Professional Documents
Culture Documents
1 2
***
იმერელი ბერიკა ტყავის, სამკუთხა ფორმის მაღალ ქუდ-ნიღაბს ან კვახაბერას სახელით ცნობილ
აყიროსა დახაპის ნიღბებს ატარებდა.
მთელ რიგ შემთხვევებში ბერიკა ნიღბის მაგივრად სახეს შავად იღებავდა, თხის წვერს იკეთებდა
და თხისავე რქებს იმაგრებდა. ხშირად თავზე ჩალაბურდა შემოხვეულ და ეკლიანი ხის
ტოტებით შემკულ ბერიკასაც შეხვდებოდით.
ბერიკას ხევსურები შემდეგნაირად რთავდნენ: „... გაფხუჭვენ კაცს, შაამბენ ვაცის ყბათ, რქათაც
დაუკეთებენ, შაამბენ კუდს რაისასა...“
ბერიკას წელზე ქამარი ერტყა, რომელზედაც ხის, ძვლის ან რქის ფალოსი იყო ჩამოკიდებული.
მღვდლის ანაფორას მსგავსი ტანსაცმელი ეცვა და ოლარი ეკიდა; იგი ხბოს ან თხის ტყავის
წამოსასხამსაც ატარებდა და ხშირად თხის ბალნის წვერ-ულვაშით იყო მორთული. მას
საცეცხლურის მაგიერ ხელში ეკავა ხბოს კუდი ან მოწნული ხის ჭურჭელი, რომელშიაც
ცეცხლმოკიდებული ნაკელი ეყარა. აღსანიშნავია, რომ მთელ რიგ შემთხვევებში მღვდელი
მამრობითობის გამომსახველი საგნით დადიოდა.
ბერიკები კარდაკარ დაივლიდნენ სოფელს. ყველა სიხარულით ელოდა მათ; ეზოში შემოსულ
მოთამაშეებს ოჯახის უფროსი შეეგებებოდა, მუხლმოყრილი თავის გაჭირვებას ეტყოდა და
შველას სთხოვდა. აქვე, ეზოში, ბერიკა ჩონგურის ხმაზე ხტოდა და ხის ხმლით ხელში ცეკვავდა.
ცეკვის დროს იგი დროდადრო ფალოსს მიწას უსვამდა, რითაც მასპინძელს ანიშნებდა - სურსათ-
სანოვაგე გამოგვიტანეო, ამალა კი „ბერას“ ლექსს დასძახოდა:
„ბერიკაის კარსაო
გიჭყრიალებ თვალსაო,
ჩქარა თუ არ გამომიტან,
ან
აბრიალებს თვალებსაო,
ან
გაგვიმასპინძლდა კარგადა,
გამასპინძლების შემდეგ ბერიკებს ძღვენს - ხორცს, ფქვილს, პურს, ყველს, ერბოს, კვერცხებს,
თაფლს, არაყსა და ღვინოს მიართმევდნენ; შეკრებილი სურსათ-სანოვაგე პატარა ბიჭებს -
მებარგულეებსა და მეკალათეებს დაჰქონდათ:
ახალგაზრდები ყვირიან:
ბერიკები მასპინძლის ოჯახს ლოცავდნენ: „ღმერთო, მიეცი ამ ოჯახს ქონება და დოვლათი, რომ
თვითონაც უკლებლივ ჰქონდეს და სხვისთვისაც გაიმეტოსო“. ისინი ზოგჯერ სიმღერისა და
ცეკვის დროსაც ილოცებოდნენ:
მიუხედავად იმისა, რომ ყველა გულუხვად უმასპინძლდებოდა ბერიკათა ამალას, ისინი ამას არ
სჯერდებოდნენ და იტაცებდნენ ყველაფერს, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდათ. დარბევა არაბს,
ლეკს ან თათარს და ღორს ევალებოდა, რასაც ხალხი სიხარულით ხვდებოდა; ბერიკების მიერ
სასმელ-საჭმელის მოტაცება მათ ბედნიერებას უბედებდა.
სანოვაგით დატვირთული ბერიკების ამალა შემდეგ სხვა ოჯახს მიაკითხავდა და ასე მთელ
სოფელს მოივლიდა. ბოლოს, დღესასწაულის მონაწილენი სიმღერითა და ცეკვა-თამაშით
დანიშნული ადგილისაკენ წავიდნენ და შეგროვილ სურსათსაც თან წაიღებდნენ. როდესაც
ბერიკაობის ყველა წევრი შეიკრიბებოდა, ბერიკა ხმამაღლა აცხადებდა , რომელი ოჯახიდან რა
ჰქონდათ ნებით თუ ძალით წამოღებული.
* * *
სოფლებში შამაავლიეს,
დიდმარხვის ორშაბათ დილას აიშლებოდა მთელი სოფელი, ხალხს სახლში გული აღარ
უდგბოდათ და დღესასწაულისათვის საგანგებო სამზადისს იწყებდა - ირჩევდნენ ყეენსა და მის
ამალას ამზადებდნენ მათთვის განკუთვნილ სამოსს, იყენებდნენ გასული წლის ნიღბებსა და
ტნსაცმელს. ამ დღისთვის წინასწარვე თლიდნენ ყავრისა და ლამფისაგან ხმლებს და წარნაქით
ღებავდნენ. აკეთებდნენ მაღალ მტრედისფერ დროშას, რომლის სიმაღლითაც მიმდინარე წლის
მოსავლის რაოდენობას განსაზღვრავდნენ; ამზადებდნენ ჭრელ ნაჭრებს, ქაღალდებსა და ზარებს
მეფის ცხენისა და ყეენის ვირის მოსართავად.
ამავე დროს ყველა ოჯახი დამოუკიდებლად ემზადებოდა და, მიუხედავად მარხვისა, ქადითა
და ნაზუქით ივსებოდა სუფრა.
როგორც ვთქვით, ორშაბათ დღესვე ხდებოდა ყეენისა და მისი ამალის შერჩევა. ზოგიერთ
სოფელში ყოველ წელს ახალ ყეენს ასახელებდნენ, ზოგან კი ფეხს დაუცდიდნენ, კარგი ფეხის
მქონე და ბედნიერი წელიწადის მომტნს ისევე აირჩევდნენ, ხოლო თუ მას მძიმე ფეხი ჰქონდა,
გამოსცვლიდნენ და ახალს „დასვამდნენ“.
ყეენის კოსტიუმი მეტად მრავალფეროვანი იყო: თავზე ჩვეულებრივ ეხურა ქაღალდის ჭრელი
წოპიანი ქუდი ან ფრინველის ბუმბულით მორთული ფაფახი, მაღალი ან საბუდარის მსგავსი
ჩალის თავსაბურავი - „ყანისა და თავის მოსავალი დიდი იქნებაო“, თავსაბურზე ხშირად
მრგვალი პურის - „ყეენის ხმიადის“ დადებაც იცოდნენ. კახეთში ყეენის ქუდის მაგივრობას
კრუხის საბუდარი ეწოდა, რომელშიც ხშირად ცოცხალი კრუხი იჯდა. საბუდარი ფერადი
ბუმბულებით იყო მორთული. იშვიათად ყეენი თიხის ტყავისაგან შეკრულ ან გოგრისაგან
გაკეთებულ ქუდს ხმარობდა, ქალაქებში - გორსა და თბილისში გამართულ ყეენობაში კი-
სპარსულ ჩალამს.
ყეენი ხანდახან ნიღბის მაგივრად შავად იღებებოდა და თმის წვერ-ულვაშს იკეთებდა. მას
ბერიკას მსგავსად ცხვრის გადმობრუნებული ტყავკაბა ეცვა ან ტყავწამოხურული დადიოდა,
უკან კი საქონლის ან წნელისგან გაკეთებულ კუდს იმაგრებდა. ტყაპუჭზე ქამარი ჰქონდა
შემოკრული, რომელზედაც ფალოსად კამეჩის ან ხარის კანჭის ძვალს, წიელ ნაჭერ შემოხვეულ ან
შეღებილ სიმინდის ნაქურჩს თუ ხის ჯოხს იკიდებდა. ზოგ ყეენს ჩოხა-ახალუხი სცმია, ზოგს
ყარაჩოღელის ტანსაცმელი. ქალაქსა თუ სოფელში ხშირი ყოფილა მეფის მსგავსად შემოსილი
ყეენიც. ზოგჯერ იგი ჯვალოსა და ჭილობებში იყო გახვეული.
ზოგჯერ დღესასწაულში არა მარტო ყეენი და დედოფალი იღებდა მონაწილეობას, არამედ მეფე
და დედოფალი. მათ მეფური ტანსაცმელი ეცვათ. მეფეს თავზე გვირგვინი ედგა და ხელში
კვერთხი ეკავა.
როდესაც ყეენის წინ ქალი ჩაივლიდა, მას მხლებლები დაიჭერდნენ და ყეენს მიჰგვრიდნენ.
ყეენი მას ეხვეოდა და მის დაუფლებას ცდილობდა: „ყეენი ბუღა იყო და ბუღრაობდა“.
შემდეგ ყეენი და მისი ამალა სოფელს ჩამოივლიდნენ. პროცესიას მესტვირე მიუძღოდა მას ყეენი
და დედოფალი მისდევდნენ მხლებლებითურთ. ყეენი ვირზე იყო უკუღმა გადამჯდარი და
ჩხვლეტდა მას. ხშირად ყეენთან ვირზე დედოფალიც იჯდა. ისინი მთელ გზას ერთმანეთის
ხვევნა-კოცნასა და ალერსში ატარებდნენ. ამ დღეს დღესასწაულის მონაწილენი დედოფალს
ეხვეოდნენ, იცინოდნენ, ხტუნაობდნენ; გზადაგზა ძველებური ხალხური „მრავალჟამიერ“
„გვიბრძანე, ყურშა“, „მაყრული“, საგზაო“, „შავლეგო“ და „მყრალად სათქმელი“ სიმღერებიც
გაისმოდა. ყეენსა და დედოფალს ხელურმით, ურმით და ციგითაც ატარებდნენ, რომელშიც
მამაკაცები შეებმებოდნენ.
დღესასწაულის მონაწილეებს ურემი დაჰქონდათ, რომელშიც კალათებითა და ხურჯინებით იყო
დატვირთული. სურსათისათვის ურმის მაგივრად ცხენი ან ვირიც დაჰყავდათ. ზოგჯერ
ხურჯინებსა და ტიკებს მებარგულეები ზურგითაც დაატარებდნენ.
ყეენი ხშირად მთელ სოფელს ერთად „ბეგრავდა“. იგი სოფლის მოედანზე ან რომელიმე უბანში
ჯდებოდა, ქაღალდისაგან გაკეთებულ ჭოგრიტით სოფელს გახედავდა და გადასახადის შეწერას
იწყებდა. ბეგარა შედგებოდა ჩარექა ღვინისა, არაყისა და საგზლისაგან, რომელსაც „მუხლის
კვერაც“ ერქვა. მასში შედიოდა ერბო, ყველი, ხაბიზგინები, ქადა, ხაჭაპური. ამავე დროს ყეენი
ხალხს ტყით, სათიბებითა და საძოვრებით „ასაჩუქრებდა“ – „ვისაც ძროხა ჰყავდა, ცივის მთას
დაულოცავდა, ვისაც ცხვარი - ლეკის მთას და ა.შ.“. ახალდაქორწინებულები ყველაზე მეტად
იბეგრებოდნენ.
ყეენობის მოსაწყობად გაწეული ხარჯი აკრეფილი ხარკით იფარებოდა. ხარჯს ხშირად ქეიფის
მოწყობას ახმარებდნენ მთლიანად, ზოგჯერ კი ამ თანხას სხვა საქმეებისთვისაც იყენებდნენ -
ხელმოკლე ოჯახს ან ავადმყოფს ეხმარებოდნენ ან ვინმე ღარიბ გასათხოვარ ქალს მზითვს
უმზადებდნენ.
მებრძოლ ყეენებს ან ყეენსა და მეფის წინ ფლავით სავსე სინები ედგათ, გვერდზე მეალმეებს,
ალმები ეკავათ, ხოლო მეჩირაღდნეებს მაშხლები ან ჩირაღდნები, მათ გარშემო კი სხვადასხვა
სახის იარაღით შეჭურვილი ალმის დამცველები იდგნენ.
ქართლის ზოგიერთ სოფელში სამი ყეენი ჰყავდათ - ერთი კაცებისა და ორი ქალებისა. ქალის
ყეენები წყალში შედიოდნენ, ღვინოს სვავდნენ და ერთმანეთს დაეჭიდებოდნენ. ამავე დროს
ხშირად ყეენობაში მონაწილე სხვა ქალებიც შედიოდნენ წყალში და ერთმანეთს წუწავდნენ.
სოფლების ღრმა რწმენით, ქალების მიერ გამართული ყეენობის დროს უფრო კარგი მოსავალი
მოდიოდა. პური და ღვინოც ბევრი იყო, ავადმყოფებიც აღარ იყო მოსალოდნელი.
წყლიდან ამოსულები ზოგჯერ იქვე ფილაქნის კერებს მართავდნენ და ზედ ხორცის მოსახარშ
ქვაბებს დგამდნენ, სახელდახელო სუფრას შლიდნენ და დაგროვილ „საციქველს“ პირს
უსინჯავდნენ. დიდი ლხინი კი ყეენობის ბოლოს, საღამოს ან მეორე დღეს, გაიმართებოდა.
ზოგჯერ გამარჯვებული მხარე დამარცხებულს მოკრეფილ ხარკს წაართმევდა და ცალკე
ქეიფობდა.
* * *
წარმართული მითოლოგიის წიაღიდან გამართული ბერიკაობა-ყეენობა თანდათან საერო
სანახაობად განვითარდა და ხალხის დამპყრობლებთან გმირული ბრძოლის გამოხატულებად
გადაიქცა. ამ მხრივ განსაკუთვრებით ქალაქური მეტადრე კი თბილისური ყეენობა გამოირჩევა,
რომელიც მდიდარია სხვადასხვა ისტორიული ეპოქისა და საზოგადოებრივი წყობილების
დამახასიათებელი ელემენტებით.
ყველიერის უკანასკნელ დღეებში, ყეენობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, მთელი ქალაქი
დღესასწაულისათვის ემზადებოდა. სეიდაბადის ხელოსნებს, ფეიქრებს, ხუროებსა და მჭედლებს
დიდძალი სამუშაო უჩნდებოდათ - ამზადებდნენ ხის ხმლებს და ხანჯლებს, საცერე რგოლებსა
და შურდულებს, ყეენისა და სხვა მონაწილეთა ნიღბებსა და ტანსაცმელს.
ქალაქი ორ მოწინააღმდეგე ბანაკად იყოფოდა: ერთ მხარეს მეფის ამალის წევრები და მათი
მომხრეები იყვნენ, მეორეზე კი - ყეენი და მისი მარაქა.
1817 – 1827 წლებში ჩატარებული ყეენობის დროს თბილისი ორ უბნად იყო გაყოფილი: ერთი
იყო ისანი (საიდანაც ყეენი უნდა გამოსულიყო) და მეორე - ნარიყალა. ისნის მხარეს იყვნენ
ჩუღურეთისა და კუკიის მოსახლენი, ხოლო ნარიყალას ემხრობოდნენ ვერისა და სოლოლაკის
მცხოვრები. ნარიყალას მარაქაში გამოდიოდნენ მუხრან-ბატონი, ორბელიანი, ბარათაშვილი,
ერისთავი და ერმოლოვი; ისანში კი კახეთის მებატონენი - ჭავჭავაძე, ჩოლოყაშვილი,
ვახვახიშვილი, ჯანდიერი და სხვა.
ასე ბატონობდა ყეენი ქალაქზე შუადღემდე. შუადღეს მას მოახსენებდნენ - ქალაქი აჯანყდა და
შენი ჩამოგდება სურთო. განრისხებული ყეენი რაზმავდა თავის ხალხს და „განდგომილებს“
უტევდა. შეტაკება მთაწმინდის სერზე ეწყობოდა. ორივე მხარე შურდულებით, ხის ხმლებითა და
ხელჯოხებით იბრძოდა, შემდეგ კი ხელჩართული კრივი იმართებოდა. ნარიყალელები
იმარჯვებდნენ, ყეენი და დედოფალი საქართველოს ჯარის ხელში ვარდებოდნენ;
გამარჯვებული ქართველთა მეფე და მისი ამალა მათ სახედრებზე პირუკუ სვამდნენ, მტკვრის
პირად მიჰყავდათ და მტკვარში ყრიდნენ, დამარცხებულ ყეენს ხშირად ყეენს ლაფში
ამოსვრიდნენ.
თბილისში ერთის მაგივრად რამდენიმე ყეენობა ეწყობოდა. ყოველ უბანს თავისი ყეენი ჰყავდა.
პროცესიაში მონაწილეობდნენ ბერიკები, ნეფე-დედოფალი მაყრებით, „სპარსელი ყეენი“,
ფრაკიანი და სათვალიანი „მოსამართლე“ და სხვა. ისინი ავლაბრიდან შემოდიოდნენ მთელ
ქალაქს შემოივლიდნენ და გზადაგზა ხარკს კრეფდნენ; შემოწირულობა მაღაზიებიდანაც კი
გამოჰქონდათ. აკრეფილი ფულით ვერის, ორთაჭალისა და დიდუბის ბაღებში ქეიფები
იმართებოდა.
მაგრამ ხალხი თავის საყვარელ სანახაობას მაინც ვერ შეელია და ზოგჯერ „ყეენობის კუდის“
სახელით მას ქალაქგარეთ მალულად მართავდა. ამ დღესასწაულის მოწყობაზე, რომელსაც
წესრიგისათვის პოლიციის ბოქაულიც კი ესწრებოდა, ნებართვის აღება სჭირდებოდათ.
* * *
როგორც ვნახეთ, დღესასწაულის მთავარი მონაწილე ბერიკა და ზოგი სხვა პერსონაჟი თხის
რქებითა და წვერებით ირთვებოდა და შავი ნაბადის ნიღაბს ატარებდა. ზოგჯერ ის ნიღბის
მაგივრად სახეს შავად იღებავდა; ვინაიდან თხის რქები, წვერები და სიშავე ბერიკას ნიღაბში
ერთმანეთისაგან განუყრელად არიან წარმოდგენილნი, ბუნებრივია დავასკვნათ, რომ ბერიკას
ნიღაბი თავდაპირველი სახით შავი თხის ნიღაბი იყო. საგულისხმოა, რომ სახის გამურვა თუ შავი
თხის მონაწილეობა უძველესი აგრარული დღესასწაულებისათვის იყო დამახასიათებელი.
ირკვევა ისიც, რომ ბერიკა ფუნქციონალურ მსგავსებას ამჟღავნებს ზოგად ქართულ ღვთაება
ბოსელ-ბოსლა და ქრისტიანულ წმინდა ბასილთან, რომელიც, როგორც ვ. ბარდაველიძემ
გაარკვია, სქესობრივი განაყოფიერების, საქონლის და ადამიანთა გამრავლების, მოსავლიანობისა
და დოვლათიანობის უზენაეს მფარველად ითვლება. საქართველოს ზოგი კუთხის ახალი წლის
რიტუალში თხის ნიღბით გამოსახული პირი ერთ შემთხვევაში ბერიკას, ხოლო მეორე
შემთხვევაში ბასილს განასახიერებდა, ამავე დროს ბასილის კვერს კერია-ბერა ერქვა და ბერიკები
თავიანთ თავს წმინდა ბასილთან აიგივებდნენ. ბასილსა და ბერიკას მსგავსებას ის ფაქტიც უნდა
ადასტურებდეს, რომ ბერიკა და სააახალწლო რიტუალი პური ბასილა მამრობითობის
აღმნიშვნელი ასოთი იყო წარმოდგენილი; ორივეს მიზანს ადამიანის, მცენარეთა და ცხოველთა
განაყოფიერებაზე ზემოქმედების მოხდენა წარმოადგენდა.
რაც შეეხება ყეენის წყლით დასველების წესს,იგი წვიმის გამომწვევ და განაყოფიერების მაგიურ
აქტად არის მიჩენილი. ივანე ჯავახიშვილის ლაზარობის დღესასწაულს მთავარი პირის წყალში
ჩაგდება ან მისი დასველება წარმართულ დროინდელ ღრუბელთა ბატონის ღვთაებისადმი
ადამიანის მსხვერპლად შეწირვის სიმბოლურ მოქმედებად მიაჩნია.