You are on page 1of 2

მარადიული ზაფხულის მითოსი და ხუთი საუკუნე

მითოსი მიწიერ სამოთხეზე ფართოდ არის გავრცელებული ძველი ხალხების მითოლოგიაში,


შუმერიდან დაწყებული ინდოირანული სამყაროთი დამთავრებული. ყველგან მას თავისებური
სახე აქვს და დაკავშირებულია იმ ქვეყნის რეალიებთან (ლანდშაფტი, ისტორიული წარსული,
ტოპონიმია, ფლორა, ფაუნა...), სადაც ის შეიქმნა. მაგალითად ქართულ მითოლოგიასა და
ფოლკლორში სამოთხე უკავშირდება თამარის პიროვნებას. იმ საზოგადოების ცნობიერებაში,
სადაც ჩაისახა ეს მითოსი, თამარის სამეფო წარმოდგენილი იყო „ოქროს ხანად“, ხოლო თამარი
მისი ერთპიროვნული შემოქმედი და პატრონი. თუ ისტორიულად თამარის ეპიქა კულმინაციაა,
მითოლოგიურად მისი დასასრული ისტორიული დროჟამის დასაწყისია.

ეს მითოსი მრავალი ვარიანტით არის ცნობილი. იგი მოგვითხრობს: ერთ დროს თამარის
ტახტი იალბუზზე მდგარა. ხოლო მის სამეფოში კი მარადიული ზაფხული იყო გამეფებული.
აქედან მთელი ქვეყნიერება მოჩანდა. მის სამეფოში არ იყო არანაირი ავადმყოფობა, არც სიბერე,
და შესაბამისად არც სიკვდილი, რადგან აქ დრო–ჟამი არ არსებობდა. თამარს თურმ დრო–ჟამის
მომყვანი ფრინველი ჰყავდა ჩაკეტილი. ერთხელ თაარმა ბარად ჩასვლა მოისურვა და თავისი
ერთგული მსახური დატოვა და თორმეტი ოთახის გასაღები დაუტოვა, მეთორმეტეს გარდა
ყველა კარის გაღების უფლება მისცა, მაგრამ პირველად სწორედ ის კარი გააღო რომლის გაღებაც
აკრძალული ჰქონდა, კარიდან მაშნვე გამოფრინდა ფრინველი და ცაში გაუჩინარდა, ცა
მოიღრუბლა, ქარიშხალი ატყდა და იქაურობა თოვლმა დაფარა. ამრიგად თამარმა იქ დაბრუნება
ვეღარ მოახერხა და დარცა ბარად. ამ დროიდან დაიწყო დრო–ჟამის დინება და წელიწადის
დროების ცვლა, ასე დაიკარგა მარადიული ზაფხულის სამეფო.

აკრძალვა უნდა დაირღვეს, თამარის სამეფოში ერთროულობა დროთა თანმიმდევრობამ,


წარმავალმა წუთისოფელმა შეცვალა. თამარი, როგორც დაკარგული სამოთხის დედოფალი,
ესქატოლოგიურ–მესიანისტური ფიგურა ხდება: ხალხის წარმოდგენით, თამარს ოქროს კუბოში
სძინავს და დადგება დრო როცა გაიღვიძებს და კვლავ მარადიულ გაზაფხულს მოიყვანს.

ამ მითოსის სემანტიკური ორეულია, მითოსი რომელიც მოგვითხრობს: ქალწულობაში


თამარი ისეთი წმინდა ყოფილა, რომ მის სამოსელს სხივი იკავებდა, ლოცვის დროს მაღლა
აიწეოდა და სანამ ლოცულობდა ჰაერში იდგა. მას სურდა სმაუდამოდ ქალწული დარჩენილიყო,
მაგრამ სამეფო ტახტი მემკვიდრეს მოითხოვდა, ამიტომაც თამარი მზისგან დაფეხმძიმდა და
მისი სამოთხისებური ყოფაც დასრულდა. მას მზის სხივი ვეღარ იკავებდა. ბავშვი რომ დაიბადა,
თამარმა მსახურს უბრძანა, იგი ტყეში დაეტოვებიინა. მაგრამ განგებამ ბავშვს ირემი მოუვლინა,
რომელმაც ძუძუ აწოვა. ერთხელ თამარი სანადიროდ ყოფილა წასული და მონადირეებს ირემი
დაუნახავთ, რომელსაც ბავშვი ჰქონდა ამოკრული. თამარი მიხვდა რომ თავისი შვილი უნდა
ყოფილიყო და სასახლეში წაიყვანა.

თუკი პირველ ტექსტში აკრძალვა ტოტალურად ცვლის ქვეყნიერების მდგომარეობას, მეორე


ტექსტში აკრძალვის შედეგი ერთი პიროვნების ბედზე ტყდება, ეს პიროვნება კი, როგორც მეფე,
ქვეყნის ბედზეა პასუხისმგებელი.
მითოგრაფოსთა უმეტესობა აღიარებდა, რომ ადამიანები შექმნა პრომეთემ. თუმცა არსებობს
ისეთი მითოსიც, რომელიც გვამცნობს, რომ ისინი დედამიწამ აღმოაცენა, ვითარცა თავის
ნაყოფთაგან საუკეთესონი და რომ პირველ მოკვდავს ერქვა ალაკომენევსი. ის ყვავილივით
ამოზრდილა ბეოტიაში მდებარე კოპასის ტბასთან უადრეს, ვიდრე მზე ან მთვარე გამოჩნდებოდა
ცის კაბადონზე. ალაკომენევსი იმდენად გონიერი ყოფილა, რომ ზევსსაც მოძღვრავდა, როცა იგი
ჰერას ედავებოდა. მასვე აღუზრდია ათენა, რომელმაც შემდეგ ბრძენი ქალღმერთის სახელი
დაიმკვიდრა.

იმ დროს, როდესაც ეს პირველი ადამიანები გაჩნდნენ, ოქროს საუკუნეს უწოდებენ. ისინი


კრონოსს ეთაყვანებოდნენ და უდარდელად ცხოვრობდნენ. მათ გარშემო მდინარეები რძეებად
მიედინებოდნენ, ხეთა რტოებიდან ტკბილი თაფლი მოიღვრებოდა, დედამიწა კი იმდენ ნაყოფს
იძლეოდა, რომ სულაც არ იყო საჭირო შრომა საკვების მოსაპოვებლად. ადამიანთა ცხოვრება
ღმერთების ცხოვრებას ჰგავდა. არ აწუხებდა მათ სალმობა, არც სიბერე ან სიკვდილი. როგორც
სიზმარში, ისე ქრებოდნენ და კეთილ დემონებად გარდაისახებოდნენ.

შემდეგი საუკუნე ვერცხლისა იყო და რა თქმა უნდა, უარესი. ადამიანები უკვე პურით
იკვებებოდნენ და დედათა მორჩილნი იყვნენ. ვითარდებოდნენ ძალიან ნელა. მათი ბავშვობა იყო
ხანგრძლივი, მოწიფულობა ხანმოკლე და შფოთიანი. ჯერ არ ომობდნენ, მაგრამ ღმერთებს
მსხვერპლს არ სწირავდნენ. ისინი ზევსმა გაანადგურა.

დადგა სპილენძის საუკუნე, უფრო სასტიკი და ულმობელი. ადამიანები პურს და ხორცს


ჭამდნენ. მათ სპილენძის იარაღის დამზადება ისწავლეს და ერთმანეთთან ომი გააჩაღეს.
უმოწყალონი იყვნენ ისინი და ყველა ერთად შავმა სიკვდილმა იმსხვერპლა.

ახალ, მეოთხე საუკუნეში ზევსმა უფრო სამართლიანი ადამიანებით დაასახლა დედამიწა.


ისინი უფრო კეთილშობილნი იყვნენ, რადგანაც მოკვდავმა ქალებმა ღმერთებისაგან გააჩინეს.
მათ გმირთა მოდგმას უწოდებდნენ. ამ დროს ცხოვრობდნენ ძლევამოსილი ჰერაკლე, შეუპოვარი
თესევსი, თებესა და ტროას ომის სახელოვანი გმირები და არგონავტები.

ბოლო, რკინის საუკუნე, რომლის დროსაც მეოთხე თაობის უღირსი შვილები ცხოვრობდნენ,
შემზარავი იყო. ადამიანები გაბოროტდნენ. უსამართლობამ, სიცრუემ, სიავემ, სიბილწემ, შურმა
და ყველა ცუდმა ზნემ დაისადგურა მათ სულში. ისინი ღმერთებს დაუპირისპირდნენ, რის გამოც
გარდაუვალი იყო დაღუპვა. თუმცა, ხსნის იმედიც არსებობდა: ადამიანი თუ გახდებოდა
სამართლიანი, კანონმორჩილი, თუ ექნებოდა ღვთაებრივი სასჯელის შიში, მას და მის მოდგმას
გადაშენება არ ეწერა.

You might also like