You are on page 1of 2

ტყავისწინდას ციკლის რომანები

ტყავისწინდას რომანები ჯეიმზ ფენიმორ კუპერმა გამოაქვეყნა 1823-41 წლებში. მასში


შედის 5 რომანი, რომლებიც წარმოადგენენ მე-18 საუკუნის ცხოვრების საგას ნიუ-
იორკის შტატის საზღვარზე მცხოვრებ ინდიელებსა და თეთრ პიონერებს შორის.
ესენია: ,,პიონერები“, ,,უკანასკნელი მოჰიკანი“, ,,კვალის მძებნელი“, ,,პრერია“,
,,ირმებზე მონადირე“. ეს 5 რომანი არის კუპერის უდიდესი მონაპოვარი, რომელიც
ამერიკას შესძინა.

მთავარ პერსონაჟად გვევლინება ნათანიელ ბამპო, რომელიც სხვადასხვა რომანში


განსხვავებული ეპითეტით ხასიათდება. იგი პირველად გამოჩნდა რომანში
,,პიონერები“. ამ წიგნში იგი ,,natyy bampoo” სახელით გვხვდება. ,,უკანასკლენ
მოჰიკანში“- ,,hawk eye”. ,,პრერიაში“-the trapper”, ,,კვალის მძბენელში”- pathfinder და
ბოლოს ,,ირმის, კუპერის წიგნებში ძალიან ცოცხლად არის აღწერილი
"პერიფერიული" ამბები - ის გარემო, სიტუაცია და საზოგადოება, სადაც ვითარდება
სიუჟეტი. მაგალითად, ,,კვალის მძებნელში“ საინტერესოა გემის მშენებლობის ამბავი.
მისი დეტალური და ძალიან საინტერესო აღწერა. ეს ბუნებრივიც არის - კუპერი,
ფაქტობრივად, თავის სამუშაოს აღწერს, როდესაც 18 წლისა ამერიკის სამხედრო-
საზღვაო ფლოტში ჩაეწერა, სწორედ ონტარიოს ტბაზე გაამწესეს და სამხედრო გემის
აგებაში მონაწილეობდა. ,,პიონერებში“ იგი იმ კლასთა ბრძოლაში ხვდება, რომლებიც
ცდილობენ გააკონტროლონ ამერიკული მიწა და განსაზღვრონ თუ რა სახის
ცივილიზაცია ჩაანაცვლებს მათ. სწორედ იგი გახდა ერთგვარი პარადიგმა ამერიკელი
ადამიანისა. ნათანიელ ბამპო არის ამერიკული ლიტერატურის ისტორიის პირმშო.
მას აქვს საკუთარი მორალური კოდექსი და ბრმად არ მისდევს ცივილიზაციის
კანონებს. მისი ცხოვრებისეული პრინციპები სამ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ:
პირველი, ესაა ქრისტიანული მოტივები, მეორე-ცივილიზაციის კანონები და მესამე-
ინდიელებთან ცხოვრება.

სერიებში ასახულია კუპერის შეხედულებები საზოგადოებაში ინდივიდუალური


თავისუფლების მნიშვნელობის შესახებ. ტყავისწინდას რომანები ამერიკული
ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ისინი ბევრ ენაზეა ნათარგმნი და დიდი
პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. რომანები მოგვითხრობენ მის
თავგადასავლებზე. ნიო იორკის უდაბნოში მის თავისუფალ ცხოვრებასა და იმაზე,
თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა მას ცივილიზაციასთან. საინტერესოა, რომ ისინი
არაქრონოლოგიურად არის გამოცემელი, ჯერ გამოვიდა ,,პიონერები“ სადაც ბამპოს
სიბერის ამბებია მოთხრობილი და დანარჩენი ნაწილი, ახალგაზრდობა და ა.შ
მოიგვიანებით სხვა წიგნებით გამოიცა. სიუჟეტური თარიღები თარიღდება
დაახლოებით 1740-1806 წლებით და როგორც უკვე ვთქვი, ისინი არ შეესაბამები
რომანებში აღწერილ ისტორიულ მოვლენებს. ტყავისწინდას რომანები მოგვითხრობს
ერების კონფლიქტების შესახებ(ინგლისელების, ფრანგების, ამერიკელების).

სერიის მეორე რომანი ,,უკანასკნელი მოჰიკანი“ პირველად 1826 წლის თებერვალში


გამოიცა. მწერალი მოგვითხრობს მოვლენებზე ამერიკულ ფრონტზე, სადაც
მიმდინარეობს ომი ფრანგებსა და ინდიელებს შორის.

რომანი ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელების ცხოვრებას აღწერს. წიგნში ინგლისსა და


საფრანგეთს შორის ინდიელთა მიწების დაპატრონებისთვის გაჩაღებული ომის ერთი
ეპიზოდია აღწერილი. მთავარი გმირი, ნეტი ბამპო, იგივე ქორის თვალი, მისი
ძმადნაფიცი ინდიელი ჩინგაჩგუკი და ამ ინდიელის შვილი უნკასი ომში ინგლისის
მხარეს იბრძვიან. ავტორი იმ საოცარ ვაჟკაცობისა და თავდადების ამბავს აღწერს,
რომელსაც ინდიელი მეომრები ინგლისის ციხისთავის ქალიშვილების დასახსნელად
იჩენენ.

ბიბლიოგრაფია

 The Leatherstocking Tales.


https://www.britannica.com/topic/The-Leatherstocking-Tales
 https://www.penguinrandomhouse.com/books/467873/the-leatherstocking-tales-by-
blake-nevius/ The Leatherstocking Tales.
 Analysis of James Fenimore Cooper’s Novels
https://literariness.org/2018/05/28/analysis-of-james-fenimore-coopers-novels/?
fbclid=IwAR06sejDquyuz14jfyCD7BMY06YciTM1WBpNZTv_hwwOm9jP-
qanrnHo4xo

You might also like