You are on page 1of 6

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

საგანი: აკადემიური წერა

რეფერატი თემაზე: ვან გოგის სინდრომი

მედიცინის ფაკულტეტი კურსი I


21-ე ჯგუფის სტუდენტი

ნია გოგოხია

ხელმძღვანელი: ციცინო ქირია


თბილისი 2022
 ძირითადი ვერსიები ვან-გოგის მოჭრილი ყურის შესახებ.
მხატვრის ემოციური მდგომარეობა და მისი უიმედო
დამოკიდებულება საკუთარ ძმაზე როგორც ფსიქოლოგიურად, ისე
ემოციურად .
 ვან გოგის სინდრომი საკმაოდ გავრცელებულია 21-ე საუკუნეში.
თვითდაზიანების ხერხები აქტუალურია მოზარდთა ასაკში და ამ
სინდრომის სავარაუდო წარმოშობა სოციუმზეა დამოკიდებული.
 ფსიქიკური აშლილობის მკურნალობის მრავალი ხერხი არსებობს,
თუმცა Მედიკამენტოზური მკურნალობა არ გვაძლევს გარანტიას,
რომ პაციენტი რამდენიმე სეანსის შემდეგ სრულიად
გამოჯანმრთელდება.

არსებობს მრავალი ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ მოიჭრა ვან გოგმა


ყური, მაგრამ ნამდვილი მიზეზი ალბათ მხოლოდ თავად იცოდა.
შესაძლოა პასუხი ცნობილია თავისი შთამომავლებისთვის, რომლებიც
ვინსენტის პირად წერილებსა და დოკუმენტებს კვლავ ფარულად
ინახავენ.

ვერსია # 1. გადმოცემის თანახმად, ვან გოგი ემოციურად და ფინანსურად


დამოკიდებული იყო თავის ძმაზე და შობას ყოველთვის მასთან ერთად
ატარებდა. იმ წელს კი თეო დაინიშნა და შობის გატარებას ახალ ოჯახთან
ერთად გეგმავდა. ამ ვარაუდის მიხედვით, ვან გოგის მიერ ყურის მოჭრა
მისი გაუცნობიერებელი ქცევა იყო ძმის ყურადღების მისაპყრობად და
მისი მზრუნველობის მოსაპოვებლად. ასევე ბიოგრაფმა ბეილიმ
მტკიცებულება მოიპოვა, რომლის თანახმად, ვან გოგმა ყური მას შემდეგ
მოიჭრა, რაც ღვიძლი ძმის, თეოს ნიშნობის შესახებ შეიტყო. “ვინსენტს
თეოს დაკარგვის ეშინოდა. იგი შიშობდა, რომ ძმა ფინანსურ
მხარდაჭერას აღარ გაუწევდა, რაც რძლის უეცარ გამოჩენასთან იყო
დაკავშირებული”, – განაცხადა ბეილიმ.
ვერსია 2. შემდეგი ინტერპრეტაცია უკავშირდება ტრადიციას, რომელიც
ვან გოგმა ტორეადორების ყურებისას იხილა და მეტად აღფრთოვანდა.
ტრადიცია შემდეგში მდგომარეობდა: გამარჯვებულ მატადორებს
საჩუქრად გადაეცემოდათ ხარის ყური, რასაც ხალხს წარუდგენდნენ და
შემდეგ თავიანთ რჩეულ ქალბატონებს გადასცემდნენ. ამ ახსნის
თანახმად, შესაძლოა ვან გოგიც ამ იდეით იყო შთაგონებული და
ამიტომაც გაუგზავნა შემდგომში ყური საყვარელ ქალბატონს.

ვერსია 3. როდესაც ვან გოგი იპარსავდა, გონება დაუბნელდა და შეტევის


გამო ყურის ნაწილი თვითონ მოიჭრა.

ვერსია 4. ბოლო ახსნა კი შემდეგში მდგომარეობს: ვან გოგს ხშირად


აწუხებდა ფსიქიკური შეტევები, რომლის დროსაც ჰალუცინაციები
ჰქონდა. მხატვარს საზარელი და შემაწუხებელი ხმები ესმოდა, რასაც ის
ყურის ნერვების დაზიანებას აბრალებდა. ამ იტერპრეტაციის მიხედვით
სწორედ ერთ-ერთი შეტევის დროს მოიჭრა ვან გოგმა ყური, რათა ეს
შემაწუხებელი ხმები ჩაეხშო.

ვან გოგის ყურის მოჭრის ამ მიზეზების გარდა ასევე უნდა აღინიშნოს


ისტორიის მეორე მხარეც. მაგალითად, გერმანელი აკადემიკოსების მიერ
2009 წელს გამოცემულ წიგნში წერია, რომ ვინსენტს ყური კარგმა
მოფარიკავე გოგენმა კამათის დროს ხმლით მოაჭრა და გაიქცა. ამავე
წიგნის მიხედვით, ვან გოგმა, რომელსაც არ სურდა მეგობრობის
გაფუჭება, სიმართლე დამალა და ამით მეგობარი ციხეში ჩაჯდომას
აარიდა.
თუმცა ბიოლოგიური ფაქტორები, ვან გოგის ფსიქიკური დიაგნოზი და
მისი წერილები უფრო მეტად აძლევენ ფსიქობიოგრაფებს იმის
ვარაუდის საშუალებას, რომ მხატვარმა მართლაც თავად მოიჭრა ყური.

სამწუხაროდ, ძნელად ვინმე თუ გაარკვევს ამ საქციელის ნამდვილ


მიზეზს, მაგრამ ვან გოგის დაავადებას - სავარაუდოდ ეპილეფსიურ
ფსიქოზმა- აშკარად აქ მთავარი როლი შეასრულა.
ვან გოგის სინდრომი
ვან გოგის სინდრომი - ეს არის ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროსაც
ადამიანი მიმართავს თვითდაზიანებას – სხეულის ნაწილის მოკვეთას,
ჭრილობის მიყენებას ან კატეგორიულად მოითხოვს ჩაუტარონ
ქირურგიული ოპერაცია. 1966 წელს, ამ ინციდენტის საფუძველზე,
ნიჭიერი შეშლილის საპატივსაცემოდ ფსიქიკური სინდრომი დაირქვა. ეს
სინდრომი ვლინდება მაშინ, როდესაც ადამიანი ან თავისთვის აკეთებს
ქირურგიულ ჩარევას, ან სხვებს სთხოვს ამის შესახებ.
ვერსიების უზარმაზარი რაოდენობა დამაბნეველია, მაგრამ, მიუხედავად
ამისა, ლეგენდის წყალობით, სინდრომმა არსებობის უფლება მოიპოვა.
ნებისმიერ შემთხვევაში, რომელი ვერსიაც მოგონილად მიგაჩნიათ და
რომელი - სიმართლე, მოკვეთილი ყური გახდა ისტორიის ნაწილი
განუყოფლად დაკავშირებული მე -19 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე
ემოციურ და არაპროგნოზირებად პოსტ-იმპრესიონისტულ მხატვართან.
ვან გოგის სინდრომი ყველაზე მეტად შესაძლებელია შიზოფრენიის,
სხეულის დისმორფული აშლილობის, სხეულის დისმორფომანიის
დროს.
სამწუხაროდ, აშლილობის ეს ფორმა ძლიერ გავრცელებულია
მოზარდთა ასაკში. მიიჩნევა, რომ თვითდაზიანების ძირეული პრობლემა
თავად სოციუმშია, ანუ არარეალური სილამაზის სტანდარტები,
ბულინგი, დაცინვა და ჩაგვრა. ყველაზე მეტად კი სოციალური მედია და
პლასტიკური ქირურგიის რეკლამირება. ამ ყველაფერმა დიდი
ალბათობით შესაძლოა გამოიწვიოს სხეულის დისმორფია. Როდესაც
საკუთარ თავს ვერ აღვიქვამთ ობიექტურად, სარკეშიც კი. რეალობისგან
თავის დასაღწევად, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონები,
მიმართავენ სხეულის ნაწილის დაზიანებას მისი
გამოსწორების/გაუმჯობესების მიზნით.
სინდრომის მკურნალობა

როგორ მკურნალობენ დისმორფომანიის სინდრომს? უპირველეს


ყოვლისა, აუცილებელია იმის დადგენა, თუ რა დაავადებამ გამოიწვია ის
კონკრეტულ შემთხვევაში. ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს
მის აღმოფხვრაზე, ასევე პაციენტის შემდგომ რეაბილიტაციაზე. ვან
გოგის სინდრომის მკურნალობის პროგნოზი სხვადასხვა ეტიმოლოგიით
არის ორაზროვანი: მაგალითად, პაროქსიზმულ-პროგრესული
შიზოფრენიისათვის, რამაც გამოიწვია სინდრომის განვითარება,
პროგნოზი უფრო ხელსაყრელი და პროგნოზირებადია, ვიდრე
ფსიქოზური ეპიზოდებით ეპილეფსიის დროს. უმარტივესი გზა
გაუმკლავდეს ჰალუცინაციებს: ეს არის ადეკვატური მედიკამენტური
თერაპია. დელირიუმთან მუშაობა გაცილებით რთულია. იმპულსური
დრაივები არ პასუხობს თერაპიას არაპროგნოზირებადობის გამო.
სინდრომი შესაძლოა ,,უკან დაბრუნდეს” სრულიად მოულოდნელად,
როდესაც ექიმი, ოჯახის წევრები და თავად პაციენტი ფიქრობს, რომ
იმყოფება სტაბილურ მდგომარეობაში.
რეზიუმე

ჩვენს დროში, ანუ მენტალური დაავადებების ხანაში, ყველაზე მეტად


გავრცელებული სინდრომია სხეულის ნაწილის თვითდაზიანება ან ამ
აქტისკენ მიდრეკილება. Მეცნიერებმა ამ სინდრომს ვან-გოგის
სინდრომი უწოდეს. განსაკუთრებით გავრცელებულია მოზარდ
გოგონებში, რომლებიც ხდებიან სოციალური მედიის არასწორი
პროპაგანდის ან ბულინგის მსხვერპლნი. მრავალი მოზარდის
სიცოცხლე ეწირება აღნიშნულ დაავადებას. საჭიროა, რომ სასწრაფოდ
მოხდეს შესაბამისი ზომების მიღება. დაიწყოს ფსიქოლოგიური
კონსულტაციები ადრეული ასაკიდანვე რათა თავიდან ავირიდოთ
მსგავსი დაავადებები. სამწუხაროდ, სინდრომის მკურნალობა უმეტეს
შემთხვევაში არაშედეგიანია. ძირითადი მეთოდია მედიკამენტოზური
მკურნალობა, მისი უშედეგობა ამტკიცებს, რომ თავად პაციენტში
უნდა მოხდეს კარგისკენ ცვლილება და პოზიტიური აზროვნების
ჩამოყალიბება საკუთარი თავის შესახებ, ამის მიღწევა კი
დამერწმუნებით რომ საკმაოდ რთული და თითქმის შეუძლებელიც
კია.

გამოყენებული ლიტერატურა:
https://ctik.ru/ka/your-own-beautician/sindrom-van-goga-ili-chem-bolel-
genialnyi-hudozhnik-k-voprosu-o/
http://genia.ge/?p=37206

You might also like