You are on page 1of 7

ზაქარია

ფალიაშვილი
„ფალიაშვილი ოპერასა სწერსო“ - როგორ
შეიქმნა „აბესალომ და ეთერი“
სახლი ნიჭიერი ბავშვებით
ზაქარია ფალიაშვილი ქუთაისში დაიბადა. მას ათზე მეტი დედმამიშვილი ჰყავდა და აქედან
ოთხი მუსიკას გაჰყვა.
ზაქარია საკუთარ სახლს ამგვარად
აღწერს: „ჩემი მშობლები არც ერთმუსიკალურ ინსტრუმენტზე არ უკრავდნენ და არც რამე 
მუსიკალური ინსტრუმენტი მოგვეპოვებოდა სახლში“. მიუხედავად ამისა, ზაქარიასაც და
მის და-ძმებსაც კარგი სმენა აღმოაჩნდათ. მიზეზი შეიძლება კათოლიკური ეკლესია და ორღანი
გამხდარიყო. ფალიაშვილები კათოლიკეები იყვნენ და ბავშვებიც პატარაობიდანვე ეკლესიაში
გალობდნენ. გალობდა ზაქარიაც, როგორც თავად წერს, მას წკრიალა სოპრანო 18 წლამდე
შერჩა.
სწორედ კათოლიკურ ეკლესიაში გატარებული წლების ზეგავლენით გახდა მისთვის ახლობელი
ევროპული მუსიკა, რომელსაც შემდეგ უკვე თავად მოარგო ქართული ფოლკლორი. ასე მიიღო
საზოგადოებამ, ზოგადად, კლასიკური ქართული მუსიკა და შემდეგ სამი უკვდავი ოპერაც.
ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედება
ფალიაშვილი 1896 წლიდან გვევლინება როგორც საზოგადო მოღვაწე.
მის ძირითად საქმედ ხალხური სიმღერების შეკრება და შესწავლა იქცა. მან
ექსპედიციისას შემოიარა თითქმის მთელი საქართველო და ფონოგრაფზე
ჩაიწერა 300-ზე მეტი ფოლკორული ნაწარმოები. ხალხური სიმღერებიდან
შეადგინა და გამოსცა 2 კრებული. სწორედ ხალხური სასიმღერო ფოლკლორი
იქცა შემოქმედებით დასაბამად და შთაგონების მთავარ წყაროდ ზაქარიას
უმთავრესი საქმიანობის - კლასიკური ოპერის შექმნის გზაზე.

1903 წელს მან მოსკოვში ცნობილი ვაჭრის შვილი, იულია


უტკინა გაიცნო, იქორწინა და მასთან ერთად დაბრუნდა საქართველოში. მათ
მალევე შეეძინათ შვილი - ირაკლი, რომელიც მომავალში ზაქარიას ყველაზე
დიდ სიხარულად და ტკივილად იქცა. სამშობლოში დაბრუნებულმა ზაქარიამ
აქტიური შემოქმედებითი და საგანმანათლებლო მოღვაწეობა დაიწყო. იგი
პედაგოგად მიიწვიეს თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში, ხოლო გუნდის
ხელმძღვანელად სათავადაზნაურო გიმნაზიაში. მისი აქტიური მონაწილეობით
დაფუძნდა ,,ქართული ფილარმონიული საზოგადოება“. ზაქარია ასევე მიიწვიეს
„ქართულ ენაზე ოპერების გამმართველ საზოგადოებაში“, სადაც თავად
დირიჟორობდა ქართულად თარგმნილ ევროპულ ოპერებს. 
აბესალომ და ეთერი
1910 წელს მან ყველაზე ცნობილ ქართულ ოპერა - „აბესალომ და ეთერზე“ დაიწყო მუშაობა,

რომელიც პეტრე მირიანაშვილის ლიბრეტოს მიხედვით შეადგინა. ოპერის ნაწყვეტები პირველად

1913 წელს შესრულდა და იმთავითვე გამოიწვია ქართული საზოგადოების დიდი ინტერესი.

„აბესალომ და ეთერმა“ მრავალი ქარტეხილი გამოიარა, მათ შორის ზაქარიას სანუკვარი

შვილის, ირაკლის სიკვდილი. ირას გარდაცვალების შემდეგ კომპოზიტორმა სრულიად აიღო

ხელი მუსიკის შექმნაზე, თუმცა ერთ დღეს მას ირაკლი ესიზმრა, რომელმაც მამას უმორჩილესად

სთხოვა ოპერაზე მუშაობის გაგრძელება. ტრაგიზმით მოცულმა მამამ არ დააყოვნა და შვილის

თხოვნა აასრულა. 1919 წლის 21 თებერვალს, ავტორისავე დირიჟორობით შედგა ოპერის

პრემიერა, რომელიც თითქმის 6 საათს გაგრძელდა. დადგმამ დაუჯერებელი ტრიუმფი მოიტანა.


მეოთხე მოქმედება
პირველი მოქმედება მურმანის კოშკში ეთერი
განიკურნა, კვლავ დაიბრუნა
ტყეში განმარტოებითტყეში სილამაზე. მურმანის დედა და
განმარტოებით ზის ავი დები თავს ევლებიან მას, მაგრამ
დედინაცვლისგან გამოქცეული მეორე მოქმედება ეთერი კვლავ აბესალომზე
გლეხის გოგო ეთერი და თავის ფიქრობს. ისმის საყვირების ხმა.
ობლობას დასტირის. შორიდან სასასახლეში ქორწილია. ვერ აიტანა აბესალომმა
მოისმის მონადირეთა სიმღერა. სამეფო ამალის თანხლებით ეთერთან განშორება და
უფლისწული აბესალომი და მისი შემოდიან აბესალომი და ეთერი. მურმანის კოშკს თავად ეწვია,
ვეზირი მურმანი ამალასთან მეფე ლოცავს
ჯვარდაწერილებს. აბესალომი
მესამე მოქმედება რათა თვალი მაინც შეავლოს
ერთად ნადირობენ. ეთერი სატრფოს. იმისთვის, რომ
სიმღერის ხმას გაჰყვება და გზად და ეთერი ერთგულების ფიცს სასახლეს უბედურება დაატყდა მურმანი ეთერს დააშოროს,
მურმანს გადაეყრება. დებენ. მურმანი ეთერს საჩუქრად თავს – ეთერი უკურნებელი აბესალომი ვეზირს უკვდავების
მოულოდნელი შეხვედრისგან პატარა ზარდახშას მიართმევს, დაავადებით დაავადდა. ამ წყლის მოსატანად გზავნის.
დამფრთხალი ეთერი სხვა რომელშიც მოჯადოებული ამბავს მთელი სასახლე დედოფალი ნათელა ეთერს
მხარეს გარბის. აქ კი მას გზას ყელსაბამი დევს. ამ სამკაულმა გლოვობდა.აბესალომი კი აბესალომის ნახვას თხოვს,
აბესალომი გადაუღობავს. საშინელი სენი უნდა შეჰყაროს იძულებული იყო დაეთმო მაგრამ ეთერი უარზეა – მას
ეთერის სილამაზით ეთერს და მხოლოდ მურმანს ეთერი. მურმანმა კი მიზანს აღარ სწამს ფიცის გამტეხისა!..
მოჯადოებული უფლისწული შეუძლია ამ სენისგან მისი მიაღწია და ეთერი მან წაიყვანა დედოფალი ნათელას თხოვნა
მარადიულ სიყვარულს ეფიცება დახსნა. ეთერი შეუძლოდ ხდება. თავის კოშკში გულს ულბობს ეთერს და მზადაა
მას. ეთერის მიმართ აბიო მეფე ცდილობს შეხვდეს სატრფოს, თუკი ეს
სიყვარულის გრძნობა მურმანსაც გაამხიარულოს სტუმრები და აბესალომის ტანჯვას
დაეუფლება, მაგრამ იგი ვეზირია მარეხს სთხოვს სიმღერას. შეამსუბუქებს. ხანმოკლე
და აშკარად ამის გამოხატვას იმართება მხიარული ცეკვა- გამოდგა მათი შეხვედრა.
ვერ ბედავს. მურმანი გულში თამაში. დასუსტებული აბესალომი
ბოროტ ზრახვას ჩაიდებს და ეთერის მკლავზე კვდება. ეთერი
ფიცს დებს, რომ აბესალომს თავს იკლავს იმ დანით,
ეთერს წაართმევს. რომელიც ოდესღაც
აბესალომმა აჩუქა ერთგული
სიყვარულის ნიშნად.
ოპერის საერთო კონცეფციაში ძირითადი თემა – სიყვარული წარმოსახულია როგორც დიადი,
უძლეველი ძალა, რომელიც გადალახავს არა მარტო სოციალურ უთანასწორობას, არამედ
თვით სიკვდილსაც. სიყვარულისა და სიკვდილის ამაღლებული პოემა ფალიაშვილმა
მუსიკალური ტრაგედიის მონუმენტურ ფორმებში გადაწყვიტა.

შემოქმედებითი მოღვაწეობის
გაგრძელებაში მას ხელი
მოულოდნელად აღმოჩენილმა
მძიმე დაავადებამ შეუშალა. 1932
წელს მას ღვიძლის კიბო
დაუდგინეს. მალევე ლოგინად
ჩავარდნილი 1933 წლის 6
ოქტომბერს გარდაიცვალა.
ზაქარია ფალიაშვილი
დაკრძალულია მისივე სახელობის
ოპერისა და ბალეტის
სახელმწიფო თეატრის ბაღში.
“მე ის (იგულისხმება “აბესალომ და
ეთერი”) მიყვარს და ვეტრფი არა მარტო
ისე, როგორც ჩემს პირმშოს, არა-
ვიმეორებ, ისე როგორც საუკეთესო
ნიმუშს ქართული ხალხური
სიმღერებისას ევროპული თეორიის
კანონებზედ დამყარებულს”.

You might also like