You are on page 1of 10

კომპლექსურიდავალება N1

ჟანგვა -აღდგენა

ავტორი :ანა ფრუიძე


მასწავლებელი :ნატალია
ფრანგიშვილი
63 საჯარო სკოლა 10 გ
კლასი
გეგმა
შესავალი რეაქცია , ცდა დასკვნა
კითხვებზე პასუხი
ჟანგვა-აღდგენა სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი ქიმიური მოვლენაა. იგი მონაწილეობს , სამყაროს ბალანსირებული ფუნქციონირებისთვის საჭირო თითქმის
ყველა პროცესში . როგორიცაა , ლპობა ,ხრწნა, ფოტოსინთეზი და ადამიანის არსებობისთვის სასიცოცხლოდ საჭირო პროცესი სუნთქვა. მოკლედ , რომ ვთქვათ
სამყაროს სწორი ფუნქციონირების დიდი ნაწილი სწორედ ამ ქიმიურ პროცესზეა დამოკიდებული .ჟანგვა აღდგენით მიმდინარეობს მრავალი სამრეწველო პროცესი:
აზოტმჟავის , ამიაკის წარმოება. თავად ჟანგვა აღდგენაც მოწესრიგებული პროცესია. გაცემული და შეძენილი ელექტრონების რიცხვი ყოველთვის ბალანსირებულია
და სწორედ ამიტომაა იგი მოწესრიგებული რეაქცია. ახლა წარმოგიდგენთ ჟანგვა აღდგენის ორ თვალსაჩინო მაგალითს და ექსპერიმენტებზე დაყრდნობით უკეთ
გაგაცნობთ ჟანგვა -აღდგენას როგროც უმნიშვნელოვანეს ქიმიურ მოვლენას. გაჩვენებთ , რატომ ახასიათებთ მეტალებს მხოლოდ აღმდგენი ხოლო არამეტალების
ძირითად ნაწილს აღმდგენი ფუნქცია. ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები ამუშავებენ შენს ტელეფონს და გაძლევენ შესაძლებლობას , გამოიყენო ის ჟანგბადი , რომელსაც
ჩაისუნთქავ
ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები ორგანიზმში — ბიოქიმიური პროცესები, რომლის დროსაც 
წყალბადის ელექტრონი ან ატომი გადადის ერთი მოლეკულიდან (დასაჟანგიდან) მეორეში
(აღსადგენში). ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების კატალიზატორებია  ფერმენტები — 
ოქსიდორედუქტაზები. ზოგი ჟანგვა-აღდგენითი რეაქციის დროს გამოყოფილი ენერგია მარაგის
სახით გროვდება მაკროერგული ნაერთების მოლეკულების ქიმიურ ბმებში. ჟანგვა-აღდგენითი
რეაქციებს ეკუთვნის ტრიკარბონის მჟავების ციკლის რეაქციები, სუნთქვის, ფოტოსინთეზის,
დუღილის დროს ელექტრონების გადატანის რეაქციები, ცხიმოვანი მჟავების სინთეზისა და დაჟანგვის
რეაქციები და ცოცხალ უჯრედში მიმდინარე სხვა პროცესები.
ელექტრონული თეორიით ჟანგვა-აღდგენის ეწოდება ისეთ რეაქციას, რომლის დროსაც მორეაგირე
ნივთიერების მოლეკულაში იცვლება ელემენტის ჟანგვის ხარისხი.
ჟანგვა არის:
ნივთიერებასთან ჟანგბადის მიერთება;
ნივთიერებიდან წყალბადის მოხლეჩა;
ნივთიერებიდან ელექტრონების გაცემა.
შესაბამისად, აღდგენა არის: ვიდეო
ნივთიერებასთან წყალბადის მიერთება;
ნივთიერებიდან ჟანგბადის ჩამოშორება;
ნივთიერებასთან ელექტრონების მიერთება.
ელემენტის ჟანგვის ხარისხის ცვლილება დამოკიდებულია სავალენტო ელექტრონების რაოდენობის
ცვლილებაზე. ჟანგვა-აღდგენის რეაქციის პროცესში ერთი ელემენტი გასცემს ელექტრონს, მეორე კი
— იძენს მას. ელექტრონის გაცემის შემთხვევაში ატომი იმუხტება დადებითად, შეერთების შემთხვევაში
კი უარყოფითად.
ცდა N1  

Fe0 + Cu+2S+6O-24 Fe+2S+6O-24 + Cu0


პირველ ექსპერიმენტში
სადაც რკინის ლურსმანს
ვდებთ შაბიამნის ხსნარში
მაშინვე დავინახავთ ჟანგვა
1 დაიჟანგა ;აღმდგენი
აღდგენის რეაქციის შედგეს. Fe0 -2e Fe+2
ლურსმნის ის ნაწილი,
რომელიც ხსნარში ხვდება
დაიჟანგება და ჟანგისფერს
(ყავისფერს) მიიღებს . +2e 1 აღდგა ;მჟანგავი
Cu+2 Cu0
ხოლო , თუ ლურსმანს
ხსნარში დიდი ხნის
განმავლობაში გავაჩერებთ
ხსნარში თავად ხსნარიც
შეიცვლის ფერს და
ცისფრიდან მომწვანო
ფერში გადავა. რეაქციის
შედეგად მიიღება რკინა
ორის სულფატი.
ცდა N2 2Cu0+O20 2 Cu+2O-2
სპილენძის მავთულის წვის
რეაქცია. წვა ჟანგვა აღდგენის
ერთერთი ყველაზე
თვალსაჩინო გამოვლინებაა. 2 დაიჟანგა აღმდგენი
სპილენძის წვით მალევე
Cu0 -2e Cu+2
ვიღებთ ახალ ნივთიერებას.
სპილენძზე შავი ნადების 1 აღდგა მჟანგავი
O20 +4e 2O-2
(ფუფხის სახით) .
თავდაპირველად სპილენძზე
ალი გადადის ის მალევე
ქვრება და მის ადგილას შავი
ფუფხსებრი ნადები
წარმოიქნმება.
დასკვნა
მოცემული ექსპერიმენტებით უკეთ დავინახეთ ჟანგვა აღდგენის პროცესი . კარგად ჩანს , თუ
რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მას ჩვენი გარემოს სწორი ფუნქციონირებისთვის . როგორ
თანაბრდება ელექტრონული მეთოდით რეაქციები. (გაცემული ელექტრონებისა და შეძენილი
ელექტრონების რაოდენობათა ჯამი ყოველთვის გვაძლევს ნულს . )კარგად გამოჩნდა ზოგიერთი
ნივთიერების თვისება და მათი დანიშნულება. კერძოდ:

რა შემთხვევაში ავლენს ნაერთი მხოლოდ მაჟანგავ, აღმდგენ ან ორივე ბუნებას (მჟანგავ და


აღმდგენ ბუნებას ერთად).

თუ ელემენტი ავლენს უმაღლეს ჟანგვის რიცხვს ანუ ემთხვევა ჯგუფის ნომერს მაშინ მას მხოლოდ
მჟანგავი უნარი აქვს , თუ ავლენს უმცირეს (უარყოფით ) ჟანგვის ხარისხს მაშნ მხოლოდ აღმდგენი
უნარი აქვს . დანარჩენ შემთხვევაში ხან აღმდგენია ხან მჟანგავი.

ახსენი და დაასაბუთე შესაბამიში მაგალითების საშუალებით თქვენი მოსაზრება რა უნარი


ახასიათებს მეტალებს, არამეტალებს?

მეტალები მათი თავისებურებიდან გამომდინარე , ყოველთვის გასცემენ ელექტრონებს და


დადებითად იმუხტებიან , იმის გამო , რომ მათ ბოლო შრეზე ცოტა ელექტრონი აქვთ და შრის
დასრულებისათვის მათთვის ხელსაყრელია ელექტრონთა გაცემა . არამეტალთა შემტხვევაში
პირიქით ისინი თითქმის ყოველთვის შეიძენენ ელექტრონებს რადგან მათ მეტი ელექტრონი აქვთ
ბოლო შრეზე შესაბამისად უარყოფითად იმუხტებიან.

გამოთქვით მოსაზრება, რატომ უწოდებენ ჟანგვა-აღდგენითი რეაქციებისგათანაბრების პროცესს


( ელექტრონული ბალანსის მეთოდს.)

გაცემული ელექტრონებისა და შეძენილი ელექტრონების რაოდენობათა ჯამი ყოველთვის


გვაძლევს ნულს. შესაბამისად ამ თვისებით რეაქციათა გათანაბრება ელექტრონების ბალანსით
ხდება.
პასუხები კითხვებზე
რა პროცესია დაჟანგვა, აღდგენა?
რექაციაში ელექტრონების გაცემის პროცესს ჟანგვა ეწოდება ხოლო მის მიერთების პროცესს აღდგენა .
რამდენი სახის არსებობს ჟანგვა-აღდგენითი რეაქცია?
ჟანგვა აღდგენითი რეაქცია არსებობს სამი ტიპის მოლეკულათშორისი , შიგა მოლეკულური და დისპროპორციული . მოლეკულათშორისი რეაქციის დროს მჟანგავიც და აღმდგენიც განსხვავებული ნივთიერებაა . შიგა მოლეკულური
რეაქცია ერთი და იმავე ნივთიერების სხვადასხვა ელემენტის ატომებს შორის მიმდინარეობს . დისპროპორციული რეაქციაში მჟანგავი და აღმდგენი ერთი ნივთიერების ერთნაირი ჟანგვის რიცხვის მქონე ერთი ელემენტის ატომებია .
რა შემთხვევაში ავლენს ნივთიერება მხოლოდ მჟანგავ უნარს?
თუ ელემენტი ავლენს უმაღლეს ჟანგვის რიცხვს ანუ ემთხვევა ჯგუფის ნომერს მაშინ მას მხოლოდ მჟანგავი უნარი აქვს .
რა შემთხვევაში ავლენს ნივთიერება მხოლოდ აღმდგენ უნარს ?
თუ ავლენს უმცირეს (უარყოფით ) ჟანგვის ხარისხს მაშნ მხოლოდ აღმდგენი უნარი აქვს .
 
რა შემთხვევაში ავლენს
ნივთიერება როგორც მჟანგავ
ისე აღმდგენ უნარს?
თუ იგი არ ავლენს ან უმაღლეს ან უმცირესს
ჟანგვის ხარისხს ხან მჟანგავია ხან
აღმდგენი.
 
არსებობს თუ არა ისეთი
ნაერთები, სადაც ელემენტის
ჟანგვის რიცხვი ნულის ტოლია,
ხოლო ვალენტობა კი I; II; ან III.
მოიყვანე შესაბამისი ნაერთის
მაგალითები.
 
დიახ , მარტივი ნივთიერებებს ჟანგვის
რიცხვი ნული აქვთ . ასეთი ნივთიერებებია :
ვალენტობით
I H2 , II O2 , III Al .
 
გამოყენებული მასალა
https://www.youtube.com/watch?v=BbNLTcv8ASM
https://www.youtube.com/watch?v=KmhD8BmEFIo
https://www.youtube.com/watch?v=XSepuAzEUj0
https://
ka.khanacademy.org/science/chemistry/oxidation-red
uction/redox-oxidation-reduction/a/oxidation-reducti
on-redox-reactions
http://
www.education.ge/index.php?call=test/view&id=351
სახელმძღვანელო
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9F%E1%83%
90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%95%E1%83%
90-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%
92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%
97%E1%83%98_%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%
90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83
%
98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

You might also like