You are on page 1of 1

მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის 

დამკვიდრება გადაუჭრელი პრობლემაა


ბავშვებს, მშობლები პატარაობიდანვე აჩვევენ ჯანსაღი ცხოვრების
წესით ცხოვრებას, რაც გულისხმობს ჯანსაღი საკვების მიღებას,
ყოველდღიურ ვარჯიშებს, სწორი ძილის რეჟიმს და ა.შ. რაც
მომავალში განაპირობებს ბავშვის ფიზიკურ და ასევე გონებრივ
შესაძლებლობებსაც.
თუმცა მოზარდობის ასაკში ბავშვი თავისით იწყებს საკუთარი თავის
კონტროლს , რაც ხშირად გარდაიქმნება არაჯანსაღ ცხოვრების
სტილში.
ამის მაგალითი შეიძლება იყოს : სწრაფი კვების ობიექტების ხშირი
მოხმარება, ალკოჰოლისადმი მიდრეკილება , ნიკოტინზე
დამოკიდებულება, არა საკმარისი ძილი რაც შემდგომში ზიანს აყენებს
ბავშვის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას.
ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების
წესის დამკვიდრება გადაუჭრელი პრობლემაა, სწორედ იმიტომ,
რომ იცვლება საარსებო გარემო, მოზარდების ნაწილი უფრო
გულგრილნი ხდებიან ჯანსაღი პროდუქტის მოხმარებისადმი ,
ხშირად აქვთ წვდომა არასასარგებლო ნივთიერებებთან,
ფიზიკურ აქტივობებს უფრო ნაკლებად მიზდევენ.
ჩემი აზრით, ეს არ არის გადაუჭრელი პრობლემა, ხშირად რატომაც
მოზარდები არაჯანსაღად იწყებენ ცხოვრებას არის იმ მიზეზით
გამოწვეული, რომ მშობლისგან არ იღებენ ყურადღებას , ან
თუნდაც სწორად ინფორმაცია არ მიაწოდეს .
ვფიქრობ , ამ თემის განხილვა არა მარტო მშობლები არამედ სკოლაც
უნდა ახდენდეს , ამასთან ერთად მეტ ფიზიკურ აქტივობებს
აწესებდეს
რაც სანახევროდ მაინც გამოიღებს დადებით შედეგებს .

You might also like