაგრამ არსებობს თუ არა ღმერთი, არის კითხვა რომელზეც პასუხის გაცემაზე
მრავალი საუკუნეა ცდილობს კაცობრიობა. ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთის
არსებობაში ეჭვის შეტანა ძალიან ორგული რამ არის, მაგრამ როგორ შეიძლება
ღმერთის სჯეროდეს მისი არსებობის დაუდასტურებლად?
ამ სა კითხმა გამოიწვია მრავალი პასუხი რომელთაგან სამი მთავარის განხილვა
მოხდება ამ რ ეფერატში. პირველი მათგანი არის ონტოლოგიური არგუმენტი,
რომელის გამომგონებლად კენტერბერის არქიეპისკოპოსი ანსელი(1033-1109)
ითვლება. მეორე, პირველმიზეზის არგუმენტი, რომლის ჩამომყალიბლებად
არისტოტელე და თომა აქვინელი ითვლებიან და მესამე არგუმენტი, ჩანაფიქრის
არგუმენტი, რომლის ავოტრად უილიამ პელისი შეიძლება ჩაითვალოს.
ეს არგუმენტები ღმერთის დასაბუთების ძალიან განსხვავებულ ვარიანტებს
გვაჩვენებენ.

ონტოლოგიური არგუმენტი
ღმერთი არის არსება, რომელზე ძლევამოსილი, ყოვლადმცოდნე და აღმატებული
არაფერი შეიძლება წარმოიქმნეს. ანსელის არგუმენტის მიხედვით, რომლიც მან
თავის ნაშრომში „პროსლოგიონში“(თავი 2,3) დაწერა. ამ არგუმენტის მიხედვით
ღმერთის სრულყოფილება არის მიზეზი იმისა, რომ ღმერთ არსებობს, რადგან თუ
ღმერთი არ არსებობს მაშინ იგი სრულყოფილია. ანსელის აზრით, ამ დებულების
უარყოფა შეუძლებელია, რადგან ამის მცდელობა შინაგან წინააღმდეგობას შეიცავს.
მან ეს არგუმენტი დაასკვნა მეცამეტე ფსალმუნის სტროფის ანალიზით.
ანსელმი აკავშირებს აუცილე ბლობის იდეას ღმეღთის იდეასთან, რადგან მისი
აზრით ღმერთ უნდა იყოს აუცილებეი, რადგან რომ იყოს შემთხვევითი უნდა
მოვძებნოთ მასზე სრულყოფილი არსება.

პირველმიზეზის არგუმენტი
პირველმიზეზის არგუმენტი გულისხმობს იმას, რომ ყველაფერს აქვს
თავისი არსებობის მიზეზი, ამ მიზეზსაც აქვს მიზეზი და მიზეზის მიზეზსაც. ასე თუ
გავაგრძელებთ უასრულოდ ვიპოვით მიზეზებს ან მივაღწევთ არსებამდე, ამუ
ღმერთამდე რომელიც მიზეზის გარეშე არსებობს. ამ არგუმენტის მიხედვით ღმერთ
არის არსება რომელსავ არ სჭირდება მიზეზი, რადგან იგი არის მიზეზი ყველაფრის.
თომა აქენელის მიხედვით არ არსებობს ბუნებაში არსებული საგანი რომლის
არსებობა სამუდამოა, სამუდამო მხოლოდ ის არის რამაც ეს საგანი შექმნა, ანუ
ღმერთ.

ჩანაფიქრის არგუმენტი

ჩანაფიქრის არგუმენტი გულისხმობს იმას, რომ სამყაროში არსებული წერიგი,


ჰარმონია და ორგანიზებულობა არ არის შემთხვევითი, არამედ იგი დაგეგმილია,
რადგან ასეთი სამყარო თვითონ ვერ წარმოიშვებოდა.
უილიამ პეილს მოჰყავს ამ არგუმენტის გამვრცობით არგუმენტი. მის მიხედვით,
რომ ჩვენ თეორიულად უდაბნოში ვიპოვოთ მექანიკური საათი, დავასკვნით რომ იგი
ხელოსანი მიერაა გაკეთებული. ამ მაგალითით ის გვაჩვენებს, რომ იდეალურად და
ორგანიზებულად მოწყობილი სამყარო არის ხელოსანის მიერ გაკეთებული და ეს
ხეოსანი სწორედ ღმერთია.

არგუმენტების კრიტიკა

ღმერთის არსებობის სამივე არგუმენტს აქვს თავისი ნაკლი, რომლებიც გააკრიტიკეს


მაშინდელმა მოღვაწეებმა. ასეთი უზენაესი არსების არსებობა ძალიან რთულად
განსაზღვრადი საკითხია, რადგან როგორც ადამიანებს, არ შეგვიძლია გავაანალიზოთ
ისეთი არსება, როგორიცაა ყველაფრის მცოდნე და მკეთებელი ღმერთი და მისი
არსებობის არგუმენტები კი ძალზედ დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ ყველამ
დაიჯეროს მისი არსებობა.

ანსელის კრიტიკა
ამ არგუმენტების გაკრიტიკება მრავალჯერ მომხდარა. ანსელის არგუმენტი მეტად
გაკრიტიკებული იქნა მრავალი ადამიანის მიერ. ერთ-ერთი მათგანი, თანამედროვე
ანსელმის ბერმა გაუნილომ მოიყვანა კონტრარგუმენტი. მისი მიხედვით
წარმოსახვითი კუნძული, რომელზეც ცხოვრობს ხალხი როგორც სამოთხეში. ამ
კუნძულის წარმოსახვაში არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ იგი რეალობაშიც არსებობს.
ეს და ამის მსგავსი არგუმენტებით გაკრიტიკებულ ნსელმს მოყავს კონტრარგუმენტი,
რომ გაუნილო ვერ იაზრებს იმას, რომ ღმერთი უზენაესი არსებაა და იგი არ
არსებობს მხოლოდ კონცეპტის და აზრის სახით, არამედ იგი ორივე რეალობაშიც და
კოცეპტშიც არსებობს.

ჩანაფიქრის არგუმენტის კრიტიკა

უილიამ პელის არგუმენტი გააკრიტიკა დევიდ ჰიუმმა. მან დასვა კითხვა: თუ ერთი
ოსტატი ყავს სამყაროს, რატო არსებობს მრავალი რელიგია?
მისი აზრით სამყარო არ გავს საათს, ის უფრო მცენარეს გავს, რომელსავ ოსტატი არ
ჰყავს.
დევიდ ჰიუს არგუმენტი მიუთითებს იმაზე, რომ სამყარო შეიძლება იყოს
შემთხვევითი ქმნილება, რომელსაც არ აქვს ოსტატი, რადგან იგი იღბალის გამო
არსებობს.

დასკვნა

ყველა ღმერთის არსებობის არგუმენტს აქვს თავისი კონტრარგუმენტი. ღმერთთან


შედარებით ყველა ადამიანი გაუნათლებელი და არაფრისმქმნელი არსებაა. ღმერთი,
ყველაფრისმქმნელ და ყველაფრისმცოდნეა და ამის გამო გამორიცხულია იმის
ზუსტად გაგება არსებობს ის თუ არა. ყველა ადამიანს აქვს არჩევანი აირჩიოს სჯერა
თუ არა ღმერთის. ონტოლოგიური, ჩანაფიქრისა და პირველმიზეზის არგუმენტები
და მათი კრიტიკა კარგად გვიჩვენებენ ადამიანის არჩევანის გაკეთების და
თავისუფლების უნარს. ღმერთი შეიძლება ადამიანის მიერ კომფორტისთვის
შექმნილი კონცეპტი იყოს ან ნამდვილი ღვთაება, რომლის უზანაესობას და გეგმებს
ადამიანის გონება ვერასდროს მიხვდება და გაიაზრებს.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. ირაკლი ბრაჭული, ვალერიან რამიაშვილი ანასტასია ზაქარიაძე დემურ
ჯალაღონია. ფსიქოლოგიის შეავალი გვ. 59-62

You might also like