You are on page 1of 4

ანტიკური მითოლოგია

I შუალედური გამოცდა : ტესტი (15 ქულა)

სტუდენტის სახელი და გვარი : ანასტასია იათაშვილი

კითხვები ( 6 ქულა) :
1.რა საერთო აქვთ ერთმანეთთან ოდისევსს, ენეასს, ჰერაკლეს და ორფევსს ?

ყველა მათგანი ჰადესში ჩავიდა. ჰერაკლე კერბეროსის ამოსაყვანად, ორფევსი ცოლის,


ოდისევსმა და ენეასმა კი ახლობლების სულების სანახავად იმოგზაურეს ჰადესში.

2. როგორ გახდა დაფნის გვირგვინი აპოლონის ერთ-ერთი ატრიბუტი ?

აპოლონზე სიყვარულის ღვთაება ეროსი განაწყენდა და შურისძიება გადაწყვიტა.


ერთი ისარი, რომელიც სიყვარულის გრძნობას გააღვიძებდა, აპოლონს ესროლა,
ხოლო მეორე - სიტვარულის გამქრობი დაფნეს. აპოლონი სიყვარულმა შეიპყრო,
უყურებდა და დაყვებოდა დაფნეს, მაგრამ მისი გულის მოგებას ვერაფრით
ახერხებდა და შეევედრა ზევსს, დახმარებოდა მას, ზევსმა კი დაფნე მარადცოცხალ
ხედ აქცია. ასე გახდა დაფნის გვირკვინი აპოლონის ერთ-ერთი ატრიბუტი და ასე
შეძლო აპოლონმა მუდამ თან ჰყოლოდა სიყვარული.

3. რომელია ზედმეტი და რატომ?

ა. კრონოსი ბ. ოკეანოსი გ. იაპეტოსი დ. ურანოსი

ურანოსი, რადგან კრონოსი, ოკეანოსი და იაპეტოსი ძმები, ტიტანები, მეორე თაობის


ღმერთები არიან, ხოლო ურანოსი მამაა მათი.

4. რომელია ის სამი ღვთაება, რომელთა ატრიბუტებიდან ერთ-ერთი არის სიუხვის


რქა?

1. დემეტრე, მიწათქმოქმედების ქალღმერთი

2. გეა - დედამიწა

3. ფორტუნა - ბედნიერების ქალღმერთი

5. ვიზეა საუბარი ქვემოთ მოტანილ მონაკვეთში ?

„ღმერთების მსგავსად ცხოვრობდნენ, უზრუნველნი, უშრომლად და უნაღვლოდ.


საშინელი სიბერე არასდროს უწევდათ, არც ხელ-ფეხი უუძლურდებოდათ... ოდეს
ისინი მიიცვალნენ, თითქოს ძილი მოერიაო მათ. ყოველგვარი სიქველე ჰქონდათ,
მშვიდად და შვებით ცხოვრობდნენ თავიანთ მიწაზე...“.

ღმერთების პირველ თაობაზე

6. რომელი ოლიმპიელი ქალღმერთის ეპითეტებია „კვიპროსშობილი“ და „კითერეა“ ?

აფროდიტე, რადგან ერთი ვერსიის თანახმად, იგი ურანოსის ფალოსისგან სწორედ


კვიპროსზე იშვა. ხოლო კუნძულ კითერეაზე იყო მისი საკულტო ადგილი და
შესაბამისად, აფროდიტეს ერთ-ერთი ეპითეტიც გახდა

თემა (9 ქულა) : მოკლედ გადმოეცით, თუ რა ვიცით დიონისესადმი


მიძღვნილი დღესასწაულების შესახებ, და იმის შესახებ, თუ როგორ
განვითარდა დიონისეს კულტიდან დრამა.

დრამის ორი მთავარი სახეობა არსებობს: კომედია და ტრაგედია. როგორც ჩანს,


ორივე მათგანი დიონისესადმი მიძღვნილი დღესასწაულებიდან
განვითარებულა. კომედია - ფალიკური სიმღერებისგან, ხოლო ტრაგედია -
დათირამბისა და სატირული დრამისგან. შევეცდები, რომ მოკლედ
მიმოვიხილო თითოეული მათგანი.

ფალიკური სიმღერები - ეს იყო დიონისეს დღესასწაულის შემადგენელი


ნაწილი და მასთან დაკავშირებული იყო ფალოსი. არსებობდა ერთგვარი
პროცესია, კომოსი, რომელსაც წინ მიუძღვოდა ფალოსის გამოსახულება.
მრავალი ადამიანი ერთად იკრიბებოდა, გზად სვამდნენ, ღრეობდნენ,
ერთმანეთს უწმაწურობით ამკობდნენ.

ტრაგედია, როგორც აღვნიშნე, დათირამბისა და სატირული დრამისგან


აღმოცენდა. დათირამბი კი საგუნდო სიმღერას გულისხმობდა, რომელიც
დიონისესასადმი იყო აღვლენილი და მის ამბებს გადმოსცემდა. დათირამბს
ასრულდებდა როგორც სოლისტი, ასევე ქორო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ
დათირამბის ორი სახე არსებობდა. ერთი იყო შედარებით სტიქიური,
რომელიც შესაძლოა ძველბერძენი მოსახლეობისთვის გარკვეულწილად
მიუღებელიც კი ყოფილიყო. დათირამბის მეორე სახეობა კი განვითარების
შედარებით ცივილიზებული გზით წავიდა. სატირული დრამა კი
გულისხმობდა იმას, რომ ადამიანები ირთვებოდნენ სატირთა გუნდად
(სატირები იყვნენ დიონისესთან დაკავშირებულო არსებები, ნახევრად
ადამიანები და ნახევრად ცხოველები, რომლებიც, ძირითადად, ნასვამ
მდგომარეობაში ჩნდებოდნენ), მათი გამოსვლაც (სატირთა მსვლელობა
მხოლოდ ნაწილი იყო დიონისური დღესასწაულისა), ხასიათდებოდა
კარნავალურობით, ტრანსით.

დიონისეს კულტი დრამის აღმოცენებამდეც არსებობდა, მაგრამ მან


განსაკუთრებული პოპულარობა მაშინ მოიხვეჭა, როდესაც კანონმდებელთა
დადგენილი ეპოქა დაიწყო. ადამიანებს სჭირდებოდათ დროებითი გასაქცევი
ნამდვილი ცხოვრებისგან, გასაჭირისგან, მძიმე შრომისა და პირობებისგან.
შესაბამისად, ადამიანებს იზიდავდათ დიონისეს კულტი, რომელიც
ღვინოსთან, თრობასთან, ტრანსთან და ექსტაზთან იყო დაკავშირებული.

მართალია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძველბერძენი


მოსახლეობისათვის ეს დღესასწაულები გარკვეულწილად მისაღები იყო,
მაგრამ დროთა განმავლობაში აშკარა გახდა, რომ ეს სტიქიური ძალა რაიმე
კალაპოტში უნდა მოექციათ. ამ დროს ხალხისთვის მისაღები მასობრივ
დღესასწაულებზე ფიქრიც დაიწყო. შესაბამისად, იდეალური ვარიანტი იყო
უკვე არსებული დიონისური დღესასწაულები შეენარჩუნებით, მაგრამ
განსხვავებული სახე მიეცათ მათთვის. პირველი ასეთი ადამიანი სწორედ
ტირანი პერიანდროსი იყო, რომელმაც დააკანონა დიონისეს დღესასწაული და
გუნდების დასადგმელად მეგობარს დახმარება სთხოვა.

დროთა განმავლობაში ამ გარდაქმნებმა უფრო მასიური სახე მიიღო.


საბერძნეთი მრავალი დღესასწაულით გამორჩეოდა და ზოგი მათგანი უკვე
თეატრალურ სახეობებსაც გულისხმობდა. მაგალითად, სოფლის დიონისიები
და ქალაქის დიონისიები. როგორც სურვინ-ივუდი აღნიშნავს, სწორედ
დიონისიებთან დაკავშირებულ დღესასწაულებში, ანუ პრედრამატულ
წარმოდგენებში შეგვიძლია დავინახოთ დრამის ძირები.

განსაკუთრებული მნიშვნელობისა კი იყო ის, რომ დრამა ნელ-ნელა მოშორდაა


თავისი ძირებს და თუ თავიდან საკულტო დანიშნულება ჰქონდა, დროთა
განმავლობაში მან წმინდა ესთეტიკური ფუნქციაც შეიძინა.

You might also like