You are on page 1of 1

მიხეილ ციციშვილი

ბოლონიის პროცესი

ბოლონიის პროცესი არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტებისა და მთავრობის


შეთანხმება მათი საგანამანათლებლო სისტემების დაახლოებისა და ჰარმონიზაციისათვის. ამ პროცესს
საფუძველი ჩაეყარა 1988 წელს ქალაქ ბოლონიაში. საქართველო ბოლონიის პროცესის მონაწილე გახდა 2005
წელს. ამ პროცესმა ხელი უნდა შეუწყოს ევროპის ქვეყნების საგანმანათლებლო პროცესების
მოდერნიზაციასა და თანამედროვე საჭიროებებზე მორგებას.

ბოლონიის პროცესის მნიშვნელობა საკმაოდ დიდია ისეთი სახელმწიფოებისთვის, რომელთაც


სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენების გამო დაკარგეს საუნივერსიტეტო პროცესებზე მართვის სადავვეები
და შესაბამისად ჩამორჩნენ თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემებს. ეს საფრთხე საქართველოსაც
დაემუქრა მას შემდეგ, რაც საბჭოთა მმართველობა დამყარდა. ტოტალიტარული რეჟიმი მთლიანად
ზღუდავდა ნებისმიერი ტიპის დასავლურ გავლენას საბჭოთა სივრცეში. ამან გამოიწვია ის, რომ
საქართველო რამდენიმე ათეული წლით ჩამორჩა განათლების თანამედროვე სტანდარტებს, რამაც დიდი
გავლენა იქონია დღევანდელ საგანმანათლებლო სისტემაზე.

მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმის დასტურად, რომ დღევანდელი საგანმანათლებლო


სისტემა განიცდის დიდ ინფორმაციულ დანაკლისს რაც აისახება სკოლების აკადემიურ მოწყობასა და
უნივერსიტეტებში სწავლის ხარისხზე. საქართველოში ევროპიდან შემოდინებული ინფორმაციის ნაკადი
2003 წლის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა, რამაც საშუალება მოგვცა უკეთესად დაგვეგეგმა სასწავლო
პროცესი სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ბოლონიის პროცესსში ჩართვამ კი უფრო მეტად დააკავშირა
ჩვენი საუნივერსიტეტო სისტემა ევროპულ განათლების სტანდარტებს.

დღესდღეობით, წინა პლანზეა წამოწეული ის საგანმანათლებლო პრობლემები რომელთა გადაჭრაც


ევროსიცრცეში ეტაპობრივად ხორციელდება. საქართველოში უკვე აქტიურად წარმოებს სხვადასხვა
პროფესიული განათლების წამახალისებელი და სხვა საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამები, რაც
საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს უკეთესად გაიცნოს ევროსივრცე და რაც შეიძლება მაღალ დონეზე
აიყვანოს მათი UAI, გაურკვევლობის თავიდან არიდების ინდექსი.

You might also like