You are on page 1of 3

 

არგუმენტირებული ესე არის ანალიტიკური ტექსტი, რომელიც შედგება


სამი ძირითადი ნაწილისაგან: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.
მისი მიზანია, დასვას პრობლემა, განიხილოს და გააანალიზოს
(დაასაბუთოს არგუმენტებით, წარმოადგინოს ინტერპრეტაცია,
პარალელები, მოსალოდნელი შედეგები...), შეაჯამოს სათქმელი და
გამოთქვას სათანადო დაკსვნები. სტრუქტურულად გამართულ
არგუმენტირებულ ესეში, ერთი მხრივ, ზემოთ განხილული კომპონენტები 
დამოუკიდებელი ერთეულებია, რომელთა შორისაც აუცილებელია
არსებობდეს ლოგიკური და მიზეზ-შედეგობრივი კავშირები.

შ ე ს ა ვ ა ლ შ ი  უნდა წარმოვადგინოთ საკითხის დასმა (პრობლემის


მნიშვნელობა, აქტუალობა, რატომ გადაწყვიტა ავტორმა ამ საკითხის
განხილვა და ა. შ.).

 ძ ი რ ი თ ა დ ნ ა წ ი ლ შ ი  წარმოდგენილი უნდა იყოს საკითხის


ანალიზი, არგუმენტები, მათი გაშლა და განვრცობა.

დ ა ს კ ვ ნ ი თ ნ ა წ ი ლ შ ი  უნდა გამოჩნდეს ავტორის პოზიცია და


შეფასებითი დამოკიდებულება, შეჯამდეს სათქმელი, გამოიკვეთოს
მსჯელობის სუსტი მხარეები და ის, თუ როგორ აპირებს მათ აღმოფხვრას
ავტორი, როგორ შეიძლება განვითარდეს მსჯელობა სამომავლოდ.

ჭარბი წონა – თანამედროვეობის სენი


 მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ საგანგაშო ინფორმაცია გაავრცელა.
დედამიწაზე ერთი მილიარდი ადამიანი ზედმეტ წონას უჩივის, ხოლო
ოთხასი მილიონი სიმსუქნისგან იტანჯება.
შეიძლება ძველმოდურად მოგეჩვენოთ, მაგრამ წონის დაკლების
ერთადერთ საშუალებად ექიმები მიანც კვების შემცირებასა და ფიზიკურ
დატვირთვას ასახელებენ.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ საშუალო ასაკის ქალბატონებმა დღეში ერთი
საათი ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ უნდა ივარჯიშონ, რომ საკუთარი
წონა შეინარჩუნონ და არ გასუქდნენ.
არადა, ცხოვრება ხანდახან მართლაც  უსამართლოა... ქალების ორგანიზმში
ბევრად უფრო მეტი ცხიმი გროვდება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი,
მამაკაცებთან შედარებით, ბევრად უფრო ნაკლებად კალორიულ საკვებს
იღებენ.
ასევეა ფიზიკურ ვარჯიშთან დაკავშირებითაც. თანამედროვე მამაკაცს
თავისუფლად შეუძლია ყოველდღიურად თითო საათი საკუთარი ფორმის
შენარჩუნებისთვის გამოძებნოს, ქალი კი სამსახურისა და ოჯახის საქმეების
პარალელურად ამას ვერ ახერხებს.
ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში ქალებისთვის ერთი იოლი
გამოსავალი არსებობს, აარიდო თავი ოჯახური სადილის მომზადებას და
სწრაფი კვების პროდუქტის დახმარებით ის დღე იოლად გადააგორო.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროდუქტებით კვება წონაში ძალზე


ამატებინებს ადამიანს და ზედმეტი კილოგრამების დაგროვებაში ხელს
უწყობს.

ბევრი ქალი შეგუებულია ცხოვრების ამ წესს და თანახმაა სწრაფი კვების


პროდუქტით დაგროვილი კილოგრამები სპორტულ დარბაზში
ყოველდღიური ვარჯიშით დაიკლოს.

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის


ინფორმაციით, 1991და 2000 წლებამდე ამერიკის მოსახლეობაში ჭარბი
წონის მქონე ადამიანების რაოდენობამ მკვეთრად იმატა და საერთო
რიცხვის სამოცი პროცენტი შეადგინა.
დღესდღეობით პლანეტაზე ერთ მილიარდამდე მსუქანი ადამიანი
ცხოვრობს.
თუმცა, ამ ფონზე, მაშინ როცა ყველა საშუალო ასაკის ქალბატონი ზედმეტი
გრამის მომატებას ავადმყოფურად განიცდის, მეცნიერები მათ
კატეგორიულად აფრთხილებენ, დიეტა არ დაიცვან და მხოლოდ საკუთარი
წონის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

აღსანიშნავია,რომ საშუალო და ხანდაზმული ასაკის ჭარბი წონის


ქალბატონები ფიზიკური ვარჯიშის საშუალებით წონის დაკლებას ვერ
ახერხებენ. მათ საკვების ზომიერად მიღება და ფიზიკური დატვირთვით
მხოლოდ წონის შენარჩუნება და გაკონტროლება შეუძლიათ.
„თუ საშუალო ასაკის მქონე ქალბატონი მსუქანია, მას ფიზიკური ვარჯიში
წონის დაკლებაში ვერ დაეხმარება,“ – აღნიშნავს დოქტორ აიმინ ლი,
რომელიც ქალთა ცენტრის ექიმი გახლავთ.
ამიტომაც ექიმები ურჩევენ საშუალო ასაკის ჭარბი წონის ქალბატონებს,
ზომიერად იკვებონ და ფიზიკურად მსუბუქად მხოლოდ იმიტომ
დაიტვირთონ, რომ ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის, გულისა და
კიბოს დაავადებებისგან   დაიცვან თავი.

აღმოჩნდა, რომ ბავშვებში ჭარბი წონა ხერხემლის ნაადრევ დეგენერაციას იწ
ვევს. სამხრეთ ამერიკის რადიოლოგიის საზოგადოებისა და ნიუ-იორკის ბა
ვშვთა საავადმყოფოს პედიატრებმა სხეულის მასის ინდექსსა და ხერხემლი
ს ანომალიებს შორის პირდაპირი კავშირი დაადგინეს.

ექსპერტები კოპენჰაგენის უნივერსიტეტიდან (Copenhagen University) და


პრევენციული მედიცინის ინსტუტიდან (Institute of Preventive Medicine)
აცხადებენ: მამაკაცები, რომლებსაც 20 წლის ასაკში ჭარბი წონა აწუხებთ, 8
წლით ადრე იხოცებიან. მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევა, რომელშიც
მონაწილეობა მიიღო 5 000 მამაკაცმა.
თუმცა, ვისაც ძალზე დიდი წონა აწუხებს, შეუძლია კალორიების მიღება
შეკვეცოს და ყოველგვარი ფიზიკური ვარჯიშის გარეშე სასურველ წონამდე
ისედაც დაიკლებს. 

შენიშვნა: ესე აღებულია ერთ-ერთი საიტიდან სამაგალითოდ და მასთან დაკავშირებით


კომენტარების გათვალისწინება აღნიშნულ ნაშრომს უფრო ზუსტსა და შედარებით
უხარვეზოს ქმნის.

You might also like