You are on page 1of 27

ჯორჯ გორდონ

ბაირონი
(1788–1824)
ჯორჯ გორდონ
ბაირონი
მამა _ ჯონ ბაირონი დედა _ ქეთრინ გორდონი
ჯორჯ გორდონ
ბაირონი
საგვარეულო მამული – ნოტინგემის
საგრაფოში მდებარე ნიუსტედის სააბატო.
ჯორჯ გორდონ ბაირონი – VI ლორდი ბაირონი
(ტიტული 10 წლის ასაკში ერგო).
საწყისი განათლება – აბერდინის სკოლაში,
შოტლანდიაში (ბავშვობის პირველი 10 წელი
გაატარა).
ჯორჯ გორდონ
ბაირონი

ინგლისში
დაბრუნების შემდეგ
ჰაროუს სკოლაში
გააგრძელა სწავლა.
უმაღლესი
განათლება კი
კემბრიჯში მიიღო.
ჯორჯ გორდონ
ბაირონი

1809 წლის ივნისში


სამოგზაუროდ მიდის
(ესპანეთი, ალბანეთი,
საბერძნეთი, თურქეთი,
მცირე აზია).
ჯორჯ გორდონ
ბაირონი
მოგზაურობისას გადასცურა დარდანელის
სრუტე (1810წლის 3 მაისს)!
მცირე აზიაში მოგზაურობისას
ალექსანდრიის მონათა ბაზარზე
გამოისყიდა და სცადა სამშობლოში
დაებრუნებინა ქართველი ტყვე გოგონა
(თირზა).
ჯორჯ გორდონ
ბაირონი

1811 წელს ბრუნდება სამშობლოში.


1812 წ. 27 თებერვალს ლორდთა პალატაში
პირველად გამოდის სიტყვით.
1812 წ. 29 თებერვალს გამოდის „ჩაილდ
ჰაროლდის მოგზაურობის“ პირველი ორი
სიმღერა.
ჯორჯ გორდონ
ბაირონი

1815 წ. იანვარში
დაქორწინდა ანა
იზაბელა მილბენკზე.
იმავე წლის მიწურულს
შეეძინა ქალიშვილი –
ადა.
ჯორჯ გორდონ
ბაირონი

1816 წელს ბაირონი ტოვებს სამშობლოს. ჯერ
შვეიცარიაში მიემგზავრება (ჟენევაში ყოფნისას
გაიცნობს და დაუმეგობრდება პერსი ბიში შელის).

მალე გადადის იტალიაში, სადაც 1823 წლამდე
ცხოვრობს. (შედარებით მშვიდი და ბედნიერი ხანა
მის ცხოვრებაში. ნაყოფიერი შემოქმედებითი
პერიოდი.)
ჯორჯ გორდონ
ბაირონი
1823 წ. 14 ივლისს საბერძნეთში მიემგზავრება.

ინგლისში დარჩენილ ქონებას ყიდის და ფულს


საბერძნეთის განმათავისუფლებელ მოძრაობას
ახმარს.
ბერძნულ დაბა მისოლუნგიში ყოფნისას ცხელებით
ავადდება და 1824 წლის 19 აპრილს გარდაიცვლება
(36 წლის ასაკში).
ჯორჯ გორდონ
ბაირონი
ლორდი ბაირონი, 1814წ. ბაირონის ქანდაკება ათენში
ჯორჯ გორდონ ბაირონი
(შემოქმედება)

ბაირონის შემოქმედება შეიძლება


პირობითად 3 პერიოდად დავყოთ:
1807–1809
1809–1817

1818–1824
ჯორჯ გორდონ ბაირონი
(შემოქმედება)
პირველი ლირიკული კრებული _ „მოცალეობის
საათები“ (1807წ.)
სატირული პოემა „ინგლისელი ბარდები და
შოტლანდიელი მიმომხილველები“ (1809წ.)
პოემა „ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობა“ [I და
II სიმღერა _ 1812წ.; III სიმღერა _1816წ.; IV
სიმღერა _ 1818წ.]
ჯორჯ გორდონ ბაირონი
(შემოქმედება)
„აღმოსავლური პოემები“ (1813–1816):
„გიაური“, „აბიდოსელი პატარძალი“,
„კორსარი“, „ლარა“, „კორინთოს ალყა“,
„პარიზინა“.
ლექსების კრებული „ებრაული მელოდიები“
(1814–15)

სატირული პოემა „ბეპო“ (1817) [პირველად


მიმართა იტალიურ სალექსო საზომს „ოტავა
ჯორჯ გორდონ ბაირონი
(შემოქმედება)
რომანტიკული დრამა „მანფრედი“ (1817)

რომანტიკული დრამა „კაენი“ (1821)

რომანტიკული დრამა „ზეცა და დედამიწა“ (1821)

ნეოკლასიცისტურ პრინციპებზე დაფუძნებული


დრამები: „სარდანაპალი“, „მარინო ფალიერო“,
„ორი ფოსკარი“.
ჯორჯ გორდონ ბაირონი
(შემოქმედება)

პოლიტიკური სატირები: „ირლანდიური


ავათარა“ (1821), „სამსჯავროს ხილვა“ (1821),
„ბრინჯაოს საუკუნე“ (1823)
უკანასკნელი ნაწარმოები (მისი შემოქმედების
მწვერვალად აღიარებული) _ დაუმთავრებელი
სატირული პოემა „დონ ჟუანი“ (1818–1824)
ბაირონული გმირი

 გმირის ახალი ტიპი, რომელსაც

მოგვიანებით ეწოდა ბაირონული.

 ამ პერსონაჟს საფუძველი ჩაეყარა


წინარერომანტიზმის ხანაში – გოთურ
რომანში.
ბაირონული გმირი
მახასიათებლები (მათ შორის,
ბაირონამდელი რომანტიკული გმირისაც):
 საზოგადოებრივი ნორმების უარყოფა /
მათ მიმართ უნდობლობა
 გაუცხოება, კონცენტრირება საკუთარ
შინაგან სამყაროზე
ბაირონული გმირი

მახასიათებლები (მათ შორის,


ბაირონამდელი რომანტიკული გმირისაც):
 არაიდეალურობა, არაერთი
ნაკლოვანება
 ამხედრების უნარი მანკიერებებით სასვე
საზოგადოების წინააღმდეგ
ბაირონული გმირი

მახასიათებლები (ბაირონისეული
პერსონაჟისა):
 მეტი ფსიქოლოგიური და ემოციური
სიღრმე
 მაღალი ინტელექტი
 უდიდესი სიყვარულისა და უდიდესი
სიძულვილის უნარი
ბაირონული გმირი
მახასიათებლები (ბაირონისეული პერსონაჟისა):
 ემოციურობა, იმპულსურობა, ფიცხი ხასიათი,
გუნებაგანწყობილების სწრაფი ცვალებადობა
 მელანქოლია, ცინიზმი, ქედმაღლობა
 თავზეხელაღებულობა, სიმამაცე, უსამართლობის
წინააღმდეგ ბრძოლისა და თავგანწირვის უნარი
ბაირონული გმირი
მახასიათებლები (ბაირონისეული პერსონაჟისა):
 ემოციური და ინტელექტუალური ტანჯვა
 ფიზიკური მიმზიდველობა, მაცდუნებლობა

 ერთგვარი მიდრეკილება თვითგანადგურებისაკენ

 შეგრძნება იმისა, რომ ღუპავს ან საფრთხეს უქმნის


თავისთვის ძვირფას ან ირგვლივ მყოფ ადამიანებს.
ბაირონული გმირი
 პირველი ბაირონული პერსონაჟი – ჩაილდ ჰაროლდი
(ყველაზე პასიური დანარჩენთაგან)
 “აღმოსავლური პოემები” [“გიაური”, “აბიდოსელი
პატარძალი”, “კორსარი”, “კორინთოს ალყა”, “ლარა”,
“პარიზინა”] – ბაირონის ტრაგიკულმა მსოფლაღქმამ და
პერსონაჟის მისეულმა ტიპმა მეტი სიღრმით იჩინა თავი
ბაირონული გმირი
“აღმოსავლური პოემების” ციკლს აერთიანებს
რომანტიკული გმირის (ე.წ. ბაირონული გმირის)
სახე, თავისუფალი კომპოზიცია, მწვავე დრამატული
კონფლიქტი, საბედისწერო ვნება, სათქმელის
ბოლომდე არ მიყვანა; საერთო ჯამში – ერთგვარი
შინაგანი ტრაგიკული კონფლიქტი გმირისა
რეალობასთან.
ბაირონული გმირი

 “მანფრედი” და “კაენი” – ბაირონული


პერსონაჟი განვითარების უკიდურეს
‘მწვერვალს’ აღწევს.
 “მანფრედის” მთავარი პერსონაჟი –
უკიდურესად ინდივიდუალისტი, საკუთარი
ნებით განდგომილი მთელი კაცობრიობისაგან.
ბაირონული გმირი
 “სარდანაპალი” – სიახლოვე კლასიკურ
ტრაგედიასთან (მიიჩნევა, რომ სარდანაპალის
სახეში ბაირონმა მეტი ჩადო საკუთარი
პიროვნული თვისებებიდან, ვიდრე ნებისმიერ სხვა
ბაირონულ პერსონაჟში)
“დონ ჟუანი” – ბაირონული პერსონაჟის
განვითარების დასკვნითი აკორდი
ბაირონული გმირი
 ზეგავლენა ბაირონის თანამედროვე და შემდგომი
თაობების მწერლებზე.
 ბაირონული გმირის ცნობილი გამოვლინბები XIX
საუკუნის ინგლისურ ლიტერატურაში:
როჩესტერი – შარლოტ ბრონტეს რომანში “ჯეინ ეირი”
ჰიტკლიფი და ქეთრინი – ემილი ბრონტეს რომანში
“ქარიშხლიანი უღელტეხილი”

You might also like