You are on page 1of 2

საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ გენმოდიფიცირება კარგი და სასარგებლოა .

ადამიანები უძველესი დროიდან ცვლიდნენ მცენარეებისა თუ ცხოვლების გენებს ,


ისინი აჯვარებდნენ ნერგებს რომელსაც უფრო მეტი დადებითი მხარე ქონდათ და ამით
მოსავალს იღებდნენ უფრო სწრაფად და დიდი ზომით. მეცნიერებიც დღესდღეობით
ცდილობენ ამას, მაგრამ უფრო დახვეწილად და ფართო მასშტაბებით.
მოსახლეობა იზრდება ძალიან სწრაფი ტემპით, რასაც ვერ ვიტყვით საკვებზე .
წლევანდელი მონაცემებით პლანეტის მაცხოვრებელთა 9% შიმშილობს. დასაკარგი და
გასაფუჭებელი საჭმლის საშუალება არ გვაქვს, ვერც კლიმატით მოვიწონებთ თავს,
გლობალური დათბობა მძვინვარებს ჩვენს ირგვლივ, რაც ხელს უშლის მცენარის
სასურველ შედეგამდე მიყვანას , შესაბამისად გვჭირდება რაღაც რაც დაგვეხმარება
თავი დავაღწიოთ ამ თითქოს და გამოუვალ მდგომარეობას. სწორედ ამიტომ ძალიან
აქტუალურია საკითხი გენმოდიფიცირებასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სანდოა და
სასარგებლოა ის?
ბევრი მოწინააღმდეგე ყავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ საკვებს , მაგრამ
მაინც არ წყდება მასზე მუშაობა და ტარდება სხვადასხვა სახის კლვევები . მე
ვემხრობი მათ მოხმარებას, დავიწყოთ იმით რომ თვალის როლი ძალიან გაიზარდა
მარკეტინგში. რაც უნდა თავი ვარწმუნოთ საპირისპიროში მაინც დიდი , გლუვი და
წითელი პომიდორი გვირჩვენია პატარას და დანაოჭებულს, რადგან “თვალი ჭამს და
თვალი სხვამს”, ასევე გმო პროდუქცია მხოლოდ იმიტომ არ იქმნება რომ კლიმატს და
დაავადებებს გადაურჩნენ თავად მცენარეები, შემდეგ მიღებული ნაყოფიც უნდა იყოს
სასარგებლო. მაგალითად, არსებობს “ოქროს ბრინჯი”, რომელიც შეიცავს ვიტამინს,
რომლის ნაკლებობის გამო ასობით ათასი ბავშვი იღუპება ყოველწლიურად. შეჯამების
სახით ვიტყვი, რომ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს შეუძლია გაუძლოს სხვადასხვა
სახის კლიმატს, აქვს იმუნიტეტი დაავადებების მიმართ ხოლო შედეგად მიღებული
ნაყოფი ჩვეულებრივი საკვები არ არის, უფრო მეტიც, მეტად სასარგებლოა .
გაყიდვაში ჩაშვებული გმო პრდუქტები გამოკვლეულია და საფრთხეს არ
წარმოადგენს, თუმცა მათი დატესტვა ხდება მწერებზე ან ცხოველებზე და
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ რაც ერთი სახეობისთვის უვნებელია, მეორე
სახეობისთვის შესაძლოა მომაკვდილებელი იყოს, მაგალითად ყავა. ჩვენთვის არანაირ
პრობლემას წარმოადგენს, რასაც ვერ ვიტყვით მწერებზე, თუმცა, მეცნიერებმა ამ
საკითხში ჩვენზე მეტი იციან ამიტომ ჯობს მივანდოთ მათ ეს საქმე.
იდეის დონეზე ძალიან ბევრი საინტერესოა პროექტი არსებობს, მაგალითად
მეცნიერები ცდილობენ შექმნან მცენარე რომელი ჰაერში არსებულ აზოტს გამოიყენებს
სასუქად, ერთი გასროლით ორი კურდღეს დავიჭერთ, მცენარე შთანთქავს აზოტს და
მოგცემს ჟანგბადს ასევე თვითონაც გაიზრდება და საჭმლის სახით გამოვიყენებთ .
გენმოდიფიცირება მხოლოდ მცენარეებზე არ ხდება, მეცნიერები ასევე მუშაობენ
ცხოველების გენების შეცვლაზე, მაგალითად, მათ შემქნეს ქათმის კვერცი რომელი
კიბოს ებრძვის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სრულიად უნდა გამოიკვლიონ და
დარწმუნდენ რომ არანაირ საფრთხეს წარმოადგენს სანამ ბაზარზე გააუშვებენ
გასაყიდად.
ბილ ნეის სიტყვებით შევაჯამებდი ამ საკითხს: “მეცნიერება ჩვენი მომავლის
გასაღებია და თუ არ გჯერა მისი ყველას აფერხებ.”რისი თქმაც მინდა არის ის რომ
მივცეთ მათ შანსი შეცვალონ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

You might also like