You are on page 1of 8

გლობალური პრობლემა-

გაუდაბნოება,მისი
მიზეზები,შედეგები და თავის
დახსნის გზა

This Photo by Unknown author is licensed under CC BY-SA.


◦ გაუდაბნოება არის მიწის დეგრადაცია არიდულ,
სემიარიდულ და მშრალ სუბჰუმიდურ
ტერიტორიებზე. დეგრადაცია შესაძლოა
გამოწვეული იყოს კლიმატური და სხვა ბუნებრივი
ფაქტორებით, მაგრამ ადამიანის საქმიანობა
პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ამ პროცესზე.
გაუდაბნოება დღეს გაცილებით სწრაფად
მიმდინარეობს, ვიდრე ოდესმე დედამიწის
ისტორიაში. ჩვეულებრივ, ეს ხდება მჭიდროდ
დასახლებულ ადგილებში, ინტენსიური
მიწათმოქმედებისა და ძოვების გამო.
გაუდაბნოების შედეგად მცირდება (იკარგება)
ბიომრავალფეროვნება, ხოლო ნიადაგის
ნაყოფიერება ქვეითდება. მრავალფეროვანი
ბუნებრივი ეკოსისტემები იცვლება ერთგვაროვანი
(ერთი დომინანტი მრავალწლოვანი სახეობის
შემცველი) ეკოსისტემით

This Photo by Unknown author is licensed under CC BY-SA-NC.


გაუდაბნოების
ძირითადი მიზეზები
◦ მცენარეულობის უმეტესობის გადაშენება-გაქრობა უსწრაფესი
მიზეზია გაუდაბნოებისა. ეს გამოწვეულია მრავალი ფაქტორით,
ცალკე ან რამე სხვა ფაქტორთან კომბინაციაში, მაგალითად,
გვალვა, კლიმატური რყევები, სოფლის მეურნეობისთვის
ნიადაგის მოხვნა, მისი ზედმეტი გამოყენება და ტყის ჩეხვა
საწვავად ან სამშენებლო მასალებისთვის. მცენარეულობა დიდ
როლს ასრულებს ნიადაგის ბიოლოგიურ შემადგენლობაში.
კვლევებმა აჩვენა, რომ ბევრ გარემოში ეროზიისა და
ჩამონადენის სიჩქარე მუდმივად მცირდება მცენარეული
საფარის მომატებასთან ერთად. დაუცველი, მშრალი ნიადაგის
ზედაპირები ქარის ზემოქმედებით იფიტება და გაიფანტება, ან
ირეცხება წყალდიდობის დროს და ტოვებს უნაყოფო ქვედა
ნიადაგის ფენას, რომელიც მზეში ხმება და გვრჩება უნაყოფო
გამკვრივებული მიწა.
◦ მეცნიერები თანხმდებიან, რომ უდაბნოს არსებობა იმ ადგილას,
სადაც ამჟამად საჰარის უდაბნოა, განპირობებულია ბუნებრივი
კლიმატის ციკლით; ეს ციკლი ხშირად იწვევს წყლის
ნაკლებობას. არსებობს ვარაუდი, რომ ბოლო დროს,
როდესაც საჰარა სავანიდან უდაბნოდ გადაიქცა, ეს ნაწილობრივ
ადგილობრივი მოსახლეობის პირუტყვის ზედმეტი ძოვების
გამო იყო.
This Photo by Unknown author is licensed under CC BY-SA.
საჰარა

This Photo by Unknown author is licensed under CC BY-NC-ND.


საჰელის რეგიონი

საჰელის რეგიონის კლიმატი მთლიანადაა დამოკიდებული საჰარის რეგიონისა და


სავანის კლიმატზე.თუ საჰარაში წვიმს და ტენია,საჰელიც ტენიანია;თუ საჰარის სეზონი
მშრალია,საჰელიც მშრალია.თუმცა საჰელის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული კლიმატი
არა საჰარიდან,არამედ ადამიანის მავნე საქმიანობიდან მოდის. საჰარა ბუნებრივად
ჩამოყალიბებული რეგიონია,სადაც კლიმატი სრულიად ნორმალურია მისი
ადგილმდებარეობისა და ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით,მაგრამ საჰელის
ჩამოყალიბება პირდაპირ დაკავშირებულია გლობალურ დათბობასთან,ტყეების
ჩეხვასთან,დემოსის აფეთქებასთან და პირუტყვის სულადობის ზრდასთან.
Xtსსსდსსაჰელი წვიმიან
საჰელის მდებარეობა
სეზონში,მალი

საჰელი
◦ საჰელის ზონის პირობების გამო აქ მცხოვრები
მოსახლეობა უკიდეგანო სიღარიბითა და ამის
თანმხლები სხვა უბედურებებით
იტანჯება.სიღარიბე გახდა მიზეზი იმისა,რომ
ეს ტერიტორია გამოირჩევა
ავაზაკებით,ქურდებით,მონათვაჭრობით,ნარკო
დილერების სიმრავლით,ტერორიზმით.თავის
გადასარჩენად ადამიანები
მიმართავენ ისეთ,უკიდურეს
ზომებს,როგორიცაა ყოველივე ეს
ზემოთჩამოთვილი და გარდა ამისა,ხეების
ჩეხა,წვა.ადამიანები ერთმანეთს ენტერებიან
სასმელი წყლისა და ნაყოფიერი მიწები
გამო,რაც ხელს უწყობს რეგიონში სამხედრო
ქმედებების დესტაბილიზაციას.

This Photo by Unknown


author is licensed under
CC BY-SA-NC.
◦ გაუდაბნოება იმ გეოგრაფიულ სურათს,რაც
დღეს ასეთუისე ინარჩუნობს
მშვიდობას მსოფლიოში,ძირფესვიანად
შეცვლის:დაიწყება საყოველთაო
შიმშილი,ავკაცობა,დაავადებებისა და
ინფექციების გავრცელება,რაც საბოლოოდ
ფატალურ შედეგს გამოიღებს.ამ ყველაფრის
თავიდან ასაცილებლად კი პირველ რიგში
უნდა შევაჩეროთ გლობალური დათბობა
ყველანაირად:ვიაროთ უფრო მეტი
ფეხით,შევამციროთ ქარხნების რაოდენობა ან
საწარმოებში აიკრძალოს მავნე ქიმიური
ნივთიერებების აქტიური რეალიზაცია. უნდა
დაიწყოს აქტიური გამწვანების კამპანია,რაც
გულისხმობს მეტ ხეს,ანუ მეტ სიცოცხლეს.

This Photo by Unknown author is licensed under CC BY-NC.

You might also like