You are on page 1of 2

პატარა ქვეყნები საერთაშორისო ურთიერთობებში

დეკოლონიზაციამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია საერთაშორისო


ურთიერთობებში ახალი წარმონაქმნების შექმნა, რომელთაგანაც უმრავლესობა
პატარა და სუსტი იყო. პატარა ქვეყნების მნიშვნელობა მეორე მსოფლიო ომამდეც იყო
შემჩნეული და აღიარებული ერთა ლიგი გამო, მაგრამ მისმა ცნებამ, როგორც
ანტიკურმა კონცეფციამ მნიშვნელობა ომის შემდეგ შეიძინა. ამ ახლადწარმოქმნილ
დისციპლინას თავისი წინააღმდეგობებიც გააჩნდა, რადგან ზოგი ავტორი ამ
კონცეფციის შესწავლის შეწყვეტას მოითხოვდა მისი სირთულისა და
გამოუსადეგარობის გამო. მიუხედავად ამ უთანხმოებისა, მისმა მნიშვნელობამ წინ
წამოიწია, რაც კოლავ კნუდსენის სტატია გამოქვეყნდა. მან გამოყო სამი ძირითადი
მიმართულება პატარა ქვეყნების შესწავლის თანამედროვე პრაქტიკაში. მან ასევე გზა
გაუკვალა მკვლევარებს, რომ ჩამოეყალიბებინათ უფრო მჭიდრო სუბდისციპლინა
უფრო შესაფერისი თეორიებით.

ყველაფერი ტერმინის "პატარა ქვეყანა" განსაზღვრების ძიებით დაიწყო. ზოგი


ამ ტერმინს პირდაპირი მნიშვნელობით იყენებდა, ზოგიც კი ამაში მთელ "მესამე
სამყაროს" მოიაზრებდა. ეს ტერმინი შესაფერისი არ იყო, რადგან დღეს მეტი
მეცნიერი უთმობს დროს ისეთი ქვეყნების შესწავლას, რომლებსაც ძლიერი
ეკონომიკა აქვთ და რეგიონალური ორგანიზაციების წევრები არიან, მაგრამ
ამავდროულად "პატარა" ქვეყნებად ითვლებიან. "პატარისა" და "სუსტის"
განსაზღვრებები ამ შემთხვევაში ფარდობითი ცნებებია და არა აბსოლიტური.

მეცნიერებმა შეიმუშავეს და ჩამოაყალიბეს ე.წ. "საზომი" კრიტერიუმები


პატარა ქვეყნებთან მიმართებაში. ისინი განისაზღვრენ სახმელეთო ტერიტორიით,
მოსახლეობით, მშპ-თი და სამხედრო შესაძლებლობებით. ეს კატეგორიები, როგორც
წესი, ეფუძნება ზღურბლს. მისი გადაკვეთის შემდეგ კი ესა თუ ის სახელმწიფო აღარ
მოიაზრება "პატარა" ქვეყნების რიგში. აქ უდიდესი როლი უჭირავს ფარდობითობის
კრიტერიუმსაც. შესაძლებელია ქვეყანა იყოს პატარა, მაგრამ მასზე პატარა
სახელმწიფო იყოს იმ კონკრეტულზე ძლიერი. ეს "სისუსტე" და "ძლიერება"
ძირითადად სამხედრო შესაძლებლობებით უნდა განისაზღვროს. გოტჩელი ამბობს,
რომ ცივი ომის შემდეგ რიცხობრივმა ძალისმიერმა ატრიბუტებმა დაკარგეს
თავიანთი მნიშვნელობა. მოკლედ რომ ვთქვათ, ისეთი ელემენტები როგორიცაა
დიპლომატიური კორპუსის სიძლიერე, ინსტიტუციონალიზებული იდეები,
საერთაშორისო ინსტიტუტების როლი და მსგავსი სახელმწიფოებრივი თვისებები
შეიძლება ჩაითვალოს სისუსტისა თუ სიძლიერის განსაზღვრის მთავარ
კრიტერიუმებად. ზოგიერთი მკვლევარი ამბობს რომ ქვეყნის სისუსტე
დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ვადარებთ ამა თუ იმ ქვეყანას. მოგვიანებით
კნუდსენმა "პატარა" ქვეყნებს მიანიჭა განმარტება, სადაც იგი ამბობს, რომ ნებისმიერი
სახელმწიფო პატარაა, რომელიც შესამჩნევად სუსტია სხვა სახელმწიფოებთან
მიმართებაში. ზოგს პატარა სახელმწიფოდ ის მიაჩნია, ვინც მსოფლიო მნიშვნელობის
საერთაშორისო საქმიანობებში არ ერევა.

ნეორეალიზმის სკოლა იყენებს პატარა ქვეყნების ფარდობით დეფინიციებს.


მათთვის ძლიერება არის უმნიშვნელოვანესი დეტერმინანტი და ფაქტორი
საერთაშორისო პილიტიკისა. ძლიერი არიან ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ
ზეგავლება იქონიონ საერთაშორისო არენაზე. შესაბამისად, პატარა ქვეყნები
მოცემული დებულების საწინააღმდეგოდ მოქნედებენ. ანუ ქვეყნის შეუძლებლობა
შეცვალოს რაიმე საერთაშორისო სისტემაში, წარმოადგენს ქვეყნის სისუსტის
განმსაზღვრელ ფაქტორს.

პატარა ქვეყნების ყველაზე მისაღები დეფინიცია ეკუთვნის კიოპეინს, რომლის


მიხედვითაც "სიძლიერე" და "სისუსტე" დამოკიდებულია ქვეყნის ლიდერის აღქმაზე
და რომელიც იმავე უუნარობაზე საუბრობს, რასაც გარიდება ჰქვია და ამა თუ იმ
ქვეყნის ლიდერიც იგივე აზრზეა. ამავე დროს შველერი სახელმწიფოებს
"ცხოველებად" ყოფს, სადავ მართლაც კარგადაა გამოხატული სიძლიერისა თუ
სისუსტის ფენომენი.

რომ შევაჯამოთ, "პატარა" ქვეყნების დეფინიციის განმსაზღვრელი მრავალი


კრიტერიუმი არსებობს, რომლებიც საერთოდ არ არის ლოგიკასა და ცნობიერებას
მოკლებული.

You might also like