You are on page 1of 3

ქრისტიანული ანთროპოლოგიის შესწავლის საკითხი ადამიანის წარმოშობა, მისი ბუნება და

როლია, რომელიც ქრისტიანული მოძღვრების კონტექსტში განიხილება. ქრისტიანული


ანთროპოლოგია ენათესავება ფილოსოფიურ ანთროპოლოგიას. მაგრამ განსხვავდება
სეკულარული ანთროპოლოგიისგან, რომელიც ადამიანის ბუნებას ემპირიული კვლევის
მეშვეობით შეისწავლის.

ქრისტიანული ანთროპოლოგიია და არისტოტელეს შეხედულებები ადამიანის ბუნებაზე


მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ფილოსოფიური თეორია ჰელომორფიზმი,
რომელიც არისტოტელეს მიერაა შემუშავებული, ამტკიცებს, რომ ადამიანის ბუნება
შედგენილია ფორმისა და მატერიისგან. სადაც მატერია გააზრებულია როგორც
შესაძლებლობა, პოტენცია. ფორმა კი - საგნის არსის გამოვლინება, მისი მოქმედება.
არისტოტელე ამბობს, რომ სული დაკავშირებულია სხეულთან, როგორც ფორმა
მატერიასთან. თუ პლატონთან სული სხეულისგან დამოუკიდებლად არსებობს,
არისტოტელეს ფილოსოფიაში სული არის სხეულის ენერგია (ენტელექეია). შესაბამისად,
არისტოტელეს შეხედულებების თანახმად, სული სხეულთან ერთად კვდება, არ არსებობს
მის გარეშე. თუმცა არისტოტელეს გავლენები ქრისტიანულ ანთროპოლოგიაში უდავოდ
დიდია, მისი სულის წარმავლობის თეორიასთან შეუგუებლობის გამო, ქრისტიანობამ
პლატონი უფრო მიიღო და გაითავისა, ვიდრე არისტოტელე.

წმინდა გრიგოლ ნოსელი წიგნში „შესაქმისათვის კაცისა“ ბიბლიაზე, კერძოდ კი დაბადების


წიგნზე დაყრდნობით წერს, - „... არსებულთაგან ერთნი გონიერნი არიან, ხოლო მეორენი -
სხეულოვანნი“. სადაც გონიერ არსებანში მოიაზრებიან ანგელოზნი, ხოლო სხეულოვანში -
ცხოველნი. შემდეგ კი ამატებს - „ხოლო საკუთარი ბუნების მიხედვით, მას (ადამიანს),
ადგილი გონებით წარმოსადგენსა (უხილავსა) და ნივთიერ არსთა შორის უკავია...“.
მოგვიანებით იოანე დამასკელიც მიუბრუნდება ამ თემას და შრომაში „მართლმადიდებელი
სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემა“ აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც ღმერთმა შექმნა
გონიერი და სხეულოვანი არსებანი, საჭირო იყო შექმნილიყო ორივე მათგანის ნაზავი, ანუ
ადამიანი. დაბადების წიგნში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა ადამიანი შეძერწა თიხისგან, უკვე
არსებული მიწისა და სტიქიონთა საწყისებიდან და საკუთარი შთაბერვისაგან მისცა მას
მოაზროვნე და გონისმიერი სული. შესაბამისად, ქრისტიანაული ანთროპოლოგიის
მიხედვით, ადამიანი დიქოტომიური არსებაა. არისტოტელესეული ადამიანის განსაზღვრება
კი - „რაციონალური ცხოველი“ არ მოდის წინააღმდეგობაში ქრისტიანულ
ანთროპოლოგიასთან, რადგან მიუთითებს ორ შემადგენელზე - გონზე და სხეულზე.

ქრისტიანული ანთროპოლოგიის კვლევის ერთ-ერთი საგანი სწორედ ადამიანის აგებულებაა.


ამასთან დაკავშირებით სამი ძირითადი შეხედულება არსებობს.

1. დიქოტომიზმი - ადამიანს აქვს ორი შემადგენელი - სული, რომელიც სიკვდილის


შემდეგ სხეულს შორდება და სხეული, რომელიც მოკვდავია, მაგრამ საყოველთაო
აღდგომის შემდეგ კვლავ შეუერთდება სულს.
2. ტრიქოტომიზმი - ადამიანს აქვს სამი შემადაგენელი - სული, სხეული და
სამფშვინველი.
3. მონიზმი - ადამიანს არ აქვს შემადგენელი, იგი ერთ მთლიანობას წარმოადგენს.
ეკლესიის მამები მკაცრად უარყოფენ შეხედულებას, რომ ადამიანის სული არსით
„ღვთაებრივია“ და რომ იგი მუდამ მყოფადია. არსებობს ონტოლოგიური განსხვევება
ქმნილსა და უქმნელს შორის. ქრისტიანული თვალთახედვით, უქმნელი მხოლოდ თავად
ღმერთია, დანარჩენი ყოველივე კი - ქმნილი. იოანე დამასკელი ღვთიურ ბუნებაზე
საუბრისას აღნიშნავს, რომ ყოველივე რაც ქმნილია, ცვალებადია, რამეთუ მისი არსებობაც
ცვალებადობით დაიწყო და რომ იგი ხრწნადობას ემორჩილება. შესაბამისად, შეუძლებელია
ადამიანის სული მუდამ მყოფად განვიხილოთ. მართალია იგი სხეულისგან განსხვავებით
უკვდავია, მაგრამ არა არსობრივად, არამედ ღვთის მადლით და სიკეთით. გრიგოლ ნოსელის
აზრით, სულს აქვს შესაძლებლობა უფრო და უფრო მიუახლოვდეს ღვთიურს.

წმინდა წერილის თანახმად, ადამიანი ბოლოს, მეექვსე დღეს შეიქმნა. რამეთუ ადამიანი
ორივე ბუნების ნაზავია, მის შექმნამდე უკვე უნდა არსებულიყო ორივე სახის ქმნილებანი,
როგორც გონიერნი, ასევე სხეულოვანნი. ღმერთმა ადამიანს სამეფო, სამყარო წინასწარ
განუმზადა და როცა ყველაფერი უკვე ქმნილი იყო, მხოლოდ მას შემდეგ შექმნა იგი და
განუსაზღვრა ადგილი. ნოსელის აზრით, ღმერთი სრულყოფილს, ანუ ადამიანს ბოლოში
ხედავს.

და მაინც, რატომ განიხილება ადამიანი სრულყოფილ და განსაკუთრებულ არსებად?

გრიგოლ ნოსელი ნაშრომში „სიტყვა სულისა და აღდგომის შესახებ“ ეწინააღმდეგება


შეხედულებას, რომ ადამიანი მცირე რამ კოსმოსია და რომ იმავე სტიქიონებს მოიცავს და
ამის საპირისპიროდ ბიბლიაზე დაყრდნობით ( „და თქვა ღმერთმა: შევქმნათ კაცი ჩვენს
ხატისებრ და მსგავსებისებრ“.), ამტკიცებს, რომ ადამიანის დიდებულება შემოქმედის
ხატისაებრ მყოფობაში მდგომარეობს. ამასთან ერთად, ეკლესიის მამები წინამდებარე
სიტყვებს „ღვთაებრივ ბჭობას უწოდებენ“. რადგან მხოლოდ ადამიანის შექმნის წინ გაისმის
ღვთაბერივი ბჭობა, სხვა არცერთი ქმნილება არ ყოფილა მსგავსი პატივის ღირსი, ადამიანი
განსაკუთრებულ ქმნილებად მოიაზრება.

შესაბამისად, დაბადების წიგნიდან ვიგებთ იმის შესახებ, რომ ადამიანი დიქოტომიური


არსებაა და რომ იგი ხატია შემოქმედის. ქრისტიანული ანთროპოლოგიის ინტერესისა და
შესწავლის ერთ-ერთი საგანი კი ისაა, თუ როგორ განიმარტება ადამიანში ღვთის ხატება და
მსგავსება.

ეკლესიის მამების ერთი ნაწილი, მსგავსად გრიგოლ ნოსელისა, მიიჩნევს, რომ ღვთის ხატება
და მსგავსება სინონიმებია, ხოლო ნაწილი მათ განასხვავებს. ღვთის ხატი, ღვთის ბუნებიდან
გამომდინარე, რომელიც მხოლოდ სულიერია, შესაძლოა მხოლოდ სულში დავინახოთ. იოანე
დამასკელის მიხედვით, ღვთის ხატებაში გონიერება, თვითუფლებრივობა და
შემოქმედებითობა მოიაზრება. რამეთუ ბუნებით მხოლოდ ღმერთია გონისმიერი,
თვითუფლებრივი და თავად შემოქმედი, მშობელი, მაგრამ უშობელი, ხოლო ადამიანი ხატია
მისი, ღმერთის ეს თვისებები კაცობრივ ბუნებაში ირეკლება და ისახება. მსგავსება კი
პოტენციის სახით ებოძა ადამიანს და საკუთარი თვითუფლებრივობიდან გამომდინარე,
სრულიად მასზეა დამოკიდებული თუ რამდენად მიემსგავსება შემოქმედს. როგორც
პომაზანსკი თავის ნაშრომში „დოგმატური ღვთისმეტყველების შესახებ“ აღნიშნავს,-
„ამრიგად, ღვთის ხატი ჩვენ უფლისაგან გვეძლევა შექმნისთანავე, ხოლო მსგავსება ჩვენ
თავად უნდა შევიძინოთ“.

You might also like