You are on page 1of 38

გზამკვლევი

პირველკურსელებისთვის

2018 - 2019
სარჩევი

რექტორის მიმართვა 3
ილიაუნი
ისტორია 4
ღირებულებები 4
ხედვა 5
მისია 5
ფაქტები 5
აკადემიური კალენდარი 6
ბაკალავრიატის სტანდარტი
საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურა 7
დამატებითი სპეციალობა 8
სწავლის საფასური
სწავლის საფასურის გადახდა 10
სწავლის საფასურის გადავადება 11
გრანტის გაუმჯობესება 12
დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობები 12
ელექტრონული რესურსები
არგუსი 13
Online Iliauni 21
უნაბოტი 21
საუნივერსიტეტო ცხოვრება
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი 22
უნივერსიტეტის ოფიციალური ჯგუფი ფეისბუქზე – ილიაუნი Q&A 24
სასწავლო პროცესთან დაკავშირებული შენიშვნების რეგისტრაცია 24
სტუდენტური კლუბები 24
რეგისტრირებული სტუდენტური კლუბები 25
პროექტის ინიცირება და დაფინანსების მოპოვება 26
ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული 27
განვითარების სერვისები
სპორტი 29
გაცვლითი პროგრამები - საგარეო ურთიერთობების სამსახური 30
ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სივრცე
FabLab Iliauni 31
ზუმაუთ პრე-აქსელერატორი 31
ბიბლიოთეკა 32
წიგნის სახლი „ლიგამუსი“ 34
ილიაუნის თეატრი 34
უნიფუდი 34
ზოგადი რეგულაციები
სასწავლო ხელშეკრულება დანართი N1
სტუდენტის ეთიკის კოდექსი დანართი N2
ფაკულტეტები 35
ადმინისტრაცია 36
ილიაუნის შენობების განლაგება 37
რექტორის მიმართვა

გილოცავ,

შენ ილიაუნელი ხარ და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს, სტუდენტობას,


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაატარებ.

ჩვენი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები ლიბერალური განათლების


პრინციპებს ეფუძნება. შენ მიიღებ:

ერთი მხრივ, ფართო განათლებას, რომელიც დაგეხმარება მოვლენების


ანალიტიკური განსჯისა და ღირებულებითი შეფასების, ასევე ცოდნის სწრაფად
განახლების უნარების ჩამოყალიბებაში.

მეორე მხრივ, ღრმა ცოდნას იმ კონკრეტულ სფეროში, რომელსაც თავად აირჩევ.

პროგრამების ამ თავისებურებების გამო სწავლის დასრულების შემდეგ შენ მზად


იქნები არა მხოლოდ პროფესიული კარიერისთვის, არამედ პიროვნული და
სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვისაც.

პირველკურსელის გზამკვლევი შეიქმნა იმისათვის, რომ სწრაფად გაერკვე


საუნივერსიტეტო გარემოში: მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია აკადემიურ
მოთხოვნებზე, სასწავლო პროცესზე, საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე როგორც
აუდიტორიაში, ისე მის გარეთ, ასევე – შესაძლებლობებზე, რომლებსაც ჩვენ
გთავაზობთ.

ახალ გარემოში გარკვევის პროცესში შეიძლება სირთულეებს წააწყდე. სწორედ


ამიტომ გზამკვლევის ბოლოს მოცემულია უნივერსიტეტში არსებული სამსახურების
საკონტაქტო ინფორმაცია, რათა, საჭიროების შემთხვევაში, თამამად მიმართო მათ
დახმარებისთვის. არ მოგერიდოს, ეს შენი უფლებაა!

გამოიყენე ყველა შესაძლებლობა – ნუ შემოიფარგლები მხოლოდ სასწავლო


პროგრამით გათვალისწინებულ ლექციებზე სიარულით. ჩვენთან მუდმივად ტარდება
როგორც ილიაუნის პროფესორების, ისე მოწვეული სტუმრების საჯარო ლექციები,
სემინარები, ზამთრისა და საზაფხულო სკოლები, რომლებში მონაწილეობამაც
შეიძლება ახალი ინტერესები გაგიღვივოს და წარმატების მოულოდნელი
შესაძლებლობები გაგიხსნას. ჩაერთე საუნივერსიტეტო კლუბების აქტივობებში,
განახორციელე შენი იდეები და, რაც მთავარია, არ მოერიდო შენგან განსხვავებულ
ადამიანებთან ურთიერთობასა და მეგობრობას.

ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ საინტერესო იდეების განხორციელებაში, მოვისმინოთ


შენი შენიშვნები თუ რჩევები. ილიაუნი ახალგაზრდა უნივერსიტეტია და ის შენთან
ერთად უნდა გაიზარდოს, გახდეს კიდევ უფრო წარმატებული.

გილოცავ კიდევ ერთხელ და გისურვებ ნაყოფიერსა და საინტერესო ოთხ წელიწადს


ილიაუნიში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი


გიგა ზედანია

rector.office@iliauni.edu.ge

3
ილიაუნი

ერთიანობის 3 პრინციპი:
კვლევისა და სწავლების ერთიანობა
ზოგადი განათლებისა და სპეციალიზაციის ერთიანობა
უნივერსალურისა და ლოკალურის ერთიანობა

ისტორია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2006 წელს დაფუძნდა
განსხვავებული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე 2
უნივერსიტეტისა და 15-მდე კვლევითი თუ საგანმანათლებლო
დაწესებულების გაერთიანების შედეგად. ამჟამად ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი
და საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში.

ღირებულებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, უმაღლესი განათლების
როლის გათვალისწინებით საზოგადოების განვითარებისა
და კეთილდღეობის საფუძვლების შექმნაში, 2018-2024
წლების სტრატეგიას აფუძნებს შემდეგ ღირებულებებსა და
პრინციპებზე:

სოციალური
ავტონომიურობა
პასუხისმგებლობა
თანაბარი
კეთილსინდისიერება
შესაძლებლობები
გამჭვირვალობა
მრავალფეროვნება
და ღიაობა
აკადემიური განვითარებაზე
თავისუფლება ორიენტირებულობა

4
ილიაუნი

ფაქტები

289 პროფესორი
და 298 მკვლევარი

16 000-ზე
მეტი სტუდენტი

50-მდე საბაკალავრო
და 100-მდე
სამაგისტრო და
სადოქტორო პროგრამა
ხედვა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 30-მდე კვლევითი
2024 წელს იქნება საქართველოსა და ინსტიტუტი და ცენტრი
რეგიონში წამყვანი და სწრაფად მზარდი
კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც
ინოვაციური მიდგომებით ქმნის სამეცნიერო- სასწავლო და
ტექნოლოგიური განვითარების, მაღალი
ხარისხის სასწავლო-საგანმანათლებლო სამეცნიერო ბაზები
პროცესებისა და საზოგადოებრივი საქართველოს
კეთილდღეობის საფუძვლებს. სხვადასხვა რეგიონში

მისია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიას

4
წარმოადგენს ცოდნის შექმნა, გადაცემა
და გამოყენება მეცნიერების წინსვლისა ფაკულტეტი
და საზოგადოებრივი განვითარებისთვის
როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო
დონეზე. მეცნიერებათა და
ხელოვნების სკოლა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მისია
ეყრდნობა ერთიანობის სამ პრინციპს: საბუნებისმეტყველო
მეცნიერებებისა და
კვლევისა და სწავლების ერთიანობა
საინჟინრო ფაკულტეტი
ზოგადი განათლებისა და სპეციალიზაციის
ერთიანობა
ბიზნესის სკოლა
უნივერსალურისა და ლოკალურის
ერთიანობა
სამართლის სკოლა

5
აკადემიური კალენდარი

შემოდგომის სემესტრი დაწყება განთავსება

სალექციო პერიოდი 25.09.2018 21.01.2019

საშობაო არდადეგები 25.12.2018 07.01.2019

საგამოცდო პერიოდი 22.01.2019 18.02.2019

გაზაფხულის სემესტრი დაწყება განთავსება

სალექციო პერიოდი 04.03.2019 15.06.2019

საგამოცდო პერიოდი 17.06.2019 13.07.2019

დასვენების დღეები:

2018 წელი
14 ოქტომბერი სვეტიცხოვლობა;
23 ნოემბერი გიორგობა;

2019 წელი
1, 2 იანვარი ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
7 იანვარი შობა;
19 იანვარი ნათლისღება:
3 მარტი დედის დღე;
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღე;
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და
სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
9 მაისი გამარჯვების დღე;
12 მაისი წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
28 აგვისტო მარიამობა;

6
ბაკალავრიატის სტანდარტი

საბაკალავრო პროგრამის A: 91-100 ფრიადი


სტრუქტურა B: 81-90 ძალიან კარგი
C: 71-80 კარგი
D: 61-70 დამაკმაყოფილებელი
საბაკალავრო პროგრამების E: 51-60 საკმარისი
სტრუქტურა სტანდარტულია1 და FX: 41-50 ვერ ჩააბარა, თუმცა
სამი ნაწილისაგან შედგება: ეძლევა საბოლოო გამოცდის
გადაბარების უფლება.
F: 0-40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის
ზოგადი განათლების 60 მიღებისთვის კურსი თავიდან უნდა
მოდული კრედიტი შეისწავლოს.
ძირითადი აკადემიური 120
პროგრამა კრედიტი
თითოეულ საგანს აქვს
სილაბუსი, რომელშიც შეფასების
დამატებითი სპეციალობა/ 60 კრიტერიუმები დეტალურად არის
თავისუფალი კრედიტები კრედიტი აღწერილი. ყველა საგნისთვის
შეფასების წესი განსხვავებულია,
თითოეული პროგრამისათვის თუმცა ძირითადი კრიტერიუმებია:
კურიკულუმი განსხვავებულია – ●
სტუდენტი ვალდებულია 8 სემეს- ● საშინაო დავალება

ტრის მანძილზე პროფესიისათვის
შუალედური გამოცდა
გათვალისწინებულ ყველა საგანში
მიიღოს დადებითი შეფასება. ფინალური გამოცდა / ნაშრომი
შეფასების წესიც სტანდარტი- საბაკალავრო პროგრამის
ზებულია და თითოეულ საგანში დასრულებისათვის და დიპლომის
გათვალისწინებულია 100 ქულა, მისაღებად სტუდენტი ვალდებულია
რომელიც სკალაზე შემდეგნაირად 8 სემესტრის მანძილზე დააგროვოს
ნაწილდება: მინიმუმ 240 კრედიტი.

1
გარდა სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამისა. სამართლის სკოლის შემთხვევაში:
ზოგადი განათლების მოდული – 42 კრედიტი
ძირითადი აკადემიური პროგრამა – 180 კრედიტი
თავისუფალი კრედიტები – 18 კრედიტი
7
ბაკალავრიატის სტანდარტი

დამატებითი სპეციალობა

ილიაუნი ძირითად სპეციალობასთან ერთად გთავაზობთ შესაძლებლობას


აირჩიოთ დამატებითი სპეციალობა (60 კრედიტის მოცულობით).

დამატებითი სპეციალობა შეგიძლიათ გაიაროთ თავისუფალი კრედიტების


ნაცვლად. მისი მიმართულება თქვენი ძირითადი პროგრამის მიმართულებისგან
განსხვავებული უნდა იყოს.

მაინორის არჩევა შეუძლიათ შემდეგი ფაკულტეტებისა და სკოლის სტუდენტებს:

მეცნიერებათა და
ხელოვნების ფაკულტეტი
საბუნებისმეტყველო
მეცნიერებებისა და
საინჟინრო ფაკულტეტი

ბიზნესის სკოლა

8
სწავლის საფასური

2018-2019 სასწავლო წლისათვის სწავლის წლიური საფასური 2 250 ლარია.


სწავლის დაწყებამდე, სექტემბერში, უნივერსიტეტი სტუდენტთან აფორმებს
სასწავლო ხელშეკრულებას, რომელშიც სტუდენტი თავად ირჩევს სწავლის
საფასურის გადახდის გრაფიკის სასურველ ვარიანტს.
სტუდენტის მიერ გადასახდელი თანხის მოცულობა დამოკიდებულია მის მიერ
მოპოვებულ სახელმწიფო დაფინანსებაზე.

100% გრანტი – თქვენ არ იხდით სწავლის საფასურს;1


70% გრანტი – ყოველწლიურად თქვენი გადასახდელი თანხა შეადგენს 675 ლარს;
50% გრანტი – ყოველწლიურად თქვენი გადასახდელი თანხა შეადგენს 1 125 ლარს;
თუ თქვენ ვერ მიიღებთ სახელმწიფო გრანტს, ყოველწლიურად თქვენი
გადასახდელი თანხა იქნება 2 250 ლარი.

2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის


სწავლის საფასურის გადასახადის დაფარვა შესაძლებელია:

2, 4, 6 ან 10 თანაბარ ნაწილად.
*ყოველი მომდევნო სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის
საფასურის პირველი ორი ნაწილი უნდა დაიფაროს 15 სექტემბრისა და 30
სექტემბრის ჩათვლით, სხვა თარიღები უცვლელი რჩება.

ყველა სტუდენტმა უნდა იხელმძღვანელოს სასწავლო ხელშეკრულებაში


მითითებული ვადებით, სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი
მოცემულია „არგუსის“ სისტემაშიც (იხ. სქრინები).

1 გარდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა.

9
სწავლის საფასური

სწავლის საფასურის გადახდა

2016 წლიდან ილიას სახელმწიფო სტუდენტის მიერ გადახდილი


უნივერსიტეტში ამოქმედდა სტუ- თანხა მაშინვე აისახება ფინანსურ
დენტთა სწავლის გადასახადის სისტემაში. (ბაზისბანკი)
აღრიცხვის ელექტრონული სისტემა,
რომელიც სტუდენტებს საშუალებას
აძლევს სწავლის საფასური ბანკებში სწავლის საფასურის გადახდის
და სწრაფი გადახდის აპარატებით რეკვიზიტები
გადაიხადონ.
სტუდენტებს, რომლებიც სწავლის
სწავლის საფასურის ბანკში გადახ- საფასურს იხდით „ბაზისბანკში“,
დისას ბანკის თანამშრომელს უნდა შეგეძლებათ დამატებითი რეკვიზი-
მიეწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ტების გარეშე, მხოლოდ პირადობის
მოწმობის საფუძველზე, განაგრძოთ
სწავლების საფეხური გადახდა.
სტუდენტის პირადი ნომერი
სტუდენტებს, რომლებიც სწავლის
პარტნიორი ბანკები საფასურს იხდით „ბაზისბანკის“
გარდა ნებისმიერ სხვა ბანკში,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს
გთხოვთ, ოპერატორს მიაწოდოთ
საბილინგო კავშირი აქვს შემდეგ
შემდეგი რეკვიზიტები:
ბანკებთან:
ბაზისბანკი (გადახდა შესაძ-
ლებელია საკომისიოს გარეშე) მიმღების დასახელება: ხაზინის
ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას
საქართველოს ბანკი
სახელმწიფო უნივერსიტეტი
თიბისი ბანკი
ბანკი ქართუ მიმღების ანგარიში/სახაზინო
კოდი: 708997289
აზერბაიჯანის ბანკი
კაპიტალ ბანკი მიმღების ბანკი: სახელმწიფო
სილქროუდ ბანკი ხაზინა
ხალიკ ბანკი ბანკის კოდი: TRESGE22

10
სწავლის საფასური

სწავლის საფასურის გადახდის სხვა გზები

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია:

ონლაინპორტალზე Mypay.ge (საკომისიო: გადახდილი თანხის 1%)


TBC PAY-ის აპარატებით (საკომისიო: ფიქსირებული 1 ლარი)

სწავლის საფასურის გადავადება

სტუდენტს შეუძლია სწავლის საფასურის გადავადება იმ შემთხვევაში, თუ ობიექტურ


მიზეზთა გამო სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკის მიხედვით ვერ იხდის
თანხას.

ასეთ შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია, დაწეროს განცხადება ადმინისტრაციის


ხელმძღვანელის სახელზე და ითხოვოს სწავლის საფასურის გადახდის გადავადება,
ან სხვაგვარი გადანაწილება.

11
გრანტის გაუმჯობესება

ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი


ყოველწლიურად სთავაზობს სტუდენტებს
გრანტის გაუმჯობესების გამოცდისათვის
მოსამზადებელ უფასო ინტენსიურ კურსს.

სტუდენტებს ეძლევათ უფლება, დაფინანსების დამატებითი


გაიუმჯობესონ სახელმწიფო შესაძლებლობები
დაფინანსება.
განათლებისა და მეცნიერების
იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ სამინისტრო ყოველწლიურად
გაქვთ გრანტი, ან მოპოვებული აფინანსებს სტუდენტების სწავ-
გაქვთ ნაწილობრივი დაფინან- ლას სოციალური პროგრამის
სება (50% ან 70%), შეგიძლიათ ფარგლებში.
დარეგისტრირდეთ გრანტის
გაუმჯობესების გამოცდაზე, დაფინანსების მისაღებად
რომელსაც შეფასებისა და სტუდენტმა განცხადება უნდა
გამოცდების ეროვნული ცენტრი წარადგინოს განათლებისა და
ატარებს, და გაიუმჯობესოთ მეცნიერების სამინისტროში
არსებული გრანტი. ან შესაბამის ტერიტორიულ
ორგანოში – საგანმანათლებლო
გაითვალისწინეთ, რომ თუ რესურსცენტრში.
გამოცდაზე სასურველ შედეგს
ვერ მიაღწევთ, არსებული გრანტი დეტალური ინფორმაციისათვის
შეგინარჩუნდებათ და ცვლილება დაუკავშირდით განათლებისა და
არ მოხდება. მეცნიერების სამინისტროს:

032 2 200 220

12
ელექტრონული რესურსები

როგორ მოვხვდე არგუსზე?


არგუსის მისამართია argus.iliauni.edu.ge
არგუსზე მოხვედრა შესაძლებელია
ილიაუნის ვებგვერდიდანაც: iliauni.edu.ge

არგუსი არგუსის საინფორმაციო რეჟიმი:


გქონდეთ წვდომა:
რა არის არგუსი? სალექციო კურსის ელექტრონულ
არგუსი არჩევანის უზრუნველყოფის მასალებზე;
ელექტრონული სისტემაა, შუალედური შეფასებების,
რომელიც სპეციალურად ილიუნის სემესტრის ბოლოს კი ყველა
სტუდენტებისთვის შეიქმნა სასწავლო კურსის საბოლოო
და მათ სასწავლო პროცესის შეფასებებზე;
ეფექტურად დაგეგმვასა და სწავლის პროცესში დაგროვილ
ინფორმირებულობაში უწყობს კრედიტებზე;
ხელს. ფინანსურ დავალიანებაზე;
საუნივერსიტეტო სიახლეებზე;
ცხრილზე;
არგუსის მუშაობის რეჟიმი და პროგრამის სტრუქტურაზე;
ვადები სასწავლო კურსის სილაბუსზე.
არგუსის მუშაობის რეჟიმი:
არჩევის მართოთ პირადი პროფილი:
საინფორმაციო შეადგინოთ რეზიუმე;
მოითხოვოთ რეკომენდაცია
არგუსის არჩევის რეჟიმი ლექტორებისაგან;
გაძლევთ შესაძლებლობას, ნახოთ თქვენი მიმდინარე
აირჩიოთ თქვენთვის სასურველი რეიტინგი;
სასწავლო კურსები. არგუსი მიიღოთ პირადი შეტყობინებები;
არჩევის რეჟიმში ირთვება ყოველი დაწეროთ და გაგზავნოთ
სემესტრის დაწყებამდე ერთი განცხადებები.
კვირით ადრე და ჩართულია არგუსი საინფორმაციო რეჟიმში
სწავლის დაწყებიდან ორი კვირის ჩართულია მთელი წლის
განმავლობაში. განმავლობაში.

13
ელექტრონული რესურსები - არგუსი

როგორ ვისარგებლოთ არგუსით?

ნაბიჯი 1: შედით მისამართზე argus.iliauni.edu.ge


ნაბიჯი 2: გაიარეთ ავტორიზაცია
პირველ ველში შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი ან საუნივერსიტეტო
ელფოსტა;
მეორე ველში შეიყვანეთ პაროლი, რომელიც გადმოგეცათ ადმინისტრაციისგან
საინფორმაციო შეხვედრაზე;
დააკლიკეთ ღილაკზე „შესვლა“.

ნაბიჯი 3: შეავსეთ არგუსზე თქვენი პირადი ინფორმაცია.


გვერდზე მოცემულია პირადი ინფორმაცია
სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, იურიდიული მისამართი და
ბილინგის იდენტიფიკატორი.

*აღნიშნული ველები შევსებულია და მათი ცვლილება შეუძლებელია.

14
ელექტრონული რესურსები - არგუსი

შეავსეთ ან განაახლეთ საკონტაქტო ინფორმაცია

ხელმისაწვდომია შემდეგი ველები: ელფოსტა


მობილურის ნომერი
ბინის ტელეფონის ნომერი
მისამართი

* მნიშვნელოვანია, რომ პირადი და საკონტაქტო ინფორმაცია სწორად იყოს


შევსებული. უნივერსიტეტი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გიგზავნით შეტყობინე-
ბებს და გაწვდით ინფორმაციას. უზუსტობის შეთხვევაში თქვენ ვერ მიიღებთ
მნიშვნელოვან ინფორმაციას (მაგ.: დასაქმების ან გაცვლითი პროგრამის შესახებ).

ნაბიჯი 4: პაროლის შეცვლა


არგუსში პირველად შესვლის შემდეგ რეკომენდებულია ადმინისტრაციის მიერ
თქვენთვის მოწოდებული პაროლი შეცვალოთ.

* ახალი პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 6 სიმბოლოსგან და შეიცავდეს


ციფრს, დიდ და პატარა ასოებს.

პაროლის აღდგენის მექანიზმი:

სისტემაში ჩაშენებულია პაროლის


აღდგენის მექანიზმი:

ავტორიზაციის გვერდზე დააწკაპუნეთ


ღილაკს –„პაროლის შეხსენება“.

შეიყვანეთ თქვენი საუნივერსიტეტო ელფოსტა;


გაიარეთ უსაფრთხოების შემოწმება
(კერძოდ, მონიშნეთ „მე არ ვარ რობოტი“).

დააჭირეთ ღილაკს „გაგრძელება“.


ელფოსტაზე მიიღებთ პაროლის აღდგენის
ბმულს და შეძლებთ ახალი პაროლის შეყვანას.

15
ელექტრონული რესურსები - არგუსი

სასწავლო კრედიტი

უნივერსიტეტში სასწავლო კურსების გავლისას სტუდენტი იღებს კურსის შესაბამის


კრედიტს.
ჯამში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი. აქედან ძირითადი (Major)
პროგრამისთვის – 120 კრედიტი, ხოლო დამატებითი (Minor) პროგრამისთვის –
60 კრედიტი. მეორე პროფესიის არჩევა სავალდებულო არ არის და სტუდენტს
შეუძლია გაიაროს მისთვის სასურველი ნებისმიერი სხვა კურსი.

როგორ ავირჩიოთ სასწავლო კურსი

თქვენთვის სასურველი სასწავლო კურსი მოძებნეთ კურსების კატალოგში


დასახელებით ან კოდით. ასევე მენიუდან „ჩემი კურსები“ შესაბამისი პროგრამის
კოდზე გადასვლით. სასურველი კურსის სახელზე დაწკაპუნებით შესაძლებელია
კურსის სასწავლო სილაბუსის დათვალიერება და ხელმისაწვდომი ჯგუფების
შესახებ ინფორმაციის მიღება. ჯგუფის ნომერზე დაჭერით მონიტორზე გამოდის
ლექციის დრო და აუდიტორია.

თუ გაწყობთ მოცემული დრო, მაშინ დააჭირეთ ღილაკს „არჩევა“.

ძირითადი (Major) და მეორე (Minor) პროგრამების ცვლილება შესაძლებელია


ასევე არგუსის მენიუდან „ჩემი პროგრამები“.

16
ელექტრონული რესურსები - არგუსი

ფინანსური ინფორმაცია არგუსში

ფინანსური ინფორმაცია შეგიძლიათ არგუსის ძირითადი პანელიდან ნახოთ.

წითელი ფერით მოცემული მონაცემები დავალიანებას აღნიშნავს.

მწვანედ დაწერილი 0 ნიშნავს, რომ თქვენ დავალიანება არ გერიცხებათ.

მწვანე ფერის რიცხვი კი ნიშნავს, რომ თქვენ ბალანსზე გაქვთ თანხა.

განცხადებების სისტემა

არგუსი საშუალებას გაძლევთ, განცხადებით მიმართოთ უნივერსიტეტის რექტორს


ან ფაკულტეტის დეკანს სხვადასხვა მიზეზით. ამისათვის არგუსის განცხადებების
მენიუში დააჭირეთ ახალი განცხადების ღილაკს და აირჩიეთ სასურველი
განცხადების შაბლონი.

თავისუფალი ბლანკის შაბლონით განცხადება ეგზავნება თქვენი ფაკულტეტის


დეკანს და ტექსტის შინაარსი თავისუფალია, სხვა შაბლონებში კი გამზადებული
გხვდებათ საჭირო ველები.

კალენდარი
არგუსის კალენდარში
აღნიშნულია ყველა
დასვენების დღე; ასევე
ლექტორები სასწავლო
კურსის შეფასების
კრიტერიუმების მიხედვით
ნიშნავენ სხვადასხვა
აქტივობას კალენდარში
(მაგალითად, შუალედური
ტესტირება, გამოცდა და
ა.შ.).

17
ელექტრონული რესურსები - არგუსი

შეტყობინებები

სისტემა „არგუსი“ ლექტორსა და სტუდენტს შორის შეტყობინებების გაცვლის


საუკეთესო საშუალებაა. ლექტორისთვის შეტყობინების გასაგზავნად გადადით
შესაბამის სასწავლო კურსზე და დააჭირეთ კონვერტის სიმბოლოს. არგუსის
მთავარ პანელზე ჩანს შემომავალი შეტყობინებების რაოდენობა:

თქვენ გაქვთ 1 ახალი შეტყობინება

თქვენ არ გაქვთ ახალი შეტყობინება

შეტყობინებები ინახება სემესტრულად, ამიტომ ძველი შეტყობინებების სანახავად


გადართეთ სემესტრი. ასევე შესაძლებელია შეტყობინებებში ძიება ტექსტით.

კვლევების მოდული

ყოველი სემესტრის ბოლოს თითოეულ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს არგუსის


სისტემის საშუალებით შეაფასოს ყველა ლექტორი, ასევე ის სასწავლო კურსები,
რომლებსაც მიმდინარე სემესტრში გადიოდა. კვლევის შედეგები ლექტორისათვის
სემესტრის ოფიციალური ვადის დასრულების შემდეგ ხდება ცნობილი.

კვლევაში სტუდენტის მონაწილეობა ნებაყოფლობითია, შესაძლებელია


კითხვარის როგორც ნაწილობრივ, ისე სრულად შევსება. კითხვარის მონაცემები
კონფიდენციალურია და არ არის ხელმისაწვდომი გარეშე პირთათვის.

18
ელექტრონული რესურსები - არგუსი

პირადი ინფორმაცია

სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით არგუსის სისტემას დაემატა ახალი


ბლოკი – პროფილი. აღნიშნულ ბლოკში სტუდენტისათვის შეთავაზებულია რეზიუმე,
სასწავლო ბარათი, რეკომენდაცია და რეიტინგი.

რეზიუმე

აღნიშნული ფუნქცია სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეადგინონ თავიანთი


რეზიუმე (CV), რომლის განახლებაც ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი.

19
ელექტრონული რესურსები - არგუსი

სასწავლო ბარათი

არგუსის სისტემის საშუალებით სტუდენტს შეუძლია თავად ამობეჭდოს საკუთარი


ნიშნების ფურცელი (სასწავლო ბარათი). ხელმოწერილი და ბეჭდიანი დოკუმენტის
საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტი წერს განცხადებას არგუსის საშუალებით.

არგუსთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში დაუკავშირდით:


არგუსის სისტემის ადმინისტრატორ ირინა ბაზღაძეს

argus@iliauni.edu.ge
ოთახი E214, E215
+995 32 222 00 09 [500 / 400]

20
ელექტრონული რესურსები

ONLINE ILIAUNI

Online Iliauni ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტია, რომლის ფარგლებშიც


შეიქმნა ონლაინპორტალი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაიაროს
ონლაინკურსი მისთვის საინტერესო მიმართულებით.

საგანმანათლებლო რესურსები რამდენიმე კატეგორიაში არის გადანაწილებული:

კურსები

ლექციები

ტუტორიალები

ონლაინტელევიზია

ვებგვერდი: www.online.iliauni.edu.ge

უნაბოტი

უნა ილიაუნის ჩეთბოტია, რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობს, მისი ტვინი


შემოსული შეკითხვებისა და საუბრების მიხედვით ვითარდება.

უნა სტუდენტების დასმულ შეკითხვებს, რომლებზეც პასუხები არ აქვს, იმახსოვრებს


და მათზე პასუხებს სწავლობს.

უნასთან კომუნიკაცია შესაძლებელია ვებგვერდის საშუალებით –


www.unabot.iliauni.edu.ge

21
საუნივერსიტეტო ცხოვრება

საკონტაქტო ინფორმაცია
ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, F105 ოთახი
032 2 22 00 09 (270)
student.affairs@iliauni.edu.ge
www.iliauni.edu.ge

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ექვემდებარება ილიაუნის საზოგადოებასთან


ურთიერთობის სამსახურს და მისი მიზანია სტუდენტების საუნივერსიტეტო
ცხოვრებაში ინტეგრირება, მათი მხარდაჭერა და საინტერესო და მრავალფეროვანი
საუნივერსიტეტო ცხოვრების უზრუნველყოფა.

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობები

საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტების ინტეგრირების ხელშეწყობა;


სტუდენტური კლუბების დარეგისტრირება და სტუდენტური პროექტების
განხორციელების ხელშეწყობა;
სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობა (დასაქმების ფორუმების ორგანიზება,
ვაკანსიებზე ინფორმაციის მიწოდება);
გასვლითი სეზონური სკოლების ორგანიზება;
სპორტული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
საინტერესო პროექტების, საჯარო შეხვედრების, სემინარებისა და ღონისძიებების
დაგეგმვა;
სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული ხარვეზების რეგისტრაცია და
ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია;
სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტების ინტეგრირების ხელშეწყობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საკმაოდ დიდი უმაღლესი სასწავლებელია,


ამიტომ პირველკურსელთათვის განსაკუთრებით რთულია ორიენტირება ახალ
სივრცეში. ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ერთი სარკმლის
პრინციპით უკლებლივ ყველა სტუდენტს უწევს კონსულტაციას უნივერსიტეტთან
დაკავშირებულ საკითხებზე.

22
საუნივერსიტეტო ცხოვრება

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი

გასვლითი სეზონური სკოლების ორგანიზება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს სასწავლო-კვლევითი ბაზები აბასთუმანში,


ყაზბეგში, დედოფლისწყაროსა და გრიგოლეთში. ილიაუნის სტუდენტურ
საქმეთა დეპარტამენტი გარკვეული პერიოდულობით ორგანიზებას უწევს
გასვლით ვორკშოპებს აღნიშნულ ბაზებზე. შერჩევა ხდება კონკურსის წესით,
კრიტერიუმები სხვადასხვა პროექტისთვის განსხვავებულია. სკოლების შესახებ
ინფორმაცია გეგზავნებათ ელფოსტაზე და ხელმისაწვდომია ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის ვებგვერდზე. გასვლითი სეზონური სკოლები სტუდენტებისთვის
ქმნის შესაძლებლობას ქალაქგარეთ, სასიამოვნო გარემოში, მოისმინონ
საინტერესო ლექციები და დაამყარონ ახალი კონტაქტები.

საინტერესო პროექტების, საჯარო შეხვედრების, სემინარებისა და ღონისძიებების


დაგეგმვა

ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი მუდმივად უწევს ორგანიზებას


სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, რომლებზე დასწრებაც თავისუფალია.
ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ილიაუნის ვებგვერდზე:
www.iliauni.edu.ge და გეგზავნებათ ელფოსტაზე.

სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება

ელექტრონული მისამართიდან student.affairs@iliauni.edu.ge სტუდენტურ საქმეთა


დეპარტამენტი თითქმის ყოველდღე მოგაწვდით ინფორმაციას საინტერესო
ღონისძიებების, გაცვლითი პროექტების, სეზონური სკოლებისა და დასაქმებისა
და სტაჟირების შესაძლებლობებზე. რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი ელფოსტა,
რათა გქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე.

23
საუნივერსიტეტო ცხოვრება

უნივერსიტეტის ოფიციალური ჯგუფი ფეისბუქზე – ილიაუნი Q & A

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი მართავს უნივერსიტეტის ოფიციალურ


დახურულ ჯგუფს ფეისბუქზე, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ნებისმიერი
მიმართულებით დასვან შეკითხვა და კომპეტენტური პირებისაგან მიიღონ პასუხები.
ჯგუფში გასაწევრიანებლად აუცილებელია უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

სახელი და გვარი
პირადი ნომერი
ფაკულტეტი/სკოლა

ჯგუფი შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ მისამართზე: www.facebook.com/groups/iliauni16

სასწავლო პროცესთან დაკავშირებული შენიშვნების რეგისტრაცია


სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების
მიზნით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს სასწავლო პროცესთან
დაკავშირებული შენიშვნების რეგისტრაციის სერვისი.

თქვენ შეგიძლიათ, ყოველდღე (კვირის გარდა), 10:00-დან 22:00 საათამდე,


დაგვიკავშირდეთ შენიშვნების რეგისტრაციის ცხელ ხაზზე: 032 2 22 32 43 და
მოგვაწოდოთ ინფორმაცია სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას გამოვლენილი
სხვადასხვა ტიპის ხარვეზის, დარღვევისა და პრობლემის შესახებ. შენიშვნის
რეგისტრაცია შეგიძლიათ ანონიმურად.

ცხელი ხაზი: 032 2 22 32 43


სამუშაო განრიგი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-22:00 საათი

სტუდენტური კლუბები

სტუდენტური კლუბი არის სტუდენტური გაერთიანება, რომელიც სტუდენტს


საკუთარი ინტერესის შესაბამისად აძლევს თვითრეალიზაციის საშუალებას
უნივერსიტეტში. აქედან გამომდინარე, ილიაუნის ნებისმიერ სტუდენტს/სტუდენტთა
ჯგუფს ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის დახმარებით შეუძლია
დაარეგისტრიროს კლუბი საკუთარი ინტერესების მიხედვით (უნივერსიტეტში
არსებული შინაგანაწესის გათვალისწინებით) ან/და გაწევრიანდეს უნივერსიტეტში
არსებულ 25-მდე სტუდენტურ კლუბში.

სტუდენტური კლუბები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ და მათი ძირითადი


მიზანია:

სამოქალაქო აქტივობის ზრდა


ლიდერული უნარ-ჩვევების შეძენა და გაუმჯობესება
ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება
სტუდენტების ჩართულობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში

24
საუნივერსიტეტო ცხოვრება

რეგისტრირებული სტუდენტური
კლუბები

ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი კლუბი „რა? სად? როდის?“


politclub@iliauni.edu.ge nika.gobronidze.1@iliauni.edu.ge
ახალგაზრდა სოციოლოგთა კარიერული წინსვლის აკადემია
გაერთიანება mari.getiashvili.1@iliauni.edu.ge
sociologists.unification@iliauni.edu.ge სტუდენტური სასამართლო
მომავალ ეკონომისტთა კლუბი FESC giorgi.kukhianidze.1@iliauni.edu.ge
fesc@iliauni.edu.ge მარკეტერთა კლუბი
Festina Lente students.marketerclub@iliauni.edu.ge
festinalente@iliauni.edu.ge სამოქალაქო აქტივობის კლუბი
ფოტომოყვარულთა საზოგადოება activities@iliauni.edu.ge
tamo.aptsiauri3@gmail.com ფსიქოლოგთა კლუბი
მენეჯერთა კლუბი tamar.revazishvili.1@iliauni.edu.ge
managersclub@iliauni.edu.ge სამართლის კლუბი
კულტურის კლუბი students.lawclub@iliauni.edu.ge
temur.tsenteradze.1@iliauni.edu.ge ილიაუნის ეკომოლაშქრეთა კლუბი
სტუდენტური პრესკლუბი iliauni.ecohikers@gmail.com
vakokupr@gmail.com გარემოს დაცვის სტუდენტური კლუბი
სტუდენტური ევროკლუბი natela.lagurashvili.1@iliauni.edu.ge
nika.gurini.1@iliauni.edu.ge ხალხური ცეკვის კლუბი
ფედერალისტთა სტუდენტური კლუბი nikakvashilava5@gmail.com
muradi.shubitidze.1@iliauni.edu.ge საერთაშორისო ურთიერთობების
E Pluribus Unum კლუბი
students.epu@iliauni.edu.ge giorgi.odoshashvili.1@iliauni.edu.ge
ფიზიკისა და ასტრონომიის კლუბი ისტორიის სტუდენტური კლუბი
elene.midelashvili.1@iliauni.edu.ge students.historyclub@iliauni.edu.ge
იუმორისტული კლუბი „სიცილია“ კულტურის კლუბი
giorgi.kelaptrishvili.1@iliauni.edu.ge students.culturclub@iliauni.edu.ge

25
საუნივერსიტეტო ცხოვრება

პროექტის ინიცირება და დაფინანსების მოპოვება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ნებისმიერ სტუდენტს, კლუბსა თუ სხვა


სტუდენტურ საინიციატივო ჯგუფს აქვს შესაძლებლობა, დასაფინანსებლად
წარადგინოს პროექტი, ამისთვის ყოველწლიურად სტუდენტურ საქმეთა
დეპარტამენტი ბიუჯეტიდან გამოყოფს თანხას სტუდენტური პროექტების
განხორციელებისთვის.

სტუდენტური პროექტის შესახებ განაცხადებს განიხილავს 2 მუდმივმოქმედი


კომისია:

1. სტუდენტურ პროექტებს, რომელთა ბიუჯეტი შეადგენს 300 (ან ნაკლებ)


ლარს, განიხილავს კომისია 3 წევრის შემადგენლობით: ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის მოადგილე საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა
და სტუდენტური სერვისების მიმართულებით, იურიდიული სამსახურის უფროსი
და სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. აღნიშნული კომისია
იკრიბება ყოველკვირეულად. განხილვის ვადა: 10 სამუშაო დღე.

2. სტუდენტურ პროექტებს, რომელთა ბიუჯეტი აღემატება 300 ლარს, განიხილავს


კომისია შემდეგი შემადგენლობით: ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოადგილე საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და სტუდენტური
სერვისების მიმართულებით, იურიდიული სამსახურის უფროსი, სტუდენტურ
საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ყველა საგანმანათლებლო
ერთეულის დეკანი. აღნიშნული კომისია იკრიბება ყოველთვიურად. განხილვის
ვადა: 20 სამუშაო დღე.

პირველ ეტაპზე პროექტს განიხილავს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი და


ხარვეზის არსებობის შემთხვევაში ინიციატორს აცნობებს მისი აღმოფხვრის
საჭიროების შესახებ. თავის მხრივ, ინიციატორს შეუძლია გაითვალისწინოს
მითითება ან მის გარეშე მოითხოვოს კომისიაზე პროექტის გატანა.

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი უზრუნველყოფს კომისიებისთვის პროექტების


დროულად და სრულად მიწოდებას.

კომისიათა მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში


პროექტი წარედგინება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რათა
დაფინანსდეს შესაბამისი პროცედურების დაცვით.

პროექტის ავტორ(ებ)ს პროექტის დაფინანსების/არდაფინანსების შესახებ


ეცნობებათ კომისიის სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო
დღისა.

განხილვისა და დამტკიცების შემდეგ პროექტში ცვლილებების შეტანა


შესაძლებელი იქნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კომისიის
წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

26
საუნივერსიტეტო ცხოვრება

ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული


განვითარების სერვისები
სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული განვითარებისა და
დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ
საქმეთა დეპარტამენტი სტუდენტებს სთავაზობს კარიერული განვითარების
სხვადასხვა სერვისს.

დასაქმების ფორუმი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წლის განმავლობაში ინტენსიურად იმართება
სხვადასხვა კომპანიის დასაქმების დღეები, რომლის ფარგლებშიც კომპანია
ხვდება შესაბამისი მიმართულების სტუდენტებს და წარუდგენს მათზე მორგებულ
სხვადასხვა ვაკანსიას. სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შორის კადრების
შერჩევა ხდება ადგილზე.
გარდა თემატური ფორუმების და შეხვედრებისა ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა
დეპარტამენტი ყოველწლიურად ატარებს წლის შემაჯამებელ დასაქმების
კვირეულსა და ფორუმს, რომლებზეც ათეულობით კომპანია არის წარმოდგენილი
აქტიური ვაკანსიებით. 2017 წლის შემაჯამებელ კვირეულსა და დასაქმების
ფორუმში მონაწილეობას იღებდა 70-ზე მეტი კომპანია/ორგანიზაცია 500-ზე მეტი
აქტიური ვაკანსიით.

ვაკანსიების მოძიება და სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება:


დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა Unijobs-ის ფარგლებში სტუდენტებსა
და კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ და შედეგად
ელფოსტის საშუალებით მიიღონ ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია
ვაკანტური თანამდებობების შესახებ, რომლებიც ითვალისწინებს მათ უნარებსა
და ინტერესებს.
Unijobs-ის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრირებული პირებისთვის
ვაკანსიების შეთავაზება ხდება მისამართიდან: uni-jobs@iliauni.edu.ge
სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა
Unijobs-ზე რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა:
https://goo.gl/5n5NPe

27
საუნივერსიტეტო ცხოვრება

ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული


განვითარების სერვისები

სტუდენტთა სტაჟირების პროგრამებში ჩართულობის უზრუნველყოფა;


შიდასაუნივერსიტეტო სტაჟირებების ორგანიზება და მონიტორინგი:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია ყველა ოფიციალურ სტუდენტური


სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ
თბილისის მერიასა და საჯარო სამსახურის ბიუროსთან, რომლებიც ყოველწლიუ-
რად უზრუნველყოფენ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისა და
კურსდამთავრებულების სტაჟირებას საჯარო სამსახურებში.

შიდასაუნივერსიტეტო სტაჟირება
გარდა სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სტაჟირების პროგრამებისა, ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს შიდასაუნივერსიტეტო სტაჟირების
პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ფაკულტეტებსა და ადმინისტრაციულ
დეპარტამენტებში სტუდენტების სტაჟირებას. შიდასაუნივერსიტეტო სტაჟირების
ფარგლებში სტუდენტები გადიან ანაზღაურებად ან არაანაზღაურებად სტაჟირებას
სხვადასხვა სამსახურში და სტაჟირების დასრულების შემდეგ ხშირად ამავე
სამსახურში საქმდებიან.

სტუდენტებისთვის უფასო ტრენინგების უზრუნველყოფა:

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ყოველი სემესტრის განმავლობაში


სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის იმართება ტრენინგები:

რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის წერაში


დამსაქმებლებთან გასაუბრებისა და თვითპრეზენტაციის უნარების გაუმჯობესებაში
დამსაქმებლებისა და დასაქმებულების უფლება-მოვალეობების შესახებ

ტრენინგებს ატარებენ როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის


თანამშრომლები, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციისა და კომპანიის HR-ები.

28
საუნივერსიტეტო ცხოვრება

სპორტი

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ერთ-ერთი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების


წესის პოპულარიზაცია. ამ მიზნის მისაღწევად დეპარტამენტი ორგანიზებას
უწევს სპორტულ ღონისძიებებს. იმართება შიდასაუნივერსიტეტო შეჯიბრებები
ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ჭადრაკში, ბილიარდში, მაგიდის
ჩოგბურთსა და სპორტის სხვა სახეობებში.

აღნიშნულ ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ილიაუნის ნებისმიერ


სტუდენტს წინასწარი რეგისტრაციის პრინციპით. სპორტული ღონისძიებების
შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ელფოსტის მეშვეობით. ინფორმაცია ასევე
განთავსდება კამპუსებში მდებარე საინფორმაციო დაფებზე, სტუდენტურ საქმეთა
დეპარტამენტის Facebook-გვერდზე, სპორტის Facebook-ჯგუფში და ილიაუნის
ვებგვერდზე.

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ბაზაზე შექმნილია სპორტული ნაკრებები,


რომლებიც წარმატებით მონაწილეობენ სტუდენტურ უნივერსიადებში. ჩემპიონატის
დაანონსების შემდეგ შესაბამის სახობაში ტარდება ნაკრების მოთამაშეთა შერჩევა,
რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

სპორტული ნაკრებები
ფუტსალი (ვაჟები)
კალათბურთი (ვაჟები)
ფრენბურთი (ვაჟები, გოგონები)
რაგბი (ვაჟები)

29
გაცვლითი პროგრამები

#WeareIliauni

საგარეო ურთიერთობების სამსახური

საგარეო ურთიერთობების სამსახური უზრუნველყოფს ილიაუნისა და


საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან კავშირების
ჩამოყალიბებას, ასევე Erasmus+ გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირებას.

სამსახური გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:


ინდივიდუალური კონსულტაციები გაცვლითი პროგრამების კონკურსის
პირობებისა და პროცედურების შესახებ;
დახმარება აპლიკაციის შევსების პროცესი;
რეგულარული საინფორმაციო შეხვედრები კონკურსის მსვლელობისას;
დახმარება სასწავლო ხელშეკრულების შეთანხების საკითხში შესაბამის
ფაკულტეტთან;
გამგზავრების წინა საორიენტაციო შეხვედრების ორგანიზება შერჩეულ
სტუდენტებთან.

საკონტაქტო ინფორმაცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საგარეო ურთიერთობების სამსახური
ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, E 208 ოთახი
032 2 22 00 09 (367)
erasmusplus@iliauni.edu.ge
foreign-relations@iliauni.edu.ge

30
ტექნოლოგიებისა და
ინოვაციების სივრცე

Iliauni Pre-accelerator

FABLAB ILIAUNI

ფაბლაბი თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი


ლაბორატორიაა უახლესი დაზგა-დანადგარებით (3D პრინტერებით, 3D
სკანერებით, ლაზერული მჭრელებით, პროგრამირებადი ჩარხებით და სხვ.),
კომპიუტერული ტექნიკითა და პროგრამული უზრუნველყოფით.

ფაბლაბი მოგცემთ შესაძლებლობას თქვენი იდეის/პროდუქტის პროტოტიპი


შექმნათ და იმუშაოთ მის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე.
ფაბლაბი მუშაობს ორი მიმართულებით:

სტარტაპების ხელშეწყობა;
ინოვაციური იდეების ხელშეწყობა.

საკონტაქტო ინფორმაცია
+995 98 62 10 20
გიორგი წერეთლის No 1, S კორპუსი
www.facebook.com/FabLabIliauni
www.fablab.iliauni.edu.ge

ზუმაუთ პრეაქსელერატორი

Zoomout ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეაქსელერატორია, რომელიც


სტუდენტურ სტარტაპებს ეხმარება პროდუქტის შექმნასა და დახვეწაში,
ბრენდირებაში, პრეზენტაციის მომზადებასა და, რაც მთავარია, გლობალურ
აქსელერატორებთან წარდგენაში.

საკონტაქტო ინფორმაცია
გიორგი წერეთლის No 1, S კორპუსი
www.facebook.com/zoomoutclub
www.zoomout.ge

31
ტექნოლოგიებისა და
ინოვაციების სივრცე

ბიბლიოთეკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა წარმოადგენს სასწავლო-


კვლევით სივრცეს და მისი მრავალფეროვანი ფონდი მოიცავს სხვადასხვა ენაზე
შესრულებულ 2 მილიონზე მეტ მონოგრაფიას, სახელმძღვანელოს, პერიოდულ
გამოცემას, ელექტრონულ რესურსსა და ა.შ. ბიბლიოთეკში სტუდენტს შეუძლია
ისარგებლოს 7 სამკითხველო დარბაზითა და 2 კომპიუტერული რესურსცენტრით.

თქვენ შეგიძლიათ:

წინასწარ დაჯავშნოთ სასურველი წიგნი


გაიტანოთ წიგნი ბიბლიოთეკის დარბაზიდან
წიგნის დაბრუნების გადავადება
ისარგებლოთ ჯგუფური მუშაობის სივრცით
ისარგებლოთ ბიბლიოთეკათშორისი მომსახურებით
ისარგებლოთ ასლის გადაღებისა და ამობეჭდვის სერვისით
შეამოწმოთ ბიბლიოთეკის დავალიანება ვებგვერიდან
ისარგებლოთ სერვისით „შეეკითხე ბიბლიოთეკარს“
მოითხოვოთ ტრენინგი სხვადასხვა საბიბლიოთეკო რესურსის უკეთ
გამოსაყენებლად.

32
ტექნოლოგიებისა და
ინოვაციების სივრცე

დარბაზების მუშაობის განრიგი

სულხან-საბა ორბელიანის დარბაზი


ორშაბათი-პარასკევი: 09:00-21:00
შაბათი: 10:00-18:00
ლიტერატურის ოთახი
ორშაბათი-შაბათი: 10:00-21:00
ილიას დარბაზი
ორშაბათი-პარასკევი: 09:00-23:00
შაბათი: 10:00-18:00
გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის დარბაზი
ორშაბათი-პარასკევი: 10:00-17:00
ავსტრიული ცენტრის დარბაზი
ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
იტალიური ცენტრის დარბაზი
ორშაბათი-პარასკევი: 10:00-17:00
ბოტანიკის ინსტიტუტის ბიბლიოთეკა
ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00

კომპიუტერული რესურსცენტრების მუშაობის განრიგი

I რესურსცენტრი – A206 აუდიტორია


ორშაბათი- პარასკევი: 10:00-19:00
შაბათი: 10:00-18:00
II რესურსცენტრი – E307 აუდიტორია
ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00
შესვენება: 14:00-15:00

საჭირო ბმულები:

ბიბლიოთეკის ვებგვერდი
ილიაუნის ელექტრონული ბიბლიოთეკა
ელექტრონული კატალოგი
ბიბლიოთეკის წინაშე არსებული დავალიანების შემოწმება
ასლის გადაღება და ბეჭდვა

210 59 11
librarian@iliauni.edu.ge
library@iliauni.edu.ge
www.library.iliauni.edu.ge
www.facebook.com/iliaunilib

33
წიგნის სახლი „ლიგამუსი“
წიგნის სახლი „ლიგამუსი“ ილიაუნის სტუდენტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი
ადგილია. ლიგამუსის პირველ სართულზე განთავსებულია წიგნის მაღაზია და კაფე;
მეორე სართულზე – საპრეზენტაციო სივრცე, სადაც ყოველ საღამოს საინტერესო
ღონისძიება იმართება; ხოლო 1 სართულზე, ლიტერატურულ ოთახში, შეგიძლიათ
მყუდრო და მშვიდ გარემოში იკითხოთ საინტერესო წიგნები.

„ლიგამუსის“ ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 10:00-დან 21:00 საათამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
2232770
ჭავჭავაძის გამზ. N32
bookstore@iliauni.edu.ge
www.ligamus.iliauni.edu.ge

ილიაუნის თეატრი
ილიაუნის თეატრში შეგიძლიათ დაესწროთ როგორც პროფესიულ, ისე
ახალგაზრდულ თეატრალურ პროექტებს. სეზონი სწავლის დაწყებასთან ერთად,
ოქტომბრის პირველ კვირას, იხსნება და ივნისის ბოლოს
იხურება. წარმოდგენებს თეატრი მართავს კვირაში ოთხჯერ: ხუთშაბათს,
პარასკევს, შაბათს და კვირას. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც
თეატრის სალაროში, ასევე TBC PAY-ის აპარატებით და ვებგვერდზე www.biletebi.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:
theatre@iliauni.edu.ge
+995 32 222 00 09 [148]
ან 2 29 47 15 (სალარო)
ილია ჭავჭავაძის გამზირი N 32
www.facebook.com/theatre.iliauni
www.iliaunitheatre.ge

უნიფუდი
ილიაუნის კაფეტერიაა, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ გემრიელი და ჯანსაღი
კერძები. უნიფუდის კაფეტერიები მდებარეობს A კორპუსში (ი. ჭავჭავაძის გამზირი
N 32) და E კორპუსში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-18:00 საათი

34
ფაკულტეტების საინფორმაციო ცენტრები

ფაკულტეტების საინფორმაციო ცენტრებში შეგიძლიათ მიიღოთ კონსულტაცია/


სერვისი სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე (საგნების
არჩევა; სასწავლო განრიგი/ცხრილი; კრედიტების მინიჭება და ა.შ.).

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

arts_sciences@iliauni.edu.ge
+995 32 222 00 09 [200]
ილია ჭავჭავაძის გამზირი № 32
A კორპუსი, ოთახი  № 204

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა
და საინჟინრო ფაკულტეტი
sciences_engineering@iliauni.edu.ge
+995 32 222 00 09 [115]
ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი № 3/5
H კორპუსი, ოთახი  № 102, 118

ბიზნესის სკოლა

business@iliauni.edu.ge
+995 32 222 00 09 [180]
ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი № 3/5
E კორპუსი, ოთახი № 302; 305; 303;

სამართლის სკოლა

lawfaculty@iliauni.edu.ge
+995 32 222 00 09 [301]
ილია ჭავჭავაძის გამზირი № 32
A კორპუსი

35
ადმინისტრაცია

რექტორის აპარატი
rector.office@iliauni.edu.ge
+995 32 222 00 09 [373]

ადმინისტრაციის სამდივნო
office@iliauni.edu.ge
+995 32 222 00 09 [300]

ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახური
quality@iliauni.edu.ge
+995 32 222 00 09 [109]

იურიდიული სამსახური
law@iliauni.edu.ge
+995 32 222 00 09 [110]

სამეცნიერო კვლევების
კოორდინაციის სამსახური
research.office@iliauni.edu.ge
+995 32 222 00 09 

ადამიანური რესურსების
მართვის სამსახური
hr@iliauni.edu.ge
+995 32 222 00 09 [108]

გამომცემლობა
press@iliauni.edu.ge
+995 32 222 00 09 [365]

მატერიალური რესურსების
მართვის სამსახური
resources@iliauni.edu.ge
+995 32 222 00 09 [333]

შესყიდვების სამსახური
purchase@iliauni.edu.ge
+995 32 222 00 09 [111]

შიდა აუდიტის სამსახური


audit@iliauni.edu.ge
+995 32 222 00 09 [383 / 384]

ფინანსური სამსახური
financedep@iliauni.edu.ge

36
ილიაუნის შენობების
განლაგება
შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ!

You might also like