You are on page 1of 2

მოგონებები ვახტანგ ჭაბუკიანზე

მის საოცარ ხელოვნებასთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ცხოველი


შთაბეჭდილებაა, ერთი იმათგანი არასდროს რომ არ ქრება,ოდნავადაც არ ფერმკრთალდება
და დღემდე გვაფორიაქებს.

თბილისელები უდიდესი მოუთმენლობით ელოდნენ ვახტანგ ჭაბუკიანის გამოჩენას


სცენაზე. ქალაქის გარეუბანიდანაც ბევრნი იყვნენ. იმ დღეს „ყველა ვარსკვლავის“ კონცერტი
ჩვენკენ მომართული ღრმა შთაბეჭდილება იყო. ხელოვნების მაძიებლისათვის ეს
მნიშვნელოვანი გახლდათ. პროგრამის ბოლოს, როცა წამყვანმა წყნარად გამოაცხადა
„მინკუსი, ფრინველი“, ასრულებს ვახტანგ ჭაბუკიანი, ჩემ ირგვლივ ყველა გაინაბა. ჩვენ
წინაშე, სცენაზე თითქოს კატაპულტიდან გამოფრინდა ადამიანი და სცენის თავზე
გამოეკიდა ჰაერში. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ გაოგნებულმა დარბაზმა რეაგირება
ვერ მოასწრო. მაშინ თითოეული ჩვენგანისათვის იმის წარმოდგენაც კი ძნელი იყო, რომ
ადამიანს შეუძლია მაღლა შეხტეს და ფრენაში დაახანოს, გაშეშდეს, მერე კი უეცრად,
სწრაფადვე , გამაოგნებელი ტემპით გააგრძელოს ცეკვა. ჩემ და თქვენ შორის ზღვარი
წავშალეო, გვაგრძნობინებდა. ცნობილი ბალერინა ტატიანა ვეჩესლოვა თავის წიგნში წერდა,
რომ ზოგჯერ იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება ,თითქოს სცენაზე ერთი კი არა
ერთდროულად ორი ჭაბუკიანი იყო. იმ ღირსსახსოვარ დღეს სცენაზე სამი ჭაბუკიანი
ცეკვავდა. ყოველ შემთხვევაში მაყურებლის თვალით ასე ჩანდა. იყო შეძახილებიც: „ბატონო
ვახტანგი, ბრავო, ჭაბუკიანი, ბრავო!“. ამ დღემ უდიდესი კვალი დააჩნია ყველას. 3-ჯერ
გამოიყვანეს სცენაზე ტაშისთვის მაყურებლებმა და ყოველ მე-2-ეში მისი ცეკვის კვლავ
ნახვის სურვილი იგრძნობოდა, არადა კონცერტმა საათ-ნახევარს გასტანა. ხალხმა თავისი
ოვაცია ასე გამოხატა. ეს აღიარება ახალგაზრდობიდანვე ხვდა წილად, 24-ისამ მეტი
პოპულარობა მოიპოვა.

მოდი გავარკვიოთ, რით მიიქცია ჭაბუკიანმა საყოველთაო ყურადღება ჯერ კიდევ


ათას ცხრაას ოცდათოთხმეტ წელს ? რატომ მოედო მისი დიდება ასე სწრაფად, არა მარტო
ჩვენს ქვეყანას, არამედ მსოფლიოსაც. მიზეზი ალბათ ბევრია. პირველი მათგანი იმაში
მდგომარეობდა, რომ ახალგაზრდობის წლებიდანვე რუსეთში კლასიკური ცეკვის აკვნის,
ლენინგრადის პრემიერობა თავისთავად დიდი აღიარებაა. საყოველთაო აღიარებისა და
დიდების კიდევ ერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ ჭაბუკიანი იყო 1-ლი საბჭოთა მსახიობი,
რომელიც თავის პარტნიორ ქალთან ერთად ოკეანის გაღმა გაიგზავნა. დღეს ამით ვერავის
გააკვირვებ, მაშინ კი 1934-ში... იმის გახსენებას აღარ მოვყვები თუ რაოდენ დიდხანს და
რთულად მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს (კერძოდ ოკლაჰომასა
და იუტას შტატებში) შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების პროცესი.
ამერიკული პრესა წერდა, რომ ჭაბუკიანი ქარბობალის მსგავსია. მათ აღნიშნეს, რომ იგი
მთელ სცენას იპყრობს, გაოგნებულ მაყურებელს შეუძლია ერთი მხრივ დაინახოს ტანი,
რომელიც როდენის ნაქანდაკევი გეგონება, მეორე მხრივ იხილოს კავკასიონის კლდეზე
ჩამომჯდარი არწივიც...იგი ერთდროულად უდიდესი კლასიკური მოცეკვავეცაა და მისი
მშობლიური საქართველოს უმდიდრესი ფოლკლორის განსახიერებაც. თითქოს არასოდეს
იმეორებს ერთსა და იმავე მოძრაობას.

ჩემი აზრით , სამწუხაროდ ყოველივე ახალი ძნელად იკვალავს გზას ჩვენს


ცხოვრებაში. საქართველოში ვერ მიხვდნენ, რომ საქმე ქონდათ ახალს მოვლენასთან ─
კლასიკური ბალეტისა და ქართული ხალხური ცეკვის სინთეზთან. ცეცხლოვანი
„მთიულური“ ავიღოთ... ბოლო აქტში ის და ილიკო სუხიშვილი რომ ცეკვავდნენ. დიახ ნუ
გაგიკვირდებათ, სწორედ ილიკო სუხიშვილი მიიწვია ჭაბუკიანმა „მზეჭაბუკში“ ერთ-ერთ
მთავარ როლზე. სცენაზე განსხვავებული პლასტიკის ორი დიდებული ოსტატი გამოდიოდა
და იწყებოდა ორი ხელოვანის შეჯიბრი, 2-ვე საუკეთესო გახლდათ... რაების გახსენება
შეიძლება კიდევ...ახლა ვახტანგ ჭაბუკიანის იუბილეს გადახდის დროცაა.

გვანცა აჩელიშვილი

სამშაბათი 15:00

You might also like