You are on page 1of 5

დიდი ბერძნული კოლონიზაცია

ძვ.წ. VIII-VII სს-დან ბერძნებმა დიდი საკოლონიზაციო მოძრაობა წამოიწყეს. იმ დროს ბერძნებს
ერთიანი სახელმწიფო არ ჰქონდათ. ბალკანეთის ნახევარკუნძული, ეგეოსის ზღვის კუნძულები
და ხმელთაშუა ზღვის მცირე აზიური სანაპირო მოფენილი იყო დამოუკიდებელი ქალაქ-
სახელმწიფოებით-პოლისებით. ბერძნული პოლისი აერთიანებდა მთავარ ქალაქს და მის
მიმდებარე ტერიტორიას, სადაც თავისუფალი მოქალაქეები ცხოვრობდნენ. ძვ.წVIIIსაუკუნეში
პოლისებმა ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპიროზე დაიწყეს ახალი ქალაქების-ახალშენების ანუ
კოლონიების დაარსება, ამიტომ ამ პროცესს კოლონიზაცია ეწოდა. კოლონიის დამარსებელ
ქალაქს დედაქალაქი ანუ „მეტროპოლია“ ერქვა, ახლად დაარსებულ ქალაქს „კოლონია“.
კოლონიების დაარსების მიზეზები იყო: 1) სტენოხორია -- შევიწროვება. პოლისებში მოსახლეობის
სიჭარბე, მიწების სიმცირე, დემოგრაფიული მატება. პოლისი ვეღარ იტევდა და ვერ
აკმაყოფილებლდა ჭარბ მოსახლეობას პროდუქციითა და ნედლეულით, ვეღარ ასაქმებდა.
აუცილებელი ხდებოდა ახალ მიწებზე დასახლება. 2) საშიანო კონფლიქტები--რომლებიც ხშირად
სამოქალაქო ომებამდე მიდოდა კოლონიზაციის ერთ ერთ მიზეზს წარმოადგენდა. კოლონიზაცია
ომისგან თავის არიდების ხერხი იყო, უმცირესობაში დარჩენილი ჯგუფი ტოვებდა პოლისს და
ახალ მიწაზე გადაიოდა ქალაქის დასაარსებლად.3) ეკონომიკური ფაქტორი-პოლისებს
წარმოებული ჭარბი პროდუქცია უნდა გაესაღებინათ და იმავდროულად შემოეტანათ ის
ნედლეული, რომელიც მათ ქალაქში არ მოიპოვებოდა. კოლონიზაციას ხელს უწყობდა
ზღვაოსნობის განვითარებაც. კოლონიის დაარსება სარისკო საქმე იყო და ამიტომ რჩევისთვის
მიმართავდნენ დელფოს სამისნოში აპოლონის ორაკულს.( წინასწარმეტყველს) ორაკულის
ნაკარნახევი პირობების მიხედვით კოლონიებს აარსებდნენ ძირითადად ზღვის ნაპირზე, ქალაქის
დაცვა ადვილი უნდა ყოფილიყო, ქალაქს ნოყიერი მიწები და წყალი უნდა ჰქონოდა.
კოლონიის დაარსება საპასუხისმგებლო საქმე იყო, ექსპედიციის წინამძღოლს ქალაქის არისტოკრატთა
საბჭო ირჩევდა და მას იოკისტი ერქვა, მას უნდა ემართა კოლონია. კოლონიის დამაარსებელი ქალაქი
კოლონიის უშიშროების დასაცავად სამხედრო ფლოტს აგზავნიდა, კოლონიის მოსახლეობა
სწრაფად იზრდებოდა, კოლონიები იქცა გასაღების ბაზრად. მეტროპოლია კოლონიაზე ძლიერ
კონტროლს ახორციელებდა და კოლონია მისი გავლენის ქვეშ რჩებოდა, ზოგან კოლონიები
დროთა განმავლობაში სრულ დამოუკიდებლობას აღწევდნენ და თავად ხდებოდნენ პოლისები.
იქ სადაც კოლონია ძლიერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე იქმნებოდა პოლიტიკური და
სამხედრო აქტივობით ვერ გამოირჩეოდა, ხოლო იქ სადაც მოსახლეობა განვითარების დაბალ
დონეზე იმყოფებოდა, კოლონია წამყვან პოლიტიკურ ძალად იქცეოდა. რა აერთაინებდა ამ
დაქსაქსულ ბერძნულ სამყაროს? 1. ბერძნული ენა 2. საერთო რელიგია 3 კულტურა. ამიტომ
ჩამოყალიბდა მსოფლმხედველობა ელინი( ბერძენი) და დანარჩენი სამყარო - ბარბაროსი.
ბერძნებმა კოლონიები დაარსეს შავი ზღვის ჩრდილო შავზღვისპირეთში პანტიკაპეონი, ოლვია
და ხერსონე, ეს კოლონიები ადგილობრივ მოსახლეობაზე გაბატონდნენ. შავი ზღვის სამხრეთ
სანაპიროზე დაარსეს ტრაპეზუნტი, სინოპე, კოტიორა და სხვა. დასავლეთ საქართველოს
ტერიტორიაზე შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ბერძნებმა ძვ.წVI საუკუნეში დაარსეს
ფაზისი,(ფოთი) დიოსკურია,( სოხუმი) გიენოსი,( ოჩამჩირესთან) პიტიუნტი( ბიჭვინთა) აქ
ბერძნებს მაღალი კულტურის მატარებელ მოსახლეობასთან მოუწია ურთიერთობა, ამიტომ
კულტურული ზეგავლენა ორმხრივი იყო. ბერძნები შავ ზღვას ევქსინის პონტოს ანუ
სტუმართმოყვარე ზღვას უწოდებდნენ.

You might also like