You are on page 1of 4

დისტანციური სწავლების ძლიერი და სუსტი მხარეები

სტატია „დისტანციური სწავლების ძლიერი მხარეები“ გამოქვეყნებული იქნა


2020 წლის 5 მაისს, ინტერნტეტგაზეთში - mastsavlebeli.ge. მისი ავტორი,
ევროპული სკოლის ქართული პროგრამის ფსიქოლოგი, ქეთევან
ოსიაშვილი გახლავთ. ზემოთხსენებულ სტატიაში გადმოცემულია,
დღესდღეობით ყველაზე აქტუალური თემის, ონლაინ სწავლებისა და მისი
ძლიერი მხარეების შესახებ. ეს უკანაკსკნელი ყველაზე განსჯადი და
განხილვადი თემა გახლავთ, ქალბატონი ქეთევანი კი ამასთან
დაკავშირებით კომპეტენტური გახლავთ და ცდილობს სტატიის საშუალებით
დაგვანახოს დისტანციური სწავლების და ამ მექანიზმის დადებითობა და
შედეგიანობა.
ავტორი დასაწყისშივე გვანიშნებს, რო სამყაროში არავინ და არაფერი არ
არის იდეალური, უნაკლო და სრულყოფილი, ამიტომ ამ პირობით არც
დისტანციური სწავლების განხილვა და განსჯა არ იქნება სწორი, ვინაიდან
ის არ წარმოადგენს უნაკლო მექანიზმს.
პანდმიის პერიოდში განხორციელებული საგანმანათლებლო რეფორმა
ყველა ასაკის სტუდენტსა თუ მოსწავლეს შეეხო. შესაბამისად ავტორი
ერთმანეთისაგან მიჯნავს სტუდენტების და მოსწავლეების დისტანციურად
სწავლებას და მის შედეგებს. ქალბატონი ქეთევანი თვლის, რომ ეს მეტად
რთულია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის, ვინაიდან ბავშვის
ფსიქოლოგია სხვაგვარად აღიქვამს ყოველივეს და მისთვის
მასწავლებელთან პირადი კომუნიკაცია უფრო საჭიროა ვიდრე ის, რასაც
ონლაინ სწავლება გულისხმობს , აქედან გამომდინარე ცუდი
შედეგებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, ხოლო რაც შეეხებათ მოზარდებს,
ავტორის აზრით, მათში სწავლების ამგვარი მეთოდი დიდ სიმპათიას იწვევს
და ისინი კმაყოფილები არიან შედეგითაც და პროცესითაც. ფსიქოლოგი
აქვე გვითვლის მსგავსი სწავლების დადებით მხარეებს, და ცდილობს
ყურადღება გაგვაახვილებინოს მათზე, ეს გულისხობს: დროის დაზოგვასა
და ეკონომიას, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქამდე უცნობი კუთხით
გამოყენებას,განათლების მიღების შესაძლებლობას ნებისმიერ სიტუაციაში,
დამოუკიდებლობის ჩანერგვას ახალგაზრდებში, ასევე მრავალფეროვნების
შემოტანას სწავლების პროცესში და დაკომპრექსებული ბავშვების
გარკვეული ჯგუფისთვის თვითგამოხატვის საშუალებას.
ქალბატონი ქეთევანის მიერ მოხმობილ არგუმენტებს ნამდვილად ვერ
ვუარყობ, მაგრამ ეს არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ თითოეული
დადებითად და შედეგიანად აღვიქვა და არ ვისაუბრო მათზე სხვა
რაკურსიდან.
პირველ რიგში მინდა შევეხო დროის ეკონომიას, რაც უდაოდ
განხორციელდა, ჩვენს ძირითად მოვალეობას ხომ მთელი დღის მანძილზე
ლექციებსა და სეინარებზე დასწრება წარმოადგენს, გამომდინარე აქედან
დრო მართლაც რომ ბევრი გვაქვს, სწავლისა და მეცადინეობისათვის,
მაგრამ, მერწმუნეთ ერთფეროვნება საკმაოდ დამღლელია, რაც ხშირ
შემთხვევაში სიზარმაცისკენ გვიბიძგებს. განტვირვის საშუალება სახლიდან
გაუსვლელად არ გვაქვს, ამიტომ ერთგვარად მიჯაჭვულები ვართ სწავლაზე
და მხოლოდ სწავლაზე.
დისტანციურმა სწავლებამ მართლაც მოგვცა იმის საშუალება, რომ
ტექნოლოგიებს დავუფლებოდით და შეგვესწავლა მათზე მეტი, ვიდრე
აქამდე ვიცოდით, ამას ნამდვილად ვეთანხმები, მაგრამ მეორეს მხრივ,
არიან ბავშვები რომელთაც არ აქვთ გამართული ტექნიკა, ან საერთდ არ
აქვთ საშუალება შეძენის, მათ კი ძალიან უჭირთ აქტიურობა ლექციებსა და
სემინარებზე, ასევე ხშირად ექნებათ პრობლემები დავალებების
ატვირთვასთან ან თუნდაც ინტერნეტის ჩართვასთან დაკავშირებით. ამას
ბევრი ლექტორი და მასწავლებელი რატომღაც ვერ იაზრებს, რაზეც ძალიან
გული მწყდება და არ აძლევენ ბავშვებს სასუალებას, რომ ეს შეცდომა
რამენაირად გამოასწორონ. მაგრამ საერთო ჯამში ამ არგუმენტს
შედეგიანად მივიჩნევ და მხარს ვუჭერ.
დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამოდინარე საზოგადოების დიდ ნაწილს,
განსაკუთრებით კი სტუდენტებს, ფინანსურად გაუჭირდათ და იძულებულნი
არიან სწავლის პარალელურად იმუშაონ, ამდენად, ექსტემალურ
სიტუაციაში გვაქვს იმის საშუალება, რომ დავესწროთ ლექციებს და
პარალელურად ჩვენი საქმე შევასრულოთ. ამას პირადი გამოცდილებიდან
ვადასტურებ და უდაოდ ვამბობ, რომ საკმაოდ კარგი საშუალებაა იმისთვის,
რომ ერთმა მეორეს ხელი არ შეუშალოს.
რაც შეეხება მრავალფეროვნების საკითხს, ავტორი ონლაინ სწავლებას
მიიჩნევს საინტერესო და სახალისო სიახლედ. ამ შემთხვევაში ნაწილობრივ
დავეთანხმები ქალბატონ ქეთევანს, და ვიტყვი, რომ კონკრეტულად
პირველკურსელთათვის დისტანციურად სწავლის დაწყება ნიშნავდა
სტუდენტობის დამახინჯებას და ხიბლის დაკარგვას. ბევრად უფრო
მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრება გვქონდა წინ, თუ
უნივერსიტეტში ვივლიდით და არა ამგვარად, როგორც ახლა
წავრმართავთ. ჯერ კიდევ მიჭირს გააზრება იმისა, თუ რა არის სტუდენტობა
და ამაში ბრალი ნამდვილად მიუძღვის დისტანციური სწავლების პროცესს.
მაგრამ რაც შეეხებათ სკოლის მოსწავლეებს, მათთვის სასწავლო
პროცესისი სკოლაში წარმართვა უკვე მოსაბეზრებელი და დამღლელია,
შესაბამსიად ურჩევნიათ დისტანციური სწავლება, ვინაიდან ნაკლები
პრაქტიკული სამუშაოები და მოკლევადიანი გაკვეთილები მათთვის მეტად
მიღებულია, ვიდრე დატვირთული და შროატევადი გრაფიკი.
ავტორს ვეთანხმები იმაში, რომ ბავშვები ნამდვილად ეჩვევიან
დამოუკიდებლობას და იძენენ სწავლისა და სხვადასხვა ტიპის
უნარჩვევების გამომუშავების შესაძლებლობას. განსაკუთებით დაბალი
ასაკის მოსწავლეებს მინდა შევეხო, მათ უკვე გათავისებული აქვთ, რომ
გაკვეთილებზე დასწრება და დავალებების გადაცემა თვითონვე უნდა
აწარმოონ და ეს მეტ გაბედულობას სძენს მათ პიროვნებას, მეტიც,
სიამოვნებთ კიდეც ეს პროცესი, რაც პატარა ასაკიდანვე ძალიან კარგი და
სასარგბლოა.
ფსიქოლოგი გვარწმუნებს, რომ მორცხვი და დაკომპლექსებული ბავშვები
მეტად აქტიურები ხდებიან და უკეთ ერთვებიან სასწავლო პროცესში ვიდრე
აქამდე. ეს შესაძლებელია უმცირესობას ეხებოდეს, მაგრამ არიან ბაშვები,
რომლებიც პირიქით, ონლაინ საუბრების ან თუნდაც კომპიუტერიდან
მასალის ჩაბარების პროცესში მეტად კომპლექსდებიან და იძაბებიან.
პირადად მე ძალიან მიჭირს საუბარი და აზრის დაფიქსირება ამგვარად,
მირჩევნია პირისპირ ვისაუბრო და ვიმსჯელო ამა თუ იმ საკითზე, ასე მეტად
კომფორტულად ვგრძნობ თავს და კომპლექსებიც მეხსნება.
დისტანციური სწავლების ყველაზე სუსტ მხარედ მოვიაზრებ
ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებას და იმის საშიშროებას, რომ
კომპიუტერი აუცილებლად ჩაანაცვლებს წიგნს. ამ დამოკიდებულებადე
უკვე ნელ ნელა მივდივართ. სახელმძღვანელოები ელექტრონული ვერსიის
სახით გვაქვს, დავალებებსაც ასევე ელექტრონულად ვწერთ და ვაგზავნით ,
კომპიუტერი მუდამ მზადყოფნაშია მომდევნო ლექციისა თუ
გაკვეთილისათვის და მთელი ერთი დღე ისე გადის, რომ თვალს ვერ
ვაშორებთ ეკრანებს, ეს ხომ ბუნებრივად იწვევს ჯანმრთელობის
პრობლემებსაც, განსაკუთრებით თვალებსა და ხერხემალზე.ფიზიკური
აქტიურობის საშუალებაც არ გვაქვთ, იმიტომ რომ გვეკრძალება
განსაზღვრულ დაწესებულებებში გადაადგილება. ეს უდიდესი პრობლემაა
და მართლაც რომ თამამად იკავებს დისტანციური სწავლების სუსტი მხარის
მნიშვნელოვან ადგილს.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ავტორის მიერ გადმოცემულ სტატიაში
რეალისტურად იყო დახასიათებული დისტანციური სწავლების პროცესი, იგი
საუბრობდა როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებზე, ბევრს
ვეთანხები, ბევრსაც ვუარყობ მაგრამ ქალბატონმა ქეთევანმა
დასაწყისიდანვე გვამცნო, რომ საყაროში იდიალური არავინ და არაფერი
არ იყო, ისევე როგორც ონლაინ სწავლება. დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან
გამომდინარე კი არც მე და არავის სწავლის სხვა გზა არ გვაქვს,
ვემორჩილებით წესებს, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის. რეალურად
ინტერნეტის გარეშე ჩვენი ცხოვრება ხომ მართლაც წარმოუდგენელია, ეს
ბევრ ცუდ და კარგ შედეგამდე მიგვიყვანს, ახლა ამას ალბათ ვერც
ვიაზრებთ, მაგრამ ფაქტის წინაშე დამდგრები მივხდებით ყოველივეს.
ჯერჯერობით ის საუკეთესო მექანიზმია დღევანდელ სიტუაციაში , რომელიც
ასე თუ ისე შედეგიანად მოქმედებს . მანადე კი დინებას გავყვებით და
ვეცდებით, რომ ონლაინ სწავლება ყველანაირად დადებით პროცესად
გადავაქციოთ და არ მივცეთ იმის საშუალება, რომ ჩვენს სწავლა-
განათლებას, ჯანმრთელობას და ცხოვრების რიტმს ხელი შეუშალოს, მანამ,
სანამ ძველ, აქტიურ, ცოცხალ და მრავალფეროვან ცხოვრებას
დავუბრუნდებით.

გვანცა აჩელშვილი

You might also like