You are on page 1of 1

ლორენს სტერნის ნაწარმოები "ტრისტრამ შენდი" თავიდან ბოლომდე ინგლისური

განმანათლებლური რომანის ტრადიციების რღვევას წარმოადგენს. ის რაც ინგლისშ 18 საუკუნის


განმავლობაშ იქმნებოდა, მთლიანად უგუნებელყო მწერალმა. მან შექმნა სრულიან სხვა
მიმდინარეობა, რაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. ინგლისური
განმანათლებლური რომანისთვის დამახასიათებელი იყო წინამორბედ ავტორის რომანის
პაროდირება , მაგალითად , სვიფტი ახდენს " რობინზონის" პაროდირებას, ჰილდინგი კი
რიცარდსონის " პამელა ენდრიუსის". ლორენს სტერნი კი მთლიანად 18-ე საუკუნის
განმანათლებლური რომანის პაროდიას ქმნის. ის არ ექცევა ჩარჩებშ, მისთვის უცხოა წესები და
შაბლონები და სრულიად ახალ ლიტერატურულ მიმდინარეეობას ქმნის. მკითხველისთვის ეს
ყველაფერი უცხოა . ის საგნების და მოვლენების ლოგიკური განლაგებიდან გადადის უცნაურ
და განსხვავებულ განზომილებაში.

განმანათლებლური რომანისგან განსხვავებით სადაც მნიშვნელოვანი იყო "ადამიანი და


სამყარო" სტერნი სრულიად სხვა რამეს აქცევს ყურადღებას ანუ " მე და სამყარო". მისთვის
მნიშვნელოვანია ინდივიიდი და არა მთლიანი საზოგაოდოება. აქ წუთები შეიძლება
დაუსრულებლად გაიწელოს , წამები კი წლებად გადაიქცეს. მწერალი ზოგჯერ განზრახ
შერჩეულ საკითხზე გაზვიადებულად , გაწელილად მსჯელობს ანუ ახდენს ჰიპპერბოლიზაციას.
რაიმე უმნიშვნელო ქმედებამ კი შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს, მაგალითად მისის შენდის
კითხვამ საათის მომართვასთან დაკავშირებით გამოიჭვია მისი შვილის მომავალი უბედურება.

წიგნის სათაურითად კი დარღვეულია განმანათლებლური რომანის წესები. მან ნაწარმოებს


დაარქვა "ჯელტმენ ტრისტრამ შენდის ცხოვრება და შეხედულებები" მაშნ როდესაც მისი
წინამორბედები ძრითადად არქმევდნენ " ცხოვრების ისტორიას". სტერნი მთავარი გმირის
საშუალებით მკითხველს ესაუბრება ამა თუ იმ საკითხებზე , უფრო ნაკლებად კი მთავარ
გმირზე. აღსაღნიშნავია რომ ნაწარმოების ბოლოს მთავარი გმირი მხოლოდ 5 წლისაა.

ავტორი მთხრობელი ტრადიციულ როლშ ა რგვევლინება ის ახლო დიალოგშ შედის


მკითხველთა და მას თანამშრომლობას სთავაზობს, სტერნი ნაწარმოებში არსებულ უკუსვლებს
ღირსებად თვლის და ამბობს რომ მის გარეშე ნაწარმოებს ამოვაცლით მზეს და სინათლეს.

You might also like