You are on page 1of 3

მარიამ ციხელაშვილი

იმსჯელეთ მიზეზებზე, რომლებიც დასაწყისში აღწერილ იდილიურ კუნძულს


სასაკლაოდ გარდაქმნის

,,ბუზთა ბატონი“ უილიამ გოლდინგის, პოსტმოდერნისტული ლიტერატაურის ერთ-


ერთი ღირსეული წარმომადგენლის, ნაწარმოებია. შინაარსის მხრივ, იგი შეგვიძლია
მივიჩნიოთ სათავგადასავლო წიგნად, სადაც აღწერილია ამბავი თვითმფრინავის
კატასტროფის შედეგად კუნძულზე ჩამოცვენილი პატარა ბიჭების შესახებ. მათი
ჯგუფი ორ ნაწილად არის გაყოფილი. პირველი- რალფის მეთაურობით, რომელიც
წესრიგისა და კანონის დაცვისკენ მოუწოდებს და მეორე- ჯეკ მერიდიუს ,,რაზმი“,
რომელიც ღორებზე ნადირობს და თავდაპირველად ბიჭებისთვის მთავარი კვების
წყაროა.

უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი ბავშვები თავდაპირველად მხიარულად


ცხოვრობენ: კოცონს ანთებენ, ნადირობენ, ერთობიან, მზეზე ირუჯებიან. ისინი ხომ
ყველაზე უცოდველი არსებები არიან, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება, მათ
შორის, გართობის საშუალებებიც. ბავშვები აღმოაჩენენ, რომ ძალაუფლება ყველაზე
მძლავრი იარაღია, ადამიანების სიცოცხლით გართობას კი ვერც ერთი თავშესაქცევი
ვერ შეედრება, მითუმეტეს, თუ არავინ გაკონტროლებს, არც მშობელი ჩანს
ახლომახლო და არც მასწავლებელი. ცივილიზებული, კარგად აღზრდილი
ბრიტანელი ბიჭები მალე გადაიქცევიან პატარა ველურებად, ზოგიერთი მათგანი კი
ნამდვილ ურჩხულად. წიგნში ძალიან შემაძრწუნებლად და მოურიდებლადაა
ნაჩვენები, რომ ურჩხული შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანში იმალებოდეს და უბრალოდ
ხელსაყრელ დროსა და შესაბამის პირობებს ელოდეს გასაღვიძებლად.

წიგნის დასაწყისი თავიდანვე დამაინტრიგებელია – ჩაკეტილ სივრცეში


მოხვედრილი ბავშვთა ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ ერთიანობა შეინარჩუნონ და
როგორმე, მაგრამ დასაწყისიდან მალევე ჩნდება დაპირისპირების პირველი ნიშნები.
იმ მომენტიდან, როცა რალფი პირველად ასწევს ნიჟარას ბელადის პოსტიდან,
იღვიძებს ინსტიქტი, რომელსაც ქვია გადარჩენისა და პირველობის დაუოკებელი
სურვილი. ეს ადამიანური ინსტიქტები უფრო საშინელი ხდება, როცა თამაშში
ერთვება ერთგვარი ცრურწმენა, რომ კუნძულზე არსებობს ურჩხული შეუზღუდავი
ძალაუფლებითა და ბოროტი სურვილებით. ბავშვურ თამაშებში სულ უფრო მეტად
იწყებს გამოკვეთას თავდაპირველად შეფარული ძალაუფლების წყურვილი. რაც
უფრო იზრდება განხეთქილება, მით უფრო მწვავდება ერთ-ერთი პერსონაჟის
სურვილი – იწოდებოდეს ბატონად, მმართველად, და სხვებზე აღზევდეს. შიმშილის,
კუნძულზე დაბუდებული უცნობი მხეცისა თუ სამუდამოდ დარჩენის შიშებიცა და
პრობლემათა მოგვარებით გამოწვეული ემოციებიც ამ წყურვილს კვებავს და
განხეთქილებას აღრმავებს. ბავშვური თამაშები ნელ-ნელა სახიფათო, სასიკვდილო
თამაშებში გადაიზრდება.

ბავშვების შიშის გამომწვევი მთავარი ფაქტორი უცნობი მხეცია. რა თქმა უნდა


სინამდვილეში ბანაკთან ახლოს არავითარი მხეცი არ არსებობს, მაგრამ სიუჟეტის
განვითარებისას იგი ნელ-ნელა იბუდებს კუნძულზე. მოვლენები საშინელი
სიჩქარით იწყებენ განვითარებას – ღორზე ნადირობა სხვა ნადირობის აზარტს
აღვივებს. ძალაუფლების სურვილთან ერთად იღვიძებს ძალადობისკენ
მიდრეკილება, და ცოტა ხანში ბავშების ნაწილი ამ მიდრეკილებას სხვებს ატეხს
თავზე. მალე კუნძულზე უკვე შემზარავი ქაოსი ტრიალებს, რომელიც ყველაფერს
მოიცავს და თავისი ფორმებით მკითხველს შოკისმომგვრელ ემოციებს ჰგვრის. რაც
უფრო მეტად ითვისებენ ამ ყველაფერს ბავშვები, მით უფრო მეტად აღიქვამენ
საკუთარ სისასტიკისა და მძვინვარების ძალას. მალე ცხადი ხდება, რომ მხეცი
მართლა არსებობს, ვინაიდან ბავშვები მას საკუთარ თავში პოულობენ, და შემდეგ
ჯოჯოხეთური დაუნდობლობით უშვებენ სანადიროდ.

ცოტა ხნის წინ ისინი ქვიშაში თამაშობდნენ და პლაჟზე სეირნობდნენ, ზღვაში


ბანაობდნენ და ტყეებში დარბოდნენ. მკითხველი კი უკვე მხეცურ მკვლელობებს
ხედავს, რომლის შემოქმედნიც – ბავშვები ყიჟინით დარბიან მთელ კუნძულზე
მსხვერპლის საპოვნელად. ვერცერთი ნადირობა ვერ შეედრება ადამიანზე
ნადირობას, და ვინც ამ გემოს გამოცდის, იგი სხვა ყველაფრის მიმართ დაკარგავს
ინტერესს. ასე რომ მას შემდეგ, რაც ჯეკი ადამიანზე ნადირობას აცხადებს კუნძულზე
ბუზთა ბატონი კუნძულის ნამდვილი მბრძანებელი ხდება. რალფის თვალით
აღწერილი ემოციას მკითხველი პირდაპირ იღებს – ესაა შიში, უსაშველო,
ჯოჯოხეთური შიში. რალფის ხედვა მხეცებისაგან გაქცევისას დაუფლებული
უსაშველო ისტერიაა, რომლის ძალა იმდენად დიდია, რომ დევნის ეპიზოდი
ბუნდოვანი ხდება და ემოცია პირველ პლანზე გადმოდის. ეს ყველაფერი მკითხველს
ერთდროულად ატყდება თავზე – ბავშვთა გადაქცევა მხეცებად, პატარა მთავარი
გმირის ისტერიული სირბილი გადასარჩენად, პირველყოფილი შიშები და ბუზთა
ბატონის ძალაუფლება.

ფინალი კი სულ სხვაგვარია. ჩაკეტილი სივრცე იხსნება, და მასში შემოდიან სხვები


–“უფროსები”, რომლებიც სრულიად მშვიდად ჩნდებიან სანაპიროზე. ერთის მხრივ
“დიდებისა” და “პატარების” კონტრასტის გაცნობიერება, ხოლო მეორეს მხრივ ასეთ
ემოციურ მომენტში სრულიად მშვიდი, დომინანტი ძალის გამოჩენა უზარმაზარ
შთაბეჭდილებას იწვევს. ნაწარმოები მაშინვე წყდება, რაც მკითხველს ამ
შთაბეჭდილებების ქვეშ ტოვებს. წინა ეპიზოდის შთაბეჭდილებები იმდენად
ძლიერია, რომ ისინი გადარჩენის შესაძლებლობით გამოწვეულ ემოციებს ფარავენ –
შიში კვლავაც მძაფრია. ამ კუნძულის ნამდვილი მბრძანებელი ბუზთა ბატონია.

მიუხედავად იმისა, რომ „ბუზთა ბატონი“, ერთი შეხედვით, ცუდად არ მთავრდება,


დასასრული მაინც საოცრად უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს – ბავშვები,
რომლებიც სახლში ბრუნდებიან, აღარასდროს იქნებიან ისეთები, როგორებიც
კუნძულზე მოხვედრამდე იყვნენ – მათ ისეთი რამ ნახეს, რაც, შესაძლოა, ბევრ
უფროსსაც არ უნახავს: ბევრი სისხლი და თანატოლები, რომლებიც მხოლოდ
თამაშისა და ძალაუფლების გამო მზად იყვნენ მათ დასახოცად. რაც შეეხება თვითონ
ბუზთა ბატონს, ის სხვა არაფერია, თუ არა ყოველი ჩვენგანის ბნელი მხარე,
ბოროტება, რომელიც ყოველ ადამიანში თვლემს.
ამგვარად, მთავარი მიზეზი, რამაც დიდი გავლენა მოახდინა იდილიური სამყაროს
სასაკლაოდ გადაქცევაზე, ესაა ადამიანების ინსტიქტები. ყველა ადამიანში არის
ჩაბუდებული ,,ბუზთა ბატონი“, რომელიც ადრე იქნება თუ გვიან თითოეულ
ჩვენგანს აუცილებლად მიგვიყვანს ნგრევამდე და სრულ განადგურებამდე.

You might also like