You are on page 1of 295

ჯოისი 1882 წლის 2 თებერვალს დუბლინში, ირლანდიის დედაქალაქში დაიბადა

მორწმუნე კათოლიკეს ოჯახში. მის მშობლებს თხუთმეტი შვილიდან ათი შერჩათ.


ჯეიმზი დედმამიშვილებს შორის ყველაზე უფროსი იყო. მამამისმა - ჯონ ჯოისმა
თავის მშობლიურ ქალაქ კორკში მემკვიდრეობა მიიღო. პირველი შვილის
დაბადებისას მაღალანაზღაურებად სამსახურშიც - გადასახადების ამკრეფად -
მუშაობდა, მაგრამ სმის მოყვარულმა და მფლანგველმა ანდერძით მიღებული ქონება
თანდათან გაანიავა და ოჯახს ხშირად უხდებოდა ერთი სახლიდან მეორეში
გადასვლა ბინის ქირასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ყოველი გადასვლა
კი საყოფაცხოვრებო პირობების გაუარესებას ნიშნავდა. სანამ ასე თუ ისე
ეკონომიურად უკეთ იყვნენ, ოჯახმა შეძლო პატარა ჯეიმზი დუბლინის კლონგოუზ-
ვუდის იეზუიტურ სკოლაში შეეყვანა, რომელიც ელიტარულ სასწავლებლად
ითვლებოდა. მაგრამ სამი წლის შემდეგ ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო
იძულებული გახდნენ, მომავალი მწერალი სკოლიდან გამოეყვანათ. შემდეგ ის ცოტა
ხნით „ქრისტიანი ძმების“ სკოლაში სწავლობდა, ვიდრე კლონგოუზ-ვუდის ყოფილი
რექტორი მამა კონმი, რომელიც ჯოისს ძალიან ნიჭიერ და იმედისმომცემ მოსწავლედ
თვლიდა, მას უფრო პრესტიჟულ - ბელვედერის იეზუიტურ კოლეჯში მოწყობაში არ
დაეხმარა.

თავიდან ჯოისმა ბელვედერის კოლეჯში თავი გამოიჩინა კარგი სწავლით და


ღვთისმოსაობით, რის გამოც იგი წმინდა ქალწულ მერის საძმოს ხელმძღვანელად
აირჩიეს, მაგრამ სქესობრივი მომწიფების ასაკში - 14 წლისას - მას მეძავ ქალთან
ჰქონდა ურთიერთობა, რის გამოც დანაშაულის გრძნობამ შეიპყრო და ეს გრძნობა
უფრო გაუძლიერდა, როცა მამა ჯეიმზ ა. გალენმა ბელვედერის კოლეჯში
სამარხულო ქადაგება ჩაატარა. ჯოისი მღვდელთან წავიდა მოსანანიებლად და
აღსარების სათქმელად. ამის შემდეგ იგი კარგა ხანს გულმოდგინედ ცდილობდა
ეკლესიურად ეცხოვრა, რათა დანაშაული გამოესყიდა. მაგრამ დროთა განმავლობაში
მისი ღვთისმოსაური გზნება შესუსტდა. მან უარყო სასულიერო კარიერა და
სწავლასაც მოუკლო.

1898 წელს დუბლინის საუკეთესო უნივერსიტეტში - ტრინიტი კოლეჯის


უნივერსიტეტში შევიდა, რომელიც 1902 წელს ხელოვნების ბაკალავრის დიპლომით
დაამთავრა.

მომავალი მწერლის ლიტერატურული მიდრეკილებები ძალიან ადრე გამოვლინდა.


დღემდე შემორჩენილია მისი სასკოლო თხზულებები, რომლებშიც დამოუკიდებელი
აზროვნებისკენ სწრაფვა იგრძნობა. თვრამეტი წლის ასაკში იგი „ორკვირეულ
მიმოხილვაში“ აქვეყნებს სტატიას სათაურით „იბსენის ახალი დრამა“ იმ დროისთვის
უკვე სახელგანთქმულ ნორვეგიელ მწერალ ჰენრიკ იბსენზე, რომელიც ჯოისს
იმდენად უყვარდა, რომ ნორვეგიული ენაც კი შეისწავლა, რათა მისი ნაწარმოებები
ორიგინალში წაეკითხა. სტატია იბსენს ძალიან მოეწონა და მას მადლობის წერილით
გამოეხმაურა.

ამ პერიოდში ჯოისი ასევე წერდა პიესებს, ლექსებს და ცდილობდა, კონტაქტი


დაემყარებინა ისეთ გავლენიან ირლანდიელ მწერლებთან, როგორიც იყვნენ ჯორჯ
რასელი, უილიამ ბატლერ იეიტსი, ლედი გრეგორი და სხვები. ამავე დროს
ახალგაზრდა შემოქმედი სამედიცინო კარიერაზეც ფიქრობდა და რადგან
უსახსრობის გამო დუბლინში მედიცინის შესწავლის საშუალება არ ჰქონდა,
გადაწყვიტა პარიზში წასულიყო სასწავლებლად, სადაც იმედი ჰქონდა, რომ ფულს
ინგლისურის მასწავლებლობით იშოვიდა. 1903 წლის აპრილში მას პარიზიდან
დუბლინში დაბრუნება მოუხდა, რადგან შეატყობინეს, რომ დედამისი, რომელსაც
კიბო ჰქონდა, სიკვდილის პირას იყო. აღდგომის კვირაში დედამ სთხოვა მას,
ეკლესიაში აღსარების სათქმელად წასულიყო და ზიარებაც მიეღო. ჯოისმა ეს თხოვნა
არ შეასრულა. ამ დროისთვის მისი რელიგიური რწმენა ძლიერ იყო შერყეული. უნდა
ითქვას, რომ მას მთელი ცხოვრება აწუხებდა თავისი ეს საქციელი და სინდისის
ქენჯნას განიცდიდა. იმავე წლის აგვისტოში დედამისი გარდაიცვალა.

შემდეგი ერთი წელი ჯოისი მუშაობდა ავტობიოგრაფიულ რომანზე „სტივენ გმირი“.


ფიქრობდა მომღერლის კარიერაზეც. ცოტა ხნით ისტორიას ასწავლიდა დოლკის
სკოლაში და რამდენიმე პატარა მოთხრობაც დაბეჭდა ერთ-ერთ ჟურნალში.

1904 წელს მან სასტუმროს მოახლე გოგო - ნორა ბარნაკლი - გაიცნო. მათ ერთმანეთი
შეუყვარდათ და ნორა დათანხმდა ჯოისის წინადადებას, კონტინენტზე წასულიყვნენ
საცხოვრებლად. იმავე წლის ბოლოს მათ ირლანდია დატოვეს და ამის შემდეგ მთელი
ცხოვრება ერთად გაატარეს, თუმცა ქორწინების ოფიციალური რეგისტრაცია
მხოლოდ ოცდაშვიდი წლის შემდეგ - 1931 წელს შედგა. ჯოისებს ორი შვილი -
ჯორჯი (1905) და ლუჩია (1908) შეეძინათ.

თუ არ ჩავთვლით სამ ხანმოკლე ვიზიტს ირლანდიაში, ამის შემდეგ მათ სამშობლოში


აღარ უცხოვრიათ. ტრიესტში და ციურიხში ოჯახს ჯოისი ინგლისურის
მასწავლებლობით არჩენდა. 1907 წელს გამოქვეყნდა მისი ლექსების კრებული
„კამერული მუსიკა“. XIX საუკუნის 90-იანი წლების ლირიკული რომანსების
სტილით დაწერილი ლექსების პაროდირებას ჯოისი უკვე სათაურში ახდენს.
„Chamber music“ კამერულ მუსიკასაც ნიშნავს და ღამის ქოთნის ხმებსაც. კრებულმა
ავტორს საკმაო წარმატება მოუტანა. მას მფარველებიც გამოუჩნდნენ, რამაც
შესაძლებლობა მისცა, წერისთვის მეტი დრო დაეთმო. მისი მოთხრობების კრებული
„დუბლინელები“ 1914 წელს გამოიცა ლონდონში. იმავე წელს ამერიკის
ავანგარდისტული ჟურნალი „ეგოისტი“ იწყებს მწერლის რომანის „ხელოვანის
პორტრეტი ახალგაზრდობისას“ ბეჭდვას, რომელიც ორი წლის შემდეგ - 1916 წელს
წიგნად გამოიცა ნიუ-იორკში. ამ პერიოდში ჯოისი იწყებს „ულისეზე“ მუშაობას. 1920
წლიდან ჯოისების ოჯახი პარიზში გადავიდა, რადგან მეგობრებმა ურჩიეს, რომ
პარიზის ლიტერატურულ ელიტასთან სიახლოვე ხელს შეუწყობდა მისი რთული
შემოქმედების პროპაგანდისა და გამოცემის საქმეს. მართლაც 1922 წელს ამერიკელმა
სილვია ბიჩიმ, რომელსაც პარიზში ბუკინისტური მაღაზია „შექსპირი და კომპანია“
ჰქონდა, ჯოისს შესთავაზა, ამ მაღაზიის სახელით „ულისე“ გამოექვეყნებინა. ის
დათანხმდა და 1922 წლის 2 თებერვალს, ზუსტად იმ დღეს, როცა ჯოისს 40 წელი
შეუსრულდა, „შექსპირი და კომპანიის“ სახელით „ულისე“ ათასცალიანი ტირაჟით
გამოვიდა. ცნობიერების ნაკადის ტექნიკით შესრულებული, ღრმა ქვეტექსტებით და
რთული სიმბოლოებით დატვირთული ნაწარმოები მრავალი თვალსაზრისით ახალი
სიტყვა აღმოჩნდა მსოფლიო ლიტერატურაში. ნაწარმოებს უდიდესი წარმატება ხვდა
წილად, ხოლო მისი ავტორი ეზრა პაუნდთან და ტ. ს. ელიოტთან ერთად
მოდერნიზმის მამამთავრად იქნა აღიარებული.
თავისი ნოვატორული რომანის წარმატებით გამხნევებული ჯოისი ახალი რომანი-
ექსპერიმენტის წერას იწყებს, რომელიც სათაურით „ფინეგანის ქელეხი“ 1937 წელს
გამოიცა. ენობრივმა ექსპერიმენტმა ამჯერად არ გაუმართლა ავტორს. რომანი ძალზე
რთული საკითხავი აღმოჩნდა არა მხოლოდ რიგითი მკითხველებისათვის, არამედ
პროფესიონალი ლიტერატორებისთვისაც კი. ჯოისს ძალზე მძიმედ განუცდია
რომანის წარუმატებლობა. მალე მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო და ჯოისების ოჯახი
იძულებული გახდა, პარიზიდან ციურიხში გადასულიყო. თავისი რომანის
წარუმატებლობით გულდამძიმებული მწერლის სულიერი და ფიზიკური
მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. 1941 წლის 13 იანვარს იგი 59 წლის ასაკში
კუჭის წყლულის მოულოდნელი შეტევით გარდაიცვალა ციურიხის საავადმყოფოში.

ჯოისს პატარაობიდანვე ძალზე სუსტი მხედველობა ჰქონდა. მან თვალის ათზე მეტი
ოპერაცია გაიკეთა და სიცოცხლის ბოლოს თითქმის დაბრმავდა. მას მთელი
ცხოვრება სტანჯავდა აგრეთვე ქალიშვილის - ლუჩიას ავადმყოფობა, რომელიც
შიზოფრენიით იყო დაავადებული და თავისი სიცოცხლე 1982 წელს ფსიქიატრიულ
საავადმყოფოში დაასრულა. მწერალი, რომელსაც მთელი ცხოვრება გაჰყვა
იეზუიტური აღზრდის შედეგად შეძენილი ცრურწმენები, მიიჩნევდა, რომ ლუჩიას
ავადმყოფობა ღვთისგან მოვლენილი სასჯელი იყო მისი რწმენის დაკარგვის გამო.
ჯოისს მამამისის ზოგიერთი სისუსტეც გამოჰყვა - ალკოჰოლისკენ მიდრეკილება და
მფლანგველობა, თუმცა თავისი ოჯახისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა მუდამ
ჰქონდა.

„ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ ავტობიოგრაფიული რომანია. ამგვარი


ნაწარმოები მკითხველის ცნობისმოყვარეობას იმითაც აღვივებს, რომ მას ინტერესი
უჩნდება, გაიგოს ესა თუ ის თავგადასავალი მართლა გადახდა თავს ავტორს, თუ
მხოლოდ მხატვრული გამონაგონია. თანამედროვეთა მოგონებების მიხედვით,
პატარა ჯეიმზი სულაც არ ჩანს სტივენივით მელანქოლიური და საკუთარ თავში
ჩაკეტილი. პირიქით, მოძრავი, ცოცხალი ბავშვი ყოფილა. ამას ისიც ადასტურებს,
რომ შინაურები მას მხიარულ ჯეიმზს ეძახდნენ თურმე პატარაობისას. „პორტრეტის“
მიხედვით, კლონგოუზ ვუდის კოლეჯის სასპორტო მოედანზე თამაშისას სტივენი
გამოიყურება სუსტ და გაუბედავ ბავშვად, რომელიც ცდილობს, ბურთისთვის
ბრძოლას თავი აარიდოს. თვით ჯოისს კი სპორტულ შეჯიბრებებში პრიზებიც აქვს
მიღებული ბავშვობისას. არც მამასთან ერთად კორკში მოგზაურობას მოუხდენია
მასზე ისეთი მძიმე შთაბეჭდილება, როგორც ნაწარმოების მიხედვით სტივენზე
მოახდინა. მწერლის უმცროსი ძმა, სტანისლოს ჯოისი იგონებს, რომ ჯეიმზი
მხიარულად ჰყვებოდა კორკში მოგზაურობის თავგადასავლებს. წვეულებებზეც
ყოველთვის სუფრის სული და გული ყოფილა თავისი იუმორითა და სიმღერებით.
ჯოისის იუმორი ახსოვთ ასევე მისი სტუდენტობის მეგობრებს. ისინი იგონებენ, რომ
ერთხელ ახალგაზრდა მომვლელ ქალს, რომელიც ქუჩაში ცარიელ საბავშვო ეტლს
მიაგორებდა, ჯოისი ეტლში ჩახტომია და უკითხავს - სანამდე გვაქვს ერთი გზაო.
ასეთი რამ კი გოროზი სტივენისგან ნაკლებ მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო. ასე,
რომ როგორც ჯოისის ბიოგრაფოსები და თანამედროვეები აღნიშნავენ, ჯეიმზი
ბევრად უფრო ხალისიანი და ენერგიული ყოფილა ბავშვობისას და სიჭაბუკისას,
ვიდრე მისი ლიტერატურული ორეული სტივენი. ამით იმის თქმა გვინდა, რომ
სტივენის სრული გაიგივება ავტორთან მაინც არ შეიძლება, თუმცა რასაკვირველია,
მსგავსება ძალიან არსებითია. თვითონ ჯოისი აღნიშნავდა, რომ ამ რომანით მას
სურდა ეჩვენებინა ხელოვანის სახე ზოგადად, თანაც მისი განვითარების გარკვეულ
ეტაპზე - ახალგაზრდობისას. ცნობილია რომ, როცა მასთან ვინმე ამ რომანს
შემოკლებით „ხელოვანის პორტრეტად“ მოიხსენიებდა, ჯოისი ყოველთვის
დაამატებდა ხოლმე „ახალგაზრდობისას“. იგი „პორტრეტს“ თავის ახალგაზრდობის
წიგნად თვლიდა, მოწიფულობის წიგნად კი „ულისე“ მიაჩნდა.

ინტერესმოკლებული არ იქნება, თუ აღვნიშნავთ, რომ „პორტრეტს“ წინ უსწრებდა


ზემოთ გაკვრით ხსენებული ავტობიოგრაფიული რომანი „სტივენ გმირი“, რომელიც
პირველად მხოლოდ მწერლის სიკვდილის შემდეგ, 1944 წელს გამოიცა.
„პორტრეტთან“ შედარებით ამ ნაწარმოების სტილი უფრო სწორხაზოვანია, რომანი
გაცილებით დიდი მოცულობისაა და მასში უფრო დეტალურადაა ნაჩვენები
სტივენის, როგორც ხელოვანის ჩამოყალიბების პროცესი, მაგრამ მხატვრული
ოსტატობის თვალსაზრისით „სტივენ გმირი“ „პორტრეტს“ ბევრად ჩამოუვარდება და
ეს უკანასკნელი მის უფრო დახვეწილ და სრულყოფილ ვარიანტად შეიძლება
მივიჩნიოთ.

„პორტრეტის“ დაწყებამდე მწერალს სტანისლოსისთვის უთქვამს, რომ იგი აპირებდა


დაეწერა რომანი, რომელიც თხრობის ტექნიკის თვალსაზრისით „ახლას“ ნაკადი
იქნებოდა. მართლაც, ნაწარმოებში თითქმის ყველაფერი „აქ“ და „ახლა“ -
მკითხველის თვალწინ ხდება. მწერალი კი არ გვიყვება თავის მთავარ გმირზე,
არამედ გვიჩვენებს მას, ცდილობს მონაწილე გაგვხადოს იმ შინაგანი სულიერი
პროცესებისა, რომლის შედეგად იბადება ესა თუ ის ფიქრი და გრძნობა. რომანში
ავტორის მთელი ყურადღება მიპყრობილია გმირის სულიერი სამყაროს კვლევისაკენ.
ყველა დანარჩენი პერსონაჟი მწერალს იმდენად აინტერესებს, რამდენადაც ის
მთავარი გმირის შინაგანი სამყაროს გახსნას ემსახურება. გარე სამყაროს ჩვენ
სტივენის ცნობიერების პრიზმაში გარდატეხილს ვხედავთ, სტივენისა, რომელსაც
ჩვილობის ასაკში ვეცნობით და ვტოვებთ უკვე უნივერსიტეტდამთავრებულს, როცა
იგი ირლანდიიდან გამგზავრებას აპირებს. ამ შუალედში ჩვენ თვალწინ
კალეიდოსკოპურად გაიელვებს სტივენის ბავშვობის, ყრმობისა და სიჭაბუკის
რამდენიმე ეპიზოდი, თვით ავტორის განცდილი და მხატვრულად გარდაქმნილი
„მოგონებების მაღლობები“ ანუ „რაც ერთხელ ცხოვლად სულს“ დასჩენია. მწერალი
დაინტერესებულია მთავარი გმირის ფსიქოლოგიური ევოლუციის ჩვენებით, რაც
თავისთავად მეტად მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის თვით ავტორის
ფსიქოლოგიური ევოლუციის და მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების შესახებ.
ჯოისი გვიჩვენებს სტივენის ბრძოლას იმ რუტინული საზოგადოებრივი
ატმოსფეროს წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს დაიმსგავსოს, თავის თარგზე
გამოჭრას იგი. კორკში მოგზაურობისას თავის წარსულზე შეყვარებული მამის
დარიგებები მას უაზრო, გაბმულ გუგუნად ჩაესმის და უკვე ამ ასაკში იცის, რომ მამის
გზა არ არის მისი გზა. ამაოდ ჩაივლის იეზუიტი აღმზრდელების მრავალწლიანი
ღვწა და დედის რჩევებიც. სტივენი უარყოფს სასულიერო კარიერასაც. ამხანაგებსაც
არ მოსწონთ, რომ სტივენი მათგან განსხვავებულია და მის „მოქცევას“ ცდილობენ.
„გახდი ერთ-ერთი ჩვენგანი“ მიმართავს სტივენს მისი სტუდენტობის მეგობარი
დავინი. სტივენს ფიზიკური ძალადობისა და დამცირების გადატანის ფასად უწევს
საკუთარი აზრისა და გემოვნების დაცვა თანაკლასელი ჰერონისა და მისი ორი
კომპანიონისაგან, რომლებიც ცდილობენ ათქმევინონ, რომ ბაირონი არ არის
საუკეთესო პოეტი. უფრო მოგვიანებით ის უარს ამბობს შეუერთდეს ეროვნული
აღორძინების მოძრაობას, რომელმაც იმ დროს მთელი ირლანდია მოიცვა. „თქვენ
გაქვთ უფლება თქვენი გზით იაროთ. მეც ნება მომეცით, ჩემი გზით ვიარო“, ეუბნება
სტივენი ამხანაგებს. ეს „საკუთარი გზით სიარული“ მისთვის ირლანდიის მიტოვება
აღმოჩნდა, ისევე, როგორც თვითონ ჯოისისათვის.

ირლანდიიდან წასვლა საკვანძო მომენტი იყო ჯოისის ცხოვრებაში. ერთი შეხედვით


პარადოქსია, რომ მწერალი, რომლის შემოქმედების თემა მხოლოდ ირლანდია და
ირლანდიელი ხალხი იყო, ვინც ამბობდა, რომ თხემით ტერფამდე ირლანდიელია და
კითხვაზე - „როდის დაბრუნდები ირლანდიაშიო“, პასუხობდა, რომ არასოდეს
მიუტოვებია იგი, 22 წლის ასაკში ტოვებს ირლანდიას და თავისი ცხოვრების
თითქმის ორ მესამედს ნებაყოფლობით ემიგრაციაში ატარებს.

ჯოისის ამ გადაწყვეტილებას მრავალი მიზეზი ჰქონდა. ამ მიზეზებში გასარკვევად


შევეცადოთ, ცოტა უფრო ღრმად ჩავიხედოთ იმდროინდელი ირლანდიის
სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

1800 წელს უნიის აქტით ირლანდია ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ნაწილი


გახდა და მისი დამოუკიდებელი პარლამენტი გაუქმდა. მთელი XIX საუკუნის
განმავლობაში ირლანდია თვითმმართველობის აღდგენისათვის იბრძოდა. 70-80-იან
წლებში ამ მოძრაობის ლიდერი ჩარლზ პარნელი (1846-1891) იყო. „არ შეიძლება
ვუყუროთ ირლანდიას, როგორც ინგლისის გეოგრაფიულ ნაწილს. ირლანდია არ
არის გეოგრაფიული ნაწილი, იგი ერია“ - წერდა პარნელი. მისი ბრძოლის საბოლოო
მიზანი თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა იყო. ის უდიდესი პოპულარობით
სარგებლობდა ირლანდიის მოსახლეობაში და „უგვირგვინო მეფესაც“ კი
უწოდებდნენ. მაგრამ მტრებმა ისარგებლეს გათხოვილ ქალთან - კიტი ო’შისთან
პარნელის სასიყვარულო ურთიერთობით, საბირჟო მაქინაციებიც დასწამეს და მის
წინააღმდეგ ფართო კამპანია გააჩაღეს, რაშიც განსაკუთრებით ირლანდიის
კათოლიკური ეკლესია აქტიურობდა. ეკლესიის პოზიციამ გადამწყვეტი როლი
ითამაშა. პარნელის მტრებმა საწადელს მიაღწიეს. პარნელს ბევრმა თანამებრძოლმა
შეაქცია ზურგი. ამის შემდეგ ის მალე გარდაიცვალა და ირლანდიელთა ბრძოლა
დამოუკიდებლობისთვის ერთხანს შესუსტდა.

ჯერ კიდევ ცხრა წლის ასაკში პატარა ჯეიმზმა პარნელს ლექსი უძღვნა.
„პორტრეტში“ აღწერილი საშობაო სცენა ახლოს არის რეალურთან. მეზობლები
იხსენებდნენ, რომ ჯოისების სახლიდან ხშირად ესმოდათ ხმამაღალი, შეხლა-
შემოხლაში გადასული დავები პოლიტიკის შესახებ. ასე, რომ პოლიტიკა ადრე შეიჭრა
მომავალი მწერლის ცხოვრებაში და ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც მან ირლანდიას
წაუყენა ემიგრაციაში წასვლისას, ის იყო, რომ ირლანდიამ მისთვის თავდადებულ
გმირს უღალატა. ამ განწყობილებას გამოხატავს სტრიქონები მისი ახალგაზრდობის
დროინდელი სარკასტული ლექსიდან: ეს ტურფა მხარე, გამუდმებით იყო რომელიც

თავის მწერალთა, ხელოვანთა დევნის მდომელი.

ირლანდიური მხიარული გზნებით სულისა

იგი ზედიზედ ღალატობდა ლიდერებს თვისას.

ირლანდიური იუმორით მშრალით და სველით


მხურვალე კირი შეაყარეს თვალებს პარნელის.[1]

XIX საუკუნის ბოლო და XX-ის დასაწყისი ირლანდიაში გელური აღორძინების


მოძრაობის გააქტიურებით აღინიშნა. მას ინტელიგენციაც შეუერთდა.
ლიტერატურაში ამ მიმართულების მიმდევრები წარსულის რომანტიზირებას,
შელამაზებას ცდილობდნენ. ჯოისი მკვეთრად გაემიჯნა წარსულისადმი ამგვარ
აპოლოგეტურ დამოკიდებულებას და იმ ირლანდიელ მწერლებთან
დაპირისპირებული აღმოჩნდა, რომლებიც ამ მოძრაობას მიემხრნენ.

1904 წელს დუბლინში ლიტერატურული თეატრი გაიხსნა. მისმა მესვეურებმა


მიზნად დაისახეს ირლანდიელი ავტორების ირლანდიურ თემაზე დაწერილი
ნაწარმოებების დადგმა. ჯოისმა გაილაშქრა ასეთი კარჩაკეტილობის წინააღმდეგ.
პამფლეტში - „ბრბოსთან ლაციცი“ მან მძაფრად გააკრიტიკა ირლანდიის
ლიტერატურული თეატრი, რადგან იქ, მისი აზრით, ვულგარული ნაციონალიზმით
გაჟღენთილი სპექტაკლები იდგმებოდა და მას ევროპაში ყველაზე ჩამორჩენილი
თეატრი უწოდა. ჯოისს აუცილებლად მიაჩნდა თეატრის რეპერტუარში ევროპული
დრამატურგიის საუკეთესო ნიმუშების შეტანა. მიუხედავად ასეთი მძაფრი ტონისა,
მას არავინ გამოხმაურებია, ეტყობა ძალიან ახალგაზრდად მიიჩნიეს საიმისოდ, რომ
მისი აზრისთვის ანგარიში გაეწიათ. მაშინ განაწყენებული ჯოისი შინ ეწვია უკვე
სახელგანთქმულ მწერალს, იეიტსს. ეტყობა მათ საერთო ენის გამონახვა გაუჭირდათ,
რადგან ამ ვიზიტის შემდეგ ჯოისმა ნაციონალურ პოეტზე, რომელიც მაშინ მხოლოდ
39 წლის იყო, თქვა: - ის ზედმეტად ხნიერია საიმისოდ, რომ რაიმე ეშველოსო. იეიტსი
კი ჯოისზე ამბობდა: „დავიცადოთ, სანამ გაირკვეოდეს იგი შადრევანია თუ
დაგროვილი წყლის გუბურაო“. იეიტსი ჯოისზე სულ 17 წლით იყო უფროსი, მაგრამ
მსოფლმხედველობრივად რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე იდგა. მას
სჯეროდა ანტიკური გმირებისა და სურდა ანტიკური სული კვლავ გაეღვიძებინა
ირლანდიაში. ჯოისი ამ საკითხს სხვაგვარად უყურებდა. „ძველი ირლანდია
მკვდარია ისე, როგორც ძველი ეგვიპტე. მისი სიკვდილის სიმღერა უკვე ნამღერია და
მის საფლავზე ჯვარია აღმართული“ - წერდა იგი. ამიტომ ჯოისისთვის აღორძინება
ჩანასახშივე ანაქრონიზმი და ყალბი მცდელობა იყო ძველი გელური კულტურის
აღდგენისა, რომელიც უცხო და მიუღებელი იქნებოდა თანამედროვე ადამიანის
ცნობიერებისათვის. ესსეში „ირლანდიელი პოეტი“ ის აღნიშნავდა, რომ „როცა
მწერალი პატრიოტიზმს ჩაუგდია ხელში, ის ყველაფერს აუფასურებს“, ჯოისი
იეიტსს მაღალ შეფასებას აძლევდა, როგორც ხელოვანს, მაგრამ მიაჩნდა, რომ ის არ
ამბობდა იმ სიმართლეს, რომელიც ირლანდიელ ხალხს სჭირდებოდა. იეიტსს და
სხვა პატრიოტ მწერლებს, მისი აზრით, შეეძლოთ უკეთ ეწერათ, მაღალფარდოვანი
სიტყვების გავლენის ქვეშ რომ არ მოქცეულიყვნენ, სიტყვებისა, რომელთაც მხოლოდ
უბედურება მოაქვთო. თანამედროვე ირლანდიელი მწერლები, მისი აზრით,
პატრიოტიზმით იყვნენ დაბრმავებულნი და სასაცილო მითებს განადიდებდნენ,
სილამაზე მომავალში იყო საძებნი და არა წარსულში. ხელოვანის არეალი
ჩვეულებრივის აღწერა უნდა ყოფილიყო, ხოლო სენსაციური და ჰეროიკული თემები
ჟურნალისტებისთვის დაეთმოთ. ლიტერატურას უნდა აღეწერა ისეთი ჩვეულებრივი
ამბავი, როგორიცაა ის, რომ „ძაღლმა უკბინა ადამიანს“, ხოლო თუ „ადამიანმა უკბინა
ძაღლს“, ამაზე ჯობდა ჟურნალისტებს ეწერათ. განსხვავებული იყო ჯოისის
დამოკიდებულება ჰეროიკულისადმიც - გმირებს თიხის ფეხები აქვთო - ამბობდა.
ერთ-ერთ წერილში სტანისლოსს წერდა: „ხომ არ მიგაჩნია, რომ ჰეროიკულის ძიება
ფრიად ვულგარული რამ არის. მე მჯერა, და ყოველთვის მჯეროდა, რომ ჰეროიზმის
მთელი სტრუქტურა იყო და არის სიცრუე“. ჯოისმა გაილაშქრა კუხულაინის -
ირლანდიის ეპოსის გმირის - კულტის წინააღმდეგ. კუხულაინი, თქმულებების
მიხედვით, მომხვდურთაგან იცავდა ირლანდიას. ცენტრალური თემა იმ
ნაწარმოებებისა, რომლებიც ლიტერატურულ თეატრში იდგმებოდა, კუხულაინის
გმირული ბრძოლების აღწერა იყო. ჯოისს სჯეროდა, რომ ეს ნაწარმოებები არ
ასახავდნენ ირლანდიელი ხალხის ჭეშმარიტ ხასიათს. მისი აზრით, ირლანდიელები
უწყინარი, მშვიდი ბუნების ხალხი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 1169 წლიდან
მოყოლებული მტრის შემოსევას განიცდიდნენ, მათ ვერ შეძლეს მეტ-ნაკლებად მაინც
ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა (მართლაც მოგვიანებით, 1916 წლის
ცნობილ აჯანყებასაც არ ჰქონდა მასობრივი მხარდაჭერა). სწორედ თანამედროვე
ირლანდიელთა ხასიათის შეუსაბამობა მათი შორეული წინაპრების მებრძოლ
ბუნებასთან იწვევდა ჯოისის ირონიას ირლანდიური აღორძინების მიმართ. მან
მიატოვა გელური ენის კლასი, როცა დაინახა, რომ მასწავლებელი ისე არ შეაქებდა
ირლანდიულ ენას, რომ ზედ ინგლისური ენის ლანძღვა არ მიეყოლებინა. ერთგვარი
პარადოქსია, რომ მწერალი, რომელიც პოლიგლოტი იყო და ოცზე მეტი ენა იცოდა,
ირლანდიურს აღარასოდეს მიბრუნებია.

როსტომ ჩხეიძე თვლის, რომ არსებობს წინააღმდეგობა ჯოისის პარნელისადმი


დამოკიდებულებასა და გელური აღორძინების მიმართ დამოკიდებულებას შორის.
ესსეში „ჯერ ირლანდია, სტივი“ როსტომ ჩხეიძე წერს: „თითქოს უცნაურია, ასე
განსაკუთრებულად რომ განიცადა ჯოისმა პარნელის ბედი. ირლანდიელთა
ეროვნული გმირი ხომ იმ იდეალის ხორცშესხმას მიელტვოდა, რაც თანადროული
ევროპისათვის გაუგებარი გამხდარიყო - ეროვნულ თავისუფლებას. რაც პარნელს
სწამდა, არ სწამდა ჯოისს და რაც ჯოისს ახსნა ეგონა, პარნელის მსოფლაღქმით
დაბნეულობას ნიშნავდა. ასე, რომ ჯოისი დიდად კმაყოფილიც კი უნდა ყოფილიყო
პარნელის გარდუვალი დამარცხებით. როსტომ ჩხეიძე ამ წინააღმდეგობას ამგვარად
ხსნის - „იგი (ჯოისი - გ. ბ.) ეტყობა ძლიერ მოხიბლა პარნელის თავშეწირვამ თავისი
იდეისა და მრწამსისათვის და ვინ იცის შენატროდა, ნეტა, მეც ასე შემეძლოს თავის
გადადება ჩემი მრწამსისათვისო. თუ არა ეს, სხვაგვარად როგორ გინდა ახსნა
მწერლის უცნაური გაორება - იდეის ათვალისწუნება და მისი ყველაზე ერთგული
მიმდევრის მიმართ ღრმა თანაგრძნობა და მოწიწება?!“

ჩვენი აზრით, შესაძლოა ჯოისს სულაც არ ჰქონდა ირლანდიის განთავისუფლების


იდეა ათვალწუნებული. იგი ხომ მთელი თავისი შემოქმედებით ირლანდიელთა
ცნობიერების გაღრმავებას და შინაგან გათავისუფლებას ცდილობდა, ეს კი
პირდაპირი გზაა ეროვნული თავისუფლებისკენ.

ჯოისს სჯეროდა, რომ მწერლის მოვალეობა იყო, უმალ შეურაცხყოფა მიეყენებინა


ნაციონალური კუდაბზიკობისათვის, ვიდრე აჰყოლოდა მას. თავის ნაწარმოებებით
სურდა, შოკი მოეგვარა მკითხველისათვის და მათი მძინარე ცნობიერება
გაეღვიძებინა, რადგან თვითკმაყოფილება, მისი აზრით, სიკვდილს ნიშნავდა
ერისთვისაც ისევე, როგორც ცალკეული ადამიანისათვის ნიშნავს. მას მიაჩნდა, რომ
რაღაც კუხულაინის კოდექსზე უფრო ფასეულის შეთავაზება შეეძლო თავისი
ერისათვის. ჯოისმა ჯერ კიდევ „დუბლინელებში“ გააცამტვერა მებრძოლი
ირლანდიელების მითი და დახატა ისინი წყნარ, დამყოლ, გაჭირვების ამტან, თუმცა
გამჭრიახ ხალხად. დუბლინი, მისი აზრით, იყო ჩახუთული, ავადმყოფური ოთახი,
სადაც თითქმის ყველანი შეთქმულიყვნენ, რომ ფანჯრები არ გაეღოთ და სუფთა
ჰაერი არ შემოეშვათ. ის ირლანდიას დაავადებულად თვლიდა და ისე შორსაც კი
მიდიოდა, რომ ამბობდა, ირლანდია ჩემი პაციენტიაო. ერთ-ერთი გამომცემლისთვის,
რომელმაც „დუბლინელების“ გამოცემაზე უარი უთხრა, ჯოისს უთქვამს - „შენ
ირლანდიის ჩამორჩენილობას უწყობ ხელს, როცა უარს ამბობ ჩაახედო ისინი ჩემ
მიერ კარგად გაპრიალებულ სარკეშიო“. მოგვიანებით, იმავე გამომცემლისადმი
მიწერილ წერილში ჯოისი „დუბლინელებს“ აფასებს, როგორც პირველ ნაბიჯს მისი
ქვეყნის სულიერი გათავისუფლებისაკენ.

ასეთი უკომპრომისოა ჯოისი, როგორც მწერალი, მაგრამ ადამიანურად მისთვის


სენტიმენტებიც არ არის უცხო. 1906 წელს ის სტანისლოსს სწერდა: „დროდადრო
ვიხსენებ რა ირლანდიას, მე ვფიქრობ მის მიმართ დაუმსახურებლად მკაცრი ვიყავი.
მე სრულებით ვერ გადმოვეცი დუბლინის მთელი ხიბლი, ვერ გადმოვეცი მისი
გულისამაჩუყებელი პროვინციალობა, მისი სტუმართმოყვარეობა“.

საერთოდ კი, ჯოისის ირლანდიისადმი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება


მთლად ირლანდიის „ბრალიც“ არ იყო. ჯოისი კრიზისული ეპოქის უკიდურესად
ინდივიდუალისტი, ტრადიციული ღირებულებების უარმყოფელი ხელოვანია. მას
არა მხოლოდ ირლანდია, არამედ ზოგადად ადამიანური ყოფა არ მოსწონს. ამას
მოწმობს თუნდაც 1904 წელს ნორა ბარნაკლისადმი მიწერილი წერილი: „ჩემი გონება
უარყოფს ყველა არსებულ წყობას და ქრისტიანობას. მე ერთნაირად მეზიზღება ჩემი
ოჯახი, მიღებული მორალური ნორმები, სოციალური იერარქია და რელიგიური
დოქტრინები“.

ჯოისის ერთადერთი პიესა „გაძევებულნი“, რომელიც 1914-1915 წლებში დაიწერა,


მოგვითხრობს ნახევრად ავტობიოგრაფიული პერსონაჟის, მწერალ რიჩარდ რაუენის
რთულ ურთიერთობებზე მის ცოლთან - ბერტასთან, სიყრმის მეგობართან - რობერტ
ჰენდთან და ახალგაზრდობისდროინდელ შთაგონებასთან - ბეატრიჩე ჯასტისთან.
კლასიკური სამკუთხედი აქ ოთხკუთხედითაა შეცვლილი. რაუენი ცდილობს
განთავისუფლდეს დრომოჭმული მორალური პირობითობებისგან. ამ ფონზე ჯოისი
იკვლევს ადამიანის ღირსების და თავისუფლების საკითხს.

აღსანიშნავია, რომ ჯეიმზ ჯოისის ეს ორი ნაწარმოები - „ხელოვანის პორტრეტი


ახალგაზრდობისას“ და „გაძევებულნი“ დაიწერა მის ორ უმნიშვნელოვანეს წიგნს -
„დუბლინელებსა“ და „ულისეს“ შორის.

გია ბერაძე

ხელოვანის პორტრეტი
ახალგაზრდობისას
„Et ignotas animum dimittit in artes“.[2]
1

ერთხელ, უხსოვარ დროში და ძალიან კარგ დროში, ერთი ბოჩოლა გზას მიუყვებოდა.
და სწორედ ის ბოჩოლა, გზას რომ მიუყვებოდა, მშვენიერ პატარა ბიჭუნას შეხვდა,
სახელად ნამცეცას.

მამა უყვებოდა ამ ამბავს. მამა უცქერდა სათვალიდან. თმიანი სახე ჰქონდა.

ნამცეცა ის იყო. ბოჩოლა იმ გზას მიუყვებოდა, სადაც ბეტი ბირნი ცხოვრობდა. ის


ლიმონის ყინულკარამელებს ჰყიდდა.

ო, ველური ვარდი ჰყვავის, პატარა მწვანე მდელოზე.

ის მღეროდა ამ სიმღერას. ეს მისი სიმღერა იყო.

ო, წვანე ვალდი კვავის

როცა ჩაისველებ, საწოლი ჯერ თბილია, შემდეგ ცივდება. დედამ საფენი


გამოუცვალა. მას უცნაური სუნი ჰქონდა.

დედას უკეთესი სუნი ჰქონდა, ვიდრე მამას. დედა პიანინოზე უკრავდა მეზღვაურის
მელოდიას, რომ მამას ეცეკვა. მამა ცეკვავდა.

ტრალალა ლალა

ტრალალა ტრალალიადი

ტრალალა ლალა

ტრალალა ლალა

ძია ჩარლზმა და დანტემ ტაში დაუკრეს. ისინი მამაზე და დედაზე უფროსები იყვნენ.
ძია ჩარლზი კი დანტეზე უფროსი იყო.

დანტეს ორი ჯაგრისი ჰქონდა კედლის განჯინაში. ერთი,


ყავისფერხავერდგადაკრული, მაიკლ დევიტის[3] სახელზე, მეორე - მწვანე
ხავერდგადაკრული კი - პარნელის სახელზე[4]. ყოველთვის, როცა პაპიროსის
ქაღალდს მიუტანდა, დანტე პიტნის ყინულკარამელებს აძლევდა.

ვანსები შვიდ ნომერში ცხოვრობდნენ. მათ სხვა დედა და მამა ჰყავდათ. ისინი
ეილენის დედა და მამა იყვნენ. როცა გაიზრდებოდნენ, ის ეილენს შეირთავდა.
მაგიდის ქვეშ დაიმალა.

დედამ თქვა: - ოჰ, სტივენი ბოდიშს მოიხდის.

დანტემ თქვა: - თუ არ მოიხდის, არწივები მოფრინდებიან და თვალებს


ამოკორტნიან[5].

თვალებს ამოკორტნიან, ბოდიშს მოიხდის, ბოდიშს მოიხდის, თვალებს


ამოკორტნიან.
ბოდიშს მოიხდის, თვალებს ამოკორტნიან, თვალებს ამოკორტნიან, ბოდიშს
მოიხდის.

დიდი სათამაშო მოედანი ბიჭებით იყო სავსე. ყველანი ყვიროდნენ: აღმზრდელები კი


მათ ხმამაღლა ამხნევებდნენ. საღამოს ჰაერი უფერული და გრილი იყო.
ფეხბურთელების ყოველი შეტევის და დარტყმის შემდეგ გაზინთლული ტყავის
ბურთი მძიმე ჩიტივით გაიელვებდა ხოლმე ნაცრისფერ სინათლეში. მას თავისი
გუნდის განაპირას ეჭირა ადგილი, რათა აღმზრდელებს თვალში არ მოხვედროდა და
უხეში ფეხები აერიდებინა. დროდადრო თავს ისე აჩვენებდა, თითქოს დარბოდა.
გრძნობდა თავის პატარა, სუსტ სხეულს მოთამაშეების გროვაში. თვალებიც სუსტი
და წყლიანი ჰქონდა. როდი კიკჰემი სხვა იყო. მესამე გუნდის კაპიტანი გახდებაო,
ბიჭები ამბობდნენ.

როდი კიკჰემი კარგი ბიჭია, მყრალა როუჩი კი დამპალი ვინმეა. როდი კიკჰემი
სამუხლეებს თავის კარადაში ინახავს, ტკბილეულის კალათას კი - სასადილოში.
მყრალა როუჩს დიდი ხელები აქვს. სამარხვო პუდინგს ტკბილ პუდინგს ეძახის.

ერთხელ მან ჰკითხა: - რა გქვია?

სტივენმა უპასუხა: - სტივენ დედალოსი.[6]

მყრალა როუჩმა კი თქვა: - ეს რა სახელია?

და რადგან სტივენმა ვერ უპასუხა, მყრალა როუჩმა ჰკითხა: - მამაშენი რას


წარმოადგენს?

სტივენმა უპასუხა: - ჯენტლმენია.

შემდეგ მყრალა როუჩმა ჰკითხა: - მომრიგებელი მოსამართლეა?

ის, კვლავ გუნდისაგან გამონაპირებული, დროდადრო ყასიდად იქვე გარბი-


გამორბოდა. სიცივისაგან დალურჯებული ხელები ქამრიანი, ნაცრისფერი ქურთუკის
ჯიბეში ეწყო. ქამარი ისაა, ჯიბეებს ზემოთ რომ აქვს შემოჭერილი. ჩხუბში კი ვიღაცის
აჭრელებას ნიშნავს. ერთხელ ერთმა ბიჭმა კენტუელს უთხრა: - მე შენ ეგრევე ქამრით
აგაჭრელებ.

კენტუელმა უპასუხა: - წადი, შენი ტოლი ნახე. სესილ სანდერი ააჭრელე ქამრით.
ერთი დამანახა როგორ ამოგაპანღურებს.

არ არის კარგი ასეთი სიტყვები. დედამ უთხრა, კოლეჯში უზრდელ ბიჭებს ნუ


დაელაპარაკებიო. რა ლამაზია დედა. პირველ დღეს კოშკის მისაღებში, როცა
ემშვიდობებოდა, დედამ პირბადე აიწია, რომ მისთვის ეკოცნა. ცხვირი და თვალები
ასწითლებოდა. მაგრამ მან თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ვერ მიხვდა, რომ დედა საცაა
ატირდებოდა. დედა ლამაზია, მაგრამ როცა ტირის, ისე ლამაზი აღარ არის. მამამ
ხუთშილინგიანი მისცა ჯიბის ფულად, თან დაარიგა, თუ რამე დასჭირდებოდა,
მისთვის მიეწერა და მეგობარი არასოდეს დაებეზღებინა. შემდეგ კოშკის კარებთან
რექტორმა დედას და მამას ხელი ჩამოართვა, სუტანას ნიავი უფრიალებდა, და
მშობლები ეტლმა წაიყვანა. ისინი ეტლიდან ხელს უქნევდნენ და ყვიროდნენ: -
ნახვამდის სტივენ, ნახვამდის!

- ნახვამდის სტივენ, ნახვამდის!

ბურთთან ახლოს, თამაშის შუაგულში აღმოჩნდა და ტალახიანი ფეხსაცმელებისა და


ანთებული თვალებისაგან შეშინებული დაიხარა, რომ ბიჭების ფეხებს შორის
გაეხედა. ისინი ჩხუბობდნენ და ხვნეშოდნენ, ფეხებს იქნევდნენ და აბაკუნებდნენ,
ხანაც ერთმანეთს ურტყამდნენ. შემდეგ ჯეკ ლოუტონის ყვითელმა ფეხსაცმელებმა
მოიცილა ბურთი და ყველა ფეხი და ფეხსაცმელი მას გაეკიდა. ცოტა გაირბინა და
შეჩერდა. სირბილს აზრი არ ჰქონდა. მალე ყველანი სახლებში წავლენ. არდადეგები
იწყება. ვახშმის შემდეგ ის საკლასო ოთახში მერხზე მიკრულ წარწერას
სამოცდაჩვიდმეტს სამოცდათექვსმეტით შეცვლის. ამ სიცივეში ყურყუტს საკლასო
ოთახში ყოფნა სჯობდა ახლა. ცა უფერული და ცივია, კოშკში[7] კი სინათლე ენთო.
ფიქრობდა იმაზე, რომელი ფანჯრიდან გადმოაგდო ჰამილტონ როუენმა[8] თავისი
ქუდი და ყვავილების მწკრივები მაშინაც თუ იყო ფანჯრების ქვეშო. ერთხელ კოშკში
დაუძახეს და მსახურმა ხის კარებზე ჯარისკაცების სროლის შედეგად დარჩენილი
ნატყვიარები უჩვენა. ფხვნილმოყრილი ორცხობილაც მისცა, თემის წევრები[9] რომ
მიირთმევდნენ, ისეთი. სიამოვნებას და სითბოს გრძნობ, როცა განათებულ კოშკს
უყურებ. რაღაცით წიგნის თვალიერებას ჰგავს. შესაძლოა ლესტერის სააბატო იყო
ასეთი. რა მშვენიერი ფრაზებია დოქტორ კორნუელის სახელმძღვანელოში,[10]
ლექსებს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში წინადადებებია, რომლებიც სწორად წერას
გასწავლიან.

უოლსი ლესტერის სააბატოში მოკვდა,[11]

სადაც აბატებმა დაკრძალეს.

ჭიაღუები მცენარეებს ჭამენ, კიბო კი ცხოველებს.

კარგია ახლა ბუხრის წინ, ხალიჩაზე თავქვეშხელამოდებული წოლა და იმ


წინადადებებზე ფიქრი. ისე შეკრთა, თითქოს ცივი, ბლანტი სითხის შეხება იგრძნო.
უსინდისოდ მოიქცა უელსი, როცა ის ტუალეტის ორმოში ჩააგდო, იმის გამო, რომ
თავისი ბურნუთის პატარა კოლოფი იმ კამათელში არ გაუცვალა, რომელიც უელსმა
კოჭის თამაშში ორმოცჯერ მოიგო. როგორი ცივი და ბლანტი იყო წყალი. ადრე ერთმა
ბიჭმა დაინახა, რომ დიდი ვირთხა ჩახტა იმ წუმპეში. დედა დანტესთან ერთად
ბუხართან იჯდა და ელოდა ბრიჯიდს, რომელსაც ჩაი უნდა შემოეტანა. დედას
ფეხები ბუხრის ცხაურზე ეწყო. მისი მძივებჩაკერებული ფლოსტები ცეცხლს
გაეხურებინა და საამო, თბილი სუნი ასდიოდა. დანტემ ბევრი რამ იცოდა. მან
ასწავლა, სად მდებარეობს მოზამბიკის სრუტე, რომელია ამერიკის უგრძესი მდინარე
და რა ჰქვია მთვარის ყველაზე მაღალ მთას. მამა არნოლმა დანტეზე მეტი იცის,
რადგანაც ის მღვდელია, მაგრამ ძია ჩარლზიც და მამაც ამბობენ, დანტე ჭკვიანი და
ნაკითხი ქალიაო. ხანდახან, ჭამის შემდეგ, დანტე რაღაც ხმებს გამოსცემს და ხელები
პირთან მიაქვს. ეს გულძმარვაა.

სათამაშო მოედნის ბოლოდან ვიღაცამ დაიყვირა: - ყველანი შინისაკენ!

შემდეგ მათ ყვირილს უმცროსკლასელების შეძახილებიც შეუერთდა: - ყველანი


შინისაკენ, შინისაკენ!
გაწითლებული და დატალახიანებული მოთამაშეები შეჯგუფდნენ. ისიც მათ შორის
იყო და უხაროდა, რომ შინ მიდიოდნენ. როდი კიკჰემს გაზინთლულ თასმაზე
ჩამოკონწიალებული ბურთი ეჭირა. ერთმა ბიჭმა სთხოვა, ბურთი მომეციო. უნდოდა,
კიდევ ერთხელ გასთამაშებოდა, მაგრამ მან ისე გააგრძელა სიარული, პასუხიც არ
აღირსა. საიმონ მუნენმა უთხრა, არ ათხოვოო, რადგან ზედამხედველი უყურებდათ.
ის ბიჭი საიმონ მუნენს მიუბრუნდა და უთხრა: - ყველამ იცის, ამას რატომ ამბობ.
მაკგლეიდს ეპირფერები.

Library Dalier
რა უცნაური სიტყვაა პირფერი. ბიჭმა საიმონ მუნენს პირფერი იმიტომ უწოდა, რომ
ის ხანდახან ზედამხედველ მაკგლეიდს ზურგზე ცრუ სახელოებს[12] უკრავდა.
ზედამხედველს თავი ისე ეჭირა, თითქოს ბრაზობდა. რა საშინლად ჟღერს ეს სიტყვა.
ერთხელ უიკლოუს სასტუმროს ტუალეტში ხელი დაიბანა და შემდეგ მამამ ჯაჭვით
საცობი ამოსწია. ჭუჭყიანი წყალი ბაკანში ჩაიწრიტა. ბაკანმა სწორედ ასეთი ხმა
გამოსცა - პრფუ-პირფერი. მხოლოდ ცოტა უფრო ხმამაღლა. როცა ეს და ტუალეტის
თეთრი კედლები გაახსენდა, ჯერ შეამცივნა, შემდეგ კი დაცხა. იქ ორი ონკანი იყო,
რომლებსაც მოატრიალებდი და წყალი მოდიოდა - ცივი და ცხელი. ჯერ სიცივე
იგრძნო, შემდეგ კი ცოტათი შეახურა. ხედავდა წარწერებს ონკანის თავზე. იყო ამაში
რაღაც უცნაური.

დერეფანშიც საკმაოდ ციოდა. რაღაც უცნაური ნესტიანი ჰაერი იდგა. მაგრამ მალე
გაზი ჩაირთვება, ის კი წვისას მოკლე, სიმღერასავით მსუბუქ ხმას გამოსცემს და როცა
დასასვენებელ ოთახში ბიჭების ლაპარაკი მიწყდება, ეს ხმა გესმის.

მათემატიკის გაკვეთილი დაიწყო. მამა არნოლმა რაღაც რთული მაგალითი დაწერა


დაფაზე და თქვა: - აბა ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს. აბა, სწრაფად იორკ, სწრაფად
ლანკასტერ![13]

სტივენი რაც კი შეეძლო ცდილობდა, მაგრამ ძალიან ძნელი მაგალითი იყო და


თავგზა აებნა. მის ქურთუკზე მკერდთან მიკრული აბრეშუმის პატარა
თეთრვარდიანი ემბლემა ირხეოდა. მათემატიკაში მაინცდამაინც ძლიერი არ იყო,
მაგრამ თავგამოდებით ცდილობდა, რომ იორკი არ დამარცხებულიყო. მამა არნოლს
სახე თითქოს გაუშავდა, მაგრამ ის კი არ ბრაზობდა, არამედ იცინოდა. შემდეგ ჯეკ
ლოუტონმა თითები გაატკაცუნა, მამა არნოლმა მის რვეულში ჩაიხედა და თქვა: -
სწორია, ყოჩაღ ლანკასტერ! წითელმა ვარდმა გაიმარჯვა. აბა, იორკელებო, არ
ჩამორჩეთ!

ჯეკ ლოუტონმა მათ თავისი ადგილიდან გადმოხედა. აბრეშუმის პატარა


წითელვარდიანი ემბლემა ძალზე მდიდრულად გამოიყურებოდა მის ლურჯ
საზღვაო მაისურზე.[14] სტივენმა იგრძნო. როგორ წითლდებოდა, როცა გაახსენდა,
რომ ბიჭები სანაძლეოს დებდნენ იმაზე, თუ ვინ იქნებოდა დაწყებითი სკოლის
პირველი მოწაფე - ის,თუ ჯეკ ლოუტონი. რამდენიმე კვირა ჯეკ ლოუტონს ჰქონდა
პირველი მოწაფის ბარათი, შემდეგ რამდენიმე კვირა კი მან მიიღო. მისი თეთრი
აბრეშუმის ემბლემა კვლავ ირხეოდა, როცა მომდევნო მაგალითს ხსნიდა და მამა
არნოლის ხმა ესმოდა. შემდეგ აღგზნებამ გაუარა და იგრძნო, სახე როგორ
გაუგრილდა. ისეთ სიგრილეს გრძნობდა, იფიქრა, სახე ალბათ გამითეთრდაო.
პასუხის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. თეთრი
ვარდები და წითელი ვარდები. რა მშვენიერი ფერებია. და ბარათებსაც, პირველი,
მეორე და მესამე ადგილისათვის ასევე მშვენიერი ფერები აქვთ - მოვარდისფრო,
იასამნისფერი და კრემისფერი. იასამნისფერი, კრემისფერი და მოვარდისფრო
ვარდები ძალიან ლამაზებია. შეიძლება ველურ ვარდებს სწორედ ასეთი ფერები აქვთ.
და მას მოაგონდა სიმღერა ველურ ვარდზე, პატარა მდელოზე რომ ჰყვავის. მწვანე
ვარდს კი ვერსად იპოვი, თუმცა სადმე შეიძლება არსებობს კიდეც.

ზარი დაირეკა. მთელი კლასი წამოიშალა. ოთახიდან რიგ-რიგობით გავიდნენ და


დერეფნის გავლით სასადილოსკენ გაემართნენ. ის იჯდა და უყურებდა ორ ნაჭერ
კარაქს თავის თეფშზე, მაგრამ დანესტიანებული პურის ჭამა არ შეეძლო. მაგიდის
გადასაფარებელიც გაწებილი და ნესტიანი იყო. ცხელი, ბაცი ჩაი კი,
თეთრწინსაფრიანმა მოუქნელმა მსახურმა ქალმა რომ დაუსხა, სწრაფად შეხვრიპა.
ფიქრობდა, ნეტავ, მსახური ქალის წინსაფარიც ასეთი ცივი და ნესტიანი თუაო. და
საერთოდ ყველაფერი, რაც თეთრია, ცივი და ნესტიანიც თუ უნდა ყოფილიყო.
მყრალა როუჩი და სორინი კაკაოს სვამდნენ. კაკაოს მათ შინაურები უგზავნიდნენ
თუნუქის ქილებით. ჩაის ნარეცხს ეძახდნენ და ვერ ვეკარებითო, ამბობდნენ. ბიჭებმა
თქვეს, მაგათი მამები მომრიგებელი მოსამართლეები არიანო.

ყველა ბიჭი უცნაურად ეჩვენებოდა. ყველას ჰყავდა დედა და მამა. სხვადასხვანაირი


ტანსაცმელი და ხმა ჰქონდათ. ძალიან უნდოდა, ახლა სახლში ყოფილიყო და თავი
დედის კალთაში ჩაერგო, მაგრამ რაკი ეს შეუძლებელი იყო, თამაშის, გაკვეთილების
და ლოცვების მალე დამთავრებას და დაწოლასღა ნატრობდა.

კიდევ ერთ ფინჯანი ცხელი ჩაი დალია.

ფლემინგმა ჰკითხა: - რა დაგემართა? გტკივა რაიმე თუ რა გჭირს?

- არ ვიცი. - უპასუხა სტივენმა.

- ალბათ მუცელი გტკივა. სახე გათეთრებული გაქვს. არაფერია გაგივლის.

- ჰო, - თქვა სტივენმა.

მაგრამ მუცელი არ სტკიოდა. ფიქრობდა, გული მტკივაო, თუ კი საერთოდ ეს


ადგილი შეიძლება გტკიოდეს. რა კარგად მოიქცა ფლემინგი, რომ შეეკითხა. უნდოდა
ეტირა. იდაყვებით მაგიდაზე დაეყრდნო. თითებით ყურებს ხან დაიცობდა, ხან
აუშვებდა. ყოველთვის, როცა აუშვებდა სასადილოდან ხმაური ესმოდა, რომელიც
ღამის მატარებლის ხმას წააგავდა, ხოლო, როცა დაიცობდა, ხმაური ყრუდ ესმოდა,
თითქოს მატარებელი გვირაბში გადისო. იმ ღამესაც, დოლკში[15] მატარებელი ასე
გუგუნებდა, სანამ გვირაბში შევიდოდა. შემდეგ კი გუგუნი შეწყდა. მან თვალები
დახუჭა. მატარებელი მიდიოდა, გუგუნებდა და ჩერდებოდა, გუგუნებდა და
ჩერდებოდა. სასიამოვნო მოსასმენი იყო ეს გუგუნი, შემდეგ გაჩერება, ისევ გუგუნი
გვირაბიდან გამოსვლისას და ისევ შეჩერება.

შემდეგ უფროსკლასელი ბიჭები ხალიჩას გაუყვნენ და სასადილოს შუაში მოიყარეს


თავი. პედი რეტი, ჯიმი მეჯი, ესპანელი, რომელსაც სიგარეტის მოწევის უფლება
ჰქონდა და პატარა პორტუგალიელი, რომელსაც შალის ქუდი ეხურა. შემდეგ
უმცროსი და მოსამზადებელი კლასების ბავშვებიც წამოიშალნენ. ყველა ბავშვს
სიარულის თავისებური მანერა ჰქონდა.

ის დასასვენებელი ოთახის კუთხეში იჯდა. თავი ისე ეჭირა, თითქოს დომინოს


თამაშს ადევნებდა თვალს. ერთი-ორჯერ წამიერად გაზის სიმღერაც მისწვდა მის
სმენას. ზედამხედველი კარებთან იდგა ბიჭებთან ერთად და საიმონ მუნენი მას ცრუ
სახელოებს უკრავდა. ზედამხედველი მათ რაღაცას უყვებოდა ტალაბეგის[16]
შესახებ.

შემდეგ სტივენი კარებს მოსცილდა. უელსი მასთან მივიდა და უთხრა: - ერთი


გვითხარი დედალოს, დედას თუ კოცნი დაძინების წინ.

- კი ვკოცნი, - უპასუხა სტივენმა.

უელსი ბიჭებს მიუბრუნდა და თქვა: - გესმით? ეს ბიჭი ამბობს, ყოველღამ, დაძინების


წინ დედას ვკოცნიო.

ბიჭებმა თამაში შეწყვიტეს, შემობრუნდნენ და გაიცინეს. მათ შემოხედვაზე სტივენი


გაწითლდა და თქვა: - არა, არ ვკოცნი.

უელსმა თქვა: - გესმით? ეს ბიჭი ამბობს, დაძინების წინ დედას არ ვკოცნიო.

ისევ ყველამ გაიცინა. სტივენიც შეეცადა მათთან ერთად გაეცინა. იგრძნო, რომ
ერთბაშად წამოახურა და აირია. რომელი იყო სწორი პასუხი ამ შეკითხვაზე? მან
ორივენაირად უპასუხა და უელსმა ორჯერვე გაიცინა. თვითონ მას ეცოდინება სწორი
პასუხი, ის ხომ მესამე კლასშია. შეეცადა უელსის დედა წარმოედგინა, მაგრამ ვერ
გაბედა, მისთვის შეეხედა. არ მოსწონდა უელსის სახე. სწორედ უელსი იყო,
ტუალეტის ორმოში რომ ჩააგდო წინა დღით, იმის გამო, რომ ბურნუთის კოლოფი არ
გაუცვალა კამათელში, რომელიც უელსმა კოჭის თამაშში ორმოცჯერ მოიგო. ძალიან
უსინდისოდ მოიქცა. ყველა ბიჭმა ასე თქვა. როგორი ცივი და ბლანტი იყო წყალი.
ერთხელ ერთმა ბიჭმა ისიც კი დაინახა, ვირთხა როგორ ჩახტა იმ წუმპეში. ცივი
ლორწო მთელ სხეულზე მოედო და როცა შესვლის ზარი დაირეკა და დასასვენებელი
ოთახიდან გადიოდნენ, იგრძნო დერეფნის ცივმა ჰაერმა ტანსაცმელში როგორ
შეაღწია.

ისევ ცდილობდა, სწორი პასუხი მოეფიქრებინა. უნდა ეკოცნა დედისთვის, თუ არ


უნდა ეკოცნა? რას ნიშნავს კოცნა? თავს მაღლა ასწევ, აი ასე, რომ ღამე ნებისა
უსურვო, დედა კი დაიხრება, რომ სახით მოგიახლოვდეს. ეს არის კოცნა. დედა
ტუჩებით ლოყაზე ეხებოდა. ტუჩები რბილი ჰქონდა და ლოყებს უსველებდა. სულ
ოდნავ ხმას გამოსცემდა - მპ. რატომ ეხებიან ადამიანები ერთმანეთს სახეებით?

როცა თავის ადგილზე დაჯდა, მერხის სახურავი გადასწია და შიგნიდან მიწებებული


რიცხვი სამოცდაჩვიდმეტი სამოცდათექვსმეტით შეცვალა. საშობაო არდადეგები ჯერ
ძალიან შორს იყო. მაგრამ ერთი დღეც იქნება, მოვა. დედამიწა ხომ განუწყვეტლივ
ტრიალებს.

გეოგრაფიის სახელმძღვანელოს პირველ გვერდზე დედამიწა იყო გამოსახული -


დიდი სფერო ღრუბლებს შორის. ფლემინგს ერთი კოლოფი ფერადი ფანქრები
ჰქონდა და ერთ საღამოს თავისუფალ გაკვეთილზე მან დედამიწა მწვანედ მოხატა,
ღრუბლები კი - ყავისფრად. დანტეს ორი ჯაგრისივით გამოვიდა. მწვანე
ხავერდგადაკრული ჯაგრისი პარნელისათვის, ყავისფერი ხავერდით კი - მაიკლ
დევიტისათვის. მას არ უთქვამს ფლემინგისთვის, ამ ფერებით მოხატეო. თვითონ
ფლემინგმა გააკეთა ასე.

გეოგრაფიის სახელმძღვანელო გადაშალა, რომ გაკვეთილი ესწავლა, მაგრამ ამერიკის


მხარეთა სახელების დამახსოვრება ვერ შეძლო. სხვადასხვა ადგილები სხვადასხვა
სახელებით, ეს ადგილები სხვადასხვა ქვეყნებში იყო, ქვეყნები კონტინენტებზე,
კონტინენტები დედამიწაზე, დედამიწა კი სამყაროში.

პირველ გვერდს მიუბრუნდა და თავისი ადრინდელი მინაწერი წაიკითხა. თვითონ


ის, მისი სახელი და სად ცხოვრობდა.

სტივენ დედალოსი

მოსამზადებელი კლასი

კლონგოუზ ვუდის კოლეჯი

სელინზი

კილდერის საგრაფო

ირლანდია

ევროპა

დედამიწა

სამყარო

ეს მისი ნაწერი იყო. ფლემინგმა კი ერთ საღამოს მეორე გვერდზე ხუმრობით მიაწერა:
სტივენ დედალოსი - ჩემი სახელია

ირლანდია - ჩემი სამშობლოა

კლონგოუზი - ჩემი სამყოფელია

ზეცა კი - ჩემი სასოება

მან უკუღმა წაიკითხა ლექსი. მაგრამ ასე ლექსი აღარ გამოდიოდა. შემდეგ პირველი
გვერდი ქვემოდან ზემოთ წაიკითხა და თავის სახელს მიადგა. ეს თვითონ არის. ისევ
ზემოდან ქვემოთ ჩაუყვა. სამყაროს შემდეგ რაღაა? არაფერი. მაგრამ თუ არსებობს
სამყაროს განაპირას რაიმე, რაც გვიჩვენებს, რომ სამყარო დამთავრდა და „არაფერი“
იწყება? რა თქმა უნდა, კედლით არ იქნება გაყოფილი, შეიძლება ძალიან წვრილი
ზოლი აკრავს ირგვლივ. წარმოდგენაც კი ძნელია ამ ყველაფრის. ასეთი რამის შექმნა
მხოლოდ ღმერთს შეუძლია. შეეცადა, წარმოედგინა ეს უზარმაზარი რაღაც, მაგრამ
მხოლოდ ღმერთზე ფიქრი შეძლო. ღმერთი ღმერთის სახელია, ისევე, როგორც
სტივენია მისი სახელი. ფრანგულად ღმერთს Dieu ჰქვია. ესეც ღმერთის სახელია.
როცა ვინმე ლოცულობს და Dieu-ს იტყვის, ღმერთი მაშინვე ხვდება, რომ ფრანგი
ლოცულობს. მაგრამ, თუმცა ღმერთს
მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე სხვადასხვა სახელი აქვს და ღმერთი ხვდება, თუ რას
ამბობს ხალხი, რომლებიც სხვადასხვა ენაზე ლოცულობენ, ღმერთი ყოველთვის
ღმერთად რჩება და მისი ნამდვილი სახელია ღმერთი.

ასეთმა ფიქრებმა ძალიან დაღალეს. ეჩვენებოდა, თითქოს თავი გაუდიდდა. ერთი


ფურცელი გადაშალა. უხალისოდ გახედა ყავისფერ ღრუბლებს შორის მოქცეულ
მწვანე, მრგვალ დედამიწას. აინტერესებდა, რომელი იყო უფრო სწორი, მწვანეს უნდა
მიმხრობოდა თუ ყავისფერს, რადგან დანტემ ერთხელ მწვანე ჯაგრისს, რომელიც
პარნელის სახელზე ინახებოდა, მაკრატლით მწვანე ხავერდი შემოაჭრა და მას
უთხრა, პარნელი ცუდი კაციაო.[17] ნეტა, ახლაც თუ კამათობენ სახლში ამის შესახებ.
ამას პოლიტიკას ეძახდნენ. იქ ორი მხარე იყო. ერთ მხარეს დანტე, მეორე მხარეს კი
მამამისი და მისტერ კეისი. დედა და ძია ჩარლზი არცერთ მხარეს არ იყვნენ.
გაზეთებში სულ რაღაცებს წერდნენ ამის შესახებ.

აწუხებდა, რომ არ იცოდა, რას ნიშნავდა პოლიტიკა და არც ის, სამყარო სად
მთავრდებოდა. იგრძნო, რა პატარა და სუსტი იყო. როდის გახდება ისეთი, როგორიც
ის უფროსკლასელი ბიჭები არიან, რიტორიკას და პოეზიას რომ სწავლობენ. მათ
დიდებივით ხმა აქვთ, დიდი ფეხსაცმელები აცვიათ და ტრიგონომეტრიას
სწავლობენ. იქამდე ჯერ ძალიან შორს არის. ჯერ არდადეგები მოვა, შემდეგ
მომავალი სემესტრი, ისევ არდადეგები, კიდევ ერთი სემესტრი და კვლავ
არდადეგები. იმ მატარებელს ჰგავს, გვირაბში რომ შედის და გამოდის და კიდევ იმ
ხმას, სასადილოში რომ ისმის, როცა ბიჭები ჭამენ, თუკი ყურებს ხან დაიცობ და ხან
აუშვებ. სემესტრი, არდადეგები, გვირაბი, გვირაბიდან გასვლა, ხმაური, შეჩერება. რა
შორს იყო ეს ყველაფერი. ახლა ჯობდა, დასაძინებლად წასულიყო. მხოლოდ
ეკლესიაში ლოცვა და შემდეგ დასაძინებლად წასვლა. გააჟრჟოლა და დაამთქნარა.
სასიამოვნო იქნება ლოგინში წოლა, როცა საბანი ცოტათი შეთბება. დაწოლისას კი
ცივია. გააჟრჟოლა, როცა წარმოიდგინა, როგორი ცივია ლოგინი დაწოლისას, მაგრამ
შემდეგ თბება და შეგიძლია დაიძინო. სასიამოვნოა, დაღლილი რომ ხარ. ისევ
დაამთქნარა. საღამოს ლოცვები და ლოგინში. გააჟრჟოლა და კიდევ მოუნდა
დამთქნარება. სულ რამდენიმე წამში სიამოვნება ელის. იგრძნო ხრაშუნა, ცივი
ზეწრიდან თანდათან სითბო როგორ ეღვრებოდა. სულ უფრო და უფრო თბებოდა,
სანამ

მთლად ალმური არ მოედო და მაინც ცოტათი ისევ აჟრჟოლებდა და ისევ უნდოდა


დაემთქნარებინა.

ღამის ლოცვების ზარმა დარეკა და ის ჩამწკრივებულ ბავშვებთან ერთად საკლასო


ოთახიდან გავიდა, კიბეებს ჩაუყვა და დერეფნის გავლით ეკლესიისკენ გაემართა.
დერეფანიც და ეკლესიაც მკრთალადაა განათებული. მალე დაბნელდება და
ყველაფერი მიიძინებს. ეკლესიაში ღამის ცივი ჰაერია, მარმარილოს კი ისეთი ფერი
აქვს, როგორც ზღვას ღამეში. ზღვა დღისითაც ცივია და ღამითაც, მაგრამ ღამით
უფრო ცივია. მათ სახლთანაც, ჯებირის ქვეშ, ზღვა ცივია და ბნელი, შინ კი ჩაიდანი
დუღს, რომელშიც პუნში იხარშება.

მღვდელი მის თავს ზემოთ კითხულობდა ლოცვებს და მან იცოდა, როგორ უნდა
გამოპასუხებოდა: უფალო, გახსენი ჩვენი ბაგენი
და პირი ჩვენი გააცხადებს ქებას შენსას, ღმერთო, შეწევნასა ჩვენსა მოხედე, უფალო,
შეწევნად ჩვენდა ისწრაფვე.

ეკლესიაში ცივი ღამის სუნი იდგა, მაგრამ ეს წმინდა სუნი იყო. ის არ ჰგავდა მოხუცი
გლეხების სუნს, რომლებიც კვირის წირვაზე მის უკან იჩოქებდნენ. ის იყო ჰაერისა და
წვიმის, ტორფის და უხეში ქსოვილის სუნი, მაგრამ ძალიან ღვთისმოსავი გლეხები
იყვნენ. ისინი ლოცვისას მის კეფასთან სუნთქავდნენ და ხვნეშოდნენ. ერთმა ბიჭმა
მათზე თქვა, კლეინში[18] ცხოვრობენო. იქ პატარა კოტეჯები იდგა და როცა
სელინზიდან[19] მიემგზავრებოდნენ, მას ქალი დაუნახავს, რომელიც კოტეჯის
ნახევრად ღია კართან მდგარა ბავშვით ხელში. სასიამოვნო იქნება ერთი ღამით იმ
კოტეჯში დაძინება ბუხართან, რომელშიც ტორფი ბოლავს, ცეცხლით განათებულ
სიბნელეში თბილად ყოფნა და გლეხების, წვიმის, ჰაერის, ტორფისა და უხეში
ქსოვილის სუნის შეგრძნება. მაგრამ როგორ ბნელა ხეებს შორის გზაზე. დაიკარგები
ასეთ სიბნელეში. ამაზე ფიქრმა შეაშინა.

მღვდლის ხმა ჩაესმა, უკანასკნელ ლოცვას რომ წარმოთქვამდა და თვითონაც ლოცვა


დაიწყო, რათა ის შიში განედევნა, სიბნელეზე ფიქრმა რომ აღუძრა.

მოიხილე უფალო სახლი ჩვენი და შორს ჰქმენ იგი ორგულთა მზაკვრობისაგან.


მოვიდნენ წმინდა ანგელოსნი მშვიდობით, რომ დაგვიცვან და კურთხევა შენი
სამარადისოდ დარჩეს ჩვენთან, ქრისტეს მიერ უფლისა ჩვენისა. ამინ.

თითები უკანკალებდა, როცა საძინებელ ოთახში ტანსაცმელს იხდიდა. იჩქარეთო,


თითებს ეუბნებოდა. მას უნდა გაეხადა, დაეჩოქა, ლოცვები წაეკითხა და იმ
დროისთვის, როცა გაზს ჩააქრობდნენ ლოგინში ყოფილიყო, რათა ჯოჯოხეთში არ
მოხვედრილიყო. წინდები გაიხადა, ღამის პერანგი სასწრაფოდ ჩაიცვა,
აკანკალებულმა საწოლთან დაიჩოქა და ლოცვები ნაუცბათევად წარმოთქვა, რადგან
შიშობდა, რომ გაზს ჩააქრობდნენ. გრძნობდა, როგორ უთრთოდა მხრები, როცა
ბუტბუტებდა.

ღმერთო, დალოცე მამაჩემი და დედაჩემი და კარგად მიმყოფე ისინი.

ღმერთო, დალოცე ჩემი პატარა ძმები და დები და კარგად მიმყოფე ისინი.

ღმერთო, დალოცე დანტე და ძია ჩარლზი და კარგად მიმყოფე ისინი.

პირჯვარი გადაიწერა და სასწრაფოდ ლოგინში შეძვრა. ღამის პერანგი ფეხებზე


შემოიკეცა და აკანკალებული და ჟრჟოლამორეული ცივი, თეთრი ზეწრის ქვეშ
მოიკუნტა. სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში არ მოხვდება, კანკალი კი მალე
გაუვლის. ხმამ საწოლ ოთახში მყოფ ბავშვებს ძილი ნებისა უსურვა. მან წამიერად
საბნიდან გამოიჭვრიტა და მისი საწოლის წინ და გვერდით ყვითელი ფარდები
დაინახა, რომლებიც მას ყოველი მხრიდან ფარავდნენ. გაზი ნელ-ნელა ჩააქრეს.

ზედამხედველის ფეხის ხმა მიწყდა. საით? კიბეებს ჩაუყვება და დერეფანს გაივლის,


თუ თავის ოთახში წავა? მან სიბნელე დაინახა. ვითომ მართალია, რომ იქ
ღამღამობით შავი ძაღლი დადის, რომელსაც ეტლის ფარანივით დიდი თვალები
აქვს? ამბობენ, მკვლელის აჩრდილიაო. შიშის თრთოლამ დაუარა სხეულში. კოშკის
ბნელი შესასვლელი დაინახა. ძველებურ ტანსაცმელში გამოწყობილი მოხუცი
მსახურები ზედა სართულზე, საუთოებელ ოთახში შეგროვილიყვნენ. ეს იყო დიდი
ხნის წინათ. მოხუცი მსახურები ჩუმად იყვნენ. ბუხარში ცეცხლი ენთო, მაგრამ
დარბაზში მაინც ბნელოდა. დარბაზში ვიღაც კიბეებზე ამოდიოდა.[20] მარშლის
თეთრი მოსასხამი ეცვა. ფერმკრთალი, უცნაური სახე ჰქონდა, ხელს ფერდზე
იჭერდა. მოხუც მსახურებს უაზრო მზერა მოავლო. მათ შეხედეს და იცნეს თავიანთი
ბატონის სახე და მოსასხამი და მიხვდნენ, რომ ის სასიკვდილოდ იყო დაჭრილი.
მაგრამ იქით, საითაც ისინი იყურებოდნენ, მხოლოდ წყვდიადი იყო, მდუმარე
წყვდიადი. მათმა ბატონმა სასიკვდილო ჭრილობა პრაღასთან ახლოს, ბრძოლის
ველზე მიიღო. შორს, ზღვის გადაღმა ის ბრძოლის ველზე იდგა, ხელს ფერდზე
იჭერდა, ფერმკრთალი უცნაური სახე ჰქონდა და მარშლის თეთრი მოსასხამი ემოსა.

ო, როგორი ცივი და უცნაური შეგრძნება მოაქვს ამაზე ფიქრს. სიბნელეც როგორი


ცივი და უცნაურია. საოცარი, ფერმკრთალი სახეები და ეტლის ფარანის მსგავსი
თვალებია ამ სიბნელეში. ესენი მკვლელების აჩრდილებია და იმ მარშალთა
აჩრდილები, რომლებმაც სასიკვდილო ჭრილობა შორს, ზღვის გადაღმა, ბრძოლის
ველზე მიიღეს. რისი თქმა უნდათ, რატომ აქვთ ასეთი საოცარი სახეები?

მოიხილე უფალო სახლი ჩვენი და შორს ჰქმენ იგი...

არდადეგებზე სახლში წავა. რა კარგი იქნება. ბიჭებმა უთხრეს. ზამთრის ადრიან


დილას კოშკის შესასვლელთან ეტლებში ჩასხდებიან. ეტლები ხრეშზე მიირწევიან.
რექტორთან გამოსათხოვარი შეძახილები: ვაშაა! ვაშაა! ვაშაა!

როცა ეტლები სამრეკლოს ჩაუვლიან, ყველა ქუდს მოიხდის. მხიარულად გაუყვებიან


სოფლის გზას. მეეტლეები მათრახით ბოდენსტაუნზე[21] მიანიშნებენ. ბიჭები ვაშას
შეძახილებით ესალმებიან. ჯოლის ფერმას ჩაუვლიან. კვლავ მისალმების
შეძახილები. აი კლეინშიც შევიდნენ. ხალხი ესალმებათ და ისინიც პასუხობენ.
გლეხის ქალები ნახევრად ღია კარებთან დგანან, აქა-იქ კაცებიც გამოჩნდებიან.
ზამთრის ჰაერის საამო სურნელია, კლეინის სურნელი: წვიმა, ზამთრის ჰაერი,
დამწვარი ტორფი და უხეში ქსოვილი.

მატარებელი ბიჭებითაა სავსე. გრძელი, გრძელი კრემით მორთული შოკოლადის


მატარებელი. გამცილებლები წინ და უკან მიდი-მოდიან. კარებს აღებენ, კეტავენ,
აჯახუნებენ. მუქი-ლურჯი და ვერცხლისფერი ფორმები აცვიათ და ვერცხლის
სასტვენები აქვთ. მათი გასაღებები მხიარულ ხმებს გამოსცემენ: კლიკ-კლიკ, კლიკ-
კლიკ.

მატარებელი ველებზე მიჰქრის და ელინის ბორცვებს ჩაუქროლებს. ტელეგრაფის


ბოძები უკან რჩება. მატარებელი კი ისევ მიჰქრის. მან იცის გზა. სახლის
შესასვლელში მათ ფანარი და მწვანე ტოტებისაგან გაკეთებული გირლანდები აქვთ.
ბაძგი და სურო[22] ტრიუმოს გარშემო და კანდელაბრებზე შემოწნული წითელი და
მწვანე ბაძგი და სურო. კედლებზე ჩამოკიდებულ ძველ პორტრეტებსაც ბაძგი და
სურო აქვთ შემოხვეული. ბაძგი და სურო მისთვის და შობისათვის.

რა კარგია...

ყველანი აქ არიან. კეთილი იყოს შენი ჩამოსვლა სტივენ. მხიარული შეძახილები.


დედა კოცნის. რომელია სწორი? მამა ახლა მარშალია. მომრიგებელ მოსამართლეზე
მაღლა დგას. კეთილი იყოს შენი ჩამოსვლა, სტივენ!
ხმაური...

ფარდების გადაწევის ხმა, წყლის წკანწკარი სამზარეულოში, საწოლიდან


წამოდგომის, ჩაცმის და დაბანის ხმები საერთო საწოლ ოთახში, ზედამხედველის
ტაშის შემოკვრის ხმა, როცა ის წინ და უკან დადის და ბიჭებს აჩქარებს. მზის
მკრთალი შუქი გადაწეულ ყვითელ ფარდებზე და აშლილ საწოლებზე ეცემოდა.
საწოლი ძალიან ცხელი იყო და სახე და ტანიც ძალიან ცხელი ჰქონდა.

ადგა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. თავს სუსტად გრძნობდა. შეეცადა წინდები


აეწია. წინდებს ხორკლიანი ზედაპირი ჰქონდათ. მზის შუქი რაღაც უცნაური და ცივი
იყო.

ფლემინგმა ჰკითხა: - შეუძლოდ ხომ არა ხარ?

მან თვითონაც არ იცოდა და ფლემინგმა თქვა: - წადი, ისევ დაწექი. მე ვეტყვი


მაკგლეიდს, რომ შეუძლოდ ხარ.

- ის ავადაა.

- ვინ?

- უთხარით მაკგლეიდს.

- წადი, დაწექი.

ის ავადაა?

ვიღაც ბიჭმა მკლავი დაუჭირა, ვიდრე ის ფეხზე მიკრულ წინდებს იძრობდა და


ლოგინში წვებოდა. ზეწრის ქვეშ მოიკუნტა. ესიამოვნა, რომ ჯერ ისევ თბილი იყო.
ესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ბიჭები მასზე, როცა წირვისთვის ეწყობოდნენ.
ამბობდნენ, უსინდისობა იყო, რომ ტუალეტის ორმოში ჩააგდესო.

შემდეგ ხმები მიწყდა, ისინი წავიდნენ. მის საწოლთან ხმამ თქვა: - დედალოს, ნუ
დაგვაბეზღებ, კარგი?

უელსის სახე იყო. მან შეხედა და მიხვდა, რომ უელსს ეშინოდა.

- განგებ არ მიქნია. ნუ დამაბეზღებ.

მამამ უთხრა, რაც არ უნდა მოხდეს, ამხანაგი არ დააბეზღოო. თავი გადააქნია, არაო
უთხრა და სიამოვნება იგრძნო.

უელსმა თქვა: - დამიჯერე, განგებ არ მიქნია. გაგეხუმრე, ბოდიშს გიხდი.

სახე და ხმა წავიდა. ბოდიში იმიტომ მოიხადა, რომ ეშინია. შიშობს, რომ ეს რაღაც
დაავადებაა. ჭია მცენარეებს უჩნდებათ, კიბო კი ცხოველებს, თუ პირიქითაა. ეს
დიდი ხნის წინათ მოხდა, სათამაშო მოედანზე, შებინდებისას. ის თავისი გუნდის
ბოლოში დასუნსულებდა, როცა მძიმე ფრინველმა დაბალზე ჩაიფრინა ნაცრისფერ
სინათლეში. ლესტერის სააბატოში შუქი აანთეს. უოლსი იქ გარდაიცვალა. თვითონ
აბატებმა დაკრძალეს.
ეს უოლსის სახე აღარ იყო. ეს ზედამხედველის სახე იყო. ის არ იგონებს, არა, არა,
მართლა ავად არის. შუბლზე ზედამხედველის ხელი იგრძნო და იგრძნო, როგორი
თბილი და დანამული იყო მისი შუბლი ზედამხედველის ცივი ხელის ქვეშ. თითქოს
ვირთხა შეეხო - ლორწოვანი, ცივი და სველი. ყველა ვირთხას ორი თვალი აქვს, რომ
გამოიხედოს, მბზინვარე, ლორწოიანი კანი, პატარა, პატარა მოკეცილი ფეხები, რომ
გადახტეს, შავი ლორწოიანი თვალები, რომ გამოიხედოს. მათ ხტუნვა იციან,
ტრიგონომეტრიის გაგებას კი ვირთხა ვერ შეძლებს. მკვდარი ვირთხა გვერდულად
წევს ხოლმე და ამ დროს მისი ტყავი შრება. ის უკვე ლეშია.

ზედამხედველი ისევ იქ იყო და მისი ხმა ამბობდა, უნდა ადგეო, რადგან წინამძღვარს
უთქვამს, ადგეს, ჩაიცვას და ლაზარეთში წავიდესო. და სანამ, რაც კი შეეძლო
სწრაფად იცვამდა, ზედამხედველმა თქვა: - ახლა ძმა მაიკლთან წავალთ და ვეტყვით,
რომ მუცელში დიდი ალიაქოთი გვაქვს.

დიდი სიკეთე იყო მისგან ასეთი სიტყვები. ასე იმიტომ ლაპარაკობდა, რომ ის
გაეცინებინა. მაგრამ მას სიცილი არ შეეძლო, რადგან ლოყები და ტუჩები
უკანკალებდა და ამიტომ მხოლოდ ზედამხედველმა გაიცინა. შემდეგ კი იყვირა: - აბა
სწრაფად. თივა, ჩალა![23]

კიბეს ერთად ჩაუყვნენ, დერეფანი გაიარეს და აბაზანას გასცდნენ. როცა აბაზანის


კარს ჩაუარეს, მან ბუნდოვანი შიშით გაიხსენა თბილი, ტორფისფერი ჭაობი, თბილი
ნესტიანი ჰაერი, წყალში ჩაყურყუმალავების ხმა, პირსახოცის სუნი, წამლების სუნს
რომ წააგავდა.

ძმა მაიკლი ლაზარეთის კართან იდგა და მისგან მარჯვნივ, ბნელი კაბინეტის


კარებიდან, წამლების მსგავსი სუნი აღწევდა, რომელიც თაროზე შემოწყობილ
ბოთლებს ასდიოდა. ზედამხედველი ძმა მაიკლს გამოელაპარაკა. ძმა მაიკლმა
უპასუხა და ზედამხედველს სერობით მიმართა. მას ჭაღარაშერეული მოწითალო თმა
და უცნაური გამოხედვა ჰქონდა. უცნაური იყო, რომ ის მუდამ ძმად უნდა
დარჩენილიყო. ისიც უცნაური იყო, რომ მას სერობით ვერ მიმართავდი, რადგან ძმა
სხვებისაგან განსხვავდებოდა. ის რა ღვთისმოსავი არ იყო, თუ რით იყო სხვებზე
ნაკლები?

ოთახში ორი საწოლი იდგა და ერთ-ერთ მათგანზე ბიჭი იწვა. როცა ისინი შევიდნენ,
მან დაიყვირა: - გაუმარჯოს ნორჩ დედალოსს. რა ხდება ზემოთ?

- ზემოთ ცაა - თქვა ძმა მაიკლმა.

ის ბიჭი მესამე კლასელი იყო. სანამ სტივენი იხდიდა, მან ძმა მაიკლს თხოვა -
კარაქწასმული, შემწვარი პური მომიტანეო.

- მომიტანეთ რა - თქვა მან.

- თანაც კარაქწასმული მიართვი - თქვა ძმა მაიკლმა - დილით, როგორც კი ექიმი მოვა,
აქედან გაგწერთ.

- გამწერთ? - თქვა ბიჭმა - მე ჯერ არ გამოვჯანმრთელებულვარ.

ძმა მაიკლმა გაუმეორა: - გაგწერთ-მეთქი, გითხარი.


ის დაიხარა, რომ ბუხარში ცეცხლი გაეღვივებინა. გრძელი ზურგი ჰქონდა, ცხენივით
გრძელი ზურგი. დინჯად უკეთებდა ცეცხლს და მესამეკლასელ ბიჭს თავს უქნევდა.

შემდეგ ძმა მაიკლი წავიდა. მესამეკლასელი ბიჭი კედლისკენ შებრუნდა და დაიძინა.

ეს ლაზარეთია, ე. ი. ის ავად არის. დედას და მამას თუ მისწერეს სახლში? ჯობდა,


რომელიმე მღვდელი წასულიყო და შეეტყობინებინა მათთვის, ან ის დაწერს წერილს
მღვდლისთვის გასატანებლად.

„საყვარელო დედა!

მე ავად ვარ. შინ წამოსვლა მინდა. მოდი და წამიყვანე. ლაზარეთში ვწევარ.

თქვენი მოსიყვარულე შვილი - სტივენი“.

რა შორს არიან ისინი. ფანჯრის მიღმა მზის ცივი შუქი ანათებს, ხომ არ მოკვდება?
სიკვდილი ხომ მზიან დღესაც შეიძლება. იქნებ დედის ჩამოსვლამდეც მოკვდეს.
მაშინ მისი სულის მოსახსენებლად ეკლესიაში წირვას ჩაატარებენ, ისე, როგორც
ლიტლის სიკვდილის შემდეგ მოხდა. ბიჭებმა უთხრეს ამის შესახებ. ყველა ამხანაგი
წირვას დაესწრება. შავებში ჩაცმულებს მწუხარე სახეები ექნებათ. უელსიც იქ იქნება,
მაგრამ მას ბიჭები ზედაც არ შეხედავენ. მოოქროვილ შავ მანტიაში გამოწყობილი
მღვდელიც იქ იქნება და საკურთხეველთან და კატაფალკის გარშემო დიდი, ყვითელი
სანთლები ენთება. ეკლესიიდან კუბოს ნელ-ნელა გამოიტანენ და მას ცაცხვების
ხეივნის იქით, თემის პატარა სასაფლაოზე დაკრძალავენ. უელსი ინანებს თავის
საქციელს და ზარები ნელა დარეკენ.

მან ზარების რეკვის ხმაც კი გაიგონა. თავისთვის იმეორებდა სიმღერას, ბრიჯიდმა


რომ ასწავლა: დინ დონგ! დონგ! დარეკეთ ზარები!

მშვიდობით, სამუდამოდ დედი!

ძველ სასაფლაოზე დამკრძალეთ

ჩემი უფროსი ძმის გვერდით.

შავი იქნება ჩემი კუბო და

ექვსი ანგელოზი გაჰყვება თან, ორი იმღერებს, ორი ილოცებს და

ორიც ჩემს სულს წაიღებს ცად.[24]

რა მშვენიერი და სევდიანი სიმღერაა, რა ლამაზი სიტყვებია. „ძველ სასაფლაოზე


დამკრძალეთ“. ტანში ჟრუანტელმა დაუარა. რა მშვენიერი და რა სევდიანი. უნდოდა
წყნარად ეტირა, მაგრამ არა საკუთარ თავზე, არამედ ამ სიტყვებზე, ამ მუსიკასავით
მშვენიერ და სევდიან სიტყვებზე.

მზის ცივი შუქი გაფერმკრთალდა. ძმა მაიკლი მის საწოლთან იდგა ბულიონის
თეფშით ხელში. გაუხარდა, რადგან პირი გამომშრალი ჰქონდა და უხურდა.
სათამაშო მოედნიდან ბავშვების ჟივილ-ხივილი აღწევდა. კოლეჯში დღე
ჩვეულებრივად მიდიოდა, თითქოს ისიც იქ ყოფილიყოს. შემდეგ ძმა მაიკლმა წასვლა
დააპირა და მესამე კლასელმა ბიჭმა მას სთხოვა, აუცილებლად მოსულიყო კიდევ
ერთხელ და გაზეთების ახალი ამბები მოეყოლა მისთვის. მან სტივენს უთხრა, რომ
მისი გვარი იყო ეტი და რომ მამამისს უამრავი დოღის ცხენები, სულ დარჩეული
ბედაურები ჰყავდა და როცა ძმა მაიკლს სურდა, მამამისს შეეძლო ერჩია მისთვის,
რომელ ცხენზე ჩაედო ფსონი, რადგან ძმა მაიკლი ძალიან პატიოსანი იყო და
ყოველთვის უამბობდა მას, რას წერდნენ ახალს გაზეთებში, რომლებიც კოშკში
ყოველდღე მიჰქონდათ. გაზეთებში კი რა გინდა რომ არ იყოს - უბედური
შემთხვევები, გემის ჩაძირვა, სპორტი, პოლიტიკა.

- ახლა სულ პოლიტიკითაა სავსე გაზეთები - თქვა მან. შენიანებიც ლაპარაკობენ ამის
შესახებ?

- ჰო - თქვა სტივენმა.

- ჩემებიც - თქვა მან.

შემდეგ ცოტა ხნით ჩაფიქრდა და თქვა: - რა უცნაური გვარი გაქვს დედალოს. მეც
უცნაური გვარი მაქვს - ეტი. ჩემი გვარი ერთ-ერთ ქალაქს ჰქვია,[25] შენი კი რაღაც
ლათინურს ჰგავს. შემდეგ ჰკითხა: - გამოცანებში ძლიერი ხარ?

სტივენმა უპასუხა: - არც ისე.

შემდეგ მან თქვა: - აბა თუ გამოიცნობ, რა საერთო აქვთ კილდერის საგრაფოს და


ბერეტს.

სტივენი ჩაფიქრდა, მაგრამ პასუხს ვერ მიაგნო და თქვა: - გნებდები.

- ის, რომ ორივეში არის ეტი - თქვა მან - გაიგე? ეტი ქალაქია კილდერის საგრაფოში
და ბერეტშიც არის ეტი.

- ჰო, ახლა გავიგე, - თქვა სტივენმა.

- ეს ძველი გამოცანაა, - თქვა მან.

ცოტა ხნის შემდეგ მან თქვა: - იცი რა?

- რა? - ჰკითხა სტივენმა.

- რა და ეს გამოცანა სხვანაირადაც შეიძლება შეეკითხო.

- სხვანაირად როგორ? - ჰკითხა სტივენმა.

- არ იცი როგორ უნდა ჰკითხო სხვანაირად იგივე გამოცანა? - ჰკითხა მან.

- არა - თქვა სტივენმა.

- ვერ ხვდები? - თქვა მან

ის, საწოლზე ნახევრად წამომჯდარი, სტივენს უყურებდა. შემდეგ ბალიშზე გადაწვა


და თქვა: - სხვანაირადაც შეიძლება, მაგრამ როგორ, არ გეტყვი.

რატომ არ უთხრა? მამამისს იმდენი დოღის ცხენები ჰყოლია. ალბათ ისიც სორინის
და მყრალა როუჩის მამებივით მომრიგებელი მოსამართლეა. თავისი მამა გაახსენდა.
როგორ მღეროდა მამა, როცა დედა უკრავდა და მას ყოველთვის შილინგს აძლევდა,
როცა ის ექვსპენსიანს თხოვდა, და შეეცოდა მამა, რადგან ის სხვა ბიჭების მამებივით
მომრიგებელი მოსამართლე არ იყო. მაშინ რატომღა გამოაგზავნეს აქ ამ ბიჭებთან
ერთად სასწავლებლად? მაგრამ მამამ უთხრა, რომ ის ამ სასწავლებელში უცხო არ
იქნებოდა, რადგან ორმოცდაათი წლის წინათ მისი პაპის ძმამ განმათავისუფლებელს
მიმართვა წარუდგინა.[26] იმ დროის ხალხს მათი ძველებური ტანსაცმლით იცნობ.
მაშინ საზეიმო განწყობილება სუფევდა. ის ფიქრობდა, რომ მაშინ კლონგოუზში
ბიჭებს შესაძლოა თითბრისღილებიანი ლურჯი კოსტიუმები და ყვითელი ჟილეტები
ეცვათ და თავზე ბოცვერის ტყავის ქუდები ეხურათ, ლუდს უფროსებივით სვამდნენ
და საკუთარი მწევრებიც ჰყავდათ კურდღლებზე სანადიროდ.

ფანჯარაში გაიხედა და დაინახა, რომ შებინდებულიყო. სათამაშო მოედანზე ახლა


ღრუბლიანი, ნაცრისფერი სინათლე იქნებოდა ჩამოწოლილი. ბიჭების ხმაური აღარ
ისმოდა. კლასი ალბათ თემებზე მუშაობს, ან მამა არნოლი უკითხავს წიგნს ხმამაღლა.

საკვირველია, რომ წამალი საერთოდ არ დაალევინეს. შეიძლება ძმა მაიკლმა


მოიტანოს, როცა დაბრუნდება. ამბობდნენ, რომ ლაზარეთში რაღაც გულისამრევ
წამლებს ასმევდნენ. მაგრამ ახლა ადრინდელზე უკეთ გრძნობდა თავს. კარგი იქნება,
თანდათანობით თუ გამომჯობინდები. მაშინ შეიძლება წიგნიც მოგიტანონ.
ბიბლიოთეკაში არის წიგნი ჰოლანდიის შესახებ. მასში მშვენიერი, უცხოური
სახელებია და კიდევ საოცარი ქალაქების და გემების სურათები. ბედნიერებაა მათი
დათვალიერება.

როგორ გაფერმკრთალდა სინათლე ფანჯარაში! მაგრამ როგორღაც სასიამოვნოა.


ცეცხლი ადის და ჩადის კედელზე. ტალღებს ჰგავს. ვიღაცამ ნახშირი შეუკეთა და მას
ხმები მოესმა. ისინი საუბრობდნენ. ეს ტალღების ხმაური იყო, თუ თვით ტალღები
ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, როცა ზვირთდებოდნენ და ეცემოდნენ.

ტალღების ზღვა დაინახა. გრძელი, შავი ტალღები ზვირთდებოდნენ და ეცემოდნენ


უმთვარო, ბნელ ღამეში. ზღვის უბეში, სადაც გემი შედიოდა, შუქურაზე სუსტი
სინათლე ციმციმებდა. და მან იხილა უამრავი ხალხი, რომლებიც ნავსადგურში
შემომავალი გემის სანახავად ნაპირზე შეკრებილიყვნენ. მაღალი კაცი გემბანზე იდგა
და ბრტყელ, ბნელ ნაპირს გაჰყურებდა. და შუქურას შუქზე მან დაინახა მისი სახე -
ძმა მაიკლის მწუხარე სახე.[27]

დაინახა, როგორ გაიშვირა ძმა მაიკლმა ხელი ხალხისაკენ და გაიგონა, როგორ


გადაევლო წყალს მაღალი მწუხარე ხმა: - იგი მკვდარია. ჩვენ ვნახეთ კატაფალკზე
იწვა.

მწუხარების გმინვამ გადაუარა ხალხს.

- პარნელი! პარნელი! მკვდარია.

და ისინი მუხლებზე დაეცნენ, მწუხარებისგან გულმოკლულნი.

და მან დაინახა დანტე ყავისფერ ხავერდის კაბაში, მხრებზე ჩამოშვებული ხავერდის


მწვანე მანტიით ამაყად და მშვიდად მიმავალი წყლის პირას დაჩოქილ ხალხს შორის.

*
ბუხარში გაჩაღებული ცეცხლი წითლად ღუოდა. სუროშემოხვეული ჭაღის ქვეშ
საშობაო სუფრა იყო გაშლილი. სახლში ცოტა გვიან დაბრუნდნენ და სადილი ჯერაც
არ იყო მზად. მაგრამ დედამ თქვა, თვალის დახამხამებაში ყველაფერი იქნებაო.
ელოდნენ, როდის გაიღებოდა კარი და შემოვიდოდნენ მსახურები მძიმე, ლითონის
სახურავებიანი ქვაბებით.

ყველანი იცდიდნენ. ძია ჩარლზი მოშორებით - ფანჯარასთან იჯდა. დანტე და


მისტერ კეისი აქეთ-იქეთ სავარძლებში მოკალათებულიყვნენ. სტივენი მათ შორის
სკამზე იჯდა. ფეხები ბუხრის თბილ ცხაურზე ეწყო. მისტერ დედალოსმა ბუხრის
ზემოთ სარკეში ჩაიხედა, ულვაშის ბოლოები გადაიგრიხა, ფრაკის კალთა შემოიკეცა
და აგიზგიზებულ ცეცხლთან ზურგით დადგა. დროდადრო ხელი ულვაშთან
მიჰქონდა და ხან ერთ, ხან მეორე ბოლოს იგრეხდა. მისტერ კეისიმ თავი გვერდზე
გადახარა და გაღიმებულმა თითები კისერზე მიითათუნა. სტივენმა გაიღიმა. მან
უკვე იცოდა, რომ სიცრუე იყო, თითქოს მისტერ კეისის ყელში ვერცხლის ქისა
ჰქონოდა. ეცინებოდა იმის გახსენებაზე, თუ როგორ ტყუვდებოდა იგი ვერცხლისებრ
წკრიალა ჟღერადობით, რომელსაც მისტერ კეისის ყელი გამოსცემდა. როცა ის
შეეცადა, გაეხსნა მისტერ კეისის ხელი, რათა ენახა, მართლაც იყო თუ არა იქ
დამალული ვერცხლის ქისა, აღმოჩნდა, რომ თითების გამართვა შეუძლებელი იყო.
მისტერ კეისიმ უთხრა, ეს სამი თითი მას შემდეგ მაქვს მოღუნული, რაც დედოფალ
ვიქტორიას დაბადების დღეზე საჩუქარი მივუძღვენიო.[28] შემდეგ კისერზე თითები
მიითათუნა და სტივენს ნამძინარევი სახით გაუღიმა. მისტერ დედალოსმა მას
მიმართა: - ჰო, ესეც ასე, ძალიან კარგი. მშვენივრად ვისეირნეთ არა, ჯონ? ნეტავი,
სადილს თუ გვაღირსებენ ამ საღამოს. ძალიან კარგი... ოზონი საკმაოდ შევისუნთქეთ
დღეს ჰედის[29] მიდამოებში. - შემდეგ დანტეს მიუბრუნდა: - დღეს თქვენ სულ არ
გისეირნიათ, ხომ მისის რაიორდან?

დანტე მოიღუშა და მოკლედ უპასუხა: - არა.

მისტერ დედალოსმა ფრაკის კალთა ჩამოუშვა და ბუფეტთან მივიდა. განჯინიდან


ვისკით სავსე თიხის დიდი დოქი გამოიღო, რომლიდანაც ნელ-ნელა გრაფინის
შევსება დაიწყო. დროდადრო დაიხრებოდა ხოლმე, რათა შეეხედა, რამდენი ჩამოასხა.
შემდეგ დოქი განჯინაში შეინახა, ორ ჭიქაში ცოტაოდენი ვისკი ჩაასხა, თითოეულს
ცოტა წყალი გაურია და ამ ჭიქებიანად ბუხართან დაბრუნდა.

- თითო გადავკრათ, ჯონ, მადას გაგვიხსნის.

მისტერ კეისიმ ჭიქა აიღო, დალია და თავისთან ახლოს, ბუხრის თაროზე შემოდო.
შემდეგ თქვა: - იმაზე ფიქრი ამეკვიატა, ჩვენი მეგობარი ქრისტოფერი რომ
შამპანურს...

სიცილი და ხველა აუვარდა. შემდეგ დაუმატა: - შამპანურს აწარმოებს იმ


ბიჭებისათვის[30]...

მისტერ დედალოსმა ხმამაღლა გაიცინა.

- კრისტიზე ამბობ? - თქვა მან. - მისი მოტვლეპილი თავის ერთ მეჭეჭში მეტი
თაღლითობაა, ვიდრე ხვადი მგლების მთელ ხროვაში.
მან თავი გადახარა, ტუჩები მადიანად მოილოკა და სასტუმროს მეპატრონის ხმით
ალაპარაკდა: - მერედა, როგორი გულუბრყვილო გეგონება, როცა გესაუბრება. როგორ
უწყლიანდება ღაბაბი. ღმერთმა დალოცოს.

მისტერ კეისი ჯერაც ხველას და სიცილს ებრძოდა. სტივენმაც გაიცინა, როცა მისტერ
დედალოსის ხმასა და გამომეტყველებაში სასტუმროს მეპატრონე შეიცნო.

მისტერ დედალოსმა სათვალე გაიკეთა. შვილს ზემოდან დახედა და წყნარად და


ალერსიანად უთხრა: - შენ რაღას იცინი, შე ცინგლიანო.

მსახურები შემოვიდნენ და თეფშები მაგიდაზე დააწყვეს. მისის დედალოსიც


შემოვიდა და ყველანი მაგიდასთან მიიპატიჟა.

- დაბრძანდით. - თქვა მან.

მისტერ დედალოსი მაგიდის თავთან მივიდა და თქვა: - დაბრძანდით, მისის


რაიორდან, ჯონ, თქვენც დაბრძანდით, გთხოვთ. - თვალებით ძია ჩარლზი მოძებნა
და თქვა - აბა, ბატონებო, გელოდებით.

როცა ყველამ თავისი ადგილი დაიკავა, მან ქვაბის თავსახურს ხელი დაადო, მაშინვე
აიღო და თქვა: - აბა, სტივენ.

სტივენი წამოდგა, რათა ჭამის წინ ლოცვა წარმოეთქვა.

- დაგვლოცე უფალო და აკურთხე, რაც შენი წყალობით გვებოძა და ჩვენი უფლის,


იესო ქრისტეს წყალობით მოგვენიჭა. ამინ!

ყველამ პირჯვარი გადაიწერა და მისტერ დედალოსმა სიამოვნების ხვნეშით ასწია


მძიმე სახურავი, რომლის კიდეები მბრწყინავი წვეთებით იყო დანამული. სტივენი
უყურებდა მსუქან ინდაურს, რომელიც ჯერ კიდევ დილით ნახა სამზარეულოს
მაგიდაზე გაკოჭილი და შამფურზე წამოცმული. მან იცოდა, რომ მამამ დ’ოლიერ-
სტრიტზე, დანის მაღაზიაში[31] ის ერთ გინეად იყიდა, და გაახსენდა, რომ
გამყიდველმა რამდენჯერმე უჩხვლიტა ფრინველს მკერდზე, რათა ეჩვენებინა,
როგორი მსუქანი იყო ინდაური. გამყიდველის ხმაც გაახსენდა: - იყიდეთ სერ,
მართლაც ჯიშიანი რამეა.

რატომ უწოდებს მისტერ ბარეტი კლონგოუზში თავის სახაზავს ინდაურს?[32] მაგრამ


კლონგოუზი შორსაა. შაშხისა და ნიახურის მძიმე ოხშივარი ასდის თეფშებს და
ქვაბებს, ღუმელში გაჩაღებული ცეცხლი წითლად ღუის, მწვანე სურო და წითელი
ბაძგი სიამოვნებას გიძლიერებენ. როცა სადილი დამთავრდება, ქლიავის პუდინგს
ჩამოარიგებენ, ნუშის ფხვნილმოყრილს და ბაძგით მორთულს, რომლის გარშემო
მოლურჯო ცეცხლის ალი დარბის და თავზე მწვანე დროშა ფრიალებს.

ეს მისი პირველი საშობაო სადილი იყო და ის ფიქრობდა თავის პატარა ძმებსა და


დებზე, რომლებიც სანამ პუდინგის ჯერი დადგებოდა, საბავშვო ოთახში იცდიდნენ,
როგორც თვითონ მასაც არაერთხელ უცდია. სასკოლო ქურთუკი და დაბალი საყელო
როგორღაც უცნაურად და მოზრდილად აგრძნობინებდა თავს და, როცა დილით
დედამ მესისთვის გამოაწყო და ქვემოთ მისაღებ ოთახში ჩაიყვანა, მამა ატირდა.
იმიტომ, რომ მას საკუთარი მამა გაახსენდა. ძია ჩარლზმა თქვა, ამის გამო ტირისო.
მისტერ დედალოსმა ქვაბს თავი დაახურა და მადიანად შეუდგა ჭამას. შემდეგ თქვა: -
საწყალი კრისტი. თვითონვე დაიხლართა თავის ინტრიგებში.

- საიმონ, მისის რაიორდანისთვის საწებლის მიწოდება დაგავიწყდა, - თქვა მისის


დედალოსმა.

მისტერ დედალოსი საწებლის ლამბაქს ეცა.

- მართლაც, წამოიყვირა მან, მისის რაიორდან, შეუნდეთ საცოდავ ცოდვილს.

დანტემ თეფშს ხელი დააფარა და თქვა: - არა, გმადლობთ.

მისტერ დედალოსი ძია ჩარლზს მიუბრუნდა.

- თქვენ, სერ?

- საკმარისია, საიმონ.

- თქვენ, ჯონ?

- მეყოფა. თქვენთვის გადაიღეთ.

- შენ მერი? სტივენ, თეფში მომაწოდე, თუ გინდა თმები დაგიხუჭუჭდეს.

ბარაქიანად დაასხა სტივენის თეფშზე და ქვაბი ისევ მაგიდაზე დადგა. შემდეგ ძია
ჩარლზს ჰკითხა, ხორცი რბილი თუ იყოო. ძია ჩარლზს ლაპარაკი არ შეეძლო, რადგან
პირი გამოტენილი ჰქონდა, მაგრამ, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

- არ მეგონა ამის მთქმელი თუ იყო, - თქვა მისტერ კეისიმ.

- „მოსაკრებელს მაშინ მიიღებთ, მამაო, როცა ღვთის სახლის სააგიტაციო ტრიბუნად


გადაქცევას შეწყვეტთ“.[33]

- მშვენიერი პასუხია. - თქვა დანტემ - აი, როგორ უნდა უპასუხოს თავის სულიერ
მოძღვარს ადამიანმა, რომელსაც თავისი თავი კათოლიკედ მიაჩნია.

- საკუთარ თავს დააბრალონ. - თქვა მისტერ დედალოსმა. - არ იქნება ურიგო,


რელიგიას მიხედონ და რაც მათი საქმე არაა, თავი დაანებონ.

- სწორედ რელიგიის მიხედვაა, - თქვა დანტემ. ისინი თავიანთ მოვალეობას


ასრულებენ და ხალხს წინასწარ აფრთხილებენ.

- ჩვენ უფლის სახლში იმისთვის მივდივართ, - თქვა მისტერ კეისიმ - რათა


თავმდაბლად ვევედროთ ჩვენს შემოქმედს, და არა იმისთვის, რომ წინასაარჩევნო
აგიტაცია მოვისმინოთ.

- ესეც რელიგიაა. - თქვა დანტემ - სწორად იქცევიან. ისინი უნდა წარუძღვნენ თავის
სამწყსოს.

- და საკურთხევლიდან პოლიტიკა იქადაგონ, არა? - ჰკითხა მისტერ დედალოსმა.

- რა თქმა უნდა, - თქვა დანტემ. ეს საზოგადოებრივ მორალს ეხება. რაღა მღვდელია,


თუ თავის სამწყსოს მტყუანისა და მართლის გარჩევაში არ დაეხმარება.
მისის დედალოსმა დანა და ჩანგალი თეფშზე დადო და თქვა.

- ღვთის გულისათვის, დღეს მაინც დაანებეთ პოლიტიკაზე საუბარს თავი. დღეს ხომ
განსაკუთრებული დღეა.

- მართალი ბრძანდებით, მემ. - თქვა ძია ჩარლზმა - აღარც ერთი სიტყვა


პოლიტიკაზე!

- კარგი, კარგი. - სწრაფად თქვა მისტერ დედალოსმა.

მან ქვაბს სახურავი მკვეთრი მოძრაობით ახადა და თქვა: - აბა, ვინ დაიმატებს
ინდაურს?

არავინ არ უპასუხა. დანტემ თქვა: - ვერაფერს იტყვი, სწორედ კათოლიკეს საკადრისი


ლაპარაკია.

- მისის რაიორდან, გევედრებით, შევწყვიტოთ ამაზე საუბარი, - თქვა მისის


დედალოსმა.

დანტე მას მიუბრუნდა: - ესე იგი, ვიჯდე და ვისმინო, როგორ იგდებენ მასხრად
სულიერ მოძღვრებს?

- მათზე ცუდს არავინ ამბობს, - თქვა მისტერ დედალოსმა - ვიდრე პოლიტიკაში არ


ჩაეჩრებიან.

- ირლანდიის ეპისკოპოსებმა და მღვდლებმა თქვეს თავიანთი სიტყვა და ხალხი მათ


უნდა დაემორჩილოს.

- თავი დაანებონ პოლიტიკას, - თქვა მისტერ კეისიმ - თორემ ხალხი ეკლესიას


დაანებებს თავს.

დანტე მისის დედალოსს მიუბრუნდა და ჰკითხა: - გესმით?

- მისტერ კეისი, საიმონ, დავამთავროთ, რა, ბოლოს და ბოლოს.

- ძალიან ცუდია. ძალიან ცუდი. - თქვა ძია ჩარლზმა.

- როგორ! - წამოიძახა მისტერ დედალოსმა. - ინგლისელების კარნახით უნდა


შეგვექცია მისთვის[34] ზურგი?

- ის უკვე აღარ იყო ღირსი ხალხს წასძღოლოდა. ყველამ იცოდა, რომ ცოდვილი იყო.

- ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ და გვარიანი ცოდვილებიც. - ცივად თქვა მისტერ


კეისიმ.

- „შეუგვიანებელ არს საცდურისა არა მოსვლა, - თქვა მისის რაიორდანმა - ხოლო ვაი
ვისგან მოვიდეს, უადვილეს არს მისა, უკეთუმცა ლოდი ვირით საფქველისა ზედა
ედვა ქედსა მისსა და შთავრდომილ იყო ზღუასა, ვიდრე არა დაბრკოლებად ერთსა
ამას მცირეთგანსა“.[35] აი, რას ამბობს წმინდა წერილი.

- ძალიან ცუდად ამბობს, მე თუ მკითხავთ. - თქვა მისტერ დედალოსმა.

- საიმონ, საიმონ, - თქვა ძია ჩარლზმა - ბავშვი!


- დიახ, დიახ, - თქვა მისტერ დედალოსმა - მე ვიგულისხმე ...მე მინდოდა მეთქვა, რომ
სადგურის მებარგული ცუდ სიტყვებს ხმარობდა. ესეც ასე! აბა, სტივენ, თეფში
მომაწოდე. არ დატოვებ, იცოდე.

მან სტივენს ბლომად დაუსხა და შემდეგ ძია ჩარლზს და მისტერ კეისის წვენით
უხვად გაჯერებული ინდაურის მოზრდილი ნაჭრები გადაუღო. მისის დედალოსი
ცოტას ჭამდა. დანტეს ხელები კალთაზე ეწყო და სახე ასწითლებოდა. მისტერ
დედალოსმა დანა მოაფათურა ქვაბში და თქვა: - აქ ერთი გემრიელი ნაჭერია,
მღვდლის ცხვირს ეძახიან. თუ რომელიმე ბატონს, ან ქალბატონს...

მან ნაჭერი ჩანგლით ასწია, ხმა რომ არავინ ამოიღო, ის საკუთარ თეფშზე დაიდო და
თქვა: - ვერ იტყვით, რომ არ შემოგთავაზეთ. ახლა კი ჯობია, მე თვითონ შევჭამო. ამ
ბოლო დროს ცოტა ჯანმრთელობას ვუჩივი.

სტივენს თვალი ჩაუკრა, ქვაბს დაახურა და ჭამა განაგრძო.

სანამ ჭამდა, ყველანი წყნარად იყვნენ. შემდეგ მან თქვა: - მშვენიერი ამინდი
დაიჭირა. ჩამოსულებიც ბევრნი არიან ქალაქში.

ხმა არავის ამოუღია. მან დასძინა: - მე ვფიქრობ, წელს მეტია ჩამოსული, ვიდრე
გასულ შობას იყო.

გარშემომყოფებს მზერა მოავლო. ყველა თავის თეფშს ჩასჩერებოდა. პასუხი რომ ვერ
მიიღო, ცოტა ხნით შეიცადა და ნაღვლიანად თქვა: - ჩემი საშობაო სადილი მაინც
ჩაგვიმწარდა.

- ოჯახში, სადაც ეკლესიის მსახურთ პატივს არ მიაგებენ, ბედნიერება და


ღვთისწყალობა არ იქნება. - თქვა დანტემ.

მისტერ დედალოსმა ხმაურიანად დაყარა დანა და ჩანგალი თეფშზე.

- პატივისცემა! - თქვა მან - ლაშებიანი ბილის[36] მიმართ უნდა გვქონდეს, თუ იმ


არმელი ღორმუცელას[37] მიმართ.

- ეკლესიის უფლისწულები - გესლიანად თქვა მისტერ კეისიმ.

- ლორდ ლეიტრიმის[38] მეეტლე - დაუმატა მისტერ დედალოსმა.

- ისინი უფლისაგან არიან მირონცხებულნი, - თქვა დანტემ - ისინი თავისი ქვეყნის


ღირსებას წარმოადგენენ.

- ღორმუცელა, - გამოცრა მისტერ დედალოსმა - მოსვენების ჟამს სანდომიანი სახე


აქვს. ერთი განახათ ეს ვაჟბატონი ზამთრის ცივ დღეს შებოლილ ღორის ხორცს
კომბოსტოსთან ერთად როგორ გეახლებათ! ო, ჯონ!

სახე ისე დამანჭა, რომ რომელიღაც ცხოველს მიამსგავსა, ტუჩებით თქვლეფის ხმას
გამოსცემდა.

- საიმონ, მართლაც არ უნდა ლაპარაკობდე ასე ბავშვის თანდასწრებით. ეს არ არის


სწორი.
- როცა გაიზრდება, ამას ყველაფერს გაიხსენებს, - გაცხარებით თქვა დანტემ -
ღმერთის და რელიგიის გმობას და მღვდლების ლანძღვას საკუთარ სახლში.

- დაე, გაიხსენოს! - დაუყვირა მას მისტერ კეისიმ მაგიდის მეორე მხრიდან -


გაიხსენოს ის გამოსვლებიც, რომლითაც მღვდლებმა და მათმა კუდებმა პარნელს
გული გაუხეთქეს და სამარემდე მიიყვანეს. დაე, ესეც გაიხსენოს, როცა გაიზრდება.

- ძაღლისშვილები, - იყვირა მისტერ დედალოსმა - როცა ყველაზე მეტად უჭირდა,


სწორედ მაშინ უღალატეს. მშიერი ვირთხებივით ეძგერნენ და დაღრღნეს. ქოფაკები.
გვანან კიდეც ქოფაკებს. ღმერთმანი გვანან.

- სწორად მოიქცნენ, - იყვირა დანტემ - ისინი თავიანთ ეპისკოპოსს და მღვდლებს


დაემორჩილნენ. დიდება და პატივი მათ.

- რა უბედურებაა, რომ წელიწადში ერთი დღეც კი ვერ დაგისვენია ამ საშინელი


დავისაგან - თქვა მისის დედალოსმა.

ძია ჩარლზმა ხელი მაღლა ასწია და თქვა: - აბა, დავწყნარდეთ. დავწყნარდეთ. ნუთუ,
არ შეგვიძლია ჩვენი აზრი, როგორიც არ უნდა იყოს იგი, გაცხარებისა და
ბილწსიტყვაობის გარეშე გამოვთქვათ. ასე მართლაც არ შეიძლება.

მისის დედალოსმა დანტეს ხმადაბლა რაღაც გადაულაპარაკა, მაგრამ დანტემ


ხმამაღლა თქვა: - მე ვერ გავჩუმდები. მე დავიცავ ჩემს ეკლესიას და რელიგიას, როცა
მას შეურაცხყოფენ და აფურთხებენ განდგომილი კათოლიკეები.

მისტერ კეისიმ თავისი თეფში მკვეთრი მოძრაობით მაგიდის შუაგულისკენ მისწია,


იდაყვები მაგიდაზე დააწყო და მასპინძელს ჩახლეჩილი ხმით უთხრა: - მითხარით,
მე თქვენ გიამბეთ იმ ცნობილი ფურთხის შესახებ?

- არა, ჯონ, არ გიამბიათ. - თქვა მისტერ დედალოსმა.

- ჰო, - თქვა მისტერ კეისიმ. - ეს ძალიან ჭკუის სასწავლი ამბავია. ეს არცთუ ისე დიდი
ხნის წინ მოხდა უიკლოუს საგრაფოში, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით.

მან შეწყვიტა, დანტეს მიუბრუნდა და თავშეკავებული აღშფოთებით უთხრა: - ნება


მომეცით, მოგახსენოთ, ქალბატონო, რომ თუ თქვენ მე მგულისხმობდით, მე
განდგომილი კათოლიკე არ გახლავართ. მე ისეთივე კათოლიკე ვარ, როგორიც იყო
მამაჩემი, და მისი მამა, და მამის მამა, როცა ჩვენ უმალ სიცოცხლეს ვთმობდით,
ვიდრე რწმენას.

- მით უფრო სამარცხვინოა თქვენთვის ასეთი ლაპარაკი - თქვა დანტემ.

- გვიამბეთ, ჯონ, - თქვა მისტერ დედალოსმა ღიმილით. - ყველანი გისმენთ.

- კათოლიკე! - ირონიულად გაიმეორა დანტემ. - ამქვეყნად ყველაზე ურწმუნო


პროტესტანტიც კი არ იტყოდა იმ სიტყვებს, რაც აქ მოვისმინე.

მისტერ დედალოსი თავს აქეთ-იქეთ აქნევდა და სოფლელი მომღერალივით


ღიღინებდა: - პროტესტანტი არა ვარ-მეთქი, კიდევ ერთხელ გეუბნებით, - თქვა
მისტერ კეისიმ გაცხარებით.
მისტერ დედალოსმა, რომელიც ისევ ღიღინებდა და თავს აქნევდა, ხრინწიანი,
დუდღუნა ხმით სიმღერა წამოიწყო: ო, მოდით ყველა კათოლიკენო, რომლებიც
წირვაზე არასოდეს დადიხართ.[39]

გამხიარულებულმა ისევ აიღო დანა და ჩანგალი, ჭამას შეუდგა და მისტერ კეისის


უთხრა: - გვიამბეთ ის ამბავი, ჯონ. საჭმლის მონელებაში დაგვეხმარება.

სტივენი სიყვარულით უცქერდა მისტერ კეისის სახეს, რომელიც ერთმანეთზე


გადაჭდობილ ხელებს ზემოდან მაგიდას ჩაშტერებოდა. უყვარდა მასთან ერთად
სუფრასთან ჯდომა და მისი შავგვრემანი, მკაცრი სახის ყურება. მისი თვალები კი
არასოდეს გამოიყურებოდნენ მკაცრად და საუბარიც საამოდ სასმენი ჰქონდა. მაგრამ
რატომ არის ის მღვდლების წინააღმდეგი? გამოდის, დანტე მართალი ყოფილა.

ერთხელ მან გაიგონა, მამამ დანტეზე თქვა, რომ ის ერთი წამხდარი მონაზონი იყო,
რომელიც ალეგანის მონასტრიდან მაშინ გამოსულა, როცა მისი ძმა ველურებთან
სამაჯურებითა და ჟღარუნებით ვაჭრობით გამდიდრდა. შეიძლება, ამის გამო ვერ
იტანს პარნელს? დანტეს არ უყვარს, როცა სტივენი ეილენთან თამაშობს, რადგან
ეილენი პროტესტანტია. როცა ის ახალგაზრდა ყოფილა, იცნობდა ბავშვებს,
რომლებიც პროტესტანტებთან თამაშობდნენ და პროტესტანტები ყოვლადწმინდა
ღვთისმშობელს დასცინოდნენ. „სპილოს ძვლის კოშკიო“, იტყოდნენ, ხანაც - „ოქროს
სასახლეო“,[40] როგორ შეიძლება ქალი სპილოს ძვლის კოშკი იყოს, ან კიდევ ოქროს
სასახლე? მაშ, ვინაა მართალი? და მას გაახსენდა კლონგოუზის ჰოსპიტალში
გატარებული საღამო, შავი ტალღები, სინათლე ზღვის უბეში და მწუხარების გმინვა,
ხალხს რომ აღმოხდა, როცა შეიტყვეს.[41]

ეილენს გრძელი, თეთრი ხელები აქვს. ერთხელ, როცა დამალობანას თამაშობდნენ,


ეილენმა თითებით თვალები დაუხუჭა. გრძელი, თეთრი, თხელი, გრილი და რბილი
თითები ჰქონდა. სწორედ ასეთია სპილოს ძვალი. ცივი და თეთრი. ამას ნიშნავს
სპილოს ძვლის კოშკი.

- ძალიან მოკლე და სასიამოვნო ამბავია, - თქვა მისტერ კეისიმ. - ეს მოხდა


არკლოუში[42], ერთ ცივ, სუსხიან დღეს. ცოტა ხნით ადრე, სანამ ჩვენი ბელადი
მოკვდებოდა. ღმერთმა აცხონოს მისი სული.

მან თვალები როგორღაც მოღლილად მოხუჭა და შეჩერდა. მისტერ დედალოსმა


თეფშიდან ძვალი აიღო, კბილებით ცოტაოდენი ხორცი ჩამოაძიძგნა და თქვა: - შენ
გინდოდა გეთქვა, სანამ მოკლავდნენ.

მისტერ კეისიმ თვალი გაახილა, ამოიოხრა და გააგრძელა: - იმ დღეს არკლოუში


ჩამოვიდა. ჩვენ მიტინგზე ვიყავით და მიტინგის დამთავრების შემდეგ ბრბოში
მოგვიხდა სადგურისკენ გზის გაკაფვა. ისეთი გამაყრუებელი ყიჟინა არასოდეს
მსმენია. ყველა სალანძღავი სიტყვით შეგვამკეს, რაც კი ამქვეყნად არსებობს. იქ ერთი
მოხუცი ლედი იყო, მთვრალი, კუდიანი ბებერი, რომელიც რატომღაც მე გადამეკიდა.
სულ ჩემ ახლოს, ტალახში ცეკვავდა და სახეში შემომკიოდა: მღვდლებზე
მონადირევ! პარიზის ბირჟა.[43] მისტერ ფოქსი.[44] კიტი ო’ში.[45]

- და როგორ მოიქეცით, ჯონ, - ჰკითხა მისტერ დედალოსმა.


- კარგა ხანს ვითმინე მისი წივილ-კივილი. ძალიან ციოდა და მხნეობა რომ
შემენარჩუნებინა, პირში - ქალბატონებთან ბოდიში - საღეჭი თამბაქო ჩავიდე, და, რა
თქმა უნდა, ხმას ვეღარ ვიღებდი, რადგან პირი თამბაქოს წვენით მქონდა სავსე.

- მერე, ჯონ?

- კარგა ხანს ვაცალე წივილ-კივილი. გული მოიჯერა. კიტი ო’ში და რაღაცები იძახა,
სანამ ჩვენს ლედის ისეთი რამ არ უწოდა, რომელსაც მე აქ ვერ გავიმეორებ, რათა
თქვენ და ამ საშობაო სუფრას შეურაცხყოფა არ მოგაყენოთ.

ის შეჩერდა. მისტერ დედალოსმა ძვალს პირი მოაშორა, თავი ასწია და ჰკითხა: - და


როგორ მოიქეცით, ჯონ?

- როგორ მოვიქეცი? - თქვა მისტერ კეისიმ, - როცა ამ სიტყვებს იძახდა, თავისი


მახინჯი სახე მომიახლოვა. მე ამ დროს პირი თამბაქოს წვენით მქონდა სავსე. მისკენ
დავიხარე და „თფუ“, აი, ასე ვუთხარი.

გვერდზე შებრუნდა და აჩვენა ეს როგორ მოხდა.

- „თფუ“ -მეთქი და პირდაპირ თვალებში შევაფურთხე.

მან ხელები თვალებზე მიიფარა და ქალის ჩახლეჩილი ხმით აკივლდა.

- ო, ღმერთო, წმინდაო მარიამ და იოსებ, - კიოდა იგი. - მე დავბრმავდი. დავბრმავდი


და ვკვდები.

ხველებისა და სიცილისაგან ლაპარაკს ძლივს ახერხებდა: - მთლად დავბრმავდი.

მისტერ დედალოსმა ხმამაღლა გაიცინა და სკამზე გადაწვა. ძია ჩარლზი თავს აქეთ-
იქეთ აქნევდა. დანტე საშინლად გაბრაზებული ჩანდა და სანამ ისინი იცინოდნენ,
იმეორებდა: - მშვენიერია, ჰა, მართლაც მშვენიერია.

რა თქმა უნდა, არ არის მშვენიერი ქალს თვალებში შეაფურთხო.

მაინც რა უწოდა ქალმა კიტი ო’შის ისეთი, რომ მისტერ კეისიმ არ გაიმეორა? მან
წარმოიდგინა, ბრბოს შუაგულში ფურგონზე შემდგარი მისტერ კეისი ხალხს როგორ
მიმართავდა. სწორედ ამისთვის მჯდარა ციხეში. გაახსენდა, რომ ერთხელ სერჟანტი
ო, ნილი მივიდა მათთან სახლში და ჰოლში მამამისს ხმადაბლა ესაუბრა. საუბრისას
ქუდის ზონარს ნერვიულად წიწკნიდა. იმ ღამით მისტერ კეისი დუბლინში
მატარებლით არ წასულა. მათ სახლთან ფურგონი მივიდა და მან გაიგონა მამა
რაღაცას ამბობდა კებინტილის გზის[46] შესახებ.

ის ირლანდიას და პარნელს ემხრობოდა, ისე, როგორც მამა. დანტეც ასევე, რადგან


ერთხელ, როცა ესპლანადაზე ორკესტრი უკრავდა, მან ვიღაც ჯენტლმენს თავში
ქოლგა ჩაარტყა, იმის გამო, რომ კაცმა ქუდი მოიხადა, როცა ორკესტრმა ბოლოს,
„ღმერთო ფარვიდე დედოფალს“[47] დაუკრა.

მისტერ დედალოსმა ზიზღით ჩაიფრუტუნა.

- ოჰ, ჯონ, - თქვა მან. - მათ ასე ეკუთვნით. ჩვენ ერთი უბედური, მღვდლების
მორჩილი ერი ვართ. ასე იყო და ასე იქნება უკუნისამდე.
ძია ჩარლზმა თავი გადააქნია და თქვა: - ცუდადაა საქმე, ცუდად

მისტერ დედალოსმა გაიმეორა: - მღვდლების მორჩილი, ღმერთისგან მიტოვებული


ერი.

მან მისგან მარჯვნივ, კედელზე ჩამოკიდებულ თავისი პაპის სურათზე მიუთითა: -


ხედავთ ამ მოხუცს, ჯონ? ის კარგი ირლანდიელი იყო და ფულზე არ იყიდებოდა.
სიკვდილით დასაჯეს, რადგან „თეთრი ბიჭების“ ორგანიზაციას[48] ეკუთვნოდა. ამ
ჩვენს ღვთისმსახურებზე იტყოდა ხოლმე, ჩემ გვერდით ვერც ერთი ვერ
გაიჭაჭანებსო.

დანტე გაბრაზებული ჩაერია: - თუ მღვდლების მორჩილი ერი ვართ, ამით უნდა


ვამაყობდეთ. ისინი ღმერთის თვალის ჩინს წარმოადგენენ. „შემხები თქვენი, ვითარცა
შემხებელი გუგასა თუალისა ჩემისა“[49] ამბობს იესო.

- გამოდის, რომ მაშინ სამშობლო აღარ უნდა გვიყვარდეს? და არ უნდა გავყვეთ კაცს,
რომელიც ჩვენს წინამძღოლად არის დაბადებული?

- თავისი ქვეყნის მოღალატე, - უპასუხა დანტემ - მოღალატე და გარყვნილი. სწორად


მოიქცნენ მღვდლები, როცა მას ზურგი აქციეს. მღვდლები ყოველთვის ირლანდიის
ჭეშმარიტი მეგობრები იყვნენ.

- მეგობრები? მართლა ასე ფიქრობთ? - თქვა მისტერ კეისიმ.

მან მაგიდას მუშტი დაჰკრა. გაბრაზებული, მოღუშული სახე ჰქონდა. თითებს


მიყოლებით ერთმანეთში უყრიდა.

- ირლანდიის ეპისკოპოსები არ იყვნენ უნიის დროს[50] რომ გვიღალატეს, როცა


ეპისკოპოსმა ლენიგანმა[51] მარკიზ კორნუოლისს[52] ერთგულების უსტარი
მიართვა? ეპისკოპოსები და მღვდლები არ იყვნენ, 1829 წელს თავიანთი ქვეყნის
სასოება და იმედები რომ გაყიდეს კათოლიკური რელიგიის თავისუფლების
სანაცვლოდ? ისინი არ იყვნენ ფენიანების მოძრაობას რომ გმობდნენ კათედრებიდან
და სააღმსარებლოებიდან? მათ არ შებილწეს ტერენსა ბელიუ მაკმანუსის ნეშტი?[53]

მას სახე სიბრაზისაგან წამოუჭარხლდა და სტივენიც გრძნობდა, ალმური როგორ


ედებოდა სახეზე, რადგანაც ეს სიტყვები ძლიერ მღელვარებას იწვევდა მასში.

მისტერ დედალოსმა ღვარძლიანად გადაიხარხარა.

- ო, ღმერთო ჩემო, - წამოიძახა მან. - ის ბებერი პოლ კალენი[54] სულ დამავიწყდა.


ღმერთის კიდევ ერთი თვალის ჩინი.

დანტე მაგიდაზე გადაიხარა და მისტერ კეისის დაუყვირა: - სწორად მოიქცნენ.


სწორად. ისინი ყოველთვის სწორად იქცეოდნენ. ღმერთი, ზნეობა და რელიგია,
უპირველეს ყოვლისა.

მისის დედალოსმა ის ასეთი აღელვებული რომ დაინახა, უთხრა: - მისის რაიორდან,


ასე ნუ ნერვიულობთ, სულაც ნუ შეეპასუხებით.

- ღმერთი და რელიგია უპირველეს ყოვლისა! - წამოიყვირა დანტემ. - ღმერთი და


რელიგია უპირველეს ყოვლისა ამქვეყნად.
მისტერ კეისიმ მომუშტული ხელი ზევით ასწია და მაგიდაზე ძლიერად დაარტყა.

- ძალიან კარგი, - დაიყვირა მან ხრინწიანი ხმით. - თუ ასეა საქმე, არ სჭირდება


ღმერთი ირლანდიას.

- ჯონ, ჯონ! - წამოიძახა დედალოსმა და სტუმარს სახელოში წვდა.

დანტეს მზერა გაუშტერდა, ლოყები უთრთოდა. მისტერ კეისიმ სკამი მკვეთრი


მოძრაობით მისწია უკან, მაგიდაზე დანტესკენ გადაიხარა და ხელი თვალების წინ
ისე გაიქნია, თითქოს აბლაბუდას ქსელს იშორებსო.

- არ სჭირდება ირლანდიას ღმერთი. საკმარისზე მეტ ხანს გვყავდა უკვე. შორს ჩვენგან
ღმერთი.

- მკრეხელი! სატანა! - დაიწივლა დანტემ, ფეხზე წამოხტა და ლამის იყო მისტერ


კეისის სახეში შეაფურთხა.

ძია ჩარლზმა და მისტერ დედალოსმა ძლივს დასვეს მისტერ კეისი სკამზე, თან აქეთ-
იქედან ამშვიდებდნენ. მას აღგზნებული, შავი თვალები თავის წინ გაეშტერებინა და
იმეორებდა: - შორს-მეთქი ჩვენგან ღმერთი, გეუბნებით.

დანტემ სკამი უხეშად მიაგდო გვერდზე და მაგიდა მიატოვა. მისი ხელსახოცის


რგოლი მაგიდიდან ჩამოვარდა, ნოხზე გაგორდა და სავარძლის ფეხთან შეჩერდა.
მისტერ დედალოსი სწრაფად წამოდგა და მას კარებამდე მისდია. დანტე კარებთან
მკვეთრად შემობრუნდა. ალმურმოდებული ლოყები მრისხანებისაგან უცახცახებდა.
მან ხმამაღლა დაიყვირა: - ჯოჯოხეთის მოციქული, ჩვენ ის გავანადგურეთ! სატანა!

და კარი გაიჯახუნა.

მისტერ კეისიმ გამზავებლებისაგან ხელები გაითავისუფლა, მოულოდნელად თავი


ხელებში ჩარგო და მწარედ აქვითინდა.

- საცოდავი პარნელი, - ხმამაღლა მოთქვამდა იგი. - ჩემი დაღუპული მეფე.

შეძრწუნებულმა სტივენმა თავი მაღლა ასწია და მამის თვალებს წააწყდა, რომლებიც


ცრემლებით იყო სავსე.

ბიჭები პატარ-პატარა ჯგუფებად დაყოფილიყვნენ და საუბრობდნენ.

ერთმა მათგანმა თქვა: - ისინი ლაიენზ ჰილთან ახლოს დაუჭერიათ.

- ვინ დაიჭირა?

- მისტერ გლისონმა და მღვდელმა. ოთხთვალაში ყოფილან.

იმავე ბიჭმა დასძინა: - ერთმა უფროსკლასელმა ბიჭმა მითხრა.

ფლემინგმა ჰკითხა: - ჰო, მაგრამ რატომ გაიქცნენ? გვითხარი.

- მე ვიცი რატომაც გაიქცნენ, - თქვა სესილ სანდერმა - იმიტომ რომ რექტორის


კაბინეტიდან ფული აწაპნეს.
- ვინ აწაპნა?

- კიკემის ძმამ. შემდეგ გაიყვეს.

- შენც მაგრა გცოდნია სანდერს, - თქვა უელსმა - მე ვიცი, რატომ გაიქცნენ.

- ჩვენც გვითხარი.

- მითხრეს, არავისთან წამოგცდესო, - თქვა უელსმა.

- გვითხარი უელს - ყველა ერთხმად შეეხვეწა - შეგიძლია გვენდო. ჩვენში დარჩება.

სტივენი წინ გადაიხარა, რათა უკეთ გაეგონა. უელსმა მიმოიხედა, ხომ არავინ
გვიახლოვდებაო და ჩურჩულით თქვა: - საკურთხევლის ღვინო, ეკლესიის საცავის
განჯინაში რომ ინახავენ, ხომ ყველამ იცით.

- ვიცით.

- ჰოდა, ის ღვინო დაულევიათ. ამის ჩამდენებს სუნით მიაგნეს. ამიტომაც გაიქცნენ,


თუ გინდათ სიმართლე იცოდეთ.

იმ ბიჭმა, პირველად რომ დაიწყო საუბარი, თქვა: - ჰო, მეც ასე გავიგე ერთი
უფროსკლასელისაგან.

ბიჭები გაჩუმდნენ. სტივენი მათ შორის იდგა. ხმის ამოღება ვერ გაებედა, მხოლოდ
უსმენდა. შიშნარევი მოწიწების გრძნობა დაეუფლა. ეს რამ ჩაადენინათ. თვალწინ
ბნელი, მდუმარე ეკლესიის საცავი წარმოუდგა. იქ ხის შავი განჯინები იყო, სადაც
ფაქიზად დახვეული სტიქარები ელაგა. მართალია, ის სამლოცველო არ არის, მაგრამ
იქაც მხოლოდ ჩურჩულით შეიძლება ლაპარაკი. წმინდა ადგილია. ზაფხულის ის
საღამო გაახსენდა, როცა იქ, ტყის პატარა სამლოცველოში, პროცესიის დღეს
მიიყვანეს, რათა საცეცხლურის დამტარებლის სამოსში გამოეწყოთ. უცნაური და
წმინდა ადგილია. ბიჭი, რომელსაც საცეცხლური ეჭირა, მას შუა ჯაჭვით აქეთ-იქით
აქნევდა, რათა ნახშირი არ ჩამქრალიყო. ეს ხის ნახშირი იყო და როცა ბიჭი მას აქეთ-
იქეთ ნელა აქნევდა, ნახშირი თანდათან იწვოდა და მომჟავო სუნს გამოსცემდა.
შემდეგ, როცა ყველა შეიმოსა, ბიჭმა საცეცხლური რექტორს გადააწოდა. რექტორმა
მასში ერთი სავსე კოვზი საკმეველი მოაფრქვია, რომელიც გავარვარებულ ნახშირზე
აშიშინდა.

სათამაშო მოედანზე აქა-იქ პატარა ჯგუფებად დაყოფილი ბიჭები საუბრობდნენ. მას


ეჩვენებოდა, რომ ბიჭები თითქოს დაპატარავდნენ. ეს იმიტომ, რომ წინადღით ერთმა
მრბოლელმა მეორეკლასელმა წააქცია. ველოსიპედი დაეჯახა და წიდით დაფარულ
სარბენ ბილიკზე დაეცა. სათვალე სამ ნაწილად გაუტყდა. ცოტა წიდის ნაცარიც
ჩაყლაპა.

ამიტომ ჩანდნენ ბიჭები დაპატარავებულები. მოშორებით მყოფი კარის ძელებიც


დაწვრილებულიყვნენ და უფრო შორს გადაწეულიყვნენ. უღიმღამო, ნაცრისფერი ცაც
უფრო მაღალი ჩანდა. მოედანზე ბიჭები არ თამაშობდნენ, რადგან მალე კრიკეტის
მატჩი იწყებოდა. ზოგი ამბობდა, კაპიტანი ბარნესი იქნებაო, სხვები ამბობდნენ
ფლაუერსიო. მთელ მოედანზე ბურთებს აქეთ-იქით ჰაერში ისროდნენ. კრიკეტის
ბურთის წუილი რბილ, ნაცრისფერ ჰაერს კვეთდა. პიკ, პოკ, პუკ - თითქოს შადრევნის
წყლის პატარა წვეთები სავსე თასში ნელა ეცემიანო.

ეტიმ, რომელიც აქამდე ჩუმად იყო, თქვა: - ყველანი ცდებით.

ბიჭები მაშინვე მისკენ შებრუნდნენ.

- რატომ?

- შენ იცი?

- ვინ გითხრა?

- გვითხარი, ეტი.

ეტიმ ხელი მოედნისაკენ გაიშვირა, სადაც საიმონ მუნენი მარტო მიდიოდა და ფეხით
ქვას მიათამაშებდა.

- იმას ჰკითხეთ. - თქვა მან.

ბიჭებმა იქეთ გაიხედეს და თქვეს: - იმას რატომ უნდა ვკითხოთ?

- რა, ისიც არის გარეული?

ეტიმ ხმას დაუდაბლა და თქვა: - იცით, რატომ გაიქცნენ ის ბიჭები? გეტყვით, მაგრამ
არავისთან წამოგცდეთ.

- გვითხარი, ეტი. გვითხარი, გვენდე, ნუ გეშინია.

მან ცოტა ხნით შეიცადა და შემდეგ იდუმალი ხმით თქვა: - ისინი საიმონ მუნენთან
და ეში ბოილთან ერთად ტუალეტში შეისწრეს ღამით.

ბიჭებმა მას შეხედეს და ჰკითხეს: - შეისწრეს?

- რას აკეთებდნენ?

ეტიმ თქვა: - შმაშურობდნენ.

ყველანი ჩუმად იყვნენ. ეტიმ თქვა: - აი, ამიტომ.

სტივენმა ბიჭების სახეებს გახედა, მაგრამ ისინი სათამაშო მოედნისაკენ


იყურებოდნენ. უნდოდა, ვინმეს შეკითხვოდა ამის შესახებ. რას ნიშნავს ტუალეტში
შმაშურობდნენ? რატომ გაიქცა ხუთი უფროსკლასელი ამის გამო? ეს ხუმრობააო,
გაიფიქრა.

საიმონ მუნენი კარგად იცვამს. ერთხელ ღამით მუნენმა მას ნაღების კანფეტის ბურთი
უჩვენა, რომელიც ფეხბურთის გუნდის ბიჭებმა სასადილო ოთახის შუაგულში
ხალიჩაზე მიუგორეს, როცა ის კარებთან იდგა. ეს ბექტაივ-რეინჯერსთან მატჩის
საღამოს მოხდა. ბურთი წითელ-მწვანე ვაშლს ჰგავდა, მაგრამ ვაშლისაგან
განსხვავებით იღებოდა და შიგ ნაღების კარამელით იყო სავსე. ერთ დღეს ბოილმა
თქვა, სპილოს ორი ეში აქვსო - ორი ეშვის მაგივრად. ამიტომ ეძახდნენ ბიჭები ეში
ბოილს. ზოგიერთები კი ლედი ბოილსაც ეძახდნენ, რადგან სულ ფრჩხილებს იქნიდა.
ეილენსაც გრძელი, თხელი, გრილი, თეთრი თითები აქვს. იმიტომ, რომ ის გოგოა.
სპილოს ძვალს ჰგავს, ოღონდ უფრო რბილია. სპილოს ძვლის კოშკი სწორედ ამას
ნიშნავს, მაგრამ პროტესტანტებს მისი მნიშვნელობა არ ესმით და დასცინიან მას.
ერთხელ ის ეილენის გვერდით იდგა და სასტუმროს წინ მოედანს გაჰყურებდა.
მსახური დროშას ფლაგშტოკზე ამაგრებდა. ფოქსტერიერი მზიან გაზონზე აქეთ-იქეთ
დარბოდა. ეილენმა ჯიბეში ხელი ჩაუყო, იმ ჯიბეში, რომელშიც მას თავისი ხელი
ედო და სტივენმა იგრძნო, როგორი გრილი, თხელი და რბილი იყო გოგოს ხელი. რა
სასაცილოა, ჯიბე რომ გაქვსო, უთხრა. შემდეგ უცებ შებრუნდა და სიცილ-კისკისით
მიხვეულ-მოხვეულ ბილიკს სირბილით დაუყვა. ქერა თმები ზურგზე ოქროსფრად
ეღვრებოდა. ოქროს სასახლე, როცა კარგად ჩაუფიქრდები, ხვდები რასაც ნიშნავს.

მაგრამ რატომ ტუალეტში? იქ მაშინ მიდიან, როცა უჭირთ. იქ სქელი ქვის ფილებია,
რომლებზეც მთელი დღე პატარა ხვრელებიდან წყალი წვეთავს. ერთ-ერთი კაბინის
კარზე შიგნითა მხრიდან წითელი ფანქრით რომაულ სამოსში გამოწყობილი
წვერებიანი კაცია დახატული, რომელსაც ორივე ხელში აგური უჭირავს. ნახატის
ქვემოთ წარწერაა: „ბალბუსი აშენებდა კედელს“.[55]

ვიღაც ბიჭს დაუხატავს გასართობად. სასაცილო სახე აქვს, მაგრამ წვერებიან კაცს
მართლაც ჰგავს. მეორე კაბინის კედელზე მარჯვნიდან მარცხნივ ლამაზი
კალიგრაფიით წაუწერიათ: „იულიუს კეისარმა დაწერა - ბელმა გაიგო“[56]

შეიძლება იმიტომაც იყვნენ იქ, რომ იმ ადგილზე ბიჭები ასეთ სასაცილო რამეებს
წერდნენ. მაგრამ მაინც უცნაური იყო ის, რაც ეტიმ თქვა და ისიც, თუ როგორ თქვა. ეს
ხუმრობა აღარ იყო, რადგან ისინი გაიქცნენ. მან სხვებივით სათამაშო მოედნისკენ
გაიხედა. თანდათან შიშის გრძნობა ეუფლებოდა.

ბოლოს ფლემინგმა თქვა: - ჩვენ რა, ყველა უნდა დაგვსაჯონ იმის გულისთვის, რაც
სხვებმა ჩაიდინეს?

- მე უკან აღარ დავბრუნდები, აი, ნახავთ. - თქვა სესილ სანდერმა. - სამი დღე ხმას ვერ
ამოიღებ სასადილოში და მერე სახაზავიც მოგხვდება.

- მართალია, - თქვა უელსმა. ეს ტიპი - ბარეტი კიდე ისეთნაირად ახვევს თავის შავი
სიის ჩანაწერებს, რომ თუ გახსენი, ძველებურად ვეღარ დაკეცავ და ვეღარ გაგიგია,
რამდენ დარტყმას უნდა ელოდო. აღარც მე დავბრუნდები უკან.

- ჰო, - თქვა სესილ სანდერმა. - ამ დილით ინსპექტორი მეორე კლასში იყო შესული.

- მოდი ამბოხება მოვაწყოთ. - თქვა ფლემინგმა - რას იტყვით?

ყველანი ჩუმად იყვნენ. ჰაერიც წყნარი იყო. კრიკეტის ჩოგნის ხმაც კი ისმოდა,
ოღონდ ახლა უფრო ნელა ურტყამდნენ - პიკ, პოკ.

უელსმა იკითხა: - მაინც რას უზამენ?

- საიმონ მუნენს და ეშს გაროზგავენ - თქვა ეტიმ - უფროსკლასელებს კი შეუძლიათ


აირჩიონ: გაროზგვა, ან გარიცხვა.

- და რომელს ირჩევენ? - იკითხა ბიჭმა, რომელმაც პირველმა წამოიწყო საუბარი.


- ყველა გარიცხვას ირჩევს კორიგანის გარდა, - უპასუხა ეტიმ. მას მისტერ გლისონი
გაროზგავს.

- ვიცი, რატომაც არჩია გაროზგვა კორიგანმა - თქვა სესილ სანდერმა. - სწორადაც


მოიქცა, სხვები კი ცდებიან. გაროზგვა რა არის, ხელად გაგივლის. კოლეჯიდან
გარიცხვა კი მთელი ცხოვრება გაგყვება. გარდა ამისა, გლისონი მაგრად არ
გაროზგავს.

- ჰო, გლისონისთვისაც ასე სჯობია, - თქვა ფლემინგმა.

- არ ვისურვებდი საიმონ მუნენის და ეში ბოილის ადგილზე ყოფნას, - თქვა


სანდერმა. - მაგრამ არა მგონია, ისინი გაროზგონ. შეიძლება რამდენიმე სახაზავს
დააჯერონ.

- არა - თქვა ეტიმ - გაროზგვას ვერ ასცდებიან.

უელსმა ვითომ ნაცემი ადგილი დაიზილა და მტირალა ხმით თქვა: - ძალიან გთხოვთ
გამიშვით, სერ.

ეტი გაიჭყანა, ქურთუკის სახელოები აიკაპიწა და თქვა: ვეღარაფერი გიშველის

რაც უნდა სცადო აწი, ჩაიწიე შარვალი და

გამოაჩინე ტრ...ი.

ბიჭებმა გაიცინეს, მაგრამ ის გრძნობდა, რომ შიშს ჯერაც არ გაევლო. წყნარ, რბილ,
ნაცრისფერ ჰაერში აქეთ-იქიდან კრიკეტის ჩოგნის ხმა ესმოდა: პოკ, ეს დარტყმის ხმა
იყო, მაგრამ როცა შენ გირტყამენ, ტკივილს გრძნობ. სახაზავიც გამოსცემს ხმას,
მაგრამ არა ასეთს. ბიჭებმა თქვეს, რომ ის ვეშაპის ძვლისაგან და ტყვიით სავსე
ტყავისაგან იყო გაკეთებული. მას აინტერესებდა, როგორი იქნებოდა ტკივილი. ხმები
სხვადასხვანაირი არსებობს. გრძელ, თხელ ჯოხს მაღალი, სტვენისმაგვარი ხმა აქვს.
და მაინც როგორია ტკივილი? ამაზე ფიქრმა კანკალი დააწყებინა და შესცივდა. ეტის
სიტყვებმაც იმოქმედა. მაგრამ რა არის ამაში სასაცილო? მას იმიტომ აკანკალებდა,
რომ ყოველთვის კანკალებ, როცა შარვალს ჩაიხდი. აბაზანაშიც ასევეა, როცა იძრობ.
აინტერესებდა, ვინ ჩახდიდა მათ შარვალს: თვითონ ბიჭები იზამდნენ ამას, თუ
მასწავლებელი.

მან ეტის აკაპიწებულ სახელოს და მელნით მოთხვრილ ხელებს შეხედა. ეტიმ სახელო
იმისთვის აიკაპიწა, რომ ეჩვენებინა, როგორ გააკეთებდა ამას მისტერ გლისონი.
მაგრამ მისტერ გლისონს მრგვალი, ბრჭყვიალა მანჟეტები, გაქათქათებული მაჯები
და მსუქანი თეთრი ხელები აქვს, ფრჩხილები კი გრძელი და წამახვილებული.
შეიძლება ლედი ბოილივით იქლიბავს კიდეც. საშინლად გრძელი და
წამახვილებული ფრჩხილები აქვს, ისეთი გრძელი და სასტიკი. თუმცა თეთრი და
მსუქანი ხელები სასტიკი არაა, პირიქით, ნაზია. და თუმცა სიცივისა და შიშისაგან
აკანკალებდა, როცა გრძელი, სასტიკი ფრჩხილები, მაღალი, სტვენისმაგვარი ხმა და
სიცივე წარმოიდგინა, რომელსაც პერანგის ბოლოსთან გრძნობ, როცა იხდი, მაინც
უცნაური, წყნარი სიამოვნების გრძნობამ დაუარა ტანში მსუქანი, თეთრი, სუფთა,
ძლიერი და ნაზი ხელების გახსენებაზე. სესილ სანდერის ნათქვამი გაახსენდა,
მისტერ გლისონი კორიგანს მაგრად არ გაროზგავსო. ფლემინგმაც ასე თქვა,
მისთვისაც ჯობია, მაგრად არ გაროზგოსო. მაგრამ რატომ - გაუგებარია.

შორს, სათამაშო მოედნიდან ხმამ იყვირა: - ყველანი შინისაკენ!

სხვა ხმებიც აყვირდნენ: - შინისაკენ! ყველანი შინისაკენ!

წერის გაკვეთილზე გულხელდაკრეფილი იჯდა და კალმების ნელ წრიპინს უსმენდა.


მისტერ ჰარფორდი წინ და უკან დადიოდა და წითელი ფანქრით შეცდომებს ხაზს
უსვამდა, ხანაც რომელიმე ბიჭს მიუჯდებოდა და ასწავლიდა, კალმისტარი სწორად
როგორ დაეჭირა. შეეცადა დაფაზე დაწერილი სათაური ასო-ასო წაეკითხა, თუმცა
იცოდა, იქ რაც ეწერა. ეს სახელმძღვანელოს ბოლო ფრაზა იყო - „სიბეჯითე
გონიერების გარეშე ბედის ანაბარად მიშვებულ გემს ჰგავს“. მაგრამ ასოების
მოხაზულობა წვრილი იყო, ძაფისებური, ლამის უხილავი და მას მხოლოდ მაშინ
შეეძლო დიდი ასოს მოხაზულობის გარჩევა, როცა მარჯვენა თვალს დახუჭავდა და
მარცხენას დაძაბავდა.

მაგრამ მისტერ ჰარფორდი ძალიან თავაზიანია და არასოდეს ბრაზდება. სხვა


მასწავლებლები საშინლად ბრაზდებოდნენ ხოლმე. მაგრამ უფროსკლასელების გამო
რატომ უნდა აგონ პასუხი. უელსმა თქვა, მათ ეკლესიის საცავის განჯინიდან
მოპარული საკურთხევლის ღვინო დალიეს და ამის ჩამდენს სუნით მიაგნესო.
შეიძლება ბარძიმი იმისთვის მოიპარეს, რომ სადმე გაეყიდათ. ეს ხომ საშინელი
ცოდვაა - ღამით საცავში შეიპარო, განჯინა გამოაღო და ოქროსფრადმბრწყინავი
ჭურჭლით მოიპარო ღვინო, რომელშიც თვით ღმერთია განხორციელებული[57]
ღვთისმსახურების დროს, ყვავილებსა და სანთლებს შორის, როცა საკმევლის კვამლი
ორივე მხარეს ღრუბელივით ზემოთ მიემართება, როცა ბიჭები საცეცხლურს არწევენ
და დომენიკ კელი მარტო მღერის გუნდში პირველ ხმას. მაგრამ როცა მოიპარეს,
მაშინ რა თქმა უნდა, ბარძიმში ღმერთი არ იქნებოდა. მაინც უცნაური იყო და დიდი
ცოდვა მისი შეხებაც კი. დიდი შიშითა და კრძალვით ფიქრობდა ამაზე. საშინელი და
უცნაური ცოდვა. სიჩუმეში, რომელსაც მხოლოდ კალმების წრიპინი არღვევდა, ამ
ფიქრებისგან ნერვიული კანკალი აუტყდა. ისიც ცოდვაა, საკურთხევლის ღვინოს
განჯინიდან რომ გამოიტან, დალევ და სუნით მოგაგნებენ. მაგრამ ეს უცნაური და
საშინელი არაა. მხოლოდ გულის რევის შეგრძნება გიჩნდება ღვინის სუნისაგან. როცა
ეკლესიაში პირველად ეზიარა, მან თვალები დახუჭა, პირი გააღო და ენა ცოტათი
გამოყო. როცა რექტორი მისკენ დაიხარა, რათა ეზიარებინა, მან რექტორის სუნთქვაში
ღვინის სუნი ოდნავ იგრძნო. რა ლამაზი სიტყვაა ღვინო. მუქი - მეწამული
წარმოგიდგება, რადგანაც ყურძნის მტევნები მუქი მეწამულია. ყურძენი საბერძნეთში
ხარობს, აი, იმ სახლებთან ახლოს, ტაძრებს რომ ჰგვანან. მაგრამ იმ ღვინის სუნმა,
რექტორმა რომ შემოაფრქვია მას მისი პირველი ზიარების დილას, გულის რევის
შეგრძნება აღუძრა. პირველი ზიარების დღე უბედნიერესი დღეა ცხოვრებაში.
ერთხელ რამდენიმე გენერალმა ჰკითხა ნაპოლეონს, რომელი დღე იყო უბედნიერესი
მის ცხოვრებაში. ისინი ფიქრობდნენ, რომ ნაპოლეონი რომელიმე დიდი გამარჯვების
დღეს დაასახელებდა, ანდა იმ დღეს, როცა იმპერატორი გახდა. მაგრამ მან თქვა: -
ბატონებო, უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში იყო ის დღე, როცა პირველად
ვეზიარე.
მამა არნოლი შემოვიდა და ლათინურის გაკვეთილი დაიწყო. სტივენი კვლავ მერხის
ზურგს მიყრდნობოდა და გულხელდაკრეფილი წყნარად იჯდა. მამა არნოლმა
თემების რვეულები დაარიგა. პირდაპირ საშინელი თემებიაო, თქვა და მოსწავლეებს
დაავალა, ხელახლა, შესწორებების გათვალისწინებით გადაეწერათ. ყველაზე უარესი
მაინც ფლემინგის რვეული იყო, რადგანაც მელნის ლაქებისაგან ფურცლები
ერთმანეთს შეწებებოდა. მამა არნოლმა რვეული კიდით ასწია და თქვა, ნებისმიერი
მასწავლებლისთვის შეურაცხყოფაა, ასეთ რვეულს რომ ჩააბარებო. შემდეგ ჯეკ
ლოუტონი გამოიძახა და უთხრა, არსებითი სახელი mare[58] აბრუნეო, მაგრამ
ლოუტონი ვითარებითი ბრუნვის მხოლობითზე შეჩერდა და მრავლობითში
გადაყვანა ვეღარ შეძლო.

- გრცხვენოდეს - თქვა მამა არნოლმა, შენ ხომ კლასის ლიდერი ხარ.

შემდეგ მეორე ბიჭს ჰკითხა, მესამეს, მეოთხეს. არავინ არ იცოდა. მამა არნოლი
თანდათან დამშვიდდა, როცა ვერც ერთმა ბიჭმა სწორი პასუხი ვერ გასცა, მაგრამ სახე
მოეღუშა და მზერა გაუშტერდა, თუმცა ხმა მშვიდი ჰქონდა. შემდეგ ფლემინგს
ჰკითხა და ფლემინგმა უპასუხა ამ სიტყვას მრავლობითი არა აქვსო. უცებ მამა
არნოლმა წიგნი დახურა და დაუყვირა: - ახლავე კლასის შუაში დაიჩოქე. შენ ერთ-
ერთი უზარმაცესი ბიჭი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს. დანარჩენებმა კი თემები
ხელახლა დაწერეთ.

ფლემინგი მძიმედ წამოდგა ადგილიდან და ბოლო ორ მერხს შორის დაიჩოქა. სხვა


ბიჭებმა თავი ჩაღუნეს და წერას შეუდგნენ. საკლასო ოთახში სიჩუმემ დაისადგურა.
სტივენმა მორიდებულად გახედა მამა არნოლის მოღუშულ სახეს და დაინახა, რომ ის
სიბრაზისაგან სულმთლად წითელი იყო. ცოდვად ხომ არ ითვლება, მამა არნოლი
რომ ბრაზობს, თუ მას უფლება აქვს გაბრაზდეს, როცა ბიჭები ზარმაცობენ, რადგან
ამით აიძულებს მათ, უკეთ ისწავლონ. ან იქნებ იგონებს და სულაც არ ბრაზობს.
ალბათ აქვს ამის უფლება. მღვდელმა ხომ იცის, ცოდვა რაც არის და თვითონ არ
ჩაიდენს. მაგრამ ერთხელ რომ მოხდეს და უნებურად რომ შესცოდოს, ნეტა, ვისთან
წავა აღსარების ჩასაბარებლად? ალბათ წინამძღვართან. წინამძღვარი თუ შესცოდავს,
რექტორს ჩააბარებს აღსარებას, რექტორი პროვინციალს, პროვინციალი კი
იეზუიტების გენერალს.[59] ამას იეზუიტური ორდენი ჰქვია. მამისაგან გაეგონა,
იეზუიტები ძალიან ჭკვიანები არიან და ყველა მათგანს შეეძლო მაღალი
მდგომარეობისთვის მიეღწია საერო ცხოვრებაში, იეზუიტები რომ არ
გამხდარიყვნენო. შეეცადა, წარმოედგინა, ვინ იქნებოდნენ მამა არნოლი, პედი
ბარეტი, მაკგლეიდი და მისტერ გლისონი, იეზუიტები რომ არ ყოფილიყვნენ. ძნელი
იყო ამაზე ფიქრი, რადგანაც ისინი სხვადასხვანაირად უნდა წარმოედგინა,
სხვადასხვა ფერის პიჯაკებში და შარვლებში, წვერებით და ულვაშებით და
სხვადასხვანაირი ქუდებით.

კარი ნელა გაიღო და დაიხურა. კლასს სწრაფად გადაურბინა ჩურჩულმა: კლასის


ინსპექტორი! მყისვე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, რასაც უკანასკნელ მერხზე
სახაზავის ძლიერი დარტყმის ხმა მოჰყვა. სტივენს კინაღამ გული ამოუვარდა
შიშისაგან.

- აქ ვინმეს გაროზგვა ხომ არ სურს, მამა არნოლ? - იყვირა ინსპექტორმა - რომელიმე


ზარმაცსა და უქნარას გაროზგვა ხომ არ სურს, მამა არნოლ?
ის შუა ოთახში შეჩერდა და მუხლებზე დაჩოქილი ფლემინგი დაინახა.

- ოჰ, წამოიძახა მან. ვინ არის ეს ბიჭი? რატომ არის დაჩოქილი? რა გვარი ხარ, ბიჭო?

- ფლემინგი, სერ.

- აჰ, ფლემინგი! რა თქმა უნდა უქნარაა. თვალებზე ვატყობ. რატომ არის დაჩოქილი,
მამა არნოლ?

- ლათინურის თემა ცუდად დაწერა და გრამატიკაშიც ვერცერთ შეკითხვას ვერ


უპასუხა - თქვა მამა არნოლმა.

- რა თქმა უნდა, ვერ უპასუხებდა, - წამოიძახა ინსპექტორმა - რა თქმა უნდა, ვერ


უპასუხებდა. ნამდვილი უქნარაა, თვალებზე ვატყობ.

მან სახაზავი მერხზე ძლიერად დაარტყა და იყვირა: - აბა, ფლემინგ, წამოხტი ფეხზე!

ფლემინგი ნელა წამოდგა.

- აბა, ხელი მომეცი - იყვირა ინსპექტორმა.

ფლემინგმა ხელი გაიშვირა. სახაზავი ხმაურიანად დაეშვა მის ხელზე. ერთი, ორი,
სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი.

- მეორე ხელი!

სახაზავი მასზეც ექვსჯერ დაეშვა ხმაურიანად.

ფლემინგმა დაიჩოქა, მოკრუნჩხული ხელები იღლიის ქვეშ ამოიდო. სახე


ტკივილისაგან დაღრეჯოდა. თუმცა სტივენმა იცოდა, რომ ფლემინგს უხეში ხელები
ჰქონდა, რადგან იგი მათზე ყოველთვის ფისს ისვამდა. მაგრამ ალბათ ძალიან ტკივა,
რადგან სახაზავს საშინელი ხმა ჰქონდა. სტივენს გული ისე უძგერდა, საცაა
ამოუვარდებოდა.

- აბა, ყველამ საქმეს მიხედეთ - იყვირა ინსპექტორმა - ჩვენ აქ ზარმაცები და უქნარები


არ გვჭირდება. ზარმაცი, უქნარა პატარა თაღლითები. საქმეს მიხედეთ-მეთქი. მამა
დოლანი ყოველდღე მოგინახულებთ, მათ შორის ხვალაც.

მან ერთ-ერთ ბიჭს სახაზავი ფერდზე მოუთათუნა და უთხრა: - აბა, ბიჭი, როდის
მოგინახულებთ მამა დოლანი?

- ხვალ, სერ, - თქვა ტომ ფერლონგის ხმამ.

- ხვალე ხვალეს მოსდევს[60] - თქვა ინსპექტორმა - ჰოდა გაითვალისწინეთ, მამა


დოლანი ყოველდღე გეწვევათ. შეუდექით წერას. შენ, ბიჭო, შენ ვინა ხარ?

სტივენს გული შეუქანდა.

- დედალოსი სერ.

- მერე სხვები თუ წერენ, შენ რატომ არ წერ?

- მე... ჩემი...
შიშისაგან ლაპარაკი ვეღარ შეძლო.

რატომ არ წერს, მამა არნოლ?

- სათვალე გაუტყდა - თქვა მამა არნოლმა - და მე გავათავისუფლე წერითი


სამუშაოსგან.

- გაუტყდა? ეს რა მესმის? რაო, რა გვარი ვარო?

- დედალოსი, სერ.

- აბა, აქ მოდი დედალოს. პატარა ზარმაცი თაღლითი. სახეზე გეტყობა თაღლითობა.


სად გატეხე სათვალე?

შიშისაგან და სიჩქარისგან დაბრმავებული სტივენი ბორძიკ-ბორძიკით მივიდა


კლასის შუაგულამდე.

- სად გატეხე სათვალე? - გაიმეორა ინსპექტორმა.

- სარბენ ბილიკზე, სერ.

- ოჰო, სარბენ ბილიკზე - იყვირა ინსპექტორმა - ვიცი ეს ოინი.

გაკვირვებულმა სტივენმა ზემოთ აიხედა და წამიერად დაინახა მამა დოლანის


თეთრი, მონაცრისფრო, არცთუ ახალგაზრდა სახე, მელოტი, გვერდებზე
ღინღლებიანი თეთრი მონაცრისფრო თავი, ფოლადის ჩარჩოიანი სათვალე და
სათვალიდან გამომზირალი უფერული თვალები. რატომ თქვა, ეს ოინი ვიციო?

- პატარა ზარმაცი და უქნარა! - იყვირა ინსპექტორმა! - ძველი სასკოლო ოინი -


სათვალის გატეხვა. აბა, ხელი ახლავე!

სტივენმა თვალები დახუჭა და აცახცახებული ხელი ხელისგულით ზემოთ წინ


გაიშვირა. იგრძნო, როგორ შეეხო ინსპექტორი წამიერად მის თითებს, რათა ისინი
გაესწორებინა და შემდეგ სუტანის სახელოს შარიშურით სახაზავი დასარტყმელად
მაღლა აიწია. მწველმა, მხურვალე, მტკივნეულმა, მსუსხავმა დარტყმამ, ჯოხის
გადატეხის ხმა რომ ჰქონდა, აცახცახებული ხელი ისე მოაკრუნჩხვინა, ფოთოლი რომ
მოიკრუნჩხება ცეცხლში. დარტყმის ხმამ და მწველმა ტკივილმა ცრემლებით აუვსო
თვალები. შიშისაგან მთელი სხეული უთრთოდა, მკლავები უთრთოდა და
მოკრუნჩხული, გახუნებული, მეწამულისფერი ხელიც ისე თრთოდა, როგორც
ფოთოლი ჰაერში. ტირილი ისე მოაწვა, თითქოს ვედრებად ამოხეთქვას ლამობდა.
მაგრამ თუმცა ცრემლები თვალებს უწვავდა და ტკივილისა და შიშისაგან კიდურები
უკანკალებდა, ცხარე ცრემლები და მოწოლილი ტირილი, ყელს რომ უმდუღრავდა,
უკანვე ჩააბრუნა.

- მეორე ხელი იყვირა ინსპექტორმა.

სტივენმა დასახიჩრებული და აკანკალებული მარჯვენა ხელი უკან წაიღო და წინ


მარცხენა გაიშვირა. ისევ გაისმა სუტანის სახელოს შარიშური, როცა სახაზავი ზემოთ
აიწია და ხმაურიანმა დარტყმამ და ძლიერმა, გონებისდამკარგავმა, მწველმა,
მსუსხავმა ტკივილმა ერთ მოცახცახე, მეწამულისფერ მასად ქცეული ხელისგულები
და ფრჩხილები მოაკრუნჩხვინა. მდუღარე ცრემლები გადმოსკდა თვალებიდან.
სირცხვილის, ტანჯვისა და შიშისაგან ალმოდებულმა, აცახცახებული ხელები
ძრწოლით უკან წაიღო. ტკივილისაგან კვნესოდა. შიშისაგან პარალიზებული სხეული
უთრთოდა და გრძნობდა, რომ სირცხვილისა და მრისხანებისაგან ყელში შეკავებული
ტირილი აწვებოდა და მდუღარე ცრემლები ალმურმოდებულ ლოყებზე ეღვრებოდა.

- დაიჩოქე! - იყვირა ინსპექტორმა.

სტივენმა სწრაფად დაიჩოქა. ნაცემ ხელებს გვერდებზე იკრავდა. ნაცემი და


გასივებული ხელები რომ წარმოიდგინა, ისე შეეცოდა ისინი, თითქოს მას კი არა,
ვიღაც სხვას ეკუთვნოდა. როცა დაიჩოქა ყელში მომდგარ ქვითინს იხშობდა და
მწველ, ძლიერ ტკივილს გვერდებზე იკრავდა, ახსენდებოდა, როგორ გაიშვირა
ხელისგულები წინ და როგორ უხეშად შეეხო ინსპექტორი, როცა აკანკალებულ
თითებს უსწორებდა. ფიქრობდა ნაცემ, დასიებულ, დაწითლებულ ხელებზე და
თითებზე, უმწეოდ რომ თრთოდნენ ჰაერში.

- ყველანი საქმე შეუდექით! - იყვირა კარებთან მისულმა ინსპექტორმა - მამა დოლანი


ყოველდღე აქ იქნება, რათა ნახოს, რომელიმე ზარმაცს და უქნარას გაროზგვა ხომ არ
მოენატრა. ყოველდღე. ყოველდღე!

კარი მის უკან მიიხურა.

დადუმებული კლასი თემების გადაწერას განაგრძობდა. მამა არნოლი წამოდგა და


მერხებს შორის გაიარა. ბიჭებს წყნარად ესაუბრებოდა და შეცდომებს უსწორებდა.
წყნარი, რბილი ხმა ჰქონდა. შემდეგ თავის ადგილს დაუბრუნდა და ფლემინგს და
სტივენს უთხრა: - ორივეს შეგიძლიათ თქვენს ადგილზე დაჯდეთ.

ფლემინგი და სტივენი წამოდგნენ, თავიანთ მერხებთან მივიდნენ და დასხდნენ.


სირცხვილისაგან აწითლებულმა სტივენმა უღონო ხელით წიგნი სწრაფად გადაშალა
და თავი შიგ ჩარგო.

ეს უსამართლობა და სისასტიკე იყო, ვინაიდან ექიმმა უთხრა, უსათვალოდ არ


იკითხოო. მან მამას მისწერა დღეს დილით, რომ მისთვის ახალი სათვალე
გამოეგზავნათ. მამა არნოლმა უთხრა, სანამ სათვალე ჩამოგივა, მეცადინეობისაგან
თავისუფალი ხარო. და ამის შემდეგ თაღლითს გიწოდებენ მთელი კლასის წინაშე და
სახაზავით გცემენ, მაშინ, როცა ის ყოველთვის ჯგუფის პირველი, ან მეორე მოსწავლე
და იორკის ლიდერი იყო. საიდან დაასკვნა ინსპექტორმა, რომ ის თაღლითია.
ინსპექტორის თითების შეხება იგრძნო, როცა მან ხელი გაუსწორა და თავიდან
იფიქრა, ინსპექტორი ხელის ჩამორთმევას მიპირებსო, რადგან მას ძალიან რბილი და
ძლიერი თითები ჰქონდა. მაგრამ უცებ მაღლა აწეული სუტანის სახელოს შარიშური
მოესმა და შემდეგ დარტყმის ხმა. სისასტიკე და უსამართლობა იყო, მუხლებზე
დაჩოქება რომ აიძულეს კლასის წინაშე და მამა არნოლმა ორივეს უთხრა, შეგიძლიათ
თქვენს ადგილებს დაუბრუნდეთო, ისე, რომ საერთოდ არ განასხვავა ისინი. უსმენდა
მამა არნოლის დაბალ, რბილ ხმას, შეცდომებს რომ უსწორებდა ბიჭებს. შეიძლება ის
ახლა ნანობს და ცდილობს თავაზიანი იყოს. ინსპექტორი მღვდელია, მაგრამ ეს
უსამართლობა და სისასტიკეა. მისი თეთრი მონაცრისფრო სახე და უფერული
თვალები ფოლადის ჩარჩოიანი სათვალეების მიღმა სასტიკად გამოიყურებოდნენ,
რადგან მან ჯერ ხელი გაუსწორა, ძლიერი, რბილი თითებით და ეს იმიტომ, რომ
უფრო ძლიერად და ხმაურიანად დაერტყა.
- ეს სიმდაბლეა და უსინდისობა. სწორედ რომ უსინდისობაა - თქვა ფლემინგმა
დერეფანში, როცა კლასები რიგრიგობით სასადილოსკენ მიემართებოდნენ - სცემო
ადამიანს, რომელსაც არაფერი დაუშავებია.

- შენ ხომ განგებ არ გაგიტეხია სათვალე? ხომ შემთხვევით გაგიტყდა? - ჰკითხა


მყრალა როუჩმა.

სტივენს ფლემინგის სიტყვებზე გული ისე შეეკუმშა, რომ შეკითხვაზე არ უპასუხა.

- რა თქმა უნდა, შემთხვევით გაუტყდა! - თქვა ფლემინგმა. მე ამას არ მოვითმენდი.


წავიდოდი და რექტორს ვეტყოდი.

- ჰო, - უმალ გამოეხმაურა სესილ სანდერი. - თანაც სახაზავი მხარს ზემოთ ასწია. ამის
უფლება კი არა აქვს.

- ძალიან გეტკინა? - ჰკითხა მყრალა როუჩმა.

- ძალიან, - თქვა სტივენმა.

- მე არ მოვითმენდი - გაიმეორა ფლემინგმა - ამ ქაჩალისგან და არც სხვა რომელიმე


ქაჩალისაგან. ეს სიმდაბლე და უსინდისობაა. სწორედ უსინდისობაა. მე პირდაპირ
რექტორთან წავიდოდი სადილის შემდეგ და ყველაფერს ვეტყოდი.

- დიახაც უნდა უთხრას, უნდა უთხრას - თქვა სესილ სანდერმა.

- ჰოდა, უთხარი. წადი და მოახსენე მასზე რექტორს, დედალოს - თქვა მყრალა


როუჩმა, თორემ ხვალ კიდევ მოვალ და გცემო, ასე თქვა.

- მიდი, მიდი, უთხარი რექტორს, - სხვებმაც თქვეს.

რამდენიმე მეორეკლასელი ბიჭი უსმენდა მათ ლაპარაკს. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა:


- სენატი და რომაელი ხალხი ადგენს,[61] რომ დედალოსი უსამართლოდ იქნა
დასჯილი.

ეს არ იყო სამართლიანი. ეს უსამართლობა და სისასტიკე იყო. და როცა სასადილოში


იჯდა, დროდადრო თავის დამცირების სურათი ეხატებოდა თვალწინ და
იტანჯებოდა, ვიდრე იმაზე ფიქრი არ დაიწყო, ხომ არ იყო მის სახეზე რაიმე ისეთი,
რაც მას თაღლითს ამსგავსებდა. ინატრა პატარა სარკე ჰქონოდა, რომ შიგ ჩაეხედა.
მაგრამ შეუძლებელია ასე იყოს - ეს უპატიოსნობა, სისასტიკე და უსამართლობაა.

ოთხშაბათის სამარხვო კერძს - მოშავო ფერის თევზის კატლეტს - პირი ვერ დააკარა.
ერთ-ერთ კარტოფილს ბარის ნაპირალი აჩნდა. ისე იზამს, როგორც ბიჭებმა უთხრეს.
რექტორთან მივა და ეტყვის, რომ ის უსამართლოდ დასაჯეს. ასეთი რამ მომხდარა
კიდეც. ერთი დიდი პიროვნება მოიქცა ასე, რომელიც ახლა ისტორიის წიგნებშია
შეტანილი. და რექტორი განაცხადებს, რომ ის უსამართლოდ იქნა დასჯილი, რადგან
სენატი და რომაელი ხალხი ყოველთვის ამართლებდა უსამართლოდ დასჯილ
ადამიანებს. ისინი დიდი ადამიანები იყვნენ და მათი სახელები რიჩმელ
მეგნოლის[62] კითხვარშია შეტანილი.

ისტორიაშიც და საბერძნეთის და რომის შესახებ პიტერ პარლის[63] მოთხრობებშიც


იყო ამ ადამიანების და მათი საქმეების შესახებ. თვით პიტერ პარლის სურათი წიგნის
პირველ გვერდზეა. ველი და გზაა დახატული, რომლის ორივე მხარე ბალახებით და
ბუჩქებითაა დაფარული. პიტერ პარლის პროტესტანტი მღვდელივით
ფართოფარფლებიანი ქუდი ახურავს, ხელში დიდი ჯოხი უჭირავს და სწრაფი
ნაბიჯებით საბერძნეთისა და რომისაკენ მიეშურება.

სულაც არაა ძნელი ამის გაკეთება. როცა სადილი დამთავრდება და სასადილოდან


გამოვა, დერეფნით კი არ უნდა წავიდეს, არამედ კიბეებს უნდა აუყვეს, რომელიც
კოშკში ადის. მხოლოდ ამის გაკეთებაა საჭირო. მარჯვნივ მიბრუნდები, კიბეებს
სწრაფად აუყვები და ნახევარ წუთში დაბალ, ბნელ, ვიწრო დერეფანში აღმოჩნდები,
რომელიც რექტორის ოთახისაკენ მიდის. ყველა ბიჭმა თქვა, რომ ეს უსამართლობა
იყო. იმ მეორეკლასელმა სენატი და რომაელი ხალხი რომ ახსენა.

რა მოხდება?

გაიგონა, რომ უფროსკლასელი ბიჭები წამოდგნენ და მათი ნაბიჯების ხმაც მოესმა,


როცა ისინი სასადილოს შუაგულში დაგებულ ვიწრო ხალიჩას გაუყვნენ. პედი რეტი,
ჯიმი მეჯი, ესპანელი და პორტუგალიელი. მეხუთე, დიდი კორიგანი მიდიოდა,
რომელიც მისტერ გლისონს უნდა გაეროზგა. ამიტომაც იყო, რომ ინსპექტორმა მას
თაღლითი უწოდა და უმიზეზოდ ცემა. ნამტირალევ, სუსტ თვალებს ძაბავდა.
დაინახა, როგორ ჩაიარა მხარბეჭიანმა, დიდმა კორიგანმა თავჩაქინდრულმა. მაგრამ
მან დააშავა რაღაც და თანაც გლისონი მაგრად არ გაროზგავდა. გაახსენდა, როგორი
დიდი ჩანდა კორიგანი აბაზანაში. კანის ფერი ისეთი ჰქონდა, დაჭაობებულ წყალს
რომ აქვს აუზის წყალმარჩხ ბოლოში. სიარულისას კი ფეხებს სველ ფილებზე
ხმამაღლა მიატყლაშუნებს და ყოველ ნაბიჯზე ბარძაყები უთანთალებს, იმიტომ რომ
ძალიან მსუქანია.

სასადილო ნახევრად ცარიელი იყო. დამწკრივებული ბიჭები ისევ მიდიოდნენ


გასასვლელისაკენ. მას შეუძლია კიბეებზე ავიდეს, ვინაიდან სასადილოს კარებთან
მღვდელი და ინსპექტორი არასოდეს დგებიან. მაგრამ ამას არ იზამს. რექტორი
ინსპექტორს მიემხრობა, იფიქრებს, ეს მოსწავლის ჩვეული ოინებიაო. მერე კი
ინსპექტორი ყოველდღე შევა კლასში და მისთვის უარესი იქნება, რადგან
ინსპექტორი საშინლად გაბრაზდება იმ ბიჭზე, რომელმაც რექტორთან უჩივლა.
ბიჭებმა კი უთხრეს წადიო, მაგრამ თვითონ არ წავიდოდნენ. ყველას უკვე
დავიწყებულიც აქვს, რაც მოხდა. ჯობია თვითონაც დაივიწყოს. იქნებ ინსპექტორმა
ტყუილად თქვა, ყოველდღე მოვალო. არა, უკეთესია თვალში არ მოხვდე, რადგან,
როცა პატარა და სუსტი ხარ, ასე უფრო იოლად გამოხვალ.

ვიწრო ხალიჩას გაუყვა და კარებთან აღმოჩნდა. შეუძლებელია, ვერ იზამს.


ინსპექტორის მელოტი თავი გაახსენდა, სასტიკი, უფერული თვალები, და მისი ხმაც
გაიგონა, ორჯერ რომ ჰკითხა, რა გქვიაო. რატომ ვერ დაიმახსოვრა? ვითომ პირველად
ვერ გაიგონა, თუ მისი სახელი სასაცილოდ აიგდო? ისტორიაში შესულ ადამიანებს
აქვთ ასეთი სახელები და მათ არავინ დასცინის. თუ ძალიან უნდოდა, საცინლად
თავისი სახელი აეგდო. რაღაც დოლანის მსგავსი სახელი იმ ქალს ერქვა, მათ
თეთრეულს რომ რეცხავდა.

ამასობაში კარებში შევიდა, სწრაფად შებრუნდა მარჯვნივ, კიბის საფეხურები აიარა


და სანამ უკან დაბრუნებას გადაწყვეტდა, დაბალ, ბნელ, ვიწრო დერეფანში
აღმოჩნდა, რომელიც კოშკისაკენ მიდიოდა. და როცა დერეფნის კარის ზღურბლს
გადააბიჯა, თავის მოუბრუნებლად დაინახა, რომ სასადილოდან მწყობრად
გამოსული ბიჭები მას უყურებდნენ.

ვიწრო, ბნელ დერეფანში მიდიოდა, თემის პატარა ოთახებს ჩაუარა. ბნელში ხან
პირდაპირ იყურებოდა, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ და ფიქრობდა, აქ სადღაც
პორტრეტები უნდა იყოსო. ისეთი სიწყნარე და სიბნელე იყო, რომ მის
ცრემლებისაგან დასიებულ სუსტ თვალებს არაფრის გარჩევა არ შეეძლოთ, მაგრამ
ეჩვენებოდა, რომ წმინდანების და დიდი ადამიანების პორტრეტები
გადმოჰყურებდნენ კედლებიდან, როცა მან ჩაიარა. წმინდა იგნაციუს ლოიოლას[64]
ხელში გადაშლილი წიგნი ეჭირა და სიტყვებზე - Ad Majorem Dei Gloriam[65]
მიუთითებდა. წმინდა ფრანცისკ ქსავერი[66] თავის მკერდზე მიანიშნებდა. ლორენცო
რიჩის[67] კლასის დამრიგებლის მსგავსად ბერეტი ეხურა. წმინდა ყრმების სამი
პატრონი:[68] წმინდა სტანისლავ კოსტკა,[69] წმინდა ალოიზ გონზაგა[70] და ნეტარი
იოანე ბერხმანსი[71] - ყველანი ახალგაზრდული სახეებით - ისინი ხომ
ახალგაზრდები იყვნენ, როცა გარდაიცვალნენ. დიდ მოსასხამში გახვეული მამა
პიტერ კენი[72] კი სავარძელში იჯდა.

მან კიბეები აათავა და მთავარ შესასვლელთან მიმოიხედა. სწორედ აქ ჩაიარა


ჰამილტონ როუენმა - ჯარისკაცების ნატყვიარი ახლაც აჩნდა. სწორედ აქ დაინახეს
მოხუცმა მსახურებმა მოჩვენება მარშლის თეთრ მოსასხამში.

შესასვლელის ბოლოში მოხუცი მსახური ჰგვიდა. სტივენმა ჰკითხა, რექტორის


ოთახი სად არისო. მოხუცმა მსახურმა მოშორებით მყოფ კარზე მიუთითა და თვალი
გააყოლა, როცა ის კარებისკენ წავიდა და მითითებულ კარზე დააკაკუნა.

არავინ უპასუხა. ახლა უფრო ხმამაღლა დააკაკუნა და გული შეუფრთხიალდა, როცა


მოგუდულმა ხმამ თქვა: - მობრძანდით!

სახელური გადააბრუნა, კარი გააღო და ხელის ფათურით შეეცადა მეორე - შიდა


კარის მწვანე ბიაზგადაკრული სახელური მოეძებნა. სახელურს მიაგნო, კარი შეაღო
და შევიდა.

რექტორი საწერ მაგიდასთან იჯდა და წერდა. მაგიდაზე თავის ქალა იდო, ოთახში კი
უცნაური სუნი იდგა, იმის მსგავსი, სკამზე გადაკრულმა ძველმა ტყავმა რომ იცის.

გული აჩქარებით უცემდა, ასეთ საზეიმო ადგილზე რომ იმყოფებოდა და იმ სიჩუმის


გამოც, ოთახში რომ გამეფებულიყო. მან თავის ქალასა და რექტორის კეთილად
მომზირალ სახეს შეხედა.

- აბა, ჩემო პატარა ვაჟკაცო, - თქვა მან - მოხდა რამე?

სტივენმა ყელში მოწოლილი ბურთი გადაყლაპა და თქვა: - სათვალე გამიტყდა, სერ.

რექტორმა პირი გააღო და თქვა: - რას ვიზამთ. როცა სათვალე გაგვიტყდება, სახლში
უნდა მივწეროთ, რომ ახალი გამოგვიგზავნონ.

- სახლში მივწერე, სერ და მამა არნოლმა მეცადინეობისაგან გამათავისუფლა, სანამ


სათვალე ჩამომივა.

- ძალიან კარგი - თქვა რექტორმა.


სტივენმა ყელში მომდგარი ბურთი კვლავ გადაყლაპა და შეეცადა ფეხების და ხმის
კანკალი შეეკავებინა.

- მაგრამ, სერ...

- რა მაგრამ?

- დღეს მამა დოლანი მოვიდა და სახაზავით მცემა, იმის გამო, რომ თემას არ ვწერდი.

რექტორმა უსიტყვოდ შეხედა. სტივენმა იგრძნო, სახეში სისხლი როგორ მოაწვა და


ცრემლებიც თვალებიდან გადმოსკდომას როგორ ლამობდნენ.

რექტორმა თქვა: - შენ დედალოსი ხარ, ხომ?

- დიახ, სერ.

- სათვალე სად გატეხე?

- სარბენ ბილიკზე, სერ. ვიღაც ბიჭი დამეჯახა ველოსიპედით. დავეცი და სათვალე


გამიტყდა. იმ ბიჭის სახელი არ ვიცი.

რექტორმა კვლავ უსიტყვოდ შეხედა. შემდეგ გაიცინა და თქვა: - რაღაცა


გაუგებრობაა. დარწმუნებული ვარ, მისტერ დოლანმა არ იცოდა.

- მაგრამ მე ვუთხარი სერ, რომ სათვალე გამიტყდა. მან კი მცემა.

- უთხარი, რომ სახლში მიწერილი გაქვს და ახალ სათვალეს ელოდები? - ჰკითხა


რექტორმა.

- არა, სერ.

- კარგი - თქვა რექტორმა - ეტყობა მამა დოლანმა სწორად ვერ გაიგო. შენ შეგიძლია
თქვა, რომ მე გაგათავისუფლე მეცადინეობისაგან რამდენიმე დღით.

სტივენმა იმის შიშით, რომ კანკალი სათქმელს არ დაამთავრებინებდა, სწრაფად თქვა:


- დიახ, სერ, მაგრამ მამა დოლანმა თქვა, ხვალ მოვალ და ისევ გცემო.

- ძალიან კარგი. - თქვა რექტორმა - ეს შეცდომა იყო. მე თვითონ დაველაპარაკები მამა


დოლანს, კარგი?

სტივენმა იგრძნო, ცრემლებმა როგორ დაუსველა თვალები და თქვა: - დიახ, სერ.


გმადლობთ.

რექტორმა მაგიდის იმ მხრიდან, სადაც თავის ქალა იდო, ხელი გაუწოდა და


სტივენმა წამიერად ცივი, დანამული ხელისგული იგრძნო.

- ნახვამდის, - თქვა რექტორმა - ხელი უკან წაიღო და თავი დაუქნია.

- ნახვამდის სერ, - თქვა სტივენმა - თავი დაუკრა, ოთახიდან ჩუმად გავიდა და კარი
ფრთხილად გაიხურა.

მაგრამ, როცა მოხუც მსახურს ჩაუარა და კვლავ დაბალ, ვიწრო, ბნელ დერეფანს
გაუყვა, ფეხს სულ უფრო და უფრო აუჩქარა. აღელვებული ცდილობდა, ბნელი
ადგილი სწრაფად გაევლო. დერეფნის ბოლო კარი იდაყვის კვრით გააღო და კიბეებს
დაუყვა. ორი დერეფანი სწრაფად გაიარა და ჰაერზე გავიდა. სათამაშო მოედნიდან
ბიჭების ხმა ისმოდა. ის გაიქცა, სისწრაფეს თანდათან მოუმატა, სარბენი ბილიკი
გადაკვეთა და თავის კლასთან მიირბინა. სულს ძლივს ითქვამდა.

ბიჭებმა დაინახეს, რომ მორბოდა. მაშინვე მიცვივდნენ და გარს შემოერტყნენ.


ერთმანეთს უბიძგებდნენ, რომ რაც შეიძლება ახლოს მისულიყვნენ და უკეთ
გაეგონათ.

- გვითხარი! გვითხარი!

- რა თქვა?

- შესული იყავი?

- რა თქვა?

- გვითხარი, გვითხარი.

ის მოჰყვა, თვითონ რა უთხრა და რექტორმა რა უპასუხა და როცა დაამთავრა, ყველა


ბიჭმა ქუდი ჰაერში ააგდო და იყვირა: - ვაშააა..!

ქუდები დაიჭირეს, ისევ მაღლა ააგდეს და ისევ იყვირეს: - ვაშაა..!

ბიჭებმა ხელები ერთმანეთს გადააჭდეს, ისე, რომ რაღაც აკვნის მსგავსი გააკეთეს,
სტივენი ზედ შესვეს და მანამდე ატარეს, სანამ ის თავის დახსნას არ შეეცადა და
როცა, როგორც იქნა, დაუსხლტათ, ბიჭები აქეთ-იქით გაიფანტნენ, ქუდებს ისევ
ჰაერში ისროდნენ, უსტვენდნენ და ყვიროდნენ: - ვაშაა..!

შემდეგ ქაჩალ დოლანს სამჯერ დაუღრიალეს, კონმის საპატივცემლოდ სამჯერ ვაშა


დასძახეს და თქვეს, რომ ის იყო ყველაზე საუკეთესო რექტორი, რომელიც კი
კლონგოუზს ოდესმე ჰყოლია.

რბილ, ნაცრისფერ ჰაერში ვაშას შეძახილები მიწყდა. ის მარტო იყო, ბედნიერი და


თავისუფალი. მაგრამ მამა დოლანთან არ გაამაყდება. წყნარი და მორჩილი იქნება.
ინატრა, ისეთი რამის გაკეთება შეძლებოდა, მამა დოლანს დაენახა, რომ ის არ
გაამაყებულა.

ჰაერი რბილი, ნაცრისფერი და წყნარი იყო. საღამო ახლოვდებოდა. ჰაერში საღამოს


სუნი იდგა, ისეთი, სოფლის მინდვრებში რომ იცოდა, სადაც ისინი თალგამს
თხრიდნენ ხოლმე, როცა მაიორ ბარტონის[73] მამულებთან გაისეირნებდნენ, შემდეგ
გაფცქვნიდნენ და პირდაპირ გზაში ჭამდნენ. პატარა ტყეში იცოდა ხოლმე ასეთი
სუნი, ფანჩატურს მიღმა, სადაც ის მცენარე ხარობდა, რომლისგანაც მელანს
ამზადებენ.

ბიჭები გრძელ და მოკლე მიწოდებაზე ვარჯიშობდნენ და რბილ, ნაცრისფერ


სიჩუმეში ბურთის დარტყმის ხმა ისმოდა. ჰაერის მდუმარებას აქეთ-იქიდან
კრიკეტის ბურთის ხმა არღვევდა: პიკ, პაკ, პოკ, პუკ, ისე რბილად, თითქოს
შადრევნის წყლის წვეთები ეცემოდა სავსე აუზში.
2

ძია ჩარლზი ისეთ მაგარ, შავ თამბაქოს ეწეოდა, რომ ბოლოს და ბოლოს ძმისშვილმა
შესთავაზა, დილის თამბაქოთი ბაღის ბოლოს მდგარ პატარა ფარდულში
ისიამოვნეო.

- ძალიან კარგი, საიმონ, თანახმა ვარ. - წყნარად თქვა მოხუცმა - სადაც შენ იტყვი.
ფარდული მშვენიერი იქნება. უფრო მარგებელიც კია ჯანმრთელობისთვის.

- ეს რა უბედურებაა - გულახდილად თქვა მისტერ დედალოსმა - როგორ შეგიძლია


ასეთი საშინელი თამბაქოს მოწევა. ეს ხომ ნამდვილი თოფის წამალია.

- ძალიან კარგი თამბაქოა, საიმონ. - უპასუხა მოხუცმა - მახალისებს და მამშვიდებს


კიდეც.

აქედან მოყოლებული ძია ჩარლზი ყოველ დილით თავის ფარდულში მიდიოდა,


მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც კეფაზე თმებს საგულდაგულოდ დაივარცხნიდა,
ბრიოლინით გაიპრიალებდა და კარგად გაწმენდილ ცილინდრს დაიხურავდა. როცა
ეწეოდა, კარებიდან მხოლოდ მისი ცილინდრის ფარფლები და ყალიონის თავი
ჩანდა. იმ ფანჩატურს, როგორც ის ეძახდა ხოლმე თავის ფარდულს, სადაც კატა
ბინადრობდა და ბაღის სამუშაო იარაღებიც ინახებოდა, ის მუსიკალურ სტუდიადაც
იყენებდა და ყოველ დილით სიამოვნებით ღიღინებდა თავის ერთ-ერთ საყვარელ
სიმღერას: „ო, გვირგვინი დამიწანი“[74] ან „ცისფერი თვალები და ოქროსფერი
თმა“,[75] ან „ბლარნის ჭალებს“.[76] ამ დროს კი კვამლის ნაცრისფერი და ლურჯი
რგოლები ნელა ადიოდა მისი ყალიონიდან და ჰაერში იკარგებოდა.

ბლექროკში[77] გატარებული ზაფხულის პირველ ნახევარში ძია ჩარლზი სტივენის


მუდმივი კომპანიონი იყო. ის ბრგე მოხუცი გახლდათ, გარუჯული კანით, მკვეთრი
ნაკვთებით და თეთრი ბაკენბარდებით. სადაგ დღეებში ძია ჩარლზი სავაჭრო
გარიგებებს აწარმოებდა ქერისპორტის ავენიუზე მდებარე სახლსა და ქალაქის
მთავარი ქუჩის მაღაზიებს შორის, რომლებშიც მათი ოჯახი საყიდლებზე დადიოდა.
სტივენიც სიამოვნებით დაჰყვებოდა მას ამ საქმიანობისას, იმიტომ რომ ძია ჩარლზი
ყოველთვის გულუხვად უმასპინძლდებოდა ყველაფრით, რაც დახლებთან ახლოს
მდგარ კასრებსა და ყუთებში მოიპოვებოდა. ის ხან დიდ მტევანს ჩაბღუჯავდა თავის
ნახერხიანად, ხანაც სამ-ოთხ ამერიკულ ვაშლს ჩაუდებდა ხელებში თავის ძმის
შვილიშვილს. გამყიდველი ამ დროს უხერხულად იღიმებოდა და როცა სტივენი
ყასიდად იუარებდა გამორთმევას, მოიღუშებოდა და იტყოდა: - აიღეთ, სერ.
გამიგონეთ, რომ გეუბნებით. ეს სასარგებლოა ნაწლავებისათვის.

როცა მაღაზიაში საქმეებს მოილევდნენ, პარკში მიდიოდნენ, სადაც სტივენის მამის


ძველი მეგობარი - მაიკ ფლინი იჯდა და მათ ელოდა. შემდეგ სტივენი პარკის
გარშემო სირბილს იწყებდა. მაიკ ფლინი რკინიგზის სადგურის ჭიშკართან ახლოს
დადგებოდა საათით ხელში, სტივენი კი ამ დროს მაიკ ფლინის საყვარელი სტილით
დარბოდა - მაღლა აწეული თავით, საკმაოდ მაღლა აწეული მუხლებით და
გვერდებზე მიკრული, ჩამოშვებული ხელებით. როცა დილის ვარჯიში
დამთავრდებოდა, მწვრთნელი მას შენიშვნებს აძლევდა და ხანდახან უჩვენებდა
კიდეც, როგორ უნდა ერბინა - თვითონ გაირბენდა რამდენიმე ნაბიჯს, თავისი ძველი,
ლურჯი, ტილოს ფეხსაცმელების სასაცილო ფლატუნით. გაოცებული ბავშვები და
მომვლელი ქალები პატარა წრეს შეკრავდნენ მათ გარშემო, რომ ეცქირათ და მაშინაც
კი არ იშლებოდნენ, როცა ის და ძია ჩარლზი დასხდებოდნენ და სპორტზე და
პოლიტიკაზე დაიწყებდნენ საუბარს. თუმცა მამა ამბობდა, ჩვენი დროის საუკეთესო
მორბენლებმა მაიკ ფლინის ხელში გაიარესო, სტივენი ხშირად თანაგრძნობით
უყურებდა თავისი მწვრთნელის დონდლო, ჯაგრით დაფარულ სახეს, როცა ის თავის
გრძელ, თამბაქოსგან გაყვითლებულ თითებს დასჩერებოდა, რომლებითაც სიგარეტს
სრესდა. უყურებდა მის მშვიდ, უფერულ თვალებს, ხანდახან შორს, უაზროდ რომ
იმზირებოდნენ, დასიებული თითები კი წყვეტდნენ სიგარეტის სრესას და თამბაქოს
მარცვლები უკან, ქისაში ცვიოდა.

სახლისაკენ მომავალი ძია ჩარლზი ხშირად ეკლესიაში შეივლიდა ხოლმე. რადგან


სტივენი აიაზმის ჭურჭელს ვერ სწვდებოდა, მოხუცი მასში ხელს ჩაყოფდა და წყალს
სტივენის ტანსაცმელს და კარიბჭესთან იატაკს მიასხურებდა. ლოცვისას თავის
წითელ ცხვირსახოცზე იჩოქებდა და ხმამაღალი ჩურჩულით კითხულობდა
ლოცვანიდან, რომელსაც თითების ხშირი შეხებისგან კიდეები გაშავებოდა.
თითოეული გვერდის ბოლოში ლოცვების საწყისი სიტყვები იყო დაბეჭდილი.
სტივენიც იქვე, გვერდით იჩოქებდა, თუმცა მის ღვთისმოსაობას არ იზიარებდა.
ხშირად აინტერესებდა კიდეც, რაზე ლოცულობდა ასე გულმხურვალედ ძია ჩარლზი.
შეიძლება განსაცდელში მყოფ სულებზე, ან იქნებ ბედნიერ სიკვდილს შესთხოვდა, ან
კიდევ, თუნდაც ნაწილის დაბრუნებას იმ დიდძალი ქონებიდან, კორკში რომ
გაეფლანგა.

კვირაობით სტივენი მამასთან და ძია ჩარლზთან ერთად სასეირნოდ მიდიოდა.


მოხუცი, მიუხედავად დაკოჟრილი ფეხებისა, ჩქარი მოსიარულე იყო და ხანდახან ათ-
თორმეტ მილსაც კი გაივლიდნენ ხოლმე. პატარა ქალაქთან - სტილორგენთან[78] გზა
იყოფოდა. ისინი ან მარცხნივ გაუყვებოდნენ გზას დუბლინის მთებისაკენ, არ
გოუტსტაუნის გზით წავიდოდნენ, იქედან დანდრემში და შემდეგ სენდიფორდის
გავლით შინ ბრუნდებოდნენ. გზად მიაბიჯებდნენ, თუ სადმე ჭუჭყიან დუქანთან
შეჩერდებოდნენ, უფროსების საყვარელი სალაპარაკო თემები მუდამ ირლანდიის
პოლიტიკა, მანსტერი[79] და მათი საგვარეულო ლეგენდები იყო, რომელთაც სტივენი
ხარბად უსმენდა. სიტყვებს, რომლებიც არ ესმოდა, თავისთვის იმეორებდა, სანამ არ
დაიზეპირებდა. და ამ სიტყვებში რეალური სამყარო ირეკლებოდა. მას ეჩვენებოდა,
რომ ახლოვდებოდა საათი, როცა თვითონ მიიღებდა მასში მონაწილეობას და მან
ფარულად მზადება დაიწყო იმ დიადი ხვედრისათვის, რომელიც, როგორც
გრძნობდა, მას ელოდა, და რომლის არსს ძალზე ბუნდოვნად წვდებოდა.

საღამოებს კი თავის ჭკუაზე ატარებდა. გატაცებით კითხულობდა „გრაფი მონტე


კრისტოს“ თარგმანის ნახევრად დაფლეთილ წიგნს. როცა ბავშვობაში რაიმე ისეთ
საშინელს და იდუმალს გადაეყრებოდა, რისი ჩაწვდომაც უჭირდა, ყოველთვის იმ
პირქუში შურისმაძიებლის სახე წარმოუდგებოდა. ღამით სასტუმრო ოთახის
მაგიდაზე, გადასაყვანი სურათების, ქაღალდის ყვავილების, ფერადი, თხელი
შესაფუთი ქაღალდების და ვერცხლისა და ოქროს ქაღალდის ზოლებისაგან,
რომელშიც შოკოლადს ახვევენ, ის კუნძულის ჯადოსნურ გამოქვაბულს აგებდა. როცა
მისი თვალისმომჭრელი ბრჭყვიალება მობეზრდებოდა და დეკორაციას დაშლიდა,
ნათლად წარმოუდგებოდა მარსელი, მზით განათებული ბაღის ღობეები და
მერსედესი.
ბლექროკის იქით, მთებისკენ მიმავალ გზაზე, პატარა, თეთრად შეღებილი სახლი
იდგა, რომლის ბაღშიც უამრავი ვარდის ბუჩქი ხარობდა. თავისთავს ეუბნებოდა, რომ
ამ სახლში მეორე მერსედესი ცხოვრობდა. სახლიდან მიდიოდა, თუ შინ
ბრუნდებოდა, ეს სახლი მისთვის მანძილის ათვლის წერტილი იყო. თავის
წარმოსახვაში მრავალი თავგადასავალი გადახდებოდა, ისეთივე საოცარი, წიგნებში
რომ იყო აღწერილი და ბოლოს საკუთარი თავი წარმოუდგებოდა, ხანშიშესული და
სევდიანი. მთვარით განათებულ ბაღში იდგა მერსედესის გვერდით, რომელმაც
მრავალი წლის წინ შეურაცხყო მისი სიყვარული და ნაღვლიანად ამბობდა: - მე არ
ვჭამ მუსკატის ყურძენს, მადამ.[80]

ერთ ბიჭს დაუახლოვდა, სახელად ობრი მილზს და მასთან ერთად ქუჩაში


თავგადასავლის მაძიებელთა ჯგუფი შექმნა. ობრი საღილეზე ჩამოკონწიალებული
სასტვენით და ქამარზე მიკრული ველოსიპედის ფანარით დადიოდა, სხვებს კი,
საქამრეებში ხანჯლისმაგვარი მოკლე ჯოხები ჰქონდათ გაჩრილი. სტივენმა,
რომელსაც სადღაც წაეკითხა, რომ ნაპოლეონს უბრალოდ ჩაცმა უყვარდა, ამჯობინა
ამგვარ აღკაზმულობაზე უარი ეთქვა და განსაკუთრებით სიამოვნებდა, როცა ასე
უბრალოდ ჩაცმული, ბრძანებების გაცემამდე თავის ლეიტენანტებს ესაუბრებოდა.
ჯგუფი თავს ესხმოდა შინაბერების ბაღებს, ან კოშკთან იკრიბებოდნენ[81] და
ხავსმოდებულ კლდეებში ბრძოლას აჩაღებდნენ, შემდეგ კი დაღლილი მებრძოლები
ნესტოებში ზღვისპირის აშმორებული სუნით და ზღვის წყალმცენარეების მძაღე
ზეთით ხელებ და თმებგაჟღენთილები, შინ ბრუნდებოდნენ.

ობრის და სტივენის სახლში რძე ერთსა და იმავე კაცს დაჰქონდა და ისინი მერძევის
საზიდრით ხშირად ჩადიოდნენ კარიკმაინში, სადაც ძროხები ბალახობდნენ. სანამ
კაცები ძროხებს წველიდნენ, ბიჭები რიგრიგობით ჯდებოდნენ თვინიერ ფაშატზე და
მინდორს წრეს უვლიდნენ. მაგრამ როცა შემოდგომა დადგა, ძროხები შინ გადენეს და
სტივენს როგორც კი სტრადბრუკის ბინძური საჩეხე დაინახა, ჭუჭყიანი, მწვანე
გუბეებით, შარდიანი ნაკელის გროვებით და ოხშივარადენილი ქატოს ვარცლებით,
გული დაუმძიმდა. ძროხებმა, რომლებიც სოფლის მზიან დღეებში ლამაზად
ეჩვენებოდნენ, ახლა გული აურიეს და მათი რძის დანახვაც აღარ შეეძლო.

იმ წელს სექტემბრის მოსვლა დიდად არ ანაღვლებდა, რადგან კლონგოუზში აღარ


აგზავნიდნენ. პარკში ვარჯიშებიც დამთავრდა, იმიტომ რომ მაიკ ფლინი
საავადმყოფოში დააწვინეს. ობრი სკოლაში დადიოდა და მხოლოდ საღამოობით თუ
იცლიდა ერთი - ორი საათით. ჯგუფი დაიშალა და თავდასხმები და კლდეებზე
ბრძოლები შეწყდა. სტივენი ხანდახან მერძევეს დაჰყვებოდა, რომელიც საზიდრით
დადიოდა და საღამოს რძეს არიგებდა. სიგრილეში მგზავრობა საჩეხის სიბინძურის
მოგონებებს უქარწყლებდა და მერძევის ქურთუკზე ძროხის ბალნის და თივის
ბულულის დანახვა მასში ზიზღს აღარ იწვევდა. როცა საზიდარი რომელიმე სახლთან
შეჩერდებოდა, ცდილობდა თვალი მოეკრა გაკრიალებული სამზარეულოსა და
ნახევრად განათებული შესასვლელისათვის და დაენახა, როგორ აიღებდა დოქს
მოსამსახურე და როგორ დაკეტავდა კარებს. ფიქრობდა, რომ ასე ცხოვრება - ყოველ
საღამოს საზიდრით სიარული და რძის ჩამორიგება - საკმაოდ სასიამოვნო იყო, თუკი
თბილი ხელთათმანები გეცვა და ჯიბეებიც თაფლაკვერებით გქონდა სავსე. იგივე
წინათგრძობა, რის გამოც გული უმძიმდებოდა და პარკში სირბილის დროს ფეხები
ეკეცებოდა, იგივე ინტუიცია, რომელიც აიძულებდა ეჭვით ეცქირა მწვრთნელის
დონდლო, ჯაგრით დაფარული სახისათვის, როცა ის თავის გრძელ, თამბაქოსგან
გაყვითლებულ თითებს ნაღვლიანად დასჩერებოდა, მას მომავლის ილუზიებს
უფანტავდა. ბუნდოვნად გრძნობდა, მამასისს რაღაც პრობლემები ჰქონდა და ამის
გამო იყო, რომ ის კლონგოუზში არ გააგზავნეს. ამ ბოლო ხანებში მის სახლში რაღაც
ცვლილებები ხდებოდა, ცვლილებები ისეთი რამეებისა, რაც მას შეუცვლელად
მიაჩნდა, ეს კი მისი ბავშვური მსოფლაღქმისათვის საკმაოდ ძლიერი დარტყმა იყო.
პატივმოყვარეობა, რომელსაც დროდადრო მისი სულის ბნელ სიღრმეში გრძნობდა,
გამოსავალს არ ეძებდა. როცა რიკროუდისკენ მიმავალი საზიდრის ცხენის
ფლოქვების თქარათქური და მის უკან დიდი ბიდონის ჯაყჯაყის ხმა ესმოდა, გონება
ისე ებინდებოდა, როგორც გარეთ ბინდდება ხოლმე.

კვლავ მერსედესს უბრუნდებოდა და როცა მისი სახე წარმოუდგებოდა, სისხლში


უცნაური მოუსვენრობა შეეპარებოდა. ხანდახან რაღაც შიგნიდან წამოახურებდა და
საღამოს წყნარ ქუჩებში სახეტიალოდ ერეკებოდა. ბაღების სიმშვიდე და ფანჯრების
თბილი შუქი მის აფორიაქებულ გულს სალბუნად ედებოდა. მოთამაშე ბავშვების
ყვირილი აღიზიანებდა და მათი სულელური წამოძახილები ახლა უფრო ცხოვლად,
ვიდრე კლონგოუზში, აგრძნობინებდა, რომ ის სხვებისაგან განსხვავებული იყო. მას
თამაში არ უნდოდა. სურდა რეალურ სამყაროში შეხვედროდა იმ არამიწიერ სახებას,
რომელიც მარად თან სდევდა მის სულს. არ იცოდა, სად ეძებნა ის და როგორ, მაგრამ
წინათგრძნობა, რომელიც მას წარმართავდა, ეუბნებოდა, რომ ამ სახებას ოდესმე
გასაკუთრებული ძალისხმევის გარეშე იხილავდა. ისინი წყნარად შეხვდებიან
ერთმანეთს, თითქოსდა ნაცნობები იყვნენ და სადმე, რომელიღაც ალაყაფის
ჭიშკართან, თუ უფრო საიდუმლო ადგილას შეხვედრა ჰქონოდეთ დათქმული.
მარტონი იქნებიან, სიბნელით და სიჩუმით გარემოცულნი და ამ უსაზღვრო სინაზის
წამებში ის გარდაიქმნება, ჯერ რაღაც ჰაეროვან არსებად იქცევა მის წინ და შემდეგ
უცებ გარდაიქმნება, და ამ მაგიურ წამს სისუსტე, მოკრძალება და გამოუცდელობა
ერთბაშად ჩამოეცლება.

ერთ დილას ჭიშკართან ორი დიდი ყვითელი ეტლი შეჩერდა და კაცები მძიმე
ნაბიჯებით სახლში შევიდნენ, რომ ავეჯი წაეღოთ. ავეჯი ჭიშკართან მდგარი ეტლის
დიდ ფურგონებამდე წინა ბაღის გავლით გაიტანეს, რომელიც თოკის ნაგლეჯებით
და ჩალით იყო მოფენილი. როცა ყველაფერი საიმედოდ ჩაალაგეს, ფურგონები
ხმაურით დაიძრნენ და კონკადან[82], რომელშიც ის ტირილისგან
თვალებდაწითლებულ დედასთან ერთად იჯდა, სტივენმა დაინახა, როგორ მძიმედ
მიჭრიალებდა ეტლი მერიონ როუდზე.

იმ საღამოს მისაღების ბუხრის მილი კვამლს კარგად არ ეწეოდა. მისტერ დედალოსმა


საკეცური ბუხრის ცხაურს მიაყუდა და ელოდა, ცეცხლი როდის გაღვივდებოდა. ძია
ჩარლზი ნახევრად ცარიელი, უხალიჩებო ოთახის კუთხეში თვლემდა. მის გვერდით
კედელზე საოჯახო პორტრეტები იყო მიყუდებული. მაგიდაზე მდგარი ლამპა
ფურგონის კაცების მიერ დატალახიანებულ ფიცრის იატაკს მკრთალად ანათებდა.
სტივენი მამის გვერდით დაბალ სკაზე იჯდა და გრძელ, უთავბოლო მონოლოგს
უსმენდა. თავიდან თითქმის არც ესმოდა, რაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ თანდათან
მიხვდა, რომ მამას მტრები ჰყავდა და მალე ბრძოლა მოუწევდა. იმასაც გრძნობდა,
რომ ბრძოლაში აბამდნენ და გარკვეული პასუხისმგებლობა მასაც უნდა ეტვირთა.
მოულოდნელმა გამგზავრებამ მყუდრო ბლექროკიდან, სადაც ხშირად ოცნებებს
ეძლეოდა, პირქუში, ნისლიანი ქალაქის გავლამ და გამოცარიელებულ, უხალისო
სახლზე ფიქრმა, რომელშიც მათ ახლა უნდა ეცხოვრათ, გული დაუმძიმა, და იმასაც
მიხვდა, რატომ ჩურჩულებდნენ მსახურები ხშირად მისაღებში და ბუხრის წინ
ცეცხლისაგან ზურგშექცევით მდგარი მამა რატომ ესაუბრებოდა ხმამაღლა ასე
ხშირად ძია ჩარლზს, რომელიც მას თხოვდა, დამჯდარიყო და ესადილა.

- ჯერ კიდევ მიდუღს ძარღვებში სისხლი, ჩემო პატარა სტივენ, - თქვა მისტერ
დედალოსმა და მინავლულ ცეცხლს საკეცურით გამძვინვარებით შეუკეთა. - ჯერ
კიდევ არ მოვმკვდარვარ. ღვთის წყალობით (ღმერთო შემინდე), სიკვდილი ჯერ
შორსაა.

დუბლინი ახალ, არეულ-დარეულ გრძნობებს აღუძრავდა. ძია ჩარლზი ისე


გამობენტერდა, რომ სავაჭრო გარიგებების დასადებად აღარ აგზავნიდნენ და ახალ
სახლში გადმოსვლის შემდეგ, იქ ისეთი არეულობა სუფევდა, რომ სტივენი აქ უფრო
თავისუფალი იყო, ვიდრე ბლექროკში. თავიდან იმით კმაყოფილდებოდა, რომ
ახლომდებარე მოედანს გაუბედავად შემოუვლიდა და დიდი-დიდი ერთ-ერთი
შესახვევის შუამდე მივიდოდა, მაგრამ შემდეგ, როცა გონებაში ქალაქის გეგმა
შეადგინა, თამამად გაუყვა ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას, საბაჟოს შენობამდე მივიდა.
უმიზნოდ იხეტიალა სანაპიროზე დოკებს შორის, გაკვირვებული შეჰყურებდა
უამრავ ტივტივას, წყლის ზედაპირზე სქელ, ჩაყვითლებულ ქაფში რომ ირწეოდნენ,
შეჯგუფებულ მებარგულებს, მოჭრიალე საზიდრებს და ცუდად ჩაცმულ
წვერმოშვებულ პოლიციელებს. ასეთი უზარმაზარი და უცნაური ცხოვრება, რომლის
შესახებ მას წარმოდგენას უქმნიდნენ კედელთან მიყრილი, თუ ორთქლმავლებიდან
ჩამოშვებული სხვადასხვა საქონლით სავსე ფუთები, მასში მოუსვენრობას იწვევდა,
რაც აიძულებდა, საღამოობით ბაღიდან ბაღში ეხეტიალა მერსედესის საძებნელად და
ამ ახალ მშფოთვარე ცხოვრებაში მას შეეძლო თავი მარსელში წარმოედგინა, თუმცა
კაშკაშა ცისა და ღვინის მაღაზიების მზით გამთბარი გისოსების გარეშე. ბუნდოვანი
დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ეუფლებოდა, როცა ხედავდა სანაპიროს, მდინარეს
და დაბლა ჩამოწოლილ ცას და მაინც აღმა-დაღმა სიარულს აგრძელებდა, თითქოს
მართლა დაეძებდა ვინმე ისეთს, ვინც მას გაურბოდა.

ერთხელ, თუ ორჯერ დედასთან ერთად ნათესავებთან წავიდა სტუმრად და თუმცა


მათ საშობაოდ მორთულ, სამხიარულო ფერებით აელვარებულ მაღაზიებს ჩაუარეს,
გულდამძიმებული უხმოდ მიდიოდა და ამ სიმძიმისაგან ვერ გათავისუფლებულიყო.
გულდამძიმებისათვის ბევრი მიზეზი ჰქონდა, გარეგანიც და შინაგანიც, საკუთარ
თავზე ბრაზობდა, რომ ასეთი ნორჩი იყო და ასე შეეპყრო მოუსვენრობას და
სულელურ იმპულსებს. ბრაზობდა ოჯახში მომხდარი იმ ცვლილებების გამოც,
რომელთაც უბადრუკობად და სიყალბედ აქციეს სამყარო მის გარშემო. მოთმინებით
აღნუსხავდა ყველაფერს, რასაც ხედავდა და მისგან განაპირებული მალულად
ისრუტავდა ამ სამყაროს მომაკვდინებელ არომატს.

ის დეიდამისის სამზარეულოში უზურგო სკამზე იჯდა. რეფლექტორიანი ლამპა


ბუხარს ზემოთ, მოპირკეთებულ კედელზე ეკიდა და მის შუქზე დეიდა საღამოს
გაზეთს კითხულობდა. მან კარგა ხანს უყურა მოღიმარე ქალის სურათს და შემდეგ
ჩაფიქრებით თქვა: - მშვენიერი მეიბლ ჰანტერი![83]
კულულებიანი გოგონა ფეხის წვერებზე აიწია, რომ სურათისთვის შეეხედა და ნაზად
იკითხა: - ეგ რაში თამაშობს?

- პანტომიმაში, საყვარელო.

ბავშვმა კულულებიანი თავი დედის სახელოს მიადო, სურათს შეხედა და


მოჯადოებულივით თქვა: - მშვენიერი მეიბლ პანტერი!

მონუსხულივით კარგა ხანს უცქირა თვალთმაქცურად მოღიმარე თვალებს და


შემდეგ აღტაცებით წაიბუტბუტა: - რა საოცარი ქმნილებაა!

ზურგზე ტომარამოკიდებულმა, ტვირთის სიმძიმის ქვეშ მოხრილმა ბიჭმა, ოთახში


ძლივს რომ შემოაბიჯა, გაიგონა ეს სიტყვები, ტვირთი საჩქაროდ იატაკზე მიაგდო და
გოგონასთან მიირბინა, რომ სურათისთვის შეეხედა. ის თავის დაწითლებული და
დაშავებული ხელებით გაზეთს ჩააფრინდა. გოგონას მხრის კვრით იშორებდა, თან
ბუზღუნებდა, ვერ ვხედავო.

ის ძველი, ბნელფანჯრებიანი სახლის ზედა სართულზე პატარა სასადილოში იჯდა.


ბუხრის ცეცხლი კედელზე იკლაკნებოდა და ფანჯრის იქით, მდინარეზე
ლანდისებური ბინდი წვებოდა. მოხუცი ქალი ბუხართან ჩაის ამზადებდა და თან
დაბალი ხმით ყვებოდა იმის შესახებ, თუ რა თქვეს მღვდელმა და ექიმმა. ყვებოდა იმ
ცვლილებებზე, რომელსაც ისინი ბოლო დროს ავადმყოფს ამჩნევდნენ, მის უცნაურ
ქცევებსა და გამონათქვამებზე. ის იჯდა, უსმენდა ამ სიტყვებს და წარმოსახვით იმ
თავგადასავლების სამყაროში გადადიოდა, რომელსაც თვალწინ უშლიდა
გაღვივებული ნახშირი, თაღები და კამარები, მიხვეულ-მოხვეული გალერეები და
ვიწრო გამოქვაბულები.

უცებ იგრძნო, რომ კართან რაღაც ხდებოდა. გაღებულ კარს მიღმა წყვდიადში
დაკიდებული თავის ქალა გამოჩნდა. ეს იყო მაიმუნისმაგვარი არსება, რომელიც აქ
ბუხართან მყოფთა ხმებს მიეზიდა. კარებში ბუზღუნა ხმით იკითხეს: - ჟოზეფინა
ხარ?

ბუხართან მოფუსფუსე ქალი ადგილიდან ცოცხლად გამოეპასუხა: - არა, ელენ. ეს


სტივენია.

ისიც მიესალმა და დაინახა, კარებთან მდგომს უაზრო ღიმილმა როგორ გადაურბინა


სახეზე.

- რაიმე ხომ არ გინდა, ელენ? - იკითხა ბუხართან მყოფმა ქალმა.

მაგრამ მან შეკითხვას არ უპასუხა და თქვა: - ვიფიქრე ჟოზეფინაა-მეთქი. ჟოზეფინა


მეგონე, სტივენ.

ეს რამდენჯერმე გაიმეორა და სუსტი სიცილი აუტყდა.

ის ბავშვების საღამოზე იჯდა ჰეროლდ ქროსზე.[84] მისთვის დამახასიათებელმა


წყნარი სიფრთხილის გრძნობამ იმძლავრა მასში და თამაშში მონაწილეობას თითქმის
არ იღებდა. ბავშვები, რომლებსაც ის ჩაჩები ეხურათ, სატკაცუნას ყუთებიდან რომ
ერგოთ, ხმაურიანად ცეკვავდნენ და დახტოდნენ. თუმცა ცდილობდა, საყოველთაო
მხიარულებაში მონაწილეობა მიეღო, გრძნობდა, როგორ პირქუშად გამოიყურებოდა
მხიარულ კოკარდიან ქუდებსა და ჩაჩებს შორის.

მაგრამ როცა თავისი სიმღერა შეასრულა და ოთახის მყუდრო კუთხეში მიიყუჟა,


მარტოობისგან სიხარულიც კი იგრძნო. მხიარულება, რომელიც საღამოს დაწყებისას
ყალბად და უაზროდ ეჩვენებოდა, ახლა დამამშვიდებელი ნიავივით ესალბუნებოდა,
გრძნობებს უამებდა და სხვათა თვალთაგან ფარავდა მისი სისხლის მძვინვარე
ღელვას, როცა მოცეკვავეთა ფერხულიდან, მუსიკასა და სიცილში ის გოგონა მზერას
შეავლებდა მის კუთხეს - მოალერსე, დამცინავ, მაძიებელ მზერას, ასე რომ
აფორიაქებდა მის გულს. ჰოლში ჯერ კიდევ შემორჩენილი ბავშვები იცვამდნენ.
წვეულება დამთავრდა. გოგონამ შალი მოიხურა და ისინი ერთად გაემართნენ კონკას
ვაგონისაკენ. გოგონას ქორფა, თბილი სუნთქვა მის შებურვილ თავს ზემოთ
ლივლივებდა და მისი ფეხსაცმელები მხიარულად მიკაკუნებდნენ ყინვისაგან
მოსარკულ გზაზე.

ეს უკანასკნელი რეისი იყო. მჭლე, წაბლა ცხენებმა ეს იცოდნენ და მოწმენდილ


ღამეში ეჟვნებს გამაფრთხილებლად აჟღარუნებდნენ. კონდუქტორი მძღოლს
ელაპარაკებოდა და ფარნის მწვანე შუქზე ჩანდა, როგორ აკანტურებდა თავს ორივე.
კონკას ცარიელ სკამებზე ფერადი ბილეთები იყო მიმობნეული. ქუჩიდან ნაბიჯების
ხმა აღარ ისმოდა. ღამის მდუმარებას აღარაფერი არღვევდა, გარდა მჭლე, წაბლა
ცხენებისა, რომლებიც ერთმანეთს ცხვირებს უხახუნებდნენ და ეჟვნებს
აჟღარუნებდნენ.

ისე ჩანდა, რომ ისინი უსმენდნენ. ის ზედა საფეხურზე იდგა, გოგონა ქვედა
საფეხურზე. საუბარში პაუზების დროს გოგონა ბევრჯერ ავიდა ზედა საფეხურზე და
ისევ ქვემოთ დაბრუნდა. ერთი-ორჯერ კი ძალიან მიუახლოვდა. საკმაო ხანს
შეყოვნდა, თითქოს ქვემოთ ჩასვლა დაავიწყდაო და მხოლოდ მოგვიანებით ჩავიდა.
მისი გული ცეკვავდა და ისე მიჰყვებოდა გოგონას მოძრაობებს, როგორც ტივტივა
მიჰყვება დინებას. ესმოდა, რას ეუბნებოდნენ მისი თვალები საბურველს ქვემოდან
და იცოდა, რომ ოდესღაც, ბუნდოვან წარსულში, ცხადში თუ ოცნებებში, მას
მოსმენილი ჰქონდა ეს სიტყვები. ხედავდა გამოწვევას გოგონასგან. მის
პატივმოყვარეობას, მშვენიერ ტანსაცმელს, სარტყელს და გრძელ, შავ წინდებს და
იცოდა, რომ უკვე ათასჯერ დაჰყოლია ასეთ გამოწვევას. მაგრამ შინაგანი ხმა მისი
აცეკვებული გულის ხმას ჯაბნიდა და ეკითხებოდა, მიიღებდა თუ არა ის გოგონას
საჩუქარს, რომლისთვისაც მხოლოდ ხელის გაწვდენა იყო საჭირო. გაახსენდა ის დღე,
როცა ეილენთან ერთად იდგა და სასტუმროს ეზოს გაჰყურებდა, სადაც მოსამსახურე
ფლაგშტოკზე გრძელ დროშას ამაგრებდა. ფოქსტერიერი მზიან გაზონზე წინ და უკან
დარბოდა. უცებ ეილენს სიცილი აუვარდა და დაფერდებულ ბილიკს სირბილით
დაუყვა. ახლაც, როგორც მაშინ, ის ფეხმოუცვლელად იდგა ერთ ადგილზე და
მდუმარედ გაჰყურებდა მის წინ გათამაშებულ სცენას.

მასაც სურს, რომ მოვეხვიო, ფიქრობდა იგი. ამიტომაც წამოვიდა ჩემთან ერთად.
ადვილად შემიძლია მოვეხვიო, როცა ჩემს საფეხურზე ამოდის. არავინ არ იყურება.
შემიძლია მოვეხვიო და ვაკოცო.

მაგრამ არც ერთი გააკეთა და არც მეორე. და როცა მარტო დარჩა კონკაში, ბილეთი
ნაკუწებად აქცია და დაღვრემილი მიაჩერდა დაღარულ საფეხურს.
*

მომდევნო დღეს რამდენიმე საათი ცარიელ, ზედა ოთახში მაგიდასთან იჯდა. წინ
ახალი კალმისტარი, მელნის შუშა და სავარჯიშოების მწვანე რვეული ედო.
ჩვეულებისამებრ, პირველი ფურცლის თავში იეზუიტების დევიზის ინიციალები
დაწერა. A. M. D. G.[85] პირველ სტრიქონზე იმ ლექსების სათაური გამოკვეთა,
რომლის დაწერასაც აპირებდა. კ. ე.-ს იცოდა, რომ ასე დაწყება სწორი იქნებოდა,
რადგან მსგავსი სათაური ბაირონის ლექსების კრებულში ენახა. როცა სათაური
დაწერა და მის ქვეშ კლაკნილი ხაზი გაავლო, ოცნებებს მიეცა და გარეკანზე
დიაგრამების ხატვა დაიწყო. გაახსენდა, როგორ იჯდა ბრეიში საშობაო სადილზე
გამართული კამათის შემდეგ დილას და მამამისის საგირავნო ქაღალდებიდან ერთ-
ერთის ასლზე პარნელზე ლექსის დაწერას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა
და ფურცელი თანაკლასელების სახელებით და მისამართებით აავსო: როდერიკ
კიკჰემი

ჯეკ ლოუტონი

ენტონი მაკსუინი

საიმონ მუნენი

თავიდან ისე ჩანდა, რომ ახლაც არაფერი გამოუვიდოდა, მაგრამ როცა იმ საღამოს
მომხდარი კარგად გაიაზრა, მეტი თვითდაჯერება იგრძნო. ყველაფერი ის, რაც
ყოფითად და უმნიშვნელოდ ეჩვენებოდა, თანდათან სცენიდან გაჰქრა. კონკისა და
კონდუქტორის კვალიც აღარ დარჩა. ის და გოგონაც კი არ ჩანდნენ მაინცდამაინც
მკვეთრად. ლექსში დარჩა მხოლოდ ღამე, ნაზად მქროლი ნიავი და მთვარის
ქალწულებრივი კრთომა. რაღაც გამოუთქმელ მწუხარებას დაესადგურებინა
პროტაგონისტების გულებში, უხმოდ რომ იდგნენ ფოთლებშემოძარცული ხის ქვეშ
და როცა განშორების ჟამი დადგა, კოცნამ, რომლისგანაც მაშინ ერთ-ერთმა თავი
შეიკავა, ლექსში ისინი შეაერთა. შემდეგ მან გვერდის ბოლოში LDS[86] მიაწერა,
რვეული დამალა, დედის საწოლ ოთახში შევიდა და დიდხანს უცქერდა თავის სახეს
ტუალეტის მაგიდის სარკეში.

მაგრამ მისი ხანგრძლივი მოცალეობის და თავისუფლების პერიოდი დასასრულს


უახლოვდებოდა. ერთხელ მამა სახლში უამრავი ახალი ამბით დაბრუნდა და
სადილობისას ენა არ გაუჩერებია. სტივენი იმ დღეს მამის დაბრუნებას ელოდა,
რადგანაც სადილად ცხვრის რაგუ ჰქონდათ და მან იცოდა, რომ მამა პურს საწებელში
ჩააწებინებდა. მაგრამ ამჯერად საწებელმა ვერავითარი სიამოვნება ვერ მიანიჭა,
რადგან კლონგოუზის ხსენებაზე გულისრევის შეგრძნება დაეუფლა.

- კინაღამ დავეჯახე,[87] - უკვე მეოთხედ ყვებოდა მისტერ დედალოსი - სწორედ


მოედნის კუთხესთან.

- მე მგონი, მას შეუძლია ამის მოგვარება. ბელვედერზე[88] ვამბობ.

- რა თქმა უნდა, შეუძლია. ის ხომ ორდენის პროვინციალია ახლა.

- მე პირადად, არასდროს არ მინდოდა მისი გაგზავნა ქრისტიანი ძმების სკოლაში. -


თქვა მისის დედალოსმა.
- ჯანდაბამდის გზა ჰქონიათ ქრისტიან ძმებს[89] - თქვა მისტერ დედალოსმა -
ელოლიავე ახლა ვიღაც მყრალ პედის და ჭუჭყიან მაიკს. არა, დაე, ისევ იეზუიტებთან
დარჩეს, რადგან მათთან დაიწყო. ისინი მომავალშიც გამოადგებიან. მათ შეუძლიათ
ადგილი გაპოვნინონ ცხოვრებაში.

- თან მდიდარი ორდენიცაა, არა საიმონ?

- საკმაოდ კარგად ცხოვრობენ-მეთქი გეუბნებით. ერთი მათი სუფრა გაჩვენათ


კლონგოუზში. ყელამდე არიან. მეომარი მამლებივით იკვებებიან.

მისტერ დედალოსმა თეფში სტივენისკენ მისწია და ბარემ გაათავეო, უთხრა.

- ამიერიდან გვარიანი გარჯა მოგიწევს, სტივენ, ძველო. საკმარისად დაისვენე.

- დარწმუნებული ვარ, ბეჯითად იმეცადინებს - თქვა მისის დედალოსმა - მით


უმეტეს, რომ მორისიც მასთან იქნება.

- ოჰ, ღმერთო ჩემო. მორისი ხომ სულ დამავიწყდა. მოდი აქ მორის, შე ჩურჩუტო. იცი,
რომ კოლეჯში ვაპირებ შენს გაგზავნას, სადაც გასწავლიან, როგორ იწერება კატა. კ. ა.
ტ. ა. მე კი, ერთპენიან პატარა ცხვირსახოცს გიყიდი, რომ ცხვირი ყოველთვის
მოიხოცო. ხომ კარგი იქნება?

მორისი გაიკრიჭა და ჯერ მამას შეხედა, მერე კი ძმას. მისტერ დედალოსმა მონოკლი
თვალზე გაიკეთა და თავის ორივე ვაჟს დაჟინებით მიაჩერდა. სტივენი პურს ღეჭავდა
და მამისკენ არ გაუხედია.

- ჰო მართლა, - თქვა ბოლოს მისტერ დედალოსმა - რექტორი, უფრო სწორად


პროვინციალი, მომიყვა შენი და მამა დოლანის ამბავს. თავხედი და მატყუარააო
შენზე თქვა.

- კარგი რა, ასე არ გეტყოდა საიმონ.

- არა, ასე არ უთქვამს - თქვა მისტერ დედალოსმა - მაგრამ დაწვრილებით მომიყვა


მთელ იმ ამბავს. აქეთურ-იქეთურზე ვსაუბრობდით, ერთ ამბავს მეორე მოვაყოლეთ.
ჰო, მართლა, იცი, რა მითხრა? შენ როგორ ფიქრობ, ვინ იქნება მის ადგილზე ქალაქის
მმართველობაში? მაგრამ ამაზე შემდეგ, ჰო, როგორც გითხარი, შინაურულად
ვსაუბრობდით, და მკითხა, ჩვენი ძმა სათვალეს ისევ თუ ატარებსო, და შემდეგ მთელ
ამბავს მომიყვა.

- ნაწყენი იყო საიმონ?

- ნაწყენი? სულაც არა. პატარა ვაჟკაციაო, - თქვა.

მისტერ დედალოსმა პროვინციალის დუდღუნა, გაპრანჭულ ხმას მიბაძა: - „მე და მამა


დოლანმა გულიანად ვიცინეთ, როცა სადილზე ამ ამბავს მოვყევი. ფრთხილად იყავი,
მამა დოლან, თორემ ახალგაზრდა დედალოსი ორმაგად გადაგიხდის სამაგიეროს-
მეთქი. მართლაც გულიანად ვიცინეთ, ჰა, ჰა, ჰა“.

მისტერ დედალოსი ცოლს მიუბრუნდა და თავისი ბუნებრივი ხმით დასძინა: - ხომ


ხედავ - როგორი სულისკვეთებით ზრდიან ბიჭებს. იეზუიტი ყოველთვის იეზუიტი
და დიპლომატია.
მან ისევ პროვინციალის ხმით გაიმეორა: - „ამ ამბავს სადილზე მოვყევი და მე და მამა
დოლანმა გულიანად ვიცინეთ, ჰა, ჰა, ჰა, ჰა“.

სულთმოფენობის დღე დადგა, რომელსაც სასკოლო სპექტაკლით აღნიშნავდნენ.


სტივენი გარდერობის ოთახის ფანჯარასთან იდგა და პატარა მდელოს გაჰყურებდა,
რომლის გასწვრივ ჩინური ფარნების გირლანდები იყო გადაჭიმული. ხედავდა
სტუმრებს, რომლებიც სახლის კიბეებზე ჩამოდიოდნენ და თეატრში შედიოდნენ.
ფრაკებში გამოწყობილი განმკარგულებლები, ძველი ბელვედერელები, თეატრის
შესასვლელთან ჯგუფებად იდგნენ და სტუმრები ცერემონიულად შეჰყავდათ
შენობაში. წამიერად გაელვებულ ფარნის შუქზე მან მღვდლის გაღიმებული სახე
იცნო.

კიდობნიდან წმინდა შემოწირულობები ამოიღეს და წინა სკამები უკან გადაიტანეს,


რათა საკურთხევლის ფიცარნაგის წინ ადგილი გათავისუფლებულიყო. კედლებზე
ჰანტელები და კვერთხები იყო მიყუდებული. ერთ კუთხეში გირები მიეყარათ და
სატანვარჯიშო ფეხსაცმელებით, სვიტერებით და ფუფაიკებით სავსე ყავისფერი
ტომრების გროვაში ტყავშემოკერილი საჯირითო ცხენი იდგა, რომელიც თავის რიგს
ელოდა, როცა საჩვენებელი გამოსვლის დასასრულს სცენაზე გაიტანდნენ და მის
გარშემო გამარჯვებული გუნდი მოეწყობოდა. მიუხედავად იმისა, რომ სტივენი,
როგორც თემების წერაში ყველაზე საუკეთესო, ტანვარჯიშის კლასის ჯგუფხელად
იყო არჩეული, ის პროგრამის პირველ განყოფილებაში არ მონაწილეობდა, მეორე
განყოფილებაში კი მთავარ როლს ასრულებდა - კომიკურ მოსწავლეს თამაშობდა. ამ
როლისათვის მაღალი ტანისა და დარბაისლური მანერების გამო შეარჩიეს. უკვე
მეორე წელი იყო, ბელვედერში იმყოფებოდა და დამამთავრებელის წინა კლასში
სწავლობდა.

თეთრ გოლფის შარვლებსა და ფუფაიკებში გამოწყობილი პატარა ბიჭები ჯგროდ,


ბრაგაბრუგით გამოცვივდნენ სცენიდან და სამლოცველოს გავლით ეკლესიაში
შევიდნენ. სამლოცველოც და ეკლესიაც აღელვებული აღმზრდელებით და
მოწაფეებით იყო სავსე. ჩასუქებული, მელოტი სერჟანტი ფეხით საჯირითო ცხენის
ტრამპლინს სინჯავდა. გრძელპალტოიანი, ახალგაზრდა გამხდარი კაცი, რომელსაც
კვერთხებით ჟონგლირება უნდა წარმოედგინა, ახლოს იდგა და ყველაფერს
ინტერესით ადევნებდა თვალს. გვერდითა დიდი ჯიბიდან მოვერცხლილი
კვერთხები გამოჩროდა. ხის ბურთულების ჭახანი ყრუდ ისმოდა. მეორე გუნდი
სცენაზე გასასვლელად ემზადებოდა. მომდევნო წამს აღელვებული დამრიგებელი
ბიჭებს სამლოცველოსკენ ბატებივით მიერეკებოდა, სუტანის კალთებს ნერვიულად
აფრიალებდა და ჩამორჩენილებს აჩქარებდა. ეკლესიის სიღრმეში ნეაპოლელი
გლეხების როლების შემსრულებლები რეპეტიციას გადიოდნენ. ზოგიერთს ხელები
თავზე შემოეჭდო, ზოგიც ხელოვნური იებით სავსე კალათებს აქეთ-იქეთ აქნევდა,
თან რევერანსებს აკეთებდა. ეკლესიის ბნელ კუთხეში, იქ, სადაც სახარებას
კითხულობენ, ფაშფაშა, შავ ქვედაწელში გამოწყობილი მსუქანი მოხუცი ქალი
დაჩოქილიყო. როცა წამოდგა, ვარდისფერკაბიანი ფიგურა გამოჩნდა,
ოქროსკულულებიანი პარიკით, ძველმოდური ჩალის ქუდით, მოხატული თვალებით
და გაპუდრული ლოყებით. გაოცების ჩურჩულმა გადაურბინა ეკლესიას
ქალიშვილისებური ტანის დანახვისას. ერთ-ერთი დამრიგებელი სიცილით და თავის
კანტურით მიუახლოვდა ბნელ კუთხეს, მოხუც ქალს თავი დაუკრა და თავაზიანად
თქვა: - ეს მშვენიერი ახალგაზრდა ლედია, თუ თოჯინაა, მისის ტალონ?

შემდეგ დაიხარა, რათა ჩალის ქუდის ფარფლებს ქვეშ მომღიმარე, შეღებილი სახე
დაენახა და წამოიყვირა: - დაუჯერებელია, მაგრამ ეს ნამდვილად პატარა ბერტი
ტალონია.

სტივენმა, რომელიც თავის პოსტზე, ფანჯარასთან იდგა, გაიგონა, როგორ იცინოდნენ


ერთად მღვდელი და მოხუცი ლედი, შემდეგ კი თავის უკან ბიჭების აღტაცების
ჩურჩულიც მოესმა, რომლებიც იმ პატარა ბიჭის სანახავად მოსულიყვნენ, ჩალის
ქუდის ცეკვა - სოლო რომ უნდა შეესრულებინა. სტივენმა უნებურად
მოუთმენლობის გამომხატველი ჟესტი გააკეთა, ფარდის კიდე ჩამოსწია, სკამიდან,
რომელზეც იდგა, ჩამოვიდა და ეკლესიიდან გავიდა.

სკოლის შენობას ჩაუარა და ბაღის ბოლოს ფარდულში შევიდა. მოპირდაპირე მხარეს


მდებარე თეატრიდან მაყურებლის ხმაური და სამხედრო ორკესტრის სპილენძის
ინსტრუმენტების დარტყმის ხმა ყრუდ ისმოდა. სინათლემ მინის სახურავიდან
თანდათან ზემოთ აიწია და თეატრი სადღესასწაულო კიდობანს დაამსგავსა,
რომელსაც იალქნები სახლების კორპუსებს შორის ჩაეშვა და ღუზაზე ფარნის
სხივებით იყო მიმაგრებული. თეატრის გვერდითა კარი მოულოდნელად გაიღო და
სინათლის ნაკადმა მდელო ზოლად დასერა. კიდობნიდან მუსიკამ იფეთქა - ვალსის
პრელუდიამ. შემდეგ კარი დაიხურა და მელოდია ოდნავღა ისმოდა. პრელუდიის
მგრძნობიარე ტაქტებმა, მათმა სინაზემ და სინარნარემ ის ბუნდოვანი შეგრძნებები
გაუღვიძეს, რომლის გამოც მთელი დღე მოუსვენრად იყო და რომელიც ცოტა ხნის
წინ მოუთმენლობის ჟესტში გამოვლინდა. მოუსვენრობა თითქოს ბგერების
ტალღებად იღვრებოდა მისგან. მოზღვავებული მუსიკის ტალღებზე კიდობანი
ირწეოდა და ფარნების შუქსაც არწევდა. შემდეგ ისეთი ხმა გაისმა, თითქოს სათამაშო
არტილერიას გაესროლოს და მოძრაობა შეწყდა. აუდიტორია ტაშით ხვდებოდა
სცენაზე ტანმოვარჯიშეების გამოსვლას.

ფარდულის ბოლოში, ქუჩასთან ახლოს, მოწითალო სინათლემ გაიელვა. როცა მისკენ


წავიდა, არომატული სუნი იგრძნო. კართან ორი ბიჭი იდგა და ეწეოდა. ჰერონი
შორიდანვე იცნო ხმით.

- კეთილშობილი დედალოსი მობრძანდება - იყვირა მაღალმა, ხორხისმიერმა ხმამ -


მივესალმები ნამდვილ მეგობარს.

მისალმებას წყნარი, უხალისო სიცილი მოჰყვა. ჰერონმა თავი დაუკრა და მიწაზე


ჯოხის კაკუნი დაიწყო.

- დიახ, მე გახლავართ - თქვა სტივენმა, შეჩერდა და მზერა ჰერონიდან მის მეგობარზე


გადაიტანა. ეს უკანასკნელი მისთვის უცნობი იყო, მაგრამ გაღვივებული სიგარეტის
შუქზე, სიბნელეში, გაარჩია ფერმკრთალი, კოპწია სახე, ნელ-ნელა ღიმილმა რომ
გადაუარა, მაღალი, პალტოში გამოწყობილი ფიგურა და ქვაბურა ქუდი. ჰერონს თავი
არ შეუწუხებია, რომ ისინი ერთმანეთისთვის გაეცნო. ამის ნაცვლად მან თქვა: - ეს-ეს
არის ჩემს მეგობარ უოლისს ვეუბნებოდი, კარგი ოინი იქნებოდა, ამ საღამოს
რექტორისთვის რომ გამოგეჯავრებინა, გაკვეთილზე როგორ ლაპარაკობს. კარგი
შაყირი გამოვიდოდა.
ჰერონი შეეცადა რექტორის პედანტური ბასისთვის მიებაძა, რათა უოლისისთვის
ეჩვენებინა, მაგრამ ძალიან უგერგილოდ გამოუვიდა. თავის მარცხზე თვითონვე
გაეცინა და სტივენს სთხოვა: - აბა, დედალოს, შენ ბრწყინვალედ შეგიძლია მისი
გამოჯავრება, „ხოლო უკეთუ კრებულისაცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა
მეზუერე და წარმართი“.[90]

აქ მას უოლისის გაბრაზებულმა წამოძახილმა შეაწყვეტინა, მას მუნდშტუკში


სიგარეტი ჩაჭედოდა: - რა ჯანდაბის მუნშდტუკია, - თქვა მან, პირიდან გამოიღო,
როგორღაც უღიმღამოდ გაიცინა და ზიზღით დახედა - ყოველთვის ასე ეჭედება.
თქვენ ეწევით?

- მე არ ვეწევი - თქვა სტივენმა.

- ჰო, ეგ არ ეწევა - თქვა ჰერონმა - დედალოსი სანიმუშო ახალგაზრდაა. არ ეწევა,


საქველმოქმედო ბაზარში არ დადის, გოგოებს არ ეარშიყება და საერთოდ ეშმაკმა
იცის, რას აკეთებს.

სტივენმა თავი გადააქნია და ღიმილით შეხედა თავის მოწინააღმდეგის აწითლებულ,


ცოცხალ სახეს, ცხვირი ნისკარტივით რომ აჯდა. ხშირად უფიქრია, რა უცნაური იყო,
რომ ვინსენტ ჰერონს სახეც და გვარიც ფრინველისებური ჰქონდა.[91] უფერული თმა
შუბლზე აშლილი ფაფარივით აბურძგნოდა. შუბლი ვიწრო და გამობურცული
ჰქონდა. მოღუნული ცხვირი ახლო-ახლო ჩამჯდარ გადმოკარკლულ თვალებს -
ნათელს, მაგრამ არა მეტყველს - ერთმანეთისაგან ჰყოფდა. მოწინააღმდეგეები
სკოლის მეგობრებიც იყვნენ. ისინი ერთ მერხზე ისხდნენ და ეკლესიაშიც
გვერდიგვერდ ლოცულობდნენ. ლოცვების შემდეგ ლანჩს ერთად შეექცეოდნენ და
საუბრობდნენ. პირველკლასელი ბიჭები უღიმღამოები და გონებაჩლუნგები იყვნენ
და მთელი წლის განმავლობაში კლასს ფაქტობრივად სტივენი და ჰერონი
განაგებდნენ. სწორედ ისინი ადიოდნენ ერთად რექტორთან, რომ თავისუფალი დღე
გამოეთხოვათ, ან დამნაშავე მოსწავლე სასჯელისაგან ეხსნათ.

- ჰო მართლა - თქვა უცებ ჰერონმა - დავინახე შენმა მშობელმა ჩაიარა.

სტივენს სახიდან ღიმილი გაუქრა. მამამისის ხსენებას, მასწავლებლისაგან იქნებოდა


ეს, თუ მოსწავლისაგან, იგი მაშინვე წონასწორობიდან გამოჰყავდა. შიშნარევი
დუმილით ელოდა, კიდევ რას იტყოდა, მაგრამ ჰერონმა იდაყვით
მრავლისმეტყველად უბიძგა და თქვა: - ისე, შენ კარგი ეშმაკი ყოფილხარ.

- რატომ? - ჰკითხა სტივენმა.

- გეგონება ჭიანჭველას ფეხს არ დაადგამსო, შენ კი თურმე რა ეშმაკი ყოფილხარ.

- ხომ ვერ მეტყოდით რას გულისხმობთ? - თავაზიანად ჰკითხა სტივენმა.

- გეტყვი რატომაც არა - თქვა ჰერონმა - აი, ჩვენ რომ დავინახეთ, უოლის. კალმით
ნახატია, შე ეშმაკის ფეხო, თანაც როგორი ცნობისმოყვარეა. რა როლი აქვს სტივენს,
მისტერ დედალოს? სტივენი თუ იმღერებს, მისტერ დედალოს? მე მგონი მამაშენი
ყველაფერს მიხვდა, თუმცა მე შენს ადგილას არ ვინაღვლებდი. საუცხოო გოგოა, არა,
უოლის?
- ცუდი გოგო ნამდვილად არ არის, - უპასუხა უოლისმა და მუნდშტუკი კვლავ
გვერდულად ჩაიდო პირში.

უცნობის გასაგონად წარმოთქმულმა ამ უტაქტო მინიშნებამ სტივენი ძალიან


გააბრაზა. არაფერი სასაცილო არ იყო იმაში, რომ გოგონა ინტერესს იჩენდა მის
მიმართ. მთელი დღის განმავლობაში გამუდმებით იმაზე ფიქრობდა, როგორ
დაემშვიდობნენ ისინი ერთმანეთს ჰეროლდ-ქროსში, კონკას საფეხურებზე.
ფიქრობდა იმ საღამოს მღელვარე განცდებზე, ლექსებზე, რომლებიც მაშინ დაწერა.
წარმოდგენილი ჰქონდა, როგორ შეხვდებოდა მას, რადგან იცოდა, რომ ის
სპექტაკლზე უნდა მოსულიყო. კვლავ მოუსვენრობის წუხილს შეეპყრო მისი არსება,
როგორც იმ საღამოს, წვეულებაზე. მაგრამ ეს წუხილი ლექსად ამოხეთქვას ვერ
ახერხებდა. „მაშინ“ -სა და „ახლა“ -ს შორის სიყმაწვილის ორი წელი იდგა, ასაკის და
ცოდნის მატების ორი წელი უშლიდა ხელს ლექსად ამოთქმას. მთელი დღის
განმავლობაში პირქუში სინაზე ზვირთდებოდა მასში და შემდეგ ბნელ მორევად და
დინებად უკანვე ბრუნდებოდა, რამაც ქანცი გააცალა, სანამ მასწავლებლის და
გრიმწასმული ბიჭის სახუმარო დიალოგმა მასში მოუთმენლობის გამომხატველი
მოძრაობა არ გამოიწვია.

- ასე რომ, უმჯობესია აღიარო - განაგრძობდა ჰერონი - რომ ამჯერად გამოგიჭირეთ


და ჩვენთან წმინდანის როლს ნუღარ თამაშობ. ყველაფერი დღესავით ნათელია.

წყნარი, უგულო სიცილი აუტყდა, მერე დაიხარა და სტივენს თითქოს


საყვედურობსო, ფეხზე ჯოხი მსუბუქად დაარტყა.

სტივენს სიბრაზემ უკვე გაუარა. ის არც ნასიამოვნები იყო და არც დარცხვენილად


გრძნობდა თავს. მხოლოდ ის სურდა, დაცინვა შეეწყვიტათ. ეს სულელური
უტაქტობა, როგორც მას მიაჩნდა, თითქმის აღარ სწყინდა, რადგანაც იცოდა, რომ ეს
სიტყვები არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა იმისათვის, რაც მის სულში
ხდებოდა. და მისმა სახემ მოწინააღმდეგის ყალბი ღიმილი აირეკლა.

- აღიარე, - გაიმეორა ჰერონმა და ჯოხი ისევ დაარტყა ფეხზე.

თუმცა ხუმრობით დაარტყეს, მაგრამ უკვე აღარც ისე მსუბუქად, როგორც პირველად.
სტივენმა იგრძნო, რომ კანი ცოტათი აეწვა და მორჩილად დაიხარა, თითქოსდა
კომპანიონისთვის უნდოდა ეჩვენებინა, ხუმრობაში აგყევიო და Confiteor[92]-ის
ლოცვას შეუდგა. ეპიზოდი მშვიდობიანად დამთავრდა. ჰერონმა და

უოლისმა ასეთ მკრეხელობაზე მოწყალედ გაიცინეს.

სტივენი მექანიკურად ლოცულობდა, მისი ტუჩები ლოცვის სიტყვებს


წარმოთქვამდნენ და მაშინ, როცა ჰერონის მოცინარე ტუჩების კუთხეებში სისასტიკემ
მსუბუქად გაიელვა, ფეხზე დარტყმა იგრძნო და გაფრთხილების ნაცნობი სიტყვა
„აღიარე“ გაიგონა, მოულოდნელად, თითქოსდა რაღაც მაგიური ძალით გონებაში
სხვა სცენა ამოუტივტივდა.

ეს კოლეჯში ყოფნის პირველი სემესტრის ბოლოს მოხდა. მისი მგრძნობიარე ბუნება


გმინავდა უსულო და უბადრუკი ცხოვრების უღელქვეშ. მისი სული ისევ ბორგავდა
დუბლინის დამთრგუნველი ერთფეროვნებისაგან. ორწლიანი ოცნებების ხიბლისაგან
გამორკვეული, ის ახალი ცხოვრების შუაგულში აღმოჩნდა, სადაც თითოეული
მოვლენა, თუ ადამიანი მასზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენდა. ასევდიანებდა და
ატყვევებდა მას, და სევდას მოგვრიდა, თუ დაატყვევებდა, მასში ყოველთვის
მოუსვენრობას და მწარე ფიქრებს იწვევდა. სკოლიდან თავისუფალ დროს მეამბოხე
მწერლების კითხვას ანდომებდა, რომელთა სარკასტული, მძვინვარე სიტყვები
გონებას უმღვრევდნენ, სანამ მის გაურანდავ ნაწერებში იჩენდნენ თავს.

სასწავლო კვირის განმავლობაში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე


თხზულების დაწერა იყო და ყოველ სამშაბათს, როცა სახლიდან სკოლისაკენ
მიდიოდა, რაიმეს ჩაუთქვამდა, ან მის წინ მიმავალ რომელიმე ადამიანს ამოირჩევდა
და ნაბიჯს აუჩქარებდა, რომ მისთვის მანამდე გადაესწრო, სანამ ის გარკვეულ
ადგილამდე მივიდოდა, ან ცდილობდა ნაბიჯი ისე გადაედგა, რომ ფეხი ზუსტად
ტროტუარის ფილის შუაგულში მოეხვედრებინა, და იმის მიხედვით, ამას
მოახერხებდა თუ ვერა, თავს ეუბნებოდა, იქნებოდა თუ არა ყველაზე საუკეთესო
მისი საკვირაო თხზულება.

ერთ-ერთ სამშაბათს ტრიუმფალურად წარმატებული სერია უხეშად შეაწყვეტინეს.


ინგლისურის მასწავლებელმა - მისტერ ტეიტმა - თითი მისკენ გაიშვირა და უხეშად
თქვა: - ამ მოსწავლის თხზულებაში ერესია.

კლასი გაირინდა. მისტერ ტეიტს სიჩუმე არ დაურღვევია. ხელით ბარძაყებს შორის


იქექებოდა და მხოლოდ მისი მაგრად გახამებული სახელოს და მანჟეტების შრაშუნი
ისმოდა. სტივენს ზემოთ არ აუხედია. გაზაფხულის სისხამი, ნესტიანი დილა იყო და
თვალები ისევ ეწვოდა. გრძნობდა, რომ ჩავარდა და ამხილეს, რომ მის გონებაშიც და
სახლშიც ყველაფერი უბადრუკი იყო. ყელთან უკუღმა გადმობრუნებული საყელოს
უსწორმასწორო, უხეშ კიდეს გრძნობდა.

მისტერ ტეიტის ხმამაღალმა, მოკლე გაცინებამ კლასი ცოტა შეათამამა.

- შეიძლება თქვენ არც იცოდით ამის შესახებ - თქვა მან.

- სად? - ჰკითხა სტივენმა.

მისტერ ტეიტმა ამოიღო ხელი, რომლითაც ბარძაყებს შორის იქექებოდა, და იმავე


ხელით თხზულება გადაშალა.

- აი აქ, სადაც შემოქმედისა და სულის შესახებაა საუბარი. მმ... მმ... ჰო, შეუძლებლობა
იმისა, რომ ოდესმე მიუახლოვდე. ეს ერესია.

სტივენმა წაილუღლუღა: - მე მინდოდა მეთქვა, შეუძლებლობა იმისა, რომ ოდესმე


მიაღწიო.

ეს დამორჩილება იყო. უკვე დაწყნარებულმა მისტერ ტეიტმა ნაშრომი დახურა,


სტივენს გაუწოდა და თქვა: - ჰოო... ოდესმე მიაღწიო, ეს სხვა ამბავია.

მაგრამ კლასი ასე მალე არ დაწყნარდა და თუმცა გაკვეთილების შემდეგ არავინ


გამოლაპარაკებია ამის შესახებ, სტივენი ყველასაგან ბუნდოვან, ღვარძლიან
დამოკიდებულებას გრძნობდა.
რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მთელი კლასის წინაშე საყვედური უთხრეს, სტივენმა,
რომელიც დრამკონდრა-როუდზე, მიდიოდა წერილის გასაგზავნად, გაიგონა, რომ
ვიღაცამ იყვირა: - შესდექ!

ის შებრუნდა და ბინდ-ბუნდში დაინახა, რომ სამი მისი თანაკლასელი ბიჭი მისკენ


მიემართებოდა. ის, ვინც დაიყვირა, ჰერონი იყო, რომელიც ორ მხლებელს შორის
ჩამდგარი, წინ მიაბიჯებდა და წვრილ ჯოხს ჰაერში მათი ნაბიჯების ტაქტზე
იქნევდა. ბოლანდი, მისი მეგობარი, გვერდით მიაბიჯებდა. ფართოდ
კბილებდაკრეჭილი ნეში კი, რომელიც ცოტათი უკან ჩამორჩენოდათ, სიარულისაგან
სულს ძლივს ითქვამდა და წითურ თავს აქეთ-იქეთ აქნევდა.

როგორც კი ბიჭებმა კლონლიფ-როუდისკენ შეუხვიეს, საუბარი წიგნებზე და


მწერლებზე ჩამოვარდა. ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, თუ რას კითხულობდნენ და
რამდენი წიგნი ჰქონდათ მათ მშობლებს სახლში. სტივენი მათ ცოტა არ იყოს
გაკვირვებული უსმენდა, რადგან ბოლანდი ჩლუნგი იყო, ნეში კი კლასში ყველაზე
უქნარა. მართლაც, საყვარელ მწერლებზე საუბრისას, ნეშმა განაცხადა, რომ უდიდესი
მწერალი კაპიტანი მერიეტი[93] იყო.

- სისულელეა - თქვა ჰერონმა - აბა, დედალოსს ჰკითხე. ვინ არის უდიდესი მწერალი,
დედალოს?

სტივენმა, რომელმაც კითხვაში დაცინვა იგრძნო, თქვა: - პროზაიკოსებს შორის?

- დიახ.

- მე ვფიქრობ, ნიუმენი.[94]

- კარდინალი ნიუმენი? - იკითხა ბოლანდმა.

- დიახ. - უპასუხა სტივენმა.

ნეშის ჭორფლიანი სახე ფართოდ გაიკრიჭა, როცა სტივენისკენ მიბრუნდა და თქვა: -


და შენ კარდინალი ნიუმენი მოგწონს, დედალოს?

- ბევრი ამბობს, რომ ნიუმენს საუკეთესო სტილი აქვს - აუხსნა ჰერონმა თავის ორ
მეგობარს. მაგრამ ის, რა თქმა უნდა, პოეტი არ არის.

- და საუკეთესო პოეტი ვინღაა, ჰერონ? - ჰკითხა ბოლანდმა.

- რა თქმა უნდა, ლორდი ტენისონი.[95] - უპასუხა ჰერონმა.

- ჰო, ლორდი ტენისონი - თქვა ნეშმა - ჩვენ, სახლში მისი ლექსების სრული კრებული
გვაქვს ერთ ტომად.

აქ სტივენს დაავიწყდა საკუთარი თავისათვის მიცემული დუმილის აღთქმა და


იყვირა: - ტენისონი და პოეტი? ეგ ხომ ძალად მოლექსეა.

- რას მიედ-მოედები - თქვა ჰერონმა - ყველამ იცის, რომ ტენისონი უდიდესი პოეტია.

- მაშ, შენი აზრით, ვინღაა უდიდესი პოეტი? - იკითხა ბოლანდმა და მეზობელს მხარი
წაჰკრა.
- რა თქმა უნდა, ბაირონი - უპასუხა სტივენმა.

ჰერონმა ზიზღით გაიცინა და ნეში და ბოლანდიც აჰყვნენ.

- რა გაცინებთ? - იკითხა სტივენმა.

- შენზე ვიცინით. ბაირონია უდიდესი პოეტი? მაგას მხოლოდ უვიცები თვლიან


პოეტად.

- მაგარი პოეტი იქნება - თქვა ბოლანდმა.

- შენ ჯობია გაჩუმდე - თქვა სტივენმა და მისკენ თამამად შებრუნდა. მთელი შენი
ცოდნა პოეზიაში იმით ამოიწურება, რაც ეზოში ღობეზე მიაწერე და რისთვისაც
გატყეპვას გიპირებდნენ.

ბოლანდზე მართლაც ამბობდნენ, რომ ეზოს ღობეზე დაწერილი კუპლეტის ავტორი


ის არისო. ლექსი მისი თანაკლასელის შესახებ იყო, რომელიც კოლეჯიდან ხშირად
მიემგზავრებოდა სახლში პონით: როცა ტაისონი მიემგზავრებოდა იერუსალიმში

ჩამოვარდა და იტკინა თავისი უკანალიმი.[96]

ამ გამოხდომამ ორ დამქაშს ხმა ჩააწყვეტინა, მაგრამ ჰერონმა გააგრძელა: - ყოველ


შემთხვევაში, ბაირონი ერეტიკოსი და გარყვნილი იყო.

- სულაც არ მაინტერესებს, როგორი იყო - ცხარედ თქვა სტივენმა.

- არ გაინტერესებს, ერეტიკოსი იყო თუ არა? - თქვა ნეშმა.

- შენ ხომ ამისი არაფერი გაგეგება, - წამოიძახა სტივენმა - ცხოვრებაში არაფერი


წაგიკითხავს შპარგალკის გარდა. შენც გეხება ბოლანდ.

- მე ის ვიცი, რომ ბაირონი ცუდი ადამიანი იყო.

- აბა, გამიკავეთ ეს ერეტიკოსი - იყვირა ჰერონმა.

სტივენი უმალვე დაატყვევეს.

- ტეიტმა ხომ მოგაკაკვინა თითი ამას წინათ - განაგრძო ჰერონმა - როცა თხზულებაში
ერესი აღმოგიჩინა.

- ხვალ ყველაფერს ვეტყვი - თქვა ბოლანდმა.

- რისი მთქმელი ხარ - თქვა სტივენმა - ხმის ამოღებისაც შეგეშინდება.

- შემეშინდება?

- ჰო, და თანაც როგორ.

- თავს ნუ გაგივიდა - იყვირა ჰერონმა და სტივენს ფეხებზე ჯოხი დაჰკრა.

ეს თავდასხმის სიგნალი იყო. ნეშმა ხელები ზურგს უკან გაუკავა, ბოლანდმა კი


თხრილიდან გამხმარი კომბოსტოს გრძელი ხიკვი ამოიღო. სტივენმა ბევრი იბრძოლა
და იქნია ფეხები, რომ ჯოხისა და ნუჟრებიანი ხვიტის დარტყმა აეცდინა, მაგრამ
მალე მავთულხლართებიან ღობესთან მიიმწყვდიეს.

- აღიარე რომ ბაირონი ცუდია!

- არა.

- აღიარე!

- არა.

- აღიარე!

- არა. არა.

ბოლოს გამძვინვარებული ბრძოლის შედეგად, როგორც იქნა თავის დაღწევა


მოახერხა. მისი მტანჯველები სიცილ-ხარხარით და დამცინავი სიტყვებით ჯოუნს
როუდისკენ გაემართნენ. ის კი ამ დროს ცრემლებისგან თვალებდაბინდული
მიბარბაცებდა, სიმწრისაგან ხელებს მუჭავდა და ქვითინებდა.

როცა მსმენელების წამქეზებლური სიცილის აკომპანიმენტით მონანიების ლოცვას


იმეორებდა, ეს სასტიკი ეპიზოდი ცოცხლად ამოტივტივდა მის გონებაში და
უკვირდა, რომ თავისი მტანჯველების მიმართ გულში ღვარძლი არ ედო, თუმცა
იოტისოდენადაც არ დავიწყებია მათი სიმხდალე და სისასტიკე, მაგრამ ეს მოგონება
აღარ აბრაზებდა. ამდენად წიგნებში აღწერილი მძვინვარე სიძულვილი და
სიყვარული არარეალურად ეჩვენებოდა. იმ საღამოსაც კი, როცა ჯოუნს როუდის
გავლით სახლისკენ მიბარბაცებდა, გრძნობდა, რომ რაღაც ძალა იმ უცებ მოვარდნილ
სიბრაზეს ისე აცლიდა, მწიფე ხილს რომ კანს გააცლიან.

ის კვლავ თავის ორ კომპანიონთან ერთად იდგა ფარდულის ბოლოში და


გონებაგაფანტულს ხან მათი საუბარი ესმოდა, ხან თეატრიდან მოვარდნილი
აპლოდისმენტები. ის გოგონაც იქ იჯდა სხვებთან ერთად და შესაძლოა მის გამოჩენას
ელოდა. შეეცადა მისი სახე წარმოედგინა, მაგრამ ვერ მოახერხა, მხოლოდ იმის
გახსენება შეძლო, რომ ის თავზე შალს იხურავდა, რომელიც კაპიუშონივით ჰქონდა.
მისი შავი თვალები უხმობდნენ და მხნეობას უკარგავდნენ. აინტერესებდა, ისიც
ფიქრობდა თუ არა მასზე. შემდეგ სიბნელეში დანარჩენი ორისაგან შეუმჩნევლად,
ერთი ხელის თითისწვერებით მეორის ხელისგულს მსუბუქად, სულ ოდნავ შეეხო.
მაგრამ გოგონას თითების შეხება უფრო მსუბუქიც იყო და უფრო მტკიცეც. და
მოულოდნელად მათი შეხების გახსენებამ მის გონებას და სხეულს უხილავ
ტალღასავით გადაუარა.

ბიჭმა ფარდულს ჩამოურბინა და მათთან შეჩერდა. ისეთი აღელვებული იყო, სულს


ძლივს ითქვამდა.

- ეი, დედალოს, - იყვირა მან - დოილი გაცეცხლებულია შენზე. ახლავე წადი და


სპექტაკლისთვის გამოეწყვე. გირჩევნია იჩქარო.

- მაშინვე წამოვა - ქედმაღლურად გაწელილი სიტყვებით უთხრა შიკრიკს ჰერონმა, -


როგორც კი საჭიროდ ჩათვლის.
ბიჭი ჰერონს მიუბრუნდა და გაიმეორა: - მაგრამ დოილი საშინლად გაბრაზებულია.

- შეგიძლია დოილს გადასცე ჩემი საუკეთესო სურვილები და ისიც, რომ მე ის


ფეხებზე მკიდია. - უპასუხა ჰერონმა.

- უნდა წავიდე - თქვა სტივენმა, რომელიც ღირსების საკითხს სხვაგვარად უყურებდა.

- მე არ წავიდოდი - თქვა ჰერონმა - უსინდისო ვიყო, არ წავიდოდი უფროსკლასელს


ასე დაძახება არ უნდა აკადრო. დიდი ამბავი თუ გაბრაზებულია. ისიც საკმარისია,
მის სულელურ სპექტაკლში რომ მონაწილეობ.

აგრესიულმა განწყობამ, რომელსაც ამ ბოლო დროს თავის მოწინააღმდეგეში


ამჩნევდა, სტივენს წყნარი მორჩილების ჩვევა ვერ შეაცვლევინა. მას არ სწამდა ასეთი
სიფიცხისა და ასეთი ურთიერთობების სიწრფელეც აეჭვებდა. მასში ის
მოწიფულობის უბადრუკ ნიშნებს ხედავდა. ღირსების საკითხი, რომელიც ახლა
წამოიჭრა, მისთვის ყველა მსგავსი საკითხივით ძალიან ბანალური რამ იყო. მაშინ,
როცა მისი გონება ცდილობდა რაღაც უხილავ ფანტომებს მიწვდომოდა და ამ
მცდელობას მოულოდნელად შეწყვეტდა, მას გამუდმებით ჩაესმოდა მამამისის და იმ
მასწავლებელთა ხმები, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ მისგან, რომ უწინარეს
ყოვლისა, ჯენტლმენი და მართლმორწმუნე კათოლიკე ყოფილიყო. ახლა ეს ხმები
უაზროდ ეჩვენებოდა. როცა სპორტული ტანვარჯიშის დარბაზი გაიხსნა, მას სხვა
ხმები ჩაესმოდა, რომლებიც მოითხოვდნენ მისგან, ყოფილიყო ძლიერი, მამაცი და
ჯანმრთელი. და როცა ეროვნული აღორძინების მოძრაობამ[97] კოლეჯშიც შეაღწია,
კიდევ ერთი ხმა არწმუნებდა, ყოფილიყო თავისი ქვეყნის ერთგული, დახმარებოდა
მას ენისა და ტრადიციების აღდგენაში. უკვე წინასწარ გრძნობდა, რომ მომავალში,
ჩვეულებრივ, საერო ცხოვრებაში, ამქვეყნიური ხმა მოუწოდებდა, თავისი შრომით
აღედგინა მამის დაკარგული ქონება და მდგომარეობა, ამჟამად კი სკოლის
ამხანაგების ხმა მოითხოვდა მისგან, ყოფილიყო პატიოსანი ბიჭი, დაეცვა და
გადაერჩინა ისინი სასჯელისაგან, ყველაფერი ეღონა, რომ კლასისთვის დამატებითი
თავისუფალი დღე მიეცათ. სწორედ ამ უაზრო ხმების გუგუნი იწვევდა მის
გაუბედაობას და ხელს უშლიდა ფანტომებს მიწვდომოდა. დროდადრო
მიაყურადებდა ხოლმე ამ ხმებს, მაგრამ ბედნიერად თავს მხოლოდ მაშინ გრძნობდა,
როცა ამ ხმებიდან შორს, მათი წვდომის მიღმა, მარტოდმარტო იმყოფებოდა თავის
უხილავ ფანტომებთან ერთად.

ეკლესიის საცავში ჩასუქებული, ლოყებღაჟღაჟა იეზუიტი და ღარიბულ ტანსაცმელში


გამოწყობილი ხანშიშესული კაცი საღებავების და ცარცების ყუთში იქექებოდნენ. ის
ბიჭები, რომლებსაც გრიმები უკვე გაუკეთეს, იქვე მიდი-მოდიოდნენ, ან უხერხულად
იდგნენ ერთ ადგილზე და თავიანთ შეღებილ სახეს თითის წვერებით ფრთხილად
ეხებოდნენ. ახალგაზრდა იეზუიტი, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა კოლეჯში,
საცავის შუაგულში იდგა, ხელები გვერდითა ჯიბეებში ღრმად ჩაეწყო და რიტმულ
მოძრაობებს აკეთებდა: ფეხის წვერებზე იწეოდა და ქუსლებზე ეშვებოდა. მისი
პატარა თავი - ხვეული, პრიალა, წითური თმით - და ახლად გაპარსული სახე კარგად
ეხამებოდა მის იდეალურად სუფთა სუტანას და გაპრიალებულ ფეხსაცმელებს.

როცა რიტმულად მოძრავ ფიგურას უყურებდა და ცდილობდა მღვდლის დამცინავი


ღიმილის მნიშვნელობა გამოეცნო, სტივენს გაახსენდა ის, რაც მამისაგან გაეგონა, ჯერ
კიდევ სანამ კლონგოუზში გააგზავნიდნენ - იეზუიტს ჩაცმის სტილით ყოველთვის
გამოიცნობო. იმავდროულად გაიფიქრა, რომ მამამისსა და ამ მოცინარე, კარგად
ჩაცმულ მღვდელს შორის, რაღაც მსგავსება იყო. ისიც იგრძნო, რომ მღვდლის
წოდებაც და თვით ეკლესიის საცავის მდუმარებაც, როგორღაც შებილწული იყო
ხმამაღალი ლაპარაკით და ოხუნჯობით, ჰაერი კი გაზის სანათურის და გრიმების
მკვეთრი სუნით იყო გაჟღენთილი.

სანამ ხანშიშესული კაცი შუბლზე ნაოჭებს უკეთებდა და ყბაზე ლურჯ და შავ


გრიმებს უსვამდა, ის გონებადაფანტული უსმენდა ახალგაზრდა, მსუქან იეზუიტს,
რომელიც ურჩევდა ხმამაღლა და მკაფიოდ ელაპარაკა. გაიგონა, რომ ორკესტრმა
„ლილი კილარნი“[98] დაუკრა და იცოდა, რამდენიმე წუთში ფარდა აიხდებოდა.
სცენის შიშს არ გრძნობდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ როლი, რომელიც უნდა ეთამაშა,
დამამცირებელი იყო მისთვის. შეღებილი ლოყები უცებ წამოუწითლდა, როცა
რამდენიმე სტრიქონი გაახსენდა თავისი როლიდან. როცა წარმოიდგინა, როგორ
უყურებდა ის სხვა მაყურებლებთან ერთად თავისი სერიოზული, მაცდური
თვალებით, ეჭვები მაშინვე გაუქრა, და მისი ადგილი თავდაჯერებამ დაიკავა.
თითქოსდა ბუნება შეუცვალესო, ახალგაზრდული ვნება მასაც გადაედო და პირქუში
უნდობლობა გამოდევნა მისგან. ისეთმა წამმაც კი გაიელვა, როცა ლამის ბავშვად
გარდაიქმნა და სპექტაკლის სხვა მონაწილეებთან ერთად, ისიც მხიარულად
იცინოდა, როცა ორი ჯანიანი მღვდელი ჩამოვარდნილ ფარდას ენერგიული ჯიკავ-
ჯიკავით უგერგილოდ ექაჩებოდა ზემოთ. რამდენიმე წამის შემდეგ ის სცენაზე
აღმოჩნდა გაზის თვალისმომჭრელ სინათლესა და ნახევრადჩაბნელებულ სცენას
შორის, სადაც სიცარიელიდან უამრავი სახე მისჩერებოდა. გაუკვირდა, რომ
სპექტაკლმა, რომელსაც იგი რეპეტიციების დროს უთავბოლოდ და უსიცოცხლოდ
თვლიდა, მოულოდნელად სიცოცხლე შეიძინა, თითქოს თავისთავად ვითარდებოდა.
ის და მისი მეგობარი მსახიობები მხოლოდ ეხმარებოდნენ თავიანთი როლებით.
როცა უკანასკნელი სცენის შემდეგ ფარდა დაეშვა, გაიგონა, როგორ აივსო სიცარიელე
აპლოდისმენტებით და გვერდითა სცენის ღრიჭოდან დაინახა, რომ ერთიანმა მასამ,
რომლის წინაშეც ეს-ეს იყო სცენაზე გამოდიოდა, თითქოს რაღაც მაგიური ძალის
გავლენითო, დეფორმაცია განიცადა, სახეების მასა ყველა მიმართულებით
ნაწილებად დასკდა და პატარა მოფუსფუსე ჯგუფებად დაიფანტა.

სცენა სასწრაფოდ მიატოვა, გამოიცვალა და ეკლესიის გავლით კოლეჯის ბაღში


გავიდა. ახლა, როცა სპექტაკლი დამთავრდა, მისი თითოეული ნერვი ახალი
თავგადასავლისკენ ილტვოდა. ჩქარობდა, თითქოს უნდოდა მას დასწეოდა. თეატრის
კარები გაეღოთ და მაყურებელი შენობას ტოვებდა. მავთულებზე, რომლებიც მან
კიდობნის ღუზის ჯაჭვებად წარმოიდგინა, საღამოს ნიავი რამდენიმე მბჟუტავ
ფარანს აქანავებდა. ბაღის კიბეები სწრაფად აირბინა, თითქოს შიშობდა, ნადავლი არ
დამისხლტესო. ძლივს გაიკვლია გზა ხალხით სავსე ჰოლში. ჩაუარა ორ იეზუიტს,
რომლებიც მაყურებლის გასვლას თვალ-ყურს ადევნებდნენ, სტუმრებს თავს
უკრავდნენ და ხელს ართმევდნენ. ნერვიული ნაბიჯებით მიიწევდა წინ. თავი ისე
ეჭირა, თითქოს ძალიან ეჩქარებოდა და ოდნავ გრძნობდა, რომ მის გაპუდრულ თავს
გაღიმებულ და გაკვირვებულ მზერას აყოლებდნენ და ერთმანეთს ანიშნებდნენ.

როცა საფეხურები აიარა, დაინახა, რომ პირველ ფანართან მისი ოჯახი ელოდა. ერთი
თვალის შევლებით შეამჩნია, რომ უცხო მათ შორის არავინ იყო და კიბე
გაბრაზებულმა ჩაირბინა.
- ჯორჯსტრიტიდან წერილი უნდა გავაგზავნო - უთხრა მამამისს სწრაფად - ცოტა
მოგვიანებით მოვალ.

ისე, რომ პასუხს არ დალოდებია, გაიქცა და ქუჩა გადაირბინა, შემდეგ კი


თავქუდმოგლეჯით დაეშვა ბორცვიდან. სად მირბოდა თვითონაც არ იცოდა. სიამაყე,
იმედი და სურვილი, თითქოს მისი სულის გათელილი ყვავილებიაო, გულისწამღებ
შხამიან სურნელს აფრქვევდნენ და თვალებს და გონებას უბინდავდნენ. ბორცვიდან
შელახული სიამაყის, დაკარგული იმედის და აუსრულებელი სურვილის ერთბაშად
ამოფრქვეული შხამსურნელებით გაბრუებული ეშვებოდა. ეს შხამსურნელება
ზემოთკენ მიიწევდა, მის გაწამებულ თვალებს სქელ, ჭკუიდან შემშლელ ბოლქვებად
ჩაუვლიდა და ჰაერში იფანტებოდა, ვიდრე ბოლოს და ბოლოს ჰაერი კვლავ ნათელი
და ცივი არ გახდა.

თვალებზე ისევ ლიბრი ჰქონდა გადაკრული, თუმცა უკვე აღარ ეწვოდა. რაღაც
ძალამ, იმის მსგავსმა, რაც ხშირად მას სიბრაზესა და გულისწყრომას უცხრობდა,
ახლაც აიძულა შეჩერებულიყო. უძრავად იდგა და მორგის მუქ პარმაღს და ბნელ,
ქვაფენილიან შესახვევს გასცქეროდა. კედელზე შესახვევის სახელი - „ლოტსი“
წაიკითხა და მძაღე, მძიმე ჰაერი ნელა შეისუნთქა.

ცხენის შარდის და დამპალი თივის სუნია, - გაიფიქრა მან. - კარგია მისი შესუნთქვა.
გულს დამიმშვიდებს, უკვე დამიმშვიდა კიდეც. ახლა კი უკან დავბრუნდები.

სტივენი კინგსბრიჯის სადგურზე კვლავ მატარებელში იჯდა მამასთან ერთად. ღამის


მატარებლით კორკში მიემგზავრებოდნენ. როცა ორთქლმავალი ათუხთუხდა და
სადგურიდან დაიძრა, მას თავისი მრავალი წლის წინანდელი ბავშვური გაოცება
გაახსენდა და კლონგოუზის სკოლაში პირველი დღის ყოველი წვრილმანი მოაგონდა.
მაგრამ ახლა გაოცება აღარ იპყრობდა. ფანჯრიდან ხედავდა, როგორ მიჰქროდნენ
ჩაბნელებული ველები და მდუმარე ტელეგრაფის ბოძები, ოთხ წამში ერთხელ რომ
გაიელვებდნენ. ხედავდა სუსტად განათებულ პატარა სადგურებს, უძრავად მდგარი
რამდენიმე გუშაგით, რომლებიც დროდადრო გაკრთებოდნენ დოღის ცხენის
ფლოქვისგან გამოტყორცნილ ნაპერწკლებივით და კვლავ წყვდიადში ინთქმებოდნენ.

გულგრილად უსმენდა მამამისის მოგონებებს კორკის შესახებ და მისი


ახალგაზრდობის თავგადასავლებს. მამა დროდადრო ამოიოხრებდა, ჯიბიდან
მათარას ამოიღებდა და გადაჰკრავდა, მაშინ, როცა გარდაცვლილი მეგობარი, ან
კიდევ ახლანდელი მგზავრობის მიზეზი მოაგონდებოდა. სტივენი უსმენდა, მაგრამ
სიბრალულს არ გრძნობდა. ყველა გარდაცვლილი, რომელსაც მამა ახსენებდა,
მისთვის უცხო იყო, ძია ჩარლზის გარდა და მისი ხსოვნაც ამ ბოლო დროს თანდათან
ეშლებოდა მეხსიერებიდან. იცოდა, რომ მამამისის ქონება აუქციონზე უნდა
გაყიდულიყო და გაკოტრებას ისე აღიქვამდა, როგორც თავისი ოცნების უხეშ
ხელყოფას.

მერიბოროში ჩაეძინა. როცა გაეღვიძა მელოუ[99] გავლილი ჰქონდათ და მამას


გვერდით სკამზე გაშხლართულს ეძინა. გამთენიის ცივი სინათლე გადაჰფენოდა
დაუსახლებელ ველებს და დაკეტილ კოტეჯებს. ძილის წინაშე ძრწოლამ შეიპყრო
მთელი მისი არსება, როცა მდუმარე სოფელს უყურებდა და დროდადრო მამამისის
ღრმა სუნთქვა, ან გვერდის შებრუნების ხმა ესმოდა. უხილავი, მძინარე ადამიანების
სიახლოვემ უცნაური შიშით აავსო, თითქოს მათ რაიმე ზიანის მიყენება შეეძლოთ და
ის ლოცულობდა, რომ დღე მალე დამდგარიყო. მისი ლოცვა, რომელიც არც ღმერთის
და არც წმინდანის მიმართ არ იყო აღვლენილი, კანკალით დაიწყო, როცა დილის
ცივმა ნიავმა კარის ღრიჭოებიდან მის ფეხებამდე მიაღწია, და რაღაც უაზრო
სიტყვების ბურტყუნად იქცა, რომელსაც ის უნებურად მატარებლის თანაბარ რიტმს
უწყობდა. ოთხი წამის ინტერვალით ტელეგრაფის ბოძები პუნქტუალურად,
უჩუმრად აღნიშნავდნენ მატარებლის ქროლვის ტაქტს. ამ მძვინვარე მუსიკამ შიში
გაუნელა, ფანჯრის რაფას დაეყრდნო და თვალები კვლავ დახუჭა.

ჯერ კიდევ ადრიანი დილა იყო, როცა მატარებელი კორკში შეგრიალდა და სტივენმა
სასტუმრო „ვიქტორიას“ საწოლ ოთახში გააგრძელა ძილი. კაშკაშა, თბილი მზის
სხივები იღვრებოდა ფანჯრიდან და ქუჩის ხმაური ისმოდა. მამამისი ტუალეტის
მაგიდასთან იდგა და სარკეში თმას, სახეს და ულვაშებს ყურადღებით
ათვალიერებდა. კისერი წყლის თასისკენ წაეგრძელებინა და თავს აქეთ-იქეთ
აბრუნებდა, რომ უკეთ შეეხედა, თანაც თავისთვის, წყნარად, უცნაურ კილოზე
ღიღინებდა: სიყმაწვილე და სიბრიყვე

კაცს უცებ გახდის ცოლიანს, ამიტომ ჩემო ლამაზო, მიჯობს ვუგანო ამ წესს.

რაც მართლა განწირულია, ჯობს მოიცილო სრულიად, ჰოდა, მოვუსვამ, ჯობია,


ამერიკაში გავსწევ.

კარგია ჩემი გოგონა, ტანაშოლტილი, ლამაზი, მაგარი ვისკის დარია, ახალი არის
სანამ.

მაგრამ მოუწევს სიბერე, ჩამოჭკნება და გაცვდება

და ბოლოს სულიც გასძვრება, ვით მთაზე დილის ცვარ-ნამს.[100]

ფანჯრის მიღმა თბილმა, მზიანმა ქალაქმა და მამის ხმის ნაზმა თრთოლვამ,


უცნაურად სევდიან სალაღობო სიმღერას რომ უხდებოდა, სტივენს წინანდელი ღამის
უგუნებობა გაუფანტა. სწრაფად წამოხტა, რომ ჩაეცვა და როცა სიმღერა დასრულდა,
თქვა: - ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე თქვენი „ყველანი მოდით“.[101]

- შენ ასე ფიქრობ? - ჰკითხა მისტერ დედალოსმა.

- მე ეს სიმღერა მომწონს - თქვა სტივენმა.

- კარგი სიმღერაა, ძველებური, - თქვა მისტერ დედალოსმა, თან ულვაშის ბოლოს


იგრეხდა - შენ უნდა მოგესმინა მიკ ლუისი როგორ ასრულებდა ამ სიმღერას. საწყალი
მიკ ლუისი როგორ ჩაახვევდა ხოლმე. ისეთი ტონალობა შეჰქონდა... მე ამას ვერ
ვახერხებ. აი, ვის შეეძლო, თუნდაც „ყველანი მოდით“ შეესრულებინა.

მისტერ დედალოსმა საუზმედ პაშტეტი შეუკვეთა და ჭამის დროს ოფიციანტს


ადგილობრივი ახალი ამბების შესახებ ეკითხებოდა. როგორც კი ვინმეს გვარს
ახსენებდნენ, მაშინვე გაუგებრობა წარმოიშვებოდა, რადგან ოფიციანტს ამ გვარის
ახალი თაობის წარმომადგენელი ჰყავდა მხედველობაში, მისტერ დედალოსს კი მისი
მამა და ზოგჯერ ბაბუაც.
- იმედია, სამეფო კოლეჯი[102] მაინც არ გადაუტანიათ სადმე - თქვა მისტერ
დედალოსმა - მინდა ჩემს ყმაწვილს ვაჩვენო.

მარდაიკის ქუჩაზე[103] ხეები ჰყვაოდნენ. კოლეჯის ჭიშკარში შევიდნენ და ყბედი


დარაჯი პატარა ოთხკუთხა ეზოს გავლით შენობისკენ გაუძღვათ. ქვიშიან გზაზე
ყოველი ათი - თხუთმეტი ნაბიჯის გავლის შემდეგ ჩერდებოდნენ და მამასა და
დარაჯს შორის დიალოგი იმართებოდა: - რას მეუბნებით. საწყალი ჭიპა,
გარდაიცვალა?

- დიახ სერ, გარდაიცვალა.

ამ დროს სტივენი უხერხულად იდგა ორი კაცის უკან. საუბრის თემა სრულებით არ
აინტერესებდა და მოუთმენლად ელოდა, გზას როდის გააგრძელებდნენ. იმ
მომენტიდან, როცა ეზო გაიარეს, მისი მოუთმენლობა მძვინვარებამ შეცვალა.
უკვირდა, რომ მამა, რომელიც გამჭრიახ, ძნელად მოსატყუებელ ადამიანად მიაჩნდა,
როგორ შეიძლებოდა ასე გაბრიყვებულიყო დარაჯის მაამებლური მანერებით, და
მხიარული სამხრეთული კილო, რომელიც დილის მერე ესმოდა, ახლა უკვე
აღიზიანებდა.

ისინი ანატომიურ თეატრში შევიდნენ, სადაც მისტერ დედალოსმა დარაჯის


დახმარებით მერხზე ამოკვეთილი საკუთარი ინიციალების ძებნა დაიწყო. სტივენი,
რომელიც სიბნელეს, მდუმარებას და თეატრში გამეფებულ მშრალ მეცნიერულ
ატმოსფეროს კიდევ უფრო დაეთრგუნა, უკან მიჰყვებოდა მათ. მან სიტყვა
AFoetus[104] ამოიკითხა, რომელიც რამდენიმე ადგილას ამოეტვიფრათ შავ, ლაქებიან
მერხზე და ამ მოულოდნელმა წარწერამ სისხლი აუმღვრია. ისეთი შეგრძნება
დაეუფლა, თითქოს სტუდენტები მის გვერდით იდგნენ და მოუნდა მათ კამპანიას
გარიდებოდა. მერხზე ამოკვეთილმა ამ სიტყვამ სტუდენტური ცხოვრების ისეთი
სურათები გააცოცხლა მის წინაშე, რომელთა გაცოცხლებაც მამამისის ამდენმა
ლაპარაკმა ვერ შეძლო. მხარბეჭიან, ულვაშებიან სტუდენტს ჯაყვით გულმოდგინედ
ამოჰყავდა ასოები მერხზე. სხვა სტუდენტები ახლომახლო ისხდნენ ან იდგნენ და მის
საქმიანობაზე იცინოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა იდაყვი წაჰკრა. მხარბეჭიანი
მოღუშული მიუბრუნდა. განიერი, ნაცრისფერი ხალათი და მოწითალო
ფეხსაცმელები ეცვა.

სტივენს დაუძახეს. მან თეატრის კიბეები სწრაფად ჩაირბინა, რათა ეს ხილვა, რაც
შეიძლება მალე მოეშორებინა და მამის ინიციალებს ახლოდან დააცქერდა, რათა
თავისი აწითლებული სახე დაემალა.

მაგრამ ეს სიტყვა და ხილვა კვლავ თვალწინ ედგა, როცა კოლეჯის ჭიშკრისკენ


მიდიოდა. მას თავზარი დასცა იმან, რომ ცხოვრებაში წააწყდა კვალს იმისა, რასაც
აქამდე მხოლოდ თავისი ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფად თვლიდა. შემზარავი
ჩვენებები ფუთფუთებდნენ მის წარმოსახვაში. მხოლოდ სიტყვები კმაროდა, რომ
ისინი მოულოდნელი მძვინვარებით ამოტივტივებულიყვნენ მის წინაშე. მალე
დაჰყვა მათ და ნება მისცა, წაელეკათ და წაერყვნათ მისი წარმოსახვა. ყოველთვის
აინტერესებდა სად, შემზარავი აჩრდილების რომელ ბუნაგში ჩნდებოდნენ ისინი და
ყოველთვის სუსტად, დამცირებულად, მოუსვენრად და ავადმყოფად გრძნობდა თავს
სხვების წინაშე, როცა ეს ჩვენებები ეუფლებოდნენ მის წარმოსახვას.
- ბაკალეაც აქ არის. სწორედ ისაა - წამოიძახა მისტერ დედალოსმა - შენ ხშირად
გსმენია ჩემგან მის შესახებ, არა, სტივენ? ჩვენ, მთელი კამპანია ხშირად დავდიოდით
აქ და მაშინ ყველა გვიცნობდა: ჰარი პირდი, პატარა ჯეკ მაუნტენი, ბობ დაიესი და
ფრანგი მორის მორიარტი, ტომ ო გრეიდი და მიკ ლუისი, აი, ის, რომელზეც ამ
დილით გელაპარაკებოდი, ჯოუნ კორბეტი და საწყალი, კეთილი ჯონ კივერსი.

მარდაიკის ქუჩაზე ხეების ფოთლები მზის სხივებში ირხეოდნენ და ჩურჩულებდნენ.


კრიკეტის მოთამაშეთა გუნდმა ჩაუარათ გვერდით. სიცოცხლით სავსე
ახალგაზრდები იყვნენ, სპორტული შარვლებით და ქურთუკებით. ერთ-ერთ მათგანს
ხელში კრიკეტის გრძელი, მწვანე ჩანთა ეჭირა. წყნარ, მიყრუებულ ქუჩაზე
ჯარისკაცის გახუნებულ ფორმაში გამოწყობილი ხუთი გერმანელი მუსიკოსი
გაცვეთილ ინსტრუმენტებზე უკრავდა, არაბებით და უსაქმური დამტარებელი
ბიჭებით გარშემორტყმული. თეთრჩაჩიანი, წინსაფრიანი მოახლე გოგონა ფანჯრის
რაფაზე ქოთნის ყვავილებს რწყავდა, რომლებიც კაშკაშა, თბილი მზის სხივების
შუქზე კირქვის ფილებივით ელავდნენ. მეორე, ბოლომდე გაღებული ფანჯრიდან,
პიანინოს ხმა ისმოდა, რომელიც გამიდან-გამამდე სულ უფრო მაღლდებოდა და
დისკანტამდე აღწევდა.

სტივენი მამამისის გვერდით მიდიოდა. უსმენდა ადრე უკვე მოსმენილ ამბებს, მამის
ახალგაზრდობის თანამეინახეების შესახებ, რომელთაგან ნაწილი მიფანტულ-
მოფანტულიყო, ზოგიც გარდაცვლილიყო. მსუბუქი გულისრევის უსიამო შეგრძნება
ჰქონდა. გაახსენდა საკუთარი ორჭოფული მდგომარეობა - ბელვედერში
წარჩინებული მოსწავლე, გადასახადისაგან გათავისუფლებული, ლიდერი,
რომელსაც საკუთარი ავტორიტეტის ეშინოდა, ამაყი, მგრძნობიარე და ეჭვიანი,
უბადრუკი ცხოვრებისა და თავისი ამბოხებული გონების წინააღმდეგ მებრძოლი.
მერხის ლაქებიან ზედაპირზე ამოკვეთილი ასოები დაჟინებით უმზერდნენ,
დასცინოდნენ მის სხეულებრივ სისუსტეს, უნაყოფო აღტყინებებს და საკუთარ თავს
აძულებდნენ შლეგი და ბინძური ორგიების გამო. ყელში ნერწყვი გაუმწარდა და
გადაყლაპვა არ სიამოვნებდა. მსუბუქ თავბრუსხვევას გრძნობდა, ერთი-ორი წუთით
თვალებიც დახუჭა და ბრმად მიაბიჯებდა. მამის ხმა ისევ ესმოდა: - როცა ხალხში
გამოხვალ და ვიმედოვნებ, ეს დღე მალე დადგება, გახსოვდეს, რასაც არ უნდა
აკეთებდე, ჯენტლმენებთან იქონიე ურთიერთობა. როცა ახალგაზრდა ვიყავი,
არაფერს არ ვიკლებდი. კარგი, წესიერი ბიჭების საზოგადოებაში ვიყავი. ყველა
ჩვენგანი რაღაცით გამოირჩეოდა. ერთს კარგი ხმა ჰქონდა, მეორე კარგი მსახიობი
იყო, მესამე მშვენივრად ასრულებდა სალაღობო სიმღერებს, სხვა კიდევ კარგი
ნიჩბოსანი და ჩოგბურთელი იყო, კიდევ სხვას ამბების საინტერესოდ თხრობა
შეეძლო და ა. შ. ასე მხიარულად ვატარებდით დროს, რაღაც ვნახეთ ცხოვრებაში და
ზიანიც არავისთვის მიგვიყენებია. მაგრამ ყველანი ჯენტლმენები ვიყავით, სტივენ,
ყოველ შემთხვევაში, მე მჯერა, რომ ასე იყო, და პატიოსანი ირლანდიელებიც.
სწორედ ასეთ ბიჭებთან მინდა, რომ ურთიერთობა გქონდეს, ჯიგარ ბიჭებთან.
როგორც მეგობარს, ისე გეუბნები, სტივენ. მე არ მიმაჩნია სწორად, რომ შვილს მამის
უნდა ეშინოდეს. არა, ისე გეპყრობი, როგორც ბაბუაშენი მე მეპყრობოდა, როცა
ყმაწვილი ვიყავი. ჩვენ მამა-შვილზე უფრო ძმებს ვგავდით. არასოდეს დამავიწყდება,
პირველად რომ წამისწრო სიგარეტის წევაზე, მახსოვს, საუტ-ტერასის ბოლოში
ვიდექი, რამდენიმე ჩემნაირ მამლაყინწასთან ერთად. თავი მაგარი ტიპები გვეგონა.
ყალიონი ყველას გვერდულად გვქონდა პირში გაჩრილი. უცებ მამაჩემმა ჩაგვიარა,
სიტყვა არ უთქვამს, უფრო მეტიც, არც კი შეჩერებულა. მაგრამ მეორე დღეს
სასეირნოდ ერთად წავედით და როცა შინ ვბრუნდებოდით, მან თავისი სიგარების
კოლოფი ამოიღო და თქვა: ჰო, მართლა საიმონ, არც კი ვიცოდი, რომ ეწეოდი.
უარყოფის ნიშნად რაღაც წავილუღლუღე. მან კი თქვა: კარგი სიგარა თუ გინდა, აი, ეს
გასინჯე. წუხელ ერთმა ამერიკელმა კაპიტანმა მაჩუქა კუინსტაუნში.[105]

სტივენმა გაიგონა მამის გაბზარული ხმა როგორ გადავიდა სიცილში, უფრო ტირილს
რომ ჰგავდა: - ის კორკის ულამაზესი მამაკაცი იყო იმ დროისთვის. ქალები ქუჩაში
ჩერდებოდნენ, რომ მისთვის თვალი გაეყოლებინათ.

მისი ლაპარაკი ხმამაღალმა ქვითინმა შეცვალა და შემკრთალმა სტივენმა თვალები


გაახილა. მზის შუქი ერთბაშად ჩაეღვარა თვალებში და მან იხილა ჯადოსნური
სამყარო ბნელ მასად ქცეულ ცისა და ღრუბლებისა, რომელზეც მუქი ვარდისფერი
ტბისმაგვარი შუქი განფენილიყო. თვით ტვინი ჰქონდა დასნებოვნებული და
დაუძლურებული. მაღაზიის აბრებზე წარწერებს ძლივს არჩევდა. მახინჯი
ცხოვრების წესით საკუთარი თავი სინამდვილის მიღმა დააყენა. რეალურ სამყაროში
მას არაფერი არ აღელვებდა და არ იზიდავდა, რაც მის მძვინვარე შინაგან კივილს არ
ეხმიანებოდა. მდუმარეს და უგრძნობს ზაფხულის, სიხარულის და მეგობრობის
ძახილისადმი, მამამისის ლაპარაკით დაღლილს და დათრგუნულს, არ შეეძლო
გამოპასუხებოდა მიწიერ და ადამიანურ მოწოდებებს. საკუთარი აზრების გაგებაც კი
უჭირდა და თავისთვის წყნარად იმეორებდა: - მე სტივენ დედალოსი ვარ. ახლა
მამაჩემის გვერდით ვსეირნობ, რომლის სახელია საიმონ დედალოსი. ჩვენ კორკში
ვართ, ირლანდიაში. კორკი ქალაქია. ჩვენ კი სასტუმრო „ვიქტორიაში“ ვართ
დაბინავებული. ვიქტორია, სტივენი და საიმონი. საიმონი, სტივენი და ვიქტორია,
სახელებია. ბავშვობის მოგონებები მოულოდნელად გაბუნდოვანდა. შეეცადა,
რამდენიმე ცოცხალი მოგონება გამოეხმო, მაგრამ ვერ შეძლო. მხოლოდ სახელები
გაიხსენა: დანტე, პარნელი, კლეინი, კლონგოუზი. მოხუცი ქალი, რომელსაც
განჯინაში ორი ჯაგრისი ჰქონდა, პატარა ბიჭს გეოგრაფიას ასწავლიდა. შემდეგ
კოლეჯში გააგზავნეს, პირველად ეზიარა, ჭამდა შოკოლადს, რომელსაც კრიკეტის
ქუდში ინახავდა. უყურებდა, როგორ დახტოდა და ცეკვავდა ცეცხლის ალი
ლაზარეთის პატარა ოთახის კედელზე, მას კი ეზმანებოდა, რომ მოკვდა.
ოქროფერილ-შავმოსასხამში გამოწყობილი რექტორი წირვას ატარებდა და მას პატარა
სასაფლაოზე - მთავარი ცაცხვების ხეივანში - ასაფლავებდნენ. მაგრამ მაშინ არ
მომკვდარა. პარნელი მოკვდა. არც წირვა ჩაუტარებიათ ეკლესიაში და არც
დამკრძალავი პროცესია ყოფილა. პარნელი არ მომკვდარა, ის აორთქლდა, ისე,
როგორც ნისლი ქრება ხოლმე მზეზე. დაიკარგა, ამ ქვეყნიდან წავიდა. ის უკვე აღარ
არსებობდა. რა უცნაურია ამაზე ფიქრი, რომ მან ასეთნაირად შეწყვიტა არსებობა. კი
არ მოკვდა, არამედ აორთქლდა მზის შუქზე, ანდა, სადღაც სამყაროში მიიკარგა
ყველასაგან მივიწყებული. უცნაური იყო იმ პატარა ბიჭის ხილვა, წამიერად რომ
გაიელვა: ნაცრისფერქამრიანი პალტო ეცვა, ხელები გვერდითა ჯიბეებში ეწყო და
შარვალზე, მუხლებთან ელასტიკური წვივსაკრავი ჰქონდა შემოხვეული.

იმ დღის ბოლოს, როცა ქონება გაიყიდა, სტივენი მორჩილად დაჰყვებოდა მამას,


ქალაქის ერთი ბარიდან მეორეში. ბაზრის გამყიდველებს, ბარმენებს და მათხოვრებს,
რომლებიც დაჟინებით ითხოვდნენ მოწყალებას, დედალოსი ერთსა და იმავე ამბავს
უყვებოდა: რომ ის ძველი კორკელია, აგერ უკვე ოცდაათი წელია, დუბლინში
ცხოვრობს და კორკული აქცენტი მაინც ვერ მოიშორა, რომ მის გვერდით მყოფი
უსაქმური - მისი უფროსი ვაჟი - ნამდვილი დუბლინელი ყმაწვილია.

დილაადრიან გამოვიდნენ ნიუკომბის ყავახანიდან, სადაც მისტერ დედალოსის


ფინჯანი ლამბაქზე ხმამაღლა წკარუნობდა, დარცხვენილი სტივენი კი, სკამების
მიწევ-მოწევით და ხველებით ცდილობდა, დაეფარა ეს წკარუნი, რომელიც მამამისის
გაბმული სმის შედეგი იყო. ერთი დამცირება მეორეს ცვლიდა: ბაზარში
გამყიდველების ყალბი სიცილი, ხორხოცი და თვალებით თამაში ბარში მომსახურე
ქალებისა, რომლებსაც მამამისი ეარშიყებოდა, მისტერ დედალოსის მეგობრების
კომპლიმენტები და გამამხნევებელი სიტყვები. მათ თქვეს, რომ სტივენი ძალიან
ჰგავდა ბაბუას. მისტერ დედალოსი დაეთანხმა, მაგრამ დასძინა, რომ მსგავსება
თუმცა არის, მაგრამ ბაბუა ბევრად ჯობდაო. სტივენის მეტყველებაში კორკული
აქცენტიც აღმოაჩინეს და აიძულეს ეღიარებინა, რომ მდინარე ლი[106], მდინარე
ლიფიზე[107] გაცილებით ლამაზი იყო. ერთ-ერთმა მათგანმა იმისათვის, რომ ის
ლათინურში გამოეცადა, დილექტუსიდან[108] პასაჟი გადაათარგმნინა და ჰკითხა,
თუ რომელი იყო სწორი გამოთქმა: „Tempora mutantur nos et mutantur in illis“,[109]თუ
„Tempora mutantur et nos mutantur in illis“. მეორე მკვირცხლმა მოხუცმა, რომელსაც
მისტერ დედალოსი ჯონ კეშმენს ეძახდა, ძალიან შეაცბუნა, როცა ჰკითხა, კორკელი
გოგოები უფრო ლამაზებია, თუ დუბლინელებიო.

- ეგ სხვა ტიპია - თქვა მისტერ დედალოსმა - თავი დაანებე. ეს სერიოზული, აზრიანი


ბიჭია და ასეთი სისულელეებით თავს არ იწუხებს.

- მაშინ მამამისის შვილი არ ყოფილა - თქვა ჩია მოხუცმა.

- არ ვიცი, დარწმუნებული არ ვარ - თვითკმაყოფილი ღიმილით თქვა მისტერ


დედალოსმა.

- მამაშენი - უთხრა ჩია მოხუცმა სტივენს - თავის დროზე კორკის პირველი


მექალთანე იყო. იცოდი?

სტივენმა ძირს დაიხედა და ბარის, რომელშიც გზად შეიარეს, კაფელის იატაკს


დააცქერდა.

- ასეთ აზრებს ნუ უნერგავ - თქვა მისტერ დედალოსმა. დაე, თავის შემოქმედს


მიენდოს.

- არავითარ აზრებს არ ვუნერგავ. მე მაგას ბაბუად შევფერი. ისე ბაბუა მართლაც ვარ -
მიუბრუნდა ჩია მოხუცი სტივენს - არ იცოდი?

- ბაბუა ხართ? - ჰკითხა სტივენმა.

- აბა, - უპასუხა ჩია მოხუცმა - სანდიზ-უელში ორი ბუთხუზა შვილიშვილი მყავს.


ასეა. რა გგონია, რა ხნის ვიქნები? მახსოვს წითელ მოსასხამში გამოწყობილი
ბაბუაშენი, მწევრებით რომ ნადირობდა. მაშინ დაბადებულიც არ იყავი.

- დაბადებული კი არა ჩაფიქრებულიც არ იყო - თქვა მისტერ დედალოსმა.


- აბა, ასეა, - გაიმეორა ჩია მოხუცმა - მეტსაც გეტყვი. ბაბუაშენის მამაც კი მახსოვს,
მოხუცი ჯონ სტივენ დედალოსი. მაგარი დუელიანტი იყო. აბა! როგორი მეხსიერება
მქონია?

- სამი თაობა გამოდის, არა ოთხი. - თქვა ერთ-ერთმა იქ მყოფთაგანმა, ჯონ კეშმენ, შენ
ასს ბევრი აღარაფერი გკლებია.

- გინდათ სიმართლე გითხრათ? ზუსტად ოცდაშვიდი წლის ვარ - თქვა ჩია მოხუცმა.

- იმდენი წლისა ვართ, რამდენისაც თავს ვგრძნობთ - თქვა მისტერ დედალოსმა -


დალიე რაც დარჩა და კიდევ მოვატანინოთ. აბა, ტიმ, თუ ტომ, თუ რაც გქვია, თითოც
მოგვიტანე. მერწმუნეთ, თავი თვრამეტი წლის მგონია. ეს ჩემი ვაჟიშვილი ჩემი
ნახევარი ხნისაც არაა, მაგრამ ახლაც ყველაფერში ვაჯობებ.

- ნუ აჭარბებ, დედალოს. მე მგონი, უკვე დროა, მას დაუთმო გზა, - თქვა იმ


ჯენტლმენმა, წინათ რომ საუბრობდა.

- ღმერთმა დამიფაროს, მაგან მაჯობოს, - ცხარობდა მისტერ დედალოსი - ტენორის


პარტიას უკეთესად შევასრულებ, ბარიერებზე მასზე უკეთ გადავხტები და
მწევრებით ნადირობასაც უკეთ შევძლებ, ისევე კარგად, როგორც ერთ კერელ
ბიჭთან[110] ვნადირობდი ოცდაათი წლის წინ. აი, ის იყო ნამდვილი მონადირე.

- მაგრამ ამაში გაჯობებს - თქვა ჩია მოხუცმა, და თითები შუბლზე მიიკაკუნა. შემდეგ
ჭიქა ასწია და გამოცალა.

- ვიმედოვნებ, ისეთივე კარგი კაცი იქნება, როგორიც მამამისია. სულ ეს არის, რაც
შემიძლია გითხრათ. - თქვა მისტერ დედალოსმა.

- თუ მამასავით კარგი კაცი დადგა, მეტი რაღა უნდა ისურვო. - თქვა ჩია მოხუცმა.

- ღმერთს მადლობა ვუთხრათ, ჯონ, რომ ამდენი ხანი ვიცხოვრეთ და დასაძრახი


თითქმის არაფერი ჩაგვიდენია.

- სიკეთე კი ბევრი გვიკეთებია საიმონ - დინჯად თქვა ჩია მოხუცმა - მადლობა


ღმერთს, რომ დიდხანს ვიცხოვრეთ და ბევრი სიკეთე ვაკეთეთ.

სტივენმა დაინახა, თუ როგორ აიწია დახლიდან სამი ჭიქა და მამამისმა და მისმა


ორმა ძმაკაცმა წარსულის სადღეგრძელო დალიეს. ბედის თუ ტემპერამენტის
უფსკრული ჰყოფდა მათგან. მისი გონება მათ გონებაზე ხნიერი ჩანდა. ის ისე ცივად
დაჰნათოდა მათ დავას, ბედნიერებასა და სინანულს, როგორც მთვარე ანათებს მასზე
უმცროს დედამიწას. ის არ გრძნობდა სიცოცხლის ისეთ მჩქეფარებას, რასაც ისინი
გრძნობდნენ ახალგაზრდობისას. მისთვის უცნობი იყო მეგობრებთან ურთიერთობის
სიამოვნება, უხეში მამაკაცური ღონე და ჯანის სიმრთელე თუ მშობლისადმი
მოწიწების გრძნობა. მის სულს არაფერი აშფოთებდა, გარდა ცივი, უმოწყალო და
უსიყვარულო ვნებისა. ბავშვობა მასში მკვდარი იყო, თუ დაკარგული და მასთან
ერთად მკვდარი იყო სულიც, რომელსაც უბრალო, ჩვეულებრივი სიყვარულის
განცდაც არ შეეძლო და ისე დაეხეტებოდა ამქვეყნად, როგორც მთვარის უფერული
დისკო.

დაღლილობისგან ხარ ფერმიხდილი?


დასერავ ცას და დედამიწას დასცქერი მაღლით, დახეტიალობ მარტოსული...[111]

გაიმეორა თავისთვის ნაწყვეტი შელის ლექსიდან. საცოდავი ადამიანური


უძლურების დაპირისპირებამ უზარმაზარი კოსმოსური ციკლის არაადამიანურ,
მოწესრიგებულ ენერგიასთან მას თითქოს ცივი წყალი გადაასხა და თავისი უღონო,
უბადრუკი მწუხარება მიავიწყა.

სტივენის დედა, ძმა და ერთ-ერთი ბიძაშვილი ფოსტერ-პლეის მიყრუებულ


შესახვევთან დაელოდნენ, მან და მამამ კი კიბეები აიარეს და გაუყვნენ კოლონადას,
სადაც შოტლანდიელი გუშაგი აქეთ-იქეთ მიმოდიოდა. როცა დიდ ჰოლში შევიდნენ,
სალაროსთან შეჩერდნენ და სტივენმა ირლანდიის ბანკის დირექტორის სახელზე
ორი ჩეკი ამოიღო. ერთი ოცდაათ ფუნტზე, მეორე კი სამ ფუნტზე. ეს თანხა - მისი
სტიპენდია და ჯილდო საუკეთესო ესესთვის - მოლარემ სწრაფად მიუთვალა,
შესაბამისად ქაღალდის კუპიურებით და მონეტებით. სტივენმა მოჩვენებითი
სიმშვიდით ფული ჯიბეში ჩაიდო და ფართო ბარიერის იქეთ მორჩილად გაუწოდა
ხელი კეთილ მოლარეს, რომელსაც მამამისთან ყბედობის შეწყვეტა მოუხდა, რომ
მისთვის ხელი ჩამოერთმია და ბრწყინვალე მომავალი ესურვებინა. მათი ხმა
აღიზიანებდა და ერთ ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა, მაგრამ მოლარე სხვების
მომსახურებას არ ჩქარობდა. მამამისს ეუბნებოდა, დრო შეიცვალა და ყველაზე კარგი,
რაც შვილს შეიძლება გაუკეთო, ის არის, რომ საუკეთესო განათლება მისცეო. მისტერ
დედალოსი ჰოლშიც შეყოვნდა. აქეთ-იქეთ იყურებოდა, ხანაც ჭერს ახედავდა.
სტივენს, რომელიც წასვლას აჩქარებდა, ეუბნებოდა, ჩვენ ახლა ძველი ირლანდიური
პარლამენტის თემთა პალატაში[112] ვიმყოფებითო.

- ღმერთო შეგვეწიე, - ამბობდა ის მოწიწებით - წარმოგიდგენია, სტივენ, რა ხალხი


იყო მაშინ? ჰილი ჰატჩინსონი,[113] ფლუდი,[114] ჰენრი გრატანი,[115] ჩარლზ
კენდელ ბუში.[116] ახლანდელი დიდგვაროვნები კი... გამომივიდნენ ირლანდიელი
ხალხის წინამძღოლები. სასაფლაოზეც კი ვერ წარმომიდგენია ესენი მათთან ერთად.
ასეა, სტივენ, ძველო. სამწუხაროდ, ასეა, როგორც ცნობილ სიმღერაში - „წავეხეტე
მაისის ერთ მშვენიერ დილას საამო ივლისის თვეში...“[117]

სუსხიანი ოქტომბრის ქარი უბერავდა ბანკთან. იმ სამს, რომლებიც ტალახიანი


ტროტუარის კიდეში იდგნენ, ლოყები დალურჯებოდათ და თვალები
აწყლიანებოდათ. სტივენმა შილიფად ჩაცმულ დედას შეხედა და გაახსენდა, რომ
რამდენიმე დღის წინათ ბერნარდოს ვიტრინაში[118] მოსასხამი დაინახა, რომელიც
ოცი გინეა ღირდა.

- ყველაფერი რიგზეა, - თქვა მისტერ დედალოსმა.

- კარგი იქნებოდა გვესადილა, - თქვა სტივენმა - მაგრამ სად?

- გვესადილა? - თქვა მისტერ დედალოსმა - ვფიქრობ, მართლაც არ იქნებოდა ურიგო.

- შედარებით იაფიანი ადგილი შევარჩიოთ, - თქვა მისის დედალოსმა.

- რაღაც მეორეხარისხოვანი, ხომ?

- ჰო, წყნარი ადგილი.


- წავიდეთ, - თქვა სტივენმა - ძვირიანი იყოს. არა აქვს მნიშვნელობა.

ის წინ მიდიოდა, მოკლე, ნერვიული ნაბიჯებით და იცინოდა. მათაც ეცინებოდათ


მის მოუთმენლობაზე და ცდილობდნენ, არ ჩამორჩენოდნენ.

- ნუ ნერვიულობ და დინჯად მოიქეცი, როგორც მოზრდილს შეეფერება, - თქვა მამამ


- გადარბენაზე ხომ არა ვართ.

გართობებსა და მხიარულებაში სტივენს ფული მალე შემოადნა ხელში. ქალაქიდან


სურსათით, კანფეტებით და ჩირით სავსე დიდი ფუთები მიჰქონდათ სახლში.
სტივენი ყოველდღე ადგენდა მენიუს მთელი ოჯახისათვის, საღამოს კი სამნი ან
ოთხნი ერთად თეატრში მიდიოდნენ, რათა ენახათ „ინგომარი“[119] ან „ლიონელი
ლედი“.[120] პალტოს ჯიბეში ყოველთვის ედო ვენური ფილა შოკოლადი თავისი
სტუმრებისათვის, შარვლის ჯიბეები კი ვერცხლის და სპილენძის მონეტებით
ჰქონდა გამოტენილი. ყველასთვის საჩუქრებს ყიდულობდა, თავისი ოთახი
შეარემონტა, რაღაც პროექტებს ადგენდა, გამუდმებით უცვლიდა წიგნებს ადგილს
თაროებზე, გულმოდგინედ კითხულობდა სხვადასხვა პრეისკურანტებს. ოჯახი
რესპუბლიკის პრინციპებზე მოაწყო, სადაც მის თითოეულ წევრს განსაზღვრული
მოვალეობა დაეკისრა. თავისიანებისათვის სესხბანკიც გახსნა და მსურველებს სესხს
აძლევდა, რადგან ძალიან სიამოვნებდა ქვითრების ამოწერა და პროცენტების
გამოანგარიშება. როცა სხვა ვეღარაფერი შეძლო, ქალაქში კონკით დაიწყო სეირნობა.
შემდეგ გართობების სეზონი დასრულდა. თუნუქის ქილაში ემალის ვარდისფერი
საღებავი ჩახმა და მისი საწოლი ოთახის ხის პანელები შეუღებავი დარჩა, ცუდად
შელესილი კედლიდან კი ბათქაში ცვიოდა.

ოჯახი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. დედას უკვე საბაბი აღარ ჰქონდა,
ესაყვედურა მისთვის, ფულს ფლანგავო. სკოლაშიც თავის ჩვეულ ცხოვრებას
დაუბრუნდა და ყველა მისი შემოტანილი სიახლე ხუხულასავით დაინგრა.
რესპუბლიკა დაინგრა, სესხ-ბანკმა მნიშვნელოვანი დანაკარგებით დახურა თავისი
ანგარიშები. თავისთავად ირღვეოდა ცხოვრების წესებიც, რომლებიც მან საკუთარ
თავს დაუდგინა.

რა სულელური მიზანი ჰქონდა დასახული. ის შეეცადა წესრიგისა და


ელეგანტურობის კაშხალი აეგო ცხოვრების ბინძური დინების წინააღმდეგ და ქცევის
წესებით, ენერგიული საქმიანობით და მშობლებთან ახლებური ურთიერთობებით
გზა დაეხშო თვით მის შიგნით არსებული მძლავრი დინებისათვის. მაგრამ ამაოდ,
ნაკადებმა ყველა ბარიერი წალეკეს მის გარეთ და მის შიგნითაც და ახლა მძვინვარედ
ეხეთქებოდნენ დალეწილ ჯებირს.

ნათლად გრძნობდა თავის განმარტოების უნაყოფობას. ერთი ნაბიჯითაც ვერ


მიუახლოვდა მათ, ვისთან მიახლოებასაც ცდილობდა, და ვერც იმ სირცხვილის და
ღვარძლის მშფოთვარე გრძნობის დაძლევა შეძლო, რაც მას დედის, ძმისა და დისაგან
აშორებდა. თითქოს არ გრძნობდა მათთან სისხლით ნათესაობას, მხოლოდ რაღაც
მისტიკური თანაზიარობის განცდა ჰქონდა, თითქოს გერი და ნახევარძმა
ყოფილიყოს.

კვლავ შეეცადა დაეცხრო თავისი გულის მძვინვარე ლტოლვა, რომლის წინაშეც


ყველაფერი ფუჭი და უცხო იყო. არას დაგიდევდათ, რომ მომაკვდინებელ ცოდვას
სჩადიოდა. მისი ცხოვრება სიყალბის და ხრიკების ხლართებად იქცა. მის ველურ
სურვილთან შედარებით - დაეკმაყოფილებინა ის საშინელი ლტოლვები, რომლებიც
მუდამ ტანჯავდა - წმინდა აღარაფერი იყო. თავის ავხორცულ წარმოსახვაში
ცინიკურად, ურცხვი დეტალებით ბილწავდა ყველა იმ სახეს, რომელიც მის
ყურადღებას მიიპყრობდა. დღისით, თუ ღამით მისი სამყარო შერყვნილი სახეებით
იყო დასახლებული. ქალი, რომელიც დღისით მორცხვი და უბიწო ჩანდა, ღამით
ძილის ბნელი ლაბირინთებიდან გამოეცხადებოდა ავხორცული, ცბიერი სახით,
ცხოველური ვნებით, ელვარე თვალებით. მხოლოდ გათენებას მოჰქონდა ტკივილი,
ბუნდოვანი მოგონებები ღამის ბნელ ორგიებზე და შეცოდების მწვავე,
დამამცირებელი გრძნობა.

ისევ ხეტიალი დაიწყო. უმზეო შემოდგომის საღამოები ქუჩიდან ქუჩაზე უხმობდნენ,


ისევე, როგორც ბლექროკის წყნარი ქუჩები მრავალი წლის წინათ. მაგრამ ახლა
კარგად მოვლილი ბაღები და ფანჯრებიდან გამომავალი თბილი შუქი მასში ნაზ
გრძნობებს არ იწვევდა. მხოლოდ დროდადრო, როცა მისი სურვილები და ვნებები
ჩაცხრებოდნენ და გამთანგავ ტკბობას სუსტი მიბნედილობა ცვლიდა, მეხსიერების
სიღრმეში მერსედესის სახე ამოუტივტივდებოდა. კვლავ ხედავდა პატარა, თეთრ
სახლს და ვარდის ბუჩქების ბაღს მთებისკენ მიმავალ გზაზე და აგონდებოდა უარის
გამომხატველი მწუხარე, ამაყი ჟესტი, რომელიც მას მთვარის შუქით განათებულ
ბაღში მრავალწლიანი განშორების და თავგადასავლების შემდეგ უნდა გაეკეთებინა.
ასეთ წუთებში კლოდ მელნოტის[121] წყნარი სიტყვები მოადგებოდა ენაზე და
ცოტათი მშვიდდებოდა. კვლავ ეუფლებოდა ნაზი წინათგრძნობა პაემანისა,
რომელსაც მაშინ ასე მოუთმენლად ელოდა, მიუხედავად იმ საშინელი რეალობისა,
მის მაშინდელ და ახლანდელ იმედებს შორის რომ გადაწოლილიყო, წინათგრძნობა
წმინდა შეხვედრისა, როცა სისუსტე, მოკრძალება და გამოუცდელობა ერთბაშად
ჩამოეცლებოდა.

ასეთი წუთები გაივლიდა და ვნების გამთანგავი ცეცხლი კვლავ აგიზგიზდებოდა.


ლექსები ბაგეებთან ირინდებოდნენ და გონებიდან გადმომსკდარი დანაწევრებული
კივილი და ბილწი სიტყვები გარეთ გამოსვლას ლამობდნენ. მისი სისხლი
ბობოქრობდა. ის აღმა-დაღმა დაეხეტებოდა. ბნელ, ჭუჭყიან ქუჩებში პირქუშ
შესახვევებსა და ჭიშკრებს აჩერდებოდა და გაფაციცებით უსმენდა ყოველ ჩქამს.
ღმუოდა, როგორც მხეცი, რომელსაც ნადირობა ჩაუშალეს. სწყუროდა, თავის მსგავს
არსებასთან შეეცოდა, აეძულებინა ის არსება, მასთან ერთად შეეცოდა და მასთან
ერთად დამტკბარიყო ცოდვით. გრძნობდა, როგორი გააფრთებით აწყდებოდა რაღაც
ბნელი, წყვდიადიდან რომ გადმოდიოდა, მოუხელთებელი და მოჩურჩულე,
რომელიც ნაკადივით იღვრებოდა მასში და მთლიანად ავსებდა. ეს ჩურჩული,
თითქოს ბრბო ძილში ჩასჩურჩულებსო, თანდათან იზრდებოდა და ყურებს გარს
ეკვროდა. ეს მოუხელთებელი დინებები მთელ მის არსებაში იჭრებოდა. ხელები
ნერვიულად ეკრუნჩხებოდა და კბილებს აღრჭიალებდა აგონიის ტკივილისაგან.
ქუჩაში ხელებს იშვერდა, რომ მაგრად ჩაებღუჯა სუსტი, გულისწამღები რაღაც,
რომელიც უსხლტებოდა და თან იზიდავდა. ამდენ ხანს ყელში მოწოლილი ტკივილი
ტუჩებიდან გადმოსკდებოდა, როგორც ჯოჯოხეთის ტანჯულთა სასოწარკვეთილი
გმინვა და გაშმაგებული ვედრების ქვითინად მიინავლებოდა. ეს იყო კივილი
უსამართლოდ მიტოვებულობის გამო, კივილი, რომელიც მხოლოდ ექო იყო, იმ
უწმაწური წარწერისა, რომელიც მან ტუალეტის შლამიან კედელზე ამოიკითხა.
ერთხელ ვიწრო და ჭუჭყიანი ქუჩების ლაბირინთებში დახეტიალობდა. ბინძური
შესახვევებიდან მთვრალების გაწევ-გამოწევის, ლანძღვა-გინების და სიმღერის
ხრინწიანი ხმები გაიგონა. შეცბუნებულმა და გაკვირვებულმა, ებრაელების
კვარტალში ხომ არ შევეხეტეო, გზა განაგრძო. გრძელ, მყვირალა ფერის კაბებში
გამოწყობილი, სუნამონაპკურები ქალები და გოგონები სახლებს შორის
აუჩქარებლად მიმოდიოდნენ. კანკალმა აიტანა და თვალები დაებინდა. მის
ამღვრეულ მზერას ღრუბლიანი ცის ფონზე გაზის ყვითელი ალი წარმოუდგა,
რომელიც თითქოს საკურთხევლის წინ იწვოდა. კარებთან და განათებულ ჰოლში
შეჯგუფული ქალები ისე იყვნენ მორთულნი, თითქოს რაღაც რიტუალის
შესრულებას აპირებენო. ის სხვა სამყაროში იმყოფებოდა. მან საუკუნო ძილისაგან
გაიღვიძა.

უძრავად იდგა შუაგზაზე. გული საგულედან ამოვარდნას ლამობდა. გრძელ,


ვარდისფერ კაბაში გამოწყობილმა ქალმა ხელი მხარზე დაადო, თვალებში ჩახედა და
მხიარულად უთხრა: - საღამო მშვიდობისა, ვილი, ძვირფასო.

ქალის ოთახი თბილი და ნათელი იყო. ფეხებგაფარჩხული ვეებერთელა თოჯინა


ფართო საწოლის გვერდით მდგარ სავარძელში იჯდა. უყურებდა, როგორ იხდიდა
ქალი კაბას, ხედავდა მისი სუნამონაპკურები თავის ამაყ, თავდაჯერებულ მოძრაობას
და ცდილობდა, თავი აეძულებინა, რომ ხმა ამოეღო, რათა უფრო ბუნებრივი
გამოჩენილიყო.

როცა ოთახის შუაგულში მდუმარედ იდგა, ქალი მასთან მივიდა და მოეხვია -


მხიარულად და მშვიდად. მისი მრგვალი ხელები მაგრად შემოეჭდო და როცა მან
ქალის მოახლოებული სერიოზული და მშვიდი სახე დაინახა და მისი თბილი
მკერდის თანაბარი სუნთქვა იგრძნო, კინაღამ ისტერიკული ქვითინი აუვარდა.
სიხარულის და შვების ცრემლები გაბრწყინდა მის აღტაცებულ თვალებში და პირი
ოდნავ გააღო, თუმცა ხმა არ ამოუღია.

ქალმა მოწკრიალე ხელი თმაზე გადაუსვა და შე პატარა თაღლითოო, უთხრა.

- მაკოცე, - თქვა ქალმა.

მისი ტუჩები არ შერხეულა ქალის საკოცნელად. სურდა ქალს მაგრად ჰყოლოდა


ჩახუტებული და ნება-ნება მოფერებოდა. ქალის მკლავებში იგრძნო, რომ უეცრად
ძლიერი, უშიშარი და თავდაჯერებული გახდა. მაგრამ ტუჩები არ შეურხევია, რომ
ეკოცნა.

მკვეთრი მოძრაობით ქალმა მისი თავი მიიზიდა, ტუჩები მის ტუჩებს შეუერთა და
მან ამ მოძრაობის მნიშვნელობა ქალის გულწრფელ მზერაში ამოიკითხა. ამდენის
ატანა აღარ შეეძლო, თვალები დახუჭა და სულით და ხორცით მთლიანად ქალს
მიენდო. არაფერ ამქვეყნიურს აღარ გრძნობდა, გარდა მისი რბილი ტუჩების
შეხებისა. ისინი მხოლოდ მის ტუჩებს კი არა, ტვინსაც ეხებოდნენ, თითქოს რაღაცას
ბუნდოვნად გადასცემდნენ, და მან იგრძნო აქამდე განუცდელი, გაუბედავი შეხება,
გონდამკარგავ ცოდვაზე უფრო ბნელი, ბგერაზე და სუნზე უფრო რბილი.

3
უღიმღამო დღის შემდეგ დეკემბრის ჩქარი ბინდი კლოუნივით ყირამალებით
მოდიოდა და როცა საკლასო ოთახის ფანჯრიდან იყურებოდა, იგრძნო, მისი კუჭი
საჭმელს ითხოვდა. იმედი ჰქონდა, რომ სადილად თალგამის და სტაფილოს
ჩაშუშული იქნებოდა და კიდევ კარტოფილის პიურე, ცხიმიანი ცხვრის ხორცით
წიწაკიან ფქვილოვან სოუსში. კუჭი ურჩევდა, ეს ყველაფერი ჩაიყარეო.

პირქუში, იდუმალი ღამე იქნება, როგორც კი შებინდდება, ბორდელების ჭუჭყიან


კვარტალში აქა-იქ ყვითელ ფარნებს აანთებენ. ის შემოსავლელი გზებით იხეტიალებს
და შიშის და ნეტარების თრთოლვით თანდათან მიუახლოვდება და მოულოდნელად
ჩაბნელებულ შესახვევთან აღმოჩნდება. მეძავები სწორედ მაშინ დაიწყებენ ქუჩაში
გამოსვლას და ღამისთვის მზადებას. გამოძინებულები ზანტად ამთქნარებენ და
თმებს სარჭებით ისწორებენ. წყნარად ჩაუვლის მათ და მისი ცოდვისმოყვარე სული
სურვილის უეცარ მოვარდნას, ან მათი რბილი, სუნამონაპკურები სხეულის უეცარ
ძახილს დაელოდება, მაგრამ ამ ძახილის ჩადარაჯებულ მოლოდინში, გრძნობები,
რომლებიც მხოლოდ მისი სურვილისაგან იქნება შესუსტებული, გამალებით
აღნუსხავს ყველაფერს, რაც მას შეურაცხყოფს და არცხვენს. მისი თვალები - ლუდის
ქაფის რგოლს, უსუფრო მაგიდაზე სმენაზე მდგარი ორი ჯარისკაცის ფოტოსურათს,
მყვირალა აფიშას. ყურები კი - გაწელილ, ჟარგონულ მისალმებას.

- ჰელოუ, ბერგ, რას გვეტყვი კარგს?

- ეს შენა ხარ, შე არიფო?

- ნომერი ათი. ტურფა ნელი გელოდება.

- ღამე მშვიდობისა მეოჯახევ. დროის მოსაკლავად შემოიარე?

განტოლება მის ნაჩხაპნ ფურცელზე თვალიან და ვარსკვლავებიან ფარშავანგის


კუდად გაიშალა და როცა მისი ხარისხის მაჩვენებლის თვალი და ვარსკვლავები
გაბათილდა, თანდათან ისევ შეკუმშვა დაიწყო. მაჩვენებლები ისე ჩნდებოდა და
ქრებოდა, თითქოს თვალი იღება და იხუჭებაო. თვალები ისე იღებოდა და
იხუჭებოდა, თითქოს ვარსკვლავები ჩნდება და ქრებაო. ვარსკვლავური არსებობის
უზარმაზარ ციკლს მისი დაღლილი ცნობიერება, შორს საზღვრებს მიღმა გაჰყავდა და
კვლავ ცენტრისკენ აბრუნებდა და ამ მოძრაობას თან სდევდა შორეული მუსიკა. რა
მუსიკა? ჰანგები ნელ-ნელა მოახლოვდა და მას გაახსენდა სიტყვები შელის ლექსიდან
ეულად მოხეტიალე, დაღლილობისაგან ფერმიხდილ მთვარეზე. ვარსკვლავები
დაიფშვნა და მათი მტვრის თხელი ფენა სივრცეში გაიფანტა.

მქრქალი სინათლე სულ უფრო სუსტად ანათებდა ფურცელს, რომელზეც მეორე


განტოლება გაიშალა და თანდათან კუდიც გაუფართოვდა. ეს თვით მისი სული
ილტვოდა ახალი გამოცდილებისაკენ, ცოდვიდან ცოდვამდე იშლებოდა და
მოგიზგიზე ვარსკვლავების ალს ფანტავდა, შემდეგ კვლავ იკვრებოდა, ნელ-ნელა
იცრიტებოდა და საკუთარ შუქს და ცეცხლს აქრობდა. ყველა ჩაქრა და ცივმა
წყვდიადმა აავსო ქაოსი.

ცივი, ფხიზელი განურჩევლობა გამეფებულიყო მის სულში. პირველი ცოდვის


სიშმაგეში მან იგრძნო, როგორ გავიდა მისგან ტალღებად სასიცოცხლო ძალები და
შეეშინდა, რომ მის სულს და სხეულს ეს გადინება დაამახინჯებდა, მაგრამ
სიცოცხლის ტალღამ ის ჯერ თავის წიაღისკენ წაიყვანა და შემდეგ, როცა უკუიქცა,
ისევ უკან დააბრუნა. სულის, თუ სხეულის არცერთი ნაწილი არ დასახიჩრებია,
მაგრამ მათ შორის ბნელი მშვიდობა დამყარდა. ქაოსი, რომელშიც მისი მგზნებარება
გაჰქრა, საკუთარი თავის ცივ, გულგრილ შეცნობად იქცა. მან მომაკვდინებელი
ცოდვა ჩაიდინა და არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ და იცოდა, რომ მხოლოდ
პირველი შეცოდებისთვისაც კი მარადიული წყევლის საფრთხის წინაშე იდგა,
ყოველი შემდეგი ცოდვა კი ამრავლებდა მის დანაშაულს და ამძიმებდა სასჯელს.
მეცადინეობა და განსჯის დღეები მის დანაშაულს ვერ გამოისყიდდნენ. გამწმენდი
წყალობის შადრევანი აღარ რწყავდა მის სულს. მხოლოდ ეს აძლევდა ოდნავ იმედს,
რაღაც მცირე მადლი იქნებ ჩემზეც გადმოვიდესო, რომ როცა მათხოვრებს წყალობას
აძლევდა, სასწრაფოდ გარბოდა, რათა მათი დალოცვა არ მოესმინა. ღვთისმოსაობა
აღარ იყო მასში. რაღა აზრი ჰქონდა ლოცვებს, მაშინ, როცა იცოდა, რომ მისი სული
თვითგანადგურებას ელტვოდა. ერთგვარი სიამაყე, ერთგვარი მოკრძალებული შიში
აკავებდა იმისაგან, რომ ღმერთისადმი თუნდაც ერთი ლოცვა აღევლინა, თუმცა
იცოდა, ღმერთს ძილშიც შეეძლო მისთვის სიცოცხლე წაერთმია და სული
ჯოჯოხეთში გადაეტყორცნა ისე, რომ ის შეწყალების თხოვნასაც ვერ მოასწრებდა.
სიამაყე თავისი ცოდვის გამო და უსიყვარულო შიში უფლის მიმართ შთააგონებდნენ
- მისი დანაშაული მეტისმეტად დიდი იყო იმისთვის, რომ მისი მთლიანად, ან
ნაწილობრივ გამოსყიდვა ყოვლისშემძლის და ყოვლისმხედის მიმართ ყალბი
თაყვანისცემით ყოფილიყო შესაძლებელი.

- იცით რა, ენის, თქვენ ხის თავი გაქვთ. მართლა ამბობთ, რომ არ იცით, რას ნიშნავს
ირაციონალური რიცხვი?

სულელურმა პასუხმა თანაკლასელებისადმი მისი სიძულვილის მინავლული


ნაკვერჩხლები გააღვივა. სხვების მიმართ ის არც შიშს გრძნობდა და არც სირცხვილს.
კვირა დილაობით, როცა ეკლესიას ჩაუვლიდა, მლოცველებს ცივად გადახედავდა.
ისინი ოთხრიგად, თავშიშველნი იდგნენ ეკლესიის გარეთ და სულიერად
ესწრებოდნენ ღვთისმსახურებას, რომელსაც ვერც ხედავდნენ და არც ესმოდათ. მათი
ჩლუნგი ღვთისმოსაობა და იაფფასიანი თმის ზეთის გულისამრევი სუნი, რომლითაც
მირონს იცხებდნენ, აზიზღებდა იმ საკურთხეველს, რომელთანაც ისინი
ლოცულობდნენ. ის სხვებთან ერთად თვალთმაქცობდა, მაგრამ არ სწამდა იმათი
უბიწოება, რომელთა მოტყუება ასე ადვილად შეიძლებოდა.

მისი საწოლი ოთახის კედელზე ლამაზად მოხატული სიგელი ეკიდა, იმის


დამადასტურებლად, რომ მას ყოვლადწმინდა ქალწულის - მარიამის საძმოს
კოლეჯის პრეფექტის წოდება ჰქონდა მინიჭებული. შაბათობით, როცა საძმო
ეკლესიაში იკრიბებოდა ღვთისმსახურებისათვის, ქსოვილგადაკრულ
მუხლმოსაყრელზე საკურთხევლის მარჯვენა მხარეს იჩოქებდა, საიდანაც მას თავისი
გუნდის ბიჭები შეჰყავდა ღვთისმსახურებისათვის. ასეთ ყალბ მდგომარეობაში ყოფნა
არ აწუხებდა. თუკი დროდადრო ძლიერი სურვილი წამოუვლიდა, წამომდგარიყო
თავისი საპატიო ადგილიდან, თავისი უკეთურება ყველას წინაშე ეღიარებინა და
ეკლესიიდან გასულიყო, გარშემომყოფთა სახეებზე ერთი გადახედვაც საკმარისი იყო,
რომ ეს სურვილი დაეთრგუნა. ფსალმუნების წინასწარმეტყველი სახეები მის
უნაყოფო სიამაყეს აშოშმინებდნენ. ხოტბა მარიამისადმი[122] მის სულს ატყვევებდა.
ნარდი, მური და საკმეველი სიმბოლოები იყო მარიამის მეფური წარმოშობისა. მისი
ემბლემები - გვიან აყვავებული ხე და გვიან გამოსული ყვავილი - გამოხატავდნენ
ადამიანთა შორის მისი კულტის მრავალსაუკუნოვან თანდათანობით ზრდას. როცა
მსახურების დროს წმინდა წერილის წაკითხვა უხდებოდა, ის როგორღაც
დაგუდული ხმით კითხულობდა, თითქოს სიტყვების მუსიკით საკუთარ სინდისს
უნანავებსო: Quasi cerdus exaltata sum in libanon et quasi cupressus in monte sion. Quasi
palma exaltata sum in Gades et quasi plantatio rosae in jericho. Quasi uliva speciosa in campis et
quasi platanus exaltata sum juxta in plateis. Sicut cinnamomum et balsamum aromatizans
odorem dedi et quasi myrrha electa dedi suavitatem odoris.[123]

ცოდვამ, რომელიც ღმერთისკენ გზას უღობავდა, იგი ცოდვილთა მფარველთან


მიიყვანა. მფარველის თვალები მას თითქოს წყნარი სიბრალულით უცქერდნენ. ის
სიწმინდე და უცნაური ნათელი, მისი სუსტი სხეულიდან რომ იღვრებოდა, მასთან
მიახლოებულ ცოდვილს არ ამცირებდა. თუ ოდესმე შინაგანი ხმა არწმუნებდა მას,
ცოდვას განდგომოდა და მოენანიებინა, ეს იყო ხმა, რომელიც მოუწოდებდა,
ყოფილიყო წმინდა ქალწულის - მარიამის რაინდი. თუკი ოდესმე მისი სული,
რომელიც მორცხვად უბრუნდებოდა თავის სამყოფელს სხეულის მძვინვარე ვნების
დაცხრომის შემდეგ, მიისწრაფვოდა იმისკენ, რისი სიმბოლოც არის დილის
ვარსკვლავი, „ნათელი მელოდიური, მოამბე ზეციერისა და მშვიდობის
მომნიჭებელი,“[124] ეს იყო მაშინ, როცა მისი ტუჩები ნაზად ჩურჩულებდნენ
მფარველის სახელს, ის ტუჩები, რომლებზეც ჯერ კიდევ თრთოდნენ ავხორცი
კოცნისას წარმოთქმული ბილწი სიტყვები.

ეს უცნაური იყო. ცდილობდა გაეაზრებინა, როგორ შეიძლებოდა ასე ყოფილიყო,


მაგრამ საკლასო ოთახში ჩამოწოლილი ბინდი თითქოს მის გონებასაც ედებოდა.
ზარი დაირეკა. მასწავლებელმა ამოცანები და მაგალითები მონიშნა საშინაო
დავალებისთვის და გავიდა. ჰერონმა სახუმარო ტონით წამოიწყო: - ჩემი ბრწყინვალე
მეგობარი ბომბადოსი.[125]

ენისი, რომელიც ეზოში იყო გასული, დაბრუნდა და თქვა: - ლაქია ბიჭი რექტორთან
მიდის.

სტივენის უკან მყოფმა, მაღალმა ბიჭმა ხელები მოიფშვნიტა და თქვა: - გაგვიმართლა


და ეგ არის. შეგვიძლია მთელი ერთი საათი ავითესოთ. ის სამის ნახევრამდე არ
დაბრუნდება. შემდეგ შენ დაუსვამ შეკითხვებს კატეხიზმოდან, დედალოს.

მერხის საზურგეს მიწოლილი სტივენი ფურცელზე რაღაცას უაზროდ ჩხაპნიდა და


მათ საუბარს უსმენდა, რომელსაც დროდადრო ჰერონის წამოძახილი წყვეტდა: - აბა
კმარა, ნუ ყაყანებთ.

უცნაური იყო ისიც, რომ მას ერთგვარ სიამოვნებას ანიჭებდა ეკლესიის მკაცრი
დოგმატების არსში წვდომა და საიდუმლო მდუმარებაში შეღწევა, მხოლოდ
იმისთვის, რომ უკეთ გაეგონა და უფრო ღრმად ეგრძნო, რომ ის განკიცხულია.
წმინდა ჯეიმსის გამონათქვამი, რომ ის, ვინც არღვევს ერთ მცნებას, ამით არღვევს
ყველას, მას მაღალფარდოვან ფრაზად ეჩვენებოდა, სანამ საკუთარი სულის
უფსკრულში არ ჩაიხედა. ავხორცობის ცოდვის უკეთური მარცვლიდან ყველა სხვა
მომაკვდინებელი ცოდვაც აღმოცენდა: სიამაყე და სხვების მიმართ სიძულვილი,
დახარბება ფულზე, რომლითაც აკრძალულ სიამოვნებას ყიდულობდა, შური მასზე
უფრო მეტად ბიწიერთა მიმართ. ცილისწამება ღვთისმოსავებისადმი,
ღორმუცელობა, ჩლუნგი, მწველი სიბრაზე, რომელიც იპყრობდა ეროტიკული
ლტოლვისას, სულიერი და სხეულებრივი სიზარმაცის ჭაობი, რომელშიც მთელი
არსებით იყო ჩაფლული. ხშირად, როცა მერხზე იჯდა და რექტორის მკაცრ, გამჭრიახ
სახეს უყურებდა, მისი გონება მზაკვრული შეკითხვების მოფიქრებით იყო
დაკავებული. თუ ადამიანმა ახალგაზრდობაში ერთი ფუნტი სტერლინგი მოიპარა და
ამ ფუნტის საშუალებით დიდი ქონების შეძენა შეძლო, რამდენი უნდა დააბრუნოს
უკან, მხოლოდ ერთი ფუნტი, რომელიც მან მოიპარა, ის ფუნტი პროცენტებთან
ერთად, თუ მთელი მისი ქონება? თუ საერო პირი ნათვლისას ბავშვს წყალს მანამდე
მიასხურებს, სანამ სიტყვებს წარმოთქვამს, ითვლება თუ არა ბავშვი მონათლულად?
მინერალური წყლით ნათვლა თუ შეიძლება ჩაითვალოს მართებულად? რატომ არის,
რომ მაშინ, როცა პირველი ნეტარება ციურ სასუფეველს ჰპირდება სულით გლახაკთ,
მეორე ნეტარება მშვიდთ ჰპირდება ქვეყნის დამკვიდრებას? რატომ არის საჭირო
საიდუმლო ზიარებისთვის პურიც და ღვინოც, თუკი იესო ქრისტე სისხლით და
ხორცით, სულით და ღვთაებრიობით თითოეულ მათგანში ცალ-ცალკე - პურშიც და
ღვინოშიც - არსებობს. ნაკურთხი პურის პატარა მარცვალში იესო ქრისტე მთლიანად
არსებობს? სისხლით და ხორცით, თუ სისხლის და ხორცის მხოლოდ ნაწილით?
თუკი ღვინო ძმრად გადაიქცევა და ზიარების პური დაობდება კურთხევის შემდეგ,
როგორი სახით იარსებებს მასში იესო ქრისტე, როგორც ღმერთი, თუ როგორც
ადამიანი?

- მოდის! მოდის!

ფანჯარასთან სერზე მდგომმა ბიჭმა დაინახა, რომ რექტორი შენობიდან გამოვიდა.


კატეხიზმოები გადაიშალა და თავები ჩუმად დაიხარა. რექტორი შევიდა და
კათედრასთან თავისი ადგილი დაიკავა. უკან მჯდომმა მაღალმა ბიჭმა სტივენი
მსუბუქი ბიძგით შეაგულიანა, რომ რექტორისთვის რთული შეკითხვები დაესვა.

მაგრამ რექტორს კატეხიზმო არ მოუთხოვია, რომ გაკვეთილის გამოკითხვის დროს


შიგ ჩაეხედა. მან ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელები მაგიდაზე დააწყო და თქვა: -
ოთხშაბათს, ნაშუადღევს, სულიერ ვარჯიშებს დავიწყებთ წმინდა ფრანცისკ ქსავერის
საპატივცემლოდ. შაბათს კი მისი ხსოვნის დღეს აღვნიშნავთ. სულიერი ვარჯიშები
ოთხშაბათიდან პარასკევამდე გაგრძელდება. პარასკევს, დღის ლოცვის შემდეგ,
ნაშუადღევს, აღსარებას ჩააბარებთ. ვისაც მოძღვარი ჰყავს, ვურჩევ არ შეცვალოს.
შაბათს, დილის ცხრა საათზე, ჩატარდება წირვა და საერთო ზიარება მთელი
კოლეჯისათვის. შემდეგ თავისუფალი იქნებით, მაგრამ, რადგან შაბათი და კვირა
თავისუფალი გექნებათ, ზოგიერთი თქვენგანი ნუ იფიქრებს, რომ ორშაბათიც უქმეა.
გაფრთხილებთ, ასეთი შეცდომა არ დაუშვათ. ლოულეს, მე ვფიქრობ, შენგან არის
ასეთი რამ მოსალოდნელი.

- ჩემგან სერ? რატომ სერ?

თავშეკავებული მხიარულების მსუბუქმა ტალღამ გადაუარა კლასს, რექტორის მკაცრ


ღიმილზე. სტივენის გული შეიკუმშა და დამჭკნარი ყვავილივით ჩამოიღვენთა.

რექტორი სერიოზული ტონით განაგრძნობდა: - მე ვფიქრობ, თქვენ ყველამ იცით


ჩვენი კოლეჯის პატრონის, წმინდა ფრანცისკ ქსავერის ცხოვრების ისტორია. ის
სახელგანთქმული ესპანელი ოჯახის შთამომავალი და წმინდა იგნაციუსის ერთ-
ერთი პირველი მიმდევარი იყო. ისინი პარიზში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც
ფრანცისკ ქსავერი უნივერსიტეტში ფილოსოფიას ასწავლიდა. ამ ახალგაზრდამ,
ბრწყინვალე გვარიშვილმა, მეცნიერმა და მწერალმა, მთელი სულით და გულით
შეიგრძნო ჩვენი ორდენის სახელოვანი დამაარსებლის მოძღვრება და თქვენ იცით,
რომ ის თავის სურვილისამებრ წმინდა იგნაციუსმა ინდოეთში გაგზავნა
საქადაგებლად. როგორც იცით მას ინდოეთის მოციქულს უწოდებდნენ. ის
მოგზაურობდა აღმოსავლეთის ქვეყნებში - აფრიკიდან ინდოეთში, ინდოეთიდან
იაპონიაში და ხალხს ნათლავდა. ამბობენ, რომ მან ერთ თვეში ათი ათასი
კერპთაყვანისმცემელი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. მარჯვენა ხელს ვეღარ ხმარობდა,
იმდენად ხშირად უწევდა მისი აწევა იმათ თავს ზემოთ, ვისაც ნათლავდა. შემდეგ
ჩინეთში წასვლა გადაწყვიტა, რომ კიდევ მრავალი მოექცია ჭეშმარიტ რწმენაზე,
მაგრამ სანცზიანის[126] კუნძულზე ციებ-ცხელება შეეყარა და გარდაიცვალა
უდიდესი წმინდანი ფრანცისკ ქსავერი - უფლის უდიდესი ჯარისკაცი.

რექტორი შეჩერდა, მაგიდაზე დაყრდნობილი გადაჭდობილი ხელები შეარხია და


განაგრძო: - მას ისეთი რწმენა ჰქონდა, რომელიც მთებს დაძრავდა. ათი ათასი სულის
მოქცევა, სულ რაღაც ერთ თვეში. ის იყო ჭეშმარიტი მძლეველი, ერთგული ჩვენი
ორდენის დევიზისა: ad majorem Dei gloriam. წმინდანი, რომელსაც უდიდესი
ძალაუფლება აქვს ზეცაში. დაიხსომეთ: მას გააჩნია ძალაუფლება, უფალს შემწეობა
შეთხოვოს ჩვენთვის, როცა გვიჭირს, და იმის ძალაუფლებაც, რომ უფალს თხოვოს
შეგვისრულოს, რასაც ვევედრებით, თუ ეს ჩვენი სულებისათვის სასარგებლო იქნება.
და რაც ყველაზე მთავარია, მას შეუძლია ითხოვოს ჩვენთვის წყალობა, რათა
ცოდვები მოგვეტევოს. უდიდესი წმინდანი ფრანცისკ ქსავერი! სულთა უდიდესი
მებადური.[127]

რექტორმა გადაჭდობილი ხელების რხევა შეწყვიტა. შუბლთან მიიტანა ისინი და


კლასს მკაცრად მოავლო თავისი შავი თვალები.

სიჩუმეში მათი ელვარება ოქროსფრად გაკრთა ბინდ-ბუნდში.

სტივენის გული ისე მოიღვენთა, როგორც უდაბნოს ყვავილი, რომელიც შორიდან


იგრძნობს სამუმის მოახლოებას.

- ყველა საქმეში შენი აღსასრული გაიხსენე და არასოდეს ჩაიდენ ცოდვას. ეს


სიტყვები, ჩემო ძვირფასო, პატარა ქრისტესმიერო ძმებო, ეკლეზიასტეს წიგნის
მეშვიდე თავის მეორმოცე ლექსიდანაა.[128] სახელითა მამისათა და ძისათა და
სულისა წმიდისათა, ამინ!

სტივენი ეკლესიაში პირველ რიგში იჯდა. მამა არნოლი საკურთხევლის მარცხნივ,


მაგიდასთან იჯდა. მხრებზე მძიმე მოსასხამი მოეხურა, ფერმკრთალი ლოყები
ჩაცვენოდა და რევმატიზმისაგან ხმა ჩახრინწვოდა. მოხუცი მასწავლებლის სახემ,
რომელიც ასე უცნაურად წარმოდგა მის წინ, სტივენს კლონგოუზში გატარებული
თავისი ცხოვრება მოაგონა. ბიჭებით სავსე დიდი სათამაშო მოედანი, ტუალეტის
ორმო, სასაფლაო ცაცხვების მთავარი ხეივნის ბოლოს, სადაც დასაფლავებაზეც ის
ოცნებობდა, ბუხრის ცეცხლის ალის ანარეკლი ლაზარეთის კედელზე, სადაც
ავადმყოფობისას იწვა, ძმა მაიკლის მწუხარე სახე. როცა ეს მოგონებები
ამოუტივტივდა, მისი სული კვლავ ბავშვის სულად იქცა.

- ჩვენ აქ დღეს შევიკრიბეთ, ჩემო ძვირფასო პატარა ქრისტესმიერო ძმებო, ძალზე


ხანმოკლე დროით, გარე სამყაროს საქმიანი ფუსფუსისაგან განრიდებულნი, რათა
განვადიდოთ და პატივი მივაგოთ ერთ-ერთ უდიდეს წმინდანს - ინდოეთის
მოციქულს და ჩვენი კოლეჯის მფარველს, წმინდა ფრანცისკ ქსავერს. წლიდან
წლამდე, ჩემო პატარა ძვირფასო მეგობრებო, იმ დროიდან მოყოლებული, რომელიც
არც მე და არც თქვენ არ გვახსოვს, კოლეჯის ბიჭები იკრიბებოდნენ ამ ეკლესიაში
ყოველწლიური მარხვისათვის, თავიანთი მფარველის ხსოვნის დღის წინ. მას შემდეგ
დიდი დრო გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. მხოლოდ უკანასკნელ წლებშიც კი,
თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომ მრავალი ცვლილება მოხდა. ბევრი ბიჭი,
რომლებიც რამდენიმე წლის წინ ამ სკამებზე იჯდა, ახლა აქედან შორს არის,
შესაძლოა ისინი სადმე ცხელ ტროპიკებში იმყოფებიან, ან თავის პროფესიულ
საქმიანობაში არიან ჩართულნი, ან კიდევ მეცნიერებას მიუძღვნეს თავი, ზოგი
შეიძლება სადღაც ცხრა მთას იქით მოგზაურობს, ზოგიც შეიძლება დიდმა ღმერთმა
უკვე მიიხმო თავისთან და უმაღლესი სამსჯავროს წინაშეა წარმდგარი. და აი, წლები
გადის, მოაქვს ცვლილებები, კარგიც და ცუდიც, უდიდესი წმინდანის ხსოვნას კი
პატივს მიაგებენ ამ კოლეჯის ბიჭები, რომლებიც წელიწადში ერთხელ წმინდა
ეკლესიის მიერ განსაზღვრული დღესასწაულის წინა დღეებში მარხულობენ, რათა
უკვდავყონ სახელი და დიდება კათოლიკური ესპანეთის ერთ-ერთი უდიდესი
შვილისა.

ახლა კი გავარკვიოთ, თუ რას ნიშნავს მარხვა და რატომ ითვლება ის ყველაზე უფრო


სასარგებლოდ იმათი სულებისთვის, ვისაც სურთ ღმერთისა და კაცის წინაშე
ჭეშმარიტად ქრისტიანულად იცხოვრონ. მარხვა, ჩემო ძვირფასო ბიჭებო, ნიშნავს
გარკვეული დროის განმავლობაში განვერიდოთ ამსოფლიურ ამაოებას,
ყოველდღიურ ფუსფუსს, რათა შევამოწმოთ ჩვენი სინდისის მდგომარეობა.
ვიფიქროთ წმინდა რელიგიის საიდუმლოებებზე და უკეთ ჩავწვდეთ იმას, თუ რატომ
ვართ ჩვენ აქ, ამ სამყაროში. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მე მსურს
გაგიზიაროთ ჩემი აზრი ოთხი რაიმეს შესახებ, რაც საბოლოოდ ელის ადამიანს.
როგორც კატეხიზმოდან იცით, ესენია: სიკვდილი, საშინელი სამსჯავრო, ჯოჯოხეთი
და სამოთხე. ჩვენ შევეცდებით, რაც შეიძლება სრულად ჩავწვდეთ მათ ამ რამდენიმე
დღის განმავლობაში, რომ ამ წვდომამ ხანგრძლივი, კეთილისმყოფელი გავლენა
იქონიოს ჩვენს სულებზე. და გახსოვდეთ, ჩემო ძვირფასებო, რომ ამქვეყნად ერთი და
მხოლოდ ერთი რამისთვის ვართ მოვლენილნი: აღვასრულოთ უფლის წმინდა ნება
და ვიხსნათ ჩვენი უკვდავი სული. ყველაფერი დანარჩენი უსარგებლოა, მხოლოდ
ერთი რამაა საჭირო: გადარჩენა საკუთარი სულისა, „რამეთუ რა სარგებელ ეყოს
კაცსა, უკეთუ სოფელი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს“[129]. მერწმუნეთ, ჩემო
ძვირფასებო, არაფერია ამ უბადრუკ სამყაროში იმის ფასი, რომ ასეთი დანაკარგი
აანაზღაუროს.

ამიტომ, მე გთხოვთ, ჩემო ძვირფასებო, რომ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში


თავიდან მოიშოროთ ამქვეყნიური საფიქრალი, შეეხება ეს სწავლას, გართობას, თუ
პატივმოყვარულ ზრახვებს, და მთელი ყურადღება სულისკენ მიმართოთ. ვფიქრობ,
იმის შეხსენება აღარ არის საჭირო, რომ მარხვის დღეებში სიმშვიდით და
ღვთისმოსაობით უნდა გამოირჩეოდეთ და შეუფერებელ საქმიანობას ერიდოთ.
უფროსი ბიჭები, რა თქმა უნდა, ყურადღებას მიაქცევენ, რომ წესრიგი არ დაირღვეს
და განსაკუთრებით პრეფექტები და ყოვლადწმინდა ქალწულის და წმინდა
ანგელოსების საძმოს წევრები კარგ მაგალითს დაუსახავენ თავიანთ მეგობარ
სტუდენტებს.
ამიტომ, წმინდა ფრანცისკის საპატივცემულოდ ვეცადოთ ეს მარხვა სულით და
გულით დავიცვათ. მაშინ თქვენი მთელი წლის სწავლა უფლისგან კურთხეული
იქნება, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, დაე, ეს მარხვა ისეთი
იყოს, რომ, როცა წლების შემდეგ, მაშინ როცა, შესაძლოა კოლეჯიდან ძალიან შორს
და ძალიან განსხვავებულ ვითარებაში მყოფნი უკან მოიხედავთ, სიხარულის და
მადლიერების გრძნობით აღივსოთ და ღმერთს მადლობა შესწიროთ, რომ
შესაძლებლობა მოგცათ, საფუძველი ჩაგეყარათ ღირსეული, ჭეშმარიტი
ქრისტიანული ცხოვრებისათვის, და თუკი ახლა სადმე ამ სკამებზე ზის ისეთი
საცოდავი სული, რომელსაც უფლის წმინდა წყალობის დაკარგვის ენითუთქმელი
უბედურება ჰხვდა წილად და მძიმე ცოდვაში ჩავარდა, მე მხურვალედ ვლოცულობ
და ვიმედოვნებ, რომ ეს მარხვა გარდამტეხი იქნეს ამ სულისათვის. ღმერთს შევთხოვ,
მისი ბეჯითი მსახურის, ფრანცისკ ქსავერის სახელით, რომ ასეთ სულს წრფელი
მონანიებისკენ წარუძღვეს და წმინდა ზიარება წმინდა ფრანცისკის წლევანდელი
ხსენების დღეს უფალსა და ამ სულს შორის მარადიული აღთქმის დღედ იქცეს. დაე,
ეს მარხვა ერთნაირად სამახსოვრო ყოფილიყოს მართალთა და უკეთურთათვის,
წმინდანთა და ცოდვილთათვის.

დამეხმარეთ, ჩემო პატარა, ძვირფასო ქრისტესმიერო ძმებო. დამეხმარეთ თქვენი


ღვთისმოსავი ყურადღებით, ერთგულებით და საქციელით. განდევნეთ თქვენი
გონებიდან ყოველი ამსოფლიური აზრი და იფიქრეთ მხოლოდ დასასრულზე -
სიკვდილზე, სამსჯავროზე, ჯოჯოხეთსა და სამოთხეზე. ის, ვისაც ესენი ახსოვს,
ამბობს ეკლეზიასტე, ცოდვას არასოდეს ჩაიდენს. ვისაც ახსოვს დასასრული, ის
ყოველთვის თვალწინ ექნება თავის ქმედებებსა თუ ფიქრებში. სიმართლით
იცხოვრებს და სიმართლით მოკვდება, იმისი რწმენით და ცოდნით, რომ თუკი მან
ამქვეყნიურ ცხოვრებაში მრავალი მსხვერპლი გაიღო, ყველაფერი ასწილ და ათასწილ
აუნაზღაურდება მომავალ ცხოვრებაში, მარადიულ საუფლოში. სწორედ ასეთ
ნეტარებას გისურვებთ მთელი გულით, თითოეულ თქვენგანს და ყველას, ჩემო
ძვირფასო მეგობრებო, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!

როცა სახლისკენ მიდიოდა თავის მდუმარე ამხანაგებთან ერთად, ისეთი გრძნობა


ჰქონდა, თითქოს გონება სქელმა ნისლმა დაუბინდა. გაშტერებული უცდიდა, როდის
გაიფანტებოდა ნისლი და გამოჩნდებოდა, თუ რას ფარავდა. პირქუში
გამომეტყველებით მადიანად ისადილა, და როცა სადილი დამთავრდა და მის წინ
მაგიდაზე ცხიმიანი თეფშები დახვავდა, წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. პირში
ენით ცხიმს იცილებდა და ტუჩებს ილოკავდა, მაშასადამე, ის ცხოველის დონეზე
დაეშვა, რომელიც ხორცის ჭამის შემდეგ ლაშებს ილოკავს. ეს დასასრული იყო.
სუსტად გამკრთალმა შიშმა მის გონებასმოხვეულ ნისლში დაიწყო შეღწევა. სახე
ფანჯრის მინას მიაყრდნო და ქუჩაში გადაიხედა, სადაც უკვე ბინდი ეშვებოდა.
მკრთალ შუქზე მოძრავი სილუეტები ჩანდნენ, ეს იყო ცხოვრება! ასოები, რომლებიც
დუბლინს აღნიშნავდნენ, მძიმედ აწვა მის გონებას. ისინი თითქოს პირქუში
დაჟინებით ცდილობდნენ ერთმანეთი განედევნათ. მისი სული ჩასქელდა, ცხიმოვან
მასად შედედდა და ჩლუნგი შიშით ავისმომასწავებელ სიბნელეში სულ უფრო და
უფრო ღრმად

ეშვებოდა, მაშინ, როცა სხეული, მისი ადრინდელი სამყოფელი, მოდუნებული და


წაბილწული იდგა და დაბინდული, უმწეო, აფორიაქებული, ადამიანური მზერით
ხარის ღმერთს ეძებდა, რომ მისთვის თვალი გაეშტერებინა.
მომდევნო დღის თემა სიკვდილი და საშინელი სამსჯავრო იყო და მისი სული ნელ-
ნელა გამოერკვა გულგრილი სასოწარკვეთილების მდგომარეობიდან. შიშის სუსტი
გაელვება საშინელებად ექცა, მაშინ როცა მქადაგებლის ხრინწიანმა ხმამ სიკვდილი
შთაბერა მის სულს. ტანჯვით გადაიტანა სულის აგონია. გრძნობდა, რომ სიკვდილის
სიცივემ კიდურებში დაუარა და თანდათან გულისკენ დაიძრა. სიკვდილის ლიბრი
გადაეკრა თვალებზე, ტვინის განათებული ცენტრები ერთი-მეორის მიყოლებით
ლამპებივით ჩაქრა. კანი უკანასკნელმა ოფლმა დაუნამა, მომაკვდავი კიდურები
დაუუძლურდა, ენა დაება, დაებორკა და ხმის ამოღებას ვეღარ ახერხებდა,
გულისცემა სულ უფრო და უფრო შეუსუსტდა და ლამის შეუჩერდა, სუნთქვა,
საწყალი სუნთქვა, უმწეო ადამიანური სული, ყელში მოთქვამდა და ვაებდა,
ბუყბუყებდა და ზრიალებდა. ხსნა არ არის, არ არის. ისა თვითონ ის, მისი სხეული,
რომელსაც იგი ყველაფერში უთმობდა - კვდებოდა. სამარეში ახლავე! გვამი ხის
ყუთში ჩაჭედეთ. დაქირავებულებმა გაიტანონ სახლიდან მხრებზე შედგმული.
ადამიანების თვალთაგან შორს, მიწაში, ღრმა ორმოში ჩააგდეთ დასალპობად,
მატლების საკვებად და მუცელგამობერილი ვირთხების შესასანსლად.

და სანამ მისი აცრემლებული ამხანაგები ჯერ კიდევ სასიკვდილო სარეცელთან


დგანან, ცოდვილი სული განისჯება და უკანასკნელ წამს, ვიდრე სული სხეულს
გაშორდებოდეს, მთელი მიწიერი ცხოვრება ჩაივლის მის წინაშე და სანამ რაიმეს
გაფიქრებას მოასწრებს სხეული კვდება და სული ძრწოლვით წარდგება საშინელი
სამსჯავროს წინაშე. ღმერთი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე შემწყალე იყო, ახლა
დამსახურებისამებრ მიაგებს. ის დიდხანს ითმენდა, შეაგონებდა ცოდვილ სულს,
დროს აძლევდა მონანიებისათვის და კარგა ხანს ზოგავდა. მაგრამ ის დრო წავიდა.
იყო ჟამი შეცოდებისა და ტკბობისა, ჟამი ღმერთისა და მისი წმინდა ეკლესიის
მცნებების დაცინვისა, ჟამი მისი სიდიადის არად ჩაგდებისა, მისი მცნებების
დაუმორჩილებლობისა, მოყვასის მოტყუებისა, მრავალ ცოდვათა ჩადენისა და ამ
ცოდვების კაცთა თვალთაგან დაფარვისა, მაგრამ ის დრო წავიდა, და უფლის ჟამი
დადგა, უფალს კი ვერც გააბრიყვებ და ვერც მოატყუებ, ყოველი ცოდვა სამალავიდან
გამოვა და დღის სინათლეს იხილავს, ყველაზე ურჩიც ღვთაებრივი ნებისა, და
ყველაზე დამდაბლებელიც ჩვენი უბადრუკი, გახრწნილი ადამიანური ბუნებისა,
სულ უმცირესი არასრულყოფილებაც და ყველაზე საზიზღარი სისასტიკეც. რა
სარგებელი იქნება მაშინ, რომ შენ იყავი დიდი იმპერატორი, დიდი
მხედართმთავარი, ბრწყინვალე გამომგონებელი, უდიდესი სწავლული ყველა
სწავლულთა შორის. უფლის სამსჯავროს წინაშე ყველა თანასწორია. ის მართალთ
აჯილდოებს და ცოდვილთ სჯის. სულ ერთი წამია საკმარისი ადამიანის სულის
განსასჯელად. სხეულის სიკვდილისთანავე სული სასწორზე იწონება. სამსჯავრო
მთავრდება და სული ან სასუფეველში გადადის, ან განსაწმენდელის დილეგში, ან
კიდევ კვნესით და ვაებით ჯოჯოხეთს ჩაენარცხება. მაგრამ ეს კიდევ არ არის
ყველაფერი. უფლის სამართალი კაცთა წინაშე უნდა განცხადდეს, სული კიდევ ერთი
სამჯავროს წინაშე უნდა წარსდგეს. უკანასკნელი დღე დგება, საშინელი სამჯავროს
დღე. ციური ვარსკვლავები დედამიწაზე ისე ცვივიან,[130] როგორც ლეღვი ცვივა
ხიდან, რომელსაც ქარმა დაუბერა. მზე, სამყაროს უდიდესი მნათობი, ძაძას
დაემსგავსება, მთვარე სისხლისფერი გახდება, ცის კამარა დახვეული გრაგნილივით
გადაგორდება, მთავარანგელოსი მიქაელი, ციურთა დასის უფლისწული, ზეცაში
გამოჩნდება - დიდებული და მრისხანე, ერთი ფეხი ზღვაში ექნება, მეორე -
ხმელეთზე. ის სპილენძის საყვირს ჩაჰბერავს - ჟამის დასასრულის მომასწავებელს.
არქიანგელოსის საყვირის სამჯერ ჩაბერვა მთელ სამყაროს აავსებს. ჟამი არის, ჟამი
იყო, მაგრამ ჟამი აღარ იქნება. უკანასკნელ ჩაბერვაზე ადამიანთა მოდგმის სულები
იოსაფატის ველს[131] მიაწყდებიან: ღარიბნი და მდიდარნი, კეთილშობილნი და
უბრალონი, ბრძენნი და სულელნი, მართალნი და ბოროტნი. ყოველი ადამიანის
სული, რომელიც კი ოდესმე არსებულა, ადამიანის ყველა ძე და ასული შეიკრიბება იმ
დიად დღეს. და იხილეთ, უზენაესი მსაჯული მობრძანდება, უკვე არა მდაბალი
კრავი უფლისა, არა მშვიდი იესო ნაზარეველი, არა მწუხარე ძე კაცისა, არა მწყემსი
კეთილი, ის გამოჩნდება ღრუბლებზე, უზარმაზარი ძალმოსილებით და დიდებით
მომავალი. ანგელოსთა ცხრა დასი ეხლება: ანგელოსნი და მთავარანგელოსნი,
მთავრობანი, ძალნი, უფლებანი, ხელმწიფებანი, საყდარნი, ქერუბიმნი და სერაფიმნი.
უფალი ყოვლისშემძლე, უფალი მარადიული. ის ლაპარაკობს. მისი ხმა სივრცის
უშორეს საზღვრებამდე და უღრმეს უფსკრულამდე აღწევს. უზენაესი მსაჯული
განაჩენს წარმოთქვამს, რომელსაც ვეღარაფერი შეცვლის. ის მართალთ თავისკენ
იხმობს და სასუფეველში შესვლას სთავაზობს, სადაც მათ მარადიული ნეტარება
ელით, უკეთურთ კი თავისგან განდევნის და უდიდესი გულისწყრომით
დაუყვირებს: „წარვედით ჩემგან წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი
განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოსთა მისთათვის“.[132] ო, როგორი
ტანჯვა იქნება ეს უბადრუკ ცოდვილთათვის. მეგობარს მეგობრისგან გამოგლეჯენ,
ბავშვებს მშობლებისგან, ქმრებს ცოლებისგან. საცოდავი ცოდვილი ხელებს იწვდენს
მათკენ, ვინც ამქვეყნიურ ცხოვრებაში ძვირფასი იყო მისთვის, მათკენ, ვის
ღვთისმოსაობასაც ის შესაძლოა დასცინოდა კიდეც, ვინც მას ურჩევდა და
ცდილობდა, იგი სწორ გზაზე დაეყენებინა. ხელებს იწვდენს თავისი კეთილი ძმისკენ,
მოყვარული დისკენ, დედისკენ და მამისკენ, რომელთაც ის ასე ნაზად უყვარდათ,
მაგრამ უკვე ძალიან გვიანაა. მართალნი ზურგს შეაქცევენ საცოდავ განკითხულ
სულებს, რომლებიც ახლა მათ თვალთა წინაშე წარსდგებიან მთელი საშინელებით და
ბოროტებით - „ვაი თქვენდა ფარისეველნო, საფლავო განგოზილნო, რომელნი ჩნდეთ
გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან თქვენი სული ცოდვათა მყრალი ჭაობია“.[133]
როგორ გადაიტანთ ამ საშინელ დღეს?

და ეს დღე მოვა, გარდუვალად, უეჭველად მოვა დღე სიკვდილისა და დღე საშინელი


სამსჯავროსი. კაცთათვის განწესებულია სიკვდილი და სიკვდილის შემდგომ
განკითხვა. სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ როდის და როგორ მოვა ის - ხანგრძლივ
ავადმყოფობას მოჰყვება, თუ მოულოდნელ, უბედურ შემთხვევას. ძე ღმრთისა მოვა,
როცა მას არ ელოდებით,[134] ამიტომ მუდამ მზად იყავით, რადგან ყოველ წამს
შეიძლება მოკვდეთ. სიკვდილია ყველა ჩვენგანის ბოლო, სიკვდილი და საშინელი
სამსჯავრო, ჩვენი წინაპრების შეცოდების შედეგად რომ გაჩდნენ ამქვეყნად, ის ბნელი
კარიბჭენია, ჩვენს მიწიერ არსებობას რომ დაასრულებენ. კარიბჭენი, რომლებიც
შეუცნობლისა და უხილავისაკენ იღება, კარიბჭენი, რომლებშიც ყველა სულმა უნდა
გაიაროს, მარტოდმარტომ, დაუხმარებლად, ოდენ მისი კეთილი საქმეებისა.
მეგობარი, ძმა, მშობელი, თუ მოძღვარი მის მარტოდშთენილ სულს ვეღარ
დაეხმარება. დაე, ეს ფიქრი განუშორებლად გვქონდეს გონებაში და მაშინ ჩვენ
აღარასოდეს შევცოდავთ. სიკვდილი ცოდვილთათვის თუ შიშის მომგვრელია,
კურთხეული ჟამია მათთვის, ვინც მართალი გზით ვლიდა, თავის მოვალეობებს
აღასრულებდა, დილის და საღამოს ლოცვებს ესწრებოდა, წმინდა საიდუმლოებებით
ხშირად ეზიარებოდა და კეთილ, მოწყალე საქმეებს აკეთებდა. ღვთისმოსავი და
მორწმუნე კათოლიკესათვის, მართალი ადამიანისათვის, სიკვდილი არ არის საშიში.
ხომ გახსოვთ, დიდმა ინგლისელმა მწერალმა ადისონმა,[135] როცა სასიკვდილო
სარეცელზე იწვა, ახალგაზრდა, უზნეო გრაფი - უირვიკი მოაყვანინა, რათა
ეჩვენებინა, როგორ ხვდება ქრისტიანი თავის დასასრულს. მხოლოდ მას, მხოლოდ
ღვთისმოსავ და მორწმუნე ქრისტიანს შეუძლია თქვას თავის გულში: სად არის შენი
ნესტარი, სიკვდილო?

სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო?[136]

ყველა სიტყვა ქადაგებისა მის შესახებ იყო, მისი ცოდვის, უწესობისა და საიდუმლოს
წინააღმდეგ იყო მიმართული ღმერთის მთელი რისხვა. მქადაგებლის დანა, ღრმად
შეეხო მის გაღვიძებულ სინდისს და მან ახლაღა იგრძნო, რომ მისი სული ცოდვაში
ლპებოდა. დიახ, მქადაგებელი მართალი იყო, უფლის ჟამმა დაჰკრა. როგორც მხეცი
თავის ბუნაგში, მისი სული თავისივე სიბინძურეში იყო ჩაფლული. მაგრამ
ანგელოსის საყვირის ხმამ ის ცოდვის სიბნელიდან სინათლეში გამოიხმო.
ანგელოსისგან განცხადებულმა განაჩენის სიტყვებმა მყისვე დაარღვიეს მისი
სულიერი სიმშვიდე. წინა დღის ქარმა მის გონებას, მის ცოდვებს, მის წარმოსახვაში
არსებულ თვალებანთებულ მეძავებს დაჰქროლა და ისინი შეშინებული თაგვებივით
მიმოიფანტნენ ამ ქარიშხლისაგან და საკუთარ ბანჯგვლებს შეაფარეს თავი.

როცა სახლისკენ მიმავალ მოედანზე გადადიოდა, მის გახურებულ ყურებს გოგონას


უდარდელი სიცილი მისწვდა. ეს სუსტი, მხიარული ბგერები ანგელოსის საყვირის
ხმაზე უფრო ძლიერად მოხვდა გულზე. შებრუნდა და დაბურდული ბუჩქების
ჩრდილისკენ გაიხედა. მისი ელდანაცემი გულიდან სირცხვილი გადმოიღვარა და
მთელი მისი არსება წალეკა. ემას სახე წარმოუდგა თვალწინ და სირცხვილი კვლავ
ტალღებად მიაწყდა მის გულს. ემას რომ სცოდნოდა, რა ემართებოდა სტივენის
წარმოსახვაში, როგორ ფლეთდა და ქელავდა მის უბიწოებას სტივენის ცხოველური
ვნება. ეს იყო ჭაბუკის სიყვარული? ეს იყო რაინდობა? ეს იყო პოეზია? თავისი
ორგიების გულისამრევი დეტალების სიმყრალისაგან ცხვირი ეწვოდა.
გაჭვარტლული სურათების შეკვრა, რომელსაც ის ბუხრის კვამლსადენში მალავდა და
რომლის ურცხვ, გარყვნილ სცენებზე ფიქრით თუ ქმედებით საათობით სცოდავდა,
საზარელი ოცნებები, მაიმუნისმაგვარი არსებებით და თვალებმოელვარე მეძავებით
დასახლებული, ბილწი, გრძელი წერილები, რომლებშიც ის გულახდილად და
სიამოვნებით აღწერდა თავის გარყვნილებას და რომლებიც რამდენიმე დღე თან
დაჰქონდა, რათა შებინდებისას ბალახებში ჩაეგდო, ან სადმე უანჯამო კარის ქვეშ
შეეცურებინა, ან კიდევ ღობესთან ჩაემალა, სადაც ის შეიძლება რომელიმე გოგონას
ეპოვა, როცა ჩაივლიდა და სხვებისაგან მალულად წაეკითხა. შეშლილი! შეშლილი!
ნუთუ, ის სჩადიოდა ამ ყველაფერს? ცივმა ოფლმა დაუნამა შუბლი, როცა ეს
სამარცხვინო მოგონებები მის ტვინში შედედდა.

როცა სირცხვილის აგონიამ განვლო, შეეცადა, თავისი სული უძლურების უბადრუკი


მდგომარეობიდან გამოეყვანა. უფალი და ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი ძალიან
შორს იყვნენ მისგან. უფალი დიადი იყო და მკაცრი, ყოვლადწმინდა მარიამი კი
უბიწო და წმინდა. მაგრამ მან წარმოიდგინა, რომ სადღაც, გაშლილ ველზე ემასთან
ერთად დგას, მოკრძალებული და თვალცრემლიანი მის წინაშე თავს იდრეკს და
სახელოზე იდაყვთან კოცნის.
გაშლილ ველზე, ნაზი და გამჭვირვალე საღამოს ცის ქვეშ, რომელზეც ღრუბლები
დასავლეთისკენ მიცურავდნენ, ზეციურ ღია მწვანე ზღვაში, ისინი ერთად დგანან -
ბავშვები, რომელთაც სცოდეს. მათმა შეცოდებამ უფლის დიდებულება ღრმად
შეურაცხყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბავშვებმა ჩაიდინეს. მაგრამ ამ შეცოდებას არ
შეურაცხყვია ის, ვისი სილამაზეც არ ჰგავს მიწიერ სილამაზეს, სახილველად საშიშს,
არამედ დილის ვარსკვლავს ჰგავს, მის სიმბოლოს, ნათელს და მელოდიურს. მზერა,
მისდამი მიპყრობილი, არ არის გაბრაზებული და არც საყვედურიანი. ის მათ ხელებს
აერთებს და მათ გულებს მიმართავს: „ხელები ჩასჭიდეთ, სტივენ და ემა. ზეცაში
ახლა მშვენიერი საღამოა. მართალია შესცოდეთ, მაგრამ თქვენ ხომ ჩემი ბავშვები
ხართ. ამ ორ გულს ერთმანეთი უყვარს. ჩასჭიდეთ ხელი ერთმანეთს, ჩემო ძვირფასო
ბავშვებო, თქვენ ერთად ბედნიერი იქნებით და თქვენს გულებს ერთმანეთი
ეყვარებათ“.

ეკლესიას მქრქალი მეწამული სინათლე მოჰფენოდა, რომელიც ჩამოშვებულ


ჟალუზებში ატანდა. უკანასკნელ ჟალუზს და ფანჯრის რაფას შორის ბზარიდან
სინათლის მკრთალი სხივი შუბივით იჭრებოდა და საკურთხეველზე რელიეფით
შემკობილ შანდლებზე სხლტებოდა, რომელიც ბრძოლაში გაცვეთილი ანგელოსის
აბჯარივით ბრწყინავდა.

აწვიმდა ეკლესიას, აწვიმდა ბაღს, აწვიმდა კოლეჯს. იწვიმებს გადაუღებლად,


უხმაუროდ. წყალი თანდათან მოიმატებს და დაფარავს ბალახებს და ბუჩქებს, ხეებსა
და სახლებს, მონუმენტებსა და მთის მწვერვალებს, ყოველი ცოცხალი არსება
უხმაუროდ დაიხრჩობა: ჩიტები, ადამიანები, სპილოები, ღორები, ბავშვები.
იავარქმნილი სამყაროს ნაგავსა და ნანგრევების გვერდით უხმაუროდ მცურავი
გვამები. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე განუწყვეტლივ იწვიმებს, ვიდრე დედამიწა
მთლიანად არ დაიფარება წყლით.[137]

შესაძლებელია ასეც მოხდეს. რატომაც არა?

- „გაფართოვდა შავეთი და ხახა უსაზომოდ დააფჩინა“ - ეს სიტყვები, ჩემო პატარა


ქრისტესმიერო ძმებო, ისაიას წიგნიდანაა. თავი მეხუთე, ლექსი მეთორმეტე.
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.

მქადაგებელმა სუტანის შიგა ჯიბიდან უძეწკვო საათი ამოიღო, ცოტა ხანს


ციფერბლატს წყნარად უყურა და მაგიდაზე თავის წინ წყნარად დადო.

მან მშვიდი ხმით დაიწყო: - ადამი და ევა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, როგორც იცით,
ჩვენი წინაპრები იყვნენ და თქვენ გახსოვთ, რომ ღმერთმა ისინი იმიტომ შექმნა, რათა
ის ადგილი დაეკავებინათ, რომელიც ლუციფერისა და მეამბოხე ანგელოსების
დაცემის შემდეგ გათავისუფლდა. ლუციფერი, როგორც გვეუბნებიან, ცისკრის შვილი
იყო, ბრწყინვალე და მძლავრი ანგელოსი. მაგრამ ის დაეცა და მასთან ერთად დაეცა
ციურ ანგელოსთა მესამედი. ის დაეცა და თავის მეამბოხე ანგელოსებთან ერთად
ჯოჯოხეთს შთავარდა. ჩვენ არ ვუწყით, მან რა შესცოდა. თეოლოგები თვლიან, რომ
სიამაყის ცოდვაში ჩავარდა. წამიერად გაელვებული ცოდვიანი გულისთქმა. NNon
serviam - არ ვემორჩილები - ეს იყო მისი დაღუპვის წამი. მან შეურაცხყო უფლის
დიდებულება წამიერად გაელვებული ცოდვიანი ფიქრით და უფალმა ის
სამარადჟამოდ განდევნა ზეციდან ჯოჯოხეთში.
მაშინ ღმერთმა ადამი და ევა შექმნა და ისინი დამასკოს ველზე, ედემში მოათავსა,
მშვენიერ ბაღში, მზის სხივებითა და კაშკაშა ფერებით რომ ბრწყინავდა და უამრავი
მცენარე ხარობდა. ნაყოფიერი მიწა გულუხვი იყო და მხეცებიც და ფრინველებიც
მორჩილად ემსახურებოდნენ ადამს და ევას. მათთვის უცხო იყო ის მრავალი
ხორციელი ავადმყოფობა, ჩვენ რომ გვაწუხებს ხოლმე. უცხო იყო სიღარიბე და
სიკვდილი. დიდმა და მოწყალე ღმერთმა ყველაფერი გააკეთა მათთვის, რისი
გაკეთებაც შეიძლებოდა, მაგრამ ერთი პირობით: მის სიტყვას უნდა
დამორჩილებოდნენ. აკრძალული ხის ნაყოფი არ უნდა ეგემათ.

- სამწუხაროდ, ჩემო პატარა მეგობრებო, ისინიც დაეცნენ. სატანა, ერთ დროს


ბრწყინვალე ანგელოსი, ცისკრის შვილი, ახლა კი ბოროტი სული, გველის სახით
გამოეცხადა მათ, ხოლო „გუელი იყო უცნობილეს ყოველთა მხეცთა ქუეყანასა
ზედა“.[138] სატანას შურდა მათი. მას, ახლა დაცემულს, ერთ დროს კი დიად სულს,
ვერ აეტანა, რომ თიხისაგან შექმნილი ადამიანი იქცა მემკვიდრედ ყოველივე იმისა,
რაც თავისი შეცოდების გამო, მას სამარადისოდ აღკვეთილი ჰქონდა. ის მივიდა
ქალთან, უფრო სუსტ ჭურჭელთან და ყურში თავისი მჭევრმეტყველების შხამი
ჩაუღვარა. დაპირდა მას, ო, როგორი მკრეხელური დაპირებაა, რომ თუკი ის და ადამი
აკრძალულ ხილს შეჭამდნენ, ისინი ღმერთის მსგავსნი გახდებოდნენ - თვით
ღმერთის მსგავსნი. ევა დაჰყვა დიდი მაცდუნებლის ცდუნებას, ვაშლი შეჭამა და
ადამსაც მისცა, რომელსაც ნებისყოფა არ ეყო, ცდუნებისთვის გაეძლო. სატანის
შხამიანმა ენამ თავისი ჰქნა - ისინი დაეცნენ.

და შემდეგ, უფლის ხმა ისმა ბაღში, რომელიც თავის ქმნილებას, ადამიანს უხმობდა,
რომ პასუხი მოეკითხა. ციურ ანგელოსთა დასის მთავარი მიქაელი ცეცხლოვანი
ხმლით ხელში გამოეცხადა დამნაშავე წყვილს და განდევნა ისინი ედემიდან
ქუეყანასა ზედა, რათა ოფლითა მათით მოეპოვებინათ პური არსობისა. მაგრამ
მაშინაც კი როგორი მოწყალე იყო ღმერთი. მან შეიცოდა ჩვენი გადაგვარებული
წინაპრები და აღუთქვა მათ, რომ როცა ჟამი დაჰკრავდა, ის ზეციდან დედამიწაზე
გამოაგზავნიდა მას, ვინც მათ დაიხსნიდა და კვლავ უფლის ბავშვებად და
სასუფევლის მემკვიდრეებად აქცევდა.[139] და დაცემული ადამიანის მხსნელი
იქნებოდა უფლის ერთარსი ძე, წმინდა სამების მეორე პირი, მარადიული სიტყვა.

ის მოვიდა. ის ყოვლადწმინდა ქალწულმა მარიამმა შვა, ქალწულმა დედამ. იუდეაში


ღარიბულ ბაგაში დაიბადა და ოცდაათ წლამდე უბრალო დურგალივით ცხოვრობდა,
ვიდრე მისი მისიის აღსრულების ჟამი არ დადგა. და შემდეგ, ადამიანებისადმი
სიყვარულით ავსებული წავიდა და უხმო კაცთ, რათა მათთვის სახარება ექადაგა.

მაგრამ მოუსმინეს კი მას? დიახ, უსმენდნენ, მაგრამ არ ესმოდათ. ის დაიჭირეს და


ჩვეულებრივი ბოროტმოქმედივით გაკოჭეს, ისე დასცინოდნენ, როგორც სულელს და
მის შეწყალებას ავაზაკის შეწყალება ამჯობინეს. ხუთი ათასი როზგი დაარტყეს,
ეკლის გვირგვინი დაადგეს თავზე. რომაელი ჯარისკაცები და ებრაელთა ბრბო მას
ქუჩა-ქუჩა დაათრევდა. ყოველგვარი სამოსელისაგან განძარცვეს და ჯვარზე გააკრეს,
გვერდში შუბი ჰკრეს და ჩვენს უფალს დაჭრილი სხეულიდან სისხლი და წყალი
სდიოდა შეუჩერებლად.

და მაშინაც კი, ასეთი უსაშინელესი აგონიის ჟამს, ჩვენმა გულმოწყალე მხსნელმა


შეიწყალა ადამიანთა მოდგმა. იქაც კი, ქელვერის ბორცვზე, მან წმინდა კათოლიკური
ეკლესია დააარსა, რომელსაც მისი დაპირების თანახმად, ვერ მოერევიან ბჭენი
ჯოჯოხეთისანი.[140] მან აღაშენა ის მარადიულ კლდესა ზედა, თავისი წყალობა და
წმინდა ზიარების საიდუმლო უბოძა მას და აღუთქვა, რომ თუკი ადამიანები მისი
ეკლესიის სიტყვას დაემორჩილებოდნენ, ისინი მარადიულ სიცოცხლეს
მოიპოვებდნენ, მაგრამ თუკი ყველაფერი იმის შემდეგ, რაც მათთვის გაკეთდა,
ბოროტებას არ მოიშლიდნენ, მათი ხვედრი მარადიული სატანჯველი, ჯოჯოხეთი
იქნებოდა.

მქადაგებლის ხმა მისუსტდა. ის შეჩერდა, ხელისგულები შეაერთა, შემდეგ ისევ


დააშორა და განაგრძო: - ახლა კი, მოდით, რამდენადაც შევძლებთ ერთი წამით
წარმოვიდგინოთ დასჯილ სულთა სამყოფელი, რომელიც განრისხებულმა ღმერთმა
განუწესა ცოდვილთ მარადიული სასჯელისათვის. ჯოჯოხეთი - ეს არის ვიწრო,
ბნელი და აყროლებული დილეგი, ეშმაკთა და დაცემულ სულთა სამყოფელი,
რომელიც სავსეა ცეცხლით და კვამლით. ღმერთმა ვიწრო დილეგი იმათ
დასასჯელად შექმნა, ვინც უარი თქვა მის კანონთა აღსრულებაზე. ჩვეულებრივ
ციხეში საცოდავ ტუსაღს ოდნავ მაინც შეუძლია გაინძრეს, იქნება ეს საკნის ოთხ
კედელში თუ ციხის პირქუშ ეზოში. ჯოჯოხეთში ამის საშუალებაც არ არის. იქ
იმდენი დასჯილია, რომ ისინი ერთმანეთზე არიან დაყრილი იმ საშინელ დილეგში,
რომლის კედლების სისქე, როგორც ამბობენ, ოთხი ათასი მილია, და დასჯილები ისე
მჭიდროდ არიან ერთმანეთზე მიკრულნი და ისეთი უმწეონი არიან, რომ როგორც
წმინდა ანსელმი[141] წერს თავის წიგნში მსგავსობის შესახებ, მათ იმ მატლების
მოშორებაც კი არ ძალუძთ, თვალებს რომ უღრღნიან.

- ისინი წვანან ბნელსა მას გარესკნელსა,[142] ვინაიდან ნუ დაგავიწყდებათ, რომ


ჯოჯოხეთის ცეცხლი არ ანათებს. როგორც ღმერთის ბრძანებით ბაბილონის ცეცხლმა
მხურვალება დაკარგა,[143] მაგრამ სინათლე შეინარჩუნა, ასევე ღმერთის ბრძანებით
ჯოჯოხეთის ცეცხლი მხურვალებას ინარჩუნებს და მარადიულ უკუნში გიზგიზებს.
ეს წყვდიადის ბნელი ალების და დამწვარი გოგირდის შავი კვამლის მარად
დაუსრულებელი ქარიშხალია, სადაც სხეულები ერთმანეთზეა დაყრილი და ჰაერი
საერთოდ არ აღწევს. ყველა იმ სასჯელთაგან, რომელიც ფარაონის მიწას დაატყდა
თავს, ყველაზე საშინლად წყვდიადი ითვლება. მაშ, რაღა უნდა ვთქვათ ჯოჯოხეთის
წყვდიადზე, რომელიც არა თუ სამი თვე, არამედ მარადიულად გრძელდება.

ამ ვიწრო და ბნელი დილეგის საშინელებას საზიზღარი სუნი აძლიერებს. ამბობენ,


რომ დედამიწის მთელი სიბინძურე, მთელი მსოფლიოს მძორი და ნარჩენები
დაიძვრება იმ ადგილისაკენ, უზარმაზარი, მყრალი ორმოსაკენ, როცა უკანასკნელი
დღის საშინელი ხანძარი განწმენდს სამყაროს. გოგირდიც ძალიან დიდი
რაოდენობით იწვის იქ და ჯოჯოხეთს აუტანელი სუნით ავსებს. თვით დასჯილთა
სხეულები ისეთ შხამიან სუნს გამოსცემენ, რომ როგორც წმინდა ბონავენტურა[144]
ამბობს, ერთ-ერთი მათგანის სუნიც კი საკმარისია იმისთვის, რომ მთელი მსოფლიო
მოწამლოს. ჩვენი სამყაროს ჰაერიც კი, რომელიც წმინდა სტიქიაა, როცა არ იძვრის,
ისეთი მყრალი ხდება, რომ სუნთქვა აღარ შეიძლება. აბა, ახლა იფიქრეთ,
ჯოჯოხეთის ჰაერი როგორი მყრალი იქნება. წარმოიდგინეთ აყროლებული და
გახრწნილი გვამი, რომელიც სამარეში წევს და ლპება - ჟელესავით წებოვან მასად
ქცეული მყრალი სითხე. წარმოიდგინეთ, რომ ეს გვამი ცეცხლის ალშია გახვეული,
აგიზგიზებულ გოგირდში იწვის და გულისამრევ, საზიზღარ, სქელ, მხუთავ
გამონაბოლქვს აღრჩოლებს ირგვლივ. და შემდეგ წარმოიდგინეთ ეს გულისამრევი
სუნი მრავალ და მრავალ მილიონჯერ გაძლიერებული მილიონობით აყროლებული
გვამის სუნით, რომლებიც აშმორებულ წყვდიადში ერთმანეთზე ყრია. ადამიანთა
სხეულების ლპობადი, ვეებერთელა, ობმოდებული მასა. წარმოიდგინეთ ყველაფერი
ეს და თქვენ გარკვეული აზრი შეგექმნებათ იმის შესახებ, თუ როგორი სიმყრალეა
ჯოჯოხეთში.

მაგრამ ეს სიმყრალე, რაც არ უნდა საზიზღარი იყოს ის, არ არის ყველაზე საშინელი
იმ ფიზიკურ ტანჯვათაგან, რომლისთვისაც განწირულნი არიან დასჯილნი.
ცეცხლით წამება ყველაზე უარესია იმათ შორის, რასაც ტირანები იყენებენ თავიანთი
ქვეშევრდომების დასასჯელად. აბა, სულ ერთი წამით მიიტანეთ თითი ცეცხლის
ალთან და ნახავთ, როგორ ტკივილს იგრძნობთ. მაგრამ ჩვენი მიწიერი ცეცხლი
უფლის მიერ ადამიანის საკეთილდღეოდ არის შექმნილი, რათა მასში სიცოცხლის
ნაპერწკალი შეინარჩუნოს და დაეხმაროს მას სასარგებლო საქმის კეთებისას.
ჯოჯოხეთის ცეცხლს კი სხვა თვისება აქვს და ის უფლის მიერ მოუნანიებელ
ცოდვილთა დასასჯელად და საწამებლადაა შექმნილი. მიწიერი ცეცხლი მეტ-
ნაკლებად ჩქარა წვავს, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად წვადია საგანი. გონიერმა
ადამიანმა ისეთი ქიმიური საშუალებებიც კი მოიგონა, რომლებიც წვას ანელებენ ან
აჩქარებენ. მაგრამ შხამიანი გოგირდი, რომელიც ჯოჯოხეთში იწვის, სპეციალურად
შექმნილი ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად, თანაც შეუნელებელი მძვინვარებით
იწვის. უფრო მეტიც მიწიერი ცეცხლი რასაც წვავს, ანადგურებს. და რაც უფრო
ინტენსიურია იგი, მით უფრო მოკლეა წვის ხანგრძლივობა. მაგრამ ჯოჯოხეთის
ცეცხლს ისეთი თვისება აქვს, რომ რასაც წვავს, არ ანადგურებს და მიუხედავად
იმისა, რომ არნახული მძვინვარებით გიზგიზებს, ეს მძვინვარება არასოდეს ნელდება.

- გარდა ამისა, ჩვენს მიწიერ ცეცხლს, როგორც არ უნდა მძვინვარებდეს იგი,


საზღვარი მაინც გააჩნია, ჯოჯოხეთის ცეცხლოვანი ტბა კი უსაზღვრო, უნაპირო და
უძიროა. ცნობილია, რომ თვით სატანა, ერთ-ერთი მებრძოლის შეკითხვაზე
იძულებული იყო ეღიარებინა, რომ თუნდაც მთელი მთა ჩააგდონ ჯოჯოხეთის
მოგიზგიზე ოკეანეში, ის სანთლის ცვილივით წამსვე დაიწვება. და ეს საშინელი
ცეცხლი არა მხოლოდ გარედან ტანჯავს დასჯილთა სხეულებს, არამედ თითოეული
დასჯილი სული თვითონვე იქცევა საკუთარი თავის ჯოჯოხეთად და უკიდეგანო
ცეცხლი მის შიგნითაც მძვინვარებს. ო, როგორი საშინელია ხვედრი ამ უბადრუკი
არსებებისა. სისხლი დუღს და თუხთუხებს მათ ძარღვებში, ტვინი ლღვება თავის
ქალის შიგნით, გული იბუგება მკერდში და ამოვარდნას ლამობს, ნაწლავები
ცეცხლმოდებული ხორცის გავარვარებულ მასად იქცევა, ნაზი თვალები კი
გამლღვალი ბირთვებივით გიზგიზებენ.

- და მაინც ის, რაც გითხარით ამ ცეცხლის მძვინვარების, თვისებების და


უსაზღვროების შესახებ, არაფერია მის ინტენსივობასთან შედარებით, რამდენადაც ეს
ინტენსივობა ღვთაებრივი ნების მიერ შერჩეული ინსტრუმენტია სულის და
სხეულის დასასჯელად. ეს ის ცეცხლია, რომელიც უშუალოდ უფლის
მრისხანებისგან მოდის და თავისი ნებით კი არ მოქმედებს, არამედ ღვთიური
შურისგების ინსტრუმენტია. როგორც ნათლობის წყალი სხეულთან ერთად სულსაც
წმენდს, ასევე დამსჯელი ცეცხლი სხეულთან ერთად სულსაც ტანჯავს. სხეულის
ყველა ნერვი იტანჯება და სულიც მათთან ერთად. თვალებს აბსოლუტური,
უკიდეგანო წყვდიადი ტანჯავთ, ცხვირს საშინელი სიმყრალე, ყურებს წივილ-
კივილი, მოთქმა და წყევლა-კრულვა, ენას სიდამპლის გემო და ენით აუწერელი,
გაუსაძლისი სიბინძურე, შეგრძნებებს - მოგიზგიზე ცეცხლზე გავარვარებული
ლურსმნები და ლითონის წნელები. და გრძნობების ასეთ ყოველმხრივ ტანჯვასთან
ერთად უკვდავი სულიც მთელი არსით მარადიულ ტანჯვაშია, იმ აურაცხელი
ცეცხლის ალებისგან განრისხებული, დიდებულ და ყოვლისშემძლე ღმერთს
ქვესკნელში რომ გაუჩაღებია და უფლის მრისხანების სუნთქვით მარადიულად და
სულ უფრო და უფრო ძლიერად რომ მძვინვარებს.

- ისიც გაითვალისწინეთ, რომ ტანჯვას ამ ჯოჯოხეთის საპყრობილეში სხვა


განსჯილებთან სიახლოვეც აძლიერებს. ბოროტთან სიახლოვე დედამიწაზეც კი ისე
მავნებელია, რომ მცენარეები როგორღაც ინსტინქტურად ერიდებიან ყველაფერ
ისეთთან ახლოს ყოფნას, რაც მათთვის მომაკვდინებელი ან საზიანოა. ჯოჯოხეთში
ყველა კანონი დარღვეულია. იქ არავინ ფიქრობს ოჯახზე, სამშობლოზე,
ურთიერთობებზე. განწირულნი მოთქვამენ და ერთმანეთს უკივიან. მათ ტანჯვას და
მძვინვარებას აძლიერებს სხვა განწირულთა სიახლოვე, რომლებიც მათსავით
იტანჯებიან და მძვინვარებენ. ყველა ადამიანური გრძნობა მივიწყებულია. ტანჯულ
ცოდვილთა ვაება უზარმაზარი ქვესკნელის უშორეს კუნძულებს სწვდება.
დასჯილთა ბაგეები ღვთის გმობაში და თავისი მსგავსი ცოდვილების ძაგებაში არიან
და წყევლიან იმ სულებს, რომლებიც მათი თანამზრახველნი იყვნენ ცოდვების
ჩადენისას. უძველეს დროში არსებობდა ჩვეულება, რომ მამის მკვლელს - კაცს, -
რომელიც ხელს აღმართავდა საკუთარ მამაზე, - მამალთან, მაიმუნთან და გველთან
ერთად თავმოკრულ ტომარაში სვამდნენ და ზღვაში აგდებდნენ. ამ კანონის,
რომელიც დღეს ასე სასტიკი გვეჩვენება, შემქმნელთა მიზანი იყო, დაესაჯათ
ბოროტმოქმედი, მავნე და საზიზღარი არსებების სიახლოვით. მაგრამ რა არის უტყვი
არსების მძვინვარება იმ წყევლა-კრულვასთან შედარებით, ჯოჯოხეთში დასჯილთ
დამსკდარი ტუჩებიდან და გამშრალი ყელიდან რომ აღმოხდებათ, როცა სხვა
ტანჯულებს შორის იხილავენ მათ, ვინც ცოდვის ჩადენაში ეხმარებოდათ და
აქეზებდათ, ვისმა სიტყვებმაც მათ გონებაში ბოროტი ფიქრების და ქცევების
პირველი მარცვალი ჩათესეს, ვისმა ურცხვმა რჩევებმაც ისინი ცოდვებამდე
მიიყვანეს, ვისმა თვალებმაც აცდუნეს და მართალი გზიდან გადაახვევინეს. ისინი
ლანძღავენ და წყევლიან თანამზრახველთ, მაგრამ უკვე უმწეონი და უიმედონი
არიან. მონანიება უკვე ძალიან დაგვიანებულია.

- და ბოლოს, წარმოიდგინეთ, რა საშინელი ტანჯვაა დასჯილ სულთათვის -


მაცდუნებლებისთვისაც და ცდუნებულთათვისაც - ეშმაკებთან სიახლოვე. ეს
ეშმაკები დასჯილ სულებს ორგვარად ტანჯავენ: თავიანთი სიახლოვით და
საყვედურებით. ჩვენ წარმოდგენაც არა გვაქვს, როგორი საშინელნი არიან ისინი.
წმინდა კატერინა სიენელს[145] ერთხელ ეშმაკი დაუნახავს და ის წერს, რომ თუნდაც
ერთი წამით კიდევ ერთხელ იმ საშინელი ურჩხულის ხილვას, ამჯობინებდა მთელი
თავისი ცხოვრება გავარვარებულ ნახშირზე ევლო. ეს ეშმაკები, რომლებიც ერთ
დროს მშვენიერი ანგელოსები იყვნენ, ახლა მახინჯ და საზარელ არსებებად იქცნენ.
ისინი დასცინიან და აბუჩად იგდებენ დაღუპულ სულებს, რომლებიც მათ ჩაითრიეს
ცოდვაში, და სწორედ ესენი, ეს საზარელი ეშმაკები, ცვლიან ჯოჯოხეთში სინდისის
ხმას. რატომ ჩაიდინე ცოდვა? რატომ ათხოვე ყური მეგობრებს, რომლებიც
გაცდუნებდნენ? რატომ აქციე ზურგი ღვთისმოსავ ცხოვრებას და კეთილ საქმეთ?
რატომ არ გაურბოდი ცდუნებას? რატომ არ არიდებდი თავს უკეთურებთან
სიახლოვეს? რატომ ცხოვრობდი გარყვნილებასა და უზნეობაში? რატომ არ იღებდი
ყურად მოძღვრის რჩევებს? რატომ მაშინ მაინც არ მოინანიე, როცა ერთხელ, ორჯერ,
სამჯერ, ასჯერ შესცოდე? რატომ არ შეუდექი გზას უფლისას, რომელიც შენგან
მონანიებას ელოდა, რომ ცოდვები მიეტევებინა? დრო უკვე წავიდა. დრო არის, დრო
იყო, მაგრამ დრო აღარ იქნება! იყო დრო ცოდვათა ფარულად ჩადენისა, მცონარებისა
და ამპარტავნებისა, ბილწი სურვილებისა, მდაბალ ინსტინქტებზე დაყოლისა, ტყიურ
ცხოველთა მსგავსად ცხოვრებისა, არა, ცხოველებზე უარესადაც, რადგან ისინი, რაც
არ უნდა იყოს, მხეცები არიან და არ გააჩნიათ გონება, რომელიც მათ სწორად
წარმართავდა. იყო დრო, მაგრამ დრო აღარ იქნება. უფალი მრავალი ხმით
გესაუბრათ, თქვენ კი არ მოუსმინეთ, თქვენ არ დათრგუნეთ თქვენი გულების ბოღმა
და ამპარტავნება, არ დააბრუნეთ არამი გზით შეძენილი, არ დაემორჩილეთ წმინდა
ეკლესიის მცნებებს, არ ესწრებოდით საეკლესიო რიტუალებს, არ ჩამოსცილდით
თქვენს ბოროტ თანამზრახველთ, თავს არ არიდებდით საშიშ ცდუნებებს. ამას
ამბობენ მტანჯველი ეშმაკები - ამბობენ დაცინვით, საყვედურით, სიძულვილითა და
ზიზღით, დიახ, ზიზღით, რადგან მათაც კი - თვით ეშმაკებმა - როცა შესცოდეს, ის
ერთადერთი ცოდვა ჩაიდინეს, რომელიც მათ ანგელოსურ ბუნებას შეესაბამებოდა -
ეს იყო გონების ამბოხი და ისინიც კი, საძაგელი ეშმაკები, აღშფოთებით და ზიზღით
განერიდებიან იმ გაუგონარ ცოდვათა ხილვას, რომლებითაც გადაგვარებული
ადამიანი ბილწავს და შეურაცხყოფს წმინდა სულის ტაძარს და მასთან ერთად
ბილწავს და იბინძურებს საკუთარ თავსაც.

- ო, ჩემო ძვირფასო, პატარა ქრისტესმიერო ძმებო! ღმერთმა გვაშოროს საშინელი


ხვედრი ამ სიტყვების მოსმენისა. დაე, ეს არ იყოს ჩვენი ხვედრი. მხურვალედ
შევთხოვ უფალს, რომ საშინელი ანგარიშგების უკანასკნელ დღეს, ერთი სულიც კი,
მათგან, ვინც დღეს ამ ტაძარში იმყოფება, არ აღმოჩენილიყოს ამ უბადრუკ არსებათა
შორის, რომელთაც უმაღლესი მსაჯული უბრძანებს, თვალით აღარასოდეს დაენახონ,
დაე, არც ერთი ჩვენგანის ყურში არ დაერეკოს საშინელ მსჯავრს უარყოფის
სიტყვებისა: „განვედით ჩემგან წყეულნო, ეშმაკთა და მათ ანგელოსთათვის
განმზადებულ ცეცხლში“.

მან ეკლესიის რიგებს შორის ჩაიარა. ფეხები უკანკალებდა. თავის ქალა ისე
უთრთოდა, თითქოს მოჩვენების თითები შეხებოდეს. კიბეები აიარა და დერეფანში
შევიდა, რომლის კედელზეც პალტოები და საწვიმრები ჩამომხრჩვალი
ბოროტმოქმედებივით ეკიდნენ - უთავონი, სისხლგამდინარნი, უფორმონი. ყოველი
ნაბიჯის გადადგმისას შიშის ძრწოლა უვლიდა. შიშობდა, რომ ის უკვე მოკვდა, რომ
მისი სული სხეულის გარსს მოსწყდა და სივრცეში მიექანებოდა გამალებით.

ფეხქვეშ იატაკი ეცლებოდა და მერხზე ძლივს დაჯდა. ალალბედზე ერთ-ერთი წიგნი


გადაშალა და ჩააშტერდა. ყოველი სიტყვა მას ეხებოდა. დიახ, ასეა. ღმერთი
ყოვლისშემძლეა. ღმერთს შეუძლია ახლავე იხმოს ის თავისთან, ახლა, როცა მერხზე
ზის და იმის გააზრებასაც კი ვერ მოასწრებს, რომ ყველაფერი დამთავრდა. ღმერთმა
მიიხმო. როგორ უკვე? სხეული ისე შეეკუმშა, თითქოს გაუმაძღარი ცეცხლის ენების
სიახლოვე იგრძნო. ისე მიიკრუნჩხა, თითქოს მხუთავი ცეცხლის ქარიშხალს
შეეტრუსოს. უკვე მოკვდა. მას განსჯიან. ცეცხლოვანმა ტალღებმა დაურბინეს ტანში,
ერთმა, მეორემ. ტვინი უხურს. კიდევ ერთი ტალღა. ტვინი დუღს და ლღვება უკვე
დამსკდარი თავის ქალის შიგნით. მოგიზგიზე ალები თავის ქალიდან ცეცხლის
გვირგვინივით გადმოსკდებიან და მწივანა ხმით გაჰკივიან.
- ჯოჯოხეთი! ჯოჯოხეთი! ჯოჯოხეთი! ჯოჯოხეთი!

მის ახლოს ხმები ისმოდა: - ჯოჯოხეთზე საუბრობდა.

- მე მგონია რაღაცას შეგასმენდათ.

- აბა! შიშისაგან კინაღამ სული გაგვძვრა.

- ასე მოგიხდებათ. რაც შეიძლება ხშირად უნდა გიქადაგონ, რომ გამოსწორდეთ.

ქანცგამოცლილი მერხის ზურგს მიეყრდნო. ის ჯერ არ მომკვდარა, ღმერთმა დაინდო.


ჯერ კიდევ სკოლის ნაცნობ გარემოში იმყოფება. მისტერ ტეიტი და ვინსენტ კურონი
ფანჯარასთან იდგნენ და საუბრობდნენ, ხუმრობდნენ, უღიმღამო წვიმას
გასცქეროდნენ და თავებს აქეთ-იქეთ აქნევდნენ.

- კარგი იქნებოდა, რომ გამოედარა. რამდენიმე მეგობარმა გადავწყვიტეთ,


მალჰაიდში[146] ველოსიპედებით გაგვესეირნა, მაგრამ ახლა გზაზე მუხლამდე
ტალახი იქნება.

- შეიძლება გამოიდაროს, სერ.

ნაცნობი ხმები, ნაცნობი სიტყვები, სიჩუმე საკლასო ოთახში, როცა ხმები მიწყდა და
ისმოდა, საქონელი როგორ მშვიდად ძოვდა. ბიჭები წყნარად ღეჭავდნენ საუზმეს. ეს
ყველაფერი მის გატანჯულ სულს საამოდ ესალბუნებოდა.

ჯერ კიდევ არის დრო. ო, წმინდაო ქალწულო მარიამ, ცოდვილთა შემწევ, დაიფარე
ის. ო, უბიწო ქალწულო, იხსენი იგი სიკვდილის მორევიდან.

ინგლისურის გაკვეთილი ისტორიული თემით დაიწყო. მეფეებმა, ფავორიტებმა,


ინტრიგანებმა, ეპისკოპოსებმა უხმო ლანდებივით ჩაიარეს სახელთა საფარველს
მიღმა. ყველა მოკვდა, ყველა განისაჯა. რა სარგებელი აქვს ადამიანს, თუკი ის
თუნდაც მთელ მსოფლიოს მოიპოვებს, საკუთარ სულს კი დაღუპავს. ბოლოს და
ბოლოს ის მიხვდა: ადამიანის ცხოვრება გადაშლილიყო მის გარშემო, როგორც
მშვიდობის ველი, სადაც ჭიანჭველას მსგავსი ადამიანები ერთად შრომობდნენ, მათი
მიცვალებულები კი საფლავის ბორცვებს ქვეშ განისვენებდნენ. მის გვერდით მყოფის
იდაყვი შეეხო. თითქოს მის გულს შეეხნენ. როცა მასწავლებლის კითხვებს
პასუხობდა, საკუთარი ხმა გაიგონა, სიმშვიდით, მორჩილებით და სინანულით სავსე
ხმა.

მისი სული შიშის ტკივილების ტანჯვას ვეღარ უძლებდა, სულ უფრო და უფრო
ღრმად ეშვებოდა მშვიდ სინანულში და ჩაშვებისას მოკრძალებით ლოცვას
აღავლენდა. არა, მას შეიწყალებენ, მთელი გულით მოინანიებს და შეუნდობენ, და
შემდეგ იქ, მაღლა, ზეცაში, ნახავენ, თუ როგორ მოიქცევა ის, რომ წარსული
მოინანიოს - მთელი ცხოვრებით, ცხოვრების ყოველი საათით, მხოლოდ დააცადონ.

- ყოველი, უფალო! ყოველი, ყოველი, საათით!

მაცნემ კარი შემოაღო და თქვა, რომ ეკლესიაში აღსარებები უკვე დაწყებული იყო.
ოთხი ბიჭი ოთახიდან გავიდა და მან დერეფანში სხვების ფეხის ხმაც გაიგონა.
მთრთოლვარე სიცივემ დაჰქროლა მის გულში, ნიავივით სუსტმა, მაგრამ როცა
წყნარად უსმენდა და იტანჯებოდა, ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს ყური საკუთარ
გულზე ჰქონდა მიდებული და გრძნობდა, როგორ იკუმშებოდა და ფანცქალებდა იგი,
როგორ ფეთქავდნენ სისხლძარღვები.

გამოსავალი არ არის. მან აღსარება უნდა თქვას. აღიაროს ყველაფერი, რასაც


აკეთებდა და ფიქრობდა. აღიაროს ყველა თავისი ცოდვა, მაგრამ როგორ! როგორ!

- მამაო, მე...

ეს აზრი ცივი, ელვარე ხანჯალივით შეიჭრა მის სუსტ სხეულში. აღსარება - მაგრამ
არა აქ, კოლეჯის ეკლესიაში. ის ყველაფერს აღიარებს, ყველა ცოდვას, რომელიც
ფიქრით თუ საქმით ჩაუდენია. აღიარებს გულწრფელად, მაგრამ არა აქ, სკოლის
ამხანაგებს შორის. აქედან შორს, სადღაც ბნელ ადგილას ამოილუღლუღებს ის თავის
სირცხვილს. და მან მორჩილად შესთხოვა ღმერთს, არ გაბრაზებულიყო მასზე იმის
გამო, რომ ვერ ბედავდა კოლეჯის ეკლესიაში ეთქვა აღსარება და ის სრული
მორჩილებით, უხმოდ შესთხოვდა მიტევებას მისი ამხანაგების ჭაბუკ გულებს.

დრო გადიოდა.

კვლავ ეკლესიის პირველ რიგში იჯდა. დღის სინათლე უკვე იკლებდა და


უკანასკნელი სხივები გახუნებულ, წითელ ფარდებში აღწევდნენ. გეგონებოდათ,
უკანასკნელი დღის მზე ჩადიოდა, იმ დღისა, როცა ყველა სული საშინელი
სამსჯავროს წინაშე უნდა წარმდგარიყო.

- „მოწყვეტილი ვარ შენთა თვალთაგან“. ეს სიტყვები, ჩემო პატარა ქრისტესმიერო


ძმებო, აღებულია ფსალმუნების წიგნიდან. თავი ოცდამეათე. ლექსი ოცდამესამე.
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ამინ!

მქადაგებელი წყნარ მეგობრულ ტონზე გადავიდა. კეთილი სახე ჰქონდა, თითები


ერთმანეთს რბილად შეახო და თითის წვერებით რაღაც პატარა გალიისმაგვარი
შეიქმნა.

- ამ დილით ჯოჯოხეთზე საუბრისას ჩვენ შევეცადეთ წარმოგვედგინა ის, რასაც ჩვენი


ორდენის წმინდა დამაარსებელი თავის წიგნში, რომელიც სულიერ წვრთნას შეეხება,
ადგილის კომპოზიციას უწოდებს. ანუ ჩვენ შევეცადეთ გონების, შეგრძნებების და
წარმოსახვის საშუალებით ჩავწვდომოდით მატერიალურ ბუნებას იმ საშინელი
ადგილისა, და იმას, თუ რა საშინელი ფიზიკური ტანჯვის ატანა უწევთ ჯოჯოხეთში
მყოფთ. ამ საღამოს ჩვენ შევეხებით ჯოჯოხეთში სულიერი ტანჯვის რამდენიმე
მომენტს.

- გახსოვდეთ, რომ ცოდვა ორმაგი დანაშაულია. ჯერ ერთი, ეს ჩვენი ცოდვილი


ბუნების მდაბალ ინსტინქტებზე დამორჩილებაა, რომლებიც თავისი არსით უხამსი
და ცხოველურია. მეორე მხრივ კი, ეს არის ზურგის შექცევა იმისადმი, რასაც ჩვენი
ბუნების ამაღლებული ნაწილი გვირჩევს. ამის გამო მომაკვდინებელი ცოდვა
ჯოჯოხეთში ორგვარად ისჯება: ფიზიკურად და სულიერად.

- ყველა სულიერ ტანჯვათაგან უდიდესია დანაკარგის გამო ტანჯვა. ფაქტობრივად ეს


ყველაზე დიდი ტანჯვაა. წმინდა თომა, ეკლესიის უდიდესი მოძღვარი, ანგელოს
დოქტორად წოდებული,[147] ამბობს, რომ ყველაზე დიდი წყევლა ადამიანური
ცნობიერების ღვთაებრივი ნათელისაგან განშორება და უფლის წყალობაზე ჯიუტი
ზურგშექცევაა.

გახსოვდეთ, რომ უფალი უსაზღვროდ კეთილი არსია და ამიტომ მისი დაკარგვა


უსაზღვროდ მტკივნეულია. ამ ცხოვრებაში ჩვენ არა გვაქვს მაინცდამაინც ნათელი
წარმოდგენა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ასეთი დანაკარგი. მაგრამ ჯოჯოხეთში
დასჯილთ, იმისთვის, რომ უფრო მეტად იტანჯონ, სრულად აქვთ გააზრებული, თუ
რა დაკარგეს და ესმით, რომ ეს მათი ცოდვების გამო მოხდა და ამას აღარაფერი
ეშველება. სიკვდილის დადგომისთანავე სხეული ხრწნას იწყებს და სული მაშინვე
ღმერთისკენ, - მისი არსებობის ცენტრისკენ მიფრინავს. გახსოვდეთ, ჩემო ძვირფასო
პატარებო, ჩვენი სულები ელტვიან ღმერთთან ყოფნას. ჩვენ ღმერთისაგან
მოვდივართ, ღმერთით ვცხოვრობთ და ღმერთს ვეკუთვნით. ჩვენ მას ვეკუთვნით,
განუყრელად. ღმერთს ღვთიური სიყვარულით უყვარს ყველა ადამიანური სული და
ყველა ადამიანური სული ამ სიყვარულში ცხოვრობს. სხვანაირად როგორ შეიძლება
იყოს? ყოველი ჩვენი ამოსუნთქვა, თავში გაელვებული ყოველი აზრი, ცხოვრების
ყოველი წამი ღმერთის ულევი წყალობიდან მოდის, და თუკი დედისათვის
მტკივნეულია შვილისაგან განშორება, თუკი კაცისთვის მტკივნეულია ოჯახს და
საკუთარ კერას მოწყვეტა, მეგობრისთვის მეგობრისგან განშორება, აბა,
წარმოიდგინეთ, როგორი ტკივილი, როგორი ტანჯვა იქნება საცოდავი სულისთვის
განშორება უსაზღვროდ კეთილი და მოყვარული შემოქმედისაგან, რომელმაც ის
არაფრისაგან არსებობაში იხმო, მწედ ედგა ცხოვრებაში და უსაზღვრო სიყვარულით
უყვარდა და შემდეგ სამარადისოდ განდევნა ამ უდიდესი სიკეთისაგან -
ღმერთისაგან. ტანჯვა ამ განდევნის გამო და რწმენა იმისა, რომ აღარაფერი
შეიცვლება, ეს არის უდიდესი ტანჯვა, რომელიც შექმნილ სულს შეუძლია აიტანოს.
PPPoena damni[148] - ტანჯვა დანაკარგის გამო.

მეორე სასჯელი, რომლითაც ცოდვილი სულები ჯოჯოხეთში იტანჯებიან, არის


სინდისის ქენჯნა. ისე, როგორც ხრწნის შედეგად გვამებში მატლები ჩნდება,
ცოდვილთა სულებშიც ცოდვათა ლპობისგან მუდმივი სინანულია - სინდისის
ნესტარი, სამნესტრიანი მატლი,[149] როგორც პაპი ინოკენტ მესამე უწოდებს მას.
პირველი ნესტარი, რომლითაც ეს დაუნდობელი მატლი გესლავს, წარსულ
სიმოვნებათა მოგონებაა. ო, რა საშინელია მაშინ ეს მოგონება. ყოვლისშთანმთქმელ
ცეცხლის ტბაში ამაყი მეფე გაიხსენებს სამეფო კარის დიდებულებას, ბრძენი, მაგრამ
უზნეო ადამიანი, თავის ბიბლიოთეკას და კვლევის ინსტრუმენტებს, ხელოვნების
ტრფიალი მარმარილოს ქანდაკებებს, ნახატებს და ხელოვნების სხვა ნიმუშებს. ის,
ვისაც კარგი სმა-ჭამა უყვარდა - მდიდრულ ნადიმებს, უგემრიელეს კერძებს, რჩეულ
ღვინოებს. ძუნწი - ოქრო-ვერცხლით სავსე ზარდახშებს, მძარცველი - არამი გზით
შეძენილ სიმდიდრეს, ბრაზიანი, შურისმაძიებელი, სასტიკი მკვლელები
ძალმომრეობას და სისხლიან დანაშაულებს, რომლითაც ასე ტკბებოდნენ.
უწმინდური და მრუში - ენითუთქმელ ბინძურ სიამოვნებებს, ძალიან რომ უყვარდა.
ყველაფერ ამას გაიხსენებენ და შეიზიზღებენ საკუთარ თავს და საკუთარ ცოდვებს,
რამეთუ, რაოდენ უბადრუკად მოეჩვენებათ ეს სიამოვნებანი ჯოჯოხეთის ცეცხლში
მარადიული ტანჯვისათვის განწირულ ცოდვილთა სულებს! როგორ გააფრთდებიან
და გამძვინვარდებიან ისინი, როცა მიხვდებიან, რომ ზეციური ნეტარება დაჰკარგეს
და თანაც რისთვის - მიწის მტვრისთვის, ერთი მუჭა ლითონისთვის, ფუჭი
დიდებისათვის, სხეულის სიამოვნებისათვის თუ ნერვების აღგზნებისათვის. ისინი
მართლაც მოინანიებენ და სწორედ ეს არის სინდისის მატლის მეორე ნესტარი -
დაგვიანებული და უნაყოფო წუხილი ჩადენილი ცოდვის გამო. უფლის სამართალი
მოითხოვს, რომ იმ უბადრუკ ცოდვილთა ცნობიერება მუდმივად იყოს მიჯაჭვული
მათ მიერ ჩადენილ ცოდვებზე, და უფრო მეტიც, როგორც ნეტარი ავგუსტინე[150]
მიუთითებს, ღმერთი მათ ცოდვის საშინელების წვდომის უნარს ანიჭებთ, იმისთვის
რომ ცოდვის მთელი ბოროტება ისე დაინახონ, როგორც თვით ღმერთი ხედავს. ისინი
იხილავენ თავიანთ ბინძურ ცოდვებს და სიბილწეს და ინანებენ, მაგრამ უკვე ძალიან
გვიან იქნება და შემდეგ მოთქმით და გოდებით გაიხსენებენ ხელსაყრელ
შემთხვევებს, რომელიც ხელიდან გაუშვეს. ეს არის უკანასკნელი, ყველაზე ღრმა და
ყველაზე სასტიკი ნესტარი სინდისის მატლისა. სინდისი იტყვის: თქვენ გქონდათ
დრო და შესაძლებლობა მონანიებისა და არ გამოიყენეთ. მშობლებმა თქვენ
რელიგიურად აღგზარდეს. ეკლესია წმინდა ზიარებით, მადლით და
ინდულგენციებით გეხმარებოდათ. ღვთის მსახურიც გიქადაგებდათ, რომ უკან
მიეხმეთ, როცა გზა დაგებნათ. იმ შემთხვევაში, თუკი აღსარებას იტყოდით და
მოინანიებდით, მზად იყო, მიეტევებინა თქვენი ცოდვები რამდენიც და როგორი
საზიზღარიც არ უნდა ყოფილიყო ისინი. მაგრამ თქვენ ასე არ მოიქეცით. აბუჩად
იგდებდით წმინდა რელიგიის მსახურთ, თავს არიდებდით აღსარების თქმას და სულ
უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდით ცოდვის ჭაობში. ღმერთი მოგიწოდებდათ,
გემუქრებოდათ, გთხოვდათ, რომ მას დაბრუნებოდით. ო, როგორი სირცხვილია!
როგორი უბადრუკობა! სამყაროს მბრძანებელი გთხოვდათ თქვენ, თიხისგან შექმნილ
არსებას, რომ გყვარებოდათ შემოქმედი და მის კანონებს დამორჩილებოდით, მაგრამ
თქვენ არ მოისურვეთ. ახლა კი მთელი ჯოჯოხეთი ცრემლებით რომ აავსოთ, თუკი
კიდევ შეგიძლიათ ტირილი, მთელი ეს სინანულის ზღვა ვერ მოგიპოვებთ იმას,
რასაც მიწიერი ცხოვრების ჟამს დაღვრილი გულწრფელი მონანიების ერთი ცრემლი
მოგიპოვებდათ. თქვენ ევედრებით, რომ მიწიერი ცხოვრება წამით მაინც დაბრუნდეს,
რომ მონანიების საშუალება მოგეცეთ, მაგრამ ამაოდ, დრო წასულია, წასულია
სამარადჟამოდ.

- ასეთია სინდისის სამი ნესტარი, მატლი, რომელიც ღრღნის უბედურთა გულებს


ჯოჯოხეთში. ჯოჯოხეთური მძვინვარებით შეპყრობილნი, ისინი წყევლიან საკუთარ
თავს უგუნურების გამო, წყევლიან ბოროტ თანამზრახველთ, რომლებმაც ისინი ასეთ
დღეში ჩააგდეს. წყევლიან ეშმაკებს, რომლებიც სიცოცხლეში აცდუნებდნენ, ახლა კი,
მარადისობაში, დასცინიან მათ. ისინი ლანძღავენ და წყევლიან თვით უზენაესს,
რომლის გულმოწყალებას და მოთმინებას დასცინოდნენ და შეურაცხყოფდნენ,
მაგრამ რომლის სამართალს და ძალაუფლებას თავს ვერ დააღწევენ.

- კიდევ ერთი სულიერი წამება, რომლის ატანა უხდებათ ცოდვილებს ჯოჯოხეთში,


არის ტანჯვის ხანგრძლივობა. ადამიანს, მართალია, მიწიერ ცხოვრებაში შეუძლია
მრავალი ბოროტება ჩაიდინოს, მაგრამ მას არ შეუძლია ჩაიდინოს ისინი ყველა
ერთბაშად, რამდენადაც ერთი ბოროტება ხელს უშლის და ეწინააღმდეგება მეორეს,
ისე, როგორც ერთი საწამლავი ხშირად ხელს უშლის მეორე საწამლავის მოქმედებას,
ჯოჯოხეთში კი პირიქითაა - ერთი ტანჯვა, არა თუ ხელს უშლის მეორეს, არამედ
პირიქით უფრო აძლიერებს მას. უფრო მეტიც, რადგან ჩვენი სულიერი შეგრძნებები
უფრო სრულყოფილია, ვიდრე ხორციელი, ტანჯვას სული უფრო ძნელად იტანს.
თითოეული გრძნობა, ისევე, როგორც თითოეული თვისება სულისა, შესაბამის
ტანჯვას განიცდის. წარმოსახვა კოშმარებით იტანჯება, გრძნობა - ხან წუხილით და
ხან მძვინვარებით, გონება და ცნობიერება - შინაგანი სიბნელით, რომელიც უფრო
საშინელია, ვიდრე სიბნელე გარეთ, ამ საშინელ საპყრობილეში ყველაფერი რომ
მოუცავს. ის ბოღმა, თუმც უძლური, რომლითაც შეპყრობილნი არიან ცოდვილები,
უსასრულოდ გრძელდება და არასოდეს მთავრდება. ეს არის საშინელი, ბიწიერი
მდგომარეობა, რომლის წარმოდგენაც კი ძნელია, თუკი ვერ გავაცნობიერებთ ცოდვის
მთელ საზიზღრობას და იმას, თუ როგორ სძულს ღმერთს ცოდვა.

- ტანჯვის ხანგრძლივობას თან ახლავს თითქოსდა მისი საწინააღმდეგო -


ინტენსივობა. ჯოჯოხეთი ბოროტებათა გულია და როგორც იცით, რაც უფრო ახლოს
ხარ ცენტრთან, მით მეტია ინტენსივობა. არავითარი გარეშე და საწინააღმდეგო ძალა
ოდნავაც არ ასუსტებს და არბილებს ჯოჯოხეთის ტანჯვას. ისიც კი, რაც თავისი
არსით კარგია, ჯოჯოხეთში ბოროტებად იქცევა. ცოდნა, რომელსაც ასე ელტვიან,
როგორც გონების მთავარ სიკეთეს, იქ უმეცრებაზე მეტად სძულთ. სინათლე,
რომელიც ასე წყურია ყოველ ცოცხალ არსებას ბუნების მბრძანებლიდან ტყის
უმნიშვნელო ბალახამდე, იქ ძლიერ ზიზღს იწვევს. ამქვეყნიურ ცხოვრებაში
მწუხარება არ არის ძალიან დიდი, ან ძალიან დიდხანს არ გრძელდება, რადგან
ბოლოს და ბოლოს ადამიანი ეჩვევა მას, ან ვეღარ უძლებს მის სიმძიმეს და ტანჯვას
ბოლო ეღება. მაგრამ ჯოჯოხეთში მწუხარების შეჩვევა შეუძლებელია, რადგან, გარდა
იმისა, რომ ის საშინელი ინტენსივობით გამოირჩევა, იმავდროულად უსასრულოდ
მრავალფეროვანიცაა. ერთი ტანჯვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მეორიდან ინთება და
უფრო მძვინვარე ცეცხლით ამძაფრებს მას. ცოდვილები ამ ინტენსიურ,
მრავალფეროვან ტანჯვას ვერასოდეს ეჩვევიან, რადგანაც მათი სული მუდამ
ბოროტებაში იმყოფება, რომ რაც შეიძლება მეტად იტანჯონ. ტანჯვის უსასრულობა,
უჩვეულო ინტენსივობა, სულ უფრო და უფრო მზარდი მრავალფეროვნება - ამას
მოითხოვს ცოდვილთაგან შეურაცხყოფილი ღვთაებრივი დიდებულება, ამას
მოითხოვს ზეციური სიწმინდე, რომელსაც უგულებელყოფდნენ გარყვნილი
სხეულის მდაბალ, ბიწიერ სურვილებს აყოლილნი, ამას მოითხოვს უფლის უმანკო
კრავის სისხლი, ცოდვილთა გამოსახსნელად რომ დაიღვარა და ბოროტთა შორის
უბოროტესებმა ფეხქვეშ რომ გათელეს.

- მაგრამ ამ საშინელი ადგილის ყველა ტანჯვათა დამაგვირგვინებელი ტანჯვა მისი


მარადიულობაა. მარადიულობა! როგორი შემაძრწუნებელი, საშინელი სიტყვაა.
როგორ შეუძლია ადამიანურ გონებას მისი წვდომა? და გაითვალისწინეთ, ეს არის
ტანჯვის მარადიულობა. ჯოჯოხეთის წამება ისეთი საშინელიც რომ არ იყოს,
როგორიც არის, მაინც უსაზღვრო იქნებოდა, რადგანაც მარადიულია. მაგრამ
მარადიულობასთან ერთად, ის, როგორც იცით, გაუსაძლისად მძაფრი და აუტანლად
ხანგრძლივია. მწერის ნაკბენიც კი საშინლად მტკივნეული იქნებოდა მუდმივად რომ
გრძელდებოდეს, ჯოჯოხეთში ასეთი მრავალმხრივი ტანჯვის ატანა როგორიღა
იქნება, თანაც მარადიულად, სამარადჟამოდ. არა ერთი წელი ან ერთი საუკუნე,
არამედ მარადიულად. ეცადეთ წარმოიდგინოთ მთელი საშინელება ამ სიტყვისა.
თქვენ ბევრჯერ გინახავთ ქვიშა ზღვის ნაპირზე, გინახავთ უამრავი პაწაწინა ქვიშის
მარცვალი. რამდენ ასეთ პაწაწინა მარცვალს ჩაბღუჯავს ბავშვის პატარა ხელი
თამაშის დროს. ახლა წარმოიდგინეთ მილიონი მილის სიმაღლის ქვიშის მთა,
დედამიწიდან ზეცას რომ სწვდება, მილიონი მილის სიგანეზე გადაჭიმული და
მილიონი მილის სისქისა, და წარმოიდგინეთ უზარმაზარი მასა ქვიშის უთვალავი
ნაწილაკისა გადამრავლებული ტყეში ფოთლების, ვეებერთელა ოკეანეში წყლის
წვეთების, ჩიტების ბუმბულის, თევზების ქერცლის, ცხოველთა ბეწვის, გაშლილ
სივრცეში ატომების რაოდენობაზე და წარმოიდგინეთ, რომ ყოველი მილიონი წლის
დასასრულს პატარა ჩიტუნა მიფრინდება იმ მთასთან და ნისკარტით ერთ ბეწო
მარცვალს აიღებს. რამდენი მილიონი საუკუნე ჩაივლის, სანამ ეს ჩიტუნა მთას
თუნდაც ერთ კვადრატულ ფუტს მოაკლებს და მთის მთლიანად წაღებას ხომ მთელი
მარადისობა დასჭირდება, მაგრამ მთელი ამ ხნის მანძილზე მარადისობის ერთი
წამიც კი არ გაივლის. მილიარდობით და ტრილიონობით წლის შემდეგ მარადისობა
ჰა და ჰა თუ დაიწყება. და თუკი ეს მთა კვლავ წარმოიშობა მას შემდეგ, რაც ჩიტი მას
მთლიანად წაიღებს და თუ ჩიტი კვლავ მოფრინდება და მას მარცვალ-მარცვალ
წაიღებს, და თუ ეს მთა წარმოიშობა და გაქრება იმდენჯერ, რამდენი ვარსკვლავიცაა
ცაზე, ატომი ჰაერში, წყლის წვეთი ოკეანეში და ფოთლები ხეებზე, რამდენი
ბუმბულიც აქვთ ფრინველებს, ქერცლი თევზებს და ბეწვი ცხოველებს, ამ
უზარმაზარი მთის უთვალავჯერ წარმოქმნის და გაქრობის შემდეგ მარადისობის
ერთი წამიც კი არ იქნება გასული. მაშინაც კი, დროის ამ უსაზღვრო პერიოდის
გავლის შემდეგ, იმდენად უსაზღვრო პერიოდისა, რომ მასზე ფიქრიც კი თავბრუს
გვახვევს, მარადისობა ჰა და ჰა თუ დაიწყება.

- ერთ-ერთი წმინდანი (როგორც მახსოვს ჩვენი ორდენის ერთ-ერთი დამაარსებელი)


ღირსჰყვეს ჯოჯოხეთის ხილვად. მას მოეჩვენა, რომ დიდი, ბნელი დარბაზის
შუაგულში იდგა, სადაც სიჩუმეს მხოლოდ უზარმაზარი საათის განუწყვეტელი
წიკწიკი არღვევდა და წმინდანს მოეჩვენა, რომ წიკწიკის ხმა უწყვეტად იმეორებდა
სიტყვებს: ყოველთვის, არასოდეს, ყოველთვის, არასოდეს. ყოველთვის ჯოჯოხეთში,
არასოდეს ზეცაში; ყოველთვის ღმერთისაგან მოწყვეტით, არასოდეს ნეტარი ხილვით
ტკბობა;ყოველთვის ცეცხლის ენებით დაჭმა, მატლებისაგან დაღრღნა,
გავარვარებული შანთებით დაჩხვლეტა, არასოდეს ტკივილებისაგან გათავისუფლება,
ყოველთვის სინდისის ქენჯნა, მწველი მოგონებები, სიბნელით და
სასოწარკვეთილებით მოცული გონება, არასოდეს თავის დაღწევა; ყოველთვის
საზიზღარი ეშმაკების წყევლა-კრულვა, სატანურად რომ ხარობენ მათ მიერ
გაბრიყვებულთა უბედურებით; არასოდეს ნეტარ სულთა ბრწყინვალე სამოსის
ხილვა; ყოველთვის ცეცხლოვანი ქვესკნელიდან უფლისადმი ღაღადი, რომ
წამიერად, თუნდაც მხოლოდ წამიერად შეწყდეს ეს საშინელი აგონია, არასოდეს არც
ერთი წამით შენდობა ღმერთისაგან; ყოველთვის ტანჯვა, არასოდეს სიხარული;
ყოველთვის შეჩვენება, არასოდეს ხსნა; ყოველთვის, არასოდეს, ყოველთვის,
არასოდეს. ო, რა საშინელი სასჯელია! მარადიული უწყვეტი აგონია, უწყვეტი
ხორციელი და სულიერი ტანჯვა, ყოველგვარი იმედის სხივის გარეშე, წამიერი
შესვენების გარეშე. უსაზღვრო, მრავალმხრივი და ძლიერი ტანჯვა, მარადიული
ტანჯვა, რომელიც თავის მსხვერპლს არ ანადგურებს, ტკივილი, რომელიც სულს
ჯიჯგნის და ხორცს აწამებს, მარადიულობა, რომლის ყოველი წამი მოთქმა-ვაებითაა
სავსე. ასეთია საშინელი სასჯელი, რომელიც ყოვლისშემძლე და სამართლიან ღმერთს
განუწესებია მათთვის, ვინც მომაკვდინებელი ცოდვით მიდის იმქვეყნად.

- დიახ, სამართლიან ღმერთს! ადამიანებს, რომლებიც ადამიანური გონებით სჯიან,


აკვირვებთ, რომ ღმერთი ჯოჯოხეთის ცეცხლის მარადიულ და უმკაცრეს სასჯელს
განაწესებს ერთი მძიმე ცოდვისათვის. ისინი ასე ფიქრობენ, ვინაიდან ხორციელი
ცდუნებისა და ადამიანური გონების შეზღუდულობის გამო, არ შეუძლიათ ჩაწვდნენ
მომაკვდინებელი ცოდვის საშინელ ბოროტებას, არ შეუძლიათ ჩაწვდნენ იმას, რომ
მისატევებელი ცოდვაც კი ისეთი ბინძური და საძაგელი რამ არის, რომ
ყოვლისშემძლე შემოქმედს კიდევაც რომ მოენდომებინა, შეეწყვიტა სამყაროს ყველა
სიავე და ბოროტება: ომი, ავადმყოფობა, ძარცვა-გლეჯა, დანაშაული, სიკვდილი და
მკვლელობები იმ პირობით, რომ დაუსჯელი დარჩებოდა, ერთი, ერთადერთი
მისატევებელი ცოდვა - ტყუილი, გაბრაზებული გამოხედვა, ჯიუტი სიზარმაცე - ის,
დიადი, ყოვლისშემძლე ღმერთი, არ იზამდა ამას, იმიტომ, რომ შეცოდება -
საქციელით თუ ფიქრით - მისი კანონის დარღვევაა და ღმერთი ღმერთი აღარ
იქნებოდა, თუ კანონის დამრღვევს არ დასჯიდა.

- ერთმა შეცოდებამ, ამბოხებული გონების სიამაყის ერთმა წამმა შემუსრა


ლუციფერის და ანგელოსთა კოჰორტის მესამედის დიდება. ერთმა შეცოდებამ,
უგუნურების ერთმა წამმა, გამოდევნა ადამი და ევა ედემიდან და სიკვდილი და
ტანჯვა მოიტანა სამყაროში. ამ ცოდვის შედეგები რომ გამოესყიდა, ღმერთის
მხოლოდშობილი ძე ჩამოვიდა დედამიწაზე, იცხოვრა, ეწამა და მტანჯველი
ტკივილების შემდეგ ჯვარცმიდან სამ საათში გარდაიცვალა. ო, ჩემო პატარა
ქრისტესმიერო ძმებო! ნუთუ, ჩვენ შეურაცხვყოფთ კეთილ მხსნელს და მის
გულისწყრომას დავიმსახურებთ? ნუთუ, კვლავ და კვლავ გადავქელავთ მის
ჯვარცმულ, დასახიჩრებულ სხეულს? ნუთუ, კიდევ შევაფურთხებთ მის
მწუხარებითა და სიყვარულით სავსე სახეს? ნუთუ, ჩვენც იმ სასტიკ ებრაელთა და
გამხეცებულ ჯარისკაცთა მსგავსად მასხრად ავიგდებთ მშვიდ და კეთილმოწყალე
მხსნელს, რომელმაც ჩვენი გულისთვის ტანჯვის მწარე ფიალა შესვა? ცოდვის
ყოველი სიტყვა მის ნაზ სხეულზე მიყენებული ჭრილობაა. ყოველი ჩადენილი
ცოდვა მის შუბლში ჩარჭობილი ეკალია. ყოველი უწმინდური ფიქრი, რომელსაც
შეგნებულად ავყვებით, ბასრი ლახვარია იმ წმინდა და მოყვარულ გულში ჩაცემული.
არა, არა, შეუძლებელია ადამიანმა ჩაიდინოს ის, რაც ასე ძლიერ შეურაცხყოფს მის
ღვთაებრივ დიდებულებას და რაც მარადიული ტანჯვით ისჯება, რაც კიდევ
ერთხელ ჯვარს აცვამს ღმერთის ძეს და მასხრად იგდებს მას.

- ღმერთს შევთხოვ, რომ ჩემმა დღევანდელმა სუსტმა სიტყვებმა განამტკიცონ


რწმენაში ისინი, ვინც ჭეშმარიტ გზას ადგანან, გააძლიეროს მერყევნი და
ჭეშმარიტების გზას დაუბრუნოს საცოდავი, გზააბნეული სულები, თუკი თქვენ
შორის ასეთები მოიპოვებიან. ღმერთს ვევედრები, და თქვენც ევედრეთ ჩემთან
ერთად, რომ ცოდვების მონანიებაში დაგვეხმაროს. ახლა მე გთხოვთ, ყველა
თქვენგანმა მუხლი მოიყაროს ღმერთის წინაშე ამ მოკრძალებულ ტაძარში და ჩემთან
ერთად მონანიების სიტყვები გაიმეოროს. ის აქ იმყოფება, ტაძარში, ადამიანთა
მოდგმის მიმართ სიყვარულით ანთებული და მუდამ მზადმყოფი ტანჯულთა
სანუგეშოდ. ნუ შეგეშინდებათ, რაც არ უნდა მძიმე და მრავალრიცხოვანი იყოს
თქვენი ცოდვები, თუკი მოინანიებთ, მიგეტევებათ. ნუ დაგაბრკოლებთ სირცხვილის
ამაო გრძნობა. ღმერთი ხომ ჩვენი კეთილმოწყალე შემქმნელია, რომელსაც
ცოდვილთა სამუდამო დაღუპვა კი არ სურს, არამედ ის, რომ მათ მოინანიონ და
მართალ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.

- ის თავისთან გიხმობთ. თქვენ მას ეკუთვნით. მან არაფრიდან შეგქმნათ. მას


უყვარხართ ისე, როგორც მხოლოდ ღმერთს შეიძლება უყვარდეს. ის ხელგაშლილი
მიგიღებთ, თუმცა თქვენ შესცოდეთ მის წინაშე. მიდით მასთან საბრალო
გზააბნეულო ცოდვილნო. სწორედ ახლაა შესაფერისი დრო. სწორედ ახლაა
შესაფერისი ჟამი.
მღვდელი წამოდგა, საკურთხევლისკენ შებრუნდა და უკვე ჩამოწოლილ სიბნელეში
მუხლებზე დაეშვა, შემდეგ დაიცადა, სანამ ყველა დაიჩოქებდა და როცა ხმაური
მთლიანად შეწყდა, თავი ასწია და მხურვალედ, სიტყვა-სიტყვით წარმოთქვა
მონანიების ლოცვა. ბიჭებიც მასთან ერთად იმეორებდნენ. სტივენმა, რომელსაც ენა
სასაზე მიკრობოდა, თავი დახარა და მგზნებარედ ლოცულობდა: ვინანიებ, უფალო!

ვინანიებ, უფალო!

მთელი ჩემი გულითა, მთელი ჩემი გულითა, ყოველთა შეცოდებათა ჩემთა, ყოველთა
შეცოდებათა ჩემთა, რამეთუ შეურაცხგყავ შენ, რამეთუ შეურაცხგყავ შენ, რომელი
ხარ ყოვლად მოწყალე მამა და

მეუფე ჩემი, რომელი ხარ ყოვლად მოწყალე მამა და

მეუფე ჩემი, მძულს ყოველი შეცოდება ჩემი, მძულს ყოველი შეცოდება ჩემი, ყველა
სხვა ბოროტებაზე მეტად, ყველა სხვა ბოროტებაზე მეტად, და გემუდარები მომიტევე
მე ცოდვილსა, და გემუდარები მომიტევე მე ცოდვილსა.

შენი წყალობით უფალო, შენი წყალობით უფალო, მტკიცედ განმიზრახავს, მტკიცედ


განმიზრახავს, აღარასოდეს შეურაცხგყო შენ, აღარასოდეს შეურაცხგყო შენ

და განვაახლო ჩემი ცხოვრება

და განვაახლო ჩემი ცხოვრება.

სადილის შემდეგ ზემოთ, თავის ოთახში წავიდა, რათა საკუთარ სულთან


განმარტოებულიყო. კიბის ყოველ საფეხურზე მისი სული თითქოს ოხრავდა, ყოველ
საფეხურს მის ფეხებთან ერთად ადიოდა და ბლანტ სიბნელეში ოხრავდა.

კიბის ბაქანზე კარებთან შეჩერდა, შემდეგ ფაიფურის სახელური ჩაბღუჯა და კარი


სწრაფად გამოაღო. შეშინებული იცდიდა. სადღაც მის შიგნით სული გოდებდა და
უხმოდ ლოცულობდა, რომ მაშინ, როცა ზღურბლს გადააბიჯებდა, სიკვდილის ხელი
არ შეხებოდა, რათა ეშმაკთ, რომლებიც წყვდიადში სახლობდნენ, ვერ დაეძლიათ.
ზღურბლთან გაუნძრევლად იცდიდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ბნელ
გამოქვაბულში უნდა შესულიყო. იქ იყო სახეები და თვალები. ისინი იცდიდნენ და
დარაჯობდნენ.

- ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვიცოდით, რომ, თუმცა ყოველივე ეს დღის
სინათლეს იხილავდა, მისთვის საკმაოდ ძნელი იქნებოდა ეცადა საკუთარი
თავისთვის დაეძალებინა, მთელი ძალ-ღონით ცდილიყო, ეცნო სულიერი
უფლებამოსილი პირი და ჩვენ რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვიცოდით...

მობუტბუტე სახეები იცდიდნენ და უყურებდნენ: ბუტბუტის ხმები ავსებდა


გამოქვაბულის წიაღს. ძლიერმა სულიერმა და ხორციელმა შიშმა შეიპყრო, მაგრამ
თავი მაღლა ასწია და ოთახში გაბედულად, მტკიცე ნაბიჯით შევიდა. შესასვლელი,
ოთახი, იგივე ოთახი, იგივე ფანჯარა. თავს ირწმუნებდა, რომ ბუტბუტს, სიბნელიდან
რომ ისმოდა, არავითარი აზრი არ ჰქონდა. თავს ეუბნებოდა, რომ ეს მხოლოდ მისი
ოთახი იყო, გაღებული კარით.
კარები დახურა, საწოლთან სწრაფად მივიდა, დაიჩოქა და სახე ხელებით დაიფარა.
ხელები ცივი და დანამული ჰქონდა. გაცივებისგან მთელ სხეულში ამტვრევდა.
ფიზიკური დაღლილობისგან, სიცივისა და მღელვარებისაგან აზრები ერეოდა.
რატომ იყო დაჩოქილი პატარა ბიჭივით, საღამოს ლოცვებს რომ ამბობს? რათა
საკუთარ სულთან განმარტოებულიყო, თავისი სინდისისთვის თვალი გაესწორებინა,
ცოდვები ეღიარებინა. გაეხსენებინა სად, როგორ, რა სიტუაციაში ჩაიდინა ეს
ცოდვები და გამოეტირა ისინი.

ტირილი ვერ შეძლო. ცოდვების გახსენებაც კი ვერ შეძლო. მხოლოდ იმას გრძნობდა,
როგორ სტკიოდა სულიც და ხორციც, მთელი არსება - მეხსიერება, ნება, გაგების
უნარი, სხეული - მოდუნებული და მოქანცული ჰქონდა.

ეს ყველაფერი ეშმაკებისგანაა, რომლებიც ცდილობენ, აზრი გაუფანტონ და სინდისი


დაუბლაგვონ. ლაჩრულად შეაღწიონ მის სულში ცოდვილი სხეულის საშუალებით.
მოკრძალებით შეთხოვდა ღმერთს, მისთვის სისუსტეები მიეტევებინა. ლოგინზე
აძვრა, საბანში გაეხვია და სახე ხელებით დაიფარა. მან შესცოდა. ისე ღრმად შესცოდა
ღვთისა და ღმერთის წინაშე, რომ უკვე აღარ იყო ღირსი, ღმერთის შვილად
წოდებულიყო.

ნუთუ ის, სტივენ დედალოსი სჩადიოდა ასეთ რამეებს? მისმა სინდისმა პასუხად
ამოიოხრა. დიახ, ის ჩადიოდა, მალულად, უხამსად, ხშირად. და მოუნანიებელ
ცოდვაში ჩაფლული თვით საკურთხევლის წინ ბედავდა წმინდანის ნიღბის ტარებას,
მაშინ, როცა სული ერთიან გახრწნილ მასად ქცეოდა. როგორ მოხდა, რომ ღმერთმა
სიკვდილით არ დასაჯა. ცოდვები კეთროვანების გუნდივით შემოერტყნენ გარს,
ყოველი მხრიდან მისკენ იხრებოდნენ, მის ახლოს სუნთქავდნენ. ცდილობდა,
ლოცვით მიევიწყებინა მათი არსებობა. მოიკრუნჩხა და თვალები მაგრად დახუჭა,
მაგრამ სულიერ შეგრძნებებს ვერ დახუჭავდა. და თუმცა თვალები მაგრად ჰქონდა
დახუჭული, ხედავდა იმ ადგილებს, სადაც კი ცოდვა ჩაედინა, და ესმოდა, თუმცა
ყურები მჭიდროდ ჰქონდა დაცობილი. მთელი არსებით სურდა, არ გაეგონა და არ
დაენახა. იმდენად ძლიერად სურდა, რომ მთელი სხეული აუთრთოლდა ამ
სურვილისაგან და სულიერი შეგრძნებები გაქრა. წამიერად გაქრა და კვლავ გაჩნდა.
და მან იხილა.

ველი დამჭკნარი სარეველებით, ბრტყელეკალათი და ჭინჭრის ბუჩქებით. ამ სქელი


ბუჩქების რიგებს შორის დაჭყლეტილი თუნუქის კოლოფები, მიწის ბელტები და
მკვრივი განავალის გროვები. ჭაობისებური უფერული ნისლი ამ უწმინდურობისა,
მუქი-მწვანე ეკლიანი სარეველებიდან ზემოთ მიემართება. საზიზღარი სუნი, ჭაობის
ნისლივით უფერული და მყრალი, ხვეულად, ნელ-ნელა მიიზლაზნება თუნუქის
კოლოფებიდან და დამყაყებული, მკვრივი განავალისგან.

მინდორში რაღაც არსებებია: ერთი, სამი, ექვსი. აქეთ-იქით დადიან - თხის მსგავსი
არსებები ადამიანური სახეებით, რქიანები, თხელწვერები, ინდური რეზინივით
ნაცრისფერები. ღვარძლითა და ბოროტებით უელავთ გაშეშებული თვალები, როცა
აქეთ-იქით დადიან და გრძელ კუდს მიათრევენ. ღვარძლი და ბოროტება
დასთამაშებთ მათ ბებერ, გაძვალტყავებულ, და დაღმეჭილ სახეებს. ერთი,
ფლანელის დაგლეჯილ ჟილეტში გახვეულა, მეორე, გულისგამაწვრილებლად
ბუზღუნებს, რადგან წვერით სარეველების ბუჩქს გამოსდებია. მათი გამომშრალი
ტუჩებიდან გაუგებარი ხმები ისმის. მინდვრის გარშემო დაძრწიან, სარეველებში
დასურსულებენ, თავიანთი გრძელი კუდებით თუნუქის კოლოფებს აჟღრიალებენ.
წრეს ნელა უვლიან. შემდეგ წრე ვიწროვდება და ვიწროვდება, რომ მას მისწვდნენ.
გაუგებარი ბუტბუტი ისმის მათი ტუჩებიდან, გრძელ, მოტყლაშუნე კუდებზე
მყრალი განავალი მიხმობიათ, საშინელი სახეები ზემოთკენ მიიწევენ...

- მიშველეთ!

საბანი გიჟივით მოისროლა, რომ სახე და კისერი გაეთავისუფლებინა. ეს მისი


ჯოჯოხეთია. ღმერთმა საშუალება მისცა, ეხილა ჯოჯოხეთი, რომელიც მისი
ცოდვებისთვის იყო გამზადებული: აყროლებული, საზიზღარი პირუტყვების,
გარყვნილი, თხის მსგავსი ეშმაკების ჯოჯოხეთი. მისთვის გამზადებული! მისთვის!

ლოგინიდან წამოხტა, ყელში მყრალი სუნი მიაწყდა, რომელმაც მთელი შიგნეული


ამოუტრიალა. ჰაერი! ზეციური ჰაერი! ფანჯრისკენ ბორძიკით წავიდა. კვნესოდა და
გულისრევისგან თავბრუ ეხვეოდა. პირსაბანთან კრუნჩხვამ მოუარა, ცივ შუბლზე
ხელი მაგრად მიიჭირა.

როცა ღებინება როგორც იქნა შეუწყდა, ფანჯარასთან ძლივძლივობით მივიდა,


ასაწევი ფანჯარა ზემოთ ასწია, ჩამოჯდა და იდაყვები ფანჯრის რაფაზე დააყრდნო.
წვიმა შემწყდარიყო. განათებულ ადგილებში აქა-იქ ნისლის ნაფლეთები
დაცურავდნენ და გეგონებოდათ, ქალაქი თავის გარშემო მოყვითალო ბურუსის
რბილ ჭიის პარკს იქსოვსო.

ზეცა მშვიდი იყო და მკრთალი ნათელით დაფარული. ჰაერშიც საამო სურნელი


ტრიალებდა, ისეთი, ჭალაში რომ იცის წვიმის შემდეგ. და ამ სიმშვიდეში, მოციმციმე
სინათლეებსა და წყნარ კეთილსურნელებაში მან საკუთარ თავთან აღთქმა დადო. ის
ლოცულობდა: - მან ერთხელ განიზრახა, დედამიწა მოენახულებინა ციური
დიდებით, მაგრამ ჩვენ შევცოდეთ და მას აღარ შეეძლო გვწვეოდა, თუ არა ისე, რომ
თავისი დიდება და ბრწყინვალება დაეფარა, რამეთუ ის ღმერთია. ის განცხადდა არა
დიდების ძალმოსილებით, არამედ სისუსტით და მან გამოგგზავნა შენ, მისი ხელით
შექმნილი, ისეთი კეთილსახიერებით და ბრწყინვალებით, რისი ატანაც ჩვენს მზერას
ძალუძს და ახლა თვით პირისახე და ფორმა, ძვირფასო დედავ, გვეუბნებიან ჩვენ
მარადიული, არამიწიერი სილამაზის შესახებ, მზერისათვის სახიფათო, მაგრამ
დილის ვარსკვლავის მსგავსისა, რომელიც არის შენი ნიშანი, ბრწყინვალე და
მუსიკალური, სიწმინდით მსუნთქავი, ციურზე რომ გვიამბობს და სიმშვიდით
გვავსებს. ო, დღის მაუწყევ, ო, მნათობო სალოცავად მიმავალთათვის. დაგვმოძღვრე,
როგორც აქამდე გვმოძღვრავდი. ბნელი ღამით უდაბურ უდაბნოში წაგვიძეხ ჩვენი
მხსნელის, იესო ქრისტესაკენ, ჩვენი ნავსაყუდელისაკენ.

თვალები ცრემლებმა დაუბინდეს, ცას მორჩილად ახედა და თავის დაკარგულ


უბიწოებაზე ატირდა. საღამოს სახლიდან გავიდა. ბნელი, ნესტიანი ჰაერის შეხებამ
და კარების ხმაურმა, მის უკან რომ მიიხურა, ისევ განუახლა სინდისის ქენჯნის
ტკივილები, რომელიც ლოცვამ და ცრემლებმა ცოტათი შეუმსუბუქეს. უნდა
მოინანიოს, მოინანიოს! ლოცვით და ცრემლებით ტკივილების შემსუბუქება არ კმარა.
მან წმინდა სულის მსახურთა წინაშე უნდა დაიჩოქოს და თავის მალული ცოდვები
მართლად და სინანულით აღიაროს. ვიდრე კიდევ ერთხელ გაიგონებდეს,
შესასვლელი კარი გაღებისას როგორ დაიჭრიალებს, როცა უკან დაბრუნდება, ვიდრე
ისევ დაინახავს სამზარეულოს მაგიდას, რომელზეც ვახშამი იქნება გაშლილი, ის
მუხლებზე დაეცემა და მოინანიებს.

სინდისის ქენჯნის ტკივილი შეწყდა და ბნელ ქუჩას სწრაფად გაუყვა. რამდენი


ფილაა ამ ქუჩის ტროტუარზე, რამდენი ქუჩაა ამ ქალაქში და რამდენი ქალაქია
მსოფლიოში. მარადისობას კი დასასრული არა აქვს. ის მომაკვდინებელ ცოდვაში
იმყოფება. ერთხელ შეცოდებაც კი მომაკვდინებელი ცოდვაა. ეს წამიერად შეიძლება
მოხდეს. მაინც როგორ ხდება ასე სწრაფად? დანახვით თუ დანახულზე ფიქრით.
თვალი უფრო ადრე ხედავს, ვიდრე შეხედვის სურვილი გაჩნდება. შემდეგ კი
ყველაფერი წამიერად ხდება. თვითონ ხვდება რაიმეს სხეულის ნაწილი თუ რაშია
საქმე? გველი ყველაზე ცბიერია მინდვრის ცხოველთა შორის. ის მაშინვე ხვდება, რა
სურს და შემდეგ წამიდან წამამდე იხანგრძლივებს ცოდვიან სურვილს. ის გრძნობს,
ხვდება და სურს. რა საშინელებაა! ვინ შექმნა ის ასეთად, სხეულის ცხოველური
ნაწილი - რომელსაც შეუძლია ცხოველურად გაიგოს და ცხოველურად სურდეს. ეს
თვითონ ის არის თუ რაღაც არაადამიანური არსებაა, მდაბალი სული რომ
წარმართავს. სული დაუმძიმდა, უხალისო გველური ცხოვრება რომ წარმოიდგინა,
რომელიც მისი სასიცოცხლო წვენით იკვებება და ავხორცობის შხამით სუქდება.
რატომ არის ეს ასე? რატომ?

ის ამ ფიქრის ჩრდილში მოიკრუნჩხა მორჩილი და შიშით შეპყრობილი


ღმერთისადმი, რომელმაც შექმნა ყოველი საგანი და ყოველი ადამიანი. სიგიჟეა, ვის
შეუძლია ასე იფიქროს. და სიბნელეში საცოდავად მოკრუნჩხული უსიტყვოდ
შესთხოვდა თავის მფარველ ანგელოსს, რომ მახვილით განედევნა მისგან ეშმაკი,
რომელიც ყურში ჩასჩურჩულებდა.

ჩურჩული შეწყდა და ის მიხვდა, რომ თვით მისმა სულმა შესცოდა


წინასწარგანზრახულად - ფიქრით, სიტყვით და მოქმედებით, მისივე სხეულის
საშუალებით. უნდა მოინანიოს. ყველა ცოდვა უნდა მოინანიოს! როგორ უნდა
უთხრას მღვდელს, რასაც ის სჩადიოდა? მაგრამ აუცილებელია. აუცილებელი!
როგორ აუხსნას ყველაფერი ისე, რომ სირცხვილისაგან არ მოკვდეს? გიჟი! უნდა
მოინანიოს და კვლავ თავისუფალი და უცოდველი იქნება. მღვდელი გაუგებს. ო,
ღმერთო!

კვლავ მკრთალად განათებულ ქუჩაში მიაბიჯებდა და ეშინოდა თუნდაც წამით


შეყოვნებულიყო, რათა არ ეფიქრა, რომ გაურბოდა იმას, რაც მოელოდა, რომ ეშინოდა
იქ მისვლის, სადაც ასე ილტვოდა. რა მშვენიერი იქნება წყალობაში მყოფი სული,
რომელსაც ღმერთი სიყვარულით დასცქერის.

ბორდიურზე უსუფთაოდ ჩაცმული გოგონები ისხდნენ და წინ კალათები ედოთ.


გაქონილი თმები შუბლზე ჩამოშლოდათ. უსიამოვნო იყო ტალახში მჯდარი მათი
აწურული სხეულების ხილვა, მაგრამ მათ სულებს ღმერთი დასცქეროდა და ისინი
წყალობაში იყვნენ, სხივებს აფრქვევდნენ და ღმერთი მათ სიყვარულით შეჰყურებდა.

დამცირების გამანადგურებელმა ქარმა ცივად დაჰბერა მის სულს. როგორ დაბლა


დაცემულა, თუ გრძნობს, რომ ღმერთისათვის ამ გოგონების სული უფრო ძვირფასია,
ვიდრე მისი. ქარმა დაჰბერა მის სულს და მირიად და მირიად სხვა სულებზე
გადაინაცვლა, რომლებზეც ღმერთის წყალობა ხან მეტად და ხან ნაკლებად
ბრწყინავდა, ისე, როგორც ვარსკვლავები, რომლებიც ხან კაშკაშებენ, ხანაც
ფერმკრთალდებიან. მოციმციმე სულებმა ჩაიქროლეს, ქრებოდნენ და ინთებოდნენ,
სანამ გრიგალს არ შეერივნენ. ერთი მათგანი დაიღუპა, ერთი ციცქნა სული. ეს მისი
სული იყო. მან ერთხელ გაიელვა და ჩაქრა, მივიწყებული, დაღუპული და ბოლოს,
წყვდიადი, სიცივე, სიცარიელე, უდაბურება.

სინამდვილის შეგრძნება ნელ-ნელა უბრუნდებოდა სადღაც, უხსოვარ დროიდან,


გაუნათებელი, განუცდელი, დაბადებამდელი დროიდან. ყველაფერი უბადრუკი იყო
მის გარშემო - ჩვეულებრივი საუბარი, მაღაზიების გაზის ლამპები, თევზის, სპირტის
და სველი ნახერხის სუნი. ქალები და კაცები მიდი-მოდიოდნენ. მოხუცი ქალი,
ნავთის ბიდონით ხელში, ქუჩის გადაჭრას აპირებდა. სტივენი მისკენ დაიხარა და
ჰკითხა, აქ, ახლომახლო ეკლესია თუ არისო.

- ეკლესია, სერ? დიახ, არის ჩერჩ სტრიტზე.

- ჩერჩ სტრიტზე?

ქალმა ბიდონი მეორე ხელში გადაიტანა და გათავისუფლებული ხელით გზა უჩვენა,


და როცა ნავთის სუნიანი დამჭკნარი ხელი შალის ფოჩების ქვეშ გაიწვდინა, ის
დედაბრისკენ უფრო ახლოს დაიხარა, მისი ხმით დასევდიანებულიც და როგორღაც
დამშვიდებულიც.

- გმადლობთ.

- არაფრის, სერ.

სანთლები მთავარ საკურთხეველთან უკვე ჩამქრალიყო, მაგრამ სიბნელეში


საკმევლის სურნელება ისევ იგრძნობოდა. წვერებიან მუშებს ღვთისმოსავი სახეებით
ბალდახინი გვერდითა კარიდან გაჰქონდათ. ეკლესიის საცავის უფროსი მათ წყნარი
ჟესტებით და სიტყვებით ხელმძღვანელობდა. რამდენიმე მორწმუნე კიდევ
შემორჩენილიყო და გვერდითა საკურთხეველთან ლოცულობდნენ სააღმსარებლოს
სკამების გვერდით დაჩოქილნი. მოკრძალებით შევიდა და უკანასკნელ სკამთან
დაიჩოქა. ეკლესიის სიმშვიდე, სიწყნარე და კეთილსურნელება ესიამოვნა. ფილა,
რომელზეც მან დაიჩოქა, ვიწრო იყო და გახეხილი. მის გვერდით დაჩოქილნი
ქრისტეს მორჩილი მიმდევრები იყვნენ. ქრისტე სიღარიბეში დაიბადა. დურგლად
მუშაობდა, ხეებს ჭრიდა და აშალაშინებდა. თავიდან მეთევზეებს უქადაგა ციური
სასუფევლის შესახებ. იგი ასწავლიდა ადამიანებს ყოფილიყვნენ გულით მდაბალნი
და უბრალონი.

თავი ხელებში ჩარგო და გულს შეევედრა, მდაბალი და უბრალო ყოფილიყო, რათა


იმათი მსგავსი გამხდარიყო, მის გვერდით რომ იყვნენ დაჩოქილნი, რათა მისი
ლოცვაც ისევე შეესმინა უფალს, როგორც მათი. მათ გვერდით ლოცულობდა, მაგრამ
ძალიან უჭირდა. მისი სული ცოდვით იყო წაბილწული და ის ვერ ბედავდა მიტევება
ეთხოვა ისევე, როგორც შეურყვნელი, მართალი გულებით შეთხოვდნენ ისინი, ვინც
ქრისტემ ჩვენთვის გამოუკვლეველი გზებით პირველნი იხმო თავისთან -
დურგლები, მეთევზეები, საწყალი და უბრალო ადამიანები, რომლებიც
მოკრძალებული საქმიანობით ირჩენდნენ თავს: ხეებს ფიცრებად ხერხავდნენ,
მოთმინებით კემსავდნენ ბადეებს.
მაღალი ადამიანის ფიგურა საკურთხევლიდან ჩამოვიდა და მომნანიებლები,
რომლებიც სააღმსარებლოსთან იცდიდნენ, ამოძრავდნენ. ბოლო წამს მან თავი
სწრაფად ასწია და კაპუცინის[151] ჭაღარა წვერს და ყავისფერ ანაფორას მოჰკრა
თვალი. მღვდელი სააღმსარებლოში შევიდა და თვალს მიეფარა. ორი მომნანიებელი
წამოდგა და სხვადასხვა მხრიდან მასთან შევიდა. ხის დარაბა გასწიეს და სუსტმა
ჩურჩულმა სიჩუმე დაარღვია.

ძარღვებში სისხლი ახმაურდა, ისე, როგორც ხმაურობდა ცოდვიანი ქალაქი,[152]


რომელსაც ძილი დაუფრთხეს, რომ თავისი განაჩენი მოესმინა. ცეცხლის ალები
გიზგიზებენ და ფერფლი და ნაცარი ეშვება სახლებზე. ადამიანებმა გაიღვიძეს და
ამოძრავდნენ ჰაერის მხურვალებით შეწუხებულნი.

დარაბა გასწიეს. მომნანიებელი გამოვიდა. დარაბა, რომელიც შორს იყო, გაიღო. ქალი
სწრაფად და წყნარად შევიდა იქ, სადაც ცოტა ხნის წინ პირველი მომნანიებელი იყო
დაჩოქილი. ხმადაბალი ჩურჩული კვლავ გაისმა.

ჯერ კიდევ შეუძლია წავიდეს ეკლესიიდან, შეუძლია ადგეს, ერთი ნაბიჯი გადადგას
და ნელ-ნელა წავიდეს. შემდეგ კი ირბინოს, ირბინოს, რაც შეიძლება სწრაფად
ირბინოს ბნელ ქუჩებში. ჯერ კიდევ შეუძლია ასეთი შერცხვენისაგან თავი
გადაირჩინოს. ნებისმიერი სხვა დანაშაული იყოს, ოღონდ არა ეს ცოდვა. თუნდაც
მკვლელობა ჰქონდეს ჩადენილი. ცეცხლის ალები ედებიან ყოველი მხრიდან.
სამარცხვინო ფიქრები, სამარცხვინო სიტყვები, სამარცხვინო ქცევები. სირცხვილმა
მთელი სხეული დაუფარა, თითქოს გავარვარებული ფერფლი ეყრებოდა
განუწყვეტლივ. როგორ უნდა გამოთქვას ეს სიტყვებით. მისი უმწეო, შეხუთული
სული ამის ატანას ვერ შეძლებს.

დარაბა ისევ გაიღო და მოშორებით მყოფი კარიდან მომნანიებელი გამოვიდა, ახლო


მყოფი დარაბა გასწიეს. გამოსულის ადგილი ახალმა მომნანიებელმა დაიკავა.
ხმადაბალი ჩურჩული თითქოს ნისლის ღრუბელივით ორთქლდებოდა
სააღმსარებლოდან. ქალის ხმა იყო. ხმადაბალი ჩურჩული ორთქლდებოდა და
ქრებოდა.

ხის სავარძელს ამოფარებულმა გულში მჯიღი სინანულით ჩაირტყა. ის


დაუბრუნდება ადამიანებს და ღმერთს, ეყვარება მოყვასი, ეყვარება ღმერთი,
რომელმაც შექმნა იგი და რომელსაც ის უყვარდა. დაიჩოქებს და სხვებთან ერთად
ილოცებს და ბედნიერი იქნება. ღმერთი გადმოხედავს მას და სხვებსაც და ყველას
შეიყვარებს.

ადვილია იყო კეთილი. ღმერთის უღელი ტკბილია და მსუბუქი.[153] უმჯობესი იყო


არასოდეს შეეცოდა და ყოველთვის ბავშვად დარჩენილიყო, რადგან ღმერთს უყვარს
ბავშვები და აცდის მათ მისვლად მასთან.[154] შეცოდება მძიმე და საშინელი რამაა,
მაგრამ ღმერთი მოწყალეა საცოდავ ცოდვილთა მიმართ, რომლებიც გულით
შეინანებენ. ნამდვილად ასეა და სწორედ ეს არის სიკეთე.

უცებ დარაბა გაიღო. მომნანიებელი გამოვიდა. ახლა მისი ჯერია. შიშით ადგა და
სააღმსარებლოსკენ ისე წავიდა, გარშემო ვერაფერს ხედავდა.

მისმა საათმა დაჰკრა. მან წყნარ სიბნელეში დაიჩოქა და თვალები თეთრ ჯვარცმას
მიაპყრო, რომელიც მის თავს ზემოთ ეკიდა. ღმერთი ხედავს, რომ ის მართლა ნანობს.
ყველა თავის ცოდვის შესახებ იტყვის. აღსარება ხანგრძლივი იქნება, ხანგრძლივი, და
ეკლესიაში ყველა ცოდვილს ეცოდინება, როგორი ცოდვილია ის. დაე, იცოდნენ. ეს
ხომ მართლაც ასეა. მაგრამ ღმერთმა აღუთქვა, რომ აპატიებს, თუკი მოინანიებს და ის
ინანიებს. მან ხელები ერთმანეთს გადააჭდო, თეთრი ჯვარცმისკენ გაიშვირა და
ლოცვა დაიწყო. თვალებზე ბინდი გადაჰკვროდა. მთელი მისი ათრთოლებული
სხეული ლოცვად იქცა. სასოწარკვეთილი თავს აქეთ-იქით აქნევდა და ზლუქუნით
ლოცულობდა: - ვინანიებ! ვინანიებ! ო, ვინანიებ!

დარაბა გაიღო და სტივენს გული შეუფრთხიალდა. გისოსთან, მისგან ნახევრად


ზურგშექცევით მჯდარი მოხუცი მღვდლის ხელებზე ჩამოყრდნობილი სახე დაინახა.
პირჯვარი გადაიწერა და მღვდელს თხოვა დაელოცა, რადგან მას ცოდვა ჰქონდა
ჩადენილი. შემდეგ თავი დახარა და შეშინებულმა „confiteor“ წარმოთქვა. სიტყვებზე:
„ჩემი ყველაზე მძიმე ცოდვა“ შეჩერდა და სუნთქვა წაერთვა.

- რა დროა გასული შენი ბოლო აღსარებიდან, შვილო ჩემო?

- დიდი დროა, მამაო.

- ერთი თვე, შვილო ჩემო?

- უფრო მეტი, მამაო.

- სამი თვე, შვილო ჩემო?

- უფრო მეტი, მამაო.

- ექვსი თვე?

- რვა თვეა, მამაო.

მან დაიწყო. მღვდელმა ჰკითხა: - და რა მოხდა ამ ხნის განმავლობაში?

მან დაიწყო ცოდვების ჩამოთვლა. წირვებს აცდენდა. არ ლოცულობდა. ცრუობდა.

- კიდევ არის რამე, შვილო ჩემო?

ბრაზიანობა, შური სხვათა მიმართ, გაუმაძღრობა, პატივმოყვარეობა,


დაუმორჩილებლობა.

- კიდევ რაიმეა, შვილო ჩემო?

სხვა საშველი არ იყო. მან წაილუღლუღა: - მე სიძვის ცოდვა ჩავიდინე მამაო.

მღვდელს თავი არ მოუბრუნებია.

- საკუთარ თავთან, შვილო ჩემო?

- და... სხვებთანაც.

- ქალებთან, შვილო ჩემო?

- დიახ, მამაო.
- გათხოვილ ქალებთან, შვილო ჩემო?

მან არ იცოდა. ცოდვები ბაგეებიდან მიყოლებით მოედინებოდნენ, სამარცხვინო


წვეთებად იღვრებოდა მისი მუწუკივით დაჩირქებული და სისხლმდინარე
სულისაგან მღვრიე ნაკადი. უკანასკნელი ცოდვებიც გადმოდინდა, ჭუჭყიანი, უხამსი.
სათქმელი აღარაფერი იყო. ღონემიხდილმა თავი დახარა.

მღვდელი ჩუმად იყო. შემდეგ ჰკითხა: - რამდენი წლისა ხარ, შვილო ჩემო?

- თექვსმეტის, მამაო.

მღვდელმა რამდენჯერმე სახეზე მოისვა ხელი, შემდეგ შუბლით ხელზე დაეყრდნო.


წინ, გისოსისკენ გადაიხარა და ისე, რომ მისკენ არ გაუხედავს, ნელა ალაპარაკდა.
დაღლილი ბებრული ხმა ჰქონდა.

- შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ, შვილო ჩემო, და გევედრები, ნუღარ ჩაიდენ ასეთ
ცოდვას. ეს საშინელი ცოდვაა, სხეულისთვისაც და სულისთვისაც დამღუპველი. ის
მრავალი დანაშაულის და უბედურების წყაროა. ღვთის გულისათვის, ნუღარ
გაიმეორებ ამას, შვილო ჩემო. ეს უღირსი, არასაკადრისი საქციელია. კაცმა არ იცის,
სად მიგიყვანს და რას შეგამთხვევს ეს საზიზღარი ჩვევა. სანამ ამ ცოდვაში ხარ,
შვილო ჩემო, შენი ფასი გროშია ღმერთის თვალში. შეევედრე ჩვენს დედას - წმინდა
მარიამს, რომ დაგეხმაროს და ის დაგეხმარება, შვილო ჩემო. შეევედრე კურთხეულ
ქალწულს, როცა ცდუნების წინაშე იქნები. დარწმუნებული ვარ, ასეც მოიქცევი. ხომ
ასეა? მჯერა ყველა ცოდვას გულით ინანიებ. და ახლა ღმერთს აღუთქვი, რომ მისი
წყალობით აღარასოდეს შეურაცხყოფ მას ამ საზიზღარი ცოდვით. აძლევ ღმერთს ამ
საზეიმო აღთქმას, შვილო ჩემო?

- დიახ, მამაო.

ბებრული, დაღლილი ხმა მაცოცხლებელი წვიმის წვეთებივით ეცემოდა მის


მთრთოლვარე, დადაგულ გულს. როგორი საამო იყო და თან სამწუხაროც.

- ასე მოიქეცი, შვილო ჩემო. ეშმაკმა გაცდუნა შენ. ჯოჯოხეთში განაგდე იგი, როგორც
კი შეეცდება გაცდუნოს და სხეულის წაბილწვისაკენ გიბიძგოს. ის ბოროტი სულია,
რომელსაც სძულს ჩვენი უფალი. ახლა აღუთქვი ღმერთს, რომ აღარ ჩაიდენ ამ
ცოდვას, ამ საზიზღარ, საზიზღარ ცოდვას.

ცრემლებითა და უფლის წყალობის ნათელით დაბრმავებულმა თავი დახარა და


ცოდვების შენდობის საზეიმოდ წარმოთქმული სიტყვები გაიგონა და თავს ზემოთ
მიტევების ნიშნად მღვდლის მაღლა აწეული ხელი დაინახა.

- ღმერთმა დაგლოცოს, შვილო ჩემო, ილოცე ჩემთვის.

ის მუხლებზე დაეშვა, რათა მონანიების ლოცვა ეთქვა. ნეფთან, კუთხეში


ლოცულობდა და მისი განწმენდილი გულიდან ლოცვა ზეცას სწვდებოდა და თეთრი
ვარდის გულის კეთილსურნელების მსგავსად ჰაერში იღვრებოდა.

ტალახიანი ქუჩები მხიარულად გამოიყურებოდნენ. სახლისაკენ მიაბიჯებდა და


გრძნობდა, უხილავი წყალობით როგორ ივსებოდა და ტანი როგორ
უმსუბუქდებოდა. ყველაფრის მიუხედავად, მაინც შეძლო ამის გაკეთება. მოინანია
და ღმერთმაც მიუტევა. მისი სული კვლავ სპეტაკი და წმინდა იყო. წმინდა და
ბედნიერი.

მშვენიერი იქნება, თუ მოკვდება, თუკი ასეთია ღმერთის ნება. მშვენიერია წყალობაში


ცხოვრება - მშვიდად, ღირსეულად, სხვებთან სიამტკბილობით.

ის სამზარეულოში იჯდა ცეცხლთან და იმდენად ბედნიერად გრძნობდა თავს, რომ


ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა. აქამდე არ იცოდა, როგორი მშვენიერი და მშვიდი
შეიძლებოდა ყოფილიყო ცხოვრება. მწვანე ქაღალდის ფურცელი, ლამპაზე
ქინძისთავებით რომ იყო მიმაგრებული, მსუბუქ ჩრდილს ქმნიდა. ბუფეტში სოსისით
და თეთრი პუდინგებით სავსე თეფში იდო, თაროებზე კი კვერცხები ეწყოთ დილის
საუზმისათვის, რომელიც კოლეჯის ეკლესიაში უნდა მიერთვათ ზიარების შემდეგ.
თეთრი პუდინგი და კვერცხები, სოსისი და ფინჯანი ჩაი. მართლაც როგორი უბრალო
და მშვენიერია სიცოცხლე. და მთელი ცხოვრება ხომ წინაა.

ოცნებებში წასულს ჩაეძინა. როცა სიზმარეულივით წამოდგა, დაინახა, რომ უკვე


დილა იყო. ოცნებებისაგან ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო. დილის სიწყნარეში
კოლეჯისკენ მიაბიჯებდა. ეკლესიაში ბიჭები უკვე თავიანთ ადგილებზე იყვნენ
დაჩოქილნი. მანაც მათ შორის დაიჩოქა, ბედნიერმა და დარცხვენილმა.
საკურთხეველი თეთრი, სურნელოვანი ყვავილებით იყო მოფენილი და დილის
სინათლეში ყვავილებს შორის სანთლების მკრთალი შუქი აღწევდა, მისი სულივით
ნათელი და მშვიდი.

მან საკურთხევლის წინ დაიჩოქა თანაკლასელების გვერდით, რომელთაც


საკურთხევლის საბურველი ხელებით თავს ზემოთ ეჭირათ. ხელები უთრთოდა და
სულიც აუთრთოლდა, როცა გაიგონა მღვდელი ერთი მაზიარებლიდან მეორესთან
როგორ გადადიოდა წმინდა ძღვენის თასით.

- Corpus Domini nostri.[155]

ნუთუ, ეს ცხადში ხდებოდა. ის მუხლებზე დგას უცოდველი და მოკრძალებული.


ახლა ენაზე კოვზს იგრძნობს და ღმერთი შევა მის განწმენდილ სხეულში.

- In vitam eternam Amen.[156]

სხვანაირი ცხოვრება. წყალობაში, სათნოებაში და ბედნიერებაში ცხოვრება. ეს ცხადში


ხდება. ეს არ არის სიზმარი, რომელსაც გამოღვიძება მოჰყვება. წარსულმა უკვე
ჩაიარა.

- Corpus Domini nostri.

წმინდა ძღვენის თასი მასთან შეჩერდა.

კვირა დღე წმინდა სამების საიდუმლოებებს ეძღვნებოდა. ორშაბათი წმინდა სულს,


სამშაბათი მფარველ ანგელოსს, ოთხშაბათი წმინდა იოსებს,[157] ხუთშაბათი
ზიარების წმინდა საიდუმლოებას, პარასკევი ქრისტეს წამებას, შაბათი წმინდა
ქალწულ მარიამს.
ყოველ დილით მიეახლებოდა წმინდანებს და საიდუმლოებებს, რათა ხელახლა
განწმენდილიყო. დღეს მისი ყოველი ფიქრის და ქმედების მბრძანებელი უზენაესი
მეუფის ნებისადმი[158] ჰეროიკული მიძღვნით და ადრიანი მესით იწყებდა. ცივი
დილა თითქოს უფრო უმძაფრებდა ღვთისმოსავურ მგზნებარებას და როცა
გვერდითა საკურთხეველთან თითო-ოროლა მლოცველთან ერთად დაიჩოქებდა და
სანიშნიან ლოცვანს[159] თვალს აყოლებდა, წამიერად წამოსასხამში გახვეულ
ფიგურას ახედავდა ზემოთ, რომელიც ბინდ-ბუნდში ორ სანთელს - ძველი და ახალი
აღთქმის სიმბოლოებს შორის იდგა და წარმოიდგენდა, რომ ღვთისმსახურება
კატაკომბებში ხდებოდა.

მისი ყოველი დღე ღვთისმსახურებით იყო დაკავებული. განსაწმენდელში მყოფ


სულთათვის სხვადასხვა ლოცვების საშუალებით მან უშურველად გამოისყიდა
დღეების, ორმოცების და წლებისაგან შემდგარი საუკუნეები, მაგრამ სულიერი
ტრიუმფი, რომელსაც ის გრძნობდა, როცა ასე იოლად ძლევდა კანონიკური
ეპიტიმიის მრავალ საუკუნეთ, მაინც მთელი სისრულით ვერ ანაზღაურებდა მის
გულმოდგინე ლოცვას, რადგანაც ის ვერასოდეს გაიგებდა, ასეთი თანადგომით
რამდენად ამსუბუქებდა განსაცდელში მყოფი სულების ტანჯვას და შიშობდა, რომ
განსაწმენდელის ცეცხლში, რომელიც ჯოჯოხეთის ცეცხლისაგან მხოლოდ იმით
განსხვავდება, რომ მარადიული არ არის, მისი მონანიება ზღვაში წვეთი იყო და
ამიტომ ყოველდღიურად ცდილობდა, თავისი რელიგიური მგზნებარება
გაეძლიერებინა.

დღის ყოველი მონაკვეთი, რომელიც იმის მიხედვით ჰქონდა დაყოფილი, რაც ახლა
მას თავის მთავარ ცხოვრებისეულ მოვალეობად მიაჩნდა, მისი სულიერი ენერგიის
ცენტრის გარშემო ბრუნავდა. მისი სული თითქოს მარადისობას უახლოვდებოდა.
ყოველი ფიქრი, სიტყვა, თუ ქმედება, ყველაფერი, თუნდაც წამიერად მის
ცნობიერებაში გაელვებული, შეიძლებოდა სხივმოსილად არეკლილიყო ზეცაში და
დროდადრო მისი ეს შეგრძნება მყისიერი გამოძახილისა, ისეთი ცოცხალი იყო, იგი
თითქოს გრძნობდა, რომ მისი სული ლოცვისას უზარმაზარი სალაროს აპარატის
კლავიშებს აჭერდა თითებს და ხედავდა, შეძენილი ნივთის ღირებულება წამიერად
როგორ გაიელვებდა ზეცაში, არა ციფრით, არამედ საკმევლის მსუბუქი კვამლით, ან
სუსტი ყვავილით გამოხატული.

და კიდევ ლოცვები, რომლებსაც ის განუწყვეტლივ იმეორებდა - შარვლის ჯიბით


კრიალოსნის მარცვლებს ატარებდა, რომ ქუჩაში სიარულის დროს ლოცვა
შეძლებოდა - ეს ლოცვები ისეთი არამიწიერი სინაზის ყვავილების გვირგვინად
იქცეოდნენ, რომ ისინი ისევე უფეროდ და უსუნოდ ეჩვენებოდა, როგორი
უსახელოებიც იყვნენ. ყოველდღიურად სამ ლოცვას აღავლენდა და თითოეულში
უფალს ევედრებოდა, რომ მისი სული სამივე თეოლოგიურ სათნოებაში
გაძლიერებულიყო: მამისადმი რწმენაში, რომელმაც ის შექმნა, ძისადმი იმედში,
რომელმაც მისი ცოდვები გამოისყიდა, და სულიწმიდისადმი სიყვარულში,
რომელმაც ის განწმინდა. თითოეულს, ამ სამი ლოცვიდან სამჯერ აღავლენდა წმინდა
სამებისადმი ყოვლადწმინდა მარიამის მეოხებით - სიხარულის, მწუხარების და
დიდებული საიდუმლოებების სახელით.

კვირის ყოველ დღეს ღმერთს იმასაც შესთხოვდა, რომ სულიწმიდის შვიდი


მადლიდან[160] ერთ-ერთი მის სულზე გადმოსულიყო და ყოველდღიურად
განედევნა მისგან შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა, რომლებმაც მისი სული წარსულში
წაბილწეს. თითოეულ მადლს დანიშნულ დღეს შესთხოვდა და დარწმუნებული იყო,
რომ მადლი მასზე გადმოვიდოდა, თუმცა დროდადრო უცნაურად ეჩვენებოდა, რომ
სიბრძნე, წვდომა და ცოდნა ისე განსხვავებულად ითვლებოდნენ ერთმანეთისაგან
თავიანთი ბუნებით, რომ თითოეული მათგანი დანარჩენებისაგან განსხვავებულ
ლოცვას მოითხოვდა. თუმცა სჯეროდა, რომ მომავალში სულიერი პროგრესის
გარკვეულ საფეხურზე, ის ამ პრობლემას გადაჭრიდა, მისი ცოდვილი სული
სისუსტეს დაძლევდა და წმინდა სამების მესამე იპოსტასით[161] გასხივოსნდებოდა.
ეს სულ უფრო მეტად სჯეროდა თრთოლვით შეპყრობილს ღვთაებრივი
მიუწვდომლობისა და მდუმარებისადმი, სადაც უხილავი პარაკლეტე იმყოფებოდა,
ვისი სიმბოლოებიც არის მტრედი და ქარიშხალი, რომლის წინაშე შეცოდებაც
მიუტევებელი ცოდვაა, მარადიული საიდუმლო არსი, რომელსაც ალისფერ
მოსასხამში გამოწყობილი მღვდლები წელიწადში ერთხელ ლოცვას აღუვლენდნენ.

ხატება, ბუნება და ერთსახება წმინდა სამების სამი იპოსტასისა, რომელიც ასე


ბუნდოვნად იხატებოდა მის მიერ წაკითხულ საღვთისმეტყველო წიგნებში, მამა,
რომელიც მარადიულად თითქოსდა სარკეში ჭვრეტდა თავის ღვთაებრივ
სრულქმნილებას და მარადიულად ჩასახავდა თავის მარად ძეს და სულიწმიდა -
მამიდან და ძიდან გარდმომავალი - უფრო ადვილი იყო მისაღებად მისი გონებისა და
ცნობიერებისათვის მათი ღვთაებრივი მიუწვდომლობის მიუხედავად, ვიდრე იმ
უბრალო ფაქტის აღიარება, რომ ღმერთს მარადიულად უყვარდა მისი სული
ათასწლეულობით ადრე, ვიდრე ის გაჩნდებოდა ამ ქვეყნად და ათასწლეულობით
ადრე, თვით სამყაროს შექმნამდე.

მას ესმოდა სცენიდან და კათედრიდან საზეიმოდ წარმოთქმული სიყვარულის და


სიძულვილის ვნების აღმნიშვნელი სიტყვები. წიგნებშიაც ხშირად აწყდებოდა ასეთ
სიტყვებს და უკვირდა, რატომ ვერ იღებდა მათ მისი სული თუნდაც მცირე ხნით, ან
მისი ბაგეები რატომ ვერ ახერხებდნენ მათ დამაჯერებლად წარმოთქმას. ხშირად
შეიპყრობდა ხოლმე წამიერი სიბრაზე, მაგრამ ვერასოდეს ახერხებდა, ეს ვნება
გაეხანგრძლივებინა და ყოველთვის გრძნობდა, როგორ თავისუფლდებოდა ამ
შეგრძნებისგან, თითქოს სხეულის გარეთა გარსის და ჩენჩოსგან
განთავისუფლებულიყოს. გრძნობდა, რაღაც უხილავი, ბნელი და მობუტბუტე
როგორ აღწევდა მის არსებაში და ხანმოკლე, ბობოქარი ვნებით აღაგზნებდა, მაგრამ
მალე ეს თითქოს ასხლტებოდა მისგან და გონება ნათელი და ინდიფერენტული
რჩებოდა. ეტყობა, მხოლოდ ასეთ სიყვარულს და სიძულვილს შეეძლო დაევანებინა
მის არსებაში.

მაგრამ უკვე აღარ შეეძლო, არ ერწმუნა, რომ სიყვარული ნამდვილად არსებობდა,


ვინაიდან თვით ღმერთს მარადიულად უყვარდა მისი სული ღვთაებრივი
სიყვარულით. თანდათანობით, რაც უფრო მდიდრდებოდა მისი სული რელიგიური
ცოდნით, ის ხედავდა მთელ სამყაროს, როგორც ღმერთის ძლევამოსილებისა და
სიყვარულის უზარმაზარ სიმეტრიულ გამოხატულებას. ცხოვრება ღვთაებრივ
საჩუქრად იქცა, რომლის ყოველი წამისა და გრძნობისათვის - ხეზე ფოთლის
ხილვისთვისაც კი - მის სულს უნდა ედიდებინა მომძღვნელი და მისი მადლობელი
ყოფილიყო. სამყარო მთელი თავისი კონკრეტულობით და სირთულით სხვაგვარად
აღარ არსებობდა მისი სულისთვის, თუ არა ღვთაებრივი ძალმოსილების,
სიყვარულის და უნივერსალურობის თეორემა. ისეთი მთლიანი და უდავო იყო მისი
სულისადმი ბოძებული ეს გრძნობა, ყველაფერში ღვთაებრივი აზრის არსებობისა,
რომ მას იმის გაგებაც კი უჭირდა, თუ რატომ იყო აუცილებელი მისი სიცოცხლე
გაგრძელებულიყო. მაგრამ ალბათ ესეც ღვთაებრივი წინასწარდასახულობის ნაწილი
იყო და ის ვერ ბედავდა მის ეჭვქვეშ დაყენებას - ის, ვინც ასე მძიმედ და საშინლად
შესცოდა ღვთაებრივი წინასწარდასახულობის წინაშე. ერთიანი, მარადიული,
ყველგანმყოფი სრულყოფილების შეგრძნებით დათრგუნულმა და დამცირებულმა
მისმა სულმა კვლავ იტვირთა აღთქმები, მესა, ლოცვები, ზიარება და თვითგვემა, და
მხოლოდ ახლა, პირველად მას შემდეგ, რაც სიყვარულის დიდ მისტერიაზე ჭმუნვამ
შეიპყრო, მან თავის შიგნით თბილი მოძრაობა შეიგრძნო, რაღაც ახლად გაჩენილი
სიცოცხლის, თუ თვით სულის სათნოების მსგავსი. ექსტაზის პოზა რელიგიურ
მხატვრობაში, ზემოთ აპყრობილი ხელები, გაპობილი ბაგეები და დაბინდული
თვალები მისთვის თავისი შემქმნელის წინაშე დამცირებული და მოკრძალებული
მლოცველის ხატად იქცა.

მაგრამ იცოდა რა სულიერი ეგზალტაციის შესახებ, ის თავისთავს ნებას არ აძლევდა,


თუნდაც ოდნავ გადაეხვია ღვთისმსახურების კანონებისაგან. უფრო იმას
ცდილობდა, გამუდმებული თვითგვემით გამოესყიდა წარსულის ცოდვები, ვიდრე
ცრუ წმინდანობისთვის მიეღწია, რასაც მრავალი საფრთხე ახლდა თან. თითოეული
თავისი შეგრძნება მკაცრ დისციპლინას დაუქვემდებარა. მხედველობის გვემისთვის
წესად გაიხადა ქუჩაში თვალებდახრილს ევლო და არც მარჯვნივ, არც მარცხნივ და
არც უკან არ გაეხედა. გაურბოდა ქალების თვალებში შეხედვას. დროდადრო
თვალებს ნებისყოფის დაძაბვით წიგნს მოაშორებდა, დაუმთავრებელ წინადადებას
წყვეტდა და წიგნს ხურავდა. სმენის გვემა იმით გამოიხატებოდა, რომ თავის
მისუსტებულ ხმას ყურადღებას არ აქცევდა, თავის თავს უკრძალავდა ემღერა ან
ესტვინა და არ ცდილობდა მისი ნერვებისათვის მტკივნეულად გამაღიზიანებულ
ხმებს, ისეთს, როგორიცაა ნაცრის აღებისას ჩამჩის წრიპინი, დანის ლესვის თუ
ჯოხით ნოხის ბერტყვის ხმები - არიდებოდა. ყნოსვის გვემა უფრო ძნელი აღმოჩნდა,
რადგანაც ცუდი სუნისადმი ინსტინქტური ზიზღის გრძნობა არ ჰქონდა. არ
აწუხებდა არც ქუჩის, არც ნაკელის და გუდრონის, არც საკუთარი სხეულის სუნი,
რომელზეც ბევრ საინტერესო შედარებებს და ექსპერიმენტებს ატარებდა. ბოლოს
აღმოაჩინა, რომ ერთადერთი სუნი, რომელიც გულს ურევდა, დამპალი თევზის სუნი
იყო, დამყაყებული შარდის სუნს რომ ჰგავდა და სადაც კი შეიძლებოდა, თავისთავს
აიძულებდა, ეს სიმყრალე ესუნთქა. გემოს გვემისთვის თავის თავს სუფრასთან
მკაცრი თავშეკავება დაუწესა. ზედმიწევნით იცავდა ეკლესიის მიერ დადგენილ
ყველა მარხვას და ცდილობდა, საჭმლის გემოსთვის ყურადღება არ მიექცია. მაგრამ
განსაკუთრებული სიბეჯითე და გონებამახვილობა შეხების გრძნობის გვემისას
გამოავლინა. ლოგინში სხეულის მდგომარეობას არასოდეს იცვლიდა, ყველაზე
მოუხერხებელ პოზებში ჯდებოდა, მოთმინებით იტანდა ტკივილის და ქავილის
შეგრძნებებს, ცეცხლთან ახლოს არ ჯდებოდა. მთელი წირვის განმავლობაში, გარდა
სახარების კითხვისა, მუხლებზე იდგა. დაბანის შემდეგ სახეს და კისერს არ
იმშრალებდა, რათა ცივ ჰაერს შეეწუხებინა, და როცა კრიალოსანს არ მარცვლავდა,
მკლავები მორბენალივით მჭიდროდ ჰქონდა გვერდებზე მიკრული. ხელებს
ჯიბეებში არასოდეს იდებდა და არც ზურგს უკან იწყობდა.

მომაკვდინებელი ცოდვის ჩადენის ცდუნებას აღარ განიცდიდა, მაგრამ უკვირდა,


რომ ასეთი ღვთისმოსაობის და თავშეკავების შემდეგ, ასე ადვილად დაჰყვებოდა
ხოლმე ბავშვურ და უღირს სისუსტეებს. ლოცვები და მარხულობა ბევრად ვერაფრად
დაეხმარა იმაში, რომ არ გაღიზიანებულიყო, როცა დედას დააცემინებდა, ან კიდევ
როცა ლოცვისას ხელს შეუშლიდნენ. ნებისყოფის უკიდურესი დაძაბვა სჭირდებოდა,
რათა ის იმპულსები დაეთრგუნა, რომლებიც ამგვარ გაღიზიანებებზე გამოსავალს
ითხოვდნენ. ხშირად შეუნიშნავს, როგორ აფეთქდებოდნენ სულ უბრალო რამეზე
მისი მასწავლებლები. როცა მათი აცახცახებული პირები, მაგრად მოკუმული ტუჩები
და წამოწითლებული ლოყები გაახსენდებოდა, თავს მათ ადარებდა და გული
უცრუვდებოდა. საკუთარი ცხოვრების შერწყმა საერთო ნაკადთან უფრო ძნელი იყო
მისთვის, ვიდრე მარხულობა და ლოცვები და ყველა მისი მცდელობა წარუმატებლად
მთავრდებოდა, რამაც მასში მერყეობისა და ეჭვების ზრდასთან ერთად, ბოლოს და
ბოლოს სულიერი ენერგიის დაშრეტა გამოიწვია. მის სულს ობლობის მძიმე პერიოდი
დაუდგა, თვით ეკლესიური საიდუმლოებებიც კი თითქოსდა დაშრეტილ წყაროებად
იქცნენ. აღსარება მხოლოდ მოუნანიებელი და სინდისის მქენჯნავი ცოდვებისაგან
განთავისუფლების საშუალება გახდა. ზიარებას მისთვის აღარ მოჰქონდა ის ნეტარი
წუთები, რომელსაც სული თითქოს ქალწულებრივი დანებებისას განიცდიდა, ისეთი,
როგორიც წმინდა საიდუმლოებებთან სულიერ მიახლებას მოსდევდა. წიგნი,
რომელსაც ის წმინდა საიდუმლოებებთან მისაახლებლად იყენებდა, ძველი,
გაცვეთილი წიგნი იყო, გახუნებული ასოებით და დახეული ფურცლებით. ის წმინდა
ალფონს ლიგუორის[162] მიერ იყო შედგენილი. გარდასული სამყარო მგზნებარე
სიყვარულისა და ქალწულებრივი აღფრთოვანებისა ცოცხლდებოდა მის სულში იმ
სტრიქონებით, რომლებშიც გალობანი მაზიარებლის ცოდვებთან იყო
გადახლართული. ძლივს გასაგონი ხმა თითქოს ეფერებოდა მის სულს და მის
სადიდებელს წარმოთქვამდა. მოუწოდებდა მას, დანიშნულ პატარძალს,
წამომდგარიყო და ჯვრისწერისთვის ვეფხვთა მთებიდან, ამანის
მწვერვალებიდან[163] გზას დასდგომოდა, და სულიც, თითქოს, ასეთივე ძლივს
გასაგონი ხმით მორჩილად პასუხობდა: Inter ubera mea commorabitur.[164]

დანებების ამ იდეამ სახიფათო მიმზიდველობა შეიძინა მისი გონებისათვის, მას


შემდეგ, რაც ხორციელი სურვილები კვლავ დაჟინებით აჩურჩულდნენ მასში
ლოცვებისა და მედიტაციების დროს. საკუთარი ძალის შეგრძნებას უმძაფრებდა იმის
ცოდნა, რომ ერთი დათმობით, ერთი უკეთური ფიქრით, შეეძლო დაენგრია
ყველაფერი ის, რაც გააკეთა. ეჩვენებოდა, თითქოს მის შიშველ ფეხებს ნიაღვარი
უახლოვდებოდა და ის-ის იყო პირველი სუსტი, უხმაურო, მოკრძალებული ტალღა
უკვე ეხებოდა მის გახურებულ კანს და შემდეგ, თითქმის შეხების მომენტში,
ცოდვით - დაცემის ზღვარზე, ის თავისთავს ამ ნიაღვრიდან შორს, მშრალ ნაპირთან
მდგარს აღმოაჩენდა, გადარჩენილს უცაბედი ნებისყოფით, თუ აღტყინებული
ლოცვით. და ხედავდა რა სადღაც შორს ნიაღვრის ვერცხლისფერ ზოლს, რომელიც
კვლავ ნელა უახლოვდებოდა მის ფეხებს, ძლიერებისა და კმაყოფილების გრძნობა
უთრთოლებდა სულს იმის გაფიქრებაზე, რომ მან არ დათმო და გაკეთებული არ
დაანგრია.

როცა ამგვარად მრავალჯერ დააღწია თავი ცდუნებების ნიაღვარს, შეშფოთდა და


იმაზე წუხდა, ხომ არ გადიოდა თანდათანობით მისგან მადლი, რომლის დაკარგვაც
მას არ სურდა. საკუთარი თავის სიმტკიცის და შეუვალობის რწმენა თანდათან
უქრებოდა და მის ადგილს იჭერდა ბუნდოვანი შიში იმისა, რომ მისი სული
შეუმჩნევლად დაეცა. მხოლოდ დიდი ძალისხმევის შემდეგ შეძლო, დაებრუნებინა
ადრინდელი რწმენა, რომ მისი სული წყალობაში იმყოფებოდა. მუდმივად
ჩააგონებდა თავს, რომ ყოველი ცდუნებისას დასახმარებლად ღმერთისთვის
მიემართა, რადგან წყალობა, რომლისთვისაც ის ლოცულობდა, ღმერთს უნდა
ებოძებინა მისთვის, რამეთუ ღმერთი ვალდებული იყო, ეს გაეკეთებინა. ხშირი და
ძლიერი ცდუნებები უმტკიცებდნენ იმ ჭეშმარიტებას, რაც მას წმინდანთა გამოცდის
შესახებ გაეგონა. ცდუნებების სიძლიერე და სიხშირე იყო დამამტკიცებელი იმისა,
რომ მისი სულის ციტადელი მკვიდრად იდგა, მიუხედავად სატანის მძვინვარე
მცდელობისა, დაენგრია იგი.

ხშირად, როცა აღსარებაში თავის მერყეობასა და ეჭვებზე ლაპარაკობდა - ლოცვისას


წამიერად ყურადღების გაფანტვაზე, ტყუილუბრალოდ გაბრაზებაზე, საუბარსა და
მოქმედებებში თვითნებობაზე - მოძღვარი, ვიდრე შეუნდობდა, თხოვდა ხოლმე მას,
რაიმე ეთქვა მისი წარსული ცოდვების შესახებ. ის თავმდაბლად და დარცხვენით
ყვებოდა და კიდევ ერთხელ ინანიებდა. იმაზე ფიქრი, რომ მთლიანად ვერასოდეს
გათავისუფლდებოდა ამ ცოდვებისგან, რაც არ უნდა წმინდად ეცხოვრა ამიერიდან
და სათნოებისა და სრულყოფილების როგორი საფეხურისთვისაც არ უნდა მიეღწია,
ამცირებდა და არცხვენდა. დანაშაულის გრძნობა მუდამ მასთან იქნება და არასოდეს
მოასვენებს. ის აღსარებას ჩააბარებს, მოინანიებს და შეუნდობენ, კვლავ აღსარება და
მონანიება და კვლავ შენდობა. მაგრამ ყველაფერი ამაოა. შესაძლოა პირველი
ნაჩქარევი აღსარება, ჯოჯოხეთის შიშით რომ იქნა მისგან ამოგლეჯილი, არ იყო
კარგი. შეიძლება კარსმომდგარი საფრთხით შეშინებულს გულწრფელად არ
მოუნანიებია თავისი ცოდვები, მაგრამ უეჭველი ნიშანი მისი აღსარების
მართებულობისა იყო ის, რომ იგი გულწრფელად წუხდა ჩადენილი ცოდვების გამო
და მათ გამოსწორებას ლამობდა.

- მე ხომ გამოვსწორდი. განა ასე არ არის? - ეკითხებოდა იგი საკუთარ თავს.

რექტორი ფანჯარასთან იდგა. სინათლისაგან ზურგშექცეული იდაყვით ყავისფერ


შტორს ჩამოყრდნობოდა. საუბარსა და სიცილში მეორე შტორის თასმას ხან ახვევდა
და ხან შლიდა. სტივენი მის წინ იდგა და უცქერდა, როგორ ინავლებოდა ზაფხულის
გრძელი დღის სინათლე სახლის სახურავზე და როგორ ნელა და მარჯვედ
მოძრაობდნენ მღვდლის თითები. მისი სახე მთლიანად ჩრდილში იყო მოქცეული,
მაგრამ დღის სინათლე, მის უკან რომ მქრქალდებოდა, ღრმად ჩავარდნილ
საფეთქლებს და უსწორმასწორო თავის ქალას უჩენდა. სტივენი ყურს უგდებდა
მღვდლის ხმის ინტონაციებს, როცა ის სერიოზულად და გულითადად საუბრობდა
სხვადასხვა თემებზე - არდადეგებზე, რომელიც ის ის იყო დამთავრდა, ორდენის
საზღვარგარეთ არსებულ კოლეჯებზე, მასწავლებლის შეცვლის საკითხზე.
სერიოზული და გულითადი ხმა ძალდაუტანებლად ჰყვებოდა ამბებს და სტივენი
თავს ავალდებულებდა, პაუზები მოკრძალებული შეკითხვებით შეევსო. მან იცოდა,
რომ ეს ყველაფერი შესავალი იყო და ელოდა, თუ რა მოჰყვებოდა ამას. მას შემდეგ,
რაც რექტორმა გამოიძახა, იმაზე იმტვრევდა თავს, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო
ამის მიზეზი. მთელი იმ ხნის განმავლობაში, როცა მისაღებში მოუსვენრად იჯდა და
რექტორის შემოსვლას ელოდა, მისი თვალები კედელზე ჩამოკიდებულ ზნეობრივად
ჯანსაღი შინაარსის სურათებს ათვალიერებდნენ, მის გონებაში კი ერთ ვარაუდს
მეორე ცვლიდა, სანამ გამოძახების მიზეზს თითქმის არ მიხვდა და სწორედ მაშინ,
როცა ინატრა, რაიმე გაუთვალისწინებელ შემთხვევას ხელი შეეშალა რექტორისთვის
და არ მოსულიყო, მან კარის სახელურის გადატრიალების და სუტანის შრიალის ხმა
გაიგონა.

რექტორმა დომინიკანურ და ფრანცისკანულ ორდენზე[165] და წმინდა თომას და


წმინდა ბონავენტურას მეგობრობაზე დაიწყო საუბარი. ის ფიქრობდა, რომ
კაპუცინების სამოსი როგორღაც ძალიან...

სტივენის სახემ მღვდლის მოწყალე ღიმილი აირეკლა, მაგრამ არ ცდილა რა,


გამოეთქვა რაიმე აზრი ამის შესახებ, მან მხოლოდ ოდნავ, გაურკვევლად შეარხია
ტუჩები.

- მე ვიცი - გააგრძელა რექტორმა - უკვე თვით კაპუცინებიც საუბრობენ იმის შესახებ,


რომ ფრანცისკანელების მსგავსად ამ სამოსზე უარი თქვან.

- მე მგონია, მონასტერში მაინც დატოვებენ - თქვა სტივენმა.

- რა თქმა უნდა - თქვა რექტორმა - მონასტრისთვის ის ძალიან კარგიცაა, მაგრამ


ქუჩაში კი, ვფიქრობ, უკეთესი იქნება არ ატარონ.

- მე მგონია, საკმაოდ მოუხერხებელიცაა.

- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. როცა ბელგიაში ვიყავი, ვხედავდი, როგორ


დასეირნობდნენ კაპუცინები ველოსიპედით ყოველგვარ ამინდში და კალთა
მუხლებამდე ჩამოთრევდათ. მართლაც სასაცილო იყო. ბელგიაში მას Les jupes[166]
ეძახიან.

ხმოვანმა ისე გაუგებრად გაიჟღერა, რომ მისი გარჩევა შეუძლებელი იყო.

- რას ეძახიან?

- Les jupes.

- ჰოო!

სტივენმა ისევ გაიღიმა იმ ღიმილის პასუხად, რომლის დანახვაც მას მღვდლის


ჩრდილში მოქცეულ სახეზე აღარ შეეძლო. მხოლოდ რაღაც ზმანებამ, თუ მსგავსებამ
ამ ღიმილისა ჩაუქროლა გონებაში, როცა მისი დაბალი, თავშეკავებული ხმა ჩასწვდა
მის ყურებს. მშვიდად უყურებდა მიმქრქალებულ ცას და სიამოვნებდა სიგრილე,
საღამოს რომ მოჰქონდა, და უხაროდა, რომ მოყვითალო ბურუსი მისი ლოყების
სიწითლეს მალავდა.

ქალების ტუალეტის ნივთების და კაბების სახელებს, და ასევე იმ რბილი და ნაზი


ქსოვილების სახელებს, რომლითაც ისინი იყვნენ დამზადებული, მისთვის
ყოველთვის ცოდვის სურნელი დაჰკრავდა. ბავშვობაში წარმოდგენილი ჰქონდა, რომ
სადავე, რომლითაც ცხენს აჩერებენ, აბრეშუმის რბილი ლენტა იყო და თავზარი
დაეცა, როცა სტედბრუკში პირველად შეეხო ცხენისქონიან, ტყავის აღკაზმულობას.
ასევე თავზარი დაეცა, როცა მთრთოლვარე თითებში პირველად იგრძნო ქალის
წინდების ხაოიანი ქსოვილი, რადგან ყველაფერ იმისგან, რასაც კითხულობდა,
მხოლოდ იმას იმახსოვრებდა, რაც მის შინაგან მდგომარეობას ეხმიანებოდა და ვერ
წარმოედგინა სიცოცხლით სავსე ქალის სათუთად მფეთქავი სული და სხეული, თუ
არა ნაზი სიტყვებით და ვარდის ფურცლებივით ფაქიზი ქსოვილით შემოსილი.

მაგრამ მღვდლის პირიდან ამოსული ასეთი ფრაზა არ იყო შემთხვევითი, რადგან მან
იცოდა, რომ მღვდელს ასეთ თემაზე ხუმრობა არ შეეფერებოდა. ფრაზა
სასხვათაშორისოდაც იყო ნათქვამი და წინასწარგანზრახულადაც და ის გრძნობდა,
რომ ჩრდილში მყოფი თვალები მის სახეს ყურადღებით აკვირდებოდნენ. მას
ნამდვილად არ სჯეროდა, რაც აქამდე გაეგონა, ან წაეკითხა იეზუიტთა ვერაგობის
შესახებ. მისი მასწავლებლები, ისინიც კი, რომლებიც არ მოსწონდა, ჭკვიან,
სერიოზულ, სულით და ხორცით ჯანსაღ ადამიანებად მიაჩნდა. ისინი ყოველ
დილით ცივ წყალს ივლებდნენ და გრილი, სუფთა თეთრეული ეცვათ. მთელი იმ
წლების განმავლობაში, როცა ის კლონგოუზში და ბელვედერში ცხოვრობდა,
სახაზავი მხოლოდ ორჯერ მოხვდა. და თუმცა არც ერთი დარტყმა არ
დაუმსახურებია, მან იცოდა, რომ ბევრჯერ დამსახურებულ სასჯელსაც
გადარჩენილა. მთელი ამ წლების განმავლობაში არასოდეს სმენია რომელიმე
მასწავლებლისგან ქარაფშუტული სიტყვა. სწორედ მათ შეასწავლეს ქრისტიანული
დოქტრინები, ისინი მოუწოდებდნენ ზნეობრივი ცხოვრებისაკენ და როცა უმძიმეს
ცოდვაში ჩავარდა, დაეხმარნენ, კვლავ ქრისტიანულ ცხოვრებას დაბრუნებოდა.
მათთან სიახლოვე მოკრძალების გრძნობას იწვევდა მასში, კლონგოუზშიც, როცა ჯერ
კიდევ პატარა დოყლაპია იყო და ბელვედერშიც, მისი ორჭოფული მდგომარეობის
გამო. მოკრძალების ეს გრძნობა სკოლაში სწავლისას ბოლომდე შერჩა. ყოველთვის
ემორჩილებოდა მათ და არ ყოფილა შემთხვევა, თავისი მოუსვენარი მეგობრების
ცდუნებას დაჰყოლოდა. არასოდეს ღალატობდა წყნარი მორჩილების ჩვევას. მაშინაც
კი, როცა მასწავლებლის ესა თუ ის აზრი საეჭვოდ ეჩვენებოდა, ღიად არასოდეს
უპირისპირდებოდა მას. ბოლო ხანებში მათი ზოგიერთი შეხედულება ცოტა
ბავშვურად მიაჩნდა და სინანულის გრძნობა იპყრობდა იმის გამო, რომ თანდათან
ჩვეულ გარემოს სცილდებოდა და მათ ხმებს მეტად ვეღარ გაიგონებდა. ერთხელ,
რამდენიმე ბიჭი მღვდლის გარშემო შეკრებილიყო ეკლესიასთან ახლოს მდგარ
ფარდულთან და მან გაიგონა, რომ მღვდელმა თქვა: - მე მჯერა, რომ ლორდი
მაკოლეი[167] იყო ის კაცი, რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე
არასოდეს ჩაუდენია მომაკვდინებელი ცოდვა, მე ვგულისხმობ წინასწარ განზრახულ
მომაკვდინებელ ცოდვას.

ერთ-ერთმა ბიჭმა მღვდელს ჰკითხა, იყო თუ არა ვიქტორ ჰიუგო უდიდესი ფრანგი
მწერალი. მღვდელმა უპასუხა, რომ მას შემდეგ, რაც ეკლესიას ზურგი აქცია, ვიქტორ
ჰიუგო ისე კარგად ვეღარ წერდა, როგორც მაშინ, როცა კათოლიკე იყო.

- მაგრამ - თქვა მღვდელმა - ბევრი ცნობილი ფრანგი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ,


თუმცა, რა თქმა უნდა, ვიქტორ ჰიუგო დიდი მწერალი იყო, მას არ ჰქონდა ისეთი
დახვეწილი სტილი, როგორც ლუი ვეიოს.[168]

სტივენს სახიდან გაუქრა ოდნავი სიწითლე, მღვდლის ქარაგმამ რომ გამოიწვია, და


ახლა მისი თვალები კვლავ წყნარად უცქერდნენ უფერულ ცას, მაგრამ ეჭვი კვლავ
მოუსვენრად დაჰქროდა მის გონებაში. ბუნდოვანმა მოგონებებმა წყებად ჩაირბინეს.
ის ცნობდა სცენას, მოქმედ პირებს, მაგრამ გრძნობდა, რომ მათში, რაღაც
მნიშვნელოვანს ვერ წვდებოდა. ხედავდა თავის თავს, კლონგოუზში სათამაშო
მოედანს რომ უახლოვდებოდა და თამაშს ადევნებდა თვალს, თან თავისი კრიკეტის
ქუდიდან კანფეტებს იღებდა და ჭამდა. იეზუიტები ქალბატონებთან ერთად
დასეირნობდნენ ველოსიპედის ტრეკზე. რამდენიმე გამოთქმა, რომელიც მაშინ
კლონგოუზში იხმარებოდა, ყრუდ გახმიანდა მისი გონების სიღრმეში.

მისი ყურები თითქოს იმ შორეულ ხმებს ისმენდნენ მისაღები ოთახის მდუმარებაში,


როცა მან გაიგონა, რომ მღვდელმა განსხვავებული ტონით მიმართა: - მე მოგიწვიე
დღეს, სტივენ, რადგან შენთან ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მინდოდა მესაუბრა.

- დიახ, სერ.

- გიგრძვნია თუ არა ოდესმე, რომ ჭეშმარიტი მოწოდება გაქვს?

სტივენმა ტუჩები ერთმანეთს დააშორა, რომ „ჰო“ ეპასუხა, მაგრამ სიტყვა ენის
წვერზე დაიჭირა. მღვდელი პასუხს დაელოდა და დაუმატა: - მე ვგულისხმობ,
ოდესმე გულის სიღრმეში თუ გაგჩენია სურვილი, რომ ორდენს შეუერთდე?
დაფიქრდი.

- მე ხანდახან მიფიქრია ამაზე - თქვა სტივენმა.

მღვდელმა შტორის თასმას ხელი გაუშვა, ხელები ერთმანეთზე გადააჭდო, ნიკაპით


მათზე დაეყრდნო და ფიქრებში წავიდა.

- ისეთ კოლეჯში, როგორიც ჩვენია, თქვა მან ბოლოს, ერთი, ორი, ან შესაძლოა, სამი
ბიჭი იყოს ისეთი, რომელსაც ღმერთი ღვთისმსახურებისკენ მოუწოდებს. ეს ბიჭი
სხვა მოსწავლეებისაგან ღვთისმოსაობით გამოირჩევა და კარგ მაგალითს უჩვენებს
დანარჩენებს, ამხანაგებში პატივისცემით სარგებლობს. ძმობის წევრები მას ხშირად
ჯგუფხელად ირჩევენ. ამ კოლეჯში სწორედ შენ იყავი ასეთი ბიჭი, სტივენ.
ყოვლადწმინდა მარიამის საძმოს ჯგუფხელი. შეიძლება სწორედ შენ ხარ ის,
რომელსაც ღმერთი მოუხმობს მსახურებისათვის.

სიამაყის ძლიერმა გრძნობამ, რომელსაც მღვდლის შთამბეჭდავი ხმა აძლიერებდა,


სტივენს გული აუჩქარა.

- ღმერთისაგან ასეთი ხმობა, სტივენ, - თქვა მღვდელმა - უდიდესი პატივია,


რომელიც ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია ადამიანს მიაგოს. არც ერთ მეფეს და
იმპერატორს დედამიწის ზურგზე არა აქვს მღვდლისოდენი ძალაუფლება. არც ერთ
ანგელოსს და მთავარანგელოსს ზეცაში, არც ერთ წმინდანს და არც თვით
ყოვლადწმინდა ქალწულს არა აქვს მღვდლის ძალაუფლება. ძალაუფლება ციური
სასუფევლის კლიტის ფლობისა, ძალაუფლება, შეჰკრას ქუეყანა ზედა და განხსნას
ქუეყანასა ზედა, ძალაუფლება შელოცვისა, ღმერთის ქმნილებათაგან უწმინდურ
სულთა განდევნისა, რომლითაც შეპყრობილი არიან ისინი, ძალაუფლება, ღმერთი
ზეციდან ჩამოიყვანოს და პურად და ღვინოდ გარდაქმნას საკურთხეველზე.[169]
მართლაც რა უზარმაზარი ძალაუფლებაა, სტივენ!

სტივენის ლოყებს კვლავ ალმური მოედო, როცა ამ ამაყ მიმართვაში საკუთარი


პატივმოყვარული ოცნებების გამოძახილი ჩაესმა. ის ხომ ხშირად ხედავდა თავის
თავს ღვთისმსახურად, რომელიც წყნარად და მორჩილად ფლობდა უდიდეს
ძალაუფლებას, რომლის წინაშეც მოწიწებით იდგნენ ანგელოსები და წმინდანები.
გულის სიღრმეში ამაზე ფიქრი სიამოვნებდა. იგი ხედავდა თავის თავს -
ახალგაზრდა, დინჯი მანერების მქონე მღვდელს - რომელიც სწრაფად შედიოდა
სააღმსარებლოში. საკურთხევლის საფუხურებს აივლიდა, საკმეველს მოაკმევდა,
მუხლს მოიყრიდა და ღვთისმსახურების მიუწვდომელ აქტს ატარებდა, რაც მას
სიამოვნებდა ერთი მხრივ, სინამდვილესთან მსგავსების, მეორე მხრივ კი, მისგან
სიშორის გამო.

იმ უსახურ ცხოვრებაში, რომელსაც ის ოცნებებში ატარებდა, თანდათან სხვა


მღვდლებში შემჩნეული ხმა და ჟესტები გადმოიღო. მუხლს გვერდულად მოიყრიდა
ხოლმე, როგორც რომელიღაც მათგანი, მეორის მსგავსად საცეცხლურს ნელა აქნევდა,
მისი სამოსლის კალთა ვიღაც მესამე მღვდლის კალთასავით ფართოდ იშლებოდა,
როცა ის მრევლის დალოცვის შემდეგ საკურთხევლისკენ შებრუნდებოდა. მაგრამ მის
მიერ წარმოსახულ ბუნდოვან სცენებში ყველაზე მეტად მეორეხარისხოვან როლებში
ყოფნა სიამოვნებდა. გაურბოდა მღვდელმსახურის გამორჩეულ მდგომარეობას,
რადგან არ სიამოვნებდა, რომ მთელი ეს საიდუმლოებით მოცული პომპეზური
ცერემონიალი თვით მას უნდა დაესრულებინა, და კიდევ იმიტომ, რომ ამ
რიტუალით მისი ფუნქციები ძალიან მკაფიოდ და ნათლად იყო განსაზღვრული. ის
უბრალო, ეკლესიურ მსახურებას ნატრობდა, თავის თავს წირვაზე წარმოიდგენდა.
მორჩილის სამოსში გამოწყობილი საკურთხევლიდან შორს იდგა ყველასაგან
მივიწყებული. მხრებზე ჰაეროვანი მოსასხამი ეხურა, რომლის ბოლოებით
ფეშხუმი[170] ეჭირა, ან როცა მღვდელთმსახურება დამთავრდებოდა, დიაკვნის
ნაქარგ, ოქროსფერ სტიქარში იდგა, მღვდელზე ერთი საფეხურით ქვემოთ,
ხელებგადაჭდობილი, მლოცველებისკენ შებრუნებული და - Jte missa est[171] -
წადით, მესა დამთავრებულია, - გალობდა. თუკი ოდესმე თავს მღვდლად
წარმოიდგენდა, მხოლოდ ისეთად, როგორიც სურათებიან საბავშვო ლოცვანების
წიგნებშია: უმრევლო ეკლესიაში, სადაც სამსხვერპლოსთან მხოლოდ ერთი
ანგელოსი იდგა, უბრალო საკურთხეველთან, რომელსაც თითქმის მისი ტოლი
მედავითნე ემსახურებოდა. მხოლოდ მიუწვდომელ სამსხვერპლოსა, თუ წმინდა
საიდუმლოებებთან მიახლებისას ჩანდა, რომ მისი ნება სიცოცხლისაკენ ილტვოდა.
განსაზღვრული რიტუალის არარსებობა იყო ნაწილობრივ მიზეზი მისი
უმოქმედობისა და ის მდუმარედ იხშობდა სიბრაზეს და სიამაყეს და იძულებული
იყო, სხვების კოცნა აეტანა, თუმცა თვითონ ნატრობდა ეკოცნა.

მოწიწებით, ჩუმად უსმენდა მღვდლის სიტყვებს და მის სიტყვებთან ერთად კიდევ


უფრო მკაფიოდ ესმოდა ხმა, რომელიც მოუწოდებდა, კიდევ უფრო მიახლოებოდა და
საიდუმლო სიბრძნეს და ძალაუფლებას სთავაზობდა. ის გაიგებს, რა შესცოდა სიმონ
მაგუსმა[172] და რას ნიშნავს სულიწმიდის გმობა, რაც მიუტევებელი ცოდვაა.
შეიტყობს საიდუმლოებებს სხვებისგან დაფარულთ, დაფარულთ მათგან, ვინც
მსგავსად სხვებისა, ბუნებით არიან რისხვის შვილები[173]. შეიტყობს ცოდვების
შესახებ, სხვების ცოდვილი ლტოლვების, ფიქრების და ქცევების შესახებ. ნახევრად
ჩაბნელებულ ეკლესიის სააღმსარებლოში ქალების და გოგონების ტუჩები ყურში
ჩასჩურჩულებენ თავიანთ სამარცხვინო საიდუმლოებებს და მისი სული კვლავ
შეუბღალავი დარჩება საიდუმლო კურთხევის მადლის და ხელდასხმის წყალობით.
და შეუბღალავი კვლავ წარსდგება საკურთხევლის თეთრი სიმშვიდის წინაშე.
არავითარი ცოდვა არ მიეკარება მის ხელებს, რომლებიც ზემოთ ასწევენ და გატეხენ
ზიარების წმინდა პურს. არავითარი ცოდვა არ მიეკარება მის ტუჩებს, ლოცვისას,
რათა უნებურად არა გამოიკითხნას რა ხორცნი უფლისანი დასასჯელად თავისა
თვისისა ჭამოს და სუას.[174] მას ხელთ ეპყრება საიდუმლო ცოდნა და ძალაუფლება,
თვითონ კი უცოდველი და უმანკო დარჩება და ის იქნება მღვდელი უკუნისამდე
წესსა მას ზედა მელქისედეკისა.[175]

- ხვალ დილით წირვას აღვავლენ - თქვა რექტორმა - რათა ყოვლისშემძლე ღმერთმა


განგიცხადოს მისი წმინდა ნება, შენ კი, სტივენ, შენს მფარველს, წმინდა
პირველწამებულს, უფლის რჩეულს,[176] ნოვენა[177] აღუვლინე, რომ ღმერთმა
გონება გაგინათოს. მაგრამ სრულიად დარწმუნებული უნდა იყო, რომ მოწოდება
გაქვს, სტივენ, რადგან საშინელება იქნება, რომ აღმოჩნდეს, მოწოდება არ გქონია.
გახსოვდეს, თუკი მღვდელი გახდები, მთელი ცხოვრება მღვდელი იქნები.
კატეხიზმო ამბობს, რომ მღვდლად კურთხევა ერთ-ერთი იმ საიდუმლოებათაგანია,
რომელიც მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოხდეს, რადგან ის წარუშლელ ნაჭდევს
ტოვებს სულზე. ამიტომ ახლავე უნდა აწონ-დაწონო ყველაფერი და არა შემდეგ. ეს
მნიშვნელოვანი საკითხია სტივენ, რადგან ხსნა შენი უკვდავი სულისა, შესაძლოა,
სწორედ ამაზეა დამოკიდებული. ჩვენ ერთად შევევედრებით ღმერთს.

მან შემოსასვლელის მძიმე კარი გააღო და სტივენს ისე გაუწოდა ხელი, თითქოს მას
უკვე თავისი სულიერი ცხოვრების თანამგზავრად თვლიდა. სტივენმა კიბეები აიარა
და ფართო მოედანზე თბილი ჰაერის მსუბუქი შეხება იგრძნო. ფინდლეიტერის
ეკლესიისკენ[178] ოთხი ახალგაზრდა ხელმკლავგაყრილი მიაბიჯებდა, თავებს აქეთ-
იქეთ აქნევდნენ და ფეხს კონცერტინოს მხიარულ მელოდიას აყოლებდნენ,
რომელსაც წინმიმავალი უკრავდა. მოულოდნელმა მუსიკამ, როგორც ყოველთვის
ხდებოდა ხოლმე, მისი გონების ფანტასტიკურ ქსოვილებში მყისიერად შეაღწია და
უმტკივნეულოდ და უხმაუროდ დაანგრია ისინი, თითქოს მოულოდნელმა ტალღამ
ბავშვების აგებული ქვიშის კოშკი დაანგრიაო. ნაცნობ მელოდიაზე გაეცინა. მღვდლის
სახეს ახედა, და დაინახა რა მასზე ანარეკლი უსიხარულო, ჩამავალი დღისა, ხელი,
რომელიც კრძალვით დათანხმდა თანამშრომლობაზე, ნელ-ნელა გაუშვა.

როცა კიბეებზე ჩამოდიოდა, იგრძნო, რომ სულიერი ტანჯვით გამოწვეული


ტკივილები შეუწყდა, რისი მიზეზიც ის უსიხარულო ნიღაბი იყო, რომელმაც
ჩამავალი დღე აირეკლა კოლეჯის ზღურბლთან. შემდეგ კოლეჯის ცხოვრების
აჩრდილმა დინჯად ჩაიარა მის გონებაში. სერიოზული, მოწესრიგებული,
უშფოთველი ცხოვრება ელოდა, ცხოვრება მატერიალური საზრუნავის გარეშე.
წარმოიდგინა, როგორ გაატარებდა პირველ ღამეს მონასტერში და რა საშინელი
იქნებოდა პირველი დილა, როცა სენაკში გაიღვიძებდა. კლონგოუზის გრძელი
დერეფნის მძიმე სუნი მოაგონდა და გაზის წვის ნელი შიშინი ჩაესმა. ერთბაშად
მთელი მისი არსება მოუსვენრობამ შეიპყრო, მაჯისცემა ციებ-ცხელებიანივით
აუჩქარდა, უაზრო სიტყვების გუგუნი მის დალაგებულ აზრებს აქეთ-იქეთ ფანტავდა.
ფილტვები უფართოვდებოდა და ეკუმშებოდა - თითქოს ნესტიან, თბილ, ჩახუთულ
ჰაერს ისუნთქავდა და მან კვლავ იგრძნო კლონგოუზის თბილი, ნესტიანი ჰაერი
მღვრიე, ტორფისფერი წყლის ზემოთ.

რაღაც ინსტინქტი, განათლებაზე და ღვთისმოსაობაზე ძლიერი, იღვიძებდა მასში


ყოველთვის, როცა ამ ცხოვრებას ძალიან მიუახლოვდებოდა. უჩინარი, მტრული
ინსტინქტი, რომელიც აფრთხილებდა, არ დათანხმებულიყო. ასეთი ცივი და
მოწესრიგებული ცხოვრება გულს ურევდა. ხედავდა თავის თავს სუსხიან დილით,
ადრე ამდგარი სხვებთან ერთად როგორ მიდიოდა დილის წირვის ჩასატარებლად და
როგორ ამაოდ ცდილობდა, ლოცვებით დაეძლია გულისრევის შეგრძნება. ხედავდა
თავის თავს კოლეჯის პერსონალთან ერთად სადილად მჯდარს. რას მოუხერხებს
მასში ასე ღრმად გამჯდარ მორცხვობის გრძნობას, რომლის გამოც სხვის ჭერქვეშ ჭამა
არ შეუძლია. რას მოუხერხებს სიამაყეს, რომელიც ყოველთვის აგრძნობინებს, რომ ის
ყველასგან განსხვავდება.

მისი მაღალღირსება სტივენ დედალოსი S. J.[179]

ამ ახალ ცხოვრებაში მისი სახელის ინიციალები დახტოდნენ მის თვალწინ, შემდეგ კი


ბუნდოვნად გამოიკვეთა გაურკვეველი სახე, თუ სახის ფერი. მერე ფერი გაიცრიცა და
ღია აგურისფრად აკიაფდა. ხომ არ იყო ეს მხურვალე წითელი, რომელიც მას ხშირად
უნახავს ზამთარში დილაობით მღვდლის გაპარსულ ლოყებზე? სახე იყო უთვალო,
როგორღაც მოღუშულ-კეთილგანწყობილი და ღვთისმოშიში, შეკავებული
მრისხანების მეწამული ლაქებით. ხომ არ იყო ეს მოლანდება ერთ-ერთი იეზუიტის
სახისა, რომელსაც ზოგიერთი ბიჭი ლოყებჩავარდნილს ეძახდა, ზოგი კი მელია
კემპბელს.

ამ დროს მან გარდინერ სტრიტზე იეზუიტების სახლს ჩაუარა და ერთი გაფიქრება


გაიფიქრა, რომელი ფანჯარა იქნებოდა მისი, თუკი ოდესმე ორდენს შეუერთდებოდა.
შემდეგ გაუკვირდა, თუ რატომ იყო, რომ ესეც მაინცდამაინც არ აინტერესებდა,
რატომ იყო მისი სული ასე შორს ყოველივე იმისაგან, რაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ
წმიდათაწმიდად მიაჩნდა. უკვირდა, რატომ აღმოჩნდა ასეთი სუსტი ის ხუნდები,
რომლებიც წესრიგში და მორჩილებაში გატარებულმა მრავალმა წელმა დაადო მას,
მაშინ, როცა ერთი გაბედული ნაბიჯი უკან დასახევ გზას აღარ უტოვებდა და ახლაც
და სამუდამოდ საფრთხეს უქმნიდა მის თავისუფლებას. რექტორის ხმა, რომელიც
ეკლესიის ზვიად მოთხოვნებზე და მღვდელთმსახურების მისტერიებსა და
ძალმოსილებაზე ესაუბრებოდა, ამაოდ ახსენებდა თავს. მისი სული სხვაგან იყო, არ
უსმენდა და არ ეპასუხებოდა ამ ხმას. და ის მიხვდა, რომ შეგონებები, რომლებიც
ახლა მოისმინა, ფუჭ, ოფიციალურ ფრაზებად იქცა. ის არასოდეს ჩააკმევს საკმეველს
საკურთხეველთან მღვდლის სამოსში გამოწყობილი. მისი ხვედრია თავი არიდოს
სოციალურ, თუ რელიგიურ წესებს. მღვდლის ბრძნულმა მოწოდებებმა შინაგანად
ვერ შეძრეს. ის თავის საკუთარ სიბრძნეს უნდა დაეუფლოს, სხვებისგან
განმარტოებული, ან თვით ჩაწვდეს სხვათა სიბრძნეს ამქვეყნიურ საცდურთა შორის
ხეტიალისას.

ამქვეყნიური საცდურნი - გზანი შეცოდებისაკენ. ის დაეცემა. ჯერ კიდევ არ


დაცემულა, მაგრამ უხმაუროდ დაეცემა. სულ ერთი წამი დასჭირდება. ძალიან
ძნელია, არ დაეცე, ძალიან ძნელი. და მან იგრძნო, რომ მისი სული მდუმარედ დაეშვა
ქვევით, ისე, როგორც ეს მომავალში მოხდებოდა. ეცემა, ეცემა, ჯერ კიდევ არ
დაცემულა, ჯერ კიდევ არა, მაგრამ უკვე ეცემა.

როცა მდინარე ტოლკაზე[180] გადებულ ხიდზე გადადიოდა, წამიერად,


გულგრილად ახედა ყოვლადწმინდა მარიამის გახუნებულ, ლურჯ აკლდამას,
საბუდარში ჩამჯდარი კრუხივით რომ ჩანდა უბადრუკი ქოხმახების შუაში. შემდეგ
მარცხნივ შეუხვია და თავის სახლისკენ მიმავალ შესახვევს გაუყვა. მდინარის ზემოთ
შემაღლებულ ადგილებზე ჩამწკრივებული ბაღებიდან დამპალი კომბოსტოს მჟავე,
გულისამრევი სუნი მოდიოდა. გაეცინა, როცა გაიფიქრა, რომ სწორედ მამამისის
სახლში გამეფებულმა არეულ-დარეულობამ, უწესრიგობამ და უთავბოლობამ და
კიდევ დამყაყებული ბოსტნეულის სუნმა გადასძლია მის სულში. ღიმილმა
გადაურბინა ტუჩებზე, როცა გაახსენდა მარტოხელა მოჯამაგირე, მათი სახლის უკან,
ბაღში რომ მუშაობდა და რომელსაც მათ შლაპიანი კაცი შეარქვეს. ცოტა ხნის პაუზის
შემდეგ ისევ უნებურად გაეღიმა, როცა წარმოიდგინა, როგორ მუშაობდა შლაპიანი
კაცი, რომელიც ვიდრე მუშაობას შეუდგებოდა, მთელ ცას მოავლებდა თვალს და
შემდეგ როგორღაც სინანულით ჩაასობდა ბარს მიწაში.

მან შესასვლელის კარს უბიძგა, რომელიც არ იკეტებოდა და ცარიელი დერეფნის


გავლით სამზარეულოში შევიდა. მისი დები და ძმები მაგიდას უსხდნენ, ჩაის
დალევას უკვე ამთავრებდნენ და პატარა მინის ტოლჩებში და მურაბის ქილებში,
რომელთაც ჩაის ფინჯნებად იყენებდნენ, ფსკერზე დალექილი ჩაის ნარჩენები ჩანდა.
მაგიდაზე ჩაისაგან გაყავისფრებული დაშაქრული პურის ქერქები და ნაჭრები ეყარა.
აქა-იქ ჩაი დაქცეოდათ და დანა, რომელსაც სპილოს ძვლის სახელური ნახევრად
მომტვრეოდა, საჭმლის ნარჩენებს შორის იყო გამოჩრილი. ფანჯრიდან და გაღებული
კარებიდან მომაკვდავი დღის ნაღვლიანი, მონაცრისფრო ლურჯი სინათლე აღწევდა,
რომელიც ამშვიდებდა და სალბუნად ედებოდა მის გულში მოულოდნელად
აღძრულ სინანულის გრძნობას. ყველაფერი, რაც მათ დააკლდათ, უხვად მიეცა მას,
ყველაზე უფროსს, მაგრამ დაისის წყნარ ლიცლიცში მათ სახეებზე ღვარძლის
ვერავითარი ნიშანი ვერ ამოიკითხა.

მათთან ახლოს მაგიდას მიუჯდა და იკითხა, მამა და დედა სად არიანო. ერთ-ერთმა
უპასუხა: - საფახლიფის დაფასაფათვაფალიფიეფერეფებლაფად
წაფავიფიდნეფენ.[181]

ისევ სხვა სახლში გადასვლა! ერთი მოსწავლე - გვარად ფალონი - ბელვედერში


სულელური სიცილით ხშირად ეკითხებოდა, ასე მალიმალ რატომ იცვლით ბინასო.
შუბლი მაშინვე ზიზღით შეეჭმუხნა, ის სულელური სიცილი რომ გაახსენდა.

- რატომ გადავდივართ, ხომ ვერ მეტყოდით?

- იფიმიფიტოფომ, როფომ საფახლიფის მფლოფობეფელმაფა


გაფამოფოგვაფაძეფევაფა.

მაგიდის მეორე ბოლოში, ბუხართან ახლოს მჯდომმა უმცროსმა ძმამ სიმღერა


წამოიწყო, „ხშირად, წყნარი ღამით“.[182] სხვები მიყოლებით აჰყვნენ და ბოლოს
ყველა ერთ გუნდად ამღერდა. ასე იმღერებენ საათობით მხიარულ სიმღერებს, სანამ
ჰორიზონტზე უკანასკნელი სხივები გაიცრიცება და სანამ ღამის შავი ღრუბლები
ჩამოწვება და დაბნელდება.

ცოტა ხანს შეიცადა, მოუსმინა და შემდეგ თვითონაც შეუერთდა სიმღერას. გულს


სტკენდა დაღლილობის ინტონაციები, მათ წკრიალა, უმანკო ხმებში რომ ისმოდა.
ჯერ არც კი შედგომიან ცხოვრებას და უკვე მოიქანცნენ.

მას ესმოდა გუნდის ხმების ექო სამზარეულოში, ესმოდა ის, ბავშვების უამრავი
თაობების გუნდების ხმების გამოძახილით გაძლიერებული და ყველა ამ
გამოძახილში მეორდებოდა დაღლილობის და ტანჯვის ინტონაცია. ყველანი
თითქოს დაღლილები იყვნენ ცხოვრებისაგან, თუმცა ჯერ ფეხი არც კი შეედგათ
მასში. გაახსენდა, რომ ნიუმენსაც მოესმა ეს ინტონაცია ვირგილიუსის დატეხილ
სტრიქონებში, რომელიც „თვით ბუნების ხმის მსგავსად გამოხატავდა ტანჯვას და
დაღლილობას, მაგრამ ამასთან ერთად, უკეთესობის იმედსაც, რაც მისი ბავშვების
ხვედრი იყო ყოველ დროში“.[183]

მეტი ლოდინი აღარ შეეძლო. ბაირონის სახლიდან კლონტარფის სამრეკლომდე,[184]


კლონტარფის სამრეკლოდან ბაირონის სახლამდე, შემდეგ ისევ უკან სამრეკლოსკენ,
შემდეგ ისევ ბაირონის სახლისკენ. თავიდან ნელი ნაბიჯით დადიოდა და ფეხს
გულმოდგინედ ადგამდა ტროტუარის ფილებზე, შემდეგ ნაბიჯების რიტმი ლექსების
რიტმს შეუწყო. მთელი ერთი საათი იქნებოდა გასული მას შემდეგ, რაც მამამისი
მასწავლებელთან - დენ კრისბისთან - ერთად წავიდა, რათა უნივერსიტეტის შესახებ
რაღაც-რაღაცები გაეგო. ამ ლოდინში ერთი საათი აღმა-დაღმა იარა, ახლა კი მეტის
მოთმენა აღარ შეეძლო.

ბულისკენ[185] მკვეთრად მოუხვია და ნაბიჯს აუჩქარა, რომ მამამისის ყურისწამღები


სტვენა არ წამოსწეოდა და უკან არ მიეხმო. რამდენიმე წამში პოლიციის შენობასთან
შეუხვია და უსაფრთხოდ იგრძნო თავი.

დიახ, დედამისის გულგრილი დუმილი იმის მაჩვენებელი იყო, რომ მას არ სურდა,
სტივენი უნივერსიტეტში შესულიყო. მაგრამ დედის უნდობლობა უფრო აქეზებდა ამ
ნაბიჯის გადადგმისაკენ, ვიდრე მამის პატივმოყვარეობა. მან გულგრილად გაიფიქრა,
რომ რწმენა, რომელიც მასში თანდათანობით ინავლებოდა, სულ უფრო და უფრო
იზრდებოდა და მტკიცდებოდა დედის გულში. რაღაც მღვრიე, მტრული გრძნობა
იკრებდა ძალას მასში დედამისის ღალატის გამო და გონებას ღრუბელივით
უბნელებდა. როცა ამ გრძნობამ გაიარა და ღრუბელი გაიფანტა, გონება გაუნათდა და
დედაშვილური ერთგულების და პასუხისმგებლობის გრძნობა კვლავ გაეღვიძა
დედის მიმართ. და მან ბუნდოვნად და უსინანულოდ იგრძნო, როგორ უხმაუროდ,
თანდათან შორდებოდა მათი ცხოვრება ერთმანეთს.

უნივერსიტეტი! მას უკვე ვეღარ მიაბრუნებენ უკან ის გუშაგები, მის ბავშვობას რომ
დარაჯობდნენ და ცდილობდნენ, მასზე გავლენა შეენარჩუნებინათ და აეძულებინათ
იგი მათი მიზნებისთვის ემსახურა. კმაყოფილების გრძნობა და მასთან ერთად
სიამაყე ნელი, გრძელი ტალღებივით მაღლა იტაცებდნენ. მიზანს, რომლის
მსახურებისთვისაც ის იყო დაბადებული და რომელიც ჯერ კიდევ არ ჩანდა,
უხილავი ბილიკებით მიჰყავდა გადარჩენისაკენ. ახლა ის კვლავ თავისკენ უხმობდა
და მის წინაშე ახალი გზები იშლებოდა. ეჩვენებოდა, თითქოს მთრთოლავ მუსიკას
უსმენდა, რომელიც ერთი ტონით მაღლა ავარდებოდა, შემდეგ მთელი კვარტით ძირს
დაეშვებოდა, კვლავ ერთი ტონით მაღლა და დიდი ტერციით ქვემოთ, თითქოს
ცეცხლმოდებულ ტყეზე ღამით სამენოვანი ალი იკლაკნებოდა. ეს იყო ჯადოსნური
პრელუდია, უსაზღვრო და უფორმო, რომელიც თანდათან ძლიერდებოდა და
შმაგდებოდა. ცეცხლის ალები რიტმს აღარ ემორჩილებოდნენ. მას თითქოს ესმოდა,
როგორ დაშლიგინებდნენ გარეული მხეცები ბუჩქებსა და ბალახებში და მათი
ხმაური ფოთლებზე წვიმის შხაპუნის ხმას აგონებდა. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ხმაურად
იჭრებოდა მის გონებაში კურდღლების და ბოცვრების, ირმების, ფურირმების და
ანტილოპების ფეხის ხმა, ვიდრე ეს ხმები არ შეწყდა და მის გონებაში ნიუმენის ამაყმა
რიტმულმა სტროფმა არ გაიჟღერა: „ვისი ფეხებიც ირმის ფეხებს ჰგავს და
მარადიული მკლავები განფენილა მის ფერხთქვეშ“.[186]
ამ ბუნდოვანი სახის დიდებულებამ კვლავ მოაგონა სიდიადე იმ წოდებისა,
რომელზეც უარი განაცხადა. მთელი ბავშვობა ამაზე ფიქრობდა და მიაჩნდა, რომ ეს
მისი მოწოდება იყო, მაგრამ როცა ჟამმა დაჰკრა, როცა მოწოდებას უნდა
დამორჩილებოდა, მან ყველაფერს ზურგი აქცია და თავის თავნება ინსტინქტებს
აჰყვა. ახლა უკვე გვიანია - მისი სხეული აღარასოდეს განიწმინდება ხელდასხმის
ზეთისცხებით. მან უარი თქვა. რატომ?

დოლიმაუნტთან ზღვისკენ გადაუხვია და როცა თხელი ხის ხიდზე გადადიოდა,


იგრძნო, როგორ ირყეოდა ფიცრები მისი მძიმე ნაბიჯებისაგან. ბულიდან ქრისტიანი
ძმების რაზმი ბრუნდებოდა. ხიდზე წყვილ-წყვილად დაიწყეს გადასვლა. მალე
მთელი ხიდი ირყეოდა და ძაგძაგებდა. უხეშმა სახეებმა ჩაუარეს, წითელი, ყვითელი,
ან მეწამულისფერი ანარეკლი დასთამაშებდათ ზღვიდან. როცა შეეცადა, მათთვის
მშვიდად და გულგრილად შეეხედა, იგრძნო, სირცხვილისა და თანაგრძნობისაგან
სახე როგორ წამოენთო.

საკუთარ თავზე გაბრაზებული შეეცადა, სახე მათი მზერისთვის აერიდებინა, თავი


დახარა, გვერდზე გაიხედა და ხიდქვეშ მეჩხერ მორევს დააცქერდა, მაგრამ იქაც მათი
აწოწილი აბრეშუმის ქუდები, საცოდავი, ვიწრო სახელოები და ბერის განიერი,
ჩამოჩაჩული ანაფორის ანარეკლი დაინახა.

ძმა ჰიკი.

ძმა კვეიდი.

ძმა მაკარდლი.

ძმა კეო.

მათი ღვთისმოსაობა მსგავსია მათი სახელების, მათი სახეების, მათი ტანსაცმლის და


ზედმეტია უთხრას საკუთარ თავს, რომ მათი მორჩილი და მონანიე გულები
შესაძლოა ერთგულების გაცილებით მეტ ხარკს იხდიან, ვიდრე მისი გული ძღვენს,
რომელიც ბევრად უფრო სასურველია ღმერთისთვის, ვიდრე მისი დახვეწილი
ღვთისმოსაობა. ზედმეტია მოუწოდოს თავის თავს, იყოს დიდსულოვანი მათ
მიმართ, ზედმეტია უთხრას თავის თავს, რომ თუკი ის ოდესმე სიამაყისგან
განძარცული, შეურაცხყოფილი და მათხოვრის ძონძებში გამოწყობილი, მათ
მიადგება კარზე, ისინი დიდსულოვნებას გამოიჩენენ და შეიყვარებენ მას, როგორც
საკუთარ თავს. და ბოლოს ზედმეტიც არის და გამაღიზიანებელიც, ამტკიცოს
საკუთარი უემოციო რწმენის საწინააღმდეგოდ, რომ სიყვარულის მცნება[187]
მოგვიწოდებს, გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი, არა რაოდენობის და
ინტენსიურობის თვალსაზრისით, არამედ გვიყვარდეს იგი ისეთივე სიყვარულით,
როგორც საკუთარი თავი. მან თავისი საგანძურიდან ერთ-ერთი ფრაზა გამოიხმო და
თავისთვის წყნარად თქვა: - დღე ფერადოვანი, ზღვითშობილი ღრუბლებისა.[188]

ფრაზა, დღე და პეიზაჟი ერთ აკორდად შეირწყნენ. სიტყვები, თუ მათი ფერები იყო?
მან აცალა მათ აკიაფება და გაფერმკრთალება. ელფერიდან ელფერამდე. აისის
ოქროსფერი, ვაშლის ბაღების მოწითალო მიხაკისფერი და სიმწვანე, ტალღების
სილაჟვარდე, ლეგა არშია ღრუბლის ქულებზე. არა, ეს არაა მათი ფერები. ეს თვით
ფრაზის წონასწორობა და ჟღერადობაა. მაშინ სიტყვების რიტმული ზეასვლა და
ვარდნა უფრო მეტად ჰყვარებია, ვიდრე მათი აზრი და ფერი, ან იქნებ, რადგან
მხედველობა სუსტი აქვს და შინაგანადაც გაუბედავია, კაშკაშა, ხელშესახები
სამყაროს გარდატეხა მრავალფეროვან და მდიდრულად მორთულ ენის პრიზმაში
მეტ სიამოვნებას ანიჭებს, ვიდრე ინდივიდუალური ემოციების შინაგანი სამყაროს
ჭვრეტა, უნაკლოდ ხორცშესხმულ, ნათელ, მოქნილ პროზაში.

აძაგძაგებული ხიდიდან კვლავ მყარ მიწაზე გადავიდა. იმავე წამს მოეჩვენა, რომ
ცოტა აცივდა, წყალს ცერად გახედა და დაინახა, მოულოდნელად დაბერილმა ქარმა
როგორ აამღვრია და აქოჩრა ტალღა. გულში ჩხვლეტამ და ყელში მოწოლილმა
ბურთმა კვლავ აგრძნობინეს, როგორ უფრთხოდა მისი სხეული ზღვის

ცივ, არაადამიანურ სუნს. მაგრამ მან მარცხნივ, დიუნებისკენ არ შეუხვია და გზას


პირდაპირ, მთების ქედების გასწვრივ გაუყვა, რომელიც მდინარის შესართავისკენ
მიემართებოდა.

მზის მკრთალი შუქი სუსტად ანათებდა წყლის ნაცრისფერ ზოლს, იქ, სადაც მდინარე
ყურეში შედიოდა. შორს ნელა მიედინებოდა მდინარე ლიფი და მაღლა,
ჰორიზონტზე ანძები ჩანდა, კიდევ უფრო შორს კი ნისლში გახვეული ქალაქის
მქრქალი ჩონჩხი გადაწოლილიყო, როგორც გობელენის ბუნდოვანი მოხატულობა,
ადამიანის დაღლილობასავით ძველისძველი. დროის მიღმა სივრცეში ქრისტიანული
სამყაროს მეშვიდე ქალაქი[189] ჩანდა. არც უფრო ძველი, არც უფრო დაღლილი და
არც უფრო ნაკლებად შეგუებული მონობას, ვიდრე ნორმანდიელთა ბატონობის[190]
დროს.

დანაღვლიანებულმა თავი მაღლა ასწია და ლაქებიან, ზღვითშობილ და ნელად


მცურავ ღრუბლებს გახედა. ისინი ცის უდაბნოში მოგზაურობდნენ. მომთაბარეთა
ურდო გზად მიეშურებოდა, ირლანდიის ზემოთ, დასავლეთისკენ. ევროპა საიდანაც
ისინი მოვიდნენ, ირლანდიის ზღვის იქით იყო გადაჭიმული. ევროპა უცნაური
ენებისა, ველებით მოფენილი, ტყეებით გარშემორტყმული, ციხეებით გამაგრებული,
სანგრებით დაცული და სალაშქროდ მზადმყოფი ხალხების ევროპა. თავის შიგნით
არეული მუსიკა ესმოდა, რომელშიც თითქოს რაღაც სახეები და მოგონებები
ფიგურირებდნენ. თითქოს ცნობდა კიდეც მათ, მაგრამ ბოლო მომენტში ყოველთვის
უსხლტებოდნენ. შემდეგ, ისე ჩანდა, მუსიკა მინელდა, მინელდა, მინელდა და
ბუნდოვანი მელოდიის ყოველი მინელებული აკორდიდან ერთი მომწოდებელი
ბგერა გამოიყოფოდა, რომელიც ვარსკვლავივით კვეთდა მდუმარების ბინდბუნდს, -
კვლავ! კვლავ! კვლავ! - იძახდა ხმა იმქვეყნიური სამყაროდან.

- გაუმარჯოს სტეფანოსს.

- აი, დედალოსიც მოდის, - ოო, კმარა დვაიერ, გეუბნები, თუ არა მოგხვდება


სიფათში... ოო!

- ასე მოუხდება მაგას ტაუსერ. ჩააყვინთინე!

- აბა, აქეთ, დედალოს, ბოუს სტეფანუმენუს. ბოუს სტეფანოფოროს[191].

- ჩააყვინთიე ტაუსერ. ჩაძირე ტაუსერ!

- მიშველეთ, მიშველეთ... აა!


მათი ხმები ამ საერთო ყიჟინში უფრო ადრე გაარჩია, ვიდრე მათი სახეები. ამ სველი,
შიშველი მასის დანახვაზეც კი ცივი ჟრჟოლა უვლიდა. მათი სხეულები გვამივით
თეთრი, ღია ოქროსფერმოდებული, თუ მზით ძლიერ გარუჯული, ზღვის სისველით
ბრწყინავდნენ. ტრამპლინი, რომლებიც ქვებში ჩაედგათ და როგორღაც
გაემაგრებინათ, ყოველ გადმოხტომაზე ქანაობდა და დამრეც ზვირთსაჭრელზე
უხეშად გათლილი ქვები, რომლებითაც ისინი გადმოსახტომად ზემოთ
მიცოცავდნენ, ცივი, სველი ბრწყინვალებით ელვარებდნენ. პირსახოცები,
რომლებსაც ტანზე იხვევდნენ, ზღვის ცივი წყლით იყო დამძიმებული. მარილიანი
წყლით გაჟღენთილი თმები აჩეჩოდათ.

მათ ძახილზე თავაზიანად შეჩერდა და დაცინვები მსუბუქად მოიგერია. როგორღაც


უსახურად გამოიყურებოდნენ: შოული - ჩვეული ღრმა, ღია საყელოს გარეშე, ენისი -
ალისფერი გველის ფორმის ბალთიანი ქამრის გარეშე, კონოლი - ნორფოლკური
ქურთუკის გარეშე, დახეული გვერდითი ჯიბეებით. საცოდაობა იყო მათი ყურება და
კიდევ უფრო საცოდაობა იყო მათი სიმწიფეში შესვლის ნიშნები, მათ საცოდავ
სიშიშვლეს აუტანელს რომ ხდიდა. შესაძლოა, ისინი ხალხმრავლობას და ხმაურს
აფარებდნენ თავს, რომ მათ სულში გაჩენილ იდუმალ შიშზე არ ეფიქრათ. გაახსენდა,
მათგან შორს მყოფს, თვითონაც როგორი შიში იპყრობდა საკუთარი სხეულის
იდუმალების წინაშე.

- სტეფანუს დედალოს. ბოუს სტეფანუმენუს. ბოუს სტეფანუმენუს.

მათი დაცინვა ახალი არ იყო მისთვის და ახლა მის ამაყ, მშვიდ უპირატესობის
გრძნობას ესალბუნებოდა. ახლა ისე, როგორც არასდროს, თავისი უცნაური სახელი
წინასწარმეტყველურად ეჩვენებოდა. ეს ნაცრისფერი, თბილი ჰაერი ისეთი
ზედროული ჩანდა, ხოლო მისი განწყობა ისეთი ცვალებადი და ბუნდოვანი, რომ
მისთვის თითქოს ყველა საუკუნე ერთმანეთს შეერწყა. რამდენიმე წამის წინ ძველი,
დანიური სამეფოს აჩრდილი წარმოუდგა თვალწინ ბურუსით მოცული ქალაქის
საფარველს მიღმა. ახლა მითური ხელოსნის სახელის გაგონებაზე თითქოს მღვრიე
ტალღების ხმაური ესმოდა და ხედავდა რაღაც ფრთოსან არსებას, ტალღებს ზემოთ
რომ დაფრინავდა და თანდათან ზემოთ მიიწევდა. რას ნიშნავდა ეს? რაიმე უცნაური
ნიშანი ხომ არ იყო, წინასწარმეტყველების და სიმბოლოების რომელიღაც შუა
საუკუნეების წიგნს რომ შლიდა? შევარდენის მსგავსი ადამიანი ზღვის თავზე
მზისკენ რომ მიფრინავს, მაცნედ იმ მიზნისა, რომლის მსახურებისთვისაა
დაბადებული და რომლისკენაც ილტვოდა ბურუსით მოცული ბავშვობის და
ყრმობის წლებში. სიმბოლო ხელოვანისა, რომელიც თავის სახელოსნოში
გახევებული მიწიერი მატერიისგან, ახალ, მოლივლივე, ხელთუქმნელ, წარუვალი
ღირებულების ქმნილებას გამოსჭედს.

გული შეუფრთხიალდა, სუნთქვა გაუხშირდა და მთელ სხეულს ისეთი აღტკინება


დაეუფლა, თითქოს მზისკენ მიფარფატებდა. გული შიშისაგან უთრთოდა, სული კი
დაფრინავდა. მისი სული არაამქვეყნიურ სამყაროში ლივლივებდა, სხეული კი,
რომელსაც კარგად იცნობდა, მყისიერად განიწმინდა, შებოჭილობისგან
გათავისუფლდა, გასხივოსნდა და სულის სტიქიას შეერწყა. ფრენის ექსტაზმა
თვალები გაუბრწყინა, სუნთქვა გაუხშირა და აუთრთოლა, ქარწაღებული სხეული კი
ბრწყინავდა და ცახცახებდა.
- ერთი! ორი!.. ფრთხილად!

- ო, დავიხრჩვი, კრაიპს.

- ერთი, ორი, სამი... წინ!

- შემდეგი! შემდეგი!

- სტეფანოფეროს!

ყელში ტკივილამდე მისული ძლიერი სურვილი იგრძნო იმისა, რომ ხმამაღლა


დაეყვირა, ისე, როგორც შევარდენი და არწივი ყვირის ცაში, ყურისწამღებად
დაეყვირა ქარისთვის თავის გათავისუფლების შესახებ. ეს, სიცოცხლე უხმობდა მის
სულს. ეს არ იყო მოვალეობებისა და სასოწარკვეთილების სამყაროს მოსაწყენი, უხეში
ხმა, რომელიც მას ეკლესიის უღიმღამო მსახურებისაკენ უხმობდა. თავაწყვეტილი
ფრენის ერთმა წამმა გაათავისუფლა იგი და აღტაცების ყვირილი, ტუჩებმა რომ
შეიკავეს, მის ტვინში შეიჭრა.

- სტეფანოფეროს!

- რა არის ახლა ეს ყველაფერი, თუ არა სამგლოვიარო სამოსი მოკვდავი სხეულისგან


მოშორებული - შიში, რომელიც დღედაღამ არ ასვენებდა, გაუბედაობა, რომელიც
ბოჭავდა. სირცხვილი, შინაგანად თუ გარეგნულად რომ აწამებდა - სამგლოვიარო
სამოსი, სუდარა?

მისი სული აღდგა ყრმობის სამარიდან და საფლავის სუდარა გვერდზე მოისროლა.


დიახ! დიახ! დიახ! იმ უდიდესი ოსტატის მსგავსად, ვის სახელსაც ატარებს, ის
თავისი ძლიერი და თავისუფალი სულისაგან ამაყად შექმნის რაღაც ახალს, ცოცხალს
და მოლივლივეს, მშვენიერს, ხელთუქმნელს და წარუვალს.

აღელვებული სწრაფად გაშორდა იქაურობას, რადგან აჩქროლებული სისხლი აღარ


ასვენებდა. გრძნობდა, ლოყები როგორ უხურდა. ყელში სიმღერა აწვებოდა. ფეხები
ცხრა მთას იქით ხეტიალის სურვილით იწვოდნენ. წინ! წინ! გული თითქოს
უტიროდა. ღამე ჩამოწვება ხიდზე, ღამე ჩამოწვება ველებზე, აისი აციალდება მწირის
წინაშე და უცნობ ველებს, ბორცვებს და სახეებს გადაუშლის წინ. მაგრამ საით?

მან ჩრდილოეთით, ჰოუტის[192] მიმართულებით გაიხედა. ზღვა უკვე მიქცეულიყო.


ზვირთსაჭრელის მარცხენა მხარეს, წყალმარჩხ ადგილას წყალმცენარეების მწკრივი
ჩანდა. მიქცეული ტალღა სწრაფად გარბოდა ნაპირის გასწვრივ. თბილი და მშრალი
ქვიშის ოვალური ნაპირი უკვე გრძლად გაწოლილიყო პატარა ტალღებს შორის.
მეჩხერ წყალში აქა-იქ ქვიშის თბილი კუნძულები ბრწყინავდნენ და კუნძულებთან
გრძლად გადაჭიმული ნაპირის გარშემო პლაჟზე შილიფად ჩაცმული სილუეტები
მიდი-მოდიოდნენ, ზოგიერთი მათგანი დროდადრო რაღაცის ასაღებად იხრებოდა
ხოლმე.

რამდენიმე წამში უკვე ფეხშიშველი იდგა. წინდები ჯიბეში ჩაიდო. ბრეზენტის


ფეხსაცმელები თასმებით შეკრა და ზურგზე გადაიკიდა. ზღვიდან გამორიყული
ნაგავიდან წამახული, მარილით შეჭმული ჯოხი აიღო და ზვირთსაჭრელის
ფერდობიდან ჩამოცოცდა.
მეჩეჩზე ნაკადული მიედინებოდა და როცა ნაპირს ნელა აუყვა, გააკვირვა
წყალმცენარეების გამუდმებულმა მოძრაობამ - ზურმუხტისფერი, შავი, მიხაკისფერი,
ზეთისხილისფერი - წყლის ქვეშ მოძრაობდნენ, ირწეოდნენ და ტრიალებდნენ.
ნაკადულის წყალი, რომელიც მუდმივი მოძრაობისაგან გაშავებულიყო, მაღლა
მცურავ ღრუბლებს ირეკლავდა. ღრუბლები წყნარად მიცურავდნენ მის ზემოთ,
ქვემოთ კი ასევე წყნარად მიცურავდნენ წყალმცენარეები, და ნაცრისფერი, თბილი
ჰაერიც წყნარი იყო, და ახალი ველური სიცოცხლე მღეროდა მის ძარღვებში.

სად გაჰქრა მისი ყრმობა? სად არის მისი სული, რომელმაც ბედისწერას ზურგი აქცია,
რათა თავისი ჭრილობების სირცხვილზე მარტოობაში ეფიქრა და უბადრუკობის და
ხრიკების სამყოფელში ხრწნადი, სამგლოვიარო გვირგვინი დაედგა იმისათვის, რაც
პირველი შეხებისთანავე მტვრად იქცეოდა. ან თვით ის სად არის?

ის მარტო იყო, სხვებისათვის გაუგებარი, ბედნიერი, შმაგი ცხოვრების შუაგულთან


ახლოს. მარტო, ახალგაზრდა, შეუპოვარი, მძვინვარე. მარტო, ვრცელი უდაბნოს
მათრობელა ჰაერს, მარილიან ტალღებს, ზღვიდან გამორიყულ ნიჟარებსა და
წყალმცენარეებს, მზის დაბინდულ შუქს, მსუბუქ, ჭრელა-ჭრულა ტანსაცმელში
გამოწყობილი ბავშვების და ქალიშვილების სილუეტებს და ბავშვურ და
ქალიშვილურ ხმებს შორის.

ნაკადულთან, შუა ადგილას გოგონა იდგა, მარტო, გაუნძრევლად და ზღვას


გაჰყურებდა. გეგონებოდათ, ჯადოქარს არნახული სილამაზის ჩიტის მსგავს არსებად
უქცევიაო. გრძელი, მოხდენილი შიშველი ფეხები წეროს ფეხებივით კოხტა და
სუფთა ჰქონდა, გარდა იმ ადგილისა, სადაც წყალმცენარეების ზურმუხტისფერი
ზოლი აჩნდა, რომელიც თითქოსდა ნიშანი იყო მის სხეულზე. მუხლს ზემოთ სავსე
ფეხები, რომლებსაც სპილოსძვლისფერი რბილად დაჰკრავდა, თითქმის თეძოებამდე
შიშველი ჰქონდა, სადაც ქვედა საცვლის ფურჩალები რბილი, თეთრი ბუმბულივით
ჩანდა. ლურჯი, მონაცრისფრო ქვედაწელის კალთები წელამდე ურცხვად ამოეკეცა
და ზურგს უკან გაეკრა. მკერდი - ჩიტივით რბილი და ნაზი, ნაზი და რბილი,
როგორც ბუმბულა მტრედის მკერდი. მაგრამ გრძელი ღია ფერის თმები
ქალწულებრივი ჰქონდა და ასევე ქალწულებრივი მოკვდავი სილამაზის სასწაული
აღბეჭდოდა სახეზე.

გოგონა მარტო იდგა, გაუნძრევლად და ზღვას გაჰყურებდა. როცა მისი სიახლოვე


იგრძნო და ისიც იგრძნო, როგორი თაყვანისცემით მისჩერებოდნენ მისი თვალები,
მისკენ შებრუნდა და თვალი გაუსწორა. მათში არც დარცხვენა ჩანდა და არც
გამოწვევა. დიდხანს, დიდხანს უძლებდა მის მზერას, შემდეგ წყნარად მოაშორა
თვალები და ნაკადულისკენ გაიხედა, თან ფეხებით წყალს აქეთ-იქეთ ნელა
ათქაფუნებდა. მსუბუქად მოთქაფუნე წყლის ხმამ დაარღვია სიჩუმე - დაბალმა,
სუსტმა, ძლივსგასაგონმა - თითქოს ძილში ზარის ხმა ჩაესმაო. აქეთ-იქით, აქეთ-იქით
და გოგონას ლოყებზე სიწითლე მსუბუქად ათრთოლდა.

ღმერთო დიდებულო! წამოიყვირა წარმართული სიხარულით აღტყინებულმა


სტივენის სულმა.

მან მოულოდნელად ზურგი შეაქცია გოგონას და ნაპირს გაუყვა. ლოყებზე ალმური


ედებოდა, ტანი უხურდა, კიდურები უკანკალებდა. წინ, წინ და წინ მიაბიჯებდა
ქვიშაზე და ველური აღტაცებით შეჰმღერდა ზღვას, სიხარულის ყვირილით
ეხმიანებოდა სიცოცხლის მიმსალმებელ ძახილს.

გოგონას სახე სამუდამოდ შევიდა მის სულში და არც ერთი სიტყვა არ ურღვევდა
ექსტაზის წმინდა მდუმარებას. გოგონას თვალები იწვევდნენ და მისი სული
ეხმაურებოდა ამ გამოწვევას. ცხოვრობდე, ცდებოდე, ეცემოდე, ხარობდე, ქმნიდე
სიცოცხლეს სიცოცხლისაგან. შმაგი ანგელოსი გამოეცხადა მას, მოკვდავი სილამაზის
და ახალგაზრდობის ანგელოსი.[193] მათრობელა სიცოცხლის სამეფოთა დესპანი,
რათა ექსტაზის წამს განეხვნა მის წინაშე ყველა ბჭენი და გზანი შეცდომებისა და
დიდებისა. წინ, წინ, წინ და კიდევ წინ!

მოულოდნელად შეჩერდა და სიჩუმეში გაიგონა, გული როგორ უძგერდა. სად


მიეხეტა? ნეტა, რა დრო იქნება? ადამიანის ჭაჭანება არ იყო ახლო-მახლო და
ჩამიჩუმი არ ისმოდა. ზღვის მოქცევა დაწყებულიყო, დღე კი იწურებოდა.
ნაპირისაკენ შებრუნდა და გაიქცა. დამრეცი ნაპირი ისე აირბინა, რომ წამახული
კენჭებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ბალახმოდებულ ქვიშის ბორცვებს შორის
პატარა კუნჭული იპოვა და იქ წამოწვა, რათა საღამოს სიწყნარესა და მყუდროებაში
თავისი აფორიაქებული სისხლი დაემშვიდებინა.

თავს ზემოთ უზარმაზარი გულგრილი ცის თაღის და ციურ სხეულთა ნელ სვლას
გრძნობდა, ქვემოთ კი დედამიწას, რომელმაც ის შვა და გულზე მიიკრა.

ძილის მოთენთილობა მოეძალა. თვალები დახუჭა. ქუთუთოები ისე უცახცახებდა,


თითქოს ისინი დედამიწის და მისი გუშაგების მოძრაობას და რომელიღაც ახალი
სამყაროს უცნაურ ნათებას გრძნობდნენ. მისი სული ირინდებოდა და ეცემოდა ამ
ახალ სამყაროში, ფანტასტიკურ, ბუნდოვან, ღრუბლების მსგავსი ფორმებით და
არსებებით მოფუთფუთე წყალქვეშეთივით არასანდო სამყაროში. სამყარო - ციაგი თუ
ყვავილი? ციალებდა და თრთოდა, თრთოდა და იშლებოდა გამკრთალ სინათლედ,
გაფურჩქვნილ ყვავილად, თანმიმდევრულად, უსასრულოდ იშლებოდა, ხან მუქ
წითლად, ხან უთეთრესი ვარდის ფურცელივით ფერმკრთალდებოდა, ფურცელ-
ფურცელ, ფერთა ტალღები ერთმანეთს აწყდებოდნენ და მთელ ცას რბილ,
ერთიმეორეზე უფრო კაშკაშა ფერებით აელვარებდნენ.

როცა გაიღვიძა, უკვე ღამდებოდა. მის გარშემო ქვიშა და ნაგვალავი ბალახები უკვე
აღარ ელვარებდნენ. ნელა წამოდგა და როცა ის აღტკინება გაახსენდა, ძილში რომ
განიცადა, შვებით ამოისუნთქა.

ქვიშის ბორცვზე ავიდა და მიმოიხედა. უკვე ღამდებოდა. ახალი მთვარის რგოლი


მიმქრალებულ ცისკიდურს გაჰკვროდა. ვერცხლისფერი არშია მოჰფენოდა
ნაცრისფერ ქვიშას. მოქცეული ტალღები წყნარი ჩურჩულით სწრაფად
უახლოვდებოდნენ ნაპირს და შორს, აქა-იქ კუნძულებივით გაბნეულ, ჯერ კიდევ
შემორჩენილ თითო-ოროლა სილუეტს გარს უვლიდნენ.

მესამე ფინჯანი ბაცი ჩაი გამოსცალა. ტოლჩის ფსკერზე ნარჩენებს ჩასცქეროდა და


თან მაგიდაზე გაფანტულ შემწვარი პურის ქერქებს ღეჭავდა. ყვითელი ნარჩენები
ნაჭაობარ ღრმულს ჰგავდა, მის ქვემოთ სითხემ კი კლონგოუზის აბაზანის მუქი,
ტორფისფერი წყალი მოაგონა. მის იდაყვთან მდგარი საგირავნოების ყუთიდან,
რომელიც ეს-ეს იყო გადაჩიჩქნა, უხალისოდ, ერთიმეორის მიყოლებით, გაქონილი
თითებით იღებდა ლურჯ და თეთრ, დაჭმუჭნილ, გაყვითლებულ ქვითრებს,
რომლებსაც მოგირავნე დეილის ან მაკივოის შტამპები ერტყა.

1. წყვილი ჩექმა

2. პალტო

3. სხვადასხვა წვრილმანი და თეთრეული

4. კაცის შარვალი

შემდეგ ისინი გვერდზე გადადო და ყუთის სახურავს, რომელზეც მიჭყლეტილი


მატლების კვალი ჩანდა, ფიქრიანად დააცქერდა და დაბნეულად იკითხა: - რამდენით
არის ახლა ჩვენი საათი წინ?

დედამ ფეხზე დააყენა ძველი მაღვიძარა, რომელიც ბუხრის თაროს შუა ადგილას
გვერდულად იდო, ციფერბლატს შეხედა და ისევ გვერდულად დადო. საათზე
თორმეტს თხუთმეტი წუთი აკლდა.

- საათი და ოცდახუთი წუთით - თქვა მან - სინამდვილეში ახლა თერთმეტის ოცი


წუთია. იქნებ ეცადო, დროზე წახვიდე ლექციაზე.

- ადგილი გამიმზადე აბაზანაში - თქვა სტივენმა.

- კეიტ, სტივენს ადგილი მოუმზადე, რომ დაიბანოს.

- ბუდი, მოუმზადე სტივეს დასაბანი ადგილი.

- მე არ მცალია, წასასვლელი ვარ. მეგი, შენ მოუმზადე.

როცა ემალის ტაშტი პირსაბანზე მიამაგრეს და აბაზანის ძველი ხელთათმანი მის


გვერდით ჩამოკიდეს, სტივენმა დედას ნება მისცა, მისთვის კისერი გაეხეხა და
ყურების და ცხვირის ხვრელებში ეფათურა.

- როგორი საქმეა, - თქვა დედამ - უნივერსიტეტის სტუდენტი ასეთი ჭუჭყიანი იყოს


და დედა ბანდეს.

- მაგრამ შენ ხომ ეს გსიამოვნებს, დედა, - თქვა სტივენმა წყნარად.

ზემოდან გამაყრუებელი სტვენა გაისმა. დედამ ნესტიანი ხალათი მიაჩეჩა ხელში და


უთხრა: - გაიმშრალე და წადი, თუ ღმერთი გწამს.

მეორე, ყურისწამღებ, ხანგრძლივ და ბრაზიან სტვენაზე ერთ-ერთი გოგონა კიბესთან


მივიდა.

- დიახ, მამა.

- ის ზარმაცი ძუკნა, შენი ძმა, წავიდა უკვე?

- დიახ მამა.
- ნამდვილად?

- დიახ, მამა.

- ჰმ!

გოგონა უკან დაბრუნდა და სტივენს ანიშნა, რომ ეჩქარა და წყნარად გასულიყო უკანა
გასასვლელიდან. სტივენმა გაიცინა და თქვა: - უცნაური წარმოდგენა ჰქონია სქესზე,
თუ ჰგონია, რომ ძუკნა მამრობით სქესს ეკუთვნის.

- გრცხვენოდეს, სტივენ, - თქვა დედამ - დრო მოვა და ინანებ, რომ იმ სასწავლებელში


ფეხი შედგი. გატყობ, როგორ შეიცვალე მის შემდეგ.

- აბა, ყველანი კარგად იყავით - თქვა სტივენმა, გაიცინა და გამომშვიდობების ნიშნად


საკუთარი თითის წვერებს აკოცა.

ტერასის უკანა შესახვევი დატბორილი იყო და როცა სველი ნაგვის გროვებს შორის
ნელა მიდიოდა და ნაბიჯებს ადგილს ურჩევდა, კედელს იქით, საგიჟედან, შეშლილი
მონაზვნის კივილი გაიგონა.

- იესო! ო, იესო! იესო!

თავი გაბრაზებით გადააქნია, თითქოს უნდა, ეს ბგერები ყურებიდან გამოიბერტყოსო


და ნაბიჯს აუჩქარა. აყროლებული ნაგვის გროვები ფეხებში ედებოდა. სიძულვილის
და სიმწრის ტკივილი გულს უსიამოდ უსერავდა. მამამისის სტვენა, დედამისის
ბუზღუნი, უხილავი მანიაკის კივილი, ერთ ხმად შეირწყნენ მასში და მის
ახალგაზრდულ სიამაყეს ემუქრებოდნენ და ამცირებდნენ. მან ამ ხმის გამოძახილიც
კი ზიზღით განდევნა გულიდან, მაგრამ როცა ქუჩას დაუყვა და დილის ნაცრისფერი
სინათლე იგრძნო, სველი ხეების ტოტებს შორის რომ აღწევდა, და სველი ფოთლების
და ხის ქერქის სურნელი შეისუნთქა, მის სულს თითქოს ტვირთი ჩამოშორდა.

წვიმის წვეთებით დახუნძლულმა ხეებმა მას, როგორც ყოველთვის, გერჰარდტ


ჰაუპტმანის პიესების[194] პერსონაჟი გოგონები და ქალები გაახსენეს. მოგონება მათ
ფერმიხდილ მწუხარებაზე და სველი ტოტების სურნელი, ხეებიდან რომ იღვრებოდა,
წყნარი სიხარულის ერთ შეგრძნებად შეირწყა მასში. მისი დილის სეირნობა ქალაქში
დაიწყო და წინასწარ იცოდა, რომ, როცა ფერვიუს ტალახიან კვარტალს[195]
ჩაივლიდა, ნიუმენის მონასტრულ, ვერცხლითნაქსოვ პროზაზე იფიქრებდა,
ჩრდილოეთ სტრენდ-როუდზე ჩავლისას კი ზანტად გახედავდა სურსათის მაღაზიის
ფანჯრებს, გვიდო კავალკანტის[196] შავ იუმორს[197] გაიხსენებდა და გაიცინებდა.
ტალბოტ პლეისთან, ბერდის ქვისსაჭრელთან იბსენის სული დაჰბერავდა და მთელ
სხეულში დაუვლიდა ძლიერი ქარივით, სული თავნება, ჭაბუკური სილამაზისა.
ლიფის იქით, ჭუჭყიან საპორტო მაღაზიასთან ბენ ჯონსონის სიმღერას გაიმეორებდა
თავისთვის, რომელიც ასე იწყება: თუმც დაღლილი არ ვიყავ, წამოვწექი
დასასვენებლად.[198]

როცა მისი გონება არისტოტელეს და თომა აქვინელის ბუნდოვან სტრიქონებში


სილამაზის არსის ძიებით დაიღლებოდა, ის გასართობად ელიზაბეტიანელთა[199]
დახვეწილ სიმღერებს უბრუნდებოდა. მისი გონება დაეჭვებული ბერივით ხშირად
იდგა ამ საუკუნის ფანჯრების ჩრდილქვეშ, რათა გაეგონა ბარბითის სერიოზული და
დამცინავი მუსიკა, თუ წრფელი სიცილი ნებიერა ცოლებისა, ვიდრე უხეში ხარხარი,
უწმაწური ფრაზა, თუ წვერებიანი ანეკდოტი არ შეურაცხყოფდნენ მის მონასტრულ
სიამაყეს და არ აიძულებდნენ მას, სამალავი ადგილი მიეტოვებინა.

სამეცნიერო შრომები, რომლებზეც, როგორც მიაჩნდათ, იგი დღე და ღამეს


ასწორებდა და თანატოლებთან ურთიერთობისთვის ვეღარ იცლიდა, არისტოტელეს
ფსიქოლოგიისა და პოეტიკისაგან[200] და Synopsis philosophiae scholasticae ad mentem
divi thomae[201]-დან მოხდენილი გამოთქმების კრებული იყო. მისი აზროვნება -
ეჭვიანი და ურწმუნო საკუთარი თავის მიმართ - დროდადრო ინტუიციის ნათელით
გასხივოსნდებოდა, ისეთი კაშკაშა ნათელით, რომ გარემომცველი სამყარო ქრებოდა
იმ წამებში, თითქოს ცეცხლმა შთანთქაო. ენა უმძიმდებოდა და სხვების გამოხედვას
მისი თვალები არ ეპასუხებოდნენ. გრძნობდა, მშვენიერების სული როგორ ეხვეოდა
მანტიასავით და ოცნებებში მაინც ეზიარებოდა ამაღლებულს. მაგრამ როცა
გარინდების ხანმოკლე სიამაყე გაივლიდა, ის კვლავ სიხარულით უბრუნდებოდა
ცხოვრების ყოველდღიურობას და უშიშრად, მსუბუქი გულით, მიუყვებოდა თავის
გზას დიდი ქალაქის ღარიბულ, ხმაურიან და ჭუჭყიან ქუჩებში.

არხთან, აფიშების სტენდთან, ჭლექიანი კაცი დაინახა, რომელსაც სახე თოჯინას


მიუგავდა და უფარფლებო ქუდი ეხურა. კაცი მოკლე ნაბიჯებით ხიდიდან მისკენ
ეშვებოდა. შოკოლადისფერ პალტოზე ყველა ღილი ბოლომდე ჰქონდა შეკრული.

დაკეცილი ქოლგა თავის წინ კვერთხივით ეჭირა. თერთმეტი იქნება, გაიფიქრა


სტივენმა და რძის პროდუქტების მაღაზიაში შეიხედა. ხუთს ხუთი წუთი აკლდა,
როცა უკან გამობრუნდა, გაიგონა, რომ სადღაც ახლოში უხილავმა საათმა სწრაფად
და მკაფიოდ ჩამოჰკრა თერთმეტი. გაეცინა, რადგან ამან მაკკანი მოაგონა. თვალწინ
წარმოუდგა მისი ღია თხისებური წვერი, ჩასკვნილი ტანი, სანადირო ქურთუკით და
ბრიჯით. გაახსენდა იგი ჰოპკინის დახლთან კუთხეში რომ იდგა და ამბობდა: -
დედალოს, თქვენ ანტისოციალური არსება ხართ, საკუთარ თავში ჩაკეტილი. მე კი
არა. მე დემოკრატი ვარ და ვიშრომებ და ვიღვაწებ ყველა კლასის და სქესის
სოციალური თანასწორობისა და თავისუფლებისათვის მომავალი ევროპის
შეერთებულ შტატებში.

თერთმეტი, ე.ი. მეორე ლექციაზეც დააგვიანდა. რა დღეა დღეს? გაზეთების კიოსკთან


შეჩერდა, რომ გაზეთებზე ამოეკითხა, რა დღე იყო. ხუთშაბათი. ათიდან
თერთმეტამდე ინგლისური. თერთმეტიდან თორმეტამდე ფრანგული. თორმეტიდან
პირველამდე ფიზიკა. მან ინგლისური ენის ლექცია წარმოიდგინა და ამ
სიშორიდანაც კი თავი დაბნეულად და უმწეოდ იგრძნო. დაინახა თანაკურსელების
მორჩილად დახრილი თავები, რომლებიც რვეულებში იწერდნენ იმას, რისი სწავლაც
ევალებოდათ - სახელის განსაზღვრებას, ზოგად განსაზღვრებას.[202] მაგალითებს,
დაბადების და გარდაცვალების თარიღებს, მნიშვნელოვან ნაწარმოებებს და მათ
შესახებ დადებით და უარყოფით გამოხმაურებებს. მისი თავი არ იყო დახრილი
რვეულზე, მისი ფიქრები სადღაც დაეხეტებოდნენ და თავის გარშემო მყოფ
რამდენიმე სტუდენტს უყურებდა, თუ მწვანეში ჩაფლულ მიტოვებულ ბაღს,
ფანჯრის იქით რომ მოჩანდა, სარდაფის სინესტის და ხრწნის სუნი თან დაჰყვებოდა.
მის გარდა, სწორედ მის წინ, პირველ რიგებში კიდევ ერთი ზეაწეული თავი, მისი
თავდახრილი ამხანაგების ფონზე, თითქოს მღვდლის თავი იყო, რომელიც კიდობნის
წინ თავდაუდრეკლად შესთხოვდა წყალობას გაჭირვებული მრევლისათვის. რატომ
იყო, რომ, როცა კრენლიზე ფიქრობდა, ვერასოდეს ახერხებდა მთელი მისი სხეული
წარმოედგინა და მხოლოდ თავი და სახე წარმოუდგებოდა. ახლაც კი, დილის
ნაცრისფერი საბურველის ფონზე, მან ის თავის წინ დაინახა, როგორც სიზმრის
ფანტომი, როგორც სახე მოჭრილ თავზე თუ სიკვდილის ნიღაბი - შუბლზე
ჩამოშლილი მაგარი, შავი, სწორი თმებით, რკინის გვირგვინივით რომ ჩანდა მის
თავზე. ეს იყო მღვდლის მსგავსი სახე, ფერმკრთალი, ფართო ნესტოებით, თვალებს
ქვემოთ და ყბებთან ჩრდილებით. მღვდლისებური, გრძელი, უფერული, ოდნავ
გაღიმებული ტუჩებით და სტივენს გაახსენდა, როგორ უყვებოდა კრენლის მთელი
დღეები და ღამეები თავის სულიერ პრობლემებზე, მოუსვენრობასა და ლტოლვებზე,
მეგობარი კი მხოლოდ უსმენდა ყოველგვარი პასუხის გარეშე. სტივენი ეუბნებოდა
საკუთარ თავს, რომ ეს იყო დამნაშავე მღვდლის სახე, რომელიც ისმენდა აღსარებებს
მათგან, ვისი შენდობის უფლებამოსილებაც არ ჰქონდა. და მან თითქოს კვლავ
იგრძნო შავი, ქალური თვალების მზერა.

ამ წარმოსახვამ წამიერად ფიქრების უცნაურ, შავ გამოქვაბულში შეაჭვრიტა, მაგრამ


ამაზე ფიქრი მაშინვე შეწყვიტა, რადგან გრძნობდა, რომ იქ შესვლის ჟამი ჯერ არ
დამდგარიყო, მაგრამ მისი მეგობრის გულგრილობა ჰაერში თითქოსდა ღამის
ჩრდილებივით მოუხელთებელ და მომაკვდინებელ ორთქლს აფრქვევდა და მან
თავისი თავი იმაზე დაიჭირა, რომ მარცხნივ და მარჯვნივ იყურებოდა, ხან ერთ, ხან
მეორე შემთხვევით სიტყვას აცქერდებოდა და როგორღაც უხალისოდ უკვირდა, რომ
ისინი უხმოდ, მყისვე კარგავდნენ აზრს, სანამ უბადრუკი მაღაზიების აბრებმა
შელოცვის სიტყვებივით არ მონუსხეს მისი გონება. მისი სული მოიკუნტა და
მოხუცივით ოხრავდა, როცა მკვდარი სიტყვების გროვებს შორის მიაბიჯებდა ვიწრო
ქუჩაზე. საკუთარი შეგრძნება ენისა გონებიდან უსხლტდებოდა, წვეთებად ჟონავდა
და იმ სიტყვებად იქცეოდა, რომლებიც არეულ-დარეული რიტმით ერთმანეთში
იხლართებოდნენ და იშლებოდნენ.

სურო სლუკუნებს კედელზე

სლუკუნებს, ფორთხავს კედელზე

ყვითელი სურო კედელზე

სურო, სურო ზედ კედელზე.

ნეტა, ვინმეს კი გაუგია ასეთი აბდაუბდა? ღმერთო დიდებულო! ვის გაუგონია სურო
კედელზე სლუკუნებდეს. ყვითელი სურო კიდევ შეიძლება, ყვითელი სპილოს
ძვალიც. მაგრამ სპილოს ძვლის სურო რაღაა?

სიტყვებმა ახლა გაანათეს მის გონებაში, უფრო ნათლად და მეტი სიკაშკაშით, ვიდრე
სპილოს წინწკლებიანი ეშვებისაგან დახერხილმა ძვალმა. Ivory, ivoire, avorio,
ebur.[203] ერთ-ერთი პირველი წინადადება, რომელიც მან ისწავლა ლათინურში, იყო
ფრაზა: India mittit ebur,[204] და მას გაახსენდა რექტორის მკაცრი, ჩრდილოური სახე,
რომელიც ასწავლიდა, როგორ გადმოეცა ოვიდიუსის მეტამორფოზები ნატიფი
ინგლისურით, რომელიც ძალიან უცნაურად ჟღერდა, როცა ლაპარაკი იყო ღორის
ხორცზე, ქოთანზე და ღორის ქონზე. ის მცირედი, რაც მან ლათინური ლექსის
კანონების შესახებ იცოდა, იმ დაგლეჯილი წიგნიდან ჰქონდა მიღებული, რომლის
ავტორი პორტუგალიელი მღვდელი იყო.
Contrahit orator variant in carmine vates.[205]

რომის ისტორიის კრიზისის, გამარჯვებების და დაშლის შესახებ მას გაცვეთილი


სიტყვებით - in tanto discrimine[206] - ასწავლიდნენ და ის ცდილობდა შეეჭვრიტა
ქალაქთა ქალაქის[207] საზოგადოებრივ ცხოვრებაში სიტყვებით - implere ollam
denariorum, რომელსაც რექტორის მჟღერი ხმა თარგმნიდა, როგორც დინარებით
ჭურჭლის ავსებას. ჰორაციუსის ტომის გაცვეთილი გვერდების შეხებისას სიცივეს
არასოდეს გრძნობდა, მაშინაც კი, როცა თითები ცივი ჰქონდა. ეს ცოცხალი გვერდები
იყო და ორმოცდაათი წლის წინათ მათ ფურცლავდნენ ჯონ დუნკან ინვერერიტის და
მისი ძმის - უილიამ მალკოლმ ინვერერიტის[208] ცოცხალი თითები. დიახ, ეს
კეთილშობილი სახელები შემორჩა გახუნებულ თავფურცელს და ლათინურის ისეთი
ცუდი მცოდნისთვისაც კი, როგორიც ის იყო, ეს გახუნებული ლექსები ისეთ
კეთილსურნელებას აფრქვევდნენ, თითქოსდა მთელი ეს წლები მირტში, ლავანდაში
და ვერბენაში ყოფილიყვნენ გახვეული. მაგრამ მას შეურაცხყოფდა იმაზე ფიქრი, რომ
მსოფლიო კულტურის დღესასწაულზე მხოლოდ მოკრძალებული სტუმარი თუ
იქნებოდა და რომ მისი მონასტრული განათლება, რომლის ტერმინებითაც ის
ცდილობდა ესთეტიკური ფილოსოფიის გამოჭედვას იმ საუკუნეში, რომელშიც
ცხოვრობდა, უფრო მეტად არ ფასობდა, ვიდრე შევარდნით ნადირობისა და
ჰერალდიკის უცნაური და სასაცილო ჟარგონები.

წმინდა სამების კოლეჯის[209] ნაცრისფერი შენობა, მის მარცხენა მხარეს, ვიწრო


ჩარჩოში ჩასმულ ბლაგვ ქვასავით მძიმედ რომ ჩამოწოლოდა უმეცარ ქალაქს, ქვემოთ
ექაჩებოდა მის გონებას და სანამ ცდილობდა პროტესტანტული ცნობიერების
ხუნდები მოეშორებინა, ის ირლანდიის ეროვნული პოეტის სასაცილო
ქანდაკებას[210] მიადგა.

მან ქანდაკებას სიბრაზის გარეშე შეხედა, რადგანც, თუმცა მცონარება სულისა და


სხეულისა უხილავი მატლივით მიცოცავდა მის ნახევრადმოხრილ ფეხებზე, ზემოთ
პალტოს ნაკეცებზე და უფრო ზემოთ, მისი მაამებლური თავის გარშემო, ქანდაკება
თითქოს თვითონვე გრძნობდა თავის არარაობას. ეს იყო ფილბორგი,[211]
მილეზიელის ნათხოვარ ტოგაში,[212] და მას გაახსენდა თავისი მეგობარი დავინი,
გლეხური წარმოშობის სტუდენტი. ფილბორგი მისი სახუმარო მეტსახელი იყო,
რომელსაც ახალგაზრდა გლეხი ადვილად ეგუებოდა.

- განაგრძე, სტივ, შენ ხომ ამბობ, რომ მე ხის თავი მაქვს. რაც გინდა ის დამიძახე.

სტივენს გული აუჩვილდა, როცა მეგობრისაგან პირველად გაიგონა თავისი


შინაურული სახელი, რადგანაც ის ისევე ოფიციალური იყო სხვა სტუდენტებთან
საუბრისას, როგორც ისინი მასთან. ხშირად, როცა სტივენი გრანტემ სტრიტზე
დავინის ოთახში იჯდა და გაოცებული გახედავდა ხოლმე კედელზე წყვილ-წყვილად
მიყუდებულ მეგობრის შესანიშნავ მაღალყელიან ფეხსაცმელებს, იგი თავის მიამიტ
მეგობარს უკითხავდა სხვათა ლექსებს და სტროფებს, რომლებშიც მისი საკუთარი
ლტოლვები და ტკივილები იყო გამოხატული. მისი მსმენელის ფილბორგისებური
გონება ხან იზიდავდა და ხან გულს ურევდა. იზიდავდა თანდაყოლილი, წყნარი,
თავაზიანი ყურადღებით, უცნაური ძველებური ინგლისურით, უხეში ფიზიკური
ძალისადმი აღტაცებით - დავინი ხომ გელი მაიკლ კიუსაკის[213] მხურვალე
თაყვანისმცემელი იყო. ხან კი გულს ურევდა ბლაგვი გონებით, თუ გრძნობების
სიუხეშით, შიშჩამდგარი ჩლუნგი მზერით და ირლანდიის მოშიმშილე სოფლის
დატერორებული სულით, სადაც ღამის კომენდანტის საათი[214] ჯერ კიდევ შიშს
ჰგვრიდათ.

მისი ბიძის, ათლეტის - მეტ დავინის[215] საგმირო საქმეებთან ერთად, ახალგაზრდა


გლეხი აღმერთებდა ირლანდიურ სევდიან ლეგენდებს. მის სტუდენტ ამხანაგებს,
რომლებიც ცდილობდნენ რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, კოლეჯის უღიმღამო
ცხოვრებისთვის რაღაც მნიშვნელობა მიენიჭებინათ, სურდათ მასში ახალგაზრდა
ფენიანელი დაენახათ. გადიამ დავინს ბავშვობაში ასწავლა ირლანდიური ენა და მისი
ტლანქი წარმოსახვა ირლანდიური მითოლოგიის უღიმღამო შუქით გაანათა. დავინი
იმ მითოლოგიის პირისპირ აღმოჩნდა, რომელშიც არასოდეს, არავინ ერთ მშვენიერ
სტრიქონსაც კი არ წაწყდომია. იმ ულაზათო თქმულებების პირისპირ, რომლებიც
იყოფოდნენ, როცა ციკლურად მოძრაობდნენ, ისევე, როგორც რომაული
კათოლიკური რელიგიის მიმართ - ერთგული, გონებაჩლუნგი მონის მორჩილებით.
ნებისმიერ ფიქრს, ან გრძნობას, თუკი ისინი ინგლისიდან, ან ინგლისური კულტურის
გავლით მოდიოდნენ, დავინის გონება, თითქოს რაღაც ბრძანებას ემორჩილებაო,
მტრულად ხვდებოდა. იმ სამყაროს შესახებ კი, რომელიც ინგლისს იქით არსებობდა,
მან მხოლოდ ის იცოდა, რომ საფრანგეთში არის უცხოური ლეგიონი,[216] სადაც,
მისი თქმით, სამსახურს აპირებდა.

ახალგაზრდა კაცის ასეთი ამბიციებისა და ხასიათის გამო, სტივენი მას ხშირად


შინაურ ბატს[217] ეძახდა და ამ სიტყვებში გაღიზიანებაც იგრძნობოდა სიტყვების
მოუქნელობისა და მეგობრის ქცევების გამო, რომლებიც ხშირად ბარიერად
აღიმართებოდნენ სტივენის მაძიებელ გონებასა და ირლანდიური ცხოვრების
იდუმალებებს შორის.

ერთ საღამოს, ამ ახალგაზრდა გლეხმა, სტივენის მძვინვარე და მაღალფარდოვანი


სიტყვებით წაქეზებულმა, რითაც იგი თავისი ინტელექტუალური ამბოხის ცივ
მდუმარებას გაურბოდა, სტივენის წარმოსახვის წინაშე უჩვეულო ხილვა გამოიხმო.
ისინი ღარიბული ებრაული კვარტლის ვიწრო, ბნელი ქუჩების გავლით ნელა
მიეშურებოდნენ დავინის ოთახისაკენ.

- გასულ შემოდგომაზე, ზამთრის პირას ერთი ამბავი შემემთხვა, სტივ, რომელიც


კაციშვილისთვის არ მიამბნია და პირველი შენა ხარ, ვისაც ვუმხელ. არ მახსოვს,
ოქტომბერი იყო თუ ნოემბერი. ოქტომბერი იქნებოდა, რადგან უფრო ადრე მოხდა,
ვიდრე აქ ჩამოვიდოდი უნივერსიტეტში მოსაწყობად.

ნდობით ნასიამოვნებმა და მოსაუბრის მიამიტური ტონით განიარაღებულმა


სტივენმა გაღიმებული თვალები მეგობრის სახეს მიაპყრო.

- მთელი ის დღე ბატევენტში[218] გავატარე. არ ვიცი, იცი თუ არა, სად არის. იქ


ჰოკეის მატჩი გაიმართა „კროუკის ბიჭებსა“ და „უშიშარ ტერლესელებს“[219] შორის.
მაგარი ბრძოლა იყო, სტივ. ჩემს ბიძაშვილს - ფონზ დავინს ტანსაცმელი სულ
შემოაგლიჯეს. ის ლიმერიკის კარს იცავდა, მაგრამ ნახევარი ტაიმი
თავდამსხმელებთან ერთად დაჰქროდა და გიჟივით ღრიალებდა. ის დღე არასოდეს
დამავიწყდება. ერთ-ერთმა კროუკელმა მაგრად უთავაზა ჰოკიჯოხით. კინაღამ
საფეთქელში მოარტყა. ღმერთო დიდებულო, ცოტა ზემოთ და წასული იყო მისი
საქმე.
- მოხარული ვარ, რომ გადარჩა - თქვა სტივენმა - მაგრამ ალბათ, ეს არ არის ის
უცნაური ამბავი, რომლის მოყოლას აპირებდი.

- ჰო, რა თქმა უნდა, შენ ეს არ გაინტერესებს, მაგრამ მატჩის შემდეგ ისეთი ხმაური და
ორომტრიალი იყო, რომ მატარებელზე დამაგვიანდა და გზად ერთი საზიდარიც კი
არ დამედარა, რადგან ისე მოხდა, რომ სწორედ იმ დღეს კასლტაუნროშეში[220]
საეკლესიო შეკრება ტარდებოდა და მთელი სოფელი იქ იყო წასული. ასე, რომ ან
მთელი ღამე იქ უნდა დავრჩენილიყავი, ან ფეხით წავსულიყავი უკან. ჰოდა, მეც
ფეხით გავუყევი და შუღამისას ბელიჰაურის ბორცვებს მივადექი, იქიდან კი
კილმელოკამდე[221] ათი მილი მაინც იქნება, თუ მეტი არა და ეს გრძელი გზა
მთლად მიყრუებულია, ერთ სახლსაც ვერ წააწყდები და ადამიანის ჭაჭანებაც არ
არის. თითქმის უკუნი ღამე იყო. ერთი-ორჯერ ბუჩქებთან შევჩერდი, რათა ჩიბუხში
ცეცხლი გამეღვივებინა და სქელი ნამი რომ არა, იქვე წამოვწვებოდი და
დავიძინებდი. ბოლოს ერთი მოსახვევი გავიარე და პატარა კოტეჯი შევნიშნე,
რომლის ფანჯრებიდან სინათლე გამოდიოდა. კოტეჯთან მივედი და კარზე
დავაკაკუნე. ვიღაცის ხმამ იკითხა, ვინა ხარო და მე ვუპასუხე, რომ ბატევენტიდან
ვბრუნდებოდი მატჩის შემდეგ და ჭიქა წყალი ვთხოვე. ცოტა ხნის შემდეგ კარი
ახალგაზრდა ქალმა გააღო და ერთი ტოლჩა რძე გამომიწოდა. ნახევრად შიშველი
იყო, ეტყობოდა, დაწოლას აპირებდა, როცა მე დავაკაკუნე. თმები ჩამოშლილი
ჰქონდა და მისი ტანის და თვალების გამომეტყველების მიხედვით მომეჩვენა, რომ
ფეხმძიმედ უნდა ყოფილიყო. დიდხანს მელაპარაკა კარებთან და ეს ცოტა უცნაურად
მეჩვენა, რადგან მკერდი და მხრები შიშველი ჰქონდა. მკითხა, დაღლილი თუ ხარო
და ღამეს აქ თუ გაათევო. თქვა, რომ სახლში მარტო იყო, რადგან ქმარი დილით
კუინსტაუნში წასულიყო დის გასაცილებლად. მთელი ამ საუბრის განმავლობაში,
სტივ, თვალს არ მაშორებდა და ისე ახლოს იდგა ჩემთან, რომ მისი სუნთქვა მესმოდა.
ბოლოს, როცა ტოლჩა გავუწოდე, ხელი ჩამავლო, რომ შინ შევეყვანე და თქვა:
„შემოდი და ღამით აქ დარჩი, ნურაფრის გეშინია, ჩვენ გარდა აქ არავინ არის“. მე
მადლობა გადავუხადე და ჩემი გზა განვაგრძე. ციებიანივით მაკანკალებდა. პირველ
მოსახვევთან უკან მოვიხედე და დავინახე, რომ ის კვლავ კარებში იდგა.

დავინის მონათხრობის ბოლო სიტყვები სტივენის მეხსიერებაში რეკდნენ და იმ


ქალის სახე მის წარმოდგენაში სხვა გლეხის ქალების სახეებს ერწყმოდა, რომელთაც
ასევე კარებში მდგართ ხედავდა, როცა კოლეჯის ეკიპაჟები კლეინის ქუჩებს
ჩაივლიდნენ, როგორც სახე მისი და იმ ქალის მოდგმისა, ღამურას მსგავსი სული,
რომლის ცნობიერება იღვიძებდა სიბნელეში, იდუმალებაში და მარტოობაში და
თვალებით, ხმით და ჟესტებით დაუფარავად იწვევდა უცხო მამაკაცს მასთან
სარეცლის გასაზიარებლად.

მას მხარზე ხელი დაადეს და ახალგაზრდა ხმამ იყვირა: - აიღეთ, სერ, დილის
სიფთაზე. ნახეთ, რა მშვენიერი თაიგულია. მოგართვათ?

ლურჯი ყვავილები, რომლებსაც გოგონა უწვდიდა და მისი ლურჯი თვალები


წამიერად მიამიტობის განსახიერებად მოეჩვენა, და მან შეიცადა, ვიდრე ეს
შთაბეჭდილება გაქრებოდა და თვალწინ დახეული კაბა, სველი უხეში თმა და თამამი
თვალები წარმოუდგა.

- იყიდეთ, სერ. შეიბრალეთ საწყალი გოგო, სერ.


- ფული არა მაქვს, - თქვა სტივენმა.

- ნახეთ, რა კარგებია, აიღეთ, მხოლოდ პენი ღირს.

- ვერ გაიგე, რა გითხარი? - ჰკითხა სტივენმა და მისკენ დაიხარა - გითხარი, ფული


არა მაქვს-მეთქი. ახლა კიდევ გეუბნები.

- კარგი, კარგი, როცა იქნება, გექნებათ, სერ. ღმერთი მოგცემთ - თქვა გოგონამ
ორიოდე წამის შემდეგ.

- შეიძლება, - თქვა სტივენმა - მაგრამ მაინცდამაინც არ მჯერა.

სწრაფად მიატოვა გოგონა, იმის შიშით, რომ ფამილიარობა დაცინვაში არ


გადასულიყო და სურდა გოგონას მანამდე გასცლოდა, ვიდრე იგი თავის ყვავილებს
ვინმე სხვას - ინგლისელ ტურისტს, ან წმინდა სამების კოლეჯის სტუდენტს
შესთავაზებდა. გრეფტონსტრიტმა[222], რომელზეც ის ახლა მიაბიჯებდა,
გოგონასაგან გამოყოლილი სიღარიბის უსიხარულო შეგრძნება გაუძლიერა. ქუჩის
დასაწყისში, ვულფ ტონის[223] ხსოვნის პატივისსაცემად ქვის ფილა იდო და მას
გაახსენდა, რომ მამასთან ერთად ამ მემორიალის გახსნას ესწრებოდა. მწარედ
მოაგონდა ის უგემოვნოდ დადგმული სპექტაკლი. ოთხი ფრანგი დელეგატი,[224]
რომლებიც ეკიპაჟიდან არც კი გადმოსულან. ერთ-ერთ მათგანს, მსუქან, მოღიმარ
ახალგაზრდა კაცს, ჯოხზე დამაგრებული პლაკატი ეჭირა, რომელზეც ეწერა: „Vive I
Irelande“.[225]

სტივენზ-გრინზე[226] ნაწვიმარი ხეები საამო სურნელებას აფრქვევდნენ, წვიმის


წყლით გაჟღენთილ მიწას კი ხრწნის სუნი ასდიოდა. ძლივს საგრძნობი საკმევლის
სუნი მიემართებოდა ზემოთ საფლავის ბორცვებიდან. სუნი გალანტური, მოღალატე
ქალაქისა, რომლის შესახებ მას უფროსები უყვებოდნენ, თანდათან მსუბუქ, ხრწნად
სუნად იქცა, რომელიც მიწიდან ამოდიოდა და მან იცოდა, რომ ორიოდ წუთის
შემდეგ, როცა ბნელ კოლეჯში შეაბიჯებდა, სხვაგვარ ხრწნას შეიგრძნობდა -
თავქარიანი იგანის და ცეცხლისწამკიდებელი უეილის[227] ხრწნისაგან
განსხვავებულს.

უკვე ძალიან დაგვიანებული იყო და ფრანგულის ლექციისთვის ზემო სართულზე


ასვლა აღარ ღირდა. მან ჰოლი გაიარა, მარცხნივ გაუხვია და დერეფანს გაუყვა,
რომელიც ფიზიკის აუდიტორიისკენ მიდიოდა. დერეფანი ბნელი და წყნარი იყო,
მაგრამ ეს სიწყნარე როგორღაც აშფოთებდა. რატომ იწვევდა ის ასეთ მოუსვენრობის
შეგრძნებას? იმიტომ ხომ არა, რომ, როგორც მას გაგონილი ჰქონდა, უეილის დროს აქ
საიდუმლო კიბე არსებობდა, თუ იმიტომ, რომ იეზუიტების ეს სახლი
ექსტერიტორიული იყო[228] და ის აქ უცხოებს შორის იმყოფებოდა? ტონის და
პარნელის ირლანდია თითქოს სადღაც, სივრცეში გაუჩინარდა.

აუდიტორიის კარი შეაღო და შეყოვნდა გრილ, ნაცრისფერ სინათლეში, რომელიც


მტვრიანი ფანჯრიდან აღწევდა. ბუხრის დიდ ცხაურთან ადამიანის მოხრილი
ფიგურა ჩანდა, რომელიც ცეცხლს აჩაღებდა. სტივენმა ჭაღარით და სიგამხდრით
დეკანი იცნო.

- დილა მშვიდობისა, სერ! რაიმეთი ხომ ვერ დაგეხმარებით?


მღვდელმა სწრაფად ახედა და თქვა: - ერთი წუთით, მისტერ დედალოს, ახლავე
ნახავთ, რომ ცეცხლის დანთება მთელი მეცნიერებაა. არსებობს ჰუმანიტარული და
გამოყენებითი მეცნიერებები. ეს გამოყენებითი მეცნიერებაა.

- შევეცდები ვისწავლო - თქვა სტივენმა.

- ზედმეტი ქვანახშირი არ არის საჭირო, - თქვა დეკანმა - რომელიც სწრაფად


აგრძელებდა თავის საქმიანობას. ამაშია ერთ-ერთი საიდუმლო.

მან სუტანის გვერდითა ჯიბიდან სანთლის ოთხი ნამწვი ამოიღო და მარჯვედ ჩადო
ისინი ქვანახშირსა და დაჭმუჭვნილ ქაღალდებს შორის. სტივენი უხმოდ უყურებდა.
ქვის ფილაზე ცეცხლის წინ მუხლმოდრეკით მდგარი დეკანი, რომელიც ქაღალდის
ნაგლეჯებით და სანთლის ნამწვავებით ცეცხლს აჩაღებდა, ახლა, როგორც არასდროს,
მორჩილ მსახურს, ლევიტს[229] მოაგონებდა, რომელიც ცარიელ ტაძარში
მსხვერპლშეწირვისთვის ცეცხლს ამზადებდა. ლევიტის უხეში მოსასხამის მსგავს
უფერულ, გაცვეთილ სუტანაში გახვეული იყო მუხლმოყრილი ფიგურა,
რომლისთვისაც მდიდრული მოსასხამი, თუ ჟღარუნებჩაკერებული ეფოდი[230]
მომაბეზრებელი და შემაწუხებელი იქნებოდა. თვით სხეულიც სანთელივით
ჩამოიღვენთა და მობერდა უფლისადმი თავდადრეკილ მსახურებაში,
საკურთხევლის ცეცხლის მოვლაში, საიდუმლო ცნობების გადაცემაში, საერო პირთა
მეურვეობაში და მკაცრად დასჯაშიც, როცა საჭირო იყო. და მაინც მასზე არ იყო
გადმოსული ის მადლი და მშვენიერება, რაც დამახასიათებელია სიწმინდისა და
მაღალი სულიერებისათვის. არა, თვით მისი სულიც სანთელივით ჩამოიღვენთა და
მობერდა ამ მსახურებაში, არა ისე, რომ სინათლეს და მშვენიერებას მიახლოებოდა, ან
სიწმინდის სურნელოვანი არომატი ეფრქვია, არამედ ხორცის მოკვდინების ნებად
იქცა, ისევე უგრძნობად მსახურების სიხარულისადმი, როგორი უგრძნობიც იყო
ბრძოლის, სიყვარულის და სიხარულის მიმართ მისი მობერებული, დაძარღვული,
გაჭაღარავებული, ღინღლით დაფარული სხეული.

ჩაცუცქული დეკანი უყურებდა, როგორ ედებოდა ცეცხლი ნაფოტებს. სიჩუმე


დიდხანს რომ არ გაგრძელებულიყო, სტივენმა თქვა: - მე დარწმუნებული ვარ,
ცეცხლს ვერ დავანთებდი.

- თქვენ ხომ ხელოვანი ხართ, მისტერ დედალოს, ასე არ არის? - თქვა დეკანმა და
ფერმიხდილი, ახამხამებული თვალებით ზემოთ აიხედა. ხელოვანის მიზანია
მშვენიერების შექმნა, ხოლო რა არის მშვენიერება, ეს სხვა საკითხია.

რთულ საკითხზე ჩაფიქრებულმა, მშრალი ხელები ნელა მოიფშვნიტა.

- თქვენ შეგიძლიათ ამ საკითხის გარკვევა? - იკითხა მან.

- თომა აქვინელი ამბობს, - უპასუხა სტივენმა „Pulchra sunt quae placent“.[231]

- აი, ჩვენ წინ რომ ცეცხლია, მისი დანახვა თვალს სიამოვნებს. გამოდის, რომ ის
მშვენიერია.

- რამდენადაც ის მზერით აღიქმება, რაც ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ესთეტიკური


აღქმაა, ე. ი. ის მშვენიერი ყოფილა. მაგრამ თომა აქვინელი ასევე ამბობს: „Bonum est in
quod tendit appetitus“,[232]რამდენადაც ის სითბოსადმი ცხოველურ მიდრეკილებას
აკმაყოფილებს, ის სიკეთეა, ჯოჯოხეთში კი ბოროტებაა.

- სავსებით მართალია, - თქვა დეკანმა - თქვენ ხარს რქაში წაავლეთ ხელი.

ის მარდად წამოდგა, კართან მივიდა, გააღო და თქვა: - ამბობენ, რომ ორპირ ქარზე
წევა უკეთესია.

როცა დეკანი ოდნავი კოჭლობით, მაგრამ სწრაფი ნაბიჯებით ბუხართან დაბრუნდა,


სტივენმა დაინახა, იეზუიტის მდუმარე სულმა როგორ ამოხედა ფერმიხდილი,
უსიყვარულო თვალებიდან. იგნაციუსის[233] მსგავსად ისიც კოჭლი იყო, მაგრამ მის
თვალებში იგნაციუსის მგზნებარე ენთუზიაზმი არ იგრძნობოდა. თვით ორდენის
ლეგენდარულმა ვერაგობამ, უფრო ფაქიზმა და იდუმალმა, ვიდრე მისმა
ყბადაღებულმა წიგნებმა იეზუიტების იდუმალი, მიუწვდომელი ცოდნის შესახებ,
ვერ აღანთეს მისი სული მოციქულის მგზნებარებით. ისე ჩანდა, თითქოს ის
ამქვეყნიურ ცოდნას, ხერხებს და ცბიერებას ისე იყენებდა, როგორც მას
მოეთხოვებოდა, ღმერთის უფრო განსადიდებლად, სიყვარულისა და სიძულვილის
გარეშე, არ ფიქრობდა რა იმაზე, რა იყო მათში ცუდი, არამედ მორჩილების მტკიცე
ჟესტით მიმართავდა მათ მათსავე წინააღმდეგ. და მიუხედავად ასეთი ჩუმი
მსახურებისა, ისე ჩანდა, რომ მას მასწავლებელი არც კი უყვარდა და მხოლოდ
მცირედ (თუკი საერთოდ) თუ უყვარდა მიზანი, რომელსაც ემსახურებოდა „Similiter
atque senis baculus“.[234]ის ისეთი იყო, როგორიც ჰყავდა ჩაფიქრებული ორდენის
დამაარსებელს - კვერთხის მსგავსი, მოხუცი კაცის ხელში, რომელზეც გზადმიმავალი
შეიძლება დაეყრდნოს სიბნელესა თუ უამინდობაში, ძელსკამზე დადოს ყვავილის
თაიგულის გვერდით, ლედის რომ დარჩენია, ან ვინმეს მოუქნიოს კიდეც
შესაშინებლად.

დეკანი ბუხართან დაბრუნდა და ნიკაპის ფხანა დაიწყო.

- როდის შეიძლება ველოდოთ თქვენგან რაიმე ახალს ესთეტიკის საკითხებზე - თქვა


მან.

- ჩემგან? - თქვა გაკვირვებულმა სტივენმა - მე ორ კვირაში ერთხელ თუ მომივა თავში


რაიმე, ისიც უკეთეს შემთხვევაში.

- ეს ძალიან ღრმა საკითხია, მისტერ დედალოს, - თქვა დეკანმა - მათში ჩაღრმავება


იმას ჰგავს, მოჰერის ფრიალო კლდეებიდან[235] უფსკრულს გაუსწორო თვალი.
ბევრი ჩადის ამ უფსკრულში და უკან აღარასოდეს ბრუნდება. მხოლოდ კარგად
გაწვრთნილ მყვინთავს შეუძლია იქ ჩაყვინთოს, ყველაფერი გამოიკვლიოს და კვლავ
ზედაპირზე ამოვიდეს.

- თუ თქვენ სპეკულაციური განსჯები გაქვთ მხედველობაში, სერ, მეც


დარწმუნებული ვარ, არავითარი თავისუფალი აზროვნება არ არსებობს, რადგან
ყოველგვარი აზროვნება თავისი საკუთარი კანონებითაა შემოსაზღვრული.

- ჰმ!

- ჩემს მსჯელობას საფუძვლად უდევს თომა აქვინელის და არისტოტელეს რამდენიმე


იდეა, რომლებზეც ახლა ვმუშაობ.
- მე მესმის, კარგად მესმის თქვენი.

- მე მჭირდება მათი იდეები, რათა მიწინამძღვრონ, სანამ მე თვითონ შევქმნი ჩემსას


მათი საშუალებით. თუ ლამპა ბოლავს, ან ყარს, მე შევეცდები, შევაკეთო ის. და თუ
საკმარისად აღარ ანათებს, მაშინ გავყიდი და სხვას ვიყიდი.

- ეპიკტეტსაც[236] ჰქონდა ლამპა, - თქვა დეკანმა - რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ


ზღაპრულ ფასად გაიყიდა. იმ ლამპის შუქზე დაწერა მან თავისი ფილოსოფიური
შრომები. გაგიგიათ ეპიკტეტი?

- მოხუცი ჯენტლმენი, - მკვახედ თქვა სტივენმა - რომელიც ამბობდა, რომ სული


ძალიან წააგავს წყლით სავსე ჭურჭელს.

- ის მისთვის დამახასიათებელი უბრალო ენით მოგვითხრობს, - განაგრძო დეკანმა -


რომ მან ერთ-ერთი ღმერთის ქანდაკების წინ რკინის ლამპა დადგა და ქურდმა ის
მოიპარა. როგორ მოიქცა ფილოსოფოსი? მან დაასკვნა, რომ მოპარვა ქურდის
ბუნებაშია და გადაწყვიტა მეორე დღეს რკინის ლამპის ნაცვლად თიხის ლამპა ეყიდა.

დეკანის სანთლის ნამწვიდან მონადენი დამდნარი ქონის სუნი სტივენის


შეგრძნებებში სიტყვების რაკარუკს შეერწყა: ჭურჭელი, ლამპა, ლამპა, ჭურჭელი.
მღვდლის ხმასაც რაკა-რუკი გაჰქონდა. სტივენის ფიქრიც ინსტინქტურად შეჩერდა ამ
უცნაური ხმების, წარმოსახვის და მღვდლის სახისაგან, რომელიც აუნთებელ ლამპას
თუ არასწორი ფოკუსით დაყენებულ ამრეკლს ჰგავდა. რა იმალებოდა მის უკან ან
თვით მასში? სულის პირქუში გახევება, თუ სიპირქუშე, ინტელექტით დამუხტული
და ღმერთისებური მრისხანების შემძლე საავდრო ღრუბლებისა.

- მე სხვანაირ ლამპას ვგულისხმობდი, სერ, - თქვა სტივენმა.

- რა თქმა უნდა - თქვა დეკანმა.

- ერთ-ერთი სიძნელე ესთეტიკურ საკითხებზე მსჯელობისა, - თქვა სტივენმა - არის


იმის ცოდნა, თუ როგორი მნიშვნელობით იხმარება სიტყვები - ლიტერატურული,
თუ ყოფითი მნიშვნელობით. ნიუმენიდან ერთი ფრაზა მახსოვს, სადაც ის წმინდა
ქალწულ მარიამზე ამბობს, რომ ის ანგელოსთა გუნდში იქნა შეყვანილი.[237] ამ
სიტყვის ყოფითი მნიშვნელობა სრულიად განსხვავებულია. იმედი მაქვს მე თქვენ არ
შემყავხართ შეცდომაში.

- სრულებითაც არა, - თავაზიანად თქვა დეკანმა.

- არა, არა, - თქვა სტივენმა ღიმილით, მე ვგულისხმობდი...

- დიახ დიახ, მესმის, - სწრაფად თქვა დეკანმა - მე მიგიხვდით, რის თქმა გსურთ:
სიტყვა „შეყვანის“ სხვადასხვა მნიშვნელობებს გულისხმობთ.

მან ქვედა ყბა წინ წასწია და მოკლედ, მშრალად ჩაახველა.

- ისევ ლამპას რომ მივუბრუნდეთ, - თქვა მან - მასში საწვავის ჩასხმაც არ არის
ადვილი საქმე. სუფთა ნავთი უნდა შეარჩიო და მერე ყურადღებით უნდა იყო,
ზედმეტი არ ჩაასხა, რომ არ გადმოიღვაროს. იმდენი უნდა ჩაასხა, რომ ძაბრმა
დაიტიოს.
- რამ? - იკითხა სტივენმა.

- ძაბრმა, რომლითაც ნავთს ასხამენ ლამპაში.

- მაგაზე ამბობთ? - თქვა სტივენმა - მაგას ძაბრი ჰქვია? ეგ ტუნდიში არ არის?

- ტუნდიში რა არის?

- სწორედ ეგ... ძაბრი.

- ირლანდიაში ტუნდიშს ეძახიან? - ჰკითხა დეკანმა - ეგ სიტყვა არასოდეს მსმენია.

- ტუნდიშს, ქვემო დრამკონდრაში[238] ეძახიან, - ღიმილით თქვა სტივენმა - სადაც


საუკეთესო ინგლისურით ლაპარაკობენ.

- ტუნდიში, - თქვა ჩაფიქრებულმა დეკანმა - ძალიან საინტერესო სიტყვაა.


ლექსიკონში უნდა ვნახო. აუცილებლად ვნახავ.

დეკანის თავაზიან მანერებს ცოტა სიყალბე დაჰკრავდა და სტივენმა ამ ინგლისელ


პროზელიტს[239] ისეთი თვალებით შეხედა, როგორც ალბათ უფროსმა ძმამ შეხედა
უძღებ შვილს იგავში.[240] მორჩილი მიმდევარი ოდესღაც გახმაურებული
მოქცევებისა - საწყალი ინგლისელი ირლანდიაში - ის თითქოს მაშინ ასულიყო
იეზუიტური ისტორიის სცენაზე, როცა ეს ინტრიგების უცნაური კომედია, ტანჯვა,
შური, ბრძოლები და დამცირება უკვე დასასრულს უახლოვდებოდა. გვიან მოსული,
დაგვიანებული სული. რამ უბიძგა ამისკენ? შესაძლოა ის სექტანტებს შორის დაიბადა
და აღიზარდა, რომლებიც ხსნას მხოლოდ იესოში ხედავდნენ და სძაგდათ
ოფიციალური ეკლესიის ფუჭი პომპეზურობა.[241] იგრძნო თუ არა მან
მოთხოვნილება არა აშკარად გამოხატული რწმენისა სექტანტების დომხალსა და
დაუდეგარი სქიზმატიკოსების აბდაუბდას შორის, ექვსი პრინციპის მიმდევრებს,
ინდივიდუალისტებს, თესლის და გველის ბაპტისტებს და სუპრალაპსარიანელ
დოგმატიკოსებს შორის.[242] ერთბაშად ჰპოვა ჭეშმარიტი ტაძარი, ისე, თითქოს
ბამბის კოჭიდან რაღაც ფაქიზად დახვეული მსჯელობების ძაფი ჩამოეშალოს,
ჩაბერვისა თუ ხელდასხმის, თუ სულიწმიდის გადმოსვლის შესახებ?[243] თუ უფალი
ქრისტე შეეხო მას და უბრძანა გაჰყოლოდა, როცა ის რომელიღაც
თუთიითგადახურულ სამლოცველოში იჯდა, ამთქნარებდა და ეკლესიის გროშებს
ითვლიდა, ისე, როგორც თავის დროზე უფალმა უხმო მოწაფეს, რომელიც ბაჟს
ჰკრეფდა?

დეკანმა კიდევ ერთხელ თქვა: - ტუნდიში! ეს მართლაც საინტერესოა.

- მე მგონი უფრო საინტერესოა შეკითხვა, რომელიც თქვენ მე ახლახან დამისვით. რა


არის მშვენიერება, რომლის შექმნას ცდილობს ხელოვანი მიწის ბელტისგან? - ცივად
თქვა სტივენმა.

ამ ერთმა სიტყვამ მისი მგრძნობიარობის რაპირის წვერი თითქოს თავაზიანი და


ფხიზელი მტრის წინააღმდეგ მიმართა. მწველი ტკივილით იგრძნო, რომ კაცი,
რომელსაც ესაუბრებოდა, ბენ ჯონსონის[244] თანამემამულე იყო. მან გაიფიქრა: ენა,
რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ჯერ მისი ენაა და მერე ჩემი. როგორ განსხვავდება
მის ბაგეთაგან წარმოთქმული სიტყვები - ოჯახი, ქრისტე, ლუდი, მასწავლებელი -
ჩემს ბაგეთაგან წარმოთქმულისაგან. მე არ შემიძლია სულიერი მღელვარების გარეშე
წარმოვთქვა ან დავწერო ეს სიტყვები. მისი ენა ასეთი ახლობელი და ასეთი უცხო,
ყოველთვის მხოლოდ შეძენილი ენა იქნება ჩემთვის. მე არც შემიქმნია და არც
მიმიღია მისი სიტყვები. ჩემი ხმა ახლოს არ უშვებს მათ. ჩემი სული მძვინვარებს მისი
ენის ჩრდილქვეშ.

- და რა განსხვავებაა მშვენიერსა და ამაღლებულს შორის, - დასძინა დეკანმა - ასევე


მორალურ და მატერიალურ სილამაზეს შორის. რა სახის სილამაზეა
დამახასიათებელი სხვადასხვა ხელოვნებისათვის, აი, ის საინტერესო საკითხები,
რომლებზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ.

დეკანის მტკიცე, მშრალი ტონით ნირწამხდარი სტივენი დუმდა. ამ სიჩუმეში


კიბიდან ყაყანი და ჩექმების ბრაგაბრუგი მოისმა.

- მაგრამ, თუ ასეთ მსჯელობებს გაჰყვებით, არის იმის საფრთხე, რომ მშიერი


მოკვდებით. ჯერ დიპლომი უნდა აიღოთ. ეს უპირველეს მიზნად უნდა დაისახოთ.
შემდეგ თანდათანობით იპოვით გზას. მე გზას ვგულისხმობ ფართო მნიშვნელობით -
ცხოვრებაშიც და აზროვნებაშიც. შეიძლება თავიდან აღმართზე ასვლასავით ძნელი
იყოს. აი, მისტერ მუნენი[245] რომ ავიღოთ. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, სანამ
მწვერვალს მიაღწევდა, მაგრამ ხომ მიაღწია.

- შეიძლება მე მასავით ნიჭიერი არა ვარ, - წყნარად თქვა სტივენმა.

- მაგას ვერ იტყვი, - მკვირცხლად უპასუხა დეკანმა. - ჩვენ არ ვიცით რა


შესაძლებლობები დევს ჩვენში. ყოველ შემთხვევაში მე სასოწარკვეთილებას არ
მივეცემოდი. Peraspera ad astra.[246]

ის სწრაფად მოშორდა ბუხარს და კიბის ბაქნისკენ წავიდა, რომ პირველკურსელებს


დახვედროდა.

ბუხარს მიყრდნობილ სტივენს ესმოდა, როგორ ცოცხლად და ერთნაირად


განურჩევლად ესალმებოდა ის თითოეულ სტუდენტს და თითქმის ხედავდა აშკარა,
დამცინავ ღიმილს მათგან უფრო მოურიდებელთა სახეებზე. სიბრალულის მწვავე
გრძნობა ნამივით მოედო მის ადვილად მოწყვლად გულს. სიბრალული რაინდ
ლოიოლას ერთგული მსახურისადმი, მღვდელმსახურთა ნახევარძმისადმი,
რომელიც საუბარში მათზე უფრო დამთმობი იყო, სულით მათზე უფრო მტკიცე და
რომელსაც ის არასოდეს დაუძახებდა თავის სულიერ მამას. და ის ფიქრობდა იმაზე,
რომ ამ კაცმა და მისთა მოძმეთ ამქვეყნიურზე მოფიქრალის სახელი დაიგდეს, არა
მხოლოდ სასულიერო, არამედ საერო პირთა შორისაც, იმით, რომ მთელი მათი
არსებობის განმავლობაში უფლის სამსჯავროს ავედრებდნენ სუსტ, ზარმაც და
ანგარიშიან სულებს.

პროფესორის შემოსვლის მაცნე იმ სტუდენტების მძიმე ჩექმების ბრაგაბრუგი იყო,


რომლებიც აუდიტორიის ზედა რიგებში ნაცრისფერ, აბლაბუდას ქსელით დაფარულ
ფანჯრებთან ისხდნენ. სიის ამოკითხვა დაიწყო. სტუდენტები სხვადასხვანაირად
ეხმაურებოდნენ, ვიდრე პიტერ ბერნის ჯერი არ დადგა.

- აქაა!
ღრმა ბანი ზედა რიგებიდან გაისმა და მას მაშინვე სხვა სკამებიდან პროტესტის
ნიშნად ჩახველების ხმები მოჰყვა. პროფესორმა მცირე პაუზა გააკეთა და შემდეგი
გვარი ამოიკითხა.

- კრენლი!

პასუხი არ იყო.

- მისტერ კრენლი!

სტივენს სახეზე ღიმილმა გადაურბინა, როცა წარმოიდგინა, რით იყო ახლა


დაკავებული მისი მეგობარი.

- ლეპარდსტაუნში[247] ეძიეთ, - თქვა ვიღაცამ უკანა სკამიდან.

სტივენმა სწრაფად მიიხედა უკან, მაგრამ ნაცრისფერ სინათლეში გამოკვეთილი


მოინიჰანის დრუნჩა სიფათი უშფოთველად გამოიყურებოდა. პროფესორმა მათ
ფორმულა უკარნახა. რვეულების შრიალში სტივენი უკან შებრუნდა და თქვა: -
ცოტაოდენი ქაღალდი მომეცით ღვთის გულისათვის.

- მაგრად გიჭირს? - გაიკრიჭა მოინიჰანი.

შავად საწერი რვეულიდან ფურცელი ამოხია, გაუწოდა და წაიჩურჩულა: -


გაჭირვებისას ნებისმიერ საერო პირს და ნებისმიერ ქალს აქვს ამის უფლება.

ფორმულა, რომელიც სტივენმა მორჩილად ჩაიწერა ქაღალდის ფურცელზე,


პროფესორის ხვეული თუ გაშლილი გამოთვლები, ძალის და სისწრაფის
აჩრდილისებური სიმბოლოები, აჯადოებდნენ და ღლიდნენ მის ცნობიერებას.
ვიღაცისგან გაეგონა, რომ მოხუცი პროფესორი ათეისტი და მასონი[248] იყო. ო,
ნაცრისფერი, მოსაწყენი დღე. ის მომთმენ, უმტკივნეულო ცნობიერების ლიმბოს[249]
ჰგავდა, რომელშიც მათემატიკოსთა სულებს შეუძლიათ იხეტიალონ, გრძელი,
მწყობრი სტრუქტურები ერთი სიბრტყიდან მეორეში გადაიტანონ უფრო და უფრო
მკრთალ ბინდბუნდში და სწრაფი, ქარიშხლისებური დენები გამოიწვიონ,
რომლებიც, სულ უფრო და უფრო გაფართოვდებიან, მიუწვდომელნი გახდებიან და
თვით სამყაროს კიდემდე იქროლებენ.

- ამრიგად, ჩვენ უნდა გავარჩიოთ ელიფსი ელიფსოიდიდან. შესაძლოა,


ჯენტლმენებო, ზოგიერთი თქვენგანი იცნობს მისტერ გილბერტის
ნაწარმოებებს.[250] ერთ-ერთ თავის ლექსში, ის ლაპარაკობს ბილიარდის შულერზე,
რომელიც განწირულია ითამაშოს: უსწორმასწორო მაგიდაზე

გაღუნული კიით

ელიფსური ბილიარდის ბურთით.

- ის გულისხმობს ელიფსოიდის ფორმის ბურთს, რომლის მთავარ ღერძებზეც ახლა


გესაუბრებოდით.

მოინიჰანი სტივენის ყურისკენ დაიხარა და წაიბუტბუტა: - რა ღირს ელიფსოიდური


ბურთები? მომყევით ქალბატონებო, მე კავალერისტი ვარ.
ამხანაგის ტლანქმა იუმორმა ქარიშხალივით ჩაუქროლა სტივენის მონასტრულ
გონებას და მხიარულად შეარხია კედელზე ჩამოკიდებული ბერების ტანსაცმელი,
თავაწყვეტილი მხიარულებით აახტუნა და ააცეკვა ისინი. ქარი საძმოს წევრების
ფორმებს ბერავდა მათ აფრიალებულ სუტანებში, დეკანი, ღაჟღაჟა, ზორბა
ხაზინადარი, რომელსაც ჭაღარა თმა კეპიანი ქუდივით ადგა, რექტორი, პატარა ტანის
მღვდელი, ბუმბულივით მსუბუქი თმებით, ღვთისმოსავ ლექსებს რომ წერდა.
ეკონომიკის გლეხურად ჩასკვნილი პროფესორი, მაღალი, ახალგაზრდა, ლოგიკის
პროფესორი, რომელიც კიბის ბაქანზე თავის სტუდენტებს სინდისის პრობლემაზე
ესაუბრებოდა და იმ ჟირაფს ჰგავდა, მაღალი ხის ფოთლებს რომ წიწკნის
ანტილოპების ჯოგის თავებს ზემოთ. საძმოს სერიოზული, ნაღვლიანი პრეფექტი,
მრგვალთავიანი იტალიური ენის პროფესორი - თაღლითური თვალებით. ისინი
ფრიალებდნენ, ერთმანეთს ეჯახებოდნენ, ხტოდნენ და ყირაზე გადადიოდნენ,
კალთებს იკეცავდნენ, თითქოს გადასახტომად ემზადებოდნენ, ურთიერთს ზურგში
ეჭიდებოდნენ, სიცილისაგან ჩაბჟირებულები ძაგძაგებდნენ, ერთმანეთს უკანალზე
უტყაპუნებდნენ, ფამილარული მეტსახელებით მიმართავდნენ და უკმეხად და
ღვარძლიანად იცინოდნენ. მოულოდნელად, თითქოს ღირსების გრძნობა
გაუჩნდათო, უხეშ გამოხტომაზე პროტესტს გამოთქვამდნენ, და პირზე
ხელმიფარებულები წყვილ-წყვილად ჩურჩულებდნენ.

პროფესორი მინის კარადასთან მივიდა, თაროდან კოჭების კომპლექტი აიღო,


სხვადასხვა მხრიდან სულის შებერვით მტვერი მოაშორა, მაგიდაზე ფრთხილად
დადო, თითით დაიჭირა, რომ არ გადმოვარდნილიყო და ლექცია განაგრძო. მან
განმარტა, რომ თანამედროვე კოჭებზე მავთული, შენადნობისგან არის
დამზადებული, რომელსაც პლატინოიდს უწოდებენ და რომელიც ცოტა ხნის წინათ
ფ. უ. მარტინომ[251] გამოიგონა.

მან მკაფიოდ წარმოთქვა გამომგონებლის გვარი და ინიციალები. უკან მოინიჰანმა


წაიჩურჩულა: - ყოჩაღ, მოხუცო. კარგად დაფრინავს მარტინი.

- ჰკითხე ერთი მაგას, - ჩურჩულითვე უხალისოდ გამოეხმაურა სტივენი - ვინმე ხომ


არ სჭირდება ცდისპირად ელექტროსკამისათვის. შეუძლია მე ამიყვანოს.

მოინიჰანმა დაინახა რა, რომ პროფესორი კოჭებზე დაიხარა, სკამიდან წამოდგა,


მარჯვენა ხელის თითები უხმაუროდ გაატკაცუნა და ბავშვის ხმით აზლუქუნდა: -
მასწავლებელო, ეს ბავშვი ცუდ სიტყვებს ამბობს, მასწავლებელო.

- პლატინოიდს, - დარბაისლურად ამბობდა პროფესორი - უპირატესობას აძლევენ


გერმანულ ვერცხლთან შედარებით, რადგან მისი წინააღმდეგობის კოეფიციენტი
მუდმივი ტემპერატურისას ნაკლებია. პლატინოიდური მავთულის საიზოლაციოდ
აბრეშუმი გამოიყენება, რომელიც ეხვევა ებონიტის კოჭზე იქ, სადაც ჩემი თითია.
შიშველი მავთული რომ დაეხვეს, კოჭში ექსტრადენის ინდუცირება მოხდებოდა.
კოჭის გაჟღენთვა ცხელი პარაფინით ხდება.

ქვედა რიგებიდან ვიღაცამ მკვეთრი ოლსტერული კილოთი იკითხა: - რა,


გამოყენებითი მეცნიერებებიდანაც დაგვისვამენ შეკითხვებს?

პროფესორმა სერიოზული ტონით დაიწყო წმინდა მეცნიერების და გამოყენებითი


მეცნიერების ტერმინებით ჟონგლიორობა. ზორბა, ოქროსსათვალიანმა სტუდენტმა
შემკითხველს ცოტა გაკვირვებით შეხედა. უკან მოინიჰანმა თავისი ბუნებრივი ხმით
წაიბურტყუნა: - მაკალისტერი ყოველთვის ახერხებს თავისთვის ერთი ფუნტი ხორცი
გაიჩალიჩოს.

სტივენმა ცივად შეხედა მის ქვემოთ წაგრძელებულ თავის ქალას, აწეწილი, შერეული
ფერის თმებით რომ იყო დაფარული. შემკითხველის ხმაც, აქცენტიც და სიტყვებიც
აღიზიანებდა და არც კი უცდია სიბრაზე მოეთოკა. იმის გაფიქრების ნებაც კი დართო
საკუთარ თავს, უკეთესი იქნებოდა ამ სტუდენტის მამას შვილი ბელფასტში
გაეგზავნა სასწავლებლად,[252] მატარებლის ბილეთის ფულს მაინც დაზოგავდაო.

წაგრძელებული თავის ქალა არ შემობრუნებულა სტივენის მიერ აზრობრივად


გაშვებული ისრის შესახვედრად. ისარმა მიზანს ვერ მიაღწია და მშვილდს
დაუბრუნდა, რადგან ამ დროს მის წინ მოულოდნელად სტუდენტის ფერმკრთალმა
სახემ გაიელვა.

- ეს არ არის ჩემი აზრი, - სწრაფად უთხრა მან თავის თავს. - ეს იმ ხუმარა


ირლანდიელმა ჩამაგონა, ჩემ უკან რომ ზის. მოთმინება. შეგიძლია დარწმუნებით
თქვა, ვინ ვაჭრობდა შენი ერის სულით და ღალატობდა მის რჩეულებს -
შემკითხველი თუ ის, ვინც მას დასცინა. მოთმინება. ეპიკტეტი გაიხსენე. ალბათ
მაკალისტერის ბუნებაშია, ასეთი შეკითხვები დასვას ასეთ მომენტში, ასეთი ტონით
და ასეთნაირად წარმოთქვას სიტყვა „მეცნიერება“.

პროფესორის მონოტონური ხმა ნელა განაგრძობდა საუბარს კოჭების შესახებ.


აორმაგებდა, ასამმაგებდა და აოთხმაგებდა მის ძილისმომგვრელ ენერგიას კოჭების
წინააღმდეგობის ომების ზრდასთან ერთად.

მოინიჰანის ხმა უკნიდან ექოსავით გამოეხმაურა შორეულ ზარს.

- დროა მოვრჩეთ, ჯენტლმენებო.

ჰოლი ხალხით იყო სავსე და ხმამაღალი საუბრები ისმოდა. კარებთან ახლოს,


მაგიდაზე ორი ჩარჩოიანი პორტრეტი იდგა და მათ შორის ქაღალდის გრაგნილი იდო
აჩხაბაჩხა ხელმოწერებით, მაკკანი მარდად დაძვრებოდა სტუდენტებს შორის, ჩქარ-
ჩქარა ლაპარაკობდა, უარისმთქმელებს აძალებდა და რიგრიგობით მიჰყავდა
მაგიდასთან. ჰოლის სიღრმეში დეკანი იდგა და ახალგაზრდა პროფესორს
ესაუბრებოდა, ნიკაპზე ხელს დარბაისლურად ისვამდა და თავს აქნევდა.

ბრბოს მიერ კარებთან მიმწყვდეული სტივენი გაუბედავად შეჩერდა. რბილი ქუდის


ფართო ფარფლებს ქვემოდან კრენლის შავი თვალები უცქერდნენ.

- მოაწერე? - ჰკითხა სტივენმა.

კრენლიმ დიდი, თხელტუჩებიანი პირი მოკუმა, წამიერად თავის თავს დაეთათბირა


და უპასუხა: - Ego habeo[253].

- რას ეხება.

- Quod.[254]

- რაზეც მოაწერე.
კრენლიმ ფერმკრთალი სახე მისკენ მიაბრუნა და თავაზიანად და მწარედ თქვა: - Per
pax universalis.[255]

სტივენმა მეფის ფოტოგრაფიისკენ[256] გაიშვირა ხელი და თქვა: - მთვრალი ქრისტეს


სახე აქვს.

ბოღმამ და ბრაზმა, მის ხმაში რომ იგრძნობოდა, კრენლის კედლების თვალიერებით


გართული წყნარი თვალები აიძულეს უკან დაბრუნებულიყვნენ.

- გაღიზიანებული ხარ? - ჰკითხა მან.

- არა, - უპასუხა სტივენმა.

- ცუდ ხასიათზე ხარ?

- არა.

- Credo ut vos sanguinarius mendax estis.[257] - თქვა კრენლიმ -quia facies vostra monstrat ut
vos in damno malo humore estis.

მაგიდისკენ მიმავალმა მოინიჰანმა სტივენს წასჩურჩულა: - მაკკანი ბრწყინვალე


ფორმაშია. მზადაა უკანასკნელი წვეთი დაღვაროს. ახალი, ცინცხალი სამყარო.
არავითარი სტიმულატორები და ხმის უფლება ძუკნებს.[258]

სტივენს გაეცინა შეტყობინების კონფედენციალურ სტილზე და როცა მოინიჰანი


წავიდა, კვლავ შებრუნდა, რომ კრენლის მზერა დაეჭირა.

- ხომ ვერ მეტყვი, ასე ადვილად რატომ გადმოშლის ხოლმე გულს ჩემს ყურთან? ხომ
არ იცი?

კრენლის შუბლი მოიღუშა და იმ მაგიდას გახედა, რომელზეც მოინიჰანი ხელის


მოსაწერად დაიხარა და მოჭრით თქვა: - ლაქუცა.

- Quis est in malo humore - თქვა სტივენმა - ego out vos.[259]

კრენლი დაცინვას არ გამოეხმაურა. ის მოჟამული ფიქრობდა თავის მსჯავრზე და


კვლავ გადაჭრით გაიმეორა: - გულისამრევი ლაქუცაა და მეტი არაფერი.

ეს მისი ჩვეული ეპიტაფია იყო, როცა მეგობრობას ჯვარს უსვამდა, და სტივენმა


გაიფიქრა კრენლი ჩემზეც ხომ არ იტყვის ოდესმე მსგავს რამეს იგივე ტონითო. მძიმე,
მოუქნელი ფრაზა სმენის მიღმა ნელა ჩაიძირა, ისე, როგორც ქვა იძირება ჭაობში.
სტივენმა დაინახა, როგორ იძირებოდა იგი, ისევე, როგორც ადრე მრავალი დაუნახავს
და მისი გული ნაღველმა მოიცვა. კრენლი, დავინისგან განსხვავებით, არც
ელიზაბეტიანურ იშვიათ ინგლისურ კონსტრუქციებს იყენებდა საუბარში და არც
ირლანდიური იდიომების უცნაურ ინგლისურ ვერსიებს. მისი გაწელილი
გამოთქმები დუბლინის სანაპიროს ექო იყო, მიტოვებული, დანგრეული
ნავსადგურიდან გამოცემული. მისი ენერგიული მეტყველება კი დუბლინის
მჭევრმეტყველების გამოძახილი, უიკლოუს[260] საქადაგო ტაძრის კათედრიდან რომ
ისმოდა.
კრენლის მოღუშული შუბლი გაიხსნა, როცა მაკკანი დაინახა, რომელიც ჰოლის მეორე
ბოლოდან სწრაფად უახლოვდებოდათ.

- აი, სად ყოფილხართ, - თქვა მაკკანიმ მხიარულად.

- მეც აქ გახლავართ, - თქვა სტივენმა.

- როგორც ყოველთვის, დაგვიანებით. არ შეგიძლიათ პროგრესული ტენდენციები


პუნქტუალობისადმი პატივისცემას შეუთავსოთ?

- ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, - თქვა სტივენმა - შემდეგ საკითხზე


გადავიდეთ.

მისი მოღიმარე თვალები ვერცხლის სახვევში გახვეულ რძიანი შოკოლადის ფილას


უცქერდნენ, რომელიც პროპაგანდისტს ქურთუკის ზემო ჯიბიდან გამოჩროდა. მათ
გარშემო რამდენიმე სტუდენტმა მოიყარა თავი, რათა სიტყვიერი პაექრობისთვის
მოესმინათ. გამხდარმა სტუდენტმა, ზეთისხილისფერი კანი და გადაგლესილი შავი
თმები რომ ჰქონდა, თავი მათ შორის გამოყო. თითოეულ წინადადებაზე მზერა აქეთ-
იქით გადაჰქონდა, თითქოს ცდილობდა, ყველა სიტყვა ჰაერში დაეჭირა თავისი
სველი, ღია პირით. კრენლიმ ჯიბიდან პატარა, ნაცრისფერი ბურთი ამოიღო, ხელში
რამდენჯერმე შეაბრუნა და ყოველი მხრიდან ყურადღებით შეათვალიერა.

- შემდეგზე გადავიდეთ? - თქვა მაკკანიმ - ჰმ!

მან ხმამაღლა ჩაახველა, ფართოდ გაიღიმა და ოთხკუთხა ნიკაპიდან ჩამოშვებული


ლერწმისფერი, თხისებური წვერი ხელით ორჯერ ჩამოიქაჩა.

- შემდეგი საკითხი დეკლარაციაზე ხელის მოწერაა.

- გადამიხდით რაიმეს, თუ ხელს მოვაწერ? - იკითხა სტივენმა.

- მე მეგონა, შენ იდეალისტი იყავი, - თქვა მაკკანიმ.

სტუდენტმა, ბოშას რომ ჰგავდა, მიიხედ-მოიხედა და გარშემომყოფთ გაურკვეველი,


კიკინა ხმით მიმართა: - ფუი ეშმაკს, ძალიან უცნაური მიდგომაა, მე ვფიქრობ, ეს
ვაჭრული მიდგომაა.

ხმა სიჩუმეში მიინავლა. მის სიტყვებს ყურადღება არავინ მიაქცია. მან თავისი
ზეთისხილისფერი, ცხენისებური სახე სტივენისკენ მიაბრუნა, თითქოს მას იწვევდა
სალაპარაკოდ.

მაკკანიმ ენერგიულად, ენაწყლიანად დაიწყო საუბარი მეფის რესკრიპტზე,


სტედზე,[261] საყოველთაო განიარაღების არბიჟტრაჟზე საერთაშორისო
კონფლიქტის შემთხვევაში, დროის ნიშანზე, ახალ ჰუმანიზმზე და ახალ სახარებაზე,
რომელიც საზოგადოებას დაავალდებულებს, რაც შეიძლება მცირე დანახარჯებით
უზრუნველყოს, რაც შეიძლება მეტი ბედნიერება, რაც შეიძლება მეტი
ადამიანისათვის.[262]

სტუდენტი, რომელიც ბოშას ჰგავდა, მაკკანის სიტყვებს ყვირილით გამოეხმაურა: -


სამგზის ვაშა საყოველთაო ძმობას!
- განაგრძე ტემპლ, - თქვა გვერდით მდგომმა ზორბა, ღაჟღაჟა სტუდენტმა - ერთი
პინტი ჩემზე იყოს.

- მე მწამს საყოველთაო ძმობის, - თქვა ტემპლმა და ოვალური, შავი თვალები


გარშემომყოფთ მოავლო, მარქსი კი, ეს ყველაფერი სისულელეა.

კრენლიმ მაგრად ჩაბღუჯა ტემპლის ხელი, რომ მისთვის ლაპარაკი შეეწყვეტინებინა,


უხერხულად გაიღიმა და რამდენჯერმე გაიმეორა: - წყნარად, წყნარად, წყნარად!

ტემპლმა გაიბრძოლა, რომ ხელი გაეთავისუფლებინა, და თან პირზე დუჟმომდგარი


ყვიროდა: - სოციალიზმს ირლანდიელმა ჩაუყარა საფუძველი[263] და პირველი
ევროპელი, ვინც თავისუფლებას ქადაგებდა კოლინზი[264] იყო.

ორასი წლის წინათ ამ მიდლესექსელმა ფილოსოფოსმა დაგმო სამღვდელოება.


სამგზის ვაშა ჯონ ენტონ კოლინზს!

შორიდან ვიღაცის ხმა გამოეხმაურა: - პიპ! პიპ!

მოინიჰანმა სტივენის ყურთან წაიჩურჩულა: - და რაც ჯონ ენტონის საცოდავ, პატარა


დას ეხება?

ლოტი კოლინზმა ქვედა საცვალი დაჰკარგა, ხომ ვერ ათხოვებდით თქვენსას?[265]

სტივენმა გაიცინა და თავის ხუმრობის წარმატებით ნასიამოვნებმა მოინიჰანმა კვლავ


წაიჩურჩულა: - ჯონ ენტონ კოლინზზე რამდენიც არ უნდა დადო, ყოველთვის ხუთ
შილინგს მოიგებ.

- თქვენს პასუხს ველი, - მოკლედ მოჭრა მაკკანიმ.

- ეს საკითხი საერთოდ არ მაინტერესებს. - უხალისოდ თქვა სტივენმა - თქვენ ეს


ძალიან კარგად იცით. რად გინდათ ასეთი სცენების მოწყობა?

- ძალიან კარგი, - თქვა მაკკანიმ, ე. ი. თქვენ რეაქციონერი ხართ?

- რატომ გგონიათ, რომ ჩემზე შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენი ხის ხმლის ქნევა? -
ჰკითხა სტივენმა

- მეტაფორები! - უკმეხად თქვა მაკკანიმ - მოდით ფაქტებით ვილაპარაკოთ.

სტივენი გაწითლდა და გვერდზე შებრუნდა. მაკკანიმ ფეხი არ მოიცვალა და


ღვარძლიანი დაცინვით თქვა: - პატარა პოეტები ეტყობა, ისეთ წვრილმან
პრობლემებზე, როგორიცაა საყოველთაო მშვიდობა, მაღლა აყენებენ თავს.

კრენლიმ თავი ასწია, ბურთი სტუდენტებს შორის მშვიდობის მტრედივით დაიჭირა


და თქვა: - Ppax super totum sanguinarium globum.[266]

სტივენმა გვერდით მდგომები მისწი-მოსწია, გაბრაზებულმა მხრით მეფის


პორტრეტისკენ მიანიშნა და თქვა: - უერთგულეთ თქვენს ხატს. თუ აუცილებელია
იესო გყავდეთ, დაე, ის კანონიერი იესო იყოს.

- ეშმაკმა დალახვროს, მართლაც კარგადაა ნათქვამი, - მიმართა გარშემომყოფთ


სტუდენტმა, რომელიც ბოშას ჰგავდა, - მშვენიერი გამოთქმაა. მე ძალიან მომეწონა.
მან ყელში მომდგარი ნერწყვი ისე ჩაყლაპა, თითქოს თვით ფრაზას ყლაპავდა, თავის
ტვიდის ქუდის წინაფრას ხელი ჩაავლო, სტივენს მიუბრუნდა და უთხრა: -
მომიტევეთ სერ, რისი თქმა გსურდათ იმ ფრაზით, ახლახან რომ წარმოთქვით?

ახლომდგარი სტუდენტებისგან მუჯლუგუნები იგრძნო და მათ მიმართა: -


მაინტერესებს, რისი თქმა სურდა იმ ფრაზით.

კვლავ სტივენს მიუბრუნდა და ჩურჩულით თქვა: - გწამთ იესო? მე ადამიანის მწამს.


მე, რა თქმა უნდა, არ ვიცი, თქვენ ადამიანის გწამთ თუ არა. მე აღფრთოვანებული ვარ
თქვენით, სერ. ჩემში აღფრთოვანებას იწვევს გონება იმ ადამიანისა, რომელიც არც
ერთ რელიგიაზე არაა დამოკიდებული. თქვენი აზრით, იესოს გონება ასეთია?

- განაგრძე ტემპლ, - თქვა ზორბა, ღაჟღაჟა სტუდენტმა, რომელსაც ჩვეულებად


ჰქონდა ერთხელ უკვე ნათქვამის გამეორება - პინტი ჩემზეა.

- ის ფიქრობს, რომ მე გონებაჩლუნგი ვარ, - აუხსნა ტემპლმა სტივენს - რადგან მე


გონების შესაძლებლობებისა მწამს.

კრენლიმ სტივენს და მის თაყვანისმცემელს ხელმკლავი გაუკეთა და თქვა: - NNos ad


manum ballum jocabimus.[267]

სტივენმა, როცა გარეთ გაჰყავდათ, თვალი მოჰკრა მაკკანის აწითლებულ,


უხეშნაკვთებიან სახეს: - ჩემს ხელმოწერას არა აქვს მნიშვნელობა, - თქვა მან
თავაზიანად. თქვენ გაქვთ უფლება, თქვენი გზით იაროთ. მეც ნება მომეცით, ჩემი
გზით ვიარო.

- დედალოს, მტკიცედ თქვა მაკკანიმ, მე მჯერა, რომ თქვენ კარგი ადამიანი ხართ,
მაგრამ თქვენ გჭირდებათ ალტრუიზმის და პირადი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ვიღაცის ხმამ თქვა: - ახირებული ინტელექტუალები ჯობია არ იყვნენ ამ მოძრაობაში.

სტივენმა მაკალისტერის უხეში ხმა იცნო და მისკენ არ შებრუნებულა. სტივენთან და


ტემპლთან ხელმკლავგაყრილი კრენლი ცერემონიულად მიარღვევდა სტუდენტების
ბრბოს იმ მღვდელთმსახურის მსგავსად, საკურთხევლისკენ რომ მიიკვლევს გზას
დაბალი ჩინის სასულიერო პირებთან ერთად.

ტემპლი კრენლის მკერდს იქით ენერგიულად გადაიხარა სტივენისკენ და თქვა: -


გაიგონეთ, რა თქვა მაკალისტერმა? ამ ახალგაზრდას თქვენი შურს. ამჩნევთ ამას?
ნიძლავს ჩამოვალ, რომ კრენლი ვერ ამჩნევს. ეშმაკმა დალახვროს, მე კი მაშინვე
შევამჩნიე.

როცა ჰოლში მიდიოდნენ, დაინახეს, როგორ ცდილობდა დეკანი, თავი დაეღწია


სტუდენტისაგან, რომელსაც ესაუბრებოდა. ის კიბის ასასვლელთან იდგა, ერთი ფეხი
უკვე საფეხურზე ედგა. გაცვეთილი სუტანა ქალურად, ფრთხილად აეკვალთა,
ასასვლელად გამზადებულს, თან თავს იქნევდა და იმეორებდა: - უეჭველად, მისტერ
ჰეკეტ. ძალიან კარგი, ძალიან კარგი, უეჭველად.

ჰოლის შუაში კოლეჯის საძმოს პრეფექტი სერიოზული, რბილი, ბუზღუნა ხმით


ესაუბრებოდა ვიღაც სტუდენტს. საუბრისას ჭორფლიან შუბლს ცოტათი იჭმუხნიდა
და ფრაზებს შორის წვრილ ძვლის ფანქარს კვნეტდა.
- მე ვფიქრობ, ყველა პირველკურსელი მოვა. მეორე და მესამეკურსელებიც
უეჭველად მოვლენ. ახლებისა კი რა მოგახსენოთ.

ტემპლი კვლავ სტივენისკენ გადაიხარა, როცა კარებში გადიოდნენ და სწრაფად


წასჩურჩულა: - იცით, რომ მას ცოლი ჰყავს? ჯერ კიდევ მანამდე ჰყავდა ცოლი, სანამ
კათოლიკედ მოაქცევდნენ. ცოლიც ჰყავს და ბავშვებიც სადღაც. ასეთი საოცრება
არასოდეს მსმენია. ა?

მისი ჩურჩული ეშმაკურ, კაკანისებურ სიცილში გადავიდა. როგორც კი კარებს


გასცდნენ, კრენლიმ კისერში უხეშად ჩაავლო ხელი და უთხრა: - ნამდვილი
ჩამოყალიბებული სულელი ხარ. მზად ვარ, სასიკვდილო სარეცელზე დავიფიცო,
რომ მთელ ამ დაწყევლილ ქვეყანაზე ვერსად ნახავ შენს მსგავს საზიზღარ მაიმუნს.

ტემპლი იგრიხებოდა და ცდილობდა მისგან თავი დაეღწია, თან თვითკმაყოფილი,


ცბიერად იღიმებოდა, კრენლი კი კვლავ უხეშად ანჯღრევდა და ყოველ შენჯღრევაზე
მკვეთრად უმეორებდა: - ჩამოყალიბებული, დაწყევლილი იდიოტი ხარ.

სარეველამოდებული ბაღი ერთად გაიარეს. ერთ-ერთ ბილიკზე მძიმე, ფართო


მოსასხამში გახვეული მათკენ მომავალი რექტორი დაინახეს, რომელიც ლოცვებს
კითხულობდა. ბილიკის ბოლოს, სანამ უკან შებრუნდებოდა, შეჩერდა და ზემოთ
აიხედა. სტუდენტებმა თავი დაუკრეს. ტემპლი კვლავ ქუდის წინაფრას აწვალებდა.
უსიტყვოდ განაგრძეს გზა. როცა მოედანს მიუახლოვდნენ, სტივენმა გაიგონა
მოთამაშეების ყრუ დარტყმების ხმები, სველი ბურთის ტყაპანი და დავინის ხმა,
ყოველ დარტყმაზე აღგზნებული რომ გაჰყვიროდა.

სამი სტუდენტი იმ ყუთთან შეჩერდა, რომელზეც დავინი იჯდა და თამაშს უცქერდა.


რამდენიმე წამის შემდეგ ტემპლი გვერდიდან მიადგა სტივენს და უთხრა: -
მომიტევეთ, მე მინდოდა თქვენთვის მეკითხა - გჯერათ თუ არა, რომ ჟან-ჟაკ რუსო
გულწრფელი ადამიანი იყო?

სტივენს უნებურად გაეცინა. კრენლიმ დამტვრეული კასრის ფიცარი აიღო, მის


ფეხებთან რომ ეგდო, სწრაფად შებრუნდა და მტკიცედ თქვა: - ტემპლ, ღმერთს
გეფიცები, ერთი სიტყვაც რომ გავიგონო შენგან, ვისაც არ უნდა უთხრა და რასაც არ
უნდა ეხებოდეს, იცოდე მოგკლავ super spotum.[268]

- მე მგონია, ის, შენი არ იყოს, ემოციური ადამიანი იყო, -თქვა სტივენმა.

- ეშმაკსაც წაუღია მაგისი თავი. ღმერთმა დასწყევლოს! მკვეთრად თქვა კრენლიმ.


მაგას საერთოდ არ უნდა დაელაპარაკო. გინდა ტემპლისთან გილაპარაკია და გინდა
აქოთებულ ღამის ქოთანთან. წადი სახლში ტემპლ, ღვთის გულისათვის, წადი
სახლში.

- მე შენ საერთოდ ფეხებზე მკიდიხარ, კრენლი, - უპასუხა ტემპლმა, ზემოთ


აღმართულ ფიცარს საკმაოდ გაშორდა და ხელი სტივენისკენ გაიშვირა - აი, ეს არის
ერთადერთი ადამიანი ჩვენს სასწავლებელში, რომელსაც ინდივიდუალური გონება
აქვს.

- სასწავლებელი, ინდივიდუალური, - იყვირა კრენლიმ - წადი სახლში. ჯანდაბამდე


გზა გქონია, შე უიმედო კრეტინო.
- მე ემოციური ადამიანი ვარ, - თქვა ტემპლმა - ეს ძალიან ზუსტად ითქვა და მე
ვამაყობ, რომ ემოციური ვარ.

ის გვერდულად, ცბიერი სიცილით წავიდა. კრენლიმ უაზრო, არაფრისმთქმელი


მზერა გააყოლა.

- ერთი კარგად შეხედეთ მაგას, - თქვა მან - ოდესმე გინახავთ ასეთი არარაობა?

მის ამ ფრაზაზე ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომელიც კედელზე იყო მიყრდნობილი და


ქუდის წინაფრა ლამის თვალებზე ჰქონდა ჩამოფხატული, უცნაურად გაიცინა.
სიცილი ისეთი წკრიალა იყო და და ისეთი დაკუნთული სხეულიდან მოდიოდა, რომ
ისე გეგონებოდათ, თითქოს სპილომ დაიწრიპინაო. სტუდენტს სიცილისაგან მთელი
სხეული უთრთოდა და სიამოვნებისაგან ხელებს საზარდულზე ისვამდა.

- ლინჩმა გაიღვიძა - თქვა კრენლიმ

პასუხად ლინჩი გასწორდა და მკერდი წინ გამოზნიქა.

- ცხოვრების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების ნიშნად ლინჩმა მკერდი წინ


გამოზნიქა, - თქვა სტივენმა.

ლინჩმა ხმაურიანად ჩაირტყა მჯიღი მკერდში და თქვა: - აბა, ვის არ მოსწონს ჩემი
მკერდი?

კრენლიმ ის სიტყვაზე დაიჭირა და ისინი ერთმანეთს შეებნენ. როცა


დაძაბულობისგან სახეები წამოუწითლდათ, ერთმანეთს გაშორდნენ. სულს ძლივს
ითქვამდნენ. სტივენი დავინისკენ დაიხარა, რომელიც გატაცებით ადევნებდა თვალს
თამაშს და გარშემომყოფთა საუბარს ყურადღებას არ აქცევდა.

- როგორ არის ჩემი პატარა შინაური ბატი? მანაც მოაწერა ხელი?

დავინმა თავი დააქნია და თქვა: - შენ, სტივ?

სტივენმა უარის ნიშნად თავი გადააქნია.

- საშინელი ვინმე ხარ, სტივ, - თქვა დავინმა და პირიდან მოკლე ჩიბუხი გამოიღო -
ყოველთვის მარტო ხარ.

- ახლა, როცა უნივერსალური მშვიდობის პეტიციას მოაწერე ხელი, - თქვა სტივენმა -


ვფიქრობ, შენ იმ პატარა რვეულს დაწვავ, რომელიც მე შენს ოთახში დავინახე.

რადგან დავინმა არ უპასუხა, სტივენმა ციტირება დაიწყო.

- დიდი ნაბიჯი ფიანა,[269] მარჯვენა მხრით წინ, ფიანა. სალუტი მიეცი. რიგზე
გაითვალეთ, ერთი, ორი.

- ეს სხვა საკითხია, - თქვა დავინმა - მე, უპირველეს ყოვლისა, ირლანდიელი


ნაციონალისტი ვარ, შენ კი ყველაფერში განზე დგახარ. შენ დაბადებით ხარ ასეთი,
ყველაფერს დასცინი, სტივ.
- როცა ჰოკიჯოხებით შემდეგი აჯანყების მოწყობას დააპირებთ, - თქვა სტივენმა -
ინფორმატორი თუ დაგჭირდეთ, მე მითხარით. თითო-ოროლას მოგიძებნით ამ
კოლეჯში.

- მე შენი ვერ გამიგია, - თქვა დავინმა - მახსოვს, ერთ დროს ინგლისურ


ლიტერატურას ლანძღავდი. ახლა ირლანდიელ ინფორმატორებს გადაწვდი. სახელიც
ისეთი გაქვს და ეგ შენი აზრებიც... საერთოდ ირლანდიელი ხარ?

- წამომყევი არქივში და ჩემი ოჯახის წარმომავლობას გიჩვენებ - თქვა სტივენმა.

- მაშინ იყავი ერთ-ერთი ჩვენგანი. რატომ არ სწავლობ ირლანდიურ ენას? რატომ


მიატოვე ლიგის კლასი[270] პირველივე გაკვეთილის შემდეგ?

- შენ იცი ერთი მიზეზი, თუ რატომ მივატოვე. - უპასუხა სტივენმა.

დავინმა თავი გადააქნია და გაიცინა.

- ოჰ, კარგი რა, თქვა მან - იმ ახალგაზრდა ლედის და მამა მორანის გამო? ეს
ყველაფერი შენი ფანტაზიაა, სტივ. ისინი უბრალოდ საუბრობდნენ და იცინოდნენ.

სტივენი გაჩუმდა და დავინს მეგობრულად დაადო მხარზე ხელი.

- გახსოვს ის დღე, ერთმანეთი რომ გავიცანით? პირველად დილით შევხვდით და შენ


მკითხე პირველკურსელები სად იქნებიანო. პირველ მარცვალზე ძლიერი მახვილი
გააკეთე. გახსოვს? ყველა იეზუიტს განურჩევლად მამაოს რომ ეძახდი[271] გახსოვს?
ხანდახან ჩემს თავს ვეკითხები შენზე, „ნეტა, მართლა ისე გულუბრყვილოა, როგორც
მისი საუბრის გამგონე იფიქრებს-მეთქი?“

- მე უბრალო ადამიანი ვარ - თქვა დავინმა - იცი ეს შენ. როცა იმ საღამოს ჰარკორტ-
სტრიტზე[272] ის რაღაცები მომიყევი შენი პირადი ცხოვრებიდან, გულწრფელად
გეუბნები, ვახშამს ვეღარ მივეკარე. ძალიან ცუდად ვიყავი. ღამე აღარ დამეძინა.
რატომ მომიყევი ის რაღაცები?

- დიდი მადლობა. შენ გინდა თქვა, რომ მე რაღაც ურჩხული ვარ.

- არა - თქვა დავინმა - მაგრამ მერჩივნა არ მოგეყოლა.

სტივენის მეგობრული ტონის წყნარი ზედაპირის ქვეშ ტალღამ ნელ-ნელა


აბობოქრება დაიწყო.

- ამ ხალხმა, ამ ქვეყანამ და ამ ცხოვრებამ შემქმნეს მე, -თქვა სტივენმა - მე ასეთი ვარ


და როგორიც ვარ, ისეთად უნდა გამოვხატო თავი.

- შეეცადე ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, - თქვა დავინმა - გულში ირლანდიელი ხარ,


მაგრამ შენი სიამაყე ვერ დაგიძლევია.

- ჩემი წინაპრები განუდგნენ თავის ენას და სხვა ენა მიიღეს, - თქვა სტივენმა - ერთ
მუჭა გადამთიელებს დაამონებინეს თავი, და შენ ფიქრობ მე ახლა საკუთარი
სიცოცხლით და საკუთარი თავით უნდა ვზღო მათი ვალები! რისთვის?

- ჩვენი თავისუფლებისათვის, - თქვა დავინმა.


- ტონის დროიდან მოყოლებული პარნელამდე - თქვა სტივენმა - ერთი პატიოსანი,
გულწრფელი ადამიანიც არ ყოფილა ისეთი, რომელმაც თავისი სიცოცხლე,
ახალგაზრდობა და სიყვარული შემოგწირათ, თქვენ კი მტრისთვის არ მიგეყიდოთ, ან
გასაჭირში არ მიგეტოვებინოთ, არ გელანძღოთ და არ გეღალატოთ. და შენ გინდა მე
ერთ-ერთი თქვენგანი ვიყო. ეშმაკსაც წაუღიხართ ყველანი.

- ისინი თავიანთ იდეალებს შეეწირნენ, სტივ, - თქვა დავინმა - მაგრამ ჩვენი დროც
მალე დადგება, დამიჯერე.

საკუთარ ფიქრებში წასული სტივენი ცოტა ხანს ჩუმად იყო.

- სული სწორედ იმ მომენტში იბადება, - ფიქრიანად თქვა მან - რომელზეც მე შენ


გეუბნებოდი. ეს ნელი და ბნელი დაბადებაა, უფრო იდუმალებით მოცული, ვიდრე
სხეულის დაბადება. როცა ამ ქვეყანაში ადამიანის სული იბადება, მას უამრავი
ბადით იჭერენ, რომ გაფრენის საშუალება არ მისცენ. შენ მელაპარაკები ეროვნებაზე,
ენაზე, რელიგიაზე. მე ვეცდები დავუსხლტე ამ ბადეებს.

დავინმა ფერფლი გადმობერტყა ჩიბუხიდან.

- ჩემთვის ეს მეტისმეტად რთულია, სტივ, - თქვა მან. მაგრამ სამშობლო უპირველეს


ყოვლისა, სტივ. ირლანდია უპირველეს ყოვლისა. ამის შემდეგ შეგიძლია იყო პოეტი
თუ მისტიკოსი.

- შენ იცი, რა არის ირლანდია? - ჰკითხა სტივენმა ცივად და მრისხანედ. ირლანდია ის


ბებერი ღორია, საკუთარ გოჭებს რომ თქვლეფს.

დავინი ყუთიდან წამოდგა და თავის ნაღვლიანი ქნევით მოთამაშეებისაკენ წავიდა,


მაგრამ მისი ნაღვლიანობა მალე გაიფანტა და ორიოდ წუთში კრენლის და ორ
მოთამაშეს, რომლებმაც ის-ის იყო თამაში დაამთავრეს, ცხარედ ეკამათებოდა.
შეთანხმდნენ, რომ ოთხნი ითამაშებდნენ, მაგრამ კრენლი იჟინებდა, რომ მისი
ბურთით ეთამაშათ. მან ბურთი ორჯერ-სამჯერ მიწაზე დააბაკუნა, შემდეგ ძლიერად,
მარჯვედ გაისროლა მოედნის შორეული კიდისაკენ და მისი დაცემის ხმას
გამოეპასუხა: - უჰ, შენი!

სტივენი ლინჩის გვერდით იდგა, სანამ ანგარიშმა გაზრდა არ დაიწყო, შემდეგ ლინჩს
სახელოზე ჩამოქაჩა, რომ თან წაეყვანა. ლინჩი დაემორჩილა და უთხრა: -
განვიდეთ,[273] როგორც კრენლი იტყვის ხოლმე.

სტივენს გაეცინა ამ ჩხვლეტაზე. ისინი ბაღის გავლით დაბრუნდნენ უკან და ჰოლი


გაიარეს, სადაც დაჩაჩანაკებული პორტიე ცახცახით აკრავდა დაფაზე რაღაც
განცხადებას. კიბის ასასვლელთან შეჩერდნენ. სტივენმა სიგარეტის კოლოფი ამოიღო
ჯიბიდან და თავის თანამგზავრს შესთავაზა.

- ვიცი, რომ გიჭირს - თქვა მან.

- შენ კი საზიზღარი თავხედი ხარ, - უპასუხა ლინჩმა.

ლინჩის კულტურული დონის ამ მეორე დადასტურებამ სტივენი კვლავ გააცინა.


- ეს დიადი დღე იყო ევროპული კულტურისათვის - თქვა მან - როცა შენ გადაწყვიტე
სიტყვა „საზიზღარი“ სალანძღავ ტერმინად გამოგეყენებინა.

სიგარეტს მოუკიდეს და მარჯვნივ შეუხვიეს. პაუზის შემდეგ სტივენმა დაიწყო: -


არისტოტელეს არ მოუცია შიშის და თანაგრძნობის განსაზღვრება.[274] მე ვიძლევი ამ
განსაზღვრებას. მე ვთვლი...

- შეჩერდი. მე არ გისმენ. ყელში მაქვს ამოსული. გუშინ საღამოს ჰორანთან და


გოგინსთან ერთად საზიზღრად დავთვერი.

სტივენმა განაგრძო: - თანაგრძნობა არის ისეთი გრძნობა, რომელიც გონებას


მიაჯაჭვავს ყველაფერს მნიშვნელოვანს და მუდმივს ადამიანის ტანჯვაში, და
აერთიანებს მას ამ ტანჯვის განმცდელთან. შიში არის გრძნობა, რომელიც გონებას
მიაჯაჭვავს ყველაფერ მნიშვნელოვანს და მუდმივს ადამიანის ტანჯვაში და
აერთიანებს მას მის საიდუმლო მიზეზთან.

- გაიმეორე, - თქვა ლინჩმა.

სტივენმა ნელა გაიმეორა განსაზღვრება.

- რამდენიმე დღის წინ, - გააგრძელა მან, - ლონდონში გოგონა ეტლში ჩაჯდა. ის


დედამისთან შესახვედრად მიდიოდა, რომელიც რამდენიმე წელი არ ენახა.
რომელიღაც ქუჩის შესახვევთან საზიდრის ხელნამ ეტლის ფანჯარა ჩაამტვრია.
ჩამტვრეული მინის ნემსის ფორმის გრძელმა ნამსხვრევმა გოგონას გული გაუგმირა.
ის მაშინვე გარდაიცვალა. რეპორტიორმა ამას ტრაგიკული სიკვდილი უწოდა, მაგრამ
ეს ასე არ არის. ეს შორს არის თანაგრძნობისა და შიშის ჩემეული
განსაზღვრებებისაგან.

- ტრაგიკული ემოცია არსებითად ორმხრივ მიმართული სახეა. შიშისკენ და


თანაგრძნობისაკენ მიმართული სახე. თითოეული მათგანი მისი ფაზაა. როგორც
ხედავ, მე გამოვიყენე სიტყვა - მიაჯაჭვავს. მე ვგულისხმობდი, რომ ტრაგიკული
ემოცია სტატიკურია. უფრო სწორად დრამატული ემოციაა სტატიკური.
არაჭეშმარიტი ხელოვნებისაგან გამოწვეული გრძნობები კინეტიკურია. ეს
გრძნობებია - ლტოლვა და ზიზღი. ლტოლვა გვაქეზებს რაღაცის ფლობისკენ,
რაღაცასთან მიახლოებისაკენ. ზიზღი გვაიძულებს მივატოვოთ, მოვშორდეთ
რაღაცას. ხელოვნება, რომელიც ამ გრძნობებს იწვევს, პორნოგრაფიულია ან
დიდაქტიკური და ამდენად, არაჭეშმარიტი ხელოვნებაა. ამდენად, ესთეტიკური
ემოცია (მე ზოგადი ტერმინი გამოვიყენე) არის სტატიკური. გონება მიჯაჭვულია
მნიშვნელოვანსა და მარადიულზე და ამაღლებულია ლტოლვასა და ზიზღზე.

- შენ ამბობ, რომ ხელოვნებამ ლტოლვები არ უნდა აღძრას, - თქვა ლინჩმა - მე შენ
გიამბე, რომ ერთ დღეს, მუზეუმში ფანქრით პრაქსიტელის ვენერას უკანალზე ჩემი
სახელი დავწერე. ეს რა ლტოლვა არ იყო?

- მე ნორმალურ ადამიანებზე ვლაპარაკობ, - თქვა სტივენმა - შენ ისიც კი მითხარი,


რომ, როცა პატარა ბიჭი იყავი, შენ მშვენიერ კარმელიტის[275] სკოლაში საქონლის
ფუნას ჭამდი.
ლინჩს კვლავ ხვიხვინის მსგავსი სიცილი აუტყდა და კვლავ საზარდულზე ისვამდა
ხელებს, ამჯერად ჯიბეებიდან ამოუღებლად.

- მართლაც ასე იყო, მართლაც - დაიყვირა მან.

სტივენი მისი თანამგზავრისაკენ შებრუნდა და წამიერად თვალებში ჯიქურ ჩახედა.


ლინჩმა სიცილი შეწყვიტა და მას მორჩილი მზერა შეაგება. გრძელმა, ვიწრო,
ბრტყელმა თავის ქალამ წინაფრიანი ქუდის ქვეშ, სტივენს რომელიღაც ქვეწარმავალი
მოაგონა. გაშტერებული, აელვარებული თვალებიც ქვეწარმავალს მიუგავდა. მაგრამ
წამიერად ეს დამცირებული და დაძაბული გამოხედვა პატარა ადამიანურმა სხივმა
გაანათა - ფანჯარამ, მოკრუნჩხული, გატანჯული და თავის თავზე გაბოროტებული
სულისა.

- იმას რაც შეეხება - თავაზიანად, სასხვათაშორისოდ თქვა სტივენმა - ჩვენ ყველანი


ცხოველები ვართ. მეც ცხოველი ვარ.

- შენ ხარ, - თქვა ლინჩმა.

- მაგრამ ჩვენ ახლა აზროვნების სამყაროში ვიმყოფებით, - გააგრძელა სტივენმა -


ყალბი ესთეტიკური საშუალებებით აღძრული ლტოლვა და ზიზღი არ არიან
ესთეტიკური გრძნობები არა მხოლოდ იმიტომ, რომ კინეტიკურნი არიან თავისი
ბუნებით, არამედ იმიტომაც, რომ ფიზიკურ შეგრძნებებამდე დაიყვანებიან. ჩვენი
სხეული იკუმშება შიშისგან, ხოლო სასურველ სტიმულს ნერვული სისტემის
რეფლექსური რეაქციით პასუხობს. ჩვენი თვალები მანამდე იხუჭება, სანამ იმის
გააზრებას მოვასწრებთ, რომ ბუზი გვივარდება თვალში.

- ყოველთვის არა, - არ დაეთანხმა ლინჩი.

- ასევე - თქვა სტივენმა - შენმა სხეულმა უპასუხა იმ იმპულსს, რაც შენში აღძრა
შიშველმა ქანდაკებამ, მაგრამ ეს იყო, როგორც გითხარი, მხოლოდ ნერვების
რეფლექსური რეაქცია. ხელოვანის მიერ გამოხატულ სილამაზეს არ შეუძლია ჩვენში
აღძრას კინეტიკური ემოცია, ან წმინდა ფიზიკური შეგრძნება. ის აღძრავს, ან უნდა
აღძრავდეს, იწვევს, ან უნდა იწვევდეს ესთეტიკურ სტატისს,[276] იდეალურ
თანაგრძნობას ან იდეალურ შიშს, რომელიც წარმოიშვება, გრძელდება და ბოლოს
ითქვიფება იმაში, რასაც მე მშვენიერების რიტმს ვუწოდებ.

- და რა არის ეს, ზუსტად რომ ვთქვათ? - ჰკითხა ლინჩმა.

- რიტმი, - თქვა სტივენმა - პირველი ფორმალური ესთეტიკური თანაფარდობაა


ნაწილებისა ერთმანეთთან, ნებისმიერ ესთეტიკურ მთლიანობაში, ანუ ესთეტიკური
მთელის დამოკიდებულება მის ნაწილთან, ან ნაწილებთან. ან ესთეტიკური მთელის
ნებისმიერი ნაწილის დამოკიდებულება მთელისადმი, რომლის ნაწილიც ის არის.

- თუ რიტმი ეს არის, მაშინ ის მითხარი, მშვენიერებას რას ეძახი და გთხოვ, არ


დაივიწყო, რომ მე, მართალია, ფუნის ნამცხვარიც მიჭამია, მაგრამ მხოლოდ
მშვენიერებას ვაღმერთებ.

სტივენმა ისე აიწია ქუდი, თითქოს ვინმეს ესალმებაო, შემდეგ ოდნავ


გაწითლებულმა ხელი ლინჩის სქელი ქურთუკის სახელოზე მიადო.
- ჩვენ მართლები ვართ და სხვები ცდებიან - თქვა მან - ისაუბრო ასეთ რამეებზე,
ეცადო ჩასწვდე მათ ბუნებას და როცა ჩაწვდები, ეცადო კრძალვით და შეუპოვრად
გამოხატო, შექმნა უხეში მიწისგან, თუ იმისგან, რასაც ის წარმოშობს: ბგერის,
ფორმისა, და ფერისაგან, რომლებიც არიან ბჭენი ჩვენი სულის სატუსაღოსი,
სილამაზის ხატება, რომელსაც ჩვენ ჩავწვდით - ეს არის ხელოვნება.

მათ არხზე გადებულ ხიდს[277] მიაღწიეს, გზიდან გადაუხვიეს და ჩამწკრივებულ


ხეებს გაუყვნენ. ტალახიან წყლის გუბეებზე არეკლილი მქისე, ნაცრისფერი სინათლე
და სველი ტოტების სუნი მათ თავს ზემოთ თითქოს სტივენის აზრის მდინარებას
ეწინააღმდეგებოდნენ.

- მაგრამ შენ ჩემი კითხვისთვის არ გიპასუხია, - თქვა ლინჩმა - რა არის ხელოვნება და


რა არის მშვენიერება, რომელსაც ის გამოხატავს?

- ეს იყო პირველი განსაზღვრება, რომელიც მე შენ მოგეცი, შე საწყალო


გონებაჩლუნგო, როცა შევეცადე, ეს საკითხი ჩემთვის გამეაზრებინა. გახსოვს ის ღამე?
კრენლიმ მოთმინება დაკარგა და უილკლოურ შებოლილ ხორცზე დაიწყო ლაპარაკი.

- მახსოვს - თქვა ლინჩმა - იმ დაწყევლილ მსუქან ღორებზე გვიყვებოდა.

- ხელოვნება - თქვა სტივენმა - არის ადამიანური უნარი საგნის რაციონალური თუ


გრძნობადი აღქმისა ესთეტიკური მიზნით. შენ ღორები გახსოვს და ეს დაგავიწყდა.
ძალიან უიმედო წყვილი ხართ შენ და კრენლი.

ლინჩი ნაცრისფერ, მოქუფრულ ცას გაეჭყანა და თქვა: - თუ შენს ესთეტიკურ


ფილოსოფიას უნდა ვუსმინო, კიდევ ერთი სიგარეტი მაინც მომეცი. მე ეს სულაც არ
მაინტერესებს. ეგ კი არა, ქალებიც არ მაინტერესებს. ეშმაკსაც წაუღიხართ შენც და
სხვებიც. მე ისეთი სამსახური მინდა, რომ წელიწადში ხუთასი ფუნტი ავიღო. შენ კი
ამას ვერ მომიხერხებ.

სტივენმა სიგარეტის კოლოფი გაუწოდა, ლინჩმა უკანასკნელი ღერი ამოიღო და


უბრალოდ თქვა: - განაგრძე.

- თომა აქვინელი ამბობს, - თქვა სტივენმა - რომ მშვენიერია ის, რისი აღქმაც
გვსიამოვნებს.

ლინჩმა თავი დაუქნია.

- მახსოვს - თქვა მან - Pulcra sunt quae visa placent.

- ის იყენებს სიტყვას visa, - თქვა სტივენმა - და ამ სიტყვაში ყოველგვარ ესთეტიკურ


აღქმას გულისხმობს: მხედველობით, სმენით, თუ სხვა სახის აღქმას. თუმცა ეს სიტყვა
ბუნდოვნად ჟღერს, მაგრამ ის საკმაოდ ნათელია იმისთვის, რომ გამორიცხოს
კეთილის და ბოროტის მცნებები, რომლებიც ლტოლვასა და ზიზღს

იწვევენ. ეს სიტყვა, რა თქმა უნდა, სტატისს გულისხმობს და არა კინეზისს.[278]


მაგრამ ჭეშმარიტება რაღაა? ისიც გონების სტატისს იწვევს. შენ შენს სახელს
სამკუთხედის ჰიპოტენუზაზე არ დააწერდი ფანქრით.

- არა, - თქვა ლინჩმა - მე პრაქსიტელის ვენერას ჰიპოტენუზა მომართვით.


- ამდენად, ჭეშმარიტება სტატიკურია. მგონი პლატონი ამბობს, რომ მშვენიერება -
ჭეშმარიტების ბრწყინვალებაა.[279] მე ვფიქრობ, რომ ის სხვას არაფერს
გულისხმობდა, თუ არა იმას, რომ ჭეშმარიტი და მშვენიერი ერთი და იგივეა.
ჭეშმარიტება გონებით შეიცნობა, რომელიც სიმშვიდის მდგომარეობაშია ძალზე
ხელსაყრელი თანაფარდობის გამო იმ სფეროში, რომლის ჩაწვდომაც გონებას
ძალუძს. პირველი ნაბიჯი ჭეშმარიტებისაკენ არის გონების საზღვრების და
შესაძლებლობის ჩაწვდომა, თვით შეცნობის აქტის ჩაწვდომა. არისტოტელეს
ფილოსოფიის მთელი სისტემა ეყრდნობა მისი ფსიქოლოგიის წიგნს, რომელიც თავის
მხრივ, იმის მტკიცებაზეა აგებული, რომ ერთი და იგივე ატრიბუტი არ შეიძლება
ერთდროულად, ერთი და იმავე თვისებით ერთსა და იმავე სუბიექტს ეკუთვნოდეს
და არც ეკუთვნოდეს. პირველი ნაბიჯი მშვენიერებისაკენ არის წარმოსახვის
საზღვრების და შესაძლებლობების ჩაწვდომა, თვით ესთეტიკური აქტის არსის
ჩაწვდომა. გასაგებია?

- მაგრამ რა არის მშვენიერება? - თქვა ლინჩმა მოუთმენლად - რაიმე სხვა


განსაზღვრება მომეცი. ისეთი რამ, რასაც ჩვენ ვხედავთ და მოგვწონს? ეს არის სულ,
რაც შენ და თომა აქვინელს შეგიძლიათ?

- აი, ქალი რომ ავიღოთ - თქვა სტივენმა.

- ავიღოთ - მგზნებარედ თქვა ლინჩმა.

- ბერძნებს, თურქებს, ჩინელებს, კოპტებს, ჰოტენტოტებს - თითოეულს


განსხვავებული იდეალი აქვს ქალური სილამაზისა. ეს ეტყობა ისეთი ლაბირინთია,
რომლისგანაც თავს ვერ დავაღწევთ. თუმცა მე ორ გამოსავალს ვხედავ. პირველი
ჰიპოტეზა: ქალის პირველი ფიზიკური თვისება, რომელიც მამაკაცში აღფრთოვანებას
იწვევს, უშუალო კავშირში იმყოფება მოდგმის გაგრძელების მრავალფეროვან ქალურ
ფუნქციასთან. შესაძლებელია, ეს ასე იყოს. ეს სამყარო გაცილებით უფრო მოსაწყენია,
ლინჩ, ვიდრე შენც კი წარმოგიდგენია. მე ჩემდათავად ეს გამოსავალი არ მომწონს. მას
უფრო ევგენიკისკენ[280] მივყავართ, ვიდრე ესთეტიკისკენ. მას ლაბირინთიდან
პირდაპირ ახალ, მხიარულ აუდიტორიაში შევყავართ, სადაც მაკკანი, რომელსაც
ერთი ხელი „სახეობათა წარმოშობაზე“[281] უდევს, მეორე კი ახალ აღთქმაზე,
გეუბნება, რომ ვენერას ფართო თეძოები იმიტომ მოგწონს, რომ გრძნობ, ის
ჯანმრთელ შთამომავლობას გაგიჩენს, მისი დიდი მკერდი კი იმიტომ იწვევს შენს
აღფრთოვანებას, რომ გრძნობ, ის შენსა და მის შვილებს კარგი რძით გამოკვებავს.

- მაშინ მაკკანი მთლად თავხედი, საზიზღარი მატყუარა ყოფილა.

- ერთი გამოსავალი კიდევ არის - თქვა სტივენმა ღიმილით.

- კერძოდ? - ჰკითხა ლინჩმა.

- ეს ჰიპოთეზა... - დაიწყო სტივენმა.

ჯართით დატვირთული გრძელი საზიდარი პატრიკ დანის საავადმყოფოს[282]


კუთხიდან გამოვიდა და სტივენის ბოლო სიტყვები რკინების ზრიალმა და ჟღარუნმა
ჩაახშო. ლინჩმა ყურები თითებით დაიცო და სანამ საზიდარმა არ ჩაიარა, ლანძღვა-
გინება არ შეუწყვეტია. შემდეგ მკვეთრად შებრუნდა უკან. სტივენიც შებრუნდა და
რამდენიმე წამი შეიცადა, ვიდრე მის ამხანაგს სიბრაზე გაუვლიდა.
- ეს პიპოთეზა - თქვა სტივენმა - არის მეორე გამოსავალი. თუმცა ერთი და იგივე
ობიექტი შეიძლება ყველას არ ეჩვენებოდეს მშვენიერად, ყველა, ვინც მშვენიერს
აღმერთებს, მასში გარკვეულ სასურველ თანაფარდობას პოულობს, რომელიც
აკმაყოფილებს და ემთხვევა ყოველგვარი ესთეტიკური აღქმის სტადიებს. ამდენად ეს
თანაფარდობანი გრძნობით აღსაქმელისა, რომელსაც მე ერთი ფორმით ვხედავ და
შენ მეორე ფორმით, უნდა იყოს მშვენიერის აუცილებელი თვისება. ახლა, ჩვენ
შეგვიძლია მივუბრუნდეთ ჩვენს ძველ მეგობარს, წმინდა თომას, რომ მას კიდევ
ერთი ნახევარგროშიანი სიბრძნე დავტყუოთ.

ლინჩმა გაიცინა.

- ძალიან სასაცილოა, როცა შენგან მისი ასეთი ხშირი ციტირება მესმის, თითქოს
ერთი ჭკუამხიარული ბერი იყოს. შენც ხომ არ გეცინება ჩუმ-ჩუმად?

- მაკალისტერი ჩემს ესთეტიკურ თეორიას თომა აქვინელის გამოყენებით თეორიას


დაარქმევდა. ესთეტიკური თეორიის ამ ნაწილში თომა აქვინელი ჩემთვის მთლიანად
მისაღებია, მაგრამ როცა ხელოვანის კონცეფციას, ხელოვანის ჩანაფიქრს და მისი
რეალიზების ფენომენს ვუახლოვდებით, მე ახალი ტერმინოლოგია და ახალი პირადი
გამოცდილება მჭირდება.

- რა თქმა უნდა, - თქვა ლინჩმა - რაც არ უნდა იყოს, თომა აქვინელი მთელი თავისი
გონიერების მიუხედავად, არსებითად, ერთი კეთილი, ღიპიანი ბერი იყო. მაგრამ
ახალ პირადულ გამოცდილებაზე და ახალ ტერმინოლოგიაზე შემდეგ ჯერზე
მომიყვები, ახლა კი პირველ ნაწილს მორჩი.

- ვინ იცის - თქვა სტივენმა და გაიღიმა - შესაძლოა, თომა აქვინელს შენზე უკეთ გაეგო
ჩემთვის. ის თავად იყო პოეტი. სწორედ მან შეჰქმნა ჰიმნი, რომელსაც ვნების
ხუთშაბათს ასრულებენ. ის შემდეგი სიტყვებით იწყება: Pange lingua gloriosi.[283]
ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე ამაღლებული სადიდებელ ჰიმნთა შორის. ეს რთული,
მანუგეშებელი ჰიმნია. მე ის მიყვარს. მაგრამ ვერც ერთი ჰიმნი ვერ შეედრება
სამგლოვიარო, დიდებულ საგალობელს, Vexila Regis of Venantius Fortunatus.[284]

ლინჩმა ნელა, საზეიმო ღრმა ბანით დაიწყო: Impleta sunt quae concinit Ddavid fideli
carmine Ddicendo nationibus Regnavit a ligno Deus[285]

- დიდებულია, - თქვა მან აღტაცებით - ბრწყინვალე მუსიკაა.

ქვედა მაუნტ-სტრიტისკენ მოუხვიეს. რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ, მსუქანი,


აბრეშუმისკაშნიანი კაცი მიესალმა და მათთან შეჩერდა.

- გამოცდების შედეგები გაიგეთ? - იკითხა მან - გრიფინი ჩაიჭრა, ჰელპინი და ფლინი


სამოქალაქო უწყების განყოფილებაზე მოხვდნენ. მუნენი მეხუთეზე გავიდა
ინდოეთის უწყებაში,[286] ო შონესი მეთოთხმეტეზე. კლარკთან მომუშავე
ირლანდიელებმა[287] მათ სუფრაც გაუშალეს. ყველამ კერი[288] მიირთვა.

მის ფერმკრთალ, შეშუპებულ სახეს კეთილმოსურნეობა და ღვარძლიანობა


ერთდროულად ეწერა და როცა ახალი ამბების შესახებ ყვებოდა, მისი პატარა, ქონში
ჩამჯდარი თვალები თითქმის საერთოდ გაჰქრნენ და სუსტი, მწივანა ხმაც ოდნავღა
ისმოდა.
სტივენის შეკითხვაზე მისი ხმა და თვალები სამალავი ადგილებიდან კვლავ თავის
ადგილს დაუბრუნდნენ.

- ჰო, მაკალოჰი და მე, - თქვა მან. - მაკალოჰმა მათემატიკა აირჩია, მე კი


საბუნებისმეტყველო ისტორია. სულ პროგრამაში ოცი საგანია, მე ბოტანიკაც ავირჩიე.
ხომ იცით, საველე კლუბის[289] წევრი ვარ.

მან მედიდურად გადადგა ნაბიჯი უკან და მსუქანი, შალისხელთათმანიანი ხელი


მკერდზე მიიდო, რომლიდანაც მაშინვე მოგუდული, მწივანა სიცილი ამოსკდა.

- ამის შემდეგ, როცა მინდორში მოგიწევს გასვლა, რამდენიმე თავი თალგამი და ხახვი
მოგვიტანე, - მშრალად თქვა სტივენმა - რომ ხორცის ჩაშუშული გავაკეთოთ.

მსუქანმა სტუდენტმა მოწყალედ გაიღიმა და თქვა: - საველე კლუბში განსაკუთრებით


პატივსაცემი ხალხი ვართ გაერთიანებული. გასულ შაბათს, შვიდი კაცი
გლენმალიურში[290] წავედით.

- ქალებიც გახლდათ, დონოვან? - ჰკითხა ლინჩმა.

დონოვანმა კვლავ მკერდზე მიიდო ხელი და თქვა: - ჩვენი მიზანი ცოდნის შეძენაა.

შემდეგ სწრაფად დასძინა: - გავიგე, რომ ესეს წერ ესთეტიკაში.

სტივენმა უარყოფის გაურკვეველი ჟესტი გააკეთა.

- გოეთე და ლესინგი ბევრს წერდნენ ამ თემაზე, - თქვა დონოვანმა - კლასიკური


სკოლაც, რომანტიკული სკოლაც და სხვებიც. ლაოკოონმა[291] ძალიან დამაინტერესა,
რა თქმა უნდა, ის იდეალისტურია, გერმანულ ყაიდაზე და ძალიან ღრმაა.

არავინ უპასუხა. დონოვანი მათ თავაზიანად დაემშვიდობა.

- უნდა წავიდე, - თქვა მან რბილი, კეთილმოსურნე ტონით - მე ძლიერი ეჭვი მაქვს,
ლამის რწმენაში გადასული, რომ დღეს ჩემი და ბლინებს ამზადებს დონოვანების
ოჯახური სადილისათვის.

- ნახვამდის, - გზაში დააწია სტივენმა - თალგამი და ხახვი არ დაგავიწყდეს ჩემთვის


და ლინჩისთვის.

ლინჩმა მას თვალი გააყოლა და ტუჩები ზიზღით ისე დამანჭა, რომ მისი სახე ეშმაკის
ნიღაბს დაემსგავსა.

- წარმოგიდგენია, ეს საზიზღარი, თავხედი, ბლინიჭამია ნაგავი კარგ სამსახურს


შოულობს, - თქვა მან ბოლოს - მე კი ასეთ იაფფასიან სიგარეტს ვეწევი.

მათ მერიონ სკვერისკენ შეუხვიეს და ცოტა ხანს ჩუმად მიდიოდნენ.

- რომ დავასრულო, რასაც ვამბობდი მშვენიერებაზე, - თქვა სტივენმა - დავსძენ, რომ


გრძნობით აღსაქმელში ყველაზე სასურველი თანაფარდობა უნდა შეესაბამებოდეს
მხატვრული წვდომის აუცილებელ ფაზებს. ჩაწვდი მათ და შენ ჩაწვდები
აბსოლუტური მშვენიერების თვისებას. თომა აქვინელი ამბობს: Ad pulcritudinem tria
requiruntur integritas consonanta, claritas. მე ამას ასე ვთარგმნი: მშვენიერებისთვის სამი
რამ არის აუცილებელი: მთლიანობა, ჰარმონია და ბრწყინვალება. შეესაბამებიან თუ
არა ისინი აღქმის ფაზებს? ხვდები, რასაც ვამბობ?

- რა თქმა უნდა, - თქვა ლინჩმა - თუ შენ ფიქრობ, რომ მე ტვინის მაგივრად ფუნა
მაქვს, მაშინ დონოვანს გაეკიდე და სთხოვე მოგისმინოს.

სტივენმა კალათზე მიუთითა, რომელიც ყასაბის დამხმარე ბიჭმა უკუღმა


გადააბრუნა და თავზე ჩამოიცვა.

- შეხედე იმ კალათს - თქვა მან.

- ჰო, ვხედავ - თქვა ლინჩმა.

- იმისთვის, რომ ეს კალათა დაინახო, - თქვა სტივენმა - შენმა გონებამ ის ჯერ უნდა
გამოაცალკევოს ყოველივე ხილულისგან ამ სამყაროში, რომელიც არ არის კალათა.
აღქმის პირველი ფაზა არის ხაზი, რომელიც შემოსაზღვრავს აღქმის ობიექტს.
ესთეტიკური სახე ჩვენ სივრცეში ან დროში გვეძლევა. რასაც სმენით აღვიქვამთ,
დროში გვეძლევა, ხილვადი კი - სივრცეში, მაგრამ დროში თუ სივრცეში,
ესთეტიკური სახე ნათლად აღიქმება, როგორც თვითშეზღუდული და თვითმკმარი,
სივრცისა და დროის უსაზღვრო ფონზე, რომელიც არსით ის არ არის. შენ მას აღიქვამ
როგორც ერთიანს, ხედავ მას, როგორც ერთ მთელს, აღიქვამ მას, როგორც ერთ
მთლიანობას, სწორედ ეს არის integritas.

- ათიანში ურტყამ, - თქვა ლინჩმა სიცილით - განაგრძე.

- შემდეგ, - გააგრძელა სტივენმა - მიყვები რა ფორმის მოხაზულობას, ერთი


წერტილიდან მეორეზე გადადიხარ. შენ აღიქვამ საგანს, როგორც მისი ნაწილების
შეთანასწორებულობას მისივე საზღვრებში, გრძნობ მისი სტრუქტურის რიტმს. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, მყისიერი აღქმის სინთეზს მოსდევს წვდომის ანალიზი.
თავიდან, იგრძნობ რა, რომ ეს ერთი მთლიანობაა, შემდეგ უკვე გრძნობ, რომ ეს არის
„რაღაც“. შენ აღიქვამ მას, როგორც კომპლექსურს, რთულს, გაყოფადს,
განცალკევებადს, მისი ნაწილებისგან შემდგარს, მისივე ნაწილების შედეგს და ჯამს,
როგორც რაღაც ჰარმონიულს. ეს არის consonanta.

- ისევ ათიანშია, - მხიარულად თქვა ლინჩმა - ახლა მითხარი, რა არის claritas და


სიგარეტს დაიმსახურებ.

- ამ სიტყვის მნიშვნელობა, - თქვა სტივენმა - საკმაოდ ბუნდოვანია. თომა აქვინელი


იყენებს ტერმინს, რომელიც მე არაზუსტი მგონია. ეს კარგახანს თავგზას მიბნევდა.
მისი განსაზღვრებიდან გამოდიოდა, რომ ის სიმბოლიზმს ან იდეალიზმს
გულისხმობდა და იმას, რომ მშვენიერების უმაღლესი თვისება სინათლეა, რომელიც
რომელიღაც სხვა სამყაროდან მოდის, რეალობა მხოლოდ მისი ჩრდილია, მატერია კი
მხოლოდ მისი სიმბოლო. მე ვფიქრობ, რომ ის შესაძლოა გულისხმობდა, რომ claritas
არის მხატვრული აღმოჩენა და ღვთაებრივი ჩანაფიქრის ხორცშესხმა ყველაფერში,
ანუ, ეს არის განზოგადოების ძალა, რომელიც ესთეტიკურ სახეს უნივერსალურ
მნიშვნელობას სძენს და აიძულებს მას შინაგანი არსი გამოასხივოს. მაგრამ ჩვენ
ლიტერატურაში გადავიჭერით. მე ეს ახლა ასე მესმის: როცა შენ აღიქვი კალათი
როგორც ერთი მთლიანობა და შემდეგ გააანალიზე ფორმის თვალსაზრისით და
შეიცანი ის, როგორც რაღაც, შენ გააკეთე ერთადერთი სინთეზი, რომელიც
ლოგიკურად და ესთეტიკურად დასაშვებია. შენ ხედავ, რომ შენ წინ არის სწორედ ეს
საგანი, და არა რომელიმე სხვა. ბრწყინვალება, რომელზეც თომა აქვინელი საუბრობს
სქოლასტიკაში - quidditas - საგნის თვითობაა. ამ მთავარ თვისებას ხელოვანი მაშინ
გრძნობს, როცა მის წარმოსახვაში პირველად ჩნდება ესთეტიკური სახე. ეს
მისტერიული გაელვება შელიმ მშვენივრად შეადარა მინავლებულ ნაღვერდალს. ეს
გაელვებაა - როცა მშვენიერების უმთავრესი თვისება - ნათელი ბრწყინვალება
ესთეტიკური სახისა, ნათლად შეიგრძნობა გონების მიერ, რომელსაც ატყვევებს მისი
მთლიანობა და ხიბლავს მისი ჰარმონია. ეს ესთეტიკური სიამოვნების ბრწყინვალე,
მდუმარე სტატისია, სულიერი მდგომარეობა, რომელიც ძალიან ჰგავს გულის იმ
მდგომარეობას, რომლისთვისაც იტალიელმა ფიზიოლოგმა ლუიჯი გალვანიმ[292]
მიაგნო სიტყვებს, თითქმის ისეთივე მშვენიერს, როგორსაც შელიმ -
მოჯადოებულობა გულისა.

სტივენმა ლაპარაკი შეწყვიტა და თუმცა მის ამხანაგს ხმა არ ამოუღია, იგრძნო, რომ
მისმა სიტყვებმა მათ გარშემო მოჯადოებული ფიქრის მდუმარება გამოიხმეს.

- რაც მე ვთქვი, - გააგრძელა მან - შეეხება მშვენიერებას, ამ სიტყვის ფართო


მნიშვნელობით. იმ მნიშვნელობით, რომელიც აქვს ამ სიტყვას ლიტერატურულ
ტრადიციაში. ყოფაში მას სხვა მნიშვნელობა აქვს. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ
მშვენიერებაზე, ამ ტერმინის მეორე მნიშვნელობით, ჩვენს მსჯელობაზე, უპირველეს
ყოვლისა, გავლენას ახდენს თვით ხელოვნება და ამ ხელოვნების ფორმა. რა თქმა
უნდა, სახე აკავშირებს ხელოვანის გრძნობას და გონებას სხვა ადამიანების გრძნობასა
და გონებასთან. თუ ამას გაითვალისწინებ, დაინახავ, რომ ხელოვნება, აუცილებლად
თვითონვე ჰყოფს თავისთავს სამ, ერთმანეთისაკენ პროგრესირებად ფორმად. ეს
ფორმებია: ლირიკული ფორმა, რომელშიც ხელოვანი წარმოგვიდგენს თავის სახეს
უშუალოდ საკუთარ თავთან კავშირში, ეპიკური ფორმა, რომელშიც ის გვიჩვენებს
თავის სახეს უშუალო კავშირში თავის თავთან და სხვებთან, და დრამატული ფორმა,
რომელშიც ის წარმოგვიდგენს სხვებთან უშუალოდ დაკავშირებულ სახეს.

- ეს შენ რამდენიმე დღის წინათ მითხარი, - თქვა ლინჩმა - სწორედ მაშინ დაიწყო ეს
კამათი.

- სახლში ერთი წიგნი მაქვს, - თქვა სტივენმა - რომელშიც ჩაწერილი მაქვს უფრო
საინტერესო შეკითხვები, ვიდრე შენ მაშინ მისვამდი. როცა მათზე ვფიქრობდი, იმ
ესთეტიკურ თეორიას მივაგენი, რომლის ახსნასაც ახლა ვცდილობ. აი, ის რამდენიმე
შეკითხვა, რომელიც ჩემს თავს დავუსვი: ტრაგიკულია თუ კომიკური კოხტად
ნაკეთი სკამი? მონა ლიზას პორტრეტი მხოლოდ იმიტომ არის ლამაზი, რომ მე
მსიამოვნებს მისი ხილვა? ლირიკულია, ეპიკურია, თუ დრამატული ფილიპ
კრემპტონის[293] ბიუსტი? შეიძლება თუ არა ხელოვნების ქმნილებად იქცეს
განავალი, ბავშვი ან მატლი? და თუ არა რატომ?

- მართლაცდა, რატომ? - იკითხა ლინჩმა სიცილით.

- თუ კაცმა ნაჯახი მძვინვარედ მოიქნია და ძელს დაარტყა, და მასზე ძროხის


გამოსახულება გამოიკვეთა, - გააგრძელა სტივენმა, არის თუ არა ეს ხელოვნების
ნაწარმოები? თუ არ არის, რატომ?
- საუცხოოა, - თქვა ლინჩმა და კვლავ გაიცინა - ამას ნამდვილად სქოლასტიკის სუნი
ასდის.

- ლესინგს, - თქვა სტივენმა - სკულპტურაზე არ უნდა ეწერა. სკულპტურა არ არის


მაინცდამაინც მაღალი დონის ხელოვნება და საკმაოდ მკვეთრად ვერ წარმოგვიდგენს
იმ ფორმებს, რომლებზეც მე ვსაუბრობდი. თვით ლიტერატურაშიც კი, რომელიც
ყველაზე უფრო ამაღლებული და სულიერებით აღბეჭდილი ხელოვნებაა, ეს
ფორმები ხშირად არეულია. ლირიკული ფორმა, არსებითად უმარტივესი სიტყვიერი
სამოსელია წამიერი ემოციისა, რიტმული ყვირილი, იმის მსგავსი, ათასწლეულების
წინ ადამიანი თავს რომ იმხნევებდა, როცა ნიჩაბს უსვამდა, ან ქვას მიათრევდა
აღმართში. ის, ვინც ყვირის, ემოციის გაელვებას უფრო შეიგრძნობს, ვიდრე საკუთარ
თავს, როგორც ამ ემოციის განმცდელს. უმარტივესი ეპიკური ფორმა ლირიკული
ლიტერატურისაგან იბადება, როცა ხელოვანი ხანგრძლივად უღრმავდება თავის
თავს, როგორც ეპიკური მოვლენების ცენტრს, და ეს ფორმა ვითარდება, ვიდრე
ემოციური მიზიდულობის ცენტრი თანაბარი მანძილით არ აღმოჩნდება
დაშორებული თვით ხელოვანისაგან და სხვებისაგან. თხრობა უკვე აღარ არის
წმინდად პერსონალური. ხელოვანის პიროვნება თვით თხრობაში გადადის და
მაცოცხლებელი ზღვასავით უვლის გარს პერსონაჟებს და მოქმედებას. სწორედ ასეთ
განვითარებას ვხედავთ ძველ ინგლისურ ბალადაში „ტერპინ გმირი“,[294] რომელშიც
თხრობა პირველ პირში იწყება და მესამე პირში თავდება. დრამატული ფორმა მაშინ
წარმოიშვება, როცა ეს მაცოცხლებელი ზღვა, რომელიც ჩქეფს და მორევივით უვლის
გარს თითოეულ პერსონაჟს, ყოველ მათგანს ისეთი სასიცოცხლო ძალით აღავსებს,
რომ ისინი საკუთარ წარუვალ ესთეტიკურ სიცოცხლეს იძენენ. ხელოვანის
პიროვნება, თავდაპირველად ყვირილი, ან რიტმული წამოძახილი ან განწყობილება
და შემდეგ დენადი, მოციმციმე თხრობა, ბოლოს ხვეწს თავის თავს თვით
არარსებობამდე, ასე ვთქვათ ინდივიდუალურ თვისებებს უკარგავს თავის თავს.
ესთეტიკური სახე დრამატულ ფორმაში არის სიცოცხლე, განწმენდილი და
ადამიანური წარმოსახვით გარდაქმნილი. ესთეტიკური ქმნადობის მისტერია,
რომელიც მსგავსია მატერიალურისა, დამთავრებულია. ხელოვანი, როგორც ღმერთი
- შემოქმედი, რჩება შიგნით, უკან ან მიღმა თავისი ქმნილებისა, და უხილავი, თვით
არარსებობამდე დახვეწილი, გულგრილად იქნის თავის ფრჩხილებს.

- ცდილობს, ფრჩხილებიც არარსებობამდე დახვეწოს? - თქვა ლინჩმა.

მაღალი, ღრუბლებით დაფარული ციდან წვიმის წვეთები ნელ-ნელა წამოვიდა და


მათ ეროვნული ბიბლიოთეკისკენ შეუხვიეს, რომ მოსალოდნელი თავსხმა წვიმისაგან
თავი შეეფარებინათ.

- რა მშვენიერებაზე ლაპარაკი აგიტყდა. - უგემურად თქვა ლინჩმა - ამ


გასაცოდავებულ, ღმერთისაგან მიტოვებულ კუნძულზე. არ არის გასაკვირი, რომ
ხელოვანი თავისი ქმნილების შიგნით თუ უკან განმარტოვდა ასეთი ქვეყნის შექმნის
შემდეგ.

წვიმა გაძლიერდა. როცა ირლანდიის სამეფო აკადემიის ჭიშკარს მიაღწიეს, დაინახეს,


რომ ბიბლიოთეკის ჭაღის ქვეშ სტუდენტების ჯგუფს წვიმისაგან თავი შეეფარებინა.
კრენლი სვეტს მიყრდნობოდა, ასანთის ღერით კბილებს იჩიჩქნიდა და ამხანაგებს
უსმენდა. შესასვლელ კართან რამდენიმე გოგონა იდგა.
ლინჩმა სტივენს წასჩურჩულა: - შენი სატრფო აქ არის.

მიუხედავად იმისა, რომ წვიმა ძლიერდებოდა, სტივენმა წყნარად დაიკავა ადგილი


შეჯგუფულ სტუდენტებზე ერთი საფეხურით ქვემოთ. დროდადრო გოგონასკენ
იხედებოდა. ისიც წყნარად იდგა თავის ამხანაგებს შორის. „აქ მღვდელი არა ჰყავს,
რომ ფლირტი გაუბას,“ მწარედ გაიფიქრა მან, როცა გაახსენდა, როგორ დაინახა ის
უკანასკნელად. ლინჩი სწორი იყო. მისი გონება თეორიული განსჯების გარეშე
მხნეობას კარგავდა და გულგრილ სიმშვიდეში ინთქმებოდა.

მას ესმოდა სტუდენტების საუბარი. ისინი ლაპარაკობდნენ სამედიცინო


ფაკულტეტის ორი სტუდენტის შესახებ, რომლებმაც გამოსაშვები გამოცდები
ჩააბარეს, საოკეანო ლაინერზე მოწყობის შესაძლებლობაზე, შემოსავლიან და
ნაკლებშემოსავლიან პრაქტიკაზე.

- ეს ყველაფერი ჩმახვაა. პრაქტიკა ირლანდიურ სოფელში ჯობია.

- ჰაინსი ორი წელი იყო ლივერპულში და ისიც ამას ამბობს. საშინელი, მიყრუებული
ადგილიაო. მხოლოდ სამეანო გამოძახებები და ნახევარი კრონი ვიზიტისათვის.

- აბა, შენი აზრით, სოფელში მუშაობა ჯობია ასეთ მდიდარ ქალაქში მუშაობას? ერთი
ამხანაგი მყავს...

- ჰაინსი ერთი უტვინო ვინმეა. მაგან ზუთხვის მეტი არაფერი იცოდა.

- მაგას ნუ უჯერებთ. რა თქმა უნდა, დიდ სავაჭრო ქალაქში კარგი ფულის შოვნა
შეიძლება.

- პრაქტიკას გააჩნია.

- Ego credo ut vita pauperum est simpliciter atrox, simpliciter sanguinarius atrox, in
Liverpoolio.[295]

მათი ხმები მის სმენას თითქოს შორიდან, ნაწყვეტ-ნაწყვეტი პულსაციებით


აღწევდნენ. გოგონა თავის ამხანაგებთან ერთად წასასვლელად ემზადებოდა.

თავსხმა წვიმამ მალე გადაიარა და ალმასის მტევნებივით შემორჩა ეზოში მდგარ


ბუჩქებს. გაშავებულ მიწას ორთქლის ოხშივარი ასდიოდა. კოლონადის
საფეხურებიდან, სადაც გოგონები იდგნენ, მათი კოხტა მაღალქუსლიანების ბაკუნი
ისმოდა. ისინი წყნარად და მხიარულად საუბრობდნენ, ღრუბლებს გაჰყურებდნენ,
აქა-იქ შემორჩენილ წვიმის წვეთებს მოხერხებულად უხვედრებდნენ ქოლგებს, მერე
მათ კეცავდნენ და კაბის კალთებს მორცხვად იწევდნენ.

ზედმეტად მკაცრად ხომ არ განსჯის მას? იქნებ ის თავის უბრალო ცხოვრების


საათებს კრიალოსანივით ასხამს და მისი უბრალო და უცნაური ცხოვრება ჩიტის
სიცოცხლესავითაა: დილით მხიარული, დღისით დაუდეგარი, შებინდებისას
დაღლილი, და მისი გულიც უბრალოა და თავნება, ჩიტის გულივით.

გამთენიისას გაეღვიძა. ო, როგორი ტკბილი მუსიკაა. სულს ნამის სისველე


მოსდებოდა. ნამძინარევ სხეულს სინათლის მკრთალი, გრილი ტალღები
დასთამაშებდნენ. გაუნძრევლად იწვა, თითქოს მისი სული გრილ ტალღებში
ნანაობდა, ტკბილი მუსიკა ოდნავ ისმოდა. მისი გონება ნელ-ნელა იღვიძებდა
მთრთოლვარე დილის ცოდნისა და დილის შთაგონების შესასრუტად. ფაქიზმა
სულმა აავსო, კამკამა წყალივით წმინდამ, ნამივით საამომ, მუსიკასავით
ამაღლებულმა. მაგრამ როგორ ნაზი და მშვიდი იყო იგი - თითქოს სერაფიმებმა
ჩაჰბერესო. სული ნელ-ნელა იღვიძებდა, თითქოს ერთბაშად გამოღვიძების ეშინიაო.
გამთენიის უქარო საათი იდგა, როცა შეშლილობა იღვიძებს, უცნაური მცენარეები
იშლებიან სინათლის შესახვედრად და ფარვანები წყნარად დაფარფატებენ.

მოჯადოებულობა გულისა. ღამე მოჯადოებული იყო. ცხადში თუ სიზმრად მან


შეიცნო სერაფიმული ცხოვრების ექსტაზი. ეს წამი იყო მხოლოდ
მოჯადოებულობისა, თუ ხანგრძლივი საათები, წლები, საუკუნეები.

შთაგონების წამი ახლა თითქმის უამრავი ღრუბლოვანი შემთხვევითობის ყოველი


მხრიდან ირეკლებოდა, იმისგან რაც იყო ან რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. წამმა
სინათლის სხივივით გაიელვა და ახლა ღრუბლიდან ღრუბელზე შემთხვევითი,
ბუნდოვანი ფორმა მის კაშკაშა კვალს ნაზად ეკვრის გარს. ო, წარმოსახვის
ქალწულებრივ წიაღში სიტყვა ხორცს ისხამს. მთავარანგელოსი გაბრიელი
ქალწულის სამყოფელს ეწვია. კაშკაშა კვალი გაღრმავდა მის სულში, საიდანაც
თეთრი ალი იფრქვეოდა, ვარდისფერი მხურვალე ნათელით დანაფერი. ვარდისფერი,
მხურვალე ნათელი მისი უცნაური, თავნება გულია, რომელსაც ვერავინ ჩაწვდა
აქამდე და ვერც ვერასოდეს ჩაწვდებიან - დასაბამიდან თავნება გული და ამ
მხურვალე, ვარდისფერი ნათელით ცდუნებული ანგელოსების გუნდი ზეციდან
ეშვებოდა.

არ დაიქანცე მხურვალე გზებით?

ცდომილი მსხვერპლი ხარ სერაფიმის, აღარ ახსენო მხიბლავი დღენი.

ლექსმა მისი გონებიდან ტუჩებზე გადაინაცვლა და როცა ბუტბუტებდა, მათში


ვილანელის[296] რიტმული მოძრაობა იგრძნო. ვარდის მსგავსი მხურვალება
რითმების სხივებს აფრქვევდა: გზებით, დღენი, ვნებით, მზერით. მისი სხივები
წვავდა სამყაროს, ბუგავდა კაცთა და ანგელოსთა გულებს, სხივები ვარდისა,
რომელიც მისი თავნება გული იყო.

გული კაცისა აღანთე მზერით, და განმგებელიც შენა ხარ იმის, არ დაიქანცე


მხურვალე გზებით?

და შემდეგ რიტმი მიილია, შეწყდა, კვლავ დაიწყო მოძრაობა და ფეთქვა. შემდეგ?


სამყაროს საკურთხევლიდან საკმევლის სურნელი მიემართებოდა ზემოთ.

ალს ზემოთ კვამლი ხოტბა-დიდების, ოკეანიდან ქულებად მიდის, აღარ ახსენო


მხიბლავი დღენი.

კვამლი ასდიოდა მთელ დედამიწას, ორთქლით მოცულ ოკეანეს - მისი სადიდებელი


გუნდრუკი. დედამიწა მოქანავე საცეცხლურს ჰგავდა. გუნდრუკის სფერო.
ელიფსოიდალური ვარდნა. რიტმი ერთბაშად შეჩერდა. მისი გულის კივილიც
შეწყდა. მისი ტუჩები კვლავ პირველ სტრიქონს ბუტბუტებდნენ. შემდეგ გააგრძელეს,
შუაში წაიბორძიკეს და გაჩერდნენ. გულის კივილი შეწყდა.
ბუნდოვანმა, უქარო საათმა ჩაიარა და უფარდო ფანჯრის მიღმა დილის ნათელი
ძალას იკრებდა. სადღაც, შორს ზარი სუსტად შემოჰკრეს. ჩიტმა დაიჭიკჭიკა, აჰყვა
მეორე, მესამე. შემდეგ ისევ ზარის ხმა და ჩიტებმა ჭიკჭიკი შეწყვიტეს. გაცრეცილი
თეთრი სინათლე იღვრებოდა აღმოსავლეთით და დასავლეთით, ფარავდა სამყაროს,
ფარავდა მისი გულის ვარდისფერ ნათელს.

იმის შიშით, ყველაფერი არ დამავიწყდესო, ლოგინიდან წამოიწია და იდაყვს


დაეყრდნო, რომ ფანქარი და ქაღალდი მოეძებნა. მაგიდაზე არც ერთი იყო და არც
მეორე. მასზე მხოლოდ ის ღრმა თეფში იდო, რომლიდანაც ვახშმად ბრინჯი მიირთვა
და კიდევ შანდალი ჩამოღვენთილი სანთლით, რომელსაც შეტრუსული ქაღალდი
ჰქონდა შემოხვეული. მან მოღლილად გაიწვდინა ხელი საწოლის ზურგისკენ და იქ
ჩამოკიდებული პალტოს ჯიბეში ხელი მოაფათურა. მისმა თითებმა ჯერ ფანქარი და
შემდეგ სიგარეტის კოლოფი იპოვეს. კვლავ უკან გადაწვა, კოლოფი გახია,
უკანასკნელი სიგარეტი ფანჯრის რაფაზე დადო და მუყაოს უხეშ ზედაპირზე პატარა,
კოხტა ასოებით ვილანელის სტროფების ჩაწერა დაიწყო.

როცა ლექსი ჩაიწერა, დაჭმუჭვნილ ბალიშზე გადაწვა და კვლავ ჩაწერილ სტროფებს


ბუტბუტებდა. მის თავქვეშ ამოდებულმა ბალიშიდან გამოჩრილმა ბუმბულის
კოშტებმა ცხენის ბალნის კოშტები მოაგონეს, მის შემოსასვლელ ოთახში დივანზე
რომ ეგდო, სადაც ის თვითონ იჯდა ხოლმე ხან გაღიმებული, ხან ჩაფიქრებული და
საკუთარი თავით და მისით უკმაყოფილო, ცარიელი ბუფეტის თავზე
ჩამოკიდებული წმინდა გულის ლიტოგრაფიით[297] დარცხვენილი, და თავის თავს
ეკითხებოდა თუ რატომ მივიდა იქ.

ხედავს, როგორ უახლოვდება იგი, როცა საუბარი წყდება და თხოვს ერთ-ერთი


თავისი საინტერესო სიმღერა შეასრულოს. შემდეგ საკუთარ თავს ძველ პიანინოსთან
მჯდარს ხედავს. ლაქებიან კლავიშებს თითები რბილად ეხება და ოთახში კვლავ
განახლებული საუბრის ფონზე უმღერის მას - ბუხართან მდგომს - ელიზაბეტის
დროინდელ ნატიფ სიმღერას, განშორების სევდასა და ტკივილზე, აზენკურის
გამარჯვების სიმღერას,[298] „მწვანე სახელოს მხიარულ მელოდიას“.[299] სანამ
მღერის და ის უსმენს, ან თავს ისე აჩვენებს, თითქოს უსმენს, მისი გული მშვიდადაა,
მაგრამ, როცა ძველებური ნატიფი სიმღერები მთავრდება და კვლავ ესმის საუბრები
ოთახში, ახსენდება თავისივე სარკასტული გამოთქმა იმ სახლის შესახებ, სადაც
ახალგაზრდებთან, ცოტა არ იყოს, ადრე გადადიან მხოლოდ სახელით მიმართვაზე.

იყო ისეთი წამები, როცა გოგონას თვალები თითქოს ეს-ესაა მიენდობოდნენ მას.
მაგრამ ამაოდ იცდიდა. გოგონამ მის წარმოსახვაში გაიელვა - ამჯერად მსუბუქ ცეკვას
ასრულებდა, როგორც იმ საღამოს, კარნავალზე, კაბა უფრიალებდა და თმებში
თეთრყვავილებიანი ტოტი უხტოდა. ცეკვა-ცეკვით უახლოვდებოდა, ცოტა გვერდზე
იხედებოდა, ლოყებზე მსუბუქი ალმური მოსდებოდა. როცა ხელების ჯაჭვი შეიკრა,
გოგონას ხელი წამიერად, რბილად შეეხო მას, თითქოს აჯილდოვებსო.

- ძალიან გაუცხოვდით ამ ბოლო დროს.

- დიახ, მე ბერად ვარ დაბადებული.

- ვშიშობ, თქვენ ერეტიკოსი უნდა იყოთ.

- ეს ძალიან გაშინებთ?
პასუხად ის ცეკვა-ცეკვით გაშორდა ხელების ჯაჭვის გასწვრივ, მსუბუქად და
ფრთხილად ცეკვავდა, იმედს არავის აძლევდა. თეთრი ტოტი მისი ცეკვის რიტმში
ხტოდა, და როცა ჩრდილში ხვდებოდა, მის ლოყებზე მოდებული ალმური კიდევ
უფრო მკვეთრად ჩანდა.

ბერი! საკუთარი სახე წარმოუდგა: მონასტრის შემბილწველი, ერეტიკოსი,


ფრანცისკანელი, ხან მოსურნე და ხანაც უარმყოფელი მსახურებისა. გერარდინო და
ბორგო სან დონინოს[300] მსგავსად სოფიზმის მოქნილი აბლაბუდას მქსოველი და
გოგონას ყურში ჩამჩურჩულებელი.

არა, ეს არ არის მისი სახე. ეს უფრო იმ ახალგაზრდა მღვდლის სახეა, რომელთან


ერთადაც იხილა ის უკანასკნელად, მღვდელს მტრედის თვალებით რომ მიჩერებოდა
და თითებს ირლანდიური სასაუბროს ფურცლებზე ათამაშებდა.

- დიახ, დიახ, ქალბატონები მოდიან ჩვენთან. მე ამას ყოველდღე ვხედავ. ისინი ჩვენ
გვერდით არიან. მათი სახით ჩვენს ენას საუკეთესო დამხმარეები ჰყავს.

- და ეკლესია, მამა მორენ?

- ეკლესიაც ასევე ჩვენთანაა. იქაც წინ მიდის საქმე. ეკლესია ნუ გადარდებთ.

ფუ! სწორად მოიქცა, რომ ზიზღით მიატოვა ოთახი. სწორად მოიქცა, რომ მას
ბიბლიოთეკის კიბეებზე არ მიესალმა. სწორად მოიქცა, რომ მიატოვა მღვდელთან
ფლირტისას, მიატოვა ეკლესიასთან - ქრისტიანობის ამ მრეცხავ ქალთან -
კურკურისას.

უხეშმა, ძლიერმა სიბრაზემ განდევნა მისი სულიდან უკანასკნელი, ჯერ კიდევ


მოკიაფე ექსტაზის წამი, ნამსხვრევებად აქცია მისი ნათელი სახე და ფრაგმენტები
აქეთ-იქეთ მოისროლა. ყოველი მხრიდან მისი სახის დამახინჯებული ანარეკლი
აწყდებოდა მის მეხსიერებას - მეყვავილე გოგონა დაძონძილ კაბაში, უხეში, აგოზილი
თმებით და ყაჩაღანას სახით, თავს მის გოგოს რომ უწოდებდა და აძალებდა მისგან
სიფთაზე თაიგული ეყიდა. მოსამსახურე გოგონა მეზობელი სახლიდან, რომელიც
თეფშების წკარუნში, სოფლურ ყაიდაზე მღეროდა პირველ სტროფს სიმღერიდან
„კილარნის მთებს და ტბებს შორის“,[301] გოგონა, რომელმაც მხიარულად გაიცინა,
როცა ის კორკ-ჰილთან[302] ახლოს ტროტუარზე ფეხსაცმლის ნახევრად ამძვრალი
ლანჩით რკინის ღობეს წამოედო, გოგონა, დაჟინებით რომ უცქერდა და მისი
ყურადღება პატარა, მწიფე ტუჩებით მიიქცია, როცა ჯეკობსების საკონდიტრო
ფაბრიკიდან გამოვიდა და რომელმაც თავი მისკენ ნახევრად შეაბრუნა და
გადმოსძახა: - მოგწონვარ სწორთმიანო და ხუჭუჭწარბებიანო?

და მაინც გრძნობდა, რომ, როგორც არ უნდა შეურაცხეყო გოგონას სახე და დაეცინა


მისთვის, მისი რისხვაც კი მოწიწების გამოხატვის ფორმა იყო. მან მაშინ ზიზღით
მიატოვა საკლასო ოთახი, მაგრამ ზიზღი არ იყო ბოლომდე გულწრფელი, რადგან
გრძნობდა, რომ მისი შავი თვალების მიღმა, რომელსაც გრძელი წამწამები ცოცხალ
ჩრდილს ჰფენდნენ, შესაძლოა მისი ხალხის საიდუმლო იმალებოდა. ქუჩაში
ხეტიალისას მწარედ უმტკიცებდა საკუთარ თავს, რომ ის გოგონა მისი ქვეყნის ქალთა
მოდგმის განსახიერებაა, ღამურას მსგავსი სული, რომელიც სიბნელეში,
იდუმალებაში და მარტოობაში იღვიძებს საკუთარი თავის შესაცნობად, ჯერ
აყოვნებს, უსიყვარულო და უცოდველი, თავის გაუბედავ საყვარელთან და ტოვებს
მას, რათა თავისი უმანკო ცოდვები მღვდლის გისოსზე მიკრულ ყურს ჩასჩურჩულოს.
მისი რისხვა გოგონას მიმართ მის მიჯნურზე უხეში დაცინვით განიმუხტა, რომლის
სახელიც, ხმაც და იერიც შეურაცხყოფდნენ მის შელახულ თავმოყვარეობას.
გლეხური წარმოშობის მღვდელი, რომლის ერთი ძმა პოლიციელია დუბლინში,
მეორე ძმა კი მოიკოლენის[303] დუქანში დამხმარედ მუშაობს. და ამ მღვდელთან
გააშიშვლებს ის თავის სულის მოკრძალებულ საიდუმლოს, ადამიანთან, რომელსაც
ფორმალური რიტუალის ჩატარება ასწავლეს, და არა მასთან - უკვდავი წარმოსახვის
ქურუმთან, რომელიც გამოცდილების პურს არსობისა მარადიული სიცოცხლის
მბრწყინავ სხეულად გარდაქმნის.

ზიარების ბრწყინვალე სახებამ კვლავ გაამთლიანა მისი მწარე, სასოწარკვეთილი


ფიქრები და მათი უწყვეტი ტირილი სამადლობელ ჰიმნად შეირწყა.

ტირილ-სიმღერის მსხვრეული ხმები, ევქარისტულით მაღლდება ჰიმნით.

არ დაიქანცე მხურვალე გზებით?

აპყრობილია ვიდრე ხელები, ავსებულია ვიდრე ბარძიმი, აღარ ახსენო მხიბლავი


დღენი.

მან პირველი სტრიქონიდან დაიწყო და ლექსს ხმამაღლა იმეორებდა, სანამ მუსიკით


და რიტმით არ აივსო მისი გონება, შემდეგ გულდასმით გადაწერა, რათა
ვიზუალურად უკეთ შეეგრძნო და კვლავ ბალიშზე გადაწვა.

უკვე სავსებით გათენებულიყო. ჩქამიც არ ისმოდა ჯერ არსაიდან, მაგრამ მან იცოდა,
რომ სიცოცხლე მალე გაიღვიძებდა თავისი ჩვეული ხმაურით, უხეში ხმებით,
ნამძინარევი ლოცვებით. სიცოცხლის შემოჭრას რომ დამალვოდა, პირით კედლისკენ
შებრუნდა, საბანი კაპიუშონივით წამოიხურა თავზე და დაფლეთილ შპალერზე დიდ,
ფერგადასულ ალისფერ ყვავილებს მიაშტერდა. ცდილობდა, მისი უკვე ჩამქრალი
სიხარული მათი ალისფერი კაშკაშით გაეცოცხლებინა და წარმოიდგინა, რომ ეს
ვარდისფერი გზა იყო, იქედან, სადაც ის იწვა - ზეცისაკენ, ალისფერი ყვავილებით
მოფენილი. დაიღალა, ისიც დაიღალა მხურვალე სხივებისაგან.

საბანწახურულს თავიდან ხერხემლის გავლით თანდათან სითბომ და მიმბნედავმა


დაღლილობამ დაუარა. იგრძნო, როგორ ეღვრებოდა ის სხეულში, თავისი თავი
ლოგინში მწოლარე დაინახა და გაეცინა. მალე ჩაეძინება.

ათი წლის შემდეგ კვლავ მიუძღვნა მას ლექსი. ათი წლის წინ მას კაპიუშონიანი
შალით ჰქონდა თავი შებურვილი და თბილ სუნთქვას ღამის ჰაერში აფრქვევდა. მისი
ფეხსაცმელები ყინვისაგან მოსარკულ გზაზე მიბაკუნებდნენ. უკანასკნელი რეისი
იყო. გაქუცულმა წაბლა ცხენებმა ეს იცოდნენ და ნათელ ღამეში ეჟვნებს
გამაფრთხილებლად აჟღარუნებდნენ. კონდუქტორი მეეტლეს ესაუბრებოდა და
ფარანის მწვანე შუქზე თავს ორივე აქეთ-იქეთ აქნევდა. ისინი კონკის საფეხურზე
იდგნენ. ის ქვედა საფეხურზე, თვითონ ზემოთ. საუბრის დროს გოგონა რამდენჯერმე
ამოვიდა მასთან ზედა საფეხურზე და მერე კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა,
ერთი-ორჯერ კი ქვევით ჩასვლა დაავიწყდა და მასთან დარჩა, თუმცა შემდეგ მაინც
ჩავიდა. დაე, ასე იყოს. ასე იყოს.
ათმა წელმა განვლო ბავშვობის სიბრძნიდან ახლანდელ სისულელემდე. ლექსი რომ
გაუგზავნოს, საუზმისას წაიკითხავენ ხმამაღლა, ჩაის კოვზებისა და კვერცხის
ნაჭუჭების რაწკა-რუწკში. მართლაც სისულელეა. მისი ძმები იხითხითებენ და
თავიანთი მაგარი, უხეში ხელებით ეცდებიან ერთმანეთს გამოგლიჯონ ფურცელი.
თავაზიანი მღვდელი - მისი ბიძა - სავარძელში მჯდარი, ფურცელს თავის წინ,
მოშორებით დაიჭერს, ღიმილით წაიკითხავს და ლიტერატურულ ფორმას
მოიწონებს.

არა, არა, რა სისულელეა, კიდეც რომ გაუგზავნოს ლექსი, ის მას სხვებს არ უჩვენებს.
არა, ამის გამკეთებელი არ არის.

თანდათან ისეთი გრძნობა დაეუფლა, რომ მას არასწორად მოექცა. მისი უმანკოების
შეგრძნებამ გული აუჩუყა და ლამის შეაცოდა იგი. უმანკოება, რომელზეც მას
წარმოდგენა არ ჰქონდა, სანამ ის ცოდვის საშუალებით არ შეიცნო, უმანკოება,
რომელზეც გოგონასაც არ ჰქონდა წარმოდგენა სანამ უმანკო იყო, ანუ, ვიდრე
პირველად არ იწვნია უცნაური დამცირება ქალური ბუნებისა.[304] მხოლოდ მაშინ
დაიწყო ცხოვრება გოგონას სულმა, ისე, როგორც მისმა სულმა დაიწყო ცხოვრება, მას
შემდეგ, რაც პირველად შესცოდა. ნაზი თანაგრძნობით აევსო გული, როცა გაიხსენა
მისი ფერმკრთალი, ნაზი თვალები, დამცირებული და დასევდიანებული თავისი
სქესის ბნელი სირცხვილით.

სად იყო ის მაშინ, როცა მისი სულის ექსტაზი მიბნედილობამ შეცვალა. შესაძლოა,
სულიერი ცხოვრების იდუმალი გზებით სწორედ იმ წუთებში გოგონას გული
გრძნობდა მისდამი თაყვანისცემას. შესაძლოა.

მხურვალე სურვილმა კვლავ აღანთო მისი სული და მთელ მის სხეულს დაეუფლა.
შეიგრძნო რა მისი სურვილი, გოგონა, მაცდური მისი ვილანელისა, სურნელოვანი
ძილიდან იღვიძებდა. შავი, მიბნედილი თვალები იღვიძებდნენ მის თვალებთან
შესახვედრად, მისი სიშიშვლე ნებდებოდა, სხივოსანი, თბილი, სურნელოვანი,
ჩათქვირებული. მბრწყინავი ღრუბელივით, მაცოცხლებელი წყალივით ეკვროდა მას
და ნისლის ღრუბელივით თუ სივრცეში გარშემომდინარე წყალივით, მეტყველების
მოლივლივე ასოები, იდუმალების ელემენტების სიმბოლოები ნაკადად
იღვრებოდნენ მისი ტვინიდან.

არ დაიქანცე მხურვალე გზებით?

ცდომილი მსხვერპლი ხარ სერაფიმის, აღარ ახსენო მხიბლავი დღენი.

გული კაცისა აღანთე მზერით, და განმგებელიც შენა ხარ იმის, არ დაიქანცე


მხურვალე გზებით?

ალს ზემოთ კვამლი ხოტბა-დიდების, ოკეანედან ქულებად მიდის, აღარ ახსენო


მხიბლავი დღენი.

ტირილ-სიმღერის მსხვრეული ხმები, ევქარისტულით მაღლდება ჰიმნით.

არ დაიქანცე მხურვალე გზებით?

აპყრობილია ვიდრე ხელები, ავსებულია ვიდრე ბარძიმი, აღარ ახსენო მხიბლავი


დღენი.
კვლავაც აღანთებ ჩვენს თვალებს ვნებით, მიბნედილ მზერით, სავსე მკლავებით.

არ დაიქანცე მხურვალე გზებით?

აღარ ახსენო მხიბლავი დღენი.

ნეტავ, რა ჩიტებია? ბიბლიოთეკის კიბეზე იდგა, იფნის ჯოხს მოღლილად


დაყრდნობილი. ისინი მოულსვორტ-სტრიტის კუთხეში გამოშვერილი სახლის
გარშემო დაფრენდნენ. გვიანი მარტის საღამოს ჰაერში მათი მოძრაობა მკაფიოდ
ჩანდა. შავი, მთრთოლვარე სხეულები ისე დაჰქროდნენ ცაზე, თითქოს კვამლისფერი,
ღია ლურჯი ფერის მერწევ ქსოვილზე დაფრინავენო.

ის თვალს ადევნებდა მათ ფრენას. ჩიტები ერთიმეორეს მიჰყვებოდნენ. შავი


გაელვება, ამოტრიალება, ფრთების ქნევა. შეეცადა, დაეთვალა ისინი ვიდრე მათი
სწრაფი, მთრთოლვარე სხეულები დაფრენდნენ. ექვსი, ათი, თერთმეტი.
აინტერესებდა, წყვილი იყო თუ კენტი მათი რაოდენობა. თორმეტი, ცამეტი, აი,
კიდევ ორი დაეშვა ციდან მიწისკენ. ისინი ხან ზევით დაფრენდნენ და ხან ქვევით,
მაგრამ ყოველთვის წრიულად, და ხან სწორი და ხან მრუდე ტრაექტორიით და
ყოველთვის მარცხნიდან მარჯვნივ უვლიდნენ გარს ჰაერის ტაძარს.

მათ ჭყივილს უსმენდა. თითქოს ხის პანელის უკან თაგვი წრიპინებდა.


ყურთასმენისწამღები, დაბზარული ნოტები. მაგრამ თაგვის წრიპინთან შედარებით
ეს ნოტები უფრო გრძელი და ყურთასმენისწამღები იყო. ეს ხმები ხან მესამედით, ხან
მეოთხედით იკლებდა, როცა მქროლავი ნისკარტები ცას ჰკვეთდნენ. მათი ჭყივილი
ყურთასმენისწამღები, მკაფიო და ფაქიზი - მოზუზუნე კოჭიდან ჩამოშლილი
აბრეშუმის ნათელი ძაფივით ეშვებოდა.

ეს არაადამიანური ხმები დამამშვიდებლად მოქმედებდნენ მის ყურებზე, რომლებსაც


გამუდმებით ჩაესმოდათ დედის ქვითინი და საყვედურები და შავი, სუსტი,
მთრთოლვარე სხეულები, რომლებიც გაცრეცილი ცის ფონზე ჰაერის ტაძრის
გარშემო დაფრენდნენ და ფრთქიალებდნენ, ამშვიდებდნენ მის თვალებს, რომლებსაც
ჯერ კიდევ დედის სახე ედგათ წინ.

რატომ იყურება ზემოთ კიბის საფეხურიდან და რატომ უსმენს მათ


ყურთასმენისწამღებ, გაბზარულ ჭყივილს? რატომ ადევნებს თვალს მათ ფრენას?
როგორ წინასწარმეტყველებას ელის - კარგს, თუ ავს? კორნელიუს აგრიპას[305]
ფრაზამ გაურბინა გონებაში და შემდეგ სვედენბორგის[306] რაღაც აზრებიც
ამოუტივტივდა ნაწყვეტ-ნაწყვეტ, სულიერ ცხოვრებასა და ჩიტებს შორის კავშირის
შესახებ და რომ ეს მფრინავი არსებანი ფლობენ ცოდნას და იციან თავიანთი დრო და
სეზონი, რადგან ისინი ადამიანებისგან განსხვავებით თავის ცხოვრების წესს
მისდევენ და ეს წესი ინტელექტით არ გაუუკუღმართებიათ.

უხსოვარი დროიდან გასცქეროდა ადამიანი მფრინავ ჩიტებს, ისე, როგორც ახლა ის


გასცქერის. კოლონადა მის თავს ზემოთ ბუნდოვნად მოაგონებდა უძველეს ანტიკურ
ტაძარს, იფნის ჯოხი კი, მოღლილი რომ ჩამოყრდნობოდა, ავგურის[307] გაღუნულ
კვერთხს აგონებდა. შეუცნობლის მიმართ შიშის გრძნობა მისი დაღლილობის
სიღრმეში შეიჭრა, შიში სიმბოლოებისა და რაღაცის მომასწავებელი ნიშნებისა, ქორის
მსგავსი ადამიანისა, რომლის სახელსაც ის ატარებდა, რომელიც ტყვეობას
ტირიფისგან დაწნული ფრთებით დაუსხლტა, შიში მწერალთა ღმერთის, ტოტის[308]
მიმართ, რომელიც ფიცარზე ლერწმის ჯოხით წერდა და იბისის ვიწრო თავზე
ნამგალა მთვარეს ატარებდა.

გაეცინა, როცა ღმერთის სახე წარმოიდგინა, რადგან ამან გრძელცხვირა, პარიკიანი


მოსამართლე გაახსენა, რომელიც მძიმეებს სვამდა ხელის მთელ სიგრძეზე გაშვერილ
დოკუმენტში და მან იცოდა, რომ ღმერთის სახელი არ გაახსენდებოდა, ირლანდიის
ფიციდან ერთ სიტყვას რომ არ გვანებოდა. ეს ხომ სისულელეა, მაგრამ ამ სისულელის
გამო ის მზად იყო, სამუდამოდ მიეტოვებინა ლოცვის და კეთილგონიერების
სახლი,[309] რომელშიც დაიბადა და ცხოვრების წესი, რომლიდანაც ის გამოვიდა.

ისინი გამაყრუებელი ჟივჟივით კვლავ კუთხეში მდგარი გამოშვერილი სახლისაკენ


მოფრინავდნენ და გაცრეცილი ცის ფონზე შავად ჩანდნენ. ნეტავ, რა ჩიტებია? ალბათ
მერცხლები არიან და სამხრეთიდან უკან ბრუნდებიან. მაშინ მისი წასვლის დროც
დამდგარა. მერცხლები ხომ მოფრინავენ და მიფრინავენ, დროებით ბუდეებს იგებენ,
ადამიანთა სახლების სახურავქვეშ. მერე ამ ბუდეებს ტოვებენ და სხვაგან
მიეშურებიან.

დახარეთ თქვენი სახეები უნავ და ალილ

მე მათ ვუცქერი, ვით ბუდეში მჯდარი მერცხალი

კარნიზს ქვემოდან ცას გასცქერის, რათა გაფრინდეს

და გადალახოს არაერთი მქუხარე წყალი.[310]

ტალღების ხმაურის მსგავსი წყნარი, დენადი სიხარული ჩაეღვარა მეხსიერებაში და


მისმა გულმა იგრძნო უკიდეგანო წყლებს ზემოთ გადაჭიმული გაცრეცილი მკრთალი
ცის მდუმარე სიმშვიდე, მდუმარე ოკეანე და მოჩანჩქარე წყლებს ზემოთ,
ბინდბუნდში მფრინავი მერცხლების სიმშვიდე.

წყნარი, დენადი სიხარული ჩაიღვარა ამ სიტყვებში, სადაც რბილი და გრძელი


თანხმოვნები უხმაუროდ ეჯახებოდნენ ერთმანეთს, იშლებოდნენ, კვლავ ერთმანეთს
აწყდებოდნენ და ტალღების თეთრ ზარებს უხმო რეკვით და უხმო ჟღარუნით და
რბილი, დაბალი, გულისშემაღონებელი ყვირილით არხევდნენ. და მან იგრძნო, რომ
წინასწარმეტყველებამ, რომელსაც ის ჩიტების წრეზე შურდულისებრ ქროლვასა და
მკრთალ, უკიდეგანო ცაში ეძებდა, მის გულშიც კოშკიდან მოფრენილი ჩიტივით
წყნარად და სწრაფად შეიფრთხიალა.

რა არის ეს? სიმბოლო განშორებისა თუ სიმარტოვისა? ლექსებმა, რომლებმაც სმენით


მეხსიერებაში გაიჟღერეს, მისი მეხსიერების წინაშე გააცოცხლეს ეროვნული თეატრის
გახსნის საღამო.[311] მაყურებელთა დარბაზში ის განმარტოებით იჯდა აივნის
განაპირას და დაღლილი თვალებით ათვალიერებდა პარტერში მჯდარ დუბლინის
საზოგადოების ნაღებს, უგემოვნო დეკორაციებს და მსახიობებს, თოჯინებივით რომ
მოძრაობდნენ რამპების ბრჭყვიალა სინათლეში. მის უკან ზორბა, გაოფლიანებული
პოლიციელი იდგა, რომელიც ჩანდა, მზად იყო საჭიროების შემთხვევაში ემოქმედა.
დარბაზში გაფანტულად მჯდარი სტუდენტებისაგან დროდადრო ყიჟინა და
დამცინავი წამოძახილები ისმოდა.
- ცილისწამება ირლანდიის მიმართ!

- გერმანული წარმოება!

- მკრეხელობა!

- ჩვენ არასოდეს გაგვიყიდია ჩვენი რწმენა.

- არც ერთ ირლანდიელ ქალს ეს არ გაუკეთებია.

- არ გვჭირდება დილეტანტი ათეისტები.

- არ გვჭირდება ახალგამოჩეკილი ბუდისტები.

მის უკან, ზედა ფანჯრიდან რაღაცამ დაიშიშინა და ის მიხვდა, რომ სამკითხველო


დარბაზში სინათლე აანთეს. სუსტად განათებულ თაღებიან ჰოლში შევიდა,
ტურნიკეტმა გაიჩხაკუნა და ის კიბეებს აუყვა.

კრენლი ლექსიკონების თაროსთან იჯდა. მის წინ, ხის ქვესადგამზე, სატიტულო


ფურცელზე გადაშლილი წიგნი იდო. ის საზურგეზე გადაწოლილი იჯდა და ყური
ისე ახლოს მიეტანა მედიკოს სტუდენტთან, რომელიც საჭადრაკო ჟურნალიდან
ამოცანას უკითხავდა, თითქოს მღვდელია და აღსარებას ისმენსო. სტივენი მას
მარჯვენა მხრიდან მიუჯდა. მაგიდის მეორე მხარეს მჯდომმა მღვდელმა
გაბრაზებულმა დახურა „ტებლეტის“[312] ნომერი და წამოდგა.

კრენლიმ მას დაბნეული, თავაზიანი მზერა გააყოლა. მედიკოსმა სტუდენტმა უფრო


დაბალი ხმით გააგრძელა.

- პაიკი e-4-ზე.[313]

- ჯობია გავიდეთ დიქსონ, - გამაფრთხილებლად თქვა სტივენმა. ის საჩივლელად


წავიდა.

დიქსონმა ჟურნალი დახურა, ღირსეულად წამოდგა და თქვა: - ჩვენები


ორგანიზებულად იხევენ უკან.

- იარაღთან და პირუტყვთან ერთად, - დასძინა სტივენმა და კრენლის წინ


გადაშლილი წიგნის სატიტულო ფურცელზე მიანიშნა, რომელზეც ეწერა: „რქოსანი
პირუტყვის ავადმყოფობა“.

როცა მაგიდების რიგს ჩაუარეს, სტივენმა თქვა: - კრენლი მე მინდა მოგელაპარაკო.

კრენლიმ არა თუ არ უპასუხა, არცკი შემობრუნდა. წიგნი ჩააბარა და გასასვლელისკენ


წავიდა. მისი კოხტა, მაღალყელიანი ფეხსაცმელები იატაკზე ყრუდ მიბაკუნებდნენ.
კიბეზე შეჩერდა, დიქსონს უაზროდ შეხედა და გაიმეორა: - პაიკი დაწყევლილ e-4 ზე.

- თუ შენ გირჩევნია ასე იყოს, - თქვა დიქსონმა.

მას წყნარი, თანაბარი ხმა და თავაზიანი მანერები ჰქონდა და თავისი სუფთა,


ფუნთუშა ხელის ერთ თითზე ტვიფრიანი ბეჭედი უბრწყინავდა.
როცა ჰოლი გაიარეს მათთან ჯუჯა ტანის კაცი მივიდა. პაწია შლაპის გუმბათქვეშ
მისმა გაუპარსავმა სახემ თავაზიანად გაიცინა და მისი ლუღლუღიც გაისმა.
მაიმუნივით მელანქოლიური თვალები ჰქონდა.

- საღამო მშვიდობისა, კაპიტანო, - თქვა კრენლიმ და შეჩერდა.

- საღამო მშვიდობისა, ჯენტლმენებო, - თქვა ბანჯგვლიანმა, მაიმუნის მსგავსმა სახემ.

- მარტის პირობაზე კარგი ამინდია, - თქვა კრენლიმ - ზემოთ ფანჯრებიც გააღეს.

დიქსონმა გაიღიმა და ბეჭედი შეატრიალა. მოშავო, მაიმუნივით დანაოჭებულმა სახემ


სიამოვნებისაგან ტუჩები მოკუმა და ხმამ დაიკრუტუნა: - საამო ამინდია მარტის
პირობაზე. მართლაც საამო.

- ზემოთ ორი მშვენიერი ახალგაზრდა ლედი დაიქანცა თქვენს ლოდინში, კაპიტანო, -


თქვა დიქსონმა.

კრენლიმ გაიცინა და კეთილად თქვა: - კაპიტანს მხოლოდ ერთი ვინმე უყვარს: სერ
ვალტერ სკოტი. ასე არ არის, კაპიტანო?

- ამჟამად რას კითხულობთ, კაპიტანო? - ჰკითხა დიქსონმა - „ლამერმულ


პატარძალს?“[314]

- მიყვარს ბებერი სკოტი, - თქვეს დამყოლმა ტუჩებმა - ვფიქრობ, ის მშვენივრად წერს.


სკოტს ვერც ერთი მწერალი ვერ შეედრება.

ამ ქებისას თავის თხელ, დანაოჭებულ, ყავისფერ ხელს ჰაერში ნელა იქნევდა და


ნაღვლიან თვალებს ზემოთ თხელი წამწამები ხშირად უხამხამებდა.

სტივენის ყურისთვის უფრო შემაწუხებელი მისი მეტყველება იყო, ვითომდა


დარბაისლური, ძლივს გასაგონი, როგორღაც წებოვანი, შეცდომებით გაჯერებული,
და როცა უსმენდა, იმაზე ფიქრობდა, იყო თუ არა მართალი ის, რასაც მასზე
ლაპარაკობდნენ, რომ სისხლი, რომელიც მის დამჭკნარ სხეულში მიედინებოდა
კეთილშობილი იყო, თვით სხეული კი - ინცესტური სიყვარულის ნაყოფი.

პარკის ხეები წყლისგან დამძიმდნენ. ნელა, განუწყვეტლივ აწვიმდა ფარივით


ნაცრისფერ ტბას. გედების გუნდმა ჩაიქროლა და წყალიც და ნაპირიც მათმა მომწვანო
თეთრი ფერის ლორწომ წაბილწა. ისინი ნაზად ეხვეოდნენ ერთმანეთს, წვიმის
ნაცრისფერი სინათლით, სველი მდუმარე ხეებით, ფარის მსგავსი მოდარაჯე ტბით
და გედებით აღგზნებულნი. ეხვეოდნენ უსიყვარულოდ, უვნებოდ. ბიჭს ხელი
თავისი დისთვის შემოეხვია, მხარზე მოგდებული ნაცრისფერი შალის მოსასხამი
გოგოს წელამდე წვდებოდა, ქერათმიანი თავი მორცხვად, დამყოლად ჩაექინდრა.
ბიჭს ჩამოშვებული, მოწითალო თმები და ნაზი, მოქნილი, ძლიერი, დაჭორფლილი
ხელები ჰქონდა. სახე? სახე არ ჩანდა. ძმის სახე დახრილი იყო დის ქერა, წვიმის
სურნელით გაჟღენთილ თმებზე. ჭორფლიანი, ძლიერი, მოქნილი და ნაზი ხელი.
დავინის ხელი.

ის მოიღუშა გაბრაზებული თავის ფიქრებზე და იმ მოკუნტულ კაცუნაზე, ვინც ეს


ფიქრები აღუძრა. გონებაში მამამისის შაყირები ამოუტივტივდა ბანტრის ბანდის[315]
შესახებ. ისინი თავიდან მოიშორა და კვლავ თავის მძიმე ფიქრებს დაუბრუნდა.
რატომ კრენლის ხელი არა? თუ დავინის უბრალოება და უმანკოება უფრო ფარულად
გესლავდა.

ის დიქსონთან ერთად ჰოლს გაუყვა და ჯუჯასთან ცერემონიული გამომშვიდობება


კრენლის შეატოვა.

კოლონადის ქვეშ სტუდენტების პატარა ჯგუფის შუაში ტემპლი იდგა. ერთ-ერთმა


სტუდენტმა იყვირა: - დიქსონ, მოდი მოუსმინე, ტემპლი თავის სტიქიაშია.

ტემპლმა მას შავი, ბოშასებური თვალები მიაპყრო.

- შენ ფარისეველი ხარ, ო, კიფ, - თქვა მან - დიქსონი კი მცინარაა. ბიჭოს, მე მგონია
მშვენიერი ლიტერატურული გამოთქმაა.

მან ცბიერად გაიღიმა, სტივენს შეხედა და გაიმეორა: - ეშმაკმა დალახვროს. მართლაც


მომეწონა ეს სახელი - მცინარა.

მსუქანმა სტუდენტმა, რომელიც კიბის ქვედა საფეხურზე იდგა, თქვა: - ისევ


საყვარლის თემას დაუბრუნდი, ტემპლ, ყველას გვსურს მოსმენა.

- ჰყავდა მას საყვარელი, სიმართლეს გეუბნებით, - თქვა ტემპლმა - თან ცოლიანი კაცი
იყო. ყველა მღვდელი იქ სადილობდა ხოლმე. ეშმაკმა დალახვროს, მე მგონი არც
ერთს არ დაუკლია ხელი.

- ამაზე იტყვიან ჯაგლაგით დადის და ბედაურს უფრთხილდებაო, - თქვა დიქსონმა.

- გვითხარი ტემპლ, - თქვა ო კიფმა - რამდენი ლუდი ჩაისხი დღეს?

- მთელი შენი ინტელექტი ამ ფრაზაში ჩანს, ო კიფ, - დაუფარავი ზიზღით თქვა


ტემპლმა.

მან ფეხების ფრატუნით შემოუარა სტუდენტების ჯგუფს და სტივენს გამოელაპარაკა:


- შენ იცოდი, რომ ფორსტერები ბელგიის მეფეები იყვნენ?[316] - ჰკითხა მან.

კრენლი ჰოლის კარებიდან შემოვიდა, კეპიანი ქუდი კეფაზე გადაეწია და კბილებს


გულმოდგინედ იჩიჩქნიდა.

- აი, ჩვენი ჭკუის კოლოფიც აქ არის, - თქვა ტემპლმა. - შენ იცოდი ფორსტერების
შესახებ?

ის შეჩერდა და პასუხს დაელოდა. კრენლიმ ლეღვის კაკალი კბილიდან ბლაგვი


კბილსაჩიჩქნის წვერით ამოიღო და მას ყურადღებით დააცქერდა.

ფორსტერების ოჯახი, - თქვა ტემპლმა - ფლანდრიის მეფე ბოლდუინ პირველიდან


მოდის. მას ფორესტერს ეძახდნენ. ფორესტერი და ფორსტერი ერთი და იგივეა.
ბოლდუინ პირველის შთამომავალი, კაპიტანი ფრენსის ფორსტერი ირლანდიაში
დასახლდა და ბრესილის კლანის უკანასკნელი ბელადის ქალიშვილზე დაქორწინდა.
არიან კიდევ შავი ფორსტერები. მაგრამ ეს სხვა შტოა.

- ფლანდრიის მეფე - ბოლდჰედისგან, - თქვა კრენლიმ. ქათქათა თეთრ კბილებს


კვლავ გულმოდგინედ იჩიჩქნიდა.
- საიდან ამოქექე მთელი ეს ისტორია? - ჰკითხა ო კიფმა.

- მე მთელი შენი ოჯახის ისტორიაც ვიცი, - სტივენს მიუბრუნდა ტემპლი - აბა, თუ


იცი, რას ამბობს გირალდუს კემბრენსისი[317] შენი გვარის შესახებ?

- ისიც ბოლდუინების შთამომავალი ხომ არაა, - იკითხა მაღალმა, შავთვალებიანმა,


ჭლექიანი გამომეტყველების სტუდენტმა.

- ბოლდჰედიდან, - გაიმეორა კრენლიმ, კბილებს შორის ნაპრალიდან რაღაცას


იწოვდა.

- Pernobilis et pervetusta familia[318] - უთხრა ტემპლმა სტივენს.

სქელმა სტუდენტმა, რომელიც ქვედა საფეხურზე იდგა, გააკუა. დიქსონი მისკენ


შებრუნდა და წყნარად ჰკითხა: - ანგელოსი ალაპარაკდა?

კრენლიც მისკენ შებრუნდა და მტკიცედ, მაგრამ ბრაზის გარეშე თქვა: - იცი, გოგინს,
შენ ყველაზე ბინძური ცხოველი ხარ, რომელსაც კი ოდესმე შევხვედრივარ.

- მე ვთქვი ის, რისი თქმაც მინდოდა. მტკიცედ უპასუხა გოგინსმა. ვინმეს რაიმე
ზიანი მივაყენე თუ რა.

- ჩვენ იმედი გვაქვს, - თავაზიანად თქვა დიქსონმა - რომ ეს არ არის იმგვარი რამ, რაც
მეცნიერებისათვის ცნობილია, როგორც paulu post futurum.[319]

- არ გითხარით მცინარაა-მეთქი, - თქვა ტემპლმა და ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ


შებრუნდა. მე არ შევარქვი ეს სახელი?

- შენ შეარქვი. ყრუები კი არა ვართ. - თქვა მაღალმა, ჭლექიანი გამომეტყველების


სტუდენტმა.

კრენლი ჯერ კიდევ მოღუშული უცქერდა მის ქვემოთ მდგარ სქელ სტუდენტს,
შემდეგ ზიზღით ამოიხვნეშა და მას ძლიერად უბიძგა.

- მოშორდი აქაურობას, - უხეშად თქვა მან - მოშორდი შე მყრალო ღამის ქოთანო,


მართლა ღამის ქოთანი ხარ.

გოგინსი ქვემოთ, ხრეშზე ჩახტა, მაგრამ მაშინვე სიცილით დაუბრუნდა თავის


ადგილს. ტემპლი სტივენს მიუბრუნდა და ჰკითხა: - შენ მემკვიდრეობითობის
კანონის თუ გჯერა?

- შენ მთვრალი ხარ თუ რა გჭირს, ან საერთოდ, რისი თქმა გინდა? - ჰკითხა კრენლიმ
და ტემპლს გაოცებით ახედ-დახედა.

- ყველაზე ღრმა გამონათქვამი, რომელიც კი ოდესმე დაწერილა, - აღტაცებით თქვა


ტემპლმა - ის არის, რომელიც ზოოლოგიის სახელმძღვანელოს ბოლოში წერია -
რეპროდუქცია არის სიკვდილის დასაწყისი.

ის მორიდებით შეეხო სტივენის მკლავს და მგზნებარედ თქვა: - შენ, როგორც პოეტი,


ამას ალბათ ძალიან ღრმად შეიგრძნობ.

კრენლიმ გრძელი საჩვენებელი თითი ტემპლისკენ გაიშვირა.


- შეხედეთ მაგას, - თქვა მან ზიზღით - აი, ირლანდიის იმედი.

მის სიტყვებსა და ჟესტზე ყველას გაეცინა. ტემპლი გაბედულად მიბრუნდა მისკენ და


თქვა: - კრენლი, შენ მე ყოველთვის დამცინი. შენ გგონია, ვერ ვხედავ? მაგრამ მე
შენზე ნაკლები არაფრით არა ვარ. იცი რას ვფიქრობ, როცა შენ და ჩემ შორის
შედარებას ვაკეთებ?

- ჩემო ძვირფასო, - თავაზიანად თქვა კრენლიმ. შენ ხომ აბსოლუტურად არ შეგიძლია


ფიქრი.

- და მაინც, არ გინდა იცოდე, რას ვფიქრობ შენზე, როცა ჩვენს შორის შედარებას
ვაკეთებ?

- დაფქვი, ტემპლ. - იყვირა კიბის საფეხურზე მდგარმა სქელმა სტუდენტმა. - წვრილ-


წვრილად დაფქვი.

ტემპლი მარჯვნივ შებრუნდა, მერე, მარცხნივ. როცა ალაპარაკდა, მკვეთრ ჟესტებს


აკეთებდა.

- მე ვიცი, რომ არარაობა ვარ, - თქვა მან და თავი სასოწარკვეთით გადააქნია. ვარ, და
ვიცი, რომ ვარ და ვაღიარებ ამას.

დიქსონმა მას მსუბუქად მოუთათუნა ხელი მხარზე და წყნარად თქვა: - შენ ეს პატივს
გდებს, ტემპლ.

- მაგრამ ისიც, - თქვა ტემპლმა და კრენლიზე მიუთითა - ისეთივე არარაობაა,


როგორც მე. მაგრამ მან ეს არ იცის და ეს არის ჩვენ შორის ერთადერთი განსხვავება.

სიცილ-ხარხარმა დაფარა მისი სიტყვები, მაგრამ ის კვლავ სტივენს მიუბრუნდა და


მოულოდნელი გაცხარებით უთხრა: - ეს ყველაზე საინტერესო სიტყვაა, ძალზე
იშვიათი ინგლისური სიტყვა.

- ჰოო, - დაბნეულად თქვა სტივენმა. ის უყურებდა კრენლის გატანჯულ, ვაჟკაცურ


სახეს, რომელსაც ახლა ნაძალადევი ღიმილი დასთამაშებდა. უხეშმა სიტყვამ ისე
გადაუარა მის სახეს, როგორც აყროლებული წყალი უვლის ძველ, დამცირებას
შეჩვეულ ქვის ქანდაკებას, და როცა მას უყურებდა, დაინახა, როგორ წამოიწია ქუდი
კრენლიმ ვიღაცის მიმართ მისალმების ნიშნად და შავი, ჯაგარივით თმები
გაიშიშვლა, რომელიც შუბლზე რკინის გვირგვინივით[320] ჰქონდა ჩამოშლილი.

გოგონა ბიბლიოთეკიდან გამოვიდა და სტივენს იქით კრენლის თავის დაკვრას


უპასუხა. ესეც? თუ მოეჩვენა, რომ კრენლის ლოყებზე სიწითლემ გადაურბინა. თუ ეს
ტემპლის სიტყვების გამო მოხდა. უკვე ბინდდებოდა და ამის გარჩევა ვეღარ შეძლო.

ამით ხომ არ აიხსნებოდა მისი მეგობრის გულგრილი დუმილი, მისი უკმეხი


შენიშვნები, მოულოდნელი, უხეში გამოხტომები, რომლითაც სტივენს მხურვალე,
არეულ აღსარებებს აწყვეტინებდა. სტივენი ადვილად პატიობდა, რადგან ის თავის
თავშიც აღმოაჩენდა ხოლმე ასეთ უხეშობას. ის საღამო გაახსენდა, როცა ერთხელ
ტყეში მალაჰაიდის ახლოს ნათხოვარი, ჭრიალა ველოსიპედიდან ჩამოვიდა, რათა
ელოცა. ხელები ზემოთ აღაპყრო და ექსტაზში შესული შესთხოვდა ხეების ბნელ
ტაძარს, იცოდა რა, რომ წმინდა მიწაზე იდგა წმინდა საათს. როცა ბნელი გზის
მოსახვევიდან ორი პოლიციელი გამოჩნდა, მან ლოცვა შეწყვიტა და ერთ-ერთი
უკანასკნელი სპექტაკლიდან მოდური არიის სტვენა დაიწყო.

სტივენმა თავისი იფნის ჯოხის გაცვეთილი ბოლოთი სვეტის ცოკოლზე კაკუნი


დაიწყო. ვითომ კრენლიმ ვერ გაიგონა? არაფერია, დაელოდება. საუბარი წამით
შეწყდა და ზედა ფანჯრიდან წყნარი სისინი გაისმა. მაგრამ ჰაერში სხვა ხმები არ
ისმოდა, მერცხლებს კი, რომელთა ფრენასაც უსაქმურად აყოლებდა თვალს, უკვე
ეძინათ.

გოგონა ბინდს შეერია. შემდეგ ყველაფერი მიწყნარდა და მხოლოდ ნელი სისინი


ისმოდა ზემოდან. მის გარშემოც ენების ტარტარი შეწყდა. სიბნელე ეშვებოდა.

სიბნელე ეშვება ზეციდან.[321]

მთრთოლავი, სუსტი სინათლესავით მოციმციმე სიხარული ფერიების გუნდივით


ფერხულს უვლიდა მის გარშემო. მაგრამ რატომ? იმიტომ, რომ მან ჩაიარა ბინდში, თუ
იმ შავხმოვნებიანი და ღიაბგერებიანი ლექსის გამო, ბარბითის ჰანგებივით რომ
იღვრება.

ნელა გაუყვა გზას კოლონადის ბოლოსკენ, სადაც ჩრდილი უფრო მუქდებოდა. ქვის
ფილებზე ჯოხს ნელა მიაკაკუნებდა, რომ უკან დარჩენილი სტუდენტებისთვის
ტკბილი ზმანებები დაემალა. თავისი წარმოსახვა ნებაზე მიუშვა და დაულენდის,
ბერდის და ნეშის საუკუნეში[322] გადაინაცვლა.

თვალები, სურვილის წყვდიადიდან ახელილნი, თვალები, დილის ცისკრის


დამჩრდილველნი. რა არის მათი მიბნედილი მშვენიერება, თუ არა სინაზე
ხორციელი ლტოლვისა, და რაა მათი ციალი, თუ არა ციალი დოყლაპია
სტიუარტის[323] სამეფო კარის კანალიზაციის უწმინდურობებისა. მეხსიერების ენით
სინჯავდა ქარვისებურ ღვინოებს, უსმენდა ტკბილი მელოდიის მილევად ჰანგებს,
ამაყ პავანს და მეხსიერების თვალით ხედავდა კოვენტ-გარდენის[324] დიდგვაროვან,
დამყოლ ქალებს, ვნებიანი ტუჩებით, გამომწვევად რომ იდგნენ აივნებზე,
ტავერნების სიფილისიან მოახლე გოგონებს და ახალგაზრდა ცოლებს, სიხარულით
რომ ნებდებოდნენ მაცდუნებლებს და ერთი ლოგინიდან მეორეში გადადიოდნენ.

სახეებს, რომლებიც მან გამოიხმო, სიამოვნება არ მიუნიჭებია მისთვის. იყო მათში


რაღაც იდუმალი და აღმგზნები, მაგრამ მისი შეყვარებულის სახე შორს იყო მათგან.
მასზე ასე ფიქრი არ შეიძლებოდა. არც ფიქრობდა ასე. ნუთუ, მისი გონება თავის
თავსაც არ ენდობოდა? ძველი ფრაზები, ტკბილი და მყრალი, ლეღვის
მარცვლებივით, რომელთაც კრენლი თავისი მოელვარე კბილებიდან იჩიჩქნიდა.

ეს არ იყო არც ფიქრი და არც ხილვა, თუმცა მან ბუნდოვნად იცოდა, რომ მისი
შეყვარებული ახლა ქალაქის გავლით სახლისკენ მიდიოდა. თავიდან ბუნდოვნად,
შემდეგ კი უფრო მძაფრად იგრძნო მისი სხეულის სურნელი, გრძნობდა, როგორ
მოუსვენრად უდუღდა სისხლი. ჰო, ეს მისი სხეულის სურნელი იყო, ველური და
მომთენთავი. თბილი სხეული, რომელზეც მისი ლექსების მუსიკა ვნებიანად
იღვიძებდა, რბილი, მზერისგან დაფარული თეთრეული, ცვრისა და მისი სხეულის
საამო სურნელით იყო გაჟღენთილი.
ტილი ააღოღდა კეფაზე. საჩვენებელი და ცერა თითი მარჯვედ ჩაიყო განიერ
საყელოში და დაიჭირა. სანამ გადააგდებდა, წამიერად თითებში გააგორ-გამოაგორა
მისი რბილი, ბრინჯის მარცვალივით მტვრევადი სხეული და როცა გადააგდო,
გაიფიქრა - ნეტა, თუ გადარჩებაო. ერთი უცნაური ფრაზა გაახსენდა კორნელიუს ა
ლაპიდიდან,[325] იმის შესახებ, რომ, ადამიანის ოფლისგან გაჩენილი ტილები
ღმერთს სხვა ცხოველებთან ერთად არ შეუქმნია მეექვსე დღეს. ნაკბენი ეფხანებოდა
და ამან გააღიზიანა და გააბოროტა. თავისი ცუდად ჩაცმული, ცუდად ნაკვები და
ტილებისგან დაჭმული სხეულის გახსენებაზე სასოწარკვეთილებისაგან მოიკრუნჩხა,
თვალები დახუჭა და სიბნელეში დაინახა მატლების მტვრევადი, განათებული
სხეულები ტრიალ-ტრიალით როგორ ეშვებოდნენ ჰაერში. დიახ, რაც ზეციდან
ეშვებოდა არ იყო სიბნელე. ის სინათლე იყო.

სინათლე ეშვება ზეციდან

ვერც კი გაიხსენა ზუსტად ნეშის სახელი. მისგან გამოხმობილი სახეები ყალბი იყო.
მისი წარმოსახვა პარაზიტებით იკვებებოდა. მისი აზრები ჭუჭყიანი ოფლისგან
წარმოშობილი ტილები იყვნენ.

ის კოლონადის გავლით სწრაფად გაემართა უკან, შეჯგუფული სტუდენტებისაკენ.


ჰოდა, წავიდეს და ჯანდაბამდის გზა ჰქონია. შეიყვაროს ვინმე ათლეტური
აღნაგობის, ყოველ დილით წელამდე რომ იბანს თავის გაბანჯგვლულ მკერდს.
წავიდეს!

კრენლიმ კიდევ ერთი ლეღვის ჩირი ამოიღო ჯიბიდან და ნელა, ხმაურიანად შეუდგა
ჭამას. ტემპლი სვეტს მიყრდნობილი იჯდა, ძილმორეულ თვალებზე ქუდი
ჩამოეფხატა. შენობიდან ახალგაზრდა, ჩასკვნილი კაცი გამოვიდა. იღლიაში ტყავის
პორტფელი ჰქონდა ამოჩრილი. მაღალყელიანი ფეხსაცმელების ქუსლებისა და მძიმე
ქოლგის ლითონის ფერსოს ქვის ფილებზე ბაკუნით სტუდენტებისკენ გაემართა,
მისალმების ნიშნად ქოლგა ზევით ასწია და ყველას მიმართა: - საღამო მშვიდობისა,
ბატონებო.

შემდეგ ქოლგა კვლავ ქვის ფილას დაარტყა და ახითხითდა, თან თავს ნერვიულად
აქიცინებდა. მაღალი სტუდენტი, ჭლექიანის გამომეტყველებით, დიქსონი და ოყ
კიფი ირლანდიურ ენაზე საუბრობდნენ და მისალმებაზე არ უპასუხიათ. ის კრენლის
მიუბრუნდა და თქვა: - საღამო მშვიდობისა, განსაკუთრებით შენ მოგმართავ.

ქოლგა მისკენ მიაშვირა და კვლავ ჩაიხითხითა. კრენლიმ, რომელიც ისევ ლეღვის


ჩირს ღეჭავდა, ყბების გახშირებული მოძრაობით უპასუხა: - მშვიდობის საღამო?
მართლაც მშვიდი საღამოა.

ჩასკვნილმა სტუდენტმა მას სერიოზულად შეხედა და ქოლგა ნელა, საყვედურით


გაიქნია.

- მე ვფიქრობ, - თქვა მან - რომ შენ ყველასთვის ცხადი რამ აღნიშნე.

- ჰმ, - თქვა კრენლიმ და ნახევრად დაღეჭილი ლეღვის ჩირი ჩასკვნილ სტუდენტს


პირთან მიუტანა, თითქოს სთავაზობდა, ახლა შენ ჭამეო.
ჩასკვნილმა სტუდენტმა ის არ შეჭამა, მაგრამ თავისი გონებამახვილობით
კმაყოფილმა, ისე, რომ ხითხითი და სიტყვების ტაქტში ქოლგის ქნევა არ შეუწყვეტია
მრავალმნიშვნელოვნად თქვა: - თქვენ გინდათ თქვათ, რომ...?

ის შეჩერდა, ლეღვის ჩირის დაღეჭილ კანზე მიუთითა და ხმამაღლა თქვა: - აი, ამას
ვგულისხმობ.

- ჰმ, - თქვა კრენლიმ წინანდებურად.

- თქვენ გულისხმობთ, - თქვა ჩასკვნილმა სტუდენტმა - ipso facto[326] თუ რაღაც


ქარაგმულს.

დიქსონმა თავის ჯგუფს ზურგი შეაქცია და თქვა: - შენ გოგინსი გელოდებოდა გლინ.
ადელფში[327] წავიდა მოინიჰანის და შენს საძებრად. ამაში რა გაქვს? - ჰკითხა და
გლინის იღლიისქვეშ ამოჩრილ პორტფელზე მიაკაკუნა.

- საგამოცდო ფურცლებია, - უპასუხა გლინმა - ყოველ თვეში ვუტარებ მათ გამოცდას,


რომ ვნახო, რა შედეგები მოაქვს ჩემს მასწავლებლობას.

- მასწავლებლობას! - უხეშად ჩაერია კრენლი - მასწავლებლობაში ვგონებ იმას


გულისხმობ, შენნაირი გულისამრევი მაიმუნი, ფეხშიშველა ბავშვებს რომ ასწავლის.
ღმერთო, დაიფარე ისინი!

მან დარჩენილი ლეღვის ჩირი მოკბიჩა და ყუნწი გადააგდო.

- გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსვლად[328] - თქვა გლინმა


თავაზიანად.

- გულისამრევი მაიმუნი, - მკვეთრად გაიმეორა კრენლიმ. - მკრეხელი, გულისამრევი.

ტემპლი წამოდგა, კრენლი გვერდზე მისწია და გლინს მიმართა: - ფრაზა, რომელიც


შენ ახლა თქვი, ახალი აღთქმიდანაა. გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ
ჩემთან მოსვლად.

- წადი, ისევ დაიძინე, ტემპლ, - თქვა ო’კიფმა.

- ჰოდა მაშინ - გააგრძელა ტემპლმა - კვლავ გლინს მიმართავდა - თუ ქრისტე არ


უშლიდა ბავშვებს მასთან მისულიყვნენ, რატომ აგზავნის მათ ეკლესია
ჯოჯოხეთში,[329] თუკი მოუნათლავი მოკვდებიან? რატომ?

- შენ თვითონ თუ ხარ მონათლული, ტემპლ, - ჰკითხა ჭლექიანი გამომეტყველების


სტუდენტმა.

- რატომ აგზავნიან ბავშვებს ჯოჯოხეთში, თუკი ქრისტე მათ თავისკენ მოუხმობდა? -


თქვა ტემპლმა, თან თვალებით გლინის თვალებს ეძებდა.

გლინმა ჩაახველა და წყნარად ალაპარაკდა. ნერვიულ ხითხითს ძლივს იკავებდა და


ყოველ სიტყვაზე ქოლგას იქნევდა.

- თუ ეს ასეა, როგორც შენ ამბობ, მაშინ ნება მომეცი, დაბეჯითებით გკითხო, საიდან
მოდის ეს „ასეთობა“.
- იქიდან, რომ ეკლესია სასტიკია, ყველა ბებერი ცოდვილის მსგავსად. - თქვა
ტემპლმა.

- შენ ამ საკითხში ჩამოყალიბებული ორთოდოქსი ხარ, არა ტემპლ? - თავაზიანად


ჰკითხა დიქსონმა.

- ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ მოუნათლავი ბავშვები ჯოჯოხეთში მოხვდებიან, -


უპასუხა ტემპლმა - ისიც სასტიკი, ბებერი ცოდვილი იყო.

- ქედს ვიხრი შენ წინაშე, მაგრამ მე ყოველთვის მეგონა, რომ ასეთი


შემთხვევებისთვის ლიმბო არსებობს, - თქვა დიქსონმა.

- ნუ ეკამათები მაგას, დიქსონ, - უხეშად თქვა კრენლიმ - ნუ ეკამათები და ნურც


უყურებ მაგას. ჯობია, თოკით წაიყვანო სახლში კიკინა თხასავით.

- ლიმბო! - წამოიახა ტემპლმა - ესეც კარგი გამოგონებაა ჯოჯოხეთისა არ იყოს.

- მაგრამ ჯოჯოხეთის უსიამოვნებების გარეშე, - თქვა დიქსონმა.

ის გაღიმებული მიუბრუნდა სხვებს და თქვა: - ვამბობ რა ამას, მე ვფიქრობ ყველა აქ


მყოფის აზრს გამოვხატავ.

- ასეც არის. - თქვა გლინმა მტკიცედ - ამ საკითხში ირლანდია ერთიანია.

მან ქოლგის ლითონის ფერსო კოლონადის ქვის იატაკს დაარტყა.

- ჯოჯოხეთს, - თქვა ტემპლმა - სატანის ამ ნაცრისფერი მეუღლის[330] გამოგონებას,


კიდევ შემიძლია პატივი ვცე. ჯოჯოხეთი ეს რაღაც რომაულია, ისეთივე ძლიერი და
მახინჯი, როგორც რომის კედლები. მაგრამ ლიმბო რაღაა?

- ეგ ისევ აკვანშია ჩასაწვენი, კრენლ. - წამოიძახა ო’კიფმა.

კრენლიმ სწრაფად გადადგა ნაბიჯი ტემპლისაკენ, შეჩერდა, ფეხები დაუბაკუნა და


ისე აუქშია, ქათამს რომ აუქშევენ ხოლმე.

- აქშა!

ტემპლი მკვირცხლად გახტა გვერდზე.

- თქვენ იცით, ლიმბო რა არის?! - დაიყვირა მან - იცით, რას ვეძახით ასეთ რაღაცებს
როსკომონში?[331]

- აქშა, შე წყეულო! - დაიყვირა კრენლიმ და ტაში შემოჰკრა.

- არც ჩემი იდაყვია და არც ჩემი უკანალი! - ზიზღით დაიყვირა ტემპლმა - აი, ამას
ვეძახი მე ლიმბოს.

- მომეცი ეს ჯოხი, - თქვა კრენლიმ.

მან უხეშად გამოგლიჯა სტივენს იფნის ჯოხი ხელიდან და კიბეები ნახტომებით


ჩაირბინა, მაგრამ ტემპლი, გაიგონა რა, რომ მისდევდნენ, ველური, სწრაფი
ცხოველივით მარჯვედ შეერია ბინდს. კრენლის მაღალყელიანი, მძიმე ფეხსაცმელები
მოედანზე აბრახუნდნენ და შემდეგ ბრახუნითვე მძიმედ დაბრუნდნენ უკან, თან
თითოეულ ნაბიჯზე ღორღს აქეთ-იქეთ ფანტავდნენ.

გაბრაზებული კაცის ნაბიჯები იყო და ასეთივე გაბრაზებული, მკვეთრი ჟესტით


ჩასჩარა სტივენს ჯოხი ხელში. სტივენმა იგრძნო, რომ ის სხვა რამეზე იყო
გაბრაზებული, მაგრამ მოჩვენებითი სიმშვიდით მკლავზე მსუბუქად შეეხო და
წყნარად უთხრა: - კრენლ, ხომ გითხარი შენთან სალაპარაკო მაქვს-მეთქი. წავიდეთ.

კრენლიმ ცოტა ხანს უყურა და შემდეგ ჰკითხა: - ახლა?

- ჰო, ახლა, - თქვა სტივენმა - აქ ვერ ვილაპარაკებთ. წავიდეთ.

მოედანი უსიტყვოდ გადაჭრეს. კოლონადის საფეხურებიდან ჩიტის ნაზი სტვენის


მოტივი მიაცილებდათ „ზიგფრიდიდან“.[332] კრენლი მიბრუნდა და დიქსონმა,
რომელიც უსტვენდა, დაიყვირა: - თქვენ საით, მეგობრებო. აღარ გავაგრძელოთ
თამაში, კრენლ?

უძრავ ჰაერში მათ გადაძახილებით დათქვეს სასტუმრო „ადელფში“ ბილიარდი


როდის ეთამაშათ. სტივენი მარტო მიდიოდა წინ და როცა წყნარ კილდერ სტრიტზე,
სასტუმრო „ნეკერჩხლის“ წინ აღმოჩნდა, შეჩერდა და მოთმინებით დაელოდა.
სასტუმროს სახელმა, უფერულმა პრიალა ხემ, შენობის უფერულმა ფასადმა,
თავაზიან, ქედმაღალ მზერასავით დასუსხეს. გაბრაზებული უყურებდა სასტუმროს
მკრთალად განათებულ ჰოლს და წარმოდგენილი ჰქონდა ირლანდიელი
არისტოკრატების უშფოთველი, ნებიერი ცხოვრება. ისინი ფიქრობენ სამოქალაქო
სამსახურში თუ ჯარში დაწინაურებაზე, მიწის აგენტებზე, გლეხები მათ მდაბლად
უკრავენ თავს სოფლის შარაზე, იციან სხვადასხვა ფრანგული კერძების სახელები და
მსახურებს წრიპინა, მყვირალა ხმებით აძლევენ ბრძანებებს, მათ ქედმაღლურ ტონში
კი პროვინციული აქცენტი ისმის.

როგორ შეანჯღრიოს მათი ცნობიერება. როგორ დაეუფლოს მათი ქალიშვილების


წარმოსახვას, ვიდრე ისინი მემამულეებისგან დაფეხმძიმდებიან და შვილებს
გააჩენენ, რომ მათი გამოზრდილი თაობა მთლად ისეთი უბადრუკი მაინც არ იყოს,
როგორც თვით ისინი არიან. და ჩამოწოლილ ბინდში გრძნობდა, ფიქრები და
ზრახვანი იმ ხალხისა, რომელსაც ის ეკუთვნოდა, ღამურებივით როგორ დაჰქროდნენ
სოფლის ბნელ შუკებში, ხეებქვეშ, წყლის ნაკადებში თუ ჭაობებთან ახლოს. ქალი
კარის ზღურბლთან იცდიდა, როცა დავინმა ღამით ჩაიარა. მან ტოლჩით რძე
შესთავაზა და ლოგინისკენ იხმობდა, რადგან დავინს მშვიდი თვალები აქვს, იმ
კაცისა, რომელსაც შეუძლია საიდუმლოს შენახვა. ის კი არასოდეს მიუხმიათ ქალის
თვალებს.

ვიღაცამ მისი მკლავი მაგრად ჩაბღუჯა და კრენლის ხმამ თქვა: - განვიდეთ!

ისინი წყნარად გაემართნენ სამხრეთის მიმართულებით. შემდეგ კრენლიმ თქვა: - ეს


ყბედი იდიოტი ტემპლი. მოსეს ვფიცავ, ერთ დღეს იქნება, შემომაკვდება.

მაგრამ მის ხმაში სიბრაზე უკვე აღარ იგრძნობოდა და სტივენს აინტერესებდა,


ფიქრობდა თუ არა კრენლი იმაზე, თუ როგორ მიესალმა კოლონადის ქვეშ მდგარი
გოგონა.
მარცხნივ გაუხვიეს და გზა გააგრძელეს. ცოტა ხანს ხმა არ ამოუღიათ. შემდეგ
სტივენმა თქვა: - კრენლ, ამ საღამოს უსიამო შელაპარაკება მქონდა.

- შინაურებთან? - ჰკითხა კრენლიმ.

- დედასთან.

- რელიგიის შესახებ?

- ჰო, - უპასუხა სტივენმა

პაუზის შემდეგ კრენლიმ ჰკითხა: - დედა რამდენი წლისაა?

- ხნიერი არ არის. - თქვა სტივენმა. - მას სურს, რომ აღდგომას ვეზიარო.

- და შენ რას აპირებ?

- არ ვეზიარები. - თქვა სტივენმა.

- რატომ? - თქვა კრენლიმ.

- არ ვემორჩილები.[333] - უპასუხა სტივენმა.

- ეს ადრე ითქვა, - წყნარად შენიშნა კრენლიმ.

- ჰოდა, ახლა მე ვამბობ, - ცხარედ თქვა სტივენმა.

კრენლიმ მას მხარზე მოუჭირა ხელი და თქვა: - ასე ნუ ცხარობ, თუ კაცი ხარ. რა
ადვილად ფიცხდები ხოლმე.

როცა ამას ამბობდა, ნერვიულად გაიცინა, მეგობრული, თანამგრძნობი თვალებით


შეხედა სტივენს და თქვა: - შენ იცი, რომ ფიცხი ხარ?

- გავბედავ და ვიტყვი, რომ ვარ, - თქვა სტივენმა და თვითონაც გაიცინა.

ბოლო ხანებში მათ შორის არსებული გაუცხოების გრძნობა თითქოს სადღაც გაჰქრა
და ისინი უცებ დაუახლოვდნენ ერთმანეთს.

- პურის და ღვინის ქრისტეს სხეულად და სისხლად ქცევისა თუ გჯერა? - ჰკითხა


კრენლიმ.

- არა, - თქვა სტივენმა.

- ე. ი. არ გჯერა?

- არც მჯერა და არც არ მჯერა, - უპასუხა სტივენმა.

- ეჭვი ბევრსა აქვს, მათ შორის რელიგიურ პირებსაც კი. მაგრამ ისინი სძლევენ მას, ან
გვერდზე გადადებენ ხოლმე. თუ შენი ეჭვები ძალიან ძლიერია?

- სულაც არ მინდა მათი დაძლევა, - უპასუხა სტივენმა.


კრენლი ცოტა ხანს დაბნეული ჩანდა, შემდეგ ჯიბიდან კიდევ ერთი ლეღვის ჩირი
ამოიღო და ის იყო პირში ჩადებას აპირებდა, რომ სტივენმა თქვა: - მოითმინე, ძალიან
გთხოვ. ამ საკითხზე ლეღვით გამოტენილი პირით ვერ ისაუბრებ.

კრენლიმ ლეღვის ჩირი იმ ფანრის სინათლეზე შეათვალიერა, რომლის ქვეშაც


შეჩერებული იყვნენ. შემდეგ თითოეული ნესტოთი დაყნოსა, ცოტა მოკბიჩა,
ამოაფურთხა, ლეღვი თხრილში უხეშად მოისროლა და ძირს დავარდნილს მიმართა:
- წარვედი ჩემგან წყეულო, ცეცხლსა მას საუკუნესა.[334]

შემდეგ სტივენს მკლავში ხელი გამოსდო და თქვა: - არ გეშინია, რომ განკითხვის


დღეს ამ სიტყვებით მოგმართონ?

- და სხვას რას მთავაზობენ? - ჰკითხა სტივენმა - მარადიულ ნეტარებას ჩვენი დეკანის


კამპანიაში?

- იცოდე, რომ ის სამოთხეში მოხვდება, - თქვა კრენლიმ.

- აბა რა, - მწარედ თქვა სტივენმა - ასეთი საზრიანი, მარჯვე, უშფოთველი და


უწინარეს ყოვლისა, გამჭრიახი.[335]

- იცი რა, - წყნარად თქვა კრენლიმ - უცნაურია, რომ შენი გონება, მთლიანად
გაჟღენთილია რელიგიით, რომელსაც შენ უარყოფ. სკოლაში რომ იყავი, მაშინ თუ
გწამდა? სანაძლეოს ჩამოვალ, გწამდა.

- მწამდა, - უპასუხა სტივენმა.

- და მაშინ უფრო ბედნიერი იყავი? - რბილად ჰკითხა კრენლიმ. - ვთქვათ უფრო


ბედნიერი, ვიდრე ახლა ხარ?

- ხან უფრო ბედნიერი ვიყავი და ხან უფრო უბედური - თქვა სტივენმა - მაშინ მე
საერთოდ სხვა ვიყავი.

- როგორ სხვა? რა გინდა ამით რომ თქვა?

- ის მინდა ვთქვა, რომ მე მაშინ ის არ ვიყავი, ვინც ახლა ვარ, არ ვიყავი ის ვინც უნდა
გავმხდარიყავი, - თქვა სტივენმა.

- არა ის, ვინც ახლა ხარ. არა ის, ვინც უნდა გამხდარიყავი. - გაიმეორა კრენლიმ - ნება
მომეცი, ერთი შეკითხვა დაგისვა. დედა გიყვარს?

სტივენმა ნელა გადააქნია თავი.

- მე არ ვიცი, რას ნიშნავს შენი სიტყვები. - უბრალოდ თქვა მან.

- არასოდეს არავინ გყვარებია? - ჰკითხა კრენლიმ.

- ქალებს გულისხმობ?

- არა, ამაზე არ ვლაპარაკობ, - ცოტა უფრო ცივად თქვა კრენლიმ. - მე გეკითხები


ვინმეს ან რაიმეს მიმართ თუ გიგრძვნია სიყვარული?

სტივენი მეგობრის გვერდით მიაბიჯებდა და მოღუშული ბილიკს დასჩერებოდა.


- მე ვცადე ღმერთი შემეყვარებინა, - თქვა მან ბოლოს - ეტყობა ვერ შევძელი. ეს
ძალიან ძნელია. ვცადე ცხოვრების ყოველ წამს ჩემი ნება ღმერთის ნებასთან შემერწყა.
ხანდახან ვახერხებდი ამას. ალბათ ახლაც შევძლებდი...

კრენლიმ მკვეთრად შეაწყვეტინა: - დედაშენს ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა?

- რა ვიცი, - თქვა სტივენმა.

- რამდენი შვილი ჰყავს?

- ცხრა თუ ათი. - უპასუხა სტივენმა - რამდენიმე გარდაიცვალა.

- და შენი მამა... - კრენლიმ წამიერად შეწყვიტა და შემდეგ თქვა: - არ მინდა შენი


ოჯახის საქმეებში ჩავყო ცხვირი, მაგრამ მამაშენი შეძლებული კაცი იყო? იმ დროს
ვგულისხმობ, როცა შენ ბავშვი იყავი.

- კი, - თქვა სტივენმა.

- რა პროფესიის იყო? - ჰკითხა კრენლიმ პაუზის შემდეგ.

- სტუდენტი - მედიკოსი, ნიჩბოსანი, ტენორი, მოყვარული მსახიობი, მყვირალა


პოლიტიკოსი, წვრილი მემამულე, წვრილი ინვესტორი, ლოთი, კაი ტიპი, ლაპარაკის
მოყვარული, ვიღაცის მდივანი, ღვინის ქარხანაშიც მუშაობდა, გადასახადების
ამკრეფი, ბანკროტი და ახლა თავისი წარსულის მეხოტბე.

კრენლის გაეცინა, სტივენს უფრო მაგრად მოუჭირა მკლავზე ხელი და თქვა: - ღვინის
ქარხანა მართლა კარგი რამეა.

- კიდევ რაიმე გინდა იცოდე? - ჰკითხა სტივენმა.

- ახლა კარგად ცხოვრობთ?

- არ მეტყობა, როგორ ვცხოვრობ? - უკმეხად ჰკითხა სტივენმა.

- ე. ი. - ფიქრიანად გააგრძელა კრენლიმ - შენ ფუფუნებაში ხარ დაბადებული.

მან ხმამაღლა, მკაფიოდ წარმოთქვა ეს ფრაზა, როგორც ხშირად წარმოთქვამდა


ხოლმე ტექნიკურ ტერმინებს, თითქოს სურდა მისი მსმენელი მიხვედრილიყო, რომ
ის მათ მთლად თავდაჯერებით ვერ წარმოთქვამდა.

- დედაშენს ალბათ საკმაო ტანჯვის გადატანა მოუხდა - თქვა მან შემდეგ - რატომ არ
უნდა ეცადო ახლა მაინც შეუმსუბუქო ტანჯვა, მაშინაც კი. თუ...

- ეს რომ შემეძლოს, - თქვა სტივენმა - ბევრი არაფერი დამიჯდებოდა.

- მაშინ ისე მოიქეცი, როგორც მას სურს. ეს შენთვის არაფერი არ არის. თუ არ გწამს,
მაშინ ეს მხოლოდ, ფორმალობაა და მეტი არაფერი. ის კი დამშვიდდებოდა.

მან ლაპარაკი შეწყვიტა, და რადგან სტივენმა არ უპასუხა, აღარ გააგრძელა. შემდეგ


თითქოს თავისი ფიქრების პროცესს ახმოვანებსო, თქვა: - ყველაფერში შეიძლება ეჭვი
შეიტანო ამ მყრალ სამყაროში, გარდა დედის სიყვარულისა. დედისაგან ევლინები ამ
სამყაროს, მანამდე კი მუცლით გატარებს. რა ვიცით ჩვენ მისი გრძნობების შესახებ?
მაგრამ რასაც არ უნდა გრძნობდეს, ყოველ შემთხვევაში, ის გრძნობები ნამდვილია.
ასე უნდა იყოს. და რაა ჩვენი ყველა იდეა და ამბიცია? თამაშია მხოლოდ. იმ წყეულ
მოკიკინე თხასაც - ტემპლსაც - იდეები აწუხებს, მაკკანისაც. ყოველი სახედარი,
გზაზე რომ მიდის ფიქრობს, იდეები მაქვსო.

სტივენმა, რომელიც ცდილობდა, გაეგო რა იმალებოდა ამ სიტყვების უკან,


მოგონილი უდარდელობით თქვა: - პასკალი, თუ სწორად მახსოვს, დედამისს ნებას
არ აძლევდა, მისთვის ეკოცნა,[336] რადგან ქალის შეხების ეშინოდა.

- პასკალი ღორი იყო, - თქვა კრენლიმ.

- მე მგონი, ალოიზ გონზაგაც[337] იგივე აზრისა იყო.

- ჰოდა, მაშინ ისიც ღორი ყოფილა, - თქვა კრენლიმ.

- ეკლესია მას წმინდანად აღიარებს, - შეეპასუხა სტივენი.

- სულაც არ მაინტერესებს, ვინ რად აღიარებს, - უხეშად და მტკიცედ თქვა კრენლიმ -


მე მას ღორად ვთვლი.

სტივენმა საგულდაგულოდ შეარჩია სიტყვები გონებაში და გააგრძელა: - იესო


ქრისტეც არ გამოირჩეოდა დიდი თავაზიანობით დედის მიმართ სახალხოდ,[338]
მაგრამ სუარესი,[339] იეზუიტი თეოლოგი და ესპანელი ჯენტლმენი, ამართლებს მას.

- ოდესმე თუ მოგსვლია აზრად, - ჰკითხა კრენლიმ - რომ იესო არ იყო ისეთი,


როგორადაც თავს აჩვენებდა.

- პირველი, ვისაც ეს აზრი მოუვიდა თვითონ იესო იყო.

- მე მხედველობაში მაქვს, - მკვეთრად თქვა კრენლიმ - ოდესმე თუ მოგსვლია აზრად,


რომ ის შეგნებული ფარისეველი იყო. საფლავი განგოზილი,[340] როგორც თვითონ
უწოდებდა თავის თანამედროვე ებრაელებს, ანუ, უბრალოდ რომ ვთქვათ, არამზადა
იყო.

- ასეთი რამ არასოდეს მომსვლია თავში, - თქვა სტივენმა,- მაგრამ მე მაინტერესებს,


შენ ჩემს მოქცევას ცდილობ თუ საკუთარ თავს აცდუნებ?

მან სახეში შეხედა მეგობარს და დაინახა, რომ მასზე ღიმილი ისახებოდა, და კრენლი
ნებისყოფას ძაბავდა, რომ ეს ღიმილი მრავალმნიშვნელოვანი გაეხადა.

მოულოდნელად კრენლიმ უბრალოდ და საქმიანად ჰკითხა: - მართალი მითხარი,


ჩემმა სიტყვებმა თავზარი დაგცეს, ხომ?

- ჰო, რამდენადმე, - თქვა სტივენმა.

- და რატომ, - იმავე ტონით გააგრძელა კრენლიმ - თუკი შენ დარწმუნებული ხარ,


რომ ჩვენი რელიგია ყალბია და იესო არ იყო ძე ღმრთისა?

- მე სულაც არა ვარ ამაში დარწმუნებული, - თქვა სტივენმა - ის ღმერთის ძეს უფრო
ჰგავს ვიდრე მარიამის ძეს.
- ამიტომ არის, რომ არ გინდა ზიარება მიიღო? - ჰკითხა კრენლიმ. შენ ამაშიც კი არა
ხარ დარწმუნებული, რადგან გრძნობ, რომ ზიარება მართლაც შეიძლება იყოს
ღმერთის ძის სისხლი და ხორცი და არა უბრალო სეფისკვერი, და გეშინია, რომ ეს
შეიძლება მართლა ასე იყოს.

ჰო, - თქვა სტივენმა წყნარად - მე ამას ვგრძნობ და მეშინია.

გასაგებია, - თქვა კრენლიმ.

სტივენმა, რომელმაც მის ტონში საუბრის დამთავრების ინტონაცია იგრძნო, მაშინვე


განაახლა კამათი: - მე ბევრი რამის მეშინია - ძაღლების, ცხენების, იარაღის, ზღვის,
ჭება-ქუხილის, ღამით სოფლის გზებზე სიარულის.[341]

- მაგრამ პურის პატარა ნაჭრის მაინც რატომ გეშინია?

- მე ვფიქრობ, - თქვა სტივენმა, - რომ ყველაფერი იმის უკან, რისაც მე მეშინია,


ავისმომასწავებელი რეალობა იმალება.

- ე.ი. შენ იმის გეშინია, რომაულ-კათოლიკური ეკლესია დაგწყევლის და სიკვდილით


დაგსჯის, თუკი შენ მკრეხელურად მიიღებ ზიარებას.

- რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას ახლაც შეუძლია ამის გაკეთება, - თქვა სტივენმა. -


მე უფრო იმ ქიმიური პროცესის მეშინია, რომელიც ჩემს სულში დაიწყება იმ
სიმბოლოსადმი ყალბი თაყვანისცემის გამო, რომლის უკან ძალაუფლების და
პატივისცემის ოცი საუკუნეა დახვავებული.

- შეძლებდი - ჰკითხა კრენლიმ - ჩაგედინა ასეთი მკრეხელობა, თუკი ეს საფრთხეს


შეუქმნიდა შენს სიცოცხლეს, მაგალითად იმ დროში, როცა კათოლიკური რელიგია
იდევნებოდა?[342]

- მე არ შემიძლია პასუხი ვაგო წარსულზე, - უპასუხა სტივენმა - ალბათ, ვერ


შევძლებდი.

- ე. ი. თქვა კრენლიმ, შენ არ აპირებ პროტესტანტი გახდე?

- მე რწმენა დავკარგე, - უპასუხა სტივენმა, - მაგრამ საკუთარი თავის პატივისცემა არ


დამიკარგავს. რაღა გათავისუფლებაა, თუკი ერთ, ლოგიკურ და თანმიმდევრულ
უაზრობას იმისთვის მიატოვებ, რომ მეორე არალოგიკური და არათანმიმდევრული
უაზრობა მიიღო.

მათ პემბრუკის რაიონს[343] მიაღწიეს და ახლა, როცა ნელა მიუყვებოდნენ ხეივანს,


იგრძნეს, რომ ხეებმა და აქა-იქ გაფანტული ვილებიდან გამომავალმა სინათლეებმა
დაამშვიდეს ისინი. სიმდიდრის და სიმყუდროვის ატმოსფერო, გარშემო რომ
სუფევდა, თითქოს მათ გაჭირვებას ესალბუნებოდა. დაფნის ღობის მიღმა,
სამზარეულოს ფანჯრებში სინათლე ციმციმებდა და მსახური ქალის სიმღერა
მოისმოდა. ის დანას ლესავდა და თან მკაფიო სიტყვებით მღეროდა როზი
ო’გრეიდი[344]-ის.

კრენლი მოსასმენად შეჩერდა და თქვა.

M Mulier cantat[345]
ლათინური ენის ფაქიზი მშვენიერება მომაჯადოებლად შეეხო საღამოს წყვდიადს,
უფრო მსუბუქად და დამაჯერებლად, ვიდრე მუსიკის ან ქალის შეხებაა. მათი
აფორიაქებული გონება ჩაწყნარდა. ქალის ფიგურამ, ისეთმა, როგორიც ეკლესიაში
ლიტურგიის დროს გამოჩნდება ხოლმე, წყნარად ჩაიარა სიბნელეში. თეთრით
მოსილი ტანი, პატარა და ბიჭურად მოხდენილი, ღვედის ჩამოშვებული ბოლოებით.
მის ბიჭურ, მაღალ, სუსტ ხმას შორეული ხოროდან მოჰქონდა პირველი სიტყვები
ქალისა, რომლებიც წყვდიადს ჰკვეთდნენ, და ზარი უფლის ვნებების პირველი
გოდებისა: Et tu cum jesu Galilaeo eras[346]

და ყველა გული ათრთოლდა და მის ხმას მიეახლა, ნორჩი ვარსკვლავივით


მბრწყინავს, რომელიც პირველ სიტყვაზე აელვარდება, შემდეგ მიინავლება და ბოლო
სიტყვაზე კვდება.

სიმღერა შეწყდა. მათ გზა განაგრძეს, კრენლიმ რეფრენის ბოლო გაიმეორა, ისე, რომ
აქცენტი რიტმზე გააკეთა.

და როცა ვიქორწინებთ

ბედნიერები ვიქნებით ჩვენ, რადგან მე მიყვარს როზი ო’გრეიდი

და როზი ო’გრეიდის ვუყვარვარ მე.

- ეს ნამდვილი პოეზიაა - თქვა მან - და ნამდვილი სიყვარულია.

მან უცნაური ღიმილით ცერად გახედა სტივენს და თქვა: - შენ მიგაჩნია ეს პოეზიად?
გეუბნება ეს სიტყვები რაიმეს?

- ჯერ როზის ვნახავდი, - თქვა სტივენმა.

- მისი ნახვა არ არის ძნელი, - თქვა კრენლიმ.

ქუდი შუბლზე ჩამოფხატოდა. უკან გადაიწია და ხეების ჩრდილში, სიბნელის ფონზე


სტივენმა მისი ფერმკრთალი სახე და შავი თვალები დაინახა. დიახ, ლამაზი სახე აქვს.
ტანიც ძლიერი და დაკუნთული. დედის სიყვარულზე ლაპარაკობდა. ე.ი. გრძნობს
ქალების ტანჯვას, მათ სულიერ და ხორციელ სისუსტეებს. ძლიერი მტკიცე ხელით
დაიცავს მათ და გონებას მოიდრეკს მათ წინაშე.

უნდა წავიდეს. წასვლის დროა. ხმამ ნაზად გაიჟღერა სტივენის ეულ გულში. ხმამ,
რომელიც წასვლისკენ მოუწოდებდა და ეუბნებოდა, რომ მათი მეგობრობა
მთავრდებოდა. დიახ, ის წავა. არავისთან არ იბრძოლებს. მან იცის თავისი ხვედრი.

- მე ალბათ წავალ. - თქვა მან.

- სად? - ჰკითხა კრენლიმ.

- სადაც შევძლებ. - თქვა სტივენმა.

- ჰო, - თქვა კრენლიმ - შენთვის ახლა ალბათ ძნელი იქნება აქ ცხოვრება, მაგრამ ეს
გაიძულებს წასვლას?

- მე უნდა წავიდე, - თქვა სტივენმა.


- ჰო, მაგრამ შენს თავს აქედან გაძევებულად ნუ მიიჩნევ, თუკი შენ თვითონ არ გსურს
წასვლა, - გააგრძელა კრენლიმ - ნურც ერეტიკოსად და კანონგარეშედ ჩათვლი თავს.
ბევრი კარგი მორწმუნე შენსავით ფიქრობს. რა გაგიკვირდა? ეკლესია მხოლოდ ქვის
შენობა კი არ არის, ან თუნდაც სამღვდელოება თავისი დოგმებით. ეს ყველა ის
ადამიანებია, რომლებიც მასში დაიბადნენ. მე არ ვიცი, შენ რის გაკეთებას აპირებ
ცხოვრებაში. იმას ხომ არა, რაზეც შენ მელაპარაკებოდი, როცა ჰარკორტ-სტრიტის
სადგურზე ვიყავით?

- ჰო, - თქვა სტივენმა და უნებურად გაეღიმა იმაზე, რომ კრენლი აზრებს


ადგილებთან დაკავშირებით იმახსოვრებდა - იმ საღამოს, როცა შენ ნახევარი საათი
ედავე დოგერტის, თუ რომელია უმოკლესი გზა სელიგეპიდან ლერესამდე.[347]

- ხისთავიანი! - თქვა კრენლიმ წყნარი ზიზღით - რა იცის მაგან სელიგეპიდან


ლერესამდე გზის შესახებ. ან საერთოდ რა იცის. თავის მაგივრად გოგრა აქვს.

მან ხმამაღლა გაიცინა.

- და დანარჩენი? - თქვა სტივენმა - დანარჩენი თუ გახსოვს?

- შენ სიტყვებს გულისხმობ? - ჰკითხა კრენლიმ - დიახ, მახსოვს. მოძებნო ცხოვრების


თუ ხელოვნების ის ფორმა, რომელშიც შენი სული შეუზღუდავად და თავისუფლად
შეძლებს საკუთარი თავის გამოხატვას.

სტივენმა დასტურის ნიშნად ქუდი აიწია.

- თავისუფლება. - თქვა კრენლიმ - მაგრამ შენ ხომ არა ხარ საკმარისად თავისუფალი
იმისათვის, რომ მკრეხელობა ჩაიდინო. მითხარი, მოპარვას შეძლებდი?

- უმალ ვიმათხოვრებდი, - თქვა სტივენმა.

- და თუ არაფერს მოგცემდნენ, მოიპარავდი?

- შენ გინდა მათქმევინო, რომ საკუთრების უფლება პირობითია, და გარკვეულ


პირობებში ქურდობა დანაშაული არ არის. - თქვა სტივენმა - ასეთი რწმენით ყველას
შეუძლია მოიპაროს. ამიტომ მე ასე არ გიპასუხებ. ჯობია იეზუიტ ღვთისმეტყველს
ხუან მარიან დე ტალავერს[348] მიმართო. ის აგიხსნის, რა შემთხვევაშია დასაშვები
მეფის მოკვლა და როგორ უნდა გააკეთო ეს - საწამლავი თასით უნდა გაუწოდო, თუ
ტანსაცმელზე ან უნაგირზე მიაყარო. უმჯობესია მკითხო, მე თუ მივცემდი ნებას
გავეძარცვეთ და თუ გამძარცვავდნენ, გადავცემდი თუ არა მძარცველებს
მართლმსაჯულების მსახვრალ ხელს.

- და იზამდი ამას?

- მე ვფიქრობ, - თქვა სტივენმა - ესეც ისევე მტკინვეული იქნებოდა ჩემთვის, როგორც


ის, რომ გამძარცვეს.

- გასაგებია, - თქვა კრენლიმ.

მან ასანთის ღერი ამოიღო და კბილების ჩიჩქნა დაიწყო. შემდეგ უდარდელად თქვა: -
მითხარი, მაგალითად, ქალწულს უბიწოებას დააკარგვინებდი?
- მაპატიე, - თავაზიანად თქვა სტივენმა - მაგრამ ამას არ ესწრაფვის ახალგაზრდა
კაცების უმრავლესობა?

- და შენ როგორ უყურებ ამას? - ჰკითხა კრენლიმ

მისმა ბოლო ფრაზამ, ნახშირის ნამწვის მწარე სუნივით უსიამომ და ვერაგულმა,


სტივენის გონება ააფორიაქა და ორთქლის ბოლქვებივით მოედო მას.

- მისმინე, კრენლ, - თქვა მან - შენ მკითხე, რის გაკეთებას ვისურვებდი და რისას არა.
მე გეტყვი რას გავაკეთებ და რას არ გავაკეთებ. მე არ ვემსახურები იმას, რაც აღარ
მწამს, რაც არ უნდა ერქვას მას - ჩემი სახლი, სამშობლო, თუ ეკლესია. მე ვეცდები
გამოვხატო ჩემი თავი ცხოვრების თუ ხელოვნების ამა თუ იმ ფორმაში ისე
თავისუფლად და სრულად, როგორც შემიძლია და თავი მხოლოდ იმ იარაღით
დავიცვა, რომლის გამოყენების უფლებას ჩემს თავს მივცემ: სიჩუმით, დევნილობაში
ყოფნით და ეშმაკობით. კრენლიმ მისი ხელი ჩაბღუჯა და ის უკან, ლისონ-
პარკისკენ[349] მიაბრუნა. მან ცბიერად გაიღიმა და სტივენს ისე სიყვარულით
მოუჭირა ხელი, თითქოს უმცროსს ეალერსებაო.

- ეშმაკობით? - თქვა მან. ეს შენა ხარ, შე საწყალო პოეტო?

- შენ მაიძულე, აღსარება მეთქვა შენთვის, - თქვა მისი შეხებით აღელვებულმა


სტივენმა - ისე, როგორც ადრეც მრავალჯერ მოვქცეულვარ შენთან. ასე არ არის?

- ასეა, შვილო ჩემო, - კვლავ მხიარულად თქვა კრენლიმ.

- შენ მაიძულე, მეღიარებინა თუ რისი მეშინია. მაგრამ მე იმასაც გეტყვი, რისი არ


მეშინია. მე არ მეშინია მარტოობის. არ მეშინია იმის, რომ უარყოფილი ვიქნე ვიღაც
სხვის გამო. არ მეშინია, მივატოვო ყველაფერი, რაც მისატოვებელია. არ მეშინია
შეცდომის დაშვების, დიდი შეცდომის, მთელი ცხოვრების შეცდომის და შესაძლოა
თვით სამარადისო შეცდომისაც კი.

კრენლიმ ნაბიჯი შეანელა და ახლა უკვე სერიოზულად თქვა: - მარტო. სრულიად


მარტო. და შენ ამის არ გეშინია. იცი კი ეს სიტყვა რას ნიშნავს? ეს არა მხოლოდ
სხვებისგან განცალკავებას ნიშნავს, არამედ იმასაც, რომ ერთი მეგობარიც კი არ
გყავდეს.

- გავრისკავ - თქვა სტივენმა.

- და არ გყავდეს არავინ, - თქვა კრენლიმ - რომელიც უფრო მეტი იქნება შენთვის,


ვიდრე მეგობარი, უფრო მეტი, ვიდრე უკეთილშობილესი და უჭეშმარიტესი
მეგობარი, რომელიც კი ადამიანს ოდესმე ჰყოლია.

ჩანდა, ამ სიტყვებმა თვით კრენლის სულის ყველაზე მთრთოლვარე სიმები შეარხია.


საკუთარ თავზე ხომ არ ამბობდა, იმაზე როგორიც იყო ან როგორიც სურდა
გამხდარიყო. სტივენი რამდენიმე წამით მდუმარედ მისჩერებოდა მის სახეს,
რომელზეც ცივი მწუხარება გამეფებულიყო. ის თავის თავზე ლაპარაკობდა, თავის
მარტოობაზე, რომლისაც ეშინოდა.

ვის შესახებ ლაპარაკობ? - ჰკითხა სტივენმა ბოლოს.


კრენლიმ არ უპასუხა.

20 მარტი. ხანგრძლივი საუბარი კრენლისთან ჩემი ამბოხის შესახებ.

ჩვეულებისამებრ მედიდურად ეჭირა თავი. მე უფრო დამყოლი და თავაზიანი ვიყავი.


დედისადმი სიყვარულზე მიქადაგებდა. შევეცადე დედამისი წარმომედგინა. ვერ
შევძელი. ერთხელ უნებურად წამოსცდა, რომ მამამისი სამოცდაერთი წლის იყო,
როცა ის დაიბადა. შემიძლია წარმოვიდგინო როგორი იქნება. ტიპური ძლიერი
ფერმერი, გამძლე დიდი კოსტიუმით, დაუვარცხნელი, ჭაღარა წვერით. ალბათ
ძაღლების დოღზე დადის. მამა დვაიერს და ლერესს რეგულარულად, მაგრამ არცთუ
უხვად უხდის საეკლესიო მოსაკრებელს. ხანდახან საღამოობით გოგონებს ესაუბრება.
დედამისი? ძალიან ახალგაზრდაა, თუ ძალიან მოხუცი? საეჭვოა, ახალგაზრდა იყოს.
მაშინ კრენლი სხვანაირად ილაპარაკებდა. გამოდის, რომ მოხუცია. ალბათ
მიტოვებულიც. აქედან მოდის კრენლის სულის სასოწარკვეთა - უძლური წელის
ნაყოფი.

21 მარტი. დილა. წუხელ ღამით ლოგინში ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ ისე


გაზარმაცებული ვარ და ისეთი თავისუფალი, რომ ჩაწერა შემეზარა. დიახ,
თავისუფალი. უძლური წელი - ელიზაბეტის და ზაქარიასი.[350] მაშ ის
წინამორბედია? ძირითადად შებოლილი ხორცით და ლეღვის ჩირით იკვებება. ანუ
კალიებით და ველური თაფლით. კიდევ ერთიც, როცა მასზე ვფიქრობ ყოველთვის
ვხედავ მკაცრ, მოკვეთილ თავს, ან სიკვდილის ნიღაბს, თითქოსდა ნაცრისფერ
ფარდაზე თუ გარდამოხსნაზე გამოსახულს. ისინი ამას თავისკვეთას უწოდებენ.
წამიერად წმინდა იოანე მაოგნებს ლათინურ ჭიშკართან.[351] რას ვხედავ?
თავმოკვეთილ წინამორბედს, რომელიც ცდილობს საკეტი გატეხოს.

21 მარტი. ღამე. თავისუფალი ვარ. თავისუფალია სული და წარმოსახვაც


თავისუფალია. მკვდრებს დაანებე თავიანთი მკვდრების დამარხვა,[352] და დაე,
მკვდრები მკვდრებზე დაქორწინდნენ.

22 მარტი. მე და ლინჩი საავადმყოფოს მომვლელ ტანსრულ ქალს ავედევნეთ. ლინჩმა


მოიგონა. არ მომწონს. დეკეულს ადევნებული ორი მჭლე, მშიერი მწევარი.

23 მარტი. იმ საღამოს შემდეგ არ მინახავს. ხომ არ ავადმყოფობს? ალბათ ბუხართან


ზის მხრებზე მოხვეული დედამისის შალით. არ ჭირვეულობს. იქნებ ცოტაოდენი
ფაფა? ახლა არ გინდა?

24 მარტი - დედასთან კამათით დაიწყო. თემა - ღვთისმშობელი მარიამი.


მაბრკოლებდა ჩემი სქესი და ახალგაზრდობა. თავი რომ დამეძვრინა, იესოს და მისი
მამიკოს[353] შორის ურთიერთობა, მარიამისა და მისი შვილის ურთიერთობასთან
დავაპირისპირე. ვუთხარი, რომ რელიგია სამშობიარო სახლი არ არის. დედა
შემწყნარებლურად მელაპარაკებოდა. მითხრა, რომ მე ტვინი უცნაურად მაქვს
მოწყობილი და ძალიან ბევრს ვკითხულობ. არ არის მართალი. ცოტას ვკითხულობ
და კიდევ უფრო ცოტას ვგებულობ. შემდეგ მითხრა, რომ მე რწმენას კვლავ
დავუბრუნდები, რადგან მოუსვენარი გონება მაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესია
ცოდვის უკანა კარიდან მიატოვო და მას მონანიების მინის სახურავიდან
დაუბრუნდე. მონანიება არ შემიძლია. ასეც ვუთხარი და ექვსპენიანი ვთხოვე. სამი
პენსი მივიღე.

შემდეგ კოლეჯში წავედი. კიდევ ერთი შეხლა-შემოხლა გეცისთან, რომელსაც


მრგვალი თავი და თაღლითის თვალები აქვს. ამჯერად, ნოლანელი ბრუნოს[354]
შესახებ. იტალიურად დაიწყო და დამტვრეული ინგლისურით დაამთავრა. თქვა, რომ
ბრუნო საშინელი ერეტიკოსი იყო. მე ვუპასუხე, რომ ის საშინლად დაწვეს. ამაზე
ცოტა მწუხარედ დამეთანხმა. შემდეგ risotto alla bergamassa-ს[355] რეცეპტი მომცა.
როცა რბილ „O“ -ს წარმოთქვამს, თავის სავსე, ავხორც ტუჩებს ისე გამობზიკავს,
თითქოს ხმოვანს კოცნისო. შეიძლება მართლაც კოცნის. მონანიება თუ შეუძლია?
დიახ, შეუძლია ორი თაღლითური, მრგვალი ცრემლი გადმოაგოროს, თითო-თითო
ორივე თვალიდან.

როცა სტივენზ - გრინ-პარკს, ანუ ჩემს პარკს ვკვეთდი,[356] გამახსენდა, რომ სწორედ
მისმა - გეცის თანამემამულეებმა - მოიგონეს ის, რასაც კრენლიმ იმ საღამოს ჩვენი
რელიგია უწოდა. ოთხმოცდამეჩვიდმეტე ქვეითი პოლკის ოთხი ჯარისკაცი იჯდა
ჯვრის ძირში და ჯვარცმულის მოსასხამს კამათელში ათამაშებდა.

ბიბლიოთეკაში წავედი. შევეცადე სამი ჟურნალი წამეკითხა, ამაოდ. ის ჯერაც არ


ჩანს. მაღელვებს მე ეს? რა? რომ ის აღარასოდეს გამოჩნდება.

ბლეიკი წერს: მაინტერესებს უილიამ ბონდი ხომ არ მომკვდარა, ის ხომ ძალიან ავად
იყო.[357]

სამწუხაროა. საწყალი უილიამი.

ერთხელ, როტონდაში,[358] დიორამაში ვიყავი. ბოლოს, მაღალი თანამდებობის


პირთა სურათები აჩვენეს, მათ შორის უილიამ იუარტ გლადსტონის, რომელიც მაშინ
ახალი მკვდარი იყო. ორკესტრმა დაუკრა -

„ო, ვილი, როგორ გვაკლიხარ“.[359]

მართლა რეგვენების ერია!

25 მარტი. დილა. მშფოთვარე, სიზმრებიანი ღამე. მინდა თავიდან მოვიცილო ისინი.

გრძელი, მრუდე გალერეა. იატაკიდან შავი ორთქლი სვეტებად მიემართება ზემოთ.


ქვაში გამოკვეთილი ლეგენდარული მეფეების სახეები. მოღლილი ხელები
მუხლებზე უწყვიათ. თვალები დაბინდვიათ, რადგან ადამიანური შეცდომები
უწყვეტ, შავ ორთქლად მიედინება მათ წინაშე.

უცნაური ფიგურები გამოდიან გამოქვაბულიდან, ადამიანზე დაბლები არიან,


ერთმანეთისგან თითქოს არც არიან განშორებულნი. ფოსფორიანი სახეები შავი
ზოლებით აქვთ დაფარული. მე მომჩერებიან და თვალებით თითქოს რაღაცას
მეკითხებიან. ხმას არ იღებენ.

30 მარტი. ამ საღამოს კრენლიმ ბიბლიოთეკის შესასვლელთან დიქსონს და მის ძმას


ასეთი გამოცანა მისცა: დედას ბავშვი ნილოსში ჩაუვარდა.[360] გაგიჟებული დედა
გაბმით მოთქვამს. ბავშვი ნიანგმა გაიტაცა. დედა სთხოვს მას, ბავშვი დაუბრუნოს.
ნიანგი ეუბნება, რომ თანახმაა, თუკი დედა გამოიცნობს - უპირებს თუ არა ის ბავშვს
შეჭმას.

ლეპიდუსი იტყოდა, რომ ასეთი აზროვნება მხოლოდ თქვენი ჭუჭყიდან და თქვენი


მზის გავლენით შეიძლება წარმოიშვას.[361]

და ჩემი? ისიც ასეთი არა? მაშ ისიც ნილოსის ჭუჭყში.

1 აპრილი. უკანასკნელი ფრაზა არ მომწონს.

2 აპრილი. ის დავინახე, როცა ჯონსტონის, მუნის და ოყ ბრეინის კაფეში ჩაის და


ნამცხვარს მიირთმევდა. უფრო სწორად, ლინჩმა დაინახა, რომელსაც მახვილი თვალი
აქვს. ლინჩმა მითხრა, რომ გოგონას ძმამ კრენლი შინ მიიწვია. ნიანგი თუ მიუტანა?
ახლა ის არის ნათელი ამა სოფლისა.[362] ის ხომ მე აღმოვაჩინე. ნამდვილად მე
აღმოვაჩინე. ის წყნარად ანათებდა უიკლოუს ქატოს ტომრებს მიღმა.

3 აპრილი. დავინს შევხვდი თამბაქოს ფარდულთან, ფინდლეიტერის ეკლესიის


პირდაპირ. შავი სვიტერი ეცვა და ჰოკიჯოხი ეჭირა. მკითხა, მართალია თუ არა, რომ
წასვლას ვაპირებ, და თუ მართალია, რატომ მივდივარ. ვუთხარი, რომ ტარასკენ
უმოკლესი გზა via ჰოლიჰედია.[363] ამ დროს მამაჩემიც მოვიდა. ისინი ერთმანეთს
გავაცანი. მამა თავაზიანი და ყურადღებიანი იყო. დავინი მიიპატიჟა ცოტა
გადავკრათო. დავინს არ ეცალა - მიტინგზე მიიჩქაროდა. როცა წავიდა, მამამ თქვა,
კარგი, პატიოსანი თვალები აქვსო. მკითხა, ნიჩბოსნობის კლუბში რატომ არ
ეწერებიო. ყასიდად შევპირდი, ვიფიქრებ მაგაზე-მეთქი. მერე მომიყვა
პენიფეზერს[364] ერთ დროს რა დღე აყარა. სურს იურისტი გავხდე. ამბობს, ამისთვის
ზედგამოჭრილი ხარო. უფრო მეტი ტალახი, უფრო მეტი ნიანგებით.

5 აპრილი. ველური გაზაფხული. გაქანებული ღრუბლები. ოჰ, სიცოცხლე! ბნელი


ნაკადი მოთუხთუხე ჭაობებისა, რომლებსაც ვაშლის ხეების ნაზი ყვავილები აცვივა.
გოგონების თვალები ფოთლებს შორის. მორცხვი, ანცი გოგონები. ქერები ან
ოქროსფერთმიანები. შავგრემანები არა. ქერები უკეთ წითლდებიან. ჰოპლა!

6 აპრილი. მას, რა თქმა უნდა, წარსული ახსოვს. ლინჩი ამბობს, ყველა ქალს ახსოვსო.
მაშინ თავის ბავშვობაც ემახსოვრება და ჩემიც, თუკი მე ოდესმე ვიყავი ბავშვი.
წარსული ახლანდელითაა შთანთქმული და ახლანდელი მხოლოდ იმიტომ
ცოცხლობს, რომ მომავალი შვას. ქალების ქანდაკებები, თუ ლინჩს დავუჯერებთ,
ყოველთვის მთლიანად უნდა იყოს შებურვილი და ქალი ერთი ხელით მორცხვად
უნდა იფარავდეს უკანალს.

6 აპრილი - მოგვიანებით. მაიკლ რობერტსი იხსენებს მივიწყებულ სილამაზეს[365]


და როცა მისი ხელები სილამაზეს შემოეჭდობა, ეჩვენება, რომ მას მკლავებში ჰყავს
მომწყვდეული ის სილამაზე, რომელიც დიდი ხანია წარიხოცა ამ ქვეყნიდან. ეს ის არ
არის. სრულებითაც არა. მე მინდა ის სილამაზე მოვიმწყვდიო მკლავებში, რომელიც
ჯერაც არ შობილა ამ ქვეყნად.

10 აპრილი. ძლივს გასაგონად, ღამის წყვდიადში, ქალაქის სიჩუმეში, სიზმრები რომ


უსიზმრო ძილის ბურანად უქცევია, დაღლილი საყვარლის მსგავსად, ალერსი რომ
აღარ აღელვებს, გზიდან ჩლიქების რაკარუკი ისმის. როცა ხიდს უახლოვდებიან, ხმა
ცოტა უფრო მკვეთრი ხდება და როცა ჩაბნელებულ ფანჯრებს ჩაუქროლებენ,
სიწყნარეს ისარივით გაჰკვეთს განგაში. ხმა ახლა შორიდან მოისმის. ჩლიქები
ალმასივით ელავენ ღამის სიბნელეში და ჩაძინებულ ველებს ჩაუქოლებენ. საით?...
ვისკენ?... რა ახალი ამბები მიაქვთ.

11 აპრილი. წავიკითხე, რაც წუხელ დავწერე. ბუნდოვანი სიტყვებით გადმოცემული


ბუნდოვანი შეგრძნებები. მას თუ მოეწონებოდა? ვფიქრობ, მოეწონებოდა. მაშინ, მეც
უნდა მომეწონოს.

13 აპრილი. ეს ტუნდიში დიდხანს ვერ ამოვიგდე თავიდან. ლექსიკონში ჩავიხედე.


ვიპოვე. ძველი, კარგი ინგლისური სიტყვაა. ჯანდაბას დეკანიც და მისი ძაბრიც.
რისთვის მოვიდა აქ? -თავისი ძველი ენა ესწავლებინა ჩემთვის თუ ჩვენგან ესწავლა.
ასეა თუ ისე, ჯანდაბამდის გზა ჰქონია.

14 აპრილი. ჯონ ალფონს მალრენენი[366] ეს-ეს არის დასავლეთ ირლანდიიდან


დაბრუნდა. ევროპულ და ამერიკულ გაზეთებს ვთხოვ, გადაბეჭდონ ეს ინფორმაცია.
ის ყვება, რომ ირლანდიის მთებში, ქოხში ერთი მოხუცებული კაცი ნახა.
მოხუცებულს წითელი თვალები ჰქონდა და მოკლე ჩიბუხს ეწეოდა. ირლანდიურად
ლაპარაკობდა. მარლენენიც ირლანდიურად ლაპარაკობდა. შემდეგ ინგლისურად
ილაპარაკეს. მარლენენი მოუყვა მას სამყაროს და ვარსკვლავების შესახებ. მოხუცი
იჯდა, უსმენდა, ეწეოდა და იფურთხებოდა. შემდეგ მან თქვა: - ალბათ სამყაროს
მეორე ბოლოში საოცარი არსებები ცხოვრობენ.

მე მეშინია მისი. მაშინებს მისი წითელ ფოსოებში ჩამჯდარი კორძიანი თვალები.


მასთან მომიწევს შერკინება მთელი ღამე განთიადამდე.[367] სანამ მისი ან ჩემი
აღსასრული არ დადგება. დაძარღვულ ყელში მაგრად წავუჭერ ხელს, ვიდრე... რა
ვიდრე? ვიდრე არ დამნებდება? არა, ცუდს არ ვუსურვებ.

15 აპრილი. დღეს მას გრეფტონ სტრიტზე შევხვდი, პირისპირ. ბრბომ მიგვარეკა


ერთმანეთს. ორივენი შევჩერდით. მკითხა, რატომ აღარ ჩანხარო. თქვა, რომ რაღაც-
რაღაცები ესმოდა ჩემ შესახებ. მხოლოდ დროის გაწელვა უნდოდა. მკითხა, ლექსებს
რატომ აღარ წერო. ვისზე ვწერო-მეთქი, ვკითხე. დაირცხვინა და ისე შემეცოდა, თავი
უბადრუკად ვიგრძენი. მაშინვე დავკეტე ეს სარქველი და სულიერ-ჰეროიკული
გამაგრილებელი აპარატი ჩავრთე, დანტე ალიგიერის მიერ გამოგონებული და ყველა
ქვეყანაში დაპატენტებული.[368] სწრაფად მოვუყევი ჩემ შესახებ და ჩემს გეგმებზე.
უნებურად მეამბოხური ჟესტი გავაკეთე. ალბათ იმ კაცს ვგავდი ჰაერში ერთ მუჭა
ბარდას რომ აბნევს. ხალხი მოგვაჩერდა. მან მაშინვე ხელი ჩამომართვა და წასვლისას
თქვა, რომ იმედი ჰქონდა, რასაც ვამბობდი, ყველაფერს განვახორციელებდი.

მართლაც მეგობრული განწყობაა, არა?

დიახ, დღეს მე ის მომეწონა. ძალიან თუ ისე რა? არ ვიცი. დღეს მე ის მომეწონა და ეს


ახალ გრძნობად მეჩვენება. ამ შემთხვევაში ყველაფერი დანარჩენი, ყველაფერი რაზეც
ვფიქრობ, რომ ვფიქრობდი, რასაც ვგრძნობ, რომ ვგრძნობდი, ყველაფერი რაც აქამდე
იყო, ფაქტობრივად ... ოხ, მორჩი თუ კაცი ხარ და გამოიძინე.

16 აპრილი - მივდივარ! მივდივარ!

მკლავების და ხმების ხიბლი. გზების თეთრი მკლავები. მათი დაპირება გულში


ჩაკვრისა და შავი მკლავები მაღალი გემებისა, უძრავად რომ დგანან მთვარის ქვეშ,
მათი მონათხრობი შორეული ქვეყნების შესახებ. გამოწვდილი ხელები მეუბნებიან:
ჩვენ მარტონი ვართ - მოდი. და ხმებიც იმეორებენ: ჩვენ შენი სახლიკაცები ვართ.
ჰაერი სავსეა მათით და ისინი წასასვლელად მზადმყოფნი მიხმობენ მე, მათ
სახლიკაცს, თან თავიანთ მოზეიმე, საშინელი ახალგაზრდობის ფრთებს არხევენ.

26 აპრილი - დედა ჩემს ახალ, მეძველმანესთან შეძენილ ტანსაცმელს მილაგებს,


მლოცავს და მისურვებს, რომ სახლისაგან და მეგობრებისაგან მოშორებული
საკუთარი ცხოვრების მაგალითზე მივხვდე, რა არის გული და რას გრძნობს იგი.
ამინ! დაე, ასე იყოს. მოგესალმები სიცოცხლევ. მივდივარ, რათა მემილიონეჯერ
შევიცნო გამოცდილების ნამდვილობა და ჩემი სულის სამჭედლოში გამოვჭედო ჯერ
არ შექმნილი ცნობიერება ჩემი ხალხისა.

27 აპრილი - ძველთაძველო მამაო, ძველთაძველო შემოქმედო. იყავ საიმედო


საყრდენი ჩემთვის აწ და მარადის![369]

დუბლინი 1904

ტრიესტი 1914

გაძევებულნი
ვუძღვნი ბატონ ნიკო ყიასაშვილის ხსოვნას

მთარგმნელი

მოქმედი პირები: რიჩარდ რაუენი - მწერალი.

ბერტა

არჩი - მათი ვაჟიშვილი, რვა წლის.

რობერტ ჰენდი - ჟურნალისტი.

ბეატრიჩე ჯასტისი - მისი ბიძაშვილი, მუსიკის მასწავლებელი.

ბრიჯიდი - რაუენების ოჯახის მოხუცი მსახური.

მეთევზე ქალი

მერიონი და რეინლეჰი - დუბლინის გარეუბნები.

1912 წლის ზაფხული.

პირველი მოქმედება

სასტუმრო ოთახი რიჩარდ რაუენის სახლისა, რომელიც მერიონში, დუბლინის


გარეუბანში მდებარეობს. მარჯვნივ, წინა მხარეს ბუხარია, რომლის წინ დაბალი
ტიხარი დგას. ბუხარს ზემოთ ოქროსჩარჩოიანი სარკე ჰკიდია. სცენის სიღრმეში,
შორს, მარჯვენა კედელში, მისაღებ ოთახსა და სამზარეულოში გამავალი
საგდულიანი კარებია. უკანა კედლის მარჯვენა პატარა კარები კაბინეტში გადის. მის
მარცხნივ სერვანტი დგას. კედელზე, სერვანტის ზემოთ, ფერადი ფანქრებით
შესრულებული ახალგაზრდა კაცის ნახატია ჩარჩოში ჩასმული. უფრო მარცხნივ
ბაღში გამავალი მინის პანელებიანი ორმაგი კარია. მარცხენა კედელში ფანჯარაა,
რომელიც გზას გადასცქერის. წინ, იმავე კედელში, ჰოლსა და სახლის ზემო ნაწილში
გამავალი კარია. ფანჯარასა და კარს შორის საწერი მაგიდა დგას. იქვე ახლოს
მოწნული სკამია. ოთახის შუაგულში მრგვალი მაგიდა დგას, რომლის გარშემო
გახუნებული, მწვანეპლუშგადაკრული სკამებია შემოწყობილი. მარჯვნივ, წინ,
მომცრო მაგიდა დგას მოწევისთვის საჭირო მოწყობილობით. იქვე სავარძელი და
დივანია. ბუხრის, დივნის და კარის წინ ქოქოსის ფეხსაწმენდები დევს. ფიცრული
იატაკი შეღებილია. უკან, ორმაგ კარსა და მარჯვენა გასაწევ-გამოსაწევ კარზე მაქმანის
ნახევრად გადაწეული ფარდებია. ფანჯრის მცოცავი ჩარჩო აწეულია და ფანჯარაზე
მძიმე, მწვანე პლუშის ფარდები ჰკიდია. შტორი ჩამოწეულია ქვედა ჩარჩოს კიდემდე.
ივნისის თბილი ნაშუადღევია. ოთახი სინათლის თბილი სხივებითაა სავსე,
რომელიც თანდათან ინავლება.

(მარცხენა კარიდან შემოდიან ბრიჯიდი და ბეატრიჩე ჯასტისი. ბრიჯიდი ხანში


შესული პატარა ქალია ნაცრისფერ-ფოლადისფერი თმებით. ბეატრიჩე ჯასტისი 27
წლის ტანადი, შავგვრემანი ახალგაზრდა ქალია. აცვია კარგად მორგებული საზღვაო
ცისფერი კოსტიუმი, თავზე ელეგანტური, სადად მორთული შავი ჩალის ქუდი
ახურავს. ხელში პორტფოლიოს ფორმის ჩანთა უჭირავს).

ბრიჯიდი: ქალბატონი და ბატონი არჩი აბაზანაში არიან. არ გელოდნენ.


შეატყობინეთ, რომ ჩამოსული ხართ, მისს ჯასტის?

ბეატრიჩე: არა, ეს-ეს არის ჩამოვედი.

ბრიჯიდი: (სავარძელზე მიუთითებს) დაბრძანდით და ვეტყვი ბატონს, რომ აქა ხართ.


დიდხანს მოგიწიათ მატარებელში ყოფნა?

ბეატრიჩე: (ჯდება) დილიდან მატარებელში ვარ.

ბრიჯიდი: ბატონმა არჩიმ თქვენი ბარათი მიიღო, რომელზეც იუგჰოლის ხედები იყო.
ნამდვილად დაღლილი იქნებით.

ბეატრიჩე: ოჰ, არა. (ნერვიულად ახველებს) ვარჯიშობდა პიანინოს დაკვრაში ჩემი აქ


არყოფნის პერიოდში?

ბრიჯიდი: (გულიანად იცინის) ვარჯიშობდაო?! დილა მშვიდობის! ბატონი არჩი თუ


ვარჯიშობდა? ახლა მერძევის ცხენზეა გაგიჟებული. ამინდები თუ ვარგოდა იქ, მისს
ჯასტის?

ბეატრიჩე: საკმაოდ ხშირად წვიმდა.

ბრიჯიდი: (თანაგრძნობით) აბა, უყურე! აქაც რომ წვიმს! (კაბინეტისაკენ მიდის)


ვეტყვი, მოსული რომ ხართ.

ბეატრიჩე: მისტერ რაუენი შინ არის?


ბრიჯიდი: (ხელით მიანიშნებს) თავის კაბინეტშია. რაღაცას წერს და თავგადაკლული
მუშაობს. შუაღამემდე ფეხზეა. დავუძახებ. (მიდის) ბეატრიჩე: ნუ შეაწუხებთ,
ბრიჯიდ. შემიძლია დაველოდო, სანამ მოვლენ, თუ ძალიან არ დააგვიანდებათ.

ბრიჯიდი: როცა შემოგიშვით, დავინახე წერილების ყუთში რაღაც იყო. (კაბინეტის


კართან მიდის, ოდნავ გამოაღებს და იძახის) ბატონო რიჩარდ, მისს ჯასტისი მოვიდა
არჩისთვის გაკვეთილის ჩასატარებლად. (კაბინეტიდან შემოდის რიჩარდ რაუენი,
ბეატრიჩესთან მიდის და ხელს უწვდის. მაღალი, ათლეტური აღნაგობის კაცია,
საკმაოდ ზანტი მიხრა-მოხრით, ღია წაბლისფერი თმით, ულვაშებით და სათვალით.
ღია-ნაცრისფერი, განიერი ტვიდის კოსტიუმი აცვია.) რიჩარდი: კეთილი იყოს
თქვენი მობრძანება.

ბეატრიჩე: (დგება და ხელს ართმევს. ოდნავ წითლდება) შუადღე მშვიდობისა,


მისტერ რაუენ. არ მინდოდა ბრიჯიდს შეეწუხებინეთ.

რიჩარდი: შევეწუხებინე? ღმერთო ჩემო!

ბრიჯიდი: წერილების ყუთში რაღაც არის, სერ.

რიჩარდი: (ჯიბიდან გასაღებების პატარა აცმას იღებს და ბრიჯიდს უწვდის) აიღე.


(ბრიჯიდი მარცხენა კარიდან გადის. ისმის ყუთის გაღების და დაკეტვის ხმები.
მცირე პაუზა. შემოდის. ხელში ორი გაზეთი უჭირავს).

რიჩარდი: წერილებია?

ბრიჯიდი: არა, სერ. რაღაცა იტალიური გაზეთებია მხოლოდ.

რიჩარდი: ჩემს მაგიდაზე დატოვე. კარგი? (ბრიჯიდი გასაღებებს უბრუნებს,


გაზეთებს კაბინეტში ტოვებს, შემოდის და ისევ გადის მარჯვენა საგდულიანი
კარიდან).

რიჩარდი: დაბრძანდით, გთხოვთ, ბერტა ახლავე დაბრუნდება. (ბეატრიჩე ისევ


სავარძელს უბრუნდება. რიჩარდი მაგიდასთან ჯდება) რიჩარდი: უკვე ისიც კი
ვიფიქრე, აღარასოდეს დაბრუნდება-მეთქი. თორმეტი დღეა რაც წასული ხართ.

ბეატრიჩე: მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ დავბრუნდი.

რიჩარდი: იფიქრეთ იმ ყველაფერზე, რაც თქვენი აქ ბოლოს ყოფნისას გითხარით?

ბეატრიჩე: ძალიან ბევრი.

რიჩარდი: თქვენ ეს ადრეც უნდა გცოდნოდათ. ხომ ასეა? (ბეატრიჩე არ პასუხობს). მე


მადანაშაულებთ?

ბეატრიჩე: არა.

რიჩარდი: ფიქრობთ, რომ ცუდად მოგექეცით? თქვენ, ან ვინმე სხვას?

ბეატრიჩე: (სევდიანი, გაოცებული გამომეტყველებით უყურებს) მე ჩემს თავსაც


დავუსვი ეს შეკითხვა.

რიჩარდი: და რა უპასუხეთ?
ბეატრიჩე: ვერაფერი ვუპასუხე.

რიჩარდი: მე რომ მხატვარი ვიყო და თქვენთვის მეთქვა, თქვენი სკეტჩების ალბომი


მაქვს-მეთქი, ამას უცნაურად არ ჩათვლიდით. ხომ ასეა?

ბეატრიჩე: ეს მთლად ერთი და იგივე არ არის. რა, ერთი და იგივეა?

რიჩარდი: (ოდნავ გაიღიმებს) არცთუ მთლად. მე გითხარით ასევე, რომ არ


გაჩვენებდით ჩემს ნაწერს, თუ თქვენ თვითონ არ მთხოვდით. ხომ ასეა?

ბეატრიჩე: მე ამას არ გთხოვთ.

რიჩარდი: (წინ გადაიხრება, იდაყვებით მუხლებზე დაეყრდნობა და ხელებს


ერთმანეთზე გადააჭდობს) გსურთ ნახვა?

ბეატრიჩე: ძალიან.

რიჩარდი: იმიტომ, რომ თქვენ შესახებაა?

ბეატრიჩე: ჰო, მაგრამ არა მხოლოდ ამიტომ.

რიჩარდი: იმიტომ, რომ ჩემი დაწერილია? მაშინაც კი თუ იქ ხანდახან რაღაც ისეთსაც


წააწყდებით, რაც შეიძლება აუტანელიც იყოს თქვენთვის?

ბეატრიჩე: (მორცხვად) ესეც ხომ თქვენი გონების ნაწილია.

რიჩარდი: ესე იგი თქვენ ჩემი გონება გიზიდავთ? ასეა?

ბეატრიჩე: (შეყოვნდება, წამიერად თვალს შეავლებს) როგორ ფიქრობთ, რატომ


მოვედი აქ?

რიჩარდი: რატომ? მრავალი მიზეზის გამო. იმიტომ, რომ არჩი ამეცადინოთ. ჩვენ,
რობერტი, თქვენ და მე, დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, ბავშვობიდან
მოყოლებული. ხომ მართალია? თქვენ ყოველთვის დაინტერესებული იყავით ჩემით.
ჩემს წასვლამდეც და შემდეგაც. მერე მიმოწერა გვქონდა ჩემი წიგნის შესახებ. ახლა
წიგნი გამოცემულია. კვლავ აქა ვარ. შესაძლოა გრძნობთ, რომ ჩემს ტვინში რაღაც
ახალი იბადება. შესაძლოა გრძნობთ, რომ საჭიროა ამის შესახებ იცოდეთ. ეს არის
მიზეზი?

ბეატრიჩე: არა.

რიჩარდი: მაშინ რატომ?

ბეატრიჩე: სხვანაირად თქვენი ნახვა არ შემეძლო. (ცოტა ხნით რიჩარდს უყურებს,


შემდეგ სწრაფად შებრუნდება).

რიჩარდი: (პაუზის შემდეგ გაურკვევლად იმეორებს) სხვანაირად ჩემი ნახვა არ


შეგეძლოთ?

ბეატრიჩე: (მოულოდნელად შეცბუნებული) ჯობია წავიდე. ისინი აღარ ბრუნდებიან.


(დგება) მისტერ რაუენ, უნდა წავიდე.
რიჩარდი: (ხელებს გაიშვერს) მაგრამ ეს ხომ გაქცევაა. დარჩით. მითხარით, როგორ
უნდა გავიგო თქვენი სიტყვები. გეშინიათ ჩემი?

ბეატრიჩე: (ისევ სავარძელში ჯდება) მეშინია? არა.

რიჩარდი: გჯერათ ჩემი? გრძნობთ, რომ მიცნობთ?

ბეატრიჩე: (ისევ მორცხვად) ძალიან ძნელია ვინმეს ცნობა, საკუთარი თავის გარდა.

რიჩარდი: ჩემი ცნობაა ძნელი? მე ხომ თქვენ რომიდან ჩემი წიგნიდან თავებს
გიგზავნიდით და კიდევ წერილებს მთელი ცხრა წლის განმავლობაში, თუ რვა იყო.

ბეატრიჩე: ჰო, თითქმის ცხრა წელია მას შემდეგ, რაც თქვენი პირველი წერილი
მივიღე.

რიჩარდი: თქვენ იმ წერილს მაშინვე უპასუხეთ. იქედან მოყოლებული ჩემს ბრძოლას


თვალს ადევნებთ. (ხელებს ერთმანეთს გადააჭდობს, მხურვალედ) მითხარით, მისს
ჯასტის, გრძნობდით თუ არა კითხვის დროს, რომ თქვენთვის ვწერდი, რომ თქვენ
იყავით ჩემი შთაგონება?

ბეატრიჩე: (თავს გადააქნევს) არ არის საჭირო ამ კითხვაზე პასუხი გავცე.

რიჩარდი: მაშ რა?

ბეატრიჩე: (ცოტა ხნით ხმას არ იღებს) არ შემიძლია ამის თქმა. თავად თქვენ უნდა
მკითხოთ, მისტერ რაუენ.

რიჩარდი: (გატაცებით) ის, რაც მე გამოვხატე წიგნის იმ თავებსა და წერილებში და


ასევე ჩემს ხასიათსა და ცხოვრებაშიც. რაღაც თქვენს სულში, რაც თქვენ ვერ შეძელით
- სიამაყე თუ ზიზღი?

ბეატრიჩე: ვერ შევძელი?

რიჩარდი: (მისკენ გადაიხრება), ვერ შეძელით იმიტომ, რომ ვერ გაბედეთ. ეს არის
მიზეზი?

ბეატრიჩე: (თავს დახრის) ჰო.

რიჩარდი: სხვების გამო, თუ იმიტომ, რომ გამბედაობა არ გეყოთ?

ბეატრიჩე: (რბილად) გამბედაობა არ მეყო.

რიჩარდი: (ნელა) და თქვენ აქამდე ასე მომყვებით - სიამაყით და თან ზიზღით


გულში?

ბეატრიჩე: და მარტოობითაც. (თავით ხელზე დაეყრდნობა, შებრუნდება. რიჩარდი


ნელა მიდის მარცხენა ფანჯარასთან, ცოტა ხანს ფანჯრიდან იყურება, შემდეგ
ბრუნდება და მის ახლოს სავარძელში ჯდება).

რიჩარდი: ის ისევ გიყვართ?

ბეატრიჩე: არც კი ვიცი...


რიჩარდი: სწორედ ამის გამო ვიყავი თავშეკავებული თქვენდამი, მიუხედავად იმისა,
რომ ვგრძნობდი თქვენს ინტერესს ჩემ მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ვგრძნობდი,
რაღაც ადგილი მეჭირა თქვენს ცხოვრებაში.

ბეატრიჩე: ჰო, ასე იყო.

რიჩარდი: და მაინც, ამან თქვენგან დამაშორა. ვგრძნობდი - მესამე ვიყავი. თქვენს


სახელებს ყოველთვის ერთად ახსენებდნენ. მე მეგონა და ყველას ასე ეგონა...

ბეატრიჩე: ჩვენ მკვიდრი ბიძაშვილები ვართ. გასაკვირი არ არის, რომ ხშირად


ვიყავით ერთად.

რიჩარდი: მან მითხრა თქვენი პირველი საიდუმლო ნიშნობის შესახებ. არასოდეს


არაფერს მიმალავს. მგონი თქვენც იცით ამის შესახებ.

ბეატრიჩე: (უხერხულად) რაც - ჩვენ შორის მოხდა - ეს ისე დიდი ხნის წინ იყო. ბავშვი
ვიყავი.

რიჩარდი: (ღვარძლიანად იცინის) ბავშვი? მართლა ასე გგონიათ? ეს დედამისის


სახლის ბაღში მოხდა, არა? (ბაღისკენ მიანიშნებს) აქვე. როგორც იტყვიან, კოცნით
შეჰფიცეთ ერთმანეთს და თქვენ მას წვივსაკრავი უსახსოვრეთ. ესეც შეიძლება
ვახსენო?

ბეატრიჩე: (რამდენადმე თავშეკავებულად) თუ მიგაჩნიათ, რომ ეს ღირს ხსენებად.

რიჩარდი: ვფიქრობ, თქვენ ეს არ დაგვიწყებიათ. (ხელებს ნელა გადააჭდობს


ერთმანეთს) მე ეს არ მესმის. მეც ვფიქრობდი, რომ იმის შემდეგ, რაც წავედი...
იტანჯებოდით ჩემი წასვლის გამო?

ბეატრიჩე: ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთი დღეც იქნებოდა, წახვიდოდით. არ


ვიტანჯებოდი. მე მხოლოდ შევიცვალე.

რიჩარდი: ვის მიმართ?

ბეატრიჩე: ყველაფერი შეიცვალა. მისი ცხოვრება, მისი გონებაც კი თითქოს შეიცვალა


ამის შემდეგ.

რიჩარდი: (ფიქრიანად) დიახ, მე მივხვდი, რომ თქვენ შეიცვალეთ, მას შემდეგ, რაც
თქვენი წერილი მივიღე, პირველი წერილი თქვენი ავადმყოფობის შემდეგ. წერდით
კიდეც ამის შესახებ იმ წერილში.

ბეატრიჩე: იმ ავადმყოფობას ძლივს გადავურჩი. ამან ყველაფერი სხვანაირად


დამანახა.

რიჩარდი: და თქვენი ურთიერთობა ნელ-ნელა გაცივდა. ხომ ასეა?

ბეატრიჩე: (ნახევრად მოხუჭული თვალებით) არა, მაშინვე არა. მასში თქვენს მკრთალ
ანარეკლს ვხედავდი. შემდეგ ესეც გაქრა. რაღა აზრი აქვს ახლა ამაზე ლაპარაკს?

რიჩარდი: (შეკავებული ენერგიით) მაგრამ ასე დამძიმებული მაინც რატომ ჩანხართ?


არ შეიძლება, ეს ასე ტრაგიკული იყოს.
ბეატრიჩე: (წყნარად) ო, ოდნავაც არაა ტრაგიკული. გეუბნებიან, ასაკში შესვლასთან
ერთად თანდათან უკეთ გახდებიო. რადგან მაშინ გადარჩი, უკვე ალბათ იცოცხლებო.
სიცოცხლე და ჯანმრთელობა ისევ დამიბრუნდა, მაშინ, როცა მათი გამოყენება აღარ
შემიძლია. (წყნარად და მწარედ) მე გამოჯანმრთელებული ვარ.

რიჩარდი: (მშვიდად) ესე იგი სულის სიმშვიდეს აღარაფერი მოგიტანთ? ასეთი რამეც
ხომ უნდა არსებობდეს სადღაც თქვენთვის.

ბეატრიჩე: ჩვენს რელიგიაში რომ მონასტერი იყოს, იქ იარსებებდა. ყოველ


შემთხვევაში, ხანდახან ასე ვფიქრობ.

რიჩარდი: (თავს გადააქნევს) არა, მისს ჯასტის, იქაც არა. თქვენ ვერ შეძლებდით
თავისუფლად და მთლიანად მიგეძღვნათ თავი.

ბეატრიჩე: (უყურებს) შევეცდებოდი.

რიჩარდი: ეს მართალია. შეეცდებოდით. მასზე ისე ხართ მიჯაჭვული, როგორც


თქვენი გონება იყო მიჯაჭვული ჩემს გონებაზე. მისგან უკან დაიხიეთ. ჩემგანაც,
თუმცა განსხვავებულად. თქვენ არ შეგიძლიათ, თავი მიუძღვნათ მთლიანად და
თავისუფლად.

ბეატრიჩე: (ხელებს ნაზად გადააჭდობს ერთმანეთს). საშინლად ძნელი რამაა ამის


გაკეთება, მისტერ რაუენ, მიუძღვნა თავი მთლიანად და თავისუფლად და ბედნიერი
იყო.

რიჩარდი: მაგრამ გრძნობთ თუ არა, რომ ბედნიერება ყველაზე უკეთესი, ყველაზე


მაღალი რამაა, რისი მიღწევაც ჩვენ შეგვიძლია.

ბეატრიჩე: (მგზნებარედ) ვინატრებდი, რომ ამას ვგრძნობდე.

რიჩარდი: (უკან გადაიხრება და ხელებს კეფაზე შემოიჭდობს) ო, რომ იცოდე როგორ


ვიტანჯები ახლა თქვენ გამოც, მაგრამ პირველ რიგში საკუთარი თავის გამო. (მწარედ,
ძალდატანებით) და როგორ ვლოცულობ, რომ ჩემი გარდაცვლილი დედის გულის
სიმტკიცე მიწყალობოს ღმერთმა. ჩემში თუ ჩემ გარეთ უნდა ვიპოვო ძალა, რომელიც
დამეხმარება. და მე ვიპოვი მას. (ბეატრიჩე წამოდგება, ყურადღებით შეხედავს მას და
შემდეგ ბაღში გამავალი კარებისკენ გაემართება. გაუბედავად შემობრუნდება, კვლავ
შეხედავს, უკან დაბრუნდება და სავარძელზე დაეყრდნობა) ბეატრიჩე: (წყნარად)
მართლა თქვენი მისვლა ითხოვა სიკვდილის წინ?

რიჩარდი: (ფიქრებში წასული) ვინ?

ბეატრიჩე: დედათქვენმა.

რიჩარდი: (გამოერკვევა, ცოტა ხნით დაჟინებით უყურებს) ესეც თქვეს ხომ ჩემზე
ჩემმა მეგობრებმა - რომ დედაჩემმა ჩემი მისვლა ითხოვა სიკვდილის წინ და მე არ
მივედი?

ბეატრიჩე: ჰო.

რიჩარდი: (ცივად) არ უთხოვია. მარტო მოკვდა, წმინდა ეკლესიის რიტუალებით


განმტკიცებული. ისე, რომ არ მაპატია.
ბეატრიჩე: მისტერ რაუენ, ასე რატომ მელაპარაკებით?

რიჩარდი: (წამოდგება და აქეთ-იქით ნერვიულად იწყებს სიარულს) თქვენ იტყვით,


რომ, რასაც ახლა მე განვიცდი, სასჯელია.

ბეატრიჩე: წერილი მოგწერათ? მე ვგულისხმობ სანამ...

რიჩარდი: (შეჩერდება) ჰო. ჭკუისდამრიგებლური წერილი. სურდა კავშირი


გამეწყვიტა წარსულთან და მუდამ მხსომებოდა მისი ბოლო სიტყვები ჩემ მიმართ.

ბეატრიჩე: და სიკვდილი გულს არ გიჩუყებთ, მისტერ რაუენ? ეს ხომ დასასრულია.


ყველაფერი დანარჩენი გაურკვეველია.

რიჩარდი: სანამ ცოცხალი იყო, ზურგი შემაქცია მეც და ჩემიანებსაც. აი, რა არის
გარკვეული.

ბეატრიჩე: თქვენც და თქვენს...

რიჩარდი: ბერტას და ჩვენს შვილს. ველოდი დასასრულს, როგორც თქვენ ამბობთ, და


ისიც მოვიდა.

ბეატრიჩე: (სახეს ხელებით იფარავს) ოჰ, არა, ნამდვილად არა.

რიჩარდი: (მძვინვარედ) როგორ ავნებენ ჩემი სიტყვები მის საწყალ სხეულს,


რომელიც ახლა საფლავში ლპება? თქვენ გგონიათ, მე არ მენანება მისი ცივი,
ავადმყოფური სიყვარული ჩემ მიმართ? მე ვებრძოდი მის სულს, სანამ მისი საშინელი
აღსასრული დადგებოდა. (ხელებს შუბლზე მიიჭერს) ის ახლაც მებრძვის - აქ.

ბეატრიჩე: ოჰ, ნუ ლაპარაკობთ ასე.

რიჩარდი: მან გამომაგდო. მის გამო რამდენიმე წელი დევნილობასა და სიღარიბეში,


თუ ნახევრად სიღარიბეში გავატარე. არასოდეს ამიღია ის მცირეოდენი დახმარება,
რომელსაც ბანკის საშუალებით მიგზავნიდა. ველოდი არა მის სიკვდილს, არამედ
ცოტაოდენ გაგებას მაინც. რომ ცოტათი მაინც გაუგებდა თავის სისხლსა და ხორცს. ეს
დღე არასოდეს დადგა.

ბეატრიჩე: მას შემდეგაც არა, რაც არჩი..?

რიჩარდი: (უხეშად) თქვენ ფიქრობთ ჩემი ვაჟიშვილის... ცოდვის და სირცხვილის


შვილის... ამას სერიოზულად ამბობთ? (ქალი თავს ასწევს და შეხედავს) ბოროტი
ენები მუდამ მზად იყვნენ მისთვის ყველაფერი დაეფქვათ, რათა მისი მისუსტებული
გონება ჩემს, ბერტასა და ჩვენი უღვთო, უსახელო შვილის წინააღმდეგ
აემხედრებინათ. არ გესმით მისი დამცინავი ხმა ჩემი საუბრისას? თქვენთვის ეს ხმა
უთუოდ ნაცნობი უნდა იყოს. ხმა, რომელიც თქვენ შავ პროტესტანტს, გარყვნილის
ქალიშვილს გეძახდათ. (უცებ საკუთარ თავს მოთოკავს) ასეა თუ ისე, გამორჩეული
ქალი იყო.

ბეატრიჩე: (სუსტად) ყოველ შემთხვევაში, თქვენ ახლა თავისუფალი ხართ.

რიჩარდი: (თავს დააქნევს) ჰო, მას არ შეეძლო მამაჩემის ანდერძის პირობების


შეცვლა. ვერც მუდამ იცოცხლებდა.
ბეატრიჩე: (გადაჭდობილი ხელებით) ისინი უკვე წასულები არიან მისტერ რაუენ.
თქვენ ორივეს უყვარდით, დამიჯერეთ. მათი უკანასკნელი ფიქრი თქვენ იყავით.

რიჩარდი: (უახლოვდება, მსუბუქად ეხება მხარზე და კედელზე ჩამოკიდებულ


ფერადი ფანქრებით შესრულებულ ნახატზე მიანიშნებს) ხედავთ მას, მოცინარს და
მოხდენილს? მისი უკანასკნელი ფიქრები! მახსოვს მისი სიკვდილის ღამე. (წამით
შეყოვნდება და შემდეგ წყნარად განაგრძობს) მაშინ თოთხმეტი წლის ყმაწვილი
ვიყავი. საწოლთან მიმიხმო. იცოდა, თეატრში მინდოდა წასვლა „კარმენის“
სანახავად. დედაჩემს უთხრა, ერთი შილინგი მიეციო. ვაკოცე და წავედი. როცა
დავბრუნდი, უკვე მკვდარი იყო. ეს იყო მისი უკანასკნელი ფიქრები, რამდენადაც მე
ვიცი.

ბეატრიჩე: მტკიცე გული, რომლისთვისაც თქვენ ლოცულობდით... (შეწყვეტს)


რიჩარდი: (არ ესმის) ეს არის ჩემი უკანასკნელი მოგონება მასზე. არ არის ამაში რაღაც
ტკბილი და კეთილშობილი?

ბეატრიჩე: მისტერ რაუენ, არის თქვენში რაღაც ისეთი, რაც გაიძულებთ, ასე
ილაპარაკოთ. რაღაც შეიცვალა თქვენში მას შემდეგ, რაც სამი თვის წინ უკან
დაბრუნდით.

რიჩარდი: (ისევ სურათს უყურებს. წყნარად, თითქმის მხიარულად) შეიძლება


დამეხმაროს კიდეც ჩემი მხიარული, მოხდენილი მამა. (მისაღები ოთახის მარცხენა
კარზე კაკუნის ხმა ისმის) რიჩარდი: (უცებ) არა, არა. მხიარული მამა არა, მისს
ჯასტის. მოხუცი დედა. რაც მე მჭირდება, ეს მისი უდრეკი სულია. მივდივარ.

ბეატრიჩე: ვიღაცამ დააკაკუნა. ისინი დაბრუნდნენ.

რიჩარდი: არა, ბერტას გასაღები აქვს. ეს ის არის. ასეა თუ ისე, მე მივდივარ, ვინც არ
უნდა იყოს. (სწრაფად მიდის მარცხნივ და მაშინვე უკან ბრუნდება. ხელში ჩალის
ქუდი უჭირავს).

ბეატრიჩე: ვინ ის?

რიჩარდი: ალბათ რობერტი. ბაღიდან გავალ. ახლა მისი ნახვა არ შემიძლია.


უთხარით, რომ ფოსტაში ვარ წასული. ნახვამდის.

ბეატრიჩე: (უფრო და უფრო შეშფოთებული) რობერტის ნახვა არ გსურთ?

რიჩარდი: (წყნარად) ახლა არა. ამ საუბარმა ამაღელვა. თხოვეთ დაიცადოს.

ბეატრიჩე: დაბრუნდებით?

რიჩარდი: ღვთის შეწევნით! (სწრაფად მიდის ბაღის გავლით. ბეატრიჩე რამდენიმე


ნაბიჯზე გაჰყვება და შეჩერდება. ბრიჯიდი მარჯვენა საგდულიანი კარიდან შემოდის
და მარცხენა კარიდან გადის. ისმის მისაღები ოთახის კარის გაღების ხმა. რამდენიმე
წამის შემდეგ შემოდის ბრიჯიდი რობერტ ჰენდთან ერთად. რობერტ ჰენდი საშუალო
სიმაღლის, საკმაოდ ჩასკვნილი კაცია ოცდაათიდან ორმოც წლამდე, სუფთად
გაპარსული, ცოცხალი ნაკვთებით. შავი თმა და თვალები აქვს. სახე ავადმყოფური.
მიხრა-მოხრა და საუბარი საკმაოდ ნელი. აცვია მუქი-ლურჯი დილის კოსტიუმი.
ხელში თხელ ქაღალდში გახვეული წითელი ვარდების დიდი თაიგული უჭირავს).
რობერტი: (მიდის მისკენ გაწვდილი ხელით. ბეატრიჩე ხელს ჩამოართმევს) ჩემო
ძვირფასო კუზინა, ბრიჯიდმა მითხრა, აქ არისო. მე წარმოდგენა არ მქონდა. დედას
ტელეგრამა გაუგზავნე?

ბეატრიჩე: (ვარდებს უყურებს) არა.

რობერტი: (მის მზერას თვალს გააყოლებს). შენ ჩემი ვარდებით აღფრთოვანებული


ხარ. ამ სახლის დიასახლისს მოვუტანე. სამწუხაროდ ჩემი არაა.

ბრიჯიდი: მშვენიერი ყვავილებია, სერ. ქალბატონს ძალიან მოეწონება.

რობერტი: (დაუდევრად დებს ყვავილებს სკამზე, ისე, რომ ის აღარ ჩანს) სახლში
არავინაა?

ბრიჯიდი: არა, სერ. დაბრძანდით, სერ. ისინი წუთი წუთზე მოვლენ. ბატონი აქ იყო.
(მიმოიხედავს და ნახევრად რევერანსით მარჯვნიდან გადის).

რობერტი: (ცოტა ხნის დუმილის შემდეგ). როგორ ხარ, ბეტ? იუგჰოლში როგორ
არიან? ძველებურად უღიმღამოდ?

ბეატრიჩე: როცა წამოვედი კარგად იყვნენ.

რობერტი: (თავაზიანად) ოჰ, არ ვიცოდი, რომ შენ უნდა ჩამოსულიყავი, თორემ


სადგურზე დაგხვდებოდი. რატომ არ გამაგებინე? უცნაურად იქცევი ხოლმე, ბეტ.

ბეატრიჩე: (იმავე ტონით) გმადლობთ, რობერტ. მე მიჩვეული ვარ, ყველაფერს მარტო


გავართვა თავი.

რობერტი: ჰო, მაგრამ მე მინდოდა მეთქვა... შენ ისე ჩამოხვედი, როგორც იცი ხოლმე.
(ფანჯარასთან ხმაური ისმის და შემდეგ ბიჭის ხმა, რომელიც იძახის: მისტერ ჰენდ!
რობერტი შებრუნდება). ამას უყურე! აი, არჩიც ისე მოდის, როგორც იცის ხოლმე!

(არჩი მარცხენა ღია ფანჯრიდან გადმოფორთხდება ოთახში და შემდეგ ფეხზე


წამოდგება. სახეზე წამოწითლებულია და სულს ძლივს ითქვამს. რვა წლის ბიჭია.
თეთრი შარვალი და ნაქსოვი ჟაკეტი აცვია და ქუდი ახურავს, სათვალე უკეთია.
ენერგიულია და მის მეტყველებას უცხოური აქცენტი დაჰკრავს).

ბეატრიჩე: (მისკენ მიდის) ღმერთო ჩემო, არჩი, რა დაგემართა?

არჩი: (გულამოვარდნილი) უჰ, მთელი ქუჩა შემოვირბინე.

რობერტი: (იღიმება და ხელს უწვდის) საღამო მშვიდობისა, არჩი, რატომ ირბინე?

არჩი: (ხელს ართმევს) ჩვენ ტრამვაიში დაგინახეთ და მე ვიყვირე: „მისტერ ჰენდ“,


მაგრამ თქვენ ვერ შეგვამჩნიეთ. ჩვენ კი დაგინახეთ, მე და დედიკომ. ის ახლავე მოვა.
მე სირბილით წამოვედი.

ბეატრიჩე: (ხელს უწვდის) მე არ ჩამომართმევ ხელს?

არჩი: (როგორღაც დარცხვენილი ართმევს ხელს) საღამო მშვიდობისა, მისს ჯასტის.


ბეატრიჩე: გეწყინა, რომ გასულ პარასკევს გაკვეთილის ჩასატარებლად ვერ
ჩამოვედი?

არჩი: (შეხედავს და გაიღიმებს) არა.

ბეატრიჩე: გაგიხარდა?

არჩი: (უცბად) მაგრამ დღეს უკვე ძალიან გვიანია.

ბეატრიჩე: ძალიან პატარა გაკვეთილი რომ იყოს?

არჩი: (ნასიამოვნები) კარგი.

ბეატრიჩე: მაგრამ ახლა შენ უნდა ისწავლო, არჩი.

რობერტი: იბანავე?

არჩი: დიახ.

რობერტი: ახლა კარგად ცურავ?

არჩი: (საწერ მაგიდას დაეყრდნობა) არა, დედა ნებას არ მაძლევს სიღრმეში შევიდე.
თქვენ კარგად ცურავთ, მისტერ ჰენდ?

რობერტი: შესანიშნავად. ქვასავით.

არჩი: (იცინის) ქვასავით! (ქვემოთ მიუთითებს) პირდაპირ ქვემოთ?

რობერტი: (მიუთითებს) დიახ, ქვემოთ, პირდაპირ ქვემოთ. როგორ ამბობთ ამას


იტალიაში?

არჩი: ამას? Giu. (მიუთითებს ქვემოთ და ზემოთ). ეს არის GGiu და ეს არის su.[370]
გინდათ ჩემს მამიკოს ესაუბროთ?

რობერტი: დიახ, მის სანახავად მოვედი.

არჩი: (მიდის კაბინეტისკენ). ახლავე ვეტყვი. აქ არის, წერს.

ბეატრიჩე: (რობერტს უყურებს) არა, წავიდა, ფოსტაში წავიდა რაღაც წერილებით.

რობერტი: (უდარდელად) ოჰ, ეს არაფერი, თუ მხოლოდ ფოსტაშია წასული,


დაველოდები.

არჩი: მაგრამ დედა მოდის. (ფანჯრისკენ იყურება) აი, ისიც! (არჩი მარცხენა კარიდან
გარბის. ბეატრიჩე ნელა მიდის საწერი მაგიდისაკენ. რობერტი ფეხზე მდგარი რჩება.
ხანმოკლე სიჩუმე. არჩი და ბერტა მარცხენა კარიდან შემოდიან. ბერტა გრაციოზული
აღნაგობის ახალგაზრდა ქალია, მუქი-ნაცრისფერი თვალებით, მტკიცე
გამომეტყველებით და ნაზი ნაკვთებით. გულითადი, მშვიდი მანერები აქვს. აცვია
ლავანდის კაბა, ხელში უჭირავს მზის საჩრდილობლის სახელურზე დახვეული
კრემისფერი ხელთათმანები.) ბერტა: (ხელს უწვდის) საღამო მშვიდობისა, მისს
ჯასტის. ჩვენ გვეგონა ისევ იუგჰოლში იყავით!

ბეატრიჩე: (ხელს ართმევს) საღამო მშვიდობისა, მის რაუენ.


ბერტა: (თავს დაუკრავს) საღამო მშვიდობისა, მისტერ ჰენდ.

რობერტი: (თავს დაუკრავს) საღამო მშვიდობისა Signora[371] წარმოგიდგენიათ, მეც


არ ვიცოდი, რომ დაბრუნდა, სანამ აქ არ ვნახე.

ბერტა: (ორივეს) თქვენ ერთად არ მოსულხართ?

ბეატრიჩე: არა, ჯერ მე მოვედი. მისტერ რაუენი ის-ის იყო სახლიდან გადიოდა.
თქვენზე მითხრა, მალე დაბრუნდებაო.

ბერტა: ძალიან ვწუხვარ. რომ მოგეწერათ, ან გოგოსთვის დაგებარებინათ ამ დილით...

ბეატრიჩე: (ნერვიულად იცინის) მხოლოდ საათ-ნახევარია, რაც ჩამოვედი.


ვფიქრობდი, ტელეგრამა გამომეგზავნა, მაგრამ ძალიან ტრაგიკულად მომეჩვენა.

ბერტა: აჰ, თქვენ მხოლოდ ახლახან ჩამოხვედით?

რობერტი: (მკლავებს გაშლის, თავაზიანად) მე საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებას


ჩამოვშორდი. მისმა მკვიდრმა ბიძაშვილმა და ჟურნალისტმა არაფერი ვიცი, სად
დადის და როგორ დადის.

ბეატრიჩე: (უშუალოდ მას არ მიმართავს) მე სად დავდივარ, არ არის საინტერესო.

რობერტი: (იმავე ტონით) ლედი სად დადის ყოველთვის საინტერესოა.

ბერტა: დაბრძანდით, არ ჯობია? ძალიან დაღლილი იქნებით.

ბეატრიჩე: (სწრაფად) არა, დაღლილი სრულებითაც არა ვარ. მე იმისთვის მოვედი,


რომ არჩისთვის გაკვეთილი ჩამეტარებინა.

ბერტა: ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

არჩი: (მოულოდნელად ბეატრიჩეს) გარდა ამისა, თქვენ ნოტებიც არ მოგიტანიათ.

ბეატრიჩე: (ცოტა დაბნეული) მართლაც დამავიწყდა. მაგრამ ჩვენ ძველი ნოტებიც


გვაქვს.

რობერტი: (არჩის ყურზე უჩქმეტს) პატარა უქნარა. გინდა გაკვეთილს გადაურჩე ხომ?

ბერტა: გაკვეთილი ნუ გადარდებს. შენ ახლა დაჯდები და ჩაის დალევ. (მარჯვენა


კარისკენ მიდის) ბრიჯიდს ვეტყვი.

არჩი: მე ვეტყვი, დედა. (წასვლას დააპირებს) ბეატრიჩე: არა, გთხოვთ, მის რაუენ.
არჩი! ჯობია ახლა მე...

რობერტი: (წყნარად) მე კომპრომისს გთავაზობთ. ნახევარი გაკვეთილი იყოს.

ბერტა: ბეატრიჩე რომ ძალიან დაღლილი იქნება.

ბეატრიჩე: (სწრაფად) ოდნავაც არა. მატარებელში გაკვეთილზე ვფიქრობდი.

რობერტი: (ბერტას) ხედავთ, რას ნიშნავს კეთილსინდისიერება, მის რაუენ?

არჩი: ჩემს გაკვეთილზე, მისს ჯასტის?


ბეატრიჩე: (უბრალოდ) ათი დღეა, ფორტეპიანოს ხმა არ გამიგონია.

ბერტა: ოჰ, ძალიან კარგი, თუ ასეა...

რობერტი: (ნერვიულად, მხიარულად) მოდით, ფორტეპიანოს მივაშუროთ. ვიცი,


ახლა ბეტის რა ჩაესმის ყურში, (ბეატრიჩეს) ვთქვა?

ბეატრიჩე: თუკი იცით.

რობერტი: მამამისის მისაღები ოთახის ფისჰარმონიის ზუზუნი. (ბეატრიჩეს)


აღიარებ?

ბეატრიჩე: (იცინის) დიახ, მართლაც მესმის.

რობერტი: (პირქუშად) მეც მესმის. პროტესტანტიზმის ეს ასთმური ხმა.

ბერტა: კარგი დრო გაატარეთ იქ, მისს ჯასტის?

რობერტი: (ჩაერევა) ვერ გაატარა კარგი დრო. იქ განმარტოებისთვის მიდის, როცა


პროტესტანტული სისხლი იმძლავრებს მასში - სევდა, სერიოზულობა,
სამართლიანობა.

ბეატრიჩე: იქ მამაჩემის სანახავად დავდივარ.

რობერტი: (აგრძელებს) უკან კი დედაჩემთან ბრუნდება. ფორტეპიანოს გავლენა


ჩვენი სახლის მხრიდანაა.

ბერტა: (ყოყმანობს) მისს ჯასტის... თუკი რაიმეს დაკვრას ისურვებდით... ყოველ


შემთხვევაში, არჩის მეცადინეობით თავს ნუ დაიღლით.

რობერტი: დაუკარი, ბეტ... შენ ხომ სწორედ ეს გსურს.

ბეატრიჩე: თუ არჩი მოვა...

არჩი: (მხრებს იჩეჩს) მოსასმენად.

ბეატრიჩე: (მის ხელს აიღებს) და თან მცირე გაკვეთილიც. ძალიან მოკლე.

ბერტა: ჰოდა, შემდეგ ჩაიზე უნდა დარჩეთ.

ბეატრიჩე: (არჩის) წავედით. (ბეატრიჩე და არჩი მარცხენა კარიდან გადიან. ბერტა


საწერ მაგიდასთან მიდის, ქუდს იღებს და მზის საჩრდილობელთან ერთად მერხზე
დებს, შემდეგ ყვავილების პატარა ვაზიდან გასაღებს იღებს, საწერი მაგიდის უჯრას
აღებს, ფურცელს ამოიღებს და ისევ კეტავს. რობერტი დგას და უყურებს.) ბერტა:
(მიდის მასთან ფურცლით ხელში) გუშინ ღამით, ეს ფურცელი ჩამიდე ხელში. რას
ნიშნავს ეს?

რობერტი: არ იცი?

ბერტა: (კითხულობს) „არის ერთი სიტყვა, რომლის თქმასაც ვერასოდეს გაგიბედავ“.


რა სიტყვაა ეს?
რობერტი: რომ მე შენ ძალიან მომწონხარ. (მოკლე პაუზა. ზედა ოთახიდან ოდნავ
აღწევს ფორტეპიანოს ხმა) რობერტი: (სკამიდან ყვავილების თაიგულს იღებს) ეს შენ
მოგიტანე. არ აიღებ ჩემგან?

ბერტა: (ართმევს თაიგულს) გმადლობთ. (თაიგულს მაგიდაზე დებს და კვლავ


ფურცელს იღებს.) გუშინ ღამით რატომ ვერ გაბედე ამის თქმა?

რობერტი: ვერ შევძელი შენთან დალაპარაკება, ან შენთან მოახლოება. მდელოზე


ძალიან ბევრი ხალხი იყო. მინდოდა ამაზე გეფიქრა და ამიტომ წასვლისას ჩაგიდე
ხელში.

ბერტა: ახლა ამის თქმას ბედავ.

რობერტი: (თვალებზე ხელებს ნელა გადაისვამს) შენ ჩაიარე. ქუჩას მკრთალი ბინდი
ეფინა. ხეების მუქ მწვანე მასას ვხედავდი. მათ ჩაუარე. მთვარეს გავდი.

ბერტა: (იცინის) რატომ მთვარეს?

რობერტი: იმ კაბაში, ტანწერწეტა, პატარა თანაბარი ნაბიჯებით მოდიოდი.


ვხედავდი, მთვარე როგორ მიცურავდა ბინდბუნდში, სანამ შენ ჩაიარე და თვალს
მიეფარე.

ბერტა: წუხელ ფიქრობდი ჩემზე?

რობერტი: (უფრო ახლოს მიდის) შენზე ყოველთვის ვფიქრობ - როგორც რაღაც


მშვენიერზე და შორეულზე-მთვარეზე თუ რაღაც ღრმა მუსიკაზე.

ბერტა: (იცინის) და გასულ ღამეს რომელი ვიყავი?

რობერტი: შუაღამემდე არ დამეძინა. შენი ხმა მესმოდა. სიბნელეში შენს სახეს


ვხედავდი. შენი თვალები... მე მსურს გელაპარაკო. მომისმენ? შემიძლია ვილაპარაკო?

ბერტა: (ჯდება) ილაპარაკე.

რობერტი: (გვერდით მიუჯდება) გაბრაზებული ხარ ჩემზე?

ბერტა: არა.

რობერტი: მეგონა გაბრაზებული იყავი, ისე სწრაფად გადადე გვერდზე ჩემი


საცოდავი ყვავილები.

ბერტა: (მაგიდიდან ყვავილებს იღებს და სახესთან ახლოს მიაქვს) ასე გინდა


მოვეპყრო შენს ყვავილებს?

რობერტი: (უყურებს) შენი სახეც ყვავილია, მაგრამ უფრო ლამაზი. ველური ყვავილი,
რომელიც მესერში ხარობს. (სკამს მასთან ახლოს მიაჩოჩებს) რა გაცინებს? ჩემს
სიტყვებზე გეცინება?

ბერტა: (ყვავილებს კალთაში ჩაიდებს) მაინტერესებს, ეს ის სიტყვებია თუ არა,


რომელსაც სხვებს ეუბნები.

რობერტი: (გაკვირვებული) ვინ სხვებს?


ბერტა: სხვა ქალებს. გამიგია, რომ ბევრი თაყვანისმცემელი გყავს.

რობერტი: (უნებურად) და ეს არის მიზეზი რომ შენც..?

ბერტა: მაგრამ ხომ გყავს? ასე არ არის?

რობერტი: მეგობრები მყავს.

ბერტა: მათაც ასე ელაპარაკები?

რობერტი: (შეურაცხყოფილი ტონით) როგორ შეგიძლია ასეთი რამ მკითხო? რა


წარმოდგენა გაქვს ჩემზე? მაშინ რატომ მისმენ? არ მოგეწონა, რაც გითხარი?

ბერტა: რაც მითხარი, ძალიან კარგი იყო. (ცოტა ხანს უყურებს) გმადლობ, ეს რომ
თქვი და ასე ფიქრობ.

რობერტი: (წინ გადაიხრება) ბერტა!

ბერტა: გისმენ.

რობერტი: მე მაქვს უფლება სახელით მოგმართო. უკვე დიდი ხანია - ცხრა წელი.
მაშინ ჩვენ ბერტა და რობერტი ვიყავით. არ შეგვიძლია, ახლაც ასე ვიყოთ?

ბერტა: (ხალისით) შეგვიძლია, რატომაც არა.

რობერტი: ბერტა, შენ იცოდი. სწორედ იმ ღამიდან მოყოლებული, როცა კინგსტოუნ


პირსზე დაადგი ფეხი. მაშინ ყველაფერი თვალწინ დამიდგა. შენ ეს იცოდი, შენ ეს
დაინახე.

ბერტა: არა, იმ ღამით არ დამინახავს.

რობერტი: აბა, როდის?

ბერტა: როცა ჩამოვედით იმ ღამით, ძალიან დაღლილი და ჭუჭყიანი ვიყავი. იმ


ღამით მე შენში ეს არ დამინახავს.

რობერტი: (იცინის) მითხარი, რა დაინახე იმ ღამით. როგორი იყო შენი პირველი


შთაბეჭდილება.

ბერტა: (წარბებს შეიჭმუხნის) შენ გასასვლელისკენ ზურგით იდექი და ორ ლედის


ელაპარაკებოდი.

რობერტი: ჰო, ორ უბრალო, შუახნის ლედის.

ბერტა: მაშინვე გიცანი, შევამჩნიე, რომ გასუქებული იყავი.

რობერტი: (მის ხელს იღებს) საცოდავი მსუქანი რობერტი. მაშ, შენ ის არ მოგწონს? არ
გჯერა, რასაც გეუბნება?

ბერტა: მე ვფიქრობ, კაცები ასე ელაპარაკებიან ყველა იმ ქალს, რომელიც მოსწონთ, ან


რომელსაც ეტრფიან. რა გსურს, რომ დაგიჯერო?

რობერტი: ყველა კაცი ბერტა?


ბერტა: (უეცრად სევდიანად) მე მგონია კი.

რობერტი: მეც?

ბერტა: ჰო, რობერტ, მე ვფიქრობ შენც.

რობერტი: ესე იგი ყველა? გამონაკლისის გარეშე? თუ ერთი გამონაკლისით? (უფრო


დაბალი ხმით) თუ ისიც, რიჩარდიც, ყველა ჩვენგანის მსგავსია. ყოველ შემთხვევაში
ამაში? თუ განსხვავებულია?

ბერტა: (თვალებში უყურებს) განსხვავებულია.

რობერტი: ბოლომდე დარწმუნებული ხარ, ბერტა?

ბერტა: (ცოტა დაბნეული, ცდილობს ხელი წაართვას) უკვე გიპასუხე.

რობერტი: (უეცრად) ბერტა, შემიძლია ხელზე გაკოცო? გთხოვ, ნება დამრთო.


შემიძლია?

ბერტა: თუ გსურს. (რობერტს ქალის ხელი ტუჩებთან ნელა მიაქვს. ბერტა უცებ
წამოდგება და უსმენს) ბერტა: ბაღის ჭიშკრის ხმა გაიგონე?

რობერტი: (ისიც წამოდგება) არა. (მოკლე პაუზა. ზემო სართულიდან ოდნავ ისმის
ფორტეპიანოს ხმა.) რობერტი: (ევედრება) ნუ წახვალ, შენ ახლა არავითარ
შემთხვევაში არ უნდა წახვიდე. შენი ცხოვრება აქ არის. დღეს აქ ამისთვისაც მოვედი,
რომ მასთან მესაუბრა, დამერწმუნებინა, რომ დათანხმებოდა შეთავაზებულ
სამსახურს. უნდა დათანხმდეს, უნდა დაარწმუნო. შენ მასზე დიდი გავლენა გაქვს.

ბერტა: გსურს, ის აქ დარჩეს?

რობერტი: დიახ.

ბერტა: რატომ?

რობერტი: შენ გამო, რადგან შენ კარგად არ გრძნობ თავს, აქედან ასე შორს
გადახვეწილი. მისთვისაც, რადგან მან თავის მომავალზე უნდა იფიქროს.

ბერტა: (იცინის) გახსოვს, რა გითხრა გუშინ ღამით რომ ელაპარაკებოდი?

რობერტი: რის შესახებ? (ფიქრობს) ჰო. მამაო ჩვენოს ციტირება გააკეთა დღევანდელი
პურის შესახებ. თქვა, რომ მომავალზე ზრუნვა იმას ნიშნავს, იმედი და სიყვარული
წაართვა კაცობრიობას.

ბერტა: შენ ფიქრობ, ის უცნაურია?

რობერტი: ამაში კი.

ბერტა: ცოტათი - გიჟი?

რობერტი: (ახლოს მიდის) არა, გიჟი არა. ჩვენ შეიძლება ვართ. რატომ..?

ბერტა: (იცინის) იმიტომ გეკითხები, რომ შენ ჭკვიანი ხარ.


რობერტი: შენ არ უნდა წახვიდე. მე არ გაგიშვებ.

ბერტა: (ყურადღებით უყურებს) შენ?

რობერტი: ეს თვალები არ უნდა წავიდნენ. (მის ხელებს აიღებს) შეიძლება თვალებში


გაკოცო?

ბერტა: შეიძლება (თვალებში კოცნის, შემდეგ ხელს თმაზე უსვამს) რობერტი: პატარა
ბერტა.

ბერტა: (იცინის) მე პატარა არა ვარ. პატარას რატომ მეძახი?

რობერტი: პატარა ბერტა! ერთი მოხვევა? (მკლავს შემოხვევს) ისევ ჩამხედე


თვალებში.

ბერტა: (უყურებს) ოქროს პატარა ლაქებს ვხედავ, ძალიან ბევრს.

რობერტი: (ნასიამოვნები) შენი ხმა! მაკოცე, მაგ შენი ტუჩებით.

ბერტა: აი, გკოცნი.

რობერტი: მეშინია. (ტუჩებში კოცნის და თმაზე ხელს უსვამს) როგორც იქნა


მკლავებში მყავხარ.

ბერტა: კმაყოფილი ხარ?

რობერტი: მაგრძნობინე, შენი ტუჩები როგორ ეხება ჩემსას.

ბერტა: და მაშინ კმაყოფილი იქნები?

რობერტი: (ბუტბუტებს) შენი ტუჩები, ბერტა!

ბერტა: (თვალებს ხუჭავს და სწრაფად კოცნის) აი, ასე. (ხელებს მხრებზე ადებს)
მადლობას რატომ არ ამბობ?

რობერტი: (ამოიოხრებს) ჩემი ცხოვრება დამთავრებულია.

ბერტა: ასე ნუ ლაპარაკობ, რობერტ.

რობერტი: დამთავრებულია, დამთავრებული. მე მინდა ის დავამთავრო ერთხელ და


სამუდამოდ.

ბერტა: (შეწუხებული, მაგრამ უდარდელად) დიდი სულელი ვინმე ხარ!

რობერტი: (გულზე მიიკრავს) ყველაფერი დავამთავრო - სიკვდილით. მაღალი


კლდიდან გადავვარდე პირდაპირ ზღვაში.

ბერტა: რობერტ, გთხოვ...

რობერტი: უსმენდე მუსიკას იმ ქალის მკლავებში, რომელიც გიყვარს. ზღვა, მუსიკა


და სიკვდილი.

ბერტა: (ცოტა ხანს უყურებს) ქალის, რომელიც გიყვარს?


რობერტი: (სწრაფად) მინდა მოგელაპარაკო ბერტა, ერთი ერთზე. აქ არა. მოხვალ?

ბერტა: (თვალებს დახრის) მეც მინდა გელაპარაკო.

რობერტი: (ნაზად) ჰო, ძვირფასო, ვიცი. (ისევ კოცნის) მე შენ დაგელაპარაკები და


მაშინ ყველაფერს გეტყვი. მერე გაკოცებ. ხანგრძლივი, ხანგრძლივი კოცნა, როცა
ჩემთან მოხვალ. ხანგრძლივი, ხანგრძლივი, ტკბილი კოცნა.

ბერტა: სად?

რობერტი: (ვნებიანად) თვალებში, ტუჩებში, მთელ შენს ღვთაებრივ სხეულს


დავკოცნი.

ბერტა: (ირიდებს მის ხვევნას, დაბნეული) სად გინდა, რომ მოვიდე-მეთქი.

რობერტი: ჩემს სახლში. აქვე კი არა, დედაჩემის სახლში. მისამართს დაგიწერ,


მოხვალ?

ბერტა: როდის?

რობერტი: ღამით. რვიდან ცხრამდე. მოდი. დაგელოდები ამაღამ. და ყოველღამ.


მოხვალ? (ვნებიანად კოცნის, მისი ხელი ხელებში აქვს მოქცეული. რამდენიმე წამში
ბერტა თავს ითავისუფლებს ხვევნისაგან. რობერტი ჯდება) ბერტა: (უსმენს) ჭიშკარი
გაიღო.

რობერტი: (დაძაბულად) დაგელოდები. (ფურცელს მაგიდიდან იღებს. ბერტა მას


ნელ-ნელა მოშორდება. ბაღიდან შემოდის რიჩარდი.) რიჩარდი: (როცა მოახლოვდება
ქუდს მოიხდის) დღე მშვიდობისა.

რობერტი: (წამოდგება, მეგობრული ტონით, მაგრამ დაძაბულობა იგრძნობა) დღე


მშვიდობისა, რიჩარდ.

ბერტა: (მაგიდასთანაა, ვარდებს იღებს) ნახე, რა ლამაზი ვარდები მომიტანა მისტერ


ჰენდმა.

რობერტი: სამწუხაროდ, მგონი ცოტა უკვე ჭკნობა აქვს შეპარული.

რიჩარდი: (უეცრად) თუ შეიძლება, მაპატიეთ, ერთი წუთით. (შებრუნდება და


სწრაფი ნაბიჯით კაბინეტისკენ მიდის. რობერტი სწრაფად იღებს ფანქარს ჯიბიდან,
ფურცელზე რამდენიმე სიტყვას წერს და სწრაფად აწვდის ბერტას.) რობერტი:
(აჩქარებით) მისამართი. ლენსდაუნ-როუდთან ტრამვაიში ჩაჯექი და იკითხე, სად
ჩამოხვიდე. ახლოსაა.

ბერტა: (წერილს გამოართმევს) მე არაფერს გპირდები.

რობერტი: დაგელოდები. (რიჩარდი ბრუნდება კაბინეტიდან.) ბერტა: (მიდის) ეს


ვარდები წყალში უნდა ჩავდო.

რიჩარდი: (ქუდს აწვდის) ჰო, ჩადე და თუ შეიძლება, ჩემი ქუდი საკიდზე დადე.

ბერტა: (ქუდს გამოართმევს) ხელს არ შეგიშლით საუბარში. (მიმოიხედავს) რაიმე ხომ


არ გინდათ? სიგარეტი?
რიჩარდი: გმადლობთ, გვაქვს.

ბერტა: ესე იგი შემიძლია წავიდე? (მიდის მარცხნივ რიჩარდის ქუდით ხელში,
რომელსაც მისაღებში ტოვებს და მაშინვე ბრუნდება. ცოტა ხნით საწერ მაგიდასთან
ჩერდება, ფურცელს ისევ უჯრაში დებს, კეტავს უჯრას, გასაღებს თავის ადგილზე
დებს, იღებს ვარდებს და მარჯვნივ მიდის. რობერტი გაასწრებს და კარს გაუღებს.
ბერტა თავს დაუკრავს და გადის.) რიჩარდი: (მიუთითებს სკამისაკენ, რომელიც
მარჯვნივ პატარა მაგიდასთან დგას.) საპატივცემულო ადგილი შენთვის.

რობერტი: (ჯდება) გმადლობთ. (ხელს წარბებზე გადაისვამს) ღმერთო დიდებულო,


როგორი სითბოა დღეს. თვალები მიხურს. ყველაფერი კაშკაშებს.

რიჩარდი: მე მგონი, ოთახში საკმაოდ ბნელა. ფარდები დაშვებულია. მაგრამ თუ შენ


გსურს...

რობერტი: (სწრაფად) არა, რა თქმა უნდა, მე ვიცი, რაშიცაა საქმე. მთელი ღამე
მუშაობის ბრალია.

რიჩარდი: (სავარძელში ჯდება) გადაუდებელი საქმე იყო?

რობერტი: (ამოიოხრებს) ეჰ, ჰო. ყოველღამ გაზეთის ერთი ნაწილის წაკითხვა მიწევს.
მერე კიდევ ჩემი მოწინავე სტატიები. ჩვენ ძნელ პერიოდს ვუახლოვდებით. და არა
მხოლოდ აქ.

რიჩარდი: (მცირე პაუზის შემდეგ) რაიმე ახალი ამბავი გაქვს?

რობერტი: (განსხვავებული ხმით) დიახ, მინდა სერიოზულად მოგელაპარაკო.


დღევანდელი დღე, უფრო სწორად, ღამე, შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს
შენთვის. ამ დილით ვიცე-კანცლერი ვნახე. ძალიან მაღალი აზრისაა შენზე, რიჩარდ.
მითხრა, რომ შენი წიგნი წაიკითხა.

რიჩარდი: იყიდა თუ ინათხოვრა?

რობერტი: იმედი მაქვს, იყიდდა.

რიჩარდი: სიგარეტს მოვწევ. ახლა დუბლინში ოცდაჩვიდმეტი ცალია გაყიდული.


(კოლოფიდან, რომელიც მაგიდაზე დევს, სიგარეტს იღებს და უკიდებს) რობერტი:
(თავაზიანად, უიმედოდ) დღეისთვის ეს საკითხი დახურულია. შენ დღეს რკინის
ნიღაბი გაქვს აფარებული.

რიჩარდი: (სიგარეტს ეწევა) მოდი, დანარჩენიც მითხარი.

რობერტი: (ისევ სერიოზულად) რიჩარდ, ძალიან ეჭვიანი ხარ. ეს ნაკლია. ის


მარწმუნებდა, რომ შენზე უაღრესად მაღალი აზრისაა. ისევე, როგორც ყველა. ამბობს,
რომ შენ ის კაცი ხარ, რომელსაც თანამდებობა უნდა ჰქონდეს. ფაქტობრივად მითხრა,
რომ თუ შენი კანდიდატურა წამოიწევს, ის სენატში ყველაფერს გააკეთებს შენთვის,
და მეც... რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გავაკეთებ პრესით თუ
პირადი ურთიერთობებით. მე ამას ყველას მოვალეობად ვთვლი. ლიტერატურის
კათედრა შენ კანონიერად გეკუთვნის, როგორც მეცნიერს, როგორც ლიტერატორს.

რიჩარდი: და პირობები?
რობერტი: პირობები? შენ გულისხმობ მომავლისათვის?

რიჩარდი: წარსულს ვგულისხმობ.

რობერტი: (თავისუფლად) წარსულის ის ეპიზოდი დავიწყებულია. იმპულსური


საქციელი. ჩვენ ყველანი იმპულსურები ვართ.

რიჩარდი: (დაჟინებით უყურებს) შენ მაშინ - ცხრა წლის წინ - ამას უგუნური
საქციელი უწოდე. მაშინ მითხარი, რომ მე კისერზე ტვირთი ჩამოვიკიდე.

რობერტი: არ ვიყავი მართალი. (თავაზიანად) აი, ასეა საქმეები ახლა რიჩარდ. ყველამ
იცის, რომ ცხრა წლის წინ ახალგაზრდა გოგონასთან ერთად გაიქეცი აქედან... როგორ
გამოვხატო... ახალგაზრდა გოგონასთან ერთად, რომელიც მთლად შენი თანასწორი
არ იყო. (რბილად) მაპატიე, რიჩარდ, ეს არ არის ჩემი აზრი და არც ჩემი სიტყვები. მე
იმ ადამიანების სიტყვებს ვიმეორებ, რომელთა აზრსაც არ ვიზიარებ.

რიჩარდი: ფაქტობრივად ერთ-ერთ შენს წამყვან სტატიას წერ.

რობერტი: თუნდაც ასე თქვი. მაშინ ამან დიდი სენსაცია გამოიწვია. იდუმალი
გაუჩინარება. ამ შემთხვევასთან ჩემი სახელიც იყო დაკავშირებული, როგორც
მეჯვარისა, ასე ვთქვათ ამ გახმაურებულ საქმეში. რა თქმა უნდა, მათ ჩათვალეს, რომ
მე მეგობრის მოვალეობის არასწორად გაგებამ შემაცდინა. თუმცა ყველაფერი ეს
ცნობილია. (ერთგვარი ყოყმანით) მაგრამ შემდეგ რა მოხდა, არ არის ცნობილი.

რიჩარდი: არა?

რობერტი: რა თქმა უნდა, ეს შენი საქმეა რიჩარდ, თუმცა შენ ახლა ისე ახალგაზრდა
აღარა ხარ, როგორც მაშინ. გამოთქმები სავსებით შეესაბამება ჩემი წამყვანი
სტატიების სტილს, არა?

რიჩარდი: გსურს თუ არა, რომ მე ჩემი წარსული უარვყო?

რობერტი: მე შენს მომავალ ცხოვრებაზე ვფიქრობ - აქ. მესმის შენი სიამაყე და


თავისუფლების გრძნობა. მათი თვალსაზრისიც მესმის. მაგრამ გამოსავალი
არსებობს, ის სრულიად უბრალოა. ნუ შეეცდები, უარყო ყველა ის მითქმა-მოთქმა,
რომელიც შეიძლება გაიგონო იმასთან დაკავშირებით რაც მოხდა... ან არ მომხდარა
მას შემდეგ, რაც აქედან წახვედი. დანარჩენი მე მომანდე.

რიჩარდი: და შენ ამ მითქმა-მოთქმას სასურველ მიმართულებას მისცემ?

რობერტი: მოვახერხებ. ღვთის შეწევნით.

რიჩარდი: (ყურადღებით უყურებს) სოციალური პირობითობების გამო?

რობერტი: კიდევ სხვა რამის გამოც - ჩვენი მეგობრობის, ჩვენი მარადიული


მეგობრობის გამო.

რიჩარდი: გმადლობთ.

რობერტი: (ცოტა ნაწყენი) და მე შენ სრულ სიმართლეს გეტყვი.

რიჩარდი: (იღიმება და თავს უკრავს) მითხარი, გთხოვ.


რობერტი: არა მხოლოდ შენ გამო, არამედ ასევე შენი ცხოვრების ახლანდელი
პარტნიორის გამო.

რიჩარდი: მესმის. (სიგარეტს რბილად ჩააქრობს საფერფლეზე, წინ გადაიხრება და


ხელებს ნელა იფშვნეტს.) რიჩარდი: მისი გულისთვის რატომ?

რობერტი: (ისიც წინ გადაიხრება, წყნარად) ბოლომდე სამართლიანი იყავი მის


მიმართ? შენ იტყვი, რომ ეს მისი თავისუფალი არჩევანი იყო, მაგრამ ის ხომ გოგონა
იყო. მან მიიღო ყველაფერი, რაც შესთავაზე.

რიჩარდი: (იღიმება) ამით ის გინდა თქვა, რომ მან შემომთავაზა ის, რაც მე არ მივიღე.

რობერტი: (თავს აქნევს) მახსოვს. და ის შენთან ერთად წამოვიდა. მაგრამ იყო კი ეს


მისი თავისუფალი არჩევანი? Gგულწრფელად მიპასუხე.

რიჩარდი: (მისკენ შებრუნდება, წყნარად) მე ვიბრძოლე მის დასაყოლიებლად და


როგორც გინდა თქვი, გავიმარჯვე.

რობერტი: (ისევ თავს აქნევს) დიახ, გაიმარჯვე.

რიჩარდი: (წამოდგება) მაპატიე, რომ არ გამახსენდა. ცოტაოდენ ვისკის ხომ არ


დალევ.

რობერტი: მომთმენი ყოველთვის მოიგებს. (რიჩარდს სერვანტიდან ლანგრით


გრაფინი და ჭიქები მოაქვს და მაგიდაზე აწყობს) რიჩარდი: (ისევ დაჯდება და
დივანის საზურგეს მიეყრდნობა) მიირთვი.

რობერტი: (სვამს) შენ? საკუთარი თავის ერთგული დარჩი? (რიჩარდი თავს


გადააქნევს) ღმერთო ჩემო! რომ გამახსენდება ჩვენი გიჟური ღამეები დიდი ხნის
წინათ - გვიანობამდე საუბარი, გეგმები, ქეიფი, დროსტარება...

რიჩარდი: ჩვენს სახლში.

რობერტი: ის ახლა ჩემი სახლია. შევინარჩუნე, თუმცა იქ ხშირად არ დავდივარ. თუ


მოსვლა მოისურვო, წინასწარ შემატყობინე. მოდი ერთ საღამოს. ძველი დრო
გავიხსენოთ. შენ გაგიმარჯოს. (ჭიქას აწევს და სვამს).

რიჩარდი: ის არა მხოლოდ საქეიფო სახლი იყო. ის ახალი ცხოვრების კერად უნდა
ქცეულიყო. (ფიქრობს) და ამ ახალი ცხოვრების სახელით ყველა ჩვენი ცოდვა იქნა
ჩადენილი.

რობერტი: ცოდვა! სმა და ღვთის გმობა. (მიანიშნებს თავის თავზე). და სმა და


მკრეხელობა, ბევრად უარესი (მიანიშნებს რიჩარდზე) შენ მიერ - ამ ცოდვებს
გულისხმობ?

რიჩარდი: და ზოგიერთ სხვასაც.

რობერტი: (რბილად, უხერხულად) ქალებს გულისხმობ. სინდისის ქენჯნას არ


განვიცდი. შესაძლოა შენ გაქვს ეს გრძნობა. ჩვენ ასეთი შემთხვევებისთვის ორი
გასაღები გვქონდა. (ღვარძლიანად). სინდისის ქენჯნას განიცდი?
რიჩარდი: (გაღიზიანებული) შენთვის ის სრულიად ბუნებრივი იყო?

რობერტი: ჩემთვის სრულიად ბუნებრივია, ვაკოცო ქალს, რომელიც მომწონს.


რატომაც არა. ის ჩემთვის მშვენიერია.

რიჩარდი: (დივანის ბალიშს ათამაშებს ხელში) რაც შენთვის მშვენიერია, ყველაფერს


კოცნი?

რობერტი: ყველაფერს - თუკი მასზე კოცნა შეიძლება. (მაგიდიდან ბრტყელ ქვას


იღებს) მაგალითად ეს ქვა. ისეთი გრილია, ისეთი კრიალა, ისეთი ნაზი, როგორც
ქალის საფეთქელი. ჩუმია, გრძნობებს გიფორიაქებს და ლამაზია. (ტუჩებზე მიიდებს)
იმიტომ ვკოცნი, რომ მშვენიერია. ქალი რაღაა? ისიც ბუნების ქმნილებაა, როგორც ქვა
ან ყვავილი ან ჩიტი. კოცნა მოწიწების გამომხატველი აქტია.

რიჩარდი: კოცნა კაცის და ქალის შეერთების აქტია. მაშინაც კი, თუ სურვილებამდე


ხშირად მშვენიერების გრძნობას მივყავართ, შეგიძლია თქვა, რომ მშვენიერი ისაა, რაც
გვსურს?

რობერტი: (ქვას შუბლზე მიიჭერს) თავს ამატკივებ, თუ ახლა ფიქრს მაიძულებ. დღეს
ფიქრი არ შემიძლია. დღეს ძალიან ბუნებრივად, ძალიან ჩვეულებრივად ვგრძნობ
თავს. ბოლოს და ბოლოს რა არის მიმზიდველი თვით ყველაზე ლამაზ ქალში?

რიჩარდი: რა?

რობერტი: არა ის თვისებები, რომელიც მას აქვს, და სხვა ქალებს არა აქვთ, არამედ
სხვა ქალებთან საერთო თვისებები. მე ვგულისხმობ... ყველასთვის საერთო
თვისებებს. (ქვას გადაატრიალებს და მეორე მხრით მიიჭერს შუბლზე). ვგულისხმობ,
როგორ ხურდება მისი სხეული, როცა ჩაბღუჯავ. მისი სისხლის მოძრაობას.
რამდენად სწრაფად იცვლება ის იმ საკვების მონელებით, რომელსაც იღებს... რა
საზიზღრობაა. (იცინის) დღეს ძალიან ვულგარული ვარ. შესაძლოა შენ ასეთი აზრი
არასოდეს მოგსვლია.

რიჩარდი: (მშრალად) როცა ქალთან ერთად ცხრა წელი იცხოვრებს, კაცს ბევრი რამ
მოუვა თავში.

რობერტი: ჰო, მეც ასე მგონია... ეს მშვენიერი გრილი ქვა ძალიან მშველის. ეს
პრესპაპიეა, თუ თავის ტკივილის წამალი?

რიჩარდი: ბერტამ მოიტანა ერთხელ სანაპიროდან. ისიც ამბობს ლამაზიაო.

რობერტი: (ნელა დებს ქვას) მართალს ამბობს. (ჭიქას აწევს და სვამს. პაუზა)
რიჩარდი: სულ ეს არის, რისი თქმაც გინდოდა ჩემთვის?

რობერტი: არის კიდევ რაღაც. ვიცე-კანცლერმა მთხოვა გადმოგცე, რომ ამ საღამოს


ვახშმად ეწვიო. იცი სად ცხოვრობს? (რიჩარდი თავს უქნევს) ვიფიქრე, შეიძლება
დაავიწყდა-მეთქი. მკაცრად საიდუმლოდ, რა თქმა უნდა. მას სურს, ისევ შეგხვდეს და
მთელი სულით და გულით გეპატიჟება.

რიჩარდი: რომელი საათისათვის?


რობერტი: რვისთვის. მაგრამ შენი არ იყოს, დროს ზუსტად არც ის იცავს. აბა,
რიჩარდ, უნდა წახვიდე იქ. აუცილებლად. ვგრძნობ, რომ დღევანდელი საღამო
მთლიანად შეცვლის შენს ცხოვრებას. აქ იცხოვრებ, აქ იმუშავებ, აქ იაზროვნებ, აქ
მოგაგებენ პატივს. ჩვენს ხალხში იქნები.

რიჩარდი: (იღიმება) თითქმის ვხედავ, როგორ მიდის ორი დესპანი ამერიკის


შეერთებულ შტატებში ასი წლის შემდეგ ჩემი ქანდაკების დასადგმელი ფულის
შესაგროვებლად.

რობერტი: (იმავე ტონში) ერთხელ პატარა ეპიგრამა დავწერე ქანდაკებების შესახებ.


ორი სახის ქანდაკება არსებობს. (ხელებს მკერდზე გადაიჯვარედინებს). პირველი
ამბობს: „როგორ ჩამოვიდე?“ და მეორე, (ხელებს გაშლის და მარჯვენა მკლავს
გაიწვდის, თავს მიაბრუნებს) რომელიც ამბობს: „ჩემს დროს ნეხვის გროვა ისე
მაღალი იყო..“.

რიჩარდი: ჩემთვის მეორე იყოს თუ შეიძლება.

რობერტი: (ზანტად) შენს ერთ-ერთ გრძელ სიგარას ხომ ვერ მომცემ? (რიჩარდი
კოლოფიდან, რომელიც მაგიდაზე დევს, იღებს ვირჯინიას სიგარას და აწვდის).

რობერტი: (უკიდებს) ეს სიგარები მაევროპელებენ. თუ ირლანდია ახალ ირლანდიად


უნდა იქცეს, ის ჯერ ევროპული უნდა გახდეს. და შენ აქ ამისთვის ხარ, რიჩარდ. ერთ
დღეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ინგლისსა და ევროპას შორის. მე
საიდუმლოებით მოცული უცხოელების შთამომავალი ვარ. ამიტომ მსიამოვნებს აქ
ყოფნა. შეიძლება ეს ბავშვობა იყოს, მაგრამ დუბლინში კიდევ სად მომაწვდიან
ბანდიტების ასეთ სიგარას და შავ ყავას? კაცი, რომელიც შავ ყავას სვამს, ირლანდიის
დაპყრობას აპირებს. და ახლა ამ ვისკის ნახევარს დავლევ რიჩარდ, რათა გაჩვენო,
რომ ცუდი არაფერი მიდევს გულში.

რიჩარდი: (მიუთითებს) მიირთვი!

რობერტი: (მაგიდასთან მიდის) გმადლობთ. (დალევს და ძველებურად განაგრძობს)


და თვითონ შენ, რიჩარდ, ის, თუ როგორ ნებივრობ დივანზე, შემდეგ შენი ბიჭის ხმა
და კიდევ - თვითონ ბერტა. ნებას მომცემ ასე დავუძახო მას, რიჩარდ? როგორც
ორივეს ძველმა მეგობარმა.

რიჩარდი: რა თქმა უნდა.

რობერტი: (ცოცხლად) შენში არის ის მძვინვარე შფოთვა, რაც გულს უღრღნიდა


სვიფტს. შენ მაღალი სამყაროდან ხარ ჩამოვარდნილი, რიჩარდ და მრისხანება
გიპყრობს, როცა ცხოვრებაში სიმხდალეს და სიმდაბლეს წააწყდები. მაშინ როცა მე...
გითხრა?

რიჩარდი: აუცილებლად.

რობერტი: (ცბიერად) მე დაბალი სამყაროდან ვარ მოსული და გაოცება მიპყრობს,


როცა აღმოვაჩენ, რომ ადამიანებს საერთოდ რაიმე ღირსება აქვთ.

რიჩარდი: (უცებ დაჯდება და იდაყვებით მაგიდაზე დაეყრდნობა) ესე იგი შენ ჩემი
მეგობარი ხარ?
რობერტი: (სერიოზულად) მე ვიბრძოდი შენთვის, როცა წასული იყავი. ვიბრძოდი,
რომ უკან დამებრუნებინე, რომ შენთვის აქ ადგილი მომეძებნა. ისევ ვიბრძოლებ,
რადგან შენი რწმენა მაქვს, რწმენა შეგირდისა მასწავლებლის მიმართ. ამაზე მეტს
ვეღარაფერს გეტყვი. შეიძლება ეს უცნაურად მოგეჩვენოს... ასანთი მომეცი.

რიჩარდი: (მოუკიდებს და მიაწოდებს) არსებობს უფრო უცნაური რწმენა, ვიდრე


შეგირდის რწმენაა მასწავლებლის მიმართ.

რობერტი: და რომელია ეს?

რიჩარდი: მასწავლებლის რწმენა შეგირდისადმი, რომელიც მას უღალატებს.

რობერტი: ეკლესიამ თეოლოგი დაკარგა შენი სახით, რიჩარდ. მაგრამ ვფიქრობ, შენ
ცხოვრებას ძალიან სერიოზულად აღიქვამ. (წამოდგება და მკლავზე მსუბუქად
მოუჭერს ხელს) იმხიარულე. ცხოვრება ამად არ ღირს.

რიჩარდი: (არ წამოდგება) მიდიხარ?

რობერტი: უნდა წავიდე. (შემობრუნდება, მეგობრული ტონით) ესე იგი ყველაფერი


მოგვარებულია. ამაღამ ვიცე-კანცლერთან ვხვდებით ერთმანეთს. მე დაახლოებით ათ
საათზე შემოგივლით. ასე, რომ დაახლოებით ერთი საათი მარტო იქნებით.
დამელოდები ხომ?

რიჩარდი: დაგელოდები.

რობერტი: კიდევ ერთი ასანთი და ბედნიერებას აღარაფერი მიკლია. (რიჩარდი


ასანთს გაკრავს, გაუწვდის და თვითონაც წამოდგება. არჩი მარცხენა კარიდან
შემოდის. შემოყვება ბეატრიჩე.) რობერტი: მომილოცე, ბეტ, რიჩარდი გადავარწმუნე.

არჩი: (მარჯვენა კარისკენ მიდის. იძახის) დედა, მისს ჯასტისი მიდის.

ბეატრიჩე: რა მოგილოცო?

რობერტი: გამარჯვება, რა თქმა უნდა. (რიჩარდს მხარზე მსუბუქად ადებს ხელს)


არჩიბალდ ჰამილტონ რაუენის შთამომავალი შინ ბრუნდება.

რიჩარდი: მე ჰამილტონ რაუენის შთამომავალი არა ვარ.

რობერტი: რა მნიშვნელობა აქვს. (ბერტა ყვავილების ვაზით შემოდის მარჯვნიდან)


ბეატრიჩე: ესე იგი მისტერ რაუენი..?

რობერტი: (ბერტას მიუბრუნდება) რიჩარდი ამ საღამოს ვიცე-კანცლერს ეწვევა


ვახშმად. მსუქან ხბოს მიირთმევენ. შემწვარს, იმედია. შემდეგ გამოცდებზე კი ამისა
და ამის სეხნიის შთამომავალს უნივერსიტეტის სავარძელში ვიხილავთ. (ხელს
უწვდის) ნახვამდის, რიჩარდ. ამ საღამოს შევხვდებით.

რიჩარდი: (ეხება მის ხელს) ფილიპთან.

ბეატრიჩე: (ისიც ხელს ართმევს) წარმატებებს გისურვებთ, მისტერ რაუენ.

რიჩარდი: გმადლობთ, მაგრამ მაგას ნუ უჯერებთ.


რობერტი: (მხიარულად) დამიჯერეთ, დამიჯერეთ. (ბერტას) ნახვამდის, მის რაუენ.

ბერტა: (ხელს ართმევს, გულთბილად) მეც მადლობას გიხდით. (ბეატრიჩეს) ჩაიზე


ხომ დარჩებით, მისს ჯასტის?

ბეატრიჩე: არა გმადლობთ, (ემშვიდობება) უნდა წავიდე. კარგად ბრძანდებოდეთ.


ნახვამდის, არჩი. (მიდის) რობერტი: Addio[372] არჩიბალდ.

არჩი: Addio.

რობერტი: დაიცა, ბეტ. გაგაცილებ.

ბეატრიჩე: (გადის მარჯვენა კარიდან ბერტასთან ერთად) ოჰ, ნუ შეწუხდები.

რობერტი: (მიჰყვება) მაგრამ მე გთხოვ, როგორც ბიძაშვილი. (ბერტა, ბეატრიჩე და


რობერტი მარცხენა კარიდან გადიან. რიჩარდი მაგიდასთან ახლოს დგას და რაღაც
ვერ გადაუწყვეტია. არჩი ჰოლში გამავალ კარს კეტავს, მასთან მიდის და სახელოზე
ჩაეჭიდება).

არჩი: მისმინე, მამიკო

რიჩარდი: (უგულისყუროდ) რა მოხდა?

არჩი: რაღაც მინდა, გკითხო.

რიჩარდი: (დივნის კიდეში ჯდება, პირდაპირ იყურება) რა მოხდა?

არჩი: თხოვე რა დედიკოს, დილით მერძევე კაცთან ერთად გამიშვას.

რიჩარდი: მერძევე კაცთან ერთად?

არჩი: ჰო, საზიდარი მინდა წავიყვანო. მან მითხრა, როცა ისეთ გზაზე გავალთ, სადაც
ხალხი არ დადის, შენ გატარებინებო. ცხენი ძალიან კარგი ცხოველია. შემიძლია
წავიდე?

რიჩარდი: წადი.

არჩი: უთხარი დედიკოს, რომ მიშვებ, კარგი?

რიჩარდი: (კარისკენ იყურება) კარგი.

არჩი: მითხრა, ჩემს ძროხებს გაჩვენებ, მინდორში რომ არიანო. იცი, რამდენი ძროხა
ჰყავს?

რიჩარდი: რამდენი?

არჩი: თერთმეტი. რვა წითელი და სამი თეთრი. მაგრამ ახლა ერთი ავადაა. არა, ავად
კი არა, დაეცა.

რიჩარდი: ძროხები?

არჩი: (ჟესტს აკეთებს) ეჰ! ხარები არა ჰყავს, იმიტომ, რომ ხარი რძეს არ იძლევა.
თერთმეტი ძროხა. ბევრს მოიწველიან. რატომ იძლევა რძეს ძროხა?
რიჩარდი: (მის ხელს იღებს) ვინ იცის? გესმის რას ნიშნავს რაიმეს გაცემა?

არჩი: გაცემა? ვიცი.

რიჩარდი: როცა რაიმე გაქვს, შეიძლება ის სხვამ წაიღოს.

არჩი: მძარცველმა? არა?

რიჩარდი: მაგრამ, როცა შენ აძლევ რაიმეს, ეს გაცემაა. არც ერთ მძარცველს არ
შეუძლია მისი წაღება შენგან. (თავს ხრის და ვაჟიშვილის ხელს ლოყაზე მიიკრავს).
რაც გაეცი, უკვე სამუდამოდ შენია. ის ყოველთვის შენი იქნება. ეს არის გაცემა.

არჩი: მაგრამ, მამიკო...

რიჩარდი: გისმენ.

არჩი: როგორ შეუძლია მძარცველს ძროხა მოიპაროს. ხომ ყველა დაინახავს. ან იქნებ
ღამით იპარავს.

რიჩარდი: ჰო, ღამით.

არჩი: მძარცველები აქაც ისევე არიან, როგორც რომში?

რიჩარდი: გაჭირვებული ხალხი ყველგანაა.

არჩი: რევოლვერები აქვთ?

რიჩარდი: არა.

არჩი: დანები? დანები თუ აქვთ?

რიჩარდი: (მტკიცედ) ჰო, ჰო, დანები და რევოლვერები.

არჩი: (ხელებს ითავისუფლებს) თხოვე დედიკოს. აი, მოდის.

რიჩარდი: (მოძრაობას აკეთებს, რომ წამოდგეს) ვთხოვ.

არჩი: არა, აქ იჯექი, მამიკო. დაიცადე, და როცა მოვა, მაშინ თხოვე. მე აქ აღარ
ვიქნები. ბაღში ვიქნები.

რიჩარდი: (საწყის მდგომარეობას უბრუნდება) კარგი, წადი.

არჩი: (სწრაფად კოცნის) გმადლობთ. (სწრაფად გარბის უკანა, ბაღში გამავალი


კარიდან. ბერტა მარცხენა კარიდან შემოდის, მაგიდას უახლოვდება და ჩერდება,
ვარდებს ხელს უსვამს და რიჩარდს უყურებს.) რიჩარდი: (უყურებს) რაო?

ბერტა: (დაბნეულად) ამბობს, მომწონხარო.

რიჩარდი: (ნიკაპით ხელს დაეყრდნობა) მისი ნაწერი აჩვენე?

ბერტა: ვაჩვენე და ვკითხე, ეს რას ნიშნავს-მეთქი.

რიჩარდი: რა თქვა, რას ნიშნავსო?


ბერტა: თქვა, რომ ეს მე უნდა ვიცოდე. მე ვუთხარი, ვხვდები-მეთქი. შემდეგ მითხრა,
ძალიან მომწონხარო. ძალიან ლამაზი ხარო და ასეთი რამეები.

რიჩარდი: როდის შემდეგო?

ბერტა: (ისევ დაბნეულად) რა როდის შემდეგო?

რიჩარდი: როდის შემდეგ მომწონხარო, რა გითხრა.

ბერტა: ყოველთვის მომწონდიო, მაგრამ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკან


დაბრუნდიო. მითხრა, მთვარეს გავხარ ამ ლავანდის კაბაშიო. (რიჩარდს უყურებს)
უთხარი რაიმე ჩემ შესახებ?

რიჩარდი: (რბილად) უბრალო რაღაცები. შენ შესახებ არა.

ბერტა: ძალიან ნერვიულობდა. შეამჩნიე?

რიჩარდი: ჰო, შევამჩნიე. კიდევ რა მოხდა?

ბერტა: მთხოვა, ხელი მომეციო.

რიჩარდი: (იცინის) ცოლობა გთხოვა?

ბერტა: არა, ხელში რომ დაეჭირა.

რიჩარდი: და შენ?

ბერტა: მივეცი ხელი. (ვარდს რამდენიმე ფურცელს მოწყვეტს) შემდეგ ჩემს ხელს
მოეფერა და მითხრა, თუ შეიძლება ვაკოცებო.

რიჩარდი: მერე?

ბერტა: მერე მთხოვა, თუ შეიძლება მოგეხვევიო - ერთხელ მაინცო... და შემდეგ...

რიჩარდი: და შემდეგ?

ბერტა: შემდეგ მკლავი შემომხვია.

რიჩარდი: (ცოტა ხნით იატაკს მისჩერებია, შემდეგ ისევ მას შეხედავს) და შემდეგ?

ბერტა: მითხრა, ლამაზი თვალები გაქვსო. თუ შეიძლება თვალებში გაკოცებო. (ჟესტს


აკეთებს) მე ვუთხარი, შეიძლება-მეთქი.

რიჩარდი: და გაკოცა?

ბერტა: ჰო. ჯერ ერთ თვალში მაკოცა, შემდეგ მეორეში. (მოულოდნელად შეწყვეტს)
მითხარი, დიკ, ეს ყველაფერი ძალიან გაწუხებს? ხომ გითხარი, ეს არ მსურს-მეთქი. მე
მგონია, მხოლოდ თავს აჩვენებ ისე, რომ ეს არაფრად მიგაჩნია. მე ეს არაფრად
მიმაჩნია.

რიჩარდი: (წყნარად) შენ იცი, ჩემო ძვირფასო, რომ მე მსურს გავიგო, რისკენ ილტვის
და რას გრძნობს იგი. ისევე, როგორც შენც გსურს.
ბერტა: (მასზე მიანიშნებს) დაიმახსოვრე, შენ დამრთე ნება გამეგრძელებინა. მე
ყველაფერი მოგიყევი, თავიდანვე.

რიჩარდი: (წინანდებურად) ვიცი, ძვირფასო... და შემდეგ?

ბერტა: მთხოვა გაკოცებო. ვუთხარი, შეგიძლია-მეთქი.

რიჩარდი: და შემდეგ?

ბერტა: (მუჭში ვარდის ფურცლებს ჭმუჭნის) მაკოცა.

რიჩარდი: ტუჩებში?

ბერტა: ერთხელ თუ ორჯერ.

რიჩარდი: ხანგრძლივი კოცნა იყო?

ბერტა: საკმაოდ ხანგრძლივი. (ფიქრობს) ბოლო ხანგრძლივი იყო.

რიჩარდი: (ხელებს ნელა იფშვნეტს.) ტუჩებით თუ... სხვანაირად?

ბერტა: ჰო, ბოლოს ტუჩებით.

რიჩარდი: შენ გთხოვა, მაკოცეო?

ბერტა: მთხოვა.

რიჩარდი: მერე აკოცე?

ბერტა: (ყოყმანობს, შემდეგ პირდაპირ შეხედავს) ვაკოცე.

რიჩარდი: როგორ?

ბერტა: (მხრებს იჩეჩს) ოჰ, უბრალოდ.

რიჩარდი: აღგზნებული იყავი?

ბერტა: ნუ, შეგიძლია წარმოიდგინო. (უცებ მოიღუშება) არც მაინცდამაინც. ლამაზი


ტუჩები არა აქვს... აღგზნებული მაინც ვიყავი, რა თქმა უნდა. მაგრამ არა ისე, როგორც
შენთან, დიკ.

რიჩარდი: ის იყო?

ბერტა: აღგზნებული? მე ვფიქრობ იყო. ოხრავდა. საშინლად ნერვიულობდა.

რიჩარდი: (შუბლით ხელზე დაეყრდნობა) გასაგებია.

ბერტა: (დივნისკენ მიდის და რიჩარდთან ახლოს ჩერდება) ეჭვიანობ?

რიჩარდი: (წინანდებურად) არა.

ბერტა: წყნარად) ეჭვიანობ, დიკ!

რიჩარდი: არა. რაზე უნდა ვეჭვიანობდე?


ბერტა: იმაზე, რომ მაკოცა.

რიჩარდი: (ახედავს) ეს არის ყველაფერი?

ბერტა: ჰო, ეს არის ყველაფერი. თუ არ ჩავთვლით, რომ შეხვედრა მთხოვა.

რიჩარდი: სადმე გარეთ?

ბერტა: არა, თავის სახლში.

რიჩარდი: (გაკვირვებული) აქ, დედამისის სახლში?

ბერტა: არა, თავის სახლში. მისამართი დამიწერა. (მიდის მაგიდასთან, ყვავილების


ვაზიდან გასაღებს იღებს, უჯრას აღებს და ქაღალდის ფურცლით ბრუნდება)
რიჩარდი: (ნახევრად თავისთვის) ჩვენი კოტეჯი.

ბერტა: (ფურცელს უწვდის) ეს არის.

რიჩარდი: (კითხულობს) ჰო, ჩვენი კოტეჯი.

ბერტა: თქვენი..?

რიჩარდი: არა, მისი. მე ვეძახი ჩვენსას. (ბერტას უყურებს) ის კოტეჯი, რომელზეც ასე
ხშირად გელაპარაკებოდი. ჩვენ ამ კოტეჯის ორი გასაღები გვქონდა - თითოეულს
საკუთარი. ახლა ჩემიც მასა აქვს. იქ ვმართავდით გიჟურ ღამეებს, ვსაუბრობდით,
ვსვამდით, გეგმებს ვადგენდით. ეს მაშინ იყო. ველური ღამეები, დიახ. ის და მე
ერთად. (ფურცელს ტახტზე აგდებს და სწრაფად წამოდგება) ხანდახან მარტოც
ვიყავი, (ბერტას შეხედავს) მაგრამ არც მთლად მარტო. მოგიყევი ამის შესახებ,
გახსოვს?

ბერტა: (შოკირებული) იქ?

რიჩარდი: (ბერტას რამდენიმე ნაბიჯით დაშორდება და შეჩერდება, ფიქრობს, ნიკაპი


ხელზე აქვს დაყრდნობილი) ჰო, იქ.

ბერტა: (ფურცელს ისევ იღებს) სად არის?

რიჩარდი: არ იცი?

ბერტა: მითხრა, ლენდსდაუნთან ტრამვაიში ჩავმჯდარიყავი და მძღოლისთვის


მეთხოვა, იქ გაეჩერებინა. ის... ცუდი ადგილია?

რიჩარდი: არა, არა. (დივანთან ბრუნდება და ჯდება) რა უპასუხე?

ბერტა: არაფერი. მითხრა გელოდებიო.

რიჩარდი: ამაღამ?

ბერტა: ყოველ ღამით გელოდებიო. რვიდან ცხრამდე.

რიჩარდი: და მე ამ ღამით მოსალაპარაკებლად უნდა წავიდე - პროფესორთან,


სამსახურის სათხოვნელად. (უყურებს) ეს მოლაპარაკება მან დანიშნა ღამის რვიდან
ცხრა საათამდე. საინტერესოა, არა? ზუსტად იგივე დროს.
ბერტა: ზუსტად.

რიჩარდი: გკითხა ჩემზე რაიმე ეჭვი ხომ არა აქვსო?

ბერტა: არა.

რიჩარდი: ჩემი სახელი თუ ახსენა?

ბერტა: არა.

რიჩარდი: არც ერთხელ?

ბერტა: რამდენადაც მახსოვს, არა.

რიჩარდი: (წამოხტება) დიახ ასეა. სრულიად ნათელია.

ბერტა: რაა ნათელი?

რიჩარდი: (აქეთ-იქეთ დადის) მატყუარა, ქურდი და სულელი! სრულიად ნათელია.


ჩვეულებრივი ქურდი! სხვა რა? (უხეში სიცილით) ჩემი დიდი მეგობარი!
პატრიოტიც. ქურდი და მეტი არაფერი. (შეჩერდება და ხელებს ჯიბეებში იყოფს) თან
სულელიც!

ბერტა: (უყურებს) რას აპირებ?

რიჩარდი: (მოჭრით) მივყვები. ვიპოვი. ვეტყვი. (წყნარად) რამდენიმე სიტყვა


საკმარისი იქნება. ქურდი და სულელი.

ბერტა: (ფურცელს დივანზე მოისვრის) ახლა ყველაფერს ვხვდები.

რიჩარდი: (მიუბრუნდება) ეჰ!

ბერტა: (ცხარედ) სატანური ჩანაფიქრია.

რიჩარდი: მისი?

ბერტა: (მიუბრუნდება) არა, შენი! სატანური ჩანაფიქრი, რომ ის დამიპირისპირო,


ისევე, როგორც ცდილობდი საკუთარი შვილი დაგეპირისპირებინა ჩემთვის. მაგრამ
არაფერი გამოგივიდა.

რიჩარდი: როგორ ვცდილობდი თუ ღმერთი გწამს, როგორ?

ბერტა: (აღელვებული) ჰო, ჰო ცდილობდი. ამას ყველა ხედავდა. როგორც კი სულ


მცირე შენიშვნას მივცემდი, შენი კაპრიზებით ჩაერთვებოდი. ისე ელაპარაკებოდი,
როგორც მოწიფულ ადამიანს. ღუპავდი პატარა ბავშვს, ყოველ შემთხვევაში
ცდილობდი. გამოდიოდა, რომ მე, რა თქმა უნდა, მკაცრი დედა ვიყავი და ის
მხოლოდ შენ გიყვარდა. (სულ უფრო ნერვიულობს) მაგრამ შენ ვერ მოახერხე
დაგეპირისპირებინა ის ჩემთვის - მისი დედისათვის. რატომ ვერ მოახერხე? იმიტომ,
რომ ბუნებით ძალიან მგრძნობიარეა.

რიჩარდი: ამის გაკეთება არასოდეს მიცდია, ბერტა. შენ იცი, რომ მე ბავშვს მკაცრად
ვერ ვეპყრობი.
ბერტა: იმიტომ, რომ შენ საკუთარი დედა არ გყვარებია არასდროს. დედა ყოველთვის
დედაა, რაც არ უნდა იყოს. არ გამიგია, ადამიანს დედა არ ყვარებოდეს. დედა,
რომელმაც ის ამქვეყნად მოავლინა. შენ გარდა.

რიჩარდი: (წყნარად უახლოვდება) ბერტა, ისეთ რამეს ნუ იტყვი, რასაც შემდეგ


ინანებ. არ გიხარია, რომ შვილს ვუყვარვარ?

ბერტა: მერე ვინ ასწავლა შენი სიყვარული? ვინ ასწავლა შენს შესახვედრად
გამოქცევა? ვინ ეუბნებოდა მამა სათამაშოებს მოგიტანსო, როცა წვიმაში
დახეტიალობდი, შვილი სულ არ გახსოვდა და არც მე გახსოვდი. მე ვეუბნებოდი, მე
ვასწავლე შენი სიყვარული.

რიჩარდი: ვიცი, ძვირფასო, ვიცი, რომ შენ ასწავლე.

ბერტა: (თითქმის ტირილით) და ამის შემდეგ შენ ცდილობ ყველა დამიპირისპირო.


ყველაფერი შენ გამო უნდა ვაკეთო, ყველასთან მე უნდა გამოვჩნდე ყალბი და
დაუნდობელი შენ ნაცვლად. იმიტომ, რომ სარგებლობ ჩემი გულუბრყვილობით, ისე,
როგორც პირველად ისარგებლე.

რიჩარდი: (მძვინვარედ) და შენ გამბედაობა გყოფნის ეს მითხრა?

ბერტა: (წარბშეუხრელად უყურებს) ჰო, მაშინაც მყოფნიდა გამბედაობა და ახლაც


მყოფნის. რადგან გულუბრყვილო ვარ, შენ ფიქრობ შეგიძლია როგორც გინდა ისე
მომექცე. (ჟესტს აკეთებს) გასდიე ახლა, ლანძღე, დაამცირე, ჩემი თავი შეაძულე.

რიჩარდი: (თავს იკავებს) გავიწყდება, რომ სრული თავისუფლება მოგანიჭე და ეს


თავისუფლება ახლაც არავის წაურთმევია შენთვის.

ბერტა: (ზიზღით) თავისუფლება!

რიჩარდი: დიახ, სრული. მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ მე ვიცი. (უფრო
დაწყნარებულად) წყნარად დაველაპარაკები. (ხვეწნით) ბერტა, ძვირფასო, დამიჯერე,
ეს ეჭვიანობა არ არის. შენ სრული თავისუფლება გაქვს. მოიქეცით როგორც გინდათ -
შენ და ის. მაგრამ არა ასე. ის არ შეგიძულებს. შენ არ გსურს მომატყუო, ან თავი ისე
მოაჩვენო მას, რომ მატყუებ. ხომ ასეა?

ბერტა: ჰო, არ მსურს. (ყურადღებით უყურებს) ჩვენ შორის რომელია მატყუარა?

რიჩარდი: ჩვენ შორის? შენ და ჩემ შორის?

ბერტა: (წყნარი, გაბედული ტონით) ვიცი, რატომაც მომანიჭე ის, რასაც შენ სრულ
თავისუფლებას ეძახი.

რიჩარდი: რატომ?

ბერტა: სრული თავისუფლება რომ გქონოდა იმ გოგოსთან.

რიჩარდი: (გაღიზიანებული) მაგრამ, ღმერთო ჩემო, შენ ამის შესახებ დიდი ხანია
იცი. მე ხომ ეს არასოდეს დამიმალავს.
ბერტა: კი დამიმალე. მე ვფიქრობდი, ეს მეგობრობა იყო, სანამ უკან არ დავბრუნდით
და არ დავინახე.

რიჩარდი: სწორედ მეგობრობაა ბერტა.

ბერტა: (თავს გადააქნევს) არა, არა. ეს ბევრად მეტია, სწორედ ამიტომ მაძლევ სრულ
თავისუფლებას. ის ყველაფერი, რასაც შენ მთელი ღამე ზიხარ და წერ (კაბინეტზე
მიუთითებს) იქ, მის შესახებაა. ამას მეგობრობას ეძახი?

რიჩარდი: დამიჯერე, ბერტა, ძვირფასო. დამიჯერე ისე, როგორც მე მჯერა შენი.

ბერტა: (იმპულსური ჟესტით) ღმერთო ჩემო. მე ამას ვგრძნობ! მე ეს ვიცი! სხვა რაა
თქვენ შორის, თუ არა სიყვარული?

რიჩარდი: შენ ცდილობ ეს აზრი თავს მომახვიო, მაგრამ გაფრთხილებ, რომ მე


სხვების აზრებს არ ვიღებ.

ბერტა: (ცხარედ) ასეა, სწორედ ასე! ამიტომაც არ უშლი ხელს რობერტს. რა თქმა
უნდა, ეს არ გაწუხებს! შენ ხომ ის ქალი გიყვარს.

რიჩარდი: სიყვარული! (ხელს აიქნევს, ამოიხვნეშებს, რამდენიმე ნაბიჯით ბერტას


დაშორდება) შენთან კამათი შეუძლებელია.

ბერტა: შეუძლებელია, იმიტომ, რომ მართალი ვარ. (რამდენიმე ნაბიჯით


მიუახლოვდება). რას იტყვის ხალხი?

რიჩარდი: (მიუბრუნდება) შენ გგონია ძალიან მაინტერესებს?

ბერტა: სამაგიეროდ მე მაინტერესებს. რობერტი რას იტყოდა, რომ იცოდეს? შენ,


რომელიც ამდენს ლაპარაკობ იმ განსაკუთრებულ გრძნობაზე, რომელიც ჩემ მიმართ
გაქვს, იმავე სიტყვებით ელაპარაკები სხვა ქალსაც. ეს რომ მას, ან სხვა კაცს
გაეკეთებინა, კიდევ გავიგებდი. ისინი ხომ ყალბები და თვალთმაქცები არიან. მაგრამ
შენ, დიკ? რატომ არ უთხარი რობერტს მაშინ?

რიჩარდი: თუ გსურს შენ შეგიძლია უთხრა.

ბერტა: ვეტყვი, რა თქმა უნდა, ვეტყვი.

რიჩარდი: (მშვიდად) ის აგიხსნის.

ბერტა: ის ერთს არ ამბობს და მეორეს არ აკეთებს. თავისებურად პატიოსანია.

რიჩარდი: (ერთ ვარდს მოწყვეტს და ფეხებთან დაუგდებს) პატიოსანია, აბა რა.


პატიოსნების განსახიერებაა!

ბერტა: რა თქმა უნდა, შეგიძლია დასცინო რამდენიც გინდა. ამ საქმეში ცოტა მეტი
მესმის, ვიდრე შენ გგონია. რობერტიც გაიგებს. გრძელი წერილები, რომლებსაც
წლების განმავლობაში ბეატრიჩეს სწერდი და ის შენ გწერდა. წლების განმავლობაში!
მაგრამ მას შემდეგ, რაც უკან დავბრუნდი, ეს უფრო კარგად დავინახე

რიჩარდი: ვერა, ვერ მიხვდი. ვერც რობერტი მიხვდება.


ბერტა: (იქედნურად იცინის). რა თქმა უნდა, მე და ის ვერ გავიგებთ. მხოლოდ
ბეატრიჩეს შეუძლია ამის გაგება. ეს ხომ ძალიან ძნელი რამაა.

რიჩარდი: (გაბრაზებული) არც შენ, არც რობერტს და არც ბეატრიჩეს! არც ერთ
თქვენგანს!

ბერტა: (ძალიან მწარედ) არა, ბეატრიჩე გაიგებს! ის გაიგებს! ავადმყოფი ქალი!


(შებრუნდება და მარჯვნივ პატარა მაგიდისკენ მიდის. რიჩარდი უეცარი ჟესტისაგან
თავს იკავებს. მოკლე პაუზა).

რიჩარდი: (დინჯად) ბერტა, დაუკვირდი რას ამბობ, როცა ასეთ რამეზე ლაპარაკობ!

ბერტა: (შებრუნდება, აღელვებული) ცუდი არაფერი მქონია გულში! ის შენზე მეტად


მეცოდება, იმიტომ, რომ ქალი ვარ. გულწრფელად მეცოდება, მაგრამ რასაც ვამბობ,
მართალია.

რიჩარდი: ეს დიდსულოვნებაა? იფიქრე.

ბერტა: (ბაღისკენ მიუთითებს) სწორედ ის არ არის დიდსულოვანი. დაიმახსოვრე


რასაც გეუბნები.

რიჩარდი: რა?

ბერტა: (ახლოს მიდის მასთან, უფრო წყნარი ტონით) შენ ძალიან ბევრი მიეცი ამ
ქალს, დიკ. შეიძლება იყოს კიდეც ამის ღირსი, შეიძლება ყველაფერიც გაიგოს. მე
ვიცი, ის როგორი ტიპის ქალია.

რიჩარდი: შენ ეს გჯერა?

ბერტა: მჯერა. მაგრამ მჯერა ასევე, რომ შენ ძალიან ცოტას მიიღებ სამაგიეროს მისგან,
ან ვინმესგან მისი მოდგმიდან. გახსოვდეს ჩემი სიტყვები, დიკ. იმიტომ, რომ ის არ
არის დიდსულოვანი და ისინი არ არიან დიდსულოვნები. ყველაფერში ვცდები,
რასაც ვამბობ? ყველაფერში?

რიჩარდი: (დაბნეულად) არა, ყველაფერში არა. (ბერტა იხრება, იატაკიდან ვარდს


იღებს, ისევ ვაზაში დებს. რიჩარდი ბერტას უყურებს. მარჯვენა საგდულიან კართან
ბრიჯიდი გამოჩნდება) ბრიჯიდი: ჩაი მზადაა, მემ.

ბერტა: ძალიან კარგი.

ბრიჯიდი: ბატონი არჩი ბაღშია?

ბერტა: ჰო. დაუძახე მოვიდეს. (ბრიჯიდი ოთახს გადაკვეთს და ბაღში გადის. ბერტა
მარჯვენა კარებისკენ მიდის, დივანთან ჩერდება და ფურცელს იღებს) ბრიჯიდი:
(ბაღში) ბატონო არჩი! ამოდი, ჩაი დალიე..

ბერტა: წავიდე იქ?

რიჩარდი: გინდა წასვლა?

ბერტა: მინდა გავიგო რა განზრახვა აქვს. წავიდე?


რიჩარდი: რატომ მეკითხები? თვითონ გადაწყვიტე.

ბერტა: მეუბნები რომ წავიდე?

რიჩარდი: არა

ბერტა: მიკრძალავ წასვლას?

რიჩარდი: არა

ბრიჯიდი: (ბაღიდან) მოდი ახლავე, ბატონო არჩი! ჩაი გელოდება. (ბრიჯიდი ოთახს
გადაკვეთს და საგდულიანი კარიდან გადის. ბერტა ფურცელს კაბის კალთაში
ჩაიკეცავს და მარჯვნივ ნელა მიდის. კართან ახლოს შემობრუნდება და შეჩერდება)
ბერტა: მითხარი არ წახვიდე-თქო და არ წავალ.

რიჩარდი: (მისკენ არ იხედება) თვითონ გადაწყვიტე.

ბერტა: შემდეგ მე დამადანაშაულებ?

რიჩარდი: (აღელვებული) არა, არა, არ დაგადანაშაულებ. შენ თავისუფალი ხარ. არ


შემიძლია დაგადანაშაულო.

ბერტა: მე შენ არ მომიტყუებიხარ. (საგდულიანი კარიდან გადის. მაგიდასთან


მდგარი რიჩარდი რჩება. როცა დედამისი გავა, არჩი რიჩარდთან მიირბენს) არჩი:
(სწრაფად) თხოვე დედას?

რიჩარდი: (შეკრთება) რა?

არჩი: შემიძლია წავიდე?

რიჩარდი: წადი.

არჩი: დილით? დედამ თქვა წავიდესო?

რიჩარდი: ჰო, დილითო. (ვაჟიშვილს მხრებზე მკლავებს შემოხვევს და სიყვარულით


უყურებს).

მეორე მოქმედება

ოთახი რობერტ ჰენდის კოტეჯში, რეინლეჰში. მარჯვნივ, წინ პატარა შავი


ფორტეპიანოა, რომელზეც ნოტებია გაშლილი. შორს, უკან ქუჩაში გამავალი კარია.
კედელში, უკან საძინებელ ოთახში გამავალი შავფარდებჩამოფარებული
საგდულებიანი კარია. ფორტეპიანოსთან ახლოს დიდი მაგიდაა. მასზე ზეთის
მაღალი ლამპა დგას, რომლიდანაც ფართო, ყვითელი ჩრდილი ეცემა. მაგიდასთან
ტყავგადაკრული სკამები დგას. უფრო წინ ბანქოს პატარა მაგიდაა, უკანა კედელთან
მოპირდაპირე მხარეს კი წიგნების კარადა. მარცხენა კედელში, უკან, ბაღის მხარეს
ფანჯარაა, წინ კარი და აივანი, რომელიც ასევე ბაღისკენ გადის. აქა-იქ სავარძლებია.
ვერანდაზე და ფარდაჩამოფარებული კარების ახლოს ქოთნის მცენარეები ჩანს.
კედლებზე ჩარჩოში ჩასმული შავ-თეთრი ნახატები ჰკიდია. მარჯვენა კუთხეში, უკან,
სერვანტი დგას. ოთახის შუაგულში, მაგიდის მარცხნივ ნაკრები, რომელიც შედგება
ფეხზე მდგარი თურქული ჩიბუხის, ზეთის დაბალი, ჩამქრალი ქურისა და საქანელა-
სავარძლისაგან. იმავე დღის საღამოა.

(საღამოს ტანსაცმელში გამოწყობილი რობერტ ჰენდი პიანინოსთან ზის. სანთლები


არაა ანთებული, მაგრამ ანთია ლამპა, რომელიც მაგიდაზე დგას. ის ნაზად, დაბალ
რეგისტრში უკრავს ვოლფრამის სიმღერის შესავალს „ტანჰოიზერის“ ბოლო
მოქმედებიდან. დაკვრას წყვეტს, იდაყვებს კლავიშებზე ჩამოასვენებს და ფიქრებს
მიეცემა. შემდეგ წამოდგება, ფორტეპიანოს უკნიდან სუნამოს იღებს, ოთახში აქეთ-
იქით დადის და ჰაერში არომატს აფრქვევს. ჰაერს ნელა შეისუნთქავს და სუნამოს
ისევ თავის ადგილზე, პიანინოს უკან დებს. მაგიდასთან ახლოს სკამზე ჯდება, თმას
საგულდაგულოდ ისწორებს, ერთი-ორჯერ ამოიოხრებს, ხელებს შარვლის ჯიბეებში
იწყობს, უკან გადაიხრება, ფეხებს გაშხლართავს და იცდის. ქუჩისკენ გამავალი
კარიდან კაკუნის ხმა ისმის. სწრაფად წამოდგება, წამოიძახებს - ბერტა! (სწრაფად
გადის მარჯვენა კარიდან. ისმის ხმამაღალი, დაბნეული მისალმების ხმა. რამდენიმე
წამში შემოდის რობერტი, რომელსაც რიჩარდ რაუენი შემოჰყვება, წინანდებურად
ნაცრისფერ ტვიდის კოსტიუმში გამოწყობილი. ერთ ხელში ფეტრის შავი ქუდი
უჭირავს, მეორეში კი - ქოლგა).

რობერტი: პირველ რიგში, ნება მომეცი ეს ყველაფერი გარეთ დავდო. (იღებს ქუდს და
ქოლგას, მისაღებში ტოვებს და ბრუნდება).

რობერტი: (სკამს მიუწევს) დაბრძანდი. გაგიმართლა, რომ სახლში შემისწარი. რატომ


არ მითხარი დღეს? ყოველთვის გიყვარდა ეშმაკური სიურპრიზები. მე მგონი, ჩემ
მიერ წარსულის ლანდების გამოხმობამ აგიჩქეფა ველური სისხლი... ნახე, როგორი
არტისტული გავხდი. (კედლებზე მიუთითებს) შენ შემდეგ ფორტეპიანო დაემატა.
ვაგნერს ვაბარტყუნებდი ჩემთვის, როცა შენ მოხვედი, დრო რომ მომეკლა. როგორც
ხედავ საჩხუბრად მზადა ვარ. (იცინის) ვფიქრობდი, ნეტავ, როგორ ეწყობიან
ერთმანეთს ის და ვიცე-კანცლერი-მეთქი. (გადაჭარბებული მზრუნველობით) კი
მაგრამ, ამ კოსტიუმით აპირებ წასვლას? თუმცა, მე მგონია, ამას დიდი მნიშვნელობა
არა აქვს. მაგრამ დრო? (საათს ამოიღებს). საჯაროდ ვაცხადებ, რომ უკვე ცხრის ოცი
წუთია.

რიჩარდი: შეხვედრა გაქვს დანიშნული?

რობერტი: (ნერვიულად იცინის) ბოლომდე ეჭვიანი დარჩი.

რიჩარდი: მაშასადამე შემიძლია დავჯდე?

რობერტი: რა თქმა უნდა. (ორივე ჯდება). თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთით.


შემდეგ შეგვიძლია ერთად წავიდეთ. დროში შეზღუდული არა ვართ. რვიდან
ცხრამდეო, ხომ ასე თქვა? საინტერესოა, ახლა რა დროა. (აპირებს ისევ საათს
დახედოს, შემდეგ შეჩერდება) ჰო, ცხრის ოცი წუთია.

რიჩარდი: (უხალისოდ, სევდიანად) შენც ამ დროს გქონდა შეხვედრა დანიშნული. აქ.

რობერტი: რა შეხვედრა?

რიჩარდი: ბერტასთან.

რობერტი: (მიაშტერდება) შენ გიჟი ხომ არა ხარ?


რიჩარდი: შენ?

რობერტი: (ხანგრძლივი პაუზის შემდეგ) ვინ გითხრა?

რიჩარდი: ბერტამ. (ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდება) რობერტი: (დაბალი ხმით) ჰო,
მე ეტყობა გავგიჟდი. (სწრაფად) მომისმინე, რიჩარდ. ჩემთვის დიდი შვებაა შენი
მოსვლა. უდიდესი შვება. მერწმუნე, შუადღის შემდეგ სულ იმაზე ვფიქრობდი,
როგორ შემეწყვიტა ეს ყველაფერი, ისე, რომ ბრიყვად არ გამოვჩენილიყავი. დიდი
შვება! ისიც კი დავაპირე მომეწერა... წერილი, რამდენიმე სტრიქონი.
(მოულოდნელად) მაგრამ შემდეგ ძალიან გვიან იყო... (შუბლზე ხელს გადაისვამს)
ნება მომეცი, გულახდილად გელაპარაკო, ნება მომეცი, ყველაფერი გითხრა.

რიჩარდი: მე ყველაფერი ვიცი. კარგა ხანია.

რობერტი: რამდენი ხანია?

რიჩარდი: მას შემდეგ, რაც ეს დაიწყო თქვენ შორის.

რობერტი: (ისევ სწრაფად) ჰო, მე გავგიჟდი. მაგრამ ეს მხოლოდ ქარაფშუტობა იყო.


ვაღიარებ, მისი აქ მოწვევა ამ საღამოს შეცდომა იყო. მე შემიძლია ყველაფერი აგიხსნა
და ასეც მოვიქცევი. ნამდვილად.

რიჩარდი: ამიხსენი რა სიტყვაა ისეთი, რომლის თქმაც ასე ძალიან გინდოდა მისთვის
და ვერასოდეს გაუბედე. თუ შეგიძლია და აპირებ ამის ახსნას, ამიხსენი.

რობერტი: (ქვემოთ იყურება, შემდეგ თავს აწევს) დიახ, აგიხსნი. მე აღტაცებული ვარ
შენი... მეუღლის... პიროვნებით. ეს არის ის სიტყვა. მე შემიძლია წარმოვთქვა ეს
სიტყვა. ეს საიდუმლო არ არის.

რიჩარდი: მაშინ რატომ გინდოდა შენი არშიყობა საიდუმლოდ შეგენახა?

რობერტი: არშიყობა?

რიჩარდი: მასთან დაახლოება - თანდათან, ყოველდღიურად, გამოხედვები,


ჩურჩული. (ხელების ნერვიული მოძრაობით) Insomma[373], არშიყობა.

რობერტი: (შეცბუნებული) მაგრამ შენ საიდან იცი ეს ყველაფერი?

რიჩარდი: ბერტამ მითხრა.

რობერტი: დღეს შუადღეზე?

რიჩარდი: არა, თანდათან მეუბნებოდა, რაც ხდებოდა.

რობერტი: შენ ეს იცოდი? მისგან? (რიჩარდი თავს უქნევს) მთელი ამ დროის


განმავლობაში თვალს გვადევნებდი?

რიჩარდი: (ძალიან ცივად) მე შენ გადევნებდი თვალს.

რობერტი: (სწრაფად) მაგას ვგულისხმობ, რომ მე მადევნებდი თვალს და არასოდეს


არაფერი გითქვამს. მხოლოდ ერთი სიტყვა უნდა გეთქვა, რომ ჩემივე თავისგან
გეხსენი. შენ მე მცდიდი. (ისევ გადაისვამს ხელს შუბლზე). ეს საშინელი გამოცდა
იყო, ახლაც გრძელდება. (სასოწარკვეთით) ეს უკვე წარსულია. ეს ჩემთვის
გაკვეთილი იქნება მთელი ცხოვრების მანძილზე. შენ ახლა გძულვარ იმისთვის, რაც
გავაკეთე და რაც...

რიჩარდი: (წყნარად უყურებს) ვთქვი, მძულხარ-მეთქი?

რობერტი: არა? უნდა გძულდე.

რიჩარდი: ბერტას კიდეც რომ არ ეთქვა ჩემთვის, მაინც მეცოდინებოდა. ვერ შეამჩნიე,
რომ შუადღისას, როგორც კი მოვედი, მოულოდნელად მაშინვე კაბინეტისაკენ
წავედი.

რობერტი: მართლაც წახვედი. მახსოვს.

რიჩარდი: იმიტომ, რომ დრო მომეცა შენთვის გამორკვეულიყავი. შენი თვალების


შეხედვა სევდას მგვრიდა. ის ვარდებიც. ვერ გეტყვი რატომ. უამრავი, თითქმის
დამჭკნარი, ვარდი.

რობერტი: ვფიქრობდი, რომ ეს ვარდები მისთვის უნდა მიმეცა. ეს უცნაური იყო?


(უყურებს რიჩარდს გატანჯული გამომეტყველებით). ძალიან ბევრი იყო ვითომ? თუ
ძალიან ძველი და უბრალო?

რიჩარდი: აი, ამიტომაც არ მძულდი. ყველაფერმა ამან უცებ სევდა მომგვარა.

რობერტი: (თავისთვის) და ეს რეალობაა. ასეთი რამ ხდება ჩვენს თავს. (ცოტა ხნით
გაჩუმდება და წინ ერთ ადგილს მიჩერებია, შემდეგ თავის მოუბრუნებლად
განაგრძობს) და ისიც, ასევე მცდიდა. ექსპერიმენტს ატარებდა ჩემზე შენი
გულისთვის.

რიჩარდი: შენ ქალებს ჩემზე უკეთ იცნობ. ამბობს, რომ ეცოდებოდი.

რობერტი: (ჩაფიქრებული) ვეცოდებოდი, იმიტომ, რომ მე უკვე აღარ ვარ...


იდეალური საყვარელი. ჩემი ვარდების მსგავსად. ძველი, უბრალო.

რიჩარდი: ისევე, როგორც ყველა კაცს, შენც განუსჯელი და დაუდგრომელი გული


გაქვს.

რობერტი: (ნელა) ჰმ, შენ როგორც იქნა ალაპარაკდი. დრო ზუსტად შეარჩიე.

რიჩარდი: (წინ გადაიხრება) რობერტ, ასეთნაირად არა. ჩვენ ორისთვის, არა. წლებია,
მთელი ცხოვრებაა ვმეგობრობთ. ცოტა ხნით დაფიქრდი. ბავშვობიდან, ყრმობიდან...
არა, არა. ასეთნაირად არა, როგორც ქურდები ღამით. (გარშემო მიმოიხედავს) და
ასეთ ადგილზე. არა, რობერტ, ასეთი რამ ჩვენნაირი ადამიანებისათვის არ არის.

რობერტი: როგორი გაკვეთილია! რიჩარდ, სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო,


როგორი შვებაა ჩემთვის, რომ შენ ალაპარაკდი, რომ საფრთხემ ჩაიარა. ჰო, ჰო.
(როგორღაც მორიდებულად) რადგან... აქ საფრთხე შენთვისაც იყო თუ მიხვდები.
არა?

რიჩარდი: რა საფრთხე?
რობერტი: (იგივე ტონით) არ ვიცი. მე ვგულისხმობ, რომ არ გეთქვა. რომ გეყურებინა
და მოგეცადა, სანამ...

რიჩარდი: სანამ?

რობერტი: (გაბედულად) სანამ ის უფრო და უფრო მომეწონებოდა. (რადგან,


გარწმუნებ, ეს მხოლოდ ქარაფშუტობა იყო ჩემი მხრიდან) სანამ სულ უფრო მეტად,
შემიყვარდებოდა. მაშინაც დამელაპარაკებოდი ასე, როგორც ახლა მელაპარაკები?
(რიჩარდი დუმს. რობერტი უფრო გაბედულად განაგრძობს) უკვე სხვა იქნებოდა. ხომ
ასეა? მაშინ უკვე შეიძლება ძალიან გვიან ყოფილიყო, ახლა კი ძალიან გვიან არ არის.
რა შეიძლებოდა მაშინ მეთქვა? მხოლოდ ამას თუ გეტყოდი: შენ ჩემი მეგობარი ხარ,
ჩემი საყვარელი, ძვირფასი მეგობარი. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე ის მიყვარს
(უეცარი, მგზნებარე ჟესტით), მიყვარს და უნდა წაგართვა, როგორც მოვახერხებ,
რადგან მე ის მიყვარს. (ცოტა ხნით ერთმანეთს უხმოდ უყურებენ).

რიჩარდი: (წყნარად) ასეთი ლაპარაკი ბევრჯერ გამიგონია და არასოდეს მჯეროდა.


ქურდულად გულისხმობ, თუ ძალის გამოყენებით? ქურდულად ვერ შეძლებდი ჩემს
სახლში, რადგან კარები ღია იყო, ვერც ძალადობით, თუკი წინააღმდეგობას არ
წააწყდებოდი.

რობერტი: შენ გავიწყდება, რომ ზეციური საუფლო იტანს ძალადობას, ზეციური


საუფლო კი ქალს ჰგავს.

რიჩარდი: (იღიმება) განაგრძე.

რობერტი: (მორიდებულად, მაგრამ გაბედულად) შენ თვლი, რომ უფლება გაქვს


მასზე? მის გულზე?

რიჩარდი: არავითარი.

რობერტი: იმის შემდეგ, რაც მას გაუკეთე? ამდენი რამ! შენ არაფერს ითხოვ?

რიჩარდი: არაფერს.

რობერტი: (შუბლზე ხელს შემოიკრავს) რაებს ვლაპარაკობ და რაებზე ვფიქრობ. მე


მინდა შენ მლანძღავდე, მწყევლიდე, გძულდე ისე, როგორც ვიმსახურებ. შენ ეს ქალი
გიყვარს. ყველაფერი მახსოვს, რაც შენ დიდი ხნის წინ მითხარი. ის შენია, შენი
ქმნილებაა. (უეცრად) ეს არის, რამაც მასში მიმიზიდა. შენ ისეთი ძლიერი ხარ, რომ
მიზიდავ. მისი მეშვეობითაც კი.

რიჩარდი: მე სუსტი ვარ.

რობერტი: (ენთუზიაზმით) შენ, რიჩარდ? შენ ძლიერების განსახიერება ხარ.

რიჩარდი: (ხელებს გაიწვდის) ნახე, ჩემი ხელები.

რობერტი: (იღებს მის ხელებს) მართალია. მე უფრო ძლიერი ვარ. მაგრამ სხვა სახის
სიძლიერეს ვგულისხმობდი.

რიჩარდი: (პირქუშად) მე ვფიქრობ, შენ ეცდებოდი, ის ძალით დაგეპყრო. (ხელებს


ნელა წაიღებს უკან).
რობერტი: (სწრაფად) სრული სიგიჟის მდგომარეობაა ის წამები, როცა ქალის მიმართ
ძლიერი ვნება შეგვიპყრობს. ჩვენ ვეღარაფერს ვხედავთ. ვეღარაფერზე ვფიქრობთ
მისი დაუფლების გარდა. დაუძახე ამას ცხოველური, მხეცური. რაც გენებოს.

რიჩარდი: (ცოტა მორიდებულად) ვშიშობ ქალის დაუფლების ეს ლტოლვა


სიყვარული არ არის.

რობერტი: (მოუთმენლად) ისეთ კაცს არასოდეს უცხოვრია დედამიწის ზურგზე,


ქალის დაუფლებას რომ არ ელტვოდა. ვგულისხმობ იმ ქალის ხორციელ დაუფლებას,
რომელიც უყვარს. ეს ბუნების კანონია.

რიჩარდი: (ზიზღით) ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მე ხომ ამ კანონისთვის ხმა


არასოდეს მიმიცია.

რობერტი: მაგრამ თუ გიყვარს... სხვა რაღაა?

რიჩარდი: (ყოყმანით) კარგი გსურდეს მისთვის.

რობერტი: (თბილად) მაგრამ ვნება, მისი დაუფლების სურვილი, რომელიც ჩვენ


დღისით თუ ღამით გვდაგავს. შენც იმასვე გრძნობ, რასაც მე. ეს ის არ არის, რაც შენ
ახლა თქვი.

რიჩარდი: გაქვს..? (ერთი წამით შეყოვნდება) გაქვს ნათელი, მტკიცე რწმენა იმისა,
რომ შენ გაქვს ის ტვინი, რომელთან კავშირში მან უნდა იფიქროს, ჩაწვდეს და ის
სხეული, რომელთან კავშირში მისმა სხეულმა უნდა იგრძნოს? გაქვს ამის მტკიცე
რწმენა?

რობერტი: შენ გაქვს?

რიჩარდი: (გულაჩუყებული) მქონდა ასეთი გრძნობა ერთხელ, რობერტ: რწმენა,


ისეთივე ნათელი, როგორც ჩემი არსებობისა, ან ილუზია, ისეთივე ნათელი...

რობერტი: (ფრთხილად) და ახლა?

რიჩარდი: ეს რომ გქონოდა და მეგრძნო, რომ შენ ეს გქონდა... ახლაც კი...

რობერტი: რას იზამდი?

რიჩარდი: წყნარად გაგეცლებოდით. შენ იქნებოდი აუცილებელი მისთვის და არა მე.


ისე მარტო წავიდოდი, როგორც მასთან შეხვედრამდე ვიყავი.

რობერტი: (ნერვიულად იფშვნეტს ხელებს) მშვენიერი, პატარა ტვირთი ჩემს


სინდისზე!

რიჩარდი: (დაბნეული) დღეს შუადღეზე, როცა ჩემთან მოხვედი ჩემს ვაჟიშვილს


შეხვდი. მან მითხრა. რა იგრძენი?

რობერტი: (მკვირცხლად) სიამოვნება.

რიჩარდი: სხვა არაფერი?


რობერტი: სხვა არაფერი. თუკი ერთდროულად ორ რამეზე არ ვფიქრობ, ასეთი ვარ.
ჩემი მეგობარი რომ იწვეს კუბოში და სახეზე კომიკური გამომეტყველება ჰქონდეს,
გამეცინებოდა. (სასოწარკვეთილების მცირე ჟესტი). ასეთი ვარ. მაგრამ თან
დამწუხრებულიც ვიქნებოდი.

რიჩარდი: სინდისზე ლაპარაკობდი... შენ ის მხოლოდ ბავშვად გეჩვენებოდა, თუ


ანგელოსად?

რობერტი: (თავს გადააქნევს) არა, არც ანგელოსად და არც ანგლოსაქსად. ეს ის ორი


რამაა, სხვათა შორის, რის მიმართაც არავითარი სიმპათია არა მაქვს.

რიჩარდი: ესე იგი არასოდეს? არასოდეს... ბერტასთანაც კი? მითხარი, მსურს ვიცოდე.

რობერტი: გულში რაღაც სხვას ვგრძნობ. მჯერა, რომ უკანასკნელ დღეს (თუკი ეს დღე
ოდესმე დადგება), როცა ყველა ერთად ვიქნებით შეკრებილი, ყოვლისშემძლე
მოგვმართავს ასე. ჩვენ ვიტყვით, რომ უმწიკვლოდ ვიცხოვრეთ ერთ არსებასთან...

რიჩარდი: (მწარედ) მოვატყუებთ მას?

რობერტი: ან რომ ვცდილობდით. და ის გვეტყვის: ბრიყვებო! ვინ გითხრათ, რომ


მხოლოდ ერთი არსებისთვის უნდა მიგეძღვნათ თავი? თქვენ იმისთვის გაჩნდით,
რომ თავისუფლად მიგეძღვნათ თავი მრავალთათვის. მე ეს კანონი ჩემი თითით
დავწერე თქვენს გულებზე..

რიჩარდი: ქალების გულებზეც?

რობერტი: დიახ. შეგვიძლია გულის კარი დავუკეტოთ სიყვარულს, რომელსაც ღრმად


ვგრძნობთ? უნდა დავუკეტოთ? ბერტამ უნდა დაუკეტოს?

რიჩარდი: ჩვენ სხეულებრივ კავშირზე ვლაპარაკობთ.

რობერტი: კაცს და ქალს შორის სიყვარული აქამდე უნდა მივიდეს. ჩვენ ზედმეტად
ბევრს ვფიქრობთ ამის შესახებ იმიტომ, რომ ჩვენი გონება დამახინჯებულია. დღეს
ჩვენთვის ამას უფრო მეტი მნიშვნელობა არა აქვს, ვიდრე კონტაქტის სხვა ნებისმიერ
ფორმას, ვიდრე კოცნას.

რიჩარდი: თუ ამას მეტი მნიშვნელობა არა აქვს, მაშინ რატომ არა ხარ კმაყოფილი,
სანამ შენსას არ მიაღწევ? რატომ იცდიდი აქ ამაღამ?

რობერტი: ვნებას მიდრეკილება აქვს, იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც შეუძლია.


მაგრამ დამიჯერებ თუ არა, მე არ მქონია განზრახვა ჩემსას მიმეღწია.

რიჩარდი: მიაღწიე თუ შეგიძლია. მე არ გამოვიყენებ შენ წინააღმდეგ არც ერთ იმ


იარაღს, რომელსაც კაცობრიობა მთავაზობს. თუკი კანონი, რომელიც ღმერთის
თითმა დაწერა ჩვენს გულებზე ის არის, რასაც შენ ამბობ, მეც ხომ ღმერთის ქმნილება
ვარ. (დგება და ცოტა ხნით აქეთ-იქით უხმოდ დადის, შემდეგ აივნისკენ მიდის და
კარებს მიეყრდნობა. რობერტი უყურებს.) რობერტი: მე ყოველთვის ვგრძნობდი ამას.
ჩემშიც და სხვებშიც.

რიჩარდი: (უგულისყუროდ) ჰოო?


რობერტი: (გაურკვეველი ჟესტით) ყველაში. რომ ქალსაც ასევე აქვს უფლება, მრავალ
მამაკაცთან ჰქონდეს კავშირი, სანამ სიყვარულს იპოვის. ამორალური შეხედულებაა,
არა? მსურდა, წიგნი დამეწერა ამის შესახებ. დავიწყე კიდეც...

რიჩარდი: (წინანდებურად) ჰოო?

რობერტი: რადგან ვიცნობდი ერთ ქალს, რომელიც, როგორც მე მიმაჩნდა, ამას


აკეთებდა, ამ იდეას ცხოვრებაში ატარებდა. მან ძალიან დამაინტერესა.

რიჩარდი: ეს როდის იყო?

რობერტი: ადრე, როცა შენ წასული იყავი. (რიჩარდი საკმაოდ სწრაფად დგება და
ისევ აქეთ-იქით იწყებს სიარულს.) რობერტი: როგორც ხედავ, მე უფრო პატიოსანი
ვარ, ვიდრე შენ ფიქრობ.

რიჩარდი: კარგი იქნებოდა, იმ ქალზე არ ფიქრობდე ახლა, ვინც არ უნდა ყოფილიყო


ის, თუ ვინც არის.

რობერტი: (უდარდელად) ის იყო და არის ბირჟის მაკლერის მეუღლე.

რიჩარდი: (შებრუნდება) იმ მაკლერს იცნობ?

რობერტი: ძალიან ახლოს. (რიჩარდი ისევ იმავე ადგილზე ჯდება და წინ გადაიხრება.
თავი ხელებზე აქვს ჩამოყრდნობილი.) რობერტი: (სკამს ცოტა ახლოს მიწევს)
შემიძლია შეკითხვა დაგისვა?

რიჩარდი: შეგიძლია.

რობერტი: (ცოტა ყოყმანით) ამ წლების მანძილზე არასოდეს მომხდარა, მე


ვგულისხმობ, როცა ვთქვათ, მასთან არ იყავი, მოგზაურობდი, რომ... გეღალატოს
მისთვის? ვგულისხმობ სიყვარულის გარეშე. რა თქმა უნდა, მე ვგულისხმობ...
არასოდეს მომხდარა?

რიჩარდი: კი მომხდარა.

რობერტი: და როგორ მოიქეცი?

რიჩარდი: (წინანდებურად) მახსოვს, პირველად რომ მოხდა. შინ დავბრუნდი. ღამე


იყო, სახლში სიჩუმე სუფევდა, ჩემი პატარა ბიჭი თავის საწოლში იწვა, ბერტასაც
ეძინა. გავაღვიძე და ვუთხარი. მის საწოლთან ვიტირე. გული გავუხეთქე.

რობერტი: ოჰ, რიჩარდ, რატომ მოიქეცი ასე?

რიჩარდი: რატომ ვუღალატე?

რობერტი: არა. რატომ უთხარი. იმისთვის გააღვიძე, რომ გეთქვა? ეს ხომ გულს
გაუხეთქავდა.

რიჩარდი: ის ისეთს უნდა მიცნობდეს, როგორიც ვარ.

რობერტი: მაგრამ ეს ხომ შენ არ ხარ. ეს წუთიერი სისუსტეა.


რიჩარდი: (ფიქრებში წასული) და მე მის უმანკო გზნებას ჩემი დანაშაულით
ვკვებავდი.

რობერტი: (უკმეხად) ნუ ლაპარაკობ დანაშაულსა და უმანკოებაზე. შენ შექმენი ის


ისეთი, როგორიც ახლაა. უცნაური და მშვენიერი პიროვნება. ყოველ შემთხვევაში
ჩემთვის.

რიჩარდი: (სწრაფად) ანუ, მე ის მოვკალი.

რობერტი: მოკალი?

რიჩარდი: მისი სულის უმანკოება.

რობერტი: (მოუთმენლად) კარგი დანაკარგია! რა იქნებოდა ის შენ გარეშე?

რიჩარდი: მე ვეცადე მისთვის ახალი სიცოცხლე მიმენიჭებინა.

რობერტი: და მოახერხე კიდეც. ახალი და მდიდარი სიცოცხლე მიანიჭე.

რიჩარდი: ის თუ ღირს რამედ, რაც წავართვი: ქალიშვილობა, სიცილი,


ახალგაზრდული მშვენიერება, მისი ნორჩი გულის იმედები?

რობერტი: (მტკიცედ) დიახ, მართლაც ღირს. (ცოტა ხნით რიჩარდს უხმოდ უყურებს)
შენ რომ ის უგულებელგეყო, თავაშვებულად გეცხოვრა, მხოლოდ სატანჯველად
წაგეყვანა ასე შორს... (ჩერდება. რიჩარდი თავს ასწევს და უყურებს) რიჩარდი: ასე რომ
ყოფილიყო?

რობერტი: (ცოტა დაბნეული) შენ იცი, რომ აქ მითქმა-მოთქმა იყო საზღვარგარეთ


შენი ცხოვრების შესახებ, თავაშვებული ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი მათგანი,
ვინც შენ გიცნობდა, ან შეგხვედრია, ან გაუგონია რომში შენი ცხოვრების შესახებ,
ტყუილებს ყვებოდა.

რიჩარდი: (ცივად) განაგრძე.

რობერტი: (ცოტა უხეშად იცინის) მეც კი დროდადრო მასზე ისე ვფიქრობდი,


როგორც მსხვერპლზე. (მშვიდად) და, რა თქმა უნდა, რიჩარდ, ყოველთვის
ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ შენ დიდი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი ხარ,
რაღაც უფრო მეტით, ვიდრე ნიჭია. და ეს იყო შენი გამართლება, ჩემს თვალში
ნამდვილი გამართლება.

რიჩარდი: ხომ არ გგონია, რომ შესაძლოა სწორედ ახლა, ამ მომენტში


უგულებელვყოფ მას. (ხელებს ნერვიულად გადააჭდობს და რობერტისკენ
გადაიხრება) მე შეიძლება ისევ ჩუმად ვიყო და ის შეიძლება დაგნებდეს ბოლოს და
ბოლოს - მთლიანად და მრავალჯერ.

რობერტი: (მაშინვე უკან დაიხევს) ჩემო ძვირფასო რიჩარდ, ჩემო ძვირფასო


მეგობარო. გეფიცები, მე ვერ შევძლებდი შენთვის ტანჯვა მომეყენებინა.

რიჩარდი: (განაგრძობს) მაშინ შენ გეცოდინებოდა სულით და ხორცით, უამრავი


ფორმით ის, რასაც ერთი ძველი თეოლოგი, მგონი, დანს სკოტუსი, სულის სიკვდილს
უწოდებს.
რობერტი: (მგზნებარედ) სიკვდილი. არა. მისი დადასტურება! სიკვდილი! უზენაესი
წამი საცოცხლისა, რომლიდანაც ყველა მომავალი ცხოვრება მომდინარეობს.
მარადიული კანონი თვით ბუნებისა.

რიჩარდი: და ბუნების ის სხვა კანონი, რომელსაც შენ ცვალებადობას უწოდებ. რა


იქნება, როცა შენ ამხედრდები მის წინააღმდეგ და ჩემ წინააღმდეგ, ან, როცა მისი
სილამაზე, თუ როგორც შენ გეჩვენება ახლა, დაგღლის და ჩემი სიყვარული შენ
მიმართ ყალბად და საზიზღრად მოგეჩვენება.

რობერტი: ეს არასოდეს მოხდება, არასოდეს.

რიჩარდი: და შენ საკუთარ თავსაც კი აუმხედრდები იმის გამო, რომ მე მიცნობდი, ან


ჩვენთან ორივესთან ვაჭრობდი.

რობერტი: ასეთი რამ არასოდეს მოხდება, რიჩარდ. დარწმუნებული იყავი.

რიჩარდი: (ზიზღით) ნაკლებად მაინტერესებს ეს მოხდება თუ არა, რადგან არის სხვა


რამ, რისაც მე გაცილებით მეტად მეშინია.

რობერტი: (თავს გადააქნევს) შენ გეშინია? არ მჯერა შენი, რიჩარდ. ბავშვობიდან


ვაკვირდები შენს გონებას. შენ არ იცი, რა არის მორალის შიში.

რიჩარდი: (მკლავზე ადებს ხელს) მისმინე. ის მკვდარია. ის ჩემს ლოგინში წევს. მე


ვხედავ მის სხეულს, რომელსაც ვუღალატე, უხამსად და მრავალჯერ. თან მიყვარდა
და მოვთქვამდი. და ვიცოდი, რომ ეს სხეული ყოველთვის ჩემი ერთგული მონა იყო.
მე, მხოლოდ მე მომცა მან... (ვეღარ ახერხებს რა ლაპარაკს შეწყვეტს და შებრუნდება).

რობერტი: (რბილად) ნუ იტანჯები, რიჩარდ. არ არის საჭირო. ის შენი ერთგულია


სულით და სხეულით. რატომ გეშინია?

რიჩარდი: (მისკენ შებრუნდება. თითქმის მძვინვარედ) არა ამის შიში, არამედ ის... მე
საკუთარ თავს ვუსაყვედურებ იმისათვის, რომ ყველაფერი ჩემთვის წავიღე და არ
მივეცი მას ნება, მიეცა სხვისთვის ის, რაც მისი იყო და არა ჩემი. რადგან მივიღე მისი
ერთგულება და მისი სიყვარული გავაღარიბე. აი, ამის მეშინია. მეშინია, რომ მე
ვდგავარ მასსა და ცხოვრების რაღაც გაელვებას შორის, რომელიც მისი უნდა
ყოფილიყო. მასსა და შენ შორის, მასსა და ნებისმიერ ვინმეს შორის, მასსა და რაიმეს
შორის. ამას არ გავაკეთებ. არ შემიძლია და არ გავაკეთებ. ვერ გავბედავ. (სკამზე უკან
გადაწვება, სულს ძლივს ითქვამს, თვალები უელავს. რობერტი წყნარად წამოდგება
და მისი სკამის უკან დადგება).

რობერტი: მისმინე, რიჩარდ. ჩვენ აქ ყველაფერი ვთქვით, რაც უნდა თქმულიყო. აღარ
გვინდა წარსულზე ლაპარაკი. რაც იყო, იყო.

რიჩარდი: (სწრაფად და უკმეხად) დამაცადე. კიდევ ერთი რამ. რადგან შენც უნდა
მიცნობდე მე ისეთს, როგორიც ახლა ვარ.

რობერტი: უფრო მეტად, ვიდრე გიცნობ? ეს შესაძლებელია?

რიჩარდი: მე გითხარი, რომ, როცა შუადღეზე შენი თვალები დავინახე, სევდა


შემომაწვა. როცა დამცირებული და შეცბუნებული დაგინახე, ვიგრძენი ჩვენი ძმობა
და ერთიანობა. (ნახევრად მიბრუნდება მისკენ) ამ მომენტში მთელი ჩვენი წარსული
ერთად ცხოვრება შევიგრძენი და ძალიან მომინდა, კისერზე მკლავი მომეხვია
შენთვის.

რობერტი: (ერთბაშად ძალიან გულაჩუყებული) ეს კეთიშობილებაა შენი მხრივ,


რიჩარდ, რომ ასეთნაირად მაპატიე.

რიჩარდი: (საკუთარ თავს ებრძვის) მე გითხარი, რომ ძალიან მინდოდა, ფარულად


რაიმე სიყალბე არ ჩაგედინა ჩემ წინააღმდეგ, ჩვენი მეგობრობის წინააღმდეგ, ბერტას
წინააღმდეგ. არ მოგეპარა ის ჩემთვის, ეშმაკურად, ფარულად, უსინდისოდ,
სიბნელეში, ღამით. შენ, რობერტს, ჩემს მეგობარს.

რობერტი: ვიცი, და ეს კეთილშობილება იყო შენი მხრივ.

რიჩარდი: (მტკიცე მზერით ახედავს) არა. არ იყო კეთილშობილება. ეს


სულმდაბლობა იყო.

რობერტი: (უნებურ ჟესტს აკეთებს) როგორ? რატომ?

რიჩარდი: (თავს მიაბრუნებს. უფრო დაბალი ხმით) აი, სწორედ ეს მინდა კიდევ
გითხრა, რადგან ჩემს სულმდაბალ გულის გულში მე ვნატრობდი შენ და მას ჩემთვის
გეღალატათ, სიბნელეში, ღამით, ფარულად, ურცხვად, ცბიერად. შენ, ჩემს საუკეთესო
მეგობარს და მას. ვნებიანად და უსინდისოდ ვნატრობდი სამუდამოდ
შეურაცხყოფილი ვყოფილიყავი სიყვარულსა და ლტოლვაში...

რობერტი: (დაიხრება და ხელებს რიჩარდს ტუჩებზე მიაფარებს) საკმარისია.


საკმარისია. (ხელებს მოაშორებს) თუმცა არა. განაგრძე.

რიჩარდი: რათა სამუდამოდ შერცხვენილი არსება ვყოფილიყავი და კვლავ შემექმნა


ჩემი სული სირცხვილის ნანგრევებიდან.

რობერტი: და ამის გამო გსურდა...

რიჩარდი: (წყნარად) ის ყოველთვის თავის უდანაშაულობაზე ლაპარაკობს, ისე,


როგორც მე ვლაპარაკობ ჩემს დანაშაულზე, იმაზე, რაც მამდაბლებს.

რობერტი: მაშ სიამაყის გამო?

რიჩარდი: სიამაყის და ჩემი მდაბალი ლტოლვის გამო. და კიდევ უფრო ღრმა


მოტივიც იყო.

რობერტი: (მტკიცედ) მესმის შენი. (ბრუნდება თავის ადგილზე, სკამს ახლოს მიწევს
და მაშინვე ლაპარაკს იწყებს). ხომ არ შეიძლება ისე იყოს, რომ ჩვენ, აქ და ახლა,
აღმოვჩნდით დროის რაღაც მომენტში, რომელიც ორივეს, მეც და შენც,
გაგვათავისუფლებს იმ ბორკილებიდან, რასაც მორალს ეძახიან. ჩემმა შენდამი
მეგობრობამ ბორკილები დამადო.

რიჩარდი: ეტყობა მსუბუქი ბორკილები.

რობერტი: მე სიბნელეში ვმოქმედებდი, ფარულად. ამიერიდან ასე აღარ მოვიქცევი.


გაქვს იმდენი ვაჟკაცობა, რომ თავისუფლად მოქმედების ნება დამრთო?
რიჩარდი: დუელი, ჩვენ შორის?

რობერტი: (მზარდი მღელვარებით) ორივე ჩვენგანის სულის ბრძოლა, როგორც არ


უნდა განსხვავებულნი იყვნენ ისინი, ყველაფერი იმის წინააღმდეგ, რაც ყალბია
თვით მათში და მთელ სამყაროში. ბრძოლა შენი სულისა ერთგულების ფანტომის
წინააღმდეგ, ჩემი სულისა მეგობრობის ფანტომის წინააღმდეგ. მთელი ცხოვრება
ძლევაა, გამარჯვება ადამიანური ვნებისა სიმხდალის მცნებებზე. ნებას დამრთავ,
რიჩარდ? გეყოფა ვაჟკაცობა? მაშინაც კი, თუ ის ატომებისხელა ნამსხვრევებად აქცევს
ჩვენს მეგობრობას? მაშინაც კი, თუ ის სამუდამოდ დაამსხვრევს შენი ცხოვრების
უკანასკნელ ილუზიებს? ჩვენს დაბადებამდე მარადისობა იყო, კიდევ ერთი ჩვენი
სიკვდილის შემდეგ მოვა. მხოლოდ ვნების დამაბრმავებელი გაელვება -
თავისუფალი, თავხედი, მოურევნელი - არის ერთადერთი კარიბჭე, რომლითაც
შეგვიძლია თავი დავაღწიოთ იმ უბადრუკობას, რასაც მონები სიცოცხლეს ეძახიან. ეს
ხომ შენი ახალგაზრდობისდროინდელი აზრია, რომელიც ასე ხშირად მესმოდა
შენგან სწორედ ამ ადგილზე, სადაც ახლა ვზივართ? შეიცვალე?

რიჩარდი: (წარბებზე ხელს გადაისვამს) დიახ, ეს ჩემი ახალგაზრდობისდროინდელი


აზრია.

რობერტი: (მგზნებარედ, დაძაბულად) რიჩარდ, შენ მიმიყვანე ამ წერტილამდე. ის და


მე მხოლოდ შენს ნებას დავემორჩილეთ. შენ თვითონ აღძარი ეს სიტყვები ჩემს
გონებაში. სწორედ შენი სიტყვებია. ვიბრძოლოთ? თავისუფლად? ერთად?

რიჩარდი: (ემოციებს იოკებს) ერთად არა. შენ შენი ნაწილისთვის იბრძოლე. მე არ


გათავისუფლებ. ჩემი საბრძოლი მე დამიტოვე.

რობერტი: (წამოდგება, გადაწყვეტილად) ესე იგი ნებას მაძლევ?

რიჩარდი: (თვითონაც წამოდგება) თვითონ გაითავისუფლე თავი! (მისაღების კარზე


კაკუნის ხმა ისმის.) რობერტი: (შეშფოთებული) ეს რას ნიშნავს?

რიჩარდი: (წყნარად) ცხადია, ბერტა იქნება. შენ არ თხოვე, მოსულიყო?

რობერტი: ჰო, მაგრამ... (მიმოიხედავს) მაშინ მე მივდივარ, რიჩარდ.

რიჩარდი: არა, მე მივდივარ.

რობერტი: (სასოწარკვეთით) რიჩარდ, გევედრები. ნება მომეცი წავიდე. ეს ყველაფერი


დამთავრებულია. ის შენია. შეინარჩუნე და მაპატიე, ორივემ მაპატიეთ.

რიჩარდი: ეს იმიტომ, რომ საკმაოდ დიდსულოვანი ხარ იმისათვის, რომ ის


დამითმო?

რობერტი: (ცხარედ) რიჩარდ, ძალიან გამაბრაზებ, თუ ამას გაიმეორებ.

რიჩარდი: გაბრაზდები თუ არა, მე შენი დიდსულოვნების ხარჯზე არ ვიცხოვრებ. შენ


მას თხოვე აქ ღამით მარტო შეგხვედროდა. გაარკვიეთ თქვენ შორის
დამოკიდებულება.

რობერტი: (სწრაფად) კარი გააღე. მე ბაღში დავიცდი. (აივნისკენ მიდის). რიჩარდ,


რაც შეიძლება კარგად აუხსენი მას. ახლა მისი ნახვა არ შემიძლია.
რიჩარდი: მე მივდივარ-მეთქი, გითხარი. შენ თუ გსურს, იქ დაიცადე. (მარჯვენა
კარიდან გადის. რობერტი სწრაფად გადის აივნის გავლით, მაგრამ მაშინვე
ბრუნდება).

რობერტი: ქოლგა! (უეცარი ჟესტით) ოჰ! (ისევ აივნის გავლით გადის. ისმის
მისაღების კარის გაღების და დაკეტვის ხმები. შემოდის რიჩარდი ბერტასთან ერთად,
რომელსაც მუქი ყავისფერი კოსტიუმი აცვია და პატარა მუქი წითელი ქუდი ახურავს.
ქოლგა არ უჭირავს და არც საწვიმარი აცვია).

რიჩარდი: (მხიარულად) მივესალმებით თქვენს დაბრუნებას ძველ ირლანდიაში!

ბერტა: (ნერვიულად, სერიოზული ტონით) ეს ის ადგილია?

რიჩარდი: დიახ, ის არის. როგორ მიაგენი?

ბერტა: მეეტლეს ვუთხარი. არ მინდოდა გზა მეკითხა. (გაკვირვებული მიმოიხედავს)


არ მოიცადა? წავიდა?

რიჩარდი: (ბაღისკენ მიუთითებს) იცდის. გარეთაა. იცდიდა, როცა მოვედი.

ბერტა: (ისევ აუღელვებლად) შენ მაინც მოხვედი.

რიჩარდი: შენ გეგონა, არ მოვიდოდი?

ბერტა: ვიცოდი, რომ განზე ვერ გადგებოდი. ბოლოს და ბოლოს შენც ისეთი ხარ,
როგორც სხვა მამაკაცები. მოხვიდოდი, რადგან სხვებივით ეჭვიანი ხარ.

რიჩარდი: ცოტა გაღიზიანება დაგეტყო, როცა აქ დამინახე.

ბერტა: რა მოხდა თქვენ შორის?

რიჩარდი: ვუთხარი, რომ ყველაფერი ვიცოდი, რომ დიდი ხანია ყველაფერი ვიცი.
მკითხა საიდანო. ვუთხარი, რომ შენგან ვიცოდი.

ბერტა: ვძულვარ?

რიჩარდი: არ ვიცი მის გულში რა ხდება.

ბერტა: (მოუხერხებლად ჯდება) ჰო, ვძულვარ. ფიქრობს, რომ გავამასხარავე,


ვუღალატე. ვიცი ასე ფიქრობს.

რიჩარდი: ვუთხარი, რომ შენ გულწრფელი იყავი მის მიმართ.

ბერტა: არ დაიჯერებს. ამას არავინ დაიჯერებდა. ეს მე უნდა მეთქვა მისთვის


პირველად და არა შენ.

რიჩარდი: ვფიქრობდი, რომ ის ჩვეულებრივი მძარცველი იყო, რომელიც მზად იყო


ძალაც კი გამოეყენებინა შენ წინააღმდეგ. მე შენ ამისგან უნდა დამეცავი.

ბერტა: ეს თვითონაც შემეძლო გამეკეთებინა.

რიჩარდი: დარწმუნებული ხარ?


ბერტა: საკმარისი იქნებოდა მისთვის მეთქვა, რომ შენ იცოდი ჩემი აქ ყოფნის შესახებ.
ახლა აღარაფერი მესმის. მას ვძულვარ. მართალიც არის, რომ ვძულვარ. ცუდად,
სამარცხვინოდ მოვექეცი.

რიჩარდი: (მის ხელს აიღებს) ბერტა, შემომხედე.

ბერტა: (შეხედავს) მერე?

რიჩარდი: (თვალებში ჩახედავს და შემდეგ ხელს გაუშვებს) მეც ვერ გამიგია შენს
გულში რა ხდება.

ბერტა: (ისევ უყურებს) შენ არ შეგეძლო გვერდზე გამდგარიყავი. არ მენდობი?


როგორც ხედავ, სრულიად მშვიდად ვარ. შემეძლო ეს ყველაფერი დამემალა შენთვის.

რიჩარდი: მეეჭვება.

ბერტა: (თავს ცოტათი გადახრის) ოჰ, ძალიან ადვილად, თუ მოვისურვებდი.

რიჩარდი: (ღვარძლიანად) შეიძლება ახლა ნანობ, რომ ასე არ მოიქეცი.

ბერტა: შეიძლება.

რიჩარდი: (უსიამოვნოდ) რა სულელი ხარ, ეს რომ მითხარი. მშვენიერი იქნებოდა,


საიდუმლოდ შეგენახა.

ბერტა: როგორც შენ მოიქეცი, არა?

რიჩარდი: როგორც მე მოვიქეცი, დიახ. (შებრუნდება, რომ წავიდეს). ცოტა ხნით


დაგემშვიდობები.

ბერტა: (შეშფოთებული, წამოდგება) მიდიხარ?

რიჩარდი: ბუნებრივია. ჩემი როლი აქ მთავრდება.

ბერტა: მასთან, ალბათ არა?

რიჩარდი: (გაოცებული) ვისთან?

ბერტა: მის უქალბატონოსოებასთან. მე მგონია, ყველაფერი ეს დაგეგმილია, რომ


მასთან შეხვედრის და ინტელექტუალური საუბრის კარგი შესაძლებლობლობა
მოგცემოდა.

რიჩარდი: (აღგზნებული, უხეშად) რომ ეშმაკის მამას შევხვედროდი!

ბერტა: (ქინძისთავით დამაგრებულ ქუდს გახსნის და დაჯდება) ძალიან კარგი.


შეგიძლია წახვიდე. ახლა ვიცი, როგორ მოვიქცე.

რიჩარდი: (დაბრუნდება, მიუახლოვდება) შენ თვითონ ერთი სიტყვაც არ გჯერა, რაც


თქვი.

ბერტა: (წყნარად) შეგიძლია წახვიდე. რატომ არ მიდიხარ?

რიჩარდი: ესე იგი შენ აქ ჩემ გამო მოხვედი და ისიც ამიტომ ჩაითრიე ამაში. ასეა?
ბერტა: ჩვენ შორის ერთი ადამიანია, რომელიც სულელი არ არის და ეს შენ ხარ. მე
სულელი ვარ. და ისიც.

რიჩარდი: (განაგრძობს) თუ ეს ასეა, მაშინ შენ მას მართლაც ცუდად და


სამარცხვინოდ მოექეცი.

ბერტა: (თითს რიჩარდისკენ გაიშვერს) ჰო, მაგრამ ეს შენი ბრალი იყო და ასე აღარ
გავაგრძელებ. მე შენს ხელში მხოლოდ საშუალება ვარ. არავითარი პატივისცემა არა
გაქვს ჩემ მიმართ. არც არასოდეს გქონია. იმიტომ, რომ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე.

რიჩარდი: ის თუ გცემს პატივს?

ბერტა: ის კი. ყველა იმ ადამიანს შორის, რომელსაც უკან დაბრუნების შემდეგ


შევხვდი, ის ერთადერთია, ვინც პატივს მცემს. მან იცის ის, რასაც ისინი მხოლოდ
ეჭვობენ. იმიტომ მომეწონა თავიდანვე და ახლაც იმიტომ მომწონს. ბეატრიჩეს დიდი
პატივისცემა აქვს ჩემ მიმართ! რატომ მას არ თხოვე შენთან ერთად წასვლა ცხრა
წლის წინ?

რიჩარდი: შენ ეს იცი, ბერტა. საკუთარ თავს ჰკითხე.

ბერტა: დიახ, ვიცი რატომაც. იცოდი, რა პასუხს მიიღებდი. სწორედ ამიტომ.

რიჩარდი: ამიტომ არა. მე შენთვისაც კი არ მითხოვია.

ბერტა: დიახ, შენ იცოდი, რომ მთხოვდი თუ არა, მაინც წამოვიდოდი. მე ვარ
რაღაცაზე წამსვლელი და სადაც ერთს ვაკეთებ, შემიძლია მეორეც გავაკეთო. ყველა
ასე მიყურებს და ვისარგებლებ მაინც ამით.

რიჩარდი: (სულ უფრო მღელვარებით) ბერტა, მე ვიღებ, რაც მოსახდენია.


გენდობოდი და კვლავაც გენდობი.

ბერტა: რომ ეს მერე ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენო, რომ მერე მიმატოვო. (თითქმის
ვნებიანად) რატომ არ მიცავ მისგან? რატომ მტოვებ ახლა ასე უსიტყვოდ? დიკ,
ღმერთო ჩემო, მითხარი, რა გსურს, რომ გავაკეთო?

რიჩარდი: არ შემიძლია, ძვირფასო. (საკუთარ თავს ებრძვის) შენი გული გეტყვის.


(მის ორივე ხელს ჩაბღუჯავს). რაღაც ველური ნეტარების გრძნობა მიპყრობს, შენ რომ
გიყურებ. მე გხედავ ისეთს, როგორიც ხარ. შენს ცხოვრებაში რომ ჯერ მე გამოვჩნდი,
მასზე ადრე, ეს შეიძლება შენთვის არაფერს ნიშნავდეს. შეიძლება, უფრო მისი იყო,
ვიდრე ჩემი.

ბერტა: არა, მაგრამ მის მიმართაც მაქვს გრძნობა.

რიჩარდი: მეც ასევე. შენ შეგიძლია იყო მისი და ჩემი. მე გენდობი ბერტა და მასაც
ვენდობი. უნდა გენდოთ. არ შემიძლია მისი სიძულვილი იმის გამო, რომ მკლავი
მოგხვია. შენ ჩვენ ერთმანეთთან დაგვაახლოვე. შენს გულში არის რაღაც, სიბრძნეზე
უფრო ღრმა. ვინ ვარ მე, რომ ჩემი თავი შენი გულის მეუფედ ჩავთვალო, ან სხვა
რომელიმე ქალის გულის მეუფედ? ბერტა, გიყვარდეს ის, იყავი მისი, დანებდი მას
თუ გსურს, ან თუ შეგიძლია.

ბერტა: (ოცნებამორეული) დავრჩები.


რიჩარდი: ნახვამდის. (ხელს გაუშვებს და მარჯვენა მხრიდან სწრაფად გადის. ბერტა
ისევ ზის. შემდეგ წამოდგება და გაუბედავად მიდის აივნისაკენ. როცა
მიუახლოვდება, გაჩერდება და ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ ბაღისკენ იძახის).

ბერტა: არის ვინმე აქ? (მაშინვე ოთახის შუაგულში ბრუნდება. შემდეგ იმავეს
იმეორებს.) ბერტა: არის ვინმე აქ? (ბაღისკენ გამავალ ღია კართან რობერტი
გამოჩნდება. პიჯაკის ღილები შეკრული აქვს და საყელო აწეული. კარზე მსუბუქად
აქვს ხელი მიდებული და ელოდება ბერტა როდის დაინახავს).

ბერტა: (თვალს მოკრავს მას, უკან დაიხევს, შემდეგ სწრაფად) რობერტ!

რობერტი: მარტო ხარ?

ბერტა: დიახ.

რობერტი: (მარჯვენა კარისკენ იყურება) ის სად არის?

ბერტა: წავიდა. (ნერვიულად) შემაშინე. საიდან მოხვედი?

რობერტი: (თავით მიანიშნებს) გარეთ ვიყავი. არ გითხრა, რომ გარეთ ვიყავი და


ვიცდიდი?

ბერტა: (სწრაფად) ჰო, მითხრა. მაგრამ აქ მარტო ვიყავი და შემეშინდა. კარღია ოთახში
ვიცდიდი. (მაგიდასთან მიდის და ხელს მაგიდის კიდეზე ჩამოასვენებს) რატომ ხარ
კარებში გაჩერებული?

რობერტი: რატომ? მეც მეშინია.

ბერტა: რისი?

რობერტი: შენი.

ბერტა: (ქვემოთ დაიხედავს) შენ მე ახლა გძულვარ?

რობერტი: მეშინია შენი. (ხელებს ზურგსუკან ერთმანეთზე გადააჭდობს, წყნარად,


მაგრამ გამომწვევად) მეშინია ახალი ტანჯვის, ახალი ხაფანგის.

ბერტა: (წინანდებურად) რაში მადანაშაულებ?

რობერტი: (რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს წინ, შეჩერდება, შემდეგ იმპულსურად).


რატომ მაცდუნებდი? დღითი დღე, სულ უფრო და უფრო მეტად? რატომ არ
შემაჩერე? შენ ეს შეგეძლო. ერთი სიტყვა კმაროდა, მაგრამ ერთი სიტყვაც არ მითხარი!
მე ჩემი თავიც დამავიწყდა და ისიც. შენ ამას ხედავდი. ხედავდი, რომ თავს
ვინადგურებდი მის თვალში და მის მეგობრობას ვკარგავდი. გინდოდა ასე
ყოფილიყო?

ბერტა: (აიხედავს) შენ ჩემთვის არასოდეს გიკითხავს.

რობერტი: რა არ მიკითხავს?

ბერტა: ეჭვობდა თუ არა ის, ან თუ იცოდა.

რობერტი: და შენ მიპასუხებდი?


ბერტა: გიპასუხებდი.

რობერტი: (ყოყმანით) უთხარი? ყველაფერი უთხარი?

ბერტა: ყველაფერი.

რობერტი: მხედველობაში მაქვს დეტალები.

ბერტა: ყველაფერი.

რობერტი: (ნაძალადევი ღიმილით) გასაგებია. ექსპერიმენტს ატარებდი ჩემზე მისი


გულისთვის. რატომაც არა? როგორც ჩანს კარგი საექსპერიმენტო საგანი ვიყავი.
მაგრამ ეს მაინც ცოტა არ იყოს სისასტიკე იყო შენი მხრიდან.

ბერტა: ეცადე გამიგო, რობერტ. უნდა ეცადო გამიგო.

რობერტი: (თავაზიანი ჟესტით) კარგი, ვეცდები.

ბერტა: რატომ დგახარ ასე კარში. ვნერვიულობ, რომ გიყურებ.

რობერტი: ვცდილობ გაგიგო. და მეშინია.

ბერტა: (ხელს წინ გაიშვერს) არაფერი გაქვს საშიში. (რობერტი სწრაფად მიდის
მასთან და ხელს დაუჭერს).

რობერტი: (გაუბედავად) შენი გამოყენება იმისთვის, რომ ჩემთვის ერთად


დაგეცინათ? (ხელები უკან მიაქვს), მაგრამ ახლა ან კარგად უნდა მოვიქცე, ან თქვენ
შეგეძლებათ ისევ დამცინოთ, ამაღამ!

ბერტა: (შეწუხებული, ხელს მკლავზე ადებს), გთხოვ მომისმინო, რობერტ... მაგრამ


შენ მთლად სველი ხარ, გალუმპული. (პიჯაკზე ხელს გადაუსვამს), ოჰ, შე საცოდავო!
მთელი ამ დროის განმავლობაში წვიმაში ყოფნა! სულ დამავიწყდა!

რობერტი: (იცინის) დიახ, შენ კლიმატი დაგავიწყდა.

ბერტა: მართლა მთლად გალუმპულხარ. პიჯაკი უნდა გამოიცვალო.

რობერტი: (ბერტას ხელებს აიღებს) შეცოდებაა ის გრძნობა, რომელსაც შენ ჩემ


მიმართ განიცდი, როგორც ის, როგორც რიჩარდი, ამბობს?

ბერტა: გთხოვ პიჯაკი გამოიცვალო, რობერტ, თორემ ძალიან მაგრად გაცივდები.


გამოიცვალე, გთხოვ.

რობერტი: რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას.

ბერტა: (მიმოიხედავს) სად ინახავ ტანსაცმელს?

რობერტი: (უკანა კარზე მიუთითებს) იქ. მე მგონია ჟაკეტი იქ უნდა იყოს.


(ღვარძლიანად) ჩემს საწოლ ოთახში.

ბერტა: ჰოდა წადი და აიღე.

რობერტი: და შენ?
ბერტა: მე აქ დაგელოდები.

რობერტი: მიბრძანებ წასვლას?

ბერტა: (იცინის) დიახ, გიბრძანებ.

რობერტი: (სწრაფად) მაშინ წავალ. (სწრაფად მიდის საძინებელი ოთახის კარისაკენ,


შემდეგ შემობრუნდება) ხომ არ წახვალ?

ბერტა: არა, დაგელოდები, მაგრამ ნუ დაიგვიანებ.

რობერტი: არა, ახლავე მოვალ. (საწოლ ოთახში შედის, კარს ღიად ტოვებს. ბერტა
ცნობისმოყვარედ მიმოიხედავს გარშემო და უკანა კარს გაუბედავად შეავლებს
თვალს).

რობერტი: (საწოლი ოთახიდან) არ წასულხარ?

ბერტა: არა.

რობერტი: აქ სიბნელეში ვარ. ლამპა უნდა ავანთო. (ისმის ასანთის გაკვრის და


ლამპაზე მინის საჩრდილობლის ჩამოდების ხმები. კარიდან ვარდისფერი სინათლე
შემოდის. ბერტა მაჯის საათს დახედავს და მაგიდასთან ჯდება).

რობერტი: (წინანდებურად) მოგწონს სინათლის ეფექტი?

ბერტა: ჰო, მომწონს.

რობერტი: შენი ადგილიდან ლამაზად ჩანს?

ბერტა: კი, ძალიან ლამაზად.

რობერტი: ეს შენთვის იყო.

ბერტა: (დაბნეული) მე ამის ღირსიც არა ვარ.

რობერტი: (მკაფიოდ, უხეშად) სიყვარულისთვის გაწეულმა შრომამ ამაოდ ჩაიარა.

ბერტა: (წამოდგება, ნერვიულად) რობერტ!

რობერტი: დიახ.

ბერტა: მოდი აქ სწრაფად! სწრაფად-მეთქი, გეუბნები!

რობერტი: მზადა ვარ. (კარებში გამოჩნდება. მუქი-მწვანე ველვეტის ჟაკეტი აცვია.


დაინახავს რა მას აღელვებულს, სწრაფად მიდის მისკენ.) რობერტი: რა ხდება, ბერტა?

ბერტა: (ცახცახებს) შემეშინდა.

რობერტი: მარტო ყოფნამ შეგაშინა?

ბერტა: (მის ხელებს ჩაბღუჯავს) შენ იცი, რასაც ვგულისხმობ. ნერვები ძალიან
აფორიაქებული მაქვს.

რობერტი: რომ მე..?


ბერტა: დამპირდი, რობერტ, რომ ასეთ რამეზე არ იფიქრებ. არასოდეს. თუ ცოტათი
მაინც გიყვარვარ. იმ მომენტში ვიფიქრე...

რობერტი: რა ფანტაზიაა!

ბერტა: მაგრამ დამპირდი, თუ გიყვარვარ.

რობერტი: თუ მიყვარხარ, ბერტა! გპირდები. რა თქმა უნდა, გპირდები. მთელი


სხეულით ცახცახებ.

ბერტა: დამსვი სადმე. სწრაფად გამივლის.

რობერტი: ჩემი საწყალი ბერტა! დაჯექი. მოდი. (მაგიდასთან მდგარ სკამთან


მიიყვანს. ბერტა ჯდება. რობერტი მის გვერდით დგას).

რობერტი: (ცოტა ხნის პაუზის შემდეგ) გაგიარა?

ბერტა: ჰო, ეს მხოლოდ წუთიერი იყო. ძალიან სულელი ვიყავი. შემეშინდა, რომ...
მინდოდა ჩემს ახლოს ყოფილიყავი.

რობერტი: რომ... პირობა ჩამოგერთვა ჩემთვის, არ მეფიქრა..?

ბერტა: ჰო.

რობერტი: (დაჟინებით) თუ კიდევ სხვა რამ?

ბერტა: (უმწეოდ) მეშინოდა რაღაცის. რისი, თვითონაც არ ვიცი კარგად.

რობერტი: და ახლა?

ბერტა: ახლა შენ აქა ხარ. შემიძლია შენი დანახვა. ახლა გამიარა.

რობერტი: (მორჩილად) ჰო, გაგიარა. სიყვარულისთვის გაწეულმა შრომამ ამაოდ


ჩაიარა.

ბერტა: (უყურებს) მომისმინე, რობერტ. მინდა აგიხსნა ეს ყველაფერი. მე არ შემეძლო


დიკი მომეტყუებინა. არასოდეს, არაფერში. ყველაფერი ვუთხარი, თავიდანვე. შემდეგ
ასე გაგრძელდა და გაგრძელდა. შენ არასოდეს არაფერი გითქვამს და არც
შემკითხვიხარ ამის შესახებ... თუმცა მინდოდა შემკითხვოდი.

რობერტი: ეს სიმართლეა, ბერტა?

ბერტა: ჰო, რადგან გამაღიზიანა იმან, რომ შენ შეიძლება მე სხვა ქალებივით...
გასაგებია რასაც ვგულისხმობ. ვფიქრობ დიკიც მართალია. რატომ უნდა იყოს ეს
საიდუმლო?

რობერტი: (ნაზად) საიდუმლო ტკბილიც ხომ შეიძლება იყოს. ასე არ არის?

ბერტა: (იცინის) ჰო, ვიცი, რომ შეიძლება ასეა. მაგრამ იცი რა, მე არ შემეძლო
დიკისთვის საიდუმლო დამემალა. გარდა ამისა, რა იქნებოდა კარგი ამაში. ბოლოს და
ბოლოს ყველა საიდუმლო აშკარავდება. არ ჯობია, ადამიანებმა თავიდანვე იცოდნენ?
რობერტი: (ნაზად და ცოტა მორცხვად) ბერტა, როგორ შეგეძლო მისთვის ყველაფერი
გეთქვა? ყველაფერი უთხარი? სულ უმნიშვნელო რამეებიც, რაც ჩვენ შორის მოხდა?

ბერტა: ჰო, ყველაფერი, რაზეც მკითხა.

რობერტი: და... ბევრი რამ გკითხა?

ბერტა: იცი როგორიცაა. ყველაფრის შესახებ სვამს კითხვებს. ყოველ წვრილმანზე.

რობერტი: ჩვენი კოცნის შესახებაც?

ბერტა: რა თქმა უნდა. ყველაფერი ვუთხარი.

რობერტი: (თავს ნელა გადააქნევს) ექსტრაორდინარული პატარა პიროვნება! არ


შეგრცხვა?

ბერტა: არა.

რობერტი: სულ არა?

ბერტა: არა. რატომ უნდა შემრცხვენოდა? ეს საშინელებაა?

რობერტი: და როგორ მიიღო ეს? მითხარი. მეც მინდა ყველაფერი ვიცოდე.

ბერტა: (იცინის) აღელდა. ჩვეულებრივზე მეტად.

რობერტი: რატომ? აღელვება... ისევ შეუძლია?

ბერტა: (ეშმაკურად) ჰო და ძალიანაც, როცა თავის ფილოსოფიაში არ არის


ჩაკარგული.

რობერტი: ჩემზე მეტად?

ბერტა: შენზე მეტად? (ფიქრობს) როგორ შემიძლია ამაზე გიპასუხო? მე მგონია თქვენ
ორივეს შეგიძლიათ. (რობერტი შებრუნდება და აივნისკენ იყურება. ერთხელ თუ
ორჯერ თმაზე ხელს ფიქრიანად გადაისვამს).

ბერტა: ისევ ბრაზობ ჩემზე?

რობერტი: (პირქუშად) ეს შენ ხარ ჩემზე გაბრაზებული.

ბერტა: არა, რობერტ, რატომ უნდა ვიყო?

რობერტი: იმიტომ, რომ გთხოვე ამ ადგილას მოსულიყავი. ვეცადე ადგილი


მომემზადებინა შენთვის. (გაურკვევლად აქეთ-იქით მიანიშნებს). სიმშვიდის
შეგრძნება.

ბერტა: (მის ჟაკეტს თითებით ეხება) და ესეც ასევე. შენი მშვენიერი ველვეტის
პიჯაკი.

რობერტი: ასევე. მე შენგან დაფარული არაფერი მექნება.

ბერტა: ვიღაცას მაგონებ სურათზე. მომწონხარ ამ სურათზე... მაგრამ შენ არ ბრაზობ,


ხომ ასეა?
რობერტი: (მოღუშული) ჰო, ეს ჩემი შეცდომა იყო აქ მოსვლა რომ გთხოვე. ეს მაშინ
ვიგრძენი, როცა ბაღიდან გამოვიხედე და დაგინახე შენ, ბერტა, აქ იდექი. (უმწეოდ)
მაგრამ სხვა რა შემეძლო.

ბერტა: (სწრაფად) იმას გულისხმობ, რომ აქ სხვებიც იყვნენ?

რობერტი: ჰო. (ბერტას ხუთი ნაბიჯით დაშორდება. ქარი ძლიერად დაუბერავს და


მაგიდაზე მდგარი ლამპა ციმციმს იწყებს. ლამპას ცოტათი დაუწევს).

ბერტა: (თვალს აყოლებს მას) მაგრამ ეს აქ მოსვლამდე არ ვიცოდი. ამიტომ შენზე არ


ვბრაზობ.

რობერტი: (მხრებს იჩეჩს) ჩემზე საერთოდაც რატომ უნდა ბრაზობდე? შენ მასზეც კი
არ ბრაზობ, იგივე რამეზე, ან კიდევ უფრო უარესზე.

ბერტა: გითხრა თავის თავზე?

რობერტი: ჰო, მითხრა. ჩვენ აქ ერთმანეთს აღსარებას ვაბარებთ. ყველაფრის შესახებ.

ბერტა: ვცდილობ ეს დავივიწყო.

რობერტი: არ გაწუხებს?

ბერტა: ახლა არა. ეს არის, რომ ამაზე ფიქრს ვერ ვიტან.

რობერტი: შენ ფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ცხოველური ვნებაა? და ნაკლებად


მნიშვნელოვანი?

ბერტა: ეს არ მაწუხებს, ახლა.

რობერტი: (მხარზემოდან გადმოხედავს) მაგრამ არის რაღაც, რაც ძალიან


შეგაწუხებდა და რასაც არ დაივიწყებდი?

ბერტა: ვერ გავიგე.

რობერტი: (მიუბრუნდება) ეს რომ არ იყოს მხოლოდ ცხოველური ვნება ამა თუ იმ


პიროვნების მიმართ, რამდენიმე წამით რომ წარმოვიდგინოთ. ეს რომ რაღაც
მშვენიერი და სულიერებით აღბეჭდილი იყოს, მხოლოდ ერთ პიროვნებასთან, ერთ
ქალთან დაკავშირებული. (იცინის) და შესაძლოა ასევე ცხოველური. ეს ჩვეულებრივ
ბოლოს და ბოლოს აქამდე მიდის. შეეცდებოდი ამის დავიწყებას და პატიებას?

ბერტა: (ბრასლეტს აწვალებს) ვისთვის?

რობერტი: ვინმესთვის. ჩემთვის.

ბერტა: (წყნარად) დიკს გულისხმობ.

რობერტი: მე ჩემზე ვთქვი. შეეცდებოდი?

ბერტა: ფიქრობ შურს ვიძიებდი? რა, დიკიც თავისუფალი არ უნდა იყოს?

რობერტი: (ბერტასკენ მიანიშნებს თითით) ამას გულით არ ამბობ, ბერტა.


ბერტა: (ამაყად) დიახ, გულით ვამბობ. ისიც თავისუფლებას მაძლევს.

რობერტი: (დაჟინებით) და იცი, რატომ? ხვდები? და ეს მოგწონს? გინდა


თავისუფალი იყო? ეს შენ გაბედნიერებს? გაგაბედნიერა? თავისუფლების იმ
საჩუქარმა, რომელიც მან მოგიძღვნა ცხრა წლის წინ?

ბერტა: (თვალებგაფართოებული მისჩერებია) მაგრამ რატომ მისვამ ამდენ შეკითხვას,


რობერტ?

რობერტი: (ორივე ხელს გაუწვდის) რადგან მაშინ მე სხვა საჩუქარი მქონდა შენთვის
შემოსათავაზებელი, ჩვეულებრივი, უბრალო საჩუქარი, ჩემსავით უბრალო. თუ
გინდა იცოდე, გეტყვი.

ბერტა: (საათზე დაიხედავს) წარსული წარსულია, რობერტ. ვფიქრობ უკვე წასვლის


დროა. თითქმის ცხრა საათია.

რობერტი: (სწრაფად) არა, არა. ჯერ არა. კიდევ ერთი აღსარება. ჩვენ უფლება გვაქვს
ვილაპარაკოთ. (სწრაფად მიდის მაგიდისაკენ და გვერდით მიუჯდება) ბერტა:
(მისკენ მიბრუნდება. მარცხენა ხელს მხარზე დაადებს) ჰო, რობერტ, ვიცი, რომ
მოგწონვარ. ამის თქმა საჭირო არ არის. (რბილად) ამ საღამოს მეტი აღსარება არ არის
საჭირო. (აივნიდან ქარი დაუბერავს. ისმის ფოთლების შრიალი. ლამპა სწრაფად
აციმციმდება).

ბერტა: (რობერტის მხარს ზემოთ მიანიშნებს) შეხედე! ძალიან აწეულია. (მაგიდისკენ


წამოუდგომლად გადაიხრება და ლამპას დაუწევს. ოთახში ნახევრად ბნელა. საწოლი
ოთახიდან მომავალი სინათლე უფრო მკვეთრად ჩანს).

რობერტი: ქარი ამოვარდა. კარს ჩავკეტავ.

ბერტა: (უსმენს) არა, ჯერ კიდევ წვიმს. ერთხელ წამოუბერა მხოლოდ.

რობერტი: (მხარზე შეეხება) მითხარი, ხომ არ გცივა. (ნახევრად წამოდგება) ახლავე


დავკეტავ.

ბერტა: (შეაკავებს) არა, არ მცივა. გარდა ამისა, მე ახლა მივდივარ, რობერტ. უნდა
წავიდე.

რობერტი: (მტკიცედ) არა, არა. აქ ახლა „უნდა“ აღარ არის. ჩვენ აქ ამისთვის არ
დავუტოვებივართ. ცდები, ბერტა. წარსული არ არის წარსული. ის ახლა აქ არის. ჩემი
გრძნობა შენდამი ახლაც იგივეა, რაც მაშინ იყო, რადგან მაშინ შენ ის უგულებელყავი.

ბერტა: არა, რობერტ, ასე არ ყოფილა.

რობერტი: (განაგრძობს) ასე იყო. მე ამას მთელი ამ წლების განმავლობაში


ვგრძნობდი, ისე, რომ არ ვიცოდი აქამდე. იმ პერიოდშიც კი, როცა მე იმ ცხოვრებით
ვცხოვრობდი, შენ იცი რასაც ვგულისხმობ, რომელზეც ფიქრიც კი არ მსიამოვნებს. იმ
ცხოვრებით, რომლისთვისაც შენ მე გამწირე.

ბერტა: მე გაგწირე?
რობერტი: დიახ, როცა უგულებელყავი ჩვეულებრივი, უბრალო საჩუქარი, რომელიც
მე უნდა შემომეთავაზებინა შენთვის და ნაცვლად მისი საჩუქარი მიიღე.

ბერტა: მაგრამ შენ არასოდეს...

რობერტი: არა. იმიტომ, რომ შენ ის აირჩიე. მე ეს დავინახე. მე ეს დავინახე პირველ


საღამოს, როდესაც ჩვენ შევხვდით, ჩვენ სამი ერთად. რატომ აირჩიე ის?

ბერტა: (თავს დახრის) ეს სიყვარული არ არის?

რობერტი: (განაგრძობს) და ყოველ საღამოს, როცა ჩვენ ორი, ის და მე, მოვდიოდით


იმ კუთხესთან შენთან შესახვედრად, ამას ვხედავდი და ვგრძნობდი. გახსოვს ის
კუთხე, ბერტა?

ბერტა: (წინანდებურად) მახსოვს.

რობერტი: ამას ვგრძნობდი, როცა შენ და ის სასეირნოდ მიდიოდით, მე კი მარტო


მივუყვებოდი ქუჩას... ყველაზე მეტად კი მაშინ ვიგრძენი, როცა შენ შესახებ
მელაპარაკა და მითხრა, რომ წასვლას აპირებდა აქედან.

ბერტა: რატომ მაშინ ყველაზე მეტად?

რობერტი: იმიტომ, რომ ეს მაშინ იყო, როცა დანაშაული ჩავიდინე, პირველად


ვუღალატე მას.

ბერტა: რას ამბობ, რობერტ? პირველად უღალატე დიკს?

რობერტი: (თავს უქნევს) და არა უკანასკნელად. ის შენზე და თავის თავზე


მესაუბრებოდა. იმაზე, თუ როგორი იქნებოდა თქვენი ერთად ცხოვრება.
თავისუფალი და ასე შემდეგ. თავისუფალი, დიახ! შენ იმასაც კი არ გთხოვდა, რომ
გაჰყოლოდი. (მწარედ) მას ეს არ უთხოვია. მაგრამ შენ მაინც გაჰყევი.

ბერტა: მინდოდა მასთან ერთად ვყოფილიყავი. შენ იცი... (თავს აწევს და შეხედავს)
იცი, როგორ ვიყავით ჩვენ მაშინ - დიკი და მე.

რობერტი: (უგულისყუროდ) ვურჩიე, მარტო წასულიყო, შენ არ წაეყვანე, მარტო


ეცხოვრა, რათა დაენახა, რომ რასაც შენ მიმართ გრძნობდა, წარმავალი იყო და ამას
შეეძლო შენი ბედნიერება და მისი კარიერა დაენგრია.

ბერტა: ეს სისასტიკე იყო ჩემ მიმართ, რობერტ. მაგრამ გაპატიებ, იმიტომ, რომ ჩემსა
და მის ბედნიერებაზე ფიქრობდი.

რობერტი: (უფრო ახლოს დაიხრება მისკენ) არა, ბერტა. არ ვფიქრობდი. ეს იყო


ღალატი. მე ჩემს თავზე ვფიქრობდი, იმაზე, რომ მისი წასვლის შემდეგ, შეიძლებოდა
ზურგი გექცია მისთვის, მას კი შენთვის, რომ შემდეგ მე შენთვის ჩემი საჩუქარი
შემომეთავაზებინა. უბრალო, ჩვეულებრივი საჩუქარი, რომელსაც კაცები თავაზობენ
ქალებს. შესაძლოა არცთუ საინტერესო. მაგრამ უკეთესი თუ უარესი - ის შენი
იქნებოდა.

ბერტა: (ზურგს შეაქცევს) მან შენი რჩევა არ მიიღო.


რობერტი: (წინანდებურად) არა. და ის ღამე, როცა თქვენ ერთად გაიქეცით. ო,
როგორი ბედნიერი ვიყავი.

ბერტა: (მის ხელებს ჩაბღუჯავს) დაწყნარდი, რობერტ. ვიცი, რომ ყოველთვის


მოგწონდი. რატომ არ დამივიწყე?

რობერტი: (მწარედ იცინის) როგორ ბედნიერად ვიგრძენი თავი, როცა სანაპიროზე


გამოვედი და შორს განათებული ნავი დავინახე, შავ მდინარეს რომ მიუყვებოდა და
შენ ჩემგან შორს მიჰყავდი. (უფრო წყნარი ტონით). მაგრამ, რატომ აირჩიე ის? მე სულ
არ მოგწონდი?

ბერტა: არა, კი მომწონდი. იმიტომ, რომ მისი მეგობარი იყავი. ჩვენ ხშირად
ვსაუბრობდით შენ შესახებ. ძალიან ხშირად. ყოველთვის, როცა მოგვწერდი ან დიკს
გაზეთებს და წიგნებს გამოუგზავნიდი. კვლავაც მომწონხარ, რობერტ. (თვალებში
ჩახედავს) მე შენ არასოდეს დაგივიწყებ.

რობერტი: არც მე დაგივიწყებ. ვიცოდი, რომ კიდევ გნახავდი. რომ დაბრუნდებოდი.


ეს იმ ღამით ვიცოდი, როცა წახვედი. ამიტომ იყო, რომ გწერდით და ვცდილობდი,
კვლავ უკან დაბრუნებული მენახე - აქ.

ბერტა: და მეც აქა ვარ. შენ მართალი იყავი.

რობერტი: (ნელა) ცხრა წელი. ცხრაჯერ უფრო ლამაზი!

ბერტა: (იცინის) მართლა? რას ხედავ ჩემში?

რობერტი: (უყურებს) უცნაურ და მშვენიერ ლედის.

ბერტა: (თითქმის ზიზღით) ოჰ, ძალიან გთხოვ, ნუ ამბობ ასეთ რამეს.

რობერტი: (მხურვალედ) შენ მეტიც ხარ. ახალგაზრდა და ლამაზი დედოფალი.

ბერტა: (მოულოდნელად გაიცინებს) ოჰ, რობერტ!

რობერტი: (ხმას დაუდაბლებს და მისკენ გადაიხრება) მაგრამ იცი თუ არა, რომ შენ
მშვენიერი ადამიანური არსება ხარ. იცი, რომ მშვენიერი სხეული გაქვს. მშვენიერი და
ახალგაზრდა?

ბერტა: (სერიოზულად) ერთ დღეს მოხუცი ვიქნები.

რობერტი: (თავს გადააქნევს) ვერც კი წარმომიდგენია. ამაღამ შენ ახალგაზრდა და


ლამაზი ხარ. ამაღამ შენ მე დამიბრუნდი. (ვნებიანად) ვინ იცის, ხვალ რა იქნება?
შეიძლება ვეღარასოდეს გნახო, ან ვეღარასოდეს გნახო ისეთი, როგორსაც ახლა
გხედავ.

ბერტა: დაიტანჯებოდი?

რობერტი: (ოთახს თვალს მოავლებს. არ უპასუხებს) ეს ოთახი და ეს საათი შენი


მოსვლისთვის იყო გამზადებული. როცა წახვალ, არაფერი აღარ იქნება.

ბერტა: (მგზნებარედ) მაგრამ ისევ მნახავ, რობერტ... ისევე, როგორც ადრე.


რობერტი: (დაჟინებით უყურებს) რომ მას, რიჩარდს, ტანჯვა მივაყენო?

ბერტა: ის არ იტანჯება.

რობერტი: (თავს დააქნევს) დიახ, დიახ, იტანჯება.

ბერტა: მან იცის, რომ ჩვენ ერთმანეთი მოგვწონს. არის ამაში რაიმე ცუდი?

რობერტი: (თავს ასწევს). არა, ცუდი არაფერი არ არის. რატომაც არ უნდა მოგვწონდეს
ერთმანეთი? მან კიდევ არ იცის, მე რას ვგრძნობ. აქ მარტო დაგვტოვა ღამით, ასეთ
დროს, რადგან ძალიან სურს გამოსცადოს ეს, ძალიან სურს გათავისუფლდეს.

ბერტა: რისგან?

რობერტი: (უფრო ახლოს მიდის მასთან და ლაპარაკის დროს მისი მკლავები


ჩაბღუჯული აქვს) ყველა კანონისგან, ბერტა, ყოველგვარი ხუნდებისაგან. მთელი
ცხოვრება იმისკენ ილტვოდა, რომ თავი გაეთავისუფლებინა. ერთის გარდა მან ყველა
ჯაჭვი გაწყვიტა. ის ერთი ჩვენ უნდა გავწყვიტოთ, ბერტა, შენ და მე.

ბერტა: (ძლივს გასაგონად) დარწმუნებული ხარ?

რობერტი: (კიდევ უფრო თბილად) დარწმუნებული ვარ, ადამიანის მიერ შექმნილი


არც ერთი კანონი არ არის წმინდა ვნების იმპულსის წინაშე. (თითქმის მძვინვარედ).
ვინ შეგვქმნა ჩვენ მხოლოდ ერთისათვის? თუ ასეთებად ვართ შექმნილი, ეს
დანაშაულია ჩვენი არსების მიმართ. არავითარი კანონი არ არსებობს ვნების
წინააღმდეგ. კანონები მონებისთვისაა. ბერტა, თქვი ჩემი სახელი! გამაგონე, როგორ
წარმოთქვამს მას შენი ხმა.

ბერტა: (ნაზად) რობერტ!

რობერტი: (მხარზე მკლავს შემოხვევს) არ კვდება მხოლოდ ლტოლვა სილამაზისა და


ახალგაზრდობისაკენ. (ვერანდისკენ მიუთითებს) მომისმინე!

ბერტა: (აღელვებული) რა?

რობერტი: წვიმა მოდის. ზაფხულის წვიმა ეცემა მიწას. ღამის წვიმა. სიბნელე და
სითბო და ნიაღვარი ვნებისა. ღამით მიწა უყვართ და ეუფლებიან მას. საყვარლის
მკლავები მის გარშემო. და ის დუმს. ილაპარაკე, უძვირფასესო!

ბერტა: (უეცრად წინ გადაიხრება და ყურადღებით უსმენს). ჩუმად!

რობერტი: (უსმენს, იცინის) არაფერია. არავინაა. ჩვენ მარტონი ვართ. (ვერანდიდან


ქარი დაუბერავს. ფოთლების შრიალის ხმა. ლამპის ალი ციმციმს იწყებს).

ბერტა: (ლამპაზე მიუთითებს) შეხედე!

რობერტი: ქარია, მეტი არაფერი. საკმაო სინათლე შემოდის გვერდით ოთახიდან.


(მაგიდისკენ ხელს გაიწვდენს და ლამპას აქრობს. სინათლის ზოლი საძინებელ
ოთახში გამავალი კარიდან იმ ადგილს კვეთს, სადაც ისინი სხედან. ოთახი
მთლიანად ჩაბნელებულია).

რობერტი: ბედნიერი ხარ? მითხარი.


ბერტა: მივდივარ, რობერტ. უკვე ძალიან გვიანია. იკმარე!

რობერტი: (ხელზე ეფერება) ჯერ არა, ჯერ არა. მითხარი, ცოტათი მაინც გიყვარვარ?

ბერტა: მომწონხარ, რობერტ. ვფიქრობ, რომ შენ კარგი ხარ. (ნახევრად წამოდგება).
კმაყოფილი ხარ?

რობერტი: (აკავებს და ხელზე კოცნის) ნუ წახვალ, ბერტა! ჯერ კიდევ არის დრო. მეც
გიყვარვარ? მე დიდი ხანია ვიცდი. ორივე გიყვარვართ? ისიც და მეც? ასეა, ბერტა?
სიმართლე! მითხარი. მითხარი შენი თვალებით. ოჰ, ხმა ამოიღე.

(ბერტა არ პასუხობს. სიჩუმეში ისმის წვიმის ხმა).

მესამე მოქმედება

სასტუმრო ოთახი რობერტ რაუენის სახლში, მერიონში. საგდულიანი კარი მარჯვენა


მხარეს დახურულია. დახურულია ასევე ბაღში გამავალი ორმაგი კარი. მარცხენა
ფანჯარაზე პლუშის მწვანე ფარდებია ჩამოფარებული. ოთახი ნახევრად
ჩაბნელებულია. მომდევნო დღის ადრიანი დილაა. ბერტა ფანჯარასთან ზის და
ფარდებს შორის იყურება. აცვია ზაფრანისფერი განიერი საშინაო ხალათი. თმები
ყურებზე აქვს ჩამოშვებული და კისერთან განასკვული. ერთმანეთს ჩაჭიდებული
ხელები კალთაში უდევს. ფერმკრთალი, არეული სახე აქვს.

(მარჯვენა მხრის საგდულიანი კარიდან შემოდის ბრიჯიდი ცოცხით და ჩვრით


ხელში. აპირებს გაიაროს, მაგრამ დაინახავს რა ბერტას, უეცრად შეყოვნდება და
ინსტინქტურად პირჯვარს გადაიწერს).

ბრიჯიდი: დილა მშვიდობისა, მემ. გული გადამიქანდა. ასე ადრე რატომ ადექით?

ბერტა: რა დროა?

ბრიჯიდი: შვიდზე მეტია, მემ. დიდი ხანია ადექით?

ბერტა: კარგა ხანია.

ბრიჯიდი: (მიუახლოვდება) ცუდმა სიზმარმა ხომ არ გაგაღვიძათ?

ბერტა: მთელი ღამე არ მიძინია. იმიტომ ავდექი, რომ მზის ამოსვლა მენახა.

ბრიჯიდი: (აღებს ორმაგ კარს) მშვენიერი დილა გვაქვს, ამდენი წვიმების შემდეგ.
(შემობრუნდება) მაგრამ თქვენ საშინლად დაღლილი იქნებით, მემ. რას იტყვის
ბატონი, ასეთ რამეებს რომ აკეთებთ. (კაბინეტთან მიდის და კარზე აკაკუნებს.)
ბატონო რიჩარდ!

ბერტა: (მოიხედავს) აქ არ არის. ერთი საათია წავიდა.

ბრიჯიდი: სანაპიროზე. არა?

ბერტა: დიახ.

ბრიჯიდი: (ბერტასკენ მიდის) რამეს ხომ არ დარდობთ, მემ?


ბერტა: არა, ბრიჯიდ.

ბრიჯიდი: ნუ იდარდებთ. ყოველთვის ასეთი იყო, სადღაც დაეხეტებოდა. უცხო


ჩიტია ბატონი რიჩარდი და ყოველთვის ასეთი იყო. მაგას მოხარშულს ვიცნობ. იმას
ხომ არ ჯავრობთ, რომ შუაღამემდე (კაბინეტზე მიუთითებს) წიგნებზე მუშაობს. თავი
დაანებეთ, ისევ დაგიბრუნდებათ. ის ფიქრობს, რომ თქვენი სახე მზესავით ანათებს.

ბერტა: (მწუხარედ). ის დრო წავიდა.

ბრიჯიდი: (კონფიდენციალურად) კარგი მიზეზი მაქვს, რომ ახლა გავიხსენო. ეს


მაშინ იყო, როცა თქვენ გეარშიყებოდათ. (ბერტას გვერდით დაჯდება. უფრო დაბალი
ხმით) იცით, რომ მე ყველაფერს მეუბნებოდა თქვენ შესახებ, დედამისს კი, ღმერთმა
გაანათლოს მისი სული, არაფერს ეუბნებოდა? თქვენს წერილებზე და ასეთ რამეებზე.

ბერტა: რა? ჩემს წერილებზე მის მიმართ?

ბრიჯიდი: (ნასიამოვნები) დიახ, თითქოს ახლა ვხედავდე მას, სამზარეულოს


მაგიდასთან რომ ზის, ფეხებს აქნევს და გაუთავებლად ლაპარაკობს თქვენზე,
საკუთარ თავზე, ირლანდიაზე და კიდევ ათას ჯანდაბაზე. ელაპარაკება ისეთ უბირ
ქალს, როგორიც მე ვარ. მუდამ ასეთი იყო, მაგრამ დიდ, მაღალი თანამდებობის კაცს
თუ შეხვდებოდა, თვითონაც ორჯერ დიდი გახდებოდა. (უცებ ბერტას შეხედავს)
ტირით ახლა? ოჰ, კარგით რა, ნუ ტირით. წინ ჯერ კიდევ ბევრი კარგი რამე
გელოდებათ.

ბერტა: არა, ბრიჯიდ, ეს დრო მხოლოდ ერთხელ მოდის ცხოვრებაში. მთელი


დანარჩენი ცხოვრება კი არაფრად ღირს, თუ არა ამ დროის მოსაგონრად.

ბრიჯიდი: (ცოტა ხანს დუმს, შემდეგ კეთილმოსურნე ტონით) ერთ ფინჯან ჩაის არ
დალევდით, მემ? ხელად კარგად გახდებოდით.

ბერტა: დავლევდი, მაგრამ მერძევე ჯერ არ მოსულა.

ბრიჯიდი: არ მოსულა. ბატონმა არჩიმ მთხოვა, გამეღვიძებინა მერძევის მოსვლამდე.


გასეირნება სურს მერძევის ფურგონით. მაგრამ ერთი ფინჯანი გუშინდელი რძეა
დარჩენილი. ახლავე ავადუღებ ჩაიდნით. კარგ კვერცხსაც ხომ არ მიაყოლებთ?

ბერტა: არა, გმადლობთ.

ბრიჯიდი: ან შემწვარი პურის პატარა ნაჭერს?

ბერტა: არა, ბრიჯიდ, გმადლობთ. მხოლოდ ერთ ფინჯან ჩაის დავლევ.

ბრიჯიდი: (მიდის საგდულიანი კარისაკენ) ახლავე მოვალ. (შეჩერდება, შებრუნდება


და მარცხენა კარისაკენ წავა) მაგრამ ჯერ ბატონი არჩი უნდა გავაღვიძო, თორემ დიდი
არეულობა იქნება. (მარცხენა კარიდან გადის. ცოტა ხნის შემდეგ ბერტა დგება და
კაბინეტისაკენ მიდის, კარს ფართოდ აღებს და შიგნით იხედება. ჩანს პატარა,
დაულაგებელი ოთახი ბევრი წიგნის თაროთი და დიდი საწერი მაგიდით. მაგიდაზე
ფურცლები და ჩამქრალი ლამპაა, მის წინ კი რბილი სკამი დგას. ცოტა ხანს კართან
ჩერდება, შემდეგ კარს ისევ ხურავს, ისე, რომ ოთახში არ შედის. შემდეგ ფანჯარასთან
მდგომ სკამთან ბრუნდება და ჯდება. წინანდებურად ჩაცმული არჩი მარჯვენა
კარიდან შემოდის. შემოჰყვება ბრიჯიდი).

არჩი: (მიდის დედასთან, სახეს საკოცნელად მიუშვერს) Buon giorno,[374] დედიკო!

ბერტა: (კოცნის) Buon giorno, არჩი! (ბრიჯიდს მიმართავს) ამ ტანსაცმლის შიგნით


ჩააცვი რაიმე?

ბრიჯიდი: არა, არაფრით არ ჩამაცმევინა, მემ.

არჩი: არ მცივა, დედა.

ბერტა: მე გითხარი, ჩაიცვი-მეთქი. გითხარი თუ არა?

არჩი: კი მაგრამ, რომ არ მცივა?

ბერტა: (თმიდან სავარცხელს ამოიღებს და არჩის თმას უკან გადავარცხნის). ჯერ ისევ
ძილი გიდგას თვალებში.

ბრიჯიდი: გუშინ საღამოს, როგორც კი თქვენ წახვედით, მაშინვე დაიძინა, მემ.

არჩი: ფურგონი უნდა მატარებინოს დედა.

ბერტა: (სავარცხელს თმაში გაიკეთებს. უცებ არჩის მოეხვევა). ო, რამხელა კაცი ხარ,
ცხენს გატარებინებენ.

ბრიჯიდი: ცხენებზე ჭკუას კარგავს.

არჩი: (თავს ითავისუფლებს) ჩქარა წავიყვან. შენ ფანჯრიდან დაინახავ, დედიკო.


მათრახით. (ჟესტს აკეთებს, თითქოს მათრახს მოიქნევს და რაც შეუძლია ხმამაღლა
ყვირის) avanti![375]

ბრიჯიდი: საცოდავ ცხენს დაარტყამ?

ბერტა: მოდი აქ, პირს მოგწმენდ. (ჯიბიდან ცხვირსახოცს იღებს, ენით ასველებს და
არჩის პირს წმენდს). მთლად გამურული და გათხუპნული ხარ. პატარა, ჭუჭყიანი
არსება!

არჩი: (სიცილით იმეორებს) გამურული! რას ნიშნავს გამურული? (ფანჯრებს


მიღმიდან ისმის, როგორ ხრიგინებს რელსებზე მერძევის ფურგონი).

ბრიჯიდი: (ფარდებს გადასწევს და გადაიხედავს). აი, ისიც.

არჩი: (სწრაფად) დაიცადე. მე მზადა ვარ. ნახვამდის დედა! (ნაჩქარევად კოცნის და


შებრუნდება, რომ წავიდეს). მამიკო ამდგარია?

ბრიჯიდი: (მკლავში ხელს ჩაავლებს) წამოდი ახლა.

ბერტა: წესიერად მოიქეცი არჩი და არ დააგვიანო, თორემ სხვა დროს არ გაგიშვებ.

არჩი: კარგი... ფანჯრიდან გადმოიხედე და დამინახავ. ნახვამდის. (ბრიჯიდი და არჩი


მარცხენა კარიდან გადიან. ბერტა დგება, ფარდებს კიდევ უფრო გადასწევს და
ფანჯრიდან იყურება. ისმის სადარბაზოს კარის გაღების ხმა. შემდეგ ოდნავ ისმის
ხმები და თუნუქის ყუთების ჟღრიალი. კარი იკეტება. ცოტა ხნის შემდეგ ჩანს ბერტა,
რომელიც მხიარულად აქნევს ხელს მისალმების ნიშნად. შემოდის ბრიჯიდი, ბერტას
უკან დგება და მის მხარს ზემოდან იყურება).

ბრიჯიდი: ნახეთ, რა სერიოზულად ზის.

ბერტა: (უცებ ფანჯარას მოცილდება) მოცილდი ფანჯარას. არ მინდა დაგვინახონ.

ბრიჯიდი: რატომ, მემ. რა არის?

ბერტა: (საგდულიანი კარისკენ მიდის). უთხარი, რომ ლოგინიდან არ ავმდგარვარ.


რომ კარგად არა ვარ. არავის ნახვა არ შემიძლია.

ბრიჯიდი: (უკან მიჰყვება). ვინ არის, მემ.

ბერტა: (შეყოყმანდება) დაიცადე ერთი წუთი. (უსმენს. სადარბაზოს კარზე კაკუნის


ხმა ისმის).

ბერტა: (ცოტა ხანს დგას, ვერ გადაუწყვეტია) არა, უთხარი, რომ შინა ვარ.

ბრიჯიდი: (ყოყმანით) აქ!

ბერტა: (სწრაფად) ჰო. უთხარი, რომ ეს-ეს არის ავდექი. (ბრიჯიდი მარცხნიდან
გადის. ბერტა ორმაგი კარისკენ მიდის და ფარდებს თითებით ნერვიულად ეხება,
თითქოს ასწორებს. ისმის სადარბაზოს კარის გაღების ხმა. შემოდის ბეატრიჩე
ჯასტისი და რადგან ბერტა მაშინვე არ შებრუნდება მისკენ, მარცხენა კართან ახლოს
გაუბედავად დგას. წინანდებურად აცვია, ხელში გაზეთი უჭირავს).

ბეატრიჩე: (სწრაფად წამოვა წინ) მის რაუენ, მაპატიეთ, რომ ასე ადრე მოვედი.

ბერტა: (შებრუნდება) დილა მშვიდობის, მისს ჯასტის. (მისკენ მიდის). მოხდა რაიმე?

ბეატრიჩე: (ნერვიულად). არ ვიცი, სწორედ ამის კითხვა მინდოდა თქვენთვის.

ბერტა: (გაკვირვებული უყურებს). გული ამოვარდნაზე გაქვთ. დაბრძანდით.

ბეატრიჩე: (ჯდება) გმადლობთ.

ბერტა: (მის წინ ჯდება, გაზეთზე მიუთითებს) რაიმე არის ამ გაზეთში?

ბეატრიჩე: (ნერვიულად იცინის. გაზეთს გადაშლის) დიახ.

ბერტა: დიკის შესახებ?

ბეატრიჩე: დიახ. აქ არის. გრძელი სტატიაა, მოწინავე სტატია. ჩემი ბიძაშვილის


დაწერილი. მთელი მისი ცხოვრება აქაა. გსურთ ნახოთ?

ბერტა: (გაზეთს გამოართმევს და გადაშლის). სად არის?

ბეატრიჩე: შუაში, სათაურით: „სახელგანთქმული ირლანდიელი“.

ბერტა: ის... დიკის მხარესაა თუ მის წინააღმდეგ?


ბეატრიჩე: (გულთბილად) ო, რა თქმა უნდა, დიკის მხარესაა. შეგიძლიათ თქვენი
თვალით ნახოთ რას წერს მისტერ რაუენზე. მე ხომ ვიცი, რომ ის წუხელ გვიანობამდე
დარჩა ქალაქში ამ სტატიის დასაწერად.

ბერტა: (ნერვიულად). ჰოო? დარწმუნებული ხართ?

ბეატრიჩე: დიახ, ძალიან გვიანობამდე. მისი სახლში მოსვლა გავიგე. ორზე მეტი იყო
უკვე.

ბერტა: (უყურებს) ამან შეგაშფოთათ? მე ვგულისხმობ, ხომ არ შეშფოთდით ასეთ


დროს რომ გაგაღვიძათ-მეთქი.

ბეატრიჩე: არა, ღრმა ძილი არ მჩვევია. მაგრამ ვიცოდი, რომ ოფისიდან მოვიდა და
შემდეგ... ვიეჭვე, რომ სტატია დაწერა მისტერ რაუენზე და ამიტომ დააგვიანდა.

ბერტა: ამის მიხვედრისთვის ბევრი დრო დაგჭირდათ?

ბეატრიჩე: იცით, მას შემდეგ, რაც აქ გუშინ ნაშუადღევს მოხდა... მე ვგულისხმობ


რობერტის ნათქვამს იმის შესახებ, რომ მისტერ რაუენმა მიიღო ის თანამდებობა. ამის
მერე ბუნებრივი იყო მეფიქრა...

ბერტა: ოჰ, დიახ. ბუნებრივი იყო.

ბეატრიჩე: (ნაჩქარევად) მაგრამ რამაც შემაშფოთა ეს კი არ იყო, არამედ ის, რომ


მაშინვე ამის შემდეგ ჩემი ბიძაშვილის ოთახიდან ხმაური გავიგონე.

ბერტა: (გაზეთს ხელებში ჭმუჭნის, სუნთქვა უჭირს) ღმერთო ჩემო, რა ხდება?


მითხარით.

ბეატრიჩე: (აკვირდება) ასე რატომ აგაღელვათ ამან?

ბერტა: (უკან გადაიხრება, ნაძალადევი ღიმილით) ჰო, რა თქმა უნდა, სულელურად


ვიქცევი. ძალიან აფორიაქებული მაქვს ნერვები. მეც ძალიან ცუდად მეძინა. ამიტომ
ავდექი დილით ასე ადრე. მითხარით, რა ხმაური იყო?

ბეატრიჩე: მხოლოდ მისი სამგზავრო ჩანთის იატაკზე გაჩოჩების ხმა იყო. შემდეგ
გავიგონე, როგორ დადიოდა ოთახში და ნაზად უსტვენდა. მერე კი ოთახის ჩაკეტვის
და ურდულის დადების ხმა.

ბერტა: მიემგზავრება!

ბეატრიჩე: სწორედ ამან შემაშფოთა. შემეშინდა, რომ მისტერ რაუენს წაეჩხუბა და ეს


სტატია მასზე თავდასხმა იქნებოდა.

ბერტა: მაგრამ რატომ უნდა ეჩხუბათ მათ? თქვენ შეამჩნიეთ რაიმე მათ შორის?

ბეატრიჩე: ვფიქრობ, კი. ურთიერთობის გაცივება.

ბერტა: ამ ბოლო ხანებში?

ბეატრიჩე: ცოტა უფრო ადრეც.

ბერტა: (დაჭმუჭნულ გაზეთს ასწორებს) იცით, ამის მიზეზი?


ბეატრიჩე: (ყოყმანით) არა.

ბერტა: (პაუზის შემდეგ) მაგრამ, თუ ეს დიკის საქებარი სტატიაა, როგორც თქვენ


ამბობთ, ესე იგი არ უჩხუბიათ. (ცოტა ხნით ჩაფიქრდება) თანაც წუხელ ღამითაა
დაწერილი.

ბეატრიჩე: დიახ. მაშინვე ვიყიდე გაზეთი, რომ მენახა. მაგრამ მაშინ ასე
მოულოდნელად რატომ მიემგზავრება? ვფიქრობ, რაღაცაშია საქმე. ვგრძნობ, რაღაც
მოხდა მათ შორის.

ბერტა: ეს თქვენ ძალიან შეგაწუხებდათ?

ბეატრიჩე: ძალიან შემაწუხებდა. იცით, მის რაუენ, რობერტი ჩემი მკვიდრი


ბიძაშვილია და ჩემთვის ძალიან სამწუხარო იქნებოდა, თუ მისტერ რაუენს ცუდად
მოეპყრობოდა ახლა, როცა ის უკან დაბრუნდა, ან თუ სერიოზულად იჩხუბებდნენ,
განსაკუთრებით იმიტომ, რომ...

ბერტა: (თითებით გაზეთს აწვალებს) იმიტომ, რომ?

ბეატრიჩე: იმიტომ, რომ სწორედ ჩემი ბიძაშვილი თხოვდა მისტერ რაუენს


ყოველთვის უკან დაბრუნებას. ეს ჩემს სინდისზეა.

ბერტა: ეს მისტერ ჰენდის სინდისზე უნდა იყოს. ასე არ არის?

ბეატრიჩე: (არცთუ თავდაჯერებულად) ჩემსაზეც, ასევე, რადგან მე ჩემს ბიძაშვილს


ველაპარაკე მისტერ რაუენის შესახებ, მაშინ, როცა ის წასული იყო და ერთგვარად მე
ვიყავი ის...

ბერტა: (ნელა აქნევს თავს) მესმის. და ეს არის თქვენს სინდისზე? მხოლოდ ეს?

ბეატრიჩე: ვფიქრობ ასეა.

ბერტა: (თითქმის მხიარულად) ისე ჩანს, რომ თქვენ ხართ ის, ვინც ჩემი ქმარი უკან,
ირლანდიაში დააბრუნა.

ბეატრიჩე: მე, მის რაუენ?

ბერტა: დიახ, თქვენ. თქვენი წერილებით მისდამი და შემდეგ ბიძაშვილთან


საუბრით, როგორც ეს-ეს არის თქვით. არ ფიქრობთ, რომ თქვენ ხართ ის პიროვნება,
ვინც ის უკან ჩამოიყვანა?

ბეატრიჩე: (უეცრად გაწითლდება) არა, არ შემიძლია ასე ვიფიქრო.

ბერტა: (ცოტა ხნით უყურებს. შემდეგ გვერდზე შებრუნდება) თქვენ იცით, რომ ჩემი
ქმარი ბევრს წერს მას შემდეგ, რაც უკან დაბრუნდა.

ბეატრიჩე: ჰოო?

ბერტა: არ იცოდით? (კაბინეტისკენ მიუთითებს) თითქმის მთელ ღამეებს ატარებს იქ


წერაში. ყოველღამ ასეა.

ბეატრიჩე: თავის კაბინეტში?


ბერტა: კაბინეტში თუ საწოლ ოთახში. რაც გნებავთ ის უწოდეთ. ძინავს კიდეც იქ,
დივანზე. გასულ ღამეს იქ ეძინა. შემიძლია გაჩვენოთ, თუ ჩემი არ გჯერათ.
(წამოდგება, რომ კაბინეტისკენ წავიდეს. ბეატრიჩე სწრაფად წამოიწევს
წამოსადგომად და შემდეგ უარყოფის ჟესტს აკეთებს) ბეატრიჩე: რაკი მეუბნებით,
მჯერა თქვენი, მის რაუენ.

ბერტა: (ისევ ჯდება) დიახ, წერს და ეტყობა იმის შესახებ წერს, რაც მის ცხოვრებაში
ბოლო დროს მოხდა, მას შემდეგ, რაც ჩვენ ირლანდიაში ჩამოვედით. რაღაც
ცვლილების შესახებ. თქვენ იცით რაიმე ცვლილების შესახებ მის ცხოვრებაში?
(გამომცდელად უყურებს). იცით, ან გრძნობთ?

ბეატრიჩე: (მტკიცედ ხვდება მის მზერას) მის რაუენ, ეს ის შეკითხვა არ არის,


რომელიც მე უნდა დამისვათ. თუ რაიმე შეიცვალა მის ცხოვრებაში აქ ჩამოსვლის
შემდეგ, თქვენ უნდა იცოდეთ და გრძნობდეთ ამას.

ბერტა: თქვენც ასევე კარგად შეგიძლიათ იცოდეთ. თქვენ ძალიან შინაური ხართ ამ
სახლში.

ბეატრიჩე: მე არა ვარ ერთადერთი პიროვნება, რომელიც აქ შინაურია. (ცოტა ხნით


ერთმანეთს ცივად, უსიტყვოდ უყურებენ. ბერტა გაზეთს გვერდზე გადადებს და
ბეატრიჩესთან უფრო ახლო სკამზე დაჯდება) ბერტა: (ბეატრიჩეს მუხლზე ხელს
დაადებს) ესე იგი, თქვენც გძულვართ, მისს ჯასტის?

ბეატრიჩე: (თავს ძალას ატანს) თქვენ მძულხართ? მე?

ბერტა: (დაჟინებით, მაგრამ რბილად) დიახ. თქვენ იცით, რას ნიშნავს პიროვნების
სიძულვილი?

ბეატრიჩე: რატომ უნდა მძულდეთ? არასოდეს არავინ მძულებია.

ბერტა: ვინმე თუ გყვარებიათ ოდესმე? (ხელს მაჯაზე ადებს). მითხარით.


გყვარებიათ?

ბეატრიჩე: (ასევე რბილად) დიახ, წარსულში.

ბერტა: ახლა არა?

ბეატრიჩე: არა.

ბერტა: შეგიძლიათ სიმართლე მითხრათ? შემომხედეთ.

ბეატრიჩე: (უყურებს) დიახ, შემიძლია. (მოკლე პაუზა. ბერტა ხელს უკან წაიღებს და
ცოტა დაბნეული თავს გვერდზე მიაბრუნებს).

ბერტა: თქვენ ეს-ეს არის თქვით, რომ ამ ოჯახში სხვა პიროვნებაც არის შინაური.
თქვენს ბიძაშვილს გულისხმობდით... ხომ ასეა?

ბეატრიჩე: დიახ.

ბერტა: ვერ შეძელით მისი დავიწყება?

ბეატრიჩე: (წყნარად) მე ვეცადე.


ბერტა: (ბეატრიჩეს ხელებს ჩაბღუჯავს) თქვენ მე გძულვართ. ფიქრობთ, რომ
ბედნიერი ვარ. რომ იცოდეთ, როგორ ცდებით!

ბეატრიჩე: (თავს გადააქნევს). არ მძულხართ.

ბერტა: ბედნიერი! როცა ვერაფერს ვიგებ მისი ნაწერებიდან, როცა არ შემიძლია


რამენაირად დავეხმარო. ხანდახან რასაც მეუბნება, იმის ნახევარიც კი არ მესმის!
თქვენ შეგეძლოთ და შეგიძლიათ. (აღელვებული) მაგრამ მე მის გამო ვშიშობ. ორივეს
გამო ვშიშობ. (უეცრად ადგება და საწერი მაგიდისკენ მიდის). ის ასე არ უნდა
წავიდეს. (უჯრიდან საწერ ქაღალდს იღებს და სასწრაფოდ წერს რამდენიმე სიტყვას).
არა, ეს შეუძლებელია! გიჟი ხომ არ არის, ასეთი რამ გააკეთოს. (ბეატრიჩეს
მიუბრუნდება). ჯერ კიდევ სახლშია?

ბეატრიჩე: (გაკვირვებით უყურებს) დიახ. მისწერეთ და სთხოვეთ რომ აქ მოსულიყო?

ბერტა: (წამოდგება) დიახ. ახლა ბრიჯიდს გავაგზავნი. ბრიჯიდ! (სწრაფად გადის


მარცხენა კარიდან).

ბეატრიჩე: (თვალს გააყოლებს, ინსტინქტურად) მაშასადამე ეს მართალია! (რიჩარდის


კაბინეტის კარისკენ იყურება და შემდეგ თავს ხელებში ჩარგავს, მერე გამოერკვევა,
პატარა მაგიდიდან გაზეთს აიღებს, გადაშლის, ხელჩანთიდან სათვალეს ამოიღებს,
გაიკეთებს, დაიხრება და კითხულობს. რიჩარდ რაუენი შემოდის ბაღიდან.
წინანდებურადაა ჩაცმული, მაგრამ თბილი ქუდი ახურავს და თხელი ჯოხი
უჭირავს).

რიჩარდი: (კარში დგას და ცოტა ხნით აკვირდება) იქ დემონები არიან. (ნაპირისკენ


მიანიშნებს). გარეთ. დილიდან მათი ბუტბუტი მესმის.

ბეატრიჩე: (წამოდგება). მისტერ რაუენ!

რიჩარდი: გარწმუნებთ ასეა. კუნძული ხმებითაა სავსე. მათ შორის თქვენი ხმაცაა.
სხვაგვარად მე თქვენს ნახვას ვერ შევძლებდიო, ამბობს. ბერტას ხმაც არის. მაგრამ
გარწმუნებთ, ყველანი დემონები არიან. უკუღმა გადავიწერე პირჯვარი და ამან ისინი
ჩააჩუმა.

ბეატრიჩე: (ენა ებმის) მე აქ ასე ადრე... იმისათვის მოვედი, მისტერ რაუენ, რომ...
გაჩვენოთ ეს... ეს რობერტმა დაწერა... თქვენს შესახებ... წუხელ.

რიჩარდი: (ქუდს მოიხდის) ჩემო ძვირფასო, მისს ჯასტის, ვფიქრობ, თქვენ გუშინ
მითხარით, რატომ მოხვედით აქ და მე არასოდეს არაფერი მავიწყდება.
(მიუახლოვდება და ხელს გაუწვდის) დილა მშვიდობისა.

ბეატრიჩე: (უცებ სათვალეს მოიხსნის და ხელში გაზეთს ჩაუდებს.) ამისათვის


მოვედი. ეს სტატიაა შენ შესახებ. რობერტმა დაწერა წუხელ. წაიკითხავთ?

რიჩარდი: (თავს დააქნევს) ახლა თუ წავიკითხავ? რა თქმა უნდა.

ბეატრიჩე: (სასოწარკვეთილი უყურებს) ო, მისტერ რაუენ, თქვენ რომ გიყურებთ,


ვიტანჯები.
რიჩარდი: (გადაშლის გაზეთს და კითხულობს) ღირსი მამა მალჰოლის სიკვდილი. ეს
არის? (ბერტა მარცხენა კართან გამოჩნდება და შეჩერდება, რომ მოისმინოს).

რიჩარდი: (გადაშლის) დიახ, აქ არის. სახელგანთქმული ირლანდიელი. (იწყებს


კითხვას საკმაოდ ხმამაღლა და მტკიცე ხმით) ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ ყველაზე
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი
დამოკიდებულება თავის იმ შვილთა მიმართ, რომლებმაც მიატოვეს ის გაჭირვების
ჟამს და ახლა უკან იქნენ გამოხმობილი მასთან ნანინანატრი გამარჯვების წინ,
მასთან, ვისი სიყვარულიც მათ ბოლოს და ბოლოს ისწავლეს მარტოობასა და
დევნილობაში. დევნილობაშიო, ვთქვით, მაგრამ აქ ჩვენ უნდა განვასხვავოთ.
არსებობს დევნილობა მატერიალური გაჭირვების გამო და არსებობს სულიერი
დევნილობა. მათ შორის არიან ისინი, რომლებმაც მიატოვეს ის, რათა მოეპოვებინათ
პური მათი არსობისა და სხვებიც, მისი ყველაზე პრივილიგირებული შვილები,
რომლებმაც მიატოვეს ის, რათა სხვა ქვეყნებში ეძებნათ სულიერი საკვები, ადამიანს
რომ აძლებინებს. მათ, ვისაც ახსოვს ათი წლის წინანდელი დუბლინის
ინტელექტუალური ცხოვრება, კარგად ემახსოვრება მისტერ რაუენი. ის მძვინვარე
შფოთვა, გულს რომ ღრღნის... (გაზეთს თვალს მოაშორებს, ზემოთ აიხედავს და
დაინახავს კარებში მდგარ ბერტას. შემდეგ გაზეთს გვერდზე გადადებს და მას
უყურებს. ხანგრძლივი სიჩუმე).

ბეატრიჩე: (თავს ძალას ატანს) როგორც ხედავთ, მისტერ რაუენ, ბოლოს და ბოლოს
თქვენი ვარსკვლავიც გაბრწყინდა, აქაც კი და რობერტის სახით გულთბილი
მეგობარიც გყავთ, მეგობარი, რომელსაც ესმის თქვენი.

რიჩარდი: შეამჩნიეთ ის პატარა ფრაზა დასაწყისში: „რომლებმაც მიატოვეს ის


გაჭირვების ჟამს?“ (გამომცდელად უყურებს ბერტას, შემდეგ შებრუნდება, თავის
კაბინეტში შევა და კარს მიიხურავს).

ბერტა: (ნახევრად თავის თავს ესაუბრება) მის გამო ყველაფერი მივატოვე, რელიგია,
ოჯახი, სულიერი სიმშვიდე. (მძიმედ ჯდება სავარძელში. ბეატრიჩე მიუახლოვდება)
ბეატრიჩე: (სუსტად) მაგრამ იმასაც ხომ გრძნობთ, რომ მისტერ რაუენის იდეები..?

ბერტა: (მწარედ) იდეები და იდეები! მაგრამ ამ სამყაროში ადამიანებს სხვა იდეებიც


აქვთ, ან თავს ისე აჩვენებენ, რომ აქვთ. ისინი იძულებულნი არიან, შეეგუონ მას მისი
იდეების მიუხედავად, რადგან მას რაღაცის გაკეთება შეუძლია, მე კი, არა. მე
არარაობა ვარ.

ბეატრიჩე: თქვენ მას გვერდში უდგახართ.

ბერტა: (კიდევ უფრო მწარედ) ეჰ, სისულელეა, მისს ჯასტის. მე მხოლოდ ნივთი ვარ,
რომელთანაც მისი ცხოვრება გადაიხლართა, ჩემი ვაჟიშვილი კი ლამაზი სახელია, იმ
ბავშვებს რომ არქმევენ. თქვენ გგონიათ, მე ქვა ვარ? თქვენ ფიქრობთ ამას ვერ ვხედავ
მათ თვალებში და მათ მანერებში, როცა ჩემთან შეხვედრა უწევთ?

ბეატრიჩე: ნუ მისცემთ მათ საშუალებას, დაგამცირონ.

ბერტა: (ქედმაღლურად) დამამცირონ! მე ძალიან ამაყი ვარ, თუ გნებავთ იცოდეთ. რა


გაუკეთებიათ მათ ოდესმე მისთვის? მე ვაქციე ის კაცად. რა ადგილი უჭირავთ მათ
მის ცხოვრებაში? უფრო მეტი არა, ვიდრე მის ფეხსაცმელზე აკრულ ტალახს. (დგება
და აღელვებული სიარულს იწყებს). მას შეუძლია მეც ვძულდე ახლა, ისევე, როგორც
დანარჩენებს, მაგრამ თქვენ მე ვერასოდეს დამამცირებთ. ვერც ერთი თქვენგანი.

ბეატრიჩე: მე რატომ მადანაშაულებთ?

ბერტა: (იმპულსურად მიდის მასთან) მე ისე ვიტანჯები. მაპატიეთ, თუ უხეშად


მოგმართეთ. მე მსურს ჩვენ მეგობრები ვიყოთ. (ხელებს დაუჭერს) თანახმა ხართ?

ბეატრიჩე: (ხელებს წაართმევს) სიამოვნებით.

ბერტა: (უყურებს) რა ლამაზი წამწამები გაქვთ! თვალები კი, ასეთი სევდიანი.

ბეატრიჩე: (სიცილით) ბევრს ვერაფერს ვხედავ მაგ თვალებით. ძალიან სუსტი


მხედველობა მაქვს.

ბერტა: (თბილად) მაგრამ ლამაზი თვალები გაქვთ! (სწრაფად მოეხვევა და აკოცებს.


შემდეგ ოდნავ დარცხვენილი მოშორდება. მარცხნიდან შემოდის ბრიჯიდი).

ბრიჯიდი: მე თვითონ გადავეცი, მემ.

ბერტა: წერილი თუ გამოგატანა?

ბრიჯიდი: ის-ის იყო სახლიდან გადიოდა, მემ. მითხრა, მალე მოვალო.

ბერტა: გმადლობთ.

ბრიჯიდი: (გადის) ყავას და ნამცხვარს ხომ არ მიირთმევთ, მემ?

ბერტა: ახლა არა, ბრიჯიდ, მერე შეიძლება. მისტერ ჰენდი როგორც კი მოვა, მაშინვე
შემოუშვით.

ბრიჯიდი: დიახ, მემ. (გადის მარცხნიდან) ბეატრიჩე: ახლა წავალ, მის რაუენ. სანამ ის
მოვიდოდეს.

ბერტა: (როგორღაც გაუბედავად) ესე იგი მეგობრები ვართ?

ბეატრიჩე: (იგივე ტონით) ვეცადოთ, ვიყოთ. (შებრუნდება) ნებას მომცემთ ბაღიდან


გავიდე? არ მინდა ჩემს ბიძაშვილს აქ შევხვდე.

ბერტა: რა თქმა უნდა. (ხელებს დაუჭერს) უცნაურია, რომ ჩვენ ახლა ასე ვსაუბრობთ.
მაგრამ მე ეს ყოველთვის მსურდა. თქვენ?

ბეატრიჩე: ვფიქრობ, მეც მსურდა.

ბერტა: (ღიმილით) რომშიც კი, როცა არჩისთან ერთად ვსეირნობდი, ხშირად


ვფიქრობდი ხოლმე თქვენზე, იმაზე, თუ როგორი იყავით. მე ხომ თქვენ შესახებ
დიკისგან ვიცოდი. ვუყურებდი ხოლმე ეკლესიიდან გამომავალ თუ ეტლში მჯდარ
ადამიანებს და ვფიქრობდი, ნეტავ, რომელი ჰგავს მას-მეთქი. იმიტომ, რომ დიკმა
მითხრა თქვენზე, შავგვრემანიაო.

ბეატრიჩე: (ისევ ნერვიულად) მართლა?

ბერტა: (ხელებს მოუჭერს) აბა, ნახვამდის, დროებით.


ბეატრიჩე: (ხელს ითავისუფლებს) ნახვამდის.

ბერტა: ჭიშკრამდე გაგაცილებ. (ორმაგი კარიდან გადიან და ბაღს გადაკვეთენ.


კაბინეტიდან შემოდის რიჩარდ რაუენი. კართან შეჩერდება და ბაღისკენ გაიხედავს,
შებრუნდება, პატარა მაგიდასთან მიდის, გაზეთს იღებს და კითხულობს. ცოტა ხნის
შემდეგ გამოჩნდება ბერტა, კარში დგას და რიჩარდს უყურებს, სანამ იგი გაზეთის
კითხვას არ დაამთავრებს. რიჩარდი გაზეთს მაგიდაზე დებს, შებრუნდება და
კაბინეტისკენ მიდის).

ბერტა: დიკ!

რიჩარდი: (შეჩერდება) გისმენ?

ბერტა: შენ ჩემთან არ გისაუბრია.

რიჩარდი: არაფერი მაქვს სათქმელი. შენ?

ბერტა: არ გსურს იცოდე, რა მოხდა წუხელ?

რიჩარდი: ამას ვერასოდეს გავიგებ.

ბერტა: გეტყვი, თუ მკითხავ.

რიჩარდი: შენ მეტყვი, მაგრამ მე ვერასოდეს გავიგებ. ვერასოდეს ამიერ სამყაროში.

ბერტა: (მისკენ წავა). სიმართლეს გეტყვი, დიკ, ისე, როგორც ყოველთვის


გეუბნებოდი. მე შენ არასოდეს მომიტყუებიხარ.

რიჩარდი: (მომუშტულ ხელებს ჰაერში შემართავს, ვნებიანად) დიახ, დიახ,


სიმართლეს! მაგრამ მე ვერასოდეს გავიგებ-მეთქი, გეუბნები.

ბერტა: რატომ მიმატოვე წუხელ?

რიჩარდი: (მწარედ) გაჭირვების ჟამს.

ბერტა: (მუქარით) შენ შემაგულიანე ამისკენ. არა იმიტომ, რომ გიყვარვარ. რომ
გყვარებოდი, ან იცოდე სიყვარული რა არის, არ მიმატოვებდი. შენ გსურდა ასე და
ამიტომ შემაგულიანე.

რიჩარდი: მე არ შემიქმნია ჩემი თავი. რაც ვარ, ეს ვარ.

ბერტა: რომ ყოველთვის ჩემ წინააღმდეგ იყო, რომ დამამცირო, როგორც ყოველთვის
აკეთებდი. რომ თვითონ თავისუფალი იყო. (ბაღისკენ მიუთითებს) მასთან! და ეს
არის შენი სიყვარული. შენი ყოველი სიტყვა ყალბია.

რიჩარდი: (თავს იკავებს) აზრი არა აქვს გთხოვო, მომისმინე-მეთქი.

ბერტა: მოგისმინო? იმან მოგისმინოს. რატომ ფლანგავ დროს ჩემთან? მას ელაპარაკე.

რიჩარდი: (თავს დააქნევს) გასაგებია. ახლა ის ჩამომაშორე, ისევე, როგორც ყველას


მაშორებ, ყველა მეგობარს, რომელიც კი ოდესმე მყოლია, ყველას, ვისაც ჩემთან
დაახლოება უცდია. შენ ის გეზიზღება.
ბერტა: (თბილად) არ არის ეს ასე! მე მგონია, შენ ის გააუბედურე, ისევე, როგორც მე
გამაუბედურე და დედაშენი გააუბედურე და მოკალი. ქალთამკვლელი - აი, შენი
სახელი.

რიჩარდი: (შებრუნდება წასასვლელად) Arrivederci![376]

ბერტა: (აღელვებული) მშვენიერი და ამაღლებული პიროვნებაა. მე ის მომწონს. ის


არის ყველაფერი, რაც მე არა ვარ, დაბადებით და განათლებით. შენ შეეცადე მის
დაღუპვას, მაგრამ ვერ შეძელი. რადგან ის მტკიცე აღმოჩნდა, მე კი არა. და შენ ეს იცი.

რიჩარდი: (თითქმის ყვირილით) რა მასზე ლაპარაკი აგიტყდა ახლა?

ბერტა: (ხელებს გადააჭდობს) ოჰ, ნეტავ, არასოდეს შეგხვედროდი! წყეულიმც იყოს


ის დღე!

რიჩარდი: (მწარედ) ხელს გიშლი არა? შენ ახლა ისურვებდი თავისუფალი


ყოფილიყავი. შენი ერთი სიტყვა საკმარისი იქნება.

ბერტა: (ამაყად) როცა გინდა, მზადა ვარ.

რიჩარდი: რომ შეგეძლოს შენს შეყვარებულს თავისუფლად შეხვდე?

ბერტა: დიახ.

რიჩარდი: ყოველ ღამით?

ბერტა: (თავის წინ იყურება და ძლიერ ვნებიანად ლაპარაკობს) რომ ჩემს საყვარელს
შევხვდე. (ხელებს წინ გაიწვდენს) ჩემს შეყვარებულს! დიახ! ჩემს შეყვარებულს!
(უცებ ტირილი აუვარდება და სავარძელში გადაწვება. სახეს ხელებით დაიფარავს.
რიჩარდი ნელა მიუახლოვდება და მხარზე შეეხება) რიჩარდი: ბერტა! (არ პასუხობს)
ბერტა, შენ თავისუფალი ხარ.

ბერტა: (ხელს მოიშორებს და ფეხზე წამოდგება) ნუ მეხები! შენ ჩემთვის უცხო ხარ.
ჩემი არაფერი გესმის. არ გესმის რა ხდება ჩემს სულსა და გულში. უცხო! მე
უცხოსთან ვცხოვრობ! (მისაღების კარზე კაკუნის ხმა ისმის. ბერტა სწრაფად
შეიშრობს ცრემლებს ცხვირსახოცით და კაბის წინა ნაწილს შეისწორებს. რიჩარდი
ცოტა ხანს უსმენს, დაჟინებით უყურებს, შებრუნდება და თავის კაბინეტში შედის.
რობერტ ჰენდი მარცხნიდან შემოდის. მუქი ყავისფერი ტანსაცმელი აცვია და ხელში
ყავისფერი ქუდი უჭირავს).

რობერტი: (კარს უხმაუროდ მიიხურავს) შენმა მსახურმა მითხრა, ქალბატონი


გიხმობსო.

ბერტა: (წამოდგება) დიახ. ხომ არ გაგიჟდი. ასე წასვლა რამ გაფიქრებინა. აქ მოსვლის
გარეშე... სიტყვის უთქმელად.

რობერტი: (მიდის მაგიდასთან, რომელზეც გაზეთი დევს და გაზეთს შეხედავს) რაც


სათქმელი მქონდა, აქ ვთქვი.

ბერტა: როდის დაწერე ეს სტატია? წუხელ? ჩემი წამოსვლის შემდეგ?


რობერტი: (ელეგანტურად) მთლად ზუსტად რომ გითხრა, მე მისი ნაწილი გონებაში
დავწერე, სანამ შენ წახვიდოდი. დანარჩენი, მისი უარესი ნაწილი, შემდეგ დავწერე.
გაცილებით გვიან.

ბერტა: და შენ იმ ღამით წერა შეგეძლო?

რობერტი: (მხრებს იჩეჩს) მე კარგად გაწვრთნილი ცხოველი ვარ. (უფრო ახლოს


მიდის მასთან) შენი წასვლის შემდეგ ბევრი ვიხეტიალე... ჩემს ოფისში, ვიცე-
კანცლერის სახლში, ღამის კლუბში, ქუჩებში, ჩემს ოთახში. შენი სახე სულ თვალწინ
მედგა, შენს ხელს ჩემს ხელში ვგრძნობდი, ბერტა. წუხანდელი ღამე არასოდეს
დამავიწყდება. (ქუდს მაგიდაზე დებს და მის ხელს ხელში აიღებს) რატომ არ
შემომხედავ? შემიძლია შეგეხო?

ბერტა: (კაბინეტისკენ მიანიშნებს) იქ დიკია.

რობერტი: (ხელს გაუშვებს) თუ ასეა, მაშინ ბავშვები კარგად უნდა მოიქცნენ.

ბერტა: სად მიდიხარ?

რობერტი: საზღვარგარეთ. ჩემს ბიძაშვილთან, ჯეკ ჯასტისთან ანუ სხვაგვარად დოგი


ჯასტისთან, სურეიში. მშვენიერი სახლი აქვს ქალაქგარეთ. იქ ძალიან კარგი ჰაერია.

ბერტა: რატომ მიდიხარ?

რობერტი: (ხმის ამოუღებლად უყურებს) შეგიძლია ერთი მიზეზი გამოიცნო?

ბერტა: ჩემ გამო?

რობერტი: ჰო. არ არის ახლა ჩემთვის სასიამოვნო აქ დარჩენა.

ბერტა: (უმწეოდ ჯდება) მაგრამ ეს სისასტიკეა შენი მხრიდან, რობერტ. სისასტიკე ჩემ
მიმართ და მის მიმართაც.

რობერტი: გკითხა... რა მოხდაო?

ბერტა: (ხელებს სასოწარკვეთით გადააჭდობს ერთმანეთს) არა, უარს ამბობს მკითხოს


რაიმე. ამბობს, რომ ვერასოდეს გაიგებს.

რობერტი: (დინჯად აქნევს თავს) რიჩარდი ამაში მართალია. ის ყოველთვის


მართალია.

ბერტა: მაგრამ, რობერტ, შენ მას უნდა ელაპარაკო.

რობერტი: რა უნდა ვუთხრა?

ბერტა: სიმართლე! ყველაფერი!

რობერტი: (ფიქრობს) არა, ბერტა. მე, კაცმა კაცს უნდა ველაპარაკო. არ შემიძლია მას
ყველაფერი ვუთხრა.

ბერტა: შენ დაგიჯერებს, რომ მის გამო მიდიხარ, რადგან წუხანდელი ღამის შემდეგ
მასთან შეხვედრის გეშინია.
რობერტი: (პაუზის შემდეგ) მასზე უფრო მხდალი არა ვარ. მე მას ვნახავ.

ბერტა: (წამოდგება) დავუძახებ.

რობერტი: (ხელებს დაუჭერს) ბერტა! რა მოხდა წუხელ ღამით? რა არის ის


სიმართლე, რაც მე უნდა ვთქვა? (დაჟინებით უყურებს თვალებში) შენ ჩემი იყავი
სიყვარულის იმ წმინდა ღამეს? თუ დამესიზმრა?

ბერტა: (ოდნავ გაიღიმებს) დაიმახსოვრე ჩემზე სიზმარი. შენ გესიზმრა, რომ წუხელ
შენი ვიყავი.

რობერტი: და ეს სიმართლეა სიზმარი? ეს ვუთხრა?

ბერტა: ჰო.

რობერტი: (ორივე ხელზე კოცნის) ბერტა! (უფრო ნაზი ხმით) მთელ ჩემს ცხოვრებაში,
მხოლოდ ეს სიზმარია რეალური. ყველაფერი დანარჩენი დამავიწყდა. (ისევ ხელზე
კოცნის). ახლა კი, შემიძლია სიმართლე ვუთხრა. დაუძახე. (ბერტა რიჩარდის
კაბინეტის კართან მიდის და აკაკუნებს. პასუხი არ არის. ისევ აკაკუნებს).

ბერტა: დიკ! (პასუხი არ არის) მისტერ ჰენდი აქაა, შენთან საუბარი და


გამომშვიდობება სურს, მიემგზავრება. (პასუხი არ არის. ხელით აბრახუნებს კარზე
და შეშფოთებული ხმით უძახის) დიკ, მიპასუხე! (რიჩარდ რაუენი გამოდის
კაბინეტიდან, მაშინვე რობერტთან მიდის, მაგრამ ხელს არ გაუწვდის) რიჩარდი:
(მშვიდად) მადლობელი ვარ ასეთი კეთილგანწყობილი სტატიისთვის. მართალია,
რომ დასამშვიდობებლად მოხვედი?

რობერტი: სამადლობელი არაფერია, რიჩარდ. ახლაც და ყოველთვის მე შენი


მეგობარი ვარ. ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. გჯერა ჩემი, რიჩარდ? (რიჩარდი
სკამზე ჯდება და თავს ხელებში ჩარგავს. ბერტა და რობერტი ერთმანეთს უსიტყვოდ
უყურებენ, ბერტა შებრუნდება და ნელა მიდის მარჯვნივ. რობერტი რიჩარდისკენ
მიდის და მის წინ დგება, ხელებს სკამზე ჩამოაყრდნობს და ზემოდან დაჰყურებს.
ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდება. ისმის მეთევზე ქალის ყვირილი ქუჩიდან).

მეთევზე ქალი: დუბლინის ყურის ახალი ქაშაყი! დუბლინის ყურის ახალი ქაშაყი!

რობერტი: (წყნარად) სიმართლეს გეტყვი, რიჩარდ. მისმენ?

რიჩარდი: (თავს ასწევს და უკან გადაიხრება მოსასმენად) დიახ. (რობერტი მის


გვერდით სკამზე ჯდება. ისევ ისმის მეთევზე ქალის ყვირილი) მეთევზე ქალი: ახალი
ქაშაყი! დუბლინის ყურის ქაშაყი!

რობერტი: დავმარცხდი, რიჩარდ. ეს სიმართლეა. გჯერა ჩემი?

რიჩარდი: გისმენ.

რობერტი: დავმარცხდი. ის შენია, ისევე, როგორც ცხრა წლის წინ იყო, როცა
პირველად შეხვდი.

რიჩარდი: შენ გულისხმობ, როცა ჩვენ მას პირველად შევხვდით.


რობერტი: დიახ. (ცოტა ხნით ზემოდან დაჰყურებს).

რიჩარდი: დიახ.

რობერტი: ის წავიდა, მარტო დამტოვა, მეორეჯერ. მე ვიცე-კანცლერის სახლში


მივედი და ვისადილე. შენზე ვუთხარი, ავადაა და ხვალ მოვა ღამით-მეთქი.
ეპიგრამები დავწერე, მათ შორის, ქანდაკების შესახებაც. ერთი ჭიქა კლარეტი
დავლიე, ოფისში წავედი და სტატია დავწერე. შემდეგ...

რიჩარდი: შემდეგ?

რობერტი: შემდეგ ერთ-ერთ ღამის კლუბში წავედი. იქ კაცებიც იყვნენ, ქალებიც


ასევე. ყოველ შემთხვევაში ქალებივით გამოიყურებოდნენ. ერთ-ერთ მათგანთან
ვიცეკვე. მთხოვა სახლში გამაცილეო. განვაგრძო?

რიჩარდი: დიახ.

რობერტი: სახლში ეტლით მივაცილე. დონიბრუკთან ახლოს ცხოვრობს. ეტლში


მოხდა ის, რასაც წმინდა დანს სკოტუსი სულის სიკვდილს უწოდებს. განვაგრძო?

რიჩარდი: დიახ.

რობერტი: იტირა. მითხრა, ადვოკატის ერთგული ცოლი ვიყავიო. ერთი სოვერენი


შევთავაზე, რადგან მითხრა უფულოდ ვარო. არ იღებდა და ტირილს განაგრძობდა.
შემდეგ ცოტაოდენი მელისას წყალი დალია პატარა ბოთლიდან, რომელიც ჩანთაში
ედო. დავინახე სახლში როგორ შევიდა. სახლისაკენ ფეხით გამოვუყევი. ჩემს ოთახში
შევამჩნიე, რომ პალტო მთლიანად დალაქავებული იყო მელისის წყლით.
პალტოებზეც კი არ გამიმართლა გუშინ. ეს უკვე მეორედ იყო. ვიფიქრე ტანსაცმელს
გამოვიცვლი და დილით ნავს გავყვები-მეთქი. ჩემოდანი ჩავალაგე და დავწექი.
შემდეგი მატარებლით ჩემს ბიძაშვილთან, ჯეკ ჯასტისთან მივდივარ სურეიში.
ალბათ ერთი-ორი კვირით, შეიძლება მეტითაც. გულს გირევს ეს ყველაფერი?

რიჩარდი: ნავით რატომ არ წახვედი?

რობერტი: გვიან გამეღვიძა.

რიჩარდი: დაუმშვიდობებლად მიდიოდი? აქ მოსვლის გარეშე?

რობერტი: ჰო.

რიჩარდი: რატომ?

რობერტი: მაინცდამაინც ლამაზად არ გამოვიდა. ხომ ასეა?

რიჩარდი: მაგრამ მაინც ხომ მოხვედი.

რობერტი: ბერტამ შემომითვალა, მოდიო.

რიჩარდი: ამის გამო..?

რობერტი: ამის გამო მე არ უნდა მოვსულიყავი.


რიჩარდი: ასეთი აზრი თუ მოგივიდა, რომ თუ აქ მოუსვლელად წახვიდოდი,
შეიძლება ეს ჩემებურად გამეგო.

რობერტი: დიახ.

რიჩარდი: მაშ რა გსურს, რომ დაგიჯერო?

რობერტი: მინდა დამიჯერო, რომ მე დავმარცხდი. რომ ბერტა ახლა შენია ისევე,
როგორც ცხრა წლის წინ იყო, როცა შენ, როცა ჩვენ მას პირველად შევხვდით.

რიჩარდი: გინდა, იცოდე, როგორ მოვიქეცი?

რობერტი: არა.

რიჩარდი: მაშინვე სახლში წამოვედი.

რობერტი: ბერტას მოსვლა გაიგე?

რიჩარდი: არა. მთელი ღამე ვწერდი. (კაბინეტისკენ მიუთითებს). იქ. სანამ


გათენდებოდა გარეთ გავედი და სანაპიროზე აქეთ-იქეთ დავდიოდი.

რობერტი: (თავს გადააქნევს) იტანჯებოდი. ეწამებოდი.

რიჩარდი: მესმოდა ხმები ჩემ შესახებ. ხმები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მე


ვუყვარდი.

რობერტი: (მიუთითებს მარჯვენა კარზე) ერთი. და ჩემი?

რიჩარდი: კიდევ ერთი.

რობერტი: (იღიმება და მარჯვენა საჩვენებელი თითით თავის შუბლს ეხება) სწორია.


ჩემი საინტერესო, მაგრამ როგორღაც მელანქოლიური ბიძაშვილისა. და რა გითხრეს
მათ?

რიჩარდი: მითხრეს, სასოწარკვეთას უნდა მიეცეო.

რობერტი: უნდა ითქვას სიყვარულის გამოხატვის უცნაური გზაა. და შენ მიეცემი


სასოწარკვეთას?

რიჩარდი: (წამოდგება) არა. (ფანჯარასთან ხმაური ისმის, ერთ-ერთ ფანჯარაში


მინაზე მიდებული არჩის სახე ჩანს. ისმის მისი ძახილი).

არჩი: გააღეთ ფანჯარა! გააღეთ ფანჯარა!

რობერტი: (რიჩარდს უყურებს) მისი ხმაც გაიგონე რიჩარდ სხვების ხმებთან ერთად,
იქ, სანაპიროზე? შენი ვაჟიშვილის ხმა. (იღიმება) მოუსმინე! როგორი სასოწარკვეთით
არის ის სავსე!

არჩი: გააღეთ, რა ფანჯარა, გააღეთ, რა!

რობერტი: შესაძლოა აქ არის ის თავისუფლება, რიჩარდ, რომელსაც ჩვენ ვეძებთ. შენ


შენებურად, მე ჩემებურად. მასში და არა ჩვენში. შესაძლოა...
რიჩარდი: შესაძლოა..?

რობერტი: მე ვთქვი შესაძლოა. თითქმის დარწმუნებით ვიტყოდი, თუკი...

რიჩარდი: თუკი რა?

რობერტი: (ოდნავ იღიმება) ის რომ ჩემი ვაჟიშვილი იყოს. (ფანჯარასთან მიდის და


აღებს. არჩი გადმოფორთხდება) რობერტი: გუშინდელივით?

არჩი: დილა მშვიდობისა, მისტერ ჰენდ. (რიჩარდთან მიირბენს და კოცნის) Buon


giorno babboo.[377]

რიჩარდი: Buon giorno, არჩი.

რობერტი: სად იყავი, ჩემო ახალგაზრდა ჯენტლმენო?

არჩი: მერძევესთან ერთად დავდიოდი, ცხენს ვატარებდი. ბუტერსტაუნში წავედით.


(ქუდს მოიხდის და სკამზე დააგდებს). ძალიან მშია.

რობერტი: (მაგიდიდან თავის ქუდს იღებს) ნახვამდის, რიჩარდ, (ხელს უწვდის)


მომავალ შეხვედრამდე.

რიჩარდი: (წამოდგება, გამოწვდილ ხელს შეეხება) ნახვამდის. (მარჯვენა კართან


ბერტა გამოჩნდება) რობერტი: (თვალს მოჰკრავს ბერტას. არჩის მიმართავს) აიღე შენი
ქუდი და წამომყევი. ნამცხვარს გიყიდი და ერთ ამბავს მოგიყვები.

არჩი: (ბერტას) შემიძლია წავიდე, დედიკო?

ბერტა: წადი.

არჩი: (ქუდს აიღებს) მზადა ვარ.

რობერტი: (რიჩარდს და ბერტას მიმართავს) ნახვამდის, დედიკო და მამიკო, მაგრამ


არა დიდი ნახვამდის.

არჩი: ზღაპარს მომიყვებით, მისტერ ჰენდ?

რობერტი: ზღაპარს? რატომაც არა. მე შენი ზღაპრული ნათლია ვარ. (ერთად გადიან
ორმაგი კარებიდან და ბაღში ჩადიან. მათი გასვლის შემდეგ ბერტა რიჩარდთან
მიდის და ხელს წელზე შემოხვევს).

ბერტა: დიკ, ძვირფასო, გჯერა ახლა, რომ მართალი ვიყავი შენთან? გუშინ ღამითაც
და ყოველთვის.

რიჩარდი: (სევდიანად) ნუ მკითხავ, ბერტა.

ბერტა: (უფრო მიეკრობა) მართალი ვიყავი, ძვირფასო. რა თქმა უნდა გჯერა ჩემი. მე
მთლიანად შენ მოგიძღვენი ჩემი თავი, მთლიანად. ყველაფერი მივატოვე შენი
გულისათვის. შენ მე წამიყვანე და მიმატოვე.

რიჩარდი: როდის მიგატოვე?


ბერტა: მიმატოვე. მე გიცდიდი როდის დაბრუნდებოდი ჩემთან. დიკ, ძვირფასო,
მოდი ჩემთან. აქ დაჯექი. წარმომიდგენია როგორი დაღლილი იქნები! (სავარძლისკენ
მიჰყავს. რიჩარდი ჯდება. თითქმის გადაწვება და მკლავებზე დაეყრდნობა. ბერტა
სავარძლის წინ ფეხქვეშსაფენზე ჩაიცუცქებს. მისი ხელი უჭირავს).

ბერტა: დიახ, ძვირფასო, მე გელოდი. ღმერთმა ხომ იცის, როგორ ვიტანჯე, როცა
რომში ვცხოვრობდი! გახსოვს ჩვენი სახლის ტერასა?

რიჩარდი: მახსოვს.

ბერტა: იქ ვჯდებოდი ხოლმე და ვიცდიდი ბავშვთან ერთად, რომელიც


სათამაშოებით ერთობოდა. ვიცდიდი, სანამ ძილი მოერეოდა. ვუყურებდი სახლების
სახურავებს და მდინარეს, თუიუკუს, თუ რა ჰქვია?

რიჩარდი: ტიბრი.

ბერტა: (მის ხელს ლოყაზე იკრავს) ძალიან ლამაზი იყო, დიკ, მაგრამ მე მოწყენილი
ვიყავი. მარტო ვიყავი, დიკ, შენგან და ყველასგან მიტოვებული. ვგრძნობდი, რომ
ჩემი ცხოვრება დამთავრდა.

რიჩარდი: არც კი დაწყებულა.

ბერტა: ცას შევყურებდი ხოლმე, ესოდენ ლამაზს, უღრუბლოს და ქალაქს, რომელიც,


შენი თქმით, ძალიან ძველია: შემდეგ ირლანდიაზე ვფიქრობდი ხოლმე და ჩვენზე.

რიჩარდი: ჩვენზე?

ბერტა: ჰო. ერთი დღეც კი არ გავა, რომ ჩვენზე არ ვფიქრობდე, შენზე და ჩემზე,
როგორიც ვიყავით, როცა პირველად შევხვდით ერთმანეთს. ამას ჩემი ცხოვრების
ყოველ დღეს ვხედავ. განა, შენი ერთგული არ ვიყავი მთელი ამ დროის
განმავლობაში?

რიჩარდი: (ღრმად ამოიოხრებს) ჰო, ბერტა, შენ ჩემი პატარძალი იყავი დევნილობაში.

ბერტა: სადაც წახვალ, ყველგან თან გამოგყვები. თუ ახლა გსურს წასვლა, მეც
წამოვალ შენთან ერთად.

რიჩარდი: მე დავრჩები. ძალიან ადრეა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა.

ბერტა: (ისევ მის ხელს იკრავს ლოყაზე) არ არის სწორი, რომ მე ყველას გაშორებ.
მსურდა ერთმანეთთან დამეახლოებინეთ შენ და ის. მელაპარაკე, მელაპარაკე და
გულიდან სიმძიმე მოიცილე. თქვი, რასაც გრძნობ და რაც გტანჯავს.

რიჩარდი: მე დაჭრილი ვარ, ბერტა.

ბერტა: როგორ ხარ დაჭრილი, ძვირფასო? ამიხსენი, რას გულისხმობ. ვეცდები


ყველაფერი გაგიგო. როგორ ხარ დაჭრილი?

რიჩარდი: (ხელს ითავისუფლებს და ბერტას თავს ხელებში მოიქცევს, უკან გადასწევს


და დიდხანს უყურებს თვალებში). მე ეჭვის ღრმა, ღრმა იარა მაქვს სულში.

ბერტა: (გაუნძრევლად) ჩემზე ეჭვის?


რიჩარდი: დიახ.

ბერტა: მე შენი ვარ. (ჩურჩულით) ახლა, ამ წუთში რომ მოვკვდე, შენი ვარ.

რიჩარდი: (ისევ უყურებს და ისე ლაპარაკობს თითქოს იქ არმყოფ პიროვნებას


ესაუბრებოდეს). იარა მაქვს სულში შენ გამო, ეჭვის ღრმა იარა, რომელიც არასოდეს
განიკურნება, არასოდეს ამქვეყნიურ ცხოვრებაში. მე არ მსურს ვიცოდე ან მწამდეს,
არაფერს არ დავეძებ. რწმენის წყვდიადში როდი ჩნდება ჩემი შენდამი სურვილი,
არამედ დაუდგრომელ, ცოცხალ ეჭვებში, ნაიარევს რომ მიტოვებენ. არ დაგაბრკოლო
არავითარი ბორკილებით, სიყვარულის ბორკილებითაც კი, ვიყო სულით და
ხორცით შენთან ერთიანი სრულ სიშიშვლეში. აი, ამას ველტვოდი. ახლა კი
დავიღალე, ბერტა. ჩემმა იარამ დამღალა. (სავარძელში მთელ სიგრძეზე ზანტად
გადაწვება, ბერტას მისი ხელი ისევ უჭირავს და ძალიან ნაზად ლაპარაკობს).

ბერტა: დამივიწყე, დიკ. დამივიწყე და კვლავ გიყვარდე ისე, როგორც თავიდან


გიყვარდი.. მე მსურს ჩემი საყვარელი. მასთან შეხვედრა მინდა, მასთან წასვლა მინდა,
მინდა მთლიანად მისი ვიყო. შენ დიკ, ო ჩემო უცნაურო, ველურო საყვარელო,
დამიბრუნდი კვლავ! (თვალებს ხუჭავს)

სქოლიო

[1] ლექსები თარგმნა გია ბენიძემ (მარსიანი).

[2] (ლათ.) „და უცხო ხელოვნებას მიაპყრო სული...“.

[3] მაიკლ დევიტი (1846-1906) - იყო ლიდერი ფენიანების მოძრაობისა, რომლებიც


დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ტერორს მიმართავდნენ. მე-19 საუკუნის 50-იან
- 60-იან წლებში იყო ირლანდიის მიწების ლიგის ორგანიზატორი და მიწის
რეფორმისთვის აქტიური მებრძოლი. თავდაპირველად პარნელის მხურვალე მომხრე.
სკანდალის შემდეგ განუდგა მას და მოწინააღმდეგის ბანაკში გადავიდა.

[4] ჩარლზ სტიუარტ პარნელი (1846-1891) - დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში


ირლანდიელი პატრიოტების ლიდერი. ბრწყინვალე ორატორი, სათავეში ედგა
ჰომრულისათვის (ქვეყნის დამოუკიდებლად მართვის უფლებისათვის) ბრძოლას.
ირლანდიის უგვირგვინო მეფე. ირლანდიის კათოლიკური ეკლესია დაუპირისპირდა
მას. ვერ გაუძლო რა ცილისწამების ნიაღვარს, 1891 წელს პარნელი გარდაიცვალა.
ჯოისისთვის იგი პირველი ნაციონალური გმირის სახე იყო. პირველი ლექსი,
რომელიც მან 9 წლის ასაკში დაწერა, პარნელს ეძღვნებოდა.

[5] თვალებს ამოკორტნიან - საბავშვო ჰიმნი ბოროტთა დასჯის შესახებ. ყორნები


ამოკორტნიან და არწივები შეჭამენ მის თვალებს. პერიფრაზი ბიბლიიდან - იგავები
30.17. „მამის დამცინავ და დედის ურჩ თვალებს ხევის ყვავები ამოკორტნიან და
არწივის მართვენი შეჭამენ“.

[6] სტივენ დედალოსი - თავისი გმირის სახელში ჯოისმა გააერთიანა ორი ტრადიცია
- წარმართული და ქრისტიანული. წარმართული - იკარუსის ფრთების და მეფე
მინოსის ლაბირინთის შემქმნელის, და ქრისტიანული - ეკლესიის პირველწამებულის
- დიაკვან სტეფანეს სახე, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში
ცხოვრობდა და ქრისტიანული რელიგიის ქადაგების გამო ფანატიკოსებმა ქვებით
ჩაქოლეს.

[7] კოშკი - იგულისხმება კლონგოუზ ვუდის კოშკი სელინზში, რომელიც


დუბლინიდან 18 კმ-ში მდებარეობს. 1814 წელს კოშკი შეიძინა იეზუიტების ორდენმა
და მასში კოლეჯი დააარსა.

[8] ჰამილტონ როუენი (1751-1834) - 1798 წლის ირლანდიის აჯანყების გმირი.


აჯანყების დამარცხების შემდეგ, ინგლისელი ჯარისკაცებისაგან დევნილმა თავი
კლონგოუზის კოშკის ბიბლიოთეკას შეაფარა, რომლის ფანჯრიდანაც ქუდი
გადააგდო, რომ მდევრები გაეღიზიანებინა. მან შეძლო გაქცევა და საფრანგეთში
გადასვლა.

[9] თემის წევრები - იეზუიტი მღვდლები, რომლებიც კოლეჯში ასწავლიდნენ.

[10] დოქტორ კორნუელის სახელმძღვანელო - იგულისხმება ჯეიმს კორნუელის


(1812-1902) და ალექსანდრე ალენის (1814-1852) - „გრამატიკა დამწყებთათვის“.

[11] უოლსი ლესტერის სააბატოში მოკვდა - თომას უოლსი (1475-1530) კარდინალი,


სახელმწიფო მოღვაწე მეფე ჰენრი მე-8-ის დროს. გარდაიცვალა, როცა ლონდონისკენ
მიდიოდა, სადაც ღალატის ბრალდებით სასამართლოში უნდა წარმდგარიყო.

[12] ცრუ სახელოები - იეზუიტების ტანსაცმლის დეტალი.

[13] სწრაფად იორკ, სწრაფად ლანკასტერ - ბავშვები კლასში გაყოფილი არიან ორ


ჯგუფად, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან. იორკი და ლანკასტერი
პლანტაგენეტების დინასტიის ორი შტოა, რომლებიც ძალაუფლებისთვის იბრძოდნენ
ინგლისში მე-15 საუკუნეში. იორკელების ემბლემაა თეთრი ვარდი, ლანკასტერისა კი
- ალისფერი.

[14] ცისფერი საზღვაო მაისური - ტანსაცმლის ტრადიციული ფერი კლონგოუზ


ვუდის კოლეჯში.

[15] დოლკი - ქალაქი დუბლინთან ახლოს, ირლანდიის ზღვის სანაპიროზე.

[16] ტალაბეგი - ანუ წმინდა სტანისლავის კოლეჯი. 1886 წელს კლონგოუზის


კოლეჯს შეერწყა.

[17] პარნელი ცუდი კაცია - იგულისხმება სკანდალი, რომელიც გამოიწვია პარნელისა


და გათხოვილი ქალის - კიტი ო შის სასიყვარულო კავშირმა.

[18] კლეინი - პატარა ქალაქი კლონგოუზის კოლეჯიდან ნახევარ მილში.

[19] სელინზი - დუბლინთან ახლოს მდებარე ქალაქი, კლონგოუზ-ვუდის


ადგილსამყოფელი.

[20] ვიღაც კიბეებზე ამოდიოდა - კლონგოუზის კოშკს მე-18 საუკუნემდე ფლობდა


ბრაუნების ოჯახი. მაქსიმილიან ფონ ბრაუნი (1707-1757) ავსტრიის არმიის მარშალი
იყო. იგი პრაღასთან ბრძოლაში დაიღუპა. გადმოცემით, მისი სიკვდილის
წლისთავზე კოშკის მსახურებს ბრაუნის აჩრდილი ეცხადებოდათ.

[21] ბოდენსტაუნი - სასაფლაო, სადაც დასაფლავებულია ტეობალდ უოლფ ტონი


(1763-1798) პოლიტიკური მოღვაწე, ირლანდიის დამოუკიდებლობისათვის
მებრძოლი, მარცხის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

[22] ბაძგი და სურო - ტრადიციული საშობაო მორთულობები ირლანდიაში.

[23] თივა, ჩალა - ანუ მარცხნივ, მარჯვნივ. ახალწვეულებს მარჯვენა და მარცხენა რომ
არ არეოდათ, ინგლისის არმიაში მათ მარცხენა ფეხზე თივას აბამდნენ, მარჯვენაზე
კი ჩალას.

[24] დინგ-დონგ ... ძმის გვერდით - უცნობი ავტორის საბავშვო სიმღერა.

[25] ერთ ქალაქს ჰქვია - იგულისხმება ქალაქი ეტი, კილდერის საგრაფოში.

[26] მისი პაპის ძმამ განმათავისუფლებელს მიმართვა წარუდგინა - იგულისხმება


დანიელ ო კონელი (1775-1847) ირლანდიური ეროვნული მოძრაობის ლიბერალური
ფრთის ლიდერი, რომელიც კათოლიკების საარჩევნო ხმის უფლებისათვის იბრძოდა.
1829 წლის კათოლიკების ემანსიპაციის აქტის შემდეგ მას განმათავისუფლებელს
უწოდებენ.

[27] ძმა მაიკლის მწუხარე სახე - სტივენი იგონებს, როგორ ჩაიტანეს დუბლინში
პარნელის გვამი, რომელიც 1891 წლის 6 ოქტომბერს გარდაიცვალა ინგლისში.

[28] დედოფალ ვიქტორიას დაბადების დღეზე საჩუქარი მივუძღვენიო -


იგულისხმება ციხეში გატარებული დრო, სადაც მისტერ კეისი უმძიმეს სამუშაოებს
ასრულებდა.

[29] ჰედი - მთა ქალაქ ბრეისთან, სადაც ცხოვრობდა სტივენის ოჯახი. ქალაქი
მდებარეობს 12 კმ-ში დუბლინიდან.

[30] შამპანურს ... ბიჭებისათვის - იგულისხმება, რომ ის (ქრისტეფორი) ბომბებს


ამზადებდა და ფენიანებს აწვდიდა.

[31] დანის მაღაზია - ერთ-ერთი ცენტრალური მაღაზია დუბლინში, ტრინიტი


კოლეჯის გვერდით

[32] რატომ უწოდებს ... ინდაურს. სახაზავს, რომელსაც მოსწავლეს ხელზე


ურტყამდნენ სკოლის ჟარგონზე turkey-ს - (ინგლისურად ინდაურს) უწოდებდნენ,
რადგან დარტყმის შედეგად ხელი წითლდებოდა.

[33] „მოსაკრებელს ... შეწყვეტთ“ - იგულისხმება კათოლიკურ ტაძრებში მღვდლების


მიერ პარნელის ლანძღვა.

[34] მისთვის - იგულისხმება პარნელისთვის.

[35] შეუგვიანებელ... ამას მცირეთაგანსა“ - ციტატა ლუკას სახარებიდან 17.1.2.


[36] ლაშებიანი ბილი - იგულისხმება უილიამ უოლში (1841-1921), დუბლინის
არქიეპისკოპოსი (1895-1921). მონაწილეობდა პარნელის საწინააღმდეგო კამპანიაში.

[37] არმელი ღორმუცელა - იგულისხმება ლოგ მაიკლი (1840-1924), არმის


არქიეპისკოპოსი - პარნელის მოწინააღმდეგე.

[38] ლორდი ლეიტრიმი - ინგლისელი მიწათმფლობელი, ცნობილი თავისი


სისასტიკით. მოკლეს ირლანდიელმა მეამბოხეებმა. მისი მეეტლე შეეცადა
გადაერჩინა იგი.

[39] „ო, მოდით... დადიხართ“ - ირონიული პერიფრაზი სიტყვებისა

ო, მოდით ღირსეულნო ირლანდიელნო, ჩემი სიმღერის მოსასმენად...

ასე იწყებოდა იმ დროის დუბლინში მრავალი პოპულარული სიმღერა.

[40] „სპილოს ძვლის კოშკი,“ „ოქროს სასახლე“ - სიტყვები კათოლიკური


ლოცვებიდან ღვთისმშობელი მარიამისადმი.

[41] როცა შეიტყვეს - იგულისხმება პარნელის სიკვდილის ამბავი.

[42] არკლოუ - ქალაქი უიკლოუს საგრაფოში.

[43] პარიზის ბირჟა - პარნელი უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს პარიზის ბირჟის


ფონდის უკანონოდ გამოყენებაში და ამით მას რეპუტაცია შეულახეს.

[44] მისტერ ფოქსი - ერთ-ერთი სახელი, რომელიც პარნელმა ახსენა კიტი ო ში-სთან
მიმოწერისას.

[45] კიტი ო’ში - გათხოვილი ქალი, რომელსაც სასიყვარულო კავშირი ჰქონდა


პარნელთან. შემდეგ მისი ცოლი გახდა.

[46] კებინტილის გზა - გზა, რომელიც ქალაქ ბრეის დუბლინთან აერთებს.

[47] ღმერთო ფარვიდე დედოფალს - ინგლისის ჰიმნი.

[48] თეთრი ბიჭების ორგანიზაცია - ირლანდიელი გლეხების ორგანიზაცია.


წარმოიშვა მე-18 საუკუნის 60-იან წლებში. მისი წევრები ღამით თეთრ პერანგებს
იცვამდნენ და თავს ესხმოდნენ ინგლისელ მემამულეებს. 1796 წლის კანონით ამ
ორგანიზაციის წევრებს სიკვდილით სჯიდნენ.

[49] „შემხები... ჩემისა“ - წინასწარმეტყველი ზაქარია 2.8.

[50] უნიის დროს - 1801 წლის უნიის აქტი ირლანდიის პარლამენტს ინგლისის
პარლამენტთან აერთიანებდა და ირლანდიის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას
ბოლოს უღებდა. ირლანდიელი მღვდლები მისი მომხრეები იყვნენ.

[51] ლენიგენი - ოსორსკის ეპისკოპოსი. გარდაიცვალა 1812 წ.

[52] მარკიზი ჩარლზ კორნუოლისი - ინგლისელი გენერალი. მეფისნაცვალი (1738-


1805).
[53] ტერენსა ბელიუ მაკმანუსი - (1822-1860) ირლანდიელი პატრიოტი. გარდაიცვალა
სან-ფრანცისკოში. ეკლესიის პროტესტის მიუხედავად, ცერემონიით დაკრძალეს
დუბლინში.

[54] პოლ კალენი - (1803-1878) არქიეპისკოპოსი. ირლანდიის დამოუკიდებლობის


მოწინააღმდეგე. მაკმანუსის დუბლინში დაკრძალვის მოწინააღმდეგე.

[55] ბალბუსი აშენებდა კედელს - კალამბური - იულიუს კეისრის ერთ-ერთი


თანამებრძოლი - ლუციუს კორნელიუს ბალბუსი. BBalbus (ლათ) - ენაბლუ.

[56] ბელმა გაიგო - სიტყვების თამაში. იულიუს კეისრის ნაშრომის სათაურია


„ჩანაწერები გალიის ომის შესახებ“ (commentari de bello Galico).

[57] ღვინო, რომელშიც თვით ღმერთია განხორციელებული - იგულისხმება


მისტიკური აქტი - ღმერთის ღვინოში განსხეულებისა ღვთისმსახურების დროს.

[58] mare (ლათ.) - ზღვა.

[59] პროვინციალი კი იეზუიტების გენერალს - აქ მოკლედ მოცემულია იეზუიტური


ორდენის იერარქია. მღვდელი, რომელიც დისციპლინაზეა პასუხისმგებელი.
რექტორი - კოლეჯის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. პროვინციალი და გენერალი -
ორდენის უმაღლესი ჩინებია. გენერალი - ორდენის მეთაურია, რომელიც სიცოცხლის
ბოლომდე ინარჩუნებს წოდებას. ექვემდებარება უშუალოდ რომის პაპს.

[60] ხვალე ხვალეს მოსდევს - ციტატა შექსპირის პიესიდან „მაკბეტი“ მოქმედება მე-5.
სურათი 5.

[61] სენატი და რომაელი ხალხი ადგენს - პაროდია რომის სენატის ბრძანებებზე.

[62] რიჩმელ მეგნოლი - უნდა იყოს მენგნოლი (1769-1820) მე-19 საუკუნეში


გეოგრაფიის და ისტორიის პოპულარული სახელმძღვანელოს ავტორი.

[63] პიტერ პარლი - ნამდვილი სახელი ამერიკელი მწერლის გუდრიჩ სემუელისა


(1793-1860). საბავშვო წიგნების სერიის ავტორი.

[64] წმინდა იგნაციუს ლოიოლა - (1491-1556) იეზუიტების ორდენის დამაარსებელი


და პირველი გენერალი.

[65] Ad majorem dei Gloriam - (ლათ.) ორდენის დევიზი - უფლის უფრო მეტად
განდიდებისათვის.

[66] ფრანცისკ ქსავერი - (1506-1552) - იგნაციუს ლოიოლას მოწაფე, ერთ-ერთი


პირველი იეზუიტი მისიონერი.

[67] ლორენცო რიჩი - (1703-1775) - ორდენის გენერალი 1758 წლიდან.

[68] წმინდა ყრმების სამი პატრონი - იგულისხმება სამი კათოლიკე წმინდანი,


რომლებიც ძალიან ახალგაზრდულ ასაკში გარდაიცვალნენ.

[69] სტანისლავ კოსტკა - (1550-1568) ვენიდან რომამდე 350 მილი ფეხით გაიარა, რათა
ორდენს შეერთებოდა.
[70] ალოიზ გონზაგა - (1568-1591) იტალიელი იეზუიტი. განსაკუთრებით ცნობილი
იყო ხორცის თვითგვემით. კლონგოუზ ვუდის კოლეჯის მფარველი

[71] იოანე ბერხმანსი - (1599-1621) სტივენი მას ნეტარს უწოდებს, რადგან ჯერ კიდევ
არ იცის, რომ 1888 წელს ის წმინდანად შერაცხეს.

[72] მამა პიტერ კენი - იეზუიტი მღვდელი, რომელმაც კლონგოუზის კოლეჯი


დააარსა და წმინდა ალოიზ გონზაგას მიუძღვნა.

[73] მაიორი ბარტონი - როგორც ჩანს, კოლეჯის მიმდებარე მამულების მფლობელი.

[74] ო გვირგვინი დამიწანი - ირლანდიური ფოლკლორის შემკრების, ტომას


კროუკერის (1798-1854) ბალადა.

[75] „ცისფერი თვალები და ოქროსფერი თმა - ირლანდიელი კომპოზიტორის, ჯეიმს


მოლოის (1837-1909) სიმღერა.

[76] ბლარნის ჭალები - ირლანდიელი კომპოზიტორის, რიჩარდ მილიკენის (1767-


1815) სიმღერა.

[77] ბლექროკი - პატარა ქალაქი დუბლინის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

[78] სტილორგენი - პატარა ქალაქი ბლექროკის სამხრეთ-დასავლეთით.

[79] მანსტერი - ყველაზე დიდი პროვინცია ირლანდიის ოთხი პროვინციიდან. იქ


მცხოვრებნი მკვეთრად გამოდიოდნენ ინგლისელთა ბატონობის წინააღმდეგ, რის
გამოც, მათ მიმართ ხშირად ტარდებოდა რეპრესიები.

[80] მე არ ვჭამ მუსკატის ყურძენს, მადამ - ასე პასუხობს დაბრუნების შემდეგ


დანტესი მერსედესს ალ. დიუმას რომანიდან - „გრაფი მონტე კრისტო“. ის არ დალევს
და არ შეჭამს თავისი მტრის სახლში.

[81] კოშკთან იკრიბებოდნენ - იგულისხმება მარტელოს ციხე-სიმაგრე, თავისი


საფორტიფიკაციო კოშკებით, რომლებიც აგებულ იქნა ფრანგების შესაძლო შემოჭრის
აღსაკვეთად 1798 წლის აჯანყების შემდეგ.

[82] კონკა - ცხენებშებმული ტრამვაის ვაგონი.

[83] მეიბლ ჰანტერი - როგორც ჩანს, მაშინდელი მიუზიკ ჰოლის მსახიობი.

[84] ჰეროლდ ქროსი - ადგილი დუბლინის სამხრეთ გარეუბანში.

[85] A. M. D. G. - Ad Majorem Dei Gloriam - (ლათ.) წმინდანი, რომელსაც უდიდესი


ძალაუფლება აქვს ზეცაში.

[86] LDS - Laus Deo Semper (ლათ.) - მარადიული დიდება უფალს. იეზუიტურ
სკოლებში წერითი სამუშაოს ბოლოს მინაწერი.

[87] კინაღამ დავეჯახე - იგულისხმება, რომ კინაღამ დაეჯახა მამა კონმის


(გარდაიცვალა 1910 წ.) - კლონგოუზ ვუდის რექტორს.
[88] ბელვედერზე ვამბობ - იგულისხმება ბელვედერის კოლეჯი, იეზუიტური სკოლა
ბიჭებისათვის, რომელიც დაარსდა 1841 წ. მდებარეობს გრეიტ-დენმარკ სტრიტზე.

[89] ქრისტიანი ძმები - ბერების საძმო (ორდენი), რომელიც ღარიბი ბავშვების


აღზრდით იყო დაკავებული.

[90] „ხოლო უკეთუ ... მეზუერე და წარმართი“ - ციტატა მათეს სახერებიდან 18.17.

[91] ჰერონ - Heron (ინგლ.) ყანჩა.

[92] Confiteor - (ლათ.) მონანიების ლოცვა.

[93] კაპიტანი მერიეტი - ფრედერიკ მერიეტი (1792-1848), ინგლისელი მწერალი.


საზღვაო მოთხრობების იმდროინდელი პოპულარული ავტორი მოზარდებს შორის.

[94] ნიუმენი - ჯონ ჰენრი ნიუმენი (1801-1890), ინგლისელი ღვთისმეტყველი.


მწერალი. ანგლიკანური ეკლესიის მღვდელი. 1845 წელს კათოლიკობა მიიღო.

[95] ტენისონი - ლორდი ტენისონი. ცნობილი ინგლისელი პოეტი, რომელიც


განსაკუთრებით აღიარებული იყო ვიქტორიანულ ეპოქაში. ჯოისის თაობის
მწერლებს ტენისონი არ მოსწონდათ.

[96] როცა ტაისონი... უკანალიმი - უცნობი ავტორის უხამსი შინაარსის ბალადა.

[97] ეროვნული აღორძინების მოძრაობა - ლაპარაკია გელურ ლიგაზე, რომელიც 1893


წელს ჩამოყალიბდა და ბევრ ცნობილ ირლანდიელ მწერალს, მეცნიერსა და
კულტურის მოღვაწეს აერთიანებდა. ისინი ცდილობდნენ აეღორძინებინათ გელური
კულტურა და ენა და ის ინგლისური კულტურისათვის დაეპირისპირებინათ.

[98] ლილი კილარნი - ინგლისელი კომპოზიტორის იულიუს ბენედიქტის (1804-1865)


იმავე დასახელების ოპერის უვერტიურა. აღორძინების მოძრაობის წევრები
ბენედიქტს ირლანდიური სულის კომპოზიტორად თვლიდნენ.

[99] მერიბორო, მელოუ - ქალაქები დუბლინს და კორკს შორის.

[100] ინგლისური ხალხური სიმღერა.

[101] ყველანი მოდით - პოპულარული სიმღერა იმდროინდელ ინგლისში, რომელიც


ასე იწყებოდა: „მოდით ღირსეულნო ირლანდიელნო, ჩემი სიმღერის მოსასმენად“.

[102] სამეფო კოლეჯი - გაიხსნა 1849 წელს. ერთ-ერთია იმ სამი კოლეჯიდან,


რომელიც დედოფალ ვიქტორიას დროს დაარსდა.

[103] მარდაიკის ქუჩა - კორკის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა.

[104] Foetus - (ლათ.) ჩანასახი, ნაყოფი.

[105] კუინსტაუნი - საზღვაო პორტი კორკის ნავსადგურში.

[106] მდინარე ლი - კორკი გაშენებულია მდინარე ლიზე.

[107] მდინარე ლიფი - მდინარე, რომელზეც გაშენებულია დუბლინი.


[108] დილექტუსი - ლათინური გამოთქმების კრებული.

[109] Tempora mutantur et nos mutantur in illis - (ლათ.) „დრო იცვლება და მასთან ერთად
ვიცვლებით ჩვენც“. ტექსტში მოტანილი პირველი ვარიანტი მცდარია.

[110] კერელ ბიჭთან - კერი - საგრაფო ირლანდიის სამხრეთ-დასავლეთით. კერელი


ბიჭი ცნობილი გახდა პიტერ ფინლი დანის რომანით „მისტერ დული ომში და
მშვიდობიანობიანობისას“.

[111] დაღლილობისგან... დახეტიალობ მარტოსული - ნაწყვეტი დიდი ინგლისელი


პოეტის პერსი ბიში შელის ლექსიდან „მთვარისადმი“.

[112] ირლანდიის პარლამენტის თემთა პალატა - უნიის აქტით (1801) ირლანდიის


დამოუკიდებელი პარლამენტი გაუქმდა და 1802 წელს მისი შენობა ბანკს მიეყიდა.

[113] ჰილი ჰატჩინსონი - (1724-1794) ცნობილი ირლანდიელი სახელმწიფო მოღვაწე,


ეკონომისტი, კათოლიკების თანაბარუფლებიანობის მომხრე.

[114] ფლუდი - ფლუდ ჰენრი (1732-1791) ირლანდიის სახელმწიფო მოღვაწე და


ორატორი. მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ინგლისელთა ბატონობის წინააღმდეგ
ბრძოლაში.

[115] ჰენრი გრატანი - (1746-1820) ირლანდიის სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი.


ირლანდიის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი.

[116] ჩარლზ კენდელ ბუში - (1767-1843) ირლანდიელი მოსამართლე და ორატორი.


ჰენრი გრატანის თანამებრძოლი „უნიის აქტის“ წინააღმდეგ.

[117] წავეხეტე... ივლისის თვეში - ცნობილი ირლანდიური სიმღერის შეცვლილი


ტექსტი. სტივენის მამამ შეცვალა რა „აყვავებული გაზაფხული“ „ივლისის თვით“,
ანუ შეაერთა რა გაზაფხული ზაფხულთან, ამით გამოხატა თავისი ირონიული
დამოკიდებულება ირლანდიის მაშინდელი მმართველობის მიმართ.

[118] ბერნარდოს ვიტრინაში - ბერნარდოს მაღაზია - ძვირფასი ბეწვეულის მაღაზია


გრეფტონ-სტრიტზე.

[119] ინგომარი - ინგომარ-ბარბაროსი. ჯოისის დროს მარია ანა ლოველის


პოპულარული პიესა.

[120] ლიონელი ლედი - ინგლისელი მწერლის ე. ჯ. ბულვერ-ლიტონის (1803-1873)


ისტორიული დრამა.

[121] კლოდ მელნოტი - ე. ჯ. ბულვერ-ლიტონის პიესის „ლიონელი ლედის“ გმირი.


კეთილშობილი, რომანტიული არსება, რომელსაც ამაღლებული სიყვარული
შეუძლია.

[122] ხოტბა მარიამისადმი - სათაური ალფონს ლიგუორის (1696-1789) წიგნისა.


ლიგუორი იყო მისიონერი, რომელმაც 1749 წელს დააარსა რედემპტორების
(მომნანიებელთა) ორდენი. მჭიდრო კავშირში იყო იეზუიტების ორდენთან.
[123] „Quasi cedrus…odoris“ - (ლათ.) „ავმაღლდი, როგორც კედარი ლიბანში და
როგორც კვიპაროსი ჰერმონის მთებზე. ავმაღლდი, როგორც ფინიკი ენგადში და
როგორც ბუჩქები ვარდისა იერიქონში, როგორც მშვენიერი ზეთისხილი ველზე და
როგორც ჭადარი ავმაღლდი. გამოვეცი კეთილსურნელება როგორც დარიჩინმა და
ასპალანთმა და როგორც რჩეულმა გუნდრუკმა ამო სურნელი მოვფინე, როგორც
ხალბანმა, ონიქსმა და შტახსმა“. ბიბლია. სიბრძნე ზირაქისა. 24.13.15.

[124] დილის ვარსკვლავი ... მშვიდობის მომნიჭებელი- ალუზია ნიუმენის


ქადაგებიდან. ნიუმენი - ცნობილი ინგლისელი თეოლოგი, რომელმაც დააარსა
დუბლინის უნივერსიტეტის კოლეჯი 1853 წელს.

[125] ჩემი ბრწყინვალე მეგობარი ბომბადოსი - როგორც ჩანს, ფრაზა ოპერეტიდან


„ბომბადოსი,“ რომელიც პოპულარული იყო დუბლინში მე-19 საუკუნის ბოლოს.

[126] სანცზიანის კუნძული - კუნძული ჩინეთის ნაპირებთან.

[127] სულთა უდიდესი მებადური - შეადარეთ ქრისტეს სიტყვებს პეტრეს და


ანდრიას მიმართ - „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ“. მათე. 4.19.

[128] ეს სიტყვები მეორმოცე ლექსიდანაა - ბიბლიური ტექსტის არასწორი დამოწმება.


ეკლესიასტეს წიგნში ასეთი სიტყვები არ არის. მაგრამ ასეთი სიტყვები არის წიგნში
„სიბრძნე ზირაქისა“ - „ყველა საქმეში გახსოვდეს შენი აღსასრული და აღარასოდეს
ჩაიდენ ცოდვას“. სიბრძნე ზირაქისა. 7.36.

[129] „რამეთუ ... იზღვიოს“ - ციტატა სახარებიდან. მათე 16.26.

[130] ციური ვარსკვლავები ... ცვივიან - აპოკალიფსური სახეები იოანე


ღვთისმეტყველის „გამოცხადებიდან“.

[131] იოსაფატის ველი - ბიბლიის მიხედვით საშინელი სამსჯავროს ადგილი.

[132] „წარვედით ... მისთათვის“ - მათეს სახარება 25.41.

[133] ვაი თქვენდა, ფარისეველნო ... ჭაობია“ - შეადარეთ „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და
ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც
გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსენი არიან მკვდართა ძვლებით და
ყოველგვარი „უწმინდურებით“. სახარება მათე 23.27.

[134] „ძე ღვთისა მოვა, როცა მას არ ელოდებით“ - შეადარეთ. „ჰოდა იფხიზლეთ,
ვინაიდან არ იცით, არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე“. სახარება. მათე 25.13.
და „ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი -
საღამოთი თუ შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას“. სახარება
მარკოზი13.35.

[135] ადისონი - ჯოზეფ ადისონი (1672-1719), ინგლისელი მწერალი და პოლიტიკური


მოღვაწე. გრაფი უირვიკი - მისი შვილობილი. ამ სცენის ნამდვილობა
დადასტურებული არ არის, მაგრამ ამის შესახებ წერს ადისონის ანდერძის
აღმასრულებელი ტომას ტიკელი (1688-1740) თავის ლექსში „გრაფ უირვიკს მისტერ
ადისონის სიკვდილთან დაკავშირებით“.
[136] „სად არის ... ჯოჯოხეთო“ - ციტატა ინგლისელი პოეტის - ალექსანდრე პოპის
(1688-1744) ლექსიდან „მომაკვდავი ქრისტიანი“.

[137] „ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ... დაიფარება წყლით“ - მსოფლიო წარღვნის
სურათი. წყალი აქ სამყაროს დასასრულის სიმბოლოა.

[138] „გუელი იყო ... ქუეყანასა ზედა“ - წიგნი შესაქმისა. 3.1. „ხოლო გუელი იყო
უცნობილეს, ყოველთა მხეცთა ქუეყანასა ზედა, რომელნი ქმნნა უფალმან ღმერთმან“.

[139] „აღუთქვა ... აქცევდა“- ასეთ დაპირებაზე ლაპარაკია ჯონ მილტონის (1608-1674)
დიდი ინგლისელი პოეტის პოემაში „დაკარგული სამოთხე“.

[140] ვერ მოერევიან ბჭენი ჯოჯოხეთისანი - „და მე გეტყვი შენ, რამეთუ შენ ხარ
კლდე და ამ კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ
ერეოდიან მას“. სახარება. მათე. 16.18.

[141] წმინდა ანსელმი - ანსელმ კენტერბერიელი (1033-1109), იტალიელი


ღვთისმეტყველი. კენტერბერის არქიეპისკოპოსი. იბრძოდა ეკლესიის
დამოუკიდებლობისათვის ინგლისის მეფეების წინააღმდეგ.

[142] ბნელსა მას გარესკნელსა - სახარება. მათე. 8.12. „ხოლო ძენი იგინი
სასუფეველისანი განითხნენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი
კბილთა“.

[143] ბაბილონის ცეცხლმა მხურვალება დაკარგა - ბიბლიის მიხედვით, მეფე


ნაბუქოდონოსორმა ბრძანა, რომ სამი ჭაბუკი ბაბილონის ღუმელში ჩაეგდოთ, რადგან
მათ თაყვანი არ სცეს წარმართთა ღმერთებს, მაგრამ ცეცხლი მათ არ შეეხო და მათი
მტანჯველები გაანადგურა. ბიბლია. წინასწარმეტყველი დანიელი 3.19-30.

[144] წმინდა ბონავენტურა - ჯოვანი ფიდანცა (1221-1273), იტალიელი ფილოსოფოსი


და კათოლიკური ეკლესიის მოღვაწე. კარდინალი. ფრანცისკანული ორდენის
მეთაური. ასწავლიდა პარიზის უნივერსიტეტში. 1482 წელს წმინდანად შერაცხეს.

[145] წმინდა კატერინა სიენელი - (1347-1380) ეკატერინა სიენელი. ადრეული


ასაკიდანვე მისდევდა ხორცის მოკვდინებას და ჰქონდა ხილვები. 1344 წელს,
საშინელი ჭირიანობის დროს, ავადმყოფებს უვლიდა. 1461 წელს კანონიზირებულ
იქნა.

[146] მალჰაიდი - კურორტი ირლანდიის ზღვასთან.

[147] წმინდა თომა - ანგელოს დოქტორად წოდებული (1225-1274), შუა საუკუნეების


ფილოსოფოსი, თეოლოგი, ორთოდოქსალური სქოლასტიკის სისტემატიზატორი.
თომიზმის დამაარსებელი, 1323 წელს წმინდანად იქნა შერაცხული კათოლიკური
ეკლესიის მიერ. 1567 წელს აღიარებულ იქნა ეკლესიის „მეხუთე მასწავლებლად“.

[148] poena damni - (ლათ.) დანაკარგის გამო ტანჯვა. თომა აქვინელი თვლიდა, რომ
ტანჯვის ეს გრძნობა მაშინ ჩნდება, როცა სული ნეტარ მდგომარეობას კარგავს.

[149] სამნესტრიანი მატლი - პაპი ინოკენტი მე-3 (1160-1216), რომის პაპი. 1198
წლიდან მონაწილეობას იღებდა ინკვიზიციის ორგანიზაციის შექმნაში. მისი
ძალისხმევით გაჭირვებული ორდენები, მათ შორის ფრანცისკანული ორდენი, პაპის
პოლიტიკის უძლიერეს ინსტრუმენტად იქცნენ. „სამნესტრიანი მატლი“ აღებულია
პაპი ინოკენტ მე-3-ის წიგნიდან „სამყაროს სიძულვილი“ - მოგონება ტკივილს
გაყენებს, სინანული ჭრილობას აღიზიანებს, ხოლო სრულყოფისათვის საჭირო
დროის ნაკლებობა ტანჯვას იწვევს.

[150] წმინდა ნეტარი ავგუსტინე - (354-430) ქრისტიანი თეოლოგი. შუა საუკუნეებში


ითვლებოდა უდავო ავტორიტეტად ფილოსოფიისა და რელიგიის საკითხებში.
ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.

[151] კაპუცინი - კათოლიკე ბერების ორდენის წევრი.

[152] ცოდვიანი ქალაქი - იგულისხმება სოდომი ან გომორი, რომელთა მცხოვრებნი


მრავალრიცხოვანი ცოდვების გამო ღმერთმა სასტიკად დასაჯა. ღამით ქალაქს თავს
დაატყდა გოგირდისა და ცეცხლის ნიაღვარი. ბიბლია შესაქმისა. 19.24.

[153] ღმერთის უღელი ტკბილია და მსუბუქი - პერიფრაზი სახარებიდან. მათე. 11.30.

[154] ღმერთს უყვარს ბავშვები და აცდის მათ მისვლად მასთან - პერიფრაზი


სახარებიდან. მარკოზი 10.14. ლუკა 18.16.

[155] corpus domini nostri - (ლათ.) სხეული უფლისა ჩვენისა.

[156] In vitam eternam Amen - (ლათ.) მარადიულ ცხოვრებაში. ამინ.

[157] წმინდა იოსები - იგულისხმება იესო ქრისტეს აღმზრდელი.

[158] უზენაესი მეუფის ნებისადმი - ღვთისმოსავი კათოლიკეები ყოველდღიურად


ლოცულობენ უწმინდესი პაპისათვის.

[159] სანიშნიანი ლოცვანი - მასში აღნიშნულია ახლობლების და მეგობრების


სიკვდილის თარიღები, ასევე დღესასწაულის დღეები.

[160] სულიწმიდის შვიდი მადლი - დაივანებს მასზე უფლის სული, სული


სიწმინდის და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და
უფლის შიშისა. ბიბლია. ესაია წინასწარმეტყველი. 11.2.

[161] წმინდა სამების მესამე იპოსტასი - იგულისხმება პარაკლეტე, წმინდა სული,


რომლის სიმბოლოებად ითვლება მტრედი (მათე. 13.16) და გრიგალი. (მოციქულთა
საქმენი 2.2). საეკლესიო დოგმატის მიხედვით ერთადერთი შეცოდება, რომელიც არ
მიეტევება, არის შეცოდება სულიწმიდის მიმართ.

[162] ალფონს ლიგუორი - (1696-1787) იტალიელი თეოლოგი, მისიონერი, რომელმაც


1749 წ-ს დააარსა რედემპტორების ორდენი, რომელიც მჭიდროდ იყო
დაკავშირებული იეზუიტების ორდენთან.

[163] ვეფხვთა მთებიდან... ამანის მწვერვალებიდან - „წამო ლიბანიდან, სძალო. წამო


ლიბანიდან ჩემთან! წამოდი ამანას მწვერვალით. სენირის და ჰერმონის მწვერვალით,
ლომთა ბუნაგთან, ვეფხვთა მთებიდან. ბიბლია. ქებათა-ქება სოლომონისა. 4.8.
[164] Inter ubera mea commorabitur - (ლათ.) ჩემს ძუძუთა შორის განისვენებს. ბიბლია.
ქებათა-ქება სოლომონისა. 1.13.

[165] დომინიკანური და ფრანცისკანული ორდენი - დომინიკანელები - კათოლიკური


ბერების ღარიბი ორდენი. დაარსდა 1215 წელს ესპანელი ბერის დომინიკის მიერ
ერეტიკოსებთან საბრძოლველად. ფრანცისკანელები - ასევე ბერების ღარიბი ორდენი.
დაარსდა 1209 წელს ფრანცისკ ასიზელის მიერ. (1182-1226).

[166] Les jupes - (ფრანგ.) ქვედაწელი.

[167] ლორდი მაკოლეი - თომას ბაბინგტონ მაკოლეი (1800-1859), ინგლისელი


ისტორიკოსი, პოეტი, ესეისტი. სახელმწიფო მოღვაწე.

[168] ლუი ვეიო - (1813-1883) ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი. პაპის მომხრე.

[169] ძალაუფლება ... გარდაქმნის საკურთხეველზე - ჩამოთვლილია მღვდლის


უფლებამოსილებანი კათოლიკურ ეკლესიაში.

[170] ფეშხუმი - წმინდა ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება ლიტურგიის დროს.

[171] Jte missa est - (ლა.თ) წადით ქუეყანასა ზედა. წირვა დამთავრებულია. სიტყვები
ზიარების შემდეგ ლოცვიდან.

[172] რა შესცოდა სიმონ მაგუსმა - სურდა ფულით შეეძინა მოციქულის ძალაუფლება.

[173] რისხვის შვილები - ფარული ციტატა ახალი აღთქმიდან: „ჩვენც ყველანი მათ
შორის ვცხოვრობდით, ოდესღაც ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და
ვასრულებდით ხორცისა და გონების ნებას და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით
სხვების მსგავსად“ ახალი აღთქმა. ეფესელთა მიმართ. 2.3.

[174] რათა უნებურად ... ჭამოს და სუას- ფარული ციტატა ახალი აღთქმიდან: „ხოლო
რომელი არაღირსად ჭამდეს და სუმიდენს, დასასჯელად თავისა თვისა ჭამს და
სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ხორცნი უფლისანი“. ახალი აღთქმა. კორინთელთა
მიმართ. 1.11.29.

[175] წესსა მას ზედა მელქისედეკისა - მელქისედეკი (ივრ.) სამყაროს მეფე.


ბიბლიური პიროვნება. ნახსენებია ბიბლიაში წიგნი შესაქმისა 14.18. მისი პიროვნება
საიდუმლოებითაა მოცული, რადგან ის არ მიეკუთვნება რჩეულთა მოდგმას, მაგრამ
იყო ჭეშმარიტი რელიგიის მღვდელი და იმდენად ამაღლებული ადამიანი, რომ
შემდგომში სამღვდელოების იდეალად იქცა.

[176] უფლის რჩეული - იგულისხმება წმინდა სტეფანე.

[177] ნოვენა - ლოცვა ცხრა დღის განმავლობაში, ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი


ნაბიჯის წინ.

[178] ფინდლეიტერის ეკლესია - ეკლესიას სახელი ეწოდა ალექსანდრე


ფინდლეიტერის პატივსაცემად, რომლის სახსრებითაც ის იქნა აგებული.

[179] S J - Societas Jesu (ლათ.) - იესოს საზოგადოება.


[180] მდინარე ტოლკა - პატარა მდინარე დუბლინის ჩრდილოეთით.

[181] საფახლიფის ... წაფავიფიდნეფენ - ბავშვების თამაში, როცა ყველა მარცვალს


ემატება „ფ“ ასო და ის ხმოვანი, რომელიც იმ მარცვალშია.

[182] ხშირად წყნარი ღამით - ტომას მურის (1779-1852) ლექსი. ციკლიდან


„ირლანდიური მელოდიები“.

[183] ბავშვების ხვედრი იყო ყოველ დროში - ნიუმენის თხზულებიდან „ესე


თანხმობის გრამატიკის დასახმარებლად“. თავი - „ნამდვილი თანხმობა“. მასში
ნიუმენი მსჯელობს რიტორიკის გავლენაზე ბავშვების ნორჩი გონების
ჩამოყალიბებაში.

[184] კლონტარფის სამრეკლო - მდებარეობს დუბლინის გარეუბანში.

[185] ბული - ზვირთსაჭრელი დუბლინში.

[186] „ვისი ფეხებიც... მის ფერხთქვეშ“ - ნიუმენის თხზულებიდან „უნივერსიტეტის


იდეა ილუსტრაციებსა და განსაზღვრებებში“.

[187] სიყვარულის მცნება - იგულისხმება მეორე მცნება „შეიყვარე მოყვასი შენი,


ვითარცა თავი შენი“ მათე. 22.39.

[188] დღე ფერადოვანი, ზღვითშობილი ღრუბლებისა - სტრიქონი რელიგიური


მწერლის - ჰიუ მილერის (1805-1856) რომანიდან „კლდეთა დამოწმება“, რომელშიც
აღწერილია სამყაროს შექმნა.

[189] ქრისტიანული სამყაროს მეშვიდე ქალაქი - იგულისხმება დუბლინი.

[190] ნორმანდიელთა ბატონობა - ნორმანდიელებმა დაიპყრეს ირლანდია მე-8 - მე-9


საუკუნეებში.

[191] ბოუს სტეფანოროს - ბოუს - ბერძნულად კამეჩი. სტეფანოს (ინგლისური


წარმოთქმით „სტივენი“) გვირგვინი, ყვავილწნული. ბოუს სტეფანოფოროს -
მსხვერპლთშესაწირად გამზადებული გვირგვინით მორთული კამეჩი.

[192] ჰოუტი - პატარა მთა დუბლინის ჩრდილო-დასავლეთით, დუბლინიდან 9 კმ-ში.

[193] მოკვდავი სილამაზის და ახალგაზრდობის ანგელოსი - პერიფრაზა დანტეს


„ახალი ცხოვრების“ ბეატრიჩეს აღწერიდან.

[194] გერჰარდტ ჰაუპტმანის პიესები - გერჰარდტ ჰაუპტმანი (1862-1946) გერმანელი


დრამატურგი, რომანისტი, პოეტი. ჰაუპტმანის ნაწარმოებების ქალი
პერსონაჟებისათვის დამახასიათებელი იყო რომანტიულის და ამაღლებულის
თანაარსებობა მკაცრ რეალიზმთან.

[195] ფერვიუს კვარტალი - დუბლინის რაიონი, სადაც მდინარე ტოლკა დუბლინის


ყურეში ჩაედინება.

[196] გვიდო კავალკანტი - (1259-1300) იტალიელი ლირიკოსი პოეტი, თავისი დროის


ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი. დანტეს მეგობარი.
[197] შავი იუმორი - ქარაგმა უარყოფილ და უგულებელყოფილ შეყვარებულებზე,
რაც მის ლირიკაში ხშირად მეორდება.

[198] თუმც დაღლილი არ ვიყავ, წამოვწექი დასასვენებლად - სტრიქონი ინგლისელი


პოეტის და დრამატურგის ბენ ჯონსონის (1572-1637) პიესიდან „ხილვა აღტაცებისა“.

[199] ელიზაბეტიანელები - პირობითი სახელწოდება მე-16 - მე-17 საუკუნეების


ინგლისელი მწერლების, პოეტების და კომპოზიტორებისა, რომლებიც ელიზაბეტ
ტიუდორის (1558-1603) თანამედროვენი იყვნენ.

[200] არისტოტელეს ფსიქოლოგია და პოეტიკა - იგულისხმება არისტოტელეს


თხზულებანი - „პოეტიკა“ და „სულის შესახებ“.

[201] Synopsis…Thomae - (ლათ.) სქოლასტიკური ფილოსოფიის კრებული თომა


აქვინელის მოძღვრების მიხედვით. ამონარიდების კრებული აკვინატის სხვადასხვა
თხზულებებიდან.

[202] სახელის განსაზღვრება, ზოგადი განსაზღვრება - ტერმინები არისტოტელეს


„მეორე ანალიტიკიდან“ იგულისხმება ცნების ან მოვლენის განსაზღვრება, რომლის
დროსაც გონება კერძოდან ზოგადისკენ მოძრაობს.

[203] Ivory…ebur - სპილოს ძვალი შესაბამისად ინგლისურად, ფრანგულად,


იტალიურად და ლათინურად.

[204] India mittit ebur - (ლათ.) ინდოეთი გვაწვდის სპილოს ძვალს.

[205] Contrahit… vates - (ლათ.) „ორატორი მოკლედ ამბობს, მომღერალი კი


მრავალფეროვანია ლექსებში“ - ფრაზა მანუელ ალვარიშემის (1526-1583) ლათინური
გრამატიკიდან. ის იყო პორტუგალიელი პედაგოგი იეზუიტი. მისი გრამატიკა
იეზუიტურ კოლეჯებში სავალდებულო საგანი იყო.

[206] in tanto discrimine -(ლათ.) ასეთ უბედურებაში.

[207] ქალაქთა ქალაქი - იგულისხმება რომი.

[208] „ჯონ დუნკან ინვერერიტი ... უილიამ მალკომ ინვერერიტი“ - ამ პიროვნებების


ვინაობა ჯოისის კომენტატორების მიერ დადგენილი არ არის.

[209] წმინდა სამების კოლეჯი - პროტესტანტული უნივერსიტეტი დუბლინში.


დაარსებულ იქნა 1591 წ. დედოფალ ელიზაბეტის მიერ, რათა გაეძლიერებინა
რეფორმაცია. 1873 წლიდან უნივერსიტეტში კათოლიკეებსაც იღებდნენ.

[210] ირლანდიის ეროვნული პოეტის ქანდაკება - იგულისხმება თომას მურის


ქანდაკება (1779-1852), ინგლისელი პოეტი. წარმოშობით ირლანდიელი. ჯოისის
დროს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მისი ლექსების ციკლი
„ირლანდიური მელოდიები,“ რომელშიც გამოხატულია თავისუფლებადაკარგული
ერის წუხილი. ჯოისის ირონია გამოწვეულია თვით თომას მურის ძალზე
თავშეკავებული დამოკიდებულებით ირლანდიის დამოუკიდებლობისაკენ
სწრაფვისადმი. ჯოისი თომას მურის კარიერას მორჩილს, მაამებლურს უწოდებს,
იმიტომ რომ 1798 წ. მურმა მიატოვა ირლანდია და ლონდონში სალონურ ცხოვრებას
მიჰყო ხელი. თომას მურის წუხილი „საცოდავი - ბებერი ირლანდიის“ გამო
ჯოისისთვის თვალთმაქცობა იყო, რადგან ის თვლიდა, რომ თომას მური ადვილად
მიდიოდა კომპრომისებზე პოლიტიკაშიც და ხელოვნებაშიც.

[211] ფილბორგი - ლეგენდის მიხედვით უხეში და სასტიკი ჯუჯების ტომი,


რომლებიც ირლანდიაში ცხოვრობდნენ ჩვ. წ. ა. მე-4 საუკუნეში.

[212] მილეიზიელის ნათხოვარ მოსასხამში - მილეიზიელები - ესპანეთის მითური


მეფის - მილეზიას და მისი ვაჟიშვილების შთამომავლები, რომლებმაც ირლანდია ჩვ.
წ. ა. პირველ საუკუნეში დაიპყრეს. ფილბორგებისაგან განსხვავებით მშვენიერის და
ამაღლებულის თაყვანისმცემლები იყვნენ. სკულპტორმა თომას მური კლასიკურ
მილეიზურ ტოგაში გამოხატა.

[213] კიუსაკი - მაიკლ კიუსაკი (1847-1907) გელის სპორტული ასოციაციის


დამაარსებელი (1884), რომელიც მიზნად ისახავდა ირლანდიის ეროვნული სპორტის
სახეობების განვითარებას.

[214] კომენდანტის საათი - ცხადდებოდა ირლანდიის რაიონებში და სოფლებში,


როგორც რეპრესიული ღონისძიება 1798 წ. სახალხო აჯანყების შემდეგ და
შიმშილობის პერიოდში (1845-1848წ).

[215] მეტ დავინი - ძმები დავინები ცნობილი იყვნენ მე-19 საუკუნის ბოლოს, როგორც
სპორტული მოღვაწეები. ერთი ცნობილი ათლეტი იყო, მეორე კი დაეხმარა კიუსაკს
გელის სპორტული ასოციაციის შექმნაში.

[216] საფრანგეთის უცხოური ლეგიონი - შედგებოდა ძირითადად ემიგრანტებისაგან.


ბაზა განთავსებული იყო ჩრდილოეთ აფრიკაში. სამსახური დაახლოებით ხუთ
წელიწადს გრძელდებოდა. ჯარისკაცის მოვალეობები ძალიან ძნელი და
მომქანცველი იყო.

[217] შინაური ბატი - ჯოისს ირონიულად დაპირისპირებული ჰყავს „გარეული


ბატებთან“, ანუ, თავისუფლებისმოყვარე ირლანდიელებთან, რომლებიც
ამჯობინებდნენ დაეტოვებინათ ირლანდია, ვიდრე ინგლისის მიერ დამონებულ
ქვეყანაში ეცხოვრათ. გარეული ბატები შეარქვეს იმ ირლანდიელებს, რომლებმაც
ვილჰელმ მე-2-ის იაკობ მე-2-ზე გამარჯვების შემდეგ დატოვეს ირლანდია.

[218] ბატევენტი - პატარა ქალაქი დუბლინიდან 137 მილში.

[219] „კროუკის ბიჭები და უშიშარი ტერლესელები“. - ირლანდიის გუნდები.


არქიეპისკოპოსი უილიამ კროუკი იყო ირლანდიაში სპორტის განვითარების, მათ
შორის ჰერლინგის - ირლანდიური ბალახის ჰოკეის - განვითარების მგზნებარე
მომხრე. ტერლესში გელის სპორტული ასოციაცია დაარსდა.

[220] კასლტაუნროშე - პატარა ქალაქი ბატევენტიდან 5 მილში.

[221] ბელიჰაურის ბორცვების... კილმელოკამდე - ბელიჰაურის ბორცვები


მდებარეობს კილმელოკის გზაზე, ბატევენტიდან 14 მილში.

[222] გრეფტონსტრიტი - დუბლინის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა.


[223] ვულფ ტონი - (1763-1798) ირლანდიელი რევოლუციონერი და დემოკრატი.
ირლანდიის რევოლუციურ-პატრიოტული საზოგადოების „გაერთიანებული
ირლანდიელების“ ერთ-ერთი დამაარსებელი.

[224] ოთხი ფრანგი დელეგატი - ტონის მემორიალის გახსნაზე დელეგატების


დასწრება იმითაა გამოწვეული, რომ იგი ფრანგულ რევოლუციას მაღალ შეფასებას
აძლევდა და მისი იდეალებით იყო შთაგონებული. გარდა ამისა, მისი შვილი
ნაპოლეონის არმიის ჯარისკაცი იყო.

[225] Vive I Irlande - (ფრანგ.) გაუმარჯოს ირლანდიას.

[226] სტივენზ გრინი - პარკი დუბლინის ცენტრში.

[227] თავქარიანი იგანი და ცეცხლისწამკიდებელი უელი - მე-18 საუკუნის ბოლოს


მძვინვარე პროტესტანტები. ჯონ იგანი (1750-1840) პოლიტიკური მოღვაწე. „უნიის
აქტის“ მოწინააღმდეგე. რიჩარდ უელი (ეკლესიების ცეცხლისწამკიდებელი),
რომელიც სტივენს მის შვილში - თომასში ერევა - მტკიცე პროტესტანტი იყო.
ფლობდა დიდ სიმდიდრეს ოლსტერში. მეტსახელი 1798 წლის აჯანყების დროს
კათოლიკური სამრეკლოს გადაწვის გამო შეერქვა. მისი შვილი, თომასი (თავქარიანი)
(1766-1800) უზნეო და მექრთამე იყო. უნიის დროს უნიის მოწინააღმდეგეებმა
მოისყიდეს.

[228] იეზუიტების ეს სახლი ექსტერიტორიული იყო - იეზუიტები რომს


ემორჩილებოდნენ, ამიტომ ირლანდია არ იყო მათი ნამდვილი სახლი.

[229] მორჩილი მსახური ლევიტი - ლევიტები - ებრაელ ღვთისმსახურთა,


მემკვიდრეობითი კასტა რომელთა მოვალეობა ტაძრის მოვლა იყო.

[230] ეფოდი - ღვთისმსახურის მოსასხამი კალთაში ჩაკერებული ოქროს


ჟღარუნებით.

[231] pulcra sunt quae placent - (ლათ.) ციტატა აღებულია თომა აქვინელის
თხზულებიდან „თეოლოგიის ჯამი“ ნაწილი 1. საკითხი მე-5. გვ. 4. „მშვენიერია ის,
რაც მზერას ატკბობს“.

[232] Bonum est in quod tendit appetitus - (ლათ.) - „სიკეთეა ის, რისკენაც ილტვიან
სურვილები“. იქვე ნაწ, 1 საკითხი 5. გვ. 4.

[233] იგნაციუსი - იგულისხმება იგნაციუს ლოიოლა, რომელიც ახალგაზრდობაში


ორივე ფეხში დაჭრეს, რის შემდეგაც მან თავისი სიცოცხლე ეკლესიის სამსახურს
მიუძღვნა.

[234] Similiter atque senis baculus - (ლათ.) მოხუცის კვერთხის მსგავსი.

[235] მოჰერის კლდეები - მთები ირლანდიის დასავლეთ სანაპიროზე.

[236] ეპიკტეტი - ბერძენი ფილოსოფოსი (დაახლოებით 50-138 წ.), რომელიც


სტოიკურ მორალს ქადაგებდა საუბრებსა თუ ქუჩის კამათებში. სოკრატესავით
უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მისი ფილოსოფიური ქადაგებები შემორჩა მისი
მოწაფის - ფლავია არიანის ჩანაწერების წყალობით. მათი მთავარი აზრია ისეთი
ზნეობრივი პოზიცია, როცა ადამიანი ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებს შინაგან
დამოუკიდებლობას და სულიერ თავისუფლებას.

[237] ანგელოსთა გუნდში იქნა შეყვანილი - ფრაზა ნიუმენის წიგნიდან „ხოტბა


მარიამ ღვთისმშობლისადმი“.

[238] ქვემო დრამკონდრა - დრამკონდრა - დუბლინის ჩრდილოეთით მდებარე


გარეუბანი. ქვემო დრამკონდრა ფაქტობრივად თვითონ დუბლინია. სტივენის, და
შესაბამისად, ჯოისის ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ირლანდიელებმა
შესანიშნავად იციან სხვისი ენა, მაშინ, როცა საკუთარი დაივიწყეს.

[239] ინგლისელი პროზელიტი - ინგლისელი, რომელიც ანგლიკანური ეკლესიიდან


კათოლიკურში გადავიდა. ერთ-ერთი პირველი პროზელიტი ნიუმენი იყო.

[240] როგორც უფროსმა ძმამ იგავში - მინიშნება სახარებისეულ იგავზე უძღები


შვილის შესახებ. ლუკა. 15.11.32. უფროსი შვილი, რომელიც დიდხანს
კეთილსინდისიერად შრომობდა მამასთან ერთად, უკმაყოფილოა იმით, რომ
მამამისმა მის უმცროს ძმას, რომელმაც მთელი მისი ქონება გაფლანგა, საზეიმო
დახვედრა მოუწყო.

[241] სძაგდა... პომპეზურობა - იგულისხმება კათოლიკური ეკლესიის მდიდრული


რიტუალები.

[242] ექვსი პრინციპის მიმდევრებს... დოგმატიკოსებს შორის - იგულისხმება ოთხი


ბაპტისტური სექტა. ექვსი პრინციპის მიმდევრების სექტა - ჩამოყალიბდა ლონდონში
1690 წელს. მისი დოგმატიკის საფუძველში ჩადებულია ექვსი პრინციპი, რომელიც
გადმოცემულია პავლეს მიმართვაში ებრაელთა მიმართ. ეს პრინციპებია - რწმენა,
სინანული, ნათვლა, ხელდასხმა, მკვდრეთით აღდგომა, მარადიული სიცოცხლე.
თესლის და გველის ბაპტისტები იმ სექტის განშტოებაა, რომელიც ტენესის შტატში
მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა. გველის ბაპტისტები ყველა ურწმუნოს
ევას და სატანის შთამომავლებად, ანუ სატანის თესლად მიიჩნევდნენ, რომლებიც
განწირული იყვნენ მარადიული წყევლისათვის, მაშინ, როცა მორწმუნეები ღვთიური
თესლისგან წარმოშობილად მიაჩნდათ და მათთვის ციური სასუფეველი იყო
გამზადებული. სუპრალაპსარიანელი დოგმატიკოსების განშტოება არსებობდა 1835
წლიდან. ეს მოძღვრება წარმოადგენს უკიდურესი კალვინისტური დოქტრინის
უკიდურეს ვარიანტს იმის შესახებ, რომ ადამიანის ხსნა მთლიანად ღვთის ხელშია და
ადამიანზე არ არის დამოკიდებული. ამ მოძღვრების მიმდევრები წინააღმდეგი
იყვნენ ნებისმიერი ინსტიტუტისა, მათ შორის ეკლესიის, როგორც მორწმუნეთა
ორგანიზაციის.

[243] ჩაბერვისა თუ ხელდასხმის თუ სულიწმინდის გადმოსვლის შესახებ - ჩაბერვა


ხელდასხმისას არის სიმბოლო სულიწმინდის გადმოსვლისა და ბოროტი სულების
განდევნისა.

[244] ბენ ჯონსონი - (1572-1637) ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

[245] მისტერ მუნენი - როგორც ჩანს ჯოისის თანაკურსელი.

[246] per aspera ad astra - (ლათ.) ეკლიანი გზით - ვარსკვლავებისაკენ.


[247] ლეპარდსტაუნი - დუბლინის ჰიპოდრომი.

[248] მასონები - მასონები კათოლიკეების მიერ ჭეშმარიტი რელიგიის ისეთივე


მტრებად იყვნენ მიჩნეულნი, როგორც პროტესტანტები.

[249] ლიმბო - კათოლიკეებისათვის შუალედური სფერო განსაწმენდელსა და


ჯოჯოხეთს შორის, სადაც სიკვდილის შემდეგ ხვდებიან ძველი აღთქმის წმინდანთა
და მოუნათლავი ბავშვების სულები.

[250] მისტერ გილბერტის ნაწარმოებები - უილიამ გილბერტი (1838-1911)


ინგლისელი დრამატურგი, ლიბრეტისტი, იუმორისტი. შექმნა ოპერებისა და
ოპერეტების დიდი რეპერტუარი. ქვემოთ ციტირებული სტრიქონები კომიკური
ოპერა „მიკადოდანაა“.

[251] მარტინო - სწორად - ფერნანდო ვუდ მარტინი (1863-?) ამერიკელი ქიმიკოსი -


ქვემოთ სიტყვების თამაშია.

[252] ბელფასტში გაეგზავნა სასწავლებლად - ანუ ბელფასტის სამეფო


(პროტესტანტულ) კოლეჯში (დაარსდა 1849 წელს) ცნობილი იყო პროინგლისური
განწყობილებით.

[253] Ego habeo - (ლათ.) მოვაწერე.

[254] Quod - (ლათ.) რა?

[255] per pax universalis - (ლათ.) საყოველთაო მშვიდობას.

[256] მეფის ფოტოგრაფია - იგულისხმება ნიკოლოზ მე-2 (1868-1918), მან 1898 წ.


ევროპის სახელმწიფოებს მიმართა ცირკულარული ნოტით, რესკრიპტით -
მარადიული მშვიდობის დამყარების შესახებ. ჯოისის ირონია იმითაა გამოწვეული,
რომ მისი „მშვიდობისმოყვარული“ პოლიტიკის მიუხედავად, ნიკოლოზ მე-2-მ 1904
წელს იაპონიასთან ომი წამოიწყო.

[257] Credo …estis - მე ვფიქრობ თქვენ გამოუსწორებელი მატყუარა ხართ. სახეზე


გეტყობათ, რომ საშინლად ცუდ ხასიათზე ხართ.

[258] არავითარი სტიმულიზატორები... ძუკნებს - დაცინვა მაშინდელ პოპულარულ


ლოზუნგებზე - მშრალ კანონზე და ქალების საარჩევნო ხმის უფლებაზე.

[259] Quis…vos - (ლათ.) ვინ არის ცუდ ხასიათზე, თქვენ თუ მე?

[260] უიკლოუ - პატარა ქალაქი ირლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროზე, საიდანაც


არის კრენლი.

[261] უილიამ ტომას სტედი - (1849-1912) ინგლისელი ჟურნალისტი და პოლიტიკური


მოღვაწე. 1890-იან წლებში იყო მშვიდობის მომხრე და ერთ-ერთი ინიციატორი
ევროპის შეერთებული შტატების ლოზუნგისა.

[262] რაც შეიძლება მეტი ბედნიერება, რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის -


ინგლისელი სოციოლოგის და იურისტის, იერემია ბენტამის (1748-1832)
ფილოსოფიური სისტემის პრინციპი. ბენტამის ფილოსოფიას საფუძვლად უდევს
„სარგებლიანობის პრინციპი,“ რომლის მიხედვით, ადამიანთა ქმედების მორალური
შეფასება, მის მიერ მოტანილი სარგებლობის შესაბამისი უნდა იყოს.

[263] სოციალიზმს ირლანდიელმა ჩაუყარა საფუძველი - იგულისხმება ჯეიმზ ო


ბრეინი (1803-1864). ირლანდიელი ადვოკატი და რეფორმატორი. ჩარტისტული
მოძრაობის მონაწილე. იბრძოდა სოციალიზმის იდეალებისათვის.

[264] კოლინზი - ჯონ ელტონ კოლინზი (1676-1729), ინგლისელი ფილოსოფისი,


ლოკის მიმდევარი, თავისუფალი აზროვნების მქადაგებელი.

[265] ლოტი კოლინზმა... თქვენსას? - უხამსი შინაარსის სიმღერა იმდროინდელი


ვარიეტედან.

[266] pax…globum - (ლათ.) მშვიდობა მთელ სისხლმოწყურებულ მსოფლიოს.

[267] nos jocambus - (ლათ.) მოდი ბურთი ვითამაშოთ.

[268] Super spotium - (ლათ.) ადგილზე.

[269] დიდი ნაბიჯი ფიანა - ფიანა - ფენიანების საბრძოლო შეძახილი.

[270] ლიგის კლასი - იგულისხმება გელური ლიგა.

[271] ყველა იეზუიტს მამაოს რომ ეძახდა - ე. ი. დავინი ვერ არჩევდა მღვდლებს,
რომელთათვის „მამაო“ -თი უნდა მიემართა და სხვა იეზუიტ მასწავლებლებს,
რომელთათვის უნდა მიემართა „მისტერ“.

[272] ჰარკორტ-სტრიტზე - დავინს მხედველობაში აქვს სტივენთან საუბარი


თანამედროვე ხელოვნების მუნიციპალურ გალერეაში, რომელიც ჰარკორტ-სტრიტზე
მდებარეობს.

[273] განვიდეთ - განვიდეთ ზოგად ველად - ეუბნება კაენი აბელს, როცა მოსაკლავად
მიჰყავს. ბიბლია. შესაქმისა. 4.8.

[274] არისტოტელეს არ მოუცია შიშისა და თანაგრძნობის განსაზღვრება -


„პოეტიკაში,“ რომელიც ამ შემთხვევაში მხედველობაში აქვს სტივენს, თანაგრძნობისა
და შიშის განსაზღვრება მართლაც არ არის. მაგრამ ეს განსაზღვრება არის მის სხვა
თხზულებებში („სულის შესახებ“ და ა.შ.).

[275] კარმელიტი - ბერების ორდენი, დაარსებული დაახლოებით 1156 წელს,


ბერტოლდ კალაბრიელის მიერ. ორდენის განაწესი ძალიან მკაცრი იყო. ბერები ცალ-
ცალკე სენაკებში ცხოვრობდნენ. არ ჭამდნენ ხორცს და მთელ დროს ლოცვასა და
მდუმარებაში ატარებდნენ.

[276] სტატისი - სიმშვიდე, სიწყნარე.

[277] არხზე გადებული ხიდი - იგულისხმება ხიდი გრენდკანალზე. სტივენი და


ლინჩი ფილოსოფიურ და ესთეტიკურ პრობლემებზე არისტოტელეს სკოლის
მსგავსად სიარულისას მსჯელობდნენ.

[278] კინეზისი - მოძრაობა.


[279] პლატონი ამბობს, რომ მშვენიერება, ჭეშმარიტების ბრწყინვალებაა - ასეთი
განმარტება არის დიალოგებში „ფედრა“ და „ნადიმი“.

[280] ევგენიკა - დისციპლინა, რომელიც ადამიანის მემკვიდრეობითობის


გაუმჯობესების გზებს სწავლობს.

[281] სახეობათა წარმოშობა - ჩარლზ დარვინის (1809-1882) ცნობილი ნაშრომი (1859)


იმ წლებში დარვინის კანონებს ხშირად აზოგადებდნენ ადამიანთა საზოგადოების
კანონებზე.

[282] პატრიკ დანის საავადმყოფო - აშენებულ იქნა ცნობილი ირლანდიელი ექიმის


და საზოგადო მოღვაწის, პატრიკ დანის (1642-1713) მიერ.

[283] pange lindgua gloriosi - (ლათ.) „ადიდე ენავ ჩემო“. სტივენი შეცდომით მიაწერს ამ
ჰიმნს თომა აქვინელს. ის ეკუთვნის შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ
პოეტს - ეპისკოპოს პუატიეს. ვენანცია ფორტუნატუს (530-600) არიოგრაფს.

[284] Vexilla …Fortunatus- (ლათ.) ჰიმნი. „სამეფო დროშები ფრიალებენ“ - ლინჩი


ჰიმნის მე-4 სტროფს მღერის.

[285] Impleta…Deus - აღსრულდა, აღსრულდა

სიტყვაი დავითის, რომელი ეუწყა ტომთა და ენათა, ძელით მეუფებდეს უფალი


თქვენზედა.

[286] ინდოეთის უწყება - იგულისხმება სამოქალაქო სამსახური ინდოეთში.

[287] კლარკთან მომუშავე ირლანდიელები - ტომ კლარკი (?-1916) თამბაქოს


მაღაზიის მეპატრონე დუბლინში, სადაც ფენიანები არალეგალურად ყიდულობდნენ
იარაღს. მონაწილეობდა 1916 წლის აჯანყებაში. დახვრიტეს სხვა აჯანყებულებთან
ერთად.

[288] კერი - ხორცისაგან, ბოსტნეულისაგან ან თევზისაგან დამზადებული კერძი და


ინდური სანელებლით - კერით შეკაზმული.

[289] საველე კლუბი - ბუნების შემსწავლელთა საზოგადოების კლუბი.

[290] გლენმალიური - პარკი დუბლინის სამხრეთ ნაწილში.

[291] ლაოკოონი - გერმანელი მწერლის, განმანათლებლის ლესინგის (1729-1781)


ტრაქტატი ესთეტიკაში, რომელშიც გაანალიზებულია ხელოვნების სხვადასხვა
სახეების თავისებურებები და საზღვრები, ასევე შედარების კრიტერიუმები,
რომლებიც სხვადასხვა ესთეტიკურ მოვლენას შეესაბამება.

[292] ლუიჯი გალვანი - (1737-1798) იტალიელი ფიზიოლოგი და ფიზიკოსი.


ელექტროობის მოძღვრების ერთ-ერთი ფუძემდებელი. მიატოვა მასწავლებლობა
ბოლონიის უნივერსიტეტში, რადგანაც რწმენა და მეცნიერული პრინციპები
შეუთავსებლად მიიჩნია.

[293] ფილიპ კრემპტონი - (1777-1858) ცნობილი დუბლინელი ქირურგი.


[294] „ტერპინ-გმირი“ - ხალხური ბალადა.

[295] Ego credo …in Liverpoolio - (ლათ.) მე ვფიქრობ, ღარიბები ლივერპულში ცუდად
ცხოვრობენ. საშინლად ცუდად.

[296] ვილანელი - თავდაპირველად მწყემსების სიმღერა შუასაუკუნეების ფრანგულ


და იტალიურ ხალხურ პოეზიაში - სამსტრიქონიანი სტროფი ერთფეროვანი რიტმით
და გამეორებებით „ვილანელი მაცდური“ - ჯოისის ლექსი (1900).

[297] ლიტოგრაფია - ჩვეულებრივ ასეთ ლიტოგრაფიებზე გამოსახულია იესოს


გულიდან სისხლისდენა, სიმბოლო მსხვერპლის გაღებისა კაცთა მოდგმის
ხსნისათვის.

[298] აზენკურის გამარჯვების სიმღერა - აზენკურის გამარჯვება. ასწლიანი ომის


ერთ-ერთი ეპიზოდი, როცა 1415 წლის 25 ოქტომბერს ინგლისის არმიამ ფრანგების
არმია დაამარცხა.

[299] „მწვანე სახელოს“ მხიარული მელოდია - სიმღერის სრული დასახელებაა.


„ლედი გრინსლივზის ახალი ნატიფი სონეტი“. დაახლოებით მე-16 საუკუნეში
შექმნილი სიმღერა.

[300] გერარდინო დე ბორგო სან დონინო - (?-1276) მღვდელი, ცნობილი თავისუფალი


აზროვნებით. გარდაიცვალა ციხეში მღვდლის წოდება ჩამორთმეული. მის
ბიოგრაფიაში სასიყვარულო კავშირების შესახებ ცნობილი არ არის.

[301] კილარნის მთებს და ტბებს შორის - მ. ბალფის (1808-1870) - ირლანდიელი


კომპოზიტორის და ოპერის მომღერლის - ბალადის პირველი სტრიქონი. კილარნი -
თვალწარმტაცი რაიონი ქვეყნის სამხრეთ დასავლეთით, რომელიც ცნობილია თავისი
ტბებით.

[302] კორკ ჰილი - მდებარეობს სეინტ-სტივენზ გრინის ახლოს.

[303] მოიკოლენი - პატარა გარეუბანი ირლანდიის დასავლეთით.

[304] უცნაური დამცირება ქალური ბუნებისა - მენსტრუაცია.

[305] კორნელიუს აგრიპა - (1486-1535) ამტკიცებდა, რომ ჩიტებს ბედნიერება მოაქვთ,


თუ მარჯვნივ დაჯდებიან და მათი რაოდენობა ლუწია.

[306] ემანუელ სვედენბორგი - (1688-1772) შვედი მეცნიერი, მისტიკოსი. თავის


თხზულებებში გამოთქვამდა მოსაზრებას ადამიანის აზრებთან ჩიტების ფრენის
შესაბამისობის შესახებ.

[307] ავგური - ძველ რომში ქურუმი წინასწარმეტყველი, რომელიც ღმერთის ნებას


ჩიტების ჭიკჭიკის და ფრენის მიხედვით განმარტავდა.

[308] ტოტი - ეგვიპტელთა მწერლების, მთვარის, სიბრძნის, დროის და ხელოვნების


ღმერთი.

[309] ლოცვისა და კეთილგონიერების სახლი - იგულისხმება ირლანდია.


[310] დახარეთ თქვენი… მქუხარე წყალი - უილიამ ბატლერ იეიტსის (1865-1939)
ირლანდიელი პოეტის და დრამატურგის პიესის „გრაფინია კეტლინის“ მთავარი
გმირის გრაფინია კეტლინის სიკვდილისწინა სიტყვები. ამ პიესის პრემიერაზე
სკანდალი მოხდა. პიესაში კეტლინი, რომელიც ირლანდიის სიმბოლოა, ეშმაკს
მიჰყიდის სულს, რათა იხსნას თავისი ხალხი შიმშილისაგან. უკანასკნელ სცენაში ის
ემშვიდობება ძიძას და მეგობარ პოეტს.

[311] ეროვნული თეატრის გახსნის საღამო - იგულისხმება ირლანდიის


ლიტერატურული თეატრის გახსნის საღამო. ამ თეატრის გარშემო თავი მოიყარეს
ირლანდიის საუკეთესო დრამატურგებმა. იეიტსმა, სინგმა (1871-1909) და სხვებმა.
სტივენი იგონებს სკანდალს, რომელიც „გრაფინია კეტლინის“ პრემიერაზე მოხდა.
პიესა მკვეთრად გააკრიტიკეს და დრამატურგი დაადანაშაულეს ნაციონალური
ხასიათის დამახინჯებაში. მიუხედავად თავისი რთული და კრიტიკული
დამოკიდებულებისა იეიტსის მიმართ, ჯოისმა „გრაფინია კეტლინის“ წინააღმდეგ
ხელი არ მოაწერა.

[312] „ტებლეტი“ - ინგლისური კათოლიკური ყოველკვირეული გაზეთი, რომელიც


ცნობილი იყო რეაქციულობით.

[313] პაიკი e4-ზე - ჭადრაკში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაწყება მეფის


პაიკის ორი უჯრით გადაადგილებით.

[314] ლამერმურის პატარძალი - ვალტერ სკოტის რომანი.

[315] ბანტრის ბანდა - იგულისხმება ტიმოტი მაიკლ სალივენი (1827-1914) და მისი


ძმისშვილი - ტიმოტი მაიკლ ჰილი (1855-1931). პოლიტიკური მოღვაწეები. პარნელის
მომხრეები.

[316] ფორსტერები ბელგიის მეფეები იყვნენ - ტემპლი ბევრ უზუსტობას უშვებს. ის


ალბათ გულისხმობს ლეოპარდ პირველს (1790-1865), ბოლდუინ პირველის
შთამომავალ ჰერცოგ საკსენ კობურსკის უმცროს ვაჟს. მისი ვაჟიშვილი ლეოპოლდ მე-
2 არის ალბათ ის მეორე მონარქი, რომელზეც ლაპარაკობს ტემპლი.

[317] გირალდუს კემბრენსისი (ჯერალდ ბარი) (1146-1220) - ირლანდიელი


ჟამთააღმწერელი. ავტორი შრომებისა „ირლანდიის დაპყრობა“ და „ირლანდიის
ტოპოგრაფია“, მის შრომებში დედალოსები არ არიან მოხსენებული.

[318] Pernobilis…familia (ლათ.) - უკეთილშობილესი და უძველესი გვარი. ასე


მოიხსენიებს ჟამთააღმწერელი ფიც-სტივენებს, რომლებსაც არავითარი კავშირი არა
აქვთ დედალოსების ოჯახთან და რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს
ირლანდიის დაპყრობაში. ტემპლი ქარაგმულად მიანიშნებს სტივენის გატაცებაზე
ინგლისური კულტურით და იმაზე, რომ ის უარს ამბობს შეუერთდეს ირლანდიის
ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.

[319] paulu post futurum - (ლათ.) რამდენადმე ნაადრევი.

[320] რკინის გვირგვინი - შუასაუკუნეების ტანჯვის იარაღი. რკინის გავარვარებული


გვირგვინი, რომელსაც თავზე ჩამოაცმევდნენ მოღალატეებს.
[321] „სიბნელე ეშვება ზეციდან“ - შეცვლილი სტრიქონი ინგლისელი მწერლის
თომას ნეშის (1567-1601) კომედიიდან „სამერის უკანასკნელი ნება და ანდერძი“.
სწორია „სიბნელე ეშვება ჰაერიდან“.

[322] დაულენდის, ბერდის და ნეშის საუკუნეში - ინგლისური აღორძინება.


დაულენდ ჯონი (1563-1626), ბერდ უილიამი (1543-1623), თომას ნეში (1567-1610) - ამ
პერიოდის კომპოზიტორები.

[323] დოყლაპია სტიუარტი - იგულისხმება იაკობ პირველი სტიუარტი (1566-1625)


ინგლისის და ირლანდიის მეფე. მის მმართველობას უკავშირდება აღორძინების
სულის ჩაქრობა. ჯოისი მას დოყლაპიას უწოდებს, რითაც მიანიშნებს მის გაუბედავ
და წინააღმდეგობრივ საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.

[324] კოვენტ გარდენი - მოედანი ლონდონში, სადაც ხილის, ბოსტნეულის და


ყვავილების მთავარი საბითუმო ბაზარი იყო 1661-დან 1974 წლამდე.

[325] კორნელიუს ა ლაპიდი - (1567-1637) კათოლიკე ღვთისმეტყველი. იეზუიტი.


ბიბლიის კომენტატორი.

[326]

[327] ადელფი - სასტუმრო დუბლინში.

[328] გამოუშვით ... მოსვლად - იესო ქრისტეს ფარული ციტირება: „აცადეთ ყრმებსა
მაგას მოსლვად ჩემდა“... ახალი აღთქმა. მათე. 19.14.

[329] რატომ აგზავნის ეკლესია მათ ჯოჯოხეთში - კათოლიკური რელიგიის


მიხედვით, მოუნათლავი ბავშვები სიკვდილის შემდეგ ლიმბოში კი არ ხვდებიან,
არამედ ჯოჯოხეთში, სადაც დანტეს მიხედვით, მათი ხვედრი არის მწუხარება
ტანჯვის გარეშე.

[330] ჯოჯოხეთი ...სატანის ნაცრისფერი მეუღლე - იგულისხმება ცოდვიანობა -


სატანის ქალიშვილი და მეუღლე. ეს სახე გამოყენებული აქვს ჯონ მილტონს
„დაკარგულ სამოთხეში“.

[331] როსკომანი - საგრაფო ცენტრალურ ირლანდიაში და პატარა ქალაქი იმავე


საგრაფოში.

[332] ზიგფრიდი - იგულისხმება გერმანელი კომპოზიტორის რიჩარდ ვაგნერის (1813-


1883) ოპერა „ზიგფრიდი“. სტივენისათვის და მთელი მისი თაობისათვის ვაგნერი
იყო რევოლუციონერი ხელოვანის, ნოვატორის განსახიერება.

[333] არ ვემორჩილები - სატანას სიტყვები, წარმოთქმული სამოთხიდან განდევნისას.


ბიბლია. იერემია წინასწარმეტყველი. 2.20.

[334] წარვედი ჩემგან წყეულო ცეცხლსა მას საუკუნესა - იესო ქრისტეს სიტყვები,
რომლითაც ის მიმართავს ცოდვილებს საშინელ სამსჯავროზე. სახარება. მათე. 25.41.

[335] საზრიანი, მარჯვე, უშფოთველი გამჭრიახი - თვისებები, რომლებიც უნდა


ჰქონდეს წმინდანს თომა აქვინელის აზრით.
[336] პასკალი... ეკოცნა - პასკალი (1623-1662) ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი,
ფიზიკოსი, მწერალი. ის მართლაც არ აძლევდა დედას ნებას, რომ მისთვის ეკოცნა. არ
არის შემთხვევითი, რომ კრენლი ასეთი მკვეთრი სიტყვებით მოიხსენიებს მას.
იეზუიტები უკიდურესად უარყოფითად იყვნენ განწყობილნი იანსენისტების - ერთ-
ერთი არაორთოდოქსალური მიმდინარეობის მიმართ კათოლიციზმში, რომლის
ერთ-ერთი თეორეტიკოსი პასკალიც იყო.

[337] ალოიზ გონზაგა - (1568-1591) იტალიელი იეზუიტი. გარდაიცვალა


ყვავილისგან, რომელიც იმ ავადმყოფებისგან გადაედო, რომელთაც უვლიდა.

[338] იესო ქრისტეც... სახალხოდ - სტივენს მხედველობაში აქვს შემდეგი ადგილი


სახარებიდან: „და მივიდნენ მისი ძმები და დედა, გარეთ დადგნენ და გაგზავნეს მის
დასაძახებლად. მის გარშემო ხალხი ისხდა, როცა უთხრეს გარეთ შენი დედა და შენი
დანი და შენი ძმანი არიან და შენ გეძებენო. პასუხად უთხრა: ვინ არიან ჩემი დედა და
ჩემი ძმები?“ მის გარშემო მსხდომთ გადახედა და თქვა: აჰა ჩემი და და ჩემი ძმები,
რადგანაც ის, ვინც ღვთის ნებას შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც“. ახალი
აღთქმა. მარკოზი. 3.31.35

[339] სუარესი - ფრანცისკ სუარესი (1548-1617) ცნობილი ესპანელი თეოლოგი,


იეზუიტი. თომა აქვინელის შრომების კომენტატორი. ამტკიცებდა, რომ ქრისტეს
ზემოთ ხსენებული სიტყვები ადასტურებენ მის უდიდეს მოწიწებას დედის მიმართ.

[340] საფლავი განგოზილი - ალუზია ქრისტეს სიტყვებისა ფარისეველთა მიმართ:


„ვაი თქვენ მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო და რამეთუ მიმსგავსებულ
ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან
სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაითა და ყოვლითა არაწმიდებითა“. ახალი
აღთქმა. მათე. 23.27.

[341] მეშინია... სიარულის - ეს ნაწყვეტი ავტობიოგრაფიულია. ჯოისი ძალიან


ცრუმორწმუნე იყო. ბევრი ცრურწმენა, როგორიცაა ვთქვათ მეხის შიში, მას მამიდამ
ჩაუნერგა ბავშვობაში. ჯოისს ეს შიში ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა, მას შემდეგაც, რაც
რწმენა დაკარგა. როცა მეგობრები ამის გამო დასცინოდნენ, ჯოისი ამბობდა: „თქვენ
იეზუიტებს არ აღუზრდიხართ“.

[342] როცა კათოლიკური ეკლესია იდევნებოდა - იგულისხმება მე-16 - მე-17


საუკუნეები, როცა ინგლისში კათოლიკეები იდევნებოდნენ.

[343] პემბრუკის რაიონი - მდებარეობს დუბლინის გარეუბანში.

[344] როზი ო გრეიდი - სიმღერა მოდ ნიუჯენტის სიტყვებზე და მუსიკაზე.

[345] Mulier cantat - (ლათ.) ქალი მღერის.

[346] Et…eras - (ლათ.) შენც იესო გალილეველთან იყავი? ახალი აღთქმა. მათე 26.29.
ქალის სიტყვები, რომელიც ბრალს სდებს ქრისტეს მოწაფეს-პეტრეს იმაში, რომ
ქრისტეს მიმდევარი იყო.

[347] უმოკლესი გზა სელიგეპიდან ლერესამდე - სელიგეპი და ლერესი პატარა


დასახლებებია დუბლინთან ახლოს, რომელთა შორის პირდაპირი გზა არ არის.
[348] ხუან მარიან დე ტალავერი - (1536-1623) ესპანელი ისტორიკოსი, პოლიტიკური
მოღვაწე, თეოლოგი. სტივენს მხედველობაში აქვს მისი ტრაქტატი „მეფისა და მეფის
ხელისუფლების ინსტიტუტის შესახებ“. (1599).

[349] ლისონ პარკი - მდებარეობს ინგლისის გარეუბანში.

[350] უძლური წელი ელიზაბეტის და ზაქარიასი - და შემდეგი აბზაცი ბოლომდე


არის „ცნობიერების ნაკადის“ ტექნიკით გადმოცემა გონებაში მიმდინარე აზროვნების
პროცესისა, რამაც შემდგომი სრულყოფა ჰპოვა გვიანდელი ჯოისის შემოქმედებაში.
ცნობიერება კრენლის მოხუცი მშობლებიდან ელიზაბეტზე და ზაქარიაზე - იოანე
ნათლისმცემლის მშობლებზე გადადის (ლუკა 1.5-25). შესაბამისად თვითონ კრენლიც
კომიკურად დამდაბლებულ ხარისხში, იოანე ნათლისმცემელთანაა შედარებული,
ლეღვის ჩირი კი, ის რომ ღეჭავს, საკვებთან, რომელსაც იოანე იღებდა უდაბნოში
განდეგილობის დროს.

[351] წმინდა იოანეს ლათინურ ჭიშკართან - იგულისხმება იოანე ღვთისმეტყველის


განთავისუფლება მდევრებისაგან ლათინურ ჭიშკართან რომში.

[352] თავისუფალია სული... მკვდრების დამარხვა - შემთხვევითი არ არის, რომ


დღიურში შემდეგი ჩანაწერი იწყება სიტყვებით: „თავისუფალი ვარ“. შემთხვევითი
არაა ციტატა სახარებიდან: „მკვდრებს დაანებე თავიანთი მკვდრების დამარხვა“
იესოს სიტყვები, მიმართული მოწაფეებისადმი. „მეორეს კი უთხრა „გამომყევი“. მან
თქვა: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო“. იესომ კი უთხრა
მას, „მკვდრებს დაანებე თავიანთი მკვდრების დამარხვა, შენ კი წადი და იქადაგე
ღვთის სასუფეველი“ (ლუკა. 9.59-60). სტივენი, რომელმაც სამშობლოდან წასვლის
გადაწყვეტილება მიიღო, მტკივნეულად თავისუფლდება კრენლის მეგობრობისაგან,
რომელიც ერთდროულად საძულველი და საყვარელი ირლანდიის სიმბოლოა,
მაგრამ, იგი, შეიცნო რა თავისი დანიშნულება, უნდა განთავისუფლდეს ყოფითისაგან
და ფერხთა მტვერი მოიცილოს.

[353] იესოს და მის მამიკოს შორის ურთიერთობა - იგულისხმება წმინდა იოსები,


მარიამ ღვთისმშობლის მეუღლე.

[354] ნოლანელი ბრუნო - ჯორდანო ფილიპ ბრუნო ნოლანიდან (1548-1600)


იტალიელი ფილოსოფოსი და პოეტი. პანთეიზმის მიმდევარი. იდევნებოდა
ეკლესიისგან მისი შეხედულებების გამო. იტალია მიატოვა და საფრანგეთში,
ინგლისში და გერმანიაში ცხოვრობდა. იტალიაში დაბრუნებულს 1592 წელს ბრალი
დასდეს ერესში და რვაწლიანი პატიმრობის შემდეგ კოცონზე დაწვეს. ჯოისმა
ბრუნოს ფილოსოფიის მნიშვნელოვანი გავლენა განიცადა და მას ახალგაზრდობისას
რამდენიმე სტატია მიუძღვნა. განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ბრუნოს მიერ
ფორმულირებული კონტრასტების თეორიით.

[355] risotto…bergamasca - ბერგამული რიზოტოს რეცეპტი - ნაციონალური


იტალიური კერძი, რომელიც ბრინჯისგან მზადდება.

[356] ჩემს პარკს ვკვეთდი - სტივენს მხედველობაში აქვს, რომ მას წმ. სტეფანეს
სახელი ჰქვია. აქ ხდება გადასვლა ყოფითიდან მითურ პლანში. აზრობრივად
სტივენი გადადის გალილეაში, მაგრამ მას იესო ქრისტეს ჯვარცმის სცენას კი არ
წარმოიდგენს, არამედ პაროდირებას აკეთებს. შეადარეთ - „ჯარისკაცებმა რომ ჯვარს
აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსელი და გაყვეს ოთხ ნაწილად. თითოეულ ჯარისკაცს
შეხვდა თავისი წილი და კვართი. კვართი არ იყო შეკერილი, თავიდან ბოლომდე
ნაქსოვი იყო. ერთმანეთს უთხრეს „ნუ დავხევთ წილი ვყაროთ მასზე, ვნახოთ ვის
შეხვდება“ (იოანეს სახარება 19.23-24). ჯოისთან არის, რომ კვართი კამათელში
გაითამაშეს.

[357] მაინტერესებს... ის ხომ ძალიან ავად იყო - სტრიქონები ინგლისელი პოეტის -


უილიამ ბლეიკის (1757-1827) ლექსიდან - „უილიამ ბონდი“ (1803), რომელშიც
სალაღობო ფორმით აღწერილია სიყვარულისგან სიკვდილი.

[358] როტონდა - მრგვალფასადიანი შენობა ახლანდელ პარნელის მოედანზე,


რომელშიც არის თეატრი და საკონცერტო დარბაზი.

[359] ო, ვილი, როგორ გვაკლიხარ - ამერიკელი კომპოზიტორის - სტივენ ფორსტერის


(1826-1864) სიმღერა. გლადსტონის მიმართ ირლანდიელებს განსხვავებული
დამოკიდებულება ჰქონდათ - ლამის გმირად შერაცხეს, როცა „ჰომრულს“ მხარი
დაუჭირა და მოღალატედ, როცა ირლანდიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგი იყო.

[360] დედას ბავშვი ნილოსში ჩაუვარდა - სტივენის მიერ მოყვანილი ეს ლოგიკური


პარადოქსი ძალიან დამახასიათებელია სტივენის და თვით ჯოისის სქალასტიკური
აზროვნებისათვის და ეს ისტორია სავსეა ავტოირონიით.

[361] ლეპიდუსი იტყოდა... წარმოშვას - მარკ ლეპიდუსი ემილი უმცროსი (89-12 ჩვ. წ.
ა.) რომაელი პოლიტიკური მოღვაწე, კეისრის თანამებრძოლი. ჯოისს მოჰყავს
პერიფრაზა შექსპირის პიესიდან „ანტონიო და კლეოპატრა“ მოქ. მე-2. სურათი მე-7.

[362] ნათელი სოფლისა - თავის ეჭვიანობასაც კი სტივენი რელიგიური სახეებით


გამოხატავს. მის სიტყვებში ირონიზირებულია სახარებისეული ციტატა: „თქვენ
ხართ წუთისოფლის ნათელი ... სანთელს რომ აანთებენ ჭურჭელქვეშ კი არ დგამენ,
არამედ სასანთლეზე და ყველას უნათებს სახლში. ახალი აღთქმა. მათე. 5.14.15.

[363] ტარასკენ უმოკლესი გზა via ჰოლიჰედია - ტარა - ირლანდიის უძველესი


დედაქალაქი და ირლანდიის ოქროს საუკუნის, კულტურის აყვავების სიმბოლო.
ჰოლიჰედი - პორტი უელსის დასავლეთ სანაპიროზე, საითკენაც მიდიან
ირლანდიიდან გასული გემები. სტივენის სიტყვების აზრია - განდეგილობაში ყოფნა
უმოკლესი გზაა ირლანდიის ჩაწვდომისა და გაგებისათვის. Via - (ლათ) გავლით.

[364] პენიფეზერი- ჯოისის ერთ-ერთი ნათესავის გვარი, რომელიც თავის


ჟღერადობით ინგლისურში ჰგავს ძუნწს. „penny father“ - (ინგლ.) წუწურაქი, ძუნწი.

[365] მაიკლ რობერტსი იხსენებს მივიწყებულ სილამაზეს - პერიფრაზა იეიტსის


ლექსის სტრიქონისა. მაიკლ რობერტსი ირლანდიის ფანტაზიისა და ხელოვნების
სიმბოლოა.

[366] ჯონ ალფონს მალრენენი - ჯოისის კომენტატორებმა ვერ შეძლეს დადგენა, ვინ
იყო მალრენენი. ჯოისი ეტყობა აქ განგებ იყენებს ირლანდიური ჟღერადობის გვარს.
პერსონაჟის მეორე სახელია ალფონსი. ალფონსი არის კაცი, რომელიც ქალის ხარჯზე
ცხოვრობს. მარლენენი ბრუნდება დასავლეთ ირლანდიიდან, ანუ ადგილიდან,
რომელიც განსაკუთრებით უყვართ ირლანდიელ ნაციონალისტებს. ამ და შემდეგ
სიტყვებში აშკარად იგრძნობა ჯოისის დაცინვა გელური აღორძინების პროგრამის
მიმართ.

[367] მასთან მომიწევს შერკინება განთიადამდე - ამ ნაწყვეტში ისევ ერწყმის წუთიერი


განწყობილება მარადიულს. მოხუცი თანდათანობით ასოცირდება ბიბლიურ
იაკობთან. „და დადგა იგი მარტოთ მუნ და ერკინებოდა მას კაცი, ვიდრე
განთიადამდე“. ბიბლია. შესაქმისა 32.25. მოხუცი აქ ანსახიერებს სამშობლოსაც,
რომელიც სტივენს უნდა მიატოვოს და რელიგიასაც, რომელზეც მან უკვე უარი თქვა.
საერთოდ კი რომანის იდეურ პლანში იაკობის ბრძოლა ღმერთთან მარადიული
მოძრაობის სიმბოლოა, რაც აუცილებელია ხელოვნებისათვის.

[368] სულიერ ჰეროიკული გამაგრილებელი აპარატი... ყველა ქვეყანაში


დაპატენტებული - იგულისხმება დანტეს ნატიფი, რაინდული დამოკიდებულება
ბეატრიჩესთან, რომელიც მას პლატონურად უყვარდა.

[369] ძველთაძველო მამაო... აწ და მარადის - სტივენი მიმართავს დედალოსს,


რომლის სახელსაც ატარებს, მაგრამ ამ მიმართვაში ის იყენებს კათოლიკური მესის
სიტყვებს „და ახლა, და სამარადისოდ და უკუნითი უკუნისამდე“.

[370] Giu, su - იტალ. ქვემოთ, ზემოთ.

[371] Signora - იტალ. ქალბატონო.

[372] Addio - იტალ. ნახვამდის.

[373] Insomma - იტალ. ასე, რომ. მაშასადამე.

[374] Buon giorno - იტალ. გამარჯობა.

[375] Avanti - იტალ. წინ.

[376] Arrivederci - იტალ. კარგად იყავი.

[377] Buon giorno babboo - იტალ. გამარჯობა მამიკო.

You might also like