You are on page 1of 6

კენტერბერიული მოთხრობები

(ექიმისა და ინდულგენციების გამყიდველის ამბების ანალიზი)

ექიმის ამბავი

სანამ უშუალოდ ექიმის ამბავზე გადავალთ, მანამ მოკლედ ვისაუბროთ მის


პიროვნებასა და თვისებებზე. იგი გამხდარი იყო ტანად. კარგად იცოდა თავისი
სპეციალობა და ამასთანავე ასტროლოგიის სფეროშიც კარგად იყო ჩახედული.
ჰოროსკოპით მკურნალობდა ხალხს და სასურველ შედეგსაც მალევე იღებდა. ფულის
ყადრი იცოდა და აგროვებდა კიდეც. საკუთარ თავზეც ზრუნავდა. ახლა კი
გადავიდეთ ექიმის ამბავის უშუალოდ თხრობაზე.

(შინაარსი)

მონასტრის კაპელანის ამბის შემდეგ მასპინძელი მეფუნდუკე სიტყვას ექიმს


გადასცემს. იგი გვიყვება, რომაელი სწავლულის ტიტუს ლივიუსის მიერ
გადმოცემულ ამბავს, რომელიც მისივე თქმით, ნამდვილად მოხდა და სახელებიც კი
სინამდვილეს შეესაბამება. გადავიდეთ უშუალოდ ექიმის ამბის შინაარსობრივ
მხარეზე.

თურმე ოდესღაც მამულებსა და მდიდრულ სასახლეებს ფლობდა ვირგინიუსი,


ღირსებით სავსე რაინდი, რომელსაც მტერ-მოყვარე თანაბრად ჰყავდა. ამ რაინდს
ბედმა შვილად ერთადერთი ქალი არგუნა, რომელიც ენით აღუწერელი
სიმშვენიერით იყო შემკული. ქალიშვილს იეფთეისა ერქვა. სათნოებით,
ღვთისმოსაობითა და გულკეთილობით გამოირჩეოდა. იყო თავდაჭერილი, გონიერი,
მშვიდი. ისეთივე მშვენიერი იყო გარეგნულად, როგორიც შინაგანად და მისი სულიც
და სხეულიც სიწმინდის სახლს წარმოადგენდა. ქალი უბიწობის გზას ეძიებდა და
იყო სილამაზის პატრონი, რომელსაც მამაკაცის ხელი ვერასოდეს შეეხებოდა.

ერთ დღეს, როდესაც იეფთეისა საკუთარ დედასთან ერთად საყდარს ეწვია


სალოცავად, ქალაქის მოსამართლემ, რომელიც დიდი სახელისა და სიმდიდრის
მფლობელი იყო, ქალწული გზაზე ამოვლილი დაინახა და თვალს წუთიერად
ასიამოვნა, მაგრამ მან ვნებანი ვერ განიტევა და თავხედმა გადაწყვიტა, რომ ქალი
ხელში უნდა ჩაეგდო. მოსამართლეს ეშმაკი ჩაუსახლდა სულში. მიხვდა, რომ
იეფთეისას ვერასოდეს ეღირსებოდა და გადაწყვიტა ძალადობრივი და უსამართლო
გზით მისი ხელში ჩაგდება. ამ გულბოროტ მოსამართლეს აპიუსი ერქვა. მან
თავისთან დაიბარა ერთი კაცი, სახელად კლავდიუსი და თავისი მზაკვრული
ჩანაფიქრები გაანდო. კლავდიუსმა იმედი მისცა მოსამართლეს, რამაც ის დაამშვიდა.
მათ დაისახეს მზაკვრული გეგმა და კლავდიუსი თათბირის შემდეს წავიდა
საკუთარი საქმის შესასრულებლად. აპიუსი ციებ-ცხელებამ შეიბყრო დანიშნული
დღის მოლოდინში.

ერთ დღესაც, როდესაც მოსამართლე მომჩივართა საჩივრებს განიხილავდა,


მასთან გამოჩნდა თავხედი კლავდიუსი საჩივრით ხელში, სადაც რაინდ ვირგინიუსს
წამებდა ცილს. აპიუსმა რაინდის მასთან გამოცხადება ბრძანა. ღირსეული
ვირგინიუსი ეახლა მოსამართლეს და იქნვე იყო კლავდიუსი თავისის ყალბი
მოწმეებითურთ. იგი რაინდს საკუთარი მოსამსახურე ქალის უკანონოდ წართმევაში
ადანაშაულებდა. მის ბრალდებას ადასტურებდნენ ცრუ მოწმეებიც. რაინდი არ
აპირებდა გაჩუმებას, მაგრამ მოსამართლემ არ დააცადა სიტყვის თქმა და ქალის
დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება მოსთხოვა. აპიუსმა განაჩენი გამოიტანა.

კეთილშობილმა ვირგინიუსმა, რა ისმინა აპიუსის მიერ დაფარულად


მოვლენილი სატანჯველი, შინ გულდაკაწრული დაბრუნდა და ქალიშვილს
თავისთან უხმო. მან კდევამოსილ იეფთეისას თავის დაღწევის ორი გზა შესთავაზა: ან
თავის მოჭრა ან ცივი სამარე. რაინდი ძალიან წუხდა. მისი ქალიშვილი ევედრებოდა
გადაწყვეტილების შეცვლას, მაგრამ მათი არარსებობის გამო დათანხმდა და ითხოვა
უმტკივნეულოდ წარეკვეთად მისთვის კისერი. ქალს კლავს საკუთარი მამა და მის
თავს სამსჯავრო სახლში წარადგენს. ამის დამნახავი ხალხი ვირგინიუსის დასჯასაც
ითხოვს, მაგრამ იქ მყოფი ადამიანები სიმართლეს იგებენ. იგებენ კლავდიუსის
თაღლითობასაც. მოსამართლე აპიუსი დაატყვევეს. იგი ციხეში თავს იკლავს. ხალხმა
კლავდიუსის სიკვდილით დასჯაც განიზრახა, მაგრამ რაინდის დიდი თხოვნის
შემდეგ მხოლოდ მისი განდევნით შემოიფარგლნენ. ამის მიუხედავად კლავდიუსის
თანამზრახველები სიკვდილით დასჯას მაინც ვერ აცდნენ.

(ანალიზი)

ექიმის მიერ მოთხრობილ ამბავში მკაფიოდ იკვეთება ბოროტისა და კეთილის


დაპირისპირება, სადაც თავდაპირველად იმარჯვებს ბოროტი მხარე. ამავე
კონტექსტით ასევე ნაჩვენებია თუ რაოდენი სიავე და უბედურება შეიძლება
მოსდევდეს ცოდვას. ამ ყველაფრის მიუხედავად, ბოროტი და შემცოდველი ადამიანი
მაინც ისჯება ღმერთის მიერ და საკუთარ ცოდვებსა და დანაშაულებებზე აგებს
პასუხს. ამ თვალსაჩინო დედააზრის გარდა, ჩემი გადმოსახედიდან, ასევე წინა
პლანზეა წამოსაწევი ღირსების საკითხი. რაიდისა და მისი ქალიშვილისთვის
ღირსების შენარჩუნებისა და გახანგრძლივების ფენომები უმნიშვნელოვანესია. მამა
კლავს საკუთარ ერთადერთ ქალიშვილს. ამის მიზეზი კი, რა თქმა უნდა,
ცილისწამებით გამოწვეული ბრალდებაა, რომელიც არა მარტო პირად, არამედ სხვის,
ამ უკიდურეს შემთხვევში კი საკუთარი სისხლის და ხორცის ღირსებას ლახავს ან
საფრთხის წინაშე აყენებს მას. მოსახდენი მოხდა და ყველაფრის მიუხედავად
ქალიშვილი დათანხმდა მამის გადაწყვეტილებას. იგი ამბობს:

"კურთხეულ არს ღმერთი იგი, უფალი ჩემი,


რა ქალწული მშვა, რა სიკვდილში ქალწული ვრჩები"

ამას გარდა სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებშიც გვხვდება იგივე სიტუაცია.


მაგალითად ავიღოთ პროსპერ მერიმეს "მატეო ფალკონე", სადაც მატეო კლავს
ფორტუნატოს. მამა კლავს შვილს. მიზეზი კი მამის ღირსების შელახვაა. იგი არ
პატიობს საკუთარ მცირეწლოვან ვაჟს შეცდომას, რომელიც ბავშვური ინსტიქტებით
იყო გამოწვეული. არ პატიობს, რადგან მამაა და თითქოს ამით ცდილობს
"დაკარგული" ღირსების აღდგენას.

დავუბრუნდეთ უშუალოდ საანალიზო ტექსტს. ჩვენ აქ შეგვიძლია დავინახოთ


განსხვავებული სულიერი მდგომარეობა მამა-შვილისა. რაინდი ვირგინიუსი
სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ სასოწარკვეთილია, იმედსა და გამოსავალს ვერ
ხედავს. მისი ქალიშვილი, ეფთეისა კი მამას ევედრება, რომ რაიმე მოიმოქმედოს, ანუ
მას იმედი აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოა, რაინდის უკიდურეს
სასოწარკვეთაში ყოფნის და ღირსების შენარჩუნებისკენ ლტოლვის გამო. მას შეეძლო
ღირსება დაეთმო და ერთადერთი შვილი ცოცხალი დაეტოვებინა, მაგრამ ადამიანი
და მითუმეტეს რაინდი რის ღირსეულია, თუ პირველ როგში საკუთარ სახელს არ
გაუფრთხილდა?! ზარალდება იეფთეისა, რადგან კვდება და ვირგინიუსი იღებს
დანაკლისს საკუთარი ერთადერთი შვილის სიკვდილით, მაგრამ ორივე ინარჩუნებს
ღირსებას.

აქ ასევე დიდი ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმდროინდელ სოციუმზე.


კონკრეტულად კი იმაზე, თუ რამდენად ძლიერი იყო ხალხის ბრბო, რომელსაც
შეეძლო ყველაფრის გაკეთება ერთიანი ძალებით ერთობლივი თვალთახედვის
ირგვლივ, ადამიანის გაძევებისა თუ სიკვილით დასჯის ჩათვლით. შეიძლება
რაინდმა იცოდა, რომ საკუთარი ქალიშვილის ღირსების შელახვის შემდეგ იგი
სიცოცხლეს მაინც დაკარგავდა უმსგავსობის გამო ხალხის მიერ და სწორედ ამის გამო
მიიღო ასეთი რთული გადაწყვეტილება. სიცოცხლე დათმო, მაგრამ ღირსება
შეინარჩუნა. უკიდურეს შემთხვევაში ორივეს დაკარგვას ერთ-ერთის ამჯობინა.
ვარაუდები და საკითხის განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ექიმი ამ ისტორიით გადმოგვცემს უსამართლობითა


და ცილისწამებით გამოწვეულ ღირსებისა და უღირსობის ჭიდილს, სადაც ბოლოს
დამნაშავე სამართლიანად ისჯება, მაგრამ მიღებული შედეგების გამო, ეს
გამარჯვებად და სამართლიანობის აღდგენად არავითარ შემთხვევაში არ ჩაითვლება,
რადგან ამ ყველაფერს უკვე აზრი ეკარგება.

(მხატვრული საშუალებები და სტრუქტურა)

ადვილია ისაუბრო ტექსტში მხატვრული საშუალებების არსებობაზე,


როდესაც საქმე უშუალოდ მშობლიურ ენაზე დაწერილ ნამუშევარს ეხება. მაგრამ
როდესაც საქმე გვაქვს თარგმანთან, აქ გასათვალისწინებელია როგორც ნათარგნი,
ასევე საანალიზებელი ტექსტის ორიგინალი ვერსიაც.

ექიმის ამბის თარგმანი ძალზედ საინტერესო და მრავალფეროვანია. რაც


შეეხება უშუალოდ მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს, ვერ ვიტყვით, რომ
მათი მრავალფეროვნებით ძალზედ დატვირთულია.

აქ გვხვდება იდიომები: "წარბნი აზიდა"; "გული შეუღონდა"... ისინი პირდაპირ


ასეთი სახით არ გვხვდება ორიგინალ ვერსიაში. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნადაა
დამოკიდებული ენასა და კულტურაზე.

თარგმანში გვხვდება მრავალი შედარება. მაგალითად:

"ფლობდა რაინდი ვირგინიუს, ღირსებით სავსე,


და მტერ-მოყვარე ფუტკარივით ეხვია თავზე"

კონკრეტული ეს შემთხვევა ორიგინალში მხატვრულ საშუალებად არ არის


წარმოდგენილი და იგი უბრალოდ აღწერს რაინდის მტრების რაოდენობას.

"And strong of friendès, and of great richesse"

გვხვდება სხვა შედარებებიც. მაგალითად:

"და კითხულობდნენ, ვით მოწაფე დაჯდება კითხვად,


მის სულში ნაწერ ყოველ აზრს და თვითეულ სიტყვას"

"მდინარე გავდა გაზაფხულზე - ჟამს მომძლავრების"


"უზადო გახლდათ ქალი ნათლის სვეტივით" და სხვ.

მოცემული შედარებებიც არ გვხვდება ორიგინალ ვერსიაში. იგი უბრალოდ


პიროვნების გარეგნობისა და სულიერების შემამკობელი ეპითეტებითაა სავსე,
რომლებიც, რა თქმა უნდა, ნათარგმნშიც კარგად ჩანს.

ნახსენებია შემდეგი ეპითეტები:

"Fair was this maid in excellent beauty" - "უზადო და მშვენიერი"


"With all humility and abstinence,
With all attemperance and patïence" - "მოკრძალებული, თავშეკავებული,
გაწონასწორებული და
მომთმენი"

გვხვდენა რიტორიკული შეკითხვებიც, მაგრამ თარგმანში სულ სხვაა და


ორიგინალში სულ სხვა. მაგალითად:

"Who can me counterfeit?"


"აღარ იკითხავთ ეხლა თვითონ სურნელს და ფერებს?"

მხატვრული საშუალებების გარდა ინფორმაციულადაც დახუნძლულია


მოცემული მონაკვეთი. აქ ჩანს სხვადასხვა შემოქმედი ადამიანები. მაგალითად
როგორიც იყო პიგმალიონი. ტექსტი ასევე დიდ ინფორმაციას გვაწვდის იმ
დროინდელ სოციუმზე, რაინდებზე და ღირსების "კულტზე"

ინდულგენციების გამყიდველის ამბავი.

(შინაარსი)

ინდულგეციების გამყიდველი მოგვითხრობს სამ უდარდელ, ქარაფშუტა


ყმაწვილზე, რომლებიც მთელ ცხოვრებას განუწყვეტელ ქეიფსა და მოლხენაში
ატარებენ. ერთ დღესაც, სმის დროს, როცა ქუჩაში მათი მეგობრის ცხედარს
ჩამოატარებენ, გადაწყვეტენ თავად სიკვდილი მოიძიონ და დასაჯონ. მის ძიებაში
გზაზე განძს იპოვნიან, მაგრამ გამდიდრების სურვილით ჭკუაზე გადაცდებიან,
ერთმანეთს ამოხოცავენ და ასე შეხვდებიან სიკვდილს.

(ანალიზი)

მოცემული ნაწილი სრულყოფილად ნათარგმნი არ არის, მაგრამ მოკლე


მონაკვეთიდანაც შეიძლება დასკვნების გაკეთება. დედააზრად იკვეთება უაზრო და
უმიზნო ცხოვრების შედეგები, რომლებსაც თან ერთვის გაუნათლებლობა და
გაუთვითცნობიერებლობა. წინა პლანზეა წამოწეული გამდიდრების მანიით
შეპყრობილი ადამიანების გასაჭირი, რასაც ჭკუიდან შეშლა ჰქვია. ასევე ნაჩვენებია,
თუ როგორ შეიძლება მოუღო ბოლო საკუთარ თავს და გაწირო იგი სიკვდილისთვის
არაფრის გამო. ასეთი სიკვდილი კი ორმაგად ტანჯავს სულს, რაგან კონკრეტულ
მონაკვეთში საუბარია განძის გამო მეგობრების ამოხოცვაზეც.

(მხატვრული საშუალებები და სტრუქტურა)

რაც შეეხება მხატვრულ საშუალებებს და სტრუქტურას, მათზე ფიზიკურად


ვერ ვისაუბრებთ, ტექსტის ფორმატის გამო.

You might also like