Professional Documents
Culture Documents
2. თაობათა ცვლა
2. თაობათა ცვლა
es danaklisi erTi ojaxis farglebSi xdeba da mas ar aqvs iseTi kosmiuri masStabi, rac
Tamaris Suqur-varskvlavis gafrenas eniWeba. isic unda iTqvas, rom maradiuli zafxulis
miToss ar aqvs zogadkavkasiuri xasiaTi.
სანამ ადამიანთა მოდგმას მრავალი უსიამოვნება დაატყდებოდა თავს, ზევსს თავისი დებისა და
ძმებისთვის უნდა მიეხედა. მან ცოლად შეირთო თავისი და ჰერა, კერა ჰესტიას ჩააბარა,
დემეტრას კი მოსავალი და ნაყოფიერება გადასცა. ძმებმა სამყაროს მმართველობა
გადაინაწილეს. პოსეიდონი ზღვებსა და ოკეანეებს განაგებდა. ზევსს სამართავად ზეცა ერგო
ჰადესს კი ქვესკნელი, რის გამოც იგი ძალიან განაწყენდა.
გაიას მხოლოდ ოთხმა შვილმა აღიარა ზევსი უზენაეს ღმერთად, დანარჩენებმა კი ოლიმპოს
ღმერთებს ომი გამოუცხადეს და რიცხობრივი უპირატესობის გამო გამარჯვებასთან ახლოს
იყვნენ. ზევსს გაახსენდა ასხელიანი გიგანტები და ციკლოპები, რომლებიც ტარტაროზში იყვნენ
მიჯაჭვულნი და თავისუფლების სანაცვლოდ გიგანტებს ღმერთების მხარეს ბრძოლა შესთავაზა,
ციკლოპებს კი ისეთი იარაღის გამოჭედვა მოსთხოვა, რომლსაც ვერც ტიტანები, ვერც ღმერთები
და ვერც ურჩხულები წინ ვერ აღუდგებოდნენ. მალე ზევსმა თავისი ახალი იარაღი - კბილებიანი
ელვა მიიღო, თუმცა ასეთი მძლავრი იარაღითაც კი 10 წელი დასჭირდა ომის მოსაგებად და
აჯანყებულების ტარტაროზში დასამწყვდევად.
ტიტანების და ოლიმპოს ღმერთების ომი დასრულდა, მაგრამ გაია განრისხებული იყო ზევსზე,
რადგან მან გაიას შვილებს ძალაუფლება ჩამოართვა. მან შვა ასთავიანი გიგანტები - ტიფონი და
ენკელადოსი, რომლებიც ცეცხლს აფრქვევდნენ და მთებს ერთმანეთზე აჯახებდნენ. მათ
დანახვაზე ღმერთები შეშინდნენ, ცხოველებად გადაიქცნენ და ეგვიპტეს შეაფარეს თავი.
ტიფონი დიონისეს მოულოდნელად, ნილოსის ნაპირზე დასხა თავს, მაგრამ ღმერთი წყალში
ჩახტა და ნახევრად თხად და ნახევრად თევზად გადაიქცა,(ეს ფაქტი თხის თანაარსკვლავედმა
შემოინახა) აფროდიტე და ეროსი(კუპიდონი) თევზებად გადაიქცნენ(ეს ფაქტი კი
თევზებისთანავასკვლავედითაა გამოხატული).
თვით ზევსმაც კი ცხვრის სახე მიიღო, თუმცა ეყო გამბედაობა რომ დაბრუნებულიყო და
თოთოეულ გიგანთს თავისი ელვით შებრძოლებოდა. ბრძოლა გააფთრებული იყო და მაშინაც
კი, როდესაც გიგანტები დამარცხდნენ, მთის ეტნას ქვეშ გამომწყვდეული ენკელადოსი მაინც
აფრქვევდა ცეცხლს. სწორედ ამიტომ არის ეტნა ასეთი აქტიური ვულკანი. ყოველთვის,
როდესაც გიგანტი გათავისუფლებას ცდილობს, მიწა ზანზარებს, ხოლო როგორც კი ცეცხლს
ამოაფრქვევს, ჰაერში ლავის ნაკადები აიტყორცნება.