You are on page 1of 2

როდესაც ფილმს ვუყურებთ, ეკრანზე მიმდინარე მოვლენებს არა მარტო თვალით

აღვიქვამთ, არამედ სმენითაც. ამიტომაც კადრების მიზანმიმართული დალაგების გარდა


რეჟისორი თავის ჩანაფიქრს დიალოგის, ბუნებრივი თუ ხელოვნური ხმების და მუსიკის
საშუალებით გადმოსცემს. ხმების გამოყენების სხვადასხვაგვარობაც ფილმის ჟანრული
მრავალფეროვნებით თუ რეჟისორის ხედვის განსხვავებულობით ვლინდება . მაგალითად ,
სტენლი კუბრიკი კლასიკური და ავანგარდული მუსიკით მონაცვლეობით, სამყაროს და
არავერბალური ხმების გამოყენებით თავის 1968 წლის ფილმში „2001: კოსმიური ოდისეა“,
პითეკანთროპიდან ზეადამიანად გადაქცევის ამბავს მოგვითხრობს . ეს არის ფილმი ,
სადაც თითოეული ბგერა და სიჩუმეც კი გამოიყენება როგორც მხატვრული ხერხი. ხმების
მეშვეობით კუბრიკს დიალოგების არსებობა ფილმში მინიმუმამდე დაჰყავს და თხრობა
თითქმის მთლიანად მუსიკის, გამოსახულების და არავერბალური ხმებისგან შედგება .
ამიტომაც ხმის, როგორც მხატვრული ხერხის უკეთ გასაანალიზებლად ერთ-ერთ
საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.

ფილმის პირველი ნახევარი საათი ვერბალური კომპონენტის გარეშეა . იგი რიხარდ


შტრაუსის მუსიკით იხსნება სახელწოდებით „ასე იტყოდა ზარატუსტრა “. მუსიკის
გამოყენებით კუბრიკი გვაიძულებს სამყაროში არსებულ საიდუმლოებებზე
დაგვაფიქროს. სად არის ჩვენი საწყისი? ვინ ვართ და საიდან მოვდივართ?იგი
ფაქტიურად შტრაუსის დახმარებით ნიცშეს „მარადიული დაბრუნების “ და „მოძღვრება
ზეკაცის შესახებ“ თეორიებს ჩვენს თვალწინ აცოცხლებს და მუსიკაც ერთგვარად
გამათავსიუფლებლის როლსაც ირგებს, რომელიც მიგვიძღვება სხვა სამყაროში , ხედვის
არეალს გვიფართოებს და ჩვენს წარმოსახვას უკიდეგანო გაშლის საშუალებასაც აძლევს .

მიუხედავად იმისა, კუბრიკი მუსიკის მეშვეობით დიალოგებს ამცირებს, მისი მუსიკა


ერთფეროვანი და მოსაყენი არ არის და არც ლაიტმოტივად გასდევს მთელს ფილმს, იგი,
მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მაგ :. შავ ფილასთან შეხებით პითეკანტროფები
თითქოს იღებენ გარკვეულ ინფორმაციას, რითიც ძვალი საბრძოლო იარაღად იქცევა ,
რაც კაცობრიობის ცივილიზაციაში გარდამტეხია. ამ ყველაფერს კი კუბრიკი ხმაურების ,
არავერბალური და კადრსმიღმა ხმების, დიერდ ლიგეტის ავანგარდული და რიხარდ
შტრაუსის კლასიკურ-მოდერნისტული მუსიკის მონაცვლეობით უფრო ამძაფრებს და
მაყურებლისთვის უჯრედის დონეზე შესაგრძნობს ხდის.იოჰან შტრაუსის „ცისფერი დუნაის
ვალსს“ კი კუბრიკი კოსმოსური ხომალდის მოძრაობებს უპირისპირებს, რითიც ხომალდის
მოძრაობის რიტმს მაყურებლის თვალი და ყური ასევე ერთმანეთის პარალელურად
შეიგრძნობს. იუპიტერზე მოგზაურობის დასაწყისში რეჟისორი არამ ხაჩატურიანის
ბალეტის „გაიანეს“ მუსიკას იყენებს რითიც სივრცის, სიცარიელის და კოსმოსური
მოგზაურობის დროს უფრო მკვეთრად შესაგრძნობ მარტოობას უსვამს ხაზს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე ფილში დიალოგი ცოტაა. მთელი ფილმი 149 წუთისგან
შედგება, სადაც მხოლოდ 40 წუთია მისთვის დათმობილი. იგი ფილმის შუაშია მოქცეული
და თითქმის ყველა მათგანი მიმდინარეობს მხოლოდ სამ პერსონაჟს დეივს, ფრენკსა და
ჰალს (კომპიუტერულ ინტელექტს) შორის, მაგრამ, მიუხედავად მისი სიმცირისა, საკმაოდ
დასამახსოვრებელია. კუბრიკი ამისთვის საკმაოდ ჭკვიანურ ხერხს მიმართავს - როდესაც
ჰალი მიაღწევს მისი სიგიჟის ზღვარს, დეივი ცდილობს ჰალის დეაქტივაციას, ამ დროს
ჰალის ხმა იცვლება.რაც უფრო ბევრ მეხსირების ბარათს (რისგანაც შედგება ჰალი )
უკეთებს დეაქტივაციას დეივი, მით უფრო მკვეთრი ხდება მისი ხმის ცვლილება . ბოლოს
იგი სიმღერას იწყებს და ნადგურდება, რისი მეშვეობითაც ეს სცენა კუბრიკმა ფილმის
ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და სევდის მომგვრელი ნაწილად გახადა. ამასთანავე
დეივის კოსმოსში გასვლის დროს მდუმარე სივრცეში რეჟისორი დიეგეტური ხმას იყენებს
- ადამიანის გახშირებულ ხმამაღალ სუნთქვას. ეს არავერბალური ხმა დაძაბულობის
შეგრძნებას უფრო ამძაფრებს და მაყურებლისთვის არასასიამოვნო მოლოდინის
შექმნასაც ემსახურება. ჰიდრავლიკის, ზუზუნის და დაწკაპუნების ხმები კი ჰალს თითქმის
ცოცხლად არსებადაც კი აქცევს. საბოლოოდ დეივი იუპიტერისკენ მიემართება ლიგეტის
ავანგარდული მუსიკის უცნაური და განუწყვეტელი გამოძახილების ფონზე , რითიც
რეჟისორი მაყურებელს თითქოს ამზადებს ახალ სამყაროში გადასასვლელად .

მუსიკის და ხმაურების გარდა, კუბრიკს არც სიჩუმის გამოყენება დავიწყებია . შავი ფილის
მესამედ გამოჩენის და დეივის ზეადამიანად, ემბრიონად გადაქცევის ნაწილი სიჩუმეში
მიმდინარეობს, რაც სცენას მეტ ინტიმურობას სძენს. ეს ინტიმურობა კი საბოლოოდ ისევ
რიხარდ შტრაუსის „ასე იტყოდა ზარატუსტრას“ მუსიკით ირღვევა. ამ აქტით ის არა
მხოლოდ ვიზუალურად, ხმის გამოყენების მეშვეობითაც საწყისთან დაბრუნების,
უსასრულობის, ოდისეის იდეას აჟღერებს.

მიუხედავად იმისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ კინო პირველ რიგში არის ვიზუალური
ხელოვნება, მისი არსებობის იტორიაში სრულიად უხმოდ მას არასოდეს უარსებია .
სტენლი კუბრიკმა ფილმით „2001: კოსმიური ოდისეა“ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა აუდიო-
ვიზუალური კავშირების მნიშვნელობას კინოში. მაგ.: რომ არა ის „საზარელი“ ხმები
მონოლითთან შეტაკებებისას შემცირდებოდა ფილმის ვიზუალური ეფექტიც . დიეგეტურია
თუ არა ხმა კუბრიკთან, ალბათ, ყველაზე საკამათო თემაა. მიუხედავად იმისა ზუსტად
ვიცით, რომ ხმების უმეტესი ნაწილი კუბრიკს გამიზნულად მაყურებელზე
ზემოქმედებისთვის აქვს კადრზე დადებული, ის იმდენად ორგანულია თითოეულ სცენაში ,
რომ მაყურებლისთვის თითქმის შეუძლებელიც კი ხდება ხმის და ვიზუალური ეფექტის
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობა. მან მუსიკა, ხმაურთან , არავერბალური
ხმებთან და დიალოგებთან ერთად ფილმის განუყოფელ ნაწილად აქცია , როგორც
თხრობის ერთ-ერთი საშუალება, მხატვრული ხერხი, რითიც გააფართოვა თითოეული
სცენის შესაძლო ინტერპრეტაციის არეალი. საბოლოოდ, კი მუსიკა და ხმები, რომლებსაც
კუბრიკი იყენებს ფილმის განმავლობაში , ერთდროულად გვამდიდრებს და ამასთან
ათავისუფლებს ჩვენს წარმოსახვას სივრცეში ემოციური მოგზაურობისთვის.

You might also like