You are on page 1of 337

სოფოკლე

ტრაგედიები

ძველი ბერძნული ენიდან თარგმნა,


შესავალი, კომენტარები და ლექსიკონი დაურთო
ლევან ბერძენიშვილმა

თბილისი 2022
ჩემი მთავარი მეგობრის, პოეტისა და სოფოკლეს
მთარგმნელის, გია ხომერიკის, ნათელ ხსოვნას.

ლევან ბერძენიშვილი

2
ლევან ბერძენიშვილი

ისევ ოიდიპოსი და ანტიგონე

1. ოიდიპოს მეფე

ბერძნული მითების სამყარო უზარმაზარია და მას, როგორც წესი, ციკლებად ყოფენ. ცნობილია:
ტროის ომის ციკლი, ჰერაკლეს ციკლი, არგონავტების ციკლი და თებეს ციკლი. ციკლების
უმრავლესობას სასიყვარულო ამბავი იწყებს: ზევსს შეუყვარდა ლედა, ზევსს შეუყვარდა ალკმენე და ა.შ.
თებეს ციკლიც სიყვარულით იწყება: ზევსს ამჟამად ფინიკიის მეფის, არგოსული წარმომავლობის,
აგენორის ასული, მშვენიერი ევროპე შეუყვარდა. აგენორის არგოსულ წარმომავლობაში ის
იგულისხმება, რომ იგი ზევსის ძველი სიყვარულის, ძროხად ქცეული იოს, შთამომავალია (იომ
ზევსისგან შვა ეპაფოსი, ხოლო ეპაფოსმა მემფისთან ერთად შვა ლიბია, რომელმაც პოსეიდონს უშვა
აგენორი). ამ სიყვარულს დიდხანს ვერ დაივიწყებენ, რადგან მასთან დაკავშირებულია დასავლური
ცივილიზაციის მთავარი კონტინენტისა და მის მცხოვრებთა უმეტესობის ფულადი ერთეულის
სახელწოდება.
მარადიულმა ზევსმა დაინახა თავისივე შვილთაშვილის, აგენორისა და ტელეფასას ასული
ევროპე და შეუყვარდა იგი. ზევსმა დაინახა ევროპე, რომელიც ყვავილებს აგროვებდა, თეთრ ხარად
იქცა, მოიტაცა იგი და კუნძულ კრეტაზე გადაცურა. შემდეგ თავისი ნამდვილი ვინაობა აუხსნა და
ევროპე გახდა კრეტის პირველი დედოფალი. აგენორის დავალებით, ქალიშვილის დედა და ძმა,
ტელეფასა და კადმოსი, დაიძრნენ დაკარგული ევროპეს მოსაძებნად და მშობლიურ ქალაქ ტირეში
დასაბრუნებლად. დედა-შვილმა მოინახულა კუნძულები: როდოსი და თერა, საიდანაც ჩავიდა
თრაკიაში. აქ ტელეფასა დაავადდა და გარდაიცვალა. კადმოსმა დედა დაკრძალა და თრაკიელებისგან
გაიგო დელფოსის სამისნოს არსებობის შესახებ. ევროპეს კიდევ ერთი ძმა, კილიქსიც, ეძებდა დას; იგი
დასახლდა მცირე აზიის სამხრეთ ნაწილში. მის პატივსაცემად მიწას კილიკია ეწოდა.
დელფოსში, აპოლონის ტაძარში, ქურუმმა პითიამ უბრძანა კადმოსს, შეეწყვიტა ევროპეს ძიება,
ევლო, სანამ არ შეხვდებოდა ძროხა, რომელსაც ფერდზე ნახევარმთვარე ექნებოდა გამოსახული. იგი ამ
ძროხას უნდა გაჰყოლოდა და იმ ადგილას, სადაც ქანცგაწყვეტილი ცხოველი დაწვებოდა, ქალაქი
დაეარსებინა. ძროხა კადმოსს აჩუქა პელაონმა, ფოკისის მეფემ და ამ ცხოველმა კადმოსი მიიყვანა
ბეოტიაში, სადაც მან ქალაქი თებე დააარსა. კადმოსი აპირებდა, ძროხა ათენასადმი შეეწირა და თავისი
მეგობრები, დეიოლეონი და სერიფოსი, წყლის მოსატანად იქვე მომდინარე ისმენოსის წყაროსთან
გაგზავნა. ისინი დახოცა წყაროს მცველმა წყლის დრაკონმა. დრაკონი მოკლა კადმოსმა, როგორც ახალი
წესრიგის კულტურულმა გმირმა (გველთან მებრძოლმა).
ათენას რჩევით, კადმოსმა დრაკონის კბილები მიწაში ჩაფლა და იქიდან წარმოიშვნენ ე.წ.
სპარტები, ანუ „დათესილები“ (ქალაქ სპარტასთან მათ არაფერი არ აკავშირებთ), მძვინვარე,
შეიარაღებული ადამიანები. კადმოსმა მათ ქვა ესროლა და ისინი ერთმანეთს დაესხნენ თავს;
დაუნდობელ ბრძოლაში ბევრი სპარტი დაიხოცა, დარჩა მხოლოდ ხუთი, რომლებიც დაეხმარნენ
კადმოსს, დაეარსებინა თებეს აკროპოლისი, ციხესიმაგრე კადმეა. ამ სპარტებმა დაუდვეს სათავე ამ
ქალაქის ყველაზე უფრო ცნობილ გვარებს.
კადმოსის მიერ მოკლული დრაკონი არესის წმინდა საკუთრება იყო, ამიტომ ღმერთმა აიძულა
კადმოსი, მონანიების სახით, რვა წელიწადი მას მომსახურებოდა. თებეს მითების მიხედვით, სწორედ
ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, ღმერთებმა მას ცოლად მისცეს ჰარმონია. თებეში კადმოსმა და
ჰარმონიამ დასაბამი მისცეს დინასტიას, მათ გაუჩნდათ ვაჟი პოლიდოროსი და ასულები: აგავე,
ავტონოე, ინო და სემელე.
ქორწილს, რომელიც სამოთრაკიაში ან თებეში ჩატარდა, ყველა ღმერთი ესწრებოდა; ჰარმონიამ
საქორწინო საჩუქრის სახით მიიღო ათენას დამზადებული პეპლოსი და ჰეფესტოსის ნახელავი
ყელსაბამი. ამ სამკაულს, რომელსაც, ჩვეულებრივ, ჰარმონიას ყელსაბამი ეწოდებოდა, უბედურება
მოჰქონდა ყველასათვის, ვინც მას ფლობდა. მიუხედავად ღმერთებისგან დადგენილი ქორწინებისა და

3
მეფობისა, კადმოსს ერთიც შესძულდა და მეორეც: მის ოჯახში უმძიმესმა უბედურებამ დაისადგურა,
ხოლო ქალაქში – სამოქალაქო მღელვარებამ. ბოლოს და ბოლოს, კადმოსმა ტახტზე უარი განაცხადა
საკუთარი შვილიშვილის, პენთევსის, სასარგებლოდ და ჰარმონიასთან ერთად ილირიაში გაემგზავრა,
რომ ენქელელების გვერდით ებრძოლა. შემდგომში ისევ მეფე გახდა და დააარსა ქალაქები: ლიქნიდოსი
და ბუთოე.
მიუხედავად ამისა, კადმოსს მუდმივად თან სდევდა უბედურება იმის გამო, რომ წმინდა
დრაკონი მოკლა და ერთხელაც აღმოხდა, ღმერთებს თუ ასე აღელვებთ გველის ამბავი, მეც გველი
ვიქნებიო. ამის თქმა და ქერცლის გაჩენა და გველად გარდაქმნა ერთი იყო. ჰარმონიამ, იხილა რა ქმრის
ტრანსფორმაცია, იგივე ისურვა და ღმერთებმა ეს სურვილი მასაც აუსრულეს.
სიკვდილის შემდეგ მათი სხეულები კიდევ ერთხელ შეიცვალა და მათი, უკვე ადამიანური,
სულები მშვიდად გაემართნენ ნეტართა ველებზე.
სწორედ კადმოსის შთამომავალი იყო ოიდიპოსი. ოიდიპოსის მითის ვარიაციები ნახსენებია
ძველ ბერძენ პოეტებთან, მათ შორის, ჰომეროსთან, ჰესიოდესთან, პინდაროსთან, ესქილესა და
ევრიპიდესთან; თუმცა ლეგენდის ყველაზე პოპულარული ვერსია სოფოკლეს თებეს ციკლის
ტრაგედიებმა („ოიდიპოს მეფე“, „ოიდიპოსი კოლონოსში“ და „ანტიგონე“) შემოგვინახა.
ითვლება, რომ თებეს უბედურებათა წყებაში დიდი წვლილი მიუძღვის წყევლას, რომელიც
ლაიოსმა დაიმსახურა მას შემდეგ, რაც მან შეურაცხყო სტუმარმასპინძლობის (ბერძნული „ქსენია“)
წმიდათაწმიდა კანონი.
თავის სიჭაბუკეში ლაიოსი სტუმრად იყო ელისის მეფე პელოფსთან, სადაც იგი მეფის ყმაწვილი
ძის, ქრისიპოსის, მასწავლებელი უნდა გამხდარიყო ეტლის მართვაში. ლაიოსმა შეაცდინა ან მოიტაცა
ქრისიპოსი და იძალადა მასზე. ზოგიერთი ვერსიით, შერცხვენილმა ქრისიფოსმა თავი მოიკლა. ამ
საშინელი საქციელის გამო ლაიოსი და მისი შთამომავლობა დაიწყევლა, თუმცა მრავალი მეცნიერი
ფიქრობს, რომ ლაიოსის ქრისიპოსის მიმართ ჩადენილი დანაშაული შემდგომში დაემატა მითს, რომ
აეხსნათ ოჯახის წყევლა, რომელსაც გაცილებით ღრმა ფესვები შეიძლება ჰქონდეს.
ოიდიპოსი ლაიოსისა და იოკასტეს, თებეს მეფისა და დედოფლის, ვაჟი იყო. დიდი ხნის
განმავლობაში უშვილო ლაიოსმა დელფოსში აპოლონის სამისნოს მიმართა. პითიამ ბრძანა, რომ
ნებისმიერი ვაჟი, რომელსაც შობს ლაიოსი, მოკლავს მას. ეს ამბავი რომ არ მომხდარიყო, როდესაც
იოკასტემ ვაჟი შვა, ლაიოსმა მას ტერფები დაუხვრიტა, ფეხები მოქნილი ტყავის ქამრით შეუკრა, რომ
ხოხვა არ შეძლებოდა; შემდეგ იოკასტემ ახალშობილი მსახურს გადასცა, რომ მას იგი დაეგდო უახლოეს
მთაზე; მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ბავშვი დაეგდო და სასიკვდილოდ გაეწირა, მსახურმა იგი
კორინთოსელ მწყემსს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, ბავშვი კორინთოსის უშვილო მეფე-
დედოფალს, პოლიბოსსა და მეროპეს მიუყვანა, რომელთაც იგი აღზარდეს, როგორც საკუთარი შვილი.
პატარა ოიდიპოსს დასივებული ფეხების გამო Οἰδίπους „ოიდიპოსი“ (სიტყვასიტყვით,
„ფეხებდასივებული“ οἰδάω „მისივდება“ და πούς „ფეხი“ სიტყვების მიხედვით) დაარქვეს.
მრავალი წლის შემდეგ ვიღაც მთვრალმა ოიდიპოსს „ნაბიჭვარი“ უწოდა და მიანიშნა, რომ იგი
არ იყო პოლიბოსისა და მეროპეს ბიოლოგიური ვაჟი. ოიდიპოსმა ეს მშობლებს უთხრა, მაგრამ მათ
ლოთის სიტყვები შორს დაიჭირეს და ოიდიპოსს სიმართლე არ უთხრეს. ოიდიპოსიც, ისევე როგორც
თავის დროზე ლაიოსი, გაემართა დელფოსში, აპოლონის სამისნოში. პითიამ მას უწინასწარმეტყველა,
რომ იგი მოკლავდა მამას და ცოლად შეირთავდა საკუთარ დედას. ამგვარ ხვედრს რომ გაჰქცეოდა,
ოიდიპოსმა გადაწყვიტა, შინ, კორინთოსში, აღარ დაბრუნებულიყო და წასულიყო თებეში, რომელიც
დელფოსთან უფრო ახლოს იყო.
გზად ოიდიპოსი აღმოჩნდა დავლისში, სადაც ერთმანეთს კვეთდა სამი გზა. იქ მას შეხვდა
ეტლი, რომელზედაც მისი ბიოლოგიური მამა, ლაიოსი იდგა. მათ გზა ვერ გაიყვეს, მოხდა კონფლიქტი
და ოიდიპოსმა მოკლა ლაიოსი, როდესაც მისმა მეეტლემ გზიდან გადაგდება დაუპირა. ოიდიპოსმა
ლაიოსთან ერთად მისი ამალაც ამოხოცა. ამ მოვლენის ერთადერთი მოწმე იყო მონა, რომელიც
შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
თებეში მისულ ოიდიპოსს იქ დახვდა სფინქსი, რომელიც ქალაქში მიმავალ და ქალაქიდან
მომავალ მგზავრებს გამოცანას აძლევდა. თუ სწორად არ უპასუხებდა, სფინქსი მათ კლავდა და ჭამდა.
სწორი პასუხის შემთხვევაში უნდა მომკვდარიყო თავად სფინქსი. გამოცანა ასეთი იყო: „ვინ დადის

4
ოთხი ფეხით დილით, ორით – დღისით და სამით – ღამით?“ ოიდიპოსმა უპასუხა: „ადამიანი:
ჩვილობისას იგი ოთხით დაცოცავს, გაიზრდება და ორი ფეხით დადის, სიბერეში კი ჯოხს დაიხმარს“.
პირველი იყო ოიდიპოსი, რომელმაც გამოცანა გამოიცნო. სფინქსმა იგი გაატარა, თავად კი კლდიდან
გადახტა და თავი მოიკლა. აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ოიდიპოსი „განწირული იყო“ გამოცანის
გამოსაცნობად, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი უნდა მომკვდარიყო, მაგრამ, მეორე მხრივ, იგი
ვერ მოკვდებოდა, სანამ წინასწარმეტყველება არ ახდებოდა, ხოლო წინასწარმეტყველება ვერ
ახდებოდა, სანამ მას ცოლი არ ჰყავდა მოყვანილი.
დედოფალ იოკასტეს ძმას, კრეონს, გამოცხადებული ჰქონდა, რომ ნებისმიერი ადამიანი,
რომელიც ქალაქს სფინქსისგან გაათავისუფლებდა, თებეს მეფე გახდებოდა და ცოლად მოიყვანდა
ახლად დაქვრივებულ დედოფალ იოკასტეს. ოიდიპოსისა და იოკასტეს ამ ქორწინებამ დაასრულა
საბედისწერო წინასწარმეტყველების აღსრულება. ოიდიპოსსა და იოკასტეს ოთხი შვილი ეყოლათ:
ვაჟები ეტეოკლესი და პოლინიკესი (იხ. ესქილე, „შვიდნი თებეს წინააღმდეგ“) და ქალები: ანტიგონე და
ისმენე.
მრავალი (დაახლოებით, ოცი) წლის შემდეგ ქალაქ თებეს თავს დაეცა შავი ჭირის უბედურება.
სწორედ აქ იწყება სოფოკლეს ტრაგედია „ოიდიპოს მეფე“. ბერძენმა მაყურებელმა, რომლის განათლების
ძირითად წყაროს ჰომეროსი და მითოლოგია წარმოადგენდა, მშვენივრად იცოდა ოიდიპოსის მითი,
ამიტომ ყველაფერი, რაც აქამდე ითქვა, მისთვის არავითარ საიდუმლოს არ წარმოადგენდა.
ა. შესამაბისად, მაყურებელმა იცოდა, რომ ჰომეროსის „ილიადაში“ (XXII სიმღერა, 678-681)
ნათქვამია:
„ევრიალოსი წამოდგა, ღვთისდარი მოკვდავი, ტალაოსის ძის, მეუფე მეკისტევსის ვაჟი,
რომელიც ადრე თებეში ჩავიდა ოიდიპოსის სიკვდილის შემდეგ გამართულ ასპარეზობაზე, იქ ყველა
კადმოსელი დაამარცხა...“
ანუ მითის იმ ვარიანტით, რომელსაც ჰომეროსი ეყრდნობა, მამის მკვლელი და დედის ცოლად
მომყვანი ოიდიპოსი თებედან არ გაუძევებიათ და იგი მშობლიურ ქალაქში გარდაცვლილა.
„ოდისეაში“ საიქიოს სტუმარი ოდისევსი დაინახავს ეპიკასტეს (სხვა ავტორებთან, მათ შორის,
პინდაროსთან, სოფოკლესა და ევრიპიდესთან – იოკასტეს), ოიდიპოსის დედას, რომელსაც შვილთან
ქორწინების საზარელი ამბის გაგების შემდეგ თავი მოუკლავს, ოიდიპოსს კი, ღმერთების ნებით, თებეს
მეფობა გაუგრძელებია.
ანუ ჰომეროსი არ იცნობს ოიდიპოსისა და იოკასტეს (ეპიკასტეს) საერთო შვილებისა და
ოიდიპოსის თებედან გაძევებისა და უცხოეთში გარდაცვალების მოტივებს.
ბ. ასევე იცოდა მაყურებელმა პინდაროსის მეორე ოლიმპიური ოდის შინაარსი, კერძოდ,
სტრიქონები:

პინდაროსი, მეორე ოლიმპიური ოდა, სტრ. 38-48:

წუთისოფელს რომ გამოასალმა


ლაიოსის საბედისწერო ძემ
მამა, რომელიც გზად შემოხვდა,
მაშინ აღსრულდა
პითოში თქმული ძველი მისნობა.
და დამთგუნველმა ერინიამ, ყოვლისმხილველმა,
ურთიერთმოკვლით გაანადგურა მებრძოლი გვარი.
თუმც დაცემული პოლინიკეს მერმე გადარჩა თერსანდროსი,
ახალ ბრძოლებში პატივი რომ დაიმსახურა,
ის ადრასტიდთა საგვარეულოს
გადამრჩენელ რტოდ მოევლინა
და მისი თესლის ნაყოფი – ენესიდამოსის ძე

5
ღირსია ჩანგზე დამღერებით ხოტბის შესხმისა.1

გ. ესქილე, „შვიდნი თებეს წინააღმდეგ (ძვ.წ. 467 წ.)

ძვ.წ. 467 წ. დიდ დიონისიებზე ათენელ დრამატურგ ესქილეს წარმოუდგენია ოიდიპოსის მითზე
დაფუძნებული ტრილოგია, რომელსაც მისთვის ტრაგიკოსთა ასპარეზობაზე პირველი პრიზი
მოუტანია. ტრილოგიის პირველი ნაწილი ყოფილა „ლაიოსი“, მეორე – „ოიდიპოსი“ და მესამე,
ერთადერთი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია – „შვიდნი თებეს წინააღმდეგ“. ამ ტრაგედიაში ოიდიპოსის
შვილები, ეტეოკლესი და პოლინიკესი, ტახტისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ხოცავენ. კადმოსის
შთამომავლების ტრაგედია ნაჩვენები იყო სამი თაობის უბედურებათა ფონზე. ტრილოგიას ასრულებდა
და ტეტრალოგიად აქცევდა სატირული დრამა „სფინქსი“.

2. ცხოვრება

ბერძნული ტრადიციის მიხედვით, სამი დიდი ტრაგიკოსის სახელი მყარადაა დაკავშირებული


ბერძენ-სპარსელთა ომის გადამწყვეტ ბრძოლასთან. ესქილე იბრძოდა სალამისთან (ძვ.წ. 580 წ.),
სოფოკლე იყო ლამაზი ბიჭუნების გუნდის წევრი, რომელიც ცეკვავდა გამარჯვების აღსანიშნავად,
ხოლო ევრიპიდე სწორედ ამ ბრძოლის დღეს დაიბადა. პირველი ორი მტკიცების დაჯერება შეიძლება.
მაგრამ მთელი ტრადიცია განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ ღრმა კავშირს, რომელიც არსებობდა
ბერძნულ ხელოვნებასა და ბერძნულ პატრიოტიზმს შორის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო, ვინ სად
იმყოფებოდა და რას აკეთებდა იმ დღეებში, როდესაც ათენი გადაიწვა და თავისუფლებამ გაიმარჯვა.
ესქილესათვის მომხდარი ღვთაებრივი სამართლიანობის დამაგვირგვინებელი დასაბუთება იყო; მან
ელვარე სინათლის ბეჭედი დაასვა სოფოკლეს მთელ ცხოვრებას; ევრიპიდეს მხოლოდ შეეძლო ამაზე
წინა თაობისთვის მოესმინა.
მისი შემოქმედების გარდა, რომელიც საიმედოს მის ბიოგრაფიაზე ცოტას თუ გვეუბნება, ჩვენს
ხელთ არსებული ცნობები დიდად ვერ გვეხმარება სოფოკლეზე წარმოდგენის შესაქმნელად. იხატება
ხელოვნის ფიგურა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, თავისი ხელოვნებითაა დაკავებული და ოდნავ
ურევს თავისი დროის ცხოვრებას მეგობრულ, გულღია, ღვთისმოსავ ხასიათს, „კეთილ მოქალაქეს
თავისი ქალაქის მკერდზე“, თავისი ბედნიერების იღბლიან, ბრძენ მმართველს, ათენის სიკეთის,
გრაციისა და სიქველის მაგალითს თავისი განვითარების უმაღლეს წერტილში. შთაბეჭდილება
რჩებოდა, რომ საგანთა საიდუმლო ბუნების გამოხატვის უნარი მას ღმერთების ახირების გამო მიენიჭა.
მისი ბედი გახვეულია საიდუმლოებებით თანამედროვე თვალისთვის. მისი კარიერა მიჰყვებოდა მისი
საუკუნის მრუდს, თუმცა იგი ნაკლებად უშუალოდაა დაკავშირებული თავისი დროის მორალურ
ისტორიას. აღსანიშნავია, რომ არისტოფანე ბრწყინვალე კამათში „ბაყაყებში“, ამ დრამატურგს
გამორთავს თაობათა ბრძოლიდან, რომელიც სოფისტების მეგობარსა და სალამისის ვეტერანს შორის
მიმდინარეობს.
სოფოკლე (Σοφοκλῆς, დაახლ ძვ.წ. 497/6 — ძვ.წ. 406/5 წ. ზამთარი) ერთ-ერთია სამ უდიდეს
ძველბერძენ ტრაგიკოსთაგან, რომელთა პიესებიც გადარჩა. მისი პირველი ქმნილებები დაიწერა უფრო
გვიან ან იმავე დროს, რაც ესქილეს პიესები და უფრო ადრე ან იმავე დროს, რაც ევრიპიდეს პიესები.
სოფოკლეს დაუწერია 120-ზე მეტი პიესა, რომელთაგან მხოლოდ შვიდი შემოგვრჩა სრული სახით:
„აიასი“, „ანტიგონე“, „ტრაქისელი გოგონები“, „ოიდიპოს მეფე“, „ელექტრა“, „ფილოქტეტესი“ და
„ოიდიპოსი კოლონოსში“. თითქმის ორმოცდაათი წლის განმავლობაში სოფოკლე იყო ათენის ქალაქ-
სახელმწიფოს ყველაზე სახელგანთქმული დრამატურგი, რომელიც მონაწილეობდა ლენეებისა და
დიდი დიონისიების რელიგიურ დღესასწაულებზე გამართულ თეატრალურ ფესტივალებზე. მთელი

1
ნანა ტონიას თარგმანი. იხ. პინდაროსი, ოდები, მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა, ტ. 5, ბაკურ სულაკაურის
გამომცემლობა, თბილისი, 2013, გვ. 17.

6
ცხოვრების მანძილზე მონაწილეობა მიიღო ოცდაათ თეატრალურ შეჯიბრებაში, მოიგო ოცდაოთხი
(sic!) და არასოდეს არ გასულა მესამე ადგილზე. ესქილემ მოიგო ცამეტი ასპარეზობა და ხანდახან აგებდა
სოფოკლესთან. ევრიპიდემ სულ მოიგო ოთხი ასპარეზობა და სულ აგებდა სოფოკლესთან.
მამამისს სოფილოსი ერქვა, თავის სიმდიდრეს იგი უმადლოდა მონების მანუფაქტურას,
რომელიც საომარ აბჯარს ამზადებდა. ოჯახი ერთ-ერთი გამორჩეული იყო ათენში. სოფოკლემ მიიღო
ძალიან მაღალი განათლება. დიდი ტრაგიკოსი მშობლიური ქალაქისადმი სიყვარულითა და
ერთგულებით გამოირჩეოდა, ამიტომ იგი არასოდეს არ ტოვებდა სამშობლოს, რომელიღაც მეფეთა
გულის მოსაგებად. მართლაც, სამსახურებრივი მოვალეობის გარდა მას არასოდეს არ დაუტოვებია
ათენი.
სოფოკლეს პირველი მხატვრული ტრიუმფი შედგა ძვ.წ. 468 წ., როდესაც მან დიონისიებზე
პირველი გამარჯვება მოიპოვა და ათენური დრამის მაშინდელი ხელმწიფე, ესქილე, დაამარცხა.
პლუტარქოსს თუ დავუჯერებთ, გამარჯვება უჩვეულო გარემოებებში შედგა: იმის ნაცვლად, რომ,
ჩვეულებრივ, წილისყრით შეერჩიათ მსაჯულები, არქონტმა კიმონსა და სხვა დამსწრე სტრატეგოსებს
სთხოვა, განესაზღვრათ გამარჯვებული. პლუტარქოსი იმასაც ამტკიცებდა, რომ ესქილე ამ დამარცხების
შემდეგ გაეცალა ათენს და სიცილიაზე გაემგზავრა. მართალია, პლუტარქოსი ამტკიცებს, რომ ეს
სოფოკლეს პირველი დადგმა იყოო, მაგრამ ახლა ითვლება, რომ სოფოკლეს პირველი დადგმა შედგა
ძვ.წ. 470 წ. ეს იყო პიესა „ტრიპტოლემოსი“.
კარიერის დასაწყისში პოლიტიკოსი კიმონი, როგორც ჩანს, იყო სოფოკლეს ერთ-ერთ
მფარველი. პერიკლესი კიმონის მოწინააღმდეგე იყო, თუმცა ვარაუდობენ, რომ ისიც მფარველობდა
სოფოკლეს. ძვ.წ. 443/2 წლებში სოფოკლე მსახურობდა ათენის ერთ-ერთ ხაზინადრად და
მონაწილეობდა ქალაქის ფინანსების მართვაში პერიკლესის პოლიტიკური ბატონობის დროს. ძვ.წ. 441
წელს „სოფოკლეს ცხოვრების“ მიხედვით, სოფოკლე აირჩიეს ერთ-ერთ სტრატეგოსად, ანუ პერიკლესის
უმცროს კოლეგად. იგი მონაწილეობდა ათენის კამპანიაში კუნძულ სამოსის წინააღმდეგ. ვარაუდობენ,
რომ სოფოკლე სტრატეგოსად აირჩიეს „ანტიგონეს“ არნახული წარმატების გამო.
ძვ.წ. 420 წელს იგი აირჩიეს ასკლეპიოსის გამოსახულების მიმღებად საკუთარ სახლში, როდესაც
ამ ღმერთის კულტი მიიღეს ათენში, მაგრამ მას არ ეყო სათანადო ადგილი (τέμενος). ამის გამო მან
ათენელთაგან მიიღო სიკვდილის შემდგომი ეპითეტი დექსიონი (მონაცვლე). ძვ.წ. 411 წ. იგი ერთ-ერთ
რწმუნებულად (πρόβουλοι) აირჩიეს. ამ კოლეგიამ იმსჯელა ათენის საექსპედიციო კორპუსის
კატასტროფულ განადგურებაზე სიცილიაში, პელოპონესოსის ომში.
სოფოკლე გარდაიცვალა 90 ან 91 წლის ასაკში ძვ.წ. 406/5 წლის ზამთარში. სიცოცხლეში იგი
მოესწრო როგორც ბერძენთა ტრიუმფს სპარსულ ომებში, ისე სისხლისღვრასა და საყვარელი ათენის
დაცემას პელოპონესოსის ომში. როგორც ეს მოხდა ბევრ ცნობილ ადამიანთან დაკავშირებით კლასიკურ
ხანაში, მისმა სიკვდილმაც შთააგონა ხალხი ცალკეული აპოკრიფული ისტორიის შესაქმნელად.
ყველაზე ცნობილი გახლავთ წარმოდგენა, თითქოს დრამატურგი მოკვდა დაძაბულობისგან, როდესაც
იგი აპირებდა „ანტიგონედან“ ვრცელი მონაკვეთის ციტირებას შეუჩერებლად, სულმოუთქმელად. სხვა
ვერსიის მიხედვით, ათენში ანთესტერიონის დღესასწაულზე მას ყურძენი გადასცდა და დაიხრჩო.
მესამე ვერსიის მიხედვით, იგი ბედნიერებისგან მოკვდა, როდესაც დიდ დიონისიებზე გაიმარჯვა.
ზოგიერთი ცნობის მიხედვით, საკუთარი შვილები მის უუნაროდ ცნობას მოითხოვდნენ სიცოცხლის
დასასრულს. მან კი შეძლო, ეს ბრალდება მოეგერიებინა სასამართლოზე, სადაც მან ხალხს წაუკითხა
თავისი ახალი შედევრი „ოიდიპოსი კოლონოსში“. მისი ერთ-ერთი ვაჟი, იოფონი და შვილიშვილი,
რომელსაც სოფოკლე ერქვა, ასევე დრამატურგები გახდნენ.

3. სოფოკლე დღეს

რომ შევკრიბოთ სოფოკლეზე მხოლოდ ოცდამეერთე საუკუნეში გამოთქმული მოსაზრებები,


წარმოიქმნება თავისებური ცისარტყელა, რომლის ბოლოებში აღმოცენდება ორი ურთიერთგამომრი-
ცხავი თვალსაზრისი. ზოგიერთისთვის სოფოკლე ღვთისმოშიში კონსერვატორია, რომელიც ეჭვით
ხვდებოდა ყველანაირ სიახლეს, განსაკუთრებით ათენის დემოკრატიასა და ყველაზე მეტად

7
ძველებური რწმენისა და ღმერთების სიბრძნის შენახვაზე ზრუნავდა. სხვებისთვის ესაა თავისუფალი
ადამიანის შთაგონებული მომღერალი, რომელიც განადიდებს მის გმირობასა და უნარს, აიღოს
პასუხისმგებლობა იმაზედაც კი, რაც მას არ ჩაუდენია ან რაშიც სუბიექტურად დამნაშავე არ არის.
სოფოკლეს აზრი ადამიანზე შესანიშნავადაა გამოხატული „ანტიგონეს“ პირველ სტასიმონში,
სადაც გუნდი ამბობს:
მრავალი რამაა საოცარი, მაგრამ ადამიანზე უფრო საოცარი არაფერია. ეს ძალა ვრცელდება
ზღვაზე, მაშინაც, როდესაც იგი თეთრდება სამხრეთის ქარის მოვარდნამდე და გზას იკვლევს
ტალღებში, რომლებიც მას დანთქმით ემუქრებიან. ღმერთებს შორის უძველესსაც, დედამიწასაც,
უკვდავს, სათავისოდ ფიტავს იგი, რადგან თავისი გუთანში შებმული ცხენით წლითი წლობით ხნავს
და ხნავს.
ფრინველთა უზრუნველ მოდგმას, ველურ ნადირთა წყებასა და ზღვის სიღრმეთა ბინადრებს
იგი დაწნული ბადით იჭერს, ატყვევებს – ძალიან მარჯვეა ადამიანი. მრავალი ხერხით გარეულ [350]
მხეცებს ათვინიერებს, ხშირფაფრიან ცხენს კისერზე უღელს ადგამს, გუთანში აბამს მთის დაუოკებელ
ხარსაც.
სიტყვაცა და აზრიც ქარივით სწრაფი აქვს, თავად შეისწავლა მოქალაქეობა, რომელიც
სახელმწიფოს წესრიგს ანიჭებს და გაერკვა, როგორ გაექცეს არასტუმართმოყვარე სიცივის ისრებს ღია
ცის ქვეშ და კოკისპირულ წვიმაში. ყველაფერს შეუძლია თავი გაართვას; როცა ვერ ართმევს, მაშინაც
წინ მიდის. მხოლოდ ჰადესს ვერ გაექცევა, თორემ სხვა აუხსნელ სენს მოუძებნა გასაქცევი.
მახვილგონივრული შესაძლებლობებით, გასაოცარი სინატიფით მიიწევს ხან ბოროტისაკენ, ხან
სიკეთისაკენ. როდესაც ქვეყნის კანონებსა და ღმერთების სამართლიანობას მიაგებს პატივს,
რომელთანაც ფიცითაა შეკრული, მისი ქალაქი ყვავის; მაგრამ ქალაქიდან გაძევებულია ის, ვინც თავისი
დაუდევრობით სირცხვილში ჩავარდება. ვერასოდეს ვერ შემოვა ვერც ჩემს სახლში, ვერც ჩემს ფიქრებში,
ვინც ასეთ რამეს სჩადის.
ამ ფრაგმენტს სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა მეოცე საუკუნის უდიდესმა ფილოსოფოსმა,
მარტინ ჰაიდეგერმა.2
სოფოკლეს როლი განსაკუთრებით გაიზარდა დღეს. ახლა, როდესაც კაცობრიობის მოსახლეობა
8 მილიარდს მიუახლოვდა, შეგვიძლია ფიგურალურად ვთქვათ, რომ თანამედროვეობის ყოველ
მოქალაქეს აქვს ტრაგედია „ოიდიპოს მეფე“, რომელიც პირადად მასზეა დაწერილი.

4. ოიდიპოსის მითის სტრუქტურა

თავის დროზე ფრანგული სტრუქტურალიზმის მამამ, კლოდ ლევი-სტროსმა 3 თავისი


რევოლუციური მნიშვნელობის წიგნში („სტრუქტურული ანთროპოლოგია“), ნაკვეთში, რომელსაც
ეწოდება „მითების სტრუქტურა“, 4 ივარაუდა, რომ ათასობით წლების შემდეგ, როდესაც ჩვენს
ცივილიზაციას მიწა და მტვერი დაფარავს, ჩვენი შთამომავალი არქეოლოგები ჩვენს სხვა ნივთებთან
ერთად ჩვენს წიგნებსაც აღმოაჩენენ და მომავლის მკვლევრები მათს წაკითხვას შეძლებენ, როგორც ჩვენ
შევძელით შუმერული თიხის ფირფიტების, ეგვიპტური იეროგლიფებისა და B-ხაზოვანი ტექსტების
წაკითხვა და გაჩნდებიან მომავლის შამპოლიონები, ლენორმანები, ვენტრისები და ჩედვიკები. ისინი
აღმოაჩენენ, რომ ჩვენი წიგნების უმეტესობა იკითხება მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ; მაგრამ
ერთ მშვენიერ დღეს ისინი დარწმუნდებიან, რომ ამ წესით წაკითხული ზოგიერთი წიგნი ერთისა და
იმავის განმეორებას ემსახურება (მაგალითად, მათ წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს რომელიმე სიმფონიის
პარტიტურა) და ისინი მივლენ გენიალურ აღმოჩენამდე, რომ ზოგიერთი წიგნი, გარდა იმისა, რომ

2
M. Heidegger, Chorlied aus der Antigone des Sophokles (1943).
3
Claude Lévi-Strauss, Anthropologie structural, Plon, Paris 1958.
4
Claude Lévi-Strauss, Anthropologie structural, Plon, Paris 1958, p. 227-

8
მარცხნიდან მარჯვნივ და ზემოდან ქვემოთ იკითხება, შეიძლება ასევე წავიკითხოთ სვეტებად,
მარცხნიდან მარჯნივ, მაგრამ სვეტ-სვეტად.
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ზღაპრებსა და მითებში ხშირია განმეორებები, რომლებიც
ვინმეს შეიძლება ჭარბად მოეჩვენოს (შეხვდა ერთთავიანი დევი, სამთავიანი დევი, ცხრათავიანი დევი
და ა.შ.). სწორედ აქ უნდა ვივარაუდოთ სვეტების არსებობა. ოიდიპოსის მითში ლევი-სტროსმა ოთხი
ასეთი სვეტი აღმოაჩინა (მითის შიდა სტრუქტურა). ეს იმას ნიშნავს, რომ ოიდიპოსის მითი შეიძლება
გადმოვცეთ როგორც ხაზოვნად (ზევსი იტაცებს ევროპეს; კადმოსი და ტელეფასა მიდიან დისა და
ქალიშვილის საძებნელად; კადმოსი კლავს წმინდა დრაკონს; სპარტები ხოცავენ ერთმანეთს და ა.შ.), ისე
სვეტებად: სისხლით ნათესაობის მაღალი შეფასების სვეტი (ძმა და დედა სამშობლოს ტოვებენ დისა და
ქალიშვილის საპოვნელად; ადამიანს საკუთარი დედა მოჰყავს ცოლად; და თავს წირავს ძმის გამო; დედა
თავს იკლავს შვილის გამო) და პირიქით, სისხლით ნათესაობის დაბალი შეფასების სვეტი (დრაკონის
კბილებიდან აღმოცენებული სპარტები, ანუ ძმები, ერთმანეთს ხოცავენ, დედა შვილს სასიკვდილოდ
იმეტებს, შვილი მამას კლავს, ბიძა სიკვდილს უსჯის დისშვილს). ძალიან საინტერესოა, რომ მითში
შეტანილი ცვლილებები, მაგალითად, ჟან-პოლ სარტრის „ბუზებში“ (ესქილეს „ქოეფორებისა“ და
სოფოკლესა და ევრიპიდეს „ელექტრას“ ფრანგი „ნათესავი“ პიესა, დადგმული გერმანელებისგან
ოკუპირებულ პარიზში), იქნება სრულიად ახალი ელემენტები, რომლებიც მეოცე საუკუნის ყოფას
ასახავს, მაგრამ ისინიც კი „ჩაჯდებიან“ სვეტებში – მითის შინაგანი სტრუქტურის ცვლილება
შეუძლებელია.
განსაკუთრებით საინტერესოა ლევი-სტროსის მიერ გამოყოფილი მესამე და მეოთხე სვეტები.
მესამე სვეტში ლაპარაკია გველთან მებრძოლ კულტურულ გმირზე (კადმოსი კლავს წმინდა დრაკონს,
ანუ გველეშაპს; ოიდიპოსი გამოცანის გამოცნობით კლავს სფინქსს, რომელიც ქთონური არსება, ანუ
ისევ გველია). დრაკონი, ქთონური არსება, უნდა მოკვდეს და მიწაში დაინთქას, რომ ადამიანები
აღმოცენდნენ მიწიდან. სვეტის ცენტრალური იდეაც ესაა. მესამე სვეტის ძირითადი თეზისია ადამიანის
ავტოქთონურობის უარყოფა5. ამ სვეტების შევსება უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, მაგალითად:
დრაკონსა და სფინქსს შეგვიძლია დავუმატოთ მისანი ტირესიასი, რომელსაც ოიდიპოსი
უპირისპირდება არა მხოლოდ როგორც ტირანი მისანს (ცნობილი პირველადი დაპირისპირება – ტომის
ბელადი/შამანი), არამედ როგორც კულტურული გმირი – გველს.6
ყველაზე რთული ლევი-სტროსისეული მეოთხე სვეტია, რომელშიც ნათქვამია, რომ ადამიანი
ბუნების შვილია, ანუ ადამიანი გველია (კადმოსი და ჰარმონია, ტირესიასის მსგავსად, პირდაპირ
გველები ხდებიან, კადმოსის შთამომავლის, ლაბდაკოსის სახელი მის კოჭლობაზე მიუთითებს,
ლაიოსისა – ცაციაობაზე, ოიდიპოსის მიერ თვალების დათხრაც სწორად სიარულის შეუძლებლობაზე7
მიუთითებს). შესაბამისად, მეოთხე სვეტის იდეაა, რომ ადამიანი გველია. მეოთხე სვეტის იდეას ლევი-
სტროსი აღწერს, როგორც ადამიანის ავტოქთონიის სიმტკიცეს.8
სვეტები ერთმანეთს უპირისპირდება და გვაქვს ორი დაპირისპირება: მეოთხე სვეტი ისე
უპირისპირდება მესამეს, როგორც პირველი – მეორეს. აქ ძალიან რთულ დაპირისპირებას
ავტოქთონობა/არაავტოქთონობას ცვლის შედარებით მარტივი: დაპირისპირება სისხლით ნათესაობის
ზემაღალ/ზედაბალ შეფასებებს შორის. მითის ძირითადი დანიშნულებაც ეს არის, ძნელი შეცვალოს
იოლით, ღვთაებრივი გასაგები გახადოს ადამიანისთვის.

5
Négation de l’autochtonie de l’homme.
6
ბერძნულ მითოლოგიაში მისანმა ტირესიასმა მრავალი სახეცვლილება განიცადა, იგი ყოფილა კაციც, ქალიც და
გველიც.
7
Difficulté à marcher droit.
8
Persistance de l’autochtonie humaine.

9
სისხლით ნათესაობის სისხლით ნათესაობის ადამიანის ავტოქთონიის ადამიანის ავტოქთონიის
მაღალი შეფასება დაბალი შეფასება უარყოფა სიმტკიცე

კადმოსი და ტელეფასა კადმოსი კლავს წმინდა


მიდიან დისა და დრაკონს
ქალიშვილის საძებნელად

სპარტები ხოცავენ კადმოსი და ჰარმონია


ერთმანეთს გველები ხდებიან

ლაბდაკოსი, ლაიოსის მამა,


„კოჭლი“

ლაიოსი, ოიდიპოსის მამა,


„ცაცია“

ოიდიპოსი,
„ფეხებდასივებული“

ლაიოსი ტერფებს უხვრეტს


ოიდიპოსს
იოკასტე ჩვილ ოიდიპოსს
გადასაგდებად აძლევს
მსახურს

ოიდიპოსი კლავს ლაიოსს


ოიდიპოსი კლავს სფინქსს9
ოიდიპოსს ცოლად მოჰყავს ოიდიპოსი თვალებს ითხრის
იოკასტე
ოიდიპოსის ვაჟები ხოცავენ
ერთმანეთს

ანტიგონე თავს სწირავს კრეონი სიკვდილს უსჯის


პოლინიკესს ანტიგონეს

ევრიდიკე თავს იკლავს


ჰემონის სიკვდილის გამო

9
სფინქსი ქთონური (ხთონური, მიწიერი) არსებაა, მას აქვს ქალის სახე და მკერდი, ლომის ტანი, არწივის ფრთები და
გველის კუდი. მითოსურად სფინქსიც გველია.

10
5. სოფოკლეს ტრაგედიების მოკლე შინაარსი

„ოიდიპოს მეფე“ (Οἰδίπους Τύραννος, ძვ.წ. 429-425 წ.) მოქმედება ხდება თებეში.
პროლოგი: ქალაქი უმძიმეს ეპიდემიას, შავ ჭირს მოუცავს. შეძრწუნებული თებეელები
ოიდიპოსის სასახლეს მიადგებიან სავედრებელი რტოებით. თებეს სახელოვანი მეფე გამოდის
მავედრებელთა წინაშე. ტრაგედია იწყება სწორედ ოიდიპოსის სიტყვებით მასთან მოსული თებეელების
მიმართ; იგი ჰპირდება თანამოქალაქეებს, რომ თებეს ხსნას მოუტანს. ოიდიპოსს უკვე გაუგზავნია
თავისი ცოლისძმა, კრეონი, დელფოსში აპოლონის სამისნოსგან ამბის გასაგებად. ბრუნდება დაფნით
შემკული კრეონი. მას საიმედო ამბავი მოაქვს. თურმე თებეში დაუსჯელად დადის ოიდიპოსის
წინამორბედი მეფის, ლაიოსის, მკვლელი. უფლის ნების გასაგებად წასული ლაიოსი შინ აღარ
დაბრუნებულა. მისი ამალიდან მხოლოდ ერთი კაცი გადარჩენილა და მისგან იციან თებეელებმა, რომ
ლაიოსი ყაჩაღებმა მოკლეს. მოკლული მეფის ქვრივი, იოკასტე, ამჟამად ოიდიპოსს ჰყავს ცოლად.
აპოლონის სიტყვით, ვიდრე ლაიოსის მკვლელი ქალაქში იქნება, თებეელებს არ მოასვენებს ავი სენი.
ღმერთის რისხვის მიზეზი გაირკვა. გაჩნდა იმედის სხივი. ოიდიპოსი მზადაა, გამოიძიოს ლაიოსის
მკვლელობის ამბავი და გამოავლინოს მკვლელი.
პაროდოსში გუნდი აღავლენს ვედრებას ღმერთებისადმი – ლოცვით მიმართავს ათენას,
არტემისს, აპოლონს, არესს, ზევსსა და დიონისეს.
პირველი ეპისოდიონი: ოიდიპოსი იწყებს აქტიურ მოქმედებას. იგი უცხადებს მოქალაქეებს,
თუკი ლაიოსის მკვლელი თავად აღიარებსა დანაშაულს, მას უვნებლად გაუშვებენ ქალაქიდან, ხოლო
თუკი ვინმე შეეცდება დანაშაულის დამალვას, მას სასტიკი წყევლა აუხდება: „იმათზე, ვინც არ
დამემორჩილება, ვლოცულობ, რომ ღმერთებმა არ გაუგზავნონ მიწის მოსავალი, არც მათს ქალებს
გაუჩინონ შვილები, რომ დაიღუპონ ახლანდელი უბედურებით ან ამაზე უარესით.“
გუნდი ითხოვს, ბრმა მისან ტირესიასს უხმონ. ოიდიპოსს, კრეონის რჩევით, უკვე ორჯერ
გაუგზავნია მასთან ხალხი, ის კი რატომღაც ფეხს ითრევს. ბოლოს მოდის ტირესიასი; იგი სასტიკ
უარზეა, უთხრას ოიდიპოსს, რაც იცის. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეფე მას შეურაცხყოფს და ლაიოსის
მკვლელობის თანამონაწილეობაშიც კი დასდებს ბრალს, ტირესიასი მას ეტყვის, ასე რომ ეძებ, ის
მკვლელი შენ თავად ხარო. ეს სიტყვები ოიდიპოსს აფიქრებინებს, რომ მის წინააღმდეგ კრეონი
შეთქმულებას ხლართავს, რომელშიც მისანი ტირესიასიც არის ჩართული. იგი იხსენებს, რომ როდესაც
ბოროტი სფინქსი ქალაქს ტანჯავდა და თებეს გადასარჩენად სფინქსის უბრალო გამოცანაზე პასუხი იყო
საჭირო, მისანმა ქალაქს გონივრულად ვერ ურჩია. მხოლოდ ოიდიპოსმა ამოხსნა სფინქსის გამოცანა.
ამდენად, აქვს თუ არა ტირესიასს მისნობის უნარი, ეს კიდევ საკითხავია. მისანი აუწყებს მეფეს, რომ
მალე გაირკვევა მკვლელიც და სააშკარაოზე გამოვა სხვა შემზარავი ამბებიც, რომ ოიდიპოსს „ეს დღე
შობს და გააცამტვერებს“.
პირველი სტასიმონში გუნდი შეშფოთებულია, სად უნდა ეძებონ ლაიოსის მკვლელი, რას უნდა
ნიშნავდეს ტირესიასის უკანასკნელი სიტყვები?
მეორე ეპისოდიონი: კრეონი აღშფოთებულია იმით, რომ ოიდიპოსმა მას ცილი დასწამა. კრეონი
თავის დაცვას ცდილობს, მაგრამ ოიდიპოსს მისი არ სჯერა. ოიდიპოსი კრეონს ჯერ სიკვდილს მიუსჯის,
ხოლო როდესაც იოკასტე ჩაერევა, ამ სასჯელს ქალაქიდან გაძევებით შეუცვლის.
კომოსში ოიდიპოსისა და იოკასტეს დიალოგიდან ვიგებთ, რომ ოდესღაც აპოლონის მსახურებს
ლაიოსისთვის უწინასწარმეტყველებიათ, რომ მას საკუთარი შვილი მოკლავდა. იოკასტეს სიტყვით,
ლაიოსი სამი გზის გასაყარზე ყაჩაღებმა მოკლეს, ხოლო მისი შვილი სამი დღის იყო, როდესაც მამამ
მისი გაუვალ მთებში გადაგდება უბრძანა მსახურთ. ასე რომ, წინასწარმეტყველებას დიდი ძალა არ
გააჩნია. ოიდიპოსი იხსენებს, რომ მასაც საშინელი რამ უწინასწარმეტყველა დელფოს სამისნომ – რომ
იგი მამას მოკლავდა და საკუთარ დედას ცოლად შეირთავდა. იმის შიშით, რომ მისნობა არ
ასრულებულიყო, ოიდიპოსი თავის მშობლებს, კორინთოსის მეფე პოლიბოსსა და დედოფალ მეროპეს,
გამოჰქცევია. ოიდიპოსს აწუხებს იმის გახსენება, რომ კორინთოსიდან გამოქცეულს სამი გზის
გასაყარზე შეურაცხყოფისა და შელაპარაკების შედეგად შემოაკვდა ვინმე მოხუცი, რომელიც იოკასტეს
მიერ ახლახან აღწერილ ლაიოსს ჰგავდა. ნუგეში მხოლოდ ის არის, რომ ლაიოსის ხუთკაციანი
ამალიდან გადარჩენილმა ერთადერთმა მსახურმა თანამოქალაქეებს აუწყა, რომ თებეს მეფე არა ერთი

11
კაცის, არამედ რამდენიმე ყაჩაღის მსხვერპლი შეიქნა. ეს მსახური მას შემდეგ, რაც ბოროტი სფინქსის
დამმარცხებელი ოიდიპოსი მეფედ დაუსვამთ თებეელებს, საკუთარი თხოვნით ქალაქგარეთ
გადასახლებულა. თითქოს ყველა მონაცემი იმედისმომცემია ოიდიპოსისთვის, მაგრამ მას მაინც
აღელვებს ლაიოსის მკვლელობაში საკუთარი დანაშაულის დადასტურების შესაძლებლობა.
საქმისთვის ნათლის მოსაფენად აუცილებელი ხდება იმ მსახურის გამოძახება, რომელიც ერთადერთი
გადარჩენილა ლაიოსის ამალიდან მეფის მოკვლის შემდეგ. ოიდიპოსს ისიც აღელვებს, რომ თუ მას
ლაიოსის მოკვლა დაუდასტურდება, ქალაქიდან წასვლა მოუწევს, მაგრამ მისთვის სამშობლოში
დაბრუნებაც სახიფათო იქნება, რადგან იმის საფრთხე გაიზრდება, რომ საბედისწერო მისნობა ახდეს.
მეორე სტასიმონში გუნდი მღერის უმაღლესი ღმერთის სამართლიანობაზე, ტირანიის
გარდაუვალ დაღუპვაზე; აქაა გამოხატული ტრაგედიის ცენტრალური იდეა: „ქედმაღლობა წარმოშობს
ტირანს“. გუნდი აღნიშნავს ღმერთისგან წამოსულ მისნობათა უარყოფის დაუშვებლობას: „სწორად თუ
გიხმობენ, ზევსო, ყოვლის უფალო, არ დაგემალოს შენ და შენს უკვდავ ძალაუფლებას. ძველი
წინასწარმეტყველება ლაიოსზე ფერმკრთალდება, ხალხი მას აღარ აფასებს, აღარსად არ სცემენ პატივს
აპოლონს, იკარგება ღვთაებრიობა“.
მესამე ეპისოდიონი: მაცნე ჩამოდის კორინთოსიდან და ერთდროულად სასიხარულო და
სამწუხარო ამბავი ჩამოაქვს: იგი იოკასტეს აუწყებს, რომ ისთმოსის მიწის ტირანად სურთ დააყენონ
ოიდიპოსი, რადგან მამამისი, პოლიბოსი გარდაიცვალა. იოკასტესთვის ეს აშკარა ნიშანია, რომ
მისნობებს არ უნდა ენდო: ოიდიპოსის მამას ხომ საკუთარი ხვედრით დაუსრულებია ამქვეყნიური
არსებობა და შვილის ხელით არ მოუსწრაფებია სიცოცხლე, როგორც ეს ნაწინასწარმეტყველები იყო.
მიუხედავად პოლიბოსის სიკვდილისა, ოიდიპოსს ჯერ კიდევ აშფოთებს ძველი მისნობა, რადგან
მეროპე, დედამისი ჯერაც კორინთოსშია და მის შვილს ეშინია, მასთან მიმართებაში მაინც არ ახდეს
მისნობა. როდესაც კორინთოსელი მაცნე შეიტყობს ოიდიპოსის ღელვის მიზეზს, იგი მას ამ შიშს
სწრაფად „გაუქარწყლებს“. გაუმხელს თებეს მეფეს, რომ იგი სულაც არ არის პოლიბოსისა და მეროპეს
ძე, რომ მან თავად მიუყვანა იგი უშვილობით გაწამებულ მეფეს, როდესაც კითერონზე გადასცა მას
ჩვილი ბავშვი ლაიოსის მწყემსმა. გუნდი აუწყებს ოიდიპოსს, რომ ეს მწყემსი სწორედ ის კაცია,
რომელიც ერთადერთი გადარჩა ლაიოსის ამალიდან და რომელიც გამოძახებული ჰყავს ოიდიპოსს.
იოკასტე ცდილობს, ხელი ააღებინოს ქმარს საქმის შემდგომ გამოძიებაზე. ოიდიპოსი ფიქრობს, რომ
ქალს მისი შესაძლო მდაბიური წარმომავლობის გამოაშკარავებისა ეშინია. იოკასტე გადის. მეფის
გადაწყვეტილება ურყევია – მან სიმართლე ბოლომდე უნდა შეიცნოს: „მე ჩემი წარმომავლობის გარკვევა
მინდა, რაც უნდა დაბალი იყოს. შესაძლოა, ამ ქალს, რომელიც ამაყობს თავისი დიდებული გვარით,
რცხვენია ჩემი დაბალი წარმოშობის გამო. მე, ვინც თავს სიკეთის მომცემი ბედის შვილად მივიჩნევ, არ
შევრცხვები. ამ დედისგან ვიშვი, ჩემი ნათესავები, თვეები, ხან მაპატარავებენ, ხან მადიდებენ. ასეთი
ვიშვი და ვერასოდეს ვერ ვუღალატებ ჩემს წარმოშობას, ასე რომ, უნდა ამოვხსნა ჩემი გაჩენის
საიდუმლო“.
მესამე სტასიმონში გუნდის სიმღერა ოიდიპოსის მშობელთა გამორკვევის მოლოდინს
გამოხატავს.
მეოთხე ეპისოდიონი: მოდის ოიდიპოსისგან გამოძახებული ლაიოსის მწყემსი. კორინთოსიდან
მოსული მაცნე მასში შეიცნობს იმ კაცს, რომელმაც თავის დროზე კითერონთან მას ჩვილი ბავშვი
გადასცა. მწყემსს არ სურს სიმართლის თქმა, მაგრამ ოიდიპოსის მუქარა მას აიძულებს აუწყოს მეფეს
სრული სიმართლე. ის ვეღარ მალავს, რომ ოდესღაც ლაიოსმა ახალშობილი ოიდიპოსი მოსაკლავად
გადასცა, რადგან, მისნობის თანახმად, მას შვილის ხელიდან სიკვდილი ელოდა. მსახურმა ვერ გაიმეტა
უდანაშაულო ბავშვი და იგი კორინთოსელ მწყემსს ჩააბარა. ყველაფერი გაირკვა: ოიდიპოსს საკუთარი
მამა მოუკლავს, საკუთარი დედა ცოლად შეურთავს, მისგან შესძენია შვილები, რომლებიც,
ამავდროულად, მისი და-ძმებიც არიან.
მეოთხე სტასიმონში გუნდი მღერის ოიდიპოსის უბედურებაზე: „ვინაა სასტიკი განსაცდელისა
და სიავის უფრო საბრალო მონა, ვისი ცხოვრება გადატრიალდა მთლიანად? ო, სახელოვანო ოიდიპოს!
შენ, შვილსა და მამას, გეყო ერთი და იგივე გულუხვი ნავსაყუდელი, რომ მოგეწყო იქ საქორწინო
სარეცელი. როგორ, როგორ აგიტანა მიწამ, მამაშენის დათესილმა, უბედურო კაცო, მდუმარედ ასე
დიდხანს?!“

12
ექსოდოსი: გამოდის სასახლიდან ექსანგელოსი, რომელსაც თებეელთათვის ახალი საზარელი
ამბავი მოაქვს. იგი ჰყვება, თუ როგორ ჩამოიხრჩო თავი იოკასტემ, თუ როგორ ჩამოხსნა ოიდიპოსმა
დედისა და მეუღლის ცხედარი და დაითხარა თვალები მისი კაბის საკინძეებით. მალე ჩნდება თავად
უსინათლო ოიდიპოსიც. გუნდის შეკითხვაზე, თუ რომელმა დაიმონმა უბიძგა თვალების დათხრისკენ,
თებეს უბედური მეფე უპასუხებს: „ეს იყო აპოლონი, აპოლონი, მეგობრებო, მან მიიყვანა ბოლომდე ეს
უბედურება, ჩემი საშინელი, საშინელი უბედურება; მაგრამ ხელი, რომელმაც დაარტყა, სხვისი კი არა,
ჩემი იყო, მე უბედურის. რატომ უნდა ვხედავდე, თუკი მხედველობამ ტკბილი არაფერი დამანახვა?“
ოიდიპოსმა აღარ იცის, როგორ უნდა მოიქცეს. იგი აღიარებს თავის დანაშაულს კრეონის წინაშე.
ეს უკანასკნელი კი, რომლის ხელშიც გადადის ამიერიდან თებეს მმართველობა, უაღრესი
თანაგრძნობით არის გამსჭვალული ოიდიპოსის მიმართ. გამოჰყავთ მეფის შვილები, რომელთაც
უბედური მამა კრეონს აბარებს. თავად ოიდიპოსის სურვილია, რაც შეიძლება შორს გადაიკარგოს
თებედან. გუნდი მღერის ადამიანური ბედნიერების წარმავალობაზე: „ჩვენი მშობლიური თებეს
მცხოვრებნო, შეხედეთ, ეს არის ოიდიპოსი, რომელმაც ამოიცნო სახელგანთქმული გამოცანა და იყო
უმძლავრესი ვაჟკაცი. რომელი მოქალაქე არ უყურებდა შურით მის ბედნიერებას? ნახეთ, უბედურების
რა ბობოქარ ზღვაში მოხვდა! ასე რომ, სანამ ჩვენი თვალები არ იხილავენ იმ უკანასკნელ დღეს, მოკვდავს
ბედნიერი არ უნდა ვუწოდოთ, სანამ ის არ გადალახავს სიცოცხლის საზღვარს, ტკივილისგან
თავისუფალი.“

„ოიდიპოსი კოლონოსში“ (Οἰδίπους ἐπὶ Κολωνῷ, ძვ.წ. 406 წ.).


კოლონოსი ათენის ჩრდილოეთი გარეუბანია. იქ იყო ქალღმერთ ევმენისების, სიმართლის
საშინელი მცველების, წმინდა ჭალა; ესენია ყოფილი ერინისები, რომლებზედაც წერდა ესქილე
„ორესტეაში“. ამ ჭალაში იყო გმირ ოიდიპოსის საპატივცემულო საკურთხეველი: ითვლებოდა, რომ ეს
თებეელი გმირი აქ იყო დაკრძალული და იცავდა ამ მიწას.როგორ აღმოჩნდა თებეელი გმირის ნეშტი
ათენის მიწაზე – ამას სხვადასხვაგვარად ყვებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი მოთხრობის მიხედვით
დაუწერია თავისი ტრაგედია სოფოკლეს. ის თავად იყო კოლონოსიდან და ეს ტრაგედია მის
სიცოცხლეში უკანასკნელი აღმოჩნდა.
დედასთან სისხლისამღრევ ქორწინებაში ოიდიპოსს ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი შეეძინა:
პოლინიკესი და ეტეოკლესი და ანტიგონე და ისმენე. როდესაც ცოდვილმა ოიდიპოსმა თვალი
დაიბრმავა და ხელისუფლებიდან გადადგა, ორივე ვაჟმა უარი თქვა მასზე. მაშინ მან მიატოვა თებე და
წავიდა გაურკვეველი მიმართულებით სახეტიალოდ. მასთან ერთად წავიდა ერთგული ქალიშვილი
ანტიგონე, უძლური ბერიკაცის მეგზური. დაბრმავებისას მას სულიერი თვალი აეხილა: მიხვდა, რომ
საკუთარი თავის ნებაყოფლობითი დასჯით გამოისყიდა უნებლიე დანაშაული, რომ ღმერთებმა მას
აპატიეს და რომ მოკვდება არა როგორც ცოდვილი, არამედ წმინდანი. ეს ნიშნავს, რომ მის საფლავზე
მოხდება მსხვერპლშეწირვა, საღვრელის ღვრა და მისი ნეშტი იმ მიწის მარადიული მფარველი იქნება,
რომელშიც დამარხავენ.
ბრმა ოიდიპოსი და დაღლილი ანტიგონე გამოდიან სცენაზე და დასასვენებლად ჩამოსხდებიან.
ოიდიპოსის შეკითხვას: „შეგიძლია, მითხრა, სად გავჩერდით?“ ანტიგონე უპასუხებს: „ეს ადგილი
წმინდა ჩანს, ყვავის დაფნა, ზეთისხილი, ვაზი; ბულბულთა ფრთოსანი გუნდი გალობს აქ; ვიცი,
ნამდვილად, რომ ეს ათენია, მაგრამ ამ მხარეს არ ვიცნობ.“ მათ შესახვედრად გამოდის უცხო, რომელიც
აფრთხილებს ოიდიპოსს: „სანამ ვრცლად მკითხავდე, ეგ ადგილი დატოვე, რადგან ნაკრძალ მიწაზე
ხარ.“ ოიდიპოსი: „რა ადგილია? რომელი ღმერთისთვისაა მიძღვნილი?“ უცხო: „ხელუხლებელი და
დაუსახლებელი, საზარელი ქალღმერთები ფლობენ მას, დედამიწისა და წყვდიადის ასულები...
ყოვლისმხილველი ევმენისები, აქ ასე უხმობს ხალხი მათ: მაგრამ სხვაგან სხვა სახელს მოიწონებდნენ.“
ოიდიპოსს უხარია: „მაშინ, დაე, მოწყალედ მიიღონ ლოცვა! რადგან მე ამ ადგილს არასოდეს აღარ
დავტოვებ... ასე მიწერია.“ ოიდიპოსი ითხოვს, რომ შიკრიკი გაგზავნონ ათენის მეფე თესევსთან, „რომ
ცოტა გაიღოს და დიდი სარგებელი ნახოს.“ უცხო: „რა დახმარება უნდა მიიღოს ბრმა კაცისაგან?“
ოიდიპოსი: „რასაც კი ვიტყვი, ყველაფრის მხედველი ვიტყვი.“ უცხო გადის, ხოლო ოიდიპოსი ლოცვას
აღუვლენს ევმენიდებსა და ყველა ღმერთს: „აღასრულეთ დაპირება და გამომიგზავნეთ დიდი ხნის
ნანატრი სიკვდილი“.

13
ჩნდება კოლონოსელი მცხოვრებლების გუნდი: თავიდან ისინიც გაბრაზებული არიან, როცა
უცხოელს ხედავენ წმინდა მიწაზე, მაგრამ მისი საბრალო იერი მათ თანაგრძნობისკენ მოუწოდებს.
კითხვას: „ვინ ხარ შენ?“ ოიდიპოსი უპასუხებს:

ოიდიპოსი. ლაიოსისა იცი ვინმე?


გუნდი. ვაი, ვაი!
ოიდიპოსი. ლაბდაკიდესთა მოდგმის?
გუნდი. ო, ზევს!
ოიდიპოსი. საბრალო ოიდიპოსი?
გუნდი. შენ ხარ ის?
ოიდიპოსი. ნუ გეშინიათ ჩემი ნათქვამი სიტყვებისა.
გუნდი. ვაი, ვაი!
ოიდიპოსი. უბედური!
გუნდი. ოჰ, ოჰ!
ოიდიპოსი. ასულო ჩემო, ახლა რა მოგვივა?
გუნდი. წადი! შორს ჩვენი ქვეყნიდან! შორს ჩემი მიწიდან, რაც შეიძლება სწრაფად, რომ არ
მოიწიო ჩემს ქალაქზე მძიმე რამ ტვირთი.
ანტიგონე. ღირსეულო უცხო ხალხო, რაკი მოხუცი მამაჩემი ვერ აიტანეთ, რაკი იცით, მისდა
უნებურად რაც ჩაიდინა, მე მაინც დამინდეთ, მე კი მხოლოდ ერთ რამეს გევედრებით, შეიბრალეთ
მამაჩემი.
ოიდიპოსი ითხოვს, დაელოდონ მეფის მოსვლას.
მაგრამ მეფის ნაცვლად ჩნდება შორიდან მოსული კიდევ ერთი ქალი, ეს ისმენეა, ოიდიპოსის
მეორე ასული. ცუდი ამბავი მოაქვს. თებეში განხეთქილებაა, ეტეოკლესმა გააძევა პოლინიკესი, ისიც
კრებს მთელ საბერძნეთში შვიდ ვაჟკაცს სამშობლოს წინააღმდეგ; ღმერთებმა ბრძანეს: „თუ ოიდიპოსი
უცხო მიწაზე არ დაიკრძალება – თებე გადარჩება“. ოიდიპოსი კი იხსენებს: „პირველ დღეს, როდესაც
სული აბობოქრდა და ჩემი უტკბესი სურვილი იყო სიკვდილი, მართლაც, სიკვდილი და ჩაქვავება,
არავინ მოიძებნა, ვინც დამეხმარებოდა ამ სურვილის ასრულებაში; მაგრამ დროის შემდეგ, როდესაც
ჩემი ტანჯვა დარბილდა, როდესაც გამიჩნდა გრძნობა, რომ ჩემი გული მეტისმეტად დაისაჯა ძველი
შეცდომებისთვის, მაშინ ქალაქმა იძულებით დაიწყო ჩემი გაძევება, მთელი ამ დროის შემდეგ. ჩემმა
ვაჟებმა, როდესაც შეეძლოთ, დამხმარებოდნენ, საკუთარ მამას დახმარებოდნენ, ეს არ გააკეთეს.“ გუნდი
ურჩევს, განწმენდა მიიღოს ევმენისებისაგან. ისმენე ამზადებს წეს-ჩვეულებას, ოიდიპოსი დასტირის
თავის ცოდვას.
ამასობაში გამოჩნდება ათენის მეფეც. ეს თესევსია, სახელგანთქმული გმირი და ბრძენი
მმართველი. ოიდიპოსი ატყობინებს თესევსს ღმერთების ნებას. თუ იგი ამ მიწაზე დაიკრალება, იგი
გახდება ათენის მცველი მარადიული სიმბოლო. თესევსი თანახმაა, გუნდი აქებს ათენს, კოლონოსსა და
მათს მფარველ ღმერთებს: ათენა მფლობელს, მხედარ პოსეიდონს, დემეტერ მიწათმოქმედსა და
მევენახე დიონისეს.
ამასობაში ჩამოდის თებეს ელჩი კრეონი ლაშქართან ერთად. კრეონი გახლდათ მეორე კაცი
თებეში ოიდიპოსის დროს და ახლაც მეორე კაცია ეტეოკლესის დროს. კრეონი ბრძანებს: „საბრალო
ოიდიპოს, გვისმინე ჩვენ და წამოდი სახლში! მთელი კადმოსელი ხალხი შენ სამართლიანს გიწოდებს,
განსაკუთრებით კი – მე, რადგან მე, თუკი არა ვარ დაბადებულ კაცთაგან უარესი, მტკივა შენი
ტკივილები, მოხუცო, როცა უბედურს გხედავ, რომ ვხედავთ უცხო და მოხეტიალე ხარ, სიღატაკეში
გძვრება სული და ერთადერთი მხევალი გყავს, დასაყრდენი რომ გქონდეს. ვაიმე, მე არ მეგონა, რომ იგი
უბედურების ისეთ ღრმა ორმოში ჩავარდებოდა, რომელშიც ჩავარდა. საბრალო გოგონა! იგი ზრუნავს
შენზე მუდმივად სიღატაკეში ცხოვრებისას. მწიფე სიყმაწვილეში, მაგრამ გაუთხოვარი, იოლი საკბილო
გახდება ვინმესთვის. მე უბედურმა ამ ნათქვამით არ შეგარცხვინე შენც, ჩემი თავიცა და მთელი
მოდგმაც? სინამდვილეში ღია შერცხვენას ვერ დამალავ. ოიდიპოს, მშობლიური ღმერთების სახელით,
მომისმინე! დამალე იგი და დაეთანხმე შენი წინაპრების სახლში დაბრუნებას, კეთილად გამოეთხოვე ამ

14
ქალაქს. იგი ღირსეული ქალაქია, მაგრამ შენი მშობლიური ქალაქი პირველი იმსახურებს შენგან
პატივისცემას.“ ოიდიპოსი უარზეა.
საშველად მოისწრაფვის თესევსი. ის ბრძანებს: „მსახურებიდან ერთ-ერთი სასწრაფოდ
გაეშუროს საკურთხევლებთან და უბრძანოს ხალხს, მიატოვოს მსხვერპლშეწირვა და გაეშუროს
ქვეითად და ცხენებით იმ მხარეში, სადაც ორი გზა იკვეთება, რომ გოგონებმა ვერ გადაკვეთონ, და მე არ
გავხდე ამ უცხოელის დასაცინი, როგორც ძალით შეურაცხყოფილი. სწრაფად-მეთქი, გაეშურე! რაც
შეეხება ამ კაცს, ჩემი მრისხანება ისე შორს რომ წასულიყო, როგორც ის იმსახურებს, მე მას უვნებლად
არ გავუშვებდი. მაგრამ ახლა სწორედ ის კანონი, მან რომ ახსენა, ამოქმედდება მის გამოსასწორებლად.
ვერასოდეს ვერ დატოვებ ამ მიწას, სანამ იმ გოგონებს არ მოიყვან და ჩემ წინაშე არ წარმოადგენ. რადგან,
რაც ჩაიდინე, არის ჩემი, შენი წინაპრებისა და შენი ქვეყნის სირცხვილი. შენ ჩამოხვედი ქალაქში,
რომელიც იცავს სამართლიანობას და არავის სჯის კანონის გარეშე, მაგრამ შენ უარყავი კანონიერი
ხელისუფლება და ჩაიდინე ეს სასტიკი თავდასხმა.“ თესევსი მტკიცედ დგას, გოგონებს დააბრუნებენ,
გუნდი აქებს ათენის ღირსებას.
მაგრამ ოიდიპოსის განსაცდელი ამით არ მთავრდება, როგორც ადრე კრეონი სთხოვდა
დახმარებას, ახლა გაძევებული შვილი, პოლინიკესი თხოვს. კრეონი თავხედი იყო, პოლინიკესი უფრო
გულითადი ჩანს. სურს, უბედურმა ოიდიპოსმა უბედურ შვილს გაუგოს. ოიდიპოსი შეუვალია:
„უსაძაგლესო, კვერთხი და ტახტი რომ გეპყრო, რომელიც ახლა თებეში შენს ძმას აქვს, შენ გამომაძევე,
საკუთარი მამა, ლტოლვილობაში; ლტოლვილად რომ მაქციე, მაიძულე ეს ძონძები ჩამეცვა, რომლის
დანახვაზედაც ახლა ქვითინებ, როდესაც იმავე სატანჯველში აღმოჩნდი, რომელშიც მეც ვარ. ტირილის
დრო გავიდა. მე ეს ტვირთი უნდა ვატარო, სანამ ცოცხალი ვარ და შენზე მახსოვდეს, რომ მკვლელი ხარ.
რადგან ეს შენ ჩამაგდე მე ამ დღეში; შენ გამაძევე, შენ გამო ვხეტიალობ და სხვებისგან ლუკმაპურს
ვმათხოვრობ. და ეს ქალიშვილები რომ არ გამჩენოდნენ, ჩემს გასახარად, სიმართლე რომ ვთქვა, უკვე
მკვდარი ვიქნებოდი, თქვენგან დახმარების არქონის გამო. მაგრამ ახლა ეს გოგონები მიცავენ მე; ისინი
არიან ჩემი გადიები, ისინი კაცები არიან და არა ქალები, ჩემი ტანჯვის გამზიარებლები. თქვენ სხვისგან
ხართ და ჩემი შვილები არ ხართ.“ პოლინიკესი დამწუხრებული მიდის. ანტიგონე მას თანაგრძნობას
გამოუხატავს.
დასასრული ახლოვდება. ისმის მეხის დაცემის ხმა, ელავ ელვა, გუნდი მიმართავს ზევსს,
ოიდიპოსი უხმობს თესევსს. ოიდიპოსი მიმართავს თესევსს: „მე აგიხსნი, ეგევსის ძეო, რა საგანძური
დაიდება ამ ქალაქისთვის, რასაც დრო ვერაფერს დააკლებს. დაუყოვნებლივ, ყველანაირი ხელის გარეშე,
რომელიც წარმმართავდა მე, მიგიყვან იმ ადგილთან, სადაც უნდა მოვკვდე. მაგრამ რაც შეეხება ამ
ადგილს, არასოდეს არ აჩვენო სხვა ადამიანს, არც ის, თუ სადაა დამალული, არც ის, თუ რომელ მხარეში
მდებარეობს, რომ მან შეძლოს იყოს შენთვის მარადიული დაცვა, მრავალ ფარზე უმჯობესი,
მეზობლების შუბებზე უკეთესი, რომელთაც მოაქვთ დახმარება. მაგრამ რაც შეეხება საიდუმლოს,
რომლის შებღალვა არ შეიძლება, შენ თავად გაიგებ მას, როდესაც იმ ადგილას მარტო მიხვალ, რადგან
მე არ შემიძლია ეს გავუხსნა რომელიმე ადამიანს, საკუთარ შვილებსაც კი, თუმცა მე მიყვარს ისინი.
შეინახე ეს საიდუმლო ყოველთვის შენთვის და როდესაც სიცოცხლის ბოლოს მიაღწევ, გადასცემ
მხოლოდ უფროს ვაჟს და ისიც, თავის მხრივ, აუხსნის თავის მემკვიდრეს და ასე სამარადისოდ.
ამგვარად შეინახავთ ამ ქალაქს უვნებლად დრაკონის კბილებიდან შობილი ხალხისგან.“
ღმერთებმა ისმინეს ოიდიპოსის ლოცვა. მაცნეს მოაქვს ოიდიპოსის სასწაულებრივი
გარდაცვალების ამბავი. ოიდიპოსი უეცრად გაქრა და ჭალაში დარჩა მხოლოდ თესევსი. არავინ იცის,
ელვამ წაიყვანა ოიდიპოსი, ქარიშხალმა, თუ მიწამ დაფლა. მაცნესთან ერთად ბრუნდებიან დები,
დაიტირებენ მამას, მათ მოჰყვება თესევსი. დები ბრუნდებიან მშობლიურ თებეში, ხოლო თესევსი
გუნდთან ერთად იმეორებს ოიდიპოსის დანაბარევს.

„ანტიგონე“ (Ἀντιγόνη, ძვ.წ. 442 წ.).


ათენში ამბობდნენ: „ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მაღლა კანონია, ხოლო დაუწერელი
კანონი დაწერილზე მაღლა დგას.“ დაუწერელი კანონი მარადიულია, მას ეფუძნება ადამიანთა
ნებისმიერი საზოგადოება: იგი გვიბრძანებს, პატივი ვცეთ ღმერთებს, გვიყვარდეს ახლობლები,
გვეცოდებოდეს სუსტები. დაწერილი კანონი თითოეულ სახელმწიფოს თავისი აქვს, მას ადამიანები

15
ადგენენ, იგი მარადიული არ არის, შეიძლება მისი გამოცემაცა და გაუქმებაც. იმაზე, რომ დაუწერელი
კანონი დაწერილზე მაღლა დგას, შექმნა ტრაგედია „ანტიგონე“ ათენელმა სოფოკლემ.
თებეს ბრძენი მეფე ჰყავდა, ოიდიპოსი – ბრძენი, ცოდვილი და წამებული. ბედის განგებით მას
საშინელი რამ ერგუნა – ისე, რომ არ იცოდა, მოკლა მშობელი მამა და დაქორწინდა საკუთარ დედაზე.
საკუთარი დანაშაული თავად გამოიძია და თავიც დაისაჯა – თვალები დაითხარა, რომ არ დაენახა
სინათლე, როგორც ვერ ხედავდა თავის დანაშაულს. ღმერთების ნებით მას არგუნეს პატიება და ნეტარი
სიკვდილი; მის ცხოვრებაზე სოფოკლემ დაწერა ტრაგედია „ოიდიპოს მეფე“, ხოლო სიკვდილზე –
ტრაგედია „ოიდიპოსი კოლონოსში“.
სისხლის აღმრევი ქორწინებისგან ოიდიპოსს შეეძინა ორი ვაჟი – პოლინიკესი და ეტეოკლესი
და ორი ასული – ანტიგონე და ისმენე. როდესაც ოიდიპოსმა უარი თქვა ხელისუფლებაზე და
დევნილობაში წავიდა, ქვეყნის მართვა ეტეოკლესისა და პოლინიკესის ხელში გადავიდა ოიდიპოსის
ცოლისძმისა და მრჩევლის, მოხუცი კრეონის მეთვალყურეობით. საერთო შეთანხმებით, ძმებს თებეში
მიყოლებით უნდა ემეფათ – ერთი წელი ერთს და მეორე წელი – მეორეს. ძალიან მალე, პირველივე წლის
შემდეგ ძმებს შორის განხეთქილება ჩამოვარდა: ეტეოკლესმა არ დათმო მეფობა და გააძევა პოლინიკესი.
პოლინიკესმა უცხოეთში შეკრიბა დიდი ლაშქარი და თებეს თავს დაეცა. თებეს გალავანთან დიდი
ბრძოლა გაიმართა, ორთაბრძოლაში ძმები ერთმანეთს შეეჯახნენ და ორივე დაიღუპა. ამაზე ესქილემ
დაწერა ტრაგედია „შვიდნი თებეს წინააღმდეგ“. ამ ტრაგედიის ბოლოს ჩნდებიან ანტიგონე და ისმენე,
რომლებიც ძმებს დასტირიან. ხოლო იმაზე, თუ რა მოხდა შემდეგ, სოფოკლემ დაწერა „ანტიგონე“.
ეტეოკლესისა და პოლინიკესის დაღუპვის შემდეგ ძალაუფლება კრეონს გადაეცა. მისი
პირველი საქმე აღმოჩნდა განკარგულება: ეტეოკლესი, კანონიერი მეფე, რომელიც დაეცა
სამშობლოსათვის ბრძოლაში, დაიკრძალოს პატივითა და დიდებით, ხოლო პოლინიკესს, რომელმაც
მტრები მოაყენა მშობლიურ ქალაქს, უარი ეთქვას დაკრძალვაზე და მისი ცხედარი დააგდონ
ძაღლებისგან დასაგლეჯად და ფრინველებისგან დასაკორტნად. ასეთი ჩვეულება არ არსებობდა,
რადგან ითვლებოდა, რომ დაუკრძალავი ადამიანის სული ვერ მშვიდდება საიქიოში და დაუცველ
მკვდრებზე შურისძიება ადამიანებისთვის უღირსი და ღმერთებისთვის მიუღებელი საქციელია; მაგრამ
კრეონი ფიქრობდა არა ადამიანებსა და ღმერთებზე, არამედ სახელმწიფოსა და ძალაუფლებაზე.
ადამიანებსა და ღმერთებზე, ღირსებასა და ღვთისმოსაობაზე იფიქრა სუსტმა გოგონამ –
ანტიგონემ. პოლინიკესი მისთვის ისეთივე ძმაა, როგორიც ეტეოკლესი და მან უნდა იზრუნოს, რომ
პოლინიკესის სულმაც ისეთივე სიმშვიდე იპოვოს საიქიოში, როგორც ეტეოკლესის სულმა იპოვა.
კრეონის განკარგულება ჯერ გასაჯაროებულიც არ არის, მაგრამ ანტიგონე უკვე მზადაა მის
დასარღვევად. უხმობს თავის დას, ისმენეს – სწორედ მათი დიალოგით იწყება ტრაგედია. ანტიგონე:
„გადაწყვიტე, გაიზიარებ თუ არა მძიმე შრომასა და ამოცანას?“ ისმენე: „ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ
გვაქვს ქალის ბუნება და ჩვენ არ შეგვიძლია კაცების წინააღმდეგ ბრძოლა... იძულებული ვარ ასე
მოვიქცე და დავემორჩილები, ვინც ხელისუფლებაში მოვიდა.“ – „მე დავკრძალავ, ჩემთვის პატივია, თუ
ამის კეთებაში მოვკვდები. საყვარელი და საყვარელ ძმასთან განვისვენებ, ღვთისმოსავი დამნაშავე. მეტ
დროს მკვდრებს მოვემსახურები, ვიდრე ცოცხლებს, რადგან იქ სამუდამოდ განვისვენებ. შენ კი, თუ ასე
გირჩევნია, განაგრძე ღმერთების მიერ საპატიოდ დადგენილის შეურაცხყოფა“. – „მაშ წადი, თუ ასე
მიგაჩნია. ამაში დარწმუნებული იყავი: თუმცა შენი გზა უგუნურია, იმათთვის, ვისაც უყვარხარ, შენი
სიყვარული პირდაპირი და ნამდვილია.“
შემოდის თებეელ უხუცესთა გუნდი, შეშფოთების ნაცვლად ყიჟინა ისმის: მოპოვებულია
გამარჯვება, თებე გადარჩა, ზეიმისა და ღმერთებისათვის მადლობის თქმის დროა. გუნდის
შესახვედრად გამოდის კრეონი და თავის განკარგულებას აცხადებს:
გმირს – პატივი, ბოროტმოქმედს – სირცხვილი! პოლინიკესის ცხედარი უპატიოდ უნდა იყოს
დაგდებული; მას დაუყენებენ მცველებს, ხოლო ვინც მეფის განკარგულებას დაარღვევს, სიკვდილით
დაისჯება. „ქალაქს გამოეცხადა, რომ არავინ არ უნდა მიაგოს მას დაკრძალვის პატივი და არავინ უნდა
დაიტიროს იგი, ყველამ უნდა დატოვოს იგი დაუკრძალავი და მიუგდოს მისი ლეში საჯიჯგნად
ფრინველებსა და ძაღლებს. ეს არის ჩემი ნება და მე არასოდეს არ მივცემ უფლებას მოღალატეს,
ღირსებით დაუდგეს წინ სამართლიანს, ხოლო ვისაც კეთილი განზრახვა ჰქონდა თებეს მიმართ,
მიცვალებულსაც ისევე მივაგებ პატივს, როგორც ცოცხალს მივაგებდი.“

16
ამ ამაღლებული სიტყვების წარმოთქმისას შემორბის მცველი, რომელიც, მართალია, მიკიბულ-
მოკიბულად, მაგრამ მაინც იტყვის სათქმელს: განკარგულება უკვე დარღვეულია, ვიღაცამ ცხედარს
მიწა მიაყარა, მართალია, სიმბოლურად, მაგრამ დაკრძალვა განხორციელდა, დაცვამ ვერაფერი დაინახა,
ახლა მას პასუხი მოეთხოვება და მცველი შეშინებულია. კრეონს მრისხანება მოიცავს: დამნაშავე უნდა
მოიძებნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მცველებს ვერაფერი გადაარჩენთ.
„მრავალი რამაა საოცარი, მაგრამ ადამიანზე უფრო საოცარი არაფერია. ეს ძალა ვრცელდება
ზღვაზე, მაშინაც, როდესაც იგი თეთრდება სამხრეთის ქარის მოვარდნამდე და გზას იკვლევს
ტალღებში, რომლებიც მას დანთქმით ემუქრებიან. ღმერთებს შორის უძველესსაც, დედამიწასაც,
უკვდავს, სათავისოდ ფიტავს იგი, რადგან თავისი გუთანში შებმული ცხენით წლითი წლობით ხნავს
და ხნავს.“ ვისზე ლაპარაკობს გუნდი: დამნაშავესა თუ კრეონზე?
მოულოდნელად გუნდს ენა უვარდება, იგი გაოგნებულია: ბრუნდება მცველი და მას მოჰყავს
ანტიგონე. მცველის ჩვენება: „ჩვენ მოვაშორეთ მთელი მტვერი, რომელიც ფარავდა ცხედარს და კარგად
გავაშიშვლეთ სველი სხეული. შემდეგ ჩვენ დავსხედით ბორცვის თავზე უქარო მხრიდან, რადგან
გავურბოდით სუნს, რომ არ მოგვწვდომოდა. თითო-თითოდ ვმორიგეობდით და მეზობელიც მზად
გვყავდა მუქარის ნაკადით, თუ ვინმე უყურადღებოდ იქნებოდა. დრო გადიოდა, სანამ მზის დისკო
ცარგვალზე ელვარე არ გახდა და სიცხემ არ იმატა. შემდეგ უეცრად ქარიშხალმა მიწიდან ქვიშის
გრიგალი აიტაცა, ცაში უბედურება დატრიალდა, გრიგალმა მოიცვა ხეობა და ტყეში მთელი ფოთლები
მოსპო. მალე ჰაერს სული შეეკრა. თვალები დავხუჭეთ და ღმერთების ჭირი ასე გადავიტანეთ. როდესაც,
კარგა ხნის შემდეგ, ამ გრიგალმა გადაიარა, გოგონა დავინახეთ, იგი ხმამაღლა გოდებდა მგლოვიარე
ჩიტის ყივილით, თითქოს თავის ცარიელ ბუდეში ხედავდა ბარტყებისგან დაცლილ საწოლს. მანაც,
დაინახა თუ არა გაშიშვლებული ცხედარი, ტირილი დაიწყო და სასტიკი წყევლით დაწყევლა ისინი,
ვინც ეს გააკეთა. დაუყოვნებლივ აიღო მწყურვალე მტვერი თავისი ხელებით და მაღლა აწეული ნაჭედი
ბრინჯაოს დოქიდან სამგზის აპკურა საღვრელი მიცვალებულს.
კრეონი: „თქვი, უარყოფ თუ აღიარებ, რაც ჩაიდინე?“ ანტიგონე: „ჰო მართალია, არ უარვყოფ, მე
გავაკეთე.“ – „აკი იცოდი, რომ ავკრძალე ამის ჩადენა.“ – „ჰო, მაგრამ ეს ხომ ზევსისაგან არ იყო თქმული
და არც ქვესკნელის ღმერთთა შორის მცხოვრებ დიკესგან. დაუწერელი კანონი დაწერილზე მაღლა დგას,
მისი დარღვევა სიკვდილზე უარესია; გინდა სიკვდილით დამსაჯო, დამსაჯე, ნება შენია, ხოლო
სიმართლე – ჩემი.“ – „თანამოქალაქეთა წინააღმდეგ მიდიხარ?“ – „ისინი ჩემთან არიან, მაგრამ შენი
შიშით ხმას ვერ იღებენ“. „შენ არცხვენ გმირ ძმას!“ – „მე პატივს ვცემ მკვდარ ძმას“. – „მტერი სიკვდილის
შემდეგაც ვერ გახდება მეგობარი“. – „მე დავიბადე, რომ მიყვარდეს და არა – მძულდეს.“ მათს საუბარს
შემოესწრება ისმენე და მეფე მასაც საყვედურით აავსებს: „შენ ხელს უწყობდი!“ – „არა, დას არ
დავხმარებივარ, მაგრამ მზად ვარ, მასთან ერთად მოვკვდე“. – „ო, ნუ მოკვდები ჩემთან ერთად, ნუ
მიითვისებ, რაც არ გეკუთვნის, საკმარისია ჩემი სიკვდილიც.“ – „ორივე გიჟია, – აწყვეტინებს კრეონი, –
ორივე დაამწყვდიეთ და აღასრულეთ ჩემი განკარგულება.“ – „სიკვდილი?“ –„სიკვდილი!“ გაოგნებული
გუნდი მღერის: ღვთაებრივ მრისხანებას არ აქვს დასასრული, უბედურებას უბედურება მოსდევს,
როგორც ტალღას ტალღა, ასე ამოწყდება ოიდიპოსის მოდგმა: ღმერთები ადამიანებს იმედებს უსახავენ,
მაგრამ ამ ცრუ იმედებს განხორციელება არ უწერიათ.
კრეონისთვის ადვილი არ იყო ანტიგონესთვის სიკვდილის მისჯა. ის მისთვის მხოლოდ
დისშვილი არ არის, ის მისი ვაჟის, ჰემონის, მომავალი მეფის, საცოლეცაა. კრეონი უფლისწულს უხმობს:
„შენმა საცოლემ განკარგულება დაარღვია; მას სიკვდილი მიესაჯა. მმართველს უნდა ემორჩილებოდე
ყველაფერში – კანონიერშიც და უკანონოშიც. წესრიგი მორჩილებაშია; დაეცემა წესრიგი და დაინგრევა
სახელმწიფოც.“ – „შესაძლოა, მართალიც ხარ, – ეწინააღმდეგება შვილი, – მაგრამ მაშინ რატომ
დრტვინავს ქალაქი და რატომ ეცოდებათ მეფის ასული? თუ მარტო შენ ხარ სამართლიანი და მთელი
ქალაქი, რომელზედაც შენ ზრუნავ, უკანონოა?“ – „სახელმწიფო ემორჩილება მეფეს!“ – აღმოხდება
კრეონს. „არავინაა ხალხის მფლობელი“, – უპასუხებს შვილი. მეფე არ ტყდება: ანტიგონეს ქვის
აკლდამაში გამოამწყვდევენ და დაე იხსნან ის მიწისქვეშა ღმერთებმა, რომლებსაც იგი ამდენ პატივს
მიაგებს, ხოლო ხალხი მას მეტად ვერ დაინახავს. – „მაშინ შენ მეც ვეღარასოდეს დამინახავ!“ ამ
სიტყვებით გადის უფლისწული. „აი, ეს არის სიყვარულის ძალა! – შესძახებს გუნდი. – ეროსო, ომში
დაუძლეველო... ვისაც შეიპყრობ, ყველას აგიჟებ...“

17
ანტიგონე დასასჯელად მიჰყავთ. ძალა გამოეცალა, მწარედ ტირის, მაგრამ არაფერზე არ ნანობს.
ანტიგონეს ტირილს ეხმაურება გუნდის ტირილიც. „ქორწინების ნაცვლად სასჯელი და სიყვარულის
ნაცვლად სიკვდილი მერგუნა მე!“ – „სახელით შემკული და ქებით მოსილი, შენ ახლა მიდიხარ
აჩრდილთა სამყოფელს.“ „თუკი ღვთის კანონი ადამიანის კანონზე მაღლა დგას, მე რატომ ვკვდები?
რატომ ვლოცულობთ ღმერთებისთვის, თუკი ღვთისმოსაობას მკრეხელობაში მითვლიან? თუ
ღმერთები მეფის მხარეს არიან – გამოვისყიდი ცოდვას, მაგრამ თუ ღმერთები ჩემკენ არიან, მეფე თავს
წააგებს.“ ანტიგონე გაჰყავთ და გრძელ სიმღერაში გუნდი იხსენებს ძველი დროის მოწამეებს,
დამნაშავეებსა და უდანაშაულოებს, რომლებსაც თავს ღმერთების რისხვა დაატყდათ.
მეფის სამართალი აღსრულდა, ახლა იწყება უფლის სამართალი. კრეონთან მოდის ტირესიასი,
ღმერთების რჩეული, ბრმა წინასწარმეტყველი – ის, რომელმაც ჯერ კიდევ ოიდიპოსი გააფრთხილა. არა
მხოლოდ ხალხია მეფის მიერ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილო – ღმერთებიც განრისხებული
არიან: საკურთხეველზე ცეცხლი არ ინთება, მომასწავებელი ფრინველები ნიშნებს არ იძლევიან. კრეონს
მისი არ სჯერა: „ადამიანი ვერ შეძლებს ღმერთის შეურაცხყოფას!“ ტირესიასი ხმას უწევს: „შენ ფეხქვეშ
გათელე ბუნებისა და ღმერთების კანონები: მკვდარი დაუმარხავი დატოვე და ცოცხალი საფლავში
დაამწყვდიე! ახლა ქალაქს ჭირი მოედება, როგორც ოიდიპოსის დროს მოხდა, შენ კი მკვდრისთვის
მკვდრით აგებ პასუხს – შვილს დაკარგავ!“ მეფე შეშფოთებულია, პირველად ეკითხება რჩევას გუნდს;
ხომ არ დათმოს? „დათმე!“ – ეუბნება გუნდი. და მეფე აუქმებს თავის განკარგულებას; იგი ბრძანებს,
გაათავისუფლონ ანტიგონე და დაკრძალონ პოლინიკესი: დიახ, ღვთაებრივი კანონი ადამიანურზე
მაღლა დგას. გუნდი ლოცვით ევედრება თებეში დაბადებულ ღმერთ დიონისეს: დაეხმარე
თანამოქალაქეებს!
გვიანაა, უკვე ძალიან გვიანაა. მაცნეს ამბავი ჩამოაქვს: აღარც ანტიგონეა ცოცხალი და აღარც
მისი საქმრო. მეფის ასული მიწისქვეშა აკლდამაში თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვეს; უფლისწული მის
ცხედარს ეხვევა. შემოვიდა კრეონი, უფლისწული მამას თავს დაეცა, მეფემ შეტევა აიცილა და მაშინ
უფლისწულმა ხმალი გულში დაიცა. ცხედარი ცხედარს დაეცა, „წევს გვამი გვამთან, ეზიარა ვაჟი
ქორწილის იდუმალებას.“ მაცნეს უსიტყვოდ უსმენს დედოფალი, კრეონის მეუღლე, უფლისწულის
დედა; მოისმინა, მობრუნდა და წავიდა... მალე ახალი მაცნე შემორბის: დედოფალი ხმალს დაეგო, თავი
მოიკლა, ვერ გადაიტანა შვილის სიკვდილი. კრეონი მარტოა სცენაზე და საკუთარ თავს, თავის ცოლ-
შვილს და თავის დანაშაულს დასტირის. გუნდი ეუბნება მას, როგორც ეუბნებოდა ანტიგონეს:
„სიბრძნე ბედნიერების მთავარი შემადგენელია და ჩვენი დამოკიდებულება ღმერთებისადმი არ
შეიძლება წმინდა არ იყოს. დიდ-დიდი სიტყვები დიდ-დიდ დარტყმებად უბრუნდება მედიდურ კაცს
და სიბერეში სიბრძნეს ასწავლის.“
ამ სიტყვებით მთავრდება ტრაგედია.

„ტრაქისელი გოგონები“ (Τραχίνιαι, დადგმის დრო უცნობია).


ტრაქისელი გოგონები, გოგონები ქალაქ ტრაქისიდან ამ ტრაგედიის გუნდია. ტრაქისი
(„კლდოვანი“) პატარა ქალაქია საბერძნეთის მთიანეთში, მდინარე სპერქეიოსის სამხრეთით,
სახელოვანი თერმოპილეს მახლობლად. იგი იმითაა ცნობილი, რომ მასში იცხოვრა უკანასკნელი წლები
უდიდესმა ბერძენმა გმირმა, ჰერაკლესსმა, ზევსის ძემ. აქ ოიტეს მთაზე მან მიიღო ნებაყოფლობითი
სიკვდილი კოცონზე, ავიდა ცაში და გახდა ღმერთი. მისი მოწამებრივი სიკვდილის უნებლიე დამნაშავე
იყო მისი ერთგული და მოყვარული მეუღლე დეიანირა. სწორედ იგია ამ ტრაგედიის გმირი, ხოლო
ტრაქისელ გოგონათა გუნდი – მისი თანამოსაუბრენი არიან.
თითქმის ყველა ბერძენი გმირი მეფე იყო სხვადასხვა დიდსა თუ პატარა ქალაქში, ყველა,
ჰერაკლესის გარდა. თავისი მომავალი ღვთაებრიობა მან გამოიმუშავა მონური შრომით სამხრეთ
საბერძნეთის ერთ-ერთი უმნიშვნელო მეფის სამსახურში. სწორედ მისი დავალებით შეასრულა გმირმა
თავისი თორმეტი გმირობა. უკანასკნელი იყო საიქიოს სამეფოში, ჰადესში, ჩასვლა და იქიდან
კერბეროსის, მკვდართა სამეფოს საზარელი სამთავიანი დარაჯი ძაღლის, ამოყვანა. სწორედ იქ, ჰადესში
ჰერაკლესი შეხვდა მელეაგროსს, რომელიც ასევე ურჩხულებთან ბრძოლით იყო სახელგანთქმული და
რომელიც ყველაზე ძლიერი იყო ძველი თაობის გმირებიდან. მელეაგროსმა უთხრა მას: „იქ,
დედამიწაზე, დამრჩა და, სახელად დეიანირა; მოიყვანე ცოლად, შენი ღირსია.“

18
როდესაც ჰერაკლესი მორჩა თავის მონურ შრომას, წავიდა საბერძნეთის უკიდურეს ნაწილში,
რომ დეიანირა მოეყვანა ცოლად. იგი დროულად მივიდა: იქ მოედინებოდა მდინარე აქელოოსი,
ყველაზე დიდი საბერძნეთში და მისი ღმერთი დეიანირას ხელს ითხოვდა. ჰერაკლესი ამ ღმერთს
შეეჭიდა, წააქცია, როგორც მთა; იგი გველად გადაიქცა და ჰერაკლესმა კისერი მოუგრიხა; ის ახლა ხარად
გარდაიქცა, ჰერაკლესმა კი მას რქა მოატეხა. აქელოოსი დანებდა, გადარჩენილი დეიანირა დარჩა
ჰერაკლესს და მან იგი წაიყვანა უკანა გზაზე.
გზად კიდევ ერთი მდინარე იყო, ხოლო ამ მდინარეზე გადაყვანა ველურ კენტავრს,
ნახევრადადამიან-ნახევრადცხენ ნესოსს შეეძლო. კენტავრს დეიანირა მოეწონა და მისი მოტაცება
განიზრახა. მაგრამ ჰერაკლესს ჰქონდა მშვილდი და ჰქონდა მრავალთავიანი გველეშაპის, ჰიდრას შავი
სისხლით მოწამლული ისრები. ჰერაკლესის ისარი მისწვდა კენტავრს და მანაც გაიგო, რომ მისი
აღსასრულის დღე დადგა. მაშინ, ჰერაკლესზე რომ შური ეძია, მან უთხრა დეიანირას; „მე შენ მიყვარხარ
და მინდა სიკეთე გიყო. აიღე სისხლი ჩემი ჭრილობიდან და დაუმალე იგი სინათლესა და ადამიანებს.
თუკი შენი ქმარი სხვას შეიყვარებს, ამ სისხლით გაჟღინთე მისი სამოსი და მისი სიყვარული
დაგიბრუნდება. დეიანირა ასეც მოიქცა, არ იცოდა, რომ ნესოსის სისხლი მოწამლული იყო ჰერაკლესის
ისრით.
გამოხდა ხანი და დეიანირას გაახსენდა ამ სისხლის არსებობა. ჰერაკლესი ნაცნობ მეფეს
სტუმრობდა ქალაქ ექალიაში (ორი გზის სავალზე ტრაქისიდან) და მას შეუყვარდა მეფის ასული იოლე.
სთხოვა მეფეს, ხარჭად დაესვა მისთვის. მეფემ უარი თქვა, უფლისწულმა კი დამცინავად განაცხადა: „არ
შეეფერება იმასთან იყოს, ვინც თორმეტი წელი მსახურობდა მონასავით.“ ჰერაკლესი განრისხდა და
უფლისწული გალავნიდან გადააგდო – ცხოვრებაში ერთადერთხელ მოკლა კაცი არა ძალით, არამედ
ტყუილით. ღმერთებმა დასაჯეს იგი – კიდევ ერთი წლით მონობა მიუსაჯეს გარყვნილ ზღვის
დედოფალ ომფალესთან. დეიანირამ ამის თაობაზე არაფერი იცოდა. მაშინ იგი ტრაქისში მარტო
ცხოვრობდა ყმაწვილ ვაჟ ჰილოსთან ერთად და მოთმინებით ელოდებოდა ქმრის დაბრუნებას. სწორედ
ამ წერტილში იწყება სოფოკლეს ტრაგედია.
სცენაზეა დეიანირა, იგი სავსეა შფოთით. წასვლისას ჰერაკლესმა თხოვა წელიწადი და ორი თვე
დამელოდეო. მას წინასწარმეტყველება ჰქონდა: თუ დაიღუპებოდა, მკვდრისგან იქნებოდა და თუ არ
დაიღუპებოდა – დაბრუნება და გარჯათა შემდეგ შრომისგან დასვენება ერგებოდა. და აი, გავიდა ეს
წელიწადი და ორი თვე და ის კვლავ არ არის. ნუთუ ახდა წინასწარმეტყველება და იგი ვიღაც
მოკლულისგან მოკვდა და აღარ დაბრუნდება მშვიდობიანად, რომ იცოცოხლოს მის გვერდით?
ტრაქისელი გოგონების გუნდი ამხნევებს მას: არა, ყველა სიცოცხლეში არის სიხარული და მხიარულება,
მაგრამ მამა ზევსი არ მიატოვებს ჰერაკლესს! მაშინ დეიანირა იბარებს თავის შვილ ჰილოსს და თხოვს,
წავიდეს მამის სანახავად. იგი მზადაა, მასთანაც მივიდა ხმა, რომ ჰერაკლესმა წელიწადი ომფალეს
მონობაში გაატარა და შემდეგ თავს დაესხა ექალიას – შური ეძია მეფეზე, რომელმაც აწყენინა. და
ჰილოსი მიდის ექალიაში მამის საძებნელად.
ჰილოსი წავიდა თუ არა, მართლაც დასტურდება ჭორი: ჰერაკლესისგან ჩამოდიან მაცნეები, რომ
ილაპარაკონ გამარჯვებასა და მალე ჩამოსვლაზე. ორნი არიან, როგორც საერთოდ, ტრაგედიაში. ორივეს
თავისი ხასიათი აქვს. უფროსი მათგანი თან დაატარებს უსიტყვო ტყვე ქალების ჯგუფს; დიახ,
ჰერაკლესმა თავისი ერთი წელიწადი უკვე იმსახურა ომფალესთან, ხოლო შემდეგ წავიდა ექალიაში,
აიღო ქალაქი, დაიპყრო ტყვე ქალები და მონაქალებად უგზავნის ახლა დეიანირას, თვითონ კი
სასაჩუქრე მსხერპლი უნდა მოუტანოს მამებს. დეიანირას ებრალება ტყვე ქალები: ერთი წუთის წინ
გამოჩენილი და მდიდრები იყვნენ, ახლა კი – მონები არიან. დეიანირა ერთ-ერთს ელაპარაკება, ყველაზე
ლამაზს, ის კიდევ დუმს. დეიანირა მათ სახლში აგზავნის და ამ დროს მასთან მიდის მეორე მაცნე,
„უფროსმა მთელი სიმართლე არ გითხრა.შურისძიების გამო კი არ იღებდა ჰერაკლესი ექალიას, არამედ
უფლისწულ იოლეს გამო: ახლა სწორედ მას ესაუბრებოდი, იგი კი დუმდა.“ უფროსი მაცნე უხალისოდ
აღიარებს: ეს ასეა. „დიახ, – ამბობს დეიანირა, – სიყვარული ღმერთია, ადამიანი მის წინაშე უძლურია.
მოიცადე ცოტა: მე შენ საჩუქარს მოგცემ ჰერაკლესათვის.“
გუნდი მღერის ყოვლადძლიერი სიყვარულის განდიდების სიმღერას. ხოლო შემდეგ დეიანირა
ტრაქისელ გოგონებს უყვება თავის საჩუქარზე ჰერაკლესისადმი: ესაა ლაბადა, რომელიც მან გაჟინთა
ნესოსის სისხლით, რომ დაიბრუნოს ჰერაკლესის სიყვარული, რადგან მას სწყინს, ჰერაკლესის

19
გაზიარება რომ უწევს მეტოქესთან. „საიმედო კია?“ კითხულობს გუნდი. „დარწმუნებული ვარ, მაგრამ
არ გამისინჯავს“. „რწმუნება ცოტაა, საჭირო გამოცდილება“. – „ახლა იქნება“. და გადასცემს მაცნეს
დახურულ ზარდახშას, რომელშიც ლაბადაა. დაე, ჰერაკლესმა ჩაიცვას იგი, როდესაც ღმერთებს
სასაჩუქრო მსხვერპლს შესწირავს.“
გუნდი მღერის მხიარულ სიმღერას ჰერაკლესის ბედნიერ დაბრუნებაზე. მაგრამ დეიანირას
ეშინია. მან ლაბადას სისხლი ცხვრის მატყლის ნაგლეჯით წაუსვა, ხოლო შემდეგ ეს ნაგლეჯი მიწაზე
დააგდო, და უეცრად, – ამბობს იგი, მზეზე იგი მუქი ქაფით აქაფდა და მუქ-წითელ ლაქად დაიღვარა
მიწაზე. ხომ არ გვემუქრება რამე უბედურება? ხომ არ მოატყუა კენტავრმა? ვერ მოასწრებს გუნდი მის
დამშვიდებას, რომ სწრაფი ნაბიჯით შემოვარდება ჰილოსი. „შენ მოკალი ჰერაკლესი, შენ მოკალი
მამაჩემი!“ და იგი ჰყვება: ჰერაკლემ მოისხა ლაბადა, დაკლა სამსხვერპლო ხარები, დაანთო კოცონი
დასაწვავად, მაგრამ როგორც კი კოცონმა სიცხე მიასუნთქა მის საწვიმარს, ეს უკანასკნელი ტანს
მიეტმასნა, მტკივნეულად ჩაეჭიდა ძვლებამდე, როგორც ცეცხლი ან გველის შხამი, და ჰერაკლე
კრუნჩხვებით დაეცა, ყვირილით წყევლიდა ლაბადასა და იმასაც, ვინც ლაბადა გამოაგზავნა. ახლა იგი
საკაცით მოჰყავთ ტრაქისში, მაგრამ მოასწრებენ კი ცოცხლად ჩამოყვანას? დეიანირა მდუმარედ ისმენს
ამ მონათხრობს, მობრუნდება და სახლში შედის. გუნდი თავზარდაცემული მღერის დამდგარ
უბედურებაზე. გამორბის მაცნე ქალი, დეიანირას მოხუცი ძიძა: დეიანირამ თავი მოიკლა. ცრემლით
მოიარა სახლი, გამოემშვიდობა ღმერთების საკურთხევლებს, აკოცა კარსა და ზღურბლს, დაჯდა
საქორწინო სარეცელზე და ხმალი მარცხენა მკერდში ჩაირტყა. ჰილოსი სასოწარკვეთილია – ვერ
მოასწრო ხელი შეეშალა. გუნდი ორმაგადაა თავზარდაცემული: დეიანირას სიკვდილი სახლში,
ჰერაკლესის სიკვდილი კარიბჭესთან, რომელი უფრო საშინელია?
ახლოვდება დასასრული. შემოჰყავთ ჰერაკლესი, ის ბორგავს საკაცეზე საშინელი ყვირილით:
ურჩხულთა დამმარცხებელი, ყველაზე მძლავრი მოკვდავი, იგი ქალის ხელით კვდება და შვილს
მიმართავს: „შური იძიე!“ გოდებებს შორის ჰილოსი უხსნის მას: დეიანირა აღარ არის, მისი დანაშაული
უნებლიეა, ეს იგი მოატყუა ოდესღაც ბოროტმა კენტავრმა. ჰერაკლესისთვის ცხადია:
წინასწარმეტყველება ასრულდა, იგი კვდება მკვდრის ხელით და დასვენება, რომელიც ასე ენატრებოდა
– სიკვდილია. იგი უბრძანებს შვილს, ცოცხლად დაწვას კოცონზე და „როდესაც მოვკვდები, თუ გსურს
შენი ღირსება გვაჩვენო, გაიხსენე მამაშენისთვის მიცემული ფიცი, აქციე ეს ქალი შენს მეუღლედ და არ
ეურჩო მამაშენს. არავის სხვას, შენ გარდა, არ მისცე ნება, დაეუფლოს მას, რომელიც ჩემ გვერდით იწვა.“
ჰილოსი დაზაფრულია. ცოცხლად დაწვას მამა, დაქორწინდეს იმაზე, ვინც მისი მშობლების სიკვდილის
მიზეზია? მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა მას არ შეუძლია. ჰილოსი ასე აცილებს მამას:
„ვერავინ ვერ იწინასწარმეტყველებს მომავალს; აწმყო სავსეა მწუხარებით ჩვენთვის და
სამარცხვინოა მათთვის, და შეუდარებლად მძიმეა იმისთვის, ვისაც თავს დაატყდა ეს უბედურება.
კორიფაიოსს. და შენ, გოგონა, წადი სახლში. ბევრი რამ ნახე, უზომოდ საზარელი სიკვდილი, მრავალი
უცნაური მწუხარება. და მათში არაფერი არ არის, რაც ზევსი არ არის.“

აიასი (Αἴας, დადგმის დრო უცნობია, ერთ-ერთი ადრინდელი ტრაგედია უნდა იყოს).
პროლოგოსში ქაღმერთი ათენა უსაყვედურებს თავის ფავორიტს, ოდისევსს, რომ იგი
მუდმივად ცდილობს, მიითვისოს მტრებზე თავდასხმის რაიმე საშუალება. ოდისევსი ანგარიშს აბარებს
თავის მფარველ ღვთაებას, რომ ამაღამ აიასმა რაღაც სრულიად მოულოდნელი ჩაიდინა: ამოხოცა
ბერძენთა ფარები და ჯოგები. სინამდვილეში აიასი შეიშალა, მას იმდენად ეწყინა, რომ აქილევსის
აღჭურვილობა ოდისევსს ჩაუვარდა ხელში, რომ გადაწყვიტა ბერძენთა ლაშქარი ამოეწყვიტა.
ღმერთებმა გონება წაართვეს მას და მანაც ჯოგებსა და ფარებზე იყარა ჯავრი.
ამასობაში კარვიდან გამოდის აიასი. ათენასთან საუბარში ირკვევა, რომ იგი ნამდვილად
გაგიჟდა, რადგან ჰგონია, რომ არგოსელების ლაშქარს თითქმის მთლიანად გაავლო მუსრი.
პაროდოსი. შემოდის სალამისელ მეზღვაურთა გუნდი. პაროდოსში გუნდი გაკვირვებულია, თუ
როგორ გაანადგურა აიასმა ბერძნული ჯოგები და ფარები, ასევე მოსპო ის სამხედრო ნადავლი,
რომელიც თანამებრძოლებად აღიქვა.
პირველი ეპისოდიონი. აიასის ხარჭა, ტეკმესა და გუნდი ცდილობენ, როგორმე გამოიყვანონ
მდგომარეობიდან აიასი. გაქცევაზედაც კი იყო საუბარი, მაგრამ პერსპექტიულად ვერ მიიჩნიეს.

20
ამასობაში აიასი გონს მოდის, მაგრამ ესეც ვერაფერი შეღავათია, მისი სიგიჟის კვალი ყველა ფეხის
ნაბიჯზეა.
პირველი სტასიმონი. გუნდი ფიქრობს იმ დღეებზე, როდესაც სალამისში უნდა ჩავიდეს და
ამჟამინდელ ამბებს უნდა მოჰყვეს. ვერავის ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება შესრულდეს ეს
ურთულესი ამოცანა.
მეორე ეპისოდიონი. აიასი ტეკმესასთან მოკლე სცენაში გამოხატავს მზადყოფნას, რომ
ისწავლის ღმერთების პატივისცემასა და ატრეიდესებისადმი მორჩილებას. არც აიასს, არც ტეკმესას ამის
არ სჯერათ.
მეორე სტასიმონი. გუნდი გახარებულია, რომ აიასს გონება სრულად დაუბრუნდა, მთელი
დილა მსხვერპლშეწირვასა და ღმერთების პატივისცემას მოანდომა.
მესამე ეპისოდიონი. ბანაკიდან მაცნე ჩამოვიდა და ახალი ამბავი ჩამოიტანა: აიასის ნახევარძმა,
მამით ერთი, ტევკროსი, ბერძენთა ერთ-ერთი საუკეთესო მშვილდოსანი ჩამოსულა მისიის მთებიდან
და აიასის კარვისკენ მოდის. ბერძნებთან, ბუნებრივია, კონფლიქტი აქვს აიასის გამო, მაგრამ მაინც
რაღაც იმედია. ამ დროს გამოჩნდება აიასი, რომელიც იტყვის: „ო, ჩემი საკუთარი სალამისის წმინდა
მიწავ, მამისეული კერის მტკიცე სავანევ! სახელოვანო ათენო, შენი მოდგმაც მენათესავება! და თქვენ, ამ
მიწის ნაკადულებო და მდინარეებო, თქვენც, ტროის ველებო, მე თქვენაც მოგესალმებით, მშვიდობით,
თქვენ, რომლებმაც გამზარდეთ მე! ეს იყო ბოლო სიტყვა, რომელიც აიასმა გითხრათ. დანარჩენს
მოუყვება აჩრდილებს ჰადესში.“ აიასი ხმალს ჩამოეგება.
პაროდოსი. შემოდის ორად გაყოფილი გუნდი. გუნდი და ტეკმესა თანხმდებიან, რომ აიასს სხვა
გამოსავალი არ ჰქონდა.
მეოთხე ეპისოდიონი. მოქმედება იწყებს სპეციფიკური მიმართულებით განვითარებას.
მენელაოსი ითხოვს, რომ აიასი არ უნდა დაიკრძალოს. ტევკროსი ამ გადაწყვეტილებას წინააღმდეგობას
უწევს. მენელაოისს არ ყოფნის კომპეტენცია, საჭიროა აგამემნონის ავტორიტეტი.
მესამე სტასიმონი. აიასის ბანაკში სრული სასოწარკვეთილება სუფევს.
ექსოდოსი. კამათი უზენაეს მხედარმთავარს, აგამემნონსა და ტევკროსს შორის. ყველაფერს
წყვეტს ოდისევსის მოულოდნელი პოზიცია: აიასი უნდა დაიკრძალოს.
ტრაგედიას ასრულებს გუნდის სიტყვები:
„გეუბნებით, ბევრი რამის გაგება შეიძლება მოკვდავის თვალების მიხედვით; მაგრამ სანამ იგი
დაინახავს, რომ ეს ხდება, არავის შეუძლია იწინასწარმეტყველოს მომავალი ან როგორი იქნება მისი
ბედი.“

ფილოქტეტესი (Φιλοκτήτης) მოქმედება ხდება კუნძულ ლემნოსზე.


პროლოგოსი. ზღვისპირას გამოდიან სახელგანთქმული ოდისევსი და აქილევსის ძე,
ნეოპტოლემოსი. ირკვევა, რომ ისინი შემთხვევით არ არიან ჩამოსული ლემნოსზე. მათი ჩამოსვლის
მიზანია კუნძულზე მარტო დატოვებული ფილოქტეტესი და, ჰერაკლესის ნაჩუქარი, მისი უკვდავი
მშვილდი, რომლის გარეშე, როგორც ირკვევა, ტროის ომის დასრულება შეუძლებელია. ფილოქტეტესი
კი თანამგზავრებმა მიატოვეს, რადგან გველმა ფეხზე უკბინა, ფეხი დაუჩირქდა და საშინლად ყარდა.
ოდისევსი ჭკუას არიგებს ნეოპტოლემოსს, როგორ უნდა მოატყუოს ფილოქტეტესი.
პაროდოსი. ორქესტრაზე შემოდის მირმიდონელ მეომართა გუნდი. ნეოპტოლემოსი
თავისიანებს უხსნის, რომ უნდა იპოვონ ავადმყოფი ფილოქტეტესის საცხოვრისი. გუნდს ებრალება იგი,
რადგან მასზე არავინ ზრუნავს, როცა ის მეგობრის სახეს ვერ ხედავს და მარადიულად იტანჯება
მარტოობაში, იტანჯება სასტიკი სენისაგან და ტანჯვით მოიპოვებს ლუკმაპურს. როგორ, როგორ
გადააქვს თავისი მწარე ხვედრი? ოჰ, ღმერთების თვითნებობა! აჰ, მოკვდავთა უბედური მოდგმა, ბედი
არასოდეს არ არის ზომიერი.
ხმები ისმის: როგორც ჩანს, ფილოქტეტესი თავის სამყოფელში ბრუნდება. არა მუსიკითა და
ფლეიტით მოდის, როგორც მწყემსი, რომელიც ფარას აძოვებს, არა, – ყვირილითა და ბორძიკით მოდის,
შეიძლება, მტანჯველი ტკივილის გამო ან იქნებ უხომალდო ნავსაყუდელს ხედავს. ყვირილი
ხმამაღალი და საშინელია.

21
პირველი ეპისოდიონი. ფილოქტეტესი დაადგენს, რომ მისი სტუმრები ბერძნები არიან. ძალიან
გაიხარებს, როცა გაიგებს, რომ ნეოპტოლემოსი ყველასგან პატივცემული აქილევსის ვაჟია. ამავე დროს,
დამწუხრდება, როცა გაიგებს, რომ დიდი ბერძენი ვაჟკაცები, აქილევსი და აიას ტელამონის ძე, ჰადესში
წასულან. ნეოპტოლემოსი ჰყვება, რომ მისნობის თანახმად, მის გარეშე ტროის დაცემა შეუძლებელია.
ამასობაში მამამისის საჭურველი მას არ მისცეს და ამით გული ატკინეს. სწორედ ამიტომ,
ნეოპტოლემოსმა დატოვა ტროა და ახლა შინ, კუნძულ სკიროსზე ბრუნდება. მოხუცი სთხოვს, ისიც
გაიყოლიონ. ნეოპტოლემოსი თანახმაა.
პირველი სტასიმონი. გუნდი მღერის: „არც ერთ სხვა მოკვდავზე არც მსმენია და არც მინახავს
ვინმე, ვინც შეეჩეხა ისეთ საზარელ ბედისწერას, როგორსაც განწირული ფილოქტეტესი. რადგან,
მიუხედავად იმისა, რომ არავისზე უძალადია და არ უქურდია, არამედ სამართლიანი იყო ყოველთვის
ყველას მიმართ, მაგრამ მაინც დარჩა ასე დაუმსახურებლად დასაღუპად. მე მართლა განცვიფრებული
ვარ, როგორ გადაიტანა მარტოობა ამ უკაცრიელ კლდეებში, როგორ უსმინა ზღვის მოქცევის ხმაურსა
[690] და როგორ ინარჩუნებდა სიმწრით სავსე სიცოცხლეს.“
მეორე ეპისოდიონი. ფილოქტეტესს ფეხის ტკივილი გაუმძაფრდა.
პირველი კომოსი. ფილოქტეტესს სძინავს. ნეოპტოლემოსი ამბობს, რომ ჩვენ ამ მშვილდს ამაო
ნადავლად ვაქცევთ, თუ ფილოქტეტესის გარეშე გავცურავთ. მას უნდა ერგოს გამარჯვებულის
გვირგვინი. გუნდი ამბობს, რომ ზურგქარი უბერავს საგზაოდ; ეს კაცი ვერაფერს ხედავს და უძლურია,
წევს წყვდიადში გაშოტილი, ღრმა ძილით სძინავს, ხელებსა და ფეხებს ვერ მართავს, საერთოდ
მოკლებულია ძალებს, იმათ მსგავსად, ვინც ჰადესშია დავანებული. უყურე, აპირებ თუ არა იმოქმედო.
მესამე ეპისოდიონი. ნეოპტოლემოსი უხსნის ფილოქტეტესს, რომ იგი აუცილებლად უნდა
გაემართოს ტროაში ატრეიდესებსა და აქაველებთან. ფილოქტეტესი ტროაში დაბრუნებას არ აპირებს.
ამ დროს სცენაზე შემოდის ოდისევსი. ფილოქტეტესს ისევ ვერ ითანხმებენ. ნეოპტოლემოსი და
ოდისევსი გადიან.
მეორე კომოსი. ფილოქტეტესი დასტირის წინა ცხოვრებას, როცა მშვილდი და ისრები მაინც
ჰქონდა. ტროაში წასვლის შესახებ ერთი სიტყვის გაგონებაც არ სურს.
ექსოდოსი. დიდი სიჩქარით ბრუნდებიან ოდისევსი და ნეოპტოლემოსი. ნეოპტოლემოსი
მშვილდს ფილოქტეტესს უბრუნებს. მოულოდნელად სცენის თავზე ჩნდება ჰერაკლესი, რომელიც
უბრძანებს ფილოქტეტესს, ტროაში გაეშუროს, სადაც ჯერ განიკურნება სასტიკი სენისგან და შემდეგ
პარისს მოკლავს. ასე ხედავს ტროის ომის დასასრულს ზევსი. ფილოქტეტესი ემშვიდობება თავის
საცხოვრისს. მსახიობები და გუნდი ტოვებენ ორქესტრას.

ელექტრა (Ἠλέκτρα, დადგმის დრო უცნობია).


პროლოგოსი. ორესტესი და მისი აღმზრდელი უახლოვდებიან მიკენეს, ორესტესის სამშობლოს,
სადაც ოდესაღაც მოკლეს მამამისი, აგამემნონი. აღმზრდელი ეუბნება, რომ აუცილებელია
გადაწყვეტილების მიღება, სანამ მზე არ ამოსულა და ისინი არ დაუნახავთ. ორესტესი ატყობინებს
აღმზრდელს, რომ მან მოინახულა აპოლონის ტაძარი დელფოსში, რომ გაეგო, როგორ უნდა ეძია შური
მამის მკვლელობისთვის. ღმერთმა მას უპასუხა, რომ შურისძიება უნდა მომხდარიყო ცბიერებით,
უიარაღოდ და ლაშქრის გარეშე. ამიტომ ორესტესმა სთხოვა აღმზრდელს, შეეღწია სახლში უცხოელის
სახით და ორესტესის სიკვდილის ამბავი მიეტანა. თვითონ კი უნდოდა, წასულიყო მამის საფლავზე,
სადაც თმის კულულს შესწირავდა მას და საღვრელს დაუღვრიდა. ორესტესის სიკვდილი ყველასათვის
დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, სახლში შეიტანეს ბრინჯაოს ურნა, რომელშიც თითქოსდა
მიცვალებულის ფერფლი ინახებოდა. ამაზე რომ მოილაპარაკეს, ელექტრას ხმაც მოესმა. ელექტრა
მიმართავდა სუფთა ნათელსა და ჰაერს, მწარედ გლოვობს დაღუპულ მამას და ელის ძმას, ორესტესს,
შურისმაძიებელს.
პაროდოსი. ელექტრა იტანჯება და დასტირის მამას, რომელიც დედამისმა მოკლა საყვარელთან
ერთად. მხოლოდ ელექტრას ახსოვს მამა და სთხოვს ერინისებს, შურისძიების ქალღმერთებს, შური
იძიონ მამის გამო და შინ დააბრუნონ მისი ძმა. გუნდი ანუგეშებს ელექტრას და მღერის ორესტესის მალე
დაბრუნებაზე.

22
პირველი ეპისოდიონი. ელექტრას არ უნდა დედასთან ერთ სახლში ცხოვრება, რადგან იგი
მტრად გადაექცა. და, ქრისოთემისი, ურჩევს, დაივიწყოს მრისხანება და იყოს მორჩილი, რადგან დედასა
და მის საყვარელს მოჰბეზრდათ მისი მუდმივი ტირილი და საპყრობილეში უპირებენ მოთავსებას. დამ
უთხრა, რომ დედამ გაგზავნა საღვრელის დასაღვრელად მამის საფლავზე, რადგან საშინელი სიზმარი
უნახავს. ელექტრამ აუკრძალა დას, წეს-ჩვეულება ჩაეტარებინა მკვლელის სახელით, მაგრამ სთხოვა,
რომ თავისი და ელექტრას მოკვეცილი კულულები მიეძღვნა მამის საფლავისთვის.
პირველი სტასიმონი. გუნდს კლიტემნესტრას სიზმარი კარგის მომასწავებლად მიაჩნია. „მოვა
მრავალფეხიანი და მრავალხელიანი, საშინელ ჩასაფრებებში დამალული სპილენძისფეხიანი ერინისი.
ო, პელოფსის ოდინდელი საბედისწერო სრბოლა, რომელმაც სამარადჟამო უბედურება მოუტანა ამ
მიწას. წყალში გადაგდებული მირტილოსი მიიცვალა, რადგან ოქროს ეტლიდან სამარცხვინო
ძალადობით ძირფესვიანად ამოთხრილი მოისროლე; მას შემდეგ არ მიუტოვებია ეს სახლი
მრავალტანჯულ უბედურებას.“
მეორე ეპისოდიონი. ელექტრა ხვდება დედას. დედა ეუბნება, რომ ამაოდ სდებს ბრალს მამის
მკვლელობაში. მამამისმა ხომ საკუთარი ასული, უდანაშაულო იფიგენია შესწირა ქალღმერთს.
ელექტრამ შეახსენა, რომ იგი, ყველაფერთან ერთად, მკვლელის სარეცელზე წევს. ამ კამათის დროს
ჩნდება აღმზრდელი, რომელსაც ორესტესის გარდაცვალების ამბავი მოაქვს. იგი ვრცლად და
დაწვრილებით ჰყვება, როგორ გარდაიცვალა ორესტესი დელფოსის თამაშობებზე. ელექტრას ენა
გაუშრა, კლიტემნესტრამ აშკარად გაიხარა.
კომოსი. ელექტრა დასტირის ორესტესს. ყველაფერმა აზრი დაკარგა.
მესამე ეპისოდიონი. შემოდის ქრისოთემისი და ამტკიცებს, რომ ორესტესი დაბრუნდა: მისი
თმის კულული უნახავს მამის საფლავზე. ელექტრამ არ დაუჯერა და მოუყვა დას ორესტესის
გარდაცვალების შესახებ. ძმა არ არის, მასთან ერთად გაქრა შურისძიების იმედიც. ელექტრამ ცადა, და
დაეთანხმებინა დედის საყვარლის მოკვლაზე, მაგრამ ქრისოთემისი უარზეა.
მეორე სტასიმონი. გუნდი მღერის იმ დროზე, როდესაც ელექტრა თავის მტრებზე აღზევებული
იქნება.
მეოთხე ეპისოდიონი. მოდის ორესტესი, ხელში თავისივე ფერფლით სავსე ურნა უჭირავს.
ელექტრა ძმას ვერ ცნობს და ურნის გადაცემას თხოვს, რომ დაიტიროს. ურნით ხელში გაიხსენა, როგორ
გადაარჩინა ძმა მკვლელი დედასაგან. ელექტრას მწუხარების სიღრმით გაოგნებულმა ორესტესმა თავი
ვეღარ შეიკავა და წაართვა ურნა სიტყვებით: „არ არსებობს; ცოცხლებს არ გააჩნიათ საფლავი“ და აჩვენა
დას მამისეული ბეჭედი. ელექტრამ იცნო ძმა და გაიხარა ამ შეხვედრით, რომელსაც მთელი ცხოვრება
ელოდა.
მესამე სტასიმონი. გუნდი მღერის არესსა და შურისძიებაზე.
ექსოდოსი. კომოსი. სახლიდან გამოდის ელექტრა. სასახლიდან ისმის კლიტემნესტრას ხმა.
დედოფალი ამაოდ მოუხმობს ეგისთოსს. ორესტესმა დედა მოკლა. ელექტრამ დაინახა, რომ ეგისთოსი
უახლოვდებოდა სასახლეს. დახვდა მას და სახლში შეიტყუა, სადაც მას ორესტესი სიკვდილს
უმზადებდა.

6. სოფოკლეს ტრაგედიების ქართული თარგმანები

ქართულად გვაქვს „ოიდიპოს მეფისა“ და „ანტიგონეს“ სამი მეტ-ნაკლებად სრულყოფილი


თარგმანი (მთარგმნელები: პეტრე ქავთარაძე, დავით გაჩეჩილაძე, გიორგი ხომერიკი), ამათგან ორი
(ქავთარაძისა და ხომერიკისა) შესრულებულია უშუალოდ ძველი ბერძნული ენიდან. ყველა
თვალსაზრისით საუკეთესოა გიორგი ხომერიკის პოეტური თარგმანი, რომელიც კლასიკური ტექსტის
გადმოცემის თვალსაზრისით ეროვნული მთარგმნელობითი კულტურის ერთ-ერთ მწვერვალს
წარმოადგენს.
გიორგი ხომერიკი ჩემი მთავარი მეგობარი იყო. თავის დროზე, ჩვენმა მასწავლებელმა,
აკადემიკოსმა რისმაგ გორდეზიანმა გულუხვად დაგვირიგა ბერძენი ავტორები: მე არისტოფანე მერგო,
ნანა ტონიას – საპფო და პინდაროსი, გიას – სოფოკლე. მასწავლებელი კარგად გვიცნობდა, არავის ისე
არ შეესატყვისებოდა სოფოკლე და ბერძნული ტრაგედია, როგორც გია ხომერიკს, რომელიც

23
პიროვნულად ძალიან რთული და ღრმა ადამიანი იყო და თავის თავში ყოველთვის ატარებდა
ტრაგიკულ ნიშნებს. გიორგი ხომერიკმა სოფოკლეს ოთხი ტრაგედია თარგმნა: „ოიდიპოს მეფე“,
„ოიდიპოსი კოლონოსში“, „ანტიგონე“ (ე.წ. „თებეს ტრაგედიები“) და „ელექტრა“. ეს თარგმანები
გვხიბლავს აბსოლუტური სიზუსტით, ორიგინალისადმი ერთგულებით, მაღალი პოეტური
ოსტატობითა და ავტორისეული ინტონაციის უფაქიზესი წაკითხვით.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ ფაქტობრივად იდეალური თარგმანი უკვე გვაქვს, ახალი
თარგმანი რა საჭიროა? მე მიმაჩნია, რომ პოეტური თარგმანის გვერდით აუცილებლად უნდა
არსებობდეს პროზაული თარგმანიც, რომელიც ბევრს დაკარგავს პოეტური ზემოქმედების სფეროში და
ცოტას მოიმატებს ადეკვატურობის ნაწილში. პოეტური და პროზაული თარგმანები ერთმანეთის
კონკურენტები არ გახლავთ, ისინი ერთმანეთს ავსებენ, როგორც რაღაცნაირად ვავსებდით ერთმანეთს
მთელი ცხოვრების მანძილზე მე და ჩემი საყვარელი მეგობარი, გია ხომერიკი.

ამავე დროს, თანდათანობით ითარგმნა სოფოკლეს სხვა ტრაგედიებიც. ნანა ტონიამ თარგმნა
„ფილოქტეტესი“, ხოლო გიორგი კახიშვილმა – „ტრაქისელი გოგონები“ და „აიასი“. ჩემი აზრით, უნდა
არსებობდეს წიგნი, რომელშიც სოფოკლეს ყველა ტრაგედია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია და, ასევე, ის
ფრაგმენტები, რომლებიც რაიმეს მაინც გვეუბნება სხვა ტრაგედიებზე, ერთი მთარგმნელის მიერ ერთი
კონცეფციით თარგმნილი უნდა წარდგეს მკითხველის წინაშე. სწორედ ამ ამოცანას ისახავს ეს წიგნი.

24
ოიდიპოს მეფე

25
მოქმედი პირები

ოიდიპოსი, თებეს მეფე


ზევსის ქურუმი, თებეს მაღალი ქურუმი
კრეონი, ოიდიპოსის ცოლისძმა
თებეელ მოხუცთა გუნდი
ტირესიასი, მოხუცი ბრმა მისანი
ბიჭი, ტირესიასის თანმხლები
იოკასტე, ოიდიპოსის მეუღლე, კრეონის და
მაცნე, მოხუცი კაცი
მსახური, მოხუცი მწყემსი
ექსანგელოსი (მეორე მაცნე), ოიდიპოსის მსახური
ანტიგონე, ოიდიპოსისა და იოკასტეს ასული, ბავშვი
ისმენე, ოიდიპოსისა და იოკასტეს ასული, ბავშვი
ოიდიპოსისა და ისმენეს მსახურები და თანმხლებნი

26
პროლოგოსი

ოიდიპოსის სასახლის წინ თებეში ყველა ასაკის მავედრებელი ზის საკურთხევლის კიბეებზე.
გამოდის ოიდიპოსი სამეფო სამოსში: მდუმარედ უყურებს საკურთხეველთან თავმოყრილ ხალხს და
იწყებს ლაპარაკს.

ოიდიპოსი. შვილებო10, ძველი კადმოსის ახალო შთამომავლობავ, რისთვის დამსხდარხართ ჩემ


წინაშე ასე, მავედრებელთა მორთული შტოებით, მაშინ, როდესაც ქალაქი თან საკმევლის სურნელითაა
სავსე, თანაც პეანებითა 11 და კვნესით? მე სამართლიანად მიმაჩნია, შვილებო, სხვა მაცნეთაგან არ
ვისმინო ამბები და აქ თავად მოვედი, ყველასთვის ცნობილი ოიდიპოსი; მაგრამ მოხუცო, მითხარი,
რადგან შესაფერისია, [10] ამათი სახელით ილაპარაკო, – რა განწყობით სხედხართ აქ, რამის შიშით თუ
რამის სურვილით? იცოდე, მე ყველაფერში ხალისით დაგეხმარებით; მართლაც გულქვა უნდა
ვყოფილიყავი, რომ ასეთი მავედრებლები არ შემცოდებოდა.
ზევსის ქურუმი. ჩემი მიწის მმართველო ოიდიპოს, ხედავ, რა ასაკისანი ვართ, ვინც ვსხედვართ
შენს საკურთხევლებთან: ზოგს ჯერ შორს ფრენაც არ შეუძლია, ზოგიც სიბერით დამძიმებულია,
ქურუმია, ჩემსავით 12 , მე ზევსის ქურუმი ვარ, ზოგი კი რჩეული ყმაწვილია. დანარჩენი ხალხი
მორთული შტოებით [20] ზის აგორაზე, პალასის ორ ტაძართან13 და ისმენოსის სამისნო ფერფლთან14.
რადგან ქალაქი, როგორც თავადაც ხედავ, უკვე ძალზე აღელვებულია და სასიკვდილო არეულობის
სიღრმიდან თავის წამოწევა აღარ შეუძლია. ზიანი მიადგა მიწის ნაყოფიერ ყლორტებსა და საძოვარზე
გასულ ჯოგებს, უნაყოფო შეიქნენ ქალები. გარდა ამისა, ცეცხლოვანი ღმერთი, დამღუპველი ჭირი, თავს
დაეცა და აწამებს ქალაქს, მისგან ცარიელდება კადმოსური სახლი, [30] შავი ჰადესი კი კვნესითა და
ქვითინით მდიდრდება. ღმერთების თანასწორად არ მიგვაჩნიხარ მე ან ამ ბავშვებს, რომ
დავმსხდარვართ შენს საკურთხეველთან მავედრებლებად, მაგრამ გვგონია, რომ კაცთაგან პირველი ხარ
როგორც ცხოვრების უკუღმართობაში, ისე ღვთაებებთან ურთიერთობებში. როდესაც შენ მოხვედი
კადმოსელების ქალაქში, გაგვათავისუფლე სასტიკი მომღერლის 15 ხარკისგან, რომელსაც ვუხდიდით
და, თუმცა შენ არ იცოდი არავისზე მეტი, არც უსწავლებია ვინმეს, მაგრამ, ღვთის შეწევნით, ვამბობთ
და მივიჩნევთ, რომ შენ გამოასწორე ჩვენი ცხოვრება. [40] ახლა კი, ყველასთვის უმძლავრესო ოიდიპოს,

10
სტრ. 1. შვილებო – შდრ. სტრ. 6, 58, 142. ოიდიპოსი წარმოდგება როგორც მეფე, რომელიც მამაშვილურად ზრუნავს
თავის ქვეშევრდომებზე. კადმოსის შთამომავლობა – კადმოსი, ფინიკიის მეფე აგენორის ძე, რომელიც მამამ დის, ზევსის მიერ
მოტაცებული ევროპეს, საძებნელად გააგზავნა. დის კვალი რომ ვერსად ვერ იპოვა, კადმოსმა დელფოსში აპოლონის სამისნოსგან
გაიგო, რომ უნდა შეეწყვიტა უსარგებლო ძიება და დაეარსებინა ქალაქი თებე (ხშირად მას კადმეას უწოდებენ). შდრ. ქვემოთ, სტრ.
267 და შმდგ.
11
სტრ. 5. პეანი – საგუნდო სიმღერა, მიძღვნილი აპოლონისადმი, როგორც მკურნალობის ღმერთისადმი.
12
სტრ. 16. ჩემსავით – ხელნაწერში წერია ἱερεῖς („ქურუმები“), თუმცა სხვა ქურუმები აქ არ ჩანან. ამიტომ
გათვალისწინებულია ბენტლის კონიექტურა ἱερεύς („ქურუმი“). რაც შეეხება ბერძნულ ტექსტში არსებულ მრავლობითს, ეს უნდა
იყოს ე.წ. „აღმატებულობის მრავლობითი“, ე.წ. pluralis maiestatis – „რაც შეგვეხება ჩვენ“ (შდრ. რუსთველისეული „ჩვენ მათიცა
გვეამების...“)
13
სტრ. 20. პალასის ორ ტაძართან – იგულისხმება ათენა პალასის ორი ტაძარი, რომლებიც ისტორიულ დროშიც იყო
თებეში შემორჩენილი: ათენა ონკასა (შდრ. ესქილე, „შვიდნი თებეს წინააღმდეგ“ , სტრ. 487, 501) და ათენა კადმოსელისა, ანუ
ისმენოსელისა.
14
სტრ. 21. ისმენოსის სამისნო ფერფლთან – აპოლონ ისმენიოსის საკურთხეველთან; ეს ტაძარი მდინარე ისმენოსის
მახლობლად იყო აგებული. აქ ქურუმები წინასწარმეტყველებას გასცემდნენ მსხვერპლშეწირვის სანაცვლოდ, რაც მსხვერპლის
შეწირვასა და საკუთხეველთან დაწვას გულისხმობდა. აქედანაა „სამისნო“ ფერფლი.
15
სტრ. 38. სასტიკი მომღერალი – იგულისხმება სფინქსი და მისი გამოცანა. შდრ. სტრ. 391, 508, 1199. სფინქსი იყო
ურჩხული ლომის ტანით, ქალის თავითა და მკერდით, არწივის ფრთებითა და გველის კუდით. ლაიოსის სიკვდილის შემდეგ
სფინქსი თავზარს სცემდა ყველას, ვინც ქალაქში შესვლას ან ქალაქიდან გამოსვლას ცდილობდა. სფინქსი ყველას უსვამდა
გამოცანას: „ვინ დადის დილით ოთხზე, შუადღისას ორზე და საღამოს სამზე?“ და ვინც ვერ გამოიცნობდა, ყველას ხოცავდა და
ჭამდა. ოიდიპოსმა პასუხი გასცა გამოცანას („ადამიანი“) და გადაარჩინა ქალაქი. სფინქსმა თავი მოიკლა. ოიდიპოსმა სანაცვლოდ
მიიღო ქალაქის მმართველობა და ცოლად შეირთო ლაიოსის ქვრივი, იოკასტე.

27
გთხოვთ ყველა მავედრებელი, რამე უნარი გვიპოვე ან ღმერთებისგან ნათქვამი ისმინე ან რომელიმე
ადამიანისგან ისწავლე. ვხედავ, გამოცდილი ხალხისთვის რჩევებს ხშირად დიდი ძალა აქვს. მიდი,
მოკვდავთაგან საუკეთესოვ, წამოაყენე ფეხზე ქალაქი, გაუფრთხილდი შენს დიდებას, რადგან ახლა ეს
მიწა მხსნელს გეძახის, ძველი თავდადების გამო. დაე, არასოდეს გავიხსენოთ შენი მმართველობა [50]
ფეხზე წამომდგრებმა და ბოლოს დაცემულებმა; არამედ აღადგინე ქალაქის უსაფრთხოება. კარგი
ნიშნებით მოგვიტანე მაშინ ბედნიერება, ახლაც ისეთი გახდი. თუ შენ მბრძანებლობ ამ მიწაზე, როგორც
მეფე, უმჯობესია ხალხიან ქვეყანაზე იმეფო, ვიდრე უდაბურზე; რადგან არაფერია არც გალავნიანი
ქალაქი და არც ხომალდი, თუ უკაცრიელია და მცხოვრები არაა მასში.
ოიდიპოსი. ჩემო საბრალო შვილებო, ვიცი, როგორ არ ვიცი, რა სურვილით ხართ მოსულნი.
კარგად ვიცი, რომ [60] ავად ხართ ყველა და თუმცა ავად ხართ, თქვენში არავინაა ჩემსავით სნეული.
რადგან თქვენი ტკივილი მარტო მიდის თითოეულთან, სხვა არაფერი, ხოლო ჩემი სული
ერთდროულად ქალაქზე, ჩემსა და შენზე კვნესის. ასე რომ, ძილიდან არ გამოგიღვიძებივართ. არა,
იცოდეთ, მრავალი ცრემლი დავღვარე, მრავალი გზა გავიარე ფიქრებში ხეტიალისას. კარგად განხილვის
შემდეგ ვიპოვე მხოლოდ ერთი წამალი და ასეც მოვიქეცი: მენეკევსის ვაჟი, [70] კრეონი, ჩემი ცოლისძმა,
სხივოსნის პითიურ სახლში გავგზავნე 16 , რომ გაიგოს, რა უნდა ვქნათ ან ვთქვათ, რომ ვიხსნათ ეს
ქალაქი. და ახლა, როცა დღეებს ვანგარიშობ, უკვე ვღელავ, რას შვრება? იგი წასულია ბევრად უფრო მეტ
ხანს გონივრულ დროსთან შედარებით. როცა კი მოვა, მაშინ ბოროტი ვიქნებოდი, თუ არ გავაკეთებდი
ყველაფერს, რასაც ღმერთი ცხადყოფს.
ქურუმი. დროულად ბრძანე, რადგან ამასობაში ეს ხალხი მაჩვენებს, რომ კრეონი
გვიახლოვდება.
ოიდიპოსი. [80] მეუფე აპოლონ, ნეტავ მხსნელი ბედის ისეთი სინათლით მოვიდეს, როგორი
ნათელი სახეც აქვს!
ქურუმი. ისე ჩანს, რომ კარგი ამბავი მოაქვს, თორემ ასეთი სქელი კენკრაშერთული დაფნის
გვირგვინით თავშემკული არ მოვიდოდა17.
ოიდიპოსი. მალე გავიგებთ, უკვე ხმასაც მივაწვდენთ. მეუფე, ჩემო მოყვარევ, მენეკევსის ძეო,
ღმერთის რა სიტყვა მოგაქვს ჩვენთან?
კრეონი. კარგი ამბავი. ასე ვამბობ, რადგან ძნელად გადასატანი ამბები შეიძლება კარგად
დამთავრდეს, თუ სწორ გასასვლელს იპოვიან.
ოიდიპოსი. ეს რანაირი ნათქვამია? შენმა სიტყვებმა [90] ვერც გამამხნევა და ვერც შემაშინა.
კრეონი. თუ გსურს ამ ხალხის თანდასწრებით ისმინო, მზად ვარ, მოგახსენო ან შინ შევიდეთ.
ოიდიპოსი. ყველას უთხარი. ამათზე უფრო მეტად ვწუხვარ, ვიდრე საკუთარ თავზე.
კრეონი. გეტყვი, რაც ღმერთისგან გავიგონე. სხივოსანმა მეუფემ გარკვევით გვიბრძანა, ქვეყნის
სიბილწე, ამ მიწაზე აღზრდილი18, გავაძევოთ და უკურნებელი არ ვკვებოთ.
ოიდიპოსი. როგორი განწმენდით? უბედურების რა სახეა?
კრეონი. [100] გაძევებით ან მკვლელობის მკვლელობით გადახდით, რადგან ამ სისხლს ავდარი
მოაქვს ქალაქისთვის.
ოიდიპოსი. და ვინ არის კაცი, რომლის ბედსაც ის მიუთითებს?
კრეონი. ჩვენ, მბრძანებელო, გვყავდა ლაიოსი ამ მიწის მეუფედ, სანამ შენ იკისრებდი ქალაქის

16
სტრ. 70. სხივოსნის პითიურ სახლში გავგზავნე... – სხივოსანი, ფოიბოსი (Φοῖβος) არის ღმერთ აპოლონის ყველაზე
ხშირი ეპითეტი. პითიური სახლი – აპოლონის ტაძარი დელფოსში, რომლის წინასწარმეტყველების გარეშე ბერძნები არ იღებდნენ
არც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო ცხოვრებაში.
17
სტრ. 83. სქელი კენკრაშერთული დაფნის გვირგვინით თავშემკული – აპოლონის ტაძრიდან მთხოვნელი
აუცილებლად დაფნის გვირგვინით უნდა დაბრუნებულიყო. კენკრაშერთული გვირგვინი გამოიყენებოდა, თუ მთხოვნელს კარგი
ამბავი მოჰქონდა.
18
სტრ. 97. ქვეყნის სიბილწე, ამ მიწაზე აღზრდილი – უბედურება, რომელიც თებეს ეწვია, სწორედ ის იყო, რომ ლაიოსის
მკვლელი, მისივე სამეფოს მკვიდრი, აგრძელებდა თებეს მიწაზე ყოფნას, რითიც ბილწავდა მას მეფის დაღვრილი სისხლით. შდრ.
სტრ. 101. ოიდიპოსი რომ ნებისმიერ სხვა მიწაზე ყოფილიყო, საგზაო კამათისას უცნობის მკვლელობა მას დანაშაულადაც კი არ
ჩაეთვლებოდა.

28
მართვას.
ოიდიპოსი. ვიცი, მსმენია, რადგან არასოდეს მინახავს.
კრეონი. იგი მოკლეს და ღმერთი ახლა ნათლად გვიბრძანებს, მკვლელები, ვინც უნდა იყვნენ,
დავსაჯოთ.
ოიდიპოსი. რომელ მიწაზე არიან ისინი? სად მოიძებნება მკრთალი კვალი ძველი დანაშაულისა?
კრეონი. [110] ამ მიწაზეო, ბრძანა. რასაც ეძებენ, პოულობენ; იკარგება, რასაც ყურადღებას არ
აქცევენ.
ოიდიპოსი. ეს მოხდა სახლში, მინდორში თუ უცხო მიწაზე, სად დაეცა ლაიოსი მკვლელის
ხელით?
კრეონი. ბრძანა, სამისნოში წავედიო და გაემგზავრების შემდეგ არ დაბრუნებულა.
ოიდიპოსი. არც მაცნე იყო ვინმე, არც თანამგზავრი, რომელმაც რამე ნახა, რომლისგანაც
შეგვეძლო რამე გაგვეგო და გამოგვეყენებინა?
კრეონი. ყველა დაიხოცა, ერთი ვინმეს გარდა, რომელიც შიშისგან გამოიქცა და მხოლოდ ერთი
რამის თქმა შეუძლია იმ ყველაფრიდან, რაც ნახა.
ოიდიპოსი. [120] და რა იყო ეს? ერთ რამეს შეუძლია ბევრის გასაღები გვაპოვნინოს, იმედის
მცირე დასაწყისი თუ მივიღეთ.
კრეონი. მან თქვა, რომ ავაზაკებს გადააწყდნენ და არა ერთი ძალით მოკვდა იგი, არამედ
ხელების სიმრავლით.
ოიდიპოსი. თუკი ვიღაცამ ვერცხლით არ მოისყიდა აქედან, როგორ გაბედავდა ამას ავაზაკი?
კრეონი. ეს ეჭვი იყო; მაგრამ ლაიოსი რომ დაიღუპა, უბედურებაში შურისმაძიებელი არავინ არ
წარმოქმნილა.
ოიდიპოსი. მეფობა რომ ასე დაეცა, რომელმა უბედურებამ შეგიშალათ ხელი, ყველაფერი
სრულად გამოგერკვიათ?
კრეონი. [130] გამოცანების მომღერალმა სფინქსმა აწმყოზე ფიქრი გვაიძულა და გაურკვეველი
ამბები მიგვატოვებინა.
ოიდიპოსი. მე დავიწყებ თავიდან და კიდევ ერთხელ გამოვავლენ დაფარულს; რადგან
სხივოსანმა ღირსეულად და შენც ღირსეულად გამოავლინეთ მზრუნველობა მიცვლებულისადმი. ასე
რომ, სამართლიანად მნახავთ მოკავშირედ ამ ქვეყნისა და, ამასთანავე, ღმერთის გამო შურისძიებაში, ამ
ლაქას მე გავაქარწყლებ არა შორეული მეგობრისთვის,19 არამედ საკუთარი თავისთვის. რადგან ვინც იგი
მოკლა, [140] მას შეეძლო ჩემზედაც ეძია შური იმავე ხელით. მას რომ ვეხმარები, ამით საკუთარ თავს
ვემსახურები. მაშ, რაც შეიძლება სწრაფად, შვილებო, წამოდექით საფეხურებიდან, ეს მავედრებელთა
შტოებიც წაიღეთ. ვინმემ კადმოსის ხალხი აქ შემიკრიბოს, რომ იცოდნენ, მე ყველაფერს გავაკეთებ:
რადგან ან ბედნიერები გამოვჩნდებით ღმერთთან ერთად, ან დაცემულები.
ქურუმი. შვილებო, წამოვდგეთ; რის გამოც აქ მოვედით, იმას ეს კაცი თავისით გვპირდება და
დაე სხივოსანი, რომელმაც ეს წინასწარმეტყველება გამოგვიგზავნა, [150] მხსნელად მოგვევლინოს და
დაასრულოს ჭირი.

19
სტრ. 137. შორეული მეგობარი – ლაიოსი, ოიდიპოსის მეუღლის პირველი მეუღლე.

29
პაროდოსი

შემოდის მოხუც თებელთა გუნდი.

სტროფი პირველი

გუნდი. ო ზევსის ტკბილსიტყვიანო ნათქვამო, როგორი სულით მოხვედი ოქრომრავალი


პითოდან? გული შიშით მიკვდება, სული მიცახცახებს, ო დელოსელო მკურნალო, რომელსაც ხმამაღლა
მოგმართავთ „იეთი“, შენ გვერდით სავსე ვარ მოწიწებითი შიშით იმის წინაშე, რასაც მიმზადებ; რა
სამსახურს ითხოვ ჩემგან, იქნებ მანამდე უცნობს, იქნებ განახლებულს წლების ტრიალში? მითხარი,
უკვდავო ხმაო, ოქროს იმედის შვილო20.

ანტისტროფი პირველი

[160] პირველად შენ მოგმართავ21, ზევსის ასულო, უკვდავო ათენა, და შენს დას, ჩვენი მიწის
მფარველ არტემისს, რომელიც ჩვენი აგორას წრის ზემოთ22 სახელოვან ტახტზე ზის, და შორსმიმწვდომ
სხივოსანს: ო სიკვდილის მაოტებელო სამო ღმერთო, გამომიჩნდით! თუკი ოდესმე ადრე ქალაქს
დამტყდარი უბედურება, ვაების ცეცხლი, გააძევეთ, ახლაც მოდით!

სტროფი მეორე

ვაიმე, უთვალავ დარდს [170] ვატარებ. ჭირი მოედო მთელ ხალხს, ვერ მოვიფიქრე იარაღი, რომ
მოვიგერიო. ნაქებ მიწას ნაყოფი არ მოაქვს, ქალები ვერ მშობიარობენ და ითმენენ ტკივილებს „იეს“
ძახილით; დაინახავ, ერთიმეორის მიყოლებით მიფრინავს სიცოცხლე, როგორც ფრთოსანი ჩიტი, უფრო
სწრაფად, ვიდრე უძლეველი ცეცხლი, დასავლეთის ღმერთის ნაპირისკენ.

ანტისტროფი მეორე

ამ აურაცხელი სიკვდილით იღუპება ქალაქი. [180] ბავშვები მიწაზე წვანან შეუბრალებლად,


მკვდრები სიკვდილს თესავენ და არავინ გლოვობს მათზე. ამ დროს ცოლები და ჭაღარა დედები კივიან
საკურთხევლის საფეხურებზე, ზოგი – აქ, ზოგი – იქ, ისმის ვედრება და ოხვრა-კვნესა საზარელ
ხვედრზე. ლოცვა მკურნალისადმი ისმის ცხადად და მასთან ერთად ხმა კვნესისა. ამისთვის, ზევსის
ოქროს ასულო, გამოგვიგზავნე სანატრელი შველა.

20
სტრ. 159. უკვდავო ხმაო, ოქროს იმედის შვილო – აპოლონი, რომელიც გაიგივებულია მისივე სიტყვასთან, ანუ
წინასწარმეტყველებასთან, რომელიც მოკვდავში აჩენს უბედურებისგან თავის დახსნის იმედს.
21
სტრ. 160. პირველად შენ მოგმართავ... – პაროდოსი აგებულია როგორც საკულტო ჰიმნი, რომელიც დახმარებისთვის
ღმერთებს მიმართავს. თავდაპირველად მოცემულია ღმერთების სახელები მათი ეპითეტებით (უკვდავი ათენა; მფარველი
არტემისი; შორსმიმწვდომი აპოლონი); შემდეგ არის თხოვნა („სამო ღმერთო, გამომიჩნდით!“) და მისი დასაბუთება ადრე
გაწეული დახმარებით. შემდეგ, სტროფების მეორე წყვილში გადმოცემულია ვითარება, რომელიც ღმერთების ჩარევას მოითხოვს;
უბედურების სურათებს, რომელიც ქალაქს ეწია, ერთვის დახმარების ახალი თხოვნა (სტროფების მესამე წყვილი). შდრ. ქრისესის
ლოცვა აპოლონისადმი „ილიადაში“ (I სიმღერა, სტრ. 37-42) და საპფოს ჰიმნი აფროდიტესადმი (ფრ. 1).
22
სტრ. 162. აგორას წრის ზემოთ – აგორაზე, ქალაქის მთავარ მოედანზე, რომლის ცენტრში, როგორც ჩანს, იყო
საკურთხეველი და არტემისის ქანდაკება.

30
სტროფი მესამე

[190] დაე, მძვინვარე არესმა23, რომელიც ახლა ბრინჯაოს ფარის გარეშე მწვავს და ხმაურობს,
ზურგი მაქციოს, უკან დაიხიოს, სწრაფად გაიქცეს ჩვენი მიწიდან, ზურგქარმა წაიყვანოს ან
ამფიტრიტეს 24 დიდი მღვიმისაკენ, ან თრაკიის არასტუმართმოყვარე ტალღებისკენ, სადაც ნავსაყუ-
დელიც არ არის. რადგან თუ ღამემ რამე ვერ დაასრულა, დღე მოდის ამისთვის; ეს ცეცხლისმატარებელი
შენ, [200] მეხის ძალის მფლობელო ზევსო მამა, შენი ელვით მოსპე.

ანტისტროფი მესამე

მეუფე ლიკეიოს 25 , მინდა, რომ ოქროწნული ლარიდან დაუნდობელი ისრები ისროლო და


დაგვიცვა ცეცხლისმატარებელი მტრისგან, არტემისმაც, რომელიც ელვარე ჩირაღდნებით დაქრის
ლიკიის მთებზე 26 ; ოქროსმიტრიანსაც ვუხმობ [210] ამ მიწის სახელის მქონეს 27 , ღაჟღაჟა ბაკქოსს 28 ,
„ევოის“ რომ უყვირიან თანამგზავრი მენასები 29 , მოგვიახლოვდეს ანთებული სოჭის ელვარე ჩირაღ-
დნით, ჩვენი მოკავშირე ღმერთებისთვის საძულველი ღმერთის წინააღმდეგ.

23
სტრ. 190. არესი – ომის ღმერთი არესი, რომელიც სიკვდილს უგზავნიდა მეომრებს ბრძოლის ველზე, აქ გააზრებულია,
როგორც ღმერთი, რომელიც მშვიდობიანობის დროს ხალხის სიკვდილშია დამნაშავე (ფარის გარეშე, შუბების გარეშე).
24
სტრ. 194. ამფიტრიტე – პოსეიდონის მეუღლე, რომელიც ზღვის სიღრმეში ცხოვრობდა.
25
სტრ. 203. მეუფე ლიკეიოს – აპოლონი.
26
სტრ. 208. ლიკიის მთებზე... – არტემისის კავშირი ლიკიის მთებთან წარმოიშვა, როგორც ჩანს, აპოლონის ეპითეტის
„ლიკეიოსის“ ანალოგიით. ამ ეპითეტის წარმოშობას λυκ („სინათლე“) ფუძის სხვადასხვა განმარტებას უკავშირებენ; სიტყვიდან
λύκος „მგელი“ (აპოლონი ითვლებოდა ფარის მგლებისგან დამცველად); მცირე აზიის ქვეყანა ლიკიიდან, საიდანაც იყო
წარმოშობით ლეტო, რომელმაც ზევსს ტყუპები, აპოლონი და არტემისი, უშვა. რაც შეეხება არტემისს, ტროიძენში,
პელოპონესოსის ჩრდილოეთ სანაპიროზე, იყო არტემის ლიკიელის ტაძარი (პავსანიასი, II, 31, 4).
27
სტრ. 209. ამ მიწის სახელის მქონე – იგულისხმება შემდეგ ნახსენები ღმერთი დიონისოსი, თებეს დედოფალ სემელესა
და ზევსის ძე.
28
სტრ. 213. ბაკქოსი – დიონისოსის ერთ-ერთი სახელი. თებეს ხანდახან ბაკქეია (ბაკქოსის კუთვნილი) ეწოდებოდა.
29
სტრ. 214. მენასები (მენადები) – დიონისოსის თანმხლები ქალები.

31
პირველი ეპისოდიონი

ოიდიპოსი. ლოცულობ, და შენი ლოცვის პასუხად, თუკი ჩემს სიტყვებს ერთგულებით მოუსმენ
და საკუთარ სნეულებაზე იზრუნებ, დახმარებასაც მიიღებ და უბედურებისგან ხსნასაც. ამ სიტყვებს მე
საჯაროდ ვიტყვი, რადგან ჩემთვის უცხო იყო [220] ნათქვამიცა და მომხდარიც. შორს ვერ გავყვებოდი
კვალს მარტო, რომ არ მქონოდა მინიშნება. ახლა კი ამბის შემდეგ მოქალაქე გავხდი მოქალაქეებში30,
თქვენ, ყველა კადმოსელს, გიცხადებთ შემდეგს: თქვენგან ვინც იცის, ვისგან დაიღუპა ლაიოს
ლაბდაკოსის ძე, მას ვუბრძანებ, ყველაფერი მე განმიცხადოს. თუნდაც ეშინოდეს, ვუბრძანებ, აღიაროს
საკუთარი დანაშაული, სხვა სასჯელს არ მიიღებს, მხოლოდ ამ ქვეყანას დატოვებს უვნებელი. [230]
თუკი ვინმემ იცის, რომ მკვლელი უცხოელია, სხვა მიწიდან, დაე, ნუ დადუმდება 31 ; რადგან მას
ჯილდოს მივცემ და მადლობასაც გადავუხდი. ხოლო თუ დადუმდებით, შიშის გამო თუ მეგობარს ან
საკუთარ თავს აარიდებთ ჩემს ბრძანებებს, მისმინეთ, თუ რას ვიზამ: გიბრძანებთ, რომ იმ მიწის ვერც
ერთი მცხოვრები, რომელსაც მე ვმართავ, ვერ მისცემს თავშესაფარს მკვლელს32 და ვერ იურთიერთებს
მასთან, ვინც უნდა იყოს იგი, ვერ გახდის ლოცვასა და მსხვერპლშეწირვაში მონაწილედ, [240] მასთან
ერთად ხელს ვერ განიბანს. უნდა გააძევოთ სახლებიდან, როგორც თქვენთვის უწმინდურება, როგორც
პითიურმა ღმერთმა ახლახან წინსწარმეტყველებით მამცნო. ამ გზით მე ვხდები მოკავშირე ღვთისა და
მოკლული კაცისა. საზეიმოდ ვფიცავ, რომ მკვლელი, ვინც უნდა იყოს, მარტოა დამნაშავე თუ მას
თანამზრახველები ჰყავს, იქნება დაწყევლილი და დაიმსახურებს, რომ იცხოვროს უბედური
ცხოვრებით. ჩემთვის კი ვლოცულობ, თუ იგი [250] გახდა ჩემი სახლის მცხოვრები და მე ეს გავიგე, მეც
იმით დავიტანჯო, რაც ახლახან სხვებისთვის ვისურვე. თქვენ კი გავალებთ ყველაფერ ამის
აღსრულებას, ჩემ გამო, ღმერთის გამო და ამ მიწის გამო, უნაყოფოდ და უღმერთოდ რომ დაქცეულა. ეს
საკითხი ღმერთს რომც არ აღეძრა, მაინც შეუფერებელი იქნებოდა, დაუსჯელად დაგეტოვებინათ
დანაშული, როდესაც ასეთი წარჩინებული კაცი და თანაც მეფე დაიღუპა, უნდა გამოგეძიათ; მაგრამ
ახლა, როდესაც მე მიპყრია ის ძალაუფლება, რომელიც მანამდე მას ეპყრა, [260] როცა ვფლობ მის
სარეცელსა და ზიარ მეუღლეს, რომელსაც უნდა ეშვა მისთვის შვილები, შთამომავლობის იმედი რომ
წარუმატებელი არ ყოფილიყო, ერთი დედისგან ნაშობი შვილები ჩვენ საერთო კავშირით შეგვკრავდა;
როგორც იყო, მას განსაცდელი დაატყდა თავს, – მე ამ საქმეს მივყვები, თითქოს ის ჩემი საკუთარი მამა
იყოს,33 ვიბრძოლებ მისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვიპოვო მისი მკვლელი, რადგან ის იყო ძე
ლაბდაკოსისა, შთამომავალი პოლიდოროსისა, ადრინდელი კადმოსისა და ძველი აგენორისა. იმათზე,
ვინც არ დამემორჩილება, ვლოცულობ, რომ ღმერთებმა [270] არ გაუგზავნონ მიწის მოსავალი, არც მათს
ქალებს გაუჩინონ შვილები, რომ დაიღუპონ ახლანდელი უბედურებით ან ამაზე უარესით. თქვენდამი
კი, დანარჩენო კადმოსელებო, რომლებიც ამას ემორჩილებით, დაე, ჩვენი თანამებრძოლი დიკე 34 და
ყველა ღმერთი მუდმივად მოწყალე იყოს.
კორიფაიოსი. რაკი წყევლით შემკარი, ამას გეტყვი, მეუფეო. მე არ მომიკლავს და ვერც მკვლელს
ვერ გამოვააშკარავებ. ვინც უნდა გამოიძიოს, ეს სხივოსანია, რომელმაც გვიბრძანა, მან უნდა თქვას, ვინ

30
სტრ. 223. მოქალაქე გავხდი მოქალაქეებში – ათენის სამართლის მიხედვით, ბოროტმოქმედის დევნა შეიძლება
აღძრულიყო მხოლოდ სრულუფლებიანი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, როგორიც გახდა ოიდიპოსი, როდესაც მეფედ
იქნა არჩეული.
31
სტრ. 230. თუკი ვინმემ იცის, რომ მკვლელი უცხოელია, სხვა მიწიდან, დაე, ნუ დადუმდება – ასევე ათენის
პროცესუალური კოდექსის ელემენტი: თანამონაწილის სასჯელისგან გათავისუფლება, თუკი იგი საჯაროდ აღიარებდა
დანაშაულს.
32
სტრ. 236. ვერ მისცემს თავშესაფარს მკვლელს – მკვლელის „მოკვეთა“ ადამიანებთან ურთიერთობისა და ტაძრების
მონახულების აკრძალვით, ასევე იყო ათენის სისხლის სამართლის ელემენტი.
33
სტრ. 264. თითქოს ის ჩემი საკუთარი მამა იყოს... – როდესაც ოიდიპოსი იოკასტეს მეუღლე გახდა, იგი დაუნათესავდა,
მოყვრობის ერთობით დაუკავშირდა ლაიოსს და ამიტომ, ათენის სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მას უფლება აქვს წამოიწყოს
ჯერაც ვერნაპოვნი დამნაშავის სისხლის სამართლებრივი დევნა.
34
სტრ. 274. დიკე – ზევსისა და თემისის ასული, სამართლიანობისა და მორალური წესრიგის ქალღმერთი ძველ
ბერძნულ მითოლოგიაში.

32
ჩაიდინა ეს.
ოიდიპოსი. [280] სამართლიანად თქვი, მაგრამ ღმერთებს ვერც ერთ ადამიანი ვერ აიძულებს
გააკეთონ, რაც არ სურთ.
კორიფაიოსი. მეორე საუკეთესოდ რაც მიმაჩნია, იმას ვიტყოდი.
ოიდიპოსი. მესამეც თუა, ისიც უყოყმანოდ თქვი.
კორიფაიოსი. ვიცი, რომ რასაც ხედავს სხივოსანი მეუფე, იმას ხედავს მეუფე ტირესიასიც,
მისგან შეიძლება გამომძიებელმა უცხადესად შეიტყოს ყველაფერი.
ოიდიპოსი. უყურადღებოდ არც ეს დამიტოვებია. კრეონის რჩევით, ორგზის გავგზავნე კაცი მის
მოსაყვანად. ამდენ ხანს რომ არ მოდის, მიკვირს.
კორიფაიოსი. [290] არის კიდევ ერთი ბუნდოვანი და ძველი ნათქვამი.
ოიდიპოსი. რა ნათქვამია? ყველა სიტყვას განვიხილავ.
კორიფაიოსი. ამბობენ, რომ იგი მოკლეს ვიღაც მოგზაურებმა.
ოიდიპოსი. მეც მსმენია, მაგრამ არავის უნახავს, ვინც ეს დაინახა.
კორიფაიოსი. მაგრამ თუ იცის, შიში რა არის, შენი მოსმენის შემდეგ, არ მოიცდის, ისეთი
წყევლაა.
ოიდიპოსი. თუ გამკეთებელს არ აქვს შიში, იმას სიტყვისაც არ ეშინია.
კორიფაიოსი. თუმცა არავინაა, ბრალი რომ დასდოს. მაგრამ აი, მოჰყავთ ბოლოს და ბოლოს
ღვთაებრივი მისანი, ერთადერთი ადამიანი, რომელშიც სიმართლე ცოცხლობს.

ჩნდება ტირესიასი, რომელიც ბიჭს მოჰყავს.

ოიდიპოსი. [300] ყველაფრის მომცველო ტირესიას, გამოთქმადისაც და გამოუთქმელისაც,


ზეციურისაცა და მიწიერისაც, თუმცა ვერ ხედავ, მაინც გრძნობ, რა დიდი ჭირიც დაატყდა თავს ჩვენს
სახელმწიფოს. აქედან, დიდო წინასწარმეტყველო, შენ მიგიჩნევთ ჩვენს მფარველად და ერთადერთ
მხსნელად. რადგან სხივოსანმა, თუ არ გსმენია მაცნეთაგან, გამოგვიგზავნა პასუხი ჩვენს შეკითხვაზე,
რომ ერთადერთი გზა, თავი ავირიდოთ ამ უბედურებისგან, არის ლაიოსის მკვლელების აღმოჩენა,
შემდეგ მათი მოკვლა ან ჩვენი მიწიდან გაძევება. [310] ამიტომ არ დაგვანანო ფრინველთა ხმები და
მისნობის სხვა ხერხები, გადაირჩინე თავი და იხსენი შენი ქვეყანა, მიხსენი მე, გადაარჩინე ყველაფერი,
რაც გასვრილია მიცვალებულის მიერ. შენს ხელში ვართ და ადამიანის ყველაზე კეთილშობილი
ამოცანაა, სხვებს დაეხმაროს, როგორც კი შეუძლია, ყველაზე უკეთესად.
ტირესიასი. ვაი, ვაი, რა საშინელებაა, გქონდეს სიბრძნე, რომელსაც მფლობელისთვის
სარგებლობა არ მოაქვს! ეს კარგად ვიცოდი, მაგრამ დამისხლტა გონებიდან, თორემ აქ არ მოვიდოდი.
ოიდიპოსი. რა ხდება? რა გულისგამტეხლად მოხვედი?!
ტირესიასი. [320] გამიშვი სახლში: უფრო იოლად იტვირთავ შენ შენს ტვირთს და მე ჩემსას, თუ
დამიჯერებ.
ოიდიპოსი. სამართლიანად არ ლაპარაკობ და არც შესაფერისად საყვარელი ქალაქისთვის,
რომელმაც აღგზარდა, როცა პასუხს არ იძლევი.
ტირესიასი. ვხედავ, რომ შენს სიტყვას შენთვისაც არ მოაქვს სარგებლობა, ამიტომ არ ვამბობ, მეც
იგივე რომ არ განვიცადო.
ოიდიპოსი. ღმერთების სახელით, ცოდნა თუ გაქვს, ზურგს ნუ შეგვაქცევ, როცა ყველანი
მუხლმოდრეკილი გევედრებით.
ტირესიასი. არავის არ გაქვთ ცოდნა, მაგრამ მე ჩემს გასაჭირს არასდროს არ გავამხელ, შენი რომ
არ გავთქვა.
ოიდიპოსი. [330] რას ამბობ?! იცი და არ ამბობ? აპირებ, გვიღალატო და დააქციო ქალაქი?!
ტირესიასი. არც მე მივიყენებ და არც შენ მოგაყენებ ტკივილს. რატომ მეკითხები ამაოდ? ჩემგან
ვერაფერს გაიგებ.
ოიდიპოსი. მაშ, ბოროტთაგან უბოროტესო, კლდესაც რომ განარისხებდი, არ ილაპარაკებ?!
ვერაფერი ვერ შეგეხება? სიჯიუტე არ დასრულდება?!
ტირესიასი. ჩემს მრისხანებას კიცხავ, შენში დაბუდებულს კი ვერ ხედავ, ხოლო მე მლანძღავ.

33
ოიდიპოსი. ვინ არ განრისხდებოდა, რომ გაიგონებდა ასეთ სიტყვებს, [340] რომლებითაც შენ
ახლა შეურაცხყოფ ქალაქს?!
ტირესიასი. მომავალი მაინც დადგება, თუნდაც მე დუმილით შევინახო საიდუმლო.
ოიდიპოსი. რაკი მაინც უნდა მოხდეს, შენ უნდა მითხრა.
ტირესიასი. მეტს არ ვიტყვი: განრისხდი, თუ გინდა, ყველაზე უფრო დიდი მრისხანებით, რაც
გულში გაქვს.
ოიდიპოსი. მაშ, არ დავმალავ არაფერს, იმოდენა მრისხანებაც მაქვს, რასაც ვფიქრობ: იცოდე,
რომ მიმაჩნია, შენ დაეხმარე ამ დანაშაულის დაგეგმვაში და ეს გააკეთე, თუნდაც არა საკუთარი ხელით,
ბრმა რომ არ ყოფილიყავი, იმასაც ვიტყოდი, რომ თავად ჩაიდინე ეს დანაშაული.
ტირესიასი. [350] მართლა?! გეუბნები, საკუთარ განკარგულებას დაემორჩილო და დღეიდან არ
გველაპარაკო არც ამ ხალხს და არც მე: როგორც ამ მიწის უწმინდური წამბილწველი.
ოიდიპოსი. ასე ურცხვად წარმოთქვამ ამ სიტყვას? და სად ფიქრობ გაქცევას?!
ტირესიასი. უკვე გავიქეცი, რადგან ძალაა ჩემს სიმართლეში.
ოიდიპოსი. ვინ გასწავლა ეს? შენი ხელოვნებიდან არ მოდის ეს.
ტირესიასი. შენ თვითონ, რადგან მაიძულე, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მელაპარაკა.
ოიდიპოსი. რა თქვი? გაიმეორე, რომ უკეთ გავიგო.
ტირესიასი. [360] მანამდე ვერ მიხვდი, თუ გამოცდას მიწყობ?!
ოიდიპოსი. ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე გავიგე. კიდევ მითხარი.
ტირესიასი. მე ვთქვი, რომ შენ ხარ კაცისმკვლელი, რომელსაც ეძებ.
ოიდიპოსი. ვერ გაიხარებ, ასეთი საზარელი სიტყვა რომ ორჯერ თქვი.
ტირესიასი. მეტი ვთქვა, რომ კიდევ უფრო განრისხდე?
ოიდიპოსი. რამდენიც გინდა, ამაოდ ითქმება.
ტირესიასი. ვამბობ, რომ ვერ ხვდები, რა სამარცხვინო კავშირი გაქვს შენს ახლობლებთან, ვერ
ხედავ, რა უბედურებაში ხარ.
ოიდიპოსი. ხომ არ გგონია, რომ ასე დაუსჯელად ილაპარაკებ სულ?
ტირესიასი. დიახ, თუკი სიმართლეს რამე ძალა აქვს.
ოიდიპოსი. [370] აქვს, ოღონდ უშენოდ, რადგან შენ არ გაქვს ძალა, რაკი ხარ ბრმა ყურებით,
გონებითა და თვალებით.
ტირესიასი. შე უბედურო, იმას მდებ ბრალად, რასაც ყველა მალე შენ დაგაბრალებს.
ოიდიპოსი. უსასრულო ღამით იკვებები, ასე რომ, ვერც მე, ვერც სხვას, ვინც მზის სინათლეს
ხედავს, ვერ გვავნებ ვერასოდეს.
ტირესიასი. არა, შენი ბედი ჩემს ხელთ არ ჩავარდება, საკმარისად მძლავრია აპოლონი,
რომელსაც ეს ეხება.
ოიდიპოსი. კრეონისაა თუ შენი ეს გამონაგონი?
ტირესიასი. კრეონი არაა შენი უბედურება, შენ თვითონ ხარ.
ოიდიპოსი. [380] ო, სიმდიდრე, ძალაუფლება, ო ხელოვნების ხელოვნებავ, რომელიც
ყველაფერს აღემატება დაპირისპირებით სავსე ცხოვრებაში, რა დიდია თქვენში შემონახული შური, თუ
ამ თანამდებობისთვის, რომელიც ქალაქმა დამაკისრა, ეს საჩუქარი იყო, რაც არ მითხოვია, სანდო
კრეონი, ძველი მეგობარი, ჩუმად მომეპარა და დამხობას მიპირებს და მოისყიდა ეს მზაკვარი მოგვი,
ცბიერი თაღლითი, რომელიც მხოლოდ სარგებელს განჭვრეტს, თავის ხელოვნებაში კი ბრმაა! [390]
მოდი, მითხარი, სად დაადატურე შენი მისნობა? როდესაც მომღერალი ძაღლი იყო აქ, რატომ არაფერი
თქვი, რომ მოქალაქეები გაგეთავისუფლებინა? იმ გამოცანას ხომ ვინმე გამვლელი კაცი ვერ
გამოიცნობდა, სწორედ მისნობა იყო საჭირო; და შენ გამოამჟღავნე, რომ არ ფლობ ამ ხელოვნებას არც
ფრინველებისგან 35 და არც რომელიმე ღვთისგან. უფრო მე მოვედი, არაფრის მცოდნე ოიდიპოსი,
შევაჩერე ის, პასუხი კი ვიპოვე საკუთარი გონების წყალობით, ფრინველებისგან არ მისწავლია. ახლა კი

35
სტრ. 395. ფრინველებისგან – ძველ საბერძნეთში მისნობის ერთ-ერთ სახეობა იყო ფრინველთა ფრენისა და ამ დროს
გამოცემული ხმების საფუძველზე წინასწარმეტყველება. შდრ. სტრ. 966. ბრმა ტირესიასი თავის დასკვნებს სწორედ ამ ნიშნის
მიხედვით აკეთებდა. იხ. ანტიგონე, სტრ. 999-1004.

34
შენ ცდილობ ჩემს ჩამოგდებას, გგონია, რომ [400] დიდი გავლენა გექნება კრეონის კარზე. მაგრამ მე
ვფიქრობ, რომ შენ და ის, ვინც ჩაიფიქრა ეს ყველაფერი, ინანებთ, რომ ამ მიწის განწმენდა
გულმოდგინედ ისურვეთ: ბერიკაცი რომ არ ყოფილიყავი, მაგ შენი ქედმაღლობის ფასს გასწავლიდი.
კორიფაიოსი. ჩვენ ასე ვასკვნით, რომ ეს სიტყვები, ორივესი, მისი და შენი, ოიდიპოს,
მრისხანებამ გათქმევინათ. ჩვენ ეს კი არ გვჭირდება ახლა, არამედ უნდა ვეძებოთ, როგორ შეგვიძლია
საუკეთესოდ შევასრულოთ ღმერთის წინასწარმეტყველება.
ტირესიასი. თუმცა შენ მეფე ხარ, მე მაინც მაქვს თანაბარი უფლება, პასუხი გაგცე, ამას მეც
განვაგებ. [410] მე ხომ არ ვცხოვრობ შენს მონად, არამედ ლოქსიასის36. და არც კრეონის მფარველობა არ
დამჭირვებია. გეუბნები, რაკი დასცინე ჩემს სიბრმავეს, შენ თვალხილული ხარ და ვერ ხედავ, რა
სიავეში ხარ, სად და ვისთან ცხოვრობ. იცი კი, ვისი შვილი ხარ? არ იცი, რომ შენიანების მტერი ხარ
როგორც მიწისქვეშ, ისე მიწაზე და ორმაგი დარტყმა დედაშენისა და მამაშენის საშინელი წყევლისა
ერთხელაც გაგაძევებს ამ ქალაქიდან და ახლა რომ ხედავ, შემდეგ წყვდიადი დაგეუფლება. [420] რა
ადგილი არ მოისმენს შენს ყვირილს, კითერონის37 რომელ ნაწილს არ მოიცავს შენი გოდება, როდესაც
გაიგებ შენი ქორწინების ამბავს და მიხვდები, ამ უნავსადგურო სახლს მიადექი ბედნიერი ნაოსნობის
შემდეგ. ვერ ხედავ მთელ წყებას სხვა უბედურებათა, რომელიც საკუთარ შვილებთან გაგათანაბრებს.
ახლა კი ლანძღე კრეონი და ჩემი სიტყვა: ვერც ერთი მოკვდავი ვერასოდეს ვერ დაიტანჯება შენზე
მეტად.
ოიდიპოსი. შეიძლება მისგან ამ აუტანელი რამის მოსმენა? [430] წადი, დაიღუპე! არ ჩქარობ?! ვერ
შეტრიალდები და ვერ წახვალ ამ სახლიდან?!
ტირესიასი. არც მოვიდოდი, შენ რომ არ გეხმე.
ოიდიპოსი. არ ვიცოდი, თუ ასეთ სიბრიყვეს ილაპარაკებდი, თორემ დიდი დრო გავიდოდა,
სანამ სახლში მოგიხმობდი.
ტირესიასი. ჩვენ ასეთები ვიშვით, როგორც შენ ფიქრობ, ბრიყვნი, შენს მშობლებს კი, რომელთაც
გშობეს, გონიერებად მივაჩნდით.
ოიდიპოსი. რომლებს? მოიცა, ვინ მშვა მოკვდავთაგან?
ტირესიასი. ეს დღე გშობს და გაგაცამტვერებს.
ოიდიპოსი. სულ გამოცანასა და გაუგებარს ამბობ.
ტირესიასი. [440] მერედა შენ არ ხარ საუკეთესო საიდუმლოთა გამოცნობაში?!
ოიდიპოსი. იმაში მკიცხავ, რაშიც აღმოაჩენ, რომ დიდი ვარ.
ტირესიასი. თანაც სწორედ მაგ ბედმა დაგღუპა.
ოიდიპოსი. თუ ეს ქალაქი გადავარჩინე, სხვა არ მადარდებს.
ტირესიასი. ამრიგად, მე მივდივარ, შენ, ბიჭო, გამიძეხი.
ოიდიპოსი. დიახ, წააყვანინე თავი, აქ ყოფნით მაბრკოლებ და ხელს მიშლი, წახვალ და მეტად
აღარ მომაყენებ ტკივილს.
ტირესიასი. ვიტყვი, რისთვისაც მოვედი და წავალ, შენი სახის არ მეშინია, რადგან შენ მე
ვერასოდეს ვერ გამანადგურებ. გეუბნები: კაცი, რომელსაც ამდენი ხანია [450] ეძებ, რომელსაც ემუქრები
და ბრალს სდებ ლაიოსის მკვლელობაში, იგი აქაა, თითქოსდა უცხო და ჩამოსულია, თუმცა მალე
მკვიდრი თებეელი აღმოჩნდება, მაგრამ ამ ამბით ვერ გაიხარებს. ბრმა, თუმცა ახლა ხედავს, ღატაკი,
თუმცა ახლა მდიდარია, უცხო მხარეს გაეშურება და თავის წინ მიწას მოჩხრეკს თავისი ჯოხით და
აღმოჩნდება, რომ თავისი შვილებისთვის ერთროულად ძმაცაა და მამაცაა, შვილი და ქმარია ქალისა,
რომელმაც შობა, ხოლო მამის [460] სარეცლის მოზიარე და მკვლელი. ახლა წადი და ეს გაიაზრე: თუ
აღმოაჩენ, რომ ვცდები, თქვი, რომ მისნობის საქმეში არაფერი გამეგება.

36
სტრ. 410. ლოქსიასი – აპოლონის ერთ-ერთი სახელია. დაკავშირებულია ზმნასთან λέγω „ვამბობ“ და შეიძლება
„ორაზროვანს“ ნიშნავდეს.
37
სტრ. 421. კითერონი – ქედი თებესა და ატიკის საზღვარზე, სადაც ყველაზე უფრო გავრცელებული ვერსიით მიაგდეს
ოიდიპოსი, ხოლო, სოფოკლეს ვერსიით, იგი გადაეცა კორინთოსელ მწყემსს. შდრ. სტრ. 1134, 1391.

35
პირველი სტასიმონი
სტროფი პირველი

გუნდი. ვინ არის ის, ვისზედაც დელფოსური კლდიდან ბრძანა წინასწარმეტყველურმა ხმამ,
რომ სისხლისფერი ხელებით შექმნა გამოუთქმელთაგან გამოუთქმელი ცოდვა? დროა, ფეხით გაიქცეს
უფრო სწრაფად, ვიდრე მიქრიან მძლავრი ცხენები. [470] რადგან ცეცხლოვანი ელვით შეიარაღებული
მიექანება მისკენ ზევსის ძე და უკან მისდევენ საზარელი შეუმცდარი კერები.38

ანტისტროფი პირველი

ახლახან ხმა გაისმა თოვლიანი პარნასოსიდან39, ნაბრძანებია, ყველამ ეძებოს უცნობი კაცი. იგი
ხარივით დაბორიალობს დაბურულ ველურ ტყეში, გამოქვაბულებსა და კლდეებში, მარტოა თავის
უსიხარულო გზაზე, [480] ცდილობს, გაექცეს მიწის ჭიპიდან ნაწინასწარმეტყველებ დაღუპვას, მაგრამ
ბედი მუდმივად თავს დასტრიალებს.

სტროფი მეორე

ბრძენმა ფრინველთმისანმა ამაღელვა საზარელი ამბით და ვერც ვადასტურებ და ვერც


უარვყოფ, არ ვიცი, რა ვთქვა. დავიბენი და ვერც აწმყოს ვხედავ და ვერც – მომავალს. არასოდეს არც
წარსულ დღეებში და არც ამჟამად არ მსმენია, რომ ლაბდაკიდესებსა40 და [490] პოლიბოსის ძეს41 შორის
უთანხმოება ყოფილიყო, რომ ეჭვი შემეტანა ოიდიპოსის საერთო-სახალხო დიდებაში და
ლაბდაკიდესების სახელით მომეთხოვა შურისძიება გაუხსნელი მკვლელობისათვის.

ანტისტროფი მეორე

ზევსი და აპოლონი ბრძენნი არიან და მოკვდავთა საქმეთა [500] მცოდნენი, მაგრამ არ არსებობს
არანაირი სარწმუნო ნიშანი იმისა, რომ მოკვდავმა მისანმა შეიძლება მიაღწიოს ჩემზე მეტ ცოდნას,
თუმცა კაცი კაცს სიბრძნით შეიძლება აღემატებოდეს, მაგრამ მანამდე, სანამ არ დავინახავ, რომ სიტყვა
სიმართლეა, ოიდიპოსისადმი ბრალდებას არ დავეთანხმები. ყველას თვალწინ ფრთოსანი ქალწული
ოდესღაც გამოვიდა მის წინააღმდეგ და იგი ბრძენი აღმოჩნდა, [510] და ქალაქის მსახურების გამოცდა
ჩააბარა. ამიტომ მე მას ვერასოდეს ვერ ჩავთვლი დამნაშავედ.

38
სტრ. 472. კერები – ერინისები, თავდაპირველად, სისხლით ნათესავის მკვლელობისთვის ან შებილწვისთვის
შურისმაძიებელი ქალღმერთები; შემდგომში მათი მოქმედების სფეროში მოხვდა ყველა მკვლელობა.
39
სტრ. 475. თოვლიანი პარნასოსი – პარნასოსის მთის ფერდობზე განლაგებულია დელფოსი და აპოლონის სამისნო,
სადაც „მიწის ჭიპიდან“ წინასწარმეტყველებს აპოლონი. დელფოსში განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ ლოდს,
რომელიც კრონოსმა ყრმა ზევსის ნაცვლად გადაყლაპა და შემდეგ თავისი წიაღიდან ამოანთხია სხვა გადაყლაპულ შვილებთან
ერთად. ადგილი, სადაც იდო ეს ლოდი, ითვლებოდა სამყაროს ცენტრად („ჭიპად“).
40
სტრ. 489. ლაბდაკიდესები – თებეს მეფის, კადმოსის შვილიშვილის, ლაბდაკოსის შთამომავლები.
41
სტრ. 490. პოლიბოსის ძე – ოიდიპოსი, რომელიც კორინთოსის მეფის, პოლიბოსისა და დედოფალ მეროპეს შვილად
ითვლებოდა.

36
მეორე ეპისოდიონი

შემოდის კრეონი.

კრეონი. მოქალაქენო, გამიგია, რომ საშინელ ბრალდებას მიყენებს მე მეფე ოიდიპოსი და


მოვედი აღშფოთებული. თუ ფიქრობს, რომ ახლანდელ განსაცდელში ჩემგან რამენაირად დაზარალდა
სიტყვით ან საქმით, საერთოდ არ მინდა, ცოცხალი დავრჩე, თუკი ასეთი ბრალდება უნდა გადავიტანო.
ეს ჭორი და ტყუილი [520] მარტო უბრალო უსამართლობა კი არაა, არამედ დიდი გაქანებისაა, თუკი
სამშობლოს ვღალატობ და მოღალატედ ვიწოდები თქვენგან და ჩემი მეგობრებისგან.
კორიფაიოსი. იქნებ ეს ბრალდება მრისხანებისას წამოცდა და სინამდვილეში ასე არ ფიქრობს?!
კრეონი. სიტყვა თქმულა, თითქოს ჩემი რჩევებისთვის დაუჯერებია და ტყუილი სიტყვები
უთქვამს მისანს?
კორიფაიოსი. ეს თქვა, ოღონდ არ ვიცი, რას გულისხმობდა.
კრეონი. აუმღვრეველი მზერა ჰქონდა და დაწყობილი გონება, როდესაც მე ამ ბრალდებას
მიყენებდა?
კორიფაიოსი. [530] არ ვიცი. ვერ ვხედავ, რას შვრებიან ბატონები. აი, თავად გამოდის სახლიდან.

გამოდის ოიდიპოსი.

ოიდიპოსი. შენა ხარ?! აქ როგორ მოხვედი? იმოდენაა შენი თავხედობა, რომ გაბედე ჩემს სახლში
მოსვლა, შენ, რომელიც ცხადად ხარ მისი პატრონის მკვლელი და მისი გვირგვინის აშკარა ქურდი?
მოდი, მითხარი, ღმერთების სახელით, ცბიერება ნახე ჩემში თუ უგუნურება, ეს საქმე რომ ჩაიფიქრე?!
შენ გეგონა, რომ ვერ შევამჩნევდი შენს საქციელს, შეუმჩნევლად რომ მომეპარე ან გავიგებდი და ვერ
მოვიგერიებდი? [540] უგუნური არ არის შენი მცდელობა, ხალხისა და მეგობრების გარეშე ესწრაფოდე
ძალაუფლებას, რომელიც ხალხითა და სიმდიდრით მიიღწევა?!
კრეონი. იცი, რა უნდა ქნა? შენს ნათქვამზე პასუხი უნდა მოისმინო, რომ გეცოდინება, შემდეგ
იმსჯელო.
ოიდიპოსი. ლაპარაკში ძლიერი ხარ, მაგრამ მე ვარ შენი ცუდი მოსწავლე, რადგან ჩემს ბოროტ
მტრად მიმაჩნიხარ.
კრეონი. სწორედ ამაზე ახლა ჯერ მომისმინე, რას გეტყვი.
ოიდიპოსი. სწორედ ამაზე ნუ მეტყვი, რომ ბოროტი არ ხარ.
კრეონი. თუ ფიქრობ, რომ უაზრო სიჯიუტე [550] რამე სიკეთეა, საღად ვერ აზროვნებ.
ოიდიპოსი. თუ შენ ფიქრობ, რომ შეგიძლია ბოროტი უყო ნათესავს და არ დაისაჯო, კარგად ვერ
აზროვნებ.
კრეონი. გეთანხმები, ამას სწორად ამბობ, მაგრამ ამიხსენი, რა სიავე მოგივიდა ჩემგან?!
ოიდიპოსი. შენ დამარწმუნე თუ არა, რომ საჭირო იყო, ამ ღირს მისან კაცთან გაგვეგზავნა ვინმე?
კრეონი. ახლაც იმავე აზრისა ვარ.
ოიდიპოსი. რამდენი ხანია, რაც ლაიოსი...
კრეონი. რა ლაიოსი? არ მესმის.
ოიდიპოსი. [560] მოკლეს და გაქრა?
კრეონი. დროის ათვლა წარსულში შორს გადაგვიყვანდა.
ოიდიპოსი. ეს მისანი თავის ხელოვნებას ფლობდა მაშინ?
კრეონი. ბრძენი იყო მაშინაც და ახლანდელივით დაფასებული.
ოიდიპოსი. და იმ დროს მახსენა?
კრეონი. არა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი თანდასწრებით არა.
ოიდიპოსი. და მკვლელობას არ იძიებდით?
კრეონი. როგორ არ ვიძიებდით? თუმცა ვერაფერი გავიგეთ.
ოიდიპოსი. და ამ ამბავს ეს ბრძენი მაშინ რატომ არ მოჰყვა?

37
კრეონი. არ ვიცი, რაც არ ვიცი, იმაზე დუმილს ვარჩევ.
ოიდიპოსი. [570] ერთი რამ მაინც ხომ იცი და იმას იტყვი, საღ გონებაზე თუ ხარ.
კრეონი. რაა? თუ ვიცი, არ უარვყოფ.
ოიდიპოსი. ის რომ, შენთან რომ არ შეკრულიყო, იგი მე ლაიოსის მკვლელად არ
დამასახელებდა.
კრეონი. ასე თუ თქვა, შენ უკეთ იცი, მე კი მინდა გკითხო, როგორც ახლა შენ მკითხე.
ოიდიპოსი. მკითხე, ვერასოდეს ვერ დამიმტკიცებ მკვლელობას.
კრეონი. მაშ, მითხარი, ჩემი და ხომ გყავს ცოლად?
ოიდიპოსი. ამის უარყოფა არ შეიძლება.
კრეონი. და ამ მიწას მასთან თანაბრად მართავ?
ოიდიპოსი. [580] რასაც ისურვებს, ყველაფერს ვუსრულებ.
კრეონი. მე არ ვარ მესამე, თქვენ ორის თანაბარი?
ოიდიპოსი. სწორედ აქ გამოავლინე თავი ყალბ მეგობრად.
კრეონი. არა, თუ ჩემსავით საკუთარ თავს გაუწევ ანგარიშს. ჯერ ეს განიხილე, ნუთუ გგონია,
რომ ვინმე აირჩევს მმართველობას საშინელებებთან ერთად და არა წყნარ ძილსა და იმავე
ძალაუფლებას? მე, მაგალითად, ბუნებით არ მიველტვი მეფობას, უფრო მეფური ქმედება მიზიდავს,
როგორც ნებისმიერ კაცს, ვინც საღ ჭკუაზეა. [590] ახლა ყველაფერს ვიღებ შენგან შიშის გარეშე, თავად
რომ ვყოფილიყავი მბრძანებელი, ბევრი რამის გაკეთება მომიწევდა ნების საწინააღმდეგოდ. მაშ
როგორღა იქნება მეფობა უფრო ტკბილი, ვიდრე უმტკივნეულო მართვა და ძალაუფლება? ჯერ ისე
შემცდარი არ ვარ, ისეთი რამ ვისურვო, რასაც სარგებლობა არ მოაქვს. ახლა ყველა მესალმება, ახლა
ყველა თბილად მხვდება, ვისაც შენთან სათხოვარი აქვს, ჩემთან საუბარს მიელტვის, რადგან ჩემშია
წარმატების მთელი მათი იმედი. მაშ, რატომ უნდა ვთქვა ამაზე უარი და სხვა რამე ვისურვო? [600] არც
ერთი გონება არ გაბოროტდება, თუ საღ აზრზეა. ამგვარი გაგების მოყვარული არ ვარ და თუ ვინმე სხვა
განახორციელებს მას, მე ვერასოდეს ვერ ავყვები. ამის დასამტკიცებლად, ჯერ წადი პითოსთან და
იკითხე, სწორად მოგიტანე თუ არა მისი ნაწინასწარმეტყველები. შემდეგ, თუკი აღმოაჩენ, რომ რამე
დავგეგმე მისანთან ერთად, შემიპყარი და მომკალი ორი განაჩენით, არა ერთი ბაგიდან გამოთქმულით,
არამედ ორიდან, ჩემი ბაგიდან, არანაკლებ შენი ბაგისა; მაგრამ მტკიცებულების გარეშე ნუ დამდებ
ბრალს, [610] უსამართლოა ცუდების კარგებად [610] გამოცხადებაცა და კარგების ცუდებადაც. მე
ვამბობ, რომ ნამდვილი მეგობარი გააძევო იგივეა, რაც გულიდან ამოიგდო სიცოცხლე, რომელიც
ყველაზე უფრო გიყვარს. ამას ყველაფერს დროის შემდეგ გაიგებ, რადგან მხოლოდ დრო გამოავლენს
მართალ კაცს, ხოლო მტყუანს ერთ დღეშიც იცნობ.
კორიფაიოსი. კარგად ილაპარაკა იმისთვის, ვინც ზრუნავს, არ წაიქცეს, მეფევ; ვინც სწრაფად
ფიქრობს, მყარი არ არის.
ოიდიპოსი. როდესაც იდუმალი შეთქმული სწრაფად მიახლოვდება, მეც სწრაფი უნდა ვიყო.
[620] თუ მას მშვიდად დაველოდები, მისი ჩანაფიქრი აღსრულდება, ჩემი კი დაიმსხვრევა.
კრეონი. მაშ, რა გინდა? ამ მიწიდან უნდა გამაძევო?
ოიდიპოსი. სულაც არა, შენი სიკვდილი მინდა და არა გაძევება, რომ შევძლო, გაჩვენო, შური რა
არის.
კრეონი. მაშ, ამბობ, რომ არც დათმობ და არც დაიჯერებ?
ოიდიპოსი. ...
კრეონი. ვხედავ, რომ გონებამ გიღალატა.
ოიდიპოსი. რაც მე მეხება, იმაში ბრძენი ვარ.
კრეონი. ბრძენი უნდა იყო, ჩემი აზრითაც.
ოიდიპოსი. შენ ბოროტი ხარ.
კრეონი. თუკი ვერაფერს ხვდები?
ოიდიპოსი. ვიღაცა უნდა მბრძანებლობდეს.
კრეონი. არა, თუ ცუდად მბრძანებლობს.
ოიდიპოსი. ო, ქალაქო, ქალაქო!
კრეონი. [630] ქალაქი ჩემიცაა, მარტო შენი არაა.

38
გუნდი. შეწყვიტეთ, მბრძანებლებო. ვხედავ, რომ დროულად გამოდის სახლიდან იოკასტე,
რომლის დახმარებითაც ახლანდელი მტრობა კეთილად უნდა დასრულდეს.

შემოდის იოკასტე.

იოკასტე. უბედურებო, რატომ გამართეთ ეს უაზრო კამათი? ნუთუ არ გრცხვენიათ, როდესაც


ქვეყანა ასე ავადაა, პირად წყენაზე იფიქროთ? წამოდი, სახლში შემოდი, შენ კი, კრეონ, შენს სახლში წადი
და ამ ამბავს დიდ ტკივილად ნუ აქცევთ.
კრეონი. დაო, ოიდიპოსი, შენი მეუღლე [640] ორი საშინელებიდან ერთ-ერთს მიმზადებს: ან
სამშობლოდან გაძევებას, ან შეპყრობასა და მოკვლას.
ოიდიპოსი. ვადასტურებ, რადგან ბოროტებას მიპირებდა პირადად მე, ქალო, ავი ცბიერებით და
გამოვიჭირე.
კრეონი. არ გამეხაროს, დავიწყევლო და დავიღუპო, თუ რამე მექნას იმათგან, რასაც მაბრალებ.
იოკასტე. ღმერთების სახელით, დაიჯერე, ოიდიპოს! განსაკუთრებით ამ ფიცს ღმერთებისადმი
ეცი პატივი, შემდეგ მე და ამ ხალხს შენ ირგვლივ.

39
კომოსი

სტროფი

გუნდი. დაუჯერე, იფიქრე და მოუსმინე, უფალო, გევედრები.


ოიდიპოსი. [650] მაინც რა გინდა, რომ დაგითმო?
გუნდი. დააფასე იგი, ვინც წარსულში არ იყო უგუნური და ახლა ძლიერია თავისი ფიცით.
ოიდიპოსი. იცი მაინც, რას ითხოვ?
გუნდი. ვიცი.
ოიდიპოსი. მაშინ მითხარი, რას გულისხმობ.
გუნდი. არასოდეს არ უნდა ენდო დაუმტკიცებელ ჭორს და ბრალი არ უნდა დასდო მეგობარს,
რომელიც ფიცს დებს.
ოიდიპოსი. მაშინ, კარგად იცოდე, ამას რომ ითხოვ, ჩემს სიკვდილს ან ამ მიწიდან გაძევებას
ითხოვ.
გუნდი. [660] არა, ღმერთებს შორის პირველს, ჰელიოსს გეფიცები, უღვთოდ და უმეგობროდ
ყველაზე საშინელი სიკვდილით დავიღუპო, თუ ეგ ფიქრი მაქვს! მაგრამ მე, უბედურს, სულს მიტანჯავს
ქვეყნის კვდომა და ძველ უბედურებას თქვენ ორისგან აღძრული ახალი სიავე ემატება.
ოიდიპოსი. მაშ, წავიდეს, თუმცა ამით მე უტყუარად მოვკვდები [670] ან პატივაყრილს
გამაძევებენ ამ ქვეყნიდან. შენმა და არა მისმა ვედრებამ გამოიწვია ჩემში თანაგრძნობა, ის კი, სადაც
უნდა იყოს, ყველგან მეძულება.
კრეონი. მართლაც პირქუში ხარ დათმობაშიც კი, მძიმე ხარ, მაშინაც, როცა რისხვა გადაგივლის,
ასეთი ბუნების ხალხს საკუთარი თავისთვის მართლაც უბედურება მოაქვს.
ოიდიპოსი. ვერ დამტოვებ და ვერ წახვალ?
კრეონი. მივდივარ, შენ კი ვერ გამიგე, თუმცა ამათთვის ისევ ის ვარ, რაც ვიყავი.

კრეონი გადის.

ანტისტროფი პირველი

გუნდი. ქალო, რატომ აყოვნებ ამ კაცის სახლში შეყვანას?


იოკასტე. [680] ჯერ უნდა გავიგო, რა მოხდა.
გუნდი. ბუნდოვანი ეჭვი აღიძრა, უსამართლობა ჭრილობას აყენებს.
იოკასტე. ორივე მხარეს?
გუნდი. დიახაც.
იოკასტე. და რა იყო ამბავი?
გუნდი. საკმარისია, საკმარისია ჩემთვის! როდესაც ქვეყანა განსაცდელშია, გავჩერდეთ იქ, სადაც
ამბავი გაჩერდა.
ოიდიპოსი. ხედავ, სად მიხვედი, თუმცა კარგი კაცი ხარ, ჩემს აზრს მაინც ასუსტებ და
მრისხანებას აცხრობ?

ანტისტროფი მეორე

გუნდი. [690] მეუფე, მე არაერთხელ მითქვამს ადრეც, დარწმუნებული იყავი, მე ვიქნებოდი


შეშლილი და საღ აზრს მოკლებული, თუ მიგატოვებდი შენ, რომელმაც სწორი გზა დაუსახე ჩემს
საყვარელ ქვეყანას, როდესაც ის განსაცდელში იყო და რომელიც, როგორც ჩანს, ახლაც წარმატებით
გაგვიძღვება წინ.
იოკასტე. ღმერთების სახელით, მეც მითხარი, მეუფე, მიზეზი, რომლის გამოც ასე სასტიკად

40
განრისხდი.
ოიდიპოსი. [700] გეტყვი, რადგან შენ მათზე მეტად გცემ პატივს, ქალო. კრეონია მიზეზი, ის
მიწყობს შეთქმულებას.
იოკასტე. მითხარი, თუ შეგიძლია, ცხადად, როგორ დაიწყო შუღლი.
ოიდიპოსი. ამბობს, რომ მე გავხდი ლაიოსის მკვლელი.
იოკასტე. თვითონ იცის, თუ ვინმე სხვისგან გაუგია?
ოიდიპოსი. ბოროტმოქმედი მისანი გამომიგზავნა, როდესაც თვითონ პირი სუფთად შეინახა.
იოკასტე. შენ ახლა გაათავისუფლე საკუთარი თავი იმისგან, რასაც ლაპარაკობ, მე მომისმინე და
ისწავლე, რომ მოკვდავისთვის არ არსებობს მისნობის არანაირი ხელოვნება. [710] მე ახლა ამის სხარტ
მტკიცებას გაჩვენებ. ოდესღაც ლაიოსმა მიიღო წინასწარმეტყველება, არ ვიტყვი, რომ თავად
სხივოსნისგან, მაგრამ მისი მსახურებისგან, რომლის მიხედვითაც იგი შვილის ხელით მოკვდებოდა,
რომელსაც მე და ის ვშობდით. ხოლო ის, როგორც გვეუბნებიან, უცხოელმა ავაზაკებმა მოკლეს სამი
გზის შესაყარზე. ბავშვის დაბადებიდან სამი დღეც არ გასულა, ლაიოსმა ფეხის კოჭები შეუკრა და
სხვისი ხელებით მიუვალ მთაზე დააგდო. [720] ასე რომ, ამ შემთხვევაში, არ გამართლდა აპოლონის
წინასწარმეტყველება, რომ იგი მამის მკვლელი გახდებოდა, ლაიოსიც არ მოკვდა შვილის ხელით, რა
საშინელებისაც ეშინოდა. ასე აღსრულდა მისნობის სიტყვები; ნუ მიაქცევ ყურადღებას; რა
საჭიროებასაც ღმერთი ეძებს, იოლად გამოავლენს თვითონ.
ოიდიპოსი. სულის რა აწრიალებამ, ქალო, გონების რა აგზნებამ მომიცვა, რომ გავიგონე შენი
ნათქვამი!
იოკასტე. რა მღელვარებით აღძრული ამბობ ამას?
ოიდიპოსი. მგონი, შენგან გავიგონე, რომ ლაიოსი [730] მოკლეს სამი გზის შესაყარზე.
იოკასტე. ასე ითქვა და ასე ფიქრობენ დღემდე.
ოიდიპოსი. სად არის ის ადგილი, სადაც ეს უბედურება მოხდა?
იოკასტე. მიწას ჰქვია ფოკისი 42 , სადაც დელფოსიდან და დავლისიდან მომავალი გზები
ერთდება.
ოიდიპოსი. რა დრო გავიდა, რაც ეს ამბები მოხდა?
იოკასტე. ცოტა ხნით ადრე, ვიდრე შენ აიღებდი ხელში ძალაუფლებას ამ მიწაზე, გამოეცხადა
ეს ამბავი ქალაქს.
ოიდიპოსი. ო ზევს, რის გაკეთებას მიპირებ?!
იოკასტე. რატომ გაღელვებს ეს, ოიდიპოს?
ოიდიპოსი. [740] ნუღარ მეკითხები. ჯობს, მითხრა, როგორი იყო ლაიოსი გარეგნობით, რა
ასაკისა იყო?
იოკასტე. მოსული იყო, თმა უჭაღარავდებოდა, გარეგნობით შენგან დიდად არ
განსხვავდებოდა.
ოიდიპოსი. ვაი მე უბედურს! მგონი, საკუთარი თავი სასტიკად დავიწყევლე და არ ვიცოდი.
იოკასტე. როგორ ამბობ? ვცახცახებ, რომ გიყურებ, მეუფე.
ოიდიპოსი. საშინლად სასოწარკვეთლი ვარ, მეშინია, რომ მისანი ხედავს. უკეთესად გამარკვევ,
თუ ერთ რამეს მეტყვი.
იოკასტე. თუმცა ვკანკალებ, მაინც მოგისმენ და გიპასუხებ, რასაც მკითხავ.
ოიდიპოსი. [750] ცოტა ხალხი ახლდა, თუ როგორც მხედართმთავარს, მეომრების მთელი
ამალა?

42
სტრ. 733. ფოკისი – მხარე შუა საბერძნეთში, რომლის ცენტრიც იყო დელფოსი. მისგან აღმოსავლეთით, თებეს გზაზე
იმყოფებოდა დავლისი. პირდაპირი მანძილი დელფოსიდან დავლისამდე ოდნავ აღემატება 20 კილომეტრს. მთაში გამავალი გზა,
რა თქმა უნდა, ოდნავ მეტი იქნებოდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ოიდიპოსს ახალი დატოვებული ექნებოდა დელფოსი და ჯერ
კიდევ იქნებოდა იქ გაგონილი საშინელი წინასწარმეტყველების გავლენის ქვეშ (იხ. სტრ. 789-793), როდესაც ლაიოსსა და მის
ამალას გადაეყარა.

41
იოკასტე. სულ ხუთნი იყვნენ, მათ შორის ერთი იყო შიკრიკი; იყო ერთი ეტლი, რომელსაც
მართავდა ლაიოსი.
ოიდიპოსი. ვაი რომ, ყველაფერი ცხადია უკვე. ვინ მოგიტანა ეს ამბავი, ქალო?
იოკასტე. მსახურმა, რომელიც ერთადერთ გადარჩა და შინ დაბრუნდა.
ოიდიპოსი. შემთხვევით შინ ხომ არ არის ახლა?
იოკასტე. არა. როდესაც დაბრუნდა და დაინახა, რომ ლაიოსის დაღუპვის შემდეგ შენ გქონდა
ძალაუფლება, მალე [760] შემევედრა, ხელი ხელზე დამადო, გამეგზავნა ის მინდვრად, ცხვრის
საძოვრებზე, რაც შეიძლება შორს ქალაქიდან. და მე გავგზავნე იგი; ეს მონა კაცი ამაზე მეტსაც კი
იმსახურებდა.
ოიდიპოსი. შეიძლება ჩვენთან დავიბაროთ ისევ სასწრაფოდ?
იოკასტე. შეიძლება. მაგრამ რატომ გინდა ეს?
ოიდიპოსი. მეშინია, ქალო, რომ ჩემი სიტყვები წინდაუხედავი იყო და ამიტომ მინდა მისი ნახვა.
იოკასტე. იგი მოვა. მაგრამ მეც ვიმსახურებ, ვიცოდე, [770] რა უსიამოვნება გაქვს, მეუფე.
ოიდიპოსი. მე არ დაგიმალავ ახლა, როდესაც ჩემი ავი წინათგრძნობა ასე შორს წავიდა. შენზე
უკეთესს ვის უნდა ვუთხრა, როცა ასეთ დღეში ჩავვარდი? მამაჩემი იყო პოლიბოსი კორინთოსელი,
დედა კი მეროპე დორისელი. მე ვითვლებოდი უდიდეს კაცად ამ ქალაქში, სანამ არ შემემთხვა ამბავი,
გაკვირვებას რომ იმსახურებდა, მაგრამ არ იმსახურებდა ჩემს ასეთ განსაკუთრებულ ყურადღებას.
ქეიფში ვიღაც ღვინით გალეშილმა კაცმა [780] მამაჩემის არა ღვიძლი შვილი მიწოდა. მე,
განრისხებულმა, იმ დღეს როგორც შემეძლო, თავი შევიკავე, ხოლო მეორე დღეს მივედი დედასა და
მამასთან და გამოვკითხე. ისინი გაუბრაზდნენ იმას, ვინც ეს შეურაცხმყოფელი სიტყვა თქვა. მათგან მე
ეს გამიხარდა და მაინც გული მეტკინა, რადგან ჭორი ჯერაც ფართოდ ვრცელდებოდა. დედ-მამისგან
უჩუმრად წავედი პითოში, სხივოსანმა უკან გამომაბრუნა, რისთვისაც მოვედი, იმაზე არაფერი უთქვამს,
მაგრამ თავის პასუხში სხვა რამ თქვა, სავსე უბედური, [790] საშინელი და მტანჯველი ამბებით: რომ
დედაჩემის სარეცელს წავბილწავდი, ხალხს დავანახვებდი მოდგმას, რომელსაც ისინი ვერ აიტანდნენ,
მშობელი მამის მკვლელი გავხდებოდი. ეს რომ გავიგონე, კორინთოსის მიწიდან გავიქეცი, მასზე აწი
მხოლოდ ვარსკვლავებს ქვეშ მდებარეობით ვფიქრობ და მივაშურე ადგილს, სადაც არასოდეს ვიხილავ
იმ უბედურების აღსრულებას, რასაც ბოროტი ბედი მიქადის. გზად ამ ქვეყანას მოვადექი, სადაც,
მეუბნები, რომ მეფე გარდაიცვალა. [800] და შენ, ქალო, სიმართლეს გეტყვი. როდესაც მოგზაურობისას
იმ სამ გზას მივადექი, იქ შემხვდა შიკრიკი და ეტლში, რომელშიც ცხენები იყო შებმული, იჯდა კაცი,
როგორიც შენ აღწერე. წინამძღოლმა და თავად მოხუცმაც გზიდან ძალით გადაგდება მომინდომეს.
მაშინ მრისხანებისგან მეეტლეს, რომელიც გადაგდებას მიპირებდა, დავარტყი, მოხუცმა ეს რომ
დაინახა, ეტლით რომ გამისწორდა, თავს დამეცა ორმაგი ორკაპა ჯოხით. [810] მე მას სამაგიერო
სარგებლით გადავუხადე, ამ ხელით კვერთხის ერთი სწრაფი დარტყმით ეტლიდან ჩამოვაგდე. ყველა
დავხოცე. თუ იმ უცხოელს რამე საერთო აქვს ლაიოსთან, ვინ არის მაშინ ჩემზე უფრო უბედური?
რომელი კაცი იქნება ღმერთებისთვის უფრო საძულველი? ვერც უცხო და ვერც მოქალაქე ვერ მიიღებს
სახლში, ხმას ვერ გასცემს, ყველამ უნდა გააძევოს საკუთარი სახლიდან. [820] და ეს წყევლა საკუთარ
თავს მე თვითონ დავატეხე. და შევუბილწე სარეცელი მოკლულს იმავე ხელით, რომლითაც სიცოცხლეს
გამოვასალმე. საზიზღარი არ ვარ? არ ვარ სრულიად უწმინდური? რაკი უნდა განმდევნონ,
დევნილობაში არ უნდა ვნახო ჩემი ხალხი, არც ფეხი უნდა დავადგა ჩემს მიწას, რათა არ შევერთო დედას
და არ მოვკლა მამაჩემი პოლიბოსი, რომელმაც მშვა და აღმზარდა. არ იქნებოდა მართალი, ვინც ამ ამბავს
ჩემთვის რომელიმე სასტიკი ღვთაების მოვლენილად მიიჩნევდა? [830] არ დაუშვა, არ დაუშვა,
ღმერთების წმინდა კრძალვავ, ეს დღე რომ დავინახო! არა, ნება მომეცი, დავშორდე ყველა კაცს, სანამ
დავინახავ, რომ ეს უბედურება დამემართა.
კორიფაიოსი. ჩვენც, მეფევ, ეს ამბები გვაშინებს; მაგრამ სანამ ამ ამბის დამსწრისგან ყველაფერს
არ გაიგებ, იმედი იქონიე.
ოიდიპოსი. და მართლაც ეს იმედიღა დამრჩა: ველოდები მხოლოდ მწყემს კაცს.
იოკასტე. რას ელი მისგან, რომ გამოჩნდება?
ოიდიპოსი. გეტყვი. თუ მისი მონათხრობი [840] შენსას დაემთხვა, გავექცევი მაშინ უბედურებას.
იოკასტე. განსაკუთრებული რა სიტყვა ისმინე ჩემგან?

42
ოიდიპოსი. შენ თქვი, რომ, იმ კაცის სიტყვით, ყაჩაღებმა მოკლეს ლაიოსი. თუ იგი ისევ იტყვის
მათს რიცხვზე, მე არ მომიკლავს; ერთი ვერ გახდება მრავლის ტოლი; მაგრამ თუ დაასახელებს ერთ
მოგზაურს, მაშინ უეჭველად მე ვარ დამნაშავე.
იოკასტე. ამბავი ასე იყო მოყოლილი, ეს იცოდე და ვეღარ გააბათილებს მას ისევ, [850] რადგან
ქალაქმა გაიგონა, მხოლოდ მე არა, ეს; მაგრამ თუნდაც გადაუხვიოს პირველი ნათქვამიდან, ვერასოდეს
ვერ გვაჩვენებს, რომ ლაიოსის მკვლელობა, სულ ცოტა, შეესატყვისება წინასწარმეტყველებას, რადგან
ლოქსიასმა პირდაპირ ბრძანა, რომ იგი უნდა მომკვდარიყო ჩემი შვილის ხელით. როგორღა მოხდა, რომ
ამ საბრალო უცოდველმა ვერ მოკლა, რადგან მანამდე თვითონ დაიღუპა? ამ დროიდან არ მჯერა
წინასწარმეტყველებების და მის გამო არც აქეთ და არც იქით არ გავიხედავ.
ოიდიპოსი. სწორად მსჯელობ; მაგრამ მაინც გაგზავნეთ ვინმე გლეხთან [860] და უყურადღებოდ
არ მიატოვოთ ეს საქმე.
იოკასტე. სასწრაფოდ გავგზავნი; მაშ, სახლში შევიდეთ: არაფერს არ ვიზამ, რაც შენ არ
გესიამოვნება.

ოიდიპოსი და იოკასტე შინ შედიან.

43
მეორე სტასიმონი

სტროფი პირველი

გუნდი. დაე, ბედისწერამ შემიქოს ყველა სიტყვისა და საქმის წმინდა სისუფთავე, რომლებიც
დადგენილია უზენაესი კანონებით, ზეციური ეთერით შექმნილი, რომელთა მამა მხოლოდ ოლიმპოსია
და არა მოკვდავ ადამიანთა მოდგმა, [870] და დავიწყება მათ არასდროს არ დააძინებს: მათში მძლავრი
ღმერთია, რომელიც არ ბერდება.

ანტისტროფი პირველი

ქედმაღლობა წარმოშობს ტირანს. ქედმაღლობა, თუ ის უმიზნოდ ყველაფრით გადავსებულია,


რაც არ არის მისთვის ჩვეული და სასარგებლო, უმაღლეს მწვერვალს აღწევს და სასტიკად დაენარცხება
უფსკრულში, რომელსაც თავს ვერ [880] დააღწევს. ვლოცულობ, რომ ღმერთმა არასოდეს შეწყვიტოს
ქალაქისთვის სიკეთის მომტანი ეს ბრძოლა. ყოველთვის მფარველად მეყოლება ღმერთი.

სტროფი მეორე

თუკი ვინმე მედიდური სიტყვითა და საქმით დადის, არ ეშინია სამართლის, არც ღმერთებს არ
სცემს პატივს, ავმა ბედისწერამ შეიპყროს იგი დამღუპველი ქედმაღლობის გამო, თუ სამართლიანად არ
იხვეჭს სიმდიდრეს, [890] არ გაურბის უწმინდურობასა და ხელშეუხებელს ეხება უგუნურად. რომელი
ადამიანი დაიტრაბახებს, რომ შეძლებს, ამგვარი კაცი ღმერთის ისრებისგან დაიცვას? თუ ასეთი რამეები
შეიძლება დაფასდეს, მე რა მაცეკვებს წმინდა ცეკვით?!

ანტისტროფი მეორე

არასდროს არ წავალ მოწიწებით მიწის ჭიპთან თაყვანის საცემად, [900] არც აბეს ტაძარში, არც
ოლიმპიაში43, თუ ეს წინასწარმეტყველებანი ერთმანეთს არ შეუთანხმდება მოკვდავთათვის ცხადად.
მაგრამ, მბრძანებელო, სწორად თუ გიხმობენ, ზევსო, ყოვლის უფალო, არ დაგემალოს შენ და შენს
უკვდავ ძალაუფლებას. ძველი წინასწარმეტყველება ლაიოსზე ფერმკრთალდება, ხალხი მას აღარ
აფასებს, აღარსად არ სცემენ პატივს აპოლონს, [910] იკარგება ღვთაებრიობა.

43
სტრ. 900. აბეს ტაძარი – აპოლონის ტაძარი აბეში, დავლისის ჩრდილო-აღმოსავლეთით; ოლიმპია – ელისის საკულტო
ცენტრი, პელოპონესოსის დასავლეთით; იქ აგებულ ზევსის უზარმაზარ ტაძარში, ისე, როგორც აბეში, მთხოვნელებს ეძლეოდათ
წინასწარმეტყველება.

44
მესამე ეპისოდიონი

სასახლიდან გამოდის იოკასტე, ხელთ უპყრია მავედრებლის შალშემოხვეული შტო.

იოკასტე. ამ ქვეყნის მბრძანებლებო, აზრად მომივიდა, ვეწვიო ღმერთების ტაძრებს, ხელში


მიჭირავს შტო და ეს საკმეველი. გულთან მეტისმეტად ახლოს მიაქვს ოიდიპოსს ყველანაირი
საზრუნავი; როგორც გონიერი კაცი, ახალზე ძველი მისნობის მიხედვით ვერ მსჯელობს და იმის
ხელშია, ვინც ლაპარაკობს, თუკი საშინელებას ამბობს. ვინაიდან ჩემი რჩევით ვერაფერ კარგს ვერ
ვაკეთებ, შენთან, ლიკეოს აპოლონ, მოვედი, რადგან უახლოესი ხარ, [920] როგორც მავედრებელი ამ
სალოცავი სიმბოლოებით, რათა მოგვცე ხსნა ამ უწმინდურობისგან. რადგან ახლა ვშიშობთ ყველანი,
როდესაც შეშინებულს ვხედავთ, როგორც შიშობენ ისინი, ვინც გემის შეშინებულ მესაჭეს ხედავენ.

შემოდის მაცნე.

მაცნე. გავიგებ თქვენგან, უცხოელებო, თუ სად არის ოიდიპოსის სახლი? ან უკეთ, მითხარით,
ხომ არ იცით თვითონ სადაა?
კორიფაიოსი. ესაა მისი სასახლე, ის შინაა, უცხოელო; მისი ცოლი და მისი შვილების დედა კი
აქაა.
მაცნე. მაშინ იყოს იგი მუდამ ბედნიერი ბედნიერთა შორის, [930] რადგან იგი მისი
სრულუფლებიანი მეუღლეა.
იოკასტე. ბედნიერი იყავი შენაც, უცხოელო, კეთილი მოსალმებით შენ ეს დაიმსახურე, მაგრამ
გვითხარი, რა დაგჭირვებია ან რისი თქმა გინდა.
მაცნე. კარგი ამბები შენი სახლისა და შენი მეუღლისთვის, ქალო.
იოკასტე. რა ამბებია? ვისგან ხარ მოსული?
მაცნე. კორინთოსიდან; შეტყობინება, რომელსაც მალე გადმოგცემ, გაგახარებს, რატომაც არა,
თუმცა, შეიძლება, დაგამწუხროს კიდეც.
იოკასტე. რა ხდება? ორივე ძალა როგორ აქვს?!
მაცნე. იქაურები მას ტირანად დააყენებენ [940] ისთმოსის მიწისა44, როგორც იქ ითქვა.
იოკასტე. როგორ? მოხუცი პოლიბოსი აღარ მეფობს?
მაცნე. არა, რადგან სიკვდილს იგი საფლავში ჰყავს.
იოკასტე. რას ამბობ? პოლიბოსი მოკვდა, მოხუცო?
მაცნე. თუ სიმართლეს არ ვამბობ, სიკვდილს ვიმსახურებ.
იოკასტე. მოახლე, წადი და სასწრაფოდ ამცნე ეს ამბავი ბატონს! ო ღმერთების მისნობანო, სად
ხართ?! ესაა კაცი, რომელზედაც ეშინოდა ოიდიპოსს, რომ უნდა მოეკლა და ახლა თავისი ბედისწერით
მოკვდა, არა მისი ხელით.

გამოდის ოიდიპოსი.

ოიდიპოსი. [950] უსაყვარლესო მეუღლევ, იოკასტე ძვირფასო, რატომ გამომიხმე აქ სახლიდან?


იოკასტე. ამ კაცს მოუსმინე და რომ მოუსმენ, განიხილე, სად მივიდა ღმერთის მაღალი მისნობა.
ოიდიპოსი. ვინ არის ეს და რა აქვს ჩემთვის სათქმელი?
იოკასტე. კორინთოსიდანაა, გატყობინებს, რომ პოლიბოსი აღარაა, დაიღუპა.
ოიდიპოსი. რას ამბობ, უცხოელო? თვითონ გახდი ჩემთვის ამის მაცნე.

44
სტრ. 940. ისთმოსის მიწა – ისთმოსი, საერთოდ, ყველა გეოგრაფიულ ყელს აღნიშნავს, მაგრამ ყველაზე ხშირად
იგულისხმება კორინთოსის ყელი, რომელიც შუა და სამხრეთ საბერძნეთს აერთებს.

45
მაცნე. თუ ეს უნდა გამცნო პირველად ცხადად, კარგად იცოდე, მოკვდა და წავიდა.
ოიდიპოსი. [960] რომლით, ცბიერებითა თუ ავადმყოფობით?
მაცნე. ცოტაც ყოფნის ბებერ სხეულს დასაძინებლად.
ოიდიპოს. ეტყობა, უბედური ავადმყოფობით გარდაცვლილა.
მაცნე. დიახ და იმ ხანგრძლივი დროით, რომლითაც იცოცხლა.
ოიდიპოსი. ვაი, რატომ უნდა შეხედოს ვინმემ მისან პითიას კერას ან ფრინველებს, ჩვენს თავზე
რომ წივიან,45 რომელთაც განაცხადეს, რომ მე განწირული ვიყავი, მომეკლა მამაჩემი? იგი მკვდარია და
მიწაში წევს. მე კი აქ ვარ, შუბისთვის თითიც არ დამიკარებია, ერთადერთი, შეიძლება, ჩემი
მონატრებით მოკვდა, მაშინ ნამდვილად მე ვარ მისი სიკვდილის მიზეზი. მაგრამ ახლა, ყველა მისნობა,
რომლისაც მეშინოდა, პოლიბოსმა წაიღო და მათთან ერთად ჰადესში დაიძინა, მათ არანაირი
ღირებულება არ გააჩნიათ.
იოკასტე. ადრეც ამას არ გეუბნებოდი?
ოიდიპოსი. მეუბნებოდი, მაგრამ მე შიშს ვყავდი ატანილი.
იოკასტე. ახლა არაფერი აღარ მიიტანო გულთან ახლოს.
ოიდიპოსი. როგორ, დედაჩემის სარეცლის არ უნდა მეშინოდეს?
იოკასტე. რისი უნდა ეშინოდეს ადამიანს, რომელზედაც ბედისწერა ბატონობს და წინასწარ
არაფერია ცნობილი? ალალბედზე უნდა იცხოვრო, როგორც შეგეძლება. [980] დედაშენზე
დაქორწინებისა ნუ გეშინია; რადგან ბევრი მოკვდავი სიზმრებში დაწოლილა დედასთან და ვინც ამას
არაფრად აგდებს, იოლად ატარებს ცხოვრებას.
ოიდიპოსი. ეს ყველაფერი შენგან კარგი ნათქვამი იქნებოდა, ცოცხალი რომ არ იყოს დედაჩემი;
ახლა, რაკი ცოცხალია, კარგად კი ილაპარაკე, მაგრამ უეჭველად უნდა მეშინოდეს.
იოკასტე. მამაშენის სიკვდილი დიდი ნუგეშია.
ოიდიპოსი. დიდია, ვიცი; მაგრამ მე ცოცხლისა მეშინია.
მაცნე. და რომელი ქალისა გეშინია?
ოიდიპოსი. [990] მეროპესი, მოხუცო, პოლიბოსი ვისთანაც ცხოვრობდა.
მაცნე. რა აქვს ასეთი, რითი გაშინებს?
ოიდიპოსი. ღვთაებრივი და საშინელი მისნობა, უცხოელო.
მაცნე. შეიძლება ითქვას? თუ სხვამ არ უნდა იცოდეს?
ოიდიპოსი. შეიძლება. რადგან ოდესღაც ლოქსიასმა ბრძანა, რომ მე უნდა შევერთო დედაჩემს
და ჩემი ხელით მამის სისხლი უნდა დავღვარო. ამის გამო დიდხანს გავურბოდი საკუთარ სახლს
კორინთოსში, ბედნიერად კი ვარ, მაგრამ მაინც ტკბილია მშობლების სახეს რომ ხედავ.
მაცნე. და მართლა ამის შიშის გამო იქიდან ხარ დევნილობაში?
ოიდიპოსი. [1000] და მამაჩემის მკვლელიც რომ არ გავმხდარიყავი.
მაცნე. და რატომ არ გაგათავისუფლო ამ შიშისგან, მეუფე, თუ სიკეთით ვარ მოსული შენთან?
ოიდიპოსი. მართლაცდა, დაიმსახურებდი ჩემს ღრმა მადლიერებას.
მაცნე. მართლაც, სწორედ იმისთვის მოვედი, რომ შენ სახლში დაბრუნდე და მე ხეირი ვნახო.
ოიდიპოსი. მაგრამ არასოდეს წავალ ჩემს მშობლებთან ისევ.
მაცნე. შვილო, სრულიად ცხადია, არ იცი, რას აკეთებ.
ოიდიპოსი. როგორ, მოხუცო? ღმერთების სახელით, ამიხსენი.
მაცნე. [1010] თუ ამის გამო გაურბიხარ შინ დაბრუნებას.
ოიდიპოსი. მეშინია, ჩემთან სხივოსნის მისნობა მართალი არ აღმოჩნდეს.
მაცნე. რომ მშობლებისგან სიბილწე არ მიიღო?
ოიდიპოსი. სწორედ ეს, მოხუცო, ეს მაშინებს სულ.
მაცნე. იცი თუ არა, რომ არ გაქვს შიშის საფუძველი?
ოიდიპოსი. როგორ თუ არა, თუ მათგან ვიშვი?

45
სტრ. 966. ფრინველებს, ჩვენს თავზე რომ წივიან – იხ. სტრ. 395 და შენიშვნა.

46
მაცნე. რადგან პოლიბოსი შენი ნათესავი არ არის.
ოიდიპოსი. როგორ თქვი? პოლიბოსმა არ მშვა მე?
მაცნე. ისევე, როგორც მე და უფრო მეტად არა.
ოიდიპოსი. როგორ გაუტოლდება მამაჩემი იმას, ვინც ჩემთვის არავინაა?
მაცნე. [1020] შენ არ უშვიხარ არც იმას, არც მე.
ოიდიპოსი. მაშ შვილს როგორღა მეძახდა?
მაცნე. ოდესღაც საჩუქრად მიგიღო ჩემი ხელიდან.
ოიდიპოსი. და ასე ძლიერ ვუყვარდი სხვისი ხელიდან მიღებული?
მაცნე. წინანდელმა უშვილობამ დაარწმუნა იგი.
ოიდიპოსი. მიყიდე თუ მიპოვე და მას გადამეცი?
მაცნე. გიპოვე კითერონის ტყიან ხეობაში.
ოიდიპოსი. და იმ ადგილებში რატომ დადიოდი?
მაცნე. იქ სამეფო ფარები მებარა.
ოიდიპოსი. მაშ, მწყემსი იყავი და დაქირავებული მოხეტიალე.
მაცნე. [1030] და შენი მხსნელი, შვილო, იმ დროს.
ოიდიპოსი. და რა მტკიოდა, ხელში რომ ამიყვანე?
მაცნე. ფეხის სახსრები46 დაგემოწმება ამას.
ოიდიპოსი. ვაიმე, რატომ გავიხსენოთ ეს ძველი უბედურება?
მაცნე. მე გაგიხსენი, როცა დახვრეტილი გქონდა ტერფები.
ოიდიპოსი. სამარცხვინო ნიშანი, რომელსაც ჩვილის ჩვრებიდან ვატარებ.
მაცნე. სახელიც გეწოდა ამის გამო, ვინც ხარ.
ოიდიპოსი. ო, ღმერთების სახელით, ეს მამამ თუ დედამ გააკეთა, მითხარი!
მაცნე. არ ვიცი, ვინც შენი თავი გადმომცა, მან უკეთ იცის.
ოიდიპოსი. სხვისგან მიმიღე მე, თვითონ არ გიპოვნივარ?
მაცნე. [1040] არა, სხვა მწყემსმა გადმომცა მე.
ოიდიპოსი. ვინ იყო ის? შეგიძლია, ცხადად თქვა?
მაცნე. ასე ამბობდა, ლაიოსის მსახური ვარო.
ოიდიპოსი. მეფისა, რომელიც ამ მიწას მართავდა ძველად?
მაცნე. სწორედაც. ეს კაცი მისი მწყემსი იყო.
ოიდიპოსი. ახლა ცოცხალია? შეიძლება, რომ ვნახო?
მაცნე. თქვენ, აქაურებმა, უკეთ უნდა იცოდეთ.
ოიდიპოსი. არის აქ ვინმე, ვინც იცნობს ამ მწყემსს, როელზედაც ლაპარაკობს, უნახავს იგი
საძოვრებზე ან აქ? [1050] მიპასუხეთ! დრო მოვიდა, ეს ამბები უნდა გამომჟღავნდეს.
გუნდი. მე ვფიქრობ, სხვა არავინაა, თუ არა ის გლეხი, რომლის ნახვაც უკვე გინდოდა, მაგრამ
ყველაზე უკეთ იოკასტე გეტყოდა მასზე.
ოიდიპოსი. ქალო, ფიქრობ, რომ ეს ის კაცია, რომელიც ახლახან დავიბარეთ? მასზე ლაპარაკობს
ეს კაცი?
იოკასტე. რატომ მეკითხები, ვისზე ლაპარაკობს? ყურადღებას ნუ მიაქცევ; ფუჭია იმის
დამახსოვრება, რაც თქვა.
ოიდიპოსი. ეს არ მოხდება, რომ მე ასეთი ნიშნებით ხელში ვერ ამოვხსნა ჩემი დაბადების
საიდუმლო.

46
სტრ.1032. ფეხის სახსრები – საერთოდ გავრცელებული ვერსიით, ლაიოსმა ბრძანა, ბავშვისთვის ტერფები
დაეხვრიტათ და ფეხები მოქნილი ტყავის ქამრით შეეკრათ (შდრ. სტრ. 1034, 1350). ამ ბარბაროსული ოპერაციის შედეგად
ანთებულმა და დასივებულმა ფეხებმა თითქოსდა საბაბი მისცა ბავშვის გადამრჩენებს, მისთვის ოიდიპოსი ეწოდებინათ: ეს
სახელი ბერძნებს გამოჰყავდათ ზმნისგან οἰδάω („დასივება“) და არსებითი სახელისგან ποῦς („ფეხი“). Οἰδίπους –
„ფეხებდასივებული“ (სტრ. 1036).

47
იოკასტე. [1060] ღმერთების სახელით, თუ შენი სიცოცხლე გადარდებს, ნუ იძიებ ამას,
საკმარისად ვიტანჯები მე.
ოიდიპოსი. სიმამაცეს მოუხმე! მონაქალის შვილთაშვილიც რომ აღმოვჩნდე 47 , შენ ვერავინ
დაგამდაბლებს.
იოკასტე. და მაინც მისმინე, გევედრები, ნუ აკეთებ ამას.
ოიდიპოსი. ვერ დაგიჯერებ, სანამ სრულ სიმართლეს არ გავარკვევ.
იოკასტე. შენთვის სიკეთე მინდა და საუკეთესოს გირჩევ.
ოიდიპოსი. ამ საუკეთესო რჩევებმა მოთმინება გადამიწურა.
იოკასტე. შე უბედურო, ნეტავ არასდროს გაიგო, ვინ ხარ.
ოიდიპოსი. ვინმე წავიდეს და მომიყვანოს ის მწყემსი. [1070] ამას კი აცალეთ, გაიხაროს თავისი
წარჩინებული მოდგმით.
იოკასტე. ვაი, ვაი, უბედურო, მხოლოდ ეს მაქვს სათქმელი, მეტი არაფერი საბოლოოდ.

სწრაფად შედის სასახლეში.

კორიფაიოსი. რატომ წავიდა, ოიდიპოს, ეს ქალი აჩქარებული ასეთი ველური მწუხარებით?


მეშინია, ამ დუმილისგან არ ამოვარდეს დარდის ქარიშხალი.
ოიდიპოსი. როგორც უნდა ამოვარდეს! მე ჩემი წარმომავლობის გარკვევა მინდა, რაც უნდა
დაბალი იყოს. შესაძლოა, ამ ქალს, რომელიც ამაყობს თავისი დიდებული გვარით, რცხვენია ჩემი
დაბალი წარმოშობის გამო. [1080] მე, ვინც თავს სიკეთის მომცემი ბედის შვილად მივიჩნევ, არ
შევრცხვები. ამ დედისგან ვიშვი, ჩემი ნათესავები, თვეები, ხან მაპატარავებენ, ხან მადიდებენ. ასეთი
ვიშვი და ვერასოდეს ვერ ვუღალატებ ჩემს წარმოშობას, ასე რომ, უნდა ამოვხსნა ჩემი გაჩენის
საიდუმლო.

47
სტრ. 1062. მონაქალის შვილთაშვილიც რომ აღმოვჩნდე – თავისუფალი ქალი, რომელიც ცოლად მონას გაჰყვებოდა,
თავის სამოქალაქო უფლებებს კარგავდა და მონაქალს უტოლდებოდა. ოიდიპოსი ვერ ხვდება იოკასტეს მღელვარების ნამდვილ
მიზეზს და ჰგონია, რომ ქალს მისი ჭეშმარიტი წარმომავლობის გამჟღავნებისა ეშინია, ანუ ეშინია, ოიდიპოსი მონური
წარმოშობისა არ აღმოჩნდეს (შდრ. სტრ. 1070, 1078 და შმდგ.).

48
მესამე სტასიმონი

სტროფი

გუნდი. თუ მე მისანი ვარ და სწორად მესმის, ოლიმპოსის სახელით, ო, კითერონ, [1090]


გეცოდინება ხვალინდელი სავსემთვარეობისას, რომ ოიდიპოსი პატივს გცემს, როგორც მის ნათესავს,
როგორც მის მკვებავსა და მის დედას და რომ შენ განგადიდებთ ჩვენი ცეკვითა და სიმღერით, რადგან
გულს უხარებ ჩვენს მეფეს. მფარველო სხივოსანო, ნეტავ, ჩვენი ცეკვა-სიმღერა მოგეწონოს!

ანტისტროფი

ვინ, შვილო, მაინც ვინ გშობა შენ ხანგრძლივად მცხოვრებთაგან, რომელიც [1100] შეერთო
მთაზე მოხეტიალე პანს?48 ან იქნებ ლოქსიასის სარეცლის მოზიარემ გშვა? მისთვის ხომ ძვირფასია მთის
საძოვარი ყველა. იქნებ კილენეს მბრძანებელმა49, იქნებ ბაკქოსის ქალების ღმერთმა, მთების მწვერვა-
ლებზე მცხოვრებმა, მიგიღო შენ რომელიმე ჰელიკონელი ნიმფისაგან, რომელსაც იგი ხშირად
ეთამაშება.

48
სტრ. 1100. შეერთო მთაზე მოხეტიალე პანს... – ბერძნულ მითოლოგიაში საკმარისი მაგალითები იყო ღმერთების
მოკვდავ ქალებთან კავშირებისა; ეს ქალები შემდეგ იძულებული იყვნენ, მიეგდოთ ბავშვები – საიდუმლო კავშირის ნაყოფი. ასე
მიგდებული იყო აპოლონისა და ათენის დედოფალ კრეუსას ვაჟი იონი (იხ. ევრიპიდეს ამავე სახელწოდების ტრაგედია); თებეს
დედოფალ ანტიგონეს მიერ ზევსისგან შობილი ტყუპები – ამფიონი და ძეტესი; ასევე ტყუპები, რომლებიც ელისის დედოფალმა
ტირომ უშვა პოსეიდონს – პელიასი და ნელევსი (შდრ. მენანდროსი, სამედიატორო სასამართლო, სტრ. 325-337). ამიტომ გუნდის
ვარაუდი, რომ ოიდიპოსიც ერთ-ერთი ასეთი კავშირის ნაყოფია, ძველბერძნული თვალსაზრისით, არაფერ შეუძლებელს არ
მოიცავს.
49
სტრ. 1105. კილენეს მბრძანებელი – ჰერმესი. კილენე მთა იყო, მაია, ჰერმესის დედა, ამ მთის ნიმფა გახლდათ.

49
მეოთხე ეპისოდიონი

ჩნდება ლაიოსის მწყემსი, რომელიც ოიდიპოსის მსახურებს მოჰყავთ.

ოიდიპოსი. [1110] მოხუცებო, ჩემთვის თუ ნებადართულია, ვისაც არასდროს არ უნახავს ეს


კაცი, გამოვიცნო, მე მგონი, ვხედავ იმ მწყემსს, რომელსაც დიდხანს დავეძებდით. თავის მხცოვან ასაკში
ის წლებით ემთხვევა ამ უცხოელს; ამას გარდა, ვცნობ იმათ, ვისაც მოჰყავს, ჩემი მსახურები არიან,
თუმცა, შესაძლოა, თქვენ ჩემზე მეტი იცოდეთ, თუ ეს მწყემსი ადრეც გინახავთ.
კორიფაიოსი. დიახ, ვიცანი, დარწმუნებული იყავი. ლაიოსის კაცი იყო, უფრო ერთგული,
ვიდრე რომელიმე სხვა მწყემსი.
ოიდიპოსი. პირველად შენ გკითხავ, კორინთოსელო უცხოელო, ისაა, ვისზედაც ლაპარაკობდი?
მაცნე. [1120] კი, ისაა, ვისაც ხედავ.
ოიდიპოსი. აჰა, შენ, მოხუცო, პირდაპირ მიყურე და მიპასუხე, რასაც გკითხავ. ლაიოსისა იყავი
შენ?
მსახური. არა ნაყიდი მონა, არამედ სახლში გაზრდილი.50
ოიდიპოსი. რა საქმით იყავი დაკავებული, რითი ცხოვრობდი?
მსახური. საუკეთესო ხანა ჩემი ცხოვრებისა მე ფარას ვმწყემსავდი.
ოიდიპოსი. რომელ ადგილებში დახეტიალობდი ყველაზე უფრო ხშირად?
მსახური. ხან კითერონზე, ხან მის მეზობლად.
ოიდიპოსი. ეს კაცი თუ გეცნობა, ხომ არ გინახავს იმ ადგილებში?
მსახური. რას აკეთებდა? რომელ კაცზე მელაპარაკები?
ოიდიპოსი. [1130] აგერ რომ გიდგას. ადრე თუ შეხვედრიხარ ოდესმე?
მსახური. არა მგონია, მეხსიერება არაფერს მეუბნება.
მაცნე. გასაკვირი არაა, ბატონო; მაგრამ მე ცხადად გავახსენებ, რაც არ ახსოვს. რადგან კარგად
ვიცი, ემახსოვრება, რომ ორივენი ვცხოვრობდით კითერონის მხარეში, ის ორ ფარას მწყემსავდა, მე –
ერთს, სამ წელიწადს მიყოლებით, გაზაფხულიდან, ვიდრე არქტუროსის ამოსვლამდე 51 . შემდეგ
საზამთროდ მე ჩემს საძოვარზე ვბრუნდებოდი, ის კი ლაიოსის ფარეხში. [1140] ასე იყო, როგორც
ვამბობ, თუ არ იყო?
მსახური. სიმართლეს ამბობ, თუმცა ეს დიდი ხნის წინ იყო.
მაცნე. აბა, ახლა მითხარი, გახსოვს, ბავშვი რომ მომეცი მაშინ, რომ გამეზარდა, როგორც
საკუთარი?
მსახური. რა ხდება? რატომ მეკითხები ამას ახლა?
მაცნე. აი, ეს არის, მეგობარო, მაშინ რომ ყრმა იყო.
მსახური. რატომ არ დაიღუპები? რატომ არ დადუმდები?
ოიდიპოსი. მას ნუ უსაყვედურებ, მოხუცო, რადგან შენი სიტყვები უფროა სასაყვედურო, ვიდრე
მისი.
მსახური. რა ხდება, საუკეთესო ბატონო, რას ვაშავებ?
ოიდიპოსი. [1150] არ ლაპარაკობ იმ ბავშვზე, რომელზედაც გეკითხება.
მსახური. არაფრის მცოდნე ლაპარაკობს, უსარგებლოდ ირჯება.
ოიდიპოსი. კარგი სიტყვით არ ლაპარაკობ, ტკივილი აგამეტყველებს.

50
სტრ. 1123. არა ნაყიდი მონა, არამედ სახლში გაზრდილი – სახლში გაზრდილი მონები ბატონების მეტ ნდობას
იმსახურებდნენ.
51
სტრ. 1137. არქტუროსი – მენახირის თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი. მისი გამოჩენა სექტემბერში
შემოდგომის ბუნიაობას (დღე-ღამის ტოლობას 23 სექტემბერს) მოასწავებდა. „გაზაფხულიდან არქტუროსის ამოსვლამდე“ –
მარტიდან სექტემბრის შუაგულამდე.

50
მსახური. არა, ღმერთების სახელით, ნუ აწვალებთ მოხუც კაცს.
ოიდიპოსი. ვიღაცამ სასწრაფოდ შეუკრას ხელები.
მსახური. რატომ, უბედურო? რისი გაგება გსურს?
ოიდიპოსი. ბავშვი მიეცი, რომელზედაც ის ჰყვება?
მსახური. მივეცი. ნეტავ იმ დღეს დავღუპულიყავი!
ოიდიპოსი. მანდ მიხვალ, თუ არ იტყვი პატიოსან სიმართლეს.
მსახური. და თუ ვიტყვი, კიდევ უფრო გავნადგურდები.
ოიდიპოსი. [1160] ეს კაცი, მგონი, გადადებების ოსტატია!
მსახური. ო, არა, არა! ხომ ვთქვი, მივეცი-მეთქი.
ოიდიპოსი. საიდან აიყვანე? შენი იყო თუ სხვისი?
მსახური. ჩემი არ იყო, სხვისგან მივიღე.
ოიდიპოსი. მოქალაქეთაგან რომლის? რომელი სახლიდან?
მსახური. ღმერთების სახელით, ბატონო, ნუღარ მკითხავ.
ოიდიპოსი. დაიღუპები, თუ ხელახლა დაგისვი შეკითხვა.
მსახური. ეს იყო ბავშვი ლაიოსის სასახლიდან.
ოიდიპოსი. მონა, თუ მისი ნათესავი?
მსახური. ვაიმე! საშინელების თქმას ვაპირებ.
ოიდიპოსი. [1170] მე კი გაგონებას, მაგრამ მაინც უნდა გავიგონო.
მსახური. უნდა იცოდე: ამბობენ, რომ ეს მისი შვილი იყო, შენი მეუღლე უკეთესად გეტყოდა,
რაც მოხდა.
ოიდიპოსი. მან მოგცა ბავშვი?
მსახური. დიახ, მეფევ.
ოიდიპოსი. რა მიზნით?
მსახური. რომ თავიდან მომეშორებინა.
ოიდიპოსი. უბედურმა დედამ?
მსახური. ავი მისნობის შიშით.
ოიდიპოსი. რომლის?
მსახური. ითქვა, რომ დახოცავდა თავის მშობლებს.
ოიდიპოსი. მერედა როგორ მიეცი ამ ბერიკაცს?
მსახური. შემებრალე, ბატონო, მეგონა, სხვა მიწაზე გაგიშვი, საიდანაც თვითონ ჩამოვიდა. მან
კი [1180] გადაგარჩინა უდიდესი უბედურებისთვის, რადგან თუ ის ხარ, ვისაც ეს კაცი ამბობს,
განწირული დაბადებულხარ.
ოიდიპოსი. ვაი, ვაი! ყველაფერი ცხადი გახდა. ო, სინათლე, უკანასკნელად გხედავ ახლა მე, ვინც
დავიწყევლე როცა იმათ მშვეს, ვისაც არ უნდა ვეშვი, შევერთე, ვისაც არ უნდ შევრთოდი, მოვკალი,
ვინაც არ უნდა მომეკლა!

ოიდიპოსი სასწრაფოდ შედის სახლში. მაცნე და მსახური სხვადასხვა მხარეს გადიან.

51
მეოთხე სტასიმონი

სტროფი პირველი

გუნდი. ვაი, მოკვდავთა თაობებო, რა აჩრდილად მიმაჩნია თქვენი სიცოცხლე! სად, სად არის ის
მოკვდავი, [1190] რომელიც აღწევს მეტ-ნაკლებად ცხად ბედნიერებას და შემდეგ არ ეცემა?! შენი
ბედისწერა მაფრთხილებს მე, უბედურო ოიდიპოს, რომ მოკვდავთაგან ვერავინ ვერ იქნება ბედნიერი.

ანტისტროფი პირველი

რადგან მან თავისი ისარი ისროლა შეუდარებელი ოსტატობით და მოიგო ჯილდოდ ბედნიერი
სიმდიდრე, ო ზევს, როდესაც მოკლა მოხრილკლანჭებიანი ქალწული, რომელიც პირქუშად მღეროდა.
[1200] იგი აღიმართა ჩვენი მიწისთვის, როგორც კოშკი სიკვდილის წინააღმდეგ. სწორედ ამ დროიდან,
ოიდიპოს, შენ გეწოდა ჩვენი მეფე, და მიიღე უმაღლესი პატივი, გეპყრა ძალაუფლება დიად თებეში.

სტროფი მეორე

ახლა კი ვისი ამბავია მოსასმენად ყველაზე უფრო უბედური? ვინაა სასტიკი განსაცდელისა და
სიავის უფრო საბრალო მონა, ვისი ცხოვრება გადატრიალდა მთლიანად? ო, სახელოვანო ოიდიპოს! შენ,
შვილსა და მამას, გეყო ერთი და იგივე გულუხვი ნავსაყუდელი, რომ მოგეწყო იქ საქორწინო სარეცელი.
[1210] როგორ, როგორ აგიტანა მიწამ, მამაშენის დათესილმა, უბედურო კაცო, მდუმარედ ასე დიდხანს?!

ანტისტროფი მეორე

გიპოვა შენი ნების წინააღმდეგ ყოვლის მხილველმა დრომ, იგი ასამართლებს უქორწინო
ქორწინებას, რომელშიც ერთია მშობელი და შობილი. ვაი, ლაიოსის ძეო, ნეტავ, ნეტავ არასოდეს მენახე
შენ! ვგლოვობ, როგორც ის, ვინც ღვრის ბაგეთაგან გოდებას. სიმართლე რომ ვთქვა, [1220] შენ მომანიჭე
ახალი სიცოცხლე და შენგანვე წყვდიადი ეწვია ჩემს თვალებს.

52
ექსოდოსი

სახლიდან გამოდის ექსანგელოსი52.

ექსანგელოსი. ო თქვენ, რომლებიც ხართ ყველაზე უფრო დაფასებულნი ამ მიწაზე, რა საქმეებს


მოისმენთ, რა საქმეებს დაინახავთ, მწუხარების რა სიმძიმე დაგაწვებათ, თუკი ერთგული ხართ
ლაბდაკიდესების მოდგმისა! რადგან მგონია, რომ ვერც ისტროსი და ვერც ფასისი53 ვერ გაწმენდდა ამ
სახლს, იმდენ სიავეს მალავს და მალე გამოამჟღავნებს, ჩადენილს [1230] განზრახ და არა უნებურად.
უბედურებიდან ყველაზე უფრო მტკივნეულია ის, რაც ნებაყოფლობითია.
გუნდი. მართლაც, უბედურება, რომელიც ადრე ვიცოდით, ძნელი გადასატანი იყო, მათ გარდა,
რა უნდა გვითხრა?
ექსანგელოსი. ეს ყველაზე მოკლე მოთხრობაა, რომლის მოყოლა და მოსმენა შეიძლება: მოკვდა
ღვთაებრივი იოკასტე.
გუნდი. ო, უბედური, რა მიზეზის გამო?
ექსანგელოსი. საკუთარი ხელით. ამ საშინელი ამბის ყველაზე უარესი ნაწილი თქვენ ვერ
შეგძრავთ, რადგან არ გინახავთ იგი. და მაინც, რაკი მეხსიერება მემსახურება, [1240] გაიგებთ ამ
უბედური ქალის ხვედრს. როდესაც სასოწარკვეთილმა გაიარა წინკარი, მივარდა პირდაპირ თავის
საქორწინო სარეცელს, ორივე ხელის თითებით თმას მისწვდა. შევიდა ოთახში და კარი გაიჯახუნა,
სახელით უხმო ლაიოსს, დიდი ხნის მკვდარს, ფიქრობდა იმ შვილზე, დიდი ხნის წინ შობილზე,
რომლის ხელითაც მოიკლა მამა, მშობელი დედა კი დატოვა, რომ გაეჩინა დაწყევლილი შთამომავლობა
საკუთარი შვილისგან. სარეცელს დასტიროდა, რომ იქ ორგზის უბედურმა [1250] ქმრისგან ქმარი და
შვილისგან შვილები შვა. ამის შემდეგ როგორ დაიღუპა, არ ვიცი. რადგან ღრიალით შემოვარდა
ოიდიპოსი და ქალის უბედურება ბოლომდე ვერ დავინახეთ, ის დაძრწოდა და ჩვენი მზერა მასზე იყო
მიპყრობილი. აქეთ-იქით დადიოდა და ხმალს ითხოვდა, კითხულობდა, სად ვნახავ ჩემს მეუღლესო,
რომელიც მეუღლე არ იყო, არამედ დედა, რომლის საშომაც შობა ისიცა და მისი შვილებიც. მის
შეშლილობაში მოკვდავზე დიდი ძალა წარმართავდა მას, რადგან არც ერთი ჩვენგანი, მოკვდავთაგანი,
არ ჰყავდა გვერდით. [1260] საშინელი ყვირილით, თითქოს ვიღაცამ მოუხმოო, მივარდა ორმაგ კართან,
ბუდიდან ამოაგდო ურდული და ოთახში შეიჭრა. იქ ჩამომხრჩვალი ქალი დავინახეთ, დაწნული თოკის
ყულფში ჰქონდა თავი გაყოფილი და, როგორც კი დაინახა, საშინელი ხმა აღმოხდა უბედურს, მოუშვა
ყულფი, რომლითაც ეკიდა, და აი, მიწაზე წევს უბედური ქალი, მაშინ სანახავად საშინელი რამ მოხდა,
რადგან მოგლიჯა მისი სამოსიდან ოქროს საკინძეები, რომლითაც კაბა ჰქონდა მორთული, [1270] ზეაწია
და ჩაიცა თვალებში და თქვა: მეტად ვეღარ ნახავთ იმ საშინელებებს, რომლებიც მე გადავიტანე და
ჩავიდინე! საკმაოდ დიდხანს უყურეთ იმათ, ვინც არასოდეს არ უნდა გეხილათ, ვერ ცნობდით იმათ,
ვინც უნდა გეცნოთ, ამიერიდან იყავით ბნელში! ასეთი საშინელი სიტყვებით არა ერთხელ, არამედ
რამდენჯერმე ჩაირტყა ორივე თვალში აწეული ხელით. თითოეულ დარტყმაზე სისხლიანი თვალი
წვერზე ჩამოსდიოდა არა წვეთ-წვეთად, არამედ შავ ნაკადად და მოსდიოდა სისხლი სეტყვასავით. მათი,
ორივესი, იყო ეს უბედურება, რომელმაც ამოხეთქა, არა მხოლოდ ერთისა, [1280] კაცისა და ქალის
შერწყმული უბედურება. უწინდელი ბედნიერება ოდესღაც მართლა ბედნიერება იყო. დღეს კი
მწუხარება, გაჩანაგება, სიკვდილი, სირცხვილი, სიავის სახელი რაც არსებობს, არაფერი არ აკლია.
გუნდი. ახლა როგორაა უბედური, ოდნავ მოაკლდა ტანჯვა?!
ექსანგელოსი. ყვირილით ითხოვს, ვინმემ კარი გააღოს და ყველა კადმოსელს დაანახვოს

52
სტრ. 1223. ექსანგელოსი – (ტრაგედიაში) მოქმედი პირი, რომელიც მაყურებელს ატყობინებს უშუალოდ სცენის მიღმა
მომხდარ ამბავს, მაშინ როცა ἄγγελος-ს „მაცნეს“ შორიდან მოაქვს ამბავი.
53
სტრ. 1228. ისტროსი – დუნაი (ჩვეულებრივ, მისი ქვედა წელი); ფასისი – რიონი.

53
მამამისის მკვლელი და დედამისის... – ეს სიტყვები არ დასცდება ჩემს ბაგეებს – [1290] რომ გააძევონ ამ
მიწიდან და აღსრულდეს მისივე წყევლა, რომელიც მან ბრძანა. და მაინც, ძალა არ ყოფნის, რომ მარტომ
შეძლოს სიარული, რადგან მისი ტკივილი მეტია, ვიდრე ადამიანმა შეიძლება აიტანოს. მალე
დაგანახვებს ამას: უყურე, კარის ურდული გადაწეულია და მალე დაინახავთ ნიშანს, რომელიც იმასაც
კი შეაბრალებს თავს, ვინც მას ვერ იტანს.

ექსანგელოსი გადის.

54
კომოსი

კორიფაიოსი. ო, სასტიკი ხვედრი, რომელსაც დაინახავენ ადამიანები, ყველაზე საშინელი


იმათგან, რაც მე მინახავს! ო, უბედურო, რა [1300] უგუნურება მოგერია? უდიდესთაგან რა დიდი დემონი
დაეცა თავს შენს საბრალო ბედისწერას? ვაი, ვაი უბედურო! შენი ყურებაც არ შემიძლია, თუმცა ბევრი
რამ მინდა გკითხო, ბევრის გაგება მსურს, ბევრია გასააზრებელი, ისეთი ცახცახით მავსებ!
ოიდიპოსი. ვაიმე, ვაიმე, რა უბედური ვარ! სად მომიყვანა ტანჯვამ?! [1310] სად მიფრინავს ჩემი
ხმა გამალებით? ვაი, დემონო, სად მომიყვანე?
გუნდი. სასმენად და სანახავად საშინელ ადგილას.

სტროფი პირველი

ოიდიპოსი. ვაი, ჩემთან მოსული საზარელი წყვდიადის გამოუთქმელო ღრუბელო,


დაუნდობელო და საბედისწერო! ვაიმე, კიდევ ვაიმე! როგორ მერჭობა სულში იმ საკინძეთა და
უბედურებათა ხსოვნის დარტყმები!
კორიფაიოსი. გასაოცარი არ არის, რომ ასეთ ტანჯვაში [1320] ორმაგად გლოვობ და ორმაგად
გტკივა.

ანტისტროფი პირველი

ოიდიპოსი. ვაი, მეგობარო! შენ ძველებურად მტკიცე მეგობარო, რადგან ისევ რჩები ჩემზე,
ბრმაზე მზრუნველი! აჰ, აჰ! შენი აქ ყოფნა არ დამემალა მე, რადგან, თუმცა ბრმა ვარ, მაგრამ შენს ხმას
მაინც კარგად ვცნობ.
კორიფაიოსი. ო, საშინელების ჩამდენო, როგორ გაბედე და სინათლე ასე როგორ ჩაიქრე
თვალებში? რომელმა ღვთაებამ აღგძრა?

სტროფი მეორე

ოიდიპოსი. ეს იყო აპოლონი, აპოლონი, მეგობრებო, [1330] მან მიიყვანა ბოლომდე ეს


უბედურება, ჩემი საშინელი, საშინელი უბედურება; მაგრამ ხელი, რომელმაც დაარტყა, სხვისი კი არა,
ჩემი იყო, მე უბედურის. რატომ უნდა ვხედავდე, თუკი მხედველობამ ტკბილი არაფერი დამანახვა?
კორიფაიოსი. ყველაფერი სწორედ ისე იყო, როგორც შენ თქვი.

ანტისტროფი პირველი

ოიდიპოსი. რა შეიძლება დავინახო კიდევ ან შევიყვარო, ან რა მოსალმება შეეხება სიხარულით


ჩემს სმენას, მეგობრებო? [1340] მეგობრებო, სასწრაფოდ გამიყვანეთ აქედან, გამიყვანეთ, მე, დიდი
დანაკარგი და უწყეულესი, ყველაზე უფრო საძულველი ღმერთებისთვის მოკვდავთაგან.
კორიფაიოსი. საბრალო ხარ როგორც შენი უბედურებით, ისე მისი გაგებით, ნეტავ არასოდეს არ
მცნობოდი შენ!

ანტისტროფი მეორე

ოიდიპოსი. დაიღუპოს ის კაცი, ვინც უნდა იყოს, რომელმაც წლების წინ [1350] ბორკილები
ამხსნა ფეხებიდან – უმადური საქმე იკისრა! მაშინ რომ მოვმკვდარიყავი, არც მეგობრებთან და არც
საკუთარ თავთან არ ვიგლოვებდი ასე.
კორიფაიოსი. მეც ვისურვებდი, ასე ყოფილიყო.

55
ანტისტროფი მესამე

ოიდიპოსი. ამ შემთხვევაში არც მამაჩემის მკვლელი გამოვიდოდი და ხალხში ცნობილი არ


ვიქნებოდი როგორც იმ ქალის ქმარი, რომელმაც მშობა. [1360] ახლა უღვთო ვარ, უღირსი ვაჟი,
თანამეცხედრე კაცისა, რომელმაც უბედური არსებობა მომანიჭა. თუ სადმეა უბედურებას აღმატებული
უბედურება, ის ერგო ხვედრად ოიდიპოსს.
კორიფაიოსი. ვერ დაგეთანხმები, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე. ბევრად უკეთესი
იქმნებოდა, სულ არ ყოფილიყავი, ვიდრე იყო ცოცხალი და ბრმა.
ოიდიპოსი. ნუ მეუბნები, რომ საუკეთესოდ არ მოვაწყვე საქმე, [1370] ნუღარ მასწავლი, ნურც
რჩევას ნუ მომცემ აწი. მხედველობა რომ მქონოდა, არ ვიცი, როგორ უნდა შემეხედა მამაჩემისთვის,
როდესაც ჰადესის სახლში მივიდოდი ან უბედური დედაჩემისთვის, ორივეს წინაშე დანაშაული
მიმიძღვის, რომელსაც თავის ჩამოხრჩობით ვერ გამოვისყიდდი. იქნებ გგონია, რომ ბავშვების დანახვა,
ისე გაჩენილების, როგორც გაჩნდნენ, იქნებოდა ჩემთვის სასიხარულო? არა, ვერასოდეს გაახარებდნენ
ჩემს მზერას. ვერც ქალაქი, ვერც კოშკები, ვერც ღმერთების წმინდა ქანდაკებები მე უბედურთა შორის
ყველაზე უბედურმა, [1380] ოდესღაც თებეს უკეთილშობილესმა ვაჟმა, 54 ავუკრძალე საკუთარ თავს
მათი ცოდნა, ყველას ვუბრძანე, რომ უნდა უარყოს უწმინდური, რომელიც ღმერთებმა გამოაცხადეს
შებილწულად, ლაიოსის მოდგმის წევრი! მას შემდეგ, რაც ასეთი ლაქა მოვცხე საკუთარ თავს, უნდა
გავუსწორო ურყევი მზერა ამ ხალხს? სულაც არა: რომ ყოფილიყო საშუალება, დამეხშო სმენის წყარო,
მე უყოყმანოდ ავაგებდი სწრაფ ციხეს ამ სხეულისგან, რომ არც მხედველობა მქონოდა და არც სმენა.
[1390] ჩვენი გონებისთვის ტკბილია უბედურების მიღმა ცხოვრება. ო კითერონო, რატომ შემიფარე? და
რომ მიმიღე, რატომ მაშინვე არ მომკალი, რომ არასოდეს გამემჟღავნებინა კაცთათვის ჩემი
წარმომავლობა? ო, პოლიბოს, ო, კორინთოს და სახლო, რომელიც მამისეულად იწოდებოდი, რა კარგი
ვიყავი მე, თქვენი აღზრდილი და რა ბოროტებას მალავდა ეს სიკარგე! ახლა გაირკვა, რომ ბოროტი ვარ
და ბოროტებაში შობილი. ო, სამო გზაო55 და შენ, საიდუმლო ვიწრო ხეობავ, შენ, ბუჩქნარო და ვიწრო
გზაო, სადაც სამი ბილიკი ერთდება, – [1400] რომელთაც შესვით ჩემი ხელიდან მამაჩემის სისხლი, იქნებ
გახსოვთ, რა საქმეები მქონდა ჩადენილი თქვენ თვალწინ და ახალი რა ჩავიდინე, როდესაც აქ მოვედი?
ო, ქორწინებავ, ქორწინებავ, შენ მშვი მე და როდესაც მშვი მე, ისევ უშვი შვილები შენს შვილს, შენ
შექმენი სისხლისაღმრევი ნათესაობა მამების, ძმების, ვაჟების, სარძლოების, ცოლებისა და დედების –
ყველა სამარცხვინო საქმე, რომელიც ხდება ადამიანთა შორის! მაგრამ არაა სათქმელი ის, რაც არაა
გასაკეთებელი, – [1410] იჩქარეთ, ღმერთების სახელით, დამმალეთ სადმე მიწის მიღმა ან მომკალით, ან
ზღვაში გადამაგდეთ, სადაც შენ მე ვერასოდეს ვეღარ დამინახავ! მომიახლოვდით, დამადეთ ხელი
უბედურ კაცს, მისმინეთ და ნუ გეშინიათ, ჩემი ჭირი სხვა მოკვდავს ვერ გადაედება.
კორიფაიოსი. აი, აქაა კრეონი, დროულად რომ დაგეგმოს და შეასრულოს, რასაც შენ ითხოვ. ის
ერთადერთი დარჩა, ვინც შენ ნაცვლად იქნება ამ მიწის მცველი56.
ოიდიპოსი. ვაიმე, რა სიტყვა უნდა ვუთხრა მას? [1420] როგორ უნდა მოვიპოვო მისი ნდობა
სამართლიანად? მე ხომ მას წარსულში სრულიად არასწორად მოვექეცი!
კრეონი. იმისთვის არ მოვსულვარ, რომ დაგცინო ან გისაყვედურო ძველი შეცდომისთვის.
(დამსწრეებს) თქვენ კი, თუკი მოკვდავთა მოდგმას არ სცემთ პატივს, პატივი ეცით მეუფე ჰელიოსის
ყველაფრის მკვებავ ცეცხლს, ნუ გამოაჩენთ ასე ღიად ამგვარ სიბილწეს, რომელსაც ვერ იტანს ვერც მიწა,
ვერც წმინდა წვიმა, ვერც თვით სინათლე. არამედ, რაც შეიძლება სწრაფად შინ შეიყვანეთ. სიბრალულს
ყველაზე უფრო შეეფერება, რომ [1430] მხოლოდ ახლობლებმა უყურონ და უსმინონ ახლობელთა
უბედურებას.
ოიდიპოსი. ღმერთების სახელით, რაკი ჩემი მოლოდინი გააქარწყლე და კეთილშობილად

54
სტრ. 1380. თებეს უკეთილშობილესი ვაჟი – შდრ. სტრ. 222.
55
სტრ. 1398. ო, სამო გზაო... – შდრ. სტრ. 734.
56
სტრ. 1418. ამ მიწის მცველი – როგორც სამეფო გვარის ერთადერთი სრულასაკოვანი მამაკაცი. როდესაც თავის ვაჟებს
კაცებს უწოდებს (სტრ. 1460), ოიდიპოსი, როგორც ჩანს, რამდენამდე ზრდის მათ ასაკს.

56
მოხვედი ჩემნაირ უსაზიზღრეს ადამიანთან, დამიჯერე, შენს სასარგებლოდ გეტყვი, ჩემთვის კი არა.
კრეონი. და რა გინდა ჩემგან ასე მოწადინებულად?
ოიდიპოსი. ამ მიწიდან მომისროლე, რაც შეიძლება სწრაფად, რათა მოკვდავთაგან ვერავინ ვერ
დამელაპარაკოს.
კრეონი. რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებ, იცოდე, თუმცა მანამდე ღმერთს უნდა ვკითხო, როგორ
უნდა მოვიქცე.
ოიდიპოსი. [1440] მისი სიტყვა ითქვა სრულად – დავიღუპო მე, მამის მკვლელი და უწმინდური.
კრეონი. ასე ითქვა, მაგრამ რაკი ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, საჭიროა, გავიგოთ, რაა
გასაკეთებელი.57
ოიდიპოსი. და შენ პასუხს მოითხოვ ასეთ უბედურ კაცზე?!
კრეონი. და შენ ვერ შეძლებ, ღმერთს არ დაუჯერო.
ოიდიპოსი. შენ კი გთხოვ და გევედრები, სახლში რომ ქალი წევს, დაკრძალე, როგორც ისურვებ,
უკანასკნელი წეს-ჩვეულება შენი გემოვნებით ჩაატარე. არასოდეს დაუშვა, რომ მამაჩემის ქალაქს
მიესაჯოს, [1450] რომ მე ვიცხოვრო მასში, სანამ ცოცხალი ვარ. არა, ნება დამრთე, ვიცხოვრო მთებში,
სადაცაა ჩემი სახელოვანი კითერონი, რომელიც დედამ და მამამ, სანამ ცოცხალი იყვნენ, დამიდგინეს
საფლავად, რომ იქ დავღუპულიყავი იმათგან, ვისაც ჩემი მოკვლა სურდა. და მაინც, ვიცი იმდენი, რომ
ვერც დაავადება, ვერც სხვა რამ ვერ გამანადგურებს მე; რადგან სიკვდილს ვერავინ გამომგლეჯდა
ხელიდან, სხვა უბედურების გადატანა რომ არ მეწეროს. მაშ დაანებე ჩემს ხვედრს წავიდეს, როგორც
უნდა. შვილებს რაც შეეხება, ბიჭებზე ზრუნვას არ გთხოვ, კრეონ, [1460] კაცები არიან58, თავს გაიტანენ,
სადაც უნდა იყვნენ. ჩემს საცოდავ, საბრალო ორ გოგონას, რომელთათვისაც უჩემოდ არასოდეს
გაუშლიათ სუფრა, რომელთაც არასოდეს მოჰკლებიათ მამის ხელი, ყოველთვის ვუნაწილებდი იმას,
რასაც მოვიწევდი, გევედრები, იზრუნე მათზე. თუ შეგიძლია, ნება მომეცი, ხელით შევეხო მათ და
ვიგლოვოთ ჩვენი უბედურება. მიდი, მეუფე, მიდი, კეთილშობილო გულო. აჰ, რომ შემეძლოს ერთხელ
მაინც შევეხო მათ ჩემი ხელებით, გავიხსენებდი, რომ ოდესღაც მყავდნენ ისინი, [1470] როგორც
ოდესღაც მქონდა მხედველობა.

კრეონის მსახურებს შემოჰყავთ ბავშვები, ანტიგონე და ისმენე.

რა არის ეს? ღმერთების სახელით, ეს ჩემი საყვარელი შვილებია, რომელთა ქვითინის ხმა მესმის,
ნუთუ კრეონმა შემიბრალა და გამომიგზავნა ჩემი შვილები, ჩემი საყვარელი გოგონები? მართალი ვარ?!
კრეონი. მართალი ხარ. ეს გავაკეთე, რადგან ვიცოდი, რა სიხარული მოჰქონდათ შენთვის,
როგორც ახლა მოაქვთ.
ოიდიპოსი. დაილოცე, დაე, ამ საქმეში ღმერთი უკეთესი მფარველი იყოს შენთვის, ვიდრე
ჩემთვის იყო. [1480] ო, შვილებო, სად ხართ? მოდით აქ, აქ, იმ კაცის ხელებში, რომლის დედამ თქვენც
გშვათ, იმ ხელებში, რომელთაც მამათქვენის ოდესღაც ნათელი თვალები ამ რგოლებად აქცია, ვინც
ვერაფერს ხედავს, არაფერი არ იცის, რომელიც მამათქვენი გახდა იმასთან, ვისგანაც იშვა. დაგტირით
თქვენ, თუმცა ვერ გხედავთ, როდესაც ვფიქრობ იმ მწარე სიცოცხლეზე, რომელსაც ადამიანები
მაიძულებენ, რომ ვიცხოვრო მომავალში. ქალაქის რა შეკრებაზე წახვალთ, [1490] რა დღესასწაულზე,59
საიდანაც სახლში ცრემლით არ დაბრუნდებით, რადგან ვერ გაიზიარებთ სიხარულს. როდესაც
სიმწიფის ასაკს მიაღწევთ, ქორწინების ასაკს, ვინ იქნება ის კაცი, რომელიც მზად იქნება, საყვედური

57
სტრ. 1443. საჭიროა, გავიგოთ, რაა გასაკეთებელი – ოიდიპოსის გაძევების გადადებით, სოფოკლეს ტრაგედია
გავრცელებულ ვერსიასთან ჰარმონიაში მოჰყავს, რომლის მიხედვითაც ოიდიპოსი კიდევ რამდენიმე ხანს რჩებოდა სასახლეში
თანამოქალაქეთაგან მალულად. ეს დრო იყო საჭირო, რომ, მითის მიხედვით, ეტეოკლესსა და პოლინიკესს მოესწროთ მამის
შეურაცხყოფა და მისი წყევლა დაემსახურებინათ.
58
სტრ. 1460. კაცები არიან – ოიდიპოსის ვაჟები, ეტეოკლესი და პოლინიკესი, ამ მომენტისთვის, სავარაუდოდ,
თხუთმეტი-თექვსმეტი წლისანი უნდა იყვნენ.
59
სტრ. 1490. შეკრება, დღესასწაული – იგულისხმება ის შემთხვევები, როდესაც ათენელ ქალს საჯაროდ გამოჩენა
შეეძლო: დიდი პანათენეები, დიონისიები და წმინდა ქალური დღესასწაულები – თესმოფორიები, ადონისიები და ა.შ.

57
მიიღოს, რომელიც, უეჭველად, დამღუპველი იქნება ჩემი და თქვენი შთამომავლობისთვის? რა არ არის
იქ? მამათქვენმა საკუთარი მამა მოკლა და გშვათ საკუთარი არსებობის წყაროდან! [1500] ამას
გისაყვედურებენ და ვინღა მოგიყვანთ ცოლად? არ არსებობს ასეთი კაცი, შეუძლებელია, შვილებო,
თქვენ დაჭკნებით ბერწ ქალწულობაში. მენეკევსის ძეო, 60 მარტო შენ დარჩი ამათი მამა, ჩვენ, ორნი,
რომელთაც ვშვით ისინი, დავიღუპეთ ორივე. არ დაუშვა, რომ იხეტიალონ ღარიბებმა და
გაუთხოვრებმა, რადგან ისინი შენი ნათესავები არიან და ნუ გაათანაბრებ მათს უბედურებას ჩემს
უბედურებასთან. შეიბრალე ისინი, ვისაც ხედავ ასე ნორჩებს, მოკლებულთ ყველა საყრდენს, შენ გარდა.
[1510] დამპირდი, კეთილშობილო კაცო, და შეახე მათ შენი ხელი. თქვენ რომ მოწიფული გონება
გქონოდათ, ბევრ რჩევას მოგცემდით. მაგრამ ახლა ილოცეთ, რომ შეძლოთ იცხოვროთ იქ, სადაც
გარემოება გაძლევთ საშუალებას და დაე, თქვენი ცხოვრება უფრო ბედნიერი იყოს, ვიდრე მამათქვენისა.
კრეონი. საკმარისია ქვითინი, შემოდი სასახლეში.
ოიდიპოსი. დაგემორჩილები, თუმცა ეს ტკბილი არ არის.
კრეონი. ყველაფერი დროული კარგია.
ოიდიპოსი. იცი, რა პირობით წავალ?
კრეონი. შენ მეტყვი და მეცოდინება, რომ გავიგონებ.
ოიდიპოსი. რომ გამაძევებ სხვაგან საცხოვრებლად.
კრეონი. შენ მე მთხოვ, რასაც ღმერთი იძლევა.
ოიდიპოსი. მაგრამ მე ღმერთებისთვის ყველაზე საძულველი გავხდი.
კრეონი. მაშინ სწრაფად მიიღებ იმას, რაც გინდა.
ოიდიპოსი. მაშ, მეთანხმები.
კრეონი. მე არ მიყვარს ფუჭი ლაპარაკი იმაზე, რასაც არ ვგულისხმობ.
ოიდიპოსი. [1520] მაშ, წამიყვანე აქედან უკვე.
კრეონი. მაშ, წადი, ოღონდ ბავშვები გაუშვი.
ოიდიპოსი. არავითარ შემთხვევაში არ წამართვა ისინი!
კრეონი. ყველაფრის ბატონობას ნუ ეცდები: საბატონო გქონდა, მაგრამ მთელი ცხოვრება არ
გამოგყვა.

ოიდიპოსი სასახლეში შეჰყავს. გაჰყავთ ანტიგონე და ისმენეც.

კორიფაიოსი. ჩვენი მშობლიური თებეს მცხოვრებნო, შეხედეთ, ეს არის ოიდიპოსი, რომელმაც


ამოიცნო სახელგანთქმული გამოცანა და იყო უმძლავრესი ვაჟკაცი. რომელი მოქალაქე არ უყურებდა
შურით მის ბედნიერებას? ნახეთ, უბედურების რა ბობოქარ ზღვაში მოხვდა! ასე რომ, სანამ ჩვენი
თვალები არ იხილავენ იმ უკანასკნელ დღეს, მოკვდავს ბედნიერი არ უნდა ვუწოდოთ, სანამ ის [1530]
არ გადალახავს სიცოცხლის საზღვარს, ტკივილისგან თავისუფალი.61

60
სტრ. 1503. მენეკევსის ძე – კრეონი.
61
სტრ. 1524-1530. ჩვენი მშობლიური თებეს მცხოვრებნო – ტრაგედიის დამამთავრებელი სტრიქონების ნამდვილობა
ბევრი მკვლევრის ეჭვს იწვევს. მეცნიერთა შორის სხვადასხვაობა იმით იწყება, რომ ამ სიტყვებს სხვადასხვა პერსონაჟს
მიაკუთვნებენ, ხელნაწერები მათ გუნდს ათქმევინებს, სქოლიოები კი – ოიდიპოსს. ეს უკანასკნელი ატრიბუცია აშკარად მცდარია:
ჭკუისმასწავლებელი დასასრული, რომელიც კორიფაიოსს შეიძლება გამოეთქვა, საერთოდ ანგრევს ოიდიპოსის სახის ტრაგიკულ
შინაარსს. შესაძლებელია, სქოლიასტის შენიშვნა გამოეწვია სტრ. 1524 სიტყვასიტყვით მსგავსებას ევრიპიდეს „ფინიკიელი
ქალების“ სტრ. 1758 და შმდგ-თან, სადაც მათ ოიდიპოსი წარმოთქვამს. ამავე დროს, სწორედ ეს მსგავსება, რომელსაც აძლიერებს
ორივე შემთხვევაში ერთი საზომი, ტროქეული ტეტრამეტრი, აძლიერებს ეჭვს, რომ ეს სტრიქონები სოფოკლეს ეკუთვნის: მის
ტრაგედიებში კორიფაიოსის დასკვნითი სიტყვა ყოველთვის ანაპესტით იყო გამართული.

58
ოიდიპოსი კოლონოსში

59
მოქმედი პირები:

ოიდიპოსი
ანტიგონე
უცხო
კოლონოსელ უხუცესთა გუნდი
ისმენე
თესევსი
კრეონი
პოლინიკესი
მაცნე, ისმენეს მსახური

60
პროლოგოსი

ოიდიპოსი. ბრმა მოხუცის ასულო ანტიგონე, რომელ მიწაზე მოვედით ან რომელი ხალხის
ქალაქში? მოხეტიალე ოიდიპოსს დღეს ვინ მიიღებს ღარიბული საჩუქრებით? ცოტას ვითხოვ, უფრო
ნაკლებს ვიღებ და ესეც მყოფნის. რადგან მოთმინება ტანჯვამ, ხანგრძლივმა დრომ და ბოლოს
კეთილშობილებამ მასწავლა. მაგრამ, შვილო, თუ ხედავ რამე ჩამოსაჯდომს [10] უკურთხებელ ადგილას
ან ღმერთების ჭალაში, შემაჩერე და დამსვი, რომ გამოვიკითხოთ, სად ვიმყოფებით; მოვედით, რომ
უცხოებმა მოქალაქეთაგან გავიგოთ და აღვასრულოთ, რასაც გავიგონებთ.
ანტიგონე. მრავალტანჯულო მამა ოიდიპოს, კოშკები, რომლებიც ქალაქს იცავენ, როგორც
ვხედავ, შორსაა. ეს ადგილი წმინდა ჩანს, ყვავის დაფნა, ზეთისხილი, ვაზი; ბულბულთა ფრთოსანი
გუნდი გალობს აქ; მოასვენე სხეული აქ, გაუთლელ კლდეზე; [20] რადგან გრძელი გზა გამოიარე მოხუცი
კაცისთვის.
ოიდიპოსი. დასვი ახლა და დაიცავი ბრმა.
ანტიგონე. კარგა ხანია, ამის სწავლა აღარ მჭირდება.
ოიდიპოსი. შეგიძლია, მითხრა, სად გავჩერდით?
ანტიგონე. ვიცი, ნამდვილად, რომ ეს ათენია, მაგრამ ამ მხარეს არ ვიცნობ.
ოიდიპოსი. დიახ, ყველა მგზავრიც ამას გვეუბნებოდა.
ანტიგონე. წავიდე და გავიგო, რა ჰქვია ამ ადგილს?
ოიდიპოსი. დიახ, შვილო, თუ არის დასახლებული.
ანტიგონე. დასახლებულია, მგონი არაფერი არაა საჭირო, რადგან ახლოს ვხედავ კაცს.
ოიდიპოსი. [30] აქეთ მოდის, ჩვენ გვიახლოვდება?

შემოდის უცხო, კოლონოსელი კაცი.

ანტიგონე. უკვე მოვიდა. რისი თქმაც გსურს, შეგიძლია უთხრა, კაცი აქაა.
ოიდიპოსი. უცხო კაცო, ამ ასულისგან გავიგონე, რომელსაც მზერა აქვს თავისთვისა და ჩემთვის,
რომ შენ დროულად მობრძანდი, რათა ეჭვი გაგვიფანტო...
უცხო. სანამ ვრცლად მკითხავდე, ეგ ადგილი დატოვე, რადგან ნაკრძალ მიწაზე ხარ.
ოიდიპოსი. რა ადგილია? რომელი ღმერთისთვისაა მიძღვნილი?
უცხო. ხელუხლებელი და დაუსახლებელი, საზარელი [40] ქალღმერთები ფლობენ მას,
დედამიწისა და წყვდიადის ასულები.62
ოიდიპოსი. ვინ არიან ისინი? ვისი საზარელი სახელი შემიძლია გავიგონო და ვიხმო ლოცვაში?
უცხო. ყოვლისმხილველი ევმენისები, აქ ასე უხმობს ხალხი მათ: მაგრამ სხვაგან სხვა სახელს
მოიწონებდნენ.
ოიდიპოსი. მაშინ, დაე, მოწყალედ მიიღონ ლოცვა! რადგან მე ამ ადგილს არასოდეს აღარ
დავტოვებ.
უცხო. ეს რას ნიშნავს?
ოიდიპოსი. ასე მიწერია.
უცხო. ვერ ვბედავ შენს გაძევებას ქალაქის თანხმობის გარეშე, უნდა ვკითხო, რა გავაკეთო.
ოიდიპოსი. ახლა ღმერთების სახელით, უცხო კაცო, უარი არ მითხრა, [50] ასეთ მოხეტიალეს,
გევედრები, რომ მიპასუხო.
უცხო. მკითხე და მე უპატივცემულოდ არ დაგტოვებ.
ოიდიპოსი. რა მიწაა, სად ვართ მოსული?

62
სტრ. 40. დედამიწისა და წყვდიადის შვილები – ერინისები, შურისძიების ქალღმერთები. ათენში დაწესებული იყო
მათი კულტი, ხოლო თავად ერინისებმა მიიღეს ევმენისების („მოწყალენი“) სახელი. ამ კულტის დაარსების შესახებ იხ. ესქილე,
ტრილოგია „ორესტეას“ მესამე ტრაგედია „ევმენისები“.

61
უცხო. რაც ვიცი, ყველაფერს გაიგონებ და ისწავლი. მთელი ეს ადგილი წმინდაა; იგი უპყრია
დიდებულ პოსეიდონს; და აქ ცხოვრობს ცეცხლის მატარებელი ღმერთი, ტიტანი პრომეთევსი. რა
ადგილსაც თელავ, იწოდება ამ მიწის ბრინჯაოს ზღურბლად 63 , ათენის საფუძვლად. და მეზობელი
ველები ამაყობენ, რომ მათი ძველი მბრძანებელი იყო მხედარი [60] კოლონოსი; და ყველა მის სახელს
ატარებს საკუთარივით. ასეთია ეს მხარე, უცხოელო, სიტყვებით კი არ გვცემენ პატივს, არამედ უფრო
მეტად მათთან ცხოვრებით.
ოიდიპოსი. და ვინმე ცხოვრობს ამ ადგილებში?
უცხო. დიახ, რა თქმა უნდა, ღმერთის სეხნიები.
ოიდიპოსი. ვინმე მეფობს მათზე, თუ სახალხო კრებებზე ლაპარაკობენ?
უცხო. ამ მხარეზედაც ქალაქის მეფე მეფობს.
ოიდიპოსი. ვინ არის, ვინც სიტყვითა და ძალით მბრძანებლობს?
უცხო. თესევსი ჰქვია, ადრინდელი ეგევსის ვაჟი.
ოიდიპოსი. [70] შეიძლება თქვენგან შიკრიკის გაგზავნა მასთან?
უცხო. რა მიზნით, რომ დაელაპარაკოს, თუ მოსვლა თხოვოს?
ოიდიპოსი. რომ ცოტა გაიღოს და დიდი სარგებელი ნახოს.
უცხო. რა დახმარება უნდა მიიღოს ბრმა კაცისაგან?
ოიდიპოსი. რასაც კი ვიტყვი, ყველაფრის მხედველი ვიტყვი.
უცხო. იცი, უცხოელო, ახლა ცუდი რამ არ შეგემთხვეს; რადგან კეთილშობილი ხარ, როგორც
გეტყობა, მიუხედავად ამ უბედურებისა. დარჩი აქ, სადაც მე გიპოვე, გავიქცევი და ვეტყვი აქაურებს,
ქალაქელებს არა. [80] დაე, მათ გადაწყვიტონ, უნდა დარჩე თუ უნდა წახვიდე.

უცხო გადის.

ოიდიპოსი. შვილო, წავიდა ჩვენგან უცხო?


ანტიგონე. წავიდა, ასე რომ, შეგიძლია მშვიდად ილაპარაკო, მამა, მე აქ მარტო ვარ ახლოს.
ოიდიპოსი. საზარელი იერის ქალბატონებო, რაკი ახლა თქვენი სავარძელი პირველია ამ
მხარეში, რომლის წინაშეც მუხლი მოვიყარე, ნუ იქნებით ჩემდამი და სხივოსნისადმი სასტიკნი, 64
რომელმაც მითხრა, რომ მრავალ უბედურებას გადავიტანდი და დიდი ხნის შემდეგ აქ ვპოვებდი
აღსასრულს, რომ მივაღწევდი საბოლოო მიზანს მიწაზე, სადაც ვნახავდი საზარელი ქალღმერთების
ადგილს, [90] თავშესაფარს უცხოელებისთვის, იქ უნდა დავასრულო ჩემი გადაქანცული სიცოცხლე
იმათთვის სასარგებლოდ, ვინც იქ მიმიღებს, მაგრამ იმათთვის დამღუპველად, ვინც გამგზავნა, ვინც
გამაძევა. და ნიშნებზედაც წინასწარ გამაფრთხილა, მიწისძვრა ან ჭექა-ქუხილი, ან ზევსის ელვა. ახლა
მესმის, რომ ამ მოგზაურობაში რომელიღაც ნამდვილმა ნიშანმა თქვენგან უეჭველად მომიყვანა ამ
ჭალაში; ვერასოდეს სხვაგვარად ვერ შეგხვდებოდით თქვენ, უპირველეს ყოვლისა, ჩემს მოგზაურობაში,
[100] მე ჩემი სიფხიზლით თქვენ, ვინც ღვინოს არ ეკარებით, 65 ან ამ დიად ადგილს დავიკავებდი,
რომელიც ადამიანებს არ შეუქმნიათ. შემდეგ ქალღმერთები, აპოლონის სიტყვების მიხედვით, ბოლოს
მომცემენ რაღაც საშუალებას, დავასრულო და დავხურო ჩემი გზა, თუკი არ აღმოვჩნდები ძალიან
მოკრძალებული, დაქანცული დედამიწაზე ყველაზე უფრო მტანჯველი უბედურების შემდეგ. ისმინეთ,
თავდაპირველი წყვდიადის ტკბილო ასულებო! ისმინე, დიადი პალასის წოდებულო ქალაქო, ათენო,

63
სტრ. 57. ბრინჯაოს ზღურბლი – ასე ეწოდებოდა კლდოვან ქედს გამოქვაბულის შესასვლელის წინ, რომელიც საიქიოს
შესასვლელად ითვლებოდა.
64
სტრ. 86. ნუ იქნებით ჩემდამი და სხივოსნისადმი სასტიკნი... – აპოლონსა და ერინის-ევმენისებს შორის ოდინდელ
მტრობაზე იხ. ესქილეს ტრილოგია „ორესტეას“ მესამე ტრაგედია „ევმენისები“. ბრძოლა სხივოსანსა და ერინისებს შორის არის
წარმავალ დედობრივ და გმირული ეპოქის მამობრივ უფლებას შორის ომის სიმბოლო. სხივოსანი აპოლონი მამის უფლებას
განასახიერებს, ხოლო ერინისები – დედისას.
65
სტრ. 100. ღვინოს არ ეკარებით – შდრ. სტრ. 147-151 და 465. ერინისებთან მოჰქონდათ მსხვერპლად სუფთა ან
თაფლშერეული წყალი, მაგრამ არა ღვინო.

62
რომელმაც ყველაზე უფრო დიდი პატივი დაიმსახურე ყველა ქალაქთაგან! შეიბრალე ოიდიპოსის ეს
საბრალო აჩრდილი, [110] ეს უკვე აღარ არის ცოცხალი სხეული.
ანტიგონე. დადუმდი, მოდიან ვიღაც ასაკოვანი კაცები, რომ დარწმუნდნენ, რომ აქ ზიხარ.
ოიდიპოსი. დავდუმდები და შენ გზიდან გადამიყვანე, ჭალაში დამმალე, რომ გავიგონო, რას
იტყვიან. რადგან მხოლოდ ცოდნა გვიცავს ცხოვრების გზაზე.

გადიან.

63
პაროდოსი

კოლონოსელ უხუცესთა გუნდი შემოდის ორქესტრაზე.

სტროფი პირველი

გუნდი. უყურე! ვინ იყო? სად წავიდა? სად გაეშურა აქედან ყველასაგან [120] უთავხედესი?
სასწრაფოდ დაზვერეთ, ეძებეთ იგი ყველგან! მოხეტიალე, მოხუცი მწირი, აქაური არაა. სხვაგვარად იგი
ვერასოდეს გაბედავდა უძლეველ ქალწულთა ამ ნაკრძალ ჭალაში შემოსვლას. მათს სახელს
წარმოვთქვამთ ცახცახით; გვერდს ვუვლით, თვალს ვარიდებთ, ბაგეს ვამოძრავებთ, ხმას არ ვიღებთ,
სიტყვას არ ვამბობთ, უძრავი მორჩილებით. ახლა კი, ამბობენ, რომ მოვიდა ვიღაც, ვინც სულ არ სცემს
მათ პატივს; და მას ვერ ვპოულობ, თუმცა მთელ წმინდა ადგილს ვათვალიერებ და არ ვიცი, სადაა
დავანებული.

ოიდიპოსი წინ გამოდის ანტიგონესთან ერთად.

ოიდიპოსი. აქ ვარ ის კაცი, რადგან ხმით ვხედავ, როგორც იტყვიან.


გუნდი. [140] ოჰ, ოჰ! საშინელია სანახავად, საშინელია მოსასმენად!
ოიდიპოსი. გევედრებით, ნუ მიყურებთ, როგორც უკანონოს.
გუნდი. მფარველო ზევს, ვინ არის ეს ბერიკაცი?
ოიდიპოსი. ის, ვის ხვედრსაც, უპირველეს ყოვლისა, ვერავინ უწოდებს ბედნიერს, ამ მიწის
მცველებო! ეს ცხადია, რადგან სხვაგვარად რაში დასჭირდებოდა სხვისი თვალებით მზერა და პატარას
დიდი რატომ გამოვყვებოდი?

ანტისტროფი პირველი

გუნდი. აჰ! ნუთუ [150] ბრმადშობილი ხარ? უბედური ხარ და დიდი ხანია, როგორც გატყობ.
შენს ტანჯვას მე ახალს არ დავამატებ. შორს, შორს შეხვედი, არ შეიძლება გაუფრთხილებელი ნაბიჯებით
შესვლა ამ უსიტყვო ბალახოვან მინდორზე, სადაც წყლით სავსე კრატერი შეიზავებს შესაწირთა [160]
თაფლოვან ნაკადს, ფრთხილად იყავი, უბედურო უცხოელო! უკან დაიხიე, გაეცალე! მოშორდი
მაქაურობას! გესმის, მრავალტანჯულო მწირო? თუ ჩემთვის სიტყვის თქმა გინდა, დატოვე აკრძალული
მხარე და იქ ილაპარაკე, სადაც ეს ყველასათვის ნებადართლია, მანამდე კი თავი შეიკავე.
ოიდიპოსი. [170] ასულო, რომელ რჩევას გავყვეთ?
ანტიგონე. მამა, მოქალაქეთა მსგავსად უნდა მოვიქცეთ, ვისმინოთ და დავთმოთ, სადაც
საჭიროა.
ოიდიპოსი. მაშ, ხელი მომეცი.
ანტიგონე. უკვე გეხები.
ოიდიპოსი. უცხოებო, არ დამჩაგროთ, რაკი გენდეთ და თავშესაფარი დავტოვე.

სტროფი მეორე

გუნდი. არავინ არასოდეს არ გაგაძევებს, მოხუცო, შენი ნების წინააღმდეგ.

ოიდიპოსი წინ დაიძვრება.

ოიდიპოსი. კიდევ?
გუნდი. კიდევ იარე წინ.
ოიდიპოსი. კიდევ?

64
გუნდი. [180] წინ წაიყვანე, ასულო, გვისმინე და დაგვემორჩილე.
ანტიგონე. *
ოიდიპოსი. *
ანტიგონე. წამოდი, გამომყევი ამ გზაზე ნელი ნაბიჯით, მამა, მე მიგიძღვი.
ოიდიპოსი. *
გუნდი. უცხო კაცო უცხო მიწაზე, გაბედე და შეიძულე, უბედურო, რაც სძულს ქალაქს და
პატივი ეცი, რასაც იგი პატივს სცემს.
ოიდიპოსი. წამიყვანე ახლა, შვილო, იქ, სადაც შეეძლება ვილაპარაკო და ვისმინო, წმინდა ჭალას
გარიდებულმა, [190] და რომ არ გავმართო ომი აუცილებლობასთან.

ანტისტროფი მეორე

გუნდი. მანდ! აღარ გადადგა ნაბიჯი მაგ კლდის შვერილის იქით.


ოიდიპოსი. ასე?
გუნდი. საკმარისია, გეუბნები.
ოიდიპოსი. ჩამოვჯდე?
გუნდი. გვერდით გაიწიე და ჩამოჯექი კლდის პირზე.
ანტიგონე. მამა, ეს ჩემი საქმეა: მშვიდად...
ოიდიპოსი. ვაი, ვაი!
ანტიგონე. ნაბიჯ-ნაბიჯ იარე და დაეყრდენი [200] ასაკოვანი სხეულით შენს მოყვარულ ხელს.
ოიდიპოსი. ვაი უბედურის ხვედრს!

ანტიგონე კლდეზე დასვამს.

გუნდი. აჰ, საბრალო კაცო, ახლა შეგიძლია იოლად ილაპარაკო. გაბედე და გვითხარი, ვინ გშობა
მოკვდავთაგან? მრავალტანჯული ვინ მოხვედი? რომელ სამშობლოზე შეგიძლია მოგვითხრო?

ეპოდოსი

ოიდიპოსი. უცხოელნო, უქალაქო ვარ, მაგრამ...


გუნდი. რას კრძალავ, მოხუცო?
ოიდიპოსი. [210] ნუ, ნუ, ნუ მკითხავ, ვინ ვარ, ნუ ეძებთ და ნუ იკვლევთ მეტს!
გუნდი. მაინც ვინ ხარ?
ოიდიპოსი. საშინელი წარმოშობისა.
გუნდი. თქვი!
ოიდიპოსი. შვილო, ვაიმე, რა ვთქვა?
გუნდი. რომელი მოდგმისა ხარ, უცხო კაცო, მამის მხრიდან.
ოიდიპოსი. ვაიმე, რა ვქნა, ჩემო შვილო?
ანტიგონე. თქვი, რადგან უკვე ზღვარზე ხარ მისული.
ოიდიპოსი. მაშ ვიტყვი, რადგან ვეღარ ვმალავ.
გუნდი. ძალიან წელავთ ორნი, აბა, დააჩქარე!
ოიდიპოსი. [220] ლაიოსისა იცი ვინმე?
გუნდი. ვაი, ვაი!
ოიდიპოსი. ლაბდაკიდესთა მოდგმის?
გუნდი. ო, ზევს!
ოიდიპოსი. საბრალო ოიდიპოსი?
გუნდი. შენ ხარ ის?
ოიდიპოსი. ნუ გეშინიათ ჩემი ნათქვამი სიტყვებისა.
გუნდი. ვაი, ვაი!

65
ოიდიპოსი. უბედური!
გუნდი. ოჰ, ოჰ!
ოიდიპოსი. ასულო ჩემო, ახლა რა მოგვივა?
გუნდი. წადი! შორს ჩვენი ქვეყნიდან!
ოიდიპოსი. თქვენი დაპირება, როგორ ასრულებთ?
გუნდი. არავის არ ეწვევა საბედისწერო შურისძიება, [230] თუკი მან მისადმი ადრე ჩადენილი
ბოროტება დასაჯა. ტყუილს თუ ტყუილით უპასუხებ, სიამოვნების ნაცვლად მიიღებ ტკივილს. შენ,
მოშორდი მაქაურობას, ადექი და მოსცილდი. შორს ჩემი მიწიდან რაც შეიძლება სწრაფად, რომ არ
მოიწიო ჩემს ქალაქზე მძიმე რამ ტვირთი.
ანტიგონე. ღირსეულო უცხო ხალხო, რაკი მოხუცი მამაჩემი ვერ აიტანეთ, [240] რაკი იცით,
მისდა უნებურად რაც ჩაიდინა, მე მაინც დამინდეთ, მე კი მხოლოდ ერთ რამეს გევედრებით,
შეიბრალეთ მამაჩემი. მე გევედრები თვალებით, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია შენს თვალს შეხედოს,
თითქოს შენი სისხლის ნაკადი იყოს, გევედრები, ამ ტანჯულს ღირსეულად მოექცეთ. როგორც
ღმერთზე, ისე ვართ თქვენზე დამოკიდებული ჩვენს უბედურებაში. მაგრამ მოდი, გამოიჩინე სიკეთე,
რომლის იმედიც არ გაგვაჩნია. გაფიცებ ყველაფერს, რაც ძვირფასი გაქვს სახლში: ბავშვს, ცოლს,
საგანძურს ან ღმერთს! კარგად შეხედე, ხომ ვერ იპოვი მოკვდავს, რომელიც ღმერთს ჩაუვარდა ხელში
და მისგან გაქცევა შეძლო.

66
პირველი ეპისოდიონი

გუნდი. მაგრამ იცოდე, ოიდიპოსის ქალიშვილო, ჩვენ თანაბრად გვებრალები შენაც და ისიც
თქვენი უბედურების გამო; მაგრამ გვეშინია, ღმერთებისა და სხვას ვერას ვიტყოდით, გარდა იმისა, რაც
ვთქვით.
ოიდიპოსი. რა დახმარება შეუძლია მოიტანოს ამაო დიდებამ და მშვენიერმა სახელმა? [260]
სწორად ამბობენ, რომ ათენი არის ყველაზე ღვთისმოსავი ქალაქი და რომ მხოლოდ მას ძალუძს,
უბედური მწირი შეიფაროს და უბედურებისგან დაიცვას. და ჩემთვის სად არის ეს, თუკი წამომაყენეთ
ამ კლდიდან და ქვეყნიდან მაძევებთ, მხოლოდ ჩემი სახელით შეშინებულები? რადგან ჩემი პიროვნება
და საქმეები არ გაშინებთ, საქმეები ხომ უფრო შემემთხვა, ვიდრე ჩავიდინე, თუ დედასა და მამაზე უნდა
ვილაპარაკო, რის გამოც ჩემი გეშინიათ. ეს მე კარგად [270] ვიცი. და მაინც, რითი ვარ ბუნებით ბოროტი?
თუკი განსაცდელს ვუპასუხე? განზრახაც რომ მემოქმედა, მაშინაც ხომ ვერ ჩავითვლებოდი ბოროტად?
მაგრამ როგორც იყო, მე არაფერი ვიცოდი და წავედი იქ, სადაც წავედი, ხოლო ვინც მე მერჩოდა,
გააზრებულად მღუპავდა. ამიტომ, უცხო ხალხო, ღმერთების სახელით, როგორც დამატოვებინეთ ჩემი
ადგილი, ისე დამიცავით და ნუ ჩათვლით ღმერთებს სულელებად, როდესაც მათ პატივს სცემთ. მაგრამ
უმჯობესია გაიაზროთ, რომ ისინი უყურებენ ღვთისმოსავ ადამიანსა [280] და უღმერთოს, და რომ ჯერ
ვერც ერთი ცოდვილი კაცი ვერ გაექცა მათ. მათთან ერთად არ დაამციროთ ათენის აყვავება და არ
მოემსახუროთ ბიწიერ საქმეს. რაკი შეიფარე მავედრებელი და ფიცი დადე, მიხსენი მე და დამიფარე
ბოლომდე; არ შეურაცხმყო, როდესაც ამ სახეს უკმაყოფილოდ უყურებ, რადგან მე შენთან მოვედი
განწმენდილი და ღვთისმოსავი და ამ ხალხისთვის სიკეთის მოტანი. როდესაც ბატონი მოვა, რომელიც
თქვენი მეფეა, [290] მაშინ გაიგონებთ და გაიგებთ; მანამდე არ გამოავლინოთ ბოროტება.
გუნდი. უნდა შემძრას, მოხუცო, შენმა აზრებმა; ისინი გამოითქვა არა უმნიშვნელო სიტყვებით.
კარგია, რომ ამ ქვეყნის ბრძანებლები ამ საქმეს განიხილავენ.
ოიდიპოსი. სად არის ამ მიწის მბრძანებელი, უცხოელებო?
გუნდი. იგი თავისი მამების ქალაქშია ჩვენს მიწაზე. მაცნე, რომელმაც ჩვენ აქ გამოგვგზავნა,
მასთან წავიდა.
ოიდიპოსი. როგორ ფიქრობთ, რამე ყურადღებას მიაქცევს და იზრუნებს ბრმა კაცზე და [300]
თვითონ მოვა აქ?
გუნდი. რა თქმა უნდა, როგორც კი შენს სახელს გაიგონებს.
ოიდიპოსი. ვინ მიუტანს ამ სიტყვას?
გუნდი. გზა გრძელია და მოგზაურები ხშირად ბევრს ლაპარაკობენ. როდესაც ის მათ გაიგონებს,
მალე აქ იქნება, არ შეგეშინდეს. რადგან შენს სახელს, ბერიკაცო, ხშირად აცხადებდნენ ყველა მხარეში,
ასე რომ, იმ შემთხვევაშიც, თუ ის ისვენებს და ნელა მოძრაობს, შენ შესახებ რომ გაიგონებს, იგი სწრაფად
ჩამოვა.
ოიდიპოსი. მაშ, დაე ჩამოვიდეს და სიკეთე მოუტანოს თავის ქალაქსა და მე! რომელი
კეთილშობილი ადამიანი არ არის საკუთარი თავის მეგობარი?
ანტიგონე. [300] ო, ზევს, რა ვთქვა? რა უნდა ვიფიქრო, მამა?
ოიდიპოსი. რა ხდება, შვილო, ანტიგონე?
ანტიგონე. ქალს ვხედავ, ჩვენკენ მოდის, ეტნის კვიცზე ამხედრებული 66 ; თესალიური ქუდი
ახურავს,67 სახე რომ მზისგან დაფაროს. რა ვთქვა? ისაა თუ არა? ვითომ, ვცდები? ხომ არ მეშლება? ისაა
თუ არა, ვერ ვამბობ. უბედური. სხვა არავინაა, მიახლოვდება და [320] ნათელ მზერას მაგებებს, ნიშანს
მაძლევს. ცხადია, რომ ეს ისმენეა და არა ვინმე სხვა ჩემ წინაშე.
ოიდიპოსი. რას ამბობ, შვილო?

66
სტრ. 300. ეტნის კვიცზე ამხედრებული – ანუ, სიცილიურ კვიცზე შემჯდარი. სიცილია, სადაც ეტნის მთა მდებარეობს,
ცნობილი იყო თავისი ვირებით, ჯორებითა და ცხენებით.
67
სტრ. 302. თესალიური ქუდი – ფართოფრთებიანი ქუდი, რომელსაც მწყემსები და მოგზაურები ატარებდნენ.

67
ანტიგონე. შენს შვილს, ჩემს დას ვხედავ. ხმით მაშინვე იცნობ.
ისმენე. მამა და დაო, ჩემთვის ყველაზე საყვარელო სახელებო! რა ძნელი იყო თქვენი პოვნა! რა
რა ძნელია თქვენი დანახვა ახლა ცრემლის გამო!
ოიდიპოსი. ჩემო შვილო, მოხვედი?
ისმენე. მამა, რა მძიმეა შენი უბედობის ყურება!
ოიდიპოსი. ჩვენთან ხარ, შვილო?
ისმენე. ტანჯვა-წამებით.
ოიდიპოსი. შემეხე, შვილო!
ისმენე. გეხებით ორივეს ერთად.
ოიდიპოსი. [330] ჩემო შვილებო, ჩემო დებო!
ისმენე. ო, ორგზის უბედურო სიცოცხლე!
ოიდიპოსი. მისი და ჩემი?
ისმენე. და მესამე უბედურის, ჩემიც.
ოიდიპოსი. შვილო, რამ მოგიყვანა?
ისმენე. შენზე ზრუნვამ, მამა.
ოიდიპოსი. მოგენატრე?
ისმენე. დიახ და რომ მომეტანა ახალი ამბები საკუთარი პირით, ერთადერთი მსახურით,
რომელიც მყავდა.
ოიდიპოსი. და სად არიან ყმაწვილები, შენი ძმები, როცა გვჭირდებიან?
ისმენე. იქ არიან, სადაც არიან; მათი გარემოებები ახლა საშინელია.
ოიდიპოსი. ყველანაირად ეგვიპტურ კანონებს მიემსგავსა ეს ორი თავისი ბუნებითა და
ცხოვრებით! რადგან იქ კაცები სახლებში [340] სხედან და ქსოვენ, ხოლო ქალები გადიან სარჩოს
მოსაპოვებლად. თქვენს შეთხვევაში, ჩემო ქალიშვილებო, ისინი, ვისაც ეკუთვნოდა ეს შრომა, სახლს
უვლიან ქალიშვილებივით, ხოლო თქვენ ორნი მათ მაგივრად ატარებთ თქვენი საბრალო მამის
უბედურებას. (ანტიგონეზე მიუთითებს). ერთი, მას შემდეგ, რაც მისმა სიყმაწვილემ გაიარა და ძალა
მოეცა, სულ ამ ბერიკაცის გზისმკვლევი იყო მომქანცველ ხეტიალში, ხშირად უმიზნო სიარულში,
მშიერი და ფეხშიშველი, უღრან ტყეებში, [350] წვიმებითა და მზის დამწველი მცხუნვარებით
გაწამებული და არც ფიქრობს სახლის სიმყუდროვეზე, რადგან მამა ჰყავს მოსავლელი. (ისმენეს). შენაც,
შვილო, კადმოსელებისგან მალულად მამას გამოუტანე ყველა წინასწარეტყველება, შენ გახდი
ერთგული მცველი მამისა, როდესაც მე ქვეყნიდან მაძევებდნენ. ახლა კი რა ახალი ამბები მოგაქვს
მამისთვის, ისმენე? რა დანიშნულებით წამოსულხარ სახლიდან? ხელცარიელი არ მოსულხარ, ცხადად
[360] ვიცი, რაღაც გაშინებს ჩემ გამო.
ისმენე. რა ტანჯვაც გამოვიარე, მამა, იმის ძიებაში, თუ სად ცხოვრობ, გამოვტოვებ. არ მინდა
მოგიყვე და ყოველივე ორგზის განვიცადო ისევ. მაგრამ რა სიავეც ტრიალებს შენი უბედური ვაჟების
თავს, აი, ამის მოსაყოლად ჩამოვედი. ჯერ გადაწყვიტეს, რომ ტახტი კრეონისთვის დაეთმოთ და ქალაქი
გაეწმინდათ უწინდურობისგან, როდესაც მშვიდად ფიქრობდნენ ძველი მოდგმის დაცემაზე, [370] რაც
მოუვიდა შენს უბედურ სახლს. მაგრამ ახლა, რომელიღაც ღმერთებისა და ცოდვილი გულის წყალობით
სამგზის უბედურებმა ბოროტი ბრძოლა წამოიწყეს, რომ ტირანის ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში. და
უმცროსმა შვილმა ტახტი წაართვა უფროსს, პოლინიკესს, და გააძევა იგი სამშობლოდან. და ჩვენ შორის
ვრცელდება ხმა, რომ იგი არგოსის ველზე წავიდა ლტოლვილად, დაქორწინდა და მეგობრები
შემოიკრიბა და აპირებს, არგოსს მალე დააპყრობინოს კადმოსელთა მიწა, [380] ან ცამდე ავიდეს ჩვენი
ქალაქის ქება. ეს არა ლიტონი სიტყვა, მამა, არამედ საშინელი საქმეა. როდის შეიწყალებენ ღმერთები
შენს მწუხარებას, არ ვიცი.
ოიდიპოსი. თქვენ რა, იმედი გაქვთ, რომ ღმერთები ოდესმე ჩემთვის მოიცლიან და ჩემს
გადარჩენას შეეცდებიან?
ისმენე. მე მაქვს ეს იმედი ახლა, ახლანდელი წინასწარმეტყველებიდან.
ოიდიპოსი. რაა ეს? რას წინასწარმეტყველებენ ისინი, შვილო?
ისმენე. რომ შენ მოგძებნიან ადამიანები ოდესმე, [390] მკვდარს ან ცოცხალს, მათი
უსაფრთხოებისთვის.

68
ოიდიპოსი. ვინ შეიძლება იხეიროს ჩემნაირი კაცით?
ისმენე. ამბობენ, რომ მათი ძალა შენს ხელთაა.
ოიდიპოსი. როცა აღარ ვარსებობ, მაშინ ვარ კაცი?
ისმენე. რადგან ახლა ღმერთებმა ფეხზე დაგაყენეს; თუმცა მანამდე მათვე დაგამხეს.
ოიდიპოსი. უსარგებლოა მოხუცის წამოყენება, თუ ახალგაზრდა დაეცა.
ისმენე. იცოდე, რომ კრეონი ამათ გამო მოვა და ეს მალე იქნება.
ოიდიპოსი. რა მიზნით, ასულო? ამიხსენი.
ისმენე. რომ დაგსვან კადმეიის მახლობლად, რომ ხელში ჰყავდე, [400] სანამ არ შეგიძლია მის
საზღვრებში შესვლა.
ოიდიპოსი. და როგორ მოვუტან სარგებლობას, თუ კარიბჭის აქეთ ვრჩები?
ისმენე. შენი საფლავი იმ უბედურებისთვის წყევლაა.
ოიდიპოსი. ღმერთის გარეშეც შემიძლია გონებას შევეწიო.
ისმენე. ამ მიზეზით უნდათ, რომ მეზობლად გაგიხადონ, მაგრამ ისეთ ადგილას, რომ მათი
მოწყალების იმედად იყო.
ოიდიპოსი. და ისინი დამაყრიან თებეს მტვერს?
ისმენე. არა, ნათესაური სისხლის დანაშაული გიკრძლავს, მამა.
ოიდიპოსი. მაშინ ისინი ვერასოდეს ვერ იბატონებენ ჩემზე.
ისმენე. ოდესმე ეს გახდება კადმოსელთა ჭმუნვის საგანი.
ოიდიპოსი. [410] გარემოებათა რა დამთხვევისას, შვილო?
ისმენე. შენი რისხვა, როცა დადგებიან შენს საფლავთან.
ოიდიპოსი. ვინ გითხრა ეს, შვილო?
ისმენე. წმინდა მაცნეებმა დელფოსის კერიდან.
ოიდიპოსი. და სხივოსანმა მართლაც მე მიგულისხმა?
ისმენე. ასე ამბობენ თებედან დაბრუნებულები.
ოიდიპოსი. ჩემი შვილებიდან ვინმემ ისმინა ეს?
ისმენე. ორივემ ისმინა და კარგად იცის ორივემ.
ოიდიპოსი. და ეს რომ გაიგონეს, უბოროტესებმა ტირანობა არჩიეს ჩემი მოხმობის სურვილს?
ისმენე. [420] მიჭირს ამის მოსმენა, მაგრამ მაინც უნდა გადავიტანო.
ოიდიპოსი. მაშ, ღმერთებმა არ ჩააცხრონ მათი საბედისწერო ბრძოლა და მე მომიხდეს ამ ომის
გადაწყვეტა, რომელშიც ახლა ხელებს იწვდიან და ერთმანეთს საწინააღმდეგოდ შუბებს არხევენ. დაე,
ვერც ის, რომელსაც უპყრია კვერთხი და ტახტი, ვერ დარჩეს და ვერც დევნილი ვერასოდეს ვერ
დაბრუნდეს! ისინი ხედავდნენ, რომ მე, მათს მამას ასე შეურაცხმყოფდნენ და სამშობლოდან
მაძევებდნენ, მათ ეს არ გააჩერეს და არ დამიცვეს. ისინი ხედავდნენ, როგორ უსახლკაროდ დამტოვეს,
[430] ესმოდათ, როგორ გამომიცხადა მაცნემ გაძევების ბრძანება. შეიძლება თქვათ, რომ ეს მაშინ ჩემი
საკუთარი სურვილი იყო და ქალაქმა სათანადო სახით მომართვა ეს საჩუქარი. არა-მეთქი! რადგან
პირველ დღეს, როდესაც სული აბობოქრდა, და ჩემი უტკბესი სურვილი იყო სიკვდილი, მართლაც,
სიკვდილი და ჩაქვავება, არავინ მოიძებნა, ვინც დამეხმარებოდა ამ სურვილის ასრულებაში; მაგრამ
დროის შემდეგ, როდესაც ჩემი ტანჯვა დარბილდა, როდესაც გამიჩნდა გრძნობა, რომ ჩემი გული
მეტისმეტად დაისაჯა ძველი შეცდომებისთვის, [440] მაშინ ქალაქმა იძლებით დაიწყო ჩემი გაძევება,
მთელი ამ დროის შემდეგ. ჩემმა ვაჟებმა, როდესაც შეეძლოთ, დამხმარებოდნენ, საკუთარ მამას
დახმარებოდნენ, ეს არ გააკეთეს. იმიტომ, რომ ხმა არ ამოიღეს, მე წავედი სახეტიალოდ, ბოგანო და
სამუდამო მათხოვარი. პირიქით, სწორედ ამ გოგონებიდან, ქალიშვილები კი არიან, რამდენადაც ბუნება
ნებას რთავთ, მე ვიღებ ყოველდღიურ საკვებს, თავშესაფარს მიწაზე და ოჯახურ დახმარებას. მათმა
ძმებმა გაცვალეს მამა ტახტზე, კვერთხსა და სამეფოს მბრძანებლობაზე. [450] ვერა, ვერასოდეს ვერ
გაიხდიან ისინი ოიდიპოსს თავიანთ მოკავშირედ და არაფერ კარგს არ მოუტანს მათ კადმეიაზე მეფობა;
ეს მე ვიცი, ამ ქალიშვილის წინასწარმეტყველებას ვუსმენ და ძველებზედაც ვფიქრობ, რომლებიც ჩემს
საკუთარ ცნობიერებაში ინახება, რომლებიც სხივოსანმა აღასრულა ჩემთვის. შესაბამისად, დაე
გამოგზავნონ ჩემს საძებრად კრეონი ან ვინმე კიდევ უფრო ძლიერი თებეში. რადგან თუ თქვენ,
უცხოელებო, საზარელი ქალღმერთების შემწეობით, რომელიც მბრძანებლობენ ამ მხარეში, ისურვებთ

69
ჩემს დაცვას, თქვენ მიიღებთ უდიდეს მხსნელს ამ ქალაქისთვის, [460] და უბედურებას ჩემი
მტრებისთვის.
გუნდი. შენ იმსახურებ თანაგრძნობას, ოიდიპოს, შენცა და ეს ასულებიც. და რადგან ამ
თხოვნაში თქვენ ძალას ამატებთ, რომ ჩვენი მიწა იხსნათ, მე მინდა მოგცე რჩევა შენს სასარგებლოდ.
ოიდიპოსი. უსაყვარლესო მეგობრებო, იყავით ჩემი მფარველები და ყველაფერს ბოლომდე
მივიყვან.
გუნდი. განიწმინდე ამ ქალღმერთებთან, რომლებთანაც მობრძანდი და რომელთა მიწაზედაც
ფეხი დადგი.
ოიდიპოსი. რა წეს-ჩვეულებით? უცხოელებო, მასწავლეთ.
გუნდი. უპირველეს ყოვლისა, მარად მედინი [470] წყაროდან მოიტანეთ წმინდა სითხე წეს-
ჩვეულებით განწმენდილი ხელებით.
ოიდიპოსი. და როდესაც მივიღებ ამ შეურეველ სითხეს?
გუნდი. არის კრატერები, დიდოსტატი კაცის ქმნილება, თავი და ორივე მხრიდან ყურები უნდა
შეამკო.
ოიდიპოსი. ზეთისხილის შტოებით თუ შალის ნაჭრით თუ რა გზით?
გუნდი. ახლახან გაკრეჭილი ცხვრის მატყლით.
ოიდიპოსი. კარგი; შემდეგ რა საბოლოო ჩვეულებას მივმართო?
გუნდი. დაღვარე საღვრელი ცისკრისკენ მზერით.
ოიდიპოსი. იმ ჭურჭლებიდან დავღვარო, თქვენ რომ მითხარით?
გუნდი. დიახ, სამ ნაკადად; მაგრამ უკანასკნელი ბოლომდე.
ოიდიპოსი. [480] რითი შევავსო ეს, სანამ დავდგამ? მასწავლე ესეც.
გუნდი. წყლითა და თაფლით; მაგრამ ღვინო არ შეურიო.
ოიდიპოსი. და როდესაც ხშირფოთლიანი ჩრდილის ქვეშ მიწა შეისრუტავს საღვრელს?
გუნდი. სამგზის დააწყვე ორივე ხელით ზეთისხილის ცხრა შტო და ამასობაში ილოცე კიდეც.
ოიდიპოსი. ამის მოსმენა მინდა, რადგან უმნიშვნელოვანესია.
გუნდი. ჩვენ მათ ევმენისებს ვუხმობთ, რომ კეთილგანწყობილი ძალით შეძლონ მიიღონ
მავედრებელი, როგორც მისმა მხსნელებმა. დაე, ეს იყოს შენი ლოცვა ან ვინმეს ლოცვა შენთვის.
ილაპარაკე, რომ არ ისმოდეს და ხმას არ აუწიო; შემდეგ წადი უკან მოუხედავად. [490] თუ ამას გააკეთებ,
გავბედავ და დაგეხმარები, სხვაგვარად კი, უცხოელო, შენ გამო შემეშინდებოდა.
ოიდიპოსი. შვილებო, გესმოდათ აქაურებისა?
ანტიგონე. ჩვენ გავიგონეთ. გვითხარი, რა ვქნათ.
ოიდიპოსი. მე არ შემიძლია წასვლა, რადგან ძალაც მაკლია და თვალის სინათლეც, – წყვილი
უბედურება მჭირს. მაგრამ ერთი თქვენგანი მივიდეს და გააკეთოს ეს ამბები. რადგან ვფიქრობ, რომ
ერთი სული საკმარისია, რომ ათი ათასის ვალი გადაიხადოს, თუკი კეთილი ნებით მოდის. [500] მაშ,
სწრაფად იმოქმედეთ. მაგრამ მე არ მიმატოვოთ, რადგან ჩემს სხეულს ძალა არ ყოფნის, გადააადგილდეს
დახმარებისა და წარმმართველი ხელის გარეშე.
ისმენე. მაშინ მე წავალ და წეს-ჩვეულებას აღვასრულებ; მაგრამ სად უნდა ვიპოვო ადგილი, ეს
მინდა ვიცოდე.
გუნდი. ამ ჭალის მეორე მხარეს, უცხოელო. თუ რამე გჭირდება, იქ არის ადგილის მცველი. ის
წარგმართავს შენ.
ისმენე. მე მივდივარ, შენ, ანტიგონე, დარჩი აქ, მამასთან. მამისთვის თუ ვშრომობთ, არც უნდა
ჩავთვალოთ შრომად.

ისმენე გადის.

70
კომოსი

სტროფი

გუნდი. [510] საშინელია, უცხოელო, დიდი ხნის დავანებული ძველი სიავის გამოღვიძება და
მაინც დიდი სურვილი მაქვს, გავიგო...
ოიდიპოსი. მაინც რა?
გუნდი. იმ უიმედო, უბედურებით სავსე ტკივილზე, შენ რომ ებრძოდი.
ოიდიპოსი. თქვენი სტუმართმოყვარეობის სახელით, ნუ გაამჟღავნებთ სირცხვილს, რომელიც
მე შემემთხვა.
გუნდი. ვხედავ, რომ ამბავი ფართოდაა გავრცელებული და არანაირად არ სუსტდება, ამიტომ
მინდა, პირდაპირ გავიგონო.
ოიდიპოსი. ვაიმე!
გუნდი. დამიჯერე, გევედრები!
ოიდიპოსი. აჰ, აჰ!
გუნდი. [520] შემისრულე თხოვნა, როგორც მე შეგისრულე.

ანტისტროფი

ოიდიპოსი. უდიდესი ტანჯვა გადავიტანე, უცხოელებო, დავიტანჯე უნებლიე საქციელით,


ღმერთმა იცოდეს! არც ერთი ნაწილი არ ყოფილა ჩემი არჩევანი.
გუნდი. მაგრამ როგორ?
ოიდიპოსი. ბოროტი ქორწინებით ქალაქმა, მისდა უნებურად, გამწირა.
გუნდი. გამიგონია, დედასთან გაიყავი სამარცხვინოდ სარეცელი?
ოიდიპოსი. სიკვდილია ჩემთვის ამის მოსმენა, უცხოელებო. და ეს ჩემი ორი ქალიშვილი...
გუნდი. [530] რას ამბობ?
ოიდიპოსი. ორი შვილი, ორი წყევლა...
გუნდი. ო, ზევს!
ოიდიპოსი. საერთო დედის საშოდან იშვნენ ისინიც.

სტროფი მეორე

გუნდი. ანუ ესენი არიან ასულები და...


ოიდიპოსი. მართლაც, დები საკუთარი მამისა.
გუნდი. ოჰ!
ოიდიპოსი. მართლაც, ენით უთქმელი უბედურება დაატყდა თავს ჩემს სულს.
გუნდი. დაიტანჯე.
ოიდიპოსი. უმძიმესი რამ გადავიტანე.
გუნდი. ჩაიდინე.
ოიდიპოსი. არ ჩამიდენია!
გუნდი. როგორ?
ოიდიპოსი. მე მომეცა საჩუქარი, რა უბედური ვარ, ნეტავ არასოდეს არ მიმეღო [540] ეს საჩუქარი
ქალაქისგან ჩემი დასახურებისთვის.

ანტისტროფი მეორე

გუნდი. დაწყევლილი კაცი! მერე რა? შენ მოკალი?


ოიდიპოსი. ახლა რა, რა გინდა, გაიგო?

71
გუნდი. მამა?
ოიდიპოსი. აჰ! მეორე დარტყმა, ჭრილობა ჭრილობაზე!
გუნდი. მოჰკალი.
ოიდიპოსი. მოვკალი, თხოვნა მაქვს...
გუნდი. მაინც რა?
ოიდიპოსი. სამართალს ვითხოვ.
გუნდი. რაო?
ოიდიპოსი. გეტყვით. მე არ ვიცოდი, ისე მოვკალი და დავიღუპე საბოლოოდ. სუფთა ვარ
კანონის წინაშე, არ ვიცოდი, ისე ვმოქმედებდი და მოვედი აქამდე!
გუნდი. შეხედე, ჩვენი ბატონი, თესევსი, ეგევსის ძე, [550] მოდის ჩვენი ხმის გაგონებისას, რომ
გააკეთოს, რისთვისაც გამოიძახეს.

შემოდის თესევსი.

თესევსი. ადრე ბევრისგან მსმენია შენი მხედველობის სისხლიან დაზიანებაზე, გიცანი, რომ შენ
ხარ, ლაიოსის ძეო; ახლა, აქ რომ მოვედი, თავადაც დავრწმუნდი ამაში. შენი სამოსი და დასახიჩრებული
სახე მარწმუნებს, რომ ეს შენ ხარ. მთელი თანაგრძნობით გთხოვ, უბედურო ოიდიპოს, რა თხოვნაც
უნდა გქონდეს ქალაქისა და ჩემდამი, როდესაც აქ ადგილი დაიკავე, შენ და საბრალო გოგონამ შენ
გვერდით, გამოაცხადე ეს. მართლაცდა საშინელი უნდა იყოს ბედი, რომელსაც ამბობ, [560] რომ მე
მისგან გვერდით გავდგე; რადგან მე ვიცი, მეც ხომ დევნილობაში გავიზარდე,68 როგორც შენ და უცხო
ქვეყნებში მე სიცოცხლისთვის საფრთხეს ვებრძოდი, როგორც არავინ სხვა. მე არასოდეს არ ვაქცევ
ზურგს უცხოელს, როგორც შენ ხარ ახლა და უარს არ ვეტყვი, დავეხმარო განთავისუფლებაში. რადგან
კარგად ვიცი, რომ კაცი ვარ და ხვალის ჩემი წილი შენსაზე მეტი არაა.
ოიდიპოსი. თესევს, რადენიმე სიტყვაში შენმა კეთილშობილებამ ისეთ ხარისხს მიაღწია, [570]
რომ მე მხოლოდ მოკლე პასუხის გაცემა მჭირდება. შენ ბრძანე, ვინ ვარ, რომელი მამისგან წარმოვიშვი
და რომელი მიწიდან მოვედი; და ამიტომ მე დარჩა მხოლოდ ვთქვა, რა მინდა და ამბავიც მოყოლილია.
თესევსი. მაშ, გვითხარი ამაზე, რომ ვიცოდე.
ოიდიპოსი. მოვედი, რომ შემოგთავაზოთ ჩემი ტანჯული სხეული საჩუქრად, დიდი არაფერი
სანახაობა, მაგრამ სარგებელი მისგან უკეთესია, ვიდრე სილამაზე.
თესევსი. რა სარგებელს მოიტანს, შენი აზრით?
ოიდიპოსი. [580] შემდგომში მიხვდები, ჯერ ვერა.
თესევსი. როდის გახდება ეს სარგებელი ცხადი?
ოიდიპოსი. როდესაც მოვკვდები და შენ დამკრძალავ.
თესევსი. სიცოცხლის ბოლო სამსახური გწყურია; მაგრამ თვითონ სიცოცხლე ან არ გახსოვს ან
არ გადარდებს.
ოიდიპოსი. მართლაც, ამ სამსახურით მე ვაგროვებ ყველა დანარჩენს.
თესევსი. სამსახური, რომელსაც ჩემგან ითხოვ, მართლაც ხანმოკლეა.
ოიდიპოსი. მაგრამ სიფრთხილე გმართებთ, ბრძოლა აქ პატარა არაა, რა თქმა უნდა.
თესევსი. რომელ ბრძოლაზე ამბობ, შვილებისა თუ ჩემსაზე?
ოიდიპოსი. ისინი გაიძულებენ გადამაგზავნოთ იქ, თებეში.
თესევსი. [590] მაგრამ თუ შენ გსურს, დევნილობა არ დადგება.
ოიდიპოსი. არა, როდესაც მე მსურდა, მათ უარი თქვეს.

68
სტრ. 563. მეც ხომ დევნილობაში გავიზარდე – გადმოცემის თანახმად, თესევსი დედის მამასთან გაიზარდა
არგოლისის ქალაქ ტროიძენში. ჰერაკლესის მსგავსად, თესევსმაც მრავალი გმირობა ჩაიდინა, რომელთაგან ყველაზე
მნიშვნელოვანი იყო ხარისთავიანი და ადამიანისტანიანი ურჩხულის, მინოტავროსის მოკვლა, რისი წყალობითაც თესევსმა ათენი
იმ ხარკისაგან გაათავისუფლა, რომელსაც კუნძულ კრეტის მეფეს უხდიდნენ, როდესაც მინოტავროსის საკვებად ყმაწვილ კაცებსა
და ქალებს უგზავნიდნენ.

72
თესევსი. სულელო კაცო, უბედურებაში მრისხანება არ ვარგა.
ოიდიპოსი. როცა გაიგებ ჩემს ამბავს, მირჩიე, მანამდე მოიცადე.
თესევსი. ილაპარაკე, მე არ უნდა ვილაპარაკო, სანამ არ ვიცი.
ოიდიპოსი. დავიტანჯე, თესევს, საშინელი უბედურება უბედურებაზე.
თესევსი. არ მოჰყვები თქვენი მოდგმის ძველ უბედურებაზე?
ოიდიპოსი. რა თქმა უნდა, არა, ყველა ბერძენი ამაზე ლაპარაკობს.
თესევსი. მაშ როგორღა იტანჯები იმაზე მეტად, რაც ადამიანს შეუძლია?
ოიდიპოსი. გარემოება ასეთია, ჩემი ქვეყნიდან გამომაძევეს საკუთარა ვაჟებმა; [600] დაბრუნება
არ შემიძლია, რადგან მამის სისხლში მაქვს ხელი გასვრილი.
თესევსი. რატომ უნდა დაგაბრუნონ, თუ ცალკე უნდა იცხოვროთ?
ოიდიპოსი. ღვთის სიტყვა აიძულებს მათ.
თესევსი. რა ტანჯვისა ეშინიათ წინასწარეტყველებიდან?
ოიდიპოსი. რომ ისინი უნდა დაემხონ ამ მიწაზე.
თესევსი. და როგორ უნდა აღიძრას ჩემსა და მათ შორის სიმწარე?
ოიდიპოსი. ეგევსის უძვირფასესო შვილო, მხოლოდ ღმერთებს არ ეწვევა არასოდეს სიბერე და
სიკვდილი, ყველაფერი დანარჩენი კი იძირება ყველაფრის მძლეველი დროის ქაოსში. [610] მიწის ძალა
მცირდება, ისევე როგორც სხეულის ძალა; იბადება უნდობლობა; ერთი და იგივე სული არასოდეს არ
რჩება შეურყევლად მეგობრებსა და ქალაქებს შორის. ზოგისთვის ახლა, სხვებისთვის ხვალ ტკბილი
გრძნობები ხდება მწარე და შემდეგ კიდევ ერთხელ ხდება ძვირფასი. და თუ ახლა თებესა და შენ შორის
მზე კაშკაშად ანათებს, დრო მაინც თავის გზაზე დაბადებს უთვალავ დღესა და ღამეს, რომლებშიც მცირე
რამ მიზეზით [620] შუბებით გაირეკება თანხმობის დღევანდელი ფიცი. მაშინ ერთ დღესაც ჩემი მძინარე
და დაკრძალული, სიკვდილით გაცივებული ცხედარი მათს თბილ სისხლს დალევს, თუ ზევსი ჯერაც
ზევსია და ზევსისეული სხივოსანი ცხადად მეტყველებს. მაგრამ რაკი არ ვაპირებ დავარღვიო დუმილი
იმ სიტყვებთან დაკავშირებით, რომელთა წარმოთქმა არ შეიძლება, ნება მომეცი, გავჩერდე, რითიც
დავიწყე. ოღონდ დაიცავი შენი დაპირება და არასოდეს არ იტყვი, რომ ამაოდ მიიღე კეთილად
ოიდიპოსი, რომ ეცხოვრა ამ მიწაზე, თუ მართლაც ღმერთები არ მატყუებენ მე.
გუნდი. ბატონო, თავიდანვე ეს კაცი ავლენდა [630] ნებას ამ სიტყვებით ან მსგავსით, რომ
არგებდა ჩვენს მიწას.
თესევსი. მაშინ, ვინ უარყოფს ასეთი კაცის კეთილ ნებას? ვისაც, უპირველეს ყოვლისა,
ყოველთვის მიუწვდება ჩვენს მხარეში ორმხრივი შეთანხმებით ხელი ჩვენს კერასა და მეგობრულ
შუბზე. შემდეგ ის მოვიდა მავედრებლად ჩვენს ღმერთებთან და უხდის არა მცირე ანაზღაურებას ამ
მიწასა და მე. ამ თხოვნისადმი პატივისცემით არასოდეს არ ვეტყვი უარს მის კეთლგანწყობას და
მოვუწყობ მას საცხოვრებელს როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს. და თუ უცხოელი აქ დარჩენას
განიზრახავს, გიბრძანებთ, [640] დაიცვათ იგი; ან, თუ მას სიამოვნებს, მე წამომყვეს. შეგიძლია აირჩიო,
ოიდიპოს; შენი სურვილი ჩემი იქნება.
ოიდიპოსი. ზევსო, სიკეთე უყავი ასეთ ადამიანებს!
თესევსი. რომელს აირჩევ? გინდა სახლში წამომყვე?
ოიდიპოსი. წამოვიდოდი, სწორი რომ ყოფილიყო. მაგრამ ეს ის ადგილია...
თესევსი. რას გააკეთებ აქ? თქვი, მე ხელს არ შეგიშლი.
ოიდიპოსი. სადაც დავამარცხებ მათ, ვინც გამომაგდო.
თესევსი. შენი დასწრების დაპირებული საჩუქარი დიდებული იქნებოდა.
ოიდიპოსი. ასეც იქნება, დანაპირებს თუ შეასრულებ.
თესევსი. ჩემი იმედი გქონდეს, არასოდეს არ გიღალატებ.
ოიდიპოსი. [650] ფიცით არ შეგკრავ, როგორც ბოროტს კრავენ.
თესევსი. ჩემს სიტყვაზე მეტს მაინც ვერაფერს მოიგებდი.
ოიდიპოსი. მაშინ რას იზამ?
თესევსი. რისი გეშინია?
ოიდიპოსი. კაცები მოვლენ.
თესევსი. ეს ხალხი მოუვლის ამას.

73
ოიდიპოსი. შეხედეთ, თუ დამტოვებთ...
თესევსი. ნუ მასწავლი, რა უნდა ვაკეთო.
ოიდიპოსი. მაინც მეშინია.
თესევსი. ჩემს გულს არ ეშინია.
ოიდიპოსი. არ იცით მუქარა.
თესევსი. მე ვიცი, რომ ვერავინ ვერ წაგიყვანს აქედან ჩემი ნების წინააღმდეგ. ხშირად მუქარა
ბობოქრობს კაცის გულში ხმამაღალი და ფუჭი სიტყვებით. მაგრამ როდესაც გონს მოდის კაცი, [660]
მუქარაც ქრება. შეიძლება ამ ხალხისთვისაც, დიახ, თუნდაც თამამად ილაპარაკეს საშინელი რამეები,
რომ უკან გაებრუნებინე, აქ გამომგზავრება აღმოჩნდება ხანგრძლივი და რთული. გირჩევ, რომ
უჩემოდაც მშვიდად იყო, რაკი სხივოსნის გამოგზავნილი ხარ. მე მივდივარ, მაგრამ ჩემი სახელით აქ
დაცული იქნები და არაფერი არ მოგივა.

74
პირველი სტასიმონი

სტროფი პირველი

გუნდი. უცხოელო, მშვენიერი ცხენების ამ ქვეყანაში შენ მოხვდი დედამიწაზე ყველაზე


მშვენიერ სახლში, მოელვარე კოლონოსში. [670] აქ ბულბული, მუდმივი სტუმარი, გალობს ნათელი
ხმით ხეების ქვეშ მწვანე ველებზე, ცხოვრობს ღვინომუქ სუროში და უფლის დაუძლეველ
ფოთლეულში, კენკრითა და ხილით მდიდარში, მზე არ ეწვევა, არ აწუხებს ქარი და გრიგალი. აქ
მოსეირნე დიონისოსი მუდამ დადის მიწაზე, [680] მისი აღმზრდელი ნიმფების თანაგზავრი.

ანტისტროფი პირველი

ზეციური ცვრით გამოკვებილი ნარკისოსი ყვავის დღითიდღე შვენიერი მტევნებით; ეს დიდი


ქალღმერთების ძველი გვირგვინია. ზაფრანაც ყვავის ოქროს ელვარებით. 69 არ შრება მარადმედინი
წყაროები, რომელთაგან მოხეტიალობს კეფისოსის 70 წყლები და ყოველდღე წმინდა ნაკადით [690]
მიედინება ვაკეში მიწის შეშუპებულ უბეში, და მოაქვს ნაყოფიერება. არ გაექცნენ ამ ადგილს არც
მოცკვავე მუზები და არც ოქროს სადავეებიანი აფროდიტე.

სტროფი მეორე

და არის რაღაც, რაც არ მსმენია აზიის მიწაზე, და არ მსმენია პელოფსის დიად დორიულ
კუნძულზე: 71 დაუმარცხებელი მცენარე, თვითაღდგენადი, მტრისთვის თავზარდამცემი და მათი
გამანადგურებელი. [700] იგი განსაკუთრებით ხარობს ამ მიწაზე, რუხფოთლიანი ზეთისხილი,
ბავშვების აღმზრდელი. ახალგაზრდებს არ შეუძლიათ ავნონ ხელით და არც იმათ, ვინც სიბერემდე
ცოცხლობს, რადგან ზევს მორიოსი დაუძინარი თვალით დაჰყურებს და თვალსხივოსანი ათენაც.

ანტისტროფი მეორე

და მეტად ვაქებ ამ ქალაქს, ჩვენს დედას, [710] დიდი ღვთაების საჩუქარს, უდიდეს დიდებას:
საუკეთესო ცხენები, კვიცები და ზღვა. რადგან შენ, კრონოსის ძეო, მბრძანებელო პოსეიდონო, დასვი ის
ამ სიამაყის ტახტზე, თავდაპირველად ჩვენს გზებზე შენ გააჩინე სადავეები, ცხენის სიშმაგის წამალი.
და ლამაზი ნიჩაბი, ზღვისთვის კარგად ნათალი, ნაპირის გასწვრივ მიქრის და მოჰყვება ნერეისების
ასფეხა გუნდი.

69
სტრ. 684-687. ნარკისოსი და ზაფრანა ქალღმერთების: დემეტერისა და პერსეფონესადმი იყო მიძღვნილი.
70
სტრ. 689. კეფისოსი – ატიკის უმნიშვნელოვანესი მდინარე.
71
სტრ. 705. ...პელოფსის დიად დორიულ კუნძულზე... – აქ სოფოკლე აშკარად არღვევს ბერძნული თქმულებების
ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, პელოპონესოსი დორიელებმა ტროის ომის შემდეგ დაიკავეს, ხოლო ოიდიპოსი მანამდე
ცხოვრობდა. ეს, როგორც ჩანს, განზრახი ანაქრონიზმია, რადგან შემდეგ სტრიქონებში შეგვიძლია დავინახოთ (როგორც ამას
ანტიკური კომენტატორი უსვამს ხაზს) სპარტელი (დორიელი) მეფე არქიდამას მეორის თავდასხმაზე მინიშნება პელოპონესოსის
ომის დასაწყისში (ძვ.წ. 431 წ.); არქიდამასმა ვერ გაბედა, ხელი ეხლო ათენასადმი მიძღვნილი ზეთისხილის ხეებისათვის.

75
მეორე ეპისოდიონი

ანტიგონე. [720] ო ყველა მიწაზე უფრო ნაქებო მიწავ, ახლა შენი საქმეა, ეს ბრწყინვალე ქების
სიტყვა საქმედ აქციო.
ოიდიპოსი. რა არის ახალი, შვილო?
ანტიგონე. კრეონი გვიახლოვდება და ამალის გარეშეც არაა.
ოიდიპოსი. აჰ, უძვირფასესო მოხუცებო, ახლა მომეცით ჩემი გადარჩენის საბოლოო
მტკიცებულება!
გუნდი. გაბედე, შენი იქნება. რადგან თუნდაც დავბერდე, ამ ქვეყნის ძალა არ დაბერებულა.

შემოდის კრეონი ამალითურთ.

კრეონი. ამ მიწაზე მცხოვრებო კეთილშობილო ხალხო, თქვენი თვალების მიხედვით ვხედავ,


რომ მოულოდნელმა შიშმა აგიტანათ ჩემი გამოჩენისას; [730] მაგრამ ნუ მიდიხართ ჩემგან და არ
წამოგცდეთ ცუდი სიტყვა ჩემ მიმართ. მე აქ ვარ ძალაზე ფიქრის გარეშე. მე ბებერი ვარ და ვიცი, რომ
ქალაქი, რომელშიც ჩამოვედი, მძლავრია, თუკი საბერძნეთში რომელიმე ქალაქი არის მძლავრი. არა, მე
გამომგზავნეს, ასე ასაკოვანი, რომ შევევედრო ამ კაცს, დაბრუნდეს ჩემთან ერთად კადმოსის მიწაზე.
ერთი კაცის გამოგზავნილი კი არ ვარ, არა, მთელი ჩვენი ხალხის რწმუნება მაქვს. [740] საბრალო
ოიდიპოს, გვისმინე ჩვენ და წამოდი სახლში! მთელი კადმოსელი ხალხი შენ სამართლიანს გიწოდებს,
განსაკუთრებით კი – მე, რადგან მე, თუკი არა ვარ დაბადებულ კაცთაგან უარესი, მტკივა შენი
ტკივილები, მოხუცო, როცა უბედურს გხედავ, რომ ვხედავთ უცხო და მოხეტიალე ხარ, სიღატაკეში
გძვრება სული და ერთადერთი მხევალი გყავს, დასაყრდენი რომ გქონდეს. ვაიმე, მე არ მეგონა, რომ იგი
უბედურების ისეთ ღრმა ორმოში ჩავარდებოდა, რომელშიც ჩავარდა. [750] საბრალო გოგონა! იგი
ზრუნავს შენზე მუდმივად სიღატაკეში ცხოვრებისას. მწიფე სიყმაწვილეში, მაგრამ გაუთხოვარი, იოლი
საკბილო გახდება ვინმესთვის. მე უბედურმა ამ ნათქვამით არ შეგარცხვინე შენც, ჩემი თავიცა და
მთელი მოდგმაც? სინამდვილეში ღია შერცხვენას ვერ დამალავ. ოიდიპოს, მშობლიური ღმერთების
სახელით, მომისმინე! დამალე იგი და დაეთანხმე შენი წინაპრების სახლში დაბრუნებას, კეთილად
გამოეთხოვე ამ ქალაქს. იგი ღირსეული ქალაქია, მაგრამ შენი მშობლიური ქალაქი პირველი იმსახურებს
შენგან პატივისცემას, [760] რადგან სწორედ ისაა შენი აღმზრდელი.
ოიდიპოსი. შენ, რომელიც ყველაფერს იკადრებ, რომელიც ნებისმიერი სამართლიანი
თხოვნისგან ცბიერ მახეს გამოადნობ, რომელიც ახლა ცდილობ, მახე დამიგო, ისევ ცდილობ შემიტყუო
ხაფანგში, რომელშიც თავს ყველაზე უბედურ ადამიანად ვიგრძნობ? დიდი ხნის წინ, როდესაც მე
თვითონ მივუსაჯე საკუთარ თავს უბედურება და მოვითხოვდი, რომ მიწიდან გაგეძევებინეთ, შენ უარი
თქვი, დამხმარებოდი; მაგრამ როდესაც ჩემმა მძვინვარე მრისხანებამ თავი ამოწურა და სახლში
განმარტოება ჩემთვის ტკბილი გახდა, [770] სწორედ მაშინ გამაგდე სახლიდან და მიწიდან გამაძევე. და
ეს ნათესაობა, რომელზედაც ახლა ლაპარაკობ, მაშინ სულ არ აღმოჩნდა შენთვის ძვირფასი. ახლა კი,
როდესაც ხედავ, რა კეთილად მიმიღო ამ ქალაქმა და მთელმა მისმა მოსახლეობამ, შენ ცდილობ
მომგლიჯო აქაურობას და ახვევ შენს სასტიკ ფიქრებს რბილ სიტყვებში. და მაინც, რა სიამოვნებას
ნახულობ ამაში, როდესაც, თითქოსდა ძვირფასს, მეპყრობი ჩემი ნების წინააღმდეგ? ვინმემ რომ არ
მოგცეს საჩუქარი, არ გაგიწიოს დახმარება, თუმცა კი გამუდმებით სთხოვდი, მაგრამ შემდეგ, როდესაც
შენი გული ამ სურვილით დაკმაყოფილდა, ეს საჩუქარი მოგართვას, როდესაც კეთილ საქციელს აღარ
შეუძლია სიხარულის მოტანა. [780] ცარიელი სიამოვნება არ იქნებოდ ეს? ამგვარია შენი ჩემდამი
დაპირების ბუნებაც: გარეგნულად კეთილშობილური, მაგრამ შინაარსით – ბოროტი. და ამაზე
განვუცხადებ ამ ხალხსაც, რომ გამოვაჩინო შენი ბოროტება. შენ მოხვედი, რომ წამიყვანო არა იმიტომ,
რომ შინ დამაბრუნო, არამედ რომ დამსვა თქვენს საზღვრებთან, რათა თქვენს ქალაქს შეეძლოს თავი
დაიცვას ამ ქალაქიდან წამოსული უბედურებისაგან. ეს შენთვის არ არის, არამედ ეს: სამუდამოდ ჩემი
შურისმაძიებელი სული თქვენს მიწაზე. ხოლო ჩემი ვაჟებისთვის ეს საგვარეულო ნივთია: [790] იმდენი
მიწა მიიღონ, რამდენიც სასიკვდილოდ ეყოფათ. განა მე უფრო ბრძენი არ ვარ, ვიდრე შენ თებეს

76
ბედისწერაში? დიახ, ბევრად უფრო ბრძენი ვარ, რადგან ჩემი ცოდნის წყაროები უფრო ჭეშმარიტია,
მხედველობაში მაქვს სხივოსანი და მისი მამა, თავად ზევსი. მაგრამ შენ აქ მოხვედი სიცრუით ბაგეებზე
და ხმლის პირზე უფრო ბასრი ენით. და მაინც, მათი გამოყენებით, შეიძლება მეტი მწუხარება მოიმკო,
ვიდრე ხსნა. და მაინც, რაკი ვიცი, რომ ამაში ვერ დაგარწმუნებ, წადი! ნება დაგვრთე, აქ ვიცხოვროთ;
რადგან ამ მძიმე მდგომარეობაშიც ჩვენი ცხოვრება ცუდი არ იქნებოდა, რომ შეგვეძლოს მისით
კმაყოფილი ვიყოთ.
კრეონი. [800] ჩვენგან რომელი, როგორ ფიქრობ, უფრო დაზრალდება ამ გაცვლით – მე შენი
მოქმედებით თუ შენ თვითონ?
ოიდიპოსი. ჩემთვის ისიც საკმარისია, თუ შენი თხოვნა არც ჩემზე გაჭრის და არც ახლომახლო
ხალხზე.
კრეონი. ო უბედურო, ყველას აჩვენებ, რომ შენმა წლებმაც არ შეგძინა რაიმე აზრი? იმისთვის
უნდა იცოცხლო, რომ სიბერე შეარცხვინო?
ოიდიპოსი. გაწაფული ენა გაქვს, მაგრამ კარგ კაცს არ ვიცნობ, ყველაფერზე რომ ლამაზად
ლაპარაკი შეეძლოს.
კრეონი. სიტყვა შეიძლება ბევრი გაქვს, მაგრამ მიზანს სცდება.
ოიდიპოსი. სამაგიეროდ შენი ცოტაა, მაგრამ მიზანში ხვდება.
კრეონი. [810] ვერ ხვდება, თუკი შენნაირ გონებას გადააწყდება.
ოიდიპოსი. წადი, ამ კაცებისთვისაც ვამბობ ამას. ეჭვიანად ნუ მყარაულობთ, თუ სად მიწერია
ცხოვრება.
კრეონი. მოწმედ მოვუხმობ ამ ხალხს, შენ კი არა, თუ როგორი სიტყვებით მიმართავ მეგობრებს.
და თუ ოდესმე დაგიჭირე...
ოიდიპოსი. და ვის შეუძლია დამიჭიროს ამ ჩემი მოკავშირეების ნების წინააღმდეგ?
კრეონი. გპირდები, მალე ამის გარეშეც გეტკინება.
ოიდიპოსი. რა საქმითაა გამაგრებული მუქარის ეს სიტყვა?
კრეონი. შენი ორი ქალიშვილიდან ერთი უკვე შევიპყარი და გავაგზავნე. მეორეს ახლავე
წავათრევ.
ოიდიპოსი. ვაიმე!
კრეონი. მალე უფრო მეტი გექნება სატირალი.
ოიდიპოსი. შენ გყავს ჩემი შვილი?
კრეონი. ეგეც მეყოლება სულ მალე.
ოიდიპოსი. უცხოელებო, რას აპირებთ? ნუთუ მიღალატებთ? არ გააძევებთ ამ უღმერთო კაცს ამ
მიწიდან?
გუნდი. აქედან წადი, უცხოელო, სწრაფად! შენი საქციელი უსამართლოა, როგორც ის საქციელი,
რომელიც უკვე ჩაიდინე.
კრეონი, თავის ამალას. დროა, წამოათრიოთ ეს გოგო მისი ნების წინააღმდეგ, თუკი
თავისუფლად წამოსვლას არ აპირებს.
ანტიგონე. ვაი მე უბედურს, სად გავიქცე! სად ვიპოვო ღმერთების ან ადამიანების შემწეობა?
გუნდი. რას სჩადი, უცხოელო?!
კრეონი. [830] არ შევეხები ამ კაცს, მაგრამ ეს ქალი ჩემია.
ოიდიპოსი. ო, მიწის მბრძანებლებო!
გუნდი. უცხოელო, უსამართლოდ იქცევი!
კრეონი. სამართლიანად.
გუნდი. როგორ თუ სამართლიანად?
კრეონი. ჩემი მიმყავს.

77
კომოსი
ოიდიპოსი. ჰეი, ქალაქო!
გუნდი. რას სჩადი, უცხოელო? ხელი გაუშვი! ომი მოგვიწევს.
კრეონი. უკან დაიხიე!
გუნდი. არა, თუ ეს მიზანი გაქვს.
კრეონი. თუ რამეს მავნებ, ომი გვექნება.
ოიდიპოსი. ამას არ ვამბობდი?!
გუნდი. დაუყოვნებლივ გამოუშვი გოგონა.
კრეონი. [840] ნუ გასცემ ბრძანებებს იქ, სადაც არ მეფობ.
გუნდი. გაუშვი-მეთქი, გეუბნები!
კრეონი. მე გეუბნებით, გამეცალეთ!
გუნდი. გვიშველეთ ხალხო, მოდით, დაგვეხმარეთ! ქალაქს თავს ესხმინ, მოდით აქ, ჩემთან!
ანტიგონე. მიმათრევენ უბედურს, უცხოელებო, უცხოელებო!
ოიდიპოსი. სად ხარ, შვილო?
ანტიგონე. ძალით მივყავარ!
ოიდიპოსი. მომეცი, შვილო, ხელი!
ანტიგონე. უძლური ვარ.
კრეონი. მომშორდი!
ოიდიპოსი. უბედური ვარ, უბედური!

კრეონის ამალა გადის ანტიგონესთან ერთად.

კრეონი. ეს ორი ხელჯოხი ვეღარასოდეს ვერ დაგეხმარება სიარულში. [850] მაგრამ რაკი გინდა
დაამარცხო შენი სამშობლო და შენი მეგობრები, რომელთა ნებას ვასრულებ აქ მე, მათი ტირანი, დაე,
დაამარცხე. დრო რომ გამოხდება, დარწმუნებული ვარ, ამას მიხვდები, რომ ახლაც, როგორც წარსულში,
საკუთარ თავს კარგი არაფერი გაუკეთე, რადგან აყოლილი ხარ მრისხანებას მეგობრების წინააღმდეგ.
ყოველთვის ეს იყო შენი დაღუპვის მიზეზი.
გუნდი. გაჩერდი, უცხოელო!
კრეონი. ხელი არ მახლო-მეთქი!
გუნდი. არ გაგიშვებ, სანამ გოგონებს არ დააბრუნებ.
კრეონი. მაშინ მალე ქალაქს უფრო ფასეულ ჯილდოს მისცემთ, რადგან შევიპყრობ მეტს, ვიდრე
ეს ორი ქალიშვილია.
გუნდი. [860] რას აპირებ?
კრეონი. ეს კაცი გახდება ჩემი ტყვე.
გუნდი. მაგარი მუქარაა!
კრეონი. უმალვე გაკეთდება.
გუნდი. მართლაც, თუ ამ ქვეყნის მბრძანებელმა არ შეგიშალა ხელი.
ოიდიპოსი. სირცხვილის ხმა, შენ მართლა ხელს აღმართავ ჩემზე?
კრეონი. გაჩუმდი-მეთქი!
ოიდიპოსი. არა! დაე ამ ადგილის ძალებმა ნება დამრთონ ეს ახალი წყევლა წარმოვთქვა!
უბოროტესო, როდესაც ეს თვალები ბნელი მქონდა, შენ მომგლიჯე უსასოოს იგი, ვინც იყო ჩემი
მხედველობა და ძალით წაიყვანე. შესაბამისად, შენ და შენს მოდგმას მზემ, ღმერთმა, რომელიც
ყველაფერს ხედავს, [870] თავის დროზე ისეთი სიბერე აჩუქოს, როგორიც ჩემია!
კრეონი. ხედავთ ამას, ამ მიწის ხალხო?
ოიდიპოსი. ისინი გვხედავენ მეცა და შენც. იციან, რომ მე მართლა დავიტანჯე და ჩემი დაცვა
მხოლოდ სიტყვებია.

78
კრეონი. აღარ დავაკავებ ჩემს მრისხანებას, თუმცა მარტო ვარ და ნელი ვარ ასაკის გამო, ამ კაცს
მაინც ავიყვან ძალით.
ოიდიპოსი. ვაი, მე უბედურს!
გუნდი. რა თავხედობაა, მოხვიდე აქ, უცხოელო, თუ ფიქრობ, რომ ამას მიაღწევ!
კრეონი. ვფიქრობ.
გუნდი. მაშინ, მგონია, ეს ქალაქი აღარ არსებობს.
კრეონი. [880] ხალხისთვის, რომელიც სამართლიანია, იცი, სუსტი ამარცხებს ძლიერს.
ოიდიპოსი. გაიგონე ეს სიტყვები?
გუნდი. დიახ, მაგრამ ვერ მიაღწევს, დიდმა ზევსმა იცოდეს.
კრეონი. ზევსმა შეიძლება იცოდეს, მაგრამ შენ – არა.
გუნდი. ეს ქედმაღლობა არ არის?
კრეონი. ქედმაღლობაა, რომელსაც შენ აიტან.
გუნდი. ისმინე, ხალხო, ისმინეთ, მბრძანებლებო! სწრაფად მოდით, მოდით! ეს ხალხი უკვე
საზღვარზე გადადის!

შემოდის თესევსი.

თესევსი. რა ხმაურია? რა ხდება? რა შიშმა აღგძრათ, რომ შეაჩერეთ ჩემი მსხვერპლშეწირვა


ზღვის ღმერთის, კოლონოსის ბატონის საკურთხეველთან? ილაპარაკე, გამაგებინე ვითარება; რადგან
სწორედ ამიტომ ვჩქარობ, [890] და უფრო მალე მოვედი, ვიდრე მინდოდა.
ოიდიპოსი. უსაყვარლესო, ვიცანი შენი ხმა. საშინელება გადავიტანე ახლხალან ამ კაცისაგან.
თესევსი. ეს რა ამბებია?! ვინ გატკინა, მითხარი!
ოიდიპოსი. კრეონმა, რომელსაც აქ ხედავ, შვილები მომტაცა, ჩემი ერთადერთი ორი.
თეევსი. რას ამბობ?
ოიდიპოსი. რაც გადამხდენია, მოსმენილი გაქვს.
თესევსი. მსახურებიდან ერთ-ერთი სასწრაფოდ გაეშუროს საკურთხევლებთან და უბრძანოს
ხალხს, მიატოვოს მსხვერპლშეწირვა [900] და გაეშუროს ქვეითად და ცხენებით იმ მხარეში, სადაც ორი
გზა იკვეთება, რომ გოგონებმა ვერ გადაკვეთონ, და მე არ გავხდე ამ უცხოელის დასაცინი, როგორც
ძალით შეურაცხყოფილი. სწრაფად-მეთქი, გაეშურე! რაც შეეხება ამ კაცს, ჩემი მრისხანება ისე შორს რომ
წასულიყო, როგორც ის იმსახურებს, მე მას უვნებლად არ გავუშვებდი. მაგრამ ახლა სწორედ ის კანონი,
მან რომ ახსენა, ამოქმედდება მის გამოსასწორებლად. ვერასოდეს ვერ დატოვებ ამ მიწას, [910] სანამ იმ
გოგონებს არ მოიყვან და ჩემ წინაშე არ წარმოადგენ. რადგან, რაც ჩაიდინე, არის ჩემი, შენი წინაპრებისა
და შენი ქვეყნის სირცხვილი. შენ ჩამოხვედი ქალაქში, რომელიც იცავს სამართლიანობას და არავის სჯის
კანონის გარეშე, მაგრამ შენ უარყავი კანონიერი ხელისუფლება და ჩაიდინე ეს სასტიკი თავდასხმა. შენ
ხელში იგდებ ტყვეებს შენი ნებითა და ძალით იმონებ მათ, თითქოსდა მიგაჩნდეს, რომ ჩემი ქალაქი
ხალხისგან დაცლილია და აქ ცხოვრობდნენ მონები და რომ მე არაფერს აღარ წარმოვადგენ. დამაინც,
თებეში არ უსწავლებიათ შენთვის, ბოროტი ყოფილიყავი. [920] თებე არ არის მიჩვეული უსამართლო
ხალხის აღზრდას და იგი არ მოიწონებდა, თუკი გაიგებდა, რომ მე მძარცვავ, ღმერთებს ძარცვავ,
როდესაც ძალით მიათრევ მათს უბედურ მავედრებლებს. მე რომ ფეხი დამედგა თქვენს მიწაზე, მე
არასოდეს შევიპყრობდი და წამოვიყვანდი ვინმეს ქვეყნის მბრძანებლის ნებართვის გარეშე, ვინც უნდა
ყოფილიყო, არა, თუნდაც ჩემი მოთხოვნა ყველაზე უფრო სამართლიანი ყოფილიყო. მეცოდინებოდა,
უცხომ როგორ უნდა იცხოვროს მოქალქეთა შორის. მაგრამ შენ შეარცხვინე ქალაქი, რომელიც ამას არ
იმსახურებდა. [930] შენმა წლებმა და შენმა ასაკმა სიბერეში გონება არ შეგმატა. ადრეც ვთქვი დ ახლაც
ვამბობ, გოგონები აქ მოიყვანონ რაც შეიძლება მალე, თუ არ გინდა მეტეკოსი გახდე ამ ქვეყანაში ძალით
და საკუთარი ნების გარეშე. ეს არის სიტყვები, რომელთაც ვამბობ და გონება ჩემი ეთანხმება.
გუნდი. ხედავ, სანამდე მიხვედი, უცხოელო? შენზე მსჯელობენ იმის მიხედვით, თუ საიდან
ხარ, მაგრამ ხედავენ, ბოროტებას რომ სჩადიხარ.
კრეონი. მე არც უხალხოდ მივიჩნიე ეს ქალაქი, [940] ეგევსის ძეო, და არც საბჭოს გარეშე,
როგორც შენ ამბობ, როდესაც ჩავიდინე, რაც ჩავიდინე, არამედ მე ჩავთვალე, რომ მისი ხალხი არასოდეს

79
არ იქნებოდა ჩემი ნათესავების თავგამოდებული მხარდამჭერები ჩემი ნების წინააღმდეგ. და მე
ვიცოდი, რომ ეს ხალხი არ მიიღებდა მამისმკვლელ და ბიწიერ კაცს, კაცს, რომლის უწმინდური
ქორწინება, რომელშიც ბავშვებიც იშვნენ, გამომაჟღავნდა. ვიცოდი, რომ ისეთი სიბრძნე არსებობს
არეოპაგოსზე უხსოვარი დროიდან, რომელიც არ მისცემს ნებას ასეთ მოხეტიალეს, იცხოვროს ამ
ქალაქში. [950] ეს მჯეროდა და მივესწრაფოდი, ეს ჯილდო მიმეღო. და მაინც არ ვიზამდი ამას, მას რომ
მწარე წყევლა არ დაეტეხა ჩემზე და ჩემს მოდგმაზე. რაკი ასე მომექცნენ, გადავწყვიტე, რომ ამ
შურისძიების უფლება მაქვს. მრისხანებამ ხომ სიბერე არ იცის, სანამ სიკვდილი არ მოვა, მხოლოდ
მკვდრები არ გრძნობენ მტანჯველ ტკივილს. ამის საპასუხოდ თქვენ იზამთ, რასაც მოისურვებთ;
რადგან, თუმცა ჩემი საქმე სამართლიანია, დახმარების არარსებობა მე სუსტად მხდის. და მაინც,
მიუხედავად თქვენი მოქმედებისა, მიუხედავად ჩემი ასაკისა, შევეცდები, გადაგიხადოთ.
ოიდიპოსი. [960] ურცხვი ქედმაღლობა, როგორ გგონია, რას დაეცემა აღშფოთება – ჩემს სიბერეს
თუ შენსას?! სისხლის დაღვრა, სისხლის აღრევა, ტანჯვა – ყველაფერი, რაც შენ ჩემ წინააღმდეგ
გამოუშვი, ყველაფერი ეს მე გადავიტანე ჩემდა ჭირად და არა ჩემი არჩევნით. რადგან ასე სურდათ
ღმერთებს, რომლებიც ოდითგანვე მტრობდნენ ჩემს მოდგმას. მარტო მე თუ განმიხილავ, ვერ ნახავ
სასაყვედუროს რამე დანაშაულში, რაზე შურის საძიებლადაც მე უნდა ჩამედინა ეს ცოდვები საკუთარი
თავისა და ახლობლების წინააღმდეგ. ახლა მითხარი, თუ წინასწარმეტყველის ხმით, რაღაც
ღვთაებრივი ბედისწერა უახლოვდებოდა მამაჩემს, [970] რომ იგი შვილის ხელით უნდა მოკლულიყო,
სამართლიანად მე როგორ დამდებ ბრალს ამაში, როდესაც მე მაშინ დაბადებულიც არ ვიყავი, რადგან
არც მამას ვყავდი განზრახული და არც დედის საშოს ვყავდი ჩასახული? მაგრამ თუ ტანჯვისთვის
გაჩენილი, როგორც მე დავიბადე, შევებრძოლე მამაჩემს და მოვკალი იგი ისე, რომ არ ვიცოდი, რას
ვაკეთებდი და ვისთან მქონდა საქმე, როგორ შეგიძლია გონივრულად ბრალი დამდო ამ უნებლიე
დანაშაულში? დედაჩემი, უბედური, არ გრცხვენია, რომ მალაპარაკებ ქორწინებაზე, როცა იგი შენი და
იყო და ყველაფერი ისე იყო, როგორც მე ახლა მოვყვები? [980] რადგან მე არ გავჩუმდები, რაკი შენ ასე
შორს წახვედი უწმინდური სიტყვით. დიახ, ის ჩემი დედა იყო, დიახ, ჩემდა ჭირად! მე ეს არ ვიცოდი,
მანაც არ იცოდა და, თავისდა ჭირად, შვილები უშვა შვილს, რომელიც შვა; მაგრამ, სულ ცოტა, ეს მაინც
ვიცი, რომ შენ სიამოვნებით შეურცხყოფ მასაც და შეურაცხმყოფ მეც, მაგრამ მე ჩემი ნებით არ
მომიყვანია იგი ცოლად და ახლაც ჩემი ნებით არ ვლაპარაკობ ამაზე. არა, მე არ უნდა მეწოდოს ბოროტი
ამ ქორწინების გამო, [990] მამის მკვლელობის გამოც, რასაც ბრალად მდებ ისევ და ისევ მძიმე
შეურაცხყოფით. მხოლოდ ერთ-ერთს უპასუხე, რასაც ვითხოვ. აქ და ახლა ვინმე რომ მოვიდეს და შენი
მოკვლა სცადოს, შენი, მხოლოდ შენი, მკვლელს ჰკითხავ, მამაჩემი ხომ არ ხარო, თუ მასთან პირდაპირ
ბრძოლას გამართავ? მე მგონი, თუ საკუთარი სიცოცხლე ძვირფასია შენთვის, დამნაშავეს პასუხს
გასცემდი და არ დაიწყებდი თავის მართლებას. ასეთი იყო ბოროტება, რომელშიც მე მოვედი,
ღმერთების მოყვანილი; და ამაზე, მგონია, მამაჩემის სული, რომ გაცოცხლებულიყო, საწინააღმდეგოს
არ იტყოდა. [1000] შენ აქ კი სამართლიანი არ ხარ, შენ ლამაზად მიგაჩნია, ყველანაირი სიტყვა
წარმოთქვა, როგორც ნებადართული, ისე ნებადაურთველი, – ასეთია შენი დაცინვა ჩემ წინააღმდეგ ამ
ხალხის თანდასწრებით. და შენ ლამაზად მიგაჩნია, სახელგანთქმულ თესევსს და ათენს ეპირფერო და
უთხრა, რა კარგად მართავს ის ქვეყანას. თუმცა, ამოდენა ქების მიუხედავად, გავიწყდება, რომ თუ
რომელიმე მიწამ იცის, რა პატივით უნდა სცეს თაყვანი ღმერთებს, ეს მიწა მათ აღემატება. სწორედ ამ
მიწას უპირებდი ჩემს მოტაცებას, მავედრებლისა და მოხუცისა, აპირებდი ჩემს შეპყრობას, უკვე
შეიპყარი რა ჩემი ასულები. [1010] ამიტომ მე ახლა ვუხმობ ქალღმერთებს, ვევედრები მათ, ვთხოვ
ლოცვა-ვედრებით, რომ დახმარება აღმომიჩინონ, იბრძოლონ ჩემთვის, რომ შენ კარგად გაიგო, რა
ხალხი იცავს ამ ქალაქს.
გუნდი. უცხოელი კარგი კაცია, მბრძანებელო. მისი ბედი დაწყევლილია, მაგრამ ის ჩვენს
დახმარებას იმსახურებს.
თესევსი. საკმარისია სიტყვები, საქმის გამკეთებლები ჩქარობენ, ჩვენ კი, ვისზედაც გადადის
საქმე, ვდგავართ ჯერაც.
კრეონი. როგორი წესი გაქვთ უძლური ადამიანისთვის?
თესევსი. გაგვიძეხი მათკენ და მე გამოგყვები, [1020] რათა, თუკი შენ გიპყრია გოგონები,
რომელთაც ჩვენ ვეძებთ ამ მიწაზე, შენ თვითონ რომ გამომიჩინო ისინი; მაგრამ თუკი შენს ხალხს ჰყავს

80
და გარბიან, გასაკეთებელი არაფერია. სხვებს უკვე მისდევენ და მდევრებს ვერასოდეს გაექცევიან ამ
ქვეყნიდან, მათი ღმერთების წყალობით. წინ იარეთ! და იცოდე, მომტაცებელი უკვე შეპყრობილია,
ბედმა შეგიპყრო, როდესაც ნადირობდი. უსამართლოდ მოპოვებული ვერ შენარჩუნდება. შენს საქმეში
მოკავშირეები არ გეყოლება; კარგად ვიცი, რომ ასეთ [1030] ქედმაღლობამდე მიხვედი დამხმარეებითა
და თამამი განწყობით, რამაც აქ აღგაგზნო. ფხიზლად უნდა ვიყო, რომ ჩვენი ქალაქი ერთ კაცზე უფრო
სუსტი არ აღმოჩნდეს. გაიგე თუ არა, იქნებ ჩემი სიტყვები არაფრად არ მიგაჩნია?!
კრეონი. მე არ შეგეწინააღმდეგები აქ, რაც გინდა თქვი; სახლში მეც მეცოდინება, როგორ
ვიმოქმედო.
თესევსი. მაშ, წარმოთქვი შენი მუქარა, ოღონდ წინ იარე. შენ კი, ოიდიპოს, აქ დარჩი მშვიდობაში
ჩემი ფიცით, [1040] თუ არ მოვკვდი ადრე, არ გავჩერდები, სანამ შვილებს არ ჩაგაბარებ.
ოიდიპოსი. გმადლობ, თესევს, შენი კეთილშობილებისა და მართალი ზრუნვისთვის!

თესევსი ამალითურთ და კრეონი გადიან.

81
მეორე სტასიმონი

სტროფი პირველი

გუნდი. ნეტავ იქ მქნა, სადაც მტერი აღძრულია საბრძოლოდ და სწრაფად შევუერთდე არესის
ბრინჯაოს ჟღარუნს, აპოლონის ნაპირებთან, შესაძლოა ან ჩირაღდნით განათებულ სანაპიროზე, [1050]
სადაც დიდი ქალღმერთები საშინელ წეს-ჩვეულებას ატარებენ მოკვდავთათვის, რომელთა ბაგეებს
მხევალი ევმოლპისები72 დუმილის ოქროს კლიტეეს ადებენ; მგონია, რომ იქ ომის აღმძვრელი თესევსი
და ორი ქალიშვილი და მალე შეხვდებიან ერთმანეთს ჩვენს საზღვრებში, მოწინააღმდეგე ვაჟკაცების
ყიჟინის ქვეშ.

ანტისტროფი პირველი

ან შეიძლება, უახლოვდებიან საძოვრებს დათოვლილი ოიეს კლდის დასავლეთით, [1060]


მიქრიან ახალგაზრდა ცხენებით ან სრული სვლით გაქანებული ეტლებით. მას შეიპყრობენ!
ულმობელია მეზობელი არესი, ულმობელია თესევსის მიმდევართა ძალა, თითოეული ლაგმის
ფოლადი ბრწყინავს, [1070] მოწინააღმდეგეს თავს ესხმის ჩვენი მხედრიონი, რომელიც თაყვანს სცემს
უზენაეს ათენასა და დედამიწის გარშემომრტყმელ ზღვიურ ღმერთს, რეას ძვირფას ვაჟს.

სტროფი მეორე

უკვე იბრძვიან, თუ წინაა ბრძოლა? რადგან რატომღაც გონება მკარნახობს, რომ მალე შევხვდები
ქალიშვილებს, რომლებიც საშინლად დაიტანჯნენ, უმძიმესი წუთები გადაიტანეს საკუთარი
ნათესავებისგან. დღეს ზევსი რაღაცას ბოლომდე მიიყვანს. მე კეთილშობილ ბრძოლას
წინასწარვმეტყველებ. ო, ვყოფილიყავი მტრედი ქარიშხლის ძალითა და სისწრფით, რომ მივწვდომოდი
[1080] ჰაეროვან ღრუბელს და ზემოდან დამეხედა ბრძოლისათვის!

ანტისტროფი მეორე

ისმინე, ღმერთების მბრძანებელო, ყოვლისმხილავო ზევს! მიანიჭე ამ მიწის მცველებს


გამარჯვება მძლავრი შეპყრობით, ნადავლის ხელში ჩაგდებით! შენმა ასულმაც გვაჩუქოს ეს,
თავზარდამცემმა ათენა პალასმა! [1090] და აპოლონიც, მონადირე და მისი დაც, რომელიც კოპლებიან
ფეხმარდ ირემს მისდევს, მინდა, რომ ისინიც მოვიდნენ, ორმაგი დახმარება ამ მიწასა და ამ ხალხს.

72
სტრ. 1052. ევმოლპისები – ევმოლპოსი იყო ელევსისის მისტერიების დამფუძნებელი. ევმოლპისები იყვნენ ამ
მისტერიების მსახურები.

82
მესამე ეპისოდონი
გუნდი. მოხეტიალე მოგზაურო, ვერ იტყვი, რომ შენი დამკვირვებელი ყალბი მისანია, რადგან
ვხედავ, რომ შენი ასულები გვიახლოვდებიან.
ოიდიპოსი. სად, სად? რას ამბობ? რას გულისხმობ?

შემოდიან ანტიგონე და ისმენე, თესევსი და მისი ამალა.

ანტიგონე. მამა, მამა, [1100] მინდა, რომ რომელიმე ღმერთმა გაჩუქოს და დაგიბრუნოს
თვალისჩინი, რომ დაინახო ეს შესანიშნავი კაცი, რომელმაც აქ შენთან მოგვიყვანა.
ოიდიპოსი. ჩემო შვილო, მართლა აქ ხარ?!
ანტიგონე. დიახ, რადგან ამ მძლავრმა ხელებმა გვიხსნა, თესევსმა და მისმა უსაყვარლესმა
მიმდევრებმა.
ოიდიპოსი. მოდით ჩემთან, ჩემო შვილებო, მაჩუქეთ თქვენი ჩახუტება, სასოწარკვეთილი
ხელახლა აღვდექი!
ანტიგონე. ჩვენ შეგისრულებთ სურვილს, რადგან გვწყურია ჩვენც.
ოიდიპოსი. მერედა, სად ხარ?
ანტიგონე. აქ ვართ, ერთად გიახლოვდებით.
ოიდიპოსი. უსაყვარლესო ნაშიერო!
ანტიგონე. მშობლისთვის ყველა საყვარელია.
ოიდიპოსი. ადამიანის კვერთხო.
ანტიგონე. მასსავით უბედური.
ოიდიპოსი. ჩემთვის უძვირფასესი მყავხარ, ახლა რომც მოვკვდე, სულ უბედურიც არ ვიქნები,
რაკი თქვენ მოხვედით ჩემთან. ორივე მხრიდან შემომეხვიეთ, შვილებო, დაისვენეთ თქვენი
ხეტიალისგან, ასე უდაბური, ასე სევდიანი! და მომიყევით, რა მოხდა, რაც შეიძლება მოკლედ, რადგან
მოკლე სიტყვა შეეფერება ახალგაზრდა ქალიშვილებს.
ანტიგონე. აი, ჩვენი მხსნელი: ამბავი მისგან უნდა მოისმინო, მამა, რადგან ეს მისი საქმე იყო.
ესაა ძალიან მოკლედ ჩემგან.
ოიდიპოსი. უცხოელო, არ გაგიკვირდეს ჩემი დაჟინება, თუ სიტყვას გავაგრძელებ
ბავშვებისადმი მიმართულს, [1120] იმედი დაკარგული მქონდა. რადგან კარგად ვიცი, რომ ახლანდელი
სიხარული მათთან ერთად ჩემთან შენგან მოვიდა, შენ, მხოლოდ შენ და არა ვინმე სხვა მოკვდავმა
გადაარჩინე ისინი. ღმერთმა აგისრულოს, რაც შენთვის და ამ მიწისთვის ვისურვე. რადგან შენში
აღმოვაჩინე, ყველაზე მეტად ადამიანებში, ღვთისმოსაობა, პატიოსნება, წესიერება და ბაგეები,
რომლებიც არ იტყუებიან. მე ეს ვიცი და მადლიერების სიტყვებს ვამბობ, [1130] რადგან რაც მაქვს, შენგან
მაქვს და სხვა არავისგან. გამომიწოდე მარჯვენა, უნდა შევეხო, ბატონო, და თუ ამის უფლება მაქვს, ნება
მიბოძე, ლოყაზე გაკოცო. თუმცა, რას ვამბობ? რა უბედურიც გავხდი, როგორ შემიძლია ვისურვო, რომ
შენ შეეხო ადამიანს, რომელშიც თითოეულ ბოროტებას თავისი საბუდარი აქვს დადებული? მე არ
შეგეხებოდი შენ, არც დავუშვებ, რომც დამთანხმდე. მხოლოდ მათ, ვინც იცის ეს, შეუძლიათ ამ
ტვირთის გაზიარება. მიიღე ჩემი მისალმება იქ, სადაც დგახარ და მომავალშიც მართალი კაცის ზრუნვა
მაგრძნობინე, როგორც ამ წუთამდე აკეთებდი.
თესევსი. მე არ მიკვირს, რომ ხანგრძლივი საუბარი გქონდა [1140] სიხარულისაგან ამ
ბავშვებთან, და რომ შენი პირველი საზრუნავი იყო მათი სიტყვები და არა ჩემი. მართლაც, მე ეს არ
მაოცებს. არა იმდენად სიტყვებით, რამდენადაც საქმეებით დავუმატებდი ბრწყინვალებას მე ჩემს
სიცოცხლეს. შენ გაქვს ეს მტკიცებულება: მე არ მომიტყუებიხარ არაფერში, რასაც დაგპირდი, ბერიკაცო.
მე აქ ვარ ცოცხალ გოგონებთან ერთად, რომლებიც არ დაზარალდნენ მუქარის მიუხედავად. რაც შეეხება
იმას, როგორ იქნა მოგებული ბრძოლა, რა საჭიროა ამაოდ ვიტრაბახო იმით, რასაც ისედაც მოგიყვება ეს
ორი, როდესაც ერთად იქნებით? [1150] მაგრამ არის საკითხი, რომელიც წარმომიდგა მე, როდესაც აქ

83
მოვედი. მომეცი რჩევა ამასთან დაკავშირებით; რადგან, თუმცა ის პატარაა, მაგრამ საოცრებებისთვის
საკვებია. და მოკვდავი ადამიანი არაფერს არ უნდა თვლიდეს თავის საზრუნავზე ქვემოთ.
ოიდიპოსი. რა არის, ეგევსის ძეო? მითხარი; მე არაფერი ვიცი იმაზე, რასაც მეკითხები.
თესევსი. ამბობენ, რომ ვიღაც კაცი, არა შენი ქალაქიდან, მაგრამ შენი მოდგმისა, რაღაცნაირად,
როგორც მავედრებელი, ჩვენი პოსეიდონის საკურთხეველს მიახლებია, სადაც მე მსხვერპლს ვწირავდი,
როდესაც მე პირველად წამოვედი აქეთ.
ოიდიპოსი. [1160] სადაურია? რას ითხოვს, როგორც მავედრებელი?
თესევსი. მე ვიცი მხოლოდ ერთი რამ: მეუბნებიან, რომ შენთან მოკლე საუბარი სურს, რომ ეს
დიდი ტვირთი თითქოს არ არის.
ოიდიპოსი. რა საკითხია? ეს მავედრებლის სტატუსი პატარა საქმე არაა.
თესევსი. იგი ითხოვსო, ამბობენ, რომ სურს შენგან რჩევის მიღება და მოგზაურობიდან შინ
უსაფრთხოდ დაბრუნება.
ოიდიპოსი. ვინ უნდა იყოს, ასეთნაირად რომ ევედრება ღმერთს?
თესევსი. დაფიქრდი, არის თუ არა შენი მოდგმისა ვინმე არგოსში, რომელსაც შენგან ასეთი
სამსახური დასჭირვებია.
ოიდიპოსი. ძვირფასო მეგობარო, მეტს ნუ იტყვი!
თესევსი. რა არ არის სწორი?
ოიდიპოსი. [1170] აღარ მკითხო.
თესევსი. რატომ, მითხარი.
ოიდიპოსი. გავიგონე თუ არა, უკვე ვიცოდი, ვინცაა ეგ მავედრებელი.
თესევსი. ვინ შეიძლება იყოს ის და რა უნდა მქონდეს მისი საწინააღმდეგო?
ოიდიპოსი. ჩემი ვაჟი, მბრძანებელო, აუტანელი შვილი, რომლის სიტყვები აღიზიანებს ჩემს
სმენას, როგორც სხვა ხალხის სიტყვები.
თესევსი. რაო? ნუთუ არ შეგიძლია მოისმინო და არ გააკეთო ის, რაც არ გინდა? რატომ არ
შეგიძლია, მოისმინო?
ოიდიპოსი. ბატონო, ეს ხმა გახდა მამამისისთვის ყველაზე აუტანელი. არ მაიძულოთ, ამაში
დავუთმო.
თესევსი. მაგრამ დაფიქრდი, მავედრებლის სტატუსი ხომ არ გაიძულებს; [1180] ღმერთის
პატივისცემა ხომ არ გავალდებულებს?
ანტიგონე. მამა, მისმინე, გირჩევ, თუმცა ახალგაზრდა ვარ. ნება დართე ადამიანს
დაიკმაყოფილოს თავისი და ღვთის გრძნობები, როგორც მას სურს, ხოლო შენი ქალიშვილების ხათრით
ნება დართე ჩვენს ძმას, მოვიდეს. იგი ძალით ვერ გამოგტაცებს შენს სიმტკიცეს, ნუ გეშინია, იმ
სიტყვებს, რომლებიც შენ დაგაზიანებს. რა უნდა გევნოს იმით, რომ სიტყვებს მოისმენ? ცუდი საქმეები
სიტყვებში უკვე იკვეთება, როგორც ცნობილია. [1190] შენ ჩასახე იგი, ასე რომ, თუნდაც უღირსი
ბოროტება ჩაიდინა შენ მიმართ, მამა, შენ საპასუხოდ ასე ვერ მოექცევი. დაე, მოვიდეს! სხვა
ადამიანებსაც ჰყოლიათ ბოროტი შთამომავლობა და მწარე მრისხანება, მაგრამ ისინი უსმენენ რჩევებს
და მეგობრების ნაზი ხიბლით იხიბლებიან. ჩაიხედე წარსულში, შორს ახლანდელობისგან;
გაითვალისწინე მთელი ტკივილი, რაც გადაიტანე საკუთარი დედ-მამის გამო. თუ ამაზე დაფიქრდები,
კარგად ვიცი, რომ მიხვდები, რომ ის, რაც არის ბოროტი მრისხანების შედეგი, თავადაც არის ბოროტება.
მიზეზები, რის გამოც შენ ამაზე ფიქრობ, უბრალო არაა, – [1200] შენი ვერას მხედველი თვალების
დანაკარგი. დაგვითმე ჩვენ! იმათთვის, ვინც სამართლიანობას ეძებს, თხოვნის გაგრძელება არ ვარგა;
ისიც ცუდია, რომ ადამიანს კარგად ექცევიან და მან არ იცის, როგორ გადაიხადოს სამაგიერო.
ოიდიპოსი. შვილო, შენი ვედრებით დამარწმუნე მე; მაგრამ შენი სიამოვნება ჩემთვის გლოვაა.
და მაინც, დაე იყოს ისე, როგორც შენთვისაა ძვირფასი. ოღონდ, თუ ეს კაცი უნდა მოვიდეს აქ, უცხოელი,
დაე არავინ არასოდეს არ გაბატონდეს ჩემს სულზე.
თესევსი. მე ასეთი სიტყვები ერთხელ უნდა გავიგონო, მეტი არა, მოხუცო. არ მინდა ტრაბახი,
[1210] მაგრამ შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ შენი სიცოცხლე უსაფრთხოდაა, სანამ რომელიმე
ღმერთი იცავს ჩემსას.
თესევსი გადის

84
მესამე სტასიმონი

სტროფი

გუნდი. მე ვმსჯელობ იმათზე, ვისაც წყურია სიცოცხლის დიდი სიგრძე და არ კმაყოფილდება


ზომიერი სიგრძით, იგი ბუნდოვნად მსჯელობს და შეშლილობას ებღაუჭება. მრავალი გრძელი წლის
განმავლობაში დაგროვილია ბევრი რამ, უფრო ახლოს ტკივილთან, ვიდრე სიხარულთან; მაგრამ რაც
შეეხება სიამოვნებას, მას ვერსად იპოვი, როგორც კი ვინმეს სიცოცხლე შესაბამის დროს გადასცდება.
დამხმარე ყველასთან ბოლოს ერთნაირად მიდის, როგორც ჰადესის ბედი უეცრად გაიხსნება,
საქორწინო სიმღერის, ლირისა და ცეკვის გარეშე: ბოლო სიკვდილია.

ანტისტროფი

არ დაიბადო, ყველაფერზე უკეთესია; მაგრამ თუკი დღის სინათლე დაინახე, ყველაფერს


აჯობებს, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდე იქ, საიდანაც მოხვედი. [1230] რადგანაც როცა ხედავ,
როგორ მიდის ახალგაზრდობა მსუბუქი მხიარულებით, რომელი მძიმე წუხილი არის უცხო შენთვის,
რა ტანჯვა არ იცი? შური, გაყრა, განხეთქილება, ბრძოლა და მკვლელობა. უკანასკნელად წილად
გხვდება ნაგინები, სუსტი, უკაცური, უმეგობრო სიბერე, რომელშიც ცხოვრობს ყველა ტანჯვიდან
ტანჯვა.

ეპოდოსი

ეს საბრალო კაციც ამ ასაკისაა, მხოლოდ მე კი არა. [1240] როგორც ჩრდილოეთისკენ მიქცეული


კონცხი, რომელსაც ყოველი მხრიდან ურტყამს ზამთრის ტალღა, ისიც ასე სასტიკად იცემება
საუკუნეების მანძილზე საშინელი უბედურებებით, რომლებიც თავს ესხმის, როგორც მოქცევა, ზოგი
ჩამავალი მზის მხრიდან, ზოგიც ამომავლისა, ზოგი კი მისი შუადღის სხივების სამეფოდან, ზოგიც
ბორცვების წყვდიადით მოცული ჩრდილოეთიდან.

85
მეოთხე ეპისოდიონი

ანტიგონე. შეხედე, უცხოელი, აქ ჩვენთან მოდის. [1250] დიახ, ამალის გარეშე, მამა, ცრემლიანი
თვალებით.
ოიდიპოსი. ვინ არის?
ანტიგონე. სწორედ ის კაცი, ვინც გვეგონა თავიდანვე. ჩვენთან მოვიდა პოლინიკესი.

შემოდის პოლინიკესი.

პოლინიკესი. აჰ, რა ვქნა? უნდა დავიტირო თუ არა თავიდან საკუთარი უბედურება, დებო, თუ
მამაჩემის სიმწარე აქ, მის სიბერეში? მე იგი ვიპოვე უცხო მიწაზე, თქვენ ორ ლტოლვილთან ერთად,
ისეთ ძონძებში გამოწყობილი, როგორიც ესაა. მისი მტრული სიბინძურე დიდხანს ცხოვრობდა
ბერიკაცთან, [1260] და აჩანაგებდა მის ხორცს; ვერაფრის მხილველი თვალების ზემოთ აწეწილი თმები
ქარში ირხევა; ამას ყველაფერს შეესაბამება საკვები, რომელიც დააქვს, მისი საბრალო კუჭის საკვები. რა
უბედური ვარ, ეს ყველაფერი მეტისმეტად გვიან გავიგე. მე ვადასტურებ, რომ აღმოვჩნდი ყველაზე
ცუდი კაცი ყველაფერში, რაც შენზე ზრუნვას ეხება; პირდაპირ ჩემი ბაგეებიდან გაიგებ, როგორი ვარ.
მაგრამ ვხედავ რა, რომ თავად ზევსს ყველასთვის ემეტება გულმოწყალება, ვისაც ტახტს უნაწილებს,
ისიც მოვიდეს დასახმარებლად, მამა. რადგან ჩადენილი ცოდვები შეიძლება განიკურნოს, [1270] მაგრამ
უარესი ვეღარ გახდება. რატომ დუმხარ? დამელაპარაკე, მამა. ნუ შებრუნდები ჩემგან. არ გაქვს პასუხი
ჩემთვის? ნუთუ უსიტყვოდ გამიშვებ, შერცხვენილს და არ მეტყვი, რატომ ხარ გაბრაზებული? ამ კაცის
თესლო, ჩემო დებო, თქვენ, სულ ცოტა, უნდა სცადოთ, შეცვალოთ ჩვენი მამის დაუნდობელი,
შეუდრეკელი დუმილი, რომ უკან არ გამაბრუნოს ასე, შერცხვენილი და უსიტყვო, როდესაც მე ღვთის
მავედრებელი ვარ.
ანტიგონე. უთხარი თვითონ, უბედურო კაცო, რის საძებნელად მოსულხარ. ხომ იცი, როდესაც
სიტყვები მიედინება, მათ შეიძლება მოიტანონ სიხარული ან გამოიწვიონ მრისხანება ან სიბრალული
და ამიტომ მათ შეუძლიათ, მუნჯიც აამეტყველონ.
პოლინიკესი. მაშინ მე თამამად ვილაპარაკებ, რადგან შენ მშვენივრად მირჩევ, ჯერ თვით
ღმერთს ვთხოვე დახმარება, რომლის საკურთხევლიდან ამ ქვეყნის მეფემ წამომაყენა, რომ თქვენთან
მოვსულიყავი, იმ პირობით, რომ ვილაპარაკებდი, მოვისმენდი და უვნებლად წავიდოდი ჩემს გზაზე.
და მე მსურს, რომ ეს დაპირებები, უცხოელებო, დაცული იყოს თქვენგან, [1290] ჩემი დებისგან აქ და
მამაჩემისგან. ახლა მინდა გითხრა, მამა, რისთვის მოვედი. მე გამაძევეს დევნილობაში ჩემი
სამშობლოდან, ვინაიდან, როგორც შობით უფროსი, ვთვლიდი, რომ სწორი იყო შენს საბრძანებელ
ტახტზე დავმჯდარიყავი. ამიტომაც ეტეოკლესმა, თუმცა უმცროსი იყო, გამაძევა მე სამშობლოდან,
როდესაც ვერ დამამარცხა კანონის დახმარებით და მომიწყო ძალითა და საქმით გამოცდა. მან მიიმხრო
ქალაქი. ამის მიზეზი, მე ვამტკიცებ, გახლავს შენი ერინისი. [1300] ეს ასევე მსმენია
წინასწარმეტყველებისგან. როდესაც მივედი დორიულ არგოსში, ადრასტოსი გავიხადე სიმამრად. და
ფიცი დავადებინე აპიის მიწის ყველა კაცს, რომლებიც ომში სახელგანთქმულნი არიან, რომ მათი
შემწეობით შემეკრიბა თებეს წინააღმდეგ შუბოსანთა შვიდი ლაშქარი, რომ მოვმკვდარიყავი
სიმართლისთვის ან გამერეკა ამ ბოროტების მქნელები ქალაქიდან. კარგი და შენთან რატომ მოვედი
ახლა? შენ გევედრებით ლოცვით, მამა, პირადად შენ, [1310] ჩემი საკუთარი ლოცვა და ჩემი
მოკავშირეებისა, რომლებიც ახლა შვიდი ლაშქრითა და შვიდი შუბით გარს შემოერტყა თებეს დაბლობს.
ერთი მათგანია ფეხმარდი ამფიარაოსი, შეუდარებელი მეომარი და უმაგალითო წინასწარმეტყველი;
მეორეა ოინევსის ძე, ეტოლიელი ტიდევსი; მესამე წარმოშობით არგოსელი ეტეოკლოსი; მეოთხე,
ჰიპომედონი, გამოგზავნა მამამისმა ტალაოსმა; მეხუთე, კაპანევსი, იმუქრება, რომ გადაბუგავს თებეს
ძირფესვიანად; [1320] მეექვსე არკადიელი პართენოპაიოსი შედის ბრძოლაში. მას სახელი დაერქვა
ძველი ქალწულის საპატივცემულოდ, ვისი გვიანი ქორწინებითაც იგი იშვა, ატალანტას საიმედო ძე.
ბოლოს მოვდივარ მე, შენი ძე – ან შენი არა, მაშინ ბოროტი ბედისწერის ნაშიერი, მაგრამ შენი, სულ ცოტა,
სახელით, მე მიმყავს უშიშარი ლაშქარი თებეზე. ეს ჩვენ გევედრებით შენ, მამა, თითოეული ჩვენგანი,

86
შენი ქალიშვილების აქ და შენი სულის სახელით, გევედრებით, უარი თქვა შენს მძვინვარე
მრისხანებაზე ჩემ წინააღმდეგ, როცა მე გავალ ჩემი ძმის დასასჯელად, [1330] რომელმაც გამაძევა მე და
სამშობლო წამართვა. რადგან თუკი ორაკულებს რამდენადმე დამსახურებული ნდობა აქვს, მათ თქვეს,
რომ მას, ვისთანაც შენ კავშირში შეხვალ, ექნება გამარჯვების მომტანი ძალა. ამიტომ, წყლის ნაკადისა
და ჩვენი მოდგმის ღმერთების სახელით, გთხოვ მომისმინო და დამითმო. მე ღატაკი და მოგზაური ვარ
შენსავით. სხვების წყალობის იმედად ვართ ორივე და მეც მაქვს სახლი, რომელიც წილით მერგება. ის
კი, ტირანი, სახლში ბრძანდება, დამჩაგრა! – და თავისი სიამაყით იცინის შენზედაც და ჩემზედაც. [1340]
მაგრამ თუ შენ მოკავშირედ გაუხდები ჩემს მიზანს, დიდი ძალისხმევისა და დროის გარეშე მე გავფანტავ
მის ძალას ჰაერში და მიგიყვან და დაგამკვიდრებ საკუთარ სახლში, ხოლო თავად დავდგები ჩემსაში,
საიდანაც ძალით ვარ გამოძევებული. თუ ჩემთან ერთად ხარ, შემიძლია ამით დავიტრაბახო; მაგრამ
უშენოდ, ცოცხალიც ვერ დავბრუნდები.
გუნდი. იმის სახელით, ვინც გამოგზავნა ეს კაცი, ოიდიპოს, თქვი, რაც შენთვის კარგი ჩანს, სანამ
მას გააბრუნებდე.
ოიდიპოსი. ამ მიწის მცველნო, რომ არა თესევსი, რომელმაც გამოგზავნა ეს კაცი ჩემთან,
ფიქრობდა რა, რომ მან უბრალოდ უნდა მოისმინოს ჩემი პასუხი, [1350] იგი ვერასოდეს ვერ გაიგონებდა
ჩემს წინასწარმეტყველურ ხმას. მაგრამ ახლა მას ეს პატივი ერგება, სანამ წავა, ის გაიგონებს ჩემგან ისეთ
სიტყვებს, რომლებიც არასოდეს არ გაახარებს მის ცხოვრებას. უსაძაგლესო, კვერთხი და ტახტი რომ
გეპყრო, რომელიც ახლა თებეში შენს ძმას აქვს, შენ გამომაძევე, საკუთარი მამა, ლტოლვილობაში;
ლტოლვილად რომ მაქციე, მაიძულე ეს ძონძები ჩამეცვა, რომლის დანახვაზედაც ახლა ქვითინებ,
როდესაც იმავე სატანჯველში აღმოჩნდი, რომელშიც მეც ვარ. [1360] ტირილის დრო გავიდა. მე ეს
ტვირთი უნდა ვატარო, სანამ ცოცხალი ვარ და შენზე მახსოვდეს, რომ მკვლელი ხარ. რადგან ეს შენ
ჩამაგდე მე ამ დღეში; შენ გამაძევე, შენ გამო ვხეტიალობ და სხვებისგან ლუკმაპურს ვმათხოვრობ. და ეს
ქალიშვილები რომ არ გამჩენოდნენ, ჩემს გასახარად, სიმართლე რომ ვთქვა, უკვე მკვდარი ვიქნებოდი,
თქვენგან დახმარების არქონის გამო. მაგრამ ახლა ეს გოგონები მიცავენ მე; ისინი არიან ჩემი გადიები,
ისინი კაცები არიან და არა ქალები, ჩემი ტანჯვის გამზიარებლები. თქვენ სხვისგან ხართ და ჩემი
შვილები არ ხართ. [1370] ამიტომ ღვთაება დაგყურებს შენ, ჯერ ისე არა, როგორც მალე დაგხედავს, თუკი
მართლა შენი ლაშქრები დაიძვრებიან თებეს წინააღმდეგ. შეუძლებელია, ოდესმე დაემხოს ეს ქალაქი.
მანამდე შენც დაეცემი, სისხლისღვრით შებილწული და შენი ძმაც. ჩემი გული აქამდეც გიგზავნიდათ
თქვენ ორივეს წყევლას, ახლა კი მოგიწოდებთ, ჩემთვის იბრძოლოთ, რომ საჭიროდ ჩათვალოთ, პატივი
სცეთ თქვენს მშობლებს და ბოლომდე არ მოსჭრათ თავი მამთქვენს, ვინაიდან ის, ვინც ჩასახა ასეთი
ვაჟები, ბრმაა. რადგან ჩემი ქალიშვილები სხვანაირად იქცეოდნენ. [1380] ეს შენი ვედრება და შენი
ტახტი აღმოჩნდება ჩემი წყევლის ძალაში, თუ მართლაც სამართლიანობა, ადრევე გამოვლენილი, ზის
ზევსის გვერდით, რომ გაიზიაროს მისი ტახტი თავდაპირველი კანონების ძალით. წყეულიმც იყავი
ჩემგან შეძულებული და მოკვეთილი! მიიღე ეს წყევლა, რომელსაც ვუთვლი უბოროტესს ბოროტებს
შორის. ვერასოდეს ვერ გაგემარჯვოს მშობელ მიწაზე და ვერც ვერასოდეს დაბრუნებულიყავი არგოსის
ველზე; ვლოცულობ, რომ მოკვდე ნათესავის ხელით და მოკლა ის, ვინც გაგდევნა. ესაა ჩემი ლოცვა.
[1390] მოვუხმობ ტარტაროსის საძულველ წყვდიადს, რომელსაც მამათქვენი იზიარებს, წაგიყვანოთ
სხვა სახლში; მოვუხმობ ამ ადგილის ღვთაებებს, მოვუხმობ არესს, რომელმაც შთაგაგონათ ორივეს
საშინელი სიძულვილი. წადი, ყურში გქონდეს ეს სიტყვები. წადი და გამოუცხადე ყველა კადმოსელს
და შენს ერთგულ მოკავშირეებს, რომ ოიდიპოსმა ასე გაუნაწილა ყველაფერი თავის ვაჟებს.
გუნდი. პოლინიკეს, აქეთ რომ მოდიოდი, დიდი სიხარული არ განმიცდია, ახლა კი რაც
შეიძლება სწრაფად ისევ წადი.
პოლინიკესი. ვაი ჩემს მოგზაურობასა და ჩემს ხელმოცარულ მცდელობას! [1400] ვაი ჩემს
მეგობრებს! ასეთია გზის დასასრული, რომელსაც დავადექით არგოსიდან, ო, მე უბედურს! – ისეთია
დასასრული, რომ ვერც ვუხსენებ ჩემს მეგობრებს და ვერც უკან მივაბრუნებ, არამედ უნდა ვიარო
მდუმარედ, რომ შევხვდე ამ ბედისწერას. თქვენ კი, ამ კაცის ასულებო და ჩემო დებო, რაკი გაიგონეთ
მამას ეს სასტიკი წყევლა, არ დაუშვათ, – თუკი მამას ეს წყევლა ასრულდება და თქვენ რამენაირად
თებეში დაბრუნდებით, – არ დაუშვათ, რომ ღირსება ამყარონ, [1410], არამედ დამკრძალეთ და ყველა

87
დასაკრძალავი წესი ამისრულეთ. ასე ქება, რომელსაც ახლა ამ კაცისგან იმსახურებთ თქვენი
გარჯისთვის, კიდევ უფრო გაიზრდება ერთი ქებით, არანაკლებით, თქვენი ჩემზე ზრუნვის გამო.
ანტიგონე. პოლინიკეს, გევედრები, ერთი რამ მომისმინე!
პოლინიკესი. რა მოხდა, უსაყვარლესო ანტიგონე, მითხარი.
ანტიგონე. შეაბრუნე რაც შეიძლება სწრაფად შენი ძალები არგოსში და არ დაანგრიო არც
საკუთარი თავი და არც საკუთარი ქალაქი.
პოლინიკესი. არა, ეს შეუძლებელია, რადგან როგორ შევძლებ, ამ ძალას ხელახლა ჩავუდგე
სათავეში, თუ ერთხელ უკან დავიხევ?
ანტიგონე. [1420] ჩემო ძმაო, რატომ უნდა აღიძრას ისევ შენი მრისხნება? რა სარგებლობას
მოგიტანს მშობლიური მიწის გაჩანაგება?
პოლინიკესი. სამარცხვინოა, დევნილობაში იყო, როდესაც ჩემი ძმა ასე დამცინის, როდესაც მე
უფროსი ვარ დაბადებით.
ანტიგონე. თუ ხედავ, რა ნაღდად სრულდება ამ კაცის წინასწარმეტყველებები, რომელმაც თქვენ
ორის ორმაგი სიკვდილი გამოაცხადა?
პოლინიკესი. დიახ, რადგან მას ეს უნდა, მაგრამ მე არ უნდა დავთმო.
ანტიგონე. მაგრამ ვინ გაბედავს, გამოგყვეს, როცა გაიგონებს, რა იწინასწარმეტყველა ამ კაცმა?
პოლინიკესი. [1430] არ შევატყობინებ; კარგ ხელმძღვანელს კარგი ამბები უნდა მოჰქონდეს და
არა ცუდი.
ანტიგონე. მაშ ეს შენი მყარი გადაწყვეტილებაა, ძმაო?
პოლინიკესი. დიახ და ნუღარ დამაკავებ. ეს გზა იქნება ჩემი ბედი, საბედისწერო და ბოროტი
მამაჩემისა და მისი ერინისების გამო; თქვენ ორს რაც შეგეხებათ, დაე ზევსმა სიკეთე გარგუნოთ, თუ კი
ამ ამბებს ბოლომდე მიიყვანთ ჩემთვის, რადგან სიცოცხლეში ჩვენ ერთმანეთს ვეღარ შევხვდებით
მეტად. ახლა გამიშვით და მშვიდობით. ცოცხალს ვეღარ მნახავთ.
ანტიგონე. რა უბედური ვარ!
პოლინიკესი. ნუ დამტირით მე.
ანტიგონე. ვინ არ დაგიტირებდა, ძმაო, როდესაც ასე მიიჩქრი [1440] წინასწარგანჭვრეტილი
სიკვდილისაკენ?
პოლინიკესი. თუ მიწერია, უნდა მოვკვდე.
ანტიგონე. არა, არა, ჩემს ლოცვას უსმინე!
პოლინიკესი. ნუ მევედრები იმაზე, რაც არ უნდა მოხდეს.
ანტიგონე. მაშინ მართლაც ძალიან უბედური ვიქნები, შენ თუ დაგკარგავ!
პოლინიკესი. ასე იქნება თუ ისე, ეს დამოკიდებულია ღვთაებაზე. თქვენ ორს რაც შეგეხებათ,
ღმერთებს ვევედრები, რომ თქვენ არასოდეს შეგახვედროთ ბოროტებასთან; რადგან ყველა ადამიანის
თვალში თქვენ არ იმსახურებთ ტანჯვას.

პოლინიკესი გადის.

88
კომოსი
სტროფი პირველი

გუნდი. შეხედე, ახალი უბედურება მძიმე ხვედრისა ისევ წამოვიდა ბრმა უცხოელისგან, [1450]
თუ, შემთხვევით ბედი ვერ იპოვის ახალ სამიზნეს. არ შემიძლია ვთქვა, რომ ღვთაებათა მიზანი ოდესმე
ამაოა. დრო ხედავს ყველაფერს მუდმივად და აღაზევებს ზოგიერთ რამეს, ხოლო მომდევნო დღეს
ხელახლა აამაღლებს სხვას. ზეცის ხმა ისმის, ო ზევსო!

მეხი ქუხს.

ოიდიპოსი. შვილებო, შვილებო! თუ ვინმე კიდევ აქაა, გააგზავნეთ, რომ დააბრუნონ თესევსი,
ყოველმხრივ შესანიშნავი.
ანტიგონე. და რა არის გამოძახების მიზეზი, მამა?
ოიდიპოსი. [1460] ზევსის ეს ფრთოსანი მეხი მალე მიმიყვანს ჰადესში. ასე რომ, გაგზავნეთ
სასწრაფოდ.

მეხის ხმა.

ანტისტროფი

გუნდი. ისმინეთ! ზევსის მიერ ნასროლი ეს მეხი კიდევ უფრო დიდი ხმით გრგვინავს! თავზე
თმები ყალყზე დგება შიშისაგან, სული შეშფოთებულია; რადგან ელვა ისევ კრთება ცაზე. როგორი
იქნება ბოლო? [1470] ამის მეშინია, რადგან იგი არასოდეს არ დაფრინავს ამაოდ ან მნიშვნელოვანი
შედეგის გარეშე. ო დიდო ზეცა, ო ზეცა!
ოიდიპოსი. შვილებო, დადგა დადგენილი აღსასრული ამ კაცისთვის; უკვე ამას თავს ვერ
აარიდებს.
ანტიგონე. საიდან იცი? როგორ გესმის ეს?
ოიდიპოსი. ეს კარგად ვიცი. მაგრამ, რაც შეიძლება სწრაფად გააგზავნეთ ვინმე და მოიყვანეთ ამ
მიწის მბრძანებელი.

მეხის ხმა.

სტროფი მეორე

გუნდი. უყურე! უყურე! ისევ გარს გვერტყმის გამაყრუებელი ხმა! [1480] მოწყალე იყავი,
ღვთაება, მოწყალე იყავი, თუ რამ პირქუში მოგაქვს მიწისთვის, რომელიც ჩვენი დედაა! დაე გიპოვო
კეთილად განწყობილი და არ შეემიძლია, რადგან ვზრუნავ ამ დაწყევლილ კაცზე, რამენაირად მივიღო
მადლი სარგებლის გარეშე! ზევსო, მბრძანებელო, შენ გეძახი.
ოიდიპოსი. არის ვინმე კაცი ახლომახლო? შვილებო, მიპოვის თუ არა ჯერაც ცოცხალსა და
საკუთარი გრძნობების მბრძანებელს?
ანტიგონე. რა სათხოვარი გინდა, რომ მყარად გქონდეს გონებაში?
ოიდიპოსი. მისი სიკეთის საპასუხოდ, [1490] მინდა აღვასრულო ჩემგან დაპირებული
სამსახური.

89
ანტისტროფი მეორე

გუნდი. ჰეი, ჰეი, შვილო, მოდი, მოდი ჩვენთან. თუკი შემთხვევით ველზე ხარ და ხარს სწირავ
მსხვერპლად პოსეიდონს, მაშინ მოდი! რადგან უცხოელი ღირსად მიგიჩნევს შენ, შენს ქალაქსა და შენს
მეგობრებს, რომ სიკეთისთვის სიკეთით გადაუხადოს. იჩქარე, ბატონო!

შემოდის თესევსი.

თესევსი. [1500] ეს რა ხმაურია, კიდევ ერთხელ რომ გაისმის ყველა თქვენგანისგან, ჩემი
ხალხისგან ისევე ცხადად, როგორც ამ უცხოელისგან? ხომ არ ყოფილა მეხი ზევსისგან ან სეტყვა ხომ არ
დაგვატყდა თავს? რადგან, როდესაც ღმერთი ასეთ ავდარს აგზავნის, ცუდი წინათგრძნობა წამოყოფს
ხოლმე თავს.
ოიდიპოსი. ბატონო, შენ მობრძანდი ჩემი სურვილით და შენ რომელიღაც ღმერთმა გაჩუქა
კეთილშობილი ბედი ამ მოსვლაში.
თესევსი. და ახალი რა მოხდა ახლა, ლაიოსის ძეო?
ოიდიპოსი. ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია; მე მინდა მოვკვდე, ისე რომ არ მინდა მოგატყუო შენ
ან ეს ქალაქი მოვატყუო ცრუ დაპირებით.
თესევსი. [1510] და რა არის შენი ბედის მტკიცებულება, რომელზედაც ხარ დამოკიდებული?
ოიდიპოსი. თავად ღმერთები მამცნობენ სიახლეს და არ მატყუებენ არც ერთი წინასწარ
გამოცხადებული ნიშნით.
თესევსი. რა ხდის ამ ამბებს ცხადს? მითხარი, მოხუცო.
ოიდიპოსი. მეხი, ერთმანეთს მიყოლებული; ელვა, ნათება ნათებაზე გამოფრინდა
დაუმარცხებელი ხელიდან.
თესევსი. დარწმუნებული ვარ, რადგან ბევრნაირად წინასწარმეტყველად მიმაჩნიხარ, რომლის
ხმა არ ტყუის. მაშ, თქვი, რა უნდა გაკეთდეს.
ოიდიპოსი. მე აგიხსნი, ეგევსის ძეო, რა საგანძური დაიდება ამ ქალაქისთვის, რასაც დრო
ვერაფერს დააკლებს. [1520] დაუყოვნებლივ, ყველანაირი ხელის გარეშე, რომელიც წარმმართავდა მე,
მიგიყვან იმ ადგილთან, სადაც უნდა მოვკვდე. მაგრამ რაც შეეხება ამ ადგილს, არასოდეს არ აჩვენო სხვა
ადამიანს, არც ის, თუ სადაა დამალული, არც ის, თუ რომელ მხარეში მდებარეობს, რომ მან შეძლოს იყოს
შენთვის მარადიული დაცვა, მრავალ ფარზე უმჯობესი, მეზობლების შუბებზე უკეთესი, რომელთაც
მოაქვთ დახმარება. მაგრამ რაც შეეხება საიდუმლოს, რომლის შებღალვა არ შეიძლება, შენ თავად გაიგებ
მას, როდესაც იმ ადგილას მარტო მიხვალ, რადგან მე არ შემიძლია ეს გავუხსნა რომელიმე ადამიანს,
საკუთარ შვილებსაც კი, თუმცა მე მიყვარს ისინი. [1530] შეინახე ეს საიდუმლო ყოველთვის შენთვის და
როდესაც სიცოცხლის ბოლოს მიაღწევ, გადასცემ მხოლოდ უფროს ვაჟს და ისიც, თავის მხრივ, აუხსნის
თავის მემკვიდრეს და ასე სამარადისოდ. ამგვარად შეინახავთ ამ ქალაქს უვნებლად დრაკონის
კბილებიდან შობილი ხალხისგან. უამრავი ქალაქი სჩადის უმსგავსობას, თუმცა მათი მეზობელი
გაურბის ცოდვას. რადგან ღმერთები არ ჩქარობენ მათ დასჯას, მაგრამ მყარი არიან, როდესაც
ადამიანები შეურაცხყოფენ სიწმინდეს და სიშლეგეს მიეცემიან. შენ ამას ნუ ისურვებ, ეგევსის ძეო!
თუმცა ეს ჩემი სწავლების გარეშეც იცი. [1540] მოდი, ახლა წავიდეთ იმ ადგილას, ღვთაებრივი
მოწოდება მეძახის და მეტად აღარ ღირს ეჭვი. შვილებო, მომყევით. რადგან ახლა პირიქით, მე
სასწაულებრივად ვბრწყინავ, როგორც წინამძღოლი თქვენთვის, როგორც თქვენ იყავით წინამძღოლი
თქვენი მამასთვის. წინ! აღარ შემეხოთ, არამედ ნება მომეცით სხვის დაუხმარებლად ვიპოვო წმინდა
საფლავი, სადაც მიწერია ვიყო დაკრძალული ამ მიწაზე. აქეთ, აქეთ! ჰერმესი მეგზური და მკვდართა
ქალღმერთი მიმიძღვიან ამ მიმართულებით. დღის სინათლევ, ჩემთვის არა სინათლევ, ოდესღაც იყავი
ჩემი, [1550] მაგრამ ახლა ჩემი სხეული გგრძნობს შენ უკანასკნელად! ახლა კი მე მივდივარ, რომ
დავმალო ჩემი სიცოცხლის ბოლო ჰადესის სახლში. და შენ, ყველაზე ძვირფასო უცხოელთაგან, დაე,
კეთილდღეობა გქონდეს შენაც, ამ მიწასაც და შენს მიმდევრებსაც. შენს კეთილდღეობაში გამიხსენე ჩემი
სიკვდილით და იყავი მუდამ ბედნიერი.
ოიდიპოსი გადის, მას მიჰყვებიან მისი ქალიშვილები, თესევსი და მისი მსახურები.

90
მეოთხე სტასიმონი
სტროფი

გუნდი. თუ შეიძლება ჩემთვის ლოცვით თაყვანი ვცე უხილავ ქალღმერთსა და შენ, მკვდართა
მბრძანებელს, მაშინ მისმინე მე [1560] აიდონევს, აიდონევს! მომეც, რომ უმტკივნეულოდ, ბედისწერის
გარეშე, რომელიც მძიმე ვაებას იწვევს, უცხოელმა შეძლოს გაიაროს მკვდართ ყველა ფარული ველი
ქვემოთ, სტიქსის სახლში. ბევრი წუხილი მისულა მასთან უმიზეზოდ, მაგრამ კვლავ აამაღლოს იგი
სამართლიანმა ღვთაებამ.

ანტისტროფი

საიქიოს ქალღმერთებო და დაუმარცხებელო მხეცო, [1570] რომლის ბუნაგი მდებარეობს


მრავალი სტუმრის კარიბჭესთან, შენ დაუმორჩილებელო მცველო ჰადესისა, რომელიც
გამოქვაბულიდან იღრინები, როგორც ამას მუდმივად ამბობდა მითქმა-მოთქმა! მისმინე, სიკვდილო,
დედამიწისა და ტარტაროსის ძეო! დაე ამ დამკვირვებელმა სუფთა ბილიკი დაუტოვოს უცხოელს მის
გზაზე მკვდართა ქვედა ველებზე! შენ მოგიხმობ, მარადიული ძილის მჩუქებელო.

შემოდის მაცნე, ისმენეს მსახური.

91
ექსოდოსი

მაცნე. მოქალაქენო, ჩემი ახალი ამბები მოკლედ შეიძლება ასე შეჯამდეს: ოიდიპოსი მოკვდა.
[1580] მაგრამ მომხდარის ისტორია ვერ გადმოიცემა მოკლე სიტყვებით, რადგან ამბები, რაც იქ მოხდა,
არ იყო მოკლე.
გუნდი. წავიდა უბედური?
მაცნე. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ამ ცხოვრებიდან წავიდა.
გუნდი. როგორ? ღვთაებრივი და უმტკივნეულო ბედით, საბრალო?
მაცნე. ამაში თქვენ ეხებით იმას, რაც მართლაც იმსახურებს განცვიფრებას. აქედან როგორ
წავიდა, თქვენ თავად უნდა იცოდეთ, რადგან აქ იყავით: არ ჰყოლია მეგობარი, წინ რომ გაუძღვებოდა,
თავად დაიძრა და გაგვიძღვა ყველას ჩვენ. [1590] როდესაც იგი მიუახლოვდა ჩასასვლელ გზას,
რომელიც დედამიწის ღრმა ფესვებთან ბრინჯაოს საფეხურებითაა დაკავშირებული, იგი გაჩერდა
მრავალთაგან ერთ-ერთ ბილიკზე კლდეში ღრმულის მახლობლად, სადაც დგას თესევსისა და
პერითოოსის ერთგულების შეთანხმების მემორიალი. იგი იდგა ამ ქვაბულსა და თორიკოსის კლდეს
შორის, ფუღუროიან მსხლის ხესა და მარმარილოს აკლდამას შორის; შემდეგ დაჯდა და შეიხსნა
ბინძური სამოსი. შემდეგ მან მოუხმო თავის ქალიშვილებს და სთხოვა მათ, მოეტანათ წყალი რომელიმე
მედინი წყაროდან, რომ დაებანა და საღვრელი შეეწირა. [1600] ისინი ავიდნენ ბორცვზე, რომელიც
იქიდან ჩანდა, ნაზი მცენარეების მცველი დემეტერის ბორცვზე და მალე მოიტანეს ის, რასაც მათი მამა
ითხოვდა. შემდეგ მათ განბანეს იგი და შემოსეს, როგორც ეს მიღებულია. მაგრამ როდესაც მისი ყველა
სურვილი შესრულდა და არაფერი, რასაც ის ითხოვდა, შეუსრულებელი არ იყო, მაშინ ზევსმა
მიწისქვეშეთიდან გამოგზავნა თავისი მეხი და გოგონები შეკრთნენ, როდესაც ეს გაიგონეს. ისინი
დაეცნენ და ტიროდნენ მამის მუხლებზე, განუწყვეტლივ მკერდში იცემდნენ ხელებს და ხმამაღლა
მოთქვამდნენ. [1610] როდესაც მან გაიგონა მათი მწარე გოდება, მან ხელები მოხვია მათ და თქვა: „ჩემო
შვილებო, ამ დღეს მამათქვენი აღარ არის. ახლა მე სრულად დავიღუპე და თქვენ აღარ მოგიწევთ ჩემი
მოვლის ტვირთის ტარება, რაც არ იყო იოლი, მე კარგად ვიცი, ჩემო შვილებო. მაგრამ მხოლოდ ერთი
სიტყვა აქცევს ყველა ამ გარჯას არაფრად: თქვენ არავის აღარ ეყვარებით მეტად ჩემსავით; და ახლა მე
აღარ ვიქნები თქვენთან თქვენი დარჩენილი დღეების განმავლობაში.“ [1620] ამგვარად, ერთმანეთში
ჩახუტებულები მამა და მისი ქალიშვილები გოდებდნენ და ქვითინებდნენ. მაგრამ როდესაც მივიდნენ
მათი გოდების ბოლოში და ქვითინის ხმა აღარ გაისმოდა, დადგა სიჩუმე; უეცრად ვიღაცის ხმამ
ხმამაღლა მოუხმო მას, ყველამ იგრძნო, თმა ყალყზე როგორ დაუდგა თავზარდაცემისგან. ღმერთი კი
ისევ და ისევ ეძახდა მას: „ოიდიპოს, ოიდიპოს, რატომ აყოვნებ წასვლას? მეტისმეტად დიდი ხანია,
ყოვნდები.“ და როდესაც ის მიხვდა, რომ იგი ღმერთმა მოიხმო, [1630] მან ითხოვა, რომ მბრძანებელი
თესევსი მისულიყო მასთან; და როდესაც მან ეს გააკეთა, უთხრა: „მეგობარო, მომეცი ფიცი შენი
მარჯვენით ჩემს შვილებზე; ხოლო თქვენ, ჩემო ქალიშვილებო, მას მიეცით მარჯვენა. დამპირდი, რომ
შენი თავისუფალი ნებით არასოდეს უღალატებ მათ, არამედ ყოველთვის შეასრულებ ყველაფერს, რასაც
ფიქრობ, მათ სასარგებლოდ.“ და მან, როგორც კეთილშობილი სულის ადამიანმა, ქვითინის გარეშე
დაიფიცა, რომ უცხოელისთვის დანაპირებს შეასრულებდა. როდესაც თესევსმა ეს გააკეთა, მაშინვე ბრმა
ხელების თითებით შეეხო შვილებს ოიდიპოსი და თქვა: [1640] „შვილებო, თქვენ ეს კეთილშობილად
უნდა შეინახოთ თქვენს გულებში და წახვიდეთ ამ ადგილიდან; არ ჩათვალოთ, უნდა უყუროთ, რაც
არასწორია და უნდა ისმინოთ ისეთი სიტყვა, რომელიც, შესაძლოა, არ გესმით. წადით სწრაფად; დაე
მხოლოდ თესევსს ჰქონდეს ნება დარჩეს, რომ გაიგოს, რა უნდა გაკეთდეს.“ ამრიგად, მან თქვა და
თითოეული ჩვენგანი ისმენდა; აცრემლებულნი და მგლოვიარენი გამოვყევით ქალიშვილებს. როდესაც
ჩვენ წამოვედით, ძალიან მალე უკან მოვიხედეთ და დავინახეთ, რომ ოიდიპოსი აღარსად არ იყო და
ჩვენი მბრძანებელი იყო მარტო, [1650] ხელები სახეზე ჰქონდა აფარებული, რომ დაეფარა თვალები,
თითქოს რაღაც შემზარავი დაინახა, ისეთი, რის ხილვასაც ვერავინ ვერ გაუძლებდა. მალე, მოკლე ხნის
შემდეგ, დავინახეთ, რომ იგი ერთად ეთაყვანებოდა მიწასა და ღმერთების ოლიმპოსს ერთსა და იმავე
ლოცვაში. მაგრამ როგორი ბედით დიღუპა ოიდიპოსი, ვერავინ ვერ იტყვის, თესევსის გარდა. ეს არ
ყოფილა ღვთის ცეცხლოვანი ელვა, [1660] და არც რომელიმე ქარბორბალა ზღვიდან; ეს ან ღმერთების

92
შიკრიკი იყო ან მკვდართა ბნელი საუფლო ხალისით გაიხსნა, რომ იგი მიეღო. რადგან ეს კაცი
გარდაიცვალა წუწუნის, სენისა და ტანჯვის გარეშე და მოკვდავთა შორის ის იყო გასაოცარი და თუ
ვინმეს თვალში მე უაზრობას ვლაპარაკობ, მის გადარწმუნებას არ შევეცდებოდი, რაკი ის მე უგუნურად
მიმიჩნევს.
გუნდი. სად არიან მისი ქალიშვილები და მეგობრების ამალა?
მაცნე. არა შორს; გლოვის ხმა უკვე გვაჩვენებს, რომ ისინი გვიახლოვდებიან.

93
კომოსი

სტროფი პირველი

ანტიგონე. [1670] აჰ მე, აჰ, მე! ახლა, მართლაც, ჩვენ უნდა სრულად ვიგლოვოთ ჩვენი სისხლის
წყევლა – უბედურმა დებმა, როგორებიც ვართ, – მამაჩვენისგან მომდინარე! წინა დროში ხანგრძლივ
გარჯას ვატარებდით შეუსვენებლად, ხოლო ახლა, ბოლოს და ბოლოს, ხოლო ახლა უნდა მოვყვეთ იმ
ნიშანსა და გამოცდილებას, რომელიც გონებას გვიმღვრევს.
გუნდი. რა ხდება?
ანტიგონე. ძნელი მისახვედრი არაა, მეგობრებო.
გუნდი. წავიდა?
ანტიგონე. ზუსტად ისე, როგორც ყველაზე უფრო ისურვებდი: მართლაც, ამგვარად, რომ არც
არესს წაუყვანია იგი, არც ზღვას, [1680] ამის ნაცვლად იგი წაყვანილ იქნა მინდვრიდან, რომელსაც
ვერავინ ვერ დაინახავს, რომელიღაც სწრაფი, უცნაური ბედისწერით. მე უბედური! ჩვენთვის ღამე,
როგორც სიკვდილი, დაეუფლა ჩვენს თვალებს; როგორღა ვიპოვით ჩვენს მძიმე საშუალებას, ვიარსებოთ
შორეულ მიწაზე ხეტიალით თუ ზღვის ტალღებზე?
ისმენე. მე არ ვიცი. თუ სისხლს მოწყურებული ჰადესი არ მიმაერთებდა სიკვდილით ასაკოვან
მამას! [1690] მე უბედური! ვერ ვიცხოვრებ ცხოვრებით, რომელიც ჩემი უნდა იყოს.
გუნდი. თქვენ, ყველაზე კარგმა ასულებმა უნდა აღასრულოთ ღმერთების ნება. ნუ აღიძვრებით
მეტისმეტად დიდი მწუხარებით; რასაც შეეჩეხეთ, არ უნდა დაიწუნოთ.

ანტისტროფი პირველი

ანტიგონე. თვით ის გასაჭირიც კი მენატრება. ის რაც არ იყო ძვირფასი, ისიც კი ძვირფასი


ყოფილა, სანამ მისი ჩახუტება შემეძლო. [1700] მამა, ძვირფასო, სამუდამოდ შემოსილო საიქიოს
წყვდიადში! არასოდეს შენს არყოფნაში შენ აღარ იქნები ძვირფასი აქ ჩემთვის და ჩემი დისთვის.
გუნდი. აღასრულა?
ანტიგონე. აღასრულა, როგორც სურდა.
გუნდი. რანაირად?
ანტიგონე. მოკვდა უცხო მიწაზე, რომელზედაც სურდა. მას აქვს კარგად დაჩრდილული საწოლი
მარადიულად მიწის ქვეშ; და მას არ დაუტოვებია გაუხსნელი მწუხარება თავის შემდეგ. მე დაგტირი ამ
მოქვითინე თვალებით, მამა; [1710] და არ ვიცი ამ ჩემს გასაჭირში როგორ დავიოკო შენზე გლოვა,
რომელიც ასე უზარმაზარია. ვაი! შენ გინდოდა უცხოეთში მომკვდარიყავი, მაგრამ უჩემოდ მოკვდი.
ისმენე. უბედური მე! რა ბედი მოგველის მე და შენ, ძვირფასო, ობლებს, როგორც დაგვტოვა
მამაჩვენმა?
გუნდი. [1720] შეწყვიტეთ გლოვა, ძვირფასო გოგონებო, რადგან მისი ბოლო დალოცვილი იყო.
არავინაა მიუწვდომელი ბოროტებისთვის.

სტროფი მეორე

ანტიგონე. მოდი, დავბრუნდეთ, ძვირფასო.


ისმენე. და რა ვქნათ?
ანტიგონე. სევდა მივსებს სულს.
ისმენე. რისი?
ანტიგონე. ვნახო სახლი საიქიოში.
ისმენე. ვისი?
ანტიგონე. მამისა, მე უბედურმა.
ისმენე. და როგორ შეძლება ეს სწორი იყოს? [1730] დარწმუნებით გესმის?

94
ანტიგონე. რა საყვედურია?
ისმენე. და შენ ნაღდად იცი ესეც...
ანტიგონე. კიდევ რას მეტყვი?
ისმენე. რომ უსაფლავოდ გადაეგო, ყველასგან განსხვავებით.
ანტიგონე. მაშ წამიყვანე იქ და მეც მომკალი შემდეგ.
ისმენე. მე უბედური! მიტოვებული და უძლური, სად ვიცხოვრებ ახლა ჩემი საცოდავი
სიცოცხლით?

გუნდი

ანტისტროფი მეორე

ძვირფასო გოგონებო, ნურაფრის გეშინიათ.

ანტიგონე. მაგრამ სად გავიქცე?


გუნდი. თავშესაფარი უკვე ნაპოვნია.
ანტიგონე. რა?
გუნდი. თქვენ ორს არ დაგეცემათ უბედურება.
ანტიგონე. ვგრძნობ...
გუნდი. რას ფიქრობ?
ანტიგონე. არ შემიძლია ვთქვა, როგორ წავიდეთ სახლში.
გუნდი. ნუ ცდილობ წასვლას.
ანტიგონე. განსაცდელში ვართ.
გუნდი. ადრეც იყავით.
ანტიგონე. მაშინ იყო უსასოობა, ახლა უარესია.
გუნდი. მაშ, უსასრულოა შენი გასაჭირის ზღვა.
ანტიგონე. დიახ, დიახ!
გუნდი. მეც გეთანხმები.
ანტიგონე. აჰ, აჰ! საით მივბრუნდე, ზევსო? [1750] რომელი უკანასკნელი იმედისკენ მივყავართ
ახლა ღვთაებას?

შემოდის თესევსი.

სისტემა

თესევსი. შეწყვიტეთ გლოვა, ბავშვებო! სადაც გროვდება საიქიოს ღამის კეთილგანწყობა, იქ არ


არის მწუხარების ადგილი; რადგან ამას მოჰყვება ღვთაებრივი შურისძიება.
ანტიგონე. ეგევსის ძეო, გევედრებით შენ!
თესევსი. რა სურვილი გინდათ აგისრულდეთ, ჩემო შვილებო?
ანტიგონე. ჩვენ გვინდა საკუთარი თვალით ვნახოთ ჩვენი მამას საფლავი.
თესევსი. არ არის ნებადართული.
ანტიგონე. რას გულისხმობ, მბრძანებელო, ათენის მეუფევ?
თესევსი. შვილებო, მან მითხრა, რომ არავინ არ უნდა მიუახლოვდეს იმ ადგილს ან ახლოს
მივიდეს ლოცვით წმინდა აკლდამასთან, რომელშიც მას სძინავს. მან თქვა, რომ სანამ მე ამას ვაწესრიგებ,
მე მუდმივად დავიცავ ქვეყანას ტკივილისგან. ღვთებამ გაიგონა, როგორ ვთქვი ეს ამბები, როგორც
ყოვლისმხილველი ზევსის ფიცი.
ანტიგონე. თუ ეს იყო მისი განზრახვა, ჩვენ ამით უნდა დავკმაყოფილდეთ. [1770] გაგვაგზავნე
ძველ თებეში, იქნებ მოგვიხერხდეს, გავაჩეროთ სისხლისღვრა, რომელიც ჩვენს ძმებს ემუქრება.

95
თესევსი. მე გავაკეთებ ამასაც და ნებისმიერ სხვა სასარგებლო სამსახურსაც გავწევ, რასაც
შევძლებ თქვენთვისაც და ახლახან მიწისქვეშ წასულებისთვის იმ მადლიერების შესაბამისად, რომლის
ვალიც მაქვს. მე არ დავიშურებ ძალისხმევას.
გუნდი. შეწყვიტეთ, მეტად ნუღარ ტირით. ყველაფერი მტკიცედ დადგენილი და
გამყარებულია.

96
ანტიგონე

97
მოქმედი პირები:

ანტიგონე, ოიდიპოსის ასული


ისმენე, ოიდიპოსის ასული
კრეონი, თებეს მეფე
ევრიდიკე, კრეონის მეუღლე
ჰემონი, კრეონის ძე
ტირესიასი, ბრმა მისანი
მცველი
მაცნე
კრეონის მსახური
თებეელ მოხუცთა გუნდი
უსიტყვოდ: კრეონის მსახურები
ევრიდიკეს მოახლეები

მოქმედება ხდება თებეში, სამეფო სასახლის წინ.

98
პროლოგოსი

ანტიგონე. ისმენე, დაო, დედაჩემის ჭეშმარიტო ასულო, იცი თუ არა რამე ოიდიპოსის
ნაანდერძევი ბედუკუღმართობიდან, რომელსაც ზევსი არ აგვისრულებს ჩვენ ორს ჩვენს სიცოცხლეში?
რადგან არაფერია – არც ტკივილი, არც დაქცევა, არც სირცხვილი, არც შეურაცხყოფა – რაც არ მინახავს
შენსა და ჩემს უბედურებაში. და ახლა რა ახალი დადგენილება გამოუციაო სტრატეგოსს 73 მთელი
ქალაქისთვის? იცი რამე? გსმენია რამე? თუ გამოგეპარა, რომ ჩვენი მტრების სიავე დაიძრა ჩვენი
მეგობრების წინააღმდეგ?
ისმენე. ჩემამდე სიტყვა არ მოსულა მეგობრებისგან, ანტიგონე, რომ სიხარული ან ტკივილი
მოეტანა მას შემდეგ, რაც ჩვენ ორმა ორი ძმა დავკარგეთ, რომლებიც ერთ დღეს დაიხოცნენ ორმაგი
დარტყმით. რაც არგოსელთა ლაშქარი გაიქცა ამაღამ, შემდეგ არაფერი გამიგია, რასაც შეეძლო რამე
შეემატებინა ჩემი ბედნიერებისთვის ან უბედურებისთვის.
ანტიგონე. ეს კარგად ვიცი და ამიტომ ვცადე, გამომეყვანე ეზოს კარიბჭიდან აქ, რომ შენ მარტოს
გაგეგონა.
ისმენე. [20] გამეგონა რა? ცხადია, რაღაცით აღელვებული ხარ.
ანტიგონე. ნუთუ კრეონმა არ გადაწყვიტა ჩვენი ძმებიდან ერთი საპატიოდ დაკრძალოს, ხოლო
მეორე შეურაცხყოს? ამბობენ, რომ ეტეოკლესი, კანონისა და წეს-ჩვეულების სრული დაცვით ჩაასვენა
მიწაში მიცვალებულთა შორის დაფასებული. ხოლო რაც შეეხება პოლინიკესის საბრალო ნეშტს,
ამბობენ, რომ მოქალაქეებს მიეცათ ბრძანება, რომ არავინ უნდა დაკრძალოს ან დაიტიროს იგი. ამის
სანაცვლოდ დატოვონ იგი დაუტირებელი, დაუმარხავი, ფრინველებისთვის ტკბილი [30] განძი, რომ
შეხედონ, როგორც სარჩოს. ასეთი არისო, ამბობენ, განკარგულება, რომელიც კეთილმა კრეონმა გამოსცა
შენთვის და ჩემთვის; და ახლა აქ მოდის, რომ მათ, ვინც ჯერ არ იცის, საჯაროდ გამოუცხადოს. ამბობენ,
რომ ამ საქმეს მსუბუქად არ უდგება, ვინც უნდა შეასრულოს ეს წეს-ჩვეულება, მისი ბედი
გადაწყვეტილია: ჩაქოლვით სიკვდილით დაისჯება მთელ ქალაქში. აი, ასეა საქმე შენთვის და მალე
აჩვენებ, კეთილშობილი იშვი თუ სახელოვან წინაპართა ცუდი შთამომავალი ხარ.
ისმენე. საბრალო დაო, თუ ასეა საქმე, რა სარგებლობა მოაქვს ჩემთვის [40] ამ კვანძის მოშვებას
ან შეკვრას?
ანტიგონე. გადაწყვიტე, გაიზიარებ თუ არა მძიმე შრომასა და ამოცანას.
ისმენე. რა ჩაიფიქრე? რას აპირებ?
ანტიგონე. ხელს თუ შემაშველებ ცხედრის აწევაში.
ისმენე. ნუთუ მართლა ფიქრობ მის დაკრძალვას, როცა ეს აეკრძალა ქალაქს?
ანტიგონე. დიახ, რადგან ჩემი ძმაა და შენიც, თუნდაც შენ ეს არ გინდოდეს, ცხადია, ღალატში
ბრალს ვერ დამდებენ.
ისმენე. თავშეუკავებელო, კრეონის აკრძალვის მიუხედავად?
ანტიგონე. ნება არ აქვს, ჩემი უფლება წამართვას.
ისმენე. ო, არა! იფიქრე, როგორ დაიღუპა [50] მამაჩვენი სიძულვილსა და სირცხვილში, როდესაც
თვითონ გახსნა დანაშაული და საკუთარი ხელით დაიბრმავა ორივე თვალი.74 შემდეგ მისმა დედამ და
ცოლმა, ერთის ორმა სახელმა, დაწნული ყულფით დაასრულა სიცოცხლე; ბოლოს, ჩვენმა ორმა ძმამ ერთ
დღეს, საკუთარი სისხლისა და ხორცის ორმა უბედურმა მკვლელმა, ერთმანეთის ხელით, საერთო ბედი
აღასრულა. და ახლა ჩვენ, ჩვენი მხრივ, ჩვენ ორნი დავრჩით სრულიად მარტო, დაფიქრდი, კიდევ უფრო
უბედურად გავნადგურდებით, თუ, კანონსაწინააღმდეგოდ, [60] დავარღვევთ ტირანის დადგენილებას
ან მის ძალაუფლებას. არა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ქალის ბუნება და ჩვენ არ შეგვიძლია
კაცების წინააღმდეგ ბრძოლა. და შემდეგ, ჩვენ გვმართავენ უფრო მძლავრები, ასე რომ, ჩვენ უნდა
დავემორჩილოთ ამ შემთხვევაშიც და უფრო მტკივნეულ ამბებშიც. ასე რომ, ბოდიშს ვთხოვ იმათ, ვინც

73
სტრ. 8. სტრატეგოსი – ლაშქრის წინამძღოლი, ამ შემთხვევაში იგულისხმება კრეონი, თებეს მეფე.
74
სტრ. 51. საკუთარი ხელით დაიბრმავა ორივე თვალი – შდრ. ესქილე, შვიდნი თებეს წინააღმდეგ, სტრ. 778-784.

99
ქვემოთაა, რადგან იძულებული ვარ ასე მოვიქცე და დავემორჩილები, ვინც ხელისუფლებაში მოვიდა.
რადგან უნაყოფო რამის კეთება არ არის გონივრული.
ანტიგონე. მე არ მოგიწოდებ შენ, არა, თუნდაც მერე რომ მოგენდომებინა, [70] მე არ
მივესალმებოდი შენს თანამზრახველობას ამ საქმეში. არა, იყავი ისეთი, როგორიც მოგწონს, იმას კი მე
დავკრძალავ, ჩემთვის პატივია, თუ ამის კეთებაში მოვკვდები. საყვარელი და საყვარელ ძმასთან
განვისვენებ, ღვთისმოსავი დამნაშავე. მეტ დროს მკვდრებს მოვემსახურები, ვიდრე ცოცხლებს, რადგან
იქ სამუდამოდ განვისვენებ. შენ კი, თუ ასე გირჩევნია, განაგრძე ღმერთების მიერ საპატიოდ
დადგენილის შეურაცხყოფა.
ისმენე. მე მათ არ შეურაცხვყოფ, მაგრამ მოქალაქეთა ნების წინააღმდეგ მოქმედება, ჩემი
ბუნებიდან გამომდინარე, არ შემიძლია.
ანტიგონე. [80] შეგიძლია ეგ საბაბად გამოიყენო. და მაინც, მე წავალ და საფლავის გორაკს
აღვუმართავ უსაყვარლეს ძმას.
ისმენე. არა, უბედურო დაო, შენ გამო მეშინია!
ანტიგონე. ჩემზე ნუ ფიქრობ, საკუთარ ხვედრზე იზრუნე.
ისმენე. მაშინ, ყოველ შემთხვევაში, არავის შეატყობინო საქმე, სანამ არ ჩაიდენ, საიდუმლო
შეინახე და მეც ასე მოვიქცევი.
ანტიგონე. ვაიმე, თქვი! უფრო საძულველი იქნები შენი დუმილისთვის, ვიდრე მაშინ, როდესაც
ყველას გამოუცხადებ ამ ამბავს.
ისმენე. გამყინავი ამბებისთვის ცხელი გული გაქვს.
ანტიგონე. ვიცი, რომ მოვწონვარ, ვისი მოწონებაც ყველაზე მეტად მჭირდება.
ისმენე. [90] დიახ, თუ ძალაუფლებაც გექნება, მაგრამ შეუძლებელი გწყურია.
ანტიგონე. თუ ასეა, როდესაც ძალა გამომელევა, დავამთავრებ.
ისმენე. შეუძლებელი ნადირობა თავიდანვე არ უნდა წამოიწყო.
ანტიგონე. თუ ამას გულისხმობ, ჩემი სიძულვილი გექნება და დაისჯები, როგორც მკვდრების
მტერი. მაგრამ დამტოვე მე და ჩემი შემუშავებული უგუნური გეგმა, რომ ამ საშინელებით დავიტანჯო,
რადგან არაფერი იქნებოდა უფრო საშინელი, ვიდრე ის, რომ უღირსად მოვკვდარიყავი.
ისმენე. მაშ წადი, თუ ასე მიგაჩნია. ამაში დარწმუნებული იყავი: თუმცა შენი გზა უგუნურია,
იმათთვის, ვისაც უყვარხარ, შენი სიყვარული პირდაპირი და ნამდვილია.

ანტიგონე გადის მაყურებლებისგან მარცხნივ, ისმენე შედის სასახლეში.

100
პაროდოსი

მარჯვნიდან შემოდის გუნდი.

სტროფი პირველი

გუნდი. [100] მზის სხივო, საუკეთესო ნათელო ყველასაგან, რომელმაც გაანათა შვიდკარიბჭიანი
თებე, შენ, ბოლოს და ბოლოს, აელვარდი, ოქროს დღის თვალო, დირკეს75 ნაკადების თავზე ამოსულო!
შენ არგოსიდან მოსული სრულად შეიარაღებული თეთრფარიანი კაცი გააქციე მწარე მათრახის
გადაკვრით. [110] იგი წამოვიდა ჩვენს ქვეყანაზე პოლინიკესის შუღლით სავსე სარჩელის გამო და
როგორც არწივმა ყაშყაშით გადაუფრინა ჩვენს მიწას თავისი თოვლივით თეთრი ფრთებით, უამრავი
იარაღითა და ჯიღიანი მუზარადით.

ანტისტროფი პირველი

იგი შეჩერდა ჩვენი საცხოვრებლების თავზე; იგი უყურებდა ჩვენს შვიდივე კარიბჭეს სისხლს
მოწყურებული შუბებით; მაგრამ იგი წავიდა [120] მანამ, სანამ ჩვენი სისხლით გაძღებოდა ან სანამ
ცეცხლის ღმერთის ფიჭვნაჭამი ხანძარი ჩვენი კოშკების წვერს შეეხებოდა. ისე სასტიკი იყო ბრძოლის
გრუხუნი, რომელიც ზურგზე გადაევლო, რომ შეტაკების მოგება ვერ შეძლო დრაკონის მტერმა. რადგან
ზევსს ყველაზე უფრო სძულს ბაქია ენით ტრაბახი; 76 და როცა მან დაინახა, როგორ მოიწევდნენ
ადიდებული წყალდიდობით, თავხედურად აჟღარუნებდნენ ოქროს, მან ცეცხლი სტყორცნა ერთს,
რომელიც უკვე გამარჯვებას ზეიმობდა77, როდესაც ჩვენს ქონგურებს მოადგა.

სტროფი მეორე

წაბარბაცდა და გრუხუნით დაეცა მიწაზე, ჩირაღდნით ხელში, კაცი, უგუნური შეტევის


სიშლეგით მოცული, რომელიც ახლახან მძვინვარებდა ჩვენ წინააღმდეგ თავისი დაუოკებელი
სიძულვილის აფეთქებით; მაგრამ მისი ქადილი არ ახდა, თუმცა კი იმედი ჰქონდა და ყველა დანარჩენ
მტერს დიდმა არესმა მძიმე დარტყმებით თავისი ხვედრი დაუნაწილა, არესმა, ჩვენმა მძლავრმა
მოკავშირემ [140] გადამწყვეტ წამს. შვიდმა ასისთავმა იმავე რაოდენობის შვიდ კარიბჭესთან დაუტოვა
თავისი ბრინჯაოს ნადავლი მაოტებელ ზევსს, ყველამ, გარდა დაწყევლილი წყვილისა, ერთი მამისა და
ერთი დედის მიერ შობილმა, რომელთაც ერთმანეთზე აღმართეს შუბები, ორივემ გაიმარჯვა და საერთო
სიკვდილი გაიზიარა.

ანტისტროფი მეორე

მაგრამ რადგანაც დიდსახელიანი სახეგაბრწყინებული ნიკე გვეწვია ეტლმრავალ თებეში, [150]


დავივიწყოთ ახლახან გადატანილი ომი და მივმართოთ ღმერთების ყველა ტაძარს ფერხულის
ღამისთევით, ბაკქოსმა78 კი შეარყიოს თებე და წინ გაგვიძღვეს! აი, ამ მიწის მეფე, კრეონი, მენეკევსის ძე,

75
სტრ. 105. დირკე – წმინდა წყარო ბეოტიაში, თებეს მახლობლად.
76
სტრ. 127. ...ბაქია ენით ტრაბახი... – თებეზე თავდამსხმელების თავხედ მოძალადეებად წარმოჩენა აშკარად ესქილეს
გავლენაა: შვიდნი თებეს წინააღმდეგ, სტრ. 375-676.
77
სტრ. 133. გამარჯვებას ზეიმობდა... – კაპანევსი. შდრ. ესქილე, შვიდნი თებეს წინააღმდეგ, სტრ. 422-446; ევრიპიდე,
ფინიკიელი ქალები, სტრ. 1172-1186; სოფოკლე, ოიდიპოსი კოლონოსში, სტრ. 1318 და შმდგ.
78
სტრ. 154. ბაკქოსი – დიონისოსი, ზევსისა და თებეს მეფის ასულის, სემელეს ძე, ღვინის, ნაყოფიერებისა და თეატრის
ღმერთი; ითვლებოდა მშობლიური თებეს მფარველად.

101
ღმერთების მიერ მოგზავნილი ახალი გარემოებების გამო ახალი მმართველი მოდის, რა აქვს ნეტავ
გონებაში, [160] რატომ გვიხმო უხუცესებს საბჭოზე, რისთვის დააგზავნა მაცნეები?

102
პირველი ეპისოდიონი

შემოდის კრეონი ორ თანმხლებთან ერთად.

კრეონი. ხალხო,79 მას შემდეგ, რაც ღმერთებმა ჩვენი ქალაქის ბედი დიდი ტალღებით შეარყიეს,
კიდევ ერთხელ საიმედოდ გამოასწორეს. თქვენ კი მე მაცნეების მეშვეობით აქ მოსვლა გიბრძანეთ,
სხვებისგან ცალკე, რადგან ვიცი, უპირველეს ყოვლისა, როგორ სცემდით პატივს ლაიოსის ტახტის
ძალაუფლებას, ასევე, როგორ ეპყრობოდით ოიდიპოსს, როდესაც ის მართავდა ქალაქს და ბოლოს,
როდესაც დაიღუპა, როგორ ინარჩუნებდით მისი შვილებისადმი ერთგულებას. [170] მას შემდეგ, რაც
ერთ დღეს დაეცნენ ორმაგი დაღუპვით, თითოეულმა დაარტყა, ორივეს მოხვდა, ორივეს ძმისმკვლელის
ლაქა მოეცხო, – ახლა მე მაქვს ძალაუფლება, მე ვფლობ ტახტს დაღუპულებთან ჩემი ნათესაობის გამო.
შეუძლებელია მთლიანად ამოიცნო კაცის ხასიათი, სული, ნება და აზროვნება, სანამ ის არ გაივლის
წესებისა და კანონების დაცვით შემოწმებას. რადგან თუ ის, ვინც ხელმძღვანელობს მთელ ქალაქს, არ
ეყრდნობა საუკეთესო და ბრძნულ გეგმებს, [180] არამედ რაღაც შიშის გამო ხმას ვერ იღებს, იგი არის და
დიდხანს იქნება ყველაზე უფრო ლაჩარი მოღალატე. და თუკი ვინმე მეგობარს სამშობლოზე უფრო
მნიშვნელოვნად თვლის, იგი არაფრად მიმაჩნია. ზევსი, რომელიც ყოველთვის ყველაფერს ხედავს,
დამემოწმოს, მე არ დავდუმდებოდი, თუ დავინახავდი, რომ უსაფრთხოების ნაცვლად უბედურება
ემუქრება მოქალაქეებს. მე არასოდეს არ გავიხდიდი მეგობრად ადამიანს, რომელიც ჩემი ქვეყნისადმი
მტრულადაა განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ჩვენი ქვეყანა ის გემია, რომელსაც ხსნისკენ მივყავართ და
თუ ის სწორად მიცურავს, სწორ მეგობრებსაც შევიძენთ. ასეთი წესებით ვაძლიერებ მე ამ ქალაქს. ამის
შესაბამისია ის განკარგულებაც, რომელიც მე ახლა გამოვუქვეყნე მოქალაქეებს ოიდიპოსის შვილებთან
დაკავშირებით: ჩვენი ქალაქისთვის ბრძოლაში დაცემული ეტეოკლესი, რომელიც ომში ყველას
აღემატებოდა, უნდა დაიკრძალოს და უნდა შეიკრიბოს ყოველი წმინდა შესაწირავი, რომელიც
ეკუთვნის ყველაზე ღირსეულ მიცვალებულს. რაც შეეხება მის ძმას, პოლინიკესზე ვამბობ, რომელიც
დევნილობიდან დაბრუნდა და აპირებდა გადაებუგა [200] მისივე წინაპრების ქალაქი და მისი მოდგმის
ღმერთები, ნათესავების სისხლით გაძღომასა და დანარჩენების მონებად წაყვანას აპირებდა; ქალაქს
გამოეცხადა, რომ არავინ არ უნდა მიაგოს მას დაკრძალვის პატივი და არავინ უნდა დაიტიროს იგი,
ყველამ უნდა დატოვოს იგი დაუკრძალავი და მიუგდოს მისი ლეში საჯიჯგნად ფრინველებსა და
ძაღლებს. ეს არის ჩემი ნება და მე არასოდეს არ მივცემ უფლებას მოღალატეს, ღირსებით დაუდგეს წინ
სამართლიანს, ხოლო ვისაც კეთილი განზრახვა ჰქონდა თებეს მიმართ, [210] მიცვალებულსაც ისევე
მივაგებ პატივს, როგორც ცოცხალს მივაგებდი.
გუნდი. ასეთია შენი ნება, მენეკევსის ძეო კრეონ, ამ ქალაქის მტრისა და მეგობრის მიმართ.
მჯერა, რომ გაქვს უფლება, გამოიყენო კანონი როგორც მიცვალებულების, ისე ჩვენს, ცოცხლების
მიმართაც.
კრეონი. მაშ, უყურეთ, იყავით ჩემი ბრძანებების მცველები.
გუნდი. ამ ამოცანის სიმძიმე დააკისრე რომელიმე ახალგაზრდა კაცს.
კრეონი. ამას არ ვგულისხმობდი, ცხედარს უკვე ჰყავს მცველები.
გუნდი. მაშ რისთვისაა ეს სხვა ბრძანება?
კრეონი. რომ არ დაინდოთ, ვინც ამ კანონს დაარღვევს.
გუნდი. [220] არავინაა უფრო სულელი, ვიდრე სიკვდილის მსურველი.
კრეონი. გარწმუნებ, ეს იქნება საზღაური, თუმცა მხოლოდ ამის იმედზე ვერ იქნები, ფულს
შეუძლია დაღუპოს ხალხი.
შემოდის მცველი.

79
სტრ. 162. ხალხო – ასე მიმართავს კრეონი უხუცესებს. იგი არასოდეს მიმართავს ფორმას πολῖται „მოქალაქენო“, ეს
შეესატყვისება მის წარმოდგენას მეფესა და მის ქვეშევრდომებს შორის არსებულ ურთიერთობაზე.

103
მცველი. ჩემო მეფეო, ვერ ვიტყვი, რომ მოვდივარ სუნთქვაშეკრული სიჩქარისა და სწრაფი
ნაბიჯების გამო. რადგან ხშირად ვჩერდებოდი დაფიქრებული, გატრიალებასა და გზიდან უკან
გაბრუნებას ვაპირებდი. სული მეუბნებოდა ბევრ რამეს: „სულელო, რატომ მიდიხარ იქ, სადაც შენი
მისვლა ნიშნავს შენს დასჯას?“ საბრალო, ისევ ყოვნდები? და სხვა კაცისგან რომ გაიგოს კრეონმა, შენ არ
მოგხვდება მაშინ? ასე კამათით მოვდიოდი აუჩქარებლად, ნელა და ამგვარად მოკლე გზა გამიგრძელდა.
ბოლოს და ბოლოს, მაინც, გაიმარჯვა აზრმა, რომ შენთან აქ უნდა მივსულიყავი. ჩემს მოტანილ ამბავს
კარგი არაფერი რომ მოჰყვეს, მაინც გეტყვი, რადგან ის ერთი იმედი მაქვს, რომ იმაზე მეტი ტანჯვა არ
შემხვდება, რაც ბედით მიწერია.
კრეონი. რა ხდება, რატომ ხარ აღელვებული?
მცველი. ჯერ მინდა ჩემზე გითხრა, მე არ ჩამიდენია ეს საქმე და არ მინახავს, ვინც ჩაიდინა, [240]
ასე რომ, სამართლიანი არ იქნებოდა, ჩემთვის მოგეთხოვა პასუხი.
კრეონი. მშვილდოსანივით კარგად უმიზნებ სამიზნეს მანძილიდან და კარგად ემიჯნები
მომხდარ ამბავს. ცხადია, რაღაც მნიშვნელოვანი გაქვს სათქმელი.
მცველი. ასე ვიქცევი, საშინელი ახალი ამბები იწვევს დიდ ეჭვებს.
კრეონი. მაშინ თქვი კიდეც, იქნებ გათავისუფლდე და წახვიდე?
მცველი. აი, გეუბნები. ვიღაცამ დაკრძალა ცხედარი და გაქრა მას შემდეგ, რაც გვამს მშრალი
მტვერი მოაყარა და სხვა წესიც აუგო, რასაც ღვთისმოსაობა მოითხოვს.
კრეონი. რას ამბობ?! კაცთაგან ვინ გაბედა ეს?
მცველი. არ ვიცი, რადგან არ იყო წერაქვის [250] ნაკვალევი, არც მიწა, თოხით ამოყრილი. მიწა
იყო მყარი და მშრალი, თანაბარი, ბორბლებით არ იყო გადავლილი. ვიღაცამ ისე იმოქმედა, რომ კვალი
არ დატოვა. როდესაც პირველმა დღის მცველმა გვანახვა, ყველას უსიამო განცვიფრების გრძნობა
დაგვეუფლა. მიცვალებულს ვერ ვხედავდით – არ იყო აკლდამაში ჩაკეტილი, მაგრამ მტვრის თხელი
ფენა იყო მასზე, თითქოს მოთავსებული იყო იქ ისეთი ხელით, ვინც წყევლას გაურბის. და არ იყო
არანაირი ნიშანი, რომ რამე მხეცი ან ძაღლი მიუახლოვდა და გაგლიჯა. მაშინ ჩვენ შორის წამოვიდა
ხმამაღალი და მსუყე სიტყვები, [260] მცველმა მცველს ბრალი დასდო. ბოლოს და ბოლოს, საქმე
ჩხუბამდე მიდიოდა და არავინ იყო, ვისაც შეეძლო, ამისთვის ხელი შეეშალა. რადგან თითოეული
დამნაშავე იყო და არავინ არ იყო ცხადად დამნაშავე, თანაც ყველა უარყოფდა, რომ რამე იცოდა ამ საქმის
თაობაზე. მზად ვიყავით, აგვეღო წითლად გავარვარებული რკინა ხელით, 80 ცეცხლში გაგვევლო და
ღმერთები დაგვეფიცებინა, რომ ეს ჩვენ არ ჩაგვიდენია და არც ვინმესთვის გაგვიზიარებია ცოდნა და
დაგვიგეგმავს ეს მოქმედება. ბოლოს, როდესაც ჩვენმა გამოძიებამ შედეგი ვერ მოიტანა, ვიღაც
ალაპარაკდა და გვაიძულა, [270] სახე შიშით მიწისკენ დაგვეხარა. რადგან ჩვენ არ ვიცოდით, როგორ
შეგვეძლო გვედავა მასთან და არ მიგვეღწია წარმატებისთის, თუ იმას გავაკეთებდით, რასაც ის ამბობდა.
მისი აზრი იყო, მომხდარი შენთვის შეგვეტყობინებინა და არ დაგვემალა. ამ თვალსაზრისმა გაიმარჯვა
და სწორედ წილისყრამ მე გამწირა ამ ჯილდოს მოსაგებად. ამრიგად, ვდგავარ, ისევე არ გინდა ჩემი
დანახვა, როგორც მე მოსვლა არ მინდოდა, კარგად ვიცი ეს. რადგან არავის მოწონს ცუდი ამბების
მოტანა.
გუნდი. მეფევ, დიდი ხანია ვფიქრობ, ხომ არ არის ეს საქმე ღმერთების მიერ რამენაირად
გაკეთებული?
კრეონი. [280] გაჩუმდი, სანამ შენი სიტყვები მრისხანებით ამავსებდეს, რომ შენ ერთდროულად
უგუნურ და გადაღრძუებულ ბერიკაცად არ მიგიჩნიო. აუტანელ რამეს ამბობ, როდესაც აცხადებ, რომ
ღმერთები ზრუნავენ ამ გვამზე. რა კეთილ საქმეს დაუფასებდნენ ღმერთები და დაკრძალავდნენ, იმას,
რომ მოვიდა მათი სვეტებიანი საყდრების, მათი საგანძურის, მათი მიწის გადასაბუგად და მათი
კანონების ქარისთვის გასატანებლად?! იქნებ ხედავ, რომ ღმერთები პატივს სცემენ ბოროტებს?
შეუძლებელია! არა! სულ თავიდან ქალაქში [290] ზოგიერთი გააღიზიანა ამ განკარგულებამ და რაღაცას
ბუტბუტებდნენ ჩემ წინააღმდეგ, საიდუმლოდ აქნევდნენ თავებს და კისერს არ უშვერდნენ უღელს, არ
მემორჩილებოდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი შეაცდინეს, მოისყიდეს და გააკეთებინეს ეს

80
სტრ. 264. აგვეღო წითლად გავარვარებული რკინა ხელით – საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

104
საქმე. რადგან ადამიანებში ვერცხლზე უფრო ბოროტი არაფერი შობილა. ეს რყვნის სახელმწიფოს,
სახლიდან მას გამოჰყავს ხალხი. ეს ასწავლის და ამრუდებს პატიოსან გონებას, ჩაადენინებს
სამარცხვინო საქმეებს, [300] ეს აცდუნებს ადამიანებს, ჩაიდინონ უსინდისობა და უღირსი საქციელი;
მაგრამ ყველა, ვისაც დაიქირავებენ და ჩაადენინებენ ასეთ საქმეს, ადრე თუ გვიან, უსათუოდ პასუხს
აგებს ამაზე. ახლა, როდესაც ჯერაც მაქვს ზევსისადმი პატივისცემა, კარგად იცოდე, ფიცს ვდებ: თუ
თქვენ არ მიპოვნით იმ ხელს, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა და არ წარმოადგენთ მას ჩემ თვალწინ,
უბრალო ჰადესს არ გაკმარებთ, ცოცხლად ჩამოგკიდებთ და განანებთ ამ თავხედობას, [310] რომ
შემდგომში იცოდეთ, საიდან შეიძლება გამორჩენა მიიღოთ და არ გაერთოთ ნებისმიერი წყაროდან
ფულის შოვნის სატყუარათი. რადგან თქვენ აღმოაჩენთ, რომ უპატიოსნო შემოსავალს დაღუპვა უფრო
შეუძლია, ვიდრე გადარჩენა.
მცველი. ნებას დამრთავ, ვილაპარაკო? თუ შევბრუნდე და წავიდე?
კრეონი. ვერ ხვდები, რომ ახლა უკვე მომაბეზრე თავი ლაპარაკით?
მცველი. ყურები გტკივა თუ სულში გაქვს ტკივილი?
კრეონი. ჩემი ტკივილის ადგილს რას დაეძებ?
მცველი. ამის მქნელმა შენ გულში დაგჭრა, ჩემი ნათქვამი კი ყურს გჭრის.
კრეონი. [320] ღმერთო, ეს კაცი აშკარად ყბედადაა დაბადებული!
მცველი. შეიძლება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამ საქციელის ჩამდენად არა.
კრეონი. და ვერცხლზე სულს გაყიდი.
მცველი. აჰ! მართლაც სამწუხაროა, როდესაც მსაჯული ცდება.
კრეონი. წარმოადგინე „მსჯელობა“, როგორც გენებოს, მაგრამ, თუ არ მაჩვენებ ამ დანაშაულის
ჩამდენს, მოგიწევს აღიარება, რომ ბინძურად ნაშოვნი ფული უბედურებას მოგიტანს.

კრეონი გადის.

მცველი. კარგი, მოიძებნებოდეს ნეტავ ის კაცი! ასე უკეთესი იქნებოდა; მაგრამ იმისგან
დამოუკიდებლად, დავიჭერთ თუ არა, ამას ბედი გადაწყვეტს, გარწმუნებთ, რომ აქ მოსულს მე ვერ
მნახავთ. [330] ახლახან იმედ- და რწმენადაკარგული გადავრჩი და ღმერთების მადლიერი ვარ.

მცველი გადის.

105
პირველი სტასიმონი

სტროფი პირველი

გუნდი. მრავალი რამაა საოცარი, მაგრამ ადამიანზე უფრო საოცარი არაფერია. ეს ძალა
ვრცელდება ზღვაზე, მაშინაც, როდესაც იგი თეთრდება სამხრეთის ქარის მოვარდნამდე და გზას
იკვლევს ტალღებში, რომლებიც მას დანთქმით ემუქრებიან. ღმერთებს შორის უძველესსაც,
დედამიწასაც, უკვდავს, [340] სათავისოდ ფიტავს იგი, რადგან თავისი გუთანში შებმული ცხენით
წლითი წლობით ხნავს და ხნავს.

ანტისტროფი პირველი

ფრინველთა უზრუნველ მოდგმას, ველურ ნადირთა წყებასა და ზღვის სიღრმეთა ბინადრებს


იგი დაწნული ბადით იჭერს, ატყვევებს – ძალიან მარჯვეა ადამიანი. მრავალი ხერხით გარეულ [350]
მხეცებს ათვინიერებს, ხშირფაფრიან ცხენს კისერზე უღელს ადგამს, გუთანში აბამს მთის დაუოკებელ
ხარსაც.

სტროფი მეორე

სიტყვაცა და აზრიც ქარივით სწრაფი აქვს, თავად შეისწავლა მოქალაქეობა, რომელიც


სახელმწიფოს წესრიგს ანიჭებს და გაერკვა, როგორ გაექცეს არასტუმართმოყვარე სიცივის ისრებს ღია
ცის ქვეშ და კოკისპირულ წვიმაში. [360] ყველაფერს შეუძლია თავი გაართვას; როცა ვერ ართმევს,
მაშინაც წინ მიდის. მხოლოდ ჰადესს ვერ გაექცევა, თორემ სხვა აუხსნელ სენს მოუძებნა გასაქცევი.

ანტისტროფი მეორე

მახვილგონივრული შესაძლებლობებით, გასაოცარი სინატიფით მიიწევს ხან ბოროტისაკენ, ხან


სიკეთისაკენ. როდესაც ქვეყნის კანონებსა და ღმერთების სამართლიანობას მიაგებს პატივს,
რომელთანაც ფიცითაა შეკრული, [370] მისი ქალაქი ყვავის; მაგრამ ქალაქიდან გაძევებულია ის, ვინც
თავისი დაუდევრობით სირცხვილში ჩავარდება. ვერასოდეს ვერ შემოვა ვერც ჩემს სახლში, ვერც ჩემს
ფიქრებში, ვინც ასეთ რამეს სჩადის.

106
მეორე ეპისოდიონი

მაყურებლებისგან მარცხენა მხრიდან შემოდის მცველი და შემოჰყავს ანტიგონე.

კორიფევსი. ეს რა საოცრებაა ღმერთებისგან მოვლენილი? დავიბენი! ვიცნობ მას. როგორ


უარვყო, რომ ეს გოგო ანტიგონეა, ო უბედური მამის, [380] ოიდიპოსის უბედურო შვილო, რა ხდება?
ნუთუ მეფის კანონის დაუმორჩილებლობისთვის მოჰყავხართ შენ დაპატიმრებული?!
მცველი. ეს არის, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული. დავიჭირეთ, როდესაც კრძალავდა. სად არის
კრეონი?

სასახლიდან გამოდის კრეონი.

კორიფაიოსი. აი, ისიც გამოდის სასახლიდან ისევ ჩვენი საჭიროებისთვის.


კრეონი. რა იყო? რა მოხდა, რამ გახადა ჩემი გამოსვლა დროული?
მცველი. მეფევ, არაფერია მოკვდავისთვის ისეთი, რაზედაც კაცი დაიფიცებს, რომ არ გააკეთებს,
რადგან მეორე აზრი უპირისპირდება პირველ განზრახვას. შემეძლო დამეფიცა, რომ არასოდეს არ
მოვიდოდი აქ თქვენი მუქარის გამო, რომელმაც ახლახან გრიგალში შემაგდო; მაგრამ რაკი სიხარულმა,
რომელიც აღემატება ჩემს მოლოდინს, ვერაფერს სხვა სიამოვნებას თავისი სისრულით ვერ შეედრება, მე
დამაბრუნა (თუმცა ეს ეწინააღმდეგება ჩემს ფიცს) და მოვიყვანე ეს ქალიშვილი, რომელსაც
მიცვალებულის დაკრძალვაზე წაასწრეს. ამ შემთხვევაში წილისყრა არ ყოფილა. არა, ეს ბედი მე
ამომივიდა, მხოლოდ მე. ახლა კი, ჩემო მეფევ, როგორც გენებოთ, ჩაიბარეთ იგი, დაკითხეთ და
გაასამართლეთ. სამართლიანობა დაინახავს, რომ მე [400] თავისუფალი ვარ ამგვარი უსიამოვნებისაგან.
კრეონი. ეს პატიმარი ქალი სად და როგორ შეიპყარით?
მცველი. იგი მარხავდა კაცს. იცი ყველაფერი, რაც უნდა ითქვას.
კრეონი. ცხადად იცი და დარწმუნებული ხარ, რასაც ამბობ, იმაში?
მცველი. დიახ, ვარ! მე დავინახე, რომ მარხავდა ცხედარს, რომლის დაკრძალვაც შენ აკრძალე. ეს
ცხადი და საკმარისია?
კრეონი. და როგორ დააკვირდით? როგორ აიყვანეთ მოქმედებისას?
მცველი. ეს ასე მოხდა. როდესაც იმ ადგილას მივედით თქვენი სასტიკი მუქარის შემდეგ,
რომელიც ჯერაც ყურში გვესმოდა, ჩვენ მოვაშორეთ მთელი მტვერი, რომელიც ფარავდა [410] ცხედარს
და კარგად გავაშიშვლეთ სველი სხეული. შემდეგ ჩვენ დავსხედით ბორცვის თავზე უქარო მხრიდან,
რადგან გავურბოდით სუნს, რომ არ მოგვწვდომოდა. თითო-თითოდ ვმორიგეობდით და მეზობელიც
მზად გვყავდა მუქარის ნაკადით, თუ ვინმე უყურადღებოდ იქნებოდა. დრო გადიოდა, სანამ მზის
დისკო ცარგვალზე ელვარე არ გახდა და სიცხემ არ იმატა. შემდეგ უეცრად ქარიშხალმა მიწიდან ქვიშის
გრიგალი აიტაცა, ცაში უბედურება დატრიალდა, გრიგალმა მოიცვა ხეობა და [420] ტყეში მთელი
ფოთლები მოსპო. მალე ჰაერს სული შეეკრა. თვალები დავხუჭეთ და ღმერთების ჭირი ასე
გადავიტანეთ. როდესაც, კარგა ხნის შემდეგ, ამ გრიგალმა გადაიარა, გოგონა დავინახეთ, იგი ხმამაღლა
გოდებდა მგლოვიარე ჩიტის ყივილით, თითქოს თავის ცარიელ ბუდეში ხედავდა ბარტყებისგან
დაცლილ საწოლს. მანაც, დაინახა თუ არა გაშიშვლებული ცხედარი, ტირილი დაიწყო და სასტიკი
წყევლით დაწყევლა ისინი, ვინც ეს გააკეთა. დაუყოვნებლივ აიღო მწყურვალე მტვერი 81 თავისი
ხელებით, [430] და მაღლა აწეული ნაჭედი ბრინჯაოს დოქიდან სამგზის აპკურა საღვრელი
მიცვალებულს. ჩვენ ეს დავინახეთ და მივცვივდით ჩვენს მსხვერპლს, რომელსაც სულ არ შეშინებია.
შემდეგ ბრალი დავდეთ ძველ და ახალ დანაშაულში, მას არაფერი არ უარუყვია, რითიც გამახარა კიდეც
და გულიც მატკინა. განსაცდელისთვის თავის დაღწევას უდიდესი სიხარული მოაქვს კაცისთვის,

81
სტრ. 429. მწყურვალე მტვერი – იგულისხმება, რომ დაკრძალვა იმდენად აუცილებელი იყო, ხოლო საღვრელის
დაღვრა ამ შემთხვევაში წეს-ჩვეულების ასევე აუცილებელი ელემენტია, რომ მტვერს „მოსწყურდა“ საღვრელი.

107
მაგრამ მეგობრის გაწირვაც მტკივნეულია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი [440] ნაკლებად
მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ჩემი უსაფრთხოება.
კრეონი. შენ, მიწისკენ რომ დაგიხრია თავი, აღიარებ თუ უარყოფ, რომ ჩაიდინე ეს?
ანტიგონე. ვამბობ, რომ ჩავიდინე და არ უარვყოფ.
კრეონი (მცველს) შეგიძლია, წახვიდე, სადაც გინდა, თავისუფალი და მძიმე სასჯელს
გადარჩენილი (მცველი გადის. ანტიგონეს) შენ კი მითხარი, წვრილად არა, მოკლედ, იცი თუ არა, რომ
განკარულებით ავკრძალე ეს?
ანტიგონე. ვიცოდი, როგორ არ მეცოდინებოდა, ხომ საჯაროდ იყო გამოცხადებული.
კრეონი. და მაინც გაბედე და დაარღვიე კანონი?
ანტიგონე. [450] დიახ, რადგან ზევსს არ გამოუცია ეს დადგენილება ჩემთვის, და ეს არ იყო იმ
რიგის კანონი, რომელიც ქვემო ღმერთებთან მცხოვრებ დიკეს82 დაუდგენია ადამიანებისთვის. მე ასევე
არ ვფიქრობდი, რომ შენს დადგენილებებს ისეთი ძალა აქვთ, რომ მოკვდავს შეუძლია უარყოს
დაუწერელი და ურყევი დადგენილებები, რომლებიც ჩვენთვის ღმერთებს მოუციათ, რადგან მათი
სიცოცხლე დღევანდელი და გუშინდელი დღის არაა, არამედ სამარადისოა და არავინ არ იცის,
პირველად როდის იქნა გამოვლენილი. ვინმეს კაცური სიამაყის წინაშე შიშის გამო არ ვაპირებდი
სასჯელი მიმეღო ღმერთებისგან მათი დარღვევის გამო. [460] მე უნდა მოვკვდე, ეს ვიცოდი, ან როგორ
არ უნდა მოკვდე?! ეს ხომ ცხადია შენი განკარგულებების გარეშეც. მაგრამ ვადაზე ადრე თუ მოვკვდები,
მე ამას მოგებად მივითვლი. როდესაც ვიღაც ცოცხალია, როგორც მე, ბოროტებით გარშემორტყმული,
როგორ არ მოიგებს, თუ მოკვდება? ასე რომ, ჩემთვის დაღუპვა არანაირი ტკივილი არაა. აი, რომ
გადამეტანა, დედაჩემის ვაჟი სიკვდილის შემდეგ დაუკრძალავ ცხედრად რომ დარჩებოდა, ეს მატკენდა
გულს; მაგრამ ამას ჩემთვის ტკივილი არ მოუტანია და თუ ჩემი ახლანდელი მოქმედებები შენ
სისულელედ მიგაჩნია, [470] შესაძლოა, ეს ვიღაც სულელი მდებს ბრალს სისულელეში.
გუნდი. უდრეკი მამის უდრეკი შვილი ჩანს, რომელსაც არ შეუძლია განსაცდელში ქედი
მოიხაროს.
კრეონი. იცოდე, რომ მეტისმეტად უტეხი სულები ყველაზე ხშირად ტყდება. ყველაზე უფრო
მტკიცე რკინაც, რომელიც ცეცხლში ვარვარებს და იწრთობა, იბზარება და იმსხვრევა. ასევე მინახავს მე
ფიცხელი ცხენი, პატარა აღვირს რომ დაუმორჩილებია, რადგან სიამაყის ადგილი არაა მაშინ, როცა
ახლობლის მონა ხარ. [480] ამ გოგონამ უკვე ითავხედა, როდესაც გამოქვეყნებული კანონი დაარღვია;
ახლა კი, როდესაც ეს ჩაიდინა, მეორედ ქედმაღლობს, თავისი საქციელით რომ ამაყობს და ტრაბახობს.
კაცმა რომ თქვას, მე კი არა, ეგ ყოფილა კაცი, თუკი ასე გაიმარჯვა და სასჯელი არ მიიღო. არა! თუნდაც
ჩემი დისშვილი იყოს და უფრო ახლობელი, ვიდრე რომელიმე ჩემიანი, რომელიც ზევსს ეთაყვანება ჩემი
სახლის საკურთხეველზე83, ვერც ის და ვერც მისი და ყველაზე უფრო სასტიკ დაღუპვას ვერ გადაურ-
ჩება. [490] სიმართლე თუ გინდათ, თანაბრად დამნაშავე მგონია ისიც, დაკრძალვა იმასაც სურდა.
გამოიძახეთ! ახლახან ვნახე ისიც, ბოდავდა და თავს ვერ იკავებდა. დანაშაულის ჩადენამდე გონება
ხშირად ამჟღავნებს თავს, როდესაც სიბნელეში შეთქმულები ბოროტს განიზრახავენ. ამავე დროს,
მეზიზღება, როდესაც ის, ვისაც დანაშაულზე წაასწრებენ, ცდილობს დანაშაულისგან დიდება გაიკეთოს.
ანტიგონე. კიდევ რა გინდა ჩემი დაჭერისა და მოკვლის მეტი?
კრეონი. მეტი არაფერი მინდა, ეს რომ მაქვს, ყველაფერი მაქვს.
ანტიგონე. რაღას ელოდები? შენს არც ერთ გამონათქვამში [500] არაფერია, მე რომ მომეწონოს
და დაე, ნურც იქნება! ასევე შენ არ მოგეწონება ჩემი შეხედულებები. და მაინც, როგორ მივიღებდი უფრო
კეთილშობილ დიდებას, ვიდრე იმით, რომ დავკრძალე საკუთარი ძმა? აქ ყველა აღიარებდა, რომ
მოსწონთ, შიშს რომ არ დაეხშო მათი ენა. მაგრამ ტირანიას, რომელიც სხვა რამებითაა სახელგანთქმული,
შეუძლია აკეთოს და ილაპარაკოს ყველაფერი, რაც მოუნდება.

82
სტრ. 451. დიკე – სამართლიანობისა და მორალური წესრიგის ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში.
83
სტრ. 488. ჩემი სახლის საკურთხეველზე... – იგულისხმება ე.წ. ἑρκεῖος ანუ კერის მფარველი ზევსი, რომლის
საკურთხეველი ეზოში იდგა. ასეთი „საკუთარი“ ზევსის პატივისცემა ოჯახური კავშირების სიმტკიცის სიმბოლო იყო.

108
კრეონი. კადმოსელებიდან მხოლოდ შენ ხედავ ასე.
ანტიგონე. ესენიც ხედავენ, მაგრამ შენთან ხმას ვერ იღებენ.
კრეონი. [510] არ გრცხვენია, რომ შენი რწმენა მათისგან განსხვავდება?
ანტიგონე. არა, რადგან არაფერია სამარცხვინო საკუთარი სისხლისა და ხორცის პატივისცემაში.
კრეონი. ის არ იყო შენი ძმა, რომელიც მეორე მხარეს მოკვდა?
ანტიგონე. დიახ, ძმა, იმავე დედისა და იმავე მამისაგან.
კრეონი. მის მიმართ უპატივცემულობას ხარკს რატომღა უხდი?
ანტიგონე. მიცვალებული ამაში მხარს არ დაგიჭერდა.
კრეონი. კი, დამიჭერდა, რაკი შენ მას ბოროტთან ერთად სცემ პატივს.
ანტიგონე. მისი ძმა მოკვდა, მისი მონა კი არა.
კრეონი. ეს მოკვდა ამ მიწის მაოხრებლად, ის კი დაეცა მცველად.
ანტიგონე. და მაინც ჰადესს სწყურია ეს წეს-ჩვეულება.
კრეონი. [520] მაგრამ კარგ კაცს სწყურია პატივი, ბოროტისაგან განსხვავებული.
ანტიგონე. ვინ იცის, რომ ეს მოქმედებები სუფთაა იმისთვის, ვინც ქვემოთაა?
კრეონი. არ გიყვარს, ვინც გძულდა, სიკვდილის შემდეგაც კი.
ანტიგონე. მე ვიშვი არა მტრობისთვის, არამედ სიყვარულისთვის.
კრეონი. მაშ ახლა ჩაბრძანდი ქვემოთ და გიყვარდეს, ვინც გინდა. სანამ ცოცხალი ვარ, ვერც
ერთი ქალი ვერ მმართავს მე.

ორ მსახურს სასახლიდან გამოჰყავს ისმენე.

გუნდი. შეხედე, სასახლიდან მოდის ისმენე, მოყვარული დის ცრემლს ღვრის. მის თვალებს
ზემოთ ღრუბელს დაუფარავს მისი გაწითლებული სახე [530] და ცრემლი წვიმად იღვრება ლამაზ
ყვრიმალზე.
კრეონი. შენ, გველივით რომ იყავი გატრუნული ჩემს საკუთარ სახლში და საიდუმლოდ სვამდი
ჩემს სისხლს, როდესაც მე ეჭვადაც არ მქონდა, რომ ორ ჭირს ვზრდიდი, ჩემი ტახტის ორ დამამხობელს,
მითხარი ახლა, ადასტურებ თუ არა საკუთარ წვლილს ამ დაკრძალვაში, თუ უარს ამბობ, რომ რამე
იცოდი მის შესახებ?
ისმენე. მე ჩავიდინე დანაშაული, თუკი იგი თანახმაა და მე მასთან ვინაწილებ დანაშაულის
სიმძიმეს.
ანტიგონე. არა, სამართლიანობა ამის გაკეთებას არ დაგანებებთ, რამდენადაც შენ არ გინდოდა
ამ საქმეში დახმარება და მე არ მიგაღებინე მასში მონაწილეობა.
ისმენე. [540] მაგრამ ახლა, როდესაც უბედურება გარს გახვევია, მე არ მრცხვენია, შენთან ერთად
გავცურო ტანჯვის ზღვაში.
ანტიგონე. საქმეს რაც შეეხება, ჰადესი და მკვდრები არიან მოწმეები. სიტყვიერი მეგობარი ის
მეგობარი არაა, მე რომ მიყვარს.
ისმენე. არა, დაო, ნუ წამართმევ სიკვდილის პატივს, ნება დამრთე, შენთან ერთად მოვკვდე და
სათანადოდ შევეწირო მიცვალებულებს.
ანტიგონე. ნუ იზიარებ ჩემს სიკვდილს, თუ იჩემებ იმ საქმეს, რომელსაც არ შეხებიხარ. ჩემი
სიკვდილი საკმარისი იქნება.
ისმენე. როგორ გავუფრთხილდე სიცოცხლეს, შენ თუ არ მეყოლე?
ანტიგონე. კრეონს ჰკითხე, ეგაა შენი საზრუნავი.
ისმენე. [550] რატომ მაწამებ, თუ ეს არ გეხმარება?
ანტიგონე. არა, და თუ დაგცინი, გულს მტკენს ეს დაცინვა.
ისმენე. მითხარი, რით შემიძლია დაგეხმარო, თუნდაც ახლა?
ანტიგონე. თავის დახსნით, არ მეწყინება, თუ გაიქცევი.
ისმენე. ვაი მე უბედურს! მაშ შენს ბედს მე ვერ გავიზიარებ?
ანტიგონე. შენ აირჩიე სიცოცხლე, მე კი — სიკვდილი.
ისმენე. ყოველ შემთხვევაში, მე საწინააღმდეგო სიტყვები ვთქვი.

109
ანტიგონე. ერთნი შეაქებენ შენს და მეორენი – ჩემს სიბრძნეს.
ისმენე. მიუხედავად ამისა, დანაშაული თანაბარი მიგვიძღვის.
ანტიგონე. გამაგრდი! იცოცხლე, ხოლო ჩემი სიცოცხლე უკვე რახანია [560] სიკვდილის ხელშია,
რომ მე შევძლო მკვდრებს ვემსახურო.
კრეონი. ვაცხადებ, რომ ერთ-ერთი ამ გოგონათაგან ახლახან გაგიჟდა, მეორე კი დაბადებიდანვე
ასეთი იყო.
ისმენე. დიახ, კრეონ. რა რაოდენობის გონიერებაც უნდა მოგცეს ბუნებამ, არ რჩება მასთან, ვინც
მძიმე მდგომარეობაშია და ტოვებს მათ.
კრეონი. შენც მიგატოვა, როდესაც ბოროტს შეერთე ბოროტის საკეთებლად.
ისმენე. მარტო ჩემთვის რაღა უნდა იყოს სიცოცხლე უმისოდ?
კრეონი. ნუ ამბობ „უმისოდ“, ის აღარ არის.
ისმენე. როგორ? საკუთარი შვილის საცოლეს მოკლავ?
კრეონი. რატომაც არა? სხვა ყანას მოხნავს.
ისმენე. [570] მაგრამ შეუფერებელს მისთვის ისე, როგორც ეს იყო.
კრეონი. ბოროტი ცოლი შვილისთვის მძულს.
ანტიგონე. ო, უსაყვარლესო ჰემონ, როგორ შერაცხგყოფს მამაშენი!
კრეონი. საკმარისია! გეყოფა შენზე და შენს ქორწინებაზე!
გუნდი. ნუთუ მართლა წაართმევ შენს ვაჟს ამ ქალიშვილს?!
კრეონი. ჰადესი შეწყვეტს ამ ქორწილს ჩემთვის.
გუნდი. მაშ, ასე ჩანს, რომ გადაწყვეტილია, რომ იგი მოკვდება.
კრეონი. შენთვისაც და ჩემთვისაც. (მსახურებს) ნუღარ ყოვნდებით! მსახურებო, შინ შეიყვანეთ
ისინი! ამიერიდან ისინი იქნებიან ქალები და არ იქნებიან თავისუფლად. [580] რადგან ცნობილია, რომ
მამაცებიც კი გაქცევას ცდილობენ, როდესაც ხედავენ, რომ მათს სიცოცხლეს სიკვდილი უახლოვდება.

მცველები გადიან. კრეონი მარტო რჩება.

110
მეორე სტასიმონი

სტროფი პირველი

გუნდი. ნეტარნი არიან, ვისაც სიცოცხლეში ბოროტება არ გამოუცდია, რადგან როდესაც სახლი
ერთხელ შეარყიეს ღმერთებმა, უბედურება აღარ მოატოვებს მის მოდგმას თაობიდან თაობამდე,
ზუსტად ისე, როგორც ტალღა ძლევს წყვდიადს თრაკიის ზღვის ქარების სასტიკი სუნთქვით, [590]
ატრიალებს შავ ქვიშას სიღრმიდან და ქარი ეკვეთება ნაპირებს, რომლებიც გრიგალს იგერიებს და
მწუხარედ გუგუნებს.

ანტისტროფი პირველი

ვხედავ, რომ ლაბდაკიდესების სახლში მიცვალებულთა ძველ წუხილს წუხილი ემატება. ვერც
ერთი წინა თაობა ვერ ათავისუფლებს თავის შემდგომს, რომელიღაც ღმერთი მუდმივად ამხობს მათ და
საშველი არ არის. სულ ბოლოს იმედის დამაბრმავებელი სხივი გაბრწყინდა [600] ოიდიპოსის სახლის
ბოლო ფესვზე და ეს იმედიც მოცელა ქვესკნელის ღმერთმა უგუნური სიტყვისა და გონების
დაბნელების გამო.

სტროფი მეორე

დიადო ზევს, რომელ ადამიანურ დანაშაულს შეუძლია შეაჩეროს შენი ძალა? შენს ძალას ვერ
ამარცხებს ვერც ყველაფერზე მონადირე ძილი, ვერც ღმერთების დაუღალავად მსრბოლი თვეები.
დროისადმი დაუმორჩილებელი, [610] მბრძანებლობ შენი ძალით და ოლიმპოსის ელვარე სიდიადეში
ხარ დავანებული. და ახლო და შორეულ მომავალშიც, როგორც წარსულში, იმარჯვებს ეს კანონი:
ვერასდროს ვერ ჩაივლის მოკვდავის ცხოვრება ნგრევის გარეშე.

ანტისტროფი მეორე

შეხედეთ, იმედს, რომლის ხეტიალი დაუსრულებელია, მართლა მოაქვს სარგებლობა ბევრი


ადამიანისთვის, მაგრამ არანაკლებისთვის ის არის ქარაფშუტული სურვილების ყალბი სატყუარა.
ტყუილი მიდის მასთან, ვინც არაფერს ეჭვობს, სანამ გავარვარებულ ცეცხლზე ფეხს არ დაიწვავს. [620]
რადგან ერთხელ სიბრძნით ვიღაცამ აღმოაჩინა ახლა ცნობილი გამონათქვამი, რომ ბოროტება ამა თუ
იმ დროს სიკეთედ ეჩვენება იმას, რომლის გონებაც ღმერთს დაღუპვისკენ მიჰყავს. მხოლოდ წამი გაქვს
დარჩენილი: ნგრევას ვერ გადაურჩები.

111
მესამე ეპისოდიონი

შემოდის ჰემონი.

კორიფაიოსი. აი ჰემონიც, შენი ბოლო ნაშიერი.84 ნუთუ მგლოვიარე მოდის ანტიგონეს ხვედრის
გამო, თავისი დაპირებული საცოლის გამო და [630] გამწარებულია მათი ქორწინების გაცუდებული
იმედის გამო?
კრეონი. მალე უკეთ გვეცოდინება, ვიდრე მისნებს შეეძლოთ ეთქვათ. ჩემო შვილო, შეიძლება ასე
იყოს, რომ შენი საცოლის მიმართ გამოტანილი საბოლოო განაჩენი რომ ისმინე, შენ განრისხდი საკუთარ
მამაზე? თუ ჩემი ერთგული ხარ ყოველნაირად, რაც უნდა ჩავიდინო?
ჰემონი. შენი ვარ, მამა, ჩემთვის შენი მსჯელობა და შენი მოქმედება მათ მიხედვით კარგია, მე
მათ მივყვები. მე არ მიმაჩნია არანაირი ქორწინება უფრო დიდ სიკეთედ, ვიდრე შენი ხელმძღვანელობაა.
კრეონი. დიახ, შვილო, ეს ის სულისკვეთებაა, რომელსაც უნდა გაჰყვე გულით, [640]
ყველაფერში მამაშენის ნებას დაჰყვე. ამაზე ლოცულობს ხალხი: შვან და აღზარდონ სახლში დამჯერე
შვილები, რომ მამამისის მტრებს ბოროტებით უპასუხონ და დააფასონ მისი მეგობარი, როგორც ამას
მათი მამა აკეთებს. და რას იტყოდი ადამიანზე, რომელიც უსარგებლო შვილებს შობს, გარდა იმისა, რომ
რაც მან დათესა, იმან მხოლოდ ტანჯვა და მტრების ჭარბი მხიარულება გამოიწვია. ამრიგად, შვილო,
არასოდეს არ შეგიცდეს გონება ქალთან სიამოვნების გამო, [650] იცოდე, რომ ეს ჩახუტება მალე
გაცივდება და მყიფე გახდება, ბოროტი ქალი კი შენს სარეცელსა და სახლს გაიზიარებს. რაა ყალბ
მეგობარზე უფრო მძიმე იარა?! არა, ამოაფურთხე იგი, როგორც მტერი, ნება მიეცი ჰადესში იპოვოს
ქმარი. რადგან მთელი ქალაქიდან მხოლოდ ის დავიჭირე აშკარა დანაშაულზე, მე ჩემს ქალაქს არ
მოვატყუებ. მე მოვკლავ მას. ასე რომ, ზევსს უხმოს, ნათესაობის მცველს.85 თუ იმას შევუწყობ ხელს, რომ
ჩემმა ნათესავებმა უგულებელყონ განკარგულება, [660] მე, უეჭველად, იმავეს გავაკეთებ
უცხოებისთვისაც. ვინც კი აჩვენებს თავის უპირატესობას თავის სახლში, მიიჩნევა მართლად თავის
ქალაქში; მაგრამ თუ ვინმე ზღურბლს გადავა და კანონს დაარღვევს ან იფიქრებს, ძალაუფლების მქონეთ
რამე უკარნახოს, ასეთი კაცი ვერასოდეს დაიმსახურებს ჩემს ქებას. არა, ვინც უნდა დანიშნოს ქალაქმა,
ამ კაცს უნდა დაემორჩილონ პატარა და დიდ საქმეებში, სამართლიანშიც და უსამართლოშიც.86 და მე
დარწმუნებული ვიქნებოდი, რომ ასეთი კაცი იქნება მშვენიერი მმართველი, არანაკლები, ვიდრე კარგი
და ნებაყოფლობით ქვეშევრდომი, [670] და რომ შუბების სეტყვაში ის თავის ადგილზე იქნება, სადაც
მეთაურის ადგილია, როგორც საბრძოლო ხაზზე მდგომი მამაცი მეთაური. არ არსებობს
დაუმორჩილებლობაზე დიდი ბოროტება. იგი ანგრევს ქალაქებს, იგი გადაატრიალებს სახლებს; იგი
ამსხვრევს მოკავშირეთა შუბების რიგებს და იწვევს გამალებულ გაქცევას; მაგრამ ხალხის სიცოცხლე,
რომლებიც პატიოსნებით აღწევენ წარმატებას, მორჩილებით იხსნიდა უდიდეს ნაწილს. ამიტომ უნდა
დავიცვათ ისინი, ვინც პატივს სცემს წესრიგს და ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ, რომ ქალმა
დაგვამარცხოს. სჯობს დაეცე ხელისუფლებისგან, თუ ასე გიწერია, კაცის ხელით, [680] ვიდრე გიწოდონ
ქალზე სუსტი.
გუნდი. ჩვენც, თუ წლებმა არ მოგვპარეს მახვილგონიერება, გვეჩვენება, რომ რასაც ლაპარაკობ,
ბრძნულად ლაპარაკობ.

84
სტრ. 628. ჰემონი, შენი ბოლო ნაშიერი... – კრეონის უფროსი ვაჟი მეგარევსი მანამდე დაიღუპა (იხ. სტრ. 1303) თებეს
ალყის დროს. ესქილესთან (შვიდნი, სტრ. 474-477) იგი თებეს მცველთა შორისაა დასახელებული და ნაწინასწარმეტყველებია მისი
სიკვდილი, რომელსაც ესქილე შემდეგ აღარ მიჰბრუნებია. ევრიპიდეს (ფინიკ. სტრ. 930-1018) კრეონის უფროსი ვაჟი გამოყვანილი
ჰყავს მენეკევსის სახელით და ნაჩვენები აქვს მისი თავდადება მშობლიური ქალაქის გადასარჩენად.
85
სტრ. 658. ნათესაობის მცველს – ორიგინალშია Δία ξύναιμον, „[სისხლით] ნათესავთა ზევსს“.
86
სტრ. 667. სამართლიანშიც და უსამართლოშიც – კრეონი თავისი ქვეშევრდომებისგან როგორც სამართლიანი, ისე
უსამართლო განკარგულებისადმი მორჩილებას მოითხოვს. სინამდვილეში ძველი ბერძნები ასეთ უპირობო მორჩილებას
თავისუფალ მოქალაქეს არ აკისრებდნენ, ეს მხოლოდ მონის მოვალეობა იყო. ცნობილი იყო ანდაზა: „ტყუილსა და მართალში
ბატონს დაემორჩილე, მონა.“ და მენანდროსის გამონათქვამებიდან: „მონად იშვი – ემორჩილე ბატონს.“

112
ჰემონი. მამა, ღმერთები უნერგავენ ადამიანს გონებას, უმაღლესს ყველაფრიდან, რასაც
საკუთარს ვეძახით. ჩემი მხრივ, განაცხადო, რომ შენ ცდები, არ შემიძლია და არც სურვილი მაქვს,
თუმცა სხვა ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს სასარგებლო აზრი. ყველა შემთხვევაში, ჩემი ბუნებრივი
მოვალეობაა, მივადევნო თვალი ყველაფერს, რას ამბობს ხალხი, რას აკეთებენ, რა მიაჩნიათ
დასაგმობად. [690] რადგან შენი შეხედულება უკრძალავს ჩვეულებრივ მოქალაქეს, ილაპარაკოს ისეთი
სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს შენს სმენას. მაგრამ მე მესმის ეს ჩურჩული სიბნელეში, როგორ
კვნესის ქალაქი ამ გოგონაზე და ამბობს: „არც ერთი ქალი არასოდეს არ იმსახურებდა სიკვდილს
ნაკლებად, არავინ არასოდეს არ მომკვდარა ასე სამარცხვინოდ ასეთი დიდებული საქმისთვის,
როგორიც მან ჩაიდინა, რომელმაც ბრძოლის ველზე დაცემული საკუთარი ძმა არ დატოვა
დაუკრძალავი, რომ იგი ველურ ძაღლებსა და ფრინველებს არ დაეფლითათ. ნუთუ მან ოქროს ჯილდო
არ დაიმსახურა?“ [700] ასეთია ხმები, ბნელით მოცული, რომლებიც ჩუმად ვრცელდება. ჩემთვის, მამა,
არ არსებობს განძი შენს კეთილდღეობაზე უფრო ძვირფასი. რა შეიძლება იყოს უფრო კეთილშობილი
სამკაული ბავშვებისთვის, ვიდრე წარმატებული მამის დიდებაა ან მამისთვის, ვიდრე მისი შვილების
სახელია? მაშ, ნუ ატარებ მხოლოდ ერთ განწყობას შენში: ნუ ფიქრობ, რომ შენი სიტყვა და არაფერი სხვა
უნდა იყოს სწორი. რადგან თუ ვინმე ფიქრობს, რომ ის მარტოა ბრძენი, რომ ლაპარაკსა და აზროვნებაში
მას ბადალი არ ჰყავს, ასეთი სული, როდესაც გაიხსნება, სულ ცარიელი აღმოჩნდება ხოლმე. [710] არა,
მაშინაც კი, როდესაც კაცი ბრძენია, მას არ რცხვენია, ბევრი რამ ისწავლოს და არ იყოს მეტისმეტად
მკაცრი. ხედავ, ხეები, კოკისპირულ ნაკადთან ახლოს მდგომი, რომელსაც ზამთრის ქარიშხლი ქმნის,
უთმობენ მას და იცავენ თავის ტოტებს, მაშინ, როცა მყარი და მტკიცე ფესვები მთლიანად იღუპება?
ზუსტად ასე მეზღვაურიც, რომელსაც სულ დაჭიმული აქვს იალქანი და არასოდეს ასუსტებს მას,
გადააყუდებს თავის ნავს და ამის შემდეგ თავისი გემბანით უკვე წყალქვეშ მოგზაურობს. მამა, დაუთმე
გზა და გათავისუფლდი შენი მრისხანებისგან. რადგან, თუკი ჩემგანაც კი, ახალგაზრდა კაცისგან,
შეიძლება გამოითქვას ღირსეული აზრი, [720] ვთვლი, რომ ყველაზე უკეთესი იქნებოდა, რომ
ადამიანები ყოვლად გონიერნი ყოფილიყვნენ ბუნებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, რადგან ხშირ
შემთხვევაში ეს ასე არ არის, სასარგებლოა დამატებით ისწავლო იმათგან, ვინც კარგ რჩევას გაძლევს.
გუნდი. მეფეო, სწორია, თუკი რამე შესაფერისს ამბობს, შენ უნდა ისწავლო მისგან, ხოლო შენ,
შენი მხრივ, მამისგან უნდა ისწავლო. ორივე მხრიდან ითქვა ბრძნული სიტყვები.
კრეონი. ჩემი ხნის ხალხი შეიძლება ვინმემ სიბრძნეში გაანათლოს?
ჰემონი. არაფერ უსამართლოში. მაგრამ მე თუ ახალგაზრდა ვარ, უნდა შეხედო ჩემს საქციელს
და არა ასაკს.
კრეონი. [730] ღირსეულია ბოროტმოქმედთა მოწონება?
ჰემონი. მე არავის მოვუწოდებ, პატივი სცეს უღირსებს.
კრეონი. და ეს გოგო ამით სნეული არ არის?
ჰემონი. თებეს მთელი ხალხი უარყოფს ამას.
კრეონი. თებემ უნდა მიკარნახოს, როგორ ვმართო?
ჰემონი. ნახე, როგორ ბავშვივით ალაპარაკდი.
კრეონი. უნდა ვმართო ეს მიწა სხვისი ნების მიხედვით?
ჰემონი. ეს არ არის ერთი კაცის ქალაქი.
კრეონი. განა ქალაქი მმართველებისად არ იწოდება?
ჰემონი. მხოლოდ უდაბნო მიწას მართავდი მშვენივრად.
კრეონი. [740] ეს ბიჭი, ვატყობ, ქალის მხარეს იბრძვის.
ჰემონი. თუ შენ ხარ ქალი, შენზე ვზრუნავ, მართალია.
კრეონი. საზიზღარო, მამას ესხმი თავს, მამას სდებ ბრალს!
ჰემონი. რადგან ვხედავ, რომ ცდები და უსამართლობას სჩადიხარ.
კრეონი. ვცდები, როდესაც საკუთარ მმართველობას ვცემ პატივს?
ჰემონი. დიახ, საკუთარ მმართველობასაც არ სცემ პატივს, როდესაც ღმერთებისას ფეხქვეშ
თელავ.
კრეონი. უწმინდური არსება, ქალს დამორჩილებული!
ჰემონი. სამარცხვინო საქმეში ვერასოდეს გამომიჭერ.

113
კრეონი. ახლა სჩადიხარ. ბოლოს და ბოლოს, ყველა შენი სიტყვა ამართლებს მას.
ჰემონი. შენიც, ჩემიც, ისიც, რაც ღმერთებს ქვემოთაა.
კრეონი. [750] ვერასოდეს ცოლად ვერ მოიყვან მას, სანამ ცოცხალია.
ჰემონი. მაშინ მოკვდება და სიკვდილით სხვას დაღუპავს.
კრეონი. შენი თავხედობა მუქარასაც ბედავს?
ჰემონი. რა მუქარაა ცარიელი გეგმების წინააღმდეგ გამოსვლა?
კრეონი. ინანებ სიბრძნის ამ უგუნურ სწავლებას.
ჰემონი. მამა რომ არ იყო, შეშლილად ჩაგთვლიდი.
კრეონი. შე ქალის მონავ, ნუ ცდილობ, დამითანხმო.
ჰემონი. გინდა აზრი გამოთქვა და უპასუხოდ დარჩე?
კრეონი. მართლა? ვფიცავ მაღალ ოლიმპოსს, კარგად იცოდე ეს, ვერ გაიხარებ ჩემი დაცინვის
გამო. [760] გამოიყვანეთ ის საძაგელი, რომ მის თვალწინ, საკუთარი საქმროს თანდასწრებით და მის
გვერდით მოკვდეს!
ჰემონი. არა, ჩემ გვერდით არ მოკვდება, ამის წარმოდგენაც არ შემიძლია. და შენ მე ვერასოდეს
ვეღარ მნახავ და ჩემს სახეს ვერ დაინახავ. ჩაიძირე შენს სიშლეგეში ახლა, ვისთანაც გინდა შენი
მეგობრებიდან, ვისაც ამის ატანა შეუძლია.

ჰემონი გადის.

გუნდი. კაცი წავიდა, მეფევ, განრისხებული და სწრაფი. ახალგაზრდა გონება სასტიკია,


როდესაც მას ძლიერ ატკენენ.
კრეონი. გააკეთოს, არა, უფრო დიდი რამეც გააკეთოს, ვიდრე ვაჟკაცს შეჰფერის. წავიდეს! და
მაინც ამ ორ გოგოს სიკვდილისგან ვერ იხსნის.
გუნდი. [770] მაშ, ორივეს მოკვლას აპირებ?
კრეონი. იმისას არა, ვისაც დაკრძალვაში მონაწილეობა არ მიუღია. მართალი ხარ.
გუნდი. როგორი სახით გინდა, რომ მოკლა?
კრეონი. მე მას იქ მივიყვან, სადაც უდაბური ბილიკი იქნება, ხალხი სადაც არ დადის და
ცოცხლად დავმარხავ კლდის გამოქვაბულში,87 დავუნიშნავ კვებას, მაგრამ ზუსტად იმდენს, რამდენსაც
ღვთისმოსაობა ითხოვს, რომ ქალაქი ყოველნაირ უწმინდურობას გაექცეს. იქ ილოცოს ჰადესზე,
ერთადერთ ღმერთზე, რომელსაც პატივს სცემს, იქნებ გადაურჩეს სიკვდილს ან გაიგებს, ბოლოს და
ბოლოს, თუნდაც ასე დაგვიანებით, [780] რომ მკვდრების პატივისცემა ფუჭი გარჯაა.

კრეონი გადის.

87
სტრ. 774. კლდის გამოქვაბული – შესაძლოა, საუბარი ეხებოდეს მიკენური ეპოქის რომელიმე მიტოვებულ სამარხს.
შდრ. სტრ. 1215-1218.

114
მესამე სტასიმონი
სტროფი

გუნდი. ეროს, 88 ბრძოლაში დაუმარცხებელო, ეროს, რომელიც ხარჯავ ადამიანის მთელ სიმ-
დიდრეს, რომელსაც ღამით გოგონას რბილ ღაწვებზე გძინავს და დახეტიალობ ოკეანოსისა და მწყემსის
ქოხში, ვერ გაგექცევა ვერც უკვდავი ღმერთი, ვერც ერთი ადამიანი, რომელიც მხოლოდ ერთი დღით
ცხოვრობს. [790] ვისაც ეუფლები, სიშლეგემდე მიგყავს.

ანტისტროფი

იპყრობ სამართლიანი ხალხის გონებას და მიათრევ უსამართლობისკენ, დაღუპვისაკენ. ეს შენ


აღძარი ეს განხეთქილება ადამიანებს შორის, რომელთა სისხლი და ხორცი ერთია. გამარჯვება კი
ეკუთვნის გაბრწყინებულ სურვილს, რომელიც სასურველი სადედოფლოს თვალებიდან მოდის.
სურვილი ზის და მბრძანებლობს მძლავრი კანონების [800] გვერდით. დაუმარცხებელი ღმერთი,
აფროდიტე, თამაშობს.

88
სტრ. 781. ეროსი – სიყვარულის უძველესი ღმერთი, რომელსაც ძველი ბერძნები (მაგალითად, ჰესიოდე) სამყაროს
შექმნას მიაწერდნენ. შემდგომში ძველი ღმერთი პატარა ხუჭუჭა ბიჭად იქცა და აფროდიტეს ძე გახდა, რომელიც სათამაშო
მშვილდისრით შეიარაღებული სატრფიალო ისრებს ესროდა შეყვარებულ ადამიანებსა და ღმერთებს.

115
მეოთხე ეპისოდიონი

დაცვას სასახლიდან გამოჰყავს ანტიგონე.

გუნდი. მაგრამ ახლა, როდესაც ამის მოწმე გავხდი, მეც გამოვდივარ მორჩილების
საზღვრებიდან. უძლური ვარ და ცრემლისგან თავს ვერ ვიკავებ, როდესაც ვხედავ, რომ აფროდიტე
მიჰყავთ სავანეში, სადაც უნდა დაიკრძალოს, ესაა მისი საქორწინო დარბაზი.

კომოსი
სტროფი პირველი

ანტიგონე. ჩემი სამშობლოს მოქალაქეებო, შეხედეთ, როგორ დავადგები ჩემს უკანასკნელ გზას,
უკანასკნელად ვუყურებ მზის შუქს, [810] მეტი ვერასოდეს. არა, ჰადესს, რომელიც ყველას განასვენებს,
მივყავარ აქერონის 89 ნაპირისკენ, თუმცა ჩემი კუთვნილი სადედოფლო სიმღერა მე არ მომისმენია,
საქორწინო ჰიმნი არ შესრულებულა. ამის ნაცვლად ჩემი საქმრო იქნება აქერონი.
კორიფაიოსი. ქებითა და დიდებით მიდიხარ სიღრმეში, მკვდართა საუფლოში, არა მძიმე
სნეულებით დაუძლურებული [820] და არა მახვილით განგმირული. არა, საკუთარ კანონს მიჰყავხარ და
ჯერაც ცოცხალი, ყველა მოკვდავისგან განსხვავებით, ჩახვალ ჰადესში.

ანტისტროფი პირველი

ანტიგონე. გამიგონია, ჩვენი ფრიგიელი სტუმარი, ტანტალოსის ასული რა წამებით დაიღუპა


სიპილოსის90 მწვერვალზე, აღმოცენებულ სუროსავით როგორ შემოეხვია კლდე. წვიმა, როგორც ხალხი
ამბობს, და თოვლი არასოდეს ტოვებს მის დამდნარ სხეულს და [830] მუდამ თვალცრემლიანი კლდეს
ასველებს. ყველაზე უფრო ამას ჰგავს ახლა ღმერთი რომ საწოლს მიმზადებს.
კორიფაიოსი. მაგრამ იგი ქალღმერთი იყო და ღმერთების შთამომავალი,91 როცა ჩვენ მოკვდავნი
ვართ და მოკვდავთა შვილები. და მაინც უდიდესი საქმეა მიცვალებული ქალისთვის, როდესაც მასზე
ითქვა, რომ ღვთისდარი ბედი გაიზიარა ჯერ სიცოცხლეში და შემდეგ სიკვდილში.

სტროფი მეორე

ანტიგონე. აჰ, შენ მე დამცინი! მშობლიური ღმერთების სახელით, [840] რატომ არ მაცლით
წასვლას და სახეში დამცინით, ჩემო ქალაქო და თქვენ, მდიდარო მოქალაქეებო? დირკეს წყაროვ,
უთვალავეტლიანი თებეს წმინდა მიწავ, დამიდასტურეთ, რომ ახლობელთაგან დაუტირებელი და

89
სტრ. 812. აქერონი – საიქიოს ხუთიდან ერთ-ერთი მდინარე ბერძნულ მითოლოგიაში (აქერონი, ვაების მდინარე;
კოკიტოსი, გლოვის მდინარე; სტიქსი, მთავარი მდინარე, ღმერთების საფიცარი; ფლეგეთონი, ცეცხლის მდინარე და ლეთე,
დავიწყების მდინარე). აქერონზე გადიოდა საზღვარი სააქაოსა და საიქიოს შორის.
90
სტრ. 825. ტანტალოსი – ზევსისა და ნიმფა პლუტოს ძე, პელოფსის, ნიობესა და ბროტეასის მამა. სიპილოსი – მთა
ლიდიაში, ქ. მაგნესიის მახლობლად; მის მწვერვალზე აპოლონისა და არტემისის მიერ მისი შვილების დახოცვის შემდეგ
მგლოვიარე ნიობე კლდედ იქცა.
91
სტრ. 834. ქალღმერთი იყო და ღმერთების შთამომავალი – ტანტალოსი ზევსის ძე იყო; ნიობეს დედად, ჩვეულებრივ,
დიონე მიიჩნეოდა.

116
როგორი კანონებით მივდივარ კლდის ციხეში, გაუგონარ საფლავში! [850] ვაი მე უბედურს! არც
მოკვდავებში, არც აჩრდილებში, არც ცოცხლებში, არც მკვდრებში არ მაქვს სახლი.
გუნდი. განსაკუთრებული სითამამით მიაღწიე სიმამაცის მწვერვალს, დიკეს მაღალ ტახტს
შეასკდი, შვილო, და დაეცი. მამისეული დანაშაულის საზღაურს იხდი.92

ანტისტროფი მეორე

ანტიგონე. შენ შეეხე ყველაზე მწარე ტანჯვას, მამაჩემის კარგად ცნობილ ბედს, სახელოვან [860]
ლაბდაკიდესთა მთელი მოდგმის უბედურებას. ო, დედაჩემის ქორწინების უბედურებავ! ო, უბედური
მამაჩემისა და დედაჩემის ჩახუტებავ, რომელმაც მეც მშვა და ის უბედურიც, რომელმაც მე ჩამსახა!
მათთან მივდივარ, წყევლით დამძიმებული და გაუთხოვარი. [870] ო ძმაო, საბედისწერო ქორწინება
გქონდა და მკვდარმა მომკალი!93
გუნდი. მიცვალებულის პატივისცემა ღვთისმოსავი საქციელია, მაგრამ ხელისუფლების
შეურაცხყოფა აუტანელია ძალაუფლების მფლობელისთვის. შენმა უდრეკმა გონებამ გაგანადგურა შენ.

ეპოდოსი

ანტიგონე. დაუტირებელი, უმეგობრო, საქორწინო სიმღერის გარეშე, უბედური მივდივარ


ბოლო გზაზე. საბრალოს აღარ მაქვს ღვთაებრივი ნება,94 ვუყურო მცხუნვარე მზის წმინდა თვალს. ჩემს
ბედზე ცრემლს არავინ ღვრის და მეგობართაგან არავინ გოდებს.

შემოდის კრეონი.

კრეონი. ხომ იცით, რომ გლოვა და გოდება სიკვდილის წინაშე არასოდეს არ დამთავრდებოდა,
რომ შეიძლებოდეს მისი თავისუფლად გაგრძელება? მოაშორეთ ეს ქალი ახლავე! და როგორც
დაამწყვდევთ, როგორც გამოვაცხადე, დახურულ აკლდამაში, იყოს თავისთვის, მიტოვებული, ნება
დართეთ, თავად გადაწყვიტოს, სიკვდილი უნდა თუ ასეთ სახლში გამომწყვდეული ცხოვრება. ამას
მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ხელი სუფთა მრჩება ამ გოგონასთან მიმართებაში. [890] ყველაფრის
მიუხედავად, აქ, ზემოთ, თავის სახლს გამოემშვიდობება.
ანტიგონე. საფლავო, საქორწინო დარბაზო, ღრმა ქვაბულო, მარადიულო საცხოვრებელო, მანდ,
ჩემიანებთან მოვდივარ, რომლებიც, დაღუპულები, ასე მრავლად მიუღია მიცვალებულებში
პერსეფასას. 95 უკანასკნელი მათგან მე ვარ ყველაზე უფრო სამარცხვინო ვითარებაში, მე ჩავდივარ
მასთან მანამდე, სანამ ჩემი სიცოცხლის დადგენილი ვადა ამოიწურება. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ
თბილად მიმიღებ შენ, მამაჩემო, და გაიხარებ შენ, დედაჩემო, და ჩამიხუტებ, შენ, ძვირფასო ძმაო. [900]
რადგან როდესაც თითოეული თქვენგანი მოკვდა, მე საკუთარი ხელით დაგბანეთ, შეგმოსეთ და
საღვრელი დაგიღვარეთ საფლავზე. ახლა კი, პოლინიკეს, ეს ჯილდო მერგო, რადგან შენს ცხედარს
მივხედე. მაინც სწორად გეცი პატივი, ბრძენნი ასე მიიჩნევენ. მე რომ ბავშვების დედა ვყოფილიყავი ან
მიცვალებული ქმრის ცხედარი რომ გახრწნილიყო, ამ ტვირთს არასოდეს არ ვიკისრებდი მოქალაქეთა
ნების წინააღმდეგ. რომელი კანონის გამო ვამბობ ამას? ქმარი თუ მომიკვდებოდა, სხვა ვინმე

92
სტრ. 856. მამისეული დანაშაულის საზღაურს იხდი – გუნდი აქ გადმოგვცემს ტრადიციულ მოსაზრებას, რომ
დღევანდელ უბედურებათა მიზეზი წინამავალი თაობების წყევლასთანაა დაკავშირებული.
93
სტრ. 871. საბედისწერო ქორწინება გქონდა... – პოლინიკესმა ცოლად მოიყვანა ადრასტოსის ქალიშვილი, არგია, რამაც
საშუალება მისცა, თავი მოეყარა ლაშქრისათვის და თავს დასხმოდა მშობლიურ თებეს.
94
სტრ. 880. ღვთაებრივი ნება – ბერძნ. θέμις (შდრ. ლათ. fas „ღვთაებრივი კანონი“, განსხვავებით „ჩვეულებრივი
კანონისგან“ – lex და nefas „აკრძალული“, შდრ. მეგრ. „ვაშინერს“ – ტაბუ) აბსოლუტური, ურყევი, („დაუწერელი“) კანონი.
95
სტრ. 894. პერსეფასა – იგივე პერსეფონე, იგივე კორე ან კორა; ზევსისა და დემეტერის ასული, ჰადესის მეუღლე,
საიქიოს დედოფალი.

117
მოიძებნებოდა, [910] და თუ შვილს დავკარგავდი, სხვა გაჩნდებოდა სხვა კაცისაგან; მაგრამ როდესაც
დედ-მამა ჰადესშია დამალული, ჩემთვის ძმა ვეღარ აღმოცენდება. ასეთი იყო კანონი, რომლის
მიხედვით, პირველს შენ გეკუთვნოდა პატივი და რომლის გამოც კრეონმა, სასტიკად განრისხებულმა,
დანაშაულის ჩამდენად გამომაცხადა, საყვარელო ძმაო! და ახლა მყარად ვყავარ ხელით ჩაჭიდებული
და მივყავარ ამგვარად, თუმცა არც საქორწინო სარეცელი მინახავს, არც საქორწინო სიმღერა მსმენია და
არც დრო არ მომცემია ქორწინებისა და ბავშვების აღზრდისთვის. მეგობრებისგან მიტოვებული, [920]
ტანჯული მივდივარ, რომ მკვდრების ცარიელ საფლავში ვიცხოვრო. ღმერთების რომელი კანონი
დავარღვიე? ღმერთებს რისთვის უნდა ვუყურო? რომელ მოკავშირეს მივმართო, თუკი ჩემი
ღვთისმოსაობით უპატივცემულობის სახელი დავიმსახურე?! კარგი, მაშინ, თუ ეს მოვლენები
მოეწონებათ ღმერთებს, როგორც კი ჩემს განსაცდელს გადავიტან, ჩემს დანაშაულსაც შევიტყობ. მაგრამ
თუ დანაშაული ჩემს მსაჯულებს მიუძღვით, უფრო მეტ ბოროტებას ვერ ვუსურვებ, რაც მე
უსამართლოდ მომაგეს.
გუნდი. იგივე გრიგალი [930] ტრიალებს გოგონას სულში.
კრეონი. მაშინ ამის გამო მის მცველებს მოუწევთ პასუხისგება სიზანტისათვის.
ანტიგონე. ო, არა, ეს სიტყვა სიკვდილს უფრო მაახლოებს.
გუნდი. ვერ განუგეშებ იმ იმედით, რომ შენი ბედი ასე არ აღსრულდება.
ანტიგონე. ო, მშობლიურო თებე და ჩვენო წინაპარო ღმერთებო! უკვე მივყავარ, დაყოვნება არ
იქნება! [940] შემხედეთ, თებეს მბრძანებლებო, თქვენს მეფეთა სახლის ერთადერთ დარჩენილ ასულს.
შეხედე, როგორ ვიტანჯები და ვისი ხელით, რადგან ღვთისმოსაობა გამოვიჩინე!

მცველებს გაჰყავთ ანტიგონე.

118
მეოთხე სტასიმონი

სტროფი პირველი

გუნდი. დაიტანჯა დანაეც,96 რომელმაც ზეციური სინათლე გაცვალა სპილენძის საპყრობილე-


ზე. და ამ ერთდროულად საქორწინო და სამარხ საკანში იყო იგი საგულდაგულოდ გამოკეტილი. თუმცა
ღირსეული მოდგმისა იყო, შვილო, [950] და ზევსის ოქროს წვიმად ჩამოსულ თესლსაც ატარებდა;
მაგრამ ბედისწერის ძალა საშინელია, მას ვერც სიმდიდრით, ვერც არესით, ვერც კოშკებით, ვერც
ტალღებით ნაცემი შავი ხომალდებით ვერ გაექცევი.

ანტისტროფი პირველი

დაატუსაღეს დრიასის ფიცხი ვაჟიც97 , ედონიელთა მეფე, გააფთრებული შეურაცხყოფის გამო


დიონისოსის ნებით ჩააგდეს კლდოვან საპყრობილეში. იქ გაქარწყლდა მისი სიშლეგის მძვინვარება და
მღელვარება. [960] ამ კაცმა იგრძნო ღმერთის ძალა, რომელიც თავისი დაცინვით გამოიწვია. იგი
ცდილობდა, დაეოკებინა ღმერთისგან აგზნებული ქალები და ჩაეცხრო ბაკქოსური ცეცხლი და ამით
ფლეიტის მოყვარული მუზების მრისხანება გამოიწვია.

სტროფი მეორე

ბნელი კლდეების ახლოს და ორმაგი ზღვის 98 წყლებთან არის ბოსპოროსისა და თრაკიული


ქალაქი სალმიდესის ნაპირები. [970] აქ ამ ქალაქის მეზობლად მცხოვრებმა არესმა ნახა ფინევსის ორი
ვაჟი, დაწყევლილი, დამაბრმავებელი ჭრილობებით, რომლებიც მათ მისმა ველურმა ცოლმა მიაყენა. ეს
იყო ჭრილობა, რომელმაც წყვდიადი და სიცარიელე მოიტანა და შურისძიება მოაწყურა, რადგან
თვალები სისხლიანი ხელებით ხანჯალივით მოქნეული საფეიქრო მაქოთი დასთხარა.99

ანტისტროფი მეორე

თავის განსაცდელში ჩამოდნენ, დასტიროდნენ თავიანთ უბედურებას, [980] მათი დედის მწარე
ხვედრს იხსენებდნენ.100 იგი მოდიოდა ერექთეიდესების ძველი გვარიდან, შორეულ გამოქვაბულებში

96
სტრ. 944. დანაე – არგოსის მეფე აკრისიოსს უწინასწარმეტყველეს, რომ შვილიშვილის ხელით მოკვდებოდა. ამიტომ
მან თავისი გაუთხოვარი ასული დანაე სპილენძისკედლიან დილეგში გამოამწყვდია. ამან ხელი ვერ შეუშალა ზევსს, ოქროს
წვიმის სახით მოვლენოდა ულამაზეს ქალიშვილს და გაენაყოფიერებინა იგი. შედეგად იშვა დიდი ბერძენი გმირი პერსევსი,
რომელსაც, ბოლოს და ბოლოს, ასპარეზობისას მართლაც შემოაკვდა აკრისიოსი (პაპამისს შვილიშვილის ნასროლი ბადრო
მოხვდა).
97
სტრ. 956. დრიასის ვაჟი – ლიკურგოსი. წინააღმდეგობა გაუწია დიონისოს კულტის გავრცელებას და ღმერთმა იგი
კლდედ აქცია. ილიადის მიხედვით (VI სიმღერა, სტრ. 130-140) დიონისოსი ლიკურგოსისგან თავის დასახსნელად ზღვაში
გადაეშვა, სადაც იგი თეტისმა მიიღო, ხოლო ლიკურგოსი ზევსმა დააბრმავა.
98
სტრ. 968. ბნელი კლდეები – კიანეები (Κυάνεαι), იგივე სიმპლეგასები. ძველი წარმოდგენით, ორი მოძრავი კლდე შავი
ზღვის შესასვლელში, რომლებიც ერთმანეთს ეჯახებოდნენ და ყველაფერს სპობდნენ, რაც მათ შორის გავლას შეეცდებოდა. მას
შემდეგ, რაც არგომ გაიარა მათ შორის, ისინი სამუდამოდ გაჩერდნენ. ორმაგი ზღვა – მარმარილოსა (პროპონტისი) და შავი
ზღვები.
99
სტრ. 978. ბოსპოროსის (ბოსფორის) დასავლეთ სანაპიროს ქალაქ სალმიდესის მეფე ფინევსს პირველი მეუღლისგან,
კლეოპატრასგან, ორი ვაჟი ჰყავდა; მეორე ცოლმა, ბოროტმა დედინაცვალმა გერები დააბრმავა და გამოქვაბულში გამოამწყვდია.
100
სტრ. 980. დედის მწარე ხვედრს იხსენებდნენ – კლეოპატრას მამა იყო ჩრდილოეთის ქარი ბორეასი, ხოლო დედა –
ათენელი დედოფალი ორითია, რომელიც ბორეასმა მოიტაცა.

119
გაიზარდა მამამისის ქარის ქროლაში, ბორეასის ასული იყო, ცხენივით სწრაფად დაქროდა ციცაბო
კლდეებზე, ღმერთების შვილი. მასაც კი თავს დაესხნენ მარადიული მოირები, შვილო.

120
მეხუთე ეპისოდიონი

მაყურებლისთვის მარჯვენა მხრიდან ბიჭს შემოჰყავს ტირესიასი.

ტირესიასი. თებეს ბატონებო, ჩვენ შევუდექით ერთობლივ მოგზაურობას – ორნი ვიკვლევთ


გზას ერთის თვალებით. [990] ესაა მეგზურის დახმარებით ბრმების გადაადგილების საშუალება.
კრეონი. რა ხდება, მოხუცო ტირესიას, რა სიახლე გაქვს?
ტირესიასი. მე გეტყვი, შენ კი დაუჯერე მისანს.
კრეონი. ყოველ შემთხვევაში, ადრე შენს ნებას არ ვეწინააღმდეგებოდი.
ტირესიასი. შესაბამისად, სწორი გზითაც მიგყავდა ქალაქი.
კრეონი. მე ამას ვგრძნობდი და ვადასტურებ შენს დამსახურებას.
ტირესიასი. შეიგნე, რომ კიდევ ერთხელ უფსკრულის პირას ხარ.
კრეონი. რას გულისხმობ? მაშინებს შენი მოსმენა!
ტირესიასი. მიხვდები, როდესაც გეტყვი იმ ნიშნებზე, ჩემმა ხელობამ რომ მიკარნახა. როდესაც
ჩემი ადგილი დავიკავე მისნობის ტახტზე, [1000] სადაც ფრინველები სულ იკრიბებიან ჩემთვის, მათ
შორის გაურკვეველი ხმა გავიგონე, ისინი ყიოდნენ საშინელი სიშმაგით და მათი ენა მეუცხოვა.
მივხვდი, რომ ერთმანეთს სასიკვდილოდ გლეჯდნენ კლანჭებით და მათი ფრთების ფრაშფრაშს რაღაც
აზრი ახლდა. სასწრაფოდ, შეშინებულმა ვცადე შემეწირა მსხვერპლი სათანადოდ აგიზგიზებულ
საკურთხეველზე, მაგრამ ჩემს ზვარაკს ჰეფესტოსი არ წაეკიდა. ამის სანაცვლოდ წვენი სდიოდა
ბარკალს, ნაკვერჩხალს ეწვეთებოდა, ხრჩოლავდა და შიშინებდა. [1010] ნაღველი მაღლა, ჰაერში
მიმოიფანტა, დამდნარი ბარკლები გარს შემოხვეული ქონისგან გაშიშვლდა. წეს-ჩვეულებამ
წარუმატებლობა განიცადა და არანაირი ნიშანი არ მოგვცა, როგორც ამ ბიჭმა მითხრა. რადგან ის ჩემი
მეგზურია, როგორც მე სხვების მეგზური ვარ. და სწორედ შენი ნება არის იმ სნეულების წყარო,
რომელიც ქალაქ მოედო ახლა. რადგან ჩვენი ქალაქის ყველა საკურთხეველი და ყველა ჩვენი კერა
მოსვარეს ფრინველებმა და ძაღლებმა და მიათრიეს ოიდიპოსის საბედისწეროდ დაცემული ვაჟის ლეში.
და ამიტომ ღმერთები აღარ იღებენ ჩვენი ბაგეებიდან ლოცვას, ჩვენი ხელიდან – მსხვერპლშეწირვას,
[1020] არც შემწვარ ბარკალს, ჩიტებიც თავიანთი გამგმირავი ყვირილით ცხად ნიშნებს აღარ იძლევიან,
რადგანაც იგემეს მოკლული კაცის სისხლის მცხუნვარება. იფიქრე ამაზე, შვილო: რადგან ყველა
ადამიანს ახასიათებს შეცდომა; მაგრამ როდესაც შეცდომას დაუშვებს, კაცი, რომელიც გამოასწორებს იმ
სიავეს, რომელშიც ჩავარდა, უგუნური და უმადური აღარ არის, ჯიუტი არ რჩება. ვიცით, რომ
თავნებობა სიბრიყვეში ბრალდებას იწვევს. დაუტოვე უფლება [1030] მიცვალებულს. ნუ სცემ წაქცეულს.
რა ვაჟკაცობაა მოკლულის ისევ მოკვლა? მე შენთვის ვამბობ, სასიამოვნოა კარგი მრჩევლისგან სწავლა,
როდესაც მას სარგებლობა მოაქვს.
კრეონი. მოხუცო, ყველანი ისრებს მესვრით, როგორც მშვილდოსნები მიზანში და მე
დაზღვეული არ ვარ, რომ მისნები შეთქმულებას არ მიწყობთ, რადგან თქვენს მოდგმას ადრეც
ვუყიდივარ და გავუყიდივარ საქონელივით. მოიგეთ, შეიძინეთ სარდისის თეთრი ოქრო,101 თუ გნებავთ
და ინდური ოქრო, მაგრამ ეს კაცი არ დაკრძალოთ, [1040] თუნდაც ზევსის არწივებს სურდეთ
საჯიჯგნად წაიღონ ზევსის ტახტზე, არა, მაშინაც კი, ამგვარი უწინდურობის შიშითაც კი არ მოგცემთ
ნებას, დაკრძალოთ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ არც ერთ მოკვდავს არ აქვს ძალა, შებილწოს ღმერთი.
ძალიან ჭკვიანი, ბებერი ტირესიასიც ეცემა თავის მომჭრელი დაცემით, როდესაც სამარცხვინო აზრებს
ახვევს ლამაზ სიტყვებში ანგარების გამო.
ტირესიასი. აჰ! ადამიანთაგან ვინმემ იცის, ფიქრობს...
კრეონი. რა არის ეს? რა საყოველთაო ჭეშმარიტებას გვაუწყებ?
ტირესიასი. [1050] ... რამდენად ყველაზე ძვირფასი ქონებაა გონივრულად მსჯელობის უნარი?

101
სტრ. 1038. სარდისი – ძვ.წ. VI ს. ლიდიის მეფის, ზღაპრულად მდიდარი კროისოსის დედაქალაქი. თეთრი ოქრო –
ბერძნ. ἤλεκτρον, 80% ოქროსა და 20% ვერცხლის შენადნობი.

121
კრეონი. მე ვთვლი, რომ უაზრობა უდიდესი უბედურებაა.
ტირესიასი. მიუხედავად ამისა, სწორედ ეგ სენი დაგეუფლა.
კრეონი. არ მსურს, შეურაცხყოფით შევეწინააღმდეგო მისანს.
ტირესიასი. სწორედ მაგას აკეთებ, როდესაც ამბობ, რომ ყალბად ვმისნობ.
კრეონი. რადგან მისნების მოდგმას ყოველთვის უყვარდა ფული.
ტირესიასი. და ტირანების მოდგმას უყვარს სამარცხვინო გამორჩენა.
კრეონი. არ იცი, რომ ლაყბობ ახლა საკუთარ მეფეზე?
ტირესიასი. ვიცი, ჩემი შემწეობით შენ გადაარჩინე ეს ქალაქი.102
კრეონი. ბრძენი მისანი ხარ, მაგრამ უსამართლობა გიყვარს.
ტირესიასი. [1060] მაიძულებ, საშინელი საიდუმლო გამოვთქვა გულიდან.
კრეონი. მიდი, ოღონდ ანგარების გამო არ ილაპარაკო.
ტირესიასი. სინამდვილეში, მგონი ანგარება არ მიხსენებია შენთან დაკავშირებით.
კრეონი. დარწმუნებული იყავი, ჩემი ნებით ვერ ივაჭრებ.
ტირესიასი. მაშ, იცოდე და კარგად იცოდე! მზის სწრაფი ეტლი შემოვლას ბევრს ვერ მოასწრებს,
როდესაც ერთ შენიანს გაიღებ ცხედრების სანაცვლოდ. რადგან შენ ქვემოთ ჩაუშვი ერთი ზემოური და
უღირსად მოათავსე ცოცხალი სული საფლავში, [1070] მაშინ, როცა ამქვეყნად აკავებ იმას, ვინც ქვედა
ღმერთებს ეკუთვნით, დაუკრძალავ, დაუტირებელ, ბიწიერ ცხედარს. მკვდრები შენ არ გეხება, ისევე
როგორც ზედა ღმერთებს, ამით შენ მათზე ძალადობ. ამ დანაშაულის გამო შურისმაძიებელი
დამანგრევლები, ჰადესისა და ღმერთების ერინისები, ჩაგისაფრდნენ და ელოდებიან, როდის
შეგიპყრობენ და სატანჯველს გაგიჩენენ. და დაუკვირდი, მოსყიდული თუ გეუბნები ამას. დრო,
რომელიც ვეღარ გადაიდება, გამოავლენს შენს სახლში კაცებისა და ქალების დატირებას. [1080]
გასაჭირში ჩაცვენილი ყველა ქალაქი მტრულია, სადაც დასახიჩრებული ცხედრებს თავს
დასტრიალებენ ძაღლები, გარეული მხეცები და ფრთოსანი ჩიტები და დაათრევენ უწმინდურ
სიმყრალეს იქ, სადაც ხალხის კერებია. აი, ახლა გესროლე ისრები გულში, რადგან გამომიწვიე, როგორც
მოისარმა, მრისხანედ. ისინი სწორად მოფრინავენ და მათს მცხუნვარე ნაჩხვლეტს ვერ გაექცევი. ბიჭო,
სახლში წამიყვანე, რომ მან შეძლოს თავისი მრისხანება უფრო ახალგაზრდებს დაატეხოს თავს და
ისწავლოს მოზომილი ენით ლაპარაკი და უფრო თავშეკავებული აზროვნება, ვიდრე ახლა აქვს.

ტირესიასი გადის.

კორიფაიოსი. ეს კაცი წავიდა, მეფევ, დატოვა საშინელი მისნობა. მთელი ამ დროის


განმავლობაში, რაც შავი თმები გამიჭაღარავდა, ვიცი, რომ იგი არასოდეს ყოფილა ცრუ მისანი ჩვენს
ქალაქში.
კრეონი. ეს მეც კარგად ვიცი და სული მიწუხს მეც. უკან დახევა საშინელია, წინააღმდეგობა და
სიამაყით განადგურებაც თავზარს მცემს.
კორიფაიოსი. ჟამი შენგან სიბრძნეს მოითხოვს, მენეკევსის ძეო.
კრეონი. მაშ, რა უნდა ვქნა? მითხარი და დაგემორჩილები.
კორიფიოსი. [1100] წადი და გაათავისუფლე გოგონა გამოქვაბულიდან. შემდეგ აღმართე
საფლავი დაუმარხავი მკვდრისთვის.
კრეონი. ამას მირჩევ? ფიქრობ, რომ უკან უნდა დავიხიო?
კორიფაიოსი. დიახ, მეფევ და რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ღმერთების მიერ გამოგზავნილი
ზიანი სწრაფად ეწვევა ადამიანთა უგუნურობას.
კრეონი. ვაიმე, ეს ბრძოლა, სულის სიმტკიცეს ვთმობ და ვნებდები. აზრი არ აქვს განგებასთან
ამაო ბრძოლას.

102
სტრ. 1058. ჩემი შემწეობით შენ გადაარჩინე ეს ქალაქი – როგორც ჩანს, ტირესიასს უნდა თქვას, რომ კრეონმა თებე
გადაარჩინა ახლახან დამთავრებულ ომში იმიტომ, რომ მან, მისნის რჩევით, მსხვერპლად შესწირა შვილი. იხ. სტრ. 628.

122
კორიფაიოსი. წადი, გააკეთე ეს და არ დაუტოვო სხვას გასაკეთებლად.
კრეონი. ახლავე წავალ, წამოდით, მსახურებო, ყველანი, ვინც ხართ, ყველანი, ნაჯახები აიღეთ
ხელში, [1110] დავიძრათ იმ ადგილისკენ, აქედანაც რომ ჩანს. რაკი ასეთი გადაწყვეტილება მივიღე,
თვითონაც მივალ, რადგან თავად ჩავაგდე იქ. შიშმა ამიტანა, რომ უკეთესია დადგენილ კანონებს მიჰყვე
სიცოცხლის სულ ბოლომდე.

123
მეხუთე სტასიმონი

სტროფი პირველი

გუნდი. მრავალსახელიანო,103 კადმოსელი ნიმფას სიამაყევ და მჭექარე ზევსის მოდგმავ, რომე-


ლიც სახელოვან იტალიას104 მფარველობ და მეფობ ელევსისის [1120] დეოს105 ხეობაში, ბაკქოს, მენასების
დედაქალაქ თებეს მკვიდრო, დავანებულო ისმენოსის წყაროსთან ველური დრაკონის კბილების ნათეს
მიწაზე!

ანტისტროფი პირველი

ჩირაღდნების კვამლიანი სინათლე გიყურებს ორი მწვერვალის მთის106 თავზე, სადაც მოძრა-
ობენ კორიკიელი ბაკქე ნიმფები და თაყვანს გცემენ [1130] კასტალიის107 მდინარესთან. ნისის მთის108
სუროთი დაფარული ფერდობები და ყურძენმრავალი მწვანე ნაპირი „ევოეს“ გიხმობენ და შენც ეწვევი
თებეს ქუჩებს.

სტროფი მეორე

ყველა ქალაქზე მეტად თებეს სცემ პატივს ელვით განგმირულ დედასთან ერთად. [1140] და
ახლა, როდესაც მთელი ქალაქი მოცულია საშინელი სენით, მოდი, გევედრებით, ციცაბო პარნასოსიდან
ან მგმინავი სრუტიდან მკურნალი ფეხით.

ანტისტროფი მეორე

ცეცხლოვანი სუნთქვის ვარსკვლავთა გუნდის წინამძღოლო, ღამის სიმღერის მეთვალყურევ,


ზევსის შობილო ძეო, [1150] მოდი, მეფევ, თანმხლებ თიასებთან ერთად, რომლებიც ღამეს გაშმაგებულ
ცეკვაში უთენებენ მფარველ იაკქოსს.

103
სტრ. 1116. მრავალსახელიანი – საუბარია სხვადასხვა კულტში სხვადასხვაგვარად მოხსენიებულ ღმერთ დიონი-
სოსზე: ბაკქოსი, იაკქოსი (ელევსისის მისტერიები), ძაგრევსი (საიქიოსთან დაკავშირებით), მელპომენოსი (მუზებთან
დაკავშირებით) და ა.შ. ზევსმა საყვარელს, სემელეს, სურვილი შეუსრულა და მას ნამდვილი სახით ეწვია. სემელე ცეცხლში
დაიღუპა (შდრ. სტრ. 1139). ზევსმა დედის მუცლიდან ნაყოფი გადაარჩინა და თეძოში ჩაიკერა, საიდანაც იგი შემდგოში დაიბადა.
104
სტრ. 1116. იტალიას მფარველობ... – იტალიის სამხრეთი და დასავლეთი სანაპირო უძველესი დროიდან იყო
დასახლებული ბერძნული ახალშენებით, ხოლო V ს. 40-იან წლებში, „ანტიგონეს“ დადგმამდე ცოტა ხნით ადრე, გაჩანაგებული
ქალაქის, სიბარისის, ადგილზე პერიკლესის ინიციატივით დაარსდა ახალი ქალაქი თურია. ბერძენმა ახალმოშენეებმა,
ბუნებრივია, ყურძნისა და ღვინის კულტურა შეიტანეს იქ, რასაც დიონისოსი მფარველობდა.
105
სტრ.1120. ელევსისის დეო – დემეტერი, ნაყოფიერების ქალღმერთი, ელევსისის მისტერიების უმთავრესი ღვთაება.
106
სტრ. 1126. ორმწვერვალიანი მთა – პარნასოსი. კორიკიული გამოქვაბული ცნობილი ქვაბული იყო პარნასოსზე.
კორიკიელი ნიმფები – პარნასოსელი ნიმფები.
107
სტრ. 1130. კასტალია – პარნასოსის წყარო.
108
სტრ. 1131. ნისის მთა – მთა, რომელზედაც ბავშვობა გაატარა დიონისოსმა.

124
ექსოდოსი

მაყურებლისთვის მარცხნიდან შემოდის მაცნე.

მაცნე. კადმოსისა და ამფიონის სახლების მეზობლებო, არ არსებობს ადამიანის ცხოვრების


მდგომარეობა, რომელსაც ოდესმე შევაქებდი ან გავკიცხავდი. შემთხვევა აღადგენს მდგომარეობას და
შემთხვევა ძირავს იღბლიანებსა და უიღბლოებს დღიდან დღემდე, [1160] და ვერც ერთი მისანი ვერ
უწინასწარმეტყველებს ადამიანს, თუ როგორ დალაგდება ყველაფერი. მინახავს, რა ბედნიერი იყო
ოდესღაც კრეონი, მან იხსნა კადმოსის ეს მიწა მტრებისაგან; ერთპიროვნულად დაეუფლა მიწას და
დაამყარა სრული მონარქია, მიჰყავდა იგი სწორი გეზით და ყვაოდა შვილების კეთილშობილი
მოდგმით. ახლა ეს ყველაფერი დაიკარგა. როდესაც ადამიანი თავის სიამოვნებებს კარგავს, მე მისი
არსებობა სიცოცხლედ არ მიმაჩნია, მე მას ცოცხალ ლეშად განვიხილავ. დააგროვე სიმდიდრე სახლში,
თუ გსურთ, იცხოვრე ტირანის განცხრომით; ამას ყველაფერს [1170] სიხარული თუ არ ახლავს, კვამლის
ჩრდილსაც109 არ გადავიხდიდი ყველაფერ დანარჩენში, – უსიხარულო ყოფაში.
კორიფაიოსი. რა ახალი უბედურებაა ჩვენი ბატონებისთვის, რას უნდა მოგვიყვე?
მაცნე. დაიხოცნენ. ცოცხლების ბრალია მათი სიკვდილი.
კორიფაიოსი. მკვლელი ვინაა? ვინ მოკლეს? თქვი.
მაცნე. ჰემონი დაიღუპა, მოისწრაფა სიცოცხლე.
კორიფაიოსი. მამისა თუ საკუთარი ხელით?
მაცნე. საკუთარი ხელით, მკვლელობისთვის მამაზე განრისხებულმა.
კორიფაიოსი. აჰ, მისანო, რა მართალი სიტყვა გითქვამს!
მაცნე. როცა იცით, რომ ეს ასეა, სხვა რამესაც უნდა მიხვდეთ.
კორიფაიოსი. [1180] საბრალო ევრიდიკეს ვხედავ იქვე, კრეონის მეუღლეს, სახლიდან გამოდის
ან გაიგო შვილის ამბავი ან შემთხვევით.

შემოდის ევრიდიკე.

ევრიდიკე. თებეელებო, თქვენი სიტყვები გავიგონე, როდესაც კარიბჭისკენ მივდიოდი


ღვთაებრივ პალასზე სალოცავად. სწორედ ურდულს ვწევდი, რომ კარიბჭე გამეღო, როდესაც ჩვენს
სახლს თავს დამტყდარი უბედურების ხმა ჩემს სმენას მოსწვდა. სასოწარკვეთილი ჩავესვენე
მოახლეების ხელში და გრძნობა დავკარგე. [1190] აბა, გამიმეორეთ, რაა ახალი ამბავი, რომ ვისმინო
უბედურებას ნაჩვევი ყურით.
მაცნე. ძვირფასო ქალბატონო, მოგიყვები, რისი მოწმეც ვიყავი და სიმართლეს ბოლო სიტყვამდე
გეტყვი. რა ფასი აქვს ნუგეშის სიტყვებს, რომლებიც ბოლოს ყალბი აღმოჩნდება?! სიმართლე
ყოველთვის უკეთესია. მე მეგზურად ვახლდი შენს მეუღლეს მინდვრის ბოლომდე, სადაც უმოწყალოდ
ჯერ კიდევ ეგდო პოლინიკესის გვამი, დაგლეჯილი ძაღლების მიერ. მას შემდეგ, რაც ლოცვით
მივმართეთ გზების ქალღმერთსა და [1200] პლუტონს,110 რომ მრისხანება მოწყალებაზე შეეცვალა, ჩვენ
განვბანეთ ცხედარი და ნეშტი იქვე შეგროვილი ტოტების ცეცხლზე დავწვით. საბოლოოდ მშობელ
მიწაზე საფლავის მაღალი ბორცვი აღვუმართეთ. შემდეგ მოვბრუნდით და გავეშურეთ გოგონას
საქორწინო ქვის სასახლისკენ, ჰადესის სადედოფლოს ქვაბული სავანისკენ. შემდეგ შორიდან ერთ-ერთ

109
სტრ. 1170. კვამლის ჩრდილი (καπνοῦ σκιά) – ძველბერძნული ანდაზური გამოთქმა, რაც „ძალიან ცოტას“ ნიშნავს.
110
სტრ. 1200. გზების ქალღმერთსა და პლუტონს... – გზების ქალღმერთი – ჰეკატე, პლუტონი – ჰადესი. პლუტონს
კრეონმა შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან მიცვალებული არ მისცა; ქალღმერთ ჰეკატეს, გზებისა და გზაჯვარედინების ქალღმერთს
კი კრეონმა იმით აწყენინა, რომ მხეცებისა და ფრინველების მიერ წათრეულმა ლეშის ნაწილებმა წაბილწა გზები და გზისპირა
საკურთხევლები.

125
მსახურს მოესმა ხმამაღალი მოთქმა სადედოფლოს სავანიდან და მოგვიახლოვდა, რომ ჩვენი მეფისთვის
მოეთხრო ეს ამბავი. მივუახლოვდით და კიდევ გავიგონეთ ოხვრა-კვნესის ხმა. [1210] მეფემ ამოიგმინა
და ასეთი მწარე სიტყვები ბრძანა: „მე საბრალო, ნუთუ ახლა უბედურების მისანი ვარ? ნუთუ რაც
გამივლია, ყველაზე უფრო მეტი სიავით გაჟღენთილ გზას ვადგავარ?! ჩვენი შვილის ხმა მომესალმება.
ჩემო მსახურებო, იჩქარეთ, ახლოს მიდით, როდესაც საფლავს მიაღწევთ, შედით ნაპრალში, სადაც
კლდეა მოგლეჯილი ვიდრე თავად შესასვლელამდე. შეხედეთ, მართლა ვიცანი ჰემონის ხმა თუ
ღმერთებმა შემაცდინეს.“ სასოწარკვეთილ ბატონს დავუჯერეთ და მისი სიტყვების შესასრულებლად
დავიძარით და ქვაბულის ყველაზე შორეულ ნაწილში დავინახეთ, რომ ქალი სელის თხელ თოკზე იყო
ჩამომხრჩვალი, ხოლო ვაჟს მის წელზე ჰქონდა ხელები შემოხვეული, ქვედა ღმერთებთან დასტიროდა
საკუთარ საცოლეს, მამამისის საქმეებსა და ჩამწარებულ ქორწინებას. მამამ რომ დაინახა, საშინელი
ხმით შეყვირა, შევიდა და ქვითინით უთხრა: „უბედურო ბიჭო, რას აპირებ?! რა გზა აირჩიე? რომელმა
უბედურებამ დაგაკარგვინა გონება? [1230] გამოდი, შვილო, გთხოვ, გევედრები!“ ბიჭმა მას მძვინვარედ
შეხედა, სახეში შეაფურთხა და პასუხგაუცემლად გააშიშვლა თავისი ორლესული მახვილი. კრეონმა
უკან დაიხია და შვილის მოქნეული ხმალი ვერ მისწვდა. მაშინ უბედური ბიჭი საკუთარ თავზე
განრისხდა, მახვილს წამოეგო და ნეკნებს შორის შუამდე ჩაიცა. ჯერ კიდევ გონზე იყო, როდესაც
უძლურად ჩაეხვია გოგონას და სულთმობრძავმა სისხლის სწრაფი ჭავლი შეანთხია ფერწასულ
ყვრიმალზე. [1240] წევს ახლა ცხედარი ცხედარზე, საბრალო ბიჭმა თავისი საქორწინო წესი შეასრულა
ჰადესის სასახლეში და უჩვენა ადამიანებს, რომ წინდაუხედაობა ყველაზე დიდი უბედურებაა.

ევრიდიკე უსიტყვოდ შედის სასახლეში.

კორიფაიოსი. რას ნიშნავს ეს? ქალბატონი მობრუნდა და წავიდა, არ უთქვამს არც კარგი და არც
ცუდი სიტყვა.
მაცნე. მეც განცვიფრებული ვარ. მაინც მაქვს რაღაც იმედი, რომ ასეთ მძიმე ამბავი რომ გაიგო
თავის შვილზე, არ უნდა ქალაქის თვალწინ იგლოვოს და შინ შევიდა, რომ თავის მოახლეებთან ერთად
სახლში დაიტიროს. [1250] რადგან კეთილგონიერია და არ შეცდება.
კორიფაიოსი. არ ვიცი. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, მგონია, რომ მეტისმეტად მკაცრი დუმილი
ისევე გვემუქრება უსიამოვნებით, როგორც უკიდეგანო გლოვა.
მაცნე. მე გავარკვევ, ხომ არ მალავს მართლაც რომელიმე იდუმალ გეგმას თავისი გულის
სიღრმეში. შევალ, რადგან მართალი ხართ, დუმილშიც არის სიმძიმე.

მაცნე სასახლეში შედის.

126
კომოსი

შემოდის კრეონი, მოაქვს ჰემონის ცხედარი.

კორიფაიოსი. ნახეთ, თავად მეფე გვიახლოვდება და ხელთ უპყრია, თუ მკრეხელობა არაა, ასე
ითქვას, იმის ნიშანი, რომ ვინმე სხვისი კი არა, [1260] მისივე ბრალია, რაც მოუვიდა.

სტროფი პირველი

კრეონი. აჰ, უგუნური გონების შეცდომები, სიხისტის შეცდომები, სიკვდილთან რომ მივყავართ!
ერთად ვართ, ერთი ოჯახი ვართ, მკვლელები და მოკლულები. რა უბედურება დაატრიალა ჩემმა
გადაწყვეტილებამ! შვილო, რა ახალგაზრდა მოკვდი, ჩემო უმცროსო და უკანასკნელო შვილო! ვაი, ვაი,
ჩემი და არა შენი უგუნურებით!
კორიფაიოსი. [1270] როგორც ჩანს, ძალიან გვიან მიხვდი სიმართლეს.
კრეონი. ვაიმე, რა მწარე გაკვეთილს ვსწავლობ! რომელიღაც ღმერთმა მთელი ძალით დამალეწა
თავს ეს უბედურება და ველურ გზაზე დამაყენა, აჰ! წამართვა სიხარული, დამაგდო ფეხქვეშ
გასათელად. აჰ, აჰ, უბედურ მოკვდავთა ტანჯვა!

სასახლიდან გამოდის ექსანგელოსი.

ექსანგელოსი. ბატონო, მოხვედი, უბედურება თან დაგსდევთ, ერთი საკუთარი ხელით მოგყავს
და [1280] მეორესაც მალე ნახავ, შინ გელოდება.
კრეონი. ამ უბედურებაზე უფრო დიდი რაღა უნდა იყოს?
ექსანგელოსი. ცოლი მოგიკვდა, მაგ ბიჭს დედა, ახალი ჭრილობებით.

ანტისტროფი პირველი

კრეონი. ოჰ! ჰადესის დაუნდობელო ნავსაყუდელო! რატომ, რატომ მღუპავ?! სიავისა და


სიმწარის მაცნევ, რა სიტყვას მეტყვი? ვაი, მკვდარი ისევ მომკალი! რას ამბობ, ბიჭო? ახალს რას
მეუბნები? [1290] ვაი, ვაი, ჩემი ცოლის სისხლიანი სიკვდილი ემატება ამ სასაკლაოს?!

სასახლის კარი იღება – ჩანს ევრიდიკეს ცხედარი.

ექსანგელოსი. აი, შეხედე. დამალული აღარაა სახლში.


კრეონი. ვაიმე! ვხედავ ახალ, მეორე უბედურებას! კიდევ რა, კიდევ რა უნდა მელოდებოდეს?
ახლახან უბედურმა შვილი ავიყვანე ხელში და ახლა კიდევ ერთ ცხედარს ვხედავ. [1300] ვაიმე, საწყალო
ცოლო, ვაი შვილო!
ექსანგელოსი. საკურთხეველთან იყო ბასრი ხმლით, სანამ თვალთ არ დაუბნელდა. მანამდე
ადრე მოკლული მეგარევსის კეთილშობილ ბედს დასტიროდა, შემდეგ ამ ბიჭის ბედს და უკანასკნელი
ამოსუნთქვისას შენ შემოგითვალა წყევლა, როგორც შვილების მკვლელს.

სტროფი მეორე

კრეონი. ვაი, ვაი, შიშით ვცახცახებ. რატომ არავინ არ ჩამცემს მკერდში ორლესულ მახვილს?!
[1310] უბედური ვარ, ვაი, საზარელ განსაცდელს შევერიე.
ექსანგელოსი. დიახ, რაკი ბრალი დაგედო ორივე სიკვდილში, მაგ ვაჟისაც და იმ ქალისაც,
რომლის ცხედარსაც ახლა ხედავ.
კრეონი. როგორ ჩაიდინა ეს სასტიკი საქციელი?

127
ექსანგელოსი. საკუთარი ხელით ჩაირტყა ხმალი გულში, როდესაც შვილის გულისგამგმირავი
ამბავი გაიგო.
კრეონი. ვაიმე, ვაი, ვერავის სხვას ვერ დაბრალდება მოკვდავთაგან ეს, მე ვარ ამაში დამნაშავე!
ეს მე, მე მოგკალი შენ, საძაგელმა, [1320] ვაღიარებ ამ სიმართლეს. ჩემო მსახურებო, წამიყვანეთ აქედან,
წამიყვანეთ რაც შეიძლება სწრაფად, მე უკვე არავინ არ ვარ.
კორიფაიოსი. კარგი რჩევაა, თუ შეიძლება რამე კარგი იყოს ამ უბედურებაში, რაც ნაკლებს
ვიტყვით, უკეთესია უბედობაში.

ანტისტროფი მეორე

კრეონი. მოვიდეს, მოვიდეს, ჩემთვის საუკეთესო ბედი, [1330] რომელიც მომიტანს ჩემს
უკანასკნელ დღეს, [1330] უმაღლეს ბედს! მოვიდეს, მოვიდეს, რომ ხვალინდელი დღე აღარ დავინახო!
კორიფაიოსი. ეს შემდეგ იქნება. ახლანდელ საქმეებს უნდა მივხედოთ. დანარჩენს ის მიხედავს,
ვინც უნდა მიხედოს.
კრეონი. მე რაც მინდოდა, ამ ლოცვაში შევაჯამე.
კორიფაიოსი. მაშ, მეტი აღარ ილოცო; მოკვდავებს მათთვის განსაზღვრული უბედურებისგან
თავის დახსნა არ შეუძლიათ.
კრეონი. წამიყვანე, უვარგისო კაცო, აქედან. [1340] მე მოგკალი შენ, შვილო, უნებურად, და შენაც,
მეუღლევ, ვაი მე უბედურს, არ ვიცი, რა გზას დავადგე, რომელს ვთხოვო დახმარება. რადგან
ყველაფერი, რაც ხელთ მაქვს, ხელიდან მიცვივა, გამანადგურებელი ბედისწერა დამატყდა თავს.

კრეონი შინ შეჰყავთ.

კორიფაიოსი. სიბრძნე ბედნიერების მთავარი შემადგენელია და ჩვენი დამოკიდებულება


ღმერთებისადმი არ შეიძლება [1350] წმინდა არ იყოს. დიდ-დიდი სიტყვები დიდ-დიდ დარტყმებად
უბრუნდება მედიდურ კაცს და სიბერეში სიბრძნეს ასწავლის.

128
ტრაქისელი გოგონები

129
მოქმედი პირები:

ჰერაკლესი
დეიანირა
ჰილოსი, მათი შვილი
დეიანირას ძიძა
მაცნე
ლიქასი, ჰერაკლესის შიკრიკი
ტრაქისელ გოგონათა გუნდი
უსიტყვოდ: იოლე, ჰერაკლესის ტყვე ქალი

მოქმედება ხდება ჰერაკლესის სახლის წინ ტრაქისში.

130
პროლოგოსი
შემოდიან დეიანირა და ძიძა.

დეიანირა. არსებობს ძველისძველი ნათქვამი, რომ ვერავინ იმსჯელებს ნებისმიერი მოკვდავის


ცხოვრებაზე, ავია ის თუ კარგი, სანამ ეს კაცი არ მოკვდება; ჩემი ცხოვრება კი, სანამ ჰადესში ჩავსულვარ,
უკვე ვიცი, რომ არის უბედური და მძიმე. რადგან მაშინაც კი, როდესაც ვცხოვრობდი მამაჩემ ოინევსთან
პლევრონში111, ქორწინების ისე მეშინოდა, როგორც არც ერთ ეტოლიელ ქალს არ შეშინებია. რადგან ჩემი
საქმრო იყო მდინარის ღმერთი აქელოოსი112, [10] რომელმაც სამი სახით სთხოვა ჩემი ხელი მამაჩემს,
ჯერ ხარის სახით წარმოდგა, შემდეგ ჭრელი და დაკლაკნილი გველის სახით, ბოლოს კი
ადამიანისთავიანი ხარის სახით, მისი გრძელი და ხშირი წვერიდან შადრევნად ჩქეფდა წყალი. იმის
მოლოდინში, რომ ამ საქმროს ხელში აღმოვჩნდებოდი, უბედური მუდმივად ვლოცულობდი, რომ
მოვმკვდარიყავი, სანამ მის სარეცელს მივუახლოვდებოდი; მაგრამ საბოლოოდ, ჩემდა გასახარად,
მოვიდა ზევსისა და ალკმენეს სახელგანთქმული ვაჟი, [20] შეებრძოლა მას და გამათავისუფლა. ზუსტად
ვერ მოვყვები, როგორ იბრძოდნენ. არ ვიცი, მაგრამ თუ არის ვინმე, ვინც უყურა ამ სანახობას ცახცახის
გარეშე, მას შეეძლო ანგარიში ჩაებარებინა. როდესაც იქ ვიჯექი, შიშმა შემიპყრო, ჩემს სილამაზეს
ჩემთვის, ბოლოს და ბოლოს, მწუხარება არ მოეტანა; მაგრამ ზევსმა, ასპარეზობის მსაჯულმა, კარგ
დასასრულს მიაღწია, თუკი მართლა კარგი იყო. რადგან მას შემდეგ, რაც ჰერაკლესს შევუერთდი,
როგორც მისი რჩეული საცოლე, სულ ვშიშობ და სულ ვღელავ მის გამო. ერთ რამეს მოაქვს გასაჭირი,
[30] მეორე ღამე, თავის მხრივ, მას აძევებს. ამას გარდა, ბავშვები გაგვიჩნდა, რომლებსაც მაშინ ის
უყურებდა მხოლოდ ისე, როგორც გლეხი უყურებს შორეულ ყანას, მხოლოდ ერთხელ ეწვევა, რომ
თესლი დათესოს და მეორედ – მოსავლის ასაღებად. ასეთი იყო მისი ცხოვრების წესი, რომელიც მას
მუდმივად აგზავნიდა ხან სახლში, ხანაც მონად ვიღაც ბატონის სამსახურში;113 მაგრამ ახლა, როდესაც
ამ განსაცდელს გადაურჩა, მე კიდევ უფრო შემეშინდა. რადგან მას შემდეგ, რაც მან მძლავრი იფიტოსი114
მოკლა, ჩვენ აქ ვცხოვრობთ, ტრაქისში115, ხიზნები ვართ [40] უცხოელი მასპინძლის სახლში. სად წავიდა
ჰერაკლესი, არავინ არ იცის. ვიცი მხოლოდ, რომ წავიდა და მწარე ტკივილი დამიტოვა. მე თითქმის
დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ტანჯვა გადაიტანა. ცოტა დრო არ გასულა, მისგან არაფერი გვსმენია
უკვე ათი თვეა და კიდევ ხუთი.116 აშკარად რაღაც საზარელი უბედურება მოხდა. ამაზე მიუთითებს ის
დაფაც, რომელიც წასვლის წინ დამიტოვა. ხშირად მივმართავ ლოცვით ღმერთებს, რომ აგვარიდოს
უბედურება.
ძიძა. ჩემო ქალბატონო დეიანირა, უკვე ბევრჯერ [50] ვხედავ, როგორ გლოვობ ჰერაკლესის
წასვლას მოთქმითა და დატირებით. მაგრამ ახლა, თუ შეიძლება მონამ რჩევა მისცეს თავისუფლად
შობილს, მე შემიძლია მიგითითოთ, რა უნდა გააკეთოთ. ამდენი შვილი გყავს, რატომ არ გააგზავნი

111
სტრ. 7. პლევრონი – ქალაქი ეტოლიაში (შუაგული საბერძნეთი), სადაც მეფობდა ოინევსი.
112
სტრ. 9. აქელოოსი – მდინარე ეტოლიასა და აკარნანიას შორის.
113
სტრ. 35. მონად ვიღაც ბატონის სამსახურში – იგულისხმება ევრისთევსი, მიკენის ან არგოსის მეფე, რომელსაც
ჰერაკლესი ზევსმა მონად მიაბარა შეშლილობის შეტევისას პირველი ცოლისა და შვილების დახოცვის შემდეგ. მითოსის სხვა
ვერსიით, ჰერაკლესი დეიანირაზე დაქორწინდა ევრისთევსთან სამსახურის დასრულების შემდეგ: როდესაც ჰერაკლესი ჰადესში
ჩავიდა კერბეროსის ამოსაყვანად, იქ შეხვდა მელეაგროსის აჩრდილს, რომელმაც სთხოვა, გაეთავისუფლებინა მისი და დეიანირა
აქელოოსისგან და ცოლად მოეყვანა იგი. ამ შემთხვევაში დეაიანირა მეტისმეტად ახალგაზრდა იქნებოდა ჰერაკლესის მიერ
ექალიის აღების დროს, რომ მოზრდილი შვილი ჰყოლოდა და შიში განეცადა ჰერაკლესის ხანგრძლივი არყოფნის გამო.
114
სტრ. 39. იფიტოსი – ევრიტოსის ძე (იხ. სტრ. 283 და 370).
115
სტრ. 40. ტრაქისი – თესალიის ქალაქი, მთა ოიტეს ფერდობზე (იხ. სტრ. 208 და 449), მალიის ყურესთან, თერმოპილეს
მახლობლად.
116
სტრ. 44-45. ათი თვეა და კიდევ ხუთი – ბერძნებს მთვარის თვეები ჰქონდათ. დღევანდელი ათვლით, ჰერაკლე ერთი
წელი და თითქმის ორი სრული თვე არ იყო; წელიწადი მოანდომა მან ომფალესთან სამსახურს და დანარჩენი დრო – ექალიასთან
ომის მომზადებასა და ქალაქის აღებას. შდრ. სტრ. 648.

131
რომელიმე მათგანს, რომ შენი მეუღლე მოძებნოს, განსაკუთრებით ჰილოსს? შესატყვისი იქნებოდა მისი
გაგზავნა, თუკი მას მამის ბედი აწუხებს და უნდა, კეთილად იყოს. აი, ახლაც სახლისკენ მოიჩქარის. მაშ,
თუ მიგაჩნია, რომ დროულად ვთქვი, [60] შეგიძლია, ჩემი რჩევაც გამოიყენო და ეს კაციც.

შემოდის ჰილოსი.

დეიანირა. შვილო, ჩემო ბიჭო, ბრძნული სიტყვები, მგონი, წარმოთქვა მოკრძალებულმა


ბაგეებმა. რადგან ეს ქალი მონაა, მისი რჩევა კი თავისუფლის ღირსია.
ჰილოსი. რა რჩევაა, დედა? მითხარი, თქმა თუ შეიძლება.
დეიანირა. სამარცხვნოაო, ამბობს, რომ არ ცდილობ, გაიგო მამაზე და იმაზე, სად იმყოფება,
როცა ამდენი ხანია უცხოეთშია.
ჰილოსი. მე ვიცი სადაცაა, ჭორებს თუ შეიძლება ენდო.
დეიანირა. რომელ მხარეშია, როგორ გსმენია, დასახლებული?
ჰილოსი. შარშანო, ამბობენ, მთელი წელი [70] მონად უშრომია ლიდიელ ქალთან117.
დეიანირა. თუ ამასაც კი გაუძლო, მაშინ შეგვიძლია ყველა ჭორს ვერწმუნოთ.
ჰილოსი. მაგრამ, როგორც მსმენია, ამ გარჯისგან გათავისუფლებულა.
დეიანირა. რას ამბობენ, ახლა სადააო, ცოცხალი, მკვდარია?
ჰილოსი. ან ომშია ან ომს აპირებსო, ამბობენ, ევბეაზე, ევრიტოსის118 სამეფოში.
დეიანირა. იცი თუ არა, შვილო, რომ მე სწორი მისნობა დამიტოვა მაგ მიწის თაობაზე?
ჰილოსი. როგორია, დედა? მე არ ვიცი ორაკული, რომელზედაც შენ ლაპარაკობ.
დეიანირა. რომ ან ამ ამბავს გადაჰყვება, [80] ან ამ გმირობის შემდეგ ტკბილი დღეები დაუდგება
მთელი ცხოვრების განმავლობაში. ასე რომ, შვილო, როდესაც მისი სიცოცხლე ბეწვზე კიდია, ნუთუ
დასახმარებლად არ წახვალ? რადგან ჩვენც გვეშველება, თუკი ის გადარჩება ან ჩვენც მასთან ერთად
დავიღუპებით.
ჰილოსი. მე წავალ, დედა. მე რომ ამ მისნობის არსი მცოდნოდა, დიდი ხანია, მის გვერდით
ვიქნებოდი. მამას ყოველთვის სდევდა წარმატება და მის გამო მეტისმეტი მღელვარება არ გვიწევდა. [90]
ახლა კი, როდესაც ცოდნა მაქვს, თავს არ დავზოგავ, რომ მთელი სიმართლე გავიგო მამაჩემზე.
დეიანირა. მაშ წადი, შვილო. ძებნა გვიანი არასოდეს არ არის, კარგი ამბავი გვიანაც კარგია.

ჰილოსი და ძიძა შინ შედიან.

117
სტრ. 71. ლიდიელ ქალთან – ომფალესთან (იხ. ტრ. 261, 293).
118
სტრ. 75. ევრიტოსი – ექალიის მეფე, იოლესა და იფიტოსის მამა (იხ. სტრ. 272-296 და 364-376).

132
პაროდოსი
შემოდის ტრაქისელ გოგონათა გუნდი.

სტროფი პირველი

გუნდი. შენ, რომელსაც გბადებს ღამე, როდესაც მარცხდება და ვარსკვლავიან გვირგვინს კარგავს
და რომელსაც მოგიზგიზეს მოსასვენებლად აწვენს, შენ გევედრები, ჰელიოს, ჰელიოს, მითხარი, სად
არის ალკმენეს ძე, სად ცხოვრობს მისი ბიჭი? კაშკაშა ღმერთო სინათლის გაელვებით, [100] სადმე
ზღვაშია, თუ ორმაგ ხმელეთზე119 უდგას ფეხი, მითხარი, უმძლავრესი მზერის მქონევ!

ანტისტროფი პირველი

სევდიანი გულით ვხედავ ბრძოლაში მოპოვებულ ჯილდოს, დეიანირას, როგორც მგლოვიარე


ჩიტს, თვალცრემლიანსა და უნუგეშოს, მუდმივ შიშში მყოფს მეუღლის გაუთავებელ მოგზაურობათა
გამო, იგი მუდამ იტანჯება [110] მოუსვენარ, დაქვრივებულ სარეცელზე ტანჯული ელის ახალ
უბედურებას.

სტროფი მეორე

რადგან ზუსტად ასე, როგორც ყველას შეუძლია დაინახოს ტალღა ტალღაზე, რომელსაც ვრცელ
უფსკრულს გაატარებს და წინ მიერეკება დაუოკებელი სამხრეთის ან ჩრდილოეთს ქარი, ასე მისი
ცხოვრების დიადი შრომა, მღელვარე, როგორც [120] კრეტის ზღვა, ახლა ხან უკან ატრიალებს კადმოსის
შთამომავალს120 და ხანაც ზე აჰყავს იგი. მაგრამ რომელიღაც ღმერთი შეუმცდარად არიდებს მას ჰადესის
სასახლეს.

ანტისტროფი მეორე

დეიანირას. პატივისცემით გისაყვედურებ ცრემლებს და გეტყვი საწინააღმდეგოს: გეუბნები, არ


უნდა დაკარგო სამართლიანი იმედი. გახსოვდეს, რომ ყოვლის აღმასრულებელ მეფეს, კრონოსის ძეს,
არ დაუდგენია მოკვდავთათვის უმტკივნეულო ხვედრი. მწუხარება და სიხარული ბრუნავს
ყველაფერში, როგორც დიდი დათვის ვარსკვლავები ბრუნავენ წრეზე.121

ეპოდოსი

ვარსკვლავიანი ღამე ცვალებადია მოკვდავთათვის, როგორც გასაჭირი და სიმდიდრე; ერთ


წამში მიდის იგი ჩვენგან, ვიღაცასთან კი მიდის სიხარულიცა და უბედურებაც. ამიტომ მოგიწოდებ
კიდეც, ჩვენო დედოფალო, ეს ამბები კარგად ჩაიბეჭდე გონებაში. უნდა იცოდე, ზევსი ასე უყურადღებო
ხომ არ იქნება [140] თავისი შვილებისადმი?

119
სტრ. 101. ორმაგი ხმელეთი – ევროპა და აზია.
120
სტრ. 118. კადმოსის შთამომავალი – ალკმენეს მიერ თებეში შობილი ჰერაკლესი.
121
სტრ. 131. დიდი დათვის ვარსკვლავები ბრუნავენ წრეზე – დიდი დათვის თანავარსკვლავედი არასოდეს არ სცდება
ჰორიზონტს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.

133
პირველი ეპისოდიონი
დეიანირა. ვხვდები, რომ იცით ჩემი ამბავი, ამან მოგიყვანათ აქ; მაგრამ სევდა, რომელმაც ჩემი
გული მოიცვა, – დე, ნურასოდეს განგეცადოთ საკუთარი გამოცდილებით, თქვენთვის სრულიად
უცნობია; რადგან ახალგაზრდის ცხოვრება იზრდება საკუთარ დაცულ უბანში, მას არც მზე-ღმერთის
სიცხე აწუხებს, არც წვიმა და არც ქარი. იგი უმეტესად არამძიმე არსებობას აგრძელებს სიამოვნებათა
შორის მანამ, სანამ მას „ცოლს“ არ უწოდებენ და არა „ქალწულს“ და არ აიღებს თავის წილ მშფოთვარე
ფიქრებს ღამღამობით, [150] შეწუხებული ქმრისა და ბავშვების გამო. მაშინ გამიგებდა ქალი ჩემი
უბედურებების სიმძიმეს, როცა გაიხსენებდა საკუთარ გამოცდილებას. სინამდვილეში, მე ბევრი
გასაჭირი მქონდა, რომელთა გამო შეიძლებოდა ტირილი, მაგრამ ვაპირებ იმაზე მოგიყვეთ, რასაც ვერ
შეედრება ვერაფერი წინანდელი. როდესაც ჩემი ბატონი ჰერაკლესი ბოლო გზაზე მიემართებოდა
სახლიდან, შინ დამიტოვა ძველი დაფა ნიშნებით; ეს დაფა ადრე არასოდეს არ მოუცია ჩემთვის და არ
აუხსნია, როდესაც თავისი მრავალრიცხოვანი გმირობიდან რომელიმეზე მიდიოდა. [160] იგი
ყოველთვის მიდიოდა გასამარჯვებლად, სასიკვდილოდ კი არა. ახლა კი, თითქოს განწირული კაცი იყო,
მან მითხრა, რა უნდა ამეღო სამეუღლეო წილის სახით და მამისეული მიწის რა წილი სურდა
გაენაწილებინა შვილებს შორის. მან ამ გაყოფისთვის დროც დანიშნა, თქვა, რომ წელიწადსა და სამ
თვეში ის ან მოკვდებოდა, ან გადარჩებოდა და შემდეგ ექნებოდა უდარდელი ცხოვრება. მან განმარტა,
რომ ღმერთების მიერ წინასწარ განსაზღვრული ბედი [170] უნდა გახდეს ჰერაკლესის გმირობების
დასასრული, როგორც, მისი სიტყვით, დოდონეში122 ძველმა მუხამ უთხრა ერთხელ ორი პელეიასის123
ბაგეებით. სწორედ ახლა უნდა ახდეს ამ მისნობის სიმართლე, ასე რომ, ისინი უნდა ახდეს. შედეგად,
ვიღვიძებ ტკბილი ძილიდან შიშით, ძვირფასო ქალიშვილებო, ძრწოლით, რომ შეიძლება გავხდე
ყველაზე უფრო კეთილშობილი კაცის ქვრივი.
კორიფაიოსი. სიტყვა აღარ ითქვას! ჩვენთან მოდის გვირგვინოსანი კაცი, ალბათ, სიხარული
მოაქვს.

შემოდის მაცნე.

მაცნე. [180] დედოფალო დეიანირა, მე ვიქნები პირველი მაცნე, რომელიც შიშისგან დაგიხსნის.
იცოდე, რომ ალკმენეს ვაჟი ცოცხალია და იგებს, ხოლო ბრძოლებში ამ მიწის ღმერთებისთვის პირველი
ნაყოფი მოაქვს.
დეიანირა. რას ამბობ, მოხუცო, რა უნდა შემატყობინო?
მაცნე. რომ შენი აღფრთოვანების გამომწვევი ქმარი მალე შინ დაბრუნდება, გამოცხადდება
საკუთარი გამარჯვებული სიმძლავრით.
დეიანირა. რომელი მოქალაქისგან ან რომელი უცხოელისგან გაიგე ეს?
მაცნე. მინდორში, ხარების საზაფხულო საძოვარზე, მაცნე ლიქასი უცხადებს ამას ბევრს. მისგან
გავიგონე მე [190] და გამოვიქეცი, ასე რომ, მე პირველმა მოვიტანე ეს ამბავი და შემეძლო რაღაც მიმეღო
შენგან და მომეპოვებინა შენი კეთილგანწყობა.
დეიანირა. და რატომ აქ არაა, თუ ასე წარმატებულია?
მაცნე. მას არ უყვარს, ქალბატონო, მოძრაობის სიმსუბუქე. მალიელების მთელი მოსახლეობა
გარს შემოეხვია, ეკითხებიან და ადგილიდან ვერ იძვრის. ყველას უნდა, რამე გაიგოს თავისი სურვილის
მიხედვით და არ გაუშვებენ კაცს, სანამ თავის სასურველს არ გაიგებს. ამრიგად, მისი სურვილების
საწინააღმდეგოდ, მაგრამ მათი სურვილების მიხედვით. მიუხედავად ამისა, მალე პირისპირ დაინახავ.
დეიანირა. [200] ზევსო, ოიტეს ხელუხლებელი წმინდა ჭალის მფლობელო, ბოლოს და ბოლოს,
თუმცა დიდი დაგვიანებით, შენ ჩვენ სიხარული მოგვიტანე. ხმა აიმაღლეთ, ქალებო სახლსა და

122
სტრ. 171. დოდონე – ზევსის უძველესი ტაძარი ეპიროსში, სადაც ქურუმი ქალები, რომელთაც „მტრედებს“
უწოდებდნენ, ყურს უგდებდნენ წმინდა მუხის ფოთლების შრიალს და ამის მიხედვით უწინასწარმეტყველებდნენ მოკვდავებს.
123
სტრ. 172. პელეიასი (ბერძნ. „მტრედი“) – ზევსის წმინდა ქურუმი ქალი დოდონეს სამისნოში.

134
კარიბჭის მიღმა, რადგან ახლა ვტკბებით ამ შეტყობინების სიკაშკაშით, რომელიც ჩვენამდე მოვიდა,
თუმცა იმედი ამოწურული გვქონდა.
გუნდი. დაე ხვალინდელმა სარძლოებმა სიხარულის ყიჟინა დასცენ სახლში და საზეიმო
შეძახილები კერასთან. მათს ხმას ხალხმაც თავისი შეუერთოს და მიმართოს აპოლონს,
კეთილკაპარჭიანს, ჩვენს მფარველს. ამავე დროს, [210] ქალიშვილებო, ქება-დიდებით მოუხმეთ მის
დას, ორტიგიის არტემისს, ირმებზე მონადირეს, ორივე ხელში ჩირაღდნიან ქალღმერთსა და მის
მეზობელ ნიმფებს! ამაღლებული ვარ, უარს არ ვეტყვი სალამურს, ო ჩემი გულის ბატონო! შეხედე, მისი
სურო მაღელვებს მე. ევოი! სწრაფად მატრიალებს ბაკქოსის [220] სრბოლაში. იო, იო, პეან! იყვირე,
საყვარელო ქალო, ყველაფერი მოხაზულობას იძენს პირდაპირ შენ თვალწინ.
დეიანირა. ვხედავ, საყვარელო გოგონებო, ეს სანახაობა არ გამოეპარა ჩემს ყურადღებიან
თვალებს. ვხედავ ამ მსვლელობას. მივესალმები სიხარულით მაცნეს, რომელიც დიდხანს არ იყო! თუ
მართლაც მოიტანე სასიხარულო რამ.

შემოდის ლიქასი, მას მოჰყვებიან ტყვე ქალები.

ლიქასი. გვიხარია, რომ დავბრუნდით და გვიხარია, რომ ასე დაგვხვდით, [230] ქალბატონო,
აღსრულებული საქმის შესაფერისად. რადგან, როდესაც კაცს გაუმართლებს, იგი კარგ დახვედრასაც
იმსახურებს.
დეიანირა. უსაყვარლესო კაცო, ჯერ ის მითხარი, რაც უპირველესად უნდა გავიგო, ჰერაკლესს
ცოცხალს მივიღებ?
ლიქასი. მე იგი ნამდვილად დავტოვე ცოცხალი და ჯანმრთელი, სნეულებით დაუმძიმებელი.
დეიანირა. რომელ მიწაზე? მშობლიურზე თუ ბარბაროსების მიწაზე?
ლიქასი. კონცხია ევბეაზე, სადაც კენაიონელი ზევსის124 ბომონებს აკურთხებს და მიწის ნაყოფს
სწირავს.
დეიანირა. ფიცის შესატყვისად თუ ორაკულის ბრძანებით?
ლიქასი. [240] იმ ფიცის შესაბამისად, რომელიც დადო, როდესაც ცდილობდა დაეპყრო და
გაეძარცვა ამ ქალების სამშობლო, რომელსაც შენ წინ ხედავ.
დეიანირა. და ესენი ვინ არიან, ღმერთების სახელით? ისინი სიბრალულს იმსახურებენ, თუკი
მათი უბედურება არ მატყუებს მე.
ლიქასი. ეს ტყვე ქალებია, რომლებიც მან ნადავლიდან შეარჩია თავისთვის და ღმერთებისთვის,
როდესაც გაძარცვა ქალაქი ევრიტოსი.
დეიანირა. ნუთუ ეს იყო ომი იმ ქალაქის წინააღმდეგ, რომელმაც ასე დიდხანს დააყოვნა,
მიუხედავად წინასწარმეტყველებისა, რომ დღეების თვლას ვერ ავუვედით?
ლიქასი. არა, უმეტესი წილი დროისა მან დაჰყო ლიდიაში, სადაც თავისუფალი კაცი არ იყო,
როგორც აცხადებს, არამედ [250] მონად იყო გაყიდული. ჩემი მონათხრობი არ უნდა გეწყინოს, ქალო,
რადგან გაირკვევა, რომ ამ საქმეში ზევსის ხელი ურევია. მთელი წელი გაუტარებია, როგორც თვითონ
ამბობს, ბარბაროს ომფალეს ნაყიდ მონად. იმდენად ატკინა გული ამ შერცხვენამ, რომ საზეიმო ფიცი
დადო, რომ ერთხელაც ცოლშვილიანად დაიმონებდა კაცს, რომელმაც ეს ტანჯვა მიაყენა. ტყუილად არ
დაუდვია ეს ფიცი; მართლაც, როდესაც განიწმინდა, შეკრიბა დაქირავებული ლაშქარი და ევრიტოსის
ქალაქს დაეცა თავს [260]. რადგანო, ამტკიცებდა ჰერაკლესი, მოკვდავთაგან მხოლოდ ეს კაცი
მონაწილეობდა მისთვის ტანჯვის მიყენებაში. რადგან როდესაც ჰერაკლესი, ძველი მეგობარი და
მასპინძელი, მივიდა მის სახლსა და კერასთან, ევრიტოსმა უღრიალა და დამღუპველი შეურაცხყოფა
მიაყენა, თქვა, თუმცა ჰერაკლესს ჰქონდა ისრები, მაგრამ მშვილდოსნობაში მისი შვილების სიმაღლესაც
ვერ აღწევდა. შემდეგ დაიყვირა, რომ ჰერაკლესი თავისუფალი კაცის მონა იყო, გატეხილი გოლიათი.
შემდეგ კი ნადიმზე, სადაც მისი სტუმარი დათვრა, მან იგი სახლიდან გააგდო. ასეთი მოპყრობით
გამძვინვარებულმა, [270] როდესაც ამის შემდეგ იფიტოსი ტირინსის ბორცვს მიუხლოვდა გზაარეული

124
სტრ. 238. კენაიონელი ზევსი – კენაიონის კონცხი იყო კუნძულ ევბეას უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთით.

135
ცხენების ძებნისას, ჰერაკლესმა ისარგებლა შემთხვევით, როდესაც კაცის თვალები ერთ ადგილას იყო
და ფიქრები – მეორეს და ჩამოაგდო იგი მაღალი მწვერვალიდან. მაგრამ ამ საქციელმა განარისხა მეფე,
ყოველთა მამა, ზევს ოლიმპოსელი, გაგზავნა იგი გასაყიდად და არ მოითმინა, რომ ამ ჯერზე მან
ადამიანი ცბიერებით მოკლა. მას რომ ღიად ეძია შური, ზევსი ალბათ აპატიებდა სამართლიან ზეიმს.
[280] რადგან ღმერთებს არ უყვართ დანაშაულებრივი საქციელი. ამდენად, ის ხალხი, რომელიც
ტრაბახობდა მწარე სიტყვებით, თავად არის ჰადესის მკვიდრი, ყველა მათგანი, ხოლო მათი ქალაქი
დამონებულია. ქალები, რომლებსაც ხედავ, ბედნიერებიდან უბედურებაში რომ ჩაცვივდნენ,
გამოგიგზავნა აქ შენ. რადგან ეს იყო შენი ქმრის ბრძანება, რომელსაც მე ვასრულებ, ერთგული მსახური.
რაც შეეხება თავად კაცს, იცოდე, მოვა, როდესაც სუფთა მსხვერპლს შესწირავს თავისი მამების ზევსს
ქალაქის გაძარცვის გამო. ყველა კარგი ამბის შემდეგ, [290] რასაც მოვყევი, ეს ყველაზე უფრო სასიამოვნო
სიტყვაა, რომლის გაგონებაც შეიძლება.
კორიფაიოსი. ახლა, დედოფალო, შენი სიხარული ნათლად გამომჟღავნდა; ნაწილი შენთანაა,
დანარჩენზე წინასწარი ცოდნა გაქვს.
დეიანირა. დიახ, როგორ არ უნდა გავიხარო პასუხიმგებლობის სულით, როდესაც მესმის ჩემი
ქმრის წარმატების ამბავი? ჩემი სიხარული ფეხდაფეხ უნდა მიჰყვებოდეს მის წარმატებას. და მაინც,
გამჭრიახი გონება ხედავს ადგილს შიშისთვის, რომ ერთხელაც წარმატებისგან ფეხი არ წამოიკრას.
რადგან უცნაური სიბრალული დამეუფლა ამ ბედკრული ლტოლვილების ხილვისას, [300] უცხო
ქვეყანაში უსახლკაროებისა და ობლებისა. თუმცა ისინი, შეიძლება, ოდესღაც თავისუფლად შობილთა
ასულები იყვნენ, ახლა ისინი მონების ცხოვრებით ცხოვრობენ. ო ზევს, ღმერთო, რომელიც ცვლი
ბრძოლის მიმდინარეობას, დაე არასოდეს დაგინახო, ჩემი ხაზის ბავშვს დასდევდე რაიმე მიზეზით; არა,
თუ რამე ამგვარს გააკეთებ, დაე არ მოხდეს, სანამ ცოცხალი ვარ! ისე დიდია ჩემი შიში, როცა ამ გოგონებს
ვუყურებ. იოლეს. უბედურო გოგონა, შენ ვინ ხარ? უკაცოდ ხარ, თუ დედა ხარ? გარეგნობის მიხედვით,
ჯერ ამ სახით არ გასინჯულხარ, მაგრამ კეთილშობილი წარმოშობის ადამიანი კი ჩანხარ. [310] ლიქას,
ვისი შვილია ეს უცნობი გოგო? ვინ არის მისი დედა, ვინ არის მამა? თქვი. მას რომ ვუყურებ, უფრო
მეცოდება, ვიდრე ყველა სხვა, რადგან მხოლოდ ამას უჭირავს თავი ღირსეულად.
ლიქასი. რატომ უნდა ვიცოდე? რატომ მეკითხები? იქნებ იგი იმ ქვეყნის ყველაზე დაბალი ფენის
შთამომავალი არ არის?
დეიანირა. შეიძლება მმართველი ოჯახიდან იყო? იქნებ, ევრიტოსის ქალიშვილი იყო?
ლიქასი. არ ვიცი; სინამდვილეში, დიდი გამოძიება არ ჩამიტარებია.
დეიანირა. და შენ არ იცი მისი სახელი რომელიმე სხვა ტყვე ქალისგან?
ლიქასი. რა თქმა უნდა, არა. ჩემი ამოცანა მდუმარედ შევასრულე.
დეიანირა. [320] უბედური გოგო, მაინც, მითხარი საკუთარი პირით. მე მართლაც არ
მსიამოვნებს, არ ვიცოდე, ვინ ხარ.
ლიქასი. არა, გარწმუნებ, წინა დღეების ამბავს თუ გაითვალისწინებს, ბაგეს არ გახსნის. მთელი
გზა, როგორც ახლა, სიტყვა არ უთქვამს. იტანჯება და ცრემლს ღვრის, საბრალო გოგონა, მას შემდეგ, რაც
დატოვა თავისი ქარიანი სამშობლო. მისი მდგომარეობა მართლა ცუდია – მისთვის, ყოველ
შემთხვევაში, – მაგრამ ჩვენგან ითხოვს თავშეკავებას.
დეიანირა. მაშინ ნება დართე, სიმშვიდეში იყოს და დაიმალოს ჩვენ ჭერქვეშ, [330] როგორც
თვითონ ესიამოვნება. არ მინდა ახალი უსიამოვნება მოგაყენო, ისედაც ბევრს ითმენ. ახლა ყველანი
შევიდეთ, რომ შენ შეძლო მალე გაეშურო გზად, მე კი ყველაფერს მოვამზადებ სახლში.

ლიქასი ტყვე ქალებთან ერთად და დეიანირა კარიბჭისკენ მიდიან. გზად ხვდებათ მაცნე.

მაცნე, დეიანირას. ჯერ მოიცადე, არ გახვიდე ცოტა ხანს, რომ გაიგო ამათზე, ვინ არიან, ვინ
შეგყავს სახლში და მიიღო აუცილებელი ცოდნა ამბებზე, რომლებიც არ გსმენია. მე მთლიანად ვიცი
ყველაფერი.
დეიანირა. რა ხდება? რატომ აყოვნებ ჩემს წასვლას?
მაცნე. [340] გაჩერდი და მომისმინე. ჩემი წინა ანგარიში არ იყო შენი დროის უაზრო ხარჯვა და
მე ვფიქრობ, რომ არც ეს იქნება დროის უაზრო ხარჯვა.

136
დეიანირა. ისევ მოვუხმო გუნდს, თუ ჩემს და ამ გოგონების წინაშე გინდა გამოხვიდე?
მაცნე. შემიძლია თავისუფლად ვილაპარაკო შენსა და ქალების წინაშე. სხვებს ყურადღებას ნუ
მიაქცევ.
დეიანირა. ისინი წავიდნენ. ახლა კი შენს სიტყვაში ხაზი გაუსვი, თუ რას გულისხმობ.
მაცნე. ამ კაცმა, ლიქასმა არაფერი არ თქვა იქიდან, რაც ახლახან გითხრა შენ, სიმართლესთან
მკაცრ თანხმობაში. ან ახლა ტყუის, ან წინა ანგარიშის გაკეთებისას იყო უსინდისო.
დეიანირა. რას ამბობ? ცხადად ამიხსენი ყველაფერი, რას გულისხმობ, [350] რადგან არ მესმის,
რას ამბობ.
მაცნე. მე გავიგონე, ამ კაცმა როგორ გამოაცხადა მრავალი მოწმის წინაშე, რომ სწორედ ამ
გოგონას გამო ჰერაკლესმა დაამხო ევრიტოსი და ექალიის მაღალი კოშკები; ეროსმა, ერთადერთმა
ღმერთთაგან, მონუსხა იგი ამ გმირობათა ჩასადენად და არა ომფალეს მძიმე მონობამ ლიდიაში და არც
იფიტოსის ჩამოგდებამ და სიკვდილმა. მაგრამ ახლა მაცნე აგდებს ეროსს და ჰყვება სხვა ამბავს. კარგი,
როდესაც ჰერაკლესმა ვერ შეძლო იმის დარწმუნება, რომლის თესლმაც წარმოშვა ბავშვი, [360], მიეცა
მისთვის ქალიშვილი საიდუმლო ხარჭის სახით, მოიფიქრა რაღაც წვრილი საბაბი და დაიწყო ომი მის
სამშობლოსთან, როგორც მაცნემ თქვა, რომელსაც მართავდა ევრიტოსი. მან მოკლა მეფე, ამ გოგონას მამა
და ქალაქი გაძარცვა. ახლა კი, როგორც ხედავ, იგი ბრუნდება და გამოგზავნა ამ სახლში სათანადო
ყურადღებით, ქალო და არა ისე, მონაქალი რომ ყოფილიყო. არა, ამას ნუ ელოდები. ეს ნაკლებ
სავარაუდოა, თუკი მისი გული სურვილით აინთო. ამასთან დაკავშირებით, ჩემო დედოფალო, მე
გადავწყვიტე გაგიმჟღავნოთ ყველა თქვენგანს [370] ის, რაც ამ კაცისგან გავიგონე. ბევრ სხვასაც ესმოდა
ეს, როგორც მე, საზოგადოებრივ ადგილზე, სადაც ტრაქისელები შეიკრიბნენ, რომ მათ შეძლებოდათ
გაეგოთ. თუ ჩემი სიტყვები უსიამოვნოა, მე ვწუხვარ; მაგრამ მაინც მე ვთქვი სიმართლე.
დეიანირა. აჰ, უბედურება! რა ხდება ჩემს თავს? რა საიდუმლო ჭირს მივესალმე ჩემ ჭერქვეშ? ჰა,
მე! მაშ იგი უსახელოდ დაიბადა, როგორც იფიცებდა მისი თანმხლები?
მაცნე. არა, სახელით განდიდებული, ისევე როგორც წარმოშობით; [380] იგი ევრიტოსის ასულია
და ოდესღაც მას იოლეს უხმობდნენ. მაგრამ მას არაფერი შეეძლო ეთქვა მის დაბადებაზე, იმიტომ რომ,
რა თქმა უნდა, არ ჩაუტარებია გამოძიება.
გუნდი. დაე განადგურება შეეხოს არა ყველა დამნაშავეს, არა, მხოლოდ კაცს, რომელიც
ფარულად სჩადის დანაშაულს, რაც სამარცხვინოა მისი რანგისთვის!
დეიანირა. აჰ, მეგობრებო, რა უნდა ვქნა? თავზარი დამცა ბოლო ამბებმა!
გუნდი. წადი და ჰკითხე ლიქასს, მას შეუძლია თქვას სიმართლე, რომ იყო მზად და აიძულო,
პასუხი გაგცეს.
დეიანირა. უნდა წავიდე. შენი რჩევა საღ აზრს არ არის აცდენილი.
მაცნე. [390] მე აქ მოვიცადო? თუ რა გჭირდება?
დეიანირა. აქ დაიცადე, რადგან იგი სახლიდან ჩემი გამოძახების გარეშე გამოდის და არა
საკუთარი სურვილით.

შემოდის ლიქასი.

ლიქასი. ქალბატონო, რა შეტყობინება გადავცე ჰერაკლესს? დამარიგეთ, რადგან, როგორც


ხედავთ, მივდივარ.
დეიანირა. რა სწრაფად გარბიხარ, მაშინ როცა მოსვლა იყო ასე დაგვიანებით – სანამ ჩვენი
საუბარი შევაჯამეთ.
ლიქასი. კარგი, თუ რამ არის საკითხავი, მე მზად ვარ.
დეიანირა. შენ მე მართლა მეტყვი სიმართლეს?
ლიქასი. დიახ, დიადი ზევსი იყოს ჩემი მოწმე – ყველაფერს, რაც ვიცი.
დეიანირა. [400] ვინ არის ის ქალი, რომელსაც აქ მოუძეხი?
ლიქასი. ევბეელია. მაგრამ ვისი შთამომავალია, ვერ ვიტყვი.
მაცნე. ეი, შენ, მე შემომხედე. რა გგონია, ვის ელაპარაკები?
ლიქასი. და შენ, ასეთ კითხვას რად მისვამ?

137
მაცნე. გაბედე და კითხვაზე მიპასუხე, თუკი გონიერი ხარ.
ლიქასი. მე ვესაუბრები დედოფალ დეიანირას, ოინევსის ასულს, ჰერაკლესის მეუღლეს და თუ
თვალი არ მატყუებს, ჩემს ქალბატონს.
მაცნე. ის სიტყვაა, რომელიც მინდოდა შენგან გამეგონა, აღიარებ, რომ იგი შენი ქალბატონია?
ლიქასი. დიახ, სწორია.
მაცნე. [410] კარგი, მაშინ რა სასჯელი, შენი აზრით, იქნებ სწორი, თუკი აღმოჩნდება, რომ
არასწორად იქცევი მასთან მიმართებაში?
ლიქასი. როგორ თუ არაწორად? რა გამონაგონი შექმენი?
მაცნე. არანაირი. რა თქმა უნდა, შენ ამას აკეთებ.
ლიქასი. მივდივარ, სულელი ვიყავი, ამდენ ხანს რომ გისმენდი.
მაცნე. არა, სანამ არ უპასუხებ ერთ პატარა შეკითხვას.
ლიქასი. თქვი, თუ რამ გჭირდება. მდუმარე არსება არა ხარ.
მაცნე. ტყვე, რომელიც სახლში მოიყვანე, გესმის, ვისზე ვამბობ?
ლიქასი. დიახ. მაგრამ რატომ მეკითხები?
მაცნე. განა შენ არ აღიარე, რომ ის, რომელსაც უყურებდი, თითქოს არ იცნობდი, [420] იყო იოლე,
ევრიტოსის თესლი, შენ ტყვე ქალი?
ლიქასი. ვის ვუთხარი ეს მე? ვინ არის და სად არის ის კაცი, ვინც ეს თქვა და იქნება თქვენი
მოწმე?
მაცნე. მრავალ მოქალაქეს. ტრაქისელების საჯარო შეხვედრაზე დიდ ჯგუფს ესმოდა, ყოველ
შემთხვევაში ეს შენგანაა.
ლიქასი. რა თქმა უნდა, მათ თქვეს, რომ ესმოდათ. მაგრამ ეს ერთი და იგივე არაა, მოჰყვე
ვიღაცის წარმოსახვა და მისცე ზუსტი ანგარიში.
მაცნე. რას გულისხმობ წარმოსახვაში? შენ რა, ფიცი არ დადე, როცა ბრძანე, რომ იგი ჰერაკლესის
საცოლედ მოგყავს?
ლიქასი. მე? საცოლედ მოყვანა? ღმერთების სახელით, ძვირფასო [430] ქალბატონო, მითხარი,
ვინაა ეს უცხოელი?
მაცნე. მე ვარ ადამიანი, რომელმაც შენი საკუთარი პირიდან ისმინა, რომ მთელი ქალაქის
დაპყრობა იყო გამოწვეული ამ გოგონას სურვილით და რომ ლიდიელმა ქალმა გაანადგურა არა იგი,
არამედ ვნება, რომელიც გოგონას მიმართ გაუჩნდა.
ლიქასი. ქალბატონო, ეს კაცი გააძევეთ! გიჟთან ლაყბობა გონიერი კაცის ნიშანი არ არის.
დეიანირა. არა, გევედრები ზევსის სახელით, რომელიც მეხს დასცემს ოიტეს მაღალ და ვიწრო
ხეობებს, ნუ წამართმევ ნამდვილ ანგარიშს! შენი სიტყვები სასტიკი ქალის ყურს არ მიწვდება, მას ჯერაც
არ შეუსწავლია ადამიანთა არსი, [440] ჩვენი ბუნებით როგორ არამდგრადი ვართ ჩვენს სიამოვნებაში.
მაშ, მას არ შეუძლია საღი აზრის გამოყენება, რომელიც მოკრივესავით იგერიებს ეროსის დარტყმებს.
რატომ სხვა ქალი არა, როგორც მე? და ამიტომ მე მართლა შეშლილი ვარ, თუკი ბრალს ვდებ საკუთარ
ქმარს იმაში, რომ იგი მოიცვა ამ დაავადებამ ან იმიტომ, რომ იგი შეპყრობილია ამ ქალის მიერ, მისი
თანამზრახველისა ამ საქმეში, რაც არ არის სამარცხვინო მათთვის და ჩემთვისაც არაა მცდარი.
შეუძლებელია! თუ მისგან ისწავლე [450] ტყუილი, ეს არ იყო კეთილშობილი გაკვეთილი; მაგრამ თუ
თვითონ სწავლობ მას, შენ განგიხილავენ, როგორც ბოროტ კაცს, თუნდაც კეთილშობილების
გამოვლინებას ცდილობდე. არა, მითხარი სრული სიმართლე, რადგან თავისუფალ ადამიანს მატყუარას
სახელი ეწებება, როგორც მახინჯი ლაქა. თუ იმედი გაქვს, რომ გამჟღავნებას თავს დააღწევ, ეს არ
მოხდება: ბევრია ის ხალხი, რომელსაც უთხარი და რომლებიც მე შემატყობინებენ. და თუ გეშინია, შენი
შიში მცდარია, რადგან სიმართლის ვერგაგება ტკივილს მომაყენებს. ცოდნაში რა არის საშიში? ნუთუ
უამრავ სხვა [460] ქალს არ შეწყვილებია ჰერაკლესი? რომელიმეს ან მკვეთრი სიტყვა ვუთხარი ან
საყვედური? თუნდაც ამ გოგონას, თუნდაც ის მოცული იყოს მთლიანად თავისი ვნებით.
სინამდვილეში, გული მომიკვდა, რომ დავინახე, რადგან მისმა სილამაზემ ცხოვრება დაუნგრია და მან,
უბედურმა, თავისდა უნებლიეთ გაანადგურა საკუთარი სამშობლო და სხვის მონად აქცია. კარგი, ეს
ამბები ქარს გავატანოთ. რაც შეგეხება შენ, გეუბნები, იეშმაკე სხვებთან, მე კი ყოველთვის მითხარი
სიმართლე.

138
კორიფაიოსი. [470] უსმინე მის კეთილ რჩევას და ამის შემდეგ არც ამ ქალზე სასაყვედურო
მიზეზი გექნება და არც ჩემი მადლიერება მოგაკლდება.
ლიქასი. მართლაც, ძვირფასო ქალბატონო. რაკი ვხედავ, რომ შენც ისე ფიქრობ, როგორც
მოკვდავები უნდა ფიქრობდნენ და საღი აზრი არ გაკლია, მე გეტყვი მთელ სიმრთლეს და არ დავმალავ
მას. დიახ, ისიც ზუსტად ასე ლაპარაკობს. საშინელმა ლტოლვამ ამ ქალიშვილისკენ დიდი ხანია მოიცვა
ჰერაკლესი და მის გამო მიწასთან გაასწორა უდაბური ექალია, მამამისის ქვეყანა. მაგრამ მას, ეს უნდა
ვთქვა მის სასარგებლოდ, [480] არასოდეს უბრძანებია ჩემთვის დამემალა ეს ფაქტი და არც არასოდეს
უარყოფდა ამას. ამის ნაცვლად მე, დედოფალო, მეშინოდა შენთვის არ მომეკლა გული ამ ახალი ამბით
და შევცდი, თუკი შენ ეს რამენაირად შეცდომა გგონია. მაგრამ, რადგან ახლა იცი მთელი ამბავი, რაკი
მის გამო და საკუთარი თავის გამო იტან ამ გოგონას და გსურს, რომ ნაზი სიტყვები, რომლებიც მას
უთხარი, უკან არ წაიღო. რადგან, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ხელის ძალით ყველგან იმარჯვებს
იგი, ჰერაკლესი მთლიანად დაიმონა ვნებამ ამ გოგონას მიმართ.
დეიანირა. [490] საკუთარი აზრებიც მკარნახობენ ისე ვიმოქმედო, როგორც შენ მირჩევ.
დარწმუნებული იყავი, რომ მე კიდევ ერთ შარში არ გავეხვევი და უნაყოფო ბრძოლას არ დავუწყებ
ღმერთებს. მაგრამ მოდი, შინ შევიდეთ, რომ შეძლო ჩემგან შეტყობინება გადასცე და რადგან მიღებული
საჩუქრების სანაცვლოდ საჩუქრები უნდა გაიცეს, მე უნდა მოგცე, რომ შენ ისინი მას წაუღო. სწორი არ
იქნებოდა, თუ ხელცარიელი გაბრუნდებოდი, როდესაც ასე უხვი ტვირთით ჩამოხვედი.

ლიქასი, მაცნე და დეიანირა შედიან შინ.

139
პირველი სტასიმონი
სტროფი

გუნდი. დიდი და მძლავრია გამარჯვება, რომელსაც ყოველთვის აღწევს კვიპროსის დედოფა-


ლი. გამოვტოვებ მოთხრობებს ღმერთებზე, [500] და არ მოვყვები, როგორ მოატყუა მან კრონოსის ძე და
ჰადესი, წყვდიადის მბრძანებელი, ან პოსეიდონი, მიწისმრყეველი; მაგრამ როდესაც ამ პატარძლის
მოგება იყო საჭირო, ვინ იყვნენ მთავარი მეტოქეები, რომლებიც მის ქორწილში ასპარეზობაში
მონაწილეობდნენ? ვინ გადადგა ნაბიჯი წინ დარტყმებითა და ავარდნილი მტვრით სავსე ბრძოლაში?

ანტისტროფი

ერთი მათგანი იყო მდინარის მძლავრი ღმერთი ოთხფეხი ხარის სხეულით, მაღალი რქებით,
[510] აქელოოსი ოინიადედან.125 მეორე თებედან მოვიდა, ბაკქოსის სახლიდან, მუქარით არხევდა თავის
მოქნილ მშვილდს, შუბსა და კომბალს; ზევსის ძე იყო. შემდეგ ეს ორი ერთმანეთს შეხვდა ბრძოლაში,
პატარძლის დაუფლების სურვილით იყო ორივე აღძრული და მათთან იყო საქორწინო სიხარულის
ქალღმერთი კიპრისი, ორთაბრძოლის ერთადერთი მსაჯული.

ეპოდოსი

გაისმა მუშტების მიჯახების, მშვილდის ზუზუნისა და ხარის რქების შეჯახების ერთმანეთში


არეული ხმა; [520] შემდეგ იყო ვიწრო სიმაგრეში შეტაკებები, შუბებით სასიკვდილო შეჯახებები და
ორივეს ხმამაღალი ყვირილი. ამასობაში ფაქიზი მზეთუნახავი იჯდა ბორცვის ფერდზე, რომელიც
შორიდან ჩანდა და ელოდა კაცს, რომელიც მისი ქმარი უნდა გამხდარიყო. ამრიგად, როგორც გიყვებით,
გაცხარდა ბრძოლა. პატარძლის სახეზე, რომელიც განხეთქილების ჯილდო იყო, აისახა დასასრულის
მოლოდინის მწარე სევდა. მალე, როგორც დეკეულმა ფური, ისე მიატოვა [530] დაობლებულმა დედა.

125
სტრ. 510 ოინიადე – ქალაქი ოინიადე იმყოფება აქელოოსის იონიის ზღვის შესართავთან.

140
მეორე ეპისოდიონი
შემოდის დეიანირა.

დეიანირა. ძვირფასო მეგობრებო, სანამ ჩვენი სტუმარი ემშვიდობება ტყვე ქალიშვილებს


სახლში, მე გამოვიპარე, რომ მოგითხროთ, რა მოიფიქრეს ამ ხელებმა და ნაწილობრივ იმიტომაც, რომ
ჩემს ტანჯვაზე გული მოვიოხო თქვენი თანდასწრებით. მე მივიღე ქალიშვილი ან, მე მჯერა, არა უკვე
ქალიშვილი, არამედ გამოცდილი ქალი, ჩემს სახლში, ზუსტად ისე, როგორც მეზღვაურს შემოაქვს
ტვირთი, საქონელი, რომელიც ამსხვრევს ჩემს სულიერ სიმშვიდეს. და ახლა ორნი ვართ, წყვილი,
რომელიც ელოდება ერთ კაცის ჩახუტებას ერთი [540] საბნის ქვეშ. ასეთია ჯილდო, რომელიც
გამომიგზავნა ჰერაკლესმა, კაცმა, რომელსაც მე ნამდვილსა და ერთგულს ვეძახდი, იმისთვის, რომ მის
სახლს მთელი ეს ხანი ვიცავდი. მე არ ვიცი, როგორ გავუბრაზდე მას, თუნდაც დაავადებული იყოს ამ
სენით. მაგრამ, ისევ მასთან იცხოვროს ერთი ქორწინებით, რომელ ქალს შეუძლია ამის ატანა? რადგან
მე ვხედავ, რომ მისი სიყმაწვილის ყვავილი ყვავის, ჩემი კი ჭკნება. მამაკაცის თვალს უყვარს
სიყმაწვილის ყვავილის მოწყვეტა, მაგრამ ისინი ბებრისგან უკან იხევენ. [550] ამის გამო, მეშინია, რომ
ჰერაკლესი, სახელად ჩემი მეუღლე, გახდება უფრო ახალგაზრდა ქალის ქმარი; მაგრამ, როგორც უკვე
ვთქვი, მრისხანება არცხვენს გონიერ ქალს. მე მოგიყვებით, ჩემო მეგობრებო, როგორ მივიღებ
გათავისუფლებასა და შემსუბუქებას. მე მქონდა საჩუქარი, ძველი, რომელიც დიდი ხნის წინ მაჩუქა
ურჩხულმა, მე მას ბრინჯაოს ურნაში ვინახავდი. ჯერ კიდევ გოგონა რომ ვიყავი, ეს საჩუქარი მივიღე
მკერდბანჯგვლიანი ნესოსისგან, მისი სასიცოცხლო ძალისგან, სისხლისგან, როდესაც მას სული
ხდებოდა. ის იყო ის, ვისაც დაიქირავებდნენ და მასაც ხალხი გადაჰყავდა [560] ხელებით ევენოსის126
ღრმა ნაკადზე, ნიჩბებისა და ხომალდის იალქნის გამოყენების გარეშე. მეც ასე მივყავდი ბეჭებით,
როდესაც მამამ პირველად გამაგზავნა ჰერაკლესთან, როგორც მისი მეუღლე. როდესაც ნაკადის შუაში
ვიყავით, უხამსად შემეხო ხელით. მე დავიყვირე, მაშინვე ზევსის ძე მობრუნდა და თავისი ხელით
გამოუშვა ფრთოსანი ისარი, რომელმაც ზედ მის მკერდთან გაიზუზუნა და ფილტვებში მოხვდა.
როდესაც სიცოცხლეს ესალმებოდა, ურჩხულმა ეს რამდენიმე სიტყვა მითხრა: „მოხუცი ოინევსის
ასულო, [570] შენ სარგებლობას ნახავ ჩემ მიერ მდინარეზე გადაყვანისგან, თუ დამიჯერებ, რადგან შენ
იყავი ბოლო, ვინც მე მიმყავდა. თუ ხელით შეაგროვებ სისხლს, რომელიც შედედდება ჩემი ჭრილობის
ირგვლივ, იმ ადგილას, სადაც ჰიდრამ, ლერნეს ურჩხულმა, ისარი შავი ნაღველით გაჟღინთა, მიიღებ
ჰერაკლესის გულის ჯადოს, ასე რომ, იგი ვერასოდეს შეძლებს შეხედოს სხვა ქალს და უყვარდეს იგი
შენზე მეტად.“ ეს შელოცვა მახსოვდა, მეგობრებო, რამდენადაც მისი სიკვდილის შემდეგ მე
საგულდაგულოდ მქონდა იგი შენახული სახლში, [580] მისით გავჟღინთე ეს მოსასხამი და ყველაფერი
ისე გავაკეთე, რაც მან, ჯერაც ცოცხალმა, მასწავლა. საქმე დამთავრებულია. დაე უღირსი სითამამის
საქციელი შორს იყოს ჩემი აზრებისა და ცოდნისგან, რადგანაც მე მეზიზღება ქალები, რომლებიც ამას
სჩადიან! მაგრამ თუ როგორმე დავძლევ ამ გოგონას სასიყვარულო შელოცვითა და ჯადოთი, ჰერაკლეს
მოვხიბლავ, ეს საშუალება ამისთვის იყო გამოგონებული; თუკი თქვენს მოსაწონად არ ვიქცევი, მე იმავე
წამს გავჩერდები.
გუნდი. პირიქით, არის თუ არა ამ მოქმედების საჭიროების საფუძველი, ჩვენ ვთვლით, რომ შენი
გეგმა მცდარი არ არის.
დეიანირა. [590] ჩემი დარწმუნებულობის მიზეზი შემდეგშია: გეგმაში ჩანს წარმატების
მოჩვენებითობა. მაგრამ მტკიცება მე ჯერ არ გამომიცდია.
გუნდი. შენი ცოდნა მოვა მას შემდეგ, რაც შენ მოქმედებას დაიწყებ. რადგან შენ მხოლოდ
ზღაპრული ცდა გაქვს, მხოლოდ ცდა.

126
სტრ. 559 ევენოსი – მდინარე, რომელიც ოიტეს სამხრეთ-დასავლეთ ფერდიდან იღებს სათავეს და კორინთოს უბეში
ჩაედინება პლევრონიდან აღმოსავლეთით.

141
დეიანირა. რას ვიზამთ, მალე გავიგებთ, რადგან მე ველოდები კაცს უკვე კართან. იგი მალე
გაემგზავრება. ოღონდ მე ვითხოვ, საიდუმლო შემინახოთ. წყვდიადში შერცხვენაც სასაყვედურო არაა.

შემოდის ლიქასი.

ლიქასი. რაა გასაკეთებელი. მითხარი, ოინევსის ასულო, რადგან დიდხანს შემოვრჩი აქ და უკვე
ვაგვიანებ.
დეიანირა. [600] სინამდვილეში, მე ახლახან ვიზრუნე ამაზე, ლიქას, მაშინ როდესაც შენ
უცხოელებს მიმართავდი სახლში. ჩემგან აიღე ეს გრძელი მოსასხამი, ჩემი ხელით დამზადებული, ჩემი
წასული ქმრისთვის საჩუქარი. გადაეცი მას და უთხარი, დარწმუნდეს, რომ არავის არ ჩაუცვამს, არც
მცხუნვარე მზის სხივი უნდა შეეხოს, არც ღვთაებრივი სადილის წმინდა ცეცხლი, არც კერის ცეცხლი,
სანამ ის ცხადად, ნათელი ჩაცმულობით მას ღმერთებს არ წარუდგენს ხარების მსხვერპლშეწირვის
დღეს. [610] რადგან მე ასე დავიფიცე, რომ თუ ოდესმე დავინახავ ან გავიგონებ, რომ იგი წარმატებით
დაბრუნდა შინ, მორჩილად შევამკობ ამ სამოსით და ღმერთს წარვუდგენ მას, როგორც ახალ
შემწირველს ახალი სამოსით. შენი დავალების მტკიცებულების სახით შენ უნდა ატარო ნიშანი,
რომელსაც ის იოლად იცნობს, ამ ბეჭდის წრის შიგნით.127 ახლა წადი; და, ჯერ ერთ, დაიცავი წესები,
რომელთა მიხედვით წარგზავნილს უთანხმოება არ უნდა გამოუცხადონ, ხოლო, მეორე მხრივ,
ყურადღება მიაქციე, რომ ჩემი მადლიერება უნდა შეერთოს მისას და გააორმაგოს მადლიერება,
რომელსაც შენ გამოიმუშავებ.
ლიქასი. [620] თუ ვიცავ ჰერმეს მაცნის მოვალეობას რაიმე უნარით, მე, რა თქმა უნდა, არასოდეს
არ შევცდები შენი დავალების შესრულებისას. მე აუცილებლად მივუტან და წარვუდგენ ამ ზარდახშას
ხელუხლებლად და დავაყოლებ მისასალმებელ სიტყვას, რომელიც შენ დამაკისრე.
დეიანირა. ახლა შეგიძლია წახვიდე, რადგან კარგად იცი, როგორაა სახლში საქმეები.
ლიქასი. მე ვიცი და შევატყობინებ, რომ ყველაფერი კარგადაა.
დეიანირა. შემდეგ ხომ იცი, საკუთარი თვალით ხომ ნახე, რა ნაზად მივიღე უცხოელი გოგონა?
ლიქასი. იმდენად, რომ ჩემი გული სიხარულმა გადაავსო.
დეიანირა. [630] კიდევ რა შეგიძლია უთხრა? ვშიშობ, რომ მეტისმეტად ადრეა, ჩემს სევდაზე
ელაპარაკო, სანამ გავიგებ, თვითონ რამდენად ელტვის ჩემთან შეხვედრას.

ლიქასი გადის. დეიანირა შინ შედის.

127
სტრ. 616 ბეჭდის წრის შიგნით... – ცვილზე აღბეჭდილი დეიანირას ბეჭდით.

142
მეორე სტასიმონი
სტროფი პირველი

გუნდი. ო, თქვენ, რომლებიც თბილ წყაროებთან ცხოვრობთ, გემების ნავსაყუდელთან და


ოიტეს ფრიალო კლდეების ქარაფებთან! თქვენ, რომლებიც ცხოვრობთ მალისის ყურის ზღვაზე
გასასვლელთან და კონცხთან, რომელიც წმინდაა ოქროს თითისტარის ქალწული ქალღმერთისთვის,
სადაც ტარდება ბერძენთა სახელგანთქმული შეკრებები კარიბჭესთან!128

ანტისტროფი პირველი

მალე ფლეიტის მშვენიერი ხმა ისევ აიწევს მაღლა თქვენთვის, 129 არა აბეზარი ხმით, უხეში
ჟღერადობით, არამედ ლირის ღირსი ღვთაებრივი ჰანგებით! რადგან ძე, რომელიც ალკმენემ უშვა
ზევსს, შინ მოიჩქარის ნადავლით, რომელსაც უმაღლესი ვაჟკაცობით დაეუფლა.

სტროფი მეორე

ჩვენ გვეგონა, რომ იგი სრულიად დაიკარგა ჩვენი მიწისთვის, ზღვაზე მოგზაურობს, სანამ ჩვენ
თორმეტ გრძელ თვეს ვეძებდით და არაფერი ვიცოდით. [650] იგი, მისი მოყვარული ცოლი, უბედური,
მუდამ მასზე ფიქრობდა საბრალო გულით და სულ ტიროდა. მაგრამ ახლა არესმა, გამძვინვარებულმა,
გაათავისუფლა მისი დღეები ტანჯვისგან.

ანტისტროფი მეორე

დაე მოვიდეს, დაე მოვიდეს! დაე არ შეაჩეროს მრავალნიჩბიანი ხომალდი, რომლითაც


მოფრინავს, სანამ არ მოაღწევს ამ ქალაქს, დატოვოს კუნძულის საკურთხეველი, სადაც, როგორც
შეგვატყობინეს, მსხვერპლს სწირავს! [660] დაე მოვიდეს იქიდან, სურვილით სავსე, გაჟღენთლი
სიყვარულით დარწმუნების ყოვლისშემძლე მალამოიანი სამოსით!

128
სტრ. 633-637. ო, თქვენ, რომლებიც თბილ წყაროებთან ცხოვრობთ... – გუნდი მიმართავს ხალხს, რომელიც ოიტესა
და მალისის ყურეს შორის ცხოვრობს. თბილი წყაროები – წყაროები თერმოპილეს ხეობაში. ოქროს თითისტარის ქალწული
ქალღმერთი – არტემისი, ყურეების მფარველი ქალღმერთი. სადაც ტარდება ბერძენთა სახელგანთქმული შეკრებები კარიბჭესთან
– თერმოპილეს დასავლეთით მდებარეობდა ქალაქი ანთემა, სადაც დელფოსურ-თერმოპილური კავშირის წევრები
იკრიბებოდნენ, რომელშიც შედიოდა ახლომახლო მიწების მკვიდრი მოსახლეობა.
129
სტრ. 640. მალე ფლეიტის მშვენიერი ხმა... – ფლეიტის თანხლებით ხშირად სრულდებოდა საომარი სიმღერები და
მარშები.

143
მესამე ეპისოდიონი
დეიანირა, სწრაფად გამოდის სახლიდან. ქალებო, მეშინია, რომ, შეიძლება, ძალიან შორს წავედი
ყველაფერში, რაც ახლა ჩავიდინე!
კორიფაიოსი. რა მოხდა დეიანირა, ოინევსის ასულო?
დეიანირა. არ ვიცი, მაგრამ სასოწარკვეთილი ვარ, მალე გაირკვევა, რომ დიდი ბოროტება
ჩავიდინე, მაშინ როცა კარგის იმედი მქონდა.
კორიფაიოსი. ნუთუ ჰერაკლესის შენეულ საჩუქარზე ლაპარაკობ?
დეიანირა. დიახ, ასეა! იმდენად, რომ ვერავის ვეღარ ვურჩევ, [670] რომ მოწადინებული იყოს
სიბნელეში მოქმედებისთვის.
კორიფაიოსი. გვითხარი, რაა შენი შიშის მიზეზი.
დეიანირა. ისეთი რამ მოხდა, ქალებო, რომ როცა გეტყვით, თქვენ უცნაური სასწაულის ამბავს
გაიგებთ. ნაჭერი, რომლითაც ახლახან სადღესასწაულო სამოსს მალამოს ვუსვამდი,
მშვენიერსაწმისიანი ცხვრის თეთრი მატყლის კონა, გაქრა, თუმცა ეზოში არც ერთ ცხოველს არ უჭამია,
ქვის ფილაზე დაეცა და თავისი თავი თვითონ შეჭამა და თვითგანადგურდა; მაგრამ ამ ამბავს უფრო
დაწვრილებით უნდა მოვყვე, რომ ზუსტად იცოდეთ, როგორ მოხდა ყველაფერი. [680] იმ
დარიგებებიდან, რაც მომცა ველურმა კენტავრმა, როდესაც ფერდში დაჭრილი იყო სასტიკი ისრით, მე
ყველა ზედმიწევნით ზუსტად შევასრულე. ისინი ჩემს მეხსიერებაში იყო, როგორც ამოკვეთილი
სიტყვები, რომლებსაც ვერავინ ვერ წაშლის ბრინჯაოს ფირფიტიდან. ახლა ეს იყო მისი ბრძანება
ჩემდამი და მე ის შევასრულე: შემენახა ეს წამალი ყველაზე ფარულ ადგილას, ცეცხლიდან ყოველთვის
შორს და მზის სხივებისგან ხელუხლებლად მანამდე, სანამ მას არ წავუსვამ იქ, სადაც ვისურვებ. და
სწორედ ახლა, როდესაც მოქმედების დრო დადგა, მე საიდუმლოდ წავუსვი ის სახლის ოთახებში, [690]
რბილი მატყლის კონით, რომელიც ჩვენი საოჯახო ფარის ცხვარს მოვგლიჯე; შემდეგ მე დავკეცე ჩემი
საჩუქარი და დავდე, რომ მზის სხივი არ დასცემოდა, ცარიელ ზარდახშაში, როგორც ნახეთ. მაგრამ
როდესაც შინ დვბრუნდი, დავინახე რაღაც, სიტყვებით აუხსნელი და ადამიანის გონებისთვის
გასაგებად მიუწვდომელი. ის ცხვრის მატყლის კონა, რომლითაც მე გავჟღინთე სამოსი, შემთხვევით
დამივარდა მცხუნვარე მზის ქვეშ, სიცხეში. გაცხელდა, მიწაზე დნობა დაიწყო, თავისი ძველი იერი
დაკარგა და ფხვნილად დაიყარა მიწაზე, დაემსგავსა ხის გახერხვისას [700] დატოვებულ ნახერხს.
სწორედ ასე დევს, დავარდნილი. და მიწიდან, სადაც ის იდო, ამოდის ქაფი, როგორც ბაკქოსის ვაზის
ლურჯი ნაყოფის სქელი წვენი, როდესაც მიწაზე იღვრება. ასე რომ, უბედურმა არ ვიცი, გონება საით
წარვმართო. მხოლოდ ვხედავ, რომ საშინელი საქმე ჩავიდინე. რატომ ან რისთვის უნდა ყოფილიყო ჩემი
მადლიერი ურჩხული და აგონიაში ჩემ მიმართ კეთილი ნება რატომ უნდა გამოევლინა, თუ ჩემ გამო
კვდებოდა? შეუძლებელია! არა, მან [710] მომაჯადოვა, რომ მოესპო ადამიანი, რომელმაც სასიკვდილოდ
დაჭრა. და ახლა მე მეტისმეტად გვიან ვიგებ ამის შესახებ, როცა უკვე ამის შველა შეუძლებელია. დიახ
მე ერთი, მე უბედური, მე მოვსპობ მას მთლიანად! რადგან მე ვიცი, რომ ისარმა დააზიანა ღმერთი
ქეირონიც კი და რომ ის კლავს ყველა ცხოველს, ვისაც კი შეეხება. და რადგანაც ეს იგივე შავი საწამლავია
სისხლში, რომელიც ნესოსის ჭრილობიდან დაიღვარა, იგი ხომ ჰერაკლესაც მოკლავს?! ყოველ
შემთხვევაში, ჩემი აზრით, მოკლავს. მიუხედავად ამისა, მე გადავწყვიტე, თუ წააქცევს, [720] იმავე დროს
მეც მოვკვდები მასთან ერთად იმავე დაცემით. ვერც ერთი ქალი ვერ გაუძლებს ბოროტის სახელს, თუკი
იგი ყველაზე მეტად იმაზე ზრუნავს, რომ მისი ბუნება არ იყოს ბოროტი.
კორიფაიოსი. შიში აუცილებელია, როცა საშინელი რამ ხდება, მაგრამ არ ღირს იმედის
დაკარგვა, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა.
დეიანირა. ცუდი გეგმების დროს არ არის იმედის ადგილი, ყოველ შემთხვევაში ისეთი იმედის,
თავდაჯერებას რომ იძლევა.
კორიფაიოსი. და მაინც, იმ შემთხვევებში, როდესაც შეცდომები წინასწარგანზრახვით არ იყო,
კაცის მრისხანება ცხრება. ასე უნდა იყოს შენს შემთხვევაშიც.
დეიანირა. არა, ეს სიტყვები იმათთვის არაა, ვინც დანაშაულში მონაწილეობდა, [730] მხოლოდ
იმისთვის, ვისაც საკუთარ კართან პრობლემა არ აქვს.

144
კორიფაიოსი. უმჯობესია შენ ზედმეტი სიტყვებისგან თავი შეიკავო, თუ რამეს არ ეტყვი შენს
საკუთარ შვილს. რადგან ის აქაა, ადრე რომ მამის საძებნელად წავიდა.

სწრაფი ნაბიჯით შემოდის ჰილოსი.

ჰილოსი. ო დედა, როგორ მინდოდა ამერჩია შენთვის ერთ-ერთი სამ ბედთაგან! მე მინდა, რომ
ცოცხალი არ იყო, ან სხვა გეძახოდეს „დედას“ და ან ულმობელი გული უკეთესზე გადაგეცვალა!
დეიანირა. ჩემო შვილო, რა გავაკეთე, რომ შენი ასეთი სიძულვილი დავიმსახურე?
ჰილოსი. მომისმინე! შენ მოკალი [740] შენი ქმარი, ჩემი მამა, მამაჩემი!
დეიანირა. ო არა! რას როშავ, ჰილოს?
ჰილოსი. მხოლოდ ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა და ვინ გააუქმებს?
დეიანირა. რას გულისხმობ, შვილო? ვისგან ისმინე ეს, საშინელ დანაშაულში რომ ბრალს მდებ?
ჰილოსი. მე საკუთარი თვალით ვნახე მამაჩემის უამრავი უბედურება. გადმოცემით კი არ ვიცი.
დეიანირა. სად იპოვე იგი? სად იყავი მასთან ერთად?
ჰილოსი. თუ შენ გინდა გაიგონო, მე ყველაფერს უნდა მოვყვე. მას შემდეგ, რაც მან გაძარცვა
ევრიტოსის სახელოვანი ქალაქი, თავის გზაზე წავიდა აურაცხელი საბრძოლო ალაფითა და
ღმერთებისთვის განკუთვნილი პირველნადავლით. [750] არის ზღვით ნაბანი კონცხი ევბეაზე,
კენაიონის კონცხი, მან იქ მამისეულ ზევსს წმინდა ჭალა და საკურთხეველი შეურჩია. პირველად იქ
დავინახე და ჩემი სურვილიც ამისრულდა. მსხვერპლის შეწირვას აპირებდა, უამრავ რამეს სწირავდა,
როდესაც მისი პირადი შიკრიკი, ლიქასი, მივიდა მასთან სახლიდან შენი საჩუქრით, მომაკვდინებელი
სამოსით ხელში. მან მოისხა, როგორც შენ ურჩიე, [760] შემდეგ დაიწყო თავისი მსხვერპლშეწირვა
თორმეტი უმწიკვლო დეკეულით, ამით იწყებოდა მსხვერპლშეწირვა; მთლიანობაში საკურთხეველთან
მან ასი სხვადასხვა საკლავი მიიყვანა. თავდაპირველად უბედური კაცი გაბრწყინებული სულით
ლოცულობდა და ახარებდა თავისი მდიდრულად მორთული სამოსი. მაგრამ როდესაც წმინდა
საკურთხეველზე მსხვერპლისა და ფიჭვის სისხლიანი ცეცხლი აგიზგიზდა, კანზე ოფლი გამოუვიდა
სამოსი ფერდებზე მიეკრო, სულ უფრო და უფრო მჭიდროდ ეხვეოდა, თითქოს ოსტატის ხელი ჭიმავდა.
მძვინვარე ტკივილმა ცახცახი დააწყებინა, [770] კრუნჩხვამ ძვლის ტვინში გაატანა; და მაშინ შხამმა,
სასიკვდილო, სასტიკი გველის შხამმა შთანთქმა დაუწყო. ამასობაში გასძახა საცოდავ ლიქასს, რომელიც
შენს დანაშაულში დამნაშავე არ არის, ჰკითხა, რა შეთქმულების შედეგად მოუტანა ეს სამოსი. მან,
უბედურმა, არაფერი იცოდა და თქვა, რომ საჩუქარი მხოლოდ შენგან მოიტანა, რომ შენს ბრძანებას
ასრულებდა. ეს სიტყვები გაიგონა თუ არა, ფილტვებში სასტიკმა ტკივილმა დაუარა, ლიქასს ფეხში
ჩაავლო ხელი, სადაც მუხლში ირხევა კიდური, [780] და ზღვაში აღმართულ კლდეს შეახეთქა, თავი
გაუსკდა საბრალოს, თეთრი ტვინი თმაზე დადინდა და წითელ სისხლს შეერია. ყველას გაოგნებისა და
მწუხარების ყვირილი აღმოხდა, როცა დაინახეს, რომ ერთი გაცოფდა, მეორე კი დაიღუპა. ვერავინ ვერ
გაბედა მიახლოება კაცთან. იგი ხან მიწაზე ეცემოდა, ხან წამოხტებოდა ოხვრით, ღრიალით; ხმას
აძლევდნენ კლდეები, ლოკრისისა და ევბეის კონცხები. დიდხანს წვალობდა, [790] ხშირად ეცემოდა
მიწაზე და გამუდმებით ბღაოდა, გმინავდა, ლაპარაკობდა შენთან, უბედურთან გაცუდებულ
ქორწინებაზე, თავის კავშირზე ოინევსთან, რომელიც, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი ცხოვრების
დაღუპვა იყო, შემდეგ საკურთხევლიდან ავარდნილ ბურუსში წამოიმართა, თვალები მძიმედ
დაატრიალა, გამოიხედა და მე დამინახა, როგორ ვტიროდი მის მრავალრიცხოვან ლაშქარში. მზერა
გააჩერა და დამიძახა: „შვილო, მოდი ჩემთან. ნუ გაურბიხარ ჩემს უბედურებას, თუნდაც რომ ჩემთან
სიკვდილის გაზიარება მოგიწიოს. ამწიეთ მე და წამიყვანეთ ისეთ ადგილას, [800] სადაც ვერავინ ვერ
დამინახავს. ხოლო თუ ჩემ მიმართ სიბრალულის გრძნობა გაქვს, აქედან მაინც წამიყვანე, ამ ქვეყანაში
არ დამტოვო, რომ აქ არ მოვკვდე“. როცა ეს მიბრძანა, ჩვენ იგი გემზე ავიყვანეთ და ამ მიწაზე ძლივს
ჩამოვიყვანეთ, როდესაც კრუნჩხვებში კვნესოდა. შენ მალე დაინახავ მას, ცოცხალს ან ახალ
მიცვალებულს. ასეთია, დედაჩემო, ჩანაფიქრი და მოქმედება მამაჩემის წინააღმდეგ, რომელშიც შენ ხარ
მიჩნეული დამნაშავედ. დაე, დამსჯელმა დიკემ და ერინისებმა დაგსაჯონ! დიახ, თუ ეს ასეა, მე
ვლოცულობ ამისთვის. [810] ეს სწორია, რადგან შენ, ჩემი აზრით, გაწირე საუკეთესო და უმამაცესი კაცი
მთელ მსოფლიოში, რომლის ტოლს უკვე ვერავის ვერასოდეს დაინახავ.

145
დეიანირა სახლისკენ მიდის.

კორიფაიოსი, დეიანირას. რატომ მიდიხარ სიტყვის უთქმელად? ნუთუ არ იცი, რომ შენი
დუმილი ბრალდების სასარგებლოდ მოწმობს?
ჰილოსი. აცალე, წავიდეს. დაე, ზურგქარმა ჩემი თვალიდან შორს წაიყვანოს! რატომ უნდა
შეინარჩუნოს ყალბად სახელ „დედის“ ღირსება, თუკი იგი თავის საქციელით არ ჰგავს დედას? არა,
გაუშვი იგი. დაე სიხარული, რომელის მსგავსიც [820] მამაჩემს მოუტანა, მისი საკუთრება გახდეს!

დეიანირა შინ შედის, მას მიჰყვება ჰილოსიც.

146
მესამე სტასიმონი
სტროფი პირველი

გუნდი. ნახეთ, ქალიშვილებო, რა უეცრად მოგვიახლოვდა ძველი წინასწარმეტყველების


ღვთაებრივი სიტყვა, რომელიც ამბობდა: როდესაც მეთორმეტე წელი თვეების სრული შემადგენლობით
მივა ბოლომდე, ზევსის ჭეშმარიტი შვილი მორჩება გმირობებს. და ეს დაპირება მედგრად ქარს შეხვდება
და აუცილებლად ასრულდება. რადგან ის, ვინც ვერ ხედავს დღის სინათლეს, [830] როგორღა შეძლებს
მძიმე გარჯას სიკვდილში?

ანტისტროფი პირველი

რადგან, თუკი კენტავრის ცბიერი ტანჯვა მის ფერდებს მომაკვდინებელ ქსელში ახვევს,
რომელსაც ებღაუჭება სიკვდილის ნაშობი შხამი ელვარეკანიანი გველისა 130 , როგორღა შეძლებს იგი,
შეხედოს ხვალინდელ მზეს, როდესაც ჰიდრის ეს შემაძრწუნებელი მოხაზულობა შეიპყრობს მას?
შავბანჯგვლიანი [840] ნესოსის ცრუ სიტყვებით შემზადებული ეს მომაკვდინებელი მათრახი აწამებს
ხშირ-ხშირი გადაჭერითა და კანზე ბობოქრობით.

სტროფი მეორე

ვერ ჩასწვდა ყრუ საფრთხეს ეს უბედური ქალი, როდესაც ვარაუდობდა, რომ ჰერაკლესის ახალ
სიყვარულს შავი ჭირი მოჰქონდა, რომელიც გამალებით დააცხრებოდა მის სახლს. და მან საკუთარი
ხელით წაუცხო მალამო. დაუჯერა სხვის სიტყვას, რომელიც ესმა საბედისწერო შეხვედრისას. ახლა კი
დასტირის ამას და ღვრის ცრემლის ნაზ ნამს. [850] და მომავალიც იმუქრება ცბიერებით მოფიქრებული
უდიდესი უბედურებით.

ანტისტროფი მეორე

იხუვლა ცრემლის ნაკადმა. ო, არა! ტკივილი დაიღვარა მთელ სხეულში, შესაბრალისია ეს სენი
უფრო მეტად, ვიდრე ყველა ტანჯვა, რაც მტერს ამ სახელოვანი გმირისთვის ოდესმე მიუყენებია. ვაი
შავო შუბო, ბრძოლის მშვენებავ, შენ შენი წვერმახი პირით მოიყვანე ხანმოკლე პატარძალი ექალიის
სიმაღლეებიდან! [860] მაგრამ კვიპროსელი ქალღმერთი მდუმარედ მსახურებდა, აშკარად გამჟღავნდა,
როგორც ამ საქმეთა შემოქმედი.

130
სტრ. 834. ელვარეკანიანი გველი – ლერნეს ჰიდრა.

147
მეოთხე ეპისოდიონი
პირველი ნახევარგუნდი. ეს რაღაც უჩვეულოა, თუ მართლა გავიგონე სახლიდან გამოსული
გოდების ხმა? რა ხდება?
მეორე ნახევარგუნდი. ეს არ იყო უბრალო ხმა, ეს იყო ტკივილის კივილი. სახლში ახალი
უბედურებაა.
კორიფაიოსი. შეხედეთ, რა უცნაურად, რა შიშით შუბლზე [870] მოდის ჩვენკენ დედაბერი,
რაღაცის შესატყობინებლად.

სახლიდან გამოდის ძიძა.

ძიძა. ჩემო ქალიშვილებო, დიდი, მართლაც, დიდი უბედურება მოჰყვა ჰერაკლესისთვის


გაგზავნილ საჩუქარს.
კორიფაიოსი. დედაბერო, რაზე გინდა მოგვითხრო?
ძიძა. დეიანირა გაემგზავრა თავის ბოლო მოგზაურობაში, გაეშურა ფეხგაუნძრევლად.
კორიფაიოსი. ნუთუ იმას გულისხმობ, რომ მოკვდა?
ძიძა. ყველაფერი გაიგონე.
კორიფაიოსი. მოკვდა უბედური?
ძიძა. მეორეჯერ გესმის.

148
კომოსი

კორიფაიოსი. უბედური, დაღუპული! მითხარი, როგორ მოკვდა?


ძიძა. უსასტიკესი სიკვდილით.
გუნდი. თქვი, [880] ქალო, რა დასასრულს შეხვდა?
ძიძა. თავი მოიკლა.
გუნდი. რა ფიქრი ამოძრავებდა? რა სენმა შეიპყრო მისი გონება და ბოროტ დასასრულთან რამ
მიიყვანა? როგორ მოისაზრა სიკვდილი სიკვდილის წილ და მარტომ როგორ განახორციელა?
ძიძა. ხმლის დარტყმით, რომელიც გლოვის მიზეზია.
გუნდი. შენ მოწმე იყავი ამ ქედმაღლობის, საბრალოვ?
ძიძა. დიახ, რადგან გვერდით ვედექი.
გუნდი. [890] რა იყო ეს? როგორ მოხდა? ილაპარაკე.
ძიძა. თვითონ, საკუთარი ხელით აღასრულა საქმე.
გუნდი. რას ამბობ?
ძიძა. სრულ სიმართლეს.
გუნდი. ესაა ახალგამომცხვარი პატარძლის პირმშო – დიდი ერინისი სახლში!
ძიძა. ნამდვილად! და თქვენ რომ გვერდით ყოფილიყავით და დაგენახათ, როგორ აკეთებდა
ამას, კიდევ უფრო შეგებრალებოდათ.
გუნდი. და შეეძლო ქალის ხელს ასეთი რამ ჩაედინა?
ძიძა. დიახ, მძვინვარე გამბედაობით. მომისმინეთ და შემდეგ დამემოწმებით. [900] როდესაც
მარტო შევიდა სახლში და დაინახა, რომ შვილი ამზადებდა ღრმა საკაცეს ეზოში, რომ დაბრუნებულიყო
და თავის მამას შეხვედროდა, იგი იქ დაიმალა, სადაც ვერავინ დაინახავდა. დაეცა საკურთხევლის წინ,
ოხრავდა, კვნესოდა, რომ დარჩნენ მიტოვებულები და ყოველ ჯერზე, როდესაც ამა თუ იმ საოჯახო
ნივთს ეხევოდა, რომელთაც იგი, საბრალო ქალი, ხმარობდა წარსულში, ცრემლი სდიოდა. თუკი სახლში
ხეტიალისას რომელიმე საყვარელ მსახურს გადააწყდებოდა, ამ სანახაობაზედაც ტიროდა, [910]
ხმამაღლა დასტიროდა თავის ბედს და თავის უშვილო ყოფაზე ამის შემდეგ. მაგრამ როდესაც ეს
დაამთავრა, დავინახე, როგორ მოულოდნელად შეიჭრა ჰერაკლესის საწოლ ოთახში. მე სიბნელეში
დავიმალე, რომ ჩემი დაკვირვება საიდუმლოდ შემენახა და ვაკვირდებოდი, როდესაც დავინახე, როგორ
ასწორებდა გადასაფარებელს ჰერაკლესის სასთუმალთან. ეს რომ გააკეთა, ლოგინზე ავიდა და
შუაგულში დაჯდა. შემდეგ თბილი ცრემლის ნაკადები დაღვარა [920] და თქვა: „ახ, ჩემო
ახალდაქორწინებულთა სარეცელო და ახალდაქორწინებულთა ოთახო, მშვიდობით ახლა და
სამუდამოდ, რადგან მეტად ვეღარ მიმიღებ ამ საბნებით, როგორც მის მეუღლეს.“ მეტს არაფერს ამბობს,
მაგრამ მძვინვარედ იხდის სამოსს, სადაც ოქროთი ჭედილი სამკაული უკეთია მკერდზე და იშიშვლებს
მარცხენა მხარესა და ხელს. შემდეგ მე მთელი ძალით გავრბივარ და ვაფრთხილებ მის შვილს ამ
განზრახვასთან დაკავშირებით. მაგრამ სანამ მე წავედი და ერთად დავბრუნდით, [930] აღმოვაჩინეთ,
რომ უკვე ჩაუცია ორლესული ხმალი შიგ გულში. ამის დანახვაზე შვილს ძლიერი ბღავილი აღმოხდა,
რადგან მან იცოდა, საბრალო ბიჭმა, რომ თავისი მრისხანებით ამ მოქმედებისკენ თვითონ უბიძგა
დედას. ძალიან გვიან გაიგო სახლში მსახურებისგან, რომ იგი უნებლიეთ მოქმედებდა ურჩხულის
ნებით. იქ და მაშინ ბიჭი იტანჯებოდა და მწუხარებისგან ყვირილს არ წყვეტდა, დასტიროდა მას და
ეცემოდა, რომ მის ბაგეს დაკონებოდა; დაეცა მასზე, ხმამაღლა კვნესოდა, [940] წუხდა, რომ
გაუაზრებლად დაეცა თავს თავისი ყალბი ბრალდებებით და ქვითინებდა, რომ ახლა უნდა იცოცხლოს,
დედითა და მამით დაობლებულმა. ასეთია ამ სახლის მდგომარეობა. უგუნურია, ვისაც თუნდაც ერთი-
ორი დღით ადრე რამის ჩაფიქრება შეუძლია; არ არსებობს ხვალის დღე, სანამ დღევანდელი არ
დასრულდება.

ძიძა გადის.

149
მეოთხე სტასიმონი

სტროფი პირველი

გუნდი. რომელი უბედურება უნდა ვიგლოვო პირველად? ვინ უფრო არის შესაბრალები? ჩემს
მწუხარებაში ვერ გადამიწყვეტია.

ანტისტროფი პირველი

[950] ერთი მწუხარება შეგიძლია ნახო სახლში; ერთს ველოდებით ცუდი წინათგრძნობით.
გქონდეს და ელოდე, ერთი და იგივეა.

სტროფი მეორე

ნეტავ ძლიერი ქარი ამოვარდებოდეს, ნეტავ ზურგქარი გამაქანებდეს ჩვენი კერიდან, რომ
წამიყვანოს ამ მიწიდან შორს, რომ თავზარმა არ მომკლას, როდესაც თუნდაც თვალს შევავლებ [960]
ზევსის უმძლავრეს თესლს! რადგან ამბობენ, რომ სახლს უახლოვდება ტანჯვით, რომლისგანაც ხსნა არ
არსებობს, ენით გამოუთქმელი მწუხარების სასწაული.

ანტისტროფი მეორე

აჰ, ის შორს არ იყო, ახლოს იყო ჩვენთან, ის, რომელსაც წინასწარ დავტიროდი, როგორც
გამკივანი ბულბული! აი უცნაური ხალხის უცხოური მსვლელობა. რანაირად მოჰყავთ იგი? მწუხარედ,
როგორც საყვარელი კაცის გამო მწუხარე მოდიან უხმაურო ნაბიჯით. უსიტყვოდ მოჰყავთ იგი! [970] რა
უნდა ვიფიქრო, მკვდარია თუ სძინავს?

150
ექსოდოსი
შემოდის ჰერაკლესის მოხუცი მსახური; მეომრებს შემოჰყავთ უგონო მდგომარეობაში მყოფი
ჰერაკლესი.

ჰილოსი. ვაიმე! მამაჩემი! ჩემი უბედურება! რა მომივა მე? რაა ჩემი საუკეთესო გეგმა? ვაიმე!
მოხუცი, ჩურჩულით. ჩუმად, შვილო, ნუ აღძრავ სასტიკ ტკივილს, რომელიც აცოფებს მამაშენს!
ცოცხალია, თუმცა კი სულ კიდეშია. ენას კბილი დააჭირე და დააკავე!
ჰილოსი. რას ამბობ, მოხუცო, ცოცხალია?
მოხუცი. არ გააღვიძო მძინარე! არ უნდა გააღვიძო და გააცოცხლო [980] მისი მძვინვარე, ხშირად
განმეორებადი სენი, შვილო!
ჰილოსი. ამ უბედურების უზარმაზარი სიმძიმე მსრესს მე. ჩემს გულს გათავისუფლება სწყურია!
ჰერაკლესი. ო ზევს, რა მიწაზე ვარ? რა ხალხში ვწევარ, დაუსრულებელი აგონიით გაწამებული?
ო, რა ტკივილია! ეს წყეული მავნებელი ისევ მღრღნის. ვაი!
მოხუცი. ხომ ვიცოდი, რომ უკეთესი იყო ჩუმად ყოფილიყავი და [990] არ გამოგეფხიზლებინა
მისი გონება და თვალები?
ჰილოსი. არა, მე არ ვიცი, როგორ შეიძლება მოითმინო, როცა ვხდები ამ ტანჯვის მოწმე.
ჰერაკლესი. ო, კენაიონის კლდეო, ჩემი საკურთხევლების საფუძველო, რა სასტიკი ჯილდო
მომანიჭე ამ შესანიშნავი მსხვერპლისთვის, ზევს! რა დავრდომილად, რა დავრდომილად მაქციე, ზევს!
ნეტავ არასოდეს არ შემეხედა შენთვის ჩემი სევდიანი თვალებით, ნეტავ არასოდეს არ შევხვედროდი
პირისპირ ამ აყვავებულ შეშლილობას, რომელსაც ვერ აწყნარებს ვერანაირი შელოცვა! [1000] სადაა
ჯადოქარი, სადაა მკურნალი, ზევსის გარდა, რომელსაც შეუძლია ამ უბედურებისგან გამოლოცვა?
გაოგნებული ვიქნებოდი, დიდ მანძილზე მაინც რომ დამენახა?

სტროფი

აჰ! დამტოვეთ! დამტოვეთ უბედურებაში! დამტოვეთ, დავიძინო უკანასკნელი ძილით! სად, სად
მეხები! სად დამაწვენ! შენ მომკლავ, შენ მომკლავ! თუკი სადმე იყო რამე ტკივილი, რომელსაც ეძინა, შენ
ის გააღვიძე! [1010] დამიჭირა, ისევ მიტევს საძაგელი! რა ქვეყანაა, ბერძენთაგან ყველაზე უმადურო
ხალხო? ჩემი საბრალო დღეები დავახარჯე ბერძნების გათავისუფლებას მავნეთაგან, როგორც ზღვის
სიღრმეში, ისე ყველა ტყეში. და ახლა, როცა ვიტანჯები, ვერავინ ვერ მომართავს ჩემკენ მოწყალე
ცეცხლს ან ხმალს? ვაი, ვაი! ნუთუ არავინ არ მოვა და ამ წყეული სხეულის თავს არ მომკვეთს ერთი
მძვინვარე დარტყმით? ვაი, ვაი!
მოხუცი. შენ ამ კაცის შვილი ხარ, და ეს საქმე ჩემს ძალებს აღემატება. დაეხმარე მას, რადგან მისი
გადარჩენის ძალა [1020] შენში მეტია, ვიდრე ჩემში.
ჰილოსი. ხელები მისკენ გავიწვდინე, მაგრამ არანაირი მარაგი ჩემში ან სხვაში ვერ დამეხმარება,
ვაიძულო მას სიცოცხლე, დაივიწყოს საკუთარი აგონია. ასე ძლიერია ზევსისგან დანიშნული
ბედისწერა!

ანტისტროფი

ჩემო შვილო, სად ხარ? ამწიე, ამიყვანე, აქ! ვაი, ვაი, ღმერთო! ისევ დახტის ეს სასტიკი მავნებელი,
ჩამეჭიდა ახლა, რომ დამღუპოს, [1030] ველური, უძლეველი ჭირი! პალას, პალას, ისევ მაწამებს ეს!
დაინდე, შეიბრალე, შვილო, მამაშენი! ამოიღე ხმალი, შენ ამაში ბრალს ვერავინ დაგდებს და ლავიწის
ქვეშ ჩამეცი. მომაშორე ეს ტკივილი, რომლითაც შენმა უღმერთო დედამ გამაცოფა! დაე ვნახო, როგორ
დაიღუპება, სწორედ ისე, როგოც მე გამანადგურა! [1040] ტკბილო ჰადეს, ზევსის ძმაო, მომეცი ძილი,
მომეცი ძილი. მომკალი ჩემს ტანჯვაში გამალებული დაღუპვით!

151
კორიფაიოსი. მაცახცახებს, მეგობრებო, ეს გმინვა რომ მესმის, რომელსაც გამოსცემს ჩვენი
მბრძანებელი. რა კაცია აქ და რა უბედურება დააცხრა მას თავს!
ჰერაკლესი. ო, რამდენი უბედურება, რომელთა დასახელებაც კი საზარელია, გადაუტანია ამ
ხელებს და ამ მხრებს! და მაინც, არც ერთი შრომა, რომელიც ზევსის მეუღლემ და საძულველმა
ევრისთევსმა დამაკისრეს, არ ყოფილა ისე სასტიკი, [1050] როგორც ეს უბედურება, რომელიც ოინევსის
ასულმა, მშვენიერმა და ყალბმა, ზურგზე ამკიდა, ეს ერინისებისგან ნაქსოვი ქსელი, რომელშიც
ვიღუპები! ფერდებზე ამეკრა ჭირი და ჭამს ჩემს სხეულს გარედან და შიგნიდან ამოწოვა ჩემი
ფილტვების არხები, ჩემი სხეული საკუთარ სახლად გაიხადა. მთელი ჩემი სისხლი შესვა, სხეული
დაუძლურებულია, დამონებულია ამ ენით აუწერელი ჯაჭვით. ვერც შუბოსნები ბრძოლის ველზე, ვერც
მიწის გოლიათთა ლაშქარი, ვერც გარეულ ცხოველთა ძალა, [1060] ვერც საბერძნეთი, ვერც
ბარბაროსების მიწა, ვერც ვერანაირი მიწა, სადაც კი გასაწმენდად მივსულვარ, ვერ გამიკეთებდა ამას.
არა, ქალმა, სუსტმა ქალმა, არა კაცის ბუნებისამ, მარტომ დამცა ხმლის ერთ დარტყმის გარეშე! შვილო,
გვაჩვენე, რომ ნამდვილი შვილი ხარ და ნუ სცემ დედაშენის სახელს მამაშენის სახელზე მეტ პატივს.
მოიყვანე ქალი, რომელმაც გშვა შენ, შენი ხელით ჩამიგდე იგი ხელში, რომ დანამდვილებით ვიცოდე,
რომელი სანახაობა უფრო დაგამწუხრებს, ჩემი ტანჯული სხეული თუ მისი, როდესაც მას დაემუქრება
სამართლიანი სასჯელი! [1070] მიდი, ჩემო შვილო, გაბედე! შემიბრალე, მაჩვენე შენი სიბრალული,
რომელსაც ბევრი ჩათვლიდა სიბრალულის ღირსად, შემიბრალე, გოგონასავით მკვნესარე და
მოქვითინე! ვერავინ ვერ იტყოდა, რომ ოდესმე მე ეს მექნას ადრე. არა, მუდამ ჩივილის გარეშე
მივდევდი ჩემს საქმეს. მაგრამ ახლა, ჩემს ტანჯვაში, აღმოვაჩინე, რომ კაცი კი არა, ქალი ვყოფილვარ!
მომიახლოვდი, დადექი მამაშენის გვერდით და დააკვირდი უბედურების სიდიდეს, რომლისგანაც მე
ვიტანჯები; მე გაგიხსნი ჩემს სატანჯველს. უყურე! შეხედე, რა დღეშია ჩემი საბრალო სხეული! [1080]
ხომ ხედავ, რა დღეში ვარ, რა საცოდავი ვარ! ვაი მე უბედურს! ისევ ჩამეჭიდა დამღუპველი ტკივილი;
ფერდებში მესვრის, კიდევ ერთხელ უნდა შევებრძოლო ამ სასტიკ, შთანმთქმელ ჭირს! მბრძანებელო
ჰადეს, მიმიღე! დამეცი, ზევსის ცეცხლო! მესროლე შენი ელვა, მბრძანებელო, მესროლე, მამა, თავში
მესროლე! მავნებელი ისევ მჭამს, გაგიჟდა, გამძვინვარდა! ო ხელებო, ჩემო ხელებო, [1090] მხრებო,
მკერდო და საიმედო ხელებო, მართლა ის ცნობილი ხელები ხართ, რომლებმაც ოდესღაც თავიანთი
სიმძლავრით დაიმონეს ნემეის მკვიდრი, მწყემსების რისხვა, ლომი, არსება, რომელსაც ვერავინ ვერ
უახლოვდებოდა და უპირისპირდებოდა; თქვენ მოათვინიერეთ ლერნეს ჰიდრა და საზარელი ლაშქარი
ორსახოვანი ცხოველებისა, მტრული, ჩლიქებიანი ფეხებით მოსიარულე, სასტიკი, უკანონო, მოძალადე
მოდგმა. 131 თქვენ მოათვინიერეთ ერიმანთოსის მხეცი და მიწისქვეშ ჰადესის სამთავიანი პირმშო,
უძლეველი ურჩხული, სასტიკი ექიდნას ნაშიერი; თქვენ დაიმორჩილეთ დრაკონი, [1100] რომელიც
დედამიწის უკიდურეს ნაწილში ოქროს ნაყოფს იცავდა.132 მე ეს და ათასი სხვა გმირობა ჩავიდინე და
არც ერთ ადამიანს არასოდეს არ აღუმართავს ტროპაიოსი ჩემს ხელებზე გამარჯვების ნიშნად; მაგრამ
ახლა, დალეწილი სახსრებითა და ნაფლეთებად ქცეული ხორცით მე უხილავი გამანადგურებლის
საწყალობელ ნადავლად ვიქეცი, მე, რომელსაც მიწოდებენ უკეთილშობილესი დედის ძეს, მე, ვისაც
მიიჩნევენ ვარსკვლავიანი ზეცის მბრძანებლის, ზევსის ვაჟად. მაგრამ ერთ რამეში უნდა იყოთ
დარწმუნებული: თუმცა არარა ვარ, თუმცა განძრევა არ შემიძლია, მაგრამ ვინც ამ დღეში ჩამაგდო, ის
მაინც იგრძნობს ჩემს მძიმე ხელს. დაე მოვიდეს, და ირგვლივ ყველა გაიგებს, რომ [1110] მტრებზე
შურისძიება ეხერხებოდა ჰერაკლესს, რომ სიკვდილშიც და სიცოცხლეშიც მე ვსჯიდი დამნაშავეებს!
კორიფაიოსი. აჰ, უბედურო საბერძნეთო, რა გლოვას ველოდო შენზე, თუკი ამ კაცს მოატყუებ!

131
სტრ. 1095. მოძალადე მოდგმა – ერიმანთოსის ტახტზე სანადიროდ წასვლისას ჰერაკლესს თავს დაესხნენ კენტავრები
და გმირმა ამოხოცა ისინი.
132
სტრ. 1100. დრაკონი, რომელიც დედამიწის უკიდურეს ნაწილში ოქროს ნაყოფს იცავდა... – ეს დრაკონი იცავდა
ოქროს ვაშლებს, რომლებიც ჰერას დედამიწის ქალღმერთმა აჩუქა და რომელსაც ტიტან ატლასის ასული ჰესპერისები უვლიდნენ
უკიდურეს დასავლეთში.

152
ჰილოსი. მამა, შენ დადუმდი და ეს საშუალებას მაძლევს, გიპასუხო. მომისმინე, თუმცა ასე ავად
ხარ; იმაზე მეტს არ გთხოვ, რაც საჭიროა. ასე მძვინვარედ ნუ მიეცემი მრისხანებას, მომისმინე, თორემ
ვერ გაიგებ, რომ სიძულვილსა და მრისხანებაში მართალი არ ხარ.
ჰერაკლესი. თქვი, რაც გინდოდა და გაჩერდი. ამოდენა ტკივილში მე არ მესმის შენი არც ერთი
გამოცანა.
ჰილოსი. მოვედი, რომ დედაჩემზე მოგიყვე, მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და როგორ შეცდა
უნებლიეთ.
ჰერაკლესი. უსაძაგლესო, შენ კიდევ ახსენე მისი სახელი, სახელი, რომელიც ჩემთვის ჟღერს,
როგორც „მამისმკვლელი დედა“?
ჰილოსი. დიახ, რადგან მისი მდგომარეობა ისეთია, რომ დუმილი სამარცხვინოა.
ჰერაკლესი. არა, არ უნდა გრცხვენოდეს, თუ მის დამნაშავე წარსულს გაიხსენებ...
ჰილოსი. ამას არ იტყვი, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი ამბების შემდეგ.
ჰერაკლესი. ილაპარაკე, მაგრამ ფრთხილად იყავი, გარყვნილად არ მიგიჩნიონ.
ჰილოსი. [1130] ვიტყვი. ახლახან მოკვდა, ახალი მკვლელობაა.
ჰერაკლესი. ვისი ხელით? შენი ავისმომასწავებელი სიტყვები სასაწულების წინასწარმეტყ-
ველებაა!
ჰილოსი. ეს მან არა სხვისი, არამედ საკუთარი ხელით გააკეთა.
ჰერაკლესი. ო არა! დაუსწრია, ჩემი ხელით სიკვდილს იმსახურებდა!
ჰილოსი. შენი მრისხანებაც კი მოიგერიება, თუ მთლიანად შეისწავლი ყველაფერს.
ჰერაკლესი. შენი მონათხრობი უცნაურად იწყება, მაგრამ მითხარი, რას გულისხმობ.
ჰილოსი. დასკვნა ესაა: იგი არასწორად მოიქცა, მაგრამ კეთილი განზრახვა ჰქონდა.
ჰერაკლესი. კეთილი საქმე გააკეთა, უსინდისო მოღალატემ, როცა მამა მოგიკლა?
ჰილოსი. არა, მას დაგეგმილი ჰქონდა, შენი გულის სიყვარულით მოჯადოება უნდოდა, სახლში
ახალი ქორწინება რომ დაინახა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.
ჰერაკლესი. [1140] და რომელი ტრაქისელია ასეთ მძლავრი ჯადოქარი?
ჰილოსი. კენტავრმა ნესოსმა ოდესღაც დაარწმუნა, რომ ეს ჯადო ნაყენი შენში სურვილს
აღაგზნებდა.
ჰერაკლესი. აჰ, აჰ, უბედურება! დავიკარგე, დავიმსხვერი, გავნადგურდი! დღის სინათლე აღარაა
ჩემთვის! აჰ, ახლა ვხვდები ჩემი გასაჭირის მთელ სიღრმეს! სწრაფად, შვილო! მამაშენი აღარ არის. შენი
ძმების მთელ მოდგმას დაუძახე, საბრალო ალკმენესაც დაუძახე, ზევსის ამაო თანამეცხედრეს, რომ
[1150] გაიგონო ჩემი საბოლოო სიტყვები, ისინი გადმოცემენ, რა ორაკულებიც ვიცი.
ჰილოსი. მაგრამ დედაშენი აქ არ არის, ტირინსში ზღვის პირას უდგას სახლი. შენი შვილების
ნაწილი წაიყვანა აღსაზრდელად იქ, სხვებს კი ნახავ, თებეში ცხოვრობენ. მაგრამ ჩვენ, რომლებიც შენთან
ვართ, მამა, ყველა სამსახურს გაგიწევთ, რასაც გვიბრძანებ, რაც კი აუცილებელია.
ჰერაკლესი. მაშ შენ ისმინე დავალება. შენ მოხვედი იქ, სადაც გაირკვევა, რა კაცი ხარ, რომელსაც
ჩემს შვილს ეძახიან. დიდი ხნის წინ მამაჩემმა მიწინასწარმეტყველა, [1160] რომ მე მოვკვდები არა
ცოცხლებისგან, არამედ მკვდრისაგან, ჰადესის მკვიდრისაგან. და აი, ამ ველურმა კენტავრმა მკვდარმა
მომკლა ცოცხალი, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო ღვთაებრივი ნებით. მე ასევე გიჩვენებ, რომ
უფრო გვიანდელი წინასწარმეტყველებები ადრინდელებს დაემთხვა და დადასტურა ისინი. ისინი
მიკარნახა მე და მე ჩავიწერე მრავალენოვანი მუხისაგან სელოსების133 ჭალაში, რომლებიც ცხოვრობენ
ბორცვებზე და მიწაზე სძინავთ. [1170] ხემ ბრძანა, რომ სწორედ ახლა უნდა გავთავისუფლებულიყავი
ჩემზე დაკისრებული გარჯისაგან. მეც ველოდი ბედნიერ დღეებს, აზრი კი ის ყოფილა მხოლოდ, რომ
მოვკვდები. რადგან მძიმე შრომა მეტად აღარ ეკისრებათ მკვდრებს. ამრიგად, შვილო, ეს სიტყვები
აშკარად აღსრულდება, შენ კი, შენი მხრივ, უნდა იბრძოლო ჩემთვის. შენ უნდა დამეხმარო, არ

133
სტრ. 1167. სელოსები – დოდონელი ქურუმები, რომლებიც, კულტის მოთხოვნის მიხედვით, ფეხს არ იბანდნენ და
შიშველ მიწაზე იძინებდნენ. მათ ახსენებს აქილევსი „ილიადაში“ (XVI, 233), როდესაც ზევსს მიმართავს: „ზევს, დოდონეს ბატონო,
პელასგურო, შორს მცხოვრებო, ცივზამთრიანი დოდონეს მფარველო, სადაც შენ ირგვლივ ცხოვრობენ წინასწარმეტყველი
სელოსები, რომლებსაც ფეხდაუბანლებს სძინავთ მიწაზე“.

153
ამალესვინო ენა, მომცე თანხმობა ჩემთან შრომაზე, როგორც კაცმა, რომელმაც აღმოაჩინა კანონთაგან
საუკეთესო, რომ შვილი მამას უნდა უსმენდეს.
ჰილოსი. დიახ, მამა, თუმცა ჩვენი საუბრის ამ წერტილს რომ მივაღწიეთ, [1180] შევშინდი, მე
მაინც დავემორჩილები შენს ყველა ბრძანებას.
ჰერაკლესი. უპირველეს ყოვლისა, მარჯვენაში ჩამჭიდე ხელი.
ჰილოსი. რა მიზნით მომიწოდებ ასე დაჟინებით ამ ფიცისკენ?
ჰერაკლესი. დაუყოვნებლივ მომეცი ხელი, ნუ მეურჩები!
ჰილოსი. აი, ვიწვდენ ხელს. არაფერზე უარი არ გექნება.
ჰერაკლესი. ახლა დაიფიცე ზევსის, ჩემი ჩამსახველის, თავი!
ჰილოსი. რა საქმის გასაკეთებლად? ესეც შეიძლება გამჟღავნდეს?
ჰერაკლესი. შეასრულოს ჩემთვის ამოცანა, რომელსაც მე დავსახავ.
ჰილოსი. ამაზე ვფიცავ ზევსთან ერთად, როგორც ფიცის მოწმე.
ჰერაკლესი. და ილოცე, რომ, თუ ამ ფიცს დაარღვევ, დაისჯები.
ჰილოსი. [1190] არ დავისჯები, რადგან დავიცავ მას. და მაინც ვლოცულობ.
ჰერაკლესი. კარგი, მაშინ იცი თუ არა ოიტეს, ზევსის წმინდა მთის, მწვერვალი?
ჰილოსი. ვიცი. ხშირად ვმდგარვარ მაგ მწვერვალზე მსხვერპლის შესაწირად.
ჰერაკლესი. შენ ჩემი სხეული იქ უნდა აიტანო, უნდა გააკეთო ეს საკუთარი ხელით, ჩვენი
იმდენი მეგობრის დახმარებით, რამდენიც დაგჭირდება; და როდესაც ღრმად დაფესვიანებული მუხის
ბევრ ტოტს მოჭრი და მოჭრი ველური ზეთისხილის მრავალ შტოს, უნდა დამაწყო სხეულზე და დაანთო
კოცონი ფიჭვის მოგიზგიზე ჩირაღდნით. და დაე, იქ არ დაიღვაროს გლოვის ცრემლი. [1200] არა, ეს
გააკეთე შელოცვებისა და ცრემლის გარეშე, თუ ჭეშმარიტად ჩემი შვილი ხარ. მაგრამ ამას თუ არ იზამ,
ქვედა სამყაროდან ჩემი წყევლა და ჩემი მრისხანება სამუდამოდ დაგელოდება.
ჰილოსი. ვაიმე, მამა, რა მითხარი?! ეს რა გამიკეთე!
ჰერაკლესი. მე გითხარი, რაა გასაკეთებელი და თუ უარს იტყვი, სხვა მამა მოძებნე და ჩემს
შვილად ნუღარ იწოდები!
ჰილოსი. ვაიმე, როგორი საქმისკენ მომიწოდებ, მამაჩემო, რომ მე შენი მკვლელი გავხდე და შენი
სისხლით შევიბილწო!
ჰერაკლესი. ასე არა, სინამდვილეში, ჩემი ტანჯვის მკურნალი, ჩემი ტკივილის ერთადერთი
ექიმი!
ჰილოსი. [1210] და როგორ, შენს სხეულს თუ ცეცხლს მივცემ, ამით განვკურნავ?
ჰერაკლესი. თუ შიში გიშლის ამ ამოცანის შესრულებას, სხვა დანარჩენი მაინც შეასრულე.
ჰილოსი. გადასვენებაში უარს არავინ გეტყვის.
ჰერაკლესი. და კოცონის მომზადება, მე რომ გიბრძანე?
ჰილოსი. დიახ, გარდა იმისა, რომ მე მას საკუთარი ხელით არ შევეხები. ყველაფერ დანარჩენს
გავაკეთებ, და შენ შეფერხება არ გექნება ჩემი მხრიდან.
ჰერაკლესი. რას იზამ, ეს საკმარისი იქნება, მაგრამ დაამატე ერთი პატარა სამსახური დიდ
საქმეებს.
ჰილოსი. ძალიან დიდიც რომ იყოს, გაკეთდება.
ჰერაკლესი. იცნობ თუ არა გოგონას, ევრიტოსის ასულს?
ჰილოსი. [1220] შენ ალბათ იოლეს გულისხმობ, ვვარაუდობ.
ჰერაკლესი. სწორი ხარ. მაშ, მე გიბრძანებ შენ, შვილო: როდესაც მოვკვდები, თუ გსურს შენი
ღირსება გვაჩვენო, გაიხსენე მამაშენისთვის მიცემული ფიცი, აქციე ეს ქალი შენს მეუღლედ და არ
ეურჩო მამაშენს. არავის სხვას, შენ გარდა, არ მისცე ნება, დაეუფლოს მას, რომელიც ჩემ გვერდით იწვა.
შენ, ჩემო შვილო, განამტკიცე ეს საქორწინო კავშირი შენი საკუთარით. დამემორჩილე; რადგან, თუმცა
დიდ საქმეებში იყავი მორჩილი, ურჩობა პატარებში უკვე მოპოვებულ მადლიერებას გააუქმებს.
ჰილოსი. [1230] ვაიმე, არ არის სწორი ავადმყოფზე გაბრაზება, მაგრამ ვინ აიტანს იმის ხილვას,
რომ მას ასეთი ფიქრები აღეძვრება?
ჰერაკლესი. შენი სიტყვები არ აჩვენებს იმის გაკეთების სურვილს, რასაც მე ვამბობ.

154
ჰილოსი. ვინ შეძლებდა, როდესაც იგი მარტოა დედაჩემის სიკვდილში დამნაშავე და, გარდა
ამისა, შენს ამჟამინდელ მდგომარეობაში? ვინ ისურვებდა ამის გაკეთებას, თუკი არ იქნებოდა
მოწამლული შურისმაძიებელი ურჩხულებით? უმჯობესია, მამა, მეც მოვკვდე, ვიდრე იმასთან
ვიცხოვრო, ვინც ყველაზე მეტად მეზიზღება?!
ჰერაკლესი. როგორც ჩანს, ეს კაცი არ ამჟღავნებს სათანადო პატივისცემას ჩემი სიკვდილისწინა
ლოცვის მიმართ. არა, დარწმუნებული იყავი, რომ ღმერთების წყევლა [1240] დაგელოდება ჩემი
ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობის გამო.
ჰილოსი. მე მგონი, მალე აჩვენებ, რა ავადაც ხარ!
ჰერაკლესი. დიახ, რადგან შენ გამომიყვანე მძინარე ჭირიდან.
ჰილოსი. უბედური ვარ! მრავალი თავსატეხიდან გამოსავალი არ გამაჩნია!
ჰერაკლესი. რადგან თვლი არასწორად ჩამსახველისადმი მორჩილებას.
ჰილოსი. მაშ, მაშინ უნდა ვისწავლო, უწმინდური გავხდე?
ჰერაკლესი. ეს უწმინდურობა არაა, თუ ჩემს გულს გაახარებ.
ჰილოსი. მაშ, შენ მიბრძანებ, ეს გავაკეთო, როგორც ცხადი მოვალეობა?
ჰერაკლესი. დიახ, გიბრძანებ და ღმერთებს მოვუხმობ მოწმეებად.
ჰილოსი. მაშინ მე გავაკეთებ და უარს არ ვიტყვი, [1250] ღმერთებს მოვუხმობ, დაამოწმონ შენი
საქციელი. მე ვერასოდეს ვერ გამკიცხავენ შენი ურჩობისთვის, მამა.
ჰერაკლესი. შენი სიტყვები წარმოადგენენ სამართლიან დასასრულს და მათ, შვილო, სწრაფად
დაუმატე თავად დიდებული საქციელი, რომ შეძლო კოცონზე დამაწვინო, სანამ რომელიმე ტკივილი
დაბრუნდება, რომ გამგლიჯოს ან დამკბინოს. იჩქარე, წამომაყენე! ეს, სიმართლე რომ ითქვას,
უბედურებისგან დასვენებაა, ეს დასასრულია, ეს ჰერაკლესის აღსასრულია!
ჰილოსი. არაფერი არ უშლის ხელს შენი სურვილის ასრულებას, რადგან შენი ბრძანება ძალიან
მაიძულებს, მამა.
ჰერაკლესი. ახლა, მოდი, სანამ გააღვიძებ ამ [1260] შავ ჭირს, ჩემო წრთობილო სულო, მომეცი
ცოტა ფოლადი, რომ ბაგეები შევიკრა, როგორც ქვა ქვასთან! შეწყვიტე ტირილი, რადგან ამოცანა,
რომელსაც ასრულებ, მართალია თავშეკავებულად, მაგრამ მაინც იძლევა საბაბს სიხარულისთვის.
ჰილოსი. მაღლა ასწიეთ, მსახურებო! მომეცი სრული პატიება ამისთვის, თანაც გაიხსენე
უდიდესი სისასტიკე ღმერთებისა მათს ჩადენილ საქმეებში. ისინი შობენ შვილებს და განდიდებული
არიან, როგორც მამები, და მაინც მათ შეუძლიათ ამ ტანჯვას მშვიდად უყურონ. [1270] ვერავინ ვერ
იწინასწარმეტყველებს მომავალს; აწმყო სავსეა მწუხარებით ჩვენთვის და სამარცხვინოა მათთვის, და
შეუდარებლად მძიმეა იმისთვის, ვისაც თავს დაატყდა ეს უბედურება. კორიფაიოსს. და შენ, გოგონა,
წადი სახლში. ბევრი რამ ნახე, უზომოდ საზარელი სიკვდილი, მრავალი უცნაური მწუხარება. და მათში
არაფერი არ არის, რაც ზევსი არ არის.

155
აიასი

156
მოქმედი პირები:

ათენა
ოდისევსი
აიასი, სალამისელების ბელადი ტროაში
ტეკმესა, ტყვე ქალი, აიასის ხასა
მაცნე
ტევკროსი, აიასის ნახევარძმა
მენელაოსი
აგამემნონი

უსიტყვოდ:
ევრისაკესი, აიასისა და ტეკმესას ძე
ევრისაკესის მასწავლებელი

157
პროლოგოსი
ათენა. მუდამ, ლაერტესის ძეო, გაკვირდები, რომ გინდა მიითვისო შენს მტრებზე თავდასხმის
რამე საშუალება. ახლაც გხედავ ხომალდებთან აიასის კარავთან, სადაც მას ბანაკის განაპირა საგუშაგო
აქვს, დიდი ხანია, როგორც იძიებ და ზომავ მის ახალდატოვებულ კვალს, რომ დაადგინო, შიგნითაა თუ
გარეთ. ლაკონიური ძაღლივით134 ყნოსვა გაქვს და იოლად იგნებ გზას. კაცი კი ახლახან შევიდა კარავში,
[10] შუბლი ოფლით სველი აქვს, ხელები კი სისხლიანი. აღარ გჭირდება კარის მიღმა შეიხედო.
უბრალოდ, მითხარი, რა მიზანი გაქვს, რისთვის გაისარჯე ასე და იმისგან გაიგებ ყველაფერს, ვინც
ფლობს ცოდნას.
ოდისევსი. ო ათენას ხმაო, ღმერთთაგან ყველაზე საყვარელი ჩემთვის, რა ცხადად მესმის შენი
ძახილი, თუმცა კი უხილავი ხარ და ვიჭერ მნიშვნელობას გონებით, თითქოს ტირენული საყვირის135
ბრინჯაოს ხმა გამეგონოს! ახლაც სწორად მიხვდი, რომ კვალში ვუდგავარ ადამიანს, რომელიც ვერ
მიტანს, აიას ფარისმპყრობელს. [20] სწორედ მის, სხვისას არა, დიდი ხანია, კვალს მივყვები. ამაღამ მან
ჩაიდინა ყველაზე გაუგებარი საქციელი, თუ მართლა მან ჩაიდინა. დარწმუნებით არაფერი არ ვიცით,
მაგრამ ეჭვი გვაქვს. ამიტომ ნებაყოფლობით ვიკისრე ამ ძიების ტვირთი. რადგან ახლახან მთელი ჩვენი
ჯოგი, ჩვენი ნადავლი, ამოხოცილი ვიპოვეთ, დიახ, დახოცილი ადამიანის ხელით, მათთან ერთად
მწყემსებიც. ამ დანაშაულს ყველა მას აბრალებს. ერთი ვინმე მოწმე მიმტკიცებს, რომ [30] დაინახა,
როგორ დაძრწოდა მინდორში მარტო, ახლახან დასველებული ხმლით, მომახსენა და მომიყვა, რაც ნახა.
მაშინ მე კვალში ჩავუდექი, ხან მივყვები მის ნიშნებს, ხან კი ვიბნევი და ვერ ვხვდები, ვისია. შენი
მოსვლა დროულია, რადგან მართლაც ყველაფერში, როგორც წარსულ ისე მომავალ ამბებშიც, შენი ხელი
წარმმართავს მე.
ათენა. ვიცი ეს, ოდისევს, და უკვე რამდენიმე ხანია, მეც გამოვედი კვალზე, როგორც შენი
ნადირობის მეგობრული დამკვირვებელი.
ოდისევსი. და, საყვარელო ქალბატონო, რამდენად კარგად ვირჯები?
ათენა. იცოდე, ეს საქმე ამ კაცის ჩადენილია.
ოდისევსი. [40] და რატომ გამოიღო ხელი ასე უაზროდ?
ათენა. ბრაზმა გონება დაუკარგა აქილევსის იარაღის გამო.136
ოდისევსი. და ჯოგებს რატომღა დაესხა თავს?
ათენა. მას ეგონა, რომ ეს თქვენმა სისხლმა მოუთხვარა ხელი.
ოდისევსი. მაშ ეს იყო შეთქმულება არგოსელების137 წინააღმდეგ?
ათენა. დიახ, და აღასრულებდა კიდეც, მე რომ ყურადღება არ მიმექცია.
ოდისევსი. რა უგუნური სიმამაცე ჩაუჯდა გულში, ეს რომ გაბედა?
ათენა. ღამით თქვენს წინააღმდეგ ფარულად და მარტო გამოვიდა.
ოდისევსი. და მოგვიახლოვდა? მიზანს მიაღწია?
ათენა. იგი უკვე ორი სტრატეგოსის ორმაგ კართან იყო.
ოდისევსი. [50] მაშინ როგორ შეიკავა თავი, როდესაც მკვლელობისთვის მზად იყო?
ათენა. მე შევუშალე ხელი, თვალებზე ვესროლე მისი დამღუპველი სიხარულის მძიმე აზრი და
მივმართე მისი მრისხანება ცხვრების ფარასა და დაბნეულ ჯოგზე, რომელსაც მწყემსები იცავდნენ,

134
სტრ. 7 ლაკონიელი ძაღლი – ლაკონიელი ძაღლები, არისტოტელეს მიხედვით, ძაღლისა და მელიის შეჯვარებით იყო
გამოყვანილი და გამოირჩეოდნენ მძაფრი ყნოსვით.
135
სტრ. 17. ტირენული საყვირის ხმა – ტირენიაში (თანამედროვე ტოსკანა, იტალია) მზადდებოდა სპილენძის
განსაკუთრებით ჟღერადი საყვირები.
136
სტრ. 41. აქილევსის იარაღი, აქილევსის აღჭურვილობა – პარისის მიერ მოკლული აქილევსის აღჭურვილობა აქაველი
ბელადების გადაწყვეტილებით მიენიჭა არა აიასს, არამედ ოდისევსს (იხ. სტრ. 21 და კომენტარი).
137
სტრ. 44. არგოსელები... – (არგიველები) იგულისხმებიან ბერძნები, ანუ აქაველები. ბერძენთა ეს საერთო დასახელება
ჰომეროსის ეპოსიდან მოდის (არგოსელები, აქაველები, დანაელები).

158
ნადავლზე, რომელიც თქვენ ჯერ არ გაგიყვიათ. შემდეგ თავს დაეცა მათ და ამოწყვიტა რქოსანი
პირუტყვი, ირგვლივ ყველაფერს სპობდა; და იფიქრა, რომ ორ ატრეიდესს138 კლავდა, ხელით ჰყავდა
დაჭერილი, ხან ერთს შეუტევდა და ხან – მეორეს. მე კი სანამ ავადმყოფური სიშლეგით დარბოდა, [60]
აღვაგზნებდი და უბედურების ქსელში ვხვევდი. შემდეგ, ამ გმირობისგან რომ დაისვენა, რამდენიმე
ცოცხალი ხარი ყველა ცხვართან ერთად შეკრა და სახლში მოიყვანა, თითქოს ტყვეები ჩაიგდო ხელში
და არა პირუტყვი. და ახლა, ასე ერთად შეკრულებს, სახლში აგინებს. მე ამ სიგიჟეს ახლა ღიად გაჩვენებ,
რომ ნახავ, შეგეძლება, ყველა არგოსელს გამოუცხადო. სიმამაცე მოიკრიბე, მტკიცედ დადექი და ნუ
შეხედავ ამ კაცს, როგორც თქვენი უბედურების მიზეზს. [70] მე მისი თვალების სხივებს მივაქცევ და
შენი სახისკენ არ გამოვუშვებ. (აიასს) შენ, რომელიც ტყვეს ხელებს უკრავ, შენ გეძახი, აქ მოდი! აიასს
ვუხმობ, გამოდი სახლის წინ!
ოდისევსი. რას შვრები, ათენა? ნუ ეძახი გარეთ.
ათენა. გაჩუმდი! ლაჩარი ხომ არ გინდა, გამოჩნდე?
ოდისევსი. არა, ღმერთების სახელით, აჯობებს, შიგნით რომ დარჩეს.
ათენა. საფრთხე რა არის? მანამდე კაცი არ იყო?
ოდისევსი. დიახ, ჩემდამი მტრულად განწყობილი ადრე და განსაკუთრებით ახლა.
ათენა. და მერე მტრების დაცინვა უდიდესი სიამოვნება არ არის?
ოდისევსი. [80] კმაყოფილი ვარ, რომ კარავში დარჩა.
ათენა. ნუთუ გეშინია, რომ შეშლილი პირისპირ ნახო?
ოდისევსი. გონზე რომ იყოს, უკან არ დავიხევდი შიშით.
ათენა. მაგრამ ახლა გვერდითაც რომ დაუდგე, ვერ დაგინახავს.
ოდისევსი. ეს როგორ შეიძლება, თუკი ხედავს იმავე თვალებით?
ათენა. მე მათ დავაბნელებ, თუმცა მხედველობა მკვეთრი აქვს.
ოდისევსი. ყველაფერი შეიძლება, ღმერთი თუ გამოიგონებს.
ათენა. მაშ, ჩუმად იდექი და ადგილზე დარჩი.
ოდისევსი. უნდა დავრჩე, მაგრამ მერჩივნა აქედან შორს ვიყო.
ათენა. ჰეი, აიას, კიდევ ერთხელ გეძახი. [90] რატომ არ სცემ პატივს საკუთარ მოკავშირეს?

გამოდის აიასი, ხელში სისხლიანი მათრახი უჭირავს.

აიასი. კეთილი იყოს შენი მობრძანება, ათენა. კეთილი იყოს მობრძანება, ზევსის ასულო! რა
კარგად მიჭერდი მხარს! ამის სამადლობლად სუფთა ოქროს ტროპაიონს დაგიდგამ!
ათენა. მშვენიერი დაპირებაა, მაგრამ აი, რა მითხარი, კარგად შეღებე თუ არა შენი ხმალი
არგოსელების ლაშქრით?
აიასი. შემიძლია ამით დავიტრაბახო. არ უარვყოფ.
ათენა. შეიარაღებული ხელი აღმართე ატრეიდესებზე?
აიასი. დიახ, რომ მეტად აღარ შეერცხვინათ აიასი.
ათენა. ეს ხალხი დახოცილია, თუ სწორად გაგიგე.
აიასი. დახოცილნი არიან, ახლა წამართვან იარაღი!
ათენა. მესმის და იმას რა ბედი ეწია შენს ხელში, ლაერტესის ძეს, გაგექცა?
აიასი. წყეული მელია! მე მეკითხები, სადაა?
ათენა. დიახ, ოდისევსს ვგულისხმობ, შენს მოწინააღდეგეს.
აიასი. ყველაზე სასიამოვნო პატიმარია, დედოფალო, შიგნით ზის. ჯერ არ მინდა, მოკვდეს.
ათენა. რას ელოდები, რა უნდა მოხდეს?
აიასი. სანამ არ მივაბამ ბოძს ჩემ ჭერქვეშ.
ათენა. და რა სიავე ელის საცოდავ კაცს?
აიასი. [110] ზურგი აუჭრელდება მათრახის დარტყმებისგან სიკვდილის წინ.

138
სტრ. 57. ორი ატრეიდესი – ატრევსის ძეები, აგამემნონი და მენელაოსი.

159
ათენა. ასე სასტიკად ნუ შეურაცხყოფ საცოდავს!
აიასი. დანარჩენში, ათენა, გაიხარე ყველაფერში, მაგრამ სასჯელით ის ასე დაისჯება, არა
სხვაგვარად.
ათენა. რა გაეწყობა, რაკი ასე მოგწონს, ხელი იხმარე, ჩანაფიქრი განახორციელე.
აიასი. წავედი, ჩემი საქმე გავაკეთო. შენ კი გავალებ: ყოველთვის ჩემი ახლო მოკავშირე იყავი,
დღევანდელივით!

აიასი გადის.

ათენა. ხედავ, ოდისევს, რამოდენაა ღმერთების ძალა? იყო კი ვინმე ამ კაცზე უფრო გონიერი ან
[120] ვინმეს უკეთ შეეძლო გაეკეთებინა, რასაც ვითარება მოითხოვდა?
ოდისევსი. არავინ არ იყო ასეთი, მაგრამ მე იგი მაინც მებრალება, თუმცა კი მე ვერ მიტანს,
რადგან დამღუპველი ბოდვითაა შეპყრობილი, ჩემი ხვედრიც არ მგონია ბევრად უკეთესი იყოს, რადგან
ჩვენ ყველანი, ცოცხლები, მხოლოდ აჩრდილები და ცარიელი ჩრდილები ვართ!139
ათენა. ამიტომ, რაკი მოწმე ხარ მისი ბედისა, დაუკვირდი, რომ თვითონ არასოდეს არ
წარმოთქვა ქედმაღლური სიტყვები ღმერთების წინააღმდეგ და არასოდეს გაამაყდე მეტისმეტად, თუკი
ბედის სასწორზე სხვებს აღემატები [130] სიძლიერით ან დიდი სიმდიდრით. რადგან ერთ დღეს
შეუძლია ყველაფერი ადამიანური დაამხოს და მასვე შეუძლია, წამოაყენოს; მაგრამ ღმერთებს უყვართ
გონიერები და სძულთ ბოროტები.

ოდისევსი და ათენა გადიან.

139
სტრ. 121-126. ... მაინც მებრალება... – ოდისევსის ამ სიტყვების წყაროა ჰომეროსის „ოდისეაში“ ამ გმირის
მონათხრობი. მეთერთმეტე სიმღერაში, რომელსაც „ნეკიუია“ ანუ „მიცვალებული აჩრდილების გამოხმობა“ ეწოდება ქართულ
თარგმანში „შავეთის აჩრდილები“), ოდისევსი ამბობს („ოდისეა“, XI, სტრ. 541 და შმდგ): „დაღვრემილნი იდგნენ ჩემ წინ სხვა
აჩრდილებიც და რიგრიგობით მიზიარებდნენ თავიანთ სიმძიმილს. მხოლოდ აიანტი გამდგარიყო განზე. პირმოღუშული
შემომცქეროდა, რადგან აქილევსის სიკვდილის შემდეგ ხომალდებთან გამართულ ყრილობაზე მე მარგუნეს წილად
სწორუპოვარი გმირის ფარ-ხმალი. თავად აქილევსის დედამ მიბოძა შვილის საჭურველი და ტროელებმა და ქალღმერთმა
ათინამაც ეგევე დაადგინეს. ნეტავ მისთვის მიეცათ ეს საჭურველი! მაშინ ხომ მიწას არ ამოეფარებოდა ძლევამოსილი აიანტი,
რომელიც დანაელთა შორის მხოლოდ პელევსის ძეს უთმობდა პირველობას“ (ზ. კიკნაძისა და თ. ჩხენკელის თარგმანი).

160
პაროდოსი

შემოდის სალამისელ მეზღვაურთა გუნდი.

გუნდი. ტელამონის ძეო, რომელსაც ზღვაშემორტყმულ სალამისზე140 გაქვს ტახტი ღია ზღვის
მახლობლად, შენთან ერთად მიხარია, როდესაც სამართლიანად ბედნიერი ხარ; მაგრამ როდესაც ზევსის
დარტყმა გხვდება და დანაელები 141 ბოროტი ენით გიტევენ და ჭორებს გივრცელებენ, შიშისგან
ვიკუნტები და თავზარდაცემული ვკანკალებ [140] ფრთოსანი მტრედის მოცახცახე თვალივით.
ზუსტად ასე ღამის დადგომისას ხმამაღალი შფოთვა ღირსების შელახვამდე გვაწუხებდა ჩვენ, რადგან
ჰყვებოდნენ, როგორ სწვევიხარ ველურ მინდორს, რომელზედაც ცხენები ძოვდნენ და გაგინადგურებია
ბერძნული ჯოგი, მათი ნადავლი, ასევე ჯილდოები შუბების სახით, რომლებიც ჯერ არ იყო
განაწილებული, შენ ისინი დახოცე გაელვებული რკინით. ასეთია ხმები, რომელთაც თხზავს ოდისევსი
და ყურში უსუნთქავს ყველას, [150] და დიდ ნდობას იხვეჭს. ხოლო სანამ ის შენზე ზღაპრებს ჰყვება,
იოლად უჯერებენ და ყოველ მსმენელს ახარებს შენი ტვირთი ბოროტი ზიზღით უფრო მეტად, ვიდრე
მთხრობელს. მიმართე შუბი კეთილშობილ სულზე და ვერ მოახერხებ აცილებას; მაგრამ თუ ადამიანი
ასეთ რამეებს ჩემ წინააღმდეგ იტყოდა, მას არ ექნებოდა ნდობა. შური ძლიერებისკენ მიხოხავს. და მაინც
მცირე დიდის გარეშე – ესაა დაცვის მოყანყალებული კოშკი. [160] რადგან მორჩილნი ხდებიან ყველაზე
მართალნი და აყვავებულნი დიდებთან კავშირში, ხოლო დიდები – როცა მათ ემსახურებიან პატარები;
მაგრამ სულელ ხალხს არ შეუძლია წინასწარ აითვისოს კეთილი ცნებები ამ საკითხებში. სწორედ ეს
ხალხი ცდილობს შენზე აურზაურის შექმნას და ჩვენ არ გვყოფნის ძალები, რომ ეს ბრალდებები
მოვიგერიოთ უშენოდ, მბრძანებელო. რადგან როდესაც თავს დააღწევენ შენს მზერას, ისინი ლაყბობენ,
როგორც ფრინველების გუნდი; მაგრამ მძლავრ სვავს რომ დაეშინებინა, [170] შესაძლოა, შენ რომ
გამოჩენილიყავი, სწრაფად და უხმოდ შეიყუჟებოდნენ სიჩუმეში.

სტროფი

გუნდი. ნუთუ ეს არტემისი იყო, მეჯოგე142, ზევსის ასული, რომელმაც აღგძრა შენ, დიდო ხმაო,
ჩემი სირცხვილის დედავ, წაგაქეზა მთელი ჩვენი ხალხის ჯოგების წინააღმდეგ? იქნებ არ ეცი პატივი
და გამარჯვების შემდეგ დააკელი შესაწირავი ან იქნებ შეპყრობილი იარაღის დიდება წაართვი, ან იქნებ
ირემი მოუკალი და მსხვერპლი არ შესწირე? ან იქნებ ბრინჯაოს აღჭურვილობით შემოსილ
ენიალიოსს143 [180] მრისხანების მიზეზი ჰქონდა, მისი მოკავშირე შუბოსნის შეურაცხყოფისთვის შური
ეძია და ღამის საფარით შებურულ ცბიერებას მიმართა?

ანტისტროფი

რადგან არასოდეს, მარტო შენი ნებით, ტელამონის ძეო, შენ არ წახვიდოდი ასე შორს ავბედით
გზაზე და თავს არ დაეცემოდი ჯოგს. როდესაც ღმერთები შეშლილობას აგზავნიან, მას არ შეუძლია,
მიზანს არ მიაღწიოს, მაგრამ დაე ზევსმა და სხივოსანმა აგაცილონ ბერძნების ბოროტი ჭორები. და თუ
დიდი მეფეები არიან, რომლებიც ცილს გწამებენ ცრუ ამბებით [190] სისიფოსის სულმდაბალი მოდგმის

140
სტრ. 135. სალამისი – კუნძული სარონიკულ ყურეში, ატიკის სანაპიროსთან, რომლის მეფეც იყო აიასის მამა,
ტელამონი.
141
სტრ. 137. დანაელები – ტომის სახელი, რომელიც ჰომეროსის პოემებსა და შემდგომი ხანის ბერძნულ პოეზიაში
„აქაველებისა“ დ „არგოსელების“ მსგავსად საერთოდ, ბერძნებს აღნიშნავს.
142
სტრ. 172. არტემისი... მეჯოგე, ბერძნ. „ტავროპოლა“ (ხარების მწყემსი) – თავდაპირველად მწყემსი ღმერთი არტემისი
არტემის ტავროსელს უიგივდებოდა; მისი კულტი, რომელიც გამოირჩეოდა ორგიასტული ხასიათითა და სისასტიკით, ატიკაში
ტავროსული ხერსონესიდან იქნა გადატანილი.
143
სტრ. 179. ენიალიოსი – ომის ღმერთი, ხშირად გაიგივებული იყო არესთან.

161
ნაშიერთან 144 ერთად. მბრძანებელო, ნუ, ნუ წაახალისებ უღირს ცილისწამებას, ზღვისპირა კარავში
დამალული სახით.

ეპოდოსი

მოდი ახლა, ადექი შენი ადგილიდან, სადაც დამკვიდრდი ბრძოლის ხანგრძლივი დაყოვნების
გამო, თან მიშვებული გაქვს უბედურების ხანძარი და მისი ენები ცას წვდება! შენი მტრების
დაუცხრომელი თავხედობა უშიშრად დაძრწის მინდორ-ველად, მაშინ როცა მთელი ლაშქრის ენები
ხმამაღლა ლაქლაქებენ, [200] ჩემი დარდი კი იზრდება.

144
სტრ. 190. სისიფოსის სულმდაბალი მოდგმის ნაშიერი – ოდისევსი. ჰომეროსის შემდგომი ერთ-ერთი მითოსის
მიხევით, ოდისევსის დედა, სანამ ცოლად გაჰყვებოდა ლაერტესს, დანებდა სისიფოსს, რომელიც მამამისის, ავტოლიკოსის
სტუმარი იყო. სისიფოსი, კორინთოსის მეფე, გამოირჩეოდა დამნაშავური ცბიერებით. ღმერთების საიდუმლოს ადამიანებისთვის
გამჟღავნების გამო დაისაჯა მიწისქვეშეთში, სადაც მძიმე შრომას ეწეოდა: ციცაბო კლდეზე მუდმივად აგორებდა უზარმაზარ
ლოდს, რომელიც მწვერვალიდან ისევ ქვემოთ გორდებოდა. ისევ ზემოთ და ასე უსასრულოდ.

162
პირველი ეპისოდიონი
შემოდის ტეკმესა.

ტეკმესა. აიასის ხომალდის თანამგზავრებო, ერექთეიდესებისგან,145 მიწის შვილებისგან წამო-


სული მოდგმის შთამომავლებო! დარდისგან ვყვირით!.. ისინი არიან ჩვენი წილი, რომელიც შორიდან
ზრუნავს ტელამონის სახლზე; მაგრამ საშინელი, დაუცხრომელი ძალის ჩვენი მძლავრი მბრძანებელი
აიასი ახლა წევს მღვრიე ავდრით დაავადებული.
გუნდი. და რა მძიმე ცვლილებაა გუშინდელ დღესთან შედარებით, რაც ამ ღამემ მოიტანა? [210]
ფრიგიელი ტელევტასის ასულო146, ილაპარაკე, რადგან ამ მძვინვარე აიასს ძველებურად უყვარს შუბით
მოპოვებული შენი სარეცელი, ყველაფერი იცი და შეგიძლია, აგვიხსნა.
ტეკმესა. როგორ მოვყვე სიტყვებით ვერგამოსათქმელ ამბავს? რადგან სიკვდილის თანასწორია
ტანჯვა, რომელსაც მოისმენთ. რადგან შეშლილობით მოცულ ჩვენს სახელოვან აიასს ამაღამ თავი
მოეჭრა. ყველაფრის ნახვა შეგიძლია მის კარავში – სისხლში მცურავი მოკლული მსხვერპლი [220]
მხოლოდ მისი ნახელავია.

სტროფი

გუნდი. ცეცხლოვან მეომარზე რა ამბავი გაგვიმჟღავნე, აუტანელია, მაგრამ ვერსად გაექცევი,


ამბავი, რომელსაც გადმოგვცემენ დიადი დანაელები და თავიანთი მძლავრი თხრობით ავრცელებენ! აჰ,
მაშინებს მომავალი. ეჭვი არ არის, ეს კაცი მოკვდება, რადგან მისმა გაშმაგებულმა ხელმა [230]
სისხლიანი ხმლით ამოხოცა ჯოგები და ცხენოსანი მწყემსები.
ტეკმესა. ვაი! იქიდან, იქიდან მოვიდა ჩემთან დაპყრობილი ჯოგით! ნაწილს შიგნით გამოჭრა
ყელი მიწაზე; ზოგიერთს ფერდებში ჩასცა და შუაზე გაგლიჯა. შემდეგ დაიჭირა ორი თეთრფეხიანი
ცხვარი, ერთს თავი და ენის წვერი მოჰკვეთა და მოისროლა; [240] მეორე პირდაპირ ბოძს მიაბა, ცხენის
აღკაზმულობის მძიმე ქამარს დაავლო ხელი და ორმაგი შოლტით სული ამოხადა, თან საშინელი
წყევლით წყევლიდა, რომელიც ღვთაებამ ასწავლა, არა ადამიანმა.

ანტისტროფი

გუნდი. დროა ყველა ჩვენგანისთვის, თავი დავიბუროთ და ქვეითად გავიპაროთ, ან დავსხდეთ,


მენიჩბის უღელი დავიდგათ [250] და გზას გავუყენოთ საზღვაო ხომალდი. ისე მრისხანეა მუქარა,
რომელიც მეფე-ძმებისგან, ატრევსის ძეებისგან მომდინარეობს! მეშინია, ჩაქოლვის მწარე სიკვდილი არ
მეწიოს, იმ კაცის გვერდით არ გავისრისო, რომელიც ხელუხლებელ ბედს ჰყავს გამოჭერილი.
ტეკმესა. გაუარა: რადგან სამხრეთის ქარივით, მას შემდეგ, რაც მკვეთრად ამოვარდება კაშკაშა
ელვის გარეშე, ისიც წყნარდება. ახლა გონს მოსულს ახალი ტკივილი უჩნდება. [260] რომ უყურებს
საკუთარი ხელით მოტანილ სატანჯველს, რომელშიც, მის გარდა, არავის მიუღია მონაწილეობა, ეს
მასში უმძაფრეს ტკივილს აღძრავს.
გუნდი. მაგრამ თუ შეწყვიტა სიგიჟე, კეთილი იმედი მაქვს, ყველაფერი კიდევ შეიძლება კარგად
იყოს, რადგან უბედურებას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, როდესაც გადივლის.

145
სტრ. 204. ერექთეიდესები – ერექთეიდესებად მოიხსენიებოდნენ ათენელები, როგორც ათენის მეფე ერექთევსის
შთამომავლები; მაგრამ სოფოკლეს ეპოქაში ერექთეიდესებად მოიხსენიებოდნენ სალამისელებიც, რადგან კუნძული სალამისი
ძვ.წ. 600 წ. მახლობლად შეუერთდა ათენს.
146
სტრ. 212. ფრიგიელი ტელევტასის ასული – ტეკმესა, ფრიგიის მეფის ასული, რომელიც შეიპყრო აიასმა ერთ-ერთი
თავდასხმის დროს.

163
ტეკმესა. და რა, შენ რომ გქონოდა ეს არჩევანი, რას აირჩევდი – აწყენინებდი მეგობრებს და
თავად გაიხარებდი, თუ გაიზიარებდი მეგობრების გლოვას?
გუნდი. ორმაგი წუხილი, ქალბატონო, უარესი სიავეა.
ტეკმესა. განადგურებულნი ვართ, თუმცა ჭირმა გადაიარა.
გუნდი. [270] როგორ თქვი? ვერ გაგიგე, რა თქვი.
ტეკმესა. ეს კაცი, სანამ შეშლილი იყო, თავისთვის სიხარულს პოულობდა იმ წარმოსახვაში,
რომელსაც შეპყრობილი ჰყავდა, თუმცა მისი მდგომარეობა გვაშფოთებდა ყველას, ვინც ჯანმრთელი
ვიყავით; მაგრამ ახლა, როდესაც იგი დაცხრა და ჭირმაც გადიარა, იგი მთლიანად მიეცა ღრმა
მწუხარებას, ხოლო ჩვენ ისევ ისე ვგლოვობთ, როგორც ადრე. ეს ხომ ორმაგი წუხილია, ერთის ნაცვლად.
გუნდი. მართლაც, თანახმა ვარ და ამიტომ მეშინია, რომ დარტყმა, რომელიც უფალმა
გამოაგზავნა, მისწვდა მიზანს. სხვაგვარად როგორ იქნებოდა, თუკი მისი სული უფრო მსუბუქი არაა
ახლა, ვიდრე როდესაც სნეული იყო, ახლა, როცა გათავისუფლდა?
ტეკმესა. უნდა იცოდე, საქმე როგორაა.
გუნდი. როგორ დაატყდა თავს ეს სენი? მოგვიყევი ჩვენ, ვინც ამ ტკივილს ვიზიარებთ, როგორ
მოხდა ყველაფერი?
ტეკმესა. ყველაფერს მოისმენთ, თუ რა მოხდა, რადგან ამაში ჩართული ხართ. შუაღამით,
როდესაც საღამოს ლამპრები აღარ იწვოდნენ, მან ხელი დაავლო ორლესულ ხმალს და მოინდომა
უმიზნო თავდასხმისთვის წასვლა. მე ვცდილობდი მის დაყოლიებას და ვეუბნებოდი: „რას აკეთებ, აიას?
რა ლაშქრობაში მიდიხარ მოუხმობლად, [290] როცა არც მაცნეს დაუბარებიხარ, არც საყვირს
გაუფრთხილებიხარ? სინამდვილეში მთელ ლაშქარს ახლა სძინავს.“ მაგრამ მან მიპასუხა გაცვეთილი
ნათქვამით: „ქალო, დუმილი ქალების სამკაულია.“ და მე მივუხვდი, რაც მითხრა და ის მარტო გაიჭრა.
ვერ ვიტყვი, იქ რა მოხდა; მაგრამ ის დაბრუნდა თავისი კოჭლობით მოსიარულე ტყვეებით – ხარებით,
მეჯოგის ქოფაკებითა და მატყლიანი ნადავლით. ზოგს თავები დააჭრა, ზოგი დაახრჩო, ზოგიც მიაბა და
[300] გაამათრახა ადამიანებივით, თუმცა მხოლოდ ჯოგს ეცემოდა თავს. შემდეგ კარში გავარდა და
რომელიღაც აჩრდილს დაუწყო ლაპარაკი, ხან ატრეიდესებს აგინებდა, ხან ოდისევსს, დასცინოდა
ყველას და ყველა წყენაზე თავის შურისძიებას ზეიმობდა. ბოლოს ისევ კარავში შემოვარდა და აქ მან
ნელ-ნელა და მტკივნეულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, დაიბრუნა გონება. და როდესაც მან თვალი გადაავლო
ოთახს, რომელსაც მისმა საზარელმა შეშლილობამ კვალი დაამჩნია, თავში შემოირტყა და ღმუილი
დაიწყო. დაეცა, გაიშხლართა დალეწილ ჯოგსა და დახოცილ ცხვრებში და იჯდა იქ [310], ფრჩხილებით
ჩააფრინდა თმებს. თავიდან დიდხანს იჯდა უხმოდ. შემდეგ საშინელი სიტყვებით დამემუქრა, რომ
ამეხსნა, რა მოხდა იქ და მეკითხებოდა, რა ხდება ჩემ თავსო. მე შიშმა ამიტანა, მეგობრებო, და
ყველაფერს მოვყევი, რაც ვიცოდი. მაგრამ იგი ისევ აკვნესდა საწყალობელი ოხვრით, რაც მე მისგან ადრე
არასოდეს მსმენოდა. რადგან ის სულ ამბობდა, რომ ასეთი ოხვრა [320] მხოლოდ მშიშარა და სულმოკლე
ხალხის საქმე იყო. ადრე ჩუმად წუხდა ხოლმე, ხმამაღალი ქვითინის გარეშე, ამის ნაცვლად ღმუოდა
ჩუმად, ხარივით. ახლა კი, ასეთ საბრალო მდგომარეობაში მიწაზე პირქვე დამხობილი არც ჭამს, არც
სვამს და უქმად ზის იქ, სადაც დაეცა, რკინით მუსრგავლებულ ცხოველებს შორის. და აშკარად აპირებს,
რაღაც საშინელი ჩაიდინოს. მისი სიტყვები და მოთქმა მაფიქრებინებს ამას. აჰ, ჩემო მეგობრებო, რადგან
მინდოდა ამის თხოვნა, მოდით და დაეხმარეთ მას, თუ შეძლებთ. [330] მისნაირი ხალხის დამორჩილება
მხოლოდ მეგობრების სიტყვებს შეუძლია.
გუნდი. ტეკმესა, ტელევტასის ასულო, საშინელია შენი ნათქვამი, რომ ჩვენი ბატონი
შეპყრობილია თავისი მწუხარებით.
აიასის ხმა, შიგნიდან. ვაიმე, ვაი!
ტეკმესა. ასე მგონია, რომ მალე უფრო ცუდად იქნება. ხომ გაიგონეთ აიასის ხმა, ხომ გაიგონეთ
მისი ხმამაღალი გოდება?
აიასის ხმა, შიგნიდან. ვაიმე, ვაი!
გუნდი. როგორც ჩანს, ეს კაცი კვლავ ავადაა ან ახალგადატანილი სენისგან იტანჯება, რადგან
მის კვალს ხედავს.
აიასის ხმა, შიგნიდან. ვაი, შვილო, შვილო!

164
ტეკმესა. [340] ვაი მე უბედურს! ევრისაკეს, შენ მოგიხმობს! რა შეიძლება იყოს მისი მიზანი? სად
ხარ? უბედური ვარ!
აიასის ხმა, შიგნიდან. ტევკროსს147 ვუხმობ. სადაა ტევკროსი? რით ვეღარ დაასრულა თავისი
თავდასხმა? სანამ მე ვიღუპები.
გუნდი. ჯანსაღი ჩანს – გააღე კარი! შესაძლოა, ჩემს დანახვაზე უფრო მოწესრიგებული გახდეს.
ტეკმესა. აი, ღიაა; ახლა შეგიძლია შეხედო ამ კაცის ნამოქმედარს და მის ჭეშმარიტ
მდგომარეობას.

სტროფი პირველი

აიასი. კეთილო მეზღვაურებო, მარტო თქვენ ხართ ჩემს მეგობრებში, [350] ვინც ერთადერთი
ჯერაც მეგობრობის ნამდვილ კავშირში ხართ ჩემთან, შეხედეთ, სიკვდილის მატარებელმა გრიგალმა
რამოდენა ტალღა ასწია ახლახანს და დაიმსხვრა ჩემ ირგვლივ.
გუნდი. აჰ, ქალბატონო, როგორც ჩანს, მეტისმეტად მართალი იყო შენი მოწმობა! ფაქტი
ადასტურებს, რომ იგი სრულ ჭკუაზე ვერაა.

ანტისტროფი პირველი

აიასი. ვაი! თქვენ ხართ ზღვაოსნობაში მტკიცე ჯგუფი, რომელიც გემზე ავიდა და ნიჩაბი გაუსვა
მარილიან წყალს, თქვენში, მხოლოდ თქვენში [360] მე ვხედავ ტანჯვისგან დაცვას. მოდით, მომკალით
ამათ თავზე.
გუნდი. ჩუმად! ილაპარაკე უკეთესის მომასწავებელი სიტყვები! ნუ მკურნალობ ბოროტებას
ბოროტების გამოწერით; ნუ ზრდი საკუთარი ბედუკუღმართობის ტანჯვას.

სტროფი მეორე

აიასი. ხედავ მამაც, გულოვან, მტერთან ბრძოლებში უშიშარს, მხედავთ ახლა, ჩემი ხელების
ძალით საზარელ დაუმარცხებელ ცხოველებთან? რა დაცინვაა, როგორ იძალადეს ჩემზე!
ტეკმესა. აიას, ჩემო მბრძანებელო, გევედრები, ნუ ლაპარაკობ ასე!
აიასი. არ წასულხარ? გარეთ არ გახვალ? [370] აჰ მე, აჰ მე!
გუნდი. ღმერთების სახელით, გევედრები, გონს მოდი.
აიასი. ჩემი გახრწნილი ბედი, ხელიდან გავუშვი ისინი, ვინც მევედრებოდნენ, დაგვსაჯეო და
ამის სანაცვლოდ დავერიე რქებდაგრეხილ ჯოგსა და ლამაზ თხებს და დავღვარე მათი მუქი სისხლი.
გუნდი. რატომ უნდა იდარდო, თუ საქმე უკვე მივიწყებულია? ეს ამბები ისე დარჩება, როგორც
არის.

ანტისტროფი მეორე

აიასი. აჰ, შენ, რომელიც თვალს ადევნებს ყველაფერს, [380] შენ, ყველა დანაშაულის მზა იარაღო,
აჰ, ლაერტესის ძეო, შენ ხომ ყველაზე ბინძური მაბეზღარა ხარ მთელ ლაშქარში, დარწმუნებული ვარ,
ხმამაღლა ხარხარებ და სიამოვნებას ეძლევი.
გუნდი. ეს ღმერთის ნებაა, ადამიანი დასცინის თუ დასტირის.
აიასი. რომ შემეძლოს დავინახო, თუნდაც დარდით განადგურებული ჩემსავით! ვაი, ვაიმე!
გუნდი. დიდად ნუ იმუქრები; ვერ ხედავ, რა დღეში ჩავარდი?

147
სტრ. 342. ტევკროსი – ტელამონისა და ჰესიონეს ძე, აიასის ნახევარძმა, აქაველთა საუკეთესო მშვილდოსნი.

165
აიასი. ო ზევს, წინაპართა წინარე მამა!148 რომ გამანადგურებინა ეს ღრმა მატყუარა, საძულველი
მაბეზღარა და [390] ორი მეფე-ძმა და ბოლოს, თავადაც რომ მოვკვდე!
ტეკმესა. როცა ამას ლოცულობ, ჩემთვისაც ილოცე, მეც რომ მოვკვდე. რა აზრი აქვს ჩემს
სიცოცხლეს, შენ თუ მოკვდი?

სტროფი მესამე

აიასი. ვაი წყვდიადო, ჩემო სინათლე! მიწისქვეშეთის კუნაპეტო, ჩემი თვალებისთვის ნათლად
მოელვარევ, მიმიღე, მიმიღე და შენთან მაცხოვრე, დიახ, მიმიღე! აღარ ვიმსახურებ დასახმარებლად
ვუყურო ღმერთების მოდგმას, [400] ან რამე სიკეთეს ველოდე ადამიანებისგან, დღის ქმნილებებისგან.
არა, ზევსის ასული,149 მამაცი ქალღმერთი, მღუპავს და მავიწროვებს. მაშ, სად შეიძლება კაცი გაიქცეს?
სად ვპოვო სიმშვიდე? თუ ჩემი ყველა ძველი დამსახურება დაინგრა, ჩემო მეგობრებო, ამგვარ
მსხვერპლთან ერთად, ჩემს ირგვლივ რაცაა, თუკი მე ასეთი ბრიყვული ძარცვა შემიძლია, მაშინ ორივე
ხელს ხმალს ჩაავლებს ლაშქარი და მომკლავს.
ტეკმესა. [410] აჰ, რა უბედური ვარ, რომ მნიშვნელოვანი კაცი ისეთ სიტყვებს ამბობს,
რომლებსაც ადრე ვერასოდეს ვერ აიტანდა!

ანტისტროფი მესამე

აიასი. ხმაურიანი ზღვის ბილიკებო, მოქცევის გამოქვაბულებო და ნაპირის ტყიანო საძოვრებო,


დიდხანს, დიდხანს, მართლაც ძალიან დიდხანს დამაყოვნეთ აქ, ტროაში. მაგრამ მეტს ვეღარ
გამაჩერებთ, რადგან სიცოცხლის სუნთქვა მაქვს. ეს იცოდეს გონიერმა ხალხმა. სკამანდროსის 150
მეზობელო ნაკადებო, [420] ბერძნებისადმი კეთილგანწყობილო, ვეღარ იხილავ აიასს, რომლის ტოლი
ლაშქარში, აქ უნდა დავიტრაბახო, ტროას არავინ უხილავს საბერძნეთიდან მოსული. მაგრამ ახლა,
ღირსებააყრილი, აქ ვაგდივარ, მტვერში!
გუნდი. სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი, როგორ დაგაკავო ან როგორ გალაპარაკო კიდევ,
როდესაც ასეთ მძიმე უსიამოვნებაში აღმოჩნდი.
აიასი. [430] აიაი! ვინ იფიქრებდა ოდესმე, რომ ჩემი სახელი151 ასე აღწერით მიესდაგებოდა ჩემს
გასაჭირს? რადგან ახლა აიასი ყვირის „აიაის“ ორჯერ და სამჯერ. მომისმინეთ, მე იგი ვარ, რომლის
მამის 152 ვაჟკაცობამ მას ყველაზე სამართლიანი ჯილდო მოუტანა ყველა მეომარს შორის, რომლის
მამამაც ჩამოიტანა სწორედ ამ იდის153 მიწიდან მთელი დიდება; მაგრამ მე, მისი შვილი, რომელიც მის
შემდეგ მოვიდა ტროის იმავე მიწაზე არანაკლები ძალითა და ჩემი მარჯვენის სამსახურით არანაკლები
საქმეები ჩავიდინე, [440] არგოსელების უღირსობით დავიღუპე. და მაინც, ამაში დარწმუნებული ვარ:
აქილევსი რომ ცოცხალი ყოფილიყო და მოეხმოთ, რომ მიენიჭებინა პირველი ადგილი სიმამაცეში მისი
იარაღის მსურველისთვის, ვერავინ დაიკავებდა მას ჩემზე ადრე; მაგრამ ახლა ატრეიდესებმა ზურგი
შემაქციეს და სინდისის ქენჯნის გარეშე უარყვეს აიასის ძლიერება. და ამ თვალებსა და გადაბრუნებულ
გონებას რომ არ ავეცილებინე მიზანს, ისინი ვერასოდეს ამგვარად ვერ მოიპოვებდნენ ხმებს ჩემ მიმართ
უსამართლო განაჩენის გამოტანისას. [450] ახლა კი ზევსის ასულმა, პირქუშსახიანმა უძლეველმა

148
სტრ. 388. ო ზევს, წინაპართა წინარე მამა – ჰომეროსის შემდგომი მითოსის მიხედვით, აიასის მამა ტელამონი,
პელევსის, აქილევსის მამის ძმა, იყო ზევსისა და ნიმფა ეგინას ვაჟის, აიაკოსის შვილი.
149
სტრ. 401. ზევსის ასული – ათენა.
150
სტრ. 418. სკამანდროსი – მდინარე, რომელიც ჰელესპონტში ჩაედინება, მის ნაპირებზე იდგა ტროა.
151
სტრ. 445. ჩემი სახელი – შორისდებული „აიაი“ ბერძნულ ტრაგედიაში გამოიყენება ტანჯვისა და ტკივილის გადმო-
საცემად. სახელი აიასი ბერძნებს ან სიტყვა „აიეტოსიდან“ (არწივი) გამოჰყავდან, ან ამ შორისდებულიდან. უკანასკნელი
ეტიმოლოგია გასაგებს ხდის, სტრ. 917-ში რატომაა აიასის სახელი მოხსენიებული „გვემად“.
152
სტრ. 433. მამის... – აიასის მამა ტელამონი მონაწილეობდა ჰერაკლესისეულ ტროის ლაშქრობაში. ჰერაკლესმა
ტელამონს მიანიჭა პირველი საპატიო ჯილდო – ტროელი მეფე ლაომედონის ასული ჰესიონე.
153
სტრ. 436. იდა – მთა, რომლის ფერდობები წარმოადგენს ტროის დაბლობს.

166
ქალღმერთმა წამაბორძიკა იმ წამს, როდესაც მარჯვენის მათზე აღმართვას ვაპირებდი, სიშლეგის ჭირით
გონება ამიმღვრია და ხელი გამასვრევინა ამ ცხვრების სისხლში. ისინი გადამირჩნენ და დამცინიან,
თუმცა მე არ მინდოდა, გამქცეოდნენ. მაგრამ თუ ღმერთთაგან ვინმე აზიანებს, მართალია, ცუდი კაციც
კი გაექცევა უფრო ღირსეულს. ახლა კი რა ვქნა, როდესაც აშკარად ვძულვარ ღმერთებს, ვეზიზღები
ბერძენთა ლაშქარს და მმტრობს მთელი ტროა და მთელი ეს ველები? [460] იქნებ ატრეიდესები
თავიანთი გემებით აქ მარტო დავტოვო და ეგევსის ზღვით სახლში გავეშურო? და როგორ შევხედო
თვალებში მამაჩემს, ტელამონს, როდესაც ჩავალ? როგორ გაძლებს, როცა შემხედავს, რომ ვდგავარ მის
წინ ხელცარიელი, სიმამაცის უმაღლესი ჯილდოს გარეშე, რომლისთვისაც მას მოუპოვებია დიდების
უზარმაზარი გვირგვინი? არა, ამას ვერ ავიტან! იქნებ წავიდე ტროელთა გალავანთან, მარტომ შევუტიო
და რამე ფასეული სამსახური გავწიო და საბოლოოდ მოვკვდე? ამ საქციელით, მგონი, ატრეიდესებს
გავახარებ. [470] ეს არ უნდა მოხდეს. ისეთი რამ უნდა მოვძებნო, რომ მოხუც მამას დავუმტკიცო, მისი
შვილი თავისი ბუნებით მაინც უიმედო რომ არ არის. რადგან სირცხვილია კაცი ხანგრძლივ სიცოცხლეს
მიესწრაფოდეს, როდესაც გამოსავალს ვერ პოულობს შემარცხვენელი უსიამოვნებისაგან. რა სიხარულია
დღე დღეს მისდევდეს და მხოლოდ გადავდოთ აღსასრული? არაფრად არ მიღირს კაცი, რომელიც
ცარიელი იმედის ამარაა დარჩენილი. [480] ან ლამაზად იცხოვროს, ან ლამაზად მოკვდეს, – ესაა
კეთილშობილი კაცის ხვედრი. ყველაფერი გაიგონეთ.
გუნდი. ვერავინ იტყვის, რომ ყალბი სიტყვა თქვი, აიას, ან ისეთი, გულიდან რომ არ მოდიოდა.
მაგრამ ახლა შეჩერდი მაინც და მიატოვე ეს ფიქრები, მიეცი შენს მეგობრებს საშუალება, გიხელმძღვანე-
ლონ.
ტეკმესა. ჩემო ბატონო, აიას, მონობის ბედზე უფრო დიდი ბოროტება არ არსებობს
ადამიანისთვის. მე ვიყავი თავისუფალი კაცის ასული, ძალიან მდიდრისა, თუკი ვინმე ფრიგიელი იყო;
ახლა მონა ვარ, რადგან ღმერთებმა ასე ბრძანეს და [490] უფრო შენმა მძლავრმა ხელმა. ამიტომ, მას
შემდეგ, რაც მე შენს სარეცელში დავწექი, მე შენ სიკეთეს გისურვებ და მე გევედრები შენ, ჩვენი საშინაო
კერიის ზევსის სახელით, შენს საქორწინო სარეცელს გაფიცებ, რომელშიც ჩემთან ერთად იყავი, არ
გამწირო შენი მტრების სასტიკი საუბრებისთვის და არ ჩამაგდო მე სხვის ხელში. რა დღესაც მოკვდები
და შენი სიკვდილით ქვრივად მაქცევ მე, დარწმუნებული იყავი, იმავე დღეს მე ძალით შემიპყრობენ
არგოსელები და შენს შვილთან ერთად მე მონის ხვედრი მერგება. [500] მაშინ ჩემი ერთ-ერთი ბატონი
მწარედ მომიკლავს გულს და ასე დამცინებს: „ნახეთ ხარჭა აიასისა, რომელიც იყო ხარჭა აიასისა,
ლაშქარში ყველაზე უფრო მძლავრი კაცისა. ნახეთ, რა დღეშია, იმ ძველი შესაშური არსებობის
ნაცვლად.“ ასე ილაპარაკებს ხალხი, და ბედი ტკივილს მომაყენებს, ხოლო ამ სიტყვების სირცხვილი
შეგბღალავს შენცა და შენს ოჯახსაც. პატივი ეცი მამას, რომელსაც საწყალობელ სიბერეში აგდებ და
მოხუცებულ დედას, რომელიც ხშირად ლოცულობდა და ღმერთებს ევედრებოდა, ცოცხალი
დამიბრუნეთ შვილიო. [510] შენი შვილიც შეიბრალე, მბრძანებელო. შეიბრალე მისი დიდი მწუხარება,
რომელსაც მიანიჭებ მას შენი სიკვდილის შემდეგ. თუ მას ზრუნვა მოაკლდება, მან უშენოდ უნდა
იცხოვროს, ობოლმა, რომელსაც მოუვლიან მეურვეები, რომლებიც მისი არც ოჯახია და არც მეგობრები.
მე არაფერი მრჩება, რასაც შევხედავდი, შენს გარდა. შენ ჩემი სამშობლო შენი შუბით გააცამტვერე, სულ
სხვა ბედი ეწია ჩემს დედ-მამას და მათ მიეცათ სასიკვდილო სახლი ჰადესში. უშენოდ რაღა სამშობლო
დამრჩება მე?! რა სიმდიდრე? ჩემი სიმდიდრე მთლიანად შენს ხელთაა. [520] ასე რომ, მეც
დამიმახსოვრე. ნამდვილი კაცი უნდა უფრთხილდებოდეს მეხსიერებას, თუკი სადმე სიამოვნებას
პოულობს. მადლი მადლს შობს ყოველთვის. მაგრამ, ვინც ნებას მისცემს სიკეთის ხსოვნას, ჩაიაროს, ის
ვეღარ იქნება კეთილშობილი ადამიანი.
გუნდი. აიას, მინდა შებრალება შეეხოს შენს გულს, როგორც ჩემსას. მაშინ შენ მოიწონებ მის
სიტყვებს.
აიასი. მეც რაც შემეხება, მე მოვიწონებ, თუ იგი ივაჟკაცებს და მოწყალედ შეარულებს ჩემს
ბრძანებას.
ტეკმესა. ძვირფასო აიას, მე ყველაფერში დაგემორჩილები.
აიასი. [530] მაშინ მომიყვანე ჩემი შვილი, რომ შევძლო, დავინახო.
ტეკმესა. შიშის გამო ჩემი მოვლისგან გავათავისუფლე.
აიასი. როცა მე უსიამოვნება მქონდა? რას გულისხმობ?

167
ტეკმესა. დიახ, შიშისგან, რომ საბრალო ბავშვი შეგეჩეხებოდა და დაიღუპებოდა.
აიასი. დიახ, ეს მართლაც ჩემი ბედისთვის ღირსეული იქნებოდა.
ტეკმესა. ყოველ შემთხვევაში, მე ეს უბედურება ავიცილე.
აიასი. ვიწონებ შენს საქციელსა და შენს შორსმჭვრეტელობას.
ტეკმესა. როგორ შემიძლია გემსახურო ახლანდელ მდგომარეობაში?
აიასი. დამალაპარაკე მასთან და პირისპირ დამანახე.
ტეკმესა. დიახ, ის აქვეა, ჩვენი მსახურები პატრონობენ.
აიასი. [540] მაშინ რატომ აყოვნებენ მოყვანას?
ტეკმესა. შვილო, მამაშენი გეძახის. მოიყვანე აქ, მსახურო, რომელიმემ ფეხი გადადგით.
აიასი. მოდის კაცი? თუ შენი ხმა ვერ გაიგონა?
ტეკმესა. აი, მოჰყავს ერთ-ერთ მსახურს.

შემოდიან მსახური და ევრისაკესი.

აიასი. აიყვანე, მომიყვანე აქ. უეჭველია, მას არ შეეშინდება, შეხედოს ახლახან დაღვრილ
სისხლს, თუ იგი მართლაც ჩემი ნამდვილი შვილია და მამამისის თვისებების მემკვიდრე.
ბავშვობიდანვე მამის სასტიკ ჩვეულებებს მიეჩვიოს და ჩემი ბუნების მსგავსად ჩამოყალიბდეს. [550]
შვილო, დაე შენ მეტად გაგიმართლოს, ვიდრე მამაშენს, მაგრამ სხვა დანარჩენში იყავი მისი მსგავსი. და
მაშინ ცუდი არ იქნები. მე ახლაც სრულად შემიძლია შემშურდეს შენი ამ ნიადგაგზე, რომ წარმოდგენაც
არ გაქვს იმ ბოროტებაზე, რომელიც გვარტყია. დიახ, სიცოცხლე ტკბილია, როცა ადამიანს გონება არ
ჰყოფნის, რადგან გრძნობის დაკლება არის უმტკივნეულო ბოროტება, ანუ მანამდე, სანამ იგი ისწავლის
განსხვავებას სიხარულსა და ტკივილს შორის; მაგრამ როდესაც ამ ცოდნამდე მიხვალ, მაშინ
აუცილებლად უნდა დაუმტკიცო მამაშენის მტრებს, რა ხასიათი გაქვს და რა მოდგმას ეკუთვნი. ჯერ კი
მსუბუქი სიოთი გაიხარე და მიირთვი ნაზი სიცოცხლე დედის გასახარად. 154 “ [560] არ არსებობს
აქაველთაგან ვინმე, ვიცი ეს, ვინც სასტიკად იძალადებს შენზე, თუნდაც უჩემოდ იყო. ასე საიმედოა
მცველი ტევკროსი, რომელსაც მე ვტოვებ შენს კარიბჭესთან. ის არ შედრკება შენზე ზრუნვაში, თუმცა
ახლა შორ გზაზეა, მტრებზე ნადირობითაა დაკავებული. ჩემო მებრძოლებო, ჩემო მეზღვაურო
მეგობრებო! თქვენ, როგორც მას, გაკისრებთ სიყვარულის ამ ამოცანას: გადაეცით ჩემი ბრძანება
ტევკროსს! დაე, წაიყვანოს ეს ბავშვი ჩემს სახლში და პირისპირ დაუსვას ტელამონსა და დედაჩემ
ერიბეას, [570] რომ მან მოუტანოს მათ ნუგეში სიბერისა და მარადისობისა, სანამ არ ეწვევიან ქვედა
ღმერთის ღრმა ქვაბულებს. და უბრძანეთ მას, რომ არც ასპარეზობის მსაჯულებმა, არც ჩემმა
გამანადგურებლებმა, ჩემი იარაღი აქაველების ჯილდოდ არ აქციონ. არა, შენ მიიღე ეს ჩემი სახელით,
შვილო, ჩემი ფართო ფარი, რომლისგანაც სახელი გაქვს155. ევრისაკეს, დაიჭირე ის მაგარი ღვედებით, ეს
ხარის ტყავის შვიდფენიანი, შუბისგან დაცული ფარი! დანარჩენი აღჭურვილობა კი ჩემთან ერთად
დაიკრძალოს. ტეკმესას. მოდი, აიყვანე ბავშვი ახლავე, კარი მჭიდროდ დახურე და იტირე სახლის წინ.
[580] ღმერთო, რა მტირალა რამეა ქალი. სწრაფად დაკეტე სახლი, კარგი ექიმი არ დაიწყებს შელოცვას
ჭრილობასთან, რომელსაც დანა სწყურია.
გუნდი. მეშინია, როცა მესმის ეს მოუთმენელი აჩქარება. შენი ენის ბასრი წვეტი არ მომწონს მე.
ტეკმესა. აიას, ბატონო, რა გაქვს გონებაში?
აიასი. ნუ მეკითხებით, ნუ მისვამთ კითხვებს. თავშეკავება სიკეთეა.
ტეკმესა. ახ, რა სასოწარკვეთილი ვარ! ახლა, ვფიცავ ჩემს ბავშვს, ღმერთებს ვფიცავ, გევედრები,
არ გვიღალატო.
აიასი. მეტისმეტად მაღიზიანებ. ნუთუ არ იცი, [590] რომ მეტად აღარ მმართებს, ღმერთებს
ვემსახურო?
ტეკმესა. ნუ მკრეხელობ!

154
სტრ. 559-560. ... მსუბუქი სიოთი გაიხარე... – მსუბუქ და ნოტიო სიოს მკვებავი ძალა მიეწერებოდა.
155
სტრ. 574. რომლისგანაც სახელი გაქვს – ევრისაკესი ბერძნულად „ფართოფარიანს“ ნიშნავს.

168
აიასი. იმას ელაპარაკე, ვისაც ესმის.
ტეკმესა. აღარ მოისმენ?
აიასი. უკვე ბევრი სიტყვა იყო.
ტეკმესა. იმიტომ, რომ მეშინია, მბრძანებელო!
აიასი, მსახურებს. დახურეთ კარი სასწრაფოდ!
ტეკმესა. ღმერთების სახელით, დარბილდი!
აიასი. მე მგონი, სულელური იმედი გაქვს, თუკი ასე გვიან გეგმავ ჩემი ხასიათის ცვლილების
დაწყებას.

აიასი კარავში იკეტება. ტეკმესა და ევრისაკესი გადიან.

169
პირველი სტასიმონი

სტროფი პირველი

გუნდი. სახელოვანო სალამის, ვიცი, რომ შენ ბედნიერად ზიხარ ტალღებში, რომლებიც შენს
ნაპირებს ეხეთქებიან, სამუდამოდ თვალში მოუდიხარ ყველა ადამიანს. [600] მაგრამ მე, საბრალო,
დიდხანს დავყოვნდი აქ, ჯერ კიდევ ვასწორებ საწოლს ურიცხვი თვეების განმავლობაში ბანაკში იდის
მინდვრებზე. დრომ გამაწამა და ჯერაც შფოთვით ველი მოგზაურობას ჰადესში, შეძულებული და
უხილავი.

ანტისტროფი პირველი

ახლა მელის ახალი ბრძოლა, შეჯიბრება [610] აიასთან, რომელიც ძნელი განსაკურნავია და
თავის კარავს იზიარებს ღვთაებრივი წარმოშობის შეშლილობასთან ერთად. ეს ისაა, მძლავრი დაუნდო-
ბელ ომში, სადაც შენ გააგზავნე შორეულ წარსულში შენგან. მაგრამ ახლა ის შეიცვალა; იგი თავის
ფიქრებს აძოვებს განმარტოებულ ადგილებში და მძიმე სადარდებლად ითვლება თავისი მეგობრების-
თვის. მისი ხელის ძველი დამსახურება, სიმამაცის უმაღლესი გმირობები [620] დაეცა უმეგობრებოდ,
უმეგობრებოდ უბედური ატრეიდესების წინაშე.

სტროფი მეორე

უეჭველად დედამისი, სიძველის თანამგზავრი და ასაკით გაჭაღარავებული, როდესაც


გაიგონებს, რომ სნეულია გონების დაღუპვით, გამოსცემს გოდების მაღალ ხმას. ეს არ იქნება
ბულბულის საწყალობელი მოთქმა, [630] რომელსაც იმღერებს უბედური. მისი სულისშემძვრელი
სიმღერიდან გლოვა აღიმართება, ხელის მკერდში ჩაცემა ყრუ ხმას გამოსცემს და ჭაღარა თმა ბღუჯა-
ბღუჯად დაიყრება მკერდზე.

ანტისტროფი მეორე

ადამიანს, რომელსაც შეშლილობის ჭირი შეიპყრობს, ურჩევნია, ჰადესში დაიმალოს, თუკი იგი
მტკიცე აქაველთა წარჩინებული წარმომავლობისაა, მაგრამ ახლა [640] ვერაა მდგრადი თავისი
თანდაყოლილი გუნებით, არამედ საკუთარი თავის გარეთ დახეტიალობს. საბრალო მამა, რისი მოსმენა
გელოდება შვილის მძიმე უბედურებაზე, წყევლა, რომელიც არასოდეს არ ახდენია აიაკოსის
შთამომავლებს, არავის შეჰყრია, მის გარდა!

170
მეორე ეპისოდიონი
შემოდის აიასი ხმლით ხელში, უკან მოჰყვება ტეკმესა.

აიასი. გრძელი და ურიცხვი დრო ყველა საიდუმლოს ამჟღავნებს და ცხადს მალავს. და არ


არსებობს არაფერი, რასაც ადამიანი არ უნდა ელოდეს: ფიცის საშინელი ძალა დამარცხებულია, ისევე
როგორც ურყევი ნება. [650] რადგან მეც კი, რომელიც ადრე წარმოუდგენლად ძლიერი ვიყავი, – დიახ,
როგორც ნაწრთობი რკინა, – ვიგრძენი, ჩემი ენის ბასრი წვერი როგორ დაიკოდა ამ ქალის სიტყვებით და
მე ვწუხვარ, რომ მას ქვრივად ვტოვებ, ხოლო ბიჭს – ობლად ჩემს მტრებს შორის. მაგრამ ახლა წავალ
საბანაო ადგილას და სანაპირო ველზე, რომ განვიწმინდო სიბინძურისგან და შევძლო, გავექცე
ქალღმერთის მძიმე მრისხანებას. შემდეგ ვიპოვი რომელიმე განმარტოებულ ადგილს და ჩავმარხავ ჩემს
ხმალს, ყველაზე საძულველ იარაღს, ღრმად დავმარხავ მიწაში, სადაც ვერავინ მას ვერ დაინახავს. [660]
დაე ღამემ და ჰადესმა შეინახონ ის მიწისქვეშეთში. რადგან მას შემდეგ, რაც ხელში ავიღე ჰექტორის,
ჩემი უდიდესი მტრის ეს საჩუქარი156, კარგი არაფერი მიმიღია არგოსელთაგან. დიახ, კაცების ანდაზა
სწორია: მტრის საჩუქარი საჩუქარი არ არის და მას არ მოაქვს სიკეთე. ამრიგად, მომავალში მე,
უპირველესად, ვისწავლი ღმერთებისადმი მორჩილებას, შემდეგ, ვისწავლი ატრეიდესების
პატივისცემას. ისინი არიან მმართველები. როგორ შეიძლება სხვანაირად? ცახცახისა და სიმძლავრის
საგნები [670] ხელისუფლებას ემორჩილება. ასე მაგალითად, ზამთარს თავისი თოვლიანი გზებით
ენაცვლება ნაყოფიერი გაზაფხული; ღამის ბნელი თაღი ადგილს უთმობს დღეს თავისი თეთრი
ცხენებით, რომლებიც მის ელვარებას ანთებენ; საზარელი ქარების ქროლა უფლებას აძლევს ზღვას,
დაშოშმინდეს; და მათ შორის ყოვლისშემძლე ძილი ათავისუფლებს შებოჭილ მძინარეს და არ უჭირავს
იგი მუდმივად ჩაჭიდებული. და ჩვენ, კაცებმა, არ უნდა ვისწავლოთ თავის შეზღუდვა? მე, ყოველ
შემთხვევაში, ვისწავლი ამას, რადგან ამას წინათ მივხვდი, რომ მტერი უნდა გძულდეს მხოლოდ
იმდენად, რამდენადაც [680] შეესატყვისება იმას, ვინც, თავის მხრივ, გახდება მეგობარი. ამის მსგავსად,
მეგობარს ვუსურვებდი გავუწიო იმდენი დახმარება და სამსახური, რომელიც მას შეეფერება,
რამდენადაც იგი სამუდამოდ არ დარჩება მეგობრად. მეგობრობის თავშესაფარს ბევრი საიმედოდ არ
მიიჩნევს; მაგრამ ამ მხრივ ყველაფერი კარგად იქნება. შენ კი, ცოლო, შედი შიგნით და ილოცე
ღმერთებზე, რომ ჩემი გულის სურვილები სულ ბოლომდე ახდეს. ტეკმესა გადის. თქვენაც ასე, ჩემო
მეგობრებო, დააფასეთ ჩემი სურვილები, როგორც ცოლი აკეთებს და უბრძანეთ ტევკროსს, როდესაც
დაბრუნდება, იზრუნოს ჩვენზე და ამავე დროს, კეთილი იყოს თქვენ მიმართაც. [690] მე კი იქ მივდივარ,
საითაც დაუნდობლად მივყავარ ჩემს მოგზაურობას. მაგრამ თქვენ გააკეთეთ, რასაც გეუბნებით და,
შესაძლოა, მე დავიტანჯო, მაგრამ გაიგონებთ, რომ ვიპოვე მოსვენება და სიმშვიდე.

აიასი გადის.

156
სტრ. 662. ... ჰექტორის... საჩუქარი – ორთაბრძოლის შემდეგ, რომელშიც ვერც ერთმა ვერ გიმარჯვა, აიასმა და
ჰექტორმა საჩუქრები გაცვალეს („ილიადა, VII, 299-305). ჰექტორმა აიასს აჩუქა „ვერცხლის ლურსმნებით მოჭედილი ხმალი,
მისივე ქარქაშთან და ოსტატურად ნაკეთებ სამხარიღლიე ღვედთან ერთად. აიასმა კი მას მისცა ბრჭყვიალა სისხლისფერი ქამარი
და ასე დაშორდნენ ერთმანეთს, ერთი აქაველი ხალხისკენ დაიძრა, ხოლო მეორე ტროელთა გუნდისაკენ და მათაც გაიხარეს,
როდესაც ცოცხალი და უვნებელი დაინახეს, გადარჩენილი აიასის ძალასა და უძლეველ მარჯვენას“.

171
მეორე სტასიმონი

სტროფი

გუნდი. აღფრთოვანებისგან ვცახცახებ; უეცარი სიხარულის ფრთებით დავფრინავ! ო პან, პან,


გამოგვიჩნდი, მეზღვაურო, დათოვლილი კილენეს157 ქვიანი თხემიდან. მეუფევ, ღმერთების ფერხულის
მომწყობო, მოდი, შემოგვიერთდი და დაიწყე ნისური და კნოსოსური ბიჯები, [700] შენი თვითნასწავლი
ცეკვები. რადგან ახლა გული როკვისკენ მიმიწევს. და დაე აპოლონმა, დელოსის მბრძანებელმა,
გადმოაბიჯოს იკაროსის ზღვას 158 და მომევლინოს თავისი ღვთაებრივი იერითა და მარადიული
წყალობით!

ანტისტროფი

არესმა თვალთაგან გაგვიფანტა საშინელი მწუხარება. სიხარული, სიხარული! ახლა, ზევსო,


ახლა კარგი დღეების თეთრ სიკაშკაშეს შეუძლია მიუახლოვდეს [710] ჩვენს სწრაფ, ზღვაზე მფრინავ
ხომალდებს, რადგან აიასმა ისევ დაივიწყა თავისი ტკივილი და ამის სანაცვლოდ, სრულად ჩაატარა
ღმერთებისადმი ყველა სხვერპლშეწირვა მოწიწებითა და წესების სრული დაცვით. ხანგრძლივი დრო
ყველაფერს აცხრობს. და ამიტომ მე არ ვიტყოდი, რომ რამის დაჯერება შეუძლებელია, როცა,
საბედნიეროდ, აიასი გონს მოვიდა მძვინვარებისა და ატრეიდესებთან სასტიკი დაპირისპირების
შემდეგ.

157
სტრ. 695. კილენეს ქედი – კილენე – მთა არკადიაში, სადაც ჩაისახა პანის კულტი. სოფოკლეს დროს პანი დიონისეს
ამალაში შედიოდა; ამიტომ იცის მან ნისასა და კნოსოსის ცეკვა (ნისის მთა და კუნძულ კრეტის მთავარი ქალაქი კნოსოსი
დიონისეს კულტს უკავშირდება).
158
სტრ. 703. იკაროსის ზღვა – ეგევსის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი.

172
მესამე ეპისოდიონი
შემოდის მაცნე ბერძენთა ბანაკიდან.

მაცნე. საყვარელო ხალხო, პირველი ახალი ამბავი ეს მაქვს: [720] ტევკროსი ახლახან დაბრუნდა
მისიის მთებიდან. ბანაკის შუაგულში სტრატეგოსთა კარვები რომ გაიარა, ყველა არგოსელმა ერთად
გამოლანძღა. შორიდანვე იცნეს და რომ მიუახლოვდა, გარს შემოერტყნენ, დასცინეს ყოველი მხრიდან,
თავს არავინ იკავებდა, უწოდებდნენ „შეშლილის, ლაშქრის წინააღმდეგ შეთქმულის ძმას“ და
ემუქრებოდნენ, რომ საკუთარ სხეულს უვნებლად ვერ დაიცავდა, ვერ გაექცეოდა მათი მხრიდან
ჩაქოლვასა და სიკვდილს. ამგვარად, იქამდეც კი მივიდნენ, რომ ქარქაშებიდან ხმლები იშიშვლეს [730]
და ხელში დაიჭირეს; მაგრამ შემდეგ დაძაბულობა, რომელიც უმაღლეს წერტილს აღწევდა, უხუცესებმა
ჩააცხრეს შემრიგებლური სიტყვებით; მაგრამ სად ვიპოვო აიასი, რომ ეს ვუთხრა? ჩვენს მბრძანებელს
ყველაფერს უნდა მოვუყვე.
გუნდი. შიგნით არ არის, ახლახან წავიდა. თავის ახალ განწყობას ახალი მიზანი შეუუღლა.
მაცნე. არა, ო, არა! გამოდის, რომ მეტისმეტად გვიან გამომგზავნეს ამ დავალებით ან მე ვიარე
ძალიან ნელა.
გუნდი. [740] სასწრაფო რაა? რა ნაწილი დარჩა უგულებელყოფილი?
მაცნე. ტევკროსმა განაცხადა, რომ აიასი არ უნდა გავიდეს შინიდან, სანამ თვითონ არ ჩამოვა.
გუნდი. რას ვიზამთ, იგი წავიდა, ვიმეორებ, მიზნად აქვს დასახული და ეს მისთვის საუკეთესოა,
ღმერთებზე მრისხანებისგან გათავისუფლდეს.
მაცნე. ეს სიტყვები დიდ სისულელეს წარმოადგენს, თუკი კალქასის წინასწარმეტყველება რამე
სიბრძნეს შეიცავს.
გუნდი. რას? ამ საქმის რა ცოდნა მოიტანე?
მაცნე. ეს ვიცი და დავამოწმე ადგილზე. მიატოვა საბჭოში შეკრებილი ბელადების სამეფო წრე
და [750] კალქასი 159 გამოეყო ატრეიდესებს და თავისი სიკეთით მარჯვენა ხელი ტევკროსს ჩაუდო
ხელში. შემდეგ მისანი მიუბრუნდა მას და მკაცრად უბრძანა, ყველა საშუალება ეხმარა, რათა აიასი
თავის კარავში დაეყოვნებინა ამ დღის განმავლობაში, რომელიც ახლა ბრწყინავს ჩვენთვის და არ მიეცა
მისთვის მოძრაობის უფლება, თუკი უნდა ცოცხალი ნახოს იგი ოდესმე. მხოლოდ ამ დღეს დაეცა მას
თავს ღვთაებრივი ათენას რისხვაო, ასე თქვა. დიახო, განაგრძო მისანმა განმარტება, სიცოცხლე,
რომელიც მეტისმეტად ამაყი ხდება და რომელსაც კარგი არაფერი მოაქვს, ღმერთების მიერ
გამოგზავნილ მძიმე განსაცდელში აღმოჩნდება, [760] განსაკუთრებით მაშინ, თუ ვინმე ადამიანად
დაიბადება და დაივიწყებს ამას და მოკვდავისათვის მეტისმეტად მაღლა დაიწყებს ფიქრს. აიასმაც,
როდესაც პირველად გაემგზავრა სახლიდან, სიბრიყვე გამოიჩინა, როდესაც მამამ კარგად ურჩია.
ტელამონმა უთხრა მას: „შვილო, მუდამ გინდოდეს იარაღით გამარჯვება, მაგრამ ყოველთვის
მიელტვოდე მას ღვთის შეწევნით“. მაშინ ქედმაღლურად და ბრიყვულად უპასუხა მამას: „მამა,
ღმერთების დახმარებით არარაობაც მიაღწევს გამარჯვებას; მაგრამ მე, ამ შემწეობის გარეშეც, სრულად
მჯერა, რომ შევძლებ, დავეუფლო დიდებას“. [770] ასე ტრაბახობდა სიტყვით. შემდეგ კიდევ ერთხელ
ღვთაებრივ ათენას უპასუხა, მაშინ, როდესაც იგი მას წინ უბიძგებდა და ეუბნებოდა, რომ სასიკვდილო
ხელი მტერზე აღემართა, მან ქალღმერთს საზარელი და მკრეხელური სიტყვებით უპასუხა:
„დედოფალო, მხარში ამოუდექი სხვა ბერძნებს; სადაც აიასი დგას, ბრძოლა ჩვენს ხაზს ვერასოდეს
გაარღვევს“. სწორედ ასეთი სიტყვებით, უნდა იცოდეთ, გამოიწვია მან ქალღმერთის აუტანელი
მრისხანება, რადგან მისი ფიქრები ადამიანურზე მეტისმეტად მაღალი იყო. მაგრამ დღეს თუ გადარჩა,
შესაძლოა, ღვთის შეწევნით, ვიპოვოთ მისი ხსნის საშუალება.“ [780] ამ სიტყვებით დაასრულა მისანმა
და იმავე წამს ტევკროსი წამოდგა თავისი ადგილიდან და მე გამომგზავნა ამ ბრძანებით, რომ თქვენ ასე
იმოქმედოთ; მაგრამ თუ მე წარმატებას ვერ მივაღწიე, აიასი ვერ გადარჩება. სხვაგვარად კალქასს ნიჭი
არ ჰქონია.

159
სტრ. 750. კალქასი – ბერძნული ლშქრის მთავარი მისანი. შემდგომში თესტორის ძედ მოიხსენიება.

173
გუნდი. საბრალო ტეკმესა, ტანჯვისთვის შობილო, გამოდი და ნახე ეს კაცი და მისი ახალი
ამბები. სამართებელი დაგვადგა ყელზე და მზადაა, ყველანაირი სიხარული წაგვართვას.

შემოდის ტეკმესა ევრისაკესთან ერთად.

ტეკმესა. რატომ გამოგყავართ დასვენების ადგილიდან, როდესაც ძლივს ვიპოვე სიმშვიდე ამ


საშინელი განსაცდელისას?
გუნდი. მოუსმინე ამ კაცს, [790] გაიგე ახალი ამბები აიასზე, რომლებიც მან მოგვიტანა, ამბები,
რომლებშიც მე უეცარი სადარდებელი ვიგრძენი.
ტეკმესა. ვაიმე, რა ახალი ამბები გაქვს, კაცო? ნუთუ გავნადგურდით?
მაცნე. თქვენი ამბავი მე არ ვიცი სრულიად, მხოლოდ ის ვიცი, რომ თუ აიასი არ არის, დიდი
იმედი ვერ გვექნება.
ტეკმესა. იგი გასულია, მე კი ვერ ვითმენ, გავიგო, რა გაქვს მხედველობაში.
მაცნე. ტევკროსი მკაცრად ბრძანებს, რომ აიასი მის კარავში უნდა დავაკავოთ და არ მივცეთ ნება,
მარტო გავიდეს.
ტეკმესა. სად არის ტევკროსი და რატომ ბრძანებს ამას?
მაცნე. ის ახლახან დაბრუნდა და ეჭვი აქვს, რომ ასეთი გამზავრება სასიკვდილოა აიასისთვის.
ტეკმესა. [800] აჰ, უბედურება! ვისგან გაიგო ეს ამბავი?
მაცნე. თესტორის ძისგან, მისნისგან. მისი წინასწარმეტყველება ესადაგება დღევანდელ დღეს,
როდესაც აიასის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას.
ტეკმესა. ვაიმე! მეგობრებო, დამიცავით ამ განსაცდელში, ბედისწერა მემუქრება! დააჩქარეთ,
ზოგიერთებმა, დააჩქარეთ ტევკროსის ჩამოსვლა; სხვები დასავლეთის ყურეებისკენ წავიდნენ და იქ
ეძებონ კაცის დამღუპველი კვალი. ახლა ვხედავ, რომ ქმარმა მომატყუა და უარი თქვა იმ განწყობაზე,
რომელიც ჩემ მიმართ ჰქონდა. აჰ, შვილო, რა უნდა ვქნა? გულხელდაკრეფილი ვერ დავჯდები. [810] მეც
წავალ იმდენად შორს, რამდენადაც ჩემი ძალები მომცემს საშუალებას. დაიძარით, ვიჩქაროთ, ახლა
ადგილზე ჯდომის დრო არ არის, თუ გვინდა გადავარჩინოთ კაცი, რომელსაც სიკვდილი წყურია.
გუნდი. მზად ვარ დაგეხმარო და ამას ერთ სიტყვაზე მეტით გაჩვენებ. მოქმედების სიჩქარე და
ფეხის სიჩქარე ერთმანეთს მოჰყვება.

ტეკმესა და გუნდი გადიან. შემოდის აიასი, ისევ ხმლით ხელში.

აიასი. მსხვერპლშემწირავი მკვლელი ხმალი ისეა მომართული, რომ რაც შეიძლება ღრმად
გაკვეთოს, თუ მაქვს დრო, თუნდაც ასეთი ფიქრისათვის. ჯერ ერთი, ეს ჰექტორის საჩუქარია, მტერ-
მეგობრისა, რომელიც ყველაზე უფრო საძულველი და მტრული იყო ჩემი მზერისთვის; შემდეგ, იგი
ჩარჭობილია მტრულ მიწაში, ტროის მიწაში, [820] ახლახან ბასრად ალესილი რკინაჭამია ქვით.
საბოლოოდ მე იგი ჩავარჭვე განსაკუთრებული გულმოდგინებით, რომ იგი ჩემთვის ყველაზე კეთილი
აღმოჩნდეს უსწრაფესი სიკვდილის მოტანით. დიახ, კარგად ვართ აღჭურვილი. მაშ, ზევს, იყავი
პირველი შემწე, როგორც წესია. დიდი ჯილდო არაა, რასაც მე გთხოვ, რომ მომანიჭო. ჩემი სახელით
გაგზავნე მაცნე, რომ აუწყოს ჩემი დაცემა ტევკროსს, რომ მან პირველმა წამომაყენოს მე, როგორც კი ამ
ხმალს წამოვეგები და მას დავასველებ და რომ პირველმა ვინმე მტერმა არ დამინახოს [830] და არ
დამაგდოს და არ გამომაფინოს ძაღლებისა და ფრინველების მსხვერპლად. ამას გთხოვ შენ, ზევსო. ასევე
მოვუხმობ ჰერმესს, მიწისქვეშეთის მეგზურს, რბილად დამაწვინოს დასაძინებლად ერთი სწრაფი
ნახტომით უბრძოლველად, როდესაც ფერდს დავილეწავ ამ ხმალზე. დასახმარებლად მოვუხმობ
მარადიულ ქალწულებს, რომლებიც მუდამ ყურადღებას იჩენენ მოკვდავთა ყველა ტანჯვის მიმართ,
საზარელ, გრძელფეხება ერინისებს, მინდა მათ გაიგონ, როგორ ანადგურებენ ჩემს უბედურ სიცოცხლეს
ატრეიდესები. [840] დაე შეიპყრონ ეს უბოროტესი ხალხი ყველაზე უფრო ბოროტი განადგურებით,
როგორც მე მხედავენ, დაცემულს, საკუთარი ხელით აღსრულებულს, ისინი დახოცონ მათმა
ნათესავებმა, დაე, დაიღუპონ თავისი საყვარელი შთამომავლობის ხელით. მოდი, სწრაფო და
დამსჯელო ერინისო, შთანთქე მთელი შეკრებილი ლაშქარი და არაფერი დაინდო! შენაც, ჰელიოს,

174
რომლის ეტლი ციცაბო ცაზე ადის, როდესაც ჩემი მამების მიწას დაინახავ, მოზიდე ოქროთი დაფერილი
სადავეები, მოუყევი ჩემს ბედსა და განსაცდელზე ჩემს მოხუც მამას და უბედურ ქალს, რომელმაც
გამომზარდა. [850] საბრალო დედა! მართლაც, მგონია, როდესაც ამ ამბავს გაიგებს, მთელ ქალაქს
გააგონებს ხმამაღალი გლოვის მწუხარე სიმღერას. მაგრამ ჩემთვის არ ვარგა ამაო ტირილი. არა, საქმე
სწრაფად უნდა დაიწყოს. ო, სიკვდილო, სიკვდილო, მოდი ახლა და შემომხედე! მე მაინც შეგხვდები და
იმ სამყაროში მოგმართავ. მაგრამ შენ, ამ ნათელი დღის შუქო, მოგესალმები შენ და მზეს მის ეტლში
უკანასკნელად და არასოდეს შემდეგ. ო, ნათელო! ო, [860] ჩემი საკუთარი სალამისის წმინდა მიწავ,
მამისეული კერის მტკიცე სავანევ! სახელოვანო ათენო, შენი მოდგმაც მენათესავება! და თქვენ, ამ მიწის
ნაკადულებო და მდინარეებო, თქვენც, ტროის ველებო, მე თქვენაც მოგესალმებით, მშვიდობით, თქვენ,
რომლებმაც გამზარდეთ მე! ეს იყო ბოლო სიტყვა, რომელიც აიასმა გითხრათ. დანარჩენს მოუყვება
აჩრდილებს ჰადესში.

აიასი ხმალს ჩამოეგება.

175
პაროდოსი

შემოდის ორად გაყოფილი გუნდი.

პირველი ნახევარგუნდი. გარჯას გარჯისთვის გარჯა მოაქვს. სად, სად, სად არ გამიწევია? და
მაინც, ვერც ერთი ადგილი ვერ იტყვის, რომ მისი საიდუმლო გავიზიარე. [870] ისმინეთ. რაღაც ხმაური
მესმის!
მეორე ნახევარგუნდი. ეს ჩვენ ვართ, ჩვენ, ნაოსნობის მეგობრები.
პირველი ნახევარგუნდი. ახალი რა ხდება?
მეორე ნახევარგუნდი. ხომალდების დასავლეთის ფრთა დავიარეთ.
პირველი ნახევარგუნდი. იპოვეთ?
მეორე ნახევარგუნდი. მხოლოდ გავისარჯეთ დიდად. სხვა არაფერი იყო სანახავი.
პოირველი ნახევარგუნდი. კაცმა რომ თქვას, ეს კაცი არავის უნახავს ბილიკზე, რომელიც
დილის მზის სხივებისკენ მიდის.

სტროფი

გუნდი. ვინ წარმმართავს მე? რომელი გამრჯე [880] მებადური, დაკავებული თავისი უძინარი
ნადირობით, ოლიმპოსური 160 სიმაღლეებისა ან ბოსპოროსისკენ 161 მედინი წყაროს რომელ ნიმფას
შეუძლია მითხრას, რომ მან სადმე ნახა პირქუში აიასის ხეტიალი? სისასტიკეა, რომ მე, რომელმაც ასე
მძიმე გარჯით ვიხეტიალე, ვერ მივუახლოვდი მას, სწორი გზა ვერ გავიკვლიე, [890] და ვერ ვხედავ,
დასუსტებული კაცი სად არის.

აიასის ცხედარს უახლოვდება ტეკმესა.

ტეკმესა. ვაიმე! ვაი!


გუნდი. ვისი ხმა ისმის ახლობელი ჭალიდან?
ტეკმესა. აჰ, უბედურება!
გუნდი. იქ ვხედავ მის უბედურ ახალგაზრდა საცოლეს, რომელიც მისი შუბის მონაპოვარი იყო,
ტეკმესას, ამ საცოდავ სამოსში გამქრალს.
ტეკმესა. დავიკარგე, დავიღუპე, მიწასთან გავსწორდი, მეგობრებო!
გუნდი. რა მოხდა?
ტეკმესა. აი ჩვენი აიასი, მისი სისხლი ახლახან დაიღვარა, იგი წევს, ხმალზე ჩამოცმული,
მარხავს ამ ხმალს.
გუნდი. [900] ვაი ჩვენს შინ დაბრუნებას! ვაი, მომკალი, მბრძანებელო, ჩვენი მოგზაურობის
მეგობარო! უბედურო კაცო და გულმოკლულო ქალო!
ტეკმესა. მისი მდგომარეობა ითხოვს „აიაი“ ვიმღეროთ.
გუნდი. მაგრამ ვისი ხელით მოაწყო ამ უბედურმა კაცმა ეს აღსასრული?
ტეკმესა. ეს თავისი ხელით ჩაიდინა, აშკარაა. [910] ეს ხმალი, რომელიც მიწაში ჩაარჭო და ზედ
დაეგო, ამხელს მას.

160
სტრ. 882. ოლიმპოსი – აქ ტროის „ოლიმპოსი“, ანუ იდის მთა იგულისხმება.
161
სტრ. 885. ბოსპოროსი – ბოსფორი ანუ ჰელესპონტოსი, რომელსაც ეს სახელი ჰქონდა სოფოკლეს დროს.

176
გუნდი. ვაიმე, რა ბრმა სიშლეგე გამოვავლინე! მაშასადამე, სრულ მარტოობაში სისხლისგან
დაიცალე, მეგობრებისგან დაუცველი! მე არ ვზრუნავდი, ისეთი ჩლუნგი ვიყავი, მე ვიყავი სრულიად
ბრიყვი. სად, სად წევს უდრეკელი აიასი, რომლის სახელი ნიშნავს გვემას?
ტეკმესა. არა, ყურება არ შეიძლება! მე მას დავფარავ შესახვევი სუდარით, რადგან ვერავინ, –
ვერავინ, ვისაც უყვარდა, – ვერ აიტანს, რომ დაინახოს, როგორ სდის ცხვირიდან მისდა უნებურად [920]
და ღია ჭრილობიდან მუქი სისხლი. აჰ, რა უნდა ვქნა? ვისაც უყვარდი, ვინაა ისეთი, რომ ხელით
აგიყვანოს? სადაა ტევკროსი? რა დროული იქნებოდა მისი ჩამოსვლა, რომ გააპატიოსნოს ძმის ცხედარი.
უბედურო აიას, რა სიმაღლიდან რა დაბლა დაეცი! შენს მტრებშიც კი გლოვას იმსახურებ!

ანტისტროფი

გუნდი. განწირული იყავი, დროის მიერ განწირული იყავი, შენი უდრეკელი გულით, როგორც
ჩანს, განწირული იყავი სასტიკი ბედით უსასრულო გარჯისთვის! რა ველური იყო ჩემი სმენისთვის
[930] სიძულვილის სიტყვები, რომელსაც შენს მძვინვარე განწყობაში გმინავდი ატრეიდესების
საწინააღმდეგოდ ასეთი სასიკვდილო ვნებით. სწორია ის, რომ ის წამი იყო მწუხარების მძლავრი წყარო,
როდესაც იარაღი ჩაითვალა ჯილდოდ საბრძოლო ხელოვნებაში შეჯიბრებისას.
ტეკმესა. ვაიმე, ვაი!
გუნდი. ვიცი, ჭეშმარიტი ტკივილი განგმირავს შენს გულს.
ტეკმესა. ვაიმე, ვაი!
გუნდი. [940] არ მიკვირს, ქალბატონო, რომ ქვითინებ და ქვითინებ ისევ, როდესაც ახლახან
დაკარგე ასე საყვარელო კაცი.
ტეკმესა. თქვენ უნდა გაიაზროთ ჩემი უბედურება, მე კი მეტისმეტად ვრცლად უნდა ვიგრძნო
იგი.
გუნდი. უნდა დაგეთანხმო.
ტეკმესა. ო, შვილო, მონობის რა მძიმე უღელს ვუახლოვდებით! რა სასტიკი ზედამხედველები
დგანან ჩვენს ზემოთ!
გუნდი. აჰ, ორი დაუნდობელი ატრეიდესის საქმენი, რომლებიც ჩვენს ახლანდელ
ძნელბედობაში ახსენე, წარმოუდგენელი იქნებოდა! დაე, ღმერთებმა დააკავონ ისინი!
ტეკმესა. [950] ეს ამბები, რასაც ხედავ, არ მოხდებოდა ისე, როგორც მოხდა, ღმერთების ნების
გარეშე.
გუნდი. დიახ, მათ მეტისმეტად დიდი ტვირთი დაგაკისრეს, რომ ატაროთ.
ტეკმესა. ამ ტანჯვას ოდისევსის ხათრით წარმოშობს ზევსის ღვთაებრივი ასული, მძვინვარე
პალასი!
გუნდი. უეჭველია, მრავალჭირნახული კაცი ხარობს თავის ბნელ სულში და ხმამაღლა იცინის
ამ უგუნურ მწუხარებაზე, რა სამარცხვინოა! [960] და მასთან ერთად, ამ ამბავს რომ გაიგებენ, სამეფო
ძმები ატრეისებიც ხარხარს ატეხენ.
ტეკმესა. მაშ იცინონ და და გაიხარონ ამ კაცის უბედურებაზე. შესაძლებელია, თუნდაც ძალიან
არ სწყალობდნენ სიცოცხლეში, მის სიკვდილს დაიტირებენ, როგორც კი ომის სირთულეს შეეჯახებიან.
უკუღმართი მსჯელობის ხალხმა არ იცის, რა სიკეთე ჩაუვარდა ხელში, სანამ არ გადააგდებენ მას. მისი
სიკვდილი უფრო მწარეა ჩემთვის, ვიდრე ტკბილი ბერძნებისთვის. მაგრამ ყველა შემთხვევაში თვით
აიასისთვის ეს სიხარულია, რადგან მან მიაღწია ყველაფერს, რაც უნდოდა – თავის დიდხანს ნანატრ
სიკვდილს. რატომ უნდა დასცენ სიხარულის ყიჟინა? [970] ის მოკვდა ღმერთების წინაშე და არა მათ
წინაშე, არა! და დაე ოდისევსმა ცარიელი ყიჟინით მოიოხოს გული. მათთვის აიასი აღარ არის, ჩემთვის
იგი წავიდა და მე დამტოვა სევდასა და მწუხარებაში.

177
მეოთხე ეპისოდიონი
ტევკროსი ახლოსაა.

ტევკროსი. ვაიმე, ვაი!


გუნდი. ჩუმად! მე მგონი, ტევკროსის ხმა მესმის და ჩანს, რომ იცის ამ უბედურების ამბავი.

შემოდის ტევკროსი.

ტევკროსი. ო უსაყვარლესო აიას, ძმაო, რომლის სახე ასე ძვირფასი იყო ჩემთვის, ნუთუ მართლა
ისე მოიქეცი, როგორც მძლავრი ხმა დაირხა?
გუნდი. იგი მკვდარია, ტევკროს. ეს მომხდარი ამბავია.
ტევკროსი. [980] მაშ, დავღუპულვარ, უმძიმეს დღეში ვარ!
გუნდი. როცა ასეა საქმე...
ტევკროსი. უბედური ვარ, უბედური!
გუნდი. ...გლოვა გმართებს.
ტევკროსი. ო, ბობოქარო ვნებავ!
გუნდი. დიახ, ტევკროს, მეტისმეტად.
ტევკროსი. აჰ, უბედური, მისი ბავშვი როგორაა? სად ვნახავ მთელ ტროაში მას?
გუნდი. მარტოა კარავთან.
ტევკროსი, ტეკმესას. მაშინ სასწრაფოდ მომიყვანე აქ, რომ მტერმა ვერ შეიპყროს, როგორც
მონადირე წაართმევს ძუ ლომს ბოკვერს და უნაყოფოდ ტოვებს! სწრაფად წადი; დამეხმარე! ხალხს
ყველგან აქვს მკვდრებზე ზეიმის ჩვეულება, როდესაც ისინი მხოლოდ ცხედრები არიან დედამიწაზე.

ტეკმესა გადის.

გუნდი. [990] დიახ, ჯერ კიდევ სიცოცხლეში, ტევკროს, აიასმა გიბრძანა, გეზრუნა ბავშვზე,
რასაც ისედაც აკეთებ სინამდვილეში.
ტევკროსი. ეს სანახაობა ყველაზე მძიმე იყო, რაც ჩემს თვალს უნახავს. და მოგზაურობა,
ჭეშმარიტად ყველაზე საზიზღარი ჩემი გულისათვის ყველა სხვა მოგზაურობას შორის ესაა, რომელიც
ახლახან ჩავატარე, როდესაც მივსდევდი და ვიკვლევდი შენს ნაკვალევს, უსაყვარლესო აიას, როგორც
კი გავიგე შენი ბედის ამბავი! რადგან სწრაფად გავრცელდა მთელ ბერძნულ ლაშქრობაში ხმა შენზე,
თითქოს რომელიღაც ღმერთმა გაავრცელა იმაზე, რომ შენ მოკვდი და წახვედი. [1000] მე მომწვდა ეს
ხმა, როდესაც ჯერაც შორსა ვიყავი შენგან და ჩუმად დავიწყე მწუხარებისგან გოდება, მაგრამ ახლა,
როდესაც ცხადად ვხედავ, გული სულ მომიკვდა, ვაიმე! მიდი, გადახსენი, უნდა ვნახო ყველაზე უარესი.

აიასის ცხედარს სუდარა გადახსნეს.

ო სახე, რომლის ყურება მტკივნეულია და სავსეა სასტიკი გამბედაობით, მწუხარების რა სრული


მოსავალი მომაწევინე შენი სიკვდილით! სად შემიძლია წავიდე? რომელი ხალხი მიმიღებს, თუკი ვერ
დაგეხმარე შენს განსაცდელში? ეჭვი არ არის, ტელამონი, შენი და ჩემი მამა, ღიმილითა და კეთილი
სიტყვით არ მიმიღებს, [1010] როდესაც უშენოდ დავბრუნდები. დიახ, რა თქმა უნდა, კაცი, რომელიც,
წარმატებით ტკბობის დროსაც არ იღიმის უფრო ნათლად, ვიდრე მანამდე! რას დატოვებს უთქმელს
ისეთი კაცი, როგორიც ისაა? თავს დამეცემა. რა შეურაცხყოფას დააკლებს „თავისი შუბით მოპოვებული
ჯილდოს უკანონო შთამომავალს“, შენი „ლაჩარი, არაკაცი მოღალატის“ წინააღმდეგ, [1015]
უსაყვარლესო აიას, ან, კიდევ უკეთ, „ორგული მოღალატის“, რომელიც მიესწრაფვის შენი ქონებისა და
სახლის დაუფლებას შენი სიკვდილის შემდეგ. ისაა კაცი, მრისხანებისკენ მიდრეკილი, სასტიკი
სიბერეში და მისი მრისხანება უმიზეზო ჩხუბს ეძებს. ბოლოს და ბოლოს, მე გამაძევებენ ჩვენი მიწიდან

178
და გამაგდებენ [1020] მისი დაცინვით სახელგატეხილს, როგორც მონას და არა როგორც თავისუფალ
ადამიანს. აი, ეს მელის სახლში. ტროაში ბევრი მტერი მყავს, დახმარების იმედი არ უნდა მქონდეს.
ყველაფერი ეს მივიღე შენი სიკვდილის შემდეგ. ვაიმე, რა უნდა ვქნა? როგორ მოვაცილო შენი საბრალო
ცხედარი ამ ელვარე ხმლის წვერმახ კბილს, ამ მკვლელს, რომელმაც, მგონი, უკანასკნელად
ამოგასუნთქა? ახლა ხედავ, თავის დროზე ჰექტორმა, თუნდაც მკვდარმა, როგორ მოგიღო ბოლო?
ღმერთების სახელით, აღნიშნეთ ამ მკვდარი წყვილის ამბავი. [1030] ჯერ ჰექტორი სწორედ იმ საომარი
ქამრით, რომელიც მას აიასმა აჩუქა, მიემაგრა ეტლის მოაჯირს და ბოლომდე ნაკუწებად იქცა, როდესაც
სიცოცხლე ამოფრინდა სუნთქვასთან ერთად. ახლა აიასმა მიიღო ეს საჩუქარი ჰექტორისგან და სწორედ
მისგან დაიღუპა სასიკვდილო დაცემისას. განა ერინისმა არ გამოაწრთო ეს ხმალი, ხოლო ის ქამარი
ჰადესის ნახელავი არ იყო, პირქუში ოსტატისა? მე, ჩემდა თავად, ვამტკიცებ, რომ ყველა ეს მოვლენა და
საერთოდ, ყველა მოვლენა, ღმერთების მიერ შექმნილია ადამიანებისთვის; მაგრამ თუ არის ვინმე,
ვისთვისაც ჩემი აზრები მიუღებელია, თავის აზრებს მოუაროს, როგორც მე ვუვლი ჩემსას.
გუნდი. [1040] ნუღარ გააგრძელებთ, არამედ გადაწყვიტეთ, როგორ დაკრძალავთ და შემდეგ რას
იტყვით. ვხედავ, რომ ჩვენი მტერი გვიახლოვდება და არის ალბათობა, რომ ის მოვიდა, რომ დასცინოს
ჩვენს მწუხარებას, როგორც კაცმა, რომელსაც ზიანის მოყენება სურს.
ტევკროსი. ვინ არის, რომელ მეომარს ხედავთ?
გუნდი. მენელაოსია, ამ ლაშქრობის მომწყობი.
ტევკროსი. ვხედავ; ძნელი საცნობი არაა, როცა ახლოსაა.

შემოდის მენელაოსი.

მენელაოსი. შენ მანდ, გეუბნები, არ აწიო ეგ ცხედარი დასაკრძალავად, იქ დატოვე, სადაც წევს.
ტევკროსი. რატომ იხარჯები ამაოდ ამ ქედმაღლური ბრძანებით?
მენელაოსი. [1050] ის გადმოსცემს ჩემს ბრძანებას და ლაშქრის უმაღლესი მთავარსარდლის
ბრძანებას.
ტევკროსი. ვერ მეტყოდი, რა საფუძველი გაქვს?
მენელაოსი. როდესაც ჩვენ იმედი გვქონდა, რომ აიასს წამოვიყვანდით სახლიდან, რომ იგი
ბერძნების მოკავშირე და მეგობარი გახდებოდა, მაგრამ ახლოდან რომ შევისწავლეთ, აღმოვაჩინეთ, რომ
ფრიგიელებზე უარესი მტერი აღმოჩნდა, რადგან მთელი ლაშქრის ამოხოცვა გადაწყვიტა და ღამით
დაგვეცა თავს, რომ თავისი შუბით შევეპყარით. რომელიღაც ღმერთს რომ არ ჩაეხშო ეს მცდელობა, ჩვენ
ის ბედი გველოდა, რომელშიც ახლა თავად ბრძანდება, მკვდრები ვიქნებოდით და საზარელი ბედის
წინაშე დავწვებოდით, [1060] თავად კი ცოცხალი იქნებოდა; მაგრამ ახლა ღმერთმა აგვარიდა მისი
აღშფოთება და იგი თავს დაეცა ფარასა და ჯოგს. ამ მიზეზით არ არსებობს იმდენად მძლავრი კაცი, რომ
აიასის დაკრძალვა შეძლოს. ამის სანაცვლოდ მას სადმე ყვითელ ქვიშაში დააგდებენ, რომ ფრინველების
საკვები გახდეს ზღვის სანაპიროზე. ასე რომ, ნუ აღაგზნებ შენი სულის საშინელ ძალას. თუკი ვერ
გავუმკლავდით მას, სანამ ცოცხალი იყო, ყოველ შემთხვევაში, სიკვდილის შემდეგ მოვუვლით მას, შენი
წინააღმდეგობის მიუხედავად, და მივხედავთ საკუთარი ხელების ძალით. რადგან სანამ ცოცხალი იყო,
არასოდეს არ იყო დრო, [1070] როდესაც იგი ჩემს ბრძანებებს ემორჩილებოდა. სიმართლე რომ ითქვას,
ეს მდაბალი ბუნების ნიშანია, როდესაც რიგითი კაცი არ თვლის სწორად, დაემორჩილოს იმას, ვინც მის
ზემოთაა. ვერავითარ შემთხვევაში კანონები ვერ შეძლებს ქალაქის აყვავების მხარდაჭერას, სადაც შიშს
არ აქვს მუდმივი ადგილი და შეუძლებელია ბანაკს თანაბრად მართავდე, თუკი მას არ ყოფნის შიშისა
და მოწიწების მფარველი ძალა. ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მისი სხეული ხდება დიდი და
მძლავრი, უნდა ელოდეს დაცემას მსუბუქი დარტყმისგანაც კი. ვინც შიში და სირცხვილი იცის, [1080]
შეგიძლია დარწმუნებული იყო, მან იპოვა ხსნა; მაგრამ იქ, სადაც არის უფლება, სხვებს თავს დაეცე და
საკუთარი სურვილით იმოქმედო, ეჭვი არ გქონდეს, ასეთი სახელმწიფო, თუნდაც მას კეთილი ქარი
მფარველობდეს, თავის დროზე სიღრმეში ჩაიძირება. არა, ნება მიბოძე, დავინახო ჩამოყალიბებული
შიში იქ, სადაც შიშის ადგილია; მოდი, ნუ ვიფიქრებთ, რომ შეგვიძლია ვიმოქმედოთ საკუთარი
სურვილების მიხედვით, ამისთვის ტკივილის გადაუხდელად. ეს ამბები რიგრიგობით მოდის.

179
ოდესღაც ის იყო მხურვალე თავდამსხმელი, ახლა დიდების საათი მე დამიდგა. და ამიტომ
გაფრთხილებ შენ, არ დაკრძალო იგი, [1090] რომ საკუთარ საფლავში არ ჩავარდე.
გუნდი. მენელაოს, ბრძნული ცნებები დაგიმყარებია, მაგრამ მიცვალებულების შეურაცხყოფას
მოერიდე.
ტევკროსი. არასოდეს მეტად, ჩემო მეგობარო სალამისელებო, არ ვიქნები გაკვირვებული, თუკი
ვინმე უბრალო წამოშობის კაცი რამეს დააშავებს, მაშინ როდესაც ისინი, ვინც ითვლება, რომ
კეთილშობილი სისხლისანი არიან, ასეთ არასწორ გრძნობებს მოუხმობენ თავიანთ მტკიცებულებებში.
მოდი, ხელახლა მომიყევი თავიდან კიდევ ერთხელ – შენ რა, მართლა ამბობ, რომ ჩამოიყვანე აიასი
მოკავშირედ, პირადად გადმოიბირე იგი? განა იგი არ მოცურავდა საკუთარი ნებით? როგორც საკუთარი
თავის პატრონი? [1100] რა საფუძველზე ხარ შენ მისი ხელმძღვანელი? რა საფუძველზე გაქვს უფლება
იმეფო ადამიანებზე, რომლებიც მან სახლიდან წამოიყვანა? შენ აქ მოხვედი, როგორც სპარტის მეფე და
არა ჩვენი ბატონი. შენს კანონიერ უფლებამოსილებაში არსად არ იყო დადგენილი, რომ შენ უფრო მეტი
უნდა უბრძანო მას, ვიდრე მან შენ. შენ აქ სხვების უფროსობით ჩამოხვედი და არა როგორც უმაღლესი
მთავარსარდალი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია, ხელისუფლება განახორციელოს აიასზე. არა,
მართე მეომრები, რომლებსაც მართავ და გამოიყენე შენი ღირსეული სიტყვები, რომ ისინი დასაჯო!
მაგრამ ამ კაცს, შენ ამიკრძალავ თუ რომელიმე სხვა სტრატეგოსი, მე [1110] დავკრძალავ, როგორც ამას
ითხოვს სამართლიანობა და შენი ენის არ შემეშინდება. შენი ცოლის გამო არ წამოსულა აიასი ამ
ლაშქრობაში, არც ისინი, ვინც მძიმე გარჯა გასწია. არა, ეს იყო ფიცის გამო162. რომლითაც მან დაიფიცა,
და სულაც შენ გამო არა, რადგან მას არ ჰქონდა ჩვევად, ვინმე დაეფასებინა. ამრიგად, როდესაც აქ კიდევ
მოხვალ, გამოიყოლე მაცნეები და ლაშქრობის ხელმძღვანელი. შენი მძვინვარება ვერ მაიძულებს
მოვტრიალდე, რომ შეგამჩნიო, სანამ ისეთი ხარ, როგორიც ხარ.
გუნდი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე ასეთი ლაპარაკი ამ უსიამოვნებაში არ მომწონს. მკვეთრი
სიტყვები ნესტრავს, თუმცა სამართლიანია.
მენელაოსი. [1120] მშვილდოსანს, ეტყობა, თავში აუვარდა.163
ტევკროსი. დიახ, ეს მცირე ნიჭია, რომელსაც ვფლობ.
მენელაოსი. რას იტრაბახებდი, ფარი რომ გქონოდა?!
ტევკროსი. ფარის გარეშეც სრულად აღჭურვილს არ ჩამოგრჩები.
მენელაოსი. რა ენა გაქვს! რა საშინელი მრისხანება კვებავს მას!
ტევკროსი. სამართლიანი თუ ხარ, ფიქრიც ამაღლებული გაქვს.
მენელაოსი. მაშ ეს სწორია, რომ კაცი, რომელმაც მომკლა, უნდა აყვავდეს?
ტევკროსი. მოგკლა? მაგრად ამბობ, თუკი მოკვდი და ცოცხალი ხარ.
მენელაოსი. ღმერთმა მიხსნა. რაც შეეხება ამ ცხედარს, მისთვის მე ჰადესში ვარ.
ტევკროსი. მაშინ, რაკი ღმერთებმა გიხსნეს, ღმერთებს ნუ შეურაცხყოფ.
მენელაოსი. [1030] როგორ, მე ვარღვევ ღვთიურ კანონს?
ტევკროსი. დიახ, თუკი შენი აქ ყოფნით ეწინააღმდეგები მიცვალებულის დაკრძალვას.
მენელაოსი. დიახ, ამას ვაკეთებ, რადგან ის მე მეომებოდა და მე მას ვეომებოდი. დაკრძალვა ამ
შემთხვევაში სწორი არ იქნებოდა.
ტევკროსი. რას გულისხმობ? აიასმა ოდესმე საჯაროდ ომი გამოგიცხადა?
მენელაოსი. მას ვძულდი მე, როგორც მე მძულდა იგი, შენ ეს იცოდი.
ტევკროსი. დიახ, სძულდი, რადგან შენ ხმების გაყალბებაზე დაგიჭირეს164, რომ გაგეძარცვა იგი.

162
სტრ. 1114. ფიცი – ფიცი, რომელიც ჰელენეს საქმროებს დაადებინა მისმა აღმზრდელმა მამამ, ტინდარეოსმა, რომ
ჰელენეს რჩეულს გვერდში დაუდგებოდნენ, თუკი ქალს ვინმე მოიტაცებდა (შდრ. „ფილოქტეტესი“, სტრ. 72).
163
სტრ. 1120. მშვილდოსანს... თავში აუვარდა – მშვილდ-ისარს ბერძენი მეომრები, რომლებიც შუბით იბრძოდნენ,
გარკვეული უპატივცემულობით ეპყრობოდნენ.
164
სტრ. 1136. ხმების გაყალბება – მინიშნება ოდისევსისთვის აქილევსის აღჭურვილობის მინიჭების უსამართლობაზე
(იხ. სტრ. 41 და კომენტარი).

180
მენელაოსი. მსაჯულების ხელით, არა ჩემით, განიცადა ეს დანაკლისი.
ტევკროსი. შეგიძლია შელამაზებულად წარმოადგინო მრავალი დამალული დანაშაული.
მენელაოსი. ეს აზრი ტკივილს მიაყენებს ვიღაცას, ვისაც მე ვიცნობ.
ტევკროსი. მგონია, ტკივილი იმაზე მეტი არ იქნება, ჩვენ რომ მივაყენებთ.
მენელაოსი. [1140] ერთს გეტყვი: არ უნდა დაიკრძალოს.
ტევკროსი. მაშ ჩემიც გაიგონე – იგი დაუყოვნებლივ დაიკრძალება.
მენელაოსი. ერთხელ დავინახე მამაცი კაცი, რომელიც მეზღვაურების ზამთარში სამოგზაუროდ
წასვლაზე დაყოლიებას ცდილობდა, მაგრამ ხმა ჩაუწყდა, როდესაც ყველაზე უარესი ავდარი თავს
დაატყდა. არა, ლაბადის ქვეშ დაიმალა და მეზღვაურებს ნება დართო, ფეხქვეშ გაეთელათ რამდენიც
უნდოდათ. იგივეა შენთან და შენს დაუოკებელ სიტყვასთან – შესაძლოა, ძლიერმა შტორმმა, თუნდაც
მისი ქროლვა პატარა ღრუბლიდან მომდინარეობდეს, ჩაახშოს შენი ყვირილი.
ტევკროსი. [1150] დიახ, მეც ვნახე კაცი, სისულელით სავსე, რომელიც ხარობდა თავისი
ახლობლის გასაჭირით. აღმოჩნდა, რომ ისეთი კაცი, როგორიც მე ვარ, მსგავსი ზნით, მიაჩერდა მას და
უთხრა: „კაცო, მკვდრებს ნუ აწყენინებ; რადგან, ამას თუ გააკეთებ, დარწმუნებული იყავი, რომ ზიანი
მოგადგება“. ამიტომ გააფრთხილა დაბნეული კაცი მის წინაშე. მიაქციე ყურადღება, მე მას ახლა ვხედავ
ის სხვა არავინაა, თუ არა შენ. მე გამოცანებით ვილაპარაკე?
მენელაოსი. წავალ – სირცხვილი იქნებოდა იმის ცოდნა, [1160] რომ ვკამათობ, როდესაც უფლება
მაქვს, ძალა გამოვიყენო.
ტევკროსი. მაშ, წადი! ყველაზე უარესი სირცხვილი ჩემთვის ესაა, ვუსმინო სულელის ცარიელ
ლაყბობას.

მენელაოსი გადის.

გუნდი. მალე დაიწყება ამ დიდი განხეთქილების სასამართლო. მაგრამ შენ, ტევკროს, რაც
შეიძლება სწრაფად მოძებნე ცარიელი ადგილი აიასისთვის, სადაც მისი ნესტიანი საფლავი იქნება,
მუდმივი ძეგლი მოკვდავთათვის.

შემოდიან ტეკმესა და ევრისაკესი.

ტევკროსი. სწორედ დროულად მოდიან მისი შვილი და ცოლი [1170], რომ უბედური ცხედარი
დავკრძალოთ. აქ მოდი, ძმისშვილო. დაჯექი მის გვერდით და შეევედრე მამაშენს, შენს ჩამსახავს.
მუხლებზე დადექით და ილოცეთ დახმარებაზე, დაიჭირე ხელში თმის კულული ჩემგან, დედისა და
შენგან. ესაა მავედრებლის ერთადერთი საჩუქარი; მაგრამ თუ რომელიმე მეომარი ლაშქრიდან ძალით
მოგაცილებს ამ სხეულს, ამ ბოროტმოქმედებისთვის, დაე იგი გაძევებული იყოს თავისი ქვეყნიდან და
არ დაიკრძალოს, არამედ მოიკვეთოს ძირფესვიანად თავისი მოდგმიდან, როგორც მე ვიკვეც ამ
კულულს. [1080] აიღე იგი, ძმისშვილო და შეინახე. არავის მისცე უფლება, ამ ადგილს მოგაცილოს,
მუხლებზე დაეცი და მიეწებე მიცვალებულს. თქვენ კი, ქალებივით გულხელდაკრეფილები კი ნუ
დადგებით, არამედ კაცურად დაგვეხმარეთ და დაიცავით, სანამ დავბრუნდები; მასზე უნდა ვიზრუნო,
თუმცა მთელი მსოფლიო მიკრძალავს ამას.

ტევკროსი გადის.

181
მესამე სტასიმონი

სტროფი პირველი

გუნდი. რომელი იქნება ბოლო წელიწადი? როდის აღარ დამამძიმებს მძიმე შუბოსანი
ბრძოლების დაუსრულებელი დაღუპვის სევდით მთელ ვრცელ ტროაში მრავალრიცხოვანი ხეტიალის
წელიწადთა ჯამი, [1190] საბერძნეთის მწუხარებისა და სირცხვილის მიზეზი?

ანტისტროფი პირველი

ეს კაცი რომ თავიდანვე ზეცის ან ჰადესის, ყველას საერთო სახლის, სიღრმეში წასულიყო მანამ,
სანამ არესის საძულველი ხელი საერთო ჭირს ასწავლიდა ბერძნებს! აჰ, მისი გამოგონების გარჯა,
რომელმაც ამდენი ტანჯვა გამოიწვია! ნახეთ, როგორ დააცარიელა ამ კაცმა კაცობრიობა!

სტროფი მეორე

არც ყვავილოვანი გვირგვინის, [1200] არც ღვინის ღრმა თასის სიამოვნება არ მოუნიჭებია ამ კაცს
ჩემთვის, არც სალამურის ტკბილი ხმიანება ამ უბედურ კაცს არ გაუმეტებია და არც ღამის საამური
დასვენება. და სიყვარულისგან, სიყვარულისგან მთლიანად გამრიყა, ვაიმე! აქ ვწევარ მოუვლელი და
თმას მუდმივად მისველებს ცვარი, [1210] უსიხარულო ტროის სველი მოგონება.

ანტისტროფი მეორე

წარსულში მამაცი აიასი მუდამ იყო ჩემი ბურჯი ღამის საშინელებებსა და ისრების ფრენაში.
ახლა კი ბოროტი ღვთაებისადმი მიძღვნილი მსხვერპლი გახდა. რა სიხარული, რა სიხარული მელის
კიდევ? ნეტავ იქ აღმომაჩინა, სადაც ტყით დაბურული, ტალღებით განბანილი კონცხი ღრმა ზღვას
ებჯინება, [1220] რომ სუნიონის165 ზეგანის მწვერვალიდან შევძლოთ, მივესალმოთ წმინდა ათენს.

165
სტრ. 1220. სუნიონი – ატიკის კონცხი, რომელზედაც იდგა პოსეიდონისა და ათენას ცნობილი ტაძრები.

182
ექსოდოსი

შემოდის ტევკროსი.

ტევკროსი. მეც აქ ვარ! ვიჩქარე დაბრუნება, როდესაც დავინახე, რომ სწრაფად


გვიახლოვდებოდა უზენაესი მთავარსარდალი აგამემნონი. ჩემთვის ცხადია, რომ იგი ნებას მისცემს
საკუთარ მოუქნელ ენას, იფრინოს.

შემოდის აგამემნონი.

აგამემნონი. ასე მეუბნებიან, რომ შენ გაგიბედავს და ფართოდ დაგიღია პირი, რომ სასტიკი
მუქარა გამოგეთქვა ჩვენი მისამართით და შენ ჯერაც დაუსჯელი ხარ? დიახ, მე შენ გგულისხმობ,
დატყვევებული მონის შვილს. უეჭველია, შენ რომ კეთლშობილი დედის შვილი ყოფილიყავი, [1230]
შენი მეტყველება ზეცას შესწვდებოდა და შენ ამაყად გაივლ-გამოივლიდი, როცა ახლა საქმე ისაა, რომ
შენ, თუმცა არავინ და არაფერი ხარ, კიდევ სხვას მფარველობ, აქ არაფერი წევს და დაიფიცე, რომ ჩვენ
თურმე არანაირი უფლებამოსილება არ გვაქვს, არც როგორც საზღვაო უფროსებს, არც
მხედართმთავრებს, რომ ვმართოთ ბერძნები და შენ. არა, შენ თურმე ამბობ, რომ აიასი, როგორც
დამოუკიდებელი მბრძანებელი, ისე წამოსულა ამ მოგზაურობაში. არ უნდა მრცხვენოდეს, რომ ეს ამაყი
სიტყვები მესმის მონის ბაგეებიდან? ვინ იყო ის კაცი, რომელზედაც ყვირი ასეთი ქედმაღლობით? სად
გაიწია ან სად იდგა, სადაც მე იმავეს არ ვაკეთებდი? ესე იგი, ბერძნებს არ ჰყავთ სხვა მამაკაცები, მის
გარდა? ისე ჩანს, ჩვენთვისვე საზიანოდ გამოვუცხადეთ [1240] ბერძნებს ასპარეზობა აქილევსის
იარაღის გამო, რადგან ყველას უწესოებად მივაჩნივართ ტევკროსის გამო და თუ თქვენ, სალამისელები,
დამარცხდებით, არ აღიარებთ განაჩენს, რომელიც მსაჯულთა უმრავლესობამ მიიღო. ამის ნაცვლად შენ,
უეჭველია, დაგვიმიზნებ შენს ცილისმწამებლურ ისრებს და მოღალატურად ზურგში ჩაგვცემთ,
როგორც კი ჩვენთან სრბოლას წააგებთ; მაგრამ იმ ადგილას, სადაც ასეთი საშუალებები ჭარბობს, არ
შეიძლება ჩამოყალიბდეს წესრიგი რომელიმე კანონისთვის, თუკი მოვინდომებთ კანონიერი
გამარჯვებულების გაწევას და პირველ რიგებში იმათს გადაყვანას, ვინც ზურგშია. [1250] ამგვარ
მოვლენებს მიხედვა უნდა. ყველაზე მაგარი და ფართომხრებიანი კაცები კი არ არიან ერთგული
მოკავშირეები. არა, ყოველ ბრძოლაში საუკეთესო არიან ბრძენნი. ხარსაც ფართო ზურგი აქვს, მაგრამ
მაინც სწორად მიუყვება გზას, როდესაც მას პატარა წკეპლით მართავ. მე წინასწარ ვხედავ, რომ ამ
წამლის მცირე ნაწილი შენც მალე გიპოვის, თუ ოდნავ მაინც საღ აზრს არ მოუხმობ. იგი აღარაა, იგი უკვე
აჩრდილია და შენ მაინც თამამად შეურაცხგვყოფ და მეტისმეტ თავისუფლებას აძლევ საკუთარ ენას.
თავი შეიკავე, გეუბნები. გაიხსენე შენი დაბადება და შენი ბუნება. [1260] აქ ვინმე კიდევ მოიყვანე,
თავისუფლად დაბადებული ადამიანი, რომელიც შეძლებს შენი საქმის დაცვას ჩემთან შენ მაგივრად.
როცა შენ ლაპარაკობ, მე აღარ მესმის, მე არ ვიცი შენი ბარბაროსული ენა.
გუნდი. თქვენ ორივეს რომ გყოფნიდეთ ჭკუა და თავი შეიკავოთ! არ არსებობს უკეთესი რჩევა,
რომელიც შემიძლია თქვენ ორს მოგცეთ.
ტევკროსი. რა სწრაფად უსხლტებათ ხელიდან ადამიანებს მიცვალებულისადმი მადლიერება
და იქცევა ღალატად, რადგან ეს კაცი მეტად აღარ გვთავაზობს ქებას შენი ხსოვნისთვის, აიას, თუმცა შენ
მისთვის გაისარჯე [1270] იმდენად ხშირად ბრძოლაში, და საკუთარ სიცოცხლეს შუბს სწირავდი! არა,
შენი დახმარებაც მკვდარია და გვერდითაა მოსროლილი! სრულო და ბრიყვო მოლაყბევ, ნუთუ უკვე
არაფერი გახსოვს იმ დროიდან, როდესაც შენ თავდაცვისას მახეში აღმოჩნდი, როცა ბრძოლის
მიმდინარეობისას კინაღამ განადგურდი და იგი მარტო მოვიდა შენს დასახსნელად და გადაგარჩინა იმ
წამს, როდესაც ცეცხლი უკვე იწვოდა გემბანების ირგვლივ თქვენი ხომალდების კიჩოზე, ხოლო
ჰექტორი მაღლა დახტოდა თხრილიდან ხომალდებისკენ? [1280] ვინ აღკვეთა ეს? ეს აიასს არ უქნია,
რომელიც, როგორც შენ ამბობ, არასდროს არ ყოფილა იქ, სადაც შენ იყავი? რაო, აღიარებ, რომ მან თავისი
ვალი შენ წინაშე აღასრულა? იმაზე რას იტყვი, მეორეჯერ მარტოდმარტო რომ შეებრძოლა ჰექტორს,
რაკი ხელდახელ ორთაბრძოლაში წილი ყარეს და მას ერგო, ვინმეს ბრძანებით კი არა. წილი, რომელიც

183
მან ჩააგდო ისეთი არ იყო, რომ ბრძოლისგან თავი დაეძვრინა. ეს არ იყო სველი მიწის გუნდა, არა, ისეთი
იყო, პირველი რომ ამოხტება ჯიღიანი მუზარადიდან! სწორედ ამ კაცმა ჩაიდინა ეს საქციელი და მე,
მონა, ბარბაროსი დედის შვილი, მის მხარეს ვიყავი. [1290] უბადრუკო ქმნილებავ, როგორ შეგიძლია ისე
ბრმა იყო, რომ ასე კამათობდე, როგორც შენ კამათობ? ნუთუ არ იცი, რომ მამაშენის მამა პელოფსი ძველი
ბარბაროსი იყო, ფრიგიელი? რომ ატრევსმა166, შენმა საკუთარმა ჩამსახველმა, თავის ძმას ყველაზე უფრო
უღმერთო სადილი მოუწყო მისივე შვილების ხორცით? შენ თვითონ დაიბადე კრეტელი დედისგან,
რომელსაც მამამ წაასწრო, ვიღაც უცნობი რომ აჯდა ზემოდან და მუნჯ თევზებს გაუგზავნა ნადავლად.
და შენ შეგიძლია საყვედური უთხრა წარმომავლობის გამო ისეთ ადამიანს, როგორიც მე ვარ? მე ვარ
ტელამონის ძე, [1300] რომელსაც დედაჩემი, როგორც მეუღლე, ჯილდოდ ერგო ლაშქრობაში უმაღლესი
სიმამაცის გამო. იგი იყო ლაომედონის ასული 167 , სამეფო სისხლისა და ეს იყო ნადავლის ყვავილი,
რომელიც ალკმენეს ძემ გადასცა ტელამონს. ამგვარად, კეთილშობილი წარმოშობის ვარ მე, ვიშვი ორი
კეთილშობილი მშობლისგან და მე შემეძლო ჩემი სისხლი და ხორცი შემერცხვინა, რომელიც, როცა აქ
წევს, ასეთი დიდი უბედურებების მსხვერპლი, შენ, სირცხვილის სიწითლის გარეშე, მისი შეურაცხყოფა
მე მომახალე, არ დაიკრძალებაო. ახლა კარგად დაფიქრდი, სადაც უნდა გადააგდო იგი, მასთან ერთად
უნდა გადააგდო ჩვენი სამი ცხედარიც. [1310] ეს სწორია ჩემთვის, მოვკვდე ყველას თვალწინ, სანამ მე
ვიბრძვი მისი საქმისთვის და არა შენი ცოლისთვის ან, უკეთ რომ ვთქვათ, შენი ძმისთვის? ეს გახსოვდეს
და ჩემს უსაფრთხოებას კი არ უყურო, არამედ საკუთარს, რადგან, მე თუ რიმე უბედრებაში ჩამაგდებ,
მალე ინანებ, რომ მოკრძალებული უფრო იყავი ჩემთან, ვიდრე მამაცი, როდესაც დამიპირისპირდი.

შემოდის ოდისევსი.

გუნდი. მბრძანებელო ოდისევს, შენ მოდიხარ სწორ დროს, თუ შენი მოსვლის მიზანია
შუამავლობა და არა გათიშვა?
ოდისევსი. რა ხდება, მეგობრებო? შორიდან გავიგონე ატრეიდესების ყვირილი ამ მამაცი კაცის
ცხედართან.
აგამემნონი. [1320] იმის გამო ხომ არა, მბრძანებელო ოდისევს, რომ მანამდე ვისმინეთ ყველაზე
სამარცხვინო ლაპარაკი ამ კაცისგან?
ოდისევსი. ეს როგორ? შემიძლია კაცს ვაპატიო შეურაცხყოფათა საპასუხო ნაკადი, თუკი
მანამდე თვითონ შეურაცხყვეს.
აგამემნონი. მე შეურაცხვყავი, რადგან ისიც ასე მექცეოდა.
ოდისევსი. და რა ქნა, რითი დაგაზიანა?
აგამემნონი. ის აცხადებს, რომ არ დატოვებს ამ ცხედარს ჯეროვანი დაკრძალვის გარეშე, რომ
დაკრძალავს, მიუხედავად ჩემი ბრძანებისა.
ოდისევსი. მაშინ, შეიძლება მეგობარმა თქვას სიმართლე და მაინც თქვენს დამხმარედ დარჩეს
არანაკლებ, ვიდრე ადრე?
აგამემნონი. [1330] თქვი. საწინააღმდეგო შემთხვევაში, მე ვერ ვიქნებოდი საღ ჭკუაზე,
რამდენადაც გთვლი ჩემს საუკეთესო მეგობრად ყველა ბერძენს შორის.
ოდისევსი. მაშინ მისმინე. ღმერთების სახელით, ნუ მისცემ თავს ნებას, ასე დაუნდობლად
დააგდო ეს კაცი დაუკრძალავი. არავითარ შემთხვევაში არ დართო ნება შენი სიძულვილის ძალადობას,
გძლიოს შენ იმდენად, რომ შენ ფეხქვეშ გათელო სამართლიანობა. ჩემთვისაც ეს კაცი ოდესღაც იყო
ყველაზე მძაფრი მტერი ლაშქარში იმ დღიდან, როდესაც დავამარცხე იგი, რადგან მას ჰქონდა
აქილევსის იარაღი. და მაინც, მიუხედავად ჩემ მიმართ მისი მტრობისა, მე არ შეურაცხვყოფდი მას
საპასუხოდ და არ უარვყოფდი, ვაღიარებდი, [1340] რომ მთელს ჩვენ ბერძნულ ლაშქარში, ჩემი აზრით,
იგი საუკეთესო და ყველაზე მამაცი იყო, აქილევსის გამოკლებით. მაშინ უსამართლო იქნებოდა შენგან

166
სტრ. 1296. ატრევსი – აგამემნონისა და მენელაოსის მამა, რომელმაც შვილები დუხოცა თავის ძმა თიესტესს და
სადილად მიართვა.
167
სტრ.1302. ლაომედონის ასული – იხ. სტრ. 449 და კომენტარი.

184
მისი შერცხვენა. შენ მას კი არა, ღმერთების მოცემულ კანონებს დააზიანებ. როდესაც კარგი კაცი კვდება,
უსამართლოა მისთვის ზიანის მიყენება, თუნდაც გძულდეს.
აგამემნონი. შენ, ოდისევს, იცავ მას ამ ბრძოლაში ჩემგან?
ოდისევსი. დიახ, თუმცა მძულდა იგი, როდესაც ეს ღირსებას მმატებდა.
აგამემნონი. და ახლა ფეხქვეშ არ უნდა გათელო, როცა მკვდარია?
ოდისევსი. ნუ გახარებს, ატრეიდესო, უპირატესობა, რომელსაც ღირსება არ მოაქვს.
აგამემნონი. [1350] ღირსების შენრჩუნება იოლი არ არის ხელისუფალისთვის.
ოდისევსი. მაგრამ იოლია, მეგობრებს დართო ნება, როდესაც კარგ რჩევას გაძლევენ.
აგამემნონი. კარგი ადამიანი უნდა უსმენდეს თავის ხელმძღვანელებს.
ოდისევსი. შეჩერდი! შენი ძალა იმარჯვებს, როდესაც მეგობარს ჩაჰბარდები.
აგამემნონი. გახსოვდეს, რანაირი ადამიანის მიმართ ავლენ ამ სიკეთეს!
ოდისევსი. ეს კაცი ოდესღაც ჩემი მტერი იყო, დიახ, მაგრამ ის ასევე კეთილშობილი იყო.
აგამემნონი. რატომ აკეთებ ამას? რატომ სცემ პატივს მტრის ცხედარს?
ოდისევსი. ვუთმობ მის ღირსებას მეტად, ვიდრე მის მტრობას.
აგამემნონი. ხალხი, რომელიც შენსავით იქცევა, მოკვდავთა არამდგრადი სახეობაა.
ოდისევსი. ადამიანთა დიდი უმრავლესობა ხან მეგობრულია და ხან ბრაზიანი.
აგამემნონი. [1360] მაშ, გვირჩევ, ასეთი მეგობრები შევიძინოთ?
ოდისევსი. ჩვევად არ მაქვს უდრეკი სულის რჩევა.
აგამემნონი. დღეს ჩვენ მშიშრებად წარმოგვაჩენ.
ოდისევსი. პირიქით, სამართლიანი ხალხი ვიქნებით ყველა ბერძნის თვალში.
აგამემნონი. მაშ, მართლა მიბიძგებ, რომ მიცვალებულის დაკრძალვა დავუშვა?
ოდისევსი. დიახ, რადგან მეც მივალ ამ აუცილებლობასთან.
აგამემნონი. მართალია, რომ ყველა ყველაფერში თავისთვის ირჯება.
ოდისევსი. და ვისთვის უნდა გავისარჯო უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი თავისთვის?
აგამემნონი. მაშ, ამ საქმეს შენ მოგაწერენ და არა მე.
ოდისევსი. როგორც უნდა მოიქცე, ყველასთვის მოწყალე იქნები.
აგამემნონი. [1370] ყველა შემთხვევაში სრულიად დარწმუნებული იყავი, რომ ამაზე მეტის
გაკეთებაც შემიძლია შენთვის. მაგრამ ეს კაცი როგორც დედამიწაზე, ისე ქვემოთ, მძულს. შეგიძლია
მოიქცე, როგორც გენებოს.

აგამემნონი გადის.

გუნდი. თუკი ვინმე უარყოფს, ოდისევს, რომ შენ მსჯელობაში უბრძნესად დაიბადე, სრული
ბრიყვია, როგორც შენ ახლახან დაამტკიცე.
ოდისევსი. ახლა კი ვაცხადებ, რომ ამ წამიდან მზად ვარ, ტევკროსის მეგობარი ვიყო ისევე,
როგორც ოდესღაც მისი მტერი ვიყავი. და მე მინდა, შევუერთდე თქვენი მიცვალებულის დაკრძალვას
და მინდა თქვენი შრომა გავიზიარო და არ გამოვტოვო არც ერთი სამსახური, [1380] რასაც მოკვდავნი
უნდა უწევდნენ საუკეთესო და ყველაზე უფრო მამაც მეომრებს.
ტევკროსი. ჩემო კარგო ოდისევს, ესღა დამრჩენია, შევაქო შენი სიტყვები. შენ სრულად უარყავი
ჩემი მოლოდინი. ყველა ბერძნიდან შენ იყავი მისი სასიკვდილო მტერი და მაინც შენ დაუდექი მას
გვერდით, გაუწოდე დახმარების ხელი და არ მოხვედი აქ და არ მიეცი თავს უფლება, რომ ცოცხალი
უმოწყალოდ გასწორებოდი მკვდარ აიასს, როგორც ამას აპირებდა უგუნური მხედართმთავარი,
რომელიც მოვიდა, რადგან მას და მის ძმას უნდოდათ მრისხანედ დაეგდოთ დაუკრძალავი ცხედარი.
[1390] ამიტომ დაე ჩვენმა უზენაესმა მამამ ოლიმპოსზე, ყველაფრის მხსოვნელმა ერინისმა და
აღმასრულებელმა დიკემ ბოროტები ბოროტად დასაჯონ, სწორედ ისე, როგორც ისინი აპირებდნენ
გაეძევებინათ ეს კაცი დაუმსახურებელი, აღმაშფოთებლად სასტიკი მოპყრობით; მაგრამ შენ, მოხუცი
ლაერტესის შთამომავალო, არ შემიძლია, ნება დაგრთო, შეეხო ცხედარს დასაკრძალავად, რომ ამგვარად
არ შეურაცხვყო მიცვალებული. ყველა სხვა ამოცანაში შეგიძლია იყო ჩვენი დამხმარე. და თუ გსურს,

185
რომელიმე მეომარიც წამოიყვანო, ჩვენ სიხარულით მივესალმებით მას. დანარჩენს ყველაფერს მე
მოვამზადებ. შენ კი, ოდისევს, იცი, რომ ჩვენთვის კარგი და კეთილშობილი მეგობარი ხარ.
ოდისევსი. [1400] მე მინდოდა, დაგხმარებოდით, მაგრამ თუ არ მოგწონთ, რომ აქ დაგეხმაროთ,
პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას და მივდივარ.

ოდისევსი გადის.

ტევკროსი. საკმარისია. ისედაც დიდი დრო დავკარგეთ. მოდით, იჩქარეთ, ნაწილმა ამოთხაროს
საფლავი, სხვებმა მაღალ საკიდზე ცეცხლით მოცული ქვაბი დაკიდონ და სწრაფად მოამზდონ
წესისმიერი განბანვისათვის. კიდევ ერთმა ჯგუფმა კარვიდან მოიტანოს სამოსი, რომელსაც ატარებდა
ბრძოლაში თავისი ფარის ქვეშ. შენაც, ბავშვო, მთელი ძალით [1410] საყვარელი ხელი დაადე მამაშენს
და დამეხმარე, სხეული შევუმსუბუქო; რადგან მისი ძარღვები ჯერაც თბილია და აფრქვევს მისი სულის
ბნელ ძალას. მოვიდეს, მოვიდეს ყველა, ვინ ამტკიცებს, რომ ჩვენი მეგობარია, დაიწყეთ და წინ იარეთ,
გაისარჯეთ ამ სრულყოფილი ღირსების კაცისათვის. ეს სამსახური ამაზე უფრო კეთილშობილი
კაცისთვის არავის გაუწევია, მე ვგულისხმობ, აიასს, ცოცხალი რომ იყო.
გუნდი. გეუბნებით, ბევრი რამის გაგება შეიძლება მოკვდავის თვალების მიხედვით; მაგრამ
სანამ იგი დაინახავს, რომ ეს ხდება, არავის შეუძლია იწინასწარმეტყველოს [1420] მომავალი ან როგორი
იქნება მისი ბედი.

186
ფილოქტეტესი

187
მოქმედი პირები:

ფილოქტეტესი, მალისელების ბელადი


ოდისევსი, ითაკელების ბელადი
ნეოპტოლემოსი, მირმიდონელების ბელადი, აქილევსის ძე
მირმიდონელი მეზღვაური (შემდგომში ვაჭრის სახით)
ჰერაკლესი
მირმიდონელ მეზღვაურთა გუნდი

მოქმედება ხდება კუნძულ ლემნოსის კლდოვან ნაპირზე, ფილოქტეტესის


გამოქვაბულის წინ.

188
პროლოგოსი
ზღვის მხრიდან შემოდიან ოდისევსი და ნეოპტოლემოსი, მათ მოჰყვებათ მირმიდონელი
მეზღვაური.

ოდისევსი. ესაა ზღვით განბანილი ლემნოსის კონცხი, უკაცრიელი მიწა, ხელუხლებელი


ხალხისგან. ოდესღაც სწორედ აქ, ბერძენთაგან უმძლავრესი კაცის, აქილევსის, ძეო, ნეოპტოლემოს,
დავტოვე მალისელი,168 პოიასის ძე, ორი ბელადის პირდაპირი ბრძანებით, რადგან ფეხი მტანჯველმა
სენმა დაუჩირქა და დაულპო. არც საღვრელის დაღვრა შეგვეძლო, ვერც მსხვერპლი დავწვით
ღვთისნიერად, თავისი ველური და ავის მომასწავებელი ყვირილით [10] იგი მუდმივად ავსებდა მთელ
ბანაკს ბღავილითა და ოხვრით; მაგრამ რა საჭიროა ეს ლაპარაკი, ჯერ არ მოსულა დრო, მეტიმეტად
ბევრი სიტყვა რომ ვთქვა, რადგან მან არც უნდა გაიგოს, აქ რომ ვარ, ისედაც ვცდილობ ყველანაირად,
მალე შევიპყრო ცბიერებით. წავიდეთ, შენი ამოცანაა ჩემი მოკავშირე იყო იმაში, რაც დაგვრჩა და
ვეძებოთ, სად არის ამ მხარეში ორშესასვლელიანი მღვიმე. ცივ ამინდში მას მზისკენ მიმართული ორი
დასაჯდომი აქვს, ხოლო ზაფხულში ორპირ ნიავს ძილი მოაქვს. [20] ოდნავ ქვემოთ, მარცხნივ, შესაძლოა
დაინახო მოჩუხჩუხე წყარო, თუ არ დაშრა. იქ ჩუმად წადი და ნიშანი მომეცი, ისევ იმ ადგილას
ცხოვრობს თუ არა, თუ სხვა ადგილას უნდა ვეძებოთ, რომ შევძლო აგიხსნა ჩემი გეგმის დარჩენილი
ნაწილი, შენ მოისმინო და დავაჩქაროთ ჩვენი საქმე საერთო ძალისხმევით.
ნეოპტოლემოსი. მბრძანებელო ოდისევს, ამოცანის შესრულება, რომელიც მე დამიყენე, შორს
არაა, რადგან მე მგონია, რომ ვხედავ მღვიმეს, იმის მსგავსს, რომელიც შენ აღწერე.
ოდისევსი. ზემოთ თუ ქვემოთ? მე ვერ ვხედავ.
ნეოპტოლემოსი. აქ, მაღლა, და ჩამიჩუმი არ ისმის.
ოდისევსი. [30] ნახე, იქ ხომ არ სძინავს.
ნეოპტოლემოსი. ვხედავ ცარიელ საცხოვრისს, მაცხოვრებლების გარეშე.
ოდისევსი. შიგნით არის კვალი, ადამიანს რომ ეცხოვრა?
ნეოპტოლემოსი. იქაა ფოთლების ლოგინი, თითქოს აქ ვიღაც დასახლდა.
ოდისევსი. სხვა ყველაფერი შიშველია? ჭერქვეშ მეტი არაფერია?
ნეოპტოლემოსი. შიშველი ხის თასია, საბრალო ოსტატის შედევრი და მასთან ერთად ცეცხლის
დასანთები სახახუნო ჩხირები.
ოდისევსი. ესაა საწყობი, რომელსაც შენ აღწერ.
ნეოპტოლემოსი. ჰა! კიდევ აქ რაღაც ძველმანებია, მზეზე შრება, რაღაც ჩირქით მოთხვრილი.
ოიდიპოსი. [40] ცხადია, რომ აქ ცხოვრობს ის კაცი, და სადღაც აქვეა. შორს ვერ წავიდოდა
თავისი ძველი ჭირით დასახიჩრებული ფეხით. არა, ალბათ საკვების საძებნად წავიდა ან ჭრილობის
დაამება უნდა, იქნებ რამე ბალახი შეამჩნია. მაშ შენი მსახური გაუშვი, უყარაულოს, თავს არ დამადგეს
მოულოდნელად, რადგან ურჩევნია მე ერთი შემიპყროს, ვიდრე ყველა არგოსელი, ერთად აღებული.
ნეოპტოლემოსი. კაცი მიდის და ბილიკს დააკვირდება. ახლა, თუ კიდევ რამე გჭირდება,
მითხარი კიდეც.

მეზღვაური გადის მაყურებლიდან მარცხნივ.

ოდისევსი. [50] აქილევსის ძეო, შენ უნდა უერთგულო შენი დანიშნულების მიზანს და არა
მხოლოდ სხეულით. თუ გაიგონებ რამე ახალ გეგმას, რომელიც აქამდე უცნობი იყო შენთვის, უნდა
ემსახურო მას, რადგან აქ სწორედ ამ სამსახურისთვის ხარ.
ნეოპტოლემოსი. და როგორია შენი ბრძანებები?

168
სტრ. 4. მალისელი – სოფოკლეს მიხედვით, ფილოქტეტესის სამფლობელო არა მაგნესიაა, არამედ მალისის ყურე,
რომლის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ოიტეს მთა (იხ. სტრ. 450, 493) და ტრაქისის ქედი.

189
ოდისევსი. შენ უნდა მოატყუო ფილოქტეტესი ამბის დახმარებით, რომელსაც მასთან საუბარში
მოუყვები. როცა გკითხავს, ვისი შვილი ხარო, უთხარი აქილევსის-თქო, ამ წვრილმანში მოტყუება არ
არის საჭირო. მაგრამ უთხარი მას, რომ სახლში მიცურავ და აქაველი მეომრების ფლოტი მიატოვე მას
შემდეგ, რაც უსაზღვრო სიძულვილით შეგძულდნენ ისინი. [60] აუხსენი მას ასეთი მიზეზი: როდესაც
ილიონის აღების სხვა იმედი გადაეწურათ, მოგიწოდეს თავიანთი ლოცვებით, რომ სახლიდან
გაეყვანეთ. მაგრამ მათ არ ჩაგთვალეს აქილევსის საჭურვლის ღირსად, მიუხედავად იმისა, რომ შენ
მოხვედი და სწორედ ამ აღჭურვილობას ითხოვდი სამართლიანად, მაგრამ ამის სანაცვლოდ მათ ის
ოდისევსს გადასცეს. ჩემზე თქვი, რაც გაგიხარდეს, მათ შორის ყველაზე საზიზღარი შეურაცხყოფაც. მე
ამით არანაირი ზიანი არ მომადგება. მაგრამ იმას თუ არ გააკეთებ, რასაც მე გეუბნები, ტკივილს მიაყენებ
ყველა არგოსელს. გახსოვდეს კარგად: მისი მშვილდის გარეშე ვერასოდეს ვერ გააცამტვერებ
დარდანოსის169 სამეფოს. [70] გაიგე, რატომ შეიძლება შენი მასთან ურთიერთობა იყოს უნდობლობისა
და საფრთხისგან თავისუფალი, ხოლო ჩემი – არა. შენ ჩამოხვედი ტროაში ვინმეს წინაშე ფიცისა და
რამენაირი იძულების გარეშე. შენ ასევე მონაწილეობა არ მიგიღია წინა ლაშქრობაში; მაგრამ მე ამათ
ვერც ერთს ვერ უარვყოფ. შესაბამისად, თუ იგი შემამჩნევს მე, სანამ ჯერ კიდევ ფლობს თავის მშვილდს,
მე მომკლავს და შენაც, როგორც ჩემს მეგობარს, იმავე ბედს გაგაზიარებინებს. არა, ჩვენ უნდა
მოვიფიქროთ რამე ცბიერება, რომ ეს დაუმარცხებელი მშვილდი მოვპაროთ. რას იზამ, მე ვიცი, შვილო,
რომ შენ ბუნებით არ გახასიათებს [80] წარმოთქვა ან მოიფიქრო ასეთი ღალატი. მაგრამ რაკი იცი, რომ
გამარჯვება საამური ჯილდოა, მოემზადე მისთვის. ჩვენი პატიოსნება სხვა ჯერზე გამოვლინდება;
მაგრამ ახლა, მაჩუქე ერთი მოკლე უსინდისო დღე და შემდეგ, მთელი დანარჩენი დრო, შენ გიწოდებენ
ყველაზე სამართლიანს მთელ კაცობრიობაში.
ნეოპტოლემოსი. მძულს ისეთი რჩევით მოქმედება, ლაერტესის ძეო, რომელიც სმენასაც ატკენს.
მე არ მახასიათებს, რამეს მივაღწიო ბოროტი ცბიერების გზით, ისევე როგორც ეს არც მამაჩემს
ახასიათებდა; [90] მაგრამ მე მზად ვარ, ძალით, მაგრამ ღალატის გარეშე, შევიპყრო ეს კაცი, რადგან
ვეჭვობ, ცალი ფეხით ჩვენი დაძლევა შეძლოს. და მაინც მე გამომგზავნეს თქვენთვის დამხმარედ და
ჩემთვის არ უნდათ მოღალატის სახელის მოწებება. და მე მაინც მირჩევნია, მბრძანებელო, ხელი
მომეცაროს, ოღონდ ის ვაკეთო, რაც ღირსეულია, ვიდრე უსინდისო გამარჯვებას მივაღწიო.
ოდისევსი. ასე კეთილშობილი კაცის ძეო, მეც ჩემს სიყმაწვილეში ოდესღაც მქონდა ნელი ენა და
საქმიანი ხელი; მაგრამ ახლა, როდესაც განსაცდელს მივუახლოვდი, ვხედავ, რომ ენა და არა მოქმედება,
აი რა მართავს ყველაფერს ადამიანებს შორის.
ნეოპტოლემოსი. [100] როგორია მაშინ შენი ბრძანებები, გარდა ჩემი ტყუილისა?
ოდისევსი. გიბრძანებ აიღო ფილოქტეტესი ტყუილით.
ნეოპტოლემოსი. რატომ ტყუილით და არა დარწმუნებით?
ოდისევსი. ის არასოდეს არ მოგისმენს; და ძალითაც ვერ აიღებ.
ნეოპტოლემოსი. ნუთუ ასეთი საოცარი ძალა აქვს, რაც ათამამებს?
ოდისევსი. დიახ, აუცილებელი ისრები, სიკვდილის ამალა.
ნეოპტოლემოსი. გამოდის, რომ მას ვერც მიახლოებას უბედავენ?
ოდისევსი. არა, თუ ვინმეს არ შეიტყუებს, როგორც მე ვამბობ.
ნეოპტოლემოსი. მაშ, შენ ფიქრობ, რომ ტყუილის ლაპარაკი სირცხვილი არ არის?
ოდისევსი. არა, თუკი ტყუილს ხსნა მოაქვს.
ნეოპტოლემოსი. [110] და რა გამომეტყველებით უნდა გაბედო ეს ტყუილი?
ოდისევსი. როცა ის, რასაც აკეთებ, სარგებელს გპირდება, მასზე უარის თქმა სწორი არ არის.
ნეოპტოლემოსი. და მე რა სარგებელი მაქვს იმით, რომ ის ტროაში მოდის?
ოდისევსი. მხოლოდ მის ისრებს შეუძლიათ, აიღონ ტროა.
ნეოპტოლემოსი. ანუ მე არ გავხდები გამარჯვებული, როგორც შენ თქვი?
ოდისევსი. არც შენ იქნები მათ გარეშე, არც ისინი შენს გარეშე.

169
სტრ. 69. დარდანოსი – ზევსისა და ტიტან ატლასის ასულის, ელექტრას, ძე, რომელიც სამოთრაკიის კუნძულიდან
ფრიგიაში გადასახლდა, სადაც შემდგომში მისმა შვილიშვილმა ტროსმა დააფუძნა ქალაქი ტროა. სხვა ვერსიით, ქალაქი დააარსა
დარდანოსის შვილთაშვილმა ილოსმა, საიდანაც მოდის ქალაქის სახელწოდება ილიონი.

190
ნეოპტოლემოსი. მაშ ისინი ხელში უნდა ჩავიგდოთ, თუ საქმე ისეა, როგორც შენ ამბობ.
ოდისევსი. იცოდე, ამ საქმეს რომ ჩაიდენ, ორ ჯილდოს დაიმსახურებ.
ნეოპტოლემოსი. რომლებს? თუ მეცოდინება, საქციელზე უარს არ ვიტყვი.
ოდისევსი. შენ გაღიარებენ ბრძნად და კეთილშობილად.
ნეოპტოლემოსი. [120] დაე ასე იყოს! გავაკეთებ და სირცხვილს დავამარცხებ.
ოდისევსი. გახსოვს ამბავი, მე რომ გირჩიე?
ნეოპტოლემოსი. დარწმუნებული იყავით ამაში, მე ერთხელ და სამუდამოდ თანახმა ვარ.
ოდისევსი. მაშ, აქ დარჩი და დაელოდე მას. ამასობაში მე წავალ, რომ აქ შენთან არ შემამჩნიონ,
ჩვენს დამკვირვებელსაც უკან წავიყვან ჩვენს ხომალდზე და თუკი, ჩემი აზრით, შენ დასაშვებზე მეტ
ხანს დაყოვნდები, იმავე კაცს უკან გამოგიგზავნი, ოღონდ შევნიღბავ სავაჭრო გემის კაპიტნად, რომ
საიდუმლო დარჩეს ჩვენს მხარეს. [130] მაშინ, შვილო, დაიწყებს ცბიერი ამბის მოყოლას, მოუსმინე და
ყველაფერს დაუჯერე, სასარგებლო რამეებსაც ამოკრებ შენთვის. ახლა მე ხომალდზე წავალ და
ყველაფერს შენ გაბარებ. დაე, გმფარველობდეს შენ ჩვენი ჰერმესი მატყუარა, წაგიყვანოს წინ და
ღვთაებრივი გამარჯვება, ათენა პოლიასი170, რომელიც მუდამ მიხსნის მე!

ოდისევსი გადის მაყურებლისგან მარცხნივ.

170
სტრ. 134. ათენა პოლიასი – ქალაქის მფარველი.

191
პაროდოსი

ორქესტრაზე შემოდის მირმიდონელ მეომართა გუნდი.

სტროფი პირველი

გუნდი. სხვის მიწაზე მოვედი, ბატონო. რა უნდა დავმალო, რა უნდა გამოვუმჟღავნო ადამიანს,
რომელიც მიდრეკილია ეჭვისაკენ? მაჩვენე გზა! მისი ოსტატობა აღემატება ყველა სხვა უნარს, მის
სიბრძნეს ტოლი არ აქვს, მისი ხელები მართავენ ზევსის მოცემულ [140] ღვთისდარ კვერთხს. შენთვის,
შვილო, ეს უზენაესი მმართველობა გადმოვიდა უხსოვარი დროიდან. ამიტომ მითხარი, როგორ უნდა
გემსახურო შენ.
ნეოპტოლემოსი. ახლა, რაკი, შესაძლოა, გსურთ ნახოთ ადგილი კუნძულის კიდეში, სადაც ის
ცხოვრობს, უშიშრად დაათვალიერეთ იგი; მაგრამ როდესაც საზარელი მგზავრი, რომელმაც მიატოვა ეს
საცხოვრისი, დაბრუნდება, წინ იარეთ ჩემს ნიშანზე და შეეცადეთ ჩემს დახმარებას, თუ ამას ითხოვს
ვითარება.

ანტისტროფი პირველი

[150] დიდი ხანია, მბრძანებელო, შენზე ზრუნვა ჩვენი საქმეა, ჩემი მზერა მიპყრობილია შენი
სიკეთისკენ, უპირველეს ყოვლისა. ახლა კი მითხარი, სად მალავს თავის საცხოვრისს? სად არის ახლა
თვითონ? ჩემთვის ცუდი არ იქნებოდა, გამეგო, რომ მოულოდნელად საიდანმე თავს არ დამადგეს. რა
ადგილებში ხეტიალობს ან ისვენებს? თავის საცხოვრისში ბრუნდება თუ ტყეში რჩება?
ნეოპტოლემოსი. კარგი, აქ ხედავთ მის სახლს ორი შესასვლელით, [160] მის ქვის საკანს.
გუნდი. და მისი უბედური ბინადარი სად გაქრა?
ნეოპტოლემოსი. ყოველ შემთხვევაში, მე ცხადად მეჩვენება, რომ სადღაც ახლო-მახლო დაძრწის
საკვების ძიებაში. მე ვიცი შეტყობინება, რომ მისი არსებობის წყარო მისი მშვილდია, იგი ესვრის
საკბილოს ფრთოსან ისრებს და მას არავინ უახლოვდება, რომ მის ტანჯვას ბოლო მოუღოს.

სტროფი მეორე

გუნდი. ჩემდა თავად, მე მეცოდება ის, როდესაც ვფიქრობ, [170] რომ, როცა მასზე არავინ
ზრუნავს, როცა ის მეგობრის სახეს ვერ ხედავს და მარადიულად იტანჯება მარტოობაში, იტანჯება
სასტიკი სენისაგან და ტანჯვით მოიპოვებს ლუკმაპურს. როგორ, როგორ გადააქვს თავისი მწარე
ხვედრი? ოჰ, ღმერთების თვითნებობა! აჰ, მოკვდავთა უბედური მოდგმა, ბედი არასოდეს არ არის
ზომიერი.

ანტისტროფი მეორე

[180] ეს კაცი, რომელიც ალბათ არაფრით არ ჩამორჩება არავის ყველაზე ძველი ოჯახებიდან,
წევს მარტო, მეგობრების გარეშე, მოკლებული ცხოვრების ყველა საჩუქარს ხალებიან და ბანჯგვლიან
ცხოველებს შორის. ესაა კაცი, რომელიც უნდა შეიბრალო როგორც მისი წამებისთვის, ისე მისი
შიმშილისთვისაც, უსასრულო სევდისთვისაც, რომლისგანაც არ არის განკურნება. მაგრამ მის მწარე
ყვირილს მთის ნიმფა, შორიდან მობუტბუტე ექო, [190] ეხმიანება.
ნეოპტოლემოსი. მე ეს არ მაკვირვებს. ღმერთებმა გამოუგზავნეს, – თუ ისეთ კაცს, როგორიც მე
ვარ, შეუძლია ამაზე იმსჯელოს, – მას ეს ტანჯვაც, რომელიც ველურმა ქრისემ მიაყენა თავისი
თავდასხმით და ისიც, ახლა რომ უპატრონოდ დარჩა და წვალობს. უეჭველია, მისი განსაცდელი
რომელიღაც ღმერთის დაგეგმილია, რომ არ მიმართოს ტროის საწინააღმდეგოდ თავისი უძლეველი

192
ღვთაებრივი ისრები, სანამ ამის დრო არ დადგება, 171 დრო, როცა, როგორც ხალხი ამბობს, [200] ამ
ისრებით დაეცემა ტროა.

სტროფი მესამე

გუნდი. ჩუმად, ბიჭო!


ნეოპტოლემოსი. რაა ეს?
გუნდი. მოულოდნელი ყრუ ხმა გავიგონე, რომელიც, ბუნებრივია, მომდინარეობს ტკივილით
გაწამებული ადამიანისაგან. აქედან მოვიდა თუ იქიდან, ვერ ვხვდები. მირტყამს, ძლიერად მირტყამს
ყურში, ეს ნამდვილად კაცის ხმაა, ვიღაც ჩუმად მოიპარება თავის გზაზე, თითქოს აწამებენ. ვერ
გავატარებდი ამ მწარე ყვირილს, შორიდანაც კი, ისეთი ცხადი ხმაა.

ანტისტროფი მესამე

[210] მაგრამ უსმინე, შვილო.


ნეოპტოლემოსი. რას? მითხარი.
გუნდი. ახალი ფიქრები გამოჩნდა. რადგან იგი შორს არაა სახლიდან, სულ ახლოსაა. არა
მუსიკითა და ფლეიტით მოდის, როგორც მწყემსი, რომელიც ფარას აძოვებს, არა, – ყვირილითა და
ბორძიკით მოდის, შეიძლება, მტანჯველი ტკივილის გამო ან იქნებ უხომალდო ნავსაყუდელს ხედავს.
ყვირილი ხმამაღალი და საშინელია.

171
სტრ. 199. სანამ ამის დრო არ დადგება – ყველა სასჯელს თავისი დრო აქვს, იხ. ექსილე, აგამემნონი, სტრ.362-380.

193
პირველი ეპისოდიონი

მაყურებლებისგან მარჯვნიდან შემოდის ფილოქტეტესი.

ფილოქტეტესი. უცხო ხალხო! [220] ვინ შეიძლება იყოთ და რომელი ქვეყნიდან მოსულხართ ამ
ველურ და უკაცრიელ მიწაზე? გამაგებინეთ, რომელია თქვენი სამშობლო და რა მოდგმისანი ხართ?
აღჭურვილობის ყაიდა ბერძნული გაქვთ და ეს თვალს უხარია; მაგრამ მე მეამებოდა თქვენი ხმის
გაგონებაც. ჩემმა ველურმა იერმა არ შეგაშინოთ და ზურგი არ შემაქციოთ. შემიბრალეთ მარტოსული,
ასეთი უბედური, მიტოვებული, უმეგობრო და განწირული. დამელაპარაკეთ, თუ მართლა მეგობრებად
ხართ მოსული. [230] პასუხი გამეცით, სწორი არ იქნება, თუ ამ თხოვნას ერთმანეთს არ ავუსრულებთ.
ნეოპტოლემოსი. უცნობო კაცო, უპირველესად იცოდე, რომ ბერძნები ვართ, რაკი ამის გაგება
გსურდა.
ფილოქტეტესი. ო, სანატრელი ხმა! ნუთუ მართლა შევხდი ასეთ კაცს ასე ხანგრძლივი დროის
შემდეგ?! ყმაწვილო კაცო, რა საჭიროებამ მოგიყვანა აქ, ამ მიწაზე? რა საქმეა? რა ქარია ასეთი კეთილი?
მითხარი, ყველაფერს მომიყევი, რომ გავიგო, ვინ ხარ.
ნეოპტოლემოსი. ჩემი დაბადების ადგილია ზღვაშემორტყმული [240] სკიროსი, 172 სახლში
მივცურავ. მე ვარ აქილევსის ძე, ნეოპტოლემოსი. ახლა ყველაფერი იცი.
ფილოქტეტესი. უსაყვარლესი მამის შვილო, მოხუცი ლიკომედესის შთამომავალო სანატრელი
მიწიდან! რა მიზნით შეეხე ამ ნაპირს? საიდან მოცურავ?
ნეოპტოლემოსი. კარგი, რაკი მკითხე, ილიონიდან მომყავს ხომალდი.
ფილოქტეტესი. როგორ? შენ ნამდვილად არ ყოფილხარ ჩვენს გუნდში ამ ლაშქრობის
დასაწყისში.173
ნეოპტოლემოსი. და შენც მონაწილეობდი ამ გარჯაში?
ფილოქტეტესი. შვილო, მაშ არ იცი, ვინ ვარ მე?
ნეოპტოლემოსი. [250] როგორ უნდა ვიცოდე, თუკი არასოდეს არ მინახავხარ?
ფილოქტეტესი. მაშ არც ჩემი სახელი გსმენია, არც რამ გაგიგია იმ ტანჯვაზე, რომლითაც
ვიღუპები?
ნეოპტოლემოსი. დარწმუნებული იყავი, არაფერი ვიცი იმაზე, რაზედაც მეკითხები.
ფილოქტეტესი. რა დაწყევლილი ვარ, როგორ ვძულვარ ღმერთებს, თუკი ჩემს სავალალო
მდგომარეობაზე ამბავმა ჩემს სამშობლომდე ან რომელიმე ბერძნულ მიწამდე ვერ მიაღწია! სამაგიეროდ,
ის ხალხი, რომელმაც ღმერთების კანონების საწინააღმდეგოდ განმდევნა, თავის საიდუმლოს ინახავდა
და იცინოდა, როდესაც ჩემი ჭირი სულ უფრო იზრდებოდა და ღრმავდებოდა! [260] შვილო, აქილევსის
ძეო, აი, შენ წინაშე ვარ კაცი, რომლის შესახებ იქნებ გსმენია, როგორც ჰერაკლესის მშვილდის
მფლობელზე, 174 პოიასის ძე ფილოქტეტესზე. მე ის ვარ, ორმა სტრატეგოსმა და კეფალენიის

172
სტრ. 240. სკიროსი –აქილევსი რომ ტროის ომში მონაწილეობისგან გაეთავისუფლებინა, თეტისმა მას ქალის სამოსი
ჩააცვა და დამალა სკიროსის მეფე ლიკომედესის ასულის, დეიდამიას მოახლეებს შორის. გადაცმას არ შეუშლია ხელი
აქილევსისთვის, დეიდამიასთან დაემყარებინა კავშირი, რის შედეგადაც, მას შემდეგ, რაც ოდისევსის მიერ გამოვლენილი
აქილევსი ტროის ომში წავიდა, დაიბადა ნეოპტოლემოსი, ანუ პიროსი (ქალად გადაცმული აქილევსის სახელი იყო პირა).
173
სტრ. 246. შენ ნამდვილად არ ყოფილხარ ჩვენს გუნდში ამ ლაშქრობის დასაწყისში – აქაველების ტროაზე
გალაშქრების მომზადებისას ნეოპტოლემოსი ჩვილი ბავშვი იყო და ტროის ომში მისი მონაწილეობა შეიძლება აიხსნას მითოსის
იმ ვარიანტის გაზიარებით, რომლის მიხედვითაც, თავდაპირველად ბერძნები სწორ გზას ასცდნენ და შინ დაბრუნება მოუხდათ
და მხოლოდ ათი წლის შემდეგ განაახლეს თავიანთი ლაშქრობა; ტროის ომის მეათე წელს ნეოპტოლემოსი ოცი წლის უნდა
ყოფილიყო. ამავე დროს, მითის ეს ვერსია იმდენად სერიოზულად „აზიანებს“ მთელი ლაშქრობის ქრონოლოგიას, რომ ანტიკური
წყაროები მას დუმილით უვლიან გვერდს.
174
სტრ. 262. ჰერაკლესის მშვილდის მფლობელი – ფილოქტეტესმა ჰერაკლესის მშვილდი მიიღო მამამისისგან,
პოიასისგან, რომელიც მას გადასცა თავად ჰერაკლესმა იმიტომ, რომ პოიასმა დაანთო ოიეტეს მთაზე დასაკრძალავი კოცონი
(აპოლოდოროსი, II, 7, 7). შდრ. ტრაქისელი გოგონები, 1191-1199, სადაც ჰილოსი თანახმაა, ააგოს მამამისის დასაკრძალავი
კოცონი, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს, რომ იგი აანთოს.

194
მბრძანებელმა ურცხვად რომ დამაგდეს ამ უდაბნოში, რასაც ხედავ, როდესაც დავუძლურდი საშინელი
სენისაგან, დაგესლილი სისხლისმსმელი გველის სასტიკი ნაკბენისგან. ერთადერთ მეგობრად ეს სენი
დამიტოვეს, ბიჭო, დამაგდეს აქ მარტო და მიმატოვეს, მას შემდეგ რაც აქ გემებით ჩამოვედით [270]
ზღვაშემორტყმული ქრისედან. გაიხარეს მაშინ, როცა დაინახეს, რომ ტალღებზე ხშირი ყანტალის
შემდეგ ნაპირთან მღვიმეში ჩამეძინა და მიმატოვეს, ძონძები მომიყარეს, როგორც უბედურ მათხოვარს
და ცოტა საჭმელი და პურის ნატეხი, ეს იყო სულ მათი ქველმოქმედება. დაე თვითონაც ის მიიღონ, რაც
ჩემთვის გაიმეტეს! შეგიძლია წარმოიდგინო, როგორი იყო ჩემი დილა, როცა გავიღვიძე და ისინი
წასული დამხვდნენ? რა ცხარე ცრემლით ვტიროდი და როგორ ვგლოვობდი საკუთარ თავს, როცა
დავინახე, რომ ხომალდები, რომლებითაც აქ ჩამოვედით, [280] წავიდა ყველა, რომ ამ ადგილას არ იყო
არც ერთი ადამიანი, რომ დამხმარებოდა, არც ერთი, რომ ჩემი გამწამებელი სენი შეემსუბუქებინა; როცა
ირგვლივ მიმოვიხედე და არაფერი არ მომხვდა ხელში, სულთმობრძაობის გარდა, – ეს იყო მთელი ჩემი
ავლა-დიდება! ასე გადიოდა დრო ჩემთვის, ზამთარ-ზაფხულ მარტოს ამ ჩემს ვიწრო სახლში უნდა
გამეტანა თავი საკუთარი ძალებით. კუჭს ეს მშვილდი ემსახურებოდა, აფრენილი მტრედების
ჩამომგდები. და რასაც ლარნაცემი ისარი მისწვდებოდა, [290] იმასთან მე უნდა მივხოხებულიყავი და
ჩემი უბედური ფეხიც უნდა მიმეთრია. ან, ისევ, როდესაც წყალი იყო მოსატანი ან, როდესაც ყველაფერს
ყინული ფარავდა, როგორც ეს ხშირად ხდება ზამთარში, შეშა იყო მოსატანი და მე ტკივილით
მივხოხავდი და ამასაც ვართმევდი თავს. ცეცხლი რომ ჩამიქრებოდა, ქვას ქვაზე ვუხახუნებდი, სანამ არ
ვიპოვიდი დამალულ ნაპერწკალს, რომელმაც დღითი დღე აქამდე მომიყვანა. მართლაც, თავს ზემოთ
ჭერი და შიგნით ცეცხლი ყველაფერს მიკეთებს, რაც მინდა, გარდა სენისგან განკურნებისა. [300] ახლა
კი, შვილო, უნდა გაიგო, ეს რა კუნძულია. არც ერთი ზღვაოსანი თავისი ნებით არ უახლოვდება მას,
რადგან მას არ გააჩნია არც საღუზე სადგომი ან ნავსაყუდელი, სადაც მოსულს შეეგებებოდა მოგებიანი
ბაზარი ან კეთილი მასპინძელი. ეს არაა ის ადგილი, სადაც ჩადის გონიერი ხალხი; მაგრამ
წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაცას თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოუხდა ამის გაკეთება, რადგან ასეთი
ამბები ხდება ხოლმე ადამიანის ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში. ამრიგად, ეს სტუმრები,
როდესაც მოდიან, შვილო, თანამიგრძნობენ მე და, შესაძლოა, სიბრალულით აღძრულნი ცოტა საჭმელსა
და ტანსაცმელს მიტოვებენ; [310] მაგრამ არის ერთი რამ, რასაც არავინ არ იზამს, როგორც კი ვეტყვი: შინ
წამიყვანოს, უსაფრთხოებაში. არა, აი, უკვე მეათე წელია ვიღუპები შიმშილისა და ტანჯვისაგან, ამ
გაუმაძღარი ჭირით ვიკვებები. აი, რა მიყვეს ატრეიდესებმა და მძლავრმა ოდისევსმა, ბიჭო. დაე,
ოლიმპოსის ღმერთებმა ოდესმე ჩემ გამო შურის საგებლად ისინი დატანჯონ!
კორიფაიოსი. მგონი, მეც მებრალები, პოიასის ძეო, როგორც შენს ყოფილ სტუმრებს.
ნეოპტოლემოსი. მე ჩემდათავადაც ვადასტურებ შენს ბრალდებებს, [320] რადგან ვიცი მათი
სიმართლე, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ატრეიდესების უკეთურებაცა და ოდისევსის ძალაც.
ფილოქტეტესი. როგორ, შენც გაწყენინეს ატრევსის წყეულმა შვილებმა, მრისხანებითა და
შეურაცხყოფით?
ნეოპტოლემოსი. ნეტავ შევძლო ერთ დღეს დავარწყულო ჩემი გულის მრისხანება საკუთარი
ხელით, რომ მიკენმაც შეძლოს, გაიგოს და სპარტამაც, რომ სკიროსიც მშობელი დედაა მამაცი ხალხისა!
ფილოქტეტესი. კარგი ნათქვამია, შვილო! რა არის მიზეზი, რომ ასეთი დაუცხრომელი
მრისხანებით მოხვედი მათზე საჩივლელად?
ნეოპტოლემოსი. გეტყვი, პოიასის ძეო, ძნელი სათქმელი კია, [330] იმ აღშფოთებაზე, რომელიც
განვიცადე, იქ რომ ჩავედი. რადგან როდესაც ბედმა ბრძანა, რომ აქილევსი უნდა მოკვდეს...
ფილოქტეტესი. ვაიმე! ნურაფერს მეტყვი, ჯერ ეს უნდა გავიგო – პელევსის ძე მკვდარია?
ნეოპტოლემოსი. მოკვდა, კაცისგან არა, ღმერთისგან. როგორც ამბობენ, იგი დასცა სხივოსნის
175
ისარმა.

175
სტრ. იგი დასცა სხივოსნის ისარმა... – ჩვეულებრივ ითვლება, რომ აპოლონმა წარმართა პარისის ხელი, როდესაც იგი
ჩასაფრებიდან ესროდა აქილევსს. შდრ. ჰომეროსის წინასწარმეტყველება (ილიადა, XIX, 416 და შმდგ., XXII, 359 და შმდგ.),
რომელშიც აპოლონი მარტოა დასახელებული; იმავე ილიადაში (XXI, 278) და ესქილეს უცნობი ტრაგედიის ფრაგმენტში (ფრ. 350)
თეტისი ბრალს სდებს აპოლონს, რომ მან პელევსთან ქორწინებისას ბედნიერი დედის ხვედრი უწინასწარმეტყველა ქალღმერთს,
მაგრამ თავისი წინასწარმეტყველება არ დაიცვა. ესქილე, ფრ.168 (350). [თეტისი ლაპარაკობს აპოლონზე]: „ჩემს შვილებს კეთილ

195
ფილოქტეტესი. მაშ, ერთნაირად კეთილშობილია მკვლელიცა და მოკლულიც. მაგრამ ახლა
აღარ ვიცი, შვილო, ჯერ ის უნდა გავიგო, შენ რა გიყვეს, თუ მიცვალებული უნდა დავიტირო.
ნეოპტოლემოსი. შენი საკუთარი სადარდებელი გეყოფა [340] შენ, უბედურო კაცო, რომ
ახლობელი არ დაიტირო.
ფილოქტეტესი. სიმართლეს ამბობ. ამიტომ კიდევ ერთხელ მომიყევი, რა მოგივიდა და როგორ
გაწყენინეს.
ნეოპტოლემოსი. მოვიდნენ ჩემთან მოხატული გემით ღვთაებრივი ოდისევსი და მამაჩემის
გამზრდელი176 და მითხრეს, სიმართლე იყო თუ ტყუილი, არ ვიცი, – რომ, რადგან მამაჩემი დაიღუპა,
დაუშვებელი იყო, ვინმეს, ჩემ გარდა, აეღო ტროის ციხესიმაგრე. თქვეს, რომ საქმე სწორედ ასეა,
მეგობარო, დამაჩქარეს, არ გადამადებინეს და მეც ნაჩქარევად გავეშურე ცურვით, [350] უპირველეს
ყოვლისა, მინდოდა მამაჩემისთვის მომესწრო, რომ დამეხედა მისთვის დაკრძალვამდე, რამდენადაც მე
იგი ნანახი არ მყავდა. გარდა ამისა, მათ ჰქონდათ მშვენიერი შემოთავაზება, რომ მე მათთან ერთად
ავიღებდი ტროის კოშკებს. ჩემი მგზავრობის მეორე დღე დადგა, როდესაც მე ქარითა და ნიჩბების
ძალით მივადექი მწარე სიგეიონს. 177 როდესაც გემი მივაყენე, მთელი ლაშქარი შემომეხვია და
მომესალმა, ფიცავდნენ, ისევ ცოცხლად ვხედავთ დაკარგულ აქილევსსო. ამასობაში, იგი მზად იყო
დასაკრძალავად და მე, უბედურმა [360] დავიტირე იგი. შემდეგ წავედი ატრეიდესებთან, მეგობრებთან,
როგორც გონება მკარნახობდა და მოვითხოვე მამაჩემის აღჭურვილობა და ყველაფერი დანარჩენი, რაც
მისი იყო. მათ კი, ვაიმე, უთავხედურესი სიტყვა მითხრეს: „აქილევსის ძეო! შეგიძლია ყველაფერი აიღო,
რაც მამაშენს ეკუთვნოდა, აღჭურვილობას კი სხვა კაცი ფლობს ახლა, ლაერტესის ვაჟი.“ ცრემლი
მომადგა თვალზე, წამოვხტი და მძვინვარე მრისხანებით მწარედ ვთქვი: „უგუნურო, როგორ გაბედე და
ჩემი საჭურველი [370] სხვა კაცს მიეცი ჩემ ნაცვლად, ჩემთვის არც კი გიკითხავს?“ ოდისევსმა კი,
რომელიც შემთხვევით იქვე აღმოჩნდა, მითხრა: „დიახ, ბიჭო, მე დამაჯილდოვეს, ეს სამართლიანი იყო,
რადგან სწორედ მე ვიხსენი აღჭურვილობაცა და მათი პატრონიც 178 ჩემი იქ ყოფნით გადამწყვეტ
ვითარებაში“. მაშინ მე, განრისხებულმა, არ დავიშურე მისთვის არანაირი შერაცხყოფა და ჩემთვის
უთქმელი არაფერი არ დავიტოვე, თითქოს ის მართლაც აპირებდა ჩემს გაძარცვას და ჩემი
აღჭურვილობის მითვისებას. და მაშინ, შეურაცხყოფილმა, მაგრამ არა განრისხებულმა, მიპასუხა: „შენ
არ წამოსულხარ ჩვენთან ერთად, არ იყავი იქ, სადაც საჭირო იყავი. და რაკი შენი ენა ასე ქედმაღლურია,
შენ არასოდეს არ გაცურავ უკან სკიროსზე ამ იარაღით ხელში.“ ასე გაკიცხული, ასე შეურაცხყოფილი
მივცურავ სახლში, იმას მოკლებული, რაც მე მეკუთვნის, ცბიერი მოდგმის ყველაზე უბოროტესი
შთამომავლის, ოდისევსის გამო. და მაინც მას ისე ძლიერ არ ვდებ ბრალს, როგორც ხელისუფლებაში
მყოფთ. ქალაქი ხომ მთლიანად დამოკიდებულია თავის წინამძღოლებზე, ასევე ლაშქარიც; მაგრამ
როდესაც ადამიანები არღვევენ კანონსა და წესრიგს, იგი მასწავლებლის სიტყვითაა გარყვნილი.
სათქმელი ბოლომდე ვთქვი. ის, ვისაც ატრეიდესები სძულს, [390] დაე ღმერთებისთვისაც ისე
საყვარელი იყოს, როგორც ჩემთვისაა.

სტროფი

გუნდი. მთების ქალღმერთო, ყოვლისმკვებავო დედამიწავ, თვით ზევსის დედავ, რომელიც


წარმართავ დიადი პაქტოლოსის ოქროსქვიშიან დინებას! შენ, უდიდესო დედა, შენ მოგმართე

ბედს უქადდა, კეთილდღეობასა და დღეგრძელობას, მე კი ღმერთების სიყვარულს მპირდებოდა და გულს სიხარულის


აღტაცებით მივსებდა. მჯეროდა, რომ სხივოსნის ბაგე არ ტყუის, რომ ჭეშმარიტია მისი მისნობის ძალა, თვითონ კი სიმღერას
მღეროდა, ნადიმს ნადიმობდა, ამას ამბობდა და ჩემს შვილს მკვლელად თავად მოევლინა“
176
სტრ. 344. მამაჩემის გამზრდელი – ფოინიქსი. იხ. ილიადა, IX, 438-446, 486-495.
177
სტრ. 355. სიგეიონი – კონცხი ტროადის ცრდილო-დასავლეთ სანაპიროზე ჰელესპონტოსის შესასვლელთან. აქ
ისტორიულ დროში აჩვენებდნენ აქილევსის საფლავს; ამის გამო ნეოპტოლემოსისთვის სიგეიონი „მწარე“ ბორცვია.
178
სტრ. 373. მე ვიხსენი აღჭურვილობაც და მათი პატრონიც – შდრ. ოდისეა V, 309 და შმდგ. პროკლოსის ცნობის
მიხედვით, აქილევსის სხეული გამოიტანა აიასმა, ხოლო ოდისევსი იგერიებდა თავდამსხმელ ტროელებს.

196
მავედრებელი ხმით,179 როდესაც ატრეიდესების ყველა შეურაცხყოფა თავს დაეცა ამ კაცს, როდესაც მათ
გადასცეს მამამისის აღჭურვილობა, ეს ამაღლებული სასწაული, [400] ლაერტესის ძეს. ისმინე ეს, ხართა
მმუსრავ ლომზე ამხედრებულო, ნეტარო დედოფალო!
ფილოქტეტესი. როგორც ჩანს, თქვენ ჩემთან დარდმა მოგიყვანათ, რომელიც ჩემსას არ
ჩამორჩება. შენი ამბავი ჩემსას შეეფარდება, ასე რომ, შემიძლია ამოვიცნო ატრეიდესებისა და ოდისევსის
ნამუშევარი. მე ხომ კარგად ვიცი, რომ იგი ენას შეუწყობდა ნებისმიერ ბინძურ ამბავსა და ნებისმიერ
ბოროტებას, თუკი ამნაირად მას იმედი ექნებოდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, რამე დანაშაული ჩაედინა.
არა, მე ეს სულ არ მაკვირვებს, [410] მაგრამ აიას დიდმა როგორ დაუშვა ასეთი რამ, თუ იქ იყო.
ნეოპტოლემოსი. აჰ, მეგობარო, ის უკვე აღარ იყო ცოცხალი, მე ასე ვერავინ გამძარცვავდა, სანამ
ის ცოცხალი იყო.
ფილოქტეტესი. რას ამბობ? ისიც მოკვდა და წავიდა?
ნეოპტოლემოსი. იფიქრე მასზე, როგორც კაცზე, რომელიც მზის სინათლეს ვეღარ ხედავს.
ფილოქტეტესი. ო, არა! მაგრამ ტიდევსის ძე და სისიფოსის ნაშიერი,180 ლაერტესმა რომ იყიდა,
იცოცხლებენ, რადგან სიკვდილს იმსახურებენ.
ნეოპტოლემოსი. დიახ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული იყავი. პირიქით, ესენი აყვავდნენ ახლა,
[420] დიახ, თან მაგრად, – არგოსელთა ლაშქარში.
ფილოქტეტესი. და რას იტყვი ჩემს ძველ მამაც მეგობარ ნესტორ პილოსელზე, ცოცხალია კიდევ?
იგი ხშირად ამ ორის დანაშაულს ამოწმებდა, თუ სხვებისას არა, თავისი ბრძნული რჩევებით.
ნეოპტოლემოსი. მას ახლა თავისი სადარდებელი აქვს, მას შემდეგ რაც ანტილოქოსმა, შვილმა,
რომელიც გვერდით ჰყავდა, დატოვა და ჰადესში ჩავიდა.181
ფილოქტეტესი. ვაიმე! ეს ორი,182 რომლებიც შენ დაასახელე, არის ხალხი, რომელთა სიკვდილის
ამბავი ყველაზე ნაკლებად მინდოდა, გამეგონა. ღმერთებო! რაღა უნდა ვეძებოთ, როცა ეს ხალხი
მოკვდა, ხოლო ოდისევსი ისევ ცოცხალია, როდესაც [430] მათ ნაცვლად სწორედ ის უნდა
გამოცხადებულიყო მკვდრად?
ნეოპტოლემოსი. ეს კაცი ცბიერი მებრძოლია; მაგრამ ხშირად ცბიერი გეგმებიც იფუშება.
ფილოქტეტესი. ახლა კი, ღმერთების სახელით, მითხარი, სად იყო პატროკლოსი, როდესაც ასე
გჭირდებოდა, მამაშენს ხომ ის ყველაზე მეტად უყვარდა?!
ნეოპტოლემოსი. ისიც მკვდარი იყო. 183 მოკლედ, მე მინდა ეს გასწავლო: ომს არასოდეს არ
მიჰყავს თავისი არჩევნით ბოროტი ხალხი, მუდამ მხოლოდ კარგები.
ფილოქტეტესი. ამას მე ვადასტურებ! და მხედველობაში მაქვს რა სწორედ ეს ჭეშმარიტება, მე
გკითხავ შენ, როგორ ბრძანდება უღირსი, [440] მაგრამ ენამახვილი და ჭკვიანი კაცი?
ნეოპტოლემოსი. ნუთუ კაცი, შენ რომ მეკითხები, ოდისევსია?
ფილოქტეტესი. ეგ არა, იქ იყო კაცი, თერსიტესი,184 რომელიც იმდენს ლაპარაკობდა, რომ სხვები
არც უსმენდნენ; ჯერაც ცოცხალია?
ნეოპტოლემოსი. მე ის არასდროს არ მინახავს, მაგრამ გამიგონია, რომ ცოცხალია.

179
სტრ. 391-395. მთების ქალღმერთი... – ერთ-ერთი ადრინდელი მოწმობა ზევსის დედის, რეასა და ფრიგიული „დიდი
დედის“, კიბელეს გაიგივებისა, რომელსაც ხშირად წარმოიდგენდნენ ლომზე ამხედრებულად ან ლომებშებმულ ეტლში; ორივე ამ
ქალღმერთს ხშირად აიგივებდნენ უძველეს ქალღმერთ დედამიწასთან. შდრ. ევრიპიდე, ჰელენე, 1301-1352. პაქტოლოსის დინება
– მდინარე ლიდიაში, რომელზეც განთავსებულია სარდე, კიბელეს კულტის ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი.
180
სტრ. 416-417. ტიდევსის ძე – დიომედესი; სისიფოსის ნაშიერი – ოდისევსი.
181
სტრ. 424. ანტილოქოსმა, შვილმა, რომელიც გვერდით ჰყავდა, დატოვა და ჰადესში ჩავიდა... – ჰექტორის დაღუპვის
შემდეგ ტროელთა დასახმარებლად ჩავიდა ეთიოპელთა მეფე მემნონი, რომელიც ერთ-ერთ ბრძოლაში პარისთან ერთად თავს
დაეცა ნესტორის ეტლს. ანტილოქოსმა მამა გადაარჩინა, მაგრამ თავად გაიგმირა მემნონის ხელით. შდრ. ოდისეა, IV, 187 და შმდგ.;
პინდაროსი, მეექვსე პითური ოდა, 28-42.
182
სტრ. 426. ეს ორი – აიასი და ანტილოქოსი.
183
სტრ.435. ისიც მკვდარი იყო – პატროკლოსის გმირობას, აღსასრულსა და დაკრძალვას ეძღვნება „ილიადის“ XVIII და
XXIII სიმღერები.
184
სტრ. 442. თერსიტესი – „ილიადის“ პერსონაჟი, რომელიც აგამემნონის წინააღმდეგ მკვეთრი გამოხტომებით
ხასიათდებოდა (II, 211-242).

197
ფილოქტეტესი. კი, იქნება, არასოდეს არ გამიგია, რომ ბოროტება კვდება. არა, ღმერთები
მშვენივრად ზრუნავენ თავიანთ მსგავსებზე. ისინი უცნაურ სიხარულს პოვებენ იმაში, რომ ჰადესს
აარიდონ ყველა დამნაშავე [450] და უკუღმართი მაშინ, როდესაც მუდამ არიდებენ სიმართლესა და
სიკეთეს სიცოცხლეს. როგორი დამოკიდებულება მაქვს ასეთი საქციელისადმი? როგორ შემიძლია,
შევაქო, როდესაც ღმერთების გზის თვით ქების აქტში აღმოვაჩენ, რომ ღმერთები ბოროტები არიან?
ნეოპტოლემოსი. ჩემდათავად მე, ოიტეელი პოიასის ძეო, მომავალში მე მოვერიდები ილიონსა
და ატრეიდესებს, მათ მხოლოდ შორიდან შევხედავ. და სადაც უარესი კაცი უკეთესზე ძლიერია, სადაც
კეთილშობილება კვდება, ხოლო ამაზრზენი მბრძანებლობს, ასეთ ხალხში მე ვერასოდეს ვიპოვი
მეგობრებს. არა, კლდოვანი სკიროსი მეყოფა დღეიდან, [460] რომ საკუთარი სახლით დავტკბე. ახლა კი
ჩემს ხომალდზე! შენ კი, პოიასის ძეო, მშვიდობით, როგორც შეძლებ, გაიხარე! დაე ღმერთებმა
დაგიხსნან სენისაგან, როგორც ამას ისურვებ! ჩვენ კი უნდა წავიდეთ, რომ შეგვეძლოს გავცუროთ ყოველ
ჯერზე, როცა უფალი მოგზაურობის ნებას გვრთავს.
ფილოქტეტესი. უკვე წასვლას აპირებ, შვილო?
ნეოპტოლემოსი. დიახ, რადგანაც საშუალება გვაქვს დავაკვირდეთ ზურგქარს ჩვენი ხომალდის
მახლობლად, შორიდან კი არა.
ფილოქტეტესი. ახლა მამაშენისა და დედაშენის, შვილო, სახელით, ყველაფრით, რაც ძვირფასია
შენთვის სახლში, [470] მე საზეიმოდ გევედრები, მარტო არ დამტოვო ასე უძლურად ამ ტანჯვაში,
რომელშიც ვცხოვრობ, ამ სასტიკ და ამდენ განსაცდელში, როგორც უკვე გითხარი! ჩამთვალე
დამატებით ტვირთად. ვიცი, რომ დიდია ზიზღი ასეთი ბარგისადმი. მაგრამ მაინც აიტანე.
კეთილშობილი გონებისთვის სისაძაგლე საძულველია, ხოლო კეთილი საქმე – სასახელო. თუ ამ
ამოცანას უარს ეტყვი, შენი ღირსება შეილახება; მაგრამ თუ აასრულებ, შვილო, უმაღლეს ჯილდოს
დაიმსახურებ, თუკი ცოცხალი დავბრუნდი ოიტეს მიწაზე. [480] მიდი, ეს უბედურება ერთ დღეზე მეტს
არ გაგრძელდება. მოითმინე ეს, წამიყვანე და სადაც გინდა, დამაგდე – ტრიუმში, ცხვირზე, კიჩოზე,
სადაც ყველაზე ნაკლებად გავაღიზიანებ ხომალდის მეგობრებს. თქვი თანხმობა, მავედრებელთა
დიადი ღმერთის სახელით,185 შვილო; შემიწყალე! მუხლმოდრეკილი გევედრები მე, საპყარი და კოჭლი
კაცი! აქ მარტო არ დამტოვო, ადამიანთა გზებიდან შორს! არა, მთელი და უვნებელი ჩამიყვანე ან შენთან
სახლში, ან ევბეაზე, ქალკოდონის186 ტახტზე; [490] იქიდან ხანგრძლივი მოგზაურობა არ დამჭირდება
ოიტემდე, ტრაქისის მთებამდე და მშვენიერ სპერქეიოსამდე, 187 რომ შეძლო საყვარელ მამაჩემს
წარუდგინო ჩემი თავი, თუმცა დიდი ხანია მეშინია, ხომ არ წასულა ჩვენგან. რადგან ხშირად აქ
მოსულებისთვის დამიბარებია, ვუგზავნიდი ვედრების ლოცვას, რომ თავად გამოეგზავნა ხომალდი და
მშვიდობით ჩავეყვანე სახლში. ის ან მკვდარია, ან, შეიძლება, ჩემმა გაგზავნილებმა ჩემი შიში
უმნიშვნელოდ ჩათვალეს და უკან ისე გაბრუნდნენ. ახლა სხვა ამბავია; ახლა მე [500] შენში ვიპოვე ის
კაცი, რომელმაც შეიძლება წამიყვანოს, მიხსნას და ჩემ მიმართ მოწყალება გამოიჩინოს, რადგან ახსოვს,
რომ ადამიანის ბედი სავსეა შიშითა და საფრთხით, რომელიც კეთილდღეობას ემუქრება. წარმატებას
დაცემა მოსდევს. ის, ვინც უსიამოვნებას გაურბის, უნდა გაურბოდეს საფრთხესაც, ხოლო როდესაც
ადამიანი უდარდელად ცხოვრობს, იგი ძალიან დიდი ყურადღებით უნდა დაიკვირდეს საარსებო
საშუალებებს, რომ საიდუმლო გაკოტრება არ განიცადოს.

185
სტრ. 484. თქვი თანხმობა, მავედრებელთა დიადი ღმერთის სახელით... – დახმარების მთხოვნელის პიროვნება ძველი
ბერძნების მიერ საუკუნეთა მანძილზე ზევსის მფარველობის ქვეშ აღიქმებოდა. შდრ. ილიადა, XXIV, 569 და შმდგ., 586; ოდისეა,
VI, 206-208; VII, 164 და შმდგ., XIII, 213 და შმდგ., XXII, 334 და შმდგ., 379 და შმდგ.; ესქილე, მავედრებლები, 359-364, 381-386, 413-
437, 478 და შმდგ.
186
სტრ. 489. ქალკოდონი – ევბეის მეფე. მისი ვაჟი ელეფენორი ტროაში იბრძოდა: ილიადა, II, 536-545; პლუტარქოსი,
თესევსი, 35.
187
სტრ. 492. სპერქეიოსი – წყალუხვი მდინარე, რომელიც სათავეს იღებს მთებში ოიტეს დასავლეთით და ჩაედინება
მალისის ყურეში.

198
ანტისტროფი

გუნდი. შეიბრალე, მბრძანებელო! იგი მოჰყვა მრავალრიცხოვან და დამთრგუნველ ტანჯვასთან


ბრძოლაზე, დაე მსგავსი არ მოუვიდეს ჩემს მეგობარს! [510] და თუკი, ჩემო მბრძანებელო. შენ გძულს
საძაგელი ატრეიდესები, გახსოვდეს, მათ უბედურება ამ კაცის სიხარულია, მე მას ავიყვანდი შენს სწრაფ,
კარგად აღჭურვილ გემზე სახლისკენ, რომელიც ასე წყურია და ასე აიცილებდი ღვთის სამართლიან
გულისწყრომას.
ნეოპტოლემოსი. თუმცა შენ ახლა, როგორც შემთხვევითი დამკვიდრებელი, დამთმობი ხარ,
[520] ფრთხილად იყავი, როცა იგი მუდმივად გვერდით გეყოლება, მისმა დაავადებამ არ შეგიცვალოს
დამოკიდებულება.
კორიფაიოსი. ეს არ მოხდება, შენ არასოდეს გექნება საბაბი, ამის გამო მისაყვედყურო.
ნეოპტოლემოსი. კარგი, მაშინ მე შემრცხვებოდა, თუკი უცხოელი აღმოაჩენდა, რომ მე ნაკლებად
ვარ მზად, ვიდრე თქვენ, რომ გავისარჯო კეთილი საქმისთვის. წავიდეთ, თუ გსურს, გავცუროთ! დაე ეს
კაცი ახლავე გაუდგეს გზას; ჩვენი ხომალდი, თავის მხრივ, წაიყვანს მას და უარს არ ეტყვის. მხოლოდ
ღმერთებს შეუძლიათ, მოგვცენ უსაფრთხო გასვლა ამ მიწიდან და იქიდან ნებისმიერ ადგილას ჩვენი
არჩევნით!
ფილოქტეტესი. [530] ო, უსაყვარლესო დღეო, უტკბესი კაცი, საყვარელი მეზღვაურები, ნეტავ
შემეძლოს საქმით გაჩვენოთ, რა უერთგულეს მეგობრად მაქციეთ მე! წავიდეთ, შვილო, ოღონდ
გამოვემშვიდობოთ ჩემს უსახლკარო სახლს შიგნიდან, რომ შენც გაიგო, როგორი საშუალებებით
ვიცავდი სიცოცხლეს და რა მაგარი გულით ვარ დაბადებული. რადგან მე მიმაჩნია, რომ სხვა ნებისმიერი
ადამიანი ამის დანახვაზეც გაფუჭდებოდა, მე კი ჩემს თავს ვუბრძანე, გადამეტანა ყოველივე.

ნეოპტოლემოსი აპირებს ფილოქტეტესთან ერთად შევიდეს მღვიმეში.

კორიფაიოსი. მოვითმინოთ, მოვუსმინოთ ორ კაცს, რომ მოდის! [540] ერთი თქვენი


მეზღვაურებიდანაა, მეორე უცნობია. შედით მას შემდეგ, რაც მათ ანგარიშს მოუსმენთ.

მაყურებლისგან მარცხნიდან შემოდიან ვაჭარი და მეზღვაური.

ვაჭარი. აქილევსის ვაჟო, მე ვთხოვე შენს მეგობარს, როდესაც იგი ორ სხვასთან ერთად
ყარაულობდა თქვენს გემს, ეთქვა ჩემთვის, სად შეიძლებოდა შენი პოვნა, რადგან შემთხვევით
წაგაწყდით თქვენ ბედის გამართლებით, რომ ღუზაზე დავდექი იმავე სანაპიროსთან. დიდი
რაოდენობის ხალხის გარეშე მივემართები სახლისკენ ილიონიდან ვაზით მდიდარ პეპარეთოსში, 188
მაგრამ როცა გავიგე, რომ მეზღვაურები [550] შენი გუნდის წევრები იყვნენ, გადავწყვიტე ჩემი
მოგზაურობა ჩუმად არ განმეგრძო, თავიდანვე გეტყვი სიახლეებს და მივიღებ სათანადო ჯილდოს
ამისთვის. მე ეჭვი მაქვს, რომ შენსავე საქმეებზე არაფერი არ იცი, არ იცი არგოსელების ახალი გეგმები
შენს მიმართ, არათუ გეგმები, არამედ მიმდინარე საქმეებიც, რომელთა გადადებას უკვე არავინ აპირებს.
ნეოპტოლემოსი. სამსახური, რომელიც შენ გამიწიე შენი წინდახედულებით, უცხოელო, შენ
მადლიერებასა და ჯილდოს გპირდება. ახლა კი მითხარი, რა ჩანაფიქრი აქვთ, რომ მეც გავიგო, [560]
რაში მდგომარეობს არგოსელების გეგმა.
ვაჭარი. მდევარი მოგსდევს ხომალდებით, მოხუცი ფოინიქსი და თესევსის ვაჟები.189
ნეოპტოლემოსი. რომ დამაბრუნონ ძალით ან ცბიერებით?
ვაჭარი. არ ვიცი, რაც ვისმინე, იმის მაცნე ვარ შენთვის.

188
სტრ. 549. პეპარეთოსი – კუნძული ეგევსის ზღვაში, ლემნოსი-მაგნესიისა და მალისის ყურის გზაზე.
189
სტრ. 562. თესევსის ვაჟები – ათენელი მეფე დემოფონი, ევრიპიდეს „ჰერაკლიდესების“ პერსონაჟი და მისი ძმა
აკამასი.

199
ნეოპტოლემოსი. ნუთუ ფოინიქსსა და მის მეგობრებს მართლა ასე უნდათ ატრეიდესებს
სამსახური გაუწიონ?
ვაჭარი. დარწმუნებული იყავი, ეს კეთდება და თან დაუყოვნებლად.
ნეოპტოლემოსი. მაშინ ოდისევსი რატომ არ იყო მზად, თავად წამოსულიყო ამ მისიით და
თავად მოეტანა უწყება? თუ რამე შიში აკავებდა?
ვაჭარი. [570] ო, ის და ტიდევსის ძე სხვა კაცის დადევნებას აპირებდნენ, მე რომ პორტიდან
გამოვდიოდი.
ნეოპტოლემოსი. ის ვინღა იყო, ვისაც თავად ოდისევსი გაეკიდა გემით?
ვაჭარი. ეს იყო კაცი... ჯერ მითხარი, ვინ არის იქ. და რაც უნდა თქვა, ჩუმად თქვი.
ნეოპტოლემოსი. აი, უცხოელო, შენ თვალწინაა სახელგანთქმული ფილოქტეტესი.
ვაჭარი. მაშინ მეტს ნუღარაფერს მეკითხები, აქედან რაც შეიძლება, სწრაფად წადი და გაცურე.
ფილოქტეტესი. რას ამბობს, ბიჭო? რატომ გელაპარაკება მეზღვაური ჩემზე ამ პირქუში
ჩურჩულით?
ნეოპტოლემოსი. [580] არ ვიცი, რას ამბობს, საჭიროა, რასაც ამბობს, ცხადად უნდა გვითხრას
შენც, მეცა და ამ ხალხსაც.
ვაჭარი. აქილევსის შვილო, ლაშქარში ჩემ მიმართ აღშფოთებას ნუ აღძრავ იმიტომ, რომ
გეუბნები იმას, რაც არ უნდა ვთქვა. მე დიდ გასამრჯელოს ვიღებ ჩემს სამსახურში, რადგან ღარიბი ვარ.
ნეოპტოლემოსი. მე ატრეიდესების მტერი ვარ, ეს კაცი კი ჩემი უახლოესია მხოლოდ იმიტომ,
რომ ატრეიდესები სძულს. რაკი ჩემ მიმართ კეთილგანწყობა გამოავლინე, არ უნდა დაფარო არაფერი იმ
გეგმების შესახებ, რაც კი გსმენია.
ვაჭარი. უყურე, რას აკეთებ, ბიჭო.
ნეოპტოლემოსი. ეს მე მშვენივრად მესმის.
ვაჭარი. [590] მე პასუხისმგებლობისკენ მოგიხმობ.
ნეოპტოლემოსი. მომიხმე, ოღონდ ილაპარაკე.
ვაჭარი. ვიტყვი. ამ კაცისთვის მოცურავენ ორნი, რომლებიც დავასახელე, დიომედესი და
მძლავრი ოდისევსი. ისინი ფიცით არიან შეკრული, რომ ან დამაჯერებელი სიტყვებით ჩამოიყვანენ მას
ან ძალას იხმარენ. ყველა აქაველმა ისმინა ეს ოდისევსის პირით, რადგან მისი რწმუნება ამ საქმის
წარმატებაში მეტი იყო, ვიდრე მისი მეგობრისა.
ნეოპტოლემოსი. და რის გამო მიმართეს თავიანთი ფიქრები ატრეიდესებმა ამ კაცის მიმართ,
[600] რომელიც დიდი ხანია მიგდებული ჰყავთ, როგორც ბოგანო? რა სურვილი ან რა ძალა დაეუფლა
მათ? ღმერთების მიერ გამოგზავნილი შურისძიების რომელი სულია, რომელიც საზღაურს ითხოვს
ბოროტი საქმეებისთვის?
ვაჭარი. ყველაფერს გეტყვი, რადგან მგონი, არ გაგიგონია. არის კეთლშობილი წარმოშობის
მისანი, პრიამოსის ძე, სახელად ჰელენოსი, რომელიც ღამეული ერთეული თავდასხმის დროს შეიპყრო
იმ კაცმა, მატყუარა ოდისევსმა, რომელსაც სახელი აქვს გატეხილი, როგორც სამარცხვინო და უსინდისო
კაცს. ბორკილებდადებული აჩვენა საჯაროდ აქაველებს, როგორც მისი სახელოვანი ნადავლი. [610]
შემდეგ ჰელენოსმა იწინასწარმეტყველა იმაზე, რაც ჰკითხეს და ტროას რაც შეეხება, იწინასწარ-
მეტყველა, რომ მის კოშკებს ვერასოდეს გაძარცვავენ, თუკი დამაჯერებელი სიტყვებით იქ არ მიიყვანენ
ფილოქტეტესს კუნძულიდან, სადაც ახლა ცხოვრობს. და როგორც კი მისნის სიტყვები გაიგონა,
ლაერტესის ძემ აღუთქვა, რომ მოიყვანდა ამ კაცს და ანახვებდა აქაველებს. იგი მიიჩნევდა, რომ
დაითანხმებდა ნებაყოფლობით, მაგრამ თუ არ ისურვებდა, იძალადებდა და დაამატა, რომ თუ ხელი
მოეცრებოდა, მსურველს შეეძლო მისთვის თავი წაეცალა. [620] შენ ყველაფერი გიგონე, ბიჭო, და ამიტომ
გირჩევ, აჩქარდე, რომ თავსაც უშველო და ნებისმიერ კაცსაც, რომელზედაც ზრუნავ.

200
ფილოქტეტესი. ვაიმე! ნუთუ მან, უდიდესმა ჭირმა, დაიფიცა, რომ აქაველებთან დაბრუნებაზე
დამიყოლიებს? რადგან, ეს თუ მოხდებოდა, ჩემი იმაში დარწმუნებაც შეიძლებოდა, რომ ჰადესიდან
სიკვდილის შემდეგ სინათლეში დავბრუნებულიყავი, როგორც ეს მამამისმა გააკეთა!190
ვაჭარი. ამაზე არაფერი არ ვიცი. მაგრამ მე, ჩემდათავად უნდა დავბრუნდე გემზე, ხოლო
შენთვის ვლოცულობ, რომ ღმერთი შეგეწიოს ყველანაირად.

ვაჭარი გადის.

ფილოქტეტესი. გასაოცარი არ არის, ბიჭო, ოდისევსი ოდესმე ელოდა, რომ რბილი სიტყვების
გამოყენებით [630] წამიყვანდა თავისი გემით და ბერძნებს წარუდგენდა ჩემს თავს? არა! უმალ ყველაზე
დიდი და საზიზღარი მტრის, საძულველი ექიდნას მსახური გავხდები, რომელმაც ხეიბრად მაქცია!
მაგრამ არ არსებობს არაფერი, რასაც ის არ იტყვის და ვერ გაბედავს. და ახლა ვიცი, რომ აქეთ მოდის.
წავიდეთ, შვილო, წავიდეთ, რომ ვრცელმა ზღვამ დაგვაშოროს ოდისევსის ხომალდს. წავიდეთ! კარგ
სიჩქარესა და წლის კარგ დროს მოაქვთ ძილი და დასვენება, როდესაც სამუშაო დამთავრებულია.
ნეოპტოლემოსი. შემდეგ, როგორც კი პირქარი ჩადგება, [640] გავცურავთ. ახლა იგი ჩვენ
წინააღმდეგაა.
ფილოქტეტესი. ყველა ცურვა კარგია, როცა ცუდს გაურბიხარ.
ნეოტოლემოსი. არაა ასე; ეს ამინდი იმათაც დააყოვნებს.
ფილოქტეტესი. ვერანაირი ქარი ვერ შეაფერხებს მეკობრეებს, თუკი შესაძლებლობა აქვთ
გაძარცვონ ან მოიპარონ.
ნეოპტოლემოსი. კარგი, თუკი ასე მტკიცედ ხარ განწყობილი, მაშინ წავიდეთ, როგორც კი
მღვიმიდან წამოიღებთ, რაც ყველაზე უფრო გჭირდება ან ყველაზე მეტად გინდა.
ფილოქტეტესი. დიახ, არის საგნები, რომლებიც მჭირდება, თუმცა არჩევანი დიდი არ არის.
ნეოპტოლემოსი. რაც არ იქნება ჩემს გემზე?
ფილოქტეტესი. მე მაქვს ერთი ბალახის მარაგი, რომლითაც ყოველთვის შემიძლია, [650]
საუკეთესოდ დავაცხრო ეს ჭრილობა, სანამ მას ბოლომდე არ ჩავახშობ.
ნეოპტოლემოსი. მაშინ მოიტანე. კიდევ რისი აღება გინდა?
ფილოქტეტესი. ყველა ისარი მინდა ვიპოვო, არ დამრჩეს, სხვის ხელში არ ჩავარდეს.
ნეოპტოლემოსი. ეს მართლა ის სახელგანთქმული მშვილდია, ხელში რომ გიჭირავს?
ფილოქტეტესი. ისაა, სხვა არა, რაც ხელში მიჭირავს.
ნეოპტოლემოსი. შეიძლება თუ უარა, ახლოდან დავინახო, ხელი შევახო და მივესალმო,
როგორც ღვთაებას?
ფილოქტეტესი. მხოლოდ შენ, შვილო, ეს შეგიძლია და ყველაფერი შენად მიიჩნიე, რაც ჩემს
ხელშია.
ნეოპტოლემოსი. [660] მე მართლა მინდა მას შევეხო, მაგრამ ჩემი სურვილი ამ ფორმას იღებს:
თუ ეს კანონიერია, მე გავიხარებდი. თუ არა, ამაზე ნუ ფიქრობ.
ფილოქტეტესი. შენი სიტყვები მოკრძალებულია და შენი სურვილი ღვთაებრივად კანონიერია.
რადგან მხოლოდ შენ მიეცი ჩემს თვალებს სიცოცხლის სინათლე და იმედი, ნახოს ოიტეს მიწა, თავისი
მოხუცი მამა და მეგობრები; და მხოლოდ შენ, როდესაც მე მტრების ფეხებში ვიწექი, წამომაყენე და მათ
განმარიდე. გამბედავი იყავი. მშვილდი შენი უნდა იყოს, რომ იურთიერთო მასთან და დაუბრუნო იმ
ხელს, რომელმაც მოგცა და შეგეძლება ხმამაღლა დაიტრაბახო, რომ შენი სიკეთის ჯილდოდ შენ
მოკვდავთაგან ერთადერთი მიეკარე მას. [670] მეც ასე დავეუფლე მას.

190
სტრ. 625. როგორც ეს მამამისმა გააკეთა... – ანუ სისიფოსმა (შდრ. სტრ. 190 და შმდგ.). სიკვდილის მოახლოება რომ
იგრძნო, სისიფოსმა მეუღლეს უბრძანა, მისი სხეული არ დაეკრძალა, ხოლო თვითონ ჰადესში რომ აღმოჩნდა, მიცვალებულთა
მბრძანებელს უფლება სთხოვა, მიწაზე დაბრუნებულიყო, რათა უწმინდური მეუღლე დაესაჯა. პლუტონისგან თანხმობა რომ
მიიღო, სისიფოსი მკვდართა საუფლოში აღარ დაბრუნებულა.

201
ნეოპტოლემოსი. არ ვწუხვარ, რომ გიპოვე და დაგიმეგობრდი, რადგან ყველამ, ვინც იცის,
როგორ ისარგებლოს მიღებული სიკეთით, უნდა დაამტკიცოს, რომ მეგობარი უფრო ძვირფასია, ვიდრე
ნებისმიერი ქონება. მაშ, შედი.
ფილოქტეტესი. თანახმა ვარ, მეც მოგიტან. ჩემს სენს შენი ყოფნის ნუგეში წყურია.

ფილოქტეტესი და ნეოპტოლემოსი შედიან მღვიმეში.

202
პირველი სტასიმონი

სტროფი პირველი

გუნდი. მე მხოლოდ მსმენია ნათქვამი, მაგრამ არასოდეს მინახავს საკუთარი თვალით, რომ
ადამიანი, რომელიც ერთხელ ზევსის სარეცელს მიუახლოვდა, 191 მიამაგრა [680] სწრაფ ბორბალს
კრონოსის ყოვლისშემძლე ვაჟმა; მაგრამ არც ერთ სხვა მოკვდავზე არც მსმენია და არც მინახავს ვინმე,
ვინც შეეჩეხაა ისეთ საზარელ ბედისწერას, როგორიც განწირული ფილოქტეტესია. რადგან,
მიუხედავად იმისა, რომ არავისზე უძალადია და არ უქურდია, არამედ სამართლიანი იყო ყოველთვის
ყველას მიმართ, მაგრამ მაინც დარჩა ასე დაუმსახურებლად დასაღუპად. მე მართლა განცვიფრებული
ვარ, როგორ გადაიტანა მარტოობა ამ უკაცრიელ კლდეებში, როგორ უსმინა ზღვის მოქცევის ხმაურსა
[690] და როგორ ინარჩუნებდა სიმწრით სავსე სიცოცხლეს.

ანტისტროფი პირველი

აქ ის იყო საკუთარი თავის მეზობელი, სიარული არ შეეძლო და ამქვეყნად არავინ ჰყავდა


მეგობრად, სანამ იტანჯებოდა – და ვერავის ვერ მიადგებოდა და ვერ შესტირებდა, ვერავისგან მიღებდა
პასუხს, იმ ჭირის გამო, რომელიც მის სხეულს ღრღნიდა, რომელმაც დააუძლურა მისი სისხლი, ვერავინ
ანუგეშებდა სამკურნალო მცენარეებით, ნაყოფიერი მიწიდან ვერ მოუწყვეტდა მისი იარების
დამაამებელ ფოთლებს, [700] ვერ იზრუნებდა მის ფეხზე ვერც ერთხელ, როდესაც საშინელი ტანჯვა და
ტკივილი ჩააფრინდებოდა. ამის სანაცვლოდ თვითონ დახოხავდა აქეთ-იქით, ბორძიკობდა, როგორც
ბავშვი კეთლი ძიძის გარეშე, თვითონ ეძებდა სამკურნალო მცენარეს, როგორც კი ყოვლისმომცველი
გვემა ოდნავ მოეშვებოდა.

სტროფი მეორე

საკვებად არც წმინდა დედამიწის ნაყოფს აგროვებდა, არც სხვა რამეს, რითიც ჩვენ, მოკვდავნი
ვირჯებით და ვიკვებებით, [710] გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სარჩოს მოიპოვებდა და შიმშილს
ამარცხებდა თავისი სწრაფი მშილდიდან გატყორცნილი ფრთოსანი ისრებით. აჰ, უიხარულო იყო მისი
ცხოვრება, რომელმაც ათი წლის განმავლობაში არ იცოდა არც ღვინის სიამოვნება, არამედ მუდამ ეძებდა
ნადგომ წყალს და თუ იპოვიდა, მისკენ დაიხრებოდა.

ანტისტროფი მეორე

მაგრამ ახლა, ამ განსაცდელის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, ის აღწევს ბედნიერებას, ის წააწყდა


ადამიანობას [720] კეთილშობილი მოდგმის ამ შთამომავალთან შეხვედრით, რომელსაც მრავალი თვის
შემდეგ მიჰყავს ჩვენი საზღვაო ხომალით მშობლიურ სახლში, მალისელი ნიმფების ჭალაში,
სპერქეიოსის ნაპირებთან იმ მხარეში, სადაც ოიტეს სიმაღლეზე ბრინჯაოს ფარის გმირი
უახლოვდებოდა ღმერთებს,192 მამამისის ღვთაებრივი ცეცხლით გაბრწყინებული.

191
სტრ. 678. ადამიანი, რომელიც ერთხელ ზევსის სარეცელს მიუახლოვდა... – იქსიონი, თესალიური მოდგმის ხალხის,
ლაპითების მეფე, რომელმაც ჰერას სარეცლის წაბილწვა განიზრახა, ზევსმა იგი ტარტაროსში მუდმივად მბრუნავ ბორბალს
მიამაგრა.
192
სტრ. 726. ბრინჯაოს ფარის გმირი უახლოვდებოდა ღმერთებს... – იმ მომენტში, როდესაც კოცონი, რომელზედაც
სასიკვდილოდ განწირული ჰერაკლესი იწვა, ცეცხლმა მოიცვა (802; ტრაქისელი გოგონები, 1191-1215), ღმერთებმა გმირი
ოლიმპოსზე აღაზევეს და მას უკვდავება მიანიჭეს (1411-1420), შდრ. დიოდ. IV, 38, 4; 39, 2-4.

203
მეორე ეპისოდიონი
მღვიმის შესასვლელთან ჩნდება ფილოქტეტესი, რომელიც ნეოპტოლემოსს ეყრდნობა.

ნეოპტოლემოსი. [730] უნდა ვიჩქაროთ. რა ხდება, რატომ დადუმდი და თავი ჩაქინდრე?


ფილოქტეტესი. ვაი, ვაი!
ნეოპტოლემოსი. რა ხდება?
ფილოქტეტესი. საშიში არაფერია, გააგრძელე, შვილო.
ნეოპტოლემოსი. ისევ მოგიარა ავადმყოფობის ტკივილმა?
ფილოქტეტესი. არა, რა თქმა უნდა, არა, ახლა უკეთ ვარ. ო, ღმერთებო!
ნეოპტოლემოსი. რატომ ოხრავ და ღმერთებს მიმართავ?
ფილოქტეტესი. მხსნელებად რომ მომევლინონ და დამაწყნარონ. ვაი, ვაი!
ნეოპტოლემოსი. [740] რა გაწუხებს? თქვი, ნუ დუმხარ. ცხადია, რაღაც გაწამებს.
ფილოქტეტესი. გავნადგურდი, ბიჭო, ვეღარასოდეს დავმალავ ჩემს ტანჯვას, როცა გვერდით
მყავხარ. ვაი, ვაი! მთელ ტანში დამიარა, მთელ ტანში! ო, ტკივილი, ო, უბედურება! გავნადგურდი, ბიჭო,
მჭამს! აჰ, ვფიცავ ღმერთებს, გევედრები, ხმალი გაამზადე, დამარტყი კოჭზე, ტერფი მომკვეთე! ჩემს
სიცოცხლეს არად დავეძებ! [750] სწრაფად, ბიჭო, სწრაფად!
ნეოპტოლემოსი. ასე მოულოდნელად ახალი რა დაგემართა, რომ ამოდენაზე გმინავ და გოდებ?
ფილოქტეტესი. შენ იცი, შვილო.
ნეოპტოლემოსი. რა არის ეს?
ფილოქტეტესი. შენ იცი, ბიჭო.
ნეოპტოლემოსი. რა გაწუხებს? არ ვიცი.
ფილოქტეტესი. როგორ არ იცი? ვაივაივაივაი!
ნეოპტოლემოსი. დიახ, საზარელია შენი ავადმყოფობის ტვირთი.
ფილოქტეტესი. საზარელია და გამოუთქმელი! ოი, შემიბრალე!
ნეოპტოლემოსი. რა უნდა ვქნა?
ფილოქტეტესი. არ მიღალატო შიშის გამო. ეს ჭირი დროდადრო მოდის მხოლოდ, იქნებ იმის
შემდეგ, როდესაც სხვა ადგილზე გაძღა ხეტიალით.
ნეოპტოლემოსი. [760] ახ, უბედურო! საბრალო კაცო, რა ტანჯვაში ხარ! შემიძლია მხარში
ამოგიდგე თუ დახმარების ხელი გამოგიწოდო?
ფილოქტეტესი. არა, არა. აი, გამომართვი ეს მშვილდი, ადრე რომ მთხოვე, და დაიჭირე
უსაფრთხოდ, სანამ ჩემი ავადმყოფობის ეს შეტევა არ გადაივლის. მართლაც, რული მერევა, როგორც კი
ეს ტკივილი მიდის და უნდა მაცალოთ, რომ მშვიდად ვიძინო. და თუ [770] ამასობაში ის ხალხი მოვიდა,
ვფიცავ ღმერთებს, გიკრძალავ ნებაყოფლობით ან უნებლიეთ, ან ნებისმიერი ცბიერი ხერხით მისცე მათ
ეს მშვილდი, რომ იმავე წამს არ გამოიწვიო საკუთარი თავისა და ჩემი, როგორც მავედრებლის, დაღუპვა.
ნეოპტოლემოსი. ჩემი სიფრთხილის იმედი გქონდეს. მშვილდი არავის ხელში არ გადავა, შენი
და ჩემი ხელის გარდა. მომეცი მე და დაე ამას ახლდეს წარმატება!
ფილოქტეტესი. აი, აიღე, ბიჭო. და დაოკდი ეჭვიანი ღმერთების წინაშე, რომ მშვილდი
დამღუპველი არ აღმოჩნდეს შენთვის, როგორც ეს იყო ჩემთვის და მანამდე იმისთვის, ვინც მას ჩემამდე
ფლობდა.
ნეოპტოლემოსი. ო, ღმერთებო, მოგვეცი ეს ჩვენ ორს! გვაჩუქე წარმატებული და უწინაღობო
მოგზაურობა [780] იმ მიზნისკენ, რომელსაც ღმერთი ჩათვლის სწორად და რომელსაც უზრუნველყოფს
ჩვენი წარმომადგენლობა.
ფილოქტეტესი. ვშიშობ, შენი ლოცვა უსარგებლოა, შვილო, რადგან ისევ მუქი სისხლი წვეთ
წვეთად იღვრება ჭრილობის სიღრმიდან და მე უარესს ველი. ვაი, ვაიმე! წყეულო ფეხო, რა ტანჯვას
მაყენებ მე! მოცოცავს ჩემკენ, მიახლოვდება! აჰ, უბედურება! ახლა იცი ჩემი მდგომარეობა. არ გაიქცე,
არა! [790] ო, კეფალენელო უცხოელო, ოდესღაც ჩემო მეგობარო, ვისურვებდი, რომ ამ წამებას შენი
მკერდი გაეგმირა! ვაიმე, ვაი! ო თქვენ, ორო მხედართმთავარო, აგამემნონო და მენელაოსო, დაე თქვენი

204
ხორცი ჩემის ნაცვლად, კვებავდეს ამ ჭირს და ასე დიდხანს! ვაიმე, ვაი! ო, სიკვდილო, სიკვდილო, თუმცა
მუდამ მოგიხმობ დღითი დღე, რატომ არასდროს არ მოდიხარ? ო, შვილო, კეთილშობილო ყმაწვილო,
[800] ერთგულო მეგობარო, სახელგანთქმულ ლემნოსურ ცეცხლზე 193 დამწვი მე. მეც ოდესღაც
კანონიერად მივიჩნიე ეს სამსახური გამეწია ზევსის ვაჟისთვის, სამაგიეროდ კი მივიღე ის იარაღი,
რომელიც ახლა შენს განკარგულებაშია. რას იტყვი, ბიჭო? რას ამბობ? რატომ დუმხარ? სადაა შენი
ფიქრები, შვილო?
ნეოპტოლემოსი. გული დიდი ხანია მტკივა შენზე დარდით.
ფილოქტეტესი. მაშინ გაჩერდი და სიმამაცეს მოუხმე; ეს სტუმარი მოდის მკვეთრად, მაგრამ
სწრაფად მიდის. მაშ, გევედრები, მარტო არ დამტოვო.
ნეოპტოლემოსი. [810] გამაგრდი, ჩვენ დავრჩებით.
ფილოქტეტესი. დარჩები?
ნეოპტოლემოსი. დარწმუნებული იყავი.
ფილოქტეტესი. მართლაც, არ მიმაჩნია სწორად, ფიცი მოგთხოვო.
ნეოპტოლემოსი. დარწმუნებული იყავი, არაა კანონიერი უშენოდ რომ წავიდე.
ფილოქტეტესი. ერთგულების ნიშნად ხელი მომეცი.
ნეოპტოლემოსი. გაძლევ და ვრჩები.
ფილოქტეტესი. ახლა კი იქ, იქ ამიყვანე!
ნეოპტოლემოსი. სად, რას გულისხმობ?
ფილოქტეტესი. იქ, ზემოთ!
ნეოპტოლემოსი. ეს რა ახალი ბოდვაა? რატომ უყურებ თაღს ჩვენ ზემოთ?
ფილოქტეტესი. გამიშვი, გამიშვი!
ნეოპტოლემოსი. სად წახვალ, თუ გაგიშვი?
ფილოქტეტესი. გამიშვი-მეთქი!
ნეოპტოლემოსი. არა-მეთქი!
ფილოქტეტესი. მომკლავ მე, თუ კიდევ შემეხები.
ნეოპტოლემოსი. მაშ, გიშვებ, თუ მართლა გჯერა, რომ ასე უმჯობესია.
ფილოქტეტესი. [820] ვრცელო დედამიწა, ჩამიხუტე სიკვდილის ზღვარზე! [820] ეს ტკივილი
ადგომის საშუალებას არ მაძლევს.
ნეოპტოლემოსი. დაიძინე, მგონი, დიდხანს იძინებს. ნახე, თავი უკან გადაუვარდა. დიახ, მთელ
სხეულზე ოფლმა დაასხა, ხოლო ქუსლზე გარეთ გამოვარდა სისხლიანი ძარღვი. წავიდეთ, მეგობრებო,
დავტოვოთ სიჩუმეში, რომ დაიძინოს.

193
სტრ. 800. ლემნოსური ცეცხლი – კუნძულ ლემნოსზე იყო ცეცხლოვანი მთა მოსიქლოსი. მის ქვეშ ბერძნების
ვარაუდით, ჰეფესტოსის სამჭედლო იყო განლაგებული; ცეცხლს მასში აღვივებდნენ კიკლოფსები.

205
პირველი კომოსი

სტროფი

გუნდი. ძილო, ტკივილის უმეცარო ღმერთო, კეთილგანწყობით მოდი ჩვენთან, ბედნიერი მოდი
და მოგვეცი ბედნიერება, დიდო მბრძანებელო! მის თვალწინ დააკავე ის სინათლე, რომელიც ახლაა იქ
გაშლილი. მიდი მასთან, ლოცვით გევედრები, მიდი მასთან მკურნალი ძალით! შვილო, იფიქრე, რა
მდგომარეობაში ჩადგები და რა ჩანაფიქრს განახორციელებ, საით წარმართავ ჩვენს მოქმედებას? მის
ვითარებას ხედავ ახლა! რატომ უნდა ვიჭოჭმანოთ და არ ვიმოქმედოთ? დროული მოქმედება ყველა
შეჯიბრების არსია, ხშირად დიდი გამარჯვება ერთი სწრაფი დარტყმით მიიღწევა.
ნეოპტოლემოსი. არა, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი არ ესმის, მხედავ, რომ [840] ჩვენ ამ
მშვილდს ამაო ნადავლად ვაქცევთ, თუ მის გარეშე გავცურავთ. მას უნდა ერგოს გამარჯვებულის
გვირგვინი. ღმერთმა მისი ჩაყვანა გვიბრძანა. ჩვენთვის სრული სირცხვილი იქნებოდა იმ საქმით
ტრაბახი, რომელშიც წარუმატებლობა და თაღლითობა იქნებოდა თანაბარი ნაწილები.

ანტისტროფი

გუნდი. კარგი, ღმერთმა უნდა შეხედოს ამას, შვილო. მაგრამ როდესაც ისევ მიპასუხებ, რბილად
და ჩუმად ჩამჩურჩულე შენი სიტყვები. ავადმყოფ ხალხს მშფოთვარე ძილი აქვს და სწრაფად
ფხიზლდება. მაგრამ, გთხოვ, ყველაფერი გააკეთე, რომ ეს ჯილდო მოიგო, ეს დიდი ჯილდო უხილავად.
თუკი გინდა შეინარჩუნო შენი ახლანდელი მიზანი ამ კაცთან დაკავშირებით, შენ იცი, მე რაზე
ვლაპარაკობ, მაშინ მართლაც გელის სირთულეები, რომელთა წინასწარ განჭვრეტა გამჭრიახ გონებას
შეუძლია.

ეპოდოსი

ახლა, შვილო, ზურგქარი გიბერავს საგზაოდ; ეს კაცი ვერაფერს ხედავს და უძლურია, წევს
წყვდიადში გაშოტილი, ღრმა ძილით ძინავს, [860] ხელებსა და ფეხებს ვერ მართავს, საერთოდ
მოკლებულია ძალებს, იმათ მსგავსად, ვინც ჰადესშია დავანებული. უყურე, აპირებ თუ არა იმოქმედო.
რამდენადაც მე შემიძლია სიმართლე გავიგო, ყველაზე სწორი მოქმედება ისაა, რომელიც განგაშს არ
იწვევს.

206
მესამე ეპისოდიონი

ნეოპტოლემოსი. ჩუმად, გეუბნები, გონებას ნუ დაკარგავ – კაცი თვალს ახელს და თავს სწევს.
ფილოქტეტესი. აჰ, სინათლე ცვლის ძილს! აჰ, კეთილის მსურველო სტუმრებო, სანახაობა,
რომელსაც სიზმარშიც ვერ ნახავ! არასდროს არ ველოდი ამას , შვილო, [870] რომ შენ გეყოფა მოთმინება
ასე ნაზად დალოდებოდი ჩემს წამებას, გვერდით დარჩებოდი და დამეხმარებოდი მის შემსუბუქებაში.
ატრეიდესებს, ამ სახელმოხვეჭილ მხედართმთავრებს, აშკარად არ ყოფნიდათ სული, ასე იოლად
გადაეტანათ ეს ტვირთი; მაგრამ შენი ბუნება კეთილშობილია და აქვს კეთლშობილი ნიშანი და ამიტომ
შენ ამ ყველაფერს ნაკლებად აქცევდი ყურადღებას, თუმცა ხმამაღალი ყვირილი და მყრალი სუნი
გაწამებდა შენ. და ახლა, რამდენადაც ჭირმა, როგორც ჩანს, მომცა საბოლოოდ საშუალება დავწყნარდე,
ამაყენე და ფეხზე დამაყენე ისე, [880] რომ, როცა სისუსტემ საბოლოოდ გამათავისუფლა, შეგვიძლია
გზად გავეშუროთ, ავიდეთ ხომალდზე და გავცუროთ.
ნეოპტოლემოსი. მსიამოვნებს, რომ ვხედავ, ცოცხალი ხარ უტკივილოდ და კიდევ სუნთქავ,
თუნდაც ჩემი მოლოდინის საწინააღმდეგოდ. რამდენადაც, თუ გავითვალისწინებთ შენს მუდმივ
ტანჯვას, ისე ჩანდა, რომ სიმპტომები სიკვდილზე ლაპარაკობდა; მაგრამ ახლა თვითონ ადექი, თუ
გინდა, ეს ხალხი წაგიყვანს. შრომა არ მენანება, რაკი ერთ ჭკუაზე ვართ.
ფილოქტეტესი. მადლობა, შვილო და დამეხმარე ავდგე, რაკი გინდა. [890] შენს ხალხს ნუ
შეაწუხებ, რომ არ დაიტანჯოს საშინელი სიმყრალით იმაზე ადრე, ვინემ ეს აუცილებელი გახდება. მათ
ისიც ეყოფათ, ჩემი ატანა რომ მოუწევთ გემზე.
ნეოპტოლემოსი. იყოს ასე. ახლა ადექი და დამეყრდენი.
ფილოქტეტესი. ნუ ღელავ, ჩემი შეჩვეული ხერხი დამეხმარება, წამოვდგე.
ნეოპტოლემოსი. ვაივაი! შემდეგ რა უნდა ვქნა?
ფილოქტეტესი. რაშია საქმე? სად წყდება შენი სიტყვა?
ნეოპტოლემოსი. არ ვიცი, როგორ მოვაბრუნო ენა, როცა ფიქრები ისედაც არეული მაქვს.
ფილოქტეტესი. დაიბენი? როგორ? არა, არ თქვა!
ნეოპტოლემოსი. ჩემი გონება მართლაც ამ მდგომარეობამდეა მიყვანილი.
ფილოქტეტესი. [900] შეუძლებელია, რომ ჩემი ავადმყოფობის სიმძიმემ დაგარწმუნა, რომ გემზე
თან არ წამოყვანო?
ნეოპტოლემოსი. საწყენია, როდესაც ადამიანი თავის ჭეშმარიტ ბუნებას უარს ეუბნება და იმას
აკეთებს, რაც მას არ შეეფერება.
ფილოქტეტესი. მაგრამ შენ, ყოველ შემთხვევაში, არ მიდიხარ შორს შენი მამისაგან, არც
სიტყვით, არც საქმით, როდესაც ეხმარები კეთილშობილ ადამიანს.
ნეოპტოლემოსი. თურმე ღირსება არ მქონია, ეს ფიქრი დიდი ხანია მაწვალებს.
ფილოქტეტესი. ყოველ შემთხვევაში, ახლანდელი საქციელის გამო არა; მაგრამ შენი სიტყვები
მაღელვებს.
ნეოპტოლემოსი. ო, ზევს, რა ვქნა? ორგზის სულმდაბალი უნდა აღმოვჩნდე – ორგული
დუმილითა და სამარცხვინო სიტყვით?
ფილოქტეტესი. [910] თუ არ ვცდები, ეს კაცი აპირებს, მიღალატოს, დამტოვოს და გაცუროს!
ნეოპტოლემოსი. მიგატოვო? არა, მე არა. უმალ იმით გატკენ, რომ წაგიყვან. ეს მაწამებს.
ფილოქტეტესი. რას გულისხმობ, შვილო? არ მესმის.
ნეოპტოლემოსი. არაფერს არ დაგიმალავ. შენ უნდა გაემართო ტროაში, უკან აქაველებთან და
ატრეიდესების ძალასთან.
ფილოქტეტესი. ვაიმე, რას ამბობ?
ნეოპტოლემოსი. ნუ ქვითინებ, სანამ გაიგებ!
ფილოქტეტესი. რას გავიგებ? რას მიპირებ?
ნეოპტოლემოსი. ჯერ გადაგარჩინო ამ უბედურებისგან და შემდეგ [920] შენთან ერთად
გავეშურო და გავძარცვო ტროის მინდვრები.
ფილოქტეტესი. და ესაა შენი ნამდვილი განზრახვა?

207
ნეოპტოლემოსი. ამ მოვლენებს მართავს სასტიკი აუცილებლობა, ასე რომ, ნუ გაბრაზდები,
მათზე რომ გაიგებ.
ფილოქტეტესი. დავიღუპე მე უბედური, მიღალატეს! რა მიქენი, უცხოელო? დაუყოვნებლივ
დამიბრუნე ჩემი მშვილდი!
ნეოპტოლემოსი. არა, ეს შეუძლებელია. ჩემი მოვალეობა და ჩემი ხეირი თანაბრად მაიძულებს
დავემორჩილო ძალაუფლების მქონეთ.
ფილოქტეტესი. შენ, გამანადგურებელო ცეცხლო, სრულო ურჩხულო, თავზარდამცემი
ბოროტების საძულველო ნაყოფო! ასე როგორ მიღალატე! ასე როგორ მომატყუე! ნუთუ შენ, არამზადავ,
არ გრცხვენია, მიყურო, [930] მავედრებელს, რომელმაც წყალობისთვის მოგმართე?! შენ გამომართვი
მშვილდი და ამით მომპარე სიცოცხლე. დამიბრუნე, გევედრები, დამიბრუნე, გევედრები, შვილო!
მამისეულ ღმერთებს გაფიცებ, ნუ წამართმევ სიცოცხლეს! აღარ მელაპარაკება. გვერდით იხედება,
თითქოს არასოდეს არ იტყვის უარს ამაზე! ო თქვენ, ყურეებო და კონცხებო, ველურო ბორცვებო,
რომელთაც გაიზიარეთ ჩემი სიცოცხლე, თქვენ, წვეტიანო კლდეებო, თქვენ, რომელთაც მხოლოდ ჩემი
გესმით, თქვენ, ჩემს შეჩვეულ ამხანაგებს, [940] თქვენ შემოგტირით იმ მოღალატური საქციელის გამო,
რომლითაც მომექცა აქილევსის ვაჟი. მიუხედავად იმისა, რომ შემომფიცა, სახლში წაგიყვანო, ტროაში
მივყავარ. მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა გამომიწოდა თავისი სიტყვის დასტურად, აიღო ჩემი
მშვილდი, რომელიც ოდესღაც ჰერაკლესს ეკუთვნოდა, ზევსის ძეს, და უჭირავს იგი და სურს აჩვენოს
არგოსელებს, როგორც საკუთარი. ძალით მიმათრევს, თითქოს ძლიერი კაცი დაიჭირა და ვერ ხედავს,
რომ კვეთს გვამს, კვამლის ჩრდილს, უბრალო აჩრდილს. თავის დროზე, ძალა რომ მქონდა, ვერ
მძლევდა, ვერა! ახლაც კი ვერ მძლევდა, მხოლოდ ტყუილით; მაგრამ ახლა, ჩემი დამპალი ბედის გამო,
მომატყუეს. რა უნდა ვქნა? [950] მოიცა, დამიბრუნე! შენს თავს მაინც დაუბრუნდი! რას ამბობ? დუმხარ.
არარაობა ვარ! ორშესასვლიანო მღვიმე, გიბრუნდები. მე გიბრუნდები, მაგრამ უკვე არსებობის
საშუალებაც არ მაქვს. ამ მღვიმეში მარტო მოვკვდები, მშვილდით ფრინველებზე ვერ ვინადირებ, ვერც
ცხოველებზე, რომლებიც ბორცვებზე დახეტიალობენ. მე მოვკვდები სიღატაკეში და თვითონ მოვუწყობ
ნადიმს იმათ, ვინც მე მკვებავდა, მე გავხდები იმათი ნადავლი, ვისზედაც მანამდე ვნადირობდი. ჩემი
სისხლისთვის შურის საძიებლად ჩემი საკუთარი სისხლი დაიღვრება [960] იმ კაცის ხელით, რომელმაც
თითქოს ბოროტება არ იცოდა! გეყოფა ეს ნგრევა! იქნებ კიდევ გამოიცვალო აზრი, დაველოდები. თუ
არადა, მოკვდი სასტიკი სიკვდილით!
კორიფაიოსი. რა ვქნათ? შენ უნდა გადაწყვიტო, მბრძანებელო, გავცუროთ თუ წინ წავიწიოთ და
მის ვედრებას ვუპასუხოთ.
ნეოპტოლემოსი. გასაოცარმა სიბრალულმა მომიცვა მის მიმართ და ახლა კი არა, პირველად,
დიდი ხნის წინ.
ფილოქტეტესი. გამოამჟღავნე წყალობა, ბიჭო, ღმერთების სახელით, არ მისცე ხალხს საბაბი,
ბრალი დაგდონ იმაში, რომ მომატყუე.
ნეოპტოლემოსი. ახ არა, რა უნდა ვქნა? ნეტავ არასოდეს დამეტოვებინა [970] სკიროსი, ისე
მტკივნეულია, რასაც ვაკეთებ.
ფილოქტეტესი. შენ ბოროტი არ ხარ, შენდათავად, მაგრამ მეჩვენება, რომ ჩემთან მას მერე
მოხვედი, რაც ურცხვი გაკვეთილები ჩაგიტარეს ბოროტმა ბატონებმა. ახლა ასეთი საქციელი სხვებს
დაუტოვე, ვისაც შეესატყვისება და გაცურე აქედან, როგორც კი დამიბრუნებ ჩემს იარაღს.
ნეოპტოლემოსი. რა ვქნათ, ხალხო?

შემოდის ოდისევსი შეიარაღებულ ამალასთან ერთად.

ოდისევსი. მოღალატევ, რას აკეთებ? აქ დაბრუნდი და მომეცი ეს მშვილდი!


ფილოქტეტესი. ვინაა ეს? ოდისევსის ხმა მესმის?
ოდისევსი. დიახ, ოდისევსისა, დარწმუნებული იყავი. აქ ვარ, შენ თვალწინ.
ფილოქტეტესი. ვაიმე, გამყიდეს, დავიღუპე! ესე იგი, სწორედ მან გამაბა მახეში და ხელი
წამართვა.
ოდისევსი. [980] დიახ მე, სხვა არავინ. ვაღიარებ.

208
ფილოქტეტესი. დამიბრუნე მშვილდი, ბიჭო, დამიტოვე.
ოდისევსი. ამას არასოდეს არ იზამს, რომც მოინდომოს. მეტიც, შენ უნდა წაჰყვე მას, თუ არადა,
ჩემი ხალხი ძალით წაგიყვანს.
ფილოქტეტესი. ყველაზე საძულველო და თავხედო ბოროტო, ძალით წამიყვანენ?
ოდისევსი. თუ არ წამოხვალ საკუთარი ნებით.
ფილოქტეტესი. ო, ლემნოს, და შენ, ყოვლის დამმარცხებელო ცეცხლო, ჰეფესტოსგან
დანთებულო, მართლაც დაუშვებ, რომ ამ კაცმა ძალით წამიყვანოს შენი საუფლოდან?
ოდისევსი. ზევსი, გეუბნები, ზევსი მართავს ამ მიწას,194 [990] სწორედ ზევსი განსაზღვრავს ამ
მოქმედებას. მე მისი მსახური ვარ.
ფილოქტეტესი. აუტანელო არსებავ, რა ჭკვიანურ ვედრებას არ მოიფიქრებ! ღმერთების
ზურგსუკან დამალული ღმერთებს ცრუ ხალხად აქცევ.
ოდისევსი. არა, ისინი ჭეშმარიტი წინასწარმეტყველნი არიან. ახლა ჩვენი სვლა უნდა დაიწყოს.
ფილოქტეტესი. არა-მეთქი!
ოდისევსი. კი-მეთქი! უნდა დაგვემორჩილო.
ფილოქტეტესი. ახ, მე უბედური! ამრიგად, ცხადია, მამაჩემმა მონად გამაჩინა და არა
თავისუფალ კაცად.
ოდისევსი. არა, რომ იყო საუკეთესოთა და მამაცთა თანასწორი, რომლებთანაც ერთად ტროის
აღება და მიწასთან გასწორება გიწერია.
ფილოქტეტესი. არა, არასოდეს, თუნდაც მომიწიოს ყველა ტანჯვის გადატანა, [1000] სანამ თავს
დამყურებს ამ კუნძულის ციცაბო კლდეები!
ოდისევსი. რას აპირებ?
ფილოქტეტესი. ახლავე გადავხტები კლდიდან და თავს დავასხამ ქვებს!
ოდისევსი. სწრაფად შეიპყარით, ორივემ! არ მისცეთ საშუალება!
ფილოქტეტესი. ჩემო ხელებო, რა სამარცხვინოა, თქვენ იტანჯებით თქვენი სანუკვარი
მშვილდის დაკარგვით, ახლა, როდესაც თქვენ გახდით ამ კაცის ნადავლი! ხოლო შენ, რომელსაც არ
შეუძლია მოიფიქროს არც ერთი ჯანსაღი და კეთილშობილური აზრი, ისევ შეუმჩნევლად მოაწყვე
ჩასაფრება და დამიჭირე მახეში, გამოიყენე რა ეს ბიჭი, რომელიც ჩემთვის უცხო იყო. ის მეტისმეტად
კარგია შენი ახლობლობისთვის, უფრო ჩემი სიახლოვის ღირსია, [1010] მას არ ჰქონია სხვა ფიქრები,
გარდა იმისა, რომ შეესრულებინა ბრძანებები, ის უკვე ნანობს და ინანიებს თავის შეცდომებს და იმ
ბოროტებას, რომელიც მომაყენა. მაგრამ შენმა გაფუჭებულმა გონებამ, რომელიც სულ ჩასაფრებულია,
კარგად აღზარდა იგი, თუმცა ის არ იყო ამის შესაფერისი და არ სურდა, მაინც ასწავლე ცბიერება და
ბოროტება. ახლა კი, შე საბრალოვ, გეგმავ ჩემთვის ბორკილებს და გადასვლას სწორედ იმ ნაპირიდან,
რომელზედაც დამაგდე მარტო, უმეგობრებოდ, მოქალაქეობის გარეშე, ცხედარი ცოცხლების თვალში.
აჰ! ჰადესსაც წაუღიხარ! ხშირად ვლოცულობდი ასე შენთვის. [1020] მაგრამ რადგან ღმერთებმა ტკბილი
არაფერი მაჩუქეს, შენ ცოცხალი რჩები და იცინი, მაშინ როცა მე ვცხოვრობ უთვალავი ტანჯვის
გარემოში, დამცინი შენ და დამცინიან ატრეიდესები, ორი მხედართმთავარი, რომელთაც შენ
ემსახურები ამ დავალების შესრულების დროსაც. თუმცა თვითონაც მათ უღელქვეშ მხოლოდ მაშინ
აღმოჩნდი, როცა მოგატყუეს და გაიძულეს. მე კი, ჩემი სრული დაღუპვისთვის, საკუთარი ნებით
მივცურავდი, როგორც მათი დამხმარე შვიდი ხომალდით, მე, როგორც შენ ამბობ, მათ გამაძევეს
გემიდან და ღირსება ამყარეს, ისინი კი ამბობენ, რომ ეს შენი ნახელავია. ახლა რისთვის ამიყვანე? რატომ
მივყავარ მე? რისთვის? [1030] მე არარაობა ვარ და თქვენთვის დიდი ხანია, მოვკვდი. შენ, არსებავ,
რომელიც ღმერთებს სძულთ, რატომ აღარ მთვლი ხეიბრად და აყროლებულად? თუკი შენთან ერთად
მოვცურავ, როგორღა შეძლებ ღმერთებს მსხვერპლი შესწირო დასაღვრელი დაუღვარო? ხომ ეს იყო შენი
საბაბი, რომ გაგეძევებინე. სასტიკია სიკვდილი შენთვის! და შენ მოკვდები ჩემდამი უსამართლო
დამოკიდებულების გამო, თუ ღმერთებს ადარდებთ სამართლიანობა. მაგრამ მე ვიცი, რომ მათ ეს არ

194
სტრ. 989. ზევსი... მართავს ამ მიწას... – ფილოქტეტესის მიერ ლემნოსის მფარველი ღვთაებებისადმი მიმართვას
ოდისევსი უპირისპირებს ზევსის, ყველა ქვეყნისა და მიწის ერთნაირი ავტორიტეტისადმი მიმართვას.

209
ადარდებთ, რადგან შენ არასოდეს არ ჩაატარებდი ამ მოგზაურობას ასეთი უბედური კაცისთვის,
ღმერთის მიერ გმოგზავნილ ბიძგს რომ ჩემკენ არ მოედენე. [1040] ო, სამშობლო, და თქვენ,
ყურადღებიანო ღმერთებო, შური იძიეთ, ამდენი წლის შემდეგ, თუკი საერთოდ გებრალებით! დიახ,
ჩემი სიცოცხლე შებრალებას იმსახურებს; მაგრამ მე რომ დამენახა, როგორ დაემხობა ეს ხალხი,
დავიჯერებდი, რომ ჭირს გადავურჩი.
კორიფაიოსი. მძიმე კაცია და მძიმე სიტყვები თქვა, ოდისევს, არ მოიხარა განსაცდელის
გრიგალის წინაშე.
ოდისევსი. შემეძლო მისი მოთხოვნებისთვის ბევრი რამ მეთქვა სპასუხოდ, მაგრამ დრო არ
მაქვს; ახლა მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია. როგორიც ვითარებას სჭირდება, ისეთი კაცი ვარ მე.
[1050] და შესაბამისად, იქ, სადაც ახლა განსჯიან სამართლიან და კარგ ხალხს, ვერ იპოვით ჩემზე უფრო
ღვთისნიერ კაცს. მაგრამ გამარჯვება ჩემი თანდაყოლილი სურვილია ყველა დარგში, შენ გარდა. შენ, ამ
შემთხვევაში, სიამოვნებით დაგთმობ. მეზღვაურებს. გაუშვით და თითიც არ დააკაროთ. დარჩეს აქ.
ახლა, როცა მისი იარაღი ჩვენ გვაქვს, შენ ჩვენ აღარ გვჭირდები. რადგან ტევკროსი გვყავს ლაშქარში,
იგი მშვენივრად ერკვევა ამ ხელობაში, ისევე, როგორც მე და მიმაჩნია, რომ შევძლებ ამ მშვილდს შენზე
არანაკლებ დავეუფლო და არანაკლებ კარგად მივმართო იგი მიზნისკენ. [1060] რაში გვჭირდები შენ?
მშვიდობით! სასიამოვნოდ ისეირნე ლემნოსზე! ჩვენ უნდა წავიდეთ. და შესაძლოა შენმა ერთჯერადმა
ჯილდომ მომიტანოს პატივი, რომელიც შენი უნდა ყოფილიყო.
ფილოქტეტესი. აჰ, არა, რა ვქნა? შენ გინდა არგოსელების წინაშე გაიბრწყინო ჩემი იარაღით?
ოდისევსი. ნუღარ მეკამათები, მე მივდივარ.
ფილოქტეტესი, ნეოპტოლემოსს. აქილევსის ნაგრამო, შენც აღარ გაგვცცემ მეტად ხმას,
უსიტყვოდ მიდიხარ?
ოდისევსი. სწრაფად წადი, ნუ უყურებ მას, რანაირად კეთილი და კეთილშობილიც უნდა იყო.
ნუ წაახდენ ჩვენს წარმატებას.
ფილოქტეტესი, გუნდს. [1070] თქვენც, მეგობრებო, ასე დამტოვებთ მარტოს და არ
შემიბრალებთ?
კორიფაიოსი. ჩვენს ხომალდს ბიჭი მეთაურობს. რასაც ის გეტყვის, ჩვენი პასუხიც ისაა.
ნეოპტოლემოსი. ახლა გავიგონებ, იტყვიან, რომ მე მეტისმეტად რბილი ვარ; გუნდს. დარჩით
აქ, 195 თუ ის თანახმაა, სანამ მეზღვაურები ყველაფერს არ მოამზადებენ გემზე და ჩვენ აღვუვლენთ
ლოცვას ღმერთებს. ამასობაში, შესაძლოა, იგი უკეთ მოგექცეს. ასე რომ, ჩვენ ორნი მივდივართ. [1080]
შენაც, როცა დაგიძახებთ, სწრაფად მოდი.

ოდისევსი და ნეოპტოლემოსი გადიან.

195
სტრ. 1075. დარჩით აქ – ნეოპტოლემოსის ეს დათმობა გუნდს საშუალებას აძლევს, ორქესტრაზე დარჩეს.

210
მეორე კომოსი

სტროფი პირველი

ფილოქტეტესი. ო მღვიმევ, ცარიელ კლდეში, ხან ცხელო, ხან ყინულოვანო, არ მიწერია შენთან
განშორება, სამწუხაროდ! არა, შენ იქნები ჩემი სიკვდილის მოწმე. ვაიმე, ვაი! სევდიანო საცხოვრისო,
ამდენი ხანი სავსე იყავი ტკივილით, რომელიც ჩემი სხეულიდან მოდიოდა, რა იქნება ჩემი ბედი
მომავალში? [1090] სად და რისგან, მე უბედური, ვიპოვი კვების რაიმე საშუალებას? ჩემს თავზე მოსისინე
ქარით გადაიფრენენ მოცახცახე მტრედები. მეტად ვეღარ შევაჩერებ მათ ფრენას.
გუნდი. შენ თვითონ, შენ თვითონ აირჩიე, განწირულო, ეს ბედი; მდგომარეობა, რომელშიც
იმყოფები, სხვისი იძულების ბრალი არ არის, უფრო ძლიერი კაცის ძალადობის შედეგი არ არის.
რადგან, სინამდვილეში, მაშინ, როცა მართლა შეგეძლო გამოგევლინა გონება, [1100] შენ არჩიე
საუკეთესო ბედის უარყოფა და უარესი მიიღე.

ანტისტროფი პირველი

ფილოქტეტესი. აჰ, უბედური, უბედური ვარ და მრცხვენია იმ უბედურების გამო, რომელშიც


კიდევ უნდა ვიცხოვრო აქ უკაცრიელად, უმეგობროდ მომავალ დღეებში და გავქრე. ვეღარ მოვიტან
საკვებს სახლში, [1110] ვეღარ მოვიპოვებ მას ჩემი ფრთოსანი იარაღით, რომელიც მეჭირა ძლიერ
ხელებში. მაგრამ ცბიერი გონების მოულოდნელმა და ფარულმა გამონაგონმა მომატყუა მე. რომ
შემეძლოს დავაკვირდე მას, ამ შეთქმულების შემოქმედს, მანაც იმდენხანს გადაიტანოს ეს ტანჯვა,
რამდენ ხანსაც მე.
გუნდი. ღმერთმა გამოგიგზავნა ეს ბედი და გაიძულა გადაიტანო ყველაფერი და არა რაღაც
ღალატმა, რომელშიც ჩემი ხელიც ურევია, გეუბნები. [1120] მიმართე შენი სიძულვილით სავსე
დამღუპველი წყევლა სხვა ადგილას, რადგან მიმაჩნია, რომ შენ არ უნდა უარყო ჩემი მეგობრობა.

სტროფი მეორე

ფილოქტეტესი. ვაიმე! უეჭველია, ჭაღარა ზღვის ნაპირზე მჯდომი იგი დამცინის მე, არხევს
იარაღს, რომელიც კვებავდა ჩემს უბედურ ცხოვრებას, იარაღს, რომელსაც სხვა არავინ ატარებდა!
მონატრებული თაყვანისცემა, აჰ, მეგობარო, საყვარელი ხელიდან გამოგლეჯილო, [1130] თუკი შენ გაქვს
გრძნობის უნარი, შენ სინანულით დაინახავ, რომ ჰერაკლესის მეგობარი მეტად ვერ მოგიხმარს შენ!
ახლა შენთან სხვა კაცი მუშაობს, ცბიერი; შენ ხედავ უსირცხვილო ტყუილს და ამ საძულველი მტრის
სახეს, მან ურცხვი ბოროტი ჩანაფიქრი მოიფიქრა ჩემ წინააღმდეგ. ო, ზევს!
გუნდი. [1140] კაცი მუდმივად უნდა ამბობდეს იმას, რაც სწორია; მაგრამ ამას რომ აკეთებს, არ
უნდა დაუშვას ბოროტი, მწარე დაცინვა. ამ კაცმა, მთელი ლაშქრის ერთადერთმა წარმომადგენელმა
მათი დავალებით საყოველთაო სიკეთეს მიაღწია თავისი მეგობრებისთვის.

ანტისტროფი მეორე

ფილოქტეტესი. აჰ, ჩემო ფრთოსანო ნადავლო და თქვენ ნათელთვალება არსებანო, უკაცრიელი


მთების მკვიდრნო, ნუღარ დახტიხარ, [1150] ნუღარ დარბიხართ თქვენი ბუნაგებიდან, რადგან ხელს ვერ
დავავლებ იმ ისრებს, რომლებიც ოდესღაც ჩემს ძალას წარმოადგენდა, ახლა კი წავიდა და მეც
დავიღუპე! ახლა იხეტიალეთ, როგორც გენებოთ; ამ ადგილებში საშინელებები აღარაა თქვენთვის!
დადგა დრო სისხლისა სისხლის წილ, რომ თქვენი გულის წადილი აისრულოთ და ჩემი გალურჯებული
ხორცით გაიხაროთ! მალე წავალ სიცოცხლიდან, რადგან რომელი წყაროდან ვნახავ სასიცოცხლო
საშუალებებს? ვინ შეძლებს იკვებოს ჩემსავით [1160] ქარებით, როდესაც აღარ მაქვს ნაყოფიერი მიწის
რაიმე მონაპოვარი?

211
გუნდი. ღმერთების სახელით, რამე პატივისცემას თუ გრძნობ მეგობრისადმი, რომელიც მოდის
შენთან მთელი სიკეთით, მიუახლოვდი მას, იცოდე, შენს ხელთაა შენი სენისგან განკურნება. ამაოდ კვებ
შენს იარას: ასეთი საშინელი ტკივილის გადატანა შეუძლებელია.

ეპოდოსი

ფილოქტეტესი. [1170] ისე, ისევ შემახსენე ძველი აგონიის ამბავი, თუმცა ყველაზე კეთილი ხარ,
ვინც კი მოსულა აქ ადრე! რატომ დამღუპე? რა გამიკეთე?
გუნდი. რას გულისხმობ?
ფილოქტეტესი. რომ ეს შენი იმედი იყო, წაგეყვანე ტროის მიწაზე, რომელიც მძულს.
გუნდი. დიახ, მე მჯერა, რომ ეს საუკეთესო გზაა.
ფილოქტეტესი. მაშინ დამტოვე მე, დაუყოვნებლივ!
გუნდი. სასიამოვნო, მართლაც სასიამოვნო ამოცანაა, რაც შენ დამისვი და მზად ვარ,
დაგემორჩილო. [1180] წავედით, წავედით, დავიკავოთ ჩვენი ადგილი ხომალდზე.
ფილოქტეტესი. არა, ზევსის სახელით, რომელსაც ესმის ადამიანთა წყევლა, არ წახვიდე,
გევედრები!
გუნდი. იყავი ზომიერი.
ფილოქტეტესი. მეგობრებო, ღმერთების სახელით, დარჩით!
გუნდი. რა გაყვირებს?
ფილოქტეტესი. აიაი, ღმერთო, ღმერთო! ვკვდები უბედური! ფეხო, ჩემო ფეხო, რა გიყო მომავალ
დღეებში? [1190] ო, მეგობრებო, დაბრუნდით, დამიბრუნდით!
გუნდი. რომ რა ვქნათ განსხვავებული შენი ძველი ბრძანებებისგან?
ფილოქტეტესი. არ არსებობს აღშფოთების მიზეზი, ტკივილის გრიგალით შეშლილია და
უაზროდ ლაპარაკობს.
გუნდი. მაშ, წამოდი ჩვენთან ერთად, საბრალო, ჩვენ ამას გიბრძანებთ.
ფილოქტეტესი. არასოდეს, არასოდეს, იყავით ამაში დარწმუნებული! თუნდაც ცეცხლოვანი
ელვის მბრძანებელი მოვიდეს, რომ გამახვიოს თავისი ელვის ალში! [1200] წყეული იყოს ილიონი და
მისი გალავნის წინ მეომრები, რომელთაც გაბედეს და უარყვეს ეს ჩემი ფეხი! მაგრამ, მეგობრებო, ერთი
სურვილი ამისრულეთ!
გუნდი. რა სურვილია?
ფილოქტეტესი. ხმალი, თუ იპოვი ან ცული, ან ნებისმიერი იარაღი... გევედრები, გადმომეცი!
გუნდი. რა გეგმის შესრულებას ფიქრობ?
ფილოქტეტესი. გავკვეთო ეს სხეული და ასო-ასო ავქნა საკუთარი ხელით! სიკვდილი,
სიკვდილია ახლა ჩემი საფიქრალი!
გუნდი. [1210] რატომ?
ფილოქტეტესი. საკუთარ მამას ვეძებ.
გუნდი. რომელ მიწაზე?
ფილოქტეტესი. ჰადესში; ის უკვე აღარ ცხოვრობს მზის სინათლეში. აჰ, ჩემო ქალაქო, ჩემი
მამების ქალაქო! შენი ნახვა მწყურია, მე უბედურს, იმის გამო, რომ დავტოვე წმინდა წყარო და წავედი
დანაელთა დასახმარებლად, ჩემი მტრებისა! ახლა არავინ ვარ, არაფერი ვარ!

ფილოქტეტესი მღვიმეში შედის.

212
ექსოდოსი

კორიფაიოსი. დიდი ხნის მიტოვებული მეყოლებოდი, რომ ჩემს ხომალდზე ავსულიყაი, რომ არ
დამენახა [1220] მოახლოებული ოდისევსი და ასევე აქილევსის ვაჟი, რომლებიც ჩვენკენ მოდიან.

სწრაფად შემოდის ნეოპტოლემოსი, მას მოჰყვება ოდისევსი.

ოდისევსი. ვერ მეტყვი მე, რატომ ბრუნდები უკან ასეთი მოუთმენელი სიჩქარით?
ნეოპტოლემოსი. მოვედი, რომ გამოვასწორო შეცდომა, რომელიც ადრე დავუშვი.
ოდისევსი. მაშფოთებს შენი სიტყვები, რა შეცდომა იყო?
ნეოპტოლემოსი. ის, რაც მე ჩავიდინე, როდესაც შენ და მთელ ლაშქარს დაგემორჩილეთ.
ოდისევსი. რა გააკეთე, რაც არ შეგეფერებოდა?
ნეოპტოლემოსი. შევიპყარი ეს კაცი სამარცხვინო ტყუილითა და ღალატით.
ოდისევსი. ვინ კაცი? რაღაც ნაჩქარევი გაქვს ჩაფიქრებული?
ნეოპტოლემოსი. [1230] ნაჩქარევი არა, მაგრამ პოიასის ძე...
ოდისევსი. რის გაკეთებას აპირებ? რაღაც შიშმა შემიპყრო უეცრად.
ნეოპტოლემოსი. ვისგანაც მივიღე ეს მშვილდი, ისევ მას...
ოდისევსი. ზევს! რას იტყვი? მართლა მიცემას აპირებ?
ნეოპტოლემოსი. შერცხვენის ფასად ჩამივარდა ის ხელთ.
ოდისევსი. ღმერთების სახელით, ამას ჩემს დასაცინად ამბობ?
ნეოპტოლემოსი. თუ დაცინვაა სიმართლის ლაპარაკი.
ოდისევსი. რას ამბობ, აქილევსის ძეო? რა სიტყვას ამბობ?
ნეოპტოლემოსი. ერთი და იგივე ორჯერ გინდა მოისმინო?
ოდისევსი. ერთხელაც არ მინდა მათი მოსმენა.
ნეოპტოლემოსი. [1240] ზუსტად ვიცი, რომ მეტი არაფერი მაქვს სათქმელი.
ოდისევსი. გეუბნები, რომ არის ვიღაც, ვინც აღკვეთს შენს საქციელს.
ნეოპტოლემოსი. რას გულისხმობ? ვინ გამიწევს ამაში წინააღმდეგობას?
ოდისევსი. აქაველების მთელი ხალხი და მეც მათ შორის.
ნეოპტოლემოსი. ბრძნად დაიბადე, მაგრამ შენს მუქარას სიბრძნე არ ახლავს.
ოდისევსი. არც შენი სიტყვებია ბრძნული და არც ის, რასაც აპირებ.
ნეოპტოლემოსი. და მაინც, თუ სამართლიანია, უკეთესია, ვიდრე ბრძნული.
ოდისევსი. და როგორ შეგიძლია, უბრალოდ უარი თქვა იმაზე, რაც იყო დადგენილი ჩემი
გეგმებით?
ნეოპტოლემოსი. ჩემი შეცდომა უღირსებოდ შემომიბრუნდა და ახლა უნდა ვცადო მის
გამოსწორებას.
ოდისევსი. [1250] აქაველების ლაშქრისა არ გეშინია, ამას რომ აკეთებ?
ნეოპტოლემოსი. სამართლინობის იდეა ჩემს მხარესაა, მე კი არ ვცახცახებ ის საშინელებათა
წინაშე, შენ რომ ახსენებ.
ოდისევსი. სამართლიანობას შენ ჩემი ხელი გაიძულებს.
ნეოპტოლემოსი. არა, მე არ ვემორჩილები შენი ხელის მუქარასაც.
ოდისევსი. მაშინ ჩვენი ბრძოლა ტროელებთან კი არა, შენთან იქნება.
ნეოპტოლემოსი. დაე ასე იყოს, თუ ეს ისაა, რაც მომავალში გველოდება.
ოდისევსი. ხედავ ჩემს მარჯვენას, ხმლის ვადას ჩაჭიდებულს?
ნეოპტოლემოსი. ნახავ, მე როგორ ვაკეთებ იმავეს, მაგრამ არა ნელა.
ოდისევსი. კარგი, დაგტოვებ. მაგრამ წავალ და ლაშქარს მოვახსენებ და ისინი დაგსჯიან.
ნეოპტოლემოსი. [1260] გონზე მოსულხარ, მომავალშიც თუ ფრთხილად იქნები, შეიძლება,
უსიამოვნებასაც დააღწიო თავი.

213
ოდისევსი თითქოს გადის, სინამდვილეში კი იმალება.

შენ კი, პოიასის ძეო, ფილოქტეტეს, გამოდი! დატოვე შენი ქვის სახლის თავშესაფარი!
ფილოქტეტესი, შიგნიდან. რა დამანგრეველი ყვირილია, ისევ რომ გაისმის ჩემს მღვიმესთან?
რატომ მეძახი? რა გინდა ჩემგან?

ფილოქტეტესი ჩნდება მღვიმის შესასვლელთა და ხედავს ნეოპტოლემოსს.

ფილოქტეტესი. ო არა! ეს საქმე სარგებლობას არ მომიტანს. ძველ ტანჯვას ახალიც გინდა


დამიმატო?
ნეოპტოლემოსი. გამაგრდი და ჩემი სიტყვა მოისმინე!
ფილოქტეტესი. მეშინია: ოდესღაც ლამაზმა სიტყვებმა ბოროტება მომიტანა, როდესაც შენს
დანაპირებს დავუჯერე.
ნეოპტოლემოსი. [1270] ნუთუ არ შემიძლია, მოვინანიო?
ფილოქტეტესი. მაშინაც სწორედ ასე ლაპარაკობდი, როდესაც ჩემი მშვილდის მოპარვას
აპირებდი, ვითომ მეგობარი და ამასობაში მოღალატის გულში ჩემს დაღუპვას გეგმავდი.
ნეოპტოლემოსი. გარწმუნებ, ახლა ასე არაა. მე მხოლოდ მინდა, ვიცოდე, დარჩენა გადაწყვიტე
და მოთმინება, თუ ჩვენთან ერთად მოცურავ?
ფილოქტეტესი. გაჩერდი, სიტყვაც არ თქვა! ყველაფერი, რაც უნდა თქვა, ამაო იქნება.
ნეოპტოლემოსი. ასე მტკიცედ ხარ?
ფილოქტეტესი. უფრო მტკიცე, დამიჯერე, ვიდრე სიტყვას შეუძლია.
ფილოქტეტესი. კარგი, შემიძლია გისურვო, რომ მოუსმინო ჩემს სიტყვებს, მაგრამ თუ არაფერი,
რასაც ვამბობ, არ მიშველის, მაშინ დავღუპულვარ.
ფილოქტეტესი. ყველა შენი ნათქვამი ამაოა. ჩემს კეთილგანწყობას ვერასოდეს მიაღწევ, რადგან
თავიდან ტყუილით დაიპყარი ჩემი არსებობის საშუალება და წამართვი, ხოლო შემდეგ აქ მოხვედი, რომ
დაგეყოლიებინე მე, შენ, ყველაზე უფრო აუტანელო შთამომავალო კეთილშობილი მამისა. დაღუპვა
მოგელით ყველას, ჯერ ატრეიდესებს, შემდეგ ლაერტესის ძესა და შენც!
ნეოპტოლემოსი. ნუღარ იწყევლები, სანაცვლოდ ჩაიბარე შენი იარაღი ჩემი ხელიდან.
ფილოქტეტესი. რა თქვი? მეორეჯერ უნდა მომატყუო?
ნეოპტოლემოსი. არა, ვფიცავ უდიდესი ზევსის წმინდა სიდიადეს!
ფილოქტეტესი. [1290] მივესალმები სიტყვებს, თუ მართალია შენი სიტვები!
ნეოპტოლემოსი. სიტყვას მოჰყვება საქმე: ხელი გამომიწოდე და კვლავ დაეუფლე შენს
სანატრელ იარაღს.
ოდისევსი. მაგრამ მე ვკრძალავ ამას, რადგან ღმერთები მყავს მოწმეებად, ატრეიდესების
სახელითა და მთელი ლაშქრის სახელით!
ფილოქტეტესი. შვილო, ვისი ხმა იყო ეს? ნუთუ ოდისევსის ხმაა?
ოდისევსი. დარწმუნებული იყავი ამაში და გვერდითაც დაინახავ იმას, რომელიც ძალით
გადაგიყვანს ტროის ველებზე, იმის მიუხედავად, ისურვებს თუ არა ამას აქილევსის ძე.
ფილოქტეტესი. [1300] მაგრამ სიხარულს არ მოგიტანს, ეს ისარი თუ სწორად დაფრინავს.

ოდისევსი გარბის სცენიდან.

ნეოპტოლემოსი. ო, არა, არ გაუშვა ისარი!


ფილოქტეტესი. გამიშვი, ღმერთების სახელით, უსაყვარლესო შვილო!
ნეოპტოლემოსი. ვერ გაგიშვებ.
ფილოქტეტესი. ვაი, რატომ წამართვი საშუალება, საძულველი მტერი მშვილდით მომეკლა?
ნეოპტოლემოსი. ეს არც შენთვის და არც ჩემთვის იქნებოდა საპატიო.
ფილოქტეტესი. რას იზამ, ამაში მაინც იყავი დარწმუნებული: მხედართმთავრები, ბერძენთა
ცრუ მაცნეები თავხედურად კი ლაპარაკობენ, მაგრამ ბრძოლაში ლაჩრები არიან.

214
ნეოპტოლემოსი. კარგი. მშვილდი შენია და შენ არ გაქვს მიზეზი, განმირისხდე და გამიწყრე მე.
ფილოქტეტესი. [1310] გეთანხმები. შენი ბუნება გამოავლინე, შვილო, რომლისგანაც წარმოიშვი,
არ გყავს სისიფოსი მამად, აქილევსისა ხარ, რომლის დიდება იყო მშვენიერი, როცა ცოცხალი იყო და
ახლაც, როცა მკვდარია.
ნეოპტოლემოსი. მომწონს, მამაჩემს რომ აქებ და მეც რომ მაქებ; მაგრამ მომისმინე, აი, რა მინდა,
შენგან მივიღო. სწორია, რომ ადამიანები იძულებული არიან აიტანონ ყველაფერი, რასაც ღმერთები
იძლევიან; მაგრამ როდესაც ისინი ებღაუჭებიან მათთვის მიყენებულ ტანჯვა-წამებას, როგორც ამას შენ
აკეთებ, [1320] არავის შეუძლია ისინი გაამართლოს ან შეიბრალოს. შენ ველური გახდი: შენ არ უსმენ
მრჩეველს და თუკი ვინმე გაფრთხილებს, თუნდაც ამას კეთილი ნებით აკეთებდეს, შენ ვერ იტან და
მტრად მიიჩნევ, ვისაც შენთვის სიავე სურს. და მაინც დაგელაპარაკები, მოვუხმობ რა ზევსს, ფიცის
შემნახველს, რომ დამემოწმოს. შენ დაიმახსოვრე ეს სიტყვები და დაიწერე შენს გულზე: შენ იტანჯები
ამ ჭირისაგან ღმერთის მიერ მოგზავნილი ბედის შესაბამისად, რადგან შენ მიუახლოვდი ქრისეს
დარაჯს, გველს, რომელიც საიდუმლოდ იცავს მის უსახურავო ტაძარს. იცოდე, რომ ვერასოდეს ვერ
გათავისუფლდები ამ მძიმე სენისაგან, [1330] სანამ მზე ამოდის აღმოსავლეთიდან და ჩადის
დასავლეთში, სანამ შენ საკუთარი ნებით არ მიხვალ ტროის დაბლობზე და არ იპოვი იქ ასკლეპიოსის
შვილებს, 196 ჩვენს მეგობრებს და გათავისუფლდები ამ სენისაგან და მაგ მშვილდისა და ჩემი
დახმარებით აიღებ ტროის კოშკებს. მე გეტყვი, საიდან ვიცი, რომ ეს არის წინასწარ განზრახული. ჩვენ
გვყავს ტროელი ტყვე, ჰელენოსი, ყველაზე გამორჩეული ნათელმხილველებს შორის, რომელიც
პირდაპირ ამბობს, რომ ყველაფერი ეს უნდა მოხდეს და, გარდა ამისა, [1340] ამ ზაფხულისთვის
მთლიანად უნდა იქნეს ტროა აღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი თავს დასასჯელად დებს, თუკი
მისი წინასწარმეტყველება ყალბი აღმოჩნდება. ამიტომ ახლა, როდესაც შენ ყველაფერი გაიგე, წყნარად
დათმე გზა. ესაა შესანიშნავი დამატება შენს მიღწევებზე, იყო გამორჩეული, როგორც საუკეთესო
ბერძენთაგან, ჯერ იმისთვის, რომ განკურნების ხელში ჩავარდა და შემდეგ იმისთვის, რომ ცრემლით
მდიდარი ტროა აიღო და ამგვარად მოიხვეჭა შეუდარებელი სახელი.
ფილოქტეტესი. საზარელო სიცოცხლე, რატომ მაკავებ დღის სინათლეზე, ნაცვლად იმისა, რომ
ნება დამრთო, ჩავიდე ჰადესის საუფლოში? [1350] ვაიმე, რა უნდა ვქნა? როგორ დავტოვო
უყურადღებოდ ამ კაცის სიტყვები, თუკი მან კეთილი რჩევა მომცა? მაშ უნდა დავთმო? ამის შემდეგ მე
უბედური როგორ უნდა ვეჩვენო ხალხს? ვისთან შევძლებ ლაპარაკს? თქვენ, თვალებო, ნახეთ ჩემი ყველა
ტანჯვა, როგორღა აიტანთ, რომ მე მივმართავ ატრევსის ძეებს, რომელთაც ამდენი სიავე მიყვეს და
ლაერტესის წყეულ შვილს? მე გულს მტკენს არა ის, რაც უკვე იყო, არამედ ის მრავალი უსიამოვნება,
რაც, როგორც წინასწარ ვჭვრეტ, მომელის ამ ხალხის [1360] ხელიდან მომავალში. რადგან, რაკი
ადამიანის გონება ერთხელ იყო გადაცდომის მიზეზი, იგი ასწავლის ამ ხალხს, ამის შემდეგ ყველაფერში
დამნაშავეები იყვნენ. და მე შენშიც ეს მაკვირვებს. შენ თვითონ არასოდეს არ უნდა დაბრუნდე ტროაში
და მეც უნდა შემიშალო ხელი, იქ გავემგზავრო, რადგან ამ ხალხმა შენ შეურაცხგყო, როცა მამისეული
იარაღი წაგართვა 197 და როდესაც აღჭურვილობა საბრალო აიასის ნაცვლად ოდისევსს ჩააბარა. ამის
შემდეგ შენ წახვალ და იბრძოლებ მათ მხარეს და მეც მაიძულებ, ეს გავაკეთო? არა, არ გააკეთო ეს,
შვილო, არამედ, როგორც დაიფიცე, შინ წამიყვანე. შენ თვითონ დარჩი სკიროსზე და ბედის ანაბარად
დატოვე ეს ხალხი. [1370] ასე მიიღებ ორმაგ მადლობას ჩემგან, ისე როგორც მამაშენისგან, და შენ არ
მოემსახურები ცუდ ხალხს და არ გამოჩნდები ბუნებით მისი მსგავსი.

196
სტრ. 1333. ასკლეპიოსის შვილები – ასკლეპიოსი, აპოლონისა და თესალიელი დედოფლის, კორონისის ძე, ზევსმა
ელვით დაფერფლა, რადგან თავისი სამკურნალო ხელოვნებით მკვდრების გაცოცხლებას აპირებდა. მისი შვილები,
პოდალეირიოსი და მაქაონი ტროაში ბერძენთა ლაშქარში იყვნენ (ილიადა, III, 731 და შმდგ.). იხ. ქვემოთ, 1437, სადაც
ფილოქტეტესის განკურნება წარმოდგენილია თავად გაღმერთებული ასკლეპიოსის საქმედ.
197
სტრ. 1354. ...მამისეული იარაღი წაგართვა... – ამას მოსდევს აღშფოთება, რომ აქილევსის აღჭურვილობა ოდისევსს
მისცეს და არა აიასს. უნდა აღინიშნოს, რომ აქილევსის აღჭურვილობასთან დაკავშირებულ სასამართლოზე ფილოქტეტესმა
არაფერი არ იცის (სტრ. 411-413 ნეოპტოლემოსმა მხოლოდ ის შეატყობინა, რომ აიასი ცოცხალი აღარ არის). ამის გამო ბევრი
მეცნიერი ამგვარ გაგრძელებას შემდგომში ჩასმულად მიიჩნევს.

215
ნეოპტოლემოსი. შენი რჩევა გონივრულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე მინდა, რომ ენდო
ღმერთებსა და ჩემს სიტყვებს და გაცურო ამ მიწიდან ჩემთან, შენს მეგობართან ერთად.
ფილოქტეტესი. ტროის დაბლობზე ატრევსის საძულველ ვაჟთან ამ უბედური ფეხით?
ნეოპტოლემოსი. არა, უფრო იმასთან, ვინც დაჩირქებულ კიდურსა და ტკივილს უშველის და
სენისგან გიხსნის.
ფილოქტეტესი. [1380] შენ იძლევი შემაშფოთებელ რჩევას, რა თქვი?
ნეოპტოლემოსი. მე მესმის, რომ საბოლოოდ უკეთესი იქნება შენთვის და ჩემთვისაც.
ფილოქტეტესი. ნუთუ ღმერთების არ გრცხვენია, ამას რომ ამბობ?
ნეოპტოლემოსი. რატომ უნდა რცხვენოდეს კაცს მეგობრებისთვის სარგებლობის მოტანისა?
ფილოქტეტესი. სარგებლობა მე თუ ატრეიდესებს, რას გულისხმობ?
ნეოპტოლემოსი. შენთვის, რა თქმა უნდა, შენი მეგობარი ვარ და მეგობრობაზე ვლაპარაკობ.
ფილოქტეტესი. როგორ, როცა მათთვის ჩემი გადაცემა გინდა?
ნეოპტოლემოსი. მეგობარო, ისწავლე უბედურებას ნაკლებ გამომწვევად შეხვდე.
ფილოქტეტესი. დამღუპავ, ვიცი, ამ სიტყვებით.
ნეოპტოლემოსი. მე არა, მაგრამ შენ ვერ გაიგებ-მეთქი.
ფილოქტეტესი. [1390] ნუთუ მე უკვე არ ვიცი, რომ ატრეიდესებმა გამაძევეს?
ნეოპტოლემოსი. დიახ, მათ გაგაძევეს, მაგრამ შეხედე, ხომ არ აღგადგენენ ისევ.
ფილოქტეტესი. არასოდეს – მანამდე ხომ მე უნდა დავთანხმდე ტროის ნახვას.
ნეოპტოლემოსი. რა შემიძლია ვქნა, თუკი ჩემი ვედრება ვერ გარწმუნებს ვერაფერში, რასაც კი
გირჩევ? ყველაზე მარტივი საშუალება ჩემთვის, ესაა შევწყვიტო ლაპარაკი, ხოლო შენ იცხოვრო,
როგორც ახლა, განკურნების გარეშე.
ფილოქტეტესი. ნება დამრთე, გადავიტანო ჩემთვის მოსჯილი ტანჯვა. მაგრამ რასაც დამპირდი
და მარჯვენაც მომეცი ნიშნად, რომ სახლში მიმიყვანდი, ის დაპირება შეასრულე, შვილო, [1400] ნუ
გადადებ ამას და ნუღარ გამახსენებ ტროას. სავსე ვარ მწუხარებითა და გლოვით.
ნეოპტოლემოსი. თუ ესაა შენი ნება, მაშ, წავიდეთ.
ფილოქტეტესი. კეთილშობილი სიტყვა თქვი.
ნეოპტოლემოსი. ახლა მყარად დამეყრდენი.
ფილოქტეტესი. რამდენადაც ნებას მაძლევს ჩემი ძალა.
ნეოპტოლემოსი. როგორ გავექცე აქაველთა ბრალდებას?
ფილოქტეტესი. ყურადღებას ნუ მიაქცევ.
ნეოპტოლემოსი. და ჩემი ქვეყანა რომ გააჩანაგონ?
ფილოქტეტესი. მე იქ ვიქნები...
ნეოპტოლემოსი. და რა დახმარებას აღმომიჩენ?
ფილოქტეტესი. ჰერაკლესის ისრებით...
ნეოპტოლემოსი. რაო?
ფილოქტეტესი. მოვიგერიებ მათ.
ნეოპტოლემოსი. მაშ, გამოეთხოვე ამ კუნძულს და დატოვე ჩემთან ერთად.

სცენის თავზე ჩნდება ჰერაკლესი.

ჰერაკლესი. ჯერ არა, სანამ არ გაიგონებ ჩემს ბრძანებას, [1410] პოიასის ძეო. იცოდე, რომ შენს
ყურს ესმის ჰერაკლესის ხმა და შენ პირისპირ ხედავ მას. შენ გამო დავტოვე ჩემი ღვთაებრივი ადგილი
და მოვედი, რომ გაგიმხილო ზევსის ჩანაფიქრი და შევაჩერო მოგზაურობა, რომელში წასვლასაც აპირებ.
ყური დაუგდე ჩემს სიტყვებს. ჯერ მინდა, ჩემს საკუთარ მდგომარეობაზე მოგითხრო – ასე, ამდენი მძიმე
სამუშაოს ჩატარებისა და ბოლომდე მიყვანის შემდეგ მე დავიმსახურე უკვდავების დიდება, როგორც
შენც დაამოწმებ. [1420] შენთვისაც, დარწმუნებული იყავი, ასეთი ბედია წინასწარ განსაზღვრული, ამ
შენი მძიმე შრომით შენს ცხოვრებას ფართოდ ცნობილს გახდი. შენ ამ კაცთან ერთად ტროის ქალაქს
გაეშურები, სადაც ჯერ განიკურნები ამ სასტიკი სენისგან, ხოლო შემდეგ, როგორც რჩეული საუკეთესო

216
მეომართა შორის, შენ სიცოცხლეს გამოასალმებ ამ უბედურების შემოქმედს, პარისს. 198 შენ უნდა
გააცამტვერო ტროა და მიიღო ლაშქრისაგან უმაღლესი ვაჟკაცობის ნადავლი, რომ სახლში წაიღო [1430],
შენი მშობლიური ოიტეს სიმაღლეებზე, მამაშენ პოიასის გასახარად. და რა ნადავლიც უნდა მიიღო ამ
ლაშქრისაგან, იგი აიტანე ჩემს კოცონზე, როგორც სამადლობელი შესაწირავი ჩემი მშვილდისათვის. ეს
რჩევები შენც გეხება, აქილევსის ძეო, რადგან შენ მარტო ვერ დაიმორჩილებ ტროის სამეფოს მის გარეშე
და იგი – შენ გარეშე. უმალ როგორც ტყუპი ლომები ერთი და იმავე ნადავლით, ორივე თქვენგანს
მართებს ერთმანეთის სიცოცხლის დაცვა. შენი სენის განსაკურნავად მე ტროაში გავგზავნი ასკლეპიოსს,
ვინაიდან იგი განწირულია მეორედ დასაცემად [1440] ჩემი ისრების წინაშე. მაგრამ ეს გახსოვდეთ, როცა
გაძარცვავთ ამ მიწას, გამოამჟღავნეთ პატივისცემა ღმერთებისადმი. გააკეთეთ ეს, რადგან მამა ზევსი
მიიჩნევს ყველაფერ დანარჩენს ნაკლებ მნიშვნელოვნად და იმიტომ, რომ ღვთისმოსაობა არ კვდება
მოკვდავებთან ერთად. ცოცხლებისა და მკვდრებისთვის იგი თანაბრად არ იღუპება.
ფილოქტეტესი. აჰ, მეგობარო, რომლის ხმის გაგონება ძალიან მინდოდა, რომლის სახეს ვხედავ
ბოლოს და ბოლოს, მე არ დავარღვევ შენს ბრძანებებს!
ნეოპტოლემოსი. მეც თანახმა ვარ.
ჰერაკლესი. მაშ, დიდხანს ნუ დააყოვნებთ, [1450] რადგან ამ შემთხვევაში ზურგქარი თქვენს
ხომალდს წინ გააქანებს.
ფილოქტეტესი. მაშინ ნება მომეცი, გამოვესალმო ამ მიწას წასვლისას. მშვიდობით, ოთახო,
რომელშიც გადიოდა ჩემი საათები. მშვიდობით წყაროსა და მინდვრის ნიმფებო, და თქვენ, ტალღების
ძლიერო დარტყმებო ზღვის კონცხზე, რომლის გამოც ჩემი მღვიმის სიღრმეშიც კი თავს მისველებდა
სამხრეთის ქარის მოტანილი შხეფები, სადაც ხშირად ჰერმესის ქედი199 მიგზავნიდა ექოს [1460] თავისი
სევდიანი კვნესით ჩემი მწუხარების გრიგალში! მაგრამ ახლა, წმინდა ნაკადებო და ლიკიურო წყარო, მე
გტოვებთ, ბოლოს და ბოლოს, თუმცა ამის იმედი არასოდეს არ მასაზრდოებდა! მშვიდობით,
ზღვაშემორტყმულო ლემნოსო და გამაგზავნე პატიოსან ნაოსნობაში, რომელიც ჩემს სულს წყურია,
გამიშვი დანიშნულების ადგილას, რომელიც დამიწესა მძლავრმა ბედმა და ყოვლისმპყრობელმა
ღმერთმა, რომელმაც ეს ყველაფერი მოაწყო.
კორიფაიოსი. ახლა კი ყველანი ერთად. დავიძრეთ, [1470] როცა ვილოცეთ ზღვის ნიმფებზე, რომ
ისინი გახდნენ გამცილებლები ჩვენი უვნებელი დაბრუნებისა.

მსახიობები და გუნდი ტოვებენ ორქესტრას.

198
სტრ. 1426. სიცოცხლეს გამოასალმებ ამ უბედურების შემოქმედს, პარისს... – რამდენადაც ჰელენეს მომტაცებელი
პარისის დაღუპვა ტროის ომის პირველმიზეზის მოსპობას უდრიდა, შეიძლება დავასკვნათ, რომ უძველესი ტრადიცია
ფილოქტეტესის როლს გაცილებით უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე ეს იყო ჰომეროსისა და კიკლიკურ ეპოსში.
199
სტრ. 1459. ჰერმესის ქედი – კონცხი ლემნოსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ბოლოში. ესქილესთან (აგამემნონი, 283)
ნახსენებია როგორც ტროის დაცემის მომასწავებელი ცეცხლის ნიშნის ერთ-ერთი წერტილი.

217
ელექტრა

218
მოქმედი პირები:

ეგისთოსი, მიკენის მეფე


კლიტემნესტრა, მისი მეუღლე
ელექტრა, ქრისოთემისი და ორესტესი,
კლიტემნესტრას შვილები აგამემნონისგან
ორესტესის აღმზრდელი
მიკენელ გოგონათა გუნდი
პილადესი, ორესტესის მეგობარი, უტყვი პერსონაჟი
კლკიტემნესტრას მოახლე
ორესტესის მცველები

219
პროლოგოსი
აღმზრდელი. ტროაში ოდესღაც ჩვენი ჯარების მეთაურის, აგამემნონის, ძეო, 200 ამჟამად
შეგიძლია, დაინახო ის, რასაც მუდამ მიელტვოდი: აი, შენი სანატრელი ძველი არგოსი, 201 ინაქოსის
კრაზანისგან დევნილი ქალიშვილის ჭალა: 202 ეს კი, ორესტეს, მგლისმკვლელი ღმერთის მგლის
ბაზარია: 203 მის მარცხნივაა ჰერას სახელგანთქმული ტაძარი; 204 მოვედით აქ, საიდანაც ოქრომრავალ
მიკენეს ხედავ [10] და პელოპიდესების მრავალჭირვარამიან სახლს,205 რომლიდანაც ოდესღაც მამაშენის
მკვლელობას გაგარიდე, მოგაცილე შენს სისხლს, შენს დას, გადაგარჩინე და გაგზარდე ამ ასაკამდე, რომ
შური იძიო მამის მკვლელობისთვის. მაშ ახლა, ორესტეს და მოკავშირეთაგან უსაყვარლესო206 პილადეს,
სწრაფად უნდა გადავწყვიტოთ, რას აპირებთ: რადგან ბრწყინვალე მზის შუქი უკვე აღმოსავლეთიდან
აღძრავს ფრინველების ხმებს ცხადად, ხოლო ვარსკვლავებიანი შავი ღამე გვშორდება. [20] ჯერ არავინ
კაცთაგან არ გამოსულა სახლიდან, დაიწყეთ მსჯელობა, აღარ არის დაყოვნების დრო, მოქმედების ჟამი
დადგა.
ორესტესი. ო, უსაყვარლესო ადამიანო მსახურთაგან, რა კარგად ადასტურებ შენს ერთგულებას
ჩვენი სახლისადმი! რადგან როგორც ჯიშიანი ცხენი, თუნდაც ბებერი, საფრთხეში არ კარგავს
ვაჟკაცობას, არამედ ყურებს ცქვეტს, ასევე შენ ჩვენც აღგვძრავ და თავადაც პირველ რიგებში ხარ. შენ
გაგიმჟღავნებ, რა გადავწყვიტე. [30] მთელი ყურადღებით უსმინე ჩემს სიტყვებს, თუ რამე უადგილოდ
მოგეჩვენოს, შემისწორე. რადგან როდესაც მე მივედი პითიურ სამისნოში, რომ გამეგო, მამისათვის რა
გზით უნდა მეძია შური მის მკვლელებზე, ეს მიბრძანა სხივოსანმა, რასაც ახლავე გაიგებ: თავად,
უიარაღოდ და ჯარის გარეშე, ცბიერებით უნდა აღვასრულო სამართლიანი მსხვერპლშეწირვა. რაკი მე
ასეთი წინასწარმეტყველება მოვისმინე, შენ მიდი, როგორც კი კარგ დროს შეურჩევ, [40] სახლში შედი,
გაიგე, რა ხდება და რასაც ნახავ, ყველაფერი ჩვენ შეგვატყობინე ცხადად. შენ დაბერდი და დიდი დროის
განმავლობაში აქ არ ყოფილხარ და გაჭაღარავებულიც ხარ, ვერ გიცნობენ; სიტყვით კი ეს თქვი, რომ ხარ
სტუმარი, ფოკისის მკვიდრი, ფანოტევსისგან გამოგზავნილი, ის კი ამათი ყველაზე დიდი მოკავშირეა.
ეს ამცნე და ფიცით გაამყარე ცნობა, რომ ბედის განგებით მოკვდა ორესტესი, რომ პითიურ თამაშებზე
გაქანებული [50] ეტლიდან ჩამოვარდა და დაილეწა: ეს იყოს შენი სიტყვა. ხოლო ჩვენ, როგორც გვეთქვა,
მამის საფლავს პირველად ზედაშეს დავუღვრით, შემდეგ მოკვეცილ მშვენიერ თმებს მივუძღვნით.
შემდეგ აქ დავბრუნდებით ისევ, ხელში სპილენძის ფერდიანი ურნით, რომელიც, გახსოვს, ბუჩქებში

200
სტრ. 1. ჩვენი ჯარების მეთაურის, აგამემნონის, ძეო... – ეს სტრიქონი, რომელიც ყველა ხელნაწერშია დაცული,
გვიანდელ ჩამატებას ჰგავს. ამის სასარგებლოდ შემდეგი გარემოებები მიგვითითებს. (1) ევრიპიდეს ფინიკიელი ქალების 1-2
სქოლიოში გადმოცემულია „უძველესი თქმულება“, რომ ეს ორი სტრიქონი დამატებულია სოფოკლეს თხოვნით, ისევე როგორც
„ელექტრას“ პირველი სტრიქონი სოფოკლეს დაუმატებია ევრიპიდეს მიხედვით. ამავე დროს, ფინიკ. (1-2) როგორც „შინაარსის“
პაპირუსული ნაწყვეტიდან გახდა ცნობილი, ნამდვილი არ ყოფილა და ეს დასკვნა შეგვიძლია ელ. 1-ზედაც გავავრცელოთ. (2)
ამაღლებული სტილის მიმართვა ორესტესისადმი (ელექტრა, 1) არ შეესაბამება სოფოკლეს ტრაგედიათა ტრადიციულად უბრალო
დასაწყისებს. (3) დამაჯერებელი არ ჩანს ეს სიტყვები აღმზრდელის ხასიათისთვისაც, რომელსაც ასეთი რთული ორატორული
ხერხები არ ახასიათებს.
201
სტრ. 4. ძველი არგოსი... – სოფოკლეს მიხედვით, მიკენისგან დაახლ. 15 კმ მანძილით დაშორებული არგოსი ქალაქი
კი არა, არამედ მთელი ოლქია, რომლის დედაქალაქიცაა მიკენე. ამრიგად, აკროპოლისიდან ორესტესი ხედავს მშობლიურ მიწას,
ხოლო, როგორც კი მობრუნდება, სასახლის შესასვლელში აღმოჩნდება.
202
სტრ. 5. დევნილი ქალიშვილის ჭალა... – ჭალა, რომელშიც ასთვალიანი არგოსი ყარაულობდა არგოსის მდინარე
ინაქოსის ასულ იოს, რომელიც ჰერამ დეკეულად გადააქცია; მას შემდეგ, რაც ზევსის ბრძანებით აპოლონმა არგოსი მოკლა, ჰერამ
იოს კრაზანა მიუგზავნა, რომელიც თავისი ნესტრით აწამებდა ქალიშვილს.
203
სტრ. 6. ... მგლისმკვლელი ღმერთის მგლის ბაზარია... – ბაზრის მოედანი (აგორა) აპოლონის ტაძრის წინ.
204
სტრ. 8. ჰერას ტაძარი – ეს ტაძარი, რომლის ნაშთიც გაითხარა XIX საუკუნეში, არგოსიდან დაახლოებით სამ
კილომეტრშია.
205
სტრ. 10. პელოპიდესების სახლი – იხ. ქვემოთ, 505-515.
206
სტრ. 15. მოკავშირეთაგან უსაყვარლესი – ორიგინალშია ξένος „უცხოელი“ (პილადესი ფოკისელი იყო); პილადესი
არის ყველაზე საყვარელი უცხოელი მეგობარი, ორესტესი მასთან ერთად, ერთ ჭერქვეშ გაიზარდა, მამიდამისის, ანაქსიბიასა და
მისი მეუღლის, მეფე სტროფიოსის ოჯახში. საუკეთესო მეგობრები, პილადესი და ორესტესი ბიძაშვილ-მამიდაშვილებიც იყვნენ.

220
დავმალეთ, და ვისარგებლებთ ტყუილით, ტკბილ სიტყვას მოვუტანთ მათ, რომ ჩემი სხეული ცეცხლში
დაიწვა და ფერფლად იქცა. რადგანაც რა მენაღვლება, როცა სიტყვით მკვდარი [60] საქმით სიცოცხლეს
და დიდებას მოვიპოვებ? მეჩვენება, რომ სარგებლობა თუ მოაქვს, არც ერთი ნათქვამი არ არის ცუდი.
უკვე მინახავს ხშირად ბრძენნი, რომლებიც სიტყვით ცრუდ დაიხოცნენ: 207 შემდეგ, სახლში
დაბრუნებულნი, უფრო დიდ პატივს სცემდნენ. მეც მგონია, რომ ამ თქმულების შემდეგ მტრებს
მოელვარე ვარსკვლავად მოვევლინები! მაგრამ, მამისეულო მიწავ და აქაურო ღმერთებო, მიმიღეთ
კარგი ბედით ამ მოგზაურობიდან, შენ კი, მამისეულო სახლო: შენში მოვდივარ განსაწმენდად [70]
ღვთაებრივი დავალებით, როგორც სამართალი მოითხოვს. არ გამაძევოთ უღირსად ამ მიწიდან, არამედ
მიმიღეთ როგორც სამართლიანი მემკვიდრე და ამღორძინებელი. ახლა საკმარისი ვთქვი. წადი,
მოხუცო, იზრუნე, რომ შენი დავალება კარგად აღასრულო. ჩვენ ორნი გავალთ; ხელსაყრელი შემთხვევა
ყველა საქმის უდიდესი მეთაურია.
ელექტრა, სცენის მიღმა. ვაი მე უბედურს! აღმზრდელი სახლის კარიდან, მეჩვენება, ვიღაც
მხევლის კვნესის ხმა მესმის, შვილო.
ორესტესი. [80] შეიძლება ეს ჩემი უბედური ელექტრა იყოს? გინდა, დავრჩეთ აქ და ყური
დავუგდოთ ქვითინს?
აღმზრდელი. არავითარ შემთხვევაში. ლოქსიასის გარეშე არაფერს ვცდით და დავიწყებთ
კეთებას. ჯერ ზედაშეს წავუქცევთ მამას; ეს მოგვცემს გამარჯვებასა და ძალას ყველა საქმეში.

აღმზრდელი მაყურებლებისგან მარცხნივ გადის, ხოლო ორესტე და პილადე მარჯვნივ გადიან.

ელექტრა. ო, სუფთა ნათელო, და მიწის თანაბარწილიანო ჰაერო, 208 ჩემი გლოვის მრავალი
სიმღერა, მრავალჯერ გსმენიათ, როგორ ვკვნესი, [90] როგორ ვიცემ გულში სისხლამდე ხელს, თუკი
ბნელი ღამე უკან დამრჩა. საბრალო ლოგინმა უბედურ სადგომში მხოლოდ ეს იცის, მუდმივი
უძილობისას როგორ დავტირი ჩემს უბედურ მამას, რომელიც ბარბაროსთა მიწაზე სისხლიანმა არესმა
არ მიიღო, დედამ და მისმა საყვარელმა, ეგისთოსმა, როგორც ტყისმჭრელებმა მუხა, ისე აჩეხეს
სასიკვდილოდ ცულით, [100] და ამ დანაშაულს არავინ გლოვობს, ჩემ გარდა, მამავ, რომელიც მოკვდი
ასე სასტიკად და იმსახურებ შეცოდებას; მაგრამ მე არ შევწყვეტ ტირილსა და გლოვას, სანამ ვხედავ
მოელვარე ვარსკვლავთა ციმციმს ან ამ დღის სინათლეს, როგორც ბარტყების დამკარგავი ბულბული არ
მოიშლის გალობას, მეც მამისეულ კართან ხმამაღლა მწარედ ვიტირებ. [110] ო, ჰადესისა და პერსეფონეს
სახლო, მიწისქვეშა ჰერმეს და მძლავრო არა,209 ღმერთების შემზარავო შვილებო, ერინისებო, რომლებიც
უყურებთ უსამართლო მკვლელობებს ან სარეცლის ქურდულად შებღალვას, მოდით, მიშველეთ, შური
იძიეთ მამის მკვლელობაზე, და მე გამომიგზავნეთ ჩემი ძმა. უკვე აღარ გამაჩნია ძალა, მარტომ [120]
ვზიდო მწუხარების ტვირთი.

207
სტრ. 63. ...სიტყვით ცრუდ... – შდრ. ჰეროდოტოსის მოთხრობილი ამბები, IV, 14 და 95.
208
სტრ. 87. თანაბარწილიანი ჰაერი... – ჰაერს დედამიწის თანაბარი წილი აქვს სამყაროში.
209
სტრ. 111. მძლავრი არა... – ორიგინალშია ποτνι᾽Ἀρά „მძლავრი არა“, „მძლავრი წყევლა“.

221
პაროდოსი
სტროფი პირველი

გუნდი. ო შვილო, შვილო უსაძაგლესი დედისა, ელექტრა, რად იტანჯები მუდამ დაუსრულე-
ბელი ტირილით, რომ ოდესღაც უღმერთო ცბიერებით დედაშენმა შეიტყუა აგამემნონი და ბოროტ ხელს
გადასცა? ამისთვის უნდა დაიღუპოს, თუ მაქვს ღვთიური უფლება ამის თქმის. ელექტრა ო,
კეთილშობილთა მოდგმავ, [130] მოხვედი ჩემი ტანჯვის ნუგეშად. ვიცი და ვგრძობ, არ მემალება, არ
მსურს არც ამ საქმის მიტოვება და არც გლოვის შეწყვეტა საბრალო მამაჩემისთვის. ო, მეგობრებო,
რომელთა სიყვარული უპასუხებს ჩემსას, მაცალეთ ვიგლოვო, ო, გევედრებით!

ანტისტროფი პირველი

მაგრამ ვერავინ ჰადესიდან, ყველასთვის საერთო ჭაობიდან, მამას ვერ გაგიცოცხლებს ვერც
ოხვრითა და ვერც ვედრებით. [140] შენ კი შენი დაუსრულებელი ტანჯვით თავს იღუპავ მკვნესარე, ამ
საქციელში ბოროტებისგან ხსნა არ არის. მითხარი, ასე რატომ იტანჯები?
ელექტრა. სამწუხაროა, ბავშვი თუ დაივიწყებს წასულ მშობლებს. ჩემი სულისთვის უფრო
ახლობელია მგლოვიარე, „იტის“, „იტის“ რომ ჭიკჭიკებს მუდამ გაოგნებული ჩიტი,210 ზევსის მაცნე. [150]
აჰ, ღრმად უბედურო ნიობე,211 შენ გთვლი ღმერთად, კლდის საფლავში რომ ქვითინებ მუდამ.

სტროფი მეორე

შვილო, მარტო შენ არ გწვევია ტანჯვა მოკვდავთაგან; მაგრამ შენ შენიანებს გადააჭარბე,
რომლებიც იმავე მშობლებისა და ერთი სისხლისა ხართ, ქრისოთემისი ცოცხალია და იფიანასა, და ისიც,
ვისი განმარტოებული სიყმაწვილეც გლოვითაა სავსე, [160] რა ბედნიერებაა, რომ სახელოვანი მიწა
მიკენე ოდესმე მიიღებს კეთილშობილ ბატონს, ზევსის კეთილგანწყობით წამოყვანილ და ამ მიწაზე
დაბრუნებულ ორესტესს.
ელექტრა. დაუღალავად ველოდები მას, უშვილო, ტანჯული, გაუთხოვარი დავდივარ, ცრემლით
სველი, დაუსრულებელ უბედურებათა ხვედრის მქონე, მან კი დაივიწყა, რაც გადაიტანა და ისწავლა.
ჩემამდე რა [170] ცრუ შეტყობინება არ მოსულა? მუდამ აქ ყოფნა სურს, მაგრამ არ ფიქრობს გამოჩენას.

ანტისტროფი მეორე

გუნდი. გამხნევდი, გამხნევდი, შვილო! ჯერაც ზეცაშია დიდი ზევსი, რომელიც ყველაფერს
ხედავს და მართავს. ერთობ მტანჯველი რისხვა მას მიანდვე, ნურც მეტისმეტად გძულს, ვინც გძულს
და ნურც აპატიებ, რადგან დრო ყოვლისშემძლე ღმერთია. [180] რადგან არც კრისაში, 212 რომელსაც
საძოვრებიანი სანაპიროები აქვს, მცხოვრები აგამემნონის ვაჟი მიგვატოვებს და არც აქერონთან
მბრძანებელი ღმერთი.
ელექტრა. მაგრამ უკვე გავიდა საუკეთესო ნაწილი უიმედო სიცოცხლისა, ძალა აღარ დამრჩა.
ვცხოვრობ შვილების გარეშე, საყვარელი მეუღლე არ მიდგას მხარში, მაგრამ, როგორც უცხოელი მონა,
[190] ვმსახურებ მამისეულ სასახლეში, გაცვეთილი ტანსაცმლით დავდივარ ცარიელ მაგიდებთან.

210
სტრ. 148. ...„იტის“ რომ ჭიკჭიკებს გაოგნებული ჩიტი... – ბულბულად ქცეული პროკნე დასტირის მოკლულ იტისს..
211
სტრ. 150. ნიობე – იხ. ანტიგონე, 824 და შესაბამისი შენიშვნა.
212
სტრ. 180. კრისა – ქალაქი ფოკისში, დელფოსის მახლობლად.

222
სტროფი მესამე

დაბრუნებისას მწუხარე ხმა გაისმა, მწუხარე ხმა მამისეული საწოლიდან,213 როდესაც მთლიანად
სპილენძის სასიკვდილო ცულის დარტყმა მოხვდა. ცბიერებამ უკარნახა, სიყვარულმა მოკლა, სასტიკი
სასტიკად მოამზადეს სახე, თუნდაც ეს ყოფილიყო ღმერთი ან მოკვდავთაგანი, [200] ვინც ეს გააკეთა.
ელექტრა. ო, ყველაზე საძაგელი დღე, რომელიც მე დამიდგა! ო, ღამევ, ენით გამოუთქმელი
ნადიმის საზარელო დარდო, მაშინ მამაჩემმა იხილა უღირსი სიკვდილი ორი მკვლელის ხელიდან,
მაშინ მეც წამართვეს სიცოცხლე ღალატით და დამღუპეს. დიდო ღმერთო ოლიმპოსელო, [210] სასჯელი
მიუზღე ასეთივე ტანჯვით, ვერ ნახონ სიხარული, რაკი ასეთი საშინელება ჩაიდინეს.

ანტისტროფი მესამე

გუნდი. ნურაფერს ნუღარ იტყვი. ნუთუ ვერ ხედავ, რაგვარად ამჟამად საკუთარ უბედურებაში
იძირები ასე სამარცხვინოდ? ბევრი უბედურება დააწიე საკუთარ თავს, მწუხარე სულში მუდამ იწყებ
ომებს; ხელისუფალთან [220] ბრძოლა უშედეგოა.
ელექტრა. საშინელებამ, საშინელებამ მაიძულა. ვიცი, არ დამემალა საკუთარი ვნება; მაგრამ ამ
საშინელებაში არ შევწყვეტ გლოვას, სანამ ცოცხალი ვარ. ვისგან, საყვარელო მეგობრებო, მოვისმენ
გონივრულ სიტყვას, ვინ დამამშვიდებს დროულად? დამანებეთ, დამანებეთ თავი, ნუ მაწყნარებთ,
უკურნებელია ჩემი უბედურება, [230] ჩემი ტკივილი არ შეწყდება, ურიცხვია ეს გოდება.

ეპოდოსი

გუნდი. კეთილი ნებით ვამბობ, როგორც სანდო დედა, ნუ დაუმატებ უბედურებას


უბედურებაზე.
ელექტრა. აქვს თუ არა სასოწარკვეთას ზღვარი? მითხარი, დაღუპულებისადმი უყურადღებობა
კარგია? არის ეს დათესილი ადამიანებში? ასეთი ხალხისგან პატივისცემა არ მჭირდება, [240] დაე, არ
მეღირსოს ბედნიერება და მშვიდი ცხოვრება, მშობლისთვის უღირსად თუ ფრთებს მოვაკვეც ხმამაღალ
გოდებას. რადგან ცხედარი ახლა არავინაა, წევს საცოდავი, ხოლო ჯერაც არ მიეზღო მკვლელებს
სამართალი, არ არის სირცხვილი [250] და მოკრძალება მოკვდავებში.

213
სტრ. 194. მამისეული საწოლიდან... – იგულისხმება სანადიმო საწოლი. ძვ.წ. V საუკუნეში ბერძნები სპეციალურ
საწოლზე იდაყვდაყრდნობილები, წამოწოლილები ქეიფობდნენ; სოფოკლეს ეს ჩვეულება ჰომეროსის ეპოქაში გადააქვს.
აგამემნონის მკვლელობაზე ნადიმისას იხ. ოდისეა, XI, 405-420.

223
პირველი ეპისოდიონი

კორიფაიოსი. მე, შვილო, შენი სიკეთისა და საკუთარი სიკეთისთვის მოვედი და თუ კარგად არ


ვლაპარაკობ, შენ გაიმარჯვე, ჩვენ შენ გამოგყვებით.
ელექტრა. მრცხვენია, ქალებო, თუკი მიგაჩნიათ, რომ მეტისმეტად გაწუხებთ ამდენი გოდებით;
მაგრამ ვითარება მაიძულებს, ვიმოქმედო და მაპატიეთ. აბა, კეთილშობილმა ქალმა როგორ არ უნდა
იმოქმედოს, როდესაც მამის ტანჯვას ხედავს? მე ამას ვხედავდი დღედაღამ მუდამ, [260] იმატებდა და
არ იკლებდა. უპირველეს ყოვლისა, დედისთვის, რომელმაც მშობა, საძულველი გავხდი; შემდეგ
საკუთარ სახლში მამაჩემის მკვლელებთან ერთად ვარ, ისინი მბრძანებლობენ ჩემზე, მათ შეუძლიათ
მომიგდონ რამე ან უარი მითხრან. წარმოიდგინეთ, რა დღეში ვარ, როდესაც მამისეულ ტახტზე მჯდომ
ეგისთოსს ვხედავ; ვხედავ, ტანსაცმელს იცვამს მისას და ცეცხლის კერასთან [270] ზედაშეს ღვრის იქ,
სადაც მოკლა იგი და ვხედავ ამ უკიდურეს ბოროტებას, მკვლელი მამის სარეცელზე საბედისწერო
დედასთან ერთად, თუ შეიძლება, დედა ეწოდოს, ვინც მასთან წვება. ის კი ბედავს ამ ბილწთან
ცხოვრებას, ერინისისაც არ ეშინია; იგი დასცინის თავის ნამოქმედარს, იღებს იმ დღეს, როდესაც
მამაჩემი ცბიერებით მოკლა, [280] აღნიშნავს მას ცეკვითა და სიმღერით და მხსნელ ღმერთებს ცხვრებს
სწირავს. მე უბედური ამას ვხედავ და სახლში ვტირი, ვიტანჯები, ვგლოვობ მამას, რომლის სახელიც
მისცეს ამ ღრმად უბედურ ნადიმს,214 მარტო ვქვითინებ. ტირილითაც არ მაქვს უფლება, გული ვიჯერო
და მოვიოხო. რადგან სიტყვებით კეთილშობილი ქალი ამას ამბობს და ცუდად მკიცხავს: “უღმერთო
საძულველო, მამა მარტო შენ [290] მოგიკვდა? სხვა არავინ გლოვობს მოკვდავთაგან? ასე გიქნია,
ბოროტად დაღუპულხარ და ამ გოდებისგან აღარ დაუხსნიხარ ქვედა ღმერთებს!” აი, ასე თავხედობს,
მაგრამ თუ ყურს მოკრავს, რომ ორესტესი ბრუნდება, მაშინვე ჩემთან მოდის და ყვირის: „შენ არ ხარ ამის
მიზეზი? 215 შენი გაკეთებული არ არის ეს, როდესაც ხელიდან მომტაცე ორესტესი და საიდუმლოდ
გააქციე? მაგრამ იცოდე, ამისთვის საკადრის სასჯელს მიიღებ.“ ამას დაიყეფებს, იმავწამს ეთანხმება
ისიც, [300] მისი სახელგანთქმული ახალი ქმარიც, ეს ცვედანი, ეს სრული არამზადა, რომელიც ქალების
ხელით ომობს! მე კი მუდამ ორესტესს ველოდები, რომელიც დაასრულებს ყველაფერს და ტანჯვით
ვიღუპები. მუდმივად აყოვნებს მოქმედებას და ძველ და ახალ იმედებს ამსხვრევს. ასეთ უბედურებაში,
მეგობრებო, ვერც გონიერი და ვერც მოწიწებული დავრჩები, ცუდ ამბებში ბოროტი განზრახვის
საჭიროება დგება.
კორიფაიოსი. [310] მითხარი, ეგისთოსი ახლოსაა, ამას რომ გველაპარაკები, თუ გასულია
სახლიდან?
ელექტრა. წასულია, რა თქმა უნდა! ახლოს რომ ყოფილიყო, ვერ გამოვიდოდი, მინდორშია
გასული ახლა.
კორიფაიოსი. მაშინ უფრო ხომ არ გავბედო და გამოგკითხო, თუ ეს ასეა?
ელექტრა. ის აქ არ არის ახლა, რა გინდოდა?
კორიფაიოსი. მაშ, გეკითხები: რას იტყვი შენს ძმაზე, ჩამოდის თუ ყოვნდება? მინდა, ვიცოდე.
ელექტრა. თქვა, მაგრამ რასაც ამბობს, არასოდეს აკეთებს.
კორიფაიოსი. [320] უყვარს ადამიანს დიდი საქმის წინ ყოყმანი.
ელექტრა. მე კი მის გადასარჩენად ყოყმანი არ დამიწყია!
კორიფაიოსი. ნუ გეშინია, კეთილშობილია და მეგობრებს გვერდით დაუდგება.
ელექტრა. მჯერა, ეგ რომ არა, ამდენ ხანს ცოცხალიც არ ვიქნებოდი.

214
სტრ. 284. სახელი მისცეს... – ოდისეის IV, 531 ბიზანტიელი კომენტატორის შეტყობინებით, არსებობდა ანდაზური
გამოთქმა „აგამემნონის ნადიმი“ (როგორც არსებობდა „თიესტესის ნადიმი“).
215
სტრ. 295. შენ არ ხარ ამის მიზეზი?.. – ესქილესთან (აგამემნონი, 877-885) კლიტემნესტრამ თავად გააგზავნა ორესტესი
სტროფიოსთან, რომ იგი მამის მკვლელობის მოწმე არ გამხდარიყო. სოფოკლეს მიხედვით, ორესტესი კლიტემნესტრას ხელიდან
დაიხსნა ელექტრამ (შდრ. 601-604, 1130-1133), თორემ დედა შვილს სიკვდილს უმზადებდა, რომ მომავალში მამისთვის შური არ
ეძია. ევრიპიდესთან ორესტესის მხსნელად დასახელებულია ბებერი აღმზრდელი (ელექტრა, 16-18, 415 და შმდგ., 557).

224
კორიფაიოსი. მეტს ნურაფერს იტყვი; ვხედავ, რომ სახლიდან გამოდის იმავე მამისა და დედის
შვილი, ქრისოთემისი, ხელით უჭირავს მსხვერპლშესაწირავი, რომელიც ეკუთვნით მიცვალებულებს.

სახლიდან გამოდის ქრისოთემისი.

ქრისოთემისი. რა სიტყვას ამბობ გამოსასვლელ კარებთან გამოსულო დაო, [330] ნუთუ ამოდენა
დრომ არ გასწავლა, რომ ცარიელია ამაო მრისხანებით სულის დატკბობა?! რამდენადაც საკუთარ თავს
ვიცნობ, ჩემთვისაც მძიმეა დღევანდელი ვითარება, ძალა რომ მქონოდა, ვაჩვენებდი, რასაც ვფიქრობ
მათზე; მაგრამ ახლა, ავდარში, ჩამოშვებული აფრებით უნდა ვიცუროთ, არ უნდა ვიფიქროთ შეტევაზე,
თუ ზიანს ვერ მივაყენებთ. მინდა, რომ შენც ასე იმოქმედო. თუმცა სამართლიანია არა ის, რასაც მე
ვამბობ, არამედ ის, რაც შენ მიგაჩნია, მაგრამ თუ თავისუფალმა უნდა [340] ვიცხოვრო, საჭიროა
ძლიერებს უსმინო ყველაფერში.
ელექტრა. უცნაურია, რომ მშობელი მამაჩვენის შვილმა იგი დაივიწყე და დედაზე კი ზრუნავ.
მთელი შენი რჩევები, რომლებსაც მაძლევ, მისგან გაქვს ნასწავლი, საკუთარს არაფერს ამბობ. მაშ,
აირჩიე, ან უგუნური უნდა იყო, ან გონიერი, რომელსაც მეგობრები აღარ გახსოვს. შენ ახლახან თქვი,
რომ ძალას თუ იპოვიდი, მათ მიმართ სიძულვილს გამოავლენდი. მე კი, რომელიც ყველაფერს ვაკეთებ,
რომ მამისთვის შური ვიძიო, [350] არ მეხმარები და ცდილობ, ამ საქმეს ამარიდო. ეს ხომ უბედურებას
ცბიერებას უმატებს? ამიხსენი ან ჩემგან ისწავლე, რა სარგებლობა მექნება, თუ შევწყვეტ ამ გლოვას. არ
ვცოცხლობ? ცუდად, ვიცი, მაგრამ ჩემთვის საკმარისად. მათ ვაწვალებ, რომ მიცვალებულს პატივი
მივაგო, თუკი რამე სიხარული აქვს იქ. შენ კი თუ გძულს, გძულს სიტყვით, საქმით კი მამის
მკვლელებთან ხარ. მე მათ არ დავუთმობ, თუნდაც ვინმემ [360] მომიტანოს ის საჩუქრები, რომლებითაც
შენ თავს იწონებ. შენთვის დამითმია მდიდრული სუფრა და სიუხვით სავსე ცხოვრება. მე კი დამრჩეს
მხოლოდ მათი გამწარება საკვებად: ვიტყვი, რომ შენ ასეთი ბედი არ გეღირსა, თუმცა გექნებოდა,
გონებისთვის რომ მოგეხმო. ახლა კი, როცა ყველაზე უკეთესი მამის ქალიშვილი გქვია და ლამაზი
დედის შვილობა არჩიე, ბევრისთვის საძულველი ხარ, რაკი მოკლულ მამასა და საკუთარ მეგობრებს
უღალატე.
კორიფაიოსი. ღმერთების სახელით, რისხვას ნუ აჰყვები! სიტყვებში [370] ორივესთან არის
სასარგებლო რამ, შეგიძლიათ ისწავლოთ ორივემ ერთმანეთისგან, გაიგო მისი რჩევა და მან შენი.
ქრისოთემისი. მე, ქალებო, მიჩვეული ვარ უკვე მის სიტყვებს, ახლაც არ ამოვიღებდი ხმას, რომ არ
გამეგონა, რომ უდიდესი უბედურება, რომელიც მას ამ გლოვას ისედაც შეაწყვეტინებს.
ელექტრა. მოდი, გვითხარი, რა საფრთხეა, თუ ჩემი ამჟამინდელ მდგომარეობაზე უარესია, რასაც
ამბობ, მე წინააღმდეგობას არ გავუწევდი.
ქრისოთემისი. მაშ გეტყვი ყველაფერს, რაც კი მე ვიცი. აპირებენ, თუკი ამ გლოვას არ მოეშვები,
[380] გაგაგზავნონ იქ, სადაც მზის სხივებს ვერ დაინახავ, არამედ იცხოვრებ ოთახში გამოკეტილი შორს
სამშობლოდან და შენს უბედურებას უმღერებ ჰიმნს. იფიქრე ამაზე და ნუ გამკიცხავ შემდეგ, როცა რამე
მოგივა: სწორედ ახლაა საჭირო, ბრძნულად იფიქრო.
ელექტრა. მართლა ეს აქვთ ჩემთვის გადაწყვეტილი?
ქრისოთემისი. ნამდვილად აპირებენ, როგორც კი ეგისთოსი დაბრუნდება შინ.
ელექტრა. დაე ჩამოვიდეს, რაც შეიძლება მალე!
ქრისოთემისი. რას იწყევლები სიტყვით, შე უბედურო?
ელექტრა. რომ მოვიდეს და გააკეთოს, რასაც შენ ამბობ.
ქრისოთემისი. [390] რომ შეგეძლოს დაიტანჯო? სადაა შენი გონიერება?
ელექტრა. რომ თქვენგან რაც შეიძლება შორს გავიქცე.
ქრისოთემისი. ეს შენი სიცოცხლე არაფრად მიგაჩნია?
ელექტრა. მართლაც, ჩემი სიცოცხლე გასაოცრად კარგია.
ქრისოთემისი. იქნებოდა კიდეც, შენ რომ გონებისთვის მოგეხმო.
ელექტრა. ნუ მასწავლი იმათს ღალატს, ვინც მიყვარს.
ქრისოთემისი. ხომ არ გასწავლი, მხოლოდ ძლიერებს უნდა დაუთმო.
ელექტრა. შენთვის დაიტოვე მლიქვნელობა, მე ასე არ შემიძლია.

225
ქრისოთემისი. კარგი არაფერია გაუაზრებლად დაცემაში.
ელექტრა. დავეცეთ, თუ საჭიროა მამისთვის შურის საძიებლად.
ქრისოთემისი. [400] მამა ამას მაპატიებს, მე ვიცი.
ელექტრა. ასე ლაჩრები იმშვიდებენ თავს.
ქრისოთემისი. არ მიჯერებ და არ მეთანხმები?
ელექტრა. რა თქმა უნდა! ასე უგუნური ხომ არა ვარ!
ქრისოთემისი. მაშინ წავალ, სადაც გამაგზავნეს.
ელექტრა. საით მიდიხარ? ვისთვის მიგაქვს ეს სამსხვერპლო?
ქრისოთემისი. დედამ გამომგზავნა, მამას რომ საფლავზე დავუღვარო.
ელექტრა. რას ამბობ? მოკვდავთაგან ყველაზე უფრო საძულველს?
ქრისოთემისი. რომელიც თავად მოკლაო, ალბათ, გინდოდა, გეთქვა.
ელექტრა. რომელმა მეგობარმა დაარწმუნა? ვინ შთააგონა?
ქრისოთემისი. [410] ღამეულმა საშინელებამ,216 ასე მგონია.
ელექტრა. მამისეულო ღმერთებო, ახლა მაინც დადექით ჩემთან!
ქრისოთემისი. მისი შიშის გამო სიმამაცე გაგეზარდა?
ელექტრა. მითხარი მისი ხილვა და მე გიპასუხებ.
ქრისოთემისი. მაგრამ მე მხოლოდ ამბის სულ ცოტა რამ ვიცი.
ელექტრა. ეს მაინც მითხარი; პატარა სიტყვებიდან იბადება მოკვდავთა დაცემა ან აღზევება.
ქრისოთემისი. ამბობენ, რომ მან ნახა შენი და ჩემი მამა კიდევ ერთხელ მასთან შესახვედრად
მოსული სინათლეში: მაშინვე აუღია და კერიაში [420] ჩაუდგამს კვერთხი, რომელსაც ადრე თავად
ფლობდა და ახლა ეგისთოსისაა; კვერთხი უეცრად შეფოთლილა, აყვავებულა და ჩრდილი
გადაუფარებია მთელი მიკენის მიწისთვის. სიზმარი მზის ღმერთს გაანდო, მე კი გავიგონე ერთ-ერთი
მოწმისგან, რომელიც იქ იყო. მეტი მე არ ვიცი, ამ შიშის გამო გამომგზავნა. ახლა კი მშობლიურ
ღმერთებს გაფიცებ, დამიჯერე და უგუნურებას არ მიეცე; [430] თუ ახლა უარმყოფ, ისევ მე დამიძახებ,
უბედურებას რომ გადაეყრები.
ელექტრა. საყვარელო დაო, ხელში რაც გიჭირავს, იმ საჩუქრებით საფლავს ნუ შებილწავ;217 ვერ
დაუშვებს ვერც ღვთაებრივი კანონი, ვერც ღვთისმოსაობა, რომ მტერმა ქალმა საჩუქრები და ზედაშე
მიუტანოს მამას: არა, ქარს გაატანე ისინი ან ქვიშაში დამარხე ისინი ღრმად, რომ არ შეაწუხონ მამის
განსასვენებელი, ეს საგანძური მას, როცა მოკვდება, თვითონ შეენახება. რომ არ ყოფილიყო ყველაზე
უფრო თავხედი ქალი, [440] არც კი შეეცდებოდა, მსხვერპლი შეეწირა იმ კაცისთვის, რომელიც
სიცოცხლეს გამოასალმა. თავად გადაწყვიტე, როგორ გგონია, მიცვალებული თავის საფლავში როგორ
მიიღებს მის საჩუქრებს, როდესაც მკვდარიც შეურაცხყო, როგორც მტერი და კიდურები მოჰკვეთა,218
ხოლო განსაწმენდლად მოკლულს თავი ცულის სისხლით მოუთხვარა. ხომ არ გგონია, რომ ამ
მსხვერპლშეწირვით მკვლელის დამღას ჩამოიშორებს?! შეუძლებელია. გაანებე ამას თავი, შენ კი თმის
კულული მოიკვეცე და დაუმატე [450] ჩემი კულულიც, მე უბედურის. მცირეა, მაგრამ მაინც ეს
ყველაფერია, რაც მე მაქვს. აიღე ეს მოუვლელი კულული და ჩემი მდიდრულად მოურთავი, უბრალო
სარტყელი. დაემხვე და ლოცვით შეევედრე, რომ მტრების წინააღმდეგ დამხმარე გამოგვიგზავნოს, და
ახალგაზრდა ორესტესი მოგვივლინოს; შურისმაძიებელმა გადადგას მძლავრი ნაბიჯი მტრების
წინააღმდეგ, მაშინ შევძლებთ მამის საფლავის პატივისცემას და მივუძღვნით საჩუქრებს, რასაც ახლა
ვერ ვაკეთებთ. მგონია, დიახ, მგონია სწორედ მან იზრუნა და [460] ეს უსიხარულო სიზმარი

216
სტრ. 410. ღამეული საშინელება – იხ. ესქილე, ქოეფორები 32-41, თუმცა სიზმრის შინაარსი ესქილესთან სრულიად
განსხვავებულია (526-533).
217
სტრ. 431. საფლავს ნუ შებილწავ... – სოფოკლესეული ელექტრა თავად აძლევს რეკომენდაციას ქრისოთემისს
მსხვერპლშეწირვასთან დაკავშირებით, განსხვავებით ესქილესეული ელექტრასაგან, რომელიც დაბნეულია და არ იცის, როგორ
მიართვას მიცვალებულ მამას მისივე მკვლელისგან გამოგზავნილი საჩუქრები, – ესქილე, ქოეფორები, 84-100.
218
სტრ. 445. კიდურები მოჰკვეთა... – შდრ. ესქილე, ქოეფორები 439-443. მიცვალებულებისთვის კიდურების მოკვეთა
ძველი ბერძნებისთვის ნიშნავდა, რომ მას საიქიოში შურისძიების საშუალება ერთმეოდა. შეგვიძლია შევადაროთ ქართულ
მითოსში ხელის მოჭრის ტრადიციას.

226
გამოუგზავნა. და მაინც, დაო, საკუთარ თავსაც გაუკეთე ეს და მეც დამეხმარე და მასაც, ყველა
მოკვდავისგან უსაყვარლესს მამას, რომელიც ჰადესის საუფლოშია.
კორიფაიოსი. ღვთისმოსაობაზეა, რასაც ქალიშვილი ამბობს, შენ კი თუ ბრძენი ხარ, საყვარელო,
გააკეთე ეს.
ქრისოთემისი. გავაკეთებ. როცა სამართლიანობას ეხება საქმე, კამათი კი არ არის საჭირო, არამედ
უნდა ვიმოქმედოთ. მე ახლა ვცდი გავაკეთო ჩემი საქმე, თქვენ კი, ღმერთების სახელით, გთხოვთ,
დუმილი დაიცვათ, ძვირფასებო; [470] რომ არ გაიგოს ჩემმა მშობელმა დედამ, მწარე ხვედრი მერგება,
მგონია, თუკი ვცდი და ამას გავბედავ.

ქრისოთემისი გადის მაყურებლებიდან მარჯვნივ.

227
პირველი სტასიმონი

სტროფი

გუნდი. თუკი უგუნურ მისნად არ ვშობილვარ და არ მაკლია ბრძნული მსჯელობა, უნდა მოვიდეს
წინასწარმეტყველად სამართალი და მოიტანოს ორივე ხელით უმწიკვლო ძალა. იგი მოვა, შვილო,
ძალიან მალე. სიმამაცით გავივსე, [480] როდესაც ვისმინე ამ მშვენიერი სიზმრის ამბავი. არ დავიწყებია
შენს შემქმნელს, ბერძენთა ბელადს, ბრინჯაოს ძველი ორლესული ცული, რომელმაც სამარცხვინო
ძალადობით მოკლა იგი.

ანტისტროფი

მოვა მრავალფეხიანი და მრავალხელიანი, საშინელ [490] ჩასაფრებებში დამალული


სპილენძისფეხიანი ერინისი. დანაშაულებრივი უკანონო ქორწინება შეიბღალა მკვლელობით,
ღვთაებრივი კანონის წინააღმდეგ. შურისძიების დრო დადგა, მჯერა, მჯერა, დაისჯებიან ამ ზმანების
მიხედვით [500] ამის გამკეთებლები და შეთქმულები. მოკვდავთა წინასწარმეტყველება ამ საშინელ
სიზმარში ღვთის მიერ გაცხადებულია, იგი აღსრულდება და სიკეთეს მოიტანს.

ეპოდოსი

ო, პელოფსის ოდინდელი საბედისწერო სრბოლა, რომელმაც სამარადჟამო უბედურება მოუტანა


ამ მიწას. წყალში გადაგდებული მირტილოსი მიიცვალა, [510] რადგან ოქროს ეტლიდან სამარცხვინო
ძალადობით ძირფესვიანად ამოთხრილი მოისროლე; მას შემდეგ არ მიუტოვებია ეს სახლი
მრავალტანჯულ უბედურებას.219

219
სტრ. 505-515. საბედისწერო სრბოლა... მრავალტანჯულ უბედურებას... – მირტილოსმა სცადა პელოფსის მეუღლის,
ჰიპოდამიას, ცდუნება. განრისხებულმა პელოფსმა პელოპონესოსის აღმოსავლეთ სანაპიროდან ზღვაში მოისროლა მოძალადე.
სიკვდილის წინ მირტილოსმა დაწყევლა პელოფსი. ეს წყევლა გამოჰყვა პელოფსის ოჯახის შთამომავლებს, მათ შორის, ატრევსს,
თიესტესს, აგამემნონს, ეგისთოსს, მენელაოსს, ორესტესსა და ქრისიპოსს.

228
მეორე ეპისოდიონი

სასახლიდან მოახლეებთან ერთად გამოდის კლიტემნესტრა

კლიტემნესტრა, ელექტრას. გამოქცეულხარ, ასე ჩანს და აქ წრიალებ, რადგან არ არის აქ


ეგისთოსი, მხოლოდ მას შეეძლო, არ გამოეშვი კარიბჭის მიღმა, რომ შინაურები არ გაგელანძღა; მაგრამ
ახლა, როდესაც არ არის იგი, ყურადღებას [520] არ მაქცევ მე. და მაინც ბევრ ვინმესთან ჩემზე ბევრ სიავეს
ამბობ, რომ უსამართლოდ ვმართავ და ცუდად გექცევი შენ და შენიანებს. ჩემში არ არის ძალადობა,
შენზე კი ცუდს ვამბობ, რადგან შენგან ცუდი მესმის ხშირად. მამაშენი, სხვა არაფერი, მხოლოდ ესაა
საბაბი მუდამ, რომ მე მოვკალი. დიახ, მე, კარგად ვიცი. არ უარვყოფ. სამართალმა დაამხო ის, მარტო მე
არა, შენც უნდა დამხმარებოდი, საღ გონებაზე რომ ყოფილიყავი. [530] თავად მამაშენმა, რომელსაც
მარად დასტირი, ყველა ბერძენთაგან ერთადერთმა გაბედა და შენი და, შენი საკუთარი სისხლი და
ხორცი შესწირა ღმერთებს;220 მან ხომ მხოლოდ დათესა და ჩემნაირი ტკივილი არ უგრძნია, როდესაც მე
ვშობე იგი. აბა, მითხარი ახლა, რატომ, ვისი გულისთვის შესწირა იგი? არგოსელებისთვისო, ამბობ? არა,
მათ არანაირი უფლება არ ჰქონდათ, ჩემი შვილი მოეკლათ. და თუ თავისი ძმის, მენელაოსის,
გადასარჩენად მომიკლა შვილი, ამისთვის არ უნდა ეზღო ჩემ წინაშე? თავად მენელაოსს ორი შვილი არ
ჰყავდა, 221 [540] ისინი უფრო არ უნდა დახოცილიყვნენ, თუკი მათმა მამამ და დედამ გამოიწვიეს ის
ლაშქრობა? თუ ჰადესს ჩემი შვილებით ნადიმის წადილი უფრო ჰქონდა, ვიდრე იმისი? თუ წყეულ მამას
ჩემგან შობილი შვილები სძულდა და მენელაოსისა უყვარდა? ეს უგუნური და ბოროტი მამის ნიშანი არ
არის? მე ასე მგონია, თუმცა შენგან განსხვავებულს ვამბობ. ამას იტყოდა ჩემი მოკლული შვილიც, ხმა
რომ ჰქონოდა. ასე რომ, რაც გავაკეთე, იმაზე არ [550] ვდარდობ, ხოლო თუ შენ გგონია, რომ დამნაშავე
ვარ, ჯერ გონებას მოუხმე, სანამ ვინმეს გაკიცხავ.
ელექტრა. ახლა ვერ იტყვი, რომ მე მოგეცი მიზეზი, რომ ის სიტყვები გეთქვა, რაც ვისმინე; მაგრამ
თუ ნებას დამრთავ, მოკლულ მამაზედაც გეტყვი სიტყვას და ჩემს დაზედაც.
კლიტემნესტრა. თანახმა ვარ, თუკი ამგვარი სიტყვებით მომმართავ ყოველთვის, ძნელი არ
იქნება, რომ მოგისმინო.
ელექტრა. მაშ გეტყვი. ამბობ, რომ მამა მომიკალი. რა შეიძლება იყოს ამ სიტყვაზე უფრო
სამარცხვინო, [560] სამართლიანად ქენი თუ არა? გეტყვი მაინც, რომ უსამართლოდ მოკალი, რადგან
აქამდე მიგიყვანა ბოროტი კაცის მორჩილებამ, რომელსაც ახლაც უწევხარ. ჰკითხე მონადირე არტემისს,
რატომ სჯიდა, ყველა ქარი რომ ავლისში დააყოვნა; მე გეტყვი, მისგან გამოკითხვა ხომ არ შეგვიძლია.
ერთხელ მამაჩემი, როგორც მსმენია, ქალღმერთის ჭალაში ნადირობდა და ფეხის ხმით დააფრთხო
ხალებიანი ქორბუდა ირემი, 222 ესროლა და რომ მოარტყა, სატრაბახო სიტყვა დასცდა. [570] ამან
განარისხა ლეტოს ქალწული, დააყოვნა აქაველები, სანამ ცხოველის სანაცვლოდ აგამემნონი საკუთარ
ქალიშვილს არ შესწირავდა. აი, ამას შეეწირა, რადგან ფლოტის ხსნა სხვა არ იყო, ვერც სახლში
ბრუნდებოდა და ვერც ილიონში მიდიოდა. ამ მიზეზით, დიდი წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ,
ბოლოს მაინც იძულებული შეიქნა, შეეწირა იგი, არა მენელაოსის გულისთვის; მაგრამ დავუშვათ, ისე
იყო, როგორც შენ ამბობ და მის დასახმარებლად გააკეთა, ამის გამო უნდა მოგეკლა? რომელი კანონით?
[580] შეხედე: ასეთ კანონს თუ უწესებ მოკვდავთ, საკუთარ თავს უბედურება და სინდისის ქენჯნა არ

220
სტრ. 531. საკუთარი სისხლი და ხორცი შესწირა ღმერთებს... – იგულისხმება მსხვერპლშეწირვა ავლისში, როდესაც
აგამემნონმა არტემისს შესწირა თავისი ასული იფიგენია, რათა ბერძნული ფლოტის ტროაში გამგზავრება უზრუნველეყო (იხ.
563-576). შდრ. ესქილე, აგამემნონი, 228-247 და 1525-1529. კლიტემნესტრა იმავე არგუმენტით იმართლებს თავს.
221
სტრ. 539. თავად მენელაოსს ორი შვილი არ ჰყავდა?.. – ჰომეროსი (ოდისეა, IV, 12-14) და მისი შემდეგომი ტრადიცია
(მაგალითად, ევრიპიდე, „ანდრომაქე“ და „ორესტესი“) იცნობენ მენელაოსის მხოლოდ ერთ ასულს – ჰერმიონეს; სოფოკლე აქ
ეყრდნობა „ქალთა კატალოგში“ წარმოდგენილ ვერსიას, რომელიც ჰესიოდეს მიეწერება; იხ. ფრ. 175, სადაც ნათქვამია, რომ
ჰელენემ „ომში სახელგანთქმულ ატრეიდესს უშვა ასული ჰერმიონე / და მძლავრი ვაჟი, არესის საყრდენი, ნიკოსტრატოსი“. შდრ.
აპოლოდოროსი III, 11, 1.
222
სტრ. 568. ...ხალებიანი ქორბუდა ირემი... – ირემი არტემისის საკულტო ცხოველია.

229
დაუწესო. თუ ერთის გულისთვის მეორეს მოვკლავთ, შენ პირველი უნდა მოკვდე, თუ სამართალს
გადაეყრები; მაგრამ, ცხადია, რომ ცარიელი საბაბი მოიფიქრე. თუ გინდა, მითხარი, რისი გულისთვის
ჩაიდინე ეს უსამარცხვინოესი საქციელი, რატომ მიუწექი მკვლელს, რომელთან ერთადაც მამაჩემი
სიცოცხლეს გამოასალმე ჯერ და შვილებს უჩენ, 223 ხოლო ადრეული უბიწო შვილები [590] უბიწო
მშობლებისგან შობილი გადაგდებული გყავს. როგორ მოვიწონო ეს? თუ მეტყვი, რომ ქალიშვილის
გულისთვის შურისძიებით გააკეთე ეს? სამარცხვინოა, ასეც რომ თქვა, არ არის კარგი, მტრებს
მისთხოვდე ქალიშვილის გამო; მაგრამ არ შემიძლია, გონზე მოგიყვანო, სულ იმას გაყვირი, რომ მე
დედას ვლანძღავ. ამასობაში შენ ბატონად უფრო მიმაჩნიხარ, ვიდრე დედად, ისეთი უბედური
ცხოვრებით ვცხოვრობ და ისეთ სიავეს [600] ვიტან შენგან და შენი ქმრისაგან. მეორე შვილი კი გარეთაა,
ხელიდან რომ ძლივს დაგისხლტა, საბრალო ორესტესი, უბედური ცხოვრებით ცხოვრობს;
შურისმაძიებლად ზრდიო, ამის გამო ხშირად ბრალს მდებ და თუ ძალა მექნა, ასეც ვიზამ, კარგად
იცოდე ეს; ამის გამო ყველასთან მიწოდე, თუ გინდა, ბოროტი ან ენაგრძელი, ან ურცხვობით სავსე.
რადგან თუკი ამგვარ საქმეთა მცოდნე დავიბადე, შენს ბუნებას ძნელად თუ შევარცხვენ.
კორიფაიოსი. [610] ვხედავ, რომ რისხვით სუნთქავს; სამართლიანობა ახლავს თუ არა, ამას ჯერ
ვერ ვხედავ.
კლიტემნესტრა. როგორ უნდა ვიზრუნო ასეთ ქალიშვილზე, რომელიც ასე თავხედობს მშობელ
დედასთან, რომელიც ამდენი ხნისაა? ხომ არ ფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა იკადრო უსირცხვილოდ?
ელექტრა. ახლა კი დარწმუნებული იყავი, რომ მე მართლა მრცხვენია ამის გამო, თუმცა მე მგონია,
რომ შენ არა. ვიცი, რომ ჩემი საქციელი არ შეესაბამება ჩემს ასაკს და მეც არ შემეფერება; მაგრამ მტრობა,
რომელიც შენგან მოდის და შენი [620] საქციელი, მაიძულებს მწვავე აუცილებლობით ეს გავაკეთო;
რადგან გასაკიცხი საქმეები ნასწავლია გასაკიცხ მაგალითებზე.
კლიტემნესტრა. სამარცხვინო არსება ხარ! ჭეშმარიტად მე და ჩემი სიტყვა და ჩემი საქმენი
მეტისმეტად ბევრს გაძლევს შენ, რაზედაც შეიძლება ილაპარაკო.
ელექტრა. შენ ამბობ ამას, მე არა; რადგან შენ სჩადიხარ საქმეებს, ხოლო საქმენი სიტყვებს
პოულობენ.
კლიტემნესტრა. ვფიცავ ჩვენს ქალბატონ არტემისს, ამ თავხედობის შედეგს ვერ გაექცევი,
როგორც კი ეგისთოსი დაბრუნდება.
ელექტრა. ხედავ? მძვინვარება გიპყრობს და თუმცა თავისუფალ სიტყვას მაძლევ, მაგრამ
მოთმინება არ გყოფნის, მოისმინო.
კლიტემნესტრა. [630] ახლა არ მომცემ ნებას, რომ მსხვერპლი შევწირო ავბედითი ყვირილის
გარეშე, როდესაც მე ნება დაგრთე, რაც გინდოდა, გელაპარაკა.
ელექტრა. ნებას გრთავ; მოგიწოდებ კიდევაც: მსხვერლი შესწირე! მაგრამ ბრალს ნუ სდებ ჩემს
ხმას, რადგან მე არ ვიტყოდი მეტ სიტყვას.
კლიტემნესტრა. მოიტანე, ჩემო მსახურო, მრავალი ხილის შესაწირი, რომ მე შევძლო ჩემი
ლოცვების აღვლენა ჩემი ამჟამინდელი შიშისგან გასათავისუფლებლად ჩვენი მეფის ხატებისადმი.
სხივოსანო, ჩვენო მცველო, მოისმინე ჩემი ლოცვა, თუნდაც დახშული ხმით. რადგან მე არ მოვმართავ
მეგობრებს ვედრებით და მე არ შემეფერება ყველაფერი ეს განვუმარტო [640] სინათლეს, რადგან იგი
დგას ჩემ გვერდით, რომ თავისი სიმწარითა და თავისი მყვირალა ენის ხმაურით არ დათესოს
გაუაზრებელი ჭორები მთელ ქალაქში. და მაინც, მისმინეთ ამგვარად, რადგან მე სწორედ ასე
ვილაპარაკებ. ის ზმანება, რომელიც წუხელ ვიხილე ორაზროვან სიზმარში – თუ ეს ჩვენება ჩემი
სიკეთისთვის იყო, ლიკიელო მეფევ, დაე აღსრულდეს, მაგრამ თუ ჩემთვის საზიანოა, ესროლე იგი უკან
მათ, ვინც მე მაზიანებს. და თუ ვინმე აპირებს ღალატით გამაძევოს ამჟამინდელი კეთილდღეობიდან,
არ მისცე ნება მათ, [650] არამედ მომეცი საშუალება, რომ მარად უვნებლად ვიცხოვრო და შემეძლოს
ვმართო ატრეიდესების სახლი და მათი ტახტი, გავიყო ბედნიერი დღეები მეგობრებთან, რომლებიც
ახლა იყოფენ მათ და ჩემს იმ შვილებთან, რომლებიც არ მმტრობენ და არ მამწარებენ. ო, ლიკიელო

223
სტრ. 588. შვილებს უჩენ... – ტრადიციისათვის ცნობილია ეგისთოსისა და კლიტემნესტრას ასულები ერიგონე და
ჰელენე, ასევე ვაჟი – ალეტესი (გიგინუსი, 122 – მართალია, აქ დედის სახელი მითითებული არ არის). შდრ. ევრიპიდე, ელექტრა
62. ერიგონეს სახელით ცნობილი იყო სოფოკლეს ტრაგედია, რომელიც არ შემორჩენილა (ფრ. 376 და შმდგ).

230
აპოლონ, ისმინე ეს ლოცვები და კეთილგანწყობით მაჩუქე ყველაფერი, რასაც ვითხოვ! რაც შეეხება
ყველა ჩემს სხვა ლოცვას, თუმცა კი ვდუმვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ შენ, უფალო, იცი ისინი, რადგან
სწორია, რომ ზევსის შვილები ყველაფერს ხედავდნენ.

შემოდის ორესტესის აღმზრდელი.

აღმზრდელი, გუნდს. [660] როგორ გავიგო ცხადად, უცხოელო ქალებო, არის თუ არა აქ ტირან
ეგისთოსის სასახლე?
გუნდი. ეს არის სასახლე, შენ თვითონ სწორად გამოიცანი.
აღმზრდელი. მიზანს ვახვედრებ თუ არა, თუკი ვვარაუდობ, რომ ეს ქალბატონი მისი მეუღლეა?
იგი მართლაც მეფურად გამოიყურება.
გუნდი. დანამდვილებით ასეა; იგი არის შენ წინაშე.
აღმზრდელი. სალამი, მბრძანებელო! მომაქვს შენთვისა და ეგისთოსისთვის ბედნიერი ამბავი
მეგობრისაგან.
კლიტემნესტრა. ვიღებ შენს მოსალმებას; მაგრამ ჯერ მინდა, გავიგო, ვის შეეძლო შენი გამოგზავნა.
აღმზრდელი. [670] ფანოტევს ფოკისელმა მომცა მძიმე ამოცანა.
კლიტემნესტრა. როგორი, უცხოელო? მეგობარი კაცისგან მოვდივარ და ასე გავიგე, კარგი ამბავი
მომაქვსო.
აღმზრდელი. მოკვდა ორესტესი, მოკლედ რომ ვთქვა.
ელექტრა. ვაი მე უბედურს! დავიღუპე დღეს.
კლიტემნესტრა. რას ამბობ, რას ამბობ, უცხოელო? ამ გოგოს ნუ უსმენ!
აღმზრდელი. ორესტესი მოკვდა-მეთქი, გითხარი და ისევ ვამბობ.
ელექტრა. დავიღუპე უბედური! უკვე აღარ ვარ.
კლიტემნესტრა, ელექტრას. შენ, წადი, საქმეს მიხედე. შენ, უცხოელო, სიმართლე მითხარი,
როგორ მოისპო იგი.
აღმზრდელი. [680] მე ამ მიზნით გამომგზავნეს და ყველაფერს მოგიყვებით. იგი გაემართა წმინდა
ადგილისკენ, რომელიც საბერძნეთის საერთო დიდებას წარმოადგენს, რომ დელფოსის
ჯილდოებისთვის ეასპარეზა. ისმინა მაცნეს მოწოდება სირბილში, პირველ ასპარეზობაში,
მონაწილეობაზე და იგი ჩაეწერა სიაში, ბრწყინვალედ მომზადებული, საოცრება იყო ყველას თვალში.
როდესაც მან დაასრულა ასპარეზობა იმავე ადგილას, სადაც დაიწყო, ის გამოვიდა გამარჯვების
სახელოვანი დიდებით. მეტი რომ ვთქვა ნაკლები სიტყვებით, მე არ ვიცი კაცი, რომლის საქმენი და
გამარჯვებები დაემთხვეოდა მისას. [690] მაგრამ ეს ერთი რამ უნდა იცოდეთ: ყველა შეჯიბრებაში,
რომელსაც აცხადებდნენ მსაჯულები, ჯილდოს იღებდა და ხალხი მას ბედნიერად მიიჩნევდა იმდენად
ხშირად, რამდენადაც მაცნე აცხადებდა მას: არგოსელი, სახელად ორესტესი, ძე აგამემნონისა, რომელმაც
ოდესღაც უხელმძღვანელა ბერძნების სახელგანთქმულ ლაშქრობას. ჯერ ორესტესი იმარჯვებდა,
როგორც მე აღვწერე; მაგრამ როდესაც ღმერთი ზიანს აგზავნის, ძლიერი კაციც კი ვერ გადარჩება.
რადგან მეორე დღეს, მზის ამოსვლისთანავე რომ ფეხმარდი ცხენების ასპარეზობა ტარდებოდა, [700] მან
მონაწილეობა მიიღო სხვა მრავალ ეტლთან ერთად. ერთი აქაველი იყო, ერთიც სპარტელი, ორნი
ლიბიელები იყვნენ, ეტლის დიდოსტატები; ორესტესი, რომელიც თესალიელ ფაშატებს მართავდა,
მეხუთედ მოვიდა მათში; მეექვსე ეტოლიელი იყო წაბლისფერი კვიცებით; მაგნესიელი იყო მეშვიდე;
მერვე, თეთრი ცხენებით, ენიური მოდგმისა იყო; 224 მეცხრე იყო ღმერთების მიერ დაფუძნებული
ათენიდან; აქ იყო ბეოტიელიც, რომელსაც მეათე ეტლი ეპყრა. დაიკავეს თავიანთი ადგილები, როგორც
დანიშნულმა მსაჯულებმა [710] დაანაწილეს წილისყრით და დააყენეს ეტლები. შემდეგ, ბრინჯაოს
საყვირის ხმაზე, დაიწყეს. ყველა უყვიროდა თავის ცხენებს და სადავეებს ხელში არხევდა; მთელი გზა
სავსე იყო მოგრიალე ეტლების ხმაურით; მტვერი ავარდა ზემოთ. ერთად შექუჩდა ყველა, წკეპლას კი

224
სტრ. 704-707. ...ეტოლიელი... – ეტოლიიდან, შუა საბერძნეთის სამხრეთ-დასავლეთიდან. მაგნესია – მხარე თესალიის
აღმოსავლეთით. ენიელი – თესალიის სამხრეთი ტომის წარმომადგენელი.

231
არ ზოგავდა არავინ, რომ გადაესწრო მოწინააღმდეგის ბორბლებისა და ცხენებისათვის, რადგან მათ
ზურგს უკან, მბრუნავ ბორბლებს მოსდევდა აქაფებული ცხენების სუნთქვა. [720] ორესტესი მიაქანებდა
ეტლს მოსაბრუნებელი ბოძის ახლო კიდისკენ და ყოველ ჯერზე კინაღამ ეხებოდა თავისი ბორბლით,
მარჯვენა კიდურა ცხენის სადავე მიუშვა, ხოლო მარცხენასი მოიზიდა და ასე შემოუარა მიჯნას.225 ამ
წუთისთვის ყველა ეტლი მწყობრში იყო. მაგრამ შემდეგ ენიელის ჭირვეული ცხენები, მეექვსე წრის
ბოლოს, მეშვიდის დასაწყისში, ისე გაშმაგდნენ, რომ შუბლით შეასკდნენ ლიბიურ ეტლს. ამ უბედური
შემთხვევის შედეგად, ეტლები ერთმანეთს შეეჯახნენ და დაიმსხვრნენ და მთელ [730] კრისას
სარბიელზე დამსხვრეული ეტლები დახვავდა. ეს რომ დაინახა, გამჭრიახი ათენელი მეეტლე გზიდან
გადავიდა და გაჩერდა, საშუალება მისცა ცხენების ნაკადს გაევლო ეტლებისა და ცხენების გროვისაკენ.
ბოლოს მოაჭენებდა ეტლს ორესტესი, რომელიც ცხენებს უკან აკავებდა, რადგან სრბოლის დასასრულს
ენდობოდა; მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ათენელი მარტო იყო დარჩენილი, გულის გამგმირავად
შესძახა, თავისი სწრაფი კვიცების სმენა შეაზანზარა და უკან დაედევნა. უღელი უღელს გაუსწორდა,
ორივე გაიქცა, ხან ერთის, ხან მეორის [740] თავი გამოჩნდებოდა მოწინააღმდეგის ეტლის წინ. ამ
წამამდე ავბედითი ორესტესი უსაფრთხოდ გადიოდა ყველა წრეს წელგამართული თავისი გაწყობილი
ეტლით; მაგრამ შემდეგ მან მოუშვა მარცხენა სადავე, როდესაც ცხენი ბრუნდებოდა და უნებლიეთ
შეასკდა ბოძის კიდეს და ხელნა ორად გადატყდა. ეტლის მოაჯირიდან გადმოვარდა, მოჭრილმა
სადავეებმა დაიჭირა და მიწაზე რომ დაეცა, მისი კვიცები დაიფანტნენ სარბენ ბილიკზე; როდესაც
ხალხმა დაინახა, რომ ჩამოვარდა [750] ეტლიდან, გაისმა ახალგაზრდა კაცისადმი სიბრალულის
ყვირილი, კაცისადმი, რომელმაც ასეთი საქმეები ჩაიდინა და ასე უიღბლო აღმოჩნდა – ჯერ მიწას
დაასკდა, მერე ფეხები ზეცისკენ აუვარდა; ბოლოს მეეტლეები მისცვივდნენ, ძლივს დააცხრეს მისი
ცხენები, გამოიხსნეს სადავეებისგან, იმდენად იყო სისხლით მოთხვრილი, რომ ვერც ერთი მეგობარი,
თუ დაინახავდა, ვერ იცნობდა მის უბადრუკ ცხედარს. მაშინვე დაწვეს კოცონზე და რჩეულ
ფოკისელებს ახლა მოაქვთ მისი მძლავრი სხეულის მწუხარე ნეშტი პატარა ბრინჯაოს ურნით, [760] რომ
მან სათანადო საფლავი იპოვოს თავის სამშობლოში. ასეთია ჩემი მონათხრობი, მწარეა მოსასმენადაც კი,
მაგრამ ჩვენთვის, მოწმეების, დამკვირვებლებისთვის, ეს იყო უდიდესი მწუხარება, რაც კი უნახავს ჩემს
თვალებს.
გუნდი. ოჰ, ოჰ! ისე ჩანს, რომ ახლა მთელი მარაგი ჩვენი ძველი ბატონებისა ძირფესვიანად
ამოითხარა.
კლიტემნესტრა. ო ზევს, როგორ ვუწოდო ამ მოვლენას – ბედნიერი? თუ საშინელი, თუმცა
სასარგებლო? ეს მწარე ამბავია, როდესაც ჩემი უბედურებით გადავარჩენ საკუთარ სიცოცხლეს.
აღმზრდელი. რატომ ხარ ასე დათრგუნვილი, ქალო, ამ ამბით?
კლიტემნესტრა. [770] საშინელი ძალა აქვს დედობას: დედას შეიძლება ცუდად მოეპყრონ, მაგრამ
მას არ შეუძლია სიძულვილი იგრძნოს მათ მიმართ, ვინც შობა.
აღმზრდელი. მაშ, ისე ჩანს, რომ ამაოდ მოვსულვარ.
კლიტემნესტრა. არა, ამაოდ არა; როგორ ამბობ, ამაოდო, როდესაც მე მომიტანე მისი სიკვდილის
მყარი მტკიცებულება? იგი ჩემი სულისგან იშვა, მაგრამ ჩემი ძუძუ და ჩემი აღზრდა რომ დატოვა, გახდა
დევნილი, მთლიანად უცხო ჩემთვის. მე კი, მას შემდეგ რაც ეს მიწა დატოვა, არ ვუნახავვარ; მაგრამ
მამამისის მკვლელობაში მდებდა ბრალს და საშინლად მემუქრებოდა, [780] ასე რომ, არც ღამით და არც
დღისით ტკბილი ძილი არ მქონია, არამედ გარდაუვალი წამი მაიძულებდა ისე მეცოცხლა, თითქოს
სიკვდილს ვაპირებდი. ახლა მაინც, მას შემდეგ, რაც მისგან და ამ გოგოსგან საშინელებას გადავურჩი, ამ
უდიდეს შავ ჭირს, რომელიც ჩემს სახლში ცხოვრობდა და გაუზავებლად სვამდა ჩემს სასიცოცხლო
სისხლს, ახლა მე, ასე მგონია, მიუხედავად მისი ყველა მუქარისა, შევძლებ გავიარო დარჩენილ დღეები
მშვიდობაში.
ელექტრა. ვაი მე უბედურს! ახლა, მართლაც, ორესტეს, უნდა დავიტირო შენი უბედურება,
რადგან, მკვდარი ხარ და [790] მაინც ძალადობს შენზე დედა! კარგია, არა?

225
სტრ. 723. შემოუარა მიჯნას – ეტლით სრბოლაში ყველაზე რთული მონაკვეთი სწორედ მიჯნისთვის შემოვლა იყო.
უბედური შემთხვევები ხშირად სწორედ აქ ხდებოდა, რადგან დროის მოგების მიზნით მეეტლეები ცდილობდნენ, რაც შეიძლება
ახლოდან შემოევლოთ მიჯნისთვის.

232
კლიტემნესტრა. შენთვის არა, მაგრამ მისთვის რაც არის, კარგია.
ელექტრა. უსმინე მას, ახლახან წასულის ნემესის!
კლიტემნესტრა. მოუსმინა, ვისაც საჭირო იყო და კარგად განსაზღვრა.
ელექტრა. ითავხედე: ბედი შენთანაა დღეს.
კლიტემნესტრა. ორესტესი და შენ ვეღარ შემაჩერებთ, ხომ ასეა?
ელექტრა. ეს ჩვენ ვართ შეჩერებულები; ჩვენ ვერ გაჩერებთ.
კლიტემნესტრა. შენი მოსვლა, უცხოელო, დიდ სამაგიეროს იმსახურებს, თუკი შეაჩერე მისი
ხმაურიანი ენა.
აღმზრდელი. მაშინ მე წავალ, თუ ყველაფერი კარგადაა.
კლიტემნესტრა. [800] სულაც არა; შენი ცუდად მიღება არ შემეფერება არც მე და არც ჩემს
მეგობარს, რომელმაც შენ გამოგგზავნა. არა, შემოდი. ეს გოგო აქ დავტოვოთ, იყვიროს ხმამაღლა
საკუთარ და თავისი მეგობრების უბედურებაზე.

კლიტემნესტრა და აღმზრდელი შინ შედიან.

ელექტრა. რას ფიქრობთ? ხომ გგონიათ, რომ იგი, საბრალო ქალი, ტიროდა და გოდებდა, როგორც
მგლოვიარე, ტანჯული ქალი თავისი ამგვარად გარდაცვლილი შვილის გამო? არა, სიცილით დაგვტოვა!
ვაი მე უბედურს! უსაყვარლესო ორესტეს, შენი სიკვდილით დამღუპე. შენმა აღსასრულმა გულიდან
ამომგლიჯა [810] ერთადერთი იმედი, რომელიც ჯერ კიდევ მქონდა: რომ ცოცხალი იქნებოდი, რომ
ერთხელ დაბრუნებულიყავი მამისთვის შურის საძიებლად, ასევე ჩემთვის და ჩემი ტანჯვისთვის. ახლა
საით უნდა მოვბრუნდე? მე მარტო ვარ, შენგან მოტყუებული, როგორც მამაჩემისგან. ამის შემდეგ ისევ
მონა უნდა გავხდე იმათ შორის, ვინც ყველაზე უფრო მძულს, მამაჩემის მკვლელები. ხომ წესრიგში ვარ?
მაგრამ, სულ ცოტა, დარჩენილ დროში არასოდეს არ შევალ სახლში, რომ მათთან ერთად ვიცხოვრო. არა,
დავწვები ამ კართან, უმეგობროდ, თანდათანობით გავაქრობ ჩემს დღეებს. [820] შესაბამისად, მომკლას
ვინმემ, თუ განრისხდება ამ სახლში მყოფი ვინმე. მადლია, თუ მომკლავს, ტკივილია, სანამ ვცოცხლობ.
სიცოცხლის სურვილი აღარ მაქვს.

233
კომოსი
სტროფი პირველი

გუნდი. სად არის ზევსის ელვა და კაშკაშა მზე, თუ ისინი ამ ამბებს უყურებენ და მშვიდად
ფარავენ?
ელექტრა. აჰ, აჰ!
გუნდი. შვილო, რატომ ტირი?
ელექტრა. ოჰ!
გუნდი. [830] ნუღარ კვნესი!
ელექტრა. გულს მიკლავ!
გუნდი. როგორ?
ელექტრა. თუ შემომთავაზებთ, რომ იმათი იმედი შევინარჩუნო, რომლებიც მყარად გადავიდნენ
ჰადესში, ფეხქვეშ გამთელავ და თანდათან დამასუსტებ.

ანტისტროფი პირველი

გუნდი. რადგან ვიცი, რომ მბრძანებელი ამფიარაოსი ცოლის ოქროს ყელსაბამით მახეში გაება.
ახლა მიწისქვეშეთშია.
ელექტრა. აჰ, აჰ, ვაი!
გუნდი. იგი მბრძანებლობს ცოცხალთა გონებით.
ელექტრა. ვაი!
გუნდი. ვაი, მართლაც! მკვლელებისთვის...
ელექტრა. მოკლეს.
გუნდი. დიახ.
ელექტრა. ვიცი, ვიცი. რადგან აღდგა შურისმაძიებელი მგლოვიარე მკვდრებისთვის. მე კი არ
დამრჩა არავინ; ის, ვინც რჩებოდა, ღმერთებმა წაიყვანეს.

სტროფი მეორე

გუნდი. უბედური უბედურებას აწყდები!


ელექტრა. [850] რა კარგად ვიცი ეს, მეტისმეტად კარგად, ჩემი ცხოვრებით, რომელიც
გამსჭვლულია ძრწოლისა და საშინელებების თვეებით!
გუნდი. ჩვენ მოწმე ვიყავით მოვლენებისა, რომელზედაც დარდობ.
ელექტრა. მაშ, ნუღარ გადამახვევინებ ამ გზიდან, რადგან მეტად არ...
გუნდი. რას ამბობ?
ელექტრა. რადგან მეტად აღარ მაქვს ჩემი ძმის იმედი, ჩვენი საერთო სახელოვანი მოდგმის
თესლი ვეღარ დამეხმარება.

ანტისტროფი მეორე

გუნდი. [860] ბუნება ყველას სიკვდილს აკუთვნებს.


ელექტრა. როგორ, ისეთს, რომლითაც ის უბედური მოკვდა სწრაფი ჩლიქების სრბოლაში,
სადავეებში გახლართული?!
გუნდი. წარმოუდგენელი დასახიჩრება!
ელექტრა. დიახ, ასეა, როცა უცხო მიწაზე ხარ, როდესაც ჩემი ხელი დააკლდა...
გუნდი. აფსუს!
ელექტრა. ისე დაწვეს, არ მიუღია ჩემგან [870] არც დაკრძალვა, არც დატირება.

234
მესამე ეპისოდიონი
მარჯვნიდან შემოდის ქრისოთემისი.

ქრისოთემისი. გახარებული მოვდივარ შენთან, უსაყვარლესო დაო, წესები დავივიწყე, რომ რაც
შეიძლება, სწრაფად მოვიდე. მომაქვს სასიხარულო ამბავი, რომ შეგიმსუბუქო გაჭირვება და
უბედურება.
ელექტრა. საიდან უპოვე დახმარება ჩემს ტანჯვას, როდესაც მისი განკურნვა წარმოუდგენელია?
ქრისოთემისი. აქ არის ორესტესი ჩვენთან, იცოდე ჩემგან, აშკარად ჩანს, როგორც მე მხედავ.
ელექტრა. გაგიჟდი, უბედურო, თუ [880] დასცინი ჩემს გასაჭირსაც და საკუთარსაც?
ქრისოთემისი. არა, ვფიცავ მამის კერას, დაცინვით არ ვამბობ, გეუბნები, რომ იგი მართლაც
ჩვენთანაა.
ელექტრა. აჰ, საბრალო გოგო! და ვისგან გაიგე ეს ზღაპარი, რომელიც ასე იოლად დაიჯერე?
ქრისოთემისი. ეს საკუთარი გამოცდილებით ვიცი, სხვისგან არავისგან; მე ვნახე აშკარა
მტკიცებულება.
ელექტრა. რა ნახე, საბრალო გოგონა, რომ განამტკიცო შენი რწმენა? რა ნახე, რომ ასე გათბობს
ჩაუმქრალი ცეცხლი?
ქრისოთემისი. ახლა, ღმერთების სახელით, მისმინეთ, რომ შეძლოთ, გაიგოთ, [890] დანარჩენი
ჩემგან, სანამ გადაწყვეტდეთ, საღ გონებაზე ვარ თუ შევიშალე.
ელექტრა. თუ ასეა, ილაპარაკე, თუკი ეს ასეთ სიამოვნებას განიჭებს.
ქრისოთემისი. კარგი, მოგიყვებით, რა ვნახე. როდესაც მე მივედი მამას საფლავზე, დავინახე, რომ
რძის ნაკადი ახლახან ჩამოედინა ყორღანიდან და მისი საფლავი გარშემორტყმული იყო ყველა
ყვავილის, რაც იზრდება, ყვავილწნულებით. ამ სანახაობით გაოგნებული ვიყავი. აქეთ-იქით
ვიყურებოდი, თითქოს ვინმე უნდა მოახლოებულიყო; მაგრამ, როდესაც დავრწმუნდი, რომ ირგვლივ
უძრავად იყო ყველაფერი, [900] ახლოს მივედი აკლდამასთან და ნაყარის კიდეში დავინახე ახლახან
მოჭრილი თმის კულული. დავინახე თუ არა, იმავე წამს წარმომიდგა ნაცნობი სახე და ვგრძნობდი, რომ
ვუყურებდი იმ ადამიანის სიმბოლოს, ვინც ყველზე უფრო მიყვარს, – ორესტესის. შემდეგ მე ის ხელში
ავიღე და არ გამოვცემ ცუდის მომასწავებელ ხმას, მაგრამ სიხარულის ცრემლი იმავე წამს მივსებს
თვალებს. ახლაც კი კარგად ვიცი, ისევე, როგორც ვიცოდი მაშინ, რომ ამ სამართლიანი შესაწირის
მომტანი, მის გარდა, ვერავინ ვერ იქნებოდა. შენ და ჩემ გარდა ვისღა აინტერესებს მამაჩვენის საფლავი?
[910] მე არანაირი შესაწირავი არ გამიკეთებია და არც შენ გაგიკეთებია. როგორღა? თუ შენ არ შეგიძლია
ამ სახლის დატოვება ღმერთებზე სალოცავადაც კი, შემდგომში რომ არ ინანო? და, კიდევ, დედაჩვენის
გულს ამგვარი საქციელის ჩადენა არ შეუძლია და იგი ამას ვერც გააკეთებდა, ჩვენ რომ არ გვცოდნოდა.
არა, ეს ორესტესის შესაწირავია! მოდი, საყვარელო დაო, გამაგრდი! ყოველთვის არ მიდის ერთი და
იგივე გამართლება ერთსა და იმავე ადამიანებთან. ოდესღაც ჩვენ ვძულდით, მაგრამ დღეს, შეიძლება,
შეიძლება დაიდოს ბევრი სიკეთის დაპირება.
ელექტრა. [920] აჰ, რა სისულელეა! როგორ მებრალები!
ქრისოთემისი. რა ხდება? ვერ გაგახარე იმით, რაც ვთქვი?
ელექტრა. არც იცი, სად და რა სიზმრებში დახეტიალობ.
ქრისოთემისი. როგორ, არ ვიცი, რაც ცხადად ვნახე?
ელექტრა. იგი მკვდარია, საბრალო გოგო, მისგან ხსნა წავიდა. მას ნუღარ ელი.
ქრისოთემისი. ვაი მე უბედურს! ვისგან გაიგე ეს ამბავი?
ელექტრა. კაცისგან, რომელიც შეესწრო მის დაღუპვას.
ქრისოთემისი. და სად არის? გაოგნება იპყრობს ჩემს გონებას.
ელექტრა. შიგნითაა, სასურველი სტუმარი, არა არასასურველი ჩვენი დედასთვის.
ქრისოთემისი. [930] აჰ, უბედურება! მაშინ ვის შეეძლო ასეთი გულუხვი მსხვერპლი გაეღო
მამაჩემის საფლავზე?

235
ელექტრა. მე მგონია, რომ უფრო სავარაუდოა, რომ ეს საჩუქრები ვიღაცამ მიცვალებულ ორესტესს
მიუძღვნა.
ქრისოთემისი. ოჰ, ჩემი უბედურება! და მე აქ მოვიჩქაროდი ასეთი სასიხარულო ამბით,
უპირველეს ყოვლისა, არ ვიცოდი ჩვენი დაცემის ამბავი; მაგრამ ახლა, როცა მოვედი, აღმოვაჩინე, რომ
ძველ მწუხარებას ახალი დამატებია.
ელექტრა. აი, ეს შეგიძლია – თუ დაგარწმუნე, შენ შეამსუბუქებ ჩვენს ამჟამინდელ განსაცდელს.
ქრისოთემისი. [940] შემიძლია მიცვალებულებს სიცოცხლე დავუბრუნო?
ელექტრა. მე ამას არ ვგულისხმობდი. ასეთი ბრიყვი არ დავბადებულვარ.
ქრისოთემისი. მაშ, რას მთხოვ, რისი გაკეთების შემძლე ვარ?
ელექტრა. იყავი მამაცი იმის შესრულებაში, რასაც მე გირჩევ.
ქრისოთემისი. თუ რამე კარგის გაკეთება შეიძლება, მე უარს არ ვიტყვი.
ელექტრა. გახსოვდეს, უშრომლად არაფერი არ გამოდის.
ქრისოთემისი. ვიცი ეს და ვიზიარებ შენს ტვირთს მთელი ძალით.
ელექტრა. ახლა კი მისმინე, როგორ გადავწყვიტე, ვიმოქმედო. რაც შეეხება მეგობრების
მხარდაჭერას, შენ ალბათ იცი, რომ ჩვენ ისინი არ გვყავს, რადგან ჰადესმა წაიყვანა [950] ჩვენი მეგობრები
და ჩვენ მარტონი დავრჩით. სანამ მესმოდა, რომ ჩემი ძმა ჯერაც ცოცხალია და კარგადაა, იმედი მქონდა,
რომ იგი მაინც მოვიდოდა, რომ შური ეძია მამაჩვენის მკვლელობისთვის; მაგრამ ახლა, როცა უკვე აღარ
არის, მე შენ გიყურებ და გთხოვ, არ მითხრა დახმარებაზე უარი მე, შენს დას, მოვკლათ მამაჩვენის
მკვლელი, ეგისთოსი. აი, მეტი არ შეიძლება შენგან საიდუმლო მქონდეს. რამდენ ხანს უნდა იცადო
გულგრილად? რა იმედი დარჩა, რომელსაც შეიძლება მოუბრუნდეს შენი მზერა? ახლა უფლება გაქვს,
იჩივლო, [960] რომ წაგართვეს მამაშენის ქონების ფლობის უფლება; ახლა შეგიძლია, დაიტირო, რომ ამ
წლებში ასე შორს წახვედი ცოლქმრული სიყვარულისა და საქორწინო სიმღერების გარეშე. ნუღარ
ჩაეჭიდები იმედებს, რომ ოდესმე შეხვდებით ამ სიხარულს. ეს კაცი, ეგისთოსი, არც ისე ქარაფშუტაა,
როგორც ადრე, დაუშვას, რომ შენგან ან ჩემგან შთამომავლობა გაგრძელდეს და თავბედი აწყევლინოს;
მაგრამ თუ ჩემს გეგმას გაჰყვები, თავიდან მიიღებ მოწყალებისთვის ქებას ჩვენი მოკლული მამისაგან,
ასევე ძმისაგან; [970] შემდეგ მომავალში გიწოდებენ თავისუფალს, როგორიც დაიბადე და იპოვი
ღირსეულ ქორწინებას. კეთილშობილ არსებებს ყველა უყურებს. ნუთუ ვერ ხედავ, როგორ დიდებას
მოუტან საკუთარ თავს და მომიტან მე, თუ დამიჯერებ? რომელი მოქალაქე ან უცხოელი, დაგვინახავს
თუ არა, არ შეგვხვდება ასეთი ქებით: „შეხედეთ ამ ორ დას, ჩემო მეგობრებო! მათ იხსნეს თავიანთი მამის
სახლი მაშინ, როდესაც მტრები კარგად იყვნენ გამაგრებულნი, [980] მათ საკუთარი სიცოცხლე აიღეს
ხელში და სისხლი დაღვარეს! ეს წყვილი სიყვარულს იმსახურებს, საყოველთაო პატივისცემას
იმსახურებს. დღესასწაულებზე და ყველგან, სადაც იკრიბებიან მოქალაქენი, დაე ყველა მიესალმოს
პატივით ამ ორს მათი სიმამაცის გამო“. ასე ილაპარაკებს თითოეული ჩვენზე, რომ სიცოცხლესა და
სიკვდილში ჩვენი დიდება არ გაქრეს. მოდი, საყვარელო, დამერწმუნე, იშრომე მამაჩვენთან ერთად,
გაინაწილე შენი ძმის ტვირთი, ბოლო მოუღე ჩემს ტანჯვასა და დაასრულე შენი, გახსოვდეს, რომ ნაზრახ
სიცოცხლეს კეთილშობილისთვის შერცხვენა მოაქვს.
გუნდი. [990] ასეთ მდგომარეობაში წინდახედულება იმის მოკავშირეცაა, ვინც ლაპარაკობს და
იმისიც, ვინც უსმენს.
ქრისოთემისი. დიახ, თანახმა ვარ. მანამდეც, სანამ დაილაპარაკებდა, მეგობრებო, მას რომ საღი
აზრი ჰქონოდა, გაისენებდა სიფრთხილეს, თუნდაც ახლა ამას არ აკეთებდეს. საით შეგეძლო
წარგემართა მზერა, რომ ასეთი უპასუხისმგებლობით აღიჭურვე და მე მეძახი, რომ შენ დაგეხმარო? ვერ
ხედავ? ჩვენ ქალური ბუნება გვაქვს, არა კაცური და შენი ხელის ძალა ნაკლებია, ვიდრე შენი
მოწინააღმეგის. მათი ქონება იზრდება დღითიდღე, [1000] ამასობაში კი, ჩვენი არაფერს უტოლდება.
მაშინ ვინ განიზრახავს, დაიმორჩილოს ასეთი კაცი და განადგურებას უვნებლად დააღწიოს თავი?
იზრუნე იმაზე, რომ რა ცუდადაც უნდა ვცხოვრობდეთ ახლა, ჩვენ უფრო მეტ ბოროტებას ვერ მოვიმკით,
თუ ვინმე გაიგონებს ჩვენს საუბარს. ეს არ მოგვიტანს განტვირთვას ან სარგებელს, თუკი
დავიმსახურებთ სამართლიან დიდებას, მაგრამ მოვკვდებით სამარცხვინო სიკვდილით. რადგან
სიკვდილი ყველაზე უფრო საზარელი არ არის; იგი უმალ ნატრობს სიკვდილს, მაგრამ არ გააჩნია
სასიკვდილო საშუალება. არა, გევედრები, სანამ მთლიანად არ გავნადგურდებით, [1010] სანამ ჩვენს

236
სახლს გავაცამტვერებთ, დააკავე შენი მრისხანება! მე ვიზრუნებ იმაზე, რომ შენი სიტყვები დარჩეს
შენთვის საიდუმლო და უვნებელი. შენ კი, შენდა თავად, უნდა შეიძინო საღი აზრი და დაუთმო
მძლავრებს, რადგან შენ უძლური ხარ.
გუნდი. მოუსმინე მას. მოკვდავთათვის არაა უკეთესი სარგებელი, ვიდრე შორსმჭვრეტელობა და
კეთილგონიერება.
ელექტრა. არაფერი მოულოდნელი არ გითქვამს. მე ვიცოდი, რომ უარყოფდი იმას, რაც
შემოგთავაზე; მაგრამ საქმე უნდა გაკეთდეს ჩემი ხელით, მხოლოდ ჩემგან და მარტო ჩემგან. [1020] მე,
რა თქმა უნდა, ამას უყურადღებოდ არ დავტოვებ.
ქრისოთემისი. აჰ! ასეთი სიმტკიცე რომ გქონოდა მამაჩვენის სიკვდილის დღეს! მაშინ ყველაფერს
იზამდი!
ელექტრა. ჩემი ბუნება ასეთივე იყო, მხოლოდ გონება იყო ნაკლები.
ქრისოთემისი. შეინარჩუნე ასეთი გონება მთელი ცხოვრება.
ელექტრა. ჭკუას მასწავლი, მაგრამ არ მეხმარები.
ქრისოთემისი. მე არ ვიზამ, რადგან ვინც ხელი წაახმარა საქმეს, თვითონაც განსაცდელში
ჩავარდება.
ელექტრა. აღფრთოვანებული ვარ შენი კეთილგონიერებით. შენი ლაჩრობისთვის მეზიზღები.
ქრისოთემისი. არანაკლებ მშვიდად მოვისმენ, როდესაც შემაქებ.
ელექტრა. სხვა რომ არაფერი, ჩემგან საფრთხე არ გელოდება.
ქრისოთემისი. [1030] საკმარისი დროა მომავალში, ეს რომ გადაწყდეს.
ელექტრა. წადი! დახმარების ძალა არ გაქვს.
ქრისოთემისი. არა, მე შემიძლია, მაგრამ შენ არ შეგიძლია მოისმინო და ისწავლო.
ელექტრა. წადი და ყველაფერს დედას მოუყევი!
ქრისოთემისი. არა, ასე ძლიერად არ მძულხარ შენ.
ელექტრა. იცოდე მაინც, როგორ მარცხვენ.
ქრისოთემისი. შერცხვენა არა, ზრუნვა უფრო.
ელექტრა. შენს სიმართლეს უნდა დავემორჩილო?
ქრისოთემისი. დიახ, რადგან როცა გონიერი იქნები, შენ გვიხელმძღვანელებ ორივეს.
ელექტრა. რა საშინელება, რომ ის, ვინც ასე კარგად ლაპარაკობს, ასე ცდება!
ქრისოთემისი. [1040] მშვენივრად აღწერე შეცდომა, რომელსაც ერთგულად არ ეშვები.
ელექტრა. რა? გგონია, რომ ჩემი სიტყვები არ არის სამართლიანობის სიტყვები?
ქრისოთემისი. მაგრამ ხანდახან თვით სამართლიანობასაც მოაქვს ზიანი.
ელექტრა. არ მინდა ვიცხოვრო იქ, სადაც ასეთი დამოკიდებულება კანონიერია.
ქრისოთემისი. რას იზამ, თუ გჭირდება ამის გაკეთება, კიდევ შეგიძლია, შემაქო.
ელექტრა. და მე ამას გავაკეთებ, ვერ შემაშინებ.
ქრისოთემისი. ეს მართალია? არ გადახედავ შენს გეგმას?
ელექტრა. არა, რადგან არ არსებობს უფრო დიდი მტერი, ვიდრე ცუდი რჩევაა.
ქრისოთემისი. როგორც ჩანს, არაფერს არ ეთანხმები ჩემი ნათქვამიდან.
ელექტრა. ჩემი სიმტკიცე ახალი არაა, დიდი ხანია, გადაწყვეტილი მაქვს.
ქრისოთემისი. [1050] მაშინ მე წავალ, შენ ჩემს სიტყვებს ვერ მოგაწონებ, მე შენს საქციელს ვერ
მომაწონებ.
ელექტრა. არა, შიგნით შედი. მე შენ არ გამოგყვები, თუნდაც ძალიან გინდოდეს ეს. სიბრიყვეა,
ცარიელ აჩრდილს მიჰყვებოდე.
ქრისოთემისი. რას იზამ, თუ გეჩვენება, რომ სწორად ფიქრობ, შეგიძლია ასე იფიქრო კვლავაც.
ბოლოს და ბოლოს, როდესაც განსაცდელში ჩავარდები, ჩემს რჩევას მიიღებ.

ქრისოთემისი შინ შედის.

237
მეორე სტასიმონი

სტროფი პირველი

გუნდი. რატომ, თუმცა ვხედავთ ზემოთ ფრინველებს, ყველაზე გულისხმიერ არსებებს,


რომლებიც ზრუნავენ იმათს სარჩოზე, ვინც მათ სიცოცხლე და სიტკბოება მიანიჭა, ჩვენ რატომღა არ
ვიხდით ამ ვალებს მსგავსი ზომით? არა, ზევსი ელვის აფეთქებით, თემისი, რომელიც ზეცაში ზის, ჩვენ
დიდხანს არ გვტოვებენ დაუსჯელებს. ო მიწისქვეშეთის ხმაო, რომელიც აღწევს მოკვდავებამდე, ჩასძახე
ჩემთვის საწყალობელი ყვირილი ატრეიდესებს ქვემოთ. მიუტანე საყვედური, ჩემი ცეკვის შეუსაბამო!

ანტისტროფი პირველი

[1070] მოუყევი მათ მათი სახლის ამბებს, როგორ ავადაა იგი; მის შვილებს შორის ორმხრივმა
განხეთქილებამ როგორ დათრგუნა მათი საყვარელი ურთიერთობა. ნაღალატევი ელექტრა გრიგალს
მარტო უძლებს. იგი მწუხარედ შეუჩერებლად დასტირის თავის მამას, როგორც დადარდიანებული
ბულბული. სულ არ ღელავს სიკვდილზე, მაგრამ მზადაა ამ მარადიული სიბრმავისათვის, [1080]
ოღონდ კი დააშოშმინოს თავისი სახლის ორმაგი ერინისი. ვინ შეიძლება იყოს ასეთი კეთილშობილი
ასული ასეთი კეთილშობილი მამისა?

სტროფი მეორე

არავინ კარგი ადამიანებისგან ჩრდილს არ აყენებს საკუთარ პატიოსან სახელს და უსახელო


ხდება გაფუჭებული ცხოვრებით თუ ცხოვრობს, ჩემო შვილო. სწორედ ასე შენც აირჩიე ცხოვრება
საერთო გლოვაში და ამბოხდი უღირსობის წინააღმდეგ, რომ ერთი ამოსუნთქვით დაიმსახურო ორმაგი
ქება, როგორც ბრძენმა და საუკეთესო ასულმა.

ანტისტროფი მეორე

[1090] ნეტავ ვნახო, რომ იცხოვრებ აღზევებული ძალაუფლებითა და სიმდიდრით შენს მტრებზე
იმდენადვე, რამდენადაც ახლა ცხოვრობ მათ ხელქვეშ! რადგან მე აღმოვაჩინე, რომ შენ ვერ ხარობ
კეთილდღეობით, მაგრამ ბუნების უზენაესი კანონების დაცვისთვის შენ იღებ კეთილშობილ ჯილდოს
ზევსისადმი პატივისცემით.

238
მეოთხე ეპისოდიონი

შემოდის ორესტესი პილადესა და ორ მსახურთან ერთად.

ორესტესი. ქალებო, სწორად მიგვითითეს თუ არა და მიზნისკენ სწორად მივდივართ?


კორიფაიოსი. [1100] რას ეძებ? რა სურვილმა მოგიყვანა აქ?
ორესტესი. მე დიდი ხანია ვეძებ ეგისთოსის სახლს.
კორიფაიოსი. კარგი, შენ ის იპოვე, უნაკლო გყოლია მეგზური.
ორესტესი. ვინ ეტყვის იმათ, ვინც შიგნითაა, რომ აქ ვართ მოგზაურები?
კორიფაიოსი. ეს ქალი, თუკი უახლოეს ნათესავს შეუძლია გამოაცხადოს ეს.
ორესტესი. წადი, ქალო, შედი და ამცნე, რომ გარკვეული კაცები ფოკისიდან ეძებენ ეგისთოსს.
ელექტრა. ახ მე უბედური! ნუთუ თქვენ ჩამოგაქვთ მტკიცებულება იმ ჭორისა, რომელიც მოვიდა
ჩვენამდე?
ორესტესი. [1110] არაფერი არ ვიცი მაგ ჭორზე; მაგრამ მოხუცმა სტროფიოსმა მიბრძანა
შეგატყობინოთ ორესტესზე.
ელექტრა. რა არის ეს, უცხოელო? შიში მიპყრობს.
ორესტესი. როგორც ხედავთ, ჩვენ მოვდივართ მისი ნეშტის პატარა ურნით.
ელექტრა. ვაი მე უბედურს! აი, ბოლოს და ბოლოს, ჩემი თვალები ცხადად ხედავს ამ მძიმე
ტვირთს თქვენს ხელში.
ორესტესი. თუ შენი ცრემლი ორესტესის უბედურებასთანაა დაკავშირებული, იცოდე, რომ ეს
ჭურჭელი მისი სხეულის სახლია.
ელექტრა. აჰ, უცხოელო, თუ ეს ურნა მართლა შეიცავს მას, ნება დამრთეთ, [1120] ღმერთების
სახელით, ხელში ავიღო, რომ შევძლო ვიტირო და ვიგლოვო არა მხოლოდ ამ ფერფლზე, არამედ
საკუთარ თავზედაც და ყველა ჩვენიანზედაც სახლში!
ორესტესი, მსახურებს. აიღეთ და მიეცით მას, ვინც უნდა იყოს, რადგან იგი ითხოვს ამას
თავისთვის არა მტრული განზრახვით, არამედ როგორც მეგობარი ან სისხლით ნათესავი.

ურნა ელექტრას ხელში აღმოჩნდება.

ელექტრა. ხსოვნა იმისა, ვინც ყველაზე უფრო მიყვარდა ამქვეყნად, ორესტესის სასიცოცხლო
ძალის ერთადერთი ნაშთი! ჩემი იმედის საპირისპიროდ, რომლითაც გაგაგზავნე, იღებ უკან! ახლა კი
აღარ მყოფი ხელით ამყავხარ; [1130] მაგრამ მაშინ, ჩემო ბიჭო, სახლიდან რომ გაგიშვი, შენ ბრწყინავდი!
მე რომ დამესწრო შენთვის სიკვდილი, მანამდე ამ ხელებით მოგიპარავდი და გაგაგზავნიდი უცხო
ქვეყანაში და სიკვდილისგან გიხსნიდი, რომ შეგძლებოდა იმავე დღეს მომკვდრიყავი და შენი წილი
გქონოდა მამაჩვენის საფლავში! მაგრამ ახლა, სახლიდან და სამშობლოდან გაძევებული, შენ დაიღუპე
დისაგან შორს. ამ მოყვარულმა ხელებმა ვერ განგბანა და ვერ მოიპარა შენი ცხედარი, ვერ ასწია [1140]
თავისი მწუხარე ტვირთი ყოვლისდამწველი კოცონიდან, როგორც წესია. არა! უცხო ხალხი, საბრალო
ორესტეს, გივლიდა შენ და შენაც მოხვედი ჩვენთან მცირე ფერფლად პატარა ურნით. ვაი მე უბედურს,
რა ამაო გამოდგა ჩემი ძიძობა დიდი ხნის წინ, სამსახური, რომელსაც გიწევდი ტკბილი გარჯით. რადგან
შენ არასოდეს ყოფილხარ დედასთვის ძვირფასი ისე, როგორც ჩემთვის, არავინ იყო შენი ძიძა სახლში,
ჩემ გარდა, და შენ მე ყოველთვის დაიკოს მეძახდი. ახლა კი ყველაფერი ეს ერთ დღეში მოისპო [1050]
შენს სიკვდილთან ერთად. შენ ქარბორბალასავით ყველაფერი თან გაიყოლე. მამა წვიდა; მე მკვდარი
ვარ შენ გამო; შენ თვითონ მოკვდი და წახვედი. ჩვენი მტრები დაგვცინიან; ჩვენს არადედა დედას კი226
აბოდებს სიხარულისგან. მან არც იცოდა, რომ მისგან მალულად შენ მე შეტყობინებებს მიგზავნიდი,
ამბობდა, რომ შენ თვითონ ჩამოხვალ შურის საძიებლად; მაგრამ ჩვენმა ბოროტმა ხვედრმა, შენმა და

226
სტრ. 1154. ...არადედა დედას კი... – ორიგინალშია μήτηρ ἀμήτωρ „დედა, რომელიც დედის სახელს არ იმსახურებს“.

239
ჩემმა, ყველაფერი ეს დაფლითა და შენ ჩემთან უკან ამ მდგომარეობაში გამოგგზავნა, ფერფლად და
უსარგებლო აჩრდილად, ნაცვლად შენი საყვარელი ნაკვთებისა. [1160] აჰ, აჰ! საბრალო სხეულო! ვაგლახ,
რომ ყველაზე საზარელ მოგზაურობაში წასულმა შენ ისე მომსპე მე, შენ მართლა გამანადგურე მე, ჩემო
ძმაო! შესაბამისად, მიმიღე შენს სუფლოში მე, მე, არაფერი, მიმიღე შენს არაფერში, რომ შენთან
ვიცხოვრო მომავალში ქვემოთ. რადგან, სანამ შენ იყავი დედამიწაზე, ჩვენ ყველაფერს თანაბრად
ვიყოფდით, ახლა კი მინდა მოვკვდე და არ დავტოვო ჩვენი საფლავი, რადგან [1170] ვხედავ, რომ
მკვდრები დახსნილი არიან ტკივილისგან.
გუნდი. გახსოვდეს, ელექტრა, შენ მოკვდავი მამის შვილი ხარ, და ორესტესიც იყო მოკვდავი.
ამიტომ ნუ იგლოვებ ზედმეტად. სიკვდილი ვალია, რომელიც ყველამ უნდა გადავიხადოთ.
ორესტესი. აჰ, რა ვთქვა? დაბნეული ვარ. რომელ სიტყვებს უნდა მივმართო? აღარ მაქვს ძალა, რომ
მოვერიო ჩემს ენას!
ელექტრა. რა გაწუხებს? რატომ თქვი ეს?
ორესტესი. ეს ელექტრას სახელოვანი ხატებაა?
ელექტრა. დიახ, ოღონდ საცოდავ მდგომარეობაში.
ორესტესი. რა უბედური და რა საცოდავი ხვედრია!
ელექტრა. [1180] ნუთუ, უცხოელო, ჩემს გამო ხარ დამწუხრებული?
ორესტესი. ო სიცოცხლევ, უღირსად და უღმერთოდ დახარჯულო!
ელექტრა. ეს უბედურება, რომლებზედაც ლაპარაკობ, უცხოელო, სწორედ ჩემი ხვედრია.
ორესტესი. აჰ, რა საბრალოა შენი უქმრო, უბედური ცხოვრება!
ელექტრა. ასე რატომ მიყურებ, უცხოელო, და რატომ განიცდი?
ორესტესი. როგორ არაფერი არ მცოდნია საკუთარი უბედურების!
ელექტრა. ნათქვამიდან რამ შეგაცნობინა ეს?
ორესტესი. შენმა იერმა, თვალში საცემმა შენმა ტანჯვამ.
ელექტრა. და მაინც ჩემს მხოლოდ ზოგ გასაჭირს ხედავ.
ორესტესი. და რამე ამაზე საზარელი კიდევ შეიძლება იყოს?
ელექტრა. [1190] სახლსა და სუფრას ვიზიარებ მკვლელებთან.
ორესტესი. ვის მკვლელებთან? რაში მდგომარეობს დანაშაული, რომელსაც შენ ახსენებ?
ელექტრა. მამაჩემის მკვლელებთან. და, ამას გარდა, იძულებული ვარ, ვემონო მათ.
ორესტესი. ვინ გაიძულებს, ასეთ დღეში იყო?
ელექტრა. მას დედაჩემს უწოდებენ, მაგრამ არანაირად არ ჰგავს დედას.
ორესტესი. როგორ აკეთებს ამას? ძალადობით თუ ყველაფრის წართმევით?
ელექტრა. ძალადობით, წართმევითა და ყველანაირი ბოროტებით.
ორესტესი. არავის შეუძლია დაგეხმაროს ან აღკვეთოს ეს?
ელექტრა. არც ერთი. არავინ. რომელიც მყავდა, მისი ნეშტი შენ წინ დამიდე.
ორესტესი. უბედურო, როგორ მეცოდები, რომ გიყურებ!
ელექტრა. [1200] მაშ იცოდე, რომ პირველი ხარ, ვინც შემიბრალა.
ორესტესი. დიახ, იმიტომ რომ მე ერთი მოვედი და შენი განსაცდელი მადარდებს.
ელექტრა. ნუთუ შენ რომელიღაც უცნობი ნათესავი ხარ?
ორესტესი. გეტყვი, თუ ეს ქალები კეთილ ნებას გამოავლენენ.
ელექტრა. მართლაც გამოავლენენ, ასე რომ დაელაპარაკები საიმედო მეგობრებს.
ორესტესი. მაშინ მიატოვე ეგ ურნა და ყველაფერს გაიგებ.
ელექტრა. არა, ღმერთების სახელით, ამას ნუ გამიკეთებ, უცხოელო!
ორესტესი. გააკეთე, როგორც გეუბნები და არასოდეს არ შეცდები.
ელექტრა. არა, გევედრები, ნუ მომგლეჯ იმას, რაც ძვირფასია!
ორესტესი. არ უნდა შეინახო ის.
ელექტრა. აჰ, რა ტანჯვა მექნება შენგან, [1210] ორესტეს, თუ შენს დაკრძალვას მომპარავენ!
ორესტესი. ჩუმად! არანაირი ავის მომასწავებელი სიტყვა! არ გაქვს გლოვის უფლება.
ელექტრა. როგორ, მკვდარი ძმის დატირება სამართლიანი არ არის?
ორესტესი. არ შეგეფერება მასზე ასე ლაპარაკი, როგორც აკეთებ.

240
ელექტრა. მე ასე უუფლებო ვარ მკვდრებში?
ორესტესი. არაფერში არ ხარ უუფლებო; მაგრამ ეს დაკრძალვა შენი საქმე არაა.
ელექტრა. კი, თუ ეს ორესტესის ნეშტია, რომ მიჭირავს.
ორესტესი. ეს მისი არ არის, თუმცა წარმოსახვას შეუძლია ასეთად აქციოს.

ფრთხილად გამოართმევს ურნას.

ელექტრა. და სადაა ამ წამებულის აკლდამა?


ორესტესი. არ არსებობს; ცოცხლებს არ გააჩნიათ საფლავი.
ელექტრა. [1220] რას ამბობ, ბიჭო?
ორესტესი. არაფერს, რაც მართალი არ არის.
ელექტრა. კაცი ცოცხალია?
ორესტესი. თუ ჩემში არის სიცოცხლე.
ელექტრა. რაო? შენ ხარ ის?
ორესტესი. შეხედე ამ ბეჭედს, ოდესღაც მამისეულს და მიხვდები, სიმართლეს ვამბობ თუ არა.
ელექტრა. ა, ნეტარო დღეო!
ორესტესი. უსაყვარლესო, შენი მოწმე ვარ!
ელექტრა. ეს შენი ხმაა?
ორესტესი. სხვისგან არ გესმის.
ელექტრა. შენ გეხვევი?
ორესტესი. ნეტავ, სულ ასე გყავდე მომავალშიც ჩახუტებული.
ელექტრა. ო, უსაყვარლესო მეგობრებო და მოქალაქეებო, შეხედეთ ამ ორესტესს, რომელიც
ჩანაფიქრით მოკვდა, ხოლო ახლა ჩანაფიქრით უვნებლად დაბრუნდა სახლში!
კორიფაიოსი. [1230] ჩვენ მას ვხედავთ, ასულო და ბედის ამ ბედნიერი შემობრუნებისგან
სიხარულის ცრემლი გვდის თვალიდან.
ელექტრა. ო, თესლო, თესლო ჩემი ყველაზე ძვირფასი პიროვნებისა, შენ ახლახან მოხვედი,
მოხვედი, იპოვე და დაინახე ის, ვინც ასე ენატრებოდა შენს გულს!
ორესტესი. მე შენთან ვარ; მაგრამ ჩუმად იყავი და ელოდე.
ელექტრა. რას გულისხმობ?
ორესტესი. ჯობს ჩუმად ვიყოთ, რომ შიგნიდან ვერ გაგვიგონონ.
ელექტრა. არა, ვფიცავ მარადიულ ქალწულ ატრემისს, [1240] არასოდეს არ ჩავთვლი სწორად,
ცახცახებდე სამუდამოდ სახლზე მიჯაჭვული ქალების წინ, დედამიწის ამ უსარგებლო ტვირთისა!
ორესტესი. დიახ, მაგრამ გახსოვდეს, რომ არესი ცოცხლობს ქალებში. ვფიქრობ, შენ ეს
გამოცდილებით კარგად იცი.
ელექტრა. ოჰ, ოჰ, არა! ვაიმე! შენ გამახსენე ჩემი დარდი, რომელიც თავისი ბუნების გამო ვერ
დაიმალება, [1250] ვერ მოიცილება, ვერ დაივიწყება!
ორესტესი. მეც ვიცი ეს; მაგრამ როდესაც შემთხვევა გკარნახობს, უნდა გავიხსენოთ ეს
დანაშაულები.
ელექტრა. ყოველთვის, როცა ის დგებოდა, იყო შესაფერისი შემთხვევა, რომ სამართლიანი
საყვედური გამომეთქვა. თუმცა ჩემი ბაგეები არ გათავისუფლებულა.
ორესტესი. გეთანხმები მეც; შესაბამისად, დაიცავი შენი თავისუფლება.
ელექტრა. რა უნდა ვქნა?
ორესტესი. როდესაც უადგილოა, არაა საჭირო ბევრი ლაპარაკი.
ელექტრა. [1260] არა, ვინ გაცვლიდა საჭირო დუმილს ლაპარაკზე, როდესაც შენ გამოჩნდი? ახლა
ჩემმა თვალებმა გნახეს, მიუხედავად იმისა, რომ ფიქრადაც აღარ მქონდა და იმედიც გადაწურული იყო!
ორესტესი. მნახე, როდესაც ღმერთებმა მაიძულეს, მოვსულიყავი.
ელექტრა. შენ მითხარი მადლზე, რომელიც კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე პირველი, თუკი
ღმერთმა მოგიყვანა ჩვენს სახლში; [1270] მე ამაში ღვთაებრივ ხელს ვხედავ.
ორესტესი. ერთი მხრივ, ვერ ვბედავ დაგიოკო სიხარული, მაგრამ მეორე მხრივ, მეშინია, რომ არ

241
გადაივსო ზედმეტი სიხარულით.
ელექტრა. შენ, რომელმაც ასეთი დიდი დროის შემდეგ საჭიროდ ჩათვალე ყველაზე ბედნიერი
მოგზაურობა ჩაგეტარებინა და მე გმომეცხადე, არ ქნა ეს, როდესაც მნახე მე ყველა ჩემს სატანჯველში...
ორესტესი. რა არ უნდა ვქნა?
ელექტრა. არ წამართვა შენი სახით გახარება; ნუ მაიძულებ, ამაზე უარი ვთქვა!
ორესტესი. მე მართლა გავბრაზდებოდი, თუ დავინახავდი კიდევ ერთ მცდელობას.
ელექტრა. იძლევი თანხმობას?
ორესტესი. [1280] რატომაც არა?
ელექტრა. მეგობრებო, მე გავიგონე ხმა, რომლის გაგონების იმედი აღარასოდეს არ მქონდა; და მე
გრძნობები ვერ დავიოკე დუმილითა და ყვირილის გარეშე, როდესაც მე ეს ხმა გავიგონე. ახლა კი შენ
მყავხარ. შენ მომევლინე იმ საყვარელი სახით, რომელსაც ვერასდროს ვერ ვივიწყებდი, მწუხარებაშიც
კი.
ორესტესი. მოიშორე ზედმეტი სიტყვები და ნუღარ მეუბნები დედაჩვენის ბოროტებაზე, [1290]
ნურც იმაზე, როგორ ანიავებს ჩვენი მამის სახლის სიმდიდრეს ეგისთოსი, რა ნაწილს ღვრის მიწაზე და
რას ხარჯავს ალალბედზე. რადგან ამბებმა შეიძლება აგვაცილოს იმ წამს, როდესაც შესაძლებლობა
მოგვეცემა. ამის ნაცვლად მითხარი, რა იქნება ჩვენი ამჟამინდელი გარემოებების შესაბამისი: სად, ღიად
თუ ჩასაფრებით შევძლებთ ბოლო მოვუღოთ ჩვენი მტრების სიცილს ჩემი მოსვლით. ყურადღებით
იყავი, რომ დედაჩვენი რამეს არ მიხვდეს შენი გაბრწყინებული სახით, როდესაც სახლში ორნი შევალთ.
ჯობს იგლოვო ყალბი უბედურება; რადგან, როდესაც წარმატებას მივაღწევთ, [1300] მაშინ გექნება
სიხარულისა და თავისუფლად სიცილის ფუფუნება.
ელექტრა. ძმაო, დარწმუნებული იყავი, ისე მოვიქცევი, როგორც შენ მოგეწონება, რადგან მთელი
ჩემი სიხარული შენგან მოდის, ჩემი არაა. მე არ დავეთანხმებოდი რამე დიდი სიკეთის მიღებას შენი
მცირე ტკივილის სანაცვლოდ. რადგან ასე უღირსად მოქცევით ვერც იმ ღვთაებრივ ძალას
დავეხმარებოდი, ახლა ჩვენში რომაა; მაგრამ შენ იცი, როგორაა საქმე აქ. მე ეს არ მეეჭვება. ალბათ,
გაგონილი გაქვს, რომ ეგისთოსი შინ არ არის, მაგრამ დედაჩვენი შიგნითაა. და არ შეშინდე, რომ იგი
[1310] ოდესმე დაინახავს ღიმილით გაცისკროვნებულ ჩემს სახეს. ჩემი ძველი სიძულვილი მის მიმართ
ჩემს გულში დამკვიდრდა და იმ დროიდან, რაც შენ დაგინახე, სიხარულისგან ტირილს ვერასოდეს
შევწყვეტ. და მართლაც, როგორ შემიძლია გავჩერდე, როცა დავინახე, რომ ერთ მშვენიერ დღეს შენ
სახლში დაბრუნდი ჯერ მკვდარი, შემდეგ ცოცხალი? ის რაც შენ მიქენი, წარმოუდგენელია: იმდენად,
რომ უეცრად მამა რომ დაბრუნებულიყო ცოცხალი ჩემთან, მე მამას აღარ ჩავთვლიდი მომასწავებელ
ნიშნად, არამედ დავიჯერებდი, რომ ვნახე იგი. ამრიგად, ახლა, როდესაც შენ ჩემთან ასეთი გზით
მოხვედი, მიბრძანე, რას ითხოვს შენი სული. რადგან, მარტო რომ ვყოფილიყავი, [1320] მე არ
დავმარცხდებოდი, ორიდან ერთში: კეთილშობილი ხსნა ან კეთილშობილი დაღუპვა.
ორესტესი. სიჩუმე! მესმის, ვიღაც მოდის შიგნით, თითქოს გამოსვლას აპირებდეს.
ელექტრა, ორესტესსა და პილადესს. შემოდით, უცხოელებო, მით უმეტეს, რომ მოგაქვთ ნივთი,
რომელსაც ამ კარიდან უკან არავინ გაისტუმრებდა და გაიხარებდა მიღებით.

შემოდის აღმზრდელი.

აღმზრდელი. სრულიად ბრიყვი და უგუნური ბავშვები! სიცოცხლე მოგბეზრდათ თუ


თანდაყოლილი გონება არ გაქვთ, როცა ვერ ხედავთ, რომ ზღვარზე ხართ, უდიდესი [1330] საფრთხის
შუაგულში? მე რომ დიდხანს არ მეყარაულა ამ კარისთვის, თქვენი საქმეები უფრო ადრე იქნებოდა
სახლში, ვიდრე სხეულები; მაგრამ, რაც უნდა ყოფილიყო, მე ამოცანად დავისახე, ეს ამერიდებინა. ახლა
დავასრულოთ გრძელი გამოსვლები და სიხარულის ეს ამოუწურავი ყიჟინა და შიგნით შედით. ასეთ
საქმეებში დაყოვნება მავნებელია, დროა, იმოქმედოთ.
ორესტესი. რა მოხდება შიგნით, მე რომ შევალ?
აღმზრდელი. [1340] ყველაფერი კარგად იქნება, საქმე ისაა, რომ ვერავინ გიცნობს.
ორესტესი. შეატყობინე, რომ მკვდარი ვარ, ასე მგონია.
აღმზრდელი. იცოდე, შენ ახლა ჰადესის მკვიდრი ხარ.

242
ორესტესი. გაიხარეს ამ ამბით? რას ამბობენ?
აღმზრდელი. გეტყვი, როცა ყველაფერი დასრულდება. ამასობაში, ყველაფერი კარგადაა და რაც
უფრო ცუდადაა, მით უმეტეს.
ელექტრა. ვინ არის ეს კაცი, ძმაო? ღმერთების სახელით, მითხარი.
ორესტესი. არ იცი, ვინაა?
ელექტრა. წარმოდგენა არა მაქვს.
ორესტესი. ნუთ ვერ იცანი კაცი, ვისაც ერთხელ ჩამაბარე?
ელექტრა. როგორ? რას გულისხმობ?
ორესტესი. მე ვგულისხმობ, ვიცი ხელითა და წინდახედულებით [1350] მე საიდუმლოდ
გადამიყვანეს ფოკისის მიწაზე.
ელექტრა. ეს ისაა, მრავალთაგან ერთადერთი, რომელიც ჩემი მოკავშირე იყო მამაჩემის
მკვლელობის დროს?
ორესტესი. ეს ისაა; მეტი კითხვა აღარ დამისვა.
ელექტრა. უსაყვარლესო დღეო, აგამემნონის სახლის ერთადერთი მცველო, აქ როგორ მოხვდი?
მართლა ის კაცი ხარ, რომელმაც გვიხსენი მეც და ჩემი ძმაც ათასი გასაჭირისგან? ო უძვირფასესო
ხელებო, ო მაცნევ, რომლის ფეხები კეთილი მსახურები იყვნენ! როგორ შეგეძლო ჩემთან ამდენ ხანს
უცნობი დარჩენილიყავი, არ გამომცნაურებულიყავი, [1360] ამის ნაცვლად თავზარი დაგეცა ჩემთვის
ამბებით, როდესაც ყველაზე ტკბილ სინამდვილეს ფლობდი? კეთილი იყოს შენი მობრძანება, მამა,
რადგან მე მეჩვენება, რომ მამას ვხედავ! კეთილი იყოს მობრძანება და იცოდე, რომ ერთსა და იმავე
მშვენიერ დღეს შეგიძულე და შეგიყვარე, როგორც არავინ მანამდე!
აღმზრდელი. მგონი, საკმარისია. რაც შეეხება წარსულის ამბებს, მრავალი მბრუნავი ღამე და
ამდენივე დღე გვაქვს წინ, რომლებიც ცხადად გეტყვიან ყველაფერს, ელექტრა. ორესტესსა და
პილადესს. ესაა ჩემი რჩევა ორივე თქვენგანს, რაკი უკვე დგახართ მანდ: ახლა გაქვთ შესაძლებლობა
იმოქმედოთ, ახლა კლიტემნესტრა მარტოა, ახლა შიგნით არავინ არ არის; მაგრამ თუ შეყოვნებით, [1370]
გაითვალისწინეთ, რომ მოგიწევთ როგორც იმათთან ბრძოლა, ვინც შიგნითაა, ასევე სხვებთან, უფრო
მძლავრებთან და გაწაფულებთან.
ორესტესი. პილადეს, ჩვენი ამოცანა არანაირად არ ითხოვს ბევრ სიტყვას, არამედ ითხოვს, რომ
დაუყოვნებლივ შევიდეთ სახლში, მანამდე ამ კარიბჭის მფარველ, მამაჩემის წმინდა ღმერთებს
მივესალმოთ.

ორესტესი და პილადესი შედიან სახლში, მათ მიჰყვება აღმზრდელი. ელექტრა გარეთ რჩება.

ელექტრა. მბრძანებელო აპოლონ! უსმინე მათ კეთილგანწყობით და ასევე მისმინე მე, რომელიც
ხშირად მოვდიოდი შენს საკურთხეველთან იმ საჩუქრებით მდიდარი ხელებით, რომელთა მოპოვებაც
შემეძლო! და ახლა, ლიკილელო აპოლონ, რაც შემიძლია, [1380] გევედრები შენ, გემუდარები შენ,
გეხვეწები შენ, იყავი ჩვენი შემწე და გვაჩვენე, რა ჯილდოთი ამკობენ ღმერთები ადამიანებს მათი
არაღვთისმოსაობის გამო.

ელექტრა შედის სახლში.

243
მესამე სტასიმონი

სტროფი

გუნდი. შეხედეთ, როგორ მიიწევს წინ არესი, სუნთქავს სისხლიანი შურისძიებით, რომელსაც
ძნელად თუ ვინმე აღუდგება წინ. ახლახან ამ სახურავის ქვეშ გაიარეს ბოროტ დანაშაულზე
მონადირეებმა, ქოფაკებმა, რომელთაც ვერავინ გაექცევა. ამრიგად, დიდხანს [1390] არ მოუწევს ჩემი
სულის ხილვას დაძაბულობაში ყოფნა.

ანტისტროფი

საიქიოს სულების ცბიერფეხებიანი მცველი შეჰყავთ სახლში, თავისი მამის მდიდარ


საგვარეულო სახლში და ხელით მიაქვთ ბასრი სიკვდილი. მაიას ძე ჰერმესი, რომელმაც ცბიერება
წყვდიადით დაბურა, მათ პირდაპირ მიზნისკენ მიუძღვის და უკვე აღარ გადადებს.

244
ექსოდოსი

კომოსი

სახლიდან გამოდის ელექტრა.

სტროფი

ელექტრა. უსაყვარლესო ქალებო, ახლა კაცები საქმეს აკეთებენ, მაგრამ დაელოდეთ სიჩუმეში.
კორიფაიოსი. [1400] როგორაა საქმე? რას აკეთებენ ახლა?
ელექტრა. ის რთავს ურნას დასაკრძალავად; ორნი მის გვერდით დგანან.
კორიფაიოსი. და შენ რატომ იჩქარე გარეთ გამოსვლა?
ელექტრა. რომ არ დავუშვა ეგისთოსის შესვლა, სანამ არ გვეცოდინება.
კლიტემნესტრას ხმა. ოჰ! ოჰ! ჩვენი სახლი მეგობრებისგან ცარიელია და სავსეა მკვლელებით!
ელექტრა. ვიღაც ყვირის შიგნით, გაიგონეთ, მეგობრებო?
კორიფაიოსი. მესმოდა, აჰ, ხმები, უვარგისი მოსასმენად, მაცახცახებს.
კლიტემნესტრას ხმა. ვაი მე უბედურს! ეგისთოს, სად ხარ?
ელექტრა. შეხედეთ, კიდევ ერთხელ ყვირის ვიღაცა!
კლიტემნესტრას ხმა. ჩემო ვაჟო, შეიბრალე დედაშენი!
ელექტრა. რატომ? შენ ხომ არ შეგიბრალებია არც იგი და არც მამა, რომელმაც იგი შვა.
გუნდი. უბედური ქალაქი! უბედური მოდგმა! ახლა ბედი, რომელსაც დღითი დღე ეჭირე ხელში,
იღუპება, ის იღუპება!
კლიტემნესტრას ხმა. ვაი, დავიჭერი!
ელექტრა. ორჯერ ჩაარტყი, თუ შეგიძლია!
კლიტემნესტრას ხმა. ვაიმე, ისევ!
ელექტრა. დაე, ეს ეგისთოსიც დაიჭრას!
გუნდი. წყევლა აღსრულდა, დაკრძალულები გაცოცხლდნენ. [1420] რადგან დიდი ხნის მკვდრები
თავიანთი მკვლელების სისხლს ღვრიან შურისძიების ნაკადში.

სახლიდან გამოდიან ორესტესი და პილადესი.

კორიფაიოსი. და ახლა ისინი აქ არიან! წითელი ხელიდან წვეთავს არესის მსხვერპლი და არ


შემიძლია, ამისთვის ბრალი დავდო.
ელექტრა. ორესტეს, რა მოხდა?
ორესტესი. ყველაფერი კარგადაა სახლში, თუ აპოლონის ორაკულმა კარგად ილაპარაკა.
ელექტრა. მოკვდა უბედური?
ორესტესი. მეტად ნუღარ გეშინია, რომ შენი ამპარტავანი დედა ოდესმე დაარღვევს შენს
უფლებებს.
ელექტრა. [......................]
ორესტე. [......................]
გუნდი. შეწყვიტეთ! ეგისთოსს ვხედავ ცხადად.
ელექტრა. [1430] თქვენ, ახალგაზრდებო, უკან შებრუნდით!
ორესტესი. სად ხედავ კაცს?
ელექტრა. ჩვენკენ მოიწევს გარეუბნიდან გახარებული...
გუნდი. სასწრაფოდ შედი წინკარში, რომ როგორც პირველი ამოცანა აყვავდა, ესეც აღსრულდეს
და აყვავდეს.

245
ორესტესი. გამაგრდი, აღვასრულებთ!
ელექტრა. იჩქარე, საითაც გინდა.
ორესტესი. ხედავ, მივდივარ.

ორესტესი და პილადესი სასახლეში შედიან.

ელექტრა. აქაური ამბები ჩემი საზრუნავია.


გუნდი. კარგი იქნებოდა, ამ კაცს ჩავუჩურჩულოთ ყურში მოჩვენებითი თავაზიანობის რამდენიმე
სიტყვა, [1440] რომ ბრმად შევარდეს სამართლიანობის წინაშე სასამართლოზე.

შემოდის ეგისთოსი.

ეგისთოსი. რომელი თქვენგანი მეტყვის, სად არიან ფოკისელი მოგზაურები, რომლებმაც,


როგორც ამბობენ, მომიტანეს ანგარიში იმაზე, თუ როგორ დაიღუპა ორესტესი ეტლების მსხვრევის
დროს? ელექტრას. შენ, შენ გეკითხები, რომელიც წინა დღეებში ასე თამამი იყავი. მე მგონია, რომ ეს შენ
ყველაზე უფრო გაღელვებს, რადგან ყველაზე უკეთ უნდა იცოდე და ყველაზე უკეთ შეგიძლია, მითხრა.
ელექტრა. ვიცი. როგორ არ შემეძლებოდა? სხვაგვარად მე უცხო ვიქნებოდი საკუთარი უახლოესი
ნათესავებისთვის.
ეგისთოსი. [1450] მაშ, სად არიან უცხოელები? მითხარი.
ელექტრა. შიგნით. მათ გზა იპოვეს დიასახლისის გულისკენ.
ეგისთოსი. ნამდვილად შეატყობინეს მისი სიკვდილი?
ელექტრა. არა მარტო შეატყობინეს, არამედ აჩვენეს კიდეც.
ეგისთოსი. მაშ მე თვითონაც შემიძლია ამოვიცნო ცხედარი?
ელექტრა. შენ მართლა შეგიძლია, თუმცა შესაშური სანახაობა არაა.
ეგისთოსი. საკმაოდ გახარებული მეუბნები, არა ჩვეულად.
ელექტრა. შეგიძლია გაიხარო, თუ სიხარულია, რასაც ამ საქმეში პოვებ.
ეგისთოსი. სიჩუმე-მეთქი და ფართოდ გააღეთ კარიბჭე, რომ ყველა მიკენელმა და არგოსელმა
დაინახოს, [1460] თუ რომელიმე მათგანს ცარიელი იმედი ჰქონდა ოდესმე ამ კაცისა, მას შეუძლია მის
ცხედარს დახედოს და მე მომესალმოს და დამემორჩილოს, იმის ნაცვლად, რომ ჩემმა სასჯელმა
აიძულოს იგი, ძლიერ ჩაფიქრდეს.
ელექტრა. ჩემი მხრიდან, ყველაფერი გაკეთდა. დრომ მომცა გრძნობა, დავემორჩილო უფრო
ძლიერს.

სასახლის კარიბჭე იღება.

ორესტესი და პილადესი დაბურულ სხეულთან დგანან.

ორესტესი. [1470] შენ თვითონ ახადე პირბადე. ეს ჩემთვის არა, ეს შენთვისა, რომ შეხედო მის
ცხედარს ნაზად და მიესალმო.
ეგისთოსი. მშვენიერ რჩევას იძლევი და დაგემორჩილები. ელექტრას. კლიტემნესტრას დამიძახე,
თუ სახლშია.
ორესტესი. იგი ახლოსაა; სხვაგან ნუ ეძებ.
ეგისთოსი, პირბადეს აუწევს. ო, ამას რას ვხედავ?!
ორესტესი. რამ შეგაშინა? ვერ იცანი?
ეგისთოსი. ვინაა ეს ხალხი, ვის ქსელში აღმოვჩნდი მე უბედური?
ორესტესი. ნუთუ ვერ შენიშნე, დიდი ხანია, ცოცხლებს მკვდრებივით რომ ელაპარაკები?
ეგისთოსი. [1480] ვაიმე, გამოცანა მერგება, შეუძლებელია, ეს არ იყოს ორესტესი, რომელიც
მელაპარაკება!
ორესტესი. და როდესაც ასეთი კარგი მისანი ხარ, ასე დიდხანს როგორ ტყუვდებოდი?!

246
ეგისთოსი. ოჰ, გავნადგურდი, დავიღუპე! მაგრამ ცოტა მაინც მალაპარაკეთ.
ელექტრა. მეტი აღარ ალაპარაკო, ღმერთების სახელით გთხოვ, ძმაო, და არ გააგრძელებინო
სიტყვა. როდესაც მოკვდავნი განსაცდელში არიან, როგორ შეიძლება მან, ვინც უნდა მოკვდეს,
გადაავადოს და გაწელოს დრო? არა, მოკალი, რაც შეიძლება წრაფად და მიუგდე მისი ლეში იმ არსებებს,
რომლებიც მისი ნათესავები არიან და უნდა დაკრძალონ, შორს მოისროლე ჩვენი თვალიდან! ჩემი
აზრით, მხოლოდ ეს [1490] გაგვათავისუფლებს წარსულის უბედურებებისგან.
ორესტესი, ეგისთოსს. შედი სწრაფად. აქ სიტყვების დრო აღარაა; შენი სიცოცხლე მჭირდება.
ეგისთოსი. რატომ შევიდე სახლში? თუ ეს სამართლიანი საქმეა, რად უნდა მას წყვდიადი? რატომ
არ განმგმირავს შენი ხელი?
ორესტესი. ბრძანებებს ნუ იძლევი, არამედ წადი იქ, სადაც მამაჩემი მოკალი, რომ შენც იქ მოკვდე.
ეგისთოსი. ეს საცხოვრისი განწირულია, რომ ჩვენი, პელოფსის შთამომავლების ტანჯვას
უყუროს, როგორც ახლა, ისე მომავალში?
ორესტესი. ყოველ შემთხვევაში, შენსას კი. მე შენთვის უზენაესი მისანი ვარ ამ საკითხებში.
ეგისთოსი. [1500] უნარი, რომლითაც ტრაბახობ, მამაშენს არ ჰქონია.
ორესტესი. შენ უსასრულოდ ხლართავ სიტყვებს და წასვლა ფერხდება. წინ იარე!
ეგისთოსი. გამიძეხი.
ორესტესი. შენ უნდა იარო პირველმა.
ეგისთოსი. რომ არ გაგექცე?
ორესტესი. არა, რომ არ მოკვდე ისე, როგორც შენ მოგწონს. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ
სიკვდილი მწარე იქნება შენთვის. ეს სამართლიანი სამაგიერო უნდა დადგეს დაუყოვნებლივ
ყველასთვის, ვინც კანონებს დაარღვევს: სიკვდილით დასჯა. მაშინ ბოროტმოქმედება აღარ იქნება.

247
კვალის მაძიებლები

248
მოქმედი პირები:

აპოლონი
კილენე, მთის ნიმფა
სილენოსი
სატირების გუნდი

მოქმედება ხდება არკადიაში, კილენეს მთაზე არსებული მღვიმის წინ.

249
პროლოგოსი
სცენის მიღმა მღვიმის შესასვლელია. მარჯვნიდან შემოდის აპოლონი.

აპოლონი. მე, აპოლონი, მოვუწოდებ ყველა ღმერთსა და ყველა მოკვდავს. ოქროს თასს მივცემ
მას, ვინც შეძლებს შორიდან დამიბრუნოს ჩემი ჯოგი. [10] გული დამწყდა, რომ წავიდა ყველა: ძროხები,
კურატები, დეკეულები. ყველა წავიდა და ამაოდ ვეძებ მათს კვალს და ისინი სადღაც ხეტიალობენ,
შორს მათი ბაგიდან. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ვინმე ღმერთთაგან ან ადამიანთაგან, რომელთა
სიცოცხლე ერთდღიანია, ასეთ რამეს გაბედავდა. რაც ეს ამბავი გავიგე, გაოგნებული ვარ, ვეძებდი და
გამოვაცხადე ამის თაობაზე, [20] რომ არც ერთ ღმერთსა და ადამიანს არ გამოჰპარვოდა ეს ამბავი.
გაცოფებული ვარ. მივედი ლოკრების მთელ ხალხთან, ოპუსზე რომ სახლობენ, ოზოლისთან ან
კნემისთან, კეფისოსის მახლობლად. ვეწვიე ეტოლიასა და აკარნანიის არგოსს. იქედან მივედი ზევსის
ჭალაში, დოდონეში, რომელსაც ჩრდილავს წინასწარმეტყველების ფოთლები. [30] შემდეგ მივაშურე
თესალიის ნაყოფიერ მდელოებსა და ბეოტიის მდიდარ ქალაქებს. შემდეგ ჩავედი ატიკაში, წმინდა
ათენში, მაგრამ ვერსად ვერ ვნახე ჩემი ძროხები. შემდეგ მივედი დორიულ არგოსში და მის მახლობელ
ბორცვთან. იქიდან ერთი ნახტომით მივაღწიე სტიმფალოსის ტბასა და ძნელად ასასვლელ კილენეს
მთას. ტყეს ვეუბნები: თუ არის აქ მწყემსი, ვინმე გლეხი ან [40] მენახშირე, ან ვინმე მთის სატირი,
მდინარის ნიმფის ძე, მე ამას ვუცხადებ ერთსა და თითოეულს. ვინც შეიპყრობს მას, ვინც აპოლონ
პეონის ჯოგი გაიტაცა, ჯილდო აქ დგას.

მარცხნიდან შემოდის სილენოსი.

სილენოსი. როგორც კი გავიგონე, როგორ გვეძახდი, მოვედი ისე სწრაფად, როგორც მოხუცს
შეუძლია, რადგან მინდა, დაგეხმარო, სხივოსანო აპოლონ და, შეიძლება, [50] მოვახერხო შენს ჯოგზე
ნადირობა. მაშინ მაცნე გამოაცხადებს ჩემს ოქროს ჯილდოს. რჩევას მივცემ ჩემს შვილებს, ყურადღებით
მიმოიხედონ, თუ ნამდვილად აპირებ იმის ასრულებას, რასაც დაგვპირდი.
აპოლონი. ნამდვილად ვიზამ, ოღონდ შენი დანაპირები დაადასტურე.
სილენოსი. დაგიბრუნებ შენს ჯოგს; მაგრამ შენ დაადასტურე ჯილდო.
აპოლონი. ვინც მას იპოვის, ის მიიღებს; მზად მაქვს და ხელთ მაქვს.
სილენოსი. ...ძებნა...
აპოლონი. ...
სილენოსი. [სტრიქონი გამოტოვებულია]
აპოლონი. ...
სილენოსი. როგორი? როგორ ამბობ?
აპოლონი. ვამბობ, რომ შენ და მთელი შენი მოდგმა თავისუფალი იქნებით.

აპოლონი გადის მარჯვნივ.

250
პაროდოსი

მარცხენა პაროდოსიდან შემოდის სატირთა გუნდი. მღელვარედ მღერიან.

გუნდი. აქ მოდი, შეხედე, შეძლებ თუ არა იპოვო გამქრალი ჯოგის კვალი. აპაპაპაი! ო, ო,
მისმინე, გეუბნები! ქურდი დაიჭირეთ! ... მიწის ქვეშ ... დაასრულეთ შრომა ... ჩემი ბებერი მამა. როგორ
ვიპოვოთ საიდუმლო ქურდები ღამით? ... მე რომ შემხვედროდა ... თავისუფალი სიცოცხლე
მამაჩემისთვის. ... დაე ძვირფასმა ღმერთმა ბოლო დაუდოს ჩემს გარჯას, რამდენადაც მან გვაჩვენა
თავისი ოქროს ბრწყინვალება.
სილენოსი, ლაპარაკობს. ო ღმერთებო, ბედისწერავ და პირდაპირ წამყვანო ღვთაებავ, [80]
მომეცით წარმატება, როდესაც დავძრწი და დავეძებ ნადავლს, მსხვერპლსა და ალაფს: სხივოსნისთვის
მოპარულ ფარას. თუ არის ვინმე, ვინც იგი დაინახა ან სმენია მასზე, ჩემი მეგობარი გახდებოდა, თუ
მომიყვებოდა და შემეწეოდა, რომ უფალ სხივოსანს შევწეოდი. მაგრამ თუ ვინმე არ იტყვის, რაც იცის,
ღმერთი ამას არ მოუწონებს.
გუნდი. ეი, ... [90] არა ...
სილენოსი. ვინმე ამბობს ან ვინმემ იცის, სად არის ჯოგი? როგორც ჩანს, მე უნდა დავიწყო ძიება.
წავიდეთ ყველანი, მივსდიოთ სუნს, თუკი სადმე კიდევ დარჩა კვალი. დაიხარეთ, მიეკარით მიწას,
სუნზე უნდა გავიგნოთ გზა. ასე დაიწყეთ თქვენი ძიება და მიიყვანეთ იგი ღირსეულ დასასრულამდე.

სილენოსი გადის. სატირები ორ ნაწილად იყოფიან და სცენის დაყნოსვას იწყებენ.

251
პირველი ეპისოდიონი
პირველი ნახევარგუნდი. [100] ო ღმერთო, ღმერთო, ღმერთო, ღმერთო! აჰა! მგონი, ჩავავლეთ!
სდექ, ნუ ინძრევი.
მეორე ნახევარგუნდი. აი ისიც, ჯოგის კვალი.
პირველი ნახევარგუნდი. ჩუმად! რომელიღაც ღმერთს ახალ სახლში მიჰყავს.
მეორე ნახევარგუნდი. რა ვქნათ, მეგობარო? უნდა გამოვათრიოთ?
პირველი ნახევარგუნდი. რატომ? გგონია, აქ არიან?
მეორე ნახევარგუნდი. ცხადია. ყველა ნიშანი ამას მიუთითებს.
პირველი ნახევარგუნდი. უყურე! ისევ ის კვალია ჩლიქისა.
მეორე ნახევარგუნდი. შეხედე, ისევ იმ ზომისაა.
პირველი ნახევარგუნდი. გზა დაუთმე და... თუ გესმით ხმა ჯოგისა.
მეორე ნახევარგუნდი. მათი ხმა ჯერ ნათლად არ მესმის. მაგრამ ეს კვალი ნამდვილად ჯოგისაა.
პირველი ნახევარგუნდი. ჰეი! ზევსი არის ჩემი მოწმე, კვალი ბრუნდება და უკან მიდის. შეხედე
მათ. რატომ? [120] რატომ ბრუნდება ირგვლივ მათი კვალი? წინა ხაზი უკან მობრუნდა და კვალი
ერთმანეთში აირია. მწყემსი, ალბათ, სასტიკად დაიბნა.
სილენოსი. ეს რანაირი ნადირობაა, დაიხარო და მიწას გაეკრა? სად მიდიხარ? მე არ მესმის. აქ
წევხარ, როგორც მიწაზე დაცემული ზღარბი ან როგორც მაიმუნი, წინ გამოწეული თავით და
ისტერიკაში ჩავარდნილი. რა არის ეს? სად ისწავლეთ ეს და როგორ? [130] მითხარი, რადგან მე
სრულიად არ მესმის, რას აკეთებ.
გუნდი. ოჰ, ოჰ, ოჰ, ოჰ!
სილენოსი. რას ოხრავ?! რისი გეშინია? რას ხედავ? რა საშინელებას უყურებ? რატომ იქცევი ბაკქე
ქალივით? ახლომახლო არის შევარდენი? კულისებს მიღმა ლირის ხმა გვესმის. რაკი დამკვრელი
სინამდვილეში ჰერმესია, ისმის ღვთაებრივად, მაგრამ არც ერთ მოკვდავს მანამდე არ სმენია ამ საკრავის
ხმა, სატირები დაშინებული არიან. მკვეთრად იწყებენ წრიპინს. გინდა გაიგო, რა იყო ეს? რატომ
დუმხარ, როცა ამას წინათ ენას არ აჩერებდი?
გუნდი. დადუმდი.
სილენოსი. რა ხდება, წასვლას რომ აპირებ?
გუნდი. მისმინე.
სილენოსი. მოგისმენ. პაუზას აკეთებს და ისმენს. მაგრამ ხმა არ მესმის.
გუნდი. [140] მე დამიჯერე!
სილენოსი. არავინ არ მეხმარება ამ ნადირობაში.
კორიფაიოსი. ცოტა ხანს მომისმინე, კარგი? როდესაც მოვუახლოვდით, ჩვენ თავს დაგვეცა
ხმაური, რომელიც ადრე არავის სმენია.
სილენოსი. რატომ გარბიხარ, რატომ გაშინებს ხმაური? თქვენ, საბრალო ცხოველებო, ცვილით
დაფარული თქვენი ბინძური სხეულებით, ყველა ჩრდილში საშინელება გელანდებათ, ყველაფრის
გეშინიათ! დაუნდობლები, უდარდელი და მონურები ხართ. [150] თქვენ ხართ მხოლოდ სხეული, ენა
და ხმა. სიტყვებს ენდობით და მოქმედებას გაურბიხართ. უარესი ხართ ცხოველებს შორის, როგორ
გაგიჩნდათ ისეთი მამა, როგორიც მე ვარ? ჩემს ვაჟკაცობასა და სიყმაწვილეს მრავალი ძეგლი უდგას,
ყოველ ოჯახში უმღერიათ ჩემთვის საქორწინო სუფრაზე. მე ვერავინ ვერ გამაქცევს, არავისი არ
შემშინებია, მთაში მხეცების ხმები არ მაცახცახებს. ამის სანაცვლოდ დიდ საქმეებს ჩავდიოდი ჩემი
შუბით. ახლა ეს ბრწყინვალე შუბი დასვრილია თქვენით, [160] რადგან მწყემსების რაღაც ხმამ
დაგაშინათ თქვენ, თოთო ბავშვები, და თქვენ უარი თქვით ოქროს სიმდიდრეზე, რომელსაც, სხივოსნის
სიტყვით, იგი გთავაზობდათ, რომ არაფერი ვთქვათ თავისუფლებაზე, რომელიც მან თქვენ და მე
შემოგვთავაზა. თქვენ ეს უარყავით და დასაძინებლად დაწექით. თუ არ დაუბრუნდებით შრომას ამ
ძროხებისა და მათი მწყემსის კვალის ძიებას, სადაც უნდა იყვნენ ისინი, საკუთარ ხმებს გამოსცემთ
თქვენი სიმხდალის გამო.

252
გუნდი. მამა, იარე ჩემ გვერდით, რომ გაიგო, [170] მართლა მხდალი ვარ თუ არა. აქ თუ ხარ,
პირველი წყაროდან გაიგებ და არა ჭორებით.
სილენოსი. მე შენთან ერთად მივუახლოვდები ამ ხმას, დავუძახებ და დავუსტვენ ძაღლს
თქვენ მოეწყვეთ სამ-სამად, მე წამოვალ თქვენთან ერთად და გაგამხნევებთ.

253
პირველი სტასიმონი
შესაძლოა, ამ სიმღერის ცალკეულ სტრიქონებს ცალკეული სატირები მღეროდნენ. სილენოსთან
ერთად ისინი უახლოვდებიან მღვიმეს, კულისებში, ერთმანეთს ეჯახებიან და ერთმანეთს ეკამათებიან.
ლირის ხმა განახლდება.

გუნდი. ოო, ოო, შშ, შშ, აა, აა! მითხარი, რას აკეთებ? ამაოდ რა გაბღავლებს, რა გაყვირებს? ეჭვის
თვალით რას მიყურებ? ვის ახსოვს ჩვენი თავდაპირველი ამოცანა? [180] შენ გახსოვს. მოვიდა, მოვიდა.
ჩემი ხარ; წავედით! აქეთ! ჰოო! ვინაა? დრაკონი, ნაოჭებიანი... ზურგქარის ქალღმერთო, შენ იყავი ჩემ
გვერდით, მთვრალი... რაც უნდა მოიტანოს... ზემოთ დაადგით... გზა რომელიც... მეომარო, მეომარო,
[190] ამ გზაზე მომყევი! ძროხებისკენ, ჯილდოსკენ... არ დააგდოს ძაფი... რაღაცას მშვენიერს ხედავ...
კარგს... კანონიერს... მომყევით, მომყევით... ოპოპოი! ეი, საზიზღარო სიბინძურევ!.. აქედან წახვალ თუ
არა, გაგიშვებენ და არ დაიკარგო, [200] პირდაპირ აქეთ წამოდი, ახლა გვყავს თაღლითი.

254
მეორე ეპისოდიონი

გამოქვაბულიდან ისევ ისმის ლირაზე დაკვრის ხმა.

კორიფაიოსი. რატომ დუმხარ, მამა, სიმართლეს არ ვამბობთ? შენ არ გვისმენ? თუ ხმაურმა


დაგაყრუა?
სილენოსი. გაჩუმდი, ეს რაა?
გუნდი. არ ვიცი.
სილენოსი. დარჩი, თუ შეგიძლია.
გუნდი. არავითარ შემთხვევაში. შენ კი განაგრძე, შენ ეძებ და კვალში უდგახარ ძროხებს,
როგორც გინდა და ოქროსაც იღებ... თუ უდიდესი არა... დრო.
სილენოსი. [210] არა, მე შენ არ მიგატოვებ და არ დავაგდებ სამუშაოს, სანამ ზუსტად არ
გავიგებთ, იქ რა მოხდა.
გუნდი, მიმართავს ხმაურის წყაროს. ჰეი! შენ მანდ! ხმა... ჯილდო... შინ ბედნიერი იქნები.
სილენოსს. არ გამოდის. ისევ ხმაურის წყაროს. გამოგაგდებ შენ, შენი სწრაფი ნახტომითა და ფეხების
ბრახუნით ავაზანზარებ მიწას, ასე რომ, მომისმენ, სულ რომ დაყრუვდე.

გუნდი ცეკვავს.

255
მეორე ეპისოდიონი
ხმაურზე გამოქვაბულიდან გამოდის ნიმფა კილენე.227

კილენე. [220] სატირებო, რატომ მოცვივდით აქ ასეთი ხმაურით მწვანე ტყით დაფარულ ამ
მთაზე, რომელიც სავსეა ნადირით? ახალი საქმე გაიჩინეთ? შენ ახარებდი შენს ბატონს,228 რომელსაც
ირმის ტყავი ემოსა და ხელთ თირსოსი ეპყრა. შენ უნდა ცეკვავდე ღმერთის ირგვლივ, იძახდე „ევოეს“
ნიმფებთან ერთად, რომლებიც მისი ოჯახია და ბავშვებთან ერთად. მაგრამ ახლა აღარ ვიცი, რას აკეთებ.
საით მიჰყავხარ ახალი სიგიჟის ამ გრიგალს? [230] რაღაც უცნაური გავიგონე: ჯერ მესმოდა ბრძანებები,
მონადირე ძაღლებს რომ უბრძანებენ, როდესაც ისინი ჭალაში რომელიმე ნადირის ბუნაგს
უახლოვდებიან; შემდეგ, იმავე დროს... ვიღაცას კიცხავდით ქურდობისთვის... შემდეგ... გამოცხადება...
შემდეგ წავიდნენ, ფეხების ბაკუნით, ხოლო ახლოს ისმოდა დაბნეული ხმა. სხვაგვარად იქნებოდა,
რომ... ასე გავიგონე არასწორი ნოტების ხმა... შენ ავად ხარ... ამას უკეთებ ნიმფას, რომელიც არაფერ
შუაშია?

სტროფი პირველი

გუნდი. ღრმაქამრიანო ნიმფა, ნუ ბრაზობ. შენთან ომს არავინ აპირებს, არც ერთი
არამეგობრული ან უაზრო სიტყვა არ წამოსცდენია ჩემს ენას. გთხოვ, ნუ კი მემუქრები, არამედ
მოწყალედ მითხარი, რაც მჭირდება: ვინ არის ეს, რომელიც თითქოსდა მიწისქვეშეთიდან [250]
ლაპარაკობს ბრწყინვალე, შთაგონებული ხმით?
კილენე (ლაპარაკობს). ასე უკეთესია. ახლა შენ უფრო რბილად ლაპარაკობ. მეტს გაიგებ,
როდესაც ნადირობ, ვიდრე გმირობებს სჩადიხარ და ნიმფას აშინებ. ვერ ავიტან შენს ხმამაღალ,
მოკამათე სიტყვებს. მაშ, დამშვიდდი და მითხარი, რა გინდა.
გუნდი. მძლავრო კილენე, ამ მიწის დედოფალო, ახლა აგიხსნი, რისთვის მოვედი. მაგრამ
მანამდე მოგვიყევი [260] ამ ღრჭენაზე და ვინ გამოსცემს მას.
კილენე. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა გაიგო: თუ წამოგცდება ერთი სიტყვაც იქიდან, რის
თქმასაც მე ვაპირებ, საქმე გაგირთულდება. ეს საიდუმლო საქმეა ღმერთებს შორისაც კი, ასე რომ,
არანაირი ცნობა მასზე არ უნდა მივიდეს ჰერას ყურამდე. საქმე ისაა, რომ ზევსი საიდუმლოდ მივიდა
ატლასის სახლში... [270] ღრმაქამრიან ქალღმერთთან 229 ... და გამოქვაბულში შვა ვაჟი. მე მას თავად
ვზრდი, რადგან დედამისის ძალა ქარიშხალივით შეარყია ავადმყოფობამ. ამიტომ მე ვრჩები მის
ლოგინთან და ვზრუნავ მის საკვებზე, სასმელსა და დასვენებაზე მთელი დღე და მთელი ღამე. იგი
იზრდება დღითი დღე ძალიან უჩვეულოდ და მე გაოგნებული და შეშინებული ვარ. ექვსი დღეც არ
გასულა, რაც დაიბადა, [280] და უკვე ყმაწვილი კაცის სიმაღლისაა. სიმაღლეში ზრდას დრო უქმად არ
დაუკარგავს. აი, ასეთი ბავშვია ჩემს საგანძურში. მამამისმა იზრუნა, რომ მისი პოვნა გაძნელებულიყო.
მას ფარული მანქანა აქვს, რომელიც იმ ხმას გამოსცემს, შენ რომ მეკითხები, რომელიც ასე გაკვირვებს.
ესაა ყუთი, სავსე სიამოვნებებით, რომელიც ერთ დღეში გააკეთა მკვდარი ცხოველისგან, რომელიც
იპოვა და იქ, ქვემოთ არხევს ახლა.
გუნდი (მღერის) 230 . [290] გამოუთქმელი... ბავშვი... ძროხის 231 ... გასაოცარი... ნადავლი...
მოლაპარაკე ხმა... გამოაცემინოს ასეთი ხმები მკვდარ ცხოველს.
კილენე. ნუ იქნებით ასე უნდო: ქალღმერთი ნაღდ სიტყვებს გეუბნებათ.

227 სტრ. 220. კილენე – მთა არკადიაში, დაკავშირებულია ჰერმესთან. აქ იგი ნიმფადაა გაპიროვნებული, რაც საკმაოდ

ხშირად ხდება ბერძნულ პოეზიაში.


228 სტრ. 224. ბატონი – იგულისხმება დიონისოსი.

229 სტრ. 270. ღრმაქამრიანი ქალღმერთი – იგულისხმება მაია, ატლასის ასული.

230 სტრ. 290. ეს შეიძლება იყოს ანტისტროფი, მაგრამ ტექსტი იმდენად ფრაგმენტულია, რომ ამის მტკიცება

შეუძლებელია. ძროხის – თუ „ყვირილის“?

256
გუნდი. [300] და როგორ შემიძლია დავიჯერო, რომ მკვდარ ცხოველს ასე ღრიალი შეუძლია?
კილენე. დაიჯერეთ: ის ახლა ლაპარაკობს, როცა მკვდარია, თუმცა არ ლაპარაკობდა, როცა
ცოცხალი იყო.
გუნდი. როგორ გამოიყურებოდა? გრძელი, მოხრილი, მოკლე?
კილენე. მოკლე დოქივით და დაფარული ჭრელი ტყავით.
გუნდი. მაშ კატას ჰგავდა, თუ, უფრო ლეოპარდს?
კილენე. სინამდვილეში, მათ შორის: მრგვალი და მოკლეფეხება.
გუნდი. მაშ, უფრო სინდიოფალა თუ კიბო?
კილენე. არა, ასე არა; რამე სხვა მოსინჯეთ.
გუნდი. რომელიმე რქოსანი ხოჭოა, ეტნაზე რომ ცხოვრობს?
კილენე. ახლა შენ უახლოვდები იმ მხეცს.
გუნდი. [310] და ხმას რომელი ნაწილი გამოსცემს, შიდა თუ გარე?
კილენე. ...ქოთნის ბიძაშვილი.
გუნდი. რას ეძახით? მითხარით, თუკი იცით კიდევ რამე.
კილენე. ბიჭი ცხოველს „კუს“ ეძახის, ინსტრუმენტს კი – „ლირას“.
გუნდი. თვისება... [შემდეგ რამდენიმე ფრაგმენტული სტრიქონია, ორი სტრიქონი კი მთლიანად
დაკარგულია].
კილენე. ... და ეს მისი ერთადერთი გასართობია ან მწუხარების წამალი. მას მოსწონს წამღერება;
ეოლიურ მელოდიებს აჟღერებს ლირით. ასე გაიკეთა ბიჭმა ხმა მკვდარი ცხოველისგან.

სტროფი მეორე

გუნდი (მღერის, ამ სტროფს აქვს ანტისტროფი სტრ, 371). მთელ ადგილს მოედო მაღალი ხმა,
[330] დაფარფატებს, როგორც ფუტკარი ყვავილებზე. რაც შეეხება მეორე საკითხს, ვუახლოვდები.
იცოდე, ქალღმერთო: ის, ვინც ეს მოიფიქრა, სხვა არავინაა, თუ არა ქურდი. მაგრამ არ გამიბრაზდეთ და
არ აიშალოთ იმის გამო, რასაც მე ვამბობ.
კილენე. რა უგუნურებამ მოგიცვა? ვის სდებ ბრალს, როგორც ქურდს?
გუნდი. შენ არა, ზევსს ვფიცავ; შენი გუნებისწ წახდენა არ მინდა.
კილენე. [340] იმედია, ზევსის შვილს არ უწოდებ ქურდს!
გუნდი. ეს არის სწორედ ქურდობა.
კილენე. თუ რასაც ამბობ, სიმართლეა.
გუნდი. ... მე სიმართლეს ვამბობ... მოიპარეს... ჯოგი... უახლოვდება... [აქ ორი-სამი სტრიქონია
დაკარგული].
კილენე. ... გავიგე ბოლოს და ბოლოს... მეცინება ჩემს სიბრიყვეზე... არაფერია, სიხარულია
ბავშვისთვის. ამიერიდან შეგიძლია დარწმუნებული იყო ჩემში და გაიცინო ჩემზე, თუკი აქედან რამე
სიხარულს ან გამორჩენას იღებ. მაგრამ არ დასცინო ზევსის ძეს, როდესაც ბავშვურ შენიშვნებს აკეთებ
ბავშვზე. რადგან მას არ გადაჰყოლია მემკვიდრეობით მამისგან [360] ქურდული ბუნება და ქურდობა არ
ბატონობს დედამისის ოჯახში. თუ აქ ქურდობაა, ეძებეთ ღატაკი ქურდის როლში; მაგრამ ამ ბავშვის
სახლს ღარიბად ვერ მოიხსენიებ. იზრუნე მის ოჯახზე და ცუდი საქმეები ცუდ ხალხს დააბრალე; მას ეს
ნაკლებად მოუხდება., მაგრამ შენ მუდამ ბავშვი ხარ, თუნდაც ყმაწვილი კაცი იყო, წვერიც გეზრდება
სახეზე, როგორც თხას. საკმარისია შენი პრიალა მელოტი თავი მოსაფერებლად. აი, რას გეტყვით: თუ
გგონიათ, რომ ღმერთები ბრიყვები და სასაცილო არიან, [370] მალე ტირილს დაიწყებთ.

ანტისტროფი მეორე

გუნდი (მღერის. ეს არის სტროფ 329-ის ანტისტროფი). გადმოაბრუნეთ და მოატრიალეთ


სიტყვები, როგორც გინდათ, რომ ჭკვიანური ამბავი გამოიყვანოთ. ვერ დამარწმუნებთ, რომ შეკერილი
ტყავი სულ სხვაა, ვიდრე ლოქსიასის მოპარული ჯოგის ტყავი. ნუ ცდილობთ ჩემს გაბითურებას.

257
[რამდენიმე სტრიქონი აკლია.]

გუნდი. იმიტომ, რომ ზევსი...


სილენოსი. [380] ბავშვი ქურდი არაა.
გუნდი. თუ ცუდს შვრება, ცუდია.
სილენოსი. არ მსიამოვნებს ცუდის მოსმენა ზევსის შვილზე.
გუნდი. მაგრამ, თუ სიმართლეა, უნდა ვთქვა.
სილენოსი. ნუ ამბობ... [აქ მოჰყვება 8 სტრიქონი, რომელშიც მხოლოდ საწყისი ასოებია
შემორჩენილი].
სილენოსი. სად ძოვს ჯოგი?
გუნდი. უმეტესობა ახლა...
სილენოსი. ვის ჰყავს, არამზადა, ვის...?
გუნდი. ბავშვმა შიგნით ჩაკეტა.
სილენოსი. საკმარისია ზევსის შვილზე ცუდი ლაპარაკი!
გუნდი. მე გავჩერდებოდი, ვინმე თუ ჯოგს გამოიყვანდა.
სილენოსი. შენ მახრჩობ მე, შენ და შენი ძროხები.
გუნდი. ... დატოვეს... გარეკო ისინი... [აკლია პაპირუსის მთელი სვეტი, შეიძლება, მეტიც.]
გუნდი. სალამი! ოი!... რაც მან თქვა... ის არ...
სილენოსი. სილენოსი დაბრუნდა, კილენე, როგორც ჩანს, წავიდა.
გუნდი. ო, ლოქსიას, ... ძროხების...
აპოლონი. აპოლონი, როგორც ჩანს, შემოდის გუნდის საპასუხოდ. ... ძროხები ... ანაზღაურება ...
უფასოდ ... [აქ ფრაგმენტი მთავრდება. ჰომეროსის ჰიმნიდან, რომელიც ჰერმესს ეძღვნება, შეიძლება
ვივარაუდოთ, რომ აპოლონსა და ჰერმესს აქვთ საერთო სცენა, რომელიც ჯოგის კანონიერი
მფლობელისთვის დაბრუნებით მთავრდება. ჰერმესი ასევე აძლევს აპ[ოლონს ლირას, რომელიც
სამუდამოდ რჩება მის ინსტრუმენტად].

258
სოფოკლე, ფრაგმენტები

A. არგონავტების ციკლი

ამ ციკლის ტრაგედიებს საფუძვლად უდევს მითები, რომლებშიც აღწერილია ბერძენი გმირების


მოგზაურობა კოლხეთში ხომალდ „არგოთი“ იასონის მეთაურობით ოქროს საწმისის ხელში
ჩასაგდებად; კოლხეთის მეფის ასულის, მედეას მიერ იასონისათვის გაწეული დახმარება და იასონისა
და მედეას შემდგომი ურთიერთობის ისტორია. რაც შეეხება თავად ოქროს საწმისს, იგი კოლხეთში ასე
აღმოჩნდა: ორქომენოსის მეფე ათამასს პირველი მეუღლისგან, ღრუბლების ქალღმერთ ნეფელესგან,
ჰყავდა ქალ-ვაჟი – ფრიქსოსი და ჰელე; მეორე მეუღლემ, ინომ, განიზრახა მათი ამოხოცვა. ბავშვები
გადაარჩინა დედას, ნეფელეს, მიერ გამოგზავნილმა ოქროს ვერძმა, რომელმაც ისინი ოქრომენოსიდან
გადააფრინა. როდესაც ევროპისა და აზიის გამყოფ სრუტეს მიუახლოვდა, ჰელემ თავი ვერ შეიკავა
ცხვარზე და ზღვაში ჩავარდა (აქედანაა სახელწოდება ჰელესპონტოსი); ფრიქსოსი მშვიდობიანად
ჩაფრინდა კოლხეთში (ფრ. 4) და ვერძი, რომელიც ღმერთების ნებით, ოქროსბეწვიანი იყო, ღმერთებს
მსხვერპლად შესწირა, ხოლო მისი ტყავი, ოქროს საწმისი, ადგილობრივ მეფეს, აიეტესს, მიართვა.

ათამასი
ამ სახელით ანტიკურობაში ცნობილი იყო სოფოკლეს ორი ტრაგედია; ერთი დაკავშირებული იყო
ფრიქსოსისა და ჰელეს ზემოთ ნახსენებ მითთან, ხოლო მეორეში ასახული იყო ათამასის შეშლილობის
ამბავი; სწორედ მისგან თავის დახსნას ცდილობდნენ და მას გაურბოდნენ მეორე მეუღლე და შვილი,
როდესაც ზღვაში გადაეშვნენ (ფრ. 1), მაგრამ არ დაიღუპნენ და ზღვის ღვთაებებად იქცნენ.
გადარჩენილია უმნიშვნელო ფრაგმენტები, რომლებზედაც იმასაც ვერ ვამბობთ, რომელი რომელი
„ათამასს“ მიეკუთვნებოდა.
ამავე სახელის ტრაგედია ჰქონია ესქილესაც (ფრ. 1-4a), ამავე თემას ამუშავებდა რომში ენიუსი
(ფრ. 128-132; შესაძლოა, იგი ეყრდნობოდა ევრიპიდეს ტრაგედია „ინოს“) და აქტიუსი (ფრ. 155-161).

1 (4). უშვილო, უცოლო და უსახლკარო.

2 (5). ღვინით მოედინება ჩვენი აქელოოსი.

3 (6). ბედნიერ დღეს [გისურვებ].

ფრიქსოსი

შინაარსი უცნობია; არგონავტების ციკლს მიკუთვნებულია მთავარი პერსონაჟის სახელის მიხედვით.

4 (721). შემოგარენის მიწის გზა აქ მთავრდება...

5 (722). დაკლა, როგორც წკმუტუნა ლეკვი.

259
ლემნოსელი ქალები

კოლხეთის გზაზე არგონავტები (ზოგიერთები დასახელებულია ფრ. 7) დაყოვნდნენ კ. ლემნოსზე,


სადაც იარაღით ხელში დახვდნენ ადგილობრივი ქალები, რომლებსაც მანამდე თავიანთი მამაკაცები
ჰყავდათ დახოცილი. სასტიკი ბრძოლის შემდეგ ზავი ჩამოვარდა და სტუმრებმა ლემნოსელი ქალები
ცოლებად მოიყვანეს.

ამავე სახელწოდების ტრაგედია ჰქონდა ესქილესაც (ფრ. 123a-b).

6 (384). ო ლემნოს! ო ქრისეს მეზობელო სიმაღლეებო!232

7 (386). ადმეტოსი, ფერესის ძე და დოტიონელი კაცი, ლაპითი კორონოსი.233

8 (387). პირქუშ და უკარება ქალად აღვზარდე.234

9 (388). საქმე მალე გაირკვევა.

ამიკოსი
სატირული დრამა, დასათაურებულია ბოსპოროსელი ბებრიკების მეფის სახელის მიხედვით; იგი ყველა
ჩამოსულს კრივში იწვევდა, ამარცხებდა და კლავდა. პოლიდევკესმა, ერთ-ერთმა არგონავტმა
დაამარცხა იგი.

10 (111). წეროებიც, თვალშავებიც, ჭოტებიც, კუებიც <მკვიდრობენ იქ> და კურდღლებიც.

11 (112). და ყბებიც უფრო რბილი გავუკეთე.

ფინევსი

კოლხეთისკენ გზაზე არგონავტების შემდეგი პუნქტი იყო თრაკიის ქალაქი სალმიდესოსი, რომელშიც
ფინევსი მეფობდა. მასთან მითის ორი ვარიანტია დაკავშირებული. პირველის მიხედვით, თავისი მეორე
ცოლის მოთხოვნით პირველი ქორწინებიდან გაჩენილი ორი ვაჟი ჯურღმულში ჩასვა, სადაც
დედინაცვალმა მათ თვალები დასთხარა. არგონავტებმა ისინი გაათავისუფლეს, ხოლო „არგოზე“
მყოფმა ასკლეპიოსმა მათ მხედველობა დაუბრუნა. მეორე ვარიანტით, ფინევსმა დახოცა საკუთარი
შვილები და ზევსის კითხვაზე, რა სასჯელი გირჩევნია, სიკვდილი თუ დაბრმავებაო, სიკვდილი აირჩია.
მაშინ ჰერმესმა ბრმა ფინევსს ჰარპიები მიუსია, რომლებიც ბრმა მოხუცისთვის დამზადებულ საკვებს ან
ჭამდნენ ან აფუჭებდნენ. არგონავტებმა გააძევეს ჰარპიები, ხოლო ასკლეპიოსმა ფინევსს მხედველობა
დაუბრუნა (ფრ. 16).

232
ფრ. 6. ქრისეს მეზობელო სიმაღლეებო – კუნძული ქრისე კუნძულ ლემნოსის აღმოსავლეთ სანაპიროსთან
მდებარეობდა.
233
ფრ. 7. ადმეტოსი – თესალიის მეფე, ალკესტისის მეუღლე. დოტიონი – ქალაქი თესალიაში, ლაპითები – თესალიური
ტომი.
234
ფრ. 8. პირქუში და უკარება ქალი – ძიძის სიტყვები ამაზონების დედოფალ ჰიფსიფილეზე?

260
სოფოკლეს „ფინევსის“ სახელით ორი დრამა ჰქონდა (ერთ-ერთი, შესაძლოა, სატირული დრამა
ყოფილიყო), ამასთან, ძალიან მწირი ფრაგმენტების იდენტიფიკაცია პრობლემატური რჩება.
ამ დასახელების ტრაგედია ესქილემ დადგა ძვ.წ. 472 წ. „სპარსელებთან“ ერთად (ფრ. 258-260).]

12 (707). ქვემოთ ბოსპოროსის წყალია სკვითებთან.

13 (707a). აი თმის კულული ჩემთვის საძაგელი თავიდან.

14 (712). მიცვალებულია, შესახედავად – ეგვიპტური მუმია.

15 (711). თვალი დუქნის კარივით დახურული აქვს.

16 (710). მისდამი მოწყალე იყო ჩვენი ექიმი ასკლეპიოსი: და მან კვლავ დაიბრუნა თვალის
სხივოსანი სინათლე.

ტიმპანონზე დამკვრელები

„ანტიგონეს“ სტრ. 980 სქოლიოში ნათქვამია, რომ „ტიმპანონზე დამკვრელებში“ საუბარი იყო ფინევსის
მეორე ქორწინებაზე. სხვა მხრივ ტრაგედიის შინაარსი უცნობია. ამ დრამას ჯერ კიდევ ჩვ.წ. 199 წ.
აჩვენებდა რომში პანტომიმი ლ. ავრელიუს აპოლავტუსი მემფისიდან.

17 (636). აი, ისიც, ბედნიერი ხვედრი: მიაღწიო მიწას და ჭერქვეშ მთვლემარე სულით უსმინო
წვეთების დაცემას.

18 (637). ჩვენ კი სარპედონის გამოქვაბულში235...

19 (638). ქალდეელი,236 კოლხი და სირიის მთელი ხალხი...

კოლხი ქალები
კოლხეთში ჩასულ იასონს მეფე აიეტესმა ოქროს საწმისის გადაცემისთვის პირობები დაუყენა: მას
უღელში უნდა შეება ცეცხლით მსუნთქავი ხარები, მოეხნა მინდორი და დაეთესა დრაკონის კბილები,
საიდანაც ამოვიდოდნენ შეიარაღებული მეომრები (ფრ. 24). მედეას დახმარებით, იასონმა ცეცხლგამძლე
მალამო მიიღო და შეძლო ხარების დამორჩილება (ფრ. 22 – ეს უნდა იყოს მედეას სიტყვები
იასონისადმი). „კოლხ ქალებში“ ფიგურირებდა მედეას მიერ თავისი მცირეწლოვანი ძმის, აფსირტოსის
მკვლელობის ამბავი, რომელიც ნახსენებია ევრიპიდესეულ „მედეაში“ (1334), რომელიც, როგორც ჩანს,
სოფოკლეს ამ ტრაგედიის შემდეგ დაიდგა. ესქილეს „პრომეთევსის“ ანტიკური წინასიტყვაობიდან ასევე
ცნობილია, რომ „კოლხ ქალებში“ გადახვევის სახით გადმოცემული იყო პრომეთევსის მითიც (ფრ. 23),
– შესაძლოა, რომ სწორედ მას მიეწერებოდა სასწაულმოქმედი მალამოს გამოგონება.

235
სტრ. 18. სარპედონის გამოქვაბული – თრაკიის ერთ-ერთ კონცხზე. აქ ბორეასმა მიიყვანა მშვენიერი ორეითია.
236
ფრ. 19. ქალდეელი – ბაბილონის ქურუმთა კასტის წარმომადგენელი.

261
20 (337). იონიის ზღვაზე237 გრიგალი ავარდა.

21 (338). განცვიფრდებოდი, ოქროს სხივების ელვარება რომ დაგენახა.

22 (339). დაიფიცებ, რომ სიკეთეს დამიფასებ?

23 (340). თქვენ, ალბათ, არ გაგიგიათ, რომ პრომეთევსი...

24 (341). აიეტესი. რაო, მიწად შობილმა ნათესმა არ გაიხარა?


მაცნე. მერედა როგორ! სპილენძის აბჯრით სასტიკად ამოიმართა დედის წიაღიდან.

25 (345). თეძოთა სილამაზით238 ზევსის ძალაუფლებას აღვივებს.

26 (346). კარგია, როდესაც კაცის მოვალეობას იცავს მოკვდავი.

27 (342). მშვენიერქამრიან მოსასხამებში იდგნენ ისინი.

სკვითები
არგონავტების შინ დაბრუნების გზა ძველ დროში სხვადასხვაგვარად აღიწერებოდა. ერთ-ერთი ვერსიის
მოხედვით, ისინი სკვითების მიწაზე აღმოჩნდნენ, სადაც მათ აიეტესი დაეწია. სავარაუდოა, რომ ამ
ტრაგედიაში აღწერილი იყო კამათი ან სასამართლო პროცესი, სადაც იასონი ან მედეას რომელიმე
მეგობარი ცდილობდა აფსირტოსის მკვლელობაში მედეას დანაშაულის შერბილებას იმ ფაქტით, რომ
მედეა და აფსირტოსი სხვადასხვა დედისგან იშვნენ (ფრ. 28). სავარაუდოა, რომ რომაული სცენისთვის
„სკვითები“ გადაამუშავა პოეტმა აქტიუსმა ტრაგედია „მედეაში“ (ფრ. 381-413).

28 (546). ისინი ხომ სხვადასხვა სარეცელზე ჩაისახნენ: ვაჟი ახლახან შვა ნერეისმა <ნეაირამ>,
ქალი კი რახანია შვა იდიამ, ოკეანოსის ასულმა.

29 (549). სანაპირო ფლატეები, ფრიალო კლდეები და ხეობები.239

ფესვების მჭრელები
საუბარია მედეაზე, რომელიც შხამიან ბალახს აგროვებს (ფრ. 30). იმის თაობაზე, თუ რა მიზნით
აკეთებდა მედეა ამას, აზრი გაყოფილია. მკვლევართა უმრავლესობა მიჩნევს, რომ მედეა ბალახს

237
ფრ. 20. იონიის ზღვა – აქ ასეა მოხსენიებული პონტოს ევქსინოსი (შავი ზღვა).

238
ფრ. 25. თეძოთა სილამაზით – იგულისხმება განიმედესი, რომელიც ზევსმა მოიტაცა და ოლიმპოსზე ღმერთების
მერიქიფეობა დააკისრა.
239
ფრ. 30. ფრიალო კლდეები და ხეობები... – ციცერონთან შემონახულია ვრცელი ნაწყვეტი აქციუსის „მედეადან“ (ფრ.
381-392), რომელშიც სკვითი მწყემსი აღწერდა ხომალდ „არგოს“ მოახლოებას: „უზარმაზარი რაღაც მოემართება ზღვიდან
ხმელეთზე მძვინვარე ხმაურით. წინ მოუძღვის ტალღები, მის მოძრაობაზე მორევი ტრიალებს. წინ მოიწევს, წყალს ეკვეთება, ზღვა
კი შხეფებით და ველური შიშინით მიესალმება. ასე გეგონებოდა, რომ ციდან მოგლეჯილი ავდრის ღრუბელი მაღალი მთიდან
ქარმა ჩამოიტანა ან მძვინვარე ფუნთუნები შეასკდა ერთმანეთს და სფეროსებრი წყლის გუნდა შექმნა. ვშიშობ, რომ ხმელეთს
დაემუქრა ზღვა; ან თვით ტრიტონი სამკბილათი წყალქვეშა ღვიმეებს აცარიელებს და გაგლეჯილი ზღვის ხმაურში კლდოვან
უზიარმაზარი ხომალდი ცამდე აჰყავს“.

262
აგროვებდა ბებერი მეფის, პელიასის, რომელსაც კოლხეთიდან დაბრუნებული იასონი ტახტი
უსამართლოდ ეპყრა, დასაღუპავად. სხვა მოსაზრებით, მედეა საწამლავს ამზადებდა იასონზე შურის
საძიებლად, რომელმაც იგი მიატოვა და კრეუსას შერთვა განიზრახა.

30 (534). მზერა მოაშორა საკუთარ ხელს და ბლანტი თეთრი სითხე, რომელიც შხამიანი ბალახის
ჭრილობიდან წვეთავდა, სპილენძის ჭურჭელში ფრთხილად მოაგროვა... იდუმალ ყუთებში კი
ინახებოდა მის მიერ მოჭრილი ბალახის კონები. იგი მათ შიშველი, ხმამაღალი შელოცვით, კვეთდა
სპილენძის ნამგლით.

31 (535). ჰელიოს, მბრძანებელო და წმინდა ცეცხლო, გზათა დედოფლის, ჰეკატეს, იარაღო!240 შენ
გატარებს იგი, როცა მსახურობს ოლიმპოსის მწვერვალსა და თავის სავანეებში დედამიწის წმინდა
გზაჯვარედინებთან, შემოსილი მუხის ფოთლისა და სასტიკი გველების წნული გვირგვინით.

32 (536) ცეცხლით დაადნო ცვილი.

B. თებეს ციკლი

თებეს ციკლში გაერთიანდა მითების რამდენიმე ჯგუფი: დიონისეს დაბადება თებეს დედოფალ
სემელესაგან; ნიობესა და მის შვილებზე; ლაიოსის მოდგმის ბედზე, შვიდი ბელადის წარუმატებელ
ლაშქრობაზე თებეს წინააღმდეგ და ქალაქის განადგურებაზე მისი ხელმეორე ალყის შემდეგ შემდეგ
თაობაში. სოფოკლეს შემოქმედებაში ყველაზე უფრო ფართოდ სწორედ უკანასკნელი ჯგუფის მითები
აისახა (მათ შორისაა გადარჩენილი შვიდი ტრაგედიიდან სამი).

ამფიარაოსი
პოლინიკესმა არგოსში თავშესაფარი იპოვა, ძვირფასი ყელსაბამით მოისყიდა ერიფილე, მეფე-
წინასწარმეტყველ ამფიარაოსის მეუღლე, რომელმაც იცოდა წარუმატებლობაზე, რაც შვიდთა თებეზე
ლაშქრობას უნდა მოჰყოლოდა. ერიფილეს მეშვეობით, მისმა ძმამ, ადრასტოსმა, დაიყოლია ამფიარაოსი
ლაშქრობაში მონაწილეობაზე. ანტიკური წყაროები „ამფიარაოსს“ ხანდახან სატირულ დრამად
მოიხსენიებენ, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რა როლი უნდა შეესრულებინათ მასში სატირებს.
ფრაგმენტები საკმაოდ უცნაურია.

33 (113). ამ მისნის გუნდის მოლუსკი.

34 (120). შიშისგან გაფითრდა, გული შეეკუმშა.

35 (115). ერთხელ რომ მოხვდება, ჭკუას სწავლობს მებადური.

ეპიგონები

240
ფრ. 31. ... ჰეკატეს იარაღო! – აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკაში“ (III, 1214 და შმდგ.) ჰეკატა ამოდის
მიწისქვეშა სამეფოდან, გველებით დახუნძლული და მუხის ფოითლებით მორთული.

263
როდესაც თებეზე მოლაშქრე შვიდი მხედართმთავრის ვაჟებმა მამათა გმირობის განმეორება
განიზრახეს, მათ თავიანთ ხელმძღვანელად ალკმეონი, ერიფილესა და ამფიარაოსის ვაჟი აირჩიეს,
რომელიც თებედან გამოქცევისას მიწამ დაფარა. ამას გარდა, ამფიარაოსს ლაშქრობაში წასვლამდე
დაბარებული ჰქონდა ალკმეონისთის, შური ეძია მის სიკვდილში დამნაშავე ერეფილეზე და მხოლოდ
ამის შემდეგ განეახლებინა თებესთან ომი. ამგვარად, „ეპიგონებში“ ლაშქრობის მომზადებაც უნდა
ყოფილიყო ასახული, მათ შორის ალკმეონის მიერ მამის დანაბარების აღსრულებაც და საკუთარ თავზე
დედისმკვლელის ბრალის აღებაც (შდრ. ფრ. 38, 40).
სოფოკლემდე ეპიგონების ლაშქრობის მითი დაუმუშავებია ესქილეს (ფრ. 55 და 56); სოფოკლეს
ტრაგედია საფუძვლად დაედო რომაელი დრამატურგის, აქტიუსის ამავე სახელის ტრაგედიას (ფრ. 272-
294).

36 (185). უბედურო ბავშვო, რა სიტყვას ამბობ?241

37 (188). შურიანებს შერცხვენა უნამუსობისკენ უბიძგებს და არა კეთილი საქმეებისკენ.

38 (189). ო შენ, ყველა სიავის მკადრებელო ქალო, დედაკაცზე უარესი არ არის და არ იქნება
არაფერი, რაც კი უბედურება შობილა მოკვდავთათვის!

39 (190). არგოსის ბარზე აღარ დასახლდება მეტად...

40 (187). ალკმეონი. მეუღლის მკვლელის ღვიძლი ძმა ხარ!


ადრასტოსი. შენ კი საკუთარი დედის მკვლელი ბრძანდები!

ერიფილე
შინაარსის მიხედვით, ეს ტრაგედია ძალიან ახლოსაა წინამავალთან; გვიანანტიკური ანთოლოგიის
შემდგენელ სტობეოსს რომ არ ეხმარა ორივე დასახელება, შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ „ერიფილე“
და „ეპიგონები“ ერთი და იგივე ტრაგედიაა. აქტიუსის ამავე დასახელების ტრაგედიიდან გადარჩა ერთი
სტრიქონი (ფრ. 326).

41 (201a). ენავ, რა ხალხი გცემს პატივს! ისინი ხომ არა, რომლებიც საქმეზე მაღლა სიტყვას
აფასებენ?

42 (201b). სადაც არ შეიძლება თავისუფალი სიტყვით სიმართლე ითქვას, 242 სადაც ტყუილია
პატივში, იქ იღუპება ბედნიერება.

43 (4201c). ბებერი ხარ, მაშ, ენას მოუარე!

44 (201d). მხოლოდ ვაჟკაცობის ნიჭია საიმედო.

45 (201e). სულით არ ეცემიან მამაცი კაცები.

241
ფრ. 36. რა სიტყვას ამბობ? – როგორც ჩანს, ესაა ერიფილეს პასუხი ალკმეონის ბრალდებებზე. მისი ფიქრებიდან
ნაწყვეტი შემონახულია აქციუსთან (ფრ. 281): „მამის გამო შური უნდა ვიძიო, ამ განსაცდელში სხვა გამოსავალი არ გამაჩნია: ასე
მიბრძანებს <ღმერთი>“.
242
ფრ. 42. თავისუფალი სიტყვით სიმართლე ითქვას – მსჯელობა, რომელიც დამახასიათებელია ათენელებისთვის,
რომლებიც ტრაბახობდნენ იმით, რომ მათი საზოგადოებრივი წყობა ნებისმიერ მოქალაქეს სიტყვის თავისუფლების თანაბარ
უფლებას ანიჭებდა.

264
46 (201f). შემიძლია მე, მოკვდავს, ღვთის გამოგზავნილს შევეჭიდო? სადაც საშინელება
დამკვიდრდა, იქ სულს იმედი ვეღარ გაგვითბობს.

47 (201g). წადი! შენ აფრთხობ ძილს, სნეულების მკურნალს.

48 (101h). არგოსელებს ვხედავ!

ალკმეონი
დედის მკვლელობის შემდეგ აკლმეონს ერინისები დაედევნენ და იგი იძულებული გახდა,
დაეტოვებინა არგოსი და თავშესაფარი ეძებნა ჯერ არკადიული ფსოფისის მეფე ფეგევსთან, შემდეგ
კუნძულზე, რომელიც მდინარე აქელოოსის ნატანს შეუქმნია (ეტოლიაში). ფსოფისში იგი ფეგევსის
ასულზე დაქორწინდა, მაგრამ შემდეგ აქელოოსის ქალიშვილი მოიყვანა ცოლად და ცადა, პირველი
ცოლისგან ერიფილეს საბედისწერო ყელსაბამი დაებრუნებინა, მაგრამ ცოლმა ამხილა და მისმა ძმებმა
სიცოცხლეს გამოასალმეს. რამდენად ასახა ეს ყველაფერი სოფოკლემ ტრაგედიაში, შემორჩენილი
ფრაგმენტების მიხედვით, ძნელი სათქმელია. ალკმეონის მითი ფართოდ იყო წარმოდგენილი ათენის
სცენაზე: სოფოკლეს გარდა, მასზე რვა ან ცხრა ტრაგიკოსს დაუწერია ტრაგედია; მათ შორისაა
ევრიპიდესეული „ალკმეონი ფსოფისში“, რომელიც ძვ.წ. 438 წ. დადგმულა სახელგანთქმულ
„ალკესტისთან“ ერთად. სოფოკლეს თუ ევრიპიდეს „ალკმეონს“ ეფუძნებოდა აქტიუსის ამავე
სახელწოდების ტრაგედია, საკამათოდ რჩება.

49 (108). ოჰ, საღ აზრზე მყოფი რომ დამენახე!

ნიობე
ნიობე, თებეს მეფე ამფიონის მეუღლე, რომელიც თავისი შვილების სიმრავლით ლეტოს, აპოლონისა და
არტემისის დედას, ეტრაბახებოდა და რომელსაც ეს შვილები ამოუხოცეს, უკვე ჰომეროსსა („ილიადა“
XXIV, სტრ. 603-617) და ჰესიოდეს (ფრ. 183) ჰყავთ ნახსენები. პირველის მიხედვით მას ექვს-ექვსი ვაჟი
და ასული ჰყავდა, მეორის მიხედვით კი – ათ-ათი. ესქილეს შემდეგ, რომელსაც დაუწერია ტრაგედია
„ნოიობე“ (ფრ. 154a-167b), მას შვიდი ვაჟი და შვიდი ასული მიეწერება. სოფოკლეს „ნიობეში“
მოქმედების განვითარებაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ მეოცე საუკუნეში აღმოჩენილი პაპირუსული
ნაწყვეტის მიხედვით, რომელსაც წინასიტყვაობაც ახლავს (Р. Оху. 52, 1984, 3653). ნიობე აღმერთებდა
თავის შვილებს და აცხადებდა, რომ შვილების სიმრავლე უფლებას აძლევდა, ლეტოზე ამაღლებულიყო,
რის გამოც აპოლონმა ნადირობისას ისინი მშვილდით ამოხოცა. ნიობემ მაცნისაგან გაიგო მისი ვაჟების
დახოცვის ამბავი, მაგრამ ამჟამად ქსლიშვილებით ტრაბახს მიჰყო ხელი, თუმცა, ყოველი
შემთხვევისთვის, ისინი სახლში გამოამწყვდია. ამასობაში აპოლონის საქციელით უკმაყოფილო
ამფიონმა ღმერთი ორთაბრძოლაში გამოიწვია და დამარცხდა. წინასიტყვაობის ბოლო არ შემონახულა,
მაგრამ სვეტის ბოლოს ჩნდება ამფიონის ტყუპი ძმის, ძეტესის სახელი და ეს საფუძველს გვაძლევს
ვიფიქროთ, რომ იგი ნიობეს ნუგეშისცემას ცდილობდა ადამიანური ბედნიერების წარმავალობაზე
მსჯელობით. „ნიობეს“ ანტიკურ წყაროებში შემორჩენილ ძალიან მწირ ფრაგმენტებს (ფრ. 52, 53) შეემატა
პაპირუსული ნაწვეტები (ფრ. 50, 51).

50 (441a). აპოლონი. [4] ხომ ხედავ, იქ, სახლში, მარტოა და შეშინებული ყუთებსა და კასრებს
შორის დამალვას აპირებს; მხოლოდ ეს ერთი ქალი გაიქცა, განგმირე ისრით, სანამ დამალულა!

265
გუნდი. ვაი, ვაი მას! დიდხანს არ განსხვავდებოდა ბავშვების ბედი, [10] გოგონებისა და ბიჭების
ბედი, ყველას დაატყდა თავს უბედურება.

51 (442). [3] ნიობე. დამღუპეს სხივოსანმა და მისმა დამ.243 რატომ მაძევებ სახლიდან? რატომ
აყოვნებ და გულს ისრით რად არ განმიგმირავ?
კორიფაიოსი. ...მრავალცრემლიანი კვნესა. მის დასახმარებლად ხომ არ გავეშურო?
ნიობე. [დავკარგე შვილები,] ტარტაროსის უფსკრულში ხომ არ გადავეშვა! სხვა გზა არ დამრჩა.
ნიობისი. [10] ... დედოფალო, გევედრები, ისრით ნუ მომკლავ!..
კორიფაიოსი. ... უბედურო ასულო!

52 (448). მეგობარო, ხელი გამომიწოდე!

53 (447). მართლაც იმათი მეგობარი ვარ, ვინც უკეთესია.244

В. არგოსული ციკლი

არგოლისის მხარე პელოპონესოსის ჩრდილო-აღმოსავლეთით საბერძნეთის უძველეს მითოლოგიურ


ცენტრებს მიეკუთვნება. არგოსის გარდა, მასში შედიოდა მიკენეც, რომელიც, გადმოცემის მიხედვით,
პერსევსს დაუარსებია; შემდგომში იქ მეფობდა ევრისთევსი, რომლის სამსახურშიც ჰერაკლესმა თავისი
თორმეტი გმირობა ჩაიდინა; შემდეგ მიკენე გახდა პელოფსის მიერ პისიდან გამოძევებული ატრევსისა
და თიესტესის რეზიდენცია. ამრიგად, არგოსულ ციკლში, მისი ერთ-ერთი განშტოების წინარე
ისტორიის სახით ერთვება საბერძნეთში პელოფსის გამეფების ამბავიც. მეორე მხრივ, ატრევსის ვაჟები,
აგამემნონი და მენელაოსი, დაქორწინებული იყვნენე სპარტის მეფის, ტინდარეოსის ასულებზე,
კლიტემნესტრასა და ჰელენეზე, რის გამოც არგოსის ციკლი მჭიდროდაა დაკავშირებული ტროის
ციკლთან.

ინაქოსი
არგოსელ გმირთა საგვარეულო მომდინარეობს უძველესი მეფისა და ამავე სახელის მდინარის
ღმერთის, ინაქოსისგან. მისმა ქალიშვილმა იომ ზევსისაგან შვა ეპაფოსი, რომლის შთამომავლებიც
იყვნენ ეგვიპტოსის 50 ვაჟი და დანაოსის 50 ასული. როდესაც ეგვიპტიადესებმა დანაისების ცოლად
მოყვანა განიზრახეს, ქალები ძველ სამშობლოში, არგოსში გაიქცნენ. ეგვიპტიადები მათ დაეწივნენ,
მაგრამ ქორწინების პირველივე ღამეს დანაისებმა ისინი, ერთის გარდა, სრულად ამოწყვიტეს.
ცოცხლად დარჩენილი ლინკევსისა და ჰიპერმესტრასაგან მომდინარეობენ არგოსელი, მიკენელი და
ტირინსელი მეფეები, რომლებიც, ამგვარად, ყველანი იოს შთამომავლები არიან.
„ინაქოსის“ შინაარსი იოს ისტორიის დასაწყისია. თავისი სატრფო ჰერასათვის რომ დაემალა,
ზევსმა იგი დეკეულად გადააქცია; მაგრამ ჰერამ მეტოქეს მცველად ასთვალიანი არგოსი დაუყენა,
რომელიც ზევსს საშუალებას არ აძლევდა, მიახლოებოდა იოს. მაშინ, ზევსის ბრძანებით, ჰერმესმა
დააძინა არგოსი და მოკლა. „ინაქოსი“, როგორც ჩანს, სატირული დრამა იყო. ამას ადასტურებს
პაპირუსზე შემონახული, ტრაგედიისათვის მეტისმეტად მოკლე თხრობა იოს დეკეულად გადაქცევაზე

243
ფრ. 51. დამღუპეს სხივოსანმა და მისმა დამ – ე.ი. აპოლონმა და არტემისმა. პაპირუსული ნაწყვეტის თარგმანი;
ნაწყვეტი გამოქვეყნდა 1897 წ., ტექსტი აღებულია გამოცემიდან The Papyrus Fragments of Sophocles... by R. Garden. B.- N.-Y., 1974,
იქ მიღებული დამატებითა და რეპლიკების განაწილებით.
244
ფრ. 53. იმათი მეგობარი ვარ, ვინც უკეთესია – როგორც ჩანს, ესაა ნიობეს სიტყვები ზევსზე, რომელსაც ის მამის
ხაზით შვილიშვილად ერგებოდა, ხოლო მეუღლის ხაზით – რძლად (ამფიონი ზევსისა და თებეელი ანტიოპეს შვილი იყო).

266
(ფრ. 54, სტრ. 32-43), მოკლე ლირიკული სტრიქონებისა და ტრიმეტრის ენერგიული მონაცვლეობა
გუნდის რეაქციაში, ასევე ენისა და სტილის ცალკეული ნიშნები, – ყველაფერი სატირულ დრამაზე
მიუთითებს.
მიუხედავად იმისა, რომ „ინაქოსიდან“ შედარებით ბევრი ფრაგმენტი შემოგვრჩა, მათ შორის,
ორი საკმაოდ მოზრდილი ნაწყვეტი პაპირუსებიდან, მისი შინაარსის დეტალურად აღდგენა
შეუძლებელია. ფრ. 54-დან ცხადია, რომ ვიღაც უცხოელმა, რომელიც ინაქოსმა კეთილად მიიღო, მას
უსინდისო უმადურობით უპასუხა: ხელი შეახო მის ასულ იოს და იგი დეკეულად აქცია (შდრ. ასევე ფრ.
62). რადგან პაპირუსის ნაწყვეტის სტრ. 36 სტიქომეტრიული აღნიშვნა ახლავს და მესამასე სტრიქონზე
მიუთითებს, ცხადია, რომ ეს სცენა მთელი პიესის მეორე მესამედს განეკუთვნება. რაზე იყო პირველი
მესამედი, გაუგებარია. ფრ. 55 სავარაუდოდ ჰერმესისა და სატირების დიალოგიდანაა, თანაც თავიდან
სატირებს ღმერთის სალამურის ხმა ესმით და თავად მას ვერ ხედავენ, რადგან მას უჩინმაჩინის ქუდი
ახურავს. შემდეგ ჰერმესი სატირებს გამოეკიდება, რა მიზნით, ასევე უცნობია. სხვა ფრაგმენტებიდან
ირკვევა, რომ გამოსული გუნდი მიესალმებოდა ინაქოსს (ფრ. 56), თანაც ეს არგოსული მდინარე
სატირებს დასავლეთ საბერძნეთის ამავე სახელის მდინარის გაგრძელებად მიაჩნიათ (ფრ. 57; შესაძლოა,
ფრ. 64). ფრ. 58 მოწმობს, რომ უნდა გამოჩენილიყო ღმერთების შიკრიკი, ქალღმერთი ირისი, რომელსაც,
როგორც ჩანს, ჰერმესისთვის მიჰქონდა ზევსის ბრძანება, მოეკლა არგოსი. არგოსთან დაკავშიურებით
შემორჩენილია სქოლიო ესქილეს „პრომეთევსის“ სტრ. 574-ისთვის: ესაა ასთავიანი ურჩხული,
რომელიც „ინაქოსში“ სიმღერას მღეროდა. რაღაც ადგილი ეკავა ტექსტში მოგონებას ოქროს საუკუნეზე
(ფრ. 61) და თანამედროვე ცხოვრების რეალიებს – მსაჯულთა არჩევას ათენში (ფრ. 67) და კოტაბოსის
თამაშს (ფრ. 60).

54 (269a). გუნდი. მაგრამ მდუმარედ მიდის შორს... დაბინდული მზერით... ჯერ არ ვიცი
საშინელება...
ინაქოსი. საშინელებაა, როგორ არა, ის კი... სახლში ნადიმია გამართული... მან კი გოგონას
ჩაავლო ხელი... სახლში დადის და გვშორდება... მაგრამ ამასობაში ქალიშვილის ცხვირი და მთელი სახე
ძროხის იერს იღებს... ძროხის თავი იზრდება... კისერი მხრებზე... [40] ჩლიქები ფეხზე... და იატაკს
დაჰკრავს... ცოლი, ძუ ლომივით...ზის... აი, ასეთი... სტუმარი...
გუნდი. [46] ო, სიტყვა არ მყოფნის! [...] [50] ... უცნაურია ეს... ვაი, ღმერთების მიწა... ვერ
ვხვდები... და შხამით სავსე... არაქაური, უცხოური ყვავილი... ისაა, რასაც შეუძლია სახე იცვალოს...

55 (269c). გუნდი. [16] ო, ბრძენთაბრძენი, რომელმაც დიდხანს გარდაცვლილთა შორის ჰადესის


საფარქვეშ მიწისქვეშა უკუნ წყვდიადში, [20] შენი სახელი ახსენა.
ჰერმესი. ზევსის სიყვარულთა მაცნე და დიადი სწრაფმავალი.
პირველი ნახევარგუნდი. ისეთი ბრახუნია, ალბათ, ჰერმესი გამოჩნდება.
მეორე ნახევარგუნდი. შენ ის ახსენე, რომელიც ახლა მობრძანდა ჩვენთან. ახალი უბედურება
უფრო სწრაფად განდევნე, ვიდრე დახამხამებას მოასწრებდი.
გუნდი. ვაიმე, ხედავ? სდექ, სადაც დგახარ! სიგიჟეა ამის მოსმენა. შენ ხომ, ზევს, ასეთი
სიტყვებისა [29] არ გჯერა.

56 (270). მედინო ინაქოს, წყაროთა მამის, ოკეანოსის, ძეო! შენს დიდებას პატივს სცემენ არგოსის
ველები, ჰერას კლდეები და ტირენელი პელასგები.245

245
ფრ. 56. ჰერას კლდეები – ბორცვი არგოსში, რომელზედაც იდგა ჰერას ტაძარი. პელასგები – ელადის უძველესი
მკვიდრნი. სოფოკლე მათ ტირენელ ტომთან აიგივეებს, როგორც ხშირად მოიხსენიებდნენ ეგევსის ზღვის წარმომადგენლებს.

267
57 (271). ... მოედინება პინდოსისა და ლაკმოსის სიმაღლეებიდან პერაიბოსების ქვეყანაში 246
ამფილოქოსებისა და აკარნელებისკენ. და იქ აქელოოსის კალაპოტს უერთებს თავის ნაკადს... [...]
იქიდან გადაკვეთს არგოსის მხარეს და ლირკევსისკენ247 მიაქანებს ტალღებს.

58 (272). ვინ არის ეს ქალი არკადიული ქუდით?

59 (273). ეს არის პლუტოსის შესასვლელი...

60 (277). სატრფიალო სითხის ჩქაფუნი ისმოდა იქ ყველა სახლში.

61(278). ბედნიერია ხალხი, რომელიც [ღმერთის] უჭკნობ სიცოცხლეს ეზიარა.

62 (279). და [ნაზ კანზე] კუს ბაკნის სიმტკიცე ამოიზარდა.248

63 (282). გაქებ, ხომ იცი, როგორც ხალხურ ანდაზაშია, მოკრძალებულ ადგილასაც შეიძლება
სახელოვანი ვაჟკაცი აღმოცენდეს.

64 (284). და მამა ინაქოსი საიქიო სამეფოს მდინარეს დაემსგავსა .

65 (286). ყველგან ჩანს ობობას ნაქსოვი.

66 (287). არგოსული მიწის გამოძახილი.

67 (288). ... მსაჯული მუხუდოთი არჩეული.

68 (289). პირქუშ ზამთარში.

აკრისიოსი
არგოსის მეფე აკრისიოსს უწინასწარმეტყველეს, რომ შვილიშვილის ხელით დაიღუპებოდა. ეს
წინასწარმეტყველება რომ არ ახდენილიყო, აკრისიოსმა თავისი გაუთხოვარი ქალიშვილი დანაე
მიწისქვეშეთში დაამწყვდია. ზევსი დანაეს ეწვია ოქროს წვიმის სახით, გაანაყოფიერა იგი და დედამიწას
პატარა პერსევსი მოევლინა. განრისხებულმა აკრისიოსმა ბრძანა, ქალიშვილი და შვილიშვილი ხის
სკივრში ჩაეკეტათ და ზღვაში გადაეგდოთ. ტრაგედიაში, როგორც ჩანს, იყო დანაეს მხილების ეპიზოდი
(ფრ. 69, 70), მისი მცდელობა, მამასთან თავი ემართლებინა (ფრ. 71) და მეფის განმარტება, თუ რატომ
გამოიტანა ასეთი სასტიკი განაჩენი (ფრ. 74, 75).

246
ფრ. 57. მოედინება პინდოსისა და ლაკმოსის სიმაღლეებიდან პერაიბოსების ქვეყანაში – სატირები არა მხოლოდ
აიგივებენ არგოსის მდინარე ინაქოსს ამავე სახელის მდინარესთან შუა საბერძნეთში, არამედ მის სათავეს პერაიბოსების მიწაზე
ათავსებენ, რომელიც სამხრეთით თერსალიას ესაზღვრება. პინდოსი და ლაკმოსი – ქედებია; პირველი ეპიროსისა და მაკედონიის
საზღვარზე, მეორე კი თესალიას გადაკვეთს მის დასავლეთ ნაწილში. მის აღმოსავლეთით მდებარეობდა ამფილოქოსების მიწა,
ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით – აკარნანია. პელოპონესოსის ინაქოსისა და დასავლეთ საბერძნეთის ინაქოსის გაიგივებას
შეიძლება ისიც უწყობდა ხელს, რომ ამფილოქიის დასავლეთით არსებობდა ქალაქი, რომელსაც არგოსი ერქვა.
247
ფრ. 57. ლირკევსი – დასახლება პელოპონესოსის არგოსის ჩრდილო-დასავლეთით, მდ. ინაქოსის ნაპირზე, მისი
სათავის მახლობლად. შუა საბერძნეთის მდინარის აქ გამოჩენა მხოლოდ იმით შეიძლებოდა ახსნილიყო, რომ იგი კალიდონის
ყურეს კვეთდა და შემდეგ მიწის ქვეშ მიედინებოდა (შდრ. ფრ. 64) და ზედაპირზე ამოდიოდა ლირკევსის მახლობლად.
248
ფრ. 62. კუს ბაკნის სიმტკიცე ამოიზარდა – როგორც ჩანს, საუბარია იოს ნაზ სხეულზე ამოზრდილ ძროხის რქებსა და
ჩლიქებზე.

268
69 (61). გუნდი. რაღაც ყვირილია. გესმით? თუ ამაოდ ვღელავ? ყველაფერი ხმაურობს, როცა
გული მოუსვენრადაა!

70 (62). ვერასოდეს მიაღწევს ტყუილი სიბერის ასაკს.


71 (64). კეთილგონიერ ყმაწვილს მშობლებისა და აღმზრდელების მიმართ მოკლე სიტყვა
შეჰფერის; ხოლო არგოსული მოდგმის ქალწულს დუმილი და მცირესიტყვაობა ამშვენებს.

72 (63). ეს ხომ ცხადია: დაჭერილი და ბორკილდადებული კაცი რაც გინდა, იმას გეტყვის.

73 (65). გამაგრდი, ქალო! რა საშინელებასაც ატარებს სიზმარი ღამით, დღისით განქარდება


ხოლმე.

74 (66). სიცოცხლე ხომ ბერიკაცივით არავის უყვარს.

75 (67). სიცოცხლე ხომ ყველაზე ტკბილი საჩუქარია, შვილო, ორჯერ სიკვდილი ხომ შეუძლე-
ბელია ჩვენთვის.

76 (60). რომ ბარბითი აჟღერდეს და სალამურს შეეხამოს...

დანაე
ყუთი, რომელშიც დანაე და პერსევსი იყვნენ, კუნძულ სერიფოსს მიადგა და მებადურებმა იგი ზღვიდან
ამოიტანეს. მზეთუნახავი დანაე ვნებიანად შეუყვარდა ადგილობრივ მეფე პოლიდექტესს, მაგრამ
ზევსთან სარეცლის გაზიარების შემდეგ დანაეს არ სურდა მისი ცოლი გამხდარიყო. ქორწინების
შეუძლებლობას დანაე პერსევსის არსებობით ადასტურებდა (ბავშვი, როგორც ჩანს, ზღაპრული
სისწრაფით გაიზარდა). სწორედ ამიტომ პოლიდექტესმა იგი მედუსას თავისთვის გაგზავნა.
ერთადერთი მეტნაკლებად გასაგები ფრაგმენტი წინა დრამას უფრო შეესატყვისება, ვიდრე
„დანაეს“.

77 (165.) არაფერი ვიცი იმ შემთხვევაზე, შენ რომ მიყვები, მხოლოდ ეს ვიცი: ეს ბავშვი თუ
გადარჩა, მე დავიღუპები.

78(167). ჭამე, სვი, იცოცხლე...

ანდრომედე
პერსევსმა მედუსას თავი მოჰკვეთა და შინ დაბრუნებისას ეთიოპიის ნაპირებთან საზარელ სურათს
წააწყდა: კლდეზე მიჯაჭვული ქალიშვილი ზღვის ურჩხულის საკბილო უნდა გამხდარიყო. ეს იყო
ანდრომედე, ადგილობრივი მეფის ასული, რომელიც პოსეიდონმა დედამისის ტრაბახის გამო დრაკონს
შესწირა (ფრ. 79-80). პერსევსმა მეფეს სიტყვა ჩამოართვა, რომ ანდრომედეს ცოლად გააყოლებდა,
შეებრძოლა ურჩხულს და მოკლა იგი. ზოგიერთი მკვლევარი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ
„ანდრომედე“ სატირული დრამა იყო, მაგრამ ამის სარწმუნო მტკიცებულება არ გაგვაჩნია, გარდა ფრ.
83-ისა, რომელიც, შესაძლოა, სატირისადმი იყო მიმართული.

269
ამავე სახელის ტრაგედია ძვ.წ. 412 წ. დადგა ევრიპიდემ (ფრ. 114-115) და გამოიყენა ენიუსმა (ფრ.
117-127). ანდრომედეს აქციუსისეული პროტოტიპი (ფრ. 62-78) უცნობია.

79 (126). ქალაქმა შესაწირავად შეარჩია. ბარბაროსებს ხომ ძველი კანონი აქვთ, ადამიანი
მსხვერპლად შესწირონ კრონოსს.

80 (128a). მიჯაჭვული უდანაშაულო იტანჯება.

81 (127). ცხენებით შემოუვლის გარს მიწას თუ ნავით?

82 (128). რომ არ შეუშინდეს ახალ დავალებებს.

83 (129). შეხედე: მეწამული ორმაგი ქამარი!

ლარისელები
პერსევსმა დედა პოლიდექტესისგან დაიხსნა და გადაწყვიტა, მონაწილეობა მიეღო თესალიური ქალაქ
ლარისის მეფის მიერ გარდაცვლილი მამის სახელზე მოწყობილ ასპარეზობებში (ფრ. 85). აქვე ჩამოვიდა
აკრისიოსიც. თესევსმა მეტისმეტად შორს ისროლა ბადრო, მოარტყა ბაბუას, რომელიც ვერ იცნო და
შემოაკვდა (ფრ. 86).
ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ტრაგედიები „აკრისიოსი“, „დანაე“ და „ლარისელები“
შეკრულ ტრილოგიას შეადგენდნენ და ამიტომ მიეკუთვნებოდა სოფოკლეს შემოქმედების
„ესქილესეულ“, ანუ ადრეულ პერიოდს.

84 (374). ლარისა, წინაპარ პელასგიდების დედა...

85 (278). ყველა სტუმრისთვის ბრწყინვალე თამაშობებს აცხადებს; ჯილდოდ ექნებათ


ბრინჯაოს ქვაბები, ოქროცურვილი ვერცხლის თასები, სულ რიცხვით ორჯერ სამოცი.

86 (380). მესამეჯერ ვაპირებდი ბადროს ტყორცნას, როდესაც დოტისელი კაცი, სახელად


ელატოსი, მომიახლოვდა.

87 (381). ნუ გაბედავს ცოცხალი მიცვალებულთან ტრაბახს, კარგად ახსოვდეს, რომ მისი


აღსასრულის დღეც დადგება.

88 (382). როგორ სწყურია ყველას, ტირანისგან გათავისუფლდეს!

ამფიტრიონი
ტირინსის უფლისწული ამფიტრიონი პერსევსის შვილიშვილი იყო. სამშობლოში ჩადენილი უნებლიე
მკვლელობის გამო იძულებული გახდა, თებეში გაქცეულიყო, სადაც ცოლად შეირთო საკუთარი
ბიძაშვილი ალკმენე. სოფოკლეს ტრაგედიის შინაარსი უცნობია, ხოლო ერთადერთი შინაარსიანი
ნაწყვეტი, როგორც ჩანს, გვიყვება იმ წინასწარმეტყველებაზე, რომელიც ამფიტრიონს ეუწყა ჰერაკლესის
დაბადების შესახებ.
ამავე სახელობის ტრაგედია ჰქონია აქციუსს (ფრ. 45-61); შემორჩენილია პლავტუსის კომედია.

270
89 (122). რომ გაიზრდება, ამ სამი მხსნელი საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს...

ყრმა ჰერაკლესი
ამ დასახელების სატირულ დრამაში, როგორც ჩანს, წარმოდგენილი იყო, როგორ დაახრჩო ჯერაც
აკვანში მყოფმა ჰერაკლესმა დედამისზე, ალკმენეზე, მოეჭვიანე ჰერას მიერ მოგზავნილი ორი გველი.

90 (223a). ხომ უმჯობესია ღმერთებს ემადლიერებოდე, ვიდრე მოკვდავებს.

91 (223b). გმირობის ჩამდენს მოთმინებაც მოეთხოვება.

ჰერაკლესი
ამ დრამის შინაარსი, როგორც ვარაუდობენ, იყო ჰერაკლესის ჩასვლა ჰადესში ძაღლ კერბეროსის
ამოსაყვანად. ვინაიდან ჰადესში შესასვლელ ადგილად მიიჩნეოდა ლაკონიკაში ტენაროსის კონცხზე
არსებული მღვიმე, სრულიად დასაშვებია „ჰერაკლესის“ გაიგივება სატირულ დრამასთან „ტენაროსზე“,
რომლისგანაც დასახელების გარდა, მხოლოდ სრულიად უმნიშვნელო ფრაგმენტები შემოგვრჩა.
სოფოკლესეული „ჰერაკლესი“ მოიხსენიება მისი პიესების კატალოგში, რომელიც აღმოჩნდა
პიროსში ნაპოვნ ძვ.წ. I ს. წარწერაში (TrGf I, P. 57).

92 (225). შეშა დააგროვეს, საწვავი რომ არ დასჭირვებოდათ.

93 (226). აჭმევენ წყაროს მცველ იქაურ გველს.

94 (227). კიკლოფსურ წრეს...

კერბეროსი
სავარაუდოდ, წინამავალი დრამის სხვა სახელია.

95 (327ა). იქ მხოლოდ მკვდრების სულები გადაჰყავთ.

ენეასი
სოფოკლეს ჰერაკლესისადმი მიძღვნილ ნაწარმოებთა ციკლს უნდა მივაკუთვნოთ სატირული დრამაც,
რომელიც დეიანირას მამის, ენეასის (არ აურიოთ ცნობილ ტროელ გმირში!) სახელს ატარებს. აქ
დეიანირასათვის ჰერაკლესის მდინარის ღმერთ აქელოოსთან ბრძოლა იუმორისტულად იყო
გადმოცემული – მშვენიერი ყმაწვილი ქალის ხელის მთხოვნელებს შორის იყვნენ სატირებიც, ატიკური
სცენის ცნობილი მექალთანეები. „ენეასის“ მოქმედების განვითარების დეტალები ჩვენთვის უცნობია,

271
ხოლო ქვემოთ მოყვანილი ნაწყვეტები აღებულია მრავალრიცხოვანი პაპირუსული ფრაგმენტებიდან,
რომელთა შორის სოფოკლეს სხვა ტექსტებიც მოიპოვება.

96 (1130). სატირების გუნდი. ვინ მონაწილეობს ამ კამათში, ტყვედ [ვინ ჩავიგდოთ?]


ენეასი. ყველაფერს მოგითხრობ; მაგრამ მანამდე თავად მსურს, თქვენგან შევიტყო, ვინ ხართ, რა
მოდგმისანი ხართ, რატომ მობრძანდით; ყველაფერი გამოცანაა ჩემთვის.
სატირების გუნდი. ახლავე გაიგებ. ჩვენ ყველანი ვართ სასიძოები, ნიმფების ვაჟები და
დიონისოსის მსახურები; ღმერთებთან გვაქვს საქმე და ყველა ხელოვნებაში [10] გამოცდილი ვართ;
შუბოსნობაც, ცხენოსნობაც, ჭიდაობა, სირბილი, კრივი, კბენა, მტრის ფეხებშუა დაჭერა, – ყველაფერი
ვიცით. შემდეგ: სიმღერაც გვეხერხება, წინასწარმეტყველებაც და სნეულებათა მკურნალობაც. ზეცის
საზღვარიც ვიცით და საიქიოს ამბებიც. ხელცარიელებიც არ მოვსულვართ. რაც გინდა, აიღე – თუკი
თანახმა ხარ, ქალიშვილი გამომაყოლო.
ენეასი. თქვენი მოდგმა საპატიოა, მაგრამ ახალი ვინმეც [20] მოსულა, მასაც გამოვკითხავთ.

97 (1131). სინათლე ჩაქრა, ყველგან წყვდიადია... რა არის ეს? ღამის მნათობი? თუ... მზის
ელვარება კვდება?.. შავს ამოისუნთქებს...

იობატესი
ტინინსთან დაკავშირებულია კიდევ ერთი ბერძენი გმირის, კორინთოსელი უფლისწულის,
ბელეროფონის, ამბავი. აქ იგი უნებლიეთ ჩადენილი მკვლელობისგან განიწმინდა, მაგრამ,
საუბედუროდ, აქაური მეფის, პრეტოსის მეუღლეს, სთენებეას შეუყვარდა. უარყოფილმა ქალმა ცილი
დასწამა ქმართან, რომელმაც იგი თავის სიმამრს, ლიკიის მეფე იობატესს გაუგზავნა ყმაწვილი კაცის
მოკვლის თხოვნით. მიუხედავად ამისა, ბელეროფონმა ღირსეულად გაართვა თავი ყველაზე უფრო
სახიფათო დავალებებს და იობატესმა მას ერთ-ერთი ქალიშვილიც მიათხოვა და ნახევარი სამეფოც
აჩუქა. ამ ყველაფრიდან რა გამოიყენა სოფოკლემ ტრაგედიაში, უცნობი დარჩა.

98 (297). ორივეს აგვინთე სიცოცხლის ელვარე ნიშანი.

99 (298). რადგან ჰადესის სიყვარულს სიბერეც ვერ გასწავლის.

100 (299). შეუფოთლავი კლდე.

ოინომაოსი
პისის მეფეს (ელისში) უწინასწარმეტყველეს სიძის ხელით სიკვდილი; ამიტომ იგი ყველანაირად ხელს
უშლიდა თავისი ქალიშვილის, ჰიპოდამიას, გათხოვებას. სასიძოებს იგი ეტლებით შეჯიბრებაში
იწვევდა, რომლის მოგებაც შეუძლებელი იყო, რადგან ოინომაოსს იშვიათი სისწრაფის ცხენები ჰყავდა.
ოინომაოსი წინ უშვებდა მეტოქეს, შემდეგ ეწეოდა და შუბს ზურგში დასცემდა. მოკლულების თავები
სხვა სასიძოების დასაშინებლად მას სასახლის გალავანზე ჰქონდა გამოფენილი. როდესაც ლიდიის მეფე
პელოფსი, რომელმაც თავისი სამშობლო დატოვა და პისაში ჩამოვიდა, მიხვდა, რომ ცბიერების გარეშე
ოინომაოსს ვერ დაამარცხებდა, მან მეეტლე მირტილოსი გადაიბირა და ამ უკანასკნელმა ოინომაოსის
ეტლის ღერძის ლითონის ჭილიბი ცვილის ჩხირით შეცვალა. ამის შედეგად ეტლი გადაბრუნდა, ხოლო
ოინომაოსი დაიღუპა. მომაკვდავი მეფე მიხვდა, რომ იგი მირტილოსმა გაწირა და დაწყევლა იგი. რაც
შეეხება მირტილოსს, მას პელოფსი ან ნახევარ სამეფოს, ან ჰიპოდამიასთან ღამის გატარებას დაჰპირდა
და თავის პატრონს ამიტომ უღალატა. პელოფსმა თავისი სიტყვა არ შეასრულა და სანახების
დათვალიერების დროს მირტილოსი კლდიდან ზღვაში გადააგდო და ახლა მირტილოსმა დაწყევლა

272
პელოფსი. ამ წყევლებით ხსნიდნენ ათენელი ტრაგიკოსები იმ უბედურებებს, რაც თავს დაატყდათ
შემდგომში თავად პელოფსსა და მის შთამომავლებს (შდრ. ელ. 10, 503).
ტრაგედია, როგორც ჩანს, ძვ.წ. 414 წლამდე დაიწერა, რადგან იგი ციტირებულია არისტოფანეს
„ფრინველებში“ (ფრ. 107); მას IV საუკუნეში დგამდნენ ესქინესის, დემოსთენესის მოწინააღმდეგის,
მონაწილეობით (იხ. მისი სიტყვა 18, 180, 242).
შემონახულ ფრაგმენტებში ვპოულობთ მინიშნებას ოინომაოსის სისასტიკესა (103 – მოკლული
სასიძოების თავები ან სკალპებითაა შეცვლილი) და ჰიპოდამიას სიყვარულზე პელოფსისადმი (104-
106); აქვეა გუნდის სიმღერის ნაწყვეტი ოინომაოსის გამგზავრების შემდეგ (107). ამავე სახელწოდების
ტრაგედიები ჰქონიათ ევრიპიდესა (ფრ. 571-577) და აქციუსს (ფრ. 494-512), რომლებიც სოფოკლესს
მიჰყვებოდნენ.

101 (471). ერთი ამბობდა, რომ ჩემი შობილია უსწრაფესი, ხოლო მეორე, – ჩემიო.
102 (472). ვინც ფიცს დებს, იგი სულით უფრო ფრთხილი ხდება. ორ რამეს უფრთხის:
მეგობრებისგან გაკიცხვას და ღმერთებთან შეცდომას.

103 (473). სკვითების მსგავსად თმას პირსახოცად249 ხმარობდა.

104 (474). სიყვარულის ასეთი თვალისმომჭრელი ხიბლი აქვს პელოფსს, თვალებში ელვა უდგას,
რომელიც აღაგზნებს მას და მწვავს მე, როგორც ხუროს სახაზავი, მისი მზერაც ლარივით სწორია.

105 (475). ვხედავ, საფხეკით როგორ აცლი მტვერს წაბლა ცხენს.

106 (477). რადგან დედალი ფრინველიც შეიძლება დაიბნეს საჰაერო გზებში იმ დღეების გარდა,
როდესაც ბარტყებზე ზრუნავს.

107 (476). ნეტავ მაღლითმფრენ არწივად მაქცია, რომ ავმაღლდე უდაბური ცისფერი ზღვის
მღელვარებიდან.

ატრევსი ანუ მიკენელი ქალები


პელოფსის ძეებმა, ატრევსმა და თიესტესმა განიზრახეს, თავიდან მოეშორებინათ ნახევარძმა
ქრისიპოსი, მაგრამ ისინი ამხილეს, მამამ კი დაწყევლა და გააძევა. თავშესაფარი მათ პოვეს მიკენეში,
სადაც ძალაუფლება იმ ძმას გადაეცემოდა, რომელიც ოქროს კრავს წარმოადგენდა. ასეთი ცხოველი
ატრევსის ფარაში იყო, მაგრამ თიესტესმა აცდუნა ატრევსის მეუღლე და მისი შემწეობით მოიპარა კრავი
და წარმოადგინა, როგორც ღმერთების საჩუქარი. ატრევსმა სამართლიანობის აღსადგენად ზევსს
მიმართა და მისგან თავისთვის სასარგებლო წინასწარმეტყველება მიიღო. ატრევსმა თიესტესი
მიკენიდან გააძევა და საზარელი შურისძიება ჩაიფიქრა: თითქოსდა შესარიგებლად თიესტესი ჩვილ
შვილებთან ერთად მიკენეში მიიწვია, ხოლო თვითონ ბრძანა, ბავშვები დაეხოცათ და მათი ხორცი
სადილად მამისთვის მიერთვათ („თიესტესის ნადიმი“). ეს ამბავი რომ გაიგო, თიესტესმა ძმა დაწყევლა.
ერთადერთი შემორჩენილი ფრაგმენტი, როგორც ჩანს, ატრევსის სიტყვებს შეიცავს.
ამავე სახელის ტრაგედია დაუწერია აქციუსს (ფრ. 162-200).

249
ფრ. 103. სკვითები მტრის თავისგან დამზადებულ სკალპს პირსახოცად ხმარობდნენ.

273
208 (140). ვფიცავ მაგ ძროხას, ბალახს რომ ძოვს, მაგ დედალს, რომელსაც მამალი მტრები
250
ჰყავს.

თიესტესი
სოფოკლეს „თიესტესის“ დასახელების სამი ტრაგედია ჰქონია. მათ როდესაც გულისხმობენ, წყაროები
ან უბრალოდ „თიესტესად“ ან „თიესტესად სიკიონში“ მოიხსენიებენ. ამ უკანასკნელ ტრაგედიას ასეთი
შინაარსი ჰქონია: მცირეწლოვანი შვილების დაღუპვის შემდეგ თიესტესს უწინასწარმეტყველეს, რომ
მისთვის შურს იძიებდა შვილი, რომელიც ახალ ქორწინებაში შეეძინებოდა; მაგრამ იმის გამო, რომ
თიესტესი საზარელი ნადიმით შერყვნილად ითვლებოდა, მისთვის ქალიშვილის მითხოვება არავის არ
უნდოდა. ერთხელ ღამით ის სიკიონის მახლობლად აღმოჩნდა, სადაც მასპინძელი მეფის ქალიშვილი,
პელოპია, დახოცილი ბიჭების უფროსი და, იზრდებოდა. სეწორედ იმ საღამოს იგი ქალწულთა
დღესასწაულში მონაწილეობდა და შემთხვევით ჩამორჩა თავის მეგობრებს. თიესტესმა ამ შემთხვევით
ისარგებლა და დაეუფლა ქალიშვილს, რომელმაც, მართალია, ვერ იცნო იგი, მაგრამ ქარქაშიდან მისი
ხმლის ამოღება მოახერხა. მალე სიკიონში აღმოჩნდა ატრევსი, რომელმაც მეფეს პელოპიას ხელი
სთხოვა, რადგან მას სიკიონის დედოფლად მიიჩნევდა.
შემდგომი ამბები უნდა ასახულიყო თიესტესზე სხვა ტრაგედიებში.
პელოპიამ ბრძანა, დაბადებული ბიჭი ვინმესთვის მიეგდოთ; იგი იპოვეს მწყემსებმა და თხის
რძით გამოკვებეს (აქედანაა მისი სახელი ეგისთოსი, ბერძნული ფუძიდან αἰγ- „თხა“). ატრევსმა
მწყემსებთან იპოვა ბავშვი და იშვილა იგი, ხოლო პელოპიამ მას მოძალადისთვის წართმეული ხმალი
აჩუქა. ამასობაში ატრევსის შვილებმა პირველი მეუღლისგან იპოვეს თიესტესი, შეიპყრეს იგი და მამას
მიუყვანეს. ატრევსმა ძმა დილეგში ჩააგდო და მის მოსაკლავად ეგისთოსი გაგზავნა. როდესაც
ეგისთოსმა ხმალი იშიშვლა, თიესტესმა იცნო იგი და იკითხა, როგორ მოხვდა იგი ეგისთოსის ხელში.
ვითარებაში გასარკვევად პელოპია გამოიძახეს, მან თავისი მოძალადე იცნო და იმავე ხმლით მოიკლა
თავი. როდესაც მთელი სიმართლე გაიგო, ეგისთოსი ატრევსთან დაბრუნდა და გასისხლიანებული
ხმალი აჩვენა; მანაც დაასკვნა, რომ თიესტესი მოკლულია და ამასთან დაკავშირებით მადლიერების
მსხვერპლშეწირვა მოაწყო, რომელზედაც იგი სიცოცხლეს გამოასალმა ეგისთოსმა.
თიესტესის ტრაგიკული სახე ბევრ ბერძენ და რომაელ დრამატურგს იზიდავდა. ცნობილია მისი
სახელის სათაურიანი 15 ტრაგედია, მათ შორიევრიპიდესი (ფრ. 391-397) და სენეკასი.

109 (247). არავინაა ბრძენი იმის გარდა, ვისაც პატივი სცა ღმერთმა. მას ენდე, თუნდაც
სიმართლის საწინააღმეგოდ წასვლა გიბრძანოს, მაინც იარე: სამარცხვინო არ იქნება, რასაც გიბრძანებს.

110 (248). ჭკუასუსტი ნაბიჯით.

111 (255). არსებობს ზღვაშემორტყმული ევბეის მიწა. იქ ბაკქოსის ვაზი ერთ დღეში იზრდება.
დილით ყვავის ვენახი და შუადღისას მწვანე ნაყოფი ჰკიდია, გამჭვირვალე ქარვის ფერი ედება შემდეგ,
ხოლო დღის მიწურულს უკვე მწიფე ყურძენს კრეფენ და მაცოცხლებელ სითხეს თასებში ასხამენ.

250
ფრ. 108. ვფიცავ მაგ ძროხას... – სოფოკლესეული „ატრევსის“ ზოგიერთ მომენტს კარგად განმარტავს აქციუსის
შემორჩენილი ფრაგმენტები. ატრევსი გვამცნობს თიესტესთან თავისი მტრობის ისტორიას: „ისიც არ იკმარა, რომ საკუთარი ძმის
მეუღლე გარყვნილებით შეურაცხყო“ (ფრ. 169). „ცდუნებათა შორის ეს ცდუნებაა უძლიერესი, – მეფის მეუღლე გარყვნა და უცხო
თესლით გასვარო მისი ნაყოფი“ (ფრ. 170-172). „ესეც გაიგე: ზევსმა ჩემი მეფობის ნიშნად გამომიგზავნა ოქროთი მოელვარე კრავი,
იგი თავხედურად მოიპარა თიესტესმა და ამ საქმეში ჩემი მეუღლე დაიხმარა.“ (ფრ. 173-177). ატრევსის მიერ ჩაფიქრებულ
შურისძიებაზე: „დაე სძულდეთ, ოღონდ ეშინოდეთ!“ (ფრ. 168). „ნაწილს ცეცხლის ალზე წვავს, ხელებს კი შამფურზე აცვამს (ფრ.
187-189). თიესტესის ნადიმი და მისი შედეგები: „რა მოხდა? ზეცისა წყვდიადი ახალმა გრიალმა მოიცვა“ (ფრ. 183-185).
„თიესტრესი. შენ ერთგულებას უღალატე. ატრევსი. მე დავიფიცე ფიცის გამტეხთან.“ (ფრ. 192-193). „თიესტესი. მლიქვნელურად
მომიწოდებს ძმა, რომ საკუთარი შვილების ხორცი ყბებით გავგლიჯო, საბრალო კაცმა!“ (ფრ. 196-197). თიესტესის სასოწარკვეთა:
„მე უნდა მივეკარო არგოსის ტახტს? მე მომცემს თავშესაფარს პელოფსის სახლი? რომელ ტაძარში შევიდე ლოცვით? შერყვნილი
ბაგეებით ვის უნდა მივესალმო?“ (ფრ. 194-195).

274
112 (256). ბედისწერის წინაშე არესიც უძლურია.

113 (257). სწრაფად ვიაროთ, ჩვენს სამართლიან აჩქარებას ვერავინ დასცინებს.

114 (258). უბედურება დაატყდა თავს, ვიცი; მაგრამ მას ახლავს განკურნების საშუალებაც.

115 (259), უბრალო საუბარსაც მოაქვს სარგებლობა, რადგან მასში უბედურებას ვივიწყებთ.

116 (260). ბებერი ვარ, ეს მართალია, მაგრამ ბებერსაც ხომ ახლავს გონება და კეთილი რჩევა.

C. ატიკური ციკლი
ატიკის ლეგენდარული წარსული შედარებით ცოტა მითებში აისახა. მათგან ყველაზე უფრო
მნიშვნელოვანი ეხება ელევსისში დემეტერის, რომელიც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ვერ იცნეს,
ჩასვლასა და ისტორიას სამეფო გვარისა, რომელიც აპოლონის და ათენის მეფის ასულის ძის, იონის,
იონიური მოდგმის წინაპრის, სახელს უკავშირდება.

ტრიპტოლემოსი
როდესაც მიწისქვეშა სამყაროს ღმერთმა ჰადესმა ზევსის თანხმობით ცოლად მოიტაცა პერსეფონე,
დედამისი, დემეტერი, დიდხანს ხეტიალობდა ქალიშვილის ძიებაში, სანამ ელევსისში არ გაჩერდა და
ადგილოვბირ უფლისწულ ტრიპტოლემოსს ძიძად არ დაუდგა. თავის აღსაზრდელთან განშორების წინ
ქალღმერთმა მას აჩუქა ფრთოსან გველებშებმული ეტლი და ხორბლის თავთავები, რომლითაც მან
მთელი მიწა დათესა. შემორჩენილ ფრაგმენტებში ვპოულობთ ეტლის აღწერას (117) და დემეტერის
ტრიპტოლემოსისთვის მიცემულ რჩევებს, რომლებშიც მითითებული იყო მოსანახულებელი მიწები
(117-125).
ვარაუდობენ, რომ „ტრიპტოლემოსი“ შედიოდა ძვ.წ. 470 წ. ტეტრალოგიაში, რომლითაც
სოფოკლეას თავისი პირველი გამაჯვება მოუპოვებია.

117 (596). ორი გველი, რომლებიც კვანძებით ეტლის ღერძს შემოეხვივნენ...

118 (597). ჩემი სიტყვები სულის ფირფიტებზე ჩაწერე.

119 (598). ჩემი ხელის უკან, მარჯვნივ, ენოტრია მიგიღებს მთელი, ტირენიის ყურე და
ლიგურიის მიწა.251

120 (599). იქიდან ისევ მოვალეობა მოგიხმობს...

251
ფრ. 120. ენოტრია – ამ სახელით ბერძნები აერთიანებდნენ ლუკანიასა და ბრუტიას სამხრეთ იტალიაში. ... ლიგურია
– მხარე, რომელიც ესაზღვრება ლიგურიის ზღვას.

275
121 (600). ბედნიერი იტალია თეთრი ხორბლით ჭაღარავდება.252

122 (601). ...ილირიული მოდგმა.253

123 (602). კართაგენის გვირგვინს მივესალმები.

124 (603). ...ტყიურას ველი.

125 (604). ქარნაბონისა, რომელიც ახლა გეტებზე254 მბრძანებლობს.

126 (605). გაიშალა ზღაპრული სუფრა, ღმერთების საკადრისი.

127 (606). თევზის მარილწყალიც არ მოუცია უბედურს.

128 (611). უძირო თასი სუფრაზე არ გამოდგება.

ტერევსი
ათენის მეფის, პანდიონის, ასული პროკნე, თრაკიის მეფე ტერევსს გააყოლეს ცოლად. დედოფალს
თავისი და, ფილომელე, მოენატრა და ქმარს სთხოვა, ათენიდან ჩამოეყვანა იგი. ათენი-თრაკიის გზაზე
ტერევსი დაეუფლა ფილომელეს და თავისი დანაშაული რომ დაემალა, ენა მოჰკვეთა. ფილომელემ
ნახატი მოქარგა და თავის დას სიმართლე გააგებინა. განრისხებულმა პროკნემ თავისი და ტერევსის ვაჟი
იტისი მოკლა, მოხარშა და მამამისს მიართვა, რომელმაც არაფერი იცოდა და ეს საზარელი სადილი
მიირთვა. ტერევსმა სიმართლე გაიგო და დაედევნა ცოლს, რომელიც ღმერთებმა ბულბულად აქციეს,
ფილომელე – მერცხლად, ხოლო ტერევსი ოფოფად. ასეთი იყო მითოსისა და სოფოკლეს ტრაგედიის
შინაარსი, როგორც ამას ადასტურებს ანტიკური გადმოცემა (P. OXy. 42, 1974, 3013). არისტოფანეს
პაროდიის მიხედვით („ფეინველები“, 414 წ.), „ტერევსი“ ამ თარიღის მახლობლად უნდა ყოფილიყო
დადგმული.
შემორჩენილი ფრაგმენტებიდან 129 და 130 პროკნეს პარტიიდანაა; 131 – როგორც ჩანს, მისადმი
ძიძის მიმართვიდანაა; 138 და 139 უნდა იყოს ტერევსის სახლში მომხდარი ამბებიდან, რომელიც მაცნეს
უნდა მოეტანა.
ამავე სახელის ტრაგედია დაუწერია აქციუსს (ფრ. 639-655) და მანამდე ლივიუს ადრონიკუსს
(ფრ. 24-29); უცნობია, რადენად ისარგებლა ლივიუსმა სოფოკლეს ტექსტით.

129 (583). ახლა მარტო ვარ, არავინ ვარ. ხშირად მიფიქრია ასე ქალის ბედზე:255 ჩვენ არავინ ვართ.
დიახ, მართალია, ბავშვობაში, მამისეულ სახლში ტკბილ ცხოვრებას ვატარებთ. ვერაფერს ვერ
ვხვდებით და ეს ჩვენთვის საუკეთესო ძიძაა; მაგრამ როგორც კი ვიზრდებით, სიყმაწვილის ფერი
გვედება, უცხოებში გვერეკებიან მშობლიური კერიდან, გვყიდიან, გვაშორებენ ჩვენს ღმერთებს, დედას,

252
ფრ. 121. შემორჩენილია ლათინურ ენაზე პლინიუსთან: Et fortunatam Italiam frumentum canere candido. ბერძნებს
კარგად მოეხსენებოდათ, რომ ხორბლის მოსავალი იტალიაში საბერძნეთისას ბევრად აღემატებოდა.
253
ფრ. 122. ...ილირიული მოდგმა – ტომები, რომლებიც ილირიას ასახლებდნენ (საბერძნეთის ჩრდილო-დასავლეთ,
დღევანდელი ალბანეთს ნაწილი).
254
ფრ. 125. გეტები – ტომები, რომლებიც ჩრდილოეთ ფრაკიას ასახლებდნენ.
255
ფრ. 129. ხშირად მიფიქრია... ქალის ბედზე – შდრ. ტრაქისელი გოგონები, სტრ. 148-154. ევრიპიდე, მედეა, სტრ. 230-
251.

276
მამას; ზოგს უცნობებს გვაბარებენ, ზოგსაც – ბარბაროსებს; [10] ზოგს სახელოვან სახლში და ზოგსაც
სამარცხვინო სავანეში. და როგორც კი შეგვკრავს ქმართან ერთი რამე, უნდა დავწყნარდეთ და საკუთარ
თავს უნდა ვუმტკიცოთ, რომ ცხოვრება უკეთესისკენ წაგვიყვანს.

130 (584). ბევრი რამ მშურს შენი, განსაკუთრებით კი ის, რომ უცხოობა არ გამოგიცდია.

131 (586). მწარეა ეს ყველაფერი, ჩემო პროკნე, არ გედავები; მაგრამ ჩვენ მაინც მოკვდავნი ვართ
და ღვთის მოვლენილს უსიტყვოდ უნდა ვიტანდეთ.

132 (591). გუნდი სტროფი. ერთი მოდგმა ვართ; ყველანი ერთ თარგზე გვშვა დედ-მამამ და არ
არის ბუნებაში არავინ სხვაზე უფრო კეთილშობილი.
ანტისტროფი. ბედისწერა 256 ზოგს უბედურებაში ზრდის, ზოგსაც – სიმდიდრეში; მონობის
უბადრუკ უღელში უძლეველი ხელით გვაბამს.

133 (587). ბარბაროსთა მთელი მოდგმა ხომ ვერცხლისმოყვარეა.

134 (588). ნუ გეშინია, სიმართლე თქვი, ზიანი არ მოგადგება.

135 (586). მას ემსახურებოდნენ, ის კი ჭრელი სამოსით...

136 (582). ჰელიოს, ცხენოსან თრაკიელთა უზენაესო ღმერთო!

137 (592, 879a, 593). გუნდი სტროფი I. აი ასე ადამიანის სიცოცხლეს მრავალხრიკიანი
უბედურება ნებისმიერ დღეს ჩამოაგდებს ბედნიერების ტახტიდან წყვდიადში.
ანტისტროფი I. რა სიხარული მოაქვს ამ სილამაზეს, თუ უგუნურ აზრს შუძლია მოსპოს
ბედნიერების მომტანი სიმდიდრე?
სტროფი II. არ უნდა გვიკვირდეს მოკვდავთა დიდი ბედნიერება; მალე ჭკნება და ხმება იგი,
როგორც ნაზი ალვის ხე, თხელი ქერქით გარემოსილი.
ანტისტროფი II. იცოცხლეთ, ხალხო, იფიქრეთ დღევანდელი დღის სიხარულზე; რადგან
ხვალინდელ განთიადს სქელი ნისლით გიმალავენ ღმერთები.

138 (589). უგუნურია იგი, ისინი კი კიდევ უფრო უგუნურნი არიან, – ძალადობით უპასუხეს მის
ძალადობას. 257 ვინც უბედურებაში მრისხანებას ზრდის და კიდევ უფრო უარეს წამალს მიმართავს,
ვიდრე თვით ბოროტებაა, მას მე დაავადების მკურნალობის დიდოსტატად ვერ მოვიხსენიებ.

139 (581). იგი ოფოფად გადააქცია, კლდეების მამაც ფრინველად სრული აღჭურვილობით.
გაზაფხულზე იგი ისევ შეიმოსება ბუმბულით, რადგან იგი ერთ სხეულში მოთავსებული ორი არსების
ჭურჭელია, საკუთარისა და შვილისა. როგორც კი დახუნძლულ ყანაში თავთავი შეყვითლდება, იგი
თავის ჭრელ სამოსს ჩაიცვამს. და იცხოვრებს ცოდვილთაგან შორს უკაცრიელ ჭალებსა და მთების
მდუმარებაში.

140 (590). დაე მოკვდავივით იფიქროს, ვინც მოკვდავად იშვა; დაე ახსოვდეს, რომ, ზევსის
გარდა, არავინაა მომავლის გამგე, რომ, ზევსის გარდა, ვერავინ ვერ განსაზღვრავს, ხვალ რა მოხდება.

256
ფრ. 132. ბედისწერა – ბერძნულ ორიგინალშია μοῖρα, ხვედრი, რომელიც ადამიანს დაბადებისთანავე ერგუნება.
257
ფრ. 138. ...მის ძალადობას... – შდრ. აქციუსი, ფრ. 639-642: „ტერევსი კი, დაინახა თუ არა მისი სახე, ბარბაროსული,
აღვირახსნილი სულით მიეცა ველური ლტოლვის მცხუნვარებას და ბოროტება ჩაიფიქრა.“

277
პროკრისი

ათენის მეფე ერექთევსის ასული, პროკრისი, ატიკელ ყმაწვილ კეფალოსს მიათხოვეს. ყმაწვილმა
მეუღლეებმა მარადიული სიყვარულის ფიცი დადეს, მაგრამ ერთხელ პროკრისმა ქმარზე იეჭვიანა და
გადაწყვიტა, მას ნადირობის დროს ჩასაფრებოდა. ბუჩქებში დამალულმა პროკრისმა უხერხული
მოძრაობით თავი გასცა. კეფალოსმა იფიქრა, ბუჩქებში ნადირი იმალებაო და შუბი ისროლა, რომლითაც
უნებლიეთ შეიწირა პროკრისი. ერთადერთი შემორჩენილი ფრაგმენტი საშუალებას არ გვაძლევს,
ვივარაუდოთ, როგორ იყო ეს მითი დამუშავებული სოფოკლეს ტრაგედიაში.

141 (533) დამსჯელები, უბედურებაში კიცხავენ...

კრეუსა

კრეუსამ, ათენის მეფე ერექთევსის ასულმა, აპოლონიოსგან ვაჟი შვა და ახალშობილი აკროპოლისის
ფერდობზე მღვიმეში მიაგდო. კრეუსა ცოლად მოიყვანა უცხოელმა მეფე ქსუფოსმა და წყვილს დიდხანს
შვილი არ უჩნდებოდა. როდესაც მეუღლეები რჩევისთვის დელფოს ეწვივნენ, გაირკვა, რომ კრეუსას
მიტოვებული ბავშვი აპოლონიოს ნებით დელფოსში გადაუყვანიათ, აქ ტაძარში გაზრდილა და ახლა
შეუძლია ათენში დაბრუნდეს, როგორც სამეფო ტახტის მემკვიდრე.
ათენის სცენაზე ეს მითოსი, სოფოკლეს გარდა, დაამუშავა ევრიპიდემ ტრაგედიაში „იონი“
(დაახლ. ძვ.წ. 412-408 წწ.). სოფოკლეს „კრეუსადან“ გადარჩენილ ნაწყვეტებს მეტისმეტად საერთო
ხასიათ აქვთ, რაც არ გვაძლევს საშუალებას, აღვადგინოთ პიესის შინაარსი. მხოლოდ ისაა ცხადი, რომ
გუნდი, როგორც ევრიპიდესთან (ფრ. 145), აქაც ქალებისგან შედგება.

142 (350). ყველაზე მტკიცნეულია იმის ცოდნა, რომ ბედნიერება ასე ახლოს იყო და შენ თვითონ
თქვი მასზე უარი.

143 (351). ვინც განსაცდელს ვაჟკაცურად დაუხვდება, მისი ენაც გამართულია და გონებაც –
ნათელი.

144 (352). კარგი არ არის ტყუილის თქმა; მაგრამ თუ მართალ სიტყვას საშინელი დაღუპვა
მოაქვს, მაშინ ისიც გვეპატიება, რაც კარგი არ არის.

145 (353). გუნდი. არც ბრწყინვალე ქორწინება, მეგობრებო, არ მჭირდება და არც ღმერთების
ბოძებული უსაზღვროდ მდიდარი სასახლე. რადგან არასაიმედოა გზები...

146 (354). ნუ გაიკვირვებ, მეფევ, რომ ჩემს სარგებელზე ასე ვზრუნავ. ზოგს მშვენიერი ცხოვრება
აქვს და მაინც გამორჩენას ხელებით და ფეხებით ეჭიდება, საერთოდ, მოკვდავთათვის პირველ
ადგილზე ფულია და მეორეზე – ყველაფერი დანარჩენი. მართალია, ჯანმრთელობასაც აქებენ, მაგრამ აქ
განსხვავება არ არის: ღარიბი ჯანმრთელი არასოდესაა, სულ ავადაა.

147 (356). უშესანიშნავესი ნიჭია, სამართლიანი იყო; კიდევ უკეთესია, მუდამ ჯანმრთელი იყო;
ყველაზე სასიამოვნოა, რასაც ისურვებ, უმალ მიიღო.

148 (357). წადი, წადი, შვილო, ეს შენი მოსასმენი არაა.

278
149 (355). რაო, მოხუცო? რა შიში გაღელვებს?

იონი
შინაარსი უცნობია. იქნებ „კრეუსას“ მსგავსი იყო?

150 (319). კეთილ ადამიანს ყველაფერი ღირსეულად გადააქვს.

151 (320). ზევსის ჭალებში ხალხი განცხრომას პოულობს.

ეგევსი
ტრაგედიის შინაარსი შეიძლებოდა, პლუტარქოსის გადმოცემულს დამთხვეოდა („თესევსი“, თავი 3-12).
ათენის მეფე ეგევსი ტროიძენში თავის მეგობარს, პიტთევსს, ეწვია და მის ქალიშვილთან, ეფრასთან,
საქმე დაიჭირა. როდესაც მას ტოვებდა, მძიმე ლოდის ქვეშ თავისი ხმალი და სანდლები დამალა და
მეუღლეს დაუბარა, თუ ვაჟი გაგიჩნდა, ეს ნივთები გადაეცი, როგორც კი ლოდის დაძვრას შეძლებსო.
სიმწიფის ასაკს მიაღწია თუ არა, თესევსმა იოლად გადასწია ლოდი, მამისეული ხმალი შემოირტყა და
ეგევსის სანახავად გაეშურა ათენში. დაამარცხა მრავალი გოლიათ და ავაზაკი, რომლებიც ამ გზას
მგზავრებისთვის სახიფათოდ ქმნიდნენ. ათენში ინკოგნიტოდ ჩასული თესევსი კინაღამ იმსხვერპლა
მედეამ, რომელიც აქ კორინთოსიდან გამოქცევის შემდეგ დასახლდა და ეგევსის მეუღლე გახდა. მედეამ
თესევსში მაშინვე ამოიცნო ეგევსის ვაჟი. ამასობაში მედეა ეგევსთან გაჩენილი საკუთარი ვაჟის,
მედოსის, ინტერესზე ფიქრობდა და დაიყოლია მეფე, თესევსი მოეწამლათ. მხოლოდ შემთხვევით
ამოღებულმა ხმალმა ამოაცნობინა ეგევსს ვაჟი და თესევსი სიკვდილს გადაურჩა. გადარჩენილ
ფრაგმენტებში მოცემულია ნაწყვეტები თესევსის მონათხრობიდან მისი ამოცნობის შემდეგ (152-155) და
მაცნის უწყება ყმაწვილი კაცის მიერ იმ მარათონელი ხარის დამარცხების შესახებ, რომელიც ათენის
შემოგარენს ანადგურებდა (156). ამავე სახელის ტრაგედია ჰქონია ევრიპიდესაც (ფრ. 1-13).

152 (19). ტავროსული258 სასმელი...

153 (22). ავაზაკების გზა საიდუმლოდ როგორ გამოიარე?

154 (21). არ მესმის, მაგრამ სოფლელს კი ვხედავ.

155 (20). რკინის უროთი ნეკნი და მკერდი დავულეწე მას.259

156 (25). ხელზე დაიხვია ძაფი და მისგან გააკეთა თოკის მარყუჟი.

157 (23). ირგვლივ სიჩუმეა, მაგრამ დიდი შავი ალვის ტოტებში მუდამ იჭრება ქარი და
ფოთლებს ათამაშებს...

258
ფრ. 152. ტავროსი – ძველების ცნობით, მდინარე ტროიძენის მახლობლად.
259
ფრ. 155. დავულეწე მას – ავაზაკ პროკრუსტესს.

279
158 (24). ... მამამ საპატიო ხვედრი, თავისი მიწის სანაპიროს მართვა, მარგუნა. მეორე ვაჟს,
ლიკოსს უანდერძა მოპირდაპირე ევბეის მშვენიერი ბაღი; მეზობელი მიწის ნაკვეთი, სკირონის ნაპირი,
ნისოსს გამოუყო; ხოლო ჩემი წილისგან სამხრეთი მხარე გიგანტების აღმზრდელმა სასტიკმა პალასმა
მიიღო.260
თესევსი

ამ ტრაგედიის მოქმედება, როგორც ცნობილი გახდა მეოცე საუკუნის 60-იან წლებში აღმოჩენილ
პაპირუსული ფრაგმენტებიდან, ხდებოდა კრეტაზე.
იმის გამო, რომ ატიკაში სტუმრობისას კრეტის მეფის, მინოსის, ვაჟი გარდაიცვალა, მძლავრმა
მბრძანებელმა ათენს უმძიმესი გადასახადი დააკისრა: ათენელებს ყოველწლიურად უნდა გაეგზავნათ
კრეტაზე წარჩინებული ოჯახებიდან შვიდი ყმაწვილი და ქალიშვილი ლაბირინთში მოთავსებული
მინოტავრის, ნახევრად ხარის, ნახევრად ადამიანის, გამოსაკვებად.
თესევსის ამოცნობა დაემთხვა მინოსის შემდგომ ჩამოსვლას ათენში ყმაწვილი კაცებისა და
ქალების წასაყვანად და ახალგაზრდა გმირმა გადაწყვიტა, შერჩეულ მსხვერპლს შერეოდა, რომ მოეკლა
მინოტავროსი და მინოსისადმი ათენის ამ სამარცხვინო მორჩილებისთვის ბოლო მოეღო. კრეტაზე რომ
ჩავიდა, თესევსმა არიადნეს, მინოსის ასულს, სულში სიყვარული აღუძრა, მისი მოცემული გორგლის
წყალობით მინოტავრის მოკვლის შემდეგ ლაბირინთდან გამოსვლა შეძლო და გემით საიდუმლოდ
გაეშურა ათენს.
როგორც პაპირუსიდან ხდება ცხადი, ტრაგედიის მოქმედ პირებში იყვნენ, თესევსის გარდა,
არიადნე და ერიბეა, ერთ-ერთი ათენელი გოგონა, რომელიც კრეტაზე გაგზავნეს და, საბედნიეროდ,
გადარჩა.
ქვემოთ მოყვანილ ნაწყვეტი თესევსის მონოლოგიდანაა, გმირი მზადაა მინოტავრთან საბოლოო
შერკინებისთვის.
ამავე სახელის ტრაგედია დაწერილი ჰქონდა ევრიპიდეს (ფრ. 381-390); ტუმცა, შესაძლოა,
შინაარსით იგი უფრო ახლოს ყოფილიყო სოფოკლესეულ „ეგევსთან“.

159 (730c, 8-21). მე არ მინდოდა, მე ხომ გამოუცდელი ვარ, არც უნდა ვლაპარაკობდე, თუმცა [10]
ადრე მომიხდა არაერთგზის საკუთარი ხელით მომესპო ბოროტება; მაგრამ გადავწყვიტე, მას
შევებრძოლო, ჯერ მას შევიპყრობ... რომ არასოდეს... ასეთი ბეგარა, ბიჭები და გოგონები... მკვებავი
დედამიწა და ისთმოსის ყელი... სანაპირო... კრომიონელი ტახი, [20] რომელიც მე მოვკალი. და სკირონი,
რომელსაც სული ამოვართვი, ზღვაში მოვისროლე...261

260
ფრ. 158. ...მამამ... მარგუნა – როგორც გვეუბნება სტრაბონი, რომელმაც შემოგვინახა ეს ნაწყვეტი, იგი ეგევსის
მონოლოგიდანაა აღებული. მამამისი, ათენის ლეგენდარული მეფე პანდიონი, ფლობდა, როგორც ჩანს ატიკასაც, რომელიც
მემკვიდრეობით ეგევსს გადაეცა, ასევე ევბეას, რომელიც ლიკოსს ერგო და მეგარისს, სადაც ნისოსმა დააფუძნა ქალაქი ნისა.
სკირონის ნაპირი – სკირონის კლდეები, მეგარისის სანაპიროს გასწვრივ, სადაც ცხოვრობდა ავაზაკი სკირონი, შემდგომში
თესევსის მიერ მოკლული. ატიკის სამხრეთი ნაწილი მოუწია მეოთხე ძმას, პალასს. პალასს 50 ვაჟი ჰყავდა და იმედი ჰქონდა, რომ
ეგევსის სამეფო მას დარჩებოდა, რადგან ათენის მეფეს შვილი არ ჰყავდა, სანამ არ გამოჩნდა ტროიძენში გაზრდილი თესევსი.
მასთან ბრძოლაში პალასი და მისი ვაჟები დამარცხდნენ. რატომ უწოდებს პალასის ვაჟებს სოფოკლე გიგანტებს, უცნობია,
შეიძლება პალასის სახეს შეერწყა ატიკური თქმულებების ორი გიგანტი, რომელთაც ასევე პალასი ერქვათ.
261
ფრ. 159, 18: კრომიონი – დასახლება კორინთოსის ყელის სამხრეთ სანაპიროზე, რომლის მახლობლადაც
მძვინვარებდა გარეული ტახი. თესევსმა იგი იპოვა და მოკლა. სკირონი – ავაზაკი, რომელიც მგზავრებს უბრძანებდა, მისთვის
ფეხი დაებანათ და შემდეგ მოულოდნელი დარტყმით მათ უფსკრულში ყრიდა.

280
ფედრა
ფედრას, მინოსის უმცროს ასულს, თესევსის მეუღლეს, შეუყვარდა გერი, ჰიპოლიტოსი. როდესაც მისი
მეუღლე თავის მეგობარ პირითოუსთან ერთად ჰადესს ეწვია მისთვის პერსეფონეს მოსატაცებლად,
ფედრა სიყვარულში გამოუტყდა ჰიპოლიტოსს და ამ უკანასკნელმა იგი სიძულვილით უარყო. ფედრას
მხილებისა შეეშინდა და თესევსის დაბრუნებისთანავე მასთან ცრუდ დააბეზღა ჰიპოლიტოსი, მამამ
შვილი დაწყევლა და იგი დაიღუპა. მისი სიკვდილის შემდეგ ფედრამაც თავი მოიკლა.
ეს სიუჟეტი დაამუშავა ევრიპიდემ ორ ტრაგედიაში სათაურით „ჰიპოლიტოსი“. პირველმა, 30-
იან წლებში დაწერილმა, ჩვენამდე ვერ მოაღწია, თუმცა ვრცლად გამოიყენა სენეკამ თავის „ფედრაში“.
მეორე (ძვ.წ. 428 წ.) სრულად შემორჩა და საერთოდ მიღებული ვერსიისგან იმით განსხვავდება, რომ
ფედრა, რომელიც წერილს ტოვებს, რომელშიც ცილს სწამებს ჰიპოლიტოსს, თავს იკლავს ისე, რომ
მოვლენათა განვითარებას აღარ ელოდება. სოფოკლე, როგორც ჩანს, ტრადიციულ ვერსიას მიჰყვებოდა.
შემორჩენილ ფრაგმენტებში გვხვდება ძიძის არგუმენტები, როდესაც იგი ფედრას მიერ აფროდიტეს
ძალაუფლებისადმი დაუმორჩილებლობას ეხება (160), ფედრას მიმართვა ქალებისადმი, რომლებიც
გუნდს შეადგენენ (162-164), ძიძის აღიარება, რომ ვერ აცდუნა ჰიპოლიტოსი (161), თესევსის
ჩამოსვლაზე მითითება (165-166), ნაწყვეტი ჰიპოლიტოსის კამათიდან (167) მის ბრალმდებელ მამასთან
(168) და თხრობიდან ყმაწვილისა, რომელიც საკუთარმა ცხენებმა დაგლიჯეს (171).

160 (684). მხოლოდ მამაკაცებს კი არ ეცემა თავს ეროსი ან დედაკაცებს: ის თვით ზეციურ
ღმერთებსაც კი აღელვებს, ზღვასაც კი ეწვევა. მის ძალაუფლებას ზევსიც კი უთმობს და ხალისითაც
უთმობს.

161(678). ზიზღით უარყო მისი ნათქვამი.

162 (679). გამოავლინეთ თანაგრძნობა და დაიცავით დუმილი! რადგან ქალმა უნდა დამალოს
ის, რაც ქალებს არცხვენს.

163 (680). სირცხვილს, ქალებო, ვერავინ გაექცევა, როდესაც ზევსის მრისხანება მას ეწევა;
ღმერთების გამოგზავნილი სენი უნდა გადავიტანოთ.

164 (685). დედისთვის შვილებია სიცოცხლის ღუზები.

165 (686). A. ცოცხალი ხარ? დედამიწის წიაღში არ დაიღუპე? B. ვადამდე არ შეგვმუსრავს


ბედისწერა.

166 (687). კუდი გააქიცინა, ყურები ჩამოყარა.262

167 (677). უსამართლოა, კეთილშობილი კაცი უსამართლო გასართობით გაერთოს.

168 (683). ვერ იქნება უსაფრთხო ქალაქი, რომელშიც სამართლიანობა და საღი აზრი ფეხქვეშ
გათელილია, ხოლო მოლაყბეს ხელთ უპყრია სადავეები და ქალაქს მართავს.

169 (682). არ არსებობს უფრო დიდი ბოროტება ქმრისთვის, ვიდრე გარყვნილი ცოლია და არ
არსებობს უფრო დიდი სიკეთე, ვიდრე ერთგული ცოლია, გამოცდილება კი ყველას მასწავლებელია.

262
ფრ. 166. კუდი გააქიცინა... – როგორც ჩანს, კერბეროსი იგულისხმება, რომელიც არ შეეწინააღმდეგა თესევსის
დედამიწაზე დაბრუნებას.

281
170 (681). თუ ყველას დაუვლი, ერთ მოკვდავსაც ვერ იპოვი, ვინც ყველაფერში ბედნიერია.

171(687а). პირიდან უწყვეტად მოდიოდა ქაფი.

D. კრეტის ციკლი

კრეტის ციკლის მითოსი ათენის ციკლს უკავშირდება ორი ფიგურის მეოხებით: ათენელი ოსტატის
დედალოსის, რომელიც კრეტაზე გაიქცა და იქ მინოტავრისთვის ლაბირინთი ააგო და თესევსისა,
რომელმაც მოკლა მინოტავროსი და ამით გაათავისუფლა ათენელები მინოსის გადასახადისაგან.

მისნები, ანუ პოლიიდოსი


მინოსის ძე გლავკოსი ბურთით თამაშისას თაფლიან კასრში ჩავარდა და დაიხრჩო. მისნებიდან,
რომლებიც დაკარგული ბავშვის მოსაძებნად მოიხმეს, პოლიიდოსმა ყურადღება მიაქცია, რომ ჭოტი
იჯდა კასრზე და ფუტკრებს იგერიებდა; ამ ნიშნით იპოვა მან ბავშვი და მიცვალებული კასრიდან
ამოიყვანა, მაგრამ მას სიცოცხლე ვერ დაუბრუნა. მაშინ მინოსმა მას ხმალი მისცა და დილეგში
დაამწყვდია ბავშვის ცხედართან ერთად. ბავშვის სხეულთან გველი რომ აღმოაჩინა, პოლიიდოსმა იგი
ხმლით მოკლა. მალე გამოჩნდა სხვა გველი ჯადოსნური ბალახით; მან ეს ბალახი მოკლულ გველს შეახო
და გააცოცხლა. იმავე ბალახის მეშვეობით პოლიიდოსმა გლავკოსი გააცოცხლა და ამის გამო უხვად
დააჯილდოვა მეფემ. რა იყო ტრაგიკული კონფლიქტი ამ ტრაგედია-ზღაპარში, ძნელი სათქმელია. ფრ.
174-175, 177-179, ალბათ, პოლიიდოსის მისნობისთვის მომზადებას ეხება. ფრ. 176 შეიცავს აპოლონის
მიერ მინოსისთვის დასმული ამოცანის ამოხსნას: რა არსება იცვლის სამგზის ფერს. ტრაგედია
„პოლიიდოსი“ ჰქონია ევრიპიდესაც (ფრ. 634-646).

172 (390). ვხედავ, მისან პოლიიდოსს მზად აქვს...

173 (391). მხოლოდ პოლიიდოსი, კირანოსის ძე...

174 (393). გახსნას სულის დახშული კარიბჭე.

175 (394). ბუშტუკები შალის მარყუჟით მოიშორა...

176 (395). ჯერ თეთრ და აყვავებულ თავთავს დაინახავ, შემდეგ ნაზი სიწითლე დაჰკრავს
ნაყოფს და ბოლოს მას ეგვიპტური სიბერე263 დაეუფლება.

177 (396). ბინძურ ფრინველთა საკვები...

178 (397). მწვერვალს ვერ მისწვდები შრომის გარეშე.

179 (398). იქ იყო ცხვრის მატყლი, იქ იყო ზედაშედ მომზადებული ყურძნის წვნისა და ღვინის
ნაზავი, ყველა სახეობის ხილი, ზეითუნის ზეთი და ყავისფერი ფუტკრის ოსტატური ფიჭიანი ნაღვაწი.

263
ფრ. 176. ეგვიპტური სიბერე დაეუფლება – ე.ი. ნაყოფი გაშავდება.

282
180 (399). წინ მიდიოდა ცხედარი, რომელმაც დამწყევლა მე.

181(400). და ეს საშინელება მტრული ქალღმერთისა, თავს რომ დამატყდა...

დედალოსი
ამ პიესაში (როგორც ჩანს, სატირულ დრამაში), ალბათ, წარმოდგენილი იყო დედალოსისა ტალოსთან,
მინოსისთვის ჰეფესტოსის მიერ დამზადებულ მექანიკურ ადამიანთან, შერკინება.

182 (158). მას შევკრავთ არა ბრინჯაოს ბორკილით.

183 (159). მშენებლების მბრძანებელო, მუზავ.

184 (162). იგი ალბათ არ არის ეტნის მოდგმის ხოჭო.264

კამიკოსელები
მინოსს არ უნდოდა, კრეტიდან გაეშვა ლაბირინთის ამშენებელი დედალოსი. მაშინ ფრინველის
ფრთებიდან დედალოსმა დიდი ფრთები დაამზადა, ჰაერში აფრინდა და სიცილიის ქალაქ კამიკოსში
იპოვა თავშესაფარი. მინოსს დედალოსის დაბრუნება სურდა, ამიტომ მთელ საბერძნეთში დაგზავნა
შიკრიკები და დიდ გასამრჯელოს დაჰპირდა მას, ვინც შეძლებდა ძაფის გატარებას ნიჟარის ხვეულებში
(ფრ. 186). დედალოსმა ჭიანჭველას ფეხზე ძაფი მიამაგრა და ნიჟარაში შეუშვა, ამოცანა ამოხსნა და ამით
უნებლიეთ შეატყობინა მინოსს, სადაც იმყოფებოდა; მაგრამ როდესაც მინოსი კამიკოსში ჩავიდა,
ადგილობრივი მეფის ასულებმა მას აბაზანაში თბილი წყლის ნაცვლად მდუღარე ფისი ჩაუსხეს. დრამის
გუნდს, როგორც სათაურიდანაც ჩანს, კამიკოსის მკვიდრნი შეადგენდნენ. შემორჩენილი
ფრაგმენტებიდან 188-ე დედალოსის კრეტიდან სიცილიაში გადაფრენას ეხებოდა, ხოლო. ფრ. 185-ში
ნახსენებია მისი მოსწავლე, ათენელი პერდიქსი (ბერძნულად: კაკაბი), რომელიც მან შურის გამო მოკლა.

185 (323). ფრინველის სეხნია, პერდიქსი ეწვია ათენის სახელოვან ბორცვს.

186 (324). მიპოვონ, ჩემო ასულო, კაცი, რომელიც ამ ზღვის ნიჟარაში გაატარებდა...

187 (326). მასზე არავინ იცოდა, ვინც იმალებოდა ღვთაებრივი შთაგონებით.

188 (327). ზეაწეულს საიმედონი მიმაქანებენ...265

მინოსი

შინაარსი უცნობია; შესაძლოა, ეს იყოს ტრაგედია „კამიკოსელების“ მეორე დასახელება.

264
ფრ. 184. ეტნის მოდგმის ხოჭო... – ეტნის ხოჭოები განსაკუთრებული სიდიდით გამოირჩეოდნენ.
265
ფრ. 188. მიმაქანებენ ... – რა თქმა უნდა, ფრთები იგულისხმება.

283
189 (407). არ შეეწევა ბედნიერება უმაქნისებს.

Е. ტროის ციკლი

ესაა ძველბერძნულ თქმულებათა ყველაზე დატოტვილი კომპლექსი, რადგან იგი თავის თავში მოიცავს
ტროის ომის წინარე ისტორიასა (ჰელენეს დაბადება, პელევსისა და თეტისის ქორწილი, პარისის
არჩევანი, ჰელენეს მოტაცება, ბრძოლაშო ოდისევსისა და აქილევსის ჩართვა, ამ უკანასკნელის
სიკვდილი, ნეოპტოლემოსისა და ჰერაკლეს მშვილდის მფლობელის, ფილოქტეტესის ჩართვა) და
შედეგებს: ბერძნული ლაშქრის დაბრუნება, აგამემნონის სიკვდილი, მენელაოსისა და ოდისევსის
ხანგრძლივი ხეტიალი ზღვებზე და ა.შ. როგორც სოფოკლეს დრამების სათაურებისა და მათი
ნაწყვეტების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, ტროის ციკლის თქმულებები მთელი მისი
შემოქმედებითი პროდუქციის, სულ მცირე, მესამედს მაინც შეადგენდა.აქვე შემოდის სრულად
გადარჩენილი შვდი ტრაგედიიდან სამი: „აიასი“, „ფილოქტეტესი“ და „ელექტრა“.

ერისი
პელევსისა და თეტისის ქორწილში ყველა ღმერთი დაპატიჟეს, გარდა ერისისა – განხეთქილების
ქალღმერთისა. როგორ იყო წარმოდგენილი სოფოკლეს ამ დრამაში (შესაძლოა, ეს იყო სატირული
დრამა) ერისის ჩარევა სადღესასწაულო ნადიმში, ძნელი სათქმელია. ერთადერთი შემორჩენილი
ფრაგმენტი, როგორც ჩანს, ნადიმზე არმიწვეული ერისის სიტყვიდანაა.

190 (199). მე კი მშიერს ღვეზელისკენ გამირბის თვალი.

სასამართლო
სატირების დრამა ეხებოდა არჩევანს პარისისა, რომელსაც ზევსმა ჰერმესის მეშვეობით დაავალა,
გადაეწყვიტა, სამი ქალღმერთიდან რომელი იყო საუკეთესო. პარისმა პირველობა აფროდიტეს მიანიჭა
და ამით საკუთარ თავსა და ტროას ორი დანარჩენი ქალღმერთის, ჰერასა და ათენას მრისხანება დაატეხა
თავს. ერთადერთი შემოღჩენილი ფრაგმენტი, როგორც ჩანს, სატირის სიტყვებია, რომელიც ერთ-ერთი
ქალღმერთის მოსასხამს იტოლებს.

191 (360). და ამ მოსასხამ მოვისხამ, როგორც საკუთარს.

ალექსანდროსი
როდესაც ჰეკაბე, ტროის დედოფალი, კიდევ ერთხელ ორსულად იყო, სიზმარი ნახა, თითქოს
მოგიზგიზე ჩირაღდანი შვა. მისნებმა სიზმარი განმარტეს და ბრძანეს, რომ ბავშვი, რომელსაც
დედოფალი შობდა, ტროას გადაწვავდა. ამიტომ ახალშობილი იდის მთაზე დააგდეს, სადაც იგი იპოვეს
მწყემსებმა, პარისი დაარქვეს და აღზარდეს. სწორედ აქ მოუხდა მას არჩევნის გაკეთება ქალღმერთებს
შორის. ხოლო როდესაც პრიამოსმა თავისი გადაგდებული და ალბათ დაღუპული ვაჟის,

284
ალექსანდროსის სახელზე თამაშები მოაწყო, პარისმა მათში მონაწილეობა მიიღო და პრიამოსის ვაჟები
დაამარცხა. როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა არასასურველი მეტოქის მოკვლა დააპირა (შდრ. ფრ. 194)
პარისი-ალექსანდროსი ამოიცნეს, როგორც პრიამოსის ვაჟი და სამეფო ოჟახში დააბრუნეს.
როგორც ჩანს, სოფოკლეს შემდეგ ტრაგედია „ალექსანდროსი“ დაუწერია ევრიპიდესაც და
შემდეგ ენიუსს (ფრ. 38-82).

192 (91а). არ ცდება ლიდიური ქვა.266

193 (92). თამაშებთან ქალაქელებს რა ესაქმებათ!

194 (93). რომ ქალაქელებს მწყემსმა ბიჭმა აჯობა.

ტინდარეოსი
ულამაზესი ქალი საბერძნეთში, რომლის დაუფლებასაც აფროდიტე პარისს დაჰპირდა, იყო ჰელენე,
სპარტის მეფე, ტინდარეოსის, ასული. როდესაც ჰელენე საქორწინო ასაკისა გახდა, სპარტაში ჩავიდა
მისი ხელის ათობით მთხოვნელი და ტიდარეოსი დაბნეული იყო, თუ ვისთვის უნდა მიენიჭებინა
უპირატესობა. სამწუხაროდ, ორი ფრაგმენტი, რომლებიც შემოგვრჩა სოფოკლეს ტრაგედიიდან,
იმდენად ზოგადი ხასიათისაა, რომ გვიჭირს ვთქვათ, ტინდარეოსის ცხოვრების რომელი ეპიზოდი
წარმოადგენდა მის შინაარსს.

195 (646). როდესაც კაცი კარგ დღეშია, არასოდეს არ უნდა ეწოდოს წარმატებული, სანამ მისი
სიცოცხლე არ დასრულდება და ისიც არ დაამთავრებს თავის გზას. რადგან უბედურებას ერთ წამში
შეუძლია მცირე ძალისხმევით დაამსხვრიოს უდიდესი ქონებით მოტანილი ბედნიერება, როდესაც
ღმერთები დაადგენენ, რომ ყველაფერი უნდა შეიცვალოს.

196 (647). სიბერეში თვალისჩინი მკრთალდება.

ჰელენეს ქორწილი
აქ საუბარია არა ჰელენესა და მენელაოსის ქორწილზე, არამედ პარისის მიერ ტროაში გადახდილ
ქორწილზე. ამ დრამისთვის დამოწმებულია (ფრ. 183) აღმოსავლური სიტყვა ὀροσάγγαι „ოროსანგები“
(მცველები) და ორი სტრიქონი, რომლებშიც, შესაძლოა, სატირები იგულისხმებოდნენ და, ამდენად,
შესაძლოა საქმე გვქონდეს სატირულ დრამასთან.

197 (181). მწიფე ველური ლეღვი ხარ, თავად სრულიად უვარგისი, სხვებს საჭმელად ვარგისს
ხდი სიტყვით.

266
ფრ. 192. ლიდიური ქვა – მაგნიტი.

285
თავის მომგიჟიანებელი ოდისევსი
როგორც ჰელენეს ერთ-ერთი სასიძო, ოდისევსი ვალდებული იყო, ტროის ლაშქრობაში მონაწილეობა
მიეღო; მაგრამ ჰელენეს მოტაცებისას ოდისევსი უკვე დაქორწინებული იყო პენელოპეზე,
მცირეწლოვანი ვაჟი, ტელემაქოსი ჰყავდა და მენელაოსის თავქარიანი მეუღლის გამო მათი მიტოვების
არანაირი სურვილი არ გააჩნდა. ამიტომ მასთან ჩამოსული აქაველი ბელადების თვალწინ თავი
მოიგიჟიანა: უღელში ხარი და ცხენი შეაბა და დილიდანვე ყანის ხვნა და მარილის თესვა დაიწყო.
ოდისევსის ცბიერება პალამედესმა ამხილა, როდესაც „შეშლილ“ მამას ხნულზე ყრმა ტელემაქოსი
დაუდო. მამამ შვილის სხეულს გზა აუარა, თავი გამოამჟღავნა და ლაშქრობას შეუერთდა. შემორჩენილი
ფრაგმენტი, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ატრეიდესის სიტყვიდანაა.

198 (462). ყველაფერი იცი: მე ჩემი მოვალეობა შევასრულე – არგოსული სიტყვა სხარტი და
მოკლეა.

ფოინიქსი
აქაველებს უწინასწარმეტყველეს, რომ მათი ლაშქრობა ტროაში წარმატებული არ იქნებოდა, თუკი მათ
რიგებში არ აღმოჩნდებოდა აქილევსი, ფთიის მეფე პელევსისა და ზღვის ნიმფა თეტისის ძე. ამრიგად,
ტროის ციკლმა მოიცვა აქილევსისა და მისი გარემოცვის ადრეული წლების ეპიზოდებიც. აქილევსის
წრის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო ფოინიქსი, ბეოტიის მეფე ამინტორის ძე. იმის გამო, რომ მეფე
ყმაწვილი მონაქალით გაერთო და ამით თავისი კანონიერი მეუღლე შეურაცხყო, დედოფალმა
დაარწმუნა ფოინიქსა, მამისთვის საყვარელი წაერთვა. შვილმა დედას დაუჯერა, მაგრამ სანაცვლოდ,
მამის რისხვა და სამშობლოდან დაატყდა თავს. ფოინიქსმა თავშესაფარი პელევსთან იპოვა, ხოლო
მასპინძელმა შვილი ჩააბარა აღსაზრდელად (ილიადა, IX, 447-483). ორი ერთმანეთთან დაკავშირებული
ფრაგმენტიდან ფრ. 200 აშკარად ამინტორის საყვარელს გულისხმობს.
ამავე სახელის ტრაგედია დაუწერია ევრიპიდესა (ფრ. 804-818) და ენიუსს (ფრ. 306-318).

199 (718). ... ასკილით აივსო მთელი მინდორი...

200 (720). ... ბოზი...

ფთიელი ქალები
შინაარსი ტრაგედიისა, რომელიც ფთიაში უნდა მიმდინარეობდეს, პელევსის სამეფოში, უცნობია. ფრ.
201 და 203-ის მიხედვით, რაღაც როლს აქ ისევ აქილევსის აღმზრდელად დანიშნული ფოინიქსი
ასრულებდა. არისტოტელე (პოეტიკა 18, 1456a 1) ამ ტრაგედიას „ეთიკურებს“ მიაკუთვნებდა, ანუ
ხასიათების წარმოდგენის მიხედვით უძლიერესებს.

201 (694). ყმაწვილი ხარ, ბევრი გაქვს სასწავლი, ბევრი – გასაგონი და ბევრი – აღსაქმელი.

202 (695). მე თავად ვიქნები შენი მეგზური, ბებერი ბებრის.

203 (696). მამისმკვლელობის დანაშაულს თავს დაიტეხდა.

286
აქილევსის თაყვანისმცემლები
რადგან პიესა სატირულ დრამას წარმოადგენდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი შინაარსი იყო
სატირების ლტოლვა აქილევსისადმი, რომელსაც ფოინიქსი ყოველმხრივ იცავდა მათგან (ფრ. 205). ფრ.
207 საუბარია ძალისხმევაზე, რომელიც პელევსს დასჭირდა თეტისის დასაუფლებლად. მწევრის სახელი
სიაგროსი (ფრ. 209) და ფრ. 208, როგორც ჩანს, ეხება ნადირობას, აქილევსისთვის ღირსეულ საქმიანობას;
ფრ. 211, ალბათ, აქილევსის ტროული გმირობების წინასწარმეტყველებაა.

204 (149). ეს სენი ხომ ერთდღიანი სიავეა. შემიძლია კარგი შედარება მოვუძებნო. ხომ ხდება,
ყინვებს რომ დაიჭერს, ბიჭები ყინულს ჩაიგდებენ ხელში, სანამ მაგარია და თავიდან სიამოვნებასაც კი
განიცდიან. ბიჭს არც უნდა, რომ შეელიოს, მაგრამ ეს გასართობი მყარად ვერ დარჩება მის ხელში.
სწორედ ასე ერთი და იგივე სიყვარული აიძულებს შეყვარებულებს, იმოქმედონ და არ იმოქმედონ.

205 (153). ფენიქსი. აჰ, დაკარგე საყვარელი, როგორც ხედავ!

206 (157). თვალებიდან ისრებს ისვრის.

207 (150). [პელევსი.] რა უბედურება არ გადამხდა?! ლომი, გველი, ცეცხლი, წყალი...267

208 (152). ან ორლესული შუბისპირი. ტანჯავდა მას აქილევსის შუბით მიყენებული საშინელი
ტკივილი.

209 (154). შენ კი, სიაგროს, პელიონის აღზრდილო...

210 (155). ბაგეთაგან მომდინარე თაფლი სიტყვისა.

211 (156). ჰეფესტოსის ნახელავი უძლეველი იარაღით...

აქაველთა თავყრილობა
დრამის შინაარსი უცნობია. თუკი ფრ. 213-ში საუბარია ფიცზე, რომელიც ჰელენეს სასიძოებმა დადეს –
ერთად გაეცათ პასუხი მისი მომავალი მეუღლის შეურაცხყოფაზე, მაშინ მოქმედება უნდა ხდებოდეს
ლაშქრობის დასაწყისში, როდესაც მხედრიონმა ავლისში მოიყარა თავი.

212 (143). ღამის ცურვისას გემის მესაჭეები საჭით ცდილობენ, ქარი დაიჭირონ.

213 (144). სკამზე დაბრძანდი, აიღე ფირფიტები და წაგვიკითხე, რომლებია, ფიცი რომ დადეს
და აქ არ არიან!

214 (144a). ნესტორის მელოტო თავო!

267
ფრ. 207. ლომი, გველი... – ჩამოთვლილია ყველა ის იერი, რომელიც მიიღო თეტისმა, რომელსაც არ სურდა, მოკვდავს
დანებებოდა. შდრ. ფრ. 242.

287
იფიგენია
როდესაც აქაველთა ფლოტი ბეოტიის ნავსაყუდელ ავლისში იდგა, აგამემნონმა ზუსტად სტყორცნა
ისარი, ირემი მოკლა და ხმამაღლა შესძახა, ასეთი წარმატება თვით ნადირობის ქალღმერთ არტემისსაც
შეშურდებოდაო. მოკვდავის ტრაბახით განრისხებულმა ქალღმერთმა ბერძენთა ფლოტს პირქარი
მოუვლინა, რის გამოც ფლოტი ტროისკენ ვერ დაიძრა. წინასწარმეტყველმა კალქასმა გამოაცხადა, რომ
არტემისის რისხვა შეიძლებოდა მხოლოდ მისთვის იფიგენიას, აგამემნონის ასულის, შეწირვას
შეერბილებინა, ამიტომ ქალიშვილი ავლისში ჩაიყვანეს და საკურთხეველზე ქალღმერთს შესწირეს.
უკანასკნელ მომენტში ქალღმერთმა იფიგენია საკურთხეველზე ირმით შეცვალა, ქალიშვილი კი
ტავროსში გადააფრინა და იქ თავის ტაძარში ქურუმად დასვა.
იფიგენიას მსხვერპლად შეწირვის მითოსი სამივე დიდმა ათენელმა ტრაგიკოსმა დაამუშავა.
ესქილეს ჰქონდა ტაგედია „იფიგენია“ (ფრ. 94); ამავე მოტივს იგი დაუბრუნდა „აგამემნონში“ (184-249,
1412-1420). სრულად მოაღწია ჩვენამდე ევრიპიდეს ორმა ტრაგედიამ „იფიგენია ტავროსელებში“
(დაახლ. ძვ.წ. 414-412 წ.) და „იფიგენია ავლისში“ (ძვ.წ. 405 წ.). ამ უკანასკნელში იფიგენია ავლისში მამამ
გამოიძახა, თითქოსდა აქილევსისთვის მისათხოვებლად. ეს მოტივი, როგორც ფრ. 215-დან ჩანს,
გამოუყენებია სოფოკლესთან იფიგენიას ჩამოსაყვანად გაგზავნილ ოდისევსს. მისი მეწყვილე იყო
დიომედესი, რომელსაც, როგორც ჩანს, მიმართავს ოდისევსი ფრ. 217-ში.
ამავე სახელის ტრაგედია დაუწერია ენიუსსაც (ფრ. 220-252), რომელიც ევრიპიდეს ტრაგედიას,
„იფიგენია ავლისში“, ეყრდნობოდა.

215 (305). ოდისევსი, კლიტემნესტრას. ო შენ, რომელსაც საუკეთესო სიძე გერგო...

216 (306). ძმრის ჭურჭელში თაფლის ჩასხმა არ შეიძლება.

217 (307). როგორც მრავალფეხა იცვლის ფერს კლდის ფერის შესატყვისად, შენც შეღებე შენი
გონება მეუღლის მიხედვით.

218 (308). რადგან კარგს არაფერს შობს უსაქმურობა.

მეინახენი
ეს დრამა, რომელსაც მკვლევართა უმეტესობა სატირულად მიიჩევს, გამოხატავდა, როგორც ჩანს,
იუმორისტულად ასახულ სამსხვერპლო ნადიმს, რომელიც აქაველებმა მოაწყვეს ტროას გზაზე კუნძულ
ტენედოსზე. მოქმედ პირებს შორის იყო თეტისი, რომელიც აქილევსს მიმართავდა (ფრ. 219) და თავად
აქილევსი, რომელიც ,სატირული დრამის ტრადიციის მიხედვით, ღორმუცელადაა წარმოდგენილი (ფრ.
220, 221), ეკამათება ოდისევსს (ფრ. 224), რომელსაც, თავის მხრივ, აქილევსის გმირობაში შეაქვს ეჭვი
(ფრ. 223).

219 (562). თეტისი. წყალქვეშა ნერეისების გუნდი დავტოვე და აქ მოვედი.

220 (563). მაშ, მოიტანეთ. შენ ცომი მოზილე, შენ კი ღვინო ჩაასხი ღრმა კრატერში. ეს
შეუდარებელი ვაჟკაცი ხომ გამწევი ხარივითაა: თუ არ გამოძღა, როგორც საჭიროა, საქმეს არ შეუდგება.

221 (564). როდესაც ახალგაზრდა კაცი ხარ წარჩინებული ოჯახიდან და ხშირი წვერი გაქვს,
საკუთარი სტომაქის ძეს არ უნდა გიხმობდნენ, მამაშენის ძეს უნდა გეძახდნენ!

288
222 (565). მაგრამ მრისხანედ მესროლა აყროლებული ღამის ქოთანი და არ ამაცილა; ჭურჭელი,
რომელსაც საკმევლის სურნელი არ ასდიოდა, თავზე დამეფშვნა და აუტანელმა სუნმა თავზარი
დამცა.268

223 (566). ოდისევსი. ტროის შენობებს თვალი მოჰკარი და უკვე გეშინია?


აქილევსი. (წუხს და ამბობს, რომ წასვლა უნდა).
ოდისევსი. ვიცი, რისგანაც გინდა გაქცევა! უღირსობა არაფერ შუაშია, ჰექტორია ახლოს!
ღირსება ხომ ითხოვს, რომ დარჩე?!

224 (567). ოდისევსს. შენ, ყველაფერს რომ იკადრებ, ყველაფერში როგორ ცხადად ჩანს შენში
ბლომად სისიფოსი და დედაშენის მამა!269

225 (568). პიერისების 270 დავიწყება საძულველი და უსიამოვნოა! ო, სიმღერათა ძალავ,


უბედნიერესი რამ ხარ მოკვდავთათვის, შენ გიჭირავს მათი სიცოცხლის ვიწრო სრუტე!271

მწყემსები
დრამის შინაარსს შეადგენდა ამბები, რომლებიც მოხდა ტროის დაბლობზე აქაველების
გადასხმისთანავე: ჰექტორის ხელით კვდება პროტესილაოსი, რომელმაც აქაველთაგან პირველმა
დაადგა ფეხი ტროელთა მიწას; აქილევსს უპირისპირდება ტრაბახა კიკნოსი (ფრ. 232-233), მაგრამ
მარცხდება მასთან. დრამას სახელი მისცა ფრიგიელ მწყემსთა გუნდმა.

226 (502). რადგან გარიჟრაჟზე, სანამ რომელიმე მეჯოგე დაინახავდა, როდესაც


ახალმოწყვეტილი ყლორტები მიმქონდა თხებთან, დავინახე ლაშქარი, რომელიც ზღვაში შეჭრილი
კონცხის გასწვრივ მოდიოდა.

227 (503). ... სადაც მეზობლად თინუსი იზამთრებს, ჰელესპონტოსის ახლოს მცხოვრები, ეგ ხომ
ბოსპოროსელების ზაფხულის სტუმარია, ხშირად სწორედ იქ შეგხვდება.

228 (504). დაწნული გოდორყურით სპობს მოლუსკებს.

229 (505). რადგან იმათი ბატონები მათ მონებივით ვემსახურებით, მათ უნდა ვუსმინოთ,
თუნდაც დუმდნენ.272

230 (498). ჰექტორი. კარგი იქნებოდა, ხელი აგვემოძრავებინა და გაგვევარჯიშებინა.

268
ფრ. 222. ასევე ექცეოდნენ სასიძოები სამშობლოში დაბრუნებულ და მათხოვრად გადაცმულ ოდისევსს ესქილეს
ჩვენამდე მოუღწეველ ტრაგედიაში „ძვლების შემგროვებლები“ (ფრ. 180): „მეორე მასხარამ აყროლებული ღამის ქოთანი თავში
მესროლა და არ ამაცილა, გატყდა ქოთანი, დაიფშვნა ნატეხებად და საამური სურნელება არ დააფრქვია.“
269
ფრ. 224. ოდისევსი, ლაერტესის ძე, მის მტრების აზრით, უცბიერესი სისიფოსის უკანონო შვილი იყო; დედამისი,
ანტიკლეა, ასევე ცბიერებით ცნობილი ავტოლიკოსის ასული იყო.
270
ფრ. 225. პიერისები – მუზები, რომლებიც მაკედონიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პიერიის მკვიდრნი იყვნენ.
271
ფრ. 225. მეხსიერება (მნემოსინე) იყო დედა მუზებისა, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ პიერიასთან, ოლიმპოსის
მთის მახლობლად. სიცოცხლე შედარებულია დაბადებამდე და სიკვდილის შემდეგ პერიოდების დიდ ოკეანეებს შორის არსებულ
სრუტესთან.
272
ფრ. 229. მწყემსი ლაპარაკობს თავის ფარაზე.

289
232 (501). კიკნოსი. სწრაფად გაიქცევა გალავნიდან და ლანჩებს ამოჰკრავს უკანალს.

233 (507). ყინვაში ყბა აუკანკალდა, თითქოს ციებ-ცხელებააო.

234 (508). არ ვიცნობ სიტყვით მიყენებულ ჭრილობებს.

235 (500). ვერც კომბალი, ვერც სპილენძი მას ვერ ავნებს.

236 (510). ...და რამდენიც საჭირო იყო, თიხა შეურია.

237 (506). მოხსნა გვირგვინი, პოსეიდონის ქმნილება,273 ტროის გალავანს.

238 (511). სამი ქალღმერთი გამოგზავნა ოლიმპოსმა ცხვრებით მოფენილ იდის მთაზე, ყველანი
ერთი ეტლით.

ელჩობა ჰელენეს გამო


ტროის დაბლობზე პირველი ბრძოლის შემდეგ აქაველებს უნდოდათ, საქმე მშვიდობიანად
გადაეწყვიტათ და ამ მიზნით ტროაში ელჩებად მენელაოსი და ოდისევსი გაგზავნეს ჰელენესა და
მასთან ერთად გაზიდული ძვირფასეულობის მოთხოვნით. მაშინ, როცა სხვა ტროელები მტრულად
განეწყვნენ ელჩების მიმართ, ისინი ანტენორმა მიიღო სახლში და თავისი თანამემამულეებისგან
დაიცვა. შემონახულ ფრაგმენტებში შეიძლება ვნახოთ მენელაოსისა (ფრ. 239) და ჰელენეს (ფრ. 240)
დახასიათება და ამ უკანასკნელის გამონათქვამი (ფრ. 241).

239 (176). ასეთია მისი ენის ხასიათი; ლაკონიური მეტყველების სულს ვცნობ მათში.

240 (177). მოიტაცა სასახლიდან მენელაოსის მეუღლე, რომელსაც დამჭკნარი ყვრიმალის ფუნჯით
გაცოცხლება შეუძლია.

241 (178). ჩემთვის უმჯობესია, ხარის სისხლი დავლიო274, ვიდრე ავსიტყვაობის საკბილო ვიყო.

ტროილოსი
ტროილოსი, პრიამოსის უმცროსი ვაჟი, სკაიის კარიბჭის მახლობლად, წყაროსთან მოკლა
ჩასაფრებულმა აქილევსმა. რაში მდგომარეობდა კონფლიქტის არსი ამ ტრაგედიაში, უცნობია.
ტროილოსთან ერთად გამოყვანილი იყო მისი აღმზრდელი-საჭურისი (ფრ., 243, 244).

242 (618). დაქორწინდა, როგორც დაქორწინდა, 275 უსიტყვო ქორწინება, ყველანაირი სახის
მიმღებ თეტისთან ჭიდილი.276

273
ფრ. 237. პოსეიდონის ქმნილება – ლაომედონის, პრიამოსის მამის, თხოვნით, ტროის გალავანი პოსეიდონმა და
აპოლონმა ააგეს.
274
ფრ. 241. ხარის სისხლის დალევა – თავის მოკვლა: ხარის სისხლი საწამლავად ითვლებოდა. შდრ. არისტოფანე,
„მხედრები“, სტრ. 84 და სქოლიო.
275
ფრ. 242. დაქორწინდა, როგორც დაქორწინდა... – შდრ. ზემოთ, ფრ. 207 და შენიშვნა.
276
ფრ. 242. აქ, რა თქმა უნდა, პელევსი იგულისხმებოდა.

290
243 (619). კაცურ-ბავშვური ბატონი დამეღუპა.277

244 (620). დანით დამასაჭურისა დედოფალმა...

245 (621). მივდივართ წყაროს მორბენალ ნაკადთან.

246 (622). ...გრძელი საწვიმრით.

პალამედესი
პალამედესმა ოდისევსს აიძულა, მონაწილეობა მიეღო ტროის ომში, რის გამოც ოიდისევსმა შეიძულა
იგი და ეძებდა საშუალებას, შური ეძია მასზე. ოდისევსმა ოქროთი სავსე ტომარა პალამედესის კარავში
ლოგინის ქვეშ დამალა და აქაველთა ბანაკს მიუგდო წერილი, რომელიც თითქოსდა პალამედესმა
მისწერა პრიამოსს; წერილი ადასტურებდა ოქროს მიღებას. აქაველ უხუცესთა სამსჯავროზე
პალამედესი ღალატში ამხილეს და ჩააქვავეს.
პალამედესის მითოსი დამუშავებული ჰქონია ესქილესა (ფრ. 181-182a) და ევრიპიდეს (ფრ. 578-
590) ჩვენამდე მოუღწეველ ტრაგედიებში. ყველაზე ცოტა სოფოკლეს ტრაგედიიდან შემოგვრჩა: ზოგადი
ხასიათის გამონათქვამი (ფრ. 247) და ნაწყვეტი სიტყვიდან რომელიღაც პერსონაჟისა, რომელიც
პალამედესს იცავდა და აქაველებს მის დამსახურებას შეახსენებდა (ფრ. 248).

247 (478). მდუმარე იყავი, როცა მიდიხარ.

248 (479). მან არ ასწავლა ყველას შიმშილის დაძლევა? რომ ვთქვათ ღმერთების პატივისცემით,
განა მან არ გამოიგონა დროის გაყვანის ჭკვიანური ხერხები, შაში და კამათელი, უქმობის საამური
წამალი, რომლითაც ზღვის ტალღებთან ბრძოლის შემდეგ მეზღვაურები ისვენებდნენ?278

ნავპლიოსი
ანტიკური წყაროები „ნავპლიოსის“ პარალელურად ხმარობენ ასევე დამატებით აღნიშვნებს „ნავპლიოს
მომცურავი“ და „ნავპლიოს წამკიდებელი“. პირველი მათგანის შინაარსი, როგორც ეს ჩანს
გვიანანტიკური მოწმობებით (მათ შორისაა წინა საუკუნეში აღმოჩენილი პაპირუსული „შინაარსი“ – P.
Oxy. 52, 1984, 3653), წარმოადგენდა ნავპლიოსის მცდელობას, მიეღწია თავისი უდანაშაულოდ
დაღუპული ვაჟის, პალამედესის, სიკვდილის შემდგომი რეაბილიტაციისთვის. როდესაც ამ მიზანს ვერ
მიაღწია, ნავპლიოსი წავიდა ტროაში მეომარი აქაველი გმირების მეუღლეებთან და მათ ქმრების
ღალატისკენ მოუწოდებდა. თუმცა მისი შურისძიების მთავარი აქტი წინ იყო: ტროიდან დაბრუნების
ქარიშხლიან დღეს ნავპლიოსმა ყალბი შუქურები აანთო კუნძულ ევბეის ციცაბო სანაპირო კლდეებზე.
სწორედ ამ ცეცხლზე აიღო სწორება ბერძნულმა ხომალდებმა, წყალქვეშა რიფებს წამოედო, დაიმსხვრა,
ხალხი კი დაიხრჩო. პირველ ხსენებულ ტრაგედიას შინაარსით შეიძლება მივაკუთვნოთ ფრ. 249
(ნავპლიოსის მიმართვა ზევსისადმი ატრეიდესებთან კამათის დაწყებამდე?), ფრ. 252 და 254

277
ფრ. 243. ტექსტი, ალბათ, ეკუთვნის საჭურისს, ტროილოსის პედაგოგს.
278
ფრ. 248. მან არ ასწავლა... – შდრ. ქვემოთ, ფრ. 252 და 254. პალამედესის დამსახურებისთვის შდე,. ასევე შემონახული
ნაწყვეტები ესქილესთან (ფრ. 182): „მე დავყავი ასეულებად და ათასეულებად ლაშქარი, ყველას დავუნიშნე საკვები და დავადგინე
საუზმის, სადილისა და ვახშმის დრო...“ და ევრიპიდესთან (ფრ. 578): „მე გამოვიგონე მეხსიერების წამალი, როდესაც შევურწყი
ერთმანეთს ხმოვნები და თანხმოვნები და წერა-კითხვისკენ გავუხსენი ხალხს გზა...“

291
(ნავპლიოსის სიტყვიდან, რომელშიც ჩამოთვლილი იყო პალამედესის დამსახურებანი ლაშქრის
წინაშე), მეორეს კი – ფრ. 255-257 და 253 (აქაველთა აღწერა, რომლებიც ქარიშხლის დროს ხომალდის
თოკებში გაიბურდნენ?)

249 (425). ზევს, ჩვენი ტკივილის გამაუვნებელო! ზევს მხსნელს წმინდა საღვრელი მესამე
თასით!

250 (426). არამედ ფაროსანი და შეიარაღებული...

251 (427). როგორც ფაროსანი თუ მშვილდოსანი სკვითი?

252 (429). ხუთხაზიანი შაშის დაფა და კამათლის გორება...

253 (431). თავდაყირა, როგორც სკვინჩა ბადეში.

254 (432). ნავპლიოსი. ეს მან მოიფიქრა კედელი არგოსელთა ლაშქრისთვის, მანვე აღმოაჩინა
წონები, რიცხვები და საზომები; მან ასწავლა ლაშქრის დაწყობა და ციური ნიშნების ცნობა. პირველმა
მან აჩვენა, როგორ ხდება ათვლა ერთიდან ათამდე და ორმოცდაათამდე და ათასამდე; მან ასწავლა
მხედრიონს, როგორ გამოიყენონ შუქურები და აღმოაჩინა ის, რაც ადრე დაფარული იყო. მან აღმოაჩინა,
როგორ გაიზომოს თარიღები და პერიოდები ვარსკვლავებზე დაყრდნობით, საიმედო ნიშნები მათთვის,
ვინც აკვირდება, სანამ სხვებს სძინავთ, ხოლო გემების მესვეურებისთვის მან განმარტა, რას ნიშნავს
დიდი დათვის მობრუნება და სირიუსის ყინულოვანი ჩასვლა.279

255 (433). ვევედრები ღამეს, უბედურების მშობელს...

256 (434). უბედურების ღამე ათას ღამეს მოიცავს, ბედნიერების დღე ისარივით მიფრინავს.

257 (435). ... ცეცხლის მახეს.

ფრიგიელები
ესქილეს ჩვენამდე ვერმოღწეული ტრაგედიის „ჰექტორის გამოსასყიდი ან ფრიგიელები“ ანალოგიით
(ფრ. 263-272) სოფოკლეს ამ ტრაგედიის შინაარსი გულისხმობს პრიამოსის გამგზავრებას აქაველთა
ბანაკში და იქ აქილევსთან შეხვედრას (ფრ. 258). რაც შეეხება ფრ. 259-ს, მასში, შესაძლოა, საუბარი იყო
აქილევსისა და პრიამოსის ასულ პოლიქსენეს ქორწინებაზე, რომელსაც შეეძლო შეერბილებინა ტროის
ვითარება, ჩასაფრებული პარისის გატყორცნილ ისარს რომ არ შეეწირა აქილევსის სიცოცხლე.

258 (724). ჩემს ვაჟს, არესს, უყვარს კეთილშობილებისა და მამაცების დახოცვა; და ვინც ენით
არის მამაცი, გაურბის დამანგრეველ ძალებს და უსიამოვნებიგან შორს დგას; რადგან არესი არაფერს
სპობს, რაც ბოროტებას ეკუთვნის.280

279
ფრ. 254, 14 ... სირიუსის ყინულოვანი ჩასვლა – ანუ, ცაზე სირიუსის გაქრობა ზამთრის მოახლოებას მოასწავებს.
280
ფრ. 258. სავარაუდოა, რომ ამ სიტყვებს პრიამოსი ეუბნება აქილევსს.

292
259 (725). არ უნდა შეწყვიტოთ ამ ქორწინების სიმღერით აღნიშვნა?281

ეთიოპელები
შინაარსი ცნობილი არ არის. შესაძლოა, ეს იყოს სოფოკლეს ტრაგედია „მემნონის“ სხვა დასახელება; იგი
ნახსენებია „აიასის“ ანტიკურ წინასიტყვაობაში. ამ ტრაგედიიდან არაფერი არ შემორჩენილა. სხვა
ვარაუდით, „ეთიოპელები“ „ანდრომედას“ სხვა დასახელებაა.

260 (28). ამას გეუბნები, რომ დაგარწმუნო, მაგრამ არ გაიძულებ; შენ კი შენი ნებით იმოქმედე,
როგორც ბრძენმა, განადიდე სამართლიანობა, მაგრამ მოგებაც არ გაუშვა ხელიდან.

261 (29). ოთხფრთიანი, მჭიდროდ შეკრული ქამრით, შავი თავით...282

სკიროსელები
აქილევსის დაღუპვის შემდეგ დადგა ტროის ომში მისი ვაჟის, ნეოპტოლემოსის ჩართვის
აუცილებლობა; ეს გმირი კუნძულ სკიროსზე დაიბადა და იქვე აღიზარდა. შდრ. ფრ. 240 და შენიშვნა.
შინაარსი, ალბათ, შეიცავდა აქაველთა ელჩობის სკიროსზე ჩამოსვლას (აქილევსის ძველი
აღმზრდელის, ფოინიქსის მეთაურობით) და ნეოპტოლემოსის წასასვლელად გამზადებას. ფრ. 267,
როგორც ჩანს, ყმაწვილის სიტყვიდანაა ფოინიქსისადმი.
ამავე სახელის ტრაგედია დაუწერია ევრიპიდეს (ფრ. 682-686), მაგრამ მისი შინაარსი თეტისის
მიერ დედოფალ დეიდამიას მოახლეებს შორის დამალული აქილევსის ტროის ომში ჩართვას ეხებოდა.

262 (553). ქარით მოცული სკიროსი...

263 (554). რადგან ომს უყვარს ყმაწვილ კაცებზე ნადირობა.

264 (555). ჭეშმარიტად უბედურ მოკვდავებად მიმაჩნია მეზღვაურები, რომლებსაც ვერც


ღმერთი და ვერც მოკვდავი ხალხი ვერასოდეს მისცემს იმ სიმდიდრეს, რასაც იმსახურებენ! ხანგრძლივ
მოგზაურობაში მუდმივ საფრთხეში არიან, რომ დაკარგავენ, რაც აქვთ; და მაინც მე პატივს ვცემ და ვაქებ
მოკვდავებს, რომლებიც გამუდმებით პოულობენ ვაჟკაცობას, რომ სარჩო მოიპოვონ თავიანთი
მრავალჭირნახული ხელებით.

265 (555b, 3-20). მოვუხმობ... დაე, იცოდეს... რომ ნებისმიერი მტერი ვერ... ვერც ვერავინ, ვინც...
ვევედრები... მოდი, გავიაზროთ... [10] დაე, ასე იყოს... ახლა ეს ყველაფერი... აქაველთა ხომალდებზე...
რომლებიც, სიფრთხილის გამო... გავცურავთ ორივე... ქალკოდონის ვაჟკაცი... აქ მიჩვეული ვართ
ცურვას...მოგვიყვანა და გაგვიშვა... უკვე შორს იქნებოდა ამ მიწიდან. [20] ახლა კი შეფერხების გამო...283

281
ფრ. 259. სავარაუდოა, რომ ამ სიტყვებს წარმოთქვამს კასანდრა, ხოლო ქორწინებაში იგულისხმება აქილევსისა და
პრიამოსის ასულის, პოლიქსენეს ქორწინება.
282
ფრ. 261. ანტიკური ლექსიკოგრაფოსების ცნობით, სოფოკლე ასე აღწერს ჭიანჭველებს.
283
ფრ. 265. მოვუხმობ... – პაპირუსის ნაწყვეტი, რომელშიც გადარჩა მხოლოდ სვეტის მარცხენა ნახევარი. ქალკოდონი
– იხ. სტრ. 489 და შენიშვნა.

293
266 (556). არ არსებობს ხანგრძლივ სიცოცხლეზე დიდი ტკივილი.

267 (557). <ნეოპტოლემოსი.> ავადმყოფობას რომ კურნავდეს ტირილი და მკვდარს რომ


აცოცხლებდეს ცრემლი, ოქრო არაფერი იქნებოდა გლოვასთან შედარებით! მაგრამ სინამდვილეში მზის
სინათლეს ვერ დაუბრუნებ იმას, ვინც საფლავში განისვენებს. ცრემლს რომ ეს შეეძლოს, მამაჩემს დღის
სინათლეში დავაბრუნებდი!

ფილოქტეტესი ტროაში
შინაარსით აგრძელებდა ჩვენამდე მოღწეულ „ფილოქტეტესს“, თუმცა უფრო ადრეა დაწერილი.
შემონახულ უმნიშვნელო ფრაგმენტებში საუბარია, როგორც ჩანს, ფილოქტეტესის განკურნებაზე. ფრ.
271 – ასკლეპიოსის აღწერიდანაა.

268 (697). ჩემი სუნით თქვენთვის ტვირთად რომ არ ვიქცე.

269 (698). ყველა სენს საუკეთესოდ სიკვდილი კურნავს.

270 (699). ძროხების სალამურისთვის შეუფერებელი ხმამაღალი ბღავილი.

271 (701). და, როგორც მაცნეს, ორთავიანი კვერთხი ორი დრაკონით,

ევრიპილოსი
ჰერაკლესის ვაჟი ტელეფოსი, მცირე აზიის მხარის, მისიის, მეფე, აქაველებს შეერძოლა, როდესაც ისინი,
ერთ-ერთ ვერსიით, შეცდომით გადასხდნენ მისიის სანაპიროზე. აქილევსის შუბით დაჭრილი
ტელეფოსი ამავე შუბის ხელახალი შეხებით განიკურნა. სამადლობლის სახით მან ფიცი დადო
საკუთარი და თავისი შთამომავლების სახელით, რომ არასოდეს იბრძოლებდა აქაველებთან; მაგრამ
როდესაც ტროის მდგომარეობა ჰექტორისა და მემნონის სიკვდილის შემდეგ ძალიან გართულდა,
პრიამოსმა თავისი დის, ასტიოქეს, ტელეფოსის მეუღლის, დახმარებით დაარწმუნა მისი ვაჟი,
ევრიპილოსი, ტროაში მისიელთა ლაშქარი ჩაეყვანა. აქ უამრავი გმირობა ჩაიდინა, მაგრამ საბოლოოდ
დაეცა ნეოპტოლემოსთან ბრძოლაში, ისევ აქილევსის სახელგანთქმული შუბით განგმირული.
„ევრიპილოსის“ ყველა ნაწყვეტი პაპირუსებზე აღმოჩნდა; ერთ-ერთ მათგანში აღმოჩნდა ერთადერთი
სტრიქონი ამ ტრაგედიიდან, რომელიც პლუტარქოსმა შემოგვინახა (ფრ. 272, სტრ. 9). შედარებით უკეთ
გადარჩენილ პაპირუსულ ფრაგმენტებში საუბარია ევრიპილოსის დაღუპვასა და ასტიოქეს
სასოწარკვეთილებაზე.

272 (210). მაცნე. სივრცე ლაშქრებს შორის... ერთმანეთის წინაშე იდგნენ ტრაბახისა და გინების
გარეშე, ერთმანეთს ბრინჯაოს ფარებზე ურტყამდნენ... სხვა [10] ... უშუბოდ... ბრძოლა ... ზეცა...
დასტიროდა... უიარაღოდ... იქნევს... ხელი... გაქცევა... შუბი... შუაგული... შუბი [20] ... შორს... ქვემოთ...
აქელევსის... განკურნება... ტელეფოსს ვგულისხმობ... დაჭრილია... ჩამოიყვანეთ...
ასტიოქე. [30] ვაი, ვაი! ვგლოვობ ორმაგ...
<გუნდი.> მამამისის... ვხედავ... ბავშვების...

294
<ასტიოქე.> და... მესამე... ჩემზე.
<გუნდი.> საშინელი უბედურებაა... თანდაყოლილმა გონებამ გიღალატა.
<ასტიოქე.> ო, სულო, ბოროტო სულო, ჩემო დამღუპველო!
<გუნდი.> ნუ ეძახი: ისედაც ახლოა და განადგურებს.
<ასტიოქე.> [40] გამასამართლებს.
<გუნდი.> დიახაც!
<ასტიოქე.> რაც უფრო სწრაფად, მით უკეთესია!
<კორიფაიოსი.> რა უნდა ვთქვათ? რა გვაქვს სათქმელი?
<ასტიოქე.> ყველას შეუძლია, დამარტყას.
<გუნდი.> ბედმა დაგარტყა, სხვა არაა შენი მსაჯული.
<ასტიოქე.> ბოლოს რა მოხდა, ცხედარი შეურაცხყვეს მოძალადე აქაველებმა?
მაცნე. ვერ მოახერხეს მისი ცხედრის შეურაცხყოფა. რადგან ერთად იწვნენ მკვდრები, ერთი
დაჩეხილი, მეორე მთელი... აქაველებიც იმ ადგილას ბლომად დაიხოცნენ... [აკლია ათი სტრიქონი] [60]
სამხრეთის ქარი ქროდა... ბღაოდა გამწარებული ხალხი. უამრავი სელის სამოსი და ტსტროსელი
ქალების ნაქსოვი გადააფარეს, როგორ ზრუნავს ცხედარზე ხალხი, თუმცა მას უკვე არაფერი არგია! და
პრიამოსიც, დავარდა [აკლია ათი სტრიქონი] [70] მის ცხედართან, მამა არ იყო, მაგრამ მამისეული
სიყვარულით დასტიროდა მშობლიურ სისხლსა და ხორცს პრიამოსი, ასაკით ყმაწვილს, მაგრამ
გონებით მოხუც ბრძენს, სიმამაცით კი უებრო ვაჟკაცს. ის არ მიაჩნდა არც მისიელად, არც ტელეფოსის
ვაჟად, მას საკუთარ შვილად დასტიროდა: „შენაც, შვილო, შენაც დაგვტოვე! უკანასკნელი და საუკეთესო
იმედი იყავი ჩვენთვის. დიდხანს ემახსოვრები ყველას, ვისაც დაინდობს არესის სისასტიკე. ასე მემნონი
არ დაგვიტირია, ასე სარპედონს284 არ ვეთხოვებოდით, თუმცა შუბოსნებში პირველები იყვნენ ისინი...“

273 (211). .ასტიოქე. ..იდის ბატონო, პრიამოს, ჩემო ძმაო, უგუნურო, შენ არ დამარწმუნე, შენ არ
გამაკეთებინე ეს?!
გუნდი. დატოვა... ხსოვნა... მასზე არ...
ასტიოქე. ო, შუბო, საბედისწერო აღმოჩნდი ტელეფოსის ძისთვის! მამამისის მხსნელო
შუბისპირო... შენ... რახანია... ჩვენი გვარი...

274 (212). ...სიკვდილში გაუმართლა... ლამაზად დაიღუპა. ბრძანება... ...ქვის აკლდამაში,


ტელეფოსის გვერდით; სულის მოსახსენიებელ ნადიმზე...

275 (222). ...ეს აღმოვაჩინე: უბედურება არასოდეს არ მოგვასვენებს; ყველაფერს შემთხვევა


განაგებს; ყველას დამხობა შეუძლია მას...

ლაკონიელი ქალები
როცა აქაველებისთვის ცნობილი გახდა, რომ ტროის აღება შეუძლებელია, სანამ მასში პალადიონი,
ათენა პალასის ქანდაკება იმყოფება, ბანაკში მისი მოტანა ოდისევსმა და დიომედესმა იკისრეს. მათ
კლოაკის მეშვეობით შეაღწიეს ქალაქში (ფრ. 276); ოდისევსი, რომელმაც წინასწარ დაიმახინჯა თავი,
მოელაპარაკა ჰელენეს და მისი დახმარებით დიომედესთან ერთად წამოიღო პალადიონი. ფრ. 277,
შესაძლოა, აღებული იყოს ოდისევსის სიტყვიდან, რომლითაც პალადიონის მზაკვრული მოტაცების
აუცილებლობას უმტკიცებდა დიომედესს. ტრაგედიის დასახელება გულისხმობს, რომ მასში ჰელენეს

284
ფრ. 272, 81. სარპედონი – ზევსის ძე, ლიკიის მეფე, რომელიც დასცა პატროკლოსმა, იხ. ილიადა, XVI 419-507.

295
მოახლეების, სპარტელი ქალების გუნდი ფიგურირებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედება მის სახლში
მიმდინარეობდა.

276 (367). მიწისქვეშა ვიწრო და მყრალ არხში შევედით მაშინ.

277 (368). ამაოდ ნუ კამათობ. პირველი წყენა არგოსელებს ტროელებმა მიაყენეს285 და ღმერთები
ამას არასოდეს არ მოუწონებენ, თუკი მოკვდავს მათი სახელით საუბარი შეუძლია.

ლაოკოონი
ამ ტრაგედიის გადარჩენილი ფრაგმენტებიდან არც ერთი არ ახსენებს ლაოკოონის ბედს, რომელიც
არწმუნებდა ტროელებს, არ შეეტანათ ქალაქში ხის ცხენი მასში დამალული აქაველი გმირებით და
რომელიც შვილებთან ერთად დაახრჩვეს ზღვიდან ამოსულმა გველებმა. ფრ. 278 აღწერს ტროელების
მხიარულებას აქაველთა ფლოტის წასვლის შემდეგ; ფრ. 280-ში მაცნე გვაუწყებს, რომ ტროა დატოვა
ენეასმა, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ტროის დაცემამდე და ამ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ, რომ
სოფოკლესეული ვერსია არსებითად განსხვავდება იმისგან, რასაც ვერგილიუსი გვაუწყებს „ენეიდის“
მეორე სიმღერაში.

278 (370). ქუჩაში საკურთხეველზე ცეცხლი ელვარებს, საკმევლის ორთქლი ასდის და უცხო
სურნელი იფრქვევა.

279 (371). პოსეიდონ, შენ ადგახარ თავს ეგევსის ზღვის კონცხებსა და ჭაღარა ზღვის სიღრმეებს,
მეფობ ქარიან წყლებსა და მაღალ კლდეებზე...

280 (373). ახლა კარიბჭესთან კიპრისის ვაჟი ენეასია; ელვანაკრავი მამა286 მხარზე შეისვა, ბისონის
სამოსით დაუფარა მტკივანი ზურგი და მსსახურთა რაზმი შემოიკრიბა. ფრიგიელთა მთელი ამალა
გაჰყვა მას, ისე დიდი იყო მასთან ერთად უცხოეთში გადასახლების წყურვილი.

281 (374). შრომას მოვრჩით და ტკბილი გახდა შრომა.

282 (375). ჩავლილი უბედურება აღარ გვადარდებს.

283 (377). ზემოდან ჩამოდგებული...

აიას ლოკრისელი
„ილიადა“ და მასთან დაკავშირებული კიკლიკური პოემები იცნობს ორ აიასს – სახელგანთქმულ გმირს,
ტელამონის ძეს, რომელსაც მიეძღვნა სოფოკლეს ჩვენამდე მოღწეული ტრაგედია და ე.წ. „მცირე“ აიასს,
ლოკრისელი ოილევსის ძეს. ეს უკანასკნელი იმითაა ცნობილი, რომ ტროის დაცემის ღამეს ცდილობდა,

285
ფრ. 277. პირველი წყენა არგოსელებს ტროელებმა მიაყენეს – ჰელენეს მოტაცება იგულისხმება.
286
ფრ. 280. ელვანაკრავი მამა... – ანქისესი, რომელიც ზევსმა დასაჯა, როდესაც ამ მოკვდავმა აფროდიტესთან თავისი
კავშირი გაამხილა.

296
ათენას საკურთხევლიდან მოეგლიჯა კასანდრა, რომელიც იქ ხსნას ეძიებდა (ფრ. 290), რითიც შებილწა
წმინდა ადგილი და ჩაქვავება დაიმსახურა. სასამართლოზე თავი გადაირჩინა ცრუ ფიცით, მაგრამ
აქაველთა ფლოტის საბერძნეთში დაბრუნებისას ღმერთებმა ზღვაში გადაისროლეს. რადგან ეს
ეპიზოდი შეიძლებოდა გადმოცემული ყოფილიყო ტრაგედიაში, მასში, როგორც ჩანს,
წინასწარმეტყველებდა კასანდრა. „აიას ლოკრისელისგან“ მეოცე საუკუნის ბოლომდე მხოლოდ
რამდენიმე ციტატა იყო ცნობილი. 1976 წლის პაპირუსის გამოქვეყნებამ (Р. Оху. 44, 3151) მრავალი
ახალი ფრაგმენტი გამოავლინა, მაგრამ მეტ-ნაკლებად გამართული ხასიათი მხოლოდ მონოლოგის
ნაწყვეტს აქვს (ფრ. 284).

284 (10c, 2-6). დრიასის 287 რომელი შთამომავალი იყო და ვინ იყვნენ მისი თანამებრძოლები,
ტროის წინააღმდეგ ვინ დაიძრა, არგოსელებო? ვინ გაბედა ეს მოქმედება ღმერთების წინააღმდეგ? ნუთუ
ეს სალმონევსი იყო, ხარის ტყავით ზევსივით რომ ხმაურობდა?

285 (11). ლიბიური აბჯარი, ველური პანტერის კოპლებიანი ტყავი.288

286 (12). სიმართლის ოქროს თვალი ყველაფერს ხედავს და კანონდამრღვევებს შურისგებით


ემუქრება.

287 (13). სულის შებერვა და აჩრდილია ადამიანი.

288 (14). ბრძენ ხალხთან ურთიერთობაში დაბრძენდნენ მეფეები.

289 (15). რა გიწინასწარმეტყველა აპოლონმა?

290 (15a). და ხმაურით დაიმსხვრა ქალღმერთის ძველი კერპი...

ტყვე ქალები
„აიასის“ ანტიკური წინასიტყვაობიდან (ას 108) ცხადია, რომ „ტყვე ქალები“ ტროის ციკლის ტრაგედიებს
მიეკუთვნებოდა. სხვამხრივ, მისი შინაარსი უცნობია. ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ „ტყვე ქალები“
„აიას ლოკრისელის“ მეორე დასახელებაა.

291 (33a). უწყინარ კაცს სიტყვით გულს ვერ ატკენ.

292 (34). ლაშქრის გამწკრიალებელი, განწმენდის საქმეთა დიდოსტატი...289

393 (35). საცერივით მრავალთვალიანი გახდა ჩემი ფარი.290

394 (36). წართმეული გაქვს, როგორც ლირას საყვირი.

287
ფრ. 284. დრიასი იყო თრაკიის მეფე ლიკურგოსის მამა, რომელიც, დიონისოსისგან დევნილი, ღმერთს
დაუპირისპირდა და ეს ამბავი საანდაზო გახდა. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, აგამემნონი იგულისხმება.
288
ფრ. 285. ველური პანტერის კოპლებიანი ტყავი – ამ ნიშნით აღინიშნა ანტენორის სახლი, რომ ბერძნებისგან აკლებას
გადარჩენოდა ტროის აღების ღამეს.
289
ფრ. 292. განწმენდის საქმეთა დიდოსტატი – კალქასი, აქაველთა ლაშქრის მისანი და ქურუმი.
290
ფრ. 293. საცერივით... – აიასის თავის მართლებიდან?

297
295 (37). ყოველი ქვის ქვეშ მორიელი გელოდება.291

296 (38). საკურთხევლის კერას ჩაჭიდებული.292

297 (39). კუნძულებიდან და ევროპიდანაც.

298 (40). კილასა და ქრისეს ვფლობ.293

299 (41). თუმც პატარა ვარ, მაგრამ დიდები დავამარცხე.

300 (42). მცირე თასიდან მეორედაც ჩამოვასხი.

პოლიქსენე
შინაარსი იყო პოლიქსენეს მსხვერპლად შეწირვა საფლავზე აქილევსისთვის, რომელსაც იგი ცოლად
უნდა გაჰყოლოდა (შდრ. ფრ. 302 – საფლავზე ამოსული აქილევსის აჩრდილის სიტყვიდან). მეორე
მოტივია კამათი მენელაოსსა და აგამემნონს შორის შინ გაცურვის თარიღთან დაკავშირებით.
სავარაუდოა, კასანდრას წინასწარმეტყველებიდან მის სიკვდილზე – ფრ. 305.

301 (522). მენელაოსი. შენ აქ დარჩები, სადმე იდის მხარეში და ოლიმპოსის ჯოგებს შეკრებ
მსხვერპლის შესაწირავად!

302 (523). აქილევსის აჩრდილი. აქ მოვედი, დავტოვე უსიხარულო და ღრმა წყვდიადის ტბის
ნაპირები, გოდების ექოთი და სასტიკი დარტყმებით მქუხარე ნაკადი აქერონისა.294

303 (524). <აგამემნონი.> ლაშქრის წინამძღოლს არ შეეძლო ყველასთვის დათმობა და ყველას


გახარება. მართლაც, თავად ზევსიც, რომლის სამეფო ძალა ათასჯერ აღემატება ჩემსას, არ მოსწონთ
ხოლმე, როდერსაც წვიმას აგზავნის ან გვალვას მოავლენს და რომ შეძლებოდათ, სასამართლოში
გამოეძახათ, საქმეს წააგებდა. და მე, მოკვდავი დედის მოკვდავი შვილი, ზევსზე ჭკვიანი ხომ ვერ
ვიქნები?

304 (525). ...ზედა ზეციდან და მუქი ღრუბლიდან...295

305 (526). უხელო სამოსი, დამღუპველი ლაბადა...296

291
ფრ. 295. ყოველი ქვის ქვეშ... – ამ შეგონებით ანდაზას შდრ. V ს. ატიკური სქოლიო: „მეგობარო! ყველა ქვის ქვეშ
მორიელი შეიძლება დაგელოდოს. / ფრთხილად იყავი, ჩვენს მზერას ყოველგვარი ტყუილი ემალება.“
292
ფრ. 296. კერას... – შდრ. ფრ. 290.
293
ფრ. 298. კილა და ქრისე – ადგილები ტროადაში, სადაც აპოლონს ტაძრები ჰქონდა; იხ. ილიადა, I 37 და შმდგ.
294
ფრ. 302. ეს აშკარად პროლოგოსის საწყისი სიტყვებია; შდრ. საწყისი სიტყვები ევრიპიდეს „ჰეკაბეში“, რომელსაც
ასევე აჩრდილი წარმოთქვამს. „დარტყმებში“ მგლოვიარეთა თავში ხელის დარტყმები იგულისხმება.
295
ფრ. 304. შესაძლოა, აჩრდილის მისნობა გულისხმობს შტორმს, რომელმაც ტროიდან დაბრუნებული აქაველთა
ფლოტი შეაფერხა?
296
ფრ. 305. სამოსი, რომელსაც არც თავისა და არც ხელების გამოსაყოფი არ გააჩნია; ტომარა, რომელიც კლიტემნესტრამ
ჩამოაცვა აგამემნონს (ესქილე, აგამემნონი 1382); აშკარაა, აჩრდილი მკვლელობას წინასწარმეტყველებს.

298
ანტენორიდესები
ტრაგედია ამ სათაურით, ისევე როგორც „ტყვე ქალები“ ნახსენებია „აიასის“ ანტიკურ წინასიტყვაობაში,
როგორც ტროის ციკლის ნაწარმოები. ანტენორი იყო ერთადერთი ტროელი, რომელიც თანახმა იყო,
ჰელენეს შესახებ კამათი მშვიდობიანად გადაწყვეტილიყო (იხ. ზემოთ „ელჩობა ჰელენეს გამო“) და
ამიტომ აქაველებს შორის გადაწყვეტილი იყო, ტროის აღების შემდეგ იგი და მისი ოჯახი დაენდოთ.
ამიტომ ტრაგედიის შინაარსი შეიძლება ყოფილიყო ანტენორისა და მისი შვილების თრაკიაში ან
ჩრდილოეთ იტალიაში გადასახლება (იხ. სტრაბონი XIII, 1, 53, 608 C). ზოგიერთ მკვლევარი
„ანტენორიდესებს“ „ელჩობა ჰელენეს გამო“ ტრაგედიასთან აიგივეებს, ეყრდნობიან რა ბაკქილიდესის
დითირამბოსს „სანტენორიდესები ანუ ელჩობა ჰელენეს გამო“. ერთადერთი შემონახული ფრაგმენტი,
სადაც ზევსის არწივზეა საუბარი, ტრაგედიის შინაარსზე ვერაფერს გვეუბნება.
რომში ტრაგედია „ანტენორიდესები“ (როგორც ჩანს, სოფოკლეს კვალობაზე) დაუწერია აქციუსს
(ფრ. 79-86).

306 (137). ... ფრინველიც,297 მსახურიცა და მაცნეც.

დოლოპები
შინაარსი უცნობია. დოლოპების ხელმძღვანელობა პელევსმა თავისთან შეფარებულ ფოინიქსს ჩააბარა.
არ არის გამორიცხული, რომ „დოლოპები“იყოს ტრაგედია „ფოინიქსის“ მეორე სახელი.

307 (174). რომ ის კურდღელივით დაიმალა და ლტოლვილი საფარში ზის.

ტევკროსი
ტრაგედიის შინაარსს წარმოადგენდა ტევკროსის დაბრუნება სალამისზე ტროის ომის დასრულების
შემდეგ, ტელამონის მრისხანება შვილზე იმის გამო, რომ თავისი ძმა, აიასი ვერ იხსნა დაღუპვისაგან,
ტევკროსის გაძევება (შდრ. აიასი, სტრ. 1007-1921) და მის მიერ კვიპროსზე ქალაქ სალამისის დაარსება
მიტოვებული სამშობლოს სახსოვრად. ტრაგედია დაწერილია არაუადრეს V ს. 20-იანი წლებისა,
რადგანაც არისტოფანეს ძვ.წ. 423 წ. დადგმულ „ღრუბლებში“ არის ციტატა მისგან (იხ. ფრ. 310). ფრ. 308
– ოილევსზეა, მეორე აიასის მამაზე, რომელიც სულით დაეცა, შვილის სიკვდილის ამბავი რომ გაიგო;
ფრ. ტელამონის სიტყვებია; ფრ. 310-311 იმ ქარიშხალზეა, რომელიც დაბრუნებისას დაატყდათ თავს
აქაველებს.
რომაული სცენისთვის „ტევკროსი“ დაუმუშავებია პაკუვიუსს (ფრ. 335-380); ფრ. 312 უთარგმნია
ციცერონს (ტუსკ. 3, 71); შესაძლოა, სოფოკლეს ეს ტრაგედია გამოეყენებინა ენიუსს თავის „ტელამონში“
(ფრ. 319-338).

297
ფრ. 306. ფრინველი – სავარაუდოდ, ზევსის არწივი.

299
308 (576). აი, ბრძენი ხალხი, გონებით ძლიერი! ყველა ასეთა, როგორც ახლა ეს. სხვის ჭირში
ურჩევენ, ხოლო თუ თავად მათ ცხოვრებაში უბედურების პინა ჩამოიწევა, ერთ წამში მთავრდება
მთელი მათი სიბრძნე.

309 (577). <ტელამონი.> ცარიელი იყო ის სიხარული, რაც მე განვიცადე, შვილო ჩემო, როცა შენ
გაქებდნენ, როგორც ცოცხალს; და ჩემთვის უცნობ წყვდიადში ერინისი მატყუებდა და უმეცარს ყალბ
სიამოვნებას მანიჭებდა.

310 (578). ზეცაში იელვა და მეხმაც დაიქუხა.

311( 579). კიქრევსის298 კონცხი.

პელევსი
აქილევსის სიკვდილის შემდეგ პელევსი უძლურ და დაუცველ მოხუცად იქცა (შდრ. ილიადა, XXIV 486-
489); იგი საკუთარი ფთიის სამეფოდან გააძევეს მეზობლებმა, აკასტოსის ვაჟებმა. გაქცეულმა პელევსმა
კუნძულ იკოსზე აბანტ მოლონთან პოვა თავშესაფარი. დიქტის კრეტელის ვერსიის მიხედვით,
პელევსის სიკვდილს წინ უძღოდა შემთხვევითი შეხვედრა ნეოპტოლემოსთან, ამ უკანასკნელის
შურისძიება მეზიობლებზე და პელევსის საზეიმო დაბრუნება სამშობლოშ. როგორც არისტოფანეს
„მხედრების“ სქოლიოდანაა ცნობილი, 1098 და შმდგ., „პელევსი“ დაიდგა ძვ.წ. 424 წლამდე.
არისტოტელე სოფოკლეს ამ ტრაგედიას „ეთიკურებს“ მიაკუთვნებდა (პოეტიკა 18, 1456 a 1-2), ანუ მასში,
როგორც ჩანს, დამაჯერებლად იყო წარმოდგენილი დაბერებული გმირის, წარსულის მოგონებებში
ჩაძირული და ადამიანური არსებობის ამაოებაზე დაფიქრებული გმირის ზნე.
ამავე სახელის ტრაგედია დაუწერია ევრიპიდეს (ფრ. 617-624).

312 (487). სიბერეში აიაკიდეს პელევსს მხოლოდ მე ვპატრონობ, მე ვუზივარ ერთგულ


მომვლელად. სიმართლეს ამბობენ: ბავშვობას დაუბრუნდა მოხუცი.

313 (488). უბედურ ცხოვრებას არყოფნა სჯობს.

314 (489). გეთანხმებით, გვიხარია, გულით მოგვწონს შენი აზრი.

315 (490). ამაღლდი, პითიას შეძახილო!299


316 (491). ხმამაღლა შევძახებ: არის ვინმე სახლში? პასუხს ველი.

317 (492). დოტიონის მიწის მბრძანებელო...300

318 (493). ნუ გამიცრუებ იმედებს, ზევს! უშუბოდ ნუ დამღუპავ.

319 (494). ტანი ფხვნილით დაიზილა სამოსის გაუხდელად.

298
ფრ. 311. კიქრევსი – იგულისხმება კუნძული სალამისი, რომელსაც ეს სახელი ეწოდა ლეგენდარული მეფის, კიქრევსის
მიხედვით.
299
ფრ. 315. პითიას შეძახილი – იგულისხმება აპოლონისადმი მიძღვნილი პეანი, რომელსაც მღეროდნენ ბრძოლაში,
დღესასწაულსა და ნადიმზე.
300
ფრ. 317. დოტიონი – მხარე თესალიაში, იოლკოსის მახლობლად, აკასტოსის სამფლობელო.

300
კლიტემნესტრა
მიუხედავად იმისა, რომ ამ ტრაგედიაზე მხოლოდ ერთი ცნობა გვაქვს და ისიც ერთადერთ სტრიქონს
მოიცავს, მაინც არ არის სადავო, რომ მასში საუბარი იქნებოდა კლიტემნესტრას შეთქმულება
(ეგისთოსთან ერთად?) აგამემნობნის წინააღმდეგ და მიკენის მეფის მკვლელობა ტროიდან ჩამოსვლის
დღეს.

320 (334). აქ დაძრწის შურისმაძიებელი, ნუთუ მას ვერ ხედავთ?!

ქრისესი
ქრისესის სახელი „ილიადიდანაა“ (1, 11-16) ცნობილი: ასე ერქვა აპოლონის ქურუმს, რომლის
ქალიშვილი, ქრისეისი აგამემნონმა ფრიად უხალისოდ დაუბრუნა მამას; შემდგომ ამბებზე კი გვიყვება
მითოგრაფოსი გიგინუსი, რომელმაც მშვენივრად იცოდა სოფოკლეს ტრაგედიის შინაარსი. მის
მიხედვით, აგამემნონმა ხელუხლებლად არ დატოვა ქრისეისი და როდესაც მას ბავშვი შეეძინა, ისევ
ქრისესად წოდებული, დედამ იგი აპოლონის ვაჟად გამოაცხადა. როდესაც შემდგომში ორესტესმა და
პილადესმა იფიგენიას დახმარებით ტავროსიდან მასთან ერთად არტემისის კერპიც მოიტაცეს, ისინი
მეფე თოასისგან თავშესაფარს ქრისესთან ეძებდნენ. როდესაც გაიგო, რომ ორესტესი და იფიგენია
აგამემნონის შვილებია, რომელთაც უმცროსი ქრისესი ნახევარძმად ეკუთვნოდათ, ქრისეისი დილემის
წინაშე აღმოჩნდა: აეხსნა შვილისთვის მისი დაბადების საიდუმლო თუ დევნილები გაეწირა და
თოასისთვის გადაეცა. ქალმა პირველი გზა აირჩია, შედგა ბრძოლა, რომელშიც თოასი დაიღუპა, ხოლო
აგამემნონის შვილები გადარჩნენ.
არისტოფანეს „ფრინველების“ სტრ. 1240 სქოლიასტის მიხედვით (ფრ. 322), სტრიქონი
სოფოკლესგანაა ნასესხები, შესაბამისად, „ქრისესი“ 414 წლამდეა დაწერილი.
რომის სცენაზე „ქრისესი“ გადაუტანია პაკუვიუსს (ფრ. 79-118).

321 (726). ჰესტია, კერის ქალღმერთო, სადაც პირველი საღვრელი იღვრება, გესმის ეს?

322 (727). ზევსის თოხმა მოთხარა იგი.

323 (728). ასეთი, როგორიცაა, მბრძანებლობს ამ სხეულზე.

ჰერმიონე
ჰერმიონე, მენელაოსისა და ჰელენეს ასული, ორესტესს უნდა გაჰყოლოდა ცოლად, მაგრამ მენელაოსმა
ტროაში ყოფნისას დაარღვია ეს პირობა და ასული ნეოპტოლემოსს გააყოლა. როდესაც ნეოპტოლემოსი
დელფოსში მოკლეს, სადაც ის ჩავიდა, რომ აპოლონისთვის აქილევსის მკვლელობისთვის პასუხი
მოეთხოვა, ჰერმიონე ორესტესს დაუბრუნეს. ასე გადმოგვცემენ სოფოკლეს ტრაგედიის შინაარსს
გვიანანტიკური წყაროები. სოფოკლეს მიერ მიღებული ვარიანტი აისახა ევრიპიდეს „ანდრომაქეში“
(დაახლ. 424 წ.), ხოლო რომში – პაკუვიუსის ტრაგედიასა (ფრ. 168-198) და ოვიდიუსის „ჰეროიდებში“.

324 (202). ჩემი სამშობლოს დაბლობო ქალაქის გზებით!..

301
ნავსიკაე, ანუ მრეცხავი ქალები
სათაურიდან ცხადია, რომ ამ ტრაგედიის შინაარსი იყო ოდისევსის შეხვედრა მეფის ყმაწვილ ასულ
ნავსიკაესთან (იხ. ოდისეა, VI სიმღერა) და მისი შემდგომი ყოფნა ფეაკების ქვეყანაში. ფრ. 325 აშკარად
საუბარია ნავსიკაესა და მის მეგობრებზე, რომლებიც ზღვის პირას წავიდნენ თეთრეულის გასარეცხად;
ფრ. 326 ასახავს ოდისევსის მონაყოლს ქარიბდისზე. უფრო შორსმიმავალი დასკვნები ამ ტრაგედიაზე
სარისკოა. როგორც ცნობილია, ნავსიკაეს როლს ყმაწვილი სოფოკლე თავად ასრულებდა.

325 (439). დააწყვეთ კაბები და სელის სამოსელი.

326 (440). ტალღას ავყავარ და ისევ უკან მაბრუნებს.

ფეაკები
იგივე შემთხვევაა, რაც წინამავალ ტრაგედიაში. ერთადერთი ფრაგმენტი საშუალებას არ გვაძლევს,
ოდისევსის ფეაკებთან ყოფნის რომელი ეპიზოდი დამუშავდა სოფოკლეს ამ ტრაგედიაში.

327 (675). და საკვების სანელებელი.

განბანვა
სათაურის მიხედვით, ამ ტრაგედიაში დამუშავებული ყოფილა ცნობილი ეპიზოდი „ოდისეის“ XIX
სიმღერიდან, როდესაც მოხუცი ძიძა ევრიკლეა ოდისევსის ფეხების განბანვის დროს ცნობდა მას ფეხზე
დარჩენილი ჭრილობის მიხედვით. რიგი მკვლევრები მიიჩნევენ, რომ „განბანვა“ მხოლოდ სხვა
დასახელება იყო ტრაგედიისა „კბილით დაჭრილი ოდისევსი“ (იხ. ქვემოთ), თუმცა ამ მოსაზრების
მიღება ძნელია, რადგან განბანვის სცენა იმდენად მჭიდროდ იყო დაკავშირებული ოდისევსის სახლში
მომხდარ ამბებთან და, უპირველესად, სასიძოების ამოწყვეტასთან, რომ ძნელია მისი გადატანა იმ
მომენტთან, რომელიც ოდისევსის სიკვდილს უძღოდა წინ. ამ ორი მოტივის კონტამინაცია მხოლოდ
პაკუვიუსს მოუხდენია თავის „განბანვაში“ (ფრ. 266-205). სოფოკლეს ერთადერთი ფრაგმენტი არანაირ
პასუხს არ გვთავაზობს აქ ნახსენებ თემებზე.,

328 (451a). ... ახლო მეზობლების თანდასწრებით.

კბილით დაჭრილი ოდისევსი


კირკესაგან ოდისევსს შეეძინა შვილი, რომელსაც ტელეგონოსი („შორს შობილი“) ეწოდა. სრულ ასაკს
რომ მიაღწია, იგი მამის საძებნელად გაეშურა, ღამით (ან ნისლში) მიადგა ითაკას, არ იცოდა, სად
იმყოფებოდა და კუნძულის ძარცვა დაიწყო. ოდისევსი თავის ქონებას იცავდა, როდესაც ტელეგონოსმა,
რომელიც მამამ ვერ იცნო, იგი სასიკვდილოდ დაჭრა შუბით, რომელსაც შუბისპირად ჰქონდა ზღვის
თევზის, სკაროსის, კბილი. ოდისევსის სიკვდილის მითი ძველებური ფოლკლორული სიუჟეტიდან,
„მამისა და შვილის ბრძოლიდან“, მომდინარეობს, რომლის სიძველეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს

302
ტელეგონოსის იარაღი, ხოლო თავად ტრაგედია, როგორც ჩანს, მთავრდებოდა ტელეგონოსის
ტრაგიკული ამოცნობით, რომელზედაც არისტოტელე წერს „პოეტიკაში“ 14, 1453b 29-34.
შემორჩენილ ფრაგმენტებში ფრ. 329 და 330 გვახსენებს ტირესიასის მისნობას „ოდისეაში XI,
127-129; ფრ. 331-332, 335-336-ში უნდა გავიხსენოთ მისნობა, რომელიც ოდისევსმა მიიღო დოდონეში,
რომ მას შვილის ხელით სიკვდილი უწერია; ფრ. 333-ში იგულისხმება კიკლოფსი, თუმცა გაუგებარია,
რასთან დაკავშირებით იხსენებენ მას ოდისევსის შინ დაბრუნებიდან მრავალი წლის შემდეგ.

329 (453). საიდანაა ეგ საჩუქარი, სახელოვანი მხრებით რომ ატარებ?301

330 (454). მხრით ატარებდა სანიავებელს...

331 (455). დოდონეში302 მცხოვრები ზევსი, რომელსაც მოკვდავნი ტაძრის ზევსს უხმობენ...

332 (456). ... დოდონეს მისანი ქურუმი ქალები...

333 (457). ...სასწაულებრივი მუცელი.

334 (458). შეიძლება ვინმე გამოვიდეს, მაგრამ თუ არა, მითხარი...

335 (460). ახლა ისეა საქმე, რომ ვერც დოდონე და ვერც პითოს ქვაბულები ვეღარ
დამარწმუნებენ მე...

336 (461) ...შეწყვიტე დოდონეს ღმერთის ქება-დიდება!

F. სხვადასხვა ციკლიდან

ყრმა დიონისე
თებეს მეფის ასულ სემელეს ღამღამობით ზევსი სტუმრობდა. სემელემ სთხოვა ზევსს, ნამდვილი სახით
გამოსცხადებოდა და ზევსის ხელში დაჭერილი ელვის ისრებისაგან სემელეს საწოლ ოთახს ცეცხლი
მოედო, რომელმაც ქალიშვილი შეიწირა,. მათ სიყვარულის ნაყოფი, ყრმა დიონისე ზევსმა დედის
საშოდან ამოიყვანა და თეძოში ჩაიკერა, ხოლო როდესაც დრო დადგა, ამოიყვანა ბავშვი და
აღსაზრდელად ნიმფებსა და ტყის დემონებს – სატირებს გადასცა. როგორ იყო ეს ყველაფერი ასახული
სოფოკლეს სატირულ დრამაში, უცნობია. ფრ. 337, როგორც ჩანს, სილენოსის მონათხრობიდანაა.

337 (171). როგორც კი საკვებს მივაწვდი, პატარა ხელს გამომიწვდის, მხიარული სიცილით ჩემს
ცხვირსა და მელოტ თავს ეთამაშება.303

301
ფრ. 329. ტირესიასი „ოდისეაში“ ეუბნება ოდისევსს, რომ მას შემდეგ, რაც სასიძოებს ამოხოცავს, უნდა იმოგზაუროს და
ნიჩაბი ატაროს, სანამ არ იპოვის ხალხს, რომელმაც არ იცის ზღვა და იგი მიხვდება, რომ ასეთ ხალხში მოხვდა, როცა იტყვიან, რომ
იგი სანიავებელს, მარაოს ატარებს (XI, 126-8).
302
ფრ. 331. დოდონე – ეპიროსში ზევსის სახელოვანი სამისნო, რომლის ქურუმებსაც ეწოდებოდათ პელეასები (მტრედები)..
303
ფრ. 337. შდრ. ესქილეს ფრ. 47ა, 786 და შმდგ. სილენოსის სიტყვები: „ხედავ, ბავშვი უყურებს და იცინის, პატარას ჩემი
მელოტი შუბლი აცინებს...“

303
337a (172). სად ვიპოვო ყვავილი, რომელიც ასეთ ტკივილს კურნავს?

კედალიონი
კედალიონი – კოჭლი მჭედელი კუნძულ ნაქსოსიდან, ხელობის მასწავლებელი, ხოლო შემდეგ
ჰეფესტოსის თანაშემწე მის სამჭედლოში კუნძულ ლემნოსზე. სატირულ დრამაში, რომელიც მის
სახელს ატარებს, დამუშავებული იყო ქიოსური თქმულება მისი მეშვეობით გოლიათი მონადირე
ორიონისთვის თვალისჩინის დაბრუნების შესახებ. რა როლს ასრულებდნენ ამ ისტორიაში სატირები
(მათ მიემართება ფრ. 339), უცნობია. ფრ. 341 – ანდაზური გამოთქმაა, ჩვენებური „წყლის ნაყვის“ მსგავსი
– უაზრო საქმე, დროის ფუჭი კარგვა.

338 (328). და აი, შიშისგან გამივარდა რაღაც იმ სანელებლებიდან.

339 (329). ავსულებო, მძარცველებო, სხვისი საჭმლის მჭამელებო...

340 (330). თქვენი სიტყვიდან აზრი ვერ გამომაქვს, როგორც თეთრ ქვაზე თეთრი ხაზიდან.

341 (331). რაც უნდა მოხდეს, ვირის ჩრდილი გამოვა.

342 (332). ...თვითნაკეთი სახლები.

ყრუნი
კიდევ ერთი სატირული დრამა, რომელშიც სატირების როლი და, მით უმეტეს, მათი სიყრუე წყაროების
ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით გაუგებარია. მასში საუბარი იყო იმაზე, რომ ვიღაც
ხალხმა, რომლებმაც სიბერის წამალი მიიღეს ზევსისგან, იგი ვირს აჰკიდეს; გზად ვირს მოწყურდა,
მკაგრამ წყაროს დარაჯმა გველმა მოითხოვა, ვირს მიეცა, რაც მოჰქონდა. ასე ჩაიგდო ხელში გველმა
სიბერის წამალი, რომლის გამოც ყოველ წელს იცვლის ტყავს; მაგრამ, ამასთან ერთად, წყურვილიც,
რომელიც ვირს ტანჯავდა. ამიტომ კლავს წყურვილი გველის ნაკბენ ადამიანსაც.

343 (363). ...ცერცვისებრი ვირი ვით აგდია.

პანდორა, ანუ უროსმცემლები


ადამიანთა მოდგმისადმი ბოროტად განწყობილმა ზევსმა ეპიმეთევსს, პრომეთევსის ძმას, გაუგზავნა
ქვაბი და მისი გახსნა აუკრძალა. ეს ქვაბი სატირებმა მოიტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფოკლეს ეს
დრამა სატირულია. ეპიმეთევსმა ბრძანება დაარღვია და სატირებს უბრძანა, ქვაბი უროებით
დაემსხვრიათ (აქედან დრამის მეორე სახელიც) და სამყაროს მოევლინა პანდორა, რომელიც მან ცოლად
მოიყვანა. ფრ. 344, როგორც ჩანს, პანდორას შექმნას, ჰეფესტოსის მიერ მის გამოძერწვას, ეხება.

344 (482). უპირველეს ყოვლისა, ხელით დაზილე თიხა.

345 (483). ვინც პირველი შესვამს სავსე ოქროს ყანწს, მას ქალი რბილი ხელით...

304
თამირასი
თრაკიელმა მომღერალმა თამირასმა დაუფიქრებლად დაიტრაბახა, რომ თავისი ხელოვნებით იგი
მუზებს აღემატება; მუზებმა ამის გამო დააბრმავეს იგი (შდრ. ილიადა II, 59-65). სოფოკლეს
შემოქმედებითი გზის დასაწყისში დადგმულ „თამირასში“ ავტორი მსახიობად მონაწილეობდა.

346 (237). თრაკიაში ზევს ათონელის კონცხი.

347 (238). დურგალთა ნახელავი, ტკბილი ხმის გამომცემი ლირები და არფები და ხისგან
ნაკეთები სხვა საკრავები, რაც კი აქვთ ბერძნებს...304

348 (240). ეს ჰანგები, რომლებსაც ვმღერით, ამოძრავებს ფეხებსა და ხელებს.

349 (241). ჩაცხრა სიმღერა, არფისა და ლირის ხმა...

350 (242). მიწის ქვეშ ჩასული მძლავრი მამრისგან ჰყავდა ყრმა, ავტოლიკოსი,305 რომელმაც
გაძარცვა მთელი არგოსი.

351 (244). გატეხა მოოქრული რქა, დაგლიჯა წკრიალახმიანი სიმები...

352 (245). მუსიკის აღფრთოვანებამ ამიტაცა და წავედი, სადაც მისი ხმა ისმოდა, სადაც თამირასი
ღვთაებრივ ჰანგებს ქმნიდა.

ტანტალოსი
ტატალოსი, ლიდიის მეფე, ზევსის ძე, მამას ისე უყვარდა, რომ დაიმსახურა უკვდავთა ნადიმზე
დასწრების პატივი. მან ბოროტად გამოიყენა ღმერთების ნდობა და ან ოლიმპოსიდან ღვთასებრივი
საკვები – ნექტარი და ამბროსია გამოიტანა, ან ადამიანებს გაუმჟღავნა ღმერთების საუბრების
საიდუმლო. რომ შეემოწმებინა ღმერთების ყოვლისმცოდნეობა, მან საკუთარი ვაჟი, პელოფსი, მოკლა
და მისი ხორცი ღმერთებს სუფრაზე მიართვა. ტანტალოსის ცხოვრების რომელი ეპიზოდი
წარმოადგინა სოფოკლემ ტრაგედიაში, უცნობია.

353 (572). ადამიანს ხომ დიდი ხნით არ ეძლევა სიცოცხლე; მოკვდება და სამუდამოდ უნდა
იწვეს მიწის საფარქვეშ.

354 (573). ჰერმესმა ახსნა სამისნო სიტყვა.

304
ფრ. 347. ორი სახეობის არფა, ორივე ლიდიური წარმოშობისაა. იხ. M. L. West, Ancient Greek Music 70 f.
305
ფრ. 350. ავტოლიკოსი – ჯოგების ცბიერი მომტაცებელი; მამამისად ჩვეულებრივ მიიჩნევა ჰერმესი, დედად კი ვინმე ქიონი
ან სტილბე. რატომ უკავშირებს სოფოკლე მის წარმოშობას ლეგენდარულ ატიკელ გმირ ერიქთონიოსს, ძნელი ასახსნელია.

305
მელეაგროსი
კალიდონის მეფის, ოინევსის ძე ხელმძღვანელობდა ნადირობას გოლიათურ ტახზე, რომელიც მის მიწას
არტემისმა მოუვლინა. ნადავლის განაწილების დროს მოხდა კამათი კალიდონელებს მელეაგროსსა და
ნადირობაში მონაწილე მის ბიძებს შორის. სხვადასხვა ვარიანტი სხვადასხვაგვარად გადმოსცემს ამ
კამათის შედეგებს და მელეაგროსის სიკვდილის მიზეზს. რომელი ვერსია მიიღო სოფოკლემ, უცნობია.
ამავე სახელის ტრაგედიები დაუწერიათ ევრიპიდესა (ფრ. 515-539) და აქციუსს (ფრ. 428-450).

355 (401). ურჩხულისებრი ტახი ლეტოს ასულმა მოუვლინა ოინევსის მინდვრებს,


შორსმიმწვდომმა ქალღმერთმა.

ტირო
ტირო იყო ელისის მეფის, სალმონევსის ასული, რომელსაც უყვარდა ადგილობრივი მდინარის ღმერთი
ენიპევსი. ერთხელ მასთან ენიპევსის სახით მივიდა პოსეიდონი და დაეუფლა. დაბადებული ტყუპები
ტირომ ვარცლში ჩასვა და ენიპევსის დინებას გააყოლა. ბავშვები იპოვა და აღზარდა მწყემსმა, დაარქვა
ერთს პელიასი და მეორეს ნელევსი. ამასობაში სალმონევსი დაქვრივდა და სხვა ცოლი მოიყვანა,
სახელად სიდერო (ბერძნული σίδερος „რკინა“, იხ. ფრ. 359), რომელიც დევნიდა გერს, აიძულებდა
საშინაო საქმეები ეკეთებინა. ერთხელ, წამოზრდილი პელიასი და ნელევსი მეფის კარზე აღმოჩნდნენ,
თანაც პელიასს ხელთ ჰქონდა ვარცლი, რომლითაც ისინი იპოვნეს. ჭასთან ისინი ტირომ ნახა, მოხდა
ამოცნობა, რის შემდეგაც ტყუპებმა მოკლეს სიდერო, დედას სამეფო ღირსება დაუბრუნეს და თვითონ
აღიარეს უფლისწულებად, სალმონევსის კანონიერ მემკვიდრეებად.
სოფოკლეს დაუწერია ორი ტრაგედია სახელით „ტირო“. იყო თუ არა ეს ერთი და იმავე
თქმულების პრი ვარიანტი, თუ სოფოკლემ კიდევ რომელიღაც სხვა ვერსია გამოიყენა, უცნობია.
„ტიროს“, რომლის ბოლოშიც მოხდა ამოცნობა, ახსენებს არისტოტელე „პოეტიკაში“ (16, 1454b, 19-25) და
იგი დაიდგა 414 წლამდე, როგორც ჩანს ანტიკური დიდასკალიის ნაწყვეტიდან და არისტოფანეს
„ლისისტრატეში“ პაროდიიდან, ფრ. 356 – ტიროს გარეგნობაზე, რომელიც თეთრი კანით გამოირჩეოდა;
ფრ. 360 – ტიროს ჩივილიდანაა: თავისუფალი ქალისთვის ნაწნავის მოჭრა მის შეურაცხყოფას ნიშნავდა,
რასაც სრულიად შეგნებულად მიმართა სიდერომ, რომელსაც გერის დამცირება და მონაქალთან
გათანაბრება სურდა; ფრ. 368 საგუნდო პარტიიდანაა.

356 (648). თეთრი რძით გაზარდეს.

357 (653). დაიმონის ამბავს ყველას ნუ ეტყვი, ჯობს, ჩუმად იგლოვო.

358 (654). რას უნდა ნიშნავდეს ასეთ უცნაურ ადგილას ამ ფრინველის გამოჩენა?

359 (653). ის მამაცია, რკინაა მასში; სახელსაც ამიტომ ატარებს რკინის.

360 (659). მიხდება ჩემი ნაწნავის დატირება, როგორც კვიცს, რომელიც მწყემსებმა უხეშად
დაიჭირეს და კისრიდან ყვითელი ფაფარი მოჰკვეცეს. და როდესაც ველზე გადის, რომ მდინარის
წყლით დაირწყულოს თავი, წყალში ხედავს საკუთარ გამოსახულებას სამარცხვინოდ მოკვეცილი
ფაფრით. აჰ, ულმობელი კაციც კი შეიბრალებდა, როდესაც გონების დაკარგვამდე განიცდის და
დასტირის ხშირ თმას, რომელიც ოდესღაც ამშვენებდა!

306
361 (660). გამოჩდნენ სუფრაზე გველები, გახოხდნენ კერძებისა და ღვინის თასებისკენ.

362 (661). უბედურებით მოცული სული ბევრს ხედავს.

363 (662). ნუ აქებ, სანამ ცოცხალია.

364 (663). სულის დაცემისგან სენი იბადება.

365 (664). ყველაფერს გვასწავლის ხანგრძლივი ცხოვრება და დრო.

366 (665). არ არის ბოროტი, ვინც უნებლიეთ შესცოდა.306

367 (666). ნუგბარი კერძების სიუხვით ვუმასპინძლდებით.

368 (667). აურაცხელია კაცთა რიცხვი307; ნუ გგონია, რომ კეთილშობილის შვილი კეთილად
იშვება, ბოროტისა კი ბოროტად; მოკვდავთა იმედი მყიფეა...

369 (668). ...ხარიჭამია დიონისოსი.

სალმონევსი
თავი ზევსად წარმოიდგინა და სალმონევსმა ბრძანა მისთვის, როგორც უზენაესი ღმერთისთვის, პატივი
მიეგოთ. ზევსმა იგი ელვით გაანადგურა. პიესა სატირების დრამა იყო, მაგრამ რა მიზანს ისახავდა მათი
მონაწილეობა, ამას გადარჩენილი ფრაგმენტები ვერ გვეუბნება. იქნებ სატირები სალმონევსის ტყვეები
იყვნენ და მისი დასჯის შემდეგ გათავისუფლდნენ?

370 (537). სატრფიალო აღგზნება და კოცნის ჩურჩული, ეს იქნება კოტაბოსში გამარჯვებულის


ჯილდო, ასე ვაცხადებ მე.

371 (538). შენც, ვგონებ, შეგეხება ცეცხლოვანი ელვა და მყრალი კვამლი აგივა.

372 (539). მთელი სახე კვამლით, ცეცხლის შიკრიკით...

373 (540). კარიული თხები.

წყლის მატარებელი ქალები


ნახსენებია „ანტიგონეს“ 1 სტრ. სქოლიოში. შინაარსი უცნობია.

306
ფრ. 366. არ არის ბოროტი... – წარმოდგენა იმაზე, რომ უნებური დანაშაული არ ადასტურებს ადამიანის სიცუდეს, ჯერ
კიდევ სიმონიდესს უკავშირდება (ფრ. 37, 27-29): „ის მიყვარს და იმას ვაქებ, ვისაც განზრახ ბოროტება არ ჩაუდენია.“
307
ფრ. 368. აურაცხელია კაცთა რიცხვი... – შდრ. ევრ. ელექტრა, 366-372.

307
374 (672). აკესტურ ეტლზე მყარად უდგას ფეხი.308

375 (673). ამფიტრიტეს სავანე309 ყველასთვის ღიაა.

ერიგონე
ერიგონე ეგისთოსისა და კლიტემნესტრას ქალიშვილია; ორესტესმა, რომელმაც მამამისის მკვლელებზე
შური იძია, მის მოკვლასაც ცდილობდა, მაგრამ გოგონა არტემისმა გადაარჩინა: მან იგი ატიკაში
გადაიყვანა და იქ თავის ქურუმად გახადა. როგორ იყო ეს მითი დამუშავებული სოფოკლესთან,
უცნობია. შესაძლოა „ერიგონე“ იყო საფუძველი, რომლის მიხედვითაც ამავე სახელის ტრაგედია შექმნა
აქციუსმა (ფრ. 318-325).

376 (235). მინდა ჩემი თვალით ვნახო, რასაც გული მიგრძნობს.

377 (236). საიდუმლოდ... სანამ მოკლავდა, თვითონ მოკლეს.

ჰიპონოოსი
ჰიპონოოსი იყო აქაველთა ქალაქ ოლენის მეფე, პაპა ტიდევსისა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
შვიდთა ლაშქრობაში თებეს წინააღმდეგ. ანტიკური ლექსიკოგრაფოსის პოლიდევკესის (პოლუქსის)
შეტყობინებიდან ცნობილია, რომ ერთ-ერთ სიმღერას გუნდის პარტიიდან სოფოკლე საკუთარი
სახელით ამბობდა. ფრ. 379 ეხება, როგორც ჩანს, ჰიპონოოსის ქალიშვილს, რომელიც ქალწულობის
დაკარგვაში ამხილეს.

378 (300). ოლენოსის310 ნაყოფიერი მიწიდან მოვდივარ.

379 (301). თავი დაანებე საიდუმლოს; ყველაფერს გაამჟღავნებს ყოვლის მხილველი,


ყოვლისმცოდნე დრო.

380 (302). რადგან მხსნელი ბალახი ყველგან არ იზრდება, მას მხოლოდ მისნობის ველზე თუ
მოწყვეტ.

ალეადესები
ალეოსს, ტეგეას მეფეს არკადიაში, უწინასწარმეტყველეს, რომ იგი თავისი ქალიშვილის, ავგეს, შვილის
ხელით მოკვდებოდა. ამიტომ მან ავგე ქალღმერთ ათენას ქურუმად აქცია და სიკვდილის შიშით

308
ფრ. 375. აკესტა ანუ ეგესტა „ენეიდაში“ არის აკესტესის მიერ მართული ტროული ახალშენი სიცილიაში; რაკი იგი
ჯორებით იყო სახელგანთქმული, შეიძლება აქ მინიშნება გვქონდეს ჯორშებმულ საზიდარზე.
309
ფრ. 375. ამფიტრიტეს სავანე – ზღვა. ამფიტრიტე – პოსეიდონის მეუღლე, მისი სავანე ზღვის სიღრმეშია. შდრ.
ბაკქილიდესი XVII, 96-115 (თესევსის ჩასვლა ზღვის სიღრმეში).
310
ფრ. 378. ოლენოსი – ქალაქი პელოპონესოსის ჩრდილოეთით, კალიდონის ყურის სანაპიროზე.

308
აუკრძალა მამაკაცთან გაკარებაც კი. როდესაც ალეოსის სტუმარი, მთვრალი ჰერაკლესი დაეუფლა ავგეს
და მამამ ქალიშვილს ორსულობა შეატყო, მან იგი ნავპლიოსს გაუგზავნა და სთხოვა, ურჩი ასული
დაეხრჩო. გზად ავგემ ბიჭი შვა და იგი პართენიის მთაზე დატოვა. ბავშვი ირემმა შეიფარა, შემდეგ კი
მწყემსებმა აღზარდეს და მას ტელეფოსი დაარქვეს. ერთ მშვენიერ დღეს ტელეფოსმა თავისი
წარმოშობის ამბავი შეიტყო და ტეგეაში გაემგზავრა, სადაც ალეოსის ვაჟებმა, ალეადესებმა არ ისურვეს
იგი დისშვილად ეღიარებინათ. კამათში ტელეფოსს ბიძები შემოაკვდა და ღმერთების მითითებით
მისიაში გაიქცა, სადაც მანამდე დიდი ხნით ადრე ნავპლიოსს ავგე გაუგზავნია და ადგილკობრივი
მეფისთვის, ტევთრასისთვის, მიუთხოვებია. რადგან ტევთრასსა და ავგეს შვილები არ ჰყოლიათ,
მამინაცვლის სიკვდილის შემდეგ ტელეფოსი მისიის მეფე გახდა.
შემორჩენილი ნაწყვეტებიდან ფრ. 390-ში საუბარი, როგორც ჩანს, ჰერაკლეზეა, ხოლო ფრ. 393-
ში – ირემზე, რომელმაც ტელეფოსი გამოკვება. სხვა ნაწყვეტებს საერთო ხასიათი აქვთ.
ძვ.წ. IV ს. დასაწყისის წარწერა, რომელიც ათენის დემოს ექსონში აღმოჩნდა, ახსენებს
ტრილოგია „ტელეფეას“, რომელიც სოფოკლეს დაუდგამს. ამ ტრილოგიის პირველი ნაწილი
შეიძლებოდა ყოფილიყო „ალეადესები“. საკამათო მხოლოდ ისაა, მისი ავტორი დიდი სოფოკლეა თუ
მისი სეხნია შვილიშვილი, ტრაგიკოსი, რომელსაც დაუდგამს „ოიდიპოსი კოლონოსში“.

381 (77). ესაა მოკვდავთა მარადიული შეცდომა: ისინი ბოროტების გამოსწორებას ბოროტებით
ცდილობენ.

382 (78). მართლების წინააღმდეგ წასვლა ხომ იოლი არაა.

383 (79). მიჩქმალვა ცუდია და ეს არ არის ღირსეული კაცის საქციელი.

384 (80). მართალ სიტყვას დიდი ძალა აქვს.

385 (81). გაჩუმდი, შვილო! დუმილი ძალიან სასარგებლოა.

386 (82). რა სარგებლობა მოაქვს შენთვის მრავალსიტყვაობას? ზედმეტი სიტყვა მუდამ


საძულველია.

387 (83). ყველაფერს ნუ იკითხავ, სასარგებლოა, ბევრი რამ წყვდიადის ჩრდილში დატოვო.

388 (84). ამაზე რა უნდა ვთქვა, თავადაც არ ვიცი: როდესაც კარგები მარცხდებიან ბოგანო
ხალხისგან, ქალაქი ამით ვერაფერს ვერ იგებს.

389 (85). მე ვფიქრობ, არავინ; მაგრამ დაფიქრდი, არ ჯობია შენი მტრები დაამარცხო თუნდაც
უღირსად, ვიდრე მონა იყო და სხვას ემორჩილებოდე?

390 (86). А. აჰ, მორჩი. ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ იგი ჩემს მშობლად მიიჩნევა. 311 B.
ნამდვილად ისაა მშობელი? მშვენიერია! A. ისევ ასე ჯობია. ხალხის ნათქვამს ემორჩილება ჭეშმარიტება.

391 (87). А. ნუთუ კანონიერ შვილს შეადარებ ნაბიჭვარს? B. ყველა ღირსეული კანონიერად არის
შობილი.312

311
ფრ. 390. მშობლად მიიჩნევა... – ტელეფოსის დაბადების ამბავს მიეძღვნა ევრიპიდეს ტრაგედია „ავგე“ (ფრ. 265-282); მისი
„შინაარსი“ აღმოჩნდა მეოცე საუკუნეში პაპირუსის ნაწყვეტში. იხ. Hypothesis zur Auge des Euripides // Kolner Papyri. Bd. 1. Opladen,
1976. N 1.
312
ფრ. 391. შდრ. ევრიპიდეს გმირების მსჯელობანი: ანდრომაქე 636-638; ჰიპოლიტოსი 309; ფრ. 141, 168, 377.

309
392 (88). სიმდიდრე ხალხისთვის მეგობრებს პოულობს; მისგანაა პატივიცა და მბრძანებლის
გვერდით ადგილის დაკავებაც. შემდეგ: ფულს მტერი არ გააჩნია, და თუ ვინმე მტერია, არ გამოტყდება.
მდიდარი ყველგან გზას იპოვის, მისასვლელშიცა და მიუსავალშიც. აბა ღარიბი? ბედნიერებას წააწყდება
და ვერ დაიჭერს, მდიდარი კი, თუნდაც ბოგანო და მახინჯი იყოს, ფული ჰქონდეს და ლამაზისა და
ჭკვიანის სახელი გაუვარდება. ავადმყოფობაც ვერ დარევს ხელს ბოლომდე და მძიმე სენიც
დაუძლურდება მის სიმდიდრესთან.

393 (89). ციცაბო ბორცვიდან მშვენიერრქიანი ირემი დაეშვა... ქარს მიუშვირა მგძნობიარე
ნესტოები და რქოსანი შუბლი...

მისიელები
ტრაგედიის შინაარსი შეიძლება ყოფილიყო ან ტელეფოსის ჩასვლა მისიაში (იხ. „ალეადების“ შესავალი
შენიშვნა), ან მისი გამოსვლა საკუთარი ხალხის ხელმძღვანელობით აქაველების წინააღმდეგ,
რომლებიც შეცდომით მიადგნენ მისიას ტროადის ნაცვლად (იხ. „ევრიპილოსის“ შესავალი შენიშვნა).
მაგრამ რადგან არისტოტელე „პოეტიკაში“ (24, 1460a 27-32) ახსენებს „მისიელებს“ ტელეფოსის
ტეგეიდან მისიაში გადასახლებასთან დაკავშირებით, პირველი ვარაუდი უფრო დამაჯერებლად ჟღერს;
მაშინ „მისიელები“ მიეკუთვნებოდა იმავე ტრილოგიას, რომელსაც „ალეადები“ და „ტელეფოსი“,
რომელთაგან, მართალია, არც არაფერი არ შემოგვრჩა.
ამავე სახელის ტრაგედია ჰქონდა ესქილესაც (ფრ. 143-145).

394 (409). უბედურისთვის საამურია, თუნდაც წამით დაივიწყოს გაუთავებელი გასაჭირი.

395 (410). უსნეულოს არავის ვიცნობთ; ბედნიერს კი იმას ვუხმობთ, ვინც ნაკლებად უბედურია.

396 (411). მთელ ამ მიწას, სტუმარო, აზიას ვეძახით, ხოლო ამ ოლქს – მისიას, იმათ მიხედვით,
ვინც მას ასახლებს.

397 (412). მთელი ხმით გრიალებდა ფრიგიული სამკუთხედი, ლიდიურ ლირას ეხმიანებოდა.

ქედმაღლობა
სატირული დრამა, რომლის შინაარსიც უცნობია.

398 (670). და დავიწყება: ყველა ნიჭი ჩამოართვეს, ყრუ და მუნჯი დატოვეს.

399 (671). ...უნდოდათ, გოჭი ეჭამათ.

დრამის სახელის გარეშე შემონახული ფრაგმენტები

310
400 (734). ...ჰეკატეს ვახშმის მაგიდები.313

401(735). ძალად დალევა წყურვილს არ სჯობია.

402 (737). ის მეზიზღება, ვინც იმას უჭვრეტს, რაც ხალხისაგან დაფარულია.

403 (738). და აქ ყველა ეთაყვანება მას, ვინც შეაქცია მზის სრბოლა.314

404 (739). როგორღა უნდა მოვეკალი მე უკანონოდ?

405 (743). ზემოდან დაგვაცხრება სისხლისმსმელი შურისმაძიებელი.

406 (745). სახლში კარგად დამალული საქმე უცხოს ყურს არანაირად არ უნდა მისწვდეს.

407 (751). კრავთა ყოველწლიური შესაწირავი შევწირე სანაპიროს მცველ ღმერთებს.

408 (752). ...შემიბრალე, მზეო! ტყუილად არ გიწოდებენ ბრძენნი ღმერთების მშობელსა და


ყველას მამას.

409 (753). მძიმეა, მძიმე, თანაცხოვრება, უცხოელებო.

410 (755). ხომ ვერ წარმომაჩინა ჩემმა ძმამ ნაბიჭვრად, ერთმა მამამ წარმოგვშვა ჩვენ და ჩვენი
ბატონი ზევსია, არა ვინმე მოკვდავი.

411(756). ოღონდ დაწვეს: იმავე წამს კისერზე დავახტები.

412 (757). რამდენ წელს დუმდა ენა ჩემი! როგორ აღმოაჩენ ასეთ ამბავს? მძიმედ გვაწვება
აუცილებლობა, მოგიწევს მთელი სასახლის საიდუმლოს გამომჟღავნება.

413 (758). თრობა უბედურებისგან განკურნებაა.

414 (760). გაბედე! ამ შიშთაგან შენი მხსნელი მე ვარ.

415 (761). მეზღვაურებმა გემის ღუზა გააშრეს.

416 (762). და უსიტყვო თევზების გუნდი ახმაურდა და ასე მიესალმა დედოფალს.

417 (763). მწყურვალეს ხომ ყველა ბრძნულ სიტყვას ერთი ყლუპი წყალი ურჩევნია.

418 (764). ღმერთმა დაგღუპოს საშინელი სიკვდილით! თასით რომ მოირბინე აქ!315

313
ფრ. 400. მაგიდები ჰეკატესთვის მიძღვნილი საკვებით იდგა გზების გასაყარზე. მათხოვრებს უფლება ჰქონდათ, ამ
საკვებით ესარგებლათ.
314
ფრ. 403. როგორ შეაქცია ატრევსმა მზის სრბოლა, იხ. ევრიპიდე, ელექტრა 727 და შმდგ და ორესტესი, 1001 და შმდგ.
ფრაგმენტი უნდა მიეკუთვნებოდეს „ატრევსს“ ან რომელიმე პიესას „თიესტესზე“.
315
ფრ. 418. ნაწყვეტის ლექსიკა გვაჩვენებს, რომ აქ სატირულ დრამასთან უნდა გვქონდეს საქმე.

311
419 (765). კარგია თეორისი.316

420 (766). და აღარ ცეკვავს მოკრძალების ასული შემსუბუქებული სულით.

421 (767). ხორცის წამგლეჯი ქორივით აყიპყიპდა იგი...

422 (768). ის კი პატარა სალამურზე აღარ უკრავს, ველურად უბერავს საპირის გარეშე.

423 (769). თვალში გვხვდება თქვენი სამოსი, ქალისას რომ ჰგავს.

424 (770). რომელ ღმერთს უნდა ჩაუვარდე ხელში! არც სიყვარული იცის, არც მადლიერება,
უყვარს მხოლოდ უბრალო სამართლიანობა!

425 (771). და მე კარგად ვიცი, რომ ესაა უფლის ბუნება: ჭკვიანებს მუდამ სიმართლეს ეუბნება
იგავებით, ხოლო ბრიყვებისთვის ცუდი მასწავლებელია და ცოტას ლაპარაკობს.

426 (772). აქ გამოვიგონე ყანწი სასმელად და სიკინისი.317

427 (773). თებეზე ლაპარაკობ და შვიდ კარიბჭეზე, ერთადერთ ადგილზე, სადაც, ითვლება, რომ
მოკვდავი ქალები შობენ ღმერთებს.318

428 (774). დახუჭული თვალებით ვხედავ, დამკვირვებელი ვარ და არა დაკვირვებული.

429 (776). ათონის მთა ლემნოსურ ძროხას აწვდენს ჩრდილს.319

430 (777). თესალიური ნაკერი სამოსის ნაგლეჯში დამალული.

431 (778). ან ისინი პოულობენ კრაზანის ბუდეს და ცდილობენ მის გაძარცვას.320

432 (779). ხელით მიჭირავს მძვინვარე მენასი.

433 (780). რა ჯალათი აღარ გვყავს!

434 (781). იარაღი ფეხებთან დაუცურდათ.

435 (783). ბლომად მოდის ქვაბებიდან თხა.

316
ფრ. 419. კარგია თეორისი... – ათენეოსის მიხედვით (XIII, 529b), სოფოკლემ, უკვე მოხუცმა, თავის ერთ-ერთ
ტრაგედიაში უკვდავყო თავისი საყვარლის, თეორისის, სახელი. სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, რომ აქ სიტყვათა თამაში
გვქონდეს: სიტყვა ϑεωρίς, რომელიც ემთხვევა სახელ Θεωρίς-ს, აღნიშნავდა ხომალდს, რომლითაც ბერძნული სახელმწიფოების
წარმომადგენლები (თეორები) ჩადიოდნენ რომელიმე ღმერთის დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად. ასეთ შემთხვევაში,
სოფოკლეს ნაწყვეტი ახალ შინაარსს იძენს: „კარგია ჩვენი წმინდა ხომალდი“.
317
ფრ. 426. სიკინისი – სატირების ცეკვა სატირულ დრამაში.
318
ფრ. 427. მოკვდავი ქალები შობენ ღმერთებს ... – იგულისხმებიან დიონისოსი, სემელეს ძე ზევსისგან და ჰერაკლესი,
ალკმენესა და ზევსის ძე.
319
ფრ. 429. „ათონის მთა ძალიან მაღალი არ არის, სულ 1000 მეტრია, დაბალია, ვიდრე ოლიმპოსი, მაგრამ
მეზღვაურებისთვის ძალიან შთამბეჭდავია თავისი პოზიციით და იმით, რომ მისი ჩრდილი ძალიან შორს სწვდება ლემნოსამდე“,
ამას ამბობს ვილამოვიცი, ციტირებულია წიგნში: Fraenkel, Aeschylus, Agamemnon ii 154, n. 1. ამ კუნძულზე კი ძროხის ცნობილი
ქანდაკებაა.
320
ფრ. 431. ან ისინი პოულობენ კრაზანის ბუდეს... – სატირული დრამიდანაა.

312
436 (786). გონივრულ ცხოვრებამდე ქედმაღლობა ვერ აღწევს, მხოლოდ სიყმაწვილეში ყვავის და
შემდეგ ისევ ჭკნება.

437 (787). მინდოდა, თიხა მომეზილა.

438 (788). წარდგა დედისა და მშობელი მამის წინაშე.

439 (789). არა იქ, სადაც საჭურისების მზერა იცავს სანათებს.

440 (790). ცოცხალი ფეხი იხმარა...

441 (791). ...წკრიალა ხმიანი ჩიტი.

442 (792). ...აქაურ ირემს.

443 (793). დედა-შვილები, თხები ჯიქანზე მიმსხდარი თიკნებით...

444 (795). მოლოსელებისთვის ხელზე ბორკილის დადება...

445 (796). ისე, რომ არც ზომის ქვემოთ ჩამოდიოდეს და არც ზემოთ ადიოდეს.

446 (797). არც ხერხის ხმა, არც ნაჯახის დარტყმა.

447 (799). მე შენ საწყენ სიტყვებს არ გაკადრებ; არ გეტყვი, როგორ გამოგაძევეს და ლტოლვილად
გაქციეს; არც იმას, რომ მამაშენმა მშობლიური სისხლი დაღვარა და არგოსს შეაფარა თავი; არც იმას,
თებეში ასტაკოსის შვილს თავი როგორ გაუხეთქა და ტვინი შეუჭამა.321

448 (799а). ...და თევზის საწებელი.322

449 (800). ლიდიურ ქვასავით რკინას შორიდან იზიდავდი.323

450 (804). შენი ასულის წმინდა იდუმალება.

451 (806). უზარმაზარ ნადავლს დავიპყრობთ და ბედნიერად დავბრუნდებით შინ.

452 (807). ზარალი სჯობია სამარცხვინო სარგებელს.

453 (808). რაც ადამიანს ბუნებამ მისცა, იმას ვერაფრით ვეღარ წაართმევ.

321
ფრ. 447. მე შენ საწყენ სიტყვას არ გეტყვი... – ოდისევსის მიმართვა დიომედესისადმი. დუმილის ორატორული
ფიგურის დამახასიათებელი მაგალითი: მოლაპარაკე სწორედ იმას გვაუწყებს, რის თქმასაც თითქოს არ აპირებდა. ტიდევსს,
კალიდონის მეფე ოინევსის ძეს, უნებლიეთ ნათესავი შემოაკვდა, სამშობლო დატოვა და თავი არგოსს შეაფარა, სადაც ადრასტოსის
ერთ-ერთი ასული მოიყვანა ცოლად. თებესთან ბრძოლაში ტიდევსმა ასტაკოსის ძე მელანიპოსი მოკლა, თავი დაულეწა და ტვინი
ამოუჭამა, რითიც მანამდე მისადმი კეთილგანწყობილი ათენას ზიზღი დაიმსახურა (აპოლოდოროსი, III, 6, 8). რაც შეეხება
დიომედესს, რომელიც არგოსში დაიბადა, იგი სამშობლოდან არ გაუძევებიათ, მაგრამ სამეფო ტახტი, რომლის პრეტენზიაც
შეიძლება ჰქონოდა, როგორც ოინევსის შვილიშვილს, ბიძებმა დაისაკუთრეს.
322
ფრ. 448. თევზის საწებელი... – სატირული დრამიდანაა.
323
ფრ. 339. ლიდიური ქვა – მაგნიტი.

313
454 (811). ქალების ფიცს მე წყალზე ვწერ.

455 (815). ჩუმად, ჩუმად: სახლში ყვირილია.

456 (817). ჩუ! საკურთხევლის წინ აჩრდილი დადის სისხლის გუბეებში...

457 (818). აზრის მწვერვალი და საქმის მწვერვალი.

458 (819). მოდი აქ! ვერ წახვალ, სანამ მუსიკას არ მოუსმენ!324

459 (820). ... დატვირთული ვირივით.

460 (823). ინთება დანდურის მწვანე ღეროებით.

461 (826). ეს შენ მომეცი, დალოცვილო.

462 (827). ამ ადამიანს ადამიანურად ვერ დაელაპარაკები!325

463 (828). მე კი შესახვედრად მოვიჩქარი.

464 (828а). ყველგან სავსე სინათლეა.

465 (828с). ...თავიდან მოშორება.

466 (828f). ვაი, რომ აღარ ისმის სალამურის ხმა, საცეკვაოდ რომ გვიხმობს!

467 (831). ყოველ საქმეში კეთილი დასაწყისი წარმატებული დასასრულის საწინდარია.

468 (832). საიქიოს ვიწრობი, უფსკრულის ბზინვა.

469 (833). საამურია ნაყოფი, თუნდაც სიცრუის ველიდან.

470 (834). ცრუ სიტყვისაგან ნაყოფს არ ველი.

471 (835). ღარიბ კაცსაც აქვს ღირსების გრძნობა.

472 (836). ღატაკი არ ჩამოგრჩება, თუ სულით ჯანმრთელია.]

473 (837). სამგზის ნეტარი არიან მოკვდავნი, რომლებიც იხილავენ იმ იდუმალებათა წყალობას
და შემდეგ ჰადესის სავანეში ჩაბრძანდებიან. მხოლოდ ისინი იპოვიან იქ სიცოცხლეს, სადაც სხვებს
მხოლოდ უბედურება ელით.326

324
ფრ. 819. ერთ-ერთი მკვლევარი, მეკლერი, მიიჩნევს რომ ესაა ნაწყვეტი „ნავსიკაედან“, რომელშიც ოდისევსი
მოგვითხრობს თავის შეხვედრაზე სირინოზებთან: Mekler, Berliner Philologische Wochenschrift27 (1907) 382.
325
ფრ. 462. მეკლერი (იხ. ზემოთ) მიიჩნევს, რომ ამ სიტყვებით ოდისევსს კირკე მიმართავს.
326
ფრ. 473. საუბარია ელევსისის მისტერიებზე, რომლებიც დემეტერსა და პერსეფონეს ეძღვნებოდათ.

314
474 (838). არესი ხომ ბრმაა, გოგონებო; პირდაპირ ეცემა ტახივით საკბილოს და ყველაფერს
აცამტვერებს.

475(839). ცუდი საქმიდან კარგ სიტყვებს ნუ ელი.

476 (840). და როგორც ტყვიის საძირავი ქვემოთ ექაჩება ბადეს...

477 (841). ვინაც ბიჭის სიყვარულით დაინესტრა...

478 (842). ვისაც ეს ქალები მოსწონთ, ისინი ყველაზე ვნებიანი არიან.

479 (843). რისი სწავლაც შეიძლება, ვსწავლობ; რისი პოვნაც შეიძლება, ვპოულობ; რაზედაც
ლოცვა შეიძლება, ღმერთებს ვევედრები.

480 (844). ყველანი, რომლებიც შრომობთ, გზას გაუდექით, ყველანი, ვინც ზევსის ასულს,
მრისხანეთვალება ერგანას, 327 ევედრებით, წინ კალათებს უდგამთ და გრდემლზე მძიმე უროს
ურტყამთ...

481 (845). და შენ დასტირი მოკვდავის სიკვდილს და ისიც არ იცი, მოუტანდა თუ არა მომავალი
სიკეთეს?

482 (846). ეს მორთულობა არაა, არა, უბედურო, ეს უწესრიგობაა და შენი სიგიჟე!

483 (848). მაძღარი კვიცივით დახტი, რადგან მუცელი და პირი საკვებით გაქვს სავსე.

484 (849). ლირის კი არა, საყვირის ხმა შეჰფერის გლოვას.

585 (850). ღმერთების ნახელავიც კვდება, თავად ღმერთები – არა.328

486 (851). ადმეტოსი. ჩემი მამალი მას წისქვილში უხმობდა.329

487 (852). ერთადერთი ხმა, რომელიც ჩემი სახლიდან გამოდის, გლოვის ხმაა... მუზა და ერთი
სირინოზი.330

488 (853). როგორც კი მოკვდავის სულის განხილვას დაიწყებ, მასში მეტ წყვდიადს აღმოაჩენ,
ვიდრე სინათლეს.

489 (854). მწარე ნაღველს მწარე წამლით ჩამობანენ.

490 (855). ნესტორი. შენ ვერ გაგკიცხავ; სიტყვა არ გივარგა, მაგრამ საქმე კეთილშობილია.331

327
ფრ. 480. ერგანა – ათენას, როგორც ხელოსანთა მფარველის, მეტსახელი.
328
ფრ. 485. ღმერთების ნახელავიც კვდება... – სტრიქონი აღდგენილია პლუტარქოსის პროზაული ციტატიდან.
329
ფრ. 486. კიკლოფსების მკვლელობისთვის აპოლონს ერთი წლით თესალიის მეფე ადმეტოსის მონობა მიესაჯა.
სავარაუდოდ, ადმეტოსი ამბობს, რომ მისი მამლის ყივილი აპოლონს წისქვილში მუშაობისკენ მოუხმობს, რაც იყო ერთ-ერთი
ყველაზე უფრო უსიამოვნო სამუშაო მონისათვის. ტონი სატირულ დრამას გვაგონებს.
330
ფრ. 487. პლუტარქოსს ორგზის მოჰყავს ეს ციტატა ავტორის დაუსახელებლად, მაგრამ ვილამოვიცი უყოყმანოდ
სოფოკლეს მიაკუთვნებას მას. სირინიოზები გლოვასთან იყვნენ ასოცირებული.
331
ფრ. 490. ნესტორი მიმართავს აიასს.

315
491 (856). რადგან განსჯის ბოლო იგივე არაა, რაც სრბოლის ბოლო.

492 (857). შენ დამარწმუნე, შენ მაცდუნე მე.332

493 (858). სიტყვები ნელა მოქმედებს, ძლივს აღწევს ყურის ძაბრში; შორს ხედავს კაცი და ახლოს
ბრმავდება.

494 (859). შესანიშნავი ცხენოსნები და მსროლელები მოგუგუნე ფარით შედიან ბრძოლაში.

495 (860). არსი ყოველი ოდესღაც პირველად მოევლინა სამყაროს.

496 (861). ოდისევსი. მივადექი სირინოზებს, ფორკისის ასულებს, რომლებიც მღეროდნენ


ჰადესის სიმღერებს.333

497 (862). და კორიბასებთან334 ცეკვავთ...

498 (863). ასეთ მეგობრებს რომ კარგავს, ხალხს უხარია; ვისაც ჰყავს, ცდილობს, თავიდან
მოიშოროს.

499 (864). როგორც სპილენძი კეთილშობილი, შრომაში ბრწყინავს, ხოლო უსაქმურობის


მოწყენილობა მას ჟანგით ფარავს.

500 (865). ხომ დაუმარცხებელია რწმუნების სახე.

501 (866). სახლის უწყინარი მკვიდრი, მტრედი...

502 (867). კამათი, თუნდაც ხალხი ერთმანეთს არ ეთანხმებოდეს, ორივე მხარის


მტკიცებულებებს აერთიანებს.335

503 (868). საკუთარმა აღფრთოვანებამ წამოსწია როგორც ბაბუაწვერა, რომელსაც შეუბერეს.

504 (869). ამოცანა, რომელიც ითხოვს მრავალ ანკესსა და საჭეს.

505 (870). რწმუნება სწრაფად მოქმედებს, როდესაც ხალხს ბოროტებისკენ ერეკება.

506 (871). მენელაოსი. მაგრამ ჩემი ბედი სწრაფად ბრუნავს ქალღმერთის ბორბალში და იცვლის
ბუნებას, როგორც მთვარე ორი ღამით ერთნაირი ვერ დარჩება, ჯერ წყვდიადიდან ახალი გამოდის,
სისავსეს იძენს და მშვენიერია, ხოლო როგორც კი უზენაეს მშვენიერებას მიაღწევს, კლებას იწყებს და
იღუპება.

507 (872). ყმაწვილი ქალი, რომლის ქიტონი შიშველ ბარძაყზე ეშვება, ჰერმიონე...

332
ფრ. 492. შენ დამარწმუნე... – პლუტარქოსს მოჰყავს ეს ნაწყვეტი, როგორც მომნანიებელი ქალის სიტყვა
საყვარლისადმი.
333
ფრ. 496. სირინოზებთან... – იხ. ოდისეა XII, 39-54, 181-196.
334
ფრ. 497. კორიბასები – რეა-კიბელეს ქურუმი ქალები, რომელთა რიტუალში საბრძოლო ცეკვებიც შედიოდა.
335
ფრ. 502. მტკიცებულებებს აერთიანებს – როგორც ჩანს, ეს არის კორიფაიოსის დასკვნა მას შემდეგ, რაც ორ პერსონაჟს
მოუსმინა. შდრ. ელექტრა, 369-371, ანტიგონე 724 და შმდგ.

316
508 (873). რადგან ვინც ტირანის დარბაზში შედის, იგი მონაა, თუნდაც თავისუფალი
მოსულიყო.

509 (874). ღმერთებო, რომელმა აფროდიტემ ან რომელმა სურვილმა მოიცვა იგი?

510 (875). ...შიში, თმების ყალყზე დამყენებელი.

511 (879). ზუზუნებს და ზემოთ მიიწევს მკვდართა მფრინავი გუნდი.336

512 (880). ალთესიბეა, რომელიც მშობელმა მამამ...337


513 (881). დამესიზმრა, რომ ორი მატერიკი შეერთდა.

514 (884). არწივი, კვერთხის შემნახველი, ზევსის ქოფაკი...

514а (885). იკბინები და კუდს აქიცინებ, როგორც ვერაგი ნაგაზი.

515 (885а). ვაგლახ, აღსრულდა უფლის წინასწარმეტყველება.

516 (887). დაე ზევსმა დაგვიბრუნოს გამარჯვება გადატანილი განსაცდლის შემდეგ.,

517 (890). მაქოს სიმღერა, რომელიც ჩაძინებულებს აღვიძებს.

518 (892). ღვიძლი შვილები გადაყლაპა და ახლა მუცელში ჰყავს.

519(893). მე თავიდან კეთილ უწყებას დავიწყებ.

520 (894). მოხუცის რისხვა ხომ უიმედო შუბისპირია, ხელით გალესავ და მალე დააბლაგვებ.

521(895). რადგან თუ ზევსი კამათელს აგორებს, ის მუდამ კარგად დაუჯდება.

522 (896). გონებას უხმე, შეუწყვე სიტყვას საქმე.

523 (897). დაფნის ფოთოლი დაღეჭე და ტუჩზე იკბინე.

524 (898). უკან მივყვები, როგორც ხედავ.

525 (900). ვისაც ჩემი ტანჯვა არ განუცდია, რჩევებსაც ნუღარ იძლევა.

526 (902). რომ გაუნათდეს ზევსს შუბლი.

527 (903). მე თქვენ ვერასდროს ვეღარ გაგიგებთ.

528 (904). უფრო სასიამოვნოა რჩეული მხედრები გავიყოლოთ, ვიდრე მთელი ამალა.

336
ფრ. 511. პორფირიოსი იმ ნაწყვეტში, სადაც ეს ფრაგმენტი მოჰყავს, ამბობს, რომ „ძველები“ სულებს, რომლებიც
დაბადებას ელოდნენ, „ფუტკრებად“ მოიხსენიებდნენ; შდრ. ვერგილიუსი, ენეიდა 6, 706-709.
337
ფრ. 512. ალთესიბეა – ალკმეონის პირველი მეუღლე, ფეგევსის ასული.

317
529 (905). გზად ზღვისპირეთი ურჩხულებისგან გავათავისუფლე.338

530 (907). ღმერთებს შორის უმაღლესი ტახტი ხომ ზევსისაა...

531 (908). სამიდან ერთ-ერთი გამათავისუფლებს.

532 (909). ყიდვა-გაყიდვაში ისე ჩაერთე, თითქოს ფინიკიელი იყო, სიდონელი ვაჭარი.339

533 (910). ერთი და იგივე ადგილი ჩვენს გონებაში გვიმზადებს მხიარულებასა და მწუხარებას:
ჩვენ ორივესგან ცრემლი გვდის.

534 (911). ო, ფერეს მიწავ, გაიხარე, და შენაც, ჰიპერეიის წყაროვ, ღმერთებისთვის ყველაზე
ძვირფასო ნაკადო!340

535 (913). ცბიერი მელა, ლაერტესის ძე.

536 (915). არის აია,341 რომელსაც ერთად ფლობენ თესალიელები.

537 (916). ანაქტორიონი342, რომელმაც სახელი მისცა მხარეს....

538 (917). რატომ აყოვნებთ, არტაკესა და პერკოტეს ხალხო?343

539 (918). დრო ყველაფერს ხსნის და გამოაქვს მზის სინათლეზე.

540 (919). თქვენ ვერაფერს ვერ შეიტყობდით იმაზე, რაც ღმერთებს ეხება, თუ ღმერთები
დაგიმალავდნენ, მთელი ქვეყანა რომ გადაგებრუნებინათ თქვენს გამოკვლევაში...

540а (920). უმეხსიერებო კაცი უმადურია.

541(921). როდესაც ბრიყვნი აურაცხელი არიან, მათგან მარტოსული ბრძენი დაიღუპება.

542 (922). A. კარგი კაცი ხომ გაჭირვებულს უნდა დაეხმაროს. B. მაგრამ კეთილგონიერებაც
დიდი ღმერთია.

543 (923). ვინც გაუბედურდა, ის არა მხოლოდ ყრუა, – ის, რაც ცხადია ყველასათვის, იმასაც ვერ
ხედავს.

544 (924). რა დაუძლეველი ბოროტებაა სიბრიყვე!

338
ფრ. 529. გზად ზღვისპირეთი... – თესევსის სიტყვებია, შდრ. ფრ. 159, 18-21.
339
ფრ. 532. სიდონი – ფინიკიური ქალაქი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.
340
ფრ. 534. ფერე იყო იოლკოსში, თესალიაში, ადმეტოსი მართავდა მას; იხ. ფრ. 486. ჰიპერეია იყო წყარო, ახლოს
ფერესთან, იხ. პინდაროსი, პით. 4, 125.

341
ფრ. 536. კოლხეთის დედაქალაქ აიას გარდა არსებობდა ამავე სახელის ქალაქი თესალიაში.
342
ფრ. 537. ანაქტორიონი – ქალაქი აკარნანიაში.
343
ფრ. 538. არკატე და პერკოტე ადგილებია ჰელესპონტოსში, აბიდოსის მახლობლად.

318
545 (925). სიბრიყვის ღვიძლი და მანკიერება.

546 (926). ნურასოდეს დატკბები საძრახისი სიამოვნებით.

547 (927). სულმოკლეს ბედი არ ეხმარება.

548 (927a). თავისუფალ მოქალაქეთა სიტყვა მუდამ თავისუფალია.

549 (927b). თავისუფლება ზევსის უბედნიერესი ქალიშვილია.

550 (928). უბედურებაში სირცხვილი კაცს ვერ უშველის, გამართლებაში კი დუმილი –


მოკავშირეა.

551 (929). რატომ აქებთ ამას? ყველა, ვინც თვრება, საკუთარი მრისხანების ხელშია და
გონებასთან მწყრალადაა. როდესაც მრავალ სულელურ სიტყვას იტყვის, აღარ სიამოვნებს იმის მოსმენა,
რისი თქმაც ასე უხაროდა.

552 (930). ვისაც უდავო ტყუილში გამოიჭერენ, რა მჭევრმეტყველიც უნდა იყოს, ენას ჩაიგდებს.

553 (931). და აი, აღმოჩნდება, რომ ცუდია, როდესაც ადამიანი თავის სიკეთეს შეიცნობს.

554 (932). რადგან ქალი იფიცებს, რომ მშობიარობის მწარე ტკივილს გაექცევა; მაგრამ როგორც
კი ტკივილი მიუშვებს, იგი იმავე ბადეში ხვდება, დამარცხებული ახალი წადილით.

555 (933). მტაცებლისთვის მძიმე ფიცი არ არსებობს.

556 (934). ბედნიერება თუ გწყურია, შინ უნდა დარჩე.

557 (935). არასოდეს არ გასცე საიდუმლო! რადგან ვერასოდეს ვერ იპოვი ისეთ საიმედო საკეტს,
რომელშიც ვერ გამოძვრება იდუმალება.

558 (936). სადაც მამებზე შვილები ბატონობენ, ასეთ ქალაქში კეთილგონიერება არ არსებობს.

559 (937). ქვეყნის კანონებს უნდა ემორჩილებოდე.

560 (938). ადამიანმა, რომელიც ესწრაფვის რამე კეთილშობილს, ბევრი უნდა იშრომოს, ხოლო
მოკრძალებული შეჯიბრებისგან დიდებაც მოკრძალებული გამოდის.

561 (939). გონება ხელზე უფრო ხშირად იმარჯვებს.

562 (940). იყოს ხორცი მონობაში, სამაგიეროდ სულია თავისუფალი.

563 (941). შვილებო, კიპრისი მხოლოდ კიპრისი არ არის, იგი მრავალი სახელის პატრონია. იგია
ჰადესი, იგია უჭკნობი სიცოცხლე, იგია მძვინვარე სიგიჟე, იგია შეურეველი სურვილი, იგია მწუხარება;
მასშია მთელი მოქმედება, მთელი სიმშვიდე, მთელი ძალადობა. რადგან იგი იძირება ყველაფერი
ცოცხლის სასიცოცხლო ძალებში; ვის არ სწყურია ეს ქალღმერთი? იგია თევზების მცურავ მოდგმაში,
[10] იგია ხმელეთის ოთხფეხთა ჯილაგში, მისი ფრთა თრთის ფრინველთა გვარში... მხეცებში,
მოკვდავებში, ზეციურ ღმერთებში. რომელ ღმერთს არ ებრძვის და სამგზის არ უგორებს? თუ შემიძლია

319
ვილაპარაკო და მე შემიძლია ვთქვა სიმართლე, იგი ბატონობს ზევსის გულზე, შუბისა და რკინის
გარეშე. მოკვდავთა და უკვდავთა ყველა გეგმას ადგენს კიპრისი.

564 (942). მაგრამ მოკვდავთა შორის ოდესმე რომელი სახლი ითვლებოდა ბედნიერად კარგი
მეუღლის გარეშე, თუნდაც ფუფუნებით ყოფილიყო სავსე?

565(943). დაობლებულ სახლში ქალი კაცივით აზროვნებს.

566 (944). მაგრამ სიღარიბემ შეერთებულმა ცუდ ხასიათთან, სრულიად გააფუჭა და დაშალა
მისი ცხოვრება.

567 (945). მოკვდავო მოდგმავ! საბრალო ჯიშო! რა არარაობა ვართ, კვამლის აჩრდილი,
დედამიწის ამაო ტვირთი!

568 (946). მწუხარების გარეშე მხოლოდ ღმერთებს უწერიათ ცხოვრება.

569 (947). კარგი მოთამაშე ბედს არ უჩივის, რაც ამოუვა, იმას ეგუება და სარგებელსაც მისგან
მოელის.

570 (948). იმედი მოკვდავდა უმეტესობის მკვებავია.

571(949). სიბერეს ყველა უბედურება ახლავს თან: გონება ბლაგვდება, ხელი სუსტდება და
გაჭირვება მკერდს ემუქრება.

572 (950). არ არსებობს სიბერე ბრძენთათვის, რომელთა სული ღვთის კეთილგანწყობამ


აღზარდა: გამჭრიახობა ხომ უზენაესი სიკეთეა.

573 (951). უგუნურია, ვისაც მეტისმეტად ეშინია სიკვდილისა; ყველანი ბედისწერას


ვემორჩილებით. ჟამი მოვა და თუნდაც ზევსის კარს მიადექი: იქაც გიპოვის ბედი.

574 (952). ვინც უბედურებაში სიცოცხლეს უფრთხილდება, ის ან უგრძნობია, ან უზომოდ


ლაჩარია.

575 (953). А. ის მოკვდა და მეც მინდა მასთან ერთად მოვკვდე. B. შენც მიხვალ, ნუ ჩქარობ,
საბედისწერო ბოლოსთან.

576 (954). ყველაფერს აქრობს დრო და დავიწყებას აძლევს.

577 (955). ყველა სიტყვას ამარცხებს სიმართლე.

578 (956). წაიყვანა შორს ზღვის გაღმა, დედამიწის კიდეში, ღამის სამფლობელოში, ზეცის
სივრცეში, ფეოიბოსის ძველ ბაღში.

579 (957). ვფიცავ ლაპერსების წყვილსა და ევროტასს, ვფიცავ არგოსისა და სპარტის


ღმერთებს.344

344
ფრ. 579. ლაპერსები – დიოსკურების მეტსახელი; ევროტასი – მდინარე სპარტაში.

320
580 (958). თებეს მტვრიანი მიწა გაიხსნა და მიიღო იგი იარაღით, ოთხცხენიანი ეტლითა და
ყველაფერი დანარჩენით.345

581 (959). შემდეგ ვიხილე ბაკქოსის მხევლების ქვეყანა, სახელგანთქმული ნისა,


დიონისოსისთვის უსაყვარლესი მხარე. იქ ყველანაირი ჩიტი გალობდა...

582 (960). რა უცნაურად მოეშვა მშვილდის ლარი!

583 (961). ვერ წამოდგება მოკვდავი, რომელსაც სული ღმერთმა ამოართვა.

584 (962). ბოროტება მოხდა და სამაგიეროც ბოროტება იქნება.

585 (963). განაზებული, მარჯვე რაინდები...

586 (964). ღვთისგანაა, შვილო, ეს ნიჭი; ხოლო რასაც ღმერთ გაძლევს, უნდა მიიღო.

587 (965). ოდისევსი. მართლაც ოდისევსი ვარ, მრისხანების სეხნია: ბევრი ბოროტი განვარისხე
ჩემს ცხოვრებაში.346

588 (966). ვინც ბეოტიურ კილოზე მღერის ჯერ ჩუმად, შემდეგ სულ უფრო ხმამაღლა...

345
ფრ. 580. მიიღო იგი იარაღით... – თებედან გაქცევისას ამფიარაოსი ეტლიანად შთანთქა მიწამ.
346
ფრ. 587. ოდისევსი სიტყვების თამაშს მიმართავს თავის სახელთან დაკავშირებით; იხ. „ოდისეა“, 19, 407 და შმდგ.

321
მითოლოგიურ და გეოგრაფიულ
სახელთა ლექსიკონი

აბე – ქალაქი დავლისის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სახელგანთქმული იყო აპოლონის იქაური


ტაძარი, რომელიც სამისნოს ფუნქციასაც ატარებდა.

აგამემნონი – მიკენეს მეფე, ატრევსისა და აეროპეს ძე, მენელაოსის ძმა, კლიტემნესტრას


მეუღლე.

აგამემნონის ნადიმი – ერთ-ერთი გადმოცემით, აგამემნონი ნადიმზე მოკლეს, რომელსაც მისი


სახელი ეწოდა.

აგენორი – ტირეს ფინიკიელი მეფე, კადმოსისა და ევროპეს მამა.

ადმეტოსი – თესალიის ერთ-ერთ რეგიონის, ფერეს მეფე, ფერესის ძე.

ავგე – ტეგეის მეფე ალეოსის ასული, ჰერაკლესის საყვარელი, მისგან შეეძინა ტელეფოსი.

ავტოლიკოსი – ჰერმესის ძე, ცნობილი ცბიერი და ქურდი, ანტიკლეას მამა, ოდისევსის პაპა.

ათამასი – ბეოტიის მეფე, ფრიქსოსისა და ჰელეს მამა.

ათენა – ზევსის ასული, სიბრძნის, ხელსაქმისა და სამართლიანი ომის ქალღმერთი. ქალაქ


ათენის მფარველი. ცნობილია მეტსახელებით „პალასი“, „ტრიტოგენეია“ და სხვ.

ათენი – ატიკის დედაქალაქი.

ათონი – მთა ჩრდილოეთ საბერძნეთში, მაკედონიაში, ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე.

აიაკოსი – ზევსის ძე, აქილევსისა და აიას ტელამონის ძის პაპა.

აიას ლოკრისელი – იგივე მცირე აიასი, აიას ოილევსის ძე.

აიასი – ტელამონის ძე, ტროის ომის ბერძენი გმირი.

აიდონევსი – ეპიროსელი მოლოსელების მეფე, რომელიც წარმოდგენილია, როგორც


პერსეფონეს მეუღლე. ხშირად ჰადესის მეორე სახელია.

აიეტესი – კოლხეთის მეფე, ჰელიოსის ძე.

აკამასი – თესევსის ძე.

აკასტოსი – იოლკოსის მეფის, პელიასის, ძე.

ალეადესები – ტეგეის მეფე ალეოსის ვაჟები.

322
ალეოსი – არკადიული ტეგეას მეფე, უწინასწარმეტყველეს, რომ იგი თავისი ქალიშვილის, ავგეს,
შვილის ხელით მოკვდებოდა. ამიტომ მან ავგე ქალღმერთ ათენას ქურუმად აქცია და სიკვდილის შიშით
აუკრძალა მამაკაცთან გაკარებაც კი.

ალეტესი – ეგისთოსისა და კლიტემნესტრას ვაჟი.

ალექსანდროსი – პარისის მეორე სახელი.

ალთესიბეა – ალკმეონის პირველი მეუღლე, ფეგევსის ასული.

ალკმენე – ამფიტრიონის მეუღლე, ზევსის საყვარელი, ჰერაკლესის დედა.

ალკმეონი – ამფიარაოსისა და ერიფილეს ვაჟი, ეპიგონების მეთაური.

ამიკოსი – ბოსპოროსელი ბებრიკების მეფე, რომელიც ყველა სტუმარს კრივში იწვევდა,


ამარცხებდა და კლავდა. პოლიდევკესმა დაამარცხა იგი.

ამფიარაოსი – არგოსის მეფე. თებეს წინააღმდეგ შეკრული შვიდეულის ხელმძღვანელი,


ერიფილეს მეუღლე.

ამფიტრიონი – ტირინსის უფლისწული, პერსევსის შვილიშვილი. სამშობლოში ჩადენილი


უნებლიე მკვლელობის გამო იძულებული გახდა, თებეში გაქცეულიყო, სადაც ცოლად შეირთო
საკუთარი ბიძაშვილი ალკმენე.

ამფიტრიტე – პოსეიდონის მეუღლე, მისი სავანე ზღვის სიღრმეშია.

ანაქსიბია – ატრევსის ასული, აგამემნონისა და მენელაოსის და, ფოკისის მეფის, სტროფიოსის


მეუღლე, პილადესის დედა.

ანაქტორიონი – ქალაქი აკარნანიაში.

ანდრომედე – ეთიოპიის მეფე კეფევსისა და კასიოპეას ასული, რომელიც ურჩხულისგან


გამოიხსნა პერსევსმა.

ანტენორიდესები – ტროელი ანტენორის შთამომავლები.

ანტიგონე – ოიდიპოსის ასული.

ანტილოქოსი – ნესტორის ვაჟი.

აპოლონი – სინათლის ღმერთი, ხელოვნების მფარველი, მუზათა წინამძღოლი,


წინასწარმეტყველი, მკურნალი ღმერთი. ცნობილია მეტსახელებით „სხივოსანი“ (ფოიბოსი),
„ლოქსიასი“ და სხვ.

არგოსი – არგოსის ველის მთავარი ქალაქი პელოპონესოსში, სადაც მდებარეობდა აგამემნოპნის


სასახლე.

323
არეოპაგოსი – „არესის ბორცვი“, ათენის არისტოკრატიის საბჭო. არეოპაგოსის ფართო
პოლიტიკურ და რელიგიურ ფუნქციებში შედიოდა საერთო საკანონმდებლო კონტროლი და
მკვლელობის საქმეთა განმხილავი სასამართლოს ზედამხედველობა.

არესი – ზევსისა და ჰერას ძე, ომის ღმერთი.

არკადია – ისტორიული მხარე პელოპონესოსში.

არკატე – ადგილი ჰელესპონტოსში, აბიდოსის მახლობლად.

არტემისი – მარად ყმაწვილი ნადირობისა და ქალწულობის ქალღმერთი, აპოლონის და.

არქტუროსი – მენახირის თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი.

ასკლეპიოსი – აპოლონისა და თესალიელი დედოფლის, კორონისის ძე. ზევსმა ელვით


დაფერფლა, რადგან თავისი სამკურნალო ხელოვნებით მკვდრების გაცოცხლებას აპირებდა. შემდგომში
აღადგინა და მკურნალობის ღმერთად დასვა.

ატალანტა – მელანიონის მეუღლე, პართენოპაიოსის დედა.

აფროდიტე – სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი.

აქელოოსი – ოკეანოსისა და ტეთისის ძე, მდინარის ღმერთი.

აქერონი – ჰადესის ერთ-ერთი მდინარე.

ბაკქე – ბაკქოსის ქურუმი ქალი.

ბაკქოსი – დიონისოსის ერთ-ერთი სახელი.

ბეოტია – მხარე შუა საბერძნეთში.

ბორეასი – ჩრდილოეთის ქარის ღმერთი.

ბოსპოროსი – ბოსფორი, სრუტე ევროპასა და მცირე აზიას შორის, რომელიც აერთებს შავ და
მარმარილოს ზღვებს.

დავლისი – დასახლებული პუნქტი ფოკისში, თებე-დელფოსის გზაზე.

დანაე – არგოსის მეფის, აკრისიოსის, ასული, ზევსის სატრფო, პერსევსის დედა.

დანაელები – ბერძნების ერთ-ერთი სახელი აქაველებთან და არგოსელებთან ერთად.

დარდანოსი – ზევსისა და პლეიას ელექტრას ძე, დარდანელების ტომის ფუძემდებელი.

დედალოსი – უდიდესი მხატვარი, ინჟინერი და გამომგონებელი, კნოსოს ლაბირინთის ავტორი.

დეიანირა – კალიდონის მეფე ოინევსისა და ალთეას ასული, ჰერაკლესის მეუღლე, ჰილოსისა


და სხვა ჰერაკლიდესების დედა.

324
დელოსი – კუნძული ეგევსის ზღვაში, კიკლასების (კიკლადების) ჯგუფიდან. აპოლონისა და
არტემისის დაბადების ადგილი.

დელფოსი – ფოკისის დედაქალაქი, ცნობილი აპოლონის ტაძრითა და სამისნოთი.

დემეტერი – მიწათმოქმედებისა და ნაყოფიერების ქალღმერთი.

დემონი (დაიმონი) – ზებუნებრივი ძალა, რომელსაც ღმერთზე უფრო დაბალი რანგი უკავია.

დემოფონი – თესევსის ვაჟი, ათენის მეფე.

დეო – დემეტერის ერთ-ერთი სახელი.

დიკე – ზევსისა და თემისის ასული, სამართლიანობისა და მორალური წესრიგის ქალღმერთი.

დიონისოსი – მცენარეულობის, ვაზის, ღვინის, ბუნების შემოქმედებითი ძალების, აღმაფრენისა


და რელიგიური ექსტაზის ღმერთი. ცნობილია სახელებით „ბაკქოსი“, „იაკქოსი“, „ძაგრევსი“

დირკე – წმინდა წყარო ბეოტიაში, თებეს მახლობლად. აქელოოსის ასული, თებეს მეფის,
ლიკოსის, მეუღლე.

დოდონე – ქალაქი ეპიროსში, სადაც იმყოფებოდა ზევსის სახელგანთქმული სამისნო.

დოლოპები – ერთ-ერთი თესალიური ტომი. პელევსმა დოლოპების მეფედ დასვა ფოინიქსი,


აქილევსის აღმზრდელი.

დორიელები – ბერძნების ერთ-ერთი ტომი, რომელიც საუბრობდა დორიულ დიალექტზე.

დრიასი – ედონების მეფე, მამა ლიკურგოსისა, რომელმაც არ აღიარა დიონისოსი.

ეგევსი – ათენის მეფე, თესევსის მამა.

ეგისთოსი – თიესტესის ძე, კლიტემნესტრას მეორე ქმარი.

ედონიელები – თრაკიული ტომი, რომელმაც არ მიიღო დიონისოსი.

ევბეა – კუნძული ეგევსის ზღვაში.

ევენოსი – მდინარე, რომელიც ოიტეს სამხრეთ-დასავლეთ ფერდიდან იღებს სათავეს და


კორინთოს უბეში ჩაედინება პლევრონიდან აღმოსავლეთით.

ევმენისები – ყოფილი ერინისები, შურისძიების ქალღმერთები.

ევმოლპისები – ელევსისის მისტერიების მსახურები.

ევმოლპოსი – ელევსისის მისტერიების დამფუძნებელი.

ევრიდიკე – თებეს მეფის, კრეონის მეუღლე.

325
ევრიპილოსი – ტელეფოსის ძე, ტროის ერთ-ერთი გმირი, დაეცა ნეოპტოლემოსთან ბრძოლაში.

ევრისაკესი – აიას ტელამონის ძისა და ტეკმესას ვაჟი.

ევრისთევსი – არგოლისის მეფე, პერსევსის შვილიშვილი. ჰერას მაქინაციით, ჰერაკლესი მას


მონად დაუდგა და მისი დავალებით ჩაიდინა გმირობები.

ევრიტოსი – ექალიის მეფე.

ევროტასი – ლაკონიის მთავარი მდინარე, მასზე იდგა სპარტა.

ელევსისი – დემეტერისა და პერსეფონეს საკულტო ქალაქი, აქ იმართებოდა სახელგანთქმული


მისტერიები.

ელექტრა – აგამემნონისა და კლიტემნესტრას ასული, ორესტესის და.

ელექტრა – ტიტან ატლასის ასული, დარდანოსის დედა.

ენეასი – აფროდიტესა და ანქისესის ვაჟი, ტროის ომის გმირი, რომულუსისა და რემუსის


წინაპარი.

ენიალოსი – მიკენის ეპოქაში დამოუკიდებელი ღმერთი, კლასიკურ ხანაში არესის ეპითეტი.

ენიური –

ეპიგონები – თებეზე მოიერიშეთა შვილები, რომლებმაც ათი წლის შემდეგ ხელახლა დაესხნენ
თავს თებეს.

ერგანა – ათენას, როგორც ხელოსანთა მფარველის, მეტსახელი.

ერექთეიდესი – ასე მოიხსენიებოდნენ ათენელები, როგორც ათენის მეფე ერექთევსის


შთამომავლები; მაგრამ სოფოკლეს ეპოქაში ერექთეიდესებად მოიხსენიებოდნენ სალამისელებიც,
რადგან ეს კუნძული ძვ.წ. 600 წ. მახლობლად შეუერთდა ათენს.

ერიგონე – ეგისთოსისა და კლიტემნესტრას ასული.

ერიმანთოსი – მთა დასავლეთ საბერძნეთში.

ერინისები – შურისძიების ქალღმერთები: ტისიფონე („მკვლელობისთვის შურისმაძიებელი“),


ალექტო („დაუნდობელი“) და მეგერა („შურიანი“, ყველაზე საშინელი).

ერისი – განხეთქილების ქალღმერთი.

ერიფილე – ამფიარაოსის მეუღლე, ალკმეონის დედა. პოლინიკესისგან ქრთამად მიიღო


ყელსაბამი და ქმარი აიძულა, ლაშქრობაში წასულიყო.

ეროსი – სამყაროს საწყისი ძალა, სემდგომში – არესისა და აფროდიტეს ძე, სიყვარულის ღმერთი.

326
ეტეოკლესი – ოიდიპოსის ვაჟი, თებეს მეფე.

ეტეოკლოსი – ერთ-ერთი შვიდეულიდან, რომელიც თებეს დაესხა თავს.

ეტნა – მოქმედი ვულკანი იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე.

ეტოლია – მხარე დასავლეთ საბერძნეთში.

ექიდნა – გოლიათური ქალღმერთი, ქალ-გველი. მითს ერთ-ერთი ვარიანტით, მოკლა


ჰერაკლესმა, მეორეთი – ოიდიპოსმა.

ექო – მთის ნიმფა, რომელიც ხმას აბრუნებდა.

ზევსი – უზენაესი ღვთაება.

თამირასი – თრაკიელი მომღერალი. დაუფიქრებლად დაიტრაბახა, რომ თავისი ხელოვნებით


მუზებს აღემატებოდა; მუზებმა დააბრმავეს.

თებე – კადმოსის მიერ დაარსებული ქალაქი ბეოტიაში.

თეთრი ოქრო – ოქროსა (80%) და ვერცხლის (20%) შენადნობი, ბერძნ. ელექტრონი.

თეორისი – სოფოკლემ, უკვე მოხუცმა, თავის ერთ-ერთ ტრაგედიაში უკვდავყო თავისი


საყვარლის, თეორისის, სახელი.

თერსიტესი – ეტოლიელ მეფეთა შთამომავალი, ბერძენთა ლაშქრის ერთ-ერთი ყველაზე ავყია


წარმომადგენელი. განსაკუთრებით „ერჩოდა“ აგამემნონს.

თესალია – მხარე ჩრდ. საბერძნეთში.

თესევსი – უდიდესი ბერძენი გმირი. ტროიძენის მეფის ასულმა ეთრამ იგი ერთროულად ორ
მამას, მოკვდავ ეგევსსა და უკვდავ პოსეიდონს უშვა.

თესტორი – წინასწარმეტყველ კალქასის მამა.

თიასი – გაშმაგებული ბაქკე.

თიესტესის ნადიმი – ეს სახელი მიეცა ნადიმს, რომელზედაც ატრევსა ძმას, თიესტესს,


საკუთარი შვილების ხორცი მიართვა.

თორიკოსი – კლდე ატიკაში, ლავრიონის ვერცხლის საბადოების მახლობლად.

თრაკია – მხარე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.

იაკქოსი – დიონისოსის ერთ-ერთი სახელი.

იდა – კრეტაში: მთა, რომელზედაც დაიბადა ზევსი, აზიაში: მთა, რომლის ფერდობზედაც
გაშენებული იყო ტროა.

327
იკაროსი – დედალოსის ვაჟი.

ილიონი – ტროის მეორე სახელი, ლეგენდარული ილოსის მიხედვით.

ილოსი – ტროსისა და კალიროეს ძე, დააარსა ქალაქი ილიონი ტროის მხარეში.

ინაქოსი – მდინარის ღმერთი, ოკეანოსისა და ტეთისის ძე, იოს მამა.

იო – ინაქოსის ასული, ზევსის სატრფო, რომელიც უზენაესმა ღვთაებამ დეკეულად გადააქცია.

იობატესი – ლიკიის მეფე.

იოკასტე – მენეკევსის ასული, ლაიოსის მეუღლე, ოიდიპოსის დედა და მეუღლე.

იოლე – ექალიის მეფე ევრიტოსის ასული, ჰერაკლესის უკანასკნელი სატრფო.

იონი – იონიელების მამამთავარი, ჰელენის ძე, დოროსის, ქსუთოსის, ეოლოსისა და აქაიოსის


ძმა.

იონიის ზღვა – ხმელთაშუა ზღვის ნაწილი ადრიატიკის ზღვის მეზობლად.

ისთმოსი – ყელი კორინთოსისა და სარონიკოსის ყურეებს შორის.

ისმენე – ოიდიპოსის ასული.

ისმენოსი – ოკეანოსისა და ტეთისის ძე, მდინარის ღმერთი თებეში.

ისტროსი – მდინარე დუნაი.

იტისი – ტერევსისა და პროკნეს ვაჟი.

იფიტოსი – ევრიტოსის ძე.

იქსიონი – თესალიური მოდგმის ხალხის, ლაპითების მეფე, რომელმაც ჰერას სარეცლის


წაბილწვა განიზრახა; ზევსმა იგი ტარტაროსში მუდმივად მბრუნავ ბორბალს მიამაგრა.

კადმეია – ქალაქ თებეს აკროპოლისი.

კადმოსელი – თებეელი.

კადმოსი – ფინიკიის მეფე აგენორისა და ტელეფასას ძე, ევროპეს ძმა. დააარსა შვიდკარიბჭიანი
ქალაქი თებე.

კალქასი – ბერძენთა მთავარი ნათელმხილველი.

კამიკოსი – სიცილიის ქალაქი, რომელშიც თავშესაფარი იპოვა კრეტიდან აფრენილმა


დედალოსმა.

კაპანევსი – ჰიპონოოსისა და ასტინომეს ძე, ერთ-ერთი თებეზე თავდამსხმელი შვიდეულიდან.

328
კასანდრა – ტროის მეფის, პრიამოსის, ქალიშვილი, წინასწარმეტყველი, რომლისაც არავის არ
სჯეროდა.

კასტალია – წყარო პარნასოსის მთაზე, რომლადაც იქცა აპოლონისგან თავდაღწეული ნიმფა


კასტალია.

კედალიონი – კოჭლი მჭედელი კუნძულ ნაქსოსიდან.

კენაიონი – კონცხი კ. ევბეის დასავლეთით.

კერბეროსი – სამთავიანი ძაღლი, რომელიც იცავდა ჰადესიდან გამოსასვლელს.

კერები – ბედისწერის ფრთოსანი ქალღმერთები. შემდგომში გაიგივდნენ ერინისებს.

კეფისოსი – მდინარეები ატიკასა და არგოლისში.

კვიპროსი – კუნძული ხმელთაშია ზღვაში.

კითერონი – მთა ბეოტიას, ატიკასა და მეგარისს შორის.

კილენე – მთა არკადიაში.

კიპრისი – ქალღმერთ აფროდიტეს ყველაზე ხშირი მეტსახელი.

კიქრევსი – კუნძული სალამისი, რომელსაც ეს სახელი ეწოდა ლეგენდარული მეფის, კიქრევსის


მიხედვით.

კლიტემნესტრა – ტინდარეოსისა და ლედას ასული, აგამემნონის მეუღლე.

კოლონოსი – ათენის შემოგარენი, სადაც გარდაიცვალა ოიდიპოსი და დაიბადა სოფოკლე.

კოლონოსი – გმირი, რომლის სახელი ეწოდა ათენის შემოგარენს.

კოლხეთი – შავი ზღვისპირა ქვეყანა კავკასიაში.

კორა ან კორე – პერსეფონეს მეტსახელი.

კორიბასი – კიბელე ფრიგიელის ქურუმი ქალი.

კორინთოსი – კორინთიის მხარის მთავარი ქალაქი.

კრეონი – მენეკევსის ძე, თებეს უკანასკნელი მეფე.

კრეონი – კორინთოსის მეფე.

კრეტა – კუნძული ხმელთაშია ზღვაში, უძველესი ცივილიზაციის აკვანი.

კრეუსა – კორინთოსის მეფის, კრეონის, ასული.

329
კრისა – ფოკისის ქალაქი.

კროისოსი – ლიდიის უმდიდრესი მეფე.

კრონოსი – ტიტანი, ზევსის მამა.

ლაბდაკიდესები – ლაბდაკოსის შთამომავლობა, თებეელები.

ლაბდაკოსი – პოლიდოროსისა და ნიქტეისის ძე.

ლაერტესი – კეფალენიელების მეფე, ოდისევსის მამა.

ლაიოსი – ლაბდაკოსის ძე, თებეს მეფე, ოიდიპოსის მამა.

ლაკონია – მხარე პელოპონესოსში.

ლაოკოონი – აპოლონის ქურუმი ტროაში.

ლაომედონი – ილოსის ძე, ტროის მეფე.

ლაპერსები – ზევსისა და ლედას ვაჟების, დიოსკურების (კასტორისა და პოლიდევკესის,)


ეპითეტი.

ლაპითები – მითოსური ტომი თესალიაში.

ლარისა – ქალაქი საბერძნეთში.

ლემნოსი – კუნძული ეგევსის ზღვის ჩრდილოეთით.

ლერნე – მხარე საბერძნეთში, პელოპონესოსის აღმ. სანაპიროსთან.

ლიდია – ქვეყანა მცირე აზიის აღმოსავლეთში.

ლიდიის ქვა – მაგნიტი.

ლიკეიოსი – აპოლონის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ხშიტი ეპითეტი.

ლიკია – ქვეყანა მცირე აზიის სამხრეთით.

ლიკურგოსი – დრიასის ვაჟი. წინააღმდეგობა გაუწია დიონისოს კულტის გავრცელებას და


ღმერთმა იგი კლდედ აქცია.

ლოკრისი – მხარე საბერძნეთში, ევრიპოსის სამხრეტ სანაპიროზე.

ლოქსია – აპოლონის მეტსახელი.

მაგნესია – ძველი საბერძნეთის მხარე, რომელიც საბოლოოდ შთანთქა თესალიამ.

330
მაია – ატლასისა და პლეიონეს ასული, ჰერმესის დედა.

მალისის ყურე

მგლის ბაზარი

მეგარევსი

მელეაგროსი

მენასი

მენეკევსი – კრეონის, იოკასტესა და ჰიპონომეს მამა, ოიდიპოსის პაპა და სიმამრი.

მენელაოსი – ატრევსისა და აეროპეს ძე, აგამემნონის უმცროსი ძმა.

მეროპე – კორინთოსის დედოფალი, ოიდიპოსის აღმზრდელი დედა.

მიკენე – უძველესი ქალაქი არგოლისში, მიკენური კულტურის ცენტრი, ბერძნული


ცივილიზაციის ერთ-ერთი ცენტრი.

მინოსი – ზევსისა და ევროპეს ვაჟი, ძველი კრეტის დედაქალაქის, კნოსოსის მეფე.

მირმიდონელები – მითოსური აქაველი ტომი თესალიაში, აქილევსის ხალხი.

მირტილოსი – ჰერმესის ძე. მეფე ოინომაოსის მეეტლე.

მისიაა – მხარე მცირე აზიაში.

მოირები – ბედისწერის ქალღმერთები: კლოთო, სიცოცხლის ძაფის მქსოველი; ლაქესისი, ბედის


განმსაზღვრელი; ატროპოსი, მოუგერიებელი (სიკვდილი).

მორიოსი – „წმინდა ზეთისხილის მფარველი“, ზევსის ეპითეტი.

მოსიქლოსი – მთა კუნძულ ლემნოსზე.

ნავპლიოსი – პალამედესის მამა, რომელმაც შური იძია შვილის სიკვდილის გამო: ყალბი
შუქურებით გზა აურია და დაღუპა ტროიდან შინ მიმავალი ბერძნული ფროტი.

ნავსიკაე – ფეაკების მეფე ალკინოოსისა და არეტეს ასული.

ნარკისოსი – მდინარის ღმერთ კეფისოსისა და ლარიოპეს ძე, საკუთარ თავზე შეყვარებული


ყმაწვილის სიმბოლო.

ნემეა – ბერძნული ქალაქი პელოპონესოსის ჩრდილო-დასავლეთით.

ნეოპტოლემოსი – იგივე პიროსი, აქილევსისა და ლიკომედესის ასულის, დეიდამეიას ძე.

331
ნერევსი – ზღვის კეთილი, ბრძენი და სამართლიანი ღმერთი, ორმოცდაათი ულამაზესი
ასულის, ნერეისის, მამა.

ნერეისები – ნერევსისა და დორისის ორმოცდაათი ასული, მათ შორის თეტისი, აქილევსის


დედა.

ნესტორი – ნელევსისა და ქლორისის ძე, პილოსის მეფე, ცნობილი სიბრძნითა და


მჭევრმეტყველებით.

ნიკე – გამარჯვების ფრთოსანი ქალღმერთი.

ნიობე – თებეს მეფე ამფიონის მეუღლე, შვილების რაოდენობით გაეჯიბრა აპოლონისა და


არტემისის დედას, ლეტოს.

ნისა – მთა, რომელზეც ჰიასებმა აღზარდეს ღმერთი დიონისოსი.

ნიქსი – ღამის პერსონიფიცირებული ქალღმერთი. ჰიპნოსის (ძილის), თანატოსისა


(სიკვდილისა) და ერებოსის (წყვდიადი) დედა.

ოიდიპოსი – ლაიოსისა და იოკასტეს ძე, თებეს მეფე.

ოიეს კლდე – ატიკაშია.

ოინევსი – კალიდონიის მეფე, დეიანირას მამა.

ოინიადე – ქალაქი აქელოოსის იონიის ზღვის შესართავთან.

ოინომაოსი – პისის მეფე.

ოიტე – მთა ცენტრალურ საბერძნეთში.

ოკეანოსი – დიდი მდინარე, რომელიც გარს ერტყმის დედამიწას.

ოლიმპია – ელისის საკულტო ცენტრი, პელოპონესოსის დასავლეთით; იქ აგებულ ზევსის


უზარმაზარ ტაძარში, ისე, მთხოვნელებს ეძლეოდათ წინასწარმეტყველება.

ოლიმპოსი – მთა თესალიაში, თორმეტი ოლიმპოსელი ღმერთის სავანე.

ომფალე – ლიდიის დედოფალი.

ორესტესი – აგამემნონისა და კლიტემნესტრას ვაჟი. შური იძია მამის მკვლელებზე.

ორტიგია – კუნძული, სიცილიის ქალაქ სირაკუსას ისტორიული ცენტრი.

პალამედესი – ნავპლიოსისა და კლიმენეს ძე, ევბეელი გმირი, ცრუ ბრალდებით დაღპა


ოდისევსმა.

პალასი – ქალღმერთ ათენას ყველაზე ხშირი ეპითეტი.

332
პანდორა – მაცდური ციური ქალი, პირველი დედაკაცი. მიწისა და წყლისგან შექმნა ჰეფესტოსმა.

პანი – ტყეების და ჭალების ღვთაება. ჰერმესისა და დრიოპეს ვაჟი.

პართენოპაიოსი – ატალანტას ძე, თებეზე მოლაშქრე შვიდეულიდან ერთ-ერთი.

პარისი – პრიამოსისა და ჰეკაბეს ვაჟი, ჰელენეს მეორე მეუღლე.

პარნასოსი – მთიანი მასივი ცენტრალურ საბერძნეთში.

პაქტოლოსი – მდინარე მცირე აზიაში, მდიდარი იყო ოქროს ქვიშით.

პელევსი – აიაკოსის ძე, თეტისის მეუღლე, აქილევსის მამა.

პელეიასი – ზევსის წმინდა ქურუმი ქალი დოდონეს სამისნოში.

პელოპიდესები – პელოფსის შთამომავლობა.

პელოფსი – ტანტალოსისა და ევრიანასას ძე, პელოპონესოსის მეფე.

პეპარეთოსი – კუნძული ეგევსის ზღვაში, ლემნოსი-მაგნესიისა და მალისის ყურის გზაზე.

პერაიბოსი – მხარე საბერძნეთში, რომელიც სამხრეთით თერსალიას ესაზღვრება.

პერითოოსი – ლაპითების მეფე, იქსიონის ძე.

პერკოტე – ადგილი ჰელესპონტოსში, აბიდოსის მახლობლად.

პერსეფასა – პერსეფონეს მეტსახელი.

პერსეფონე – ზევსისა და დემეტერის ასული, ჰადესის მეუღლე.

პითია – აპოლონის ქურუმი დელფოს ტაძარში, წინასწარმეტყველი.

პითიური თამაშები – ერთ-ერთი საერთო-ბერძნული თამაშებიდან (მეორე ოლიმპიურის


შემდეგ), იმართებოდა ოთხ წელიწადში ერთხელ დელფოსში.

პითო – პარნასოსის მთის ძირის ძველი დასახელება; აქ მდებარეობს ქალაქი დელფო.

პილადესი – სტროფიოსისა და ანაქსიბიას ძე, ორესტესის უახლოესი მეგობარი.

პილოსი – ქალაქი პელოპონესოსში.

პირა – ქალად გადაცმული აქილევსის სახელი.

პიროსი – ნეოპტოლემოსის მეტსახელი.

პლევრონი – ქალაქი ეტოლიაში (შუაგული საბერძნეთი), სადაც მეფობდა ოინევსი.

333
პლუტონი – იგივე ჰადესი.

პოლიასი – „ქალაქის მფარველი“, ათენას ერთ-ერთი ეპითეტი.

პოლიბოსი – კორინთოსის მეფე, ოიდიპოსის აღმზრდელი მამა.

პოლიდიროსი – კადმოსისა და ჰარმონიას ძე, ლაბდაკოსის მამა.

პოლიიდოსი – არგოსელი წინასწარმეტყველი, რომელმაც მინოსის ძე, გლავკოსი, გააცოცხლა.

პოლიქსენე – პრიამოსისა და ჰეკაბეს ასული.

პოლინიკესი – ოიდიპოსისა და იოკასტეს უფროსი ვაჟი.

პოსეიდონი – ზღვის უზენაესი ღმერთი, ერთ-ერთი უმთავრესი ღმერთი ზევსთან და ჰადესთან


ერთად.

პრიამოსი – ლაომედონისა და სტრიმოს ძე, ტროის უკანასკნელი მეფე.

პროკნე – პანდიონისა და ძევქსიპეს ასული. ტერევსის მეუღლე, რომელსაც უშვა შვილი იტისი.

პროკრისი – ერექთევსისა და პრაქსითეას ასული, კეფალოსის მეუღლე.

რეა – ტიტანი, ზევსის დედა.

სალმიდესოსი – თრაკიის ქალაქი.

სალმონევსი – ელისის მეფე, ტიროს მამა.

სარდისი – ძვ.წ. VI ს. ლიდიის მეფის, ზღაპრულად მდიდარი კროისოსის დედაქალაქი.

სელოსები – დოდონელი ქურუმები, რომლებიც, კულტის მოთხოვნის მიხედვით, ფეხს არ


იბანდნენ და შიშველ მიწაზე იძინებდნენ.

სიდონი – ფინიკიური ქალაქი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.

სიკინისი – სატირების ცეკვა სატირულ დრამაში.

სიპილოსი – მთა ლიდიაში, ქ. მაგნესიის მახლობლად; მის მწვერვალზე აპოლონისა და


არტემისის მიერ მისი შვილების დახოცვის შემდეგ მგლოვიარე ნიობე კლდედ იქცა.

სისიფოსი – თესალიის მეფე ეოლოსისა და ენარეტეს ძე, ეფირის (შემდგომში კორინთოსის)


დამფუძნებელი. სიკვდილის ორგზის მოტყუების გამო სამაგალითოდ დაისაჯა ჰადესში.

სკამანდროსი – ოკეანოსისა და ტეთისის ძე, ტროის ამავე სახელობის მდინარის ღმერთი.


ცნობილია ქსანთოსის სახელითაც.

სკვითები – ძველი მომთაბარე ირანულენოვანი ხალხი.

334
სკიროსი – კუნძული ეგევსის ზღვაში. თეტისი აქ მალავდა ქალად გადაცმულ აქილევსს.

სპერქეიოსი – მდინარე, რომელიც მოედინება პინდაროსის ქედიდან.

სიგეიონი – კონცხი ტროადის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე ჰელესპონტოსის


შესასვლელთან. აქ იყო აქილევსის საფლავი.

სტიქსი – ჰადესის მდინარე.

სტროფიოსი – ფოკისის მეფე, აგამემნონის დის, ანაქსიბიას მეუღლე, პილადესის მამა.

სუნიონი – კონცხი ატიკის უკიდურეს სამხრეთში.

სფინქსი – მითოსური ქმნილება ქალის სახითა და მკერდით, არწივის ფრთებითა და გველის


კუდით.

სხივოსანი – აპოლონის ყველაზე ხშირი ეპითეტი (იგივე ფოიბოსი).

ტავროპოლა – „ხარების მწყემსი“, არტემისის ეპითეტი.

ტალაოსი – ბიასისა და პეროს ძე, არგოსის მეფე, არგონავტი; მეკისტევსის მამა.

ტანტალოსი – ზევსისა და ნიმფა პლუტოს ძე, პელოფსის, ნიობესა და ბროტეასის მამა.

ტარტაროსი – უღრმესი უფსკრული ჰადესის სამფლობელოს ქვემოთ, სადაც ტიტანომაქიის


შემდეგ ზევსმა ჩაჰყარა კრონოსი და ტიტანები.

ტევკროსი – ტელამონისა და ჰესიონეს ძე, აიასის მამით ერთი ძმა; ტროაში ჩასულ ბერძენთა
საუკეთესო მშვილდოსანი.

ტეკმესა – აიასის ხარჭა.

ტელამონი – აიაკოსის ძე, ჰერაკლესის თანამებრძოლი, კალიდონის ნადირობის მონაწილე,


არგონავტი; აიასის დიდისა და ტევკროსის მამა.

ტელევტასი – ფრიგიის მეფე, ტეკმესას მამა.

ტერევსი – არესისა და ბისტონელი ნიმფას ძე, პროკნეს მეუღლე, იტისის მამა.

ტიდევსი – ოინევსისა და პერიბეას ძე, დიომედესის მამა. არგონავტი, თებეზე თავდამსხმელი


შვიდეულიდან ერთ-ერთი.

ტინდარეოსი – სპარტის მეფე, ლედას მეუღლე, კასტორისა და კლიტემნესტრას მამა, ჰელენესა


და პოლიდევკესის აღმზრდელი მამა.

ტირენია – მხარე იტალიაში, ეტრურია, თანამედროვე ტოსკანა.

ტირესიასი – თებეელი ბრმა მისანი.

335
ტირინსი – უძველესი ქალაქი არგოლისში, პელოპონესოსის ნახევარკუნძულზე.

ტირო – პოსეიდონის სატრფო, კრეთევსის მეუღლე, პელიასისა და ნელევსის დედა.

ტრაქისი – დორიელი მალისელებით დასახლებული ქალაქი თესალიაში.

ტროილოსი – პრიამოსისა და ჰეკაბეს ძე, ტროის უფლისწული.

ფანოტევსი – ფოკისელი, რომელმაც შეიფარა ორესტესი.

ფასისი – კოლხეთის მთავარი მდინარე, დღევანდელი რიონი.

ფედრა – მინოსისა და პასიფაეს ასული, თესევსის მეუღლე.

ფერე – ქალაქი მესენიაში.

ფთია – ქალაქი თესალიაში.

ფილოქტეტესი – პოიასისა და დემონასას ძე, ჰერაკლესის ნაჩუქარი მოწამლულისრიანი


მშვილდის მფლობელი.

ფინევსი – აგენორის ძე, თრაკიის მეფე.

ფოინიქსი – ბეოტიის მეფის, ამინტორის ძე, აქილევსის აღმზრდელი.

ფოკისი – მხარე შუა საბერძნეთში, რომლის ცენტრიც იყო დელფოსი.

ფრიგია – ქვეყანა მცირე აზიაში, კაპადოკიასა და ლიდიას შორის.

ფრიქსოსი – ათამასისა და ნეფელეს ძე, ჰელეს ძმა.

ქალკოდონი – ევბეის მეფე.

ქრისესი – აპოლონის ქურუმი.

ქრისიპოსი – პელოფსის ვაჟი, რომელიც გააუპატიურა ლაიოსმა.

ქრისოთემისი – აგამემნონისა და კლიტემნესტრას ასული, ელექტრას და.

ჰადესი – საიქიოს მბრძანებელი, ერთ-ერთი უმთავრესი ღმერთი ზევსთან და პოსეიდონთან


ერთად.

ჰარპიები – ქალისთავიანი ფრინველები, წინარეოლიმპოსური ღვთაებები.

ჰეკატე – მთვარის, ქვესკნელის, ყველაფერ იდუმალის, მაგიისა და ჯადოქრობის ქალღმერთი.

ჰელენე – ეგისთოსისა და კლიტემნესტრას ასული.

ჰელენოსი – პრიამოსის ძე, წინასწარმეტყველი.

336
ჰელიკონი – მთა შუა საბერძნეთში, მუზების სავანე.

ჰელიოსი – ჰიპერიონისა და თეიას ძე, მზის ღმერთი.

ჰემონი – კრეონისა და ევრიდიკეს ძე, ანტიგონეს საქმრი.

ჰერა – ზევსის და და მეუღლე.

ჰერაკლესი – ბერძენთა უსაყვარლესი გმირი, ზევსისა და აკლმენეს ძე, ცნობილი თავისი 12


გმირობით.

ჰერმესი – ზევსისა და მაიას ძე, ღმერთების შიკრიკი.

ჰერმესის ქედი – კონცხი ლემნოსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ბოლოში.

ჰერმიონე – მენელაოსისა და ჰელენეს ასული.

ჰეფესტოსი – ცეცხლისა და მეტალურგიის ღმერთი.

ჰიდრა – ლერნას ცხრათავიანი ურჩხული, ტიფონისა და ექიდნას ნაშიერი.

ჰილოსი – ჰერაკლესისა და დეიანირას ვაჟი.

ჰიპომედონი – ტალაოსის ძე, თებეზე თავდამსხმელი შვიდეულის წევრი.

ჰიპონოოსი – აქაველთა ქალაქ ოლენეს მეფე.

337

You might also like