You are on page 1of 4

უილიამ ფოლკნერის სამწერლო სტილი და თემატიკა 

უილიამ ფოლკნერი ამერიკის ერთ- ერთი საუკეტესო მწერალია. ის გამორჩეულია იმით, რომ
მისი წაკითხვა ძალიან რთულია, რადგან ის განეკუთვნება მოდერნისტების ჯგუფს,
მოდერნისტული პროზაა მისი შემოქმედება.

მისი პირველი რომანი იყო “ ჯარისკაცის ჯილდო“ რომელიც ეხება ომის შემდეგ
დაბრუნებულ ტრავმირებულ ადამიანებს, მაგრამ ის დიდი ყურადღებას არ მიიქცევს . მისი
მეორე რომანიც დიდი პოპულარობით ვერ ისარგებლა. მისი რომანი “დროშები მტვერში“
იქნება რომანი რომელიც შეეხო სამხრეთს . მისი შემოქმედების აქტიური პერუიოიდ დაიწყო
როდესაც გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი 4 რომანი : “ხმაური და მძვინვარება“; “სული, რომ
ამომდიოდა“; “აგვისტოს ნათელი“; “აბესალომ, აბესალომ“ და ამის შემდეგ ის ნელ ნელა
იზრდება.

ფოლკნერი იყო მოდერნისტი მწერალი და მისი ნაწარმოებები არის რთულად გასაგები, ღრმა
და სიღრმეებში ჩადის ადამიანის არსებობის და საკაცაბრიობა ტრაგედიების.რადგან
მოდერნისტები სწორედ ინტერესდებიან არა იმით რა ხდება მათ გარშემო, არამედ
ადამიანის შინაგანი სამყარო, განცდები, გონებაში მიმდინარე პროცესები. ფოლკნერი
მიმართავს სხვადასხვა ტექნიკას, ხშირ შემთხვევაში მრავალმთხრობელებს, ყოვლის
არმცოდნე მთხრობელი ან ხშირად არის ყოვლისმცოდნე, ხშირად ცვლის სტილს. მისი
თხრობა რთული და კომპლექსურია, არეულია. ის საუბრობს დაცემულ, განადგურებულ
ადამიანებზე . თუ მოდერნისთების თშემთხვევაში მთავარი თემა იყო ომი, ომის შემდგომი
პერიოდი და ქალაქი, მაგრამ ფოლკნერმა ეს ყველაფერი გადაიტანა თავისი მშობლიური
სამხრეთის ნაწილში, რომელსაც აწუხებს არა პირველი მსოფლიო ომის ამბავი, არამედ
სამოქალაქო ომის ამბავი, რომელშიც სამხრეთი დამარცხდა და გაიმარჯვა ჩრდილოეთმა. ის
აღწერს არისტოკრატიას და უბრალო მოსახლეობას ერთნაირი ძალით, ასევე შავკანიანებს,
მონებს, განთავისუფლბულ ადამიანებს, რომლებსაც ვერ უპოვიათ საკუთარი თავი და ვერ
გადაუწყვეტიათ ვინ არიან და რას წარმოადგენენ. მისი თითქმის ყველა ნაწარმოების
მოქმედება ხდება სამხრეთის შტატებში და მან შექმნა, გამოიგონა ახლი სამყარო
იოკნაპატოფა, მისი მშობლიური მხარეს ანალოგიაა და დაასახლა იქ თავისი პერსონაჟები,
რუკაც დახატა. ინდიელების ენაზე ეს ნიშნავს ჩამოქცეულ მიწას( მდინარე მოედინება ნელა,
ეს იმაზე მიუთითებს , რომ სამხრეთის შტატები ვითარდება ნელა) , ეს სახელი ესადაგება მის
პერსონაჯებს, რადგან ისინი იყვნენ დანგრეული, ტრავმირებული ადამიანები. იოგნაპატობას
ასე ვთქვათ დეაქალაქია ჯეფერსონი და მოქმედებების უმეტესობა ხდება აქ ჯეფერსონში.იქ
ცხოვრობენ დინასტიები, არისტოკრატიული წარმოშობით.

ცნობიერების ნაკადი დამახასიათებელი წერის სტილია ფოლკნერისთვის. უილიამ ჯეიმსი


დაარსა სწორედ ეს ცნება . მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ცნობიერება არის
მუდმივი ფიქრი, განცდა, რომელიც ყოველ წუთს ადამიანს ახსენებს თავს . მოდერნისტები
გარდა იმისა რასაც ხედავენ და აღწერენ , ასევე ცდილობენ გადმოსცენ გონებაში მიმდინარე
ფიქრების და აზროვნების დინებები, რომლებსაც ადამიანიც ვერ აკონტროლებს. მაგ,
ხმაურში და მძვინვარებაში პერსონაჯი ლაპარაკობს პირველ პირში ხვდება ადამიანებს,
რაღაცეენბს იხსენებს, ფიქრობს, მაგრამ ამ გახსენების პარალელურად მის გონებაში
წარსულის ამბები იჩენს თავს . ფოლკნერი სწორედ ამ ტექნიკას იყენებს მის ადრეულ მაღალი
მოდერნიზმის ეპოქის და პერიოდის ნაწარმოებებში. და ეს ყველაფერი ტექსტში არის
მოცემული ყოველგვარი პუნქტუაციის გარეშე , რადგან ადამიანის გონებაში მიმდინარე
ფიქრებს არ აქვს პუნქტუაცია. მაგ, აბესალომი აბესალომში არსებობს ეს ცნობიერების ნაკადი:

“Her voice would not cease; it would just vanish. There would be the dim coffin-smelling gloom sweet and
oversweet with the twice-bloomed wistaria against the outer wall by the savage quiet September sun
impacted distilled and hyperdistilled, into which came now and then the loud cloudy flutter of the sparrows
like a flat limber stick whipped by an idle boy…”   

ცნობიერების ნაკაdი ასევე არსებობს მის შემდეგ წიგნებშიც: ხმაურ და მძვინვარებაში, სული
რომ ამომდიოდა

ფოლკნერის ერთ- ერთი მეტოდია , რით ის განსაზღვრავს პერსონაჟის და სცენის სიღრმეს, ეს


არის მათი გრძელი აღწერა. ხშირად ობიექტის აღწერას მოსდევს პერსონაჟის აღწერა, ამით
ისინი იძენს ერთმანეთის სახეს. მაგ, “ვარდი ემილისთვის“ ფოლკნერი აღწერს მის სახლს : "It
was a big, squarish frame house that had once been white, decorated with cupolas and spires
and scrolled balconies in the heavily lightsome style of the seventies, set on what had once
been our most select street."; შემდეგ კი აღწერს ემილიას . ქალი და სახლი, რომელშიც
გაატარა მან მთელი ცხოვრება , განუყოფელია.

ფოლკნერი აღწერს ყველაფერს დაწყებული მშვენიერიდან დამტავრებული შემზარავით.

A thin, acrid pall as of the tomb seemed to lie everywhere upon this room decked and furnished as for a bridal:
upon the valance curtains of faded rose color, upon the rose-shaded lights, upon the dressing table, upon the
delicate array of crystal and the man's toilet things backed with tarnished silver, silver so tarnished that the
monogram was obscured. ( ვარდი ემილიასათვის)

ფოლკნერის მთავარი თემებია: სამხრეთი ტრადიციები, ოჯახი, საზოგადოება, ისტორია და


წარსული, რასა , სიყვარულის და ამბიციების ვნება.

“ხმაურში და მძვინვარებაში“ არის აღწერილი ერთი სამხრეთული და არისტოკრატიული


ოჯახის დაცემისა და განადგურების ამბავი. ეს არ არის ნათელი ნაწარმოები, ფოლკნერის
ყველა ნაწარმოებში ყველაფერი ნადგურდება, ეცემა, მიწასთან სწორდება.

დათვი - ამ მოთხრობაში დათვი არის მიტიური ტყის სიმბოლო და ტყე თვითონ არის ძველი,
მარადიული ღირებულებების სიმბოლო, რომელსაც გარშემო მუდმივად ეფარება მტერი , ეს
არიანა დამიანები, რომლებიც ცდილობენ ტყე შეამცირონ , შემოპარონ და ტყე ნელ ნელა
მცირდება. რაც ცივილიზაცია უფრო წინ მიიწევს , ტყის ფართობი უფრო და უფრო იკლებს
და ტყეში მიმდინარე საიდუმლო პროცესები, ბებერი ბენი მათი სამყარო სრულდება. ბებერი
ბენი და სენ ფადერსი წარმოადგენენ ტყეს , ღირებულებებს, მითიურ ამბებს რაც იქ ხდება.
როდეაც მოკლვენ დათვს, იქვე მოკვდება სენ ფადერსიც და მსისი ძაღლი ლომაც. რადგან თუ
მოკვდა ტყის სული დათვი, მოკვდება მეორე სიმბოლოც ტყესა და ღირებულებების სენ
ფადერსი.

ვარდი ემილიისთვის - სამხრეთელი არისტკრატი ქალი, რომელიც არ უწყობს ფეხს


თანამედროვეობას, გარშემო იცვლება, ღირებულებები. ამ წიგნში მთავარი თემებია:
იზოლაცია, მეხსიერება და წარსული( მოთხრობა მეხსიერების მსგავსად ტრიალებს წინ და
უკან და აჩვენებს წარსულისა და აწყმოს შორის გაწყვეტილ სამხრეთ ქალაქს. ეს რომანი
გვაცვენბს იმეაცრუებულ გაურკვევლობაში მყოფ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ იპოვონ
გზა უკეთესებისკენ. როცა ემილი იწყებს ჰომერთან შეხვედრას, ის ცდილობს მოიშოროს
მამამისის კონტროლი და ტრადიციისგან იყოს სათანადო ქალბატონი.); ხედვა ახალ
ამერიკაზე( მოთხრობაში ნაჩვენებია თუ რამდენად გაუჭირდა სამხრეთ ხალხს გაუმკლავდეს
ახალ ამერიკას); რეალობის ვერსიები( ეს მოთხრობა გვთხოვს მოვიხსნათ ჩვნი ვარდისფერუი
სათვალეები . ჩვენ ვხედავთ ამერიკის რეალობას და იზოლიაციაში მყოფ ქალის რეალობას .
ფოლკნერი გვაჩვენებს რამდენად რთულია წარსულის და აწყმოს ნათლად დანახვა
მეხსიერების სუბიექტური ხედვიდან. ეს მოთხრობა გვაჩვენებს ,როგორრ შეიცვალა ბევრი
რამე მის ემილიის დროდან, როგორ ჩვენი რეალობა განსხვავდება მოთხრობის პერსონაჟების
რეალობისგან ); თანაგრძნობა და პატიება ( მიუხედავად იმისა, რომ ემილიმ მოკლა ჰენრი,
ჩვენ მის მიმართ მაინც გვაქვს თანაგრძნობის განცდა ). ასევე მოთხრობაში ემილი სამჯერ
უარყოფს სიკვდილს : პალკოვნიკ სარტორისის სივდილს, მამამისის სიკვდილს, და ჰომერ
ბერონის სიკვდილს, ის ინახავდა მის გვამს წლების მანძილზე, რით ის ცდილობდა
შეინარჩუნოს დრო, მოთხრობაში ვხედავთ მის ჭიდილს დროსთან, მაგრამ მაინც
დამარცხდება. მისი სახლი სწორედ იყო დროზე გამარჯვების სიმბოლო, სადაც არაფერი
იცვლება, მიუხედავად ამისა სახლში მაინც შეინიშნება დინამიკა( მსახურის შესვლა,
გამოსვლა; მოსწავლეები; ჰომერ ბერონი, ასევე მას თვითონაც შეჰქონდა მოქმედება)

გამოყენებული ლიტერატურა

თქვენი ვიდეოები

https://www.shmoop.com/study-guides/literature/a-rose-for-emily/themes

https://www.sparknotes.com/lit/moses/section5/

https://www.cliffsnotes.com/literature/f/faulkners-short-stories/critical-essay/william-faulkners-
writing-style

https://litpriest.com/authors/william-faulkner/

https://cdn.fs.iliauni.edu.ge/q8KKnvT8Sey1lFgWUuEE?
&policy=eyJleHBpcnkiOjE2MjA4MjE4ODEsImNhbGwiOlsicmVhZCJdLCJoYW5kbGUiOiJxOEtLbn
ZUOFNleTFsRmdXVXVFRSJ9&signature=a8fd85280d6ff3ba50feccb005b5d0e2e1a967ce14ad45f9b59
025330a4bc36d

You might also like