You are on page 1of 5

ვაშინგტონ ირვინგის ამერიკული მოთხრობები

ვაშინგტონ ირვინგი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც თვისობრივად ამერიკული


ლიტერატურის შექმნა მიეწერება. ირვინგის შემოქმედებაში წარმატებით არის
განასახიერებული ფანტასტიკური და რეალისტური პრინციპების კომბინაცია,
რბილი გადასვლები ჯადოსნური სამყაროდან ყოველდღიურ სამყაროში. მისი
მრავალი ნამუშევარი, ბუნების დიდებული აღწერითა და გმირების არაჩვეულებრივი
მახასიათებლებით შემკული, ახსენებს უკვე ცნობილ უძველეს და შუა საუკუნეების
ნაკვთებს, მათ სიახლესა და საიდუმლოებას ანიჭებს.

ირვინგის ნაწერების უმრავლესობა ევროპაზე იყო. ამერიკელი მწერლისათვის


საჭირო მასალა იყო რომანტიკული წარსული, მაგრამ დაწერა რამდენიმე
ზღაპარიც, რაც ახლა ყველაზე ცნობილია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ”რიპ
ვან ვინკლი” და ”მთვლემარე ხეობის ლეგენდა” ამერიკული ფოლკლორის
კლასიკად იქცა. ეს იყო შეგნებული მცდელობა ევროპული ფოლკლორული
ტრადიციის ამერიკის მიწაზე გადმონერგვისა, გერმანული ფოლკლორული
ზღაპრების გაშინაურება ამერიკის ევროპულ ნაწილზე, ჰოლანდიურ ამერიკულ
სოფლებში, მდინარე ჰადსონის ხეობაში, ამერიკის ხატოვან პეიზაჟებში. მას ისინი
აქ შემოაქვს, როგორც გვეუბნება ”მთვლემარე ხეობის ლეგენდაში,” იმიტომ რომ:
”მოსახლეობა, ქცევები და წეს-ჩვეულებანი (ამ წყნარი მყუდრო ადგილისა) მყარად
რჩება; როცა მიგრაციისა და განვითარების მიერ მოტანილი სწრაფი ცვლილებები,
ამ დაუღალავი ქვეყნის სხვა ნაწილებში, ძნელად აღიბეჭდება. ისინი პატარა წყნარ
ადგილებს ჰგვანან სწრაფი მდინარისა, სადაც ლერწამი იზრდება და წყნარად
ირწევა, ან სწრაფი მდინარისაგან შეუხებელი ნელა ტრიალებს მოჩვენებით
ყურეში,.”
,,მთვლემარე ხეობის ლეგენდა“ ავტორმა 1819 წელს გამოაქვეყნა, როდესაც ამერიკა
ეროვნული იდენტურობის პროცესში იყო. ამერიკელი ფიქრობდა, რომ ახალგაზრდა
ერს არ მიაჩნდა კულტურული თვითმკულტურული თვითმყოფადობა, ისევე
როგორც ეროვნული მითოლოგია და ფოლკლორი. მოთხრობის დასაწყისში
აღწერილია მდინარე ჰადსონის ხეობის აყვავებული ხეობა, ყველა ფრინველი,
ცხოველი, ფერმერებისთვის ხელსაყრელი ნიადაგი... სიუჟეტის ისტორიული ფონის
მნიშვნელოვანი ასპექტია დაძაბულობაა სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის
ადრეულ ამერიკაში. ირვინგი თავის მოთხრობაში იყენებს ძველ და ფორმალურ
სიტყვებს, ჩემი აზრით იმიტომ,რომ ტექსტის კითხვისას შექმნას სათანადო, მკაცრი
და სერიოზული განწყობა. შემოიტანოს დაძაბულობა და უფრო მეტად მძაფრი
გახადოს სიუჟეტი. მისი სტილი ხელს უწყობს სწორედ ამ განწყობის გამოხატვას.
მაგალითად, ისეთი სიტყვები, როგორიც არის : სპექტრი, წიაღი.

,,რიპ ვან ნვინკლი“ დაიწერა 1819 წელს, აშშ-ის ისტორიის კრიტიკულ მომენტში,
ამერიკაში ბრიტანეთის მმართველობის დასრულების შემდეგ. ისტორია ვითარდება
ერთ-ერთ სოფელში, რევოლუციორი ომის დაწყებამდე და მის შემდეგ. მოთხრობის
პირველ ნაწილში აშშ ჯერ კიდევ ბრიტანეთის კოლონიაა, ხოლო პერსონაჟის
გაღვიძებისას იგი ხვდება სრულიად სხვაგვარ გარემოში, ცხოვრობს დამოუკიდებელ
ქვეყანაში, სადაც თითქოს ყველაფერი მოწესრიგებულია, ტარდება არჩევნები,
ყველაფერი გაცილებით ცივილურია. ეს პერიოდი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი
უმნივნელოვანესია. იგი სწორედ არჩევნების დღეს უბრუნდება თავის ტერიტორიას,
სადაც უამრავი წელი გაატარა. თუ გადავხედავთ ისტორიას ეს უნდა იყოს ს1789
წელი, როდესაც ქვეყანაში პირველი არჩევნები ჩატარდა ან 1792, რისი შედეგიც იყო
ჯორჯ ვაშინგტონის ინაუგურაცია. მას ეკითხებიან თუ რომელ მხარეს უჭერს ხარს,
ფედერალურს თუ დემოკრატიულს, თუმცა იგი ვერ ხვდება ამ ტერმინების
მნიშვნელობას და კვლავ მეფეს ახსენებს.

,,რიპ ვან ვინკლში“ მთავარი მოქმედება მაშინ ვითარდება, როცა მთავარი პერსონაჟი
დიდი ხნით იძინებს და როცა გაიღვიძებს, აღმოაჩენს, რომ ირგვლივ ყველაფერი
შეიცვალა. ამ შემთხვევში ,,ღრმა ძილი“ მეტაფორაა და რეალობიდან გამოთიშვას
აღნიშნავს. რივ ვან ვინკლის დრო კი გაიყინა, მაგრამ რეალობამ სვლა განაგრძო და
დროის ცვლილებას აყოლილი ხალხი შეიცვალა, რიპ ვან ვინკლი კი იგივედ დარჩა.
კლასიკურ შემთხვევაში, ადამიანები, ვინც დროს ჩამორჩებიან და სწრაფ
განვითარებას ფეხს ვერ უწყობენ, უფუნქციოდ რჩებიან ხოლმე. ზღაპარში აღწერილი
ალეგორია დღესაც მრავლად შეგვხვდება თუკი გარშემო მიმოვიხედავთ. დღესაც
არიან ადამიანები, რომლებსაც მუდმივი უმოქმედობის გამო, გამოეპარებათ ხოლმე
საჭირო მომენტი და შემდეგ ვეღარ ეწევიან დროის მსვლელობას. ეს ერთგვარი
ცოცხლად სიკვდილია. ფაქტია, რომ ამერიკული საზოგადოების ცნობიერებაში
არსებობს ის მთავარი ცნება, რომელიც მათ მუდმივი განვითარებისაკენ ექაჩება. მათ
იციან, რომ როგორც კი მოძრაობას შეწყვეტ დიდი ძილის დრო მოვა და დრო
გაგასწრებს, სწორედ ამით მიაღწია ემიგრანტების ქვეყანამ თავისი განვითარების იმ
დონეს, რომელსაც დღეს ვხედავთ.

ამ მოთხრობის მთხრობელი თავად ვინკლია. იგი თავის ამბავს გვიყვება პირველ


პირში იმიტომ, რომ პერსონაჟის თვალით დანახული ამბავი უფრო მეტად
საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი იყოს. ავტორი არ იყენებს დიალოგებს. ,,რიპ
ვან ვინკლი“ მოიცავს უამრავ გამოსახულებას,იუმორსა თუ სატირას. მაგალითად:
როცა რიპი 20-წლიანი ძილის შემდეგ გამოიღვიძებს, სოფლელებიც კი არ უყურებენ
მას სერიოზულად და გიჟი ჰგონიათ, არავის სჯერა მისი ამბის და თითებს შუბლზე
იდებენ, რათა გამოხატონ მისი არანორმალურობა.

ავტორი თავის ტექსტში საკმაოდ ბევრ ზედსართავ სახელს იყენებს, დიდი


ყურადღება ეთმობა ბუნების აღწერას, რაც ხელს უწობს მკითხველის მეტად
დაინტერესებას.

ირვინგის მოთხრობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიმბოლოებს. იგი იყენებს მათ,


რათა მას სურს, რომ მკითხველს სხვა გზით აჩვენოს ის პრობლემები, რაც მას აქვს
სამყაროსთან. ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა თვითონ ვინკლი, რომელიც ,,ძველ
ქალაქს“ განასახიერებს. იგი მარტივი ენით აღწერს თითოეულ დეტალს, რადგან
მკითხველისთვის ადვილად წარმოსადგენი გახდეს მოცემული სურათი და უფრო
მეტად დაინტერესდეს. სწორედ სიმბოლიზმი და გამოსახულება არის ის ორი
მთავარი რამ, რაც ვაშინგტონ ირვინგის წერის სტილს უნიკალურს ხდის. წერს პატარა
მოთხრობებს, რადგან იმდროინდელი სიტუაციიდან გამომდიარე საზოგადოება
დიდი რომანებს არ კითხულობდა და ამას კარგად აანალიზებდა ავტორი. ასევე
აღსანიშნავია ავტორის იუმორი. რთულია სერიოზულად აღიქვა მისი მთავარი
პერსონაჟი რიპ ვან ვინკლი. იგი არ მუშაობს, დროის უმეტეს ნაწილს უაზროდ
ხეტიალსა და მეზობლებთან საუბარში ატარებს. მისი მთავარი საფიქრალი ისაა, თუ
როგორ აიცილოს თავიდან ცოლის ჩხუბი და ყვირილი. ეს მაგალითები გვიჩვენებს,
რომ ირვინგი ამ პერსონაჟში ცდილობს გამოკვეთოს არა როგორც სერიოზული,
არამედ უფრო იუმორისტული პერსონაჟი.
მიუხედავად სიუჟეტისა თემატიკის განსხვავებისა, ამ ორ მოთხრობას ერთმანეთთან
ბევრი საერთო აქვთ. პირველ რიგში, ორივე მოთხრობა შეიცავს მოჩვენებების
ზებუნებრივ ისტორიებს, რომლებიც დაკავშირებულია პერსონაჟებთან. ორივე
მოთხრობაში წამყვანი მსახიობები ჰოლანდიური წარმოშობის არიან,
განსაკუთრებული მნიშვნელპობა ენიჭება სოფლურ ცხოვრებასა და ჰადსონის
ხეობას.

ბიბლიოგრაფია

 ირვინგი, ვაშინგტონ. ,,რიპ ვან ვინკლი“. აშშ, 1819.


 ირვინგი, ვაშინგტონ. ,,მთვლემარე ხეობის ლეგენდა“. აშშ, 1819
 Does Washington Irving style and tone relate to “Rip Van Winkle”?
https://cgorman247.wordpress.com/2013/04/03/does-washington-irving-style-and-
tone-relate-to-rip-van-winkle/
 Washington Irving's Writing Style in Rip Van Winkle.
https://study.com/academy/lesson/washington-irvings-writing-style-in-rip-van-
winkle.html#:~:text=Lesson%20Summary&text=They%20create%20this%20with
%20their,making%20gentle%20fun%20of%20something).
 Vashington irving. https://cdn.fs.iliauni.edu.ge/aiYXVFqWR1OEW6O4yrWo?
&policy=eyJleHBpcnkiOjE2MDUwOTIwODEsImNhbGwiOlsicmVhZCJdLCJoYW5k
bGUiOiJhaVlYVkZxV1IxT0VXNk80eXJXbyJ9&signature=9c079a6f5dc943a6f93f9765
82c79f728c7da95a1ca9190c9ee77b144b9a617a

You might also like