You are on page 1of 5

კრისტოფ ვილიბალდ გლუკი

კრისტოფ ვილიბალდ გლუკი ვენის კლასიკური სკოლის გამოჩენილი


წარმომადგენელია. მისი რეფორმატორული მოღვაწეობა უკავშირდება ქალაქებს
ვენას და პარიზს. გლუკის რეფორმა კლასიციზმის და განმანათლებლობის
ესთეტიკასთან ორგანულ კავშირშია. გლუკს 40–დე ოპერა აქვს დაწერილი
(იტალიური „seria“ და ფრანგული buffa ტრადიციული და ნოვატორული).
ნოვატორულმა ოპერება განსაზღვრა გლუკის ადგილი მუსიკის ისტორიაში.

გლუკი დაიბადა ბავარიაში, მეტყევეს ოჯახში. იგი შედის პრაღის უნივერსიეტში


ფილოსოფიურ ფაკულტეტზე და პარალელურად იღებდა გაკვეთილებს მუსიკაში.
1735 წელს გადადის ვენაში, შემდეგ მილანში მუსიკოსად .1741 წელს შედგა მისი
დებიუტი ოპერით „არტაქსერქსი“.

ლონდონში გადასვლისას გაეცნო ჰენდელს. ლონდონში შედგა გლუკის და


ჰენდელის ერთობლივი კონცერტი. ჰენდელის ორატორიებმა გლუკზე დიდი
შთაბეჭდილება მოახდინეს.

თანდათან გლუკი მივიდა აზრამდე რომ ოპერის საწყისი იყოს არა ცალკეული არიები
არა ნაკლებად გაერთიანებული ერთმანეთთან. ის ცდილობდა რომ შემდგარიყო
კავშირი სიტყვასა და მუსიკას შორის. გლუკი პირველი კომპოზიტორია რომელმაც
ერთ მთლიანობად შეკრა მუსიკა და პოეზია.1747–50 წლებში გლუკის ოპერები მისი
ხელმძღვანელბით იდგმებოდა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. 1752 წელს გლუკი
საბოლოოდ დასახლდა ვენაში. იგი აგრეთვე იყო ვენის საოპერო თეატრის
დირიჟორი.

გლუკის პირველი ოპერა, რომლითაც იწყება ძველი საოპერო ტრადიციებიდან


გადახვევა, იყო „ორფეოსი და ევრიდიკა“. მნიშვნელოვანი ადგილი გლუკის ოპერა–
seria რეფორმირებასას ეკუთვნის ლიბრეტოს ავტორს კალცაბიჯის (კალცაბიჯი).

ოპერა “seria” ში წარმოდგენილია მეფეები, ღმერთები, მითლოგიური არსებები ,


გმირები , როდესაც , “buffa” გადმოგვცემს ადამიანის ყოველდღიურ ყოფას და მის
ჭიდილს ცხოვრებისეულ გაჭირვებებთან „

გლუკის საოპერო რეფორმის პრინციპები ოპერა „ალცესტას“ წინასიტყვაობაშია


წარმოდგენილი. ეს პრინციპები შემდეგია:

––მუსიკა ოპერის პოეტურ ტექსტს უნდა გადმოცემდეს. არ შეიძლება ის თავისთავად


არსებობდს, დრამატული მოქმედებისგან განყენებით. ვაკეთებთ დასკვნას: გლუკი
არსებითად ამაღლებს ოპერის ლიტერატურულ – დრამატულ საწყისს და ამით
მუსიკას დრამას უქვემდებარებს.
––ოპერა ზნეიობრივ ზემოქმედებას უნდა ახდენდეს ადამიანზე. ვაკეთებთ დასკვნას:
ამიტომ ამაღლებული პათოსის და კეთილშობილების გამო გლუკი ანტიკურ
სიუჟეტებს მიმართავდა. ბერლიოზმა მას „მუსიკის ესქილე“ უწოდა.

––ოპერა „მშვენიერების სამ უდიდეს პრინციპს უნდა შეესაბამებოდეს“ – „სიმარტივეს,


სიმართლეს და ბუნებრივობას“. აუცილებელია ოპერა ზედმეტი ვირტუოზობიდან
და ვოკალური ორნამენტებიდან (რაც იტალიურ ოპერს ჩვევია), ჩახლართული
სიუჟეტებიდან გათავისუფლდეს.

–––არ უნდა იყოს მკვეთრი კონტრასტი არიას და რეჩიტატივს შორის. ვაკეთებთ


დასკვნას: რეჩიტატივი არიას უახლოვდება .

––––გლუკი ახლებურად არიასაც უდგება: არიაში იმპროვიზაციული თავისუფლება


შეაქვს, მუსიკალური მასალის განვითარებას გმირის ფსიქოლოგიური
მდგომარეობის შეცვლას უკავშირებს. არიებს, რეჩიტატივებს და გუნდებს დიდ
დრამატულ სცენებად აერთიანებს.

–––უვერტიურა ოპერის შინაარსს უნდა ამზადებდეს და შეიყვანოს მსმენელი მის


ატმოსფეროში.

–––––ბალეტი არ უნდა იყოს ჩადგმული ნომერი, რომელიც არ უკავშირდება ოპერის


მოქმედებას. მისი შეყვანა დრამატული მოქმედებით უნდა იყოს გამართლებული.

პარიზში გლუკი წერს ორ რეფორმატორულ ოპერას: „იფიგენია ავლიდში“ და


„იფიგენია ტავრიდში“. ამ ოპერების ყოველი დადგმა პარიზის ცხოვრების
გრანდიოზულ მოვლენად იქცეოდა ხოლმე.

ორფეოსი და ევრიდიკა

ტრაგიკული ოპერა 3 მოქმედებად. ლიბრეტო ეკუთვნის კალცაბიჯის. ოპერა


პირველად დაიდგა ვენაში , ავტორის დირიჟორობით.

პირველი მოქმედება: ორფეოსი მეგობრებთან (მწყემსი გოგონები და ყმაწვილები)


დასტირიან გარდაცვლილ ევრიდიკეს და ზევსის „კურთხევით“ ორფეოსი ჩადის
მიწისქვეშა სამყაროში მეუღლის საპოვნელად.

მეორე მოქმედება: ორფეოსი თავის სიმღერით დაატკბობს მიწისქვეშა სამყაროს


სულებს, გაივლის ელიზიუმს და მოიპოვებს ევრიდიკეს.

მესამე მოქმედება: ორფეოსს ამოყავს ევრიდიკე მაგრამ ვერ გაუძლებს გამოცდას,


შეხედავს ევრიდიკეს და კვლავ დაკარგავს მას. მაგრამ იმ დროინდელი
ტრადიციიდან გამომდინარე ოპერას ბედნიერი დასასრული აქვს. სიყვარულის
ღმერთი ამური შეიწყალებს შეყვარებულებს და დაუბრუნებს ევრიდიკეს სიცოცხლეს.
უნდა აღინიშნოს რომ სიხარულის გამომხატველი ფინალური ბალეტი
წინააღმდეგობაშია ოპერის დრამატურგიასთან.
გლუკამდე არავის ოპერაში ასე ბუნებრივათ და სიღრმისეულად არ გადმოუცია
ტანჯვა და უბედურება. და ამასთან ერთად სიყვარულის ყოვლისმომცველი სტიქია,
რომელიც დაიპყრობს პირქუშ ღმერთებს. გაოცებას იწვევს ორფეოსის აღნიშნული
არია მესამე მოქმედებიდან „დავკარგე მე ევრიდიკე“. წლების მანძილზე ის დავის
საგნად იქცა იმოტომ რომ ორფეოსი განიცდის, იტანჯება, მუსიკა კი დო მაჟორშია.
საოცრება იმაშია რომ არიაში არ არის მკვეთრი აქცენტები, კივილი. მაჟორული
კილოს მიუხედავად არია გადმოცემს სევდის კეთილშობილ განცდას. სევდის
განცდის გადმოცემას გლუკი აგნებს დაღმავალი სეკუნდებით ყოველი ფრაზის
ბოლოს ( არია რონდოს(ნელა-სწრაფად) ფორმაშია დაწერილი).

ნოვატორულია ორფეოსის სცენა ფურიებთან (მეორე მოქმედება). ეს სცენა


დრამატული მწვერვალია ოპერის. მასში გლუკი ამტკიცებს ელეგიური განცდის
ახალ ფორმას – lamento. ორფეოსის ეს ლირიული სიმღერა აჯადოვებს ფურიებს და
უხსნის გზას აიდის სამყაროში. მეორე მოქმედების საოცარი საორკესტრო ეპიზოდია
ფლეიტის სოლოთი. მას დამოუკიდებლათაც ასრულებენ „მელოდიის“ სათაურით.

ამ სიუჟეტზე 50–ზე მეტი ოპერაა დაწერილი. ზოგიერთი მათგანი გლუკამდეა


დაწერილია, თითეულის ინტერპრეტაცია განსხვავებულია.

ოპერა „იფიგენია ავლიდში“

სამ მოქმედებიანი ოპერა დაწერილია რასინის ტრაგედიის მიხედვით. ოპერის


პრემიერა შედგა „გრანდ–ოპერაში“. მითის თანახმად საბერძნეთის მეფემ აგამემნონმა
ღმერთების ნების თანახმად საკუთარი ქალიშვილი იფიგენია მსხვერპლად უნდა
შეწიროს იმისათვის რომ ბერძნულმა გემებმა შეძლონ გასვლა ზღვაში. მაგრამ
ქალღმერთი არტემიდა წაიყვანს ქალიშვილს ტავრიაში და თავის ტაძრის ქურუმად
აქცევს. ამ ოპერაშიც ეპოქის ტრადიციის სამებრ არტემიდა დააქორწინებს იფიგენიას
და მის საქმროს აქილესს.

„იფიგენია ავლიდში“ გლუკის პირველი ოპერაა, რომელიც ფრანგულ ტექსტზეა


დაწერილი. იფიგენია დამონებული მსხვერპლი კი არ არის, რომელიც მამის და
ღმერთების ნების გამო მორჩილად მიდის მსხვერპლშეწირვაზე, არამერდ
პატრიოტია, რომელიც მზად არის საკუთარი სიცოცხლე შესწიროს მტერზე
გასამარჯვებლად. ოპერის მუსიკას გმირული სტილი ახასიათებს. ოპერაში
მიღწეულია სიტყვის და დეკლამაციის, გმირის მოქმედების და განცდის ერთიანობა.
კომპოზიტორი გადმოცემს აგამემნონის –მამის და მთავარსარდლის– ტანჯვას და
სულიერ ბრძოლას, კლიტემნესტრას პროტესტს და რისხვას ღმერთების ნების
მიმართ, აქილეს სიმამაცეს, იფიგენიას სინაზესა და სიდიადეს.

ოპერაში ფართოდაა განვითარებული საგუნდო და სიმფონიური ეპიზოდები.


მოქმედებას წინ უძღვის გამომსახველი უვერტიურა. გლუკის ოპერამ არა მარტო
ისტორიული არამედ მხატვრული მნიშვნელობაც შეინარჩუნა.
ოპერა „იფიგენია ტავრიდში“

ოთხ მოქმედებიანი ოპერაა. პირველი დადგმა შედგა გრანდ–ოპერაში 1779 წ.


იფიგენია ველური სკვითების მხარეში (ტავრია) არტემიდას ქურუმი ხდება.

. სკვითების მეფე ტოასი, რომელსაც ღმერთება უწინასწარმეტყველეს სიკვდილი


უცხოელებიდან, გასცემს ბრძანებას მოკლან ყველა უცხოელი ვინც ტავრიას ნაპირს
დაადგამს ფეხს.

დაღუპული ბერძნული გემიდან გადარჩა ორი ყმაწვილი. ემორჩილება რა ტოასის


ნებას იფიგენიამ ისინი არტემიდას უნდა შესწიროს. ერთერთი მათგანი იფიგენიას ძმა
ორესტია, რომელიც იფიგენიამ ვერ იცნო. მეორე ყმაწვილი ორესტის მეგობარია
პილადი.

ორესტი სულიერ განცდებშია, რადგანაც მამის მკვლელობის შურისძიებაში მან დედა


მოკლა და ეხლა მას ფურიები დევნიან. იფიგენია უცხოს მიმართ, რომელიც ძმას
აგონებს, საოცარ ნაზ გრძნობებს განიცდის. პილადი გარბის ციხიდან რომ ცადოს
ორესტის გათავისუფლება. როდესაც იფიგენია უარს იტყვის ორესტის
მსხვერპლშეწირვაზე და მასში ძმას ამოიცნობს, ტოასი ორივეს მოკვლას ბრძანებს.
პილადი შუბით ამარცხებს ტოას.

არტემიდა აჩერებს სკვითებს, რომლებიც მეფის მკვლელს უნდა გაუსწორდენ, და


აცნობს ღმერთების ნებას: ორესტს აპატიეს და მას იფიგენიასთან ერთად შეუძლია
სამშობლოში დაბრუნდეს.

ფრანგული ტრაგედიისგან განსხვავებით კომპოზიტორმა გააღრმავა კონფლიქტი


იმით რომ ჰუმანურ, კეთილშობილ იფიგენიას ტირანი ტოასი დაუპირისპირა.
იფიგენიას გამარჯვება სიკეთის გამარჯვებაა ბოროტებაზე, ჰუმანიზმის
ბარბაროსობაზე. გლუკის მუსიკალური რეფორმა „ალცესტაში“ დაწყებული,
„იფიგენიაში“ დასრულდა და ეს ოპერა კომპოზიტორის შემოქმედების მწვერვალია.
ამ ოპერაში მიღწეულია სრული შერწყმა მუსიკის და დრამატული მოქმედების,
გადალახულია ოპერა–seria-ს ნარჩენები. არიები, ანსამბლები, გუნდები არა მხოლოდ
დასრულებული ნომრებია, არამედ ვრცელი მუსიკალურ–დრამატული სცენების
ნაწილებს წარმოადგენენ. რეჩიტატივსაც სხვა ფუნქცია აქვს. ისინი არა მხოლოდ
ამზადებენ არიას, არამედ ვნებას, აფექტს გამოხატავენ. ოპერა არ ემორჩილება
ეპოქის გემოვნების მოთხოვნას. მასში ყველაფერი ლოგიკურია, გააზრებულია და
მართლებურადაა გადმოცემული.

You might also like