You are on page 1of 11

ამირანის თქმულება ყველაზე გავრცელებული თქმულებაა მთელს საქართველოში,

რის გამოც იგი თავიდანვე იქცა ფოლკლორით დაინტერესებული მკვლევრების ინტერესის


საგნად. პირველი სერიოზული გამოკვლევა მირანის მითის შესახებ ეკუთვნის მიხეილ
ჩიქოვანს. მან შეისწავლა და ჩაიწერა საქარტველოს სხვადასხვა კუთხეებში გავრცელებული
ლეგენდები და გადმოცემები ამირანის შესახებ, შეისწავლა მისი თოთოეული პერსონაჟი,
ამირანის პორტრეტი შეუდარა მის მსგავს სხვა პერსონაჟებს, ანუ გამოიკვლია მისი
ორეულები, დაადგინა პარალელები ამირანის თქმულებასა და მის მსგავს სხვა თქმულებებს
შორის, აღწერა მმისი შესრულების წესი, ქრისტიანულ ეპოქაში მისი გადასვლლოს გზები და
ა.შ.

მ.ჩიქოვანი ამირანის თქმულებაშ გამოყოფს 15 პერსონაჟს: ამირანი,მისი მშობლები,


ბადრი და უსუპი, მზეთუნახავი, ბაყბაყ-დევი, ყამარის მამა, ნათლია, პირცეცხლა ვეშაპი,
მეგზური, ცამცუმი, იგრი ბატონი, ამბრი, იამან-იახსარი.

ვარიანტთა უმრავლესობაში ამირანის მამად დასახელებულია ჩინებული მონადირე.


სვანური ვარიანტის მიხედვით ამირანი ნადირობის ქალღმერთ დალისა და მონადირირ
სიყვარულის ნაყოფია. ფშაური გადმოცემის თანახმად მას სულკალმახი ჰქვია. გურული
ვარიანტით ამირანი მოხუცებულობის ასაკში შეეძინებათ მის მშობლებს. ერთ- ერთი
ვარიანტის მიხედვით მაირანი სასწაულებრივად უმანკოდ ჩაესახება ერთი მდიდარი ოჯახის
ქალიშვილს და ა.შ.

როგორც ვიცით ამირანის მამას სულკალმახი ერქვა თუცა ეს სახელი სადავოა. პრ. ი.
ჯავახიშვილი ცდილობდა ამ სახელში მიეკვლია სვანური ღვთაების სულა-კურდღელის
სათუო კვალი, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ საქმე იქამდე მიდის რომ ჩვენ არ ვიცით ამ
დიდეებული გმირის მამის ვინაობა და ეს არც არის გასაკვირი ვინაიდან ამირანი შეიქმნა
მატრიარქატის ხანაში მაშინ როცა შთამომავლობა დედის ხაზით გადადიოდა და ხშირად
მამის არსებობა არც იყო ცნობილი. აქედან გამომდინარე ამირანს დედის პირადი
ნიშნეულობა უფრო მეტი აქვს ვიდრე მამისა.

ამირანის დედას ფშაური გადმოცემით დარეჯანი ქვია, სვანური ვარიანტებიატ იგი


ნადირთღვთაება დალია, ჯვხურით-მღვიმეში მყოფი დედაკაცი, აფხაზურით კი მდიდარი
ოჯახის ქალიშვილი. ამათგან ყველაზე სარწმუნო უნდა იყოს სვანური.

თითქმის ყველა ვარიანტში ამირანის მამა მონადირეა და აქედან გამომდინარე


ბუნებრივია რომ მას სასიყვარულო ურთიერთობა ექნებოდა ნადირთღვთაებასთნ, ვინაიდან
ქართულლ ზეპირსიტყვიერებაში ეს მომენტი ბუნებრივია. დალთან მონადირის
ურთიერთობა შესსაძლოა ორი სახით განვითარდეს - დალი სასიყვარულო ურთიერთობის
სანაცვლოდ მონადირეს კეთილდღეობითა და ნადირობაში წარმატებით აჯილდოვებს,
ხოლო ის ვინც მას უღალატებს უსათუოდ სიკვდილისთვისაა განწირული.
როგროც ჩანს ამირანი მამის საქმიანობის გამგრძელებელია, მისი მთავარი საქმიანობა
და ხელობა ნადირობაა რასაც ვადგენთ ამირანის თქმულებაში გავრცელებული ერთ-ერთი
ლექსის მაგალიტზე „სანადიროდ წამოვიდნენ ამირან და ძმანი მისნი“.

ბადრი და უსუპი იმენად ახლოს დგანან ერთმანეთთან რომ ამ ორი პერსონაჟს


დაცალკევება წარმოუდგენლად მიიგვაჩნია.ამ სამი პერსონაჟის, ბადრის უსუპისა და
ამირანის ერთად დახატვით მთქმელმა დაგვიხატა სამი განსხვავებულიი ტიპი. ამირანი
მთასავით დიდი კაცია, იგი გარეგნულად საწვიმრად გამზადებულ ღრუბელს ჰგავს,
საცრისოდენა თვალები და მგლის მუხლი აქვს ამიტომაც ირჩევს საბრძოლველად შავ
გველეშაპს. ბადრი ქალივით ლამაზი და კეკლუცია, იგი ზოგადად ტეთრი გარეგნობის
მატარებელია ამიტომაც მიაკუთვნებს ამირანი მას თეთრ გველეშაპს, ხოლო უსუპი ბროლის
ციხეს ჰგავს, რომელსაც ტავ-ბოლო გამაგრებული აქვს. მას წითელი ელფერი გადაჰკრავს,
ამიტომაც იგი წითელ გველეშაპს შეებრძოლება.

უსუპი შორსმჟვრეტელი პიროვნებაა. იგი ურჩეს ძმას ბაყბაყდეის თვიდან ამოსული


ჭიების დახოცვას, შიკრიკის ღალატსაც ის შეატყობინებს ამირანს.

ამრიგად, ჩვენს ეპოსში ამ სამი გმირის სახით სამი ტიპური სახეა წარმოდგენილი:
მაირანი-ფიზიკური ძალა, უსუპი-გონება, ბადრი-სილამაზე.

საკითხავია ისთუ ვინ არიან ამირანი ბადრი და უსუპი ერთმანეთისთვის. ვარიანტთა


უმრავლესობის მიხედვით ისინი სისხლითი ნატესავები არიან და სწორედ ეს უბიძგებს მათ
გაერთიანებისკენ, მაგრამ საკთხავი ისაა თუ როგორია მათი ეს ნათესაობა. საფიქრებელია
რომ ისისნინძმებია არიან. როგორც ცვენთვის ცნობილია დალს მზესავით ჭაბუკი ეყოლა
ბადრსაც ბეჭებ ქვეშ მზის ნიშანი აქვს ანუ ბადრიც დალის შვილია, ბადრის ძმაა უსუპი
აქედან გამომდინარე ორივენი ამირანის ძმები გამოდიან. ისინი დედით ერთნი არიან მაგრამ
მამით სხვადასხვა.

ამირანის მითში ორი მთავარი ხაზი გვაქვს. ერთია საგმირო ხაზი, ხოლო მეორე
რომანტიული, რომელიც შედარებით მოკლეა თუმცა მძაფრი. ესაა მზეთუნახავის იგივე
კამარისა თუ ყამარის მოტაცების ეპიზოდი. ქალი მიუვალ კოშკში ცხოვრობს, საიდანაც მას
ამირანი დაიხსნის. მზეთუნახავის მოტაცება ამირანის მითში ერთ-ერთი უძველესი
მოტივთაგანია, თავდაპირველად მას ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი არ უნდა სჭეროდა
მითში, თუმცა მოგვიანებით მისი დიაპაზონი გაიზარდა.

შემდეგი პერსონაჟი ამირანის თქმულებისა არია დევი. იგი კეთილის საპირისპირო


ბოროტი გმირია. ის ჭამს ადამიანტა ხორცს და მათ განადგურებით ემუქრება, მაგრამ ამირანი
შეძლებს მათ ლევასა და სამუდამოდ განადგურებასაც კი ვინაიდან იგი კლავს უკანასკნელ
ბაყბაყ-დევს, რომლისგანაც იგებს ულამაზესი მზეთუნახავის ადგილასმყოფელს.
უარყოფით პერსონაჟტა შორისაა ყამარის მამაც. ამირანს მთელი წაბუკობის
განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეხვდება ღირსეული მოწინააღმდეგე და ეს სწორედ მისი
სიმამრია, რომელთან ბრძოლაშიც დაიღუპება. მართალია იგი ძალით ჩამორცება ამირანს
თუმცა მოხერხებულობით მასზე ძლიერია.

იგი ქაჯთა მეფეა მისი სასახლე ცაში კიდია ხოლო მისი მოგზაურობა ამინდის
ცვალებადობას იწვევს.

ყველა ტქმულება ერთხმად აღიარებს ამირანის მონათვლის ეპიზოდს, ამირანის


მშობლები ნათლიად ღირსეულ პირს ეძებენ. სვანური ვარიანტის მიხედვით ქალრმერთმა
დალმა იმტავითვე იცის თუ ვინ უნდა იყოს ბავშვის ნათლია, მისი დავალებით აკვანს
მდინარის პირას დადგამენ სადაც გამოივლის ამირანის ნათლლია და მონათლავენ, ზოგი
ვარიანტის მიხედვით მისი ნათლია ნათლობის დღეს მოსული პირველი გამვლელია, ორივე
შემთხვევაში ნათლია ქრისტე ღმერთია, რომელიც საოცარი ძალებით დააჯილდოვებს თავის
ნათლულს, მისი მომრევი ქვეყანაზე არავიანაა, თუმცა ამ ძალას ახლავ ტაბუ, რომ იგი
ამირანმა ბოროტად ადამინთა წინააღმდეგ არ უნდა გამოიყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში
დაისჯება, თუმცა ტაბუ ირღვევა და მისი დამრღვევი ამირანიც კლდეზე მიჯაჭვისა და
სამუდამო ტანჯვისთვისაა განწირული.

ადამიანთა მოწინაარმდეგე ძალად გვხვდება პირცეცხვა გველვეშაპიც. იგი ბაყბაყ-


დევის თვიდანაა ამოსული. შავი გველვეშაპი რომელიც ყველაზე ძლიერი და ბოროტი ძალაა
სინათლის მტერიცაა, იგი ყლაპავს მზეს, ამირანს., თუმცა როგორც კი ჩაყლაპავს იგი
მუცელში წვას გრძნობს, ა საჩივლელად დედასთან შავ ზრვასთან მისი. თუმცა ამირანი მას
შიგნიდან გაფატრავს და ისე გამოდის გარეთ.

შემდეგი პერსონაჟია შიკრიკი, მეგზური, რომელსაც ბაყბაყ დევი გაატანს ძმებს


ყამარის გზის სასწავლებლად, თუმც აშიკრიკი მათ ღალატობს და ერთი და იგივე გზაზე
ატარებს ამას შენიშნავს უსუპი და ამცნობს ძმას, ამირანს. ამირანი ემუქრება მას. ამის შედეგ
მას ძმები გაჰყავს ტრიალ მინდორზე სადაც ისინი გველეშაპებს შეხვდებიან , აქ შიკრიკის
კვალი ქრება და ის არარსად ცანს.

მნიშვნელოვანი პერსონაჟია ასევე ცამცუმიც. სწორედ მის კოშკში მისვლის შემდეგ


იწყებს ამირანი თავის ყველა საგმირო საქმეს. ეს ეპიზოდი გვხვდება ცნობილ ლექსში
„სანადიროდ წამოვიდნენ“ სადაც ამირანი და მისი ძმები გადაეყრებიან ცამცუმის კოშკს,
რომელსაც არ აქვს შესასვლელი კარი და მზის სხივის დახმარებით გაარებენ, აქ ნახავენ
გარდაცვლილ გმირს, რომელსაც თითებ შორის წერილი ედო, რომელშიც გადმოცემულია
მისი ვინაობა. იგი მის მპოვნელს უტოვებს მთელს თავის ქონებას ორი პირობის სანაცვლობ
თუკი მას მიწას მიაბარებენ და იმ ბაყბაყ-დევს მოკლავენ, რომლის ჯავრიც გულშ ჩაყვა.
ძალიან საინტერესო პარალელებს გვთავაზობს მ. ჩიქოვანი, როდესაც გვისახელებს
ამირანის თქმულების ორეულებს. იგი საუბარს იწყებს საკუთრივ ქართული წარმოშიბის
ორეულებით და მის პირველ ორეულად ასახელებს იმერულ როკაპს, რომელიც თავისი
ბედით ამირანს გავს. როკაპიც, ამირანის მსგავსად, მთაზეა მიჯაჭვული ღვთის ნებით და
აქედან თავის დახსნა არ შეუძლია, თუმცა როკაპი ამირანისგან განსხვავებით უარყოფითი
პერსონაჟია, იგი ავსული, ავსულთა უფროსია, რომელიც მიუხედავად იმისა რომ მტაზეა
მიჯაჭვული თავისი ქვეშევდომების დახმარებით მაინც ჩადის ათასგვარ ბოროტ საქმეს და
თუ ამირანი ხალხში სიბრალულის გრძნობას იწვევს თავისი ბედით, როკაპის შემთხვევაში
სიბრალულის ვერანაერ გამოხატულებას ვერ ვხვდებით.

ამირანის ორეულად დასახელებულია ბერძენი პრომეთე, რომელსაც ჩვენში საკმაოდ


ადრიდანვე იცნობდნენ. პრომეთეც, ამირანის მსგავსად ღმერთთან მებრძოლი გმირია,
რომლის მიჯჭვის ადგილადაც ჰესიოდეს კავკასიონის ქედი მიუჩნევია. ასე რომ ამ ორი
გმირის ბიოგრაფიაში გარდა სხვა უარავი მოტივისა როგორებიცაა ხალხის სამსახური, ერთი
ათავისუფლებს მათ დევებისაგან ხოლომეორეს ოლიმპოდან ცეცხლი ჩამოაქვს
ადამიანთათვის, ღმერთთან დაპირისპირება და მიჯაჭვვა, საერთოა აგრეთვე მიჯაჭვის
ადგილიც, კავკასიონის მთათა სისტემა.

კლდეში მომწყვდეული გმირის ისტორია სომხებმაც გადაამუშავეს და იცი ეროვნულ


ეპოსს დავით სასუნელს დაუკავშირეს. მართალია ამ ეპოსს ბევრი რამ აქვს საერთო
ამირანთან, მაგრამ მ.ჩიქოვენი უარყოფს იმ აზრს, რომ სომხურმა წერილობითმა წყარომ იგი
ამირანისაგან გადააკეთა. მისი აზრით აქ საქმე უნდა გვქონდეს ერთიან მითოლოგიურ
პროცესთან.

გარდა ორეულების განხილვისა საჭიროა ცალკეული სიუჟეტური პარალელების


გამოკვეთაც.

პირვეელი ეპიზოდი ეს არის დედის მუცლიდან ჩვილის ამოკვეთა, რომელიც საკმაოდ


გავრცელებული ყოფილა რუსულ ბილინებში, ასეთი გმირია, მაგალითად მამაცი ეგორი.
მუცლიდან ამოკვეთილი ოქროსთმიანი გმირები არაა უცხო არც ფრანგული და გერმანური
ფოლკლორისთვის.

მეორე მოტივს წარმოადგენს ორქოს თმის მოკვეთა, რომელთანაც დაკავშირებულია


სასიცოცხლო ძალები და რის შემდეგაც დალი ჯერ უძლურებას მიეცეემა საბოლოოდ კი
გარდაიცვლება.ეს მოტივი გვხვდება ბიბლიაშიც. ეს მოტივი ყოველთვის დაკავშირებულია
დედაკაცთან, რომელიც ეშმაკზე უფრო მოხერხებულია; რის გაკეთებასაც ეშმაკი ვერ
შეძლებას მას ქალი აკეტებს.

ბავშვის მდინარის პირას აკვნის დადგმა თუ მისი მდინარეში შეშვება უძველესი


მოტივია. აქ ბავშვი ღმერთისაა მინდობილი და თუ იგი გადარჩება უცილობლად
განსაკუთრებულ პიროვნებად გაიზრდება. ამირანის აკვანი მდინარის პირასაა დატოვებული,
ადაც ჩამოივლის ქრისტე ღმერთი და ნათლავს მას, რითიც მას გადასცემს სასწაულებრივ
ძალებს. მდინარეში აკვნითაა შეშვებული ბიბლიური მოსე, რომელიც მომავალშ ებრალე
ხახლს მხსნელად მოევლინება და ეგვიპტელტა ტყვეობისგან გაათავისუფლებს.

დაკარგული თვალის მოტივი ერთ-ერთი ძირითადია ამირანის თქმულებაში. სწორედ


მამის დაკარგული თვალის დასაბრუნებლად მიდის ამირანი დევთან საბრძოლველად. ეს
მოტივი ერთ ერთი უძველესია და უნდა ემყარებოდეს მსხვერპლშეწირვის ტრადიციას.
საკითხავია, რატომ მაინცადამაინც თვალი? ძველი ხალხის წარმოდგენიტ თუ ადანიანის
ხორცთან ერთად მის სულსაც შეჭამ უკვდავი გახდები, ხოლო სული მათი წარმოდგენით,
ყველაზე ხშირად ადამიანის თვალში ბუდობს.

ამირანის თქმულებაში ვხვდებით ცალტვალა დევს, რომელსაც ამირანი იმ ცალ


თვალსაც ამოთხრის და დააბრმავებს. ეს ეპიზოდის უძველესია და ცვენ აქ შეგვიძლია
პარალელი გავავლოთ ოდისევსის მმიერ ციკლოპისათვის თვალის ამოთხრის მომენტთან.

ამირანი სამჯერ პირნატეხი გმირია. პირველად ბაყბაყ დევთან, მეოედ -სავაშლეთის


დევის დასთან და მესამედ-ანდრერობთან. ხალხის რწმენით სწორედ ფიცისტეხაა მისი
მიჯაჭვის მთავარიმოტივი. მაგრამ მ.ჩიქოვანი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას ვინაიდან არცერთ
სხვა გადმოცემაში სადაც ვხვდებით ფიცის გატეხვის ეპიზოდს არ გვხვდება მიჯაჭვვა.

ერთერთი მთავარი ეპიზოდი ამირანის მიტში არის გმირის გაზვიადება, როდესაც


გმირს ნატლია განახლებულ ძალებს მიანიჭებს იგი გაბუდაყდება, რადგან გააცნობიერებ რო
მისი მომრევი ქვეყანაზე არავინაა და გამოიწვევს თავად ღმერთსაც, მას ვინც ეს ძალები
მიანიჭა. აქ ჩვენ შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ბილიასტან კერძოდ, სამსონის მიერ ვირის
ღაწვით ფილისტინელთა დახოცვის ეპიზოდთან. ამირანი ისჯება მიჯაჭვით, ხოლო ასმსონი
რომელმაც ფილისტინელებზე გამარჯვება არა ღვთის მადს არამედ საკუთარ უძლეველობას
მიაწერა, წყლულის გაჩენით.

სიმძიმით გამოცდა გავრცელებული ეპიზოდია ეპოსებში ამის მაგალითია რუსული


ბილინი სამსონსა ად სვიატგორზე, ნართული ეპოსი ბათრაზის შესახებ და ა.შ. ქართულ
ეპოსში კი ამის მაგალითია ამირანისა და ამბრი-არაბის ეპიზოდი.

ამირანის ეპოსში მნიშვნელოვანი ადგილი უწირავს გმირის გაცოცხლებას.


აღმოსავლურ ვარიანტებში თვალნათლივაა ნაცვენები თუ როგორ გააცოცხლა ყამარმა
ამირანი და მისი ძმები თაგვისგან სასწავლი ბალახეულობით.

გმირის გაცოცხლების მოტივი რა საკვირველია მტელს მსოფლიოშია გავრცელებული.


ამგვარია, მაგალითად პოლიადეს მიერ გლავკის გაცოცხლების ეპიზოდი. ბერძნულ
ზღაპრებში დედა შვილს იმ მეთოდით აცოცხლებს რა მეთოდითაც გველი აცოცხლებს გზაზე
მოკლულ თავის შვილს და ა.შ.
ამირანის ვარიანტთა უმრავლესობაში, განსაკუთრებით კი იქ სადაც მისი
გათავისუფლების მცდელობებზეა საუბარი გმირის ადგილსამყოფელად მიჩნეულია
გამოქვაბული.

ეს მოტივი რა თქმა უნდა უძველესია და გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. ასე


მაგალითად, გადმოცემებშიწმ. გიორგის შესახებ ნათქვამია რომ წმინდანმა გველეშაპი
გამოქვაბულში ჩაკეტა და იქ დატოვა სამუდამო ტანჯვისთვის.

კლდეში შემწყვდეული ბოროტი არსსება მოტივის მხრივ ემსგვსება ფოლკლორულ


დასჯილ არსებებს თუ კეთილ გმირებს, რომელტა წყებაშიც შედის ამირანი.

ამირანის ეპოსში უმიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქომაგი მზეტუნახავი, რომელიც


ეხმარება გმირს საკუთარი მამის დამარცხებაში მისივე საიდუმლოს გაცემით. ამ ეპიზოდის
მაგალითები მრავლად დაგვეძებნება აღმოსავლურ მითოლოგიაში, მაგალითად ვიშნუსა და
ასურის ბრძოლის დროს ვიშნუს საბოლოო გამარჯვებაშ ეხმარება ცოლის მიერ ასურის
მოკვდინების ხერხის სწავლება.

მტავარი და ძირითადი მომენტი ამირანის ტქმულებისა არის მისი მიჯაჭვა. სწორედ


ეს აქცევს ამირანს მარადიულ გმირად და მის გარეშე არც შეგვიძლია მისი წარმოდგენა.

მ. ჩიქოვანის თქმით მიჯაჭვა სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა ნივთზე ხდება,.


ჩვენს თქმულებაში ეს ადგილი ძირითადად მთაა, ხოლო ნივთი ყავარჯენი ან პალო.

ამირანის ორეულები პრომეთე და დავით სასუნელიც, როგორც უკვე აღინიშნა, მტაზე


არიან მიჯაჭვულნი და ამირანის მსგავსად სამუდამო ტანჯვისთვის არიან განწირულნი.

ასეთია მ. ჩიქოვანის მიერ ამირანის ეპოსის ძირითადი გმირებისა და ეპიზოდების


შეფასება. მეორე ავტორი, რომლის ნაშრომიც უნდა განვიხილოთ არის ზ.კიკნაძე. იგი თავის
წიგნშ „ქართული ხალხური ეპოსი“ გვესაუბრება ამირანის ეპოსზე და ახასიათებს მას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი რომ მეცნიერი ამირანის თქმულებაში გამოყოფს
ძირითად ეპიზოდებს და ალაგებს მატ თანმიმდევრულად.

პირველი ეპიზიდი რომელსად იგი გამოყოფს არის შობა ამირანი, როგორც ყოველი
ეპიკური გმირი, სასწაულებრივად უნდა იშვას. მაგრამ სასწაულებრივი შობა ყველა
ვარიანტში ერთი და იმავე ხარისხით არ არის აქტუალიზებული. მისი შესუსტებული
ვარიანტი იქნება ბავშვის დაბადება ხანდაზმული მშობლებისგან. თუმცა ამგვარი შობა არ
ჩაითვლება საკუთრივ ამირანისეულად. მზეთუნახავი დედა კვდება ბავშვის დაბადებამდე.
ბავშვი უნდა ამოირიდოს დედის საშოდან და მონაცვლეობით უნდა გამოიშუშოს ცხოველთა
ფაშვში
მეორე ეპიზოდია მისი გადაგდება იგი თითქოს დასაღუპავად განწირული. თითქოს ის
იმ მიზნით იქნა გადაგდებული, რომ დაიღუპოს, მაგრამ თუ გადარჩა, მას დიდი მომავალი
ექნება.

მესამე ძირითადი ეპიზოდია ნათლობა. თუ ნათლობა სიუჟეტურად არ არის


მოთხრობილი, ის მაინც ფიქსირებულია ამირანის ვინაობის აღნიშვნისას (ამირანი იყო
ღვთის ნათლული, კახეთი). ნათლობის გარეშე სიმძაფრეს დაკარგავდა ის ტრაგიკული
კონფლიქტი, რომელიც ნათლიასთან შეჭიდებაში მდგომარეობს. ყველა ვარიანტში, სადაც კი
ნათლობის ეპიზოდია შემონახული, ამირანის ნათლია (ქრისტე, უფალი, იშვიათად – წმ.
გიორგი) და მისი მიმჯაჭველი ერთი და იგივე პირია. ნათლია ღონეს დაანათლავს თავის
ნათლულს.

ნათლობის შემცვლელია რძეში განბანვა. ეს ეპიზოდი მხოლოდ სვანურ ვარიანტშია


დადასტურებული.

შემდეგი ეპიზოდია ბობოქარი ბავშბობა. ამირანი განსაკუთრებული ბავშვია. იგი


გამოირჩევა მისი ტანატოლებისაგან. თუ სხვები წლლობით იზრდებიან იგი დღეობით
იზრდება. მას განსაკუტრებული ფიზიკური მონაცემები აქვს, ისე რომ 10 წლისას უკვე
ფიცხელი ომის გადახდაც კი შუეძლია. იგი საგმირო საქმეებს ბავშვობიდანვე იწყებს,
როდესაც მმიდის დევებთან საბრძოლველად მამის დაკარგული თვალისა თუ ბიძების
გამოსახსნელად.

შემდეგია უკანასკნელი დევი და ცამცუმის კოშკი. ამ უკანასკნელი დევის სახელი


გამოჩნდება ლექსში, რომელიც იწყება სიტყვებით სანადიროდ გამოვიდნენ ამირან და ძმანი
მისნი, წინ ირემი გამოუხტათ ცას სწვდებოდა რქანი მისნი... ირემმა მონადირენი ცამცუმის
კოშკთან მიიყვანა, სადაც დახვდათ მკვდარი ცამცუმი და წერილი, რომელიც მისი სახელით
იუწყებოდა, რომ მას მოუკვლელი გადაურჩა ერთადერთი ბაყბაყდევი. წერილის ავტორი
დევთან გასწორებისთვის და თავისი დამარხვისთვის სთავაზობს თავის იარაღს, ცოლს და
სხვა. ეს ის ბაყბაყდევია, რომელიც უნდა შეხვდეს ცამცუმის კოშკიდან გამოსულ ამირანს,
მოიკლას მასთან ორთაბრძოლაში და სიკვდილის წინ ამცნოს მას ყამარის ადგილსამყოფელი.
ასევე, ეს ის დევია, რომლის მოჭრილი თავიდან ამოსული სამი ჭია მომავალი ეპიზოდის
ჩანასახია.

შთანთქმა-ამონთხევა (მეორედ შობა)

გველეშაპთან ბრძოლის ეპიზოდი ცენტრალურია ამირანის თავგადასავალში. იგი,


ცხადია, ამარცხებს მას, მაგრამ გველეშაპის მებრძოლი გმირი უნდა შთაინთქას გველეშაპის
მიერ, რათა შიგნიდან დაამარცხოს იგი, რადგან გარედან მისი დამარცხება არ იქნება. მაგრამ
შთანთქმა-ჩაყლაპვას კიდევ სხვა უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ამირანი ამ
ეპიზოდში ხელმეორედ იშობა. ანუ გველეშპის მუცელი მიიცნევა დედის საშოდ, აქედან
გამოსული ამირანი კი განახლებული ძალებითაა აღაჭურვილი, რასაც აგვირგვინებს იგრი
ბატონის წყალშ განბანვა.

ამის შემდეგ გვაქვს საცოლი ყამარის ეპიზოდი. ყამარ ზღვათა ხელმწიის ქალიშვილია
იგი გამომწყვდეულია კოშკში, რომელიც მდებარეობს ზღვის შუაშუ და ცაზე
ჩამოკიდებულია ჯაჭვით. ამირანმა უნდა გამოიხსნას მეფის ასული მამის ტყვეობისგან. უნდა
გადაარჩინოს იგი და მოუტანოს თავისუფლება. ეს ყველაზე დიდიგმირობაა და წინასწარ
მომზადებას მოითხოვს , რაც ამირას უკვე გავლილი აქვს და მზადაა მზეთუნახავის
ხსნისათვის

შემდეგი ეპიზოდია განსაცდელი, მკვდარმა ამბრი არაბმა მოუვლინა ამირანს, როცა


ამირანი თავისი ძლიერების მწვერვალზე იყო; როცა ის დარწმუნებული იყო თავის
უძლეველობაში, თავის ერთადერთობაში.

ამირანი ვერ შეძლებს გარდაცვლილი ამბრის ხელი აწევასაც კი რის სანაცვლოდაც


ისმენს ამბრის დედის მწარე სიტყვვებს:

აის ქვეყანამც კრულია, სადაც შენ ამირანობდი,

თავს იხურავდი ჩაჩქანსა, ბოლოზე ჰჯაჭვიანობდი.

წესი თუ იყოს დედათი, ადვილად გინადირებდი.

და სასოწარკვეთა მოიცავს მას, ვინაიდან იგი ამბრი არაბის არა მთელმა ძალამ
დაამარცხა, არამედ მისმა ნაშთმა – მკვდარმა ფეხმა, რომელიც ურმიდან გადმოვარდნილიყო
და მიწაზე ნაღარი გაჰქონდა. ამბრი არაბთან შეხვედრამ ამირანში ჩათესა შურისა და
სასოწარკვეთილების თესლი, რომელმაც შემდეგ გაბუდაყების ნაყოფი აღმოაცენა.

ამ სასოწარკვეთილებიდან, რომელიც არარაობის შეგნებამ წარმოშვა, ამირანს ნათლია


გამოიყვანს. აქ ხდება მისი გარდატეხა, თითქოს სხვა ადამიანად დაბადება. ნათლიამ იცის,
რომ ეს ამირანი, რომელიც იხვეწება ძალის მომატებას, ის ძველი ამირანი აღარ არის,
ბოროტებას რომ ებრძოდა აკვანში დანათლული ძალით. ნათლიამ იცის, ამირანი ამ
გაორკეცებულ ძალას სასიკეთოდ არ გამოიყენებს. მაგრამ ნათლიას, თუმცა ის
ყოვლისშემძლეა, არ ძალუძს უარი უთხრას ნათლულს სათხოვარზე, რადგან ნათლულის
უფლებაა, საჩუქარი მიიღოს ნათლიისგან. ნათლიამ იცის, რომ ამირანისთვის ეს სასიკეთო არ
იქნება, მაგრამ ამირანმა თავად უნდა გამოსცადოს ის, რაც მან უნდა იცოდეს, როგორც
ადამიანმა, და რაც მისი, როგორც ადამიანის, გამოსაცდელია. ნათლიამ ის ბოლომდე უნდა
მიუშვას, ამოაწურინოს ადამიანური შესაძლებლობანი, საკუთარ თავზე განაცდევინოს
ადამიანში მოქცეული, თუნდაც ღვთიური ნათლიისგან მონიჭებული ძალის
დასაზღვრულობა. ნათლიის ცოდნა აბსოლუტურია: ის, ღმერთი, ჭვრეტს ყველა
შესაძლებლობას, მათ შორის იმასაც, რომელიც ამირანს საბედისწერო ორთაბრძოლამდე
მიიყვანს. მეორე მხრივ, ნათლიას არ შეუძლია უარი უთხრას ნათლულს, როგორც ბასილი
დიდი წერს, ღმერთი უძლურია ადამიანის თავისუფალი ნების წინაშე, მას არ შეუძლია მისი
იძულება, რადგან თავისუფლება ღვთის ყოვლისშემძლეობიდან მომდინარეობს. და
ამირანსაც, როგორც ადამიანს, ღვთის ხატად შექმნილს, არ შეიძლება წაერთვას თავისუფალი
ნება, თუნდა იგი ბოროტებისკენ იხრებოდეს. ერთადერთი, რაც ზღვარს უდებს ღვთის
ყოვლისშემძლეობას, ადამიანის თავისუფლებაა. ღმერთს არ შეუძლია მასზე ძალადობა,
რადგან თავისუფლება ღვთის ნაპერწკალია ადამიანში.

ძალების განახლების შემდეგ ამირანი უკვე საბოლოოდაა დარწმუნებული თავის


უძლეველობაში. იგი ამიერიდან გაბუდაყებული გმირია, რომელიც უარყოფით გზას დაადგა
და უკვე მისი შეჩერებაა საჭირო.

მისი ამპარტავნება იქამდე მიდის რომ იგი თავად ღმერთსაც კი შეეჯუბრება. იგი ვერ
ცნობს მოხუცად გარდასახულ ნათლიას, რომელმაც განსაკუთრებული ძალებით შეამკო
ამირანი და ცდილობს მის დამარცხებას. ღმერთი მას რამდენჯერმე მისცემს შანსს იმისთვის
რომ გონს მოეგოს, მაგრამ ამირანი ყოველ ჯერზე უფრო მეტად მძვინვარე ხდება. იგი
საბოლოოდ დარწმუნებულია იმაში რომ მისი დამმმარცხებელი ქვეყანაზე არ არის, მაგრამ
ავიწყდება მთავარი, ის ვისაც შეუძლია მას ძალა მიანიჭოს მისი უკან წართმევაც შეუძლია და
ამირანი ისჯება მისი ასეთი გაბუდაყებისათვის. იგი მიჯაჭვულია და მისი მიჯაჭვა ხდება
იმავე ადგილას, სადაც მან ბერიკაცს ორთაბრძოლა გაუმართა

შერკინება ხდება ან რომელიმე მაღალ მთაზე, ან სამჭედლოსთან, ან გზაჯვარედინზე.


მაღალი მთა, მთის მწვერვალი კარგად გამოხატავს მისი ზვაობის, გაბუდაყების მწვერვალს,
საიდანაც უნდა დაიწყოს მისი დაცემა. ის პალო თუ უფლის ყავარჯენი, რომელსაც ძვრა ვერ
უყო ამირანმა, რაკი უფლის ბრძანებით ფესვები გაიდგა დედამიწის გულში, იქცევა იმ
სვეტად, სადაც მიეჯაჭვება მეამბოხე.

ამირანი გარიდებულია კაცობრიობას. მისი თავდაპირველი ობლობა მარტოობის სახეს


იღებს. მარტოობის განაჩენი მან თავადვე გამოუტანა თავის თავს, როცა გაბუდაყების
პერიოდში განუდგა ყველას და, საბოლოოდ, ყოვლის პირველ მიზეზსა და დასაბამს
აუჯანყდა. არ არიან მის გვერდით არც მისი ძმები და არც ყამარი. სად არის შემწე, მრჩეველი
და მოსარჩლე? ღმერთმა დასაჯა და ადამიანი როგოღა გამოესარჩლოს? აღარც მეტოქე,
რომელთანაც კვლავ გამოცდიდა ძალას. უკანასკნელი ძალა, რომელმაც ის მიაჯაჭვა, კლდედ
არის აღმართული. ახლა ის მარტოა თავის თავთან, დასრულდა ეპიკური დრო და დაიწყო
ეგზისტენციალური, მისი საკუთარი პიროვნული დრო. ამ ტყვეობაში მის გარშემო ჩნდებიან
სრულიად ახალი პერსონაჟები. აქ არის გოშია, რომელმაც მთელი წლის მანძილზე უნდა
ლოკოს ჯაჭვი, გაწყვეტამდე მიიყვანოს იგი, რათა მჭედლებმა კვლავ გაამრთელონ. ეს ხდება
ვნების კვირას, დიდ ხუთშაბათს, როცა მჭედლები დილაადრიანად უბრად, მდუმარედ
გრდემლზე უროს სცემენ თავთავიანთ სამჭედლოებში და მათი ერთობლივი ძალისხმევით
იქ, გამოქვაბულში, ჯაჭვი კვლავ იჭედება. მთიულური თქმულება ამგვარად გადმოგვცემს
ამირანის ჯაჭვთა ყოველწლიურ განახლებას მჭედლების მიერ: აღდგომის სამი დღის წინ,
დიდ ხუთშაბათს, მჭედელმა გრდემლს კვერი უნდა დაჰკრას, თორო ამირანი აიშვებს და
მჭედლებს ემტერებაო. რამდენჯერაც კვერს გრდემლზე დაჰკრამენ, იმდენს მუშკიას ლოკვით
გათხელებული ამირანის ჯაჭვი გასქელდებაო. ამირანი აქ, მლეთაშია დაბმული [4, 107].

აქვეა ჩიტი, რომელიც პერიოდულად აჯდება პალოს, რათა ამირანმა პალო, რომელსაც
ის არყევს მთელი წლის მანძილზე, თავისდა უნებურად კვლავ მყარადჩააჭედოს კლდეში.
პალოზე შემომჯდარ ამ უცხო, საიდანღაც შემოფრენილ ფრთოსანს წილი უდევს თითქოს
უკვე თავდახსნილი ამირანის ხელმეორედ მიჯაჭვაში. ამირანი პალოს აბრუნებს მიწის
სიღრმეში. რას ნიშნავს ეს? რისი ნიშანია ეს ჩიტი? იმის ხომ არა, რომ ის ჯერ კიდევ არ არის
მზად გასათავისუფლებლად? ეს უნებური თვითშებორკვა ხომ არ არის გამოხატულება იმ
ცოდვისა, რომლისგანაც იგი ჯერ კიდევ არ გათავისუფლებულა? ან იმ აბსურდისა,
რომელშიც საკუთარ ძალაში დაჯერებამ ჩააგდო? იგივე ძალა, რომელიც მისი იმედი და
სიამაყე იყო, იქცევა მის კვლავ მიმჯაჭველად. ეს ძალა ხომ მაინც მისი საკუთრება არ არის –
ეს მისი ნათლიის ძალაა, რომელიც მიბარებული ჰქონდა მას. იგივე ძალა აჯაჭვავს მას კვლავ
განმეორებით და ასე იქნება, სანამ ამირანი ამას არ მიხვდება.გოშია – მიწის არსება – ეხმარება,
ჩიტი – ცის არსება – ხელს უშლის. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ცა ჯერ კიდევ არ არის თანახმა
მისი გათავისუფლებისა?

ცა კვლავ განსაცდელს უგზავნის მას, კვლავ ელის მისგან პასუხს. სიჯიუტეა, რომ
აბრკოლებს მის გათავისუფლებას. ჯერ სიჯიუტე უნდა დაიძლიოს.

რამდენიმე ვარიანტის მიხედვით ამირანს მიჯაჭვის შემდეგაც ეძლევა შანსი, როდესაც


მას მონადირე პოულობს მთაში და ავალებს, რომ წავიდეს სოფელში და ისე რო სიტყვა არვის
უთხრას ჯაჭვი მოუტანოს, მაგრამ მონადირის ცოლი გადაეკიდება კაცს და სიტყვას
ათქმევინებს, მაშნ დაიკეტება გამოქვაბულის შესასვლელი და მონადირე ვეღარ მიაგნებს მას.

აი აეთია მოკლე მიმოხილვა იმ მასალისა რომელსაც ჩვენი მეცნიერები გვთავაზობენ


ამირანის მითის შესახე.
გამოყენებული ლიტერატურა;

1. კიკნაძე ზ. „ქართული ხალხური ეპოსი“ თბილისი, ლოგოს პრესი. 2001


2. ჩიქოვანი მ. „მიჯაჭვული ამირანი“ თბილისი, სტალინის სახელობის თბიისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1947

You might also like