You are on page 1of 4

რემილ ზოლა და თავისი მაგნუმ ოპუსი,ანუ “აბე

მურეის შეცოდება”
ემილ ფრანსუა ზოლა (ფრანგ. Émile François Zola; დ. 2 აპრილი, 1840 — გ. 29 სექტემბერი, 1902)
— გავლენიანი ფრანგი მწერალი, ნატურალიზმის ლიტერატურული მიმდინარეობის
უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, თეატრალური ნატურალიზმის განვითარებაში
მნიშვნელოვანი წვლილით, და საფრანგეთის პოლიტიკური ლიბერალიზაციის წამყვანი

ფიგურა.

Ბიოგრაფია

ემილ ზოლა იტალიურ-ფრანგული წარმომავლობის ოჯახში დაიბადა. მამამისი იტალიელი


ინჟინერი, „ექსის“ წყალგაყვანილობის სისტემაში მუშაობდა. ზოლამ ბავშვობა ექს-ან-
პროვანსში გაატარა, სადაც იგი მხატვარ სეზანს დაუმეგობრდა. ბუნებით რომანტიკოსი ემილი
ბავშვობიდანვე ლექსებს წერდა. შვიდი წლისაც არ იყო, მამა რომ გარდაეცვალა და ოჯახი
უსახსროდ დარჩა. 1858 წელს დედამისი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. ემილი პარიზისა
და მარსელის ლიცეუმში სწავლობდა, პარიზში უსახსროდ დარჩენილი ყმაწვილი იძულებული
იყო თავშესაფარში ეცხოვრა, რომელიც სავსე იყო ქურდებით, მაწანწალებითა და ცუდი ყოფა-
ქცევის ქალებით. იგი საშინელ სიღარიბეში იმყოფებოდა. ზოლა საშუალო ტანის, წვერიანი,
ძალიან მგრძნობიარე მამაკაცი იყო, რომელსაც სახეზე მუდმივი მელანქოლია აღბეჭდვოდა.
ახლომხედველი ზოლა ცოტა ენასაც უკიდებდა, თუმცა მშვენიერი ტენორი იყო . მან იცოდა
ჭამის "ფასი". 40 წლისა 100 კილოგრამს იწონიდა. 1887 წლიდან მკაცრი დიეტის დაცვით, მან
გახდომა შეძლო. ემილ ზოლას ბიოგრაფიაში განსაკუთრებულად საინტერესო ადგილია
დრეიფუსის საქმე: XIX საუკუნის ბოლოს საფრანგეთის არმიის ოფიცრის, წარმოშობით
ებრაელი ალფრედ დრეიფუსის წინააღმდეგ აღძრული სასამართლო პროცესი. ბრალდების
საბაბი გახდა საფრანგეთის გენერალური შტაბიდან საიდუმლო დოკუმენტის გაქრობა. ამ
დოკუმენტის დაკარგვასთან დრეიფუსის კავშირის შესახებ პირდაპირი მტკიცებულება არ
არსებობდა, მაგრამ ბრალდების მხარემ დრეიფუსის გაყალბებული წერილი წარმოადგინა,
რომელიც ადასტურებდა მის კავშირს გერმანიის დაზვერვასთან. სასამართლომ ეს
მტკიცებულება საკმარისად მიიჩნია. დრეიფუსი დააკავეს და სამშობლოს ღალატის
ბრალდებით გაასამართლეს. იგი საფრანგეთის კოლონია გვიანაში გადაასახლეს. 1895 წელს
დაიწყო საქმის ხელმეორედ განხილვა. დრეიფუსს საჯაროდ დაუჭირა მხარი ცნობილმა
მწერალმა ემილ ზოლამ, რომელმაც 1898 წელს ღია წერილი გაუგზავნა საფრანგეთის
პრეზიდენტ ფელიქს ფორს სახელწოდებით „მე ბრალს ვდებ“ („J’accuse“), სადაც მან დრეიფუსი
დაიცვა, ხოლო სასამართლო მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. 23 თებერვალს წერილი
გაზეთ „ლ'ორორის“ პირველ გვერდზე გამოქვეყნდა. ამ წერილის გამო მწერალი აიძულეს
ქვეყანა დაეტოვებინა და ინგლისში გადასახლებულიყო. ზოლას საქციელმა მნიშვნელოვანი
როლი ითამაშა დრეიფუსის საქმის გავითარებაზე და ზეგავლენა მოახდინა საზოგადოებრივ
შეხედულებაზე.

ახალგაზრდობაში ემილს შეუყვარდა ლუიზა სოლიარი, თავისი მეგობრის და. თავშესაფარში


გატარებულმა წლებმა ზოლას ქალებთან ურთიერთობა ასწავლა. 25 წლისა გატაცებული იყო
ალექსანდრა მელით, რომელიც მასზე ერთი წლით უფროსი იყო.

ზოლას ბიოგრაფები ირწმუნებიან,რომ, იმ პერიოდში ემილი 10-12 საათი მუშაობდა


ლიტერატურაზე,რა დროსაც იგი 1 100 დან 2500 სიტყვამდე წერდა.

ზოლას მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: “ხაფანგი”, “ბრალს არ ვდებ”, “ქალთა სამოთხე”,


“ნანა” და რა თქმა უნდა, “აბე მურეის შეცოდება”.

ციტატები
 ‘’რაც შენმა მტერმა არ უნდა იცოდეს, იმას მეგობარსაც ნუ გაანდობ.’’
 ‘’სიცოცხლის შექმნით,ადამიანთა გაჩენით-აი,რითი ვუტოლდებით ღმერთს!”
 “ნახევრად ცოცხლები არა კვდებიან.”
 ‘’ასე მგონია,ამ ქვეყანაზე უფრო ბევრი ჩერჩეტია,ვიდრე ავაზაკი.”
 “რა საჭიროა შეცვალო ის,რაც კარგია?!”
 ‘’ყველა თავისებურად გიჟობს.”

“აბე მურეის შეცოდება”


,,აბე მურეს შეცოდება” ზოლას რიგით მეხუთე ნაწარმოებია ,,რუგონ-მაკარებიდან”. ეს სახელი
მან თავის რომანების ციკლს უწოდა. ,,აბე მურეს შეცოდება” მიმართულია ქრისტიანული
ასკეტიზმის წინააღმდეგ. როგორც ზოლას შემოქმედებას სჩვევია, ეს რომანიც ბევრმა დაგმო
და გაკიცხა. ავტორს ბრალად სდებდნენ ანტირელიგიურ გამოხდომებს, ქრისტიანული
მორალის წინააღმდეგ ბრძოლას და სხვ.

რომანის მთავარი პერსონაჟი აბე მურე ასკეტიზმის გულმოდგინე დამცველი იყო . რომელსაც
სიყმაწვილეში ჩაუხშეს ბუნებრივი მიდრეკილებები. იგი თავის სიყვარულს მხოლოდ
ღვთისმშობლის მიმართ ამჟღავნებდა. ისიც თავის გონებაში, ყველასგან ფარულად. ერთ
ღამეს მღვდელი ცხელებით დაავადდა. ექიმმა პასკალმა ერთ მიტოვებულ ბაღში გადაიყვანა,
სადაც მომვლელად 16 წლის ალბინე მიუჩინა. მურე ნელ-ნელა გამოჯანმრთელდა. ალბინე და
სერჟი მთელ დღეებს ბაღში ატარებდნენ. ბავშვებივით ერთობოდნენ და ერთმანეთს
სიყვარულს ეფიცებოდნენ. ავადმყოფობის შემდეგ კი მურეს ძალა, მამაკაცობა დაუბრუნდა.
მისმა ბიოლოგიურმა გრძნობებმა მაინც იჩინა თავი. მან ღმერთს შესცოდა, აღთქმა გატეხა. ეს
ყოველივე მას შემდეგ გააცნობიერა, რაც გატეხილი გალავნიდან თავისი სოფელი დაინახა.
მოაგონდა წარსული, ბავშვობა,ასკეტიზმი. იგი დაბრუნდა სოფელში და თავისი საქმიანობა
განაგრძო. ალბინეს ყოველთვის ჰქონდა მისი დაბრუნების იმედი, ერთხელაც აბე
დაბრუნდა ,,პარადუში” მაგრამ ამ ბაღმა მასში ვერანაირი გრძნობა და ემოცია ვერ აღძრა.
საბოლოოდ სასოწარკვეთილი და ორსული ალბინე თავს იკლავს. მე მეგონა, რომ ალბინეს
სიკვდილი აბე მურეში უფრო მეტ ემოციას და გულისტკივილს გამოიწვევდა. მინდოდა რომანი
ლოგიკურად დასრულებულიყო, ანუ მურე შემოებრუნებინა ყოველდღიური ყოფისკენ.
რეალურად უფრო მეტი სინანული უნდა გამოეხატა საყვარელი ქალის დაღუპვის გამო. ეს
ნაწარმოები საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ილიას ,,განდეგილთან” შეგვიძლია
პარალელის გავლება.

ციტატები ნაწარმოებიდან “აბე მურეის შეცოდება”


 “არა,არა,არავითარი გამართლება! Ავადმყოფობა სულ არ იძლევა ცოდვის
ჩადენის ნებას.”
 “მე მღვდელი ვარ და ლოცვების მეტი არაფერი მაქვს.”
 “დიდი ხელოვნებაა იესოსთან საუბრის ცოდნა და დიდი სიბრძნე - მისი შენს
თავთან შენარჩუნება.”
 “მე ვწყევლი გამარჯვებულ ცოდვას!”
 “განა შეიძლება,ადამიანის სიკვდილი კაცს გაუხარდეს?!”
 “ჩემს გულს რომ ძებნა დავუწყო,ვერ ვიპოვნი მას:ღმერთს შევწირე და მან მიიღო.”
 “რას არგებს ადამიანს სამყაროს დაპყრობა,თუ სულს წარიწყმედს?!”
 “როდესაც სწამთ,რომ რაღაც არსება არის ყველაფერი,მაშინ მათ არ იციან,რა
არის მერყეობა.”

You might also like