You are on page 1of 14

1.

ანტიკური თეატრი

კლასიკურ ეპოქად დღეს ძვ.წ მე-5-მე-4 საუკუნეებს მიიჩნევენ. ზოგადად


კულტურისათვის კლასიკური ეპოქა იყო უმაღლესი გაფურჩქვნის ხანა. სწორედ ამ
ეპოქაში ჩამოყალიბდა დიდი და მნიშვნელოვანი ლიტერატურული თუ პოეტური
ფრომები, როგორც სრულყოფილი სისტემები. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი იყო ბერძნული დრამა. შემდგომში სწორედ დრამამ შვა იმ
სპეციალური ნაგებობების აშენების საჭიროება, რომელთაც თეატრი ეწოდა. თეატრი
ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და წარმოდგება სიტყვისგან ,,ვუყურებ“. თეატრი
პირველად სწორედ საბერძნეთში აღმოცენდა ძვ.წ მე-6 საუკუნეში. აქვე შეიქმნა
თეატრთან დაკავშირებული ტერმინოლოგია , პირველი დრამატული ჟანრები-
ტრაგედია და კომედია, წერილობიტად ფიქსირებული პიესები. ამ საუკუნიდან
არიან ცნობილნი პირველი დრამატურგები და, რაც მთავარია, ამ დროს მიეცა
დასაბამი პირველი თეატრალური ფესტივალების მოწყობას. დღემდე კამათს იწვევს
ტეატრისა და მასში წარმოსადგენად განკუთვნილი დრამების ,,დაბადების“ საკითხი.
მკვლევართა უმეტესობა ეთანხმება არისტოტელეს, რომელიც კომედიის,
ტრაგედიისა და საერთოდ თეატრის წარმოშობას დიონისეს კულტს უკავშირებს.
საინტერესოა დიონისეს დაბადების მითი, იგი ზევსს მოკვდავი სემელესაგან უშვია,
ჰერას მზაკვრობით ქალს ზევსი დაუფიცებია ნამდვილი სახით მოვლენოდა, ზევსის
ნამდვილი სახე კი ჭექა-ქუხილი იყო, სემელე მაშინვე ცეცხლში გაეხვია ზევსმა კი
შვილის გადასარჩენად უშობელი ნაყოფი თეძოში ჩაიფლა. აქედან გაჩნდა დიონისე
ღვინისა და ნაყოფიერების ღმერთი. იგი უარს ამბობს ოლიმპოსზე დამკვიდრებაზე
და ადამიანთა შორის რჩება ღვინისა და ვაზის გამავრცელებლად. მას მოკვდავთაგან,
რომელნიც ვერ იჯერებენ ღმერთის მიწაზე ყოფნას, ბევრი შეურაცხყოფისა და
ტანჯვის მოთმენა უწევს. ურწმუნოთა დასარწმუნებლად დიონისე სისატიკეს
მიმართავს, მადიდებელთა მიმართ კი ლმობიერია. ღმერთმა, რომლის არსი
ორგანულად ითავსებდა მწუხარებასა და მხიარულებას, სხვადასხვა რიტუალს მისცა
იმპულსი. მათ შორის გამოირჩეოდა ორი: მოკვდავნი დიონისეს ტანჯვის ამბებს
ჰყვებოდნენ და და მათ ღმერთის მიერ გადატანილ განსაცდელთა დასატირებელი
დითირიმბებით ეხმიანებოდნენ, აქედან უნდა წარმოშობილიყო ტრაგედია, ხოლო
ღვინით შეზარხოშეული სამხიარულო პროცესიიდან, რომელიც უხამსობითა და
თავაშვებულობით გამოირჩეოდა და დიონისეს ჰედონისტურ საწყისს ესადაგებოდა,
უნდა წარმოქმინილიყო კომედია. დიონისეს კულტი საკმაოდ გავრცელებული იყო
ელინურ სამყაროში ჯერ კიდევ დრამის აღმოცენების ეპოქამდე. მისი პოპულარობა
განსაკუთრებით გაიზარდა, როცა საბერძნეთში კანონმდებელთა და დადგენილი
კანონების ეპოქა დაიწყო. ამის უპირველესი მიზეზი საზოგადოებაში
დემოკრატიული სულისკვეთების გაძლიერებაა, გლეხობის აქტიურად გამოსვლა
ცხოვრების ასპარეზზე, ამ ვითარებაში დიონისე აღმოჩნდა ახალი საზოგადოებრივი
შეგნებისა და მისწრაფებისთვის ყველაზე შესაფერისი ღმერთი, რადგან ღვთიურ
სამყოფელს ადამიანების გვერდით ყოფნა არჩია. მან მოკვდავთ განმუხტვის უებარი
საშუალებები შესთავაზა: ღვინო, თავდავიწყებული როკვა, სექსუალური
აღვირახსნილობა. დიონისეს კულტი შესაძლებელს ხდიდა დროებით
გამოთიშულიყავი არსებობის ნორმალური მდგომარეობიდან, ბერძნებმა ამ
ფენომენის აღსანიშნავად რამდენიმე ტერმინი შემოოიღეს: ენთუსიასმოსი (,,ღმერთი
საკუთარ თავში“) მანია ( შეშლილობა) და მოგვიანებით ექსტასისი (,,საკუთარი თავის
გარეთ ყოფნა“).

დღესაც გაოცებას იწვევს ბერძნული თეატრის არქიტექტონიკა და მისი უნიკალური


აკუსტიკური შესაძლებლობანი. ბერძნებმა შექმნეს როგორც სტაციონალური, ისე
მოძრავი თეატრები. გარკვეული პერიოდიდან ბერძნული სამყარო იმდენად დაიფარა
თეატრების ქსელით, რომ მოძრავი თეატრის საჭიროება აღარ არსებობდა.
თეატრალური ფესტივალი თავისი კლასიკური სახით ათენში იშვა და სწორედ
ათენმა აჩუქა კაცობრიობას უდიდესი დრამატურგები. თეატრი სამი ძირითადი
არქიტექტონული ნაწილისაგან შედგებოდა: ა) მაყურებელთა დარბაზისაგან ანუ
თეატრონისაგან, ეს იყო ვეებერთელა სივრცე ღია ცის ქვეშ რკალებად განლაგებული
სკამებით, ორქესტრადან თანაბარი მანძილით იარუსისებური რიგებით, წინა
რიგებში ჩადგმული იყო ქვის სავარძლები საპატიო სტუმრებისთვის. წრიული
ფორმის ორქესტრას შუაშლი იდგა დიონისეს საკურთხეველი, როგორც სიმბოლო
დრამის ფესვების დიონისესთან კავშირისა. ორქესტრა განკუთვნილი იყო
გუნდისთვის, რომელიც იქ ცეკვავდა, მღეროდა. თეატრონის მოპირდაპირედ
ორქესტრას წრეს სკენე ებჯინებოდა, იგი თავის მხრივ შედგებდა პროსკენიონისაგან
და მის უკან აღმართული სახლის ფასადის მქონდე კედლისგან. მას სამი კარი ჰქონდა
და, როგორც წესი, ამ კარებიდან გამოდიოდნენ მსახიობები, როდესაც პიესის
მიხედვით მოქმედი პირი ტაძრიდან, სახლიდან ან რაიმე ნაგებობიდან
მოემართებოდა. თითეული თეატრი რამდენიმე ათას მაყურებელს იტევდა 5000
მაყურებლიანი თეატრი მცირე ნაგებობად ითვლებოდა, ნორმალური თეატრი 10000-
15000 მაყურებლისთვის იყო განკუთვნილი , თუმცა დიდი თეატრის ტევადობას 40
000 მაყურებლისთვისაც შეიძლება მიეღწია. ჩვენ მიერ გამოყენებული თეატრთან
დაკავშირებული ტერმინების უმრავლესობა ბერძნულიდან გამომდინარეობს,
კლასიკურ ეპოქაში უკვე გამოიყენებოდა: თეატრი, სცენა, ორკესტრი და ა.შ ყველაზე
პოპულარული იყო ათენში აკროპოლისის ფერდობზე მდებარე დიონისეს თეატრი,
ჩვენს დრომდე კი ყველაზე კარგად მოაღწია ეპიდავროსის ულამაზესმა თეატრმა,
სადაც დღესაც იმართება ულამაზესი ფესტივალები. მიუხედავად იმისა, რომ
სხვადასხვა სანახაობისთვის განკუთვნილი ნაგებობები უკვე ძვ.წ მე-2 ათასწლეულის
მონოსურ სასახლეებშია აღმოჩენილი, თეატრის სამშობლოდ ელადას მიიჩნევენ.
პირველად სწორედ აქ მოხდა სხვადასხვა ტიპის რიტუალის, სანახაობის, პოეტური
ფორმის სინთეზირების საფუძველზე თეატრის, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით,
ჩამოყალიბება, თავისი ტექსტით (პიესით), შემსრულებლებით, ნაგებობებით
წარმოდგენების გამართვის წესებით და ა.შ

განსხვავებით თანამედროვე მაყურებლისაგან, ათენელ მოქალაქესა არ ჰქონდა


საშუალება ენახა სპექტაკლი ყოველდღიურად. ამისთვის ის უნდა დალოდებოდა
თეატრალური ფესტივალის პერიოდს. ათენი გამოირჩეოდა დღესასწაულთა დიდი
რაოდენობით, არც ერთი თვე არ იყო 3-4 ზეიმზე ნაკლები რომ ჩატარებულიყო,
ყოველწლიურად 75-მდე საზეიმო დღე უნდა ყოფილიყო. 5 დღესასწაული დიონისეს
კულტს ეძღვნებოდა, რომელთაგან სამი მეტ-ნაკლებად მოიცავდა თეატრალურ
სანახაობებსაც: ლენეები, ე.წ სოფლის დიონისიები და ქალაქის ანუ დიდი
დიონისიები.

ლენეები, როგორც ჩანს, დიონისესთან დაკავშირებული ერთ-ერთი გავრცელებული


ზეიმი იყო საბერძნეთის იონურ ნაწილში და იგი ლენაიონის თვეს (იანვარ-
თებერვალი) უკავშირდებოდა. ეს სიტყვა მენადების ანუ ბაქკი ქალების აღმნიშვნელი
ბერძნული ფორმატივიდან უნდა მომდინარეობდეს. ათენში თავდაპირველად ეს იყო
დიონისეს ,,შეშლილი მროკავი ქალების“ დღესასწაული. ,,სოფლის დიონისიები“
ლენეებისგან განსხვავებით, დიონისურ სტიქიას სულ სხვა მიმართულებით
გამოხატავდნენ. არისტოფანეს კომედიამ ,,არქანელები“, ფაქტობრივად, აირეკლა ის,
თუ როგორ ტარდებოდა ძველ ატიკაში ,,სოფლის დიონისიები“, რომელშიც ექსტაზი
და ღვინო კი არ დომინირებდა, არამედ ნაყოფიერების სიმბოლო და მასთან
დაკავშირებული უხამსობა. ყველაზე მასშტაბური და ცნობილი დიდი ანუ ქალაქის
დიონისიები იყო. ამ ფესტივალზე შესრულდა კლასიკური ეპოქის უდიდეს
ტრაგიკოსთა საუკეთესო ქმნილებები. ტრადიციის თანახმად, იგი პასისტრატოსმა,
ათენის ტირანმა, შემოიღო ძვ.წ მე-6 საუკუნეში და მასში ლენეებისათვის
დამახასიათებელი ზოგიერთი ელემნტიც შეიტანა. ამ ფესტივალის შემორებით
ხალხმა მიიღო ინტელექტუალური სანახაობის თანამონაწილეობის, გართობის
შესაძლებლობა. დიონისე ათენში მკვიდრდებოდა არა ორგიასტულ-ექსტაზური, ანუ
დამანგრეველი ფორმით, არამედ მშვიდობიანად, როგორც ეს ,,სოფლის
დიონისიების“ მონაწილეებს ახასიათებდათ. დიდი დიონისიებისთვის
მოსამზადებლად ოფიციალურად 5 დღე იყო გამოყოფილი, თუმცა სამზადისი
გაცილებით ადრე იიწყებოდა. ზაფხულში ყოველწლიურად ირჩევდნენ უმაღლეს
სახელმწიფო მოხელეებს, არქონებს, მათგან ყველაზე მაღლა მდგომს არქონ-
ეპონიმოსს ევალებოდა დიდი დიონისიების ორგანიზება. შეჯიბრში მონაწილეობის
მსურველებს თავიანთი საკონკურსო ნაწარმოებებით უნდა მიემართად არქონ-
ეპონიმისთვის. თითეულ ტრაგიკოსს უნდა წარმოედგინა სამი ტრაგედია და ერთო
სატირული დრამა. არქონი აქედან სამ ტრაგიკოსს შეარჩევდა ხოლმე, რომელთა
ნაწარმმოებებსაც მაყურებელი ნახავდა ფესტივალის განმავლობაში. შერჩევის შემდეგ
არქონი ნიშნავდა ქორეგოსებს, რომელთა ფუნქციაში შედიოდა შეჯიბრებისთვის
გუნდის მოსამზადებლად მაქსიმალურად ზრუნვა, ქორეგოსისთვის ეს დიდ
ხარჯებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ შეჯიბრებაში მონაწილეობას მისთვის
დიდი პოპულარობა მოჰქონდა და ყოველგვარი უფლება ჰქონდა, გამარჯვების
ღირსეული მონაწილე ყოფილიყო. გუნდის მომზადება არ იყო ადვილი საქმე,
გუნდის როლი ტრაგედიაში დიდია, განსაკუთრებით ესქილესთან. გუნდი,
მუხედავად იმისა, რომ მას წამყვანი ანუ კორიფევსი ჰყავდა არასოდეს
წარმოგვიდგენდა რომელიმე ინდივიდუალობას. იგი იყო საერთო საზოგადოება,
ხოლო მისი რეაქცია, სიტყვით, სიმღერით ან ვოკალურ-პლასტიკურად გამოხატული,
საზოგადოებრივი აზრი იყო. ტრაგედიის მოქმედების ძირითადი სიმძიმე მაინც
მსახიობზე გადადიოდა. ზოგადად, ერთ აქტში სამ პირზე მეტი არ მონაწილეობდა.
ძირითადი პარტიის წამყვანს ერქვა-პროტაგონისტი, მეორეს-დევტერაგონისტი,
მესამეს-ტრიტაგონისტი. თესპისთან მხოლოდ პროტაგონისტი გვხვდება, ესქილეს
შემოჰყავს დევტერაგონისტი, ხოლო სოფოკლეს-ტრიტაგონისტი. დრამაში როლების
მიხედვით მონაწილეობდნენ ქალებიც და კაცებიც, თუმცა მსახიობები მხოლოდ
მამაკაცები იყვენენ. ეს მათგან ძლიერ გარდასახვის უნარს მოითხოვდა. ბერძნული
დრამის ერთ-ერთი არსებითი გარეგნული ელემნტი იყო ნიღაბი, იგი ეკეთა ყველა
მსახიობს, ძვ.წ მე-5 საუკუნისთვის ნიღბებს ისეთივე განზოგადებული
გამომეტყველება აქვთ, როგორც კლასიკური სკულპტურის სახეებს.

2. ილიადას მოკლე შინაარსი, აქილევსისა და პატროკლოსის მეგობრობა

„ილიადა“ ბერძნული ანბანის ასოთა ოდენობის შესაბამისად 24სიმღერად არის


დაყოფილი. პოემის სახელწოდება წარმოადგენს გაარსებითებულ ზედსართავვ
სახელს და იგი შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც „ილიონური“ ანუ „ილიონთან“
ტროასთან დაკავშირებული სიმღერა. ძნელი სათქმელია, ეს სახელწოდება მას
ჰომეროსმა მისცა თუ პოემის შემსრულებმლებმა. ყოველ შემთხვევაში ეს ძვ.წ V ს-
ში უნდა მომხდარიყო.
„ილიადა“ ეძღვნება ტროას ომის მეათე წლის რამდენიმე სამოქმედო დღის
ამბავს. მოქმედება ხდება ტროაში. ბერძნებსა და ტროელებს შორის.

პირველი სიმღერა შემდეგნაირად იწყება: რისხვა მიმღერე, ღმერთქალო,


აქილევსის, პელევსის ძესა...ძირითადი თემა აქილევსის რისხვაა . რამ განარისხა
პელევისა და თეტესის ვაჟი? აქაველთა ბანაკში მოდის ქურუმი ქრისესი, ურიცხვი
გამოსასყიდლითდა სთხოვს აქაველთ ქალიშვილის, ქრისეისის დაბრუნებას,
რომელიც აგამემნონს წაუყვანია ტყვედ.აგამემნონი არ უბრუნებს ქურუმს
ქალიშვილს. პირიქით, საკუთარ თავში დარწმუნებული ქედმაღლურად
მიმართავს ქრისეს, „გასწი, ბებერო, ხომალდებთან აღარ გიხილო! „ ქრისეც უხმოდ
გამოუყვება ნაპირს, გასცდება გემებს და აპოლონს შესთხოვს, რომ რაც ცრემლი
ღვარა ის ისრებით აზღვევინოს დანაელებს. აპოლონის მიმართ ქურუმის
აღვლენილი ვედრება განარისხებს ღმერთს აქაველებზე და იგი მათ ჭირს
მოუვლენს. 9დღის განმავლობაში სენი მუსრს ავლებს აქაველებს. მეათე დღეს
აქილევსი შეკრებს ლაშქარს და მისან კალქასს სთხოვს, გაუმხილოს უბედურების
მიზეზი. მისანიმა ყოველივე იცოდა, თუმცა აქილევსს სთხოვა,ტანჯვის მიზეზის
გამხელის შემთხვევაში დაიცვას იგი სიტყვითაც და საქმითაც, რადგან შეიძლება
მეფე გაგულისდეს. აქილევსი მას მფარველობას აღუთქვამს. კალქასიც სიმართლეს
იტყვის. აქილევსი განრისხდება და თხოულობს ქრისეისის დაბრუნებას, თუმცა
აგამემნონი წინააღმდეგია. იგი იჩენს საკუთარ ამპარტავნებასა და
პატივმოყვარეობას. ამბობს, რომ მას ვერავინ დაუპირისპირდება და არც ქალს
დათმობს, რადგან არ სურს, დამარცხებული და დამცირებული აღმოჩნდეს.
ბოლოს კი აგამემნონი სანაცვლოდ აქილევსის მხელავს ბრისეისს თხოულობს.
აგამემნონი ხარბი და გაუმაძღარია, როგორც აქილევსი ამბობს, ბრძოლაში
ყოველთვის თავს თავად იჩენდა მაგრამ ნადავლის დიდ ნაწილს აგამემნონი
იტაცებდა. ამ შემთხვევაშიც საუკეთესო მას სურს. იწყება დავა ორ გმირს შორის.
აქილევსი აგამემნონის მოკვლასაც კი დააპირებს , მაგრამ ქალღმერთ ჰერასგან
გამოგზავნილი ათენა მას ხმალს კვლავ ქარქაშში ჩააგებინებს. აგამემნონი
დაემუქრება, რომ თავად მივიდოდა ბანაკში და წამოიყვანდა ქალს ნადავლით.
აქილევსი კი მას ბრძოლიდან განდგომით დაემუქრა. აქილევსმა მუქარა
შეასრულა. აგამემნონმა კი ვერ გაბედა თავად მისვლა, მსახურები გაგზავნა და
მხოლოდ ბრისეისი წამოყვანა დაავალა.შეიძლება ვიფიქროთ, რომ აგამემნონი
გრძნობს აქილევსის ძალის უპირატესობას და ეშინია მასთან შერკინება, სწორედ
ამიტომ აგზავნის იგი მალემსრბოლებს ბრისეისის წამოსაყვანად, თუმცა
ქედმაღლობა და დიდებისმოყვარება არ აძლევს მას ამის აღიარების საშუალებას.
აქილევსი თმობს ბრისეისს, რადგან ქალის გულისთვის არ ხამს მოძმეთა შორის
სისხლის ღვრა. აქილევსი წინდახედულია და ამასთანავე ლმობიერი, შეუძლია
სხვისი ქმედებები სწორად განსაჯოს. მან არ დასაჯა მალემსრბოლები, რომლების
ბრისეისის წამოსაყვანად მივიდნენ, მათში შენიშნა ის რიდი, რაც ჰქონდათ
აქილევსის მიმართ და უთხრა, თქვენ დამნაშავეები არ ხართ, ბრალი ატრიდსს
მოეკითხებაო. ქრისესს უბრუნებენ თავის ქალიშვილს. აპოლონი შეაჩერებს
თავის რისხვას. შეურაცხყოფილი აქილევსი მოუხმობს ზღვის სიღრდმიდან
თეტისს და სთხოვს ზევსთან მისვლას, რადგან მან სამაგიერო გადაუხადოს
აქაველებს. ზევსი აღუთქვამს მას დახმარებას.

როცა ყველა დაიძინებს, ზევსი მაცდურ სიზმარს გაუგზავნის აგამემნონს და


ჩააგონებს ბრძოლის განახლებას. აგამემნონი შეკრებს უხუცესებს და უამბობს
სიზმარს. ისინი არ არიან წინააღმდეგნი ბრძოლის განახლებისა. მანამ აგამემნონი
გამოცდის ჯარს და გაახსენებს 9წლიან უშედეგო ბრძოლას, თან შესთავაზებს
ბრძოლის შეწყვეტას. გახარებული ჯარი იწყებს უკან გაბრუნებას. ჰერას
ჩაგონებით ოდისევსი მოაბრუნებს ჯარს და დაარწმუნებს მათ, რომ მეათე წელს
მისნობის თანახმად ტროა უნდა დაეცეს, ამიტომ ბრძოლის მიტოვება უაზრობააო.
ჯარი აგამემნონის ხელმძღვანელობით ისევ ემზადება ბრძოლისთვის. ამას
მოსდევს „ხომალთა კატალოგი“. შემდეგ კი ნაწარმოებში აღწერილია ტროას
ვითარება.

ტროაში მზად არის ყველაფერი ბრძოლისთვის და პარისი გამოთქვამს


მზადყოფნას, ორთაბრძოლაში შეერკინოს მენელაოსს, რაც გადაწყვეტს, თუ ვის
დარჩეს ელენე. ორთაბრძოლის წინ პრიამოსის მონაწილეობით იდება ფიცი, რომ
მხარეები შეასრულებენ დანაპირებს. ორთაბრძოლა მენელაოსის უპირატესობით
მიმდინარეობს, თუმცა აფროდიტე პარისს ბურუსში გაახვევს და ბრძოლის ველს
გააცლის. აგამემნონი მოითხოვს დანაპირების შესრულებას.

ჰერა და ათენა წინააღმდეგნი არიან, რომ ტროა დანგრევას გადაურჩეს. ზევსს


სურს აგამემნონზე შურისძიება, თუმცა ამ შემთხვევაში უთმობს ჰერას.ჰერა
აგზავნის ათენას ბრძოლის ველზე, რომ როგორმე ტროელებს ფიცი
დაარღვევინოს. სახეცვლილი ათენა ჩააგონებს მშვილდოსანს, პანდაროსს,
ესროლოს ისარი მენელაოსს. პანდაროსი ჭრის მენელაოსს. თუმცა ის სწრაფად
განიკურნება. მენელაოსი ემზადება ბრძოლის განსაახლებლად. უსაფუძვლოდ
უსაყვედურებს გმირ დიომედესს. ათენა მეტ სიმტკიცეს მიანიჭებს დიომედესს.
იგი მოუწოდებს გმირს, თავი შეიკავოს ღმერთებთან შერკინებისგან აფროდიტეს
გარდა. დიომედესი შეერკინება აფროდიტეს ვაჟს, იგი შეუტევს ქალღმერთსაც და
ხელში დაჭრის. დიომედესი აპოლონსაც არ ეპუება. ღმერთი მკაცრი მოწოდებით
მას გონს მოაგებს. ათენა არესისაგან შეშინებულ დიომედესს გაამხნევებს და მისი
დახმარებით გმირი ჭრის ომის ღმერთს.

ტროელთა გასაჭირი იზრდება. პრიამოსის ნათელმხილველი ძე მოუწოდებს


თავის ძმას, ჰექტორს, შეაჩერონ მტერი, შემდეგ კი ქალაქში შებრუნდეს და
დედამისს სსთხოვოს, ტროელ ქალებს ათენას ტაძრისკენ გაუძღვეს და
ქალღმერთს მსხვერპლი შესწირონ დასაყოლიებლად. ჰექტორი მიიღებს ძმის
რჩევას. ამ დროს ბრძოლის ველზე ერთმანეთს შეხვდებიან დიომედესი და
ლიკიელი გლავკოსი. ერთმანეთს გამოეცნაურებიან და შეიტყობენ, რომ მამა-
პაპათა სტუმარ მასპინძლობის ძალით არიან დაკავშირებულნი. გმირები
ერთმანეთს მეგობრობას შეჰფიცავენ. ისინი აბჯარს გაუცვლიან ერთმანეთს. ამ
სცენით მზადდება გადასვლა ჰექტორის ბრძოლის ველიდან ტროაში
შებრუნებაზე. ქალები მივლენ ათენას ტაძარში, თუმცა ქალღმერთი არ იღებს
ვედრებას. ჰექტორი კი შეივლის პარისთან და შეარცხვენს მას ელენეს წინაშე,
ელენეც გაოცებულია პარისის ქმედებით. პარიზი მზად არის კვლავ დაუბრუნდეს
ბრძოლას ბოლოს ჰექტორი თავის სახლში მივა ცოლ-შვილის სანახავად. მათ სკეის
კარიბჭესთან შეხვდება. ცოლ-ქმრის საუბარი ჟღერს, როგორც გამოთხოვება
გარდაუვალი უბედურების წინ. ცოლი მას სთხოვს, დატოვოს ბრძოლა და სადმე
წავიდნენ, მან ისედაც ბევრი გააკეთა ტროელებისთვის, თუმცა ჰექტორი გრძნობს
პასუხისმგებლობას, იცის, რომ ტროელთა ქალები სწორედ მას შესცქერიან
იმედით და ღალატი არ შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ოჯახი მისი
გარდაცვალების შემდეგ საფრთხეში ჩავარდება. ბრძოლის ველზე დაბრუნებულ
ჰექტორს პარისიც შეუერთდება. ჰექტორს ბრძოლაში გარდატეხა შეაქვს. იგი
გამოთქვამს სურვილს, აქაველთა ყველაზე ძლიერს შეებრძოლოს. წილი აიას
ტელამონის ძეს ხვდება, თუმცა მებრძოლეებს ბინდი გაჰყრის გამარჯვებულის
გარეშე. ბერძნებმა მეორე დღეს გარდაცვლილების დამარხვა და ბანაკის გარშემო
კედლის აღმართვა გადაწყვიტეს.

ზევსი უკრძალავს ყველა ღმერთს ბრძოლაში ჩარევას. იგი იდას მთიდან ადევნებს
თვალს ბრძოლას.შუადღისას ზევსმა ბედის სასწორზე შეაგდო მოწინააღმდეგეთა
ხვედრი, სასწორი ტროას მხარეს გადაიხარა. სასოწარკვეთილი აგამემნონი
აქაველებთან გამოთქვამს აზრს ომის შეწყვეტაზე.მას ეწინააღმდეგება დიომედესი და
ნესტორი ურჩევს, ელჩობა გაგზავნოს აქილევსთან. თუმცა აქილევსი მანამდე არ
დაბრუნდება, სანამ ჰექტორი მირმინდონელთა ხომალდებთან არ გააჩაღებს
ბრძოლას. როცა ყველას ძინავს, აგამემნონი გაგზავნის მოწინააღმდეგეთა ბანაკის
დასაზვერად ოდისევსსა და დიომედესს. თავის მხრივ, ჰექტორის აგზავნის მზვერავს,
რომელიც ხელთ ჩაუვარდება აქაველებს და საჭირო ცნობების მიღების შემდეგ
მოკლავენ. მისგან შეიტყობენ აქაველები, რომ ტროელთა დასახმარებლად
თრაკიელები მოსულან.ოდისევსი და დიომედესი მოკლავენ თრაკიის მეფეს.

იწყება ბრძოლების ახალი დღე. ჰექტორი კვლავ უპირატესობას ფლობს, უტევს და


ჭრის აქაველ გმირებს. ამას შეიტყობს აქილევსი და თავის მეგობარს, პატროლკლოსს
გაგზავნის ამბის გასაგებად.პატროკლოსს ნესტორი ურჩევს, დაარწმუნოს აქილევსი,
ჩაებას ომში ან უკიდურეს შემთხვევაში თავად იგი (პატროკლოსი ) მაინც გამოუშვას
დასახმარებლად. პატროკლოსი გაიგებს აქაველთა მთელ უბედურებას. აქაველები
უკუიქცევიან ხომალდებისკენ. ბრძოლები აქაველთა მიერ აგებულ კედელთან
გადაინაცვლებს. ამ დროს ტროელთა ლაშქარში არწივი ჩამოაგდებს გველს, ჰექტორს
ურჩევენ, შეწყვიტოს ბრძოლა, თუმცა ჰექტორი ამას არ ითვალისწინებს და შელეწავს
აქაველთა ციხის კარებს. კვლავ იწყებს აგამემნონი საუბარს სახლში
დაბრუნებაზე,დიომედესი და ოდისევსი მას ეწინააღმდეგებიან. ამასობაში ჰერა
გადაწყვეტს აცდუნოს ზევსი და ძლიერ სიყვარულს აღუძრავს მის მიმართ. შემდეგ
ზევსს ღრმად ჩაეძინება. ამით ისარფებლებს ჰერა და პოსეიოდნს მოუწოდებს,
დაეხმაროს აქაველებს. ტროელთა საქმე გაუარესდა. ზევსი როცა გაიღვიძებს, ძალიან
გაუბრაზდება ჰერას და განუცხადებს მის გეგმას. აპოლონმა საბრძოლველად უნდა
აღანთოს ჰექტორი. აქაველები უკუიქცევიან. ტროელები აქილევსის გემებს
დაეცემიან. აქილევსი ბრძოლაში ჩართავს პატროლკლოსს. შემდეგ აქილევსი
განგმირავს ჰექტორს. ბოლოს აქაველები შეუტევენ ტროას და ათენას რჩევით აიღებენ
მას.

მართლაც, პატროკლოსი თავის მეგობარს აქაველთა ბედს შესჩივის. აქილევსის


რისხვა მანც არ ცხრება. თუმცა იგი თანხმდება პატროკლოსის ბრძოლაში ჩაბმაზე.
აქილევსი მეგობარს აღჭურავს თავისი იარაღთ, ერტლით, უკვდავი ცხენებით,
ატანს მირმიდონელთა ლაშქარს და სთხოვს, ჰექტორს არ შეებას პირისპირ და არ
ეცადოს ტროაში შეჭრას, რადგან მას ამ შემთხვევაში გამარჯვება არ უწერია. ამ
რჩევაში ჩანს აქილევსის განსაკუთრებული ზრუნვა და სიყვარული პატროკლოსის
მიმართ. იგი სიფრთხილისა და წინდახედულობისკენ მოუწოდებს პატროკლოსს
და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გამარჯვება „გაუმარტივოს“. პატროკლოსი
გარდატეხას შეიტანს ბრძოლაში, მუსრს ავლებს ტროელთა ჯარს. წარმატებით
გახარებული პატროკლოსი ივიწყებს მეგობრის რჩევას და შეუტევს ტროას.
პატროკლოსი კლავს აპოლონის ვაჟსსაც, სანაცვლოდ კი მზის ჩასვლის ჟამს
აპოლონის შთაგონებით ჰექტორი კლავს პატროკლოსს. აქაველები იცავენ
პატროკლოსის გვამს და ბრძოლას აჩაღებენ. როცა აქილევსი მეგობრის სიკვდილს
გაიგებს, მოიცავს გლოვა.ნაცრითა და მტვრით შეიბილწავს ლამაზ თმებს,
სურნელოვან სამოსელს ლაფში მოსვრის.ამბობს, რომ ძვირფასი მოყმე დაკარგ,
მეგობარი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა. მის დასაწყნარებად თეტისი და
ნერეიდნები ამოდიან ზღვის წიაღიდან. აქილევსის თხოვნით თეტისი მიემართება
ჰეფესტოსაკენ იარაღის გამოსაჭედად, რადგან პატროკლესს ჰექტორმა აქილევსის
იარაღი აჰყარა. ათენა აქილევსს აამაღლებს და მისი საშინეი ყვირილი შიშით
მოიცავს ტროელებს. ნაწარმოებში კარგად იხატება აქილევსის განცდები და
შურისძიების სურვილი. მას სურს, აიღოს მეგობრის სისხლი და თავი გასწიროს
კიდეც მისთის. ჰეფესტო აქილევსს ფარსს გამოუჭედავს, რომელზეც
ამოტვიფრულია მრავალი სურათი კოსმიური მოვლენებით დაწყებული,
ქალაქური და სოფლური ცხოვრებით დამთავრებული. აქ თითქოს მოკლვდავი
ადამიანის მთელი ცხოვრება ჩანს. მისი ბრძოლა და სიკვდილი. აშკარაა ჰეფესტოს
ოსტატობა. (აქ ვისაუბროთ აქილევსისა და პატროკლოსის თავდადებულ
მეგობრობაზე :დ შევამკოთ ეპითეტებით ) დილით თეტისს მოაქვს იარაღი
აქილევსისთვის, ხოლო პატროკლოსის გვამს გახრწნისგან დასაცავად ამბროსიით
დაამუშავებს. აქილევსი მოუწოდებს აქაველებს, შეკრიბონ ჯარი და გამოთქვამს
მზადყოფნას, შეურიგდეს აგამემნონს. აგამემნონი აქილევსს ბრისეისსა და
დაპირებულ ძღვენს დაუბრუნებს. იგი ინანიებს თავის შეცოდებას და ზევსს
აბრალებს გონების დაბნელებას. აღსანიშნავია, რომ აქილევსს ცხენი ადამიანური
ენით უწინასწარმეტყველებს დაღუპვას, მაგრამ ის მაინც არ იხევს უკან და მზად
არის, თავი გაწიროს მეგობრის სისხლის ასაღებად.

ზევსი აძლევს ღმერთებს უფლებას, მიიღონ მონაწილეობა ომში. აქილევსი


სასტიკად მძვინვარებს. უსაზღვროა მისი სისასტიკე. არ ინდობს არავის.
ღმერთები გადაწყვეტენ, დაეხმარონ მას. ტროელები ქალაქში შესვლას შეასწრებენ.
გარეთ მხოლოდ ჰექტორი დარჩება. მას ამაოდ ევედრებიან, შევიდეს ქალაქში.
ჰექტორს რცხვენია ტროელების. ის გადაწყვეტს, დაუხვდეს აქილევსს., მაგრამ
როცა აქილევსი მას მიუახლოვდება, მოწყდება ადგილს და გაიქცევა. სამ წრეს
დაარტყამენ ისინი. ბოლოს იწყება ბრძოლა, რომელიც ჰექტორის დაღუპვით
მთავრდება. ჰექტორი აქილევსს სთხოვს, არ შეურაცხყოს გვამი და ტროელებს
დაკრძალვის უფლება მისცეს, მაგრამ აქილევსი არ შეისმენს მომაკვდავის
ვედრებას. იგი ეტლზე გამოაბამს გვამს და პატროკლოსის საფლავს შემოატარებს,
შემდეგ ქალაქში უპატრონოდ დააგდებს გვამს.პატროკლოსის სული
გამოეცხადება ძილში აქილევსს და დაკრძალვას სთხოვს. მეორე დღეს
პატროკლოსს ღირსეულად დაკრძალავენ (მსხვერპლშეწირვით). მეორე დღეს კი
აქილევსი, მეგობრის ხსოვნის პატივსაცემად აწყობს სპორტულ შეჯიბრებებს და
უხვად აჯილდოებს გამარჯვებულთ. აქილევსის მძვინვარება ჰექტპრის მიმართ
არ ცხრება. სამჯერ ათრევს ის ყოველდღიურად მის გვამს.ზევსი გადაწყვეტს, რომ
ბოლო მოეღოს ჰექტორის გვამის შებილწვას და იგი მამას მისცენ
დასაკრძალავად.ზევსი აგზავნის თეტისს აქილევსთან თავისი ნების საუწყებლად,
ხოლო ირისი პრიამოსს ატყობინებს.ღამით ფარულად პრიამოსი მივა აქილევსის
ბანაკში გამოსასყიდლით. აქილევსს გულს აუჩუყებს პრიამოსის სიტყვები და იგი
თანხმდება გვამის მიცემაზე. თან 10დღეს აძლევს მათ, გვამის ღირსეულად
დამარხვისთვის. აშკარაა, რომ აქილევსმა უდიდესი ვაჟკაცობა გამოიჩინა. ამით
კიდევ უფრო გამოიკვეთა აქილევსისა და პატროკლოსის მეგობრობის სიმაღლე. ის
ნამდვილ, ვაჟკაცურ, სამართლიან გრძნობებზე იყო დაფუძნებული. მეგობრებმა
ერთანეთისთვის გაწირეს თავი და სახელიანი სიკვდილი მოიპოვეს.

3. ლირიკოსები: არქილოქოსი, საპფო,,პინდაროსი-ანალიზი

პირველი ელინი პოეტი, რომლის მოღვაწეობის ეპოქის დათარიღება სხვებთან


შედარებით უკეთ ხერხდება, არის არქილოქოს პაროსელი. თავის პოეზიაში იგი
გამმოიყენებდა დეკლამაციური პოეზიისთვის, ასევე საზიმღერო ლირიკისთვის
გათვალისწინებულ ეპოდურ სისტემას. არქილოქოსის აღმავლობა ძვ.წ მე-7
საუკუნისთვის უნდა ვივარაუდოთ. მისი პოეზია საკმაო მასალას შეიცავს
ბიოგრაფიისთვის, რომელმაც ბევრად განსაზღვრა მისი ლირიკის ხასიათი.
არქილოქოსი იყო წარჩნებული მამისა და მონა ქალის შვილი. ეს გარემოება
შეიძლებოდა საფუძველი გამხდარიყო ლირიკოსის სულიერი განცდებისა და
გაბოროტებისა. იგი წარმოშობით ერთდროულად არისტოკრატიც იყო და მონაც.
არქილოქოსს მომთაბარის მოუსვენარი ცხოვრება აურჩევია და, როგორც ჩანს,
ბრძოლის ველზე დაეცა კიდეც. უნდა ვიფიქროთ, რომ მას დიდი წარმატება არც
სიყვარულში ჰქონია. მის შემოქმედებაში ჩნდება რეაური თუ წარმოსახვითი სახე
სატრფოსი და მისი ბოროტი მამის., ლიკამბეს. ტრადიციამ შემოგვინახა
არქილოქოსის სიყვარულში გაწბილების შესახებ, ლიკამბესს უარი უთქვამს
პოეტისაგან უკვე დანიშნული შვილის ცოლად მიცემაზე, ამის შემდეგ პოეტს
ლიკამბესისა და ნეობულესათვის თავისი დამცინავი პოეზიით ისე გაუსწორებია
ანგარიში, რომ მამა-შვილი თვითმკვლობამდე მიუყვანია, ამ ცნობის ისტორიულ
სანდოობაზე მსჯელობა ძნელია, მაგრამ მასში შეინიშნება არქილოქოსის დამცინავი
პოეზიის ძალის აღიარება. თუ არქილოქოსის შემოქმედებას ზოგადად ლირიკული
ჟანრის განვითარების მნიშვნელობით განვიხილავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან
არსებითი გარდატეხა მოახდინა პოეტური ,,მეს“ სრული ძალით წარმოჩენაში.
როგორც პოეტი, იგი თავის ძალას მძაფრ ეკლიან სიტყვაში ხედავს : ,, მელიამ ბევრი
იცის, ზღარბმა კი ერთი დიდი რამ“ არქილოქოსს თავი წარმოუდგენია კაცაად,
რომელიცც კარგს კარგით, ცუდს კი ცუდით იხდის ,,ვინც ცუდს გამიკეთებს ბევრად
უარესით ვუხდი სამაგიეროს“, ,,..ვიცი სიყვარული მისი, ვისაც ვუყვარვარ, ხოლო
მტრის მტრობა“ მას,როგორც ჩანს, ცხოვრებამ ასწავლა ყველაფერში და მათ შორის
ოცნებაშიც ზომიერება ( ,,არ მიზიდავს ოქრო მავალი გიგესი, არც შური მიპყრობს“).
პოეტი თავისი ფსიქიკით მებრძოლია, მაგრამ განსხვავებულია ეპოსის გმირთა
დიდების მოტრფიალე და ღირსებისათვის თავდადებული სახეებისაგან, იგი
დაქირავეული მებრძოლია, ხოლო ,, დაქირავებული კაცი მანამდეა მეგობარი, ვიდრე
იბრძვის“, თავისებური შეხედულება ჩამოუყალიბდა დაქირავებული მებრძოლის
მიმართ და გააუფასურა ე.წ ომის რომანტიკასთან დაკავშირებული ის მომენტები,
რომლებიც მანამდე კაცთა ღირსების ძირითად მაჩვენებლად ითვლებოდა. (,,არესი
მართლაც ერთიანად ცელავს ადამიანებს“).

საბფო(ძვ.წ VII-VI ს)

ანტიკური ლიტერატურით დაინტერესებული მკვლევარნიცა და მკითხველნიც


საბფოს ძველი ბერძნული ლირიკის უპირველეს ვიუსტად აღიარებენ. ანტიკურმა
ესთეტიკამ საბფოს პოეზია სათანადოდ შეაფასა, ნათლად

წარმოაჩინა მისი ავტორის შემოქმედებითი პოერტრეტი, რომელიც დღესაც არ


კარგავს შთამბეჭდაობას. თუმცა იგი დროთა განმავლობაში ლეგენდებითაც შეიმოსა.

1992 წელს გამოქვეყნდა ფრაგმენტები, რომელშეიც აღნიშნულია, რომ საბფოს


ბიოგრაფია შედგენილიაქამელეონის თხზულების მიხედვით. საბფოს ცნობების აქ
წარმოდგენილი ცნობები მსგავსია სვიდას ლექსიკონში

დადასტურებული ბიოგრაფიისა. ამ ცნობების მიხედვით, საბფო დაიბადა კუნძული


ლესბოსის ქალაქ ერესოსში, თუმცა მთელი ცხოვფრება ქალაქ მიტელენში გაატარა.
იგი მოღვაწეობდა VII-VI საუკუნეთა მიჯნაზე.

"პაროსის ქრონიკა გვამცნობს, რომ არისტოკრატთა დევნის დროს, VI საუკუნის


პირველ წლებში სამეფო მიტელენიდან სიცილიაზე გაქცეულა. ვარაუდობენ, რომ იგი
წარჩინებული ოჯახიდან იყო და პიტაკოსის

რისხვა მასაც შეეხებოდა. მკვლევართა აზრით, იგი გადასახლებაში უნდა გაჰყოლოდა


თავის ქმარს, ლესბოსელ არისტოკრატს, რომელსაც პოლიტიკური ბრძოლების გამო
დევნიდნენ. ცნობილია, რომ ძვ.წ 580 წლის
მახლობელ ხანებში პიტაკოსმა ამნისტია გამაოცხადა, საბფოც ამ დროისთვის უნდა
დაბრუნებულიყო მიტელინში.

გადმოცემათა თანახმად, მას ჰყავდა ქალიშვილი, კლეისი, საბფოს 3 ძმა ჰყოლია.


როგორც ვარაუდობენ საბფო ყოფილა ტანმორჩილი და შავგვრემანი.

როგორც ვარაუდობენ, გადასახლებიდან დაბრუნებული თითქმის ორმოც წელს


მიტანებული საბფო სათავეში უდგება წარჩინებულ ქალიშვილთა წრეს. სწორედ მისი
ცხოვრების ამ ნაწილს უკავშირდება ის ლეგენდები

რომელთა მიმართაც საუკუნის განმავლობაში არ ჩამცხრალა ინტერესი.

საბფოს შემოქმედების დიდი ნაწილი ქალწულებს ეძღვნებოდა, მათი შთაგონებით


ქმნიდა პოეტი სიმღერებს, რომელშიც ჩაქსოვილი იყო მისი ემოციური ბუნებისთვის
დამახასიათებელი მძაფრი განცდები და

ლტოლვები. ამ გარემოებას ავხსნით თუ გავითვალისწინებთ რომ კუნძულ ლესბოსზე


ქალებსაც, კაცების მსგავსად, ჰქონდათ თავშესაფარი ადგილები, ჰყავდათ რჩეული
ღვთაებები, რომელთაც თაყვანს სცემდნენ და

რომაელთა კეთიგანწყობის მოსაპოვებლადაც საგანგებო რიტუალებს


აღასრულებდნენ. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს, უპირველეს ყოვლისა, საბფოს
ლირიკა საბფოსა და მის გარშემო შემოკრებილ ქალიშვილთა

სათაყვანებელი ქალღმერთი იყო აფროდიტე.

საბფო მუზის მსახურთა სახლის წინამძღვარი იყო. აფროდიტე განაპირობებდა


ქალიშვილთა ცხოვრების წესსა თუ შემოქმედების თემატიკას. სავარაუდოა, რომ
საბფო ეწეოდა აღმზრდელობით და აკადემიურ

მოღვაწეობასაც.ქალიშვილნი კი ამის შემდეგ ან თხოვდებოდნენ ან სახლს


უბრუნდებოდნენ. საბფოს მოღვაწეობა წმინდა ელინური მოვლენაა, რამეთუ ძველი
ბერძნებისთვის აღზრდაში მოაზრებოდა რელიგიაც, ზნეობაც,

შემოქმედებაც, სიყვარულიც.

მისი შემოქმედების ფრაგმენტებმა ჩვენამდე ძირითადად ორი გზით მოაღწიეს:ა)


ანტიკური ხანის ავტორები ხშირად იმოწმებდნენ მართ, როგორც ამაღლებული
პოეზიის ნიმუშებს. ბ) მიკვლეულთა პაპირუსები, სადაც

მეტ-ნაკლებად ამოკითხულთა საბფოს პოეზიის ნაწყვეტები.


დღეისთვის ჩვენ მოგვეპოვება საბფოს შემოქმედების დაახლოებით 1900მდე
სტრიქონი. მათ შორის 600-მდე სტრიქონის თარგმნა შესაძლებელია. 1300-მდე
სტროფი არ ითარგმნება მეტისმეტი ფრაგმენტულობის გამო.

საბფოს ქმნილებათა პირველი კრიტიკული გამოცემა განახორციელეს


ალექსანდრიელმა ფილოლოგოსებმა. მათ 9 წიგნად გაანაწილეს საბფოს სიმღერები,
გაითვალისწინეს მეტრიკა, I წიგნის I სიმღერად

აფროდიტესადმი მიძღვნილი ჰიმნი წარმოადგინეს.

საბფოს სიმღერათა ჩვენამდე მოღწეულ ფრაგმენტთა შორის შეიძლება გამოიყოს:


ეპითალამიები, ჰიმნები, პროპემტიკონები. თრენები და მეგობარი ქალწულებისადმი
მიძღვნილი სიმღერები.

მან დიდი გავლენა იქონია ლირიკული პოეზიის განვითარებაზე, რომაული და


ძველი საბერძნეთის ქალთა პოეზია საბფოს შემდეგ დაქვეიტების გზას დაადგა და
ბოლოს გაქრა კიდეც.

საბფოს პოეტური მოდელის გარეგანი ნიშნებია: ტემატიკა, მეტრიკა, დიალექტი.


საბფოს პოეტური მოდელის შინაგანი ნიშნებია:რიტორიკული მეს გამოვლენა
ემოციურად და მსოფლმხედველობრივად მომენტის

გათვალისწინებით, სახეობრივობა. პოეტურ ხატად შევიდა მთელს ანტიკურობაში


საბფოსთან პირველად დადასტურებული გამოთქმა მშვენიერსა და კარგის
შეერთებით მიღებული სრულყოფილებაზე, რომელიც შემდგომ

გამოიხატა ტერმინით კალოკაგათა. მასთან ვხვდებით პოეტური სახეებით


აზროვნების ბრწყინვალე ნიმუშებს. ენობრივი ორგანიზაცია, ეპოქის გრძნობა.

საბფოს სიმღერათა კომპოზიციაში გამოვლენილია ე.წ ტრადიციული პრინციპი,


რომელიც თავს იჩენს როგორც გარეგან, ასევე შიანგან ემოციებში. მან სხვა პოეტებთან
შედარებით ყველაზე უკეთ იგრძნო თავისი

ეპოქის სული, დაინახა ის მშვენიერი და ამაღლებული, რასაც მისი, როგორც პოეტის


მოვლენებით შემოფარგლული საზღვრებიდან გაყვანა და გლობალურთან ზიარება
შეეძლო.

პინდაროსი (დაახ. ძვ.წ 518-43 წწ)


პინდაროსი არის ძველი ბერძნული ლირიკის უბრწყინვალესი წარმომადგენელი.
მისი შემოქმედების დასაწყისი პერიოდი აღინიშნება მეტად მნიშვნელოვანი
ისტორიული მოვლენით - ბერძნელ-სპარსელთა ომების

პერიოდით. ქსერქსეს ლაშქრობის დროს იგი უკვე სახელმოხვეჭილი პოეტი იყო. იგი
ღებულობდა შეკვეთებსაც მაგრამ იმი ამ პერიოდში ღვთაებისადმი მიძღვნილ
ჰიმნებს. სახელმწიფოში დატრიალებულმა მოვლენებმა

დიდი ზეგავლენა იქონიეს მასზე, რაც აისახა კიდეც მის VIII შექმნილ ოდაში. 476
წელს 476 წელს ამს იწვევენ სიცილიაზე, ხოლო 475 წელს იგი თებეში ბრუნდება.ამ
პერიოდიდან იწყება წარმატების ხანა

მის შემოქმედებასს მთელს საბერძნეთში აღიარებენ. იგი ითვლება პირველ პოეტად,


მას უკვეთენ ოდებს სხვადასხვა კუთხის მკვიდრნი. 474 წელს ათენმა პინდაროსს
შეუკვეთა დითირამბოსი, რომელიც ისე

ბრწყინვალედ შექმნა პოეტმა, რომ თებელებმა მას სამშობლოს ღალატში დასდეს


ბრალი და დააჯარიმეს. ეს თანხა ათენელებმა გადაიხადეს. პინდაროსის ბოლო
პერიოდის ოდებში შეიგრძნობა ერთგვარი მოწოდება

თანხმობისა და სიმშვიდისკენ. თებეს ძძალაუფლებათა დაქვეითებას მძიმედ უნდა


ემოქმედა პოეტზე. ამ პერიოდის ოდებში მასთან სულ უფრო ხშირია პესიმისტური
განწყობა.

You might also like